„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
I მოსმენა
✓ 84 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ალტერნატიული წინადადება
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (5)
კანონი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-06-13
ბიუროს ნომერი 417
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,რეკლამის შესახებ‘‘ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, N11-12,
14.03.1998, გვ. 15.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,12. თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარებისა და მოხმარებისათვის განკუთვნილი
მოწყობილობების რეკლამა - თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარებისა და მოხმარებისათვის
განკუთვნილი მოწყობილობების ან მათი მწარმოებელი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი ან
საბითუმო მოვაჭრე ფირმის რეკლამა, თამბაქოს ნაწარმის, მასთან დაკავშირებული აქსესუარებისა
და მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობების, მათი კოლოფის, ყუთის, მოხმარების
პროცესის ან მათთან დაკავშირებული ქმედების დემონსტრირება‘‘.
2. მე-8 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ალკოჰოლიანი სასმელების რეკლამა“;
ბ) პირველი–მეხუთე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ალკოჰოლიანი სასმელების რეკლამა, გავრცელების წესის მიუხედავად, არ უნდა ქმნიდეს
შთაბეჭდილებას, რომ ალკოჰოლის გამოყენება ხელს უწყობს ფიზიკური და ფსიქიკური
მდგომარეობის გაუმჯობესებას, საზოგადოებრივ თუ სპორტულ სარბიელზე წარმატების მიღწევას.
2. რეკლამა არ უნდა ახდენდეს ალკოჰოლის გამოყენებისაგან თავის შეკავების
დისკრედიტირებას. ამასთან, იგი არ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მისი დადებითი სამკურნალო
თვისებების შესახებ.
3. აკრძალულია მაგარი სპირტიანი სასმელების რეკლამის ნებისმიერი სახით გავრცელება
ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების გამზირებზე, ხიდებზე, მოედნებზე (და მათ
მიმდებარე ტერიტორიაზე 20 მეტრის ფარგლებში) და სატრანსპორტო საშუალებებზე.
4.
აკრძალულია
ალკოჰოლიანი
სასმელების
რეკლამის
მიმართვა
უშუალოდ
არასრულწლოვნებისადმი, აგრეთვე ასეთი რეკლამის ნებისმიერი სახით გავრცელება
არასრულწლოვანთათვის გათვალისწინებულ კინო და ვიდეომომსახურებაში, რადიო და
ტელეგადაცემებში, ბეჭდვით გამოცემებში.
5. აკრძალულია ალკოჰოლიანი სასმელის რეკლამის გავრცელება საბავშვო, სასწავლო და
სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში, ხოლო მათგან 100
მეტრის რადიუსში გარე რეკლამა, გარდა ამ მუხლის 51 და 52 პუნქტებით გათვალისწინებული
შემთხვევებისა.“;
გ) მე–6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. აკრძალულია მაგარი სპირტიანი სასმელების რეკლამის გავრცელება რადიოსა და
ტელევიზიის საშუალებით, გაზეთების კაბადონებზე, ჟურნალების გარეკანზე.“;
ე) მე–8 და მე–9 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
3. კანონს დაემატოს 82 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 82. თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარებისა და მოხმარებისათვის განკუთვნილი
მოწყობილობების რეკლამა
აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარების და მოხმარებისთვის განკუთვნილი
მოწყობილობების ყველა სახის რეკლამა, გარდა ექსკლუზიურად თამბაქოს ინდუსტრიის
წარმომადგენელთათვის განკუთვნილი ბეჭდური ან ელექტრონული გამოცემისა, რომელიც არაა
განკუთვნილი და არ ვრცელდება სხვა პირებზე.
