„მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.04.2016
ავტორი
სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/474/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ინოვაციების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-11
ბიუროს ნომერი 292

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21−22, მუხ. 481) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მეცნიერების განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების შექმნას და გარედან მოზიდვას, მათი გამოყენებით ახალ წარმოებათა შექმნასა თუ არსებულთა ტექნიკურ განახლებას, აგრეთვე სხვა ინოვაციური საქმიანობისათვის ყოველმხრივ ხელშეწყობას (ტექნოლოგიურ და ტექნიკურ სიახლეთა შექმნა-გამოყენება);“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროს დემოკრატიულ მართვას, მის დემონოპოლიზაციას, ხელშეწყობას, ინოვაციური სამეცნიერო საქმიანობის მოღვაწეობის თვითრეგულირებისათვის თავისუფლებას, სამეცნიერო საზოგადოებრიობის მონაწილეობას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში;“. 2. 51 მუხლის, პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,თ) ხელს უწყობს ინოვაციურ საქმიანობას სამეცნიერო პროდუქციისა და სამეცნიერო მომსახურების სფეროში ბაზის უზრუნველსაყოფად;“. 3. 21-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ინოვაციური საქმიანობისათვის სახელმწიფო ხელშეწყობა“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ყველა იმ დაწესებულებასა და ორგანიზაციას, რომელიც საქმიანობს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში, სახელმწიფო აძლევს ინოვაციური საქმიანობის დაცვის გარანტიას, საკუთრების ფორმის მიუხედავად.“; გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ცვლილების მიღება გამოწვეულია „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით, რომელიც ამკვიდრებს ინოვაციის ტერმინოლოგიურ განმარტებას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ცვლილებასთან შესაბამისობაში მოვიდეს „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" საქართველოს კანონი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ახდენს ერთიანი საკანონმდებლო ტერმინოლოგიის დამკვიდრებას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს მიერ არ ხდება ახალი ფინანსური ვალდებულებების აღება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის ოდენობასა და გადახდის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 2. სახელმწიფო პოლიტიკა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში და მისი პრინციპები სახელმწიფო პოლიტიკა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში საქართველოს სოციალურ-ეკონომიური წარმოადგენს კანონმდებლობით პოლიტიკის განმტკიცებული შემადგენელი სტრატეგიული ნაწილია და მიზნებისა და ამოცანების სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს: 1. მეცნიერების განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების შექმნას და გარედან მოზიდვას, მათი გამოყენებით ახალ წარმოებათა შექმნასა თუ არსებულთა ტექნიკურ განახლებას, აგრეთვე სხვა საინოვაციო საქმიანობისათვის ყოველმხრივ ხელშეწყობას (ტექნოლოგიურ და ტექნიკურ სიახლეთა შექმნა-გამოყენება); 2. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზებიდან გამომდინარე, მეცნიერების გარკვეული დარგების პრიორიტეტების დადგენასა და მათი განვითარებისათვის ხელშეწყობას; 3. მეცნიერებისა და დემონოპოლიზაციას, ხელშეწყობას, ტექნოლოგიების სფეროს საინოვაციო საქმიანობის სამეცნიერო მოღვაწეობის დემოკრატიულ მართვას, მის თვითრეგულირებისათვის თავისუფლებას, სამეცნიერო საზოგადოებრიობის მონაწილეობას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში; 4. სამეცნიერო და სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებების ინტელექტუალური და მატერიალური პოტენციალის თანდათანობითი ინტეგრაციისათვის ხელშეწყობას; 5. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში მეწარმეობისა და კონკურენციისათვის მხარდაჭერას; 6. საერთაშორსო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებას. 7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაწესებულების თანამშრომლობით ერთობლივი და სამეცნიერო-კვლევითი უმაღლესი პროგრამების განხორციელებას. მუხლი 51 საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებანი საგანმანათლებლო 1. საქართველოს მთავრობა ატარებს სახელმწიფო პოლიტიკას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში, რისთვისაც: ა) შეიმუშავებს წინადადებებს სამეცნიერო კვლევისა და დამუშავების მოცულობის შესახებ და განსაზღვრავს ქვეყნისათვის აუცილებელი სტრატეგიული კვლევების პროგრამებს; ა1) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის რეკომენდაციების საფუძველზე განსაზღვრავს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო პრიორიტეტებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს წინადადებებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ; ბ) უზრუნველყოფს სახელმწიფო სამეცნიერო პრიორიტეტებისა და სამეცნიეროტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების) დასაბუთებას და მათ ორგანიზებულად განხორციელებას სახელმწიფო ფინანსური რესურსებით; გ) ხელს უწყობს პრინციპულად ახალი ტექნოლოგიების განვითარებას მეცნიერებატევადი პროდუქციის წარმოებისათვის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით და აღიარებული საბაზო ტექნოლოგიების გამოყენებას საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიღწევების წარმოებაში დანერგვითა და უცხოური ლიცენზიების მოზიდვით; დ) უზრუნველყოფს ინტელექტუალური (სამეცნიერო კვლევისა და დამუშავების შედეგები) და სხვა სამეცნიეროტექნოლოგიური საქმიანობის შედეგებისა, მათ შორის, წარმოების წესის მეტროლოგიისა საიდუმლოების და „ნოუჰაუს“ სერტიფიცირების, დაცვის, სტანდარტიზაციის, სამეცნიეროტექნიკური ინფორმაციის, სახელმწიფო გამოკვლევებისა და დამუშავების რეგისტრაციის, და სახელმწიფო სისტემების ეფექტიან მუშაობას და შეუსაბამებს მათ საერთაშორისო მოთხოვნებს; ე) ხელს უწყობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებას როგორც საბიუჯეტო, ისე სახელმწიფო საგრანტო დაფინანსებისა და არაპირდაპირი სტიმულირების გზით; ვ) თანამშრომლობს საერთაშორისო სარბიელზე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში; ზ) უზრუნველყოფს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო ექსპერტიზას (შეფასებას) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა – სამეცნიეროკვლევით დაწესებულებათა საქმიანობას; თ) ხელს უწყობს კერძო ინოვაციურ საქმიანობას სამეცნიერო პროდუქციისა და სამეცნიერო მომსახურების სფეროში ბაზის უზრუნველსაყოფად; ი) საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ყოველწლიურ სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების შესახებ. მოხსენებას ქვეყნის 2. სახელმწიფო უფლებამოსილებათა მმართველობის ადგილობრივი ფარგლებში რეგიონის და ორგანოები განვითარების თავიანთ საჭიროებათა შესაბამისად უფლებამოსილნი არიან ხელი შეუწყონ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებას, მონაწილეობენ რეგიონულ და რეგიონთაშორისი სამეცნიერო- ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების) შემუშავებასა და განხორციელებაში, აფინანსებენ მათ ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების რეგიონული ან სხვა ადგილობრივი ფონდებიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს უფლება აქვთ საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნან სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების მართვის რეგიონალური ორგანოები. 3. საქართველოს სამთავრობო დაწესებულებები პასუხისმგებელნი არიან შესაბამისი სახელმწიფო მმართველობის სფეროში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისათვის. მუხლი 21. საინოვაციო საქმიანობისათვის სახელმწიფო ხელშეწყობა 1. ყველა იმ დაწესებულებასა და ორგანიზაციას, რომელიც საქმიანობს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში, სახელმწიფო აძლევს საინოვაციო საქმიანობის დაცვის გარანტიას, საკუთრების ფორმის მიუხედავად. 2. სამინისტროები, სახელმწიფო დეპარტამენტები და ინსპექციები, სხვა სახელმწიფო უწყებები ქმნიან ფონდებს, მეცნიერებისა ხოლო და სახელმწიფო ტექნოლოგიების განვითარების დარგობრივ მმართველობის ადგილობრივი ორგანოები, აუცილებლობის შემთხვევაში – რეგიონალურ ფონდებს. ამ ფონდების დებულებას ამტკიცებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაცია. 3. სახელმწიფო საინოვაციო პოლიტიკის გატარებას ხელს უწყობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი იურიდიული პირები. 4. (ამოღებულია). 5. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები უფლებამოსილი არიან შექმნან მეცნიერების განვითარებისა და მეცნიერთა მხარდამჭერი კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები.