საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2015 წლის 1 სექტემბრიდან - 2016 წლის 1 სექტემბრამდე გაწეული მუშაობის ანგარიში.
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📜 ტექსტი
წერილი
N 9779
05/09/2016
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 52-ე მუხლის შესაბამისად
გიგზავნით
საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2015
წლის 1 სექტემბერიდან - 2016 წლის 1 სექტემბრამდე გაწეული მუშაობის
ანგარიშს.
დანართი: 21 ფურცელი.
პატივისცემით,
გიორგი კახიანი
თავმჯდომარე
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
ანგარიში
2016
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის მიერ 2015 წლის 1 სექტემბრიდან-2016 წლის 1
სექტემბრამდე გაწეული მუშაობის ანგარიში
I. კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობა ----------------------------------------- 3
II.
კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე საქმიანობა------------------------ 11
1.
კომიტეტის სამანდატო საქმიანობა ----------------------------------------
2.
ფრაქციის რეგისტრაციის საკითხის განხილვა ------------------------------ 12
3.
ფრაქციათა ზღვრული წარმომადგენლობის კვოტების დაცვის
მდგომარეობის შესწავლა ------------------------------------------------------ 12
4.
პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის საქართველოს
კონსტიტუციური კანონის პროექტის საკანონმდებლო წესით წარდგენის
თაობაზე შეგროვილი ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმება ---------13
5.
არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ინიციატივით მოქალაქეთა
საინიციატივო ჯგუფის მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი
განცხადებების შესწავლა------------------------------------------------------14
6.
არანაკლებ
30
000
ამომრჩევლის
ინიციატივით
მოქალაქეთა
საინიციატივო ჯგუფის მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი
განცხადებების შესწავლა ------------------------------------------------------15
7.
ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადებების შესწავლა------------ 16
8.
საკანონმდებლო წინადადებების განხილვა ---------------------------------17
9.
სხვადასხვა საკითხზე მუშაობა------------------------------------------------18
10.
პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების
კონტროლი-------------------------------------------------------------------- 21
11
2
საანგარიშო პერიოდში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში
მუშაობა მიმდინარეობდა კანონშემოქმედებითი, საკონტროლო და კომიტეტის
სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა საქმიანობის მიმართულებით. თითოეული
საკითხის განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა კომიტეტის
სხდომებზე. კომიტეტის დასკვნები, გადაწყვეტილებები და ინფორმაციები
ეგზავნებოდა პარლამენტის ბიუროს შემდგომი რეაგირებისათვის.
საანგარიშო პერიოდში მოწვეულ იქნა კომიტეტის 28 სხდომა და
გაფორმდა სათანადო ოქმები. კომიტეტმა იმუშავა სულ 86 კანონპროექტსა და
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 11 პროექტზე. მათ შორის როგორც
წამყვანმა 48 კანონპროექტზე და პარლამენტის რეგლამენტის 5 პროექტზე,
ხოლო დანარჩენ კანონპროექტებსა და პარლამენტის რეგლამენტის პროექტებზე
სავალდებულო დასკვნის წარდგენის მიზნით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კომიტეტმა მოამზადა და წარადგინა
საქართველოს პარლამენტის დადგენილებების და საქართველოს პარლამენტის
ბიუროს გადაწყვეტილებების პროექტები.
მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში
კომიტეტში სხვადასხვა
საკითხებზე სულ შემოვიდა 668, ხოლო გაიგზავნა 352 კორესპოდენცია.
კომიტეტს დღევანდელი მონაცემებით პასუხგაუცემელი წერილი არ აქვს.
I.
კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობა
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი ძირითადად მუშაობდა საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის დახვეწის მიმართულებით. ამ პერიოდში
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული თითოეული
ცვლილება კომიტეტის სხდომებზე გამოთქმული შენიშვნებითა და
წინადადებებით დაიხვეწა და მათზე მომზადდა კომიტეტის შესაბამისი
დასკვნები.
კომიტეტი როგორც წამყვანი მუშაობდა შემდეგ ინიციატივებზე:
1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ,,საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ”. ეს პროექტი
წარმოდგენილი იყო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
თავმჯდომარის
გიორგი კახიანის საკანონმდებლო ინიციატივით. მისი
შემუშავება განაპირობა ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტმა. სხვა ცვლილებებთან
ერთად აღნიშნულ კანონში შევიდა ცვლილება, კერძოდ, საქსტატის საბჭოს
წევრების საქართველოს პარლამენტში წარდგენისა და არჩევის წესში, რამაც
გამოიწვია
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2181-ე მუხლში
ცვლილების განხორციელების საჭიროება, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონთან შესაბამისობაში
მოსაყვანად. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა რეგლამენტის ეს პროექტი
განიხილა მესამე მოსმენით და წარადგინა შესაბამისი დასკვნა. საქართველოს
3
პარლამენტის
რეგლამენტის აღნიშნული პროექტი პარლამენტის მიერ
მიღებულია სამივე მოსმენით.
2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ,,საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ,” პარლამენტის
რეგლამენტის ეს პროექტი წარმოდგენილი იყო საქართველოს პარლამენტის
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის მიერ
მიღებულ იქნა კანონპროექტთა პაკეტი ,,პატიმრობის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით იყო
წარმოდგენილი. საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული ცვლილებები
იწვევდა
სათანადო
ცვლილებების
განხორციელების
აუცილებლობას
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამის მუხლებში. იმის გამო,
რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 143-ე მუხლის მე-4 პუნქტის
შესაბამისად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ინიცირების
უფლება საქართველოს მთავრობას არ გააჩნია, ხოლო საკანონმდებლო პაკეტი
წარმოდგენილი იყო საქართველოს მთავრობის მიერ, რეგლამენტის პროექტი
ვერ იქნებოდა წარმოდგენილი
საკანონმდებლო პაკეტთან ერთად.
წარმოდგენილი ცვლილება მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის ,,პატიმრობის კოდექსთან“ შესაბამისობაში მოყვანას.
კომიტეტმა იმუშავა აღნიშნულ რეგლამენტის პროექტზე, განიხილა
კომიტეტის სხდომებზე სამივე მოსმენით, ინიციატორის მიერ გაზიარებულ
იქნა კომიტეტის შენიშვნები და მოხდა მათი ასახვა რეგლამენტის პროექტში.
პარლამენტის რეგლამენტის აღნიშნული პროექტი მიღებულია სამი მოსმენით
პარლამენტის მიერ.
3. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ,,საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ,“ რომელიც
წარმოადგენდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივას. წარმოდგენილი პროექტის მიზანი
იყო საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაფართოება და გაძლიერება.
