„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.03.2017
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/54/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 3
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-03-27
ბიუროს ნომერი 44

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 470070000.05.001.016760) (www.matsne.gov.ge), №2 დანართის 08.06.2012, ნუსხით სარეგისტრაციო გათვალისწინებული საშუალებების“ ჩამონათვალის: ა) 73-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „73 მცენარე კანაფი 10 140 1000“; ბ) 92-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მარიხუანა „92 − გამომშრალი 5 70 500 − ნედლი 10 140 1000“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი კოდი: „ნარკოტიკული გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის პროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მთავარ მიზეზს წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/855 განჩინება საქმეზე „ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისათვის შეძენისა და შენახვის გამო“. სასამართლომ თავის 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაში განაცხადა, რომ 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას ოდენობა თავისთავად არ მიუთითებს გასაღების მიზანზე ან გასაღების რეალური საფრთხის არსებობაზე და, შესაბამისად, საფრთხეს არ უქმნის სხვათა ჯანმრთელობას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ თავის 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/855 განჩინებაში, 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილების მსგავსად, ასევე, გაითვალისწინა კანონმდებლის მიდგომა, რომლის თანახმადაც, რაოდენობრივი მაჩვენებლები გრამებში ნედლ მარიხუანასთან მიმართებით ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე გამომშრალ მარიხუანასთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, 100 გრამამდე ნედლი მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვის გამო საზოგადოებისათვის საფრთხის შექმნის მსჯელობისას სასამართლომ განაცხადა, რომ კანონმდებელი 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის შეძენასა და შენახვას, 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შეძენა-შენახვასთან შედარებით, ნაკლები საფრთხის შემცველად მიიჩნევს. ამრიგად, დადგა იმის საჭიროება, რომ მარიხუანას და მცენარე კანაფის ოდენობები, რომლებიც გაწერილია „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართში, დაექვემდებაროს ცვლილებას და გამომშრალი მარიხუანას 70 გრამამდე, ხოლო ნედლი მარიხუანას 140 გრამამდე დოზა, მიჩნეულ იქნეს ამ ნივთიერებების მცირე ოდენობად. ერთგვაროვანი მიდგომის ჩამოყალიბების მიზნით, გადაიხედა მცენარე კანაფის შესაბამისი ოდენობებიც. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით დაცული ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის პრინციპის ეროვნულ კანონმდებლობაში სრულად ასახვა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების (2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და 2017 წლის 15 თებერვლის N3/1/855 განჩინება საქმეზე „ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისათვის შეძენისა და შენახვის გამო“) შიდა კანონმდებლობაში სრულყოფილი იმპლემენტაციის ხელშეწყობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალებების - მცენარე კანაფის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების, ხოლო მარიხუანას დიდი ოდენობის ცვლილებას. მცენარე კანაფის შემთხვევაში, დიდი ოდენობა, 50 გრამის ნაცვლად, განისაზღვრება 140 გრამის, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა - 250 გრამის ნაცვლად, 1000 გრამის ოდენობით. რაც შეეხება მარიხუანას, გამომშრალი მარიხუანას შემთხვევაში, დიდი ოდენობა, 50 გრამის ნაცვლად, განისაზღვრება 70 გრამის, ხოლო ნედლი მარიხუანას შემთხვევაში - 100 გრამის ნაცვლად 140 გრამის ოდენობით. აღნიშნული ნივთიერებების მცირე ოდენობები დარჩება უცვლელი. ასევე, არ იცვლება გამომშრალი და ნედლი მარიხუანას განსაკუთრებით დიდი ოდენობების მაჩვენებელი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ წარმოიქმნება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: პროექტი შემუშავდა ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობდნენ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს მთავარი პროკურატურა, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია, საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის წარმომადგენლობა სპეციალურ საქართველოში; წარმომადგენლობა, ამერიკის შეერთებული გაეროს ბავშვთა შტატების ფონდის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს საქართველოში წარმომადგენლობა, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიურო, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირი – ალტერნატივა ჯორჯია. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება დანართი №2 უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა № მცენარის, ნივთიერებისა და ოდენობა (გრამებში) პრეპარატის დასახელება 1 2 განსაკუთრებით მცირე დიდი 3 4 5 დიდი ნარკოტიკული საშუალებები 1 ალილპროდინი - 1 1 2 ალფამეთადოლი - 1 1 3 ალფა-მეთილთიოფენტანილი - 1 1 4 ალფა-მეთილ-4- მეთილთიოფენეტილამინი - 1 1 5 ალფა-მეთილფენტანილი - 1 1 6 ალფამეპროდინი - 1 1 7 ალფაპროდინი - 1 1 8 ალფაცეტილმეთადოლი - 1 1 9 ალფენტანილი - 1 1 10 ამინეპტინი 0,1 1 10 11 ამობარბიტალი (ბარბამილი) 1 1 12 ამფეტამინი - 1 1 13 ანილერიდინი - 1 1 14 აცეტილ-ალფა-მეთილფენტანილი - 1 1 15 აცეტილდიჰიდროკოდეინი - 1 1 16 აცეტილმეთადოლი - 1 1 17 აცეტორფინი - 1 1 18 ბეზიტრამიდი - 1 1 19 ბენზეთიდინი - 1 1 20 ბენზილმორფინი - 1 1 21 ბეტამეთადოლი - 1 1 22 ბეტამეპროდინი - 1 1 23 ბეტაპროდინი - 1 1 24 ბეტაცეტილმეთადოლი - 1 1 25 ბეტა-ჰიდროქსი-3- მეთილფენტანილი - 1 1 26 ბეტა-ჰიდროქსიფენტანილი - 1 1 27 ბროლამფეტამინი (დობ) - 1 1 28 2 ს-ბ (4-ბრომო-2,5-დიმეთოქსი- - 1 1 ფენეტილამინი) 29 ბუპრენორფინი 0,0012 0,012 0,12 30 ბუტალბიტალი 0,005 0,05 0,5 31 ბუტორფანოლი 0,02 0,2 2 31 1 გამა-ოქსიერბო მჟავა 3 30 300 32 გლუტეთიმიდი (ნოქსირონი) 1 10 100 33 დეზომორფინი - 1 1 34 დეტ - 1 1 35 დექსამფეტამინი - 1 1 36 დექსტრომორამიდი - 1 1 37 დექსტროპროპოქსიფენი - 1 1 38 დიამპრომიდი - 1 1 39 დიეთილთიამბუტენი - 1 1 40 დიმეთილთიამბუტენი - 1 1 41 დიმენოქსადოლი - 1 1 42 დიმეფეპტანოლი - 1 1 43 დიოქსაფეტილ ბუტირატი - 1 1 44 დიპიპანონი - 1 1 45 დიფენოქსილატი - 1 1 46 დიფენოქსინი - 1 1 47 დიჰიდროეტორფინი - 1 1 48 დიჰიდროკოდეინი - 1 1 49 დიჰიდრომორფინი - 1 1 50 დმა (2,5-დიმეთოქსიამფეტამინი) - 1 1 51 დმტ (დიმეთილტრიფტამინი) - 1 1 52 დმჰპ (დიმეთილჰეპტილპირანი) - 1 1 53 დოეტ (2,5-დიმეთოქსი-4-ეთილ-ამფეტამინი) - 1 1 54 დრონაბინოლი 0,002 0,02 0,2 55 დროტებანოლი - 1 1 56 N-ეთილ მდა (ფუძე და მარილები) - 1 1 57 ეთილმეთილთიამბუტენი - 1 1 58 ეთილმორფინი 0,6 6 60 59 ეკგონინი - 0,02 0,02 60 ეტამინალ ნატრიუმი 0,6 6 60 61 ეტიციკლიდინი - 1 1 62 ეტონიტაზენი - 1 1 63 ეტორფინი - 1 1 64 ეტოქსერიდინი - 1 1 65 ეტრიპტამინი - 1 1 66 ზიპეპროლი 0,5 5 50 67 თებაინი - 1 1 68 თებაკონი - 1 1 69 თიოფენტანილი - 1 1 70 იზომეთადონი - 1 1 71 კათინი (ნორფსევდოეფედრინი) - 1 1 72 კათინონი - 1 1 73 კანაფი (მცენარე) 10 50 250 74 კანაფის ექსტრაქტი და ნაყენი - 1 1 75 კანაფის ზეთი - 1 1 76 კანაფის ფისი 0,05 0,5 5 77 კეტობემიდონი - 1 1 78 კლონიტაზენი - 1 1 79 კოდეინი (ფუძე და მარილები) 0,2 2 20 80 კოდეინ-N-ოქსიდი - 1 1 81 კოდოქსიმი - 1 1 82 კოკაინი (ფუძე და მარილები) 0,06 0,6 6 83 d-კოკაინი 0,06 0,6 6 84 კოკას ფოთოლი (გარდა იმ ფოთლებისა, ეკგონინის სხვა ნებისმიერი ალკალოიდი) 5 25 125 − გამომშრალი 10 50 250 რომლებიდანაც მთლიანად არის გამოდევნილი ეკგონინი, კოკაინი და − ნედლი 85 ლევამფეტამინი - 1 1 86 ლევომეტორფანი - 1 1 87 ლევომეტამფეტამინი - 1 1 88 ლევომორამიდი - 1 1 89 ლევორფანოლი - 1 1 90 ლევოფენაცილმორფანი - 1 1 91 ლიზერგინის მჟავა, მისი წარმოებულები და - 0,0002 0,0002 პრეპარატები, მათ შორის, ლიზერგიდი 92 93 მარიხუანა − გამომშრალი 5 50 500 − ნედლი 10 100 1000 მდმა - 1 1 (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) 94 მეთადონი (ფუძე და მარილები) 0,2 1 1 95 D - მეთადონი - 1 1 96 L - მეთადონი - 1 1 97 მეთადონის სინთეზის შუალედური - 1 1 პროდუქტი 98 მეთაქვალონი (ფუძე და მარილები) - 1 1 99 4-მეთილამინორექსი - 1 1 100 მეთილდეზორფინი - 1 1 101 მეთილდიჰიდრომორფინი - 1 1 102 3-მეთილთიოფენტანილი - 1 1 103 მეთილფენიდატი - 1 1 104 3-მეთილფენტანილი - 1 1 105 მეთკათინონი (ეფედრონი) - 1 1 106 მეკლოქვალონი - 1 1 107 მესკალინი - 0,0006 0,0006 108 მეტაზოცინი - 1 1 109 მეტამფეტამინი (ფუძე და მარილები, - 1 1 მიუხედავად თანმხლები ნივთიერებების არსებობისა) 110 მეტამფეტამინის რაცემატი - 1 1 111 მეტოპონი - 1 1 112 მიროფინი - 1 1 113 მმდა (5-მეთოქსი-3,4- - 1 1 მეთილენდიოქსიამფეტამინი) 114 მორამიდის შუალედური პროდუქტი - 1 1 115 მორფერიდინი - 1 1 116 მორფინი (ფუძე და მარილები) 0,04 0,4 4 117 მორფინის მეთობრომიდი 0,04 0,4 4 118 მორფინ-N-ოქსიდი - 1 1 119 მფპპ - 1 1 120 ნიკოდიკოდინი - 1 1 121 ნალბუფინი 0,2 2 20 122 ნიკოკოდინი - 1 1 123 ნიკომორფინი - 1 1 124 ნორაციმეთადოლი - 1 1 125 ნორკოდეინი - 1 1 126 ნორლევორფანოლი - 1 1 127 ნორმეთადონი - 1 1 128 ნორმორფინი - 1 1 129 ნორპიპანონი - 1 1 130 პაპავერიტუმი, პანტოპონი, ომნოპონი, 0,04 0,4 4 ორიპავინი 131 ოპიუმი, ამფიონი 0,2 2 20 132 ოპიუმი ექსტრაქციული 0,1 1 10 133 ოპიუმი სამედიცინო 0,2 2 20 134 ოპიუმის ექსტრაქტი 0,1 1 10 135 ოპიუმის ნაყენი 0,3 3 30 136 ოქსიკოდონი - 1 1 137 ოქსიმორფონი - 1 1 138 