თამბაქოს
ნაწარმის,
მისი
აქსესუარებისა
და
მოხმარებისთვის
განკუთვნილი
მოწყობილობების რეკლამის შემცველი იმ ფილმების ან სხვა შემოქმედებით პროდუქციის
მასობრივი ჩვენებისას, რომლებიც დამზადებულია 2017 წლის 1 იანვრამდე, თამბაქოს რეკლამა ან
მოხმარების დემონსტრირება სრულად უნდა დაიფაროს, ხოლო ჩვენების დასაწყისში და ბოლოში
ნაჩვენები უნდა იყოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ
დამტკიცებული სატელევიზიო ან რადიო რგოლი, ან ბეჭდვითი მასალისთვის პიქტოგრამა მოწევის
მავნეობის შესახებ.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,რეკლამის შესახებ‘‘ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია
საქართველოში თამბაქოს აქტიური და
პასიური მოხმარების მაღალი მაჩვენებლების შედეგად სიკვდილობის, დაავადებიანობის და
ეკონომიკური ტვირთის მასშტაბებით, აგრეთვე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს
კონტროლის ჩარჩო კონვენციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების სრულფასოვანი
აღსრულების აუცილებლობით და აგრეთვე საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების
ხელშეკრულებით განსაზღვრული დირექტივებისა და რეკომენდაციების განხორციელების
საჭიროებით, ამასთან შესაბამისად “თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში
ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის
შემუშავებით და წარმოადგენს მათგან
გამომდინარე კანონპროექტს. აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საჭიროა
ცვლილებები
შევიდეს
„რეკლამის
შესახებ“
საქართველოს
კანონში,
კონკრეტურლი,
დასარეგულირებელი ნორმების სრულყოფის თვალსაზრისით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს
კანონის „თამბაქოს კონტროლის შესახებ” და საქართველოს კანონებთან შესაბამისობაში მოყვანა,
რაც თავის მხრივ, მიზნად ისახავს თამბაქოს რეკლამის და სპონსორობის სრული აკრძალვის გზით
მისი მოხმარების და შესაბამისად მასთან დაკავშირებული ჯანდაცვითი, სოციალური და
ეკონომიკური ტვირთის შემცირებას .
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, ახალი რედაქციით
ყალიბდება „რეკლამის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტი, რომლის თანახმად განისაზღვრა თამბაქოს
ნაწარმის, მისი აქსესუარებისა და მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობების რეკლამა როგორც დეფინიცია.
ცვლილების ძირითადი არსის მიხედვით, კანონს ემატება 82 მუხლი, რომლითაც იკრძალება
თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარებისა და მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობების
ყველა სახის რეკლამა, აგრეთვე დგინდება რეგულაცია 2017 წლის 1 იანვრამდე დამზადებული
ფილმების და სხვა იმ პროდუქციის მასობრივი ჩვენებისთვის, რომელიც შეიცავს ამგვარ რეკლამას,
კერძოდ ამ ნაწილსი დგინდება, რომ ასეთ პროდუქციის ჩვენებისას თამბაქოს რეკლამა ან
მოხმარების დემონსტრირება სრულად უნდა დაიფაროს, ხოლო ჩვენების დასაწყისში და ბოლოში
ნაჩვენები უნდა იყოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ
დამტკიცებული სატელევიზიო ან რადიო რგოლი, ან ბეჭდვითი მასალისთვის პიქტოგრამა მოწევის
მავნეობის შესახებ.
კანონპროექტის თანახმად, მე-8 მუხლის
სათაური ყალიბდება ახალი რედაქციით:
„ალკოჰოლიანი სასმელების
რეკლამა“
და შესაბამისად, ამავე მუხლის პირველი–მეხუთე
პუნქტებიც ყალიბდება ახალი რედაქციით, საიდანაც ამოდის თამბაქოს ნაწარმის რეკლამა.
ბ) კანონის პროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონის პროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონის პროექტის მიღება სავარაუდოდ გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონის პროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონის პროექტის მიღება
ვალდებულებების წარმოქმნას.
არ
გამოიწვევს
სახელმწიფოსათვის
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონის პროექტი სავარაუდოდ მნიშვნელოვნად არ შეცვლის იმ პირთა ფინანსურ
მდგომარეობას, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება, კერძოდ რეკლამის ინდუსტრიას,
ვინაიდან სადღეისოდ თამბაქოს ნაწარმის რეკლამის მიერ დაკავებული სივრცე ჩანაცვლდება სხვა
პროდუქციის და მომსახურეობის რეკლამით.
ბ.ვ) კანონის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელი
ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მის განსაზღვრის წესს.
გ) კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
პროექტი შეესაბამება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
პროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან
დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხივ
ხელშეკრულებებთან
პროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ
ორმხრივ და მრავალმხივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
დ) კანონის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
ასეთი არ არის
დ.ბ) კანონის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ასეთი არ არის
ე) კანონის პროექტის ავტორი
თამბაქოს
კონტროლის
ალიანსში
შემავალი
ორგანიზაციები
საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ინსტიტუტი და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და
მონიტორინგის ცენტრი.
ვ) კანონის პროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
რეკლამის შესახებ საქართველოს კანონის მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება:
მუხლი 3. კანონში გამოყენებული ტერმინები
1. რეკლამა – საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე (შემდგომში– საქონელზე), ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით
გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და
ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების, საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი
ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების
რეალიზაციის ხელშეწყობას.
2. არასათანადო რეკლამა – არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი
ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის
შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
3. არაკეთილსინდისიერი რეკლამა –
რეკლამა , რომელიც შეიცავს რეკლამირებადი საქონლის არაკორექტულ შედარებებსსხვა ფიზიკურ
და იურიდიულ პირთა საქონელთან , კონკურენტის ან მესამე პირის სახელის , ღირსებისა და რეპუტ
აციისშემლახავ გამოთქმებს , ახდენს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა დისკრედიტირებას , რომ
ლებიც არ სარგებლობენრეკლამირებადი საქონლით , აგრეთვე რომელსაც ფიზიკურ პირთა ნდობის
ანდა მათი ცოდნისა და გამოცდილებისუკმარისობის ბოროტად გამოყენებით შეცდომაში შეჰყავს მო
მხმარებელი რეკლამირებადი საქონლის თვისებების შესახებ .
4. არასარწმუნო რეკლამა – რეკლამა , რომელიც შეიცავს სინამდვი ლესთან შეუსაბამო მონაცემებს რეკლამის დამკვეთის ,საქონლის თვისებების , შემადგენლობის , დამ
ზადების ადგილის , წესის , თარიღის , დანიშნულების , სამომხმარებლოთვისებების , გამოყენების პ
ირობების , სერტიფიკატის ნიშნების , სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობის , რაოდენობის ,ბ
აზარზე საქონლის არსებობის , მისი აღნიშნული რაოდენობით მითითებულ ადგილზე და ვადაში შე
ძენის შესაძლებლობის ,რეკლამის გავრცელებისას საქონლის ღირებულების (ფასის ), ანაზღაურების
დამატებითი პირობების , საქონლის მიტანის ,დაბრუნების , შეკეთების , საგარანტიო ვალდებულებე
ბის , ვარგისიანობის ვადის , სახელმწიფო სიმბოლიკის (დროშა , გერბი ,ჰიმნი ) გამოყენების უფლებ
ის , ოფიციალური აღიარების (მადლობის , პრიზების , დიპლომებისა და სხვა ჯილდოების მიღება ),
გამოკვლევისა და გამოცდის შედეგების , საქონელზე მოთხოვნის ფაქტობრივი მოცულობის შესახებ .
5. არაეთიკური რეკლამა –
რეკლამა , რომელიც ფიზიკურ პირთა ეროვნების , რასის , პროფესიის , სოციალურიკუთვნილების ,
ასაკის , სქესის , ენის , რელიგიის , პოლიტიკური და ფილოსოფიური მრწამსის მიმართ შეურაცხმყო
ფელისიტყვებისა და შედარებების გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზ
ნეობრივ ნორმებს , ხელყოფსეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ხელოვნები
ს ობიექტებს , ისტორიულ და არქიტექტურულძეგლებს , ბღალავს სახელმწიფო სიმბოლიკას (დროშა
, გერბი , ჰიმნი ), საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ეროვნულვალუტას , რელიგიურ სიმბოლოებს
, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს , მათ საქმიანობას , პროფესიას ან საქონელს .
