„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
27.04.2016
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დროებითი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/481/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-05-03
ბიუროს ნომერი 399

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
\ 「 〆 \ ⊆ b)力 hln33Cnb 〕 )hC〕 0350n 、 ln30RnLさ さ 賞さo0600L b016nL 60電 OF80001qObさ 6円 60001lqnさ JonL nt さ 口OJOnt 6さ 6blR3nし さ nooRl 電0580bnb■ obさ bOb Lさ Jさ 399/4 ′ 3 a$Lo, 2016 SaRo bdu6o6gq<ot 3t6<o6ob Jr6<ogilgnlo: "biq.)qg63qo DR6oGbSolt, s66,>r6o?66b"U.: q,> ,:lqogo'b tgb.)b1d", ,,b:jtr6orSnq<oU b.>6,rq,:tob,>qo 3-qnillfio 6gqoq6tro'b t66,:5ob ?6ltb6d". .,0n$.rt68no,r tglt$bg}" b{.:<6o6gq<ob 3r6ro5to 63qoq6dob tgguSob o,><od,>$n".,tdn5.o6<o tn3<"bogq"t qn6rqot,>6""b rq33norob b6q?n$X-d"b ?ntr.>bnb" ltilrr6o66q-b 3.15<o6?o 63q"q6dol, ?06n6ol, o,u"I.>tn" (N07-2/481. 27.04.20161 tqo5.$Lo-L$o1g3$o ;o&$X$o 軍工田 ・6め `3‐ 10。 5‑2405 も b3● │・ 00記が Ъ o‐ 1005‐ 1705 1105 ‐2705 t a@rttl L,\.t,4\ir!a' o***, 「 IrVA'A,bt q.l6gol6o3o 3o5o&3ols qo Xp6o0og6o InqoooJol, .jc6o6c6o Jo*'(rr,,,la n?flrsla,\ ({'4rrlt' lrry{a,l;rs-' 出δ い ``6R胡 メかつ 86咄 岬 W串 Ψ鷲 ‖8お 鵠 h` νⅧ L3:ll盟 1oOll bヽ 6tOR3δ か ∞80賃 OЪ 3δ 6R、 80600も or.r335,po3.;61; .\rr';1(rob lrbq,r'r'dolr rn.:;1fl5,pofl.>(T ;1 0 /: : q,.:3orn',11r',19gs?3o91o t 「 〆 b」 δ ω ∞ΨOb3蒟 Ψ50o50obう oつ 6出 6Sや 5'83000響 065 b)力 hCn330mb 3)hCD0350∩ ― N399/4 2016,s",30" t$d.:re,(',8cq,ot Jr6q,!AC60ob 6[6q,rAC6Oot laCC aubq'ol, "0" CoCJCEdOol, A5 la7-C acbq,ot oc-a qJWJolr aclrr6$ol$4, l$$d,oacqmt, isfutsag6o.,l, &,1J6,et sqrac6b: q'rC3rqxDq, tsdrOonoqx'rU ird,q,rAC6oolr t r€o6r6tx,t-t i&PJD(,O(') 0!A$16(, JoaoO0Oo) (g) q,J6OsS6o3o g3o6cfo3oltc A'., AloSoAoJUdr, &'!q,oooJot, J(',aoOCO0bt, U6oboqx't6 l$rr6ogqx'rL AoDSdxrsol, AoXCr trr3$<'r6aqtC\x'r ()6(,0(,\)(,3(,l, $gll(,ot frd€oq.o696oq'o r6A$,oea08obr q'! vJAr\3r,I, ogl$bCb", "l.tiCrd,oBCqxtt "q0qrq,Ofuq,(, re6oob0ou, 83ll$" l$dr6o66qx"b 0Clr$Cb", .Ag$rdrACqrr l$a.>qsl$brqxr Jcpdb0o C3qrlq,C0otl ACODSoI, Jrbo66o G3qr)q$ob ACO,!6ob or!('r8.r$C" Cgo "UBrer6sr aC&tb€q'ou q'96rqnt6cnU lqJgCorol, bgq,SC$gc6oU SgbtbC0" Urd.vnor0Cqx'lt, JJ6o60o 63q'oq'CSoL 8C0D6oU oru'$rt3" (NO7-Z,l8l, 2?.u.2016\ trldi6,o,0Cqlotr 3c5o6ou &6<'rglJc0o Fa$Dffi) Jc1aoocoo! 6o"Jdxqlt. 6rq'.rftBC$,q,CSot ox.rbrbC r66obolr lrlCldro66(ml, Jif,q,rAC60oU ar ″ 総o50ob強 b5m̲b緻 ― 50bbb9000bい 織 蒟 … 3‑ ゃヽ Pり "9調
საქართველოს მთავრობის წარდგინება
bδ J5̀ln30'ぐ Ob Omδ 3 b瑚 ゞ冠旺Kpし mさ 5 3竣 50o5ob 、 0。 し ゃ、 Ob 305し い 00000b 670 匈 bΨ Ob 00toδ う 。 し Jヽ 6… 60060∞ ∞5∽ boJ。 6∽ 30Ψ Ob 3。 5o5ob い3。 5o50900響 005o00ヽ o030し そ 。6b30b,` '。 恥静。 'ObO∞ 取ppし 。9う o9goob 00b鋤 06 36o:)」 Ooお :,,60QoΨ 06り Ψ。工Ⅲ boOm 3喫 0」 0 33Ψ oΨ Oい も00o。 5ob 00bbbOb■ Ob bbら 択95し ` "boJo6∽ 30ぐ %o‐ ∞ゝ qЮ Ψがいも° 00。 6Klb∞ oOい 600∽ o00い bOび bbJ蒟 ∽3C田 0し 3。 5o50o 、 "o゛ boδ pob b3で 058060b υOし ヽ 0%500。 し ` QⅡ b智 で 3い 5C15o Oo00` 3(● 03う … ooい も0 36∽ 30響 Ob 355o団 0 33Ψ oW050b 000。 6ob∽ し ヽ 」 6ぐ 。 005oob b。 30000"0 6t● ば 350536oO」 b゛ `O bJヽ 6qЮ響ob 3。 、 マ敏う 6(》 3090し 55 60c5o o6o。 5し b」 ヽ ぐo3Ψ Obb60で 9000。 `0 000bb0500で 00b∞ ∞ 。 ま び`PO, い。660 ∞baり 幻30Ψ O で。 3o5o5bo)o 005obo60b 3o630Ψ '5∞ 00bQ60Ψ o,6006603b3。 96o00 6∽ 3びでOb 805o5b∽ 、005obo6oも 。 。 し 」 , ̀ 36山 :、 ′い 0 03306o.l調 30ぐ 0 "‑005oM6o̲ N15033 27042016
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
68e)66^0(«)0 9cD53f^cn&ob 2016 ^(^oob 14 i56o(3^ob bb^co0ob 14 01^00(5)55 1. b5jji6co3g(i]^nb 366co6ob 36(ngjj5g&o: 6C2(»)O0b3ob, i52,i<^o92)0&ob5 (;p5 C)^(5>0(5ob 9gb5bQ&", „bc)j66a)3Q(wnb b62)-i(5C)b5b6<5ro 3n<2C)gj)b9o (33(*:poQ[;oQ&ob ^gb^bgd", ..Qg^ifodgcoi 3gbc)bg&" b5j)66o)3g(i;['nb 3C)6n69o 3g(5^6ob cocxn&^^g" (55 „^3i6co6co 9g9cob53(22[>ob C)C>33ga)ob bg(i«9g^y(n&ob ^gbibgh" b5ji6co3g<^«cnb 3C>6n69o G3<v70Q^3&ob 9g(^C)6ob cnc)0i&i%g" <56 b5jJi6cD33cw(nb 9co536ca&ob 2)5636(^2)'3^0^"^ »2)* co5&^i93oc2['obi (56 3535^(oo6ob6 bijjifoco3g(wnb 0cx)63(^ci&ob b635B(n60(5>g&(;2^(n o603o6(^o3ob ^gboo) b5jj66a)33(;[o(rib 36fo(i;;[>59Q6(^9o 3^B(n63forigjj(^g2)^g 9fo9bbg63&cw3&6(5 (555o93Bob 9gbibg&" (9ra9bb36g&3Q:;[>o biJi(^CT)ggQ^nb ^oB^Bbcni 8o6ob(^6ob 3ofo33(2oo 9n6(5g)0(i;ng 2)-075&'3i93ocj;no) 1. do(^ocr>C)(T05^ 9ra^cn6g&^(2^ oJBgb g,c>Bboci^^Q;oo b^;j6AcQ3g(j^(*ib 356(*)Bob 3(^>food(!)0&"- 2. b^jjit^cosgQ^nb goB^Bbcoi b69oBob(56n9 (5.b6(5^6o) b6j56co3g(i;ocnb 9co^36(n&ob bbQ0(n9i'bg 2)^0coco|j9^(;:;oo 9g5o936g&ob g,6a)3i(jnob9oBg5oco 5i(f)9(n5Q02)06oob iC)Bo3B^(ipo 36Bco636(ngjj(^g5ob b^&cacj^oKn 3o6oC)B(5o 95fog(52)OBcob biJc>6co3gQ^cob 356(io69gB(^b 2)5Bb5boqj^3g(«i6(5. 3. 9os;)g&'3(>^ ojJBgb ^^69D<5g)g5o(2;'o b^jji^cDsgqjj^oib 9coi3Acn2)ob 2)^B3i62)^Q[;og&ob 3fofood5o. bijji^coggqiprab 3(^g9og6-0oBob^56o S^OQO^O N bi;j56co3g(io<7ib 9cD536{*i&ob 6(59o6ob(^(^53oob ^^(^nbo
განკარგულება
ii5d;^<^oi33c:;nb N672 2016 ^opob aoi^Si^n&nb 22 53(^o<3q;'o jJ. co&cxjpobo 5.cobb'Qb'dQoc^ohb Q05 2). 3535^(90601 b5(j56a)3g(i:pc7b 0a>536ca&ob b5356ca60(2O35(2;[>ca o5oQ05(5o3ob ^Qboco b5jj5(9co3gq^(ob 35(o(2^50g6(59o ^5(9(52,q5oc:[> 355n636ca3j5g&^o 0(n0bbQ53&<2;[)3&5Qo Q055o935ob 93b5b3& „b5356(;ip53QB(J|)0o 0Qoo35ob 93b5b3&" 0^b(i;pob 0g-6 b5355(960QO3&Q:p(n 3^5J(5ob 9Qb5&50ob5^, o5o0o5(5o3ob ^Qboco b5;j56a)3Q(i;pcab 35BcnBob 0g-4 b5j56a)3g^(nb b5j56cr)3QQ^c9b 0co536ca&ob 356(^^5035(^90 ^56^2)0^^*^!? b5;j5(9or)3g(^c9b 35B(n6ob 36n3jj(^3&^3: 5c?(903b30b, 562)5(9o92)3&ob5 (305 5^(2oo(5ob 9gb5bg&", „b5jj5(9a)3g<i^cab b5g,5^5b5b5Qoo 3oo<;oQjJb9o 03(i;no(W3&ob 33(556ob 93b5bg&", „0q^5(903CT)5 93b5b3&" b5jj5(^cn3g(i^(nb 355o>59o 33^o(i;og&ob 93(55Bob co5cn&5^g" ^5 „^35Bco6cn 3g0cnb53Q^ob (i;o32)^<^?o'fe50oob 5e>333CT)ob b3Q:;p9g^ycn&ob 93b5bg&" b5ij56a)3g(i^(nb 35Bo59o (33Q^o^3&ob 9g(55Bob cD5ca&5^3" b5[)5(9co33<i;ocjb 35(9(ip503B(5ob b53O70O(53(5(n (;^5 3(ipgB5(9^Qp bb^oa3g5%3 0(n0bb3B3&(i^3&5(;^ ^5o5o96(n5: b5j5foa)33Q^fob ^oB56bCT)5 0o5ob^6ob 306330^0 0oa5QO2>o(^3, 2)0(nf92)0 cr)5&^5930(i;70 (55 b5;j56a)33c^0^^=^=5^B5BbcD5 3oBob(5(9ob 0(n5^2)^Q[^3, 2)0(71(92,0 3535^6063. 3(930o3(9-0o5ob(5)(9o 3 330<^03^33"<:?"
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი ადგენს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგების მომზადების და წარდგენის, პროფესიული სერტიფიცირების, აუდიტის ჩატარებისა და მისი ხარისხის უზრუნველყოფის, აღნიშნული სფეროების სახელმწიფო ზედამხედველობისა და პასუხისმგებლობათა დაკისრების სამართლებრივ საფუძვლებს. 2. ამ კანონის მიზანია ფინანსური გამჭვირვალობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სუბიქტთა ანგარიშგებისა და აუდიტის რეგულირების შესაბამის ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებთან მიახლოების გზით. 3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ კანონის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბუღალტრული აღრიცხვა - სუბიექტის საქმიანობაზე და რესურსებზე გავლენის მომხდენი, ფულად ერთეულში შეფასებადი ეკონომიკური მოვლენების შემცველი ინფორმაციის შეგროვების, რეგისტრაციის, შეფასების, განზოგადების და ანგარიშგების მწყობრი და უწყვეტი სისტემა; ბ) ბუღალტერი − ფიზიკური პირი, რომელიც უშუალოდ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ან/და ამზადებს ფინანსურ ანგარიშგებას; გ) ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები − ეკონომიკური მოვლენის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები და ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები; დ) ფინანსური ანგარიშგება – გასული საანგარიშგებო პერიოდის ფინანსური ინფორმაცია, რომელშიც წარდგენის შესაფერისი საფუძვლების შესაბამისად სტრუქტურულად არის წარმოდგენილი სუბიექტის ფინანსური მდგომარეობა, საქმიანობის შედეგები, ფულადი ნაკადებისა და კაპიტალის მოძრაობა, სააღრიცხვო პოლიტიკა და განმარტებითი შენიშვნები; ე) სუბიექტი − საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები , უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალი, გარდა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციებისა, ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ პუნქტის ,,უ“ , ,,ფ“ და ,,ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საწარმოთა შემოსავლის და დასაქმებულთა რაოდენობის კრიტერიუმებს; ვ) ფინანსური ანგარიშგების აუდიტი (შემდგომში – აუდიტი) – აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებული სამუშაო, რომელიც მიმართულია: ვ.ა) ფინანსური ანგარიშგების (მათ შორის, სპეციალური დანიშნულების ანგარიშგების) უტყუარობისა და სისრულის, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, მისი წარდგენის შესაფერისი საფუძვლების შესაბამისად მომზადების შესახებ აუდიტორის/ აუდიტორული ფირმის მოსაზრების გამოსათქმელად; ვ.ბ) ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვით აუდიტორის/ აუდიტორული ფირმის მოსაზრების გამოსათქმელად; ვ.გ) სხვა დასაბუთებული ან/და შეზღუდული მარწმუნებელი გარიგების შესაბამისი მოსაზრების გამოსათქმელად; ზ) აუდიტორი − სერტიფიცირებული ბუღალტერი, რომელიც არის ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაციის წევრი, რეგისტრირებულია სახელმწიფო აუდიტორების/აუდიტორული ფირმების რეესტრში (შემდგომში რეესტრი) და რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტორული საქმიანობა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გარიგების პარტნიორის სტატუსით; თ) აუდიტორული ფირმა − საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირის ფილიალი საქართველოში, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში და ახორციელებს აუდიტორულ მომსახურებას გარიგების პარტნიორის (პარტნიორების) მეშვეობით; ი) აუდიტორული საქმიანობა - ამ კანონის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებით გათვალისწირებული საქმიანობა. კ) პროფესიული მომსახურება – მომსახურება, რომელიც მოითხოვს ბუღალტრულ და მასთან დაკავშირებულ უნარებს, როდესაც აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ახორციელებს მომსახურებას საბუღალტრო, აუდიტორული, საგადასახადო, ფინანსური მენეჯმენტის ან/და ბიზნესსაკონსულტაციო სფეროში; ლ) სერტიფიცირებული ბუღალტერი − ფიზიკური პირი, რომელიც სერტიფიცირებულია ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაციის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მიერ დადგენილი პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტის შესაბამისად ან ასეთად აღიარებულია ამ კანონით და რომელიც სერტიფიცირების შემდგომ თავის კვალიფიკაციას ადასტურებს განგრძობითი განათლების სტანდარტის შესაბამისად; მ) გარიგების პარტნიორი – აუდიტორი, რომელიც მოქმედებს აუდიტორული ფირმის სახელით და არის მთავარი პასუხისმგებელი პირი აუდიტის ჩატარებაზე ან/და რომელიც ხელს აწერს აუდიტორულ დასკვნას; ნ) აუდიტორული დასკვნა - აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც აუდიტორი/აუდიტორული ფირმა დაასკვნის, რომ ფინანსური ანგარიშგება ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით მომზადებულია, წარდგენის შესაფერისი საფუძვლების შესაბამისად; ო) წარდგენის შესაფერისი საფუძვლები - ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის საფუძვლები, რომლის გამოყენება სავალდებულო ან ნებადართულია სუბიექტისათვის საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად; პ) მარწმუნებელი გარიგება − გარიგება, რომლის განხორციელების შედეგად აუდიტორი/აუდიტორული ფირმა გამოთქვამს მოსაზრებას განსახილველი საგნის შეფასების ან/და გაზომვის შედეგის სათანადო კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ, ამ საგნისადმი მესამე პირების ნდობის ხარისხის ამაღლების მიზნით; ჟ) ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭო (შემდგომში საბჭო) სამინისტროსთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ორგანო. რ) ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაცია - ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაცია (შემდგომში - პროფესიული ორგანიზაცია), რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად და აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს; ს) სპეციალიზირებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანო იურიდიული პირი, რომელიც ამ კანონის მიზნებისათვის სამინისტროს მიერ აღიარებულია პირთათვის სერტიფიცირებულ ბუღალტრის გამოცდების ორგანიზების პროცესის განმახორციელებელ ორგანოდ; ტ) მეოთხე კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს აკმაყოფილებს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან ორს: ტ.ა) აქტივების ჯამური ღირებულება არ აღემატება - 1 მილიონ ლარს; ტ.ბ) შემოსავალი არ აღემატება - 2 მილიონ ლარს; ტ.გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა არ აღემატება - 10 (ათ) პირს; უ) მესამე კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომელიც არ წარმოადგენს მეოთხე კატეგორიის საწარმოს და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს აკმაყოფილებს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან ორს: უ.ა) აქტივების ჯამური ღირებულება არ აღემატება - 10 მილიონ ლარს; უ.ბ) შემოსავალი არ აღემატება 20 მილიონ ლარს; უ.გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა არ აღემატება 50 (ორმოცდაათ) პირს; ფ) მეორე კატეგორიის საწარმო - სუბიექტი, რომელიც არ წარმოადგენს მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმოს და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს აკმაყოფილებს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან ორს: ფ.ა) აქტივების ჯამური ღირებულებაარ აღემატება 50 მილიონ ლარს; ფ.ბ) შემოსავალი არაღემატება 100 მილიონ ლარს; ფ.გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა არ აღემატება 250 (ორასორმოცდაათ) პირს; ქ) პირველი კატეგორიის საწარმო - სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს აკმაყოფილებს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან ორს: ქ.ა) აქტივების ჯამური ღირებულება აღემატება - 50 მილიონ ლარს; ქ.ბ) შემოსავალი აღემატება- 100 მილიონ ლარს; ქ.გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა აღემატება 250 (ორასორმოცდაათ) პირს; ღ) შემოსავალი - ამ კანონის მიზნებისთვის სუბიექტის ძირითადი ეკონომიკური საქმიანობიდან შემოსული მთლიანი სარგებელი, რომელიც მიღებულია საქონლის გაყიდვიდან ან/და მომსახურების გაწევიდან. შემოსავალი არ მოიცავს ნებისმიერ სავაჭრო ფასდათმობას, დამატებული ღირებულების გადასახადს, მესამე მხარის სახელით მიღებულ თანხებს და სუბიექტის კუთვნილი აქტივების გამოყენებიდან დივიდენდების, პროცენტისა და როიალტის სახით მიღებულ ეკონომიკურ სარგებელს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი სარგებლის მიღება სუბიექტის ძირითადი ეკონომიკური საქმიანობის შედეგია; ყ) საზოგადოებრივი დაინტერესების პირი (შემდეგში – სდპ) – იურიდიული პირი რომელიც წარმოადგენს: ყ.ა) ანგარიშვალდებულ საწარმოს, რომლის ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ დაშვებულია საფონდო ბირჟაზე - ,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით; ყ.ბ) კომერციული ბანკებს და კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტს ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად; ყ.გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს - ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ; ყ.დ) მზღვეველს - ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ყ.ე) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს - „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ყ.ვ) საინვესტიციო ფონდებს - ,,საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ყ.ზ) საქართველოს მთავრობის მიერ სდპ-დ განსაზღვრულ პირებს; ყ.თ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება - საკრედიტო კავშირს - ,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების- საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; შ) არაპრაქტიკოსი - ფიზიკური პირი, რომელსაც საბჭოს წევრად დამტკიცებამდე სულ მცირე ბოლო უწყვეტი სამი წლის მანძილზე და წევრად ყოფნის პერიოდში არ უწარმოებია აუდიტორული საქმინობა, არ ჰქონია ხმის უფლება აუდიტორულ ფირმაში, არ ყოფილა აუდიტორულ ფირმაში დასაქმებული მმართველობითი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან არც სხვა სახით ყოფილა აუდიტორულ ფირმასთან დაკავშირებული; ჩ) კონტროლი - საწარმოს ფინანსური და საოპერაციო პოლიტიკის მართვის უფლება, ამ საქმიანობიდან სარგებლის მიღების მიზნით; ც) მშობელი საწარმო - სუბიექტი, რომელიც აკონტროლებს ერთ ან რამდენიმე შვილობილ საწარმოს; ძ) შვილობილი საწარმო - სუბიქტი, რომელიც კონტროლდება მშობელი საწარმოს მიერ, მათ შორის შვილობილი საწარმო, რომელიც წარმოადგენს მშობელ საწარმოს; წ) ჯგუფი - მშობელი და ყველა მისი შვილობილი საწარმო; ჭ) ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი - აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გამოყენებული პროცედურების აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი გარიგებებისა და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებთან და ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის, ეთიკის წესების დაცვის, გამოყენებული რესურსების ხარისხისა და რაოდენობის, აუდიტიროული მომსახურების განხორციელებისთვის მიღებული ანაზღაურების მართლზომიერებისა და შიდა ხარისხის კონტროლის სისტემის შეფასება; ხ) კორპორაციული მართვის კოდექსი დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს საწარმოს მმართველობითი ორგანოების წარმართვის, ეფექტურობის, ანაზღაურების, პარტნიორებთან/აქციონერებთან ურთიერთობისა და მათთან ანგარიშვალდებულების წესებს, აგრეთვე კორპორაციულ მმართვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს; ჯ)- მარეგულირებელი ორგანო - ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, საქართველოში მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო; ჰ) საზედამხედველო ორგანო - ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად - საქართველოს ეროვნული ბანკი, ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად - საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური და ,,საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო. 2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა, ამ კანონის მიზნებისათვის, მასში გამოყენებული ტერმინები განიმარტება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად. თავი II ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება მუხლი 3. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამართლებრივი საფუძვლები 1. ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება უნდა შეესაბამებოდეს ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს. 2. ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები შედგება: ა) ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებისაგან (IFRS); ბ) მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებისგან (IFRS for SMEs); გ) მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებისგან; დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებისგან. 3. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS) არის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ მიღებული და გამოცემული სრული სტანდარტები, რომლებიც მოიცავს: ა) ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს; ბ) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს; გ) ინტერპრეტაციებს, რომლებიც მიღებულია ფინანსური აღრიცხვის ინტერპრეტაციების საერთაშორისო საბჭოს (IFRIC) მიერ ან ინტერპრეტაციების მუდმივმოქმედი კომიტეტის (SIC) მიერ. 4. მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS for SMEs) არის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ დამტკიცებული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS for SMEs) მეორე და მესამე კატეგორიის საწარმოებისათვის. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული სტანდარტების გამოყენება სავალდებულოა. მათ საქართველოს სახელმწიფო ენაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სამინისტრო, მისი განახლებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში. სუბიექტს უფლება აქვს გამოიყენოს ამ სტანდარტების მოქმედი (ინგლისური) რედაქცია. 6. მეოთხე კატეგორიის საწარმოებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. სტანდარტების გამოყენება სავალდებულოა. 7. ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების გამოყენების მიზნით სუბიექტები იყოფა ზომითი კატეგორიების მიხედვით. სუბიექტების ზომითი კატეგორიის მიხედვით დაყოფა განისაზღვრება ამ კანონით. 8. სუბიექტები ვალდებულნი არიან ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება აწარმოონ შემდეგი წესით: ა) სდპ-ები და პირველი კატეგორიის საწარმოები ბუღალტრულ აღრიცხვას და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად; ბ) მეორე და მესამე კატეგორიის საწარმოები ბუღალტრულ აღრიცხვას და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) შესაბამისად. ამასთანავე, მათ უფლება აქვთ გამოიყენონ, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS); გ) მეოთხე კატეგორიის საწარმოები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ბუღალტრულ აღრიცხვას და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. 9. ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შესაბამისი სტანდარტებით შედგენის მოთხოვნა, რომელიც ამ კანონით დამოკიდებულია სუბიექტის ზომით კატეგორიაზე, არ ვრცელდება იმ სუბიექტებზე, რომელთა საქმიანობის შესაბამისი მარეგულირებელი ნორმატიული აქტები ითვალისწინებენ ამ კანონით დადგენილი განსხვავებული სტანდარტების გამოყენების წესს, თუ ეს წესი არ ითხოვს ზომითი კატეგორიისთვის დადგენილი ანგარიშგების სტანდარტებზე უფრო დაბალი რანგის ანგარიშების სტანდარტების გამოყენებას. 10. მეოთხე კატეგორიის საწარმოებს და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს უფლება აქვს, გამოიყენონ მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS for SMEs) ან ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS). 11. თუ სუბიექტი ან ჯგუფი ორი უწყვეტი საანგარიშგებო პერიოდის დასრულებისას აღარ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ტ¨ ,,ქ¨ ქვეპუნქტებით დადგენილი სამი კრიტერიუმიდან ორ კრიტერიუმს, შეიცვლება საწარმოს/ჯგუფის ზომითი კატეგორია და გამოიყენება შესაბამისი კატეგორიისათვის დადგენილი მოთხოვნები. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდი არ ვრცელდება იმ საწარმოზე/ჯგუფზე, რომელთა ზომითი კატეგორია წინა საანგარიშგებო პერიოდთან შედარებით გაიზარდა ორი ან მეტი საფეხურით. 13. იმ შემთხვევაში თუ წინა საანგარიშგებო პერიოდთან შედარებით სუბიექტის ზომითი კატეგორია არ შეცვლილა, მაგრამ სუბიექტს განზრახული აქვს ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სხვა სტანდარტის გამოყენება, სუბიექტი უფლებამოსილია გამოიყენოს მხოლოდ უფრო მსხვილ ზომით კატეგორიაში შემავალი სუბიექტისათვის განსაზღვრული სტანდარტი. 14. ჯგუფის ზომითი კატეგორიის განსაზღვრისთვის გამოიყენება შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებით საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს კონსოლიდაციის წესით გამოანგარიშებული აქტივების ჯამური ღირებულება, შემოსავალი და საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა. 15. პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის საწარმოს ჯგუფის კონსოლიდირებულ ანგარიშგებაზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრული საწარმოს ზომითი კატეგორიების კრიტერიუმები და ამ კატეგორიებისათვის დადგენილი მოთხოვნები. ამასთან კრიტერიუმების შეფასება ხორციელდება მშობელი საწარმოს საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს კონსოლიდირებული მონაცემების გათვალისწინებით. 16. საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამინისტროს ინიციატივით ან/და მარეგულირებელი ორგანოს სამინისტროსათვის მომართვის საფუძველზე, შესაძლებელია სუბიექტს მიენიჭოს სდპ-ს სტატუსი. სუბიექტისათვის სდპ-ს სტატუსის მინიჭება, სამინისტროს მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საზედამხედველო ორგანოსზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებისათვის სდპ-ს სტატუსის მინიჭება ხორციელდება შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ. 17. საზედამხედველო ორგანოს ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტები, გარდა კომერციული ბანკებისა, საზედამხედველო ორგანოს მიერ არ ჩაითვლებიან სდპ-ებად, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი პირი აკმაყოფილებს მეოთხე კატეგორიის საწარმოს ზომითი კატეგორიის მოთხოვნებს. ამ პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით საზედამხედველო ორგანოს ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტი ითვლება სდპ-დ, ასეთად მიჩნევიდან სულ მცირე 3 საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში. 18. ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ზომითი კატეგორიებისთვის დადგენილი გამონაკლისები არ გამოიყენება სდპ-ების მიმართ. მუხლი 4. ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება 1. სუბიექტი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ამ კანონის შესაბამისად, თუ შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 2. სუბიექტი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ნატურალურ საზომ ერთეულებზე დაყრდნობით, განზოგადებულად, ფულად გამოსახულებაში, მათი ქრონოლოგიური, განუწყვეტელი და დოკუმენტური ასახვის გზით. 3. სუბიექტი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს დასაქმებული ბუღალტრის მეშვეობით ან სხვა კვალიფიცირებული ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების გზით. 4. სუბიექტმა უნდა უზრუნველყოს მის მიერ განხორციელებული ყველა ეკონომიკური მოვლენის ბუღალტრულ ანგარიშებზე ასახვის სისრულე და კონტროლი. 5. ამ კანონის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით და თავისი საქმიანობის და ორგანიზაციული სტრუქტურის სირთულის დონის გათვალისწინებით სუბიექტი: ა) განსაზღვრავს სააღრიცხვო პოლიტიკას; ბ) შეიმუშავებს ანგარიშთა გეგმას; გ) შეიმუშავებს ეკონომიკური მოვლენების ამსახველი დოკუმენტების წარმოების და კონტროლის მექანიზმს და პროცედურებს; დ) განსაზღვრავს სააღრიცხვო ინფორმაციის დამუშავების ვადებს და ტექნოლოგიას; ე) შესაბამისი სტანდარტების საფუძველზე შეიმუშავებს ფინანსური ანგარიშგების ფორმებს და განსაზღვრავს პროცედურებს ფინანსური ანგარიშგების მომზადებასთან და წარდგენასთან დაკავშირებით; ვ) შეიმუშავებს ბიზნეს პროცესებისა და წესების ერთობლიობას (შიდა კონტროლის სისტემას), რომელიც უზრუნველყოფს საქმიანობის ეფექტიანობასა და ეფექტურობას, ფინანსური ანგარიშგების საიმედოობას და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას. 6. სუბიექტი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს და ფინანსურ ანგარიშგებას ამზადებს მატერიალური ფორმით ან ელექტრონული საინფორმაციო სისტემების მეშვეობით, შესაბამისი სტანდარტების შესაბამისად. 7. სუბიექტი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების საფუძველზე. ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები შეიძლება შედგენილ იქნეს როგორც ერთ, ისე რამდენიმე ეგზემპლარად. ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტებია: ა) პირველადი აღრიცხვის დოკუმენტები; ბ) მაგროვებელი დოკუმენტები (სააღრიცხვო რეგისტრები, ჟურნალები და სხვ.). 8. ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების საფუძველზე, ეკონომიკური მოვლენები ბუღალტრულ აღრიცხვაში აისახება ორმაგი ჩაწერის პრინციპის შესაბამისად. ეკონომიკური მოვლენა ბუღალტრულ აღრიცხვაში აისახება მისი მოხდენისთანავე და აისახება იმ პერიოდის შესაბამის მაგროვებელ დოკუმენტებსა და ფინანსურ ანგარიშგებაში, რომელსაც მიეკუთვნება აღნიშნული მოვლენა. 9. ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერი (ბუღალტრული გატარება) მოიცავს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) ოპერაციის თარიღს; ბ) სადებეტო და საკრედიტო ანგარიშებს, შესაბამისი თანხების მითითებით; გ) ოპერაციის მოკლე აღწერას; დ) პირველადი აღრიცხვის დოკუმენტის (მაგროვებელი დოკუმენტის) დასახელებას და ნომერს. 10. ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები ელექტრონული ფორმით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიიჩნევა მატერიალური დოკუმენტების თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ. 11. პირველადი აღრიცხვის დოკუმენტი წარმოადგენს ეკონომიკური მოვლენის მოხდენის დამადასტურებელ დოკუმენტს და თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, მოიცავს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) დოკუმენტის დასახელებას და ნომერს; ბ) დოკუმენტის შედგენის თარიღს; გ) ოპერაციის ეკონომიკურ შინაარს; დ) მონაწილე მხარეების დასახელებებს; ე) მონაწილე მხარეების მისამართებს; ვ) ხელმოწერებს, რომლებიც ადასტურებს ოპერაციის განხორციელებას მხარეებს შორის; ზ) ოპერაციის თანხას. 12. ეკონომიკური მოვლენების ამსახველი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტები ექვემდებარება აუცილებელ შემოწმებას, როგორც ფორმის (დოკუმენტის სისრულე, გაფორმების სისწორე, რეკვიზიტების შევსება და სხვ.), ისე შინაარსის მიხედვით (ეკონომიკური მოვლენის კანონიერება, ცალკეული მაჩვენებლების ლოგიკური და არითმეტიკული სიზუსტე და სხვ.). ფორმის ან შინაარსის მიხედვით არასწორად შედგენილი დოკუმენტი უბრუნდება დოკუმენტის შემდგენელ პირებს. 13. პირველადი აღრიცხვის დოკუმენტებში შესწორებების ან დამატებების გაკეთება დაუშვებელია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ნებისმიერი არასწორად შედგენილი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტი უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად ახალი უნდა გაფორმდეს. 14. პირველადი აღრიცხვის დოკუმენტებში მოცემული ინფორმაცია ქრონოლოგიურად და სისტემატიზებულად აისახება მაგროვებელ დოკუმენტებში, ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების ზოგადი პრინციპების დაცვით. 15. ეკონომიკური მოვლენების ამსახველ ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტებს ხელს აწერენ (როგორც წერილობით, ისე ელექტრონულად) სუბიექტის ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირი, ბუღალტერი ან სხვა უფლებამოსილი პირები. 16. ხელმომწერი პირები ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტებზე გაკეთებული ხელმოწერებით (როგორც წერილობით, ისე ელექტრონულად) ადასტურებენ, რომ ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები სრულად, უტყუარად და ზუსტად ასახავს ეკონომიკური მოვლენის შინაარსს. 17. დოკუმენტებში ასახული მონაცემების უტყუარობისათვის, აგრეთვე ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დროული და ხარისხიანი შედგენისათვის, პასუხს აგებენ ამ დოკუმენტის შემდგენნი და ხელმომწერი პირები. 18. როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური ფორმით არსებული ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები და ფინანსური ანგარიშგებები, სუბიექტთან ინახება შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 6 წლის განმავლობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. 19. კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, შიდა კონტროლის სისტემაზე და ფინანსური ანგარიშგების მომზადებასა და მის სამართლიან წარდგენაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სუბიექტს. მუხლი 5. ფინანსური ანგარიშგება და მისი შედგენის ძირითადი პრინციპები 1. სუბიექტი ფინანსურ ანგარიშგებას ამზადებს ამ კანონის შესაბამისად, თუ შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამასთან, მეოთხე კატეგორიის საწარმოების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგება მზადდება მხოლოდ მათთვის განსაზღვრული სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად. 2. სუბიექტი ფინანსურ ანგარიშგებას ამზადებს სულ მცირე წელიწადში ერთხელ. 3. სუბიექტის მიერ შედგენილი ფინანსური ანგარიშგება უნდა იყოს სრული, სწორად და სამართლიანად, შესადარის პერიოდებზე წარმოადგენდეს სუბიექტის ფინანსურ მდგომარეობას, საქმიანობის შედეგებს, ფულადი სახსრებისა და კაპიტალის მოძრაობას და განმარტებით შენიშვნებს. ფინანსურ ანგარიშგებებში წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრულ ფუნდამენტურ ხარისხობრივ მახასიათებლებს. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგებების შედგენის, მათ შორის კონსოლიდირების წესს განსაზღვრავს სუბიექტის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად სუბიექტისთვის ნებადართული და მის მიერ არჩეული ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. სუბიექტმა მისთვის განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად შერჩეული სააღრიცხვო პოლიტიკა და მეთოდები უნდა გამოიყენოს თანმიმდევრულად, გარდა იმ შემთხვევისა თუ განსხვავებული ფინანსური ანგარიშგების სააღრიცხვო პოლიტიკა და მეთოდები უფრო რეალურად და მიუკერძოებლად ასახავს სუბიექტის ფინანსურ მდგომარეობასა და საქმიანობას. სააღრიცხვო პოლიტიკისა და მეთოდების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ არჩეული ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის ფარგლებში. 6. სდპ-ებმა და პირველი კატეგორიის საწარმოებმა ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში უნდა წარადგინონ ინფორმაცია: ა) სუბიექტის შემოსავალის შესახებ, საქმიანობის კატეგორიების და ბაზრის გეოგრაფიული განაწილების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის/მომსახურების გაყიდვის ორგანიზების თვალსაზრისით ამ კატეგორიებსა და ბაზრებს შორის არსებითი განსხვავებაა; ბ) სუბიექტის წლიური ფინანსური ანგარიშგების აუდიტის და სუბიექტისთვის სხვა პროფესიული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ანაზღაურების შესახებ. 7. მესამე კატეგორიის საწარმო ვალდებულია ამ კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარმოადგინოს ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში. 8. ფინანსური ანგარიშგებების ამსახველ დოკუმენტებში უნდა მიეთითოს სუბიექტის სახელწოდება, მარეგისტირებელი ორგანო, რეგისტრაციის ნომერი, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი და თუ სუბიექტის მიმართ დაწყებულია ლიკვიდაციის პროცესი, მასთან დაკავშირებული ინფორმაცია. მუხლი 6. ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მოთხოვნა 1. სდპ-ები, პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოები ვალდებულნი არიან ჩაატარონ ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღრული წესით, თუ შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 2. საზედამხედველო/მარეგულირებელი ორგანოს ზედამხედველობას/რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოებისთვის შუალედური ფინანსური ანგარიშგებასთან მიმართებაში აუდიტის ან/და სხვა სახის მარწმუნებელ გარიგებაზე მოთხოვნას ადგენს შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა. 3.მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები გათავისუფლებული არიან ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ვალდებულებისაგან, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 7. მმართველობის ანგარიშგება 1. სდპ-ებმა და პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებმა უნდა მოამზადონ და სამინისტროში წარადგინონ მმართველობის ანგარიშგება. მმართველობის ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესს, შესაბამისი ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების გათვალისწინებით, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 2. მმართველობის ანგარიშგება მოიცავს: ა) საქმიანობის მიმოხილვას; ბ) კორპორაციული მართვის ანგარიშგებას; გ) არაფინანსურ ანგარიშგებას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის მიმოხილვას ამზადებენ სდპ-ები და პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოები. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კორპორაციული მართვის ანგარიშგება უნდა მოამზადონ ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ყ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა პირებმა. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არაფინანსური ანგარიშგება უნდა მოამზადონ იმ სდპ-ებმა, რომლებიც შეესაბამებიან პირველი კატეგორიის საწარმოს ზომით კატეგორიას და ამასთან საანგარიშგებო პერიოდში ჰყავთ საშუალოდ 500-ზე მეტი დასაქმებული პირი. 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის მიმოხილვა, მისი საქმიანობის მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით, ასახავს სუბიექტის საქმიანობის განვითარების, შედეგებისა და მდგომარეობის, მის წინაშე არსებული ძირითადი რისკებისა და გაურკვევლობების ამომწურავ ანალიზს, რომელიც სუბიექტის საქმიანობის სრულად გაგებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით უნდა მოიცავდეს აუცილებელ ძირითად ფინანსურ და არაფინანსურ მაჩვენებლებს, ასევე არაფინანსურ ინდიკატორებს, რომელიც დაკავშირებულია სუბიექტის საქმიანობასთან, მათ შორის, დასაქმების და გარემოს დაცვის საკითხებთან, ასევე, წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში მოცემული თანხების დამატებით განმარტებებს. საქმიანობის მიმოხილვა ასევე უნდა მოიცავდეს: ა) სუბიექტის მომავალი განვითარების გეგმებს; ბ) სუბიექტის მიერ წარმოებული კვლევებისა და განვითარებების მიმოხილვას; გ) ინფორმაციას ფილიალების საქმიანობის შესახებ; დ) სუბიექტის საკრედიტო, საბაზრო, ლიკვიდობის და ფულადი ნაკადების რისკების მიმოხილვას და ამ რისკების მართვის მექანიზმებს; ე) საკუთარი აქციების შეძენასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომელიც სულ მცირე უნდა მოიცავდეს: ე.ა) საანგარიშგებო პერიოდში აქციების შეძენის მიზეზს; ე.ბ) საანგარიშგებო პერიოდში შეძენილი და გასხვისებული აქციების რაოდენობასა და ნომინალურ ღირებულებას, მისი არარსებობის შემთხვევაში კი საბალანსო ღირებულებასა და განთავსებულ კაპიტალში მათ წილობრივ მაჩვენებელს; ე.გ) აქციების შეძენის ან გასხვისებისათვის განხორციელებულ საპასუხო შესრულებას; ე.დ) საანგარიშგებო პერიოდში შეძენილი და საკუთრებაში დატოვებული აქციების რაოდენობასა და ნომინალურ ღირებულებას, მისი არარსებობის შემთხვევაში კი - საბალანსო ღირებულებასა და განთავსებულ კაპიტალში მათ წილობრივ მაჩვენებელს; ვ) ფინანსური რისკების მართვასთან დაკავშირებით საწარმოს მიზნებსა და პოლიტიკას. 7. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კორპორაციული მართვის ანგარიშგება სულ მცირე უნდა მოიცავდეს: ა) სუბიექტისთვის სავალდებულო ან საკუთარი სურვილით შერჩეული (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კორპორაციული მართვის კოდექსის და სუბიექტის ყველა იმ კორპორაციული მართვის პრაქტიკის მიმოხილვას, რომელიც აღემატება კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საკუთარი სურვილით შერჩეული კორპორაციული მართვის კოდექსის გამოყენების შემთხვევაში, საწარმო ვალდებულია მიუთითოს თუ სად არის კოდექსი საჯაროდ განთავსებული. კორპორაციული მართვის პრაქტიკის მითითების შემთხვევაში საწარმო ასაჯაროებს პრაქტიკის შესახებ დეტალურ ინფორმაციას. ბ) სავალდებულო ან ნებაყოფლობით შერჩეული კორპორაციული მართვის კოდექსიდან გადახვევების ან ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში კოდექსზე მიუთითებლობის შემთხვევებს და შესაბამისი მიზეზების ანალიზს; გ) ფინანსური ანგარიშგების შედგენის პროცესთან დაკავშირებული შიდა კონტროლისა და რისკების მართვის სისტემების მიმოხილვას; დ) აქციონერთა და აქციონერთა საერთო კრების უფლებებისა და მათი განხორციელების წესების მიმოხილვას; ე) სუბიექტის მმართველობითი ორგანოსა და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობისა და ფუნქციონირების მიმოხილვას; ვ) სუბიექტის, გარდა იმ ანგარიშვალდებული საწარმოებისა, რომლებიც შეესაბამებიან მეორე და მესამე კატეგორიის საწარმოთა კრიტერიუმებს, მიერ თავისი მმართველობითი ორგანოსა და სამეთვალყურეო საბჭოს მიმართ გამოყენებულ დივერსიფიკაციის პოლიტიკის (ასაკის, სქესის, კვალიფიკაციისა და სხვა) მიმოხილვას. ასევე ამ პოლიტიკის მიზნებს, გამოყენებულ მეთოდებსა და მოცემულ პერიოდში მიღწეულ შედეგებს. აღნიშნული პოლიტიკის არარსებობის შემთხვევაში, მიზეზი განიმარტება კორპორაციული მართვის ანგარიშგებაში; ზ) ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 532 მუხლით გათვალისწინებულ სავალდებულო სატენდერო შეთავაზების შემთხვევაში შემდეგ ინფორმაციას: ზ.ა) კაპიტალში პირდაპირ ან არაპირდაპირ მნიშვნელოვან მონაწილეობას; ზ.ბ) იმ აქციების მფლობელების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც განსაკუთრებული კონტროლის შესაძლებლობას იძლევა და ამ უფლებების აღწერას; ზ.გ) ხმის მიცემის უფლების განხორციელების ნებისმიერი შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას, როგორიცაა ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა გარკვეული პროცენტის აქციების ან ხმათა რაოდენობის მფლობელებისთვის; ზ.დ) მმართველობითი ორგანოების წევრების დანიშვნასთან და შეცვლასთან დაკავშირებულ წესებს, ასევე, წესდების ცვლილების შესახებ ინფორმაციას; ზ.ე) მმართველობითი ორგანოების წევრების უფლებამოსილებებს. 8. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არაფინანსური ანგარიშგება ასახავს აუცილებელ ინფორმაციას სუბიქტის საქმიანობის განვითარების, შედეგებისა და მდგომარეობის ზეგავლენის დასადგენად სულ მცირე გარემოს დაცვის, სოციალურ, დასაქმებულების, ადამიანთა უფლებების დაცვისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებთან მიმართებაში, მათ შორის: ა) სუბიექტის ბიზნეს მოდელის მოკლე მიმოხილვას; ბ) სუბიექტის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული საკითხების მიმართ გამოყენებული პოლიტიკის აღწერას, მათ შორის განხორციელებულ კომპლექსურ პროცედურებისა და გატარებული პოლიტიკის შედეგებს. თუკი სუბიექტი არ იყენებს მსგავს პოლიტიკას, აღნიშნულთან დაკავშირებით ანგარიშგებაში აისახება ნათელი და დასაბუთებული განმარტება; გ) სუბიექტის საქმიანობის რისკების ანალიზს, რაც საჭიროების შემთხვევაში მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) სუბიექტის ბიზნეს ურთიერთობებს, პროდუქციისა ან/და მომსახურების შესაძლო უარყოფით ზეგავლენას ამ პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე და სუბიექტის მიერ გამოყენებულ რისკების მართვის მეთოდებს; დ) კონკრეტულ საქმიანობის ძირითად არაფინანსურ მაჩვენებლებს; ე) საჭიროების შემთხვევაში, არაფინანსური ანგარიშგება მოიცავს წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში მოცემულ თანხებზე მითითებას და მათთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს. 9. სუბიექტს, რომელიც წარმოადგენს შვილობილ საწარმოს, არ ევალება ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული არაფინანსური ანგარიშგების წარდგენა იმ შემთხვევაში, თუ ეს ინფორმაცია წარმოდგენილია ჯგუფის კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში. 10. სდპ და პირველი და მეორე კატეგორიის საწარმო ვალდებულია მის მიერ სამინისტროსათვის წარსადგენი მმართველობის ანგარიშგება მიაწოდოს აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა გამოხატავს თავის მოსაზრებას მმართველობის ანგარიშგების, მისი წარდგენის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობისა და იმავე საანგარიშგებო პერიოდის ფინანსური ანგარიშგებებთან თანხვედრის, ასევე არსებითი უზუსტობების და მათი არსის თაობაზე. 11. იმ შემთხვევაში თუ, ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია უკვე ასახულია ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაში, სუბიექტი გათავისუფლებულია წარდგენილი ინფორმაციის მმართველობით ანგარიშგებაში ასახვის ვალდებულებისაგან. მუხლი 8. სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება 1. სდპ-ები და პირველი კატეგორიის საწარმოები, რომელთა საქმიანობა მოიცავს წიაღით სარგებლობას, მათ შორის, ნავთობისა და გაზის მოპოვებას ან ხე-ტყის დამზადებას ბუნებრივი წარმოშობის ტყეში, ვალდებულნი არიან ყოველწლიურად მოამზადონ და წარადგინონ სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება. ამ ანგარიშგებაში უნდა აისახოს სახელმწიფოსთვის მოგების გადასახადის, სალიცენზიო და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასურის, როიალტის, დივიდენდის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბონუსის, ქირის და საკონცესიო გადასახადის სახით, ფულადი ან ნატურალური ფორმით გადახდილი ის თანხები, რომელიც ამ თითოეული გადახდის სახეობისთვის ერთჯერადად ან ჯამურად საანგარიშგებო პერიოდში აღემატება 100 000 ლარს. 2. სახელმწიფოს მიმართ განხორციელებულ გადახდებში იგულისხმება ნებისმიერი სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს და იმ საწარმოების მიმართ განორციელებული გადახდები, რომლებშიც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა აღემატება 50%-ს, აგრეთვე უცხო ქვეყნის სახელმწიფო, რეგიონული და ადგილობრივი ორგანოების მიმართ განხორციელებული გადახდები. 3. წიაღისა და მისი სარგებლობის სახეები, სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგების მომზადების, წარდგენისა და გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 9. ანგარიშგებების წარდგენა და გამოქვეყნება 1. სუბიექტთა ანგარიშგებების ვებ-გვერდის შექმნას, მართვასა და მომხმარებელთა ვებ-გვედზე წვდომას უზუნველყოფს სამინისტრო. 2. სუბიექტი, გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა, ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება, მმართველობით ანგარიშგება და ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა, ერთიანად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ივლისამდე, წარუდგინოს სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 3. სამინისტრო ვალდებულია სუბიექტების მიერ წარდგენილი ანგარიშგებები, გარდა მეოთხე კატეგორიის საწარმოების ანგარიშგებებისა, გამოაქვეყნოს წარდგენიდან 1 თვის ვადაში. სამინისტრო უზრუნველყოფს წარდგენილი ანგარიშგებების ამ კანონითითა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შერჩევით გადამოწმებას, რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს სუბიექტს გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორება. 4. თუ სუბიექტის საანგარიშგებო პერიოდი არ ემთხვევა კალენდარულ წელს, იგი ვალდებულია ხელმისაწვდომობის მომენტიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში წარუდგინოს ანგარიშგება სამინისტროს. 5. სდპ-ები ვალდებულნი არიან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგებები გამოაქვეყნონ საკუთარ ვებ-გვერდზეც. 6. მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში, სუბიექტი ვალდებულია შუალედური ფინანსური ანგარიშება წარუდგინოს მარეგულირებელ/საზედამხედველო ორგანოს. შუალედური ფინანსური ანგარიშგების მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოსათვის წარდგენის წესი განისაზღვრება შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი კანონდებლობით. 7. მესამე კატეგორიის საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული სახით წარდგენის წესს, ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების გათვალისწინებით, ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. თავი III პროფესიული ორგანიზაციები, პროფესიული სერტიფიცირება და განგრძობითი განათლება მუხლი 10. მოთხოვნები პროფესიული ორგანიზაციის მიმართ 1. ამ კანონის მიზნებისათვის, პროფესიულ ორგანიზაციად ითვლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც რეგისტრირებულია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად და აკმაყოფილებს ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტების მოთხოვნებს. 2. პროფესიულ ორგანიზაციის უნდა გააჩნდეს შიდა პოლიტიკა, სისტემები და პროცედურები, რომლითაც დაკმაყოფილებული იქნება: ა) მოთხოვნები პროფესიული სერტიფიცირებისა და განგრძობითი განათლების მიმართ; ბ) პროფესიული ორგანიზაციების წევრების მიერ პროფესიული ეთიკის კოდექსის (IESBA Code) და ხარისხის კონტროლის სისტემის მოთხოვნების დაცვა; 3. სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული ორგანიზაციის ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი. 4. პროფესიული ორგანიზაციის მმართველი ორგანოს შემადგენლობის უმრავლესობას წარმოადგენს აუდიტორი ან/და სერტიფიცირებულ ბუღალტერი. 5. პროფესიული ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროფესიული ორგანიზაციის წევრთა, პროფესიული ორგანიზაციების მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევათა გამოვლენასა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწესებას. პროფესიული ორგანიზაციების მიერ, მათ წევრ აუდიტორთა სამართალდარღვევათა გამოვლენისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესს, სამინისტროსთან შეთანხმებით, ადგენს პროფესიული ორგანიზაცია. 6. პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია მართოს საკუთარი ვებ-გვერდი, რომელზეც უზრუნველყოფს წევრი აუდიტორების და პროფესიული ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებული ბუღალტრების რეესტრის განთავსებას, ასევე პროფესიული ორგანიზაციის ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგებისა და საქმიანობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებას. მუხლი 11. პროფესიული სერტიფიცირება და განგრძობითი განათლება. 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი, პირის სერტიფიცირებულ ბუღალტრად აღიარების და მათ მიერ კვალიფიკაციის შენარჩუნებისათვის ადგენს პროფესიული სერტიფიცირებისა და განგრძობითი განათლების სტანდარტებს, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებს და ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილ განათლების საერთაშორისო სტანდარტებს (IES). პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტი განსაზღვრავს პროფესიული სერტიფიცირებისთვის სასწავლო დისციპლინებს, საგამოცდო პროცესის, საგნების ჩათვლების და გამოცდებისაგან გათავისუფლების წესს, პროფესიული სერტიფიცირებისათვის წარსადგენ დოკუმენტაცას ,განგრძობითი განათლებისათვის საჭირო საგნების ჩამონათვალს, სერტიფიკატის გაცემისა და განგრძობითი განათლების განხორციელების წესს. 2. პირის კვალიფიკაციის დადასტურება ხდება პროფესიული სერტიფიცირების შესაბამისად. პროფესიული სერტიფიცირება ხორციელდება იმ პროფესიული ორგანიზაციების მიერ, რომელთა სასერტიფიკაციო პროგრამები ან/და საგამოცდო პროცესი აკმაყოფილებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ სტანდარტებს და აღიარებულია სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის შესაბამისად. სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი 3. სამინისტრო, მხოლოდ საგამოცდო პროცესის უზრუნველყოფის მიზნებისთვის, უფლებამოსილია აღიაროს სპეციალიზირებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოები. ის პროფესიული ორგანიზაცია, რომლის მხოლოდ სასერტიფიკაციო პროგრამებია აღიარებული, უფლებამოსილია განახორციელოს სერტიფიკაცია სპეციალიზირებულ გამოცდების განმახორციელებელ ორგანოსთან ჩატარებული გამოცდების საფუძველზე. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული, აღიარებული სასერტიფიკაციო და განგრძობითი განათლების პროგრამებისა და საგამოცდო პროცესების რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს სამინისტრო. 5. პროფესიული სერტიფიცირებისათვის განკუთვნილი საგამოცდო ტესტების მომზადება წარმოადგენს საგამოცდო პროცესის შემადგენელ ნაწილს, რომელსაც უზრუნველყოფენ სპეციალიზირებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოები. 6. პირთა გამოცდებზე დაშვების ან საკვალიფიკაციო დისციპლინაში გამოცდისაგან გათავისუფლების მიზნით სამინისტრო აღიარებს პროფესიული ორგანიზაციის ან/და საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირის პროფესიული სერტიფიცირებისთვის განკუთვნილ სასწავლო პროგრამებს ან ცალკეულ დისციპლინას (საგანს). 7. პროფესიული სერტიფიცირების შედეგად პირს ენიჭება სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსი და პროფესიული ორგანიზაციის მიერ გადაეცემა სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი. 8. სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსი პირს არ ანიჭებს აუდიტის ჩატარების უფლებას, სანამ არ განხორციელდება მისი აუდიტორთა რეესტრში რეგისტრაცია 9. განგრძობითი განათლების პროცესს უზრუნველყოფენ პროფესიული ორგანიზაციები, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. პროფესიული ორგანიზაციები ვალდებულნი არიან მონიტორინგი გაუწიონ სერტიფიცირებულ ბუღალტერთა განგრძობით განათლებას და აწარმოონ შესაბამისი აღრიცხვა. იმ შემთხვევაში, თუ პროფესიული ორგანიზაციის გადაწყვეტილებით პირი აღარ აკმაყოფილებს განგრძობითი განათლების მოთხოვნებს, პროფესიული ორგანიზაციები ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობონ აღნიშნულის თაობაზე სამინისტროს. 10. პროფესიული ორგანიზაციის მიერ პროფესიული სერტიფიცირებისა და განგრძობითი განათლების სფეროში სერტიფიცირების წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონით დადგენილი წესით. თავი IV რეესტრი მუხლი 12. რეესტრის წარმოება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 1. რეესტრის წარმოებას, მასში შემავალი ინფორმაციის საჯაროობას, ხელმისაწვდომობას, უზრუნველყოფს სამინისტრო. 2. რეესტრის წარმოების მიზნით სამინისტრო იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას და მართვის ავტომატურ საშუალებებს. აუდიტორთა რეესტრი საჯაროა. 3. ვებ-გვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების წესს, მის სტრუქტურას, ფორმას, მასში შემავალი ინფორმაციის ნუსხასა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 4. სამინისტრო ელექტრონული ან წერილობითი მომართვის საფუძველზე უფლებამოსილია ელექტრონულად ან/და მატერიალური ფორმით გასცეს თავის მიერ შექმნილი ან/და თავისთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი. მართვის ავტომატური საშუალებებით გაცემულ დოკუმენტებს აქვთ ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალური ფორმით გაცემულს. 5. დაცული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაცნობის, მათი დედნებისა თუ ასლების გამოთხოვის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. 6. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის იდენტიფიკაცია უზრუნველყოფილია პირის ინდივიდუალური სარეგისტრაციო ნომრით. 7. რეესტრში, აუდიტორის შესახებ სულ მცირე ასახულ უნდა იქნეს შემდეგი სახის ინფორმაცია: ა) სახელი, გვარი, იურიდიული მისამართი, საქმიანობის ადგილსამყოფელი, სარეგისტრაციო ნომერი; ბ) იმ აუდიტორული ფირმის დასახელება, აუდიტორული ფირმის მისამართი, ვებ-გვერდის მისამართი და სარეგისტრაციო ნომერი, რომელშიც დასაქმებულია აუდიტორი, ან რომელშიც ის წარმოადგენს პარტნიორს/აქციონერს ან სხვაგვარად არის მასთან დაკავშირებული; გ) ნებისმიერი სხვა ქვეყანაში აუდიტორად რეგისტრაციის შესახებ, მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელებისა და სარეგისტრაციო ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებით; დ) ის პროფესიული ორგანიზაცია, რომელშიც გაწევრიანებულია აუდიტორი; ე) ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შედეგები; ვ) აუდიტორული (არადაქირავებული) საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები წლების მიხედვით; ზ) პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, თანხისა და სადაზღვევო კომპანიის მითითებით. 8. რეესტრში, აუდიტორული ფირმის შესახებ სულ მცირე ასახულ უნდა იქნეს შემდეგი სახის ინფორმაცია: ა) სამართლებრივი ფორმა, დასახელება, მისამართი, ვებ-გვერდის მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია და სარეგისტრაციო ნომერი; ბ) აუდიტორის/სერტიფიცირებული ბუღალტრის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ნომერი, რომელიც დასაქმებულია აუდიტორულ ფირმაში, ან წარმოადგენს პარტნიორს/აქციონერს, მმართველობის ორგანოს წევრს ან სხვაგვარად არის მასთან დაკავშირებული, ასევე, დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა; გ) ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შედეგები; დ) არსებობის შემთხვევაში, სდპ-ს დასახელება და საანგარიშგებო პერიოდი, რომელსაც უწევდა პროფესიულ მომსახურებას; ე) პარტნიორთა/აქციონერთა წილობრივი მონაწილეობა; ვ) პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, თანხისა და სადაზღვევო კომპანიის მითითებით. ზ) აუდიტორული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები, წლების მიხედვით. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას სამინისტრო იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან. 10. ის ადმინისტრაციული აქტი, რომელიც აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას აკისრებს სანქციებს, ძალაში შესვლისა და სანქცირებული სუბიექტის ინფორმირების შემდგომ, დაუყოვნებლივ, არანაკლებ 5 წლის ვადით, ქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია არ გაასაჯაროვოს ინფორმაცია, თუ ამით საფრთხეს უქმნის ქვეყნის ან/და მესამე პირთა ინტერესებს. ინფორმაციის შეფასებას და ანალიზს უზრუნველყოფს და მისი გამოქვეყნების მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 12. რეესტრიდან ამონაწერი მზადდება ქართულ ენაზე, ხოლო დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში − ასევე ინგლისურ ენაზე. მუხლი 13. სარეგისტრაციო წარმოება და მისი დაწყება 1. საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, უცხოური საწარმოს ფილიალი და ფიზიკური პირი საქართველოში აუდიტის ჩატარების უფლებამოსილებას იძენენ აუდიტორთა რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის რეესტრში რეგისტრაციის ან რეგისტრაციის აღდგენის საფუძველია პირის განცხადება. სამინისტრო 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კანონით და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნებთან. 2. სამინისტროსათვის წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. სამინისტრო უფლებამოსილია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. 3. სამინისტროს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია სამინისტროს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია წევრ პირებზე. 4. აუდიტორთა რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული ფიზიკური პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) იყოს სერტიფიცირებული ბუღალტერი; ბ) ჰქონდეს მინიმუმ 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ფინანსური ანგარიშგების აუდიტში, აუდიტორის ზედამხედველობის ქვეშ, რაც წერილობით დასტურდება ზედამხედველი აუდიტორის მიერ; გ) არ იყოს ნასამართლევი ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის, ასევე სხვა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის; დ) იყოს პროფესიული ორგანიზაციის წევრი; ე) არ ჰქონდეს დარღვეული პროფესიული ეთიკის კოდექსი, რაც დასტურდება პროფესიული ორგანიზაციის ან ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აუდიტორის მიერ. 5. აუდიტორთა რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული იურიდიული პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) ახორციელებდეს აუდიტორულ საქმიანობას სულ მცირე 1 გარიგების პარტნიორის მეშვეობით; ბ) აუდიტორულ ფირმაში 50%-ზე მეტი ხმის უფლებას ფლობდეს/ფლობდენ რეესტრში ასახული აუდიტორ(ებ)ი ან/და აუდიტორული ფირმა ან/და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებსა ან/და ევროკავშირის წევრ ქვეყნების აუდიტორულ რეესტრში რეგისტრირებული ფირმა ან/და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრი ორგანიზაციების წევრი ფიზიკური პირი; გ) მმართველობის ორგანოს წევრების უმრავლესობა შედგებოდეს აუდიტორებისგან. თუ მმართველობის ორგანო შედგება ორი წევრისგან, ერთ-ერთი მათგანი უნდა იყოს აუდიტორი. დ) დაზღვეული ჰქონდეს პროფესიული პასუხისმგებლობა. 6. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია რეესტრში ასახული ნებისმიერი ინფორმაციის ცვლილების შესახებ ინფორმაცია შეატყობინოს სამინისტროსა და პროფესიულ ორგანიზაციას, ცვლილების დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. 7. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, რომელიც არ აკმაყოფილებს რეესტრში რეგისტრაციის პირობებს, ექვემდებარება რეგისტრაციის გაუქმებას და კარგავს აუდიტის ჩატარების უფლებას. რეგისტრაციის გაუქმებაზე პასუხისმგებელია სამინისტრო, მის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას არ აქვს უფლება თავის სახელწოდებაში გამოიყენოს სიტყვა ,,აუდიტორი“ ან ,,აუდიტორული ფირმა“. 8. სამინისტრო უფლებამოსილია მის მიერ დადგენელი სტანდარტით განსაზღვრული საქართველოს სამართლის საკვალიფიკაციო ტესტის ჩაბარებისა და შესაბამისი მომართვის საფუძველზე, დაარეგისტრიროს ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრი ორგანიზაციების წევრი ფიზიკური პირი, რომელსაც სურს აუდიტის ჩატარება საქართველოში. ამ პუნქტის შესაბამისად, რეგისტრირებულ პირებზე რეგისტრაციის შემდეგ გავრცელდება ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნები და შეზღუდვები. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, სამინისტრო უფლებამოსილია დაადგინოს იმ სახელმწიფოთა ჩამონათვალი, რომელთა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილ წევრსაც ექნება რეესტრში დარეგისტრირების უფლება. 10. სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე, თუ: ა) განცხადებას არ ერთვის ან/და არასრულად არის წარმოდგენილი ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტებით განსაზღვრული დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად; ბ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. 11. თუ განმცხადებელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არ წარუდგენს ამ კანონით ან მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია აუდიტორის/აუდიტორული ფირმის რეგისტრაციისათვის, სამინისტრო განმცხადებელს განუსაზღვრავს 30 დღიან ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. სამინისტრო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით, აღნიშნული ვადა გააგრძელოს მხოლოდ ერთხელ არა უმეტეს 15 დღისა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე. 12. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ. სარეგისტრაციო წარმოების განახლების შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა იწყება ხელახლაი თავი V აუდიტი და მისი ხარისხის უზრუნველყოფა მუხლი 14. აუდიტის ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები 1. საქართველოში აუდიტი ტარდება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაბამისად. აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ISA) არის აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო საბჭოს (IAASB) ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ მიღებული აუდიტისა საერთაშორისო სტანდარტები, რომელსაც მოიცავს ამ ორგანოს და მარწმუნებელი გარიგებების საერთაშორისო ოფიციალური დოკუმენტების ცნობარს. 2. აუდიტის გარდა სხვა აუდიტორული მომსახურების შესრულებისას, როგორიცაა მიმოხილვა, სხვა მარწმუნებელი გარიგებები და დაკავშირებული მომსახურება, აუდიტორი/აუდიტორული ფირმა იყენებს აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო საბჭოს (IAASB) მიერ ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ მიღებული და დამტკიცებული მიმოხილვის და დაკავშირებული მომსახურებების, ასევე სხვა სახის მარწმუნებელი გარიგების საერთაშორისო სტანდარტებს. 3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული სტანდარტების საქართველოს სახელმწიფო ენაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სამინისტრო, მისი განახლებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უფლება აქვს გამოიყენოს ამ სტანდარტების მოქმედი (ინგლისური) რედაქცია. 4. სდპ-ების საწარმოების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესთან და პროცედურებთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. 5. სდპ-ების ფინანსური ანგარიშგების აუდიტი უფლებამოსილია განახორციელოს იმ აუდიტორულმა ფირმამ, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. 6. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, რომელიც უწევს აუდიტორულ მომსახურებას საჯარო სამართლის ურიდიულ პირს, ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოს და სხვა პირს, რომელთა მიმართ შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილია ანგარიშგების (ბალანსის) აუდიტი ან საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტი, ვალდებულია მომსახურების გაწევისას იხელმძღვანელოს ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 15. აუდიტის ჩატარების წესი 1. აუდიტი შეიძლება ჩატარდეს ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით ან სუბიექტის ინიციატივით. 2. აუდიტორულ დასკვნას ხელმოწერით ადასტურებს გარიგების პარტნიორი ან/და აუდიტორული ფირმის მიერ უფლებამოსილი პირი. აუდიტორული ფირმის შიდა პროცედურით შესაძლებელი უნდა იყოს გარიგების პარტნიორის იდენტიფიცირება. 3. სდპ-ების, პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ტარდება ყოველ საანგარიშგებო პერიოდთან მიმართებაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. სამინისტრო უფლებამოსილია შესაბამის მარეგულირებელ/საზედამხედველო ორგანოსთან შეთანხმებით სდპ-ს აუდიტის პროცესთან და პროცედურებთან მიმართებაში ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების გარდა დაადგინოს საქმიანობის/დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებითი მოთხოვნები, რაც დამატებით ექვემდებარება ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგს. 4. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია აუდიტის პროცესში შედგენილი და გამოყენებული დოკუმენტები, როგორც ელექტრონული ისე მატერიალური ფორმით არსებული, შეინახოს შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდის დასასრულიდან 6 წლის განმავლობაში. 5. აუდიტორული მომსახურება არ უნდა მოიცავდეს რწმუნებას სუბიექტის სამომავლო სიცოცხლისუნარიანობის ან/და სუბიექტის მმართველობის ორგანოს საქმიანობის ეფექტურად ან ეფექტიანად განხორციელების შესახებ. 6. აუდიტორმა/აუდიტორულმა ფირმამ უნდა გამოიჩინოს პროფესიული სკეპტიციზმი. მიმანიშნებელი ფაქტებისა და ქმედების საფუძველზე, ცნოს სუბიექტის მიერ არსებითი სამართალდარღვევის დაშვების შესაძლებლობა, მათ შორის თაღლითობა ან შეცდომა. ამ შემთხვევაში არ უნდა იქნას გათვალისწინებული მმართველობის და მმართველობაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ, მათ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით აუდიტორის/აუდიტორული ფირმის წარსული გამოცდილება. აუდიტორმა/აუდიტორულმა ფირმამ აუდიტის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს საწარმოს ხელმძღვანელობის მიერ შეფასებული სამართლიანი ღირებულების, აქტივების გაუფასურების, რეზერვის ანარიცხებისა და სამომავლო ფულადი ნაკადების შესახებ ინფორმაციას. მუხლი 16. ეთიკის წესები 1. სერტიფიცირებული ბუღალტერი/აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია პროფესიული მომსახურების განხორციელებისას დაიცვას ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილი პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსი (IESBA Code) (შემდგომში - პროფესიული ეთიკის კოდექსი). 2. პროფესიული ეთიკის კოდექსის საქართველოს სახელმწიფო ენაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სამინისტრო, მისი განახლებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში. სერტიფიცირებულ ბუღალტერს/აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უფლება აქვს გამოიყენოს ამ სტანდარტების მოქმედი (ინგლისური) რედაქცია. 3. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა და ასევე, ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელმაც შესაძლოა პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენა იქონიოს აუდიტის შედეგებზე, დამოუკიდებელი უნდა იყოს იმ სუბიექტისგან, რომელსაც იგი აუდიტს უტარებს. ამასთანავე, იგი არ უნდა იყოს ჩართული ამ სუბიექტის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ეს მოთხოვნა მოქმედებს ფინანსური ანგარიშგების საანგარიშგებო პერიოდისა და აუდიტის განხორციელების პერიოდის განმავლობაში. 4. აუდიტორული ფირმის პარტნიორები/აქციონერები, ისევე როგორც აუდიტორული ფირმის და მასთან დაკავშირებული საწარმოს მმართველობითი ორგანოსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არ უნდა ჩაერიონ აუდიტის ჩატარებაში ნებისმიერი ისეთი ფორმით, რომელიც გარიგების პარტნიორის დამოუკიდებლობასა და ობიექტურობას შეუქმნის საფრთხეს. 5. აუდიტის განხორციელებისას, აუდიტორმა/აუდიტორულმა ფირმამ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა დამოუკიდებლობის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად. აუდიტორმა/აუდიტორულმა ფირმამ წერილობით ან ელექტრონული ფორმით უნდა ასახოს მისი დამოუკიდებლობის წინაშე არსებული რისკები და მათი შემცირებისათვის გამოყენებული მეთოდები. 6. დაუშვებელია სუბიექტისთვის, აუდიტორული მომსახურებების გარდა, სხვა დამატებითი მომსახურების გაწევა განსაზღვრავდეს ან გავლენას ახდენდეს აუდიტორული მომსახურების ანაზღაურებაზე. აუდიტორული მომსახურების ანაზღაურებას არ უნდა განსაზღვრავდეს რაიმე სახის გაუთვალისწინებელი გარემოება. 7. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უფლება არა აქვს სუბიექტისაგან მიიღოს მატერიალური ან/და არამატერიალური საჩუქარი ან/და სარგებელი, რომლის ღირებულება აღემატება 500 ლარს. 8. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უფლება არ აქვს, ჩაატაროს აუდიტი იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სუბიექტსა და აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას, მის სისტემაში არსებულ პირთა წრეს და ნებისმიერ ფიზიკურ პირს შორის, რომელმაც შესაძლოა პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენა იქონიოს აუდიტის შედეგებზე, ფინანსური, პიროვნული, საქმიანი, შრომითი ან/და სხვა არსებული ან შესაძლო სამომავლო ურთიერთობით გამოწვეული ინტერესთა კონფლიქტის ან მუქარის გამოყენების საშიშროება, რომლის საფუძველზე მესამე ობიექტურმა, ინფორმირებულმა და გონიერმა პირმა შეიძლება დაასკვნას, რომ აუდიტორის/აუდიტორული ფირმის დამოუკიდებლობა რისკის ქვეშ იმყოფება. 9. ამ მუხლის მიზნებისათვის ფინანსურ ურთიერთობად ჩაითვლება აუდიტორის/აუდიტორული ფირმის და ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ იმ სუბიექტის წილების/აქციების, სხვა ფასიან ქაღალდების და ფინანსური ინსტრუმენტების ფლობა, რომლის მიმართაც ახორციელებს აუდიტს ან რომლის ფინანსურ შედეგებზე სხვა საშუალებებით შეუძლია იქონიოს გავლენა, გარდა საინვესტიციო ფონდის შუამავლობით არაპირდაპირი ფლობისა. ფინანსურ ინტერესად ასევე ჩაითვლება ამ სუბიექტთან დაკავშირებული სხვა სუბიექტის წილების/აქციების, სხვა ფასიან ქაღალდების და ფინანსური ინსტრუმენტების ფლობა, თუკი აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს ინტერესთა კონფლიქტი. 10. ბუღალტრული აღრიცხვის საკითხებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არ შეიძლება გახდეს აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი. 11. აუდიტორს/გარიგების პარტნიორს ეკრძალება აუდიტის ფუნქციების განხორციელების დამთავრებიდან ერთი წლის განმავლობაში, სდპ-ების შემთხვევაში ორი წლის განმავლობაში: ა) გახდეს იმ სუბიექტის მმართველობითი ორგანოს მნიშვნელოვანი წევრი, რომელსაც ჩაუტარდა აუდიტი; ბ) გახდეს იმ სუბიექტის აუდიტის კომიტეტის ან მსგავსი ფუნქციების განმახორციელებელი სხვა ორგანოს წევრი, რომელსაც ჩაუტარდა აუდიტი; გ) გახდეს იმ სუბიექტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელსაც ჩაუტარდა აუდიტი. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნები ვრცელდება აუდიტორის/აუდიტორული ფირმის დასაქმებულზე, აუდიტორული ფირმის პარტნიორებზე/აქციონერებზე და ნებისმიერ ფიზიკურ პირზე, რომლის მომსახურება ექვემდებარება აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მართვას/კონტროლს, თუკი ისინი წარმოადგენენ აუდიტორებს, მათ მიერ აუდიტის ფუნქციების განხორციელების დამთავრებიდან ერთი წლის განმავლობაში. 13. საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში სუბიექტის მიერ სხვა სუბიექტთან შერწყმის (გაერთიანების, მიერთების) შემთხვევაში, აუდიტორმა/აუდიტორულმა ფირმამ უნდა შეაფასოს შერწყმის (გაერთიანების, მიერთების) შედეგად წარმოქმნილ სუბიექტთან დაკავშირებული ინტერესები და ურთიერთობები, რამაც შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენოს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის დამოუკიდებლობა. აუდიტორმა/აუდიტორულმა ფირმამ დაუყოვნებლივ, მაგრამ აღნიშნული შედეგის დადგომიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში, უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრისა ან იმ ურთიერთობების შეწყვეტისთვის, რაც საფრთხეს უქმნის მის დამოუკიდებლობას. 14. აუდიტის ფუნქციების განხორციელების დაწყებამდე ან გაგრძელებამდე აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია შეამოწმოს და წერილობით ასახოს შემდეგი ინფორმაცია: ა) მის მიერ დამოუკიდებლობის მოთხოვნების დაცვის შესახებ; ბ) იმ რისკების შესახებ , რომელიც საფრთხეს უქმნის მის დამოუკიდებლობას და მათი შემცირებისთვის მიღებულ ზომებს; გ) კვალიფიციური დასაქმებულების, საჭირო დროისა და რესურსების არსებობის შესახებ, რომელიც საჭიროა აუდიტის სათანადო ხარისხით განსახორციელებლად; დ) აუდიტორული ფირმის შემთხვევაში, გარიგების პარტნიორის აუდიტორთა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ. 15. სდპ-ების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგება შეიძლება დაიდოს არანაკლებ 2 წელზე და არაუმეტეს 10 წელზე. 10 წლიანი ვადა შესაძლებელია გაიზარდოს დამატებით 10 წლის ვადით, სდპ-ის პარტნიორთა/აქციონერთა კრების გადაწყვეტილებით ჩატარებულ საჯარო ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში. კანონით დადგენილი ვადების გასვლის შემდეგ აუდიტორული ფირმასთან ხელახალი გარიგება შეიძლება დაიდოს არანაკლებ 4 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ. მოცემული წესის დარღვევის შემთხვევაში აუდიტის მოთხოვნა ჩაითვლება შეუსრულებლად. აუდიტორულმა ფირმამ უნდა უზრუნველყოს გარიგების პარტნიორის და სხვა საკვანძო პერსონალის შიდა როტაცია არანაკლებ 7 წელიწადში ერთხელ თითოეულ სდპ-სთან მიმართებაში, რომელსაც ის ემსახურება. 16. ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აუდიტორს სამინისტროს მიერ დაეკისრება პასუხისმგებლობა ამ კანონით დადგენილი წესით. სდპ-ს აუდიტის ჩატარებისას ამ მუხლის მე-8, მე-11, მე-12 და მე-15 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში სუბიექტი განმეორებით ატარებს აუდიტს შესაბამის საანგარიშგებო პერიოდთან მიმართებაში, ხოლო სუბიექტის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადები ითვლება შესრულებულად. განმეორებითი აუდიტის ჩატარების ვადებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. მუხლი 17. პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა აუდიტორი/ აუდიტორული ფირმა, რომელიც ახორციელებს აუდიტს, ვალდებულია სუბიექტისათვის ამ კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობით გამოწვეული შესაძლო მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, დააზღვიოს თავისი პროფესიული პასუხისმგებლობა. პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის წესს, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით, ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. მუხლი 18. ინფორმაციის კონფიდენციალურობა 1. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ პროფესიული მომსახურების განხორციელებისას მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალური ინფორმაციაა. 2. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია: ა) დაიცვას კონფიდენციალური ინფორმაცია, როგორც პროფესიული მომსახურების განხორციელების პროცესში, ისე მის შემდგომ, დროის გასვლისა და საქმიანობის შეცვლის მიუხედავად; ბ) სუბიექტის თანხმობის გარეშე არ გაამჟღავნოს ამ სუბიექტის შესახებ მასთან არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის შეცვლის შემთხვევაში წინა აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უფლება აქვს დამკვეთი სუბიექტის თანხმობით, შემდეგ აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას გადასცეს შესაბამისი ინფორმაცია იმ სუბიექტის შესახებ, რომელსაც აუდიტი ჩაუტარა. 4. ამ მუხლის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განმახორციელებელ პირზე და აუდიტორულ ფირმაში დასაქმებულ სერტიფიცირებულ ბუღალტერზე, მათ მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მუხლი 19. ხარისხის უზრუნველყოფა 1. ყველა აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია ჰქონდეს საკუთარი ხარისხის კონტროლის სისტემის სათანადო პოლიტიკა და პროცედურები ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტი 1-ის (ISQC1) შესაბამისად. 2. ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტი (ISQC) არის აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო საბჭოს (IAASB) ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ მიღებული სტანდარტები და მითითებები იმ პირთა ხარისხის კონტროლის სისტემის შესახებ, რომლებიც ახორციელებენ აუდიტს და ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვას, ასევე სხვა სახის მარწმუნებელ გარიგებას და დაკავშირებულ მომსახურებებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სტანდარტის საქართველოს სახელმწიფო ენაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სამინისტრო, მისი განახლებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უფლება აქვს გამოიყენოს ამ სტანდარტების მოქმედი (ინგლისური) რედაქცია. 4. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია შეიმუშაოს აუდიტის სახელმძღვანელო და ჩამოაყალიბოს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების, განვითარების, მეთვალყურეობისა და საქმიანობის შეფასების შესაბამისი პოლიტიკა და პროცედურები. აუდიტის სახელმძღვანელო განსაზღვრავს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის საქმიანობის სათანადო პოლიტიკასა და პროცედურებს. 5. აუდიტორმა/აუდიტორულმა ფირმამ უნდა გამოიყენოს ადეკვატური სისტემები და პროცედურები, რათა უზრუნველყოს მისი საქმიანობის უწყვეტობა და შეუფერხებლობა. 6. ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესს, წინასწარი შედეგების განხილვის, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის, ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის ანგარიშის გასაჩივრების პროცედურებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტი 1-ის (ISQC1) საფუძველზე. 7. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგს ახორციელებს სამინისტრო. სამინისტრო უფლებამოსილია ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი განახორციელოს რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე. ამასთან, სამინისტრო უფლებამოსილია, ჩაატაროს ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი შემოსული განცხადებების საფუძველზე. ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი უნდა იყოს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის საქმიანობის მოცულობის და სირთულის ადეკვატური. 8. აუდიტორის აუდიტორული ფირმის ინიციატივით ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის მოთხოვნის თაობაზე განცხადებას სამინისტრო განიხილავს განცხადების წარმოდგენიდან 10 სამუშო დღის ვადაში. სამინისტრო ვალდებულია მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში დაიწყოს ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი. 9. ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი უნდა განხორციელდეს მაქსიმუმ 6 წელიწადში ერთხელ აუდიტორებისთვის/აუდიტორული ფირმებისთვის და მაქსიმუმ 3 წელიწადში ერთხელ იმ აუდიტორებისთვის/აუდიტორული ფირმებისთვის, რომლებიც სდპ-ების და პირველი კატეგორიის საწარმოების აუდიტს ატარებენ. 10. იმ აუდიტორულმა ფირმამ, რომელიც აპირებს ჩაატაროს სდპ-ს ფინანსური ანგარიშგების აუდიტი და ამასთან გავლილი აქვს ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი, მაგრამ არა აქვს ჩატარებული სდპ-ს აუდიტივალდებულია აუდიტის ჩატარების თაობაზე ხელშეკრულების გაფორმებამდე 5 სამუშაო დღით ადრე, ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის მოთხოვნით, მიმართოს სამინისტროს. სამინისტრო გადაწყვეტილებას იღებს მომართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. სამინისტროსათვის მიმართვის ფორმას ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 11. სამინისტრო აუდიტორის/ აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგს ახორციელებს ისეთი პირების მეშვეობით, რომელსაც საქმიანობის დაწყებამდე სულ მცირე ბოლო უწყვეტი ერთი წლის მანძილზე არ უწარმოებია აუდიტის საქმინობა, არ ჰქონია ხმის უფლება აუდიტორულ ფირმაში, არ ყოფილა აუდიტორული ფირმაში დასაქმებული მმართველობითი ან საზედამხედველო ორგანოს წევრი ან არც სხვა სახით ყოფილა აუდიტორულ ფირმასთან დაკავშირებული, არ აქვს დაინტერესება ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შედეგებით და რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; 12. პირს ეკრძალება ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელება, თუ იგი იყო იმ აუდიტორის/აუდიტორული ფირმის პარტნიორი/აქციონერი, გარიგების პარტნიორი, დასაქმებული ან სხვაგვარად დაკავშირებული პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი, ამ ურთიერთობების დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში. 13. ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელებისას სამინისტრო უფლებამოსილია მონიტორინგის პროცესში ჩართოს შესაბამისი სფეროს ექსპერტები და დამხმარე პერსონალი. 14. ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის სრულად წარდგენიდან 1 თვის ვადაში სამინისტრო წარადგენს წინასწარ შედეგებს. ხარისხის კონტროლის მონიტორინგის საბოლოო შედეგები აისახება საგენტოს მიერ დადგენილი ფორმით მომზადებულ ხარისხის კონტროლის მონიტორინგის ანგარიშში. მონიტორინგის ანგარიშს იხილავს სამინისტრო და იღებს გადაწყვეტილებას აუდიტორული ფირმისათვის/აუდიტორისათვის შესაბამისი მოთხოვნების დადგენის ან/და დაკმაყოფილების ან/და პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. 15. როგორც აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, ისე აუდიტორულ ფირმაში დასაქმებული ყველა სერტიფიცირებული ბუღალტერი უფლებამოსილია პირადად ან/და წარმომადგენლის მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა მის მიმართ შედგენილი ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის ანგარიშის განხილვაში და წარადგინოს ახსნაგანმარტება. 16. თუ ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შედეგი არ არის დამაკმაყოფილებელი და აუდიტორული ფირმა/აუდიტორი სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ განახორციელებს სამინისტროს მიერ მიცემული რეკომენდაციების შესრულებას სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, მაშინ სამინისტრო ვალდებულია ასეთ აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიმართ გამოიყენოს პასუხისმგებლობის ზომები ამ კანონით დადგენილი წესით. 