საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ"
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-04-03
ბიუროს ნომერი 45
📜 ტექსტი
ანგარიში
საქართველოს სახალხო დამცველის
ანგარიში
საქართველოში ადამიანის უფლებათა
და თავისუფლებათა დაცვის
მდგომარეობის შესახებ
2016 წელი
www.ombudsman.ge
სარჩევი
შესავალი .................................................................................................................................................. 4
1. ადამიანის უფლებათა მდგომარეობა დახურულ დაწესებულებებში (პრევენციის
ეროვნული მექანიზმი) ........................................................................................................................ 16
1.1. მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებებში .................................................................. 30
1.2. მდგომარეობა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ორგანოებში
........................................................................................................................................................... 237
1.3. დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი ....................................................... 330
2. თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა .................................................... 335
3. სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ........................................... 360
4. წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სასჯელის აკრძალვა.. 364
5. თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება........................................................................... 377
6. სამართლიანი სასამართლოს უფლება ........................................................................................ 389
7. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ......................................................................................... 405
8. აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლება ........................................................................ 415
9. ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვა და სამოქალაქო ინტეგრაცია ..................... 428
10. გამოხატვის თავისუფლება ......................................................................................................... 440
11. შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება .......................................................................... 456
12. თანასწორობის უფლება............................................................................................................... 467
13. საარჩევნო უფლება ....................................................................................................................... 489
14. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლება .................................................................... 503
15. შრომის უფლება ............................................................................................................................ 510
16. ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება ...................................................................................... 522
17. ჯანმრთელობის უფლება............................................................................................................. 539
18. ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა .......................................................................................... 552
19. გენდერული თანასწორობა ......................................................................................................... 602
2
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
20. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა .......................... 659
21. ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა ...................................................................... 701
22. სათანადო საცხოვრებლის უფლება ........................................................................................... 709
23. სოციალური უზრუნველყოფის უფლება .................................................................................. 720
24. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა ............... 731
25. კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა...................................... 748
26. ეკომიგრანტების უფლებრივი მდგომარეობა ........................................................................... 776
27. ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით
გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ ............................................................................ 786
28. მიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობა .................................................................................... 790
29. ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა და თავშესაფრის მაძიებელთა
უფლებრივი მდგომარეობა ............................................................................................................... 794
30. საკუთრების უფლება ................................................................................................................... 808
დანართი: ინდივიდუალური საქმეების ანალიზი ........................................................................ 821
3
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
შესავალი
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშს 2016
წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ.
დოკუმენტი შემუშავებულია „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე და წარედგინება საქართველოს
პარლამენტს.
ანგარიში
მიმოიხილავს
ადამიანის
უფლებათა
ფართო
სპექტრს,
განსაკუთრებულ
ყურადღებას ამახვილებს საანგარიშო პერიოდში გამოვლენილ დადებით და უარყოფით
ტენდენციებზე. ამასთან, თავს უყრის სახალხო დამცველის მიერ ხელისუფლების სხვადასხვა
შტოს მისამართით შემუშავებულ ძირითად, უმნიშვნელოვანეს რეკომენდაციებს.
აღსანიშნავია,
რომ
საქართველოს
პარლამენტმა
გაიზიარა
საქართველოს
სახალხო
დამცველის 2015 წლის ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი
და შესაბამისი დადგენილებით სახელმწიფო უწყებებს კონკრეტული ღონისძიებების
გატარება დაავალა; ამ მიზნით, სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების
მონიტორინგს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
კომიტეტი
ინტეგრაციის
ახორციელებს.
სამწუხაროდ,
არაერთი
უმნიშვნელოვანესი
რეკომენდაცია კვლავ შეუსრულებელია, რაც სერიოზულ რისკებს ქმნის ქვეყანაში ადამიანის
უფლებათა დაცვის თვალსაზრისით.
საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება საანგარიშო პერიოდში საქართველოს მერვე
მოწვევის
პარლამენტის
რეკომენდაციების
პროცედურების
მიერ,
სახალხო
შესრულებაზე
საკანონმდებლო
დამცველის
საპარლამენტო
დონეზე
ანგარიშის
კონტროლის
განმტკიცებას,
მოსმენისა
და
განხორციელების
პარლამენტის
რეგლამენტში
შესული ცვლილებების სახით. თუმცა, საქართველოს პარლამენტის მიერ სახალხო
დამცველის
რეკომენდაციების
მისი
სურვილისამებრ
ამორჩევა
და
პარლამენტის
დადგენილებაში სახეცვლილი ფორმით ასახვა არ არის გამართლებული, ვინაიდან შესაძლოა
პარლამენტის დადგენილებაში არ მოხვდეს საქართველოს მთავრობისათვის ყველაზე
კრიტიკული,
ადამიანის
უფლებების
მაღალი
სტანდარტის
დამკვიდრებისათვის
აუცილებელი რეკომენდაციები, რაც თავის მხრივ შეასუსტებს საპარლამენტო კონტროლს
აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. ამიტომ სასურველია, საქართველოს პარლამენტმა იმ
სახით ასახოს რეკომენდაციები სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენის შემდეგ მიღებულ
დადგენილებაში, როგორც თავად ანგარიშშია წარმოდგენილი.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, კვლავ მაღალი იყო მოქალაქეთა მომართვიანობა
სახალხო დამცველის აპარატში. 2016 წელს 8 827 განცხადება/საჩივარი შემოვიდა, რაც მაღალი
4
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მაჩვენებელია და მეტყველებს წლიდან წლამდე სახალხო დამცველის როგორც ცნობადობის
ისე მის მიმართ არსებული მოლოდინების გაზრდაზე.
საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა რამდენიმე სახელმწიფო
უწყების, მათ შორის
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს
მხრიდან
სახალხო
დამცველის
მიერ
მოთხოვნილი
ინფორმაციისა
და
მასალების
მიუწოდებლობის ფაქტები, მონაცემების მოთხოვნილი ფორმით დამუშავების არარსებობის
გამო, რაც არასწორ პრაქტიკად უნდა შეფასდეს. მსგავსი მიდგომა, კანონის დარღვევის გარდა,
მნიშვნელოვნად აფერხებს სახალხო დამცველის საქმიანობას და ვერ იქნება გამართლებული.
2016 წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლება, საერთაშორისო და ეროვნულ
დონეზე
ნაკისრი
ვალდებულებებიდან
გამომდინარე
აგრძელებდა
რეფორმების
განხორციელებას მართლმსაჯულების სისტემასა და სამართალდამცავ სტრუქტურებში,
თუმცა ამ მიმართულებით კვლავ რჩება არაერთი გამოწვევა, მათ შორის, უსაფრთხოების
სისტემის სამოქალაქო მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმის არარსებობა.
მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში, პარლამენტმა მნიშვნელოვანი
დაგვიანებით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელშიც გათვალისწინებულ იქნა სახალხო
დამცველის ერთ–ერთი მთავარი რეკომენდაცია სასამართლოში საქმის განაწილების
ელექტრონული წესის შემოღებაზე.
თუმცა, აღნიშნული წესი მხოლოდ 2018 წლიდან
ამოქმედება.
საანგარიშო
პერიოდში
სასამართლოსთან
მნიშვნელოვანი
დაკავშირებით
კრიტიკა
მიღებულმა
გამოიწვია
საკონსტიტუციო
საკანონმდებლო
ცვლილებებმა,
რადგან შესაძლოა საფრთხე შექმნოდა საკონსტიტუციო სასამართლოს სწრაფ და
ეფექტურ
ფუნქციონირებას.1
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
პლენუმმა არაკონსტიტუციურად ცნო2 მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები,
რაც დადებითად უნდა შეფასდეს.
1
იხ. საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება, 2016 წლის 16 მაისი, ხელმისაწვდომია:
http://www.ombudsman.ge/ge/news/saxalxo-damcveli-exmianeba-parlamentis-mier-sakonstituciosasamartlostan-dakavshirebit-migebul-sakanonmdeblo-cvlilebata-pakets.page [ბოლოს ნანახია 2017 წლის 3
თებერვალს].
2
იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბერის N 3/5/768, 769,790, 792
გადაწყვეტილება, ხელმისაწვდომია :http://www.constcourt.ge/ge/legal-acts/judgments/3-5-saqartvelosparlamentis-wevrta-djgufidavit-baqradze-sergo-ratiani-roland-axalaia-levan-bejashvili-da-sxvebi-sul-38deputati-saqartvelos-moqalaqeebi-erasti-djakobia-da-karine-shaxparoniani-saqartvelos-moqalaqeebi-ninokotishadze-ani-dolidze-elene-samad.page [ბოლოს ნანახია 2017 წლის 3 თებერვალს].
5
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
2016 წელს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების
გაფართოების ინიციატივით მიმართა საქართველოს პარლამენტსა და სახელმწიფო
საკონსტიტუციო კომისიას. ინიციატივის მიხედვით, გამონაკლისის სახით, კანონის
ამოქმედებიდან
ერთი
წლის
განმავლობაში
სასამართლოების
უკვე
საკონსტიტუციო
სასამართლოში
დასაშვები
იქნებოდა
ძალაში
შესული
გადაწყვეტილებების
გასაჩივრება,
რაც
კანონიერ
იქნებოდა
საერთო
ერთგვარი
გამოხმაურება საზოგადოებაში არსებულ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნაზე.
თუმცა, საქართველოს პარლამენტი მხოლოდ საკითხის საკომიტეტო განხილვით
შემოიფარგლა და წინადადებას შემდგომი მსვლელობა არ მიეცა. ამ ეტაპზე არც
საკონსტიტუციო კომისიის კანონპროექტს აქვს დადებითი გამოხმაურება.
მხარეთა თანასწორობის უფლების დარღვევად უნდა შეფასდეს საქართველოს მთავარი
პროკურატურის
მიერ
დაცვის
მხარისათვის
გაუთქმელობის
პირობის
ჩამორთმევა
გახმაურებულ ე.წ. „ციანიდის საქმეში“, მაშინ როცა პროკურატურა თავად ასაჯაროებდა
საქმის სხვადასხვა დეტალებს.
სახალხო დამცველი მიესალმება პატიმრობის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებას,
რომლის
თანახმად,
დამცველს/სპეციალურ
2016
წლის
პრევენციულ
1
სექტემბრიდან
ჯგუფს
საქართველოს
პენიტენციურ
სახალხო
დაწესებულებებში
ფოტოგადაღების უფლება მიეცა.
სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საანგარიშო პერიოდში ბრალდებულთა და
მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის შემცირებას,3 რომელიც საშუალო ევროპულ
მაჩვენებელთან შედარებით მაინც მაღალია. მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებული სისხლის
სამართლის პოლიტიკა მაქსიმალურად იყოს მიმართული არასაპატიმრო ღონისძიებების
გამოყენების, მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისაკენ,
განსაკუთრებით მსუბუქი დანაშაულის შემთხვევაში.
პენიტენციურ დაწესებულებებში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება პატიმართა შორის
ძალადობის პრევენცია, ციხის კრიმინალური სუბკულტურის ზეგავლენის წინააღმდეგ
ქმედითი
ზომების
მიღება
და
წესრიგის
დაცვა,
რაც
სხვა
ფაქტორებთან
ერთად,
განპირობებულია დაწესებულებებში პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისკენ
მიმართული აქტივობების სიმწირით. დახურული ტიპის დაწესებულებებში არსებული
ინფრასტრუქტურა არ აძლევს პატიმრებს საშუალებას დაკავდნენ სპორტით ან სხვა
აქტივობით, რაც უარყოფითად აისახება მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.
3
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა 2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით,
2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 382-ით იყო შემცირებული
6
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
პრობლემურია
დისციპლინური
სახდელის
სახით
სამარტოო
საკანში
მოთავსების
შემთხვევების რაოდენობის ზრდის ტენდენცია და ზოგადად დისციპლინური სახდელების
გამოყენების არაერთგვაროვანი პრაქტიკა.
პენიტენციური
დაწესებულების
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
ადმინისტრაცია
სახალხო
კვალავაც
უფლებამოსილია
დამცველთან/სპეციალური
პრევენციული
ჯგუფის წევრთან შეხვედრას დააკვირდეს ვიზუალურად, რაც ეწინააღმდეგება ასეთი
შეხვედრების კონფიდენციალურობის პრინციპს.
2016 წელს ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ კვლავ მწვავედ დგას პოლიციის
მიერ დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრობლემა. 2015 წელთან
შედარებით, საანგარიშო პერიოდში დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებულ
პირთა რაოდენობა შემცირებულია, თუმცა გაზრდილია დაზიანებით შესახლებულ პირთა და
პოლიციის მიმართ პრეტენზიების რაოდენობა. ბოლო 4 წლის განმავლობაში, 2016 წელს
იზოლატორში შესახლებულ პირთა საერთო რაოდენობასთან მიმართებით დაზიანებით
შესახლებულ და პოლიციის მიმართ პრეტენზიის მქონე პირთა ხვედრითი წილი ყველაზე
მაღალია. 2015 წელთან შედარებით ასევე გაზრდილია დაკავებისას ან დაკავების შემდგომ
სხეულის დაზიანების შემთხვევათა რაოდენობა.
საანგარიშო პერიოდში კვლავ პრობლემად დარჩა პირთა თანხმობის გარეშე პოლიციის
ავტომობილში ან პოლიციის განყოფილებაში „გასაუბრების“ მანკიერი პრაქტიკა, რაზეც
საქართველოს სახალხო დამცველი 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც საუბრობდა.
მსგავსი პრაქტიკის სამიზნე ძირითადად პენიტენციური დაწესებულებიდან ახალ გამოსული
ან ისეთი პირები არიან, რომლებიც პოლიციის თანამშრომელთა მიერ აღიქმებიან, როგორც
„რისკ-ჯგუფი“ თავიანთი კრიმინალური წარსულის ან სხვა მიზეზების გამო.
ე.წ. „გასაუბრების“ სარისკო პრაქტიკა არ უზრუნველყოფს პოლიციასთან ურთიერთობისას
მოქალაქის უსაფრთხოებას. ამის მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ დ.ს.-ს საქმე,
რომელმაც
სიცოცხლე
თვითმკვლელობით
დაასრულა.
წერილში,
რომელიც
მისი
გარდაცვალების მერე იპოვეს და სავარაუდოდ მას ეკუთვნის, პოლიციელის მხრიდან
ფსიქოლოგიურ ძალადობაზეა საუბარი, ნარკოდანაშაულის გამოვლენის მიზნით. დ.ს.-ს
საქმეზე
სრულყოფილი
და
ეფექტური
გამოძიების
ჩატარებაა
საჭირო,
ობიექტური
ჭეშმარიტების დადგენის მიზნით.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა,
რომ რიგ შემთხვევებში პოლიციის სამმართველოში პირთა შეყვანის დრო წინ უსწრებს მათი
ფორმალური დაკავების დროს. ასეთ დროს, როგორც წესი, პირს იძახებენ მოწმის სახით, მის
მიმართ ატარებენ გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებებს და შემდეგ აკავებენ ოფიციალურად.
თუმცა, მოწმის სტატუსით მიყვანის დროსაც პირს არ უმარტავენ უფლებებს, მათ შორის,
7
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
უფლებას ადვოკატზე; ართმევენ პირად ნივთებს, მათ შორის, მობილურ ტელეფონს, რითაც
მიზანმიმართულად უზღუდავენ ოჯახისა და ადვოკატის ინფორმირების უფლებას.
შემაშფოთებელი ტენდენციაა, რომ შესწავლილი სისხლის სამართლის საქმეებიდან თითქმის
ნახევარ შემთხვევებში დაკავებულ პირს საერთოდ არ ჰყოლია ადვოკატი.
საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს იზოლატორებში მოთავსებულ
პირთა სამედიცინო მომსახურების ინსტრუქციის დამტკიცებას, იზოლატორებში შემოსული
საჩივრების განხილვის 5 დღიანი ვადის დაწესებას, კონფიდენციალური საჩივრით
მიმართვის მიზნით იზოლატორში მოთავსებული პირის კონვერტით უზრუნველყოფის
საკითხის ნორმატიულ დონეზე დარეგულირებას და ვიდეოჩანაწერის შენახვის მინიმალური
ვადის განსაზღვრას. თუმცა, 2016 წელს კვლავ პრობლემა იყო პოლიციის სამმართველოებში
შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოკამერებით სათანადოდ დაფარვა.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დადებითი ცვლილებების კვალდაკვალ, 2015 წელს
დაფიქსირებული უარყოფითი ტენდენციები სამწუხაროდ კვლავ შენარჩუნებულია 2016
წელსაც. სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ დამუშავებული მონაცემები ცხადყოფს,
რომ პოლიციის მიერ დაკავებისას ძალის გადამეტება, დაკავების შემდეგ ფიზიკური და
ფსიქოლოგიური ძალადობა, დაკავებული პირის მიერ პროცედურული უფლებებით
არაჯეროვნად სარგებლობა და სხეულის დაზიანებების არასრულყოფილი დოკუმენტირება
კვლავ გამოწვევად რჩება პოლიციის სისტემისათვის. ამდენად, სახალხო დამცველს მიაჩნია,
რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიციის თანამშრომელთა საქმიანობაზე მკაცრი
კონტროლის დაწესება და მათი ანგარიშვალდებულების გაზრდა. აუცილებელია, რომ
პოლიციის
თანამშრომლებმა
ზემდგომი
თანამდებობის
პირებისგან
მიიღონ
მკაფიო
გზავნილი, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა დაუსჯელი არ დარჩება.
2015 წლის მსგავსად 2016 წელს პოლიციელების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო
მოპყრობის ფაქტები სჭარბობდა პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა მიერ სავარაუდო
არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. აღსანიშნავია, ისიც რომ გასულ წელთან შედარებით, 1/3ით შემცირდა შემთხვევები, როდესაც შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სახალხო
დამცველმა
პროკურატურას
გამოძიების
დაწყების
მოთხოვნით
მიმართა.
თუმცა,
სამწუხაროდ, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულების
გამოძიების
და
დამნაშავე
პირთა
პასუხისგებაში
მიცემის
კუთხით,
საქართველოს
პროკურატურის საქმიანობა კვლავ არაეფექტურია. ბოლო 4 წლის მანძილზე სახალხო
დამცველის მიმართვის შედეგად არცერთ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე არ
დაწყებულა სისხლის სამართლებრივი დევნა. შესაბამისად, 2013-2015 წლების მსგავსად,
უცვლელია
სახალხო
დამცველის
რეკომენდაცია
სამართალდამცავი
ორგანოების
წარმომადგენლების მიერ და პენიტენციურ სისტემაში სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო
8
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მოპყრობის ფაქტებზე ეფექტური გამოძიების წარმოების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას
დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო.
სამწუხაროდ, საკანონმდებლო და პრაქტიკულ დონეზე არ არის უზრუნველყოფილი წამების
მსხვერპლთა სამართლებრივი დახმარება სახელმწიფოს ხარჯზე.
საანგარიშო
პერიოდში
სახალხო
დამცველმა
მნიშვნელოვანი
ყურადღება
დაუთმო
რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შედეგად ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს და
არსებული პრაქტიკის შესაცვლელად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, ე.წ. ქუჩის
ნარკოტესტირების რეგულაციების და ნარკოდანაშაულისათვის პატიმრობის როგორც
არაჰუმანური სასჯელის კონსტიტუციურობის შემოწმების მიზნით.
2016 წელს წითელ ხაზად გასდევდა პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების ხელყოფის ან
ხელყოფის მუქარის ფაქტები. რამდენიმე თვის განმავლობაში საჯარო პირთა პირადი
ცხოვრების ამსახველი კადრები პერმანენტულად ვრცელდებოდა სოციალურ ქსელებსა და
სხვადასხვა ვებ–გვერდებზე და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები საუბრობდნენ მათ
მიმართ
განხორციელებულ
მუქარაზე
პირადი
ცხოვრების
ამსახველი
კადრების
გავრცელებასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავარ პროკურატურას ჯერ კიდევ არ
დაუდგენია აღნიშნული კადრების ინტერნეტ სივრცეში გამავრცელებელი ან მუქარის
განმახორციელებელი პირები. ადეკვატური ზომები არ გატარებულა არც აგვისტოში
გავრცელებულ
წამების
კადრებთან
დაკავშირებით.
ამ
კადრების
უწყვეტ
რეჟიმში
ხელმისაწვდომობა იწვევს მასში აღბეჭდილი ადამიანების ღირსების შელახვას და მორალურ
ტკივილს.
საქართველოს სახალხო დამცველი არასაკმარისად აფასებს საქართველოს პროკურატურის
საქმიანობას აღნიშნული დანაშაულების გამოძიების საქმეში და მოუწოდებს მას, იმოქმედოს
დროულად და ეფექტურად და პასუხისგებაში მისცეს ყველა ის პირი, ვინც შექმნა, მოიპოვა
და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.
პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელყოფის ფაქტების მასშტაბურობის გათვალისწინებით,
საქართველოს
სახალხო
საქართველოს
საკონსტიტუციო
დამცველი
განსაკუთრებული
სასამართლოს
ყურადღებით
გადაწყვეტილების
აკვირდებოდა
პასუხად,
ფარულ
საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ შემუშავებულ
საკანონმდებლო ცვლილებებს. 2017 წლის 1 მარტს მიღებული ცვლილებების მიხედვით,
ფარული საგამოძიებო მოქმედებების გატარების მიზნით, შეიქმნა სსიპ „საქართველოს
ოპერატიულ–ტექნიკური
დამოუკიდებლობის
სააგენტო“.
გარკვეული
მართალია,
ელემენტები
აქვს,
სააგენტოს
თუმცა
იგი რჩება
ფორმალურად
სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში, ეფექტიანი კონტროლის ქვეშ, რაც
9
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის
გადაწყვეტილებას.
ამასთან, „ელექტორნული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში კვლავ რჩება
ნორმა,
რომელიც
სახელმწიფო
ორგანოებს
აძლევს
უფლებას,
ჰქონდეთ
მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირების და კომუნიკაციის შინაარსის რეალურ
დროში მიღების უწყვეტი შესაძლებლობა. სახალხო დამცველი არაეფექტიანად მიიჩნევს
საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებულ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის
– ნდობის ჯგუფის უფლებამოსილებას. შემოწმებას ატარებს ნდობის ჯგუფის მიერ
შერჩეული ერთი წევრი, წელიწადში მხოლოდ ორჯერ, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს
კონტროლის მექანიზმში საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობას.
შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებები არ შეესაბამება საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს გადაწყვეტილებას და არ შეიძლება შეფასდეს ადამიანების პირად ცხოვრებაში
დაუსაბუთებელი
ჩარევის
მნიშვნელოვანი
საფრთხის
გამომრიცხავ
გარანტიად.
საქართველოს სახალხო დამცველი არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს ფართომასშტაბიანი
ამნისტიის შემდეგ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს „პოლიტიკური ნიშნით
დაპატიმრებული და პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივი წესით დევნილ
პირებთან“
დაკავშირებით.
სამართლიანობის
აღდგენის
პროცესი
შეუძლებელია
შემოიფარგლოს ამნისტიის ერთჯერადი აქტის განხორციელებით, ვინაიდან აღნიშნული
კატეგორიის პირთა სრული სამართლებრივი რეაბილიტაციისათვის, მნიშვნელოვანია არა
მხოლოდ ღირსებისა და რეპუტაციის აღდგენა, არამედ, სახელმწიფოსაგან უკანონოდ
მიყენებული ზიანის სამართლიანი ანაზღაურებაც.
საზოგადოების
ლეგიტიმური
მოლოდინის
მიუხედავად, ამ
დრომდე
არ შექმნილა
სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც დაინტერესებულ პირებს კანონიერ ძალაში შესული
გადაწყვეტილებების
გადასინჯვის
შესაძლებლობას
მისცემდა,
მათ
შორის,
ქონების
რესტიტუციას და მორალური ზიანის ანაზღაურებას უკანონო მსჯავრდებისათვის.
მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, დღემდე უცნობია სახალხო დამცველის 2013–2015
წლების საპარლამენტო ანგარიშებში მითითებული გახმაურებული და საზოგადოებაში
მაღალი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეების, მათ შორის სოფელ ლაფანყურთან
განვითარებული მოვლენების გამოძიების შედეგები.
სახალხო დამცველის აპარატმა განახორციელა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების
მონიტორინგის პროექტი. არჩევნების ჩატარებისას არ გამოვლენილა დარღვევები, რასაც
შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა კენჭისყრის საბოლოო შედეგებზე. მათი დიდი ნაწილი
საუბნო
საარჩევნო
კომისიების
წევრების
კვალიფიკაციის
ნაკლებობასთან
იყო
დაკავშირებული. თუმცა საგანგაშო იყო რამდენიმე საარჩევნო უბანზე ან უბნის მიმდებარე
10
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ტერიტორიაზე ჩადენილი ძალადობის რამდენიმე შემთხვევა, რომლებზეც ადგილზე
მასობრივად მობილიზებულ პოლიციის მუშაკებს დროული რეაგირება არ მოუხდენიათ.
2016 წელს მშვიდობიანი შეკრების უფლების მაშტაბურ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
თუმცა, იყო რამდენიმე გამონაკლისი, სადაც სახელმწიფომ ვერ შეძლო მშვიდობიანი აქციის
მონაწილეების უსაფრთხოების დაცვა, მათ შორის 2016 წლის 22 მაისს ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში. ამ ფაქტის გამო პასუხისგებაში დღემდე არავინაა
მიცემული.
საქართველოს
სახალხო
დამცველი
დაგვიანებულად
აფასებს
სამართალდამცავთა
რეაგირებას 2017 წლის 11-12 მარტს ბათუმში მომხდარ ინციდენტზე, სადაც საპროტესტო
აქცია სწრაფად გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და გადაიზარდა
დაპირისპირებაში, რომელსაც შედეგად ძალადობა, ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება
და ქონების განადგურება მოჰყვა.
საქართველოს სახალხო დამცველი საანგარიშო პერიოდში აკვირდებოდა ტელეკომპანია
„რუსთავი 2-ის“ გარშემო მიმდინარე სასამართლო პროცესს, ისევე, როგორც საზოგადოებრივ
მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს. სახალხო დამცველი აღნიშნულ საქმეებს მედიის
თავისუფლების კონტექსტში განიხილავს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უნდა გამოირიცხოს
ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევის საფრთხე.
აუცილებელია დროულად იქნას ინიცირებული ინფორმაციის თავისუფლების შესახებ
ახალი
კანონის
პროექტი,
რომლითაც
შეიქმნება
ინფორმაციის
ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფისა და ინფორმაციის თავისუფლებაზე მონიტორინგის მექანიზმი, დაწესდება
სანქციები საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უკანონოდ უარის შემთხვევებში.
რელიგიის
თავისუფლების,
ტოლერანტობის
და
თანასწორუფლებიანობის
კუთხით
არსებული სისტემური პრობლემები უცვლელია. რელიგიურ უმცირესობებს საკულტო თუ
სხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისას კვლავ ექმნებათ ბარიერები მშენებლობის
ნებართვის გაცემაზე პასუხისმგებელი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების
მხრიდან. ეროვნული უმცირესობები კვლავ ნაკლებად იყვნენ ჩართული ქვეყნისთვის
მნიშვნელოვან მოვლენებსა და მათთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების
მიღების პროცესში. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიაში
და სამოქმედო გეგმაში ასახვის მიუხედავად მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სასკოლო
სახელმძღვანელოებში სტერეოტიპული შინაარსის მქონე ცალკეული მასალების არსებობა.
2016 წელი კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობისათვის, როგორც საქართველოს
კონტროლირებად, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სტაბილურად მძიმე იყო. თუმცა, წინა
წლისგან
11
განსხვავებით,
გამოვლინდა
მკვლელობის
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
და
გაუჩინარების
ფაქტები.
ამ
შემთხვევების ირგვლივ გამართული უშედეგო მოლაპარაკებები ნათლად წარმოაჩენს
მხარეთა შორის რეალური თანამშრომლობის არარსებობას, რაც აჭიანურებს გამოძიებას და
აფერხებს სიმართლის დადგენას. უკან გადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს აფხაზეთის
გამყოფ ხაზზე გამშვები პუნქტების დახურვა, რაც უარყოფითად აისახება ადგილობრივი
მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების, გადაადგილების, ჯანმრთელობის და განათლების
უფლებებზე.
მიუხედავად
მთავრობის
მიერ
განხორციელებული
არაერთი
მნიშვნელოვანი
ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტებისა, დღემდე შეუსრულებელია სახალხო
დამცველის რეკომენდაციები რეფერალურ პროგრამაში გალის მოსახლეობის ჩართვასთან
დაკავშირებით, დე ფაქტო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების ცნობად მიღებისა და
საომარი
მოქმედებების
შედეგად
დაზიანებული
საცხოვრებელი
სახლების
რეაბილიტაცია/კომპენსაციის თაობაზე.
მიუხედავად დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის კუთხით წინგადადგმული
ნაბიჯებისა, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება დევნილთა განსახლება; არაერთი
დევნილი კვლავ სიცოცხლისათვის საშიშ გარემოში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ
საანგარიშო პერიოდშიც გრძელდებოდა სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ
პირთა განსახლება, ერთიანი საკანონმდებლო ბაზის არარსებობა კვლავ პრობლემაა.
მიმდინარე წელს უმწვავეს პრობლემად დარჩა შრომით უფლებებსა და შრომის უსაფრთხო
გარემოს
მონიტორინგზე
საქართველოს
პასუხისმგებელი
პარლამენტისა
და
ეფექტიანი
მთავრობის
მექანიზმის
მხრიდან
არარსებობა,
დაუყოვნებლივ
რაც
მოქმედებას
საჭიროებს. 2016 წლის მონაცემებით წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად
დაიღუპა 58 და დაშავდა 85 ადამიანი. საქართველოს სახალხო დამცველის აზრით,
უმნიშვნელოვანესია
დაუყოვნებლივ
შეიქმნას
შრომის
უსაფრთხოებისა
და
შრომის
პირობებზე ზედამხედველობის მექანიზმი – შრომის ინსპექცია.
საანგარიშო პერიოდში საკუთრების უფლების დარღვევის შესახებ სახალხო დამცველის
აპარატში
შემოსული
საჩივრები
ეხებოდა
მიწის/უძრავი
ქონების
რეგისტრაციასთან
დაკავშირებულ პრობლემებს. წინგადადგმული ნაბიჯია მიწის რეგისტრაციის ახალი
პროექტების ამოქმედება და აუცილებელია მათი სრულყოფილი იმპლემენტაცია.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლება ქვეყანაში სათანადოდ რეალიზებული არ
არის. მსხვილ კერძო ეკონომიკურ ინტერესებთან დაპირისპირებისას, საკითხი კულტურული
მემკვიდრეობის საზიანოდ წყდება. ამ დრომდე კონკრეტულ შედეგებამდე არ მისულა
საყდრისი–ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს განადგურების ფაქტზე მიმდინარე
გამოძიება.
ასევე,
არ
არის
გამოძიებული
რუისი–რიკოთის
საავტომობილო
მშენებლობის პროცესში არქეოლოგიური ობიექტების განადგურების საკითხი.
12
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
გზის
ცვლილებას საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების არსებული სისტემა. ჯანსაღი
გარემოს არსებობას ხელს უშლის ხმაურით დაბინძურება და მის წინააღმდეგ ეფექტიანი
მექანიზმების არარსებობა. ასეთი შემთხვევებისთვის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს
პასუხისმგებლობის რაიმე ზომას, რაც დროულად შესაცვლელია.
კვლავ პრობლემად რჩება საკანონმდებლო დონეზე უსახლკარო პირის სრულყოფილი
დეფინიციის არარსებობა; უსახლკარო პირთა შესახებ სტატისტიკური მონაცემების არქონა
და
შესაბამისად,
უსახლკარობის
მასშტაბების
ბუნდოვანება;
ამ
მიმართულებით,
ინფრასტრუქტურული რესურსის არარსებობა, გამოყოფილი ფინანსური სახსრების სიმწირე
და სხვა. გადახედვას საჭიროებს სოციალური შემწეობის არსებული სისტემა მასში არსებული
პროგრამული ხარვეზების გამო.
სამხრეთ საქართველოდან იძულებით გადასახლებულ
პირთა რეპატრიაციის თემის
პოლიტიკური მნიშვნელობა დღემდე აქტუალური განსჯის საგნად რჩება. გამარტივებული
წესით მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობის მიუხედავად, რეპატრიანტის სტატუსის
მქონე მხოლოდ ერთეულმა პირებმა მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა.
წინა წლებთან შედარებით, 2016 წელს საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა
შემცირებულია. დადებითად უნდა შეფასდეს 2016 წელს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“
ახალი კანონის მიღება, რომელიც არსებითად შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს, თუმცა,
კანონი საერთაშორისო დაცვაზე განაცხადის განხილვის არაგონივრულად ხანგრძლივ ვადას
ითვალისწინებს.
2016 წელს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად,
ბავშვის უფლებების გათვალისწინება, დაცვა და ხელშეწყობა კვლავ პრობლემად რჩება.
ბავშვთა მიმართ ძალადობის, უკიდურესი სიღარიბისა და ბავშვის უფლებათა სხვა
დარღვევების აღმოსაფხვრელად მიღებული ზომები, არასაკმარისია. სახელმწიფო ზრუნვის
მიღმა
დარჩენილ
უხილავ
ბავშვებთან
ერთად,
არსებითად
არც
სახელმწიფო
მზრუნველობაში მყოფი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა შეცვლილა.
სახელმწიფო
გამოწვევების
წინაშეა
ოჯახში,
სამზრუნველო
და
საგანმანათლებლო
დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებლის მხრივაც. გადაუჭრელ
საკითხთა შორისაა ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე, რაც თავის მხრივ,
განაპირობებს პრობლემებს ბავშვთა საჭირო საკვებით უზრუნველყოფისა და მძიმე
საცხოვრებელი პირობების თვალსაზრისით.
მიუხედავად
იმისა,
რომ
„დისკრიმინაციის
ყველა
ფორმის
აღმოფხვრის
შესახებ“
საქართველოს კანონის მიღებიდან თითქმის 3 წელი გავიდა, კვლავ არის პრობლემური
საკითხები, რომელიც მის ეფექტურ იმპლემენტაციას დაბრკოლებას უქმნის. ერთ-ერთ
13
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
გამოწვევად რჩება კანონში ე.წ. პირველი ტალღის ცვლილებების განხორციელების
აუცილებლობა, რომლის შესახებ სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადების
ინიცირება საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო საკითხთა
კომიტეტმა მოახდინა 2015 წელს.
დისკრიმინაციასთან
ბრძოლის
პროცესში
ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი
გამოწვევაა
თანასწორობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და შემწყნარებლური
გარემოს ფორმირება.
ქალთა უფლებრივი მდგომარეობის და გენდერული თანასწორობის მიმართულებით
ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობა, მიმდინარე საანგარიშო წელს, არსებითად არ
შეცვლილა.
კვლავ
კრიტიკულად
დაბალია
ქალთა
მონაწილეობის
მაჩვენებელი
გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ
გატარებულ ღონისძიებებში ინტერსექციური მიდგომების ნაკლებობა, რაც თავის მხრივ,
სხვადასხვა გამოცდილების მქონე ქალთა პრობლემატიკის ასახვას აბრკოლებს და მათი
მოწყვლადობის ხარისხს ზრდის.
ქალთა
მიმართ
ძალადობის
და
ოჯახში
ძალადობის
საკითხებზე
გაზრდილი
მიმართვიანობის ფონზე უფრო მეტად გამოიკვეთა სისტემური ხარვეზები, რაც რეაგირების
ეფექტიანობისა და პრობლემის აღმოფხვრის პროცესში მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა.
პრობლემად რჩება ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინების შესახებ საზოგადოების დაბალი
ცნობიერება და გულგრილი დამოკიდებულება, რასაც ხშირად არასრუწლოვანთა საუკეთესო
ინტერესების უგულებელყოფა და თანასწორუფლებიანობის დარღვევა სდევს თან.
განსაკუთრებით
მძიმეა
ლგბტი
პირთა
უფლებრივი
მდგომარეობა.
არსებული
ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობების საპასუხოდ, სახელმწიფოს მიერ, ლგბტი
პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები კვლავ
მინიმალურია და ფორმალურ ხასიათს ატარებს. სამწუხაროდ, ლგბტი ადამიანები ვერ ქმნიან
საკუთარ უფლებრივ და სამართლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ დღის წესრიგს.
მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა, მაქსიმალურად უნდა
შეუწყონ ხელი სიძულვილით განპირობებული ძალადობრივი ქმედებების პრევენციასა და
ჰომოფობიური გამოვლინებების აღკვეთას, ასევე ლგბტი ადამიანების კონსტიტუციით
გარანტირებული უფლებების და თავისუფლებების უპირობო განხორციელებას.
სახელმწიფოს წინაშე არსებულ ერთ–ერთ მთავარ გამოწვევად რჩება შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა, სათანადო საცხოვრებლის უფლების
რეალიზება და დასაქმება. ამასთან, კვლავ პრობლემას წარმოადგენს ფიზიკური გარემოს,
ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ინფორმაციის მისაწვდომობის უზრუნველყოფა.
ხარვეზებით მიმდინარეობს ინკლუზიური საგანმანათლებლო პროცესი. შეზღუდული
14
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
შესაძლებლობის მქონე ბავშვების მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით რეგიონებში, არ
არის ჩართული აღნიშნულ პროცესში. ამასთან, გამოწვევაა სწავლების ხარისხი და
უწყვეტობა.
2016 წელს ორი წელი შესრულდა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების კონვენციის რატიფიცირებიდან. მიუხედავად ამისა, დღის წესრიგში კვლავ დგას
კონვენციის ეფექტიანი განხორციელების მიმართულებით არსებული გამოწვევები. სახალხო
დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად არ მომხდარა კონვენციის ფაკულტატური
ოქმის
რატიფიცირება.
არსებითი
ცვლილებები
არ
განხორციელებულა
ეროვნული
კანონმდებლობის კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობის თვალსაზრისით.
ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება ჯერ კიდევ
ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებსა და საერთაშორისო მიდგომებს. კვლავ პრობლემას
წარმოადგენს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სოციალური და ეკონომიკური
უფლებების რეალიზების პროცესში მხარდაჭერა. სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევად
კვლავ რჩება ხანდაზმულთა რეზიდენტულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა.
ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვის კუთხით ხელშესახები ცვლილები არ გატარებულა
ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ. სათანადოდ არ ხდება მუნიციპალიტეტების
ტერიტორიაზე მცხოვრებ ხანდაზმულ პირთა საჭიროებების შესწავლა და მათი ინტერესების
გათვალისწინებით მიზნობრივი პროგრამების დაგეგმვა.
15
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
1. ადამიანის უფლებათა მდგომარეობა დახურულ დაწესებულებებში
(პრევენციის ეროვნული მექანიზმი)
შესავალი
წინამდებარე ანგარიშში მოცემულია პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ საანგარიშო
პერიოდში პენიტენციური დაწესებულებების, პოლიციის სამმართველოების, დროებითი
მოთავსების იზოლატორების, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების,4 შშმ პირთა
პანსიონატებისა და მიგრანტთა დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგის
შედეგები. მონიტორინგი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა5. ამასთან, 2016
წლის განმავლობაში, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით, პენიტენციურ
დაწესებულებებში
ხორციელდებოდა
პროექტიც,
„ჯანმრთელობის
უფლების
დაცვის
ხელშეწყობა პენიტენციურ სისტემაში“.6
სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა საანგარიშო პერიოდში წამებისა და სხვა სასტიკი,
არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის კუთხით
არსებული
მდგომარეობის
შესაფასებლად,
ქვეყნის
მასშტაბით,
12
პენიტენციურ
დაწესებულებაში7 განახორციელა 35 ვიზიტი,8 პოლიციის 58 სამმართველოში - 58 ვიზიტი, 27
დროებითი მოთავსების იზოლატორში - 31 ვიზიტი,9 11 მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა
სახლში - 11,10 6 შშმ პირთა პანსიონატში - 6 ვიზიტი.11 გარდა ამისა, საქართველოს სახალხო
4
მონიტორინგის შედეგები აისახა საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო
ანგარიშის თავში - „ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა“, ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე შემდეგ
მისამართზე: http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf [ბოლოს ნანახია 28.03.2017].
5
ევროკავშირის პროექტის - „სახალხო დამცველის მხარდაჭერა II“ - ფარგლებში.
6
პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგების ამსახველი ანგარიშის გამოქვეყნება
იგეგმება 2017 წელს.
7
სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები გაესაუბრნენ 650 პატიმარს.
8
სხვადასხვა დროს, საჭიროების მიხედვით, მონიტორინგში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს
სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის, ბავშვის უფლებათა
ცენტრის, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტისა და თანასწორობის
დეპარტამენტის თანამშრომლები.
9
სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები გაესაუბრნენ 60 დაკავებულს.
10
მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში მონიტორინგი ჩატარდა საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა ცენტრთან ერთად.
11
მონიტორინგი ჩატარდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და შშმ პირთა
უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის ჯგუფის წევრების მონაწილეობით.
მონიტორინგის შედეგები იხილეთ წინამდებარე ანგარიშის ქვეთავში - „შშმ პირთა პანსიონატების
მონიტორინგი“.
16
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, მიგრანტთა დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის
ფარგლებში, 5 ფრენის მონიტორინგიც განახორციელეს.12
მონიტორინგის დროს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა შეამოწმეს დახურული ტიპის
დაწესებულებებში არსებული ფიზიკური გარემო და ამ დაწესებულებებში მოთავსებულ
პირთა უფლებრივი მდგომარეობა. განსაკუთრებული ყურადღება ამ პირთა მიმართ
მოპყრობაზე გამახვილდა.
ზოგადი მიმოხილვა
ევროპის საბჭოს მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, 2015 წლის 1 სექტემბრის
მონაცემებით, საქართველოში სულ 10 242 პატიმარი იყო, მათ შორის 54 არასრულწლოვანი,
რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში 100 000 მოსახლეზე 274 პატიმარი მოდიოდა.13 აღსანიშნავია,
რომ აღნიშნული მონაცემები საქართველოს 2014 წლის 1 სექტემბრის მაჩვენებელთან (227
პატიმარი 100 000 მოსახლეზე) შედარებით მაღალია.14 ევროპის საბჭოს ანგარიშის
შესაბამისად, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ციხეებში პატიმრების რაოდენობა
მაღალია.15
დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 2015 წლის
ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საერთო
რაოდენობა 382-ით არის შემცირებული. სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ
ქვეყანაში არსებული სისხლის სამართლის პოლიტიკა მაქსიმალურად იყოს მიმართული
არასაპატიმრო
საზოგადოებაში
ღონისძიებების
გამოყენების,
ინტეგრაციისაკენ.
მსჯავრდებულთა
პატიმართა
დიდი
რეაბილიტაციისა
რაოდენობა,
ასევე
და
დიდი
პენიტენციური დაწესებულებების არსებობა, პენიტენციურ სისტემაში წესრიგისა და
უსაფრთხოების დაცვის, პატიმრობის სათანადო პირობებისა და ადეკვატური სერვისების
მიწოდების თვალსაზრისით არსებით გამოწვევას წარმოადგენს.
12
პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები გაესაუბრნენ საქართველოში
დაბრუნებულ 206 საქართველოს მოქალაქეს.
13
ევროპის საბჭო, ყოველწლიური სისხლის სამართლის სტატისტიკა, ციხის მოსახლეობის კვლევა,
2015 წელი, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე:
http://wp.unil.ch/space/files/2017/03/SPACE_I_2015_Report_170314.pdf [ბოლოს ნანახია 20.03.2017].
14 ევროპის საბჭო, ყოველწლიური სისხლის სამართლის სტატისტიკა, ციხის მოსახლეობის კვლევა,
2014 წელი, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე:
http://wp.unil.ch/space/files/2016/05/SPACE-I-2014-Report_final.1.pdf [ბოლოს ნანახია 20.03.2017].
15
ევროპის საბჭო, პრესრელიზი, DC031(2017), ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე შემდეგ
მისამართზე, https://wcd.coe.int/ViewDoc.jsp?p&Ref=DCPR031%282017%29&Language=lanEnglish&Ver=original&Site=DC&BackColorInternet=F5CA75&BackColorIn
tranet=F5CA75&BackColorLogged=A9BACE&direct=true [ბოლოს ნანახია 27.03.2017].
17
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი დადებითად აფასებს ნაკლებად მძიმე
დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვანი პირის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის ახალი
სახის – შინაპატიმრობი16– შემოღებასა და ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით,
საზოგადოებისაგან
იზოლირების
გარეშე,
არასრულწლოვანის
მიმართ
სასჯელის
აღსრულებას. მისასალმებელია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ
პარლამენტისათვის
წარდგენილი
საკანონმდებლო
ცვლილებათა
პაკეტი,
რომელიც
პენიტენციურ სისტემაში ახალი ტიპის გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულების შექმნას ითვალისწინებს. ამავე პაკეტის თანახმად, საქართველოს
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
სამინისტროს
ადგილობრივ
საბჭოს
ენიჭება
უფლებამოსილება, მსჯავრდებულის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში და კანონით
განსაზღვრული საშეღავათო პერიოდის მოხდის შემდეგ, დარჩენილი სასჯელი შეუცვალოს
უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – შინაპატიმრობით.
წამებისა
და
არასათანადო
მოპყრობის
პრევენციისათვის
უმნიშვნელოვანესია,
დაუსჯელობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა. სახელმწიფო ვალდებულია, წამებისა და
არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით ადეკვატური რეაგირება
განახორციელოს. შესაბამისად, 2013, 2014 და 2015 წლის მსგავსად, უცვლელია სახალხო
დამცველის რეკომენდაცია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ჩადენილი
არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ეფექტიანი გამოძიების წარმოების უზრუნველყოფის
მიზნით დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს არ გაზრდილა წინადადებების რაოდენობა არასათანადო
მოპყრობასთან დაკავშირებით და წინა წლის მსგავსად, სახალხო დამცველის მიერ
გაგზავნილ იქნა 4 წინადადება. სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა 2016 წლის
განმავლობაში განხორცილებული ვიზიტებისას ერთეულ შემთხვევებში მიიღეს ინფორმაცია
არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით.
საანგარიშო პერიოდში კვლავ პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსში არსებული წამების განმარტება არ შეესაბამება გაეროს
წამების საწინააღმდეგო კონვენციაში მოცემულ განმარტებას, ასევე, საკანონმდებლო და
პრაქტიკულ დონეზე არ არის უზრუნველყოფილი წამების მსხვერპლთა სამართლებრივი
დახმარება სახელმწიფოს ხარჯზე.
აღსანიშნავია, რომ კვლავ პრობლემურია პენიტენციურ დაწესებულებებში ექიმსა და
პატიმარს
შორის
დაწესებულებაში,
ურთიერთობის
პატიმრების
კონფიდენციალურობის
შესახლებისას,
პატიმართა
დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებიან.
16
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მუხლი 69.
18
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დაცვის
საკითხი.
სამედიცინო
უმეტეს
შემოწმებას
სახალხო დამცველი მიესალმება პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების სხეულზე
არსებული დაზიანებების დოკუმენტირების ახალი წესის მიღებას, მიუხედავად ამისა,
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, პატიმრების სხეულზე არსებული დაზიანების
აღრიცხვის ახალი წესი არ მოქმედებდა, ხოლო არსებული პრაქტიკით დაზიანებების აღწერა
ისევე როგორც წინა წლებში, ხარვეზებით მიმდინარეობდა და ვერ უზრუნველყოფდა
სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიან გამოვლენას და დოკუმენტირებას.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს კვლავ პრობლემად რჩება ექიმის დამოუკიდებლობასა და
კომპეტენციასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ეჭვქვეშ აყენებს პატიმრების მიმართ
სავარაუდო
არასათანადო
დოკუმენტირებისა
და
მოპყრობის
შემთხვევაში,
ექიმის
საგამოძიებო
ორგანოსთვის
შეტყობინების
მიერ
დაზიანებების
დროს,
მის
მიუკერძოებლობას. ამავე დროს უცვლელია სახალხო დამცველის რეკომენდაცია, ექიმის
მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ექიმის მიერ საქართველოს
მთავარ
პროკურატურაში
შეტყობინების
გაგზავნის
ვალდებულების
განსაზღვრასთან
დაკავშირებით. სახალხო დამცველი თვლის, რომ მიუხედავად პატიმრის თანხმობის
აუცილებლობისა, საგამოძიებო ორგანოსთვის შეტყობინების საკითხზე გადაწყვეტილება
უნდა მიიღოს ექიმმა, პატიმრის ინტერესებისა და საჯარო ინტერესის გათვალისწინებით.
გარდა ამისა, პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ რისკის შეფასების პროცესში არ
არის
უზრუნველყოფილი
საპარლამენტო
ანგარიშში
მსჯავრდებულის
სახალხო
სათანადო
დამცველმა
ჩართულობა.
2015
რეკომენდაციით
წლის
მიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, რომ მსჯავრდებულს უფლება ჰქონოდა,
მულტიდისციპლინური გუნდისთვის, მისი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, წარედგინა
დამატებითი დოკუმენტაცია, რომელიც, მისი აზრით, ხელს შეუწყობდა მისთვის სასურველი
გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა მითითებული რეკომენდაცია არ შესრულებულა.
მისასალმებელია, რომ 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს შემცირებულია პატიმრების
დეესკალაციის
ოთახში მოთავსების
ხანგრძლივობა, თუმცა
დაფიქსირდა
ერთეული
შემთხვევები, როდესაც პატიმრები აღნიშნულ ოთახებში მოთავსებული იყვნენ 20-დან 36დღემდე ხანგრძლივობით. სახალხო დამცველი დადებითად აფასებს პენიტენციური
დაწესებულებების
დებულებებში
განხორცილებულ
ცვლილებებს,
რომლითაც
დეესკალაციის ოთახში პატიმრის მოთავსების მაქსიმალურ ვადად 72 საათი განისაზღვრა.
მიუხედავად ამისა, უცვლელია სახალხო დამცველის რეკომენდაცია, დეესკალაციის ოთახში
პატიმრის მოთავსების მაქსიმალურ ვადად განისაზღვროს 24 საათი.
დეესკალაციის ოთახებში არსებული გარემო და პირობები არ არის უსაფრთხო და არ არის
მოწყობილი იმგვარად, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი თვითდაზიანების რისკი.
აღნიშნულ ოთახებში მეთვალყურეობის სისტემები ისეა დამონტაჟებული, რომ ტუალეტის
ნიჟარა მოქცეულია ვიდეოკამერების ხედვის არეალში. დეესკალაციის ოთახებში მყოფ
19
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
პატიმრებს არ ეძლევათ მაღაზიით, სატელეფონო ზარით, პირადი მიმოწერით და პაემნით
სარგებლობის უფლება. დეესკალაციის ოთახში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს
დაწესებულების დირექტორი და არ ხდება ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, სოციალური მუშაკის,
ექიმის
და
დაწესებულების
მულტიდისციპლინური
სხვა
მუშაობა
სამსახურების
და
თანამშრომლების
ჩარევა,
ზემოხსენებული
ერთობლივი,
რისკების
შემცირების/აღმოფხვრის მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პატიმრებს აქვთ განცდა,
რომ დეესკალაციის ოთახი მათ დასასჯელად გამოიყენება.
სახალხო
დამცველი
წინგადადგმულ
ნაბიჯად
მიიჩნევს,
ვიდეომეთვალყურეობის
ჩანაწერების შენახვის მინიმალურ ვადად 120 საათის (5 დღე-ღამე) განსაზღვრას. მიუხედავად
ამისა, უცვლელია სახალხო დამცველის რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ
აუცილებელია მითითებული ჩანაწერები ინახებოდეს არანაკლებ 10 დღის ვადით, ხოლო
დეესკალაციის ოთახებში განხორციელებული ჩანაწერები – 1 თვის ვადით. ამასთან,
მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იქნას ასეთ ჩანაწერებზე სპეციალური პრევენციული
ჯგუფის წევრების დაუბრკოლებელი წვდომა.
ისევე როგორც 2015 წელს, 2016 წლის განმავლობაშიც სპეციალური პრევენციული ჯგუფის
მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული შემოწმების შედეგები ცხადყოფს, რომ
დამკვიდრებული პრაქტიკით, ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის შესახებ
ბრძანება შეიცავს მწირ ინფორმაციას და შაბლონური ხასიათისაა.
2014
და
2015
წლის
საპარლამენტო
ანგარიშებში
სახალხო
დამცველმა
შესაბამისი
რეკომენდაციებით მიმართა საქართველოს პარლამენტსა და სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის მინისტრს, რათა პატიმრობის კოდექსში და ზემოაღნიშნულ წესში შესულიყო
ცვლილება,
რომლის
პრევენციული
თანახმად,
ჯგუფის
საქართველოს
წევრის
შეხვედრა
სახალხო
დამცველის/სპეციალური
მსჯავრდებულთან/ბრალდებულთან
კონფიდენციალურია და დაუშვებელია რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი; თუმცა,
აღნიშნული რეკომენდაცია არ შესრულებულა.
პენიტენციურ
დაწესებულებებში
პატიმრების
არასათანადო
მოპყრობის
სერიოზულ
საფრთხეს ქმნის დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურა, რომელიც
ხშირად ხდება პატიმრებს შორის ძალადობისა და ჩაგვრის მიზეზი.
სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს განსაკუთრებული რისკის თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებებთან
დაკავშირებით
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
სამინისტროს პოლიტიკას, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა ქცევის
პოზიტიურ ცვლილებას, რეაბილიტაციას და შესაბამისად, საზოგადოებაში რეინტეგრაციას.
პრობლემად რჩება ის გარემოება, რომ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულებისათვის დაწესებული შეზღუდვები არ
20
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
არის დასაბუთებული და არ ეფუძნება პატიმრის რისკის ინდივიდუალურ შეფასებას.
მაგალითად,
არსებული
უფლებამოსილება,
რეგულაციებით,
პატიმარი
ხანგრძლივი
დირექტორს
დროით
მოათავსოს
აქვს
სხვა
დისკრეციული
პატიმრებისგან
განცალკევებით. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების
დებულებებით არ არის განსაზღვრული პატიმრების იზოლირების მაქსიმალური ვადა და
მეთვალყურეობა პატიმრის შემოსახლების ყველა შემთხვევაში წესდება. დაწესებულებაში
მოთავსებულ მსჯავრდებულებს არ ეძლევათ საშუალება, დაკავდნენ რაიმე ღირებული,
მათთვის საინტერესო აქტივობით. ამავე დროს, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი პატიმრებისათვის კანონმდებლობით დადგენილია
უფრო ნაკლები რაოდენობის პაემანისა და სატელეფონო საუბრის განხორციელების
შესაძლებლობა, ვიდრე სხვა პენიტენციურ დაწესებულებებში.
2016 წლის განმავლობაშიც პენიტენციურ დაწესებულებებში სისტემურ ხასიათს ატარებდა
პატიმრების განმარტოებით საკანში მოთავსება კანონით განსაზღვრული პროცედურის
დაცვის გარეშე. 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა რეკომენდაციით
მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, პატიმრების განცალკევებით
მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების გადასინჯვა მოხდეს სავალდებულო წესით, ამ
ღონისძიების გამოყენებიდან 14 დღის შემდეგ და შემდგომში, ამავე დროის ინტერვალით,
თუმცა მითითებული რეკომენდაცია არ შესრულებულა.
სახალხო დამცველი მიესალმება N5 ქალთა დაწესებულებაში სკანერის აპარატების
დამონტაჟებასა და დაწესებულების დებულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანას, რომლის
შესაბამისად, ბრალდებულ/მსჯავრდებულს უფლება აქვს პირადი სრული შემოწმება
სკანერის გამოყენებით გაიაროს.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პენიტენციური დაწესებულებების დებულებებით
გათვალისწინებული დანაწესი, რომლის მიხედვითაც
ბრალდებული/მსჯავრდებულის
სრული შემოწმება უნდა განხორციელდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირველად
შემოსახლების, დაწესებულების დროებით დატოვებისა და დაბრუნების ყველა შემთხვევაში,
წარმოადგენს ბლანკეტური ხასიათის ნორმას, რომელიც სრული შემოწმების რუტინულად
და დაუსაბუთებლად განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. ასევე, სრული შემოწმების
გარდა, პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კანონმდებლობით ერთმანეთისაგან არ არის
გამიჯნული სრული შემოწმება და შინაგანი შემოწმება და არ არის დადგენილი თითოეულის
გამოყენების
შემთხვევაში
განსახორციელებელი
პროცედურები.
პრობლემურია
დაწესებულებაში მყოფ პატიმრებთან ხანგრძლივ და ხანმოკლე პაემანზე შესულ პირთა
შემოწმება, რომლის დროსაც სავალდებულოა მათი სხეულის ნაწილობრივი გაშიშვლება,
აღნიშნული ეწინააღმდეგება მოქმედ ნორმატიულ ბაზას.
21
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სახალხო
დამცველი
მიესალმება
2016
წელს
პენიტენციურ
დაწესებულებებში
განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, თუმცა ზოგიერთ დაწესებულებაში
კვლავ გამოწვევად რჩება ის გარემოება, რომ არ არის უზრუნველყოფილი სათანადო
ბუნებრივი და ხელოვნური ვენტილაცია, განათება და გათბობა, ასევე არ არის დაცული
სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები. პრობლემურია პატიმრის სეზონის შესაფერისი
ტანსაცმლითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით მომარაგება, სუფთა ჰაერზე გასეირნების
უფლებით სარგებლობა და სასეირნო ეზოების მოწყობა.
N14
და
N17
დაწესებულებებში,
ბარაკის
ტიპის
საცხოვრებლებში
არ
არის
უზრუნველყოფილი პრივატული გარემო, მწეველი და არამწეველი პატიმრები ერთ სივრცეში
ცხოვრობენ, რთულია სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა და მაღალია ინფექციური
დაავადებების
გავრცელების
რისკი;
გარდა
ამისა,
ასეთი
ტიპის
საცხოვრებელი
უსაფრთოხების დაცვის თვალსაზრისითაც დამატებით, მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის.
2016 წელს კვლავ პრობლემად რჩება ყველა მსჯავრდებულის 4 მ2 საცხოვრებელი ფართით
უზრუნველყოფა.
ამასთან,
N2
და
N8
დაწესებულებებში
ბრალდებულები
და
მსჯავრდებულები რიგ შემთხვევებში ერთად არიან განთავსებული, რაც პატიმრობის
კოდექსით დადგენილი მოთხოვნის დარღვევას წარმოადგენს.
2016 წელს, წინა წელთან შედარებით, პატიმართა მიმართ დისციპლინური სახდელების
გამოყენების შემთხვევათა რაოდენობა 16%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ
დაწესებულებაში დისციპლინური სახდელები ნაკლებად გამოიყენებოდა, დისციპლინური
სახდელების გამოყენების მაჩვენებელი საგანგაშოდ გაიზარდა N3 დაწესებულებაში (2015
წელს 1 პატიმარზე 2 დისციპლინური სახდელი მოდიოდა, ხოლო 2016 წელს – 9), N6
დაწესებულებაში (2015 წელს დისციპლინური სახდელი ყოველ მეორე პატიმარზე მოდიოდა,
ხოლო 2016 წელს – 1 პატიმარზე 2 დისციპლინური სახდელი) და N2 დაწესებულებაში
(გაიზარდა 2,5-ჯერ). გარდა ამისა, 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს N2 დაწესებულებაში
40,4%-ით გაიზარდა სამარტოო საკნებში პატიმართა მოთავსების შემთხვევები, რაც
საყურადღებოა.
აქვე
სამართლიანობა
მოითხოვს,
დადებითად
აღინიშნოს,
რომ
მთლიანობაში, პენიტენციურ სისტემაში სამარტოო საკნებში მოთავსების შემთხვევები 23%ით შემცირდა, თუმცა სახალხო დამცველი ამავდროულად შეშფოთებულია იმ გარემოებით,
რომ საანგარიშო პერიოდში, ზოგიერთ დაწესებულებაში კვლავ დაფიქსირდა ფსიქიკური
ჯანმრთელობის
პრობლემების
მქონე
პატიმართა
სამარტოო
და
დაწესებულებებში
საკანში
მოთავსების
გამოკითხულ
პატიმართა
შემთხვევები.
2016 წლის
განმავლობაში
N3
N6
განცხადებით,
ფიქსირდებოდა
დაწესებულების
პროვოცირება
დისციპლინური
სახდელების
თანამშრომლების
დაკისრების
ან
მხრიდან
მათი
დეესკალაციის
ოთახში
მოთავსების მიზნით. პატიმრებს აქვთ განცდა, რომ დეესკალაციის საკნებში მათი გადაყვანა
22
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ხდება დასჯის მიზნით, მათ მიერ დაწესებულების დებულების დარღვევის შემთხვევაში და
არა უსაფრთხოების დაცვის მოსაზრებიდან გამომდინარე. N3 და N6 დაწესებულებებში
დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ რიგ შემთხვევებში, დეესკალაციის
ყოფნის პერიოდში პატიმარს დისციპლინური სახდელი დაეკისრა.
როგორც წესი, პრაქტიკაში დისციპლინური სამართალწარმოება ზეპირი მოსმენის გარეშე
იმართება,
ხოლო
განკარგულება
დისციპლინური
სახდელის
დაკისრების
შესახებ
გამყარებულია მხოლოდ დაწესებულების თანამშრომელთა ახსნა-განმარტებებითა და
პატაკებით.
პატიმრები
დისციპლინურ
სამართალწარმოებაში
პრაქტიკულად
არ
მონაწილეობენ, რაც დისციპლინური სახდელის უკანონოდ დაკისრების მაღალ რისკს
წარმოშობს.
სახალხო დამცველი მიესალმება 2016 წელს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის
სამინისტროს
გენერალური
ინსპექციის
მიერ
N7
დაწესებულებაში
სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას, რომელიც შეეხებოდა 2015 წლის განმავლობაში
სპეციალური პრევენციული ჯუგფის მიერ გამოვლენილ მსჯავრდებულის ოჯახთან
კონტაქტის სრულად აკრძალვის შემთხვევებს. შემოწმების შედეგად N7 დაწესებულების
დირექტორს და იურისტს
დისციპლინური სახდელი დაეკისრა. დადებითად უნდა
აღინიშნოს ის ფაქტი, რომ 2016 წელს, N7 დაწესებულებაში პატიმრის ოჯახთან კონტაქტის
სრულად აკრძალვის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ
გენერალური
ინსპექცია,
სისტემური
მონიტორინგის
ფარგლებში,
გააგრძელებს
დაწესებულებებში დისციპლინური სახდელების გამოყენების პრაქტიკის შესწავლას, რათა
თავიდან
იქნას
აცილებული
დისციპლინური
სახდელების
უკანონო
ან/და
არაპროპორციული გამოყენება.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2016 წლის ანგარიშის თანახმად,
არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისათვის დაინერგა და მოქმედებს სასჯელის მოხდის
ინდივიდუალური დაგეგმვის მექანიზმი. 2015 წელს ეს მიდგომა დაინერგა N5 და N16
დაწესებულებებში, ხოლო 2016 წელს, როგორც საპილოტე პროგრამა, განხორციელდა N6, N12
და N17 დაწესებულებებში. სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის მექანიზმი 2017
წლის 31 დეკემბრამდე ყველა დაწესებულებას მოიცავს, რაც მისასალმებელია.
2016 წლის განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარდა და ამ ეტაპზეც ტარდება
სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო ღონისძიება. პატიმართა გარკვეულ ნაწილს საშუალება
მიეცა, მონაწილეობა მიეღო კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში, დაუფლებოდა
ზოგად/პროფესიულ განათლებას და შეესწავლა სხვადასხვა ხელობა. ამ კუთხით ყველაზე
კარგი
მაგალითია
N5
დაწესებულება.
მიუხედავად
რეაბილიტაციის
კომპონენტის
გაძლიერების მცდელობისა, ამ კუთხით კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს.
23
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
პენიტენციური
დაწესებულებების
უმეტესობაში,
განსაკუთრებით
დახურული
და
განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, სარეაბილიტაციო
აქტივობების სიმწირეა, ასევე არსებულ აქტივობებში მსჯავრდებულთა მონაწილეობის
მაჩვენებელი დაბალია. უცხოელ პატიმრებს ენის ბარიერის გამო უჭირთ კომუნიკაცია
დაწესებულების თანამშრომლებთან, მათ შორის სოციალურ მუშაკებთან, რის გამოც
ფაქტობრივად ვერ ახერხებენ სარეაბილიტაციო აქტივობებში ჩართვას.
პენიტენციური დაწესებულებების სოციალურ განყოფილებებში პერსონალის რაოდენობა
კვლავ არასაკმარისია. მაგალითად, N2 დაწესებულებაში – 1218 და N17 დაწესებულებაში 1922
პატიმართან მხოლოდ 2 ფსიქოლოგს უწევდა მუშაობა; N14 დაწესებულებაში – 1152 და N15
დაწესებულებაში 1706 მსჯავრდებულთან მხოლოდ 1 ფსიქოლოგი მუშაობდა.
პატიმართა ქცევის პოზიტიური მართვის კონტექსტში, სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ
დისციპლინური სახდელების გამოყენების მაჩვენებლის ზრდის ფონზე, 2016 წელს 37,2 %-ით
შემცირდა პატიმართა წახალისების შემთხვევები. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ უსვამს
ხაზს,
რომ
წახალისების
ფორმების
გამოყენებით
ქცევის
პოზიტიური
მართვა
უმნიშვნელოვანესია კრიმინალური სუბკულტურის გავლენის შემცირების, ანტისოციალური
ქცევის კორექციის, რეაბილიტაციის და საბოლოოდ, რესოციალიზაციის თვალსაზრისით.
დაწესებულებებში დასაქმების კუთხით უარყოფითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ 2016
წელს, 2015 წელთან შედარებით, დასაქმებულ პატიმართა რაოდენობა 28.1%-ით შემცირდა.
სამეურნეო სამსახურში ჩარიცხულ მსჯავრდებულთა მნიშვნელოვან ნაწილს, როგორც 2015,
ასევე
2016
წელსაც,
სურვილის
მიუხედავად,
კვლავ
უწევდათ
შაბათ-კვირას,
სადღესასწაულო დღეებში და საჭიროების შემთხვევებში ღამის საათებში მუშაობა.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ პატიმრობის, დახურული და განსაკუთრებული რისკის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს არ მიეცათ საშუალება,
დაკავებულიყვნენ რაიმე ღირებული, მათთვის საინტერესო აქტივობით. ისინი 23 საათს
კვლავ საკანში ატარებენ. N6 და N8 დაწესებულებებში მყოფი პატიმრების გადმოცემით,
ისინი ხშირად უარს აცხადებენ გასეირნებაზე, რადგან სასეირნოდ გასვლას დილის 7 ან 8
საათზე სთავაზობენ. N8 დაწესებულებაში სასეირნო ეზოების და პატიმართა რაოდენობის,
ასევე სასეირნოდ გაყვანის დამკვიდრებული პროცედურის გათვალისწინებით, დღის
განრიგით განსაზღვრულ 3 საათში, შეუძლებელია ყველა პატიმრის გაყვანა სასეირნოდ. N18
დაწესებულებაში მყოფი პატიმრების გადმოცემით, ისინი სასეირნო ეზოებში
კვირაში
ორჯერ გაჰყავთ, ისიც მხოლოდ 15 წუთით. ასეთ პირობებში ყოფნა შეიძლება უარყოფთად
აისახოს პატიმართა ჯანმრთელობაზე.
დადებითად
უნდა
აღინიშნოს
პენიტენციური
ჯანდაცვის
ორგანიზების
კუთხით
გადადგმული ნაბიჯები, კერძოდ, სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომელთა სამუშაო
24
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
აღწერილობების, ასევე სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად დაზიანებების აღრიცხვის
წესის დამტკიცება. გარდა ამისა, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების
მიზნით, ხარისხის მართვის სისტემის ნორმატიულ დონეზე განსაზღვრა.
სამედიცინო პერსონალის რაოდენობა 2016 წელს არ შეცვლილა, შესაბამისად, კვლავ
პრობლემას წარმოადგენდა ექიმების/ექთნების ხელმისაწვდომობა. ასევე პრობლემური იყო
N18 დაწესებულებაში დამხმარე პერსონალის, სანიტრების ხელმისაწვდომობის საკითხიც.
პატიმართა კონსულტაციის საკითხის შესწავლისას დადგინდა, რომ რიგ დაწესებულებებში
ექიმ კონსულტანტთა ვიზიტების რეგულარობა და სიხშირე საკმარისი არ არის. ამასთან,
ექიმ-სპეციალისტების ვიზიტებთან დაკავშირებით პრობლემები იქმნება წლის დასაწყისში,
სანამ სამედიცინო დეპარტამენტსა და ექიმ-სპეციალისტებს შორის
ხელშეკრულებები
გაფორმდება.
დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებისას სამედიცინო
დეპარტამენტი შემთხვევას დროულად ადასტურებს. მიუხედავად ამისა, რიგ შემთხვევებში
გვიანდება სამედიცინო მომსახურების მისაღებად პატიმრის სამედიცინო დაწესებულებაში
გაყვანა. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც პატიმარი 2014 ან 2015 წლიდან ელოდა
სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას.
მისასალმებელია სამოქალაქო ჯანდაცვის სისტემაში მოქმედი სტანდარტების პენიტენციური
ჯანდაცვის სისტემაში იმპლემენტაციის თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯები. კერძოდ,
დამტკიცდა სამედიცინო მომსახურების სტანდარტები, ასევე განისაზღვრა პენიტენციურ
სისტემაში სტატისტიკური წარმოების წესები, სტატისტიკური მონაცემების დამუშავების და
წარდგენის ვადები. აქვე უარყოფითად უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ ნაბიჯები არ
გადადგმულა
საქართველოს
შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
სამინისტროსთვის პენიტენციური ჯანდაცვის მართვის გადასაცემად განსახორციელებელი,
დროში გაწერილი აქტივობების გეგმის შედგენის კუთხით.
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
დაცვა
პენიტენციური
გამოწვევას
წარმოადგენს.
კვლავ
პრობლემად
ჯანდაცვის
რჩება
ერთ-ერთ
სათანადო
უმთავრეს
ფსიქიატრიული
მომსახურების მიღება. ფსიქიკური დაავადებების მქონე პირთა გამოვლენის და მათთვის
ადეკვატური
ფსიქიატრიული
დახმარებისთვის,
ფსიქიატრის
ხელმისაწვდომობის
გაუმჯობესებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან მისი
თანამშრომლობის გაღრმავება.
დადებითად
უნდა
აღინიშნოს
სუიციდის
პრევენციის
დეპარტამენტის ყველა დაწესებულებაში ამოქმედება, თუმცა
პროგრამის
პენიტენციური
მნიშვნელოვანია, შეფასდეს
სუიციდის პრევენციის პროგრამის მუშაობის ეფექტიანობა, რათა გამოვლინდეს პროგრამის
ხარვეზები და მათი აღმოფხვრის მიზნით, პროგრამაში შესაბამისი ცვლილებები შევიდეს.
25
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
2016 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული პატიმრების უმრავლესობა
უკმაყოფილებას გამოთქვამდა შეთავაზებული საკვების რაოდენობაზე, ხარისხსა და გემოზე.
პენიტენციური დაწესებულებების მაღაზიებს ბეჭდური სახით არ აქვთ იმ პროდუქციის
ჩამონათვალი, რომელსაც მიაწვდიან პატიმრებს, მათთვის სასურველი პროდუქტების
შერჩევის გასაადვილებლად. გარდა ამისა, პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში
დადგენილი ფასები დაწესებულების გარეთ არსებული მაღაზიის ფასებთან შედარებით 1020%-ით მაღალია. პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ ამანათით დაშვებულია
ერთჯერადად მხოლოდ 5 კილოგრამი ხილის მიღება, რაც არასაკმარისია.
არასრულწლოვანი
მსჯავრდებულები
არასრულწლოვანთა
სარეაბილიტაციო
ძირითადად
განთავსებული
დაწესებულებაში,
არიან
ხოლო
N11
ბრალდებული
არასრულწლოვანები – N2 და N8 დაწესებულებებში. რიგ შემთხვევებში, უსაფრთხოების
მიზნით, სარეაბილიტაციო დაწესებულებიდან არასრულწლოვანი N2 ან N8 დაწესებულებაში
გადაყავთ. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ არასრულწლოვნებმა სასჯელი უნდა
მოიხადონ სარეაბილიტაციო დაწესებულებაში და ისინი არ უნდა გადაიყვანონ დახურული
ტიპის
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებებში
განუსაზღვრელი
ვადითა
და
დასაბუთების გარეშე, რადგან აღნიშნული მნიშვნელოვნად აფერხებს რეაბილიტაციის
პროცესს და ეწინააღმდეგება არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საუკეთესო ინტერესებს.
ქალი პატიმრები, N5 პენიტენციური დაწესებულების გარდა, N2 დაწესებულებაშიც არიან
მოთავსებული. სახალხო დამცველი მიესალმება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს მიერ მომზადებულ პატიმრობის კოდექსსა და თანმდევ ნორმატიულ აქტებში
საკანონმდებლო
ცვლილებათა
პაკეტს,
რომელიც
პენიტენციური
დეპარტამენტის
დირექტორის გადაწყვეტილებით, ბავშვის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების
დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში, უქმე დღეებში (შაბათ-კვირა)დედის მიერ
პენიტენციური დაწესებულების დატოვებას ითვალისწინებს.
N5 პენიტენციური დაწესებულების გარდა, ქალი პატიმრები, ასევე, იმყოფებიან N2
პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც არ არის ქალთა საჭიროებებზე მორგებული, იგივე
პირობები და სერვისები, რაც ხელმისაწვდომია N5 დაწესებულებაში.
სახალხო დამცველი დადებითად აფასებს N5 დაწესებულებაში ქალ მსჯავრდებულთა
ტრანსპორტირების საკითხის გაუმჯობესებასა და სარემონტო სამუშაოების ჩატარებას.
მიუხედავად ამისა, პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ საპატიმრო განყოფილებაში
არსებული საკნების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.
საკნები საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს, საპირფარეშოებში არ მოდის ცხელი წყალი და
პატიმრებს ტანსაცმლის გარეცხვა უწევთ ხელით, პირდაპირ ონკანის ქვეშ, ცივ წყალში.
26
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
აღსანიშნავია, რომ N6 და N8 პენიტენციური დაწესებულებებისაგან განსხვავებით, N7
პენიტენციურ
დაწესებულებაში
მყოფი
უვადოდ
თავისუფლებააღკვეთილი
მსჯავრდებულები ვერ სარგებლობდნენ ხანგრძლივი პაემნის უფლებით. აღსანიშნავია, რომ
დაწესებულებებში, სადაც უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირები არიან მოთავსებული,
2016 წლის განმავლობაში არ ხორციელდებოდა მრავალფეროვანი და სისტემატური ხასიათის
სარეაბილიტაციო
აქტივობები.
უვადოდ
თავისუფლებააღკვეთილი
პირებისათვის
კანონმდებლობით დადგენილია ნაკლები რაოდენობის პაემნი და სატელეფონო საუბრიის
განხორციელების შესაძლებლობა.
2016
წლის
დეკემბრის
მდგომარეობით,
საქართველოს
პენიტენციურ
სისტემაში
იმყოფებოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები 35 ქვეყნიდან და მოქალაქეობის არმქონე პირები.
სახალხო დამცველი მიესალმება უცხოელი პატიმრებისათვის უფლებების შესახებ ბროშურის
სხვადასხვა ენაზე დაბეჭდვას. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ბროშურა, მცირე რაოდენობის
გამო,
არ
არის
ხელმისაწვდომი
ყველა
უცხოენოვანი
პატიმრისათვის.
უცხოელი
პატიმრებისათვის, ენობრივი ბარიერის გამო, პრობლემას წარმოადგენს კომუნიკაცია
დაწესებულების თანამშრომლებთან, მათ შორის, სამედიცინო პერსონალთან. უცხოელ
პატიმრებს, სხვა პატიმრების მსგავსად, არ მიუწვდებათ ხელი დაწესებულებებში არსებულ
აქტივობებზე.
უცხოელი
პატიმრების
განცხადებით,
საერთაშორისო
ზარების
განხორციელების სიძვირიდან გამომდინარე, ისინი ხშირად ვერ ესაუბრებიან ოჯახის
წევრებს. ასევე, უცხოელი პატიმრების შეფასებით, ძვირი ღირს წერილის გაგზავნა და
ამანათების მიღება. დაწესებულებებში საკვების მომზადებისას არ არის გათვალისწინებული
სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა საჭიროებები, რის გამოც ისინი
ხშირად უარს აცხადებენ შეთავაზებული საკვების მიღებაზე.
დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ, ბრალდებულების მიერ
ხანმოკლე პაემნის, მიმოწერის და სატელეფონო ზარების უფლების განსახორციელებლად
აღარ არის საჭირო გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს ნებართვის მიღება.17
მიუხედავად ამისა, კვლავ არსებობს რიგი პრობლემები ბრალდებულების პატიმრობის
პირობებთან
დაკავშირებით.
კერძოდ,
პენიტენციურ დაწესებულებაში
მოთავსებული
ბრალდებულებისთვის არ არის გათვალისწინებული სარეაბილიტაციო აქტივობები. ისინი 23
საათს საკანში ატარებენ ისე, რომ არ აქვთ შესაძლებლობა, დაკავდნენ რაიმე ღირებული,
მათთვის საინტერესო აქტივობით. ამასთან, N2 და N8 პენიტენციურ დაწესებულებებში, რიგ
შემთხვევებში, ბრალდებულები და მსჯავრდებულები ერთად იყვნენ მოთავსებული საკანში,
რაც პატიმრობის კოდექსის მოთხოვნის დარღვევას წარმოადგენს და უსაფრთხოების დაცვის
თვალსაზრისით გაუმართლებელია. გარდა ამისა, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ
17
2016 წლის 1 იანვრამდე, ბრალდებულს ხანმოკლე პაემნით სარგებლობა შეეძლო მხოლოდ
პროკურორის ან გამომძიებლის ნებართვით, ხოლო მიმოწერისა და სატელეფონო ზარების
განხორციელება გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს ნებართვის საფუძველზე.
27
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მნიშვნელოვანია, თითოეული ბრალდებული უზრუნველყოფილი იყოს არანაკლებ 4 კვ.მ.
საცხოვრებელი ფართით, რაზეც 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში წინადადებით მიმართა
საქართველოს პარლამენტს, თუმცა ეს წინადადება არ შესრულებულა.18 ანალოგიურად, არ
არის შესრულებული სახალხო დამცველის წინადადება ბრალდებულისათვის ხანგრძლივი
პაემნით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე.
2016
წელს
კვლავ
საცხოვრებელი
პრობლემას
ადგილის
წარმოადგენდა
გაუთვალისწინებლობა,
პატიმართა
ასევე
განთავსებისას
ხანმოკლე
პაემნის
ოჯახის
მინით
გადატიხრულ ოთახებში ჩატარება, რა დროსაც პატიმარი მოკლებულია ოჯახის წევრებთან
ყოველგვარი ფიზიკური ურთიერთობის საშუალებას. აღსანიშნავია, რომ ვიდეოპაემნისთვის
საჭირო ინფრასტრუქტურა მხოლოდ 5 პენიტენციურ დაწესებულებაშია.
დადებითად უნდა აღნიშნოს, რომ 2016 წელს N8, N9, N18 და N19 დაწესებულებებში
მოთავსებულ მსჯავრდებულებს საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ ხანგრძლივი პაემნით იმ
დაწესებულებებში, სადაც მოწყობილია სათანადო ინფრასტრუქტურა, თუმცა კვლავ
გამოწვევად რჩება დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებსა19 და სამკურნალო
დაწესებულებებში20 ხანგრძლივი პაემნის ინფასტრუქტურის მოწყობა.
აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი პაემანი არ ეძლევა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში
განთავსებულ
მსჯავრდებულს. აღნიშნული
წარმოადგენს
ბლანკეტური ხასიათის პირდაპირ შეზღუდვას, რომელიც არ იძლევა ლეგიტიმური მიზნის
გათვალისწინების
შესაძლებლობას.
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
დადებითად
უნდა
მინისტრის
ინიციატივა,
აღინიშნოს
რომლის
საქართველოს
თანახმადაც
საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულს საშუალება ექნება ისარგებლოს წლის
განმავლობაში ორი ხანგრძლივი პაემნით. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ეს
ინიციატივა მალე აისახება პატიმრობის კოდექსში, რაც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
დახურული ტიპის დაწესებულებებში ტელეფონის აპარატები ისეა განთავსებული, რომ
შეუძლებელია სატელეფონო ზარის კონფიდენციალურ გარემოში განხორციელება. ამასთან,
კვლავ პრობლემას წარმოადგენს დეესკალაციის ოთახში მოთავსებული პატიმრების მიერ
სახალხო
დამცველთან
კორესპონდენციის
გაგზავნა
და
სატელეფონო
ზარების
განხორციელება. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მონიტორინგის ვიზიტების დროს
N5, N8 და N11 დაწესებულებებიდან რამდენჯერმე სცადეს სახალხო დამცველის აპარატის
ცხელ ხაზზე (1481) დარეკვა, თუმცა უშედეგოდ. აქვე აღსანიშნავია, რომ პატიმრებს
18
პატიმრობის კოდექსის მე-15 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთ ბრალდებულზე საცხოვრებელი
ფართობის ნორმა პატიმრობის დაწესებულებაში არ უნდა იყოს 3 კვ. მ.-ზე ნაკლები.
19
პენიტენციური დეპარტამენტის N7, N8, N9 დაწესებულებები.
20 N18 და N19 დაწესებულებები.
28
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საშუალება არ აქვთ სახალხო დამცველის აპარატის და ინსპექტირების სხვა ორგანოების
ცხელ ხაზზე დარეკონ ღამის საათებში.
სახალხო დამცველი მიესალმება პატიმართა უფლებების, ასევე მოთხოვნის/საჩივრის
შეტანის უფლებისა და განხილვის პროცედურის შესახებ პატიმართა ინფორმირების კუთხით
გადადგმულ ნაბიჯებს. კერძოდ, დადებითად უნდა შეფასდეს რამდენიმე დაწესებულებაში
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
უფლებების
შესახებ
საინფორმაციო
ბუკლეტების
დარიგება და ტრენინგების ჩატარება. მიუხედავად ამისა, დაწესებულებებში პატიმართა
სათანადო ინფორმირება კვლავ გამოწვევად რჩება.
სპეციალური
პრევენციული
სამსახურების
როლი
ჯგუფის
პატიმართა
შეფასებით,
მხრიდან
გასაძლიერებელია
მოთხოვნა/საჩივრის
სოციალური
შეტანის
უფლების
რეალიზებასთან დაკავშირებით. პატიმრებისათვის საკნებში კვლავ არ არის ხელმისაწვდომი
საკანონმდებლო აქტები, აგრეთვე ინფორმაცია პატიმრის უფლებებისა და მოვალეობების
შესახებ.
დახურულ
დამადასტურებელი
დაწესებულებებში
რეგისტრაციის
პრობლემურია
ნომრის
მიღება
ღია
წერილის
გაგზავნის
და
საჩივრის
გაგზავნა
კონფიდენციალურობის დაცვით.
სახალხო დამცველი მიესალმება, 2015 წელთან შედარებით, გენერალური ინსპექციის
სისტემური მონიტორინგის სამმართველოს მიერ ჩატარებული მონიტორინგის რაოდენობის
გაზრდას. მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ არაგეგმიური მონიტორინგის
ჩატარება უფრო ეფექტიანია, რადგანაც მისი მოულოდნელობის ეფექტიდან გამომდინარე,
იძლევა უფრო მეტი პრობლემური საკითხების გამოვლენის შესაძლებლობას.
მნიშვნელოვანია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში შეინარჩუნონ კვალიფიციური
კადრები. ამისათვის
აუცილებელია, რომ დაწესებულების პერსონალის ანაზღაურება და
სამუშაო პირობები ხელსაყრელი იყოს, რათა უზრუნველყოფილ იქნას რთული და
შრომატევადი სამუშაოს კომპენსირება. პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმებული
სამედიცინო
პერსონალი
არ
არის
უზრუნველყოფილი
სამედიცინო
დაზღვევით.
დაწესებულებებში მომუშავე მორიგე ექიმებისა და ექთნების, სანიტრების, ფსიქოლოგებისა
და
სოციალური
მუშაკების
სამუშაო
პირობები
რთულია.
დაწესებულებების
პერსონალისათვის არ არის უზრუნველყოფილი დაწესებულებამდე ტრანსპორტირება და
კვება. ასევე, თანამშრომლებთან არ მიმდინარეობს მუშაობა პროფესიული გადაწვის თავიდან
ასაცილებლად.
სახალხო დამცველი მიესალმება პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებისათვის
სავალდებულო გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელებას. მიუხედავად
ამისა, პროგრამების შესწავლის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ სასწავლო პროგრამების
მეთოდოლოგია ზოგადი ხასიათისაა და შემდგომ დახვეწას საჭიროებს.
29
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
1.1. მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებებში
პენიტენციურ დაწესებულებებში წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით
არსებული მდგომარეობა
წამებისა
და
არასათანადო
მოპყრობის
პრევენციისათვის
უმნიშვნელოვანესია,
რომ
პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო არასათანადო მოპყრობისა და სამართალდამცავი
ორგანოს თანამშრომლის მიერ ჩადენილ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე,
სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური რეაგირება მოხდეს, რათა წამების ჩამდენ პირებს არ
გაუჩნდეთ დაუსჯელობის განცდა.
სახალხო დამცველმა 2013, 2014 და 2015 წლების საპარლამენტო ანგარიშებში წინადადებით
მიმართა საქართველოს პარლამენტს – სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მხრიდან,
ასევე პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის,
წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებზე ეფექტური
გამოძიების წარმოების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო
ორგანო, თუმცა აღნიშნული რეკომენდაცია ამ დროისათვის შესრულებული არ არის.
შესაბამისად,
უცვლელია
სახალხო
დამცველის
პოზიცია
იმის
შესახებ,
რომ
სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის,
ასევე, პენიტენციურ დაწესებულებებში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების
გამოძიების თვალსაზრისით, საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში გამოძიების
ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემა არსებობს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია
ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობა და
სასჯელის გამოყენება.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლის
თანახმად, არავინ არ უნდა დაექვემდებაროს წამებას ან სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების
შემლახველ მოქცევას ან სასჯელს.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-10 მუხლის
თანახმად, ყველა თავისუფლებააღკვეთილ პირს აქვს უფლება, რომ ჰუმანურად მოექცნენ და
პატივი სცენ მის, ადამიანის პიროვნებისათვის, დამახასიათებელ ღირსებას. გაეროს
ადამიანის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, „ადამიანის ღირსების პატივისცემა
30
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმას, რომლისგანაც დაუშვებელია ყოველგვარი
გადახვევა.“21
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს
თავისუფლებაშეზღუდული პირის უფლებრივ მდგომარეობას შესაბამის დაწესებულებაში.
სახელმწიფოს მხრიდან ყველა სათანადო ზომა უნდა იყოს მიღებული, რათა ადამიანს იმაზე
მეტი ტანჯვა არ მიადგეს, რაც ისედაც თან ახლავს სასჯელს. ამ ვალდებულების
შეუსრულებლობა კი იწვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით
დაცული სფეროს დარღვევას.22
კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ხშირად უსვამს ხაზს, რომ მე-3 მუხლი წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთერთ ფუნდამენტურ ღირებულებას. შესაბამისად, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება
დარწმუნდეს, რომ თითოეული პირი დაპატიმრებულია იმ პირობებში, რომლებიც
უზრუნველყოფს მისი ღირსების პატივისცემას, რომ სასჯელის აღსრულების ღონისძიების
პირობები მას არ აგდებს სასოწარკვეთილებაში, რომელიც აჭარბებს პატიმრობისათვის
დამახასიათებელ
ტანჯვის
გათვალისწინებით,
მისი
ხარისხს
და,
ჯანმრთელობა
დაპატიმრების
და
პრაქტიკული
კეთილდღეობა
მოთხოვნების
სათანადოდ
არის
უზრუნველყოფილი.23
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დახურულ დაწესებულებებში მოთავსებული პირების
დაცვა წამების, არასათანადო და დამამცირებელი მოპყრობისა თუ სასჯელისგან, ისევე
როგორც მათი სიცოცხლის უფლების დაცვა. პატიმრები იმყოფებიან სახელმწიფოს
ექსკლუზიური კონტროლის ქვეშ და, აქედან გამომდინარე, ხელისუფლების შესაბამის
ორგანოებს უჩნდებათ ვალდებულება პატიმრის ფიზიკური ხელშეუხებლობის წინააღმდეგ
მიმართული რეალური და მომენტალური რისკების პრევენციის მიზნით მიმართონ ყველა
გონივრულ ზომას, თუ მათ იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ ასეთი რისკის არსებობის
შესახებ.24 ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული
კონვენციითა
და
ადამიანის
უფლებათა
ევროპული
სასამართლოს
პრეცედენტული
სამართლით დადგენილი სტანდარტების მიხედვით, წამებისა და არასათანადო მოპყრობის
აკრძალვის და სიცოცხლის უფლების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს აკისრია არა
21
General Comment No 29, States of emergency (Article 4), CCPR/C/21/Rev.1/Add.11, 31. August 2001, para.
13(a).
22
კუდლა პოლონეთის წინააღმდეგ (KUDLA v. POLAND) (no. 30210/96), ასევე ვალაშინასი ლიტვის
წინააღმდეგ (Valašinas v. Lithuania), no. 44558/98, § 102, ECHR 2001-VIII.
23
დავითიანი საქართველოს წინააღმდეგ (CASE OF DAVTYAN v. GEORGIA) (no 73241/01).
24
იხილეთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები: პანტეა რუმინეთის
წინააღმდეგ, (Pantea v. Romania no. 33343/96, §190, ECHR 2003‑VI და პრემინინი რუსეთის წინააღმდეგ,
(Premininy v. Russia) no. 44973/04, §84, 10 February 2011.
31
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მხოლოდ ნეგატიური ვალდებულება (არ დაარღვიოს პირის უფლება), არამედ პოზიტიური
ვალდებულებაც (დაიცვას პირის უფლება).
წამების პრევენცია არის გლობალური სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს არსებითად
შეამციროს რისკები და შექმნას ისეთი გარემო, სადაც წამება და არასათანადო მოპყრობა
ნაკლებად მოსალოდნელია. სახელმწიფოს მიერ ნაკისრი პოზიტიური ვალდებულება –
დაიცვას პირები წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობისაგან, თავისთავად გულისხმობს
სწორედ ისეთი პრევენციული ღონისძიებების გატარებას, რომლებიც ხელს შეუწყობს
ადამიანების არასათანადო მოპყრობისგან დაცვას. აღნიშნული პრევენციული ღონისძიებების
გატარების აუცილებლობა საერთაშორისო სტანდარტების სახით მოცემულია როგორც
ადამიანის
უფლებათა
შესახებ
საერთაშორისო
ხელშეკრულებებში,
ასევე
ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, წამების პრევენციის ევროპული
კომიტეტისა და გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის არაერთ ანგარიშში. შესაბამისად,
სახელმწიფოში, პრაქტიკულ და საკანონმდებლო დონეზე, უნდა არსებობდეს იმგვარი
სამართლებრივი გარანტიები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის უპირობო დაცვას
არასათანადო მოპყრობისგან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლში არ არის გათვალისწინებული
ისეთი შემთხვევა, როდესაც წამება ჩადენილია სახელმწიფო თანამდებობის პირის ან სხვა
ოფიციალური პირის მდუმარე თანხმობით. შესაბამისად, 2015 წლის საპარლამენტო
ანგარიშში საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს
პარლამენტს, რომ წამების წინააღმდეგ კონვენციაში არსებული განმარტების ზუსტი
ასახვისათვის,25 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441
მუხლში შესულიყო
ცვლილება და განსაზღვრულიყო, რომ წამება შესაძლებელია ჩადენილი იყოს მოხელის ან
მასთან გათანაბრებული პირის მდუმარე თანხმობით.26 აღსანიშნავია, რომ მითითებული
წინადადება არ შესრულებულა.
25
ამ კონვენციის მიზნებისათვის, ტერმინი „წამება“ ნიშნავს ნებისმიერ ქმედებას, რომლითაც ამა თუ იმ
პირს განზრახ მიეყენება ძლიერი ტკივილი ან ტანჯვა, ფიზიკური ან სულიერი, ისეთი მიზნებით,
როგორიცაა მისგან ამ მესამე პირისგან ინფორმაციის ან აღიარების მოპოვება, მისი დასჯა
ქმედებისათვის, რომელიც მან ან მესამე პირმა ჩაიდინა, ან რომლის ჩადენაშიც ეჭვმიტანილია, ან მისი
ან მესამე პირის დაშინება ან იძულება, ან ნებისმიერი ხასიათის დისკრიმინაციაზე დაფუძნებული
ნებისმიერი მიზეზით, როდესაც ამგვარი ტკივილი ან ტანჯვა მიყენებულია სახელმწიფო
თანამდებობის პირის, ან ოფიციალური თანამდებობით მოქმედი სხვა პირის მიერ, ან მისი წაქეზებით,
ან მისი ნებართვით, ან მისი უსიტყვო თანხმობით. იგი არ მოიცავს ტკივილს ან ტანჯვას, რომელიც
მხოლოდ კანონიერი სანქციების შედეგად წარმოიქმნება, არსებითად განუყოფელია მათგან, ან მათი
თანმდევია.
26
საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, გვ. 28.
32
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
როგორც 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა აღნიშნა, წამებისა და
არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაცვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს
მსხვერპლის
სამართლებრივი
დაცვით
უზრუნველყოფა.
აღსანიშნავია,
რომ
წამების
წინააღმდეგ ბრძოლის 2015-2016 წლის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს
წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაცვა წარმოადგენდა. ამ მიზნის
მისაღწევად
განსაზღვრულ
ამოცანას
იურიდიული
დახმარებისა
და
წარმოადგენდა
სამართლებრივი
მსხვერპლთათვის
დაცვის
ეფექტური
უზრუნველყოფის
მიზნით
არსებული კანონმდებლობის ანალიზი და შემდგომი გაუმჯობესება.27
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, იურიდიული
დახმარებით სარგებლობა, როგორც წესი, შეუძლიათ მხოლოდ გადახდისუუნარო პირებს,
გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა. სსიპ იურიდიული
დახმარების სამსახურის მანდატი თავისუფლების აღკვეთისა და შეზღუდვის ადგილებში
წამების მსხვერპლთათვის უფასო საადვოკატო მომსახურების გაწევას არ ითვალისწინებს.
შესაბამისად, 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში საქართველოს სახალხო დამცველმა
წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს კანონში „იურიდიული
დახმარების შესახებ“ შესულიყო ცვლილება და არასათანადო მოპყრობის სავარაუდო
მსხვერპლი ყველა შემთხვევაში უზრუნველყოფილი ყოფილიყო სახელმწიფოს ხარჯზე
სათანადო
სამართლებრივი
დახმარებით,28
თუმცა
მითითებული
წინადადება
პრობაციის
სამინისტროს
შესრულებული არ არის.
აღსანიშნავია,
რომ
დეპარტამენტისა
ინფორმაციის
დაწესებულების
სასჯელაღსრულებისა
და
საქართველოს
თანახმად,
2016
თანამშრომლის
და
მთავარი
წლის
მიმართ
პროკურატურის
საგამოძიებო
მიერ
მოწოდებული
განმავლობაში
არცერთი
პენიტენციური
არ
გამამტყუნებელი
დამდგარა
განაჩენი
არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით.
2015 წელს სახალხო დამცველის მიერ მომზადდა 4 წინადადება, რომელიც შეეხებოდა
პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა მიერ განხორციელებულ შესაძლო არასათანადო
მოპყრობას.29 აღსანიშნავია, რომ 2016 წელს არ გაზრდილა წინადადებების რაოდენობა
არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით და, წინა წლის მსგავსად, სახალხო დამცველის
მიერ კვლავ გაიგზავნა 4 წინადადება.
27
ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან
დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმა, გვ 21, ხელმისაწვდომია:
http://police.ge/files/MONITORING/Documents/Action%20Plan%2015-16.pdf
28
საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, გვ. 28.
29
საქართველოს სახალხო დამცველის ანაგრიში, საქართველოში ადამიანის უფლებათა და დაცვის
მდგომარეობის შესახებ, გვ. 386, 2015 წელი.
33
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა 2016 წლის განმავლობაში განხორცილებული
ვიზიტებისას ერთეულ შემთხვევებში მიიღეს ინფორმაცია არასათანადო მოპყრობასთან
დაკავშირებით.
კერძოდ,
დაწესებულების
ადმინისტრაციის
პატიმართა
განცხადებით,
თანამშრომლების
აღნიშნული
მხრიდან
გამოიხატებოდა
ფსიქიკურ
ზეწოლასა
(მუქარაში და დაშინებაში) და ფიზიკურ ძალადობაში. პატიმართა გადმოცემით, რიგ
შემთხვევებში დაწესებულების თანამშრომლები მათ სრულიად უმიზეზოდ მიმართავენ
უხეშად, ხმამაღლა და ცდილობენ კონფლიქტური სიტუაციის შექმნას. შემოწმების შედეგად
ირკვევა, რომ ზოგიერთ დაწესებულებაში, ცალკეულ შემთხვევებში, ადგილი ჰქონდა
პატიმრების შორის ძალადობის ფაქტებს. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, სახალხო
დამცველს
საგამოძიებო
ორგანოებისათვის
არ
მიუმართავს,
რადგანაც
პატიმრებმა
სამედიცინო
შემოწმება
სამართლებრივ რეაგირებაზე უარი განაცხადეს.
დახურულ
დაწესებულებაში
პირის
შესახლებისას
მისი
კონფიდენციალურად უნდა მოხდეს. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ შესაძლო
არასათანადო მოპყრობის შესახებ პირი გამოიკითხოს მხოლოდ ექიმის მიერ, დაწესებულების
თანამშრომლების დასწრების გარეშე.30
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა, 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში,
რეკომენდაციით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს,
შეემუშავებინა
მკაფიო
კონფიდენციალურობის
ინსტრუქცია
ექიმსა
უზრუნველსაყოფად
და
და
პატიმარს
შორის
უზრუნველეყო
ურთიერთობის
პრაქტიკულად
მისი
განხორციელება. აღნიშნული რეკომენდაცია არ შესრულებულა. გარდა ამისა, როგორც 2015
და
2016
წლებში
ჩატარებული
შემოწმებების
შედეგად
დგინდება,
პენიტენციური
დაწესებულებების უმეტესობაში პატიმრების შესახლებისას, მათ სამედიცინო შემოწმებას
ესწრებიან დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლები და, რიგ შემთხვევებში,
პენიტენციურ დაწესებულებებში მიღებული დაზიანების აღრიცხვის დროსაც, პატიმრისა და
ექიმის შეხვედრას ესწრება ადმინისტრაციის წარმომადგენელი. შესაბამისად, მითითებულ
დაწესებულებებში, პატიმარსა და ექიმს შორის ურთიერთობის კონფიდენციალურობა
უზრუნველყოფილი არ არის.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პატიმარსა და ექიმს
შორის ნდობის არსებობას, რათა მოხდეს არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების
დოკუმენტირება,
რაც
მათ
შორის
კონფიდენციალური
კომუნიკაციის
გარეშე
წარმოუდგენელია.
2016 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების სხეულზე არსებული დაზიანებების
დოკუმენტირება
30
არ
განსხვავდება
2015
წელს
არსებული
პრაქტიკისგან.
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის 23-ე ზოგადი მოხსენება, 2013 წ. პარ. 75.
34
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
კერძოდ,
პენიტენციურ დაწესებულებებში შესახლებისას პატიმარს დაუყოვნებლივ ხვდება ექიმი და,
მათი არსებობის შემთხვევაში, ხდება პატიმრების სხეულზე არსებული დაზიანებების
დოკუმენტირება. დაზიანების აღმოჩენის შემდეგ, პატიმრისთვის გაწეული სამედიცინო
დახმარების შესახებ დოკუმენტაცია ივსება საერთო წესით და ინახება პატიმრის სამედიცინო
ისტორიაში. გარდა ამისა, გასული წლების მსგავსად 2016 წელსაც დაწესებულებებში
წარმოებდა „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ტრავმების აღრიცხვის ჟურნალი“, რომელშიც
სამედიცინო პერსონალი პატიმრის სხეულზე აღმოჩენილ დაზიანებებს აღრიცხავდა.
დაზიანების მოკლე აღწერა და წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია შედიოდა გრაფებში –
„თვითდაზიანება“, „საყოფაცხოვრებო ტრავმა“, „სხვა პირის მიერ“. ექიმი არ ახდენდა
დაზიანების ხასიათისა და მისი წარმომავლობის შესახებ პატიმრის მიერ მოწოდებული
ინფორმაციის შესაბამისობის შეფასებას.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მოწოდებული
ინფორმაციის
თანახმად,31
პენიტენციურ
დაწესებულებებში
პატიმრების
სხეულის
დაზიანებათა რაოდენობის შესახებ 2015 და 2016 წლების მონაცემები შემდეგნაირად
გამოიყურება:
პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა სხეულის დაზიანებათა რაოდენობა
დაწესებულება
თვითდაზიანება
სხვა პირის მიერ
საყოფაცხოვრებო
დაუზუსტებელი
სულ
2015
2016
2015
2016
2015
2016
2015
2016
2015
2016
N2
533
624
100
129
236
246
7
6
876
1005
N3
0
180
0
9
16
23
3
0
19
212
N5
21
19
0
7
202
275
0
0
223
301
N6
353
387
0
3
27
68
0
246
380
701
N7
110
9
0
0
5
4
2
1
117
14
N8
771
482
79
36
396
215
54
0
1300
733
N9
0
0
0
0
6
9
0
0
6
9
N11
1
2
3
0
40
22
0
0
44
24
N12
2
2
1
1
9
5
0
2
12
10
N14
2
10
6
0
105
181
0
0
113
191
N15
42
6
2
0
214
162
0
4
258
172
N16
0
0
0
0
15
24
0
0
15
24
N17
56
15
3
4
168
216
3
2
230
237
N18
172
128
0
0
30
0
0
28
202
156
N19
57
28
4
0
21
32
15
4
97
64
ჯამი
2120
1892
198
189
1490
1482
84
293
3892
3853
31
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2016 წლის 10 მარტის MOC
71600192429 წერილი (საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში რეგისტრირებული – N3159/16).
35
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს პენიტენციურ
დაწესებულებებში დაფიქსირებული სხეულის დაზიანების ფაქტების საერთო რაოდენობა
არსებითად არ შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ N8 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში
შემცირებულია პატიმრების სხეულის დაზიანების შემთხვევები, რაც დადებითად უნდა
შეფასდეს, თუმცა საგულისხმოა, რომ N2 დაწესებულებაში დაზიანებების რაოდენობა
გაზრდილია, მათ შორის, სხვა პირის მიერ მიყენებული დაზიანებების რაოდენობა. ასევე,
აღსანიშნავია, რომ N6 პენიტენციურ დაწესებულებაში, 2016 წელს, 246 შემთხვევაში ვერ
მოხერხდა
დაზიანების
წარმომავლობის
დადგენა,
2015
წელს
ასეთი
ფაქტი
არ
დაფიქსირებულა. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა
სამკურნალო დაწესებულებაშიც (28 შემთხვევა).
ისევე, როგორც გასულ წლებში, პენიტენციურ დაწესებულებებში, პატიმრების სხეულზე
არსებული დაზიანებების დოკუმენტირება პრობლემას წარმოადგენდა 2016 წელსაც.
საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა რეკომენდაციით საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტს, „სტამბოლის პროტოკოლის“ შესაბამისად
შემუშავებულიყო და დანერგილიყო დაზიანებების აღრიცხვის ახალი ფორმა, რომელშიც
შესაძლებელი გახდებოდა სხეულის დაზიანების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის
შეტანა.
ზემოაღნიშნული
რეკომენდაციების
შესრულების
მდგომარეობასთან
დაკავშირებით,
დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის N131 ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოს
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
სამინისტროს
პენიტენციურ
დაწესებულებებში
შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
დაზიანების
აღრიცხვის
წესი“.32
აღნიშნული წესის
თანახმად, თუ სამედიცინო მომსახურების გაწევისას სამედიცინო პერსონალი პაციენტს
შეამჩნევს რაიმე სახის ფიზიკურ დაზიანებას, ემოციური მდგომარეობის ცვლილებას ან/და
სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღუძრავს ეჭვს პაციენტის მიმართ
შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ,
სამედიცინო პერსონალმა უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური ძალისხმევა ზემოაღნიშნულის
თაობაზე
პაციენტისგან ინფორმაციის მოსაპოვებლად. ამავე
ბრძანებით
დამტკიცდა
დაზიანების აღრიცხვის ფორმა, რაშიც ექიმს შესაძლებლობა ექნება ილუსტრაციების
გამოყენებით მიუთითოს
დაზიანებების ადგილმდებარეობა. აღნიშნული წესი ასევე
ითვალისწინებს, რომ დაზიანების აღრიცხვის ფორმის შევსებისას, პაციენტის თანხმობის
შემთხვევაში, ექიმი ვალდებულია გადაიღოს დაზიანების ამსახველი ფერადი ფოტო.
32
აღნიშნული ბრძანების თანახმად, მითითებული წესი ამოქმედდება 2017 წლის 1 აპრილიდან.
36
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება მითითებული საკითხის სამართლებრივად
დარეგულირებას და, ცალსახად, წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს აღნიშნული წესის
დამტკიცებას, თუმცა
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, პატიმრების სხეულზე
არსებული დაზიანების აღრიცხვის ახალი წესი არ მოქმედებდა,33 ხოლო არსებული
პრაქტიკით
დაზიანებების
აღწერა,
ისევე
როგორც
წინა
წლებში,
ხარვეზებით
მიმდინარეობდა და ვერ უზრუნველყოფდა სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების
ეფექტურ გამოვლენას და დოკუმენტირებას.
გარდა ამისა, სახალხო დამცველი თვლის, რომ აუცილებელია ხსენებულ წესში შევიდეს
გარკვეული ცვლილებები, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტური
გამოვლენის მიზნით, რაც ქვემოთ იქნება განხილული.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის N131 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
სამინისტროს
პენიტენციურ
დაწესებულებებში
შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის“ მე-6 მუხლის თანახმად,
წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ ეჭვის
არსებობის შემთხვევაში, ექიმი ვალდებულია ინფორმაცია აცნობოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს.
სახალხო დამცველი მიესალმება ექიმის მიერ საგამოძიებო ორგანოსთვის შეტყობინების
გაგზავნის ვალდებულების ნორმატიულ დონეზე განსაზღვრას, თუმცა თვლის, რომ
სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ გამოძიების დაწყება და წარმოება ვერ
უზრუნველყოფს დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ და ეფექტურ გამოძიებას.
არასათანადო მოპყრობის შესახებ საგამოძიებო ორგანოსთვის შეტყობინების საკითხზე, 2015
წლის
საპარლამენტო
ანგარიშში
სახალხო
დამცველმა
რეკომენდაციით
მიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტით განსაზღვრულიყო პენიტენციური დაწესებულებების ექიმის ვალდებულება – იმ
შემთხვევაში, თუ იგი მიიღებს ინფორმაციას ან დაასკვნის, რომ პატიმარი შესაძლოა
დაექვემდებარა
არასათანადო
მოპყრობას,
პირდაპირ
გაუგზავნოს
შეტყობინება
საქართველოს მთავარ პროკურატურას.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პოზიციის თანახმად,
სამინისტროს
საგამოძიებო
განპირობებულია
„სისხლის
დეპარტამენტისთვის
სამართლის
საქმეთა
შეტყობინების
საგამოძიებო
გაგზავნის
და
პრაქტიკა
ტერიტორიული
საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის
33
ამოქმედდება 2017 წლის 1 აპრილიდან.
37
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
2013 წლის 7 ივლისის N34 ბრძანებით დადგენილი რეგულაციით, რომლის თანახმად,
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის
გამომძიებლები იძიებენ პენიტენციური დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული
დაწესებულებების ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულს.
ამდენად, მითითებული რეკომენდაცია არ შესრულებულა და ამ საკითხზე სახალხო
დამცველის პოზიცია კვლავ იგივე რჩება. ამასთან, აუცილებლად მიაჩნია, შესაბამის
კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში შევიდეს ცვლილება, რომელიც დაადგენს, რომ
პატიმრის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილი წამების, არაადამიანური და დამამცირებელი
მოპყრობის დანაშაული გამოიძიოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ.
ზემოხსენებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამედიცინო შემოწმების წინ
ექიმმა უნდა მიიღოს პაციენტის ინფორმირებული თანხმობა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის
თანახმად, სამედიცინო შემოწმებაზე პაციენტის უარი ან თანხმობა უნდა დადასტურდეს
პაციენტის ხელმოწერით. პაციენტის თანხმობის არარსებობის შემთხვევაში შემოწმება არ
უნდა ჩატარდეს.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ პენიტენციურ
დაწესებულებაში მყოფი პატიმრები წარმოადგენენ მოწყვლად ჯგუფს, განსაკუთრებით
მაშინ, თუ მათ მიმართ განხორციელდება არასათანადო მოპყრობა, რადგან არსებული
მდგომარეობით, საკანონმდებლო თუ პრაქტიკულ დონეზე არასათანადო მოპყრობის
სავარაუდო მსხვერპლნი არ არიან უზრუნველყოფილნი სათანადო სამართლებრივი დაცვის
გარანტიებით, რაც საჩივრით მიმართვის შემთხვევაში, შეამცირებდა მათ მიმართ შესაძლო
რეპრესიების რისკებს. ამდენად, ზემოხსენებული ნორმა შეიცავს რისკს, რომ იმ შემთხვევაში,
თუ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო მსხვერპლი არ იგრძნობს თავს დაცულად და არ
ექნება მოლოდინი, მისი უფლებების დამრღვევები სათანადოდ იქნებიან დასჯილები,
შესაძლოა არ მოისურვოს საგამოძიებო ორგანოსთვის შეტყობინება.
„სტამბოლის პროტოკოლის“ თანახმად, სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე ექიმმა
უნდა
გაითვალისწინოს
პაციენტის
საუკეთესო
ინტერესები
და
ახსოვდეს
კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება. ამავე დროს, ექიმს უჩნდება მორალური
საფუძველი არასათანადო მოპყრობის გამოაშკარავების სასარგებლოდ. იმ შემთხვევაში, თუ
პატიმარი თანახმაა არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებაზე, ექიმი
ვალდებულია, გადაუგზავნოს ეს ინფორმაცია შესაბამის საგამოძიებო ორგანოს. თუ პატიმარი
უარს აცხადებს ამა თუ იმ ინფორმაციის გამჟღავნებაზე, ექიმმა უნდა აწონ-დაწონოს, რა
უფრო მნიშვნელოვანია, პოტენციური საფრთხე მოცემული პაციენტისთვის, თუ მიღებული
ინფორმაციის გამჟღავნებით მიღებული სარგებელი ყველა პატიმრისათვის, აგრეთვე
38
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საზოგადოებისთვის, რომელიც დაინტერესებულია, რომ არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა
აღმოიფხვრას.34
აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი თვლის, რომ მიუხედავად პატიმრის
თანხმობისა, საგამოძიებო ორგანოსთვის შეტყობინების საკითხზე გადაწყვეტილება უნდა
მიიღოს ექიმმა, პატიმრის ინტერესებისა და საჯარო ინტერესის გათვალისწინებით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვანია, რომ 2016 წელს კვლავ პრობლემად რჩება ექიმის
დამოუკიდებლობასა და კომპეტენციასთან დაკავშირებული პრობლემები. სპეციალური
პრევენციული
ჯგუფის
მიერ
ჩატარებული
მონიტორინგების
შედეგების
მიხედვით
შეინიშნება სამედიცინო პერსონალის გარკვეული დამოკიდებულება დაწესებულების
ადმინისტრაციის მიმართ, რაც ეჭვქვეშ აყენებს პატიმრების მიმართ სავარაუდო არასათანადო
მოპყრობის შემთხვევაში, ექიმის მიერ დაზიანებების დოკუმენტირებისა და საგამოძიებო
ორგანოსთვის შეტყობინების დროს, მის მიუკერძოებლობას. სახალხო დამცველს მიაჩნია,
რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უნდა გადადგას
შესაბამისი ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს ექიმების სათანადო დამოუკიდებლობა. ექიმის
პროფესიული დამოუკიდებლობის კონტექსტში მნიშვნელოვანია პენიტენციური ჯანდაცვის
სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორში ინტეგრაცია.35
რეკომენდაციები
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს
შემუშავდეს
მკაფიო
ინსტრუქცია
ექიმსა
და
პატიმარს
შორის
ურთიერთობის
კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად და პრაქტიკულად განხორციელდეს
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის
N131 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს
პენიტენციურ
დაწესებულებებში
შესაძლო
წამების
და
სხვა
სასტიკი,
არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
დაზიანების აღრიცხვის წესში“ შევიდეს შესაბამისი ცვლილებები, შემდეგი მიზნით:
o
განისაზღვროს
პენიტენციური
დაწესებულებების
ექიმის
ვალდებულება
–
იმ
შემთხვევაში, თუ იგი მიიღებს ინფორმაციას ან დაასკვნის, რომ პატიმარი შესაძლოა
34
სტამბოლის პროტოკოლი, პარ. 72.
აღნიშნული საკითხის მნიშვნელობას აგრეთვე ხაზს უსვამს წამების პრევენციის ევროპული
კომიტეტი საქართველოში განხორციელებული ვიზიტის ანგარიშში, სადაც ხაზს უსვამს ციხის
ჯანდაცვის, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში
ინტეგრაციის აუცილებლობას, როგორც ექიმების პროფესიული დამოუკიდებლობის გაზრდის
საშუალებას.
35
39
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას, შეტყობინება გაუგზავნოს საქართველოს
მთავარ პროკურატურას
o
საგამოძიებო ორგანოსთვის შეტყობინების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ექიმმა,
პატიმრის ინტერესებისა და საჯარო ინტერესის გათვალისწინებით
უზრუნველყოს „პატიმრობის კოდექსში“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავება,
რომლის თანახმად, განსაზღვრული იქნება ექიმის ვალდებულება – იმ შემთხვევაში, თუ იგი
მიიღებს ინფორმაციას ან დაასკვნის, რომ პატიმარი შესაძლოა დაექვემდებარა არასათანადო
მოპყრობას, შეტყობინება გაუგზავნოს საქართველოს მთავარ პროკურატურას; ეს პაკეტი
წარუდგინოს მთავრობას პარლამენტში ინიცირებისათვის
საქართველოს იუსტიციის მინისტრს
უზრუნველყოს
„საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსში“
საკანონმდებლო
ცვლილებათა პაკეტის შემუშავება, რომლის თანახმად, განსაზღვრული იქნება, რომ წამება
შესაძლებელია ჩადენილი იყოს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მდუმარე
თანხმობით და ამ პაკეტის მთავრობისათვის წარდგენა პარლამენტში ინიცირებისათვის
უზრუნველყოს „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში საკანონმდებლო
ცვლილებათა
პაკეტის
შემუშავება,
რომლის
თანახმად,
განსაზღვრული
იქნება,
რომ
არასათანადო მოპყრობის სავარაუდო მსხვერპლი ყველა შემთხვევაში უზრუნველყოფილი
იყოს სახელმწიფოს ხარჯზე სათანადო სამართლებრივი დახმარებით და ამ პაკეტის
მთავრობისათვის წარდგენა პარლამენტში ინიცირებისათვის
„სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის
განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის N34
ბრძანებაში შევიდეს შესაბამისი ცვლილება, რომლის თანახმად დადგინდება, რომ პატიმრის
მიმართ სავარაუდოდ ჩადენილი წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის
დანაშაულის გამოძიებას განახორციელებს საქართველოს მთავარი პროკურატურა
წინადადება საქართველოს პარლამენტს
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441
განისაზღვროს,
რომ
წამება
შესაძლებელია
მუხლში შევიდეს ცვლილება და
ჩადენილი
იყოს
მოხელის
ან
მასთან
გათანაბრებული პირის მდუმარე თანხმობით
საქართველოს
კანონში
„იურიდიული
დახმარების
შესახებ“
შევიდეს
ცვლილება
და
არასათანადო მოპყრობის სავარაუდო მსხვერპლი ყველა შემთხვევაში უზრუნველყოფილი
იყოს სახელმწიფოს ხარჯზე სათანადო სამართლებრივი დახმარებით.
შევიდეს ცვლილება საქართველოს „პატიმრობის კოდექსში“ და განისაზღვროს პენიტენციური
დაწესებულებების ექიმის ვალდებულება – იმ შემთხვევაში, თუ იგი მიიღებს ინფორმაციას ან
დაასკვნის, რომ პატიმარი შესაძლოა დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას, შეტყობინება
გაუგზავნოს საქართველოს მთავარ პროკურატურას.
40
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
წესრიგი და უსაფრთხოება პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-10 მუხლის
შესაბამისად, ყველა თავისუფლებააღკვეთილ პირს უფლება აქვს ჰუმანურად მოექცნენ და
პატივი სცენ მის პიროვნულ ღირსებას. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მიუთითა,
რომ ადამიანის ღირსების პატივისცემა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმას,
რომლისგანაც არ შეიძლება გადახვევა.36
უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფა არის ფუნდამენტური უფლება დაკავების
ადგილებში. ადამიანის უფლებების დაცვის ნორმებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების
უზრუნველყოფა
წარმოადგენს
სახელმწიფოს
მიერ
პირთა
უფლებების
დაცვის
ვალდებულების განუყოფელ ნაწილს.37
კონტროლისა და უსაფრთოხების უზრუნველყოფის მიზანი უკეთესად მიიღწევა ისეთ
გარემოში,
სადაც
პატივისცემით
ეპყრობიან
პატიმრის
ღირსებას.
აღნიშნულიდან
გამომდინარე, არასწორია იმის თქმა, რომ პატიმრის მიმართ ჰუმანური და სამართლიანი
მოპყრობა გამოიწვევს უსაფრთოხებისა და კონტროლის შესუსტებას. პირიქით, სამართლიანი
მოპყრობა და კანონიერება არა მხოლოდ კრიტიკულად მნიშნელოვანია ციხეში კარგი
გარემოს უზრუნველსაყოფად, არამედ მას აქვს მნიშვნელოვანი ზეგავლენა წესრიგის
უზრუნველსაყოფად. იქ, სადაც დაცულია პატიმართა უფლებები, ბევრად უფრო რეალურია,
რომ პატიმრები აღიარებენ ციხის პერსონალის ლეგიტიმურობასა და ავტორიტეტს, რაც,
საბოლოოდ, ხელს უწყობს დაძაბულობისა და არეულობის შემთხვევების შემცირებას.38
ყველა ქვეყანაში არსებობენ გარკვეული რაოდენობის პატიმრები, რომლებიც მიჩნეულნი
არიან, როგორც განსაკუთრებული რისკის მატარებლები. აღნიშული პატიმრებისათვის
მაღალი უსაფრთხოების რისკის კატეგორიის მინიჭება შეიძლება გამომდინარეობდეს მათ
მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან ან საპატიმროში გამოვლენილი ქცევიდან.39
36
გაეროს ზოგადი კომენტარი N29, საგანგებო მდგომარეობა (მუხლი 4), პარა. 13 ა, აგვისტო 2001.
გაეროს სპეციალური მომხსენებელი სასჯელის თვითნებური, სასამართლო გარეშე აღსრულების
საკითხებში, ანგარიში გაეროს გენერალური ასამბლეისადმი, პარა. 51, 5 სექტემბერი 2006 წელი.
38 გაეროს ოფისი ნარკოტიკებთან და დანაშაულთან დაკავშირებით, სახელმძღვანელო პრინციპები განსაკუთრებული რისკის პატიმრების მენეჯმენტი, გვ. 10, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე
ვებგვერდზე:
http://www.unodc.org/documents/justice-and-prisonreform/HB_on_High_Risk_Prisoners_Ebook_appr.pdf 2016 წელი [ბოლოს ნანახია: 09.03.2017].
39ევროპის საბჭო, წამებისა და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ევროპული კომიტეტი,
მე-11 ზოგადი ანგარიში, 2000 წლის 1 იანვარი -31 დეკემბერი, პარა. 32, ხელმისაწვდომია ქართულ
ენაზე
ვებგვერდზე:
https://rm.coe.int/CoERMPublicCommonSearchServices/DisplayDCTMContent?documentId=0900001680696a7
5 [ბოლოს ნანახია: 10.02.2017].
37
41
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საშიშროების რისკის დონის მიხედვით მსჯავრდებულთა კლასიფიცირება თავისთავად
მოითხოვს მათთვის სპეციალური პატიმრობის პირობების შექმნას. მაღალი უსაფრთხოების
რისკის კატეგორიის მინიჭება უნდა გამომდინარეობდეს პატიმართა მიერ ჩადენილი
დანაშაულის ხასიათიდან ან საპატიმროში გამოვლენილი ქცევიდან.40 იმ შემთხვევაში, თუ
პატიმრების კლასიფიკაციის სისტემა მოქმედებს ეფექტურად, მითითებული კატეგორიის
პატიმრები წარმოადგენენ საერთო პატიმრების ძალიან მცირე ნაწილს.
ევროპის წამების
პრევენციის კომიტეტი (CPT) დიდ ყურადღებას ანიჭებს პატიმრების აღნიშნულ ჯგუფს და
მოითხოვს
საგამონაკლისო, განსაკუთრებული ზომების მიღებას, რადგანაც ისინი სხვა
პატიმრებთან შედარებით, წამებისა და არასათანადო მოპყრობის უფრო დიდი რისკის ქვეშ
არიან.41
გაეროს
პატიმრებთან
მოპყრობის
მინიმალური სტანდარტული
წესების
27-ე
წესის
შესაბამისად, „დისციპლინა და წესრიგი მკაცრად უნდა იყოს დაცული, თუმცა, შემოღებულ
უნდა იქნას მხოლოდ ის შეზღუდვები, რომლებიც აუცილებელია ზედამხედველობის
საიმედოობის უზრუნველსაყოფად და დაწესებულებაში თანაცხოვრების სათანადო წესების
დასაცავად“42
ადამიანის
უფლებათა
ევროპული
სასამართლო,
თავისი
გადაწყვეტილებებიდან
გამომდინარე, თანმიმდევრულად უჭერს მხარს პოზიციას, რომ პატიმრები, ზოგადად,
აგრძელებენ
კონვენციით
გარანტირებული
ყველა
ფუნდამენტური
თავისუფლებით სარგებლობას გარდა თავისუფლების უფლებისა.
უფლებითა
და
პროპორციულობის
პრინციპი მოითხოვს იმას, რომ იქ, სადაც კონვენციის მკაცრი ზომები მოითხოვს კონვენციის
უფლებების შეზღუდვას, აუცილებელია იყოს საფუძვლიანი კავშირი აღნიშნული ზომების
გამოყენებასა და ინდივიდის ქცევას შორის.43
საქართველოს პატიმრობის კოდექსის 662 მუხლის შესაბამისად, ,,განსაკუთრებული რისკის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად თავსდება საშიშროების
მაღალი რისკის მსჯავრდებული, რომელიც
საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას ან გარშემომყოფთა, აგრეთვე საზოგადოების,
სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებას“.44 აღსანიშნავია, რომ
საქართველოს
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
40
სამინისტროს
პენიტენციური
წამების, არაადამიანური დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის ევროპული კომიტეტი (СPT), მე11ზოგადი ანგარიში, კომიტეტის აქტივობები 2000 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით,
პარაგრაფი 32, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე:
http://www.cpt.coe.int/en/annual/rep-11.htm#_Toc523890679 [ბოლოს ნანახია 07.03.2017].
41 წამების პრევენციის ევროპული მე-11 ზოგადი ანგარიში, პარა. 32.
42
გაეროს პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესები, წესი 27.
43 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის განჩინება საქმეზე
ხოროშენკო რუსეთის წინააღმდეგ (Case of Khoroshenko v. Russia), პარ. 116.
44 საქართველოს პატიმრობის კოდექსი, მუხლი 66.
42
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დაწესებულებების შესახებ N106 ბრძანების შესაბამისად, N3, N6, N7 დაწესებულებებს
საქართველოში
მიენიჭა
განსაკუთრებული
რისკის
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებების სტატუსი.
სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს განსაკუთრებული რისკის თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებებთან
სამინისტროს
პოლიტიკას.
დაკავშირებით
არსებული
სასჯელაღსრულებისა
მიდგომებით,
და
პრობაციის
განსაკუთრებული
რისკის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება გამოიყენება, როგორც სტატიკური უსაფრთხოების
პრინციპებზე დაფუძნებული, შეზღუდვების, აკრძალვებისა და უპირობოდ მკაცრი რეჟიმის
დაწესებულებად, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა ქცევის პოზიტიურ
ცვლილებას, რეაბილიტაციას და, შესაბამისად, საზოგადოებაში რეინტეგრაციას.
აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების
დებულებების შესაბამისად, პატიმრები თავსდებიან ერთ ან ორადგილიან საკნებში.
პატიმრის ერთ ან ორადგილიან საკანში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება
წარმოადგენს დირექტორის დისკრეციას. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არსებული
განაწესი, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს
შესაძლებლობას აძლევს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე პატიმარი ხანგრძლივი
დროით მოათავსოს ერთადგილიან საკანში და, შესაბამისად, შეუზღუდოს სხვა პატიმართან
კონტაქტის შესაძლებლობა.
სახალხო დამცველი თვლის, რომ აუცილებელია შესაბამისი ცვლილებები შევიდეს
განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების დებულებებში, რათა
განსაკუთრებული
რისკის
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში
პატიმრის
ერთადგილიან საკანში მოთავსება ხდებოდეს მხოლოდ პატიმრის რისკის ინდივიდუალური
შეფასებისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე. ამასთან, უნდა ხდებოდეს
გადაწყვეტილების გონივრული ინტერვალებით გადახედვა და ერთადგილიან საკანში
მოთავსების კომპენსირება ისეთი საშუალებებით, როგორიცაა კონტაქტი გარესამყაროსთან,
სარეაბილიტაციო აქტივობებზე ხელმისაწვდომობა, ბიბლიოთეკითა და ტელე-რადიო
საშუალებებით სარგებლობის შესაძლებლობა.
მიუხედავად
იმისა,
რომ
პატიმრობის
კოდექსის
54-ე
მუხლის
შესაბამისად,
მეთვალყურეობისა და კონტროლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ
იმ შემთხვევაში, თუ სხვა საშუალების გამოყენება არაეფექტურია. პატიმრობის კოდექსის მე121 მუხლის მეორე პუნქტი, რომელიც ეხება განსაკუთრებული რისკის თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულებებს, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ განსაკუთრებული რისკის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულების მიმართ,
ყველა შემთხვევაში, გამოიყენებოდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით
მეთვალყურეობა
43
და
კონტროლი.
აღნიშნული
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მიუთითებს
იმაზე,
რომ
ამ
დაწესებულებებისათვის სტატიკური უსაფრთოხების სისტემა წარმოადგენს უსაფრთხოების
მიღწევის ძირითად საშუალებას. სახალხო დამცველი თავის არაერთ ანგარიში მიუთითებს,
რომ უსაფრთოხების სისტემა არ უნდა იყოს დაფუძნებული მხოლოდ სტატიკური
უსაფრთხოების სისტემაზე და ის უნდა ითვალისწინებდეს დინამიკური უსაფრთხოების
კონცეფციის აქტიურ განხორციელებას.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგისას გაირკვა,
რომ
განსაკუთრებული
მეთვალყურეობის
რისკის
ხდება
დაწესება
თავისუფლების
პატიმრის
აღკვეთის
შემოსახლების
დაწესებულებებში
ყველა
შემთხვევაში.
დაწესებულებაში მყოფი ყველა ბრალდებული და მსჯავრდებული ავტომატურად თავსდება
ელექტრონული
მეთვალყურეობის
მეთვალყურეობით
შესახებ
აღჭურვილ
გამოიცემა
საკანში.
ბრძანება,
მიუხედავად
რომელსაც
იმისა,
საფუძვლად
რომ
უდევს
უსაფრთხოების სამსახურის შუამდგომლობა და სამართლებრივი რეჟიმის თანამშრომლის
პატაკი, აღნიშნული ბრძანებები არის შაბლონური ხასიათის და არ ეფუძნება რისკის
ინდივიდუალური შეფასების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ვიზუალური ან/და
ელექტრონული
საშუალებით
მეთვალყურეობისა
და
კონტროლის
რუტინულად
განხორციელების შესაძლებლობას მხოლოდ იმის გამო, რომ დაწესებულება წარმოადგენს
განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას. მნიშვნელოვანია, რომ
აღნიშნული შეზღუდვა დაწესებული იყოს მხოლოდ პატიმრის მხრიდან
კუთხით
მომდინარე
რისკის
ინდივიდუალური
შეფასების,
უსაფრთხოების
თანაზომიერებისა
და
აუცილებლობის პრინციპების გათვალისწინებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული
შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის პირად ცხოვრებაში გაუმართლებელ და დაუსაბუთებელ
ჩარევად.
უსაფრთხოების
ღონისძიების
სახით
განცალკევების
შესახებ
გადაწყვეტილების
განუსაზღვრელი ვადითა და დაუსაბუთებლად გამოყენების საფრთხეზე მიუთითებს
განსაკუთრებული
რისკის
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებებში
პატიმრების
განცალკევების ვადის გაგრძელების შესახებ კონკრეტული, მაქსიმალური ვადის არარსებობა.
აღნიშნული
მიუთითებს
დაწესებულებებში
სხვა
განსაკუთრებული
დაწესებულებებთან
რისკის
თავისუფლების
აღკვეთის
შედარებით
განსხვავებული
პირობების
არსებობაზე.
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი თავის ანგარიშში მიუთითებს, რომ პაემნების
რაოდენობა არ უნდა იყოს დამოკიდებული დაწესებულების ტიპზე და ჩადენილ
დანაშაულზე. მნიშვნელოვანია, რომ უვადო თავისუფლება აღკვეთილ პირებს მიეცეთ მეტი
44
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემანი, რაც ხელს შეუწყობს ოჯახის წევრებთან მყარი კავშირის
შენარჩუნებას და რეაბილიტაციას.45
აღსანიშნავია, რომ, ოჯახთან კონტაქტის თვალსაზრისით, დახურული დაწესებულებებისა
და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოთავსებული
პატიმრები არათანაბარ მდგომარეობაში არიან სხვა ტიპის დაწესებულებებში მოთავსებულ
პატიმრებთან შედარებით. კონკრეტულად კი, მსჯავრდებულებს, რომელთაც განსაზღვრული
აქვთ მაღალი რისკი ან მოთავსებულნი არიან დახურული ტიპის დაწესებულებაში, ერთი
თვის განმავლობაში ეძლევათ მხოლოდ ერთი ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების
ფორმით, თვეში ერთხელ დამატებითი ხანმოკლე პაემანი.
განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოთავსებული
პატიმრები კიდევ უფრო შეზღუდულ პირობებში იმყოფებიან ტელეფონით სარგებლობასთან
დაკავშირებით. კონკრეტულად კი, აღნიშნულ პატიმრებს ერთი თვის განმავლობაში
საკუთარი ხარჯით შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ ერთი სატელეფონო საუბარი არაუმეტეს 10
წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით დამატებით ერთი სატელეფონო
საუბარი არაუმეტეს 10 წუთისა.
სახალხო
დამცველი
დამოკიდებული
მიიჩნევს,
დაწესებულების
რომ
ტიპსა
პაემნების
და
განხორციელება
ჩადენილ
არ
უნდა
იყოს
დანაშაულზე.
ამავე
დროს,
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებებში მოთავსებული პატიმრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი იყოს იმ
რაოდენობის პაემნები და სატელეფონო საუბრები, რა რაოდენობითაც სარგებლობენ სხვა
ტიპის დაწესებულებებში მოთავსებული პატიმრები. ხანმოკლე პაემნისა და სატელეფონო
საუბრის რაოდენობის შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ასეთ
კონტაქტს უკავშირდება დანაშაული.
განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში უსაფრთხოების
კუთხით მკაცრი რეჟიმის არსებობაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ 2016 წლის განმავლობაში
განსაკუთრებით გაზრდილია დისციპლინური სახდელების გამოყენების პრაქტიკა N3 და
N6 დაწესებულებებში.
სახალხო
დამცველი
მიიჩნევს,
რომ
განსაკუთრებულ
რისკის
დაწესებულების
ადმინისტრაცია გაძლიერებული უსაფრთხოების დაცვის პირობებში მაქსიმალურად უნდა
ცდილობდეს, რომ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების
პატიმრებთან დაკავშირებითაც შეძლებისდაგვარად გაავრცელოს ჩვეულებრივ ციხეებში
45
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ვიზიტი საქართველოში, (2015) ხელმისაწვდომია:
http://www.cpt.coe.int/documents/geo/2015-42-inf-eng.pdf [ბოლოს ნანახია: 14.03.2017].
45
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მოქმედი რეგულაციები. აღნიშნული რეჟიმის საკომპენსაციოდ, პატიმრები უფრო აქტიურად
უნდა იყვნენ ჩართულები სარეაბილიტაციო აქტივობებში.
განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში უმნიშვნელოვანესია
მრავალმხრივი და პატიმართა ინდივიდუალურ საჭიროებებზე, მისწრაფებებზე მორგებული
მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო აქტივობების არსებობა. 2016 წლის განმავლობაში
განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ განსაკუთრებული რისკის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს არ ეძლევათ
საშუალება დაკავდნენ რაიმე ღირებული, მათთვის საინტერესო აქტივობით.46 ასეთი
მდგომარეობა დაწესებულებებში ქმნის არაჯანსაღ, სტრესულ გარემოს, რაც უარყოფითად
აისახება პატიმრებსა და დაწესებულების თანამშრომლებს შორის არსებულ ურთიერთობაზე,
დაწესებულებაში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფაზე და, რაც
მთავარია, ასეთ პირობებში ვერ მიიღწევა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის და
დანაშაულის განმეორებით ჩადენის პრევენციის მიზნები.
N6 დაწესებულების დირექტორის წერილიდან ირკვევა, რომ დაწესებულებაში პროფესიული
განათლების,
ხელობის
შესწავლისა
და
სხვა
სახის
სარეაბილიტაციო
აქტივობების
ჩაუტარებლობის მიზეზი იყო ის, რომ N6 დაწესებულება წარმოადგენს განსაკუთრებული
რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას.47 სახალხო დამცველი უარყოფითად
აფასებს აღნიშნულ მიდგომას და მიიჩნევს, რომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს სისტემის
დამოკიდებულებას
განსაკუთრებული
რისკის
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებებისადმი და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.48
აღსანიშნავია, რომ N7 განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში
წლის განმავლობაში მხოლოდ 2 პატიმარი იყო ჩართული სარეაბილიტაციო აქტივობაში. N3
დაწესებულებაში წლის განმავლობაში ჩატარდა 8 სარეაბილიტაციო აქტივობა, რომელშიც
მონაწილეობა მიიღო 4 მსჯავრდებულმა.
განსაკუთრებული რისკისა და დახურული ტიპის დაწესებულებებში მყოფ პატიმრებისათვის
უმნიშვნელოვანესია მრავალფეროვანი და რეგულარული აქტივობების შეთავაზება, რათა
ხელი შეეწყოს მსჯავრდებულთა ქცევის პოზიტიურ ცვლილებებს და მათ რეაბილიტაციას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ დაწესებულების უსაფრთოხების დაცვის
ინტერესების
გათვალისწინებით,
მაქსიმალურად
იქნეს
უზრუნველყონ
სხვადასხვა
აქტივობების შეთავაზება.
46 დამატებითი ინფორმაცია იხილეთ პენიტენციური დაწესებულებების დღის განრიგისა და
სარეაბილიტაციო აქტივობების თავში.
47 N6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 17 იანვრის წერილი MOC7 17 00040633
(საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში რეგისტრირებული – N03-3/205).
48 მანდელას წესები, წესი N 91, 92.
46
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ევროპული ციხის წესების შესაბამისად, „ციხეში წესრიგის შენარჩუნება უნდა მოხდეს
უსაფრთხოების, უშიშროებისა და დისციპლინის მოთხოვნების გათვალისწინებით, ამავე
დროს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადამიანის ღირსებისა და პატივის შესაბამისი
საცხოვრებელი პირობები და შეთავაზებულ იქნეს სხვადასხვა ღონისძიებით დატვირთული
პროგრამა“.49 აღნიშნული განაწესი მოითხოვს ისეთი წესრიგისა და უსაფრთხოების სისტემის
დანერგვას, რომელიც შეინარჩუნებს ბალანსს უსაფრთხოებასა და იმ პროგრამებს შორის,
რომლებიც შექმნილია პატიმრების საზოგადოებაში რეინტეგრაციისათვის. ეს გულისხმობს
ციხეების
ეფექტური
მართვისათვის
აუცილებელი
სხვადასხვა
კომპონენტის
გათვალისწინებას.
სარეაბილიტაციო
პროგრამების
არარსებობასთან
ერთად,
პრობლემურია
ის,
რომ
განსაკუთრებული რისკისა და დახურული ტიპის დაწესებულებებში მოთავსებული
პატიმრები
23
საათს
ატარებენ
საკნებში.
მათი
გასეირნება
დღის
განმავლობაში
შემოიფარგლება მხოლოდ 1 საათით საკნის მსგავს სასეირნო ეზოებში გასვლით, სადაც არ
არის პირობები ფიზიკური დატვირთვისათვის. აღნიშნული ასევე უარყოფითად აისახება
პატიმრის ჯანმრთელობაზე.
სახალხო დამცველი მიესალმება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ
კანონპროექტით შემოთავაზებულ ცვლილებას, რომლის მიხედვით, ზოგადად მცირდება
ადმინისტრაციული
დამტკიცების
პატიმრობის
შემთხვევაში,
დაწესებულებებში
მყოფი
ხანგრძლივობა. მიუხედავად
განსაკუთრებული
პატიმრებისთვის
რისკის
წელიწადში
ამისა, კანონპროექტის
თავისუფლების
აღკვეთის
150
იზრდება
დღემდე
დისციპლინური პატიმრობის ვადა. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის გაზრდა კიდევ
ერთხელ
ადასტურებს
რეპრესიული
მიდგომისთვის
უპირატესობის
მინიჭებას,
განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სახალხო დამცველის პოზიციით, ადმინისტრაციული
პატიმრობა საერთოდ უნდა გაუქმდეს, როგორც პენიტენციური დაწესებულების რეჟიმისა და
უსაფრთხოების უზრუნველყოფის არაეფექტური მეთოდი.
განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში გაძლიერებული
უსაფრთხოების სტატუსიდან გამომდინარე გაძლიერებული სტატიკური უსაფრთხოების
ზომები, დაწესებული ბლანკეტური ხასიათის აკრძალვები, შეზღუდვები და ძალიან მცირე
სარეაბილიტაციო აქტივობები, გამორიცხავს სამინისტროს მიერ ევროპის საბჭოს მინისტრთა
კომიტეტის
რეკომენდაციების
სულისკვეთების
გაზიარებას,
რომლის
მიხედვითაც
განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შეძლებისდაგვარად
უნდა გავრცელდეს
ჩვეულებრივ ციხეებში არსებული რეგულაციები. ასევე ის, რომ
49
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი, „ევროპული ციხის წესები,“ წესი N49, მინისტრთა
კომიტეტის რეკომენდაცია REC (2006)2, მიღებულია მინისტრთა კომიტეტის მიერ 2006 წლის 11
იანვარს.
47
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში უსაფრთხოების
ზომები გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ ზომით, რა ზომითაც ისინი აუცილებელია.50
უსაფრთხოება მოიცავს პატიმართა შორის ძალადობის, ხანძრის და სხვა საგანგებო
სიტუაციების პრევენციას, პატიმართა და დაწესებულებაში მომუშავე პერსონალისათვის
უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას, ასევე სუიციდისა და თვითდაზიანების
პრევენციას. ზემოთქმული მიზნებისათვის, შესაძლებელია უსაფრთხოების კომპონენტების
შემდეგი
კლასიფიკაცია:
ფიზიკური
უსაფრთხოება
გულისხმობს
შენობა-ნაგებობის
ფიზიკური უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის, შენობის კედელს, ფანჯარას, კარს და ა.შ.,
პროცედურული უსაფრთხოება ეხება იმ მეთოდებსა და პროცედურებს, რომლებიც
ჩამოყალიბებულია ციხის უსაფრთხოებისათვის. საუბარია გაქცევის თავიდან აცილებისა და
წესრიგის
დამყარებისათვის
აუცილებელ
არსებულ
წესებზე.51
უსაფრთხოების
უზრუნველყოფის ერთ-ერთ ყველაზე კარგ საშუალებას ე.წ. დინამიკური უსაფრთხოების
კონცეფცია წარმოადგენს.
დინამიკური უსაფრთხოების კონცეფცია ითვალისწინებს დაწესებულების პერსონალსა და
პატიმართა შორის პოზიტიური ურთიერთობის უზრუნველყოფას სამართლიანი მოპყრობის
პირობებში, ასევე რესოციალიზაციისა და საზოგადოებაში სამომავლო ინტეგრაციისკენ
მიმართული
აქტივობების
არსებობას.
ციხეში
ინციდენტების
მართვის
გაეროს
სახელმძღვანელოს თანახმად, პენიტენციური დაწესებულების პერსონალს გააზრებული
უნდა ჰქონდეს, რომ პატიმრებთან ჰუმანური და სამართლიანი მოპყრობა ხელს უწყობს
დაწესებულებაში მართლწესრიგისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას.52
პენიტენციურ დაწესებულებებში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად
აუცილებელი პირობაა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებსა და პატიმრებს
შორის პოზიტიური ურთიერთობა. იმისათვის, რომ ასეთი პოზიტიური ურთიერთობა
არსებობდეს, მნიშვნელოვანია პატიმრებს გააზრებული ჰქონდეთ, რომ დაწესებულებაში
არსებული წესები და პროცედურები უსაფრთხოა და ადამიანური გარემოს შესაქმნელად
50
ევროპის საბჭო, მინისტრთა კომიტეტი, მინისტრთა კომიტეტის R (82) 17 რეკომენდაცია წევრი
სახელმწიფოებისათვის, საშიში პატიმრების პატიმრობა და მოპყრობა (მიღებულია მინისტრთა
კომიტეტის მიერ 1982 წლის 24 სექტემბერს მინისტრების მოადგილეების 350-ე შეხვედრაზე,
ხელმისაწვდომია
ინგლისურ
ენაზე
შემდეგ
მისამართზე:
http://www.ochrance.cz/fileadmin/user_upload/ochrana_osob/Umluvy/vezenstvi/R_82_17_treatment_dangero
us_prisoners.pdf [ბოლოს ნანახია 07.03.2017].
51
ენდრიუ კოილე, „ციხეების შესწავლის საერთაშორისო ცენტრი“, „ციხის მართვა ადამიანის
უფლებებზე
დაფუძნებული
მიდგომით“
2009,
ხელმისაწვდომია
შემდეგ
მისამართზე:
http://www.prisonstudies.org/ [ბოლოს ნანახია 10.02.2017].
52გაეროს
ციხეებში ინციდენტების მართვის სახელმძღვანელო, 2013 წელი, პარა. 21-22,
ხელმისაწვდომია
ინგლისურ
ენაზე
შემდეგ
მისამართზე:
http://www.un.org/en/peacekeeping/publications/cljas/handbook_pim.pdf [ბოლოს ნანახია 10.02.2017].
48
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
არის დაწესებული. პატიმრები უნდა გრძნობდნენ, რომ მათ მოეპყრობიან სამართლიანად და
დაიცავენ მათ უფლებებს.
მიუხედავად
იმისა,
რომ
დაწესებულების
თანამშრომლებსა
და
პატიმრებს
შორის
პოზიტიური ურთიერთობის პირობებში დაწესებულებაში წესრიგისა და უსაფრთხოების
უზრუნველყოფა წარმოადგენს ამოსავალ წერტილს, ზოგიერთ შემთხვევაში, პრაქტიკულად
აუცილებელია
ძალისა
და
იძულების
სხვა
ღონისძიებების
გამოყენება.