6. შეცდომაში შემყვანი რეკლამა – რეკლამა, რომლის მეშვეობითაც რეკლამის დამკვეთს (რეკლამის
მწარმოებელს, რეკლამის გამავრცელებელს) განზრახ შეჰყავს შეცდომაში რეკლამის მომხმარებელი
და რომელსაც შეუძლია დააზიანოს კონკურენტი.
61. შედარებითი რეკლამა – რეკლამა, რომელიც პირდაპირ ან ირიბად მიუთითებს კონკურენტზე ან
ისეთ საქონელზე ან/და მომსახურებაზე, რომლებიც შეთავაზებულია კონკურენტის მიერ.
7. კონტრრეკლამ ა – არასათანადო რეკლამის უარყოფის გავრცელება .
8. რეკლამის დამკვეთი –
ფიზიკური ან იურიდიული პირი , რომელიც წარმოადგენს სარეკლამო ინფორმაციის წყაროს მისიშე
მდგომი წარმოების , განთავსებისა და გავრცელებისათვის .
9. რეკლამის მწარმოებელი –
ფიზიკური ან იურიდიული პირი , რომელიც სარეკლამო ინფორმაციას მზა სახეს აძლევსგანთავსები
სა და გავრცელებისათვის .
10. რეკლამის გამავრცელებელი –
ფიზიკური ან იურიდიული პირი , რომელიც განათავსებს და /ან ავრცელებს რეკლამასქონების (მათ
შორის , რადიო და ტელემაუწყებლობის ტექნიკური საშუალებების , კავშირგაბმულობის არხების , საეთეროდროის
და სხვა საშუალებების ) გამოყენებით .
11. რეკლამის მომხმარებელი –
ფიზიკური ან იურიდიული პირი , რომლის საყურადღებოდ და /ან რომელზე შესაბამისიზეგავლენი
ს მოსახდენადაც ვრცელდება სარეკლამო ინფორმაცია .
12. თამბაქოს ნაწარმის რეკლამა –
რეკლამა , რომელიც შეიცავს თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელიფირმის სასაქო
ნლო ნიშანს , ლოგოტიპს , თამბაქოს ნაწარმის , მისი კოლოფის , ყუთის , მოხმარების პროცესის ან მა
სთანდაკავშირებული ქმედების დემონსტრირებას .
13. ალკოჰოლიანი სასმელის რეკლამა –
რეკლამა , რომელიც შეიცავს ალკოჰოლიანი სასმელის ან ალკოჰოლიანი სასმელისმწარმოებელი ფი
რმის სასაქონლო ნიშანს , ლოგოტიპს , ალკოჰოლიანი სასმელის , მისი ტარის , მოხმარების პროცესის
ან მასთანდაკავშირებული ქმედების დემონსტრირებას .
14. მაგარი სპირტიანი სასმელის რეკლამა –
ალკოჰოლიანი სასმელის რეკლამა , რომლის შემადგენლობაში სპირტისშემცველობა აღემატება 14 პ
როცენტს .
15. სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეკლამა – რეკლამა, რომელიც შეიცავს იმ პროდუქციის
დემონსტრირებას, რომელიც ემსახურება სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, მათ
შორის, სექსუალური დარღვევების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის განკუთვნილი
სამედიცინო ნაწარმისა.
15. სამაუწყებლო რეკლამა – მაუწყებლის მიერ გავრცელებული (გადაცემული) კომერციული,
სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ
პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ
პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა
და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი
წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს,
იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის,
მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.
16. აბრა – დაფა, რომელზედაც დატანილია ნებისმიერი ფორმისა და ზომის წარწერა, რომელიც
განთავსებულია ეკონომიკური აგენტის ან მეწარმე სუბიექტის ობიექტზე, აღნიშნავს ამ ობიექტის
სახელწოდებას და მისგან არაუმეტეს 1.5 მეტრით არის დაშორებული.
მუხლი 8. ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამა
1
1. ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამა, გავრცელების წესის მიუხედავად, არ
უნდა ქმნიდეს შთაბეჭდილებას, რომ ალკოჰოლის ან თამბაქოს გამოყენება ხელს უწყობს ფიზიკური
და ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საზოგადოებრივ თუ სპორტულ სარბიელზე
წარმატების მიღწევას.
