„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.06.2016
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/505/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-06-20
ბიუროს ნომერი 418

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი: „ო1) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 553 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაცვლილ მეხანძრემაშველის/მაშველის ოჯახის წევრებს.“. 2. მე-6 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების, აგრეთვე ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის და 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „თ“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“–„ო1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირებზე.“. 3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვარი კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“ ან „ო1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობისა, არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს.“. 4. 221 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“–„ო1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში.“. ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ოჯახიდან ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალების შემთხვევაში ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“–„ო1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოჯახის წევრები კომპენსაციას თითოეულ გარდაცვლილზე ცალ-ცალკე მიიღებენ.“. 5. დაემატოს შემდეგი შინაარსის 372-ე მუხლი: „მუხლი 372. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის მიერ კომპენსაციის მიღების სამართლებრივი რეგულირება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მეხანძრე-მაშველს/მაშველს, ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო, აგრეთვე ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში კომპენსაციის მიღების უფლება წარმოეშობა 2017 წლის 1 იანვრიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტი მიზნად ისახავს ახალი სოციალური დაცვის გარანტიების შემოღებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა და მაშველთათვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნოვაციას წარმოადგენს ის, რომ აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს ემატება „ო1“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისადაც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის/მაშველის ოჯახის წევრებს ყოველთვიურად დაუწესდებათ 1000 ლარიანი კომპენსაცია. გარდა ამისა, კანონს ემატება 372 მუხლი, რომლის მიხედვითაც სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მეხანძრე-მაშველს/მაშველს, ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო (20-ზე მეტი სპეციალური ან სამხედრო წოდებით ნამსახური წლებისთვის), აგრეთვე ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში კომპენსაციის მიღების უფლება წარმოეშობა 2017 წლის 1 იანვრიდან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს რაიმე სახის გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დასაქმებული „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 553 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, რომელიც ეხება ხანძრის ჩაქრობის ან/და სამაშველო/საავარიო-სამაშველო ღონისძიებების განხორციელებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაცვლილი მეხანძრემაშველის/მაშველის ოჯახის წევრებისათვის ყოველთვიური კომპენსაციის შემოღებას თვიური 1000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ვალდებულებას ექნება გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, თუმცა, იმის 3 გათვალისწინებით, რომ აღნიშნული კომპენსაცია ეხება მხოლოდ 55 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებს და არა ზოგადად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული/ მიღებული დაზიანებით გარდაცვლილი მეხანძრე/მაშველების ოჯახის წევრებს და თავად 553 მუხლის პირველი პუნქტი ამჟამად შემოდის, ამ ეტაპზე მოსალოდნელი ფინანსური გავლენის შეფასება არ განხორციელებულა. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება გამოიწვევს დადებით ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, ისინი ისარგებლებენ საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული შესაბამისი სოციალური დაცვის გარანტიებით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ მუხლი 5. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლები 1. ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება; ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება. 2. ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ: ა) საქართველოს პარლამენტის წევრებს; ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს; გ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს; დ) საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს; დ1 ) გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს ; ე) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს; ე 1) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირებს; ვ) პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ მუშაკებს; ზ) საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირთა ოჯახის წევრებს; თ) უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირებს; ი) საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელეებს; კ) მეცნიერებს; ლ) სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებს; მ) „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს; ნ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს; ო) საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 1 1 პუნქტით და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს, გარდა ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ აგრეთვე გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. მუხლი 6. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება 1. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების წარმოშობის საფუძველია ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. 2. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. 3. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების მქონე პირს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დასანიშნად მიმართვა შეუძლია აღნიშნული უფლების წარმოშობიდან ნებისმიერ დროს. 4. ორი ან მეტი საფუძვლით კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების წარმოშობის შემთხვევაში პირს კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ენიშნება მხოლოდ ერთი საფუძვლით, მისივე არჩევით. 5. თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა ამ კანონითა და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლება, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მიღების უფლება, მისივე არჩევით. 5 1. ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების, აგრეთვე ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის და 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „თ“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“–„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირებზე. 6. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები ვრცელდება მშვილებლებზე, თანაბრად მშობლებისა, და ნაშვილებ ბავშვებზე, თანაბრად შვილებისა. 7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისა და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე. მუხლი 7. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვარი კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“ ან „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობისა, არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს. მუხლი 221. ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაციის უფლება 1. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“–„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირებზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობა 2014 წელს შეადგენს 500 ლარს, ხოლო 2015 წლიდან − 1000 ლარს. 3. ამ კანონით გათვალისწინებული ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას გარდაცვლილის ოჯახის წევრებს (მშობლები, მეუღლე, შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო შვილები (ასაკის მიუხედავად)) შორის. 4. ოჯახიდან ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალების შემთხვევაში ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“–„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოჯახის წევრები კომპენსაციას თითოეულ გარდაცვლილზე ცალ-ცალკე მიიღებენ.