პატიმართა
კონტროლი ასევე მოიცავს სტატიკური უსაფრთხოების ისეთ ელემენტებს, როგორიცაა
უსაფრთხოების სათანადო ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა, ასევე ინციდენტების
მართვა და, საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენება.53
სამართალდამცავ ორგანოთა ქცევის კოდექსის მიხედვით, სამართალდამცავი ორგანოების
წარმომადგენლებს ძალის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის
შემთხვევაში და იმ ზომით, რომელიც აუცილებელია მათი მოვალეობის შესასრულებლად.54
ეს გულისხმობს იმას, რომ დამატებითი უსაფრთხოების ზომას უნდა მიმართონ უკიდურეს
შემთხვევაში. ძალისა თუ იძულების სხვა ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს
მხოლოდ ადეკვატური პროცედურებისა და პრაქტიკაში არსებული საუკეთესო მაგალითის
გამოყენებით.
საანგარიშო
პერიოდში
სპეციალური
პრევენციული
ჯგუფის
მიერ
პენიტენციურ
დაწესებულებებში ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ განსაკუთრებული
რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების გარდა, სხვა დაწესებულებებშიც
პრობლემურია ადმინისტრაციის მიერ პატიმრების მიმართ უსაფრთხოების ღონისძიებებისა
და მეთვალყურეობის განხორციელების პრაქტიკა.
გარდა ზემოაღნიშნული პრობლემებისა, პენიტენციური დაწესებულებებში პატიმრების
არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს ქმნის დაწესებულებებში არსებული
კრიმინალური სუბკულტურა, რაც ხშირად ხდება პატიმრებს შორის ძალადობისა და ჩაგვრის
მიზეზი.
საქართველოში, ისევე, როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, კრიმინალური სუბკულტურა
სათავეს იღებს მე-20 საუკუნის დასაწყისიდან და დღესაც, პენიტენციურ სისტემაში,
გამოხატულია
არაფორმალური
მმართველობის
ფორმით,
იგი
ემსახურება
პრივილეგირებული პატიმრების გარკვეული ჯგუფის მიერ „წესრიგის“ შენარჩუნებას.
53
იქვე, გაეროს ციხეებში ინციდენტების მართვის სახელმძღვანელო, პარა. 13.
გაეროს გენერალური ასამბლეა, სამართალდამცავი ორგანოების ქცევის კოდექსი, 5 თებერვალი 1980,
A/
RES/34/169,
ხელმისაწვდომია
ინგლისურ
ენაზე
შემდეგ
მისამართზე:
http://www.refworld.org/docid/48abd572e.html [ბოლოს ნანახია 09.02.2017].
54
49
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
კრიმინალური სუბკულტურის გავლენით ხდება პატიმრების არაფორმალური დაყოფა.
შედეგად, პატიმართა გარკვეული ნაწილი, რომლებიც იმყოფებიან პრივილეგირებულ
მდგომარეობაში, რეპრესიული მეთოდებით ახორციელებენ არაფორმალურ მმართველობას,
რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს პატიმართა შორის ძალადობას და გამოიხატება სადამსჯელო
ღონისძიებების გატარებაში იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც არ დაემორჩილებიან
არაფორმალური მმართველობის წესებს.
გამომდინარე
იქიდან,
რომ
პენიტენციური
დაწესებულებების
ადმინისტრაციები
დაინტერესებული არიან შეინარჩუნონ წესრიგი, არსებობს ცდუნება, რომ გარკვეულწილად
დაუშვან და მეტიც, ხელი შეუწყონ დაწესებულებებში არაფორმალური მმართველობის
არსებობას. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ 2015 წელს N17 დაწესებულებაში ერთ-ერთი
პატიმრის მიმართ პრივილეგირებული პატიმრების მხრიდან განხორციელდა ძალადობა, რაც
საგამოძიებო და სასამართლო ორგანოს მიერ დაკვალიფიცირდა წამებად. საგულისხმოა, რომ
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ასევე სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი
დაწესებულების დირექტორი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რაც
გამოიხატა
ღამის
საათებში
დაწესებულების
ტერიტორიაზე
პრივილეგირებული
პატიმრებისთვის შეუზღუდავი გადაადგილების უფლების მიცემაში. სწორედ აღნიშნულმა
პრივილეგირებულმა პატიმრებმა აწამეს მსხვერპლი ღამის საათებში.
აუცილებელია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ
გააცნობიეროს,
თუ
რა
გამოწვევას
წარმოადგენს
დაწესებულებებში
კრიმინალური
სუბკულტურის არსებობა და შეიმუშაოს ამ პრობლემის დაძლევის სტრატეგია. საჭიროა
კომპლექსური
მიდგომის
ჩამოყალიბება,
რაც
ასევე
უნდა
მოიცავდეს
შესაბამისი
სამართლებრივი ღონისძიებების გატარებას იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც არღვევენ
სხვა პატიმრების უფლებებს.
სახალხო
დამცველს
მიაჩნია,
რომ
არსებული
მდგომარეობის
შეცვლის
მიზნით,
აუცილებელია მიზანმიმართული, კომპლექსური ღონისძიებების გატარება, მათ შორის,
დინამიკური უსაფრთხოების კონცეფციის პრაქტიკაში განხორციელება, დაუსჯელობასთან
ბრძოლა,
დაწესებულებებში
რეაბილიტაციის
სერვისების
გაძლიერება,
სათანადო
პატიმრობის პირობების შექმნა, პატიმართა ცნობიერების ამაღლება, პატიმრების წახალისება
და მათთვის სხვადასხვა ღირებულ აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობის მიცემა, რაც
ერთობლიობაში შეამცირებს დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის გავლენას.
ამასთან, აუცილებელია, რომ კრიმინალური სუბკულტურის დასაძლევად ღონისძიებების
გატარება მოხდეს პატიმრების უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის პირობებში, უნდა
გამოირიცხოს ძალადობრივი და რეპრესიული მეთოდების გამოყენება, რათა თავიდან იქნეს
აცილებული შესაძლო წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი
მოპყრობა ან დასჯა.
50
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებების, წესრიგისა და უსაფრთხოების
დაცვის უზრუნველყოფა მოითხოვს კომპლექსურ და სისტემურ მიდგომას. ამ პროცესში
მნიშვნელოვანია შემდეგი ორგანიზაციული ასპექტების55 გათვალისწინება: სათანადო
ნორმატიული ბაზა (რეგულაციები); ანგარიშვალდებულება; თანამშრომელთა ოპერაციული
შესაძლებლობები
და
კომპეტენცია
(თანამშრომელთა
თანაფარდობა,
ორგანიზაციული
სტრუქტურა,
გამოცდილება,
თანამშრომელთა
ეთიკის
დისციპლინური
სამართალწარმოების
და
პატიმართა
თანამშრომელთა
რაოდენობის
უნარ-ჩვევები
კოდექსი,
დაწესებულების
პროცედურა);
დინამიკური
დებულება
და
და
უსაფრთხოების
ელემენტები (თანამშრომელთა ურთიერთობა პატიმრებთან, დაკვირვება, ინფორმაციის
შეგროვება და თითოეული პატიმრის პიროვნული თვისებების ცოდნა, კონფლიქტების
მართვა, მედიაცია და ა.შ.); ინციდენტების და საგანგებო სიტუაციების მართვის წინასწარი
გეგმა. აღნიშნული და სხვა რელევანტური საკითხები დეტალურად მიმოხილული იქნება
ქვემოთ, შესაბამის ქვეთავებში.
რეკომენდაციები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს
მიიღოს
ყველა
ზომა,
რათა
განსაკუთრებული
რისკის
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებებში, სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების მსგავსად,
უსაფრთხოების
დაცვის
ინტერესების
გათვალისწინებით,
მაქსიმალურად
იყოს
უზრუნველყოფილი სარეაბილიტაციო აქტივობების ხელმისაწვდომობა და კონტაქტი გარე
სამყაროსთან
მიიღოს
ყველა
ზომა,
რათა
განსაკუთრებული
რისკის
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებებში უსაფრთხოების სისტემა არ იყოს დაფუძნებული მხოლოდ სტატიკური
უსაფრთოხების სისტემაზე და ხდებოდეს დინამიკური უსაფრთხოების კონცეფციის აქტიური
განხორციელება
მიიღოს ყველა ზომა, რათა განსაკუთრებული უსაფრთხოების რეჟიმის საკომპენსაციოდ
პატიმრები უფრო მეტად იყვნენ ჩართულები სარეაბილიტაციო აქტივობებში
მიიღოს
ყველა ზომა,
რათა მსჯავრდებულისთვის
გამომდინარეობდეს
არა
განსაკუთრებული
რისკის
შეზღუდვის/აკრძალვის
იმ
ფაქტიდან,
რომ
თავისუფლების
დაწესება
ხდებოდეს
ეს
დაწესებული
შეზღუდვა/აკრძალვა
მსჯავრდებული
აღკვეთის
მოთავსებულია
დაწესებულებაში,
ინდივიდუალურად,
არამედ
კონკრეტული
მსჯავრდებულისგან მომდინარე იმწუთიერი რისკის შეფასებაზე დაფუძნებული, სათანადოდ
დასაბუთებული გადაწყვეტილებით
55
გაეროს გენერალური ასამბლეა, სამართალდამცავი ორგანოების ქცევის კოდექსი, 5 თებერვალი 1980,
A/
RES/34/169,
ხელმისაწვდომია
ინგლისურ
ენაზე
შემდეგ
მისამართზე:
http://www.refworld.org/docid/48abd572e.html [ბოლოს ნანახია 09.02.2017].
51
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
შევიდეს ცვლილებები განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების
დებულებებში,
რათა
მსჯავრდებულის
ერთადგილიან
საკანში
მოთავსება
ხდებოდეს
მსჯავრდებულის რისკის ინდივიდუალური შეფასების შედეგად მიღებული, სათანადოდ
დასაბუთებული გადაწყვეტილებით, რომელიც გადაიხედება გონივრული ინტერვალით
მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა მსჯავრდებულის ერთადგილიან საკანში მოთავსების
კომპენსირება ხდებოდეს ისეთი საშუალებებით, როგორიცაა კონტაქტი გარე სამყაროსთან,
სარეაბილიტაციო
აქტივობებზე
ხელმისაწვდომობა,
ბიბლიოთეკითა
და
ტელე-რადიო
საშუალებებით სარგებლობის შესაძლებლობა
პენიტენციურ
დაწესებულებებში
არსებული
კრიმინალური
სუბკულტურისა
და
არაფორმალური მმართველობის დაძლევის მიზნით:
o
უზრუნველყოს კრიმინალური სუბკულტურის დაძლევის სტრატეგიის შემუშავება,
რომელიც
უნდა
შეიცავდეს
დაწესებულებაში
არსებული
კრიმინალური
სუბკულტურის შესწავლის შედეგად შემუშავებულ სისტემურ და რეგულარულ
ღონისძიებებს
o
არ დაუშვას დაწესებულებებში არაფორმალური მმართველობა
o
უზრუნველყოს
თანამშრომელთა
ანგარიშვალდებულების,
კომპეტენციის
და
ოპერაციული შესაძლებლობების გაზრდა
o
დინამიკური უსაფრთხოების პრაქტიკაში რეალიზების მიზნით უზრუნველყოს
თანამშრომელთა და პატიმართა რაოდენობის ოპტიმალური თანაფარდობა
o
უზრუნველყოს თანამშრომელთა უნარ-ჩვევების გაძლიერება ისეთ საკითხებთან
დაკავშირებით, როგორიცაა პატიმრებთან ურთიერთობა, კონფლიქტების მართვა,
მედიაცია და მოქმედება ეთიკის კოდექსის შესაბამისად
o
უზრუნველყოს
დაწესებულებებში
სარეაბილიტაციო
სერვისების
გაძლიერება,
პატიმრობის სათანადო პირობების შექმნა, პატიმართა განათლება/ცნობიერების
ამაღლება, პატიმრების სამართლიანი წახალისება და მათი ჩართვა ყოველდღიურ,
სხვადასხვა საინტერესო/ღირებულ აქტივობაში.
მსჯავრდებულთა კლასიფიკაცია
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის (პენიტენციური) დაწესებულებების ტიპები
განსაზღვრულია „პატიმრობის კოდექსის“ მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით.56 ამავე კოდექსის 46ე მუხლის მე-4 ნაწილით57 განსაზღვრულია პატიმრის კონკრეტულ დაწესებულებაში
56
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებია: დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულება, ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, დახურული ტიპის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულება, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება, ქალთა სპეციალური
დაწესებულება.
57სასჯელის
შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებული, დეპარტამენტის დირექტორის
გადაწყვეტილებით, შეიძლება გადაყვანილი იყოს იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში მის მიერ დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევის გამო,
52
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მოთავსების შესახებ პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მიერ გადაწყვეტილების
მიღების უფლებამოსილება. ხოლო, მსჯავრდებულის რისკის სახეები, რისკის შეფასების
კრიტერიუმები, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესი, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა
ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესი და პირობები, აგრეთვე
რისკების შეფასების გუნდის საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის N70 ბრძანებით.
მითითებულ წესთან დაკავშირებით, 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო
დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს,
მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა
და
გადაფასების
წესში
შესულიყო
შესაბამისი
ცვლილებები
იმ
მიზნით,
რომ
განსაზღვრულიყო პენიტენციური დაწესებულების ან პენიტენციური დეპარტამენტის
ვალდებულება, მსჯავრდებულს აცნობოს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მისი
საშიშროების რისკის შეფასების პროცესის დაწყების შესახებ. ამასთან, მსჯავრდებულს
უფლება უნდა ჰქონდეს, მულტიდისციპლინურ გუნდს, მისი საქმის განხილვის ნებისმიერ
ეტაპზე, წარუდგინოს დამატებითი დოკუმენტაცია, რომელიც, მისი აზრით, ხელს შეუწყობს
მისთვის
სასურველი
გადაწყვეტილების
მიღებას.
აღსანიშნავია,
რომ
მითითებული
რეკომენდაცია არ შესრულებულა.
რეკომენდაცია
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს
მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და
გადაფასების წესში შევიდეს შესაბამისი ცვლილებები იმ
პენიტენციური
დაწესებულების
ან
პენიტენციური
მიზნით, რომ განისაზღვროს
დეპარტამენტის
ვალდებულება,
მსჯავრდებულს აცნობოს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მისი საშიშროების რისკის
შეფასების პროცესის დაწყების შესახებ. ამასთან, მსჯავრდებულს უფლება უნდა ჰქონდეს,
მულტიდისციპლინურ გუნდს, მისი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, წარუდგინოს
დამატებითი დოკუმენტაცია, რომელიც, მისი აზრით, ხელს შეუწყობს
სასურველი
გადაწყვეტილების მიღებას.
ავადმყოფობის
გამო
ან/და
რისკის
ფაქტორის
გათვალისწინებით,
უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად, დაწესებულების რეორგანიზაციისას, ლიკვიდაციის ან გადატვირთულობისას ამ
კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას ან სხვა
მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების არსებობისას ან/და მსჯავრდებულის თანხმობის
შემთხვევაში. მსჯავრდებულის რისკების შეფასებას და პერიოდულ გადაფასებას უზრუნველყოფს
რისკების შეფასების გუნდი.
53
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
უსაფრთხოების ღონისძიებები, ინციდენტების და საგანგებო სიტუაციების მართვა
დეესკალაციის ოთახები
2015
წელს
საქართველოს
პენიტენციურ
ფარგლებში,
მინისტრის
შესაბამისი
სისტემაში
განხორციელებული
ბრძანებებით,
ყველა
რეფორმის
პენიტენციური
დაწესებულებისთვის დამტკიცდა დებულებები. აღნიშნული დებულებების შესაბამისად, N2,
N5, N8 და N18 პენიტენციურ დაწესებულებებში ფუნქციონირებდა დეესკალაციის ოთახები,
ხოლო N3, N6 და N7 დაწესებულებებში - უსაფრთხო ოთახები.
2016 წლის 9 აგვისტოს N3, N6 და N7 პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში და
უსაფრთხო
ოთახში
პატიმრების
გადაყვანის
პროცედურა
შეიცვალა
პატიმრების
დეესკალაციის ოთახში გადაყვანის პროცედურით.58
საქართველოს
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
სამინისტროს
პენიტენციური
დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს დეესკალაციის ოთახში
მოთავსებული პატიმრების რაოდენობა არის: N3 დაწესებულება - 116 პატიმარი; N6
დაწესებულება - 90 პატიმარი; N8 დაწესებულება - 145 პატიმარი.
დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს შედარებით
შემცირებულია პატიმრების დეესკალაციის ოთახში მოთავსების ხანგრძლივობა, თუმცა
დაფიქსირდა
ერთეული
შემთხვევები,
როდესაც
პატიმრები
აღნიშნულ
ოთახებში
მოთავსებულები იყვნენ 20-დან 30-დღემდე ხანგრძლივობით, ხოლო ერთ შემთხვევაში, N3
დაწესებულებაში, პატიმარი დეესკალაციის ოთახში მოთავსებული იყო 36 დღით.
2014 წელს საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიშში წამების პრევენციის ევროპული
კომიტეტი (CPT) მიუთითებს, რომ დეესკალაციის ოთახში პირის მოთავსების მაქსიმალური
დრო (მათ მიერ მიღებული ინფორმაციით, აღნიშნული ვადა არის 4 დღე) არის ზედმეტად
ხანგრძლივი, რაც უნდა შემცირდეს და განისაზღვროს რამდენიმე საათამდე და არავითარ
შემთხვევაში არ უნდა იყოს 24 საათზე მეტი59. ამასთან, კომიტეტი ხაზს უსვამს დეესკალაციის
სტრატეგიის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ რეალური დეესკალაციის სტრატეგიის
არარსებობამ
შესაძლოა
გამოიწვიოს
პატიმრების
მხრიდან
საკუთარი
პრობლემების
მოგვარების ისეთი გზების არჩევა, როგორიც არის შიმშილობა და თვითდაზიანების
მიყენება.60
58
საანგარიშო პერიოდში დეესკალაციის ოთახები ფუნქციონირებდა მხოლოდ N3, N6 და N8
დაწესებულებებში.
59 იხილეთ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიში 2014 წელს საქართველოში
ვიზიტის შესახებ CPT/Inf (2015) პარ. 94.
60 იგივე, პარ. 54.
54
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დეესკალაციის ოთახში პატიმრის
მოთავსება
შესაძლოა
დაუშვებელია
მხოლოდ
პატიმრების
იყოს
მოთავსება
იმწუთიერი,
გადაუდებელი
დეესკალაციის
ოთახში
ღონისძიება
არსებულ
და
პირობებში
ხანგრძლივი ვადით, ვინაიდან აღნიშნული შესაძლოა გაუტოლდეს ადამიანის არაადამიანურ
და დამამცირებელ მოპყრობას. პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ უნდა
მიმართოს სხვა ზომებს, მათ შორის, უნდა მოხდეს მულტიდისციპლინური ჯგუფის
(ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, ექიმის და საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის)
ჩართვა და პატიმრისათვის ადეკვატური დახმარების გაწევა.
როგორც 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში, ასევე 2016 წლის განმავლობაში პენიტენციურ
დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის ანგარიშებში, საქართველოს სახალხო
დამცველმა არაერთხელ მიმართა რეკომენდაციით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის მინისტრს, დეესკალაციის ოთახში პატიმრის მოთავსების მაქსიმალურ დროდ
განსაზღვრული ყოფილიყო 24 საათი.61
2016 წლის 9 აგვისტოს N3, N6 და N8 პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში
განხორციელებული
ცვლილებით
განისაზღვრა
დეესკალაციის
ოთახში
პატიმრის
მოთავსების მაქსიმალური ვადა - 72 საათი, რასაც სახალხო დამცველი დადებითად აფასებს,
თუმცა,
აღსანიშნავია,
რომ
დებულება
შესაძლებლობას
აძლევს
დაწესებულების
ადმინისტრაციას პატიმარი შეუზღუდავი რაოდენობით მოათავსოს დეესკალაციის ოთახში,
რამაც შესაძლოა კვლავ გამოიწვიოს პატიმართა ხანგრძლივი იზოლირება.
ყველა ზემოაღნიშნული დაწესებულების დებულების თანახმად, დეესკალაციის ოთახი
აღჭურვილი უნდა იყოს უსაფრთხო ლეიბით, სათვალთვალო კამერით, დისტანციურად
მართვადი, დაზიანებისადმი მედეგი ღია ტიპის ტუალეტით, ონკანით, განათებით და
სათანადო ვენტილაციით.
ისევე, როგორც 2015 წელს, 2016 წელსაც პრობლემურია დეესკალაციის ოთახებში პატიმრების
პირადი ცხოვრების უფლების დაცვის საკითხი. აღსანიშნავია რომ, N3, N6 და N8
პენიტენციური დაწესებულებების დეესკალაციის ოთახებში მეთვალყურეობის სისტემები
იმგვარად
არის
ვიდეოკამერების
დამონტაჟებული,
რომ
ოთახის
არეალში,
რაც
დაუშვებელია
ხედვის
ტუალეტის
და
ნიჟარა
მოქცეულია
შესაძლოა
გაუტოლდეს
არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.
საანგარიშო პერიოდში N3, N6 და N8 დაწესებულებებში განხორციელებული ვიზიტების
დროს გაირკვა, რომ დეესკალაციის ოთახებში დაცული არ არის სანიტარულ-ჰიგიენური
61
იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის წლიური ანგარიში, გვ. 44, ხელმისაწვდომია
შემდეგ მისამართზე: http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf [ბოლოს ნანახია 02.11.2016].
55
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მდგომარეობა, იატაკზე დევს ლეიბი, არ იღება ფანჯრები და, შესაბამისად, არ ხდება
ბუნებრივი ვენტილაცია.
საგულისხმოა, რომ დეესკალაციის ოთახებში არსებული გარემო და პირობები არ არის
უსაფრთხო და არ არის მოწყობილი იმგვარად, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი
თვითდაზიანების რისკი. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
მიერ
მოწოდებული
ინფორმაციის
თანახმად,
დეესკალაციის
ოთახების
კედლების
მოსაპირკეთებელი რბილი მასალა საქართველოს მასშტაბით არ არის ხელმისაწვდომი.
შესაბამისად,
სამინისტრომ
მოიძია
აღნიშნული
პროდუქციის
სხვადასხვა
ქვეყანაში
მწარმოებელი კომპანიები და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ზემოხსენებული
მასალის
შესაძენად.
სასჯელაღსრულებისა
საქართველოს
სახალხო
და
სამინისტროს
პრობაციის
დამცველი
მიერ
დადებითად
აფასებს
დეესკალაციის
ოთახების
სათანადოდ აღჭურვის მიზნით გარკვეული ღონისძიებების გატარებას და იმედს იტოვებს,
რომ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული დეესკალაციის ოთახების სათანადოდ
აღჭურვა დასრულდება მოკლე პერიოდში.
ასევე, აღსანიშნავია, რომ დეესკალაციის ოთახებში პატიმრებს შეზღუდულად მიეწოდებათ
პირადი ჰიგიენის დაცვისა და ჭურჭლის სარეცხი საშუალებები; ამ ოთახებში მყოფი
პატიმრების ტანსაცმელი ინახება დაწესებულების თანამშრომლებთან და პატიმრებს
საკუთარ ტანსაცმელზე წვდომა შეზღუდული აქვთ.
გარდა მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებისა, როგორც პატიმრები განმარტავენ, დეესკალაციის
ოთახებში მათ არ ეძლევათ მაღაზიით სარგებლობის, სატელეფონო ზარით, პირადი
მიმოწერით
და
პაემნით
სარგებლობის
უფლება.
აქვე
უნდა
აღინიშნოს,
რომ
N3
დაწესებულებაში სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ მიღებული და შესაბამის
დოკუმენტაციაში
გადამოწმებული
ინფორმაციის
თანახმად,
მიუხედავად
ერთ-ერთი
პატიმრის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობისა, პატიმარი არ გადაიყვანეს დეესკალაციის
ოთახიდან სამედიცინო ნაწილში და მას სათანადო სიხშირით არ უწევდა დახმარებას
სამედიცინო პერსონალი.
სახალხო დამცველის შეფასებით, დეესკალაციის ოთახში მოთავსებისას არ ხდება პატიმრის
სომატური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინება და, შესაბამისად,
დეესკალაციის
ოთახში
მისი
ხანგრძლივი
იზოლირება
შესაძლოა
სუიციდის
და
თვითდაზიანების მაპროვოცირებელიც კი გახდეს. აღსანიშნავია, რომ N3, N6 და N8
დაწესებულებებში დაფიქსირდა დეესკალაციის ოთახში პატიმრის მიერ თვითდაზიანების
მიყენების შემთხვევები, რაც ეჭვქვეშ აყენებს პატიმრის მიერ მისი სიცოცხლისა და
ჯანმრთელობის
დაზიანების
თავიდან
აცილების
მიზნით,
ამ
ზომის
გამოყენების
ეფექტურობას. ასე მაგალითად, 2016 წლის იანვრის თვიდან მაისის თვის ჩათვლით, N3
დაწესებულების დეესკალაციის ოთახში თვითდაზიანება პატიმრებმა 9 შემთხვევაში
56
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მიიყენეს. შესაბამისად, ნათელია, რომ მხოლოდ დეესკალაციის ოთახში მოთავსება ვერ
იქნება ეფექტური საშუალება პატიმრების მიერ თვითდაზიანების მიყენების თავიდან
ასაცილებლად და იქ არსებული პატიმრობის პირობები, იზოლირებასთან ერთად შესაძლოა
პატიმრის მიერ თვითაგრესიის მაპროვოცირებელიც კი გახდეს.
აღსანიშნავია,
რომ
როგორც
შემოწმების
შედეგად
გაირკვა,
იმ
შემთხვევაში,
თუ
დაწესებულების ადმინისტრაცია ჩათვლის, რომ არსებობს პატიმრის მიერ საკუთარი, სხვისი
სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაზიანების რისკი, უსაფრთხოების ღონისძიების გამოყენება,
მათ შორის დეესკალაციის ოთახში პატიმრის მოთავსება არის ერთადერთი ინტერვენცია.
საგულისხმოა, რომ პატიმრის დეესკალაციის ოთახში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილებას
იღებს დაწესებულების დირექტორი და არ ხდება ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, სოციალური
მუშაკის, ექიმის და დაწესებულების სხვა სამსახურების თანამშრომლების ერთობლივი,
მულტიდისციპლინური
მუშაობა
და
ჩარევა,
ზემოხსენებული
რისკების
შემცირების/აღმოფხვრის მიზნით.
როგორც N3 და N6 პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტის შედეგად გაირკვა, პატიმრებს
აქვთ განცდა, რომ დეესკალაციის ოთახებში მათი გადაყვანა ხდება დასჯის მიზნით, მათ
მიერ დაწესებულების დებულების დარღვევის შემთხვევაში და არა მათი უსაფრთხოების
დაცვის მიზნით. N3 დაწესებულებაში არსებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად
ჯგუფმა გაარკვია, რომ დეესკალაციის ოთახში მოთავსების 51 შემთხვევიდან 22 შემთხვევაში,
პატიმრის დისციპლინური დასჯა (სატელეფონო საუბრის უფლების, პაემნის უფლების,
პირადი მიმოწერის უფლების შეზღუდვა) მოხდა დეესკალაციის ოთახში გადაყვანის
პერიოდში. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ დაუშვებელია დასჯის მიზნით უსაფრთხოების
ღონისძიებების გამოყენება და ის უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ კანონმდებლობით
განსაზღვრულ მიზანს, დაწესებულებაში მყოფ პირთა უსაფრთხოების დაცვას.
იმ პირობებში, როდესაც დაწესებულებებში არ არის სათანადო სარეაბილიტაციო და
ფსიქოლოგიური სერვისები და დღე-ღამის განმავლობაში პატიმრები საკანში ატარებენ 23
საათს, სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, ხანგრძლივი ვადით პატიმრების
დეესკალაციის ოთახში მოთავსება შესაძლოა გაუტოლდეს სასტიკ, არაადამიანურ და
ღირსების შემლახავ მოპყრობას და ზრდის ამ პატიმრების მხრიდან საკუთარი თავისთვის ან
სხვა პირებისთვის საფრთხის შექმნის რისკს.62
62გაეროს
სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში 2015 წელს საქართველოში
განხორციელებული ვიზიტის შესახებ ანგარიშში (პარ. 85) აღნიშნავს: „სპეციალური მომხსენებელი
ინფორმირებულ იქნა იმასთან დაკავშირებით, რომ პრაქტიკაში პატიმრებმა შესაძლებელია რამდენიმე
თვე გაატარონ იზოლირების პირობებში და მიიჩნევს, რომ აღნიშნული შეიძლება წარმოადგენდეს
სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავი მოპყრობას და წამებასაც კი გაუტოლდეს. ანგარიში
ინგლისურ
ენაზე
ხელმისაწვდომია
შემდეგ
მისამართზე:
https://documents-ddsny.un.org/doc/UNDOC/GEN/G15/273/24/PDF/G1527324.pdf?OpenElement) [ბოლოს ნანახია: 10.09.2017].
57
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ასევე, აღსანიშნავია, რომ დეესკალაციის ოთახში მოთავსების ღონისძიების გამოყენების
საფუძვლები, პროცედურა და სამართლებრივი გარანტიები გათვალისწინებული არ არის
საკანონმდებლო დონეზე და რეგულირდება მხოლოდ მინისტრის კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტით. ვინაიდან ამ ოთახებში მოთავსება თავისი ბუნებით წარმოადგენს
შემზღუდველ
ღონისძიებას,
საკანონმდებლო
დონეზე.
მნიშვნელოვანია,
აღნიშნული
რომ
მისი
საკითხის
რეგულირება
მოხდეს
კანონმდებლობის
დონეზე
დარეგულირების მიზნით, 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა
წინადადებით
მიმართა
საქართველოს
პარლამენტს,
კანონით
დარეგულირებულიყო
დეესკალაციის ოთახში პატიმრის მოთავსების საფუძვლები, პროცედურა და მაქსიმალური
გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა იყოს 24 საათზე მეტი. ასევე განისაზღვროს ამ
ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირი, გადაწყვეტილების
დასაბუთების სტანდარტი და მისი გამოყენებისას პატიმრის სამართლებრივი დაცვის
გარანტიები. აღსანიშნავია, რომ ხსენებული წინადადება არ შესრულებულა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა
რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, უზრუნველეყო
დეესკალაციის ოთახებში განხორციელებული ვიდეოჩანაწერების მინიმუმ 1 თვის ვადით
შენახვა, თუმცა, აღნიშნული რეკომენდაცია არ შესრულებულა და დეესკალაციის ოთახებში
განხორციელებული ჩანაწერები ინახება საერთო წესით, არანაკლებ 120 საათით.
ზემოთ მითითებულ საკითხთან დაკავშირებით საგულისხმოა, რომ დეესკალაციის ოთახში
მოთავსება არის წესრიგის და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით პატიმრის მიმართ
იძულებითი
ხასიათის
ღონისძიება,
რა
დროსაც
მომატებულია
პატიმრის
მიერ
თვითდაზიანების ან მის მიმართ ძალის გამოყენების რისკი, რაც, თავის მხრივ, ზრდის ამ
პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის რისკს. არსებული რეგულაციის თანახმად,
დეესკალაციის
ოთახებში
ვიზუალური
ან/და
ელექტრონული
საშუალებით
განხორციელებული ჩანაწერების დაარქივება ხდება კონკრეტული პირის გადაწყვეტილებით,
იმ
შემთხვევაში,
თუ
სამართალდარღვევა,
სახეზეა
სამართლებრივი
მათ
შორის,
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
გარდაცვალება
მოთხოვნათა
რეჟიმის
სავარაუდო
ან
დანაშაულის
ნებისმიერი
ქმედება,
დარღვევა,
ფაქტები,
რომელმაც
შეიძლება გამოიწვიოს ზემოაღნიშნული ფაქტები. ამდენად, სახალხო დამცველი მიიჩნევს,
რომ
დეესკალაციის
ოთახებში
განხორციელებული
მეთვალყურეობის
ჩანაწერების
დაარქივება არ უნდა ხდებოდეს კონკრეტული პირის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების
საფუძველზე,
არამედ,
აღნიშნული
ჩანაწერების
დაარქივება
უნდა
მოხდეს,
ყველა
შემთხვევაში, ავტომატურად. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რადგან, შესაძლოა, არსებული
რეგულაციით, იმწუთიერად არ იკვეთებოდეს დაარქივების საფუძველი, თუმცა, გარკვეული
პერიოდის გასვლის შემდეგ, პატიმარმა წარადგინოს საჩივარი და სადაოდ გახადოს
58
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დეესკალაციის
ოთახში
გასათვალისწინებელია
მისი
ასევე
უფლებების
ის
გარემოება,
დარღვევის
რომ
საკითხი.
მითითებული
ამ
შემთხვევაში
ჩანაწერები
იქნება
სამინისტროს თანამშრომელთა მიმართ ცრუ და დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან დაცვის
გარანტია.
ამდენად, უცვლელია სახალხო დამცველის პოზიცია იმის შესახებ, რომ დეესკალაციის
ოთახებში
პატიმრების
მოთავსება
უნდა
მოხდეს
მხოლოდ
კანონმდებლობით
გათვალისწინებული მკაფიო სამართლებრივი რეგულირების ფარგლებში და საკმარისი
სამართლებრივი გარანტიების არსებობის პირობებში, რათა თავიდან იქნას აცილებული ამ
ზომის გამოყენებით ადამიანის უფლებათა დარღვევა. აღნიშნული შესაძლებელია მხოლოდ
იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობაში კონკრეტულად გაიწერება, ვისი გადაწყვეტილებით
შეიძლება მოთავსდეს პირი დეესკალაციის ოთახში, აღნიშნული ღონისძიების გამოყენების
დასაბუთების სტანდარტი და მისი გამოყენების მაქსიმალური 24 საათიანი ვადა.
წინადადება საქართველოს პარლამენტს
კანონით დარეგულირდეს დეესკალაციის ოთახში პატიმრის მოთავსების საფუძვლები,
პროცედურა და მაქსიმალური გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა იყოს 24 საათზე მეტი.
ასევე განისაზღვროს ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირი,
გადაწყვეტილების
დასაბუთების
სტანდარტი
და
მისი
გამოყენებისას
პატიმრის
სამართლებრივი დაცვის გარანტია
რეკომენდაციები
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
უზრუნველყოს „პატიმრობის კოდექსში“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავება,
რომლის თანახმად განსაზღვრული იქნება დეესკალაციის ოთახში პატიმრის მოთავსების
საფუძვლები, პროცედურა და მაქსიმალური გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა იყოს 24
საათზე მეტი; ასევე განისაზღვროს ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების
მიმღები პირი, გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტი, მისი გამოყენებისას პატიმრის
სამართლებრივი დაცვის გარანტიები და უზრუნველყოს ამ პაკეტის მთავრობისათვის
წარდგენა პარლამენტში ინიცირებისათვის
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განისაზღვროს დეესკალაციის ოთახში მოთავსების
ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების გზით უზრუნველყოს დეესკალაციის
მაქსიმალური გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა იყოს 24 საათზე მეტი
ოთახში პირის მოთავსებისას კანონმდებლობის განუხრელი დაცვა
უზრუნველყოს 2015 წლის 19 მაისის N35 ბრძანებით დამტკიცებული ვიზუალური ან/და
ელექტრონული
59
საშუალებით
მეთვალყურეობისა
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
და
კონტროლის
განხორციელების,
ჩანაწერების
შენახვის,
განხორციელება,
წაშლისა
რომლის
და
განადგურების
წესში
თანახმად,
დეესკალაციის
ოთახებში
შესაბამისი
ცვლილების
განხორციელებული
ვიზუალური ან/და ელექტრონული მეთვალყურეობის ჩანაწერები უნდა დაარქივდეს, ყველა
შემთხვევაში, არანაკლებ 1 თვის ვადით
უზრუნველყოს დეესკალაციის ოთახებში უსაფრთხო გარემოს შექმნა, მათ შორის, რბილი
მასალით კედლებისა და იატაკის მოპირკეთება.
ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა
პატიმრების მიმართ ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის
საფუძველი განსაზღვრულია „პატიმრობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი ნაწილით.63
ხოლო, ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის
განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესი განსაზღვრულია
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის N35
ბრძანებით.
ხსენებული წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
ელექტრონული
მეთვალყურეობა
და
კონტროლი
არ
შეიძლება
განხორციელდეს
დაწესებულებაში არსებულ საერთო სარგებლობის საშხაპეებში, საერთო სარგებლობის
საპირფარეშოებში
საქართველოს
და
ხანგრძლივი
კანონმდებლობით
პაემნებისათვის
დადგენილი
განკუთვნილ
წესითა
და
ოთახებში,
საქართველოს
გარდა
კანონით
გათვალისწინებული შემთხვევისა.“ აღნიშნულ დათქმასთან დაკავშირებით, საქართველოს
სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ 2014 წლის 19 დეკემბერს წინადადებით მიმართა
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, რომ იმ ადგილების
ჩამონათვალს, სადაც არ შეიძლება განხორციელდეს მეთვალყურეობა, დამატებოდა საკანში
არსებული საპირფარეშოები, თუმცა, აღნიშნული რეკომენდაცია არ შესრულებულა.
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი (CPT) სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული
ვიზიტების
შედეგების
შესახებ
ანგარიშებში
ცალსახად
აღნიშნავს,
რომ
ციხეებში
მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების პროცესში პატიმრების პირადი
63
დასაბუთებული
ვარაუდის
არსებობისას
ადმინისტრაციას
უფლება
აქვს,
ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან სხვა პირთა უსაფრთხოებისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან
გამომდინარე – თვითმკვლელობის, თვითდაზიანების, მის ან სხვა პირთა მიმართ ძალადობის,
ქონების დაზიანების, აგრეთვე სხვა დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის თავიდან
ასაცილებლად განახორციელოს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და
კონტროლი. ელექტრონული მეთვალყურეობა ხორციელდება აუდიო და ვიდეოსაშუალებებით ან/და
კონტროლის სხვა ტექნიკური საშუალებებით. ადმინისტრაცია უფლებამოსილია განახორციელოს
ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის, კონტროლის და ამ პროცესის შედეგად მიღებული
ინფორმაციის ჩაწერა.
60
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაცული უნდა იყოს საპირფარეშოებითა და
საშხაპეებით სარგებლობის დროს.64
საანგარიშო
პერიოდში
სპეციალური
პრევენციული
ჯგუფის
მიერ
პენიტენციურ
დაწესებულებებში განხორციელებული ვიზიტების შედეგად გაირკვა, რომ N6 პენიტენციურ
დაწესებულებაში არ არის დაცული პატიმრების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის
უფლება.
კერძოდ,
დაწესებულების
უმეტეს
საკანში
დამონტაჟებულია
ვიზუალური
მეთვალყურეობის სისტემა (ვიდეოკამერები), რომლის არეალშიც ექცევა საპირფარეშოს
ტერიტორია და უზრუნველყოფილი არ არის პატიმრის პრივატულობა.
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი (CPT) დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ვიზუალური
ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის თაობაზე მიღებული
გადაწყვეტილების დასაბუთებულობას და მიუთითებს, რომ სათანადო დასაბუთების გარეშე
აღნიშნული ღონისძიების გამოყენება შეიძლება ჩაითვალოს პატიმრის პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად.65
გარდა ამისა, საქართველოს სახალხო დამცველი 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში
მიუთითებდა, რომ პატიმრებისთვის საკმარისი სამართლებრივი გარანტიების მიცემის
მიზნით, აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ბრძანებაში მიეთითოს იმ
ფაქტებისა
და
გარემოებების
ერთობლიობა,
რომლებმაც
განაპირობა
აღნიშნული
ღონისძიების განხორციელების აუცილებლობა, ასევე, ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს,
თუ რატომ არ არის ეფექტური სხვა საშუალებების გამოყენება მოცემულ შემთხვევაში. ყველა
ინდივიდუალურ საქმეში რისკი უნდა შეფასდეს დეტალურად და მიღებულ ბრძანებაში
ნათლად უნდა ჩანდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა
და კონტროლის განხორციელების უალტერნატივობა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ
რეკომენდაცია არ შესრულებულა.
ისევე როგორც 2015 წელს, 2016 წლის განმავლობაშიც სპეციალური პრევენციული ჯგუფის
მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული შემოწმების შედეგები ცხადყოფს, რომ
დამკვიდრებული პრაქტიკით ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის შესახებ
64
იხილეთ: http://www.cpt.coe.int/documents/hun/2010-16-inf-eng.pdf გვ. 19, პარ. 31, ასევე,
http://www.cpt.coe.int/documents/ita/2013-32-inf-eng.pdf გვ. 30, პარ. 60 [ბოლოს ნანახია 12.03.2016].
65
წამების, არაადამიანური დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის ევროპული კომიტეტი (СPT),
კომიტეტის ვიზიტი უკრაინაში 1-10 დეკემბერი, 2012 წელი, პარაგრაფი 52, ხელმისაწვდომია
ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: http://www.cpt.coe.int/documents/ukr/2013-23-inf-eng.htm
[ბოლოს ნანახია 12.03.2016].
61
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ბრძანება შეიცავს მწირ ინფორმაციას და შაბლონური ხასიათისაა, რაც დეტალურად
მიმოხილულია საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში.66
გარდა ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის დაწესების
შესახებ
გადაწყვეტილების
დასაბუთებისა,
მნიშვნელოვანია,
პერიოდულად
მოხდეს
აღნიშნული გადაწყვეტილების გადახედვა. „ევროპული ციხის წესების“ 50.1 წესის თანახმად,
„ინდივიდუალური პატიმრების მიმართ გამოყენებული უშიშროების ზომები უნდა იყოს
მინიმალური, რაც კი საჭიროა მათი უსაფრთხო პატიმრობისთვის.“ 50.4 წესის თანახმად,
„ყოველი პატიმარი უნდა იმყოფებოდეს იმგვარი უშიშროების პირობებში, რომლებიც
შეესაბამება სათანადო რისკის დონეს.“ 50.5 წესის თანახმად, „საჭირო უშიშროების დონე
უნდა გადაისინჯოს რეგულარული ინტერვალებით პირის პატიმრობის მთელი ვადის
განმავლობაში.“
მისასალმებელია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა
გაიზიარა საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება, პენიტენციურ დაწესებულებებში
ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის
განხორციელების,
ჩანაწერების
შენახვის,
წაშლისა
და
განადგურების
წესში,
მეთვალყურეობის დაწესების შესახებ გადაწყვეტილების გადასინჯვის ვალდებულების
განსაზღვრის თაობაზე,67 თუმცა იმ პირობებში, როდესაც პრაქტიკაში გადაწყვეტილებას
შაბლონური ხასიათი აქვს, აზრს კარგავს ფორმალურად ახალი, იმავე დასაბუთების ხარისხის
გადაწყვეტილების გამოტანა.
ასევე, საგულისხმოა, რომ 2014 და 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშებში საქართველოს
სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის
მინისტრს,
განესაზღვრა
ვიდეომეთვალყურეობის
სისტემის
მიერ
განხორციელებული ჩანაწერების შენახვის გონივრული ვადა (არანაკლებ 10 დღისა).
აღნიშნულთან
დაკავშირებით,
2017
წლის
20
მარტს,
ცვლილება
შევიდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის N35 ბრძანებით
დამტკიცებულ ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და
კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესში,
რომლის თანახმად, ჩანაწერების შენახვის მინიმალურ ვადად განისაზღვრა 120 საათი (5 დღეღამე), რასაც სახალხო დამცველი ცალსახად, წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს, თუმცა
66
საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, გვ. 46.
67
ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის
განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის მე-4 მუხლის პირველი
პუნქტით განისაზღვრა, რომ შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, ვიზუალური ან/და
ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის და კონტროლის განხორციელების თაობაზე
გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების დირექტორი, რის თაობაზეც გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.
ბრძანება გამოიცემა მითითებული საფუძვლების აღმოფხვრამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვის ვადით.
62
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
უნდა აღინიშნოს, რომ როგორც სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი პრაქტიკა ცხადყოფს,
აუცილებელია მითითებული ჩანაწერები ინახებოდეს არანაკლებ 10 დღის ვადით. სახალხო
დამცველი ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სპეციალური
პრევენციული ჯგუფის წევრების დაუბრკოლებელი დაშვება ასეთ ჩანაწერებზე.
გარდა
ზემოაღნიშნულისა,
ვიზუალური
ან/და
ელექტრონული
საშუალებით
მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და
განადგურების წესის მე-8 მუხლი ფაქტიურად იმეორებს პატიმრობის კოდექსის შესაბამის
მუხლს და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაცია უფლებამოსილია კოდექსის 54–ე მუხლის მე-6
პუნქტით გათვალისწინებული პირების68 შეხვედრას დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური
საშუალებებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის
გარეშე. ხსენებულთან დაკავშირებით, 2014 და 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშებში
სახალხო დამცველმა შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართა საქართველოს პარლამენტსა და
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
მინისტრს,
რათა
პატიმრობის
კოდექსში
და
ზემოაღნიშნულ წესში შესულიყო ცვლილება, რომლის თანახმად, საქართველოს სახალხო
დამცველის/სპეციალური
პრევენციული
ჯგუფის
წევრის
შეხვედრა
მსჯავრდებულთან/ბრალდებულთან კონფიდენციალურია და დაუშვებელია რაიმე სახის
მიყურადება ან თვალთვალი; თუმცა, აღნიშნული რეკომენდაცია არ შესრულებულა.
სახალხო დამცველი მოითხოვს, რომ სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციის ჯგუფის
წევრებთან მიმართებით აღნიშნული დებულება უნდა შეიცვალოს როგორც ვიზუალური
ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების,
ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესში, ასევე პატიმრობის შესახებ
კოდექსში, ვინაიდან აღნიშნული დებულებები ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს
სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის
მიხედვითაც საქართველოს სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის
წევრის
შეხვედრა
დაკავებულებთან,
პატიმრობაში
მყოფ
ან
სხვაგვარად
თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან და მსჯავრდებულებთან, კონფიდენციალურია. რაიმე
სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია.
რეკომენდაციები
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს
68
საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ საამისოდ
უფლებამოსილი პარლამენტის წევრები, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პროკურატურის სისტემის
საამისოდ უფლებამოსილი პირები, საქართველოს სახალხო დამცველი, მინისტრი და მის მიერ
საამისოდ უფლებამოსილი პირები, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები.
63
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
უზრუნველყოს
„პატიმრობის
კოდექსში“
საკანონმდებლო
ცვლილებათა
პაკეტის
შემუშავება, რომლის თანახმად განსაზღვრული იქნება, რომ საქართველოს სახალხო
დამცველის/სპეციალური
პრევენციული
ჯგუფის
წევრის
შეხვედრა
მსჯავრდებულთან/ბრალდებულთან კონფიდენციალურია და რაიმე სახის მიყურადება ან
თვალთვალი დაუშვებელია; ეს პაკეტი
წარადგინოს მთავრობასთან პარლამენტში
ინიცირებისათვის
შევიდეს ცვლილება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა
და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების
წესის დამტკიცების შესახებ მინისტრის ბრძანებაში და გაკეთდეს ჩანაწერი, რომლის
თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის
წევრის შეხვედრა მსჯავრდებულთან/ბრალდებულთან კონფიდენციალურია და რაიმე
სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია
ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის
განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესში, იმ ადგილების
ჩამონათვალს, სადაც არ შეიძლება განხორციელდეს მეთვალყურეობა, დაემატოს საკანში
არსებული საპირფარეშოები
უზრუნველყოს
შემუშავება,
„პატიმრობის
რომლის
კოდექსში“
თანახმად
საკანონმდებლო
განსაზღვრული
იქნება,
ცვლილებათა
რომ
საკანში
პაკეტის
არსებულ
საპირფარეშოებში არ შეიძლება განხორციელდეს მეთვალყურეობა; პაკეტი წარადგინოს
მთავრობასთან პარლამენტში ინიცირებისათვის
ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის
განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის შესახებ
მინისტრის ბრძანება ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ მოიცავდეს ინფორმაციას იმ
გარემოებების შესახებ, რომლებმაც განაპირობა ვიზუალური ან/და ელექტრონული
საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების აუცილებლობა და
უალტერნატივობა
მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა
განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა ზომები არაეფექტურია და იმ
ხანგრძლივობით,
რაც
მკაცრად
აუცილებელია
კონკრეტული
გარემოებების
გათვალისწინებით, ამასთან, უზრუნველყოფილი იყოს ელექტრონული საშუალებით
მეთვალყურეობის შესახებ გადაწყვეტილების სათანადო დასაბუთება
შესაბამისი
ბრძანებით
განსაზღვროს
ვიდეომეთვალყურეობის
სისტემის
მიერ
განხორციელებული ჩანაწერების შენახვის გონივრული ვადა (არანაკლებ 10 დღისა) და
უზრუნველყოს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების დაუბრკოლებელი დაშვება
ასეთ ჩანაწერებზე.
წინადადება საქართველოს პარლამენტს
პატიმრობის კოდექსში შევიდეს ცვლილება და გაკეთდეს ჩანაწერი, რომლის თანახმად,
საქართველოს
სახალხო
დამცველის/სპეციალური
პრევენციული
ჯგუფის
წევრის
შეხვედრა მსჯავრდებულთან/ბრალდებულთან კონფიდენციალურია და რაიმე სახის
მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია
64
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
პატიმრობის კოდექსში შევიდეს ცვლილება და გაკეთდეს ჩანაწერი, რომლის თანახმად,
საკანში არსებულ საპირფარეშოებში არ შეიძლება მიმდინარეობდეს მეთვალყურეობა
უსაფრთხოების დაცვის მიზნით პატიმრების განცალკევებით მოთავსება
პატიმრების
განცალკევებით
მოთავსების
საფუძველი
განსაზღვრულია
„პატიმრობის
კოდექსის“ 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.69 ხოლო, მითითებული
ღონისძიების გამოყენების საფუძვლები და პროცედურები რეგულირდება საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებებით თითოეულ
პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებების დამტკიცების შესახებ. ამ დებულებათა
შესაბამისი მუხლებით განსაზღვრულია მსგავსი პროცედურა ყველა დაწესებულებისთვის.70
აღსანიშნავია,
რომ
დადგენილი
განსაკუთრებული
დებულებებითა
განცალკევების
და
განსაკუთრებული
სხვა
ვადის
რისკის
დანარჩენი
რისკის
გაგრძელების
თავისუფლების
განსხვავებული
აღკვეთის
დაწესებულებების
თავისუფლების
პირობებია
დაწესებულებების
დებულებებით.
აღკვეთის
დებულებების
კერძოდ,
თანახმად,
აუცილებლობის შემთხვევაში, პატიმრის სხვა პატიმრებისგან განცალკევებით მოთავსების
ხანგრძლივობა დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გაიზარდოს
გონივრული ვადით, იმ საფრთხის აღმოფხვრამდე, რომლის საფუძველზეც მოხდა პატიმრის
განცალკევება;
ხოლო
სხვა
დანარჩენი
აუცილებლობის
შემთხვევაში,
განცალკევებით
მოთავსების
გადაწყვეტილებით,
შეიძლება
ღონისძიებებმა
შესაბამისი
დეპარტამენტის
დირექტორის
დაწესებულებების
მსჯავრდებულის
ხანგრძლივობა,
გაიზარდოს
შედეგები
წინაშე
არ
კიდევ
დებულებების
სხვა
დაწესებულების
30
გამოიღო,
შუამდგომლობს
დღით.
თანახმად,
მსჯავრდებულებისაგან
თუ
დირექტორის
უსაფრთხოების
დაწესებულების
დირექტორი
მსჯავრდებულის
ან
მისი
უსაფრთხოებისათვის საშიში პირების პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის აღსრულების
სხვა დაწესებულებაში დადგენილი წესით გადაყვანის თაობაზე. შესაბამისი საფუძვლების
69 პატიმრის მიერ საკუთარი თავის, სხვისი და ქონების დაზიანების თავიდან აცილების, პენიტენციურ
დაწესებულებაში
დანაშაულისა
და
სხვა
სამართალდარღვევის
აღკვეთის,
ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის
კანონიერი
მოთხოვნისადმი
დაუმორჩილებლობის,
თავდასხმის
მოგერიების,
ჯგუფური
დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით, დასაბუთებული
გადაწყვეტილებით, პატიმარი შეიძლება სხვა პატიმრებისგან განაცალკეონ.
70კერძოდ, დაწესებულების დირექტორი მსჯავრდებულის განცხადების საფუძველზე ან საკუთარი
ინიციატივით, თუ არსებობს შესაბამისი საფუძველი, იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის
გონივრული ვადით სხვა მსჯავრდებულებისგან განცალკევებით მოთავსების თაობაზე, ხოლო
დაწესებულების დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მსჯავრდებული სხვა მსჯავრდებულებისგან
განცალკევებით მოთავსდება საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ, მაგრამ არაუმეტეს 24 საათისა.
მსჯავრდებულის სხვა მსჯავრდებულებისაგან განცალკევების მოთავსების თაობაზე დაწესებულების
დირექტორი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.
65
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
არსებობისას ასეთი შუამდგომლობის აღსაძრავად აუცილებელი არ არის თავდაპირველად
დადგენილი ვადის ამოწურვა.
მითითებულ საკითხთან დაკავშირებით, 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო
დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს,
განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების დებულებებში
შესულიყო ცვლილება და განსაზღვრულიყო პატიმრების განცალკევების მაქსიმალური ვადა,
თუმცა აღნიშნული რეკომენდაცია არ შესრულებულა.
საანგარიშო
პერიოდში
სპეციალური
პრევენციული
ჯგუფის
პენიტენციურ
მიერ
დაწესებულებებში განხორციელებული შემოწმების შედეგად ირკვევა, რომ პატიმრების
განცალკევებით განთავსების პრაქტიკა აქტიურად გამოიყენება. კერძოდ, ზემოაღნიშნული
პროცედურის დაცვით, 2016 წელს N3 დაწესებულებაში განცალკევებით მოთავსებული იყო 1
პატიმარი, N6 დაწესებულებაში - 108, N8 დაწესებულებაში - 115, N11 დაწესებულებაში - 1,
N14 დაწესებულებაში - 46, N15 დაწესებულებაში - 38, N17 დაწესებულებაში - 151, N18
დაწესებულებაში - 6, N19 დაწესებულებაში - 6.
გარდა ამისა, ისევე, როგორც 2015 წელს, 2016 წლის განმავლობაშიც, სისტემურ ხასიათს
ატარებდა პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების განმარტოებით საკანში მოთავსება
სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის პირობებში, ზემოაღნიშნული პროცედურის
დაცვის გარეშე. კერძოდ, N6, N7 და N9 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ცალკეული
პატიმრები მათი ნების საწინააღმდეგოდ, წლების განმავლობაში იმყოფებოდნენ და
ამჟამადაც იმყოფებიან სხვა პატიმრებისგან განცალკევებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ
მითითებული პატიმრებიდან ზოგიერთს საერთოდ არ უსარგებლია ხანგრძლივი პაემნის
უფლებით
და
ერთ-ერთ
მათგანს,
რომელიც
2005
წლიდან
სხვა
პატიმრებისგან
განცალკევებით იმყოფება, სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს უვადო თავისუფლების
აღკვეთა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უსვამს ხაზს,
რომ კონვენციის მესამე მუხლის თანახმად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პირის მიერ
სასჯელის მოხდა ადამიანის ღირსების პატივისცემის პირობებში, რომ სასჯელის მოხდამ არ
გამოიწვიოს განსაცდელი და ტანჯვა, რომლის ინტენსივობაც გადააჭარბებს პატიმრობის
თანმდევ,
გარდაუვალ
ტანჯვას
და,
პატიმრობის
პრაქტიკული
მოთხოვნებიდან
გამომდინარე, პიროვნების ჯანმრთელობა სათანადოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი.71
სასამართლო
ასევე
აღნიშნავს,
რომ
პატიმრობაში
71
ყოფნის
პირობების
შეფასებისას
იხ. ვალაშინასი ლიტვის წინააღმდეგ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საქმე (Valašinas
v. Lithuania), no. 44558/98, § 102, ECHR 2001-VIII; ასევე, Kudła v. Poland [GC], no. 30210/96, § 94, ECHR
2000-XI.
66
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
გასათვალისწინებელია
მათი
კუმულატიური
ეფექტი,
ისევე
როგორც
მომჩივნის
კონკრეტული ბრალდებები.72
ამავდროულად, სასამართლომ საქმეში ფრეთი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ73 დაადგინა,
რომ „უფლება მოიცავს პირის ფიზიკური და ფსიქიკური (სულიერი) მთლიანობის
ელემენტებს. პირადი ცხოვრება შეიძლება მოიცავდეს ისეთ ასპექტებსაც, როგორიც
საკუთარი თავის აღქმაა.“ სასამართლომ განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად
თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ასევე ფარავს პიროვნების
განვითარებისა და სხვა პირებსა თუ გარე სამყაროსთან ურთიერთობის დამყარების
უფლებას.74
ამასთან, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ „კომიტეტი
განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს იმ მსჯავრდებულთ, რომლებიც იმყოფებიან
განცალკევებით მოთავსებასთან მიახლოებულ პირობებში, მიუხედავად იმისა, თუ რა არის
ამის მიზეზი (დისციპლინარული მიზეზი, მათი „საშიში“ თუ „რთული ქცევის“ შედეგი,
სისხლის
სამართლებრივი
გამოძიების
ინტერესები,
მათი
პირადი
მოთხოვნა).
პროპორციულობის პრინციპი მოითხოვს, რომ დაცული იყოს ბალანსი საქმის მოთხოვნებსა
და განცალკევებით მოთავსების ტიპის რეჟიმის გამოყენებას შორის, რომელიც ისეთი
ნაბიჯია, რასაც მოჰყვება ძალიან მძიმე შედეგები. მარტო განთავსება, ზოგიერთ შემთხვევაში,
შეიძლება გაუტოლდეს არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას; ნებისმიერ
შემთხვევაში, ეს ზომა უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე“75. ასევე, 2015 წელს
საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიშში, წამების საკითხებში გაეროს სპეციალური
მომხსენებელი
აღნიშნავს,
ყურადღებას
რომ
თვეების
ამახვილებს
მანძილზე
პატიმრების
პირთა
იზოლირების
განცალკევებით
პრაქტიკაზე
მოთავსება
და
შესაძლოა
გაუტოლდეს წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და ზრდის პატიმრების
მხრიდან საკუთარი ან სხვისი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საფრხის შექმნის
რისკს.76
ზემოხსენებულ საკითხთან მიმართებით, 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო
დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს,
პატიმრების განცალკევებით მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების გადასინჯვა მოხდეს
სავალდებულო წესით, ამ ღონისძიების გამოყენებიდან 14 დღის შემდეგ და, შემდგომში,
72
იხ. Dougoz v. Greece, no. 40907/98, § 46, ECHR 2001-II.
Pretty v UK (29 April 2002).
74
Burghartz, p. 37, § 47, and Friedl v. Austria, 31 January 1995, p. 20, § 45).
75 CPT-ს 1998 წლის ანგარიში ფინეთში ვიზიტის შედეგების შესახებ (CPC/Inf(96)28).
76
წამების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიში 2015 წელს საქართველოში
ვიზიტის შესახებ A/HRC/31/57/Add.3, პარ. 85.
73
67
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ამავე
დროის
ინტერვალით.
აღსანიშნავია,
რომ
მითითებული
რეკომენდაცია
არ
შესრულებულა.
უცვლელია სახალხო დამცველის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მნიშვნელოვანია,
საკანონმდებლო დონეზე შეიქმნას შესაბამისი სამართლებრივი გარანტიები იმისათვის, რომ
განცალკევებით მოთავსებულ პატიმრებს დამატებით არ შეექმნათ იმგვარი პატიმრობის
პირობები, რომელიც გააძლიერებს როგორც თავისუფლების აღკვეთით, ასევე იზოლირებით
გამოწვეულ თანმდევ ტანჯვას.
ზემოაღნიშნული მსჯავრდებულების შემთხვევაში, გაურკვეველია, რა ვადით მოქმედებს
პატიმრების მიმართ განცალკევებით მოთავსების ზომა და კონკრეტულად რა გარემოებების
დადგენის შემდეგ აღარ იარსებებს მისი გამოყენების საჭიროება, ასევე, რატომ არის
შეუძლებელი პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ მითითებული მიზნის მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მიღწევა კონკრეტული მსჯავრდებულის
სხვა მსჯავრდებულებთან მოთავსების ან სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში.
ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო
დამცველმა რეკომენდაციებით მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს,
დაუყოვნებლივ უზრუნველეყო იმ პატიმრების მოთავსება სხვა პატიმრებთან ერთად,
რომლებიც
განცალკევებით
არიან
მოთავსებული
მათი
ნების
საწინააღმდეგოდ,
პენიტენციური დაწესებულებების დებულებებით გათვალისწინებული საფუძვლისა და
პროცედურების დაცვის გარეშე. ასევე, შეექმნა შესაბამისი სამართლებრივი გარანტიები
იმისათვის, რომ განცალკევებით მოთავსებულ პატიმრებს დამატებით არ შეექმნათ იმგვარი
პატიმრობის პირობები, რომლებიც გააძლიერებს როგორც თავისუფლების აღკვეთით, ასევე
იზოლირებით
გამოწვეულ
თანმდევ
ტანჯვას.
აღსანიშნავია,
რომ
მითითებული
რეკომენდაციები არ შესრულებულა.
დაუშვებელია
ადამიანის
უფლებათა
საერთაშორისო
სამართლის
მიდგომის
უგულებელყოფა, რომლის თანახმად, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, პერიოდულად
გადასინჯოს
მსჯავრდებულის
უსაფრთხოების
მიზნით
გამოყენებული
ღონისძიების
საჭიროება და პროპორციულობა. ევროპული ციხის წესების 50.5-ე წესის თანახმად, „საჭირო
უშიშროების დონე უნდა გადაისინჯოს რეგულარული ინტერვალებით პირის პატიმრობის
მთელი ვადის განმავლობაში“.
საქმეში „რამირეს სანჩესი საფრანგეთის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა
სასამართლომ განმარტა, რომ მსჯავრდებულის იზოლაცია არ შეიძლება გამოყენებულ იქნას
განუსაზღვრელი ვადით. უფრო მეტიც, გადამწვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ
მსჯავრდებულს შესაძლებლობა ჰქონდეს, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების
მიერ გადასინჯოს გამოყენებული ღონისძიების სახე და საფუძვლები. ამავე საქმეში
68
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სასამართლომ დადგინა, კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა, ვინაიდან მსჯავრდებულს არ
მიეცა გამოყენებული ღონისძიების გასაჩივრების შესაძლებლობა.77
როგორც 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა აღნიშნა, დაწესებულების
ადმინისტრაციის მხრიდან, სათანადო დასაბუთების გარეშე და განუსაზღვრელი ვადით,
პატიმრების
განცალკევებით,
მათი
უსაფრთხოების
უზრუნველყოფის
საფუძვლით,
მოთავსებისას ირღვევა როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო
აქტებით დადგენილი სტანდარტები, რაც, ამავდროულად, ეჭვქვეშ აყენებს პენიტენციურ
დაწესებულებებში განთავსებულ პირთა რეაბილიტაციის შესაძლებლობას და მეტიც,
შესაძლოა ქმედება გაუტოლდეს წამებას ან არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.
უცვლელია სახალხო დამცველის პოზიცია იმის შესახებ, რომ დაუშვებელია პირის
განუსაზღვრელი ვადით იზოლირება, მით უფრო, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის მინისტრის დაწესებულებათა დებულებების დამტკიცების შესახებ ცალკეული
ბრძანებებით
დამტკიცებული
საფუძვლისა
და
პროცედურების
გარეშე.
პატიმრების
განუსაზღვრელი დროით იზოლირებით მოთავსებით ირღვევა მათი ფუნდამენტური
უფლებები, რაც გარანტირებულია, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად
თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-3, მე-8 და მე-13 მუხლებით.
რეკომენდაციები
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს
განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების დებულებებში
შევიდეს ცვლილება და განისაზღვროს პატიმრების განცალკევების მაქსიმალური ვადა
პატიმრების განცალკევებით მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების გადასინჯვა მოხდეს
სავალდებულო წესით, ამ ღონისძიების გამოყენებიდან 14 დღის შემდეგ და შემდგომში, ამავე
დროის ინტერვალით
შეიქმნას
შესაბამისი
სამართლებრივი
გარანტიები
იმისათვის,
რომ
განცალკევებით
მოთავსებულ პატიმრებს დამატებით არ შეექმნათ იმგვარი პატიმრობის პირობები, რომლებიც
გააძლიერებს როგორც თავისუფლების აღკვეთით, ასევე იზოლირებით გამოწვეულ თანმდევ
ტანჯვას
ზედამხედველობისა
და
პატიმრების
საწინააღმდეგოდ,
ნების
კონტროლის
განხორციელების
მათი
გზით
იზოლირება
უზრუნველყოს,
განხორციელდეს
რომ
მხოლოდ
უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მხოლოდ პენიტენციური დაწესებულებების
დებულებებით გათვალისწინებული საფუძვლით და პროცედურების დაცვით
დაუყოვნებლივ უზრუნველყოს იმ პატიმრების მოთავსება სხვა პატიმრებთან ერთად,
რომლებიც
77
განცალკევებით
არიან
მოთავსებულები
Ramirez Sancjez v. France, no. 59450/00 § 145, 152.
69
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მათი
ნების
საწინააღმდეგოდ,
პენიტენციური დაწესებულებების დებულებებით გათვალისწინებული საფუძვლისა და
პროცედურების დაცვის გარეშე
სპეციალური საშუალებების გამოყენება
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მოწოდებული
ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებში
სპეციალური საშუალებებიდან გამოყენებული იყო მხოლოდ ხელბორკილი, კერძოდ, N2
დაწესებულებაში
დაფიქსირდა
ხელბორკილის
გამოყენების
53
შემთხვევა,
N3
დაწესებულებაში - 82, N6 დაწესებულებაში - 61, N8 დაწესებულებაში - 16.
2015 წელთან შედარებით, 2016 წელს ხელბორკილები უფრო ნაკლები რაოდენობით იქნა
გამოყენებული N3 და N8 დაწესებულებაში, ასევე 2016 წელს ხელბორკილი არ გამოყენებულა
N15 და N17 დაწესებულებებში, ხოლო 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს უფრო მეტი
რაოდენობით იქნა გამოყენებული N2 და N6 დაწესებულებებში.78
2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა შემდეგი წინადადებებით მიმართა
საქართველოს პარლამენტს:
„პატიმრობის კოდექსში“ შევიდეს ცვლილება და დაემატოს ჩანაწერი, რომლის თანახმად,
დაუშვებელი იქნება ცრემლსადენი გაზის დახურულ სივრცეში გამოყენება
„პატიმრობის კოდექსში“ შევიდეს ცვლილება და განისაზღვროს არალეტალური იარაღის
სახეები
„პატიმრობის კოდექსში“ შევიდეს ცვლილება და დაემატოს ჩანაწერი, რომლის თანახმად,
დაუშვებელი იქნება ხელბორკილის გამოყენებით პირის მყარ ზედაპირზე მიმაგრება
მითითებული რეკომენდაციები არ შესრულებულა. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ
მითითებული რეკომენდაციების შესრულება მნიშვნელოვანია სპეციალური საშუალებების
გამოყენებისას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სათანადო სამართლებრივი გარანტიების
არსებობის უზრუნველსაყოფად.
აღსანიშნავია,
რომ
განსაკუთრებული
რისკის
პენიტენციური
დაწესებულებების
დებულებები უშვებდა დასაბუთების გარეშე, ხელბორკილების რუტინულ გამოყენებას,
კერძოდ, დადგენილი იყო, რომ დღის განმავლობაში, მსჯავრდებულის საკნიდან გამოყვანა
და დაწესებულებაში გადაადგილება დანიშნულების ადგილზე მიყვანამდე, დასაშვებია
მხოლოდ ხელბორკილის გამოყენებით. სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესაბამისად,
2016 წლის დეკემბრის თვეში და 2017 წლის იანვრის თვეში, განსაკუთრებული რისკის
78
2015 წელს ხელბორკილი გამოყენებული იყო N2 - 15 შემთხვევაში, N3 დაწესებულებაში - 123, N6
დაწესებულებაში - 22, N8 დაწესებულებაში - 55, N15 დაწესებულებაში - 1, N17 დაწესებულებაში - 3.
70
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში განხორციელდა ცვლილება, რომლის
თანახმად, შეიცვალა ზემოხსენებული ნორმა და განისაზღვრა, რომ ხელბორკილების
გამოყენება დასაშვებია, თუ მსჯავრდებული თავისი ქმედებით წინააღმდეგობას უწევს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეს ან/და არ ემორჩილება მის კანონიერ
მოთხოვნას, ასევე თუ საფრთხეს უქმნის საკუთარ ან/და სხვის სიცოცხლეს ან/და
ჯანმრთელობას, აზიანებს ან ცდილობს დააზიანოს სხვისი/სახელმწიფო ქონება, ცდილობს
გაქცევას, ან/და თუ არსებობს ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომის
გონივრული ეჭვი. მითითებულ ცვლილებას საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება
და დადებითად აფასებს.
რეკომენდაცია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს
უზრუნველყოს „პატიმრობის კოდექსში“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავება
და ამ პაკეტის მთავრობისათვის წარდგენა პარლამენტში ინიცირებისათვის, რომლის
თანახმად, განსაზღვრული იქნება:
o
არალეტალური იარაღის სახეები
o
ცრემლსადენი გაზის დახურულ სივრცეში გამოყენების დაუშვებლობა
o
ხელბორკილის გამოყენებით პირის მყარ ზედაპირზე მიმაგრების დაუშვებლობა
წინადადებები საქართველოს პარლამენტს
„პატიმრობის კოდექსში“ შევიდეს ცვლილება და დაემატოს ჩანაწერი, რომლის თანახმად,
დაუშვებელი იქნება ცრემლსადენი გაზის დახურულ სივრცეში გამოყენება
„პატიმრობის კოდექსში“ შევიდეს ცვლილება და განისაზღვროს არალეტალური იარაღის
სახეები
„პატიმრობის კოდექსში“ შევიდეს ცვლილება და დაემატოს ჩანაწერი, რომლის თანახმად,
დაუშვებელი იქნება ხელბორკილის გამოყენებით პირის მყარ ზედაპირზე მიმაგრება
შემოწმების პროცედურები
მანდელას წესების შესაბამისად, პატიმრებისა და საკნების ჩხრეკის მარეგულირებელი
კანონები
და
დებულებები
უნდა
შეესაბამებოდეს
ვალდებულებებს და ითვალისწინებდეს
საერთაშორისო
სამართლებრივ
საერთაშორისო სტანდარტებსა და ნორმებს
ციხეებში უსაფრთხოების შენარჩუნების საჭიროების გათვალისწინებით. ჩხრეკა უნდა
ტარდებოდეს ჩხრეკის ობიექტის, ადამიანური ხელშეუვალი ღირსებისა და პირადი ცხოვრების
71
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
პატივისცემით, თანაზომიერების, კანონიერებისა და აუცილებლობის პრინციპების დაცვით.79
სხეულის
შემოწმების
ინვაზიური
ბუნებიდან
გამომდინარე,
სრული
შემოწმება
შესაძლებელია იყოს დამთრგუნველი ან დამამცირებელი ყველა დაკავებულისათვის.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ პატიმრის სხეულის სრული შემოწმება გამოყენებულ
იქნეს, მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მკაცრად აუცილებელია დაწესებულებაში, პატიმრებისა
და გარშემომყოფთა უსაფრთოხებისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად.80
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ სრული გაშიშვლება უნდა
განხორციელდეს მხოლოდ კონკრეტული ეჭვის საფუძველზე, შესაბამის გარემოში და
განხორციელდეს ღირსების პატივისცემის პირობებში.81
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - უეინრაითი გაერთიანებული
სამეფოს წინააღმდეგ - აღნიშნა, რომ სრული შემოწმება, ზოგადად, წარმოადგენს პირადი
ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ
სრული შემოწმების გამოყენება იყოს კანონთან შესაბამისობაში, გამოიყენებოდეს, როგორც
აუცილებელი ზომა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.82
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა, კერძოდ, პატიმრობის კოდექსი83 და მის
საფუძველზე
გამოცემული
კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტები
ითვალისწინებენ
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირად შემოწმებას.84 პენიტენციური დაწესებულებების
დებულებები აკონკრეტებენ, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება
შეიძლება იყოს არასრული და სრული. ბრალდებულის პირადი არასრული შემოწმება
ტარდება,
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
ფოტოდაქტილოსკოპთან,
ექიმთან,
გამომძიებელთან წარდგენამდე და წარდგენის შემდეგ; ახლო ნათესავებთან ან სხვა პირებთან
79
გაეროს გენერალური ასამბლეა, პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესები
(მანდელას წესები), წესი 50, რეზოლუცია მიღებულ იქნა გენერალური ასამბლეის მიერ 2016 წლის 8
იანვარს, A/RES/70/175.
80წამების პრევენციის ასოციაცია(APT), დაკავება ფოკუსში - სხეულის შემოწმება,
ხელმისაწვდომია
ინგლისურ ენაზე ვებგვერდზე: http://www.apt.ch/detention-focus/en/detention_issues/6/ [ბოლოს ნანახია:
10.02.2017].
81
ევროპის საბჭო: წამების პრევენციის კომიტეტი, ანგარიში ბულგარეთის მთავარობისადმი
ბულგარეთში განხორციელებული ვიზიტის შესახებ, რომელიც განხორციელდა წამებისა და
არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ევროპული კომიტეტის (СPT) მიერ 2014 წლის 24
მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით, გამოქვეყნდა 2015 წლის 29 იანვარს, ხელმისაწვდომია ინგლისურ
ენაზე ვებგვერდზე: http://hudoc.cpt.coe.int/eng#{"fulltext":["squat"],"CPTSectionID":["p-bgr-20140324-en23"]} [ბოლოს ნანახია: 10.02.2017].
82
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 26 სექტემბრის განჩინება საქმეზე
უეინრაითი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Wainwright v. the United Kingdom), პარ 42-43.
83
საქართველოს პატიმრობის კოდექსი, მუხლი 75 ნაწილი 4.
84 N5 დაწესებულების დებულება, 22(2).
72
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
შეხვედრამდე და მის შემდეგ; სხვა საკანში გადაყვანისას; ასევე, სხვა შემთხვევებში
დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე.
პირადი
არასრული
შემოწმებისგან
განსხვავებით,
პენიტენციური
დაწესებულების
დებულებები, პატიმრის სრულ შემოწმებას ითვალისწინებს ბრალდებული/მსჯავრდებულის
დაწესებულებაში პირველად შემოსახლებისა და მის მიერ პენიტენციური დაწესებულების
დროებით დატოვებისა და დაბრუნების ყველა შემთხვევაში.85 აგრეთვე,
პენიტენციური
დაწესებულებების დებულებების შესაბამისად, დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი
პირის
გადაწყვეტილებით,
სრული
შემოწმება
შესაძლებელია
განხორციელდეს
სხვა
შემთხვევებშიც.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პენიტენციური დაწესებულებების დებულებებით
გათვალისწინებული დანაწესი, რომლის მიხედვითაც
ბრალდებული/მსჯავრდებულის
სრული შემოწმება უნდა განხორციელდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირველად
შემოსახლების, დაწესებულების დროებით დატოვებისა და დაბრუნების ყველა შემთხვევაში,
წარმოადგენს ბლანკეტური ხასიათის ნორმას, რომელიც იძლევა სრული შემოწმების
რუტინულად და დაუსაბუთებლად განხორცილების შესაძლებლობას.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს სრული შემოწმების
რუტინულად განხორციელების შესაძლებლობას და ის დაფუძნებული უნდა იყოს მხოლოდ
პატიმრის
მხრიდან
უსაფრთხოების
კუთხით
მომდინარე
რისკის
ინდივიდუალური
შეფასების, თანაზომიერებისა და აუცილებლობის პრინციპების გათვალისწინებით. ამავე
დროს, მნიშვნელოვანია, რომ სრული შემოწმება განხორციელდეს გამონაკლის შემთხვევებში
და მხოლოდ შესაბამისი წერილობითი დასაბუთებით. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რათა
არ მოხდეს ადამიანის პირად ცხოვრებაში გაუმართლებელი ჩარევა.
სახალხო დამცველმა, ერთ-ერთი საქმის შესწავლის შედეგად, რომელიც შეეხებოდა
მსჯავრდებულ გ.ო-ს მიმართ სასამართლოში გაყვანამდე სრული შემოწმების პროცედურის
ჩატარებას, დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მსჯავრდებულის პირადი ცხოვრების უფლებაში
არააუცილებელ და არაპროპორციულ ჩარევას.
საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები 2016 წლის 9 სექტემბერს იმყოფებოდნენ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, სადაც ისინი გაეცნენ
მსჯავრდებული გ.ო მიმართ განხორციელებული ვიზუალური მეთვალყურეობის ამსახველ,
მათ
შორის,
მის
მიმართ
განხორციელებული
სრული
პირადი
ჩხრეკის,
ჩანაწერს.
ვიდეოჩანაწერის გაცნობის შედეგად შედგა შესაბამისი ოქმი.
85საქართველოს
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
მინისტრის
ბრძანება
№149,
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ,
მუხლი 29.
73
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ვიზუალური მეთვალყურეობის ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ
2016 წლის 7 სექტემბერს განხორციელებული მსჯავრდებული გ.ო-ს სრული პირადი ჩხრეკა
მიმდინარეობს 12:16 საათიდან 12:24 საათამდე. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში,
სპეციალურ საკარანტინო ოთახში მსჯავრდებულის გარდა იმყოფება დაწესებულების
არანაკლებ ექვსი თანამშრომელი.86 გ.ო წარმოადგენს მისი ტანსაცმლის ჯიბეებში არსებულ
ნივთებს, ხოლო დაწესებულების თანამშრომლები დაწესებულების დებულების თანახმად,
ახორციელებენ მისი ნივთების, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოწმებას პირადად და
მეტალო–დეტექტორის გამოყენებით.
აღსანიშნავია, რომ ოქმის თანახმად, 12:21:36 წუთზე მსჯავრდებული, დაწესებულების
თანამშრომლის მოთხოვნისამებრ, მუხლებამდე წევს შარვალს და წევს ხელებს განზე, რის
შემდეგაც
დაწესებულების
თანამშრომელი
მეტალოდეტექტორით
ახდენს
წელიდან
მუხლებამდე არის შემოწმებას. 12:21:51 წუთზე იგი ანიშნებს მსჯავრდებულს, რომ სხეულის
მითითებული
ნაწილი
სრულად
გაიშიშვლოს,
რასაც
მსჯავრდებული
თანხმდება
დაახლოებით ერთწუთიანი კამათის შემდგომ. აღსანიშნავია, რომ არა გ.ო პროტესტი,
საკარანტინო
ოთახიდან
გასვლას
დაწესებულების
დანარჩენი
თანამშრომლები
არ
აპირებდნენ.
მოცემულ შემთხვევაში, აშკარაა, რომ გ.ო.-ს მიმართ გაშიშვლების მოთხოვნა შეუძლებელია
ყოფილიყო
აუცილებლობისა
და
პროპორციულობის
პრინციპებიდან
გამომდინარე.
დაწესებულების თანამშრომელთა მოქმედებიდან არ ჩანს, რომ არსებობდა რაიმე სახის
ვარაუდი მსჯავრდებულის მიერ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთის ქონის ან რაიმე სხვა
სახის კანონდარღვევის ჩადენის შესახებ. მსჯავრდებულის გაშიშვლება მიზნად არ ისახავდა
მითითებული არის უფრო კონკრეტულად შემოწმებას. როგორც დათვალიერების ოქმიდან
ირკვევა, დაწესებულების თანამშრომელმა ჩაატარა აბსოლუტურად იგივე მოქმედება
(მეტალოდეტექტორით
ვერტიკალური
მოქმედებები
მსჯავრდებულის
წელიდან
მუხლებამდე სივრცეში) როგორც მსჯავრდებულის გაშიშვლებამდე, ისე – მისი გაშიშვლების
შემდგომ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ პატიმრის გაშიშვლების
მოთხოვნა მოცემულ შემთხვევაში არ ემსახურებოდა რაიმე ლეგიტიმური მიზნის მიღწევას.
განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საკანში იმყოფებოდა ექვსი ადამიანი, ყოველგვარი
ლეგიტიმური
საფუძვლის
გარეშე,
პატიმრის
ინტიმურ
სფეროში
ჩარევა
შესაძლოა
დამატებით წარმოადგენდეს დამამცირებელ და ღირსების შემლახავ მოპყრობას.
86
საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულთა მიერ შედგენილი ოქმის თანახმად, საკარანტინო
ოთახში დამონტაჟებული კამერის ხედვის კუთხეში არ ექცევა ოთახის შესასვლელი, შესაბამისად,
ოთახში შესაძლოა სხვა პირებიც ყოფილიყვნენ. იხ. დანართი, ოქმი, გვ. 2.
74
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რამდენიმე საქმის მიხედვით, პატიმრის
სრული შემოწმება მიიჩნია არაადამიანურ მოპყრობად იქედან გამომდინარე, რომ სრული
შემოწმების ჩატარება არ ეფუძნებოდა რეალური უსაფრთოხების დაცვის ინტერესებს და
ჩატარების ფორმა იყო მიუღებელი.87
დაწესებულების
უსაფრთოხების
უზრუნველყოფის
თვალსაზრისით
ასევე
გასათვალისწინებელია, რომ უსაფრთხოების სისტემა მოიცავს სხვა მრავალ ელემენტს. მათ
შორის,
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
პირად
შემოწმებასა
და
დაწესებულების
ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების პერიოდულ და მოულოდნელ
დათვალიერებას.88 შესაბამისად,
დაეფუძნოს
მხოლოდ
უსაფრთოხების უზრუნველყოფის მიზანი არ შეიძლება
სრული
შემოწმების
განხორცილებას.
ამავდროულად
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ისეთ შემთხვევებში, როდესაც პატიმარი იმყოფება
პერსონალის კონტროლის ქვეშ, მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულ იქნეს ადმინისტრაციის
მხრიდან პატიმრის კონტროლის მაღალი ხარისხი. მაგალითისათვის, ასეთ შემთხვევებს
შეიძლება განეკუთვნებოდეს პატიმრის სასამართლოში ან საავადმყოფოში გადაყვანა.
სრული შემოწმების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია, რომ იგი განხორციელდეს
ადამიანის პატივისა და ღირსების პატივისცემის პირობებში. წამების პრევენციის ევროპული
კომიტეტი აღნიშნავს, რომ სრული შემოწმების განხორციელებისას არ უნდა მოხდეს პირის
სხეულის სხვადასხვა ნაწილების ერთდროულად გაშიშვლების მოთხოვნა.89
სრული შემოწმება უნდა განხორციელდეს ცალკე ოთახში, სხვა პატიმრებისა და პირებისგან
მოშორებით.
ოთახში
ადეკვატურად
უნდა
იყოს
დაცული
სანიტარულ-ჰიგიენური
პირობები.90 მნიშვნელოვანია, რომ ყოველი შემოწმების წინ მოხდეს ადგილის დასუფთავება
და ინსტრუმენტების სტერილიზება.
87
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 15 ნოემბრის განჩინება საქმეზე ივანჩუკი
პოლონეთის წინააღმდეგ (Iwanczuk v. Poland), 2011 წლის 20 იანვრის განჩინება საქმეზე შენევი
საფრანგეთის წინააღმდეგ (Shennawy v. France), 2001 წლის 24 ივლისის საქმეზე ვალაშინა ლიტვის
წინააღმდეგ (Valasina v. Lithuania).
88
პენიტენციური დაწესებულებების დებულებები.
89ევროპის საბჭო: წამების პრევენციის კომიტეტი, ანგარიში ჩეხეთის მთავარობისადმი ჩეხეთში
განხორციელებული ვიზიტის შესახებ, რომელიც განხორციელდა წამებისა და არაადამიანური და
დამამცირებელი მოპყრობის ევროპული კომიტეტის СPT), მიერ 2014 წლის 1-10 აპრილის ჩათვლით,
პარა. 85, გამოქვეყნდა 2015 წლის 31 მარტს, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე ვებგვერდზე:
http://hudoc.cpt.coe.int/eng#{"fulltext":["squat"],"CPTSectionID":["p-cze-20140401-en-30"]} [ბოლოს ნანახია:
10.02.2017].
90წამების პრევენციის ასოციაცია(APT), დაკავება ფოკუსში - სხეულის შემოწმება,
ხელმისაწვდომია
ინგლისურ ენაზე ვებგვერდზე: http://www.apt.ch/detention-focus/en/detention_issues/6/ [ბოლოს ნანახია:
10.02.2017].
75
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სრული შემოწმების გარდა, პრობლემას წარმოადგენს ის
ფაქტი, რომ კანონმდებლობით ერთმანეთისაგან არ არის გამიჯნული სრული შემოწმება და
შინაგანი შემოწმება და არ არის დადგენილი თითოეულის გამოყენების შემთხვევაში
განსახორციელებელი პროცედურები. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია დადგინდეს, თუ
რომელი შემოწმების მეთოდია გამოსაყენებელი კონკრეტულ შემთხვევაში, რაც უფრო მეტად
ზრდის ინვაზიური მეთოდის დაუსაბუთებლად გამოყენების შესაძლებლობას.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, პენიტენციური დაწესებულებების
დებულებებით
მოხდეს
„გაშიშვლებით
შემოწმებისა“
და
„შინაგანი
შემოწმების“
ერთმანეთისგან მკაფიო გამიჯვნა და, თითოეულის შემთხვევაში, ცალ-ცალკე მკაფიო
პროცედურების დადგენა.
2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით
მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, რათა N5 ქალთა დაწესებულებაში
სხეულის აგრესიული (ინვაზიური) ჩხრეკა ჩანაცვლებულიყო ისეთი ალტერნატიული
მეთოდით, როგორიცაა სკანირება.
აღნიშნული რეკომენდაცია ეფუძნებოდა 2015 წელს N5 დაწესებულებაში ჩატარებული
მონიტორინგის შედეგებს, რომლის თანახმადაც ხდებოდა ქალ პატიმართა გაშიშვლება და
ბუქნების გაკეთების მოთხოვნა. ქალი პატიმრები განმარტავდნენ, რომ აღნიშნული
პროცედურები იყო დამამცირებელი და მორალურ ზიანს აყენებდა მათ. აგრეთვე, იქედან
გამომდინარე, რომ აღნიშნული პროცედურები ტარდებოდა პატიმრის მიერ პენიტენციური
დაწესებულების დატოვებისას და დაბრუნების ყველა შემთხვევაში, პატიმრები უარს
აცხადებენ დაწესებულების გარეთ სამედიცინო მომსახურების მიღებასა და სასამართლო
პროცესზე გაყვანაზე.
სახალხო
დამცველის
რეკომენდაცია
სკანერის, როგორც ქალი
პატიმრების
სრული
შემოწმების ალტერნატიული მეთოდის, გამოყენებაზე რეკომენდაცია ეფუძნებოდა ქალ
პატიმართა მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ
გაეროს წესებს (ბანგკოკის წესები), რომლის მიხედვითაც სხეულის აგრესიული (ინვაზიური)
ჩხრეკა უნდა ჩაანაცვლოს ისეთმა შემოწმების ალტერნატიულმა მეთოდებმა, როგორიცაა
სკანირება, რათა თავიდან იქნას აცილებული მათგან მიღებული საზიანო ფსიქოლოგიური
და შესაძლო ფიზიკური გავლენა.91
სახალხო
დამცველი
მიესალმება
აღნიშნული
რეკომენდაციის
შესრულების
მიზნით
გადადგმულ ნაბიჯებს - N5 ქალთა დაწესებულებაში სკანერის აპარატების დამონტაჟებასა და
91
გაეროს გენერალური ასამბლეა, გაეროს ქალ პატიმართა მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა
არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ წესები (ბანგკოკის წესები) წესი 19, 20, 2010 წლის 6 ოქტომბერი,
A/C.3/65/L.5.
76
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
N5 პენიტენციური დაწესებულების დებულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანას, რომლის
შესაბამისად ბრალდებულ/მსჯავრდებულს უფლება აქვს პირადი სრული შემოწმება გაიაროს
სკანერის გამოყენებით.
2016 წელს განხორცილებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ N5 ქალთა დაწესებულებებში,
ყველა შემთხვევაში არ ხდებოდა სკანერის, როგორც ალტერნატიული მეთოდის გამოყენება.
კონკრეტულად კი, ქალთა დაწესებულებაში სკანერი გამოიყენებოდა სრულ შემოწმებასთან
ერთად და არა როგორც სრული შემოწმების ალტერნატივა. აღნიშნული პირდაპირ
წინააღმდეგობაში
მოდის
დამცველი მიიჩნევს, რომ
ბანკოკის
წესებით
დადგენილ
სტანდარტებთან.
სახალხო
სკანერის, როგორც ალტერნატიული მეთოდის, გამოყენების
შემთხვევაში არ უნდა მოხდეს შემოწმების სხვა დამატებითი მეთოდების გამოყენება.
სპეციალური
პრევენციული
ჯგუფის
მიერ
2016
წელს
სხვადასხვა
პენიტენციურ
დაწესებულებებში განხორციელებული ვიზიტების დროს პატიმრები უთითებდნენ სრული
(გაშიშვლებით)
შემოწმებისა
და
ბუქნების
გაკეთების
პრობლემაზე.
პატიმრების
განმარტებით, აღნიშნული პროცედურებს ისინი დამამცირებლად აღიქვამდნენ.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად,
შეძენილია სკანერის აპარატები N2, N6, N8 და N17 დაწესებულებებისათვის, თუმცა როგორც
ირკვევა, აღნიშნული აპარატები არ არის განკუთვნილი ბრალდებულების/მსჯავრდებულების
შესამოწმებლად.92
სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
მინისტრს,
ყველა
პენიტენციურ
დაწესებულებაში
უზრუნველყოს
ბრალდებულის/მსჯავრდებულების სრული შემოწმების ალტერნატივად სკანერის გამოყენება,
რაც დაწესებულებების დებულებებით იქნება განსაზღვრული.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხრიდან სხვადასხვა შეხვედრებზე
დაფიქსირებული
წარმომადგენლები
პოზიციის
საპირისპიროდ,
პატიმართა
სრულ
რომლის
მიხედვითაც
სამინისტროს
შემოწმებას
უკავშირებენ
დაზიანების
დოკუმენტირებას, სახალხო დამცველს სურს აქვე გაუსვას ხაზი, რომ აღნიშნული
შეხედულება არის მცდარი, რადგანაც სრული შემოწმება თავისი არსითა და რეგულირებით
წარმოადგენს
სრულიად
განსხვავებულ
პროცედურას,
რომელსაც
კავშირი
არ
აქვს
დაზიანების დოკუმენტირებასთან. თუ მსჯავრდებულის სრული შემოწმების მიზანია
დაწესებულებაში უსაფრთოხების განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად აკრძალული
საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღება, დაზიანების დოკუმენტირების
მიზანია
პენიტენციურ
დაწესებულებებში
შესაძლო
92
წამებისა
და
სხვა
სასტიკი,
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტროს 2017 წლის 2 თებერვლის წერილი MOC 717
00104588 (საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში რეგისტრირებული – N03-3/1748).
77
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების დოკუმენტირება ექიმის მიერ,
კონფიდენციალურ გარემოსა და პაციენტის ინფორმირებული თანხმობის პირობებში.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორცილებული მონიტორინგების შედეგად
დადგინდა, რომ დაწესებულებებში არ არსებობს ერთგვაროვანი პრაქტიკა დაწესებულებაში
შესვლის უფლების მქონე პირების შემოწმებასთან დაკავშირებით. მონიტორინგის დროს
მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, განსხვავებულად ტარდება ხანმოკლე და ხანგრძლივ
პაემანზე შემოსულ პირთა შემოწმების პროცედურა. მიღებული ინფორმაციის შესაბამისად,
ხანმოკლე პაემანზე შემოსული პირები მოწმდებიან ჩაცმულ მდგომარეობაში, ტანსაცმელზე
გარედან ხელის შეხებითა და მეტალოდეტექტორის გადატარებით. ხანგრძლივი პაემნის
შემთხვევაში ხდება პირის სხეულის სხვადასხვა ნაწილების (საცვლის გარეშე) ცალ-ცალკე
გაშიშვლება და დეტექტორით შემოწმება. სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან
საუბრისას N5 ქალთა დაწესებულებაში მოთავსებული რამდენიმე პატიმარი უკმაყოფილებას
გამოხატავდა იმასთან დაკავშირებით, რომ პაემანზე მოსული მცირეწლოვანი ბავშვების
შემოწმება ხდება გაშიშვლებით. ნელსონ მანდელას წესების შესაბამისად, სხეულის სრული
შემოწმება მაქსიმალურად უნდა იქნეს არიდებული მნახველების შემთხვევაში და ის არ უნდა
გამოიყენებოდეს ბავშვების მიმართ.93
აღსანიშნავია,
რომ
პენიტენციური
დაწესებულებების
დებულებების
შესაბამისად,
დაწესებულებაში შესვლის უფლების მქონე პირების შემოწმება გულისხმობს პირის
კუთვნილი ნივთებისა და ტანსაცმლის შემოწმებას. დებულებებში აგრეთვე მითითებულია,
რომ დაწესებულებაში შემოსული პირის შემოწმება უნდა განხორციელდეს მხოლოდ
დასაბუთებული ვარაუდის შემთხვევაში, როდესაც პირს, რომელიც საკონტროლო-გამშვებ
პუნქტში გადის, განზრახული აქვს შეიტანოს დაწესებულებაში აკრძალული ნივთები,
ნივთიერებები და აკრძალული საკვები პროდუქტები ან გაიტანოს დაწესებულებიდან
არაკანონიერად შეძენილი მატერიალური ფასეულობები.
აღნიშნული
რეგულაციების
მიუხედავად,
რომელიც
საერთოდ
არ
ითვალისწინებს
დაწესებულებაში შესვლის უფლების მქონე პირების სრულ ან სკანერით შემოწმების
ვალდებულებებს,
დამკვიდრებული
თვითნებური
პრაქტიკის
შესაბამისად,
დაწესებულებაში მყოფ პატიმრებთან ხანგრძლივ და ხანმოკლე პაემანზე შესულ პირთა
შესვლის უფლების მქონე პირების სრული შემოწმება ხორციელდება ნორმატული ბაზის
სრული უგულებელყოფით.
დაწესებულებაში შესვლის უფლების მქონე პირების მიმართ სკანერის აპარატის მეშვეობით
შემოწმებასა და მის ალტერნატივად სრული შემოწების პრაქტიკის არსებობას კიდევ უფრო
93
მანდელას წესები, წესი 60(2).
78
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ამყარებს ის შემოწმების პროცედურა, რომლის მონაწილენი თავად გახდნენ სპეციალური
პრევენციული ჯგუფის წევრები.
მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობის კოდექსის შესაბამისად სპეციალური პრევენციული
ჯგუფის წევრები დაწესებულებაში შესასვლელად არ საჭიროებენ სპეციალურ ნებართვას და
მათზე
დაწესებულებაში
შეშვების
განსხვავებული
წესი
მოქმედებს,
სპეციალური
პრევენციული ჯგუფის წევრები დათანხმდნენ მათდამი უკანონოდ და დაუსაბუთებლად
მოთხოვნილი შემოწმების პროცედურის გავლას. სპეციალური პრევენციული ჯგუფის
წევრების
მხრიდან
აღნიშნულ
შემოწმებაზე
დათანხმების
მიზანს
წარმოადგენდა
დაწესებულებაში შესვლის უფლების მქონე პირების მიმართ დამკვიდრებული უკანონო და
გაუმართლებელი შემოწმების პრაქტიკის დოკუმენტირება. ამ შემთხვევის საინტერესო
გარემოებები მოცემულია ქვემოთ.
2017 წლის 26 იანვარს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს N5 დაწესებულებაში
მოსთხოვეს სრული შემოწმება. მათ დაწესებულების დაცვის განყოფილების უფროსმა
განუმარტა, რომ დაწესებულების ტერიტორიაზე შესვლისა და გამოსვლისას უნდა გაევლოთ
შემოწმება სპეციალური სკანერის აპარატის მეშვეობით. უარის შემთხვევაში, მათ შესთავაზეს
ალტერნატივა - სრული შემოწმების სახით. აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივ
საფუძვლად დაწესებულების დირექტორი, მისი მოადგილე და დაწესებულების იურისტი
მიუთითებდა
გაურკვეველ
ბრძანებაზე,
რომელიც
დაწესებულების
შესასვლელში
თვალსაჩინო ადგილას იყო გამოკრული. აღნიშნულ დოკუმენტზე მითითებული იყო, რომ
თუ დაწესებულების საკონტროლო გამშვებ პუნქტზე შემოსული პირი არ გაივლიდა
სკანერით შემოწმებას, დაწესებულებაში შემოსვლა/გასვლის დროს უნდა გაევლო სრული
შემოწმება.
როგორც შემდგომ გაირკვა, თვალსაჩინო ადგილას გამოკრული იყო არა ბრძანება, არამედ
ბრძანების პროექტი, რაც დღემდე არ არის დამტკიცებული. მონიტორინგის მიზნებიდან
გამომდინარე, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები დაემორჩილნენ აღნიშნულ
მოთხოვნას და გაიარეს შემოწმება სკანერის მეშვეობით. შუადღეს, N5 დაწესებულებიდან
დროებით გამოსვლისას და შემდგომში უკან შესვლისას, სკანერით შემოწმებაზე უარის
თქმის გამო, სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს მოსთხოვეს
გაევლოთ
შემდეგი
სახის
შემოწმება:
დაწესებულების
შესასვლელთან
არსებულ
იზოლირებულ, სათვალთვალო კამერით აღჭურვილ ოთახში სპეციალური პრევენციული
ჯგუფის მდედრობითი სქესის წევრებს გაახდევინეს ფეხსაცმლები, ასევე შეამოწმეს
ტანსაცმელზე
გარედან
ხელის
შეხებითა
და
მეტალოდეტექტორის
გადატარებით,
ამოატრიალებინეს ჯიბეები და სთხოვეს გამოეწიათ ბიუსტჰალტერები. ჯგუფის მამრობითი
სქესის წევრებს კი მოსთხოვეს ფეხსაცმლის გახდა, ამოატრიალებინეს ჯიბეები და შეამოწმეს.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს განუმარტეს, რომ სპეციალური პრევენციული
ჯგუფის წევრების სტატუსიდან გამომდინარე დაუშვეს გამონაკლისი და, დაწესებულებაში
79
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
შემსვლელი პირებისათვის სკანერით შემოწმების ალტერნატივად გამოიყენება სრული
შემოწმება, რაც ტანსაცმლის გახდას ითვალისწინებს.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აღნიშნული შემთხვევა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ
დაწესებულებაში
შემსვლელი
პირების
მიმართ
უგულებელყოფილია
პენიტენციური
დაწესებულებების დებულებებით განსაზღვრული ნორმები. კონკრეტულად კი, სახალხო
დამცველის უკიდურეს შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ დაწესებულებაში მყოფ
პატიმრებთან ხანგრძლივ და ხანმოკლე პაემანზე შემსვლელი პირების კუთვნილი ნივთებისა
და ტანსაცმლის შემოწმება ხდება რუტინულად და არა დასაბუთებული ვარაუდიდან
გამომდინარე.
განსაკუთრებით
საგანგაშოა
ის
გარემოება,
რომ
პენიტენციურ
დაწესებულებაში შემსვლელ პირებს უკანონოდ სთხოვენ ნაწილობრივ (გაშიშვლებით)
შემოწმების გავლას.
აღსანიშნავია,
რომ
აღნიშნული
ინციდენტის
შემდეგ,
სახალხო
დამცველმა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს მიმართა წერილით, რომლითაც მოითხოვდა
დაფიქსირებულ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამის რეაგირებას.94 სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტრომ გაგზავნილი წერილის საპასუხოდ სახალხო დამცველის აპარატს
აცნობა,
რომ
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
სამინისტროს
იურიდიულ
დეპარტამენტში მიმდინარეობს მუშაობა სამართლებრივი რეგულაციების დახვეწისა და
შემუშავების მიზნით, რათა მომავალში მსგავსი ფაქტები თავიდან იქნეს აცილებული.95
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პრევენციის ეროვნული მექანიზმის იდეა ეფუძნება ამ
მექანიზმის წევრების დაკავების, თავისუფლების აღკვეთისა და სხვაგვარად შეზღუდვის
ადგილებში დაუბრკოლებელ შესვლასა და ასეთ ადგილებში მოულოდნელი (წინასწარ
შეტყობინების გარეშე) მონიტორინგის ჩატარებას, რაც, თავის მხრივ, ემსახურება წამებისა და
არასათანადო მოპყრობის პრევენციას. როგორც წამების წინააღმდეგ გაეროს კონვენციის
დამატებითი ოქმი, ასევე „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
მიზანი და სულისკვეთება ცხადყოფს, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატისა და
ფუნქციების ეფექტურად განსახორციელებლად აუცილებელია სპეციალური პრევენციული
ჯგუფის
წევრების
დაშვება
დახურული
ტიპის
დაწესებულებებში
ყოველგვარი
დაბრკოლების გარეშე.
ამ მხრივ, „პატიმრობის კოდექსი“ (მუხ. 60(1)-„ზ“) სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო
რეგულაციებთან,
სპეციალური
პრევენციული
ჯგუფის
წევრები
დაწესებულებაში
94სახალხო დამცველის მიერ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისათვის 2017 წლის 13
მარტს გაგზავნილი წერილი (საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში რეგისტრირებული – N033/3330).
95
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტროს 2017 წლის 16 მარტის წერილი MOC 917 00201654
(საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში რეგისტრირებული – N03-3/3330).
80
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
შესასვლელად არ საჭიროებენ სპეციალურ ნებართვას და მათზე დაწესებულებაში შეშვების
განსხვავებული წესი მოქმედებს.
შესაბამისად, სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს, თავისი
მანდატიდან გამომდინარე, პენიტენციურ დაწესებულებაში შესასვლელად არ მოეთხოვება
რაიმე შემოწმების გავლა, მით უმეტეს, არ ეკისრება სკანერით შემოწმების ან სრული
შემოწმების გავლის ვალდებულება. თუმცა, დამკვიდრებული პრაქტიკით, სპეციალური
პრევენციული ჯგუფის წევრები გამოხატავდნენ კეთილ ნებას და მაინც გადიოდნენ
შემოწმებას მეტალოდეტექტორის მეშვეობით, რისი ვალდებულებაც მათ არ ჰქონდათ.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლები სათანადოდ იყვნენ
ინფორმირებული მოქმედი სამართლებრივი ნორმების შესახებ, რათა თავიდან აიცილონ
როგორც პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობისათვის დაბრკოლების შექმნა, ასევე
რიგითი მოქალაქეების უფლებების არაგონივრული შეზღუდვა.
სახალხო დამცველს მნიშნელოვანად მიაჩნია, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს
გენერალურმა
დაწესებულებაში
აღნიშნული
შემსვლელი
მნიშნელოვანია,
ინსპექციამ
პირების
რათა
განსაკუთრებული
შემოწმების
პენიტენციურ
ყურადღება
დაუთმოს
პროცედურების
მონიტორინგს.
დაწესებულებებში
გამოირიცხოს
თანამშრომლების თვითნებობა და დაწესებულებაში შემსვლელი პირების შემოწმება
განხორცილდეს არსებული ნორმატიული ბაზისა და საერთაშორისო სტანდარტების
შესაბამისად.
რეკომენდაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს
უზრუნველყოს
მარეგულირებელი,
მოქმედი
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
სამართლებრივი
ჩარჩოს
სრული
გადასინჯვა
შემოწმების
საერთაშორისოდ
აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის, უსაფრთხოების/წესრიგის დაცვის
მიზნისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ინტერესს შორის სამართლიანი ბალანსის
მისაღწევად
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
სრული
შემოწმების
მოთხოვნა
განხორციელდეს მხოლოდ პატიმრის მხრიდან უსაფრთხოების კუთხით მომდინარე რისკის
ინდივიდუალური
შეფასების,
თანაზომიერებისა
და
აუცილებლობის
პრინციპებზე
დაყრდნობით, ამავდროულად, სრული შემოწმების მოთხოვნის შემთხვევაში აუცილებელია,
რომ
ბრალდებულს/მსჯავრდებულს
შესთავაზონ
სკანირება,
როგორც
შემოწმების
ალტერნატიული მეთოდი, რაც დაწესებულებების დებულებებით იქნება განსაზღვრული
81
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მიიღოს ყველა ზომა, რათა პენიტენციური დაწესებულებების დებულებებით
მოხდეს „გაშიშვლებით შემოწმებისა“ და
„შინაგანი შემოწმების“ ერთმანეთისგან მკაფიო
გამიჯვნა და თითოეულის გამოყენების შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების დადგენა
მიიღოს ყველა ზომა, რათა სრული შემოწმების განხორციელებისას არ მოხდეს
პირის
სხეულის
სხვადასხვა
ნაწილების
ერთდროულად
გაშიშვლების
მოთხოვნა;
აღმოიფხვრას ე.წ „ბუქნების გაკეთების“ პრაქტიკა
მიიღოს ყველა ზომა, რათა N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში აღმოიფხვრას
პატიმართან შესახვედრად შემსვლელი მცირეწლოვანი ბავშვების
სრული შემოწმების
პრაქტიკა
მიიღოს ყველა ზომა, რათა სკანირების, როგორც ალტერნატული მეთოდის გამოყენების
შემთხვევაში, არ მოხდეს დამატებით შემოწმების სხვა მეთოდების გამოყენება
უზრუნველყოს გენერალური ინსპექციის მიერ დაწესებულებაში შესვლის უფლების მქონე
პირების შესვლის პროცედურების მონიტორინგი, რათა პენიტენციურ დაწესებულებებში
გამოირიცხოს თანამშრომლების თვითნებობა და დაწესებულებაში შემსვლელი პირების
შემოწმება
განხორცილდეს
არსებული
ნორმატიული
ბაზისა
ინსპექციის
მიერ
და
საერთაშორისო
სტანდარტების შესაბამისად
უზრუნველყოს
გენერალური
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
შემოწმების
პენიტენციურ
გამოირიცხოს
დაწესებულებებში
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
შემოწმება
პროცედურების
დაწესებულებაში
მონიტორინგი,
თანამშრომლების
განხორცილდეს
თვითნებობა
რათა
და
არსებული
ნორმატიული
პრობაციის
სამინისტროს
ბაზისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
მიიღოს
ყველა
ზომა,
რათა
სასჯელაღსრულებისა
და
თანამშრომლები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულები იმასთან დაკავშირებით, რომ
სახალხო დამცველს/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს, თავისი მანდატიდან
გამომდინარე, პენიტენციურ დაწესებულებაში შესასვლელად არ მოეთხოვება კუთვნილი
ნივთებისა და ტანსაცმლის შემოწმება, მითუმეტეს, არ ეკისრება სკანერით შემოწმებისა და
სრული შემოწმების გავლის ვალდებულება.
პერსონალი - სამუშაო პირობები, სწავლება და ანგარიშვალდებულება
მანდელას წესების შესაბამისად, ციხის მართვის ორგანოები უნდა იღწვოდნენ ციხის ყველა
კატეგორიის პერსონალის ყურადღებით შერჩევისთვის, რადგან ციხის კარგი მართვა
დამოკიდებულია
ამ
თანამშრომლების
კეთილსინდისიერებაზე,
ჰუმანურობაზე,
კომპეტენტურობასა და პირად თვისებებზე.96
პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმებულები არიან ადმინისტრაციული, სოციალური
უზრუნველყოფის, უსაფრთხოების, სამართლებრივი რეჟიმისა და სპეციალური აღრიცხვის
განყოფილების თანამშრომლები. ამავე დროს, დაწესებულებაში ფუნქციონირებს საექიმო96
მანდელას წესები, წესი 74 (1).
82
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სამედიცინო პუნქტი, რომელიც საქმიანობას ეწევიან სამინისტროს სამოქალაქო სამსახურის
საჯარო მოსამსახურეები და მოწვეული სპეციალისტები.97
აღსანიშნავია, რომ დაწესებულებების ადმინისტრაციულ და სოციალური უზრუნველყოფის
განყოფილებების მოსამსახურეები არიან საჯარო მოსამსახურეები და მათზე ვრცელდება
„საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი. დაწესებულებების უსაფრთხოების,
სამართლებრივი რეჟიმისა და სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მოსამსახურეები
არიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიცრები და რიგითები.
იქედან
გამომდინარე,
რომ
პენიტენციური
დაწესებულებები
წლების
განმავლობაში
წარმოადგენდნენ გასამხედროებული სისტემის ნაწილს, რომლის მართვაც დაფუძნებული
იყო დასჯისა და მკაცრი რეჟიმის კონცეფციაზე, საზოგადოებაში წლების განმავლობაში
დამკვიდრდა აზრი, რომლის მიხედვითაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუშაობა
არ იყო პრესტიჟული.
სახალხო დამცველი წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს სამოქალაქო სამსახურისა და
პენიტენციური სამსახურის გაყოფას. არსებული ვითარების ფონზე, სახალხო დამცველს
მნიშვნელოვნად მიაჩნია, რათა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მიმართოს
ახალი კადრების მოზიდვის აქტიურ პოლიტიკას. აღნიშნული უნდა გულისხმობდეს,
საზოგადოების
აქტიურ
ინფორმირებას
პენიტენციურ
დაწესებულებებში
დასაქმების
შესაძლებლობებისა და ციხეებში არსებულ სამუშაო პირობებთან დაკავშირებით. სახალხო
დამცველს მიაჩნია, რომ საზოგადოების აქტიური ინფორმირება ციხეებში არსებული
სამუშაო პირობების შესახებ ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ციხისადმი ინტერესის
გაღვივებასა და სამუშაოდ პოტენციური ახალი კადრების მოზიდვას.
ახალი
პროფესიონალი
კადრების
მოზიდვისა
და
დასაქმების
პარალელურად,
მნიშვნელოვანია, რომ დაწესებულებებში შეინარჩუნონ კვალიფიციური კადრები. ამისათვის
აუცილებელია, რომ დაწესებულების პერსონალის ანაზღაურება და სამუშაო პირობები იყოს
ხელსაყრელი, რათა
უზრუნველყოფილ
იქნეს
რთული და შრომატევადი სამუშაოს
კომპენსირება.98
სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად
გაირკვა,
რომ
დაწესებულებაში
დასაქმებული
სამედიცინო
პერსონალი
არ
არის
უზრუნველყოფილი სამედიცინო დაზღვევით. რთულია დაწესებულებებში მომუშავე
მორიგე ექიმებისა და ექთნების სამუშაო პირობები, რომლებსაც დატვირთული გრაფიკით
უწევთ მორიგეობა ღამის ცვლის განმავლობაში. დაბალი ანაზღაურების პირობებში უწევთ
მუშაობა სანიტრებს, რომლებიც უვლიან მძიმე ავადმყოფებს
97
98
იხ. პენიტენციური დაწესებულებების დებულებები.
მანდელას წესები, წესი 74 (3).
83
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
და ასრულებენ რთულ
სამუშაოს.
მძიმე სამუშაო პირობები აქვთ დაწესებულებებში მომუშავე ფსიქოლოგებსა და სოციალურ
მუშაკებს. დაწესებულებების ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებზე არსებული მაღალი
მოთხოვნისა და შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ
გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები დამატებითი ადამიანური რესურსების მოსაძიებლად.99
მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულებების დიდი ნაწილი მდებარეობს ქალაქგარეთ,
დაწესებულებების პერსონალისათვის არ არის უზრუნველყოფილი დაწესებულებამდე
ტრანსპორტირება. დაწესებულებებში თანამშრომლებისათვის არ არის უზრუნველყოფილი
სათანადო კვება. შესაბამისად, მათ ძირითადად მშრალი საკვების საკუთარი ხარჯით შეძენა
უწევთ დაწესებულების მაღაზიაში.
სტრესულ
და
თანამშრომლებთან
დაძაბულ
არ
გარემოში
მიმდინარეობს
მუშაობის
მუშაობა
მიუხედავად,
პროფესიული
დაწესებულებების
გადაწვის
თავიდან
ასაცილებლად. თანამშრომლებს არ უტარდებათ სტრესის მართვის ტრენინგები.
წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის
წინააღმდეგ გაეროს კონვენციის მიხედვით, „ყოველი მონაწილე სახელმწიფო ვალდებულია
უზრუნველყოს, რომ სასწავლო მასალები და ინფორმაცია, რომლებიც ეხება წამების
აკრძალვას, სრულად იქნეს შეტანილი სამართალდამცავი ორგანოების პერსონალის,
სამოქალაქო ან სამხედრო, სამედიცინო პერსონალის, სახელმწიფო თანამდებობის პირთა და
სხვა პირთა მომზადების პროგრამებში.“ ეს გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას,
შეიმუშავოს ისეთი პროგრამა, რომელსაც ექნება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული
მიზნობრივი მეთოდოლოგია.
„მანდელას წესების“ 75-ე წესის თანახმად, „ციხის ყველა თანამშრომელს უნდა ჰქონდეს
შესაბამისი სტანდარტის განათლება და უნდა მიეცეს შესაძლებლობა და საშუალება,
პროფესიონალურად განახორციელოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები. მოვალეობის
შესრულების დაწყებამდე, ციხის ნებისმიერმა თანამშრომელმა უნდა გაიაროს მის ზოგად და
კონკრეტულ მოვალეობებზე მორგებული სწავლება, რომელიც ეფუძნება პენოლოგიური
მეცნიერების
თანამედროვე,
მტკიცებულებებზე
დაფუძნებულ
საუკეთესო
პრაქტიკის
მაგალითებს. ციხეში მუშაობის საშუალება უნდა მიეცეთ მხოლოდ იმ კანდიდატებს,
რომლებიც, სწავლების ბოლოს, წარმატებით გაივლიან თეორიულ და
პრაქტიკულ
ტესტირებას. ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს შიდა სასწავლო კურსები,
რათა შეინარჩუნოს და გააუმჯობესოს პერსონალის პროფესიული შესაძლებლობები
მოვალეობის შესრულების დაწყების შემდეგ და მათი კარიერის განმავლობაში.“
99
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვეთავში - „დღის განრიგი და სარეაბილიტაციო აქტივობები“.
84
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
76.1-ე წესის თანახმად, „სწავლება, როგორც მინიმუმ, უნდა მოიცავდეს შემდეგ თემებს:
შესაბამისი
ადგილობრივი
კანონმდებლობა,
რეგულაციები
და
პოლიტიკა,
მოქმედი
საერთაშორისო და რეგიონული ინსტრუმენტები, დებულებები, რომლებიც გამოიყენება
ციხეში მუშაობისა და პატიმრებთან ურთიერთობის სახელმძღვანელოდ; ციხის პერსონალის
უფლებები და მოვალეობები დაკისრებული მოვალეობების შესრულების პროცესში, მათ
შორის ნებისმიერი პატიმრის ღირსების პატივისცემა და ზოგიერთი ქმედების აკრძალვა,
მაგალითად, წამების ან სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან
დასჯის; უშიშროება და უსაფრთხოება, მათ შორის, დინამიკური უსაფრთხოების კონცეფცია,
ძალისა და შემაკავებელი საშუალებების გამოყენება, ასევე ძალადობრივი დამნაშავეების
მართვა
პრევენციული
და
მოლაპარაკება და მედიაცია;
განმუხტვის
ისეთი
ტექნიკის
საშუალებით,
როგორიცაა
პირველადი დახმარება, პატიმრის ფსიქო-სოციალური
საჭიროებები და ციხის შესაბამისი დინამიკა, ისევე, როგორც სოციალური ზრუნვა და
დახმარება, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ადრეული დიაგნოსტიკა.“
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად,
2016 წლის განმავლობაში სასერტიფიკაციო პროგრამა გაიარა სამართლებრივი რეჟიმის 1205მა, უსაფრთხოების 236-მა, სწრაფი რეაგირების 15-მა
და სპეციალური აღრიცხვის 76-მა
თანამშრომელმა.100
სახალხო დამცველი მიესალმება, პენიტენციური დაწესებულებების
სამართლებრივი
რეჟიმის, უსაფრთხოების, სწრაფი რეაგირების ძალებისა და სპეციალური აღრიცხვის
სამსახურის თანამშრომელთა სავალდებულო გადამზადების სასერტიფიკაციო პროგრამის
განხორციელებას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2017 წლის 20 იანვარს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსათვის გაგზავნილი N 03-4/910 წერილით,
გამოთხოვილი იყო ინფორმაცია პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედი სასწავლო
პროგრამებისა და ტრენინგების შესახებ. ამასთან, აღნიშნული წერილით გამოთხოვილი იყო
სასწავლო
პროგრამების
დეტალური
სილაბუსის
ასლები.
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის სამინისტროს მიერ 2017 წლის 23 თებერვალს გამოგზავნილი MOC 617 00143412
წერილისა და დანართის სახით გამოგზავნილი პროგრამების შესწავლის შედეგად შეიძლება
დავასკვნათ, რომ სასწავლო პროგრამების მეთოდოლოგია არის ზოგადი ხასიათის და
საჭიროებს შემდგომ დახვეწას. პროგრამის სილაბუსი არ იძლევა ინფორმაციას თითოეული
სესიის დროს დასაფარი კონკრეტული თემატიკისა და სესიის დროს გამოსაყენებელი
სწავლების ფორმატის შესახებ. მაგალითად, თითოეული ჩასატარებელი სესიის ქვეშ
100
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2017 წლის 23 თებერვლის
წერილი MOC 617 00143412 (საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში რეგისტრირებული – N034/910).
85
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
კონკრეტული თემატიკის გარეშე ჩამოწერილია მხოლოდ საერთაშორისო და ადგილობრივი
კანონმდებლობა.
მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პროგრამის დასაწყისში ზოგადად საუბარია სწავლების
მეთოდოლოგიაზე, არცერთი სესიის გრაფაში არ არის მითითებული კონკრეტული სესიის
ჩატარების მეთოდოლოგია. აღნიშნულიდან გამომდინარე, რთულია იმის გარკვევა, თუ რა
სახის მეთოდოლოგიაზეა დაფუძნებული სწავლება. არცერთი სესიის გრაფაში არ არის
მითითებული ინფორმაცია სწავლების ფორმატთან დაკავშირებით. კონკრეტულად კი, არის
თუ
არა
თითოეული
სესია
ლექციის
ფორმატის
ან
ინტერაქტიული
ხასიათის.
ითვალისწინებს თუ არა ესა თუ ის სესია ჯგუფურ მუშაობას, პრეზენტაციებსა და საქმეების
ანალიზს. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამაში მიღებული ცოდნის შესამოწმებლად
გათვალისწინებულია გამოცდა, სასწავლო პროგრამაში არ არის მითითებული, თუ რა
ფორმატის გამოცდით ხდება ცოდნის შემოწმება.
სასწავლო პროგრამაში არსად არ ჩანს, ითვალისწინებს თუ არა თითოეული სესია
უკუკავშირს. კონკრეტულად, ხდება თუ არა მსმენელების მიერ გავლილი სესიის შეფასება და
მათი დამატებითი საჭიროებების გამოვლენა. ამავე დროს, მნიშნელოვანია, რომ ტრენერების
მხრიდანაც მოხდეს სესიის შეფასება, თუ რამდენად კმაყოფილნი არიან სწავლების შედეგით
და რა დამატებითი რესურსების ქონაა საჭირო იმისათვის, რომ მომავალში მოხდეს
პროგრამის გაუმჯობესება.
სახალხო
მიესალმება
ევროსაბჭოსა
და
დაწესებულებების
ექიმებისათვის
გამართულ
დამცველი
პენიტენციური
ევროკავშირის
მხარდაჭერით
ტრენინგს,
რომელიც
შეეხებოდა დაზიანებების ახლად დამტკიცებული ფორმის შესაბამისად დოკუმენტირებას.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ მონიტორინგისას გამოკითხული ექიმები
დადებითად აფასებდნენ ჩატარებულ ტრენინგს, თუმცა აღნიშნავდნენ, რომ მათ კვლავაც
აქვთ არაერთი კითხვა დოკუმენტირების პროცედურასთან დაკავშირებით.
სახალხო
დამცველი
მნიშვნელოვნად
მიიჩნევს,
რომ
სამინისტრომ
გააგრძელოს
ამ
მიმართულებით ექიმების რეგულარული გადამზადება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ
სამედიცინო
დეპარტამენტმა
უზრუნველყოს
აქტიური
კომუნიკაცია
დაწესებულების
ექიმებთან, რათა დამატებით კითხვებზე დროულად გაეცეთ პასუხები. ამავე დროს
აუცილებელია, რომ ექიმებისათვის ხელმისაწვდომი იყოს შესაბამისი სახელმძღვანელო
მასალა.
სასწავლო პროგრამებში ადამიანის უფლებების საკითხების შეტანასთან დაკავშირებით
შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის უფლებების სწავლებისათვის დათმობილი დრო ვერ
უზრუნველყოფს
ადამიანის
უფლებების
მნიშვნელოვანი
საკითხების
თეორიულ
და
პრაქტიკულ ათვისებასა და გააზრებას. კონკრეტულად კი, პროგრამებში ადამიანის
86
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
უფლებების სწავლებისათვის დათმობილი 3 საათი მიმართულია უფრო საკითხების
ზოგადად გასაცნობად, ვიდრე მათ გასააზრებლად პრინციპების დონეზე.
დადებითად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ პენიტენციური სამართლებრივი რეჟიმის
სამსახურის
თანამშრომლებისათვის
სასწავლო
პროგრამაში
გათვალისწინებულია
მონიტორინგის განმახორციელებელი ადგილობრივი და საერთაშორისო მექანიზმების,
პროფესიული ეთიკის, დინამიკური და სტატიკური უსაფრთხოების შესახებ სესიები.
მიუხედავად ამისა, უარყოფითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ აღნიშნული თემატიკის
სესიები არ არის გათვალისწინებული უსაფრთოხების სამსახურის თანამშრომლებისათვის.
სახალხო
დამცველი
მნიშვნელოვნად
მიიჩნევს,
რომ
სასერტიფიკაციო
სასწავლო
პროგრამებში ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს ისეთ საკითხებს, როგორიცაა
ძალადობრივი დამნაშავეების მართვა პრევენციული და განმუხტვის ისეთი ტექნიკის
საშუალებით, როგორიცაა მოლაპარაკება და მედიაცია.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის
შესაბამისად, 2016 წლის განმავლობაში დაწესებულების თანამშრომლებმა დამატებით
გაიარეს ტრენინგები ისეთ საკითხებში, როგორიცაა
გაცნობიერება
ზრდასრულთათვის“,
სპეციალური
პენიტენციური
მოსამსახურეებისათვის“,
„პირველადი
სამსახურის
„სუიციდის პრევენცია, დანაშაულის
მომზადების
გამოსაცდელი
„არასრულწლოვანთა
სასწავლო
ვადით
მართლმსაჯულება,
კურსი
დანიშნული
ფსიქოლოგია,
არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკა“, „პოზიტიური აზროვნება“, „მაღალი
რისკის პენიტენციური დაწესებულების მართვა“, „საარჩევნო პროცესების ორგანიზება
(TOT)“,
„საარჩევნო
„პენიტენციურ
პროცესების
ორგანიზება
დაწესებულებებში
პენიტენციურ
ფოტოგადაღების
უფლების
დაწესებულებებში“,
განხორციელება“,
„ზრდასრულების სუიციდის რისკის შეფასების პროტოკოლი (SAAP)“, „თავშესაფრის
მაძიებელთან, ლტოლვილებთან, მოქალაქეობის არმქონე და იძულებით გადაადგილებულ
პირებთან მუშაობა პენიტენციურ დაწესებულებებში“.
სახალხო დამცველი მიესალმება აღნიშნული ტრენინგების ჩატარებას, მიუხედავად ამისა,
მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ტრენინგის თემატიკაში მაქსიმალურად იყოს შეტანილი ისეთი
საკითხები,
როგორიცაა
პერსონალის
უფლებები
და
მოვალეობები
დაკისრებული
მოვალეობების შესრულების პროცესში, მათ შორის ნებისმიერი პატიმრის ღირსების
პატივისცემა და ზოგიერთი ქმედების აკრძალვა, წამების ან სხვა სასტიკი, არაადამიანური და
დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა. მათ შორის, დინამიკური უსაფრთხოების
კონცეფცია, ძალისა და შემაკავებელი საშუალებების გამოყენება, ასევე წინააღმდეგობის
გამწევი პირების მართვა პრევენციული და განმუხტვის ისეთი ტექნიკის საშუალებით,
როგორიცაა მოლაპარაკება და მედიაცია, პატიმრის ფსიქო-სოციალური საჭიროებები და
87
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ციხის შესაბამისი დინამიკა, ისევე, როგორც სოციალური ზრუნვა და დახმარება, მათ შორის
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ადრეული დიაგნოსტიკა.
სახალხო
დამცველის
მიერ,
2015
წლის
საპარლამენტო
ანგარიშში
გაცემულ
იქნა
რეკომენდაცია, რომელიც ეხებოდა ტრენინგის შედეგების ეფექტურობისა და მდგრადობის
შეფასების, ასევე მიღებული ცოდნისა და შეძენილი უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენების
სუპერვიზიის ეფექტური მექანიზმის შემუშავებას.
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
მიღებული
სამინისტროსგან
ინფორმაციის
შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომელთა სწავლების პრაქტიკაში
გამოყენების შემოწმებას აწარმოებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის სისტემური მონიტორინგის სამმართველო. სახალხო დამცველი
მიესალმება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტროს გენერალური ინსპექციის
სისტემური მონიტორინგის სამმართველოს მიერ სწავლების პრაქტიკაში გამოყენების
შემოწმებას.
მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ
თითოეული სასწავლო პროგრამისა და ტრენინგის ფარგლებში არსებული მეთოდოლოგია
ითვალისწინებდეს კურსდამთავრებულთა მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების
შემოწმებასა და შეფასებას. მათ შორის, სხვადასხვა პრაქტიკული სიტუაციების იმიტაციისა
და როლურ თამაშებზე დაკვირვების შედეგად თანამშრომელთა შეფასების გზით.
პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა სათანადო ანგარიშვალდებულების არსებობას
გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებების,
უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის უზრუნველსაყოფად. ამისათვის უნდა არსებობდეს
იმგვარი სამართლებრივი რეგულირება, რომელიც შესაძლებელს გახდის შიდა და გარე
მონიტორინგის
საფუძველზე,
წინასწარ
განსაზღვრულ
ინდიკატორებზე
და
სხვა
მაჩვენებლებზე დაყრდნობით, პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციის და
თითოეული თანამშრომლის მიერ ფუნქციების შესრულებისა და დაწესებულებაში წესრიგის
შენარჩუნების შესაძლებლობის შეფასებას. ამგვარი ჩარჩოს შექმნა გაზრდის დაწესებულების
გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას და სანდოობას.101
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია
საქართველოს
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
პენიტენციური
სამსახურის
საქმიანობის
პრინციპები,
მოსამსახურის
სტატუსი,
მისი
სამართლებრივი,
უსაფრთხოებისა
უწყვეტი
და
სამინისტროს
წესი
პროფესიული
სოციალური
დაცვის
და
სპეციალური
უფლებამოსილება,
მომზადების
სისტემა,
გარანტიები.
ამასთან,
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის
N144 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
101
გაეროს ციხის ინციდენტების მართვის სახელმძღვანელო, გვ.13, 2003 წელი.
88
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებით,
წახალისების წესით და ეთიკის კოდექსით განსაზღვრულია სამინისტროს სპეციალური
პენიტენციური სამსახურის ოფიცრებისა და რიგითების (შემდგომში – მოსამსახურეთა)
დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლები, დისციპლინური
სახდელებისა და წახალისების სახეები, მოსამსახურისათვის დისციპლინური სახდელის
შეფარდებისა და მოხსნის წესი, ასევე, მოსამსახურეთა ქცევის სტანდარტები და წესები,
რომლებიც ხელს უწყობენ მოსამსახურეთათვის პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის
პრინციპების განმტკიცებას, სამსახურებრივ მოვალეობათა პროფესიონალურ შესრულებას,
ადამიანის უფლებათა დაცვას, საზოგადოებაში ნდობისა და პატივისცემის განმტკიცებას.
დანანებით უნდა აღინიშნოს, რომ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ
შემუშავებული არ არის
თავში
მოიცავს
ფუნქციების შესრულების შეფასების სისტემა, რომელიც თავის
წინასწარ
განსაზღვრულ
ინდიკატორებს.
აღნიშნულ
საკითხთან
დაკავშირებით, 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა რეკომენდაციით
მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, შეექმნა იმგვარი სამართლებრივი
რეგულირება, რომელიც შესაძლებელს გახდიდა შიდა და გარე მონიტორინგის წინასწარ
განსაზღვრული
ინდიკატორებსა
და
სხვა
მაჩვენებლებზე
დაყრდნობით,
როგორც
პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის, ასევე თითოეული თანამშრომლის მიერ
ფუნქციების შესრულების და დაწესებულებაში წესრიგის შენარჩუნების შესაძლებლობის
შეფასებას, თუმცა ხსენებული რეკომენდაცია არ შესრულებულა.
ასევე, აღსანიშნავია, რომ 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა
რეკომენდაციით
მიმართა
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
მინისტრს,
სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა მიერ ფუნქციების ჯეროვნად შესრულების
და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად შეემუშავებინა აუცილებელი მკაფიო
სამუშაო აღწერილობები, სტანდარტული საოპერაციო პროცედურა და ინციდენტების
მართვის სახელმძღვანელო წესები. 2015 წელს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს მიერ მზადდებოდა პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა
სამუშაო
აღწერილობების
მოსამსახურეთა
პროექტები,
სადაც
თითოეული პოზიციისთვის
კონკრეტულად
უნდა
უფლება-მოვალეობები,
გაწერილიყო
თუმცა
დღემდე
აღნიშნული აღწერილობები მინისტრს არ დაუმტკიცებია.
უცვლელია
სახალხო
სახელმძღვანელო
დამცველის
დოკუმენტების
პოზიცია
იმასთან
ერთობლიობის
დაკავშირებით,
არარსებობისა
და
რომ
ამგვარი
თანამშრომელთა
არასათანადო კვალიფიკაციის პირობებში, სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებს
უჭირთ სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღება, რაც ზრდის ძალის გადამეტებისა და
არასათანადო მოპყრობის რისკებს.
89
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა ინდივიდუალური
ანგარიშვალდებულების საკითხს, უშუალო ზედამხედველთან ანგარიშვალდებულების
გარდა,
თანამშრომლის
მიერ
ჩადენილ
შესაძლო
გადაცდომას
შეისწავლის
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია. სახალხო
დამცველის აპარატმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან გამოითხოვა
ინფორმაცია, 2016 წელს პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა დისციპლინური
გადაცდომების და დაკისრებული სახდელების შესახებ, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია
სახალხო დამცველის აპარატს არ მიუღია.
რეკომენდაციები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინიტრს:
მიიღოს ყველა ზომა, რათა განხორციელდეს ახალი კადრების მოზიდვის აქტიური პოლიტიკა,
აღნიშნულის მისაღწევად, მოხდეს საზოგადოების აქტიური ინფორმირება პენიტენციურ
დაწესებულებებში დასაქმების შესაძლებლობებისა და არსებული სამუშაო პირობების შესახებ
მიიღოს ყველა ზომა, რათა დაწესებულების პერსონალის ანაზღაურება და სამუშაო პირობები
იყოს ხელსაყრელი და უზრუნველყოფილ იქნეს რთული და შრომატევადი სამუშაოს
შესაბამისი კომპენსირება
მიიღოს ყველა ზომა, რათა დაწესებულების პერსონალი უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო
კვებით
მიიღოს ყველა ზომა, რათა დაწესებულების პერსონალისათვის უზრუნველყოფილ იქნეს
მიიღოს ყველა ზომა, რათა დაწესებულებების თანამშრომლებთან მიმდინარეობდეს მუშაობა
მიიღოს ყველა ზომა, რათა სასწავლო პროგრამების მეთოდოლოგიის ფარგლებში, თითოეული
დაწესებულებამდე ტრანსპორტირება
პროფესიული გადაწვისა და სტრესის მართვის საკითხებზე
სესიის განსაზღვრისას, მითითებული იყოს ინფორმაცია კონკრეტული თემატიკისა და სესიის
დროს გამოსაყენებელი სწავლების ფორმატის შესახებ
მიიღოს ყველა ზომა, რათა თითოეული სესია მაქსიმალურად იყოს დაფუძნებული
ინტერაქტიული სწავლების მეთოდებზე, მათ შორის, აქტიურად იქნეს გამოყენებული
ჯგუფური მუშაობის ფორმატი, პრეზენტაციები და საქმეების ანალიზი
მიიღოს ყველა ზომა, რათა სასწავლო პროგრამაში განისაზღვროს გამოცდის სახე და ფორმატი
მიიღოს ყველა ზომა, რათა სასწავლო პროგრამები ითვალისწინებდეს სათანადო უკუკავშირს
მსმენელების
მხრიდან,
კონკრეტულად,
სასწავლო
პროგრამის
ფარგლებში
შეფასდეს
მსმენელების მხრიდან გავლილი სესიადა გამოვლინდეს დამატებითი საჭიროებები
მიიღოს ყველა ზომა, რათა სასწავლო პროგრამები ითვალისწინებდეს უკუკავშირს ტრენერების
მხრიდან, კონკრეტულად, მნიშნელოვანია, რომ ტრენერების მხრიდან შეფასდეს სესია, თუ
რამდენად კმაყოფილები არიან სწავლების შედეგით და რა დამატებითი რესურსების ქონაა
საჭირო იმისათვის, რომ მომავალში მოხდეს პროგრამის გაუმჯობესება
მიიღოს ყველა ზომა, რათა სასწავლო პროგრამებში უფრო მეტი დრო დაეთმოს ადამიანის
უფლებების
90
სწავლებას
იმისათვის,
რომ
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დაწესებულებების
თანამშრომლებისათვის
შესაძლებელი იყოს ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი საკითხების თეორიული და
პრაქტიკული ათვისება და გააზრება
მიიღოს ყველა ზომა, რომ სასწავლო პროგრამებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს
ისეთ საკითხებს, როგორიცაა ძალადობრივი დამნაშავეების მართვა პრევენციული და
განმუხტვის ისეთი საშუალებებით, როგორიცაა მოლაპარაკება და მედიაცია
მიიღოს ყველა ზომა, რათა დაწესებულებების პერსონალისთვის ჩატარდეს ტრენინგები ისეთ
საკითხებთან
დაკავშირებით,
დაკისრებული
მოვალეობების
არაადამიანური
და
უსაფრთხოების
კონცეფცია,
როგორიცაა
პერსონალის
შესრულების
დამამცირებელი
ძალისა
მოპყრობის
და
უფლებები
და
წამების
ან
პროცესში,
ან
დასჯის
შემაკავებელი
მოვალეობები
სხვა
სასტიკი,
აკრძალვა,
დინამიკური
საშუალებების
გამოყენება,
ძალადობრივი დამნაშავეების მართვა პრევენციული და განმუხტვის ისეთი ტექნიკის
საშუალებით, როგორიცაა მოლაპარაკება და მედიაცია, პატიმრის ფსიქო-სოციალური
საჭიროებები და ციხის შესაბამისი დინამიკა, ისევე, როგორც სოციალური ზრუნვა და
დახმარება, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ადრეული დიაგნოსტიკა
მიიღოს ყველა ზომა, რათა თითოეული სასწავლო პროგრამისა და ტრენინგის ფარგლებში
შემუშავდეს მეთოდოლოგია, რომლითაც განხორციელდება კურსდამთავრებულთა მიერ
მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შემოწმება და შეფასება, მათ შორის, სხვადასხვა
პრაქტიკული სიტუაციების იმიტაციისა და როლურ თამაშებზე დაკვირვების შედეგად
თანამშრომელთა შეფასების გზით
შეიქმნას იმგვარი სამართლებრივი რეგულირება, რომელიც შესაძლებელს გახდის ორგანოების
მიერ შიდა და გარე მონიტორინგის წინასწარ განსაზღვრულ ინდიკატორებსა და სხვა
მაჩვენებლებზე დაყრდნობით, როგორც პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის,
ასევე თითოეული თანამშრომლის მიერ ფუნქციების შესრულების და დაწესებულებაში
წესრიგის შენარჩუნების შესაძლებლობის შეფასებას
უზრუნველყოს პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა მიერ ფუნქციების ჯეროვნად
შესრულების და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად აუცილებელი მკაფიო სამუშაო
აღწერილობების, სტანდარტული საოპერაციო პროცედურებისა და ინციდენტების მართვის
სახელმძღვანელო წესების შემუშავება.
პატიმრობის პირობები
ფიზიკური გარემო, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა
მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებთან შედარებით, რიგ პენიტენციურ დაწესებულებებში
საგრძნობლად არის გაუმჯობესებული ფიზიკური გარემო და სანიტარულ-ჰიგიენური
მდგომარეობა, ზოგიერთ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული პირობები ჯერ კიდევ
მნიშვნელოვან გაუმჯობესებას და საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგებას საჭიროებს.
სახელმწიფო
ვალდებულია,
არსებული
სირთულეების
მიუხედავად,
აღმოფხვრას ნაკლოვანებები და შექმნას პატიმრობის სათანადო პირობები.
91
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დროულად
ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია საყოფაცხოვრებო პირობები და სხვა ასპექტები
მოარგოს ფიზიკური, ფსიქიკური ან სხვა სახის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
საჭიროებებს, რათა უზრუნველყოს მათი სრული, ეფექტიანი და თანაბარი წვდომა ციხის
ცხოვრებაზე.102
საცხოვრებელი ფართი
პატიმრობის კოდექსის თანახმად, ერთ მსჯავრდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა
ყველა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არ უნდა იყოს 4 მ2 ნაკლები.103
ხოლო ერთ ბრალდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა პატიმრობის დაწესებულებაში
არ უნდა იყოს 3 მ2–ზე ნაკლები.104
2016 წლის განმავლობაში განხორციელებული ვიზიტების დროს N2, N7, N8, N12, N14, N15 და
N17 დაწესებულებებში ყველა პატიმარი არ იყო უზრუნველყოფილი 4 მ2 საცხოვრებელი
ფართით. ასე მაგალითად, N7 დაწესებულების სამეურნეო სამსახურში ჩარიცხული
პატიმრები ცხოვრობენ 2 საკანში (თითო საკანში 2 პატიმარი). ერთი საკნის ფართობი
დაახლოებით 5 მ2-ია, ხოლო მეორესი 7,5 მ2.
N8 დაწესებულებაში მყოფი პატიმრების გარკვეული105 ნაწილი ცხოვრობს 2 ადგილიან
საკნებში, რომელთა ფართი დაახლოებით 7.38 მ2–ია (საპირფარეშო იზოლირებული 1.36 მ2).
საკანი სიგრძეში 4.74 მ-ია, ხოლო სიგანეში 1.55 მ, რაც ზემოთ მითითებული ნორმის106
დარღვევაა. დაწესებულებაში სულ ასეთი 14 საკანია.
წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა, 2014
წელს განხორციელებული ვიზიტის
შემდეგ, საქართველოს მთავრობას პენიტენციური დაწესებულებების მრავალადგილიან
საკნებში მოთავსებული თითოეული პატიმრის 4 მ2 პირადი ფართით უზრუნველყოფის
რეკომენდაციით მიმართა.107 თითოეული პატიმრის 4 მ2 ფართით უზრუნველყოფასთან
დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველი ასევე საუბრობს თავის საპარლამენტო
ანგარიშებში.
2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, მიეღო ყველა საჭირო ზომა N2, N3, N7, N8,
102
ნელსონ მანდელას წესები, წესი 5.2.
მე-15 მუხლის მე-2 ნაწილი.
104 მე-15 მუხლის მე-3 ნაწილი.
105
2017 წლის 1 მარტის მდგომარეობით 20 პატიმარი.
106 წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის ევროპული კომიტეტი (СPT),
გვერდი 8, პარ. 43. ხელმისაწვდომია: http://www.cpt.coe.int/en/documents/eng-standards.pdf [ბოლოს
ნანახია 13.02.2017].
107
2014 წლის 1-11 დეკემბერი საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შესახებ ანგარიში, CPT/Inf
(2015) 42 18, პარ. 48.
103
92
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
N12, N15 და N17 დაწესებულებებში მყოფი თითოეული პატიმრის 4 მ2 ფართით
უზრუნველსაყოფად. უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული რეკომენდაცია მხოლოდ N3
დაწესებულების შემთხვევაში შესრულდა. N3 დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის
თანახმად,108
2016 წლის განმავლობაში პატიმართა საცხოვრებელი კორპუსის პირველ
სართულზე საკნები გადაკეთდა 1 ან 2 ადგილიან საკნებად, ისინი გათავისუფლდა ზედმეტი
ინვენტარისგან. შესაბამისად, დღეს არსებული მდგომარეობით, N3 დაწესებულებაში ყველა
პატიმარი უზრუნველყოფილია 4 მ2 საცხოვრებელი ფართით. რაც შეეხება N2, N7, N8, N12,
N15 და N17 დაწესებულებებს, აქ პრობლემა არ მოგვარებულა.
გარდა ამისა, N2 და N8
დაწესებულებებში ბრალდებულები და მსჯავრდებულები რიგ შემთხვევებში ერთად არიან
განთავსებული, რაც პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევაა.
N2 დაწესებულებაში სამარტოო საკნების ფართობი, გარდა D კორპუსში არსებული სამარტოო
საკნებისა, 4,5-5,5 მ2–ია. აღნიშნულ საკნებში არის სივიწროვე, რაც წამების, არაადამიანური,
დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის ევროპული კომიტეტის სტანდარტის დარღვევაა.109
N14 და N17 დაწესებულებებში პატიმრების გარკვეული ნაწილი ცხოვრობს ე.წ. ბარაკის110
ტიპის საცხოვრებელში. N14 დაწესებულებაში სამი ორსართულიანი
კორპუსია, სადაც
პატიმრებს 26, 59 და 70 ადგილიან საერთო საცხოვრებელ საკნებში უწევთ ცხოვრება. რაც
შეეხება N17 დაწესებულებას, აქ 4, 6, 8, 10, 12, 14, 16, 18, 20, 22, 24, 26, 30, 32 და 34111
ადგილიანი საკნებია. მრავალადგილიანი საკნები ბარაკის ტიპისაა. N17 დაწესებულებაში 20
და მეტ ადგილიან საკნებში თითო პატიმრისთვის განსაზღვრული ფართი დაახლოებით 2.5
მ2-მდე მერყეობს, თუმცა არც 20-ზე ნაკლებ ადგილიან საკნებშია უკეთესი მდგომარეობა.
ბარაკის ტიპის საცხოვრებლებში არ არის უზრუნველყოფილი პრივატული გარემო, მწეველი
და არამწეველი პატიმრები ერთ სივრცეში ცხოვრობენ, რთულია სანიტარულ-ჰიგიენური
პირობების დაცვა და მაღალია ინფექციური დაავადებების გავრცელების საშიშროება; გარდა
108
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, პენიტენციური დეპარტამენტის N3
დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 18 იანვრის MOC 717 00043478 წერილის თანახმად.
109
„პოლიციის დაწესებულებაში საკნის (ან დაკავებულის/პატიმრის განთავსების ნებისმიერი სხვა
ტიპის ადგილის) ფართობის განსაზღვრა რთული საკითხია. ასეთი შეფასებისას ბევრი ფაქტორია
მხედველობაში მისაღები. კომიტეტის აზრით, ამ სფეროში აუცილებელია მკაცრი სახელმძღვანელო
პრინციპების არსებობა. ამჟამად, პოლიციის დაწესებულებაში ისეთი საკნების შეფასებისას, რომელიც
განკუთვნილია ერთ ადამიანზე, რომელიც იქ რჩება რამდენიმე საათზე მეტ ხანს, მოქმედებს შემდეგი
სტანდარტი (რომელიც მიიჩნევა უფრო სასურველად, ვიდრე მინიმალურ
სტანდარტად): 7
კვადრატული მეტრი - საკნის ფართობი, 2 მეტრი ან მეტი დაშორება კედლებს შორის, 2.5 მ საკნის
იატაკიდან ჭერამდე.“
110
ბარაკის ტიპის საცხოვრებელში დიდი ფართის საკანში ერთად ათეულობით პატიმარია
მოთავსებული, რის გამოც აღნიშნულ საცხოვრებლებში შეუძლებელია პატიმრებისთვის პრივატული
სივრცის დაცვა.
111 N17 დაწესებულებაში 34 ადგილიანი საერთო საცხოვრებლის ფართი დაახლოებით 77 მ2-ია.
93
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ამისა, ასეთი ტიპის საცხოვრებელი უსაფრთოხების დაცვის თვალსაზრისითაც დამატებით,
მნიშვნელოვან გამოწვევებს წარმოშობს.
„პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
მე–6 პუნქტი გვთავაზობს ცვლილებას მე–15 მუხლის მეორე ნაწილში, რომლის მიხედვითაც,
ერთ მსჯავრდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
სამკურნალო დაწესებულებასა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არ უნდა იყოს
4მ2 ნაკლები. ნორმის მოქმედი რედაქცია
ყველა
ტიპის
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში ერთ მსჯავრდებულზე ამავე ოდენობის საცხოვრებელი ფართობის ნორმას
ადგენს. ასევე საგულისხმოა, რომ ცვლილებები არ ეხება პატიმრობის დაწესებულებაში
მოთავსებულ ბრალდებულზე გამოყოფილ საცხოვრებელ ფართობს, რომელიც კოდექსის
თანახმად, არ უნდა იყოს 3 მ2 ნაკლები.112 საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ
აღნიშნულ პირობებში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსება ეწინააღმდეგება წამების
პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) სტანდარტებს.
კერძოდ, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი მკაცრად განსაზღვრავს ერთ პატიმარზე
საცხოვრებელი ფართობის მინიმალურ სტანდარტს. ამ სტანდარტის მიხედვით, მინიმალური
საცხოვრებელი ფართობი (საპირფარეშოს გამოკლებით), რომელიც პატიმარს ერთკაციან
საკანში უნდა ჰქონდეს, 6მ2–ია. რაც შეეხება ორ და მეტ კაციან საკანს, აქ მინიმალური
საცხოვრებელი ფართობის ნორმა თითო პატიმარზე 4 მ2–ია (საპირფარეშოს გამოკლებით).
აღსანიშნავია, რომ წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა გადაწყვიტა ხელი შეუწყოს
უფრო მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას, რომლის მიხედვითაც სასურველია, რომ
ერთკაციანი საკნის საცხოვრებელი ფართობი იყოს მინიმუმ 8-9 მ2, ხოლო ყოველ მომდევნო
პატიმარზე მინიმალურ 6 მ2 საცხოვრებელ ფართს დაემატოს 4 მ2.113
საქართველოს სახალხო დამცველი, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ
ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის განკუთვნილი საცხოვრებლის ფართობის ნორმა
ერთკაციან საკანში არ უნდა იყოს 6 მ2 ნაკლები, ხოლო ყოველ მომდევნო პატიმარზე
დამატებით მინიმუმ 4 მ2.
ფიზიკური გარემო
ნელსონ მანდელას წესების თანახმად, ყველა ადგილი, რომლითაც სარგებლობენ პატიმრები,
განსაკუთრებით ყველა საძინებელი ოთახი, სრულად უნდა პასუხობდეს სანიტარულ
მოთხოვნებს.
ამასთან,
სათანადო
ყურადღება
112
უნდა მიექცეს კლიმატურ
პირობებს,
იხ. პატიმრობის კოდექსის მე-15 მუხლის მე-3 ნაწილი.
იხ. European Committee for the Prevention of Torture and Inhuman or Degrading Treatment or
Punishment, “Living space per prisoner in prison establishments”, Strasbourg, 15 December 2015, პარ. 9-18;
ხელმისაწვდომია
<http://www.cpt.coe.int/en/working-documents/cpt-inf-2015-44-eng.pdf> [ბოლოს
ნანახია: 22. 02. 2017].
113
94
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
განსაკუთრებით ჰაერის კუბურ მოცულობას, მინიმალურ ფართობს, განათებას, გათბობას და
ვენტილაციას.114
ყველა დაწესებულებაში, სადაც ცხოვრობენ და მუშაობენ პატიმრები: (ა) ფანჯრები უნდა იყოს
საკმარისი ზომის იმისათვის, რომ პატიმრებს შეეძლოთ კითხვა და მუშაობა დღის შუქზე და
უნდა უზრუნველყოს სუფთა ჰაერის მიწოდება იმისდა მიუხედავად, არსებობს თუ არა
ვენტილაციის ხელოვნური სისტემა; (ბ) ხელოვნური განათება საკმარისი უნდა იყოს
იმისათვის, რომ პატიმრებს შეეძლოთ კითხვა და მუშაობა მხედველობის გაუარესების
საფრთხის გარეშე.115
N3 დაწესებულებაში საკნებს საკმაოდ მაღლა მოთავსებული მცირე ზომის ფანჯრები აქვს;
კედელი კი დაახლოებით ნახევარი მეტრი სისქისაა. შესაბამისად, მზის სხივი საკანში
სათანადოდ ვერ აღწევს. საცხოვრებელ საკნებში არ არის საკმარისი ბუნებრივი განათება და
ვენტილაცია.
დეესკალაციის და სამარტოო საკნებში არსებული ფანჯრები არ იღება.
შესაბამისად,
აღნიშნულ
საკნებში
მყოფი
პატიმრებისთვის
ბუნებრივი
ვენტილაცია
ხელმისაწვდომი არ არის.
N7 დაწესებულებაში არსებულ საკნებს აქვს რამდენიმე ფენა გისოსით დაფარული მცირე
ზომის ფანჯრები (75X43 სმ), რის გამოც ჰაერი და მზის სხივი ფანჯრიდან საკნებში
ფაქტობრივად ვერ აღწევს. დაწესებულების სავენტილაციო სისტემა ვერ უზრუნველყოფს
საცხოვრებელი საკნების ხელოვნურ განიავებას116. საკნებში არასაკმარისი ბუნებრივი
განათებაა.
N6 დაწესებულების საცხოვრებელ საკნებში არსებულ საპირფარეშოებში ხელოვნური
ვენტილაცია არაა დამონტაჟებული, ხოლო საკნებში არსებული ვენტილაცია არასაკმარისია.
საკნებში უჰაერობა და ცუდი სუნია. მეორე საცხოვრებელი კორპუსის საერთო საშხაპეები
მხოლოდ ბუნებრივად, ფანჯრების საშუალებით ნიავდება. ხანმოკლე პაემნების კაბინებში არ
არის ბუნებრივი ვენტილაცია (ფანჯრები ბოქლომით არის ჩაკეტილი).
N5 და N8 დაწესებულებების საცხოვრებელ და მოსაცდელ (საკარანტინე) საკნებში,
საგამოძიებო ოთახებსა და N15 დაწესებულების ადვოკატებთან შეხვედრის ოთახებში
არასაკმარისად
ფუნქციონირებს
ხელოვნური
სავენტილაციო
სისტემა,
ანალოგიური
პრობლემებია N2 დაწესებულების საცხოვრებელ, მოსაცდელ, სამარტოო საკნებსა და
საშხაპეებში. N8 დაწესებულების სამარტოო საკნებში ხელოვნური ვენტილაცია საერთოდ
არაა დამონტაჟებული.
114
წესი 13.
წესი 14.
116 განსაკუთრებით პრობლემურია დაწესებულების პირველ სართულზე არსებული საკნები.
115
95
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
N2117,
N8
და
N17
დაწესებულების
დაწესებულების
ზოგიერთ
საკნებში
შეინიშნება
სინესტე.
N8
მოსაცდელი საკნები ნაწილობრივ მიწის საფარს ქვეშაა მოქცეული, რის
გამოც საკნებში განათება და ვენტილაცია არასაკმარისია; დეესკალაციის ოთახებში არ იღება
ფანჯრები. შესაბამისად, ბუნებრივი ვენტილაცია პატიმრებისთვის ხელმისაწვდომი არ არის.
დაწესებულების
საშხაპეებში
როზეტებისა
და
შუქის
ჩამრთველების
შიგთავსები
გამოცლილია და აღნიშნული გაყვანილობები უსაფრთხოების წესების დარღვევითაა
გაკეთებული. ხელოვნური განათება არადამაკმაყოფილებელია. საშხაპეებში არ არის სკამები
და საკიდები პირადი ნივთების (ტანისამოსის, პირსახოცების და სხვა) მოსათავსებლად.
N9 და N15 დაწესებულების საცხოვრებელ საკნებში ხელოვნური სავენტილაციო სისტემა არ
ფუნქციონირებს, N17 დაწესებულების საცხოვრებელ საკნებში არსებული სავენტილაციო
სისტემა ასევე ვერ უზრუნველყოფს საკნების სათანადო განიავებას. ამავე დაწესებულების
დახურული ტიპის კორპუსის საკნებში არ არის ხელოვნური ვენტილაცია, ხოლო ბუნებრივი
და ხელოვნური განათება არასაკმარისია.
N15 დაწესებულების ცენტრალური გათბობის სისტემა სრულად ვერ უზრუნველყოფს
საკნების სათანადო გათბობას. N2, N3, N5,
N6, N8, N14 და N15 დაწესებულებების
საცხოვრებელ საკნებში ბეტონის იატაკია, რაც შეიძლება ცუდად აისახოს პატიმართა
ჯანმრთელობაზე.
N12
დაწესებულების
მოსაწესრიგებელია
ძირითად
საცხოვრებელ
ელექტროგაყვანილობის
კორპუსში
ქსელები,
არსებულ
ვინაიდან
ყველა
დაცული
საკანში
არ
არის
უსაფრთხოების ნორმები.
2015 წელს საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, N2, N3, N6, N8, N9, 12, N15 და N17
დაწესებულებებში არსებულ საცხოვრებელ საკნებში უზრუნველეყო სათანადო ვენტილაცია;
N5 და N8 დაწესებულებების საგამოძიებო ოთახებში დამონტაჟებულიყო ცენტრალური
სავენტილაციო სისტემა; N2, N5, N6, N12, N14, N15 და N17 დაწესებულებების სამარტოო,
საკარანტინე, საგამოძიებო და საშხაპე ოთახებში უზრუნველეყო სათანადო ბუნებრივი და
ხელოვნური ვენტილაცია; N9 და N15 დაწესებულებების საგამოძიებო და საშხაპე ოთახებში
უზრუნველეყო სათანადო ბუნებრივი და ხელოვნური ვენტილაცია.
მითითებული რეკომენდაციები არ შესრულებულა.
სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა
117
სინესტე განსაკუთრებით შეინიშნებოდა დაწესებულებაში საცხოვრებელი კორპუსების პირველმეორე სართულზე არსებულ საკნებში.
96
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
პატიმრობის
კოდექსის
თანახმად,
ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის
გამოყოფილი საცხოვრებელი უნდა შეესაბამებოდეს მინისტრისა და საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილ
სანიტარულ-ჰიგიენურ
ნორმებს
და
უნდა
უზრუნველყოფდეს
ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.118
N2, N8, N15119, N17 დაწესებულებების როგორც საცხოვრებელ, ასევე სამარტოო და
საკარანტინე საკნებსა და საშხაპეებში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა
არადამაკმაყოფილებელია.
N2 დაწესებულებაში საკნების უმრავლესობაში სინესტეა. ზოგიერთ საცხოვრებელ საკანში (C
კორპუსის
პირველ
სართულზე)
არსებულ
ტუმბოებს
აქვს
კოროზია.
პატიმრები
იძულებულნი არიან ტანისამოსი, პირადი ნივთები და ჭურჭელი ასეთ პირობებში შეინახონ.
N2 და N8 დაწესებულებების ზოგიერთ საკანში მწერებია. N3 დაწესებულების სამარტოო, N5
(საპატიმრო განყოფილების), N7, N12, N14 (დახურული ტიპის კორპუსი) დაწესებულებების
საცხოვრებელ
საკნებში
არსებული
სანიტარულ-ჰიგიენური
მდგომარეობა
არადამაკმაყოფილებელია.
N12 დაწესებულების საცხოვრებელი საკნები მოძველებულია და საჭიროებს სარემონტო
სამუშაოებს. N15 დაწესებულების საცხოვრებელი კორპუსის დერეფნებსა და კიბეებზე
არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. დერეფნებსა და
კიბეებზე სიგარეტის კოლოფები, ნამწვავები და სხვა ნარჩენებია მიმოფანტული.
2015 წელს საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
მინისტრს,
N8
დაწესებულებაში
არსებულ
დეესკალაციის ოთახებში უზრუნველეყო სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, ასევე
მიეღო ყველა საჭირო ზომა N15 დაწესებულებაში საცხოვრებელი კორპუსის დერეფნებსა და
კიბეებზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დასაცავად. აღნიშნული რეკომენდაციებიდან
მხოლოდ N8 დაწესებულების დეესკალაციის ოთახებში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური
ნორმების დაცვის რეკომენდაცია შესრულდა.
N6 დაწესებულების ზოგიერთი საკნის საპირფარეშოში არსებულ ნიჟარებში გროვდება
წყალი, საპირფარეშოებში არ არის წყლის ჩამრეცხი ავზები. N5 დაწესებულების საპატიმრო
განყოფილების ზოგიერთი
საკნის საპირფარეშოებში კანალიზაცია გაუმართავია და
118
პატიმრობის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილი.
N15 დაწესებულებაში სამარტოო და საკარანტინე საკნებში სანიტარული კვანძების იზოლირების
რეკომენდაცია 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც იყო, თუმცა აღნიშნული რეკომენდაცია, როგორც
ჩანს არ შესრულდა.
119
97
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
გროვდება წყალი. N2 და N5 დაწესებულებების საშხაპეებში ტრაპებთან გუბდება წყალი. N8
დაწესებულების საშხაპეებში ზოგიერთ შხაპს არ აქვს წყლის მოსაშვები/ჩამკეტი მექანიზმი.
2015 წელს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის მინისტრს, მიეღო ყველა საჭირო ზომა N3 დაწესებულებაში არსებული
წყალმომარაგების პრობლემის აღმოსაფხვრელად, თუმცა რეკომენდაცია დღემდე არ
შესრულებულა. აღნიშნულ დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს წყალი კვლავ გრაფიკით
მიეწოდებათ.
სანიტარული კვანძის პრივატულობა
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის
ბრძანებით
დამტკიცებული,
ელექტრონული
პენიტენციურ
საშუალებით
დაწესებულებებში
მეთვალყურეობისა
და
ვიზუალური
კონტროლის
ან/და
განხორციელების,
ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის
თანახმად,
„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
ელექტრონული
მეთვალყურეობა
და
კონტროლი არ შეიძლება განხორციელდეს დაწესებულებაში არსებულ საერთო
სარგებლობის
საშხაპეებში,
ხანგრძლივი
პაემნებისათვის
კანონმდებლობით
საერთო
სარგებლობის
განკუთვნილ
დადგენილი
წესითა
საპირფარეშოებში
ოთახებში,
და
გარდა
და
საქართველოს
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული შემთხვევისა.“
აღნიშნულ დათქმასთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ 2014
წლის 19 დეკემბერს, წინადადებით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის
მინისტრს,
რომ
იმ
ადგილების
ჩამონათვალს,
სადაც
არ
შეიძლება
განხორციელდეს მეთვალყურეობა, დამატებოდა საკანში არსებული საპირფარეშოები,
თუმცა, მითითებული წინადადება მინისტრს არ გაუზიარებია. წამების პრევენციის
ევროპული
კომიტეტი
(CPT)
სხვადასხვა
ქვეყანაში
განხორციელებული
ვიზიტების
შედეგების შესახებ ანგარიშებში ცალსახად აღნიშნავს, რომ ციხეებში მეთვალყურეობისა და
კონტროლის განხორციელების პროცესში პატიმრების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის
უფლება დაცული უნდა იყოს საპირფარეშოებითა და საშხაპეებით სარგებლობისას.120
120
იხილეთ: http://www.cpt.coe.int/documents/hun/2010-16-inf-eng.pdf იხილეთ გვ. 19, პარ. 31, ასევე,
http://www.cpt.coe.int/documents/ita/2013-32-inf-eng.pdf გვ. 30, პარ. 60 [ბოლოს ნანახია 20.01.2017].
98
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ამავე კომიტეტის სტანდარტების თანახმად, ჰუმანური გარემოს არსებითი შემადგენელი
ნაწილია სათანადო პირობებში საპირფარეშოზე იოლი ხელმისაწვდომობა და ჰიგიენის
სათანადო სტანდარტების დაცვა.121
სანიტარული მოწყობილობები საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ თითოეულმა
პატიმარმა
შეძლოს
თავისი
ბუნებრივი
მოთხოვნილებების
დაკმაყოფილება
საჭიროებისამებრ, სისუფთავესა და დამაკმაყოფილებელ პირობებში.122 როგორც წესი,
ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს შხაპის კვირაში ორჯერ
მიღების შესაძლებლობით, არანაკლებ თვეში ერთხელ კი, საპარიკმახერო მომსახურებით.
ადმინისტრაციას ეკრძალება მოსთხოვოს ბრალდებულს/მსჯავრდებულს თმის სრულად
გადაპარსვა, თუ არ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენური აუცილებლობა.123
მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ N3 დაწესებულების სამარტოო და უსაფრთხო124, N6
დაწესებულების უსაფრთხო და N8 დაწესებულების დეესკალაციის ოთახებში სანიტარული
კვანძი არ არის იზოლირებული. საკნებში დამონტაჟებულია ვიზუალური მეთვალყურეობის
სისტემა
(ვიდეოკამერები),
უზრუნველყოფილი
არ
რომლის
არის
არეალშიც
პრივატულობა.
ექცევა
საპირფარეშოს
ანალოგიური
სივრცე
მდგომარეობაა
და
N15
დაწესებულების დახურული ტიპის საცხოვრებელ კორპუსში, სადაც განლაგებულია
საკარანტინო და სამარტოო საკნები.
N7 დაწესებულებაში არსებულ საკნებში საპირფარეშოები მცირე ზომისაა, არ არსებობს
ვენტილაციის სისტემა და არც ჩამრეცხი ავზებია დამონტაჟებული. მართალია, საპირფარეშო
იზოლირებულია საკნის დანარჩენი ფართისგან, მაგრამ საპირფარეშოს კარის ზედა ნაწილში
დარჩენილი
ღია
სივრციდან,
ვენტილაციის
სისტემის
არარსებობის
პირობებში,
არასასიამოვნო სუნი საკანში აღწევს. საპირფარეშოს ფართობი მერყეობს 0,4 (0,63X0,69) მ2–
დან 0,5 (0,62X0,78) მ2–მდე. პატიმრები აცხადებენ, რომ ზოგიერთ მათგანს, მისი ფიზიკური
მონაცემებიდან გამომდინარე, ტუალეტში არსებული სივიწროვის გამო არ შეუძლია
ნორმალურ პირობებში დაიკმაყოფილოს ბუნებრივი მოთხოვნილებები. ხშირად პატიმრებს
უწევთ საპირფარეშოს კარის გაღება და ბუნებრივი მოთხოვნილებების ამგვარ დამამცირებელ
მდგომარეობაში დაკმაყოფილება. აქვე აღსანიშნავია, რომ საპირფარეშოს კარების პირდაპირ
განლაგებულია საწოლები და განმარტოება პრაქტიკულად შეუძლებელია.
ანალოგიურად, N6 დაწესებულებაში, მართალია, საპირფარეშო იზოლირებულია საკნის
დანარჩენი ფართისგან, მაგრამ საპირფარეშოს კარის ზედა ნაწილში დარჩენილი ღია
სივრციდან, არასასიამოვნო სუნი საკანში აღწევს. დაწესებულებაში ყველა უსაფრთხო საკანსა
121
გვ. 25, პარ. 49.
ნელსონ მანდელას წესები, წესი 15.
123
პატიმრობის კოდექსის 21-ე მუხლის მეორე ნაწილი.
124 ამჟამად დეესკალაციის ოთახები.
122
99
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
და საშიშროების მაღალი რისკის პატიმრების საკნებში დამონტაჟებულია ვიზუალური
მეთვალყურეობის სისტემა (ვიდეოკამერები), რომლის არეალშიც ექცევა საპირფარეშოს
სივრცე და უზრუნველყოფილი არ არის პრივატულობა.
პატიმრის პირადი ჰიგიენა/ტანსაცმელი/თეთრეული
ევროპული ციხის წესების თანახმად, პატიმრებმა
სუფთად და მოწესრიგებულად უნდა
იქონიონ ტანსაცმელი და საძინებელი, ასევე პირად ჰიგიენას მიაქციონ ყურადღება.125
ამისათვის ციხის ადმინისტრაციამ ისინი უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ტუალეტისა და
ჰიგიენური
საშუალებებით.126
ქალთა
სანიტარული
პირადი
ჰიგიენის
დასაცავად
სპეციალური უზრუნველყოფა უნდა მოხდეს (ტანსაცმელი და ქვეშაგები).127 პატიმრები,
რომელთაც არა აქვთ სათანადო ან საკუთარი ტანსაცმელი, უზრუნველყოფილ უნდა იყვნენ
კლიმატის შესაბამისი ტანსაცმლით.128 ამგვარი ტანსაცმელი არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი
ან ღირსების შემლახავი.129 ტანსაცმელი კარგ მდგომარეობაში უნდა იყოს შენარჩუნებული და
საჭიროებისამებრ შეიცვალოს.130
პატიმრობის
კოდექსის
22-ე
ბრალდებულს/მსჯავრდებულს
მუხლის
არა
აქვს
პირველი
ნაწილის
პირადი
ტანსაცმელი,
თანახმად,
თუ
ადმინისტრაცია
უზრუნველყოფს მას სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლით, რომელიც თავისი
ფორმით არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.
N2
დაწესებულებაში
გამოკითხულ
პატიმართა
განმარტებით,
დაწესებულება
არ
უზრუნველყოფს პატიმრებს სეზონის შესაფერისი ტანსაცმლით და მათ სხვა პატიმრები
(ძირითადად
თანამესაკნეები)
ეხმარებიან.
N5
დაწესებულებაში
მყოფი
უცხოელი
პატიმარების გადმოცემით, დაწესებულებაში შესახლებისას მათ გამოსაცვლელი ტანსაცმელი
არ
ქონდათ.
დაწესებულების
მხრიდან
მათი
სეზონის
შესაფერისი
ტანისამოსით
უზრუნველყოფა შესახლებისას არ მომხდარა. პატიმრების განმარტებით, მათ ტანსაცმლით
სხვა პატიმარები დაეხმარნენ.
N2, N6 და N18 დაწესებულებებში მყოფი პატიმრების გადმოცემით, პირადი ჰიგიენის
ნივთებს მათ მხოლოდ დაწესებულებაში შესახლების დროს აძლევენ, ხოლო შემდგომ
მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში. რიგ შემთხვევებში, დაწესებულების თანამშრომლები
უმარტავენ, რომ მარაგში აღარ აქვთ ჰიგიენის ნივთები. მაგალითად, N2 დაწესებულებაში
მოთხოვნის შემთხვევაში საკანს მხოლოდ ერთ ან ორ საპონს აძლევენ, მიუხედავად იმისა,
125
წესი 19.5.
წესი 19.6.
127
წესი 19.7.
128 წესი 20.1.
129
წესი 20.2.
130 წესი 20.3.
126
100
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
რომ საკანში ორზე მეტი პატიმარია. N8 დაწესებულებაში, დეესკალაციის ოთახებში მყოფ
პირებს არ ეძლევათ პირადი ჰიგიენის ნივთები (კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა, ასევე
თეთრეული, პირსახოცი და ბალიში).
N2 დაწესებულებაში ვიზიტის დროს გაირკვა, რომ დაწესებულებაში ქალ პატიმრებს აქვთ
პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალებების ხელმისაწვდომობის პრობლემა, კერძოდ, ქალ
პატიმრებს არ ურიგდებათ ჰიგიენური საფენები. მათთვის არ არის ხელმისაწვდომი ტანის და
სახის მოვლის საშუალებები. N5 დაწესებულების საპატიმრო განყოფილების,131“A”, “B”, “C” ,
“D” კორპუსებში, საცხოვრებელ საკნებში არ მოდის ცხელი წყალი.
სუფთა ჰაერზე ყოფნის/გასეირნების უფლება
ევროპული ციხის წესების თანახმად,
ყოველ პატიმარს უნდა მიეცეს შესაძლებლობა
ყოველდღიურად მინიმუმ ერთი საათი მაინც ივარჯიშოს სუფთა ჰაერზე, თუ ამინდი იძლევა
ამის
საშუალებას.132
შესაძლებლობა
ავდრის
უნდა
პირობებში
მიეცეთ.133
პატიმრებს
პატიმრობის
ვარჯიშის
ალტერნატიული
კოდექსის
თანახმად,
ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ყოველდღიურად, არანაკლებ 1 საათისა,
იმყოფებოდეს სუფთა ჰაერზე (ისარგებლოს გასეირნების უფლებით).134
N2 დაწესებულებაში სასეირნო ეზოები ზემოდან ნაწილობრივ გადახურულია; ეზოში დგას
ხის გრძელი სკამები და ურნები, დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები. N2, N6, N8, N9,
N5135 და N17 136დაწესებულებების სასეირნო ეზოებში არსებული მდგომარეობა არ იძლევა
სათანადო ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობას. სასეირნო ეზოები არ არის აღჭურვილი
სავარჯიშო ინვენტარით. N3 დაწესებულების სასეირნო ეზოში მხოლოდ 1 ტურნიკია
დამონტაჟებული. პატიმართა ფიზიკური აქტივობების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია
სასეირნო ეზოების სავარჯიშო ინვენტარით აღჭურვა.
131
აღნიშნულ განყოფილებაში ცხოვრობენ საკარანტინე რეჟიმში მყოფი მსჯავრდებულები;
მსჯავრდებულები, რომლებსაც დახურული ტიპის დაწესებულებაში აქვთ სასჯელის მოხდა
განსაზღვრული; სამარტოო საკანში/საკნის ტიპის სადგომში მოთავსებული პატიმრები; უვადო
პატიმრები; მსჯავრდებულები, რომლებიც საკუთარი სურვილით გადმოვიდნენ დაწესებულების
პატიმრობის განყოფილებაში.
132 წესი 27.1.
133
წესი 27.2.
134 პირველი ნაწილი, „ზ“ პუნქტი.
135
საპატიმრო განყოფილება.
136 დახურული ტიპის კორპუსი.
101
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
N14
დაწესებულებაში137
არსებული
საფეხბურთო
მოედანი
მოუწყობელია.
კერძოდ,
ასფალტზე არ არის დაგებული ხელოვნური მინდვრის საფარი. გარდა ამისა, არ არის
საფეხბურთო კარები. ასევე დაზიანებულია კალათბურთის ფარები.
N7 დაწესებულებაში მყოფი პატიმრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ სასეირნო ეზოების
მდებარეობისა და მოწყობის გამო. სასეირნო ეზოები მცირე ზომისაა და ისეთ ადგილზეა
მოწყობილი, სადაც ჰაერი ფაქტობრივად არ მოძრაობს. სასეირნოდ გამოყოფილი სივრცე
შეადგენს 13 კვადრატულ მეტრს (4,2X3,1). ასეთი სასეირნო სივრცე დაწესებულებაში სულ
ოთხია. სასეირნო სივრცე შემოსაზღვრულია დაახლოებით სამი მეტრის სიმაღლის
კედლებით და გადახურულია გისოსებითა და მეტალის ბადით. აღნიშნულის გამო და
დამატებით იმის გათვალისწინებითაც, რომ ის შენობებს შორის არის მოქცეული, მზის
სხივები და სუფთა ჰაერი სათანადოდ ვერ აღწევს.
N3 და N8 დაწესებულებებში სასეირნო ეზოების მოწყობასთან დაკავშირებით სახალხო
დამცველს 2015 წლის ანგარიშშიც ჰქონდა რეკომენდაცია, რომელიც არ შესრულებულა.
N3 დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,
პატიმრებს აწუხებთ ტკივილი წელის არეში (რასაც „ნარის სიმპტომს“ უწოდებენ), რაც
განპირობებულია უმოძრაობით და მცირე ფართის საწოლზე138 ერთ პოზაში წოლით; ასევე
აქვთ კუჭ-ნაწლავის დაავადებები, გამოწვეული უმოძრაობით, კვების და ძილის რეჟიმის
დარღვევით;
ხშირია
თავის
ტკივილები,
რასაც
სამედიცინო
პერსონალი
საკანში
უჰაერობას/ჟანგბადის ნაკლებობას უკავშირებს; პერსონალი ასევე აცხადებს, რომ ხშირია
შემთხვევები, როდესაც პატიმრებს აღენიშნებათ გამონაყარი, რომელსაც მედიკამენტურად
ვერ მკურნალობენ და ვარაუდობენ, რომ ეს გამონაყარი განპირობებულია საკანში არსებული
პირობებითა
და უჰაერობით. ვინაიდან დახურული ტიპის დაწესებულებებში მყოფი
პატიმრები რეალურად 1 საათზე მეტი ხნით არ იმყოფებიან სუფთა ჰაერზე139, ხოლო საკანში
ბუნებრივი და ხელოვნური ვენტილაციის პრობლემებია, მნიშვნელოვანია პატიმრებს, ერთი
მხრივ, მიეცეთ საშუალება შეძლებისდაგვარად მეტი დრო გაატარონ სუფთა ჰაერზე და
მეორე მხრივ, საკნებში უზრუნველყოფილ იქნას სათანადო ხელოვნური და ბუნებრივი
ვენტილაცია.
2014 და 2015 წლების საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა რეკომენდაციით
მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, დაწესებულებაში არსებული მძიმე
საყოფაცხოვრებო პირობებიდან გამომდინარე, გაეუქმებინა N7 დაწესებულება. მართალია,
2016 წლის განმავლობაში აღნიშნულ დაწესებულებაში საგრძნობლად შემცირდა პატიმართა
137
მე-6 კორპუსის ეზოში.
საწოლის ფართი 63x189 სმ.
139
პატიმრობის კოდექსის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს: ყოველდღიურად
არანაკლებ 1 საათისა იმყოფებოდეს სუფთა ჰაერზე (ისარგებლოს გასეირნების უფლებით).
138
102
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
რაოდენობა, თუმცა დაწესებულება ისევ განაგრძობს ფუნქციონირებას. შესაბამისად,
სახალხო დამცველის რეკომენდაცია N7 დაწესებულების დახურვის შესახებ უცვლელია.
მიუხედავად დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურული და მძიმე საყოფაცხოვრებო
პრობლემებისა,
დაწესებულების
დირექტორისგან
მიღებული
წერილობითი
პასუხის
თანახმად140, 2016 წელს რაიმე სახის სარემონტო სამუშაოები N7 დაწესებულებაში არ
ჩატარებულა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლების
განცხადებით, უმოკლეს ვადებში იგეგმება N7 დაწესებულების დახურვა.
ინფრასტრუქტურა
პენიტენციური დეპარტამენტის N7, N8, N9, N18 და N19 დაწესებულებებში არ არის
ხანგრძლივი პაემნის ინფრასტრუქტურა, რასთან დაკავშირებითაც სახალხო დამცველმა
არაერთხელ მიმართა რეკომენდაციით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს. N7
დაწესებულებაში
მყოფი
პატიმრების
გარდა,
დაწესებულებებში
მყოფი
პატიმრები,
ხანგრძლივი
პერიოდულად
გადაჰყავთ
სხვა
ზემოთ
დაწესებულებებში,
ჩამოთვლილ
პაემნით
თუმცა
უნდა
დანარჩენ
სარგებლობისთვის,
აღინიშნოს,
რომ
აუცილებელია მითითებულ დაწესებულებებში ხანგრძლივი პაემნის ინფრასტრუქტურის
მოწყობა.
პენიტენციურ დაწესებულებებში141 საგამოძიებო და შეხვედრების ოთახებში პატიმრებს
გარდა საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებისა, ხვდებიან ადვოკატები, სასულიერო
პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის წარმომადგენლები.
აღნიშნულ პირებთან საუბრის კონფიდენციალურობა კანონმდებლობითაა გარანტირებული.
ამ ოთახებში
დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები. პატიმართა უმრავლესობა
მიიჩნევს, რომ საგამოძიებო ოთახებში არსებული სათვალთვალო კამერების საშუალებით
მიმდინარეობს მათი საუბრის აუდიო და ვიდეო ჩაწერა, რაც უარყოფითად მოქმედებს
პატიმართა გახსნილობაზე და საუბრის დროს გარკვეულწილად ზღუდავს მათ.
2013,
2014
და
რეკომენდაციით
დაწესებულებაში
2015
წლების
მიმართა
საპარლამენტო
სასჯელაღსრულებისა
გამოყოფილიყო
დამცველს/სპეციალური
პრევენციული
ანგარიშებში
და
სახალხო
პრობაციის
ოთახი,
სადაც
ჯგუფის
წევრს
საქართველოს
ნებისმიერ
დამცველმა
მინისტრს,
დროს
ყველა
სახალხო
ექნებოდა
საშუალება, შეხვედროდა პატიმარს ყოველგვარი მიყურადებისა და თვალთვალის გარეშე.
აღნიშნული რეკომენდაცია დღემდე არ შესრულებულა.
140
2017 წლის 18 იანვრის MOC 2 1700041592 წერილი.
N8 დაწესებულებაში 1 ოთახია გამოყოფილი წითელი ჯვრის წარმომადგენლებისთვის, სადაც
მიყურადების გარეშე შეიძლება პატიმართან შეხვედრა. აღნიშნული ოთახით სახალხო დამცველის
წარმომადგენლებიც სარგებლობენ.
141
103
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
2015 წელს საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
მინისტრს,
პენიტენციურ
დაწესებულებებში
უზრუნველეყო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და პირობების გაუმჯობესება. „2015 წელს
საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის
დადგენილებით
განსაზღვრულ
რეკომენდაციებთან
დაკავშირებით“,
საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა
2016 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული
პროექტების შესახებ. კერძოდ:
სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები ჩატარდა N3, N2,
N5, N6, N8, N9, N12, N14, N16, N17 და N19 პენიტენციურ დაწესებულებებში. მიმდინარეობს
ლაითურის მშენებარე პენიტენციური დაწესებულების ძირითადი სარეჟიმო შენობის
სამშენებლო სამუშაოები, რომელიც მოიცავს გისოსების, კარ-ფანჯრების და ფასადის
მოწყობას.
N3 პენიტენციურ დაწესებულებაში დასრულდა პირველ სართულზე განთავსებული საკნების
სარემონტო სამუშაოები, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
საწოლებს, რომლებიც გადაკეთდა ერთსართულიანებად, რაც შემდგომში მოხსნის საკნებში
გადატვირთულობის პრობლემას.
N2 პენიტენციურ დაწესებულებაში გარემონტდა დაწესებულების საკნები, საშხაპე ოთახები,
ხანმოკლე პაემნების ოთახები; დაწესებულებაში მოეწყო დეესკალაციის 4 ოთახი; D სარეჟიმო
შენობის საევაკუაციო კიბეს ჩაუტარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები; დაწესებულების
გარშემო მოეწყო დამატებითი დამცავი უსაფრთხოების ბარიერი, ე.წ. „ბუფერული“ ზონა;
გარემონტდა სამედიცინო დანიშნულების ოთახები, მოეწყო ახალი სტომატოლოგიური
კაბინეტები, რენტგენის ოთახი, სასტერილიზაციო და ა.შ; დაწესებულებაში განთავსებული
საბადრაგო სამსახურისათვის მოეწყო ახალი, კაპიტალურად გარემონტებული ოთახები.
N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპლუატაციაში შევიდა ხანგრძლივი პაემნების ახლად
აშენებული შენობა; კაპიტალურად გარემონტდა დაწესებულების საშხაპე ოთახები, საკნები,
სამედიცინო დანიშნულების ოთახები, ადმინისტრაციული შენობა და ა.შ; მოეწყო ფიტნესის ოთახები.
N6 პენიტენციურ დაწესებულებაში მოეწყო თანამედროვე საკნები, მათ შორის, შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე პატიმრებისთვის, საშხაპე ოთახები, ასევე აღიჭურვა თანამედროვე
ელექტრონული მეთვალყურეობის საშუალებებით.
N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოეწყო პურის საცხობის შენობა; სტანდარტების
შესაბამისად
104
გარემონტდა
დაწესებულების
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სამედიცინო
ოთახები,
მოეწყო
სტომატოლოგიური კაბინეტები, რენტგენის ოთახი, სასტერილიზაციო და ა.შ.; უახლოეს
მომავალში დაიწყება ხანგრძლივი პაემნებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა.
N9 პენიტენციურ დაწესებულებაში კაპიტალურად გარემონტდა დაწესებულების საშხაპე და
სამედიცინო ოთახები, მოეწყო სტომატოლოგიური კაბინეტი და სასტერილიზაციო ოთახი,
ასევე გარემონტდა დაწესებულების აფთიაქი; სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა ამანათების
ოთახსაც, დაწესებულების შესასვლელში მოეწყო პირადი შემოწმებისთვის განკუთვნილი
ოთახები.
N12
დაწესებულებაში
კაპიტალურად
გარემონტდა
სამეურნეო
ნაწილში
ჩარიცხულ
მსჯავრდებულთა საცხოვრებელი შენობა, სადაც მოეწყო საშხაპე ოთახები, სასადილო ოთახი.
N14 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორია აღიჭურვა თანამედროვე ელექტრონული
მეთვალყურეობის სისტემებით და მოეწყო ელექტრონული მეთვალყურეობის ახალი
ოთახები; დასრულდა საზოგადოებრივი მისაღების სამშენებლო სამუშაოები. ამ ეტაპზე
მიმდინარეობს შენობის აღჭურვისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები; კაპიტალურად
გარემონტდა დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე სამედიცინო პუნქტი; დასრულდა
დაწესებულების ტერიტორიაზე
მდებარე პურის საცხობის სამშენებლო სამუშაოები;
სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ადმინისტრაციულ შენობაში, მათ შორის, გარემონტდა გარე
დაცვის სამსახურის ოთახები.
N16 პენიტენციურ დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა დაწესებულების
ტერიტორიაზე მდებარე პურის საცხობის შენობას, რომელიც უკვე ფუნქციონირებს;
სტანდარტების შესაბამისად მოეწყო დაწესებულების სამედიცინო ოთახები; დასრულდა
ეზოს ტერიტორიაზე ღია სატრენაჟორო ფარდულის სამშენებლო სამუშაოები; სასადილოს
შენობაში მოეწყო კულინარიის შემსწავლელი კურსებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა;
გარემონტდა დაწესებულების საშხაპე ოთახები.
N17
პენიტენციურ
დაწესებულებაში
მომზადდა
სასადილო-სამზარეულო
შენობის
საპროექტო დოკუმენტაცია; მიმდინარეობს სასადილო-სამზარეულო შენობის კაპიტალური
სარეკონსტრუქციო
სამუშაოები; გარემონტდა
დაწესებულების
სამედიცინო
ოთახები;
დაწესებულების გარე დამცავ ზღუდეზე მოეწყო დამატებითი უსაფრთხოების დამცავი
ბარიერები; დაწესებულების გარშემო მოეწყო უსაფრთხოების დამცავი ბარიერი, ე.წ
„ბუფერული ზონა“.
N19 პენიტენციურ დაწესებულებაში კაპიტალურად გარემონტდა სამეურნეო ნაწილში
ჩარიცხულ მსჯავრდებულთა საცხოვრებელი ოთახები;
105
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მიმდინარეობს ლაითურის მშენებარე პენიტენციური დაწესებულების ძირითადი სარეჟიმო
შენობის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც მოიცავს გისოსების, კარ-ფანჯრების და ფასადის
მოწყობას.
სახალხო
დამცველი
ინფრასტრუქტურისა
მიესალმება
და
2016
საცხოვრებელი
წელს
პენიტენციურ
პირობების
დაწესებულებებში
გასაუმჯობესებლად
სარემონტო
სამუშაოების ჩატარებას. აღსანიშნავია, რომ გასულ წლებთან შედარებით, რიგ პენიტენციურ
დაწესებულებებში შედარებით გაუმჯობესებულია ფიზიკური გარემო და სანიტარულჰიგიენური მდგომარეობა. მიუხედავად ამისა, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული
პირობები ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას და საერთაშორისო სტანდარტებთან
შესაბამისობაში მოყვანას საჭიროებს.
რეკომენდაციები
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს:
გაუქმდეს N7 დაწესებულება
N2, N7, N8, N12, N14, N15 და N17 დაწესებულებებში მყოფი თითოეული პატიმარი
უზრუნველყოს 4 მ2 საცხოვრებელი ფართით
უზრუნველყოს
N2
და
N8
დაწესებულებაში
მყოფი
ბრალდებულების
იზოლირება
მსჯავრდებულებისაგან, როგორც მინიმუმ, ერთმანეთისაგან განცალკევებული საცხოვრებელი
ფართით
მიიღოს
ყველა საჭირო ზომა N14 და N17 დაწესებულებებში
ე.წ.
ბარაკის
ტიპის
საცხოვრებლების გასაუქმებლად
N2, N6, N5 და N8 დაწესებულებების საცხოვრებელ, მოსაცდელ საკნებში, N2 და N8
დაწესებულებების მოსაცდელ, სამარტოო საკნებსა და საშხაპეებში, N8 დაწესებულების
საგამოძიებო და N15 დაწესებულების ადვოკატებთან შეხვედრის ოთახებში დამონტაჟდეს
სათანადო ხელოვნური ვენტილაცია
უზრუნველყოს N9 და N15 დაწესებულების საცხოვრებელი საკნების, N6 დაწესებულების
საშხაპეებისა და ხანმოკლე პაემნების კაბინების ხელოვნური ვენტილაცია
უზრუნველყოს
N8
დაწესებულების
დეესკალაციის,
ხოლო
N17
დაწესებულების
საცხოვრებელი საკნების სათანადო ბუნებრივი ვენტილაცია
უზრუნველყოს N15 დაწესებულების საცხოვრებელი საკნების სათანადო გათბობა
უზრუნველყოს პენიტენციური დაწესებულებების საცხოვრებელ საკნებში ბეტონის იატაკის
შეცვლა, სხვა, ჯანმრთელობისათვის უვნებელი საშუალებით
მიიღოს ყველა საჭირო ზომა N2, N8, N15 და N17 დაწესებულებების როგორც საცხოვრებელ,
ასევე სამარტოო და მოსაცდელ საკნებში, ასევე საშხაპეებში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური
მდგომარეობის დასაცავად
106
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
უზრუნველყოს N3 დაწესებულების სამარტოო, N5142 N7, N12, N14143
დაწესებულებების
საცხოვრებელ საკნებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
უზრუნველყოს N12 დაწესებულებაში მოძველებული საცხოვრებელი საკნების გარემონტება
უზრუნველყოს N15 დაწესებულების საცხოვრებელ კორპუსში არსებულ დერეფნებსა და
კიბეებზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
უზრუნველყოს N2 დაწესებულების საცხოვრებელი საკნები ტუმბოებით
დაწესებულების სამარტოო და
N15 დაწესებულების დახურული ტიპის საკნებში, N3
უსაფრთხო144, N6 დაწესებულების საცხოვრებელ, უსაფრთხო და N8 დაწესებულების
დეესკალაციის ოთახებში სანიტარული კვანძი იმგვარად მოეწყოს, რომ არ მოხვდეს კამერის
ხედვის არეალში, ასევე მოხდეს მათი იზოლირება, პრივატულობის დასაცავად
მიიღოს ყველა საჭირო ზომა N2 და N5 დაწესებულებებში კანალიზაციის სისტემის
გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად
უზრუნველყოს N8 დაწესებულების საშხაპეებში წყლის მოსაშვები/ჩამკეტი მექანიზმების
შეკეთება, ასევე N8 დაწესებულების საშხაპეებსა და N12 დაწესებულების საცხოვრებელ
საკნებში
როზეტებისა
და
შუქის
ჩამრთველების
უსაფრთხოების
წესების
დაცვით
დამონტაჟება
უზრუნველყოს N8 დაწესებულების საშხაპეების სათანადო ხელოვნური განათება
უზრუნველყოს N8 დაწესებულების საშხაპეები სკამებითა და საკიდებით
მიიღოს ყველა საჭირო ზომა N2 და N5 დაწესებულებებში პატიმართა სეზონის შესაფერისი
ტანისამოსით უზრუნველსაყოფად
მიიღოს ყველა საჭირო ზომა N2, N6, N8 და N18
დაწესებულებებში პატიმართა პირადი
ჰიგიენის ნივთებით მოსამარაგებლად
უზრუნველყოს N2 დაწესებულებაში მყოფი ქალები საჭირო ჰიგიენური საშუალებებით
მიიღოს ყველა საჭირო ზომა N5 დაწესებულებაში მყოფი ქალების საკნებში ცხელი წყლით
უზრუნველსაყოფად
N2, N3, N6, N8, N9, N5145 და N17146 დაწესებულების სასეირნო ეზოები აღიჭურვოს სავარჯიშო
ინვენტარით
N14 დაწესებულების სპორტული მოედნები აღიჭურვოს სათანადოდ (ხელოვნური მინდვრის
საფარი, კარები, კალათბურთის ფარი)
N8 დაწესებულებაში მოეწყოს დამატებითი სასეირნო ეზოები, რათა ყველა მსჯავრდებულმა
შეძლოს გასეირნების უფლებით სარგებლობა
მიიღოს ყველა საჭირო ზომა N3 დაწესებულებაში არსებული წყალმომარაგების პრობლემის
აღმოსაფხვრელად
N8, N9, N18 და N19 დაწესებულებებში შეიქმნას ხანგრძლივი პაემნისთვის საჭირო
ინფრასტრუქტურა
პენიტენციური
დეპარტამენტის
ყველა
დაწესებულებაში
142
საპატიმრო განყოფილება.
დახურული ტიპის კორპუსი.
144 ამჟამად დეესკალაციის ოთახები.
145
საპატიმრო განყოფილების.
146 დახურული ტიპის კორპუსის.
143
107
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
გამოიყოს
ოთახი,
სადაც
საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს ნებისმიერ
დროს ექნება საშუალება, შეხვდეს პატიმარს ყოველგვარი მიყურადებისა და თვალთვალის
გარეშე.
დღის განრიგი და სარეაბილიტაციო აქტივობები
ნელსონ მანდელას წესების თანახმად, იმ პატიმრებს, რომლებიც არ არიან დასაქმებული
სუფთა ჰაერზე, გააჩნიათ მინიმუმ ერთი საათით მაინც ეზოში სათანადო ფიზიკური
ვარჯიშის უფლება, თუ ამას ამინდი უწყობს ხელს.147 პატიმრობის კოდექსის148 თანახმად,
ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ყოველდღიურად არანაკლებ 1 საათისა
იმყოფებოდეს სუფთა ჰაერზე (ისარგებლოს გასეირნების უფლებით).149 როგორც წესი,
ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები, დღის განმავლობაში
თავისუფლად გადაადგილდებიან მათი საცხოვრებელი კორპუსების სასეირნო ეზოებში,
ხოლო დახურული ტიპის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს აქვთ უფლება, დღეში
არანაკლებ 1 საათისა, ისარგებლონ გასეირნების უფლებით.
საყურადღებოა, რომ დახურული ტიპის დაწესებულებებში მოთავსებული პატიმრები 23
საათს ატარებენ საკნებში და მათი გასეირნება 1 საათით საკნის მსგავს სასეირნო ეზოებში,
სადაც არ არის სავარჯიშო ინვენტარი, შეიძლება მძიმედ აისახოს მათს ჯანმრთელობაზე.
შესაბამისად, აუცილებელია, დაწესებულებაში შეიქმნას სუფთა ჰაერზე ყოფნისა და
ვარჯიშის სათანადო პირობები და, ამასთანავე, გაიზარდოს ყოველდღიურად სუფთა ჰაერზე
ყოფნის ხანგრძლივობა. სასეირნო ეზოების არასათანადო მოწყობის გამო, რიგ შემთხვევებში
პატიმრები უარს აცხადებენ სუფთა ჰაერზე გასვლის უფლებით სარგებლობაზე. აღნიშნულ
საკითხზე სახალხო დამცველი 2014 და 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშებშიც საუბრობდა,
თუმცა ეს პრობლემა პენიტენციურ დაწესებულებებში კვლავ რჩება.
აღსანიშნავია, რომ N8 დაწესებულებაში სულ 560 საცხოვრებელი საკანია150 და, აქედან, 25
საკანში სამეურნეო სამსახურში ჩარიცხული პატიმრები ცხოვრობენ, რომლებიც სასეირნო
ეზოებით არ სარგებლობენ.151 დაწესებულებაში 90 სასეირნო ეზოა. პატიმართა სასეირნო
ეზოებში გაყვანა საკნების მიხედვით ხდება. დაწესებულების დღის განრიგის თანახმად,
147
წესი 23.1.
მუხლი 14
149
პუნქტი 1 („ზ“).
150 2017 წლის 1 მარტის მდგომარეობით N8 დაწესებულებაში 2 324 პატიმარი იყო და მხოლოდ 16
საკანი იყო ცარიელი.
151სამეურნეო
სამსახურში ჩარიცხული მსჯავრდებულები დღის მანძილზე თავისუფლად
გადაადგილდებიან დაწესებულების ტერიტორიაზე, შესაბამისად, სასეირნო ეზოებით სარგებლობას
არ საჭიროებენ.
148
108
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
პატიმართა გასეირნება იწყება დილის 9 საათიდან და გრძელდება 12 საათამდე. აღნიშნული
განრიგის შესაბამისად,
3 საათში მხოლოდ 270 საკანში მყოფი პატიმარი
მოახერხებს
გასეირნების უფლებით სარგებლობას,152 ხოლო დანარჩენ საკნებში მყოფი პატიმრები ვერ
ისარგებლებენ ამ უფლებით.
N8 დაწესებულებაში მყოფი პატიმრების გადმოცემით, ისინი ხშირად არ სარგებლობენ
გასეირნების უფლებით, ვინაიდან, მათ სასეირნოდ გასვლას დილის 7 ან 8 საათზე
სთავაზობენ. გარდა ამისა, რადგან შაბათობით N8 დაწესებულებიდან მსჯავრდებულები სხვა
დაწესებულებებში
გადაჰყავთ,
პატიმრები
გასეირნების
უფლებით
ვერც
ამ
დღეს
სარგებლობენ. პატიმართა უარი გასეირნების უფლებით სარგებლობაზე დაწესებულების
საცხოვრებელ კორპუსებში არსებულ ჟურნალებში აღირიცხება, სადაც უარი მხოლოდ
საკნების მიხედვით არის მითითებული. ჟურნალში არ არის აღნიშნული, თუ რა დროს
სთავაზობენ პატიმარს გასეირნებას (მითითებულია მხოლოდ თარიღი). დამკვიდრებული
პრაქტიკის153 თანახმად, საკანში და სასეირნო ეზოში პატიმარი მარტო არ უნდა დარჩეს, რაც
იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული პატიმრის გასეირნება მისი თანამესაკნეების ნება–
სურვილზეა დამოკიდებული, რაც, სახალხო დამცველის შეფასებით, დაუშვებელია. პირს,
რომელიც გასეირნების სურვილს გამოთქვამს, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიეცეს
სასეირნოდ გასვლის შესაძლებლობა.
პატიმრებს დილის 7, 8 საათზე სთავაზობენ გასეირნებას N6 დაწესებულებაშიც, რის გამოც,
ამ დაწესებულებაში მყოფი პატიმრების განცხადებით, ისინი თავს იკავებენ გასეირნების
უფლებით სარგებლობისგან. N18 დაწესებულებაში მყოფი პატიმრების გადმოცემით, ისინი
სასეირნო ეზოებში კვირაში ორჯერ გაჰყავთ, ისიც მხოლოდ 15 წუთით.
2014 და 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშებში მოცემული რეკომენდაციის თანახმად, N8
დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს უნდა მისცემოდათ საშუალება, დღის განრიგით
გათვალისწინებულ დროს ესარგებლათ სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლებით. თუმცა სუფთა
ჰაერზე დღის განრიგით გათვალისწინებულ დროს გასეირნების უფლებით სარგებლობისას
პრობლემები საანგარიშო წლის მანძილზე არა მხოლოდ N8, არამედ N6 და N18
დაწესებულებებშიც დაფიქსირდა.
სახალხო დამცველმა თავის არაერთ ანგარიშში აღნიშნა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში
არსებული
პირობები
უნდა
უზრუნველყოფდეს
პატიმრის
რესოციალიზაციასა
და
რეინტეგრაციას საზოგადოებაში. მსჯავრდებულმა სასჯელის მოხდის პერიოდში უნდა
მიიღოს ან გააღრმავოს მისთვის სასურველი და ხელმისაწვდომი განათლება და უნარჩვევები, მიეცეს საშუალება მონაწილეობდეს სპორტულ, სახელოვნებო, ინტელექტუალურ
152 ამ დროში, რომ არც ჩავთვალოთ პატიმართა საკნიდან გამოყვანისა და სასეირნო ეზოში აყვანის
დრო.
153 დაწესებულების თანამშრომელთა განცხადებით, ეს პრაქტიკა სუიციდის პრევენციას ემსახურება.
109
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
თუ სხვა სახის ღონისძიებებში. ეს ყოველივე აუცილებელია, რათა მსჯავრდებული,
სასჯელის მოხდის შემდგომ, საზოგადოებას დაუბრუნდეს, როგორც სრულფასოვანი
ადამიანი.
ნელსონ მანდელას წესების თანახმად, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის, ან
ნებისმიერი მსგავსი ღონისძიების დანიშვნის მიზანი, საბოლოოდ, არის საზოგადოების
დაცვა დანაშაულისაგან და რეციდივის შემცირება. ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ იმ
შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ციხეში გატარებული პერიოდი შეძლებისდაგვარად
უზრუნველყოფს გათავისუფლების შემდეგ ამ პირთა საზოგადოებაში რეინტეგრაციას, ისე,
რომ მათ შეძლონ კანონმორჩილი ცხოვრება და საკუთარი არსებობის უზრუნველყოფა.154
ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით, ყველა დაწესებულებაში
პატიმრები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ დასვენებისა და კულტურული საქმიანობის
შესაძლებლობით.155 ყოველი სასჯელაღსრულების დაწესებულება უნდა ცდილობდეს, რომ
პატიმრები
უზრუნველყოს
რომლებიც
იქნება
საგანმანათლებლო
შეძლებისდაგვარად
პროგრამების
მრავალმხრივი
და
ხელმისაწვდომობით,
უპასუხებს
პატიმართა
ინდივიდუალურ საჭიროებებს მათი მისწრაფებების გათვალისწინებით.156 განათლების
სისტემატიური პროგრამები უნარ-ჩვევების ტრენინგების ჩათვლით, პატიმართა საერთო
განათლების
გაღრმავებისა
და
პატიმრების
წახალისებისათვის
დანაშაულის
გარეშე
ცხოვრების თაობაზე უნდა იყოს რეჟიმების ძირითადი ნაწილი.157
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული158 2016 წლის
საქმიანობის ანგარიშის თანახმად,159 სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის
მექანიზმი დაინერგა და ამჟამადაც მოქმედებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისათვის.
2015 წელს ეს მიდგომა დაინერგა N5 და N16 დაწესებულებებში, ხოლო 2016 წელს პროგრამის
პილოტირება განხორციელდა N6, N12 და N17 დაწესებულებებში. სასჯელის მოხდის
ინდივიდუალური დაგეგმვის მექანიზმი 2017 წლის 31 დეკემბრამდე ყველა დაწესებულებას
მოიცავს, რაც მისასალმებელია.
სასჯელის
მოხდის
ინდივიდუალური
დაგეგმვა
გულისხმობს
მსჯავრდებულისთვის
სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შემუშავებას, რომლის მიზანია დანაშაულის
განმეორებით ჩადენასთან დაკავშირებული ინდივიდუალური რისკისა და საჭიროების
154
წესი 4.1.
ნელსონ მანდელას წესები, წესი 105.
156 ევროპული ციხის წესები, წესი 28.1.
157
ევროპული ციხის წესები, წესი 106.1.
158 ხელმისაწვდომია შემდეგ ელ. მისამართზე http://www.moc.gov.ge/ka/saqmianoba/angarishebi
159
ხელმისაწვდომია შემდეგ ელ. მისამართზე http://www.moc.gov.ge/images/catalog/items/zzzz.pdf, გვ.
32.
155
110
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
შეფასება, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ინდივიდისთვის
საჭირო ჯანსაღი გარემოს შექმნა და შესაბამის სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვა.
სასჯელის მოხდის პარალელურად, დგინდება და ფასდება რეაბილიტაციის კუთხით
მსჯავრდებულთა საჭიროებები და, ამის საფუძველზე, თითოეული მსჯავრდებულისთვის
განისაზღვრება ფსიქოსოციალური, სარეაბილიტაციო პროგრამების ინდივიდუალური ნუსხა.
პროგრამის შედეგები აისახება მსჯავრდებულის რისკების შეფასებისა და პირობით ვადამდე
გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტაზე.160
2016 წლის განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარდა და ამ ეტაპზეც ტარდება
სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო ღონისძიება. წლის მანძილზე პატიმრებს საშუალება
მიეცათ, მონაწილეობა მიეღოთ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში, დაუფლებოდნენ
ზოგად/პროფესიულ განათლებას და შეესწავლათ სხვადასხვა ხელობა. ამ კუთხით ყველაზე
კარგი მაგალითია N5 დაწესებულება.
N5 დაწესებულებაში განხორციელებული აქტივობები
მონაწილეთა
რაოდენობა
ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამები
ატლანტისი
16
გათავისუფლებისთვის მზადება
11
ოჯახურ სირთულეებთან გამკლავება
6
კოგნიტური და სოციალური უნარები
18
ტრენინგი სტრესის შესახებ
6
სპორტული/კულტურული ღონისძებები
160
შეჯიბრი საზრიანობასა და შემოქმედებითობაში
100
ღონისძიება „ქალი მომავლის იმედით“
150
პანტომიმის თეატრი
12
სპექტაკლი „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“
100
სპექტაკლი „ვიდრე უფლისწული თავს მოიკლავს“
100
თეატრალური წარმოდგენა „მოდით მნახეთ, მე აქ ვსახლობ, მზე აქ შემიჩერებია“
33
მონაწილეობა გადაცემაში „ცოდნა ფულია“
2
მხიარულთა და საზრიანთა კლუბი“
100
„გადაწერე ვეფხისტყაოსანი“
3
პოეზიის საღამო
50
ხელმისაწვდომია შემდეგ ელ. მისამართზე http://www.moc.gov.ge/images/catalog/items/zzzz.pdf, გვ.
32.
111
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ლიტერატურული კონკურსი
4
მუსიკალური კონცერტები
150
მხატვრული ფილმების ჩვენება
80
პროფესიული, სახელობო კურსები/ტრენინგები
გიდის (ტურიზმი) სატრენინგო პროგრამა
11
სასტუმროს პერსონალის მომზადება
9
სასტუმროს საქმის მწარმოებელი
10
ტუროპერატორის კურსი
9
ლექცია თემაზე „საუბრები თარგმანზე“
40
ლექცია-სემინარი რელიგიურ და თეოლოგიურ თემებზე
90
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებები
176
ტრენინგი ადამიანებით ვაჭრობის წინააღდეგ ბრძოლის (ტრეფიკინგის) შესახებ
36
ტრენინგი რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ
7
კერვა
12
სტილისტი
28
თექა
13
მასაჟის შემსწავლელი კურსი
18
ქართული ენის შემსწავლელი კურსი
24
ინგლისურის ენის შემსწავლელი კურსი
28
გერმანული ენის შემსწავლელი კურსი
17
კომპიუტერული გრაფიკა
4
კომპიუტერული საოფისე პროგრამების შემსწავლელი კურსი
10
გარდა
ცხრილში
მითითებული
აქტივობებისა,
N5
დაწესებულებაში
ასევე
მოეწყო
მხატვრული ფილმების ჩვენება და ჩატარდა კონცერტები.
N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფი არასრულწლოვანი
მსჯავრდებულები 2016 წლის მანძილზე ჩართულები იყვნენ ზოგადი განათლების მიღების
პროცესში. აღნიშნულ დაწესებულებაში ჩატარებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია
დეტალურად იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში.
სარეაბილიტაციო აქტივობის დასახელება
პერიოდი
მონაწილე
ები
ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია
გათავისუფლებისთვის მზადება
112
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
იანვარი-მარტი,
მაისი-ივლისი
18
არტთერაპია
იანვარი-მარტი,
აპრილი-მაისი
15
თებერვალი
4
სტრესის მენეჯმენტი
ბრაზის მართვა
აპრილი
4
მუსიკათერაპია
აპრილი-ოქტომბერი
17
აპრილი-ოქტომბერი
6
სასარგებლო უნარების განვითარება
კულტურული ღონისძიებები
მხიარული ვიქტორინა
1.11.2016
რა? სად? როდის?
2.1.2016
9
2.10.2016
10
4.23.2016
11
5.30.2016
11
8.24.2016
8
6
11.29.2016
9
კინოვიქტორინა + რა? სად? როდის?
8.31.2016
8
ინტელექტუალური თამაში „ეტალონი“
3.16.2016
9
6.22.2016
5
9.12.2016
7
10.3.2016
11
12.7.2016
11
12.8.2016
11
საახალწლო ვიქტორინა
12.30.2016
11
მკითხველთა კლუბი
კვირაში 1-ჯერ
-
სპექტაკლი „ვიდრე უფლისწული თავს მოიკლავს“
6.15.2016
11
პოეზიის საღამო, შეხვედრა პოეტებთან
11.4.2016
13
პრეზენტაცია თემაზე „ქართველი იუნკერები“
2.25.2016
9
ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
6.1.2016
11
დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
4.25.2016
პრეზენტაცია თემაზე „26 მაისი დამოუკიდებლობის
აღდგენის დღე“
სპორტული აქტივობები
4
2
შაშის წრე
კვირაში 1-ხელ
16
ჭადრაკის წრე
კვირაში 1-ხელ
22
ფიტნეს ვარჯიშები
ფეხბურთის წრე
მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი
113
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
5.4.16-20.12.16 კვირაში 3ჯერ
10.5.16-24.12.16
კვირაში 2-ჯერ
3.30.2016
15
13
8
შაშის ტურნირი
ამხანაგური მატჩი ფეხბურთში
4.6.2016
8
8.18.2016
8
8.22.2016
8
11.25.2016
8
4.14.2016
7
9.2.2016
5
12.1.2016
9
გარდა ცხრილში მოცემული მონაცემებისა, წლის მანძილზე არასრულწლოვნებს საშუალება
მიეცათ შეხვედროდნენ ცნობილ ადამიანებს და ენახათ არაერთი მხატვრულ/შემეცნებითი
ფილმი.
პატიმრობისა
და
დახურული
ტიპის
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებებში
განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ.
პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების
აქტივობებში ჩართულ
პატიმართა რაოდენობა
დაწესებულებების მიხედვით
აღკვეთის დაწესებულებებში ჩატარებული
სარეაბილიტაციო აქტივობები
N2
N8
სრულწ
ლოვანი
არასრუ
ლწლოვ
ანი
სრულწ
ლოვანი
არასრუ
ლწლოვ
ანი
8
-
-
-
სპორტული ღონისძიებები
შაშის ტურნირი
მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი
-
-
8
-
მკლავჭიდის ტურნირი
-
-
18
8
შაშის ტურნირი
-
-
26
8
ძალოსნობის ტურნირი სიმძიმეების აწევაში
-
-
14
-
სახელობო/პროფესიული კურსები
ხეზე კვეთა
8
-
-
-
ქარგვა
7
-
-
-
მინანქარი
4
-
-
-
ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი
12
-
22
-
ქართული ენის შემსწავლელი კურსი
11
-
14
-
კომპიუტერული გრაფიკის კურსი
13
-
7
-
კომპიუტერული საოფისე პროგრამები
-
-
19
-
მართვის მოწმობის თეორიული კურსი
19
-
26
-
ოჯახური მცირე სასტუმროს მენეჯმენტი
6
-
-
-
114
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გაცნობა
-
3
-
-
საქართველოს ისტორიის გაცნობა
-
6
-
-
მსოფლიოს შვიდი საოცრება
-
4
-
-
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებები
-
-
40
-
6
-
-
-
არტთერაპია
-
8
-
5
ჯანსაღი ცხოვრების წესი
-
5
-
-
კოგნიტური და სოციალური უნარები
-
4
-
-
პენიტენციური სტრესის მართვის მოდული
-
1
-
-
ბრაზის მართვის სატრენინგო მოდული
-
3
8
-
ბიბლიოთერაპია
-
-
-
11
რა? სად? როდის?
-
-
12
-
ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია
ატლანტისი
გარდა ცხრილში მითითებული მონაცემებისა, პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარდა
სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, მათ შორის, ცნობილ ადამიანებთან შეხვედრა,
პოეზიის საღამო და ლიტერატურული კონკურსები.
N9 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში წლის
მანძილზე მხოლოდ უცხო ენებისა და კომპიუტერული პროგრამების შესწავლა იყო
შესაძლებელი.
N2, N8 და N11 დაწესებულებებში მყოფი არასრულწლოვნები ჩართულები იყვნენ ზოგადი
განათლების მიღების პროცესში. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ N2 დაწესებულებაში
მყოფი ქალი პატიმრები არ იყვნენ ჩართულები რაიმე სახის სარეაბილიტაციო ღონისძიებაში.
N2 დაწესებულებაში არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო პროგრამასთან დაკავშირებით უნდა
აღინიშნოს, რომ ფსიქოლოგი მუშაობს არტთერაპიით. არ არის დანერგილი ანტისოციალური ქცევის
პრევენციის პროგრამა. არასრულწლოვნებს უჩვენებენ ფილმებს, რომლებიც თემატურად არაა
შერჩეული,
ფილმზე
დისკუსია,
მისი
განხილვა
არ
იმართება,
რაც
ირიბად
იმუშავებდა
ბენეფიციარების მორალურ განვითარებაზე, დანაშაულის მიმართ დამოკიდებულების შეცვლაზე, მათ
პიროვნულ
ზრდაზე,
თვითშეფასების
ამაღლებაზე,
სოციალურ
ადაპტაცია-კომპეტენციის
გაუმჯობესებაზე. ზემოაღნიშნული მონაცემებიდან ჩანს, N2, N8 და N9 დაწესებულებებში 2016 წელს
განხორციელებული აქტივობები საჭიროებს დახვეწას.
რაც შეეხება განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში განხორციელებულ აქტივობებს, N7
დაწესებულებაში 2016 წელს მხოლოდ 2 პატიმარი იყო სარეაბილიტაციო პროგრამაში
ჩართული. ერთ შემთხვევაში პატიმრის ნამუშევრის გამოფენა მოეწყო, ხოლო მეორე
115
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
შემთხვევაში პატიმარმა მის მიერ დაწერილი ლექსით მონაწილეობა მიიღო ლიტერატურულ
კონკურსში. N6 დაწესებულებაში წლის მანძილზე მოქმედებდა სუიციდის პრევენციის
პროგრამა, რომელშიც 7 პატიმარი იყო ჩართული. გარდა ამისა, ჩატარდა შაშის ტურნირი,
რომელშიც 12 მსჯავრდებულმა მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება N3 დაწესებულებას, 2016
წელს სულ 8 სარეაბილიტაციო აქტივობა ჩატარდა, მათ შორის, შემდეგი კურსები: სასტუმრო
საქმის მწარმოებელი, გიდი (ტურიზმი), ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის
სპეციალისტი, კომპიუტერული გრაფიკა, ვებსპეციალისტი, მცირე ბიზნესის მწარმოებელი,
მართვის მოწმობის თეორიული
და ვებდიზაინი. აღნიშნულ პროგრამებში მონაწილეობა
მიიღო 4-მა მსჯავრდებულმა.161
განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში უმნიშვნელოვანესია
მრავალმხრივი
და
მრავალფეროვანი
პატიმართა
სარეაბილიტაციო
ინდივიდუალურ
პროგრამები.
საჭიროებებზე
როგორც
მორგებული
ზემოთ
მოცემული
ინფორმაციიდან ჩანს, ამ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულების ჩართულობა
სარეაბილიტაციო აქტივობებში არის ძალიან დაბალი, რაც
არაჯანსაღ
გარემოს
და
უარყოფითად
აისახება
დაწესებულებაში ქმნის
პატიმრებსა
და
დაწესებულების
თანამშრომლებს შორის არსებულ ურთიერთობაზე, ასევე დაწესებულებაში წესრიგისა და
უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფაზე;სარეაბილიტაციო პროგრამების გარეშე ვერ
მიიღწევა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის და დანაშაულის განმეორებით ჩადენის
პრევენციის მიზნები.
აუცილებელია დახურული ტიპის დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს, სულ მცირე, საკანში
მაინც მიეცეთ შესაძლებლობა, დაკავდნენ მათთვის საინტერესო თავშესაქცევი, სახელოვნებო,
შრომითი,
შემეცნებითი
და
სხვა
აქტივობით.
ასევე
მნიშვნელოვანია,
თუნდაც
დაწესებულების შეზღუდული შესაძლებლობის პირობებში, ხელი შეეწყოს ინდივიდუალურ
სპორტულ აქტივობებს. მაგალითად, თხოვნის შემთხვევაში, დამატებით მოხდეს პატიმრის
გაყვანა სასეირნო ეზოში, სადაც ის შეძლებს ვარჯიშს ინდივიდუალურად. ამ მიზნით,
უსაფრთხოების დაცვის ინტერესების გათვალისწინებით, შესაძლებელია სასეირნო ეზოში
ელემენტარული სპორტული აღჭურვილობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
როგორც გასული წლების საპარლამენტო ანგარიშებში აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ N18
და N19 დაწესებულებები წარმოადგენენ სამკურნალო დაწესებულებებს, იქ არსებულ
ცალკეულ განყოფილებებში პატიმრები თავსდებიან ხანგრძლივი დროით. შესაბამისად,
მნიშვნელოვანია ამ
დაწესებულებებში გარკვეული აქტივობების დანერგვა. სახალხო
დამცველმა 2015 წლის ანგარიშში აღინიშნა, რომ მართალია, ორივე დაწესებულებამ გადადგა
ნაბიჯები
სარეაბილიტაციო
აქტივობების
დანერგვისკენ,
აუცილებელია
პატიმრებს
შესთავაზონ რაც შეიძლება მეტი და მრავალფეროვანი პროგრამა. 2016 წელს N18
161
2017 წლის 18 იანვარს N3 დაწესებულებიდან გამოგზავნილი MOC 7 1700043478 პასუხი.
116
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს დაწესებულების სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის
მიერ ჩაუტარდათ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კურსი „სუიციდის დაძლევის
სტრატეგიები, ემოციასთან და სტრესთან გამკლავების უნარების განვითარება“ (13
ბენეფიციართან); ჩატარდა არტთერაპიის კურსი (ჯგუფში 4 მსჯავრდებული) და მოეწყო
ფილმის ჩვენება. ხოლო N19 დაწესებულებაში პატიმრებს მიეცათ საშუალება შეესწავლათ
ხატწერა და ხეზე კვეთა (3 მსჯავრდებული), ასევე ჩაუტარდათ არტთერაპიის კურსი (16
მსჯავრდებული).
ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებებში ჩატარებული სარეაბილიტაციო
აქტივობები
აქტივობებში ჩართულ პატიმართა
რაოდენობა დაწესებულებების
მიხედვით
N12
N14
N15
N17
-
-
-
სახელობო/პროფესიული კურსები
გალობის შემსწავლელი კურსები
13
მედავითნეობის შემსწავლელი კურსი
13
-
-
-
ქართული ენის შემსწავლელი კურსი
-
-
-
14
ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი
74
-
13
26
გერმანური ენის შემსწავლელი კურსი
20
-
-
19
კომპიუტერული გრაფიკა
14
-
20
18
პროგრამა access
-
-
10
19
კომპიუტერული საოფისე პროგრამების შესწავლა
8
-
-
6
ვებდიზაინის შემსწავლელი კურსი
-
-
12
17
გიდი (ტურიზმი)
24
-
-
-
სასტუმრო საქმის მწარმოებელი
7
-
-
14
მცირე ბიზნესის მწარმოებელი
41
-
6
15
ლექცია „საუბრები თარგმანზე“
18
-
-
-
თანასწორთა განათლება და აივ ინფექცია/ შიდსი
30
-
-
-
89
-
-
55
-
-
-
49
ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი
16
-
5
8
მართვის მოწმობა (თეორიული კურსი)
22
-
14
44
ხეზე კვეთა
-
-
-
33
ხატწერა
-
-
-
7
ტურ-ოპერატორი
7
-
4
-
ლექცია/სემინარი რელიგიურ და თეოლოგიურ თემებთან
დაკავშირებით
ტრენინგი თემაზე ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა
უფლებების შესახებ
117
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ელექტრიკოსი
-
8
-
-
მეფილე
-
9
-
-
კალატოზი
-
8
-
-
-
3
-
-
დურგალი
ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია
გათავისუფლებისთვის მომზადება
23
-
-
10
პენიტენციური სტრესი
-
-
-
13
ბრაზის მართვა
10
-
-
-
რა? სად? როდის?
12
-
-
-
პოზიტიური ქცევის როლი ოჯახურ ურთიერთობებში
16
-
-
-
პოზიტიური აზროვნების უნარების განვითარება
-
-
-
8
ბიბლიოთერაპია
9
-
-
8
კოგნიტური და სოციალური უნარების პროგრამა COSO
26
-
-
-
ტრავმა და მისი მოვლა
12
-
-
-
თეატრალური დასი
-
-
-
15
არტთერაპია
-
-
-
11
გარდა ცხრილში მოცემული აქტივობებისა, ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში შედგა
შეხვედრები
ცნობილ
ადამიანებთან162,
მოეწყო
პოეზიის
საღამო163,
კონცერტები164,
მხატვრული ფილმის ჩვენებები , ღონისძიება „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“166,
165
წიგნის
საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება167, ჭადრაკის ტურნირი168, ფეხბურთის
მატჩი169,
მსოფლიო
რეკორდის
დამყარება
სიმძიმის
აზიდვაში,170
მსჯავრდებულთა
ნამუშევრების გამოფენა , სასულიერო პირების შეხვედრა მუსლიმ მსჯავრდებულებთან172.
171
როგორც ცხრილში მოცემული მონაცემებიდან ჩანს, რომ N14 და N15 დაწესებულებებში 2016
წელს განხორციელებული, სარეაბილიტაციო აქტივობების სიმწირეა, ასევე არსებულ
162
N12, N17 დაწესებულებებში.
N15 დაწესებულებაში.
164 N12 დაწესებულებაში.
165
N12, N14, N15, N17 დაწესებულებებში.
166 N12 დაწესებულებაში.
167
N14 დაწესებულებაში.
168 N14 დაწესებულებაში.
169
N17 დაწესებულებაში.
170 N17 დაწესებულებაში.
171
N17 დაწესებულებაში.
172 N17 დაწესებულებაში.
163
118
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
აქტივობებში
მსჯავრდებულთა
აღნიშნულ
დაწესებულებებში
მონაწილეობის
მაჩვენებელი
მსჯავრდებულთა
დაბალია,
შესაბამისად,
რეაბილიტაციის
პროცესი
არადამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება N16 დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებას, 2016 წელს აღნიშნულ დაწესებულებებში ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა,
მათ შორის, შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში, ფეხბურთსა და ფრენბურთში, ჭადრაკში და
კალათბურთში.
მსჯავრდებულებს
ჰქონდათ
საშუალება
შეხვედროდნენ
ცნობილ
ადამიანებს, ენახათ არაერთი მხატვრული ფილმი; შეესწავლათ ხეზე კვეთის, გიტარაზე
დაკვრის, თიხაზე მუშაობის, კულინარიის, მღებავის, კომპიუტერის, მცირე ბიზნებისისა და
სასტუმროს
საქმის
მწარმოებლის,
ინფორმაციული
ტექნოლოგიების
მხარდამჭერი
სპეციალისტის პროფესიები; ასევე, ესწავლათ ქართული, ინგლისური და გერმანული ენები.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულები ჩართულები იყვნენ სხვადასხვა სახის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამებში, მათ შორის: განთავისუფლებისთვის მზადება,
კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარება, ადამიანის განვითარება სოციალურ
გარემოში, ბრაზისა და სტრესის მართვა,
ცხოვრებისეული რისკები და პიროვნული
რესურსები, ნაბიჯი ცვლილებებისკენ (დანაშაულის გაცნობიერება) და სხვა.
სამწუხაროდ,
პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ უცხოელ პატიმრებს, ენის
ბარიერის გამო, უჭირთ კომუნიკაცია დაწესებულების თანამშრომლებთან, მათ შორის,
სოციალურ მუშაკებთან, რის გამოც, ფაქტიურად, ვერ ახერხებენ სარეაბილიტაციო
ღონისძიებებში
ჩართვას.
მართალია,
დაწესებულებები
უცხოელ
პატიმრებს
რიგ
შემთხვევებში სთავაზობენ ქართული ენის შემსწავლელ კურსებს, თუმცა უნდა აღინიშნოს,
რომ აღნიშნული კურსები რეგულარულად არ ტარდება. მაგალითად, N2 დაწესებულებაში
წლის მანძილზე განხორციელებული ვიზიტების შედეგად აღმოჩნდა, რომ უცხოელი
პატიმრები
საერთოდ
არ
იყვნენ
ინფორმირებული
სარეაბილიტაციო
პროგრამებით
სარგებლობის უფლების შესახებ.
2015 წელს საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, მიეღო ყველა საჭირო ზომა ყველა
დაწესებულებაში მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო აქტივობების განსახორციელებლად;
მაქსიმალურად შეწყობოდა ხელი დაწესებულებების სოციალურ განყოფილებებს, დაეგეგმათ
და პატიმრების სათანადო მონაწილეობით ჩაეტარებინათ სხვადასხვა ღონისძიება; ასეთი
ღონისძიებების
დაგეგმვისას
გათვალისწინებული
ყოფილიყო
პატიმართა
ინტერესის
სფეროები, ასევე, სხვადასხვა აქტივობაში მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად, უფრო
ხშირად გამოყენებულიყო წახალისების ფორმები. სამწუხაროდ, აღნიშნული რეკომენდაცია
არ შესრულებულა. 2016 წლის მანძილზე განხორციელებული ვიზიტების შედეგად
დადგინდა,
რომ
პენიტენციური
დაწესებულებების
პერსონალის რაოდენობა კვლავ არასაკმარისია.
119
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სოციალურ
განყოფილებებში
დაწესებულება
პატიმართა
საშუალო
რაოდენობა
წლის
მანძილზე
სოციალურ
მუშაკთა
რაოდენობა
ფსიქოლოგთა
რაოდენობა
განყოფილების
უფროსი
სოციალური
სამსახურის
შემადგენლობა
N2
1 218
6
2
1
9173
N3
101
3
1
1
5
N5
266
7
2
1
11174
N6
209
10
3
1
14
N7
29
1
1
1
3
N8
2 370
20
6
1
26
N9
39
1
1
1
3
N11
16
5
2
1
8175
N12
280
3
1
1
5
N14
1 152
11
1
1
13176
N15
1 706
13
1
1
15
N17
1 922
11
2
1
14
N18
103
3
1
1
5
N19
101
4
1
1
6
როგორც
ცხრილში
მონაცემებიდან
ჩანს,
არსებული
N2
დაწესებულებაში
1218
და
N17
დაწესებულებაში 1922 პატიმართან მხოლოდ 2 ფსიქოლოგს უწევს მუშაობა; N14 დაწესებულებაში 1152
და N15 დაწესებულებაში 1706 მსჯავრდებულთან მხოლოდ 1 ფსიქოლოგი მუშაობს.
N8
დაწესებულებაში 2370 პატიმართან 6 ფსიქოლოგი მუშაობს, სადაც ერთ ფსიქოლოგს დაახლოებით 400
პატიმართან უწევს მუშაობა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გარდა პატიმრებთან ინდივიდუალური შეხვედრებისა, ფსიქოლოგები
სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების პროცედურის ფარგლებში ამზადებენ
მსჯავრდებულის დახასიათებას, მონაწილეობენ სარეაბილიტაციო აქტივობების დაგეგმვასა და
განხორციელებაში, ასევე ჩართულები არიან სუიციდის პრევენციის პროგრამაში და ამ პროგრამის
ფარგლებშიც უწევთ შესაბამისი ფსიქოლოგიური დასკვნების მომზადება. ზოგიერთი ფსიქოლოგი
დანანებით აღნიშნავს, რომ მათ არ აქვთ ფსიქოთერაპიული მუშაობის ჩატარების რესურსი.
173
ცხრილში მოცემულია 2016 წლის დეკემბრის თვის მონაცემები, სოციალური სამსახურის
შემადგენლობა იცვლებოდა წლის მანძილზე.
174
სოციალური სამსახურის შემადგენლობაში ასევე შედის 1 ბიბლიოთეკარიც.
175 გარდა ცხრილში არსებულისა, სოციალური სამსახურის 2 თანამშრომელი (ფსიქოლოგი და
სოციალური მუშაკი) დეკრეტული შვებულებით სარგებლობდნენ.
176 N14 დაწესებულებაში 1 სოციალური მუშაკის ვაკანსიაა.
120
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
რაც შეეხება სოციალური განყოფილების თანამშრომლებს, მართალია, სოციალურ განყოფილებებში
მათი რიცხვი ფსიქოლოგების რაოდენობას აღემატება, მაგრამ, როგორც მონიტორინგი აჩვენებს, მათაც
მძიმე სამუშაო პირობები აქვთ. პატიმრებში სოციალურ მუშაკზე მაღალი მოთხოვნაა. ამასთან,
პატიმრების ნაწილი აცხადებს, რომ სოციალური მუშაკები სათანადოდ ვერ ართმევენ თავს
დაკისრებულ მოვალეობას. სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, მნიშვნელოვანია როგორც
ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლება, ასევე ფსიქოლოგების,
სოციალური მუშაკების საკმარისი რაოდენობის უზრუნველყოფა და მათთვის სათანადო სამუშაო
პირობების შექმნა.
პენიტენციურ დაწესებულებებში მომუშავე ფსიქოლოგებს არ აქვთ სათანადო სივრცე, სადაც
შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულთან მშვიდ, თერაპიულ გარემოში მუშაობა. ასეთი პრობლემა
მწვავედ დგას N2 და N3 დაწესებულებაში. N2 დაწესებულების ფსიქოლოგს მუშაობა უწევს სოციალურ
განყოფილებაში, ბიბლიოთეკასა და ადავოკატებთან შეხვედრის ოთახში.
რიგ
დაწესებულებაში
მომართვიანობა,
ფსიქოლოგებს
ასევე
ერთჯერადი
არა
აქვთ
ჟურნალი,
სადაც
ფსიქოდიაგნოსტიკური
დაფიქსირებული
კონსულტაციების
იქნება
რაოდენობა.
ფსიქოლოგების განმარტებით, ისინი ცდილობენ ფსიქოკორექციულ მუშაობას პატიმარებთან, მაგრამ
სათანადოდ არ წარმოებს დოკუმენტაცია, სადაც მითითებული იქნება შესაბამისი სესიების
რაოდენობა, სამუშაო ინსტრუმენტები და არის თუ არა მუშაობის შედეგად პოზიტიური დინამიკა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პასუხის თანახმად,
სარეაბილიტაციო პროგრამების დაგეგმვის მიზნით, 2016 წლის პირველ კვარტალში პენიტენციურ
დაწესებულებებში
ჩატარდა
სოციალური
აქტივობების
საჭიროებების
კვლევა.
გამოკითხვაში
მონაწილეობა მიიღო 1193 მსჯავრდებულმა. საჭიროებათა ანალიზის შედეგად კი დაიგეგმა 2016 წლის
პირველი სასწავლო ეტაპი. გამოკითხვის მეორე ეტაპი ჩატარდა სექტემბრის თვეში, მასში
მონაწილეობა მიიღო 894-მა მსჯავრდებულმა, რაც, თავის მხრივ, გახდება შემდგომი სასწავლო ეტაპის
დაგეგმვის
საფუძველი.
2016
წლის
საერთო
მონაცემებით,
პროფესიულ-საგანმანათლებლო
პროგრამებში მონაწილეობა მიიღო 1325 მსჯავრდებულმა.177
სახალხო დამცველი მიესალმება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ
გადადგმულ ნაბიჯებს პენიტენციურ დაწესებულებებში სარეაბილიტაციო აქტივობების
განსახორციელებლად, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წელს საკმაოდ მწირი სახით
იყო სარეაბილიტაციო აქტივობები წარმოდგენილი N3, N6, N7, N8, N9, N14, N18 და N19
დაწესებულებებში, ხოლო N2, N8 და N15 დაწესებულებებში არსებული სარეაბილიტაციო
აქტივობები
არ
იყო
მრავალფეროვანი
და
მასში
პატიმართა
ჩართულობა
არადამაკმაყოფილებელია.
177
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოსაზრებები „2015 წელს
საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილებით
განსაზღვრულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით.
121
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ კანონპროექტში შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, მსჯავრდებულს,
რომელიც განთავსებულია გათავისუფლებისათვის მომზადების ან დაბალი რისკის თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულებაში, უფლება ექნება ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ
საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით. სახალხო დამცველი მიესალმება
აღნიშნულ საკანონდმებლო ცვლილებას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტის 61-ე პუნქტით შემოთავაზებულია ცვლილება 88–
ე მუხლში, რომლის მიხედვით, მსჯავრდებულს დისციპლინური სახდელის მოქმედების
პერიოდში, ეზღუდება სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლება. სახალხო დამცველს
მიაჩნია, რომ სწავლის პროცესის ხელშეწყობა პრიორიტეტული უნდა იყოს პენიტენციურ
სისტემაში; შესაბამისად, თუ მსჯავრდებული ჩართულია სასწავლო პროცესში, მას ეს
უფლება არ უნდა შეეზღუდოს დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში.
ნელსონ
მანდელას წესების თანახმად, ყოველ
დაწესებულებაში
უნდა
არსებობდეს
ბიბლიოთეკა, რომელიც დააკმაყოფილებს ყოველი კატეგორიის პატიმრის მოთხოვნას. ის
უნდა იყოს ადეკვატურად მომარაგებული, როგორც მხატვრული, ისე სპეციალური
ლიტერატურით.178 პატიმრებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რეგულარულად გაეცნონ ახალი
ამბების ყველაზე მნიშვნელოვან სეგმენტს გაზეთების, პერიოდული ან სპეციალური
საუწყებო პუბლიკაციების, რადიოს, ლექციების ან სხვა ისეთი საშუალებებით, რომლებიც
ნებადართული და კონტროლირებადია ადმინისტრაციის მიერ.179
აღსანიშნავია, რომ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა.
მხოლოდ N7 დაწესებულებაში არ არის ბიბლიოთეკისთვის გამოყოფილი ფართი, თუმცა
დაწესებულებას აქვს წიგნების გარკვეული მარაგი. რიგ დაწესებულებებში პრობლემებია
უცხოენოვანი
წიგნების
მარაგის
არსებობასთან
დაკავშირებით.
მაგალითად,
N3
დაწესებულებაში მხოლოდ რუსული და თურქულენოვანი წიგნებია; N9, N12, N14
დაწესებულებებში ინგლისური და რუსულენოვანი; N7 და N19 დაწესებულებებში რუსულ,
სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი; N16 და N18 დაწესებულებებში ინგლისურ, რუსულ და
გერმანულენოვანი წიგნებია; N2 დაწესებულებაში ინგლისურ, რუსულ, თურქულ და
გერმანულენოვანი წიგნები, ხოლო
N6 დაწესებულებაში არის ინგლისურ, რუსულ და
აზერბაიჯანულენოვანი წიგნები.
სამწუხაროდ, N7, N9 და N14 დაწესებულებების მომარაგება ჟურნალ-გაზეთებით არ ხდება,
ხოლო N3 დაწესებულების ბიბლიოთეკაში მხოლოდ ჟურნალ „ბათუმელების“ მარაგია.
ჟურნალ-გაზეთები დაწესებულებაში არ შედის.
178
179
წესი 64.
იხ. იქვე, წესი 63.
122
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში ერთ-ერთ პოზიტიურ მოვლენად
შეფასდა პატიმრობის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები, რომლის თანახმადაც180,
ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს პენიტენციური დაწესებულების დირექტორის
ნებართვითა და კონტროლით ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისთვის
საჭირო
ინვენტარი
და
პენიტენციური
დაწესებულების
ხელშეწყობით
შეძლოს
ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია.
ზემოაღნიშნული ცვლილებების დახმარებით, 2016 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში
ინდივიდუალური საქმიანობით დაკავებულ პატიმრებს
(ჯვრები,
მინანქრისა
და
თექის
ნაწარმი
და
მიეცათ მათი ნამუშევრების
სხვა)
რეალიზაციის
შესაძლებლობა.
ნამუშევრების იყიდება ონლაინმაღაზიის181 მეშვეობით, ხოლო რეალიზაციით მიღებული
თანხა პირდაპირ ირიცხება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საბანკო ანგარიშზე.
გარდა
პატიმრობის
სასჯელაღსრულებისა
„პენიტენციური
კოდექსში
და
არსებული
პრობაციის
ჩანაწერისა,
მინისტრის
დაწესებულების
N85-ე
ტერიტორიაზე
2016
წლის
ბრძანებით
ან
4
ივლისს,
დამტკიცდა
მის
გარეთ
ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმების, ანაზღაურებისა და შესაბამის სამუშაოთა
ჩამონათვალის განსაზღვრის“
წესი. მითითებული ბრძანების საფუძველზე განისაზღვრა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაში, ან
დაწესებულების გარეთ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმებასთან დაკავშირებული
საკითხები, პირობები, პროცედურები (მათ შორის, სამუშაოზე ჩარიცხვა/ამორიცხვა),
ანაზღაურების წესი, ასევე იმ სამუშაოთა ჩამონათვალი, მათ შორის, დაწესებულების მცირე
სარემონტო სამუშაოები და ამ სამუშაოების შესრულების მიღება-ჩაბარების წესი, რომლებზეც
შესაძლებელია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დასაქმება.
2016
წელს
პენიტენციური
დაწესებულებების
სამეურნეო
სამსახურში
ჩარიცხულ
მსჯავრდებულებს უწევდათ ისეთი სამუშაოების შესრულება, როგორიცაა ამანათის მიტანა,
საკვების
პატიმრებისთვის
დარიგება,
ტაძრის
მსახურება,
რეცხვა,
დაწესებულების
ტერიტორიაზე განთავსებული მაღაზიიდან საკვები პროდუქტებისა და დამატებითი
მოხმარების საგნების მიწოდება, დალაგება-დასუფთავება და ბიბლიოთეკაში მუშაობა.
დასაქმებულ მსჯავრდებულებს შესრულებული სამუშაოსთვის ეძლეოდათ ანაზღაურება
ხელფასის სახით, რომლის ოდენობა განისაზღვრება მათი პოზიციის შესაბამისად.
სამეურნეო სამსახურში ჩარიცხულთა
ანაზღაურება
დარიცხული
ხელზე ასაღები
ხელფასი
თანხა
180
პატიმრობის კოდექსი, მუხლი 14 (1)(„ე“ ქვეპუნქტი).
მსჯავრდებულთა ნამუშევრების რეალიზაცია მიმდინარეობს
https://online.moc.gov.ge/
181
123
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
შემდეგ
ელ.
მისამართზე
მომსახურე ჯგუფის უფროსი
250
200
მომსახურე ჯგუფის უფროსის მოადგილე
225
180
მომსახურე პერსონალი
200
160
2015 და 2016 წლებში პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმებულ182 მსჯავრდებულთა
შესახებ ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ.
დაწესებულებებში
დასაქმებულ
N2
N3
N5
N6
N7
N8
N9
N12
N14
N15
N17
N19
სულ
2015 წელი
101
21
37
26
4
247
7
32
92
60
219
27
873
2016 წელი
81
7
36
30
4
109
4
26
100
66
92
28
583
პატიმართა
რაოდენობა
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2015 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში საშუალოდ 10
333 პატიმარი იხდიდა სასჯელს, ხოლო 2016 წელს 9 601, 2015 წლის მანძილზე პაატიმართა
ამ რაოდენობიდან 8.4 % იყო დასაქმებული, ხოლო 2016 წელს - 6.1 %. სამწუხაროდ, უნდა
აღინიშნოს, რომ 2016 წელს 2015 წელთან შედარებით, 28.1 %-ით შემცირდა დასაქმებულ
პატიმართა რაოდენობა.
პენიტენციურ
დაწესებულებებში
მსჯავრდებულთა
სამეურნეო
სამსახურში
ჩარიცხვა
რეგულირდება „მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულების და მისთვის
ანაზღაურების მიცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის მინისტრის N157 ბრძანების საფუძველზე. აღნიშნული ბრძანების თანახმად,
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად
მსჯავრდებულის ჩარიცხვა მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე ფორმდება
დაწესებულების
დირექტორის
ბრძანებით.183 დაწესებულების
დირექტორის
ბრძანება
მსჯავრდებულის სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად ჩარიცხვის შესახებ არ შეიცავს
ისეთ მონაცემს, როგორიცაა შესასრულებელი სამუშაოს სახე. აღნიშნული კი შრომის
182
სხვა პენიტენციური დაწესებულებებისგან განსხვავებით, N11 (არასრულწლოვანთა) და N18
(სამკურნალო) დაწესებულებებში, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე,
არცერთი პატიმარი არ
დასაქმებულა.
183„მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის
წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის N157-ე
ბრძანება, დანართი 1, მუხლი 2, პუნქტი 4.
124
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
კოდექსის მე-6 მუხლშია184 გაწერილი და შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობას
წარმოადგენს. შესასრულებელი სამუშაოს სახის განუსაზღვრელობა მუშა მსჯავრდებულებს
დაწესებულებაში ისეთი სამუშაოს შესრულების საფრთხის წინაშე აყენებს, რაც მათთვის
დასაქმებამდე უცნობი იყო.
2015 წელს, საპარლამენტო ანგარიშში, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, სამეურნეო სამსახურში მსჯავრდებულის
ჩარიცხვის ბრძანებაში ან თანდართულ დოკუმენტში განსაზღვრულიყო, კონკრეტულად რა
სამუშაოს შესასრულებლად ხდება
სამეურნეო სამსახურში მსჯავრდებულის ჩარიცხვა.
თუმცა,
2016 წლის განმავლობაში, დაწესებულებებში განხორციელებული ვიზიტების
შედეგად
დადგინდა,
რომ
სამეურნეო
სამსახურში
ჩარიცხულ
მსჯავრდებულთა
მნიშვნელოვან ნაწილს, მათი სურვილის მიუხედავად, კვლავ უწევს შაბათ-კვირას,
სადღესასწაულო დღეებში და საჭიროების შემთხვევებში, ღამის საათებში მუშაობა.
შესაბამისად,
ბრძანებაში
აუცილებელია,
ან
თანდართულ
მსჯავრდებულებს
დოკუმენტში
სამეურნეო
გაეწეროთ,
სამსახურში
კონკრეტულად
ჩარიცხვის
რა
საქმის
შესასრულებლად ხდება მათი სამეურნეო სამსახურში ჩარიცხვა.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია შემუშავდეს ყველა დაწესებულებისათვის ერთიანი აღრიცხვის
ფორმა, სამეურნეო სამსახურში ჩარიცხული პირის მუშაობის გრაფიკითა და მის მიერ
საათობრივად შესრულებული სამუშაოს მითითებით. აღნიშნული ჟურნალის საფუძველზე
შესაძლებელი გახდება დადგინდეს, თუ რამდენ საათს მუშაობს სამეურნეო სამსახურში
ჩარიცხული თითოეული მსჯავრდებული, ასრულებენ თუ არა ისინი ზეგანაკვეთურ
სამუშაოს და როგორ ანაზღაურდება ზეგანაკვეთური მუშაობა.
2016 წლის მანძილზე
დროს
დადგინდა,
პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული ვიზიტების
რომ
სამეურნეო
სამსახურში
ჩარიცხულ
პატიმართა
ნაწილს
ყოველდღიურად უწევთ მძიმე ტვირთის ტარება. ასე მაგალითად, N2 დაწესებულებაში
დღეში სამჯერ საკვებით სავსე ქვაბების მე-4 სართულზე ატანა.
რეკომენდაცია
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს
მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა დახურული ტიპის დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს
მიეცეთ 1 საათზე მეტი ხნით სუფთა ჰაერზე ყოფნის შესაძლებლობა
184
მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი.
125
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
N6, N8 და N18 დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს მიეცეთ შესაძლებლობა დღის
განმავლობაში ისარგებლონ სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლებით; ამ მიზნით, მიზანშეწონილია
დღის განრიგის გადახედვა პატიმართა საჭიროებების გათვალისწინებით
მიიღოს ყველა საჭირო ზომა პენიტენციური დეპარტამენტის ყველა დაწესებულებაში უფრო
მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო აქტივობების განსახორციელებლად; მაქსიმალურად
შეუწყოს ხელი დაწესებულების სოციალურ განყოფილებას, დაგეგმოს და პატიმრების
სათანადო
მონაწილეობით
ჩაატაროს
სხვადასხვა
ღონისძიება.
ასეთი
ღონისძიებების
დაგეგმვისას გასათვალისწინებელია პატიმართა ინტერესის სფეროები, ამასთან, სხვადასხვა
აქტივობაში მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად, უფრო ხშირადაა
გამოსაყენებელი
წახალისების ფორმები
ყველა
მსჯავრდებულს
სარეაბილიტაციო
მიეცეს
აქტივობებში;
თანაბარი
ამასთან,
შესაძლებლობა,
გათვალისწინებულ
მონაწილეობა
იქნას
მიიღოს
მსჯავრდებულთა
ინდივიდუალური საჭიროებები
მიიღოს ყველა საჭირო ზომა პენიტენციური დეპარტამენტის ყველა დაწესებულებაში
ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების სათანადო რაოდენობით დასაქმებისთვის
მიიღოს ყველა საჭირო ზომა N2 და N3 დაწესებულებების ფსიქოლოგებისთვის სამუშაო
ოთახების მოსაწყობად
მიიღოს ყველა საჭირო ზომა N2 დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული ქალების
სარეაბილიტაციო აქტივობებში ჩასართავად
მიიღოს ყველა საჭირო ზომა უცხოელ პატიმართა სარეაბილიტაციო აქტივობებში ჩასართავად
მიიღოს
ყველა
საჭირო
ზომა
სასჯელის
მოხდის
ინდივიდუალური
გეგმის
ყველა
პენიტენციურ დაწესებულებაში დასანერგად
მიიღოს ყველა საჭირო ზომა პენიტენციურ დაწესებულებებში ბიბლიოთეკების საჭირო
რაოდენობის,
ახალი
და
სხვადასხვა
ენოვანი
წიგნებითა
და
ჟურნალ–გაზეთებით
მოსამარაგებლად
სამეურნეო სამსახურში მსჯავრდებულის ჩარიცხვის ბრძანებაში ან თანდართულ დოკუმენტში
განისაზღვროს, კონკრეტულად რა სამუშაოს შესასრულებლად ხდება სამეურნეო სამსახურში
მსჯავრდებულის ჩარიცხვა
შემუშავდეს ყველა დაწესებულებისათვის ერთიანი აღრიცხვის ფორმა, სადაც დაფიქსირდება
სამეურნეო სამსახურში ჩარიცხული პირის მუშაობის გრაფიკი და მის მიერ საათობრივად
შესრულებული სამუშაო; ასევე განხილულ იქნეს ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოს
შრომის კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურების საკითხი
მიიღოს ყველა საჭირო ზომა სამეურნეო სამსახურში ჩარიცხული პატიმრებისთვის სათანადო,
უსაფრთხო სამუშაო პირობების შესაქმნელად
რეჟიმი, დისციპლინური პასუხისმგებლობა, წახალისება
ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი დისციპლინური
სახდელი უნდა დაეკისროს დამრღვევს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, 2015 წლის
126
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
მინისტრს, დისციპლინური სახდელების გამოყენების სახელმძღვანელო პრინციპების
შემუშავების
რეკომენდაციით
მიმართა.
ეს
შესაძლებელს
გახდიდა
პენიტენციური
დეპარტამენტის ყველა დაწესებულებაში მათ ერთგვაროვან გამოყენებას. აღნიშნულ
რეკომენდაციას
საფუძვლად
დაედო
დისციპლინური
სახდელების
შეფარდების
არაერთგვაროვანი პრაქტიკა, რაც სახალხო დამცველის აზრით, დაუსაბუთებლად ზრდიდა
პენიტენციური დაწესებულებების ხელმძღვანელ პირთა თვითნებობის რისკს. სამწუხაროდ,
სახალხო დამცველის ეს რეკომენდაცია არ შესრულებულა.
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
სამინისტროს
პენიტენციური
დეპარტამენტის
დაწესებულებებში დისციპლინური სახდელების გამოყენების პრაქტიკა მოცემულია ქვემოთ,
დაწესებულება
ცხრილში.
პატიმართა
საშუალო
რაოდენობა წლის
მანძილზე
სამარტოო საკანში
მოთავსება
სხვა სახდელები
სულ
2015
წელი
2016
წელი
2015
2016
2015
2016
2015
2016
წელი
წელი
წელი
წელი
წელი
წელი
N2
1 487
1 218
143
240
153
377
296
577
N3
161
101
85
15
219
909
304
924
N5
292
266
1
3
66
31
67
34
209
16
14
46
466
62
480
N6
123
N7
70
29
0
0
255
46
255
46
N8
2 578
2 370
556
391
1 616
1 717
2 172
2 108
N9
44
39
0
0
3
2
3
2
N11
37
16
0
0
0
0
0
0
6
14
13
18
19
32
N12
270
280
N14
1 234
1 152
134
57
2
3
136
60
N15
1 804
1 706
114
114
287
206
401
320
N16
51
89
3
3
10
16
13
19
103
N17
1 949
1 922
126
60
65
43
191
N18
104
103
0
0
125
78
125
78
N19
129
101
17
9
9
6
26
15
სულ
10 333
9 601
1 201
920
2 869
3 918
4 070
4 838
2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა
სასჯელაღსრულებისა
127
და
პრობაციის
მინისტრს,
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
უზრუნველეყო
დისციპლინური
სახდელების, როგორც უკიდურესი ღონისძიების, გამოყენება. თუმცა, ცხრილში ასახული
მონაცემები ცხადყოფს, რომ 2016 წელს საშუალოდ 16%-ით
გაიზარდა დისციპლინური
სახდელების გამოყენების პრაქტიკა პენიტენციურ დაწესებულებებში, ხოლო სამარტოო
საკნებში მოთავსების შემთხვევები 23%-ით შემცირდა.
საგანგაშოდ არის გაზრდილი დისციპლინური სახდელების გამოყენების მაჩვენებელი N3
დაწესებულებაში. კერძოდ, თუ 2015 წელს ერთ პატიმარზე საშუალოდ 2 დისციპლინური
სახდელი მოდიოდა, 2016 წელს ამ მაჩვენებელმა ერთ პატიმარზე საშუალოდ 9 შეადგინა.
ანალოგიური მაჩვენებელი საგანგაშოდ გაიზარდა ასევე N6 დაწესებულებაში, სადაც, თუ 2015
წელს დისციპლინური სახდელი საშუალოდ ყოველ მეორე პატიმარზე მოდიოდა, 2016 წელს
საშუალოდ ერთ პატიმარზე უკვე 2 დისციპლინური სახდელი მოდის. 2015 წელთან
შედარებით,
დისციპლინური
სახდელების
რაოდენობა
2,5-ჯერ
გაიზარდა
N2
დაწესებულებაში. გარდა ამისა, 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს N2 დაწესებულებაში
40,4 %-ით გაიზარდა სამარტოო საკნებში პატიმართა მოთავსების შემთხვევები.
დადებითად უნდა შეფასდეს 2016 წელს N5, N7, N8,
N14, N15, N17, N18 და N19
დაწესებულებებში დისციპლინური სახდელების დაკისრების, ხოლო N3, N8, N14, N17 და
N19 დაწესებულებებში სამარტოო საკანში მოთავსების შემთხვევების შემცირება 2015 წელთან
შედარებით. N11 დაწესებულებაში წლის განმავლობაში არცერთი არასრულწლოვანი არ
დასჯილა დისციპლინური წესით, ხოლო N9 დაწესებულებაში მხოლოდ 2 პატიმარს
დაეკისრა დისციპლინური სახდელი.
2016 წლის განმავლობაში პენიტენციური დეპარტამენტის N7 და N9 დაწესებულებებში
სამარტოო საკანი არ ფუნქციონირებდა და შესაბამისად, დისციპლინური სახით სამარტოო
საკანში მოთავსება არცერთ პატიმარს არ დაკისრებია. სამარტოო საკანი, დაწესებულების
სპეციფიკიდან გამომდინარე, არ არის N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო და N18
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.
პატიმრობის კოდექსის 88-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამარტოო საკანში
მოთავსებულს ეკრძალება ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნები, სატელეფონო საუბარი და
კვების პროდუქტების შეძენა. წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა საქართველოს
ხელისუფლებას მისცა რეკომენდაცია, „გაატაროს ზომები, რომ პატიმრის დისციპლინურ
საკანში მოთავსება არ აკარგვინებდეს მას ოჯახთან ურთიერთობის საშუალებას. ოჯახთან
კონტაქტის ნებისმიერი აკრძალვა, როგორც სასჯელის ფორმა, უნდა დაიშვებოდეს მხოლოდ
მაშინ, როცა ამგვარ კონტაქტებს დანაშაული უკავშირდება“.185 აღნიშნულთან დაკავშირებით,
185
წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის მოხსენება 2010 წლის 5-15 თებერვალს
საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შესახებ, პარ. 115. იხ. ბმული:
<http://www.cpt.coe.int/documents/geo/2010 27-inf-eng.htm> [ბოლოს ნანახია 20.02.2017].
128
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
2012 წელს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს პატიმრობის კოდექსში
შესაბამისი ცვლილებების შეტანის წინადადებით მიმართა, ხოლო 2013, 2014 და 2015 წელს
საპარლამენტო ანგარიშებში საგანგებოდ მიუთითა ამ მუხლის შეცვლის აუცილებლობაზე.
თუმცა, პატიმრობის კოდექსის 88-ე მუხლში ცვლილება ამ დრომდე არ ასახულა.
პენიტენციური
დაწესებულებებიდან
მიღებული
მონაცემების
თანახმად,
N14
დაწესებულების დირექტორი პატიმართა მიმართ დისციპლინური ღონისძიების სახედ
თითქმის ყველა შემთხვევაში სამარტოო საკანში მოთავსებას იყენებს. მითითებული
დაწესებულებიდან
მიღებული
სტატისტიკური
მონაცემების
მიხედვით,
2016
წელს
დაწესებულებაში სულ 60 დისციპლინური სახდელი იყო გამოყენებული, აქედან 57
შემთხვევაში პატიმრები სამარტოო საკნებში მოთავსდნენ, ხოლო დანარჩენ 3 შემთხვევაში
საყვედური მიიღეს. ანალოგიურად, 2015 წელს, ამავე დაწესებულებაში დისციპლინური
სახდელების გამოყენების 136 შემთხვევიდან 134 შემთხვევაში პატიმრებს დისციპლინური
სახდელის სახით სამარტოო საკანში მოთავსება განესაზღვრათ.
მართალია,
წინა
წელთან
შედარებით
საგრძნობლად
იკლო
დისციპლინური
სახდელების
დაკისრების
შემთხვევებმა,
დირექტორის
განკარგულებები
კვლავ
ეწინააღმდეგება
მოთხოვნებს,186
რომლის
თანახმადაც,
სამარტოო
საკანში
N14
დაწესებულებაში
თუმცა
დაწესებულების
პატიმრობის
მოთავსება,
კოდექსის
როგორც
დისციპლინური სახდელი, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოიყენება. ეს
პრობლემა აღნიშნული იყო სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც,
თუმცა, დაწესებულებაში ვითარება არც 2016 წელს შეცვლილა.
დისციპლინური სასჯელის დაკისრებამდე ციხის ადმინისტრაციამ უნდა გათვალოს, ხომ არ
იმოქმედა პატიმრის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობამ ან განვითარების დარღვევამ
მის ქცევასა და დანაშაულებრივ ქმედებაზე ან ქმედებაზე, რომელიც საფუძვლად დაედო
დისციპლინურ სახდელს. დაუშვებელია, ციხის ადმინისტრაციამ სასჯელი დაუწესოს
პატიმარს რაიმე ქმედებისთვის, თუ ეს ქმედება მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის
პრობლემების ან პირის მენტალური შეზღუდვის პირდაპირი შედეგია.187 სამარტოო საკნის
გამოყენების შესახებ 2007 წლის სტამბოლის განცხადების188 შესაბამისად, სამარტოო საკანში
მოთავსება სრულად უნდა აიკრძალოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე
პატიმრებისთვის. დაუშვებელია შეზღუდული ფსიქიკური ან ფიზიკური შესაძლებლობების
186
პატიმრობის კოდექსი, მუხლი 88(1).
ნელსონ მანდელას წესები. წესი 39.3.
188
International Psychological Trauma Symposium (2007), The Istambul Statement on the use and effects of
solitary confinement.
187
129
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მქონე პატიმრის სამარტოო საკანში მოთავსება, როდესაც შესაძლებელია მსგავსი ზომის
გამოყენებამ დაამძიმოს მისი მდგომარეობა.189
2014 და 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშებში სახალხო დამცველმა რეკომენდაციით
მიმართა
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
მინისტრს,
არ
დაეშვა
ფსიქიკური
ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრების სამარტოო საკანში მოთავსება, თუმცა 2016
წლის განმავლობაში, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმართა სამარტოო
საკანში მოთავსების ფაქტები გამოვლინდა პენიტენციური დეპარტამენტის N2, N6 და N8190
დაწესებულებებში.
მაგალითად, N2 დაწესებულებაში წლის განმავლობაში სამარტოო საკანში მოთავსების 240
შემთხვევიდან 29 შემთხვევაში, სამარტოო საკანში ფსიქიკური პრობლემების მქონე
პატიმრები მოათავსეს. პატიმარი პ.ფ., რომლის დიაგნოზი შერეული და სხვა პიროვნული
აშლილობაა (F61), წლის განმავლობაში 7–ჯერ მოათავსეს სამარტოო საკანში 5, 7, 10 და 14
დღით; პატიმარი მ.ო., ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციის, აგრეთვე სხვა ფიზიკური
დაავადებით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობის (F06) დიაგნოზით, მითითებულ
პერიოდში 6-ჯერ მოათავსეს სამარტოო საკანში, ერთ შემთხვევაში 10 დღით, ორჯერ 5 დღით
და სამჯერ 14 დღის ვადით; დ.ა., კოკაინის მიღების შედეგად გამოწვეული ფსიქიკური და
ქცევითი
აშლილობის,
რეზიდუალური
და
მოგვიანებულ
ასაკში
განვითარებული
ფსიქოზური აშლილობის (F 14.7) დიაგნოზით, ორჯერ იქნა მოთავსებული სამარტოო
საკანში.
N6 დაწესებულებაში წლის განმავლობაში სამარტოო საკანში მოთავსების 14 შემთხვევიდან 4
შემთხვევაში სამარტოო საკანში ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრები მოათავსეს
დიაგნოზებით: პიროვნების ემოციურად არასტაბილური აშლილობა (F 60.3 ) და სხვადასხვა
სახის ნივთიერების ერთდროული მოხმარებით და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების
მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი (F 19), ხანგრძლივი ბოდვითი
აშლილობანი (F 22).
N3 და N6 დაწესებულებებში წლის განმავლობაში გამოკითხულ პატიმართა განცხადებით,
დაწესებულების
თანამშრომლების
მხრიდან
ადგილი
ჰქონდა
მათ
პროვოცირებას
დისციპლინური სახდელების დაკისრების ან დეესკალაციის ოთახში მოთავსების მიზნით.
როგორც N3 დაწესებულებაში ვიზიტის შედეგად გაირკვა, პატიმრებს აქვთ განცდა, რომ
დეესკალაციის საკნებში ისინი არა მათი ან სხვისი უსაფრთხოების დაცვის, არამედ დასჯის
189
ნელსონ მანდელას წესები. წესი 45.2.
N8 დაწესებულებაში სამარტოო საკნებში ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების მოთავსების 7
შემთხვევა გამოვლინდა.
190
130
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მიზნით გადაჰყავთ, მათ მიერ დაწესებულების დებულების დარღვევის შემთხვევაში.
დაწესებულებაში არსებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად ჯგუფმა გაარკვია, რომ
2016 წლის პირველი 5 თვის მანძილზე, დეესკალაციის ოთახში მოთავსების 51 შემთხვევიდან
22 შემთხვევაში, პატიმრის დისციპლინური დასჯა მოხდა დეესკალაციის ოთახში გადაყვანის
პერიოდში ან 1 დღის ინტერვალით.191 ზემოთ მოცემული 22 შემთხვევიდან 11 შემთხვევაში
პატიმრებს ჰქონდათ სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობები. მათ შორის, ერთ შემთხვევაში,
ხანგრძლივი ბოდვითი აშლილობები (F22), ორგანული პიროვნული აშლილობანი (F07.0),
ასევე ორ შემთხვევაში - არაორგანული ბუნების ძილის დარღვევები (F51) და შვიდ
შემთხვევაში პიროვნების ემოციურად არასტაბილური აშლილობა (F60.3). შესაბამისად, მათი
ქცევის გამომწვევი შეიძლებოდა ყოფილიყო ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც
შემდგომში საფუძვლად დაედო დისციპლინურ სახდელს.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, ნაცვლად იმისა, რომ ზემოთ მითითებული
11
პირისთვის
მიეწოდებინათ
სათანადო
ფსიქიატრიული
მომსახურება,
ისინი
დეესკალაციის ოთახში მოათავსეს და დამატებით დააკისრეს დისციპლინური სახდელი.
მეტიც, აღნიშნული პირები დეესკალაციის ოთახში ყოფნის პერიოდში ფსიქიატრს არ
მოუნახულებია. ფსიქიატრის კონსულტაცია მათ, რიგ შემთხვევაში, დეესკალაციის ოთახში
მოხვედრამდე, ან აღნიშნული ოთახიდან გამოსვლის შემდეგ, რამდენიმე დღეში ჩაუტარდათ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დეესკალაციის ოთახებში არსებული გარემო პირობები არ არის
და
უსაფრთხო192
მოწყობილი
იმგვარად193,
რომ
მინიმუმამდე
იყოს
დაყვანილი
თვითდაზიანების რისკი, რასაც ადასტურებს აღნიშნულ ოთახებში ყოფნის პერიოდში
პატიმართა მიერ მიყენებული თვითდაზიანებების შემთხვევები.
ანალოგიური
მდგომარეობაა
დეესკალაციის
ოთახში
N6
დაწესებულებაშიც,
მოთავსების
173
სადაც
შემთხვევიდან
90
წლის
განმავლობაში
შემთხვევაში
პატიმრის
დისციპლინური დასჯა მოხდა დეესკალაციის ოთახში გადაყვანის პერიოდში ან 1 დღის194
ინტერვალით. მეტიც, ამ 90 შემთხვევიდან 7 შემთხვევაში პატიმრები დეესკალაციის
ოთახიდან პირდაპირ სამარტოო საკნებში გადაიყვანეს დისციპლინური დასჯის მიზნით.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის აზრით, დაუშვებელია უსაფრთხოების ღონისძიებების
გამოყენება
დასჯის
მიზნით,
ვინაიდან
აღნიშნული
ღონისძიებები
მხოლოდ
191
დეესკალაციის ოთახში მოთავსებამდე 1 დღით ადრე და დეესკალაციის ოთახიდან გამოყვანის
მეორე დღეს.
192
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მოწოდებული
ინფორმაციის თანახმად, დეესკალაციის ოთახების კედლების მოსაპირკეთებელი რბილი მასალა
საქართველოს მასშტაბით არ არის ხელმისაწვდომი.
193 დეესკალაციის ოთახებში იატაკი და კედლები არ არის რბილი მასალისგან მოპირკეთებული.
194
დეესკალაციის ოთახში მოთავსებამდე 1 დღით ადრე და დეესკალაციის ოთახიდან გამოყვანის
მეორე დღეს.
131
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
კანონმდებლობით განსაზღვრულ მიზანს – დაწესებულებაში მყოფ პირთა უსაფრთხოების
დაცვას უნდა ემსახურებოდეს.
ევროპული ციხის წესების თანახმად, სასჯელი არ შეიძლება მოიცავდეს ოჯახთან კონტაქტის
სრულად აკრძალვას.195 პატიმრობის კოდექსის თანახმად, დაუშვებელია სატელეფონო
საუბრის, პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნისა და კუთვნილი ხანმოკლე
პაემნის უფლებების ერთდროულად შეზღუდვა.196 სახალხო დამცველის 2015 წლის
საპარლამენტო ანგარიშში მითითებულია, რომ 2015 წელს N7 დაწესებულებაში პატიმართა
დისციპლინური
დასჯის
მასალების
შესწავლის
საფუძველზე
დადგინდა,
რომ
19
შემთხვევაში ამავე დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს სრულად ჰქონდათ შეზღუდული გარე
სამყაროსთან კონტაქტი,197 აქედან 2 მსჯავრდებულს – ორჯერ. ერთ შემთხვევაში,
მსჯავრდებულ კ.დ.-ს გარე სამყაროსთან კონტაქტი, ჯამში, 91 დღის განმავლობაში ჰქონდა
შეზღუდული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლის 19 ივნისს სპეციალური პრევენციული
ჯგუფის წევრების მიერ N7 დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის შედეგად,
სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
მინისტრს, მიეღო ყველა საჭირო ზომა, რათა N7 დაწესებულებაში დისციპლინური
სახდელის
გამოყენებას
არ
მოჰყოლოდა
ოჯახთან
კონტაქტის
სრულად
აკრძალვა.
ანალოგიური რეკომენდაცია იყო მითითებული 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც.
სამინისტროს
გენერალური
ინსპექციის
მიერ
N7
პენიტენციურ
დაწესებულებაში
ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დაწესებულების დირექტორს და
ადმინისტრაციული განყოფილების იურისტს დაეკისრათ დისციპლინური სახდელი პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის მე-5 ნაწილით, აგრეთვე, ამავე კოდექსის 665 მუხლის მე2 ნაწილით, 665 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 82-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
ამავე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის
ფაქტებთან დაკავშირებით. ამასთან, ზემოაღნიშნული დარღვევების გამო, საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი, მე-3 და მე-7 პუნქტის „ა“
ქვეპუნქტისა
და
მე-8
პუნქტის
შესაბამისად,
N7
პენიტენციური
დაწესებულების
დირექტორის მიერ 10 მსჯავრდებულის მიმართ გამოცემული 14 განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ, ბათილად იქნა ცნობილი.198
195
წესი 60.4.
მუხლი 82, (5).
197
ხანმოკლე პაემნის უფლება, სატელეფონო საუბრის უფლება, პირადი ხასიათის კორესპონდენციის
მიღება-გაგზავნის უფლება.
198
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოსაზრებები „2015 წელს
საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილებით
განსაზღვრულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით.
196
132
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სახალხო დამცველი მიესალმება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებულ სამსახურეობრივ შემოწმებას და იმედს იტოვებს,
რომ მსგავსი სახის შემოწმებები რეგულარულად ჩატარდება პენიტენციური დეპარტამენტის
ყველა დაწესებულებაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის განმავლობაში N7
დაწესებულებაში დისციპლინური სახდელების გამოყენებით გარე სამყაროსთან კონტაქტის
სრულად შეზღუდვის შემთხვევები არ გამოვლენილა, რაც დადებითი აღნიშვნის ღირსია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ პატიმრობის კოდექსის 82-ე
მუხლში შევიდეს ცვლილება და დისციპლინური სახდელების სახეებიდან ამოღებულ იქნეს
გარე სამყაროსთან კონტაქტის აკრძალვის ყველა სახე, როგორიცაა სატელეფონო საუბრის
შეზღუდვა,199
პირადი
ხასიათის
კორესპონდენციის
მიღება-გაგზავნის
უფლების
შეზღუდვა,200 კუთვნილი ხანმოკლე პაემანის აკრძალვა.201
გარე სამყაროსთან კონტაქტის აკრძალვასთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო
დამცველს შენიშვნები ჰქონდა „პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს
კანონის პროექტთან202 დაკავშირებით. კერძოდ, სახალხო დამცველის
მოსაზრებით, პრობლემურია პროექტის მე-9(ა) და მე-10(გ) პუნქტები, რომლის მიხედვითაც,
დისციპლინურ სახდელდადებულ ან ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ მსჯავრდებულს
არ ეძლევა ვიდეოპაემნითა და ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება. აღნიშნული
ცვლილებით პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულებს ვიდეოპაემანი და
ხანგრძლივი პაემანი შეეზღუდებათ დისციპლინური სახდელის მოხდიდან 6 თვის
განმავლობაში, ხოლო სამარტოო საკანში გადაყვანის შემთხვევაში - 1 წლის განმავლობაში,
რადგან დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადად ითვლება სახდელის მოხდიდან 6
თვის პერიოდი, ხოლო სამარტოო საკანში მოთავსების შემთხვევაში - 1 წლიანი პერიოდი.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიერ ოჯახთან კონტაქტის შენარჩუნება
მაქსიმალურად უნდა იყოს წახალისებული და უზრუნველყოფილი. შესაბამისად, გარე
სამყაროსთან კონტაქტის ხელშეწყობა სახელმძღვანელო პრინციპად უნდა იყოს მიჩნეული.
ამავე პოზიციას იზიარებს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი.203 ხოლო წამების
199
პატიმრობის კოდექსი, 82-ე მუხლი, პუნქტი1 („თ“).
იხ. იქვე პუნქტი 1 („ი“).
201
იხ. იქვე პუნქტი 1 („მ“).
202 იხ. საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა „პატიმრობის კოდექსში ცვლილებების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან და თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან
დაკავშირებით, ავტორი: საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, 02. 02. 2017,
ხელმისაწვდომია :< http://info.parliament.ge/#law-drafting/13389> [ბოლოს ნანახია: 23.02.2017].
203 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტები, გვ. 25, პუნქტი 51, ხელმისაწვდომია
ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: http://www.cpt.coe.int/lang/geo/geo-standards.pdf [ბოლოს ნანახია
22.02.2017].
200
133
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საკითხებში გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი შეშფოთებულია იმ გარემოებით, რომ
ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობა შესაძლებელია შეიზღუდოს დისციპლინური
სახდელის გამოყენებისას.204
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ხანგრძლივი
პაემნის
უფლება
პასუხისმგებლობის
მსჯავრდებულს
ზომა,
ის
თან
არ
სდევს
ეზღუდება,
როგორც
დისციპლინურ
დისციპლინური
სამართალდარღვევას
და
ფაქტობრივად, წარმოადგენს დამატებით სასჯელს იმ დარღვევისათვის, რისთვისაც პირს
უკვე დაეკისრა კონკრეტული დისციპლინური სახდელი.
პენიტენციურ სისტემაში დამკვიდრებული ამ პრაქტიკის შეცვლის მიზნით სახალხო
დამცველმა საქართველოს პარლამენტს წინადადებით მიმართა, რომლის მიხედვითაც
„პატიმრობის კოდექსიდან“ ამოღებული იქნებოდა ის დებულება, რომელიც დისციპლინურ
სახდელდადებულ მსჯავრდებულებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკრძალავს
ხანგრძლივი პაემნით სარგებლობას. მისასალმებელია, რომ საკომიტეტო განხილვების
პერიოდში სახალხო დამცველის წინადადება გაზიარებულ იქნა როგორც კანონპროექტის
ავტორების (სასჯელაღსრულების სამინისტრო), ასევე პარლამენტის მიერ. წინამდებარე
ანგარიშზე მუშაობის პერიოდში, პირველი მოსმენით მიღებული „პატიმრობის კოდექსში“
ცვლილებათა პაკეტის ტექსტში უკვე ასახულია აღნიშნული ცვლილება, რაც დადებითად
უნდა აღინიშნოს. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ეს ცვლილება ასევე მიღებულ იქნება
შემდგომ მოსმენებზეც და საბოლოოდ შევა ძალაში.
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი თავის სტანდარტებში ხაზს უსვამს, რომ პატიმარს
წერილობით უნდა ეცნობოს იმ მიზეზების შესახებ, რომლებიც საფუძვლად დაედო მის
წინააღმდეგ გამოყენებული სახდელის ზომას; მას ასევე უნდა მიეცეს თავისი აზრის
გამოხატვისა და მის წინააღმდეგ გამოყენებული ღონისძიების სათანადო უწყებაში
გასაჩივრების შესაძლებლობა.205
როგორც წესი, პრაქტიკაში დისციპლინური სამართალწარმოება ზეპირი მოსმენის გარეშე
იმართება,
ხოლო
განკარგულება
დისციპლინური
სახდელის
დაკისრების
შესახებ
გამყარებულია მხოლოდ დაწესებულების თანამშრომელთა ახსნა-განმარტებებითა და
პატაკებით.
პატიმრები
დისციპლინურ
სამართალწარმოებაში
პრაქტიკულად
არ
მონაწილეობენ, რაც დისციპლინური სახდელის უკანონოდ დაკისრების მაღალ რისკს
წარმოშობს. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ პატიმრები ჯეროვნად იყვნენ ინფორმირებული
204 წამების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიში 2015 წელს საქართველოში
ვიზიტის შესახებ A/HRC/31/57/Add.3, პარ. 97.
205 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტები, გვ. 27-28, პუნქტი 55, ხელმისაწვდომია
ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: <http://www.cpt.coe.int/lang/geo/geo-standards.pdf> [ბოლოს ნანახია
20.02.2017].
134
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურისა და უფლებების შესახებ; მიეცეთ
საკმარისი დრო და საშუალება საკუთარი თავის დასაცავად; ჰყავდეთ ადვოკატი; მისცენ
ახსნა-განმარტება; წარმოადგინონ მოწმეები და მტკიცებულებები (მათ შორის, მოითხოვონ
სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღება და შესწავლა); ასევე, დაუსვან კითხვები
დაწესებულების იმ თანამშრომლებს, რომელთა პატაკის საფუძველზეც მიმდინარეობს
დისციპლინური სამართალწარმოება.
ნელსონ მანდელას წესების თანახმად, პატიმარს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მოითხოვოს
სასამართლოს მიერ მის მიმართ დაწესებული სანქციის გადახედვა206.
2016 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების მიმართ სულ გამოყენებულ იქნა 4
838 დისციპლინური სახდელი, აქედან დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ 43
განკარგულება207 გასაჩივრდა სასამართლოში. 2015 წელს სასამართლოში პატიმრებმა 38
განკარგულება208 გაასაჩივრეს.
პატიმართა მხრიდან დისციპლინური სახდელების დაკისრების შესახებ განკარგულებების
გასაჩივრების ზემოთ მოცემული 43 შემთხვევიდან: 7 შემთხვევაში სასამართლომ სარჩელი
ნაწილობრივ დააკმაყოფილა, 4 შემთხვევაში - სრულად. 9 შემთხვევაში პატიმართა
სარჩელები არ დაკმაყოფილდა, 7 შემთხვევაში სასამართლომ სარჩელი განუხილველად
დატოვა, 2 შემთხვევაში პატიმრებს უარი ეთქვათ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ხარვეზის
შეუვსებლობის გამო, 4 შემთხვევაში საქმისწარმოება შეწყდა, 3 შემთხვევაში საქმეზე
დამდგარი შედეგი უცნობია, ხოლო 7 სარჩელის განხილვა კვლავაც მიმდინარეობს
სასამართლოში.
ზემოთქმულიდან
გამომდინარე,
შეიძლება
ითქვას,
რომ
მართალია,
წინა
წელთან
შედარებით, დისციპლინური სახდელების პატიმართა მხრიდან გასაჩივრების პრაქტიკა
ოდნავ გაიზარდა, მაგრამ პატიმრები დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ
განკარგულებას კვლავ იშვიათად ასაჩივრებენ. ეს შეიძლება რამდენიმე ფაქტორით იყოს
განპირობებული, მათ შორის, საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობით,
დისციპლინურ
სამართალწარმოებაში
პატიმართა
ჩაურთველობით,
იურიდიული
დახმარების საჭიროებით, სასამართლო ბაჟით და რაც მთავარია, უიმედობით. ასეთი
მდგომარეობა კი ზრდის დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან თვითნებობის რისკს.
206
წესი 41.4.
N2 დაწესებულებაში 7, N3 დაწესებულებაში 8, N5 დაწესებულებაში 2 , N6 დაწესებულებაში 22, N7
დაწესებულებაში 2, N9 დაწესებულებაში - 1, ხოლო N16 დაწესებულებაში 1 განკარგულება
გასაჩივრდა.
208 N2, N3, N5, N7 და N9 დაწესებულებებში.
207
135
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის აზრით, პატიმრების შესაძლებლობა, მოუსმინონ
რადიოსა და უყურონ ტელევიზორს, არ უნდა ჩაითვალოს პრივილეგიად და ყველა პატიმრის
უფლება უნდა იყოს.209 პატიმრობის კოდექსის მე-20 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად,
„ბრალდებულს/მსჯავრდებულს,
გარდა
სამარტოო
საკანში
მოთავსებული
ბრალდებულისა/მსჯავრდებულისა, შეიძლება მიეცეს სამუშაოსაგან თავისუფალ დროს,
პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით,
რადიოტრანსლაციის
მოსმენისა
და
ბრალდებულს/მსჯავრდებულს
ან
ადმინისტრაციის
ამ
თანხმობით,
ტელეტრანსლაციის
ნახვის
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
ტიპის
პატიმრობის/თავისუფლების
უფლება.
ჯგუფს,
აღკვეთის
დაწესებულებისათვის გათვალისწინებული შეზღუდვების შესაბამისად, შეიძლება ჰქონდეს
პირადი რადიომიმღები და ტელევიზორი, თუ მათი გამოყენებით არ ირღვევა ამ
დაწესებულების დებულების მოთხოვნები და სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
სიმშვიდე. მან აღნიშნული ტექნიკა შეიძლება შეიძინოს თავისი ხარჯით ან მიიღოს ამანათის
სახით.“
პატიმრობის კოდექსის 63–ე,210 66-ე211 და 664-ე212 მუხლების თანახმად, მსჯავრდებულთა
წახალისების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს პირადი ტელევიზორითა და რადიომიმღებით
სარგებლობა. რაც ასევე გაწერილია 2015 წელს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
მინისტრის ბრძანებების საფუძველზე დამტკიცებულ პენიტენციური დაწესებულებების
დებულებებში. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ტელევიზორითა და რადიომიმღებით
სარგებლობა არ უნდა იყოს დამოკიდებული ადმინისტრაციის კეთილ ნებაზე. ყველა
ბრალდებულს/მსჯავრდებულს
უნდა
ჰქონდეს
ტელევიზორითა
და
რადიომიმღებით
ყოველგვარი წინასწარი ნებართვის გარეშე სარგებლობის უფლება და დაწესებულების
დირექტორს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, წინასწარ მკაფიოდ განსაზღვრული
საფუძვლების არსებობისას, დასაბუთებული გადაწყვეტილებით, უნდა შეეძლოს აღნიშნული
უფლების გარკვეული ვადით შეზღუდვა.
გარდა ამისა, იმ პირობებში, როდესაც საკანში პატიმრებს მხოლოდ ერთი ტელევიზორი ან
რადიომიმღები აქვთ, დისციპლინური სახდელის სახით ტელევიზორის/რადიომიმღების
ჩამორთმევამ შესაძლოა კოლექტიური დასჯის ფორმა მიიღოს, თუ დისციპლინურ
სახდელდადებული პირის თანამესაკნეებს გარკვეული ხანი არ მიეცემათ შესაძლებლობა,
შეიძინონ და იქონიონ ტელევიზორი/რადიომიმღები. ამ სახდელის გამოყენება213 შესაძლოა
209
ხელმისაწვდომია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:<http://www.cpt.coe.int/documents/geo/2015-42inf-eng.pdf> [ბოლოს ნანახია 2017 წლის 20 იანვარი].
210 „ე“ ქვეპუქტი.
211
„ვ“ ქვეპუნქტი.
212 „ე“ ქვეპუნქტი.
213
პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი: ნებადართული ნივთებით
სარგებლობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით.
136
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
განსაკუთრებით
მძიმედ
აისახოს
განცალკევებული
(საკანში
მარტო
მოთავსებული)
პატიმრების კეთილდღეობაზე. დახურულ დაწესებულებაში სარეაბილიტაციო, სპორტული
და
კულტურული
აქტივობების
სიმწირის
პირობებში,
ტელევიზორი/რადიომიმღები
პატიმრებისათვის ერთ-ერთ ძირითად თავშესაქცევს და ამავდროულად, ინფორმაციის
მიღების ძირითად წყაროს წამოადგენს. დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წელს
ტელევიზორის/რადიომიმღების
ჩამორთმევის
მხოლოდ
2
ფაქტი
გამოვლინდა
N2
დაწესებულებაში.
აღნიშნულ საკითხზე 2015 წელს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს
პარლამენტს და მოითხოვა, ტელევიზორისა და რადიომიმღების ქონის, როგორც უფლების
და არა როგორც პრივილეგიის, საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრის მიზნით, შესულიყო
ცვლილება პატიმრობის კოდექსის შესაბამის მუხლებში (63-ე მუხლის „ე“ პუნქტი, 66-ე
მუხლის „ვ“ პუნქტი და 66 მუხლის „ე“ პუნქტი) და ტელევიზორის/რადიომიმღების ქონა,
როგორც
წახალისების
შესულიყო
ცვლილება
ფორმა,
ამავე
წახალისების
კოდექსის
სახეებიდან
ამოღებულიყო.
მუხლში
და
82-ე
ამასთანავე,
განსაზღვრულიყო,
რომ
დაუშვებელია დისციპლინური სანქციის სახით ტელევიზორის/რადიომიმღების აკრძალვა.
სამწუხაროდ, აღნიშნული ცვლილებები პატიმრობის კოდექსის შესაბამის მუხლებში არ
ასახულა.
2015 წელს ადმინისტრაციული პატიმრობა გამოყენებულ იქნა მხოლოდ N7 დაწესებულებაში
3
პატიმრის
მიმართ
(თითოეულის
მიმართ
რამდენჯერმე).
8
შემთხვევაში
ადმინისტრაციული პატიმრობა განისაზღვრა 1 დღის ვადით, ხოლო 1 შემთხვევაში - 3
დღით. ადმინისტრაციული პატიმრობის საფუძველი ყველა შემთხვევაში ელექტრონული და
ვიზუალური მეთვალყურეობის თვალზე საგნის აფარება იყო. რაც შეეხება 2016 წელს,
დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა არც ერთ პატიმარს არ
დაკისრებია.
„პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის 64–ე პუნქტით
შემოთავაზებულია
ცვლილება
90–ე
მუხლში,
რომლის
მიხედვითაც
მცირდება
ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა (შემოთავაზებულ კანონპროექტში გამოყენებულია
ტერმინი დისციპლინური პატიმრობა). სახალხო დამცველი მიესალმება ადმინისტრაციული
პატიმრობის ვადის შემცირებას. ამ საკითხზე სახალხო დამცველი ვრცლად საუბრობდა
თავის 2014 და 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშებში.214
214
იხ. სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვერდი 81, ხელმისაწვდომია:
http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3509.pdf [ბოლოს ნანახია: 22.02.2017]; სახალხო დამცველის
2015 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვერდი 83, ხელმისაწვდომია:
http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf [ბოლოს ნანახია: 22.02.2017].
137
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის პოზიციით, დისციპლინური პატიმრობა, როგორც
პენიტენციური
დაწესებულების
რეჟიმისა
და
უსაფრთხოების
უზრუნველყოფის
არაეფექტიანი მეთოდი, საერთოდ უნდა გაუქმდეს. აღნიშნული სტანდარტი დაამკვიდრა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „ეზე და კონორსი გაერთიანებული
სამეფოს წინააღმდეგ“.215
გარდა ამისა, სახალხო დამცველის აზრით, თუ დისციპლინური პატიმრობა, როგორც
სასჯელის
ზომა,
დარჩება
„პატიმრობის
კოდექსში“,
აუცილებელია
პირს,
რომლის
წინააღმდეგაც მიმდინარეობს სამართალწარმოება, მიეცეს ყველა ის პროცედურული
გარანტია, რითაც ის სისხლის სამართლის პროცესში ისარგებლებდა. ადამიანის უფლებათა
ევროპული
სასამართლოს
პრაქტიკის
თანახმად,
ადმინისტრაციული
პატიმრობის
შეფარდების სამართალწარმოება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა
დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებისათვის, სისხლის სამართლის
ბრალდების
შესაბამისად,
საქმეა.216
სამართალწარმოება
ადმინისტრაციული
პირი,
რომლის
(დისციპლინური)
მიმართაც
მიმდინარეობს
პატიმრობის
შეფარდების
შესახებ, სარგებლობს კონვენციის მე-6(3) მუხლით დადგენილი მინიმალური გარანტიებით.
სხვა უფლებათა შორის, მას უნდა ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალება საკუთარი დაცვის
მოსამზადებლად.
„პატიმრობის
კოდექსის“
90-ე
მუხლის,
როგორც
მოქმედი
რედაქციით,
ასევე
შემოთავაზებული ცვლილებებით დადგენილი ვადები (მაქსიმუმ 72 საათი) არაა საკმარისი
იმისათვის, რომ მსჯავრდებული დაუკავშირდეს ადვოკატს, შეიმუშაოს დაცვის სტრატეგია,
მოიპოვოს მტკიცებულებები და მოამზადოს საკუთარი პოზიცია სასამართლოსთვის
წარსადგენად.
შესაბამისად, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული (დისციპლინური)
პატიმრობა, როგორც სასჯელის ფორმა, უნდა გაუქმდეს. ხოლო თუ სასჯელის ეს ზომა კვლავ
დარჩება,
მაშინ
მისი
ხანგრძლივობა
მაქსიმუმ
15
დღემდე
უნდა
შემცირდეს
და
მსჯავრდებულს უნდა მიეცეს უფლება, სრულად ისარგებლოს სისხლის სამართლის
პროცესით გათვალისწინებული პროცედურული გარანტიებით.
215
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე,
„ეზე და კონორსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Ezeh and Connors v. UK), პარ. 88 (განაცხადი
N. 39665/98 and 40086/98, ECtHR 2003). აღნიშნულ საქმეში, სასამართლომ მთავრობის არგუმენტი,
თითქოს „დამატებითი დღეების“ დაკისრების გაუქმება შეარყევდა ციხის დისციპლინასა და რეჟიმს,
არადამაჯერებელად მიიჩნია. სასამართლო ვერ დარწმუნდა, რატომ არ შეიძლებოდა სხვა სანქციებს,
რომლებიც მყისიერად გამოიყენება, ჰქონოდა იგივე ეფექტი, რაც „დამატებითი დღეების“ (იგივე, რაც
ადმინისტრაციული პატიმრობა) დაკისრებას ციხის დისციპლინური სისტემის შენარჩუნებისათვის.
216
იხ. მაგ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1984 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება
საქმეზე, „ქემფბელი და ფელი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Campbell and Fell v. UK).
138
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის სანიმუშო ყოფაქცევისა
და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში, ადმინისტრაცია
უფლებამოსილია,
მის
მიმართ
გამოიყენოს
წახალისების
სხვადასხვა
ფორმა.
გადაწყვეტილებას პატიმრის წახალისების შესახებ იღებს დაწესებულების დირექტორი.
წახალისების
სახით
შესაძლებელია
პატიმარს
გამოეცხადოს
მადლობა,
დაემატოს
მოკლევადიანი და გრძელვადიანი პაემანი, მოეხსნას საყვედური ან სხვა დისციპლინური
სახდელი და ა.შ.
პატიმრობის
კოდექსის
თანახმად,
სარეაბილიტაციო
პროგრამებში
მონაწილეობა
გათვალისწინებული იქნება მსჯავრდებულის გამოსწორების ხარისხის შეფასებისას და მის
მიმართ წახალისების ფორმის გამოყენებისას.217
პენიტენციურ დაწესებულებაში 2015 და 2016 წელს პატიმართა წახალისების შესახებ
სტატისტიკური მონაცემები იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში.
217
პენიტენციური
დაწესებულებები
2015 წელს
წახალისების
შემთხვევები
2016 წელს
წახალისების
შემთხვევები
2015 წელს
სარეაბილიტაციო
აქტივობებში
მონაწილეობის
გამო
წახალისების
შემთხვევები
N2
270
95
17
0
N3
47
7
10
0
N5
147
51
26
33
N6
127
99
12
3
N7
0
5
0
0
N8
359
243
0
0
N9
6
8
0
0
N11
42
24
31
16
N12
33
33
0
0
N14
184
59
0
0
N15
579
463
11
32
N16
52
38
0
11
N17
462
292
0
0
N18
8
19
0
0
N19
8
24
0
0
სულ
2 324
1460
107
95
პატიმრობის კოდექსი, მუხლი 117, ნაწილი 2.
139
2016 წელს
სარეაბილიტაციო
აქტივობებში
მონაწილეობის
გამო
წახალისების
შემთხვევები
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ცხრილში მოყვანილი მონაცემებიდან ჩანს, რომ 2016 წელს 37,2 %-ით შემცირდა
პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წახალისების შემთხვევები.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საპასუხო განმარტებით, 2016 წლის
საერთო მონაცემებით, პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა მიიღო
1325-მა
მსჯავრდებულმა,218
აქედან
105
შემთხვევაში
პატიმრები
სარეაბილიტაციო
აქტივობებში მონაწილეობის გამო წახალისდნენ. გამოდის, რომ 1325 მსჯავრდებულიდან
მხოლოდ 8 % წახალისდა სარეაბილიტაციო აქტივობებში მონაწილეობის გამო, რაც საკმაოდ
დაბალი მაჩვენებელია. ამასთან, გაუგებარია, რატომ არ გამოიყენეს წახალისების სახეები სხვა
შემთხვევებში.
2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის მინისტრს N3, N7, N9, N11 და N19 დაწესებულებებში წახალისების ფორმების
უფრო ხშირად გამოყენების რეკომენდაციით მიმართა. თუმცა, N3 დაწესებულებაში 2016
წელს წახალისების შემთხვევები კიდევ უფრო შემცირდა. წახალისების მაჩვენებელი
გაიზარდა N7, N9, N18 და N19 დაწესებულებებში, N12 დაწესებულებაში იგივე მაჩვენებელი
დარჩა, რაც შეეხება სხვა დაწესებულებებს, წახალისების შემთხვევებმა წინა წელთან
შედარებით 2016 წელს იკლო, რაც უარყოფითად უნდა შეფასდეს.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პატიმართა ხშირი წახალისება შეასუსტებს პენიტენციურ
დაწესებულებებში ციხის სუბკულტურის გავლენას და ხელს შეუწყობს პატიმართა
რესოციალიზაციას, ამიტომაც აუცილებელია, რომ პენიტენციური დეპარტამენტის ყველა
დაწესებულებაში
გაძლიერდეს
პატიმართა
წახალისება,
მათ
შორის,
გაიზარდოს
სარეაბილიტაციო აქტივობებში მონაწილეობის გამო პატიმართა წახალისების შემთხვევები.
რეკომენდაცია
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს:
შემუშავდეს დისციპლინური სახდელების გამოყენების სახელმძღვანელო პრინციპები, რათა
შესაძლებელი გახდეს დისციპლინური სახდელების ერთგვაროვანი გამოყენება პენიტენციური
დეპარტამენტის ყველა დაწესებულებაში
218
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოსაზრებები „2015 წელს
საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე, საქართველოს პარლამენტის დადგენილებით
განსაზღვრულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით.
