„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
I მოსმენა
✓ 8 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა
✓ 69 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-06-13
ბიუროს ნომერი 417
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) 63–ე მუხლს დაემატოს 21 პუნქტი:
„21. იკრძალება თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარებისა და მოხმარებისათვის
განკუთვნილი მოწყობილობების რეკლამა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90–ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადება განაპირობებულია “თამბაქოს კონტროლის შესახებ”
საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და ასევე “რეკლამის შესახებ”
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტების შემუშავებით და
წარმოადგენს მისგან გამომდინარე კანონპროექტს. დღესდღეობით საქართველოში თამბაქოს
მოხმარების მაღალი დონე და მოხმარების შედეგად გავრცელებული მძიმე დაავადებების
სავალალო სტატისტიკური მონაცემები გახლავთ განმაპირობებელი ფაქტორი
თამბაქოს
მოხმარების შეზღუდვის სამართლებრივი მექანიზმების გამკაცრებისა და შესაბამისად
ზემოაღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საჭიროა ცვლილებები შევიდეს
„მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „მაუწყებლის შესახებ“ კანონის
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „თამბაქოს კონტროლის შესახებ” და
საქართველოს კანონებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც თავის მხრივ, მიზნად ისახავს
თამბაქოს რეკლამის აკრძალვის გზით, მისი მოხმარების და მასთან დაკავშირებული
ჯანდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ტვირთის შემცირებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ცვლილების ძირითად არსს წარმოადგენს ის, რომ
კანონპროექტის 63–ე მუხლის
ემატება 21 პუნქტი, რომლის თანახმად, იკრძალება თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარებისა
და მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობების რეკლამა.
ბ) კანონის პროექტის ფინანსური დასაბუთება:
.ა)
კანონის
პროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონის პროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონის პროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონის პროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება:
კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე) კანონის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონის პრექტი არ გააუარესებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობას, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება, ვინაიდან “რეკლამის შესახებ” დღეს მოქმედი
კანონითაც აკრძალულია თამბაქოს რეკლამა ტელევიზიიის და რადიოს საშუალებით და
პროექტით ხდება იურიდიულად ორი კანონის ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა.
ბ.ვ) კანონის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის
გადასახდელი ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მის განსაზღვრის წესს.
გ) კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
პროექტი შეესაბამება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
პროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხივ
ხელშეკრულებებთან
პროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ
ორმხრივ და მრავალმხივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
დ) კანონის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონის
პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არის
დ.ბ) კანონის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ასეთი არ არის
ე) კანონის პროექტის ავტორი
თამბაქოს კონტროლის ალიანსში შემავალი ორგანიზაციები საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ინსტიტუტი და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა
და მონიტორინგის ცენტრი.
ვ) კანონის პროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება:
მუხლი 63. ზოგადი დებულებანი
1. რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად
ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება.
3. მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე.
წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე პასუხისმგებლობა საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება შესაბამისი რეკლამის დამკვეთს.
4. რეკლამა და ტელეშოპინგი იდენტიფიცირებული და პროგრამისაგან მკაფიოდ გამიჯნული
უნდა იყოს.
5. იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების
პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან
ტელეშოპინგში.
6. რეკლამაში, რომელიც გამიზნულია ბავშვებისათვის
მონაწილეობენ, არ უნდა შეილახოს მათი ინტერესები.
ან
რომელშიც
ბავშვები
7. ტელეშოპინგი არ შეიძლება გამიზნული იყოს არასრულწლოვანთათვის.
8. აკრძალულია საზოგადოებრივი მაუწყებლის , საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელე
ვიზიისა და რადიოს არხებზეტელეშოპინგის განთავსება , ხოლო სპონსორობა და კომერციუ
ლი რეკლამის განთავსება დასაშვებია მხოლოდ ამ კანონის 64ემუხლით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში .
9. ( ამოღებულია - 19.02.2015, №3088).
10. მაუწყებლის არხზე , გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან / და ტელეშოპინგის არხისა ,
რეკლამა ან ტელეშოპინგიშეიძლება განთავსდეს პროგრამებს შორის . ამ კანონით დადგენილ
ი წესით რეკლამა შეიძლება განთავსდეს პროგრამაშიც ,მაგრამ ისე , რომ შენარჩუნდეს პროგრ
ამის ფასეულობა .
11. აკრძალულია შემდეგი ღონისძიებების ტრანსლაციისა და პროგრამების რეკლამით ან
ტელეშოპინგით შეწყვეტა:
ა) ოფიციალური სახელმწიფო ღონისძიება,
თანამდებობის პირის ოფიციალური გამოსვლა;
ბ) რელიგიური ცერემონია;
უმაღლესი
სახელმწიფო-პოლიტიკური
გ) პროგრამა, მათ შორის, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, რელიგიური, წინასაარჩევნო
დებატების პროგრამა, ან დოკუმენტური ფილმი, რომლის ხანგრძლივობა 15 წუთზე
ნაკლებია.
12. ბუნებრივი ინტერვალებისაგან შემდგარ სპორტულ ან მხატვრულ წარმოდგენაში და
ანალოგიურად ჩატარებული ღონისძიებისადმი მიძღვნილ პროგრამაში რეკლამა ან
ტელეშოპინგი შეიძლება განთავსდეს მხოლოდ ბუნებრივი ინტერვალის დროს.
[13. ახალი ამბების პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არაუმეტეს 30
წუთში ერთხელ . (ამოქმედდეს 2017 წლის 15 იანვრიდან)]
14. საბავშვო პროგრამა , რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე ნაკლებია , რეკლამით ან ტელეშო
პინგით არ შეიძლება შეწყდეს ,ხოლო საბავშვო პროგრამა , რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე
მეტია , რეკლამით შეიძლება შეწყდეს 30 წუთში ერთხელ .
15. მხატვრული ფილმი ან ტელეფილმი ან ფილმის (გარდა სერიალისა და დოკუმენტური
ფილმისა) სერია, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე მეტია, რეკლამით ან ტელეშოპინგით
შეიძლება შეწყდეს არაუმეტეს 30 წუთში ერთხელ.
16. დაფარვის სახით (მათ შორის, „მოძრავი სტრიქონის“ გამოყენებით) რეკლამირებისას ამ
მუხლით განსაზღვრული, დროსთან დაკავშირებული შეზღუდვები არ ვრცელდება.
დაფარვის ზომა არ უნდა აღემატებოდეს კადრის ფართობის 10%-ს.
17. აკრძალულია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში რაიმე პროდუქტის ან
მომსახურების რეკლამირება.