„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 1
III მოსმენა
✓ 74 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-08
ბიუროს ნომერი 374
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს
ადმინისტრაციულ
საპროცესო
კოდექსში
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს ცვლილება და 2112 მუხლი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი
2112.
უფლებამოსილების
სასამართლოსათვის
შეზღუდვისა
და
მიმართვა,
მშობლის/კანონიერი
არასრულწლოვანის
მშობლისგან,
წარმომადგენლის
სხვა
კანონიერი
წარმომადგენლისგან ან სხვა პირისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების გამოცემისა და
გასაჩივრების წესი
1. ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ
მსხვერპლს (ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს), აგრეთვე მისი ოჯახის წევრს, ხოლო
არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის
ორგანოს.
2. ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება მხოლოდ
მსხვერპლის თანხმობით აქვს პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ,
ფსიქოლოგიურ დახმარებას.
3.
არასრულწლოვნის
მიმართ
ოჯახში
ძალადობის
ფაქტზე
ადმინისტრაციული
სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, მათ შორის, არასრულწლოვნის დაკითხვისას (გამოკითხვისას),
გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, მისი ასაკისა და
განვითარების დონის შესაბამისად.
4.
ამ
თავით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალწარმოების
დროს
დაუშვებელია ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის გამოკითხვა (მისგან ახსნაგანმარტების მიღება) სავარაუდო მოძალადე მშობლის (მშობლების)/კანონიერი წარმომადგენლის
(წარმომადგენლების) თანდასწრებით; აგრეთვე დაუშვებელია არასრულწლოვნის დაკითხვაზე
(გამოკითხვაზე)
მშობლის/კანონიერი
წარმომადგენლის
დასწრება,
თუ
მის
(მათ)
მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვი მოძალადე ოჯახის წევრსა და
მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე
ან ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევაში, ასევე მისთვის (მათთვის) არასრულწლოვნის მიერ
მიცემული ჩვენების (გამოკითხვის ოქმის, ახსნა-განმარტების) გაცნობა ან გადაცემა.
5.
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლება,
იყოს ბავშვის წარმომადგენელი
ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, შეჩერებულად ითვლება სასამართლოში
საქმის წარმოების განმავლობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, თუ
მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი სავარაუდო მოძალადეა ან მის მიუკერძოებლობასთან
დაკავშირებით არსებობს ეჭვი მოძალადე ოჯახის წევრსა და მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს
შორის არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე ან ინტერესთა კონფლიქტის სხვა
შემთხვევაში.
6. სასამართლო მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების შეჩერების
შემთხვევაში იმ ბავშვის მიმართ, რომლის ორივე მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შეეზღუდა
მშობლის უფლება ან მოვალეობა, განჩინებით საქმეში მხარედ მოიწვევს მეურვეობისა და
მზრუნველობის
ორგანოს.
მეურვეობისა
და
მზრუნველობის
ორგანო
ნიშნავს
ბავშვის
წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს
წარმოადგენს.
7. ბავშვის მშობლისგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლისგან ან სხვა პირისგან
განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში და
24
საათის
განმავლობაში
ეგზავნება
ბავშვის
მშობელს/კანონიერ
წარმომადგენელს,
მისი
იდენტიფიცირების შემთხვევაში.
8.
ბავშვის
მშობლისგან,
სხვა
კანონიერი
წარმომადგენლისგან
ან
სხვა
პირისგან
განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილება შეიძლება მშობლის ან სხვა
კანონიერი წარმომადგენლის მიერ ნებისმიერ დროს გასაჩივრდეს პირველი ინსტანციის
სასამართლოში ბავშვის ადგილსამყოფელის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით.
კანონიერი
წარმომადგენლის
სარჩელი
არ
აჩერებს
განცალკევების
შესახებ
მიღებული
გადაწყვეტილების მოქმედებას.
9. სასამართლო, სარჩელის დადგენილი წესით რეგისტრაციიდან 24 საათის განმავლობაში,
სარჩელსა და თანდართულ მასალებს უგზავნის ბავშვის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების
გამომცემ ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია წერილობით უპასუხოს სარჩელში მითითებულ
საკითხებს და წარადგინოს მტკიცებულებები სასამართლო უწყების მიღებიდან 2 დღის ვადაში.
10. მოსამართლე უფლებამოსილია მხარის ან საკუთარი ინიციატივით საქმე განიხილოს
დახურულ სასამართლო სხდომაზე.
11. სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობა არ აფერხებს ამ მუხლით
გათვალისწინებული საკითხების განხილვას შესაბამის სასამართლოში.
12. სასამართლო სარჩელს განიხილავს დადგენილი წესით რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში
და იღებს გადაწყვეტილებას სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების გაუქმების ან გაუქმებაზე
უარის თქმის შესახებ.
13. სასამართლო გადაწყვეტილებას ბავშვის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების
გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ იღებს გონივრული ეჭვის და შინაგანი რწმენის
საფუძველზე. გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 24 საათის განმავლობაში გადაეცემა მხარეებს.
14. ამ მუხლით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილება
საჩივრდება
სააპელაციო
სასამართლოში,
მხარისათვის
დასაბუთებული
გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
15. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, ამ მუხლით დადგენილი წესით, იღებს
სააპელაციო სასამართლო საჩივრის წარდგენიდან 3 დღის ვადაში.
16. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
17. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ბავშვის მშობლის ან სხვა კანონიერი
წარმომადგენლის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის
წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მათთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და
მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის
განხილვის დროს, გამოიწვევდა მათთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის
მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლში შესატანი
ცვლილებები, რომლის თანახმადაც, ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, სოციალური მუშაკის როლი
იზრდება, კერძოდ, მას ენიჭება უფლებამოსილება, რომ ძალადობის შემთხვევაში ბავშვი
განაცალკევოს ოჯახის წევრის, კანონიერი წარმომადგენლის ან სხვა პირისაგან, რომლიც
არასრულწლოვანზე ახორციელებს ძალადობას. აღნიშნული ხორციელდება ბავშვის საუკეთესო
ინტერესის დაცვის მიზნით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობის ნებისმიერი
ფორმის არსებობისას მოძალადისაგან არასრულწლოვნის განცალკევების შემთხვევაში სოციალური
მუშაკის მიერ არასრულწლოვნის გამოყვანისა და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლების
შეზღუდვის
პროცედურული
და
პროცესუალური
საკითხების
დარეგულირება.
ამასთან,
კანონპროექტი ითვალისწინებს არასრულწლოვნის მოძალადისაგან განცალკევების შესახებ
სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების მშობლის, კანონიერი წარმომადგენლის ან სხვა პირის
მიერ სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის
მიხედვით,
ბავშვზე
ძალადობის
შემთხვევაში
არასრულწლოვნის
საუკეთესო ინტერესის დაცვის მიზნით, სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის მშობლისგან, სხვა
კანონიერი წარმომადგენლისგან ან სხვა პირისგან განცალკევების შესახებ მიღებული
გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში და 24 საათის განმავლობაში ეგზავნება ბავშვის
კანონიერ წარმომადგენელს, მისი იდენტიფიცირების შემთხვევაში. ამასთან, ბავშვის მშობლისგან,
სხვა კანონიერი წარმომადგენლისგან ან სხვა პირისგან განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის
გადაწყვეტილება შეიძლება მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ ნებისმიერ დროს
გასაჩივრდეს პირველი ინსტანციის სასამართლოში, ბავშვის ადგილსამყოფელის მიხედვით,
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. აღსანიშნავია, რომ
კანონიერი
წარმომადგენლის
სარჩელი
არ
აჩერებს
განცალკევების
შესახებ
მიღებული
სასამართლო
სარჩელს
გადაწყვეტილების მოქმედებას.
კანონპროექტით
წარმოდგენილი
პროცედურის
მიხედვით
განიხილავს დადგენილი წესით რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას
სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების გაუქმების ან გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლო, სარჩელის დადგენილი წესით რეგისტრაციიდან 24 საათის განმავლობაში, სარჩელსა
და თანდართულ მასალებს უგზავნის ბავშვის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების გამომცემ
ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია წერილობით უპასუხოს სარჩელში მითითებულ საკითხებს
და წარადგინოს მტკიცებულებები სასამართლო უწყების მიღებიდან 2 დღის ვადაში.
