„საქართველოს საპატენტო კანონში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ინოვაციების შესახებ“
- „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საპატენტო კანონში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
ინიციირებული ვარიანტი (2)
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-11
ბიუროს ნომერი 292
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „საქართველოს საპატენტო კანონში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№5(12), 1999 წელი, მუხ. 21) შეტანილ იქნეს ცვლილება და 52-ე მუხლს დაემატოს შემდეგი
შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრულ
შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე
მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს საპატენტო კანონში“ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის
პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება გამოწვეულია „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით,
რომელიც უშვებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო
მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
„ინოვაციების
შესახებ“
საქართველოს
კანონით
დადგენილ
ცვლილებასთან შესაბამისობაში მოვიდეს საქართველოს საპატენტო კანონი
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ადგენს, რომ პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების
შეზღუდვად არ მიიჩნევა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო
მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღებით
სახელმწიფოს
მიერ
არ
ხდება
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფინანსურ შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
ან
სხვა
სახის
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის ოდენობასა და
გადახდის წესს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს საპატენტო კანონის“ იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება
მისი (მათი) ამოღება
მუხლი 52. განსაკუთრებული უფლებების შეზღუდვა
განსაკუთრებული უფლებების დარღვევად არ მიიჩნევა:
ა) პატენტის მფლობელის მიერ ან მისი ნებართვით დამზადებული პროდუქტის სამოქალაქო
ბრუნვაში ჩართვის შემდეგ გავრცელება ან სხვაგვარად გამოყენება;
ბ) გამოგონების კერძო წესით გამოყენება პირადი სარგებლობისათვის, თუ ქმედება არ ისახავს
სამეწარმეო მიზნებს;
გ)
გამოგონების
რომელიმე
ქვეყნის
საზღვაო
ხომალდზე,
საჰაერო
ან
სახმელეთო
სატრანსპორტო საშუალებაზე გამოყენება მისი საქართველოს ტერიტორიაზე დროებით ყოფნის
დროს. ასეთ შემთხვევაში გამოგონება უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ამგვარ სატრანსპორტო
საშუალებაზე და არა მეწარმეობისათვის;
დ) გამოგონების გამოყენება სტიქიური უბედურების, კატასტროფის, ეპიდემიის ან სხვა
საგანგებო ვითარების დროს.