კერძოდ, პარლამენტის რეგლამენტის 228-ე მუხლის შემდეგ ემატებოდა 2281,
2282 და 2283 მუხლები, რომლითაც გათვალისწინებული იყო საპარლამენტო
საქმიანობის ახალი მიმართულებების დანერგვა გაეროს სადამფუძნებლო
ორგანოებთან
საქართველოს
მთავრობის
ურთიერთობის,
გაეროს
უნივერსალური
პერიოდული
მიმოხილვის
ფორმატში
მთავრობის
მონაწილეობისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით. ამასთან, წარმოდგენილი
რეგლამენტის პროექტი ასევე ითვალისწინებდა ცვლილებას სახალხო
დამცველის ყოველწლიური ანგარიშის განხილვის პროეცედურასთან
დაკავშირებით
განხილვას წინ უძღოდა საკმაოდ ხანგრძლივი სამუშაო პროცესი.
სამუშაო ჯგუფში ჩართული იყვნენ საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის აპარატის
სპეციალისტები, სამუშაო ჯგუფი გარდა სახალხო
დამცველის ანგარიშისა იხილავდა პარლამენტის მიერ სხვა სპეციალური
ანგარიშების განხილვისა და მოსმენისათვის უკეთესი სტანდარტების
4
დამკვიდრების საკითხებსაც, კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის
ინსპექტორის, იურიდიული დახმარების სამსახურისა და სახელმწიფო
სპეციალური დაცვის სამსახურების ანგარიშების განხილვის საკითხები.
წარმოდგენილი პროექტი სამივე მოსმენით განიხილა კომიტეტმა,
აღსანიშნავია, რომ კომიტეტის მიერ გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები
გათვალისწინებული იქნა ინიციატორის მიერ. კომიტეტმა პარლამენტის
ბიუროს გაუგზავნა შესაბამისი დასკვნა თითოეული მოსმენისათვის.
4. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ.
პროექტი
წარმოდგენილი იყო პარლამენტის წევრის თამარ კორძაიას საკანონმდებლო
ინიციატივის წესით. ამ პროექტის თანახმად საპარლამენტო გამჭვირვალობის,
სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად იქმნებოდა
ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო,
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ან მისი დავალებით საბჭოს ერთერთი წევრის თავმჯდომარეობით. წარმოდგენილი ცვლილებით ასევე
გათვალისწინებული იყო ზემოთ აღნიშნული საბჭოს შექმნის წესი და მისი
შემადგენლობის საკითხი. კომიტეტმა იმუშავა აღნიშნულ პროექტზე. უნდა
აღინიშნოს, რომ მუშაობის პროცესში კომიტეტის მიერ წარდგენილი
მოსაზრებები და შენიშვნები გათვალისწინებულ იქნა ინიციატორის მიერ.
რეგლამენტის პროექტი კომიტეტმა განიხილა სამივე მოსმენით და წარადგინა
შესაბამისი დასკვნები. აღნიშნული პროექტი მიღებულია სამივე მოსმენით
საქართველოს პარლამენტის მიერ.
5. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ,,საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ,“ რომელიც
წარმოდგენილი იყო ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
ინიციატივით. ინიციატორთა მოსაზრებით, იმის გამო, რომ ქვეყანაში ხშირად
დგება
კარგი
მმართველობის,
გამჭვირვალეობის
ანტიკორუფციული
ინსტიტუტების, პროგრამებისა და მექანიზმების მუშაობის ეფექტიანობაზე,
საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ
კანონის და სხვა ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულებაზე
საპარლამენტო კონტროლის განხორციელების აუცილებლობა, საჭიროა,
საქართველოს პარლამენტში არსებობდეს კომიტეტი, რომელიც მუდმივად
გაუწევს მონიტორინგს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას.
კომიტეტმა იმუშავა პარლამენტის რეგლამენტის აღნიშნულ პროექტზე
და კომიტეტის სხდომაზე განხილვისას წარმოადგინა შენიშვნები. მაგალითად,
კომიტეტის მოსაზრებით, წარმოდგენილი პროექტით ხდებოდა პარლამენტის
კომიტეტებისა და დროებითი საგამოძიებო კომისიის ფუნქციების,
უფლებამოსილებებისა და კომპეტენციების ერთმანეთში აღრევა, პროექტი არ
შეიცავდა კონკრეტულ მითითებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა
შემთხვევაში, რა პრინციპითა და შერჩევის რა კრიტერიუმით იხემძღვანელებდა
კომიტეტი შესასწავლ საკითხთა წრის განსაზღვრისას. გარდა ამისა, პროექტით
შემოთავაზებული კარგი მმართველობის, გამჭვირვალეობის და კორუფციის
პრევენციის კომიტეტის შემადგენლობის განსაზღვრის, მისი წევრებისა და
თანამდებობის პირების არჩევის წესი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს
5
პარლამენტის რეგლამენტით
დადგენილ
კომიტეტის შემადგენლობის
განსაზღვრისა და თანამდებობის პირთა არჩევის ზოგად წესს და სხვა.
ყოველივე
ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით
კომიტეტმა
,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიუღებლად მიიჩნია და შესაბამისი
დასკვნა წარუდგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
6. საქართველოს კანონის პროექტი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ თანმდევ
კანონპროექტებთან ერთად. ეს პაკეტი წარმოდგენილი იყო საქართველოს
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით და მიზნად ისახავდა საჯარო
სამსახურის სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს ფორმირებას,
დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისა და ეფექტიანი მმართველობის
განხორციელების პროცესის წარმატებას, საჯარო სამსახურის სისტემის
გამჭვირვალეობას, ასევე პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტის
ჩამოყალიბებას,
უზრუნველყოფდა
პროფესიონალიზმის
წახალისებას,
ხელშეწყობასა და დაფასებას.
კომიტეტმა ინტენსიურად იმუშავა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“
კანონპროექტზე, მონაწილეობა მიიღო არაერთ
სამუშაო შეხვედრაში
კანონპროექტის ინიციატორების,
ყველა დაინტერესებული პირების, მათ
შორის პარლამენტის წევრების
მონაწილეობით.
მეორე მოსმენით
მუხლობრივი განხილვისას კომიტეტის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და
მოსაზრებების უმეტესი ნაწილი გაზიარეულ იქნა კანონპროექტების
ინიციატორის
მხრიდან,
აღნიშნული
პაკეტი
დაიხვეწა
როგორც
შინაარსობრივად, ასევე იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით. საანგარიშო
პერიოდში კანონპროექტთა ზემოაღნიშნული პაკეტი კომიტეტმა განიხილა
მეორე და მესამე მოსმენით და წარადგინა შესაბამისი დასკვნები.
კანონპროექტთა პაკეტი მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ სამივე
მოსმენით.
7. საქართველოს კანონის პროექტი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. ეს კანონპროექტი
წარმოდგენილი
იყო
პარლამენტის
წევრის
ზაქარია
ქუცნაშვილის
საკანონმდებლო ინიციატივის წესით და მიზნად ისახავდა მაღალი რანგის
თანამდებობის პირებზე 2016 წლის 1 იანვრამდე პრემიების გაცემის
შეზღუდვის გზით გამოთავისუფლებული საბიუჯეტო სახსრების სხვა მიზნით
გამოყენებას, აღსანიშნავია, რომ პრემიების მიღების უფლების შეზღუდვა
შეეხებოდა 25 მაღალი რანგის 800-მდე თანამდებობის პირს.