140
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა პატიმრები ჯეროვნად იყვნენ ინფორმირებული
დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურისა და უფლებების შესახებ; ამასთან, მიეცეთ
საკმარისი დრო და საშუალება ჰყავდეთ ადვოკატი, მისცენ ახსნა-განმარტება, წარმოადგინონ
მოწმეები
და
ჩანაწერების
მტკიცებულებები
ამოღება
თანამშრომლებს,
და
(მათ
შორის,
შესწავლა),
რომელთა
ასევე
პატაკის
მოითხოვონ
დაუსვან
საფუძველზეც
სათვალთვალო
კითხვები
კამერების
დაწესებულების
მიმდინარეობს
იმ
დისციპლინური
სამართალწარმოება
დისციპლინური სახდელი გამოიყენებოდეს, როგორც უკიდურესი ღონისძიება
სამარტოო საკანში მოთავსება, როგორც დისციპლინური სახდელი, გამოიყენებოდეს მხოლოდ
განსაკუთრებულ შემთხვევაში
მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრები სამარტოო
საკანში არ მოათავსონ
მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა დისციპლინური სახდელის გამოყენებისას სრულად არ
აიკრძალოს ოჯახთან კონტაქტი
მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა დეესკალაციის ოთახში მოთავსებულ პატიმრებთან
დეესკალაციის შესაბამისი სტრატეგიით იმუშაოს მულტიდისციპლინურმა ჯგუფმა და ამ
პატიმრებს დეესკალაციის ოთახში ყოფნის პერიოდში არ დაეკისროთ დისციპლინური
სახდელი
დეესკალაციის ოთახების პატიმართა დასჯის მიზნით (როგორც დისციპლინური სახდელის
სახით სამარტოო საკანში მოთავსების ალტერნატივად) გამოყენების პრევენციისთვის
გენერალურმა
ინსპექციამ,
სისტემური
მონიტორინგის
ფარგლებში,
შეისწავლოს
დეესკალაციის ოთახების გამოყენების პრაქტიკა
უზრუნველყოს „პატიმრობის კოდექსში“ საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის შემუშავება,
რომლის
თანახმად,
დისციპლინურ
სახდელდადებულ
პატიმრებს
არ
შეეზღუდებათ
ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლება; ცვლილებათა პროექტის მთავრობისთვის წარდგენა
პარლამენტში ინიცირებისთვის
უზრუნველყოს „პატიმრობის კოდექსში“ საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის შემუშავება,
რომლის თანახმად, ადმინისტრაციული (დისციპლინური) პატიმრობა, როგორც სასჯელის
ფორმა, სრულად გაუქმდება, ხოლო თუკი სასჯელის ეს ზომა კვლავ იმოქმედებს, მაშინ მისი
ხანგრძლივობა მაქსიმუმ 15 დღემდე შემცირდება; ცვლილებათა პროექტის მთავრობისთვის
წარდგენა პარლამენტში ინიცირებისთვის
უზრუნველყოს წახალისების ფორმების ხშირად გამოყენება პენიტენციური დეპარტამენტის
ყველა დაწესებულებაში
მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა უფრო ხშირად გამოიყენებოდეს მსჯავრდებულთა მიმართ
გენერალურმა
წახალისების ფორმები სარეაბილიტაციო აქტივობებში მონაწილეობისთვის
ინსპექციამ,
დისციპლინური
სახდელების
თვითნებურად,
უკანონოდ
დაკისრების, სახდელების არაპროპორციულად გამოყენებისა და გარე სამყაროსთან კონტაქტის
სრულად შეზღუდვის შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, სისტემური მონიტორინგის
ფარგლებში, რეგულარულად ჩაატაროს შემოწმება პენიტენციურ დაწესებულებებში
უზრუნველყოს „პატიმრობის კოდექსში“ საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის შემუშავება,
რომლის თანახმად, კოდექსიდან ამოღებული იქნება სატელეფონო საუბრის და პირადი
141
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა, ასევე კუთვნილი
ხანმოკლე პაემნის აკრძალვა, როგორც დისციპლინური სახდელის სახე; ცვლილებათა პაკეტის
მთავრობისთვის წარდგენა პარლამენტში ინიცირებისათვის
უზრუნველყოს
„პატიმრობის
კოდექსში“
საკანონმდებლო
ცვლილებათა
პროექტის
შემუშავება, რომლის თანახმად, სამარტოო საკანში მოთავსებულ პატიმარს არ აეკრძალება
ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნები, სატელეფონო საუბარი, კვების პროდუქტების შეძენა;
ცვლილებათა პროექტის მთავრობისთვის წარდგენა პარლამენტში ინიცირებისათვის
უზრუნველყოს „პატიმრობის კოდექსში“ საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის შემუშავება,
რომლის
მიხედვითაც,
ტელევიზორისა
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
უფლება
და
და
ამ
რადიომიმღების
უფლებით
ქონა
სარგებლობა
იქნება
არ
იქნება
დამოკიდებული დირექტორის თანხმობაზე; ცვლილებათა პროექტის მთავრობისათვის
წარდგენა პარლამენტში ინიცირებისათვის
უზრუნველყოს „პატიმრობის კოდექსში“ საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის შემუშავება,
რომლის მიხედვითაც გაუქმდება ტელევიზორისა და რადიომიმღების აკრძალვა, როგორც
დისციპლინური
პასუხისმგებლობის
ზომა;
ცვლილებათა
პროექტის
მთავრობისათვის
წარდგენა პარლამენტში ინიცირებისათვის
წინადადებები საქართველოს პარლამენტს:
შევიდეს
ცვლილებები
„პატიმრობის
კოდექსში“,
რომლის
მიხედვითაც
გაუქმდება
სატელეფონო საუბრის და პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების
შეზღუდვა, ასევე კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა, როგორც დისციპლინური
სახდელის სახე
შევიდეს ცვლილებები „პატიმრობის კოდექსში“, რომლის მიხედვითაც სამარტოო საკანში
მოთავსებულ პატიმარს არ აეკრძალება ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნები, სატელეფონო
საუბარი და კვების პროდუქტების შეძენა
შევიდეს ცვლილება „პატიმრობის კოდექსში“, რომლის მიხედვითაც, ტელევიზორისა და
რადიომიმღების ქონა იქნება ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლება და ამ უფლებით
სარგებლობა არ იქნება დამოკიდებული დირექტორის თანხმობაზე
შევიდეს
ცვლილება
„პატიმრობის
კოდექსში“,
რომლის
მიხედვითაც
გაუქმდება
ტელევიზორისა და რადიომიმღების აკრძალვა, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის
ზომა
შევიდეს
ცვლილება
„პატიმრობის
კოდექსში“,
რომლის
მიხედვითაც
დისციპლინურ
სახდელდადებულ პატიმრებს არ შეეზღუდებათ ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლება
შევიდეს ცვლილება „პატიმრობის კოდექსში“, რომლის მიხედვითაც
ადმინისტრაციული
(დისციპლინური) პატიმრობა, როგორც სასჯელის ფორმა, სრულად გაუქმდება, ხოლო თუკი
სასჯელის ეს ზომა კვლავ იმოქმედებს, მაშინ მისი ხანგრძლივობა მაქსიმუმ 15 დღემდე
შემცირდება.
კონტაქტი გარე სამყაროსთან
142
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
წამების
პრევენციის
მნიშვნელობას
ევროპული
ანიჭებს
სამყაროსთან
მყარი
სერიოზული
ხასიათის
კომიტეტი
რეკომენდაციებში
თავისუფლებააღკვეთილი
კავშირის
არსებობას,
უსაფრთხოების
რომლის
განსაკუთრებულ
თითოეული
პირისთვის,
ნებისმიერი
სახით
მოსაზრებებს
ან
არსებულ
გარე
შეზღუდვაც
მატერიალურ
რესურსებთან დაკავშირებულ პრობლემებს უნდა ეფუძნებოდეს.219
ევროპული ციხის წესების 24.1 პუნქტის თანახმად, პატიმრებს ნება უნდა დაერთოთ, რაც
შეიძლება ხშირად ჰქონდეთ ურთიერთობა წერილით, ტელეფონით თუ კომუნიკაციის სხვა
საშუალებით
თავიანთ
ოჯახებთან,
სხვა
პირებთან
და
გარე
ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან, ასევე დაენიშნოთ პაემნები ამ ადამიანებთან. ამავე წესების 24.5
პუნქტის შესაბამისად, ციხის ადმინისტრაცია უნდა დაეხმაროს პატიმრებს გარე სამყაროსთან
ადეკვატური კონტაქტის შენარჩუნებაში და უნდა უზრუნველყოს ისინი შესაბამისი
მხარდაჭერით.
პატიმრობის კოდექსის 46-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარდა ამავე მუხლის მე-4
ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა, მსჯავრდებული სასჯელს იხდის მისი ან მისი
ახლო ნათესავის საცხოვრებელი ადგილიდან ყველაზე ახლოს მდებარე, შესაბამისი ტიპის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი,
სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, მსჯავრდებული დეპარტამენტის დირექტორის
გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულებაში მის მიერ დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევის
გამო, ავადმყოფობის გამო ან/და რისკის ფაქტორის გათვალისწინებით, უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად,
დაწესებულების
გადატვირთულობისას,
ან
ამ
რეორგანიზაციისას,
კოდექსის
58-ე
მუხლის
ლიკვიდაციისას
პირველი
ან
ნაწილით
გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, ან სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული
გარემოების არსებობისას ან/და მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში.
საანგარიშო
პერიოდში
დაწესებულებებში
სპეციალური
ჩატარებული
პრევენციული
მონიტორინგის
ჯგუფის
შედეგად
მიერ
დადგინდა,
პენიტენციურ
რომ
ოჯახის
წევრებთან პაემნის უფლების განხორციელებაზე უარყოფითად მოქმედებს რამდენიმე
ფაქტორი. კერძოდ, ხანმოკლე პაემნის ოთახებში მინის ბარიერის არსებობა, პატიმართა
განთავსებისას ოჯახის საცხოვრებელი ადგილის გაუთვალისწინებლობა, ასევე, ოჯახის
ვიზიტის
დროს
კონფიდენციალური
გარემოს
უზრუნველყოფასთან
დაკავშირებული
პრობლემა. ამასთან, მსჯავრდებულს არ ეძლევა ხანგრძლივი პაემნითა და ვიდეოპაემნით
სარგებლობის უფლება, თუ მას დაკისრებული აქვს დისციპლინური სახდელი ან/და
შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა.
219
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) საერთო ანგარიშების „სარეზოლუციო“ ნაწილები.
სტრასბურგი, 18 აგვისტო 2000 წ. გვ. 37.
143
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ხანმოკლე პაემანი
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი 2014 წელს საქართველოში განხორციელებული
ვიზიტის შესახებ ანგარიშში220 უთითებს, რომ ყველა მსჯავრდებულისთვის თანაბრად
ხელმისაწვდომი უნდა იყოს ოჯახთან ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის სასჯელს.
არასრულწლოვან მსჯავრდებულს უფლება აქვს ჰქონდეს თვეში 4 ხანმოკლე პაემანი, ხოლო
წახალისების ფორმით – თვეში 2 დამატებითი ხანმოკლე პაემანი.221 დაბალი რისკის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს 1
თვის განმავლობაში ჰქონდეს 4 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 2
დამატებითი
ხანმოკლე
პაემანი222.
ნახევრად
ღია
ტიპის
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში
ჰქონდეს 2 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე
პაემანი.223 ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანმოკლე
პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით - თვეში 1 დამატებითი პაემანი.224 დახურული ტიპის
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში
განთავსებულ
მსჯავრდებულს
1
თვის
განმავლობაში შეიძლება ჰქონდეს 1 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში
1
დამატებითი
ხანმოკლე
პაემანი.225
განსაკუთრებული
რისკის
დაწესებულებაში
მოთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანმოკლე
პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი.226
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ დახურული და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულებებში მოთავსებული პატიმრებისთვის პატიმრობის კოდექსით
განსაზღვრული ხანმოკლე პაემნების რაოდენობა უკიდურესად შეზღუდულია. თვის
განმავლობაში ერთი ხანმოკლე პაემანი ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულსა და ოჯახს
შორის მყარი კავშირის შენარჩუნებას, ამიტომ მნიშვნელოვანია, „პატიმრობის კოდექსში“
შევიდეს შესაბამისი ცვლილებები და დახურული ტიპის, ასევე განსაკუთრებული რისკის
დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულებისთვის გაიზარდოს ხანმოკლე პაემნის
რაოდენობა. ამ თემასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა 2015 წლის საპარლამენტო
220
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ვიზიტი საქართველოში, CPT/Inf (2015)
ხელმისაწვდომია: http://www.cpt.coe.int/documents/geo/2015-42-inf-eng.pdf [ბოლოს ნანახია: 22.02.2017].
221 არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 87-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის
თანახმად.
222 პატიმრობის კოდექსის მე-602 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
223
პატიმრობის კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
224 პატიმრობის კოდექსის 72-ე მუხლის მე-5 ნაწილი.
225
პატიმრობის კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
226 პატიმრობის კოდექსის 663-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
144
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ანგარიშში რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, თუმცა
აღნიშნული რეკომენდაცია ანგარიშის წარდგენის დროისთვის არ შესრულებულა.
საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-7 ნაწილის მოქმედი რედაქციის
თანახმად, ხანმოკლე პაემანი მიმდინარეობს ადმინისტრაციის წარმომადგენლის მხოლოდ
ვიზუალური კონტროლით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
შემთხვევებისა.
აღსანიშნავია, რომ პენიტენციური დაწესებულებების უმეტესობაში ხანმოკლე პაემანი დგება
შუშით გადატიხრულ ოთახში. ასეთ შემთხვევებში პატიმარი ოჯახის წევრებთან ყველანაირი
ფიზიკური ურთიერთობის საშუალებას მოკლებულია. თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში,
ისეთი, როგორიცაა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, მცირეწლოვან
შვილთან შეხვედრა და ა.შ., ოჯახის წევრებთან უშუალო ფორმის ხანმოკლე პაემანი
ხორციელდება
დაწესებულების
დირექტორის
ნებართვით.
მიუხედავად
იმისა, რომ
ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელია ფიზიკური გამყოფი ბარიერები, მნიშვნელოვანია, რომ
ფიზიკური ურთიერთობის საშუალება იყოს აღიარებული ნორმა. გარდა ამისა, ნებისმიერი
გადაწყვეტილება, რომლითაც იზღუდება ფიზიკური ურთიერთობა, უნდა იყოს გონივრული,
დასაბუთებული და იმ მიზნის მიღწევის პროპორციული, რისთვისაც მსგავსი შეზღუდვა
წესდება. გარდა ამისა, ფიზიკური ურთიერთობის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება
უნდა დაექვემდებაროს რეგულარულ გადახედვას. სხვა შემთხვევაში, მსგავსი ჩარევა
პატიმართა პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, გაუმართლებელი იქნება. აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით სახალხო დამცველი წლების განმავლობაში მიმართავს რეკომენდაციით
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, თუმცა, სამწუხაროდ, რეკომენდაცია არ
სრულდება.
პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემანი არ დგება შაბათ-კვირას. სპეციალური
პრევენციული ჯგუფის წევრები N15 დაწესებულების მონიტორინგის ფარგლებში ესაუბრნენ
პენიტენციური დაწესებულების საზოგადოებრივ მისაღებში მყოფი მსჯავრდებულების
მშობლებსა და მეუღლეებს. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დაწესებულებაში ხანმოკლე
პაემნით სარგებლობა შესაძლებელი იყოს დასვენების დღეებშიც, რადგანაც ხშირად უწევთ
სამუშაო დღეების გაცდენა, რის გამოც პრობლემები ექმნებათ დამსაქმებელთან227.
ბრალდებული 2016 წლის 1 იანვრიდან 1 თვის განმავლობაში არა უმეტეს 4 ხანმოკლე პაემნის
უფლებით სარგებლობს,228 რაც ცალსახად პოზიტიური ცვლილებაა და დადებითად აისახება
როგორც ბრალდებულთა კავშირის შენარჩუნებაზე ოჯახის წევრებთან, ისე სტრესის
227
2016 წლის განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებში სულ განხორციელდა 38897, ხოლო 2015
წელს - 40897 ხანმოკლე პაემანი. 2016 წელს 2015 წელთან შედარებით, პატიმრების საერთო
რაოდენობის შემცირებასთან ერთად, შემცირდა ხანმოკლე პაემნით სარგებლობის მაჩვენებელიც.
228 პატიმრობის კოდექსი, მუხლი 77.
145
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
შემცირებაზე. ბრალდებულს აღნიშნული უფლება შეიძლება შეეზღუდოს გამომძიებლის ან
პროკურორის დადგენილების საფუძველზე. გამოძიებისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან
გამომდინარე, პატიმრობის დაწესებულების თანამშრომელს, რომელიც ვიზუალურად
აკვირდება ბრალდებულის ხანმოკლე პაემანს, შეუძლია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი
მსვლელობა.
ხანგრძლივი პაემანი
პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დაცვას ემსახურება მსჯავრდებულთა მიერ
ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება, რაც ხელს უწყობს პატიმრის ოჯახთან ახლო
ურთიერთობის შენარჩუნებას, ხოლო სასჯელის მოხდის შემდეგ მსჯავრდებულის ოჯახთან
და საზოგადოებასთან რეინტეგრაციის პროცესს.
დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს
უფლება აქვს 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 6 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების
ფორმით – წელიწადში 3 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი229. მსჯავრდებულს, რომელიც
სასჯელს იხდის ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, უფლება
აქვს 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი230. დახურული ტიპის თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში
მოთავსებულ
მსჯავრდებულს
უფლება
აქვს
1
წლის
განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით - წელიწადში 1
დამატებითი ხანგრძლივი პაემანი231.
ხანგრძლივი პაემნისთვის ინფრასტრუქტურა არ არის პენიტენციური დეპარტამენტის N7,
N8, N9, N18 და N19 დაწესებულებებში. დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წელს, N8,
N9, N18 და N19 დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულები ხანგრძლივი პაემნით
შესაბამისი ინფრასტრუქტურის მქონე დაწესებულებაში სარგებლობდნენ. რაც შეეხება N7
პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებს,
ისინი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობისთვის, სხვა დაწესებულებაში არ გადაჰყავთ.
საქართველოს სახალხო დამცველმა 2014 და 2015 წლების საპარლამენტო ანგარიშებში
რეკომენდაციით
მიმართა
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
მინისტრს,
ყველა
პენიტენციურ დაწესებულებაში უზრუნველეყო ხანგრძლივი პაემნის განხორციელებისთვის
შესაბამისი ინფრასტრუქტურა. „2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის
ანგარიშის
თაობაზე
საქართველოს
პარლამენტის
229
დადგენილებით
პატიმრობის კოდექსის მე-602 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.
პატიმრობის კოდექსის 62-ე მუხლის მეორე პუნქტის „ე“ პუნქტი.
231 პატიმრობის კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი.
230
146
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
განსაზღვრულ
რეკომენდაციებთან დაკავშირებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს
პასუხის
ინფრასტრუქტურის
მისასალმებელია.
თანახმად,
მოწყობის
თუმცა
N8
პენიტენციურ
მიზნით,
საჭირო
მნიშვნელოვანია,
დაწესებულებაში
ღონისძიებები
სათანადო
შესაბამისი
ტარდება,
ინფრასტრუქტურის
რაც
მოწყობა
დროულად დასრულდეს. ამასთან, აღნიშული პრობლემა კვლავ რჩება დახურული ტიპის
პენიტენციურ დაწესებულებებსა232 და სამკურნალო დაწესებულებებში233.
ოჯახთან
კონტაქტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ
პატიმრებისა და მისი ოჯახის წევრების ვიზიტი არ წარმოადგენს პრივილეგიას. მანდელას
წესების 43-ე წესის მესამე პუნქტში აღნიშნულია, რომ ოჯახთან კონტაქტის შეზღუდვა
დაშვებულია მხოლოდ შეზღუდული პერიოდით და იმ შემთხვევაში, თუ ამას მკაცრად
მოითხოვს უსაფრთხოებისა და წესრიგის შენარჩუნების ინტერესები.
პატიმრობის კოდექსის მე-172 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ხანგრძლივი პაემანი არ
ეძლევა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ
მსჯავრდებულს. პატიმრობის კოდექსის დათქმა, რომელიც განსაკუთრებული რისკის
დაწესებულებაში
განთავსებულ
მსჯავრდებულებს
უკრძალავს
ხანგრძლივი
პაემნით
სარგებლობის უფლებას, წარმოადგენს ბლანკეტური ხასიათის პირდაპირ შეზღუდვას,
რომელიც არ იძლევა ლეგიტიმური მიზნის გათვალისწინების შესაძლებლობას.
საქმეში, „ხოროშენკო რუსეთის წინააღმდეგ“, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ
დაადგინა, რომ ციხის რეჟიმი, რომელიც ათი წლის განმავლობაში მხოლოდ ორი ხანმოკლე
პაემნის უფლებას აწესებდა, არღვევდა პატიმრის პირადი და ოჯახური ცხოვრების
პატივისცემის უფლებას. სასამართლომ საგანგებოდ მიუთითა, რომ პატიმრები, ზოგადად,
განაგრძობენ
კონვენციით
გარანტირებული
ყველა
ფუნდამენტური
უფლებითა
და
თავისუფლებით სარგებლობას - გარდა თავისუფლების უფლებისა. პროპორციულობის
პრინციპი
მოითხოვს,
რომ
კონვენციით
აღიარებული
უფლებების
შეზღუდვისას,
აუცილებელია საფუძვლიანი კავშირი იყოს შემზღუდველი ზომების გამოყენებასა და
ინდივიდის ქცევას შორის.
წამების წინააღმდეგ ევროპული კომიტეტის საქართველოში ვიზიტის შემდგომ ანგარიშში
აღინიშნა, რომ ოჯახთან კონტაქტის შეზღუდვა, როგორც დასჯის ფორმა, მხოლოდ მაშინ
უნდა გამოიყენებოდეს, როდესაც დანაშაული უკავშირდება ასეთ კონტაქტებს და მხოლოდ
უმოკლესი დროით (უფრო დღეების, ვიდრე კვირის ან თვის განმავლობაში).234 პატიმრობის
232
პენიტენციური დეპარტამენტის N7, N8, N9 დაწესებულებები.
N18 და N19 დაწესებულებები.
234
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ვიზიტი საქართველოში, პარ. 119, CPT/Inf (2015)
ხელმისაწვდომია:
233
147
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
კოდექსში არსებულ აკრძალვას დამატებითი სასჯელის ხასიათი უფრო
აქვს, ვიდრე
უსაფრთხოების ზომისა. შესაბამისად, აუცილებელია პატიმრობის კოდექსში შესაბამისი
ცვლილებების შეტანა და აღნიშნული პრინციპების სრულფასოვანი ასახვა.
როგორც ფართო საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი, სასჯელაღსრულების სამინისტრო
იზიარებს აღნიშნულ პოზიციას და იგეგმება „პატიმრობის კოდექსში“ ცვლილებების შეტანა,
რომლის
მიხედვითაც
განსაკუთრებული
რისკის
დაწესებულებაში
მოთავსებული
მსჯავრდებულისთვის გათვალისწინებული იქნება წელიწადში ერთი ხანგრძლივი პაემანი
და დამატებით ერთი პაემანი წახალისების მიზნით.[2] სახალხო დამცველი მიესალმება ამ
ინიციატივას და აღნიშნული ცვლილებების განხორციელებას წინ გადადგმულ ნაბიჯად
მიიჩნევს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მოცემული ინფორმაცია გაჟღერდა საქართველოს
პარლამენტში
„პატიმრობის
კოდექსის“
ცვლილებათა
პაკეტის
განხილვისას,
მაგრამ
წინამდებარე ანგარიშზე მუშაობის პერიოდისათვის კანონპროექტის ტექსტში შესაბამისი
ცვლილება არ ასახულა. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ
ეს ინიციატივა აისახება
„პატიმრობის კოდექსის“ ცვლილებათა პაკეტის ფარგლებში და საბოლოოდ საშიშროების
მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულები ხანგრძლივი პაემნით სარგებლობას შეძლებენ.
ხანგრძლივი პაემნით სარგებლობასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ დისციპლინური
სახდელის სახით სამარტოო საკანში მოთავსების შემთხვევაში, პატიმარს ერთი წლის
განმავლობაში არ ეძლევა ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება. პატიმრობის
კოდექსის მე-172 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ხანგრძლივი პაემანი არ ეძლევათ
განსაკუთრებული
რისკის
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში
განთავსებულ
მსჯავრდებულებს, აგრეთვე იმ მსჯავრდებულს, რომელიც არის საკარანტინო რეჟიმში,
დაკისრებული
აქვს
ადმინისტრაციული
დისციპლინური
პატიმრობა.
სახალხო
სახდელი
ან/და
დამცველის
შეფარდებული
აზრით,
აშკარად
აქვს
სახეზეა
ზემოაღნიშნული პუნქტის არასწორი ინტერპრეტაცია, ვინაიდან ამ პუნქტში საუბარია
შემთხვევაზე, როდესაც მსჯავრდებულს შეფარდებული აქვს დისციპლინური სახდელი
(დისციპლინური სახდელის ვადა გასული არ არის). შესაბამისად, ხანგრძლივი პაემნის
შეზღუდვა არ უნდა გავრცელდეს იმ შემთხვევაზე, როდესაც გასულია დისციპლინური
სახდელის ვადა, თუნდაც მსჯავრდებული სახდელდადებულად ითვლებოდეს.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მიერ ოჯახთან
კონტაქტის შენარჩუნება არ წარმოადგენს პრივილეგიას, შესაბამისად, გარე სამყაროსთან
კონტაქტის ხელშეწყობა სახელმძღვანელო პრინციპად უნდა იყოს მიჩნეული. ამავე პოზიციას
https://rm.coe.int/CoERMPublicCommonSearchServices/DisplayDCTMContent?documentId=09000016806961f
8 [ბოლოს ნანახია: 24.03.2017] .
[2]
http://www.moc.gov.ge/ka/pressamsakhuri/akhali-ambebi/article/22394-kakha-kakhishvili-msjavrdebulebiojakhthan-kavshirs-sheinarchuneben [ნანახია: 28.03.2017]
148
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
იზიარებს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი.235 ხოლო წამების საკითხებში გაერო-ს
სპეციალური მომხსენებელი შეშფოთებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ხანგრძლივი
პაემნით სარგებლობის უფლება შესაძლებელია შეიზღუდოს დისციპლინური სახდელის
გამოყენებისას.236
არსებული პრაქტიკა მსჯავრდებულის გარე სამყაროსთან კონტაქტის არათანაზომიერი
შეზღუდვაა, რადგან ნებისმიერი დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში, როდესაც
მსჯავრდებულს ეკისრება დისციპლინური სახდელი, ეს ავტომატურად გულისხმობს
მისთვის ვიდეოპაემნისა და ხანგრძლივი პაემნის შეზღუდვასაც 6 თვიდან 1 წლამდე ვადით
(დისციპლინური სახდელის მიხედვით).
აღნიშნული შეზღუდვა არ ემსახურება რაიმე
ლეგიტიმურ მიზანს და ფაქტობრივად, განიხილება, როგორც დამატებითი სასჯელი.
აღნიშნულ პრობლემაზე სახალხო დამცველი 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც
უთითებდა.237 შესაბამისად, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ გარე
სამყაროსთან
კონტაქტის
რაიმე
სახით
შეზღუდვა,
როგორც
დისციპლინური
პასუხისმგებლობის ზომა ან ამ ზომის თანმდევი შედეგი, არ უნდა გამოიყენებოდეს.
„პატიმრობის კოდექსში“ ინიცირებული ცვლილებების მე-9(ა) და მე-10(გ) მუხლების
მიხედვითაც ზემოთ აღწერილი მდგომარეობა არსებითად არ იცვლება და დისციპლინურ
სახდელდადებულ ან ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ მსჯავრდებულს არ ეძლევა
ვიდეოპაემნითა და ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება. აღნიშნული ცვლილებით
პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულებს ვიდეოპაემანი და ხანგრძლივი
პაემანი შეეზღუდებათ დისციპლინური სახდელის მოხდიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო
სამარტოო საკანში გადაყვანის შემთხვევაში 1 წლის განმავლობაში, რადგან დისციპლინური
სახდელის მოქმედების ვადად ითვლება სახდელის მოხდიდან 6 თვის პერიოდი, ხოლო
სამარტოო საკანში მოთავსების შემთხვევაში - 1 წლიანი პერიოდი.
პენიტენციურ სისტემაში დამკვიდრებული ამ პრაქტიკის შეცვლის მიზნით სახალხო
დამცველმა საქართველოს პარლამენტს წინადადებით მიმართა, რომლის მიხედვითაც
„პატიმრობის კოდექსიდან“ ამოღებული იქნებოდა ის დებულება, რომელიც დისციპლინურ
სახდელდადებულ მსჯავრდებულებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკრძალავს
ხანგრძლივი პაემნით სარგებლობას. მისასალმებელია, რომ საკომიტეტო განხილვების
პერიოდში სახალხო დამცველის წინადადება გაზიარებულ იქნა როგორც კანონპროექტის
ავტორების (სასჯელაღსრულების სამინისტრო) ასევე პარლამენტის მიერ. წინამდებარე
ანგარიშზე მუშაობის პერიოდში, პირველი მოსმენით მიღებული „პატიმრობის კოდექსში“
235
წპკ სტანდარტები, გვ.25, მუხ. 51.
გაეროს სპეციალური მომხსენებლის ვიზიტის ანგარიში, 6 ნოემბერი 2015, პარ. 97.
237
სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვერდი 81, ხელმისაწვდომია:
http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf
236
149
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ცვლილებათა პაკეტის ტექსტში უკვე ასახულია აღნიშნული ცვლილება, რაც დადებითად
უნდა აღინიშნოს. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ეს ცვლილება ასევე მიღებულ იქნება
შემდგომ მოსმენებზეც და საბოლოოდ შევა ძალაში.
სახალხო დამცველი დადებითად აფასებს ხანგრძლივი პაემნით სარგებლობისათვის
დაწესებული საფასურის გადახდისაგან იმ სტუმრების გათავისუფლებას, რომლებიც
რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში238.
თუმცა, ამის მიუხედავად, ოჯახის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა პატიმრების ნაწილს
აბრკოლებს ისარგებლოს მათთვის კანონით მინიჭებული ხანგრძლივი პაემნის უფლებით.
მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის შემცირების შესაბამისად, ხანმოკლე პაემნების
მსგავსად, 2016 წელს 2015 წელთან შედარებით შემცირებულია ხანგრძლივი პაემნით
სარგებლობის
მაჩვენებელი.239
აღსანიშნავია,
რომ
N2
დაწესებულებაში
2015
წელს
განხორციელდა 963 ხანგრძლივი პაემანი, 2016 წელს კი მხოლოდ 548. დისციპლინური
სახდელების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ N2 დაწესებულებაში დისციპლინური
სახდელის სახით სამარტოო საკანში მოთავსება გამოყენებული იქნა 240 შემთხვევაში.
შესაბამისად, სახდელდადებულ მსჯავრდებულებს არ ჰქონდათ საშუალება ესარგებლათ
ხანგრძლივი პაემნით.
ვიდეოპაემანი
ვიდეოპაემნის240
როლი
მსჯავრდებულის
გარე
სამყაროსთან
კონტაქტის
კუთხით,
მნიშვნელოვანია, ვინაიდან მისით არა მხოლოდ მსჯავრდებულის ოჯახის წევრები, არამედ
მეგობრები და ახლობლებიც სარგებლობენ.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა
მინისტრის
2011
წლის
5
აპრილის
№55
ბრძანების
მეორე
პუნქტის
მიხედვით,
მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის განხორციელება შესაძლებელია ათი კალენდარული დღის
განმავლობაში არაუმეტეს ერთხელ, სამუშაო დღეებში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
მსჯავრდებულთან ერთჯერადი ვიდეოპაემნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15
წუთს. დადებითად უნდა აღინიშნოს პატიმრობის კოდექსში 2016 წლის 27 აპრილს შესული
ცვლილება, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებული ვიდეოპაემნით სარგებლობს საფასურის
გადაუხდელად.241
238
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 22 ივლისი N132 ბრძანება, მე-4 პუნქტი.
2015 წელს განხორციელდა 5959 პაემანი, ხოლო 2016 წელს - 5731.
240
პატიმრობის კოდექსის მუხლი 171 .
241 პატიმრობის კოდექსის 171 მუხლის მე-4 ნაწილი.
239
150
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
აღსანიშნავია, რომ ვიდეოპაემნისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მხოლოდ 5 პენიტენციურ
დაწესებულებაშია (N5, N11, N15, N16 და N17 დაწესებულებებში). 2016 წელს სულ 369
ვიდეოპაემანი განხორციელდა.
2014 და 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშებში საქართველოს სახალხო დამცველმა
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, ვიდეოპაემნისთვის საჭირო
ინფრასტრუქტურის,
სასჯელაღსრულების
ყველა
დაწესებულებაში
უზრუნველყოფის
რეკომენდაციით მიმართა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან მიღებული
ინფორმაციის თანახმად,242 N5, N8, N11, N14, N15, N16, N17 პენიტენციურ დაწესებულებებში
შესაძლებელია ვიდეოპაემნის განხორციელება. დადებითად უნდა აღინიშნოს N8 და N14
დაწესებულებებში ვიდეოპაემნისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა. სახალხო
დამცველი მიესალმება სამინისტროს ძალისხმევას და მიაჩნია, რომ ვიდეოპაემნისთვის
შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა ყველა დაწესებულებაში უზრუნველყოფილი უნდა
იყოს.
სატელეფონო საუბრები
სატელეფონო
საუბრების
უფლება
მსჯავრდებულის/ბრალდებულის
ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს უფლებას წარმოადგენს და ხელს უწყობს პატიმრის მიერ ოჯახის
წევრებთან და მეგობრებთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას. პატიმრობის კოდექსის მე-14
მუხლის პირველი ნაწილის „ა.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს
უფლება აქვს ისარგებლოს სატელეფონო საუბრებით და მიმოწერით.
დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს
უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს შეუზღუდავი რაოდენობის
სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით,
საკუთარი
ხარჯით
−
ულიმიტო
სატელეფონო
საუბარი.243
ნახევრად
ღია
ტიპის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 თვის
განმავლობაში, საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 4 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა
უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო
სატელეფონო საუბარი, თითოეული − არა უმეტეს 15 წუთისა.244 დახურული ტიპის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს უფლება აქვთ 1
242
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ საქართველოს
პარლამენტისათვის გაგზავნილი მოსაზრებები „2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის
თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილებით განსაზღვრულ რეკომენდაციებთან
დაკავშირებით.
243
პატიმრობის კოდექსის მე-602 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.
244 პატიმრობის კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.
151
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
თვის განმავლობაში, საკუთარი ხარჯით ჰქონდეთ 3 სატელეფონო საუბარი, თითოეული არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით - ულიმიტო
სატელეფონო საუბარი, თითოეული - არა უმეტეს 15 წუთისა.245
მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში,
უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში, საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 1 სატელეფონო საუბარი არაუმეტეს 10 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − 1 სატელეფონო
საუბარი − არაუმეტეს 10 წუთისა.246 სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან
გასაუბრების დროს პატიმრები, რომელთაც განსაზღვრული აქვთ საშიშროების მაღალი
რისკი, უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ თვეში მხოლოდ ერთი 10-წუთიანი სატელეფონო
ზარის უფლების გამო. იმ პირობებში, როდესაც მაღალი რისკის მსჯავრდებულებს არ
ეძლევათ ხანგრძლივი პაემნის უფლება, ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ ერთი ხანმოკლე
პაემნით და ერთი სატელეფონო ზარით სარგებლობის უფლება ვერ უზრუნველყოფს მათ
მიერ
ოჯახთან
სათანადო
ურთიერთობის
შენარჩუნებას.
ამდენად,
მნიშვნელოვანია
პატიმრობის კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანა და ამ კატეგორიის პატიმრებისთვის
ერთი თვის განმავლობაში გათვალისწინებული სატელეფონო ზარების რაოდენობის
გაზრდა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან 2017 წლის 20 თებერვალს მიღებული
MOC31700081256 პასუხის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებებში ფუნქციონირებს ორი,
ე.წ. „ძველი“ და „ახალი“ სატელეფონო კომპანია, რომლითაც სარგებლობენ პატიმრები.
ამასთან, პენიტენციურ დაწესებულებებში ეტაპობრივად მიმდინარეობს ე.წ. „ძველი“
კომპანიის ტელეფონების გათიშვა.
„ძველი“ ტელეფონებით ზარების განხორციელების დროს პატიმრებს პრობლემები ექმნებათ
სასაუბრო ლიმიტთან დაკავშირებით. კერძოდ, თუ პატიმარი ერთ სატელეფონო ბარათზე
ვერ ამოწურავს სასაუბრო ლიმიტს, მას დარჩენილი ლიმიტი ებლოკება. შესაბამისად, ის
იძულებულია შეიძინოს ახალი ბარათი, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.
სატელეფონო ბარათი ასევე იბლოკება, თუ პატიმარი ბარათით განხორციელებული
სატელეფონო ზარების ფარგლებში ვერ მოახერხებს საუბარს (სატელეფონო კავშირის
გაწყვეტის, არასწორი ნომრის აკრეფის ან სხვა მიზეზების გამო).
რაც შეეხება „ახალი“ ტელეფონებით დარეკვას, პატიმართა განცხადებით, დახურული ტიპის
დაწესებულებაში, ერთი თვის განმავლობაში დარეკვის უფლება ჰქონდათ მხოლოდ
დაწესებულების ადმინისტრაციისთვის მიწოდებულ ხუთ სატელეფონო ნომერზე, ხოლო
ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში – ათ სატელეფონო ნომერზე. ნომრების შეცვლა
245
246
პატიმრობის კოდექსის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.
პატიმრობის კოდექსის 663 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.
152
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთი თვის გასვლის შემდეგ და შეზღუდული იყო დარეკვა იმ
აბონენტებთან, რომელთა ნომრებიც მსჯავრდებულებს მითითებული არ ჰქონდათ. ასევე, იმ
ნომერზე,
რომელიც
მსჯავრდებულთა
არ
იყო
იმ
განმარტებით,
პირზე
რეგისტრირებული,
შეზღუდვები
ვისაც
ვრცელდებოდა
ურეკავდნენ.
ასევე
საჯარო
დაწესებულებებთან დაკავშირებაზეც, მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველთან,
ასევე, ადვოკატთან ზარის განხორციელებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო
დამცველის
აპარატმა
2016
წლის
19
აგვისტოს
N11-2/9578
წერილით
მიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს. სამინისტროდან 2016 წლის 25 აგვისტოს
MOC01600728661 მიღებული პასუხის თანახმად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტრომ
კონკურსის
გზით
შეარჩია
ახალი
სატელეფონო
კომპანია,
რომელიც
ვალდებულია აღმოფხვრას სატელეფონო მომსახურების პროცესში აქამდე გამოვლენილი
ყველა ხარვეზი და პატიმრებს შესთავაზოს ხარისხიანი მომსახურება. ამ მიზნით კომპანია
მუშაობს სატესტო რეჟიმში და შესაბამისი ხარისხის უზრუნველსაყოფად ესაჭიროება
წინასწარ განსაზღვრული ნომრების მითითება, რაც დროებითი ღონისძიებაა და შეწყდება
სატესტო რეჟიმის დასრულებისთანავე. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ კომპანია, რომელმაც
უნდა უზრუნველყოს სატელეფონო მომსახურების პროცესში არსებული ხარვეზების
აღმოფხვრა, რეალურად ქმნის უფრო მნიშვნელოვან პრობლემას, რაც ხელს უშლის პატიმრის
მიერ მისთვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზების შესაძლებლობას. აღნიშნულ
საკითხთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატმა 2017 წლის 24 იანვარს N03-1/1084
წერილით განმეორებით მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს. 2017
წლის 20 თებერვალს მიღებული MOC3170008156 პასუხის თანახმად, ე.წ. „ახალმა“ კომპანიამ
სატესტო
რეჟიმში
მუშაობა
დაასრულა
და
ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს
შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად,
ისარგებლონ როგორც „ძველი“, ასევე „ახალი“ კომპანიის მომსახურებით.
დადებითად
უნდა
განსაკუთრებული
აღინიშნოს,
რისკის
რომ
პენიტენციურ
დაწესებულებისა,
პატიმრებს
დაწესებულებებში,
წინასწარ
გარდა
განსაზღვრული
რაოდენობის ნომრების მითითება აღარ უწევთ. თუმცა უნდა ითქვას, რომ სახალხო
დამცველის რწმუნებულებმა მონიტორინგების დროს N5, N8 და N11 დაწესებულებებიდან
რამდენჯერმე სცადეს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე (1481) დარეკვა, თუმცა
უშედეგოდ. აქვე აღსანიშნავია, რომ პატიმრებს საშუალება არ აქვთ სახალხო დამცველის
აპარატისა და ინსპექტირების სხვა ორგანოების ცხელ ხაზზე დარეკონ ღამის საათებში.
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი247 მიუთითებს, რომ ინსპექტირებისა და
საჩივრების
განხილვის
დაწესებულებებში
ეფექტიანი
არასათანადო
პროცესი
არის
თავისუფლების
აღკვეთის
მოპყრობისგან
დაცვის
ფუნდამენტური
გარანტია.
პატიმრებს უნდა ჰქონდეთ საჩივრის შეტანის შესაძლებლობა როგორც თავისუფლების
247
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, სტანდარტები, პარ. 54, გვ. 27.
153
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
აღკვეთის დაწესებულების სისტემის ფარგლებში, ისე მის გარეთ, მათ შორის - სათანადო
უწყებებთან კონფიდენციალურად დაკავშირების შესაძლებლობა.
პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც სამარტოო საკანში მოთავსებულ პატიმრებს არ
შეუძლიათ დარეკონ სახალხო დამცველის აპარატში. საქართველოს პატიმრობის კოდექსის
88-ე
მუხლის
მე-2
ნაწილის
ბრალდებულს/მსჯავრდებულს
თანახმად,
ეკრძალება
„სამარტოო
ხანმოკლე
და
საკანში
მოთავსებულ
ხანგრძლივი
პაემნები,
სატელეფონო საუბარი, კვების პროდუქტების შეძენა“. სპეციალური პრევენციული ჯგუფის
პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტის დროს პატიმრები სატელეფონო საუბრის
შეზღუდვის,
სახალხო
გავრცელებაზეც
არასათანადო
დამცველის
საუბრობდნენ.
მოპყრობისგან
აპარატსა
სახალხო
დაცვის
და
ინსპექტირების
დამცველთან
მნიშვნელოვანი
სხვა
ორგანოებზე
ხელმისაწვდომობა
არის
გარანტია, განსაკუთრებით
კი,
სამარტოო საკანში მოთავსებული პატიმრებისათვის, რომელთა სრული სოციალური
იზოლაციის პირობებში ყოფნა არასათანადო მოპყრობის დიდ რისკს შეიცავს. პატიმრობის
კოდექსის 98-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, „ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება
აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს საჩივრით საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალურ
პრევენციულ ჯგუფს“. ამავე კანონის 82-ე მუხლის
გადაცდომისთვის
პირადი
კორესპონდენციის
თანახმად კი, დისციპლინური
შეზღუდვა
არ
ვრცელდება
იმ
კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს სახალხო
დამცველი. აღსანიშნავია, რომ მსგავსი დათქმა არ არის სატელეფონო ზართან დაკავშირებით.
მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილება, რომელიც სამარტოო საკანში
მოთავსებულ პატიმარს მისცემს სახალხო დამცველთან ნებისმიერი ფორმით, მათ შორის,
ტელეფონით დაკავშირების შესაძლებლობას.
დეესკალაციის ოთახში მოთავსება არ არის ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისათვის
საქართველოს
კანონმდებლობით
შეზღუდვის საფუძველი,
248
პატიმარს
გარე
მინიჭებული
რომელიმე
უფლების
ავტომატურად
თუმცა პრაქტიკაში დეესკალაციის ოთახში მოთავსებულ
სამყაროსთან
კონტაქტი
სრულად
ეზღუდება.
მაგალითად,
N8
დაწესებულებაში ვიზიტისას სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან საუბრის დროს
პატიმრებმა განაცხადეს, რომ დეესკალაციის ოთახში მოთავსების შემთხვევაში მათ არ
შეუძლიათ კორესპონდენციის გაგზავნა, ასევე ტელეფონით და პაემნით სარგებლობა.
ამასთან, N3 დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის249 დროს დაწესებულებაში
არსებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად ჯგუფმა გაარკვია, რომ უსაფრთხო ოთახში
მოთავსების შემთხვევების 44%-ში პატიმარი დისციპლინურად დაისაჯა (სატელეფონო
საუბრის უფლების, პაემნის უფლების, პირადი მიმოწერის უფლების შეზღუდვა) უსაფრთხო
248 სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს N119, N116, N117
ბრძანების მე-17 მუხლის მე-4 ნაწილი.
249 2016 წლის 23-25 მაისის ვიზიტი.
154
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ოთახში გადაყვანის პერიოდში. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ დაუშვებელია დასჯის
მიზნით უსაფრთხოების ღონისძიებების გამოყენება, ვინაიდან ის უნდა ემსახურებოდეს
მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრულ მიზანს – დაწესებულებაში მყოფ პირთა
უსაფრთხოების
დაცვას.
ამასთან,
დეესკალაციის
ოთახში
მოთავსებულ
პატიმართან
აქტიურად უნდა მუშაობდეს მულტიდისციპლინური ჯგუფი დეესკალაციის შესაბამისი
სტრატეგიით.
ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში პატიმართა მიერ
სატელეფონო
ზარების
განხორცილების
ტელეფონის
აპარატების
სიმცირე.
დროს
სპეციალური
განსაკუთრებულ
პრევენციული
პრობლემას
ჯგუფის
ქმნის
წევრებთან
საუბრისას პატიმრებმა განაცხადეს, რომ მსჯავრდებულებს რიგში დგომა უწევთ და ხშირად
პატიმართა ნაწილი ვერ ახერხებს დროულად ისარგებლოს მისთვის კანონით მინიჭებული
უფლებით. რაც შეეხება დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს, აქ
ტელეფონის აპარატები განთავსებულია დაწესებულების თანამშრომელთა სამორიგეო
ოთახში და შეუძლებელია საუბრის კონფიდენციალობის დაცვა.
მიმოწერა
2016
წელს
პენიტენციური
დაწესებულებებიდან
სულ
19
821
პირადი
ხასიათის
კორესპონდენცია გაიგზავნა.
პატიმრობის კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდებულს/
მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები
ამ
კოდექსით
დადგენილი
წესით,
გარდა
ამავე
კოდექსით
გათვალისწინებული
შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-4 ნაწილის მიხედვით, ბრალდებულის/მსჯავრდებულის
კორესპონდენცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას,
კორესპონდენციის შინაარსის გაუცნობლად. უკიდურეს შემთხვევაში, დასაბუთებული
ვარაუდისას, თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს
შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა
უფლებებსა
და
თავისუფლებებს,
ადმინისტრაცია
უფლებამოსილია
გაეცნოს
კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროებისამებრ შეზღუდოს მისი ადრესატისთვის
გაგზავნა, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს.
„პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის მე–7
პუნქტი გვთავაზობს ცვლილებას მე–16 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის მიხედვითაც
იკრძალება
პენიტენციურ
დაწესებულებაში
მოთავსებულ
ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის მიმოწერა. საქართველოს სახალხო დამცველს
მიზანშეწონილად
არ
მიაჩნია
ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს
155
მსგავსი
შორის
შინაარსის
ამ
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სახის
ბლანკეტური
კომუნიკაცია
შეზღუდვა.
შესაძლებელია
შეიზღუდოს
მხოლოდ
გამონაკლის
შემთხვევებში,
კონკრეტული
ფაქტებისა
და
გარემოებების არსებობისას, რაც დასაბუთებული უნდა იყოს ინდივიდუალურად. ამასთან,
უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ არის მითითებული, თუ
რამ გამოიწვია მსგავსი შემზღუდველი ნორმის მიღების აუცილებლობა. საქართველოს
სახალხო
დამცველს
მიაჩნია,
რომ
კანონპროექტით
შემოთავაზებული
ბლანკეტური
შეზღუდვა არაპროპორციულია იმ მიზანთან, რომლის მიღწევასაც ცდილობს კანონპროექტის
ავტორი.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებები
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის აზრით, პატიმრების შესაძლებლობა, მოუსმინონ
რადიოსა და უყურონ ტელევიზორს, არ უნდა ჩაითვალოს პრივილეგიად და უნდა იყოს
ყველა პატიმრის უფლება.250
ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პრესის გაცნობისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა
საშუალებათა
გამოყენების
შესაძლებლობა.
პატიმრობის/თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში, როგორც წესი, ხდება რადიო და ტელეტრანსლაცია.251
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გაცნობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გარე
სამყაროსთან კავშირის შენარჩუნებისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია პატიმარს ჰქონდეს
ინფორმაცია
პენიტენციური
დაწესებულების
გარეთ,
საზოგადოებაში
მიმდინარე
მოვლენებზე. პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგების დროს,
სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან საუბრისას პატიმრები აღნიშნავენ, რომ
მათთვის ხელმიუწვდომელია ზოგიერთი რეიტინგული ქართული არხი. გარდა ამისა,
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს არ აქვთ საშუალება მათთვის გასაგებ ენაზე
მოუსმინონ ტელეგადაცემებს.
რაც შეეხება პრესას, დაწესებულებებიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის შესწავლის
შედეგად დგინდება, რომ N7, N9, N12 და N14 დაწესებულებები საერთოდ არ მარაგდება
ჟურნალ-გაზეთებით.
დაწესებულებებში
უმეტესად
ხელმისაწვდომია
საეკლესიო
ჟურნალები, N3 დაწესებულებაში კი მხოლოდ გაზეთი „ბათუმელები“ შედიოდა, თუმცა
აღნიშნული გაზეთი აღარ გამოდის. აქვე აღსანიშნავია, რომ N8, N11, N17, N18 და N19
დაწესებულებებში პატიმრებისთვის ხელმისაწვდომია გაზეთები აზერბაიჯანულ და სომხურ
ენებზე. N6 დაწესებულებაში ხელმისაწვდომია აზერბაიჯანულენოვანი გაზეთი, ხოლო N5
დაწესებულებაში
თურქულენოვანი
გაზეთი.
აუცილებელია,
250
რომ
დაწესებულებებში
ხელმისაწვდომია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:<http://www.cpt.coe.int/documents/geo/2015-42inf-eng.pdf> [ბოლოს ნანახია 2017 წლის 20 იანვარი].
251 პატიმრობის კოდექსი, მუხლი 20, პუნქტი 1.
156
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
არსებული ჟურნალ-გაზეთები იყოს მრავალფეროვანი, ამასთან იყოს სხვადასხვა ენაზე, რათა
ყველა პატიმარს ჰქონდეს შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში გაეცნოს მათ.
რეკომენდაციები
საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრს:
პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას,
პაემნის უფლებით შეუფერხებელი სარგებლობის უზრუნველსაყოფად, გაითვალისწინონ
პატიმრის ოჯახის წევრების საცხოვრებელი ადგილი
უზრუნველყოს ხანმოკლე პაემნები მინის გამყოფი ბარიერის გარეშე
უზრუნველყოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ხანგრძლივი პაემნისთვის საჭირო
ინფრასტრუქტურის მოწყობა
მოამზადოს და საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს წარუდგინოს საკანონმდებლო
ცვლილებები „პატიმრობის კოდექსში“, რომელიც გაზრდის დახურულ და განსაკუთრებული
რისკის
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებებში
განთავსებული
პატიმრებისთვის
ხანმოკლე პაემნის რაოდენობას
მოამზადოს და საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს წარუდგინოს საკანონმდებლო
ცვლილებები „პატიმრობის კოდექსში“, რომელიც დაარეგულირებს განსაკუთრებული რისკის
პატიმრების მიერ ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობის საკითხს
მოამზადოს და საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს წარუდგინოს საკანონმდებლო
ცვლილებები „პატიმრობის კოდექსში“, რომელიც დაარეგულირებს ხანმოკლე და ხანგრძლივი
პაემნების რაოდენობის გაზრდის საკითხს
მოამზადოს და საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს წარუდგინოს საკანონმდებლო
ცვლილებები „პატიმრობის კოდექსში“, რომელიც გაზრდის დახურული და განსაკუთრებული
რისკის
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებებში
განთავსებული
პატიმრებისთვის
სატელეფონო ზარების რაოდენობას
მოამზადოს და საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს წარუდგინოს საკანონმდებლო
ცვლილებები „პატიმრობის კოდექსში“, რომელიც უზრუნველყოფს სამარტოო საკანში
მოთავსებული პატიმრების მიერ სახალხო დამცველის აპარატსა და ინსპექტირების სხვა
ორგანოებში დარეკვის უფლებით სარგებლობას
მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულმა
პატიმრებმა საჭიროების შემთხვევაში, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, დაუბრკოლებლად
შეძლონ სახალხო დამცველის აპარატისა და ინსპექტირების სხვა ორგანოების ცხელ ხაზზე
დარეკვა
ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში იყოს დაცული პატიმრებისთვის კანონმდებლობით
მინიჭებული სატელეფონო საუბრით სრულყოფილად სარგებლობის უფლება
დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში ტელეფონების აპარატები განთავსდეს
ისეთ ადგილას, სადაც პატიმარს შეეძლება დაწესებულების თანამშრომლის მოსმენის გარეშე
ისაუბროს ტელეფონით
157
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში დაემატოს ტელეფონის
ყველა
აპარატები, რათა ყველა პატიმარმა ისარგებლოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით
პენიტენციურ
დაწესებულებაში
მოეწყოს
ვიდეოპაემნისათვის
საჭირო
ინფრასტრუქტურა
მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა დაწესებულებებში სრულად ხელმისაწვდომი იყოს
მიიღოს ყველა საჭირო ზომა, ტელეარხების შერჩევისას სხვადასხვა ენობრივი ჯგუფების
მოთხოვნადი და რეიტინგული ქართული არხები
ინტერესების გასათვალისწინებლად.
მოთხოვნის/საჩივრის განხილვის მექანიზმი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში
წამების
აკრძალვა
აბსოლუტურია,
ყოველგვარი
გამონაკლისისა
და
გადახვევის
შესაძლებლობების გარეშე. თუმცა აღნიშნული უფლების რეალიზება კითხვის ნიშნის ქვეშ
დადგება იმ პირებისთვის, რომლებიც მოწყვლადი მდგომარეობის გამო ყველაზე მეტად
შეიძლება გახდნენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, სახელმწიფო
ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ საჩივრის სწრაფი და მიუკერძოებელი
განხილვის უფლების გარანტირების გარეშე.
საქართველოს
სახალხო
მიუთითებდა,
რომ
განხილვისა
და
დამცველი
თავის
სასჯელაღსრულების
მონიტორინგის
2015
წლის
საპარლამენტო
დაწესებულებებში
ეფექტიანი
მექანიზმი
ანგარიშშიც
საჩივართა/მოთხოვნათა
უზრუნველყოფს
პატიმართა
უფლებების პატივისცემას და წარმოადგენს ფუნდამენტურ გარანტიას არასათანადო
მოპყრობის წინააღმდეგ. შესაბამისად, სახალხო დამცველმა 2015 წელს რეკომენდაციით
მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, რათა უზრუნველეყო პატიმართა
სათანადო
ინფორმირებულობა,
როგორც
ზოგადად
პატიმართა
უფლებების,
ასევე
კონკრეტულად მოთხოვნის/საჩივრის შეტანის უფლებისა და განხილვის პროცედურის
შესახებ.
სახალხო დამცველი მიესალმება აღნიშნული რეკომენდაციის შესასრულებლად გადადგმულ
ნაბიჯებს. კონკრეტულად კი, დადებითად უნდა აღინიშნოს 2016 წლის განმავლობაში
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
ადმინისტრაციულ
უფლებებისა
პროცედურებთან
და
საჩივრების,
დაკავშირებით
დისციპლინურ
სხვადასხვა
და
პენიტენციურ
დაწესებულებაში ტრენინგების ჩატარება.252 მისასალმებელია დაწესებულებების სხვადასხვა
252
N5 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 16 იანვრის წერილი MOC 317 00036373
(საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში რეგისტრირებული – N03-3/193); N16 პენიტენციური
დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 17 იანვრის წერილი MOC 317 00037804 (საქართველოს
სახალხო დამცველის აპარატში რეგისტრირებული – N03-3/210); N8 პენიტენციური დაწესებულების
დირექტორის 2017 წლის 20 იანვრის წერილი MOC 617 00046221 (საქართველოს სახალხო დამცველის
აპარატში რეგისტრირებული – N03-3/273).
158
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ტერიტორიაზე პატიმართა უფლებების შესახებ ინფორმაციის გამოკვრისა და რამდენიმე
დაწესებულებაში ბროშურების დარიგების კუთხით არსებული პრაქტიკის გაუმჯობესება.
მათ შორის, დადებითად უნდა აღინიშნოს უცხოენოვანი პატიმრებისათვის სპეციალური
ბროშურების მომზადება, სადაც მოცემულია ინფორმაცია პატიმართა უფლებების შესახებ.
მიუხედავად ამისა, დაწესებულებებში კვლავ რჩება მნიშვნელოვანი პრობლემები პატიმართა
სათანადო
ინფორმირებულობასთან
დაკავშირებით,
რომელთა
აღმოფხვრის
გარეშეც
რეკომენდაცია ვერ ჩაითვლება შესრულებულად.
კონკრეტულად კი, უფლებების შესახებ საინფორმაციო ბროშურების ხელმისაწვდომობა
ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში უზრუნველყოფილი არ არის. პატიმრებისთვის
უფლებების გაცნობის არსებული პრაქტიკა კი ვერ უზრუნველყოფს მათ სათანადო
ინფორმირებულობას, როგორც ზოგადად პატიმართა უფლებების, ასევე, კონკრეტულად
მოთხოვნის/საჩივრის შეტანის უფლებისა და განხილვის პროცედურის შესახებ. სპეციალური
პრევენციული ჯგუფის შეფასებით, დაწესებულებაში მიღების დროს არსებული სტრესის
ფონზე ძნელად წარმოსადგენია, რომ პატიმარმა მოახდინოს კონცენტრირება უფლებებისა და
მოვალეობების ნუსხაზე და დაიმახსოვროს მიწოდებული ინფორმაცია. შესაბამისად,
არსებული პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაწესებულებაში
შემოსვლისას ერთჯერადად მიეწოდება ინფორმაცია მისი უფლებებისა და მოვალეობის
შესახებ, უფრო ფორმალური ხასიათისაა და ვერ უზრუნველყოფს უფლებების შესახებ
პატიმრის სათანადო ინფორმირებას. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ პატიმარს პატიმრობის
შემდგომ ეტაპზე რეგულარულად მიუწვდებოდეს ხელი უფლებებისა და მოვალეობების,
ასევე გასაჩივრების პროცედურის შესახებ ინფორმაციაზე.
სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია, გაიზარდოს სოციალური მუშაკის როლი
პატიმრის უფლებების განმარტებასა და სათანადო ინფორმირებასთან დაკავშირებით.
კონკრეტულად კი, სოციალურმა მუშაკმა პირის დაწესებულებაში მიღების შემდგომ
უახლოეს რამდენიმე დღეში დეტალურად აუხსნას პატიმარს მისი უფლებები და
მოვალეობები; ასევე, მიაწოდოს ინფორმაცია მოთხოვნის/საჩივრის შეტანისა და განხილვის
პროცედურის შესახებ; განუმარტოს სოციალური მუშაკის კომპეტენცია და გადასცეს ყველა
საჭირო, ძირითადი დოკუმენტი. სათანადო პერიოდულობით ინდივიდუალურად ან
ჯგუფურად
იმუშაოს
პატიმრებთან
მათი
უფლებებისა
და
მოვალეობების,
მოთხოვნის/საჩივრის შეტანისა და განხილვის პროცედურის თემატიკაზე.
2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის
მინისტრს
პატიმართა
მიერ
მოთხოვნა/საჩივრის
წარდგენის
უფლების
სრულყოფის რეკომენდაციით მიმართა; აღნიშნული მიზნის მისაღწევად სახალხო დამცველი
რეკომენდაციას
უწევდა
სამინისტროს,
გაზრდილიყო
სოციალური
მუშაკის
როლი
მოთხოვნის/საჩივრის ფორმულირებისა და შესაბამისი ადრესატის შერჩევის პროცესში;
159
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ქართული
ენის
არმცოდნე
პატიმრებისათვის
უზრუნველყოფილიყო
თარჯიმნის
მომსახურება, ასევე სხვადასხვა ენაზე შემუშავებულიყო და პატიმრებს გადასცემოდათ
ბროშურა,
რომელშიც
დეტალურად,
მარტივად
გასაგებ
ენაზე
ახსნილი
იქნებოდა
მოთხოვნის/საჩივრის შეტანისა და განხილვის შესახებ პრაქტიკული ინფორმაცია.
სახალხო
დამცველი
მიიჩნევს,
რომ
აღნიშნული
რეკომენდაცია
არ
შესრულებულა.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად
გაირკვა, რომ პატიმრებს უჭირთ საჩივრის ფორმულირება და შესაბამისი ადრესატების
განსაზღვრა. აღნიშნული განსაკუთრებით პრობლემურია, როდესაც პატიმრებს არ შეუძლიათ
გამართულად წერა-კითხვა ქართულად. არსებული პრაქტიკით, ასეთ შემთხვევებში
პატიმრები დახმარებისთვის სხვა პატიმარს მიმართავენ. სპეციალური პრევენციული
ჯგუფის შეფასებით, გასაძლიერებელია სოციალური სამსახურების როლი პატიმართა
მხრიდან
მოთხოვნა/საჩივრის
შეტანის
უფლების
რეალიზებასთან
დაკავშირებით.
სოციალურმა სამსახურებმა პატიმრებს კვალიფიციური დახმარება უნდა შესთავაზოს.
ქართული ენის არმცოდნე პატიმრები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ თარჯიმნის
მომსახურებით, ასევე სხვადასხვა ენაზე უნდა შემუშავდეს და პატიმრებს გადაეცეთ
ბროშურა,
რომელშიც
დეტალურად,
მარტივად
გასაგებ
ენაზე
ახსნილი
იქნება
მოთხოვნის/საჩივრის შეტანისა და განხილვის შესახებ პრაქტიკული ინფორმაცია.
2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
მინისტრს,
რათა
პატიმრებისათვის
საკნებში
ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველა საჭირო საკანონმდებლო აქტი, აგრეთვე ინფორმაცია
პატიმრის უფლებებისა და მოვალეობების და მოთხოვნის/საჩივრის შეტანისა და განხილვის
პროცედურების შესახებ.
სახალხო
დამცველი
კონკრეტულად
კი,
მიიჩნევს,
რომ
პენიტენციური
აღნიშნული
რეკომენდაცია
დაწესებულებების
არ
დებულებებში
შესრულებულა.
კვლავ
არის
ნორმატიული შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულს/მსჯავრდებულს არა აქვს
შესაძლებლობა საკანში შეინახოს ნებისმიერი, მათ შორის, ოფიციალური დოკუმენტები
(სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული
ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა (ერთ ეგზემპლარად)), რომელთა
გვერდების რაოდენობა აღემატება 100 ფურცელს.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის დროს,
პატიმრების გარკვეული ნაწილი პრეტენზიას აცხადებდა, რომ დაწესებულებებში არსებობს
ნორმატიული აქტების ხელმისაწვდომობის პრობლემა.253 რიგ შემთხვევებში, პატიმრები
253 მითითებული საკითხის შემოწმების მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული
მონიტორინგის
შედეგები
ცხადყოფს,
რომ
საკანონმდებლო/ნორმატიული
აქტების
160
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
კონკრეტული ნორმატიული აქტის მიწოდების თხოვნით საქართველოს სახალხო დამცველის
აპარატს მიმართავენ.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია დაწესებულებებში არსებობდეს
ნორმატიული აქტების ავტომატურად განახლებადი ბაზა, ამასთან, პატიმრებს, საჭიროების
შემთხვევაში, ხელი მიუწვდებოდეთ ნორმატიული აქტების განახლებულ, კოდიფიცირებულ
ვერსიაზე და მოხდეს პატიმრის მიერ ნორმატიული აქტის მიღება-ჩაბარების ფაქტის
დოკუმენტირება.
2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, მიეღო ყველა საჭირო ზომა, რათა პატიმარს
ყველა შემთხვევაში დროულად მიეღო მოთხოვნის/საჩივრის რეგისტრაციის ნომერი.
სახალხო დამცველის აზრით, აღნიშნული რეკომენდაცია ნაწილობრივ შესრულებულია.
კონკრეტულად კი, სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2016 წელს განხორციელებული
მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ საჩივრების შემტან პატიმართა უმრავლესობას ეცნობა
საჩივრის რეგისტრაციის ნომერი. თუმცა დახურულ დაწესებულებაში მოთავსებული
პატიმრების ნაწილი აღნიშნავდა, რომ ღია წერილის გაგზავნის შემთხვევაში მათ არ მიუღიათ
წერილის რეგისტრაციის ნომერი. აღნიშნულ შემთხვევებში რთულია იმის დადგენა, თუ რა
ბედი ეწია წერილს, დარეგისტრირდა თუ არა იგი და გაიგზავნა თუ არა შესაბამისი
ადრესატისათვის. აგრეთვე, მონიტორინგის დროს დადგინდა, რომ N3 დაწესებულებაში
პატიმარს რეგისტრაციის ნომერს აწვდიან მხოლოდ განცხადებით მიმართვის და მოთხოვნის
შემთხვევაში, რაც დაუშვებელია. N3 დაწესებულების დებულებაში მითითებულია, რომ
მოთხოვნა რეგისტრირდება დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებაში, ხოლო
რეგისტრაციის ნომერი გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს.254 დებულებაში არსად არ
არის
მითითებული
პატიმრის
მხრიდან
რეგისტრაციის
ნომრის
მისაღებად
ცალკე
განცხადებით მიმართვის საჭიროება.
ხელმისაწვდომობის კუთხით დაწესებულებებში მართლაც არსებობს პრობლემები. ასე, მაგალითად,
2017 წლის 12-13 იანვარს განხორციელებული ვიზიტის მომენტისთვის, N6 დაწესებულების
ბიბლიოთეკაში ინახებოდა N6 დაწესებულების დებულების 4 ეგზემპლარი, ამავე დებულებაში 2016
წლის 27 დეკემბერს შესული ცვლილების 10 ეგზემპლარი, 10 პატიმრობის კოდექსი (განუახლებელი),
საქართველოს კონსტიტუცია (2016 წლის მდგომარეობით) – 4 ცალი, დახურული ტიპის
დაწესებულების დებულების 1 ეგზემპლარი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის N70 ბრძანების ერთი ეგზემპლარი, სისხლის სამართლის კოდექსი
(2005) – 1 ცალი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (2006 - ძალადაკარგული) - 1 ცალი; 2017
წლის 17 თებერვლის მდგომარეობით, N11 დაწესებულების ბიბლიოთეკაში ინახებოდა პატიმრობის
კოდექსის მხოლოდ ერთი, ძველი ვერსია.
254 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №109, საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების
დამტკიცების შესახებ, 63-ე მუხლის მესამე ნაწილი.
161
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის დროს
პატიმრების გარკვეული ნაწილი წუხდა, რომ სოციალური მუშაკისათვის წერილის
გადაცემის მიუხედავად, მათ დღემდე არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა ბედი ეწია აღნიშნულ
წერილს. პატიმრების განცხადებით, მათ არ აქვთ შესაბამისი წერილობითი დოკუმენტი,
რომლითაც ისინი დაამტკიცებდნენ წერილის სოციალური მუშაკისათვის გადაცემის ფაქტს.
რადგან პატიმრის მხრიდან სოციალური მუშაკისათვის ღია წერილის გადაცემის ფაქტი არ
ფიქსირდება რაიმე სახის წერილობითი დოკუმენტით, რომელიც აგრეთვე ხელმისაწვდომი
იქნებოდა პატიმრისთვის, რთულია იმის დადგენა, გადასცა თუ არა პატიმარმა წერილი
სოციალურ მუშაკს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველს მიზანშეწონილად
მიაჩნია, რომ სოციალური მუშაკის მიერ ღია წერილის მიღება/ჩაბარების დროს ორ
ეგზემპლარად შედგეს დოკუმენტი, რომელიც დადასტურებული იქნება ბეჭდით და
რომელშიც პატიმრის თანდასწრებით შევა შემდეგი ინფორმაცია: ა) წერილის ავტორის
სახელი და გვარი; ბ) წერილის მიმღები სოციალური მუშაკის სახელი და გვარი; გ) წერილის
ჩაბარების თარიღი; დ) წერილის ადრესატი; ე) ფურცლების რაოდენობა. ორივე ფურცელზე
ხელი უნდა მოაწერონ პატიმარმა და სოციალურმა მუშაკმა, შევსებული ერთი ფურცელი
გადაეცეს პატიმარს, ხოლო მეორე დარჩეს სოციალურ მუშაკს.
2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა
სასჯელაღსრულებისა
და
კონფიდენციალური
საჩივრების
პრობაციის
მინისტრს,
კონვერტების
მიეღო
ყველა
თავისუფალი
საჭირო
ზომა
ხელმისაწვდომობის
უზრუნველსაყოფად ისეთ ადგილას და იმგვარად (მაგალითად, ბიბლიოთეკაში), რომ
კონვერტის მიღება არ ყოფილიყო სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებზე
დამოკიდებული და არ მომხდარიყო კონვერტის მიმღები პატიმრის იდენტიფიცირება.
ამასთან, პატიმრებს ჰქონოდათ საკანში გარკვეული რაოდენობის კონვერტის ქონის
შესაძლებლობა.
სახალხო
დამცველი
მიიჩნევს,
რომ
აღნიშნული
რეკომენდაცია
არ
შესრულებულა.
კონკრეტულად კი, სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2016 წელს განხორციელებული
ვიზიტების
დროს
დადგინდა,
რომ
დახურული
ტიპის
დაწესებულებებში
კონფიდენციალური წერილის გაგზავნა ისევ პრობლემას წარმოადგენს. კერძოდ, დახურულ
დაწესებულებებში
შეუძლებელია
კონფიდენციალური
საჩივრის
დასაწერად
საჭირო
კონვერტის მიღება ისე, რომ არ მოხდეს პატიმრის იდენტიფიცირება. კონვერტის მისაღებად
პატიმარი სოციალურ განყოფილებას მიმართავს.
განხორციელებული
ვიზიტების
დროს
დადგინდა,
რომ
დახურული
ტიპის
დაწესებულებებში პატიმრებს არ აქვთ საშუალება, კონფიდენციალურად დაწერონ საჩივარი
იმ
შემთხვევებში,
როდესაც
მათ
წერილის
დაწერაში
სოციალური
სამსახურის
თანამშრომლისგან დახმარება სჭირდებათ. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ
162
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სოციალური სამსახურის თანამშრომლები არ შედიან საკანში და პატიმრებს ესაუბრებიან
საკნის კარზე არსებული სარკმელიდან. საკანში შესვლის შემთხვევაში კი, უსაფრთხოების
დაცვის მიზნით, თან ახლავთ უსაფრთხოების/სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების
თანამშრომელი. აღნიშნული არღვევს საჩივრის შინაარსის კონფიდენციალურობას და აჩენს
უნდობლობას დაწესებულების სოციალური სამსახურის მიმართ.
2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციის
მიუხედავად, 2016 წელს დახურული ტიპის დაწესებულებაში მყოფი პატიმრებისთვის ისევ
პრობლემას წარმოადგენდა საჩივრის ყუთით სარგებლობის შეუძლებლობა თანხმლები
პირის (უსაფრთხოების ან რეჟიმის თანამშრომლის) მეთვალყურეობის გარეშე. ასევე, რიგ
დაწესებულებებში, საჩივრების ყუთი სათვალთვალო კამერების ხედვის არეალში ხვდება.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2016 წელს განხორციელებული მონიტორინგის
დროს გამოკითხული პატიმრების ნაწილი აღნიშნავდა, რომ კონფიდენციალური საჩივრების
გაგზავნის
შემდეგ
საჩივრის
ყუთთან
არ
გამოუკრავთ
გადაგზავნილი
საჩივრის
რეგისტრაციის ნომერი და შესაბამისი კონვერტის კოდი.255 დახურულ დაწესებულებებში
ისევ
გრძელდება
პრაქტიკა,
როდესაც
პატიმრებს
სარეგისტრაციო
ნომრის
შესახებ
ინფორმაციას პირდაპირ საკნებში აწვდიან, რითაც შესაძლებელი ხდება კონფიდენციალური
საჩივრის ავტორის იდენტიფიცირება.
დახურული ტიპის დაწესებულებებში კონფიდენციალური საჩივრის დასაწერად საჭირო
კონვერტის მიღება იდენტიფიცირების გარეშე არ ხდება. კონფიდენციალურობის აშკარა
დარღვევას წარმოადგენს კონვერტის მოთხოვნისას სოციალური სამსახურის თანამშრომლის
მიერ კონვერტის ნომრის და პატიმრის სახელისა და გვარის ჩანიშვნა.
სახალხო დამცველი მიესალმება გენერალური ინსპექციის სისტემური მონიტორინგის
სამმართველოს მიერ ჩატარებული მონიტორინგის რაოდენობის გაზრდას 2015 წელთან
შედარებით.
მიუხედავად
ამისა,
სახალხო
დამცველს
მიაჩნია,
რომ
არაგეგმიური
მონიტორინგის ჩატარება უფრო ეფექტიანია, რადგანაც მისი მოულოდნელობის ეფექტიდან
გამომდინარე, იძლევა უფრო მეტი პრობლემური საკითხის გამოვლენის შესაძლებლობას.
გეგმიური მონიტორინგის დროს დაწესებულების თანამშრომელს უფრო მეტი დრო რჩება
იმისათვის, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, დაფაროს.
აღსანიშნავია, რომ სამინისტროს ამ დროისათვის არ გამოუქვეყნებია ანგარიში 2016 წელს
განხორციელებული მონიტორინგის შესახებ. შესაბამისად, აღნიშნული ანგარიშის შეფასება
მისი გამოქვეყნების შემდეგ მოხდება.
255
პენიტენციური დაწესებულებების დებულებების მიხედვით საჩივრის გადაგზავნიდან არა უგვიანეს
მეორე სამუშაო დღისა საჩივრების ყუთთან გამოიკვრება გადაგზავნილი საჩივრის რეგისტრაციის
ნომერი და შესაბამისი კონვერტის კოდი.
163
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სახალხო დამცველმა 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში გასცა რეკომენდაცია, რომლითაც
მოითხოვდა
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
სამინისტროს
სამედიცინო
დეპარტამენტის მიერ სამედიცინო ხასიათის საჩივრის/განცხადების განხილვის გონივრული
ვადის განსაზღვრას პატიმრობის კოდექსით. აღნიშნული რეკომენდაცია დღემდე არ
შესრულებულა.
სახალხო დამცველმა 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში ასევე მოითხოვა ცვლილებები
პატიმრობის კოდექსში, რომლითაც განისაზღვრებოდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ საჩივრის განხილვის ვადა. აღნიშნული
რეკომენდაციაც დღემდე შეუსრულებელია.
რეკომენდაციები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს:
მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა პატიმრებს ხელზე გადაეცეთ მათი უფლებების, მათ შორის,
მოთხოვნის/საჩივრის შეტანის უფლებისა და მოთხოვნის/საჩივრის განხილვის პროცედურის
შესახებ ინფორმაცია. ამ მიზნით მოხდეს პატიმრებისათვის სპეციალური ბროშურების
დარიგება
მიიღოს ყველა ზომა, რათა დაწესებულებაში მიღების შემდგომ, უახლოეს რამდენიმე დღეში,
სოციალურმა მუშაკმა დეტალურად აუხსნას პატიმარს მისი უფლებები და მოვალეობები.
ასევე, მიაწოდოს ინფორმაცია მოთხოვნის/საჩივრის შეტანისა და განხილვის პროცედურის
შესახებ; განუმარტოს სოციალური მუშაკის კომპეტენცია და გადასცეს ყველა საჭირო,
ძირითადი დოკუმენტი; სათანადო პერიოდულობით ინდივიდუალურად ან ჯგუფურად
იმუშაოს პატიმრებთან მათი უფლებებისა და მოვალეობების, მოთხოვნის/საჩივრის შეტანისა
და განხილვის პროცედურის თემატიკაზე
მიიღოს ყველა ზომა, რათა პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული ყველა უცხოელი
პატიმრისათვის ხელმისაწვდომი იყოს ბროშურა, რომელშიც დეტალურად, გასაგებ ენაზე
იქნება ახსნილი მოთხოვნის/საჩივრის შეტანისა და განხილვის შესახებ პრაქტიკული
ინფორმაცია
მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა პატიმრებმა სრულყოფილად შეძლონ მოთხოვნის/საჩივრის
შეტანის
უფლების
რეალიზება;
აღნიშნული
გაიზარდოს
სოციალური
მუშაკის
როლი
შესაბამისი
ადრესატის
შერჩევის
პროცესში,
მიზნის
მისაღწევად
მოთხოვნის/საჩივრის
ქართული
ენის
რეკომენდებულია
ფორმულირებისა
არმცოდნე
და
პატიმრები
უზრუნველყოფილი იყვნენ თარჯიმნის მომსახურებით
მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რომ დაწესებულებებში არსებობდეს ნორმატიული აქტების
ავტომატურად განახლებადი ბაზა; ყველა პატიმრისთვის საკანში ხელმისაწვდომი იყოს
პატიმრობის კოდექსის, დაწესებულების დებულების და სხვა ნორმატიული აქტების
განახლებული,
კოდიფიცირებული
ვერსია;
ამავდროულად,
ნორმატიული აქტის მიღება-ჩაბარების ფაქტის დოკუმენტირება
164
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მოხდეს
პატიმრის
მიერ
მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა პატიმარს ყველა შემთხვევაში, დროულად მიეწოდოს
მოთხოვნის/საჩივრის რეგისტრაციის ნომერი
მიიღოს ყველა ზომა, რათა სოციალური მუშაკის მიერ ღია წერილის მიღება/ჩაბარების დროს
ორ ეგზემპლარად შედგეს დოკუმენტი, რომელიც დადასტურებული იქნება ბეჭდით და
რომელშიც პატიმრის თანდასწრებით შევა შემდეგი ინფორმაცია: ა) წერილის ავტორის სახელი
და გვარი; ბ) წერილის მიმღები სოციალური მუშაკის სახელი და გვარი; გ) წერილის ჩაბარების
თარიღი; დ) წერილის ადრესატი; ე) ფურცლების რაოდენობა. ორივე ფურცელზე ხელი უნდა
მოაწერონ პატიმარმა და სოციალურმა მუშაკმა, შევსებული ერთი ფურცელი გადაეცეს
პატიმარს, ხოლო მეორე დარჩეს სოციალურ მუშაკს
მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა კონფიდენციალური საჩივრების გაგზავნის შემდგომ, ყველა
შემთხვევაში, რეგისტრაციის ნომრები გამოიკრას საჩივრის ყუთთან;
მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა საჩივრის ყუთები განთავსდეს პატიმრებისათვის ადვილად
ხელმისაწვდომ ადგილებში, სადაც არ მიმდინარეობს ვიზუალური ან/და ელექტრონული
საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი, და შესაბამისად, მცირეა მომჩივანი პატიმრის
იდენტიფიცირების შესაძლებლობა
მიიღოს ყველა საჭირო ზომა, კონფიდენციალური საჩივრების კონვერტების თავისუფალი
ხელმისაწვდომობის
უზრუნველსაყოფად
ისეთ
ადგილას
და
იმგვარად
(მაგალითად,
ბიბლიოთეკაში), რომ კონვერტის მიღება არ იყოს სასჯელაღსრულების დაწესებულების
თანამშრომლებზე დამოკიდებული და გამორიცხავდეს კონვერტის მიმღები პატიმრის
იდენტიფიცირებას. ამასთან, პატიმრებს მიეცეთ შესაძლებლობა, საკანში იქონიონ გარკვეული
რაოდენობის კონვერტი
მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა სოციალური სამსახურის თანამშრომელი პატიმარს
კონფიდენციალური
საჩივრის
შედგენაში
უსაფრთოხების
დაცვის
თანამშრომლის
დაუსწრებლად ეხმარებოდეს;
მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს
აეკრძალოთ კონფიდენციალური კონვერტის გადაცემისას კონვერტის ნომრისა და პატიმრის
მონაცემების ჩანიშვნა
მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა აიკრძალოს კონფიდენციალურ საჩივრებზე მიღებული
მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა დახურული კონვერტებით მიღებული პასუხები პატიმრებს
პასუხის ადრესატი პატიმრებისათვის გადაცემამდე გახსნის პრაქტიკა
გადაეცეთ კონფიდენციალურად, ისე, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლებს არ ჰქონდეთ
მათი წაკითხვის შესაძლებლობა
უზრუნველყოს პატიმრობის კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება, რომელიც
დაარეგულირებს
სამედიცინო
დეპარტამენტის
მიერ
სამედიცინო
ხასიათის
საჩივრის/განცხადების განხილვის გონივრული ვადის განსაზღვრის საკითხს, და
ასევე,
უზრუნველყოს მთავრობისათვის წარდგენა პარლამენტში ინიცირებისათვის
უზრუნველყოს პატიმრობის კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება, რომელიც
დაარეგულირებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის
მიერ საჩივრის განხილვის ვადის განსაზღვრის საკითხს, და ასევე, უზრუნველყოს
მთავრობისათვის წარდგენა პარლამენტში ინიცირებისათვის
165
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
წინადადებები საქართველოს პარლამენტს:
შევიდეს ცვლილება პატიმრობის კოდექსში და განისაზღვროს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის
სამინისტროს
სამედიცინო
დეპარტამენტის
მიერ
სამედიცინო
ხასიათის
საჩივრის/განცხადების განხილვის გონივრული ვადა
შევიდეს ცვლილება პატიმრობის კოდექსში და განისაზღვროს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ საჩივრის განხილვის ვადა.
პენიტენციური ჯანდაცვის სისტემა
ჯანმრთელობის უფლება არის ინკლუზიური უფლება256 და თავის თავში მოიცავს
უსაფრთხო სასმელ წყალს და ადეკვატურ სანიტარულ პირობებს, უვნებელ სურსათს,
ადეკვატურ კვებას და საცხოვრებელ პირობებს, ჯანსაღ სამუშაო და გარემო პირობებს,
ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ განათლებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას,
გენდერულ თანასწორობას.
ჯანმრთელობის უფლება ასევე მოიცავს პირის უფლებას, არ დაექვემდებაროს სამედიცინო
მანიპულაციას
მისი
თანხმობის
გარეშე,
წამებას
ან
სხვა
სასტიკ,
არაადამიანურ,
დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას. ჯანმრთელობის უფლების შინაარსიდან გამომდინარე,
პირს უნდა მიუწვდებოდეს ხელი ჯანმრთელობის დაცვის სისტემაზე, დაავადებათა
პრევენციაზე,
მკურნალობასა
და
კონტროლზე,
მედიკამენტებზე,
რეპროდუქციულ
ჯანმრთელობაზე, ჯანდაცვის ძირითად მომსახურებაზე (თანაბრად და დროულად),
ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და განათლებაზე. ჯანდაცვის სისტემის
სერვისები უნდა იყოს ხელმისაწვდომი, მისაღები და ხარისხიანი.257
ჯანმრთელობის უფლების რეალიზებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება
პრევენციულ ჯანდაცვას, რომელიც გულისხმობს ჯანმრთელობის ხელშეწყობას და ზოგადი
საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას; კვების, სანიტარული პირობების, გონებრივი და
ფიზიკური აქტივობის, ციხეში მიზნობრივი პრევენციული ღონისძიებების გატარებას
კონკრეტული პათოლოგიების კუთხით, როგორიცაა ინფექციური დაავადებები, ფსიქიკური
ჯანმრთელობა, წამალზე დამოკიდებულება და ძალადობა.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2016 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში
განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა
256 Right to Health, Fact Sheet No. 31, Office of the United Nations High Commissioner for Human Rights and
World Health Organization, available at http://www.ohchr.org/Documents/Publications/Factsheet31.pdf [last
visit on 17.03.2016].
257
General comment N° 14 (2000) on the right to health, adopted by the Committee on Economic, Social and
Cultural Rights.
166
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
პენიტენციური
ჯანდაცვის
სისტემის
ფუნქციონირების
ეფექტურობას
და
არსებულ
გამოწვევებს. მონიტორინგის მიმდინარეობისას გამოიკითხნენ პატიმრები და პენიტენციური
დაწესებულებების
სამედიცინო
დაწესებულებებში
საექიმო-სამედიცინო
პერსონალი,
ასევე
პუნქტში
შემოწმდა
არსებული
პენიტენციურ
მდგომარეობა.
აქვე
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური
„ჯანმრთელობის
მხარდაჭერით
ატარებს
პენიტენციურ
დაწესებულებებში“,
კვლევას
რის
შესახებაც
უფლების
დაცვის
მომზადდება
და
ხელშეწყობა
გამოქვეყნდება
სპეციალური ანგარიში.
საქართველოს პენიტენციური ჯანდაცვის დაფინანსება, ორგანიზაციული ასპექტები და
განხორციელებული რეფორმები
2016 წელს განხორციელდა მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებები, კერძოდ,
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს გამოეყო
სამედიცინო რეგულირების სამმართველო და გადავიდა სამინისტროს გენერალური
ინსპექციის დაქვემდებარებაში, როგორც სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის
სამმართველო, რომლის ფუნქციებიც გაწერილია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულებაში258 და ძალაში შევიდა 2016 წლის 26
დეკემბრიდან.
დადებითად უნდა აღინიშნოს სამედიცინო დეპარტამენტის სამედიცინო რეგულირების
სამმართველოს მუშაობა, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში ამოწმებდა კვებას,
სანიტარულ-ჰიგიენურ
მდგომარეობას,
საექიმო-სამედიცინო
პუნქტებს,
მათ
შორის,
რენტგენის აპარატის, ნარჩენების მენეჯმენტის და სამედიცინო და საარქივო დოკუმენტაციის
წარმოების პროცესებს.
დადებითად
უნდა
აღინიშნოს
საქართველოს
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების
დამტკიცება, სადაც ნათლადაა გაწერილი როგორც დეპარტამენტის სტრუქტურული, ასევე
ტერიტორიული
ერთეულების
თანამშრომელთა
ფუნქცია-მოვალეობები.259
ამასთან,
მისასალმებელია სტამბოლის პროტოკოლის რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავებული
პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან
დამამცირებელი
მოპყრობის
შედეგად
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
258
დაზიანების
დამტკიცებულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის N55
ბრძანებით.
259
დამტკიცებულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 6
მაისის N2255 ბრძანებით.
167
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ასევე დადებითად უნდა აღინიშნოს, სამედიცინო
აღრიცხვის წესის დამტკიცება.260
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის
შეფასების, ხარისხის მართვის სისტემის განსაზღვრა.261
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად,
2016
წელს
ბრალდებულთა
და
მსჯავრდებულთა
ეკვივალენტური
სამედიცინო
მომსახურებით უზრუნველყოფის საკასო ხარჯმა მთლიანად შეადგინა - 2 178 441 ლარი, რაც
2015 წელთან შედარებით შემცირებულია 1 854 193 ლარით. რაც შეეხება სამედიცინო
დეპარტამენტის ადმინისტრაციულ ხარჯებს, მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს
„ბრალდებულთა
და
უზრუნველყოფის“
მსჯავრდებულთა
ეკვივალენტური
პროგრამული
კოდიდან
სამედიცინო
მომსახურებით
სამედიცინო
დეპარტამენტის
ადმინისტრაციული ხარჯები (მედპერსონალის ხელფასები, ოფისის ხარჯები და ა.შ.)
გადატანილია სამინისტროს სხვა ადმინისტრაციული ხარჯების პროგრამულ კოდში,
შესაბამისად, აღნიშნული ხარჯების შესახებ ინფორმაცია მოწოდებული არ ყოფილა.
პენიტენციური დაწესებულებების სამედიცინო ინფრასტრუქტურა
პენიტენციურ
დაწესებულებებში
სამედიცინო
მომსახურებას
ეწევა
37
პირველადი
ჯანდაცვის გუნდი და 2 სამკურნალო დაწესებულება. 2016 წელს კვლავ პრობლემას
წარმოადგენს საექიმო-სამედიცინო პუნქტებში სამედიცინო მომსახურების ყოფილ საკნებში
მიწოდება, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მიწოდებული მომსახურების ხარისხზე. ექიმის
კაბინეტებში კვლავ გაუმართავია ვენტილაცია, კედლებისა და იატაკის საფარი იმგვარადაა
მოწყობილი, რომ შეუძლებელია სველი წესით დამუშავება და სანიტარულ-ჰიგიენური
ნორმების სათანადოდ დაცვა.
2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
მინისტრს,
უზრუნველეყო
პენიტენციურ
დაწესებულებებში საექიმო-სამედიცინო პუნქტების ქვეყანაში მოქმედ სტანდარტებთან
შესაბამისობა, მათ შორის, ამ პუნქტების სათანადო აღჭურვა და სამედიცინო აღჭურვილობის
კონტროლი, სავენტილაციო სისტემის მოწესრიგება და ანტისტატიკური ლინოლეუმის
დაგება. სამედიცინო დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად,262 ყველა
დაწესებულებისთვის შეიკრიბა იმ ინვენტარისა და აპარატურის ჩამონათვალი, რომელიც
გამოსული
იყო
მწყობრიდან,
საჭიროებდა
შეკეთებას
ან/და
ახლის
260
შეძენას,
რის
დამტკიცებულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26
ოქტომბრის N131 ბრძანებით.
261
დამტკიცებულია 2016 წლის 6 მაისს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
N2361 ბრძანებით.
262
სამედიცინო დეპარტამენტიდან 2017 წლის 6 მარტის MOC01700166123 პასუხი.
168
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საფუძველზეც შეიძინეს ინვენტარი/აპარატურა და საექიმო-სამედიცინო პუნქტების აღჭურვა
ხორციელდება ეტაპობრივად. სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული
მონიტორინგების დროს დადგინდა, რომ არის შემთხვევები, როდესაც ვერ ხერხდება უკვე
შეძენილი ინვენტარის დაწესებულებაში მოთავსება, რადგან დაწესებულებაში არ არის
შესაბამისი ფართი. აქვე აღსანიშნავია, რომ სპეციალური პრევენციული ჯგუფის ვიზიტის
დროს N18 დაწესებულებაში263 არსებული სისხლის ბიოქიმიური ანალიზატორი გამოსული
იყო მწყობრიდან, აღნიშნულის გამო, ანალიზის ჩასატარებლად აღებული მასალის გატანა
ხდებოდა სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, რაც დამატებით დროსთან და ხარჯებთან
არის დაკავშირებული.
2015 წელს სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, საექიმოსამედიცინო პუნქტების ქვეყანაში მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის
რეკომენდაციითაც მიმართა. სამედიცინო დეპარტამენტიდან მიღებული პასუხის თანახმად,
გარემონტდა N2, N5, N6, N7, N8, N14, N16, N17, N18 და N19 დაწესებულებების
სტომატოლოგიური კაბინეტები და აღიჭურვა სტანდარტის შესაბამისად. ყველა სხვა
დანარჩენ დაწესებულებაში კი მიმდინარეობს სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოები და
ეტაპობრივად ხდება მათი ახალი აპარატურით აღჭურვა. მისასალმებელია აღნიშნული
ცვლილებები, თუმცა მნიშვნელოვანია სრულად გარემონტდეს სამედიცინო პუნქტები. აქვე
აღსანიშნავია, რომ N11 დაწესებულების სტომატოლოგიურ კაბინეტში არ არის ონკანი, რომ
იქვე გაირეცხოს გამოყენებული იარაღები. გამდინარე წყლის საჭიროებისათვის იყენებენ
სამედიცინო პერსონალის საპირფარეშოს ონკანს. 264
სამედიცინო
საქმიანობის
განხორციელებული
რეგულირების
ვიზიტისას265
სამმართველოს
შემოწმდა
მიერ
დაწესებულებაში
N5
დაწესებულებაში
რენტგენოლოგიური
საქმიანობისთვის გამოყოფილი ორი ოთახი და დადგინდა, რომ გადასაღებ ოთახში
დამონტაჟებულია ნიჟარა, თუმცა, უზრუნველყოფილი არაა ცხელი წყლით. კედლები არაა
დაფარული ე.წ. ბარიტით, ამასთან, ზედაპირი ხორკლიანია და შეუძლებელია სველი წესით
დამუშავება. ფირების გასამჟღავნებელში არაა კონტეინერი, რომლითაც შესაძლებელი იქნება
ნარჩენი სითხის გატანა ნარჩენების გამტანი კომპანიის მიერ. სამუშაო პროცესში კი არ ხდება
რადიაციული
დაცვის
სათანადო
საშუალებების
გამოყენება.
ამასთან,
რენტგენოლოგი/რენტგენოლაბორანტი რენტგენოლოგიური გამოკვლევის შემდეგ, არ ახდენს
პაციენტის
ინდივიდუალური
ეფექტური
დოზის
რეგისტრაციას
არც
პაციენტის
ამბულატორიულ ბარათში არსებულ დოზური დატვირთვის აღრიცხვის ფურცელში, და არც
263
2017 წლის 17-18 იანვარი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 5 ნოემბრის
N309/ნ
ბრძანებით
დამტკიცებული
სტომატოლოგიური
პროფილის
ამბულატორიულპოლიკლინიკური დაწესებულებებისათვის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ, მუხლი 8.
265 2016 წლის 20 ოქტომბერი.
264
169
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
რენტგენოლოგიური გამოკვლევის აღრიცხვის ჟურნალში. აღსანიშნავია, რომ ასეთი სახის
ჟურნალი არ არსებობს არცერთ პენიტენციურ დაწესებულებაში.
სამედიცინო
საქმიანობის
რეგულირების
სამმართველოს
მიერ
განხორციელებული
ვიზიტებისას დადგინდა, რომ N7, N11 და N12 დაწესებულებებში არ არის რენტგენის ოთახი.
N7 დაწესებულებაში რენტგენის გადაღება წარმოებს მცირე ზომის სამანიპულაციოში, ხოლო
ფირების დამუშავება და გაშრობა ხორციელდება ასევე მცირე ზომის სტომატოლოგიურ
კაბინეტში. N11 დაწესებულებაში რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარება ხდება
არასრულწლოვნების კომპიუტერებით სარგებლობისთვის გამოყოფილ ფართსა და შიდსის
ოთახებს შორის მდებარე დერეფანში. N12 დაწესებულებაში რენტგენის გადაღება ხდება
პირველადი
ჯანდაცვის
ოთახში,
ფირები
კი
მე-19
დაწესებულებაში
მიაქვთ
გასამჟღავნებლად. აღნიშნულ დაწესებულებებში რენტგენის გადასაღებად გამოყოფილი
ადგილი ვერ აკმაყოფილებს რენტგენოლოგიური მომსახურების ოთახისადმი წაყენებულ
ვერცერთ მოთხოვნას,266 კერძოდ, არ არის სათანადო ფართი, ოთახში არ არის ნიჟარა
შესაბამისი ცივი და ცხელი წყლის გაყვანილობით, ოთახში არ არის გამოყოფილი ფართი
ფირების დამუშავებისთვის. არ ხორციელდება პერსონალისა და პაციენტების დასხივების
კონტროლი ინდივიდუალური დოზიმეტრით, სამუშაო პროცესში არ ხდება რადიაციული
დაცვის ინდივიდუალური და გადასატანი საშუალებების გამოყენება. სახალხო დამცველს
მიაჩნია,
რომ
აღნიშნული
პრობლემა
უნდა
მოგვარდეს
დროულად
და
ყველა
დაწესებულებაში მოეწყოს რენტგენის კაბინეტი.
დადებითად უნდა აღინიშნოს 2016 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში სამედიცინო
ნარჩენების შესანახი ოთახების მოწყობის საკითხი. თუმცა გარკვეული პრობლემები ამ
მიმართულებითაც იკვეთება. ასე მაგალითად, N3 დაწესებულებაში სამედიცინო ნარჩენები
განთავსებული იყო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის საპირფარეშოში, სადაც იყო
აუტანელი სუნი. N11 დაწესებულებაში არ არის სპეციალურად გამოყოფილი ოთახი
სამედიცინო ნარჩენების კონტეინერების შესანახად და იგი მოთავსებულია სამედიცინო
პერსონალის საპირფარეშოში. სამედიცინო დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის
თანახმად,
სამედიცინო
ნარჩენების
ოთახი
არ
არის
გამოყოფილი
N7
და
N12
დაწესებულებებშიც. აღსანიშნავია, რომ პენიტენციური დაწესებულებებიდან სამედიცინო
ნარჩენების გატანა დაწესებულებებიდან კვირაში ერთხელ ხდება კონტრაქტორი კომპანიის
მიერ.
რეკომენდაციები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს
266 საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №317 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტი –
სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების დამტკიცების
შესახებ“.
170
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში საექიმო-სამედიცინო პუნქტების ქვეყანაში
მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობა, მათ შორის, ამ პუნქტების სათანადო აღჭურვითა და
სამედიცინო აღჭურვილობის კონტროლით, სავენტილაციო სისტემის მოწესრიგებით და
ანტისტატიკური ლინოლეუმის დაგებით
მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა ყველა დაწესებულებაში მოეწყოს შესაბამისად აღჭურვილი
რენტგენოლოგიური ოთახი, რომელიც აღჭურვილი იქნება
როგორც პერსონალის, ისე
პაციენტების დასხივების კონტროლის ინდივიდუალური დოზიმეტრით, ასევე აღჭურვილი
იქნება ფირების გასამჟღავნებლად საჭირო ყველა მასალით/ინვენტარით
ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში გამოიყოს ნარჩენების ოთახი, რომელიც აღჭურვილი
იქნება
დიდი
ზომის
ურნით,
ხელსაბანი
ნიჟარით,
წყალგაყვანილობით,
შესაბამისი
ტემპერატურული რეჟიმით
მედიკამენტების ხელმისაწვდომობა
მედიკამენტების დროული მიწოდება წარმატებული მკურნალობისთვის აუცილებელ
პირობას წარმოადგენს. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს საჭირო
სამედიცინო
შემთხვევაში,
მომსახურებით.
ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის, საჭიროების
ხელმისაწვდომი
უნდა
იყოს
პატიმრობის/თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში ნებადართული სამკურნალო საშუალებები. მოთხოვნის შემთხვევაში,
ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების
მიერ შეძენილზე მეტი ღირებულების ან ანალოგიური თვისებების მქონე სამკურნალო
საშუალების საკუთარი სახსრებით შეძენის უფლება.267
ყველა
პენიტენციურ
დაწესებულებაში
ფუნქციონირებს
წამლების
სამარაგო,
ყველა
დაწესებულებაში არის წამლების სამარაგოზე პასუხისმგებელი პირი268. წამლების სამარაგოს
ყოველთვიურად
მედიკამენტებით
ამარაგებს
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტი. იმ შემთხვევაში, თუ მედიკამენტი არ არის
პენიტენციური ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხაში, შესყიდვა ხდება მთავარი
ექიმის
ინდივიდუალური
მოთხოვნის
საფუძველზე
გამარტივებული
შესყიდვით.269
წამლების სამარაგოდან მედიკამენტების გატანა ხორციელდება დანიშნულების საფუძველზე.
267
პატიმრობის კოდექსი, მუხლი 24.
ფარმაცევტი/პროვიზორი/უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი.
269„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის პირველი და მესამე
პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს მიერ მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის და მოვლის
საშუალებების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების
შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის N2547 განკარგულების შესაბამისად.
268
171
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის ბაზისური მედიკამენტების ნუსხით270 განისაზღვრა იმ
მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელთა საკუთარი ხარჯებით მიწოდების ვალდებულებას
იღებს სამინისტრო. მედიკამენტებისა და სხვა სამედიცინო ხარჯებისთვის 2016 წელს
სამედიცინო დეპარტამენტის მიერ დაიხარჯა
2 210 020 ლარი. აღსანიშნავია, რომ 2015
წელთან შედარებით, მედიკამენტებისთვის გაწეული ხარჯი შემცირებულია 165 214 ლარით.
2015 წლის საპარლამენტო ანგარიში სახალხო დამცველი მიუთითებდა დანიშნული
მედიკამენტების ჩანაცვლების პრობლემაზე. ასევე
დაწესებულებებში მედიკამენტების
ნაკლებობაზე, მათ შორის გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტების არარსებობაზე.271
აღნიშნული პრობლემა რჩება 2016 წელსაც.
აღსანიშნავია, რომ ნოემბრის თვეში პენიტენციური დაწესებულებების მიერ ხდება
მედიკამენტების 3 თვის მარაგის შეკვეთა, რადგან ტენდერთან დაკავშირებული საკითხების
გამო წლის ბოლოს იქმნება მედიკამენტებით მომარაგების პრობლემა. N3 დაწესებულებაში
ვიზიტის272
დროს
სპეციალური
პრევენციული
ჯგუფის
წევრებმა
შეამოწმეს
პაციენტებისთვის დანიშნული მედიკამენტების მარაგი და შემოწმების შედეგად დადგინდა,
რომ მედიკამენტებით მომარაგება ზოგადად დამაკმაყოფილებელია. თუმცა იყო გარკვეული
ხარვეზებიც. აღმოჩნდა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი დასახელების მედიკამენტის
მარაგი იწურებოდა, ექიმის მიერ ხდებოდა დანიშნულების მოხსნა ან დანიშნული
მედიკამენტის შეცვლა იმ მედიკამენტით, რომელიც ხელმისაწვდომი იყო დაწესებულებაში.
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სამმართველოს მიერ 2016 წელს N2, N5 და N7
დაწესებულებებში განხორციელებული ვიზიტების
დროს შემოწმდა მედიკამენტების
ნაშთებსა და ხარჯვას შორის ბალანსი. შემოწმების შედეგებმა აჩვენა, რომ რამდენიმე
შემთხვევაში დოკუმენტაციაში არ იყო დაფიქსირებული მედიკამენტის ხარჯვის ფაქტი, ასე
მაგალითად, N2 დაწესებულებაში მედდის მიერ მედიკამენტების ხარჯვის ჟურნალში არ იყო
გატარებული 30 აბი პალინის ხარჯვა.
სამედიცინო
საქმიანობის
რეგულირების
სამმართველოს
მიერ
N5
დაწესებულებაში
განხორციელებული ვიზიტისას,273 დაწესებულების აფთიაქში წამლის შესანახ თაროებზე
ვადიან
მედიკამენტებთან
ერთად განთავსებული
იყო
ვადაგასული
ფარმაცევტული
პროდუქტი-ულტრაკაინი 1.7მლ. N100, რომელსაც ვადა გასული ჰქონდა 06.2016წ., ასევე
დიგოქსინი 0.25მგ. N40 – 3 კოლოფი, რომელსაც ვადა გასდიოდა 11.2016 წ. აღნიშნულის
270
დამტკიცებულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 22 აპრილის N31
ბრძანებით.
271 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 91, იხილეთ ბმული
http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf
272
273
2017 წლის 2-4 თებერვალი.
2016 წლის 20 ოქტომბერი.
172
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
თაობაზე წამლის სამარაგოს პასუხისმგებელ პირს ინფორმაცია არ ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ
ვადაგასულ მედიკამენტებს შორის იყო ისეთი მედიკამენტები (მოდიტენ დეპო N5, პლეტოზი
50მგ,
ტრენტალი
5მლ,
სიმბიკორტის
აეროზოლი
60
დოზიანი),
რომლებიც,
სხვა
პენიტენციური დაწესებულების აფთიაქისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდების
შემთხვევაში,
დიდი
ალბათობით
გახარჯული
იქნებოდა.
წამლის
სამარაგოს
პასუხისმგებელმა პირმა ვერ წარმოადგინა ვერცერთი წერილობითი ინფორმაცია, რომლის
მიხედვითაც დადასტურდებოდა ჭარბი
ინფორმაციის
მიწოდება
სხვა
და მოკლევადიანი მედიკამენტების შესახებ
დაწესებულების
აფთიაქისთვის
ან
ექიმ-
კონსულტანტებისთვის. დადებითად უნდა აღინიშნოს პენიტენციურ დაწესებულებებს
შორის ჭარბი მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის პრაქტიკა. წამლების
სამარაგოზე პასუხისმგებელი პირი ყოველთვიურად აწვდის სხვა დაწესებულებებს ჭარბი
მედიკამენტების სიას და მოთხოვნის შემთხვევაში მედიკამენტს აწვდის იმ დაწესებულებას,
რომელსაც ესაჭიროება.
2015 წელს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის მინისტრს, შესაბამისი ზომები მიეღოთ, რათა პატიმრებისთვის ხელმისაწვდომი
ყოფილიყო დანიშნული მედიკამენტები, ამასთან, ექიმებს, საჭიროების შემთხვევაში,
ბრენდული დასახელების მედიკამენტების შეუფერხებლად დანიშვნის შესაძლებლობა
ჰქონოდათ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან 2016 წლის 25 ნოემბერის
პასუხის თანახმად, პენიტენციურ სისტემაში სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტების
მიერ პაციენტებისათვის მედიკამენტის დანიშვნა ხდება პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის
ბაზისური მედიკამენტების ნუსხის შესაბამისად, რომელშიც სამკურნალო საშუალებები
წარმოდგენილია დაავადებების სამკურნალო აქტიური ნივთიერებების სახით, რაც იმას
ნიშნავს, რომ, როგორც გენერიკული დასახელების, ისე სხვა დასახელებით წარმოდგენილი
მედიკამენტების ძირითადი აქტიური ნივთიერება არის ერთი და იმავე შემადგენლობის,
პრეპარატების გამოყენების ჩვენება და მოქმედება იდენტურია, განსხვავება არის მხოლოდ
მწარმოებელ ქვეყანასა და პრეპარატის დასახელებაში. ექიმ-სპეციალისტები არ არიან
შეზღუდულნი პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხის
ფარგლებში მედიკამენტის დანიშვნით, საჭიროებების და კომპეტენციის გათვალისწინებით
ისინი ნიშნავენ ისეთ მედიკამენტსაც, რომელიც არ შედის პენიტენციური სისტემის
ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხაში, ასეთ შემთხვევაში მთავარი ექიმი გზავნის
ინდივიდუალურ
მოთხოვნას
სამედიცინო
დეპარტამენტში,
რის
საფუძველზეც,
მედიკამენტის შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული შესყიდვით.274 მსჯავრდებულს,
მიწოდებული მედიკამენტის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, შეუძლია ექიმის
დანიშნულების შესაბამისად, საკუთარი ხარჯით შეიძინოს ანალოგიური თვისების მქონე
მედიკამენტი, მათ შორის, ბრენდული დასახელებით.
274
საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ მუხლი 101
173
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
როგორც პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგმა აჩვენა, სამედიცინო პერსონალი
პატიმრებს უმეტესად იმ გენერიკ მედიკამენტებს უნიშნავს, რომელიც ხელმისაწვდომია
დაწესებულებაში სახელმწიფოს ხარჯზე. მნიშვნელოვანია, რომ პატიმრებს ჰქონდეთ
შესაძლებლობა, ექიმთან შეთანხმებით, შესაბამისი დანიშნულების საფუძველზე, შეიძინონ
თავდაპირველად დანიშნული გენერიკ მედიკამენტის შესაბამისი ბრენდული სახელწოდების
მედიკამენტი დაწესებულების აფთიაქში ან, აფთიაქის არარსებობის შემთხვევაში, მიიღონ
ოჯახის წევრებისაგან. აღსანიშნავია, რომ N8 და N15 დაწესებულებებში ფუნქციონირებს
აფთიაქი, სადაც პატიმრებს საკუთარი ხარჯით შეუძლიათ შეიძინონ მედიკამენტები. რაც
შეეხება
მედიკამენტის
ამანათით
მიღების
საკითხს,
სამინისტროდან
მიღებული
ინფორმაციის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებებში მედიკამენტების შეგზავნის
მარეგულირებელი წესის შემუშავება განხილვის პროცესშია.
რეკომენდაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს
მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა პატიმრებს შეუფერხებლად მიუწვდებოდეთ ხელი
დანიშნულ მედიკამენტებზე, ამასთან, ექიმები დანიშნულების გაცემისას არ შეიზღუდონ
პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული მედიკამენტებით და პატიმრის მოთხოვნის
შემთხვევაში,
ექიმთან
შეთანხმებით,
პატიმრის
ხარჯზე,
დაუბრკოლებლად
იყოს
ხელმისაწვდომი ბრენდული სახელწოდების მედიკამენტები. დაწესებულებებში აფთიაქების
არარსებობის
პირობებში
მკაფიოდ
განისაზღვროს
პენიტენციურ
დაწესებულებებში
მედიკამენტების ამანათით შეგზავნის მარეგულირებელი წესი
მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა ისე მოხდეს მედიკამენტების მიწოდების ორგანიზება, რომ
აღმოიფხვრას
პენიტენციური
დაწესებულებების
მედიკამენტებით
მომარაგებასთან
დაკავშირებით არსებული ხარვეზები. ამ მიზნით განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს
განვლილ
პერიოდში
მედიკამენტების
ხარჯვის
მონაცემების
ანალიზს
და
შედეგები
გათვალისწინებულ იქნას როგორც მედიკამენტების ერთიანი შესყიდვის დროს, ასევე
კონკრეტული დაწესებულების მომარაგებისას
სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა და ხარისხი
ექიმისა და დამხმარე პერსონალის ხელმისაწვდომობა
ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-12
მუხლის
შესაბამისად,
სახელმწიფოები
აღიარებენ
თითოეული
ადამიანის
უფლებას
ფიზიკური და ფსიქიკური ჯამრთელობის უმაღლეს შესაძლო სტანდარტებზე.275 გაეროს მე275
გაეროს გენერალური ასამბლეა, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ
საერთაშორისო პაქტი, 1966 წლის 10 დეკმებერი.
174
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
14
ზოგად
კომენტარში
ჯანმრთელობის
დაცვის
უფლება
განსაზღვრულია
ოთხი
კომპონენტით: სამედიცინო მომსახურების რაოდენობრივი უზრუნველყოფა, სამედიცინო
მომსახურების ხელმისაწვდომობა, მისაღები სამედიცინო მომსახურება და სამედიცინო
მომსახურების ხარისხი.276
აღნიშნული პრინციპები თანაბრად ვრცელდება ყველა ადამიანზე, მათ შორის პატიმრობაში
მყოფ
პირებზეც.
ჯანმრთელობასთან
პატიმრობაში
მყოფი
დაკავშირებულ
ფუნდამენტურ
პირები
ჩვეულებისამებრ
უფლებებს.
ინარჩუნებენ
სასჯელაღსრულების
ჯანდაცვის სისტემამ პატიმრებისათვის უნდა უზრუნველყოს ისეთივე სტანდარტის
მკურნალობა, როგორითაც სარგებლობენ დაწესებულების გარეთ მყოფი პირები.277
პირის თავისუფლების აღკვეთის მომენტიდანვე, სახელმწიფო ვალდებულია გამოიჩინოს
მზრუნველობა პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და უზრუნველყოს
როგორც პირის შესაბამის გარემოპირობებში მოთავსება, ასევე გაუწიოს შესაბამისი
ინდივიდუალური მკურნალობა.278 ციხის ევროპული წესების შესაბამისად, საპატიმრო
სასჯელის აღსრულება და პატიმრებთან მოპყრობა უნდა განხორციელდეს ისეთ პირობებში,
რომლებიც
არ ხელყოფს ადამიანის ღირსებას და მათ ამზადებს საზოგადოებაში
რეინტეგრაციისათვის.279
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით,280
კონვენციის
მესამე
თავისუფლებააღკვეთილი
მუხლი
პირების
(წამების
აკრძალვა)
ფიზიკური
სახელმწიფოს
კეთილდღეობის
აკისრებს
უზრუნველყოფის
ვალდებულებას, მათ შორის ასეთი პირებისათვის საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევის
276
გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი (CESCR),ზოგადი
კომენტარი N14, უფლება ჯანმრთელობის დაცვის უმაღლეს მიღწევად სტანდარტზე, (პაქტის 12
მუხლი) 2000 წლის 11 აგვისტო.
277
ევროპის საბჭო, წამებისა და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ევროპული კომიტეტი,
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტები, გვ. 63, პუნქტი 38, ხელმისაწვდომია
ქართულ ენაზე ვებგვერდზე: http://www.cpt.coe.int/lang/geo/geo-standards.pdf [ბოლოს ნანახია:
10.02.2017].
278
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გზამკვლევი ციხის
ჯანდაცვის ძირითად ასპექტებთან დაკავშრებით, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე ვებგვერდზე:
http://www.euro.who.int/__data/assets/pdf_file/0009/99018/E90174.pdf [ბოლოს ნანახია: 10.02.2017].
279ევროპის
საბჭო, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია Rec(2006) წევრი
სახელმწიფოებისადმი ევროპულ ციხის წესებთან დაკავშირებით (ევროპული ციხის წესები),
პრეამბულა, 2006 წლის 11 იანვარი.
280
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 2 ივნისის განჩინება საქმეზე დუბეკა
ალბანეთის წინააღმდეგ (Dubeku v. Albania), პარ. 41.
175
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
გზით. დაკავებულ პირთათვის ადეკვატური მკურნალობის გაუწევლობა არაადამიანურ
მოპყრობას უთანაბრდება.281
სასჯელაღსრულებისა
მოწოდებული
და
პრობაციის
ინფორმაციის
სამინისტროს
თანახმად,
2016
სამედიცინო
წლის
31
დეპარტამენტიდან
დეკემბრის
მონაცემებით,
პენიტენციურ სისტემაში 9 334 ბრალდებული/მსჯავრდებული იმყოფებოდა, დასაქმებული
სამედიცინო პერსონალი შედგებოდა 190 ექიმისა (აქედან 15 მთავარი ექიმი) და 265
ექთნისგან. აღსანიშნავია, რომ 2015 წელთან შედარებით, სამედიცინო პერსონალის საერთო
რაოდენობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.282
პენიტენციურ სისტემაში ექიმებისა და ექთნების რაოდენობა მოცემულია ქვემოთ, ცხრილში.
წამლების
N
დაწესებულება
ექიმი
ექთანი
სამარაგოზე
პასუხისმგებელი
პირი
1.
N2 დაწესებულება
11
16
1
2.
N3 დაწესებულება
6
5
1
3.
N5 დაწესებულება
7
9
1
4.
N6 დაწესებულება
7
11
1
5.
N7 დაწესებულება
4
4
1
6.
N8 დაწესებულება
28
44
1
7.
N9 დაწესებულება
4
9
1
8.
N11 დაწესებულება
3
4
1
9.
N12 დაწესებულება
3
6
1
10. N14 დაწესებულება
10
11
1
11. N15 დაწესებულება
10
18
1
12. N16 დაწესებულება
2
5
1
13. N17 დაწესებულება
10
19
1
2016 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში შტატით გათვალისწინებული ექიმებისა და
ექთნების რაოდენობისა და პატიმრების რაოდენობის თანაფარდობა დაწესებულებების
მიხედვით, მოცემულია ქვემოთ, ცხრილში:
281
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 24 მაისის განჩინება საქმეზე პოღოსიანი
საქართველოს წინააღმდეგ (Poghosyan v. Georgia), პარ. 47-49.
282
2015 წელს პენიტენციურ დაწესებულებებს ემსახურებოდა 191 ექიმი (მათ შორის 15 მთავარი ექიმი)
და 261 ექთანი.
176
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
N
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
პატიმრებისა283 და
ექიმების
რაოდენობის
თანაფარდობა
106
7
35
30
4
80
10
4
95
119
174
48
189
დაწესებულება
N2 დაწესებულება
N3 დაწესებულება
N5 დაწესებულება
N6 დაწესებულება
N7 დაწესებულება
N8 დაწესებულება
N9 დაწესებულება
N11 დაწესებულება
N12 დაწესებულება
N14 დაწესებულება
N15 დაწესებულება
N16 დაწესებულება
N17 დაწესებულება
პატიმრებისა და
ექთნების რაოდენობის
თანაფარდობა
73
7
27
19
4
51
4
3
47
108
98
19
99
მოცემული ცხრილიდან ნათლად ჩანს, რომ N2, N14, N15 და N17 დაწესებულებებში
პატიმრების რაოდენობის ექიმებისა და ექთნების რაოდენობასთან თანაფარდობა მაღალია.
აღსანიშნავია, რომ თანაფარდობის გამოთვლის დროს არაა გათვალისწინებული ექიმებისა
და ექთნების მორიგეობის გრაფიკი.
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის თანახმად, როგორც წესი, ერთ ექიმზე არ უნდა
მოდიოდეს 300, ხოლო ერთ ექთანზე 50 პატიმარზე მეტი.284 2014 და 2015 წლებში სახალხო
დამცველმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, დროული და ადეკვატური
სამედიცინო
მომსახურების
მიწოდების
მიზნით,
სასჯელაღსრულების
ყველა
დაწესებულებაში ექიმებისა და ექთნების საკმარისი რაოდენობის უზრუნველყოფის
რეკომენდაციით მიმართა. სამედიცინო დეპარტამენტიდან მიღებული პასუხის თანახმად,285
წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციის286 საფუძველზე, ექიმის და
პატიმრის თანაფარდობა პატარა დაწესებულებებში საშუალოდ 50-დან 150-მდე მერყეობს,
დიდ დაწესებულებებში კი - 300-დან 500-მდე. სახალხო დამცველი არ იზიარებს
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს პოზიციას და მიაჩნია, რომ ყველა
283 ცხრილში მოცემული თანაფარდობა გამოთვლილია დაწესებულებებში 2016 წლის დეკემბრისთვის
მოთავსებული ბრალდებულების/მსჯავრდებულების რაოდენობის მიხედვით.
284წამების
პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიში 2007 წელს საბერძნეთში
განხორციელებული ვიზიტის შესახებ, პარ. 52, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე შემდეგ
მისამართზე: http://www.cpt.coe.int/documents/grc/2008-03-inf-eng.htm [ბოლოს ნანახია 22.03. 2017].
285
სამედიცინო დეპარტამენტიდან მიღებული 2016 წლის 25 ნოემბრის MOC31600966804.
286 1 ოჯახის ექიმი უნდა ემსახურებოდეს არაუმეტეს 500 მსჯავრდებულს/ბრალდებულს.
177
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დაწესებულებაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ექიმებისა და ექთნების საკმარისი
რაოდენობა, რათა ყველა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა დროულად მიიღოს სათანადო
სამედიცინო მომსახურება.
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი287 მიუთითებს, რომ ექიმი ნებისმიერ დროს უნდა
იყოს ხელმისაწვდომი პატიმრებისთვის, მათთვის განკუთვნილი რეჟიმის მიუხედავად.
სამედიცინო მომსახურება იმგვარად უნდა იყოს ორგანიზებული, რომ დაუყოვნებლივ
დაკმაყოფილდეს ექიმთან კონსულტაციის მოთხოვნა. აღსანიშნავია, რომ სპეციალური
პრევენციული ჯგუფის წევრებთან საუბრისას პატიმრები უთითებდნენ სამედიცინო
პერსონალის ხელმისაწვდომობის პრობლემაზე, ასევე მათი მხრიდან უყურადღებობაზე.
პატიმრების განმარტებით, ხშირად, პირველადი სამედიცინო მომსახურების მიღებისთვის
ლოდინი უწევთ. ამასთან, პატიმრები აღნიშნავენ, რომ დანიშნულების გაცემის შემდეგ მათი
ჯანმრთელობის მდგომარეობით სამედიცინო პერსონალი აღარ ინტერესდება.
გ.ჩ.-ს საქმე
N6 დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ გ.ჩ.-ს გადმოცემით, 2016 წლის 2 ივლისს N6 იგი
მოათავსეს დეესკალაციის ოთახში. მისი თქმით, იგი არაერთხელ მოუთავსებიათ ამავე
დაწესებულების დეესკალაციის ოთახში.288 პატიმარი აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღის
განმავლობაში დეესკალაციის ოთახში ჩაყვანამდე, ისევე, როგორც ამ უკანასკნელში
ყოფნისას, ითხოვდა ექიმს და სოციალურ მუშაკს, თუმცა უშედეგოდ. დეესკალაციის
ოთახიდან დაბრუნებიდან სამი დღის შემდეგ გახდა შეუძლოდ და გონება დაკარგა.
სამედიცინო პერსონალის მიერ გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის შემდეგ პაციენტი
გონს მოვიდა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალს განუმარტა, რომ აწუხებდა
უჰაერობა და ტკივილი გულ–მკერდის არეში.
საქართველოს
სახალხო დამცველის
რწმუნებულის
მიერ მსჯავრდებულის ბარათის
შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2016 წლის 8 აგვისტოს მსჯავრდებული მოინახულა
პირველადი ჯანდაცვის პუნქტის ექიმმა, რა დროსაც ზუსტი დიაგნოზი არ იქნა დასმული,
სიმპტომურად გაუკეთდა
Sol. Ketzi 1.0 ml, Sol. Drotaverini 2.0, დაიგეგმა გულ-მკერდის
რენტგენოგრაფია და სისხლის საერთო ანალიზი. 2016 წლის 9 აგვისტოს ჩაუტარდა
ქირურგის კონსულტაცია, პაციენტი კვლავ უჩიოდა ტკივილს გულის არეში და უჰაერობას.
287
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტები, პარ. 34, გვ. 61.
აღნიშნულ ოთახში არის სენსორული იზოლაცია, არაა საკმარისი ბუნებრივი და ხელოვნური
ვენტილაცია. იატაკზე დაგებულია ბეტონი და კაუჩუკის თხელი ფენა, არის სინესტე. საერთო ფართი
არ არის გამოყოფილი საპირფარეშოსგან და ნიჟარა თითქმის შუა ოთახშია დამონტაჟებული. ამას
გარდა, ოთახი აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით, რომლის მეშვეობითაც ფიქსირდება
ნიჟარა და მის ახლოს მდებარე პერიმეტრი. მსჯავრდებულის საკანში გაფუჭებულია ონკანი და წყალი
მოედინება მუდმივად. პატიმარს არ მიეწოდა ლეიბი, პლედი, ტუალეტის ქაღალდი, კბილის პასტა,
ჯაგრისი, საპონი და სხვა პირველადი მოხმარების ნივთები.
288
178
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ქირურგის მიერ დიაგნოზი დასმული არ ყოფილა, მიეცა კარდიოლოგისა და თერაპევტის
კონსულტაციების ჩატარების რეკომენდაცია.
2016 წლის 11 აგვისტოს
მსჯავრდებული გეგმიური წესით გადაიყვანეს პენიტენციური
დეპარტამენტის N18 სამკურნალო დაწესებულებაში თეთრი ხაზის თიაქარის ოპერაციული
მკურნალობის ჩატარების მიზნით.289 ამავე დაწესებულებაში მსჯავრდებულს ჩაუტარდა
წინაოპერაციული გამოკვლევები, რა დროსაც დაუდგინდა მარცხენამხრივი სპონტანური
პნევმოთორაქსი290 J93.0 და ფილტვების ბულოზური ემფიზემა291 (ორმხრივი) J43.9.
შესაბამისად,
მსჯავრდებულს
აღარ
ჩაუტარდა
თიაქრის
გეგმიური
ოპერაციული
მკურნალობა და სასწრაფო წესით გადაყვანილი იქნა აკადემიკოს ო.ღუდუშაურის სახელობის
ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, სადაც ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა: მარცხენა
პლევრის ღრუს დრენირება. ოპერაციული მკურნალობის შემდეგ მოთავსდა ზოგად
ქირურგიულ განყოფილებაში, საიდანაც გაეწერა 2016 წლის 14 აგვისტოს.
აკად. ო.ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრის 2016 წლის 14 აგვისტოს გაცემული
ფორმა NIV-100-ით ირკვევა, რომ მსჯავრდებულს მიეცა შემდეგი სამკურნალო შრომითი
რეკომენდაციები, კერძოდ, ფიზიკური დატვირთვისაგან თავის შეკავება ერთი თვე და
რენტგენოლოგიური კონტროლი შვიდი დღის შემდეგ. მსჯავრდებულს 2016 წლის 26
აგვისტოს გ.ჩ.-სთვის ჩატარებული რენტგენოგრაფიის დასკვნის საფუძველზე პლევრის ღრუს
პათოლოგიური ცვლილებები არ გამოვლინდა. მსჯავრდებულის თქმით, სამოქალაქო
სექტორის საავადმყოფოში ყოფნის დროს ექიმმა გასაუბრებისას აუხსნა, რომ ფილტვებში
არსებულმა კისტამ დაუზიანა ფილტვი, რომელიც შეიკუმშა, ხოლო გარსი გაივსო სითხით.
ამასთანავე უთხრა, რომ ჯანმრთელობის ასეთი ფორმით დამძიმების ერთ–ერთი მიზეზი
შესაძლოა
დეესკალაციის
ოთახში
მოთავსებაც
გამხდარიყო.
აღსანიშნავია,
რომ
მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების შემდეგ კვლავ მოათავსეს
დეესკალაციის ოთახში.
289
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის
2016 წლის 5 სექტემბრის N81600753850 წერილი.
290
პლევრის ღრუში უარყოფითი წნევის დაკარგვა, რასაც ახლავს ფილტვის ნაწილობრივი ან
ტოტალური
კოლაფსი. პლევრის ღრუში
ჰაერის
ხელახალი
შეღწევა
იწვევს
დაჭიმული
(ვენტილური) პნევმოთორაქსის წარმოქმნას, რომელიც განაპირობებს ფილტვის მასიურ კოლაფსსა და
შუასაყარის ორგანოების გადაწევას. დამახასიათებელი სიმპტომია უეცარი ინტენსიური ტკივილი
გულმკერდის ღრუში, რომელიც ვითარდება სრულიად ჯანმრთელ ფონზე; გამოხატულია ჰაერის
უკმარისობა, ციანოზი, ტაქიკარდია. შესაძლებელია არტერიული წნევის დაქვეითება, პერკუსიით –
კოლოფისებრი ხმიანობა, სუნთქვითი ხმიანობა შესუსტებული ან გამქრალია. იხ. ბმული
http://www.medgeo.net/2009/07/12/spontaneous_pneumothorax/ [ბოლოს ნანახია 23.03.2017].
291
წარმოადგენს ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებების ერთ – ერთ ყველაზე ხშირ
ფორმას. ხასიათდება დისტალური ტერმინალური ბრონქიოლების ჰაეროვანი სივრცეების
პათოლოგიური გაფართოებითა და ალვეოლური კედლების დესტრუქციული ცვლილებებით.
იხ.ბმული https://www.medgeo.net/2009/06/22/emphysema/ [ბოლოს ნანახია 23.03.2017].
179
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ზემოთ მითითებულ ფაქტებზე, სახალხო დამცველის აპარატმა 2016 წლის 2 ნოემბერს
წერილობით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
გენერალურ ინსპექციას. 2016 წლის 7 დეკემბრის MOC41600999557 პასუხის თანახმად,
შესწავლილი
იქნა
N6
დაწესებულების
დეესკალაციის
ოთახის
ინფრასტრუქტურა.
აღსანიშნავია, რომ გენერალური ინსპექციიდან მიღებულ პასუხში არ არის საუბარი იმ
ძირითად პრობლემებსა და სავარაუდო დარღვევებზე, რაც გამოიკვეთა მსჯავრდებულ გ.ჩ.-ს
საქმეში და ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ დეესკალაციის ოთახში არსებული
საპირფარეშოს პრობლემაზე.
სამედიცინო პერსონალის ხელმისაწვდომობის გარდა პრობლემურია დამხმარე პერსონალის
საკითხიც.
სპეციალური
განხორციელებული
პრევენციული
ვიზიტის
დროს,
ჯგუფის
ხანგრძლივი
მიერ
N18
დაწესებულებაში292
მოვლის
განყოფილებაში
მყოფი
პაციენტები უკმაყოფილებას გამოხატავენ დაწესებულების სანიტრების მომსახურებასთან
დაკავშირებით. მათი
გადმოცემით, მამაკაცი
სანიტრები მხოლოდ კვირაში ორჯერ
მორიგეობენ, დანარჩენ დღეებში კი ქალი სანიტრები არიან.293 ხანგრძლივი მოვლის
განყოფილებაში მყოფი პაციენტების თქმით, მათივე
სქესის სანიტრების დახმარებას
ამჯობინებ ისეთ პროცედურებში, რომლებიც გაშიშვლებასთან არის დაკავშირებული. ამას
გარდა, ქალი სანიტრები მათ ფიზიკურად ვერ ეხმარებიან საწოლიდან წამოდგომასა და
დამხმარე საშუალება - ეტლში გადაჯდომაში. ერთ-ერთი პატიმრის გადმოცემით, მას უკვე 2
თვეა დაბანის შესაძლებლობა არ ჰქონია, ხოლო კიდევ ერთი მსჯავრდებულის განცხადებით,
2 წელზე მეტია თავის მოწესრიგება სველი ხელსახოცებით უწევს. ამასთან, იგი თერაპიული
მასაჟის გაკეთებაზე სწორედ იმის გამო ამბობს უარს, რომ დამოუკიდებლად ვერ მოახერხებს
სპეციალურ, მასაჟის მაგიდაზე დაწოლას.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე არსებული
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2016 წლის განმავლობაში ექიმ-კონსულტანტებმა
ჩაატარეს 40 646 კონსულტაცია. დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წელთან შედარებით
ჩატარებული კონსულტაციების რაოდენობა გაზრდილია294. მიუხედავად ამისა, 2016 წელს
მოწვეულ ექიმ-კონსულტანტთა მიერ პატიმართა კონსულტაციის საკითხის შესწავლისას
დადგინდა, რომ რიგ დაწესებულებებში ექიმ-კონსულტანტთა ვიზიტების რეგულარობა და
სიხშირე საკმარისი არ არის. ამასთან ექიმ-სპეციალისტების ვიზიტებთან დაკავშირებით
პრობლემები იქმნება წლის დასაწყისში მანამ, სანამ სამედიცინო დეპარტამენტსა და ექიმსპეციალისტებს შორის გაფორმდება ხელშეკრულებები. აღნიშნულის გამო გვიანდება
სამედიცინო მომსახურების მიღება.
292
2017 წლის 17-18 იანვარი.
სამედიცინო დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, N18 დაწესებულებაში 4
სანიტარია.
294 2015 წელს ექიმ-კონსულტანტებს ჩატარებული ჰქონდათ 37 445 კონსულტაცია.
293
180
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
2016 წელს კვლავ პრობლემას წარმოადგენს კონსულტაციების დროულად ჩატარების
საკითხი. პატიმრებს, რიგ შემთხვევებში, რამდენიმე თვე უწევთ ექიმ-კონსულტანტთან
შესახვედრად
ლოდინი.
უნდა
ითქვას,
რომ
პაციენტის
კონსულტაციაზე
ჩაწერის
შემთხვევები უმეტესად მხოლოდ კონსულტაციების აღრიცხვის ჟურნალშია მითითებული,
აღნიშნულზე პაციენტის სამედიცინო ბარათში ჩანაწერი არ ფიქსირდება. დაწესებულებებში,
სადაც რამდენიმე პირველადი ჯანდაცვის პუნქტია (პჯდ), პრობლემას წარმოადგენს
ჯანდაცვის ექიმებს შორის კომუნიკაცია, კერძოდ, როდესაც პატიმარი ერთი პჯდ-დან მეორე
პჯდ-ს აღრიცხვაზე გადადის, არ ხდება ინფორმაციის მიწოდება, თუ რომელ ექიმსპეციალისტთან იყო ჩაწერილი. აღნიშნულის გამო პატიმარი დროულად ვერ იღებს საჭირო
კონსულტაციას,
მნიშვნელოვანია
პატიმრის
ექიმ-კონსულტანტთან
ჩაწერასთან
დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია დაფიქსირდეს მის სამედიცინო ბარათში.
სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულების და პრობაციის
მინისტრს, დამტკიცებულიყო ერთიანი, სპეციალური ფორმა, სადაც მიეთითება პაციენტის
სახელი და გვარი, სამედიცინო კონსულტაციის საჭიროების დადგენის თარიღი (ასევე ვინ
დაუდგინა კონსულტაციის საჭიროება), რომელი სპეციალისტის კონსულტაციას საჭიროებს
და
კონსულტაციის
მიღების
შემდგომ
შესაბამისი
თარიღისა
და
რეკომენდაციების
მისათითებელი გრაფა. ასევე მიეღო ყველა საჭირო ზომა, რომ დაწესებულების სამედიცინო
პერსონალს აღნიშნული ფორმა სრულყოფილად შეევსო. დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ
2016 წლის აგვისტოდან ყველა პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ნაწილს მიეწოდა
სპეციალური ჟურნალები, სადაც უნდა მიეთითოს პატიმრის კონსულტანტთან ჩაწერის და
კონსულტაციის ჩატარების შესახებ მონაცემები. დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ
რამდენიმე დაწესებულებაში აღნიშნული ჟურნალების გრაფები შევსებულია სათანადოდ,
თუმცა რიგ დაწესებულებებში მხოლოდ კონსულტაციის ჩატარების თარიღის მითითება
ხდება,
ასე
მაგალითად
N3
და
N5
დაწესებულებებში
მითითებულია
მხოლოდ
კონსულტაციის ჩატარების თარიღი.
კვლავ პრობლემას წარმოადგენს სტომატოლოგიური მომსახურების მიღების საკითხი.
პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე ექიმ-სტომატოლოგს არ ჰყავს ასისტენტი. ამასთან,
კვლავ პრობლემებია N2 და N8 დაწესებულებებში, კერძოდ, N2 დაწესებულებაში პატიმრებს
სტომატოლოგიურ მომსახურებას უწევს 1 სტომატოლოგი, იმ შემთხვევაში, თუ პატიმარს
ძლიერი ტკივილი აქვს, უწევს რიგში ჩადგომა, რაც შეიძლება 1 კვირა ან მეტი გაგრძელდეს.
N8 დაწესებულებაში კი სტომატოლოგთან კონსულტაციაზე პაციენტებს წერენ მორიგე
ოფიცრები, რომელთაც არ გააჩნიათ სამედიცინო განათლება და კვალიფიკაცია. გარკვეული
შეფერხებით მიმდინარეობს ორთოპედიული მომსახურება. აღსანიშნავია, რომ კლინიკასთან,
რომელიც
ამზადებს
პროთეზს,
ხელშეკრულების
გაფორმება
ხდება
წელიწადში
რამდენჯერმე. ხელშეკრულების გაფორმებამდე კი დროში იწელება პროთეზის დამზადება.
სამედიცინო რეფერალი
181
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სამედიცინო დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად,295 პენიტენციური
დაწესებულების პირველადი ჯანდაცვის რგოლი თავად განსაზღვრავს სპეციალიზებული
სამედიცინო
მომსახურების
რეგისტრირება
ხდება
საჭიროებას
პროგრამულად;
და
ითხოვს
პაციენტის
რეგისტრაციის
გადამისამართებას,
მომენტიდან
სამინისტროს
სამედიცინო დეპარტამენტი ამუშავებს მოთხოვნას, რომლის საფუძველზეც, საკმარისი
დასაბუთებისა
და
ეროვნულ
(და
საჭიროებისას
საერთაშორისო)
გაიდლაინებთან
შესაბამისობის შემთხვევაში ხდება მოთხოვნის დადასტურება და ენიჭება რიგითი ნომერი.
დადასტურების მომენტიდან, რიგითი ნომრის მიხედვით ხდება შეთანხმება სამედიცინო
მომსახურების მიმწოდებელთან და ხორციელდება პაციენტის რეფერალი. მოთხოვნაზე
უარის შემთხვევაში, უარი აღირიცხება სისტემაში და პირველადი ჯანდაცვის რგოლს
ეცნობება უარის მიზეზები. სამედიცინო დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის
თანახმად, 2016 წლის განმავლობაში სამედიცინო რეფერალის ერთიან ელექტრონულ ბაზაში
დარეგისტრირდა 4605 მოთხოვნა. სამედიცინო დეპარტამენტის მიერ, განხილვის შემდეგ,
უარყოფილი იყო 600 შემთხვევა.
2015 წელთან შედარებით, დაახლოებით ორჯერ არის
შემცირებული ერთიან ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირების შემთხვევები, შესაბამისად,
შემცირებულია უარყოფილი შემთხვევების რაოდენობაც.296
ელექტრონული რიგით სარგებლობენ მხოლოდ გეგმური პაციენტები. გადაუდებელი
შემთხვევები
მოლოდინის
რეჟიმს
არ
ექვემდებარება.
აღმოსავლეთ
და
დასავლეთ
საქართველოს ფარგლებში ელექტრონული რიგი გამიჯნულია და დამოუკიდებლად
რეგულირდება. დამოუკიდებლად რეგულირდება სტაციონარული და ამბულატორიული
რეფერალიც.
სამედიცინო დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს პატიმრებს
სამედიცინო მომსახურებას უწევდა სამოქალაქო სექტორის 59 კონტრაქტორი დაწესებულება.
ამასთან, პატიმრებს ემსახურებოდა ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო
ცენტრი (N19 დაწესებულება) და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო
დაწესებულება
(N18
დაწესებულება).
გეგმური
რეფერალის
განხორციელებაზე
შემაფერხებლად მოქმედებს პატიმართა მხრიდან თვითდაზიანების, შიმშილობისა და
მკურნალობის თვითნებურად შეწყვეტის ფაქტები. მასზე ასევე გავლენას ახდენს სამოქალაქო
საავადმყოფოების გამტარიანობა.
2016 წელს სულ 5861 რეფერალი განხორციელდა. დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ 2015
წელთან შედარებით მომატებულია გეგმიური ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების
295
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის 2017 წლის 6 მარის
MOC01700166123 პასუხი.
296
2015 წელს ერთიან ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირდა 9016 მოთხოვნა, უარყოფილი იყო 589
შემთხვევა.
182
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მიზნით გაყვანის შემთხვევათა რაოდენობა, 2015 წელს გაიყვანეს - 3804 პაციენტი,297 2016
წელს კი - 4903 პაციენტი.298 თუმცა, შემცირებულია გეგმიური სტაციონარული სამედიცინო
მომსახურების მიზნით გაყვანის რაოდენობა, 2015 წელს გეგმიური სტაციონარული
მომსახურებისთვის გაყვანილი იყო 1131 პატიმარი,299 2016 წელს კი - 956.300 რაც შეეხება
გადაუდებელ შემთხვევებს, 2016 წელს გაყვანილი იყო 1474 პაციენტი გადაუდებელი
სტაციონარული/ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით. 2015
წელთან (1349 შემთხვევა) შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი მომატებულია 8%-ით.
სამედიცინო
დეპარტამენტი
გათვალისწინებით,
რიგითობას
სამედიცინო
განსაზღვრავს
ჩვენების,
ტერიტორიული
ამბულატორიული
და
პრინციპის
სტაციონარული
მომსახურების შესაბამისად.301 რიგითი ნომრის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება
პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებები და რიგითობა დამოკიდებულია არა კლინიკურ
ფაქტორებზე,
არამედ
ისეთ
ფაქტორებზე,
როგორიცაა
სამედიცინო
მომსახურების
მომლოდინე პაციენტთა რაოდენობა და სამედიცინო დაწესებულების გამტარიანობა. 2015
წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა სამედიცინო რეფერალის სისტემის
შემდგომი დახვეწის მიზნით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესთავაზა,
რომ ელექტრონული რიგის დიფერენციაცია მომხდარიყო დაავადებების მწვავე და
ქრონიკული ხასიათის, დაავადების მიმდინარეობის დინამიკის, პაციენტის ჯანმრთელობის
მდგომარეობაზე მათი ზეგავლენისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სამწუხაროდ
აღნიშნული რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს.
სამედიცინო დეპარტამენტის მიერ მოთხოვნების დამუშავება ხდება „პირველმა მომმართა,
პირველმა
მიიღო“
დამუშავებისთვის
გათვალისწინებული
პრინციპით,
საჭირო
შემთხვევის
დროის
შემთხვევა,
სირთულის
და
გათვალისწინებით.
როდესაც
მომსახურების
მისი
კვალიფიციურად
შესაბამისად,
არ
მომლოდინე
პაციენტის
არის
ჯანმრთელობის მდგომარეობა, კლინიკური სურათი თანდათან უარესდება, თუმცა ჯერ
297
2015 წელს
გეგმიური ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების მიზნით, სამოქალაქო
სექტორის საავადმყოფოში - 2783, N18 დაწესებულებაში კი 1021 პატიმარი გადაიყვანეს.
2982015 წელს გეგმიური ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების მიზანი N18 ბრალდებულთა
და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 1150, N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და
სარეაბილიტაციო ცენტში 721, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში კი 3034 მსჯავრდებული
გადაიყვანეს.
2992015 წელს გეგმიური სტაციონარული სამედიცინო მომსახურებისთვის N18 დაწესებულებაში
გაყვანილი იქნა 733 პაციენტი, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში კი - 398.
3002016
წელს გეგმიური სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით N18
დაწესებულებაში განხორციელდა 499, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში - 320, ხოლო N19
დაწესებულებაში 137 რეფერალი.
301
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის N55 ბრძანებით
დამტკიცებული „საერთო პროფილის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა
სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესი“ მუხლი 1, პუნ. 5.
183
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
კიდევ არ არსებობს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის საჭიროება. აქვე
გასათვალისწინებელია,
რომ
ზოგიერთი
დაავადება
სწრაფად
ვითარდება,
ხოლო
სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარება
შეიძლება დაგვიანებული იყოს. დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ სამედიცინო ჩარევების
კლასიფიკაციას (გეგმური, გადაუდებელი) 2015 წელს დაემატა სასწრაფო დაყოვნებული
სამედიცინო ინტერვენცია, თუმცა იგი არ არის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
მინისტრის ბრძანებით განმტკიცებული. მნიშვნელოვანია, რომ სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის მინისტრის 2015 წლის 22 აპრილის N31 ბრძანებას დაემატოს სასწრაფო
დაყოვნებული
სამედიცინო
ინტერვენციის
სტანდარტი.
ასევე
შევიდეს
ცვლილება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის N55 ბრძანებაში
„საერთო პროფილის საავადმყოფოში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო
დაწესებულებასა
და
ტუბერკულოზის
სამკურნალო
და
სარეაბილიტაციო
ცენტრში
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის შესახებ“ და დაემატოს ჩანაწერი
სასწრაფო დაყოვნებული სამედიცინო ინტერვენციის შესახებ.
სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა პენიტენციური დეპარტამენტის პენიტენციური
დაწესებულებებში
ჩატარებული
მონიტორინგების
დროს
შეისწავლა
სამედიცინო
რეფერალის დროულობის საკითხი. 2016 წლის მეორე ნახევრიდან, ელექტრონულ ბაზაში
დარეგისტრირებისას,
სამედიცინო
დეპარტამენტის
მიერ
შემთხვევის
დროული
დადასტურების პრობლემა აღარ არის. მიუხედავად ამისა, სპეციალური პრევენციული
ჯგუფის წევრებთან საუბრისას ბრალდებულები/მსჯავრდებულები აცხადებდნენ, რომ ხშირ
შემთხვევაში გვიანდება სამედიცინო მომსახურების მისაღებად მათი გაყვანა, ამასთან, არც
იმის შესახებ აქვთ ინფორმაცია, თუ რამდენ ხანში მიიღებენ სამედიცინო მომსახურებას. ამას
გარდა, არიან პატიმრები, რომლებიც სამედიცინო მომსახურების მიღებას ელოდებიან 2014,
2015 წლიდან.
პატიმარ პ.მ.-ს 2015 წლის 15 მაისს ჩაუტარდა ოტოლარინგოლოგის კონსულტაცია და
დაუდგინდა, რომ საჭიროებს ცხვირის ძგიდის რეზექციას. აღნიშნულზე სამედიცინო
ცნობა მომზადდა 2015 წლის 16 ივნისს, რაც 2015 წლის 18 ივნისს გაიგზავნა
სამედიცინო დეპარტამენტში დასადასტურებლად. სამედიცინო დეპარტამენტმა 2015
წლის 7 ოქტომბერს დაადასტურა ზემოაღნიშნული. 2016 წლის 7 მარტს პატიმარს
დამატებით ჩაუტარდა კარდიოლოგის კონსულტაცია და მიეცა ოპერაციული
მკურნალობის რეკომენდაცია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსჯავრდებულს -2017
წლის
(სპეციალური
23
თებერვლისთვის
პრევენციული
ჯგუფის
ვიზიტის
დროისთვის) აღნიშნული ოპერაცია ჩატარებული არ ჰქონდა.
პატიმარ დ.თ.-ს 2015 წლის 23 ივნისს ჩაუტარდა ქირურგის კონსულტაცია, დიაგნოზი
- პოსტოპერაციული ვენტრალური თიაქარი. აღნიშნულზე ექიმის მიერ სამედიცინო
ცნობა იმავე დღეს მომზადდა და ამავე წლის
184
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
24 ივლისს გაიგზავნა სამედიცინო
დეპარტამენტში. თავის მხრივ, სამედიცინო დეპარტამენტმა 2015 წლის 26 ოქტომბერს
დაადასტურა მოთხოვნა. მსჯავრდებულს 2017 წლის 23 თებერვლისთვის აღნიშნული
ოპერაცია ჩატარებული არ ჰქონდა.
პატიმარ ზ.პ.-ს 2015 წლის 3 სექტემბერს ჩაუტარდა ქირურგის კონსულტაცია,
დიაგნოზი - ქრონიკული აპენდიციტი. აღნიშნულზე ცნობა ამავე წლის 7 სექტემბერს
შედგა, რაც 14 სექტემბერს გაიგზავნა სამედიცინო დეპარტამენტში. თავის მხრივ,
სამედიცინო დეპარტამენტმა 2015 წლის 14 დეკემბერს დაადასტურა მოთხოვნა,
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლის 23 თებერვლისთვის აღნიშნული ოპერაცია
ჩატარებული არ ჰქონდა.
პატიმარ გ.ბ.-ს 2015 წლის 29 ნოემბერს ჩაუტარდა ქირურგის კონსულტაცია,
დიაგნოზი - მარჯვენამხრივი საზარდულის თიაქარი. აღნიშნულზე სამედიცინო
ცნობა ამავე წლის 30 ნოემბერს შედგა, რაც 2015 წლის 1 დეკემბერს გაეგზავნა
სამედიცინო დეპარტამენტს, რომელმაც, თავის მხრივ, იმავე წლის 14 დეკემბერს
დაადასტურა. აქვე უნდა აღინიშნოს, სპეციალური პრევენციული ჯგუფის ვიზიტის
დროისთვის, 2017 წლის 23 თებერვალს, აღნიშნული ოპერაცია ჯერ კიდევ არ ჰქონდა
ჩატარებული.
