„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-02
ბიუროს ნომერი 372
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის VII14 თავი:
„თავი VII14. ადმინისტრაციული სამართალწარმოება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
ადამიანის უფლებათა დაცვის სახელშეკრულებო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე
კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით
მუხლი 2157. სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვა
1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3141 და საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4321 მუხლების საფუძველზე ფულადი კომპენსაციის
მიღების შესახებ სარჩელით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს იმ პირს, რომლის
მიმართაც არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა
კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის,
წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის
(შემდგომში - კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილ იქნა კომიტეტის
დამაარსებელი კონვენციის დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი
გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.
2. პირი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ
სარჩელს წარუდგენს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ამ მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან სამი თვის ვადაში.
3. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს:
ა) პირის მიმართ კომიტეტის გადაწყვეტილების ასლი კონვენციის დარღვევის ან/და
სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გადახდის თაობაზე;
ბ) კანონიერი წარმომადგენლის მიერ სარჩელის წარდგენისას − წარმომადგენლობის
დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 2158. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღების
საკითხის განხილვა
1. მოსამართლე ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის შეტანიდან 5 დღის
ვადაში განიხილავს მისი წარმოებაში მიღების საკითხს.
2. თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ
სარჩელი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, იგი გამოიტანს განჩინებას
არსებული ხარვეზის შესახებ და მოსარჩელეს მის შესავსებად დაუნიშნავს გონივრულ ვადას.
თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, მოსამართლე
გამოიტანს განჩინებას ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის წარმოებაში
მიღებასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გამოიტანს განჩინებას ფულადი
კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და
სარჩელს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად დაუბრუნებს მოსარჩელეს.
3. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის
თქმის შესახებ სასამართლო განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
4. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებასთან
დაკავშირებით სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ ან ასეთი განჩინების გამოტანის
ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლე სარჩელს და თანდართული დოკუმენტების ასლებს
დაუყოვნებლივ უგზავნის მოპასუხეს და განუსაზღვრავს მას შესაგებლის წარდგენის ვადას.
მუხლი 2159. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის განხილვა
ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო
დადგენილად
მიიჩნევს
პირის
მიმართ
კონვენციის
დარღვევის
ფაქტს,
რომელიც
დასტურდება კომიტეტის გადაწყვეტილებით.
მუხლი 2160. ფულადი კომპენსაციის გაცემის საკითხის გადაწყვეტის წესი
1. ამ თავით გათვალისწინებული სამართალწარმოებისას მოპასუხეა საქართველოს
ფინანსთა სამინისტრო.
2. ფულადი კომპენსაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს რაიონული
(საქალაქო) სასამართლო პირის მიმართ კონვენციით განსაზღვრული ადამიანის უფლებების
დარღვევის სიმძიმისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით.
3. ამ თავით გათვალისწინებული საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. ერთერთი მხარის მოთხოვნით, სასამართლო საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენით. ამ თავით
გათვალისწინებული საქმე განიხილება საქმეთა განხილვისათვის საქართველოს საპროცესო
კანონმდებლობით განსაზღვრულ საერთო ვადებში და დადგენილი წესით.
4. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს
სააპელაციო სასამართლოში საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი
წესით.
5. სააპელაციო საჩივარი წარედგინება გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს,
რომელიც მას თანდართულ მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის
სააპელაციო სასამართლოს.
6.
ფულადი
კომპენსაციის
მიღების
შესახებ
სარჩელი
განთავისუფლებულია
სახელმწიფო ბაჟისაგან.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (განჩინება) საბოლოოა
და არ საჩივრდება.“.
2. 34-ე მუხლის 11 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:
„ი1) კონვენციის დარღვევის ან/და სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გადახდის
თაობაზე კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე ფულადი კომპენსაციის გაცემასთან
დაკავშირებულ დავაზე;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში, საქართველოს წინააღმდეგ
წარდგენილ
ინდივიდუალური
საჩივრების
განხილვის
უფლებამოსილება
გააჩნიათ
ადამიანის უფლებათა დაცვის შემდეგ სახელშეკრულებო ორგანოებს: ადამიანის უფლებათა
კომიტეტს, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტს, 9
კომიტეტს წამების წინააღმდეგ 10 და რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს 11
(შემდგომში „კომიტეტი“), რომლებიც დაარსებულია გაეროს სხვადასხვა კონვენციების
საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა კომიტეტი დაარსდა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების
შესახებ 1966 წლის საერთაშორისო პაქტის (შემდგომში „პაქტი“) IV ნაწილის საფუძველზე
პაქტი მიღებულ იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1966 წლის 16 დეკემბერს და
ძალაში შევიდა 1976 წლის 23 მარტს. საქართველო ზემოხსენებულ პაქტს მიუერთდა 1994
წლის 3 მაისს და ის საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან. პაქტის პირველი
ფაკულტატური ოქმის მიხედვით, რომელიც ასევე საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3
აგვისტოდან, პაქტის მიზნების მისაღწევად და მისი დადგენილების განსახორციელებლად
ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიენიჭა შესაძლებლობა მიიღოს და განიხილოს, საჩივრები
ცალკეული პირებისაგან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ისინი პაქტის აღნიშნული რომელიმე
უფლების დარღვევის მსხვერპლნი არიან.
9
ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტი - დაარსდა ქალთა
წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ 1979 წლის კონვენციით, რომლის
რატიფიცირება საქართველომ მოახდინა 1994 წლის 26 ოქტომბერს, ხოლო საქართველოსთან
მიმართებით ინდივიდუალური საჩივრების განხილვის უფლებამოსილება აქვს 2002 წლის 1
აგვისტოდან
10
კომიტეტი წამების წინააღმდეგ - დაარსდა წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან
ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ 1984 წლის კონვენციით, რომლის
რატიფიცირება საქართველომ მოახდინა 1994 წლის 26 ოქტომბერს, ხოლო საქართველოსთან
მიმართებით ინდივიდუალური საჩივრებით განხილვის უფლებამოსილება აქვს 2005 წლის 9
აგვისტოდან
11
რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი - დაარსდა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა
ფორმის ლიკვიდაციის შესახებ 1965 წლის კონვენციით, რომლის რატიფიცირება საქართველომ
მოახდინა 1999 წლის 2 ივნისს, ხოლო საქართველოსთან მიმართებით ინდივიდუალური საჩივრების
განხილვის უფლებამოსილება აქვს 2005 წლის 30 ივნისიდან
შესაბამისად, ოქმის პირველი მუხლის მიხედვით „ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფო,
რომელიც ამ ოქმის მონაწილე ხდება, აღიარებს კომიტეტის კომპეტენციას მიიღოს და
განიხილოს საჩივარი მის იურისდიქციას დაქვემდებარებული პირებისაგან, რომლებიც
ამტკიცებენ, რომ აღნიშნული ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ პაქტში მოყვანილი
რომელიმე უფლების დარღვევის მსხვერპლნი არიან“.
ადამიანის უფლებათა კომიტეტი განიხილავს ამ ოქმის შესაბამისად მიღებულ
საჩივრებს ცალკეული პირების და დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოს მიერ მისთვის
წარდგენილი ყველა წერილობითი მონაცემების გათვალიწინებით და აცნობებს თავის
მოსაზრებებს (შემდგომში „გადაწყვეტილებას“) შესაბამის მონაწილე სახელმწიფოს და პირს.
პაქტის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პაქტის მონაწილე თითოეული
სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, რომ ყველა პირი, რომლის ამ პაქტით
აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი შელახულია, უზრუნველყოს სამართლებრივი
დაცვის ეფექტიანი საშუალებით.
ოქმის ძალაში შესვლის შემდეგ, ინდივიდუალური საჩივრების განხილვის შედეგად,
საქართველოსთან მიმართებაში ადამიანის უფლებათა კომიტეტს გამოიტანილი აქვს 2
გადაწყვეტილება, სადაც დადგინდა პაქტის ცალკეული მუხლების დარღვევა.
კომიტეტის მიერ რეკომენდირებული სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება
შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმით, როგორიცაა კომპენსაციის გადახდა, კანონის გაუქმება
ან ცვლილებების შეტანა და სხვა. ზემოხსენებული ღონისძიებები წარმოადგენენ ასევე
პრევენციულ ზომებს, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული ადამიანის უფლებათა
დარღვევის ახალი შემთხვევები.
ყოველწლიურად
ადამიანის
უფლებათა
კომიტეტი
თავის
ანგარიშში
აღწერს
დარღვევის დადგენის შემდეგ სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს,
კერძოდ,
გატარებულ
ზომებს
სამართლებრივი
დაცვის
ეფექტიანი
საშუალების
უზრუნველსაყოფად, რათა ეს დარღვევა აღმოიფხვრას და მომავალში მოხდეს მსგავსი
დარღვევების თავიდან აცილება.