კომიტეტმა იმუშავა აღნიშნულ კანონპროექტზე. აღსანიშნავია, რომ
კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისას
ინიციატორის მიერ წარმოდგენილი იყო კანონპროექტის შესწორებული
ვარიანტი, თუმცა მისი პრინციპული ხასიათის დებულებები უცვლელი დარჩა.
კომიტეტმა მიიჩნია, რომ კანონპროექტის ნორმებისა და შინაარსის
გათვალისწინებით პროექტით შემოთავაზებული მიზნის განხორციელება
შეუძლებელი იყო. შესაბამისად, როგორც პირველი მოსმენით განხილვისას,
კომიტეტის პოზიცია უცვლელი დარჩა და წარმოდგენილი პროექტი მეორე
6
მოსმენით განხილვისათვის მიუღებლად იქნა მიჩნეული.
უარყოფითი დასკვნა გაეგზავნა პარლამენტის ბიუროს.
კომიტეტის
8. საქართველოს კანონის პროექტი ,,ლობისტური საქმიანობის შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე,
პროექტი
წარმოდგენილი იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით. ამ კანონპროექტის მიზანი იყო
აფხაზეთისა
და
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკების
უმაღლეს
წარმომადგენლობით ორგანოებში ლობისტური საქმიანობისათვის შესაბამისი
საკანონმდებლო ბაზის შექმნა. კერძოდ, „ლობისტური საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის
თანახმად, ტერმინი „წარმომადგენლობით ორგანო“ კანონის მიზნებისათვის
მოიცავს
მხოლოდ
საქართველოს
პარლამენტსა
და
ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლობით
ორგანოს,
კანონპროექტის
მიხედვით კი, აღნიშნულ ჩამონათვალს ემატება „ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლეს საბჭო“. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ასევე ცვლილება შედის
კანონის
მოქმედი
რედაქციის
სხვა
მუხლებშიც,
რომლითაც
გათვალისწინებული იქნება ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს
საბჭოებში ლობისტის საქმიანობისა და მის მიერ წარდგენილ ანგარიშთან
დაკავშირებული ტექნიკური და პროცედურული საკითხები.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა აღნიშნული კანონპროექტი განიხილა
სამივე მოსმენით და წარადგინა შესაბამისი დასკვნები თითოეული
მოსმენისათვის. კანონპროექტი მიღებულია სამივე მოსმენით საქართველოს
პარლამენტის მიერ.
9. საანგარიშო პერიოდში კომიტეტი, როგორც წამყვანი, მუშაობდა აგრეთვე
,,საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის ინტერფრაქციული კომისიის შექმნის
შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე, რომელიც
წარმოდგენილი იყო ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების“ მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით. პროექტი ითვალისწინებდა 2016 წელს
გასამართი
მორიგი
საპარლამენტო
არჩევნებისათვის
საქართველოს
კონსტიტუციაში, საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო
კოდექსი“ და საარჩევნო საკითხებთან უშუალოდ დაკავშირებულ სხვა
კანონებში შესატანი ცვლილებების შესახებ პროექტის მომზადების მიზნით
საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის ინტერპარტიული კომისიის შექმნას,
რომლის შემადგენლობაში შევიდოდა ყველა კვალიფიციური სუბიექტი,
აგრეთვე საქართველოს პარლამენტისადმი 2015 წლის 30 მაისის მიმართვაში
მონაწილე პოლიტიკური პარტიები.
კომიტეტმა იმუშავა დადგენილების პროექტზე, განიხილა კომიტეტის
სხდომაზე,
წარმოდგენილი
იქნა
არგუმენტირებული
შენიშვნები
ზემოაღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებულ სხვადასხვა საკითხებზე.
კომიტეტმა აღნიშნული დადგენილების პროექტი მიუღებლად მიიჩნია და
შესაბამისი დასკვნა გაუგზავნა პარლამენტის ბიუროს.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი სავალდებულო დასკვნების მომზადების
მიზნით მუშაობდა შემდეგ ინიციატივებზე:
7
1. საქართველოს კანონის პროექტი ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის
შესახებ“ , ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს რეგლამენტის
პროექტი ,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის
შესახებ“, რომელიც საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტის ინიციატივით იყო წარმოდგენილი. ამ პაკეტის მიზანი იყო
საქართველოსი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლებრივი
საფუძვლებისა და სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, მომხმარებელთა
უფლებების დაცვის ორგანოების ეფექტური ფუნქციონირების პირობებისა და
საზოგადოებრივი
მონიტორინგის
განხორციელება,
მომხმარებებლის
პატივისცემაზე დამყარებული ქცევის კულტურის განვითარება, ასევე
საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში მოქმედი
კანონმდებლობის
ევროკავშირისა
და
ევროპული
ქვეყნების
კანონმდებლობასთან დაახლოება.
მოცემული პაკეტით ცვლილება შედის აგრეთვე საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში. კომიტეტმა განიხილა არნიშნული პაკეტი და
წარადგინა არგუმენტირებული შენიშვნები. მაგალითად, კანონპროექტი არ
შეიცავს მითითებებს მომხმარებელთა ობუდსმენის უფლებამოსილების
შეწყვეტის შემთხვევების, თანამდებობიდან ვადამდე განთავისუფლების
საფუძვლებსა და პირობების შესახებ,
გაუგებარია მომხმარებელთა
ობუდსმენის სათათბირო ხმის უფლებით საქართველოს პარლამენტის ბიუროს
სხდომებში მონაწილეობის მიზანი და პარლამენტის ნებისმიერ სხდომაზე
დასწრების უფლების მინიჭება, მაშინ როდესაც მისი ურთიერთობა
საქართველოს პარლამენტთან მხოლოდ წლიური ანგარიშის წარდგენით
იფარგლება და სხვა. კომიტეტის სავალდებულო დასკვნა გაეგზავნა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს.
2. საქართველოს
კანონის
პროექტი
,,პროკურატურის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, საქართველოს
რეგლამენტის
პროექტი
,,საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
ინიციატივით იყო წარმოდგენილი. კანონპროექტის მიხედვით თუ
პარლამენტში ჩამოყალიბებული არ არის საპარლამენტო უმრავლესობა,
პარლამენტის მიერ თავის წევრთაგან საპროკურორო საბჭოს 1 წევრის
ასარჩევად პარლამენტის ფრაქციებსა და პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც
ერთ ერთ ფრაქციაში არ არიან, უფლება აქვთ შექმნან დროებითი გაერთიანება,
რომლის წევრთა რაოდენობაც პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარს
უნდა აღემატებოდეს. ასეთ შემთხვევაში პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც
ამ დროებით გაერთიანებაში არ შედიან, უფლება ექნებათ აირჩიონ
საპროკურორო საბჭოს მეორე წევრი. ხოლო რაც შეეხება საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტს,
,,საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“,
მისი
მიზანი
იყო
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებასთან
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისობის უზრუნველყოფა.
