„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ვეტო)
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ (ვეტო)
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ (ვეტო) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ვეტო) საქართველოს კანონის პროექტი
- „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ვეტო) საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ვეტო) საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ვეტო) საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ვეტო) (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ვეტო) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ვეტო) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (ვეტო) საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ვეტო) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ვეტო) საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ვეტო) საქართველოს კანონის პროექტი
- „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ვეტო) საქართველოს კანონის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ვეტო) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ვეტო) საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ვეტო) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 19 ✗ 84
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-03-20
ბიუროს ნომერი 40
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) „ჰ56“–„ჰ59“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ56)
კომუნიკაციის
რეალურ
დროში
მოპოვების
ტექნიკური
შესაძლებლობა – კავშირგაბმულობის ქსელით გადაცემული კომუნიკაციის
და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა კომუნიკაციის
მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე, კომუნიკაციის რეალურ
დროში
მოპოვების
სტაციონარული,
ნახევრად
სტაციონარული
ან
არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით;
ჰ57) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული
ტექნიკური შესაძლებლობა – წინასწარ განსაზღვრული არქიტექტურითა
და
დადგენილი
ინტერფეისებით,
კავშირგაბმულობის
ქსელით
გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების
გადაჭერა უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის მიმდინარეობისას
ან მისი დასრულებისთანავე, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის
ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე შესაბამისი აპარატული
ან/და
პროგრამული
უზრუნველყოფის
საშუალებების
განთავსებით/მონტაჟით;
ჰ58) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების არასტაციონარული
ტექნიკური შესაძლებლობა – კავშირგაბმულობის ქსელით გადაცემული
კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა
უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი
დასრულებისთანავე, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ
ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე მიერთების გარეშე, სპეციალური
ტექნიკური ან/და პროგრამული საშუალებების გამოყენებით;
ჰ59) მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემა – ტექნიკურ და
პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც კომუნიკაციის
რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის
არქიტექტურაში არის შუალედური რგოლი უფლებამოსილი ორგანოს
მონიტორინგის სისტემასა და ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის
ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურას შორის და უზრუნველყოფს
ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციისა და დეაქტივაციის
შესახებ
უფლებამოსილი
ორგანოს
მონიტორინგის
სისტემის
მიერ
ინიციირებულ ბრძანებათა ტექნიკურ აღსრულებას;“;
ბ) „ჰ61“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ61) ობიექტი – საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის მე-3 მუხლის 31-ე ნაწილით განსაზღვრული ობიექტი, აგრეთვე
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2
მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტი;“;
გ) „ჰ64“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ65“ და „ჰ66“
ქვეპუნქტები:
2
„ჰ65) ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორი – საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 37-ე ნაწილით
განსაზღვრული
აგრეთვე
იდენტიფიკატორი,
„კონტრდაზვერვითი
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული იდენტიფიკატორი;
ჰ66)
უფლებამოსილი
ორგანო
–
საქართველოს
ოპერატიულ-
ტექნიკური სააგენტო;“;
დ) „ჰ66“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ67“
ქვეპუნქტი:
„ჰ67) გეოლოკაციის
რეალურ
დროში
განსა ზღვრის
სისტემა
–
ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც
იძლევა:
ჰ67.ა)
სამართლის
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
იურიდიულ
პირში
„112“-ში
შესული
–
საჯარო
შეტყობინების
ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის
რეალურ დროში, ავტომატურ რეჟიმში და მაქსიმალურად შესაძლო
სიზუსტით განსაზღვრის შესაძლებლობას;
ჰ67.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431
მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარების და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
ელექტრონული
განხორციელების
მიზნით
აღჭურვილობის
ტექნიკური
ობიექტის
თვალთვალის
ღონისძიების
მობილური
საკომუნიკაციო
იდენტიფიკატორის
აქტივაციის
შესახებ
3
ბრძანების
ინიციირებით
მისი
გეოლოკაციის
რეალურ
დროში
და
მაქსიმალურად შესაძლო სიზუსტით განსაზღვრის შესაძლებლობას;“;
ე) „ჰ67“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ68“ და „ჰ69“
ქვეპუნქტები:
„ჰ68)
კომუნიკაციის
რეალურ
სტაციონარული
ტექნიკური
საკომუნიკაციო
ქსელით
დროში
შესაძლებლობა
გადაცემული
მოპოვების
–
ნახევრად
ელექტრონული
კომუნიკაციის
და
მისი
მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა უფლებამოსილი ორგანოს
მიერ კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე,
ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე
ინფრასტრუქტურაზე
შესაბამისი
აპარატული
ან/და
პროგრამული
უზრუნველყოფის საშუალებების დროებითი ან მუდმივი განთავსებით/
მონტაჟით;
ჰ69)
უფლებამოსილი
ორგანოს
მონიტორინგის
სისტემა
–
კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური
შესაძლებლობის არქიტექტურის შემადგენელი პროგრამული ინტერფეისი,
რომლითაც
უფლებამოსილი
ორგანო
ახდენს
ობიექტის
ტექნიკური
იდენტიფიკატორის აქტივაციისა და დეაქტივაციის შესახებ ბრძანებათა
დისტანციურ ინიციირებას და რომელიც გადაჭერილი ინფორმაციის
მიღების საბოლოო პუნქტია.“.