პარა-ფლუოროფენტანილი - 1 1 139 პარაჰექსილი - 1 1 140 პეთიდინი 0,04 0,4 4 141 პეთიდინის სინთეზის შუალედური - 1 1 პროდუქტები A, B, C 142 პენტაზოცინი 0,1 1 10 143 პენტობარბიტალი 0,005 0,05 0,5 144 პეპაპ - 1 1 145 პიმინოდინი - 1 1 146 პირიტრამიდი - 1 1 147 პმა (ფუძე და მარილები) - 1 1 148 პროპერიდინი - 1 1 149 პროპირამი - 1 1 150 პროჰეპტაზინი - 1 1 151 პსილოციბინი - 0,002 0,002 152 პსილოცინი, პსილოტსინი - 0,002 0,002 153 პსილოციბინის ან პსილოცინის შემცველი 0,5 5 50 სოკოს ნებისმიერი სახეობა 154 რაცემეთორფანი - 1 1 155 რაცემორამიდი - 1 1 156 რაცემორფანი - 1 1 157 რემიფენტანილი - 1 1 158 როლიციკლიდინი (ფუძე და მარილები) - 1 1 159 სეკობარბიტალი 0,005 0,05 0,5 160 სტპ, დომ (ფუძე და მარილები) - 1 1 161 სუფენტანილი - 1 1 162 ტენამფეტამინი (ფუძე და მარილები) - 1 1 163 ტენოციკლიდინი (ფუძე და მარილები) - 1 1 164 ტეტრაჰიდროკანაბინოლები (ყველა იზომერი 0,05 0,5 5 და მათი სტერეოქიმიური ვარიანტები) 165 ტილიდინი 0,01 0,1 1 166 ტრამადოლი 1 80 800 167 ტმა - 1 1 168 ტრიმეპერიდინი (პრომედოლი) 0,08 0,8 8 169 ფენადოქსონი - 1 1 170 ფენაზოცინი - 1 1 171 ფენამპრომიდი - 1 1 172 ფენეტილინი - 1 1 173 ფენმეტრაზინი - 1 1 174 ფენომორფანი - 1 1 175 ფენოპერიდინი - 1 1 176 ფენტანილი 0,0005 0,005 0,05 177 ფენციკლიდინი - 1 1 178 ფლუნიტრაზეპამი 0,1 1 10 179 ფოლკოდინი 0,02 0,2 2 180 ფურეთიდინი - 1 1 181 ყაყაჩო დამაძინებელი − გამომშრალი 10 50 500 − ნედლი 20 100 1000 182 ყაყაჩოს ნამჯა 5 50 500 183 ყაყაჩოს ნამჯისაგან მიღებული კონცენტრატი 0,2 2 20 (ოპიუმზე გადაანგარიშებით) 184 ყაყაჩოს ნამჯის ექსტრაქტი 0,1 1 10 185 ყაყაჩოს (დამაძინებელი ყაყაჩოს) ნებისმიერი 5 10 50 1000 5000 25000 1,5 15 150 სახის ნაყენი და რძეწვენი 186 ნებისმიერი სახეობის ყაყაჩო, რომელიც არ არის დამაძინებელი ყაყაჩო, მაგრამ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას 187 ნებისმიერი სახეობის ყაყაჩოსაგან მომზადებული პროდუქტი, რომელიც არ არის დამაძინებელი ყაყაჩო, მაგრამ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას 188 ციკლობარბიტალი (ციკორაპიიაო) 2 20 200 189 ჰეროინი 0,2 1 1 190 ჰიდროკოდონი 0,2 2 20 191 ჰიდრომორფინოლი - 1 1 192 ჰიდრომორფონი - 1 1 193 N-ჰიდროქსი მდა, n-ჰიდროქსი- - 1 1 მეთილენდიოქსიამფეტამინი 194 ჰიდროქსიპეთიდინი - 1 1 195 ჯვჰ (JWH)-018 0,05 0,5 5 196 ჯვჰ (JWH)-398 0,05 0,5 5 197 ჯვჰ (JWH)-073 0,05 0,5 5 198 ჯვჰ (JWH)-200 0,05 0,5 5 199 ჰუ (HU)-210 0,05 0,5 5 200 ცპ (CP)-47, 497 0,05 0,5 5 201 ჯვჰ-250 0,05 0,5 5 0,05 0,5 5 0,05 0,5 5 JWH-250 202 ჯვჰ-081 JWH-081 203 ჯვჰ-122 JWH-122 ფსიქოტროპული ნივთიერებები 1 ალობარბიტალი 15 150 1500 2 ალპრაზოლამი 0,25 2,5 25 3 ამინორექსი 0,1 1 10 4 ამფეპრამონი 1,5 15 150 5 ბარბიტალი 15 150 1500 6 ბენზფეტამინი 0,1 1 10 7 ბრომაზეპამი 1 10 100 8 ბროტიზოლამი 2,5 25 250 9 ბუტობარბიტალი 7 14 140 10 (ამოღებულია - 2 9.07.2014, №2561) 11 დელორაზეპამი 0,25 2,5 25 12 დიაზეპამი 0,25 2,5 25 13 ეთილამფეტამინი 0,1 1 10 14 ეთილ ლოფლაზეპატი 0,25 2,5 25 15 ეთინამატი 20 100 1000 16 ეთქლორვინოლი 20 100 1000 17 ესტაზოლამი 0,1 1 10 171 ეფედრინი 0,15 1,5 15 18 ვინილბიტალი 15 150 1500 19 ზოლპიდემი 0,25 2,5 25 20 