17. აუდიტორის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შემთხვევაში გამოვლენილ დარღვევებზე პასუხისმგებლობა ეკისრება აუდიტორს. აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შემთხვევაში გამოვლენილ დარღვევებზე პასუხისმგებლობა ეკისრება აუდიტორულ ფირმას ან/და ყოველ კონკრეტულ აუდიტორულ დასკვნაზე − შესაბამის გარიგების პარტნიორს. 18. მარეგულირებელი/ზედამხედველი ორგანო ვალდებულია ითანამშრომლოს სამინისტროსთან, სუბიექტების მიერ წარდგენილ აუდირებული ანგარიშგებების სანდოობის ხარისხის ამაღლების უზრუნველსაყოფად. 19. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია, აუდირებულ ანგარიშგებაში აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრისა და მასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით, გასცეს მითითებები და მიიღოს განმარტებები აუდიტორისაგან/აუდიტორული ფირმისაგან. 20. ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შედეგები საჯაროა, რომელიც გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აისახება აუდიტორთა რეესტრში. 21. სამინისტრო ყოველწლიურად აქვეყნებს საერთო ანგარიშს აუდიტის ხარისხის მდგომარეობის შესახებ. თავი VI ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტთან დაკავშირებით სამინისტროსა და საბჭოს უფლებამოსილება მუხლი 20. სამინისტრო 1. სამინისტრო უზრუნველყოფს: ა) ამ კანონით გათვალისწინებული, გამოსაყენებლად სავალდებულო საერთოშორისო სტანდარტებისა და სხვა ნორმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ქართულ ენაზე, მათ შორის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პირების მონაწილეობით; ბ) ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის სფეროში ერთიანი პოლიტიკის წესებისა და სხვა ნორმატიულის აქტების შემუშავებას, ხოლო სდპსთან მიმართებაში აღნიშნული წესების/აქტების შემუშავებას შესაბამის საზედამხედველო/მარეგულირებელ ორგანოსთან ერთად; გ) აუდიტორული საქმიანობის განსახორციელებლად შესაბამისი წესებისა და მოთხოვნების განსაზღვრას; დ) ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის წესების განსაზღვრას; ე) აუდიტორთა რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგს; ვ) ამ კანონით განსაზღვრულ სამართალდარღვევებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას; ზ) ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილი განათლების საერთაშორისო სტანდარტების და ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად პროფესიული სასერტიფიკაციო განათლების, საგამოცდო პროცესისა და განგრძობითი განათლების მოთხოვნების განსაზღვრა და შესაბამისი სტანდარტების დამტკიცებას; თ) ამ კანონით დადგენილი სტანდარტებისა, წესებისა და მეთოდოლოგიის განხილვას და დამტკიცებას; ი) სასერტიფიკაციო პროგრამების, საგამოცდო პროცესისა და განგრძობითი განათლების პროგრამების აღიარების წესების დადგენას; კ) დადგენილი სტანდარტის შესაბამისად სასერტიფიკაციო პროგრამების, საგამოცდო პროცესისა და განგრძობითი განათლების პროგრამების აღიარებას; ლ) პროფესიული ორგანიზაციების, საგამოცდო ორგანოებისა და ამ კანონით განსაზღვრული პროფესიული განათლების საქმიანობით დაკავავებული სხვა პირები მიერ ამ კანონთან და სამინისტროს მიერ დადგენილ წესებთან თუ სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგის განხორციელებას; მ) აუდიტორების/აუდიტორული ფირმების, აღიარებული სასწავლო და განგრძობითი განათლების პროგრამების, სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოების და ანგარიშგებების ვებ-გვერდის წარმოებას, მის მიერ დადგენილი წესებისა და ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად; ნ) წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგებების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას და საჯაროობას; ო) სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით შემოწმების ინიცირებას აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან დაკავშირებით; პ) სამართალდარღვევათა პრევენციასა და გამოვლენას; ჟ) აღრიცხვისა და ანგარიშგების საკითხებზე მეთოდური მითითებების შემუშავებასა და დამტკიცებას; რ) აუდიტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. 3. სამინისტროს უფლებამოსილია, ამ კანონით დადგენილი სტანდარტების და წესების შემუშავებასთან დაკავშირებით, პროფესიული ორგანიზაციების, პრაქტიკოსების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, შექმნას სამუშაო ჯგუფები, რომელთა საქმიანობა რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 21. საბჭო 1. საბჭო არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საკითხებთან დაკავშირებული დავების განმხილველი ორგანო, რომლის დანიშნულებაა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა . საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. საბჭო შედგება 7 წევრისაგან. საბჭოს წევრი დამტკიცებამდე უნდა იყოს არაპრაქტიკოსი, კომპეტენტური ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების, აუდიტის, ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის მართვის ან სამართლის დარგში და რომელსაც აქვს შესაბამის სფეროში მინიმუმ 7 წლიანი მუშაობის გამოცდილება. 3. საბჭოს შემადგენლობაში შედის: 1 წევრი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან, 1 წევრი - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოდან, 1 წევრი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, 1 წევრისაჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, 1 წევრი - პროფესიული ორგანიზაციებიდან, 1 წევრი ბიზნეს ასოციაციებიდან და 1 წევრი აკადემიური წრეებიდან. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრობის კანდიდატურები წარედგინება საქართველოს ფინანსთა მინისტრს. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული ორგანიზაციებიდან, ბიზნეს ასოციაციებიდან და აკადემიური წრეებიდან წარდგენილ იქნება თითოეულიდან 3 კანდიდატურა, რომელთაგან პროფესიული ორგანიზაციებიდან - 1 წევრის კანდიდატურას, ბიზნეს ასოციაციებიდან - 1 წევრის კანდიდატურას, აკადემიური წრეებიდან 1 წევრის კანდიდატურას შეარჩევს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ კანდიდატურებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი წარუდგენს საქართველოს პრემიერ მინისტრს, რომელიც კანდიდატურების წარდგენიდან 2 კვირის ვადაში ამტკიცებს მათ. 7. საბჭოს წევრობის კანდიდატი/წევრი არ უნდა იყოს ნასამართლევი ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის, ასევე სხვა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, 8. საბჭოს წევრს და მისი ოჯახის წევრს უფლება არა აქვს ფლობდეს წილებს/აქციებს , ხმის უფლებას იმ აუდიტორულ ფირმაში, რომლის საქმიანობის ზედამხედველობაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილებას განეკუთვნება. 10. საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადაა 5 წელი. 11. საბჭოს წევრის საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი. მუხლი 22. საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა 1. ამ კანონის განსაზღვრული ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის ეფექტიანი წარმოების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თანამშრომლობს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო თანამშრომლობის მიზანია ევროკავშირის დირექტივების, საერთაშორისო პრაქტიკისა და მეთოდოლოგიის დამკვიდრება და შესაბამისი გამოცდილების გაზიარება ამ სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა გულისხმობს სამინისტროს თანამშრომლობას და კოორდინირებულ მუშაობას საჯარო დაწესებულებებთან, მათ შორის იმ საჯარო საწესებულებებთან თანამშრომლობა, რომლებიც ახორციელებენ იმ სუბიექტების ზედამხედველობას, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოეთხოვებათ ფინანსური ანგარიშგებების წარმოება ან/და აუდიტის ჩატარება. 4. სამინისტრო თანამშრომლობს პროფესიულ ორგანიზაციებთან. თავი VII პასუხისმგებლობა და დავის გადაწყვეტა მუხლი 23. პასუხისმგებლობა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისათვის 1. სამინისტრო ვალდებულია ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების დარღვევისათვის ერთდროულად ან/და ცალ-ცალკე თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, – არათანამიმდევრულად: ა) აუდიტორული ფირმის/აუდიტორის მიმართ გამოიყენოს ამ კანონით განსაზღვრული შემდეგი ტიპის სანქციები: ა.ა) წერილობითი გაფრთხილება; ა.ბ) საჯარო გაფრთხილება(რეესტრში ასახვა); ა.გ) ფულადი ჯარიმა; ა.დ) აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის რეგისტრაციის გაუქმება; ა.ე) აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ან გარიგების პარტნიორის მიერ აუდიტის განხორციელების ან/და აუდიტორულ დასვნაზე ხელმოწერის და აუდიტორული ფირმის პარტნიორებითვის/აქციონერებისთვის აუდიტორული ფუნქციების განხორციელების დროებით, არაუმეტეს სამი წლით აკრძალვა ბ) პროფესიული ორგანიზაციის მიმართ გამოიყენოს ამ კანონით განსაზღვრული შემდეგი ტიპის სანქციები: ბ.ა) წერილობითი გაფრთხილება ბ.ბ) ფულადი ჯარიმა. ბ.გ) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე მინიჭებული აღიარების უფლების ჩამორთმევა. გ) სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს მიმართ გამოიყენოს ამ კანონით განსაზღვრული შემდეგი ტიპის სანქციები: გ.ა) წერილობითი გაფრთხილება გ.ბ) ფულადი ჯარიმა გ.გ) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე მინიჭებული აღიარების უფლების ჩამორთმევა. დ) იმ სდპ-ებისა, პირველი ,მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოების მიმართ, რომლებიც არ ექვემდებარებიან რეგულირებას/ზედამხედველობას გამოიყენოს შემდეგი ტიპის სანქციები: დ.ა) წერილობითი გაფრთხილება; დ.ბ) ფულადი ჯარიმა; დ.გ) სდპ-ს მმართველობის ორგანოს წევრის მიმართ აუდიტორულ ფირმაში ან სდპ-ში თავიანთი ფუნქციების განხორციელების დროებით, არაუმეტეს სამი წლით აკრძალვა. 2. ამ კანონისა და მის საფუძველზე მარეგულირებელი და ზედამხედველი ორგანოების მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების მოთხოვნების დარღვევისათვის, საზედამხედველო/მარეგულირებელი ორგანოს რეგულირებას/ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების მიმართ სანქციები განისაზღვრება შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ. 3. ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების დარღვევისათვის დაკისრებული პასუხისმგებლობა არ ათავისუფლებს პირებს მოთხოვნის შესრულების ვალდებულებისაგან. 4. ფულადი ჯარიმის თანხები მიემართება ბიუჯეტში, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესით. მუხლი 24. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიმართ გათვალისწინებული პასუხისმგებლობა 1. სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ან გარიგების პარტნიორის მიერ აუდიტის განხორციელების ან/და აუდიტორულ დასვნაზე ხელმოწერის და აუდიტორული ფირმის პარტნიორებითვის/აქციონერებისთვის აუდიტორული ფუნქციების განხორციელების დროებით, არაუმეტეს სამი წლით აკრძალვა. 2. ამ კანონის მე-5 თავით გათვალისწინებული საერთაშორისო სტანდარტების, აუდიტორულ მომსახურების და ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შესრულებასთან დაკავშირებული მოთხოვენების დარღვევა გამოიწვევს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის დაჯარიმებას 500-დან 5000 ლარამდე ლარის ოდენობით. 3. მე-4 თავით გათვალისწინებულ სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული წესების დარღვევა, გამოიწვევს აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის რეესტრაციის გაუმებას ან საქმიანობის უფლებამოსილების შეჩერებას ან/და პირის დაჯარიმებას 1000 ლარამდე ოდენობით. 4. ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის წერილობით გაფრთხილებას. სამინისტროს წერილობითი გაფრთხილების შეუსრულებლობის შემთხვევაში სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის რეესტრაციის გაუქმების თაობაზე. მუხლი 25. პროფესიული ორგანიზაციის და სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს მიმართ გათვალისწინებული პასუხისმგებლობა 1. თუ პროფესიული ორგანიზაცია ან/და სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანო უარს აცხადებს ან განზრახ თავს არიდებს სამინისტროსთან თანამშრომლობას, იღებს წერილობით გაფრთხილებას. მსგავსი ქმედების განმეორების შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია პროფესიული ორგანიზაციას ან/და სპეციალიზებულ გამოცდების განმახორციელებელ ორგანოს ჩამოართვას ამ კანონის მემე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით მინიჭებული უფლება. 2. პროფესიული სერტიფიცირებისა და განგრძობითი განათლების უზრუნველყოფის წესების დარღვევა, გამოიწვევს პროფესიული ორგანიზაციის ან/და სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს დაჯარიმებას 500-დან 5 000 ლარამდე ოდენობით. მუხლი 26. სუბიექტების მიმართ გათვალისწინებული პასუხისმგებლობა 1. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმოების წესებისა და მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობა ან/და აუდიტორული შემოწმების ჩატარებისაგან თავის არიდება გამოიწვევს: ა) მეოთხე კატეგორიის საწარმოს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ბ) მესამე კატეგორიის საწარმოს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით; გ) მეორე კატეგორიის საწარმოს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით; დ) პირველი კატეგორიის საწარმოს და სდპ-ს დაჯარიმებას - 10000 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლით პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამართალდარღვევებისათვის ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია სამინისტროს მიერ გამოყენებულ იქნეს წერილობითი გაფრთხილება. სამინისტროს წერილობითი გაფრთხილების შეუსრულებლობის ან/და პასუხისმგებლობის დაკისრებიდან 1 თვის ვადაში მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სუბიექტსუორმაგდება დაკისრებული ჯარიმის ოდენობა. 3. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სუბიექტი ჯარიმდება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. სამინისტრო პასუხისმგებლობის დაკისრებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში უგზავნის შეტყობინებას სუბიექტს და აუდირებული ფინანსური ანგარიშგების წარმოსადგენად განუსაზღვრავს დამატებით ვადას. სამინისტროს მიერ სუბიექტისათვის განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს 1 თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. აღნიშნულ ვადაში სუბიექტის მიერ აუდირებული ფინანსური ანგარიშგების წარმოუდგენლობა გამოიწვევს სუბიექტის დაჯარიმებას ჯარიმის ორმაგი ოდენობით. 4. სამინისტროს სუბიექტის შემოწმებას ახორციელებს რისკის მართვის სისტემის საფუძველზე. რისკის მართვის სისტემაში არსებული და საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას სუბიექტისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. მუხლი 27. პასუხისმგებლობის დაკისრების წესი და დავის გადაწყვეტა 1. სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა, რომლის გამოვლენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს. 2. ამ კანონის 24-ე - 26-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული პირი. 3. ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის გამოვლენისას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო. 4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტთან დაკავშირებული დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საბჭოსა და სასამართლოში. დავის ნებისმიერ ეტაპზე საჩივრის ავტორს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს. 5. სამინისტროს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. 6. საბჭოში საჩივრის განხილვისა წესი განისაზღვრება ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 7. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. მუხლი 28. გარდამავალი დებულებანი 1. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში განხორციელდეს საბჭოს წევრობის კანდიდატურების სამინისტროში წარმოდგენა და მისი პრემიერ მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა. 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში სამინისტრომ უზრუნველყოს აუდიტორთა რეესტრის წარმოება. აღნიშნულ ვადაში ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით რეგისტრირებულ, აგრეთვე არარეგისტრირებულ, მაგრამ 2016 წლამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედაუდიტორულ ფირმებს/აუდიტორებს უფლება აქვთ აუდიტი განახორციელონ ამ კანონით განსაზღვრულ რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით აკრედიტებული ორგანიზაცია ვალდებულია სავალდებულო და არასავალდებულო აუდიტორების/აუდიტორული ფირმების რეესტრთან დაკავშირებული მონაცემები მიაწოდოს სამინისტროს. 3. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში სამინისტრომ უზრუნველყოს ხარისხის კონტროლის სისტემის მოთხოვნებისა და მისი მონიტორინგის წესების განსაზღვრა. 4. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში, სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებისა და მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სტანდარტების ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობა. 5. ის სუბიექტები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ატარებენ აუდიტს, უფლებამოსილნი არიან აუდირებული ფინანსური ანგარიშგება წარუდგინონ სამინისტროფს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში. სამინისტრომ არა უგვიანეს 2017 წლის 31 ივლისისა უზრუნველყოს ვებ-გვერდის წარმოება და სუბიექტების მიერ წარმოდგენილი ანგარიშგებების საჯაროობა, დადგენილი წესის შესაბამისად. 6. საქართველოს მთავრობამ, აუდიტორული და საშემფასებლო პროფესიების გამიჯვნის მიზნით, 2017 წლის 1 ივლისამდე შეიმუშავოს საკანონმდებლო აქტი საშემფასებლო საქმიანობის შესახებ, რომლის ამოქმედებამდე: ა) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრმა განახორციელოს საშემფასებლო პროფესიული ორგანიზაციების აკრედიტაცია და მონიტორინგი აკრედიტაციის ცენტრის მიერ მიღებული წესებისა და პროცედურების თანახმად; ბ) შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IVSC) წევრმა, შემფასებელთა სერტიფიკაციის აკრედიტებულმა ორგანოებმა უზრუნველყონ შეფასების საერთაშორისო სტანდარტების ქართული ვერსიის ხელმისაწვდომობა. გ) საშემფასებლო მომსახურების გაწევის უფლება მიეცეთ, მხოლოდ იმ პირებს, რომელშიც დასაქმებულია აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებული შემფასებელი. შეფასებას ახორციელებს და შეფასების ანგარიშზე/დასკვნაზე ხელმოწერის უფლება ენიჭება აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ შემფასებელს. დ) საშემფასებლო მომსახურების გამწევს პირებს უნდა ჰქონდეთ დაზღვეული თავისი საქმიანობის პროფესიული პასუხისმგებლობა. ეს მოთხოვნა შესრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში. ე) აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულმა შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანომ უზრუნველყოს სერტიფიცირებულ პირთა განათლების, ეთიკური ნორმების დაცვისა და საქმიანობის ხარისხის მონიტორინგი სერტიფიკაციის სქემის თანახმად. 7. აუდიტორულ ფირმას, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე ახორციელებდა სავალდებულო აუდიტს, სამინისტროს მიერ ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის გავლამდე შეუძლია მიმართოს სამინისტროს, სდპ-ს აუდიტის ჩატარების დროებითი უფლებამოსილების მინიჭების თხოვნით, რომლის გაცემის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დროებითი უფლებამოსილების მინიჭება მოქმედებს ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე. დროებითი უფლებამოსილების მინიჭების საფუძველს წარმოადგენს აუდიტორულ ფირმის სარეგისტრაციო განაცხადში მოცემული ინფორმაცია ხარისხის კონტროლის სისტემის შესახებ და იმ მარეგულირებელი თუ კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელშიც ბარდებოდა აუდიტორული დასკვნა. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დროებითი უფლებამოსილების მინიჭების წესის ამოქმედებისთანავე გაუქმდეს საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის N360 დადგენილება. ამასთან, ამ დადგენილებით განსაზღვრული ,,საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხაში“ მყოფ იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე სავალდებულო აუდიტის გარდა ახორციელებდნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებასთან დაკავშირებულ აუდიტორულ მომსახურებას, მოქმედებს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დროებითი უფლებამოსილების მინიჭების ნორმა. 9. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების შემოღებამდე, მეოთხე კატეგორიის საწარმოებმა იხელმძღვანელონ ,,მცირე საწარმოთა ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივებული (დროებითი) სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის 2005 წლის 5 აპრილის N9 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი სტანდარტით. ხოლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებმა კი - ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის დროებითი სტანდარტისა და ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის 2005 წლის 5 აპრილის N10 დადგენილებით. სამინისტრო ამ პუნქტით განსაზღვრულ სტანდარტებს დაადგენს 2017 წლის 31 დეკემბრამდე. 10. სდპ-ებს და პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებს, გარდა 2012 წლის კანონით სავალდებულო აუდიტს დაქვემდებარებული სუბიექტებისა, ამ კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება ევალებათ 2017 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის და შემდგომ პერიოდებში, ან თუ სუბიექტის საანგარიშგებო პერიოდი არ ემთხვევა კალენდარული წელს, იმ საანგარიშგებო პერიოდისთვის, რომელიც 2017 წლის 31 დეკემბრის შემდგომი თარიღისთვის სრულდება. მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოებს ამ კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება ევალებათ 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის და შემდგომ პერიოდებში, ან თუ სუბიექტის საანგარიშგებო პერიოდი არ ემთხვევა კალენდარული წელს, იმ საანგარიშგებო პერიოდისთვის, რომელიც 2018 წლის 31 დეკემბრის შემდგომი თარიღისთვის სრულდება და შემდგომ პერიოდებში. მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოები, უფლებამოსილნი არიან უზრუნველყონ ანგარიშგების წარდგენა იმ საანგარიშგებო პერიოდზე, რომელიც მათ კანონით არ ევალებათ. 11. საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ გაცემული აუდიტორის სერტიფიკატების მფლობელები, რომელთა სერტიფიკატები ძალაშია 2013 წლის 1 იანვრისათვის და ამ კანონის ამოქმედების დროისათვის აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ გაცემული პროფესიონალი ბუღალტრის სერტიფიკატების მფლობელები ითვლებიან სერტიფიცირებულ ბუღალტრებად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირებისთვის ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა ითვლება შესრულებულად, თუ აღნიშნული პირი ამ კანონის ამოქმედებამდე არანაკლებ 1 უწყვეტი წლისაახორციელებდა გარიგების პარტნიორის უფლებამოსილებას. 12. იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე არანაკლებ 7 წლის მანძილზე ასრულებდნენ გარიგების პარტნიორის ან სამინისტროს მიერ განსაზღვრული სათანადო კომპეტენციის უფლებამოსილებას და ამ კანონის შესაბამისად არ წარმოადგენენ სერტიფიცირებულ ბუღალტრებს, სამინისტრო დაადგენს პროფესიული სერტიფიცირების გამარტივებულ წესს ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა გამარტივებული წესით ტესტირება უნდა გაიარონ აღნიშნული წესის ამოქმედებიდან არანაკლებ 1 წლის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირებისთვის ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა ითვლება შესრულებულად, თუ აღნიშნული პირი გაივლის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგს. 13. 2016 წლის 1 იავრიდან ძალაშია და 2015 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების მიმართ გამოიყენება IFAC-ის წევრი ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო ენაზე თარგმნილი და გამოცემული: ა) ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS); ბ) მცირე და საშუალო კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS for SMEs); გ) აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) და ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილი, პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსის (IESBA Code) ბოლო ვერსია. 14. საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის და საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილებებით მიღებული, აგრეთვე ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში 2013 წლის 1 იანვრისათვის მოქმედი ნორმატიული აქტები მოქმედებს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სტანდარტების და წესების გამოყენების ვალდებულების ძალაში შესვლამდე. ამასთანავე საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილებებით დამტკიცებული საზედამხედველო/მარეგულირებელი ორგანოს ზედამხედველობას/რეგულირებას დაქვემდებარებული სფეროების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმებსაა და მათი გამოყენების წესებს ცვლის/ადგენს შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ან/და სამინისტრო. 15. სამინისტრო წარმოადგენს საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს სამართალმემკვიდრეს და ქონების მესაკუთრეს, რომელიც 2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ირიცხებოდა საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს ბალანსზე. 16. სამინისტრომ ამ მუხლით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გარდა მისაღები ნორმატიული აქტების შემუშავება და მიღება უზრუნველყოს 2017 წლის 1 იანვრამდე. 17. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 29. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად გამოცხადებული ნორმატიული აქტი ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ 2012 წლის 29 ივნისის 6598რს საქართველოს კანონი. მუხლი 30. დასკვნითი დებულებები 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლი, მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, და 26-ე მუხლის პირველი პუნქტისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. 3. ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის საანგარიშგებო წელთან მიმართებაში. 4. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი, მე-8 მუხლი და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2017 წლის საანგარიშგებო წელთან მიმართებაში. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: დღეს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობით კერძო სექტორში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საკითხები, აგრეთვე აუდიტორული საქმიანობა რეგულირდება „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლით და „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით. „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს აღრიცხვა-ანგარიშგების წესს და აუდიტის მოთხოვნებს, აუდიტის მარეგულირებელ სტანდარტებს, პროფესიული სერთიფიცირების სტანდარტებს, პროფესიული ორგანიზაციების უფლებამოსილებებს და ა.შ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება ქონებაზე გადასახადის განაკვეთის გაანგარიშების წესი (აფასების კოეფიციენტები უძრავ ქონებასთან მიმართებაში), ადგენს იმ პირთა წრეს, ვისზეც არ ვრცელდება აფასების კოეფიციენტები. კერძოდ, მხოლოდ იმ საწარმოებზე, რომლებიც ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავენ გადაფასების მეთოდის გამოყენებით და ამასთან აქვთ „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი კანონით განსაზღვრული ძირითადი ნორმების ამოქმედების ვადამ არაერთხელ გადაიწია, რაც განპირობებული იყო კანონში ჩადებული რიგი ნორმის სამართლებრივად გაუმართავი ხასიათით. გამომდინარე აქედან, არცერთი სტანდარტი (ანგარიშგებების) არ არის დამტკიცებული, კანონით განსაზღვრული პროცედურების გავლით არ არის აკრედიტებული არცერთი პროფესიული ორგანიზაცია, სავალდებულო აუდიტის განმახორციელებლ პირთა სიას ძირითადად განსაზღვრავს ზემოაღნიშნული „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილება. გარდა ზემოაღნიშნულისა, არსებობს რიგი ხარვეზები, რითაც განპირობებულია აღნიშნული კანონპროექტის შემუშავება. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით ანგარიშგებისა და აუდიტის რეგულირებასთან დაკავშირებული ძირითადი ფუნქციები დელეგირებულია პროფესიულ ორგანიზაციებზე. მათ შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ხარისხის კონტროლის მონიტორინგი. პროფესიულ ორგანიზაციებში მოღვაწე პრაქტიკოსების ჩართულობა შესაძლოა განხილულ იქნეს, როგორც ინტერესთა კონფლიქტის შემცველი გარემოება, რომელშიც იზრდება მონიტორინგის არასათანადო ხარისხით განხორციელების რისკი. ამასთან, პროფესიულ ორგანიზაციას არ აქვს სათანადო რესურსები მონიტორინგის განხორციელებისთვის ყველა აუდიტორული ფირმის მიმართ, რომელიც მისი წევრია ან უბრალოდ დაფიქსირებულია ამ ორგანიზაციის რეესტრში. გარდა აღნიშნულისა, აუდიტორული საქმიანობის ხარისხის მიმართ ნდობა არ არის მაღალი, განსაკუთრებით არასაბანკო სფეროში. ამის მიზეზი, გარკვეულ შემთხვევებში (მცირე ბანკები, მიკროსაფინანსო ინსტიტუტები, ფასიანი ქაღალდების ბაზრების მონაწილეები), არ არის ფინანსური ანგარიშგების მაღალი ხარისხის მაჩვენებელი (არსებული პრობლემები დეტალურად არის განხილული მსოფლიო ბანკის ROSC ანგარიშში, რომელიც მოიცავს ქვეყნის მასშტაბით აუდიტისა და აღრიცხვიანობის პრაქტიკის შეფასებას). საყურადღებოა, რომ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგების მოთხოვნები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება კანონპროექტით გათვალისწინებულისაგან. პირიქით, მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის (სავარაუდო რაოდენობა - 50, 000-მდე საწარმო) მოთხოვნა შემსუბუქებულია, ვინაიდან გათვალისწინებულია დღეს მოქმედი IFRS for SME სტანდარტთან შედარებით ბევრად გამარტივებული ბუღალტრული წესებით ანგარიშგების წარმოება. მესამე კატეგორიის საწარმოებისთვის (სავარაუდოდ - 1, 000 მდე პირი) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დაადგენს IFRS for SME საფუძველზე შედგენილი ანგარიშგების გამარტივებული წესით ანგარიშგების მომზადების წესს. მეორე (250-მდე პირი) და პირველი (80-მდე პირი) კატეგორიის საწარმოებისთვის მოთხოვნები გაიზარდა აუდიტის და მმართველობითი ანგარიშგების ხარჯზე. ამასთან, ამ საწარმოთა დიდი ნაწილი წარმოადგენს სდპ-ს და უმეტესობა უკვე ატარებს სავალდებულო ხასიათის აუდიტს. შემოთავაზებული ნორმების ერთიანი შემოღება მნიშვნელოვანია აღრიცხვიანობის მოწესრიგების, ანგარიშგების სანდოობის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მაკროეკონომიკური ანალიზის და რიგი ინოვაციური ადმინისტრაციული ღონისძიებების განსახორციელებლად, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას და საინვესტიციო გარემოს განვითარებას. გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ 2015 წლის ბოლოს „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს კანონში კვლავ განხორციელდა გარდამავალი სახის ცვლილება, რომელმაც 2016 წლის 1 ივნისამდე ისევ გადადო ისეთი მნიშვნელოვანი ნორმების ამოქმედება, როგორიც არის პროფესიული ორგანიზაცების აკრედიტაცია, საერთაშორისო სტანდარტების დამტკიცება, აუდიტორული ფირმების გაწევრიანება და ა.შ. არსებულ კანონში ძირეული ცვლილებების განხორციელების გარეშე წარმოუდგენელია იმ ნორმების რეალურად ამოქმედება, რომელიც 2016 წლის 1 ივნისიდან უნდა შევიდეს ძალაში. მით უმეტეს, ეს კანონი დაფუძნებულია თვითრეგულირების პრინციპზე, რომელიც არ შეესაბამება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ყველაზე მნიშვნელოვან ვალდებულებას, საზედამხედველო ორგანოს შექმნისა და ამოქმედების შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დგას არსებული კანონის გაუქმებისა და ახალი კანონის მიღების აუცილებლობის საკითხი. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: საყურადღებოა, რომ სფეროს მომწესრიგებელი მიზნები და ამოცანები წარმოდგენილია ასოცირების შეთანხმების VI კარის (თანამშრომლობის სხვა სფეროები) მე-6 თავის (კორპორაციული სამართალი, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი და კორპორაციული მმართველობა) 316-317 მუხლებში. კანონის მიღების მიზანია მისი დახვეწა და სრულყოფა, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის მარეგულირებელი სისტემის მიახლოება შესაბამისი ევროდირექტივის („წლიური და კონსოლიდირებული ანგარიშების სავალდებულო აუდიტის შესახებ“ 2006 წლის 17 მაისის 2006/43/EC დირექტივა, რომელიც ცვლის საბჭოს 78/660/EEC და 83/349/EEC დირექტივებს და აუქმებს საბჭოს 84/253/EEC დირექტივას; „ზოგიერთი ტიპის საწარმოს წლიური და კონსოლიდირებული ფინანსური და მათთან დაკავშირებული ანგარიშების შესახებ“ ევროპარლამენტის და საბჭოს 2013 წლის, 26 ივნისის 2013/34/EU დირექტივა, რომელიც აუქმებს საჭოს 78/660/EEC და 83/349/EEC დირექტივებს;) მოთხოვნებთან. ამასთან, 2013/34/EU დირექტივა მნიშვნელოვნად ამარტივებს მესამე კატეგორიის საწარმოთა მიმართ ასოცირების ხელშეკრულების დანართში მითითებულ წინა ევროდირექტივებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტის მიღების მიზანია შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს განსაზღვრა, რომელიც შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე განახორციელებს აუდიტორების/აუდიტორული ფირმების, პროფესიული ორგანიზაციების საქმიანობაზე ზედამხედველობას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: 1. კანონპროექტით განისაზღვრება კანონპროექტის რეგულირების სფერო. კანონპროექტის წარმოდგენილი რედაქციით, კანონი დაადგენს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგების მომზადების და წარდგენის, პროფესიული სერტიფიცირების, აუდიტის ჩატარებისა და მისი ხარისხის უზრუნველყოფის, აღნიშნული სფეროების სახელმწიფო ზედამხედველობისა და პასუხისმგებლობათა დაკისრების სამართლებრივ საფუძვლებს. გასათვალისწინებელია, რომ კანონპროექტი აღარ გავრცელდება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. კანონპროექტის მე-2 მუხლში მოცემულია კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება. გაფართოვდა კანონის მოქმედების სფერო. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა სამინისტრო „მეოთხე კატეგორიის საწარმო“, „მესამე კატეგორიის საწარმო“, „მეორე კატეგორიის საწარმო“, „პირველი კატეგორიის საწარმო“, „საზოგადოებრივი დაინტერესების პირი (სდპ)“, „მშობელი საწარმო“, „შვილობილი საწარმო“ და „ჯგუფი“ ტერმინების განმარტება. კანონპროექტით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფს ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საქმიანობის ზედამხედველობას. გასათვალისწინებელია, რომ კანონპროექტის შემუშავების ეტაპზე განხორციელდა შესაბამისი მოკვლევა, რომლის შედეგებმაც აჩვენა, რომ ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საქმიანობის ზედამხედველობის ფინანსთა სამინისტროს მიერ განხორციელება აპრობირებულია მსოფლიოს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბოსნია-ჰერცოგოვინა, მალტა და ესპანეთი, ხოლო გერმანიაში ამ ეტაპზე იგეგმება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საქმიანობის ზედამხედველობის ფინანსთა სამინისტროს მიერ განხორციელების დანერგვა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის შემუშავების ეტაპზე გაიმართა ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტორული საქმიანობის რეფორმირებასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი დროებითი უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფისა და მსოფლიო ბანკის კონსულტაციები. 3. მე-3 მუხლი განსაზღვრავს ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სამართლებრივ საფუძვლებს. ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება უნდა შეესაბამებოდეს ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებს. აღნიშნული სტანდარტები შედგება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებისაგან (IFRS), მცირე და საშუალო კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებისგან (IFRS for SMEs), მეოთხე კატეგორიის საწარმოებისათვის ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებისგან და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებისგან. პროექტის მიხედვით, ზემოაღნიშნული სტანდარტების (IFRS; IFRS for SMES) გამოყენება სავალდებულოა. ამასთან, აღნიშნული სტანდარტების ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ევალება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამინისტროს. გარდა აღნიშნულისა, განისაზღვრა, რომ მეოთხე კატეგორიის საწარმოებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებს ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელთა გამოყენება სავალდებულოა შესაბამისი სუბიექტებისთვის. დასახელებული ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების შემოღებამდე აღნიშნულმა საწარმოებმა უნდა იხელმძღვანელონ „მცირე საწარმოთა ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივებული (დროებითი) სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის 2005 წლის 5 აპრილის №9 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი სტანდარტით. კანონპროექტის მე-3 მუხლით აღნიშნულია, რომ ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების გამოყენების მიზნით სუბიექტები იყოფიან ზომითი კატეგორიების მიხედვით. სუბიექტების ზომითი კატეგორიის მიხედვით დაყოფა განისაზღვრება ამავე კანონპროექტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ , ,,ფ“ და ,,ქ“ ქვეპუნქტებით. კანონპროექტის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, სდპ-ები და პირველი კატეგორიის საწარმოები ბუღალტრულ აღრიცხვას და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად, მესამე და მეორე კატეგორიის საწარმოები - მესამე და მეორე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) შესაბამისად, მეოთხე კატეგორიის საწარმოები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ბუღალტრულ აღრიცხვას და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა ითვალისწინებს განსხვავებული სტანდარტის გამოყენების ვალდებულებას. აღნიშნულთან მიმართებაში, საყურადღებოა, რომ სურვილის შემთხვევაში, სუბიექტები უფლებამოსილნი არიან, გამოიყენონ სხვა სუბიექტის (უფრო მაღალი) კატეგორიისათვის დადგენილი სტანდარტები. წარმოდგენილ მუხლში საყურადღებოა, რომ ჯგუფის ზომითი კატეგორიის განსაზღვრისთვის გამოიყენება შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებით კონსოლიდაციის წესით გამოანგარიშებული აქტივების ჯამური ღირებულება, შემოსავალი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოსთვის და დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში. პირველი, მეორე, მესამე კატეგორიის საწარმოსათვის კატეგორიის ჯგუფის კონსოლიდირებულ ანგარიშგებაზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრული საწარმოს ზომითი კატეგორიების მაჩვენებლები და ამ კატეგორიებისათვის დადგენილი მოთხოვნები. ამასთან, მაჩვენებლების შეფასება ხორციელდება მშობელი საწარმოს საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს კონსოლიდირებული მონაცემების გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, თუ რომელ ზომით კატეგორიას უნდა მიეკუთვნებოდეს შესაბამისი საწარმო, შესაძლებელია საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს მთვრობის მიერ მიღებულ იქნას შესაბამისი გადაწყვეტილება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით ან/და მარეგულირებელი ორგანოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის მომართვის საფუძველზე, შესაძლებელია სუბიექტს მიენიჭოს სდპ-ს სტატუსი. სუბიექტისათვის სდპ-ს სტატუსის მინიჭება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საზედამხედველო ორგანოს ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებზე. 4. მე-4 მუხლი განსაზღვრავს სუბიექტის მიერ ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების წესს. 5. კანონპროექტის მე-5 მუხლი განსაზღვრავს ფინანსური ანგარიშგების შედგენის ძირითად პრინციპებს. საყურადღებოა, რომ მეოთხე კატეგორიის საწარმოების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგება მზადდება მხოლოდ მათთვის განსაზღვრული სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად. ზოგადად, ყველა სუბიექტის მიმართ, ფინანსური ანგარიშგება მზადდება, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ. კანონპროექტით დეტალურადაა გაწერილი ფინანსური ანგარიშგების ამსახველ დოკუმენტებში მისათითებელი ინფორმაციის ჩამონათვალი, ასევე ინფორმაცია, თუ რას უნდა შეიცავდეს სდპ-ს და პირველი კატეგორიის საწარმოების მიერ წარმოდგენილი წლიური ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები. აღსანიშნავია, რომ მესამე კატეგორიის საწარმოებს არ ევალებათ ამ კანონის მე-7 მუხლით დადგენილი მმართველობითი ანგარიშგების წარდგენა. თუმცა, მესამე კატეგორიის საწარმოები ვალდებულნი არიან ამ კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, ინფორმაცია (სუბიექტის საქმიანობის მიმოხილვაში შემავალი საკუთარი აქციების შეძენასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც მოიცავს აქციების შეძენის მიზეზს, შეძენლი და გასხვისებული აქციების რაოდენობასა და ნომინალურ ღირებულებას და ა.