პატიმარ ნ.ც.-ს 2015 წლის 18 დეკემბერს ქირურგის მიერ მიეცა ჭიპის თიაქრის
ოპერაციული მკურნალობის რეკომენდაცია. ექიმის მიერ სამედიცინო ცნობის შევსება
და პროგრამაში ატვირთვა მოხდა ამავე დღეს, სამედიცინო დეპარტამენტის მიერ
შემთხვევა დადასტურდა 2016 წლის 19 აპრილს, თუმცა სპეციალური პრევენციული
ჯგუფის მიერ 2017 წლის 26 იანვარს განხორციელებული ვიზიტის დროისთვის
პაციენტს აღნიშნული ოპერაცია ჩატარებული არ ჰქონდა.
მსჯავრდებულ მ.ს.-ს 2015 წლის 16 მაისს ჩაუტარდა ანგიოლოგის კონსულტაცია, რა
დროსაც მიეცა დუპლექსკანირების-ფლებექტომიის ჩატარების რეკომენდაცია. ექიმის
მიერ სამედიცინო ცნობა შეივსო 2015 წლის 18 მაისს და პროგრამაში აიტვირთა ამავე
წლის 19 მაისს. სამედიცინო დეპარტამენტის მიერ შემთხვევის დადასტურება მოხდა
2015 წლის 17 დეკემბერს. თუმცა, სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2017
წლის 26 იანვარს განხორციელებული ვიზიტის დროისთვის,
პაციენტს აღნიშნული
ოპერაცია ჩატარებული არ ჰქონდა.
2014 და 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში საქართველოს სახალხო დამცველმა
რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, რათა სამედიცინო
რეფერალის
განხორციელების
შესახებ
გადაწყვეტილება
მიეღო
მხოლოდ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს,
პატიმრის გადაყვანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პენიტენციური დეპარტამენტის
185
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დირექტორთან კონსულტაციის შემდგომ, ხოლო წესი, რომლის თანახმადაც სამედიცინო
მომსახურების მიღება არასამედიცინო პერსონალის, დაწესებულების დირექტორის და
პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ნებაზეა დამოკიდებული, გაუქმებულიყო.
სამწუხაროდ, აღნიშნული რეკომენდაცია სამინისტრომ არ გაიზიარა.
2014 და 2015 წლებში სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულებისა
და პრობაციის სამინისტროს, რათა განხორციელებულიყო ცვლილება სასჯელაღსრულებისა
და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის N55 ბრძანებაში და განსაზღვრულიყო, რომ
სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში ამბულატორიული მომსახურების
მიზნით გადაყვანილი პატიმრის არასრული გამოკვლევის ან დროის მოკლე მონაკვეთში
(შემდგომ დღეებში) დამატებითი გამოკვლევების ჩატარების საჭიროების შემთხვევაში, ეს
პატიმარი გადაეყვანათ რიგგარეშე. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არ
იზიარებს აღნიშნულ პოზიციას, ამასთან, მათი პასუხის თანახმად, სამოქალაქო სექტორის
სამედიცინო დაწესებულებაში ამბულატორიული მომსახურების მიზნით გადაყვანილი
პატიმრის არასრული გამოკვლევის ან დროის მოკლე მონაკვეთში (შემდგომ დღეებში)
დამატებითი გამოკვლევების ჩატარების საჭიროების შემთხვევაში, პატიმრის გადაყვანა
ხორციელდება
პაციენტის
მდგომარეობის
გათვალისწინებით,
ექიმის
ჩანაწერის/რეკომენდაციის შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში რიგგარეშედ/ სასწრაფო
დაყოვნებადი წესით.
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ტ1“ პუნქტის
შესაბამისად, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გულისხმობს სამედიცინო დახმარებას,
რომლის გარეშეც გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის
მდგომარეობის
სერიოზული
გაუარესება.
„სამედიცინო
ჩარევების
კლასიფიკაციის
განსაზღვრისა და პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების მინიმალური
მოთხოვნების
დამტკიცების
შესახებ“
საქართველოს
შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის N01-25/ნ ბრძანებით დამტკიცებული
სამედიცინო ინტერვენციების კლასიფიკაცია მოიცავს 4 სახის ინტერვენციას. კერძოდ,
გადაუდებელი (კრიტიკული) ინტერვენცია წარმოადგენს სიცოცხლის, ორგანოს ან კიდურის
გადასარჩენად მიმართულ ინტერვენციას ერთდროული რეანიმაციით და, ჩვეულებრივ,
ჩარევა იწყება გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე წუთში. სასწრაფო-დაუყოვნებელი
ინტერვენცია გულისხმობს მწვავედ დაწყებული ან/და კლინიკურად გაუარესებული,
სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების დროს განხორციელებულ ინტერვენციას. ეს
მდგომარეობა
დაკავშირებულია
სიცოცხლის,
ორგანოს
ან
კიდურის
დაკარგვის
საფრთხესთან, ხოლო ინტერვენცია მოიცავს მოტეხილობის ფიქსაციას, ტკივილის და სხვა
მძიმე სიმპტომების მართვას. ჩვეულებრივ, ინტერვენციის გადაწყვეტილება უნდა იყოს
მიღებული არაუგვიანეს 24 საათისა, მას შემდგომ, რაც პირველი რიგის შემანარჩუნებელი
მკურნალობა დასრულებულია. სასწრაფო დაყოვნებული ინტერვენცია არის ადრეული
186
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ინტერვენცია პაციენტის სტაბილური მდგომარეობის პირობებში, როდესაც პაციენტის
სიცოცხლეს, რომელიმე ორგანოს ან კიდურს გადაუდებელი საფრთხე არ ემუქრება, თუმცა
ინტერვენცია დასაგეგმია რამდენიმე დღეში (2-5 დღე). გეგმიური ინტერვენცია იგეგმება
პაციენტისთვის, ექიმისთვის და სამედიცინო დაწესებულებისთვის მოსახერხებელ დროს.
დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ ერთიანი ელექტრონულ ბაზის სამედიცინო ჩარევების
კლასიფიკაციას (გეგმური, გადაუდებელი) დაემატა სასწრაფო-დაყოვნებული ინტერვენცია,
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არ არის გათვალისწინებული სასწრაფო-დაუყოვნებელი
ინტერვენცია.
სამედიცინო მომსახურების ეკვივალენტობა და ხარისხი
2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში302 სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს,
გაძლიერებულიყო
პენიტენციური
სამოქალაქო
ჯანდაცვის
ჯანდაცვის
სისტემაში
მიეღო ყველა საჭირო ზომა, რათა
სისტემაში
მოქმედი
იმპლემენტაციის
სტანდარტების
კონტროლის
მექანიზმი,
დანერგილიყო სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის ეფექტური სისტემა,
პენიტენციური
ჯანდაცვის
სამოქმედო
გეგმის
შემუშავების
პროცესში
უფრო
მეტი
ყურადღება დათმობოდა სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შედეგებს, მომხდარიყო
შესყიდვების პროცესის ეფექტური მართვა და ხარჯთეფექტიანობის ანალიზი.
სახალხო დამცველი მიესალმება სამინისტროს მხრიდან სამოქალაქო ჯანდაცვის სისტემაში
მოქმედი
სტანდარტების
პენიტენციური
ჯანდაცვის
სისტემაში
იმპლემენტაციის
თავლსაზრისით გადადგმულ ნაბიჯებს. კერძოდ, სამედიცინო დეპარტამენტიდან მიღებული
პასუხის თანახმად, შემუშავდა და მინისტრის მიერ დამტკიცდა სამედიცინო მომსახურების
სტანდარტი. დაინერგა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ყოველთვიური
სტატისტიკური მონაცემების სახელმწიფოში არსებული ერთიანი ფორმებით წარდგენა.
ამასთან, სამედიცინო დეპარტამენტის პასუხიდან ირკვევა, რომ სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის მინისტრის მიერ 2015 წლის 30 დეკემბერის N8467 ბრძანებით დამტკიცდა
პენიტენციურ სისტემაში სტატისტიკური წარმოების წესები, სტატისტიკური მონაცემების
დამუშავების, წარდგენის ვადები და მისი განმახორციელებელი სამსახურების განსაზღვრა.
მიუხედავად განხორციელებული ცვლილებებისა, პრობლემები კვლავ არსებობს სამედიცინო
ნარჩენების სათანადო უტილიზაციასთან, დეზინფექციისა და სტერილიზაციის პროცესის
კონტროლთან,
გამოკვლევებისა და სამანიპულაციო ოთახების სათანადო სავენტილაციო
302
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში,
გვ. 100-103.
187
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სისტემით აღჭურვასთან, ასევე სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორში მოქმედი სამედიცინო
ინტერვენციის სახეების სრულად დანერგვასთან დაკავშირებით.
2015 წლის საპარლამენტო ანგარიში სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრსა და საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, რათა
ურთიერთთანამშრომლობის
გზით შემუშავებულიყო პენიტენციური ჯანდაცვის ეროვნული ჯანდაცვის სისტემაში
სრული ინტეგრაციის გეგმა. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ პენიტენციური
ჯანდაცვის ეროვნული ჯანდაცვის სისტემაში სრული ინტეგრაციის გეგმის შემუშავებაში
იგულისხმება პენიტენციური ჯანდაცვის მართვის, საბოლოო ჯამში, საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
სამინისტროსთვის
გადასაცემად
განსახორციელებელი აქტივობების დროში გაწერილი გეგმის შედგენა. სამწუხაროდ, ამ
კუთხით ნაბიჯები არ გადადგმულა.
სახალხო დამცველი ასევე მიიჩნევს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, პენიტენციური ჯანდაცვის
ორგანიზების
სპეციფიკის
გათვალისწინებით,
მნიშვნელოვანია
მაქსიმალურად
შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორში მოქმედი ძირითადი,
საბაზისო სტანდარტების დანერგვა, რათა თანდათანობით უზრუნველყოფილ იქნას
პენიტენციური ჯანდაცვის სერვისების ეკვივალენტურობა.
რეკომენდაციები
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს
დროული
და
ადეკვატური
სამედიცინო
მომსახურების
მიწოდების
მიზნით
სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში უზრუნველყოს ექიმებისა და ექთნების
საკმარისი რაოდენობა
დროული და ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით უზრუნველყოს
დროული სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით სამედიცინო რეფერალის
პენიტენციურ დაწესებულებებში ექიმ-კონსულტანტების ვიზიტი სათანადო პერიოდულობით
მარეგულირებელ ელექტრონულ ბაზაში რიგითობის განსაზღვრისას გაითვალისწინონ
დაავადების
ხასიათი
და
მიმდინარეობის
დინამიკა.
აღნიშნული
აისახოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის N55 ბრძანებაში
განხორციელდეს ცვლილება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10
აპრილის N55 ბრძანებაში, რომლის საფუძველზეც მხოლოდ სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის
სამედიცინო
დაკავშირებით
დეპარტამენტის
სასჯელაღსრულების
უფროსი,
დეპარტამენტის
გადაყვანის
უსაფრთხოებასთან
დირექტორთან
კონსულტაციის
შემდგომ, მიიღებს გადაწყვეტილებას სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებებსა და
სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ
188
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის N55 ბრძანებაში,
„საერთო პროფილის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო
დაწესებულებასა
და
ტუბერკულოზის
სამკურნალო
და
სარეაბილიტაციო
ცენტრში
მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა გაყვანის წესის“ შესახებ განხორციელდეს ცვლილება და
განისაზღვროს სამედიცინო დეპარტამენტის მიერ პაციენტის ერთიან ელექტრონულ ბაზაში
დარეგისტრირებისთვის ექიმის დასაბუთებული შუამდგომლობის განხილვის გონივრული
ვადა, რათა გაუმართლებლად არ მოხდეს სამედიცინო მომსახურების გაუმართლებელი
დაყოვნება
განხორციელდეს ცვლილება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10
აპრილის N55 ბრძანებაში და განისაზღვროს, რომ სამოქალაქო სექტორის სამედიცინო
დაწესებულებაში
ამბულატორიული
მომსახურების
მიზნით
გადაყვანილი
პატიმრის
არასრული გამოკვლევის ან, დროის მოკლე მონაკვეთში (შემდგომ დღეებში), დამატებითი
გამოკვლევების ჩატარების საჭიროების შემთხვევაში, ეს პატიმარი ურიგოდ გადაიყვანონ
N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ხანგრძლივი მოვლის
განყოფილებაში უზრუნველყონ დამხმარე პერსონალის (სანიტრების) სათანადო რაოდენობა,
რათა პაციენტებმა მიიღონ სათანადო მომსახურება
მიიღოს ყველა ზომა, რათა სამინისტროს მხრიდან განხორციელდეს სამედიცინო შესყიდვების
პროცესის ეფექტური მართვა, ხარჯთეფექტიანობის ანალიზი და პენიტენციური ჯანდაცვის
სერვისების ხარისხის შეფასება წინასწარ განსაზღვრული, ვალიდური ინდიკატორების
საშუალებით
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრსა და საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს
ურთიერთთანამშრომლობის
გზით
შეიმუშაონ
პენიტენციური
ჯანდაცვის
ეროვნული
ჯანდაცვის სისტემაში სრული ინტეგრაციის გეგმა
ექიმის
დამოუკიდებლობა
და
კომპეტენცია,
მინისტრთა
კომიტეტის
კონფიდენციალურობა
და
პატიმრის
ინფორმირება
ევროპის
საბჭოს
N(98)7
რეკომენდაციის
თანახმად,
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მომუშავე ექიმები ვალდებულები არიან პატიმრებს
იმავე სტანდარტის სამედიცინო მომსახურება გაუწიონ, როგორსაც ისინი უწევენ პაციენტებს
თემში. ექიმის ნებისმიერი კლინიკური გადაწყვეტილება და შეფასება უნდა ემყარებოდეს
მხოლოდ სამედიცინო ჩვენებას. ჯანდაცვის პერსონალი, საკუთარი კვალიფიკაციისა და
189
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
კომპეტენციის ფარგლებში, უნდა მოქმედებდეს სრული დამოუკიდებლობის პირობებში.303
ექიმი არ უნდა მონაწილეობდეს ისეთ საქმიანობაში, რომლის მიზანსაც არ წარმოადგენს
პატიმრის ჯანმრთელობის დაცვა.304
2016 წელს კვლავ პრობლემად რჩება ექიმის დამოუკიდებლობასა და კომპეტენციასთან
დაკავშირებული
საკითხები.
პენიტენციურ
სისტემაში
დასაქმებული
სამედიცინო
პერსონალის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად საჭიროა სამედიცინო პერსონალი არ
ექვემდებარებოდეს
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
სამინისტროს.
ამასთან,
პენიტენციური ჯანდაცვის ორგანიზების არსებულ პირობებშიც მნიშვნელოვანია მუშაობა,
რათა ამაღლდეს ექიმების პროფესიული დამოუკიდებლობის და კომპეტენციის ხარისხი.
აუცილებელია, უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო პერსონალის უწყვეტი პროფესიული
სწავლება და სხვადასხვა ტრენინგის მოდულის გაძლიერება, ასევე შესამუშავებელია
ტრენინგების შედეგების მდგრადობის შეფასებისა და სუპერვიზიის ეფექტური მექანიზმი.
პენიტენციური სისტემის სამედიცინო პერსონალის მიერ პროფესიული ეთიკის პრინციპების
განუხრელი დაცვის მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად უნდა გადაიხედოს პენიტენციური
სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩო. პროფესიული ეთიკის ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი
პრინციპის
თანახმად,
ექიმი
არ
უნდა
მონაწილეობდეს
ისეთ
საქმიანობაში, რომლის მიზანსაც არ წარმოადგენს პატიმრის ჯანმრთელობის დაცვა.305
2016
წელს
კვლავ
პრობლემად
რჩება
სამედიცინო
პერსონალის
გარკვეული
დამოკიდებულება დაწესებულების ადმინისტრაციაზე, რაც არღვევს კონფიდენციალურობის
პრინციპს და აფერხებს სამედიცინო მომსახურების პროცესს.
სამედიცინო პერსონალის პროფესიული დამოუკიდებლობის კუთხით, გრძელვადიან
პერსპექტივაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პენიტენციური ჯანდაცვის სამოქალაქო
ჯანდაცვასთან ინტეგრაცია. მოკლევადიან პერსპექტივაში კი, მნიშვნელოვანია სამედიცინო
პერსონალის მიერ ეთიკური პრინციპების დაცვაზე მკაცრი სუპერვიზიის განხორცილება და
დარღვევებზე ადეკვატური რეაგირება.
კვლავ პრობლემად რჩება პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებებში დამკვიდრებული პრაქტიკა, როდესაც პატიმარი ექიმთან კონსულტაციის
303
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია №(98) 7, მინისტრთა კომიტეტის მიმართვა
მონაწილე ქვეყნებისათვის ციხეებში სამედიცინო სამსახურის ორგანიზაციული და ეთიკური
ასპექტების შესახებ (სტრასბურგი 1998, 20 აპრილი), პარ. 19-20.
304
გაეროს საერთაშორისო სამედიცინო ეთიკის პრინციპები (1982), მე-3 პრინციპი, ხელმისაწვდომია
მხოლოდ ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: http://www.un.org/documents/ga/res/37/a37r194.htm
[ბოლოს ნანახია 18.03.2015].
305გაეროს საერთაშორისო სამედიცინო ეთიკის პრინციპები (1982), მე-3 პრინციპი ხელმისაწვდომია
მხოლოდ ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: http://www.un.org/documents/ga/res/37/a37r194.htm
[ბოლოს ნანახია 18.02.2016].
190
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
თაობაზე
მიმართავს
დაწესებულების
არასამედიცინო
პერსონალს,
ექიმი
კი
ხშირ
შემთხვევაში პაციენტს სინჯავს და კონსულტაციას უწევს საკანში. ეს პროცედურა
ეწინააღმდეგება სამედიცინო კონფიდენციალურობის პრინციპს, რადგან პაციენტის ჩივილის
თაობაზე ცნობილი ხდება პენიტენციური დაწესებულების არასამედიცინო პერსონალისა და
სხვა პატიმრებისათვის.306 გარდა გადაუდებელი სიტუაციებისა, ნებისმიერი სამედიცინო
შემოწმება და კონსულტაცია უნდა ჩატარდეს განმარტოებით და კონფიდენციალურობის
დაცვით,
ექიმის
კაბინეტში.307
კონფიდენციალურ
გარემოში,
ამასთან,
ასე
სამედიცინო
მაგალითად,
მანიპულაციები
N2
არ
დაწესებულებაში
ტარდება
პატიმართა
გადმოცემით, ინექციის გაკეთება, სისხლის აღება და სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციები,
როგორც წესი, საცხოვრებელ სართულზე არსებულ სამორიგეო ოთახებში ხდება, მორიგე
თანამშრომლების
თანდასწრებით,
რაც
არღვევს
სამედიცინო
მომსახურეობის
კონფიდენციალურობას.
კონფიდენციალურობის პრინციპს ეწინააღმდეგება ასევე პატიმრობის კოდექსის 24-ე მუხლის
მე-2
ნაწილი,308
რომლის
თანახმადაც
დაწესებულებაში
პატიმრის
მიღებისას
მისი
ჯანმრთელობის მდგომარეობის სავალდებულო შემოწმების თაობაზე ცნობა შემდგომ მის
პირად (არასამედიცინო) საქმეში ინახება.
პენიტენციურ დაწესებულებებში კვლავ პრობლემად რჩება სამედიცინო დოკუმენტაციის
წარმოება. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, პატიმართა სამედიცინო ბარათების ერთიანობა
დარღვეულია,
რაც
ქმნის
სამედიცინო
ჩანაწერების
დაკარგვის
საფრთხეს.
N3
დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის გ. გურამის-ძე გ.-ს, დაბადებული 1985 წელს,
სამედიცინო ბარათში აღმოჩნდა ჩაკრული სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც ეკუთვნის
სხვა პიროვნებას - 1954 წელს დაბადებულ იმავე სახელისა და გვარის მქონე გ. ღვთისოს-ძე გ.ს. გარდა ამისა, ჩანაწერებში, რიგ შემთხვევებში, არ არის მითითებული, თუ რომელმა ექიმკონსულტანტმა გაუწია პატიმარს კონსულტაცია, არ არის აღნიშნული კონსულტაციის
თარიღი და არ ჩანს დიაგნოზი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 5
ივლისის №198/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო
ჩანაწერების
შენახვის
დამთავრებული
ყველა
წესის“
შესაბამისად,
დოკუმენტური
სამედიცინო
მასალა
შენახული
დაწესებულებაში
უნდა
იყოს
წარმოება
სამედიცინო
დაწესებულების სამედიცინო არქივში.
306
პუნქტი 51, ამონარიდი წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ზოგადი ანგარიშიდან (CPT/Inf (93)12).
იქვე, პუნქტი 35.
308 იქვე, პუნქტები 50-51.
307
191
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სამედიცინო
საქმიანობის
რეგულირების
სამმართველოს
მიერ
N5
დაწესებულებაში
განხორციელებული ვიზიტისას309 შემოწმდა სამედიცინო არქივისათვის განკუთვნილი
ოთახი და აღმოჩნდა, რომ ოთახში არაა დაცული არქივისადმი წაყენებული მოთხოვნების
მნიშვნელოვანი
ნაწილი
-
ტემპერატურული
რეჟიმი,
ტენიანობა,
არ
არის
ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობები.
სამედიცინო
საქმიანობის
რეგულირების
სამმართველოს
მიერ
N7
დაწესებულებაში
განხორციელებული ვიზიტისას310 აღმოჩნდა, რომ დაწესებულებაში არ არის გამოყოფილი
სამედიცინო არქივის ოთახი. ძველი, ე.წ. დაარქივებული დოკუმენტაცია დაწყობილი აქვთ
საექიმო-სამედიცინო პუნქტში მდებარე ორ პატარა, ღია თაროზე. გარდა იმისა, რომ ოთახში
დაცული არაა არქივისადმი წაყენებული პირობები, დოკუმენტაცია არაა დაარქივებული
სათანადო ფორმით, არაა დალაგებული ანბანისა და წლების მიხედვით, არაა ჩალაგებული საქაღალდეებში.
არქივისთვის
გამოყოფილი
ოთახი
არაა
არც
N11311
და
N12
დაწესებულებებშიც. N11 დაწესებულებაში სამედიცინო დოკუმენტაცია ინახება აფთიაქში.
დოკუმენტაცია
განთავსებულია
ხის
თაროებზე
წლებისა
და
ანბანის
მიხედვით,
ჩალაგებულია საქაღალდეებში, ხოლო N12 დაწესებულებაში, ამავე დაწესებულების მთავარი
ექიმის თქმით, სამედიცინო ბარათები ინახება მსჯავრდებულთა პირად საქმეებში.
რეკომენდაციები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს
უზრუნველყოს
სამედიცინო
პერსონალის
პროფესიული
დამოუკიდებლობისა
და
კომპეტენტურობის ხელშეწყობა სამედიცინო პერსონალის უწყვეტი პროფესიული სწავლებისა
და სხვადასხვა ტრენინგის მოდულის გაძლიერების, ტრენინგების შედეგების მდგრადობის
შეფასებისა და სუპერვიზიის მექანიზმის შემუშავების გზით
უზრუნველყოს
სასჯელაღსრულებისა
დეპარტამენტის
სამედიცინო
და
პრობაციის
საქმიანობის
რეგულირების
სამინისტროს
სამედიცინო
სამმართველოს
მხრიდან
სამედიცინო პერსონალის მიერ ეთიკური პრინციპების დაცვაზე მკაცრი სუპერვიზიის
განხორცილება და დარღვევებზე ადეკვატური რეაგირება
მაქსიმალურად უზრუნველყოს პატიმრებისა და ექიმების უშუალო კონტაქტი არასამედიცინო
პერსონალის
მონაწილეობის
გარეშე,
მათ
შორის,
დახურული
ტიპის
პენიტენციურ
დაწესებულებებში გამოძახების ღილაკის დამონტაჟებისა და სამედიცინო პერსონალის მიერ
საკნების ყოველდღიური შემოვლის ვალდებულების დაწესების გზით
309
2016 წლის 20 ოქტომბერი.
03.10.2016.
311
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სამმართველოს მიერ N11 დაწესებულებაში შემოწმება
ჩატარდა 08.11.2016 წელს.
310
192
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მიიღოს საჭირო ზომები, რათა
ნებისმიერი
სამედიცინო
გარდა გადაუდებელი, საგამონაკლისო შემთხვევებისა,
შემოწმება
და
კონსულტაცია
ჩატარდეს
განმარტოებით
და
კონფიდენციალურობის დაცვით ექიმის კაბინეტში
გაატაროს ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყოს პაციენტების ჩართულობა სამედიცინო
მომსახურების
პროცესში
გასაწევი
სამედიცინო
მომსახურების
შესახებ
სათანადო
ინფორმაციის მიწოდების გზით, ასევე უზრუნველყოს პატიმრებისათვის ჯანმრთელობის
დაცვასთან,
მათ
შორის
პრევენციულ
ჯანდაცვასთან
დაკავშირებული
ინფორმაციის
დოკუმენტაცია
ინახებოდეს
ხელმისაწვდომობა
მიიღოს
ყველა
საჭირო
ზომა,
რათა
სამედიცინო
კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით
უზრუნველყოს პატიმრობის კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილში საკანონმდებლო
ცვლილების შემუშავება, რომლითაც ამოღებული იქნება დებულება, რომლის თანახმადაც
დაწესებულებაში პატიმრის მიღებისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სავალდებულო
შემოწმების თაობაზე ცნობა მის პირად (არასამედიცინო) საქმეში ინახება. ამასთან,
უზრუნველყოს ამ პაკეტის მთავრობისათვის წარდგენა პარლამენტში ინიცირებისათვის
წინადადება საქართველოს პარლამენტს
შევიდეს ცვლილება პატიმრობის კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილში და ამოღებულ იქნას
დებულება, რომლის თანახმადაც დაწესებულებაში პატიმრის მიღებისას მისი ჯანმრთელობის
მდგომარეობის სავალდებულო შემოწმების თაობაზე ცნობა მის პირად (არასამედიცინო)
საქმეში ინახება. აღნიშნული ცნობა ყველა შემთხვევაში პატიმრის სამედიცინო ბარათში უნდა
ინახებოდეს.
ფსიქიკური ჯანმრთელობა, წამალდამოკიდებულება
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
დაცვა
პენიტენციური
ჯანდაცვის
ერთ-ერთ
უმთავრეს
გამოწვევას წარმოადგენს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო
დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებებში
ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების მქონე პატიმართა რაოდენობამ 2015 წელთან
შედარებით უმნიშვნელოდ მოიმატა. ამ მაჩვენებელმა 2015 წლის დეკემბრისთვის 1 031
შეადგინა, 2016 წლის დეკემბრისთვის კი -1079.
კვლავ პრობლემას წარმოადგენს ფსიქიატრთან კონსულტაციაზე პატიმართა ჩაწერა. რიგ
შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალი, პატიმრების მოთხოვნის მიუხედავად, არ წერს მათ
ფსიქიატრთან, რადგან მიაჩნიათ, რომ სიმულირებენ. ამის გამო, პატიმარები ხშირად ვერ
იღებენ სათანადო ფსიქიატრიულ მომსახურებას.
ფსიქიატრის
ხელმისაწვდომობის
გაუმჯობესებასთან
ერთად
მნიშვნელოვანია
მისი
ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან თანამშრომლობის გაღრმავება, რათა გაუმჯობესდეს
193
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ფსიქიკური დაავადებების მქონე პირთა გამოვლენის მაჩვენებელი და დროულად გაეწიოთ
მათ ადეკვატური ფსიქიატრიული დახმარება. აქვე მნიშვნელოვანია, რომ მწვავე ფსიქოზის
მქონე
პაციენტებმა
ფსიქიატრიული
დახმარება
მიიღონ
არა
პენიტენციურ, არამედ
ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, 2016 წელს
ფსიქიატრების მიერ 10 682 კონსულტაცია ჩატარდა.312 2016 წლის დეკემებრისთვის
პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული იყო 1154 ფსიქიკური ჯანმრთელობის
პრობლემების მქონე პატიმარი (F00-F99). 2016 წელს არანებაყოფლობითი სტაციონარული
ფსიქიატრიული დახმარება მიიღო 45 პატიმარმა, ხოლო იძულებითი ფსიქიატრიული
მკურნალობისთვის სტაციონარში მოათავსეს 58 პატიმარი.
მნიშვნელოვანია
პატიმრის
განსაკუთრებული
ყურადღება
ფსიქიკური
დაეთმოს
ჯანმრთელობის
პატიმრის
მდგომარეობის
დაწესებულებაში
შეფასებას
შესახლებისას,
პირველადი სამედიცინო შემოწმების დროს. ამასთან, პენიტენციურ დაწესებულებებში
აუტოაგრესიისკენ, სუიციდისკენ მიდრეკილი და წამალდამოკიდებული პატიმრები უნდა
წარმოადგენდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის სკრინინგის განსაკუთრებულ სამიზნე ჯგუფს.
ამავდროულად, აუცილებელია იმ პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის
შეფასება, რომლებიც სისტემატურად ავლენენ ანტისოციალურ ქცევას და არსებობს ეჭვი, რომ
ასეთი ქცევა სწორედ მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობით შეიძლება იყოს
განპირობებული.
2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველი მიუთითებდა ფსიქიკური
ჯანმრთელობის
პრობლემების
მნიშვნელობაზე, რათა
იდენტიფიცირების
ეფექტური
მექანიზმის
შექმნის
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმარების
მიმართ თვითდაზიანების, რეჟიმის მოთხოვნების დარღვევის და სხვა დისციპლინური
დარღვევების დროს გამოყენებულიყო არა დისციპლინური სანქცია, არამედ აღმოჩენილი
ყოფილიყო დროული და ადეკვატური ფსიქიატრიული დახმარება. ამასთან, ხაზს უსვამდა
იმ გარემოებას, რომ თვითდაზიანებისკენ მიდრეკილი და სხვა ქცევითი აშლილობების მქონე
პაციენტების მიმართ მიდგომა თერაპიული უნდა იყოს და არა სადამსჯელო.
პატიმართა
შორის
ფსიქიკური
პრობლემების
პრევალენტობა
დიდწილად
არის
განპირობებული პენიტენციურ სისტემაში წამალდამოკიდებულებასა და ფსიქოაქტიური
საშულებების ჭარბ მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემებით. 2016 წელს მეტადონით
დეტოკსიკაციის პროგრამაში ჩართული იყო 351 პაციენტი, 2015 წელს კი - 313.
2014 და 2015 წლებში სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს
ოპიოიდური
312
დამოკიდებულების
ჩანაცვლებითი,
შემანარჩუნებელი
N18 დაწესებულების მონაცემები არ არის გათვალისწინებული.
194
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მკურნალობის
დანერგვის რეკომენდაციით მიმართა, მაგრამ ეს რეკომენდაცია არ შესრულებულა.
სამინისტროსგან მიღებულ პასუხში აღნიშნულია, რომ ოპიოიდური დამოკიდებულების
ჩანაცვლებით შემანარჩუნებელი მკურნალობა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის 2016-2017
წლების სახელმწიფოს სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია, მათ შორის, პენიტენციური
სისტემისთვის, თუმცა მოცემული პასუხიდან არ ჩანს, რა პროცესები მიმდინარეობს და რა
ნაბიჯებია გადადგმული ამ მიმართულებით.
სახალხო
დამცველი
მსჯავრდებულთა
მიესალმება
N5
ფსიქო-სოციალური
ქალთა
პენიტენციურ
სარეაბილიტაციო
პროგრამის
დაწესებულებაში
„ატლანტისის“
ამოქმედებას, რომელიც წარმოადგენს ალკოჰოლურ, ნარკოტიკულ ან სხვა ფსიქოაქტიურ
ნივთიერებებზე დამოკიდებულების მქონე მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის თერაპიულ
მოდელს. აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო პროგრამა „ატლანტისის“ ინფრასტრუქტურა
მოწყობილია N2 და N6 დაწესებულებებშიც, თუმცა არ ფუნქციონირებს. სახალხო დამცველს
მიაჩნია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, ასევე წამალდამოკიდებული
პატიმრების საჭიროებებზე მორგებული ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისები
ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში.
ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის პროცესში მთავარია პიროვნების ინტერესების დაცვა,
მისი
ღირსების
პატივისცემა
და
მაქსიმალურად
შესაძლებელ
ჰუმანურ
გარემოში
მზრუნველობა. გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებების კომიტეტის ზოგადი
კომენტარის თანახმად,313 პირის განთავსება სამარტოო საკანში გახანგრძლივებული დროით
შესაძლებელია გაუტოლდეს წამებას ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ
მოპყრობას. გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის დასკვნის თანახმად, ხანგრძლივი
ვადით სამარტოო საკანში მოთავსება შესაძლოა გაუტოლდეს წამებას და იგი არ უნდა იყოს
გამოყენებული არასრულწლოვნებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირების
მიმართ.314 2007 წლის სტამბოლის განცხადების შესაბამისად,315 სამარტოო საკნის გამოყენება
სრულად
უნდა
აიკრძალოს
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
პრობლემის
მქონე
პატიმრებისათვის.
2014 და 2015 წლების საპარლამენტო ანგარიშებში სახალხო დამცველმა რეკომენდაციით
მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, სათანადო ზომები გაეტარებინა
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრის სამარტოო საკანში მოთავსების
313
CCPR, General Comment 20/44, April 3, 1992.
UN Subcommittee on Prevention of Torture (2010), report on the visit of the subcommittee on prevention of
torture and other cruel, inhuman or degrading treatment or punishment to the republic of Paraguay (par 184).
315
International Psychological Trauma Symposium (2007), The Istanbul Statement on the use and effects of
solitary confinement.
314
195
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
წინააღმდეგ. სამწუხაროდ, 2016 წელს კვლავ იყო შემთხვევები, როდესაც ფსიქიკური
პრობლემების მქონე პირებს სამარტოო საკანში ათავსებდნენ.316
როგორც N3 დაწესებულებაში არსებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გაირკვა, 2016
წლის პირველი 5 თვის მანძილზე, დეესკალაციის ოთახში მოთავსების 51 შემთხვევიდან 22
შემთხვევაში, პატიმრის დისციპლინური დასჯა მოხდა დეესკალაციის ოთახში გადაყვანის
პერიოდში ან 1 დღის ინტერვალით.317 ზემოთ მოცემული 22 შემთხვევიდან 11 შემთხვევაში
პატიმრებს ჰქონდათ სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობები. მათ შორის, 1 შემთხვევაში
ხანგრძლივი ბოდვითი აშლილობები (F22), ორგანული პიროვნული აშლილობა (F07.0), 2
შემთხვევაში - არაორგანული ბუნების ძილის დარღვევები (F51) და 7 შემთხვევაშიპიროვნების ემოციურად არასტაბილური აშლილობა (F60.3). შესაბამისად, მათი ქცევა
შესაძლებელი იყო გამოეწვია მათსავე ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას, რაც
შემდგომში საფუძვლად დაედო დაკისრებულ დისციპლინურ სახდელს.
ზემოთ მითითებული 11 პირი დეესკალაციის
ოთახში ყოფნის პერიოდში არ უნახავს
ფსიქიატრს. ფსიქიატრის კონსულტაცია მათ რიგ შემთხვევაში დეესკალაციის ოთახში
მოხვედრამდე ან აღნიშნული ოთახიდან გამოსვლის შემდეგ, რამდენიმე დღეში ჩაუტარდათ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დეესკალაციის ოთახებში არსებული გარემო პირობები არ არის
უსაფრთხო318 და არ არის მოწყობილი იმგვარად319, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი
თვითდაზიანების რისკი, რასაც ადასტურებს აღნიშნულ ოთახებში ყოფნის პერიოდში
პატიმართა მიერ მიყენებული თვითდაზიანებების შემთხვევები.
აუცილებელია ყველა საჭირო ზომის მიღება, სამომავლოდ ფსიქიკური პრობლემების მქონე
მსჯავრდებულის
სამარტოო
საკანში
მოთავსების
მსჯავრდებულის
დროული
და
ადეკვატური
უზრუნველსაყოფად.
ამასთან,
განსაკუთრებით
თავიდან
ასაცილებლად,
ფსიქიატრიული
მნიშვნელოვანია
ასეთი
დახმარებით
ფსიქოსოციალური
რეაბილიტაციის სერვისების განვითარება.
გარდაცვალების შემთხვევები, სუიციდი
316
დეტალურად იხილეთ ქვეთავში „რეჟიმი, დისციპლინური პასუხისმგებლობა, წახალისება“.
დეესკალაციის ოთახში მოთავსებამდე 1 დღით ადრე და დეესკალაციის ოთახიდან გამოყვანის
მეორე დღეს.
318
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მოწოდებული
ინფორმაციის თანახმად, დეესკალაციის ოთახების კედლების მოსაპირკეთებელი რბილი მასალა
საქართველოს მასშტაბით არ არის ხელმისაწვდომი.
319 დეესკალაციის ოთახებში იატაკი და კედლები არ არის რბილი მასალისგან მოპირკეთებული.
317
196
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
2016 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში გარდაიცვალა 17 პატიმარი. სამწუხაროდ,
პენიტენციურ
სისტემაში
გარდაცვალების
შემთხვევების
რაოდენობამ
მოიმატა320.
სამედიცინო დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვალების
მიზეზები
იყო
მიოკარდოუმის
ინფარქტი,
სუიციდი,
გულ-სისხლძარღვთა
მწვავე
უკმარისობა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა (იშემიური ტიპის),
თრომბოემბოლია, საყლაპავის უცხო სხეული და საყლაპავის პერფორაცია, სეპტიური შოკი.
წინა წლების მსგავსად, პატიმრების უმეტესობა გარდაიცვალა გულ-სისხლძარღვთა მწვავე
უკმარისობით.
მნიშვნელოვანია,
განსაკუთრებული
ყურადღება
დაეთმოს
გულ-
სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებათა სკრინინგს და ადრეულ გამოვლენას,
რათა შემდგომში შესაძლებელი იყოს დროული და ადეკვატური სამედიცინო მომსახურების
გაწევა.
2016 წელს სუიციდის პრევენციის პროგრამა ამოქმედდა პენიტენციური დეპარტამენტის
ყველა დაწესებულებაში.
პროგრამის321
ამასთან, დადებითად უნდა აღინიშნოს, სუიციდის პრევენციის
ნორმატიულ
დონეზე
განსაზღვრა.
მიუხედავად
ამისა,
პენიტენციურ
დაწესებულებებში სუიციდის მცდელობათა რაოდენობა 2015 წელთან შედარებით არ
შეცვლილა.322 რაც შეეხება დასრულებულ სუიციდს, 2016 წელს ამ მაჩვენებელმა მოიმატა.
2015 წელს სუიციდის მცდელობის მხოლოდ 2 შემთხვევა იყო, 2016 წელს კი 5. მეტიც, მათგან
2 შემთხვევაში პატიმარი სუიციდის განხორციელების დროისთვის ჩართული იყო სუიციდის
პრევენციის პროგრამაში.
ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის
მულტიდისციპლინური
დახმარების
საჭიროების განსაზღვრასა და სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩართვის თაობაზე
გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ფსიქოლოგი ან ექიმი-ფსიქიატრი. ფსიქოლოგი
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
განსაზღვრასა და
მულტიდისციპლინური
დახმარების
საჭიროების
პროგრამაში ჩართვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ავსებს
დანართი №5-ით გათვალისწინებულ ფორმას.323 მას შემდეგ, რაც პატიმარი ჩაერთვება
სუიციდის
პრევენციის
პროგრამაში,
წინასწარ
შედგენილი
გრაფიკის
მიხედვით,
მულტიდისციპლინური გუნდის წევრები ხვდებიან მას. 2016 წლის დეკემბრის თვის
მონაცემებით, სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩართული იყო 15 პატიმარი.
სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა
შეისწავლა სუიციდის პრევენციის პროგრამაში
ჩართული ბენეფიციარების დოკუმენტაცია. ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ პროგრამაში
320
2015 წელს პენიტენციურ სისტემაში გარდაიცვალა 12 პატიმარი.
დამტკიცებულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11
თებერვლის N13 ბრძანებით.
322 2015 წელს 142 მცდელობა, 2016 წელს 141.
323
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 თებერვლის N13 ბრძანებით
დამტკიცებული „სუიციდის პრევენციის პროგრამა“, მუხლი 10.
321
197
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ჩართულ პატიმრებთან მუშაობა მიმდინარეობს ემოციური ვენტილაციისთვის, სტრესთან
გამკლავების მექანიზმისა და ღირებულებების შეცვლაზე, რაც, თავისთავად, დადებითია,
თუმცა დოკუმენტაციის შესწავლის დროს დადგინდა, რომ, რიგ შემთხვევებში, პროგრამაში
ჩართულ პატიმრებს პრობლემები აქვთ ოჯახთან და ახლობლებთან ურთიერთობის
კუთხით,
კერძოდ, არ აქვთ ოჯახის წევრებთან სათანადო რაოდენობის კონტაქტი ან
დაძაბული ურთიერთობა აქვთ მათთან. აღნიშნული მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ
ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. ასე მაგალითად, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა
ნახა
სუიციდის
პრევენციის
პროგრამაში
ჩართული
ერთ-ერთი
მსჯავრდებულის
დოკუმენტაცია, სადაც ნათლად ჩანს, რომ მსჯავრდებული განსაკუთრებულად განიცდის
ოჯახის წევრებთან კავშირის სიმცირეს. მულტიშეფასების ოქმში პატიმრის განთავსებისა და
მეთვალყურეობის შესახებ მითითებულია, რომ მსჯავრდებული მოთავსებული უნდა იყოს
მხარდამჭერი თანამესაკნეების გარემოცვაში, სადაც თავს იგრძნობს კომფორტულად. თუმცა
დოკუმენტაციიდან არ ჩანს, რა ნაბიჯები გადაიდგა სოციალური სამსახურის მიერ, რათა
პატიმარს მიეღო დამატებითი ხანმოკლე ან ხანგრძლივი პაემანი ან მიეცათ სატელეფონო
საუბარის უფლება. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ მხარდამჭერი საუბრებით
სუიციდის პრევენციის პროგრამის მიზანი მიღწეული ვერ იქნება. ამიტომ მნიშვნელოვანია,
შეფასდეს სუიციდის პრევენციის პროგრამის მუშაობის ეფექტურობა, რათა მოხდეს
ხარვეზების გამოვლენა და ამ ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ცვლილებების
შეტანა.
საყურადღებოა მსჯავრდებულ ნ.ბ.-ს გარდაცვალების შემთხვევა. მსჯავრდებულმა 2016
წლის 15 აგვისტოს სავარაუდოდ განახორციელა სუიციდი. სახალხო დამცველის აპარატმა
შეისწავლა აღნიშნული საქმე. მსჯავრდებულ ნ.ბ.-ს საქმის შესწავლის დროს დადგინდა, რომ
მსჯავრდებულ ნ.ბ–ს, პენიტენციური დეპარტამენტის N17 დაწესებულებაში ყოფნის
პერიოდში, არ გაეწია სათანადო სამედიცინო მომსახურება – მისი სამედიცინო ბარათის
წარმოება
არ
ნარკოლოგიური
ხდებოდა
სათანადოდ;
სტატუსის
სრული
არ მოხდა სუიციდის რისკის, ფსიქიკური და
შეფასება;
მიეწოდებოდა
ფსიქოტროპული
ნივთიერებები საჭიროების გარეშე, მხოლოდ მისი მოთხოვნის საფუძველზე. ჩაუტარდა
ჩანაცვლების მხოლოდ მოკლევადიანი კურსი, უშედეგოდ.
მსჯავრდებულ ნ.ბ.-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა 2016 წლის 19
სექტემბერს N15-11/11031 წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას,
რადგან N17 დაწესებულებაში არსებული სამედიცინო და სხვა ტიპის დოკუმენტაციის
შესწავლის შედეგად იკვეთებოდა, რომ ამავე დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან
შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342–ე მუხლით
გათვალისწინებული ქმედების – სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენას. მთავარი
პროკურატურიდან 2016 წლის 11 ოქტომბერს მიღებული N13/65056 პასუხის თანახმად,
საქართველოს
198
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სამინისტროს
საგამოძიებო
დეპარტამენტში
დაიწყო
გამოძიება
სისხლის
სამართლის
N073150816002
საქმეზე,
მსჯავრდებულ ნ.ბ.-ს თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე სისხლის სამართლის 115-ე
მუხლით
გათვალისწინებული
დანაშაულის
ნიშნებით.
ამასთან,
აღნიშნულ
საქმეზე
გრძელდებოდა ყველა გარემოების სრულყოფილი შესწავლა და, შესაბამისი სამართლებრივი
საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გამოძიება გაგრძელდებოდა სისხლის სამართლის
კოდექსის 3421 მუხლის კვალიფიკაციით, რომლის სუბიექტებსაც ამავე მუხლის შენიშვნის
თანახმად, წარმოადგენენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო
დეპარტამენტის თანამშრომლები, ვინაიდან ისინი ითვლებიან სპეციალური პენიტენციური
სამსახურის
ან
თავისუფლების
შეზღუდვის
დაწესებულების
მოსამსახურესთან
გათანაბრებულ პირებად, მათ მიერ სამსახურში/დაწესებულებაში დადგენილი წესის
არაჯეროვანი შესრულება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო
დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება. 324
აღსანიშნავია, რომ ზემოთ მითითებულ საქმეში არის კონკრეტული გარემოებები, რომლებიც
შესაძლოა მიანიშნებდნენ დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მხრიდან შესაძლო
სამსახურებრივ გულგრილობას. შესაბამისად, სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის
მიერ მოცემულ ფაქტზე გამოძიების წარმოება ვერ უზრუნველყოფს საქმის დამოუკიდებელ,
მიუკერძოებელ
და
ეფექტურ
გამოძიებას,
ვინაიდან,
ამ
შემთხვევაში,
საგამოძიებო
დეპარტამენტი არ არის ინსტიტუციურად დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ პატიმრის გარდაცვალების ყველა შემთხვევაში, სადაც
ადგილი აქვს სავარაუდო სუიციდის ფაქტს და, ამასთან, კონკრეტული გარემოებები
მიანიშნებენ დაწესებულების თანამშრომლების ან სამედიცინო პერსონალის მხრიდან
შესაძლო დანაშაულის
ჩადენის
ფაქტზე, გამოძიება
აუცილებლად
უნდა აწარმოოს
საქართველოს პროკურატურამ.
რეკომენდაციები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს
უზრუნველყოს პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის სკრინინგი და ფსიქიკური
ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრებს მიეწოდოთ დროული და ადეკვატური
ფსიქიატრიული დახმარება
უზრუნველყოს
მწვავე
ფსიქოზის
მქონე
პაციენტების
მკურნალობა
ფსიქიატრიულ
დაწესებულებაში და დაინერგოს ადეკვატური ამბულატორიული სერვისები
მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა თავიდან იყოს აცილებული ფსიქიკური ჯანმრთელობის
პრობლემების მქონე პატიმართა სამარტოო საკანში მოთავსება
324
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის N34 ბრძანება „სისხლის სამართლის
საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“, მუხლი 8.
199
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დაინერგოს ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი შემანარჩუნებელი მკურნალობა
შეფასდეს
სუიციდის
პრევენციის
პროგრამის
მუშაობის
ეფექტურობა,
რათა მოხდეს
ხარვეზების გამოვლენა და, ამ ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, განხორციელდეს პროგრამაში
შესაბამისი ცვლილებები
უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, ასევე წამალდამოკიდებული
პატიმრების საჭიროებებზე მორგებული ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისების
შექმნა პენიტენციურ დაწესებულებებში
წინადადება საქართველოს მთავარ პროკურორს
უზრუნველყოს
სუიციდის
ყველა
შემთხვევის
დამოუკიდებელი
და
მიუკერძოებელი
გამოძიება
განსაკუთრებით საშიში გადამდები დაავადებების მართვა და პრევენცია
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან მიღებული მონაცემების შესაბამისად,
2016 წელს ტუბერკულოზზე სკრინინგი ჩატარდა 57658 შემთხვევაში (2015 წელს 58208).
გამოვლინდა ტუბერკულოზით დაავადების 45 ახალი და 45 განმეორებითი შემთხვევა.
2016 წელის დეკემბრის თვის მონაცემებით, მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით
დაავადებული იყო 41 პატიმარი (2015 წელს - 38 პატიმარი). გამოვლინდა შეწყვეტილი
მკურნალობის 9 შემთხვევა (2015 წელს - 16 შემთხვევა). ამავე წელს 8 პაციენტმა განაგრძო
შეწყვეტილი მკურნალობა. დადებითად უნდა შეფასდეს 2015 წელს თანმხლები დაავადების
გამოკვლევის/მკურნალობის მიზნით 156 პაციენტის რეფერირება სამოქალაქო სექტორის
საავადმყოფოში, 2015 წელთან შედარებით ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები
არ არის. 325
2015 წელს სახალხო დამცველმა საპარლამენტო ანგარიშში N19 დაწესებულებაში არსებული
ინფექციის კონტროლის ღონისძიებებისა და თანმხლები დაავადებების მკურნალობასთან
დაკავშირებული
პრობლემების
აღმოფხვრის
რეკომენდაციით
მიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროდან
მიღებული
პასუხის
თანახმად,
2016
წლიდან
N19
დაწესებულება
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრიდან უწყვეტად მარაგდება
რესპირატორებით (ყველასთვის) და ერთჯერადი სტერილური ხელთათმანით (მხოლოდ იმ
პაციენტთან შეხებაში მყოფი თანამშრომლებისათვის, რომლებიც ჩართულნი არიან ახალი
მედიკამენტებით მკურნალობის კურსში). რაც შეეხება ერთჯერად ნიღბებს და ერთჯერად
ხელთათმანებს, აღნიშნულით დაწესებულება მარაგდება სამინისტროს მიერ.
325
აღნიშნული ციფრი შეადგენდა 152-ს.
200
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
2015 წელს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის
მინისტრს,
რათა
ტუბერკულოზით
დაავადებული
ყველა
პატიმარი
მოთავსებულიყო ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში. დადებითად
უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის დეკემბრის თვეში პენიტენციურ დაწესებულებაში
განთავსებული და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის კურსში ჩართული 65
პატიმრიდან 57 განთავსებული იყო N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო
ცენტრში, დანარჩენი პაციენტები კი უსაფრთხოების წესების დაცვის აუცილებლობიდან
გამომდინარე, განთავსებულები იყვნენ სხვადასხვა დაწესებულებაში. სადაც, სამედიცინო
დეპარტამენტის ინფორმაციით, მათ სამკურნალოდ შექმნილია შესაბამისი პირობები
და
ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა ანტიტუბერკულოზური
მკურნალობა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამის გაიდლაინის შესაბამისად, სათანადო
პროფილის ექიმ-სპეციალისტთა მეთვალყურეობის ქვეშ. სამწუხაროა, რომ სახალხო
დამცველის რეკომენდაცია სრულად არ არის შესრულებული.
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
სამინისტროდან
მოწოდებული
ინფორმაციის
თანახმად, 2016 წელს „B“ და „C“ ჰეპატიტებზე სკრინინგი ჩაუტარდა 6618 პატიმარს (2015
წელს - 5500). დადებითად უნდა აღინიშნოს ჰეპატიტებზე სკრინინგის მაჩვენებელის
მომატება. მისასალმებელია,
„C“ ვირუსული ჰეპატიტის მკურნალობის კურსში ჩართულ
პატიმართა რაოდენობის ზრდა. 2015 წლის განმავლობაში მკურნალობა ჩაუტარდა მხოლოდ
308 მსჯავრდებულს, 2016 წლის განმავლობაში კი 970 პატიმარს.
სახალხო დამცველმა 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში რეკომენდაციით მიმართა
საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, რათა შესაბამისი
სამედიცინო ჩვენების არსებობის შემთხვევაში, ბრალდებულებისთვის ხელმისაწვდომი
ყოფილიყო ანტივირუსული მკურნალობა, ხოლო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
მინისტრს მიმართა რეკომენდაციით, რათა უზრუნველეყო პენიტენციურ დაწესებულებებში
მოთავსებული, შესაბამისი მკურნალობის საჭიროების მქონე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა
და მოქალაქეობის არმქონე პირების მკურნალობა სოფოსბუვირით. დადებითად უნდა
აღინიშნოს, რომ, დღეის მდგომარეობით, პროგრამის მოსარგებლეები არიან პენიტენციურ
დაწესებულებებში მყოფი ბრალდებულები/მსჯავრდებულები, საქართველოს მოქალაქეობის
დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად.326
2016 წელს გაზრდილია აივინფექცია/შიდსზე გამოკვლეული პატიმრების რაოდენობა. 2016
წელს აივ ინფექცია/შიდსზე გამოიკვლიეს 7809 პატიმარი, 2015 წელს კი - 5 500 პატიმარი. რაც
შეეხება აივინფექცია/შიდსის ანტირეტროვირუსულ მკურნალობაში ჩართულ პაციენტებს,
326
საქართველოს მთავარობის 2015 წლის 20 აპრილის N169 დადგენილება „C ჰეპატიტის მართვის
სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“.
201
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
2016 წლის დეკემბრისთვის ჩართული იყო 68 პაციენტი. იმავე წელს ახლად ჩართული იქნა
15 პატიმარი.
პენიტენციურ სისტემაში კვლავ პრობლემურია ინფექციის კონტროლის მოთხოვნების
ზედმიწევნით
სრულად
დაცვა.
კანონმდებლობის
შესაბამისად,
ცივი
ჯაჭვის
უზრუნველყოფა, მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და
მასალების დეზინფექცია და სტერილიზაცია.
სამედიცინო
საქმიანობის
რეგულირების
სამმართველოს
მიერ
N5
დაწესებულებაში
განხორციელებული ვიზიტისას,327 დათვალიერდა დაწესებულებაში გამოყოფილი და ახალი
გარემონტებული
ცენტრალური
სასტერილიზაციო,
სადაც
სტერილდება
როგორც
ქირურგიულ-სამანიპულაციო, ისე სტომატოლოგიური კაბინეტის იარაღი. გამოყოფილია
დეზინფექცია-სტერილიზაციაზე
პასუხისმგებელი
პირი.
თუმცა,
დეზინფექცია-
სტერილიზაციის პროცესი მიმდინარეობს გარკვეული ხარვეზებით, რომელთა აღმოფხვრა
საჭიროა და აუცილებელია აღნიშნული პროცესის სრულყოფილად წარმართვისათვის. არ
ჰყავთ კადრი, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური კურსი ინფექციის კონტროლის
საკითხებზე; ოთახში, სადაც ტარდება პროცედურა, არ იყო ხელის გასამშრალებელი
ქაღალდი; არ იყო გამოყოფილი შესაბამისი ფართი იარაღების წინასასტერილიზაციო
დამუშავებისთვის, რომელიც, თავის მხრივ, აღჭურვილი უნდა იყოს დიდი სარეცხი თასით,
მაგიდით, თაროებით და ა.შ. ამ ეტაპისთვის, არ ხორციელდება იარაღების დაყოფა
კრიტიკულ, ნახევრად კრიტიკულ და არაკრიტიკულ კატეგორიებად; სასტერილიზაციო
აღჭურვილია იარაღების შესაფუთი აპარატით.
სამედიცინო
საქმიანობის
რეგულირების
სამმართველოს
მიერ
N7
დაწესებულებაში
განხორციელებული ვიზიტისას328 აღმოჩნდა, რომ არ ფუნქციონირებს ცალკე გამოყოფილი
სასტერილიზაციო. სტერილიზაციის პროცესი ხორციელდება სტომატოლოგიურ კაბინეტში
მდებარე ე.წ. მშრალ-ჰაეროვან სტერილიზატორში. ამ ეტაპზე სტომატოლოგიურ კაბინეტში
დეზინფექცია-სტერილიზაციის პროცესი მიმდინარეობს გარკვეული ხარვეზებით, რომელთა
აღმოფხვრა
საჭირო
და
აუცილებელია
აღნიშნული
პროცესის
სრულყოფილად
წარმართვისათვის: არ ჰყავთ კადრი, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური კურსი
ინფექციის კონტროლის საკითხებზე; ამ ეტაპზე სტომატოლოგიური კაბინეტის შესაბამისი
ინვენტარი
სტერილდება
სტომატოლოგიურ
კაბინეტშივე
ე.წ.
მშრალ-ჰაეროვან
სასტერილიზაციოში; ოთახში, სადაც ტარდება პროცედურა, არ იყო ხელის გასამშრალებელი
ქაღალდი; არ არის გამოყოფილი შესაბამისი ფართი იარაღების წინასასტერილიზაციო
დამუშავებისთვის, რომელიც, თავის მხრივ, აღჭურვილი უნდა იყოს სარეცხი ჩანით,
მაგიდით, თაროებით და ა.შ. არ ხორციელდება იარაღების დაყოფა კრიტიკულ, ნახევრად
327
328
2016 წლის 20 ოქტომბერი.
03.10.2016.
202
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
კრიტიკულ და არაკრიტიკულ კატეგორიებად; სტერილიზაციამდე არ გამოიყენება ე.წ.
იარაღების დაპაკეტება; გაკრული არაა ინსტრუქცია სადეზინფექციო ხსნარების გამოყენების
შესახებ. სტომატოლოგის თქმით, არ აქვთ ე.წ. სტერილიზაციის ინდიკატორები, შესაბამისად,
სტერილიზაციის
პროცესი
ხორციელდება
ინდიკატორებით
კონტროლის
გარეშე.
მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულების საწყობში არის ახლად შესყიდული ავტოკლავი,
ფართის არარსებობის გამო ვერ იყენებენ მას.
N11 დაწესებულებაში329 არ არის ცენტრალური სასტერილიზაციო, ინსტრუმენტების
სტერილიზაციას ახორციელებს სტომატოლოგი. დაწესებულებას არ ჰყავს კადრი, რომელსაც
გავლილი აქვს სპეციალური კურსი ინფექციის კონტროლის საკითხებზე. ოთახში, სადაც
ტარდება პროცედურა, არ არის ხელის გასამშრალებელი ქაღალდი. არ არის გამოყოფილი
შესაბამისი ფართი იარაღების წინასასტერილიზაციო დამუშავებისთვის, რომელიც, თავის
მხრივ, აღჭურვილი უნდა იყოს სარეცხი ჩანით, მაგიდით, თაროებით და ა.შ. ოთახში, სადაც
ტარდება პროცედურა, არ არის ხელის დასაბანი ნიჟარა; საპროცედურო ოთახში არ არის
ინსტრუქცია არსებული სადეზინფექციო ხსნარების დამზადება/გამოყენების შესახებ;
სტომატოლოგიურ კაბინეტში შეტანილია იარაღების დაპაკატების აპარატი, რომელსაც
ფართის სიმცირის გამო ვერ იყენებენ. არ ხორციელდება კედლების სველი წესით
დამუშავება.
ცალკე გამოყოფილი სასტერილიზაციო არ ფუნქციონირებს ასევე N12 დაწესებულებაშიც.
სტერილიზაციის პროცესი ხორციელდება სტომატოლოგიურ კაბინეტში მდებარე ე.წ. მშრალჰაეროვან
სტერილიზატორში.
სტომატოლოგს
გავლილი
აქვს
უწყვეტი
სამედიცინო
განათლების პროგრამა - „სტომატოლოგიურ მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების
კონტროლი“. ხარვეზებით მიმდინარეობს დეზინფექცია-სტერილიზაციის პროცესი N15
დაწესებულებაში330 არსებულ სტომატოლოგიურ კაბინეტშიც.
პენიტენციურ
დაწესებულებაში
მოეწყოს
აუცილებელია, რომ ყველა
სასტერილიზაციო
ოთახი
სტანდარტების
შესაბამისად.
რეკომენდაციები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს
ტუბერკულოზით დაავადებული ყველა პატიმარი, ტუბერკულოზის შემთხვევათა სათანადო
მართვის მიზნით, მოთავსდეს ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში
ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში უზრუნველყოს ინფექციის კონტროლის მოთხოვნების
სრული დაცვა
329
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სამმართველოს მიერ N11 დაწესებულებაში შემოწმება
ჩატარდა 08.11.2016 წელს.
330
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სამმართველოს მიერ N15 დაწესებულებაში შემოწმება
ჩატარდა 2016 წლის 28 ივლისსა და 9 აგვისტოს.
203
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
უზრუნველყოს პრევენციულ ჯანდაცვასთან დაკავშირებული ინფორმაციის პატიმრებისათვის
ხელმისაწვდომობა.
კვება და სასმელი წყალი
ციხის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს ყველა პატიმარი ჯანმრთელობისათვის
საჭირო კვებითი ღირებულების, კარგად მომზადებული და სასარგებლო საკვებით.331
პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა კვების ნორმები განსაზღვრულია საქართველოს
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
მინისტრისა
და
საქართველოს
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.332 ამავე
ბრძანებით დამტკიცებულია პატიმართა განსაკუთრებული (დიეტური) კვების საჭიროებები.
სპეციალური
პრევენციული
ჯგუფის
ვიზიტების
დროს
შემოწმდა
პენიტენციური
დაწესებულებების სამზარეულოში არსებული საკვები პროდუქტების ვარგისიანობის
ვადები. ამ კუთხით დარღვევა აღმოჩენილი არ ყოფილა, თუმცა, სპეციალური პრევენციული
ჯგუფის წევრებთან საუბრისას, პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული პატიმრების
უმეტესობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული საკვების
ხარისხსა და გემოზე, ამასთან მიუთითებდნენ საკვების სიმცირეზე.
სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარულ
და ფიტოსანიტარულ კონტროლს ახორციელებს. სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება
შემდეგი მექანიზმებით: ინსპექტირება, მონიტორინგი, ზედამხედველობა, დოკუმენტური
შემოწმება, ნიმუშის აღება.333 სახალხო დამცველის აპარატმა პენიტენციურ დაწესებულებებში
სასადილოების ინსპექტირებასთან დაკავშირებით N03-1/4437 და N03-3/10205 წერილებით
მიმართა სურსათის ეროვნულ სააგენტოს. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან 2016
წლის 10 ივნისის N09/363 პასუხის თანახმად 2016 წლის 17 თებერვალს შემოწმება ჩატარდა
პენიტენციური დეპარტამენტის N6 დაწესებულებაში, თუმცა შემოწმების შედეგები უცნობია.
2016 წლის 23 სექტემბერს მიღებული N09/7238 პასუხის თანახმად კი 2016 წლის 13
სექტემბერს შემოწმება ჩატარდა პენიტენციური დეპარტამენტის N9 დაწესებულებაში, სადაც
შემოწმების შედეგად დარღვევა არ გამოვლენილა.
სურსათის
ეროვნულ
სააგენტოს
პენიტენციურ
დაწესებულებებში
ვიზიტის
განხორციელებისთვის ესაჭიროება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
331
მანდელას წესები, წესი 22(1). ევროპული ციხის წესები, წესი 22.1-22.6.
დამტკიცებულია 2015 წლის 13 აგვისტოს №88-№01-34/ნ ბრძანებით.
333საქართველოს
სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის N2-3 ბრძანებით
დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს
დებულება“.
332
204
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ნებართვა. შესაბამისად, დაწესებულებაში ვიზიტი ხორციელდება სამინისტროს წინასწარი
ინფორმირების საფუძველზე.
სწორედ ამიტომ, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ
სასადილოს თანამშრომლები შემოწმების დღეს ამზადებენ უკეთესი ხარისხის საკვებს,
ვიდრე შემოწმებამდე ან შემოწმების შემდეგ. ასეთი ალბათობა კი, სურსათის ეროვნული
სააგენტოს დასკვნის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. საქართველოს სახალხო დამცველი
მიესალმება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ პენიტენციური დაწესებულებების
სასადილოების შემოწმების პრაქტიკას, თუმცა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ნებისმიერი
სახის შემოწმება უნდა განხორციელდეს მოულოდნელად, წინასწარი შეტყობინების გარეშე,
ხოლო შემოწმების შედეგები კი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული
მხარისთვის.
პატიმრებს უნდა ქონდეთ შესაძლებლობა ჰიგიენის, წესრიგისა და უსაფრთხოების
საკითხების გათვალისწინებით შეიძინონ ან სხვაგვარად მიიღონ საქონელი, საკვების და
სასმელის ჩათვლით, პირადი გამოყენებისთვის,
აღემატება
თავისუფალ
საზოგადოებაში
იმ ფასებში, რომლებიც ბევრად არ
არსებულ
ფასებს.334
ყველა
პენიტენციურ
დაწესებულებაში ფუნქციონირებს მაღაზია, სადაც პატიმარს შეუძლია შეიძინოს დამატებითი
კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების ჰიგიენის საშუალებები. პატიმართა
გადმოცემით, მათ არ აქვთ იმ პროდუქციის ჩამონათვალი (ფასებით), რაც დაწესებულების
მაღაზიაშია.
ამასთან, ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მაღაზიაში არსებული
პროდუქციის სიმცირისა და მაღალი ფასების გამო. სპეციალური პრევენციული ჯგუფის
მიერ აღნიშნული საკითხის შესწავლისას დადგინდა, რომ პენიტენციური დაწესებულებების
მაღაზიებს არ აქვთ იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომელსაც მიაწვდიან პატიმრებს. გარდა
ამისა,
პენიტენციური
დაწესებულების
გარეთ
დაწესებულების
არსებული
მაღაზიაში
მაღაზიის
არსებული
ფასებს
და
ფასები
შედარებამ
შეადარა
აჩვენა,
რომ
პენიტენციური დაწესებულებების მაღაზიაში ფასები დაახლოებით 10-20%-ით მაღალია. აქვე
გასათვალისწინებელია
პენიტენციურ
დაწესებულებებში
მოთავსებული
პატიმრების
ოჯახების მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა.
პატიმრობის
კოდექსის
თანახმად,
ბრალდებულს/მსჯავრდებულს
უფლება
აქვს,
დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით, ამანათის სახით მიიღოს დამატებითი კვების
პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები. .335 პენიტენციური დაწესებულებების
დებულებების თანახმად კი, ამანათის სახით პატიმარმა შესაძლებელია მიიღოს ყველა
სახეობის ხილი, კენკროვანი ხილის, ყურძნის, ნესვის და საზამთროს გარდა, ერთად,
არაუმეტეს, 5 კილოგრამისა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაწესებულებებში ამანათის სახით,
ძირითადად, ვაშლი, ბანანი და მსხალი შედის. იმ ფონზე, როდესაც დაწესებულების
ძირითად მენიუში ხილი მხოლოდ კომპოტის სახით არის წარმოდგენილი, ამანათით
334
335
ევროპული ციხის წესები, მუხ. 31.5.
მუხლი 23 (6).
205
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მხოლოდ 5 კილოგრამი ხილის მიღება არასაკმარისია. ეს განსაკუთრებით პრობლემურია
ისეთი პატიმრებისთვის, რომელთა ოჯახებიც არ ცხოვრობენ ახლოს, ან არა აქვთ
შესაძლებლობა ხშირად მიაწოდონ ხილი პატიმარს.
ევროპული ციხის წესების თანახმად, პატიმრებისათვის სუფთა სასმელი წყალი ნებისმიერ
დროს უნდა იყოს
ხელმისაწვდომი.336 უწყვეტი წყალმომარაგების პრობლემა კვლავ
გადაუჭრელია N3 დაწესებულებაში, სადაც პატიმრებს წყალი გრაფიკით მიეწოდებათ.
მნიშვნელოვანია, დაწესებულებამ მიიღოს ყველა საჭირო ზომა სასმელი წყლის უწყვეტი
ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. N17 დაწესებულებაში პატიმრებს 24 საათიანი
რეჟიმით მიეწოდებათ სასმელი წყალი, ხოლო შეფერხების შემთხვევაში დაწესებულებას
გააჩნია 60 ტონიანი რეზერვუარი და წყალი დამხმარე ავზის საშუალებით გრაფიკით
მიეწოდებათ, თუმცა პატიმრები აღნიშნავენ, რომ სასმელ წყალს პერიოდულად აქვს
სპეციფიკური გემო. დაწესებულების ადმინისტრაციის ინფორმაციით, წყლის მიწოდება
ხდება
შპს
„რუსთავის
წყლის“
მიერ
და
მისი
ხარისხი
ადგილზე
არ
მოწმდება.
მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად მოხდეს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული
სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი. საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში სასადილოების
შემოწმების პარალელურად სასმელი წყლის ხარისხიც უნდა შემოწმდეს.
რეკომენდაციები
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს:
შევიდეს ცვლილება პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში და გაიზარდოს
ამანათის სახით მიღებული ხილის საერთო რაოდენობა
მიიღოს ყველა საჭირო ზომა მაღაზიის სათანადო მომარაგების უზრუნველსაყოფად. ამასთან
უზრუნველყოს, რომ მაღაზიაში პროდუქცია იყიდებოდეს პატიმრებისათვის ხელმისაწვდომ
ფასად
მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა პატიმრებისთვის ხელმისაწვდომი იყოს დაწესებულების
მაღაზიაში არსებული პროდუქციის ჩამონათვალი - ფასების მითითებით
მიიღოს ყველა საჭირო ზომა N3 პენიტენციურ დაწესებულებაში წყალმომარაგების პრობლემის
აღმოსაფხვრელად
უზრუნველყოს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებისთვის პენიტენციურ
დაწესებულებებში შესვლის ნებართვის გაცემა გონივრული ვადით (მაგალითად, 6 თვით),
რათა სააგენტოს წარმომადგენლებს შეეძლოთ პენიტენციურ დაწესებულებებში შემოწმების
ჩატარება წინასწარი შეტყობინების გარეშე
336
წესი 22.5.
206
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსს
რეგულარულად,
წინასწარი
შეტყობინების
გარეშე
განხორციელდეს
პენიტენციური
დაწესებულებების სასადილოებისა და წყლის ხარისხის შემოწმება, ხოლო შემოწმების
შედეგები ხელმისაწვდომი გახდეს ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
განსაკუთრებული კატეგორიები
არასრულწლოვანი პატიმრები
პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მომსახურება, სადაც მოთავსებულია
არასრულწლოვანი
ბრალდებული/მსჯავრდებული,
უნდა
აკმაყოფილებდეს
მისი
ჯანმრთელობის დაცვისა და ღირსების პატივისცემის მოთხოვნებს.337 პეკინის წესების
კომენტარში მითითებულია, რომ პატიმრობაში მყოფი არასრულწლოვნის მოთავსების დროს
უპირატესობა
უნდა
დაწესებულებასთან
მიენიჭოს
შედარებით.
ღია
ტიპის
ამასთან,
დაწესებულებას
თითოეული
დახურული
დაწესებულება
ტიპის
უნდა
იყოს
გამოსასწორებელი ან საგანმანათლებლო ხასიათის და არა ციხის ტიპის.338
მსჯავრდებული, რომელსაც დაწესებულებაში მოთავსების მომენტისათვის არ შესრულებია
18
წელი,
თავსდება
N11
არასრულწლოვანთა
სარეაბილიტაციო
დაწესებულებაში.339
არასრულწლოვანი ბრალდებულები/მსჯავრდებულები ასევე თავსებიდან პენიტენციური
დეპარტამენტის N2 და N8 დაწესებულებებში.
მიუხედავად იმისა, რომ N2 და N8 დაწესებულებებში არასრულწლოვანი პატიმრები
იზოლირებულ
საცხოვრებელ
სრულწლოვან
პატიმრებთან ინტერაქციის საშუალება. მაგალითად, როდესაც ხდება
კორპუსში
არიან
განთავსებულები,
მათ
მაინც
აქვთ
არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანა ადვოკატთან ან კანონიერ
წარმომადგენელთან
შესახვედრად.
ამასთან,
სამეურნეო
ნაწილში
დასაქმებული
სრულწლოვანი მსჯავრდებულები არიგებენ საკვებს თითოეულ საკანში, მიუხედავად იმისა,
რომ აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებენ რეჟიმის თანამშრომლის ზედამხედველობით.
არასრულწლოვანი
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
დროებით
გადაყვანა
სხვა
დაწესებულებაში დასაშვებია პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ბრძანების
საფუძველზე
მხოლოდ
იმ
შემთხვევაში,
თუ
337
ეს
აუცილებელია
მისი
ან
სხვა
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მუხ. 79(1).
გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების
ადმინისტრირების შესახებ, წესი 19, იხ. ბმული http://www.un.org/documents/ga/res/40/a40r033.htm
[ბოლოს ნანახია 15.03.2017].
339 პატიმრობის კოდექსი, მუხლი 68, პირველი ნაწილი.
338
207
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
არასრულწლოვანთა უსაფრთხოებისათვის.340 2016 წელს N11 დაწესებულებიდან სულ
გადაიყვანეს 9 მსჯავრდებული, აქედან 6 მსჯავრდებული დაწესებულებიდან გადაიყვანეს
მას შემდეგ, რაც შეუსრულდათ 18 წელი, ხოლო 3 მსჯავრდებული უსაფრთხოების მიზნით
გადაიყვანეს N2 და N8 დაწესებულებებში. აღსანიშნავია, რომ არც-ერთ მსჯავრდებულს,
რომელიც გადაიყვანეს სხვა დაწესებულებაში სრულწლოვანების მიღწევის გამო, 12 კლასი
დასრულებული არ ჰქონდა.
ამავდროულად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 90-ე მუხლის მე-3
ნაწილის341
შესაბამისად,
სწავლის
დასრულების
მიზნით,
არასრულწლოვანთა
სარეაბილიტაციო დაწესებულებაში დარჩენის განცხადებით 18 წელს მიღწეულმა ხუთმა
მსჯავრდებულმა მიმართა ადმინისტრაციას, რომელთაგან ხუთივე დაკმაყოფილდა.
არასრულწლოვანთა N11 დაწესებულებიდან N8 და N2 დაწესებულებებში გადაყვანის
პრაქტიკის მართლზომიერების შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა 2016 წლის 13
აპრილს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს რეკომენდაციით
მიმართა.342 რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ არასრულწლოვნებმა
სასჯელი უნდა მოიხადონ სარეაბილიტაციო დაწესებულებაში და არ უნდა მოხდეს მათი
გადაყვანა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განუსაზღვრელი
ვადითა
და
დასაბუთების
რეაბილიტაციის
პროცესს
გარეშე,
და
რადგან
აღნიშნული
ეწინააღმდეგება
მნიშვნელოვნად
არასრულწლოვან
აფერხებს
მსჯავრდებულთა
საუკეთესო ინტერესებს. სახალხო დამცველმა მოუწოდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
მინისტრს, უზრუნველყოს თითოეული არასრულწლოვანი მსჯავრდებულისთვის სასჯელის
მოხდა არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მათი უფლებრივი
მდგომარეობის დაცვითა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ასევე მიუთითა,
რომ მიზანშეწონილია თავისუფლების აღკვეთის სხვა დაწესებულებაში არასრულწლოვანის
უსაფრთხოების
მიზნით
გადაყვანა
განხორციელდეს
მხოლოდ
კანონით
გათვალისწინებული ალტერნატიული და უფრო მსუბუქი ზომების გამოყენების შემდეგ,
უკიდურეს შემთხვევაში და სათანადოდ დასაბუთებით, როგორც დროებითი ღონისძიება.
აღნიშნული რეკომენდაციის პასუხად, სახალხო დამცველს ეცნობა, რომ კონკრეტული
მსჯავრდებულების გადაყვანა განპირობებული იყო არასრულწლოვანთა შორის მომხდარი
340
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მუხ. 89.
18 წელს მიღწეული მსჯავრდებული რესოციალიზაციის, ზოგადი განათლების მიღების და
პროფესიული მომზადების მიზნით, პირადი განცხადებით შესაძლებელია სასჯელის მოსახდელად
იმავე დაწესებულებაში იყოს დატოვებული, რომელშიც სრულწლოვანების მიღწევამდე იხდიდა
სასჯელს. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი
აღნიშნული დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე.
342
საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს,
13.04.2016, N10/3382.
341
208
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დაპირისპირების გამო, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, რადგან სხვა უფრო
მსუბუქი სასჯელის ზომის გამოყენება არ იქნებოდა ეფექტური.343
არასრულწლოვანი
მსჯავრდებულების
რეაბილიტაციის
პროცესში
განსაკუთრებული
მნიშვნელობა აქვს სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართვას. N2 და N8
დაწესებულებებში სასწავლო პროცესი მხოლოდ განათლების უწყვეტობას უზრუნველყოფს,
სარეაბილიტაციო
აქტივობები
კი
არ
არის
ისეთი
მრავალფეროვანი,
როგორც
არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში.
დადებითად უნდა შეფასდეს, რომ 2016 წელს არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მიმართ
დისციპლინური სახდელი გამოყენებული არ ყოფილა. რაც შეეხება წახალისებას, კარგი
ქცევისა და სარეაბილიტაციო აქტივობებში ჩართულობისთვის მადლობა გამოუცხადეს 24
მსჯავრდებულს, რაც დადებით პრაქტიკას წარმოადგენს და, მნიშვნელოვანია, რომ
მომავალშიც გაგრძელდეს და გაძლიერდეს ამგვარი წახალისება.
სახალხო დამცველი მიესალმება საქართელოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ერთობლივი ბრძანების მიღებას, რომლითაც განისაზღვრა არასრულწლოვანის საპატიმრო
სასჯელის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგია, წესი და
სტანდარტი.344
დასახელებული
ბრძანების
მიხედვით,
ინდივიდუალური
გეგმის
განხორციელების მაქსიმალური ვადა 12 თვეა. მისი ეფექტურად განხორციელებისათვის,
ყოველ სამ თვეში ერთხელ ხდება გეგმის გადახედვა,
6 თვის შემდეგ იწერება
პროგრესის/რეგრესის შუალედური ანგარიში, ხოლო 1 წლის შემდეგ - საბოლოო ანგარიში.
ინდივიდუალური გეგმის დასრულებამდე 1 თვით ადრე ხდება მისი შედეგების შეფასება,
განახლება ან/და ახალი ინივიდუალური გეგმის შედგენა.345
არასრულწლოვნების
დოკუმენტაციის
შესწავლისას
გამოვლინდა,
რომ
შეფასება
და
სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმა არსებობს ყველა ბენეფიციარზე, თუმცა გეგმები
ზოგადი ხასიათისაა და კონკრეტული აქტივობები დაზუსტებული არ არის. მაგალითად,
გეგმებში ხშირადაა ჩანაწერი „შეხვედრა ფსიქოლოგთან“ ან „შეხვედრა სოციალურ მუშაკთან“,
მაგრამ არ იკვეთება შეხვედრის მიზანი, საუბრის თემა და ა.შ. რაც არ იძლევა საშუალებას
დავინახოთ სრული სურათი და შეუძლებელია სპეციალისტების მხრიდან მიმდინარე
სამუშაოს იდენტიფიცირება.
343
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წერილი N MOC91600339130,
25.04.2016.
344
ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის
განსაზღვრის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 15 მარტის
ერთობლივი ბრძანება N132N95N23.
345
იქვე, დანართი 3, მუხ. 6, 8.
209
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს არასრულწლოვნის სასჯელის მოხდის ინდივიდუალური
გეგმის მნიშვნელობას და მიიჩნევს, რომ გეგმის შესრულება და მისი შესაძლო მოდიფიკაცია
უნდა
იყოს
მუდმივი
პროცესი,
რომელიც
მორგებული
იქნება
კონკრეტული
არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საჭიროებებს.
ევროსაბჭოს
მინისტრთა
კომიტეტის
რეკომენდაციით,346
თავისუფლებააღკვეთილი
არასრულწლოვნებისთვის გარანტირებული უნდა იყოს სხვადასხვა აქტივობა და ღონისძიება
ინდივიდუალური გეგმის მიხედვით, რომელიც მიზნად ისახავს ნაკლებად შემზღუდავი
რეჟიმის გზით გათავისუფლებისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციისათვის მომზადებას.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში პატიმრების უმეტესობა არაერთ პროგრამაში იყო
ჩართული. N11 დაწესებულების მიერ მთელი წლის განმავლობაში მსჯავრდებულთათვის
შემოთავაზებული
იყო
სხვადასხვა
ფსიქოსოციალური
პროგრამები,
კულტურული
ღონისძიებები და სპორტული აქტივობები.347
სახალხო
დამცველი
მიესალმება
არასრულწლოვან
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
სრული ზოგადი განათლების მიღებისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის
რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის და
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
მინისტრის
ერთობლივი
ბრძანების
მიღებას,
რომლითაც დეტალურად მოწესრიგდა არასრულწლოვანი პატიმრების მიერ ზოგადი
განათლების მიღების წესები.348
არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ფუნქციონირებს სკოლა,
რომელიც
თბილისის
ერთ-ერთ
საჯარო
სკოლასთან
არის
მიერთებული.
სკოლაში
ხორციელდება არასრულწლოვანთა ზოგადი განათლების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა.
აღნიშნული უზრუნველყოფს არასრულწლოვნების მიერ როგორც ექსტერნის ფორმით
პროგრამის დაძლევის შესაძლებლობას და შემდეგ საფეხურზე გადასვლას, ასევე საატესტატო
გამოცდების ჩაბარების შემდეგ ატესტატის მიღებას.
346
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია (2008) 11, „წევრი სახელმწიფოებისადმი
სანქციებს ან ზომებს დაქვემდებარებული არასრულწლოვანი სამართალდამრღვევების ევროპის
წესების შესახებ“, მუხლი 79.1; 79.2; იხილეთ ინგლისურ ენაზე:
https://wcd.coe.int/ViewDoc.jsp?id=1367113&Site=CM [ბოლოს ნანახია 15.03.2017].
347
დეტალურად N11 დაწესებულებაში განხორციელებული სარეაბილიტაციო აქტივობების შესახებ იხ.
ქვეთავი დღის განრიგი და სარეაბილიტაციო აქტივობები.
348
არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული ზოგადი განათლების მიღებისა და
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში
მიმდინარე სასწავლო პროცესის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 1-ლი
სექტემბრის ერთობლივი ბრძანება N110/ნ/N124.
210
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
N11 დაწესებულებისგან განსხვავებით, N8 და N2 დაწესებულებებში სასწავლო პროგრამა არ
არის მიერთებული არცერთ საჯარო სკოლასთან, შესაბამისად, ზოგადი განათლების მიღების
დამადასტურებელი დოკუმენტი არ გაიცემა. ზემოაღნიშნული სპეციალური სასწავლო
პროგრამის მიზანია განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფა, სანამ არასრულწლოვანი
ბრალდებულის სტატუსით იმყოფება დაწესებულებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე,
პატიმრები უმეტესად დიდ ინტერესს არ იჩენენ სასწავლო პროცესის მიმართ და ხშირად არ
ესწრებიან გაკვეთილებს.
გაერთიანებული
ერების
ორგანიზაციის
წესები
თავისუფლება
აღკვეთილ
არასრულწლოვანთა დასაცავად, ხაზს უსვამს არასრულწლოვანთა გარე სამყაროსთან
კონტაქტის
მნიშვნელობას
და
განმარტავს:
„ყველა
საშუალებით
უნდა
იქნეს
უზრუნველყოფილი, რომ არასრულწლოვანი სათანადო კონტაქტში იყოს გარე სამყაროსთან,
რაც სამართლიანი და ჰუმანური მოპყრობის არსებით ნაწილს შეადგენს და მნიშვნელოვანია
არასრულწლოვანის
საზოგადოებისაკენ
მოსაბრუნებლად“.349
არასრულწლოვანთა
N11
სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულებს კანონმდებლობის შესაბამისად აქვთ
ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნებით,
ვიდეოპაემნებითა და ტელეფონით სარგებლობის
უფლება.
რეკომენდაციები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს:
გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები, რათა ყველა არასრულწლოვანი პატიმარი მოთავსდეს
მიიღოს
არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში
ყველა
დაწესებულებაში
ზომა,
მოხდეს
რათა
არასრულწლოვნი
მხოლოდ
იმ
მსჯავრდებულის
შემთხვევაში,
თუ
გადაყვანა
გადაყვანა
სხვა
აუცილებელია
უსაფრთხოების დაცვის მიზნით, როდესაც სხვა ალტერნატიული ზომები არაეფექტურია,
სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილებით და უმოკლესი ვადით
მიიღოს ყველა ზომა, რათა N2 და N8 დაწესებულებაში მოთავსებულ არასრულწლოვან
ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს ჰქონდეთ განათლების მიღების იგივე შესაძლებლობა, რაც
აქვთ N11 დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვნებს.
ქალი პატიმრების უფლებრივი მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებებში
ქალ პატიმართა მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების
შესახებ გაეროს წესების (ბანგკოკის წესები) შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სისხლის
სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში გათვალისწინებულ იქნას ქალ პატიმართა
სპეციალური საჭიროებები.
349
გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები
ადმინისტრირების შესახებ (პეკინის წესები), მუხლი 59.
211
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების
ქალი პატიმრები, N5 პენიტენციური დაწესებულების გარდა, N2 დაწესებულებაშიც არიან
მოთავსებული. ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის N5 ქალთა
სპეციალურ
დაწესებულებაში350
შეადგენდა.
დახურული
351
2016
ტიპის
წელს
პატიმართა
თავისუფლების
საშუალო
აღკვეთის
რაოდენობა
N2
266
პენიტენციურ
დაწესებულებაში კი 2016 წლის განმავლობაში 55 ბრალდებული და 46 მსჯავრდებული ქალი
იყო მოთავსებული.352
სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად
დადგინდა, რომ N2 დაწესებულება არ არის მორგებული ქალი პატიმრების სპეციალურ
საჭიროებებზე და ვერ უზრუნველყოფს ქალი პატიმრების შესაბამის პირობებში მოთავსებას.
კონკრეტულად კი, დაწესებულებაში სახალხო დამცველის 2015 წლის ვიზიტის შემდგომ
ანგარიშში353
გაცემული
რეკომენდაციის
მიუხედავად,
დღემდე
პრობლემურია
ქალ
პატიმართა ჩართვა სარეაბილიტაციო აქტივობებში. აგრეთვე შეუსრულებელია სახალხო
დამცველის რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, სახალხო დამცველი მოითხოვდა N2
დაწესებულებაში სპორტული აქტივობების განხორციელებისათვის საჭირო პირობების
შექმნასა და რეგულარული მრავალფეროვანი სპორტული ღონისძიებების გამართვას.354
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში გაცემული
რეკომენდაციის
მიუხედავად,
N2
დაწესებულებაში
ისევ
პრობლემურია
ქალთა
რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებული ვითარება. კერძოდ,
დაწესებულებას არ ჰყავს გინეკოლოგი და პატიმრებს დიდი ხნის განმავლობაში უწევთ
მოწვეული გინეკოლოგის ლოდინი. აგრეთვე, 2015 წლის355 მსგავსად, საანგარიშო პერიოდშიც
პრობლემურია ქალ პატიმართა ჰიგიენური საფენებით უზრუნველყოფის საკითხი.
350
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №116, საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების
დამტკიცების შესახებ (შემდგომში N5 დაწესებულების დებულება).
351
საქართველოს
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
სამინისტრო,
საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის სტატისტიკის 2016 წლის ანგარიში
(შემდგომში სამინისტროს ანგარიში), ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
http://www.moc.gov.ge/ka/saqarthvelos-sasjelaghsrulebisa-da-probaciis-saministros-sistemis-statistikis-2016tslis-angarishi [ბოლოს ნანახია: 10.02.2017].
352
N2 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 17 იანვრის წერილი MOC 117 00037938
(საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში რეგისტრირებული – N03-3/200) (შემდგომში N2
დაწესებულების დირექტორის წერილი).
353 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებაში (2015 წლის
1-2
ივლისი)
განხორციელებული
ვიზიტის
შესახებ,
ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე:
http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3294.pdf [ბოლოს ნანახია: 19.02.2017] (შემდგომში N2
დაწესებულების 2015 წლის ვიზიტის შემდგომი ანგარიში).
354 N2 დაწესებულების დირექტორის წერილი.
355
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში სასჯელაღსრულების N5 ქალთა სპეციალურ
დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ (2015 წლის 19-20 თებერვალი), ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
212
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
2016 წელს საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში, სპეციალურმა
ჯგუფმა სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტთან
ერთად N5 დაწესებულების მონიტორინგი განახორციელა. ვიზიტი მიზნად ისახავდა 2015
წელს
გაცემული
რეკომენდაციების
შესრულების
შემოწმებას,
ქალი
პატიმრების
საჭიროებების გამოვლენას და შეფასებაზე დაყრდნობით რეკომენდაციების მომზადებას.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად, მონიტორინგის ჯგუფი დაეყრდნო როგორც ქვეყნის შიდა
კანონმდებლობას,
ასევე
ქალ
პატიმართა
მოპყრობისა
მსჯავრდებულ
და
ქალთა
არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ გაეროს წესებით (ბანგკოკის წესები) დადგენილ
სტანდარტებს.
სახალხო დამცველი მიესალმება 2015 წელს გაცემული რეკომენდაციების შესრულების
კუთხით გადადგმულ რიგ ნაბიჯებს. კონკრეტულად კი, სახალხო დამცველი დადებითად
აფასებს
ქალ
მსჯავრდებულთა
ტრანსპორტირების
საკითხის
გაუმჯობესებას,
რაც
გამოიხატება პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი
სამმართველოს ავტოპარკის განახლებაში.
სახალხო დამცველი ასევე მიესალმება N5 დაწესებულებაში 2016 წლის განმავლობაში
ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებს, რომლის ფარგლებშიც მოეწყო საპატიმრო ნაწილის
კორპუსის ორი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორი სპეციალური საკანი;
გარემონტდა
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
შემოწმება-დათვალიერების
ოთახი;
შეკეთდა სამედიცინო ნაწილში არსებული რამდენიმე პალატა, ოთახი და კაბინეტი, მათ
შორის, დაწესებულების თანამშრომელთა ოთახები. ასევე დადებითად უნდა შეფასდეს
პატიმრებისთვის განკუთვნილი საშხაპეების გარემონტება და პრივატულობის დაცვის
მიზნით საშხაპე კაბინაზე ფარდების ჩამოკიდება.
სახალხო დამცველი პოზიტიურად აფასებს N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში
რესოციალიზაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის კუთხით ჩატარებულ აქტივობებს.
ამ მხრივ აღსანიშნავია გათავისუფლებისათვის მომზადების, ოჯახურ სირთულეებთან
გამკლავებისა და კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარებისათვის ჩატარებული
ტრენინგები. მისასალმებელია დაწესებულებაში სპორტული და სხვა სახის კულტურული
ღონისძიებების, პროფესიული, სახელობო და სასწავლო ტრენინგების ჩატარება.
მისასალმებელია ის ფაქტი, რომ 2016 წლის მონაცემებით, თითქმის განახევრებულია
დისციპლინური სახდელების გამოყენების რაოდენობა. დადებითად უნდა აღინიშნოს ის
http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3285.pdf [ბოლოს
დაწესებულების 2015 წლის ვიზიტის შემდგომი ანგარიში).
213
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ნანახია:
19.02.2017](შემდგომში
N2
ფაქტი, რომ 2016356 წელს, წინა წელთან შედარებით,357 გაზრდილია პატიმართა წახალისება
მსჯავრდებულთა
სარეაბილიტაციო
აქტივობებში
მონაწილეობისათვის.
2016
წლის
მონაცემებით, ხანმოკლე პაემნების შეზღუდვა არ დაფიქსირებულა.
მიუხედავად აღნიშნული დადებითი ტენდენციებისა, დაწესებულებაში კვლავ არსებობს
პრობლემები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქალ პატიმართა მდგომარეობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ქალი პატიმრების უმრავლესობა მაღალი რისკის პატიმრებს არ
წარმოადგენს, უსაფრთხოების პროცედურები, როგორიცაა სხეულის სრული შემოწმება
გამოიყენება ბლანკეტურად, აუცილებლობის დაუსაბუთებლად და უსაფრთხოებასთან
დაკავშირებული რისკების ინდივიდუალური შეფასების გარეშე.
N5 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან
ირკვევა, რომ 2016 წლის განმავლობაში სრული შემოწმება/დათვალიერება დაწესებულებაში
მიღებისას ჩაუტარდა 1574 პატიმარს, ხოლო დაწესებულებიდან
გაგზავნისას – 1469
პატიმარს. სრული შემოწმება მოიცავს, როგორც სხეულის ნაწილების გაშიშვლებას, აგრეთვე
სხეულის შინაგან შემოწმებას, რომელსაც მედიცინის მუშაკი ატარებს.358
N5
დაწესებულების
განმავლობაში
დირექტორისგან
მიღებული
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
წერილის
სრული
თანახმად,
2016
წლის
შემოწმება/დათვალიერებისას
სხეულში აკრძალული ნივთი არ აღმოჩენილა.359 ის ფაქტი, რომ 2016 წლის განმავლობაში
არცერთი ბრალდებული/მსჯავრდებულის სრული შემოწმებისას არ იყო აღმოჩენილი რაიმე
სახის აკრძალული ნივთი მეტყველებს იმაზე, რომ დაწესებულებაში უსაფრთხოების
ღონისძიებების ზედმეტად გამოყენების საჭიროება არ არსებობს.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ გამოკითხული ქალი პატიმრების უმრავლესობა
აღნიშნავდა, რომ დაწესებულებაში ყოველი შემოსვლისას, მათ სთავაზობენ სრული
„გაშიშვლებით შემოწმებას“ ან
ალტერნატივად „შინაგან შემოწმებას“ გინეკოლოგიურად.
გამოკითხული პატიმრების უმრავლესობის აზრით, ისინი ასეთ შემთხვევაში იძულებულნი
არიან, „გაშიშვლებით შემოწმების“ ჩატარება აირჩიონ. ქალი პატიმრებისაგან მიღებული
ინფორმაციით, „გაშიშვლებული შემოწმება“ პრაქტიკაში გულისხმობს სხეულის ყველა
356
N5 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 16 იანვრის წერილი MOC 317 00036373
(საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში რეგისტრირებული – N03-3/193).
357
2015 წელს სარეაბილიტაციო აქტივობებში მონაწილეობისათვის წახალისდა 26 მსჯავრდებული;
358
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №116, საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების
დამტკიცების შესახებ, მუხლი 22, მე-4 და მე-9 ნაწილი.
359N5 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 16 იანვრის წერილი MOC 317 00036373
(საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში რეგისტრირებული – N03-3/193) (შემდგომში N5
დაწესებულების დირექტორის 2017 წლის წერილი).
214
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ადგილის
ერთბაშად
გაშიშვლებას.
ამასთანავე,
მათ,
გაშიშვლებულ
მდგომარეობაში
აკეთებინებენ ბუქნებს, მათ შორის, მენსტრუალური ციკლის დროს. რამდენიმე პატიმარმა
ასევე განაცხადა, რომ „გაშიშვლებულ შემოწმებასთან“ ერთად, დამატებით მოუწიათ
სკანირების გავლა.
გარდა იმისა, რომ ქალი პატიმრის სრული შემოწმების შემთხვევაში არ ხდება სრული
შემოწმების გამოყენების აუცილებლობის ინდივიდუალური დასაბუთება, პრობლემურია
სრული შემოწმების ჩატარების მეთოდი. კონკრეტულად კი, სრული შემოწმების დროს
ერთდროულად გაშიშვლების მოთხოვნა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.360
აგრეთვე, „ბუქნების გაკეთების“ მოთხოვნას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და
შესაბამისად, ეს მოთხოვნა არის უკანონო.
ქალი პატიმრების განცხადებით, ინსტრუმენტები, რომლითაც ტარდება მათი სამედიცინო
შემოწმება, სტერილური არ არის. გინეკოლოგიური სავარძლის გადასაფარებელი არ არის
ერთჯერადი მოხმარების და არც ექიმები არიან უზრუნველყოფილნი ერთჯერადი
ხელთათმანებით.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან საუბრისას პატიმრები უკმაყოფილებას
გამოხატავდნენ
იმასთან
დაკავშირებით,
რომ
პაემანზე
მოსული
არასრულწოვნების
შემოწმება ხდება გაშიშვლებით. ერთ-ერთმა პატიმარმა განაცხადა, რომ მასთან პაემანზე
მოსულ ბავშვებს გახადეს საცვლები და გააკეთებინეს ბუქნები, რის გამოც ისინი საშინლად
შეურაცხყოფილნი იყვნენ. აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანი ბავშვებისათვის სრული
შემოწმების მოთხოვნა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.361
ქალ პატიმართა მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების
შესახებ გაეროს წესების (ბანგკოკის წესები) შესაბამისად, სხეულის აგრესიული (ინვაზიური)
ჩხრეკა უნდა ჩაანაცვლოს შემოწმების ისეთმა ალტერნატიულმა მეთოდებმა, როგორიცაა
მაგალითად, სკანირება, რათა თავიდან იქნას აცილებული მათგან მიღებული საზიანო
ფსიქოლოგიური და შესაძლო ფიზიკური გავლენა.362
360
ევროპის საბჭო: წამების პრევენციის კომიტეტი, ანგარიში ჩეხეთის მთავარობისადმი ჩეხეთში
განხორციელებული ვიზიტის შესახებ, რომელიც განხორციელდა წამებისა და არაადამიანური და
დამამცირებელი მოპყრობის ევროპული კომიტეტის (СPT) მიერ 2014 წლის 1-10 აპრილის ჩათვლით,
პარა 85, გამოქვეყნდა 2015 წლის 31 მარტს, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე ვებგვერდზე:
http://hudoc.cpt.coe.int/eng#{"fulltext":["squat"],"CPTSectionID":["p-cze-20140401-en-30"]} [ბოლოს ნანახია:
10.02.2017].
361 ნელსონ მანდელას წესების შესაბამისად, სხეულის სრული შემოწმება მაქსიმალურად უნდა იქნეს
არიდებული მნახველების შემთხვევაში და ის არ უნდა გამოიყენებოდეს ბავშვების მიმართ.
362 გაეროს გენერალური ასამბლეა, გაეროს ქალ პატიმართა მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა
არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ წესები (ბანგკოკის წესები), წესი 19, 20, 2010 წლის 6 ოქტომბერი,
A/C.3/65/L.5.
215
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით
მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, რათა სხეულის აგრესიული
(ინვაზიური) ჩხრეკა ჩანაცვლებულიყო ისეთი ალტერნატიული მეთოდით, როგორიცაა
სკანირება. სახალხო დამცველი მიესალმება აღნიშნული რეკომენდაციის შესრულებისათვის
გადადგმულ ნაბიჯებს. კონკრეტულად კი, დადებითად უნდა შეფასდეს დაწესებულებაში
სკანერის აპარატის დამონტაჟება. მიუხედავად ამისა, როგორც მონიტორინგის დროს
დადგინდა,
დაწესებულებაში,
ალტერნატიული
მეთოდის
ყველა
არ
ხდება
სკანერის,
როგორც
აღსანიშნავია,
რომ
სკანერის,
როგორც
შემთხვევაში
გამოყენება.
ალტერნატიული მეთოდის გამოყენება, გულისხმობს არა სრული შემოწმების მეთოდთან
ერთად მის გამოყენებას, არამედ სრული შემოწმების (გაშიშვლებით შემოწმებისა და
გინეკოლოგიური შემოწმების) ალტერნატივას, რომლის გამოყენების შემდგომ არ უნდა
მოხდეს შემოწმების სხვა, დამატებითი მეთოდების გამოყენება.
რაც შეეხება დაწესებულების ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელ საკნებში არ არის საკმარისი
ხელოვნური ვენტილაცია. საპატიმრო განყოფილებაში არსებული საკნების სანიტარულჰიგიენური
მდგომარეობა
არადამაკმაყოფილებელია,
საკნები
საჭიროებს
სარემონტო
სამუშაოებს. საკნებში არ მოდის ცხელი წყალი, პატიმრებს ტანსაცმლის გარეცხვა უწევთ
ხელით, პირდაპირ ონკანის ქვეშ, ცივ წყალში, ხოლო პირადი ჰიგიენის დასაცავად უხდებათ
წყლის გაცხელება მადუღარით. საპატიმრო განყოფილების საკნებში მყოფი პატიმრების
განმარტებით, საშხაპეში ყოფნის დრო შეზღუდულია (როგორც პატიმრები ამბობენ,
შხაპისთვის 15-20 წუთი აქვთ). პატიმრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ სასმელი წყლის
ხარისხთან დაკავშირებით.
საპატიმრო განყოფილებაში არსებული სასეირნო ეზოები ვიზუალურად არ განსხვავდება
საკნებისგან. პატიმრობის განყოფილებაში მყოფი პატიმრებისთვის არ არსებობს სივრცე
ფიზიკური აქტივობებისთვის/ვარჯიშისათვის.
სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის ან ნებისმიერი მსგავსი ღონისძიების მიზანი,
საბოლოოდ, არის საზოგადოების დაცვა დანაშაულისგან და რეციდივის შემცირება. ამ
მიზნის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ციხეში გატარებული პერიოდი
შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს გათავისუფლების შემდეგ პიროვნების საზოგადოებაში
რეინტეგრაციას, ისე, რომ მან შეძლოს კანონმორჩილი ცხოვრება და საკუთარი არსებობის
უზრუნველყოფა. ამისათვის დაწესებულებამ ან სხვა უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა
უზრუნველყონ პატიმრის განათლება, პროფესიული სწავლება, მუშაობა და სხვა სახის
აღმზრდელობითი და სპორტული ხასიათის დახმარე აქტივობები. აუცილებელია, რომ
216
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ყველა
მსგავსი
პროგრამა,
აქტივობა
და
მომსახურება
პატიმარს
მიეწოდოს
მისი
ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.363
ბანგკოკის
წესების
შესაბამისად,
ქალ
პატიმრებს
ხელი
უნდა
მიუწვდებოდეთ
დაბალანსებულ და მრავლისმომცველ პროგრამებზე, რომლებიც გენდერისათვის შესაფერის
საჭიროებებს ითვალისწინებს.364
სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული ვიზიტისას, „A“ კორპუსში
მცხოვრები პატიმრები აცხადებდნენ, რომ ისინი არ იმყოფებიან სხვა პატიმრებთან თანაბარ
მდგომარეობაში, რაც გამოიხატება, დაწესებულების „C“ და „D“ კორპუსების ტერიტორიაზე
მცხოვრები პატიმრებისაგან განსხვავებით, მათთვის კომპიუტერის, სპორტული დარბაზისა
და სალონის რეგულარულად ხელმისაწვდომობის პრობლემაში. აღსანიშნავია, რომ იგივე
პრობლემა იდგა სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2015 წელს (19-20 თებერვალი)
განხორციელებული ვიზიტის დროს. შესაბამისად, აღნიშნული რეკომენდაცია დღემდე არ
შესრულებულა.
სახალხო
დამცველი
2015
წელს
გაცემულ
რეკომენდაციაში
აღნიშნავდა,
რომ
რესოციალიზაციის პროცესი კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს, რაც გულისხმობს კარგად
გააზრებული სამოქმედო გეგმის შემუშავებას, რომელიც ზოგადი ხასიათის ღონისძიებების
გატარებასთან ერთად, ინდივიდუალურ მიდგომასაც ითვალისწინებს. აღნიშნული გეგმის
შესაბამისად, რესოციალიზაციის ძირითადი საშუალებების გამოყენება უნდა ხდებოდეს
დანიშნული
სასჯელის,
ჩადენილი
დანაშაულის,
დამნაშავის
პიროვნების,
მისი
ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და ქცევის გათვალისწინებით.
სახალხო
დამცველი
მიესალმება
ქალი
პატიმრებისათვის
სასჯელის
მოხდის
ინდივიდუალური გეგმის შედგენის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს. მიუხედავად ამისა,
აღსანიშნავია, რომ მოცემული გეგმები ზოგადი ხასიათისაა და არ შეიცავს კონკრეტულ
ქმედებებს,
რომელიც
ქალ
მსჯავრდებულთა
რეაბილიტაციის
პროცესში
უნდა
განხორციელდეს.
ინდივიდუალური გეგმები არ იძლევა სრულ სურათს პატიმრის საჭიროებებისა და
პრობლემების
იდენტიფიცირების
შედეგად
სპეციალისტის
მიერ
დადგენილი
ან
გატარებული სამუშაოების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, უცვლელია სახალხო
დამცველის რეკომენდაცია რესოციალიზაციისათვის კარგად გააზრებული სამოქმედო
გეგმის
შემუშავებისა
და
პროგრამების
შერჩევისას
ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.
363
364
მანდელას წესები, წესი 4.
ბანგკოკის წესები, წესი 43 (1).
217
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ინდივიდუალური
მიდგომის
აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის მნიშვნელოვან კომპონენტს პატიმრის ფსიქოლოგიური
მხარდაჭერა წარმოადგენს. ბანგკოკის წესების შესაბამისად, საჭიროა განსაკუთრებული
ძალისხმევა,
რათა
უზრუნველყოფილ
იქნას
შესაბამისი
მომსახურება
იმ
ქალი
პატიმრებისთვის, რომლებსაც ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებათ, განსაკუთრებით კი
მათთვის, ვინც ფიზიკური, ფსიქიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.365
აღსანიშნავია, რომ დაწესებულებას არ ჰყავს კლინიკური ფსიქოლოგი, არ ტარდება
ფსიქოდიაგნოსტიკური კვლევა და სხვა ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოთერაპიული
აქტივობები.
მანდელას წესების შესაბამისად, დასაქმება მოიაზრება, როგორც რესოციალიზაციის ერთერთი
საშუალება.
სამუშაო
მეთოდები
და
ორგანიზება
უნდა
შეესაბამებოდეს
დაწესებულების ფარგლებს გარეთ არსებულ სამუშაოს, რათა პატიმრები თანდათანობით
მოემზადონ საზოგადოებასთან ინტეგრირებისთვის. ასევე, პატიმრებს უნდა ჰქონდეთ
სამუშაოს არჩევის შესაძლებლობა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ხელობის არჩევის წესსა და
დაწესებულების მართვისა და დისციპლინის მოთხოვნებს.366
მანდელას წესების შესაბამისად, პატიმრებისთვის მიცემული სამუშაო, შეძლებისდაგვარად,
ისეთი
უნდა
იყოს,
რომ
მათ
აუმაღლოს
ან
მიანიჭოს
კვალიფიკაცია,
რომელიც
გათავისუფლების შემდეგ კეთილსინდისიერი შრომის შესაძლებლობას მისცემს. სახალხო
დამცველი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ N5 დაწესებულება წარმოადგენს მოწინავე
დაწესებულებას პატიმრებისათვის მიზნობრივი და მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო
პროგრამების შეთავაზების კუთხით. ამ მხრივ აღსანიშნავია პროფესიული და სახელობო
კურსების შეთავაზების პრაქტიკა.
სახალხო დამცველი დადებითად აფასებს 2016367 წელს, 2015368 წელთან შედარებით, N5
დაწესებულებაში დასაქმებულ პატიმართა რაოდენობის გაზრდას. მიუხედავად ამისა,
მნიშვნელოვნად
მიაჩნია,
რომ
დაწესებულებაში
დამკვიდრდეს
ისეთი
სამუშაოების
შეთავაზების პრაქტიკა, რომელიც დაეხმარება პატიმრებს, აიმაღლონ კვალიფიკაცია და
დაწესებულების დატოვების შემდგომ შეძლონ აღნიშნული გამოცდილების გამოყენება.
365
ბანგკოკის წესები, წესი 42 (4).
მანდელას წესები, წესები (96-99).
367 2016 წელს დაწესებულების სამეურნეო ნაწილში დასაქმებული იყო 36 მსჯავრდებული, იხ. N5
პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 16 იანვრის წერილი MOC 317 00036373
(საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში რეგისტრირებული – N03-3/193).
368
2015 წელს დაწესებულების სამეურნეო ნაწილში დასაქმებული იყო 17 მსჯავრდებული, იხ.
პრევენციის ეროვნული მექანიზმი ანგარიში სასჯელაღსრულების N5 ქალთა სპეციალურ
დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ (2015 წლის 19-20 თებერვალი), გვ. 12, ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე: http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3285.pdf [ბოლოს ნანახია: 10.02.2017].
366
218
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან საუბრის დროს N5 დაწესებულებაში
მოთავსებული რამდენიმე პატიმარი მიუთითებდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან
არაგულმოდგინე,
არაგულისხმიერი
დამოკიდებულების
შესახებ.
ზოგი
პატიმრის
განცხადებით, ექიმები მათ არ უმარტავენ და არ აცნობენ ინფორმაციას მათი დაავადების
მიმდინარეობისა და რისკ ფაქტორების შესახებ. ზოგიერთი პატიმარი პრეტენზიას
გამოთქვამდა მედიკამენტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.
სახალხო
დამცველი
მიესალმება
N5
დაწესებულებაში
ხანგრძლივი
პაემანის
განხორციელებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას. აღსანიშნავია, რომ N5
პენიტენციურ
დაწესებულებაში
2016
წლის
განმავლობაში
58
ხანგრძლივი
პაემანი
განხორციელდა.
სახალხო
დამცველი
უარყოფითად
აფასებს
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
სამინისტროს მიერ საოჯახო პაემანთან დაკავშირებით კანონპროექტით შემოთავაზებულ
ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, საოჯახო პაემანით ქალი მსჯავრდებული ისარგებლებს
მხოლოდ პენიტენციური დაწესებულების დირექტორის წარდგინებითა და პენიტენციური
დეპარტამენტის დირექტორის ნებართვის შემთხვევაში.
დედათა და ბავშვთა მდგომარეობა
ბანგკოკის წესების თანახმად, „გადაწყვეტილება, თუ როდის შეიძლება ბავშვისა და დედის
დაშორება, მიღებული უნდა იქნას ინდივიდუალურ შეფასებაზე დაყრდნობით და ბავშვის
ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით, შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის
ფარგლებში.“369 2015 წელს სასჯელაღსრულების №5 დაწესებულებაში ვიზიტის შემდეგ
სახალხო დამცველმა ანგარიშში გასცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც მოითხოვდა,
ბავშვის დედისაგან განცალკევებისას არ ეხელმძღვანელათ მხოლოდ ფორმალური წესებით
და გადაწყვეტილებისას მიღებისას ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და განვითარების
დონე გაეთვალისწინებინათ.370
ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ქალ პატიმრებს უნდა მიეცეთ მეურვის
მოძიების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში ბანგკოკის წესები გონივრული ვადით პატიმართა
დროებითი გათავისუფლების შესაძლებლობასაც იძლევა. ნებისმიერი გადაწყვეტილების
მიღების დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ბავშვთა საუკეთესო ინტერესები, რომელიც
369
წესები ქალ პატიმართა მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების
შესახებ (ბანგკოკის წესები), წესი 52.
370 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში სასჯელაღსრულების N5 ქალთა სპეციალურ
დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ (2015 წლის 19-20 თებერვალი), ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3285.pdf [ბოლოს ნანახია: 19.02.2017].
219
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სასჯელაღსრულების
სისტემისთვის
დამახასიათებელი
საჯარო
ინტერესებით
უნდა
დაბალანსდეს.371
სახალხო დამცველმა 2015 წლის ვიზიტის შემდგომ ანგარიშში მოითხოვა ბავშვის მიერ
დაწესებულების დატოვების პროცედურების გადახედვა და დახვეწა ბავშვის საუკეთესო
ინტერესების გათვალისწინებით. რეკომენდაციის მიზანი იყო ბავშვის გარე სამყაროსთან
შეგუების უზრუნველყოფა და ბავშვის დედასთან განშორების პროცესში ტრავმირების
მინიმუმამდე შემცირება.372
სახალხო დამცველი მიესალმება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ
მომზადებულ პატიმრობის კოდექსსა და თანმდევ კანონებში საკანონმდებლო ცვლილებათა
პაკეტს,
რომელიც
დედათა
მიერ
პენიტენციური
დაწესებულების
დატოვებასთან
დაკავშირებულ რეგულაციებს ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიხედვით, სამი წლის ასაკის მიღწევის გამო, ბავშვის მიერ თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულების დატოვებისას, იმისათვის, რომ იგი გარე სამყაროს შეეგუოს და
ბავშვის ტრავმირება დედასთან განშორების დროს მინიმუმამდე შემცირდეს, ცვლილებები
შედის პატიმრობის კოდექსის 72-ე მუხლში, კერძოდ, ქალ მსჯავრდებულს, რომელსაც
დაწესებულებაში ჰყავდა 3 წლამდე ბავშვი და 3 წლის ასაკის მიღწევის გამო ბავშვმა დატოვა
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, მიეცემა უფლება, პენიტენციური დეპარტამენტის
დირექტორის გადაწყვეტილებით, ბავშვის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების
დატოვებიდან
ერთი
თავისუფლების
წლის
აღკვეთის
განმავლობაში,
უქმე
დაწესებულება.
დღეებში
(შაბათ-კვირა)
გადაწყვეტილების
დატოვოს
მიღებისას
გათვალისწინებული იქნება მსჯავრდებულისგან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროება,
მისი პიროვნული თვისებები, კრიმინალური წარსული, დანაშაულის ხასიათი, მოტივი,
მიზანი, დამდგარი შედეგი, სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები,
რომლებსაც პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი გადაწყვეტილების მიღების დროს
გაითვალისწინებს.
სახალხო დამცველი დადებითად აფასებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი
ბავშვის სამი წლის ასაკის მიღწევის გამო დაწესებულების დატოვების წესისა და პირობების
განსაზღვრის თაობაზე მუშაობის დაწყების ვალდებულების კანონპროექტის გარდამავალი
დებულებით განსაზღვრას. სახალხო დამცველი დააკვირდება აღნიშნული წესის მიღებისა და
განხორციელების პროცესს.
371
წესები ქალ პატიმართა მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების
შესახებ (ბანგკოკის წესები), წესი 52 2. 3.
372 სახალხო დამცველის ვიზიტის შემდგომი ანგარიში.
220
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ბანგკოკისა373 და მანდელას374 წესების შესაბამისად, დედისა და ბავშვის დაწესებულებაში
მიღების შემთხვევაში, დაუშვებელია მშობელთან ციხეში მცხოვრებ ბავშვთან პატიმარივით
მოპყრობა.
2016
წლის
განმავლობაში
N5
დაწესებულების
დედათა
და
ბავშვთა
განყოფილებაში მოთავსდა 32 მცირეწლოვანი ბავშვი.
სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში
დედებთან
ერთად
მოთავსებული
ბავშვების
აღზრდისთვის შექმნილი გარემო მაქსიმალურად უნდა იქნას მიახლოებული ციხის გარეთ
მყოფი
ბავშვის
გარემოსთან“375.
დედათა
და
ბავშვთა
საცხოვრებელი პირობები და ჰიგიენური მდგომარეობა
საცხოვრებელი
კორპუსის
დამაკმაყოფილებელია. სახალხო
დამცველი დადებითად აფასებს 2015 წელს გაცემული რეკომენდაციის შესრულებას,
კონკრეტულად კი, მისასალმებელია დედათა და ბავშვთა განყოფილებების საცხოვრებელ
კორპუსში რემონტისა და ავეჯის განახლების სამუშაოების ჩატარება.
სახალხო დამცველი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ ბავშვები უზრუნველყოფილი არიან
გეგმიური სამედიცინო მომსახურებით, საჭირო საკვებით და ჰიგიენური საშუალებებით.
დაწესებულებაში პედიატრი, გეგმიურად, კვირაში ერთხელ დადის, თუმცა, შესაძლებელია
გამოძახებაც. ბავშვთა კვებას, საჭიროების შესაბამისად, დაწესებულების პედიატრი უკვეთს.
დადებითად უნდა შეფასდეს დედისა და ბავშვის კვებისა და ჰიგიენური საშუალებებით
მომარაგების საკითხი.
სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ ფსიქოლოგი დაწესებულებაში
დედებთან ვერ მუშაობს. დედებისათვის არ ტარდება სპეციფიკური ფსიქოლოგიური
განათლების სესიები ბავშვის აღზრდის და მოვლის უნარ-ჩვევების ასათვისებლად.
სათანადო
კვალიფიკაციური
კადრის
არყოლის
გამო
ასევე
არ
ტარდება
ფსიქოდიაგნოსტიკური კვლევები.
რეკომენდაციები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს:
მიიღოს ყველა ზომა, რათა N2 დაწესებულებაში ქალი პატიმრები უზრუნველყოფილნი იყვნენ
რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ გინეკოლოგის რეგულარული კონსულტაციით
მიიღოს ყველა ზომა, რათა N2 დაწესებულებაში განხორციელდეს ქალი პატიმრების
ჰიგიენური საფენებით უზრუნველყოფა
მიიღოს ყველა ზომა, რათა N2 დაწესებულებაში მყოფი ქალი პატიმრებისათვის შეთავაზებულ
იქნას საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო აქტივობები
373
ბანგკოკის წესები, წესი 49.
მანდელას წესები, წესი 29 (2).
375 იქვე, წესი 51.
374
221
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა დაწესებულებაში მიღების დროს ქალი პატიმრების
მიიღოს ყველა ზომა, რათა ქალი პატიმრების საკნებში მოდიოდეს ცხელი წყალი ჰიგიენური
შემოწმება მოხდეს ისე, რომ არ შეილახოს მათი ღირსება
პროცედურების ჩასატარებლად
მიიღოს ყველა ზომა, რათა ქალი პატიმრებისათვის სასჯელის მოხდის ინდივიდუალური
გეგმები
შეიცავდეს
კონკრეტულ
ქმედებებს,
რომელიც
უნდა
განხორციელდეს
ქალ
მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროცესში
დაწესებულებაში დამკვიდრდეს ისეთი სამუშაოების შეთავაზების პრაქტიკა, რომელიც
დაეხმარება მათ აიმაღლონ კვალიფიკაცია და დაწესებულების დატოვების შემდგომ შეძლონ
აღნიშნული გამოცდილების გამოყენება
მიიღოს ყველა ზომა, რათა დედისა და ბავშვის განშორების პროცესში მაქსიმალურად მოხდეს
ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და განვითარების დონის გათვალისწინება და
გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე
მიიღოს ყველა ზომა, რათა დაწესებულებაში ტარდებოდეს ფსიქოდიაგნოსტიკური კვლევა
ქალი
მსჯავრდებულებისათვის,
რომელთაც
3
წლამდე
ასაკის
ბავშვი
ჰყავთ
და
უზრუნველყოფილ იქნას ფსიქოლოგის დედასთან მუშაობა
მიიღოს ყველა ზომა, რათა ქალი მსჯავრდებულებისათვის, რომელთაც 3 წლამდე ასაკის
ბავშვი ჰყავთ, ჩატარდეს სპეციფიკური ფსიქოგანათლების სესიები ბავშვის აღზრდის და
მოვლის უნარ-ჩვევების ასათვისებლად
მიიღოს ყველა ზომა, რათა „A“ კორპუსში მცხოვრებ პატიმრებს, „C“ და „D“ კორპუსების
ტერიტორიაზე მცხოვრები პატიმრების მსგავსად, მიუწვდებოდეთ ხელი კომპიუტერის,
სპორტული დარბაზისა და სალონის მომსახურებაზე.
უვადოდ თავისუფლება აღკვეთილი პირები
უვადოდ
თავისუფლებააღკვეთილი
პირები
მოთავსებული
არიან
პენიტენციური
დეპარტამენტის N6, N7 და N8 დაწესებულებებში. უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი
პირები განსაკუთრებულად მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ. შესაბამისად, აღნიშნული
პირების მიმართ მოპყრობა უნდა იყოს ისეთი, რომ ხელი შეუწყოს მათი თავმოყვარეობისა და
პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდას.376
ევროპის
საბჭოს
მინისტრთა
კომიტეტის
რეკომენდაციის
თანახმად,
უვადოდ
თავისუფლებააღკვეთილ პირს უნდა შეექმნას ადეკვატური მატერიალური პირობები, მიეცეს
შესაძლებლობა
იზრუნოს
საკუთარ
ფიზიკურ,
ინტელექტუალურ
და
ემოციურ
376
გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ (ნელსონ მანდელას
წესები), წესი 65 და 66.
222
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სტიმულირებაზე
და
მაქსიმალურად
უზრუნველყოფილი
ჰქონდეს
კონტაქტი
გარე
სამყაროსთან.377
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის მიერ 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში
გაცემული რეკომენდაციის მიუხედავად, დაწესებულებებში, სადაც უვადოდ თავისუფლება
აღკვეთილი პირები არიან მოთავსებული, 2016 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა
მრავალფეროვანი
და
სისტემატური
ხასიათის
სარეაბილიტაციო
აქტივობები.
კონკრეტულად, N6 და N7 დაწესებულებაში საანგარიშო წლის მანძილზე სარეაბილიტაციო
პროგრამები საერთოდ არ განხორციელებულა. N6 დაწესებულების დირექტორის წერილის
თანახმად, გამომდინარე იქედან, რომ N6 დაწესებულება წარმოადგენს განსაკუთრებული
რისკის დაწესებულებას, უსაფრთოხების ნორმებიდან გამომდინარე, მასში მოთავსებული
პატიმრებისთვის არ განხორციელებულა პროფესიული განათლების, ხელობის შესწავლისა
და სხვა სახის სარეაბილიტაციო აქტივობები.378
რაც შეეხება N8 დაწესებულებას, აქ რამდენიმე უვადოდ თავისუფლებააღკვეთილმა პირმა
მონაწილეობა მიიღო საგანმანათლებლო და პროფესიულ პროგრამებში (ინგლისური ენის
კურსები, მართვის მოწმობის კურსები, ქართული ენის შემსწავლელი კურსები), რაც
მისასალმებელია.
მიუხედავად
ინდივიდუალურ
საჭიროებებზე
მრავალფეროვან
აქტივობებად.
ამისა,
ხსენებული
პროგრამები
ძნელია
შეფასდეს
მორგებულ,
რეგულარულ,
მიზანმიმართულ
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
უცვლელია
და
სახალხო
დამცველის რეკომენდაცია, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებს მიეცეთ საშუალება
მონაწილეობა მიიღონ რეაბილიტაციისათვის აუცილებელ სხვადასხვა მიზანმიმართულ და
მრავალფეროვან ღონისძიებებში, ასევე მიეცეთ დასაქმების შესაძლებლობა.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, განსაკუთრებული
ყურადღება უნდა მიექცეს უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირებისა და გრძელვადიანი
პატიმრებისათვის სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შემუშავებას.379
2015 წელს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულებისთვის
უზრუნველეყო სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შედგენა. სახალხო დამცველი
377
ევროპის საბჭო, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პატიმრების მენეჯმენტი, მიღებულია ევროპის
საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ, პარა. 21-25, 2003 წელი. ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
https://www.coe.int/t/dghl/standardsetting/cdpc/(Rec%20_2003_%2023%20E%20Manag%20PRISON%20ADM
%20Life%20Sent%20Pris%20%20REPORT%2015_205).pdf [ბოლოს ნანახია: 02.03.2017].
378 N6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 17 იანვრის წერილი MOC7 17 00040633
(საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში რეგისტრირებული – N03-3/205).
379
მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია REC(2006), 2, წევრი სახელმწიფოებისადმი ევროპულ ციხის
წესებთან დაკავშირებით (მიღებულია მინისტრთა კომიტეტის მიერ 2006 წლის 11 იანვარს.
223
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მიესალმება N8 დაწესებულებაში უვადოდ
თავისუფლებააღკვეთილი პირებისთვის
სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შედგენის საპილოტე პროგრამის
დაწყებას.
მუხედავად ამისა, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების მიერ მსჯავრდებულებთან
გასაუბრების შედეგად გაირკვა, რომ მათმა უმრავლესობამ არ იცოდა აღნიშნული გეგმის
არსებობის შესახებ.
სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა
შეისწავლა უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი
რამდენიმე პირის სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმა. გეგმებში მოცემულია ზოგადი
ინფორმაცია მსჯავრდებულის დანაშაულებრივი ქცევის, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული
საშუალებების
მიმართ დამოკიდებულების,
ცხოვრების
წესის, ღირებულებებისა
და
ინტერესების შესახებ, თუმცა გეგმები ზოგადი ხასიათისაა და არ შეიცავს კონკრეტულ
ქმედებებს,
რომლებიც
უნდა
განხორციელდეს
უვადოდ
თავისუფლებააღკვეთილ
მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროცესში. ინდივიდუალური გეგმები არ იძლევა სრულ
სურათს მსჯავრდებულის საჭიროებებისა და პრობლემების იდენტიფიცირების შედეგად
სპეციალისტის მიერ გაწეული ან დაგეგმილი სამუშაოების შესახებ.
მნიშვნელოვანია, რომ უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებს მიეცეთ შესაძლებლობა
შესაბამისი
ზედამხედველობის
პირობებში,
რეგულარული
ინტერვალებით
ჰქონდეთ
კომუნიკაცია საკუთარი ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან, როგორც მიმოწერით, ასევე
ვიზიტების მეშვეობით.
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი თავის ანგარიშში მიუთითებს, რომ პაემნების
რაოდენობა არ უნდა იყოს დამოკიდებული დაწესებულების ტიპზე და ჩადენილ
დანაშაულზე. მნიშვნელოვანია, რომ უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირებს მიეცეთ მეტი
ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემანი, რაც ხელს შეუწყობს ოჯახის წევრებთან მყარი კავშირის
შენარჩუნებასა და რეაბილიტაციას.380
უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირებს უფლება აქვთ 1 თვის განმავლობაში ჰქონდეთ 1
ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი.381
უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებს აგრეთვე უფლება აქვთ, 1 წლის განმავლობაში
ჰქონდეთ 2 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 1 დამატებითი
ხანგრძლივი პაემანი.382
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პაემნების რაოდენობა არ უნდა იყოს დამოკიდებული
დაწესებულების ტიპსა და ჩადენილ დანაშაულზე. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ
380
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ვიზიტი საქართველოში, (2015) ხელმისაწვდომია:
http://www.cpt.coe.int/documents/geo/2015-42-inf-eng.pdf [ბოლოს ნანახია: 14.03.2017].
381
საქართველოს პატიმრობის კოდექსი, 65-ე მუხლის პირველი ნაწილი ,,ბ’’ პუნქტი.
382 საქართველოს პატიმრობის კოდექსი, 65-ე მუხლის პირველი ნაწილი ,,დ’’ პუნქტი.
224
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახის
წევრებთან მყარი კავშირის შენარჩუნება, რამაც შესაძლებელია პოზიტიური გავლენა
იქონიოს მსჯავრდებულის რეაბილიტაციის პროცესზე.
სახალხო
დამცველი
აუცილებლად
მიიჩნევს
აღნიშნულიდან გამომდინარე,
უვადოდ
თავისუფლებააღკვეთილი
მსჯავრდებულებისთვის ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნების რაოდენობის გაზრდას.
სახალხო
დამცველი
მიესალმება
თავისუფლებააღკვეთილი
N6
პირებისთვის
დაწესებულებაში
ხანგრძლივი
მოთავსებული
პაემნით
უვადოდ
სარგებლობისთვის
შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას. აგრეთვე, დადებითად უნდა აღინიშნოს N8
დაწესებულებაში
მოთავსებული
უვადოდ
თავისუფლებააღკვეთილი
პირების
N6
დაწესებულებაში გადაყვანის პრაქტიკა ხანგრძლივი პაემნით სარგებლობისათვის, თუმცა
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ ხანგრძლივი პაემნის ინფრასტრუქტურა ასევე უნდა
შეიქმნას N8 დაწესებულებაში. სამწუხაროდ, წლის განმავლობაში, N7 დაწესებულებაში
მოთავსებული უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულები ვერ სარგებლობდნენ
ხანგრძლივი პაემნით.
რეკომენდაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს
მიიღოს ყველა ზომა, რათა უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირები უზრუნველყოფილები
იყვნენ მრავალფეროვანი და სისტემატური ხასიათის სარეაბილიტაციო აქტივობებით
მიიღოს ყველა ზომა უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულების საჭიროებებზე
მორგებული სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის დასანერგად
მიიღოს ყველა ზომა, რათა პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ უვადოდ
თავისუფლებააღკვეთილ
მსჯავრდებულებს,
მათი
სურვილის
შემთხვევაში,
მიეცეთ
დასაქმების შესაძლებლობა
მაქსიმალურად შეუწყოს ხელი უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირს, შეინარჩუნოს
ურთიერთობა ოჯახის წევრებთან
უზრუნველყოს პატიმრობის კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის შემუშავება,
რომელიც დაარეგულირებს უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირებისთვის ხანმოკლე და
ხანგრძლივი პაემნების რაოდენობის გაზრდას; ცვლილებათა პროექტის მთავრობისთვის
წარდგენა პარლამენტში ინიცირებისათვის
წინადადება საქართველოს პარლამენტს
შევიდეს
ცვლილება
პატიმრობის
კოდექსში,
რომლის
მიხედვითაც,
უვადოდ
თავისუფლებააღკვეთილი პირებისთვის გაიზრდება ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნების
რაოდენობა
225
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
პატიმრობაში მყოფი ბრალდებულები
საანგარიშო
პერიოდში
ბრალდებულები
მოთავსებულები
იყვნენ
პენიტენციური
დეპარტამენტის N2, N3, N5, N6, N7, N8 და N9 დაწესებულებებში. 2016 წლის დეკემბერში
პატიმრობაში
იმყოფებოდა
1
104
ბრალდებული,
მათ
შორის,
42
ქალი
და
3
არასრულწლოვანი.
პატიმრობის კოდექსით განისაზღვრება დაწესებულების პასუხისმგებელი პირის მიერ
პატიმრობაში მყოფი ბრალდებულისთვის მისი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობის
ვალდებულება,383
თუმცა
სპეციალური
პრევენციული
ჯგუფის
მიერ
ჩატარებული
მონიტორინგის დროს გამოვლინდა, რომ ბრალდებულებს არ აქვთ სათანადო ინფორმაცია
საკუთარი უფლებების შესახებ.
გაეროს პატიმართა მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესების („მანდელას წესები“)
თანახმად,384 ბრალდებულები უნდა მოთავსდნენ მსჯავრდებულებისგან განცალკევებით.
მიუხედავად აღნიშნული მოთხოვნისა, სპეციალური პრევენციული ჯგუფის ვიზიტების
დროს ბრალდებულები და მსჯავრდებულები ერთად იყვნენ მოთავსებულები N2 და N8
პენიტენციურ დაწესებულებებში.
პატიმრობის კოდექსის თანახმად,385 ერთ ბრალდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა
პატიმრობის დაწესებულებაში არ უნდა იყოს 3 კვ. მეტრზე ნაკლები. წამების პრევენციის
ევროპული კომიტეტის რეკომენდაციით, ყველა პატიმარი უზრუნველყოფილი უნდა იყოს 4
კვ.მ. ფართობით.386 სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია თითოეული
ბრალდებული უზრუნველყოფილი იყოს არანაკლებ 4 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით.
მიუხედავად
სახალხო
დამცველის
არაერთი
რეკომენდაციისა
პენიტენციურ
დაწესებულებებში მოთავსებული ბრალდებულებისთვის 4 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი
უზრუნველყოფილი არ არის.
პენიტენციურ
დაწესებულებაში
გათვალისწინებული
მოთავსებული
სარეაბილიტაციო
აქტივობები.
ბრალდებულებისთვის
ერთადერთი
არ
არის
აქტივობა,
რითიც
პატიმრობაში მყოფი ბრალდებულები სარგებლობენ, დღის განმავლობაში ერთსაათიანი
გასეირნებაა.387 როგორც სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებულმა
მონიტორინგმა აჩვენა, საკანში ყოფნის დროს ბრალდებულებს არ აქვთ შესაძლებლობა
383
პატიმრობის კოდექსი, მუხლი 97, ნაწილი 1.
წესი 119.
385
პატიმრობის კოდექსი, მუხლი 15, ნაწილი 3.
386 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ვიზიტი საქართველოში, პარაგრაფი 119, CPT/Inf (2015)
ხელმისაწვდომია: http://www.cpt.coe.int/documents/geo/2015-42-inf-eng.pdf [ბოლოს ნანახია: 22.02.2017].
387 პატიმრობის კოდექსი, მუხლი 14, I ნაწილი, „ზ“ პუნქტი.
384
226
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დაკავდნენ მათთვის საინტერესო აქტივობებით. საქართველოს სახალხო დამცველმა 2015
წლის ანგარიშში მიუთითა, რომ ბრალდებულების სარეაბილიტაციო აქტივობებში ჩართვა
დადებით გავლენას მოახდენს მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. აღნიშნულ
საკითხებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
მინისტრს შესაბამისი რეკომენდაციით მიმართა, თუმცა ეს რეკომენდაცია არ შესრულებულა.
„ევროპული ციხის წესების“ 99-ე წესის შესაბამისად, ბრალდებულებს, მსჯავრდებულების
მსგავსად, უნდა ჰქონდეთ უფლება შეინარჩუნონ კონტაქტი ოჯახთან და გარე სამყაროსთან.
გაეროს
სპეციალურმა
მომხსენებელმა
წამების
საკითხებში,
2015
წლის
ანგარიშში
საქართველოში ვიზიტის შესახებ, ყურადღება გაამახვილა პატიმრობაში მყოფი პირების
უდანაშაულობის პრეზუმფციაზე და ხაზი გაუსვა ბრალდებულის ოჯახთან კონტაქტის
მნიშვნელობას.388
პატიმრობის კოდექსის მიხედვით, ბრალდებულს აქვს ხანმოკლე პაემნის, მიმოწერის და
სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება.[1] თუ, 2016 წლის 1 იანვრამდე,
ბრალდებულს ხანმოკლე პაემნით სარგებლობა შეეძლო მხოლოდ პროკურორის ან
გამომძიებლის ნებართვით, ხოლო მიმოწერისა და სატელეფონო ზარების განხორციელება
გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს ნებართვის საფუძველზე, 1 იანვრის შემდეგ
აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნა. თუმცა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ბრალდებულს
ხანმოკლე პაემნის უფლება შეიძლება შეეზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის
დადგენილებით, [2] ხოლო მიმოწერისა და სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება
გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილების საფუძველზე.[3]
2016 წელს ბრალდებულებს 336 შემთხვევაში შეეზღუდათ ხანმოკლე პაემნის, სატელეფონო
ზარის და მიმოწერის უფლება.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია გარე სამყაროსთან კონტაქტის
შეზღუდვა მოხდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, ემსახურებოდეს გამოძიების
ინტერესებს
და
არ
წარმოადგენდეს
დამატებითი
სასჯელს.
შესაბამისად,
პროკურორის/გამომძიებლის მიერ ამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების თავიდან
ასაცილებლად, ყოველი
ამგვარი
შეზღუდვა
მოტივირებული
უნდა იყოს
მხოლოდ
გამოძიების ინტერესით და მკაფიოდ უნდა იყოს დასაბუთებული.
დღეს მოქმედი პატიმრობის კოდექსი არ ითვალისწინებს ბრალდებულის უფლებას,
ისარგებლოს ხანგრძლივი პაემნის უფლებით. საქართველოს სახალხო დამცველის აზრით,
388
გაეროს სპეციალური მომხსენებლის ვიზიტის ანგარიში, 6 ნოემბერი, 2015.
პატიმრობის კოდექსი, მუხლი 77, 79.
[2]
პატიმრობის კოდექსი, მუხლი 79.
[3]
პატიმრობის კოდექსი, მუხლი 79.
[1]
227
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
აღნიშნული
შეზღუდვა
დაუსაბუთებელია
უფლებათა
ევროპული
სასამართლოს
და
წინააღმდეგობაში
პრეცედენტულ
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ პატიმრობის კოდექსში უნდა
გამოძიების
ინტერესების
გათვალისწინებით,
მოდის
სამართალთან.389
განისაზღვროს
ადამიანის
შესაბამისად,
შევიდეს ცვლილება და
პატიმრობაში
მყოფ
ბრალდებულთათვის ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის წესი.
რეკომენდაციები
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს
გაიზარდოს პატიმრობაში მყოფი ბრალდებულების ყოველდღიურად სუფთა ჰაერზე ყოფნის
დრო
მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბრალდებულთა სხვადასხვა
სარეაბილიტაციო აქტივობებში ჩართვა
უზრუნველყოს „პატიმრობის კოდექსში“ შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება,
რომელიც დაარეგულირებს ბრალდებულებისთვის მინიმალურ საცხოვრებელ ფართად 4 კვ.მის
განსაზღვრის
საკითხს;
წარუდგინოს
მთავრობას
ცვლილებები
პარლამენტში
ინიცირებისათვის
უზრუნველყოს „პატიმრობის კოდექსში“ შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება,
რომლებიც დაარეგულირებენ ბრალდებულების მიერ ხანგრძლივი პაემნით
სარგებლობის
საკითხს; წარუდგინოს მთავრობას ცვლილებები პარლამენტში ინიცირებისათვის
წინადადება საქართველოს პარლამენტს
შევიდეს
ცვლილება
პატიმრობის
კოდექსში
და
ბრალდებულებისთვის
მინიმალურ
საცხოვრებელ ფართად განისაზღვროს 4 კვ.მ.
შევიდეს შესაბამისი ცვლილება პატიმრობის კოდექსში და, გამოძიების ინტერესების
გათვალისწინებით,
პატიმრობაში
მყოფ
ბრალდებულებს
მიეცეთ
ხანგრძლივი
პაემანით სარგებლობის შესაძლებლობა
389ვარნასი ლიტვის წინააღმდეგ (Varnas v. Lithuania), განჩინება, 2013 წლის 9 დეკემბერი. სასამართლომ
არ გაიზიარა მოპასუხე მთავრობის არგუმენტი, რომლის თანახმადაც, პატიმრობაში მყოფ
ბრალდებულს არ ჰქონდა ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება გამოძიების ინტერესებიდან
გამომდინარე. სასამართლომ მიუთითა, რომ მომჩივნის მეუღლე სისხლის სამართლის საქმეში არ
წარმოადგენდა ბრალდებულს, არც მოწმეს და არ არსებობდა ინფორმაცია მის დანაშაულებრივ
საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ, შესაბამისად, მომჩივნისა და მისი მეუღლის ხანგრძლივი
პაემანი ხელს ვერ შეუშლიდა გამოძიების მიმდინარეობას. სასამართლომ საბოლოოდ დაასკვნა, რომ
მომჩივნის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 (პირადი და
ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და მე-14 მუხლები (დისკრიმინაციის აკრძალვა).
228
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფები390
გბტ პირები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ჯგუფს წარმოადგენენ. შესაბამისად,
პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც თავისუფლებააღკვეთილი პირები იმყოფებიან
სახელმწიფოს სრული კონტროლის ქვეშ, კიდევ უფრო მაღალია დისკრიმინაციის, მათ
მიმართ ძალადობრივი მოპყრობისა და სტიგმატიზაციის საფრთხეები.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის თანახმად, სახელმწიფოები
ვალდებულნი არიან დაიცვან პატიმრების უსაფრთხოება და ღირსება, მათ შორის,
ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების დასაცავად გაატარონ
სპეციალური ღონისძიებები; იზრუნონ, რომ ისინი არ გახდნენ გაუპატიურების ან სხვაგვარი
ძალადობის მსხვერპლნი, არც პატიმრების და არც მომსახურე პერსონალის მხრიდან.391
სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული
შემოწმების შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ სამეურნეო სამსახურში ჩარიცხული,
დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პატიმრები, ხშირ შემთხვევაში, არ წარმოადგენენ თვით
იდენტიფიცირებულ გბტ პირებს, თუმცა სხვა პატიმრების მიერ ისინი ასოცირებულნი არიან
გბტ პირებთან და სწორედ ამ ნიშნით ხდება მათ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა.
დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პატიმრებს სხვა პატიმრები, ცალკეულ შემთხვევაში კი
ადმინისტრაციის თანამშრომლებიც
სპეციალური
პრევენციული
შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებენ, რაც
ჯგუფის
დაკვირვებით,
გამოწვეულია
პენიტენციურ
დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურის ზეგავლენით.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, დისკრიმინაციის აკრძალვას
განსაკუთრებული
მნიშვნელობა
ენიჭება მაშინ, როდესაც განსხვავებული
მოპყრობა
დაკავშირებულია პატიმრობაში მყოფ პირთან. როდესაც განსხვავების მიზეზი ხდება
ადამიანის პირადი ცხოვრების
მეტად ინტიმური სფერო, გასაკუთრებით წონადი
არგუმენტებია საჭიროა, რათა გამართლებული იყოს ეს განსხვავებული მოპყრობა.392 ამას
გარდა, სასამართლო
მიუთითებს, რომ თუ პატიმარი უნდა განცალკევდეს სხვა
პატიმრებისგან, იგი უნდა მოთავსდეს ისეთ ადგილას, რომელიც შეესაბამება მის სამედიცინო
390
აღნიშნული საკითხი ვრცლად იხილეთ სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში,
განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფები, გვერდი 134 http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf
391
Council of Europe, Recommendation CM/Rec(2010)5 of the Committee of Ministers to member states on
measures to combat discrimination on grounds of sexual orientation or gender identity, Marich 31, 2010, § 4;
392 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 27 მაისის
განჩინება საქმეზე X
თურქეთის წინააღმდეგ (X v. Turkey), პარ. 50; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010
წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე ალექსეევი რუსეთის წინააღმდეგ (Alekseyev v. Russia),
პარ. 108; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება
საქმეზე კოზაკი პოლონეთის წინააღმდეგ (Kozak v. Poland), პარ. 83.
229
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საჭიროებებსა
და
კეთილდღეობას.393
მუხლებიდან
გამომდინარე,
აკისრიათ
სახელმწიფოებს,
კონვენციის
პოზიტიური
ვალდებულება,
მე-14
და
მე-3
გამოიკვლიონ
დისკრიმინაციული დამოკიდებულება ხომ არ უდევს საფუძვლად იმ ზომების მიღებას,
რომელთა მიხედვითაც მოხდა პატიმრის სრული განცალკევება ციხის ცხოვრებიდან.394
სამწუხაროდ, პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილია ვითარება, როდესაც სამეურნეო
ნაწილში
დასაქმებული,
დასუფთავებაზე
პასუხისმგებელი
პატიმრები
სტიგმატიზირებულები, ციხის საერთო ცხოვრებიდან იზოლირებულები და გარიყულები
არიან. ამავდროულად, არსებობს მათ მიმართ ძალადობის მაღალი რისკი.
იქმნება
შთაბეჭდილება,
ციხის
რომ
დაწესებულების
თანამშრომლები
ანგარიშს
უწევენ
არაფორმალურ წესებს და ამით ავლენენ შემგუებლურ დამოკიდებულებას შექმნილი
მდგომარეობისადმი.
2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის მინისტრს არაერთი რეკომენდაციით მიმართა, რომელიც ამ პრობლემების
აღმოფხვრას შეუწყობდა ხელს,
შესრულებულა.
პრობაციის
მე-6395
თუმცა, სამწუხაროდ არცერთი რეკომენდაცია არ
რეკომენდაციასთან
სამინისტროს
მიერ
დაკავშირებით,
წარმოდგენილი
პასუხის
სასჯელაღსრულებისა
თანახმად396
და
სოციალური
მიმართულებების გაძლიერება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, ვინაიდან, სწორედ
აღნიშნულ მიმართულებას შეაქვს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წვლილი მსჯავრდებულის
რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის
პროცესში,
რაც
შემდგომში
აისახება
რეციდივის
შემცირების ფაქტებზეც. 2016 წლის განმავლობაში დაწესებულების სოციალური მუშაკებისა
და ფსიქოლოგების მიერ გაწეული სამუშაოების შედეგად, შესაძლებელი გახდა სამეურნეო
ნაწილში დასაქმებული მსჯავრდებულების ჩართვა იმავე სარეაბილიტაციო პროგრამებში,
რომლებსაც სხვა მსჯავრდებულები გადიან. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დღეის
მდგომარეობით
ზოგიერთ
მსჯავრდებულს
ერთი
393
და
პენიტენციურ
იგივე
დაწესებულებას
სივრცე
შესთავაზოს
უკვე
შეუძლია
მსგავსი
ყველა
აქტივობების
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე
მარტზაკლისი და სხვები საბერძნეთის წინააღმდეგ (Martzaklis and others v. Greece), პარ. 71.
394
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 27 მაისის
განჩინება საქმეზე X
თურქეთის წინააღმდეგ, (X v. Turkey), პარ. 55.
395
მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა გაძლიერდეს ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის მუშაობა
სამეურნეო ნაწილში დასაქმებულ პატიმრებთან, პატიმართა შორის მიმღებლობის გაზრდის, ასევე
თვითიზოლაციისა და თვითდაზიანების პრევენციის მიზნით. მნიშვნელოვანია პატიმრებთან
სპეციფიკურად ციხის იმ არაფორმალური წესების მავნე ზეგავლენის შესახებ საუბარი, რომელიც
განაპირობებს პატიმართა მიმართ ძალადობას, მათ შეურაცხყოფას, სტიგმატიზირებას და გარიყვას
396
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოსაზრებები „2015 წელს
საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილებით
განსაზღვრულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით.
