„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.06.2016
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/505/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-06-20
ბიუროს ნომერი 418

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1 „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.06.2014, 140070000.05.001.017468) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: კანონში (საქართველოს სარეგისტრაციო კოდი: 1. მე-5 მუხლის 24-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 241 და 242 პუნქტები: „241. მეხანძრე-მაშველი – პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხანძრის პროფილაქტიკას და ხანძრის ჩაქრობას, საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას, აგრეთვე ამ ღონისძიებების მართვასა და ორგანიზებას, აქვს შესაბამისი სპეციალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება, თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები. 242. მაშველი – პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს სამაშველო სამუშაოებს, საგანგებო სიტუაციის პრევენციას და მასზე რეაგირებას, აგრეთვე ამ ღონისძიებების მართვასა და ორგანიზებას, აქვს შესაბამისი სპეციალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება, თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.“. 2. მე-18 მუხლი ამოღებულ იქნეს. 3. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 44. მუნიციპალური სახანძრო დაცვის პირადი შემადგენლობა მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურის გავლის წესს, მის საშტატო რიცხოვნობას, სტრუქტურასა და ფორმის ტანსაცმელს ადგენენ შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოები სააგენტოსთან შეთანხმებით. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღნიშნული პირადი შემადგენლობა ატარებს დადგენილი ფორმის ტანსაცმელს, რომელიც ეძლევა დადგენილი ნორმის ფარგლებში.“. 4. IX თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის IX1 თავი: „თავი IX1 სააგენტოში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი მუხლი 521. სააგენტოში სამსახური 1. სააგენტოს მოსამსახურეები ფუნქციების შესაბამისად იყოფიან მაშველთა/მაშველთა პირად შემადგენლობად ან სამოქალაქო შემადგენლობად. მეხანძრე- 2. სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირად შემადგენლობაში შედიან მეხანძრემაშველები და მაშველები, რომლებიც ახორციელებენ საავარიო-სამაშველო სამუშაოებს, სამაშველო სამუშაოებს, საგანგებო სიტუაციის პრევენციას და მასზე რეაგირებას, ხანძრის პროფილაქტიკასა და ხანძრის ჩაქრობას, აგრეთვე, ამ ღონისძიებების უშუალო მართვასა და ორგანიზებას. მეხანძრე-მაშველებს და მაშველებს, გარდა სახელშეკრულებო დანაყოფის და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა, ენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდება. 3. სააგენტოს სამოქალაქო შემადგენლობაში შედიან მოსამსახურეები, რომლებიც ახორციელებენ სააგენტოს საქმიანობის საფინანსო, ლოჯისტიკურ, სამართლებრივ, ორგანიზაციულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ან/და სხვა მხარდამჭერ ფუნქციებს, რომლებიც არ ითვალისწინებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების უშუალო შესრულებას. სამოქალაქო შემადგენლობაში შემავალ მოსამსახურეებს არ ენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდება. მუხლი 522. სააგენტოს მოსამსახურეთა სამსახურში მიღება 1. მეხანძრე-მაშველად და მაშველად სააგენტოში დაინიშნება/მიიღება საქართველოს მოქალაქე/უცხოელი 18 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, მიღებული აქვს არანაკლებ სრული ზოგადი განათლება, თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების გათვალისწინებით შეუძლია შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები, აგრეთვე, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს. 2. მეხანძრე-მაშველი/მაშველი სააგენტოში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ინიშნება სპეციალური კონკურსის შედეგად. სპეციალური კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 3. უცხოელი სააგენტოს მოსასამხურედ სააგენტოში შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად ან სახელშეკრულებო დანაყოფის მოსამსახურედ. 4. მეხანძრე-მაშველი/მაშველი სააგენტოში მიღებისას ან მიღების შემდეგ გადის შესაბამის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, სპეციალური გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსს/პროგრამას. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლის წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 5. მეხანძრე-მაშველი/მაშველი სააგენტოში დანიშვნისას/მიღებისას დებს ფიცს. მეხანძრემაშველის/მაშველის ფიცის ტექსტს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 6. სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა მიერ სამსახურის გავლის ის საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის ამ კანონით, აგრეთვე სამოქალაქო შემადგენლობაში შემავალი მოსამსახურეების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით. 7. სააგენტოს მეხანძრე-მაშველი/მაშველი ატარებს შესაბამისი წესით დადგენილი ფორმის ტანსაცმელს, რომლის ნიმუშებსაც ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. მუხლი 523. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლისათვის დადგენილი შეზღუდვები 1. სააგენტოში მეხანძრე-მაშველად/მაშველად არ მიიღება: ა) განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი; ბ) პირი, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს; გ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ე) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამედიცინო დასკვნის თანახმად არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს; ვ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი. სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი; ზ) პირი, რომელმაც სპეციალური შემოწმების გავლის შედეგად მიიღო უარყოფითი შეფასება. 2. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის მიერ რაიმე ანაზღაურებადი სამუშაოს შესასრულებლად (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა) დადგენილია შემდეგი შეზღუდვები: ა) სპეციალური წოდების მქონე მეხანძრე-მაშველს/მაშველს უფლება არ აქვს, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოს საჯარო ან კერძო დაწესებულებაში თანამდებობა; ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირსა და სახელშეკრულებო დანაყოფის მოსამსახურეს უფლება აქვს, ეკავოს სხვა თანამდებობა ან/და ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს იმავე დაწესებულებაში ან სხვაგან, სააგენტოს დირექტორთან წერილობითი შეთანხმებით. 3. სააგენტოს მეხანძრე-მაშველს/მაშველს ეკრძალება გაფიცვა, შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობის მიღება, აგრეთვე პოლიტიკური გაერთიანებების წევრობა. მუხლი 524. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის სამუშაო დრო 1. სააგენტოს სამუშაო დღე. მეხანძრე-მაშველისთვის/მაშველისთვის დადგენილია არანორმირებული 2. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა ექსტრემალური ვითარების დროს სააგენტო გადადის მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე. მუხლი 525. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის შვებულება 1. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობაა 30 კალენდარული დღე. 2. სააგენტოში მუშაობის 5 წელზე მეტი სტაჟის მქონე სააგენტოს მეხანძრემაშველის/მაშველის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობაა 35 კალენდარული დღე, ხოლო 10 წელზე მეტი სტაჟის მქონე მეხანძრე-მაშველის/მაშველის – 40 კალენდარული დღე. 3. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დასაშვებია სააგენტოს მეხანძრემაშველის/მაშველის შვებულების შეწყვეტა და სამსახურის გასაგრძელებლად მისი გამოძახება. 4. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 526. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის თანამდებობიდან დროებით გადაყენება 1. სააგენტოს მეხანძრე-მაშველი/მაშველი სასამართლოს განჩინების, საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის სათანადო დასკვნის ან შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს დირექტორის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის გამო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. 