„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
09.06.2016
ავტორი
თამბაქოს კონტროლის ალიანსში შემავალი ორგანიზაციები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტი და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე
ნომერი
#07-3/592/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა
✓ 68 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-06-13
ბიუროს ნომერი 417

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) მე-5 მუხლის დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „21 აკრძალულია თამბაქოს ნაწარმზე, მის აქსესუარებზე და მოხმარებისთვის განკუთვნილ მოწყობილობებზე წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის გაცემა ან/და ლატარიებში, აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მათი პრიზად დაწესება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია საქართველოში თამბაქოს აქტიური და პასიური მოხმარების მაღალი მაჩვენებლების შედეგად სიკვდილობის, დაავადებიანობის და ეკონომიკური ტვირთის მასშტაბებით, აგრეთვე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების სრულფასოვანი აღსრულების აუცილებლობით და აგრეთვე საქართველოსა განსაზღვრული და ევროკავშირის დირექტივებისა და ასოცირების ხელშეკრულებით რეკომენდაციების განხორციელების საჭიროებით, ამასთან შესაბამისად “თამბაქოს კონტროლის შესახებ” და “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტების შემუშავებით და წარმოადგენს მათგან გამომდინარე კანონპროექტს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის „რეკლამის შესახებ“ და „თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც თავის მხრივ, მიზნად ისახავს თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარების და მოხმარებისთვის განკუთვნლი მოწყობილობების რეკლამის და სპონსორობის, მისი პოპულარიზაციის ნებისმიერ სხვა ფორმის, მათ შორის მათი გავრცელება გათამაშების ან/და ლატარიებში, აზარტულ და მომგებიან თამაშობებში. ამ გზით თამბაქოს კი მოხმარების და შესაბამისად მასთან დაკავშირებული ჯანდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ტვირთის შემცირებას . ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, ახალი რედაქციით ყალიბდება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლს ემატება 21 პუნქტი და ითვალისწინებს თამბაქოს ნაწარმზე, მის აქსესუარებზე და მოხმარებისთვის განკუთვნილ მოწყობილობებზე წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის გაცემის ან/და ლატარიებში, აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მათი პრიზად დაწესების აკრძალვას. ბ) კანონის პროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონის პროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონის პროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონის პროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონის პროექტი არ გააუარესებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობას, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება, ვინაიდან “თამბაქოს კონტროლის შესახებ” დღეს მოქმედი კანონმდებლოთაც განსაზღვრულია პროექტით გათვალისწინებული აკრძალვა, და ამ კანონში ცვლილების შეტანით ხდება იურიდიულად ორი კანონის ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა. ბ.ვ) კანონის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელი ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მის განსაზღვრის წესს. გ) კანონის სტანდარტებთან პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ გ.ა) კანონის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან პროექტი შეესაბამება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან პროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხივ ხელშეკრულებებთან პროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არის დ.ბ) კანონის (დაწესებულების) ან/და პროექტის შემუშავებაში ექსპერტის შეფასება მონაწილე კანონპროექტის ორგანიზაციის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ასეთი არ არის ე) კანონის პროექტის ავტორი თამბაქოს კონტროლის ალიანსში შემავალი ორგანიზაციები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტი და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი. ვ) კანონის პროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება: მუხლი 5 1. ყველა სახის აზარტული და მომგებიანი თამაშობები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ტარდება, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ნებართვას მოითხოვს. უნებართვოდ თამაშობის გამართვა ან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა კანონის დარღვევად ითვლება და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა . 2. საქართველოში დასაშვებია მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობა და მათი ბილეთების გავრცელება. 3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია წამახალისებელი გათამაშების მოწყობის უფლებამოსილება მიანიჭოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს. ამ შემთხვევაში წამახალისებელი გათამაშების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს და საპრიზო ფონდს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 4. აკრძალულია საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი შემთხვევისა.