8
კომიტეტმა იმუშავა აღნიშნულ პაკეტზე, განიხილა
კომიტეტის
სხდომაზე და თავისი მოსაზრებები და არგუმენტირებული შენიშვნები
გაუგზავნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს.
3. საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო ვალდებულებისა და
სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
თანმდევ კანონპროექტებთან და პარლამენტის რეგლამენტის
პროექტთან ერთად, რომელიც წარმოდგენილი იყო პარლამენტის წევრის
ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივით. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
კანონპროექტის მიზანი იყო სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმება და
სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის განსაზღვრული თანხების
მიმართვა
სამხედრო პროფესიული სამსახურის და საქართველოს
თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობისათვის.
თანმდევ სხვა კანონპროექტებთან ერთად ცვლილება შედიოდა აგრეთვე
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ და ,,საქართველოს პარლამენტის წევრის
სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამის მუხლებში ამ კანონების
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტებთან შესაბამისობაში
მოყვანის მიზნით. ასევე ცვლილება შედიოდა საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში, კერძოდ, რეგლამენტიდან უნდა ამოღებულიყო შესაბამისი
ნორმა, რათა უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში პარლამენტის
წევრზე არ გავრცელებულიყო სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის
მოთხოვნა. პროექტით
ასევე ზუსტდებოდა, რომ რეზერვში ჩარიცხულ
პარლამენტის წევრზე არ ვრცელდება მობილიზაციის დროს სამხედრო
სამსახურში გაწვევის მოთხოვნა.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა კანონპროექტთა ზემოაღნიშნული
პაკეტი განიხილა კომიტეტის სხდომაზე, წარმოადგინა არგუმენტირებული
შენიშვნები, რომელთა ნაწილი გაზიარებულ იქნა ინიციატორის მხრიდან.
კომიტეტის დასკვნა შენიშვნებითა და მოსაზრებებით გადაეგზავნა წამყვან
კომიტეტს.
4.
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ,,საქართველოს
საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, „საქართველოს საბიუჯეტო
კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტი
,,საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტთა ეს პაკეტი საქართველოს
პარლამენტის წევრის ნოდარ ებანოიძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით
იყო წარმოდგენილი.
რეგლამენტის პროექტის მიღების მიზანი იყო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომავალი წლის ბიუჯეტის
განხილვისა და დამტკიცების პროცედურების რეგლამენტაცია. კერძოდ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 260-ე მუხლის შეცვლა, რაც
გულისხმობდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომავალი წლის ბიუჯეტის
პროექტის განხილვის პროცედურების დეტალურად გაწერასა და შესაბამისი
გადაწყვეტილების მიღებას.
9
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა ზემოაღნიშნული პაკეტი და
არგუმენტირებული შენიშვნები გაუგზავნა საქართველოს პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.
5.
საქართველოს კანონის პროექტები: ,,ადვოკატთა შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, მოხალისეობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტი
,,საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც პარლამენტის წევრების
ერეკლე ტრიპოლსკისა და კარლო კოპალიანის საკანონმდებლო ინიციატივით
იყო წარმოდგენილი. ამ ინიციატივის მიზანს წარმოადგენდა ზემოაღნიშნული
საკანონმდებლო აქტების ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან
შესაბამისობაში მოყვანა. კომიტეტმა სხდომაზე განიხილა წარმოდგენილი
პაკეტი, დაეთანხმა ინიციატორების მოსაზრებებს და შესაბამისი დასკვნა
გაუგზავნა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტს.
6. საქართველოს
ორგანული კანონის პროექტები: „საქართველოს
ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
ცვლილების
შეტანის
შესახებ“,
„მოქალაქეთა
პოლიტიკური გაერთიანებების
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი.
საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს ორგანულ
კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“
მიზანი იყო კოდექსში არსებული ხარვეზებისა და შეუსაბამობების გასწორება
პრაქტიკაში წამოჭრილი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, არსებული
პროცედურების მომწესრიგებელი ნორმების დახვეწა და დაზუსტება, იმ
სუბიექტთა წრის გაფართოება, რომლებსაც ეძლევათ უფასო საეთერო დროის
გამოყენების შესაძლებლობა და კოდექსის ნორმების საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანა.
ამ ცვლილების შესაბამისად ცვლილება შედიოდა საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტშიც, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო
შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, პარლამენტის
არჩევნების დღიდან 20 დღის განმავლობაში, თუ არჩევნების მეორე ტური არ
დაინიშნა, ხოლო თუ მეორე ტური დაინიშნა, მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან
20 დღის განმავლობაში.
კომიტეტმა
განიხილა წარმოდგენილი პაკეტი, კომიტეტის დასკვნა
შენიშვნებითა და მოსაზრებებით გაეგზავნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს.
სავალდებულო დასკვნის წარდგენის მიზნით საანგარიშო პერიოდში
კომიტეტი მუშაობდა ასევე კანონპროექტზე:
10
7. საქართველოს კანონის პროექტი ,,ეროვნული მარეგულირებელი
ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,
რომელიც პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის საკანონმდებლო
ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი. ამ კანონპროექტის მიზანია ,,საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დებულებების
გავრცელება
ეროვნული
მარეგულირებელი
ორგანოების
აპარატის
თანამშრომლებზე იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც დამახასიათებელია
ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისთვის და რაც უზრუნველყოფს
აღნიშნული ორგანოების დამოუკიდებლობის შენარჩუნებას საკადრო
უფლებამოსილებების განხორციელების ნაწილში.
კომიტეტი მუშაობდა აღნიშნული კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე
განხილვისათვის მოსამზადებლად, მონაწილეობდა სამუშაო შეხვედრებში
წინადადებებისა და მოსაზრებების გაზიარების მიზნით.
გარდა
ზემოაღნიშნულისა,
საანგარიშო
პერიოდში
კომიტეტში
მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა
,,ეთიკის კოდექსზე“. კომიტეტი
აგრძელებდა მუშაობას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატან
ცვლილებებზე ცალკეული მუხლების დასაზუსტებლად.
II.
კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე საქმიანობა.
1. კომიტეტის სამანდატო საქმიანობა
დებულების შესაბამისად,
საანგარიშო პერიოდში, კომიტეტმა
წარმოდგენილი მასალების შესწავლის საფუძველზე მოამზადა კომიტეტის
დასკვნები და პარლამენტის დადგენილებების შემდეგი პროექტები:
,,საქართველოს პარლამენტის წევრის დავით საგანელიძისათვის
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე“;
საქართველოს
პარლამენტის
გამოკლებული
წევრის
დავით
საგანელიძის
ადგილმონაცვლის ვლადიმერ აჩბას პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ცნობის თაობაზე;
2015 წლის 31 ოქტომბრის შუალედური არჩევნების შედეგად N65
მარტვილის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული
სოსო დანელიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე;
2015 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად N11 საგარეჯოს
საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული თამარ
ხიდაშელის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე.