2. თანამდებობიდან გადაყენებული სააგენტოს მეხანძრე-მაშველი/მაშველი გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს იმავე თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მის ტოლფას თანამდებობაზე სააგენტოში. მუხლი 527. სააგენტოს გათავისუფლების/დათხოვნის წესი მეხანძრე-მაშველის/მაშველის 1. სააგენტოს მეხანძრე-მაშველი/მაშველი გათავისუფლებულ/დათხოვნილ იქნეს: სამსახურიდან სამსახურიდან შეიძლება ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს; დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; ე) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; ვ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო, მეხანძრე-მაშველის/მაშველის მოთხოვნის შემთხვევაში; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამო; თ) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის შეწყვეტის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო; ი) სხვა დაწესებულებაში გადასვლის გამო; კ) ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად; ლ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების, მხარდაჭერის მიმღებად ცნობის ან გარდაცვლილად გამოცხადების გამო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი; მ) გარდაცვალების გამო; ნ) გამოსაცდელი ვადის გასვლისა და არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო; ო) სპეციალური შემოწმების ჩატარებისას უარყოფითი შედეგების არსებობის შემთხვევაში; პ) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით. 2. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს დირექტორი. მუხლი 528. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის კადრების განკარგულებაში აყვანა 1. სააგენტოს მეხანძრე-მაშველი/მაშველი (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა და სახელშეკრულებო დანაყოფის მოსამსახურებისა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან სააგენტოს დირექტორის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული/ტერიტორიული დანაყოფის ლიკვიდაციის დროს. 2. კადრების განკარგულებაში აყვანილ სააგენტოს მეხანძრე-მაშველს/მაშველს შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება. 3. კადრების განკარგულებაში აყვანილი სააგენტოს მეხანძრე-მაშველი/მაშველი კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. მუხლი 529 . სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის წახალისება და წახალისების სახეები 1. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი პრემიის მიცემა; გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს/სააგენტოს სიგელით დაჯილდოება; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს/სააგენტოს სამკერდე ნიშნით დაჯილდოება; ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს/სააგენტოს მედალიონით დაჯილდოება; ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს/სააგენტოს მედლით დაჯილდოება; თ) მეხანძრე-მაშველის/მაშველის საპატიო სიაში შეყვანა; ი) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება; კ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; ლ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა. 2. ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა. 3. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის წახალისების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და სააგენტოს დირექტორს. 4. სააგენტოს დირექტორის წარდგინებით სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის საპატიო სიას, აგრეთვე მეხანძრე-მაშველის/მაშველის საპატიო სიაში შეყვანის წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. მუხლი 5210. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის დისციპლინური გადაცდომისა და დისციპლინური სახდელის სახეები 1. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა; ბ) სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება; გ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; დ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა; ვ) მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს; ზ) ფიცის გატეხა; თ) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა; ი) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა. 2. სააგენტოში შრომის დისციპლინის დარღვევების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით. 3. დისციპლინური გადაცდომისთვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) მეხანძრე-მაშველთა საპატიო სიიდან ამოღება; ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ვ) სამსახურიდან დათხოვნა. მუხლი 5211. მეხანძრე-მაშველისა და მაშველის პროფესიული დღე მეხანძრე-მაშველისა და მაშველის პროფესიული დღე აღინიშნება ყოველი წლის 12 ივნისს.“. 5. თავი X ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი X სააგენტოს მოსამსახურეთა და მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის სოციალური დაცვის გარანტიები, მათი დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა მუხლი 53. სააგენტოს მოსამსახურეთა სოციალური დაცვა 1. სააგენტოს მოსამსახურეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა. იგი ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამასთანავე, შესაძლებელია სააგენტოს მოსამსახურის მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით დაზღვევა. 2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანი სააგენტოს მეხანძრემაშველს/მაშველს სრულად აუნაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სააგენტოს მეხანძრე-მაშველს/მაშველს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ბოლო დაკავებული თანამდებობისათვის გათვალისწინებული ხელფასი (ფულადი სარგო). 4. სააგენტოს მეხანძრე-მაშველს/მაშველს, რომელსაც ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით შესაძლებელია საცხოვრებლად სარგებლობაში გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სააგენტოს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება. 5. სააგენტოს სამოქალაქო შემადგენლობის მოსამსახურეზე ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი მოსამსახურისათვის დადგენილი სოციალური დაცვის გარანტიები. 6. სააგენტოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, სააგენტოს მოსამსახურეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება განესაზღვროს ერთჯერადი ფულადი ან/და მატერიალური დახმარების, სხვა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები. 7. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, დაადგინოს სააგენტოს მეხანძრემაშველთა/მაშველთა სოციალური დაცვის ამ კანონით გაუთვალისწინებელი სხვა გარანტიებიც. მუხლი 54. სააგენტოს მეხანძრე-მაშველისთვის/მაშველისთვის უსაფრთხო და აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნა 1. სააგენტოს მეხანძრე-მაშველს/მაშველს უფლება აქვს, ჰქონდეს უსაფრთხო სამუშაო პირობები და მიიღოს სამსახურებრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები. 2. სააგენტო ვალდებულია შექმნას შესაბამისი სამუშაო გარემო სააგენტოს მეხანძრემაშველის/მაშველის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად, აგრეთვე უზრუნველყოს მათ მიმართ თანაბარი და სამართლიანი მოპყრობა ადამიანური რესურსების მართვის, ანაზღაურებისა და სამართლებრივი დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. მუხლი 55. სახელმწიფო მაშველის/მაშველის ხელფასი სპეციალური წოდების მქონე სააგენტოს მეხანძრე- სააგენტოს მეხანძრე-მაშველს/მაშველს, რომელსაც აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება, ეძლევა ხელფასი (ფულადი სარგო) რომელიც შედგება თანამდებობრივი სარგოსა და წოდებისათვის დადგენილი სარგოსგან. აგრეთვე ხელფასის გარდა, მას შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი. მუხლი 551. სახელმწიფო სპეციალური წოდების მაშველთა/მაშველთა წელთა ნამსახურობის დანამატი მქონე სააგენტოს მეხანძრე- სააგენტოს მეხანძრე-მაშველს/მაშველს რომელსაც ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება, ეძლევა სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით ფულად სარგოზე (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები) ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატი შემდეგი ოდენობით: ა) 1-დან 2 წლამდე – 5%; ბ) 2-დან 5 წლამდე – 10%; გ) 5-დან 10 წლამდე – 15%; დ) 10 წელი და მეტი – 20%. მუხლი 552. სამსახურებრივი მოვალეობის მაშველის/მაშველის ჯანმრთელობის დაზიანება შესრულებისას სააგენტოს მეხანძრე- 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით მას ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი; ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი; გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 (ორი ათასი) ლარი. 2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, თუ ეს დაზიანება შეუძლებელს ხდის მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას, სააგენტო უზრუნველყოფს ამ მეხანძრე-მაშველის/მაშველის სააგენტოში, მისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის თანამდებობაზე დასაქმებას. 3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტო ობიექტური მიზეზების გამო ვერ უზრუნველყოფს მეხანძრე-მაშველის/მაშველის დასაქმებას, უმუშევრობის პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა, მას ყოველთვიურად ეძლევა კომპენსაცია ბოლო დაკავებული თანამდებობის თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით. 4. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 553. კომპენსაცია სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის გარდაცვალებისას 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, ხანძრის ჩაქრობის ან/და სამაშველო/საავარიო-სამაშველო სამუშოების განხორციელების დროს უშუალოდ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას სააგენტოს მეხანძრემაშველის/მაშველის დაღუპვის ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სააგენტოსათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მეხანძრე-მაშველის/მაშველის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო (სააგენტო) ანაზღაურებს. 2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სააგენტოსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სააგენტოს მეხანძრემაშველის/მაშველის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. 3. სააგენტოს მისთვის შესაბამისი წლის ბიუჯეტის კანონით გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, ეკონომიის არსებობის შემთხვევაში, სააგენტოს დაღუპული მეხანძრე-მაშველის/მაშველის ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს შესაძლებელია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე მიეცეს დამატებითი ფულადი ან/და მატერიალური დახმარება. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის დაღუპვის ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში, მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 554. სააგენტოს და მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა 1. სააგენტოს დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებით, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან და გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებით და კანონით ნებადართული სხვა სახსრებით. 2. მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების დაფინანსება და მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისთვის ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყოფილი ფინანსური რესურსების ფარგლებში. მუხლი 555. მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის სოციალური დაცვის გარანტიები 1. მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა. დაზღვევა ხორციელდება მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების შენახვისათვის ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სახსრებით. 2. მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის საპენსიო უზრუნველყოფა დაკავებული თანამდებობის შესაბამისად რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. 3. მუნიციპალიტეტის ორგანოებს უფლება დანაყოფების პირადი შემადგენლობის გაუთვალისწინებელი სხვა გარანტიებიც.“. აქვთ, დაადგინონ სახანძრო-სამაშველო სოციალური დაცვის ამ კანონით 6. 56-ე მუხლის მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“-„ძ“ ქვეპუნქტები: „ღ) „სააგენტოში მეხანძრე-მაშველის და მაშველის სპეციალური კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“; ყ) „მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის ტექსტის დამტკიცების თაობაზე“; შ) „მეხანძრე-მაშველის/მაშველის საპატიო სიაში შეყვანის წესი“; ჩ) „სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლის წესი;“. ც) „სააგენტოში სამუშაოდ მიიღებისა და სამსახურის გავლის წესი“; ძ) „მოსამსახურეთა წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი.“. 7. 56-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 - მე-18 პუნქტები: „15. მოსამსახურეს, რომელიც 2016 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით მუშაობს სააგენტოში და მინიჭებული აქვს პოლიციის სპეციალური წოდება, 2016 წლის 1 სექტემბრის შემდეგ უნარჩუნდება სახელმწიფო სპეციალური წოდება და გაუთანაბრდება სამოქალაქო უსაფრთხოების სპეციალურ წოდებას სააგენტოში მუშაობის განმავლობაში განურჩევლად მისი თანამდებობისა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოსამსახურეზე ვრცელდება მეხანძრე-მაშველისთვის/მაშველისთვის ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის გარანტიები. 16. სააგენტოს მეხანძრე-მაშველს/მაშველს, რომლებსაც 2016 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არ ჰქონდა მინიჭებული სახელმწიფო სპეციალური წოდება, გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა და სახელშეკრულებო დანაყოფის მოსამსახურეებისა, 2016 წლის 1 სექტემბრიდან მიენიჭება შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 17. სააგენტოს მოსამსახურეებს, რომლებიც 2016 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით მუშაობენ სააგენტოში და ამ კანონის ამოქმედების შემდგომ სამსახურს განაგრძობენ მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირად შემადგენლობაში, სახელმწიფო სპეციალური წოდება მიენიჭებათ ამ კანონის 522 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 18. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2017 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი-მე-5 და მე-7 პუნქტებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი-მე-5 და მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი უკანასკნელ წლებში სამოქალაქო უსაფრთოხების სფეროში, საგანგებო სიტუაციების ეფექტიანი მართვისა და ერთიანი ორგანიზების მიზნით, გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. აღნიშნული, პირველ რიგში, გამოიხატა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონის მიღებითა და სამოქალაქო უსაფრთოხების ორგანოების ინსტიტუციური მოწყობის ახალი მოდელის განსაზღვრით. ახალი მოდელის მიხედვით, სამოქალაქო უსაფრთხოების განხორციელებაზე პასუხისმგებელი დანაყოფები გაერთიანდა და მოექცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ფარგლებში. წარმოდგენილი ცვლილებები არის განხორციელებული რეფორმის ლოგიკური გაგრძელება. ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბების შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრა, რამდენადაც აღნიშნული სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. “სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა განაპირობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მოსამსახურეების - მეხანძრე-მაშველებისა და მაშველების სამსახურში მიღებისა და სოციალური დაცვის გარანტიების საკანონმდებლო დონეზე არარსებობამ. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მოქმედი რედაქცია ასევე არ ითვალისწინებს სააგენტოს მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესსა და პირობებს. მარეგულირებელი კანონმდებლობა მკაფიოდ და სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს სააგენტოს მოსამსახურეთა ფუნქციების დეტალურ მოწესრიგებას. ყოველივე ზემოაღნიშნულმა აუცილებელი გახადა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელება მისი დეტალური რეგლამენტაციის მიზნით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები ემსახურება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეთა ფუნქციების, სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიების საკანონმდებლო დონეზე დახვეწას, ახლებურად ჩამოყალიბებას და რეგლამენტაციას. კანონპროექტის საბოლოო მიზანია ქმედითი სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების ეფექტიან პრევენციასა და მათზე რეაგირებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის მნიშვნელოვან ნოვაციას წარმოადგენს სააგენტოს მოსამსახურეთა ფუნქციის მიხედვით მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირად შემადგენლობად და სამოქალაქო შემადგენლობად დაყოფა. მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა და სამოქალაქო შემადგენლობების მიმართ განისაზღვრა განსხვავებული სამართლებრივი სტატუსი, ფუნქცია-მოვალეობები და მარეგულირებელი ნორმები, კერძოდ მეხანძრე-მაშველებზე/მაშველებზე გავრცელდება ამ კანონის მოქმედება, ხოლო სამოქალაქო შემადგენლობის მოსამსახურეებზე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთათვის დადგენილი სოციალური დაცვის გარანტიები, რაც მთლიანობაში არ გამოიწვევს მათი უფლებრივი მდგომარეობისა და პირობების გაუარესებას. კომპეტენციათა ნათელი გამიჯვნა და უფლებამოსილებების მკაფიო განსაზღვრა სამართლებრივი სახელმწიფოს აუცილებელი მოთხოვნაა. აღნიშნული შედეგობრივ ასახვას ჰპოვებს სისტემის ფუნქციონირების სტანდარტების ამაღლებაზე. პროექტის თანახმად, მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირადი შემადგენლობა აერთიანებს იმ მოსამსახურეებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უშუალოდ სახანძრო-სამაშველო, სამაშველო, საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მასზე რეაგირების ფუნქციების განხორციელებაზე, ასევე აერთიანებს იმ პირებს, რომელთა მოვალეობაა აღნიშნული ღონისძიებების უშუალო მართვა და ორგანიზება. ზემოხსენებულ მოსამსახურეებს, გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა და სახელშეკრულებო დანაყოფის მოსამსახურეებისა, ენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდება. სამოქალაქო შემადგენლობა პასუხისმგებელია მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირადი შემადგენლობისთვის მხარდამჭერი ფუნქციების უზრუნველყოფაზე. აღნიშნულ მოსამსახურეებს არ ენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდება, გარდა