ადამიანის უფლებათა კომიტეტმა თავის ანარიშებში არაერთხელ გამოთქვა დანანება
საქართველოსთან მიმართებაში გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, სადაც
დაადგინა პაქტის ცალკეული მუხლების დარღვევა, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს მექანიზმი
ამ გადაწყვეტილებების სრულად შესრულებისათვის და შესაბამისად პაქტის მე-2 მუხლით
ნაკისრი ვალდებულების განხორციელებისათვის, კერძოდ, დაზარალებული მხარისთვის
სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უზრუნველსაყოფად. ადამიანის უფლებათა
კომიტეტმა თავის ბოლო რეკომენდაციაში მოუწოდა სახელმწიფოს, რომ უნდა გაატაროს
ყველა აუცილებელი ინსტიტუციური და საკანონმდებლო ზომები, რათა უზრუნველყოს
გადაწყვეტილებათა
იმპლემენტაცია,
რაც
თავის
მხრივ
უზრუნველყოფს
ადამიანის
უფლებათა დარღვევის შედეგად დაზარალებულ პირებს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი
საშუალებით, როგორც ეს გათვალისწინებულია პაქტის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის
მიხედვით. 12
აქედან
პრობლემის
გამომდინარე
მოგვარების
კანონპროექტის
მიზნით,
რათა
მიღება
განპირობებულია,
სახელმწიფოს
მიერ
არსებული
პაქტით
ნაკისრი
ვალდებულებიდან გამომდინარე განხორციელდეს იმ პირების სამართლებრივი დაცვის
ეფექტიანი საშუალებით უზრუნველყოფა, რომელთა მიმართაც არსებობს გაეროს ადამიანის
უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ
1966 წლის საერთაშორისო პაქტის დარღვევის ან/და სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის
გადახდის თაობაზე.
რაც შეეხება გაეროს სხვა კომიტეტებს, რომლებსაც საქართველოსთან მიმართებით
ინდივიდუალური საჩივრების განხილვის უფლებამოსილება გააჩნიათ, ამ კომიტეტებს
საქართველოსთან მიმართებაში აქამდე გადაწყვეტილება არ მიუღიათ. თუმცა, იმის
გათვალისწინებით, რომ ამ კომიტეტებში არსებობს მიმდინარე საქმეები საქართველოსთან
მიმართებაში, ასევე იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რომ აუცილებელია არსებობდეს ამ
კომიტეტების
გადაწყვეტილებების აღსრულების ეფექტური ეროვნული მექანიზმი, რათა
საქართველომ წარმატებით შეასრულოს შესაბამისი დამაარსებელი კონვენციებით (იხილეთ
ზემოთ) ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, საჭიროა ანალოგიური მექანიზმების
შექმნა ყველა იმ კომიტეტის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის
მიზანია
საქართველოს
სახელმწიფოს
მიერ
კომიტეტის
გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცესში არსებული ხელისშემშლელი ფაქტორების
აღმოფხვრა
და
კომიტეტის
გადაწყვეტილებათა
სრულფასოვნად
აღსრულებისა
და
სასამართლოს
აქვს
სრულყოფილი რეალიზაციისათვის ეფექტიანი მექანიზმის შემოღება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
ამჟამად
არ
არსებობს
მექანიზმი,
რომლის
მიხედვით
სამართლებრივი საფუძველი, რათა განიხილოს იმ პირების სარჩელი ფულადი კომპენსაციის
გაცემის შესახებ სარჩელი, რომელთა მიმართაც არსებობს გაეროს ადამიანის უფლებათა
კომიტეტის გადაწყვეტილება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ 1966 წლის
საერთაშორისო პაქტის დარღვევისა და სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გადახდის
თაობაზე, რათა უზრუნველყოს ისინი სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებით.
12
იხილეთ ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2014 წლის 24 ივლისის დასკვნითი მიმოხილვა
საქართველოსთან მიმართებაში არსებულ მეოთხე პერიოდულ ანგარიშთან დაკავშირებით (Concluding
observations on the fourth periodic report of Georgia) გვ. 2
ასევე არ არსებობს სხვა კომიტეტების გადაწყვეტილებათა აღსრულების სამართლებრივი
საფუძველი, რომლებსაც საქართველოსთან მიმართებით ინდივიდუალური საქმეების
განხილვის უფლებამოსილება გააჩნიათ. ამდენად, აუცილებელია, რომ ამ პირთა სარჩელების
მიღებისა და განხილვის უფლებამოსილება ჰქონდეს საქართველოს სასამართლოს და
კანნმდებლობით განსაზღვრული იყოს სასამართლოს მიერ საქმის განხილვის შესაბამისი
მექანიზმი.