ყველა დადგენილება მიღებულია პარლამენტის მიერ.
11
2. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხის განხილვა
კომიტეტმა განიხილა ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა-ერთიანი
საქართველოსათვის“ რეგისტრაციის თაობაზე შემოსული განცხადება და
თანდართული მასალები. განხილვის შედეგად დადგინდა,
რომ
წარმოდგენილი მასალები შეესაბამებოდა საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტით
დადგენილ
მოთხოვნებს,
რის
გამოც
კომიტეტმა
მიზანშეწონილად მიიჩნია ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა-ერთიანი
საქართველოსათვის“ რეგისტრაცია და საქართველოს პარლამენტის ბიუროს
წარუდგინა შესაბამისი დასკვნა.
3. ფრაქციათა ზღვრული წარმომადგენლობის კვოტების
დაცვის მდგომარეობის შესწავლა
საანგარიშო
პერიოდში
კომიტეტი
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის შესაბამისად სწავლობდა კომიტეტებში, დროებით საგამოძიებო,
აგრეთვე
სხვა დროებით კომისიებსა და საერთაშორისო დელეგაციებში
ფრაქციათა ზღვრული წარმომადგენლობის კვოტების დაცვის მდგომარეობას.
ფრაქციებს ეგზავნებოდათ წერილები სხვადასხვა კომიტეტებიდან წევრების
გამოყვანის, ან
დასანიშნი წევრების თაობაზე. ასევე განიხილებოდა
ფრაქციებიდან მიღებული წერილები კვოტების დათმობის თაობაზე.
იმის გამო, რომ შეიქმნა ახალი ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა-ერთიანი
საქართველოსათვის“ საჭირო გახდა ფრაქციათა ზღვრული წარმომადგენლობის
კვოტების ხელახალი გადანაწილება როგორც კომიტეტებში, ასევე დროებით
კომისიებსა და საერთაშორისო დელეგაციებში. კომიტეტმა იმუშავა აღნიშნულ
საკითხზე
და
მოამზადა
საქართველოს
პარლამენტის
ბიუროს
გადაწყვეტილებების შემდეგი პროექტები:
,,საქართველოს
პარლამენტის
კომიტეტებში
წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე“;
პროპორციული
,,საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის
საკითხთა დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების
განსაზღვრის თაობაზე“;
,,საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედ
საპარლამენტო
დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის
თაობაზე“.
გარდა ამისა, კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 74-ე
მუხლის შესაბამისად განიხილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015 წლის
ფინანსური აუდიტის განმახორციელებელ საქართველოს პარლამენტის
დროებით კომისიაში ფრაქციათა და იმ პარლამენტის წევრთა, რომლებიც არ
12
არიან
გაერთიანებული
არც
ერთ
წარმომადგენლობის განსაზღვრის საკითხი
ბიუროს გადაწყვეტილების შემდეგი პროექტი:
ფრაქციაში
პროპორციული
და მოამზადა პარლამენტის
,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015 წლის ფინანსური აუდიტის
განმახორციელებელ საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიაში
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე“.
4. პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის
საკანონმდებლო წესით წარდგენის თაობაზე შეგროვილი
ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმება
კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების (გიორგი
ვოლსკი, დავით ბერძენიშვილი, გიგა ბუკია, მალხაზ ვახტანგიშვილი, გიორგი
თოფაძე, გოჩა ენუქიძე, ვახტანგ ხმალაძე) ინიციატივით
საქართველოს
პარლამენტის 81 წევრის მიერ ,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის მიზნით შეგროვებული
ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი.
გადამოწმების შემდეგ დადგინდა საქართველოს პარლამენტის 80 წევრის
ხელმოწერის ნამდვილობა, რაც შეესაბამებოდა საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 173-ე მუხლით დადგენილ ხელმოწერების რაოდენობას და
იძლეოდა საქართველოს კონსტიტუციის 102 -ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“
ქვეპუნქტით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 173-ე მუხლის
პირველი
პუნქტით
მინიჭებულ
საკანონმდებლო
ინიციატივის
განხორციელების უფლებას. კომიტეტის დასკვნა გაეგზავნა საქართველოს
პარლამენტის ბიუროს.
კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტის 80 წევრის მიერ
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კონსტიტუციური კანონის პროექტის (07-3/548; 10.03.2016) საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარდგენის მიზნით შეგროვებული ხელმოწერების
ნამდვილობის საკითხი. გადამოწმების შედეგად დადგინდა საქართველოს
პარლამენტის 79 წევრის ხელმოწერის ნამდვილობა, რაც შეესაბამებოდა
პარლამენტის რეგლამენტის
173-ე მუხლით დადგენილ ხელმოწერების
რაოდენობას. კომიტეტმა შესაბამისი დასკვნა გაუგზავნა საქართველოს
პარლამენტის ბიუროს.
13
5. არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ინიციატივით მოქალაქეთა
საინიციატივო ჯგუფის მიერ სარეგისტრაციოდ
წარმოდგენილი განცხადებების შესწავლა:
კომიტეტმა განიხილა არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ინიციატივით
"საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს
კონსტიტუციური კანონის პროექტისა და მისგან გამომდინარე "საქართველოს
ორგანულ კანონში" "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" ცვლილებების შეტანის
შესახებ, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს
ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, "საქართველოს
პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების
შეტანის თაობაზე, "საპარლამენტო ფრაქციის შესახებ" საქართველოს კანონაში
ცვლილების შეტანის თაობაზე და "ნდობის ჯგუფის შესახებ" საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს კანონის პროექტების
წარდგენის უფლების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (პ.
დავითაია, მ. კაციტაძე, კ. კუკავა, ს. რატიანი, ბ. ქარდავა, ი. ღლონტი, ი.
ჩიქოვანი, პ. ჩოხელი, ზ. ხარატიშვილის, ი. ჯამბურია, გრ. ჯოჯუა, ა. ასათიანი)
რეგისტრაციის თაობაზე განცხადება.
განხილვის შედეგად დადგინდა, რომ საინიციატივო ჯგუფის განცხადება
და თანდართული მასალები წარმოდგენილ იქნა საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 175-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა
დაცვით. კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული საინიციატივო
ჯგუფის რეგისტრაციაში გატარება, გადასცა სარეგისტრაციო მოწმობა და
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ აღნიშნული
კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად დადგენილი
ფორმის (ფურცლის) ნიმუში.
დადგენილ ვადაში ზემოაღნიშნული ჯგუფის მიერ წარმოდგენილ იქნა
შევსებული ხელმოწერების ფურცლები და საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 175-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად,
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტს დაევალა ხელმოწერის ფურცლების
მიღებიდან 1 თვის ვადაში, დადგენილი წესით, ხელმოწერების ნამდვილობის
შემოწმება და შედეგების საქართველოს პარლამენტის ბიუროსათვის წარდგენა.