შ) წარმოადგინოს ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში. 6. კანონპროექტის მე-6 მუხლი ეხება ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მოთხოვნას. კანონპროექტის თანახმად, მხოლოდ სდპ-ებსა და პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებს ევალებათ, ჩაატარონ ფინანსური ანგარიშგების აუდიტი. შესაბამისად, მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები გათავისუფლებული ვალდებულებისაგან. არიან ფინანსური ანგარიშგების აუდიტის 7. კანონპროექტის მე-7 მუხლი შეეხება მმართველობის ანგარიშგებას. მმართველობის ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესი, დეტალურად, ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების გათვალისწინებით, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ნორმატიული აქტით. კანონპროექტით დაკონკრეტებულია, თუ რას მოიცავს მმართველობითი ანგარიშგება, კერძოდ, სუბიექტის საქმიანობის მიმოხილვას, კორპორაციული მართვის ანგარიშგებას და არაფინანსურ ანგარიშგებას. თითოეული მათგანი კი დეტალურად არის განსაზღვრული, რას მოიცავს და ვის მიერ უნდა იქნას წარდგენილი. სუბიექტის საქმიანობის მიმოხილვას ამზადებენ სდპ-ები, პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოები. კორპორაციული მართვის ანგარიშგება უნდა მოამზადონ მხოლოდ ანგარიშვალდებულმა საწარმოებმა, რომელთა აქციები სავაჭროდ დაშვებულია საფონდო ბირჟაზე. არაფინანსური ანგარიშგება კი უნდა მოამზადონ იმ სდპ-ებმა, რომლებიც შეესაბამებიან პირველი კატეგორიის საწარმოს ზომით კატეგორიას და ამასთან, საანგარიშგებო პერიოდში ჰყავთ საშუალოდ 500-ზე მეტი დასაქმებული. ამავე მუხლში დაკონკრეტდა, რომ სუბიექტს, რომელიც წარმოადგენს შვილობილ საწარმოს, არ ევალება ამ მუხლით განსაზღვრული არაფინანსური ანგარიშგების წარდგენა იმ შემთხვევაში, თუ ეს ინფორმაცია წარმოდგენილია მშობელი და შვილობილი საწარმოების კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში. ამასთან, საყურადღებოა, რომ სდპ და პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოები ვალდებულნი არიან მმართველობითი ანგარიშგება მიწოდონ აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას. 8. წარმოდგენილი კანონპროექტის მე-8 მუხლითგანხორციელდა მნიშვნელოვანი ნორმების ასახვა. კერძოდ, ევროდირექტივების მოთხოვნათა დაცვით, იმ სდპ-ებს და პირველი კატეგორიის საწარმოებს, რომელთა საქმიანობა მოიცავს წიაღით სარგებლობას, მათ შორის, ნავთობისა და გაზის მოპოვებას ან ხე-ტყის დამზადებას ბუნებრივი წარმოშობის ტყეში, ვალდებულნი არიან ყოველწლიურად მოამზადონ და წარადგინონ სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება. ამ ანგარიშგებაში უნდა აისახოს სახელმწიფოსთვის მოგების გადასახადის, სალიცენზიო და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასურის, როიალტის, დივიდენდის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბონუსის, ქირის და საკონცესიო გადასახადის სახით, ფულადი ან ნატურალური ფორმით გადახდილი ის თანხები, რომელიც ამ თითოეული გადახდის სახეობისთვის ერთჯერადად ან ჯამურად საანგარიშგებო პერიოდში აღემატება 100 000 ლარს. ზემოაღნიშნულ სახელმწიფოს მიმართ განხორციელებულ გადახდებში იგულისხმება ნებისმიერი სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს და იმ საწარმოების მიმართ განორციელებული გადახდები, რომლებშიც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა აღემატება 50%-ს, აგრეთვე უცხო ქვეყნის სახელმწიფო, რეგიონული და ადგილობრივი ორგანოების მიმართ განხორციელებული გადახდები. წიაღისა და მისი სარგებლობის სახეები, სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგების მომზადების, წარდგენისა და გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 9. კანონპროექტის მე-9 მუხლი შეეხება ანგარიშგებების წარდგენასა და გამოქვეყნებას. საქართველოში შემუშავდება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით შექმნილი სუბიექტთა ანგარიშგებების ვებ-გვერდი, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მომხმარებელთა ვებ-გვერდზე წვდომა. საყურადღებოა, რომ ნებისმიერ პირს შეეძლება მომხმარებლის სტატუსით ეწვიოს ვებ-გვერდს, მომხმარებლის იდენტიფიცირებისა და ვებ-გვერდის მოხმარების წესს კი დაადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. სუბიექტების, გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა, მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული ანგარიშგებების საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა განხორციელდება არაუგვიანეს 1 ივლისისა. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სამინისტრო, თავის მხრივ, ვალდებული იქნება, აღნიშნული ანგარიშგებები გამოაქვეყნოს სუბიექტების მიერ მისთვის წარდგენიდან 1 თვის ვადაში. აქ საყურადღებოა ის ფაქტორი, რომ ანგარიშგებების გამოქვეყნება არ მოხდება მეოთხე კატეგორიის საწარმოების ანგარიშგებებთან მიმართებაში, მათ დაევალებათ მხოლოდ წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში. აქვე განისაზღვრა, რომ სდპ-ები ვალდებულნი არიან აღნიშნული ანგარიშგებები გამოაქვეყნონ საკუთარ ვებ-გვერდზეც. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რეგულაცია სდპ-ებისთვის უცხო არ არის და დღეს არსებული მდგომარეობით, ბევრი საწარმოსა თუ იმ პირის მიერ, ვინც არსებული კანონპროექტით სდპ-ს განმარტების ქვეშ მოიაზრება, ახორციელებს თავისი აუდირებული ფინანსური ანგარიშგებების გამოქვეყნებასა და საჯაროობას. კანონპროექტით ასევე განსაზღვრულია, რომ სუბიექტი ვალდებულია მარეგულირებელი ან საზედამხედველო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში შუალედური ფინანსური ანგარიშება წარუდგინოს მარეგულირებელ/საზედამხედველო ორგანოს. შუალედური ფინანსური ანგარიშგების მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოსათვის წარდგენის წესი განისაზღვრება შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი კანონდებლობით. მნიშვნელოვანი ცვლილებაა ასევე გათვალისწინებული მესამე კატეგორიის საწარმოებთან მიმართებაში. კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების გათვალისწინებით, დაადგენს მესამე კატეგორიის საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული სახით წარდგენის წესს. 10. კანონპროექტის III თავი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა პროფესიული ორგანიზაციების ფუნქციონირება, აუდიტორული საქმიანობით დაინტერესებულ პირთა სერტიფიცირება და მოქმედი აუდიტორების განგრძობითი განათლების პროცესი. კანონპროექტის მე-10 მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის, პროფესიულ ორგანიზაციად ითვლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც რეგისტრირებულია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად და აკმაყოფილებს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების მოთხოვნებს. ასევე კანონპროექტი ადგენს იმ მოთხოვნებს, რაც წარედგინება პროფესიულ ორგანიზაციას. კერძოდ, პროფესიულ ორგანიზაციის უნდა გააჩნდეს შიდა პოლიტიკა, სისტემები და პროცედურები რომლითაც დაკმაყოფილებული იქნება მოთხოვნები პროფესიული სერტიფიცირებისა და განგრძობითი განათლების მიმართ, თავისი წევრების მიერ პროფესიული ეთიკის კოდექსის (IESBA Code) და ხარისხის კონტროლის სისტემის მოთხოვნების დაცვა, სამართალდარღვევათა გამოვლენა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგებისა და ყოველწლიური საქმიანობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნება, საკუთარი ვებ–გვერდის გამოყენება, რომელზეც ის ახორციელებს წევრი აუდიტორების და მის მიერ სერტიფიცირებული ბუღალტრების რეესტრისა და წლიური აუდირებული ფინანსური ანგარიშგების განთავსებას. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იტოვებს უფლებას, განახორციელოს პროფესიული ორგანიზაციის ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დაადგენს პროფესიული ორგანიზაციების მიერ აუდიტორთა/აუდიტორული ფირმების სამართალდარღვევათა გამოვლენისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესს. 11. საყურადღებოა, რომ კანონპროექტის მე-11 მუხლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პირის სერტიფიცირებულ ბუღალტრად აღიარების და მათ მიერ კვალიფიკაციის შენარჩუნებისათვის ადგენს პროფესიული სერტიფიცირებისა და განგრძობითი განათლების სტანდარტებს, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებს და ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილ განათლების საერთაშორისო სტანდარტებს (IES). პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტი განსაზღვრავს პროფესიული სერტიფიცირებისთვის სასწავლო დისციპლინებს, საგამოცდო პროცესის, საგნების ჩათვლების და გამოცდებისაგან გათავისუფლების წესს, პროფესიული სერტიფიცირებისათვის წარსადგენი დოკუმენტაციისა და განგრძობითი განათლებისათვის საჭირო საგნების ჩამონათვალს, სერტიფიკატის გაცემისა და განგრძობითი განათლების განხორციელების წესს. პირის კვალიფიკაციის დადასტურება მოხდება პროფესიული სერტიფიცირების შესაბამისად. პროფესიული სერტიფიცირება განხორციელდება იმ პროფესიული ორგანიზაციების მიერ, რომელთა სასერტიფიკაციო პროგრამები ან/და საგამოცდო პროცესი დააკმაყოფილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილ სტანდარტებს და აღიარებული იქნება სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის შესაბამისად. სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესს კი დაადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სამინისტრო. ამასთან, შემოდის ახალი რეგულაცია საგამოცდო პროცესის უზრუნველყოფის მიზნებისთვის. კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სამინისტრო, მხოლოდ საგამოცდო პროცესის უზრუნველყოფის მიზნებისთვის, უფლებამოსილია აღიაროს სპეციალიზირებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანო. ის პროფესიული ორგანიზაცია, რომლის მხოლოდ სასერტიფიკაციო პროგრამებია აღიარებული, უფლებამოსილია, განახორციელოს სერტიფიკაცია სპეციალიზირებული გამოცდების განმახორციელებელ ორგანოსთან ჩატარებული გამოცდების საფუძველზე. აღიარებული სასერტიფიკაციო და განგრძობითი განათლების პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სამინისტრო. კანონპროექტის თანახმად, პროფესიული სერტიფიცირებისათვის განკუთვნილი საგამოცდო ტესტების მომზადება წარმოადგენს საგამოცდო პროცესის შემადგენელ ნაწილს, რომელსაც უზრუნველყოფს სპეციალიზირებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანო. პროფესიული სერტიფიცირების შედეგად პირს მიენიჭება სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსი და გადაეცემა სეტიფიკატი. სერტიფიკატს პირს გადასცემს პროფესიული ორგანიზაცია. სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსი პირს არ ანიჭებს აუდიტის ჩატარების უფლებას, სანამ არ განხორციელდება მისი აუდიტორთა რეესტრში რეგისტრაცია. განგრძობითი განათლების პროცესს უზრუნველყოფენ პროფესიული ორგანიზაციები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსმიერ დადგენილი წესით. პროფესიული ორგანიზაციები ვალდებულნი არიან მონიტორინგი გაუწიონ სერტიფიცირებულ ბუღალტერთა განგრძობით განათლებას და აწარმოოს შესაბამისი აღრიცხვა. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ აკმაყოფილებს განგრძობითი განათლების მოთხოვნებს, პროფესიული ორგანიზაციები ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობონ აღნიშნულის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. 12. კანონპროექტის IV თავი შეეხება რეესტრის წარმოების წესს. რეესტრის წარმოების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გამოიყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას და მართვის ავტომატურ საშუალებებს. აუდიტორთა რეესტრი იქნება საჯარო. ვებ-გვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების წესს, მის სტრუქტურას,ფორმას, მასში შემავალი ინფორმაციის ნუსხასა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრიმე-12 მუხლით გაწერილია დეტალურად, აუდიტორისა და აუდიტორული ფირმის შესახებ რა ინფორმაციის ასახვა უნდა განხორციელდეს რეესტრში, კერძოდ: აუდიტორის შესახებ სულ მცირე ასახულ უნდა იქნეს შემდეგი სახის ინფორმაცია: სახელი, გვარი, იურიდიული მისამართი, საქმიანობის ადგილსამყოფელი, სარეგისტრაციო ნომერი; არსებობის (საჭიროების) შემთხვევაში, იმ აუდიტორული ფირმის დასახელება, აუდიტორული ფირმის მისამართი, ვებ-გვერდის მისამართი და სარეგისტრაციო ნომერი, რომელშიც დასაქმებულია აუდიტორი, ან რომელშიც ის წარმოადგენს პარტნიორს/აქციონერს ან სხვაგვარად არის მასთან დაკავშირებული; ნებისმიერი სხვა ქვეყანაში აუდიტორად რეგისტრაციის შესახებ, მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელებისა და სარეგისტრაციო ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებით; ის პროფესიული ორგანიზაცია, რომელშიც გაწევრიანებულია აუდიტორი; ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შედეგები; აუდიტორული (არადაქირავებული) საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები წლების მიხედვით; პროფესიული დაზღვევა, თანხისა და სადაზღვევო კომპანიის მითითებით. აუდიტორული ფირმის შესახებ კი მითითებულ უნდა იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: სამართლებრივი ფორმა, დასახელება, მისამართი, ვებ-გვერდის მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია და სარეგისტრაციო ნომერი; აუდიტორის/სერტიფიცირებული ბუღალტრის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ნომერი, რომელიც დასაქმებულია აუდიტორულ ფირმაში, ან წარმოადგენს პარტნიორს/აქციონერს, მმართველობის ორგანოს წევრს ან სხვაგვარად არის მასთან დაკავშირებული, ასევე, დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა; ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შედეგები; არსებობის შემთხვევაში, სდპ-ს დასახელება და საანგარიშგებო პერიოდი, რომელსაც უწევდა პროფესიულ მომსახურებას; პარტნიორთა/აქციონერთა წილობრივი მონაწილეობა; პროფესიული დაზღვევა, თანხისა და სადაზღვევო კომპანიის მითითებით. აუდიტორული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები, წლების მიხედვით. კანონპროექტით ის ადმინისტრაციული აქტი, რომელიც აუდიტორულ ფირმას/აუდიტორს, პროფესიულ ორგანიზაციას ან სუბიექტს აკისრებს სანქციებს, ძალაში შესვლისა და სანქცირებული სუბიექტის ინფორმირების შემდგომ, დაუყოვნებლივ, არანაკლებ 5 წლის ვადით, უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია, არ გაასაჯაროვოს ინფორმაცია, თუ ამით საფრთხეს უქმნის ქვეყნის ან/და მესამე პირთა ინტერესებს. ინფორმაციის შეფასებას, ანალიზს და მისი გამოქვეყნების მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 13. კანონპროექტის მე-13 მუხლი შეეხება რეესტრის წარმოების წესს. საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, უცხოური საწარმოს ფილიალი და ფიზიკური პირი საქართველოში აუდიტის ჩატარების უფლებამოსილებას იძენენ აუდიტორთა რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის რეესტრში რეგისტრაციის ან რეგისტრაციის აღდგენის საფუძველია პირის განცხადება. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სამინისტრო10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კანონით და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნებთან. რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული ფიზიკური პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა იყოს სეტიფიცირებული ბუღალტერი, უნდა ჰქონდეს 3 წლიანი გამოცდილება ფინანსური ანგარიშგების აუდიტში, აუდიტორის ზედამხედველობის ქვეშ, არ უნდა იყოს ნასამართლევი, იყოს პროფესიული ორგანიზაციის წევრი და არ უნდა ჰქონდეს დარღვეული ეთიკის კოდექსი. იურიდიული პირი კი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა ახორციელებდეს საქმიანობას სულ მცირე 1 გარიგების პარტნიორის მეშვეობით, ფირმაში 50%-ზე მეტი ხმის უფლებას უნდა ფლობდნენ აუდიტორები, ან/და აუდიტორული ფირმა ან/და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებსა ან/და ევროკავშირის წევრი ქვეყნების აუდიტორულ რეესტრში რეგისტრირებული ფირმა ან/და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრი ორგანიზაციების წევრი ფიზიკური პირი, მმართველობის ორგანოს წევრების უმრავლესობა უნდა შედგებოდეს აუდიტორებისგან. თუ მმართველობის ორგანო შედგება ორი წევრისგან, ერთ-ერთი მათგანი უნდა იყოს აუდიტორი. რეგისტრაციით დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს დაზღვეული პროფესიული პასუხისმგებლობა. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, რომელიც არ აკმაყოფილებს რეესტრში რეგისტრაციის პირობებს, ექვემდებარება რეგისტრაციის გაუქმებას და კარგავს აუდიტის ჩატარების უფლებას. რეგისტრაციის გაუქმებაზე პასუხისმგებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, მის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას არ აქვს უფლება თავის სახელწოდებაში გამოიყენოს სიტყვა ,,აუდიტორი“ ან ,,აუდიტორული ფირმა“. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია, მის მიერ დადგენელი სტანდარტით განსაზღვრული საქართველოს სამართლის საკვალიფიკაციო ტესტის ჩაბარებისა და შესაბამისი მომართვის საფუძველზე, დაარეგისტრიროს ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრი ორგანიზაციების წევრი ფიზიკური პირი, რომელსაც სურს აუდიტის ჩატარება საქართველოში. შესაბამისად, რეგისტრირებულ პირებზე რეგისტრაციის შემდეგ გავრცელდება ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნები და შეზღუდვები. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია, დაადგინოს იმ სახელმწიფოთა ჩამონათვალი, რომელთა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილ წევრსაც ექნება რეესტრში დარეგისტრირების უფლება. 14. კანონპროექტის მე-14 მუხლი შეეხება აუდიტის ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს. განმარტებულია, რომ საქართველოში აუდიტი ტარდება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაბამისად. აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ISA) არის აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო საბჭოს (IAASB) ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ მიღებული აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები, რომელსაც მოიცავს ამ ორგანოს და მარწმუნებელი გარიგების საერთაშორისო ოფიციალური დოკუმენტების ცნობარს. სდპ-ების საწარმოს ფინანსური ანგარიშგების აუდიტი უფლებამოსილია განახორციელოს იმ აუდიტორულმა ფირმამ, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. საყურადღებოა, რომ აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, რომელიც უწევს აუდიტორულ მომსახურებას საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოს და სხვა პირს, რომელთა მიმართ შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილია ანგარიშგების (ბალანსის) აუდიტი ან საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტი, ვალდებულია, მომსახურების გაწევისას იხელმძღვანელოს ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 15. კანონპროექტის მე-15 მუხლით დადგენილია აუდიტის ჩატარების წესი, აუდიტი შეიძლება ჩატარდეს კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან სუბიექტის ინიციატივით. როგორც ზევით აღინიშნა, კანონპროექტით აუდიტის ჩატარება ევალებათ მხოლოდ სდპ-ებს და პირველი და მეორე კატეგორისი საწარმოებს, თუმცა, კანონპროექტით, ნებისმიერ სუბიექტს, რომლის მიმართაც არ არის აუდიტის მოთხოვნა დადგენილი, უფლებას აძლევს ჩაატარონ ფინანსური ანგარიშგების აუდიტი და წარმოადგინონ აუდირებული ფინანსური ანგარიშგებები. სდპ-ების, პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ტარდება წელიწადში ერთხელ. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია, შესაბამის მარეგულირებელ/საზედამხედველო ორგანოსთან შეთანხმებით, სდპ-ს აუდიტის პროცესთან და პროცედურებთან მიმართებაში ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების გარდა დაადგინოს საქმიანობის/დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებითი მოთხოვნები, რაც დამატებით ექვემდებარება ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგს. 16. კანონპროექტის მე-16 მუხლი შეეხება ეთიკის წესებს. სერტიფიცირებული ბუღალტერი/აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია პროფესიული მომსახურების განხორციელებისას დაიცვას ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილი პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსი (IESBA Code). კანონპროექტი მოიცავს ყველა იმ შესაძლო რისკს, რამაც შესაძლებელია ეჭვის ქვეშ დააყენოს გარიგების პარტნიორის დამოუკიდებლობა. დეტალურად არის მუხლში გაწერილი, თუ როგორ უნდა მოიქცეს აუდიტორი, რათა აღმოფხვრას მის წინაშე არსებული რისკები. 