„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
- „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-03-27
ბიუროს ნომერი 44
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“
საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) 21-ე
მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პრობაციის ბიუროს უფროსი მსჯავრდებულის შესაბამისი განცხადებისა და სათანადო
საფუძვლის (მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 273-ე და 2731
მუხლებით
გათვალისწინებული
ნარკოლოგიური
შემოწმების
დანაშაულებისთვის
შესახებ
შესაბამისი
მსჯავრდებული
დასკვნის)
პირებისათვის
არსებობის
−
შემთხვევაში
მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ
შუამდგომლობით მიმართავს პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების
საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას (შემდგომ − მუდმივმოქმედი კომისია).“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ინიცირება, რომლითაც
ცვლილებები შედის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ცალკეულ მუხლებში,
რომლებიც ნარკოტიკული დანაშაულებისათვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს (260-ე, 265-ე
და
273-ე
მუხლები).
ამასთან,
კოდექსს
ემატება
ახალი
2731
მუხლი,
რომლითაც
სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობა განისაზღვრება მცენარე კანაფისა და მარიხუანას
უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის, გასაღების ან/და ექიმის
დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა ცვლილება
იქნეს შეტანილი, აგრეთვე, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“
საქართველოს კანონშიც, რომელიც ადგენს პრობაციის ბიუროს უფროსის უფლებამოსილებას,
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე მუხლებით მსჯავრდებული პირების
მიმართ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ შესაბამისი დასკვნის არსებობის შემთხვევაში,
მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ
შუამდგომლობით მიმართოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების
საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებებიდან
გამომდინარე, პრობაციის ბიუროს უფროსს მიენიჭოს უფლებამოსილება, მსჯავრდებულისათვის
პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ შუამდგომლობით
მიმართოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა
განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731
მუხლით
გათვალისწინებული
დანაშაულისათვის
მსჯავრდებული
პირის
ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ შესაბამისი დასკვნის არსებობის შემთხვევაშიც.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
მიმართ
კანონპროექტით პრობაციის ბიუროს უფროსს ენიჭება უფლება, მსჯავრდებულისათვის
პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ შუამდგომლობით
მიმართოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა
განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას არა მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის
260-ე
დანაშაულისათვის
და
273-ე
მუხლებით,
მსჯავრდებული
პირის
მუხლით
არამედ
2731
მიმართ
ნარკოლოგიური
გათვალისწინებული
შემოწმების
შესახებ
შესაბამისი დასკვნის არსებობის შემთხვევაშიც.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღებით
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები
არ
წარმოიქმნება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს.
დ) კანონის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
პროექტი შემუშავდა ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს
საქმიანობის ფარგლებში საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მიერ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 21. პრობაციის ბიუროს/დაწესებულების უფროსის წარდგინების სახეები
1.
პრობაციის
ბიუროს
უფროსი
სათანადო
საფუძვლის
არსებობის
შემთხვევაში
სასამართლოს მიმართავს ერთ-ერთი შემდეგი წარდგინებით:
ა)
მსჯავრდებულისათვის
დანიშნული
საზოგადოებისათვის
სასარგებლო
შრომის
სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ;
ა1) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან
მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ;
ბ) მსჯავრდებულისათვის დანიშნული გამასწორებელი სამუშაოს სასჯელის სხვა სახით
შეცვლის შესახებ;
გ) სასამართლოს მიერ პირობით მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობის
მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმების ან მისთვის ახალი მოვალეობის დაკისრების შესახებ;
დ) (ამოღებულია – 11.11.2011, №5266);
ე) პირობით მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ან
ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების გამო გამოსაცდელი ვადის არა უმეტეს ერთი წლით
გაგრძელების შესახებ;
ვ) პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების
შესახებ;
ზ) პირობით ვადამდე გათავისუფლების გაუქმებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის
აღსრულების შესახებ;
თ) სასჯელის მოხდის გადავადების გაუქმებისა და განაჩენით დანიშნულ ადგილას
მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნის შესახებ;
ი) იურიდიული პირისათვის დანიშნული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სასჯელის
სხვა სახით შეცვლის შესახებ;
კ) მსჯავრდებულისათვის დანიშნული შინაპატიმრობის სხვა სახის სასჯელით შეცვლის
შესახებ.
2. წარდგინება შეიტანება სასამართლოში მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის
(ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართის) მიხედვით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში –
შესაბამისი პრობაციის ბიუროს ადგილმდებარეობის მიხედვით.
3. წარდგინების დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება
სასამართლოს გამოაქვს წარდგინების შეტანიდან არაუგვიანეს 10 დღისა.
4. პრობაციის ბიუროს უფროსი მსჯავრდებულის შესაბამისი განცხადებისა და სათანადო
საფუძვლის (მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე მუხლებით
მსჯავრდებული პირებისათვის − ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ შესაბამისი დასკვნის)
არსებობის
შემთხვევაში
მსჯავრდებულისათვის
პირობითი
მსჯავრის
გაუქმებისა
და
ნასამართლობის მოხსნის შესახებ შუამდგომლობით მიმართავს პრობაციის ეროვნული სააგენტოს
პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას (შემდგომ −
მუდმივმოქმედი კომისია).
5. დაწესებულების უფროსი სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში სასამართლოს
მიმართავს ერთ-ერთი შემდეგი წარდგინებით:
ა) თავისუფლების შეზღუდვის სახით დანიშნული სასჯელის თავისუფლების აღკვეთით
შეცვლის თაობაზე;
ბ) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის
თავისუფლების შეზღუდვით შეცვლის შემთხვევაში − თავისუფლების შეზღუდვის მოუხდელი
ნაწილის თავისუფლების აღკვეთით შეცვლის თაობაზე;
გ) თავისუფლების შეზღუდვის სახით დანიშნული/შეცვლილი სასჯელის მოხდისაგან
მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.
51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ წარდგინებას იხილავს დაწესებულების
ადგილმდებარეობის მიხედვით შესაბამისი სასამართლო.
6. ამ მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პრობაციის
ბიუროს უფროსი/დაწესებულების უფროსი პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან
წერილობითი შეთანხმებით მიმართავს სასამართლოს.