გადამოწმდა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი 231810
ხელმოწერა. გადამოწმების პროცესში აქტიურად იყო ჩართული კომიტეტის
აპარატის სპეციალისტები. იმის გათვალისწინებით, რომ ბათილად მიჩნეულმა
ხელმოწერებმა შეადგინა 27 649 ხელმოწერა და მთლიანობაში ნამდვილად
მიჩნეული ხელმოწერების რაოდენობა 200 000-ზე მეტი იყო, კომიტეტმა მიიღო
გადაწყვეტილება დადასტურებულად მიეჩნია საინიციატივო ჯგუფის მიერ
წარმოდგენილი 200 000 ხელმოწერის ნამდვილობა და შესაბამისი დასკვნა
გაუგზავნა პარლამენტის ბიუროს.
კომიტეტმა პარლამენტის ბიუროს 2016 წლის 17 აგვისტოს N425/16
გადაწყვეტილების თანახმად სწავლობდა არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის
ინიციატივით "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ"
14
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლების
განხორციელების მიზნით საინიციატივო ჯგუფის (ნ.ბურჯანაძე, მ.აჩბა,
ბ.ბაკურაძე, გ.ახვლედიანი, დ.ლორთქიფანიძე, ლ.ჩქარეული, გრ.ბარამიძე,
ბ.დანელია, ბ.პეტრიაშვილი, თ.ზურაშვილი) რეგისტრაციის თაობაზე
განცხადებას, თუმცა ეს განცხადება საანგარიშო პრიოდში კომიტეტის
სხდომაზე არ განხილულა.
6. არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით მოქალაქეთა
საინიციატივო ჯგუფის მიერ სარეგისტრაციოდ
წარმოდგენილი განცხადებების შესწავლა:
კომიტეტმა შეისწავლა არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა
საინიციატივო ჯგუფის (დ. ჯანდიერი, ი. მოდებაძე, ქ. ჩაფიძე, დ. ბლუაშვილი,
ს. ბარბაქაძე) და
„საქართველოს
საერთო
სასამართლოების
მოსამართლეთა
დისციპლინური
პასუხისმგებლობისა
და
დისციპლინური
სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების წარდგენის
უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (დ.
ჯანდიერი, ი. მოდებაძე, ქ. ჩაფიძე, დ. ბლუაშვილი, ს. ბარბაქაძე) მიერ
სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი განცხადებები.
განხილვის შედეგად დადგინდა, რომ პარლამენტის ბიუროს მიერ
მოწოდებული საინიციატივო ჯგუფის
განცხადებები წარმოდგენილ იქნა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
177-ე მუხლის მე-2 პუნქტის
შესაბამისად. კომიტეტმა საინიციატივო ჯგუფები გაატარა რეგისტრაციაში,
გადასცა სარეგისტრაციო მოწმობა და საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის მიერ აღნიშნული კანონპროექტების მხარდამჭერთა ხელმოწერების
შესაგროვებლად დადგენილი ფორმის(ფურცლის) ნიმუში.
ორივე საინიციატივო ჯგუფის მიერ დადგენილ ვადაში წარმოდგენილ
იქნა
შევსებული ხელმოწერების ფურცლები და პარლამენტის ბიუროს
დავალების შესაბამისად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
მიერ დაიწყო ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმება.
კომიტეტმა შეისწავლა ასევე არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის
ინიციატივით „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა
საინიციატივო ჯგუფის (თ. მეტრეველი, ი. კუპრაძე, თ. გერლიანი, ე. კაშია, გ.
ჯავახაძე, ვ. ქინქლაძე, მ. ბაღდავაძე, თ. გაბუნია, გ. ხარატიშვილი, ნ.
ავქაფაშვილი) რეგისტრაციის თაობაზე განცხადება. შესწავლის
შედეგად
დადგინდა, რომ პარლამენტის ბიუროს მიერ მოწოდებული საინიციატივო
ჯგუფის
განცხადება წარმოდგენილ იქნა საქართველოს პარლამენტის
15
რეგლამენტის
177-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. კომიტეტმა
საინიციატივო ჯგუფი გაატარა რეგისტრაციაში, გადასცა სარეგისტრაციო
მოწმობა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
მიერ
აღნიშნული კანონპროექტების მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად
დადგენილი ფორმის(ფურცლის) ნიმუში.
7. ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადებების
შესწავლა
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2016 წლის 2 მარტის N381/5
გადაწყვეტილების თანახმად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა
შეისწავლა მოქალაქე თათია ბარაქაძის „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტზე ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადება და
თანდართული მასალები.
შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ
აკმაყოფილებდა „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილ მოთხოვნებს. კომიტეტმა მიიჩნია, რომ „ლობისტური საქმიანობის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის
საფუძველზე თათია ბარაქაძეს უარი უნდა ეთქვას ლობისტად რეგისტრაციაზე
და შესაბამისი დასკვნა გაუგზავნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2016
წლის 2 მარტის N381/6 გადაწყვეტილების თანახმად, საპროცედურო საკითხთა
და წესების კომიტეტმა შეისწავლა მოქალაქე სალომე ბარაბაძის „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ლობისტად რეგისტრაციის შესახებ
განცხადება და თანდართული მასალები. შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ამ
შემთხვევაშიც არსებობდა ზუსტად იგივე ხარვეზები, რასაც ადგილი ჰქონდა
მოქალაქე თათია ბარაქაძის განცხადებისა და თანდართული მასალების
შესწავლისას. ამიტომ სალომე ბარაბაძესაც კომიტეტის გადაწყვეტილებით
უარი უნდა ეთქვას ლობისტად რეგისტრაციაზე. კომიტეტმა შესაბამისი დასკვნა
გაუგზავნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
კომიტეტმა შეისწავლა ასევე მოქალაქეების: კონსტანტინე მაღრაძის,
იოსებ გალუმაშვილის, იმედა დვალიძის და საბა ჯაჯანიძის ლობისტად
რეგისტრაციის
შესახებ
განცხადებები და თანდართული მასალები
საქართველოს კანონზე ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ .
კომიტეტმა შეისწავლა ეს განცხადებები და თანდართული მასალები.
ვინაიდან,
ოთხივე
შემთხვევაში,
წარმოდგენილი
დოკუმენტაცია
აკმაყოფილებდა ,,ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილ მოთხოვნებს, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია მათი
რეგისტრაცია და პარლამენტის ბიუროს წარუდგინა შესაბამისი დასკვნები და
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებების პროექტები.
16
8. საკანონმდებლო წინადადებების განხილვა
. კომიტეტმა განიხილა ა(ა)იპ „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“,
ა(ა)იპ „ახალგაზრდული ცენტრის“, ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ და
ა(ა)იპ „პოზიციის“ მიერ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება.