2. რეკლამა არ უნდა ახდენდეს ალკოჰოლის ან თამბაქოს გამოყენებისაგან თავის შეკავების
დისკრედიტირებას. ამასთან, იგი არ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მათი დადებითი სამკურნალო
თვისებების შესახებ.
3. აკრძალულია მაგარი სპირტიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამის ნებისმიერი სახით
გავრცელება ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების გამზირებზე, ხიდებზე, მოედნებზე (და
მათ მიმდებარე ტერიტორიაზე 20 მეტრის ფარგლებში) და სატრანსპორტო საშუალებებზე.
4. აკრძალულია ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამის მიმართვა უშუალოდ
არასრულწლოვნებისადმი, აგრეთვე ასეთი რეკლამის ნებისმიერი სახით გავრცელება
არასრულწლოვანთათვის გათვალისწინებულ კინო- და ვიდეომომსახურებაში, რადიო- და
ტელეგადაცემებში, ბეჭდვით გამოცემებში.
5. აკრძალულია ალკოჰოლიანი სასმელისა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამის გავრცელება საბავშვო,
სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში, აგრეთვე
მათგან 100 მეტრის რადიუსში, გარდა ამ მუხლის 5 1 და 5 2 პუნქტებით გათვალისწინებული
შემთხვევებისა.
5 1 . სპორტის ორგანიზაციებში ალკოჰოლიანი სასმელის რეკლამის გავრცელება დაიშვება მხოლოდ
იმ შემთხვევაში, თუ სპორტის ორგანიზაცია (სტადიონი, სპორტული დარბაზი) მასპინძლობს
ადგილობრივი (ეროვნული/ლოკალური) ან საერთაშორისო მნიშვნელობის სპორტულ ღონისძიებას
(გარდა საბავშვო სპორტული შეჯიბრებისა).
5 2 . ამ მუხლის 5 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ალკოჰოლიანი სასმელის რეკლამის
მიზნით დაიშვება ალკოჰოლიანი სასმელის ან ამ პროდუქციის მწარმოებელი ფირმის სასაქონლო
ნიშნის, ლოგოტიპის გამოყენება და სპორტულ ეკიპირებასა და სხვა ატრიბუტიკაზე გამოსახვა.
6. თამბაქოს ნაწარმის რეკლამა არ უნდა შეიცავდეს ამ ნაწარმის კოლოფისა და ყუთის გახსნილ
მდგომარეობაში და მისი მოხმარების პროცესის დემონსტრირებას, მოწოდებებს მისი გამოყენების
შესახებ. ამასთანავე, იგი არ უნდა არღვევდეს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ, ეთიკურ და
ეთნოფსიქოლოგიაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს.
6 1 . ალკოჰოლიანი სასმელის რეკლამას, რომელიც შეიცავს ასეთი სასმელის ტარის გახსნილ
მდგომარეობაში ან მისი მოხმარების პროცესის დემონსტრირებას, მოწოდებებს მისი გამოყენების
შესახებ, უნდა ახლდეს გაფრთხილება: „ალკოჰოლის დიდი ოდენობით მიღება ვნებს
ჯანმრთელობას“. ამასთანავე, იგი არ უნდა არღვევდეს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ,
ეთიკურ და ეთნოფსიქოლოგიაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს.
7. აკრძალულია მაგარი სპირტიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამის გავრცელება
რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით, გაზეთების კაბადონებზე, ჟურნალების გარეკანზე.
8. თამბაქოს ნაწარმის რეკლამის გავრცელებას (გარდა რადიოს და ტელევიზიის საშუალებით) უნდა
ახლდეს გაფრთხილება თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ, რომლის ტექსტს, კომპიუტერულ
შრიფტსა და ზომას ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრო. ამგვარი ინფორმაცია უნდა ავსებდეს რეკლამის მთელი მოცულობის არანაკლებ 20
პროცენტს.
9. რადიო და ტელევიზიის საშუალებებით თამბაქოს ნაწარმის რეკლამირებისას საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ინფორმაცია
თამბაქოს მოწევის მავნეობის შესახებ უნდა იყოს გახმოვანებული.