„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“
- „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-05-03
ბიუროს ნომერი 399
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, 16.06.2003, მუხ. 113)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და მე-4 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
,,დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - იმ პირებისათვის, რომლებიც
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწევიან საბუღალტრო ან/და
აუდიტორულ საქმიანობას;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და
აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავება, რომლითაც
ხორციელდება დღეს მოქმედ კანონმდებლობაში არსებული, ბუღალტრული აღრიცხვისა
და ანგარიშგების, აუდიტორული საქმიანობის საკითხებთან დაკავშირებული ხარვეზების
არსებობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია:
,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონის ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, ცვლილება ხორციელდება კანონის მე-4 მუხლის ,,დ“
ქვეპუნქტში და ნაცვლად ,,ბუღალტერთა საერთაშორსო ფედერაციის წევრი
ორგანიზაციისა“ მიეთითება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპრექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით
გადასახდელი.
არ
დგინდება
გადასახადი,
მოსაკრებლი
ან
სხვა
სახის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ როგორც სახელმწიფო
უწყებების, ასევე პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მსოფლიო
ბანკის ექსპერტები. კანონპროექტი შემუშავდა აღნიშნული პირების მიერ გამოთქმული
შენიშვნების, წინადადებების და რეკომენდაციების გათვალისწინებით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ბუღალტრული
აღრიცხვისა და აუდიტორული საქმიანობის რეფორმირებასთან დაკავშირებული
საკითხების განმხილველი, ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტორული საქმიანობის
რეფორმირებასთან
დაკავშირებული
საკითხების
განმხილველი
დროებითი
უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის
2015 წლის 17 ივლისის N225 ბრძანებით შექმნილი, დროებითი უწყებათაშორისი სამუშაო
ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობენ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების,
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, შემოსავლების სამსახურის, ეროვნული ბანკის,
ეკონომიკური საბჭოს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის,
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის
სამსახურის კომპეტენტური წარმომადგენლები.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც)
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი)
ამოღება
მუხლი 4. ზედამხედველობა
საზედამხედველო ორგანოები არიან:
ა) საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო – კომერციული ბანკების,
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების,
არასაბანკო
სადეპოზიტო
დაწესებულებებისა
და
მიკროსაფინანსო
ორგანიზაციებისათვის; ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის;
საბროკერო კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისათვის; საგადახდო
მომსახურების პროვაიდერისათვის;
ა1) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის სამსახური – სადაზღვევო კომპანიებისა და არასახელმწიფო
საპენსიო სქემის დამფუძნებლებისათვის ;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – ლატარიის, აზარტული და მომგებიანი
თამაშობების ორგანიზატორისათვის; ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ
ნაწარმთან
და
ანტიკვარულ
ნივთებთან
დაკავშირებული
საქმიანობის
განმახორციელებელი პირებისათვის; შემოსავლების სამსახურისათვის; სალიზინგო
კომპანიებისათვის;
გრანტებისა
და
საქველმოქმედო
დახმარებების
გამცემი
პირებისათვის;
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – ნოტარიუსებისათვის; საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტოსათვის;
დ)
საქართველოს
კანონმდებლობის
საფუძველზე
შექმნილი
ბუღალტერთა
საერთაშორისო ფედერაციის წევრი ორგანიზაცია − იმ პირებისათვის, რომლებიც
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწევიან საბუღალტრო ან/და
აუდიტორულ საქმიანობას;
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია −
ადვოკატებისათვის.