„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 97 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-08
ბიუროს ნომერი 374
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა
დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N20, 09.06.2006,
მუხ. 171) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის „ე1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე1)
უგულებელყოფა
პასუხისმგებელი
პირის
−
მშობლის,
მიერ
ბავშვის
სხვა
კანონიერი
ფიზიკური,
წარმომადგენლის
ფსიქოლოგიური
ან/და
სხვა
საჭიროებების
დაუკმაყოფილებლობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, საფრთხისაგან დაუცველობა,
დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი
მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს, კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა
პასუხისმგებელ პირს აქვს სათანადო ინფორმაცია, შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება შესაბამის
მომსახურებაზე;“.
2. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:
„4. მოძალადის მიერ შემაკავებელი/დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების
შეუსრულებლობა, აგრეთვე, სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის განცალკევებასთან დაკავშირებით
მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა, იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
3. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. არასრულწლოვნის განცალკევება მოძალადე მშობლისაგან, სხვა კანონიერი
წარმომადგენლისგან ან სხვა პირისგან
1. ბავშვზე ძალადობის დროს, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოწერილი
შემაკავებელი ორდერის, ხოლო ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებით
განსაზღვრულ შემთხვევებში, სოციალური მუშაკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების
საფუძველზე, ბავშვი შესაძლოა, განცალკევებულ იქნეს მშობლისგან, სხვა კანონიერი
წარმომადგენლისგან ან სხვა პირისგან.
2. მშობლისგან, კანონიერი წარმომადგენლისგან ან სხვა პირისგან ბავშვის განცალკევება, მისი
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, წარმოადგენს უკიდურეს ზომას. ბავშვის აზრი იმის შესახებ,
თუ სად განთავსდება იგი, უნდა იყოს გათვალისწინებული მისი ასაკის და სიმწიფის ხარისხის
მიხედვით და ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო
ინტერესების
გათვალისწინებით.
გადაწყვეტილების
მიღებისას
პოლიციის
თანამშრომელი/სოციალური მუშაკი ახდენს ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაციას, მსხვერპლის
გამოკითხვას, შემთხვევის შეფასებას და ბავშვის უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით, იღებს
გადაწყვეტილებას ბავშვის განცალკევების შესახებ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების)
პროცედურებით გაწერილი წესის შესაბამისად. სოციალური მუშაკი განცალკევების შესახებ
გადაწყვეტილების
მიღებისთანავე
მიმართავს
გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას.
3.
ოჯახში
ძალადობის
ფორმების
პოლიციას,
არსებობისას
რომელიც
ამ
კანონის
უზრუნველყოფს
მე-11
მუხლით
გათვალისწინებული პირის მიერ დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით სასამართლოსათვის
მიმართვის
შემთხვევაში
მშობლის/მშობლების
სასამართლო
ან
სხვა
განიხილავს
კანონიერ
არასრულწლოვანთან
წარმომადგენელთან
მოძალადე
ურთიერთობის
საკითხს.
არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის კვალის არსებობისას სასამართლოს წინაშე შეიძლება
დაისვას დროებითი ღონისძიების სახით მოძალადე მშობლისაგან/მშობლებისაგან, სხვა კანონიერი
წარმოადგენლისგან ან სხვა პირისგან არასრულწლოვნის განცალკევების საკითხი სასამართლოს
მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
4.
არასრულწლოვნის
გათვალისწინებული
წარმომადგენლის
უნდა
იქნეს
უფლების
ის
საკითხის
განხილვისას
რომ
მოძალადე
გარემოება,
მშობლისთვის/მშობლებისთვის/კანონიერი წარმოადგენლისთვის წარმომადგენლის უფლების
დატოვება საზიანოა არასრულწლოვნის ინტერესებისათვის. დაუშვებელია მშობლებისათვის
არასრულწლოვანზე ერთობლივი მეურვეობის დატოვება, თუ არსებობს მის მიმართ ერთ-ერთი
მშობლის მხრიდან ძალადობის საფუძვლიანი ვარაუდი.
5. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვანს 14
წლის ასაკიდან უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებებისა და კანონიერი
ინტერესების დასაცავად. ამ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს საპროცესო წარმომადგენელს და
განიხილავს საქმეს. არასრულწლოვან მოსარჩელეს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს თავის საპროცესო
წარმომადგენელს და თვითონ დაიცვას თავი. სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეში ჩააბას
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.“.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 142 მუხლი:
„მუხლი 142. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებს ამტკიცებს საქართველოს
მთავრობა.“.
5. მე-16 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის განცალკევებასთან დაკავშირებით მიღებული
გადაწყვეტილებისადმი
დაუმორჩილებლობის
შემთხვევაში
მიიღოს
„იარაღის
შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს.“;
ბ) მე-6 პუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. პოლიცია ზედამხედველობს გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერებით
განსაზღვრული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებას, აგრეთვე, სოციალური მუშაკის მიერ
ბავშვის
განცალკევებასთან
დაკავშირებით
მიღებული
გადაწყვეტილების
შესრულებას
და
ვალდებულია მოახდინოს კანონით გათვალისწინებული რეაგირება მათ დარღვევაზე.“.
მუხლი 2
საქართველოს
მთავრობამ,
ამ
კანონის
ამოქმედებიდან
არაუგვიანეს
30-ე
დღისა,
უზრუნველყოს „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების
შესახებ“
საქართველოს
დადგენილების
მთავრობის
მიღებამდე
მოქმედებს
დადგენილების
„ბავშვთა
მიღება.
დაცვის
საქართველოს
მიმართვიანობის
მთავრობის
(რეფერირების)
პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №152/ნ – №496 – №45/ნ ერთობლივი ბრძანება.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი - მე-3 და მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი - მე-3 და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს
გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა
დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია მიუსაფარი და ძალადობის მსხვერპლი ბავშვების
მოძალადისაგან განცალკევების პროცედურაში შესაბამისი კვლიფიკაციისა და გამოცდილების მქონე
სოციალური მუშაკის ჩართულობის გაზრდის საჭიროება. ბავშვთა მიმართ განხორციელებული
ძალადობის ნებისმიერი ფორმის არსებობისას მოძალადისაგან არასრულწლოვნის განცალკევებისას,
განსაკუთრებით,
როცა
საქმე
ეხება
არასრულწლოვნის
ოჯახიდან
გამოყვანის
საკითხს,
მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკის, როგორც სპეციალური ცოდნისა და კვალიფიკაციის
მატარებელი პროფესიონალის, შეფასება და ჩართულობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობის ნებისმიერი
ფორმის არსებობისას მოძალადისაგან არასრულწლოვნის განცალკევების შემთხვევაში სოციალური
მუშაკის როლის გაძლიერება და მისი ჩართულობის გაზრდა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, არასრულწლოვნის საუკეთესო
ინტერესის
დაცვის
მიზნით,
სოციალურ
მუშაკს
ენიჭება
უფლებამოსილება,
რომ
ბავშვი
განაცალკევოს მოძალადე ოჯახის წევრისაგან, კანონიერი წარმომადგენლის ან სხვა პირისაგან.
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების მიხედვით, მოძალადე სუბიექტად
გვევლინება აგრეთვე „სხვა პირი“, რომელიც შესაძლოა არ იყოს არასრულწლოვნის მშობელი ან
კანონიერი წარმომადგენელი, მაგრამ ბავშვზე ახორციელებდეს ძალადობის სხვადასხვა ფორმას.
გარდა აღნიშნულისა, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვების მიმართ განხორციელებულ
ძალადობის შემთხვევაში, ხშირად, შეუძლებელია იმის დადგენა, მოძალადე არასრულწლოვნის
მშობელია თუ სხვა კანონიერი წარმომადგენელი. სწორედ ასეთი შემთხვევისათვის მნიშვნელოვანია
საკანონმდებლო დონეზე სოციალურ მუშაკს ჰქონდეს უფლებამოსილება, მშობლისა და სხვა
კანონიერი წარმომადგენლის გარდა, სხვა პირის მიერ ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, მოახდინოს
რეაგირება და არასრულწლოვანი განაცალკევოს მოძალადისაგან.
ამავე მიზნით, ახლებურად ყალიბდება ტერმინის - „უგულებელყოფა“ განმარტება, რომლის
მიხედვით, უგულებელმყოფი პირი,მშობლისა და კანონიერი წარმომადგენლის გარდა, შეიძლება
იყოს სხვა პასუხისმგებელი პირიც, თუმცა განსხვავებით „სხვა პირისგან“, იგი შეიძლება იყოს
მხოლოდ ის პირი, რომელსაც სამართლებრივი ან ხელშეკრულებით აქვს დაკისრებული ბავშვზე
ზრუნვის პასუხისმგებლობა (მაგალითად, ძიძა).
