„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-06-20
ბიუროს ნომერი 418
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, №48, 2000 წელი, მუხ. 137)
შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის (საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო
პოლიციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი სსიპ - საგანგებო სიტუაციის მართვის სააგენტოს გარდა) მოსამსახურეთა
სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „ პოლიციის “.“.
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ საგანგებო სიტუაციის მართვის სააგენტოს მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება
სიტყვები „სამოქალაქო უსაფრთხოების“.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის
მიღება გამომდინარეობს „სამოქალაქო
უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტი მიზნად ისახავს ახალი სახელმწიფო სპეციალური წოდების შემოღებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
წარმოდგენილი კანონის მე-5 მუხლს ემატება 41 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს მეხანძრემაშველებსა და მაშველებისათვის ნაცვლად „პოლიციის“ სპეციალური წოდებისა,
„სამოქალაქო უსაფრთხოების“ სპეციალური წოდების მინიჭებას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროა შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს რაიმე სახის გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტით განსაზღვრულია პირებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების
მინიჭებისათვის დანამატის გამოყოფა. აღნიშნული ვალდებულება უკვე განსაზღვრულია
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. ამ მიმართულებით გამოსაყოფი თანხა, 3394
პირისათვის 2016 წლის ოთხი თვის განმავლობაში (სექტემბერ-დეკემბერი) შეადგენს ჯამში
456 682,59 ლარს, ხოლო 2017 წლისათვის ჯამური წლიური ოდენობა 3694 პირისათვის
შეადგენს
4,303,854
ლარს.
აღნიშნული
თანხები
დღეის
მდგომარეობით
გათვალისწინებულია შსს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ბიუჯეტის
ასიგნებებში. შესაბამისად, 2016 წელს დამატებითი ასიგნებების გამოყოფა სახელმწიფო
ბიუჯეტიდან არ განხორციელდება.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება
ვალდებულების აღებას.
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს დადებით ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, ის პირები, რომელთაც
მიენიჭებათ/აღუდგებათ სახელმწიფო სპეციალური წოდება ისარგებლებენ წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტით
გათვალისწინებული
შესაბამისი
სოციალური
დაცვის
გარანტიებით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტი
არ
ხელშეკრულებებს.
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში ასეთის
არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
განმარტებითი ბარათი
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც)
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“
მუხლი 5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური წოდებები
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში (საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო
პოლიციის გარდა ) წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები :
ა ) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი , უმცროსი სერჟანტი , სერჟანტი , უფროსი
სერჟანტი , ზემდეგი ;
ბ ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი , ლეიტენანტი , უფროსი
ლეიტენანტი , კაპიტანი ;
გ ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი , ვიცე - პოლკოვნიკი , პოლკოვნიკი ;
დ ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ - მაიორი , გენერალ - ლეიტენანტი , გენერალ
- პოლკოვნიკი .
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში –
საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები :
ა ) უმცროსი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კაპრალი / საზღვაო
კაპრალი , უმცროსი სერჟანტი / უმცროსი მიჩმანი , სერჟანტი / მიჩმანი , უფროსი სერჟანტი /
უფროსი მიჩმანი , მასტერ - სერჟანტი / მასტერ - მიჩმანი ;
ბ ) საშუალო სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი
ლეიტენანტი , ლეიტენანტი , უფროსი ლეიტენანტი , კაპიტანი / კაპიტან - ლეიტენანტი ;
გ ) უფროსი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი / მესამე
რანგის კაპიტანი , ვიცე - პოლკოვნიკი / მეორე რანგის კაპიტანი , პოლკოვნიკი / პირველი
რანგის კაპიტანი ;
დ ) უმაღლესი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ მაიორი / ვიცე-ადმირალი , გენერალ - ლეიტენანტი / ადმირალი .
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს სპეციალურ წოდებებს , უმაღლესი
სპეციალური წოდებების გარდა , ანიჭებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი .
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის (საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო
პოლიციის გარდა ) მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „ პოლიციის “.
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება
სიტყვები „ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის “.
6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
აკადემიის კურსდამთავრებულს ენიჭება საშუალო სპეციალური წოდება – ლეიტენანტი .