ამასთან, მოსამართლე უფლებამოსილია მხარის ან საკუთარი ინიციატივით საქმე
განიხილოს დახურულ სასამართლო სხდომაზე, რომელიც მიღებიდან 24 საათის განმავლობაში
გადაეცემა მხარეებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება
სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული
გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3
დღის ვადაში. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო სასამართლო
საჩივრის წარდგენიდან 3 დღის ვადაში, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება. კანონიერ ძალაში
შესული გადაწყვეტილება ბავშვის მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ შეიძლება
გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ
მათთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ
ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მათთვის
ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის
ცვლილებას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
არ იწვევს ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
წინამდებარე რეფორმა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მომზადდა
ადამიანით
ვაჭრობის
განმახორციელებელი
(ტრეფიკინგის)
საუწყებათაშორისო
წინააღმდეგ
მიმართული
საკოორდინაციო
საბჭოს
ღონისძიებების
მიერ,
რომელსაც
ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. მუშაობა მიმდინარეობდა საბჭოს 2014
წლის 14 ნოემბრის სხდომაზე ამისათვის სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში,
ხოლო ცვლილებათა პაკეტი მოწონებულ და დამტკიცებულ იქნა საბჭოს 2015 წელის 23 დეკემბრის
სხდომაზე. ცვლილებებზე აქტიურად მუშაობდა საბჭოს წევრი ყველა უწყება, განსაკუთრებით კი
საკითხით პირდაპირ დაინტერესებული უწყებები და სტრუქტურები - საქართველოს შინაგან
საქმეთა
სამინისტრო,
საქართველოს
შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (სსიპ სერვისების განვითარების სააგენტო),
საქართველოს მთავარი პროკურატურა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო,
სსიპ
ადამიანით
ვაჭრობის
(ტრეფიკინგის)
მსხვერპლთა,
დაზარალებულთა
დაცვისა
და
დახმარების სახელმწიფო ფონდი. სამუშაო პროცესში ჩართულნი იყვნენ საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატი, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), საქართველოში აშშ-ის საელჩოს,
საქართველოს პარლამენტის, ააიპ ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის, ააიპ სამოქალაქო
განვითარების
სააგენტოს,
ააიპ
საინფორმაციო
სამედიცინო-ფსიქოლოგიური
ცენტრის
-
თანადგომის, მიგრაციის საერთაშრისო ორგანიზაციის, ააიპ ბავშვი და გარემოს, ააიპ კარიტასი
საქართველოს,
ააიპ ვორლდ ვიჟენ საქართველოს (World Vision Georgia), ააიპ გადავარჩინოთ
ბავშვების (Save the Children), ააიპ საქართველოს კოალიციის „ბავშვებისა და ახალგაზრდების
კეთილდღეობისათვის“, ააიპ საქართველოს ბავშვების წარმომადგენლები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტების შეფასება კანონპროექტის მიმართ. ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი მოწონებულ იქნა კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო და
საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 2112 მუხლის მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 2112. სასამართლოსათვის მიმართვა და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის
უფლებამოსილების შეზღუდვის საკითხი
1. ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ
მსხვერპლს (ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს), აგრეთვე მისი ოჯახის წევრს, ხოლო
არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის
ორგანოს.
2. ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება მხოლოდ
მსხვერპლის თანხმობით აქვს პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ,
ფსიქოლოგიურ დახმარებას.
3.
არასრულწლოვნის
მიმართ
ოჯახში
ძალადობის
ფაქტზე
ადმინისტრაციული
სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, მათ შორის, არასრულწლოვნის დაკითხვისას (გამოკითხვისას),
გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, მისი ასაკისა და
განვითარების დონის შესაბამისად.
4.
დამცავი
ან
შემაკავებელი
ორდერის
გამოცემის
შესახებ
ადმინისტრაციული
სამართალწარმოების დროს დაუშვებელია ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის
გამოკითხვა
(მისგან
ახსნა-განმარტების
მიღება)
(მშობლების)/კანონიერი
წარმომადგენლის
(წარმომადგენლების)
დაუშვებელია
არასრულწლოვნის
დაკითხვაზე
სავარაუდო
მოძალადე
მშობლის
თანდასწრებით;
აგრეთვე
(გამოკითხვაზე)
მშობლის/კანონიერი
წარმომადგენლის დასწრება, თუ მის (მათ) მიკერძოებულობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვი
მოძალადე
ოჯახის
წევრსა
და
მშობელს/კანონიერ
წარმომადგენელს
შორის
არსებული
ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე ან ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევაში, ასევე
მისთვის (მათთვის) არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების (გამოკითხვის ოქმის, ახსნაგანმარტების) გაცნობა ან გადაცემა.
5. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლება,
იყოს ბავშვის წარმომადგენელი
ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, შეჩერებულად ითვლება სასამართლოში
საქმის წარმოების განმავლობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, თუ
მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი სავარაუდო მოძალადეა ან მის მიკერძოებულობასთან
დაკავშირებით არსებობს ეჭვი მოძალადე ოჯახის წევრსა და მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს
შორის არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე ან ინტერესთა კონფლიქტის სხვა
შემთხვევაში.
6. სასამართლო მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების შეჩერების
შემთხვევაში იმ ბავშვის მიმართ, რომლის ორივე მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შეეზღუდა
მშობლის უფლება ან მოვალეობა, განჩინებით საქმეში მხარედ მოიწვევს მეურვეობისა და
მზრუნველობის
ორგანოს.
მეურვეობისა
და
მზრუნველობის
ორგანო
ნიშნავს
ბავშვის
წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს
წარმოადგენს.