იმ მოსამსახურეებისა, რომლებიც უკვე მსახურობენ სააგენტოში სპეციალური წოდებით. მრავალმხრივი ინტერპრეტაციების თავიდან აცილების მიზნით კანონპროექტი ითვალისწინებს ტერმინთა განმარტების განვრცობას, კერძოდ, ემატება მეხანძრე-მაშველისა და მაშველის დეფინიციათა განმარტება. ახალი რედაქციით დგინდება ის კრიტერიუმები, რომელსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მეხანძრე-მაშველის/მაშველის შტატით გათვალისწინებული თანამდებობის დასაკავებლად. ამასთან, კანონპროექტით განისაზღვრა სააგენტოში მეხანძრე-მაშელად/მაშველად მიღებისთვის დადგენილი შეზღუდვები. მეხანძრე-მაშველის/მაშველის დაცულობის უზრუნველყოფას ემსახურება თანამდებობიდან დროებით გადაყენებისა და მისი სამსახურიდან დათხოვნის წესების დეტალური მოწესრიგება. აგრეთვე, გათვალისწინებულია სააგენტოს მოსამსახურეების კადრების განკარგულებაში აყვანის საკითხიც. კერძოდ, კადრების განკარგულებაში აყვანა ხდება 4 თვის ვადით. ამასთან, 2 თვის განმავლობაში პირს მიეცემა ფულადი სარგო ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად. კადრების განკარგულებაში აყვანილ პირს, მისივე თანხმობით, შესაძლებელია დაეკისროს იგივე ან სხვა მოვალეობის შესრულება, რა დროსაც მას მიეცემა კადრების განკარგულებაში აყვანამდე დადგენილი ფულადი სარგო. საკანონმდებლო რეგულაცია ასევე ითვალისწინებს მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა დისციპლინური გადაცდომებისა და წახალისების მომწესრიგებელ ნორმებს. წახალისების ფორმებს ემატება მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა საპატიო სიაში შეყვანა. შესაბამისად, დისციპლინური გადაცდომებისთვის დაწესდა ახალი სახდელი, რომელიც გულისხმობს მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა სიიდან პირის ამოღებას. კანონპროექტის მიხედვით, განისაზღვრება მეხანძრეთა პროფესიული დღე, რომელიც ახალი რედაქციით აღინიშნება ყოველი წლის 12 ივნისს, ნაცვლად 12 მაისისა. აღსანიშნავია, რომ მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა საქმიანობა თავისი არსით წარმოადგენს მომეტებული რისკის შემცველ პროფესიას, შესაბამისად, აუცილებელია სახელმწიფომ უზრუნველყოს მათი საქმიანობისთვის საჭირო უსაფრთხო პირობები, ასევე ისეთი სოციალური დაცვის გარანტიები, რომელიც ადეკვატურად პასუხობს მათ მიერ გაწეულ სამსახურს. სახელმწიფოს მიერ საგანგებო სიტუაციების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფისთვის, აუცილებელია სახანძრო და სამაშველო ღონისძიებების უშუალო მონაწილე პირებისათვის შეთავაზებული იყოს ისეთი გარანტიები, რაც მათი მოტივაციის ამაღლებასა და დაკისრებული სამუშაოს სრულფასოვნად შესრულებას შეუწყობს ხელს. კანონპროექტით წარმოდგენილი სოციალური დაცვა ითვალისწინებს სოციალური გარანტიებისა და შეღავათების ფართო სპექტრს, კერძოდ, გათვალისწინებულია:  სააგენტოს მოსამსახურეთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა იქნება დაზღვეული, ამასთან, სათანადო საბიუჯეტო დაფინანსების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ასევე მათი ოჯახის წევრების დაზღვევა;  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის მეხანძრემაშველისთვის/მაშველისთვის სრულად ანაზღაურება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით;  ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა;  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სააგენტოს ბალანსზე რიცხული, უძრავი ქონების საცხოვრებლად სარგებლობაში გადაცემა;  სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე სააგენტოს მოსამსახურეებისათვის ფულად სარგოზე ყოველთვიური პროცენტული დანამატის განსაზღვრა წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების შესაბამისად;  ერთჯერადი ფულადი ან/და მატერიალური დახმარების, სხვა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების მიცემა. კანონპროექტის მნიშვნელოვან ნოვაციას წარმოადგენს ისეთი სოციალური გარანტიის დაწესება, როგორიცაა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ ხანძრის ჩაქრობის ან/და სამაშველო/საავარიო-სამაშველო ღონისძიებების განხორციელებისას, მეხანძრე-მაშველისა და მაშველის დაღუპვის ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში ერთჯერადად 100 000 ლარის ოდენობის კომპენსაციისა და დაკრძალვის ხარჯის 500 ლარის გარანტირებულად გადაცემა. გარდა ამისა, პროექტის შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდა ზემოთხსენებული შემთხვევებისა, სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სააგენტოსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სააგენტოს დასაქმებული მეხანძრემაშველის/მაშველის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის დაფინანსების წყაროა შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს რაიმე სახის გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიხედვით ერთ-ერთ წახალისების ფორმად განისაზღვრა ფულადი პრემიის მიცემა. საპრემიო სისტემა ამჟამადაც მოქმედებს სააგენტოში, რაც ეფუძნება „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N449 დადგენილებას და ხდება აღნიშნული ნორმის კანონში ასახვა. კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია სააგენტოს მოსამსახურეთა სავალდებულო დაზღვევა, რომელსაც უზრუნველყოფს სააგენტო, ხოლო სათანადო საბიუჯეტო ასიგნებების არსებობის შემთხვევაში მათი ოჯახის წევრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის შესაძლებლობაც. აღნიშნული ნორმა დღეის მდგომარეობით განსაზღვრულია შინაგან საქმეთა მინისტრის N998 ბრძანებაში, რომელიც ითვალისწინებს, როგორც სააგენტოს მოსამსახურეთა, ასევე მათი ოჯახის წევრების სიცოცხლის და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევას. ამ ეტაპზე, დღეის მდგომარეობით დაზღვეულია სააგენტოს 4024 მოსამსახურე, ხოლო დაზღვევის თანხის წლიური ოდენობა შეადგენს - 229429,35 ლარს. რაც შეეხება ოჯახის წევრების დაზღვევას, ამ ეტაპისათვის ოჯახის წევრების დაზღვევის პრაქტიკა არ გამოიყენება და ამ მიმართულებით ბენეფიციართა რიცხოვნობის და დაფინანსების ოდენობის შეფასება არ განხორციელებულა. შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებული ოჯახის წევრების დაზღვევის შესაძლებლობის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია დადგეს დამატებითი ასიგნებების გამოყოფის საჭიროება. კანონპროექტის მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანი მეხანძრე-მაშველს/მაშველს სრულად აუნაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2015 წლის განმავლობაში ხანძრის ჩაქრობისა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარებისას დაზიანდა 21 პირი, ხოლო 2016 წლის მაისის მდგომარეობით - 17 პირი. აღნიშნულ პირებზე ამ ცვლილებით გათალისწინებული თანხები არ გაცემულა. კანონპროექტის მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მეხანძრემაშველის/მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას - 7 000 ლარი; ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას - 4 000 ლარი; გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას - 2 000 ლარი. აღნიშნული საკითხი დღესაც დარეგულირებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდაუწყებრივი სამართლებრივი აქტებით, მათ შორის შს მინისტრის N998 ბრძანებით მე-12 მუხლის შესაბამისად. გაცემულმა სახსრებმა 2015-2016 წლის განმავლობაში ჯამურად შეადგინა სულ - 2 მოსამსახურეზე 8000 ლარი. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სააგენტოს მომსახურეთათვის სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში კომპენსაციას 1 წლის განმავლობაში ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით. აღნიშნული ვალდებულება განსაზღვრულია შს მინისტრის N998 ბრძანებით და ხდება მისი კანონპროექტში ასახვა. ამასთან, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მოსამსახურეთათვის ერთჯერადი დახმარების გაცემას სათანადო საჭიროების შემთხვევაში. კანონპროექტით განსაზღვრულია სააგენტოს მეხანძრე-მაშველებისთვის/მაშველებისთვის წოდებით ნამსახური წლების მიხედვით დანამატის დაწესება. აღნიშნული ვალდებულება უკვე განსაზღვრულია შინაგან საქმეთა მინისტრის N211 ბრძანებით. ამ მიმართულებით გამოსაყოფი თანხა, 3394 პირისათვის 2016 წლის ოთხი თვის განმავლობაში (სექტემბერდეკემბერი) შეადგენს ჯამში 456 682,59 ლარს, ხოლო 2017 წლისათვის ჯამური წლიური ოდენობა 3694 პირისათვის შეადგენს 4,303,854 ლარს. აღნიშნული თანხები დღეის მდგომარეობით გათვალისწინებულია შსს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ბიუჯეტის ასიგნებებში. შესაბამისად, 2016 წელს დამატებითი ასიგნებების გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ განხორციელდება. კანონპროექტით ასევე განსაზღვრულია ახალი ვალდებულება სახელმწიფოსათვის, რომელიც ეხება ხანძრის ჩაქრობის ან/და სამაშველო/საავარიო-სამაშველო ღონისძიებების განხორციელებისას, მეხანძრე-მაშველისა და მაშველის დაღუპვის ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში ერთჯერადად 100 000 ლარის ოდენობის კომპენსაციის გადაცემას. გარდა ამისა, პროექტის შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სხვა შემთხვევებში, გამოიყენება შს მინისტრის N998 ბრძანებით უკვე განსაზღვრულია ნორმა, რომლის საფუძველზეც სააგენტოში დასაქმებული მეხანძრე-მაშველის/მაშველის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სააგენტოსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სააგენტოში დასაქმებული მეხანძრე-მაშველის/მაშველის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება ვალდებულების აღებას. არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება გამოიწვევს დადებით ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედებაა. კერძოდ, ისინი ისარგებლებენ საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული შესაბამისი სოციალური დაცვის გარანტიებით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან მიმართება კანონპროექტი არ ხელშეკრულებებს. ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ მუხლი 5. ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებული ტერმინების განმარტება 1. სამოქალაქო უსაფრთხოება – დაცვითი და უსაფრთხოების ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც მოიცავს: ა) საგანგებო სიტუაციის პრევენციას და საგანგებო სიტუაციის შედეგების მიტიგაციას; ბ) სახანძრო უსაფრთხოებას, მათ შორის, ხანძრის პროფი-ლაქ--ტიკის ორგანიზებას, მის ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას; გ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მზადყოფნას მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი ან მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციისათვის, მასზე რეაგირებასა და მოსახლეობის დაცვას; დ) სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტის უსაფრთხო და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყო-ფას. 2. საგანგებო სიტუაცია − ცალკეულ ტერიტორიებზე ან ორგანიზაციებში ისეთი კრიზისული ვითარება, რომელიც ხასიათდება მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების ნორმალური პირობების დარღვევით, გამოწვეულია კატასტროფით, მასშტაბური სამრეწველო ავარიით, ხანძრით, სტიქიური უბედურებით, ეპიდემიით, ეპიზოოტიით, ეპიფიტოტიით ან საბრძოლო საშუალებების გამოყენებით და რომელიც საფრთხეს უქმნის ან/და შეიძლება საფრთხე შეუქმნას მოსახლეობის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, იწვევს ან შეიძლება გამოიწვიოს მსხვერპლი, ადამიანთა დაშავება ან/და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. 3. მასშტაბური სამრეწველო ავარია – აფეთქება, ხანძარი ან საშიში ნივთიერების (ნივთიერებების) მასშტაბური გაჟონვა, რომელიც გამოწვეულია პოტენციურად საშიშ ობიექტზე ტექნოლოგიური (საწარმოო) პროცესების უკონტროლო განვითარებით და რომელიც უეცარ, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და გარემოს როგორც პოტენციურად საშიში ობიექტის შიგნით, ისე მის გარეთ. 4. ინციდენტი – ბუნებრივი, ტექნოგენური, ეკოლოგიური ან სოციალური მოვლენა, რომელიც საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, სოციალურ მდგომარეობას, ქონებას ან/და გარემოს. 5. საგანგებო სიტუაციის ზონა – განსაზღვრული ტერიტორია ან აკვატორია, სადაც წარმოიქმნა საგანგებო სიტუაცია. 6. საგანგებო სიტუაციის რისკი – საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შესაძლებლობა, რომელიც განისაზღვრება საფრთხის წინაშე მდგარი ადამიანის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და ქონებაზე, აგრეთვე გარემოზე უარყოფითი ზემოქმედებითა და შედეგებით. 7. საგანგებო სიტუაციის რისკის შეფასება – პოტენციური საფრთხის ანალიზისა და არსებული მოწყვლადობის შეფასებით მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის ხასიათისა და მასშტაბის, საფრთხის წინაშე მდგარი ადამიანის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და ქონებაზე, აგრეთვე გარემოზე უარყოფითი ზემოქმედებისა და შედეგების მაჩვენებლების განსაზღვრის პროცესი. 8. სპეციალურად უფლებამოსილი ორგანო − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო (შემდგომ − სააგენტო), რომელიც უზრუნველ-ყოფს საგანგებო სიტუაციის პრევენციის, ერთიანი სისტემის მზადყოფნის, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებას და სამოქალაქო უსაფრთხოების ამოცანების გადასაწყვეტად სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის განხორციელებას. 9. ერთიანი სისტემის მზადყოფნა – საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის საფრთხის ან/და წარმოქმნის შემთხვევაში ერთიანი სისტემის სუბიექტებისა და მოსახლეობის სწრაფი და სათანადო რეაგირების შესაძლებლობა, რომელიც მიიღწევა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ერთიანი სისტემის სუბიექტებისა და მოსახლეობის მომზადების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფითა და კომპლექსური კონტროლით. 10. სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმა (შემდგომ − ეროვნული გეგმა) − ერთიანი სისტემის ძირითადი სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში აწესრიგებს ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობას და ეფუძნება საგანგებო მართვის გეგმებს და საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმებს. 11. საგანგებო მართვის გეგმა – წინასწარი დაგეგმვის დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციების ძირითადი ფაზების (საგანგებო სიტუაციის პრევენცია, საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნა, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ჩატარება) დროს ერთიანი სისტემის სუბიექტების უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფას, მატერიალური რესურსებისა და ადამიანური რესურსების შექმნასა და მართვას. 12. საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმა (შემდგომ − რისკის მართვის გეგმა) – ერთიანი სისტემის სუბიექტების მიერ შემუშავებული წინასწარი დაგეგმვის დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია საგანგებო სიტუაციის რისკის გამოვლენის, შეფასებისა და შემცირების მიზნები, სპეციფიკური ამოცანები, ამ ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო მართვის ღონისძიებები და ის აუცილებელი მოქმედებები, რომლებიც მიმართულია პოტენციური ზიანისა და დანაკარგის მინიმუმამდე შემცირებისაკენ, აგრეთვე ახალი რისკის წარმოქმნის თავიდან აცილებისაკენ. 13. საგანგებო სიტუაციების შედეგების მიტიგაცია (შემდგომ − მიტიგაცია) – საფრთხეების ან მათთან დაკავშირებული საგანგებო სიტუაციების, აგრეთვე საომარი მოქმედებების უარყოფითი ზემოქმედების შემცირება, შერბილება ან შეზღუდვა. 14. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება და მათი შედეგების ლიკვიდაცია (შემდგომ − საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება) – საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მიერ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის, მისი ჯანმრთელობის შენარჩუნების, მატერიალური ზიანისა და გარემოს დაზიანების შემცირების, აგრეთვე საგანგებო სიტუაციის ზონის ლოკალიზების მიზნით ამ ზონაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობა, ვითარების შესწავლა-შეფასება, საავარიო-სამაშველო სამუშაოებისა და სხვა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება. 15. საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოები (შემდგომ − აღდგენითი სამუშაოები) − პირველი რიგის, გადაუდებელი ღონისძიებების კომპლექსი, რომელსაც საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალები ახორციელებენ საგანგებო სიტუაციის ზონაში სასიცოცხლო პროცესებისა და სოციალური ყოფის აღდგენის, გადარჩენილი მოსახლეობის, თავად ამ ძალების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის და მათი საქმიანობის ყოველმხრივ უზრუნველყოფის მიზნით. 16. საავარიო-სამაშველო სამუშაოები − მოქმედებები, რომლებიც მიმართულია ადამიანის სიცოცხლისა და ქონების გადარჩენისაკენ, აგრეთვე ავარიის, კატასტროფისა და საგანგებო სიტუაციისათვის დამახასიათებელი საშიში ფაქტორების შედეგების მინიმუმამდე შემცირებისაკენ. 17. ადამიანთა ძებნის სამუშაოები – მოქმედებები, რომელთა მიზანია ინციდენტის ან საგანგებო სიტუაციის შედეგად დაშავებული და დაკარგული ადამიანების მოძებნა. 18. სამაშველო სამუშაოები – მოქმედებები, რომლებიც ხორციელდება ინციდენტის ან საგანგებო სიტუაციის დროს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების გადასარჩენად. 19. სხვა გადაუდებელი სამუშაოები − სასწრაფო-სამედიცინო და სხვა გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების განხორციელება, ტერიტორიის სანიტარიული გაწმენდა და დეკონტამინაცია, საგანგებო სიტუაციის ზონაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. 20. ორგანიზაცია – საგანმანათლებლო, სააღმზრდელო ან სამედიცინო დაწე-სებუ-ლება, სამრეწველო საწარმო, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტი, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე სხვა ორგანიზაცია, რომლის მიზანია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საგანგებო სიტუაციის პრევენცია, მასზე რეაგირება და აღდგენითი სამუშაოების ჩატარება. 