17. კანონპროექტის მე-17 მუხლის თანახმად, აუდიტორებსა და აუდიტორულ ფირმებს ევალებათ დააზღვიონ პროფესიული პასუხისმგებლობა. აღნიშნული დაიცავს სუბიექტებს, რათა თავიდან აიცილონ გაუთვალისწინებელი შემთხვევები და ხელი არ შეეშალოთ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაში. პროფესიული დაზღვევის წესს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შეიმუშავებს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით. 18. კანონპროექტის მე-18 მუხლი შეეხება ინფორმაციის კონფიდენციალურობას. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ პროფესიული მომსახურების განხორციელებისას მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალური ინფორმაციაა. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალური ინფორმაცია, როგორც პროფესიული მომსახურების განხორციელების პროცესში, ისე მის შემდგომ, დროის გასვლისა და საქმიანობის შეცვლის მიუხედავად. აუდიტორი და აუდიტორული ფირმა ასევე ვალდებულია, სუბიექტის თანხმობის გარეშე არ გაამჟღავნოს ამ სუბიექტის შესახებ მასთან არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის შეცვლის შემთხვევაში წინა აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უფლება აქვს დამკვეთი სუბიექტის თანხმობით, შემდეგ აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას გადასცეს შესაბამისი ინფორმაცია იმ სუბიექტის შესახებ, რომელსაც აუდიტი ჩაუტარა, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების დაცვით. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უფლება აქვს, სუბიექტის თანხმობის შემთხვევაში კონფიდენციალური ინფორმაცია სხვა პირს გადასცეს. საყურადღებოა, რომ აღნიშნული ნორმები ასევე გავრცელდება ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის პასუხისმგებელ პირზე და აუდიტორულ ფირმაში დასაქმებულ სერტიფიცირებულ ბუღალტერზე, მათ მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. 19. კანონპროექტის მე-19 მუხლი ეხება ხარისხის უზრუნველყოფას. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია შეიმუშაოს აუდიტის სახელმძღვანელო და ჩამოაყალიბოს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების, განვითარების, მეთვალყურეობისა და საქმიანობის შეფასების შესაბამისი პოლიტიკა და პროცედურები. აუდიტის სახელმძღვანელო განსაზღვრავს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის საქმიანობის სათანადო პოლიტიკასა და პროცედურებს. აუდიტორმა/აუდიტორულმა ფირმამ უნდა გამოიყენოს ადეკვატური სისტემები და პროცედურები, რათა უზრუნველყოს მისი საქმიანობის უწყვეტობა და შეუფერხებლობა. ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესს, წინასწარი შედეგების განხილვის, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის, ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის ანგარიშის გასაჩივრების პროცედურებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტი 1-ის (ISQC1) საფუძველზე. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი განახორციელოს რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სამინისტროუფლებამოსილია, ჩაატაროს ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი შემოსული განცხადებების საფუძველზე. ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი უნდა იყოს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის საქმიანობის მოცულობის და სირთულის ადექვატური. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აუდიტორის/ აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგს ახორციელებს ისეთი პირებს მეშვეობით, რომელსაც სულ მცირე ბოლო უწყვეტი ერთი წლის მანძილზე არ უწარმოებია აუდიტის საქმინობა, არ ჰქონია ხმის უფლება აუდიტორულ ფირმაში, არ ყოფილა აუდიტორული ფირმაში დასაქმებული მმართველობითი ან საზედამხედველო ორგანოს წევრი ან არც სხვა სახით ყოფილა აუდიტორულ ფირმასთან დაკავშირებული, არ აქვს დაინტერესება ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შედეგებით და რომელიც აკმაყოფილებს კანონმდებლობითა და სამინისტროს მიერ დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. კანონპროექტით პირს ეკრძალება ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელება, თუ იგი იყო იმ აუდიტორის/აუდიტორული ფირმის პარტნიორი/აქციონერი, გარიგების პარტნიორი, დასაქმებული ან სხვაგვარად დაკავშირებული პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი, ამ ურთიერთობების დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში. ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის პასუხისმგებელი პირი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით უფლებამოსილია მონიტორინგის პროცესში ჩართოს შესაბამისი სფეროს ექსპერტები და დამხმარე პერსონალი. 20. კანონპროექტის VI თავი შეეხება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტთან დაკავშირებით სამინისტროსა და საბჭოს უფლებამოსილებას, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობას, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგების, აუდიტორული საქმიანობის ზედამხედველობის წარმოებისა და ინფორმაციის გამჭვირვალობის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე. კანონპროექტი შეეხება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი დავების საბჭოს (შემდგომში - საბჭო) ფუნქციონირებას. საბჭოს დანიშნულებაა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა. საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საყურადღებოა საბჭოს დაკომპლექტების წესი. საბჭო შედგება 7 წევრისგან. 1 წევრი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, 1 წევრი - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო, 1 წევრი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, 1 წევრი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, 1 წევრი - პროფესიული ორგანიზაციები,1 წევრი ს ბიზნეს ასოციაციები,და 1 წევრი აკადემიური წრეებიდან. საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის წარმოდგენილი, საბჭოს წევრობის კანდიდატურები ეგზავნება საქართველოს პრემიერ მინისტრს, რომელიც კანდიდატურების წარდგენიდან 2 კვირის ვადაში ამტკიცებს მათ. პროფესიული ორგანიზაციებიდან, ბიზნეს ასოციაციებიდან და აკადემიური წრეებიდან წარდგენილ იქნება თითოეულიდან 3 კანდიდატურა, რომელთაგან პროფესიული ორგანიზაციებიდან - 1 წევრის კანდიდატურას, ბიზნეს ასოციაციებიდან - 1 წევრის კანდიდატურას, აკადემიური წრეებიდან 1 წევრის კანდიდატურას შეარჩევს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადაა 5 წელი. საყურადღებოა, რომ საბჭოს წევრის საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი. 21. კანონპროექტის 22-ე მუხლი ითვალისწინებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობას საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან. ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა გულისხმობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობას და კოორდინირებულ მუშაობას საჯარო დაწესებულებებთან, მათ შორის იმ საჯარო საწესებულებებთან თანამშრომლობა, რომლებიც ახორციელებენ იმ სუბიექტების ზედამხედველობას, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოეთხოვებათ ფინანსური ანგარიშგებების წარმოება ან/და აუდიტის ჩატარება. სამინისტრო თანამშრომლობს პროფესიულ ორგანიზაციებთან. 22. კანონპროექტის VII თავი შეეხება პასუხისმგებლობასა და დავის გადაწყვეტის გზებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების დაღრვევისათვის ერთდროულად ან/და ცალ-ცალკე თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, – არათანამიმდევრულად უფლებამოსილია აუდიტორული ფირმის/აუდიტორის მიმართ გამოიყენოს შემდეგი ტიპის სანქციები წერილობითი გაფრთხილება; საჯარო გაფრთხილება (აუდიტორთა რეესტრში ასახვა); ფულადი ჯარიმა; აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის რეგისტრაციის გაუქმება;/საქმიანობის დროებითი აკრძალვა; აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ან გარიგების პარტნიორის მიერ აუდიტის განხორციელების ან/და აუდიტორულ დასვნაზე ხელმოწერის დროებით, არაუმეტეს სამი წლით აკრძალვა. აუდიტორული ფირმის პარტნიორებითვის/აქციონერებისთვის აუდიტორული ფუნქციების განხორციელების დროებით, არაუმეტეს სამი წლით აკრძალვა. კანონპროექტით, კანონის დარღვევისათვის პროფესიული ორგანიზაციისა და სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოების მიმართ შესაძლებელია გამოყენებული იქნას შემდეგი სანქციები: წერილობითი გაფრთხილება, ფულადი ჯარიმა და კანონპროექტით განსაზღვრული აღიარების უფლების ჩამორთმევა. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია სუბიექტების მიმართ გამოიყენოს შემდეგი ტიპის სანქციები, წერილობითი გაფრთხილება, ფულადი ჯარიმა და სდპ-ს მმართველობის ორგანოს წევრის მიმართ აუდიტორულ ფირმაში ან სდპ-ში თავიანთი ფუნქციების განხორციელების დროებით, არაუმეტეს სამი წლით აკრძალვა. კანონპროექტის მიხედვით, ამ კანონისა და მის საფუძველზე მარეგულირებელი და ზედამხედველი ორგანოების მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების მოთხოვნების დარღვევისათვის, საზედამხედველო/მარეგულირებელი ორგანოს რეგულირებას/ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების მიმართ სანქციები განისაზღვრება შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ. ამასთან, პასუხისმგებლობა არ ათავისუფლებს პირებს მოთხოვნის შესრულების ვალდებულებისაგან. 23. კანონპროექტის თანახმად საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია აუდიტორის/აუდიტორული ფირმას დროებით, მაგრამ არაუმეტეს სამი წლის ვადით, შეუჩეროს აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლება. ამ კანონის მე-5 თავით გათვალისწინებული საერთაშორისო სტანდარტების, აუდიტორულ მომსახურების და ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შესრულებასთან დაკავშირებული მოთხოვენების დარღვევა გამოიწვევს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის დაჯარიმებას 500-დან 5000 ლარამდე ლარის ოდენობით. მე-4 თავით გათვალისწინებულ სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული წესების დარღვევა, გამოიწვევს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის რეესტრიდან ამოღებას ან საქმიანობის უფლებამოსილების შეჩერებას ან/და პირის დაჯარიმებას 1000 ლარამდე ოდენობით. ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის წერილობით გაფრთხილებას. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამინისტროწერილობითი გაფრთხილების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აუდიტორის/აუდიტორული ფირმის რეესტრაციის გაუქმებისთაობაზე. 24. კანონპროექტის 25-ე მუხლის თანახმად, თუ პროფესიული ორგანიზაცია ან/და სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანო უარს აცხადებს ან განზრახ თავს არიდებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობას, იღებს წერილობით გაფრთხილებას. მსგავსი ქმედების განმეორების შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია პროფესიული ორგანიზაციას ან/და სპეციალიზებულ გამოცდების განმახორციელებელ ორგანოს ჩამოართვას ამ კანონის მე10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით მინიჭებული უფლება. პროფესიული სერტიფიცირებისა და განგრძობითი განათლების უზრუნველყოფის წესების დარღვევა, გამოიწვევს პროფესიული ორგანიზაციის ან/და სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს დაჯარიმებას 500-დან 5 000 ლარამდე ოდენობით. 25. კანონპროექტის თანახმად, სუბიექტების მიმართ გათვალისწინებულია შემდეგი სანქციები: ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმოების წესებისა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობა ან/და სავალდებულო აუდიტორული შემოწმების ჩატარებისაგან თავის არიდება გამოიწვევს: ა) მეოთხე კატეგორიის საწარმოს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; ბ) მესამე კატეგორიის საწარმოს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით; გ) მეორე კატეგორიის საწარმოს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით; დ) პირველი კატეგორიის საწარმოს და სდპ-ს დაჯარიმებას - 10000 ლარის ოდენობით. ამ მუხლით პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამართალდარღვევებისათვის ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია სამინისტროს მიერ გამოყენებულ იქნეს წერილობითი გაფრთხილება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამინისტროწერილობითი გაფრთხილების შეუსრულებლობის ან/და პასუხისმგებლობის დაკისრებიდან 1 თვის ვადაში მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სუბიექტს უორმაგდება დაკისრებული ჯარიმის ოდენობა. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სუბიექტი ჯარიმდება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. სამინისტრო პასუხისმგებლობის დაკისრებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში უგზავნის შეტყობინებას სუბიექტს და აუდირებული ფინანსური ანგარიშგების წარმოდგენად განუსაზღვრავს დამატებით ვადას. სამინისტროს მიერ სუბიექტისათვის განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს 1 თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. აღნიშნულ ვადაში სუბიექტის მიერ აუდირებული ფინანსური ანგარიშგების წარმოუდგენლობა გამოიწვევს სუბიექტის დაჯარიმებას ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საყურადღებოა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სუბიექტის შემოწმებას ახორციელებს რისკის მართვის სისტემის საფუძველზე. რისკის მართვის სისტემაში არსებული და საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას სუბიექტისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. 26. კანონპროექტის 27-ე მუხლი შეეხება პასუხისმგებლობის დაკისრების წესს და დავის გადაწყვეტას. კანონპროექტის თანახმად, სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა, რომლის გამოვლენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. სამინისტროს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტთან დაკავშირებული დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საბჭოსა და სასამართლოში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სიტემაში დავის ნებისმიერ ეტაპზე საჩივრის ავტორს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს. 27. კანონპროექტის 28-ე მუხლი შეეხება გარდამავალ დებულებებს, დეტალურადაა გაწერილი ამ კანონის საფუძველზე შესამუშავებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამოქმედების ვადები. 28. კანონპროექტის თანახმად, ძალადაკარგულად ცხადდება ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ 2012 წლის 29 ივნისის 6598რს საქართველოს კანონი. 29. საყურადღებოა, ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლი, მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, და 26-ე მუხლის პირველი პუნქტისა ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდება 2018 წლის საანგარიშგებო წელთან მიმართებაში. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი, მე-8 მუხლი და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები ამოქმედდება 2017 წლის საანგარიშგებო წელთან მიმართებაში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, კანონპროექტით გათვალისწინებულია სამართალდღარღვევებისათვის შესაბამისი სანქციები, რაც განაპირობებს სამომავლოდ (2018-2019 წლიდან) ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტის რეგულაციას დაქვემდებარებულ სფეროში მსგავსი ტიპის სანქციები არ არსებობდა და არ არის პირთა/სუბიექტთა დაჯარიმების პრაქტიკა მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას განვსაზღვროთ კონკრეტულად რამდენად მოახდენს აღნიშნული პროცესი გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან კანონპროექტით გათვალისწინებული ღონიძიებების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ასიგნების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპრექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება შესაძლოა გარკვეული ზომის საწარმოებისთვის გამოიწვიოს დამატებითი ხარჯები ანგარიშგების მომზადებაზე და აუდიტზე. აუდიტის მოთხოვნის გავრცელება საწარმოთა უფრო ფართო წრეზე გამოიწვევს აუდიტორული მომსახურების ბაზრის ზრდას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვის პრინციპი: კანონპროექტის 23-ე - 26-ე მუხლებით დგინდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციები. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი ემსახურება მიახლოვებას ევროკავშირის შემდეგ დირექტივებთნ: ,,წლიური და კონსოლიტირებული ანგარიშების სავალდებულო აუდიტის შესახებ“ 2006 წლის 17 მაისის 2006/43/EC დირექტივა, რომელიც ცვლის საბჭოს 78/660/EEC და 83/349/EEC დირექტივებს და აუქმებს საბჭოს 84/253/EEC დირექტივას; ,,ზოგიერთი ტიპის საწარმოს წლიური და კონსოლიდირებული ფინანსური და მათთან დაკავშირებული ანგარიშების შესახებ“ ევროპარლამენტის და საბჭოს 2013 წლის, 26 ივნისის 2013/34/EU დირექტივა, რომელიც აუქმებს საჭოს 78/660/EEC და 83/349/EEC დირექტივებს; ამასთან, 2013/34/EU დირექტივა მნიშვნელოვნად ამარტივებს მესამე კატეგორიის საწარმოთა მიმართ ასოცირების ხელშეკრულების დანართში მითითებულ წინა ევროდირექტივებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მსოფლიო ბანკის ექსპერტები. კანონპროექტი შემუშავდა აღნიშნული პირების მიერ გამოთქმული შენიშვნების, წინადადებების და რეკომენდაციების გათვალისწინებით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტორული საქმიანობის რეფორმირებასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი, ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტორული საქმიანობის რეფორმირებასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი დროებითი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 ივლისის N225 ბრძანებით შექმნილი, დროებითი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სსი - შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის, ეროვნული ბანკის, ეკონომიკური საბჭოს აპარატის, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის კომპეტენტური წარმომადგენლები. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
დასკვნები
LECAL DEPARTMENT 曖ゝ db的 080即 bさも6Rb80580b OF STAFF OF PARLIAⅣ IENT OF GEORGIA bふ ゝ的ヽ Ob 0060R03RO R8め る0枷 8檄 00 。,4al,o. し 、jy枚 "30qPO,」 ま0¨ し 0が で:2289168 調OdOb 65デ b26 90し Oyに gJdep@pa‖ iament.ge 0響・ し, b〕 力hO1330mb 〕 )hCb0360∩ 26 Abashidze Avenue,4600,Kutaisi,Georgia Tel:2289168 e― mail:legaldep@parliament ge I&-840 ,,3 - -,,,- -12 o-h-r-r--. 2o 1 6 S. q)rtl 3gEr ttsjt6or33qrcnb 0ort36rnbob 0o96 bl3;5c'r0qg3bq,ar o6ogo;$o3ob $3boor $.:60c,rqgpboq,o qg; ;65s6ots5gbolil rgqrogolr 0gb,>bgb",,,0g$,:60gorr Bgl6bgb" "buerqo6uqo;q6ogb3olr, blj.:6crr3gq,c'rb 3l6cn5tso OgqoqC0otl tsg$lbolr orrobtgbg", ,,bb;lr6co3Cqob bl5lqtbrblqro 3r'rqggjbtso Ggqoqcbob tsgglbob 0gblbgb" qrr ,,g3rberbc'r tsgOc'rlt3q,gbob qrgS;q,ojcr6oolr rq33Oorob b3q'0g$gnbob tsgbrbgb" lrl;fr6ogCq,cqtr 3l6rn5tso G3q,oq,Cbob tsgg$olr otcnbrbg" [n$6o6xq,cnb 3r6er6ob J6r"rgjggbob (07-?t8i ,28.04.2016) brjs6orgcq<',tJ Jr6q,$g6gotr 6ggqr;096$ob I 45 - g Ogbqrob 0arorbcn36gbcnr 6 0 gb,:b$obc,rbolr ortcobtjcg brj.:6or33q,arb Jr6q,r0g6gob ;Jr6rgob og6opogq,0; qrgJr6g;0g6g0; 5r6oboq,.> btj.>6or3gqrerb 0crrr36cnbolr 0o96 bt3tber0qggbqro obogosgo3ob $gboor $;r60c,rqrp6oqro lq6o6b3ob, rbgr6o8ggbobs qgr rgqrogob tsgltbgb",,,0g$.>60got Egtlrbgb" "bUQrqO6Uq. brj$orgqrerti 3,:6r'r6tso 3gqoqgbob 0gg,:6ob or;cnbr9bg", ,,brjr6orggqrrnb br6rqg;ltbrqgcr 3crqggjbtso 3gqoqCbob tsgg.:6ob tsgtllbgb" qgr ,UJr6c,r6o tsg0erb.>3q,gbob q,g6tq,ob.:goob sq333orob bgq'03$gobob 03b$gb" lrsj.:6crrgCqcDb 3rbc'r50o O3q,oq,Cbob Egglbob or,:r'rb;bg" brj$or3gq,r'rlr 3;5cn6ob S6rngjggbob (07-z,li8{. 28.04.2016) br$r6o6gq,rnb Jr6q,rago6ob 6ggq,l0g6$ob 145-g 0gbq,ob 0c'rorbrn36gbo6b flgli;btflobcnbolr bt3oorbo eJ 0ob$09$er6oq,rqr 0o186o1 3rberbob J6ergjgolr 6;6boqr3ob J6cn6qgg6otr qrr$ggbr. 4897-3-9-3-201605031129 N 4897 03/05/2016 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტების: „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/481, 28.04.16) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 145-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობის თაობაზე საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო პროექტების: ინიციატივის „ბუღალტრული წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების აღრიცხვის, ანგარიშგებისა და შესახებ“, აუდიტის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/481, 28.04.16) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 145-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობის საკითხი კანონპროექტების განხილვის პროცედურის დაწყება. პატივისცემით, საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თათია ხეთაგური და მიზანშეწონილად მიაჩნია