„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“
- „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-05-03
ბიუროს ნომერი 399
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და 202-ე მუხლის მე2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავს
გადაფასების მეთოდის გამოყენებით და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება.
ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს
მხოლოდ 4 წლის ვადით.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული,
აუდიტის
ჩატარების
დროებითი
უფლებამოსილების
მინიჭების
წესის
ამოქმედებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და
აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავება, რომლითაც
ხორციელდება დღეს მოქმედ კანონმდებლობაში არსებული, ბუღალტრული აღრიცხვისა
და ანგარიშგების, აუდიტორული საქმიანობის საკითხებთან დაკავშირებული ხარვეზების
არსებობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია:
ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის
მარეგულირებელი სისტემის მიახლოება შესაბამი ევროკავშირის დირექტივის
მოთხოვნებთან, შესაბამისი სფეროს საზედამხედველო ორგანოს განსაზღვრა, რომელიც
შესაბამისი
სამართლებრივი
აქტების
საფუძველზე
განახორციელებს
აუდიტორებზე/აუდიტორულ ფირმების, პროფესიული ორგანიზაციების საქმიანობაზე
ზედამხედველობას, ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის სტანდარტების ქართულ
ენაზე
ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფას,
კანონით
გათვალისწინებული
მოთხოვნების აღსრულებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით ცვლილება ხორციელდება:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლში, კერძოდ, აღნიშნული მუხლის
პირველი ნაწილით განსაზღვრული განსაზღვრული აფასება არ იმოქმედებს ,,საწარმოზე,
თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავს გადაფასების მეთოდის
გამოყენებით და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთანავე,
აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის
ვადით.“.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპრექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება მოახდენს დადებით გავლენას აუდიტორულ ფირმებზე,
რომლებზედაც გავრცელდება ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. კერძოდ, აღნიშნული ცვლილების
საფუძველზე შესაძლებელი გახდება „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური
ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების
გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის N360 დადგენილების გაუქმება და აუდიტორულ
მომსახურების ბაზარზე კონკურენციის შემზღუდველი იმ პირობების აღმოფხვრა, რაც
აღნიშნული დადგენილებით არის გამოწვეული. უფრო მეტ აუდიტორულ ფირმას
მიეცემა სავალდებულო აუდიტის მომსახურების გაწევის შესაძლებლობა, ვინც
დააკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ ხარისხის უზრუნველყოფის მოთხოვნებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებლი ან სხვა სახის
გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს,
კანონპროექტი შემუშვებულია ევროდირექტივების მოთხოვნათა დაცვით.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ როგორც სახელმწიფო
უწყებების, ასევე პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მსოფლიო
ბანკის ექსპერტები. კანონპროექტი შემუშავდა აღნიშნული პირების მიერ გამოთქმული
შენიშვნების, წინადადებების და რეკომენდაციების გათვალისწინებით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია ფინანსთა სამინისტროსთან არსებული, ბუღალტრული
აღრიცხვისა და აუდიტორული საქმიანობის რეფორმირებასთან დაკავშირებული
საკითხების განმხილველი, ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტორული საქმიანობის
რეფორმირებასთან
დაკავშირებული
საკითხების
განმხილველი
დროებითი
უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის
2015 წლის 17 ივლისის N225 ბრძანებით შექმნილი, დროებითი უწყებათაშორისი სამუშაო
ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის, სსიპ - შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
სახაზინო სამსახურის, ეროვნული ბანკის, ეკონომიკური საბჭოს აპარატის, საქართველოს
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის, საქართველოს პარლამენტის
საბიუჯეტო ოფისის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის
კომპეტენტური წარმომადგენლები.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება,
მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 202. ქონებაზე გადასახადის განაკვეთი
1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი
განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით.
ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური
საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა
და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ
ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართები თ უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.
2. დასაბეგრი ქონების ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება:
ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავს გადაფასების
მეთოდის გამოყენებით და აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით
განსაზღვრული პირების მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება; ამასთანავე,
აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4
წლის ვადით;
ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე.
3.
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის,
გარდა
ამ
მუხლის
31
ნაწილით
გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე
გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური
საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა
და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) არა უმეტეს 1 პროცენტის
ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების
საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება,
ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული
ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით
არგაცემის შემთხვევაში.
31 . სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური
გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ
დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული
საბალანსო საწყისი ღირებულების არა უმეტეს 0.6 პროცენტის ოდენობით.
4. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს, გარდა ამ
მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საგადასახადო შემოწმებისას
დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. თუ დასაბეგრი
ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის
ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ
საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული
სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება ;
ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი
გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
5. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი
დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის
განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი
ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის
ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და
არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის
ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და
არა უმეტეს 1 პროცენტისა.
6. ამ კარის მიზნებისათვის, ამ მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, ფიზიკური
პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში
შეიტანება ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების
გაუთვალისწინებლად, კერძოდ:
ა) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, გარდა ამ ნაწილის „დ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის
ეკონომიკურ საქმიანობასთან;
გ) დარიცხული ხელფასი;
დ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისათვის:
დ.ა) სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25
პროცენტი;
დ.ბ) დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება მცირე ბიზნესის სპეციალური
რეჟიმით დასაბეგრ შემოსავალს.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილის მიზნებისათვის:
ა) შემოსავლებში არ შეიტანება:
ა.ა) ოჯახის წევრებისაგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე
მიღებული ქონების ღირებულება;
ა.ბ) ფიზიკური პირის მიერ (მათ შორის, I რიგის მემკვიდრის მიერ ჯამურად თავისი და
მამკვიდრებლის) 2 წელზე მეტი ვადით მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი
ბინის (სახლის) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;
ა.გ) ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;
ა.დ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე
პირის მიერ აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;
ა . ე ) ამ კოდექსის 82- ე მუხლის პირველი ნაწილის „ ბ 1“ და „ ბ 2“ ქვეპუნქტების
შესაბამისად
საშემოსავლო
გადასახადით
დაბეგვრისაგან
გათავისუფლებული
შემოსავალი ;
ბ) საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან მიმართებით შემოსავლები
განისაზღვრება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების
მიხედვით.
8. დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის
31 დეკემბრისათვის მოქმედი განაკვეთით.