„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-08
ბიუროს ნომერი 374
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.05.001.017194) შეტანილ იქნეს
ცვლილება და მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და
მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად:
ა.ა) დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს და მეთვალყურეობს
დამცავი და შემაკავებელი ორდერების აღსრულებას;
ა.ბ) ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღასრულებს სოციალური მუშაკის
მიერ ბავშვის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილებას;
ა.გ) კანონით პოლიციისთვის დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულებას;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მიღება
განპირობებულია
„ოჯახში
ძალადობის
აღკვეთის,
ოჯახში
ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით, რომლის თანახმად, ბავშვზე
ძალადობის დროს, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელის მიერ გამოწერილი შემაკავებელი
ორდერის, ხოლო ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებით განსაზღვრულ
შემთხვევებში, სოციალური მუშაკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ბავშვი
შესაძლოა, განცალკევებულ იქნეს მშობლისგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლისგან ან სხვა
პირისგან. ამასთან, გადაწყვეტილების მიღებისას პოლიციის თანამშრომელი/სოციალური მუშაკი
ახდენს ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაციას, მსხვერპლის გამოკითხვას, შემთხვევის შეფასებას
და ბავშვის უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის
განცალკევების
შესახებ
ბავშვთა
დაცვის
მიმართვიანობის
(რეფერირების)
პროცედურებით
გაწერილი წესის შესაბამისად. სოციალური მუშაკი განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების
მიღებისთანავე
მიმართავს
პოლიციას,
რომელიც
უზრუნველყოფს
გადაწყვეტილების
დაუყოვნებლივ აღსრულებას. გარდა ზემოაღნიშნულისა, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში
ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით პოლიციას აქვს
დაკისრებული რიგი ვალდებულებებისა, რომლებიც ამომწურავად საჭიროებს ასახვას „პოლიციის
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პოლიციის ვალდებულებებშიც.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა
დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული პოლიციის ვალდებულების - სოციალური
მუშაკის მიერ ბავშვის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების - დაუყოვნებლივ აღსრულების
უზრუნველყოფისა და „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა
და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით პოლიციისათვის დაკისრებული მოვალეობების
ამომწურავად ასახვა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით პოლიციის უფლებამოსილებების უზრუნველმყოფ ღონისძიებებს ემატება
ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის განცალკევების შესახებ
გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებისა და „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში
ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით პოლიციისთვის
დაკისრებული ყველა მოვალეობის შესრულების ვალდებულება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის
ცვლილებას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
არ იწვევს ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
წინამდებარე რეფორმა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მომზადდა
ადამიანით
ვაჭრობის
(ტრეფიკინგის)
წინააღმდეგ
მიმართული
ღონისძიებების
განმახორციელებელი
საუწყებათაშორისო
საკოორდინაციო
საბჭოს
მიერ,
რომელსაც
ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. მუშაობა მიმდინარეობდა საბჭოს 2014
წლის 14 ნოემბრის სხდომაზე ამისათვის სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში,
ხოლო ცვლილებათა პაკეტი მოწონებულ და დამტკიცებულ იქნა საბჭოს 2015 წელის 23 დეკემბრის
სხდომაზე. ცვლილებებზე აქტიურად მუშაობდა საბჭოს წევრი ყველა უწყება, განსაკუთრებით კი
საკითხით პირდაპირ დაინტერესებული უწყებები და სტრუქტურები - საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო,
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (სსიპ სერვისების განვითარების სააგენტო), საქართველოს
მთავარი პროკურატურა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ ადამიანით
ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო
ფონდი. სამუშაო პროცესში ჩართულნი იყვნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, გაეროს
ბავშვთა ფონდის (UNICEF), საქართველოში აშშ-ის საელჩოს, საქართველოს პარლამენტის, ააიპ
ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის, ააიპ სამოქალაქო განვითარების სააგენტოს, ააიპ
საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის - თანადგომის, მიგრაციის საერთაშრისო
ორგანიზაციის, ააიპ ბავშვი და გარემოს, ააიპ კარიტასი საქართველოს,
ააიპ ვორლდ ვიჟენ
საქართველოს (World Vision Georgia), ააიპ გადავარჩინოთ ბავშვების (Save the Children), ააიპ
საქართველოს
კოალიციის
„ბავშვებისა
და
ახალგაზრდების
კეთილდღეობისათვის“,
ააიპ
საქართველოს ბავშვების წარმომადგენლები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტების შეფასება კანონპროექტის მიმართ. ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი მოწონებულ იქნა კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო და
საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის
ინიციატორები
არიან
საქართველოს
იუსტიციის
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
სამინისტრო
და
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის“ იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება:
მუხლი 17. პოლიციის უფლებამოსილებანი
1.
პოლიცია
პრევენციული
ფუნქციების
შესრულების
უზრუნველსაყოფად
თავისი
კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:
ა)
სამართალდარღვევათა
თავიდან
ასაცილებლად
საპოლიციო
ღონისძიებების
განხორციელება;
ბ) პირისთვის სათანადო სამართლებრივი და პირველადი გადაუდებელი სამედიცინო
დახმარების აღმოჩენა; გადაუდებელი ზომების მიღება პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის
დასაცავად, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ პირი საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს ან გარშემომყოფთ;
გ)
თავისი
კომპეტენციის
ფარგლებში
შესაბამისი
ღონისძიებების
განხორციელება
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული
დანიშნულების ობიექტების, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის
პირების უსაფრთხოების დასაცავად; მინისტრის მიერ დამტკიცებული წესისა და ნუსხის
შესაბამისად სახელმწიფო ობიექტების დაცვის ფიზიკურად უზრუნველყოფა;
დ)
შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა
უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ე) სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად ბავშვთა
მაწანწალობის, უმეთვალყურეობის თავიდან აცილების, არასრულწლოვანთა დამნაშავეობის
აღკვეთის პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობა და თავის საქმიანობაში არასრულწლოვანთა
განსაკუთრებული თავისებურებებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება;
ვ) სატრანსპორტო მოძრაობის მოწესრიგება, მოძრაობის წესების, ნორმატივებისა და
სტანდარტების დაცვის ზედამხედველობა;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვის
სპეციალური ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა „სისხლის სამართლის პროცესის
მონაწილის დაცვის სპეციალური პროგრამის“ შესაბამისად;
თ) პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის
საფუძველზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის დაუყოვნებლივ შეტყობინება მის მიმართ
ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების,
გაქცევის, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ.
2. პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის
ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ:
ა) ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და
მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების
სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს და მეთვალყურეობს დამცავი და შემაკავებელი ორდერების
აღსრულებას;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული
დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფს
საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან
მყოფი
პირის/პირების
გამოსახლებას/გამოყვანას
სასამართლო
გადაწყვეტილების
გარეშე,
მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით;
გ) სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშორებს პირს, რომელსაც არა აქვს ან
ჩამორთმეული აქვს მართვის უფლება, ან თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ
იგი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, და
გამოკვლევის მიზნით წარადგენს საამისოდ უფლებამოსილ პირთან;
დ) თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ნარკოტიკული
ნივთიერება მოიხმარა, მას გამოკვლევის მიზნით წარადგენს საამისოდ უფლებამოსილ პირთან;
ე) იღებს და რეგისტრაციაში ატარებს შემოსულ ინფორმაციას დანაშაულისა და სხვა
სამართალდარღვევათა შესახებ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა შესახებ, დაუყოვნებლივ
რეაგირებს მათზე, აღრიცხავს სამართალდარღვევებსა და მათ ჩამდენ პირებს;
ვ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს:
ვ.ა) სასაზღვრო-პოლიციურ და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს;
ვ.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ფარულ
საგამოძიებო მოქმედებებს (ელექტრონული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით,
აგრეთვე ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერა, კინო- და ფოტოგადაღება, რომელთა გამოყენება ზიანს
არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს);
ვ.გ) ტექნიკურ-კრიმინალისტიკურ გამოკვლევებს ოპერატიულ-სამძებრო, ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა და სხვა საქმეებზე;
ზ) ეხმარება შესაბამის უწყებებს დაკარგული და გატაცებული იარაღის, საბრძოლო მასალისა
და ტექნიკის, სამხედრო ქონების მოძებნაში, აგრეთვე იმ პირთა ძებნაში, რომლებიც თავს არიდებენ
სავალდებულო სამხედრო სამსახურს;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო
კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;
ი)
საქართველოს
საკანონმდებლო
აქტებით
გათვალისწინებულ
შემთხვევებში
უზრუნველყოფს შეკრებისა და მანიფესტაციის შეწყვეტასა და მათ მონაწილეთა დაშლას;
კ) მოსთხოვს პირს, დაიცვას კანონის მოთხოვნა და შეწყვიტოს სამართალდარღვევა, ხოლო
მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში იღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს.
3. პოლიცია საგანგებო სიტუაციის, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საგანგებო სიტუაციის შედეგების
ლიკვიდაციაში, საძიებო-სამაშველო სამუშაოებში; იცავს პირთა უსაფრთხოებას, მართლწესრიგს,
აგრეთვე ხელყოფისაგან იცავს ქონებას, დაზარალებულ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირებს
აღმოუჩენს გადაუდებელ დახმარებას; თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საგანგებო
ან საომარი მდგომარეობისათვის დადგენილი რეჟიმის დაცვაში, ხოლო ეპიდემიისა და ეპიზოოტიის
დროს – საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებაში;
ბ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში
უზრუნველყოფს
სახელმწიფოს
სამობილიზაციო-გამწვევი
პუნქტებისა
და
ოპერატიულ-
მმართველობითი შტაბების უსაფრთხოებასა და მზადყოფნას, აგრეთვე პირადი (სამინისტროს)
შემადგენლობის სრულ სამობილიზაციო მზადყოფნას;
გ) იღებს, ამუშავებს და შემდგომი რეაგირებისათვის უფლებამოსილ სუბიექტებს აწვდის
შეტყობინებებს ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების, სასწრაფო
სამედიცინო დახმარების, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, შეზღუდვის ან/და წნევის
დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის), აგრეთვე სასმელი წყლით მომარაგების
შეწყვეტის ან/და წნევის ცვალებადობისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა
შემთხვევების შესახებ.
4. პოლიცია, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ფუნქციიდან გამომდინარე,
უზრუნველყოფს:
ა) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონაში,
საქართველოს საზღვაო სივრცეში და საქართველოს იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ
გემებზე კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას, აგრეთვე
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელებას;
ბ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირთა ინსპექტირებას, არალეგალურ
მიგრაციასთან დაკავშირებული პროცესების მართვას, არალეგალური მიგრაციის პრევენციას,
აღკვეთას,
მიგრაციისა
და
სახელმწიფო
საზღვრის
გადამკვეთ
პირთა
სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების
შესრულებას;
გ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1982 წლის საზღვაო სამართლის კონვენციით
გათვალისწინებული „ცხელ კვალზე დევნის უფლების“ განხორციელებას.
5. პოლიცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამის უწყებებთან ერთად იღებს ზომებს საქართველოს
ტერიტორიაზე სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობათა პირადი
და ქონებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.