230
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
განსახორციელებლად.
ყველა
გათვალისწინებით,
გამოყოფილია
პენიტენციურ
დაწესებულებაში,
ადგილი,
სადაც
ინფრასტრუქტურის
უზრუნველყოფილია
ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგთან შეხვედრის კონფიდენციალობა. 2016 წელს
პენიტენციური დაწესებულებების ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების მიერ
განხორციელდა სამეურნეო ნაწილში ჩარიცხული, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფის
წარმომადგენელი 30 მსჯავრდებულის სხვადასხვა ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამებში
ჩართვა.
სახალხო დამცველი მიესალმება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ
განსაკუთრებით
მოწყვლადი
ჯგუფის
სარეაბილიტაციო
აქტივობებში
ჩართვისაკენ
წარმომადგენელი
გადადგმულ
მსჯავრდებულების
ნაბიჯებს,
თუმცა
უნდა
აღინიშნოს, რომ წინა წელთან შედარებით ამ კუთხით პენიტენციურ დაწესებულებებში
არსებული მდგომარეობა არ შეცვლილა.
როგორც სახალხო დამცველის 2015 წლის
საპალამენტო ანგარიშში აღინიშნა, ციხის
დაუწერელი (არაფორმალური)
წესებიდან
გამომდინარე, განცალკევებით მოთავსებულ, დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პატიმრებს
არავითარი ფიზიკური შეხება თუ ვერბალური კომუნიკაცია არ უნდა ჰქონდეთ დანარჩენ
მსჯავრდებულებთან. დამკვიდრებული წესების თანახმად, აკრძალულია მათთან საუბარი,
მათ მიერ მიწოდებული ნივთის გამორთმევა, ხელის ჩამორთმევა ან რაიმე სახის მისალმება,
მათ მიერ გამოყენებული ინვენტარით სარგებლობა და ზოგადად, მათთან ერთად ერთ
სივრცეში ყოფნა. შესაბამისად, აღნიშნული პირები ნაკლებად ერთვებიან დაწესებულებაში
არსებულ
სარეაბილიტაციო
თუ
სხვა
სახის
ღონისძიებებში.
დაწესებულების
ადმინისტრაციის მხრიდან ასეთი კლასიფიცირება აიხსნება უსაფრთხოების მიზნებით და
მიჩნეულია, რომ ეს ერთადერთი გზაა პატიმართა ინტერესებისა და
დაწესებულებაში
ზოგადი რეჟიმის დასაცავად.
აღნიშნული ვითარების გამოსწორება სამინისტროს მხრიდან მნიშვნელოვან ძალისხმევას
მოითხოვს. პირველ რიგში, აუცილებელია პრობლემის დროულად აღიარება და
მისი
მოგვარების გზების ძიება. მნიშვნელოვანია, თანმიმდევრულად გადაიდგას გადამწყვეტი
ნაბიჯები ციხეში არსებული არაფორმალური წესების აღმოსაფხვრელად და ციხის მართვის
ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის დასამკვიდრებლად.
ვინაიდან გასულ წელს გაცემული რეკომენდაციებიდან არც ერთი არ შესრულებულა, გბტ
პირთა უფლებების დასაცავად მათი განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე,
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს
სრული
სერიოზულობით
მოეკიდონ
განხორციელებას.
231
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
აღნიშნული
რეკომენდაციების
რეკომენდაციები
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს:
შემუშავდეს სტრატეგია და სახელმძღვანელო პრინციპები რომლებიც უზრუნველყოფს გბტ
პატიმრების მიმართ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით
დისკრიმინაციული მიდგომების პრევენციასა და დისკრიმინაციული დაყოფის აღმოფხვრას
გატარდეს სპეციალური ღონისძიებები პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომელთა
ცნობიერების ამაღლებისათვის - გბტ პირთა უფლებების, საერთაშორისო სტანდარტებისა და
დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსებისას შესაძლო რისკების შესახებ
მიიღოს ყველა საჭირო ზომა, მათ შორის თანამშრომელთა
მოვალეობების
კეთილსინდისიერად
შესრულების
მიმართ
კონტროლის
მათივე
უფლება-
გაძლიერებითა
და
დისციპლინური სანქციების გამოყენებით, რათა თავიდან იქნას აცილებული დაწესებულებაში
მყოფი მოწყვლადი ჯგუფების მიმართ
დისკრიმინაციული, მასტიგმატიზირებელი და
ღირსების შემლახველი მოპყრობა
მიიღოს
ყველა
საჭირო
ზომა,
რათა
გბტ
და
სამეურნეო
ნაწილში
დასაქმებული,
დასუფთავებაზე პასუხისმგებელი სხვა პატიმრები, უსაფრთხო პირობებში, ჩართული იყვნენ
დაწესებულებებში დაგეგმილ სხვადასხვა სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო, სპორტულ,
კულტურულ და სხვა ღონისძიებებში
უზრუნველყოფილ იქნას გბტ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და
სხვა
სამოქალაქო
საზოგადოების
წარმომადგენელი
ჯგუფების
ჩართვა
სპეციალური
პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის პროცესში
მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა გაძლიერდეს ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის
მუშაობა სამეურნეო ნაწილში დასაქმებულ პატიმრებთან, პატიმართა შორის მიმღებლობის
გაზრდის,
ასევე
თვითიზოლაციისა
და
თვითდაზიანების
პრევენციის
მიზნით.
მნიშვნელოვანია პატიმრებთან სპეციფიკურად ციხის იმ არაფორმალური წესების მავნე
ზეგავლენის შესახებ საუბარი, რომელიც განაპირობებს პატიმართა მიმართ ძალადობას, მათ
შეურაცხყოფას, სტიგმატიზირებას და გარიყვას
მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა
სასეირნო ეზოთი თანაბრად
სარგებლობდეს ყველა
მიიღოს ყველა საჭირო ზომა სამეურნეო სამსახურში ჩარიცხულ
და გბტ პატიმართა
მსჯავრდებული
სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩასართავად.
ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები
და მოქალაქეობის არმქონე პირები
პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები და სხვა
ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები განსაკუთრებით მოწყვლად
კატეგორიას წარმოადგენენ. მათთვის განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ენის
ბარიერი, რის გამოც პატიმართა უმრავლესობამ არაფერი იცის კანონით მინიჭებული
232
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
უფლებების შესახებ. ევროპული ციხის წესების შესაბამისად, ენასთან დაკავშირებული
საჭიროებების დაკმაყოფილება უნდა მოხდეს კომპეტენტური თარჯიმნების გამოყენებით და
ინფორმაციის წერილობითი ფორმით
მიწოდებით იმ ენებზე, რომელზეც საუბრობენ
კონკრეტულ ციხეში.397
მანდელას წესების შესაბამისად, დაწესებულების ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ციხეში ხშირად გამოყენებულ ენებზე. იმ შემთხვევაში, თუ
პატიმარს
არ
ესმის
მომსახურება.398
არც
ერთი
აღნიშნული
ამ
ენათაგან,
აგრეთვე
უნდა
უზრუნველყონ
თარჯიმნის
გულისხმობს
ინფორმაციის
მიწოდებას
დაწესებულების შინაგანაწესის, პატიმრის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ. მათ
შორის, იმ ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც პატიმარს ციხის ცხოვრებასთან ადაპტაციაში
დაეხმარება.399
2016
წლის
დეკემბრის
მდგომარეობით,
საქართველოს
პენიტენციურ
სისტემაში
განთავსებულნი იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები 35 ქვეყნიდან და მოქალაქეობის არმქონე
პირები. მიმდინარე წლის დეკემბრის დასასრულს მათი რიცხვი 338-ს (ბრალდებულთა და
მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის 3.6%) შეადგენდა.400
აღსანიშნავია, რომ N8 დაწესებულებაში, სადაც 2016 წლის განმავლობაში საშუალოდ 153
უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პატიმარი იმყოფებოდა, თარჯიმნის
მომსახურება წლის განმავლობაში გამოყენებულ იქნა 8 შემთხვევაში401. მაშინ, როდესაც N2
დაწესებულებაში, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პატიმართა
წლიური რაოდენობა შეადგენს 50 პატიმარს, თარჯიმნის მომსახურება წლის განმავლობაში
გამოყენებულ იქნა 129 შემთხვევაში.402 აგრეთვე N5 დაწესებულებაში, სადაც უცხო ქვეყნის
მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პატიმრების საშუალო რაოდენობა წლის განმავლობაში
შეადგენს 36 პატიმარს, თარჯიმნის მომსახურება წლის განმავლობაში გამოყენებულ იქნა 112
შემთხვევაში. 403
397
ევროპული ციხის წესები, წესი 38.3.
მანდელას წესები, წესი 55.
399 მანდელას წესები, წესი 54.
400
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, სისხლის სამართლის
სტატისტიკის ერთიანი ანგარიში დეკემბერი – 2016 წელი, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
http://www.moc.gov.ge/images/temp/2017/02/08/93746902cb8a5fb18b5c2f521e458623.pdf [ბოლოს ნანახია:
18.02.2017].
401
N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 20 იანვრის წერილი MOC 617 00046221
(საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში რეგისტრირებული – N03-3/273).
402
N2 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 17 იანვრის წერილი MOC 117 00037938
(საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში რეგისტრირებული – N03-3/200).
403
N5 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 16 იანვრის წერილი MOC 317 00036373
(საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში რეგისტრირებული – N03-3/193);
398
233
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
თუმცა, N9 დაწესებულებაში, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე
პატიმართა წლიური საშუალო რაოდენობა შეადგენს 24 პატიმარს, წლის განმავლობაში
თარჯიმნის მომსახურება საერთოდ არ გამოუყენებიათ.404
წარმოდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ დაწესებულებებში
თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ერთგვაროვანი პრაქტიკა
არ არსებობს. ზოგიერთ დაწესებულებაში უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე
პატიმართა შედარებით დიდი რაოდენობის ყოფნის მიუხედავად, დაწესებულებაში წლის
განმავლობაში გაწეული
თარჯიმნის
მომსახურების
სიმცირე
მიანიშნებს, რომ
ამ
დაწესებულებაში სათანადოდ არ არის უზრუნველყოფილი თარჯიმნის მომსახურების
ხელმისაწვდომობა.
ენობრივი
ბარიერის
თანამშრომლებთან
გამო
პრობლემას
უცხოელი
პატიმრების
წარმოადგენს.
კომუნიკაცია
განსაკუთრებით,
კი
დაწესებულების
პრობლემატურია
კომუნიკაცია სამედიცინო პერსონალთან. მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევაში იწვევენ
თარჯიმანს, ძირითადად, პატიმრებს დაწესებულების პერსონალთან კომუნიკაცია უჭირთ.
სახალხო დამცველი მიესალმება უფლებების შესახებ ბროშურის სხვადასხვა ენაზე
დაბეჭდვას. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ბროშურა, მცირე რაოდენობის გამო, არ არის
ხელმისაწვდომი ყველა უცხოენოვანი პატიმრისათვის. სპეციალური პრევენციული ჯგუფის
მიერ უცხოელ პატიმრებთან გასაუბრების შედეგად გაირკვა, რომ მსჯავრდებულები
სათანადოდ არ იყვნენ ინფორმირებულები მათი უფლებების შესახებ მათთვის გასაგებ ენაზე;
უმრავლესობას არ ჰქონდა გადაცემული მათთვის გასაგებ ენაზე თარგმნილი ინფორმაცია
უფლებების შესახებ.405 დაწესებულებებში ასევე პრობლემას წარმოადგენს უცხოელების
ინფორმირება მათი ვალდებულებების შესახებ. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ
ამგვარი
ინფორმაციის
ქონა
მნიშვნელოვანია
იმისათვის,
რომ
პატიმარმა
დაიცვას
პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული რეჟიმი და დისციპლინა.
ევროპული ციხის წესების მიხედვით, პატიმრები უნდა იყვნენ უზრუნველყოფილი
სათანადო საკვებით, მათი ასაკის, ჯანმრთელობის და ფიზიკური მდგომარეობის, რელიგიის,
კულტურის და სამუშაოს ხასიათის გათვალისწინებით.406 აღსანიშნავია, რომ სახალხო
დამცველის
მიერ 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში გაცემული რეკომენდაციის
მიუხედავად, დაწესებულებებში საკვების მომზადებისას არ არის გათვალისწინებული
სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა საჭიროებები, რის გამოც ისინი
404
N9 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 18 იანვრის წერილი MOC 917 00044181
(საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში რეგისტრირებული – N03-3/193);
405
სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2016 წელს განხორციელებული ვიზიტები;
406 ევროპული ციხის წესები, მუხ. 22.1.
234
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ხშირად უარს აცხადებენ შეთავაზებული საკვების მიღებაზე. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ
მენიუს შედგენის დროს რელიგიური თავისებურებები გათვალისწინებული იყოს.
ენობრივი ბარიერისა და ოჯახის წევრების მხრიდან ვიზიტების ნაკლებობის გამო, უცხოელი
ზოგ
შემთხვევაში
შეიძლება
განსაკუთრებული
პატიმრები
ყურადღება
უნდა
უფრო
მიექცეს
მეტ
იმას,
იზოლაციას
რომ
განიცდიდნენ.
უცხოელმა
პატიმრებმა
მაქსიმალურად შეძლონ, განავითარონ კონტაქტი გარე სამყაროსთან. მათ შორის, ჰქონდეთ
კავშირი ახლობლებთან, მეგობრებთან, საკონსულოს წარმომადგენლებთან, სხვადასხვა
საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან და მოხალისეებთან. დაკავებული უცხოელისათვის
სატელეფონო კავშირი ზოგიერთ შემთხვევაში ახლობლებთან კონტაქტის ერთადერთ
საშუალებას
წარმოადგენს.
ევროპის
საბჭოს
მინისტრთა
კომიტეტის
რეკომენდაციის
შესაბამისად, გადახდისუუნარო უცხოელი პატიმრის გარე სამყაროსთან კონტაქტის ხარჯები
სახელმწიფოს მიერ უნდა იქნას სუბსიდირებული.407
მნიშვნელოვანია, რომ რესურსები მიმართული იყოს იქითკენ, რომ უცხოელ პატიმრებს
შესთავაზონ
მაქსიმალურად
განხორციელების
ხელმისაწვდომი
შესაძლებლობა.
აგრეთვე,
და
იაფი
ტელეფონით
საერთაშორისო
სარგებლობის
ზარის
უფლების
განხორციელებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ქვეყნებს შორის არსებული დროის
განსხვავება.408
სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების მიერ უცხოელ პატიმრებთან გასაუბრების
შედეგად გაირკვა, რომ დაწესებულებებში უცხოელი პატიმრები ოჯახის წევრებთან
კომუნიკაციის კუთხით პრობლემებს აწყდებიან. პატიმრების განცხადებით, საერთაშორისო
ზარების განხორციელების სიძვირიდან გამომდინარე, ისინი ხშირად ოჯახის წევრებს ვერ
ესაუბრებიან. ასევე, უცხოელი პატიმრების შეფასებით, ძვირი ღირს წერილის გაგზავნა და
ამანათების მიღება. აღსანიშნავია, რომ ტერიტორიული სიშორის გამო, უცხოელი პატიმრები
ფაქტობრივად მოკლებულნი არიან ახლობლებთან ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემანების
განხორციელების შესაძლებლობას. ანალოგიური პრობლემები აწუხებთ პენიტენციურ
დაწესებულებაში
მყოფ
საქართველოს
იმ
მოქალაქეებს,
რომელთა
ოჯახის
წევრები
საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ.
407
ევროპის საბჭო, მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციები უცხოელი პატიმრებთან დაკავშირებით
(დამტკიცებულია მინისტრთა კომიტეტის მიერ 2012 წლის 10 ოქტომბრის 1152 მინისტრთა კომიტეტის
მოადგილეების შეხვედრაზე), პარ 22.1, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე ვებგვერდზე: http://pjpeu.coe.int/documents/3983922/6970334/CMRec+(2012)+12+concerning+foreign+prisoners.pdf/a13a6dc6-facd4aaa-9cc6-3bf875ac8b0f [ბოლოს ნანახია: 13.02.2017];
408 წამების პრევენციის ასოციაცია (APT), დაკავება ფოკუსში – სხეულის შემოწმება, ხელმისაწვდომია
ინგლისურ ენაზე ვებგვერდზე: http://www.apt.ch/detention-focus/en/detention_issues/6/ [ბოლოს ნანახია:
10.02.2017].
235
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უნდა
უზრუნველყოს, რომ უცხოელმა პატიმრებმა, ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებმა,
რომელთა ოჯახი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს, შეძლონ საერთაშორისო ზარების
განხორციელება და წერილის გაგზავნა გონივრულ, ხელმისაწვდომ ფასად. ამასთან,
გადახდისუუნარო
უცხოელი
პატიმრის
გარე
სამყაროსთან
კონტაქტის
ხარჯები
სახელმწიფოს მიერ უნდა იქნას სუბსიდირებული.
პატიმრობის კოდექსის შესაბამისად, თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს არა აქვს პირადი
ტანსაცმელი, ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მას სეზონის შესაფერისი სპეციალური
ტანსაცმლით, რომელიც თავისი ფორმით ადამიანის ღირსებას არ უნდა ლახავდეს.409
მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ უცხოელ პატიმართა გარკვეულ ნაწილს სეზონის
შესაფერისი ტანსაცმლის ხელმისაწვდომობის კუთხით პრობლემები აქვს.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული ვიზიტებისას გაირკვა, რომ
უცხოელ პატიმრებს, სხვა პატიმრების მსგავსად, არ მიუწვდებათ ხელი დაწესებულებებში
არსებულ აქტივობებზე. სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ გამოკითხული უცხოელი
პატიმრები აღნიშნავდნენ, რომ დაწესებულებებში მათთვის არ ფუნქციონირებს რაიმე სახის
სარეაბილიტაციო პროგრამები, რისი უმთავრესი მიზეზიც ენობრივი ბარიერია.
მართალია, დაწესებულებები რიგ შემთხვევებში სთავაზობენ უცხოელ პატიმრებს ქართული
ენის შემსწავლელ კურსებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ენის შემსწავლელი კურსების
სამთვიანი ან თუნდაც 6-თვიანი კურსით ენის შესწავლა შეუძლებელია, მით უმეტეს, თუ
იმასაც გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნულ კურსებს სისტემატური ხასიათი არ აქვს.
ზოგიერთი პატიმრის განცხადებით, სურვილის მიუხედავად, ქართული ენის შემსწავლელი
კურსების გავლის შესაძლებლობა არ მიეცათ.
რეკომენდაციები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს
მიიღოს ყველა ზომა, რათა მოხდეს უცხოელი პატიმრების სათანადო ინფორმირება მათთვის
გასაგებ ენაზე
მიიღოს ყველა ზომა, რათა ყველა დაწესებულებაში მოთავსებულ
უცხოელ პატიმრებს
გადაეცეთ მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ მომზადებული ბროშურა
მიიღოს ყველა ზომა, რათა პატიმრები, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყვნენ
თარჯიმნის მომსახურებით
მიიღოს ყველა ზომა, რათა უცხოელმა პატიმრებმა, ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებმა,
რომელთა ოჯახი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს, შეძლონ საერთაშორისო ზარების
განხორციელება და წერილის გაგზავნა გონივრულ და ხელმისაწვდომ ფასად
409
პატიმრობის კოდექსი, 22-ე მუხლის პირველი ნაწილი
236
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა გადახდისუუნარო უცხოელი პატიმრის გარე სამყაროსთან
კონტაქტის ხარჯები სახელმწიფოს მიერ იქნას სუბსიდირებული
მიიღოს ყველა ზომა, რათა მოხდეს უცხოელი პატიმრების სეზონის შესაბამისი ტანსაცმლით
უზრუნველყოფა
მიიღოს
ყველა
ზომა,
რათა
უცხოელი
პატიმრებისათვის
უზრუნველყოფილ
იქნეს
სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა.
1.2. მდგომარეობა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ
ორგანოებში
შესავალი
წინამდებარე თავში მოცემულია პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პოლიციის სამმართველოებსა და
დროებითი მოთავსების იზოლატორებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები. 2016 წელს
მონიტორინგი ჩატარდა 58 პოლიციის სამმართველოსა და 27 დროებითი მოთავსების
იზოლატორში. მონიტორინგის ვიზიტების გარდა, სპეციალური პრევენციული ჯგუფის
წევრებმა
რეგიონებში
გამართეს
შეხვედრები
ადგილობრივ
ადვოკატებთან
და
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომელთაგანაც მიიღეს ინფორმაცია
დაკავებული პირების უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით, რეგიონებში არსებული
სიტუაციის შესახებ. 2016 წელს სულ ექვსი ასეთი შეხვედრა გაიმართა.
მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა შეამოწმეს პოლიციის სამმართველოებში წარმოებული
დაკავებულ
პირთა
აღრიცხვის
წიგნები
და
დროებითი
მოთავსების
იზოლატორში
გადაყვანილ პირთა აღრიცხვის ჟურნალები, ვიზუალურად დაათვალიერეს პოლიციის
სამმართველოების შენობები, გაესაუბრნენ სამმართველოს თანამშრომლებს. დროებითი
მოთავსების იზოლატორში მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა დაათვალიერეს იზოლატორის
ინფრასტრუქტურა, გაესაუბრნენ იზოლატორის თანამშრომლებს, დაკავებულ პირებს,
შეამოწმეს დაკავებულ პირთა საქმის მასალები. საქმის მასალებში არსებული საჭირო
ინფორმაციის სისტემატიზებული ამოღების მიზნით, მონიტორინგის ჯგუფი იყენებდა
სპეციალურად შემუშავებულ ანკეტას. 2016 წელს, ისევე როგორც 2015 წელს, ჯგუფის
წევრებმა შეამოწმეს 2016 წლის 1-ლი იანვრიდან ვიზიტის დღემდე იზოლატორებში
შესახლებული ყველა დაკავებულის პირადი საქმე. ანკეტა ივსებოდა მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ დაკავების გარემოებების, დაზიანების ლოკალიზაციის, რაოდენობის და
ხასიათის410 მხედველობაში მიღებით, კონკრეტული საქმე ჯგუფის მიერ საეჭვოდ მიიჩნეოდა.
410
ანკეტა არ ივსებოდა იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულს აღენიშნებოდა მხოლოდ ნაწიბურები,
ფუფხით დაფარული ან მცირე ნაკაწრები.
237
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სულ შესწავლილ იქნა ასეთი 950 საქმე. დაზიანებების შესახებ წინასწარ შემუშავებული
ანკეტის მეშვეობით ამოღებული ინფორმაცია თვისებრივად სტატისტიკური პროგრამის
(SPSS)
გამოყენებით
გაანალიზდა.
პოლიციის
თანამშრომლებთან
გასაუბრებისათვის
სპეციალური პრევენციული ჯგუფი იყენებდა წინასწარ შემუშავებულ ინსტრუმენტს გასაუბრების
კითხვარს.
ამასთან,
ჯგუფმა
გამოითხოვა
დამატებითი
ინფორმაცია
კონკრეტულ საქმეებში ადვოკატთა ჩართულობისა და ოჯახის ინფორმირების შესახებ.
შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, საქართველოს რეგიონების მასშტაბით, მონიტორნგის
ჯგუფმა 439 შემთხვევა შეისწავლა.
ანგარიშის მომზადების პროცესში ასევე გამოყენებულია 2016 წელს საქართველოს სახალხო
დამცველის მიერ საქართველოს მთავარი პროკურორისთვის გაგზავნილი 6 წინადადება,
რომელიც
შეეხება
პოლიციის
თანამშრომლების
მიერ
დაკავებულ
პირებზე
განხორციელებული
ძალადობის სავარაუდო ფაქტებს. ანგარიშის მომზადების პროცესში
ასევე
საქართველოს
გაანალიზდა
შინაგან
საქმეთა
სამინისტროდან
გამოთხოვილი
მონაცემები და ჩატარდა საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების
სამაგიდე კვლევა.
ზოგადი მიმოხილვა
2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებულ
პირთა რაოდენობა შემცირებულია, თუმცა გაზრდილია დაზიანებით შესახლებულ პირთა და
პოლიციის მიმართ პრეტენზიის შემთხვევათა რიცხვი. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ
გარემოებას, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, 2016 წელს იზოლატორში შესახლებულ
პირთა საერთო რაოდენობასთან შეფარდებით, დაზიანებით შესახლებულ პირთა და იმ
პირთა ხვედრითი წილი, რომელთაც პოლიციის მიმართ პრეტენზია გამოხატეს, ყველაზე
მაღალია. 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, ასევე გაზრდილია დაკავებისას ან დაკავების
შემდგომ სხეულის დაზიანების შემთხვევათა რაოდენობა.
მონიტორინგისას გამოვლინდა ტენდენცია - დაკავების ოქმში არ არის მითითებული
დაზიანება, რომელიც აღწერილია გარეგნული დათვალიერების ოქმში ან გარეგნული
დათვალიერების ოქმში სხეულის უფრო მეტი დაზიანებაა აღწერილი, ვიდრე დაკავების
ოქმში. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს დაკავებისას სხეულის დათვალიერებისა და
დაზიანებათა
დოკუმენტირების
ხარვეზებით,
თუმცა
ამავდროულად
ჩნდება
მყარი
ვარაუდი, რომ დაკავებულმა დაზიანება პოლიციის კონტროლის ქვეშ მიიღო.
აქვე აღსანიშნავია, რომ კვლევის დროს გაანალიზდა შემთხვევები, სადაც დაკავების
გარემოებების გათვალისწინებით, მაღალი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ
პოლიციას
ძალის
გამოყენება
დასჭირდებოდა,
თუმცა
აშკარაა,
რომ
პოლიციის
თანამშრომლები ერიდებიან დაკავების ოქმში ძალის გამოყენების შესახებ მითითებას, რაც
238
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
აძლიერებს ვარაუდს, რომ მათი მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა ძალის გადამეტებას
და არასათანადო მოპყრობას.
სახალხო დამცველი დანანებით აღნიშნავს, რომ 2016 წლის განმავლობაში გამოვლინდა
შემთხვევები, როდესაც პირი ღამის საათებში, ისე რომ დიდი ალბათობით, ამის საჭიროება
არ არსებობდა, პოლიციის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. აღნიშნული უკიდურესად
შემაშფოთებელი პრაქტიკაა, რადგან ამ დროს მაღალია პოლიციის თანამშრომლების
მხრიდან ფიზიკური ძალადობის და ფსიქოლოგიური ზეწოლის რისკი. შესაბამისად,
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აუცილებელია დაკავებული პირის დროებითი მოთავსების
იზოლატორში უმოკლეს ვადაში გადაყვანა, რამდენადაც ეს უკანასკნელი შედარებით
უსაფრთხო ადგილია.
სახალხო დამცველი დანანებით აღნიშნავს, რომ შენარჩუნებულია პრაქტიკა, რომლის
თანახმადაც, საქართველოს პროკურატურა კვლავაც განაგრძობს წამებისა და არაადამიანური
ან დამამცირებელი მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე გამოძიების დაწყებას სისხლის
სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება)
საფუძველზე.
საანგარიშო პერიოდში კვლავ პრობლემად დარჩა პირთა თანხმობის გარეშე პოლიციის
ავტომობილში ან პოლიციის განყოფილებაში „გასაუბრების“ მანკიერი პრაქტიკა, რაზეც
საქართველოს სახალხო დამცველი 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც საუბრობდა.
როგორც სპეციალური პრევენციული ჯგუფის წარმომადგენლებისთვის გახდა ცნობილი,
აღნიშნული პრაქტიკის სამიზნე ძირითადად პენიტენციური დაწესებულებიდან ახალ
გამოსული ან ისეთი პირები არიან, რომლებიც პოლიციის თანამშრომელთა მიერ აღიქმებიან,
როგორც „რისკ-ჯგუფი“ თავიანთი კრიმინალური წარსულის ან სხვა მიზეზების გამო.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების
უზრუნველყოფა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ადამიანის ძირითადი უფლებების
არაგონივრული შეზღუდვის ხარჯზე.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა,
რომ რიგ შემთხვევებში პოლიციის სამმართველოში პირთა შეყვანის დრო წინ უსწრებს მათი
ფორმალური დაკავების მომენტს. ასეთ დროს, როგორც წესი, პირს იძახებენ მოწმის სახით,
მის მიმართ ატარებენ გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებებს და გარკვეული პერიოდის
გასვლის შემდეგ აკავებენ ოფიციალურად. თუმცა, მას არც მოწმის სტატუსით მიყვანის დროს
უმარტავენ საკუთარ უფლებებს, მათ შორის, უფლებას ადვოკატზე, ართმევენ პირად
ნივთებს, მათ შორის, მობილურ ტელეფონს, რითაც მიზანმიმართულად უზღუდავენ
ოჯახისა და ადვოკატის ინფორმირების უფლებას.
239
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
შემაშფოთებელი ტენდენციაა, რომ შესწავლილი სისხლის სამართლის საქმეებიდან თითქმის
ნახევარ შემთხვევებში დაკავებულ პირს საერთოდ არ ჰყოლია ადვოკატი. ამას გარდა, იმ
შემთხვევაშიც, როდესაც დაკავებულ პირს ჰყავდა ადვოკატი, იგი პროცესში, როგორც წესი,
დაკავების მომენტიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ (1-2 დღე) ერთვება.
ადვოკატზე ხელმისაწვდომობის კუთხით მნიშვნელოვანია იურიდიული დახმარების
სამსახურის ბიუროებში დასაქმებული საზოგადოებრივი ადვოკატების რაოდენობის გაზრდა
და ამ მიზნით შესაბამისი ფინანსური რესურსის გამოყოფა, რათა ის პირები, ვინც საკუთარი
ხარჯით ვერ ახერხებენ ადვოკატით სარგებლობას, დროულად და ეფექტიანად იყვნენ
ადვოკატის მომსახურებით უზრუნველყოფილნი.
საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს იზოლატორებში მოთავსებულ
პირთა სამედიცინო მომსახურების ინსტრუქციის დამტკიცებას. ინსტრუქცია შეესაბამება
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტებს და ეხმიანება დროული და
ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გაწევის, სამედიცინო ეთიკის დაცვისა და
დაზიანებების დოკუმენტირების კუთხით სახალხო დამცველის მიერ გასულ წლებში
გაცემულ რეკომენდაციებს, რაც მისასალმებელია. ამავდროულად, სახალხო დამცველი
საგანგებოდ
მიუთითებს
ინსტრუქციის
პრაქტიკაში
ზუსტად
და
ზედმიწევნით
განხორციელების მნიშვნელობაზე. სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს შსს-ს განიხილოს
იზოლატორებში დასაქმებული ექიმების დამოუკიდებლობის დამატებითი გარანტიების
შექმნა, მათი ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლის გზით.
სახალხო დამცველს კვლავ გამოწვევად მიაჩნია იზოლატორში შემოსახლებული პირის
პირველადი სამედიცინო შემოწმება კონფიდენციალურ გარემოში. როგორც წესი, გარეგნული
დათვალიერების ოქმში დაზიანებების აღწერისას კეთდება მითითება, რომ შემოწმება
ჩატარდა ექიმთან ერთად, რაც მიანიშნებს, რომ იზოლატორში შემოსახლებული პირის
დათვალიერება და სამედიცინო შემოწმება ექიმმა და იზოლატორის თანამშრომელმა ერთად
განახორციელეს.
დადებითად უნდა შეფასდეს საანგარიშო პერიოდში ვიდეოჩანაწერის შენახვის მინიმალური
ვადის
განსაზღვრა.
შსს-ს
დაქვემდებარებულ
ორგანოებში
ვიდეომეთვალყურეობის
განხორციელებისას ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში იწერება. გადაღებული მასალა
ცენტრალური მართვის ოთახში ინახება არანაკლებ 24 საათისა, ხოლო როდესაც ჩამწერი
მოწყობილობის
მეხსიერებაზე
მეხსიერება
არსებულ
შეივსება,
ინფორმაციას
ახალი
მისი
ინფორმაცია
ამავე
წაშლის/განადგურების
მოწყობილობის
ხარჯზე,
ზედ
გადაეწერება. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ 24 საათით ჩანაწერების შენახვა ვერ
უზრუნველყოფს დასახული მიზნის მიღწევას და, შესაბამისად, ჩანაწერების გონივრული
ვადით შესანახად ყველა საჭირო ზომა უნდა მიიღებოდეს.
240
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
2016 წელს კვლავ პრობლემა იყო პოლიციის სამმართველოებში შიდა და გარე პერიმეტრის
ვიდეოკამერებით
სათანადოდ
დაფარვა.
ზოგიერთ
რაიონულ
სამმართველოებში
ვიდეოკამერები არ იყო დამონტაჟებული შენობის არც გარე და არც შიდა პერიმეტრზე.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ იმ სამმართველოთა აბსოლუტურ უმრავლესობაში, სადაც
ვიდეომეთვალყურეობა
დამონტაჟებულია
შიდა
შენობის
პერიმეტრზე
შესასვლელში,
ხორციელდება,
ოპერატიული
კამერები
ძირითადად
მორიგისთვის
გამოყოფილი
სივრცის წინ, რაც ვერ უზრუნველყოფს შენობის შიდა პერიმეტრის სრულ მეთვალყურეობას.
სახალხო დამცველი წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს, შსს-ს დროებითი მოთავსების
იზოლატორებში შემოსული საჩივრების განხილვის 5-დღიანი ვადის დაწესებას, ასევე
კონფიდენციალური საჩივრით მიმართვის მიზნით იზოლატორში მოთავსებული პირის
კონვერტით უზრუნველყოფის საკითხის ნორმატიულ დონეზე დარეგულირებას.
რამდენად სათანადოდ მოეპყრობა პოლიციელი დაკავებულს, ეს დიდწილად არის
დამოკიდებული პერსონალის სამუშაო პირობებსა და მათი მომზადების დონეზე. სახალხო
დამცველს მიაჩნია, რომ პოლიციელები, რომლებიც სათანადო დასვენების გარეშე,
ხანგრძლივი დროით მუშაობენ, შეიძლება გადაიღალონ და იმყოფებოდნენ სტრესის ქვეშ,
რაც უარყოფითად აისახება მათ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე და შესაბამისად, ქცევაზეც.
სახალხო
დამცველი
მიესალმება
სამართალდამცავ
სტრუქტურებში
მიღებული
წვევამდელების, უმცროსი ლეიტენანტების, უბნის ინსპექტორთა, დეტექტივ გამომძიებელთა
და
პატრულ
ინსპექტორთათვის
სავალდებულო
სპეციალური
საგანმანათლებლო
პროგრამების არსებობას. სასწავლო პროგრამების სილაბუსების შესწავლის შედეგად
შეიძლება დავასკვნათ, რომ პროგრამებში გათვალისწინებულია ადამიანის უფლებებთან
დაკავშირებული ძირითადი საკითხები. მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველი მიიჩნევს,
რომ
სამართალდამცავთა
სპეციალური
საგანმანათლებლო
პროგრამების
ფარგლებში
ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან საკითხებზე ერთჯერადი გადამზადება და სასწავლო
პროგრამებში ადამიანის უფლებების სწავლებისათვის დათმობილი დროის ხანგრძლივობა,
ვერ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი საკითხების თეორიულ და
პრაქტიკულ ათვისებასა და გააზრებას. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული სასწავლო
პროგრამისა და ტრენინგის ფარგლებში არსებული მეთოდოლოგია ითვალისწინებდეს
კურსდამთავრებულთა მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, შემოწმებასა და
შეფასებას. ამასთანავე, სახალხო დამცველის აზრით, სპეციფიკური ყურადღება უნდა
დაეთმოს პოლიციელთათვის ძალის გამოყენების მეთოდების სწავლებას, რათა მათ შეძლონ
კონკრეტული სიტუაციის სწორი შეფასება და ძალის გამოყენების წინასწარ დამუშავებული,
ადეკვატური მეთოდის გამოყენება.
სახალხო დამცველი მიესალმება 2016 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი
მოთავსების
241
იზოლატორებში
ინფრასტრუქტურისა
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
და
საცხოვრებელი
პირობების
გასაუმჯობესებლად ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებს. მიუხედავად ამისა, დროებითი
მოთავსების იზოლატორებში არსებული პირობები ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას
და საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგებას საჭიროებს.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დადებითი ცვლილებების კვალდაკვალ, 2015 წელს
გამოვლენილი
უარყოფითი
ტენდენციები,
სამწუხაროდ,
2016
წელსაც
შენარჩუნდა.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ დამუშავებული მონაცემები ცხადყოფს, რომ
პოლიციის მიერ დაკავებისას ძალის გადამეტება, დაკავების შემდეგ ფიზიკური და
ფსიქოლოგიური ძალადობა, დაკავებული პირის მიერ პროცედურული უფლებებით
არაჯეროვნად სარგებლობა და სხეულის დაზიანებების არასრულყოფილი დოკუმენტირება
კვლავ გამოწვევად რჩება პოლიციის სისტემისათვის. ამდენად, სახალხო დამცველს მიაჩნია,
რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიციის თანამშრომელთა საქმიანობაზე მკაცრი
კონტროლის დაწესება და მათი ანგარიშვალდებულების გაზრდა. აუცილებელია, რომ
პოლიციის
თანამშრომლებმა
ზემდგომი
თანამდებობის
პირებისგან
მიიღონ
მკაფიო
გზავნილი, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა დაუსჯელი არ დარჩება.
წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით არსებული მდგომარეობა
არავინ არ უნდა დაექვემდებაროს წამებას,411 არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.412
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-10 მუხლის
თანახმად, ყველა თავისუფლებააღკვეთილ პირს აქვს უფლება, რომ ჰუმანურად მოექცნენ და
პატივი სცენ მის ადამიანის პიროვნებისათვის დამახასიათებელ ღირსებას. გაეროს ადამიანის
უფლებათა კომიტეტის განმარტებით, „ადამიანის ღირსების პატივისცემა წარმოადგენს
საერთაშორისო სამართლის ნორმას, რომლისგანაც დაუშვებელია ყოველგვარი გადახვევა.“413
411
წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის
წინააღმდეგ გაეროს კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, „კონვენციის მიზნებისათვის
განსაზღვრება „წამება“ ნიშნავს ნებიერ მოქმედებას, რომლითაც რომელიმე პირს განზრახ აყენებენ
ძლიერ ტკივილს ან ტანჯვას, ფიზიკურს და ზნეობრივს, რათა მისგან ან მესამე პირისაგან მიიღონ
ცნობები ან აღიარება, დასაჯონ ქმედებისათვის, რომელიც მან ან მესამე პირმა ჩაიდინა ან რომლის
ჩადენაშიც იგი ეჭვმიტანილია, აგრეთვე დააშინონ ან აიძულონ იგი ან მესამე პირი, ან ნებისმიერი
მიზეზით, რომელსაც საფუძვლად უდევს ნებისმიერი ხასიათის დისკრიმინაცია, როცა ასეთ ტკივილსა
და ტანჯვას აყენებს სახელმწიფოს თანამდებობის პირი ან სხვა ოფიციალური პირი, ან მათი
წაქეზებით, ნებართვით და მდუმარე თანხმობით. ამ განსაზღვრებაში არ იგულისხმება ტკივილი და
ტანჯვა, რომლებიც წარმოიშვება მხოლოდ კანონიერ სანქციათა შედეგად, ამ სანქციათა განუყოფელი
ნაწილია ან შემთხვევით არის მათგან გამოწვეული.
412 ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, მუხ. 3.
413
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის N29 ზოგადი კომენტარი, CCPR/C/21/Rev.1/Add.11 (2001),
2001 წლის 31 აგვისტო, პარ. 13a, ხელმისაწვდომია გაეროს ოფიციალურ ენებზე, შემდეგ მისამართზე:
<http://tbinternet.ohchr.org/_layouts/treatybodyexternal/Download.aspx?symbolno=CCPR%2fC%2f21%2fRev.
1%2fAdd.11&Lang=en> [ბოლოს ნანახია 24.03.2017].
242
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, ფიზიკური
ძალის გამოყენება თავისუფლების შეზღუდვის შემდეგ, რომელიც აუცილებლობით არ არის
განპირობებული, ამცირებს ადამიანურ ღირსებას და წარმოადგენს კონვენციის მე–3 მუხლით
აღიარებული უფლების დარღვევას.414 უფრო მეტიც, სასამართლოს შეფასებით, როდესაც
სადავო შემთხვევები, მთლიანად ან ნაწილობრივ, წარმოადგენს შესაბამის ორგანოთა
ექსკლუზიური ინფორმირებულობის სფეროს, როგორც ეს თავისუფლებაშეზღუდული
პირების შემთხვევაშია, ჩნდება ძლიერი ეჭვები მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით და,
რასაკვირველია,
მტკიცების
ტვირთი
ეკისრება
შესაბამის
ორგანოებს,
რათა
მათ
წარმოადგინონ დამაჯერებელი განმარტება აღნიშნულთან დაკავშირებით.415
მტკიცების ტვირთი სახელმწიფოზე გადადის იმ პირთა საქმეებში, რომლებიც დაზიანებას
იღებენ დაკავების პროცესში. ამ შემთხვევაშიც სახელმწიფომ უნდა ამტკიცოს, რომ დაკავების
დროს ძალის გამოყენების პროცესი გადაჭარბებული სიმკაცრით არ ხასიათდებოდა.416
ამასთან, პირის დაკავებისას პოლიციელებმა უნდა გამოიყენონ მინიმალური ძალა, რათა
დაკავებულს არ მიაყენონ ფიზიკური ზიანი. ეროვნული კანონმდებლობის თანახმად,
პოლიციისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად, პოლიციელი
უფლებამოსილია პროპორციულად გამოიყენოს გამოსადეგი იძულების ღონისძიებები
მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, იმ ინტენსივობით, რომელიც უზრუნველყოფს
კანონიერი
მიზნის
განისაზღვრება
მიღწევას.417
კონკრეტული
იძულების
ღონისძიების
სიტუაციის,
სამართალდარღვევის
სახე
და
ინტენსიურობა
ხასიათისა
და
სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ამასთანავე,
იძულების ღონისძიების გამოყენებისას პოლიციელი უნდა შეეცადოს, რომ მიყენებული
ზიანი მინიმალური და თანაზომიერი იყოს.418
სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტის შესწავლის დროს საგულისხმოა ასევე
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული საქმე საქართველოს
წინააღმდეგ, რომელშიც სასამართლომ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი
დარღვევა დაადგინა შსს წყალტუბოს პოლიციის თანამშრომლების მიერ მომჩივნის მიმართ
414
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე
ლაბიტა იტალიის წინააღმდეგ (Labita v. Italy, N26772/95), პარ. 120.
415
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე
სალმანი თურქეთის წინააღმდეგ (Salman v. Turkey, N21986/93), პარ. 100.
416
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე, „რეჰბოკი სლოვენიის
წინააღმდეგ“ (Rehbock v. Slovenia, N29462/95), პარ. 72.
417
საქართველოს კანონი პოლიციის შესახებ, მუხლი 31, პუნქტი 1.
418 საქართველოს კანონი პოლიციის შესახებ, მუხლი 31, პუნქტი 4.
243
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამო და პროცედურული დარღვევა პროკურატურის მხრიდან ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობის გამო.419
საქართველოს
სახალხო
სამინისტროდან
სტატისტიკური
დამცველის
აპარატმა
ინფორმაცია
საქართველოს
გამოითხოვა.
შინაგან
დროებითი
საქმეთა
მოთავსების
იზოლატორში შესახლებულ პირთა რაოდენობა, იზოლატორში შესახლებისას დაკავებულ
პირთა სხეულზე არსებული დაზიანებების სტატისტიკა და პოლიციის მიმართ პრეტენზიის
შემთხვევების ოდენობა წლების მიხედვით მოცემულია ქვემოთ, ცხრილში420.
N
მონაცემები წლების მიხედვით
2013 წელი
2014 წელი
2015 წელი
2016 წელი
1
შესახლებულ პირთა რაოდენობა
16553
17087
16416
13081
2
დაზიანებით შესახლებული პირები
7095(42,9 %)
6908(40,4 %)
5992(36,5 %)
6417 (49 %)
3
პრეტენზია პოლიციის მიმართ
111 (0,8 %)
198 (1,1 %)
168 (1 %)
193 (1,5 %)
აღსანიშნავია, რომ ცხრილში მითითებული მონაცემების თანახმად, 2016 წელს, 2015 წელთან
შედარებით, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებულ პირთა რაოდენობა 20,3 %ით არის შემცირებული. ამასთან, 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, 12,5 %-ით არის
გაზრდილი დაზიანებით შესახლებულ პირთა რაოდენობა. 25 ერთეულით, 12,9 %-ით
გაიზარდა პოლიციის მიმართ პრეტენზიის შემთხვევათა რაოდენობა, ამავდროულად,
პოლიციის მიმართ პრეტენზიის გამოთქმის შემთხვევათა ხვედრითი წილი იზოლატორში
შესახლებულ პირთა
რაოდენობასთან
მიმართებით,
2016
წელს
1,5
%-ს
შეადგენს.
ანალოგიური მაჩვენებელი 2015 წელს 1 %-ს შეადგენდა. აქვე საგანგებოდ უნდა მიეთითოს იმ
გარემოებაზე, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, 2016 წელს, იზოლატორში შესახლებულ
პირთა საერთო რაოდენობიდან, დაზიანებით შესახლებულ პირთა და იმ პირთა ხვედრითი
წილი, რომელთაც პრეტენზია გამოხატეს პოლიციის მიმართ, ყველაზე მაღალია.
სხეულის დაზიანების შემთხვევათა რაოდენობა 2015 და 2016 წელს
2015
2016
დაკავებამდე
5635
6009
დაკავებისას
243
254
დაკავების შემდეგ
52
53
419 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება
საქმეზე, „დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Dvalishvili v. Georgia N19634/07).
420 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 7 თებერვლის MIA 1 17 00306720
წერილობითი პასუხი (2017 წლის 9 თებერვალს სახალხო დამცველის აპარატში შემოსული N1935/17
წერილობითი პასუხი).
244
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დაკავებამდე - დაკავებისას
47
76
დაკავებამდე - დაკავების შემდეგ
10
20
დაკავებისას - დაკავების შემდეგ
4
2
დაკავებამდე - დაკავებისას - დაკავების შემდეგ
1
3
სულ: 5992
სულ: 6417
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული, ზემოთ, ცხრილში მოცემული
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ 2015 წელს
დაკავებისას ან დაკავების შემდგომ სხეულის დაზიანებათა მიღების შემთხვევათა საერთო
რაოდენობა 357-ს შეადგენს, რაც სხეულის დაზიანების შემთხვევების საერთო რაოდენობის
5,9 %-ია. ანალოგიური მაჩვენებელი 2016 წელს 408 და შესაბამისად 6,3 %-ია. 2016 წელს 2015
წელთან შედარებით დაკავებისას ან დაკავების შემდგომ სხეულის დაზიანების შემთხვევათა
რაოდენობა 51 ერთეულით, 12,5 % არის გაზრდილი.
მონიტორინგის
ფარგლებში,
საქართველოს
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
სამინისტროდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია პენიტენციურ დაწესებულებებში სხეულის
დაზიანებით შესახლებულ პირთა შესახებ. შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები იხილეთ
ქვემოთ, ცხრილში421.
წელი
სულ
შესახლდა
დაზიანება
დაკავებამდე
დაზიანება
დაკავებისას
2015
2016
6294
5287
818 (86 %)
764 (79,3 %)
88 (9,2 %)
91 (9,5 %)
დაზიანება
დაკავების
შემდგომ
37 (3,9 %)
103 (10,7 %)
არ
მიუთითა
8 (0,8 %)
5 (0,5 %)
დაზიანების
შემთხვევათა
ჯამი
951 (100 %)
963 (100 %)
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან მიღებული მონაცემების
ანალიზი ცხადყოფს, რომ 2015 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში შესახლებულ
ბრალდებულთა 15,1 %-ს აღენიშნებოდა დაზიანება, ხოლო 2016 წელს - 18,2 %-ს. 2016 წელს,
2015
წელთან
შედარებით,
სხეულის
დაზიანებით
პენიტენციურ
დაწესებულებებში
შესახლების შემთხვევათა საერთო რაოდენობასთან შეფარდებით, 6,7 %-ით შემცირდა იმ
შემთხვევათა ხვედრითი წილი, სადაც დაკავებული პირი აცხადებს, რომ სხეულის
დაზიანება მიიღო დაკავებამდე. პრაქტიკულად უცვლელი დარჩა დაზიანების დაკავებისას
მიღების პროცენტული შეფარდება, ხოლო, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, 6,8 %-ით
გაიზარდა დაზიანების დაკავების შემდეგ მიღების ხვედრითი წილი. 2015 წელს დაზიანების
დაკავების
შემდგომ
მიღების
შესახებ
უთითებდა
პენიტენციურ
დაწესებულებაში
421
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2017 წლის 30 იანვრის MOC 3 17 00074038
წერილი.
245
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
შესახლებული 37, ხოლო 2016 წელს - 103 ბრალდებული. გამოდის, რომ 2016 წელს ასეთი
შემთხვევების რაოდენობა 64,1 %-ით გაიზარდა, რაც საგანგაშოა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხეულის დაზიანებით დროებითი მოთავსების იზოლატორში
დაკავებულთა მოთავსების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ
მოწოდებული მონაცემების ანალიზის თანახმად, 2015 წელს სხეულის დაზიანების დაკავების
შემდგომ მიღების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 67-ს, ხოლო 2016 წელს - 78-ს შეადგენს,
რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მონაცემები 2016 წელს 14,1 %-ით გაიზარდა. რაც შეეხება ასეთი
შემთხვევების
ხვედრით
წილს
სხეულის
დაზიანებით
დაკავებულის
იზოლატორში
შესახლების შემთხვევათა საერთო რაოდენობასთან მიმართებით, 2015 წელს ეს მონაცემი 1,1
%, ხოლო 2016 წელს - 1,2 %-ია. აშკარაა, რომ ეს მონაცემები რამდენჯერმე ნაკლებია
ანალოგიურ მონაცემებზე, რომელიც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებებში დაზიანებით
შესახლებულ ბრალდებულებს. თვალშისაცემია ის გარემოება, რომ საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2016 წელს სულ 78 დაკავებულმა (სისხლის სამართლის
და ადმინისტრაციული წესით), მათივე განმარტებით, დაზიანება მიიღო დაკავების შემდგომ,
მაშინ, როცა პენიტენციურ დაწესებულებებში შესახლებული 103 ბრალდებული აცხადებდა
სხეულის დაზიანების დაკავების შემდეგ მიღების შესახებ.
საანგარიშო პერიოდში მონიტორინგის დროს შესწავლილი საქმეების ანალიზის შედეგად
არაერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა. მონიტორინგის ფარგლებში შესწავლილი
დაზიანებების შემთხვევები დროებითი იზოლატორების მიხედვით, იხილეთ ქვემოთ,
ცხრილში.
იზოლატორი
N
დაკავებული
ანკეტების422
მონიტორინგის
მონიტორინგის
რაოდენობა
ჩატარების დრო
224
47 (21 %)
07.2016
დროისთვის
1.
კახეთის რეგ.დმი (თელავი)
2.
საგარეჯოს დმი
92
30 (32,6 %)
07.2016
3.
სიღნაღის დმი
96
13 (13,5 %)
07.2016
4.
ყვარლის დმი
194
53 (27,3 %)
07.2016
5.
იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმის და
92
36 (39,1 %)
06.2016
ქვ.
სვანეთის
რეგ.
დმი
422 საქმის მასალებში არსებული საჭირო ინფორმაციის სისტემატიზებული ამოღების მიზნით,
მონიტორინგის ჯგუფი ინფორმაციის დასაფიქსირებლად სპეციალურად შემუშავებულ ანკეტას
იყენებდა.
246
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
(ქუთაისი)
6.
ზესტაფონის დმი
124
16 (12,9 %)
09.2016
7.
ბაღდათის დმი
141
22 (15,6 %)
09.2016
8.
ჭიათურის დმი
71
13 (18,3 %)
09.2016
9.
სამტრედიის დმი
169
34 (20,1 %)
09.2016
10.
ამბროლაურის დმი
31
4 (12,9 %)
09.2016
11.
სამეგრელოსა
183
15 (8,2 %)
08.2016
და
ზემო
სვანეთის რეგ. დმი (ზუგდიდი)
12.
ზუგდიდის დმი
125
7 (5,6 %)
08.2016
13.
სენაკის დმი
187
12 (6,4 %)
08.2016
14.
ფოთის დმი
161
17 (10,5 %)
08.2016
15.
ხობის დმი
126
14 (11,1 %)
08.2016
16.
ჩხოროწყუს დმი
126
7 (5,5 %)
08.2016
17.
მესტიის დმი
13
2 (15, 4 %)
08.2016
18.
აჭარის და გურიის რეგ. დმი
1381
162 (11,7 %)
12.2016
(ბათუმი)
19.
ქობულეთის დმი
284
22 (7,7 %)
11.2016
20.
ოზურგეთის დმი
110
22 (20 %)
11.2016
21.
ლანჩხუთის დმი
28
2 (7,1 %)
11.2016
22.
ბორჯომის დმი
49
13 (28,3 %)
10.2016
23.
ახალციხის დმი
155
14 (9 %)
10.2016
24.
თბილისის N1 დმი
279
23 (8,2 %)
05.2016
25.
თბილისის N2 დმი
2774
349 (12,6 %)
07.2016
ზემოთ
მოცემული
ცხრილის
ანალიზის
თანახმად,
იმ
იზოლატორებიდან,
სადაც
სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ საყურადღებოდ მიჩნეული და ანკეტების
247
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საშუალებით დოკუმენტირებული შემთხვევების ხვედრითი წილი ვიზიტის დროისთვის
იზოლატორში მოთავსებულ პირთა საერთო რაოდენობასთან მიმართებით 20 %-ზე ნაკლები
არ არის, ყველაზე მეტი საყურადღებო შემთხვევა გამოვლინდა იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმის
და ქვ. სვანეთის რეგიონულ დროებითი მოთავსების იზოლატორში (ქუთაისი) (39,1 %),
შემდეგ მოდის საგარეჯოს (32,6 %), ბორჯომის (28,3 %), ყვარლის (27,3 %), კახეთის
რეგიონული (თელავი) (21 %), სამტრედიის (20,1 %) და ოზურგეთის (20 %) დროებითი
მოთავსების იზოლატორები.
კვლევის ფარგლებში შემოწმდა დინამიკა 2015 წელთან შედარებით. 2015 და 2016 წელს
რეგიონებში ჩატარებული მონიტორინგის დროს გამოკვეთილი საყურადღებო შემთხვევების
პროცენტული შეფარდების შედარება იზოლატორების მიხედვით, იხილეთ ქვემოთ,
ცხრილში.
იზოლატორი
2015 წელი
2016 წელი
14,7 %
21 %
N
1.
კახეთის რეგ.დმი (თელავი)
2.
საგარეჯოს დმი
15,8 %
32,6 %
3.
სიღნაღის დმი
4,8 %
13,5 %
4.
ყვარლის დმი
9,7 %
27,3 %
5.
იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმის და
15 %
39,1 %
ქვ.
სვანეთის
რეგ.
დმი
(ქუთაისი)
6.
ზესტაფონის დმი
10 %
12,9 %
7.
ბაღდათის დმი
11,3 %
15,6 %
8.
ჭიათურის დმი
22,8 %
18,3 %
9.
სამტრედიის დმი
12,6 %
20,1 %
10.
სამეგრელოსა
11 %
8,2 %
და
ზემო
სვანეთის რეგ. დმი (ზუგდიდი)
248
11.
ზუგდიდის დმი
8,6 %
5,6 %
12.
სენაკის დმი
6,7 %
6,4 %
13.
ფოთის დმი
9,9 %
10,5 %
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
14.
ხობის დმი
10,8 %
11,1 %
15.
ჩხოროწყუს დმი
9%
5,5 %
16.
აჭარის და გურიის რეგ. დმი
10,4 %
11,7 %
(ბათუმი)
17.
ქობულეთის დმი
16,9 %
7,7 %
18.
ოზურგეთის დმი
16,9 %
20 %
19.
ლანჩხუთის დმი
0
7,1 %
20.
ბორჯომის დმი
39,7 %
28,3 %
21.
ახალციხის დმი
23,9 %
9%
22.
ახალქალაქის დმი
5,3 %
0
ზემოთ მოცემული ცხრილის ანალიზის საფუძველზე, დადებითად უნდა აღინიშნოს ის
ფაქტი, რომ საყურადღებო შემთხვევათა პროცენტული შეფარდება 2015 წელთან შედარებით
2016 წელს შემცირდა ახალციხის (14,9 %-ით), ბორჯომის423 (11,4 %-ით), ქობულეთის (9,2 %ით), ჭიათურის (4,5 %), ჩხოროწყუს (3,5 %-ით), ზუგდიდის (3 %-ით), სამეგრელოსა და ზემო
სვანეთის რეგიონულ (ზუგდიდი) (2,8 %-თ) დროებითი მოთავსების იზოლატორებში.
ახალქალაქის დროებითი მოთავსების იზოლატორში სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს
საყურადღებო შემთხვევა არ გამოუვლენია.
საყურადღებო შემთხვევების პროცენტული შეფარდება 2016 წელს 5 %-ზე მეტით გაიზარდა
იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმის და ქვ. სვანეთის რეგიონულ (ქუთაისი) (24,1 %-ით), ყვარლის
(17,6 %-ით), საგარეჯოს (16,8 %-ით), სიღნაღის (8,7 %-ით), სამტრედიის (7,5 %-ით),
ლანჩხუთის (7,1 %-ით) და კახეთის რეგიონულ (თელავი) (6,3 %-ით) დროებითი მოთავსების
იზოლატორებში.
კვლევის ფარგლებში ერთმანეთს შეედარა 5 რეგიონში 2015 და 2016 წელს არსებული
მდგომარეობა. მონაცემები იხილეთ ქვემოთ, ცხრილში.
423
2016 წლის განმავლობაში ბორჯომის პოლიციის მიერ დაკავებული პირები ასევე თავსდებოდნენ
ხაშურის დროებითი მოთავსების იზოლატორში, ხოლო 2016 წლის სექტემბრიდან ბორჯომის
იზოლატორი დაიხურა, ამასთან, სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს 2016 წელს ხაშურის იზოლატორში
არ განუხორციელებია ვიზიტი. მხოლოდ ბორჯომის იზოლატორში შემოწმებული შემთხვევები არ
იძლევა სრულ სურათს ბორჯომის პოლიციის მიერ დაკავების შემთხვევების საერთო რაოდენობიდან,
რამდენი შემთხვევა იყო საყურადღებო.
249
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
რეგიონი
2015
სამეგრელო, ზემო სვანეთი
იმერეთი,
სვანეთი
რაჭა-ლეჩხუმი,
9,1 %
2016
8%
ქვემო 14,2 %
19,9 %
კახეთი
11,9 %
23,6 %
გურია
15,4 %
17,4
აჭარა424
11,2 %
11 %
სულ: 11,7 %
სულ: 13,9 %
ზემოთ, ცხრილში მითითებული მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ 2015 და 2016 წელს
მდგომარეობა პრაქტიკულად იგივეა აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო
საყურადღებო შემთხვევების რაოდენობის ზრდის ტენდენცია იკვეთება კახეთის (11,7 %-ით),
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის (5,7 %-ით), ასევე გურიის (2 %-ით) რეგიონში.
ჯამში, ამ 5 რეგიონში საყურადღებო შემთხვევათა რაოდენობის პროცენტული შეფარდება
გაზრდილია 2,2 %-ით. საყურადღებოა ის გარემოება, რომ 2016 წელს საყურადღებო
შემთხვევათა რაოდენობა კახეთის, ასევე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის
რეგიონში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის ორ
იზოლატორში
დოკუმენტირებული
შემთხვევების
ანალიზის
თანახმად,
2016
წელს
შესწავლილ საქმეთა 8,9 % მიიჩნია სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა საყურადღებოდ,
რაც, პრაქტიკულად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ანალოგიური მონაცემების ტოლია, მაგრამ
ამავდროულად დაბალია სხვა რეგიონებთან შედარებით.
საქართველოს რეგიონების მასშტაბით შეგროვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად
აღმოჩნდა, რომ დაკავების ოქმში 391 (68,7 %) შემთხვევაში (2015 წელი - 419 (58,5 %)) არის
სხეულის დაზიანების შესახებ მითითება, ხოლო გარეგნული დათვალიერების ოქმში - 569
(2015 წელი - 716) შემთხვევაში. შესაბამისად, 178 (31,3 %) (2015 წელი - 297 (41,5 %))
424
2016 წლის განმავლობაში ბორჯომის პოლიციის მიერ დაკავებული პირები ასევე თავსდებოდნენ
ხაშურის დროებითი მოთავსების იზოლატორში, ხოლო 2016 წლის სექტემბრიდან ბორჯომის
იზოლატორი დაიხურა, ამასთან, სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს 2016 წელს ხაშურის იზოლატორში
არ განუხორციელებია ვიზიტი. მხოლოდ ბორჯომის იზოლატორში შემოწმებული შემთხვევები არ
იძლევა სრულ სურათს ბორჯომის პოლიციის მიერ დაკავების შემთხვევების საერთო რაოდენობიდან,
რამდენი შემთხვევა იყო საყურადღებო. ამდენად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მონაცემები ცხრილში
არ შეგვიტანია.
250
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
შემთხვევაში დაკავების ოქმში არ არის მითითებული დაზიანება, რომელიც აღწერილია
გარეგნული
დათვალიერების
ოქმში.
ანალოგიურად,
თბილისის
იზოლატორებში
გარეგნული დათვალიერების ოქმში დაზიანება მითითებულია 367 შემთხვევაში, დაკავების
ოქმში - 233 (63,5 %) შემთხვევაში, ხოლო ასეთ მითითებას არ შეიცავს 134 (36,5 %) დაკავების
ოქმი. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს დაკავებისას სხეულის დათვალიერებისა და
დაზიანებათა
დოკუმენტირების
ხარვეზებით,
თუმცა
ამავდროულად
ჩნდება
მყარი
ვარაუდი, რომ დაკავებულმა დაზიანება პოლიციის კონტროლის ქვეშ მიიღო. ანალოგიურად,
კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს რეგიონებში შესწავლილ 232 (40,8 %) (2015 წელი - 418
(58,4 %)) შემთხვევაში გარეგნული დათვალიერების ოქმში სხეულის უფრო მეტი დაზიანებაა
აღწერილი, ვიდრე დაკავების ოქმში. რაც შეეხება თბილისს, ეს მონაცემი 145-ს (39,5 %)
შეადგენს.
პოლიციის თანამშრომელთა განმარტებით, დაკავების ოქმში დაზიანების სრულყოფილად
აღწერაზე უარყოფითად მოქმედებს საკმარისი განათების არარსებობა და სხეულის
დათვალიერების წესი. შესაბამისად, კვლევის ფარგლებში გაანალიზებული იყო, თუ რა
გავლენას ახდენდა საკმარისი განათების არსებობა/არარსებობა დაკავების ოქმში დაზიანების
აღწერაზე. დადგინდა, რომ შემთხვევათა დაახლოებით ერთ მეოთხედში (2015 წელი - ერთ
მესამედში) პირი დღის შუქზე დააკავეს. ასევე გაირკვა, რომ იმ შემთხვევების ერთ მესამედში,
სადაც დაზიანების შესახებ მითითებულია მხოლოდ გარეგნული დათვალიერების ოქმში,
პირი ასევე დღის შუქზე იყო დაკავებული. აღსანიშნავია, რომ კვლევამ გამოავლინა
საქართველოს რეგიონებში 33 (2015 წელი - 50), ხოლო თბილისში 20 შემთხვევა, როდესაც
პირი დღის შუქზე დააკავეს, ხოლო თავის, სახის და თვალბუდის არეში დაზიანებები
მითითებულია მხოლოდ იზოლატორის თანამშრომლების მიერ შედგენილ გარეგნული
დათვალიერების ოქმში. ამ 53 შემთხვევაში, თუკი პირს დაკავებისას აღენიშნებოდა
დაზიანება, ის აუცილებლად უნდა შეემჩნია დამკავებელ პოლიციელს.
კვლევის ფარგლებში შევისწავლეთ დაზიანებათა ლოკალიზაცია. მონაცემები425 თბილისსა
და რეგიონებში მდებარე იზოლატორებში შედგენილი გარეგნული დათვალიერების ოქმის
მიხედვით, იხილეთ ქვემოთ, ცხრილში:
რეგიონები
რეგიონები
თბილისი
2015
2016
2016
14 (1,9 %)
4 (0,7 %)
2 (0,5 %)
ლოკალიზაცია
თავის არეში
425
კვლევის მიზნებისთვის დაზიანებათა მდებარეობა განზოგადდა და დაჯგუფდა. ვინაიდან კვლევის
განსაკუთრებულ ფოკუსს თავის, სახის და თვალბუდის არეში დაზიანება წარმოადგენდა, ეს ნაწილები
ცალკე გამოიყო.
251
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სახის არეში
82 (11,4 %)
48 (8,4 %)
26 (7 %)
თვალბუდის არეში
39 (5,4 %)
37 (6,5 %)
21 (5,6 %)
სხეულის სხვადასხვა ნაწილში (თავის, სახისა და
263 (36,7 %)
117 (20,6 %)
67 (18 %)
თავისა და სახის არეში
7 (1 %)
5 (0,9 %)
4 (1,1 %)
თავისა და თვალბუდის არეში
4 (0,5 %)
3 (0,5 %)
0
თავის არეში და სხეულის სხვადასხვა ნაწილებში
20 (2,8 %)
24 (4,2 %)
14 (3,8 %)
თავის, სახის და თვალბუდის არეში
2 (0,3 %)
8 (1,4 %)
3 (0,8 %)
თავისა და სახის არეში, ასევე სხეულის სხვადასხვა
12 (1,7 %)
18 (3,2 %)
13 (3,5 %)
თვალბუდის არის გარდა)
(სახის და თვალბუდის არის გარდა)
ნაწილებში
თავისა
და
თვალბუდის
არეში,
ასევე
სხეულის
1 (0,1 %)
8 (1,4 %)
6 (1,6 %)
არეში,
ასევე
სხეულის
51 (7,1%)
55 (9,7 %)
37 (9,9 %)
სახისა და თვალბუდის არეში
31 (4,3 %)
35 (6,1 %)
19 (5,1 %)
სახის არეში და სხეულის სხვადასხვა ნაწილებში
136 (19 %)
136 (23,9 %)
112 (30,1 %)
სხვადასხვა
41 (5,7 %)
63 (11,1 %)
40 (10,8 %)
თავის, სახის და თვალბუდის არეში, ასევე სხეულის
13 (1,8 %)
8 (1,4 %)
3 (0,8 %)
სულ: 716
სულ: 569
სულ: 367
სხვადასხვა ნაწ.
სახისა
და
თვალბუდის
სხვადასხვა ნაწ.
(თავის და თვალბუდის არის გარდა)
თვალბუდის
არეში
და
სხეულის
ნაწილებში (თავისა და სახის არის გარდა)
სხვადასხვა ნაწილებში
ცხრილში მითითებული მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ თბილისში, 2016 წელს
დამუშავებულ შემთხვევათა 81,7 %-ში, ხოლო რეგიონებში - 79,4 %-ში, დაკავებულ პირს
დაზიანება აღენიშნება, ცალკე და სხვა ტრავმებთან ერთად, თავის, სახის და თვალბუდის
მიდამოში426, რაც რეგიონების 2015 წლის მონაცემებს 16,1 %-ით აღემატება (2015 წელი - 63,3
%), რაც საყურადღებოა.
426 კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2016 წელს შესწავლილი 950 შემთხვევიდან 31-ში, დროებითი
მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე მიღებული სხეულის დაზიანებების გამო დაკავებული პირი
გადაყვანილი იყო საავადმყოფოში, აქედან 10 შემთხვევაში დაკავებული პირები განმარტავდნენ, რომ
დაზიანება მიიღეს დაკავებისას, ხოლო 4 შემთხვევაში - დაკავების შემდეგ. ამასთან, ხსენებული
შემთხვევებიდან 3-ში, დაკავებულ პირებს, რომლებმაც, მათივე განმარტებით, დაზიანება დაკავებისას
მიიღეს, პრეტენზია გააჩნიათ პოლიციის მიმართ, 3 შემთხვევაში დაკავებული პირები აცხადებენ, რომ
დაზიანება მიიღეს დაკავების შემდეგ და პრეტენზიას გამოთქვამენ პოლიციის მიმართ, 1 შემთხვევაში
დაკავებულ პირს პრეტენზია აქვს, მაგრამ გარეგნული დათვალიერების ოქმში არ არის მითითებული
სხეულის დაზიანების მიღების დრო, ასევე 1 შემთხვევაში გარეგნული დათვალიერების ოქმში არ არის
252
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
კვლევის ფარგლებში შემოწმდა, მიეთითება თუ არა გარეგნული დათვალიერების ოქმში
დაზიანების წარმოშობის დროის შესახებ. იხ. ქვემოთ, ცხრილი:
რეგიონები
თბილისი
დაკავებამდე
დაზიანების მიღების დრო
427 (73,9 %)
314 (84,4 %)
დაკავებისას
121 (20,9 %)
46 (12,4 %)
დაკავების შემდეგ
22 (3,8 %)
9 (2,4 %)
8 (1,4 %)
3 (0,8 %)ს
სულ: 578
სულ: 372
ჩანაწერი არ არის
როგორც ცხრილის ანალიზი აჩვენებს, გარეგნული დათვალიერების ოქმში არსებული
ჩანაწერის თანახმად, რეგიონებში დაკავებისას დაზიანების მიღების შესახებ მითითების
შემთხვევების ხვედრითი წილი 8,5 %-ით აღემატება თბილისის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ამასთან,
თბილისთან
შედარებით,
რეგიონებში
მცირედით
მეტია
იმ
შემთხვევათა
პროცენტული შეფარდება, სადაც დაკავებული პირი აცხადებს, რომ სხეულის დაზიანება
დაკავების შემდგომ მიიღო.
დაზიანების
რეგიონებში
მიღების
დრო 2015
დაკავებამდე
დაკავებისას
2016
581 (78, 5
%)
116
(15,7
%)
11 (1,5 %)
427
(73,4
%)
121(20,8 %)
22 (3,8 %)
32 (4,3 %)
8 (2,1 %)
სულ: 740
სულ: 578
დაკავების შემდეგ
ჩანაწერი არ არის
ცხრილში მითითებული მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ 2015 წელთან შედარებით,
2016 წელს გაზრდილია დაზიანებების დაკავებისას და დაკავების შემდგომ მიღების
პროცენტული შეფარდება, ამასთან, მცირედით შემცირებულია იმ შემთხვევათა რაოდენობა,
სადაც
გარეგნული
დათვალიერების
ოქმში
სხეულის
დაზიანების
მიღების
დრო
მითითებული არ არის.
კვლევის ფარგლებში შემოწმდა, რამდენ შემთხვევაში გააჩნდა დაკავებულ პირს პრეტენზია
პოლიციის მიმართ დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების მომენტისთვის და
ჩანაწერი არც სხეულის დაზიანების მიღების დროის და არც პრეტენზიის არსებობა-არარსებობის
შესახებ.
253
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
რამდენ შემთხვევაში არ იყო ჩანაწერი გარეგნული დათვალიერების ოქმში პრეტენზიის
არსებობა-არარსებობასთან დაკავშირებით.
პრეტენზია პოლიციის
მიმართ
რეგიონი
რეგიონი
თბილისი
2015 წელი
2016 წელი
2016 წელი
გააჩნია
69 (9,3 %)
87 (15 %)
24 (6,4 %)
არ გააჩნია
626 (84,6 %)
482 (83,4 %)
345 (92,8 %)
ჩანაწერი არ არის
45 (6,1 %)
9 (1,6 %)
3 (0,8 %)
სულ: 740
სულ: 578
სულ: 372
ზემოთ მოცემული ცხრილის ანალიზიდან ირკვევა, რომ 2015 წელთან შედარებით,
დაკავებულის მიერ პოლიციის მიმართ პრეტენზიის გამოთქმის შემთხვევების პროცენტული
შეფარდება 5,7 %-ით გაიზარდა, რაც საყურადღებოა. ასევე ჩანს, რომ 2016 წელს წინა წელთან
შედარებით, 4,5 %-ით შემცირდა იმ შემთხვევათა რაოდენობა, სადაც გარეგნული
დათვალიერების ოქმში პოლიციის მიმართ პრეტენზიის შესახებ ჩანაწერი არ არის, რაც
დადებითად უნდა აღინიშნოს. რაც შეეხება თბილისს, აქ პოლიციის მიმართ პრეტენზიის
შემთხვევათა პროცენტული შეფარდება 8,6 %-ით ნაკლებია რეგიონის ანალოგიურ
მაჩვენებელზე.
მონიტორინგის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოწოდებულ
მონაცემებზე დაყრდნობით გაანალიზდა, თუ რა დროს იყო მიღებული სხეულის
დაზიანებები იმ შემთხვევებში, სადაც დაკავებულ პირს პოლიციის მიმართ პრეტენზია
გააჩნდა. მონაცემები იხილეთ ქვემოთ, ცხრილში.
პრეტენზია პოლიციის მიმართ 2015 და 2016 წელს
2016
2015
დაკავებამდე
8
2
დაკავებისას
90
96
დაკავების შემდეგ
34
37
დაკავებამდე-დაკავებისას
23
42
დაკავებამდე-დაკავების შემდეგ
8
12
254
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დაკავებისას-დაკავების შემდეგ
4
2
დაკავებამდე-დაკავებისას-დაკავების შემდეგ
1
1
სულ: 168
სულ: 193
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2015
წელთან შედარებით, 2016 წელს 25 ერთეულით (12,9 %-ით) გაიზარდა დაკავებული პირის
მიერ გარეგნული დათვალიერების ოქმში პოლიციის მიმართ პრეტენზიის გამოთქმის
შემთხვევათა რაოდენობა.427 პოლიციის მიმართ პრეტენზიის გამოთქმის შემთხვევების
საყურადღებო ზრდის ტენდენცია გამოავლინა სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ
რეგიონებში შესწავლილი შემთხვევების ანალიზმაც. კერძოდ, 2016 წელს წინა წელთან
შედარებით, პოლიციის მიმართ პრეტენზიის გამოთქმის შემთხვევათა რაოდენობა 18
ერთეულით (20,7 %-ით) გაიზარდა.
კვლევის ფარგლებში შემოწმდა, თუ რამდენ დაკავებულ პირს ჰქონდა პრეტენზია პოლიციის
თანამშრომელთა მიმართ და აქედან რამდენს ჰქონდა მიღებული სხეულის დაზიანება
დაკავებამდე, დაკავებისას და დაკავების შემდეგ. მონაცემები იხილეთ, ქვემოთ.
დაზიანების
პრეტენზია პოლიციის მიმართ (რეგიონები)
მიღების დრო
გააჩნია
არ გააჩნია
ჯამი
ჩანაწერი არ არის
2016
2015
2016
2015
2016
2015
2016
2015
დაკავებამდე
10
9
414
543
3
29
427
581
დაკავებისას
59
50
60
57
2
9
121
116
დაკავების შემდეგ
16
8
6
3
0
0
22
11
ჩანაწერი არ არის
2
2
2
23
4
7
8
32
427
პოლიციის მიმართ პრეტენზიის შემთხვევათა ხვედრითი წილი დროებითი მოთავსების
იზოლატორებში სხეულის დაზიანებით შესახლებულ პირთა საერთო რაოდენობასთან მიმართებით,
2015 წელს 2,8 %-ს, ხოლო 2016 წელს 3 % შეადგენდა.
255
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ჯამი
87
69
482
626
9
45
578
740
%
15 %
9,3 %
83,4 %
84,6 %
1,6 %
6,1 %
100 %
100 %
ცხრილში მითითებული მონაცემების ანალიზის თანახმად, 2016 წელს 16 დაკავებულ პირს
(2015 წელი - 8 პირი), რომელსაც პრეტენზია გააჩნია პოლიციის მიმართ, მისივე
განმარტებით, სხეულის დაზიანება მიღებული აქვს დაკავების შემდგომ, ხოლო 59-ს დაკავებისას (2015 წელი - 50 პირი). ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ 66
დაკავებულ პირს (2015 წელი - 60 პირი) დაზიანება მიღებული აქვს დაკავებისას ან დაკავების
შემდგომ, მაგრამ მათ პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ. ამ 66 შემთხვევიდან 44
შემთხვევაში (66,7 %) დაკავებულს, ცალკე და სხვა ტრავმებთან ერთად, დაზიანებები
აღენიშნებოდა თავის, სახისა და თვალბუდის არეში.428 შესაბამისად, პოლიციის მიმართ
პრეტენზიის არქონის შესახებ მითითება ნაკლებ დამაჯერებელია. სავარაუდოდ ხსენებულ
შემთხვევებში სახეზეა თვითცენზურა შიშის, სტრესისა და გაურკვევლობის გამო, რადგან
თავისუფლების აღკვეთის პირველ ეტაპზე დაშინების, ზეწოლის, შეურაცხყოფის, სხვა სახის
არასათანადო მოპყრობის საფრთხე ყველაზე მაღალია და ამ დროს პირი განსაკუთრებით
მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფება. ასე, მაგალითად, 2016 წლის 16 აგვისტოს, სისხლის
სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლების საფუძველზე დაკავებულ ბ.ც.-ს დროებითი
მოთავსების იზოლატორში მოთავსებისას აღენიშნებოდა ორივე თვალის არეში და მარჯვენა
წარბთან სისხლნაჟღენთი, შუბლზე, ცხვირზე, ყურზე, მარცხენა წარბზე და მარცხენა ხელის
ცერა თითზე ჭრილობები, მარჯვენა ბეჭზე და მარცხენა ხელის მაჯაზე ნაკაწრები, ცხვირზე
და მარცხენა ბეჭზე სიწითლეები, ქვედა ტუჩზე შეშუპება. დაკავებული განმარტავდა, რომ
აღნიშნული დაზიანებები მიიღო დაკავებისას, თუმცა პოლიციის თანამშრომლების მიმართ
პრეტენზია არ გააჩნდა.
კოდექსი პრეტენზია გააჩნია
პრეტენზია არ გააჩნია
რეგ.
თბ.
რეგ.
თბ.
ასკ429
62 (71,3 %)
8 (33,3 %)
333 (69,1 %)
133 (38,5 %)
სსკ430
25 (28,7 %)
16 (66,7 %)
149 (30,9 %)
212 (61,4 %)
428
2016 წელს, თბილისში 33 დაკავებულ პირს, მისივე განმარტებით, დაზიანება მიღებული აქვს
დაკავებისას ან დაკავების შემდგომ, მაგრამ მათ პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ. ამ 33
შემთხვევიდან 13 შემთხვევაში დაკავებულს, ცალკე და სხვა ტრავმებთან ერთად, დაზიანებები
აღენიშნებოდა თავის, სახისა და თვალბუდის არეში.
429
სისხლის სამართლის კოდექსი.
430 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
256
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სულ: 87
სულ: 24
სულ: 482
სულ: 345
ზემოთ მოცემული ცხრილი აჩვენებს, რომ სისხლის სამართლის წესით დაკავების
შემთხვევაში დაკავებულთა 14 %-ს (თბილისში - 5,7 %) გააჩნია პრეტენზია პოლიციის
მიმართ, ხოლო ადმინისტრაციული წესით დაკავების შემთხვევაში - 15,5 %-ს (თბილისში - 7
%). კროსტაბულაციის შედეგად ასევე დგინდება, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავების
400 შემთხვევიდან 77 (19,2 %) შემთხვევაში დაკავებული უთითებს დაზიანების მიღებას
დაკავებისას და დაკავების შემდეგ, ხოლო სისხლის სამართლის წესით დაკავების 178
შემთხვევიდან - 56 (31,5 %) შემთხვევაში, ანუ 12,3 %-ით მეტი. მონიტორინგის პროცესში
სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის შეჯერებით იკვეთება ტენდენცია, რომ
ადმინისტრაციული წესით დაკავებული პატიმრების გარკვეული ნაწილი იზოლატორში
გარეგნული დათვალიერების ოქმის შევსებისას ერიდება სხეულის დაზიანების დაკავებისას
ან დაკავების შემდეგ მიღების ფაქტის მითითებას, რადგან ფიქრობენ, რომ თუ ასე არ
მოიქცევიან, „პოლიციას გადაიკიდებენ“ და მომავალში პრობლემები შეექმნებათ. აქვე
აღსანიშნავია ისიც, რომ თუ ადმინისტრაციული წესით დაკავებულები მიუთითებენ, რომ
დაზიანება მიიღეს დაკავებისას ან დაკავების შემდეგ, უმეტესწილად არ ერიდებიან
პოლიციის მიმართ პრეტენზიის გამოთქმას (შემთხვევათა 66,2 %), განსხვავებით სისხლის
სამართლის
წესით
ზემოაღნიშნულიდან
დაკავებულებისაგან
გამომდინარე
და
(შემთხვევათა
დამატებით
იმის
42,8
%).
ყოველივე
გათვალისწინებით,
რომ
ადმინისტრაციული დაკავების სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ შემოწმებულ
შემთხვევებში
ადვოკატის
მონაწილეობა
იშვიათ
გამონაკლისს
წარმოადგენს,
ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის რისკი მაღალია,
შესაბამისად, აუცილებელია ადმინისტრაციული დაკავების შემთხვევებში არასათანადო
მოპყრობის პრევენციის კუთხით მუშაობის გაძლიერება.
კვლევის ფარგლებში ასევე შემოწმდა დაკავების გარემოებები. ამ შემოწმების მიზანი იყო
დაგვედგინა, შესწავლილ შემთხვევებში, პირის დაკავებას ხომ არ უსწრებდა ამ პირის
მხრიდან მოქალაქეების შეურაცხყოფა, მათთან ფიზიკური დაპირისპირება, ასევე პოლიციის
თანამშრომლების
კანონიერი
მოთხოვნისადმი
დაუმორჩილებლობა
ან
ფიზიკური
წინააღმდეგობის გაწევა, მათი სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხომ არ გამოიყენა პოლიციამ
ძალა. ქვემოთ, შესაბამისი მონაცემების მითითებით, აღნიშნული იქნება მხოლოდ ის
საყურადღებო ტენდენციები, რომელიც 2015 წელთან შედარებით 2016 წელს გამოვლინდა.431
431
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის
საპარლამენტო ანგარიში, გვ. 181-238, ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე:
http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf [ბოლოს ნანახია 23.03.2017].
257
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დაკავების ოქმებზე დაყრდნობით, კვლევა აჩვენებს, რომ შემთხვევათა აბსოლუტურ
უმრავლესობაში
დაკავებულის
არ
იკვეთება
მხრიდან
სხვა
მოქალაქეებთან
მოქალაქეების
სიტყვიერი
ფიზიკური
დაპირისპირება
შეურაცხყოფა.
და
ამავდროულად,
საყურადღებოა ის გარემოება, რომ კვლევამ რეგიონებში გამოავლინა 258 (44,3 %) შემთხვევა
(2015 წელი - 171 (23,1 %) შემთხვევაში), როდესაც პოლიციის თანამშრომლები დაკავების
ოქმში მათ მიმართ დაკავებულის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფაზე უთითებდნენ.
გამოდის, რომ 2016 წელს ასეთ შემთხვევათა ხვედრითი წილი დამუშავებული შემთხვევების
საერთო რაოდენობასთან მიმართებით თითქმის ორჯერ არის გაზრდილი. 2016 წელს
ანალოგიური მაჩვენებელი თბილისში432 რეგიონების მაჩვენებელზე 12,9 %-ით ნაკლებია.
რეგიონებში პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის
და პოლიციის თანამშრომლისათვის წინააღმდეგობის გაწევის 384 (66,4 %) შემთხვევიდან
(2015 წელი - 227 (30,7 %) შემთხვევა), დაკავების ოქმის თანახმად, პოლიციის თანამშრომელს
დაკავებულმა სიტყვიერი შეურაცხყოფა 241 შემთხვევაში (2015 წელი - 74 შემთხვევაში)
მიაყენა. რაც შეეხება თბილისს, 2016 წელს დაუმორჩილებლობის/წინააღმდეგობის გაწევის
225 (60,5 %) შემთხვევიდან 110 შემთხვევაში, დაკავების ოქმის თანახმად, დაკავებულმა
პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.433 ამ შემთხვევებში პოლიციის
მხრიდან ძალის გამოყენების და შესაბამისად, ძალის გადამეტების ალბათობაც მაღალია. აქვე
აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის დროს ინტერვიუირებული პოლიციელები მწვავედ
განიცდიდნენ იმ ფაქტს, რომ სამართალდამრღვევები მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას
აყენებდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ დედის გინება ქართველი კაცისთვის ძნელი ასატანია,
მათ ამ ყველაფრის თმენა უწევდათ.
კვლევის ფარგლებში შემოწმდა, პოლიციის თანამშრომლების შეურაცხყოფის შემთხვევებში,
სხეულის რა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა დაკავებულ პირს. თბილისში, 2016 წელს
დამუშავებულ შემთხვევათა 81,7 %-ში, ხოლო რეგიონებში - 79,4 %-ში, დაკავებულ პირს
დაზიანება აღენიშნება, ცალკე და სხვა სტრავმებთან ერთად, თავის, სახის და თვალბუდის
მიდამოში, რაც რეგიონების შემთხვევაში 2015 წლის მონაცემებს (63,3 %) 16,1 %-ით აღემატება
და საყურადღებოა.
საქართველოს რეგიონებში შესწავლილი 578 საქმის ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ
დაუმორჩილებლობის/წინააღმდეგობის გაწევის შესახებ დაკავების ოქმში მითითების 384
შემთხვევიდან 6 შემთხვევაში (2015 წელი - 3 (1,3 %) შემთხვევაში) სრულად არის აღწერილი,
თუ რაში გამოიხატა დაუმორჩილებლობა/წინააღმდეგობის გაწევა, 199 (51,8 %) შემთხვევაში
432
თბილისში - 117 შემთხვევა (31,4 %).
დაუმორჩილებლობის/წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევების პროცენტული შეფარდება
რეგიონებში და თბილისში თითქმის ტოლია, ხოლო დაუმორჩილებლობის/წინააღმდეგობის
შემთხვევათა საერთო რაოდენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფის ხვედრითი წილი რეგიონებში (62,8 %)
თბილისში ანალოგიურ მაჩვენებელს (48,9 %) 13,9 %-ით აღემატება.
433
258
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
(2015 წელი - 4 (1,8 %) შემთხვევაში) ოქმი შეიცავს ნაწილობრივ აღწერას, შემთხვევათა 46,9 %ში (2015 წელი -
96,9 %) პოლიციის თანამშრომლები ამას არ განმარტავენ. რაც შეეხება
თბილისს, დაუმორჩილებლობის/წინააღმდეგობის გაწევის მხოლოდ 1 (0,4 %) შემთხვევაში
არის სრულყოფილი აღწერა, 126 (56 %) შემთხვევაში - ნაწილობრივი, ხოლო 98 (43,6 %)
შემთხვევაში დაკავების ოქმი ასეთ აღწერას საერთოდ არ შეიცავს.
რეგიონებში დამუშავებული 578 შემთხვევიდან ძალის გამოყენების ფაქტის შესახებ
მითითებულია მხოლოდ
33 (5,7 %) შემთხვევაში (2015 წელი - 46 (6,2 %) შემთხვევაში),
თბილისში კი 372 შემთხვევიდან - 16 შემთხვევაში. ძალის გამოყენების შესახებ მითითების 33
შემთხვევიდან, დაკავების ოქმში ძალის გამოყენების მეთოდი სრულად აღწერილია მხოლოდ
2 შემთხვევაში (6,1 %) (2015 წელი - 4,3 %), 10 შემთხვევაში (30,3 %) (2015 წელი - 6,5 %) ოქმი
შეიცავს ნაწილობრივ აღწერას, ხოლო 21 შემთხვევაში (63,6 %) (2015 წელი - 89,2 %) ოქმში
არაფერია ნათქვამი ძალის გამოყენების მეთოდის შესახებ. რაც შეეხება თბილისს, მხოლოდ
ერთ შემთხვევაშია ძალის გამოყენების მეთოდი ნაწილობრივ აღწერილი.
აქვე აღსანიშნავია, რომ კვლევის დროს გაანალიზდა შემთხვევები, სადაც დაკავების
გარემოებების გათვალისწინებით, მაღალი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ
პოლიციას
ძალის
გამოყენება
დასჭირდებოდა.
დაუმორჩილებლობის/წინააღმდეგობის
გაწევის 384 შემთხვევიდან კვლევამ 344 (89,6 %) ასეთი შემთხვევა გამოავლინა. ამის
საპირისპიროდ კი, პოლიციის თანამშრომლებმა დაკავების ოქმში ძალის გამოყენების შესახებ
მხოლოდ 33 შემთხვევაში მიუთითეს. ანალოგიურად, თბილისში დამუშავებული ანკეტების
ანალიზის თანახმად, დაუმორჩილებლობის/წინააღმდეგობის გაწევის 224 შემთხვევიდან 203
(90,6 %) შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლებს ძალის გამოყენება მაღალი ალბათობით
დასჭირდებოდათ, ხოლო მათ კი მხოლოდ 16 შემთხვევაში მიუთითეს ძალის გამოყენების
შესახებ. აშკარაა, რომ პოლიციის თანამშრომლები ერიდებიან დაკავების ოქმში ძალის
გამოყენების შესახებ მითითებას, რაც აძლიერებს ვარაუდს, რომ მათი მხრიდან შესაძლოა
ადგილი ჰქონდეს ძალის გადამეტებას და არასათანადო მოპყრობას.
კვლევის ფარგლებში, თბილისში დოკუმენტირებული 372 შემთხვევის გენდერულ ჭრილში
ანალიზით დადგინდა, რომ დაზიანება 10 დაკავებულ ქალს აღენიშნებოდა. მათგან 2
დაკავებული ქალი აღნიშნავდა, რომ დაზიანება მიიღო დაკავებისას. ამ 2 შემთხვევიდან ერთერთში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე
მუხლების
საფუძველზე დაკავებულ
ქალს
პოლიციის
მიმართ
ჰქონდა
პრეტენზია.
დაკავებულს დაზიანება აღენიშნებოდა სახის არეში და სხეულის სხვადასხვა ნაწილში.434
434
თბილისის N2 დროებითი მოთავსების იზოლატორში 2016 წლის 20 აპრილს შედგენილი
გარეგნული დათვალიერების ოქმის თანახმად, დაკავებულს აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები:
ექსკორიაციები, ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ჰიპერემიული უბნები სახეში და მთელ სხეულზე
მცირე ზომის ერთეული ჰემატომები.
259
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დაკავების ოქმში მითითებულია, რომ ის არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომლების
კანონიერ მოთხოვნას და წინააღმდეგობა გაუწია. მიუხედავად იმისა, რომ დაკავების ოქმში
არაფერია ნათქვამი დაკავებისას ძალის გამოყენების შესახებ, საქმის გარემოებები ძალის
გამოყენების მაღალ ალბათობაზე მიუთითებენ. დაკავებულმა დროებითი მოთავსების
იზოლატორში გარეგნული დათვალიერების ოქმის შევსებისას დამატებით განმარტა, რომ
პოლიციის ორმა თანამშრომელმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა,
პოლიციის ავტომანქანაში ურტყამდნენ ხელებს ტანის არეში. დაკავებისას დაზიანების
მიღების მეორე შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და
173-ე მუხლების საფუძველზე დაკავებულ ქალს პოლიციის თანამშრომლების მიმართ
პრეტენზია არ გააჩნია.
რეგიონებში დამუშავებული 578 შემთხვევიდან 7 დაკავებულ ქალს აღენიშნებოდა სხეულის
დაზიანება, აქედან 2 დაკავებულს პრეტენზია ჰქონდა პოლიციის თანამშრომლების მიმართ.
ერთ შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე
მუხლების საფუძველზე დაკავებული ქალი აცხადებდა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა
დაკავებისას მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.435 მეორე შემთხვევაში,
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
173-ე
მუხლის
შესაბამისად
დაკავებული ქალი განმარტავდა, რომ სხეულის დაზიანებები დაკავებამდე მიიღო, თუმცა
პრეტენზია ჰქონდა პოლიციის თანამშრომლების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის
მიყენების გამო.436 ამასთან, ერთ-ერთ შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
173-ე მუხლის საფუძველზე დაკავებული ქალი უთითებდა, რომ სხეულის დაზიანებები
მიღებული
ჰქონდა
როგორც
დაკავებამდე,
ასევე
დაკავებისას,
მაგრამ
პოლიციის
თანამშრომლების მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა. მან დამატებით განმარტა, რომ მაჯაზე
არსებული დაზიანება ხელბორკილის დადების შედეგად მიიღო.437
სახალხო
დამცველს
მიაჩნია,
რომ
პოლიციის
თანამშრომლები
განსაკუთრებული
სიფრთხილით უნდა მიუდგნენ ქალების მიმართ ძალის გამოყენების საკითხს. ასევე
მნიშვნელოვანია დაკავებულ ქალებთან ვერბალური კომუნიკაციის დროს პროფესიული
ეთიკის განუხრელი დაცვა, რათა არ მიმართონ ისეთი ენით, რომელიც მათ მიერ
დამამცირებლად აღიქმება.
435
ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში 2016 წლის 1 მაისს შედგენილი გარეგნული
დათვალიერების ოქმის შესაბამისად, დაკავებულს შუბლის არეში აღენიშნება მცირე ზომის
ჰიპერემიული უბანი.
436
გარეგნული დათვალიერების ოქმი შედგენილია 2016 წლის 5 მარტს თელავის დროებითი
მოთავსების იზოლატორში.
437
გარეგნული დათვალიერების ოქმი შედგენილია 2016 წლის 16 ივლისს ბაღდათის დროებითი
მოთავსების იზოლატორში.
260
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
2016 წელს მონიტორინგის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სისხლის
სამართლის
კოდექსის
და
353-ე438
სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე
440
3531-ე439
მუხლის,
ასევე
ადმინისტრაციულ
მუხლის გამოყენების პრაქტიკის შესწავლას.
მიღებული ოფიციალური მონაცემების თანახმად441, 2015 წელს სისხლის სამარლის კოდექსის
353-ე მუხლით გამოძიება დაიწყო 162 საქმეზე; სასამართლოში განიხილეს 161 საქმე;
გამამართლებელი განაჩენი დადგა 9 პირის მიმართ, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი - 244
პირის მიმართ, აქედან 113 საქმეზე 187 პირის მიმართ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. 3531
მუხლით
გამოძიება
დაიწყო
24
საქმეზე;
25
საქმე
განიხილეს
სასამართლოში;
გამამართლებელი განაჩენი დადგა 2 პირის მიმართ, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი - 41
პირის მიმართ, აქედან 17 საქმეზე 34 პირის მიმართ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება.
ანალოგიურად, 2016 წელს 353-ე მუხლით გამოძიება დაიწყო 100 საქმეზე; დევნა დაიწყო 172
პირის მიმართ და აქედან შეწყდა 6 პირის მიმართ; სასამართლოში განიხილეს 113 საქმე;
გამამართლებელი განაჩენი დადგა 10 პირის მიმართ, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი - 151
პირის მიმართ, აქედან 73 საქმეზე 114 პირის მიმართ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. 3531ე მუხლით გამოძიება დაიწყო 15 საქმეზე; დევნა დაიწყო 22 პირის მიმართ და აქედან შეწყდა
1 პირის მიმართ; 21 საქმე განიხილეს სასამართლოში; გამამართლებელი განაჩენი დადგა 7
პირის მიმართ, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი - 19 პირის მიმართ, აქედან 14 საქმეზე 14
პირის მიმართ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება.
ზემოთ მითითებული მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ 2015 წელთან შედარებით, 2016
წელს 353-ე მუხლით გამოძიების დაწყების 62, ხოლო 3531-ე მუხლის საფუძველზე დაწყების 9
შემთხვევით ნაკლები იყო. მიუხედავად კლების ტენდენციისა, საყურადღებოა ის გარემოება,
რომ 2015 წელს 353-ე მუხლით ბრალდებულთა 96,4 %-ის, ხოლო 2016 წელს 93,8 %-ის მიმართ
დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, აქედან 2015 წელს საპროცესო შეთანხმება გაფორმდა
ბრალდებულთა 76,6 %-ის, ხოლო 2016 წელს - ბრალდებულთა 75,5 %-ის მიმართ.
გამამართლებელი
განაჩენის
დადგენის
უკიდურესად
438
მცირე
რაოდენობისა
და
წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების
სხვა წარმომადგენლის მიმართ.
439 პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე
თავდასხმა.
440 სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის
სპეციალური
სამსახურის
თანამშრომლის
ან
აღსრულების
პოლიციელის
კანონიერი
განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა
კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.
441 შინაგან საქმეთა სამინისტროდან: 2015 წლის მონაცემები – 2017 წლის 6 თებერვლის N293573
წერილი; 2016 წლის მონაცემები – 2017 წლის 6 თებერვლის N293333 წერილი. საქართველოს მთავარი
პროკურატურიდან: 2015 წლის მონაცემები – 2017 წლის 11 თებერვლის N13/9693 წერილი; 2016 წლის
მონაცემები – 2017 წლის 17 იანვრის N13/3327 წერილი. საქართველოს უზენაესი სასამართლოდან: 2015
და 2016 წლის მონაცემები – 2017 წლის 3 თებერვლის Nპ-27-17,პ-28-17 წერილი.
261
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ბრალდებულთა
მიმართ
საპროცესო
შეთანხმების
დადების
მაღალი
მაჩვენებლის
გათვალისწინებით, არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 3531 მუხლების
ბოროტად გამოყენების მაღალი რისკი, რასაც საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ფოკუს
ჯგუფებში
ადასტურებდნენ
ადვოკატები
და
არასამთავრობო
ორგანიზაციების
წარმომადგენლები.
მაგალითად გვინდა მოვიყვანოთ 2016 წლის მონიტორინგის დროს გამოვლენილი ერთ-ერთი
საყურადღებო შემთხვევა. კერძოდ, 2016 წლის 8 აპრილს, 19:55 საათზე, ადიგენის რაიონული
სამმართველოს
ადმინისტრაციულ
შენობაში
პოლიციის
თანამშრომლებმა
სისხლის
სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილის442 საფუძველზე დააკავეს ლ.დ.,
რომელიც დაკავების ოქმის თანახმად, „პოლიციის თანამშრომლებს უწევდა ფიზიკურ
წინააღმდეგობას, იგინებოდა და ილანძღებოდა უცენზურო სიტყვებით“, ასევე აღნიშნულია,
რომ მას პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა 20:00 საათიდან 20:15 საათამდე, რომლის დროსაც
პოლიციის
თანამშრომლებს
უწევდა
ფიზიკურ
წინააღმდეგობას.
აღსანიშნავია,
რომ
მიუხედავად დაკავების ოქმში მწირი ჩანაწერებისა, სპეციალური პრევენციული ჯგუფის
წევრებმა პოლიციის თანამშრომლებთან და ფოკუს ჯგუფში მონაწილე ადვოკატებთან
გასაუბრების შედეგად დაადგინეს, რომ ლ.დ., სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე,
გადაყვანილი
იყო
ნარკოლოგიურ
შემოწმებაზე,
სადაც
ნარკოტიკული
საშუალების
მოხმარების ფაქტი არ დაუდასტურდა. პოლიციის თანამშრომლების განმარტებით, სწორედ
ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანის ფაქტით აღშფოთებული ლ.დ. გინებით შევარდა
ადიგენის რაიონული სამმართველოს ეზოში და ითხოვდა პოლიციის სამმართველოს
უფროსთან შეხვედრას. ეზოს გავლის შემდეგ პირდაპირ მივიდა ოპერატიულ მორიგესთან
და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, ეს
ვერსია ნაკლებად დამაჯერებელია. როგორც ახალციხეში ადვოკატებთან და არასამთავრობო
ორგანიზაციებთან შეხვედრისას გაირკვა, ამ შემთხვევის შესახებ სმენიათ და ვარაუდობენ,
რომ ლ.დ.-ს მიმართ სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას და შესაძლოა ეს მის
სამეწარმეო საქმიანობას უკავშირდებოდა.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, დაკავებული კიდევ უფრო დაუცველია
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
173-ე
მუხლის443
საფუძველზე
დაკავების შემთხვევაში. წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად,
მოსამართლე შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ძირითადად ეყრდნობა პოლიციის
442
პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მათ სამსახურებრივ ან
საცხოვრებელ შენობაზე, ან მათ სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მათი ოჯახის წევრზე თავდასხმა
პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან
დაკავშირებით.
443 სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ თბილისში და რეგიონებში შესწავლილი შემთხვევების
55,7 %-ში პირი დაკავებული იყო, ცალკე და სხვა მუხლებთან ერთად, ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით.
262
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
თანამშრომელთა ახსნა-განმარტებებს. ამასთან, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ
პირებს, როგორც წესი, არ ჰყავთ ადვოკატი და უმეტეს შემთხვევაში, ისინი ერიდებიან
პოლიციის „გადაკიდებას“444. ასეთ პირობებში მაღალია პოლიციის თანამშრომელთა
თვითნებობის
რისკი.
მონიტორინგის
დროს
სპეციალურმა
პრევენციულმა
ჯგუფმა
გამოავლინა ერთი შემთხვევა, რომელიც პოლიციის თანამშრომლების თვითნებობის მკაფიო
მაგალითს წარმოადგენს.
მონიტორინგის მიმდინარეობისას, ადვოკატებთან და არასამთავრობო ორგანიზაციის
წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს გამოვლინდა ერთი შემთხვევა, რომელიც პოლიციის
თანამშრომლების
კოდექსის
მხრიდან
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდაღვევათა
166-ე და 173-ე მუხლის ბოროტად გამოყენების მაგალითია. მიღებული
ინფორმაციის
თანახმად,
სასამართლო
განხილვაზე
პოლიციის
თანამშრომლები
უთითებდნენ, რომ დაკავებული, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი
ზუგდიდში ილანძღებოდა და იგინებოდა, პოლიციის შემჩნევის შემდეგ კი, მიმალვა სცადა.
პოლიციის თანამშრომლები მასთან მივიდნენ ვითარების გასარკვევად, თავი წარუდგინეს და
საიდენტიფიკაციო დოკუმენტი მოსთხოვეს, რაზეც მოქალაქემ შეურაცხმყოფელი სიტყვებით
უპასუხა და არ დაემორჩილა კანონიერ მოთხოვნას, შეეწყვიტა ლანძღვა-გინება. ოქმის
შემდგენის განმარტებით, აღნიშნულმა ქმედებამ ის დააეჭვა, ხომ არ იყო იგი ნარკოტიკების
ზემოქმედების ქვეშ და გამოსკვლევად საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დაწესებულებაში
გადაიყვანა. გამოკვლევის შედეგად მას ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარების
ფაქტი
არ
დაუდგინდა,
თუმცა,
მიუხედავად
ამისა,
სხვა
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების გამო მაინც იქნა დაკავებული ადმინისტრაციული წესით.
სასამართლო განხილვაზე პოლიციის თანამშრომლების ახსნა-განმარტებაში მითითებული
გარემოებები არ დადასტურებულა, ვინაიდან ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა
პირმა სასამართლოს წარუდგინა ვიდეოჩანაწერი, რომელიც უტყუარად ადასტურებდა
აღნიშნული
გარემოებების
არარსებობას.
საყურადღებოა
ის
ფაქტიც,
რომ
პირი
თავდაპირველად დაკავებული იყო 173-ე მუხლის საფუძველზე და მხოლოდ მოგვიანებით
დაემატა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს 166-ე მუხლი. სპეციალური
პრევენციული
ჯგუფის
შეფასებით,
ამ
შემთხვევაში
ნათლად
ჩანს
პოლიციის
თანამშრომლების თვითნებობა და მოქალაქის მიზანმიმართული, უკანონო დევნის ფაქტი.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, იძულების ღონისძიების გამოყენების
შემთხვევებში არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ
444
ასე, მაგალითად, გარეგნული დათვალიერების ოქმის თანახმად, 2016 წლის 17 აგვისტოს, ასკ 173-ე
მუხლით დაკავებულ ზ.კ.-ს აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: მარცხენა თვალბუდის არეში
ნახეთქი ჭრილობა, სისხლნაჟღენთი და შეშუპება, ცხვირზე სიწითლე, შუბლზე მარცხნივ და კეფაზე
მარჯვენა მხარეს ექსკორიაციები. დაკავებულმა განმარტა, რომ აღნიშნული დაზიანებები მიიღო
დაკავებისას, თუმცა პოლიციის თანამშრომლების მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
263
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ვარაუდს წარმოშობს ის გარემოება, რომ ხშირ შემთხვევაში დაკავების ოქმი არ შეიცავს ძალის
გამოყენების მეთოდის აღწერას და არ ჩანს მკაფიო კავშირი ძალის გამოყენების მეთოდსა და
დაკავებულის სხეულზე არსებულ დაზიანებებს შორის. ამასთან, რიგ შემთხვევებში,
სხეულის დაზიანებების ხასიათი და მდებარეობა არასათანადო მოპყრობის შესახებ ვარაუდს
კიდევ უფრო აძლიერებს. ასე მაგალითად,445 დაკავების ოქმის თანახმად, 2016 წლის 24
იანვარს, კ.ძ.-მ446, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის
საფუძველზე, დაკავების დროს ხელბორკილების დადებისას გასწია წინააღმდეგობა. მის
მიმართ გამოყენებულ იქნა ორთაბრძოლის სპეციალური ილეთები, რის გამოც პოლიციის
სამმართველოს ეზოში სახით დაეცა ძირს და დაიზიანა ტუჩი და სახე. აღნიშნულ
შემთხვევაში საყურადღებოა ის გარემოება, რომ პოლიციის თანამშრომლები არ უთითებენ,
რაში გამოიხატა კ.ძ.-ს მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა და ორთაბრძოლის რა სპეციალური
ილეთები გამოიყენეს, რომლის შედეგადაც კ.ძ. სახით დაეცა ძირს. დაკავების ოქმში
არსებული ჩანაწერით ვერ დგინდება, შესაძლებელი იყო თუ არა ხელბორკილების დადება
დასაკავებელი პირის სხეულის დაუზიანებლად.
მონიტორინგის ფარგლებში, პოლიციის თანამშრომლებთან გასაუბრებისას სპეციალური
პრევენციული ჯგუფის წევრები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ დაკავებისას
პროპორციული ძალის გამოყენების საკითხს. ინტერვიუს დროს პოლიციის თანამშრომლები
ცდილობდნენ
აეხსნათ
სტანდარტულ
სიტუაციებში447,
ძალის
გამოყენების
თუმცა
მეთოდები
სპეციალურ
(სპეციალური
პრევენციულ
ილეთები)
ჯგუფს
დარჩა
445 დაკავების ოქმის თანახმად, 2016 წლის 3 მაისს, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის
საფუძველზე დაკავების დროს, წინააღმდეგობის გაწევის გამო ვ.ჯ.-ს მიმართ გამოყენებული იყო ძალა.
ამავე ოქმის მიხედვით, დაკავებულს მარჯვენა ზედა კიდურზე, მაჯის არეში აღენიშნებოდა
ექსკორაციები, ხოლო მარცხენა მკლავზე და მაჯაზე სისხლნაჟღენთები. გარეგნული დათვალიერების
ოქმის თანახმად (შედგენილია კახეთის რეგიონალურ დმი-ში), დაკავებულს აღენიშნება მარჯვენა
იდაყვზე ექსკორიაცია, მარცხენა წვივზე ნაკაწრი, ცხვირზე და ორივე ყურზე სიწითლე, ორივე ხელის
ზედა კუნთზე სისხლნაჟღენთები, მაჯაზე ნაკაწრები და სიწითლეები, ზურგის ზედა მხარეს
სისხლნაჟღენთი და ნაკაწრი, რაც, დაკავებულის განმარტებით, მიიღო დაკავებისას.
446 გარეგნული დათვალიერების ოქმი შედგენილია 2016 წლის 24 იანვარს, ზესტაფონის დროებითი
მოთავსების იზოლატორში.
447 ერთ-ერთ ასეთ სტანდარტულ სიტუაციას წარმოადგენს პოლიციის ავტომანქანაში დაკავებული
პირის მოთავსება, რომელიც პოლიციის თანამშრომელთა განმარტებით, უმეტეს შემთხვევაში,
პრობლემურია. სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, ამ დროს მაღალია პოლიციის
თანამშრომლეთა მხრიდან ძალადობის რისკი. ასე მაგალითად, დაკავების ოქმის თანახმად, 2016 წლის
21 ივნისს, რ.ს. ქუჩაში იგინებოდა და არღვევდა წესრიგს. პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა,
გახდა აგრესიული, მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაკავებისას გაწია
წინააღმდეგობა, მოხდა მისი იძულებით მოთავსება პოლიციის ავტომანქანაში. დაკავების ოქმში
მითითებულია, რომ დაკავებულს მარჯვენა ფეხის არეში აღენიშნება შესიება, რაც, მისი განმარტებით,
გამოწვეული იყო სიარულის დროს ფეხის გადაბრუნებით. ასევე ლოყაზე ჰქონდა ნაკაწრი, რომელიც
მიიღო წვერის გაპარსვის დროს. გარეგნული დათვალიერების ოქმის (შედგენილია ჩხოროწყუს
დროებითი მოთავსების უზოლატორში) თანახმად კი, დაკავებულს აღენიშნება ექსკორიაცია ლოყაზე
264
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
შთაბეჭდილება, რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ აღწერილი მეთოდები მათი
იმპროვიზაცია უფრო იყო და არ გამომდინარეობდა ძალის გამოყენების მეთოდების შესახებ
პოლიციის თანამშრომელთა ერთიანი, სპეციალური სასწავლო პროგრამიდან. სახალხო
დამცველი, გააზრებული აქვს რა, პოლიციის თანამშრომელთა მიერ შესასრულებელი
სამუშაოს უკიდურესად რთული, სტრესული და სახიფათო ხასიათი, მიიჩნევს, რომ ძალის
გამოყენების
მეთოდების
სპორადული
სწავლება,
ვერ
უზრუნველყოფს
პოლიციის
თანამშრომლეთა სათანადო უნარ-ჩვევების გამომუშავებას. შესაბამისად, მიაჩნია, რომ ძალის
გამოყენების მეთოდებში მომზადება უნდა ატარებდეს რეგულარულ ხასიათს, რათა
საბოლოო ჯამში პოლიციის თანამშრომლებმა შეძლონ კონკრეტული სიტუაციის სწორი
შეფასება, ძალის გამოყენების წინასწარ დამუშავებული, ადეკვატური მეთოდის გამოყენება
და პირის დაკავება ამ უკანასკნელის ფიზიკური ჯანმრთელობის დაუზიანებლად ან, სადაც
ეს გარდაუვალია, მინიმალური ზიანის პირობებში.
კვლევის ფარგლებში შემოწმდა, შესწავლილ შემთხვევებში, რამდენ ხანში მიიყვანეს
პოლიციის
თანამშრომლებმა
დაკავებული
პირი
პოლიციის
დაწესებულებაში
და
მთლიანობაში, რამდენი ხანი იმყოფებოდა დაკავებული პოლიციის კონტროლის ქვეშ.
მონაცემები იხილეთ ქვემოთ.
პოლიციის კონტროლის ქვეშ ყოფნის ხანგრძლივობა
რეგიონი
თბილისი
1-3 საათი
4-6 საათი
7-9 საათი
10-12 საათი
13-15 საათი
16-18 საათი
19 საათი
20 საათი
სულ:
337 (59,8 %)
139 (24,6 %)
53 (9,4 %)
21 (3,7 %)
9 (1,6 %)
4 (0,7 %)
1 (0,2 %)
0
564
183 (50 %)
121 (33.1 %)
41 (11,2 %)
17 (4,6 %)
3 (0,8 %)
0
0
1 (0,3 %)
366
რეგიონებსა და თბილისში პოლიციის კონტროლის ქვეშ ყოფნის ხანგრძლივობა არსებითად
არ განსხვავდება. რეგიონებში ცხრილში მოცემულ შემთხვევათა 31 %-ში პირი დაკავებული
იყო სისხლის სამართლის წესით (აქედან 44 % დღის საათებში, ხოლო 63,6 % ღამის
საათებში), ხოლო 69 %-ში - ადმინისტრაციული წესით (აქედან 18,5 % დღის საათებში, ხოლო
81,5 ღამის საათებში). თბილისში სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა ხვედრითი
წილი შეადგენს 38,8 %-ს (აქედან 48,6 % დღის საათებში, ხოლო 51,4 % ღამის საათებში),
და თვალბუდის არეში, ასევე თვალბუდის არეში ჰემატომა, ჰიპერემიული უბანი, უჩივის ტკივილს
კოჭის არეში.
265
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ხოლო ადმინისტრაციული წესით - 62,2 %-ს (აქედან 18,4 % დღის საათებში, ხოლო 81,6 %
ღამის საათებში).
კვლევის ფარგლებში ასევე შევისწავლეთ დაკავებული პირის უახლოეს პოლიციის
დაწესებულებაში მიყვანის დრო. რეგიონებში, შემთხვევათა უმრავლესობაში (55,8 %)
დაკავებული პოლიციის დაწესებულებაში დაკავების მომენტიდან ნახევარ საათში მიიყვანეს,
შემთხვევათა დაახლოებით ერთ მეხუთედში (26,2 %) – 1 საათში, შემთხვევათა 7,3 %-ში - 2
საათში,
ერთეულ
შემთხვევებში,
კერძოდ,
8
შემთხვევაში
დაკავებიდან
პოლიციის
დაწესებულებაში მიყვანის დრო 3 საათიდან 5 საათამდე მერყეობს. რაც შეეხება თბილისს,
აქაც შემთხვევათა უმრავლესობაში (52,6 %) დაკავებული პოლიციის დაწესებულებაში
ნახევარ საათში მიიყვანეს, შემთხვევათა ერთ მესამედში - 1 საათში, შემთხვევათა 5,2 %-ში - 2
საათში, ხოლო 7 შემთხვევაში - 3-5 საათში.
კვლევის ფარგლებში ასევე შემოწმდა, რამდენ შემთხვევაში გაატარა დაკავებულმა ღამე448
პოლიციის კონტროლის ქვეშ449. აღმოჩნდა, რომ რეგიონებში შესწავლილი შემთხვევებიდან 39
შემთხვევაში, ხოლო თბილისში 18 შემთხვევაში, დაკავებული ღამის განმავლობაში
პოლიციის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. ამ 57 შემთხვევიდან პირი ადმინისტრაციული
წესით 16, ხოლო სისხლის სამართლის წესით 41 შემთხვევაში იყო დაკავებული. სპეციალური
პრევენციული ჯგუფისთვის ცნობილი არ არის, თუ რამ განაპირობა ზემოთ მითითებულ
შემთხვევებში დაკავებულთა მიერ ღამის პოლიციის კონტროლის ქვეშ გატარების საჭიროება,
მაშინ,
როცა
იზოლატორში.
შეიძლებოდა
სახალხო
დაკავებულ
დამცველს
პირთა
მიაჩნია,
მოთავსება
რომ
დროებითი
დაკავებული
პირის
მოთავსების
პოლიციის
კონტროლის ქვეშ ხანგრძლივი დროით ყოფნა (მით უმეტეს ღამის საათებში) უკიდურესად
სარისკო პრაქტიკაა, ვინაიდან ამ დროს მაღალია პოლიციის თანამშრომლების მხრიდან
ფიზიკური ძალადობის და ფსიქოლოგიური ზეწოლის რისკი. შესაბამისად, მიაჩნია, რომ
აუცილებელია დაკავებული პირის დროებითი მოთავსების იზოლატორში უმოკლეს ვადაში
მოთავსება, ვინაიდან ეს უკანასკნელი შედარებით უსაფრთხო ადგილს წარმოადგენს.450
448 სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-17 ნაწილის თანახმად, ღამედ ითვლება
დრო 22:00 საათიდან 6:00 საათამდე. შესაბამისად, კვლევის მიზნებისთვის პოლიციის კონტროლის
ქვეშ ღამის გატარების შემთხვევად მიჩნეული იყო შემთხვევა, როდესაც დაკავებული პირი პოლიციის
კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა 22:00 საათიდან 6:00 საათამდე პერიოდში არანაკლებ 6 საათისა.
449 ღამის საათებში (22:00 საათიდან 6:00 საათამდე) პოლიციის კონტროლის ქვეშ 6 საათზე ნაკლები
დროით ყოფნის შემთხვევათა რაოდენობა: 5 საათი - 65 შემთხვევა; 4 საათი - 91 შემთხვევა; 3 საათი 143 შემთხვევა; 2 საათი - 219 შემთხვევა; 1 საათი - 152 შემთხვევა.
450
აღნიშნულ საკითხზე საუბრობს გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში 2015 წელს
საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიშში. ანგარიში ხელმისაწვდომია გაეროს ოფიციალურ ენებზე
შემდეგ მისამართზე: http://ap.ohchr.org/documents/dpage_e.aspx?si=A/HRC/31/57/Add.3 [ბოლოს ნანახია
22.03.2017].
266
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მონიტორინგის მიმდინარეობისას, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა შეისწავლა, თუ რა
პირობებში იმყოფებოდნენ დაკავებული პირები პოლიციის დაწესებულებაში. გასაუბრებისას
პოლიციის
თანამშრომლები
აცხადებდნენ,
რომ
დაკავებული
პირები
პოლიციის
თანამშრომელთა სამუშაო გარემოში მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდათ. ამის
საპირისპიროდ, 2016 წლის 11 აგვისტოს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა,
რომლებიც
შსს
ჩხოროწყუს
რაიონული
სამმართველოს
ადმინისტრაციულ
შენობას
ათვალიერებდნენ, აღმოაჩინეს ოთახში მარტო, უმეთვალყურეოდ მყოფი ორი დაკავებული
პირი. ერთი დაკავებული პირი იმყოფებოდა მორიგე თანამშრომელთა მოსასვენებელ
ოთახში, ხოლო მეორე - უბნის ინსპექტორების სამუშაო ოთახში. როგორც შემდგომ
შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმებითა და პოლიციის თანამშრომლებთან გასაუბრებით
გაირკვა, ხსენებული პირები პოლიციის თანამშრომლებმა სისხლის სამართლის წესით 05:49
საათზე დაკაავეს, ხოლო პოლიციის სამმართველოში 07:55 საათზე მიიყვანეს. დაახლოებით
14 საათისთვის დაგეგმილი საგამოძიებო მოქმედებები დასრულებული იყო და დაკავებული
პირები დროებითი მოთავსების იზოლატორში უნდა მოეთავსებინათ. მიუხედავად ამისა,
ისინი იზოლატორში დაახლოებით 17 საათისთვის შეასახლეს.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, პრობლემურია ასევე ის გარემოება, რომ
დაკავებული პირის საჩივრის შემთხვევაში შეუძლებელია ვიდეომეთვალყურეობის სისტემის
საშუალებით საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმება, ვინაიდან პოლიციის დაწესებულებების
ადმინისტრაციული შენობების აბსოლუტურ უმრავლესობაში სათვალთვალო კამერები451 არ
არის დამონტაჟებული იმ ადგილებში, სადაც დაკავებულ პირებს უწევთ ყოფნა. სპეციალური
პრევენციული
ჯგუფი
ვიდეომეთვალყურეობის
მოკლებულია
სისტემის
საშუალებით
პროაქტიურად452,
შესაძლებლობას,
გადაამოწმოს,
თუ
რა
პირობებში
იმყოფებიან დაკავებული პირები, ასევე მოწმეები და საპროცესო სტატუსის არმქონე
მოქალაქეები პოლიციის სამმართველოში.
451
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ქვეთავი „აუდიო-ვიდეო ჩანაწერები“.
მონიტორინგის დროს სპეციალური პრევენციული ჯგუფი ხშირად აწყდება საეჭვო, საყურადღებო
შემთხვევებს, სადაც მიუხედავად იმისა, რომ გარეგნული დათვალიერების ოქმში დაკავებული პირი
პოლიციის თანამშრომლების მიმართ პრეტენზიას არ გამოხატავს, არსებობს დაკავების შემდგომ
ფიზიკური ძალადობის მაღალი ალბათობა. ასე მაგალითად, 2016 წლის 8 ივლისს, დაკავების ოქმის
თანახმად, გურჯაანის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში გ.ჩ., რომელიც იყო
აგრესიული და აგინებდა პოლიციის თანამშრომლებს, არ დაემორჩილა ამ უკანასკნელთა კანონიერ
მოთხოვნას და შენობის მე-2 სართულზე არსებულ ლითონის ბოძს მარცხენა მხრიდან შემოარტყა
თავი, რითაც მიიყენა თვითდაზიანება. გარენული დათვალიერების ოქმის თანახმად, დაკავებულს
აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: მარცხენა თვალბუდის, ცხვირის და მარხენა ლოყის არეში
დაჟეჟილობები და სიწითლეები, მარცხენა ყურის არეში სიწითლე, ძველი ნაწიბურები წინამხარზე, ძვ.
ნაწიბურები და სიწითლე მარჯვენა ლავიწის არეში. დაკავებულს პოლიციის თანამშრომლების მიმართ
პრეტენზია არ გააჩნდა.
452
267
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
პოლიციის კონტროლის ქვეშ ყოფნის პერიოდში მოქალაქის განსაკუთრებით მოწყვლად
მდგომარეობაზე მიუთითებს ახალქალაქში მომხდარი შემთხვევა. კერძოდ, 2016 წლის 24
ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის
წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის
ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში ვიზიტისას გაარკვიეს, რომ პოლიციის შენობაში
იმყოფებოდნენ
მოქალაქეები,
რომლებთან
დაკავშირებასაც
მათი
ახლობლები
ვერ
ახერხებდნენ (სულ 8 პიროვნება). ამასთან, ჯგუფის წევრებმა დაინახეს, რომ პოლიციის
შენობიდან პოლიციის თანამშრომლებმა გამოიყვანეს რამდენიმე პირი და ავტომანქანებით
წაიყვანეს.
საკითხის გარკვევის მიზნით, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა შეამოწმეს
სამმართველოს სამორიგეოში არსებული დაკავებულ პირთა აღრიცხვის წიგნი და გაირკვა,
რომ ზემოთ მითითებული მოქალაქეების დაკავების ფაქტი მითითებული არ იყო. ამის
შემდგომ ჯგუფის წევრებმა დაათვალიერეს სამმართველოს შენობა და სხვადასხვა ოთახში
აღმოაჩინეს კიდევ ორი პირი, მათ შორის 1 არასრულწლოვანი.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა სამმართველოს უფროსს სთხოვეს, განემარტა,
თუ რის
საფუძველზე და რა
სტატუსით იმყოფებოდნენ ზემოხსენებული
პირები
სამმართველოში, თუმცა სამმართველოს უფროსს ჯგუფის წევრებისთვის ინფორმაცია არ
მიუწოდებია და მოუწოდა მათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურისთვის
მიემართათ.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა მოგვიანებით გაარკვიეს, რომ პოლიციის
შენობაში ასევე იმყოფებოდა ერთი მოქალაქე. აღმოჩნდა, რომ მითითებული 3 პირის გარდა,
პოლიციას ფაქტობრივად დაკავებული ჰყავდა კიდევ 5 პირი, რომლებიც სპეციალური
პრევენციული ჯგუფის სამმართველოში შესვლამდე პოლიციის თანამშრომლებმა წაიყვანეს
საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად.
როგორც ჯგუფის წევრებმა გაარკვიეს, ზემოაღნიშნული 8 პირი ფორმალურად დაკავებული
არ ყოფილა და პოლიციის თანამშრომლებს ისინი მოწმის სტატუსით ჰყავდათ მიყვანილები,
თუმცა მათ ფაქტობრივად შეზღუდული ჰქონდათ თავისუფალი გადაადგილების უფლება
და პოლიციის თანამშრომლები არ აძლევდნენ სამმართველოს შენობის დატოვების
შესაძლებლობას. ასევე, მათ ჩამორთმეული ჰქონდათ მობილური ტელეფონები და
შეზღუდული ჰქონდათ ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან კონტაქტი. საგულისხმოა, რომ
მითითებული 8 პირიდან 5 იყო ახალქალაქის რაიონის მცხოვრები, რომლებიც პოლიციამ 22
ოქტომბერს ღამის საათებში წაიყვანა, ხოლო, 3 პიროვნება, მათ შორის 1 არასრულწლოვანი
ცხოვრობდა რუსთავში. როგორც გაირკვა, რუსთავის პოლიციის თანამშრომლებმა 22
ოქტომბერს დილის საათებში ის ჯერ რუსთავის პოლიციის N1 განყოფილებაში წაიყვანეს და
ღამის
268
საათებში
გადაიყვანეს
ახალქალაქის
რაიონულ
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სამმართველოში.
აღნიშნული
შემთხვევა
ნათლად
კონტროლის
ქვეშ,
მიუთითებს,
როგორ
თუ
ხდება
რამდენად
მოწმის
დაუცველია
ფაქტობრივი
მოქალაქე
დაკავება
და
პოლიციის
პოლიციის
სამართლებრივი დაცვის გარანტიების უგულებელყოფის პირობებში თვითინკრიმინირება,
რაც შემდგომ მათი დაკავებისა და თავისუფლების აღკვეთის საფუძველი ხდება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში წამებისა და სხვა არასათანადო
მოპყრობის პრევენციის კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასებისას, მნიშვნელოვანია
სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი შემთხვევების გაანალიზება. 2016 წელს პოლიციის
თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე
გამოძიების
ჩატარების
წინადადებით
სახალხო
დამცველმა
საქართველოს
მთავარ
პროკურორს 6 შემთხვევაში მიმართა (2015 წელს გაიგზავნა 11 წინადადება). მოქალაქეებს
სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებოდათ.453 საყურადღებოა ის გარემოება, რომ ორ
შემთხვევაში, არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ
შეურაცხყოფას და ფიზიკურ ძალადობას, ასევე სექსუალური ძალადობის მუქარას. კიდევ ორ
შემთხვევაში, სექსუალური ძალადობით დაემუქრნენ ი.ჯ.-ს და გ.ა.-ს. არასრულწლოვნებზე
შესაძლო ძალადობის ორივე შემთხვევაში454 ძალადობის მიზანს დანაშაულის ჩადენის
ფაქტის აღიარება წარმოადგენდა.
სახალხო დამცველმა 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნული პრობლემების და
გამოვლენილი უარყოფითი ტენდენციების აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციით მიმართა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიეღო ყველა საჭირო ზომა, მათ შორის,
სათანადო სწავლების, ანგარიშვალდებულების გაზრდის და მკაცრი ზედამხედველობის
გზით, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან წამების, არაადამიანური და დამამცირებელი
მოპყრობის, ასევე, ადამიანის უფლებათა დარღვევის თავიდან ასაცილებლად. სამწუხაროდ,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის
კუთხით არსებული უარყოფითი ტენდენციები 2016 წელს შენარჩუნებულია. ამდენად,
სახალხო
დამცველს
მიაჩნია,
რომ
მოკლევადიან
პერსპექტივაში,
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია პოლიციის თანამშრომელთა საქმიანობაზე მკაცრი კონტროლის დაწესება
და მათი ანგარიშვალდებულების გაზრდა. აუცილებელია, რომ პოლიციის თანამშრომლებმა
ზემდგომი
თანამდებობის
პირებისგან
მიიღონ
მკაფიო
გზავნილი,
რომ
ადამიანის
უფლებების დარღვევა დაუსჯელი არ დარჩება.
453
ორ დაკავებულს დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა.
შსს თერჯოლის რაიონული სამმართველოდან მიღებული ოფიციალური წერილის თანახმად, ერთერთ შემთხვევაში 3 არასრულწლოვანი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“
ქვეპუნქტის შესაბამისად, შსს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში იდენტიფიცირების მიზნით
მიიყვანეს. აღსანიშნავია, რომ როგორც სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ შემთხვევის
შესწავლისას დადასტურდა, არასრულწლოვნები პოლიციის სამმართველოში პოლიციის კონტროლის
ქვეშ დაახლოებით 8 საათის (22:00 საათიდან 6:00 საათამდე) განმავლობაში იმყოფებოდნენ. ამ
პერიოდში მათ არ მიეცათ შესაძლებლობა დაკავშირებოდნენ ოჯახის წევრებს.
454
269
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სახალხო დამცველი დანანებით აღნიშნავს, რომ კვლავ შენარჩუნებულია პრაქტიკა, რომლის
თანახმადაც, საქართველოს პროკურატურა კვლავაც განაგრძობს წამებისა და არაადამიანური
ან დამამცირებელი მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე გამოძიების დაწყებას სისხლის
სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება)
საფუძველზე. სახალხო დამცველი კვლავ მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, მსგავს
შემთხვევებში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1441 და 1443 მუხლებით დაიწყოს.
რეკომენდაციები
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს
მიიღოს ყველა საჭირო ზომა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან წამების, არაადამიანური
და
დამამცირებელი
მოპყრობის,
ასევე,
ადამიანის
უფლებათა
დარღვევის
თავიდან
ასაცილებლად, მათ შორის, სათანადო სწავლების, ანგარიშვალდებულების გაზრდის და
მკაცრი ზედამხედველობის გზით
უზრუნველყოს ძალის გამოყენების მეთოდებში (სპეციალური ილეთების გამოყენებაში)
პოლიციის თანამშრომელთა რეგულარული მომზადება
საქართველოს მთავარ პროკურორს
უზრუნველყოს
პოლიციის
მხრიდან
დაკავებული
პირების
მიმართ
წამებისა
და
არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის სავარაუდო ფაქტების ეფექტიანი გამოძიება,
რაც გულისხმობს საქმის ყოველმხრივ და სრულყოფილ შესწავლას
პოლიციის
მხრიდან
დაკავებულ
პირთა
მიმართ
წამების
და
არაადამიანური
ან
დამამცირებელი მოპყრობის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, გამოძიება დაიწყოს და
ჩატარდეს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 და 1443 მუხლებით.
არასათანადო მოპყრობისგან დაცვის ძირითადი გარანტიები
დაკავებულის ინფორმირება უფლებების შესახებ
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 5(2) მუხლის მიხედვით, ყველა დაკავებულ
პირს დაკავებისთანავე, მისთვის გასაგებ ენაზე უნდა ეცნობოს დაკავების საფუძვლები და მის
წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდების შინაარსი, რათა მას შეეძლოს თავისი დაკავების
კანონიერების საკითხი სადავო გახადოს შესაბამის ორგანოში. ამ მუხლის შესახებ
დაკავებულს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მარტივი ენით, რათა მისთვის გასაგები იყოს
დაკავების საფუძვლები და წარდგენილი ბრალდება.
270
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის პოზიციის თანახმად, დაკავების პირველსავე
ეტაპზე დაკავებულ პირებს სისტემატურად უნდა დაურიგდეთ სტანდარტული ფორმა,
რომელშიც გასაგებად იქნება აღწერილი მათი ყველა უფლება; თხოვნის საფუძველზე, მათ
ხელი უნდა მოაწერონ უფლებების გაცნობის დამადასტურებელ დოკუმენტს.455
საქართველოს
კანონმდებლობით
გარანტირებულია
დაკავებული
პირისათვის
მისი
უფლებების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება456, თუმცა საანგარიშო პერიოდში კვლავ
პრობლემად დარჩა პირთა თანხმობის გარეშე პოლიციის ავტომობილში ან პოლიციის
განყოფილებაში
„გასაუბრების“
მანკიერი
პრაქტიკა,
რაზეც
საქართველოს
სახალხო
დამცველი 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც საუბრობდა.457 საქართველოს სახალხო
დამცველმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციითაც
მიმართა,
შემწყდარიყო
აღნიშნული
შეზღუდული
აქვს
პრევენციული
ჯგუფისათვის
პრაქტიკა,
რომლის
მიუხედავად
თავისუფლება.458
სხვადასხვა
დროსაც
ამისა,
წყაროდან,
მათ
პირს
რეალურად
როგორც
სპეციალური
შორის,
პოლიციის
თანამშრომლებისაგან გახდა ცნობილი, მოქალაქეებთან „გასაუბრების“ პრაქტიკა კვლავ
გრძელდება. კერძოდ, პირს პოლიციაში იძახებენ ყოველგვარი სტატუსის გარეშე, აყოვნებენ
გარკვეული ვადით (რამდენიმე საათი) და უსვამენ სხვადასხვა შეკითხვას. ამ დროს მას არ
მიეწოდება ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ; მისი პოლიციის სამმართველოსა თუ
განყოფილებაში შესვლისა და გამოსვლის შესახებ არ დგება არანაირი დოკუმენტი, რითაც
შესაძლებელი იქნებოდა იმის გარკვევა, თუ რა სტატუსით და რა მიზნით იმყოფებოდა ესა
თუ ის პირი პოლიციაში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იცნობს
„გამოკითხვის“
ინსტიტუტს,
თუმცა
ამ
შემთხვევაში,
ინფორმაციის
გაცემა
ხდება
ნებაყოფლობით და გამოკითხვის დაწყებამდე პირს უნდა განემარტოს თავისი უფლებები.459
უკანონო დაკავების შესახებ გაეროს სამუშაო ჯგუფი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სახის
შეზღუდვა თუ დაკავება, რომელიც პირს უზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას თუნდაც
შედარებით
მცირე
პერიოდით,
განიხილება
თავისუფლების
აღკვეთად.460
აქედან
გამომდინარე, თუკი პირი მოექცევა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების
კონტროლის ქვეშ, ეს უკვე განიხილება თავისუფლების აღკვეთად და აუცილებელია მას
455
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტები, გვ. 16, პუნქტი 44.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 38(1-2); საქართველოს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლ. 245(1).
457
საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 204, ხელმისაწვდომია
შემდეგ მისამართზე: http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf [ბოლოს ნანახია 10.03.2017].
458
იქვე, გვ. 214.
459 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 113(1-2).
460
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უკანონო დაკავების შესახებ სამუშაო ჯგუფის ანგარიში (2012
წლის 24 დეკემბერი) პარ. 55, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე:
http://www.ohchr.org/Documents/HRBodies/HRCouncil/RegularSession/Session22/A.HRC.22.44_en.pdf
[ბოლოს ნანახია 10.03.2017].
456
271
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
თავიდანვე განემარტოს, თუ რა პროცედურული უფლებებით სარგებლობა შეუძლია. ამის
საპირისპიროდ, ე.წ. „გასაუბრებაზე“ გამოძახებულ პირებს არ მიეწოდებათ ინფორმაცია, თუ
რა პროცედურის ფარგლებში, რა სტატუსით და რა მიზნით არიან დაბარებულები
პოლიციაში. მათ ასევე არ განემარტებათ, რა უფლებებით შეუძლიათ ისარგებლონ.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ „გასაუბრების“ სარისკო პრაქტიკა არ უზრუნველყოფს
პოლიციასთან ურთიერთობისას მოქალაქის უსაფრთხოებას. ამის მაგალითად შეგვიძლია
განვიხილოთ დ.ს.-ს საქმე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. წერილში,
რომელიც მისი გარდაცვალების მერე იპოვეს და სავარაუდოდ მას ეკუთვნის, პოლიციელის
მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობაზეა საუბარი, ნარკოდანაშაულის გამოვლენის მიზნით.
დ.ს.-ს საქმეზე სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების ჩატარებაა საჭირო, ობიექტური
ჭეშმარიტების დადგენის მიზნით. ამავდროულად აუცილებელია, რომ სახელმწიფომ ასეთი
შემთხვევების მინიმალურ გამოვლინებასაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს და
აღკვეთოს პოლიციელების მხრიდან მსგავსი მეთოდებით მუშაობა და მოქალაქეებზე
ფსიქოლოგიური ზეწოლა.
როგორც სპეციალური პრევენციული ჯგუფის წარმომადგენლებისთვის გახდა ცნობილი,
აღნიშნული
პრაქტიკის
სამიზნე,
ძირითადად,
პენიტენციური
დაწესებულებიდან
ახალგამოსული ან, ზოგადად, ისეთი პირები არიან, რომლებიც პოლიციის თანამშრომელთა
მიერ აღიქმებიან, როგორც „რისკ-ჯგუფი“ კრიმინალური წარსულის ან სხვა მიზეზების გამო.
პოლიციის ზოგიერთი თანამშრომელი ამას საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების
დაცვის მოტივით ხსნის
და მიუთითებს, რომ აღნიშნულ პირებთან
„გასაუბრება“
ოპერატიული-სამძებრო მოქმედებების ფარგლებში ხდება და მიღებული ინფორმაცია
მიეწოდება შს სამინისტროს საიდუმლო კორესპონდენციის გზით. აღნიშნული ინფორმაცია
განეკუთვნება საიდუმლო ინფორმაციას, რაზეც ხელი არ მიუწვდებათ სპეციალური
პრევენციული ჯგუფის წევრებს. შესაბამისად, ჯგუფი მოკლებული იყო შესაძლებლობას
ემსჯელა, რამდენად კანონიერად მოხდა ამ პირთა დაბარება პოლიციის სამმართველოებში
და რა გარემოებებში მოხდა მათგან ინფორმაციის მიღება.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების
უზრუნველყოფა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ადამიანის ძირითადი უფლებების
არაგონივრული შეზღუდვის ხარჯზე. პირის ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის
გარეშე და პროცედურული გარანტიების უგულებელყოფით „გასაუბრებაზე“ მიყვანის
პრაქტიკა კი სწორედ ასეთ არაგონივრულ შეზღუდვას წარმოადგენს, რაც დაუშვებელია.
წამების საკითხებში გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა მიიჩნია, რომ პირის გადაყვანა
„გასაუბრებისთვის“ მისი მკაფიოდ გამოხატული და თავისუფალი თანხმობის გარეშე არა
272
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მხოლოდ ზღუდავს პირის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებას, არამედ ზრდის
წამებისა და არასათანადო მოპყრობის რისკსაც.461
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ პირის „გასაუბრებისთვის“ პოლიციის ავტომობილსა თუ
განყოფილებაში გადაყვანის პრაქტიკა ქმნის უკანონო დაკავებისა და არასათანადო
მოპყრობის მაღალ რისკს. პირისათვის თავისუფლების აღკვეთის ნებისმიერ შემთხვევაში მას
დაუყოვნებლივ და გასაგებად უნდა ეცნობოს უფლებების შესახებ.462
სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა,
რომ რიგ შემთხვევებში პოლიციის სამმართველოში პირთა შეყვანის დრო წინ უსწრებს მათი
ფორმალური დაკავების დროს. ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, პირს იძახებენ მოწმის
სახით, მის მიმართ ატარებენ გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებებს და, გარკვეული
პერიოდის გასვლის შემდეგ, აკავებენ ოფიციალურად. თუმცა, მოწმის სტატუსით მიყვანის
დროსაც პირს არ უმარტავენ საკუთარ უფლებებს, მათ შორის, უფლებას ადვოკატზე,
ართმევენ პირად ნივთებს, მათ შორის, მობილურ ტელეფონს, რითაც მიზანმიმართულად
უზღუდავენ ოჯახისა და ადვოკატის ინფორმირების უფლებას. აღნიშნული ბადებს ეჭვს, რომ
ამ პირებს უკანონოდ აღეკვეთათ თავისუფლება, რადგან სამმართველოში შემოყვანისას
ისინი ოფიციალურად დაკავებული არ ყოფილან, მათთვის არ განუმარტავთ არანაირი
უფლება და ამავდროულად, არ ჰქონდათ პოლიციის განყოფილების ან სამმართველოს
თავისუფლად დატოვების შესაძლებლობა. სახალხო დამცველი დანანებით აღნიშნავს, რომ
მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის სრულ ამოქმედებამდე, გამოძიების პროცესში მოწმის
დაკითხვის
შესაძლებლობა
პოლიციას
აძლევს
დაცვის
მინიმალური
გარანტიების
არარსებობის პირობებში, ფაქტიურად თავისუფლებაშეზღუდული პირისაგან სასურველი
ჩვენების მიღების განუსაზღვრელ შესაძლებლობას, რომელსაც რამდენიმე საათში შეიძლება
მოჰყვეს პირის ფორმალური დაკავებაც. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში, როდესაც პირის
მიერ თვითინკრიმინირების რისკი მაღალია, პრინციპულად მნიშვნელოვანია, პოლიციის
მხრიდან
პირს
მკაფიოდ
განემარტოს
მისი
სტატუსი
და
უფლება–მოვალეობების
ჩამონათვალი, მათ შორის, უფლება, ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით. სახალხო
დამცველი ხაზს უსვამს, რომ პოლიციის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებაში
პირის ნებისმიერი სტატუსით მიყვანისას მას მკაფიოდ და მისთვის გასაგებ ენაზე უნდა
განემარტოს მისი სტატუსი, დაწესებულებაში მიყვანის მიზანი და მისი უფლებები.
ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ პირის სტატუსის ყოველი ცვლილებისას (მაგ., თუკი
461
წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის საკითხებში
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური მომხსენებლის ანგარიში საქართველოში
განხორციელებული ვიზიტის შესახებ, 2015, პარ. 43, ხელმისაწვდომია გაეროს ოფიციალურ ენებზე
შემდეგ მისამართზე: http://ap.ohchr.org/documents/dpage_e.aspx?si=A/HRC/31/57/Add.3 [ბოლოს ნანახია
10.03.2017].
462 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტები, გვ. 6, პუნქტი 37.
273
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მოწმის სტატუსით მიიყვანეს და შემდგომ ბრალდებულად ცნეს), მას ხელახლა განემარტოს
შესაბამისი უფლებები და მიეცეს აღნიშნული უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა.
სპეციალური
პრევენციული
ჯგუფის
წევრებთან
შეხვედრისას,
რეგიონში
მომუშავე
ადვოკატები ასევე ხშირად აღნიშნავენ, რომ გამომძიებლები აქტიურად იყენებენ უბნის
ინსპექტორებს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღების მიზნით. უბნის
ინსპექტორები, რომელთა მიმართაც ადგილობრივ მოსახლეობას ნდობა აქვს,
ახერხებენ
სახლში, პრივატულ გარემოში, ინფორმაციის შეგროვებას და, შემდგომში, ამ პირების მოწმის
სახით სამმართველოში მიყვანას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევებში მოქალაქეები
არ არიან ინფორმირებულები, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს უბნის ინსპექტორთან
ინფორმაციის გაცვლას, ვინაიდან ისინი თვლიან, რომ ეს უბნის ინსპექტორის ერთ-ერთი
მორიგი სტანდარტული ვიზიტია.
დამატებით, ადვოკატები საუბრობენ პირის ნარკოლოგიურ შემოწმებასთან დაკავშირებულ
პრობლემებზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი უარს აცხადებს ნარკოლოგიური ტესტის
ჩატარებაზე, მისი დაკავება, როგორც წესი, ხდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსით გათვალისწინებული წესით.463 რის შემდეგაც, პოლიციას მაინც გადაჰყავს პირი
ნარკოლოგიურ შემოწმებაზე და აყოვნებს მას 12 საათამდე პერიოდით. ასეთ დროს პირი
განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაშია და მის მიმართ არასათანადო მოპყრობის რისკი
მაღალია. გარდა ამისა, დაკავებულ პირს, როგორც წესი, არ განემარტება მისი უფლებები, მათ
შორის უფლება – არ ჩააბაროს ბიოლოგიური მასალა ანალიზისთვის. დაკავებულს
მიეწოდება მხოლოდ ზოგადი ხასიათის ინფორმაცია, თუ რა სახის ტესტირებაზე იმყოფება
და როგორ ტარდება შემოწმება. შესაბამისად, დაკავებული პირები ზეწოლისა და დაშინების
შედეგად წერენ ხელწერილს, თითქოსდა ისინი ნებაყოფლობით აბარებენ მასალას. გარდა
ამისა, უშუალოდ ანალიზის ჩაბარების პროცესი მიმდინარეობს დამამცირებელ გარემოში.
ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანისას ადმინისტრაციული დაკავების გამოყენების
კანონიერებაზე დეტალური ინფორმაციაა ამავე ანგარიშისთავში: „თავისუფლებისა და
უსაფრთხოების უფლება.“
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, იზოლატორში მოთავსებისას იზოლატორის
ცვლის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი სხვა მოსამსახურე მოსათავსებელ პირს
წერილობით აცნობს მის უფლებებსა და მოვალეობებს, საჩივრის შეტანის წესებს,
შინაგანაწესით დადგენილ მოთხოვნებს, ასევე საპროცესო უფლებებს, რასაც მოსათავსებელი
პირი ადასტურებს ხელმოწერით. თუ მოსათავსებელმა პირმა არ იცის სახელმწიფო ენა,
აღნიშნული ინფორმაცია პირს მიეწოდება მშობლიურ ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე.
იზოლატორში
მოსათავსებელ
მხედველობადაქვეითებულ,
463
წერა-კითხვის
შეზღუდული
უცოდინარ,
შესაძლებლობის
აგრეთვე
უსინათლო
სტატუსის
მქონე
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის საფუძველზე.
274
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ან
პირს
აღნიშნული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ზეპირი ფორმით, ყრუ-მუნჯს კი - შესაბამისი
ცოდნის მქონე თარჯიმნის მონაწილეობით. იზოლატორში მოსათავსებელ არასრულწლოვან
პირს ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მისთვის გასაგები ფორმით.464
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დროებითი მოთავსების იზოლატორში
მოთავსებულ ყველა პირს მისთვის გასაგებ ენაზე განემარტება მისი საპროცესო უფლებები,
ასევე
ცალკე
განემარტება
იზოლატორში
მისი
უფლება-მოვალეობები.
ამ
მიზნით,
იზოლატორში ინახება სხვადასხვა ენაზე თარგმნილი უფლებათა ამსახველი დოკუმენტები,
რომლებიც
გასაცნობად
გადაეცემა
მოთავსებულ
პირს.
ტექსტის
გაცნობის
შემდეგ,
იზოლატორში მოთავსებული პირი ხელს აწერს დოკუმენტს, რომელიც ინახება მის პირად
საქმესთან ერთად, ხოლო ასლი, საკანში შესანახად, გადაეცემა იზოლატორში მოთავსებულ
პირს.
სპეციალური ჯგუფის წევრებმა რამდენიმე იზოლატორში დააფიქსირეს, რომ დაკავებული
პირისათვის გადასაცემი უფლება-მოვალეობების ჩამონათვალი არასრული იყო და არ
შეიცავდა იმ უფლებებს, რომლებითაც პირმა უნდა ისარგებლოს უშუალოდ იზოლატორში
ყოფნის დროს. რიგ შემთხვევაში, დაკავებული პირები ამბობდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ
ინფორმაცია შხაპის მიღების უფლების შესახებ, რის გამოც ვერ ისარგებლეს ამ უფლებით.
სახალხო დამცველი 2015 წლის ანგარიშში აღნიშნავდა, რომ იზოლატორში მიყვანილ ყველა
პირს მკაფიოდ და მისთვის გასაგებად უნდა განემარტოს არა მხოლოდ პროცესუალური
უფლებები, არამედ ყველა ის უფლება და მოვალეობა, რომელიც მას უშუალოდ
იზოლატორში ყოფნისას აქვს. ვინაიდან ამ უფლებების განმარტება, როგორც წესი, ხდება
დაკავებულის იზოლატორში მისვლისთანავე, როდესაც პირი აღელვებულია და, შესაძლოა,
სიღრმისეულად ვერ აღიქვამს თავის უფლებებს, ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამ უფლებების
ჩამონათვალი მას გადაეცეს საკანში შესატანადაც, რათა მან შემდგომ, შედარებით მშვიდ
გარემოში, შეძლოს საკუთარი უფლება-მოვალეობების ხელახლა გაცნობა.
შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციით უფლება-მოვალეობების ასლის დაკავებული
პირისათვის გადაცემის ვალდებულება გაიწერა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
2016 წლის 8 დეკემბრის №692 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების საქმიანობის მარეგულირებელი
დამატებითი ინსტრუქციით“, რაც მისასალმებელია. სპეციალური პრევენციული ჯგუფის
შემდგომი მონიტორინგის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება სწორედ აღნიშნული
დებულების პრაქტიკაში დანერგვას მიექცევა.
464
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს N423 ბრძანება საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და
შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ, დანართი N2, მუხ.3(9-11).
275
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ოჯახის ინფორმირება
გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ხაზს უსვამს დაკავებული პირის მიერ ოჯახის
ინფორმირების უფლების მნიშვნელობას.465 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტიც
მიუთითებს დაკავებული პირის მიერ თავისი დაკავების შესახებ ინფორმაციის მესამე
პირთათვის დაუყოვნებლივ მიწოდების უფლებაზე. კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ ეს
უფლება შეიძლება გარკვეულ შეზღუდვებს დაექვემდებაროს პოლიციის მიერ გამოძიების
წარმოების კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა, ამგვარი გამონაკლისები
ნათლად უნდა განიმარტოს, მკაცრად განისაზღვროს დროში და მათი დაშვებისას შესაბამისი
დაცვის გარანტიები უნდა იყოს გათვალისწინებული.466 მოცემული უფლების მიზანია,
დაკავებული პირის ოჯახი (ან მესამე მხარე) დროულად იყოს ინფორმირებული დაკავების
ფაქტისა და დაკავებული პირის ადგილსამყოფელის შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის
თანახმად, პირის დაკავებიდან არა უგვიანეს 3 საათისა, პროკურორმა ან, მისი დავალებით,
გამომძიებელმა დაკავებული პირის ოჯახის წევრებს ან მესამე პირებს უნდა შეატყობინოს
დაკავების შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 245ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია დაკავებული პირის
უფლება, სურვილის შემთხვევაში, მისი დაკავების ფაქტი და ადგილსამყოფელი ეცნობოს მის
მიერ დასახელებულ ახლობელს.
პოლიციის მიერ ოჯახის წევრების ან ადვოკატისთვის დაკავების შესახებ ინფორმაციის
მიწოდების პრაქტიკა განსხვავებულია. ზოგიერთ შემთხვევებში, პოლიციის თანამშრომელი
ბრალდებულს უფლებას აძლევს, ოჯახის წევრს მისი საკუთარი ტელეფონით დაუკავშირდეს,
ან პოლიციის თანამშრომელი თავად რეკავს ბრალდებულის მიერ მითითებულ ტელეფონის
ნომერზე და აცნობებს ოჯახს.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ პოლიციის რეგიონულ სამმართველოებში
გამოკვლეული საქმეების ანალიზიდან დგინდება, რომ შესწავლილ სისხლის სამართლის
საქმეთა მხოლოდ 56%-ში მოხდა ოჯახის ინფორმირება კანონით გათვალისწინებულ 3
საათიან ვადაში. დანარჩენ შემთხვევებში ოჯახის ინფორმირება მოხდა 3-დან 24 საათიან
შუალედში, ან სამმართველომ ვერ წარმოადგინა დოკუმენტი ოჯახის ინფორმირების შესახებ,
ან სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს წერილობით ეცნობა, რომ ოჯახის ინფორმირება მოხდა,
465
გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ზოგადი კომენტარი N2, პარ.13, ხელმისაწვდომია
ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე:
http://www2.ohchr.org/english/bodies/cat/docs/CAT.C.GC.2.CRP.1.Rev.4_en.pdf
[ბოლოს
ნანახია
10.03.2017].
466 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტები, გვ. 15, პუნქტი 43.
276
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მაგრამ ზუსტი დრო ჯგუფის წევრთათვის არ გახდა ცნობილი. ხოლო შესწავლილ საქმეთა
4.2%-ში საერთოდ არ/ვერ მოხდა დაკავებულის ოჯახის ინფორმირება.
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი მიიჩნევს, რომ პოლიციის განყოფილებებში
დაკავებულთათვის მინიჭებული დაცვის ფუნდამენტური გარანტიები გამყარებული იქნება,
თუ თითოეული დაკავებულისთვის ცალ-ცალკე იწარმოება ერთიანი და ზედმიწევნითი
ჩანაწერი, რომელშიც აისახება მისი პატიმრობის ყველა ასპექტი და მათთან დაკავშირებით
განხორციელებული ქმედებები (თავისუფლების აღკვეთის დრო და საფუძვლები, როდის
განემარტა უფლებები, როდის დაუკავშირდა ოჯახს/საკონსულოს, ადვოკატს და როდის
მოინახულეს მათ). გარდა ამისა, ადვოკატს ხელი უნდა მიუწვდებოდეს აღნიშნულ
ჩანაწერებზე.467
აღსანიშნავია, რომ არც პოლიციის სამმართველოში და არც დროებითი მოთავსების
იზოლატორებში
არ
ინფორმირების
უფლებით
წარმოებს
რეესტრი,
სარგებლობა,
თუ
რამდენმა
რამდენმა
პირმა
ისარგებლა,
მოითხოვა
ვინ
ოჯახის
დაუკავშირდა
დაკავებული პირის ახლობლებს, რა ინფორმაცია მიაწოდა და ა.შ. შესაბამისი რეესტრის
არარსებობა კი ოჯახის ინფორმირების უფლებით სარგებლობას პოლიციის კეთილ ნებაზე
დამოკიდებულს ხდის, რაც ზრდის პოლიციელთა მხრიდან თვითნებობის საფრთხეს.
შესაბამისად, სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ოჯახის ინფორმირების
ყოველი შემთხვევა იყოს დოკუმენტირებული და წარმოებდეს რაიმე სახის რეესტრი,
რომელშიც ყოველი ასეთი მოთხოვნა და მასზე რეაგირება აღინიშნება.
გარდა ამისა, სპეციალურ პრევენციულ ჯგუფთან შეხვედრისას, რეგიონში მომუშავე
ადვოკატები
და
სამმართველოებში
არასამთავრობო
განზრახ
ხდება
ორგანიზაციები
დროის
მიუთითებდნენ,
გაწელვა,
სანამ
რომ
პოლიციის
დაკავებულის
ოჯახს
დაუკავშირდებიან, რადგან ოჯახის ინფორმირება იქცევა ხოლმე მანიპულაციის თემად, რისი
მეშვეობითაც პოლიციის თანამშრომლები დაკავებულისაგან იღებენ სასურველ ჩვენებას, ან
ატარებენ რაიმე საგამოძიებო მოქმედებას.
ოჯახის ინფორმირების უფლებით სარგებლობა პირდაპირაა დაკავშირებული დაკავებულის
ადვოკატზე ხელმისაწვდომობასთან, რადგან, როგორც წესი, ადვოკატის პროცესში ჩართვას
ოჯახი უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დაკავებულის ოჯახს
დაუყოვნებლივ ეცნობოს დაკავების ფაქტისა და დაკავებულის ადგილმდებარეობის შესახებ,
რათა ოჯახმა შეძლოს ადვოკატის დროულად შერჩევა და საქმეში ჩართვა.
ადვოკატის ხელმისაწვდომობა
467
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტები, გვ. 7, პუნქტი 40.
277
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
პოლიციის განყოფილებაში ადვოკატის ყოფნა დაკავებული პირის მიმართ არასათანადო
მოპყრობის პრევენციის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა, განსაკუთრებით დაკავების
პირველ საათებში.468 ადვოკატი უნდა ესწრებოდეს დაკავებულის მიმართ განხორციელებულ
ყველა საგამოძიებო მოქმედებას. ეს, ერთი მხრივ, საგრძნობლად ამცირებს არსათანადო
მოპყრობის რისკს, ხოლო, მეორე მხრივ, მინიმუმამდე დაჰყავს პოლიციის წინააღმდეგ
არასათანადო მოპყრობის შესახებ დაუსაბუთებელი ბრალდების წარდგენის ალბათობა.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ დაკავებულის და ადვოკატის შეხვედრა მიმდინარეობდეს
კონფიდენციალურად,
სამართალდამცავი
ორგანოების
წარმომადგენლების
მხრიდან
საუბრის მიყურადების შესაძლებლობის გარეშე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანების
მიხედვით,
დამადასტურებელი
ადვოკატის
მოწმობა
და
მიერ
შესაბამისი
შესაბამისი
ორდერი)
დოკუმენტის
(პირადობის
წარდგენის
შემთხვევაში
იზოლატორში მოთავსებულ პირს უფლება აქვს, პირისპირ შეხვდეს მას ყოველგვარი
შეზღუდვისა და ჩარევის გარეშე, იზოლატორის საგამოძიებო ოთახში, სხვა პირის
დაუსწრებლად, შეხვედრის რაოდენობისა და ხანგრძლივობის განუსაზღვრელად469
სახალხო
დამცველს
აქამდეც
აღუნიშნავს,470
რომ
ადვოკატის
ხელმისაწვდომობა
უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაკავების მომენტიდან უმოკლეს ვადაში, რადგან
დაშინების, ზეწოლის, შეურაცხყოფისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის საფრთხე
ყველაზე მაღალია სწორედ თავისუფლების აღკვეთის პირველ ეტაპზე, როდესაც პირი
განსაკუთრებულად მოწყვლადია.
მიუხედავად ამისა, შესწავლილი საქმეების ანალიზი
ცხადყოფს, რომ იმ საქმეებში, სადაც დაკავებულს ჰყავდა ადვოკატი, იგი დაკავების
მომენტისთანავე საქმეთა მხოლოდ 7.8%-ში ჩაერთო. როგორც წესი, ადვოკატი საქმეში
ერთვება დაკავებიდან 1-2 დღის შემდეგ (შესწავლილი საქმეებიდან, რომელშიც დაკავებულს
ჰყავდა ადვოკატი, 26.1%-ში ადვოკატი საქმეში ჩაერთო 24-36 საათში, ხოლო 30.6%-ში კი 3660 საათში). შესაბამისად, უმეტეს შემთხვევაში, დაკავებული პირები, პოლიციის კონტროლის
ქვეშ იმყოფებიან ადვოკატის გარეშე, რაც ზრდის მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის
რისკს.
შესწავლილი საქმეების ანალიზი ასევე ცხადყოფს, რომ დაკავების მომენტიდან საქმეში
ადვოკატის
ჩართვამდე,
პოლიციის
სამმართველოში
დაკავებულის
მიმართ
ხორციელდებოდა სხვადასხვა საგამოძოებო მოქმედება, მაგ. დაკითხვა.
468
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტები, გვ. 13; პუნქტი 41.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს N423 ბრძანება საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და
შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ, დანართი N2, მუხ.8(2).
470
სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიში; გვ. 208; იხ. ბმული
http://www.ombudsman.ge/uploads/other/2/2439.pdf [ბოლოს ნანახია 10.03.2017].
469
278
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატის ხელმისაწვდომობის უფლება გარანტირებულია,
როგორც ადმინისტრაციულ,471 ისე სისხლის სამართლის472 პროცესში, მონიტორინგის დროს
გამოვლინდა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები თითქმის არასოდეს
სარგებლობენ ადვოკატის დახმარებით. ხოლო სისხლის სამართლის წესით დაკავებულ
პირთა საქმეების შესწავლისას გამოიკვეთა, რომ დამუშავებული საქმეების 46%-ში, პირებს
საერთოდ არ ჰყავდათ ადვოკატი იმ პერიოდში, როდესაც ისინი პოლიციის სრული
კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ ან მოთავსებულები იყვნენ დროებითი მოთავსების
იზოლატორებში. შესაბამისად, ადვოკატების სისხლის სამართლის საქმეებში ჩართულობის
შესახებ რეგიონებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შესწავლილი შემთხვევების 54%-ში
პროცესში, სხვადასხვა ეტაპიდან ადვოკატი მონაწილეობდა. ადვოკატი საქმეში პროცესის
დასაწყისი ეტაპიდანვე მხოლოდ შემთხვევების 3%-ში ჩაერთო, ბრალის წარდგენისას 27%-ში,
დაკითხვისას 18%-ში, საპროცესო შეთანხმების დადებისას 3.5%-ში, ხოლო სხვა საგამოძიებო
მოქმედების ეტაპზე შესწავლილი შემთხვევებისას - 2.5%-ში.
შესწავლილი საქმეებიდან, რომლებშიც დაკავებულ პირს ჰყავდა ადვოკატი პროცესის
რომელიმე ეტაპზე მაინც, ცალკე დამუშავდა ადვოკატის მთლიან პროცესში ჩართულობის
მაჩვენებელი. მიღებული შედეგებით, შემთხვევათა ყველაზე მეტ შემთხვევაში (37.1%),
ადვოკატი ჩართული იყო დაკითხვისა და ბრალის წარდგენის ეტაპზე, საქმეთა 26.6%-ში მხოლოდ ბრალის წარდგენის ეტაპზე, 13.5% შემთხვევაში - ბრალის წარდგენის, დაკითხვის
და დამატებით სხვა რომელიმე საგამოძიებო მოქმედების ეტაპზე, საქმეთა 10.1%-ში
ადვოკატი მხოლოდ დაკითხვის ეტაპზე იყო პროცესში ჩართული, 6.8%-ში - მხოლოდ
საპროცესო შეთანხმების დადების ეტაპზე, 0.4%-ში დაკითხვის და დამატებით სხვა
საგამოძიებო მოქმედების ეტაპზე, ასევე შემთხვევათა 0.4%-ში ადვოკატი ჩართული იყო
ბრალის წარდგენისა და საპროცესო შეთანხმების დადების ეტაპზე, 2.5%-ში - ბრალის
წარდგენისა და დამატებით სხვა საგამოძიებო მოქმედების დროს. ადვოკატი ზემოთ
ჩამოთვლილ ყველა საგამოძიებო მოქმედების ეტაპზე მხოლოდ შესწავლილ საქმეთა 1.3%-ში
იყო ჩართული, ხოლო დარჩენილი 1.3%-ის შემთხვევაში ადვოკატი წარმოდგენილი იყო
ზემოთ ჩამოთვლილი საგამოძიებო მოქმედებების გარდა სხვა რომელიმე საგამოძიებო
მოქმედების დროს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების
შინაგანაწესის473 მიხედვით, მოთავსებული პირის უფლება ადვოკატზე მოიცავს ადვოკატთან
დაკავშირებისა
და
ადვოკატის
მიერ
პირის
471
მონახულების
უფლებას.
ადვოკატთან
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხ. 255.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 38(5).
473
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს N423 ბრძანება საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და
შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ, დანართი N2.
472
279
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დაკავშირება უზრუნველყოფილი უნდა იყოს იზოლატორში მოთავსებიდან გონივრულ
ვადაში. იმ შემთხვევაში, როდესაც ცნობილია მოთავსებული პირის ადვოკატის ვინაობა და
საკონტაქტო მონაცემები, იზოლატორის მოსამსახურე თავად უკავშირდება მას, ხოლო იმ
შემთხვევაში, როდესაც ადვოკატის ვინაობა ან/და საკონტაქტო მონაცემები უცნობია,
ადვოკატთან დაკავშირებას უზრუნველყოფს მოთავსებული პირის დამკავებელი ორგანო.474
რეგიონებში შესწავლილი 178 სისხლის სამართლის საქმიდან ადვოკატმა დაკავებული
იზოლატორში 123 (69,1 %) შემთხვევაში მოინახულა, თბილისში კი 143 საქმიდან - 80 (55,9 %)
შემთხვევაში.
საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებული
პირები სრულად სარგებლობენ მათთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით, მათ
შორის,
ადვოკატზე
ხელმისაწვდომობის,
ადეკვატური
სამედიცინო
მომსახურების,
გასაჩივრების და სხვა უფლებით.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ შეგროვებული და დამუშავებული მონაცემების
მიხედვით
ირკვევა,
რომ
რეგიონებში
სისხლის
სამართლის
საქმეზე
დაკავებული
პირებისათვის ადვოკატზე ხელმისაწვდომობა პრობლემურია. შესწავლილი საქმეებიდან
თითქმის ნახევარ შემთხვევებში (46%) დაკავებულ პირს საერთოდ არ ჰყოლია ადვოკატი, რაც
სახალხო დამცველის შეშფოთებას იწვევს. ამას გარდა, იმ შემთხვევაშიც, როდესაც
დაკავებულ პირს ჰყავდა ადვოკატი, იგი პროცესში, როგორც წესი, ერთვება დაკავების
მომენტიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ.
დაკავებული პირის მიერ ადვოკატის დახმარებაზე უარის თქმის ერთ-ერთი ძირითადი
მიზეზი ადვოკატის მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯებია. ადამიანის უფლებათა
ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება არა თუ
უზრუნველყოს დაკავებული პირი ადვოკატზე ხელმისაწვდომობით, არამედ, თუკი პირის
მიერ არჩეული ან სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი ვერ შეძლებს ეფექტური
წარმომადგენლობის განხორციელებას, ჩაერიოს და უზრუნველყოს დაკავებული პირის მიერ
ადვოკატის ხელმისაწვდომობის უფლების ეფექტურობა.475
„იურიდიული
დახმარების
შესახებ“
საქართველოს
კანონით
პირისათვის
უფასო
იურიდიული დახმარების გაწევა ხდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ
შემთხვევებში, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი წესით, თუ ბრალდებული, მსჯავრდებული
ან/და გამართლებული პირი გადახდისუუნაროა.476 აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივი
474
იქვე, მუხ. 8(1).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 იანვრის განჩინება საქმეზე გუვეჩი
თურქეთის წინააღმდეგ (Güveç v. Turkey), N70337/01, პარ. 130-131.
476 საქართველოს კანონი „იურიდიული დახმარების შესახებ“, მუხ. 5(1).
475
280
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ადვოკატების სისხლის სამართლის საქმეში ჩართვა ხდება სამ შემთხვევაში: (1) თუ პირი
გადახდისუუნაროა; (2) თუ პირი ექვემდებარება სავალდებულო დაცვას; (3) იურიდიული
დახმარების სამსახურის დირექტორის გადაწყვეტილებით საგამონაკლისო შემთხვევებში.477
სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურს“ საქართველოს მასშტაბით აქვს 12 ბიურო (1
თბილისში
და
11
ქვეყნის
სხვადასხვა
რეგიონში),
სადაც
სისხლის
სამართლის
სპეციალიზაციით, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სულ დასაქმებული იყო 92
საზოგადოებრივი ადვოკატი, აქედან ყველაზე მეტი - 29 ადვოკატი - თბილისის ბიუროში
საქმიანობდა.478 გარდა ამისა, იურიდიული დახმარების სამსახური პირებს იურიდიულ
დახმარებას უწევს მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატების მეშვეობით, რომლებიც
სამსახურის მუდმივ თანამშრომლებად არ განიხილებიან.
2016 წლის განმავლობაში საქმეში საზოგადოებრივი ადვოკატების ჩართვა საჭირო გახდა
10973 შემთხვევაში, საიდანაც 9233 შემთხვევაში საქმეში იურიდიული დახმარების
სამსახურის ბიუროების თანამშრომელი ადვოკატები ჩაერთვნენ, ხოლო დარჩენილ 1740
შემთხვევაში კი საჭირო გახდა მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატების ჩართვა.479
6800 შემთხვევაში საზოგადოებრივი ადვოკატი საქმეში ჩაერთო გამოძიების ეტაპზევე, ხოლო
დანარჩენ შემთხვევებში ერთვებოდა სასამართლოს ან განაჩენის აღსრულების ეტაპზე.480
იურიდიული კონსულტაციისა და დახმარების სწრაფი ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით
პირის დაკავების მომენტში, სამართლიანი სასამართლოს და კანონის უზენაესობის დაცვის
ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა. გარდა ამისა, ადვოკატის ადრეულ ეტაპზევე ჩართვა წამებისა
და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებისაგან დაცვის მნიშვნელოვან მექანიზმს
წარმოადგენს. სახალხო დამცველი მიესალმება საზოგადოებრივი ადვოკატების სისხლის
სამართლის
პროცესის
პირველივე
-
გამოძიების
-
ეტაპზე
მონაწილეობას,
თუმცა
სპეციალური პრევენციული ჯგუფისათვის უცნობია, უშუალოდ გამოძიების რა სტადიაზე
ხდება ადვოკატის საქმეში ჩართვა. სახალხო დამცველი კვლავ ხაზს უსვამს დაკავებული
პირის მიერ დაკავების მომენტიდან უმოკლეს ვადაში ადვოკატის უფლებით სარგებლობის
მნიშვნელობას, თუკი მას საკუთარი სახსრებით არ შეუძლია დაიქირავოს ადვოკატი.
სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურის“ დებულების მიხედვით, სავალდებულო
დაცვის შემთხვევაში, ბიუროს უფროსი მოთხოვნისთანავე ნიშნავს ადვოკატს, ხოლო თუ
საქმის გარემოებები არ მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიღებას, ასეთ
477
იქვე, მუხ. 5(3).
სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურის“ დირექტორის 2017 წლის 24 თებერვლის წერილი N
LA91700003629, გვ. 1-2.
479
იქვე, გვ. 4-5.
480
იქვე.
478
281
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
შემთხვევაში გათვალისწინებულია საქმეში ადვოკატის დანიშვნაზე გადაწყვეტილების
მიღების მაქსიმუმ 2 დღიანი ვადა.481
იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეებში
ადვოკატის დანიშვნა ხდება პრაქტიკულად დაუყოვნებლივ. ორდღიანი ვადის გამოყენება
ხდება
ძირითადად
იმ
შემთხვევაში,
როდესაც
არ
არსებობს
დაუყოვნებელი
გადაწყვეტილების მიღების საჭიროება და ბენეფიციარის ინტერესებს არ ადგება არსებითი
ზიანი.482 სახალხო დამცველი მიესალმება საზოგადოებრივი ადვოკატის დაუყოვნებლივ
დანიშვნის დამკვიდრებულ პრაქტიკას, ვინაიდან მიაჩნია, რომ დაკავებიდან 2 დღის შემდეგ
საქმეში ადვოკატის ჩართვამ შესაძლოა არსებითი ზიანი მიაყენოს დაკავებული პირის
უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.
იურიდიული დახმარების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს
სამსახურის
ბიუჯეტის
ადვოკატთა
შრომის
39.6%
მოხმარდა
ანაზღაურებას,
რაც
ბიუროებში
დასაქმებულ
მიანიშნებს,
რომ
საზოგადოებრივ
არსებული
ოდენობით
საზოგადოებრივი ადვოკატების მომსახურებისათვის საკმარისი ფინანსური რესურსია
გათვალისწინებული. თუმცა სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სამომავლოდ სასურველია
გაიზარდოს სამსახურის ადამიანური რესურსი.
მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის განმავლობაში საქმეში საზოგადოებრივი ადვოკატის
ჩართვაზე უარის თქმის მიზეზი არასოდეს გამხდარა ადამიანური რესურსის ნაკლებობა,483
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ, ისეთ პირობებში, როდესაც ერთ ადვოკატს წელიწადში
საშუალოდ 100 სისხლის სამართლის საქმის წაყვანა უწევს, საადვოკატო მომსახურების
ხარისხი და იურიდიული დახმარების ეფექტიანობა შესაძლოა ეჭვქვეშ დადგეს, რაც არც-ერთ
შემთხვევაში არ გულისხმობს თავად ადვოკატის პროფესიონალიზმის მიმართ კითხვის
ნიშნების გაჩენას. აქედან გამომდინარე, მართლმსაჯულების უკეთ აღსრულებისათვის
მიზანშეწონილია
იურიდიული
დახმარების
სამსახურის
ბიუროებში
დასაქმებული
საზოგადოებრივი ადვოკატების რაოდენობის გაზრდა.
დამატებით,
პრობლემურია
დაკავებულის
მიერ
ადვოკატის
მოთხოვნის
ფაქტის
დოკუმენტირება. როდესაც დაკავებული პირი ითხოვს ადვოკატთან დაკავშირებას, არ
არსებობს მექანიზმი, რომელიც საოქმო ჩანაწერის ან სხვა რეგისტრირებული დოკუმენტის
სახით აღწერდა ნამდვილად დააკავშირეს პირი ადვოკატს, თუ პოლიციის მხრიდან
481
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დებულება, მუხ. 21.
სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურის“ დირექტორის 2017 წლის 24 თებერვლის წერილი N
LA91700003629, გვ. 6.
483
სისხლის სამართლის საქმეში საზოგადოებრივი ადვოკატის ჩართვაზე უარის საფუძვლები იხ. სსიპ
„იურიდიული დახმარების სამსახურის“ დირექტორის 2017 წლის 24 თებერვლის წერილი N
LA91700003629, გვ. 7.
482
282
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
თვითნებურად ეთქვა უარი ამ უფლებით სარგებლობაზე
გამოგონილი მოტივით.
აღნიშნულის შესახებ სახალხო დამცველი საუბრობდა 2015 წლის ანგარიშშიც,484 თუმცა, ამ
მხრივ, მდგომარეობა არ შეცვლილა, აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველი კიდევ
ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ადვოკატის უფლებით სარგებლობის ყოველი მოთხოვნა უნდა
იყოს დოკუმენტირებული და წარმოებდეს აღრიცხვა, რომელშიც ყოველი ასეთი მოთხოვნა
და მასზე რეაგირება აღინიშნება.
ექიმის ხელმისაწვდომობა
პირს
დაკავებისთანავე
უნდა
გაეწიოს
აუცილებელი
სამედიცინო
დახმარება,
რაც
გულისხმობს კვალიფიციური ექიმის მომსახურებას ყოველგვარი დაყოვნების გარეშე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით,
კონვენციის მესამე მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, უზრუნველყოს დაკავებული
ადეკვატური სამედიცინო დახმარებით.485 დაკავებულ პირს დაკავების მომენტიდანვე უნდა
შეეძლოს სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა, რაც ამცირებს არასათანადო მოპყრობის
რისკს. სამედიცინო შემოწმებისას პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა აღიწეროს
დეტალურად და შემოწმების შედეგები ხელმისაწვდომი უნდა გახდეს დაკავებული პირის ან
მისი
ადვოკატისათვის.
წამების
პრევენციის
ევროპული
კომიტეტის
სტანდარტების
შესაბამისად, იმ სამედიცინო შემოწმების გარდა, რომელიც დაკავებულ პირს პოლიციის
დაწესებულებაში მისვლისას ჩაუტარდება, მას ასევე უნდა ჰქონდეს საკუთარი სურვილით
ექიმის არჩევის უფლება.486
საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის
2016
წლის
8
დეკემბრის
N691
ბრძანებას487,
რომლითაც
დამტკიცდა
იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ინსტრუქცია. აღნიშნული
ინსტრუქცია ვრცელდება სამინისტროს ყველა იმ იზოლატორზე, რომელშიც ფუნქციონირებს
სამედიცინო პუნქტი.488 საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, ინსტრუქცია შეესაბამება
484
საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 209, ხელმისაწვდომია
შემდეგ მისამართზე: http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf [ბოლოს ნანახია 10.03.2017].
485 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 26 ოქტომბრის განჩინება საქმეზე
კუდლა პოლონეთის წინააღმდეგ (Kudła v. Poland) N30210/96 (დიდი პალატა) პარ. 94; ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს 2002 წლის 15 ოქტომბრის განჩინება საქმეზე კალაშნიკოვი
რუსეთის წინააღმდეგ (Kalashnikov v. Russia), N47095/99, პარ. 95.
486 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტები, გვ. 15; პუნქტი 42.
487
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში
მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს
შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 8 დეკემბრის N691 ბრძანება, დანართი, მუხ. 1(2).
488
დღეისათვის ამგვარი სამედიცინო პუნქტები მოწყობილია შემდეგ რვა იზოლატორში: თბილისის
N1 დმი, თბილისის დმი, აჭარისა და გურიის რეგიონალური დმი, შიდა ქართლისა და სამცხეჯავახეთის რეგიონალური დმი, ქვემო ქართლის რეგიონალური დმი, კახეთის რეგიონალური დმი,
283
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტებს489 და ეხმიანება, დროული და
ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გაწევის, სამედიცინო ეთიკის დაცვისა და
დაზიანებების დოკუმენტირების კუთხით, სახალხო დამცველის მიერ 2014-2015 წლებში
გაცემულ რეკომენდაციებს,490 რაც მისასალმებელია.
აღნიშნული ინსტრუქციის მიხედვით, დმი-ში მოთავსებული პირისათვის სამედიცინო
მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს დღე–ღამის ნებისმიერ დროს. იზოლატორში
მოთავსებისას, ინფორმირებული წერილობითი თანხმობის მიღების შემდგომ, პირი,
ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით, დაუყოვნებლივ უნდა გამოიკითხოს და
სათანადოდ შემოწმდეს იზოლატორის მორიგე ექიმის მიერ. იზოლატორში მიღებისას მას
ასევე უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იქ არსებული სამედიცინო მომსახურებისა და ამ
მომსახურებით სარგებლობის წესების შესახებ. იზოლატორის სამედიცინო მუშაკთან
კონსულტაციის მოთხოვნა დაკმაყოფილებული უნდა იყოს შეუზღუდავად, დაყოვნების
გარეშე. დმი-ში მოთავსებული პირისათვის ადგილზევე უნდა იყოს ხელმისაწვდომი
სამედიცინო მომსახურება ისეთივე ხარისხით, როგორითაც სარგებლობენ თავისუფალი
მოქალაქეები სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორში.491
იმ იზოლატორებში, რომლებშიც არაა მოწყობილი სამედიცინო პუნქტი, დამკვიდრებული
პრაქტიკის
თანახმად,
დროებითი
მოთავსების
იზოლატორში
დაკავებული
პირის
შესახლებისას ხდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება და სასწრაფო
დახმარების ექიმი დაკავებულ პირს უტარებს სამედიცინო შემოწმებას.
ზემოთ
ხსენებული
ბრძანებით
ასევე
დეტალურადაა
გაწერილი
დაზიანებების
დოკუმენტირების ინსტრუქცია და მითითებულია, რომ დაკავებულთა დაზიანებების აღწერა
უნდა მოხდეს ე.წ. სტამბოლის პროტოკოლის492 შესაბამისად.
დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების
ინსტრუქციაში
მოცემულია
იზოლატორში
მოთავსებული
პირის,
იზოლატორში
შემოყვანისას ჩატარებული, სამედიცინო შემოწმების ფორმა, რომელიც შეიცავს ექიმის
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური დმი, სამეგრელო-ზემო სვანეთის
რეგიონალური დმი.
489 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის 23-ე ზოგადი მოხსენება, 2013 წ. პარ. 74.
490
იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 218, ასევე
საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 214.
491
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში
მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს
შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 8 დეკემბრის N691 ბრძანება, დანართი, მუხ. 3.
492
საუბარია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და
დასჯის ეფექტური გამოძიებისა და დოკუმენტირების სახელმძღვანელოზე (ე.წ. სტამბოლის
პროტოკოლი).
284
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დეტალურ ინსტრუქციას, პაციენტის შესახებ ზოგად ინფორმაციას და ასევე, ინფორმაციას
პაციენტის
ავადმყოფობის
ისტორიის
შესახებ.
სამედიცინო
შემოწმების
ფორმაში
განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ინფორმაციას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ან
სქესობრივი ძალადობის შესახებ; შესაბამის ველებში ივსება შესაძლო ძალადობის შესახებ
ინფორმაცია, მათ შორის, მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად, სხეულის ანატომიური
ნახაზის გრაფიკულ გამოსახულებაზე ექიმს ევალება მონიშნოს პაციენტის სხეულზე
არსებული დაზიანებები, დააფიქსიროს ისინი ფოტოგადაღებით და გადაღებული მასალა
თან დაურთოს სამედიცინო შემოწმების ფორმას.493 გარდა ამისა, ექიმი ვალდებულია დმი-ში
მოთავსებული პირის იზოლატორში მიღებისთანავე დაიწყოს მისი სამედიცინო ბარათის
წარმოება და სამედიცინო შემოწმების შედეგები ასახოს შესაბამის ფორმაში. ამავდროულად,
ექიმი
ვალდებულია,
იზოლატორიდან
ინფორმირებული
გაყვანის
დროსაც
თანხმობის
ჩაუტაროს
არსებობის
სამედიცინო
შემთხვევაში,
შემოწმება
და
პირს,
შეავსოს
პირველადი სამედიცინო შემოწმების ფორმის მსგავსი დამატებითი ფორმა. აღნიშნული
ფორმები თან დაერთვება პაციენტის სამედიცინო ბარათს.494 ინსტრუქციის თანახმად,
სამედიცინო პუნქტი ახორციელებს: შემოსახლებული პირის სხეულის დათვალიერებას;
დაზიანების არსებობის შემთხვევაში, მის რეგისტრაციას და აუცილებლობის შემთხვევაში,
მოთავსებული პირის თანხმობით, სათანადო უწყებებისათვის აღნიშნულის შესახებ
ინფორმაციის მიწოდებას.495
სახალხო
დამცველი
მიესალმება
ამგვარ
რეგულაციას496
და
მიიჩნევს,
რომ
პირის
სრულყოფილი სამედიცინო შემოწმება იზოლატორში შეყვანისას და მისი დატოვებისას
მნიშვნელოვნად შეამცირებს არასათანადო მოპყრობის რისკს და ხელს შეუწყობს, როგორც
პირის იზოლატორში მიყვანამდე, ასევე უშუალოდ იზოლატორში ყოფნისას მის მიმართ
არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენასა და დოკუმენტირებას.
საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ახლად დამტკიცებული ინსტრუქცია იძლევა
ექიმის მიერ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების ეფექტიანი გამოვლენისა და
დოკუმენტირების შესაძლებლობას, როგორც იზოლატორში დაკავებულის პირველადი
შემოყვანის დროს, ასევე ყველა სხვა შემთხვევაშიც; მაგალითად, როდესაც მოთავსებულ პირს
გაეწევა სამედიცინო მომსახურება უშუალოდ იზოლატორში მომხდარი ძალადობის ფაქტის
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებულ
პირთა სამედიცინო მომსახურების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრის 2016 წლის 8 დეკემბრის N691 ბრძანება, დანართი 4.
494
იქვე, დანართი, მუხ. 7(2).
495
იქვე, მუხ. 25.
496
სახალხო დამცველი, თავის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში საუბრობდა დმი-ში
შემოსახლებულ პირთა დაზიანებების არასრული აღწერის პრობლემაზე და ხაზს უსვამდა დაზიანების
დოკუმენტირებისას ყოვლისმომცველი და ერთიანი სტანდარტის გამოყენების მნიშვნელობას,
რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა სტამბოლის პროტოკოლის მოთხოვნებთან.
285
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
შემდეგ ან თუკი რაიმე მიზეზით მოხდება მისი გაყვანა
და შემდგომ ისევ დაბრუნება
იზოლატორში. ინსტრუქცია ასევე მოითხოვს ეთიკური ნორმების დაცვას, მათ შორის,
სამედიცინო
კონფიდენციალურობას,
სამედიცინო
შემოწმების
ჩატარებას
პაციენტის
ინფორმირებული თანხმობის შემდეგ და არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების
შესახებ ინფორმაციის მიწოდებას შესაბამისი ორგანოებისადმი,
პაციენტის თანხმობის
საფუძველზე.
სახალხო დამცველი, ამავდროულად, ხაზს უსვამს ინსტრუქციის პრაქტიკაში ზუსტად და
ზედმიწევნით განხორციელების მნიშვნელობას. ვინაიდან მინისტრმა ბრძანება 2016 წლის
ბოლოს გამოსცა, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა ვერ შეძლო საანგარიშო პერიოდში
განხორციელებული
მონიტორინგის
ფარგლებში
გამოეკვლია
აღნიშნული
ბრძანების
პრაქტიკული იმპლემენტაციის საკითხი.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ყველა სამედიცინო შემოწმება უნდა ტარდებოდეს
არასამედიცინო პერსონალის მხრიდან მოსმენისა და ვიზუალური დაკვირვების გარეშე,
გარდა იმ ცალკეული შემთხვევებისა, როდესაც ექიმი ან პაციენტი თავად ითხოვს
გამონაკლისის დაშვებას, თუმცა ეს არ უნდა იქცეს მუდმივ პრაქტიკად. იმ შემთხვევაში,
როდესაც ექიმს უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე, არ სურს დაკავებულთან
მარტო შესვლა, საჭიროა შემუშავდეს უსაფრთხოების სხვა ალტერნატიული ზომები, რადგან
დაკავებული პირის სამედიცინო დათვალიერების პროცესზე იზოლატორის თანამშრომლის
დასწრება, შესაძლოა, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ასევე, დაზიანების
წარმოშობის არასრული დოკუმენტირების მიზეზი გახდეს.
დმი-ში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ინსტრუქციის მიხედვით,
თუ
თავად ექიმი მოითხოვს სამედიცინო მომსახურების პროცესში იზოლატორის სხვა
თანამშრომლის დასწრებას, ასეთ შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურება უნდა ჩატარდეს
არასამედიცინო პირების მხრიდან მიყურადების გარეშე, მათ მიერ გონივრული დისტანციის
დაცვით.497
მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ დაკავებულის პირველადი სამედიცინო შემოწმება,
როგორც
წესი,
ხდება
დროებითი
მოთავსების
იზოლატორის
თანამშრომელთა
თანდასწრებით, იმ მიზეზით, რომ ექიმს ეშინია დაკავებულთან მარტო დარჩენა. ასეთ
შემთხვევაში,
ექიმთან გასაუბრებისას დაკავებული პირის გახსნილობაზე (დაზიანების
წარმოშობის
რეალური
მიზეზის
დასახელებაზე,
პოლიციის
მიმართ
პრეტენზიის
დაფიქსირებაზე) უარყოფით ზეგავლენას ახდენს იზოლატორის თანამშრომლის შორიახლო
ყოფნა. სპეციალური პრევენციული ჯგუფის დაკვირვებით, აღნიშნული პრაქტიკა ატარებს
რუტინულ, რეგულარულ ხასიათს, რაზეც მეტყველებს დმი-ში მოთავსებულ პირთა
497
იქვე, მუხ. 4(6).
286
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სამედიცინო ანკეტებში არსებული ჩანაწერებიც. როგორც წესი, გარეგნული დათვალიერების
ოქმში დაზიანებების აღწერისას კეთდება მითითება, რომ შემოწმება ჩატარდა ექიმთან
ერთად, რაც იმას ნიშნავს, რომ იზოლატორში შემოსახლებული პირის დათვალიერება და
სამედიცინო შემოწმება ექიმმა და იზოლატორის თანამშრომელმა ერთად განახორციელეს.
ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში მოცემულია
დროებითი მოთავსების იზოლატორებში
არსებული შემთხვევები, როდესაც სასწრაფო დახმარების ექიმი საერთოდ არ უთითებს
დაზიანებების არსებობა-არარსებობის შესახებ (არ არის ჩანაწერი), მაშინ როცა გარეგნული
დათვალიერების ოქმში, ერთ შემთხვევაში მითითებულია დაზიანება, ხოლო მეორე
შემთხვევაში, აღწერილია დაზიანება, მაშინ
როდესაც სასწრაფო დახმარების ექიმი
მიუთითებს, რომ დაკავებულს დაზიანება არ აღენიშნება.
იზოლატორი
არ არის ჩანაწერი
არ აღენიშნება
კახეთის რეგიონალური დმი (თელავი)
20
5
სიღნაღის დმი
0
3
5
7
6
5
ზესტაფონის დმი
0
2
ბაღდათის დმი
3
0
ჭიათურის დმი
0
1
სამტრედიის დმი
8
3
ზუგდიდის რეგიონალური დმი
5
2
ზუგდიდის დმი
2
1
სენაკის დმი
3
1
ფოთის დმი
1
1
ჩხოროწყუს დმი
3
3
ხობის დმი
1
1
ბათუმის დმი
13
9
ქობულეთის დმი
5
1
ოზურგეთის დმი
6
1
ყვარლის დმი
იმერეთის,
რაჭა–ლეჩხუმისა
და
ქვ.
სვანეთის რეგიონული დმი (ქუთაისი)
ლანჩხუთის დმი
0
1
ბორჯომის დმი
2
1
სულ
83
48
შესწავლილი
საქმეებიდან
ირკვევა,
რომ
წინა
წელთან
შედარებით
გაუმჯობესდა
იზოლატორებში სასწრაფო დახმარების ექიმების მიერ დაზიანებების დოკუმენტირების
287
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
კუთხით არსებული მდგომარეობა498, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სასწრაფო დახმარების
ექიმმა ყოველთვის სრულყოფილად მოახდინოს დაზიანებების აღწერა - ამ მხრივ მათ
შეიძლება მიეცეთ სპეციალური ინსტრუქციებიც.
მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს ჩატარებული მონიტორინგის დროს სპეციალურ
პრევენციულ ჯგუფს არ მიუღია რაიმე ინფორმაცია იზოლატორებში მომუშავე სამედიცინო
პერსონალის
მიკერძოებულობის
შესახებ,
საქართველოს
სახალხო
დამცველი
მაინც
მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული
პირისათვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გაწევა მოხდეს დამოუკიდებელი და
მიუკერძოებელი ექიმის მიერ, რაც, დაკავებულ პირს მისცემდა საშუალებას ექიმისათვის
ღიად და შიშის გარეშე დაეფიქსირებინა ყველა დაზიანება ან ჩივილი, რაც მას დაკავების ან
მის შემდეგ პერიოდში შეიძლება ჰქონოდა.
სახალხო დამცველის მოსაზრებით, შინაგან
საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სამედიცინო პერსონალთან ურთიერთობამ
დაკავებულ პირში შესაძლოა გამოიწვიოს შიშისა და უიმედობის განცდა, შეგრძნება იმისა,
რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არაჯეროვნად იქნება აღწერილი, ხოლო პოლიციის
მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტი, რეაგირების გარეშე დარჩება.499
აღსანიშნავია ისიც, რომ დმი-ში მოთავსებულ პირს, საჭიროების შემთხვევაში, უფლება აქვს,
იქ ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში მოითხოვოს სამედიცინო შემოწმების ჩატარება,
ასევე, ამ შემოწმების ჩატარების მიზნით, საკუთარი ხარჯებით მოიწვიოს ექსპერტი.500
რეკომენდაციები
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს
შეწყდეს
პროცედურული
გარანტიების
უგულებელყოფით
პირთა
პოლიციის
სამმართველოებსა და განყოფილებებში დაბარება და მათთან „გასაუბრება“
უზრუნველყოს პოლიციის სამმართველოებსა და განყოფილებებში მიყვანილი ყველა პირის
აღრიცხვა მათი სტატუსის, შენობაში შეყვანისა და გამოყვანის დროის მითითებით
498
2015 წელს შესწავლილი 740 საქმიდან 264 შემთხვევაში (35,7 %) სასწრაფო დახმარების ექიმი
საერთოდ არ უთითებდა სხეულის დაზიანების არსებობა-არარსებობის შესახებ, ხოლო 67 (9 %)
შემთხვევაში უარყოფდა დაზიანების არსებობას მაშინ, როდესაც დროებითი მოთავსების
იზოლატორის თანამშრომლები გარეგნული დათვალიერების ოქმში უთითებდნენ სხეულის
დაზიანების არსებობის შესახებ. 2016 წელს, 578 შემთხვევის შესწავლის შედეგად, ანალოგიური
მაჩვენებლები 83-ს(14,4 %) და 48-ს (8,3 %) შეადგენს.
499
საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 213.
500
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 8 დეკემბრის N692 ბრძანება „საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
დროებითი
მოთავსების
იზოლატორების
საქმიანობის
მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქცია“, მუხ. 5.1(4).
288
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
უზრუნველყოს, რომ პოლიციის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებაში პირის
ნებისმიერი სტატუსით მისვლისას მას მკაფიოდ და გასაგებ ენაზე განემარტოს მისი სტატუსი,
დაწესებულებაში მიყვანის მიზანი და უფლებები
უზრუნველყოს, რომ ყველა შემთხვევაში პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია კანონით
დადგენილ ვადაში ეცნობოს მისი ოჯახის წევრებს/ახლობლებს/საკონსულო დაწესებულებას
განხორციელდეს დაკავებული პირის მხრიდან ოჯახის ან ადვოკატისათვის შეტყობინების
მოთხოვნის სათანადო დოკუმენტირება შესაბამისი რეესტრის წარმოების გზით
უზრუნველყოს, რომ პოლიციის სამმართველოსა თუ განყოფილებაში მოწმის სახით
მიყვანილ პირს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლისაგან თავისუფალ გარემოში
განემარტოს ადვოკატის ყოლის უფლება და, მისი სურვილის შემთხვევაში, საქმეში
ადვოკატის ჩართვას არ შეექმნას დაბრკოლება
შეიქმნას სამედიცინო პუნქტები ყველა დროებითი მოთავსების იზოლატორში და
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 8 დეკემბრის N691 ბრძანების
მოქმედება გავრცელდეს ყველა დროებითი მოთავსების იზოლატორზე
უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 8 დეკემბრის
N691 ბრძანების ეფექტიანი განხორციელება პრაქტიკაში
უზრუნველყოს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორებში მიყვანილი პირის
სამედიცინო შემოწმებაზე, არასამედიცინო პერსონალის დასწრება მოხდეს მხოლოდ
გამონაკლის შემთხვევებში და არა რეგულარულად
ინსტიტუციური
დამოუკიდებლობისა
უზრუნველსაყოფად,
განიხილოს
და
მიუკერძოებელი
დროებითი
მოთავსების
საქმიანობის
იზოლატორებში
დასაქმებული სამედიცინო პერსონალის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში
გადასვლის შესაძლებლობა
საქართველოს მთავრობას
გაიზარდოს სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურის“ ბიუჯეტი სამსახურის
ბიუროებში ადამიანური რესურსის გაზრდის მიზნით
მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა დროებითი მოთავსების იზოლატორებში
გამოძახების შემთხვევაში, სასწრაფო დახმარების ექიმებმა მოახდინონ დაკავებული
პირის სხეულზე არსებული დაზიანებების სრულყოფილი დოკუმენტირება.
პროცედურული გარანტიები
აუდიო და ვიდეო ჩანაწერები
289
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ვიდეოჩანაწერი, რომელშიც აისახება პირის პატიმრობის ყველა ასპექტი და მათთან
დაკავშირებით განხორციელებული ქმედებები, წამების პრევენციის ეფექტური გარანტიაა.501
როგორც წამების საწინააღმდეგო კომიტეტი,502 ასევე წამების პრევენციის ევროპული
კომიტეტი
მიესალმება
წევრი
სახელმწიფოების
პოლიციის
დაწესებულებებში
ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დანერგვას.
ვიდეომეთვალყურეობის
განხორციელებისას
მხედველობაში
უნდა
იქნეს
მიღებული
კონკრეტული სტანდარტები, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვა, გადაღებული
მასალის დამუშავება და შენახვა, მეთვალყურეობა იმავე სქესის პირის მიერ, თუკი საქმე ეხება
ქალთა დაკავების ადგილებს; თუ ვიდეოგადაღება ხორციელდება პირის დაკითხვისას, მაშინ
ჩანაწერში უნდა ჩანდეს ყველა დამსწრე და არა მხოლოდ დაკავებული პირი და სხვ.
პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,
პოლიცია
უფლებამოსილია
საზოგადოებრივი
უსაფრთხოების
დასაცავად,
ფორმის
ტანსაცმელზე, გზასა და შენობების გარე პერიმეტრზე საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
დაამონტაჟოს/განათავსოს,
აგრეთვე
გამოიყენოს
სხვა
პირის
მფლობელობაში არსებული დამონტაჟებული ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკა
დანაშაულის პრევენციის, პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების, საზოგადოებრივი
წესრიგისა და არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისაგან დაცვის მიზნით.
პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, პირის, ნივთის ან
სატრანსპორტო საშუალების სპეციალური საპოლიციო კონტროლი ხორციელდება იმ
შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან
ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა. სპეციალური საპოლიციო
კონტროლის
განხორციელებისას
პოლიციელი
აღჭურვილი
უნდა
იყოს
ფორმის
ტანსაცმელზე დამაგრებული ჩართული ვიდეოგადამღები ტექნიკით.
აღსანიშნავია, რომ სამხრე ვიდეოკამერებით აუდიო-ვიდეო ჩანაწერს
მხოლოდ შინაგან
საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ახორციელებენ. ჩანაწერის
შენახვის ვადა დამოკიდებულია ტექნიკური საშუალების მახასიათებლებზე, მაგრამ არ უნდა
აღემატებოდეს სამ წელს.503 სახალხო დამცველმა 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში
რეკომენდაციით504 მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს, განესაზღვრა საქართველოს შინაგან
501
იხ. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტები (CPT/Inf/E (2002) 1 - Rev. 2015), პარ.
36, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: http://www.cpt.coe.int/en/docsstandards.htm
[ბოლოს ნანახია 29.03.2016].
502
CAT general comment N2 on art. 2 UNCAT, para.14.
503 შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 იანვრის N53 ბრძანება.
504
სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის დაცვის
მდგომარეობის შესახებ, 2015 წ, გვ. 218. იხ. ბმული http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf
290
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საქმეთა
სამინისტროს
კომუნიკაციის
დროს
საპატრულო
პოლიციის
ჩანაწერის
გაკეთებისას
თანამშრომლის
სამხრე
მიერ
მოქალაქესთან
ვიდეოკამერის
გამოყენების
ვალდებულება, გაკეთებული ჩანაწერის შენახვის წესი და ვადა. აღნიშნული რეკომენდაცია
არ შესრულებულა. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სამხრე კამერების გამოყენება
სავალდებულო
უნდა
იყოს
პოლიციელთა
მხრიდან
მოქალაქეებთან
ყველა
სახის
ურთიერთობის დროს და აღნიშნული ჩანაწერები უნდა ინახებოდეს გონივრული ვადით.
მნიშვნელოვანია, რომ სამხრე ვიდეოკამერებით და მანქანის ვიდეორეგისტრატორებით
აღიჭურვონ არა მხოლოდ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, არამედ
დეტექტივ-გამომძიებლები
და
უბნის
ინსპექტორ-გამომძიებლებიც.
აღნიშნულთან
დაკავშირებით სახალხო დამცველმა 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში რეკომენდაციით505
მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს, თუმცა არც ეს რეკომენდაცია არ შესრულებულა.
გასაუბრებისას
პოლიციის
თანამშრომლების
ნაწილი
აცხადებდა,
რომ
ზოგიერთ
შემთხვევაში, მოქალაქეების აგრესიულ ქცევას საკუთარი მობილური ტელეფონის აპარატით
იღებენ. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ ვიდეოგადაღება, სათანადო ნორმატიული
რეგულირების გარეშე, დაუშვებელია. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პოლიციელთა
მხრიდან ვიდეოგადაღების წარმოება კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ რიგ შემთხვევებში,
თავად პოლიციის თანამშრომლები არიან დაინტერესებული მოქალაქეებთან ურთიერთობის
ვიდეოკამერაზე დაფიქსირებით. თუმცა, სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ ყოველი
ამგვარი ჩანაწერის გაკეთება უნდა მოხდეს კანონმდებლობის შესაბამისად. მნიშვნელოვანია,
რომ
გადაღებული მასალა სათანადოდ იყოს
დაცული შემდგომში არამიზნობრივი
გამოყენების პრევენციის მიზნით. ვიდეოგადაღების განხორციელებისა და ჩანაწერების
დამუშავების პირობები, ასევე შენახვის წესი და ვადები უნდა შეესაბამებოდეს პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სფეროში მოქმედ სტანდარტებსა და კანონმდებლობას.
2014 და 2015 წლების საპარლამენტო ანგარიშებში სახალხო დამცველმა რეკომენდაციით
მიმართა
შინაგან
საქმეთა მინისტრს, პოლიციის
ყველა სამმართველო
აღჭურვილი
ყოფილიყო შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით.506 შინაგან
საქმეთა სამინისტროდან 2016 წლის 4 მარტს მიღებული N555482 წერილის თანახმად, 2014 2015 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის შეძენილი
იქნა ვიდეოკამერები, რომელთა მონტაჟი დაგეგმილი იყო 2016 წელს. სახალხო დამცველის
აპარატმა N03-1/8104 და N03-2/234 წერილებით შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა
ინფორმაცია პოლიციის სამმართველოების შიდა და გარე პერიმეტრის, ასევე დროებითი
მოთავსების იზოლატორების ვიდეოკამერებით აღჭურვასთან დაკავშირებით. 2017 წლის 17
505
იხ. იქვე, გვ. 218.
სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის დაცვის
მდგომარეობის შესახებ, 2015 წ, გვ. 218. იხ. ბმული http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf
506
291
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
იანვარს სამინისტრომ N105466 წერილით მოგვაწოდა გარე სამეთვალყურეო ვიდეოკამერების
შესახებ ინფორმაცია 2016 წლის თებერვალი-მარტის თვის მდგომარეობით.
როგორც სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის და სპეციალური პრევენციული
ჯგუფის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგები მოწმობს, 2016 წელს კვლავ პრობლემას
წარმოადგენს პოლიციის სამმართველოებში შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოკამერებით
სათანადოდ დაფარვა. კერძოდ, ჩხოროწყუს, მარტვილის, სენაკის, წალენჯიხის, მესტიის,
ბორჯომის, ახალციხისა და ადიგენის რაიონულ სამმართველოებში ვიდეოკამერები არ იყო
დამონტაჟებული შენობის არც გარე და არც შიდა პერიმეტრზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ
იმ სამმართველოთა აბსოლუტურ უმრავლესობაში, სადაც ვიდეომეთვალყურეობა შიდა
პერიმეტრზე
ხორციელდება,
კამერები
ძირითადად
დამონტაჟებულია
შენობის
შესასვლელში, ოპერატიული მორიგისთვის გამოყოფილი ადგილის წინ.
დაკავებული პირის შენობაში შეყვანის შემდეგ შეუძლებელია იმის დადგენა, თუ სად და რა
პირობებში იმყოფება ის პოლიციის სამმართველოში ან ხომ არ დაექვემდებარა ფიზიკურ ან
ფსიქოლოგიურ ძალადობას. საქართველოს სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია
პოლიციის
სამმართველოების
შენობების
სათვალთვალო
კამერებით
აღჭურვა
და
ვიდეოჩანაწერის შენახვა გონივრული ვადით, რაც დაკავებული პირის არასათანადო
მოპყრობისგან დაცვის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. გარდა ამისა, აუცილებელია,
რომ პირის დაკავებიდან დროებითი მოთავსების იზოლატორში მიყვანამდე, მანამ, სანამ იგი
იმყოფება პოლიციის კონტროლის ქვეშ, ყველა შემთხვევაში მოხდეს სრული პროცესის
ვიდეოგადაღება.
ვიდეომეთვალყურეობა მიმდინარეობს ყველა დროებითი მოთავსების იზოლატორში, თუმცა
დაკავებული
პირის
არასათანადო
მოპყრობისგან
დაცვის
უზრუნველსაყოფად
მნიშვნელოვანია დროებითი მოთავსების იზოლატორში მიმდინარე ვიდეომეთვალყურეობის
პროცესის ჩაწერა და ჩანაწერების გონივრული ვადით შენახვა. საჭიროების შემთხვევაში,
ჩანაწერები ხელმისაწვდომი უნდა იყოს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებისთვის.
სახალხო დამცველმა 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში რეკომენდაციით მიმართა შინაგან
საქმეთა მინისტრს, უზრუნველყო დროებითი მოთავსების იზოლატორებში მიმდინარე
ვიდეომეთვალყურეობის ჩაწერა და ჩანაწერების გონივრული ვადით შენახვა.507 დადებითად
უნდა შეფასდეს საანგარიშო პერიოდში ვიდეოჩანაწერის შენახვის მინიმალური ვადის
განსაზღვრა.508
ვიდეომეთვალყურეობის
განხორციელებისას
ინფორმაციის
ჩაწერა
მიმდინარეობს ავტომატურ რეჟიმში. გადაღებული მასალა ინახება ცენტრალური მართვის
507
სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის
შესახებ, 2015 წ, გვ. 218. იხ. ბმული http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf
508 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს N423 ბრძანებით დამტკიცებული
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური
დებულება და შინაგანაწესი, მუხლი 11, პუნ. 7.
292
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ოთახში არანაკლებ 24 საათისა, რა დროსაც, ჩამწერი მოწყობილობის მეხსიერების შევსებისას,
ხორციელდება ახალი ინფორმაციის ჩაწერა ამავე მოწყობილობის მეხსიერებაზე არსებული
ინფორმაციის წაშლის/განადგურების შედეგად. თუმცა, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ 24
საათით ჩანაწერების შენახვა ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნის მიღწევას და,
შესაბამისად, მიღებული უნდა იქნას ყველა საჭირო ზომა, რათა ჩანაწერები ინახებოდეს
გონივრული ვადით.
რეკომენდაციები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:
პოლიციის ყველა სამმართველოს შენობაში დამონტაჟდეს სათვალთვალო კამერები
უზრუნველყოფილი იქნას ყველა შემთხვევაში პოლიციის მიერ პირის დაკავებიდან მისი
დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე, მათ შორის, დაკავების, უფლებების
გაცნობის, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების და ტრანსპორტირების პროცესის უწყვეტი
ვიდეოგადაღება
განისაზღვროს საპატრულო პოლიციელის მიერ მოქალაქესთან ურთიერთობის დროს სამხრე
ვიდეოკამერის
გამოყენებით
შესაბამისი
ჩანაწერის
გაკეთების
ვალდებულება
და
ინსპექტორ-გამომძიებლების
მიერ
განხორციელებული ჩანაწერების შენახვის წესი და ვადები
განისაზღვროს
დეტექტივ-გამომძიებლების
და
უბნის
მოქალაქესთან ურთიერთობის დროს სამხრე ვიდეოკამერის გამოყენებით შესაბამისი ჩანაწერის
გაკეთების ვალდებულება და განხორციელებული ჩანაწერების შენახვის წესი და ვადები
უზრუნველყოფილ
იქნას
დროებითი
მოთავსების
იზოლატორებში
მიმდინარე
ვიდეომეთვალყურეობის ჩანაწერების გონივრული ვადით შენახვა
უზრუნველყოფილი იქნას ყველა ვიდეოჩანაწერის გონივრული ვადით შენახვა.
დოკუმენტაციის სრულყოფილი წარმოება
2016 წლის მანძილზე განხორციელებული ვიზიტების დროს, სპეციალური პრევენციული
ჯგუფის წევრებმა შეამოწმეს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებულ პირთა
საქმეები, პოლიციის სამმართველოებსა და განყოფილებებში არსებული ჟურნალები.
აღნიშნული
დოკუმენტაციის
შესწავლის
შედეგად
გამოვლინდა
სხვადასხვა
სახის
დარღვევები და ხარვეზები, რომელთა გამოსწორებაც აუცილებელია დოკუმენტაციის
სრულყოფილი წარმოებისთვის.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 აგვისტოს N605 ბრძანების N6
დანართით დამტკიცებულია შინაგან საქმეთა ორგანოებში „დაკავებულ პირთა აღრიცხვის
წიგნის“ ფორმა, ხოლო ამავე ბრძანების N7 დანართით „საპყრობილეში (დროებითი
მოთავსების იზოლატორში) გადაყვანილ პირთა აღრიცხვის ჟურნალი“. საყურადღებოა, რომ
293
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მოცემული
ჟურნალების
შემოწმების
პროცესში,
პოლიციის
სამმართველოებისა
და
განყოფილებების თანამშრომლები სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს, როგორც
2015, ასევე 2016 წელს განხორციელებული მონიტორინგების დროსაც ეკითხებოდნენ, თუ
როგორ უნდა შეევსოთ კონკრეტული გრაფები. აღმოჩნდა, რომ შსს
ჟურნალებს
ხარვეზებით
ავსებენ.
გარდა
ამისა,
თანამშრომლები
ზემოაღნიშნული
ჟურნალები
მოძველებულია, საჭიროებს გადახედვას და განახლებას.
პოლიციის
სამმართველოებისა
და
პასუხისმგებელი
შსს
თანამშრომელების
განმარტებით,
განყოფილებების
მათ
ჟურნალების
შევსებაზე
ჩაუტარდათ
შესაბამისი
ინსტრუქტაჟი „დაკავებულ პირთა აღრიცხვისა“ და „საპყრობილეში (დროებითი მოთავსების
იზოლატორში) გადაყვანილ პირთა“ აღრიცხვის ჟურნალების სრულყოფილი წარმოების
უზრუნველსაყოფად, თუმცა 2016 წელს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების მიერ
განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მითითებული დოკუმენტაცია
კვლავაც ხარვეზებით ივსება. კერძოდ, რიგ შემთხვევებში ვერ დგინდება პირის დაკავების
დრო, გაურკვეველია დაკავებულის სამმართველოში შეყვანის თარიღი/დრო, ასევე, რა ბედი
ეწია დაკავებულს; არეულია ჟურნალებში არსებული ნუმერაცია, არ არის მითითებული, სად
და რა ვითარებაში მოხდა სამართალდარღვევა, ზოგ შემთხვევებში კი, გრაფები ჟურნალებში
საერთოდ არ არის შევსებული.
2016 წელს ჟურნალების შევსების ხარვეზები დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთის,
სამცხე-ჯავახეთისა
და
გურიის
პოლიციის
დეპარტამენტებში,
ხობის,
ზესტაფონის,
ტყიბულის, ბორჯომის, ადიგენის, ახალქალაქის, თერჯოლის, ხარაგაულის, ამბროლაურის,
ბაღდათის, ლანჩხუთის, ონის, წყალტუბოს, ხონის, ასპინძის, ხელვაჩაურის, მარტვილის,
ჩხოროწყუს,
სამტრედიის,
ოზურგეთის, ქობულეთის,
ჭიათურის,
საჩხერის,
ლენტეხის,
ცაგერის,
ახალციხის,
ნინოწმინდის, ფოთის, მესტიის და ჩოხატაურის რაიონულ
სამმართველოებში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს ხარვეზები
არ აღმოუჩენია აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, ბათუმის საქალაქო, წალენჯიხის,
სენაკის, ზუგდიდის და ვანის რაიონულ სამმართველოებში წარმოებულ, დაკავებულ პირთა
აღრიცხვის
წიგნებსა
და
საპყრობილეში
(დროებითი
მოთავსების
იზოლატორებში)
გადაყვანილ პირთა აღრიცხვის ჟურნალების 2016 წლის ჩანაწერებში.
განხორციელებული ვიზიტების დროს დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს
პოლიციის განყოფილებებსა და სამმართველოებში არ წარმოებს შემსვლელ პირთა
აღრიცხვის სპეციალური ჟურნალები.509 მაგალითად, მოწმის სახით პირის პოლიციის
სამმართველოში/განყოფილებაში გამოცხადების შემთხვევაში მისი შენობაში შესვლის ფაქტი
არ
აღინიშნება
ერთიანი
509
გარდა რამდენიმე
ინფორმაციას.
294
ფორმის
სამმართველოსი,
ჟურნალში.
მნიშვნელოვანია,
რომ
სადაც
დაცვის
ინიშნავს
გარე
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სამსახური
დეტალურად
აღნიშნულ
აღირიცხებოდეს პოლიციის განყოფილებასა და სამმართველოებში, მოქალაქეთა შენობაში
შესვლის და შენობის დატოვების თარიღი და დრო, ასევე შესვლის მიზანი, რათა შემდგომში
სადავო არ გახდეს სამმართველოში/განყოფილებაში მოქალაქის ნებაყოფლობით მისვლის
ფაქტი, შენობაში საკუთარი სურვილით ყოფნის ხანგრძლივობა და მიზანი. აღნიშნულ
საკითხზე
სახალხო
დამცველმა
2015
წლის
საპარლამენტო
ანგარიშში
შესაბამისი
რეკომენდაციითაც მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, თუმცა მოცემული
რეკომენდაცია დღემდე არ შესრულებულა.
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრულია
სისხლის
სამართლის
წესით
და
ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა დაკავების ოქმის ფორმები. საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 175-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად,
დაკავების ოქმში უნდა აღინიშნოს: ვინ, სად, როდის, რა ვითარებაში, კოდექსში
მითითებული
რომელი
საფუძველითაა
დაკავებული;
დაკავებულის
ფიზიკური
მდგომარეობა დაკავების მომენტში; რომელი დანაშაულის ჩადენაშია იგი ბრალდებული;
მისი პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანის ზუსტი დრო;
ამ კოდექსით გათვალისწინებული ბრალდებულის უფლებებისა და მოვალეობების ნუსხა;
აგრეთვე, შესაბამის შემთხვევაში ის ობიექტური მიზეზი (მიზეზები), რომლის (რომელთა)
არსებობის გამოც შეუძლებელი იყო დაკავების ოქმის შედგენა დაკავებისთანავე.
საანგარიშო
წლის
მანძილზე
განხორციელებული
ვიზიტების
დროს
სპეციალური
პრევენციული ჯგუფის წევრების მიერ შემოწმდა, რამდენად სრულყოფილად ავსებენ
სამართალდამცავი პირები ოქმებს და დადგინდა, რომ ბრალდებულის დაკავებისა და
პირადი
ჩხრეკის
ოქმი,
ხშირ
შემთხვევაში,
არ
ივსება
სრულყოფილად.
კერძოდ,
სრულყოფილად არ მიეთითება, თუ რა ვითარებაში მოხდა პირის დაკავება; ჰქონდა თუ არა
ადგილი წინააღმდეგობის გაწევას; იქნა თუ არა გამოყენებული იძულების პროპორციული
ზომა და რა ფორმით; განხორციელდა თუ არა დაკავება მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის
გაწევის გარეშე.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლის მე-5
ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული დაკავების შესახებ ადმინისტრაციული დაკავების
ოქმში აღინიშნება ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენლის თანამდებობა,
სახელი და გვარი; ცნობები დაკავებული პიროვნების შესახებ; დაკავების დრო და
საფუძველი. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი თანამდებობის პირი და დაკავებული. თუ
დაკავებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში ხდება მითითება.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის,
პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის, საჯარიმო ქვითრის, სატრანსპორტო
საშუალების მართვის დროებითი ნებართვის, ახსნა-განმარტებისა და ცნობის ფორმების
შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში
295
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 15 აგვისტოს საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრის N625 ბრძანების თანახმად, დამტკიცებულია ადმინისტრაციული
დაკავების ოქმის ფორმა.510 აღნიშნული ოქმი, სისხლის სამართლის წესით დაკავების
ოქმისგან განსხვავებით, არ მოითხოვს დაკავების ოქმის შედგენის დროის,511 დაკავებული
პირის სხეულზე არსებული დაზიანებებისა და იმის აღნიშვნას, თუ რა ვითარებაში მოხდა
პირის დაკავება (ადგილი ჰქონდა თუ არა წინააღმდეგობის გაწევას, გამოყენებული იყო თუ
არა იძულების პროპორციული ზომა, რა ფორმით იქნა გამოყენებული, განხორციელდა თუ
არა
დაკავება
მშვიდ
ვითარებაში,
წინააღმდეგობის
გაწევის
გარეშე).
ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია ადმინისტრაციული დაკავების ოქმის
ფორმის სრულყოფა, შესაბამისი გრაფების დამატებით, სადაც ჩაინიშნება დაკავების ოქმის
შედგენის
დრო,
დაკავებულის
სხეულზე
არსებული
დაზიანებები
და
დაკავების
გარემოებები. ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმის სრულყოფასთან დაკავშირებით
2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა შესაბამისი რეკომენდაციით
მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, თუმცა აღნიშნული რეკომენდაცია
დღემდე შეუსრულებელია.
პირის დაკავების შემდეგ, მისი ფიზიკური დათვალიერების დროს, ძალადობის ნებისმიერი
კვალი,
რომელიც
შესაძლებელია
გამოეწვია
წამებას
ან
არასათანადო
მოპყრობას,
აუცილებლად უნდა იქნას შესაბამისი წესით აღწერილი და დოკუმენტირებული. ადამიანის
უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა რომ, როდესაც პირი სხეულის დაზიანებას
იღებს დაკავებისას ან პოლიციის თანამშრომლების კონტროლს ქვეშ ყოფნის პერიოდში,
ყოველი ასეთი დაზიანება წარმოშობს მყარ პრეზუმფციას, რომ დაკავებული დაექვემდებარა
არასათანადო მოპყრობას.512
საქართველოს რეგიონების მასშტაბით შეგროვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად
აღმოჩნდა, რომ დაკავების ოქმში 391 (68,7 %) შემთხვევაში (2015 წელი - 419 (58,5 %)) არის
სხეულის დაზიანების შესახებ მითითება, ხოლო გარეგნული დათვალიერების ოქმში - 569
(2015 წელი - 716) შემთხვევაში. შესაბამისად, 178 (31,3 %) შემთხვევაში (2015 წელი - 297 (41,5
%)) დაკავების ოქმში არ არის მითითებული ის დაზიანება, რომელიც აღწერილია გარეგნული
დათვალიერების
ოქმში.
ანალოგიურად,
თბილისის
იზოლატორებში
გარეგნული
დათვალიერების ოქმში დაზიანება მითითებულია 367 შემთხვევაში, დაკავების ოქმში - 233
(63,5 %) შემთხვევაში, ხოლო ასეთ მითითებას არ შეიცავს 134 (36,5 %) დაკავების ოქმი. აქვე
უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმა არ ავალდებულებს
დამკავებელს, მიუთითოს დაკავებულის სხეულზე არსებული დაზიანების შესახებ, რაც
510
511
დანართი N9.
იგულისხმება რომელ საათზე მოხდა დაკავება.
512
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება
საქმეზე კოლიბაბა მოლდავეთის წინააღმდეგ (Colibaba v. Moldova), საქმე N29089/06.
296
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ იმ შემთხვევათა დაახლოებით სამ მეოთხედს, სადაც
გარეგნული
დათვალიერების
ოქმისგან
განსხვავებით
დაკავების
ოქმში
არ
არის
მითითებული სხეულის დაზიანება, ადმინისტრაციული დაკავების შემთხვევები შეადგენს.
კვლევის ფარგლებში ასევე შემოწმდა, თუ რამდენად ემთხვეოდა სხეულის დაზიანებათა
რაოდენობა და მდებარეობა გარეგნული დათვალიერებისა
და დაკავების ოქმებში.
აღმოჩნდა, რომ შემთხვევათა მხოლოდ ერთ მეოთხედში არის იდენტური ჩანაწერები, რაც
კიდევ ერთხელ მიუთითებს სხეულის დაზიანებების დოკუმენტირების ხარვეზებზე.
დაზიანებათა რაოდენობის თანხვედრა იხილეთ, ქვემოთ მოცემულ ცხრილში.
რეგიონი
რეგიონი
თბილისი
2015 წელი
2016 წელი
2016 წელი
იდენტური ჩანაწერები
194 (29.6 %)
100 (26 %)
53 (23,5 %)
უფრო მეტი დაზიანება დაკავების ოქმში
36 (5.5 %)
50 (13 %)
28 (12.4 %)
425 (64.9 %)
234 (61 %)
145 (64,1 %)
655
384
226
დაზიანების შესახებ ჩანაწერების თანხვედრა
უფრო
მეტი
დაზიანება
გარეგნული
დათვალიერების ოქმში
სულ
რეგიონებში დამუშავებული იმ 234 შემთხვევიდან, სადაც გარეგნული დათვალიერების
ოქმში მითითებულია უფრო მეტი დაზიანება, 150 (64,1 %) შემთხვევაში (2015 წელი - 69,1 %)
პირი დაკავებული იყო ადმინისტრაციული წესით, ხოლო 84 (35,49%) შემთხვევაში (2015
წელს - 30,9% ) სისხლის სამართლის წესით. თბილისში დამუშავებული იმ 145
შემთხვევიდან, სადაც გარეგნული დათვალიერების ოქმში მითითებულია უფრო მეტი
დაზიანება, 94 შემთხვევაში (64,8 %) პირი დაკავებული იყო ადმინისტრაციული წესით,
ხოლო 51 (35,2 %) შემთხვევაში - სისხლის სამართლის წესით.
2016 წელს თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მონიტორინგების დროს შევსებული
ანკეტების ანალიზიდან ირკვევა, რომ დაკავებისა და გარეგნული დათვალიერების ოქმებში
დაზიანებათა მდებარეობა არ ემთხვევა ერთმანეთს - შემთხვევათა 76.6%-ში, ხოლო დანარჩენ
23.4%-ში
აღნიშნული
მონაცემები
იდენტურია.
2016
წელს
თბილისში,
რეგიონთან
შედარებით დაზიანებათა მდებარეობა 15.7%-ით მეტ შემთხვევაში არ ემთხვეოდა ერთმანეთს
297
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
გარეგნული დათვალიერებისა და დაკავების ოქმებში.513 რეგიონთან შედარებით, თბილისში
16.1%-ით ნაკლებ შემთხვევებში არის იდენტური ჩანაწერები დაკავების ოქმებსა და
გარეგნული დათვალიერების ოქმებში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პოლიციის სამმართველოებში მორიგე თანამშრომლებს, როგორც
წესი, დაკავებულ პირთა
მონაცემები დაკავებულის სხეულზე არსებული დაზიანებების
შესახებ, დაკავების ოქმებიდან გადააქვთ აღრიცხვის წიგნებში. ისინი ცალკე არ ახდენენ
დაკავებულთა დაზიანებების დოკუმენტირებას.
საქართველოს რეგიონებში შესწავლილი 578 საქმის ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ
დაუმორჩილებლობის/წინააღმდეგობის გაწევის შესახებ დაკავების ოქმში მითითების 384
შემთხვევიდან 6 შემთხვევაში (2015 წელი - 3 (1,3 %) შემთხვევაში) არის სრული აღწერა, თუ
რაში გამოიხატა დაუმორჩილებლობა/წინააღმდეგობის გაწევა, 199 (51,8 %) შემთხვევაში (2015
წელი - 4 (1,8 %) შემთხვევაში) ოქმი შეიცავს ნაწილობრივ აღწერას, შემთხვევათა 46,9 % -ში
(2015 წელი - 96,9 %-ში) პოლიციის თანამშრომლები ასეთ აღწერას არ ახდენენ. რაც შეეხება
თბილისს, დაუმორჩილებლობის/წინააღმდეგობის გაწევის მხოლოდ 1 (0,4 %) შემთხვევაში
არის სრულყოფილი აღწერა, 126 (56 %) შემთხვევაში - ნაწილობრივი, ხოლო 98 (43,6 %)
შემთხვევაში დაკავების ოქმი ასეთ აღწერას საერთოდ არ შეიცავს.
2016 წელს, წინა წელთან შედარებით სამართალდამცავი პირები დაკავების ოქმებში უფრო
სრულყოფილად
უთითებენ,
თუ
რაში
გამოიხატა
დაკავებული
პირის
მხრიდან
წინააღმდეგობა/დაუმორჩილებლობა, რაც დადებითად უნდა შეფასდეს.
რეგიონებში დამუშავებული 578 შემთხვევიდან ძალის გამოყენების ფაქტის შესახებ
მითითებულია მხოლოდ
33 (5,7 %) შემთხვევაში (2015 წელი - 46 (6,2 %) შემთხვევაში),
თბილისში კი 372 შემთხვევიდან - 16 შემთხვევაში (4,3 %). ძალის გამოყენების შესახებ
მითითების
33 შემთხვევიდან, დაკავების ოქმში ძალის გამოყენების მეთოდი სრულად
აღწერილია მხოლოდ 2 შემთხვევაში (6,1 %) (2015 წელი - 4,3 %); 10 შემთხვევაში (30,3 %) (2015
წელი - 6,5 %) ოქმი შეიცავს ნაწილობრივ აღწერას; ხოლო 21 შემთხვევაში (63,6 %) (2015 წელი
- 89,2 %) ოქმში არაფერია ნათქვამი ძალის გამოყენების მეთოდის შესახებ.
რაც შეეხება
თბილისს, მხოლოდ ერთ შემთხვევაში არის ძალის გამოყენების მეთოდი ნაწილობრივ
აღწერილი.
სპეციალური
პრევენციული
ჯგუფის
მიერ
ჩატარებული
კვლევის
ფარგლებში
გაანალიზებული იყო, თუ რა გავლენას ახდენდა საკმარისი განათების არსებობა/არარსებობა
დაკავების ოქმში წარმოებულ დაზიანების აღწერაზე და დადგინდა, რომ 2016 წელს,
შემთხვევათა დაახლოებით ერთ მეოთხედში (2015 წელი - ერთ მესამედში) მოხდა პირის
513
რეგიონში- 70.6%, ხოლო თბილისში 86.7%.
298
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დაკავება დღის შუქზე. ასევე გაირკვა, რომ იმ შემთხვევების ერთ მესამედში, სადაც
დაზიანების შესახებ მითითებულია მხოლოდ გარეგნული დათვალიერების ოქმში, პირის
დაკავება მოხდა დღის შუქზე. აღსანიშნავია, რომ კვლევამ გამოავლინა საქართველოს
რეგიონებში 33 (2015 წელი - 50), ხოლო თბილისში 20 შემთხვევა, როდესაც პირის დაკავება
მოხდა დღის შუქზე, ხოლო თავის, სახის და თვალბუდის არეში დაზიანებები მითითებულია
მხოლოდ იზოლატორის თანამშრომლების მიერ შედგენილ გარეგნული დათვალიერების
ოქმში. ამ 53 შემთხვევაში, თუ პირს დაკავებისას აღენიშნებოდა დაზიანება, ის აუცილებლად
უნდა დაეფიქსირებინა დამკავებელ პოლიციელს.
კვლევის ფარგლებში ასევე გამოვლინდა, რომ რეგიონებში 2016 წელს შესწავლილი 578 საქმის
მასალებიდან, 9 (1,6 %) შემთხვევაში (2015 წელი - 45 (6,1 %) შემთხვევაში) გარეგნული
დათვალიერების
ოქმის
შესაბამის
გრაფაში,
დროებითი
მოთავსების
იზოლატორის
თანამშრომელმა არ მიუთითა, ჰქონდა თუ არა დაკავებულ პირს პრეტენზია პოლიციის
მიმართ. თბილისში შესწავლილი 372 საქმიდან კი 2 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.
კვლევის ფარგლებში შემოწმდა, მითითებულია თუ არა გარეგნული დათვალიერების ოქმში
დაზიანების წარმოშობის დროის შესახებ. იხ. ქვემოთ ცხრილი.
რეგიონები
რეგიონი
თბილისი
2015 წელი
2016 წელი
2016 წელი
დაკავებამდე
581 (78.5%)
427 (73.9%)
314 (84.4%)
დაკავებისას
116 (15.7%)
121 (20.9%)
46 (12.4%)
დაკავების შემდეგ
11 (1.5%)
22 (3.8%)
9 (2.4%)
ჩანაწერი არ არის
32 (4.3%)
8 (1.4%)
3 (0.8%)
სულ
740
578
372
დაზიანების მიღების დრო
როგორც ცხრილში არსებული მონაცემებიდან ჩანს, 2015 წელს, რეგიონებში არსებულ
გარეგნული დათვალიერების ოქმებში, დაზიანების წარმოშობის დროის შესახებ მითითება
არ იყო 32 (4.3%) შემთხვევაში, აღნიშნული მონაცემი 2016 წელს 2.9 %-ით შემცირდა, რაც
დადებითად
უნდა
აღინიშნოს.
2016
წელს
დროებითი
მოთავსების
იზოლატორის
თანამშრომლებმა მხოლოდ 11 (1.16 %) შემთხვევაში არ დააფიქსირეს შესაბამის ოქმებში
დაზიანების მიღების დროის შესახებ ინფორმაცია.
რეკომენდაციები
შინაგან საქმეთა მინისტრს:
299
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მიიღოს ყველა საჭირო ზომა, მათ შორის შესაბამისი ინსპექტირების გზით,
დოკუმენტაციის სრულყოფილი წარმოების უზრუნველსაყოფად
განხორციელდეს
ცვლილება
„ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
ოქმის,
ადმინისტრაციული დაკავების ოქმის, პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის
ოქმის, საჯარიმო ქვითრის, სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი
ნებართვის,
ახსნა-განმარტებისა
და
ცნობის
ფორმების
შევსებისა
და
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის
წესის დამტკიცების შესახებ“, 2014 წლის 15 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის N625-ე ბრძანებაში და N9 დანართით დამტკიცებული ადმინისტრაციული
დაკავების ოქმის ფორმაში ჩაემატოს გრაფები შემდეგი ინფორმაციის შესატანად:
ოქმის შედგენის დრო; დაკავებული პირის სხეულზე არსებული დაზიანებების
აღწერა; რა ვითარებაში მოხდა დაკავება; ადგილი ჰქონდა თუ არა წინააღმდეგობის
გაწევას; გამოყენებულ იქნა თუ არა იძულების პროპორციული ზომა და რა ფორმით
გადაიხედოს და განახლების მიზნით შევიდეს შესაბამისი ცვლილება 2014 წლის 8
აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის N605 ბრძანების N6 დანართით
დამტკიცებულ შინაგან საქმეთა ორგანოებში დაკავებულ პირთა აღრიცხვის წიგნსა და
ამავე ბრძანების
N7 დანართით დამტკიცებულ, საპყრობილეში (დროებითი
მოთავსების იზოლატორში) გადაყვანილ პირთა აღრიცხვის ჟურნალის ფორმაში
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
ყველა
პოლიციის
სამმართველოსა
და
განყოფილებისთვის შემუშავდეს ერთიანი ჟურნალის ფორმა, სადაც დაფიქსირდება
მოქალაქეთა შენობაში შესვლისა და შენობის დატოვების თარიღი და დრო, ასევე
შესვლის მიზანი
წინადადება საქართველოს პარლამენტს
შევიდეს
ცვლილება
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის 245-ე მუხლის მეხუთე ნაწილში, იმ მიზნით, რომ ადმინისტრაციული
დაკავების
ოქმში
შესატან
ინფორმაციას
დაემატოს:
ოქმის
შედგენის
დრო;
დაკავებული პირის სხეულზე არსებული დაზიანებების აღწერა; რა ვითარებაში
მოხდა დაკავება; ადგილი ჰქონდა თუ არა წინააღმდეგობის გაწევას; გამოყენებულ
იქნა თუ არა იძულების პროპორციული ზომა და რა ფორმით.
საჩივრები
წამების წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს ნებისმიერი
პირისათვის
გარანტირებული
სახელმწიფო
ხელისუფლების
ორგანოების
წარმომადგენლების წინააღმდეგ საჩივრის სწრაფი და მიუკერძოებელი განხილვის უფლება.
300
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
აღნიშნული პრინციპების პრაქტიკაში რეალიზება შეუძლებელია დაკავებული პირების
შესაბამისი საჩივრის წარდგენისა და განხილვის პროცედურების უზრუნველყოფის გარეშე.
საჩივრის განხილვის პროცედურების ხელმისაწვდომობა დაკავშირებულია საჩივრების
შეტანისა
და
განხილვის
მნიშვნელოვანია, რომ
მარტივი
და
პროცედურები
პროცედურების
არსებობასთან.
გასაგები და ხელმისაწვდომი
ნათელი
იყოს, როგორც
დაკავებული პირების, ისე სამართალდამცავი ორგანოებისთვის. დაკავებული პირების
საჩივრის უფლებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვან გარანტიებს ადგენს გაეროს კონვენცია1
წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის
წინააღმდეგ.514
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს N423 ბრძანებით
დამტკიცდა
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
დროებითი
მოთავსების
იზოლატორების ტიპური დებულება და შინაგანაწესი. ამავე ბრძანებით ძალადაკარგულად
გამოცხადდა
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
დროებითი
მოთავსების
იზოლატორების ტიპური დებულების, იზოლატორების შინაგანაწესის და იზოლატორების
საქმიანობის
მარეგულირებელი
დამატებითი
ინსტრუქციის
დამტკიცების
შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის N108 ბრძანება. საჩივრის
შეტანის უფლება უზრუნველყოფილი იყო 2010 წლის 1 თებერვლის N108 ბრძანებითაც,
თუმცა 2016 წლის 2 აგვისტოს N423 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესის 30-ე მუხლით,
დამატებით
განისაზღვრა
შინაგან
საქმეთა
მინისტრის
და
დროებითი
მოთავსების
იზოლატორის დირექტორის მიერ საჩივრის განხილვის ვადა, არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა,
რასაც საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს პრობლემას წარმოადგენდა შესაბამისი პროცედურის
არარსებობა,
რომელიც
დროებითი
მოთავსების
იზოლატორებში
მყოფი
პირების
კონფიდენციალური საჩივრებით მიმართვის უფლებას უზრუნველყოფდა. კერძოდ, იმ
შემთხვევაში
თუ
დაკავებული
პირი
მოითხოვდა
საჩივრის
გაგზავნას,
ის
უნდა
გაგზავნილიყო ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, რაც გულისხმობდა საჩივრის
514კონვენციის
მე-2 მუხლის თანახმად, ყოველი მონაწილე სახელმწიფო იღებს ეფექტიან
საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სასამართლო და სხვა ღონისძიებებს მის იურისდიქციაში
შემავალ ნებისმიერ ტერიტორიაზე წამების აქტების თავიდან ასაცილებლად.
მე-13 მუხლის თანახმად, „ყოველი მონაწილე სახელმწიფო ნებისმიერი პირისათვის, რომელიც
ამტკიცებს, რომ იგი აწამეს ამ სახელმწიფოს იურისდიქციაში შემავალ ნებისმიერ ტერიტორიაზე,
უზრუნველყოფს ამ სახელმწიფოს კომპეტენტური ხელისუფლების წინააღმდეგ საჩივრის წარდგენის
და მათ მიერ ასეთი საჩივრის სწრაფად და მიუკერძოებლად განხილვის უფლებას. მიიღება ზომები
საჩივრის ან ნებისმიერი მოწმის ჩვენებების გამო მომჩივნის და მოწმეთა ნებისმიერი ფორმის უხეში
მოპყრობისაგან ან დაშინებისაგან დასაცავად.“
301
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სკანირებას
და
ელექტრონულ
პროგრამაში
ატვირთვას
დროებითი
მოთავსების
იზოლატორის თანამშრომლის მიერ. აღნიშნული კი, გამორიცხავდა დაკავებული პირის მიერ
კონფიდენციალურად საჩივრის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას. 2015 წლის
საპარლამენტო ანგარიშში საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
მინისტრს,
უზრუნველეყო
დროებითი
მოთავსების
იზოლატორებში კონფიდენციალური საჩივრის მექანიზმის დანერგვა. 2016 წლის 2 აგვისტოს
N423 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი
მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით განისაზღვრა, რომ
განცხადებების, საჩივრების და სხვა სახის მიმართვების შესადგენად მოთავსებული პირი,
მოთხოვნის
შემთხვევაში,
უზრუნველყოფილი
უნდა
იქნეს
საჭირო
საშუალებათა
აუცილებელი რაოდენობით, მათ შორის ქაღალდით, კონვერტებით კონფიდენციალური
საჩივრებისათვის, საწერი საშუალებებით და სხვა. საქართველოს სახალხო დამცველი
მიესალმება
კონფიდენციალური
საჩივრისთვის
იზოლატორში
მოთავსებული
პირის
კონვერტით უზრუნველყოფის საკითხის ნორმატიულ დონეზე დარეგულირებას.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ დაკავებული პირების სხეულზე არსებული დაზიანებების
შესახებ პროკურატურისთვის შეტყობინების პროცედურის მარეგულირებელი კონკრეტული
წესი დადგენილი არ იყო. შესაბამისად, 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში საქართველოს
სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს,
შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გაწერილიყო მკაფიო ინსტრუქცია,
პროკურატურაში
შეტყობინების
გაგზავნის
შესახებ,
თუკი
დროებითი
მოთავსების
იზოლატორებში დაკავებული პირების შესახლებისას, მათ სხეულზე აღმოჩენილი იქნებოდა
დაზიანებები.
საგულისხმოა, რომ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტის შესახებ საგამოძიებო
ორგანოსთვის გაგზავნის წესი განსხვავდება იმის მიხედვით, იზოლატორში ფუნქციონირებს
თუ არა სამედიცინო პუნქტი.
2016 წლის 2 აგვისტოს N423 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესის მე-6 მუხლის მე-4
პუნქტის თანახმად, იზოლატორში, რომელშიც არ ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი,
მოსათავსებელი
პირისათვის
პირველადი
სამედიცინო
შემოწმების
ჩასატარებლად
იზოლატორის ცვლის უფროსი იძახებს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას. ასეთ
შემთხვევაში, სამედიცინო შემოწმების ჩატარების შემდეგ, გარეგნული დათვალიერების ოქმს
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შევსებული სამედიცინო ბარათის
შესაბამისად ავსებს იზოლატორის მოსამსახურე. გარეგნული დათვალიერების ოქმში
მიეთითება მოსათავსებელი პირის გარეგნული მდგომარეობა, სხეულის დაზიანების
შესაძლო ნიშნები, აგრეთვე, თუ სად მიიღო აღნიშნული დაზიანებები და რა ვითარებაში, ვის
302
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მიერ, აქვს თუ არა მოსათავსებელ პირს ვინმეს მიმართ რაიმე სახის პრეტენზია, რომელსაც
შემდგომ ადასტურებს ხელმოწერით. მოთავსებული პირის მხრიდან პრეტენზიის გამოთქმის
ან/და სხეულის ახლად მიღებული დაზიანების არსებობის
უფროსი
ვალდებულია,
ეს
ინფორმაცია
შემთხვევაში იზოლატორის
დაუყოვნებლივ
აცნობოს
საქართველოს
პროკურატურას და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.
აღსანიშნავია, რომ მითითებული წესის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ დაკავებული არ
აცხადებს არასათანადო მოპყრობის შესახებ, მის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ
შეტყობინება საგამოძიებო ორგანოში უნდა გააგზავნოს იზოლატორის უფროსმა
იმ
შემთხვევაში, თუ ჩათვლის, რომ დაზიანება ახლად მიღებულია. თუმცა გაურკვეველია,
კონკრეტულად რა შემთხვევაში და რა კრიტერიუმებით უნდა ჩათვალოს დაზიანება ახლად
მიღებულად,
მით უმეტეს მაშინ, როდესაც იზოლატორის უფროსს არ მოეთხოვება
სამედიცინო განათლების ქონა. შესაბამისად, ეფექტური სამართლებრივი დაცვის გარანტიის
არსებობისათვის, აუცილებელია, შესაბამისი ნორმატიული აქტით გაიწეროს მკაფიო
რეგულირება იმის შესახებ, თუ რა პროცედურის და კრიტერიუმების შესაბამისად უნდა
გაიგზავნოს შეტყობინება.
ამ მხრივ საყურადღებოა სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ დროებითი მოთავსების
იზოლატორებში ჩატარებული შემოწმებისას
გამოვლენილი შემთხვევები: მიუხედავად
იმისა, რომ დაკავებულს არაერთი დაზიანება აღენიშნებოდა, მათ შორის, სახისა და
თვალბუდის არეში, თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან შეტყობინება არ
გაიგზავნა 17 შემთხვევაში, ხოლო, რეგიონებში არსებული იზოლატორებიდან - 111
შემთხვევაში, ასევე იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პირი აცხადებდა, რომ დაზიანება
მიიღო დაკავებისას ან/და დაკავების შემდეგ (სულ 4 შემთხვევა).
რაც შეეხება იმ იზოლატორებს, რომლებშიც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, 2016 წლის
2 აგვისტოს N423 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესის მე-6 მუხლის მესამე პუნქტის
თანახმად, პირველად სამედიცინო შემოწმებას ატარებს დეპარტამენტის სამედიცინო
მომსახურების სამსახურის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე შტატგარეშე მოსამსახურე და
შემოწმების შესახებ ადგენს იზოლატორში მოთავსებული პირის სამედიცინო შემოწმების
ფორმას. თუ ექიმს
გაუჩნდება
ეჭვი წამებასა და
არასათანადო მოპყრობაზე, იგი
ვალდებულია, აცნობოს იზოლატორის უფროსს, რომელიც თავის მხრივ აღნიშნულის
შესახებ
შეტყობინებას
გაუგზავნის
საქართველოს
პროკურატურას
და
სამინისტროს
გენერალურ ინსპექციას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 8 დეკემბრის N691 ბრძანებით
დამტკიცდა
„საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
დროებითი
მოთავსების
იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ინსტრუქცია“, რომლის
303
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ იზოლატორებში, სადაც ფუნქციონირებს სამედიცინო
პუნქტი.
ინსტრუქციის მე-7 მუხლის თანახმად, იზოლატორში მოთავსებისას პირი ინფორმირებული
თანხმობის გაცხადების შემდგომ დაუყოვნებლივ გადის პირველად სამედიცინო შემოწმებას,
რომელსაც ახორციელებს იზოლატორის მორიგე ექიმი. პირისათვის პირველადი სამედიცინო
შემოწმების
ჩატარება
წარმოადგენს
იზოლატორის
მორიგე
ექიმის
ვალდებულებას.
პირველადი სამედიცინო შემოწმებისას პირი გამოიკითხება ჯანმრთელობის მდგომარეობის
შესახებ, ხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემების დაფიქსირება,
ასევე
ვიზუალური
დათვალიერება
სხეულზე
არსებული
დაზიანებების
სრულად
დაფიქსირების მიზნით. იზოლატორის სამედიცინო მუშაკმა პირველადი სამედიცინო
შემოწმებისას სხვა საკითხებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს
ფიზიკური დაზიანებებისა და მათი კვალის აღწერას.
ინსტრუქციის 25-ე მუხლის თანახმად, იზოლატორის სამედიცინო პუნქტი იზოლატორში
პირის
შემოყვანისას
უნდა
ახორციელებდეს
ამ
პირის
სხეულის
დათვალიერებას,
დაზიანებების რეგისტრაციასა და აუცილებლობის შემთხვევაში, მოთავსებული პირის
თანხმობით, სათანადო უწყებებისათვის აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
იზოლატორში მოთავსებისას პირის სამედიცინო შემოწმების დროს აღმოჩენილი ძალადობის
ნებისმიერი კვალი დეტალურად უნდა იქნას დოკუმენტირებული, აღნიშნული პირის
შესაბამისი განცხადებისა და ექიმის დასკვნასთან ერთად. ანალოგიური მიდგომა უნდა იყოს
ყოველთვის,
როდესაც
მოთავსებულ
პირს
მიეწოდება
სამედიცინო
მომსახურება
იზოლატორში მომხდარი ძალადობის ფაქტის შემდეგ ან რაიმე მიზეზით ხორციელდება მისი
იზოლატორიდან გაყვანა და შემდგომ დაბრუნება.
ამავე ინსტრუქციით დამტკიცდა ჩასატარებელი სამედიცინო შემოწმების ფორმა (დანართი
N4), რომელშიც ასევე გაწერილია მისი გამოყენების ინსტრუქცია. კერძოდ, ინსტრუქციის
მიხედვით, სამედიცინო შემოწმებისას ექიმმა უნდა მოიპოვოს ინფორმაცია შესაძლო
არასათანადო მოპყრობის შესახებ და დოკუმენტურად გააფორმოს შესაბამისი სამედიცინო
მტკიცებულება. სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული დაზიანებების
არსებობა ან არარსებობა უნდა დაფიქსირდეს ფოტოგრაფიულად. ამავე ინსტრუქციით
გაწერილია ექიმის ვალდებულება, რომ
არასათანადო მოპყრობაზე ეჭვის შემთხვევაში,
შევსებული ფორმა მიაწოდოს საგამოძიებო ორგანოს. აღნიშნული ინსტრუქცია ასევე
ითვალისწინებს გრაფების შევსებას, სადაც დაკავებული პირის მონათხრობის შესაბასისად,
ექიმმა უნდა შეიტანოს ინფორმაცია, გამოყენებული იქნა თუ არა მის მიმართ რაიმე
ძალადობა ან არაადამიანური მოპყრობა - როდის, სად, რა ფორმით და ვის მიერ. აღნიშნული
ფორმა ასევე ითვალისწინებს ძალადობის,
როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქიკური
მტკიცებულებების დაფიქსირების აუცილებლობას. ასევე, ინსტრუქციაში მოცემულია
304
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ადამიანის სხეულის ილუსტრაციები, სადაც ექიმმა უნდა მონიშნოს ხილული დაზიანების
მდებარეობა და ხასიათი. გარდა ამისა, მითითებული ფორმა ითვალისწინებს ექიმის მიერ
ძალადობის შეფასებას, სადაც ექიმმა უნდა შეაფასოს შესაბამისობის ხარისხი თითოეულ
ფიზიკურ ნიშანსა და დაზიანების მიყენების ნავარაუდევ მეთოდს შორის. შეაფასოს და
დაწეროს ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი დასკვნა:არ შეესაბამება - აღნიშნული ტრავმა ვერ
გამოიწვევდა მითითებულ დაზიანებას; შეესაბამება - აღნიშნული ტრავმა გამოიწვევდა
მითითებულ დაზიანებას, ოღონდ ის არ არის სპეციფიკური და ბევრი სხვა მიზეზითაც
შეიძლებოდა ყოფილიყო გამოწვეული; შეესაბამება მაღალი ხარისხით - აღნიშნული ტრავმა
გამოიწვევდა მითითებულ დაზიანებას, ამასთან, სხვა შესაძლო მიზეზების რიცხვი არცთუ
ისე დიდია; დიაგნოსტიკურია - მითითებულ დაზიანებას მხოლოდ აღნიშნული ტრავმა
გამოიწვევდა და სხვა მიზეზის არსებობა შეუძლებელია.
საქართველოს
სახალხო
დამცველი
ცალსახად
წინგადადგმულ
ნაბიჯად
აფასებს
ზემოაღნიშნული რეგულაციების დამტკიცებას და სტამბოლის პროტოკოლის სტანდარტების
დანერგვას, თუმცა თვლის, რომ აუცილებელია ხსენებულ წესებში შევიდეს გარკვეული
ცვლილებები, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტური გამოვლენის
მიზნით, რაც ქვემოთ იქნება განხილული.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს N423 ბრძანებით
დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების
იზოლატორების შინაგანაწესის მე-6 მუხლის დათქმა ეწინააღმდეგება, 2016 წლის 8
დეკემბრის N691 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების
ინსტრუქციის 25-ე მუხლს. კერძოდ, პირველ შემთხვევაში არასათანადო მოპყრობაზე ეჭვის
მიტანისას ექიმმა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს იზოლატორის უფროსს, რომელიც თავის
მხრივ შეტყობინებას უგზავნის საგამოძიებო ორგანოს. ხოლო, მეორე შემთხვევაში კი, ექიმმა
თავად უნდა გააგზავნოს შეტყობინება.
ამდენად, აუცილებელია შესაბამისი ცვლილება შევიდეს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016
წლის 2 აგვისტოს N423 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესში და განისაზღვროს,
რომ ექიმმა თავად უნდა გაუგზავნოს შეტყობინება საგამოძიებო ორგანოს, რათა შინაგანაწესი
შესაბამისობაში იყოს სტამბოლის პროტოკოლით დადგენილ სტანდარტებთან.
ამასთან,
უცვლელია
სახალხო
დამცველის
პოზიცია
დამოუკიდებელი
საგამოძიებო
მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთი
მექანიზმის შექმნა, რომლის მანდატიც იქნება სამართალდამცავთა მხრიდან დაკავებულ
პირთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო ფაქტების ეფექტიანი გამოძიება,
ხოლო, აღნიშნული მექანიზმის შექმნამდე, მითითებული საქმეები უნდა გამოიძიოს
305
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. შესაბამისად, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ
დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან შეტყობინებები არ უნდა იგზავნებოდეს შინაგან
საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, არამედ უნდა იგზავნებოდეს საქართველოს
პროკურატურაში.
გარდა ამისა, ისევე როგორც 2015 წელს, 2016 წლის განმავლობაში განხორციელებული
შემოწმების შედეგებმა ცხადყო, რომ პროკურატურის მიერ სათანადოდ არ ხდება დროებითი
მოთავსების იზოლატორებში დაკავებული პირების პრეტენზიებთან დაკავშირებული
საკითხების შესწავლა და გამოძიების ჩატარება. საქართველოს სახალხო დამცველის
აპარატის მიერ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია,
იზოლატორებში მოთავსებული პირების სხეულზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით
გაგზავნილ შეტყობინებებზე განხორციელებული რეაგრების შესახებ.
საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციის515 თანახმად, 2016 წელს
დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან საქართველოს პროკურატურაში სულ შევიდა
240 შეტყობინება.516 აქედან გამოძიება დაიწყო 60 სისხლის სამართლის საქმეზე (59 საქმეზე
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლით, ხოლო 1 საქმეზე - 1441
მუხლით), ამათგან შესწავლილ იქნა 66 შეტყობინება. 15 შეტყობინება დაერთო და
შესწავლილ იქნა იზოლატორში მოთავსებული პირის ბრალდების საქმეში. 7 შეტყობინება
შესწავლილ იქნა დაკავებული პირის მიმართ არსებული ადმინისტრაციული წარმოების
ფარგლებში. 3 შეტყობინება გადაიგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
გენერალურ ინსპექციაში, ხოლო 1 საქმე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოში და ანტიკორუფციულ სააგენტოში, გამოძიების
საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის
სამმართველოში. 7 შეტყობინების შემთხვევაში, პირებმა უარი განაცხადეს პროკურატურის
წარმომადგენლებთან გასაუბრებაზე, ხოლო, 3 შეტყობინების შემთხვევაში ვერ მოხერხდა
მითითებული პირების გამოკითხვა, ვინაიდან მათი ადგილსამყოფელი ვერ დადგინდა. 138
შეტყობიენების საფუძველზე პროკურორები გაესაუბრნენ იზოლატორში შესახლებულ
პირებს, თუმცა მათ არ დაადასტურეს პოლიციელების მხრიდან რაიმე სახის შეურაცხყოფის
მიყენების ფაქტი და შესაბამისად, გამოძიება აღარ დაწყებულა.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ 138 შემთხვევაში გამოძიების არდაწყებას პროკურატურამ
საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ დაკავებულმა პირებმა გამოკითხვისას უარყვეს მათ
მიმართ რაიმე შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, ხოლო 7 შემთხვევაში გამოძიების
არდაწყების მიზეზად დასახელდა ის ფაქტი, რომ პირებმა უარი განაცხადეს პროკურატურის
515
საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 1 მარტის N13/13869 წერილი.
2016 წლის განმავლობაში დაკავებულმა პირებმა პოლიციის მიმართ პრეტენზია დააფიქსირეს 193
შემთხვევაში.
516
306
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
წარმომადგენელთან გასაუბრებაზე. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ყველა შემთხვევაში
უნდა დაწყებულიყო გამოძიება დამოუკიდებელ სისხლის სამართლის საქმეებზე, მათ შორის
დაკავებული პირების მხრიდან ფორმალური საჩივრის არარსებობის პირობებშიც, რადგან
აღნიშნული შესაძლოა იყოს თვითცენზურის, შიშის, სტრესისა და გაურკვევლობის შედეგი,
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თავისუფლების პირველ ეტაპზე დაშინების,
ზეწოლის, შეურაცხყოფის და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის საფრთხე ყველაზე
მაღალია და ამ დროს პირი განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფება.
უცვლელია სახალხო დამცველის პოზიცია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის
შექმნასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთი მექანიზმის
შექმნა, რომლის მანდატიც იქნება სამართალდამცავთა მხრიდან დაკავებულ პირთა წამებისა
და არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო ფაქტების ეფექტიანი გამოძიება.
რეკომენდაციები
საქართველოს მთავარ პროკურორს
დაკავებულ პირთა მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებული სავარაუდო არასათანადო
მოპყრობის ფაქტების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მათ შორის, დაკავებული
პირის ფორმალური საჩივრის არარსებობის პირობებშიც, გამოძიება დაიწყოს ცალკე
წარმოებად და აწარმოოს საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:
2016 წლის 2 აგვისტოს N423 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესში გაიწეროს მკაფიო
რეგულირება იმის შესახებ, თუ რა პროცედურის და კრიტერიუმების შესაბამისდ უნდა
გაიგზავნოს შეტყობინება დაკავებული პირის სხეულზე არსებული დაზიანებების თაობაზე
შევიდეს ცვლილება 2016 წლის 2 აგვისტოს N423 ბრძანებით დამტკიცებულ, საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესში და
განისაზღვროს, რომ ექიმმა თავად უნდა გაუგზავნოს შეტყობინება საგამოძიებო ორგანოს,
რათა შინაგანაწესი შესაბამისობაში იყოს 2016 წლის 8 დეკემბრის N691 ბრძანებით
დამტკიცებულ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების
იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ინსტრუქციასთან და
სტამბოლის პროტოკოლით დადგენილ სტანდარტებთან
უზრუნველყოს, რომ დაკავებული პირების მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობასთან
დაკავშირებული შეტყობინებები დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან მხოლოდ
საქართველოს პროკურატურაში გაიგზავნოს.
307
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ინსპექცია და მონიტორინგი
დაკავებულ თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირთა უფლებების დაცვისათვის,
სათანადო შიდა და გარე ინსპექციის მნიშვნელობაზე მიუთითებს გაეროს წამებისა და სხვა
სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ
კონვენცია517 და წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტები518.
საქართველოს პოლიციის შიდა ინსპექციას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს გენერალური ინსპექცია. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის
23 თებერვლის N123 ბრძანებით დამტკიცებული გენერალური ინსპექციის დებულების მე-2
მუხლის
მიხედვით,
გენერალური
ინსპექციის
ამოცანებია:
სამინისტროს
სისტემაში
საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრულების კონტროლი; ასევე,
სამინისტროს სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი
მოვალეობების
არაჯეროვანი
შესრულებისა
და
კონკრეტულ
მართლსაწინააღმდეგო
ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის
თანახმად,519 2015 წლის და 2016 წლის განმავლობაში ჩატარებული სამსახურებრივი
შემოწმების და დაკისრებული დისციპლინური სახდელების მონაცემები შემდეგნაირად
გამოიყურება:
სამსახურებრივი
შემოწმების
2015
2016
22447
11196
517 კონვენციის მე-11 მუხლის თანახმად, ყოველი მონაწილე სახელმწიფო, რათა არ დაუშვას წამების
რაიმე შემთხვევა, სისტემატურად განიხილავს წესებს, ინსტრუქციებს, მეთოდებსა და პრაქტიკას,
რომლებიც ეხება იმ პირთა დაკითხვას, აგრეთვე პატიმრობაში ყოლის და მოპყრობის პირობებს,
რომლებიც ნებისმიერი ფორმით დააპატიმრეს, დააკავეს ან საპატიმროში მოათავსეს მოცემული
სახელმწიფოს იურისდიქციაში შემავალ ნებისმიერ ტერიტორიაზე.
518
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მე-12 საერთო ანგარიში, [CPT/Inf (2002) 15], პარ 50.
პოლიციის დაწესებულებათა შემოწმება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პოლიციელთა მხრიდან
არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრის საქმეში. იგი ხელს შეუწყობს თავისუფლების აღკვეთის
დამაკმაყოფილებელი პირობების უზრუნველყოფას. სრული ეფექტიანობისათვის, ზემოაღნიშნული
დამოუკიდებელი სტრუქტურის ვიზიტები უნდა იყოს რეგულარული და მოულოდნელი; ვიზიტების
დროს შესაძლებელი უნდა იყოს დაკავებულ პირებთან კონფიდენციალურად გასაუბრება. გარდა
ამისა, ამ სტრუქტურამ უნდა შეამოწმოს დაკავებულ პირთა მოპყრობასთან დაკავშირებული ყველა
საკითხი.
519
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 25 იანვრის N31700195320 და 2016 წლის 9
იანვრის MIA 61600048372 წერილები.
308
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
რაოდენობა
დაკისრებული
დისციპლინური
სახდელების
2630
2294
რაოდენობა
მითითებული მონაცემები ცხადყოფს, რომ 2016 წელს 2015 წელთან შედარებით, ფაქტიურად
ორჯერ ნაკლები სამსახურებრივი შემოწმება ჩატარდა, ასევე დისციპლინური სახდელების
გამოყენების შემთხვევები 336-ით შემცირდა.
მოქალაქეთა უფლებების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, წარმოებული სამსახურებრივი
შემოწმების შესახებ მოწოდებული მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:
2015
2016
172
149
დადასტურებული
უფლების
დარღვევის
ფაქტების
რაოდენობა
შედეგად, დაკისრებული დისციპლინური სახდელების
რაოდენობა
სარეკომენდაციო
0
14
შენიშვნა
19
43
საყვედური
44
60
68
25
5
1
36
4
0
2
ბარათი
სასტიკი
საყვედური
თანამდებობიდან
ჩამოქვეითება
სამსახურიდან
დათხოვნა
თანამდებობიდან
ჩამოშორება
დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის უფლების დარღვევის
ფაქტებთან დაკავშირებით გენერალურ ინსპექციაში შევიდა 76 განცხადება/საჩივარი. აქედან
61 შემთხვევაში არ დადასტურდა უფლების დარღვევის ფაქტი, პროკურატურას გადაეცა 13
309
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საქმე, ხოლო, 2 საქმეზე მიმდინარეობს წარმოება. რაც შეეხება 2015 წელს, გადაცდომის ფაქტი
დადასტურდა 2 შემთხვევაში და დაკისრებულ იქნა დისციპლინური სახდელი - საყვედური.
გარდა
სამსახურებრივი
შემოწმებისა,
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისგან
უფლებამოსილი პირის მიერ გამოსაძიებლად გადმოცემულ სისხლის სამართლის საქმეებზე,
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი კომპეტენციის
ფარგლებში, ჩაატაროს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
საანგარიშო პერიოდში გენერალურ ინსპექციაში გამოძიება მიმდინარეობდა 31 სისხლის
სამართლის
საქმეზე.
აღნიშნული
საქმეებიდან
მოქალაქის
უფლებების
სავარაუდო
დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებული იყო 6 საქმე, კერძოდ, ქურდობა - 1, თაღლითობა - 4,
ცემა - 1. მითითებულ 6 საქმეზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა და დადგა
გამამტყუნებელი განაჩენი.
რაც შეეხება 2015 წელს, გენერალურ ინსპექციაში გამოძიება მიმდინარეობდა 42 სისხლის
სამართლის
საქმეზე.
აღნიშნული
საქმეებიდან
მოქალაქის
უფლებების
სავარაუდო
დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებული იყო 7 საქმე (სამსახურებრივი უფლებამოსილების
გადამეტება - 1 საქმე; ქურდობა - 2 საქმე; გაუპატიურება - 1 საქმე; ხულიგნობა - 1 საქმე;
თაღლითობა - 2 საქმე). დასახელებული საქმეებიდან ერთი შეწყდა განრიდებით, ორი
სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, საიდანაც ერთ
საქმეზე უკვე არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო მეორე საქმე გამოძიების ეტაპზეა.
გამამართლებელი განაჩენი არცერთ საქმეზე არ დამდგარა.
როგორც ზემოთ აღინიშნა, უცვლელია სახალხო დამცველის პოზიცია დამოუკიდებელი
საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ აღნიშნული
მექანიზმის შექმნამდე სამართალდამცავთა მხრიდან დაკავებულ პირთა წამებისა და
არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო ფაქტები უნდა გამოიძიოს საქართველოს მთავარმა
პროკურატურამ.
რაც შეეხება დროებითი მოთავსების იზოლატორებში მონიტორინგის საკითხს, აღნიშნული
ფუნქცია დაკისრებული აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი
მოთავსების
უზრუნველყოფის
დეპარტამენტს,
რომლის
დაქვემდებარებაშიც
შედიან
დროებითი მოთავსების იზოლატორები.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის N1006 ბრძანებით
დამტკიცებული ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის
დებულების მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დეპარტამენტის ამოცანას წარმოადგენს,
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების
310
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
აღსრულების მიზნით დაკავებულ ან/და ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებულ პირთა
დროებითი მოთავსების იზოლატორში (შემდგომში – იზოლატორი) მოთავსება და მათი
უფლებების
დაცვის
უზრუნველყოფა.
ამ
მიზნით,
დეპარტამენტში
ფუნქციონირებს
მონიტორინგის სამსახური, რომელიც კონტროლს უწევს იზოლატორში მოთავსებულ პირთა
უფლებების დაცვას; ახორციელებს იზოლატორის მოსამსახურეთა მიერ იზოლატორში
მოთავსებულ პირთა უფლებების დაცვის მონიტორინგს; ახორციელებს იზოლატორში
მოთავსებულ
პირთა
საყოფაცხოვრებო
ჰიგიენური
და
პირობების
მონიტორინგს;
კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებას ახდენს მიღებული განცხადებების, ინფორმაციის
ან/და მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ შესაძლო დარღვევებზე.
რაც შეეხება გარე მონიტორინგს, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის მე-18 და მე-19 მუხლების თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველი
და მისი სპეციალური რწმუნებით აღჭურვილი პირი (მათ შორის სპეციალური პრევენციული
ჯგუფის წევრი) უფლებამოსილნი არიან დროებითი მოთავსების იზოლატორებში და
პოლიციის სამმართველოებში შემოწმება ჩაატარონ, იქ მყოფი დაკავებული პირების
უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის მიზნით.
ამ მხრივ, დადებითად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მონიტორინგის მიმდინარეობისას
სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრები დაუბრკოლებლად
დაიშვებოდნენ და თავისუფლად გადაადგილდებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს
რაიონულ სამმართველოებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში. ვიზიტის
ფარგლებში, ყველა სამმართველოსა და იზოლატორის თანამშრომლები კანონის მოთხოვნის
შესაბამისად, სრულად თანამშრომლობდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან და
ხელს უწყობდნენ მათ მონიტორინგის სრულყოფილ განხორციელებაში.
ასევე, ნიშანდობლივია, რომ 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა ხაზი
გაუსვა პოლიციის დანაყოფებში და დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებულ
ვიდეო-მეთვალყურეობის
სისტემებზე
პრევენციის
ეროვნული
მექანიზმის
დაუბრკოლებლად დაშვების მნიშვნელობაზე და რეკომენდაციით მიმართა შინაგან საქმეთა
მინისტრს, უზრუნველეყო სპეციალური პრევენციული ჯგუფის დაუბრკოლებელი წვდომა
აღნიშნულ სისტემებზე.
მითითებული
რეკომენდაციის
შესრულებასთან
დაკავშირებით,
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პოზიციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს
დროებითი
მოთავსების
იზოლატორების
სამინისტროს
დროებითი
მოთავსების
ვიდეომეთვალყურეობა
უზრუნველყოფის
ხორციელდება
დეპარტამენტში
არსებული
ცენტრალური მართვის ოთახიდან, სადაც შესვლის წესი განისაზღვრება საქართველოს
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. რაც შეეხება ვიდეო ჩანაწერებზე საქართველოს
სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციის ჯგუფის წარმომადგენელთა წვდომას,
311
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
აღნიშნული უფლება მათ გააჩნიათ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ ცენტრალური მართვის ოთახში შესვლის წესი განსაზღვრულია შინაგან
საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს N423 ბრძანებით დამტკიცებული, საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესის მე-11
მუხლით, კერძოდ,
ცენტრალური მართვის ოთახში შესვლის/ყოფნის უფლება აქვს:
მინისტრს; დეპარტამენტის კურატორ მინისტრის მოადგილეს; დეპარტამენტის დირექტორს;
დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეებს; დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურის
მოსამსახურეებს და ასევე, მინისტრის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის
დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სხვა პირს, ადამიანის უფლებათა
დაცვის ინტერესებიდან ან სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე.
რაც შეეხება პოლიციის შენობების შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის
საკითხს, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის თანახმად,
პოლიცია
უფლებამოსილია
საზოგადოებრივი
უსაფრთხოების
დასაცავად,
ფორმის
ტანსაცმელზე, გზასა და შენობების გარე პერიმეტრზე საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით დაამონტაჟოს/განათავსოს, აგრეთვე გამოიყენოს სხვის მფლობელობაში
არსებული, დამონტაჟებული ავტომატური ფოტო და ვიდეოტექნიკა, კერძოდ, დანაშაულის
პრევენციის, აგრეთვე პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების, საზოგადოებრივი წესრიგისა
და არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისაგან დაცვის მიზნებისათვის; საგზაო მოძრაობის
წესების დაცვის უზრუნველსაყოფად; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო
გადაკვეთის
თავიდან
აცილების,
აღმოჩენის,
აღკვეთისა
და
საზღვარზე
პირთა
უსაფრთხოების დაცვის მიზნით; სასაზღვრო-გამტარ პუნქტში პირებისა და ქონებისათვის
შექმნილი საფრთხის დროულად გამოვლენის მიზნით.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაილური სისტემებისა და მათში არსებული
მონაცემების შენახვის ვადების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის 2015 წლის 23 იანვრის N53 ბრძანების მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტრო
ადმინისტრაციულ შენობებში პირთა და სატრანსპორტო საშუალებათა შესვლა-გასვლის
შესახებ მონაცემებს ამუშავებს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის ქვეშ
მყოფ ობიექტებზე თანამშრომელთა და უცხო პირთა შესვლის წესის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 10 ოქტომბრის №1084 ბრძანების
საფუძველზე. აღნიშნული მონაცემების შენახვის ვადაა 3 წელი.
მე-4 პუნქტის თანახმად, სამინისტრო ადმინისტრაციული შენობების შიდა და გარე
პერიმეტრზე განთავსებული ვიდეო კამერების ჩანაწერებს ამუშავებს „პოლიციის შესახებ“
საქართველოს კანონის 27-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ
უსაფრთხოების ზოგიერთი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს შინაგან
312
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საქმეთა მინისტრის 2013 წლის 23 დეკემბრის №1035 ბრძანების საფუძველზე. აღნიშნული
მონაცემების შენახვის ვადა დამოკიდებულია ტექნიკური საშუალებების მახასიათებლებზე,
მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს.
მე-5 პუნქტის თანახმად, სამინისტრო გზებსა და შენობების გარე პერიმეტრზე განთავსებული
ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ჩანაწერებს ამუშავებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს
კანონის
27-ე
მუხლის
დამოკიდებულია
საფუძველზე.
ტექნიკური
აღნიშნული
საშუალებების
მონაცემების
მახასიათებლებზე,
შენახვის
ვადა
არ
უნდა
მაგრამ
აღემატებოდეს 3 წელს.
აღსანიშნავია, რომ განსხვავებით დროებითი მოთავსების იზოლატორებისა, პოლიციის
ადმინისტრაციულ შენობებში ვიდეომეთვალყურეობის და ჩანაწერების განხორციელების
წესი განსაზღვრული არ არის. ასევე, არ არის დადგენილი იმ პირთა წრე, რომელთაც
შეუძლიათ ჩანაწერების გაცნობა.
ამდენად, ნათელია, რომ ჩანაწერებზე სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების
დაუბრკოლებელი დაშვება განსაზღვრული არ არის და შესაბამისად, სახალხო დამცველის
რეკომენდაცია არ შესრულებულა.
რეკომენდაციები
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:
უზრუნველყოს 2016 წლის 2 აგვისტოს N423 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესის მე-11 მუხლით
განსაზღვრულ პირთა წრეს, რომელთაც უფლება აქვთ შევიდნენ ცენტრალური მართვის
ოთახში, დაემატოს სახალხო დამცველის რწმუნებული/სპეციალური პრევენციული ჯგუფის
წევრი
უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტის გამოცემა, რომლითაც გარანტირებული
იქნება საქართველოს სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის
დაუბრკოლებელი წვდომა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობების შიდა და გარე
პერიმეტრზე არსებული ვიდეო-კამერებით განხორციელებულ ჩანაწერებზე.
თანამშრომელთა სამუშაო პირობები და სწავლება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტების, რაიონული და
საქალაქო სამმართველოების, პოლიციის განყოფილებებისა და
313
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საპატრულო პოლიციის
ოფისებში
დასაქმებულია
7667
მამრობითი
და
886
მდედრობითი
სქესის
სამართალდამცავი.520
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
პოლიციის
დეპარტამენტების,
პოლიციის
რაიონული
და
საქალაქო
სამმართველოების,
განყოფილებებისა და საპატრულო პოლიციის ოფისებში მცირედი რაოდენობით
არიან
დასაქმებულები ქალები, არის რეგიონები, სადაც ქალები ან საერთოდ არ არიან, ან მათი
რაოდენობა ძალიან მცირეა.521
სახალხო
დამცველი
მნიშვნელოვნად
მიჩნევს,
სამართალდამცავ
სტრუქტურებში
უზრუნველყოფილი იყოს ქალისა და მამაკაცის დასაქმების თანაბარი შესაძლებლობა;
მდედრობითი
სქესის
წარმომადგენლების
სამართალდამცავ
ორგანოებში
დასაქმება
მნიშვნელოვანია იმის გამო, , რომ განხორციელდეს ქალი დაკავებულების გენდერულად
სპეციფიკური მოპყრობა და შესაბამისი შემოწმების პროცედურები.
მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროდან წერილობით გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტების, რაიონული და საქალაქო სამმართველოების,
პოლიციის განყოფილებებისა და საპატრულო პოლიციის ოფისებში
დასაქმებულ პირთა
მუშობის განრიგის შესახებ, აღნიშნული ინფორმაცია არ იქნა მოწოდებული.
უნდა
აღინიშნოს,
დეპარტამენტების,
რომ
საქართველოს
რაიონული
და
შინაგან
საქალაქო
საქმეთა
სამინისტროს
სამმართველოების
და
პოლიციის
პოლიციის
განყოფილებების თანამშრომლები ძირითადად მუშაობენ 24 საათიან ცვლაში და მათ
მორიგეობა უწევთ ყოველ მესამე დღეს, ხოლო ზოგიერთი თანამშრომელი მუშაობს 24
საათიან ცვლაში, ყოველ მეორე დღეს. გარდა ამისა, ტურისტული სეზონისა და სხვადასხვა
ღონისძიების გათვალისწინებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც თანამშრომლებს უწევთ
მორიგეობა
ყოველ
მეორე
დღეს.
სპეციალური
პრევენციული
ჯგუფის
წევრებთან
გასაუბრებისას ზოგიერთი თანამშრომელი აღნიშნავდა, რომ შრომატევადი და დამღლელი
საქმიანობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იქებოდა სამუშაოს რეჟიმის შემსუბუქება.
520
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის 2017 წლის 15 თებერვლის MIA 517 00374701
წერილი.
521
მაგალითად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონულ
სამმართველოში დეტექტივებისა და უბნის ინსპექტორების განყოფილებაში დასაქმებულია 50
მამაკაცი და არცერთი ქალი. მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტი ყაზბეგის რაიონული
სამმართველოს დეტექტივების, პოლიციისა და უბნის ინსპექტორების განყოფილებაში 12
დასაქმებულიდან არცერთი არ არის მდედრობითი სქესის წარმომადგენელი. იმერეთის, რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საჩხერის რაიონული სამმართველოს
დეტექტივების, პოლიციისა და უბნის ინსპექტორების განყოფილებაში დასაქმებულია 35 მამრობითი
სქესისა და ერთი მდედრობითი სქესის სამართალდამცავი.
314
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ქალი სამართალდამცავების სამუშაო დრო, როგორც წესი, მოიცავს 09.00 საათიდან 18.00
საათამდე (ორშაბათი-პარასკევი) პერიოდს. აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია,
ქალი სამართალდამცავის დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში გამოძახება ისეთი საპოლიციო
ფუნქციის შესასრულებლად, როგორიცაა სამმართველოში ქალი დაკავებულის პირადი
შემოწმება
და
გარეგნული
ბადრაგირებისას
დასწრება
დათვალიერება,
და,
ასევე,
დროებითი
პირის/პირთა
მოთავსების
ჯგუფის
იზოლატორში
დაკავების
მიზნით
ოპერატიული ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობა.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პოლიციელთა მორიგეობის გრაფიკის დარეგულირება
უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ პოლიციელთა შრომითი უფლებების დასაცავად, არამედ
იმიტომაც, რომ აღნიშნულს მნიშნელოვანი ზეგავლენა აქვს პოლიციელის მხრიდან
დაკავებულის სათანადო მოპყრობასთან. პოლიციელები, რომლებიც სათანადო დასვენების
გარეშე მუშაობენ ხანგრძლივად, შეიძლება გადაიღალონ და იმყოფებოდნენ სტრესის ქვეშ,
რაც უარყოფითად აისახება მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და, შესაბამისად, ქცევაზე.
სახალხო დამცველი მიიჩვევს, რომ კონტროლის, უსაფრთოხებისა და ადამიანის უფლებების
დაცვის მიზანი უკეთესად მიიღწევა ისეთ გარემოში, სადაც პატივისცემით ეპყრობიან
მოქალაქის ღირსებას. მოქალაქისადმი სამართლიანი, კანონიერი და თავაზიანი მოპყრობა
არა მხოლოდ კრიტიკულად მნიშვნელოვანია კარგი გარემოს უზრუნველსაყოფად, არამედ
მას აქვს მნიშვნელოვანი ზეგავლენა წესრიგის უზრუნველსაყოფად. იქ, სადაც დაცულია
მოქალაქეთა უფლებები, აღიარებულია პოლიციის ავტორიტეტი და მისდამი პატივისცემა.
იმისათვის, რომ პოლიციის მხრიდან მიღწეული იყოს უსაფრთოხებისა და ადამიანის
უფლებების დაცვის მიზანი, მნიშვნელოვანია, პოლიციის მუშაობა დაემყაროს ადამიანის
უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომებს. აღნიშნული მიზანი მიიღწევა მხოლოდ ისეთ
შემთხვევაში,
თუ
პოლიციელების
სწავლებისა
და
გადამზადების
პროგრამებში
მაქსიმალურად ინტეგრირებული იქნება ადამიანის უფლებების საკითხები, სწავლება
განხორციელდება რეგულარული ინტერვალებით და უზრუნველყოფილი იქნება ცოდნის
თეორიული და პრაქტიკული შემოწმება სარწმუნო ინსტრუმენტებით.
სახალხო
დამცველი
მიესალმება
წვევამდელების,
უმცროსი
გამომძიებელთა
და
საგანმანათლებლო
პროგრამების
სამართალდამცავ
ლეიტენანტების,
უბნის
პატრულ-ინსპექტორთათვის
არსებობას.
სტრუქტურებში
მიღებული
ინსპექტორთა,
დეტექტივ-
სავალდებულო
სასწავლო
სპეციალური
პროგრამების
სილაბუსების
შესწავლის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ პროგრამებში გათვალისწინებულია
ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები. მიუხედავად ამისა,
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა სპეციალური საგანმანათლებლო
პროგამების ფარგლებში, ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან საკითხებზე ერთჯერადი
გადამზადება
315
და
სასწავლო
პროგრამებში
ადამიანის
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
უფლებების
სწავლებისათვის
დათმობილი
დროის
ხანგრძლივობა
ვერ
უზრუნველყოფს
ადამიანის
უფლებების
მნიშვნელოვანი საკითხების თეორიულ და პრაქტიკულ ათვისებასა და გააზრებას.
სპეციალური
პრევენციული
ჯგუფის
წევრების
მიერ
მონიტორინგისას
მიღებული
ინფორმაციის შესაბამისად, რიგ შემთხვევებში, უბნის ინსპექტორები თანამდებობაზე
ინიშნებიან ისე, რომ არ აქვთ გავლილი უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალური
პროფესიული
საგანმანათლებლო
პროგრამა,
რაც
სახალხო
დამცველის
შეფასებით
დაუშვებელია.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები
ცხადყოფს, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებში დასაქმებული პირების უმრავლესობა არ
არის გათვითცნობიერებული ისეთ საკითხებში, როგორიცაა მოქალაქეებთან გასაუბრების
ჩატარების სტანდარტები (გასაუბრების ჩატარების საფუძვლები, ადგილი, გამოყენებული
საპოლიციო ღონისძიების შესახებ მოქალაქეებისათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება,
თითოეულ
ღონისძიებასთან
დაკავშირებით
საპროცესო
უფლებების
განმარტების
ვალდებულება, თვითნებური დაკავების აკრძალვა); დაკავებულის ინფორმირება უფლებების
შესახებ და მათი უზრუნველყოფა
ხელმისაწვდომობა);
ფიზიკური
(ოჯახის ინფორმირება, ადვოკატისა და ექიმის
ძალის,
სპეციალური
საშუალებებისა
და
იძულების
ღონისძიებების გამოყენების სტანდარტები (სხვადასხვა სიტუაციაში განსხვავებული ძალისა
და სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ); ფიზიკური ძალის, სპეციალური
საშუალებებისა
და
იძულების
ღონისძიებების
გამოყენების
შემთხვევაში
არსებული
ვალდებულებები (მიყენებული დაზიანებების სრულყოფილი აღწერა და ოქმის წარმოება,
შესაბამისი ორგანოების ინფორმირება); არაძალადობრივი მეთოდების გამოყენება (მედიაცია,
ეფექტური კომუნიკაცია, კონფლიქტური სიტუაციებისა და მოქალაქეთა აგრესიის მართვა);
ცეცხლსასროლი
იარაღის
გამოყენება
კანონმდებლობით
დადგენილი
მოთხოვნების
შესაბამისად; პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა; დაკავებულის სამმართველოში
მიღებისა
და
დაზიანებების
შემოწმების
პროცედურები
(ტრანსგენდერი/ლგბტ
აღწერის/შემოწმების/ჩხრეკის/
ზედაპირული
პირის
შემოწმების/
შემოწმება);
სპეციალური
შემოწმებისა და დათვალიერების დროს არსებული პროცედურები და სტანდარტები;
დაკავებულის
დაკითხვის
პროცედურები
და
ტექნიკა;
არასრულწლოვნის/მოწმის/ნებაყოფლობით მოწვეული პირის დაკითხვა; ნარკოტიკული
საშუალებების, ალკოჰოლის და ა.შ ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირების, ფსიქიკური
ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა დაკითხვის თავისებურებები; პოლიციელთა
ეთიკის კოდექსი, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების
არაჯეროვანი შესრულებისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის
შემთხვევაში არსებული პასუხისმგებლობა;
დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოების
მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა სწავლება (დაკავების
ოქმების, სამმართველოებში არსებული ჟურნალების შევსება და წარმოება).
316
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავ
სტრუქტურებში დასაქმებული პირების გადამზადება უნდა განხორციელდეს პერიოდულად.
მათ შორის, მნიშნელოვანია, რომ პოლიციის აკადემიის მიერ შემუშავდეს პოლიციელთა
გადამზადების მოკლევადიანი კურსები, რომლებიც გათვლილი იქნება სამართალდამცავ
სტრუქტურებში დასაქმებული თანამშრომლების გადამზადებისათვის. აღნიშნული კურსები
შესაძლებელია ჩატარდეს დისტანციური სწავლების სახით და წლის განმავლობაში მოიცვას
ყველა თანამშრომელი. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ სამართალდამცავი სტრუქტურის
თანამშრომლებისათვის ხელმისაწვდომი იყოს პოლიციელთა გადამზადების კურსის მასალა,
რომლითაც
მათ
შეეძლებათ
დამოუკიდებლად
გაეცნონ
პოლიციისა
და
ადამიანის
უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული წერილით522 ირკვევა, რომ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში
სამუშაოზე
მისაღებად,
რაიმე
სახის
სპეციალურ
სასწავლო
პროგრამის
გავლა
გათვალისწინებული არ არის. თუმცა, სამინისტროდან მიღებული წერილიდან ირკვევა, რომ
2016 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში დაიწყო დროებითი მოთავსების
იზოლატორების მოსამსახურეთა გადამზადება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
დროებითი
მოთავსების
იზოლატორების
თანამშრომელთა
მომზადება-გადამზადების
საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში. მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნული
პროგრამა, დღეის მდგომარეობით, გაიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი
მოთავსების იზოლატორების 20 (ოცმა) მოსამსახურემ და სასწავლო კურსს 2017 წლის
დასრულებამდე გაივლის იზოლატორების ყველა მოსამსახურე. სახალხო დამცველი
მიესალმება აღნიშნულ ინიციატივას და აქტიურად დააკვირდება აღნიშნული პროგრამის
განხორციელებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,
2016 წლის განმავლობაში დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომლებმა გაიარეს
ტრენინგები
ისეთ
საკითხებში,
როგორიცაა
„სტამბოლის
პროტოკოლის
მიხედვით
დაზიანებების დოკუმენტირება, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ჯანსაღი გარემოს
შექმნისა და დაავადებათა პრევენცია“, „მომზადება-გადამზადების საგანმანათლებლო
პროგრამა“, „ტრენინგი გადაუდებელი დახმარების მიმართულებით“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დროებითი მოთავსების იზოლატორების
თანამშრომლების გადამზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ფსიქიკური
აშლილობის
მქონე
თავისებურებანი.
522
პირებთან
სახალხო
ურთიერთობისა
დამცველი
და
მიესალმება
კომუნიკაციის
აღნიშნულ
დამყარების
ინიციატივას
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 1 თებერვლის N247190 წერილი.
317
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
და
მნიშვნელოვნად
მიიჩნევს,
თანამშრომელთა
გადამზადების
ფარგლებში
ჩატარდეს
არასრულწლოვან პირებთან ურთიერთობის თავისებურებების შესახებ ტრენინგიც.
სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ თითოეული სასწავლო პროგრამისა და
ტრენინგის
ფარგლებში
არსებული
მეთოდოლოგია
ითვალისწინებდეს
კურსდამთავრებულთა მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შემოწმებასა და
შეფასებას სხვადასხვა პრაქტიკული სიტუაციების იმიტაციისა და როლურ თამაშებზე
დაკვირვების შედეგად თანამშრომელთა შეფასების გზით.
რეკომენდაციები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს
მიიღოს ყველა საჭირო ზომა, მათ შორის სამუშაო გრაფიკის გადახედვის გზით, რათა, მძიმე
სამუშაო პირობების გამო,
მინიმუმამდე იყოს შემცირებული პოლიციის თანამშრომელთა
ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუარესებისა და პროფესიული გადაწვის რისკები
მიიღოს ყველა ზომა, რათა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
პოლიციის
დეპარტამენტების,
პოლიციის
რაიონული
და
საქალაქო
სამმართველოებისა
და
განყოფილებებში შეიქმნას ქალისა და მამაკაცის დასაქმების თანაბარი შესაძლებლობა, ასევე
თანაბარი სამუშაო პირობა
მიიღოს ყველა ზომა, რათა არ მოხდეს უბნის ინსპექტორების თანამდებობაზე დანიშვნა უბნის
ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის
გარეშე
მიიღოს ყველა ზომა, რათა სამართალდამცავ სტრუქტურებში დასაქმებული პირების
გადამზადება განხორციელდეს პერიოდულად. მნიშნელოვანია, რომ პოლიციის აკადემიის
მიერ
შემუშავდეს
გათვლილი
იქნება
პოლიციელთა
გადამზადების
სამართალდამცავ
მოკლევადიანი
სტრუქტურებში
კურსები,
დასაქმებული
რომლებიც
თანამშრომლების
გადამზადებაზე. აღნიშული კურსები შესაძლებელია ჩატარდეს დისტანციური სწავლების
სახით
მიიღოს
ყველა
ზომა,
რათა
სამართალდამცავი
სტრუქტურის
თანამშრომლებისათვის
ხელმისაწვდომი იყოს პოლიციელთა გადამზადებისა და სხვა ნებისმიერი სასწავლო კურსის
მასალები
მიიღოს ყველა ზომა, რათა დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომელთა
გადამზადების
ფარგლებში
ჩატარდეს
არასრულწლოვან
პირებთან
ურთიერთობის
იზოლატორის
თანამშრომლის
თავისებურებების შესახებ ტრენინგიც
მიიღოს
ყველა
ზომა,
რათა
დროებითი
მოთავსების
თანამდებობაზე დანიშვნა არ განხორციელდეს იზოლატორების თანამშრომელთა მომზადებაგადამზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის გარეშე.
დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული მდგომარეობა
318
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
2016 წელს
სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა მონიტორინგი განახორციელეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს 27 დროებითი მოთავსების იზოლატორში. მონიტორინგი
განხორციელდა შემდეგ რეგიონებში: კახეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, გურია, აჭარა,
სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო და ზემო სვანეთი და თბილისი. მონიტორინგის
მიმდინარეობისას სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა დაათვალიერეს დროებითი
მოთავსების იზოლატორში არსებული ფიზიკური გარემო, გაესაუბრნენ იზოლატორის
თანამშრომლებს და შეამოწმეს 2016 წელს დაკავებულ პირთა საქმეებში არსებული
დოკუმენტაცია.
ჯგუფის
წევრები
ხელმძღვანელობდნენ
წინასწარ
შემუშავებული
ინსტრუმენტებით.
2016 წელს არ ფუნქციონირებდა გარდაბნის დროებითი მოთავსების იზოლატორი. 2016 წელს
ასევე გაუქმდა ბორჯომის, ლენტეხის, ხობის, ზუგდიდის, თეთრიწყაროს, თერჯოლისა და
ჩოხატაურის დროებითი მოთავსების იზოლატორები. რუსთავისა და ქუთაისის დროებითი
მოთავსების იზოლატორებში წლის მანძილზე მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ქვემოთ
მითითებულ დროებითი მოთავსების იზოლატორებში 2016 წლის მანძილზე შესახლდა 13
081 პირი. თითოეულ დროებითი მოთავსების იზოლატორში 2015 და 2016 წელს დაკავებულ
პირთა შესახლების მონაცემები მითითებულია ცხრილში.
N
319
დროებითი მოთავსების
დაკავებულ პირთა
დაკავებულ პირთა
რაოდენობა
რაოდენობა
2015 წელს
2016 წელს
იზოლატორის დასახელება
1
თბილსის N1 დმი
417
690
2
თბ. და მც. მთიანეთის დმი
5 556
4 836
3
მცხეთის დმი
379
341
4
დუშეთის დმი
29
27
5
თელავის დმი
503
333
6
საგარეჯოს დმი
224
160
7
სიღნაღის დმი
189
153
8
ყვარლის დმი
359
307
9
გორის დმი
581
566
10
ხაშურის დმი
325
233
11
ბორჯომის დმი
118
49
12
ახალციხის დმი
214
203
13
ახალქალაქის დმი
36
54
14
რუსთავის დმი
356
109
15
თეთრიწყაროს დმი
34
5
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
16
წალკის დმი
29
6
17
მარნეულის დმი
545
653
18
ქუთაისის დმი
1 104
397
19
ლენტეხის დმი
11
5
20
ზესტაფონის დმი
330
183
21
ბაღდათის დმი
64
172
22
ჭიათურის დმი
146
82
23
სამტრედიის დმი
325
211
24
ამბროლაურის დმი
25
40
25
ზუგდიდის რეგ. დმი
366
304
26
ზუგდიდის დმი
661
125
27
სენაკის დმი
288
328
28
ხობის დმი
143
126
29
ფოთის დმი
219
264
30
ჩხოროწყუს დმი
162
101
31
მესტიის დმი
16
17
32
ბათუმის დმი
2 039
1 515
33
ქობულეთის დმი
355
308
34
ოზურგეთის დმი
153
132
35
ლანჩხუთის დმი
82
31
36
ჩოხატაურის დმი
28
15
16 416
13 081
სულ
აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში, 2016 წელს დროებითი მოთავსების იზოლატორში
შესახლებულ პირთა რაოდენობა 20,3 %-ით არის შემცირებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის
დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს
დროებითი მოთავსების იზოლატორებში 2016 წელს ჩატარდა სხვადასხვა სარემონტო
სამუშაოები, კერძოდ: ქვემო ქართლის523 რეგიონული დროებითი მოთავსების იზოლატორში
არსებული ფიცარნაგების ნაცვლად ინდივიდუალური საწოლები დამონტაჟდა. იზოლატორი
სრულად
განახლდა
და
აღიჭურვა
საჭირო
ინვენტარით,
ასევე
განხორციელდა
საპირფარეშოების იზოლირება და დროებითი მოთავსების იზოლატორი შშმ პირთათვის
ადაპტირდა. ამავე იზოლატორში დამატებით მოეწყო სასეირნო ეზო და სამედიცინო ოთახი.
სარემონტო სამუშაოების შედეგად სრულად განახლდა ყვარლის დროებითი მოთავსების
იზოლატორი, ასევე მოხდა საპირფარეშოების იზოლირება. იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და
523
რუსთავი.
320
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ქვემო სვანეთის524 რეგიონალურ დროებითი მოთავსების იზოლატორში გარდა სარემონტო
სამუშაოების ჩატარებისა, ასევე მოეწყო სამედიცინო ოთახი.
მიღებული ინფორმაციის თანახმად, წლის მანძილზე სამედიცინო ოთახები მოეწყო 5
დროებითი მოთავსების იზოლატორში. კერძოდ, მცხეთა-მთიანეთის525 რეგიონულ, შიდა
ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ526, კახეთის რეგიონულ527, სამეგრელო-ზემო
სვანეთის რეგიონულ528, აჭარისა და გურიის რეგიონულ529 დროებითი მოთავსების
იზოლატორებში.
ახალი სავენტილაციო სისტემა დამონტაჟდა თბილისის N2, ქვემო ქართლის რეგიონულ530,
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონულ, ბაღდათის, ამბროლაურის,
დუშეთის, ახალქალაქის, ქობულეთისა და წალკის დროებითი მოთავსების იზოლატორებში.
არსებული სავენტილაციო სისტემა შეკეთდა
თბილისის
N1, აჭარისა
და
გურიის,
ოზურგეთისა და ლანჩხუთის დროებითი მოთავსების იზოლატორებში.
გარდა
აღნიშნულისა,
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა
და
ქვემო
სვანეთის
რეგიონულ,
ამბროლაურის, ჭიათურის, რუსთავის, დუშეთისა და თბილისის N2 დროებითი მოთავსების
იზოლატორებში დამონტაჟდა გათბობის ახალი სისტემა, ხოლო შიდა ქართლისა და სამცხეჯავახეთის
რეგიონულ
დროებითი
მოთავსების
იზოლატორში
შეაკეთეს
არსებული
გათბობის სისტემები. 531
სახალხო დამცველი მიესალმება 2016 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი
მოთავსების
იზოლატორებში
ინფრასტრუქტურისა
და
საცხოვრებელი
გასაუმჯობესებლად სარემონტო სამუშაოების განხორციელებას.
პირობების
მიუხედავად ამისა,
დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული პირობები ჯერ კიდევ მნიშვნელოვან
გაუმჯობესებას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას საჭიროებს.
