„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
- „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-03-27
ბიუროს ნომერი 44
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსში
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 260-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა:
6.
ამ
მუხლის
მოქმედება
არ
ვრცელდება
„ნარკოტიკული
საშუალებების,
ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონის №2 დანართით გათვალისწინებული „ნარკოტიკული საშუალებების“
ცხრილის 73-ე და 92-ე გრაფებით განსაზღვრულ ნარკოტიკულ საშუალებაზე (მცენარე კანაფი,
მარიხუანა).“.
2. 265-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 265. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა,
მოყვანა ან კულტივირება
ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან
კულტივირება, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ას სამოციდან ორას ოც
საათამდე ვადით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი;
ა) დიდი ოდენობით;
ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
დ) არაერთგზის;
ე) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული
რომელიმე დანაშაული, –
ისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ოთხასიდან
ხუთას საათამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ვადით.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;
ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება
ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.
3. 273-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 273. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე
ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის
დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება
ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით
უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან ექიმის დანიშნულების
გარეშე
უკანონო
მოხმარება,
ჩადენილი
ასეთი
ქმედებისთვის
ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის
მიერ, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას
ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს ამ ქმედებისათვის
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით
განსაზღვრული ჯარიმის ორმაგ ოდენობაზე ნაკლები.
2. ეს მუხლი არ ვრცელდება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული
ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს
კანონის №N2 დანართით გათვალისწინებული „ნარკოტიკული საშუალებების“ ცხრილის 73-ე
და 92-ე გრაფით განსაზღვრულ ნარკოტიკულ საშუალებაზე (მცენარე კანაფი, მარიხუანა).“.
4. 273-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2731 მუხლი:
„მუხლი 2731. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების,
პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2
დანართით გათვალისწინებული „ნარკოტიკული საშუალებების“ ცხრილის 73-ე და 92-ე
გრაფებით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალებების (შემდგომ – მცენარე კანაფის,
მარიხუანას) უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და
ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება
1. მცირე ოდენობით მცენარე კანაფის, მარიხუანას უკანონო დამზადება, შეძენა,
შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ჩადენილი
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
45-ე
მუხლით
გათვალისწინებული სამართლდარღვევის გამო ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან
ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ასიდან ას სამოც საათამდე
ვადით.
2. მცენარე კანაფის, მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ას სამოციდან ორას ოც
საათამდე ვადით.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) წინაწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე
დანაშაული, –
ისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ორას ოციდან სამას
საათამდე ვადით.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი დიდი
ოდენობით,ისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით სამასიდან ოთხას
საათამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) წინაწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე
დანაშაული, –
ისჯება ჯარიმით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ოთხასიდან ხუთას
საათამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ვადით.
6. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით
დიდი ოდენობით,ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ექვს წლამდე ვადით.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) წინაწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე
დანაშაული, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან შვიდ წლამდე ვადით.
8. მცენარე კანაფის, მარიხუანას უკანონო გასაღება –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან რვა წლამდე ვადით.
9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) დიდი ოდენობით;
ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
დ) არაერთგზის;
ე) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე
დანაშაული, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან ცხრა წლამდე ვადით.
10. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;
ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან ათ წლამდე ვადით.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს ამ
ქმედებისათვის
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის სამმაგ ოდენობაზე ნაკლები.
2. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს ამ
ქმედებისათვის
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ოთხმაგ ოდენობაზე ნაკლები.
3. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს
ქმედებისათვის
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
ამ
კოდექსის
შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები.
4. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს
ქმედებისათვის
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
ამ
კოდექსის
შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ექვსმაგ ოდენობაზე ნაკლები.
5. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს
ქმედებისათვის
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
ამ
კოდექსის
შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის შვიდმაგ ოდენობაზე ნაკლები.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება
ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.“.
მუხლი 2.
1. ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში:
ა) ბრალდებულზე, ამ კანონით გათვალისწინებული ცვლილებების გავრცელების
თაობაზე, გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი;
ბ) ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე, ამ კანონით გათვალისწინებული ცვლილებების
გავრცელების თაობაზე, გადაწყვეტილებას საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს
შესაბამისი სასამართლო.
2. ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში:
ა) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) პენიტენციური დაწესებულება, სააპელაციო სასამართლოს განსჯადობის
მიხედვით უგზავნის იმ მსჯავრდებულთა პირად საქმეებს, რომლებზეც დასრულებულია
სამართალწარმოება
და
სასჯელს
იხდიან
სამინისტროს
შესაბამის
პენიტენციურ
დაწესებულებაში, ხოლო სასამართლო მსჯავრდებულის პირადი საქმის მიღებიდან 30 დღის
ვადაში
იღებს
გადაწყვეტილებას,
ამ
კანონით
გათვალისწინებული
ცვლილებების
გავრცელების თაობაზე;
ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირი - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ან
სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა, სააპელაციო სასამართლოს განსჯადობის მიხედვით
უგზავნის
იმ
მსჯავრდებულთა
პირად
საქმეებს,
რომლებზეც
დასრულებულია
სამართალწარმოება და იმყოფებიან არასაპატიმრო სასჯელის მოხდის რეჟიმში, ხოლო
სასამართლო მსჯავრდებულის პირადი საქმის მიღებიდან 30 დღის ვადაში იღებს
გადაწყვეტილებას, ამ კანონით გათვალისწინებული ცვლილებების გავრცელების თაობაზე;
გ) საქართველოს პროკურატურა მიმართავს თავდაპირველი გადაწყვეტილების
გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ძებნილ მსჯავრდებულზე ამ კანონით
გათვალისწინებული
ცვლილების
გავრცელების
თაობაზე,
ხოლო
სასამართლო
გადაწყვეტილებას იღებს მიმართვიდან 30 დღის ვადაში.
3. სასამართლო უფლებამოსილია ამ კანონით გათვალისწინებული ცვლილებების
გავრცელების საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სასამართლოს
გადაწყვეტილების აღსრულება დაიწყოს ამ კანონის გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განაპირობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
გადაწყვეტილებებმა (2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე
„საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; 2016
წლის 29 სექტემბრის N 3/4/771, 775, 776, 777, 786, 787, 788 განჩინება საქართველოს უზენაესი
სასამართლოს
კონსტიტუციურ
წარდგინებებზე
„საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე,
რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების
აღკვეთის
გამოყენების
შესაძლებლობას
ნარკოტიკული
საშუალება
მარიხუანის
მოხმარებისთვის“; 2016 წლის 22 დეკემბრის №1/16/770 განჩინება საქმეზე „საქართველოს
სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; და 2017 წლის 15 თებერვლის
№3/1/855 განჩინება საქმეზე „ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური
წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის
იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს
სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული
საშუალება „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისათვის შეძენისა და შენახვის
გამო“), რომელთა თანახმად, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის
კოდექსის
260-ე
მუხლის
სისხლისსამართლებრივი
ის
ნორმატიული
სასჯელის
სახით
შინაარსი,
რომელიც
თავისუფლების
ითვალისწინებს
აღკვეთის
გამოყენების
შესაძლებლობას 70 გრამამდე გამომშრალი და 100 გრამამდე ნედლი მარიხუანას პირადი
მოხმარების მიზნით უკანონო შეძენისა და შენახვის გამო, ასევე სისხლის სამართლის
კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პირადი მოხმარების მიზნით
მარიხუანას უკანონო დამზადების, შეძენისა და შენახვის, ასევე ექიმის დანიშნულების გარეშე
მოხმარების გამო პასუხისმგებლობის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
კანონის პროექტის შემუშავების პროცესში განხილულ იქნა ჩადენილი ქმედებიდან
მომდინარე საზოგადოებრივი საფრთხისა და აღნიშნული ნორმებით განსაზღვრული
სასჯელის ერთმანეთთან შესაბამისობის/პროპორციულობის საკითხი. მიუხედავად იმისა,
რომ მარიხუანა მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, პირადი მოხმარების
მიზნით მისი მცირე ოდენობით დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა,
როდესაც გასაღების მიზანი ან გასაღების საფრთხე ფაქტობრივად არ არსებობს, არ არის
საფრთხის შემცველი სხვა პირთათვის და, ზოგადად, საჯარო წესრიგისათვის. შესაბამისად, არ
არის გამართლებული პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა-შენახვისათვის
სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. გარდა
ამისა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოხსენებული საქმეების განხილვისას
აღნიშნა, მარიხუანას განმეორებით ან არაერთგზის მოხმარება არ წარმოადგენს იმაზე მეტი
საფრთხის შემცველ ქმედებას, ვიდრე მისი პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობით
შენახვა.
სასჯელი,
რომელიც
არაპროპორციულად
იქნა
მიჩნეული
ამ
უკანასკნელი
ქმედებისთვის, ასევე არაპროპორციულია მარიხუანას განმეორებით მოხმარების მიმართაც.
ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლში შესატანი ცვლილებების
მიზეზი გახდა კანონპროექტით შემოთავაზებული ახალი 2731 მუხლის ახალი რედაქციით
გათვალისწინებული სანქციები, რომელიც შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს სისხლის
სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ სანქციებთან.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მთავარი მიზანია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით
დაცული ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის პრინციპის
ეროვნულ
კანონმდებლობაში
სრულად
ასახვა
და
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს გადაწყვეტილებების (2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება
საქმეზე
„საქართველოს
მოქალაქე
ბექა
წიქარიშვილი
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ“; 2016 წლის 29 სექტემბრის №N 3/4/771, 775, 776, 777, 786, 787, 788 განჩინება
საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებებზე „საქართველოს
სისხლის
სამართლის
კონსტიტუციურობის
კოდექსის
თაობაზე,
273-ე
რომელიც
მუხლის
იმ
ითვალისწინებს
ნორმატიული
შინაარსის
სისხლისსამართლებრივი
სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული
საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის“; 2016 წლის 22 დეკემბრის №1/16/770 განჩინება
საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; 2017
წლის 15 თებერვლის №3/1/855 განჩინება საქმეზე „ბოლნისის რაიონული სასამართლოს
კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის
პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც
ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას
ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისათვის
შეძენისა და შენახვის გამო“) შიდა კანონმდებლობაში სრულყოფილი იმპლემენტაციის
ხელშეწყობა და ნარკოპოლიტიკის რეგულატორული ჩარჩოს სრულყოფა.
გარდა
ამისა,
ლიბერალიზაცია, რაც
კანონპროექტის
მიზანია,
მოახდინოს
ნარკოპოლიტიკის
გამოიხატება იმაში, რომ მცენარე კანაფისა და მარიხუანას მცირე
ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის
დანიშნულების გარეშე მოხმარება, ცალკეული დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის
შემთხვევაში, არ გამოიწვევს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლს ემატება
შენიშვნა, რომლის თანახმად, ნარკოტიკულ საშუალებაზე - მცენარე კანაფი და მარიხუანა - არ
გავრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ამასთან, კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი
გავრცელდება ისეთ ქმედებებზე, როგორებიცაა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის
ან პრეკურსორის გადაზიდვა და გადაგზავნა. აღნიშნული ცვლილებები განპირობებულია იმ
გარემოებით, რომ კოდექსის 273-ე მუხლით რეგულირებული ნივთიერებების უმეტესობა
განეკუთვნება
ბრუნვისათვის
მკაცრად
შეზღუდულ
და
ბრუნვისთვის
შეზღუდულ
ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლებიც მკაცრ საკანონმდებლო კონტროლს ექვემდებარება.
მათ თუნდაც მცირე ოდენობაზე კონტროლის არარსებობა ეწინააღმდეგება სახელმწიფოს
ინტერესებს, მათ შორის, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიმართულებით.
აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს ის ფაქტი, რომ კოდექსის 273-ე მუხლის
ამჟამინდელი
რედაქციით
პირადი
მოხმარების
მიზნის
გარეშე
მცირე
ოდენობის
ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგისა და პრეკურსორის უკანონო დამზადება, შეძენა,
შენახვა, გადაზიდვა ან/და გადაგზავნა სამართლებრივი რეგულირების მიღმა ხვდება.
აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, პროექტით კოდექსის 273-ე მუხლიდან
ამოღებულია ტერმინი - „პირადი მოხმარებისათვის“.
დამატებით, კანონპროექტის მიხედვით, ნარკოტიკულ საშუალებაზე - მცენარე კანაფი,
მარიხუანა - არ გავრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის
მოქმედება და მისი მოწესრიგება მოხდება 2731 მუხლით, რომელიც ემატება სისხლის
სამართლის კოდექსს.
სისხლის სამართლის კოდექსისათვის ახლადდამატებული 2731 მუხლის მთავარი
მიზანია, დააწესოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ისეთ ქმედებებზე, როგორებიცაა,
მცენარე კანაფისა და მარიხუანას უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა,
გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება. აღნიშნული მუხლის
გამოყენების
წინაპირობას
წარმოადგენს
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული გადაცდომის გამო
ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის
მიერ მცენარე კანაფისა და მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა,
გადაზიდვა, გადაგზავნა ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება. აღნიშნული მუხლის
მიხედვით, მხოლოდ ცალკეული დამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში (მაგ.,
აღნიშნული ნივთიერებების უკანონო
შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით, აღნიშნული ნივთიერებების უკანონო გასაღება და ა.შ)
იქნება
გათვალისწინებული
სასჯელი
თავისუფლების
აღკვეთის
სახით.