21. ობიექტი − ფიზიკური ან იურიდიული პირის ქონება, სახელმწიფო ან მუნიციპალური ქონება (მათ შორის, ტერიტორია, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო საშუალება, ტექნოლოგიური დანადგარი, აგრეგატი, მოწყობილობა, ნაკეთობა, სხვა ქონება), რომლისთვისაც დადგენილია ან უნდა დადგინდეს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნები. 22. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალები (შემდგომ − რეაგირების ძალები) – საგანგებო სიტუაციისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით შექმნილი სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბ-ლიკების, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ორგანიზაციების ძალები (მათ შორის, მათი მართვის ორგანოები), აგრეთვე სამოქალაქო უსაფრთხოების რეზერვისტები. 23. სამაშველო დანაყოფი – რეაგირების ძალების ერთეული, რომელიც დადგენილი წესით შექმნილია შესაბამის ტერიტორიაზე ან ორგანიზაციაში ადამიანთა ძებნის სამუშაოების და სხვა სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად. 24. სახანძრო-სამაშველო დანაყოფი − სააგენტოს დანაყოფი, რომელიც შექმნილია ხანძრის პროფილაქტიკის, ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების, საგანგებო სიტუაციის პრევენციის და მასზე რეაგირების მიზნით, აგრეთვე მუნიციპალური, საუწყებო, კერძო ან ნებაყოფლობითი სახანძრო ან/და სამაშველო დაცვის დანაყოფი, რომელიც დადგენილი წესით შექმნილია ხანძრის პროფილაქტიკისათვის, ჩაქრობისათვის და საავარიოსამაშველო სამუშაოების ჩატარებისათვის. 25. სამოქალაქო უსაფრთხოების რეზერვისტები − საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მობილიზებული რეზერვისტები. 26. საგანგებო სიტუაციების შესახებ მოსახლეობისთვის შეტყობინება − საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მართვის ორგანოების მიერ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ორგანიზაციებისა და მოსახლეობისათვის საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის საფრთხის ან/და წარმოქმნის შესახებ შეტყობინების სიგნალების გადაცემა და გადაუდებელი ინფორმაციის მიწოდება. 27. თავშესაფარი – შენობა ან ნაგებობა, რომელიც საგანგებო სიტუაციის ან საომარი მოქმედებების დროს, გარკვეულ პერიოდში შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოსახლეობის სხვადასხვა დამაზიანებელი ფაქტორებისაგან დასაცავად. თავშესაფარი შეიძლება იყოს ორმაგი დანიშნულების, სამოქალაქო ან სამრეწველო შენობა ან/და სპეციალური ჰერმეტული დამცავი ნაგებობა, რომელიც დაპროექტებულია დამაზიანებელი ფაქტორების გათვალისწინებით. 28. მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერა – საერთაშორისო დახმარების მიღებისა და გამოყენების დროს შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად მასპინძელი ქვეყნის მიერ პროცედურების განხორციელება. 29. საავარიო-სამაშველო საშუალებები − საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისთვის განკუთვნილი ტექნიკური, სამეცნიერო-ტექნიკური ან ინტელექტუალური პროდუქტი, მათ შორის, სპეციალური მართვისა და კავშირის საშუალებები, ტექნიკა, აღჭურვილობა, მოწყობილობა და სხვადასხვა ფასეულობა, მეთოდური მასალები და ვიდეო-, კინო-, ფოტომასალები საავარიო-სამაშველო სამუშაოების ტექნოლოგიების შესახებ, კომპიუტერული პროგრამები და მონაცემთა ბაზები. 30. მატერიალური რესურსები – საავარიო-სამაშველო საშუალებები, მოძრავი და უძრავი ქონება, სამშენებლო მასალა, აღჭურვილობა და სხვა რესურსები, რომლებიც გამოიყენება საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და ერთიანი სისტემის მზადყოფნისათვის, აგრეთვე საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის. 31. სავალდებულო ოპერაციების შესრულება – საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების დროს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ რეაგირების ძალების მხარდასაჭერი სამუშაოების სავალდებულო შესრულება ან საკუთარ მფლობელობაში არსებული მატერიალური რესურსების რეაგირების ძალებისათვის გადაცემა, აგრეთვე უკიდურესი აუცილებლობის ან/და გონივრული რისკის ფარგლებში განხორციელებული პირადი უფლებების შემზღუდველი ქმედებები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ექვემდებარება ფინანსურ და მატერიალურ კომპენსაციას აღდგენითი სამუშაოების ჩატარებისას ან შემდგომ. 32. საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნები − საგანგებო სიტუაციების პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით საქართველოს კანონმდებ-ლობით დადგენილი, სოციალური ან/და ტექნიკური ხასიათის სპეცია-ლური პირობები. 33. სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტი − წყალმომარაგების, კანალიზაციის, გამდინარე წყლების გამწმენდი, თბომომარაგების ან ენერგეტიკული ობიექტი, ჰიდროტექნიკური ნაგებობა, სხვა ობიექტი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესებისათვის. 34. აფეთქებახანძარსაშიში შენობა-ნაგებობები და სათავსები (შემდგომ − აფეთქებახანძარსაშიში ობიექტი) − სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული, მომეტებული აფეთქებახანძარსაშიში და აფეთქება-ხანძარსაშიში კატეგორიების საწარმოო და სასაწყობო შენობა-ნაგებობები და სათავსები, მიუხედავად მათი ფუნქციური დანიშნულებისა, რომელთა საწარმოო ტექნოლოგიური პროცესი ხასიათდება აფეთქებისა და ხანძრის განვითარების ან ხანძრის გაჩენის და შემდგომი აფეთქების შესაძლებლობით. 35. ხანძარსაშიში შენობა-ნაგებობები და სათავსები (შემდგომ − ხანძარსაშიში ობიექტი) – სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული, ხანძარსაშიში კატეგორიის საწარმოო და სასაწყობო შენობა-ნაგებობები და სათავსები, მიუხედავად მათი ფუნქციური დანიშნულებისა, რომელთა საწარმოო ტექნოლოგიური პროცესი ხასიათდება ხანძრის გაჩენისა და განვითარების, აგრეთვე ადამიანსა და მატერიალურ ფასეულობებზე ხანძრის საშიში ფაქტორების ზემოქმედების შესაძლებლობით. 36. პოტენციურად საშიში ობიექტი − სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტი, რომლის საწარმოო ტექნოლოგიური პროცესი მოიცავს რადიოაქტიური, ხანძარსაშიში, აფეთქებახანძარსაშიში, საშიში ქიმიური და ბიოლო-გიური ნივთიერებების გამოყენებას, დამზადებას, გადამუშავებას, შენახვას ან ტრანსპორტირებას, რომელშიც ავარიამ ან საწარმოო ტექნოლოგიური პროცესის არასწორმა წარმართვამ შეიძლება გამოიწვიოს საგანგებო სიტუაცია (მათ შორის, ხანძრის, ნგრევის, აფეთქების, ემისიის ან ინტოქსიკაციის საფრთხე) და რომელიც მომეტებულ რისკს შეიცავს ადამიანის სიცოცხლისათვის, ჯანმრთელობის, ქონებისა და გარემოსათვის. 37. სახანძრო უსაფრთხოება − ფიზიკური პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების, აგრეთვე სახელმწიფო, მუნიციპალიტეტისა და იურიდიული პირების ქონების ხანძრისაგან დაცვა. 38. სახანძრო დაცვა − დადგენილი წესით შექმნილი სახანძრო უსაფრთხოების სუბიექტების ერთობლიობა, რომლის დანიშნულებაა ხანძრის პროფი-ლაქ--ტიკის ორგანიზება, მისი ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება. 39. ხანძრის პროფილაქტიკა − ხანძრის გაჩენის შესაძლებლობის თავიდან აცილებისა და მისი შედეგების შემცირებისაკენ მიმართული პრევენციული ზომების ერთობლიობა. 40. სახანძრო უსაფრთხოების ზომები − სახანძრო უსაფრთხო-ების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვ-ნების შესასრუ-ლებლად) განხორციელებული მოქმედებები. 41. ხანძარი − უკონტროლო წვის პროცესი, რომელიც იწვევს მატერიალურ ზიანს, საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ზიანს აყენებს საზოგადოებრივ და სახელმწიფო ინტერესებს. 42. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები − სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, სოციალური ან/და ტექნიკური ხასიათის სპეცია-ლური პირობები. 43. ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმი − სახანძრო უსაფრთხოების ცალკეული მოთხოვნები, რომლებიც სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ადგენს ადამიანის ქცევის, წარმოების ორგანიზების ან/და ორგანიზაციის, ობიექტის ტერიტო-რიის, შენობის, ნაგებობისა და სათავსის მოვლა-პატრონობის წესებს. 44. სახანძრო-ტექნიკური პროდუქტი − სახანძრო უსაფრთხო-ების უზრუნველ-ყოფისთვის განკუთვნილი სპეციალური ტექნიკური, სამეცნიერო-ტექნიკური ან ინტელექტუალური პროდუქტი, მათ შორის, სახან-ძრო ტექნიკა, აღჭურვილობა, მოწყობილობა, ცეცხლსაქრობი და ცეცხლდამ-ცავი ნივთი--ერებები, სპეციალური მართვისა და კავშირის საშუალებები, კომპიუტე-რული პროგრამები და მონაცემთა ბაზები, აგრეთვე ხანძრის თავიდან აცილებისა და ჩაქრობის სხვა საშუალებები. 45. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში შესაბამისობის დადგენა (შემდგომ − შესაბამისობის დადგენა) − სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან ობიექტის ან/და სამშენებლო დოკუმენტის შესაბამისობის დადასტურება. 46. ხანძრის ლოკალიზაცია − მოქმედებები, რომლებიც მიმართუ-ლია არსებული ძალებითა და საშუალებებით წვის შემდგომი გავრცელების შესაძლებლობის თავიდან აცილებისაკენ და მისი ლიკვიდაციისათვის პირობების შექმნისაკენ. 