„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ვეტო)

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
20.03.2017
ავტორი
საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი
#07-1/5/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ (ვეტო)

📋 განხილვის ეტაპები

ინიციირებული ვარიანტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 20 ✗ 87
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-03-20
ბიუროს ნომერი 40

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები – „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ62“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები;“; ბ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი: „ლ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია – „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ60“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპანია.“. 2. მე-6 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოპოვებული მასალა ოპერატიულ-სამძებრო უნდა განადგურდეს ღონისძიების შედეგად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შეწყვეტიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ. ამ მასალას ანადგურებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარმდგენი პროკურორი შესაბამისი განჩინების გამომტანი მოსამართლის მონაწილეობით. აღნიშნული მასალის განადგურების შესახებ დგება ოქმი და იგი დასტურდება შესაბამისი პროკურორის და მოსამართლის ხელმოწერებით. ეს ოქმი გადაეცემა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და აისახება ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრში.“. 3. მე-7 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ძებნისას, ბრალდებულის ან მსჯავრდებულის შესაბამის სახელმწიფო ორგანოში წარსადგენად ძებნისას, თუ ის თავს არიდებს მისთვის შეფარდებული იძულებითი ღონისძიების გამოყენებას ან დანიშნული სასჯელის მოხდას, დანაშაულის შედეგად დაკარგული ქონების ძებნისას ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოს უფლება აქვს: ა) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიისგან ან საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსგან გამოითხოვოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით დადგენილი წესით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI1 თავით დადგენილი ტექნიკურ სააგენტოს გეოლოკაციის წესით მიმართოს მობილური რეალურ დროში საქართველოს საკომუნიკაციო განსაზღვრის ოპერატიულ- აღჭურვილობის მოქმედების განხორციელების შესახებ.“; ბ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება მოსამართლის მიმართ ასევე შეიძლება განხორციელდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის 2 განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.“. მუხლი 2. 2020 წლის 30 მარტამდე საქართველოს ოპერატიულტექნიკურმა სააგენტომ უზრუნველყოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის ამოქმედებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2017 წლის 29 მარტიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე -3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 30 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისი, 2017 წლის 1 მარტი. №336-რს 3