ამასთან,
აღსანიშნავია, რომ ახლადდამატებული 273 მუხლით მცენარე კანაფისა და მარიხუანას ექიმის
დანიშნულების
გარეშე
მოხმარების
შემთხვევაში
სრულად
გამოირიცხება
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების
შესაძლებლობა.
სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს
სანქციების
ლიბერალიზაციას,
სისხლისსამართლებრივი
რათა
სანქციები
აღნიშნული
ნორმით
შესაბამისობაში
გათვალისწინებული
მოვიდეს
კანონპროექტით
შემოთავაზებული 273 მუხლით გათვალისწინებულ სანქციებთან. კერძოდ, კანონპროექტით
1
დიდ
ოდენობამდე
ნარკოტიკული
შემცველი
საშუალების
მცენარის
უკანონო
დათესვისათვის, მოყვანის ან კულტივირებისათვის სასჯელის სახედ აღარ გამოიყენება
თავისუფლების
აღკვეთა.
ამასთან,
იგივე
ქმედების
დამამძიმებელ
გარემოებებში
ჩადენისათვის ალტერნატიულ საქნციებთან ერთად გათვალისწინებულია მოქმედ რეჟმთან
შედარებით გაცილებით ნაკლები ზომის თავისუფლების აღკვეთა.
კანონპროექტის მეორე მუხლის შესაბამისად, ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის
ვადაში:
ა) ბრალდებულზე, ამ კანონით გათვალისწინებული ცვლილებების გავრცელების
თაობაზე, გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი;
ბ) ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე, ამ კანონით გათვალისწინებული ცვლილებების
გავრცელების თაობაზე, გადაწყვეტილებას საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს
შესაბამისი სასამართლო.
ასევე, ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში:
ა) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) პენიტენციური დაწესებულება, სააპელაციო სასამართლოს განსჯადობის
მიხედვით უგზავნის იმ მსჯავრდებულთა პირად საქმეებს, რომლებზეც დასრულებულია
სამართალწარმოება
და
სასჯელს
იხდიან
სამინისტროს
შესაბამის
პენიტენციურ
დაწესებულებაში, ხოლო სასამართლო მსჯავრდებულის პირადი საქმის მიღებიდან 30 დღის
ვადაში
იღებს
გადაწყვეტილებას,
ამ
კანონით
გათვალისწინებული
ცვლილებების
გავრცელების თაობაზე;
ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირი - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ან
სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა, სააპელაციო სასამართლოს განსჯადობის მიხედვით
უგზავნის
იმ
მსჯავრდებულთა
პირად
საქმეებს,
რომლებზეც
დასრულებულია
სამართალწარმოება და იმყოფებიან არასაპატიმრო სასჯელის მოხდის რეჟიმში, ხოლო
სასამართლო მსჯავრდებულის პირადი საქმის მიღებიდან 30 დღის ვადაში იღებს
გადაწყვეტილებას, ამ კანონით გათვალისწინებული ცვლილებების გავრცელების თაობაზე;
გ) საქართველოს პროკურატურა მიმართავს თავდაპირველი გადაწყვეტილების
გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ძებნილ მსჯავრდებულზე ამ კანონით
გათვალისწინებული
ცვლილების
გავრცელების
თაობაზე,
ხოლო
სასამართლო
გადაწყვეტილებას იღებს მიმართვიდან 30 დღის ვადაში.
ამასთან,
სასამართლო
უფლებამოსილია
ამ
კანონით
გათვალისწინებული
ცვლილებების გავრცელების საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. ხოლო
სასამართლოს
გადაწყვეტილების
აღსრულება
უნდა
დაიწყოს
ამ
კანონის
გამოქვეყნებისთანავე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებულია
სანქციების
(ჯარიმები)
ოდენობის
ცვლილება,
აღნიშნული
ზეგავლენას
მოახდენს
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან
გამომდინარე, პირებს, რომლებსაც დაეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა
სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველი-მე-5 ნაწილების
შესაბამისად,
სასჯელის სახით შესაძლოა დაეკისროთ ჯარიმა. კანონპროექტის მიხედვით, კოდექსის 2731
მუხლის შესაბამისი ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს ამ ქმედებისათვის
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით
განსაზღვრული ჯარიმის სამმაგ - შვიდმაგ ოდენობაზე ნაკლები.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ
წარმოიქმნება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალონდელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პირებს, რომლებსაც დაეკისრებათ
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის
პირველი-მე-5 ნაწილების შესაბამისად, სასჯელის სახით შესაძლოა განესაზღვროთ ჯარიმა.
კანონპროექტის
მიხედვით,
კოდექსის
2731
მუხლის
შესაბამისი
ნაწილებით
გათვალისწინებული
ჯარიმა
არ
უნდა
იყოს
ამ
ქმედებისათვის
საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული
ჯარიმის სამმაგ - შვიდმაგ ოდენობაზე ნაკლები.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს და მოსაკრებელს, ამასთან სხვა სახის
გადასახდელის
სახით
შემოდის
კოდექსის
2731
მუხლის
შესაბამისი
ნაწილებით
გათვალისწინებული ჯარიმა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან :
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
პროექტი შემუშავდა ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო
საბჭოს ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობდა: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო,
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტრო,
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტრო,
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და
ახალგაზრდობის
საქმეთა
სამინისტრო,
საქართველოს
მთავრობის
ადმინისტრაცია,
საქართველოს მთავარი პროკურატურა, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა
და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა
კომიტეტი, საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია,
საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლობა, გაეროს
ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში; ამერიკის შეერთებული შტატების
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისია, გაერთიანებული
ერების ორგანიზაციის ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს
საქართველოში წარმომადგენლობა, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის
პრევენციის ცენტრი“, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ნარკოტიკებისა და
კანონის აღსრულების საქმეთა ბიურო, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირი –
ალტერნატივა ჯორჯია.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ
შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 260. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი
ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა,
გადაგზავნა ან გასაღება
1. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება,
წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე. (ძალადაკარგულია პირველი
ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი
სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული
საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში
განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების
მიზნისთვის უკანონო შეძენა-შენახვის გამო).
2. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა,
გადაზიდვა ან გადაგზავნა –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) დიდი ოდენობით;
ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
დ) არაერთგზის;
ე) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე
დანაშაული, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
4. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური
ნივთიერების უკანონო გასაღება –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თერთმეტ წლამდე.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) დიდი ოდენობით;
ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
დ) არაერთგზის;
ე) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე
დანაშაული, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;
ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –
ისჯება
თავისუფლების
აღკვეთით
ვადით
რვიდან
ოც
წლამდე
ან
უვადო
თავისუფლების აღკვეთით.
შენიშვნა:
1.
ამ
თავით
გათვალისწინებული
დანაშაულის
ჩადენისათვის
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ის, ვინც ნებაყოფლობით
ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, მის ანალოგს, პრეკურსორს, ახალ ფსიქოაქტიურ
ნივთიერებას, ფსიქოტროპულ ნივთიერებას, მის ანალოგს ან ძლიერმოქმედ ნივთიერებას, თუ
მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.
2. ამ თავის მიზნებისათვის ნებაყოფლობით ჩაბარებად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი
ქმედება, როდესაც პირი გამოძიების დაწყებამდე წერილობით ან კომუნიკაციის ნებისმიერი
ტექნიკური საშუალების გამოყენებით განაცხადებს ნარკოტიკული საშუალების, მისი
ანალოგის,
პრეკურსორის,
ახალი
ფსიქოაქტიური
ნივთიერების,
ფსიქოტროპული
ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების წარმოდგენის თაობაზე და
აქტიური ქმედებით ხელს შეუწყობს მის ამოღებას.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება
ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილები ვრცელდება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების
ნებისმიერ ოდენობაზე.
5. ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით,
მე-5
ნაწილის
„ა“
ქვეპუნქტით
და
მე-6
ნაწილის
„ა“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებები.
მუხლი 265. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა,
მოყვანა ან კულტივირება
1. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან
კულტივირება, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი;
ა) დიდი ოდენობით;
ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
დ) არაერთგზის;
ე) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე
დანაშაული, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;
ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება
ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
მუხლი 273. პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან
პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის
დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება
პირადი
მოხმარებისათვის
ნარკოტიკული
საშუალების,
მისი
ანალოგის
ან
პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის
დანიშნულების
გარეშე
უკანონოდ
მოხმარება,
ჩადენილი
ასეთი
ქმედებისათვის
ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის
მიერ, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას
ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს ამ ქმედებისათვის
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით
განსაზღვრული ჯარიმის ორმაგ ოდენობაზე ნაკლები. (ძალადაკარგულია ის ნორმატიული
შინაარსი,
რომელიც
ითვალისწინებს
სისხლისსამართლებრივი
სასჯელის
სახით
თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების,
ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული
ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის უკანონო დამზადების,
შეძენისა და შენახვის გამო).