„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ვეტო)

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
20.03.2017
ავტორი
საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი
#07-1/5/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ (ვეტო)

📋 განხილვის ეტაპები

ინიციირებული ვარიანტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 20 ✗ 83
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-03-20
ბიუროს ნომერი 40

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის: ა) 31-ე−33-ე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტი − პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება ფარული საგამოძიებო მოქმედება. 32. ამ XVI1 კოდექსის თავის მიზნებისთვის, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო: ა) ამ 1431 კოდექსის მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო (შემდგომ − მოქმედებების სააგენტო), რომელიც ჩატარების არის ექსკლუზიური ამ ფარული საგამოძიებო უფლებამოსილების მქონე ორგანო; ბ) ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას − ფარული განმახორციელებელი შესაბამისი საგამოძიებო სახელმწიფო მოქმედების ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 33. ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან − შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ ელექტრონული კავშირიდან (ელექტრონული ფოსტა), კავშირგაბმულობის ქსელიდან, სატელეკომუნიკაციო ან საინფორმაციო სისტემიდან მიმდინარე, გადაცემული, მიღებული, შეკრებილი, დამუშავებული ან დაგროვებული ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია ტექნიკურ ან/და პროგრამულ საშუალებათა გამოყენებით.“; ბ) 33-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 34-ე ნაწილი: „34. ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კომპიუტერული სისტემიდან − შესაბამისი უფლებამოსილების მქონე კომპიუტერული სისტემიდან სახელმწიფო ორგანოს მიერ გადაცემული, მიღებული, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში მიმდინარე, შეკრებილი, დამუშავებული ან დაგროვებული ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია ტექნიკურ ან/და პროგრამულ საშუალებათა გამოყენებით.“; გ) 34-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 35-ე ნაწილი: „35. გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა − მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის რეალურ დროში მაქსიმალურად შესაძლო სიზუსტით განსაზღვრა.“; დ) 35-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 36-ე და 37-ე ნაწილები: „36. სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა − „ელექტრონული შესაბამისად ელექტრონული კომუნიკაციების ავტორიზებული საკომუნიკაციო შესახებ“ საქართველოს პირის საერთო ქსელებითა და კანონის სარგებლობის საშუალებებით განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და 2 ჩაწერა. საგამოძიებო მოქმედების ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორი − საგამოძიებო მოქმედების ობიექტის სარგებლობაში არსებული 37. ფარული ფარული საკომუნიკაციო აღჭურვილობის მაიდენტიფიცირებელი მონაცემი (ნებისმიერი მონაცემი, რომელიც იძლევა საკომუნიკაციო აღჭურვილობის ინდივიდუალური იდენტიფიცირების საშუალებას ან ხელს უწყობს მის ინდივიდუალურ იდენტიფიცირებას (მათ შორის, ტელეფონის ნომერი, ინტერნეტპროტოკოლის მისამართი (IPმობილური მისამართი), აღჭურვილობის საერთაშორისო იდენტიფიკატორი (IMEI), მობილურის მომხმარებლის საერთაშორისო იდენტიფიკატორი (IMSI), MAC-მისამართი და სხვა)) ან მომხმარებლის სახელი.“. 2. 1431 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფარული საგამოძიებო მოქმედების სახეებია: ა) სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა; ბ) ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან, სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურე აპარატურასთან მიერთებით), კომპიუტერული სისტემიდან (როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად) და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია; გ) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა; დ) საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის (დიპლომატიური ფოსტის გარდა) კონტროლი; ე) ფარული ვიდეოჩაწერა ან/და აუდიოჩაწერა, ფოტოგადაღება; 3 ვ) ელექტრონული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს.“. 3. 1433 მუხლის: ა) მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო: ა) ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების იმ ტერიტორიაზე განხორციელების უზრუნველსაყოფად, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება, ვალდებულია გამოიყენოს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ან ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა; ბ) ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების იმ ტერიტორიაზე განხორციელების უზრუნველსაყოფად, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება, ვალდებულია გამოიყენოს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული, ნახევრად სტაციონარული ან არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა; გ) ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილია გამოიყენოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სტაციონარული ან/და არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა. 5. მოსამართლე დასაბუთებისთვის პროკურორის საჭირო, შუამდგომლობ ისა თანდართული მასალის და მისი სასამართლოში წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა განიხილავს შუამდგომლობას ამ 4 თავითა და ამ კოდექსის 112-ე მუხლით დადგენილი წესით. მოსამართლეს შეუძლია შუამდგომლობა მოსამართლე ზეპირი შუამდგომლობას მოსმენის ზეპირი გარეშე განიხილოს. მოსმენით, პროკურორის მონაწილეობით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს და განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ ან მისი ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. განჩინება დგება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სასამართლოში, ორი გადაეცემა შუამდგომლობის წარმდგენ პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელთაგან ერთი მიეწოდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს, და ერთი განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სასამართლოს მიერ მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. მოსამართლის უფლებამოსილების მქონე განჩინების სახელმწიფო ეგზემპლარები ორგანოს და შესაბამისი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს წარედგინება განჩინების გამოტანისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, მატერიალური (დოკუმენტური) სახით.“; ბ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 5 1−56 ნაწილები: „51. ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სააგენტოს მიერ მისი მიღებისთანავე მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ელექტრონული ეგზემპლარის სახით, კონტროლის ელექტრონული 5 სისტემის მეშვეობით. ეგზემპლარის მოსამართლის პერსონალურ მონაცემთა განჩინების ელექტრონული დაცვის ინსპექტორისთვის პროგრამულად მიწოდების დადასტურებისთანავე 1431 კოდექსის მუხლის პირველი გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო გათვალისწინებული ელექტრონული მოქმედებს იმ შემთხვევაში, სააგენტო იწყებს ამ ნაწილის „ა“ მოქმედებას. ეგზემპლარის როდესაც ქვეპუნქტით ამ ნაწილით მიწოდების გამოიყენება წესი სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა. 52. თუ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოსთვის წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინება ბუნდოვანება- უზუსტობას შეიცავს, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს. 53. განჩინების გამომტანი სასამართლო პროკურორის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მიმართვის მიღებიდან 12 საათის ვადაში, ან საკუთარი ინიციატივით უზრუნველყოფს მოსამართლის განჩინებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრას ამ კოდექსის 287-ე მუხლით დადგენილი წესით. 54. თუ პერსონალურ მონაცემთა სახით მატერიალური ელექტრონული და დაცვის ინსპექტორისთვის (დოკუმენტური) სახით წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების რეკვიზიტებში ან/და სარეზოლუციო ნაწილში მონაცემი ან რეკვიზიტი ერთმანეთს არ ემთხვევა, იგი ამის თაობაზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ 6 აცნობებს პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს. 55. თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის ელექტრონული სახით ან/და მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების რეკვიზიტები ან/და სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს, იგი ამის თაობაზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს. 56. ამ მუხლის 54 და 55 ნაწილებით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებისთანავე პროკურორი წერილობით მიმართავს განჩინების გამომტან სასამართლოს, რომელიც მიმართვის მიღებიდან 12 საათის ვადაში უზრუნველყოფს მოსამართლის განჩინებაში არსებული ბუნდოვანებაუზუსტობის აღმოფხვრას ამ კოდექსის 287-ე მუხლით დადგენილი წესით. სასამართლო ვალდებულია ბუნდოვანება-უზუსტობის უზრუნველყოს ამ მოსამართლის განჩინებაში აღმოფხვრიდან განჩინების 24 პერსონალურ არსებული საათის ვადაში მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის მიწოდება.“; გ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს საქმისთვის (გამოძიებისთვის) მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან შეუძლებელი გახადოს ამ მონაცემების მოპოვება, ჩატარდეს/დაიწყოს ფარული საგამოძიებო მოქმედება მოსამართლის განჩინების გარეშე, შეიძლება პროკურორის 7 მოტივირებული დადგენილებით. პროკურორის დადგენილება უნდა შეიცავდეს შესაბამის რეკვიზიტებს (დადგენილების შედგენის თარიღი და ადგილი; მითითება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლზე, რომლითაც მიმდინარეობს გამოძიება; პროკურორის სახელი და გვარი, ხელმოწერა; საიდუმლოების აღმნიშვნელი გრიფი; ბეჭედი), ხოლო დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს მითითებას ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის/ობიექტების, აგრეთვე განსახორციელებელი ფარული საგამოძიებო მოქმედების სახის შესახებ და უნდა განსაზღვრავდეს მოქმედების განხორციელების პერიოდს (მისი დაწყებისა და დასრულების თარიღებისა და დროის მითითებით), რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების შემთხვევაში დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს აგრეთვე მითითებას ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის/ობიექტების ტექნიკური იდენტიფიკატორის/იდენტიფიკატორების სულ მცირე ერთი შესაბამისი მონაცემის შესახებ. პროკურორი ვალდებულია ფარული საგამოძიებო მოქმედების დადგენილებაში მითითებული არაუგვიანეს 24 საათისა მიმართოს დაწყების დროიდან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა/ტარდება აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედება, ან გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს შუამდგომლობით გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ. შუამდგომლობაში პროკურორმა უნდა დაასაბუთოს როგორც ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების, ისე იმ გარემოებების არსებობა, რომლებმაც განაპირობა ფარული საგამოძიებო 8 მოქმედების მოსამართლის განჩინების გარეშე, გადაუდებლად ჩატარება/დაწყება. მოსამართლე პროკურორის შუამდგომლობას განიხილავს მისი სასამართლოსთვის წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა, ამ მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით. შუამდგომლობის განხილვი სას მოსამართლე ამოწმებს, შეესაბამება თუ არა ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, აუცილებელი იყო თუ არა აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარება/დაწყება, და განჩინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ; ბ) მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის და მისი ჩატარების ვადის არაუმეტეს 48 საათამდე გაგრძელების შესახებ. ეს ვადა აითვლება პროკურორის დადგენილებაში მითითებული ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყების დროიდან; გ) ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობის, მისი შეწყვეტის, შედეგების გაუქმების და მის შედეგად მოპოვებული მასალის/ინფორმაციის განადგურების შესახებ.“; დ) 62 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „62. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილებას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, ფარული საგამოძიებო მოქმედების დადგენილებაში მითითებული დაწყების დროიდან არაუგვიანეს 12 საათისა პროკურორი ან პროკურორის დავალებით გამომძიებელი მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარუდგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. ამ კოდექსის 9 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სააგენტოს მიერ მისი მიღებისთანავე მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ელექტრონული ეგზემპლარის სახით, კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის პროგრამულად მიწოდების დადასტურებისთანავე სააგენტო იწყებს ამ 1431 კოდექსის მუხლის პირველი გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო გათვალისწინებული ელექტრონული მოქმედებს იმ შემთხვევაში, ნაწილის „ა“ მოქმედებას. ეგზემპლარის როდესაც ქვეპუნქტით ამ ნაწილით მიწოდების გამოიყენება წესი სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა.“; ე) 62 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 63 ნაწილი: „63. თუ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოსთვის წარდგენილი გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილება ბუნდოვანება-უზუსტობას უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო შეიცავს, ორგანო შესაბამისი ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს. პროკურორი უზრუნველყოფს დადგენილებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრას.“; ვ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ცნობის ფარული საგამოძიებო შესახებ მოსამართლის რომელთაგან ერთი რჩება მოქმედების განჩინება კანონიერად/უკანონოდ დგება სასამართლოში, 4 ეგზემპლარად, ორი გადაეცემა 10 შუამდგომლობის წარმდგენ პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელთაგან ერთი მიეწოდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს, და ერთი განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სასამართლოს მიერ მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. მოსამართლის უფლებამოსილების მქონე განჩინების სახელმწიფო ეგზემპლარები ორგანოს და შესაბამისი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს წარედგინება განჩინების გამოტანისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, მატერიალური (დოკუმენტური) სახით.“; ზ) მე-10 და მე-11 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ განჩინებაში მოსამართლემ უნდა დაასაბუთოს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა და ფარული საგამოძიებო მოქმედების მოსამართლის განჩინების გარეშე, გადაუდებლად მოსამართლის განჩინება ჩატარების/დაწყების უნდა შეიცავდეს აუცილებლობა. შესაბამის რეკვიზიტებს (განჩინების ნომერი; შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის სახელი და გვარი, ხელმოწერა; საიდუმლოების აღმნიშვნელი გრიფი; ბეჭედი). მოსამართლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში უნდა მიეთითოს: ა) პირი, რომელმაც მოსამართლეს შუამდგომლობა წარუდგინა; ბ) სისხლის სამართლის საქმის ნომერი, რომელზედაც უნდა ჩატარდეს, ჩატარდა ან მიმდინარეობს ფარული საგამოძიებო მოქმედება; გ) ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ან 11 ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ რომელშიც განკარგულება, ზუსტად უნდა იყოს აღნიშნული, რა სახის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაა ნებადართული ან რომელი ფარული საგამოძიებო მოქმედებაა კანონიერად ცნობილი; დ) დროის რა მონაკვეთში (დაწყებისა და დასრულების თარიღებისა და დროის მითითებით) უნდა ჩატარდეს ან ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება; ე) ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტი/ობიექტები; ვ) ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჩატარების რომელიმე შემთხვევაში ობიექტის/ობიექტების − ფარული ფარული საგამოძიებო მოქმედების საგამოძიებო მოქმედების ტექნიკური იდენტიფიკატორების სულ მცირე რომლის/რომელთა კონტროლიც იდენტიფიკატორის/ ერთი უნდა შესაბამისი მონაცემი, განხორციელდეს ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში; ზ) საჭიროების შემთხვევაში, ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების ადგილი; თ) საჭიროების შემთხვევაში, ვისზე ვრცელდება ფარული საგამოძიებო მოქმედება; ი) შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო, რომელმაც უნდა განახორციელოს ფარული საგამოძიებო მოქმედება; კ) უფლებამოსილი საგამოძიებო ორგანო, რომელსაც უნდა გაეცნოს და გადაეცეს ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა; ლ) ფარული საგამოძიებო მოქმედების გაგრძელების შემთხვევაში − იმ 12 განჩინების რეკვიზიტები, რომლის საფუძველზედაც მიმდინარეობს ფარული საგამოძიებო მოქმედება; მ) ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის საჭირო სხვა მონაცემები. 11. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემაზე ან ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინებაში უნდა მიეთითოს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობით არ დასტურდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა და ფარული საგამოძიებო მოქმედების მოსამართლის განჩინების გარეშე, გადაუდებლად განჩინებაში ჩატარების/დაწყების აუცილებლობა. უნდა აღინიშნოს: ამ მუხლის გათვალისწინებული რეკვიზიტები; პირი, მოსამართლის მე-10 რომელმაც ნაწილით მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა; მოსამართლის გადაწყვეტილება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის ან ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობაზე უარის თქმის და მის შედეგად მოპოვებული მასალის განადგურების შესახებ.“. 4. 1434 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით განხორციელება კონტროლდება კონტროლის ელექტრონული სისტემითა და კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით.“. 5. 1435 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელმა 13 ორგანომ უნდა ჩატარებასთან საგამოძიებო აღრიცხოს ფარული დაკავშირებული მოქმედების საგამოძიებო შემდეგი სახე; ფარული მოქმედების მონაცემები: საგამოძიებო ფარული მოქმედების დაწყებისა და დასრულების დრო; ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტი; ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებისას ტექნიკური − ფარული იდენტიფიკატორი; საგამოძიებო მოქმედების მოსამართლის ობიექტის განჩინების ან/და პროკურორის მოტივირებული დადგენილების რეკვიზიტები.“. 6. 1436 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 143 6. ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტა და შეჩერება 1. ფარული გადაწყვეტილებას საგამოძიებო იღებს მოქმედების პროკურორი შეწყვეტის გამომძიებლის შესახებ მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით. პროკურორი ვალდებულია ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს, რომელიც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთანავე წყვეტს ფარულ საგამოძიებო მოქმედებას. 