კანონპროექტით
ადმინისტრაციული
კოდექსს
ემატება
სამართალწარმოება
თავი
გაეროს
VII14,
რომლითაც
ადამიანის
განისაზღვრება
უფლებათა
დაცვის
სახელშეკრულებო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე კომპენსაციის გაცემასთან
დაკავშირებით.
კოდექსის 2157 მუხლით განსაზღვრულია იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც
უნდა დაერთოს სარჩელს. კანონპროექტით (მუხლი 2158) მოსამართლეს სარჩელის შეტანიდან
განესაზღვრება 5 დღის ვადა სარჩელის დასაშვებობის და შესაბამისად წარმოებაში მიღების
საკითხის განსახილველად. კანონპროექტი ითვალისწინებს ხარვეზის არსებობისას მისი
გამოსწორების მექანიზმს. ამასთან, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
სასამართლო განჩინებაზე შესაძლებელი იქნება კერძო საჩივრის შეტანა. საბოლოოდ,
სასამართლო კომპენსაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პირის მიმართ
შესაბამისი კონვენციით განსაზღვრული ადამიანის უფლებების დარღვევის სიმძიმისა და
სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით. კანონპროექტი ითვალისწინებს დავის
განხილვას ზეპირი მოსმენის გარეშე, თუმცა, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით სასამართლო
ვალდებულია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით.
კანონპროექტი ითვალისწინებს ფულადი კომპენსაციის გაცემის შესახებ რაიონული
(საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმს შესაბამის სააპელაციო
სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა და არ საჩივრდება. მნიშვნელოვანია
ის გარემოება, რომ ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი სახელმწიფო ბაჟის
გადახდისაგან თავისუფლდება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
გამოიწვევს
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
დამატებითი
სახსრების გამოყოფას სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის სახით გადასახდელი ფულადი
თანხების ოდენობით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღებით
სახელმწიფოს
ეკისრება
ფინანსური
ვალდებულება
კანონპროექტით განსაზღვრული კატეგორიის პირებისათვის გადასახდელი ფულადი
კომპენსაციის სახით.
ბ.ე. ) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
პირი უფლებამოსილია სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გადახდის თაობაზე
კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე ფულადი კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით
მიმართოს სასამართლოს.
ბ.ვ.) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი ითვალისწინებს კომპენსაციის გადახდას იმ პირისათვის, რომლის
მიმართაც დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა და არსებობს
კომიტეტის გადაწყვეტილება სახელმწიფოს მიერ მისთვის კომპენსაციის გადახდის თაობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინაღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
შეესაბამება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ეწინაღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
ხელშეკრულებებს.
არ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
რომლებმაც
ან/და
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
ორგანიზაცია
კანონპროექტის
შემუშავებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის იმ მუხლის მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 34. სააპელაციო და საკასაციო საჩივრების დასაშვებობა
1. სააპელაციო და საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში
დასაშვებია, მიუხედავად სარჩელის ფასისა. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლისა და 391-ე მუხლის მე-2 ნაწილის
მოთხოვნები.
11. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ
შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო საჩივარი:
ა)
ამ
კოდექსის
მე-6
მუხლით
გათვალისწინებულ
საქმეზე
გამოტანილ
გადაწყვეტილებაზე;
ბ) aსაჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე;
გ) საჯარო რეესტრის ჩანაწერთან დაკავშირებულ დავაზე;
დ) საცხოვრებელი ბინის პრივატიზებასთან დაკავშირებულ დავაზე;
ე)
ადმინისტრაციულ
ხელშეკრულებასთან
დაკავშირებულ
დავაზე
საიჯარო
ურთიერთობის თაობაზე;
ვ) სამშენებლო ურთიერთობიდან წარმოშობილ დავაზე;
ზ) კერძო საჩივარზე;
თ) ამ კოდექსის 2123 მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ი) პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირისათვის და მისი პირველი
რიგის მემკვიდრისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებულ დავაზე;
კ) არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნასთან დაკავშირებულ საქმეებზე.
2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და ამ კოდექსის მე-16
მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული წესით საქმეში ჩაბმულმა მესამე პირებმა შეიძლება
კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო
პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო
დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის
შედეგზე.
31. ამ მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დასაშვებობის შემოწმების ვადა არ უნდა
აღემატებოდეს 3 თვეს.
4.
ადმინისტრაციულ
საქმეზე
საკასაციო
გადაწყვეტილების გამოტანის ვადაა 6 თვე.
საჩივრის
წარმოებაში
მიღებისა
და