„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
- „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-03-27
ბიუროს ნომერი 44
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 45‐ე მუხლი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 45. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე
ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის
დანიშნულების გარეშე მოხმარება
1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა
და
ნარკოლოგიური
დახმარების
შესახებ“
საქართველოს
კანონის
№2
დანართით
გათვალისწინებული „ნარკოტიკული საშუალებების“ ცხრილის 73-ე და 92-ე გრაფებით
განსაზღვრული
ნარკოტიკული
საშუალებების
(მცენარე
კანაფის,
მარიხუანას)
მცირე
ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის
დანიშნულების გარეშე მოხმარება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთი
თვიდან ექვს თვემდე ვადით.
2.
ნარკოტიკული
საშუალების
(გარდა
ამ
მუხლის
პირველი
ნაწილით
გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა), მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე
ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის
დანიშნულების გარეშე მოხმარება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ
საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება
არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
შენიშვნა:
1. პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც მას
აქვს მცირე ოდენობით და რომელიც მან შეიძინა ან შეინახა, აგრეთვე პირი, რომელიც
ნებაყოფლობით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას ნარკოტიკული საშუალების ექიმის
დანიშნულების გარეშე მოხმარებასთან დაკავშირებით მისთვის სამედიცინო დახმარების
გასაწევად,
თავისუფლდება
ამ
მუხლით
გათვალისწინებული
ქმედებებისათვის
განსაზღვრული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.
2.
პოლიციელი
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
მინისტრის
მიერ
საამისოდ
უფლებამოსილ პირს გამოკვლევის მიზნით წარუდგენს იმ პირს, რომლის მიმართაც არსებობს
საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე
მოიხმარა.
3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური
ინსპექციის უფლებამოსილი თანამშრომელი კომპეტენტურ ორგანოს გამოკვლევისათვის
წარუდგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მის სისტემაში
შემავალი პენიტენციური დაწესებულებების, იმავე სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირების
–
არასაპატიმრო
სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (მათ შორის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების) და
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე მყოფ სამინისტროს
სისტემის იმ მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ
ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარეს.
4. უფლებამოსილი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის
დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს
ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ინიცირება, რომლითაც
იგეგმება სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლში ცვლილებების შეტანა, ასევე
კოდექსისთვის 2731 მუხლის დამატება. ვინაიდან აღნიშნული მუხლების გამოყენების
წინაპირობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით
პირისათვის
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობის
დაკისრებაა,
აუცილებელია,
რომ
აღნიშნულ მუხლშიც იქნეს შეტანილი წარმოდგენილი ცვლილება.
იქიდან გამომდინარე, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით მცენარე კანაფისა და მარიხუანას მცირე ოდენობით
უკანონო დამზადებაზე, შეძენაზე, შენახვაზე, გადაზიდვაზე, გადაგზავნასა ან/და ექიმის
დანიშნულების
გარეშე
მოხმარებაზე
ცალკე
დგინდება
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ნივთიერებები გამოიყოს საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც და შეიცვალოს ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობის ზომა - შემცირდეს ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა და სასჯელის
სახით გაუქმდეს ადმინისტრაციული პატიმრობა.
მცენარე
კანაფისა
და
მარიხუანას
მიმართ
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით დადგენილი ადმინისტრაციული პატიმრობის
გაუქმების წინაპირობაა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილებები
(2015
წლის
24
ოქტომბრის
№1/4/592
გადაწყვეტილება
საქმეზე
„საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; 2016
წლის 29 სექტემბრის №3/4/771, 775, 776, 777, 786, 787, 788 განჩინება საქართველოს უზენაესი
სასამართლოს
კონსტიტუციურ
წარდგინებებზე
„საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე,
რომელიც
ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი
აღკვეთის
გამოყენების
შესაძლებლობას
სასჯელის სახით
ნარკოტიკული
თავისუფლების
საშუალება
მარიხუანის
მოხმარებისთვის“; 2016 წლის 22 დეკემბრის №1/16/770 განჩინება საქმეზე „საქართველოს
სახალხო
დამცველი
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ“),
რომლებითაც
არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრება
მცირე ოდენობით, აგრეთვე, 70 გრამამდე გამომშრალი და 100 გრამამდე ნედლი მარიხუანას
პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვის გამო. როგორც საკონსტიტუციო
სასამართლოს 2016 წლის №1/16/770 განჩინებაში აღინიშნა, საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იძლევა
მცირე ოდენობით, პირადი მოხმარების მიზნით, მარიხუანას შეძენის, შენახვის ან/და ექიმის
დანიშნულების გარეშე მოხმარების გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით
თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობას, არაკონსტიტუციურია, რადგან იგი წარმოადგენს
საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილების
დამძლევ ნორმას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია,
საქართველოს
კონსტიტუციის
მეორე
თავით
გათვალისწინებული ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის
პრინციპის
კანონმდებლობაში
სრულად
ასახვა
და
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს გადაწყვეტილებების (2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება
საქმეზე
„საქართველოს
მოქალაქე
ბექა
წიქარიშვილი
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ“; 2016 წლის 29 სექტემბრის №3/4/771, 775, 776, 777, 786, 787, 788 განჩინება
საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებებზე;
2016 წლის 22
დეკემბრის №1/16/770 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ“)
შიდა
კანონმდებლობაში
სრულყოფილი
იმპლემენტაციის
ხელშეწყობა.