2. ფარული საგამოძიებო მოქმედება შეწყდება, თუ: ა) შესრულდება ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ განჩინებით გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანა; ბ) დადგინდება გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ კონკრეტული ამოცანის შესრულება განჩინებით გათვალისწინებული ობიექტურად შეუძლებელია ან ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას გამოძიებისთვის არსებითი 14 მნიშვნელობა აღარ აქვს; გ) შეწყდება გამოძიება ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა; დ) აღარ არსებობს ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების სამართლებრივი საფუძველი. 3. თუ გავიდა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შეჩერებიდან 3 დღეში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი, ამ ნაწილში მითითებული ვადის გასვლისთანავე შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო წყვეტს ფარულ საგამოძიებო მოქმედებას. 4. თუ სასამართლომ უკანონოდ ცნო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაწყებული ფარული საგამოძიებო მოქმედება ან ამოიწურა გადაუდებელი აუცილებლობის საგამოძიებო მოქმედების შემთხვევაში ჩატარების დაწყებული შესახებ ფარული დადგენილებაში მითითებული 48-საათიანი ვადა, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო დაუყოვნებლივ ან სასამართლოს გადაუდებელი განჩინების მიღებისთანავე, აუცილებლობის შემთხვევაში დაწყებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების 48-საათიანი ვადის ამოწურვისთანავე წყვეტს ფარულ საგამოძიებო მოქმედებას. 5. ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება შეაჩეროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა კონტროლის ელექტრონული სისტემით, თუ: ა) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის 51 ნაწილით დადგენილი წესით მიწოდებული არ არის ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების ელექტრონული ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა 15 და სარეზოლუციო ნაწილს; ბ) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით, მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი არ არის ამ კოდექსის 1431 მუხლის გათვალისწინებული პირველი ფარული ნაწილის საგამოძიებო „ა“ ქვეპუნქტით მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ განჩინების ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს; გ) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის 62 ნაწილით დადგენილი წესით მიწოდებული არ არის პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს; დ) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის 62 ნაწილით დადგენილი წესით, მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი არ არის გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს; ე) მისთვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით ან მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი პროკურორის დადგენილების რეკვიზიტები ან/და სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს; ვ) მისთვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი პროკურორის დადგენილების რეკვიზიტებსა და (დოკუმენტური) სახით ელექტრონული ეგზემპლარის ნაწილში და მატერიალური პროკურორის დადგენილების სარეზოლუციო წარდგენილი 16 რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილში ამ კოდექსის 1433 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მონაცემი ერთმანეთს არ ემთხვევა. 6. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში სააგენტო მისი შეჩერების შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამის პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს. 7. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას, კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის მოსამართლის განჩინების ელექტრონული ეგზემპლარის წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, ან პროკურორის დადგენილების შეიცავს ელექტრონული მხოლოდ ეგზემპლარის რეკვიზიტებსა და წარდგენას, რომელიც სარეზოლუციო ნაწილს, უზრუნველყოფს სააგენტო. 8. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების პერსონალურ მონაცემთა საფუძვლის დაცვის აღმოფხვრას, ინსპექტორისთვის კერძოდ, განჩინების ეგზემპლარის მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, უზრუნველყოფს სასამართლო. 9. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას, კერძოდ, 17 პერსონალურ მონაცემთა დადგენილების დაცვის ინსპექტორისთვის პროკურორის მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, უზრუნველყოფს პროკურორი ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი. 10. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ან „ვ “ ქვეპუნქტ ით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას, კერძოდ, პროკურორის დადგენილებაში ამ კოდექსის 1433 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების მონაცემის სააგენტოსა შესაბამისი და წესით პერსონალურ მითითებას მონაცემთა და დაცვის ინსპექტორისთვის წარდგენას უზრუნველყოფს პროკურორი ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი. 11. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო მოქმედებას სააგენტო აგრძელებს მოსამართლის განჩინების ან პროკურორის ელექტრონული ეგზემპლარის პერსონალურ დადგენილების მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის ამ კოდექსით დადგენილი ზოგადი წესით მიწოდების პროგრამულად დადასტურებისთანავე. 12. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო მოქმედებას სააგენტო აგრძელებს პერსონალურ ელექტრონული მონაცემთა დაცვის სისტემით ინსპექტორის სასამართლოს მიერ კონტროლის განჩინების მიღების პროგრამულად დადასტურებისთანავე. 18 13. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „დ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო მოქმედებას სააგენტო აგრძელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ კონტროლის ელექტრონული სისტემით პროკურორის დადგენილების მიღების პროგრამულად დადასტურებისთანავე. 14. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულებისთანავე ადგენს ოქმს. ოქმში ზუსტად უნდა იყოს აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების სამართლებრივი საფუძველი, მისი დაწყებისა და დასრულების დრო, ოქმის შედგენის ადგილი, ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების სახე და მისი ჩატარებისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებები, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილი, ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტი, ხოლო ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი გათვალისწინებული განხორციელებისას − ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით რომელიმე ფარული საგამოძიებო მოქმედების აგრეთვე ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორი. ოქმი გადაეცემა შესაბამის უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოს, რომელიც დაუყოვნებლივ წარუდგენს პროკურორს, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მას სასამართლო რეესტრს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. ოქმი ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გადაეცემა აგრეთვე დაცვის მხარეს. 15. ფარული საგამოძიებო პროკურორის/მოსამართლის მოქმედების მოთხოვნის მიმდინარეობისას, შემთხვევაში, ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია 19 გასცეს შუალედური ოქმი. 16. თუ ფარული საგამოძიებო მოქმედების შეჩერებიდან 3 დღეში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა ნადგურდება ამ კოდექსით დადგენილი წესით.“. 7. 1438 მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას ანადგურებს შესაბამისი საქმის გამოძიებაზე საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი ან სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი ან მათი ზემდგომი პროკურორი, იმ მოსამართლის ან იმ სასამართლოს მოსამართლის თანდასწრებით, რომელმაც ან რომლის მოსამართლემაც საგამოძიებო მიიღო მოქმედების გადაწყვეტილება ჩატარების აღნიშნული შესახებ ან ფარული გადაუდებელი აუცილებლობისას მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ან უკანონოდ ცნობის შესახებ. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის განადგურების შესახებ შესაბამისი პროკურორისა და მოსამართლის ხელმოწერებით დადასტურებული ოქმი გადაეცემა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და აისახება ფარული საგამოძიებო მოქმედებების სასამართლო რეესტრში.“. მუხლი 2 1. 2017 წლის 29 მარტამდე საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული კონტროლის ელექტრონული სისტემის, კონტროლის სპეციალური ელექტრონული 20 სისტემისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემის ამოქმედება ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიმართ. 2. 2020 წლის 30 მარტამდე საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ უზრუნველყოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის ამოქმედებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის მე-2 ნაწილისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები, პირველი მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილი (გარდა „გ“ ქვეპუნქტისა), პირველი მუხლის მე-3 ნაწილი (გარდა პირველი მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა), პირველი მუხლის მე-4−მე-7 ნაწილები და მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი ამოქმედდეს 2017 წლის 29 მარტიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი , პირველი მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და პირველი მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 30 მარტიდან. 21 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისი, 2017 წლის 1 მარტი. №333-რს 22