2. მე-8 მუხლის:
ა) მე-3 და მე -4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე,
როდესაც უფლებამოსილი ორგანო ატარებს საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“
4
ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს,
ახორციელებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონული
თვალთვალის ღონისძიებებს და ამ კანონის 83 მუხლით განსაზღვრულ
ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების
კოპირებას.
4.
ელექტრონული
კომუნიკაციის
კომპანია
ვალდებულია
საგამოძიებო ან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ
ორგანოს გადასცეს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი
მონაცემები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
136-ე მუხლით დადგენილი წესით.“;
ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე,
როდესაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ახორციელებს
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრულ
უფლებამოსილებებს
(შემოწმება, განცხადების განხილვა).“.
3. 81 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 81. უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნ იკაციის რეალურ
დროში მოპოვება სტაციონარული ან ნახევრად სტაციონარული ტექნიკური
შესაძლებლობის გამოყენებით
1. უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს , ჰქონდეს ელექტრონული
კომუნიკაციის კომპანიის ინფრასტრუქტურის მეშვეობით გადაცემული
კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ
დროში
მოპოვების
სტაციონარული
ან
ნახევრად
სტაციონარული
ტექნიკური შესაძლებლობა და ამ მიზნით:
5
ა)
საჭიროების
შემთხვევაში,
ელექტრონული
კომუნიკაციის
კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე სამართლიანი
ანაზღაურებით განათავსოს/დაამონტაჟოს მართლზომიერი გადაჭერის
მენეჯმენტის
სისტემა
ფუნქციონირებისთვის
ან/და
მასთან
აუცილებელი
დაკავშირებული/მისი
აპარატურა
და
პროგრამული
კომპანიას
სამართლიანი
უზრუნველყოფის საშუალებები;
ბ)
ელექტრონული
კომუნიკაციის
ანაზღაურების სანაცვლოდ მოსთხოვოს, იქონიოს მისი ინფრასტრუქტურის
მეშვეობით
გადაცემული
მაიდენტიფიცირებელი
კომუნიკაციის
მონაცემების
მონიტორინგის
სისტემისთვის
სტაციონარული
ტექნიკური
დროში
მოპოვების
შინაარსის
და
უფლებამოსილი
რეალურ
დროში
შესაძლებლობა
სტაციონარული
ორგანოს
მიწოდების
კომუნიკაციის
ტექნიკური
მისი
რეალურ
შესაძლებლობით
განსაზღვრული არქიტექტურისა და ინტერფეისების შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის
რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული და ნახევრად სტაციონარული
ტექნიკური შესაძლებლობების ორგანიზების შემდეგ უფლებამოსილი
ორგანო კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების შემდგომ ღონისძიებებს
ახორციელებს
უშუალოდ,
ელექტრონული
კომუნიკაციის
კომპანიის
ტექნიკური და სამართლებრივი მონაწილეობის გარეშე, საქართველოს
სისხლის
სამართლის
„კონტრდაზვერვითი
საპროცესო
საქმიანობის
კოდექსის
შესახებ“
1433
მუხლით
საქართველოს
და
კანონის
მე-12–მე-14 მუხლებით დადგენილი წესით.
3. კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული
ტექნიკური
შესაძლებლობის
არქიტექტურა
და
ინტერფეისები
განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტებით.
6
4.
ელექტრონული
საკომუნიკაციო
ქსელით
გადაცემული
კომუნიკაციის შინაარსის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების
კომუნიკაციის ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის
გამოყენებით
გადაჭერის
ორგანიზებისა
და
განხორციელების
და
ტექნიკური მოპოვების წესი განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს
ნორმატიული აქტით.“.
4. 83 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი
83.
უფლებამოსილი
ორგანოს
მიერ
ელექტრონული
კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირება
1.
უფლებამოსილ
ორგანოს
უფლება
აქვს,
განახორციელოს
ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების
კოპირება
და
შეინახოს
ისინი
ელექტრონული
კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში „საქართველოს
ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15
მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადით.
2.
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებული
ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების
კოპირების განსახორციელებლად უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს,
ჰქონდეს წვდომა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის შესაბამის
მონაცემთა ბაზებზე. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ
მონაცემთა
ბაზების
კოპირების
ტექნიკური
წესი
და
პროცედურა
განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით.“.
5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 84 მუხლი:
„მუხლი 84. გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემა
1. უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ჰქონდეს იმ ელექტრონული
კომუნიკაციის კომპანიის ქსელური და სასადგურე ინფრასტრუქტურიდან,
7
რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და
საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას,
გეოლოკაციის
მონაცემების რეალურ დროში მიღების შესაძლებლობა და ამ მიზნით
აღნიშნულ
ინფრასტრუქტურაზე
განათავსოს/დაამონტაჟოს
უზრუნველყოფის
განსაზღვრის
სამართლიანი
შესაბამისი
საშუალებები.
შემდგომ
აპარატურა
გეოლოკაციის
ღონისძიებებს
ანაზღაურებით
და
პროგრამული
რეალურ
დროში
უფლებამოსილი
ორგანო
ახორციელებს უშუალოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 1433 მუხლით და
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-12–მე-14 მუხლებით დადგენილი წესით.
2. გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემა უნდა
უზრუნველყოფდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო
სამართლის
იურიდიულ
პირში
–
„112“-ში
შესული
შეტყობინების
ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის
ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრის შესაძლებლობას.
3.
გეოლოკაციის
რეალურ
დროში
განსაზღვრის
სისტემის
არქიტექტურა და შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება
უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით.“.
6. მე-19 მუხლ ს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების
შესრულების გარდა:
ა)
ელექტრონული
კომუნიკაციის
კომპანია
ვალდებულია
უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების
სტაციონარული
კომუნიკაციის
ტექნიკური
შესაძლებლობის
მაიდენტიფიცირებელ
მონაცემთა
და
ელექტრონული
ბაზების
კოპირების
უზრუნველსაყოფად:
8
ა.ა) უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში იქონიოს
კომუნიკაციის რეალურ დროში მიწოდების სტაციონარული ტექნიკური
შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მწარმოებლის მიერ
გაცემული სათანადო ლიცენზიის და მხარდაჭერის მქონე სასადგურე
აპარატურის, მწარმოებლის მიერ გაცემული სათანადო ლიცენზიის მქონე
მართლზომიერი
გადაჭერის
მენეჯმენტის
სისტემის,
შესაბამისი
აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ქონას და
პერიოდულ განახლებას, აგრეთვე უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და
გამართული ფუნქციონირება;
ა.ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ კანონის 81 მუხლის პირველი
პუნქტის
„ა“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
უფლებამოსილების
განხორციელებისას დაეხმაროს მის წარმომადგენლებს და უზრუნველყოს
მათი
დაუბრკოლებელი
კომპონენტებთან,
აგრეთვე
დაშვება
ინფრასტრუქტურის
უზრუნველყოს
სათანადო
შესაბამის
აპარატურის
უსასყიდლო განთავსება/მონტაჟი, მისი უსაფრთხოება და გამართული
ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა;
ა.გ) გონივრული ვადით ადრე წერილობით აცნობოს უფლებამოსილ
ორგანოს იმ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების შესახებ, რომლებმაც
შეიძლება გავლენა მოახდინოს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების
სტაციონარულ ტექნიკურ შესაძლებლობაზე;
ა.დ)
უფლებამოსილი
ორგანოს
მოთხოვნის
შემთხვევაში
უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლების
მოპოვება;
ა.ე) უფლებამოსილი ორგანოს მიერ ელექტრონული კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების განხორციელებისას
დაეხმაროს
მის
წარმომადგენლებს
და
ტექნიკურად
უზრუნველყოს
9
ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების იმ
ვადით და წესით შენახვა, რომლებიც აუცილებელია უფლებამოსილი
პირის მიერ მათი კოპირების ტექნიკური პროცესის განხორციელებისთვის;
ბ)
ელექტრონული
კომუნიკაციის
კომპანია
ვალდებულია
უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების
ნახევრად
სტაციონარული
უზრუნველსაყოფად
ტექნიკური
შესაძლებლობის
შეასრულოს ამ პუნქტის „ა.ბ“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული
ვალდებულებები,
აგრეთვე
უზრუნველყოს
უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლების დაუბრკოლებელი დაშვება
შესაბამის
აპარატურასთან
საგამოძიებო
დღე-ღამის
მოქმედებების
ნებისმიერ
ჩასატარებლად
დროს
და
ფარული
ელექტრონული
თვალთვალის ღონისძიებების განსახორციელებლად;
გ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გეოლოკაციის რეალურ დროში
განსაზღვრის
შესაძლებლობის
კომუნიკაციის
კომპანია,
ქონის
რომელიც
მიზნით
ელექტრონული
ახორციელებს
მობილური
საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და
მომსახურებას, ვალდებულია:
გ.ა) იქონიოს მწარმოებლის მიერ გაცემული სათანადო ლიცენზიის
და მხარდაჭერის მქონე სასადგურე აპარატურა და უზრუნველყოს მისი
პერიოდული განახლება;
გ.ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ კანონის 84 მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას
დაეხმაროს
მის
დაუბრკოლებელი
კომპონენტებთან,
წარმომადგენლებს
დაშვება
აგრეთვე
და
უზრუნველყოს
ინფრასტრუქტურის
უზრუნველყოს
სათანადო
მათი
შესაბამის
აპარატურის
10
უსასყიდლო განთავსება/მონტაჟი, მისი უსაფრთხოება და გამართული
ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა;
დ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია, რომელიც ახორციელებს
მობილური
საკომუნიკაციო
უზრუნველყოფას
მობილური
ან/და
ქსელებითა
მომსახურებას,
საკომუნიკაციო
და
საშუალებებით
ვალდებულია
აღჭურვილობის
დაკარგული
მოსაძიებლად
იქონიოს
მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების
ტექნიკური შესაძლებლობა;
ე)
ელექტრონული
კომუნიკაციის
კომპანია
ვალდებულია
ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე
უზრუნველყოს
ელექტრონული
მაიდენტიფიცირებელი
მონაცემების
კომუნიკაციის
რეალურ
და
დროში
მისი
მოპოვების,
ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების
კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების, ელექტრონული კომუნიკაციის
კომპანიის
საინფორმაციო-ტექნოლოგიური
ინფრასტრუქტურის
ტექნიკური
კანონმდებლობით დადგენილ
და
სატელეკომუნიკაციო
მახასიათებლების
სტანდარტებთან
საქართველოს
შესაბამისობა
და
ამ
ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება, ხოლო მობილური საკომუნიკაციო
ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურებაზე
ავტორიზებულმა პირმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს გეოლოკაციის
რეალურ
დროში
განსაზღვრის,
მობილური
საკომუნიკაციო
აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების ტექნიკური შესაძლებლობის
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილ
სტანდარტებთან
შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება.“.
მუხლი 2
11
1. 2020 წლის 30 მარტამდე საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა
სააგენტომ უზრუნველყოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის
სისტემის ამოქმედებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. 2020 წლის 30 მარტამდე საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა
სააგენტომ შექმნას ელექტრონული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
საჯარო
სამართლის
იურიდიულ პირში – „112“-ში შესული შეტყობინების ინიციატორი
მობილური
საკომუნიკაციო
აღჭურვილობის
მომხმარებლის
შესახებ
მონაცემების საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – „112“-ისთვის
ავტომატურად მიწოდებას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული
სისტემის შექმნამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო
სამართლის
იურიდიულ
პირში
–
„112“-ში
შესული
შეტყობინების
ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მომხმარებლის
და მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის ადგილმდებარეობის
შესახებ
მონაცემების
მიწოდება
განხორციელდეს
ელექტრონული
კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკიდან.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის
„დ“ ქვეპუნქტისა, პირველი მუხლის მე-5 პუნქტისა და პირველი მუხლის
მე-6 პუნქტით გათვალისწინებული „ელექტრონული კომუნიკაციების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა,
ამოქმედდეს 2017 წლის 29 მარტიდან.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი,
პირველი მუხლის
მე-5 პუნქტი და პირველი მუხლის მე-6 პუნქტით
12
გათვალისწინებული
„ელექტრონული
საქართველოს
მე-19
კანონის
მუხლის
კომუნიკაციების
21
პუნქტის
„გ“
შესახებ“
ქვეპუნქტი
ამოქმედდეს 2020 წლის 30 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,
2017 წლის 1 მარტი.
№337-რს
13