კანონპროექტის თანახმად, განცალკევება წარმოადგენს არასრულწლოვნის უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფ უკიდურეს ზომას. ბავშვის განთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას
არასრულწლოვნის აზრი უნდა იქნეს გათვალისწინებული მისი ასაკისა და სიმწიფის ხარისხის
მიხედვით. ამასთან, 14 წელს მიღწეულ არასრულწლოვანს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს
თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად.
კანონპროექტით ზუსტდება პოლიციის უფლებამოსილებები, რომლის თანახმად, პოლიცია
ვალდებულია სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის განცალკევებასთან დაკავშირებით მიღებული
გადაწყვეტილებისადმი
დაუმორჩილებლობის
შემთხვევაში
მიიღოს
„იარაღის
შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებები. ამასთან, განისაზღვრება, რომ
პოლიცია ზედამხედველობს გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრული
მოთხოვნებისა და პირობების შესრულებას, აგრეთვე, სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის
განცალკევებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას და ვალდებულია
მოახდინოს კანონით გათვალისწინებული რეაგირება მათ დარღვევაზე.
აღსანიშნავია, რომ მიუსაფარი ბავშვისა და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მოძალადისაგან
განცალკევების პროცედურა, ისევე როგორც არასრულწლოვნის განთავსების პირობები, მექანიზმები
და სხვა პროცედურული საკითხები დეტალურად მოწესრიგდება „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის
(რეფერირების)
პროცედურებით“,
დადგენილებით.
რომელიც
დამტკიცდება
საქართველოს
მთავრობის
აღსანიშნავია, რომ „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები“,
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამჟამად, დამტკიცებულია
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის
31 მაისის №152/ნ–№496–№45/ნ ერთობლივი ბრძანებით. ნორმატიული აქტის მიზანია ოჯახში და
მის გარეთ ბავშვის ძალადობის ყველა ფორმისაგან დაცვის ხელშეწყობა მიმართვიანობის
(რეფერირების) კოორდინირებული და ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების გზით. აღნიშნული
დოკუმენტი განსაზღვრავს ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოების უფლებამოვალეობებს, ასევე, ეფექტური და სწრაფი რეაგირების მექანიზმებს. მითითებული რეგულაციის
თანახმად, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული სუბიექტები
არიან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურები, სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო და
მისი სტრუქტურული ერთეულები - მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოები,
სკოლები, ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულებები (ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება,
ბავშვთა სახლი, დღის ცენტრი, მცირე საოჯახო ტიპის სახლი), სამედიცინო დაწესებულებები და
სოფლის ექიმები. აღნიშნული ბრძანებით განსაზღვრული პროცედურების პრაქტიკაში დანერგვამ,
ეტაპობრივად გამოკვეთა რიგი საკითხები, რომლებიც მოითხოვს მითითებულ რეგულაციებში
ცვლილებების
შეტანასა
და
მიმართვიანობის
(რეფერირების)
პროცედურებში
ჩართული
სუბიექტების გაფართოებას. ვინაიდან, წარმოდგენილი პროექტით, პროცედურებში მონაწილე
სუბიექტების წრე ფართოვდება, აუცილებლობას წარმოადგენს „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის
(რეფერირების) პროცედურების“ დოკუმენტი დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის მიერ.
აქვე აღსანიშნავია, რომ „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების“
დამტკიცების სამართლებრივი საფუძველი, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს
კანონის ნაცვლად, მოცემული იქნება „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის
მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში. ამასთან, კანონპროექტით
განისაზღვრება, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღებამდე
მოქმედებს
საქართველოს
შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
მინისტრის,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №152/ნ–№496–№45/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული
„ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები“,
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის
ცვლილებას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
არ იწვევს ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
წინამდებარე რეფორმა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მომზადდა
ადამიანით
ვაჭრობის
(ტრეფიკინგის)
წინააღმდეგ
მიმართული
ღონისძიებების
განმახორციელებელი
საუწყებათაშორისო
საკოორდინაციო
საბჭოს
მიერ,
რომელსაც
ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. მუშაობა მიმდინარეობდა საბჭოს 2014
წლის 14 ნოემბრის სხდომაზე ამისათვის სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში,
ხოლო ცვლილებათა პაკეტი მოწონებულ და დამტკიცებულ იქნა საბჭოს 2015 წელის 23 დეკემბრის
სხდომაზე. ცვლილებებზე აქტიურად მუშაობდა საბჭოს წევრი ყველა უწყება, განსაკუთრებით კი
საკითხით პირდაპირ დაინტერესებული უწყებები და სტრუქტურები - საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო,
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (სსიპ სერვისების განვითარების სააგენტო), საქართველოს
მთავარი პროკურატურა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ ადამიანით
ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო
ფონდი. სამუშაო პროცესში ჩართულნი იყვნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, გაეროს
ბავშვთა ფონდის (UNICEF), საქართველოში აშშ-ის საელჩოს, საქართველოს პარლამენტის, ააიპ
ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის, ააიპ სამოქალაქო განვითარების სააგენტოს, ააიპ
საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის - თანადგომის, მიგრაციის საერთაშრისო
ორგანიზაციის, ააიპ ბავშვი და გარემოს, ააიპ კარიტასი საქართველოს,
ააიპ ვორლდ ვიჟენ
საქართველოს (World Vision Georgia), ააიპ გადავარჩინოთ ბავშვების (Save the Children), ააიპ
საქართველოს
