„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.04.2016
ავტორი
სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/474/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ინოვაციების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 66 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-11
ბიუროს ნომერი 292

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. გრანტად ასევე ჩაითვლება „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინოვაციური საქმიანობის განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გაცემული გრანტები.“. 2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინოვაციური საქმიანობის განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტის შემთხვევაში საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციის მიხედვით განსაზღვრულია გრანტის მიმღებთა ჩამონათვალი, რომელთა შორისაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებიდან გათვალისწინებულია მხოლოდ კოოპერატივის ორგანიზაციული ფორმით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. ამდენად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეგისტრირებული სხვა მეწარმე სუბიექტები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას ისარგებლონ გრანტით. ამავდროულად ინოვაციების განვითარება შეუძლებელია კერძო სამართლის სუბიექტების, განსაკუთრებით კი კომერციული იურიდიული პირების, სრული ჩართულობის გარეშე. გარდა ამისა, ინოვაციების შესახებ საქართველოს კანონპროექტი ითვალისწინებს ინოვაციური საქმიანობის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, რაც გამოიხატება ინოვაციური საქმიანობის მიზნებისათვის სახელმწიფო გრანტის გაცემითა და ასეთი გრანტის პოტენციურ მიმღებ პირთა წრის გაფართოებით. სწორედ აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს კანონპროექტის მიღების მიზეზს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია გაზარდოს ინოვაციური საქმიანობის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ახდენს ინოვაციური საქმიანობის განსახორციელებლად გაცემული სახსრებისთვის გრანტის სტატუსის მინიჭებას და აფართოებს გრანტის პოტენციურ მიმღებ პირთა წრეს. კერძოდ, ინოვაციური საქმიანობის მიზნებისათვის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციით დადგენილ სუბიექტებთან ერთად, გრანტის მიმღებად განსაზღვრავს საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო არის სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სახსრები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს მიერ არ ხდება ახალი ფინანსური ვალდებულებების აღება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი შესაძლებელს ხდის სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტი გაიცეს მეწარმე სუბიექტებზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის ოდენობასა და გადახდის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 2. გრანტი 1. გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის. 2. გრანტად არ ჩაითვლება სამეწარმეო მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები, გარდა იმ იურიდიულ პირზე გაცემული სახსრებისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები. მუხლი 4. გრანტის მიმღები გრანტის მიმღები შეიძლება იყოს: ა) საქართველოს სახელმწიფო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ უფლებამოსილი ორგანოს (ორგანიზაციის) სახით; ბ) საქართველოს მთავრობა საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი ორგანოს სახით; გ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო; დ) საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მისი წარმომადგენლობა, ფილიალი, განყოფილება; ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ვ) საქართველოს მოქალაქე; ვ1) პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი; ზ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება; თ) საერთაშორისო ორგანიზაცია, სხვა სახელმწიფოს სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი; ი) „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირი; კ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი; ლ) საქართველოს ბიზნესომბუდსმენი.