„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.01.2016
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/446/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-08
ბიუროს ნომერი 374

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს ცვლილება და 1205¹ მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ოჯახში ძალადობის შემთხვევისას, როდესაც მშობლის მიმართ მოქმედებს შემაკავებელი ან დამცავი ორდერი, აგრეთვე, სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, მშობლის წარმომადგენლობითი უფლება ან/და მშობლის უფლება, განსაზღვროს, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს ბავშვმა, შეჩერებულად ითვლება შემაკავებელი ან დამცავი ორდერისა და სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების მოქმედების ვადით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მომზადება განაპირობა „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტმა, რომლის თანახმადაც ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხვევაში, არასრულწლოვნის მოძალადისაგან მყისიერი განცალკევების მიზნით, ძლიერდება პროცესში სოციალური მუშაკის ჩართულობა, რათა ხელი შეეწყოს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების ეფექტიან განხორციელებას. აღნიშნულის პარალელურად, საჭიროა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 12051 მუხლში მშობლის უფლების შეჩერების საფუძვლების გაფართოვება და ბავშვზე ძალადობის გადაუდებელი მდგომარეობის დამატება, როდესაც გადაწყვეტილებას ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ მიიღებს სოციალური მუშაკი. ამავდროეულად, საჭიროა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება ან/და მშობლის უფლება - განსაზღვროს, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს ბავშვმა, შეჩერებულ იქნეს, რათა მეურვეობისა და მზრუნველების ორგანოს, ბავშვის უფლებების რეალიზაციის მიზნით, ჰქონდეს ბავშვის მიმართ სხვადასხვა ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობა, მათ შორის, ასეთი საჭიროების არსებობისას, ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის სერვისებით უზრუნველყოფა და ა.შ. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია ძალადობის მსხვერპლი ბავშვების, მათ შორის, უგულებელყოფის მსხვერპლი ბავშვების, უფლებების რეალიზაცია და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვის მიზნით არსებობისას ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობის სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებით ბავშვის ნებისმიერი ოჯახიდან ფორმის განცალკევების შემთხვევაში მშობლის უფლების შეჩერება, რათა თავიდან იქნეს არიდებული არასრულწლოვნის მიმართ მოძალადე მშობლის უფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანოპროექტის თანახმად, ცვლილება შედის კოდექსის 12051 მუხლის მე-6 ნაწილში, რომლის მიხედვით მშობლის/მშობლების უფლებები შეჩერებულად ითვლება, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილებისას, ამ გადაწყვეტილების მოქმედების ვადით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: არ იწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ორგანიზაციებში საქართველოს საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: წინამდებარე რეფორმა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მომზადდა ადამიანით ვაჭრობის განმახორციელებელი (ტრეფიკინგის) საუწყებათაშორისო წინააღმდეგ მიმართული საკოორდინაციო საბჭოს ღონისძიებების მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. მუშაობა მიმდინარეობდა საბჭოს 2014 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე ამისათვის სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ხოლო ცვლილებათა პაკეტი მოწონებულ და დამტკიცებულ იქნა საბჭოს 2015 წელის 23 დეკემბრის სხდომაზე. ცვლილებებზე აქტიურად მუშაობდა საბჭოს წევრი ყველა უწყება, განსაკუთრებით კი საკითხით პირდაპირ დაინტერესებული უწყებები და სტრუქტურები - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (სსიპ სერვისების განვითარების სააგენტო), საქართველოს მთავარი პროკურატურა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი. სამუშაო პროცესში ჩართულნი იყვნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), საქართველოში აშშ-ის საელჩოს, საქართველოს პარლამენტის, ააიპ ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის, ააიპ სამოქალაქო განვითარების სააგენტოს, ააიპ საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის - თანადგომის, მიგრაციის საერთაშრისო ორგანიზაციის, ააიპ ბავშვი და გარემოს, ააიპ კარიტასი საქართველოს, ააიპ ვორლდ ვიჟენ საქართველოს (World Vision Georgia), ააიპ გადავარჩინოთ ბავშვების (Save the Children), ააიპ საქართველოს კოალიციის „ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობისათვის“, ააიპ საქართველოს ბავშვების წარმომადგენლები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტების შეფასება კანონპროექტის მიმართ. ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი მოწონებულ იქნა კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება: მუხლი 12051. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეჩერება 1. სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს მშობლების უფლება, იყვნენ ბავშვის წარმომადგენლები სასამართლო წარმოების განმავლობაში, დავის გადაწყვეტამდე ამ კოდექსის 1200-ე და 1201-ე მუხლების შესაბამისად. 2. (ამოღებულია) 3. თუ ნაპოვნია ადგილსამყოფელი ბავშვი, უცნობია, მისი რომლის ვინაობა, მშობლის მშობლის (მშობლების) (მშობლების) უფლებები და ვინაობა ან მოვალეობები შეჩერებულად ჩაითვლება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მანამ, სანამ: ა) დადგინდება ბავშვის ან მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა და ის დაუბრუნდება თავის ოჯახს; ბ) დადგინდება ბავშვის მშობლის (მშობლების) ვინაობა, რომელიც (რომლებიც) თავს არიდებს (არიდებენ) მშობლის მოვალეობების შესრულებას და უფლებების განხორციელებას და სასამართლო შეუზღუდავს მას (მათ) მშობლის უფლება-მოვალეობებს ან აღიარებს ბავშვს მიტოვებულად. ამ შემთხვევაში სასამართლოს ბავშვის მიტოვებულად აღიარებასთან ერთად გამოაქვს გადაწყვეტილება მშობლის უფლებების ჩამორთმევის თაობაზე; გ) ბავშვი აღიარებული იქნება მიტოვებულად. 4. (ამოღებულია). 5. მშობლის უფლება-მოვალეობები შეჩერებულად ითვლება მშობლის (მშობლების) მიერ საკუთარი ქმედებით ან უმოქმედობით გამოხატული ბავშვის მიტოვებისას, როდესაც ბავშვი განთავსებულია 24-საათიან სახელმწიფო ზრუნვაში. ამ შემთხვევაში მშობლის უფლებამოვალეობების შეჩერება მოქმედებს შეჩერების საფუძვლების არსებობის ვადით. 6. ოჯახში ძალადობის შემთხვევისას, როდესაც მშობლის მიმართ მოქმედებს შემაკავებელი ან დამცავი ორდერი, მშობლის წარმომადგენლობითი უფლება ან/და მშობლის უფლება, განსაზღვროს, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს ბავშვმა, შეჩერებულად ითვლება შესაბამისად შემაკავებელი ან დამცავი ორდერის მოქმედების ვადით.