კოალიციის
„ბავშვებისა
და
ახალგაზრდების
კეთილდღეობისათვის“,
ააიპ
საქართველოს ბავშვების წარმომადგენლები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტების შეფასება კანონპროექტის მიმართ. ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი მოწონებულ იქნა კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო და
საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის
ინიციატორები
არიან
საქართველოს
იუსტიციის
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
სამინისტრო
და
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონის“ იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება:
მუხლი 4. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო
აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას;
ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც
იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;
ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი
მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას;
გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ
შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა,
ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება;
დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან
მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი
მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ;
ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და
ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის
უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და
კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;
ე1) უგულებელყოფა − მშობლის ან/და კანონიერი წარმომადგენლის მიერ ბავშვის ფიზიკური,
ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საბაზისო განათლების უფლების
შეზღუდვა, საფრთხისაგან დაუცველობა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა
მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი
მშობელს ან/და კანონიერ წარმომადგენელს აქვს სათანადო ინფორმაცია, შესაძლებლობა და ხელი
მიუწვდება შესაბამის მომსახურებაზე;
ვ) მსხვერპლი – ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური,
სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი
განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და
სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა
(მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა);
ზ) ოჯახის წევრი – ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი),
შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი,
მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე,
არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე;
თ) მოძალადე – ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ,
ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა წევრის მიმართ;
ი) თავშესაფარი – ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი ან
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და
არასამეწარმეო იურიდიული პირის ბაზაზე არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა
დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ
რეაბილიტაციას, იურიდიულ და სამედიცინო დახმარებას, აგრეთვე დაცვის ღონისძიებებს; ამ
კანონის VI თავის ამოქმედებამდე – ასევე ოჯახის ნათესავებისა და მეგობრების ოჯახი;
კ) მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებები – ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს
მოძალადის რეაბილიტაციასა და კრიზისულ ინტერვენციას საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
ლ) კრიზისული ცენტრი – ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა და მსხვერპლთა
დროებითი
განთავსების
ადგილი,
რომელიც
ემსახურება
ფსიქოლოგიურ-სოციალურ
რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასა და სამართლებრივ
დახმარებას. კრიზისულ ცენტრში პირის (მასზე დამოკიდებული პირების) განთავსება
შესაძლებელია მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრამდე და სტატუსის განსაზღვრის შემდეგ, იმ
შემთხვევაში, თუ მსხვერპლი არ გამოთქვამს თავშესაფარში მისი საცხოვრებლად განთავსების
სურვილს და საჭიროებს მხოლოდ ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას ან/და
სამართლებრივ დახმარებას ან/და პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას
თავშესაფარში ცხოვრების გარეშე;
მ) ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი – პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ არის
მსხვერპლი და რომელიც მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით მიმართავს შესაბამის
ორგანოებს/ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელ ჯგუფს (მსხვერპლის
იდენტიფიცირების ჯგუფს).
მუხლი 10. დამცავი და შემაკავებელი ორდერები
1. ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს
მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის
უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნეს
შემაკავებელი ან დამცავი ორდერი.
2. დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ
ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება
მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.
3. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ
გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ძალადობის
მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და რომელიც გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში
დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს.
4. მოძალადის მიერ შემაკავებელი/დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების
შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ოჯახში ძალადობის ჩამდენის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის
კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების (სისხლისსამართლებრივი მექანიზმების)
გამოყენება არ აფერხებს ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის (მსხვერპლის) დაცვის
უზრუნველსაყოფად დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემას.