47. საუწყებო სახანძრო ზედამხედველობა − საუწყებო სახანძრო დაცვის საქმიანობა, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესაბამის ობიექტებში სახანძრო უსაფრთხო-ების მოთხოვნების შესრულების შემოწმებისაკენ და, შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო ზომების მიღებისაკენ. 48. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა − სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შეუსრულებლობა ან არასათა-ნადოდ შესრულება. 49. მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტი − მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციის რისკის ხარისხის, მოსალოდნელი შედეგების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ საგანგებო სიტუაციის პრევენციისათვის განხორციელებული საქმიანობის შეფასებისა და მის მიერ რისკის შემცირების და მიტიგაციის მიზნით ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების დასაგეგმავად წინასწარ შემუშავებული დოკუმენტი. 50. პოტენცი-ურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების პასპორტი − პოტენცი-ურად საშიში ობიექტის მომსახურე პერსონალისათვის და მისი მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობისათვის საგანგებო სიტუაციის რისკის ხარისხის, საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შესაძლებლობის, საგანგებო სიტუაციის შედეგების განსაზღვრის, მეზობელ ობიექტზე საგანგებო სიტუაციის შედეგების ზემოქმედების, საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირებისთვის მზადყოფნის შეფასების, აგრეთვე პოტენცი-ურად საშიშ ობიექტზე საგანგებო სიტუაციის რისკის შემცირებისა და მიტიგაციის მიზნით ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების დასაგეგმავად წინასწარ შემუშავებული დოკუმენტი. მუხლი 18. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის პირადი შემადგენლობის პროფესიული კადრების მომზადება პირი, რომელსაც უშუალოდ ევალება ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება, ვალდებულია სამსახურში მიღებამდე ან სამსახურში მიღების შემდეგ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში დადგენილი წესით გაიაროს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათ-ლებლო პროგრამა, სპეციალური გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსი/პროგრამა. მუხლი 44. სახელმწიფო სახანძრო დაცვისა და მუნიციპალური სახანძრო დაცვის პირადი შემადგენლობები 1. საქართველოს მოქალაქე სააგენტოში სამუშაოდ მიიღება და მსახურობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის მოთხოვნების შესაბამისად. 2. სააგენტოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მოსამსახურე ატარებს შესაბამისი წესით დადგენილი ფორმის ტანსაცმელს. მას ეძლევა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და სპეციალური ჟეტონი, რომელთა ნიმუშებს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 3. სააგენტოს და მუნიციპა-ლური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების იმ პირადი შემადგენლობების სამუშაო დროის ხანგრძლივობას, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ხანძრის ჩაქრობის მოქმედებებს და ატარებენ საავარიო-სამაშველო სამუშაოებს, განსაზღვრავენ, შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობის თანახმად. 4. მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურის გავლის წესს, მის საშტატო რიცხოვნობას და სტრუქტურას ადგენენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართვე-ლობის ორგანოები სააგენტოსთან შეთანხმებით. სამსახურებ-რივი მოვალე-ობის შესრულებისას აღნიშნული პირადი შემადგენლობა ატარებს დადგენილი ფორმის ტანსაცმელს, რომელიც ეძლევა უფასოდ, ნორმის ფარგლებში. თავი X სააგენტოს მოსამსახურეთა და მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის სოციალური დაცვის გარანტიები, მათი დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა მუხლი 53. სააგენტოს მოსამსახურეთა და მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძროსამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის სოციალური დაცვის გარანტიები 1. სააგენტოს მოსამსახურეებზე და მათი ოჯახის წევრებზე ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სოციალური დაცვის გარანტიები. 2. საქართველოს მთავრობას და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უფლება აქვთ, დაადგინონ სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის სოციალური დაცვის ამ კანონით გაუთვალისწინებელი სხვა გარანტიებიც. 3. მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის საპენსიო უზრუნველყოფა დაკავებული თანამდებობის შესაბამისად რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 54. სააგენტოს მოსამსახურეთა და მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძროსამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა 1. სააგენტოს მოსამსახურეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა. იგი ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 2. მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა. იგი ხორციელდება მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების შენახვისათვის ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სახსრებით. მუხლი 55. სააგენტოს და მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა 1. სააგენტოს დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან და გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებით და კანონით ნებადართული სხვა სახსრებით. 2. მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ბიუჯეტებიდან. მუხლი 56. გარდამავალი დებულებანი 1. 2015 წლის 10 იანვარს ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურები/დანაყოფები (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა). (გავრცელდეს 2014 წლის 3 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე) 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, სახელმწიფო რწმუნებულებმა − გუბერნატორებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უზრუნველყონ მათ დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურების/დანაყოფების (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სალიკვიდაციო კომისიების შექმნა საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მონაწილეობით და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. 3. 2015 წლის 10 იანვრამდე: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოცემა და აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, სახელმწიფო რწმუნებულებმა − გუბერნატორებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა მათ დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურების/დანაყოფების (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) ლიკვიდაციის შედეგად ან ლიკვიდაციის პროცესში აღრიცხული უძრავი და მოძრავი ქონება (მათ შორის, შენობანაგებობები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სხვა) და სამსახურებრივი დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცენ სააგენტოს; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, სახელმწიფო რწმუნებულებმა − გუბერნატორებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უზრუნველყონ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თარიღისთვის მათ დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურების/დანაყოფების (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) ლიკვიდაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება. 4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებულმა საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებმა/დანაყოფებმა (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებები განახორციელონ და დაკისრებული მოვალეობები შეასრულონ 2015 წლის 10 იანვრამდე. 2015 წლის 30 იანვრამდე სალიკვიდაციო კომისიები ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების დასრულების შემდეგ უზრუნველყოფენ დარჩენილი ქონების (ასეთის გამოვლენის შემთხვევაში) სააგენტოსთვის გადაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებას, სალიკვიდაციო აქტის შედგენას და მისი ერთი ეგზემპლარის სააგენტოსთვის წარდგენას, რის შემდეგაც სალიკვიდაციო კომისიების საქმიანობა წყდება. (გავრცელდეს 2014 წლის 3 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე) 5. ავტონომიური რესპუბლიკების, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა უზრუნველყონ სათანადო სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანა და ახალი სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა ამ კანონთან შესაბამისობის მიზნით. 6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურების/დანაყოფების (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) ლიკვიდაციის დასრულების შემდეგ ამ სამსახურების/დანაყოფების უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს სააგენტო, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა. (გავრცელდეს 2014 წლის 3 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე) 7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურების/დანაყოფების (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) იმ ფინანსური ვალდებულებების (შრომის ანაზღაურება, სხვა საქონელი და მომსახურება და სხვა) უფლებამონაცვლეებად, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოიშვა, ჩაითვალონ, შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, სახელმწიფო რწმუნებულები − გუბერნატორები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. 8. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყონ სათანადო ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 9. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 31 დეკემბრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები: ა) „საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“; ბ) „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“; გ) „კერძო სახანძრო დაცვის დანაყოფის მიერ ხანძრის ჩაქრობის საქმიანობის წესისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“; დ) „საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის შესახებ“; ე) „მოსახლეობის ევაკუაციის ორგანიზების წესების, პირობების და თავშესაფრის მოწყობის განმსაზღვრელი მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“; ვ) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოსახლეობის მომზადებისა და სწავლების ორგანიზების შესახებ“; ზ) „სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებულ ობიექტებზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“; თ) „პოტენციურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების პასპორტის ფორმის დამტკიცების შესახებ“; ი) „მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის ფორმის დამტკიცების შესახებ“; კ) „ბუნებრივ და ტექნოგენურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით მატერიალური რესურსების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“; ლ) „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“; მ) „საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“; ნ) „პოტენციურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების დეკლარაციის წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“; ო) „მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების შექმნის, მიზნების, ამოცანების და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“; პ) „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“; ჟ) „საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“; რ) „საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“. 10. საქართველოს დადგენილებები: მთავრობამ 2016 ა) „საგანგებო სიტუაციების მართვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“; წლის ერთიანი 31 დეკემბრამდე სისტემის მიიღოს სუბიექტების შემდეგი შემოწმების ბ) „საგანგებო სიტუაციებისა და საომარი მოქმედებების დროს სავალდებულო ოპერაციების შესრულების და მათი კომპენსაციის პროცედურების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“; გ) „საგანგებო სიტუაციების პრევენციული ღონისძიებების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“; დ) „საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაღვრის პრევენციისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის ორგანიზაციული ღონისძიებების შესახებ“; ე) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ღონისძიებების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“; ვ) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს ტერიტორიისა და ქალაქების ჯგუფებად დაყოფის და ორგანიზაციების კატეგორიებად დაყოფის შესახებ“; ზ) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საგანგებო სიტუაციების შესახებ მოსახლეობისთვის შეტყობინების სისტემების დებულების დამტკიცების თაობაზე“; თ) „პოტენციურად საშიში ობიექტების განთავსების ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების შესახებ შეტყობინების ლოკალური სისტემის მოწყობის თაობაზე“; ი) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის სახეების და საფასურის განსაზღვრის შესახებ“; კ) „სახელმწიფო სახანძრო დაცვის სახელშეკრულებო დანაყოფის მიერ სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“; ლ) „ტყეებში ხანძრით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სხვა ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესის დამტკიცების შესახებ“; მ) „განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, პოტენციურად საშიში, ეროვნული საგანძურის და კულტურული მემკვიდრეობის იმ ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, სადაც აუცილებელია სახანძრო დაცვის შექმნა“; ნ) „სამოქალაქო უსაფრთხოების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“; კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტების ო) „სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“. 11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2016 უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების გამოცემა: წლის 31 დეკემბრამდე ა) „პოტენციური საფრთხეების და საგანგებო სიტუაციების რისკების განხორციელების მეთოდოლოგიური რეკომენდაციების დამტკიცების შესახებ“; ანალიზის ბ) „საგანგებო ვითარების შეფასების ინსტრუქციების შემუშავებისა და დამტკიცების შესახებ“; გ) „საგანგებო სიტუაციების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, დამუშავებისა და გადაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“; დ) „სამაშველო სამუშაოების სახეობების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“; ე) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში შტატგარეშე ფორმირებების შექმნის წესის შესახებ“; ვ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძროსამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ“; ზ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძროსამაშველო დანაყოფებში გაზკვამლდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“; თ) „წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის და მისი უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“; ი) „სამოქალაქო უსაფრთხოების ვარჯიშის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“; კ) „სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში სამსახურის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“; ლ) „სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მიერ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“; მ) „სახელმწიფო სახანძრო დაცვის სახელშეკრულებო ორგანიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“; დანაყოფების საქმიანობის ნ) „სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისთვის მიკუთვნებული ობიექტების, მეწარმე სუბიექტებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლებისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლების ორგანიზების მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“; ო) „ხანძრის, ავარიის, კატასტროფის, სტიქიური უბედურებისა და საგანგებო სიტუაციის დროს სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ძალებისა და საავარიო-სამაშველო საშუალებების საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმის წესის დამტკიცების შესახებ“; პ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძროსამაშველო დანაყოფებში შრომის დაცვის წესების დამტკიცების შესახებ“; ჟ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძროსამაშველო დანაყოფების საქმიანობის შემოწმებისა და შეფასების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“; რ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძროსამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის სახანძრო-სამწყობრო და სპეციალური სამაშველო ტაქტიკური მომზადების ნორმატივების დამტკიცების შესახებ“; ს) „ხანძრის ჩაქრობის გეგმებისა და ბარათების შედგენის მეთოდური რეკომენდაციების დამტკიცების შესახებ“; ტ) „ხანძრის და მისი შედეგების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“; უ) „სახანძრო და საავარიო-სამაშველო დამტკიცების შესახებ“; ტექნიკის ექსპლუატაციის ინსტრუქციის ფ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძროსამაშველო დანაყოფების მიერ ხანძრის შესწავლის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“; ქ) „საგანგებო სიტუაციის და მისი შედეგების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“. 12. სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებულ ობიექტზე ამ კანონით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების ზედამხედველობა განხორციელდეს „სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებულ ობიექტებზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად. 13. ამ კანონით განსაზღვრული სახანძრო უსაფრთხოების სფეროში შესაბამისობის დადგენა განხორციელდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. 14. ამ კანონის 23-ე და 24-ე მუხლების მოქმედება შეჩერდეს 2015 წლის 10 იანვრამდე. (გავრცელდეს 2014 წლის 3 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)