საკანონმდებლო
წინადადების
მიხედვით
ცვლილება
შედიოდა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 133-ე მუხლის მე-10 პუნქტში,
რომელიც ეხება პარლამენტის წევრის მიერ პარლამენტის პლენარული და
კომიტეტის სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზთა ჩამონათვალს, კერძოდ
ხდებოდა სხდომების ,,ოჯახური მდგომარეობის“ მიზეზით გაცდენის
შემთხვევების დაზუსტება. წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით
პარლამენტის წევრის მიერ რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში იზრდებოდა
მის მიმართ გამოსაყენებელი ფინანსური სანქციების ოდენობა, ასევე
პარლამენტის
პლენარული
და
კომიტეტის
სხდომების
დადგენილ
რაოდენობაზე
მეტი
გაცდენის
შემთხვევაში
ფინანსური
სანქციის
პარალელურად, პარლამენტის წევრი ასევე თავისუფლდებოდა პარლამენტში
დაკავებული ყველა თანამდებობიდან.
იმის გამო, რომ
საპატიო მიზეზით გაცდენის ჩამონათვალთან
დაკავშირებით კომიტეტის ინიციატივით წარმოდგენილი საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ პარლამენტის
რეგლამენტის პროექტი უკვე განხილული იყო პლენარულ სხდომაზე მეორე
მოსმენით, ხოლო ფინანსურ სანქციებთან და ასევე კომიტეტის სხდომების
დადგენილ რაოდენობაზე მეტი გაცდენის შემთხვევაში, პარლამენტის წევრის
პარლამენტში დაკავებული ყველა თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი
არ იქნა გაზიარებული კომიტეტის მიერ, საკანონმდებლო წინადადება
უარყოფილად იქნა ცნობილი. კომიტეტის დასკვნა წარედგინა საქართველოს
პარლამენტის ბიუროს.
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით კომიტეტს
დაევალა მოქალაქე ზ. სანიკიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადების შესწავლა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით.
საკანონმდებლო წინადადების თანახმად ,,საჯარო სამსახურის შესახებ“
კანონში ცვლილების მიზანი იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი
საბჭოს წევრების გათანაბრება საქართველოს პარლამენტის წევრებთან
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უფლებებში.
კომიტეტმა იმუშავა აღნიშნულ საკითხზე, განიხილა კომიტეტის
სხდომაზე, რომელზეც წარმოადგინა არგუმენტირებული შენიშვნები. კერძოდ,
ვინაიდან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობების პირისათვის კანონით
გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები ვრცელდება მხოლოდ მის
მიერ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის დაკავების პერიოდში და
წყდება აღნიშნული თანამდებობის დატოვებისთანავე, საქართველოს
17
რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრის გათანაბრება მოქმედ
სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირთან, როგორც უფლებრივი, ასევე
მისთვის
კანონით
გათვალისწინებული
მოვალეობის
კუთხით
გაუმართლებელია. გარდა ამისა, საჯარო სამსახურის შესახებ კანონით
განსაზღვრული
სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის
პირთა
ჩამონათვალი ეფუძნება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის ცნებას, და
განსაზღვრავს მხოლოდ იმ პირთა წრეს, რომლებიც გათვალისწინებულია
კონსტიტუციით და აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების
კონსტიტუციებით. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ
ითვალისწინებს არც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს, როგორც
სახელმწიფო ორგანოს და მასში არც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი
საბჭოს წევრის დანიშვნისა და არჩევის წესია განსაზღვრული, უზენაესი საბჭოს
ყოფილი წევრის მითითება ,,საჯარო სამსახურის
შესახებ“ კანონის
საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილ მუხლში სამართლებრივად
შეუძლებელია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტმა უარყოფილად
ცნო საკანონმდებლო წინადადება.
9. სხვადასხვა საკითხზე მუშაობა
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა:
პარლამენტის წევრების გიორგი გაბაშვილის ტარიელ ლონდარიძის,
აკაკი ბობოხიძისა და ირაკლი ჩიქოვანის წერილი საქართველოს პარლამენტის
წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის მიერ წარმოდგენილი ,,საქართველოს
ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და თანმდევი
ზოგიერთი კანონისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის გარკვეული
მუხლების საქართველოს კონსტიტუციასთან
შესაბამისობის დადგენის
მიზნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის
თაობაზე
კონსტიტუციურ
სარჩელზე
შესრულებული
ხელმოწერების
დამოწმების შესახებ.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 269-ე მუხლის თანახმად
კომიტეტის თავმჯდომარის მიერ დამოწმდა საქრთველოს პარლამენტის
წევრთა ერთი მეხუთედის მიერ წარმოდგენილ კონსტიტუციურ სარჩელზე
განხორციელებული
საქართველოს
პარლამენტის
ოცდაცხრამეტივე
ხელმოწერის ნამდვილობა, რაც შეესაბამებოდა საქართველოს პარლამენტის
271-ე მუხლით დადგენილ ხელმოწერების რაოდენობას.
პარლამენტის წევრების გიორგი გაბაშვილის ტარიელ ლონდარიძის,
აკაკი ბობოხიძისა და გიორგი ღვინიაშვილის
წერილი საქართველოს
პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის მიერ წარმოდგენილი
,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის, საკონსტიტუციო სამართართალწარმოების შესახებ
საქართველოს კანონის და ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს
ორგანული
კანონის
საქართველოს
კონსტიტუციასთან
18
შესაბამისობის
დადგენის
მიზნით
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოსთვის
მიმართვის
თაობაზე
კონსტიტუციურ
სარჩელზე
შესრულებული ხელმოწერების დამოწმების შესახებ.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 269-ე მუხლის თანახმად
კომიტეტის თავმჯდომარის მიერ დამოწმდა საქრთველოს პარლამენტის
წევრთა ერთი მეხუთედის მიერ წარმოდგენილ კონსტიტუციურ სარჩელზე
განხორციელებული
საქართველოს
პარლამენტის
ოცდათვრამეტივე
ხელმოწერის ნამდვილობა, რაც შეესაბამებოდა საქართველოს პარლამენტის
271-ე მუხლით დადგენილ ხელმოწერების რაოდენობას.
პარლამენტის წევრების გიორგი გაბაშვილის ტარიელ ლონდარიძის,
აკაკი ბობოხიძისა და გიორგი ღვინიაშვილის
წერილი საქართველოს
პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის მიერ წარმოდგენილი
საქართველოს ორგანული კანონი ,,საარჩევნო კოდექსის მე-18 მუხლის
პირველი და მე-2 პუნქტების, 110-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 1101 მუხლის 342-ე პუნქტების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენის
მიზნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის
თაობაზე
კონსტიტუციურ
სარჩელზე
შესრულებული
ხელმოწერების
დამოწმების შესახებ.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 269-ე მუხლის თანახმად
კომიტეტის თავმჯდომარის მიერ დამოწმდა საქრთველოს პარლამენტის
წევრთა ერთი მეხუთედის მიერ წარმოდგენილ კონსტიტუციურ სარჩელზე
განხორციელებული საქართველოს პარლამენტის ორმოცდაორივე წევრის
ხელმოწერის ნამდვილობა, რაც შეესაბამებოდა საქართველოს პარლამენტის
271-ე მუხლით დადგენილ ხელმოწერების რაოდენობას.
პარლამენტის წევრების გიორგი გაბაშვილის ტარიელ ლონდარიძის,
აკაკი ბობოხიძისა და გიორგი ღვინიაშვილის
წერილი საქართველოს
პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის მიერ წარმოდგენილი
წერილი რომელიც ეხებოდა საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ
ერთი მეხუთედის მიერ წარმოდგენილი ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანება ,,ცენტრისტები“-ს საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნის მიზნით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე
კონსტიტუციურ სარჩელზე შესრულებული ხელმოწერების დამოწმების
შესახებ.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 269-ე მუხლის თანახმად
კომიტეტის თავმჯდომარის მიერ დამოწმდა საქრთველოს პარლამენტის
წევრთა ერთი მეხუთედის მიერ წარმოდგენილ კონსტიტუციურ სარჩელზე
განხორციელებული საქართველოს პარლამენტის ოცდაცამეტივე წევრის
ხელმოწერის ნამდვილობა, რაც შეესაბამებოდა საქართველოს პარლამენტის
271-ე მუხლით დადგენილ ხელმოწერების რაოდენობას.
საანგარიშო პერიოდში:
კომიტეტი სწავლობდა პარლამენტის წევრების ქონებრივ დეკლარაციებს
და პარლამენტის წევრების თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხებს,
19
იხილავდა ცალკეული პარლამენტის წევრებისგან წარმოდგენილ სათანადო
ინფორმაციებს;
კომიტეტი
სწავლობდა საქართველოს პარლამენტის
წერილობით კითხვასთან დაკავშირებულ საკითხებს;
წევრების
კომიტეტი იხილავდა მოქალაქეთა განცხადებებსა და ოფიციალური
სტრუქტურებიდან შემოსულ კორესპოდენციებს, საჭიროების შემთხვევაში
აგზავნიდა მათ შესაბამის სტრუქტურებში შემდგომი რეაგირებისათვის;
კომიტეტმა 2015 წლის საშემოდგომო სესიისა და 2016 წლის
საგაზაფხულო სესიის ბოლოს განიხილა პლენარული სხდომების არასაპატიო
მიზეზით გაცდენების შესახებ მანდატურის სამსახურის მიერ წარმოდგენილი
ინფორმაცია პარლამენტის ვებ გვერდზე განთავსების მიზნით;
კომიტეტი პარლამენტის ვებ გვერდზე ინფორმაციის განთავსების
მიზნით ყოველთვიურად იხილავდა პარლამენტის მანდატურის სამსახურისა
და პარლამენტის კომიტეტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციებს პარლამენტის
წევრთა მიერ კომიტეტების
სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის
შესახებ;
კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად,
2015 წლის 28 დეკემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს
მთავრობის
სამთავრობო
პროგრამა
და
საქართველოს
მთავრობის
შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი. კომიტეტმა მოუსმინა
სამთავრობო
პროგრამას,
განიხილა
აგრეთვე
მთავრობის
წევრთა
კანდიდატურები და ფარული კენჭისყრით ნდობა გამოუცხადა საქართველოს
მთავრობას.
კომიტეტი
საანგარიშო
პერიოდში
სწავლობდა
საქართველოს
პარლამენტის
ბიუჯეტიდან
მაჟორიტარი
პარლამენტის
წევრის
უფლებამოსილების
განხორციელებასთან
დაკავშირებით
მაჟორიტარი
პარლამენტის წევრის ბიუროს მიერ გაწეული ხარჯების საკითხს.
კომიტეტმა შეისწავლა პარლამენტის წევრების მიერ წარმოდგენილი
ინფორმაციები. მომზადდა და პარლამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა
ინფორმაცია 2015 წელს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან მაჟორიტარი
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით
მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ.
კომიტეტმა შეისწავლა პარლამენტის წევრის თინათინ ბოკუჩავას
წერილი მიმდინარე წლის 27 მაისს საპარლამენტო სესიაზე, საპარლამენტო
უმცირესობის წარმომადგენელი ქალბატონების მიმართ, პარლამენტის წევრის
ელდარ კურტანიძის მიერ არაკორექტული და გენდერული ნიშნით
დისკრიმინაციული ხასიათის კომენტარებით მიმართვის შესახებ.
პარლამენტის წევრი ითხოვდა ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტით გათვალისწინებული დისციპლინური ზომების გატარების
თაობაზე.
20
კომიტეტმა განიხილა აღნიშნული საკითხი და პარლამენტის წევრს
გაუგზავნა წერილი, რომლითაც ეცნობა პარლამენტის რეგლამენტით
გათვალისწინებული რეაგირების ფორმების თაობაზე.
10. პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა
შესრულების კონტროლი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დებულების
შესაბამისად აგრძელებდა ცალკეული კანონების გარდამავალი დებულებებით,
პარლამენტის
დადგენილებებითა
და
პარლამენტის
ბიუროს
გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების კონტროლს,
რისთვისაც აქტიურად თანამშრომლობდა პარლამენტის კომიტეტებთან და სხვა
სტრუქტურებთან. აღრიცხავდა და აანალიზდა კომიტეტებიდან და მთავრობის
საპარლამენტო მდივნის სამსახურიდან წარმოდგენილი ინფორმაციებს,
კომპეტენციის შესაბამისად აგზავნიდა შეხსენებებს, ყოველი თვის დასაწყისში
კომიტეტის ვებ გვერდზე ათავსებდა მიღებულ გადაწყვეტილებათა
შესრულების კონტროლის ამსახველ განახლებულ ინფორმაციებს, რითაც
პარლამენტის
სუბიექტებსა
და
აღმასრულებელი
ხელისუფლების
სტრუქტურებს საშუალება ეძლეოდათ მიეღოთ ინფორმაციები როგორც
შესასრულებელი, ასევე შესრულებული დავალებების შესახებ.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტში მომზადდა და გაიგზავნა შემდეგი
ინფორმაციები:
- 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში
საქართველოს
კანონების
გარდამავალი
დებულებებით
განსაზღვრული
დავალებების შესრულების თაობაზე 2015 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით.
-
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებების შესრულების
თაობაზე 2015 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით.
- 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 მაისამდე
პერიოდში
საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებითა და პარლამენტის
დადგენილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების თაობაზე 2016
წლის 10 ივნისის მდგომარეობით.
ამრიგად, წარმოდგენილ ანგარიშში ასახულია ყველა ის ძირითადი
სამუშაო, რაც საანგარიშო პერიოდში პარლამენტის რეგლამენტისა და
კომიტეტის დებულების მოთხოვნათა შესაბამისად შეასრულა კომიტეტმა
კანონშემოქმედებით,
საკონტროლო
და
კომიტეტის
სპეციფიკიდან
გამომდინარე სხვა საქმიანობის მიმართულებით.
21