„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ვეტო)

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
20.03.2017
ავტორი
საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი
#07-1/5/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ (ვეტო)

📋 განხილვის ეტაპები

ინიციირებული ვარიანტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 21 ✗ 83
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-03-20
ბიუროს ნომერი 40

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 09.11.2009, მუხ. 200) დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი: „მუხლი 131. საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტი საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტი შეიძლება გამოიცეს საქართველოს საკანონმდებლო აქტით და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. აღნიშნულ ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და შესასრულებლად გამოიცა იგი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 29 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი, 2017 წლის 1 მარტი. №345-რს გიორგი მარგველაშვილი