6. ოჯახში ძალადობის ჩამდენის მიმართ, თუ მის მიმართ დევნა დაწყებულია ოჯახში
ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის ბრალდებით, აღკვეთის ღონისძიების (პატიმრობის გარდა)
გამოყენების შემთხვევაში უფლებამოსილი სასამართლო სისხლის სამართალწარმოების წესით
იხილავს და წყვეტს ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის (მსხვერპლის) დაცვის
უზრუნველსაყოფად მოძალადის მიმართ შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენების საკითხს.
7. მოძალადის რეაბილიტაციის მიზნით დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს მის
მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო
სწავლების კურსის გავლას.
მუხლი 14. არასრულწლოვნის განცალკევება მოძალადე მშობლისაგან/მშობლებისაგან
1.
ოჯახში ძალადობის ფორმების არსებობისას ამ კანონის მე-11 მუხლით
გათვალისწინებული პირის მიერ დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით სასამართლოსათვის
მიმართვის
შემთხვევაში
სასამართლო
განიხილავს
არასრულწლოვანთან
მოძალადე
მშობლის/მშობლების ურთიერთობის საკითხს. არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის კვალის
არსებობისას სასამართლოს წინაშე შეიძლება დაისვას დროებითი ღონისძიების სახით მოძალადე
მშობლისაგან/მშობლებისაგან არასრულწლოვნის განცალკევების საკითხი სასამართლოს მიერ
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
2.
არასრულწლოვნის
წარმომადგენლის
უფლების
საკითხის
განხილვისას
გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოება, რომ მოძალადე მშობლისათვის წარმომადგენლის
უფლების
დატოვება
საზიანოა
არასრულწლოვნის
ინტერესებისათვის.
დაუშვებელია
მშობლებისათვის არასრულწლოვანზე ერთობლივი მეურვეობის დატოვება, თუ არსებობს მის
მიმართ ერთ-ერთი მშობლის მხრიდან ძალადობის საფუძვლიანი ვარაუდი.
3. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვანს 14
წლის ასაკიდან უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებებისა და კანონიერი
ინტერესების დასაცავად. ამ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს საპროცესო წარმომადგენელს და
განიხილავს საქმეს. არასრულწლოვან მოსარჩელეს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს თავის საპროცესო
წარმომადგენელს და თვითონ დაიცვას თავი. სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეში ჩააბას
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.
მუხლი 16. პოლიციის მოვალეობანი
1. პოლიცია ვალდებულია ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების
შემთხვევაში
დაუყოვნებლივ
მოახდინოს
რეაგირება
და
განახორციელოს
კანონით
გათვალისწინებული ღონისძიებები.
2. ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია
დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად იმისა, პოლიციის ორგანოებს
მიმართა დაზარალებულმა, ძალადობის მოწმემ თუ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულმა
პირმა.
3. ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია:
ა) მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად;
ბ) განცალკევებულად გამოკითხოს ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი, მოწმე,
მოძალადე, მათ შორის, არასრულწლოვანი, რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს;
გ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ;
დ) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი გადაყვანა
სამედიცინო დაწესებულებაში;
ე) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი ან/და
არასრულწლოვნის გადაყვანა თავშესაფარში;
ვ) მსხვერპლის სხვა ადგილზე გადაყვანის შემთხვევაში უზრუნველყოს მისი საცხოვრებელი
ადგილიდან პირველადი საჭიროების ნივთებისა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების წამოღება;
ვ1) საჭიროების შემთხვევაში, ამ კანონის საფუძველზე მოძალადე გაარიდოს მსხვერპლის
საცხოვრებელი ადგილიდან და უზრუნველყოს მსხვერპლის უსაფრთხოება;
ზ) უზრუნველყოს იმ პირის უსაფრთხოება, რომელმაც განაცხადა ძალადობის ფაქტის
შესახებ;
თ) ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით გასცეს შემაკავებელი ორდერი.
4. პოლიცია ოჯახში ძალადობის ფაქტისა და მიღებული ზომების შესახებ ადგენს ოქმს,
რომელსაც წარუდგენს ზედამხედველ პროკურორს.
5. პოლიცია ვალდებულია თავის ანგარიშში ცალკე გამოყოს მონაცემები ოჯახში ძალადობის
ფაქტების, მიღებული ზომების, მსხვერპლთა რაოდენობის, მოძალადის მიმართ განხორციელებული
ქმედებების, აგრეთვე მოძალადის სხვა მონაცემების შესახებ.
6. პოლიცია ზედამხედველობს გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერებით
განსაზღვრული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებას. იგი ვალდებულია მოახდინოს კანონით
გათვალისწინებული რეაგირება დამცავი და შემაკავებელი ორდერების დარღვევაზე.