ამასთან,
საქართველოს
მისი
შინაარსიდან
სისხლის
გამომდინარე,
სამართლისა
და
კანონპროექტის
ადმინისტრაციული
მიზანია,
მოხდეს
სამართალდარღვევათა
კოდექსების დებულებების ჰარმონიზაცია და ნარკოპოლიტიკის რეგულატორული ჩარჩოს
სრულყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს
ჰარმონიზაციის
სისხლის
მიზნით,
სამართლის
კოდექსის
კანონპროექტით
შესაბამის
დებულებებთან
გათვალისწინებული
საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის ახალი რედაქციით
მოწესრიგდება არა მხოლოდ ცალკეული ნივთიერებების გასაღების მიზნის გარეშე მცირე
ოდენობით შეძენის, შენახვისა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების, არამედ მათი
უკანონო დამზადების, გადაზიდვისა და გადაგზავნის შემთხვევაც. დამატებით, კოდექსის 45-ე
მუხლი ნარკოტიკულ საშუალებებთან ერთად დაარეგულირებს ნარკოტიკების ანალოგსა და
პრეკურსორებსაც. აღნიშნული ცვლილებების შემუშავება განპირობებულია იმ გარემოებით,
რომ კოდექსის 45-ე მუხლით რეგულირებული ნივთიერებების უმეტესობა განეკუთვნება
ბრუნვისათვის
მკაცრად
შეზღუდულ
და
ბრუნვისთვის
შეზღუდულ
ნარკოტიკულ
საშუალებებს, რომლებიც მკაცრ საკანონმდებლო კონტროლს ექვემდებარება. მათ თუნდაც
მცირე ოდენობაზე კონტროლის არარსებობა ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს, მათ
შორის, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიმართულებით.
კანონპროექტის
თანახმად,
ნარკოტიკული
საშუალების,
მისი
ანალოგის
ან
პრეკურსორის მცირე ოდენობით დამზადება, გადაზიდვა ან/და გადაგზავნა, ისევე, როგორც,
უკანონო შეძენა, შენახვა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, პირველ რიგში,
ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დაექვემდებარება და მხოლოდ განმეორებით ჩადენის
შემთხვევაში
დაექვემდებარება
მისი
ჩანდენი
პირი
სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას.
საქართველოს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსებში ცვლილების შესახებ კანონის პროექტები ნარკოპოლიტიკის რეგულატორული
ჩარჩოს სრულყოფისაკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. აუცილებელია
გათვალისწინებულ იქნეს ის ფაქტი, რომ კოდექსის 45-ე მუხლის მოქმედი რედაქციით,
გასაღების მიზნით მცირე ოდენობის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგისა და
პრეკურსორის
უკანონო
დამზადება,
შეძენა,
შენახვა,
გადაზიდვა
ან/და
გადაგზავნა
სამართლებრივი რეგულირების მიღმა ხვდება. გასაღების მიზნით მცირე ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგისა და პრეკურსორის უკანონო დამზადების,
შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან/და გადაგზავნის რეგულირებისათვის, კანონპროექტის
მიხედვით, კოდექსის 45-ე მუხლიდან ხდება ტერმინის - „გასაღების მიზნის გარეშე“ - ამოღება.
ამასთან, კანონპროექტი გულისხმობს ნარკოტიკული საშუალებების - მცენარე კანაფისა
და მარიხუანას, მცირე ოდენობით უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის
ან/და
ექიმის
დანიშნულების
გარეშე
მოხმარებისათვის
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობის შეცვლას, კერძოდ, 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობის
შეფარდების შესაძლებლობის გაუქმებას და ამჟამინდელი რედაქციით არსებული ჯარიმის 500 ლარის - ოდენობის შემცირებას: კანონპროექტის მიხედვით, მცენარე კანაფისა და
მარიხუანას
მცირე
რაოდენობით
უკანონო
დამზადება,
შეძენა,
შენახვა,
გადაზიდვა,
გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება გამოიწვევს დაჯარიმებას 300
ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთიდან ექვს თვემდე ვადით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებულია
სანქციების (ჯარიმები) ოდენობის ცვლილება, კერძოდ, მცენარე კანაფის, მარიხუანას მცირე
რაოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის
დანიშნულების გარეშე მოხმარება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ნაცვლად
მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული 500 ლარისა, აღნიშნული ზეგავლენას მოახდენს
სახელმწიფო
ბიუჯეტის
საშემოსავლო
ნაწილზე.
ამასთან,
კანონპროექტით
ჯარიმის
ალტერნატივად გათვალისწინებულია გამასწორებელი სამუშაოები ერთი თვიდან ექვს
თვემდე ვადით, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 31-ე მუხლის
შესაბამისად,
გულისხმობს
განმავლობაში
სახელმწიფოს
აღნიშნული
ადმინისტრაციული
სასარგებლოდ
პირისთვის
სახდელის
ხელფასის
მოქმედების
დაქვითვას
ოც
პროცენტამდე ოდენობით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ
წარმოიქმნება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალონდელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიხედვით, მცენარე კანაფის, მარიხუანას მცირე რაოდენობით უკანონო
დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე
მოხმარება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. ამასთან, კანონპროექტით
ჯარიმის ალტერნატივად გათვალისწინებულია გამასწორებელი სამუშაოები ერთი თვიდან
ექვს თვემდე ვადით, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 31-ე მუხლის
შესაბამისად,
გულისხმობს
განმავლობაში
სახელმწიფოს
აღნიშნული
ადმინისტრაციული
სასარგებლოდ
პირისთვის
სახდელის
ხელფასის
მოქმედების
დაქვითვას
ოც
პროცენტამდე ოდენობით.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს ან მოსაკრებელს, ამასთან, სხვა სახის
გადასახდელის სახით შემოდის მცენარე კანაფის, მარიხუანას მცირე რაოდენობით უკანონო
დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე
მოხმარებისათვის 300 ლარის ოდენობის ჯარიმა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
პროექტი შემუშავდა ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო
საბჭოს ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობდა: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო,
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტრო,
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტრო,
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და
ახალგაზრდობის
საქმეთა
სამინისტრო,
საქართველოს
მთავრობის
ადმინისტრაცია,
საქართველოს მთავარი პროკურატურა, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა
და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა
კომიტეტი, საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია,
საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლობა, გაეროს
ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში; ამერიკის შეერთებული შტატების
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისია, გაერთიანებული
ერების ორგანიზაციის ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს
საქართველოში წარმომადგენლობა, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის
პრევენციის ცენტრი“, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ნარკოტიკებისა და
კანონის აღსრულების საქმეთა ბიურო, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირი –
ალტერნატივა ჯორჯია.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 45. ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით
უკანონოდ შეძენა ან შენახვა ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე
მოხმარება
ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ
შეძენა ან შენახვა ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის
გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება
არასაკმარისად იქნა მიჩნეული, - ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით
(ძალადაკარგულია ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული
სახდელის
სახით
ადმინისტრაციული
პატიმრობის
გამოყენების
შესაძლებლობას
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და
ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N 2-ის 92-ე
ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის პირადი
მოხმარებისთვის
უკანონო
შეძენის,
შენახვისა
და
ამავე
ნარკოტიკული
საშუალების
მოხმარების გამო).
შენიშვნა:
1. პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც მას
აქვს მცირე ოდენობით და რომელიც მან შეიძინა ან შეინახა,
აგრეთვე პირი, რომელიც
ნებაყოფლობით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას ნარკოტიკული საშუალების ექიმის
დანიშნულების გარეშე მოხმარებასთან დაკავშირებით მისთვის სამედიცინო დახმარების
გასაწევად,
თავისუფლდება
ამ
მუხლით
გათვალისწინებული
ქმედებებისათვის
განსაზღვრული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.
2. პოლიციელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ
პირს გამოკვლევის მიზნით წარუდგენს იმ პირს, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი
ეჭვი, რომ მან ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა.
3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური
ინსპექციის უფლებამოსილი თანამშრომელი კომპეტენტურ ორგანოს გამოკვლევისათვის
წარუდგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მის სისტემაში
შემავალი პენიტენციური დაწესებულებების, იმავე სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირების
–
არასაპატიმრო
სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (მათ შორის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების) და
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე მყოფ სამინისტროს
სისტემის იმ მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ
ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარეს.
4. უფლებამოსილი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის
წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
5.
ამ
მუხლით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევების
ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.
ჩადენისათვის
პირს