თიანეპტინი 0,125 1,25 12,5 21 კამაზეპამი 0,25 2,5 25 22 კეტაზოლამი 0,25 2,5 25 23 კეტამინი 0,1 1 10 24 კლობაზამი 0,5 5 50 25 კლონაზეპამი 0,05 0,5 5 26 კლორაზეპატი 0,25 2,5 25 27 კლოტიაზეპამი 0,25 2,5 25 28 კლოქსაზოლამი 0,25 2,5 25 29 ლეფეტამინი 0,1 1 10 30 ლოპრაზოლამი 0,25 2,5 25 31 ლორაზეპამი 0,125 1,25 12,5 32 ლორმეტაზეპამი 0,25 2,5 25 33 მაზინდოლი 0,02 0,2 2 34 მედაზეპამი 0,5 5 50 35 მეზოკარბი (სიდნოკარბი) 0,25 2,5 25 36 მეთილფენობარბიტალი 15 150 1500 37 მეთიპრილონი 0,1 1 10 38 მეპრობამატი 3 30 300 39 მეფენორექსი 20 100 1000 40 მიდაზოლამი 0,75 7,5 75 41 ნიმეტაზეპამი 0,25 2,5 25 42 ნიტრაზეპამი (რადედორმი) 0,15 1,5 15 43 ნორდაზეპამი 0,25 2,5 25 ნორეფედრინი 0,15 1,5 15 44 ოქსაზეპამი 0,25 2,5 25 45 ოქსაზოლამი 0,25 2,5 25 46 პემოლინი 0,25 2,5 25 47 პინაზეპამი 0,25 2,5 25 48 პიპრადროლი 0,1 1 10 49 პიროვალერონი 0,1 1 10 50 პრაზეპამი 0,25 2,5 25 51 პრეგაბალინი 0,6 6,0 60 52 რელადორმი - - - 53 სეკბუტაბარბიტალი 7 14 140 54 ტემაზეპამი 0,25 2,5 25 55 ტეტრაზეპამი 2,5 25 250 56 ტრიაზოლამი 0,0125 0,125 1,25 57 ფენაზეპამი 0,25 2,5 25 58 ფენდიმეტრაზინი 0,25 2,5 25 59 ფენკამფამინი 0,25 2,5 25 60 ფენობარბიტალი 25 250 500 61 ფენპროპორექსი 0,25 2,5 25 62 ფენტერმინი 0,1 1 10 63 ფლუდიაზეპამი 0,25 2,5 25 64 ფლურაზეპამი 0,25 2,5 25 ფსევდოეფედრინი 0,3 3 30 65 ქლორდიაზეპოქსიდი 0,25 2,5 25,0 66 ჰალაზეპამი 0,25 2,5 25 67 ჰალოქსაზოლამი 0,25 2,5 25 43 64 1 1 შენიშვნები: 1. ამ ნუსხის ცხრილის მე-3, მე-4 და მე-5 ვერტიკალურ გრაფებში ნაჩვენები ოდენობები განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება მცირე ოდენობად, გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა − მეთადონისა და ჰეროინისა: ა.ა) ნარკოტიკული საშუალებების − მეთადონისა და ჰეროინის − ოდენობები მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად; ბ) მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი, მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად: ბ.ა) ნარკოტიკული საშუალებების − მეთადონისა და ჰეროინის − ოდენობები მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი, მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად; გ) მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი, მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად; დ) მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად. 2. თუ მე-3 ვერტიკალურ გრაფაში არ არის განსაზღვრული ოდენობა, მაშინ: ა) მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად; ბ) მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად. 3. ფსიქოტროპული ნივთიერების – რელადორმის − ოდენობა განსაზღვრული არ არის, ვინაიდან იგი კომბინირებული პრეპარატია. 4. ნარკოტიკულ საშუალებათა ოდენობები მოცემულია და განისაზღვრება მათი შემავსებლების (ფქვილი, შაქარი, სახამებელი, სამკურნალო საშუალება და სხვა) გარეშე. 5. ამ ნუსხით გათვალისწინებულ ფსიქოტროპულ ნივთიერებათა ჩამონათვალს მიეკუთვნება მხოლოდ სუფთა ნივთიერებები (სუბსტანციები) და არა მათი წამლის ფორმები, გარდა ფსიქოტროპული ნივთიერებების – თიანეპტინისა და პრეგაბალინის − წამლის ფორმებისა. 6. (ამოღებულია - 16.04.2014, №2235).