„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-02
ბიუროს ნომერი 372
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი,
№19-20, 30.05.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის პირველ პუნქტს
დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:
„თ1) მოსარჩელე - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის
სახელშეკრულებო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ფულადი კომპენსაციის მიღების
შესახებ სარჩელზე;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მომზადება
განპირობებულია
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
შემუშავებით, რომლითაც განისაზღვრება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესები
გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის სახელშეკრულებო ორგანოს გადაწყვეტილების
საფუძველზე კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით. ამავე პროექტის თანახმად, ფულადი
კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, რაც
შესაბამისი ცვლილების ასახვას საჭიროებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსისა და
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმათა შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველ პუნქტს
ემატება „თ1“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ
საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება მოსარჩელე - გაერთიანებული
ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სახელშეკრულებო ორგანოს
გადაწყვეტილების საფუძველზე ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
ვალდებულებებს.
მიღება
არ
წარმოშობს
სახელმწიფოს
მიერ
ახალ
ფინანსურ
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და გადახდის პრინციპი:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის
შემუშავებაში,
ასეთის
არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 5. შეღავათები სახელმწიფო ბაჟში
1.
საერთო
სასამართლოებში
განსახილველ
საქმეებზე
სახელმწიფო
ბაჟის
გადახდისაგან თავისუფლდებიან:
ა) ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა
მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის
სამართლებრივი ურთიერთობიდან;
ბ) მოსარჩელენი – სარჩელებზე, რომლებიც გამომდინარეობს საავტორო, აგრეთვე
აღმოჩენის,
გამოგონების,
რაციონალიზატორული
წინადადებებისა
და
სამრეწველო
ნიმუშების უფლებებიდან;
გ) მოსარჩელენი – სარჩელებზე ალიმენტების გადახდევინების შესახებ;
დ) ფიზიკური და იურიდიული პირები – მათზე იმ დოკუმენტების გაცემისათვის,
რომლებიც დაკავშირებულია სისხლის სამართლისა და ალიმენტის საქმეებთან;
ე)
მოსარჩელენი
–
სარჩელებზე
ზიანის
ანაზღაურების
შესახებ,
რომელიც
მიყენებულია დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის
სიკვდილით;
ვ) ფიზიკური პირები – სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებულ საკასაციო
საჩივრებზე
დანაშაულის
შედეგად
მიყენებული
მატერიალური ზარალის
ამოღების
სისწორის შესახებ;
ზ) სოციალური დაზღვევის ორგანოები და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოები
რეგრესულ სარჩელებზე ზიანის მიმყენებლის მიერ დაზარალებულზე გაცემული
დახმარების ან პენსიის გადახდევინების შესახებ, ხოლო სოციალური უზრუნველყოფის
ორგანოები – აგრეთვე სარჩელებზე არასწორად მიღებული დახმარებებისა და პენსიების
შესახებ;
თ) მოსარჩელე – დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების
შესახებ სარჩელზე ;
ი) მხარეები – საკასაციო საჩივრებზე განქორწინების საქმეების შეწყვეტის შესახებ;
კ) შინაგან საქმეთა ორგანოები, როგორც მოსარჩელეები – სარჩელებზე იმ პირების
ძებნასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომლებიც თავს არიდებენ
ალიმენტებისა და სხვა მსგავსი თანხების გადახდას;
ლ) საგადასახადო ორგანოები – ყველა საქმეზე; სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო
და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები, –
სარჩელებზე მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახადების
ბიუჯეტში
გადახდისა
და
ბიუჯეტიდან
თანხების
დაბრუნების
შესახებ,
აგრეთვე
განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე;
მ)
ინვალიდები,
ინვალიდთა
საზოგადოებრივი
ორგანიზაციები,
მათი
დაწესებულებები, სასწავლო – საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები – ყველა
სარჩელზე;
მ1) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული
პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია
საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე;
ნ) მოსარჩელენი – სარჩელებზე ისტორიული, მხატვრული და სხვა ფასეულობის
უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ;
ო) მხარეები – სარჩელებზე მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ,
რომელიც მიყენებულია ფიზიკური პირის უკანონოდ გასამართლების, მისი სისხლის
სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით უკანონოდ
დაპატიმრების ან დაპატიმრების სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების
შედეგად;
პ) იძულებით გადაადგილებული პირები , ლტოლვილის ან ჰუმანიტარული
სტატუსის მქონე პირები – საჩივრებზე მათი იძულებით გადაადგილებულ პირად ,
ლტოლვილ ის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირად არცნობის შესახებ;
ჟ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო,
საქართველოსგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო
საქვეუწყებო
დაწესებულება
საქართველოს ენერგეტიკის
–
გარემოსდაცვითი
სამინისტროს
ზედამხედველობის
სისტემაში
დეპარტამენტი,
შემავალი საჯარო
სამართლის
იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო, საქართველოს გარემოსა
და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირები: დაცული ტერიტორიების სააგენტო, ეროვნული სატყეო სააგენტო,
გარემოს ეროვნული სააგენტო, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის სატყეო სააგენტო
გარემოს დაცვასა და ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებულ საქმეებზე;
რ) ვეტერანები, რომლებმაც „ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ”
საქართველოს კანონის მოთხოვნათა დასაცავად მიმართეს სასამართლოს;
ს) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – სახელმწიფო
ქონების განკარგვასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე;
ს1) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული
სააგენტო – სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე;
ტ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე –
სარჩელზე მიწის დაცვის წესების შეუსრულებლობისა და მიწის კანონმდებლობის სხვა
დარღვევების
შედეგად
სახელმწიფოსათვის
მიყენებული
ზიანის
ასანაზღაურებლად
ბიუჯეტში თანხების გადახდევინების შესახებ
უ) დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ
სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე;
ფ) არქიტექტორულ - სამშენებლო ინსპექციები , როგორც მოსარჩელეები ან
მოპასუხეები
,
საქართველოს
კანონმდებლობით
მათ
კომპეტენციას
მიკუთვნებულ
საკითხებზე .
ქ) მშობელი ან არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი , როგორც მოსარჩლე
– სარჩელზე არასრულწლოვნის უფლებების დარღვევის ან მისთვის მიყენებული ქონებრივი
თუ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე .
ღ) საქართველოს ეროვნული ბანკი/საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის
სააგენტო – ყველა სარჩელზე;
ყ) ლიკვიდაციაში მყოფი კომერციული ბანკები,
მზღვეველი და არასაბანკო
სადეპოზიტო დაწესებულებები – საკრედიტო კავშირები – კომერციული ბანკების,
მზღვეველისა
და
არასაბანკო
სადეპოზიტო
დაწესებულებებისათვის
–
საკრედიტო
კავშირებისათვის დაუფარავი სესხების, სესხების პროცენტებისა და სხვა დებიტორული
დავალიანებების დაბრუნებაზე აღძრულ ყველა სარჩელზე;
შ)
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირი
–
საქართველოს
ფინანსური
მონიტორინგის სამსახური – „ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ “ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევებში ;
ჩ) მოსარჩელე – უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის
შესახებ აღძრულ სარჩელებზე .
ც) მოსარჩელე – თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და
რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე აღძრულ სარჩელებზე.
ძ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო,
როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე – სარჩელებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების თაობაზე;
ძ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კონკურენციის სააგენტო, როგორც
მოსარჩელე
ან
მოპასუხე
–
სარჩელებზე
კონკურენციის
შესახებ
საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების თაობაზე;
წ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო , როგორც მოსარჩელე – ნორმატიულ
აქტებთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე;
ჭ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მისი ტერიტორიული
ორგანოები და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სხვა ორგანოები – კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლებზე, არქეოლოგიურ ობიექტებზე და კულტურული მემკვიდრეობის
დამცავ ზონებში კანონის დარღვევით წარმოებულ მიწის, სამშენებლო და სხვა სამუშაოებთან
დაკავშირებულ საკითხებზე;
ხ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო − სარჩელებზე
სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის
წარმომადგენლობისას ;
ჯ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების
შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე,
– საქართველოს კანონმდებლობით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე;
ჰ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო – სამოქალაქო აქტის ჩანაწერისა და
იურიდიული
მნიშვნელობის
მქონე
ფაქტის
დადგენის
შესახებ
სასამართლოს
გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საკითხებთან დაკავშირებით.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საერთო სასამართლოების მიერ
შეტანილ კონსტიტუციურ წარდგინებაზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდევინება.
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
5. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები,
თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო შეთანხმებით, რომლის მონაწილეც არის
საქართველო.
6. (ამოღებულია).
7.
საქართველოს
საგარეო
საქმეთა
სამინისტროს
მიერ
საქართველოს
ვიზის
მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან
თავისუფლდება უცხოელი − საქართველოს მოკლევადიანი დიპლომატიური ან სპეციალური
ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში.