„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-06-20
ბიუროს ნომერი 418
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45,
21.11.1997, გვ. 55) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეები, აგრეთვე საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო
სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეები;“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის
მიღება გამომდინარეობს „სამოქალაქო
უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტი მიზნად ისახავს “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის
მოქმედების გავრცელებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეებზეც, თუკი
სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის მიხედვით ცვლილება შედის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში,
რომლის მიხედვითაც თუკი სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ
არ არის დადგენილი “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება
გავრცელდება ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეებზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს რაიმე სახის გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება
ვალდებულების აღებას.
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტი
არ
ხელშეკრულებებს.
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში ასეთის
არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც)
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურის შესახებ“
მუხლი 11. საჯარო მოსამსახურეები, რომლებზეც არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება
1. ამ კანონის მოქმედება, გარდა ამ მუხლის 1 1 და 1 2 პუნქტებით გათვალისწინებული
შემთხვევებისა, არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე,
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
წევრზე,
მუნიციპალიტეტის
გამგებელზე/მერზე,
სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილეზე, მუნიციპალიტეტის
გამგებლის/მერის
მოადგილეზე,
გამგეობის/მერიის
სტრუქტურული
ერთეულის
ხელმძღვანელსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელზე.
11. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრზე ვრცელდება ამ კანონის პირველი–მე-6, მე-9, მე10, 38-ე, 39-ე, 391, 411, 66-ე და 121-ე მუხლების მოქმედება. სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის პირზე, გარდა ამ პუნქტით გათვალისწინებული მუხლებისა, ვრცელდება ამ
კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება.
1 2. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილეზე, მუნიციპალიტეტის
გამგებლის/მერის
მოადგილეზე,
გამგეობის/მერიის
სტრუქტურული
ერთეულის
ხელმძღვანელსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელზე ვრცელდება
ამ კანონის პირველი–მე-6, მე-9, მე-10, 37-ე−39-ე, 39 1, მე-40, 41-ე, 41 1, 66-ე, 69-ე და 121-ე
მუხლების მოქმედება. მუნიციპალიტეტის გამგებელზე/მერზე ვრცელდება ამ პუნქტით
გათვალისწინებული მუხლების მოქმედება, გარდა ამ კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტისა.
2. ამ კანონის მოქმედება ამ პუნქტში ჩამოთვლილ მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ
შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ
საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ეს მოსამსახურეები არიან:
ა ) საქართველოს კონსტიტუციის , აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების
კონსტიტუციების საფუძველზე არჩეული , დანიშნული და დამტკიცებული თანამდებობის
პირები ;
ბ) მოსამართლეები;
გ) პროკურორები;
გ1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების
პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები;
დ ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ;
დ1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეები;
ე ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მოსამსახურეები ;
ვ) (ამოღებულია);
ზ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეები;
ზ1) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები;
ზ 2) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მოხელეები;
თ) სამხედრო მოსამსახურეები;
ი) დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლები;
კ ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის
სამსახურის თანამშრომლები ;
ლ ) (ამოღებულია);
მ) სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების
მქონე მოსამსახურეები;
ნ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეები;
ო ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების
თანამშრომლები / მოსამსახურეები .
3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით
გაუთვალისწინებელ მოხელეებზე, თუ ამ კატეგორიის მოსამსახურეთა სტატუსის შესახებ
საკანონმდებლო აქტებითა და ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. „ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების
თანამშრომელთა / მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესი “ მტკიცდება საქართველოს
თავდაცვის მინისტრის ბრძანებით . ამ წესით განისაზღვრება აღნიშნულ თანამშრომელთა /
მოსამსახურეთა სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხები , მათ შორის , თანამდებობაზე
დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების , სამსახურის გავლის , ატესტაციის ,
კვალიფიკაციის
ამაღლების
,
წახალისების
ფორმებისა
და
დისციპლინური
პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესები და საფუძვლები . ამ კანონის მოქმედება ამ
პუნქტით გათვალისწინებულ თანამშრომლებზე / მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ
შემთხვევებში , თუ სამხედრო მოსამსახურეებთან ურთიერთობების მარეგულირებელი
კანონმდებლობით და ამავე პუნქტში მითითებული წესით სხვაგვარად არ რეგულირდება
შესაბამისი სამსახურებრივი ურთიერთობები .