საცხოვრებელი ფართი
წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის ევროპული კომიტეტის
თანახმად, „პოლიციის დაწესებულებაში საკნის (ან დაკავებულის/პატიმრის განთავსების
ნებისმიერი სხვა ტიპის ადგილის) ფართობის განსაზღვრა
524
ქუთაისი.
მცხეთა.
526
გორი.
527 თელავი.
528
ზუგდიდი.
529 ბათუმი.
530
რუსთავი.
531 2017 წლის 20 თებერვლის MIA 8 17 00412954 წერილობითი პასუხი.
525
321
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
რთული საკითხია.
ასეთი
შეფასებისას ბევრი ფაქტორი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული. კომიტეტის აზრით, ამ
სფეროში აუცილებელია მკაცრი
სახელმძღვანელო პრინციპების არსებობა. ამჟამად,
პოლიციის დაწესებულებაში ისეთი საკნების შეფასებისას, რომელიც განკუთვნილია ერთ
ადამიანზე, რომელიც იქ რჩება რამდენიმე საათზე მეტ ხანს, მოქმედებს შემდეგი სტანდარტი
(რომელიც მიიჩნევა უფრო სასურველად, ვიდრე მინიმალურ სტანდარტად): 7 კვადრატული
მეტრი - საკნის ფართობი, 2 მეტრი ან მეტი
დაშორება კედლებს შორის, 2.5 მ
საკნის
იატაკიდან ჭერამდე.“532 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების
იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის თანახმად,533 იზოლატორში
მოთავსებულ პირზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა არ უნდა იყოს 4 კვ. მ-ზე ნაკლები.534
თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში
შვიდი
ოთხადგილიანი საკანია.
საკნების ფართი 10მ2-11მ2 მერყეობს. სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში
სამი სამადგილიანი საკანია, რომელთა ფართი 11მ2–13მ2 მერყეობს. ოზურგეთის დროებითი
მოთავსების იზოლატორში სამი ოთხადგილიანი საკანია. სიღნაღის დროებითი მოთავსების
იზოლატორში ორი ორადგილიანი საკანია, რომელთა ფართი დაახლოებით 6.3 მ2-ია.
საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორში არის ოთხი სამადგილიანი
საკანი,
რომელთა ფართი 9მ2 - 9,65 მ2 მერყეობს.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ მითითებულ დროებითი მოთავსების იზოლატორებში საკნების
სრულად
დატვირთვის
უზრუნველყოფილი
დროებითი
შემთხვევაში,
თითოეული
4 მ2 ფართით, რაც
მოთავსების
დაკავებული
ვერ
იქნება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
იზოლატორების
ტიპური
დებულებისა
და
შინაგანაწესის535
სტანდარტის დარღვევაა.
ფიზიკური გარემო
წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის ევროპული კომიტეტის
მიერ დადგენილი სტანდარტით, „პოლიციის განყოფილებაში ყველა საკნის ფართი
გათვლილი უნდა იყოს პირთა იმ რაოდენობაზე, რომლებიც, ჩვეულებრივ, იქ თავსდებიან.
საკნებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი განათება (რომელიც იძლევა კითხვის საშუალებას, ძილის
პერიოდის გამოკლებით) და ვენტილაცია. სასურველია, საკნებში იყოს ბუნებრივი განათება.
გარდა
ამისა,
საკნებში
უნდა
იყოს
დასვენების
532
პირობები
(მაგალითად,
იატაკში
წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის ევროპული კომიტეტი (СPT),
გვერდი 8, პარ. 43. ხელმისაწვდომია შემდეგ ელ. მისამართზე http://www.cpt.coe.int/en/documents/engstandards.pdf [ბოლოს ნანახია 13.02.2017].
533დამტკიცებულია 2016 წლის 2 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის N423
ბრძანებით.
534 მუხლი 26, ნაწილი 2.
535
დამტკიცებულია 2016 წლის 2 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის N423
ბრძანებით.
322
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ჩამონტაჟებული სკამი ან ძელსკამი).536
ახალციხის და თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორებში საკნებში არსებული
ფანჯრები არ იღება. შესაბამისად, არ ხდება საკნების ბუნებრივი გზით განიავება, საკანში არ
აღწევს მზის სხივები და, შესაბამისად, ბუნებრივი განათება არ არის საკმარისი. ახალციხის
დროებითი მოთავსების იზოლატორის საკნებში არასაკმარისი ხელოვნური ვენტილაციაა.
ოზურგეთის, ჭიათურის, საგარეჯოს და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ, დროებითი
მოთავსების იზოლატორებში საკნებში არსებულ ფანჯრებს აკრული აქვს დახვრეტილი
ლითონის ფირფიტები, რაც ხელს უშლის საკნების ბუნებრივ განათებას და განიავებას.
საკნებში არასაკმარისი ბუნებრივი და ხელოვნური ვენტილაციაა ფოთის და ახალქალაქის
დროებითი მოთავსების იზოლატორებშიც. ბუნებრივი განათებისა და ვენტილაციის
პრობლემაა
ბათუმის
(აჭარისა
და
გურიის
რეგიონულ)
დროებითი
მოთავსების
იზოლატორში. ამბროლაურის და სიღნაღის დროებითი მოთავსების იზოლატორებში
საკნებში არასაკმარისია ბუნებრივი ვენტილაცია, ასევე ბუნებრივი და ხელოვნური განათება.
ზესტაფონისა
და
ახალქალაქის
დროებითი
მოთავსების
იზოლატორების
საკნებში
ბუნებრივი განათება არასაკმარისია.
რიგ დროებითი მოთავსების იზოლატორში საკნების განათება და ხელოვნური ვენტილაცია
გარედან რეგულირდება თანამშრომლის მიერ. ასე, მაგალითად, ამბროლაურის, ჭიათურის,
ზესტაფონის, სამეგრელო - ზემო სვანეთის (რეგიონულ), ფოთის, საგარეჯოს დროებითი
მოთავსების იზოლატორებში საკნების განათება რეგულირდება გარედან, თანამშრომლების
მიერ.
ოზურგეთის
დროებითი
მოთავსების
იზოლატორში
საკნებში
ხელოვნური
ვენტილაცია გარედან კონტროლდება.
ახალქალაქის დროებითი მოთავსების იზოლატორში არსებულ საკნებში ინდივიდუალური
საწოლების ნაცვლად ფიცარნაგია. საკნებში არ არის მაგიდა და სკამები.
სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების
ტიპური
დებულებისა
საცხოვრებელი
და
პირობები
შინაგანაწესის
უნდა
თანახმად,537
შეესაბამებოდეს
იზოლატორში
სანიტარიულ-ჰიგიენურ
არსებული
ნორმებს;
უზრუნველყოფდეს მოთავსებული პირის უსაფრთხოებას და ჯანმრთელობის შენარჩუნებას;
არ უნდა ხელყოფდეს მოთავსებული პირის პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების
536
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტები, წამებისა და არაადამიანური ან ღირსების
შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტი, პარაგრაფი 42,
ხელმისაწვდომია: http://www.cpt.coe.int/lang/geo/geo-standards.pdf [ნანახია: 26.03.2017].
537
დამტკიცებულია 2016 წლის 2 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის N423
ბრძანებით.
323
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ხელშეუხებლობას;538 მოთავსებული
პირი უზრუნველყოფილი უნდა იყოს
ჰიგიენის
დაცვისთვის საჭირო შემდეგი ჰიგიენური საშუალებებით, როგორებიცაა ჰიგიენური
ქაღალდი, საპონი, კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა, პირსახოცი, აგრეთვე მათი განთავსების
შესაძლებლობით;
ადმინისტრაციულ
პატიმრობაშეფარდებული
პირი
დამატებით
უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საპარსი საშუალებით, ხოლო იზოლატორში მოთავსებული
ქალები გენდერსპეციფიკური საჭიროებებიდან გამომდინარე-სხვა დამატებითი ჰიგიენური
საშუალებებით.539
ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ
დროებითი მოთავსების იზოლატორის საკნებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა
არადამაკმაყოფილებელია. საკნებში სინესტეა, კედლებზე და ლეიბებზე შეიმჩნევა ნესტის და
ობის კვალი. იგრძნობა მძაფრი სპეციფიკური სუნი.
სინესტე შეიმჩნევა ასევე ბათუმის
(აჭარისა და გურიის რეგიონულ) დროებითი მოთავსების იზოლატორში. ზესტაფონისა და
ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორში არადამაკმაყოფილებელია საკნებში
არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. იზოლატორები საჭიროებს სარემონტო
სამუშაოებს.
თბილისის N2 დროებითი მოთავსების იზოლატორის საკნებში
მატრასები
დაზიანებულია
და
გამოსაცვლელია.
ჭიათურის
საწოლებზე არსებული
დროებითი
მოთავსების
იზოლატორში განხორციელებული ვიზიტის540 დროს არ იყო ახალი პირსახოცების მარაგი,
ხოლო ამბროლაურის დროებითი მოთავსების იზოლატორში ვიზიტის დროს541 მარაგში არ
ჰქონდათ ერთჯერადი ჩანგლები.
მიუხედავად იმისა, რომ ზესტაფონის იზოლატორში სპეციალური პრევენციული ჯგუფის
ვიზიტის542 დროს იყო პირადი ჰიგიენის ნივთების (ჯაგრისი, კბილის პასტა) მარაგი,
აღმოჩნდა, რომ ისინი არც ერთ დაკავებულს არ მიეწოდა. მეტიც, მათ არც კი ჰქონდათ
ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. ასევე, სამი დაკავებულიდან არც ერთს არ ჰქონდა
პირსახოცი, რომელიც ისედაც მხოლოდ 2 ცალი იყო მარაგში.
სამწუხაროდ, დროებითი მოთავსების იზოლატორები არ მარაგდება ჰიგიენური საფენებით,
რის გამოც იზოლატორის თანამშრომლებს უწევთ მათი სახსრებით შეიძინონ ჰიგიენური
საფენები დაკავებული ქალებისთვის.
კვება და სასმელი წყალი
538
მუხლი 26 (1).
მუხლი 27 (2).
540 14.09.2016.
541
15.09.2016.
542 13.09.2016.
539
324
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების
ტიპური
დებულებისა
პირთათვის
და
განკუთვნილი
შინაგანაწესის
თანახმად,543
იზოლატორში
საკვები
შეიცავდეს
ადამიანის
უნდა
მოთავსებულ
სიცოცხლისა
და
ჯანმრთელობისთვის აუცილებელ კომპონენტებს, აკრძალულია მოთავსებული პირის
დასჯის
მიზნით
საჭმლის
კალორიულობის
შემცირება.544
ყოველდღიურად უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამჯერადი
მოთავსებული
კვებით.545
პირი
ავადმყოფებს,
მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს,
არასრულწლოვნებს უნდა შეექმნათ მათი მდგომარეობის შესაბამისი კვების პირობები.546
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი ყოფნის იზოლატორში მყოფ პირთა
სადღეღამისო კვების ნორმებით547 განსაზღვრულია შსს დროებითი ყოფნის იზოლატორში
მყოფ პირთა სადღეღამისო სასურსათო ულუფის ნორმა548, ასევე არასრულწლოვნებისთვის,549
ორსული და მეძუძური დედებისთვის, ტუბერკულოზით, დისტროფიით, წყლულოვანი
ავიტამინოზით და ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პირთა550 სასურსათო ულუფის
ნორმა. როგორც მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, დაკავებულ პირებს მიეწოდებათ
მხოლოდ მშრალი სასურსათო ულუფის ნორმა, რაც მოიცავს551 პურს, მშრალ სუპს, საქონლის
ხორცის კონსერვს, პაშტეტს, შაქარს და ჩაის (ერთჯერადი).
აღსანიშნავია, რომ რეგიონებში არსებული იზოლატორების უმრავლესობას არ მიეწოდება
დაკავებულების კუთვნილი პური. აღნიშნულ იზოლატორებს პურის მიწოდებასთან
დაკავშირებით ხელშეკრულებებიც არ აქვთ გაფორმებული. არის შემთხვევები, როდესაც
იზოლატორის თანამშრომლები საკუთარი სახსრებით იძენენ პურს დაკავებულებისთვის.
დაკავებულები ძირითადად იკვებებიან ამანათით შემოსული საკვები პროდუქტებით.
გასათვალისწინებელია, რომ პირს შეიძლება არ ჰყავდეს ახლობლები, რომლებიც ამანათით
საკვებს და პურს შეუგზავნიან. იზოლატორში შეიძლება ადმინისტრაციულ პატიმრობა
შეფარდებული პირი 15 დღემდე ვადით იმყოფებოდეს. ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია მათი სათანადო კვებით უზრუნველყოფა და საცხოვრებელი პირობების
შექმნა.
543
დამტკიცებულია 2016 წლის 2 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის N423
ბრძანებით.
544
მუხლი 28 (1).
545 იხ. იქვე, მუხლი 28 (3).
546
მუხლი 28 (4).
547 დამტკიცებულია 2005 წლის 5 მაისს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის N457 ბრძანებით.
548
დანართი N1.
549 დანართი N3.
550
დანართი N2.
551 დანართი N4.
325
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
განსხვავებულად იკვებებიან თბილისის N1 და N2 იზოლატორში მყოფი დაკავებულები.
მათი საკვებით უზრუნველყოფა ხდება
სასადილოში მომზადებული საკვებით, რაც
დადებითად უნდა შეფასდეს.
თბილისის N1 იზოლატორში დაკავებულებს საკვები მიეწოდებათ დღეში სამჯერ, ერთი
კვირით
ადრე
შედგენილი
მენიუს
შესაბამისად.
ძირითად
ბურღულეული, ჩაი, პური, ბოსტნეული, ხორცი და თევზი.
მენიუს
წარმოადგენს:
საკვები მზადდება ამავე
შენობაში მდებარე სასადილოში, რომელიც ძირითადად განკუთვნილია
მომსახურე
პერსონალისთვის. სამზარეულოში დაკავებულებისთვის საკვებს ამზადებს სპეციალურად
გამოყოფილი ერთი მზარეული გაწერილი კალორაჟის გათვალისწინებით.552 გამზადებული
საკვები, სპეციალური დახურული კონტეინერებით საკნებში მიეწოდებათ დაკავებულებს.
2016
წლის
10
ნოემბერს
ქობულეთის
დროებითი
მოთავსების
იზოლატორში
განხორციელებული ვიზიტის დროს შესწავლილი 284 დაკავებული პირის საქმიდან 3
შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ დაკავებული პირები დროებითი მოთავსების იზოლატორში
ყოფნის დროს საკვებით მოიწამლნენ.
ასე მაგალითად, 2016 წლის 23 ივნისს (02:51 საათზე.) ბათუმის საქალაქო სამმართველოს
პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომლების მიერ დაკავებული ე.ე. ქობულეთის
დროებითი მოთავსების იზოლატორში ამავე დღის 06:41 საათზე შეასახლეს. დროებითი
მოთავსების იზოლატორში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გაკეთებული ჩანაწერების
თანახმად, პაციენტი უჩიოდა საერთო სისუსტეს, თავბრუსხვევას, გულისრევას, კუჭის
აშლილობას. დიაგნოზი: კვებითი ინტოქსიკაცია. აღნიშნული დიაგნოზით დაკავებული
გადაიყვანეს553 ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში. სამედიცინო ცნობის თანახმად,
პაციენტი უჩიოდა გულისრევას, ღებინებას, ფაღარათს, ტკივილს მუცლის არეში (დიაგნოზი:
კვებითი ინტოქსიკაცია).
ქობულეთის
დროებითი
მოთავსების
იზოლატორის
თანამშრომლებთან
გასაუბრების
შედეგად დადგინდა, რომ ზემოთ მითითებულ დაკავებულს ახლობლებისგან ამ პერიოდში
ამანათი არ მიუღია. დროებითი მოთავსების იზოლატორში კი მიირთვა პაშტეტი და დალია
ჩაი.
552
2005 წლის 5 მაისს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის N457 ბრძანებით დამტკიცებული
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი ყოფნის იზოლატორში მყოფ პირთა
სადღეღამისო კვების ნორმების განსაზღვრის შესახებ.
553 25.06.2016 წელს 11:22 საათზე.
326
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების
ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის თანახმად,554 მოთავსებულ პირს შეუზღუდავი
რაოდენობით უნდა ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი.555
დროებითი
მოთავსების
იზოლატორებში
არსებულ
საკნებში
არ
არის
პირსაბანი.
ამბროლაურის დროებითი მოთავსების იზოლატორში სანიტარული კვანძიდან 20 სმ
სიმაღლეზე არის წყლის მილი. აღნიშნული მოუხერხებელი და არაჰიგიენურია, როგორც
ხელ-პირის დასაბანად, ასევე დასალევად. ანალოგიური მდგომარეობაა ჭიათურისა და
ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორებში.
თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორის საკნებში არ არის წყალი. როგორც
თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში, ასევე სამტრედიის, ჭიათურის
დროებითი
მოთავსების
იზოლატორებში
სასმელ
წყალს
დაკავებულებს
საკანში
ბოთლით/ჭიქით აწვდიან იზოლატორის თანამშრომლები.
სანიტარული კვანძის პრივატულობა
დაკავებულ პირებს უნდა ჰქონდეთ ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების
დაკმაყოფილების შესაძლებლობა სუფთა და ღირსების შეულახავ პირობებში, ასევე შხაპის
მიღების საშუალება.556
სიღნაღის, საგარეჯოს, ახალციხის, ახალქალაქის, თბილისის N1 დროებითი მოთავსების
იზოლატორებში სანიტარული კვანძი არ არის საკანში. დაკავებული პირები სარგებლობენ
საერთო სარგებლობის სანიტარული კვანძით.
ამბროლაურის, ჭიათურის, ზესტაფონის, სამტრედიის, ოზურგეთის, ფოთის,
ბათუმის
(აჭარისა და გურიის რეგიონულ), თბილისის N2 დროებითი მოთავსების იზოლატორებში
საკნებში არის ნახევრად იზოლირებული სანიტარული კვანძი.
ეს განსაკუთრებით
პრობლემურია ორ და მეტ ადგილიან საკნებში, სადაც დაკავებული პირი მარტო არ არის
საკანში მოთავსებული და ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება უწევს სხვა პირის
თანდასწრებით.
სამტრედიის, ოზურგეთის, ფოთის, ამბროლაურის, ზესტაფონისა და ჭიათურის დროებითი
მოთავსების
იზოლატორებში
საკნებში
სანიტარულ
კვანძებში
არ
არის
ჩამრეცხი
მოწყობილობა და მათ ფუნქციას ასრულებს იატაკიდან 20-30 სმ-ის სიმაღლეზე არსებული
554
დამტკიცებულია 2016 წლის 2 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის N423
ბრძანებით.
555
მუხლი 28 (5).
556წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტები, წამებისა და არაადამიანური ან ღირსების
შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტი, პარაგრაფი 42,
ხელმისაწვდომია: http://www.cpt.coe.int/lang/geo/geo-standards.pdf [ნანახია: 26.03.2017].
327
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
წვრილი მილი, რომელიც სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ჩარეცხვას. ბათუმის დროებითი
მოთავსების
იზოლატორში
საპირფარეშოს
ჩამრეცხი
მილი
იატაკიდან
1
მეტრზეა
დამონტაჟებული. აღნიშნული მოუხერხებელი და არაჰიგიენურია, როგორც საპირფარეშოს
ჩასარეცხად, ასევე ხელ-პირის დასაბანად.
ზესტაფონის, ფოთის, ბათუმის557 (აჭარისა და გურიის რეგიონულ) დროებითი მოთავსების
იზოლატორებში
საპირფარეშოს
ჩარეცხვა
შესაძლებელია
მხოლოდ
საკნის
გარედან,
იზოლატორის დერეფანში არსებული ონკანით. შესაბამისად, ჩარეცხვის საჭიროების
შემთხვევაში, დაკავებულმა საკნიდან უნდა დაუძახოს თანამშრომელს და სთხოვოს
საპირფარეშოში წყლის გაშვება.
სუფთა ჰაერზე ყოფნის/გასეირნების უფლება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების
ტიპური
დებულებისა
და
შინაგანაწესის
თანახმად,558
სუფთა
ჰაერზე
გასეირნება
ხორციელდება მხოლოდ იმ პირთათვის, რომელთაც სასამართლომ ადმინისტრაციული
სახდელის ზომად განუსაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა ერთ დღე-ღამეზე მეტი
ვადით.559
გასასეირნებლად
პერიოდში,
იზოლატორის
გაყვანა
ხორციელდება
უფროსის
მიერ
10:00
საათიდან
შედგენილი
18:00
გრაფიკით.
საათამდე
გასეირნების
ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ 1 საათით.560 სამწუხაროდ, გასეირნების უფლებით
ვერ სარგებლობს სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირი.
დროებითი მოთავსების იზოლატორების დაკავებულ პირთათვის განკუთვნილი ეზოები არ
არის აღჭურვილი სკამებით. თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში, სასეირნო
ეზოს არქონის გამო, ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული პირების მიღება არ ხდება.
ამბროლაურის, ახალციხის, სიღნაღის, საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში
დაკავებული პირებისთვის სასეირნო ეზო არ არის გათვალისწინებული.
ახალქალაქის,
სამეგრელო-ზემო
სვანეთის
(რეგიონულ),
თბილისის
N2
დროებითი
მოთავსების იზოლატორის სასეირნო ეზოები გადახურულია მხოლოდ რკინის ბადით, რის
გამოც წვიმიან/თოვლიან ამინდში გასეირნება შეუძლებელია.
როგორც 2016 წელს განხორციელებული ვიზიტების საფუძველზე გამოიკვეთა,
შინაგან
საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში კვლავ პრობლემად რჩება
საკნებში არასაკმარისი გათბობა, ბუნებრივი და ხელოვნური განათებისა და ვენტილაციის
557
8 საკანში გარედან რეგულირდება, ხოლო დანარჩენ 2-ში საკნის შიგნიდან.
დამტკიცებულია 2016 წლის 2 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის N423
ბრძანებით.
559
მუხლი 32 (1).
560 იხ. იქვე მუხლი 32 (2).
558
328
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ნაკლებობა, არაიზოლირებული სანიტარული კვანძები, საკნებში ხელსაბანის არარსებობა,
არასათანადო კვება, პირადი ჰიგიენის ნივთებით მომარაგების პრობლემა, ასევე, რიგ
დროებითი
მოთავსების
იზოლატორებში,
ინდივიდუალური
საწოლების
ნაცვლად
ფიცარნაგების არსებობა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ მითითებული
პრობლემების შესახებ სახალხო დამცველმა 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც მიუთითა,
თუმცა, ეს რეკომენდაციები დღემდე შეუსრულებელია.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული
ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 90 დღიდან 15 დღემდე
შემცირდა, რაც უდავოდ პოზიტიურ ცვლილებად უნდა შეფასდეს, თუმცა, აქვე უნდა
აღინიშნოს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორებში ამჟამად არსებული მდგომარეობა
შეუთავსებელია ადმინისტრაციული პატიმრობა შეფარდებული პირების მოსათავსებლად.
რეკომენდაციები
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს
ყველა დროებითი მოთავსების იზოლატორის საკანში დამონტაჟდეს ცენტრალური
გათბობა, ასევე უზრუნველყოფილ იქნეს საკნების სათანადო ბუნებრივი/ხელოვნური
განათება და განიავება
ყველა დროებითი მოთავსების იზოლატორში მოხდეს სანიტარული კვანძის სრული
იზოლირება
ყველა დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებული პირი უზრუნველყოფილ
იქნეს ინდივიდუალური საწოლით
ყველა დროებითი მოთავსების იზოლატორში დაცულ იქნეს სანიტარულ-ჰიგიენური
ნორმები
დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი ყველა დაკავებული უზრუნველყოფილ
იქნეს პირადი ჰიგიენის დაცვისთვის აუცილებელი ნივთებით, მათ შორის, ჰიგიენური
საფენებით
ყველა
დროებითი
მოთავსების
იზოლატორი
უზრუნველყოფილი
იყოს
ახალი
მატრასებითა და ლეიბებით
დროებითი მოთავსების იზოლატორებში თითოეული დაკავებული უზრუნველყოფილი
ყველა იზოლატორის სასეირნო ეზოში დამონტაჟდეს სკამები, გამოიყოს წვიმისა და
შევიდეს შესაბამისი ცვლილება 2016 წლის 2 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა
იყოს 4 მ2 ფართით
მზისგან თავშესაფარი ადგილი, დაიდგას ნაგვის ურნები
მინისტრის N423 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
329
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპურ დებულებასა და შინაგანაწესში და
სისხლის სამართლის წესით დაკავებულ პირებს მიეცეთ სუფთა ჰაერზე გასეირნების
უფლება
ყველა დაკავებული უზრუნველყონ სათანადო რაციონის საკვებით, მათ შორის,
დიეტური საკვებით.
1.3. დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტი
ევროკავშირის
ქვეყნების
ტერიტორიაზე
უნებართვოდ
მცხოვრები
საქართველოს
მოქალაქეების დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგს 2014 წლის დეკემბრიდან
ახორციელებს.
დაბრუნების ერთობლივი ოპერაცია ტარდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის
გაფორმებული
„უნებართვოდ
მცხოვრებ
პირთა
რეადმისიის
შესახებ“
შეთანხმების
(შემდგომში „რეადმისიის შეთანხმება“') საფუძველზე. რეადმისიის შეთანხმების ძირითადი
მიზანია თანამშრომლობის გაძლიერება ხელშემკვრელ მხარეებს შორის უკანონო მიგრაციის
წინააღმდეგ
ბრძოლის
საკითხებში
და
პირთა
უსაფრთხო
დაბრუნება
ევროპიდან
საქართველოში, ან პირიქით.
რეადმისიის ხელშეკრულება მხარეებს აკისრებს ვალდებულებას, განსაზღვრონ დაბრუნების
ადმინისტრაციული და პროცედურული მხარეები. გარდა ამისა, შეთანხმება ადგენს ზოგად
პრინციპებს, რომელთა მიხედვითაც, არ უნდა დაირღვეს ადამიანის ძირითადი უფლებები
და თავისუფლებები, ხოლო რეადმისიის პროცესში პერსონალური მონაცემების მიღება და
დამუშავება კანონიერი გზით უნდა მოხდეს.
ევროპის საბჭოს ოცი სახელმძღვანელო პრინციპი იძულებითი დაბრუნების შესახებ,
ითვალისწინებს რა იმ რისკებს, რომლებიც შესაძლებელია ახლდეს იძულებითი დაბრუნების
აღსრულებას, მოუწოდებს სახელმწიფოებს, იხელმძღვანელონ აღნიშნული პრინციპებით და
ხაზს უსვამს იმ ვალდებულებებს, რომლებიც სახელმწიფოებს ადამიანის უფლებათა
ევროპული კონვენციის პირველი მუხლის შესაბამისად აკისრიათ. კერძოდ, თავიანთი
იურისდიქციის ფარგლებში ყველასათვის უზრუნველყონ კონვენციის პირველ თავში
განსაზღვრული უფლებები და თავისუფლებები.561
561
ევროპის საბჭოს ოცი პრინციპი იძულებითი დაბრუნების შესახებ, მე-16 პრინციპი, სექტემბერი
2005, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე:
http://www.coe.int/t/dg3/migration/archives/Source/MalagaRegConf/20_Guidelines_Forced_Return_en.pdf
[ბოლოს ნანახია 14.06.2016].
330
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დაბრუნების პროცესს კოორდინირებას უწევს ევროპის კავშირის სახელმწიფოთა გარე
საზღვრების მართვის ოპერატიული თანამშრომლობის ევროპული სააგენტო „ფრონტექსი“
(FRONTEX), რომელსაც შემუშავებული აქვს დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის ქცევის
კოდექსი562 და დაბრუნების ერთობლივი ოპერაციების გზამკვლევი, რომლებშიც გაწერილია
დაბრუნების ერთობლივი ოპერაციების დროს გამოსაყენებელი პრინციპები ამ ოპერაციების
განხორციელებისას
ადამიანის
ფუნდამენტური
უფლებებისა
და
თავისუფლებების
პატივისცემის უზრუნველყოფის მიზნით.
ევროკავშირის
ქვეყნების
ტერიტორიაზე
უნებართვოდ
მცხოვრები
საქართველოს
მოქალაქეების დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების წარმდგენი სახელმწიფოს მიერ
გადაწყვეტილების მიღების პროცესი და ამ პროცესში ადამიანის უფლებების დაცვა
(გადაწყვეტილების მიღება, აღსრულება, დაკავება, გასაჩივრების უფლება და ა.შ) წარმდგენი
სახელმწიფოს
იურისდიქციას
წარმოადგენს.
მეორე
მხრივ
კი,
ქართული
მხარე
(საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ესკორტი) თვითმფრინავის
ბორტზე დასაბრუნებელი პირების გადმოცემის შემდგომ უზრუნველყოფს აღნიშნული
პირების „უსაფრთხო და ორგანიზებულ დაბრუნებას“.
სახალხო
დამცველის
აპარატის
პრევენციის
და
მონიტორინგის
დეპარტამენტის
თანამშრომლებმა 2016 წლის განმავლობაში 5-ჯერ (10 მარტი, 15 აპრილი, 7 ივნისი, 27
სექტემბერი,
უნებართვოდ
29
ნოემბერი)
მცხოვრები
განახორციელეს
საქართველოს
ევროკავშირის
206
ქვეყნების
მოქალაქის
ტერიტორიაზე
რეადმისიის/დაბრუნების
ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი.
სახალხო
დამცველის
საბერძნეთის
წარმომადგენლები
დედაქალაქ
ათენის
გერმანიის
აეროპორტის
ქალაქ
შენობაში
დიუსელდორფისა
მოწყობილი
და
სპეციალური
ადგილიდან დაწყებული ესწრებოდნენ დასაბრუნებელი მოქალაქეების რეგისტრაციის,
ბარგის
ჩაბარების,
ევროკავშირის
შესაბამისი
ქვეყნის
წარმომადგენლების
მიერ
თვითმფრინავის ბორტამდე მიცილების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ესკორტისათვის გადაცემის, ფრენისა და საქართველოში მათი მიღების პროცედურებს.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის განმავლობაში განხორციელებულმა დაბრუნების ყველა
ოპერაციამ, ძირითადად, მშვიდ გარემოში ჩაიარა. მიუხედავად ამისა, დაბრუნების
ოპერაციების მიმდინარეობისას დაფიქსირდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც
ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს.
562
ევროპის კავშირის სახელმწიფოთა გარე საზღვრების მართვის ოპერატიული თანამშრომლობის
ევროპული სააგენტო „ფრონტექსი“ (FRONTEX), ფრონტექსის მიერ კოორდინირებული დაბრუნების
ერთობლივი ოპერაციის ქცევის კოდექსი, მუხლი 7, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე,
http://frontex.europa.eu/assets/Publications/General/Code_of_Conduct_for_Joint_Return_Operations.pdf
[ბოლოს ნანახია 14.06.2016].
331
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
აღსანიშნავია, რომ ფრონტექსის ქცევის კოდექსის შესაბამისად, დაბრუნების ერთობლივი
ოპერაციის
განხორციელებამდე,
დაბრუნების
ოპერაციაში
მონაწილე
სახელმწიფო
ვალდებულია პერსონალური მონაცემების დაცვით მიაწოდოს ინფორმაცია დაბრუნების
ოპერაციებში მონაწილე შესაბამის სახელმწიფოებს დასაბრუნებელი პირების სამედიცინო
საჭიროებებისა და სპეციალური მოპყრობის აუცილებლობის შესახებ.563
იძულებითი
დაბრუნების
მიხედვით,
დაბრუნების ოპერაციის ორგანიზატორმა სახელმწიფოებმა დასაბრუნებელი
შესახებ
ევროპის
საბჭოს
სახელმძღვანელო
პრინციპების
პირის სამედიცინო შემოწმება უნდა განახორციელონ იმ შემთხვევებში, როდესაც მათ აქვთ
ცნობები, რომ პირი საჭიროებს სამედიცინო დახმარებას, ან როდესაც შეზღუდვის
საშუალებაა გათვალისწინებული. ამავდროულად, ევროპის საბჭოს სახელმძღვანელო
პრინციპები რეკომენდაციას უწევს დეპორტაციის ორგანიზატორ სახელმწიფოებს, ზემოთ
ნახსენებ შემთხვევებში დასაბრუნებელ პირთან მიმართებით გასცენ ცნობა, რომლითაც
დასტურდება, რომ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გამორიცხავს თვითმფრინავით
მგზავრობის შესაძლებლობას (Fit to fly).564
„ფრონტექსის“ მიერ მიღებულ ქცევის კოდექსში ხაზგასმულია, რომ დასაბრუნებელი
პირების დეპორტაცია უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაბრუნების ოპერაციის
დროს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გამორიცხავს თვითმფრინავით მგზავრობის
შესაძლებლობას.565
დაბრუნების ერთობლივი ოპერაციების მონიტორინგის განხორციელებისას დაფიქსირდა
შემთხვევები, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ესკორტის წევრი
ექიმისათვის
წინასწარ
არ
იყო
ცნობილი
სრულყოფილი
ინფორმაცია
ზოგიერთი
დასაბრუნებელი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და დიაგნოზის შესახებ.
563
ევროპის კავშირის სახელმწიფოთა გარე საზღვრების მართვის ოპერატიული თანამშრომლობის
ევროპული სააგენტო „ფრონტექსი“ (FRONTEX), ფრონტექსის მიერ კოორდინირებული დაბრუნების
ერთობლივი ოპერაციის ქცევის კოდექსი, (დაბრუნების ერთობლივი ოპერაციების ქცევის კოდექსი)
მუხლი 7, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე,
http://frontex.europa.eu/assets/Publications/General/Code_of_Conduct_for_Joint_Return_Operations.pdf
[ბოლოს ნანახია 15.03.2017].
564 ევროპის საბჭოს ოცი სახელმძღვანელო წესი იძულებითი დაბრუნების შესახებ, მე-16 წესი,
სექტემბერი 2005, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე:
http://www.coe.int/t/dg3/migration/archives/Source/MalagaRegConf/20_Guidelines_Forced_Return_en.pdf
[ბოლოს ნანახია 4.03.2017].
564 ფრონტექსის გზამკვლევი სახელმძღვანელო დაბრუნების ფრენის ერთობლივი ოპერაციების
შესახებ, გვ. 21, ვარშავა 12 მაისი 2016 წელი, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე:
http://frontex.europa.eu/assets/Publications/General/Guide_for_Joint_Return_Operations_by_Air_coordinated_
by_Frontex.pdf [ბოლოს ნანახია 17.06.2016].
565 დაბრუნების ერთობლივი ოპერაციების ქცევის კოდექსი.
332
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ დასაბრუნებელი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის
შესახებ ინფორმაციის წინასწარ ქონა დაეხმარება დაბრუნების განმახორციელებელი
ესკორტის სამედიცინო პერსონალს, წინასწარ გაითვალისწინოს დასაბრუნებელი პირების
სპეციალური
საჭიროებები
და
მზად
იყოს
ადეკვატური
სამედიცინო
დახმარების
უზრუნველსაყოფად.
როგორც წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი აღნიშნავს, იძულებითი დეპორტაციის
მოლოდინისგან გამომდინარე შიშმა, რომელიც ხშირად აქვთ იმ დაკავებულებს, რომლებსაც
არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია მათი დეპორტაციის ზუსტი თარიღისა და დროის
შესახებ, შეიძლება დეპორტაციის დღეს გამოიწვიოს დეპორტირებულის მღელვარება, რაც
შესაძლებელია
ძალადობაში
გადაიზარდოს.
აღნიშნულთან
დაკავშირებით
წამების
პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა აღნიშნა, რომ კარგი პრაქტიკის მაგალითს წარმოადგენს
დეპორტაციაზე
პასუხისმგებელი
ესკორტის
შემადგენლობაში,
დეპორტაციისათვის
მომზადების მიზნით, ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის ჩართვა. 566
დაბრუნების ერთობლივი ოპერაციების მონიტორინგის განხორციელებისას დაფიქსირდა
შემთხვევები, როდესაც დასაბრუნებელ პირებს შორის ფსიქიკური აშლილობისა და
აბსისტენციის სინდრომის მქონე პირები იყვნენ.
სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად
დადგინდა, რომ დასაბრუნებელი პირების მიერ ოჯახთან სატელეფონო კონტაქტის
უზრუნველყოფის საკითხი პრობლემურია.
აღსანიშნავია, რომ დაბრუნების ოპერაციის განხორციელებისას, დასაბრუნებელი პირების
მიერ ოჯახთან დაკავშირების უზრუნველყოფის კონკრეტული მექანიზმის არარსებობის
გამო, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ოჯახთან დაკავშირების საჭიროების
შესახებ
ინფორმაციას
აწვდიდნენ
დამბრუნებელი
სახელმწიფოსა
და
„ფრონტექსის“
წარმომადგენლებს, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფდნენ
დასაბრუნებელ პირთა ოჯახის წევრებთან ტელეფონით დაკავშირებას.
რეკომენდაციები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
მიიღოს
ყველა
ზომა,
რათა
დაბრუნების
ერთობლივი
ოპერაციების
ორგანიზატორებთან და შესაბამისი ქვეყნების წარმომადგენლებთან კოორდინაციის
566
ევროპის საბჭოს ოცი პრინციპი იძულებითი დაბრუნების შესახებ, მე-15 პრინციპი, სექტემბერი
2005, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე:
http://www.coe.int/t/dg3/migration/archives/Source/MalagaRegConf/20_Guidelines_Forced_Return_en.pdf
[ბოლოს ნანახია 13.02.2017].
333
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
გზით
უზრუნველყოს
სრულყოფილი
წინასწარი
ინფორმაციის
მიღება
დასაბრუნებელი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და დიაგნოზის შესახებ
მიიღოს
ყველა
ზომა,
რათა
დაბრუნების
ერთობლივი
ოპერაციების
ორგანიზატორებთან და შესაბამისი ქვეყნების წარმომადგენლებთან კოორდინაციის
გზით უზრუნველყოს დასაბრუნებელი პირების ოჯახის წევრებთან დაკავშირება
ესკორტის შემადგენლობას დაემატოს ფსიქოლოგი, რომელიც დასაბრუნებელ პირებს
საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევს
მიიღოს ყველა ზომა, რათა წინასწარი ინფორმაციის საფუძველზე დასაბრუნებელ
პირთა შორის ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების არსებობის შემთხვევაში,
შინაგან საქმეთა სამინისტროს ესკორტის შემადგენლობას დაემატოს ფსიქიატრი,
რომელიც ადეკვატურ ფსიქიატრიულ დახმარებას უზრუნველყოფს.
334
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
2. თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა
2016
წელს
თავდაცვის
განახორციელა
სფეროში
მონიტორინგი
ადამიანის
უფლებათა
საქართველოს
დაცვის
რეგიონული
დეპარტამენტმა
განვითარებისა
და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის
კოორდინირების
დეპარტამენტში;
საქართველოს
შეიარაღებული
ძალების
საავიაციო
ბრიგადაში; საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის სარდლობის შეიარაღებისა
და ტექნიკის სარემონტო ბაზაზე; სასჯელაღსრულების მე-5, მე-6, მე-8, მე-15, მე-16, მე-17 და
მე-19 დაწესებულებების გარე დაცვის განყოფილებებში; შინაგან საქმეთა სამინისტროს
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა I და III
სამმართველოებში; შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის II
სამმართველოს I განყოფილებაში. მონიტორინგის მიზნით განხორციელდა ვიზიტები
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში და ომის ინვალიდთა და ვეტერანთა
კლინიკურ ჰოსპიტალში.
საანგარიშო პერიოდში არ შესრულდა სახალხო დამცველის რეკომენდაცია საქართველოს
თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 4 აპრილის N441 ბრძანება შესაბამისობაში მოსულიყო
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ კანონის“ მე–14 მუხლთან, რათა საჭიროების
შემთხვევაში,
ბინის
სარგებლობაში
გადაცემა
მოხდეს
კომისიის
გადაწყვეტილებით,
სამხედრო მოსამსახურის მიმართვის საფუძველზე და არ იყოს დამოკიდებული გენერალური
შტაბის უფროსის რეკომენდაციაზე.
რაც შეეხება რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც პროფესიულ სამხედრო მოსამსახურეთა
კადრებში
გადაყვანისა
და
სამსახურიდან
ამორიცხვის
ბრძანებები
უნდა
იყოს
დასაბუთებული და კონკრეტულად უნდა იყოს მითითებული პირის დათხოვნის მიზეზი,
თავდაცვის სამინისტროს მიერ ეს რეკომენდაცია შესრულდა, რასაც ხელი შეუწყო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის N1/4/614,616
გადაწყვეტილებამ.
უნდა აღინიშნოს 2016 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული
სტრუქტურული/საშტატო ოპტიმიზაციის შესახებ, რომლის შედეგად, რამდენიმე ათეული
სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი იქნა დათხოვნილი. კადრების განკარგულებაში
გადაყვანილი
სამხედრო
მოსამსახურეებიდან,
პირადი
სურვილის
საფუძველზე,
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, 2016 წლის დეკემბრის თვეში,
სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ იქნა 140 (ასორმოცი) ოფიცერი და მიეცათ
ერთჯერადი ფინანსური დახმარება, ამავე პერიოდში საკუთარი სურვილის საფუძველზე,
საქართველოს
თავდაცვის
სამინისტროსთან
შეთანხმებით,
სამხედრო
სამსახურიდან
დათხოვნილ იქნა 68 (სამოცდარვა) ოფიცერი, რომლებზეც ასევე გაიცა ერთჯერადი
335
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დახმარება, ყველა შემთხვევაში თანხის ოდენობა გაიცა წოდების შესაბამისად567. რაც შეეხება
სამოქალაქო
პირებს,
რეორგანიზაცია/ოპტიმიზაციის
ფარგლებში
დაკავებული
თანამდებობიდან გათავისუფლდა 97 (ოთხმოცდაჩვიდემტი) სამოქალაქო პირი, რომლებზეც
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაიცა შესაბამისი კომპენსაცია ერთი თვის ხელფასის
ოდენობით.568
1. წვევამდელთა უფლებრივი მდგომარეობა
წვევამდელთა
უფლებრივი
მდგომარეობა
2015
წლის
საპარლამენტო
ანგარიშში569
დეტალურად არის განხილული. მათ შორის, თუ როგორ ხდება სავალდებულო სამხედრო
სამსახურში გაწვევის კოორდინირება და ზედამხედველობა. 2016 წელს ამ სფეროში იყო რიგი
ცვლილებები, რომელიც აღნიშვნას საჭიროებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 27/06/2016 წლის N MOD 21600000605 ბრძანების570
თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო სავალდებულო
სამსახურში გაწვევა შეჩერდა. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შეწყვეტის
მიზეზად დასახელდა ის გამოწვევები, რაც ხელს უშლიდა სავალდებულო სამხედრო
სამსახურის ეფექტურობას, კერძოდ, არასრული საწვრთნელი კურსი, მათი ფუნქცია მოვალეობები, სამხედრო სამსახურში გაწვევით გამოწვეული სოციალური პრობლემები და
ა.შ. ამ დროისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა კვლავ ხორციელდებოდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში. 29/11/2016 წელს
კი,
საქართველოს
თავდაცვის
მინისტრის
ძალადაკარგულად
გამოცხადდა
„საქართველოს
სავალდებულო
სამსახურში
გაწვევის
N
შეჩერების
MOD
41600001020
თავდაცვის
შესახებ“
ბრძანებით571
მინისტრის
სამხედრო
საქართველოს
თავდაცვის
მინისტრის 2016 წლის 27 ივნისის N MOD 21600000605 ბრძანება და თავდაცვის სამინისტროს
სისტემაში კვლავ განახლდა სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეების გაწვევა. გაწვევის
განახლების არგუმენტად დასახელდა ხარჯების დაზოგვა და სხვა ქვეყნების გამოცდილება.
ახალი ბრძანების თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ეფექტურობისთვის
567 567
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 19 დეკემბრის N 105 ბრძანება „საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და
სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის
26 სექტემბრის N 560 მრძანებაში ჩვლილების შეტანის შესახებ.
568
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის N 583 ბრძანება.
http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf, გვ 348
570
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 27 ივნისის N MOD 21600000605 ბრძანება.
571
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის N MOD 41600001020 ბრძანება.
569
336
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
გაიზრდება
წვევამდელთა
ჩაუტარდებათ
წვრთნები
პირველადი
სამხედრო
სამხედრო
ნაწილში
მომზადების
ყოფნის
კურსი
3
პერიოდშიც,
თვემდე,
გაიზრდება
სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა ხელფასი 50 (ორმოცდაათი) ლარამდე და
მიეცემათ საშუალება ისარგებლონ უქმე დღეებით.572
საანგარიშო პერიოდში არ შესრულდა სახალხო დამცველის 2015 წლის რეკომენდაციები,
რომლებიც ეხებოდა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანას, კერძოდ: „სამხედრო ვალდებულებისა და
სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლში განსაზღვრულიყო
ვადები, თუ რა დროით ადრე უნდა ეცნობოს წვევამდელს შემკრებ გამანაწილებელ პუნქტში
გამოცხადების შესახებ; ასევე, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
30-ე
მუხლში
განხორციელებულიყო
ცვლილება,
წვევამდელის განათლების უფლების უზრუნველსაყოფად.
2015 წლის მსგავსად 2016 წელსაც ძირითადად უცვლელი დარჩა საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო
სამსახურში
გაწვევის
კოორდინირების
დეპარტამენტში
არსებული
მდგომარეობა.
სამედიცინო შემოწმების დროს არ არის დაცული წვევამდელების კონფიდენციალურობა.
გარეშე პირები და წვევამდელები ისმენენ ერთმანეთის დიაგნოზს და ჯანმრთელობის
პრობლემებს. ასევე უცვლელია პაციენტების სამედიცინო შემოწმების წესი; არ ხდება
წვევამდელების
სრულფასოვანი
შემოწმება;
ფსიქიატრის
გასაუბრება
წვევამდელთან
შემოიფარგლება დაახლოებით 10 წუთით, რა დროსაც ექიმი უსვამს წვევამდელს შეკითხვებს,
ხომ არ აქვს რაიმე ფსიქიური პრობლემები, ხომ არ არის მედიკამენტოზურ მკურნალობაზე,
საიდან გაუჩნდა ესა თუ ის დაზიანება, რომელიც შეიძლება პაციენტს აღმოაჩნდეს მისი
სხეულის ვიზუალური დათვალიერების დროს. ფსიქიატრი პრაქტიკულად დამოკიებულია
წვევამდელის პასუხებზე და აკვირდება მის ადექვატურობას, არ უტარდებათ საფუძვლიანი
ტესტირება ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმების მიზნით.
ჯანმრთელობის შეფასების ეს მეთოდი აისახება სამხედრო ნაწილებში სავალდებულო
სამხედრო მოსამსახურეების
ცხოვრებაზე,
სადაც
სამედიცინო
კომისიაზე
სამხედრო
სამსახურისთვის ვარგისად ცნობილი ჯარისკაცები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული
სხვადასხვა პრობლემების გამო, ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და სამხედრო
ნაწილის
ხელმძღვანელები
მოსამსახურე
სამედიცინო
სამსახურიდან.
მსგავსი
გააგზავნონ
სამხედრო
დაითხოვონ
სავალდებულო
სამხედრო
დადასტურებულია
საქართველოს
თავდაცვის
იძულებული
კომისიაზე
შემთხვევები
არიან
და
572
დამატებით
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის N 111 ბრძანების საფუძველზე გამოცემული
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 9 თებერვლის N 104 ბრძანება.
337
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სამინისტროს N MOD 61700172671 კორესპონდენციით573, რომლის თანახმადაც, 2016 წელს
სამხედრო
სამსახურისთვის
უვარგისად
ცნობილ
იქნა
94
(ოთხმოცდათოთხმეტი)
სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე სხვადასხვა დიაგნოზით, მათ შორის, ფსიქიკურ
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემდეგი დიაგნოზებით:
პიროვნების ემოციური არასტაბილურიბა - 22;
მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა, ქცევის ზომიერი აშლა - 7;
გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა, ქცევის მნიშვნელოვანი აშლა - 1;
პიროვნების
ემოციური
არასტაბილურიბა,
მიტრალური
სარქვლის
პროლაფსი
რეგურგიტაციის გარეშე - 1;
ზომიერად გამოხატული დეპრესიული ეპიზოდი, სუიციდის მცდელობა -2;
შერეული პერსონოლოგიური აშლილობა - 3;
შერეული შფოთვითი ან დეპრესიული აშლილობა - 2;
შფოთვის ნევროზი, სულმოუთქმელი მეტყველება - 1;
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა - 1;
მარჯვენა ფილტვის ინფილტრაციული ტუბერკულოზი რღვევის ფაზაში („მგბ“) – 3;
შფოთვით-ფობიკური აშლილობა - 2;
პანიკური აშლილობა (ეპიზოდური პაროქსიზმული შფოთვა) – 1;
ორგანული პიროვნული აშლილობა - 1;
მსუბუქი
გონებრივი
ჩამორჩენილობა
ფსიქოზური
ჩართვებით,
ჰიპოქსიური
ენცეფალოპათიის ნიშნები - 1;
დაუზუსტებელი პიროვნული აშლილობა - 2;
პიროვნების ისტერიული (თეატრალიზებული) აშლილობა, ორივე თვალის მიოპიური
ასტიგმატიზმი - 1;
ვირუსული ჰეპატიტი B, გასტროდუოდენიტი, რეფლუქს-ეზოფაგიტი - 2;
პიროვნების ისტერიული (თეატრალიზებული) აშლილობა - 1;
პიროვნების ემოციური არასტაბილურობა, თიმუსის ჰიპერლაზია - 1;
მწ. პოლიმორფული ფსიქოზური აშლილობა შიზოფრენიის სიმპტომების გარეშე - 1;
შიზოტიპიური აშლილობა - 1;
ფსიქიური და ემოციური აშლილობების გარდა, სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან
დათხოვნის
საფუძველი
გახდა
სხვა
ისეთი
ფიზიკური
მდგომარეობა,
რომელთა
გამოკვლელებიც ტარდება გამწვევ პუნქტში, მაგრამ როგორც სჩანს ამ დაავადებების დადგენა
ვერ მოახერხეს ექიმებმა სწორედ შემოწმების არსებული მექანიზმის პირობებში. აღნიშნულს
აქვს ობიექტური მიზეზებიც, კერძოდ, კარდიოლოგიური შემოწმება ტარდება მხოლოდ
წვევამდელის ჩივილის შემთხვევაში.
შინაგანი
573
ორგანოების
ექოსკოპიის აპარატის არქონის გამო არ კეთდება
დათვალიერება.
თუმცა,
რიგი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, N MOD 61700172671.
338
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დაავადებების
გამოსავლენად,
ექოსკოპიით
აუცილებელია
ჩატარდეს
მუცლის
ღრუს
და
შარდ–სასქესო
სისტემის
ექოსკოპიით დათვალიერება, რაც შესაძლებელს გახდის უფრო მეტი პათოლოგიის
გამოვლენას
ადგილზე,
გაწვევამდე.
ტუბერკულოზის
უტარებენ ფილტვების რენტგენოგრაფიას და ეჭვის
ლაბორატორიული
გამოკვლევა,
თუმცა,
მაინც
გამოსარიცხად
წვევამდელებს
გაჩენის შემთხვევაში ტარდება
დაფიქსირდა
შემთხვევა,
როცა
ტუბერკულოზი სამხედრო მოსამსახურეს გამოუვლინდა უკვე გაწვევის შემდეგ.
ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებული მუდმივმოქმედი სამხედრო–სამედიცინო
საექსპერტო კომისიის თავმჯდომარემ ჯერ კიდევ 2013 წელს წარადგინა წვევამდელთა
მიმართ გადაწყვეტილების მიღების ის პრობლემური საკითხები574, რომლებიც თავს იჩენს
მათი სამედიცინო შემოწმებისას და აღნიშნა, რომ
ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით
საჭიროა სამხერო–სამედიცინოსაექსპერტო კომისია დამატებით აღიჭურვოს შესაბამისი
აპარატურით. თუმცა, მდგომარეობა ამ მხრივ დღემდე შეცვლილი არ არის.
დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ თუ აქამდე წვევამდელებს ფეხშიშველებს
უწევდათ გადაადგილება გასახდელიდან ექიმის კაბინეტამდე, გამოსწორებულია და
ეძლევათ ბახილები. სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესაბამისად, ექიმების საერთო
ოთახში დაიდგა შირმა, სადაც წვევამდელი სურვილის შემთხვევაში, სხეულის მთლიანი
დათვალიერების დროს მარტო იმყოფება ექიმთან, თუმცა საუბრის ხმა იზოლირებული არ
არის.
სახალხო დამცველის 2015 წლის რეკომენდაცია წვევამდელების მიმართ ინდივიდუალურ
მიდგომასთან დაკავშირებით შესრულებულია ნაწილობრივ.
სახალხო დამცველის 2015 წლის ერთ-ერთ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც
ეხებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1996 წლის N 360 ბრძანების გადახედვას და
მის,
დაავადებათა
საერთაშორისო
კლასიფიკაციასთან
შესაბამისობაში
მოყვანას,
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 20 თებერვლის N MOD 01700162973
კორესპონდენციით575 გვეცნობა, რომ ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აგრძელებს
მუშაობას ბრძანების გადასამუშავებლად და სახალხო დამცველის 2015 წლის რეკომენდაციის
შესრულება ასახული იქნება თავდაცვის მინისტრის N 360 ბრძანების საბოლოო რედაქციაში,
რომელიც არეგულირებს, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევ პირთა, სამხედრო
სამსახურისთვის ვარგისიანობის დადგენას.
წვემამდელთა სამედიცინო გამოკვლევების დასრულების, შემდგომ დანერგილი პრაქტიკით,
შემკრებ–გამანაწილებელ პუნქტში წვევამდელთა არჩევის უპირატესობა ენიჭება შინაგან
საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებს.
წვევამდელებს არჩევენ მათი ფიზიკური მონაცემებით და ასევე ამოწმებენ ენის ბარიერის
574
575
ცენტრალური გამწვევი კომისიის 2013 წლის 25 მარტის სხდომის ოქმი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის N MOD 01700162973 ბრძანება
339
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
არსებობას.
შემდგომ
ხდება
სასჯელაღსრულების
გარე
დაცვისა
და
ბადრაგირების
სამმართველოში და თავდაცვის სამინისტროში წვევამდელების გადანაწილება. შესაბამისად,
არ ხდება წვევამდელების თანაბრად გადანაწილება უწყებებში, რაც ქმნის შეიარაღებული
ძალების არათანაბარი განვითარების საშიშროებას და აჩენს კითხვის ნიშნებს, ქვეყანაში
სავალდებულო სამხედრო სამსახურის დანიშნულებასთან დაკავშირებით.
საინტერესოა ისიც, რომ ეს პრაქტიკა არ არის დარეგულირეული არცერთი კანონით ან
კანონქვემდებარე აქტით.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
არ შესრულდა სახალხო დამცველის 2015 წლის რეკომენდაცია, ყველა სამხედრო ბაზაზე
ფსიქოლოგის შტატის დაშვების შესახებ, თუმცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
17/02/2017 წლის N MOD 61700156787 კორესპონდენციის576 თანახმად, საქართველოს
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის
და
საქართველოს
თავდაცვის
სამინისტროს
დაჭრილ
და
დაშავებულ
სამხედრო
მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტების ბაზაზე, 2016 წლის დეკემბერში, შეიქმნა
საქართველოს
თავდაცვის
მხარდაჭერის
დეპარტამენტი.
სამინისტროს
სოციალურ
დეპარტამენტის
საკითხთა
ერთერთ
და
ფსიქოლოგიური
სტრუქტურულ
ერთეულს
წარმოადგენს ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია
ფსიქოლოგიური შერჩევის განყოფილება და ფსიქოლოგიური მონიტორინგის განყოფილება.
სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის მიერ, წლიური
გეგმის შესაბამისად, სამხედრო ნაწილებში გასვლის ინტენსივობის გრაფიკის მიხედვით,
აქტიურად ხორციელდება შეხვედრები სამხედრო მოსამსახურეებთან, როგორც სამინისტროს
სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ისე დეპარტამენტის ტერიტორიაზე. შეხვედრები მოიცავს
პროფილაქტიკურ და კლინიკურ გასაუბრებას პრობლემის დროულად აღმოჩენისა და
აღმოფხვრის მიზნით. ასევე საგანმანათლებლო ტიპის ლექცია-სემინარებს, ფსიქოლოგიურ
მდგომარეობასთან დაკავშირებულ კვლევებს, სამხედრო მოსამსახურეთა ფსიქოლოგიური
მდგომარეობის მონიტორინგს და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ფსიქოლოგიური პრობლემების
პრევენციის,
დროული
იდენტიფიცირებისა
და
აღმოფხვრის
კუთხით,
თითოეულ
ქვედანაყოფში დაგზავნილია შესაბამისი შეტყობინება, რომელიც მოიცავს ინფორმაციას
ფსიქოლოგიური
პრობლემების
დაკავშირების
შესახებ.
(ფსიქოლოგი,
ფსიქიატრი)
ნიშნების
ქვედანაყოფის
ჩადიან
აღმოჩენისას,
მომართვის
სამხედრო
სპეციალისტთან
საფუძველზე,
ნაწილებში
და
დროულად
სპეციალისტები
ამოწმებენ
სამხედრო
მოსამსახურეებს, რომლებსაც სავარაუდოდ აღენიშნებათ ფსიქოლოგიური პრობლემები.
576
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება N MOD 61700156787
340
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საჭიროებიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურეების დაკვირვების და ფსიქოლოგიური
დახმარების აღმოჩენის მიზნით, ხორციელდება ფსიქოლოგების ხანგრძლივი დროით
მოვლინებაც ქვედანაყოფში. ამასთან თავდაცვის სამინისტროს ნებისმიერ მოსამსახურეს აქვს
შესაძლებლობა დაუკავშირდეს ფსიქოლოგს/ფსიქიატრს ცხელ ხაზზე.
2.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების საავიაციო ბრიგადა
საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა სავალდებულო სამხედრო
მოსამსახურეთა მდგომარეობის მონიტორინგი განახორციელეს შეირაღებული ძალების
საავიაციო ბრიგადაში.
საავიაციო ბრიგადის შემადგენლობაში შედის უზრუნველყოფის ბატალიონი, რომელიც
დაკომპლექტებულია როგორც კადრისა და საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებით, ასევე
სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებით. სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებით
დაკომპლექტებულია უზრუნველყოფის ბატალიონის დაცვის ასეული. მათ ფუნქციას
წარმოადგენს საყარაულო და შიდა სადღეღამისო განწესის შესრულება.
საყოფაცხოვრებო
პირობები
ძირითადად
დამაკმაყოფილებელია.
არის
როგორც
საცხოვრებლად, ისე შესაბამისი სწავლებისათვის მოწყობილი ინფრასტრუქტურა; ასევე
სამედიცინო პუნქტი და აფთიაქი, სადაც საჭირო მედიკამენტები არის უზრუნველყოფილი.
სამზარეულო და სასადილო დარბაზის ინფრასტრუქტურა არის გარემონტებული, დაცული
იყო სისუფთავე და საჭირო სტანდარტები. წლის განმავლობაში ხდება სავალდებულო
სამხედრო მოსამსახურეების სეზონის შესაბამისი სამხედრო ფორმითა და შესაბამისი
ფეხსაცმლით უზრუნველყოფა. პრეტენზიები ამ მხრივ უკავშირდება ფეხსაცმლის ხარისხს.
არ გასცეს სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რითაც დაირღვა საქართველოს
თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 30 ნოემბრის N 936 ბრძანება577.
მონიტორინგის ჩატარების დროს, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები დაახლოებით
3-4 თვის გაწვეულები იყვნენ და მსახურობდნენ აღნიშნულ სამხედრო ნაწილში. მათ შორის
იყვნენ როგორც ქართველი, ასევე აზერბაიჯანელი და სომეხი ეროვნების სამხედრო
მოსამსახურეები. ქართული ენის არცოდნის გამო, კომუნიკაციის პრობლემა აქვთ სომეხ და
აზერბაიჯანელ
ჯარისკაცებს.
სავალდებულო
სამხედრო
თარჯიმნის
მოსამსახურეებს,
როლი
რის
შეთავსებული
გამოც
ქართული
აქვთ
თვითონ
ენის
არმცოდნე
ჯარისკაცებს, არ აქვთ შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში კონფიდენციალურად
ისაუბრონ ხელმძღვანელობასთან.
სამხედრო მოსამსახურეების განცხადებით, ყაზარმაში არსებული საცხოვრებელი პირობებით
კმაყოფილები არიან. კმაყოფილები არიან ასევე საკვების ხარისხითაც და რაოდენობითაც,
577
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 30 ნოემბრის ბრძანება N 936. ნორმა N3/1
341
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
აქვთ საკვების დამატების უფლებაც. კვების რაციონი მრავალფეროვანია და შესაძლებელია
რელიგიური თუ სხვა მიზეზით შესაბამისი მენიუს შერჩევა.
სამხედრო მოსამსახურეებს აქვთ პირადი ჰიგიენის დაცვის შესაძლებლობა. თუმცა,
პრეტენზია გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ არ აქვთ სარეცხი მანქანა და სამხედრო
ფორმების და ტანსაცმლის რეცხვა უწევთ ხელით, რეცხავენ ხელსაბანებში ცივი წყლით ან
აბაზანაში შხაპის ქვეშ. ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია უზრუნველყოფილია როგორც
პირადი
(შაბათ-კვირას
შესაძლებელია
მნახველების
მიღება),
ისე
სატელეფონო
კომუნიკაციით. მიუხედავად იმისა, რომ მობილური ტელეფონები ჩაბარებული აქვთ
ბატალიონში, ტელეფონების შესანახ ადგილას, საჭიროების შემთხვევაში, სერჟანტის ან
ათმეთაურის
თანხმობით
აკრძალული
აქვთ
ბატალიონის
სამორიგეოს
ისარგებლებენ
ტელეფონის
პირადი
გამოყენება.
ტელეფონზე,
მობილურით;
ოჯახის
საჭიროების
წევრებს
სხვა
აქვთ
შემთხვევაში
შემთხვევაში
შესაძლებლობა
დაუკავშირდნენ
სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ პირს. შვებულებით ასეულში შედგენილი
გრაფიკის მიხედვით სარგებლობენ, რომლის შედგენაში თვითონ მონაწილეობენ.
სამხედრო
მოსამსახურეების
ძირითადი
უკმაყოფილების
მიზეზს
წარმოადგენდა
მუნიციპალიტეტებში არსებულ სამხედრო განყოფილებებში არასწორი ინფორმაციის მიღება;
კერძოდ, მათი განმარტებით, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სავალდებულო სამხედრო
სამსახურში გაწვევის შემთხვევაში იმსახურებდნენ სამ დღეში ერთხელ, რეალურად კი
დახვდათ ყაზარმული რეჟიმი, რის გამოც ზოგიერთმა სამხედრო მოსამსახურემ მიიყენა
თვითდაზიანება, რათა განთავისუფლებულიყო სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან.
დმანისის578 და ბოლნისის579 მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციით, გამგეობის
მობილიზაციის,
სამხედრო
აღრიცხვისა
და
გაწვევის
სამსახურებში,
წვევამდელთა
უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია მხოლოდ ქართულ
ენაზე; მაშინ, როცა ამ მუნიციპალიტეტებში უმეტესად ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობის
წარმომადგენლები.
სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა უკმაყოფილება უკავშირდებოდა იმასაც, რომ არ
აქვთ ფიზიკური დატვირთვა, არ უტარდებათ ფიზიკური წვრთნა, არ აქვთ ტრენაჟორების
დარბაზი და ჰანტელები, ეზოში მოწყობილი აქვთ მხოლოდ ორძელი. ფიზიკური
ნორმატივების ჩაბარება არ უწევთ.
ინფრასტრუქტურის
სამსახურის
თანამშრომლის
გადმოცემით
პრობლემაა
დამლაგებლებისთვის დალაგების და სისუფთავის საშუალებების გადაცემა. უწევთ პატაკის
დაწერა კრწანისის რაიონის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის სახელზე, კრწანისის
578
579
დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ 2017 წლის 26 იანვარს გამოგზავნილი წერილი N07/261
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ 2017 წლის 27 იანვარს გამოგზავნილი წერილი N11/500
342
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სამსახურის უფროსი თავისი მხრიდან მიმართავს აღმოსავლეთის ცენტრს, ხოლო უშუალო
შესყიდვას ახორციელებს თავდაცვის სამინისტრო, რაც ხშირად დროში ზედმეტად
ჭიანურდება.
ტერიტორიაზე მუშაობს 7 დამლაგებელი. დამლაგებლებს უწევთ 9800 კვ.მ. ტერიტორიის
დასუფთავება და ამისათვის მუდმივად აკლიათ ცოცხები, ვედროები, სადეზინფექციო და
საწმენდი ხსნარები და ფხვნილები. მონიტორინგის პერიოდში მხოლოდ ოთხი თვით ადრე
ჰქონდათ მიღებული 7 ცოცხი, 10 ნაგვის პარკი, 1 ტილო, 3 სადეზინფექციო ხსნარი. რაც
არასაკმარისი აღმოჩნდა და ისევ ახალი ინვენტარის მოლოდინში იყვნენ. დამლაგებლის
ყოველთვიური სარგოა 240 ლარი.
მწყობრიდანაა გამოსული ელექტროენერგიის გაყვანილობები, რაც ხშირად იწვევს დენის
გათიშვას.
2.2. საქართველოს
შეიარაღებული
ძალების
შეიარაღებისა
და
ტექნიკის
სარემონტო ბაზა
მონიტორინგი
განხორციელდა
საქართველოს
შეიარაღებული
ძალების
ლოგისტიკის
სარდლობის შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზაზეც, სადაც, გარდა კადრის და
საკონტრაქტო
სამხედრო
დაკომპლექტებულია
მოსამსახურეებისა,
სავალდებულო
სამხედრო
ჰყავს
დაცვის
ასეული,
მოსამსახურეებით.
მათი
რომელიც
ფუნქცია-
მოვალეობა შემოიფარგლება შიდა და საყარაულო სადღეღამისო განწესებით.
პირობები და ინფრასტრუქტურა აღნიშნულ ბაზაზე არადამაკმაყოფილებელია. გაუსაძლისი
სუნის გამო ყაზარმაში არსებული საპირფარეშო გაუქმებულია. ასევე გაუსაძლისი სუნი დგას
ეზოში არსებულ საპირფარეშოში, სამხედრო მოსამსახურეების განმარტებით, მიუხედავად
იმისა, რომ საპირფარეშო ლაგდება ყოველდღე, საკანალიზაციო მილების სიძველის და
გაუმართაობის გამო სუნის გაყვანა შეუძლებელია.
ბაზაზე არსებულ სასადილოში და სამზარეულოში ჭერი ჩამოცვენილია, კედლები ნესტიანი
და ჩამოცვენილია, შესაბამისად რთულდება სისუფთავის და ჰიგიენური პირობების დაცვა
სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნული შენობა საჭიროებს გარემონტებას. სასადილოს
საწყობებში ელექტრო გაყვანილობა გამოტანილია კედლის გარეთ, არ არის იზოლირებული,
რაც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.
ქრისტიანი ჯარისკაცებისთვის აშენებულია სამლოცველო (პატარა ეკლესია). სამლოცველო
ოთახია გამოყოფილი ასევე მუსულმანი ჯარისკაცებისთვის.
343
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სამხედრო
ბაზებზე იურისტებისითვის პრობლემას წარმოადგენს კოდექსის პროგრამის
არარსებობა. მათი განმარტებით, ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ საჭირო კანონმდებლობის
მოძიებას და ხელი ეშლებათ მათი საქმიანობის ეფექტურ წარმოებაში.
2.3. სამხედრო სამსახურში დაფიქსირებული გარდაცვალების ფაქტები
2016
წელს
საქართველოს
თავდაცვის
სამინისტროს
მონაცემებით,580
საქართველოს
შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილების ტერიტორიაზე დაფიქსირდა სამხედრო
მოსამსახურეების გარდაცვალების 10 და სხეულის დაზიანების 66, ხოლო ტერიტორიის
გარეთ გარდაცვალების 14 ფაქტი.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ, 2016 წელს საკუთარი ინიციატივით დაიწყო 6
სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების ფაქტის შესწავლა, საიდანაც სამი სამხედრო
მოსამსახურე
ირიცხებოდა
საქართველოს
თავდაცვის
სამინისტროს
სავალდებულო
სამხედრო სამსახურში, ხოლო სამი პროფესიულ სამხედრო სამსახურში. გარდაცვალების
ფაქტებიდან ერთი დაკვალიფიცირდა თვითმკვლელობად და შეწყდა გამოძიება; ორ საქმეზე
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე
მუხლის I ნაწილით; ერთ საქმეზე, რომელიც ეხება ორი სამხედრო მოსამსახურის
გარდაცვალების ფაქტს, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით; ერთ საქმეზე აღძრულია სისხლის
სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5
ნაწილით. აღნიშნულ ხუთ საქმეზე გრძელდება გამოძიება. გამოძიებას აწარმოებს სამხედრო
პოლიციის დეპარტამენტი საქართველოს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2015 წელს მომხდარ 3 გარდაცვალების ფაქტთან
დაკავშირებით დღემდე არ დასრულებულა გამოძიება. მათ შორის განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია
საქმე,
რომელიც
დაკვალიფიცირებულია
საქართველოს
სისხლის
სამართლის კოდექსის 117–ე მუხლის მე–2 ნაწილით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის
განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნულ საქმეზე
დღემდე არ მომხდარა ბრალდებული პირების იდენტიფიცირება. რაც შეეხება ორ დანარჩენ
საქმეს, ორივე დაკვალიფიცირებულია საქართველოს სისხლის სამართლს კოდექსის 115–ე
მუხლით. გამოძიებაზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების ამ დრომდე არარსებობის გამო,
ერთ-ერთი გარდაცვლილის, თ.თ.–ს ოჯახის წევრები ეჭვქვეშ აყენებენ კვალიფიკაციის
სისწორეს.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
580
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 1 მარტის N MOD 31700196465 კორესპონდენცია.
344
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დადებითად უნდა შეფასდეს სახალხო დამცველის 2015 წლის რეკომენდაციის შესრულება,
რომლის
მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს მსგავსად, 2016 წლის 24 აგვისტოს
ცვლილებით
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
დაქვემდებარებული
ჰაუპტვახტები გაუქმდა581. დადებითი მოვლენაა ისიც, რომ სტრატეგიული ობიექტების
დაცვის დეპარტამენტში, რიგგარეშე განწესში გასვლა 2016 წელს არ მომხდარა.
3.1. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა
I და III სამმართველოები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის
განსაკუთრებულ დავალებათა I და III სამმართველოები დაკომპლექტებულია დანიშნული
სამხედრო
მოსამსახურეებით
მოსამსახურეებით.
(ოფიცერ-სერჟანტებით)
სავალდებულო
სამხედრო
და
სავალდებულო
მოსამსახურეების
ძირითადი
სამხედრო
ამოცანა
საყარაულო და შიდა სადღეღამისო განწესებში გასვლაა, ასევე მონაწილეობას იღებენ
სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში წესრიგის დაცვაში.
სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებმა პირველადი სამხედრო მომზადება (კარანტინი)
გაიარეს ადგილზე, სამხედრო ნაწილში. კარანტინი იყო 21 დღიანი, რა პერიოდშიც
წვევამდელებმა შეისწავლეს პირველადი საბრძოლო მომზადება, სამწყობრო მომზადება,
საცეცხლე
მომზადება,
იარაღის
დაშლა-აწყობა
და
შეისწავლეს
წესდებით
დარეგულირებული მათი უფლება-მოვალეობები. კარანტინის ბოლო კვირას გაიარეს
სროლების პრაქტიკული სავარჯიშო, სადაც ერთი ჯარისკაცი ისვრის 9 ვაზნას. ამას გარდა
წლის განმავლობაშ პერიოდულად ხდება სამხედროების გაყვანა გეგმიურ სროლებზე.
პირადი შემადგენლობა დაკომპლექტებულია როგორც ქართველი, ასევე აზერბაიჯანელი და
სომეხი ეროვნების ჯარისკაცებითაც, თუმცა კომუნიკაციის პრობლემა არ არის, რადგან
აზერბაიჯანელი
და
სომეხი
ჯარისკაცები
საკმარისად
ფლობენ
ქართულ
ენას.
ხელმძღვანელების განმარტებით, სამხედრო ნაწილის წარმომადგენლები გაწვევის დღეს
არჩევენ სწორედ ქართული ენის მცოდნე წვევამდელებს.
ჰიგიენური ნივთები (საპონი, კბილის პასტა, კბილის ჯაგრისი, საპარსი, ტუალეტის
ქაღალდი) ეძლევათ ყოველთვე საკმარისი რაოდენობით. ფიზიკურ მომზადებას გადიან
ყოველდღიურად. ურიგდებათ სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ხოლო სამხედრო
ფორმა და ფეხსაცმელი ურიგდებათ წელიწადში ორჯერ, ასევე სეზონისთვის შესაფერისი
ტანსაცმელი. ყოველთვიური ანაზღაურება აქვთ 27 ლარის ოდენობით.
581
„სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3
ნოემბრის N 615 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის
24 აგვისტოს N 411 დადგენილება.
345
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
კუთვნილი შვებულების გამოყენება ხდება ასეულში შედგენილი გრაფიკის შესაბამისად,
როგორც წესი წელიწადში ორჯერ 5 დღით. საჭიროების შემთხვევაში, ოჯახური პირობების
გამო შესაძლებელია დამატებით შვებულებაში წავიდეს სამხედრო მოსამსახურე 7-10 დღის
განმავლობაში.
საცხოვრებელი
ყაზარმები
არის
კარგ
მდგომარეობაში.
ყაზარმებში
დაყენებულია
სათვალთვალო კამერები, რომელიც ჩართულია მუდმივად.
ყაზარმებში არის მოწყობილი სამლოცველო კუთხე, ქრისტიანული საეკლესიო ნივთებით.
ხელმძღვანელების
განმარტებით
სხვა
სარწმუნოების
ჯარისკაცებს
არ
მოუთხოვიათ
სამლოცველო კუთხის მოწყობა, თუმცა, მოთხოვნის შემთხვევაში სამლოცველო კუთხისთვის
ადგილის გამოყოფა შესაძლებელია.
სასადილოები, ისევე როგორც სამზარეულოები არის სუფთა მდგომარეობაში. სასადილოებში
გაკრულია ერთი კვირის მენიუ, მენიუშია ასევე აღნიშნულია საკვების კალორაჟი. 2000–3000
კალორია. ჯარისკაცები სანამ საკვებს მიიღებენ, ნახევარი საათით ადრე შემოდის ექიმი და
ამოწმებს საკვების ვარგისიანობას.
ჯარისკაცების 100% იანი სამედიცინო დაზღვევა დაფინანსებულია შს სამინისტროს მიერ.
სამხედრო ნაწილებში არის სამედიცინო პუნქტები. სამედიცინო პუნქტებში ხდება მხოლოდ
ამბულატორიული
მომსახურება.
სტაციონარული
პაციენტები
გადაყავთ
სამოქალაქო
კლინიკებში. მედიკამენტები ყოველთვის საკმარისად აქვთ. კეთდება მედიკამენტების
გეგმიური
მოთხოვნა,
მოთხოვნის
გაკეთებიდან
სამ
დღეში
აძლევენ
მოთხოვნილ
მედიკამენტებს. წარმოებს ტრავმის ჟურნალი და ამბულატორიული ჟურნალი, სადაც იწერება
აბსოლუტურად ყველა დაზიანება, რასაც მიიღებს ჯარისკაცი. ბაზებზე ყავთ ასევე
ფსიქოლოგი,
რომელიც
ფსიქოლოგიურ
ტესტირებას
და
გამოკითხვებს
ატარებს
ჯარისკაცებთან და ინდივიდუალურად ესაუბრება მათ ტესტირების შედეგების მიხედვით.
ტრავმის ან დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში სამედიცინო პუნქტიდან მოხსენება
კეთდება
სამხედრო
ნაწილში,
სამხედრო
ნაწილიდან
გენერალურ
ინსპექციაში
და
გენერალური ინსპექცია საჭიროების შემთხვევაში იწყებს მოკვლევას დაზიანების მიღების
გარემოებებზე. საღამოს საათებში სამედიცინო პუნქტში რჩება მორიგე ექიმი ან ექთანი.
წარმოებს ასევე ჰოსპიტალიზაციის ჟურნალი, სადაც აღირიცხება სამოქალაქო კლინიკაში
გადაყვანილი პაციენტები.
I სამმართველოში ცალკე არის ლაბორატორიის ოთახი, შესახვევი ოთახი, სტომატოლოგიური
კაბინეტი. სტომატოლოგიური ოთახი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. სამედიცინო
პუნქტში არის იზოლატორი, იზოლატორში დგას ორი ორსართულიანი რკინის საწოლი და
ერთი ერთკაციანი საწოლი. შენობა და პალატები სარემონტოა, კედლები ალაგ ალაგ
346
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ჩამოცვენილია ნესტისგან და ბზარები აქვს. პალატებიც არის სარემონტო, და რთულდება
პაციენტებისთვის სისუფთავის და ჰიგიენური პირობების დაცვა.
სახალხო
დამცველის
რწმუნებულების
მიერ
მონიტორინგის
ჩატარების
დროს,
სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები დაახლოებით 10 თვის გაწვეულები იყვნენ და
მსახურობდნენ
აღნიშნულ
სამხედრო
ნაწილებში.
სამხედრო
ნაწილში
არსებული
საცხოვრებელი პირობებით და კვების ხარისხით და რაოდენობით კმაყოფილი არიან,
დამატების უფლება აქვთ შეუზღუდავად. საკვების შემადგენლობა მრავალფეროვანია,
ყოველდღიურ კვებაში შედის ბოსტნეული და რძის, ხორცის და ზღვის პროდუქტები, ასევე
ბურღულეული.
მობილური ტელეფონებით სარგებლობის უფლება არ აქვთ სამხედრო ნაწილში. საჭიროების
შემთხვევაში სერჟანტ-ოფიცრების ტელეფონით სარგებლობენ და ოჯახის წევრებსაც
შეუძლიათ სერჟანტ-ოფიცრებთან დაკავშირება. მნახველებთან შეხვედრის დღეები აქვთ
შაბათი და კვირა. დასჯა და წახალისება ხდება შემდეგი ფორმებით: წახალისების ფორმად
ძირითადად იყენებენ რიგგარეშე შვებულებას და მადლობის გამოცხადებას; დასჯის ფორმად
შეიძლება გამოყენებულ იქნეს რიგგარეშე განწესში გასვლა,582 ასევე, დასჯის მიზნით,
ხელმძღვანელობის
მიერ
თვითნებურად
შეიძლება
გამოყენებულ
იქნას
რიგგარეშე
ფიზიკური ვარჯიშები; გარკვეული დროით სიგარეტის მოწევის აკრძალვა.
სამხედრო მოსამსახურეების განმარტებით, არის კოლექტიური დასჯის შემთხვევები, რაც
შეიძლება ჯარისკაცებს შორის უსიამოვნების და კონფლიქტის წარმოშობის მიზეზი გახდეს.
3.2. საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
ობიექტების
დაცვის
დეპარტამენტის II სამმართველოს I განყოფილება
განყოფილებას ყავს დაცვის ასეული, რომელიც დაკომპლექტებულია სავალდებულო
სამხედრო მოსამსახურეებით. ჯარისკაცები სადღეღამისო განწესში გადიან სამ დღეში
ერთხელ, ხოლო დანარჩენს დროს სახლში ატარებენ. განწესი ორცვლიანია. ხელფასი აქვთ 25
ლარი.
კვების ხარჯებს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ტრანსპორტირების ხარჯები
უზრუნველყოფილი არ არის. სამხედრო ნაწილში არ არის სამედიცინო პუნქტი და
საჭიროების შემთხვევაში იძახებენ სასწრაფო სამედიცინო დამხმარებას. ჯარისკაცების
სამედიცინო დაზღვევა დაფინანსებულია შს სამინისტროს მიერ 100%-ით. ჰიგიენური
ნივთები ურიგდებათ ყოველთვე საკმარისი რაოდენობით, სეზონური ტანისამოსი და
ფეხსაცმელი ურიგდებათ წელიწადში ორჯერ. ყოველდღიურად განწესში გასვლის წინ
უტარდებათ ინსტრუქტაჟი. ყაზარმაში მოწყობილია სამლოცველო კუთხე ქრისტიანი
582
საქართველოს მთავრობის 2014 წლის N 615 დადგენილება.
347
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ჯარისკაცებისთვის. სხვა სარწმუნოების მქონე სამხედრო მოსამსახურეებისთვის არ არის
სამლოცველო კუთხე; ხელმძღვანელების გადმოცემით მოთხოვნის შემთხვევაში, მოხდება
კუთხის გამოყოფა.
ასეულში არიან როგორც ქართველები, ასევე სომეხი და აზერბაიჯანელი ეროვნების
ჯარისკაცები.
სომეხმა
და
აზერბაიჯანელმა
ჯარისკაცებმაც
ქართული
ენა
დამაკმაყოფილებლად იციან და კომუნიკაციის პრობლემა არ აქვთ.
მონიტორინგის
ჩატარების
პერიოდში,
სავალდებულო
სამხედრო
მოსამსახურეები
დაახლოებით 3 თვის გაწვეულები იყვნენ და მსახურობდნენ აღნიშნულ ქვედანაყოფში.
შვიდდღიანი
პირველადი
სამხედრო
მომზადება
(კარანტინი)
გაიარეს
თბილისში,
ორთაჭალაში. კარანტინში ასწავლიდნენ სამწყობრო მომზადებას და იარაღის გამოყენებას.
თუმცა, სამი თვის სამსახურის პერიოდში არ უსწავლიათ იარაღის დაშლა-აწყობა, არც
კარანტინის გავლის პერიოდში.
ჯარისკაცები
საკვების
ხარისხით
და
რაოდენობით
კმაყოფილილები
არიან.
დამაკმაყოფილებელია სამხედრო ფორმისა და ფეხსაცმელის ხარისხიც. სამხედრო ნაწილში
ტელეფონის გამოყენების უფლება არ აქვთ, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ
ისარგებლონ ხელმძღვანელების ტელეფონებით.
საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა, რომ შინაგან
საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთ
სამხედრო ნაწილში მომსახურე სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც
ფიცი მიიღეს 2015 წლის 26 სექტემბერს, სავალდებულო სამხედრო სამსახურს ნაცვლად 2016
წლის 26 სექტემბრისა ამთავრებდნენ 2016 წლის 2 ოქტომბერს. ეს ფაქტი დაგვიდასტურეს
ადგილზე ვიზიტისას და განმარტეს, რომ ვერ მოხერხდა წვევამდელთა ახალი ნაკადის
ბაზაზე დროულად მიყვანა, რამაც გამოიწვია დათხოვნაში გასასვლელი სამხედროების
იძულებით ვადის გაგრძელება. თუმცა, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რაც
სამხედრო მოსამსახურეების ერთი კვირით გვიან დათხოვნას გაამართლებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მიერ
დაირღვა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის 32-ე მუხლის I პუნქტის ა) ქვეპუნქტი და წვევამდელებს თვითნებურად
გაუგრძელდათ სამხედრო სამსახურის გავლის ვადა.
4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
4.1. პენიტენციური
დეპარტამენტის
გარე
დაცვისა
და
ბადრაგირების
სამმართველოს მე-5, მე-6, მე-8, მე-15, მე-16 და მე-19 განყოფილებები
348
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების სამმართველოს აღნიშნული
განყოფილებები დაკომპლექტებულია სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებითა და
დანიშნული
სამხედრო
მოსამსახურეებით
(სერჟანტ
-
ოფიცრები).
წარმოადგენს, პენიტენციური დაწესებულებების გარე დაცვა.
მათ
ამოცანას
მორიგეობიდან შეცვლილი
სამხედრო მოსამსახურეები ისვენებენ ორი დღე-ღამის განმავლობაში და მესამე დღეს გადიან
ისევ 24 საათიან სადღეღამისო განწესში. სეზონურ ტანსაცმელს აძლევენ წელიწადში ორჯერ.
სადღეღამისო განწესში გამსვლელ პირად შემადგენლობას ყოველდღე, განწესში გასვლის წინ
უტარდება ინსტრუქტაჟი გუშაგის უფლება-მოვალეობებზე და უსაფრთხოების ნორმების
დაცვაზე.
დამსვენებელი ცვლის ოთახებში დგას ორსართულიანი რკინის საწოლები განწესში მყოფი
სამხედრო მოსამსახურეების დასასვენებლად. მე-5 და მე-6 განყოფილებების საწოლებზე
დაფენილი მატრასები დახეული და დაბინძურებულია, აქვთ ძველი გადასაფარებლები,
მაგრამ ჯარისკაცები საკუთარ გადასაფარებლებს იყენებენ, რომელიც სახლიდან დააქვთ
ყოველ მორიგეობაზე. მე-6 განყოფილების დამსვენებელი ცვლის ოთახში საცხოვრებელი
პირობები
არადამაკმაყოფილებელია,
კერძოდ
გაბზარულია
ფანჯრების
მინები
და
დაწებებულია სკოჩით, კედლები არის ჩამოცვენილი, არის ხის ძველი იატაკი.
სასადილო ოთახები აღჭურვილია საჭირო ტექნიკით. სახლიდან მოტანილ საკვებს ინახავენ
მაცივარში. მონიტორინგის განხორციელების პერიოდში ცენტრალური გათბობა არ იყო
ჩართული.
მე-6 და მე-8 განყოფილებებში მოდის მხოლოდ ცივი წყალი, სამხედრო მოსამსახურეებს
უწევთ ცივი წყლით ხელის დაბანა, რაც განსაკუთრებით პრობლემატურია ზამთრის
პერიოდში.
პირველადი სამხედრო მომზადება (კარანტინი) ჯარისკაცებმა გაიარეს გეგუთში, სადაც
ასწავლეს იარაღის დაშლა-აწყობა, სამწყობრო მომზადება; კარანტინის ბოლო კვირას
ჩაუტარდათ პრაქტიკული სავარჯიშო სროლებში, თითოეულმა ჯარისკაცმა გაისროლა 15
ვაზნა. კარანტინის შემდეგ ფიზიკური ვარჯიშები და წვრთნები არ უტარდებათ.
მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ პენიტენციური სისტემის ყველა ზემოთ
აღნიშნულ განყოფილებებში მომსახურე სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს არ
უტარდებათ ფიზიკური ვარჯიშები, კარანტინის შემდეგ არცერთი განყოფილებას წვრთნა არ
ჩატარებია. მათი ყოველთვიური ანაზღაურება წარმოადგენს 52.8 ლარს. სამ დღეში ერთხელ
უწევთ ტრანსპორტით მოსვლა სამხედრო ნაწილამდე და კონტეინერებით საკვების მოტანა,
რისთვისაც ზემოთ აღნიშნული 52.8 ლარი საკმარისი არ არის. სამხედრო მოსამსახურეების
ოჯახების უმეტესობას, მათივე განცხადებით, მინიჭებული აქვთ სოციალურად დაუცველის
სტატუსი.
349
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
განყოფილებებში არ არის სამედიცინო პუნქტი. ჯარისკაცის ცუდად ყოფნის ან რაიმე
დაზიანების
მიღების
შემთხვევაში
იძახებენ
სასწრაფო
სამედიცინო
დახმარებას;
აუცილებლობის შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარება შეიძლება გაუწიოს
პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტმა. განყოფილებაში ყოფნის დროს
დაფიქსირებული ნებისმიერი შემთხვევის შესახებ განყოფილების მორიგე ადგენს შესაბამის
ოქმს და შეტყობინებას გადასცემს პენიტენციურ დეპარტამენტს.
გარე დაცვის განყოფილებებში, გარდა ქართველებისა, ასევე მსახურობენ აზერბაიჯანელი და
სომეხი ეროვნების სამხედრო მოსამსახურეებიც. უმეტესობა მათგანი ვერ საუბრობს ქართულ
ენაზე. გამომდინარე იქიდან, რომ არ ჰყავთ თარჯიმანი, ქართული ენის მცოდნე
აზერბაიჯანელი და სომეხი ჯარისკაცები ითავსებენ თარჯიმნის ფუნქციას. ქართული ენის
არმცოდნე
ჯარისკაცებს
არ
აქვთ
შესაძლებლობა
სურვილის
შემთხვევაში
კონფიდენციალურად ისაუბრონ ხელმძღვანელობასთან.
სამხედრო
მოსამსახურეებს
საჭიროების
შემთხვევაში
ეკრძალებათ
შეუძლიათ
მობილური
ისარგებლონ
ტელეფონებით
სარგებლობა.
ხელმძღვანელების
ტელეფონებით
შეუზღუდავად; სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს, სურვილის შემთხვევაში,
შეუძლიათ განყოფილებაში მყოფ ჯარისკაცთან დაკავშირება განყოფილების სამორიგეოს
მეშვეობით.
სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის არიან სტუდენტები, რომლებიც გამოცდის
დღეს სასწავლებლიდან შესაბამისი ცნობის წარდგენის შემთხვევაში თავისუფლდებიან
მორიგეობიდან.
4.2. პენიტენციური
დეპარტამენტის
გარე
დაცვისა
და
ბადრაგირების
სამმართველოს მე-17 განყოფილება
პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების სამმართველოს მე-17
განყოფილება, ერთადერთის პენიტენციურ სისტემაში, რომელიც ყაზარმულ რეჟიმზეა.
განყოფილება დაკომპლექტებულია სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებითა და
დანიშნული სამხედრო მოსამსახურეებით. განწესი არის სამცვლიანი.
სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები აყვანილი არიან საქვაბე კმაყოფაზე, კვება აქვთ
სამჯერადი. თვეში ერთხელ ურიგდებათ ჰიგიენური საშუალებები.
განყოფილებაში მსახურობენ, როგორც ქართველი, ასევე სომეხი და აზერბაიჯანელი
ეროვნების სამხედრო მოსამსახურეები. აზერბაიჯანელი ჯარისკაცების უმეტესობამ არ იცის
ქართული ენა, აქედან გამომდინარე აქვთ კომუნიკაციის პრობლემა როგორც ჯარისკაცებთან,
ასევე ხელმძღვანელობასთან.
350
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ჯარისკაცების
ფიზიკური
დატვირთვა
შემოიფარგლება
დილის
გამამხნევებელი
ვარჯიშებით.
ნაწილში
არის
სამედიცინო
პუნქტი.
ექიმი
ყოველდღიურად
ამოწმებს
პირადი
შემადგენლობის ჯანმრთელობის მდგომარეობას განწესში გასვლის წინ და დღის ნებისმიერ
მონაკვეთში. სამედიცინო პუნქტში ჯარისკაცს უწევენ პირველად სამედიცინო დახმარებას,
საჭიროების შემთხვევაში იძახებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და გადაჰყავთ
ქალაქში პროვაიდერ კლინიკებში. კლინიკაში მიყვება ნაწილის სამედიცინო პუნქტის ექიმიც.
სამხედრო
მოსამსახურეებს
აქვთ
სამედიცინო
დაზღვევა,
რომელსაც
სახელმწიფო
ანაზღაურებს 80 % - ით, დანარჩენ 20 % - ს იხდიან სამხედრო ნაწილის ოფიცრები საკუთარი
სახსრებით, რადგან ჯარისკაცებს ხშირ შემთხვევაში გადასახდელი თანხა არ აქვთ.
პირად შემადგენლობას მობილური ტელეფონები ჩაბარებული აქვთ სამხედრო ნაწილში,
საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ ისარგებლონ ასმეთაურის და განყოფილების უფროსის
მოადგილის ტელეფონით. მნახველებთან შეხვედრის დღეებია შაბათი და კვირა.
სამზარეულო ოთახში დაგებულია ბეტონის ფილები, კედლები არის ნესტიანი და
ჩამოცვენილი, ფანჯრებში მინების ნაცვლად ჩასმულია პოლიეთილენის პარკი, არ მუშაობს
აირგამწოვები.
ყაზარმის შენობაში არის სამი საცხოვრებელი ოთახი, ცენტრალური გათბობის სისტემით და
კონდიციონერით.
საცხოვრებელი
ოთახებში
არის
ბუნებრვი
განათება,
მოშლილია
ვინტილაციის სისტემა. ყაზარმებში არ არის ჯარისკაცებისთვის ინდივიდუალური კარადები
პირადი ნივთების შესანახად.
ყაზარმაში
ერთი
სამლოცველო
ოთახი
ქრისტიანი
ჯარისკაცებისთვის.
მუსლიმი
ჯარისკაცებისთვის სამლოცველო გამოყოფილი არ არის, სურვილის შემთხვევაში ეზოში
ლოცულობენ.
ეზოში არის აბანოს შენობა, შხაპის კაბინებში არ არის ინდივიდუალური ონკანი და არ აქვთ
წყლის ტემპერატურის სურვილისამებრ შეზავების საშუალება, გასახდელ ოთახში არის ერთი
ონკანი და იქიდან რეგულირდება წყლის საერთო ტემპერატურა, რაც არ აძლევს საშუალებას
სამხედროებს თავისი ინდივიდუალური მოთხოვნილების მიხედვით შეაზავოს წყალი შხაპის
მისაღებად. აბანოში ვინტილაცია არ მუშაობს. შენობაში არის 12 პირსაბანი სარკეებით,
ამათგან 4 მოშლილია, მოდის მხოლოდ ცივი წყალი.
საპირფარეშოს შესასვლელში არის ოთხი ხელსაბანი, არცერთი არ მუშაობს. საპირფარეშოში
არ მუშაობს ვინტილაცია.
სამხედრო
მოსამსახურეების
ნაწილი,
სამხედრო
ნაწილში
არსებული
პირობებით
კმაყოფილები არიან. კმაყოფილები არიან კვების ხარისხით და რაოდენობით, საკვების
351
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დამატებაში შეზღუდულები არ არიან, თუმცა ნაწილი ჯარისკაცების განცხადებით, ხშირ
შემთხვევაში საკვები უხარისხოა, წვნიან საკვები და წვენები გაზავებულია წყლით და
უგემურია.
სწავლება გაიარეს კარანტინში, გეგუთში, სადაც ასწავლეს იარაღის დაშლა-აწყობა, სროლა,
მწყობრში სიარული და გუშაგის უფლება-მოვალეობები. ფიზიკური მომზადება არ
გაუვლიათ არც კარანტინში და არც სამხედრო ნაწილში უტარდებათ. რამდენიმე ჯარისკაცის
განცხადებით, მოლოდინი ჰქონდათ, რომ ექნებოდათ ფიზიკური წვრთნები და ვარჯიშები,
თუმცა, მათი თქმით აქ სამსახური არ ჰგავს სამხედრო სამსახურს.
ჯარისკაცებმა აღნიშნეს, რომ ზოგჯერ ხდება მათი ჯგუფურად დასჯა ვარჯიშით ან
ბუქნებით. ყოფილა შემთხვევა, როდესაც დისციპლინის დამრღვევი პირი დააყენეს და
აყუერბინეს თუ როგორ ავარჯიშებდნენ სხვა სამხედროებს მისი დარღვევის გამო.
აღნიშნული ქმედება იწვევს გაუგებრობებს და კონფლიქტებს სამხედრო მოსამსახურეთა
შორის.
ჯარისკაცების საერთო პრობლემაა ის, რომ ვერ სარგებლობენ შვებულებით. რამდენიმე
ჯარისკაცი 8 თვეა მსახურობს, თუმცა შვებულებით არ უსარგებლიათ.
სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-6
პუნქტის
თანახმად,
სავალდებულო
სამხედრო
სამსახურში
გაწვეულ
სამხედრო
მოსამსახურეს სამხედრო სამსახურის გავლის მთელ პერიოდში ეძლევა ორკვირიანი
შვებულება, გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის მე-12 თვისა583.
დაწესებულებაში აღრეულია სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ საქართველოს
კანონით
დადგენილი
შვებულებისა
და
2013
წლის
1
მარტის
N46
ბრძანებით
გათვალისწინებული შვებულების ცნებები. შვებულებას აძლევენ სამხედრო მოსამსახურეებს
არა როგორც კუთვნილს, არამედ როგორც წახალისებას. დადგენილი პრაქტიკით, თუკი
სამხედრო არ იქცევა სანიმუშოდ მან შეიძლება შვებულება ვერ მიიღოს.
5. ვეტერანების უფლებრივი მდგომარეობა
5.1. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
2014 წელს ვეტერანების საქმეთა დეპარტამენტი გამოეყო საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს და ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სამსახურად - სსიპ „ვეტერანების საქმეთა
583
საქართველოს კანონი სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ, მუხლი 11. სამუშაო დრო და
დასვენების უფლება.
352
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სახელმწიფო სამსახური“. სამსახური ამჟამად განთავსებულია ქ. თბილისში, გორგასლის ქ N
89 მისამართზე არსებულ შენობაში, რომელიც ირიცხება საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს ბალანსზე. შენობაში ვეტერანების სამსახურისთვის განკუთვნილია სულ 12
ოთახი. დასაქმებულია 90 ადამიანი. ფართის სიმცირის გამო თითო ოთახში 7-8 ადამიანია
განთავსებული და ადგილის არარსებობის გამო მორიგეობით უწევთ მუშაობა. არქივის
განყოფილებაში დაარქივებულია დაახლოებით 120 000 საქმე და ადგილი არ არის მეტი
საქმის დასაარქივებლად. შენობაში არ არის კონდიცირება, დღის საკმარისი განათება და
სუფთა ჰაერი. ოთახებში გროვდება მტვერი, რაც იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს
(ალერგია, ასთმა).
დღევანდელი მდგომარეობით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს არსებობის
ვადით, სარგებლობის უფლებით, სამსახურის განთავსების მიზნით, გადაცემული აქვს ქ.
თბილისში, გორგასლის ქ. N 75 - ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 4230 კვ.მ
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 და N2
შენობა - ნაგებობები, თუმცა, აღნიშნული უძრავი ქონება საჭიროებს სარეაბილიტაციო სარემონტო სამუშაოებს, რის გამოც დღემდე ვერ ხერხდება ვეტერანების საქმეთა
სახელმწიფო სამსახურის იქ განთავსება. თუმცა, სახალხო დამცველის აპარატისთვის
მოწოდებული ინფორმაციით584, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017
წლის ბიუჯეტში სამსახურის ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის
სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებისათვის გათვალისწინებულია 1 270 000
(მილიონორასსამცდაათიათასი) ლარი, ხოლო საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29
დეკემბრის
N
2709
სარეაბილიტაციო
და
განკარგულების
სამშენებლო
შესაბამისად,
სამუშაოების
აღნიშნული
სახელმწიფო
უძრავის
ქონების
შესყიდვის
მიზნით
გამოცხადებულია გამარტივებული ელექტრონული ტენდერი.
უცვლელია თბილისში ქეთევან წამებულის N 71-ში, შპს „რეალ ინვესტის“ ტერიტორიაზე
მცხოვრები ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მდგომარეობა, რაზეც სახალხო
დამცველი დეტალურად საუბრობს 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში. შენობები, სადაც
ვეტერანები ოჯახებთან ერთად არიან შესახლებული, არის ავარიული და საცხოვრებლად
გამოუსადეგარი. შპს „რეალ ინვესტის“-ი უკრძალავს საცხოვრებელი შენობების საკუთარი
სახსრებით შეკეთებას, არ მიეწოდებათ გაზი, ელექტროენერგია და წყალი. ამ დრომდე
სახელმწიფომ
ვერ
უზრუნველყო
იქ
მცხოვრები
ვეტერანების
ალტერნატიული
საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება.
მნიშვნელოვანია
აღინიშნოს,
რომ
უფლებამოსილი
ორგანოს/თანამდებობის
პირის
სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი ვეტერანებით დასახლებული საერთო
საცხოვრებლები ქვეყანაში არ არსებობს. თუმცა, საქართველოს სხვადასხვა რაიონებში, ომისა
584
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 25/01/2017 წლის N 186/02-02-22/03-01 წერილი.
353
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
და სამხედრო ძალების ვეტერანებს თვითნებურად ან შესაბამისი უფლების დამდგენი
დოკუმენტის საფუძველზე ფაქტობრივად დაკავებული აქვთ გარკვეული შენობა-ნაგებობები.
მიუხედავად ამისა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ამ ტიპის საცხოვრებლების
შესახებ სისტემატიზებულ ინფორმაციას არ ფლობს585. მნიშვნელოვანია ვეტერანების საქმეთა
სახელმწიფო სამსახურს აღრიცხული ჰყავდეს მათ დაქვემდებარებაში მყოფი ვეტერანების
საცხოვრებელი ადგილები და საცხოვრებელი პირობები, რათა ჰქონდეთ ზუსტი მონაცემები
და საჭიროების შემთხვევაში მთავრობას და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, მიეწოდოს
შესაბამისი ინფორმაცია.
დადებითად უნდა შეფასდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 6
დეკემბრის გადაწყვეტილება586, რომლითაც შესრულდა სახალხო დამცველის 2015 წლის
რეკომენდაცია და თბილისში სატრანსპორტო შეღავათების მოქმედება გავრცელდება
არამხოლოდ თბილისში რეგისტრირებულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებზე,
არამედ
დადგენილების
გათვალისწინებულ
ვეტერანებზე
განურჩევლად
მათი
რეგისტრაციის ადგილისა.
სამწუხაროდ არ შესრულდა სახალხო დამცველის 2015 წლის რეკომენდაცია587, სადაც
მოთხოვნილი იყო რომ შესულიყო ცვლილება საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11
იანვრის N 4 დადგენილებაში588 და გათანაბრებულიყო საყოფაცხოვრებო სუბსიდიით
მოსარგებლე
პირთა
მდგომარეობა
და
საყოფაცხოვრებო
სუბსიდიით
სარგებლობა
შეძლებოდა ვეტერანის სტატუსის მქონე ყველა პირს, როგორც ეს იყო განსაზღვრული ამავე
დადგენილებით, 2012 წლის 1 სექტემბერს ამოქმედებულ ცვლილებებამდე.
5.2. ვეტერანთა ჰოსპიტალი
2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველს დეტალურად აქვს აღწერილი
თბილისში, შპს ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალში არსებული
მძიმე მდგომარეობა, რის გამოც ის ვერ ფუნქციონირებს და ვეტერანების პროვაიდერ
კლინიკად ისევ რჩება კლინიკა „ლანცეტი“.
2016 წლის 24 ივნისს, კლინიკური ჰოსპიტალის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული
100% წილი, მართვის უფლებით გადაეცა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო
სამსახურს.589 იქ არსებული ფიზიკური მდგომარეობის გამო590, ჰოსპიტალის ამოქმედება ამ
585
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის N 01/08/2016 წლის N 1357/02-02-22/04-01 წერილი.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/2669691
587
http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf, გვ. 376
588
https://matsne.gov.ge/ka/document/view/8122
589
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან მიღებული წერილი N1845/02–02–22/02.03.
586
354
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ეტაპზე შეუძლებელია. 2016
წლის ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული თანხები
ჰოსპიტალის ფუნქციონირებისთვის. იყო ერთერთი ფლიგელის გარემონტების მცდელობა,
მაგრამ ჰოსპიტალმა ვერცერთი სტანდარტით ვერ დააკმაყოფილა სამედიცინო საქმიანობის
ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების
შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის N385 დადგენილების
მოთხოვნები. ჰოსპიტალის ფუნქციონირების გაუქმების გამო პროტესტს გამოთქვამენ
როგორც ვეტერანები, ასევე იქ დასაქმებული სამედიცინო პერსონალიც; მორიგი აქცია 2017
წლის იანვარშიც გაიმართა.
რეკომენდაციები
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს:
ყველა სამხედრო ბაზაზე წვევამდელებისთვის თანაბრად გაიცეს საქართველოს
თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 30 ნოემბრის N 936 ბრძანებით გათვალისწინებული
ტანისამოსი
ყურადღება მიექცეს სამხედროების ფეხსაცმელების ხარისხს. მოხდეს ჩინური
წარმოების
უხარისხო
ფეხსაცმლის
ჩანაცვლება
ხარისხიანი
და
გამძლე
ფეხსაცმელებით
შეიარაღებული ძალების საავიაციო ბრიგადას გადაეცეს ტანისამოსის სარეცხი მანქანა
შეიარაღებული
ძალების
საავიაციო
ბრიგადის
ლოჯისტიკის
სამსახურს
საჭიროებისამებრ, დროულად გადაეცეს ყველა მოთხოვნილი სადეზინფექციო და
საწმენდი საშუალება
გადაიხედოს და შემუშავდეს სამხედრო ბაზებზე ლოჯისტიკურ სამსახურებთან
ეფექტური და დროული კომუნიკაციისთვის საჭირო გზები
დროულად მოხდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების შეიარაღებისა და
ტექნიკის სარემონტო ბაზაზე საპირფარეშოებში არსებული გაუსაძლისი პირობების
აღმოფხვრა
გარემონტდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების შეიარაღებისა და ტექნიკის
სამხედრო ნაწილების იურისტები, სადაც არ არის კოდექსის პროგრამა, აღიჭურვონ
სარემონტო ბაზის სასადილო და სამზარეულო
კომპიუტერული კოდექსის პროგრამით
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 4 აპრილის N441 ბრძანება
შესაბამისობაში მოვიდეს სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ კანონის მე–14
მუხლთან, რათა საჭიროების შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით, ბინის
590
იხ. http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf გვ.370
355
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სარგებლობაში გადაცემა მოხდეს ნებისმიერი სამხედრო მოსამსახურის პირადი
მიმართვის საფუძველზე და არ იყოს დამოკიდებული გენერალური შტაბის უფროსის
რეკომენდაციაზე
პროფესიული სამხედროების ხელშეკრულებებში გაუქმდეს პირობა პირგასამტეხლოს
შესახებ
და
მეტი
აქცენტი
გაკეთდეს
სამხედრო
მოსამსახურის
მოტივაციის
ამაღლებასა და სამხედრო ფასეულობებზე, რათა სამხედრო სამსახურში დარჩენა არ
იყოს დაკავშირებული ფინანსურ სანქციებთან, არამედ პირად სურვილთან
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციას და საქართველოს მთავარ
პროკურატურას:
მოხდეს 2015 –2016 წლებში
სამხედრო ნაწილებში გარდაცვალების ფაქტების
დროული და ეფექტური გამოძიება;
კანონით დადგენილ ფარგლებში, სრულყოფილი ინფორმაცია მიეწოდოთ სამხედრო
ნაწილებში გარდაცვლილების ოჯახის წევრებს სს გამოძიების მიმდინარეობის
შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
გადაიხედოს
საქართველოს
დავალებათა
დეპარტამენტის
შინაგან
საქმეთა
სამხედრო
სამინისტროს
ყაზარმებში
განსაკუთრებულ
(საძინებელ
ნაწილში)
დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების არსებობის მიზანშეწონილობა
გარემონტდეს
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
განსაკუთრებულ
დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა I სამმართველოში
არსებული სამედიცინო პუნქტი
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის 32-ე მუხლის I პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, სტრატეგიული ობიექტების
დაცვის
დეპარტამენტმა
დაიცვას
სავალდებულო
სამხედრო
მოსამსახურეების
სამხედრო ნაწილიდან დათხოვნის ვადები
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს:
პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების სამმართველოს მე-5
და მე-6 განყოფილებებში სამხედრო მოსამსახურეების მოსასვენებელ ოთახში
არსებული მატრასები ჩანაცვლდეს ახლით და დაურიგდეთ გადასაფარებლები
პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების სამმართველოს მე-6
და მე-8 განყოფილებაში მოხდეს ხელსაბანების თბილი წყლით უზრუნველყოფა
პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების სამმართველოს მე-15
განყოფილებაში მოხდეს ვინტილაციის შეკეთება
356
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების სამმართველოს მე-17
განყოფილებაში „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-11
მუხლის
მე-6
პუნქტის
თანახმად,
სამხედრო
მოსამსახურეებს
მიეცეთ
კუთვნილი შვებულებით სარგებლობის უფლება
პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების სამმართველოს მე-17
განყოფილებაში მყოფი სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებისათვის გამოიყოს
100% სადაზღვევო პაკეტი
პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების სამმართველოს მე-17
განყოფილებაში გარემონტდეს სამზარეულო და შეკეთდეს აირგამწოვი სისტემა
პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების სამმართველოს მე-17
განყოფილების ყაზარმებში მოწესრიგდეს ვინტილაციის სისტემა
პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების სამმართველოს მე-17
განყოფილებაში სამხედროებისთვის დაიდგას ინდივიდუალური კარადები
პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების სამმართველოს მე-17
განყოფილების აბანოში დამონტაჟედს წყლის ტემპერატურის ინდივიდუალური
მარეგულირებლები
პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების სამმართველოს მე-17
განყოფილებაის აბანოში შეკეთდეს ვინტილაცია
პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების სამმართველოს მე-17
განყოფილებაის აბანოში შეკეთდეს ხელსაბანები
პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების სამმართველოს მე-17
განყოფილებაში შეკეთდეს საპირფარეშოს ჩამრეცხები
პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების სამმართველოს მე-17
განყოფილებაში გადამოწმდეს საკვების ხარისხი
წვევამდელებს წლის განმავლობაში ჩაუტარდეთ სამხედრო მოსამსახურისათვის
შემუშავებული შესაბამისი წვრთნები გრაფიკის მიხედვით
სამხედრო მოსამსახურეების განწესში გასვლის პერიოდში, უზრუნველყონ ისინი
საკვებით და ტრანსპორტირებით
საქართველოს
რეგიონული
განვითარებისა
და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს,
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
გადაეცეს ცენტრალურ გამწვევ კომისიას ექოსკოპიის აპარატი და წვევამდელების
სრულყოფილი კვლევისათვის სხვა შესაბამისი სამედიცინო აპარატურა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტს
357
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დაინერგოს
ინდივიდუალური
მიდგომა
შემკრებ–გამანაწილებელ
პუნქტში
წვევამდელების მიმართ. სამედიცინო კომისიის წინაშე უნდა მოხდეს წვევამდელების
წარდგენა მარტო ან მის მიერ დასახელებულ პირთან ერთად;
შემკრებ–გამანაწილებელი პუნქტის გასახდელისა და სამედიცინო კაბინეტების
განლაგება მოხდეს იმგვარად, რომ წვევამდელს არ უწევდეს დერეფნის გავლა;
მოხდეს წვევამდელთა სრულყოფილი სამდიცინო გამოკვლევა, მათი ვარგისიანობის
დადგენის
მიზნით,
განსაკუთრებით
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
კუთხით.
წვევამდელებს ჩაუტარდეთ შესაბამისი ტესტირებები, მათი ფსიქიური მდგომარეობა
გამოვლენის მიზნით. მოხდეს თითოეულ წვევამდელის შესამოწმებლად გონივრული
დროის გამოყოფა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს
უზრუნველყოფილ იქნას თარჯიმნის პერიოდულად მიყვანა სამხედრო ნაწილებში,
რათა ქართული ენის არმცოდნე სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა მიეცეთ
სურვილის შემთხვევაში კონფიდენციალურად გაესაუბრონ ზემდგომებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს,
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის
სპეციალურ სამსახურს
მოხდეს ცენტრალური გამწვევი პუნქტიდან სამხედროების გადარჩევის არსებული
პრაქტიკის შეცვლა და მიეცეს საშუალება ყველა სტრუქტურას თანაბარი პირობებით
მოახდინონ სამხედრო მოსამსახურეების გაყვანა სამხედრო ნაწილებში
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს
აღმოიფხვრას ჯგუფური დასჯის პრაქტიკა
მუნიციპალიტეტის გამგეობების სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურებს
სამხედრო განყოფილების წარმომადგენლების მიერ მოხდეს წვევამდელთათვის მათი
უფლებების
ამომწურავად
განმარტება
და
მიეწოდოთ
სწორი
ინფორმაცია
სავალდებულო სამხედრო სამსახურს შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება მიექცეთ
ეთნიკურ უმცირესობებს, რომლებმაც არ იციან სახელმწიფო ენა და მათთვის
ინფორმაციის მიწოდება უზრუნველყოფილი იყოს მათთვის გასაგებ ენაზე.
დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების სამხედრო განყოფილებებს
358
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
გარდა ქართულისა, საინფორმაციო დაფაზე გაიკრას ინფორმაცია წვევამდელთა
უფლებების და მოვალეობების შესახებ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეც
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს
აღირიცხოს საქართველოს სხვადასხვა რაიონებში ომისა და სამხედრო ძალების
ვეტერანებს
თვითნებურად
ან
შესაბამისი
უფლების
დამდგენი
დოკუმენტის
საფუძველზე დაკავებული შენობა-ნაგებობები
საქართველოს პარლამენტს:
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის 21–მუხლში უნდა განისაზღვროს ვადები თუ რა დროით ადრე უნდა ეცნობოს
წვევამდელს შემკრებ– გამანაწილებელ პუნქტში გამოცხადების შესახებ
„სამხედერო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის
30–ე
მუხლში
შევიდეს
ცვლილება
განათლების
უფლების
უზრუნველსაყოფად. კერძოდ, თუკი პირი დარეგისტრირდა ერთიანი ეროვნული
გამოცდებისათვის სკოლის დამთავრებიდან მეორე წელს, მისთვის გაწვევა უნდა
გადავადდეს
გამოცდების
იმ
ჩაბარებამდე.
შემთხვევაში,
თუკი
წვევამდელი
გამოცდებს ჩააბარებს წარმატებით და ჩაირიცხება უმაღლეს სასწავლებელში, მისი
გაწვევა უნდა გაადავადდეს სწავლის დასრულებამდე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს,
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის
კოორდინირების დეპარტამენტს
გადაიხედოს თავდაცვის მინისტრის N360–ე ბრძანება და დაავადებათა ცხრილი
შესაბამისობაში მოვიდეს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციასთან. ნათლად
განისაზღვროს
დაავადებების
რა
შემთხვევაში
ენიჭება
პირს
ვარგისიანობის
სხვადასხვა სტატუსი
საქართველოს მთავრობას:
თბილისში, ქეთევან წამებულის N71–ში შპს „რეალ ინვესტ“–ის ტერიტორიაზე
მცხოვრები
ომისა
და
სამხედრო
ძალების
ვეტერანებისათვის
მოხდეს
ალტერნატიული საცხოვრებელი ფართების გამოყოფა
შევიდეს
ცვლილება
საქართველოს
მთავრობის
2007
წლის
11
იანვრის
N4
დადგენილებაში, რათა გათანაბრდეს საყოფაცხოვრებო სუბსიდიით მოსარგებლეთა
მდგომარეობა და
საყოფაცხოვრებო სუბსიდიით სარგებლობა შეძლოს
ვეტერანის
სტატუსის მქონე ყველა პირმა, როგორც ეს იყო განსაზღვრული ამავე დადგენილებით
2012 წლის 1 სექტემბერს ამოქმედებულ ცვლიელებებამდე.
359
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
3. სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი
განსაზღვრავს
საქართველოს
სახალხო
დამცველის
უფლებამოსილების,
მისი
საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და ფორმებს. დასახელებული კანონის მე-2
მუხლის თანახმად, „საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს
საქართველოს ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში ადამიანის
უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას.“
ამავდროულად, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სახალხო დამცველის
საქმიანობის
სამართლებრივი
უფლებამოსილება
გარანტიები.
და საქმიანობის გარანტია
კერძოდ,
სახალხო
დამცველის
დადგენილი და აღიარებულია
საქართველოს კონსტიტუციით.
„სახალხო დამცველი უფლებამოსილია გამოავლინოს ადამიანის
უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტები, შეატყობინოს ამის
შესახებ შესაბამის ორგანოებსა და პირებს. სახალხო დამცველის
საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით. სახალხო
დამცველის უფლებამოსილება განისაზღვრება ორგანული კანონით.“591
მოქმედი კანონმდებლობა ასევე განსაზღვრავს რეაგირების საშუალებებს, რომლებიც
თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაძლოა გამოიყენოს სახალხო დამცველმა.
კერძოდ, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის მე-18 მუხლის თანახმად, ადამიანის უფლებათა დარღვევის შესწავლისათვის
საჭირო შემოწმების ჩატარებისას საქართველოს სახალხო დამცველს ან სახალხო
დამცველის წარმომადგენელს უფლება აქვს: დაუბრკოლებლად შევიდეს სახელმწიფო
ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნებისმიერ ორგანოში,
საწარმოში,
ორგანიზაციასა
და
დაწესებულებაში,
მათ
შორის,
სამხედრო
ქვედანაყოფში, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში,
დაკავებისა
და
თავისუფლების
შეზღუდვის
სხვა
ადგილებში;
სახელმწიფო
ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, საჯარო
დაწესებულებებსა და თანამდებობის პირებს მოსთხოვოს და, დაუყოვნებლივ, ან
არაუგვიანეს 10 დღისა, მიიღოს შემოწმებისათვის აუცილებელი ყველა ცნობა,
591
საქართველოს კონსტიტუცია, მუხ. 43, პუნ. 2 და პუნ. 3.
360
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დოკუმენტი და სხვა მასალა; ნებისმიერ თანამდებობის პირს, მოხელეს, მასთან
გათანაბრებულ პირს მოსთხოვოს და მიიღოს წერილობითი ახსნა-განმარტება
გამოსაკვლევ საკითხებზე; სახელმწიფო ან/და არასახელმწიფო დაწესებულებების
მეშვეობით ჩაატაროს საექსპერტო გამოკვლევები ან/და მოამზადოს დასკვნები;
მოიწვიოს
სპეციალისტები/ექსპერტები
საექსპერტო
ან/და
საკონსულტაციო
სამუშაოთა შესასრულებლად და გაეცნოს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და
ადმინისტრაციულ საქმეებს, რომლებზეც მიღებული გადაწყვეტილება კანონიერ
ძალაშია შესული.
ყველა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანო,
თანამდებობის
დაეხმაროს
საქართველოს
თუ
იურიდიული
სახალხო
პირი
დამცველს,
ვალდებულია
ყოველმხრივ
დაუყოვნებლივ
წარუდგინოს
მასალები, საბუთები და სხვა ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება საქართველოს
სახალხო დამცველს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად.592
საქართველოს
სახალხო
დამცველის
განხორციელება
მნიშვნელოვნად
არის
მიერ
თავისი
დამოკიდებული
უფლებამოსილების
იმ
პირთა
მიერ
დაკისრებული ვალდებულების შესრულებაზე, რომლებმაც საქართველოს სახალხო
დამცველს უნდა მიაწოდონ ამა თუ იმ საკითხის შესწავლისათვის საჭირო მასალები,
საბუთები და სხვა ინფორმაცია.
სწორედ
ამიტომ,
სახალხო
დამცველის
მიერ
თავისი
უფლებამოსილების
შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობა სახელმწიფო
ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, თანამდებობის
თუ იურიდიული პირის მიერ სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის
შესრულებას უკავშირებს გარკვეულ ვადას. კერძოდ,
„მასალა, საბუთი, სხვა ინფორმაცია და ახსნა-განმარტება საქართველოს
სახალხო დამცველს უნდა გადაეცეს მოთხოვნის მიღებისთანავე, გარდა
იმ შემთხვევისა, როდესაც მასალა, საბუთი და სხვა ინფორმაცია
მოთხოვნილია წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში
საბუთი და სხვა ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველს უნდა
გადაეცეს 10 დღის ვადაში.“593
ასევე,
592
593
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, მუხ. 23, პუნ. 1.
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, მუხ. 23, პუნ. 3.
361
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
„სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანო, საჯარო დაწესებულება, თანამდებობის პირი, რომელიც მიიღებს
საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ან წინადადებებს,
ვალდებულია განიხილოს ისინი და 20 დღის განმავლობაში წერილობით
აცნობოს საქართველოს სახალხო დამცველს მათი განხილვის
შედეგები.“594
მითითებული საკანონმდებლო ნორმების შეუსრულებლობა, ასევე საქართველოს
სახალხო დამცველის საქმიანობისათვის ნებისმიერი ფორმით დაბრკოლების შექმნა
ისჯება კანონით, აისახება საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში და
პარლამენტის განსაკუთრებული მსჯელობის საგანი ხდება.595 ამასთან, სახალხო
დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა წარმოადგენს საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
გათვალისწინებულ
სამართალდარღვევას,
რომლისთვისაც
1734-ე
მუხლით
პასუხისმგებლობა
დადგენილია ამავე კოდექსით.
დასახელებული საკანონდებლო ნორმების საფუძველზე, საანგარიშო პერიოდში
საქართველოს
სახალხო
დამცველის
აპარატში
დაიწყო
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმისწარმოება 6 საქმეზე . სასამართლოს განსახილველად
596
გაეგზავნა სამართალდარღვევის ოქმი 1 საქმეზე -
შპს „საქართველოს ფოსტის“
გენერალურ დირექტორის მიმართ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23
მაისის დადგენილებით597 არ დაკმაყოფილდა საქართველოს სახალხო დამცველის
მოთხოვნა
შპს
"საქართველოს
სამართალდამრღვევად
ცნობის
ფოსტის"
თაობაზე,
ხოლო
გენერალურ
ამავე
დირექტორის
საქმეზე
თბილისის
სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 17 სექტემბრის დადგენილებით, სახალხო
დამცველის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.598
594
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, მუხ. 24.
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, მუხ. 25, პუნ. 1.
596
აქედან: 5 საქმე - საქმის შესწავლისათვის საჭირო ინფორმაციის მოწოდების „საქართველოს სახალხო
დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლით დადგენილი ვადის დარღვევა; 1
საქმე - სახალხო დამცველის წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის (ადმინისტრაციული წესით
დაკავებულ პირთან სახალხო დამცველის წარმომადგენლის შეხვედრის დაყოვნება) შეუსრულებლობა
- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის „ა“
ქვეპუნქტი).
597
საქმე N4/2682-16.
598
საქმე N4/ა-814-16.
595
362
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად,599 სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
რეკომენდაცია
სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს,
საჯარო დაწესებულებებს, თანამდებობის თუ იურიდიულ პირებს
პირები, რომლებიც მიიღებენ საქართველოს სახალხო დამცველის კანონიერ
მოთხოვნას, უზრუნველყონ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ვალდებულებების კანონით
დადგენილი წესით შეუფერხებლად შესრულება.
599
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხ. 276, ნაწ. 5.
363
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
4. წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და
სასჯელის აკრძალვა
წამება და არასათანადო მოპყრობა აბსოლუტურად აკრძალული ქმედებებია, რომელთა
გამოვლენა და გამოძიება სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა. საქართველოს ნაკისრი
აქვს აღნიშნული ვალდებულება და წინამდებარე თავში შეფასებულია მისი შესრულება.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილ გარემოებათა ანალიზის საფუძველზე
შეიძლება ითქვას, რომ პოლიციის და პენიტენციური სისტემის თანამშრომლების მიერ
განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობა ქვეყნისთვის ერთ-ერთ აქტუალურ
პრობლემად
რჩება.
წინა
წლების
მსგავსად,
2016
წელს
არასათანადო
მოპყრობის
შემთხვევების გამოძიება კვლავ არაეფექტიანად წარმოებდა: სახალხო დამცველის მიერ
მომზადებული წინადადებებიდან არცერთ შემთხვევაში არ გამოვლინდა ბრალდებული, არ
გამოვლინდა დაზარალებული და ზოგიერთ შემთხვევაში გამოძიება დაგვიანებით600 დაიწყო.
კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ქმედების შესაბამისი მუხლით დანაშაულად
კვალიფიცირება.
600
იხ. დიაგრამები №1; №2.
364
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
№1 სახალხო დამცველის 2016 წლის წინადადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების
შედეგები
#№2 სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაში არსებულ, 2016 წელს დაფიქსირებულ
არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების სამართლებრივი
შედეგები
365
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
გამოვლენილი ტენდენციების ფონზე ისევ აქტუალურია გამოძიებისა და დევნის ფუნქციით
აღჭურვილი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის საჭიროება, რომლის შექმნის
აუცილებლობაზე
საქართველოს
სახალხო
დამცველი
სახელმწიფოს
2014
წლიდან
მიუთითებს.
2016 წელს პოლიციელების მიერ სავარაუდოდ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის
ფაქტები
სჭარბობდა
პენიტენციური
სისტემის
თანამშრომელთა
მიერ
სავარაუდოდ
განხორციელებულ ფაქტებს. იგივე ტენდენცია დაფიქსირდა გასულ წელსაც. აღსანიშნავია,
რომ გასულ წელთან შედარებით, რაოდენობრივად, 1/3-ით შემცირდა შემთხვევები, როდესაც
სახალხო დამცველმა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.601
2016 წელს სახალხო დამცველმა პროკურატურას არასათანადო მოპყრობის სავარაუდო
ფაქტებზე 10 შემთხვევაში მიმართა გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ხოლო 25 სხვა
შემთხვევაში გამოითხოვა ინფორმაცია მიმდინარე გამოძიების შესახებ იმ ფაქტებზე,
რომლებზეც განმცხადებელმა სახალხო დამცველის აპარატს მიმართა. ზემოხენებული 35
შემთხვევიდან დაზარალებულად ან ბრალდებულად პირი არცერთ შემთხვევაში არ
უცვნიათ. 5 საქმეზე კი
გამოძიება
დაიწყო
გამოძიება შეწყდა ქმედების არარსებობის გამო (1 შემთხვევაში
სახალხო
დამცველის
მოთხოვნით,
ხოლო
4
შემთხვევაში
–
მიმდინარეობდა).
გამოძიების
დაწყების
ზემოაღნიშნული
10
წინადადებიდან
6
შემთხვევა
ეხებოდა
პოლიციელის მიერ განხორციელებულ სავარაუდო არასათანადო მოპყრობას, ხოლო 4 –
პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის მიერ განხორციელებულ ქმედებას602. 2
ეხებოდა რეგიონში მომხდარ ფაქტს (იმერეთი და გურია). აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2
შემთხვევაში დაიწყო გამოძიება სპეციალური მუხლით, კერძოდ, საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 1443 მუხლით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა), 7
შემთხვევაში
სისხლის
უფლებამოსილების
სამართლის
გადამეტება)
(თვითმკვლელობამდე
მიყვანა)
და
კოდექსის
ერთ
333-ე
მუხლით
შემთხვევაში
გამოძიება
გათვალისწინებული
დანაშაულის
(სამსახურებრივი
115-ე
მუხლით
ჩადენის
ფაქტზე
დაიწყო.603
601
კერძოდ, 2015 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა პროკურატურას გამოძიების დაწყების
მოთხოვნით 15 წინადადებით მიმართა.
602
იხ. დიაგრამა №3.
603 იხ. დიაგრამა №4.
366
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
№ 3 სახალხო დამცველის 2016 წლის წინადადებები გამოძიების დაწყების შესახებ
367
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
№4 სახალხო დამცველის 2016 წლის წინადადების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებათა
კვალიფიკაცია
სავარაუდო არასათანადო მოპყრობის იმ 25 ფაქტიდან, რომელთა გამოძიებაზეც სახალხო
დამცველმა ინფორმაცია გამოითხოვა, 16 ეხებოდა, სავარაუდოდ, პოლიციელის, 7 –
პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომლების, 1 – პროკურატურის გამომძიებლის და 1 –
შპს აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (ხონის
რაიონი) თანამშრომლის მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილ კანონსაწინააღმდეგო ფაქტს604. ამ
25 ფაქტიდან, 11 შემთხვევა რეგიონებში დაფიქსირდა605.
604
605
იხ. დიაგრამა №5.
იხ. დიაგრამა №6, №7.
368
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
№5 სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაში არსებულ, 2016 წელს დაფიქსირებულ
არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტებში შესაძლო დამნაშავე პირები
№ 6 სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაში არსებულ, 2016 წელს დაფიქსირებულ
არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების რაოდენობა
369
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
№7 სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაში არსებული, 2016 წელს დაფიქსირებული
არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტები რეგიონების მიხედვით
სახალხო დამცველმა 2016 წელს სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დაწყებული
გამოძიების შესახებაც გამოითხოვა ინფორმაცია. პროკურატურის მონაცემებით, 2016 წელს
პოლიციელთა მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე
გამოძიება დაიწყო 173 საქმეზე, საიდანაც მხოლოდ 5 საქმეზე დაიწყო დევნა, ხოლო ამათგან 2
პირის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი606. აღსანიშნავია, რომ დევნა არცერთ
შემთხვევაში
არ
დაწყებულა
არასათანადო
მოპყრობის
ან
წამების
დანაშაულის
კვალიფიკაციით, არამედ – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით607.
უკეთესი ვითარებაა პენიტენციურ დაწესებულებებში ჩადენილი სავარაუდო არასათანადო
მოპყრობის ფაქტების გამოძიების კუთხით, რადგანაც, პროკურატურის მიერ მოწოდებული
ინფორმაციით, 2016 წელს 11 შემთხვევაში დაწყებული გამოძიებიდან 5 საქმეზე დაიწყო
დევნა და ყველა შემთხვევაში – არასათანადო მოპყრობის დანაშაულის კვალიფიკაციით.
606
607
საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 1 მარტის №13/13873 პასუხი.
იხ. დიაგრამა №8.
370
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
№8 პოლიციელთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე 2016
წელს დაწყებული გამოძიება; წყარო: საქართველოს მთავარი პროკურატურა
არაეფექტიანი გამოძიების საილუსტრაციო მაგალითები
გამოძიების
დროულად
დაწყება
ეფექტიანი
გამოძიების
ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი
წინაპირობაა. მაგალითად, მოქალაქე ტ.წ.-ს მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის
საქმეზე გამოძიება 19 დღის დაგვიანებით დაიწყო. კერძოდ, როდესაც პოლიციელებმა
შეასახლეს დროებით მოთავსების იზოლატორში, აღნიშნულმა უწყებამ დაზიანებების
შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინა პროკურატურას, თუმცა გამოძიება მხოლოდ 19 დღის
შემდეგ დაიწყო.
ეფექტიანი გამოძიების სტანდარტების უხეში დარღვევები თვალსაჩინოდ გამოვლინდა
აპარატის მიერ შესწავლილ, ბრალდებულ გ.ო.-ს მიმართ პენიტენციური დაწესებულების
თანამშრომლების მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობისა და ბრალდებულ მ.პ.-ს
მიმართ სამართალდამცავი პირების მხრიდან განხორციელებული შესაძლო არასათანადო
მოპყრობის საქმეთა გამოძიებაშიც. არცერთ აღნიშნულ საქმეში პროკურატურამ არ
უზრუნველყო ზედმიწევნითი და დროული გამოძიება
სავარაუდო მსხვერპლის გონივრული ჩართულობა.
გ.ო.-ს საქმის გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ:
371
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
და არასათანადო მოპყრობის
–
არ ამოიღო ფაქტის ამსახველი სრული ვიდეოჩანაწერები
–
80 დღის დაგვიანებით დაკითხა ფაქტის შესაძლო შემსწრე პირები/მოწმეები, ასევე,
დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირები
–
მსხვერპლს არ მისცა გამოძიების პროცესში მონაწილეობის საკმარისი შესაძლებლობა.608
მ.პ.-ს საქმის გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ:
–
არ ჩაატარა შესაძლო არასათანადო მოპყრობის შემთხვევის ადგილის დათვალიერება, იქ
არსებული შესაძლო ნივთმტკიცებებისა და ნიმუშების მოპოვების მიზნით
–
არ
ჩაატარა
შესაძლო
საგამოძიებო
მოქმედებები,
სავარაუდო
დანაშაულის
ჩამდენი
სამართალდამცავების იდენტიფიცირებისთვის
–
–
არ ჩაატარა მსხვერპლის მიერ დასახელებული შესაძლო დამნაშავე პირების ამოცნობა
არ ჩაატარა ექსპერტიზა შესაძლო ორსულობის მოშლისა და სექსუალური ძალადობის ფაქტის
დადგენის თაობაზე ექსპერტს არ დაუსვა კონკრეტული, სპეციფიკური შეკითხვები
–
მსხვერპლს არ მისცა გამოძიების პროცესში მონაწილეობის საკმარისი შესაძლებლობა.609
საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 23 აგვისტოს დაკავების შედეგად
დაზარალებული ბრალდებული ბ.ბ. სამედიცინო დაწესებულებაში მოინახულეს, რადგან მას
შუბლის ძვალი ჰქონდა ჩამტვრეული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული
იყო. ბრალდებულს ასევე მოტეხილი ჰქონდა მარცხენა მტევანი.
საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრისას ბ.ბ.-მ განმარტა, რომ მის
დაკავებაში დაახლოებით 30 სპეცრაზმელი მონაწილეობდა. ერთ-ერთმა მათგანმა მას
შუბლის არეში ძლიერად ჩაარტყა ხელკეტი, რის გამოც გონება დაკარგა და ამის გამო ვერ
იხსენებდა, თუ როდის ან რა ვითარებაში დაუზიანდა ხელის მტევანი.
ბრალდებულის განცხადებით, 20 აგვისტოს გვიან ღამემდე, დაახლოებით 12 საათის
განმავლობაში, მისთვის სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩენიათ, ხოლო თავის ქალის ღია
ჭრილობა იმდენად მძიმე იყო, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორმა უარი თქვა მის
მიღებაზე. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად,
ჭრილობა სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.
საქართველოს
სახალხო
დამცველის
დოკუმენტაციით დადასტურდა
აპარატის
ბ.ბ.-სთვის
მიერ
მოპოვებული
სამედიცინო
სამედიცინო
მომსახურების
დაგვიანებით
ჩატარება. საქართველოს სახალხო დამცველმა 2016 წლის 23 აგვისტოს საჯაროდ მიმართა
მთავარ პროკურატურას, ეფექტიანი გამოძიება ჩატარებულიყო ბ.ბ.-ს მიმართ შესაძლო
608
აღნიშნული საქმის დეტალური ანალიზი წარმოდგენილია დანართის სახით, რომელიც თან ახლავს
წარმოდგენილ ანგარიშს.
609
აღნიშნული საქმის დეტალური ანალიზი წარმოდგენილია დანართის სახით, რომელიც თან ახლავს
წარმოდგენილ ანგარიშს.
372
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დანაშაულის ჩადენის ფაქტზე.610 გამოძიება დაიწყო, მაგრამ ამ დრომდე დამნაშავე პირები არ
არიან გამოვლენილი, თავად ბ.ბ. კი დაზარალებულადაც კი არაა ცნობილი.611
ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში612 აისახა
ინფორმაცია
ადვოკატ
გ.დ.-ს
მიმართ
პოლიციის
თანამშრომლების
მხრიდან
განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტის შესახებ. მიუხედავად
იმისა, რომ მოცემულ საქმეში სისხლის სამართლებრივი დევნა მხოლოდ ერთი პირის
(პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსი) მიმართ დაიწყო და საქმის არსებითი
განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2016 წლის 11 იანვრიდან613 მიმდინარეობს,
გადაწყვეტილება დღემდე არ არის მიღებული.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით აღიარებულია, რომ გამოძიების დაწყების
ვალდებულება
ორგანოები
წარმოიშვება
მიიღებენ
მაშინვე,
როგორც
კი
დასაბუთებულ განცხადებას
ხელისუფლების
ან
სხვაგვარ
კომპეტენტური
საკმარისად
ნათელ
მინიშნებას, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა არასათანადო მოპყრობას. ასეთი გარემოებების
არსებობისას, გამოძიება უნდა დაიწყოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახეზე არ არის ნათლად
გამოხატული საჩივარი მსხვერპლის მხრიდან.614 საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, „დანაშაულის შესახებ ინფორმაციის
მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან, დაიწყონ გამოძიება“.
საქართველოს სახალხო დამცველი დაინტერესდა ამ ვალდებულების შესრულებით და
გამოითხოვა ინფორმაცია 2016 წელს მომხდარ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის
შეტყობინებების
საფუძველზე
საქართველოს
მთავარ
პროკურატურაში
დაწყებულ
გამოძიებათა რაოდენობის შესახებ.
610
„ომბუდსმენმა მთავარ პროკურორს მიმართა ბ.ბ.-ს მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის
ფაქტზე გამოძიება დაიწყოს“, საქართველოს მთავარი პროკურატურა, 23.08.2016
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/393664-ombudsmenma-mthavar-prokurors-mimartha-beqabeqauris-mimarth-shesadzlo-arasathanado-mopyrobis-faqtze-gamodzieba-daitsyos.html?ar=A
611
საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 7 თებერვლის N13/8617 წერილი.
612 იხ. 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 388–389
http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf.
613 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის N1/577–15 წერილი.
614
ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT) დადგენილი სტანდარტით,
ოფიციალური საჩივრის არარსებობის შემთხვევაშიც კი, სათანადო ორგანოებს უნდა გააჩნდეთ
გამოძიების დაწყების სამართლებრივი ვალდებულება, როგორც კი ნებისმიერი წყაროდან მიიღებენ
სანდო ინფორმაციას შესაძლო არასათანადო მოპყრობის თაობაზე.
373
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
აღმოჩნდა, რომ მთლიანობაში, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, შეტყობინებების
მნიშვნელოვან რაოდენობაზე გამოძიება არ იწყება615. მთავარი პროკურატურიდან ცალ-ცალკე
გამოთხოვილი და მიღებული ინფორმაციის მიხედვით შემდეგი მონაცემები დაფიქსირდა:
2016 წელს დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან პროკურატურაში 240 შეტყობინება
შევიდა, რომელთაგან
გამოძიება მხოლოდ 60 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო;
დანარჩენ შემთხვევებში კი პროკურორები მხოლოდ გაესაუბრნენ დმი-ში შესახლებულ
პირებს.616
რეგიონების მონაცემების მიხედვით, 2016 წელს პროკურატურამ არ დაიწყო გამოძიება
პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის 146 შეტყობინებაზე.617
საგულისხმოა, რომ მთავარი პროკურატურიდან მიღებული პასუხების ანალიზით, საოლქო
პროკურატურებში სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ ჩადენილი შესაძლო
ფიზიკური
ან
ფსიქოლოგიური
ძალადობის
ფაქტებზე
გამოძიების
დაწყების
არაერთგვაროვანი პრაქტიკა არსებობს. მაგალითად, 2016 წელს ქვემო ქართლის და მცხეთამთიანეთის საოლქო პროკურატურაში სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ
ჩადენილი შესაძლო ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ დაფიქსირებული 86
შემთხვევიდან გამოძიება 13-ზე დაიწყო, ხოლო სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში
შესული 20 შეტყობინებიდან 20-ვე ფაქტზე.
საქართველოს
მთავარი
შეტყობინებებზე,
პროკურატურიდან
რომლებზეც
არ
მიღებული
დადასტურდა
პასუხის
თანახმად,
სამართალდამცავი
იმ
ორგანოს
თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის
ფაქტები, გამოძიება არ დაწყებულა. აღნიშნული შეფასება ეწინააღმდეგება, როგორც სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ, ასევე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო
სამართლით გარანტირებულ პრინციპებს. მოქმედი კანონმდებლობა საგამოძიებო ორგანოებს
არ ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, თავად გადაწყვიტოს, დაიწყოს თუ არა
გამოძიება შესაძლო დანაშაულის ფაქტზე. აღნიშნული დებულება კი განსაკუთრებით
დაცულია, როდესაც სამართალდამცავი ორგანო შეტყობინებას იღებს შესაძლო არასათანადო
მოპყრობის ფაქტზე.
615 გამოთხოვილი
ინფორმაცია შეიცავს მონაცემებს ცალ-ცალკე, თბილისისა და რეგიონების
მიხედვით. აპარატმა არ შეკრიბა ეს ორი მონაცემი ერთად, საერთო ოფიციალურ სტატისტიკასთან
ცდომილების თავის არიდების მიზნით. თბილისის და რეგიონების მიხედვით ცალ-ცალკე
წარმოდგენილი ინფორმაცია უკვე საკმარისია, დავასკვნათ, რომ შეტყობინებების დიდ რაოდენობაზე
გამოძიება არ იწყება.
616 მთავარი პროკურატურის 2017 წლის 1 მარტის N13/13869 პასუხი.
617 მთავარი პროკურატურის 2017 წლის 14 თებერვლის N13/10333, N13/10376, N13/10342, N13/10326 და
N13/10336 პასუხები და ასევე, ამავე წლის 15 თებერვლის N13/10440 და N13/10425 წერილები.
374
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
აღსანიშნავია, რომ მთავარი პროკურატურიდან მიღებული ინფორმაცია რიგ შემთხვევაში
ეწინააღმდეგება 2016 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი
საქმეების ანალიზს. მაგალითად, კახეთის საოლქო პროკურატურაში სამართალდამცავი
ორგანოს თანამშრომლების მიერ განხორციელებული ფიზიკური ან ფსიქოლოგიური
ძალადობის შესახებ მიღებული 19 შეტყობინებიდან გამოძიება დაიწყო ყველა – 19 ფაქტზე,
მაშინ
როდესაც,
სახალხო
დამცველის
აპარატის
მიერ
შესწავლილ
და
სათანადო
რეაგირებისათვის გაგზავნილ სამ ფაქტზე618 პროკურატურიდან მიღებული პასუხით,
გამოძიება არ დაიწყო იმ მოტივით, რომ არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა
პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
მითითებული გარემოება ბადებს ეჭვს, რომ საოლქო პროკურატურაში შესაძლო არასათანადო
მოპყრობის ფაქტები ზუსტად არ აღირიცხება, რაც ასევე მნიშვნელოვანია არასათანადო
მოპყრობასთან ბრძოლის დროს.
რეკომენდაციები
საქართველოს მთავარ პროკურატურას
არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ დაიწყოს
გამოძიება
უზრუნველყოს
ყველა
შესაძლო
საგამოძიებო
მოქმედების
შემჭიდროვებულ
ვადებში
ჩატარება, რათა საქმეზე გამოძიება წლების განმავლობაში არ გაჭიანურდეს: დაიკითხოს და
ამოცნობილ
იქნას
დათვალიერებულ
ყველა
იქნას
შესაძლო
სავარაუდო
მოწმე/სავარაუდო
დანაშაულთან
დამნაშავე;
ამოღებულ
დაკავშირებული
ყველა
და
ნივთი,
დოკუმენტი; დაინიშნოს და ჩატარდეს ექსპერტიზა კონკრეტული დაზიანებების მიზეზების
დასადგენად მაქსიმალურად ზუსტი და რელევანტური შეკითხვებით
უმოკლეს ვადებში ამოღებულ იქნას სრული ვიდეომასალა, რომელიც შესაძლოა ასახავდეს
სავარაუდო
დანაშაულთან
დაკავშირებულ
ფაქტებს;
მათ
შორის,
პენიტენციური
დაწესებულების ვიდეოკამერების ჩანაწერები
გამოძიების
პროცესში,
შემჭიდროებულ
ვადებში,
პირი
სცნოს
დაზარალებულად
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად
უზრუნველყოფილი
იყოს
დაზარალებულის/მსხვერპლის
მაქსიმალური
ჩართულობა,
განსაკუთრებით, სიცოცხლის უფლების დარღვევისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების
618 2016 წლის 27 თებერვალს შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ე.ღ-ს
დაკავების დროს და შემდეგ პოლიციის სამმართველოში მის მიმართ განახორციელეს ფიზიკური
ძალადობა, რის შემდეგაც მიიღო სხეულის არაერთი დაზიანება. პროკურატურის პასუხით, შესაძლო
არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება არ დაიწყო, რადგან დაკავებულების მიმართ
სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობდა.
375
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
გამოძიების დროს. კერძოდ, მათი მოთხოვნები კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების
ჩატარების შესახებ გონივრულად იქნას გათვალისწინებული
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურას
უზრუნველყოს
გამოკითხვის/დაკითხვის
მწარმოებელი
პირების
გადამზადება
გამოკითხვის/დაკითხვის სრულყოფილად, ამომწურავად წარმოების მიზნით.
საქართველოს პარლამენტს
მიიღოს კანონი გამოძიებისა და დევნის ფუნქციით აღჭურვილი დამოუკიდებელი მექანიზმის
შექმნის შესახებ, რომლის კომპეტენციაშიც შევა არასათანადო მოპყრობისა და წამების, ასევე,
სიცოცხლის უფლების დარღვევასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიება.
376
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
5. თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება
თავისუფლება და უსაფრთხოება არის ინდივიდის ფუნდამენტური უფლება, რომლის
შეზღუდვაც სახელმწიფოს მხოლოდ მაშინ შეუძლია, როდესაც არსებობს ამისი ლეგიტიმური
და
გარდაუვალი
დამცველის
მიერ
აუცილებლობა619.
შესწავლილი
საანგარიშო
პერიოდში
გარემოებებიდან
კვლავ
საქართველოს
გამოიკვეთა
სახალხო
მოქალაქეთა
თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევები როგორც კანონმდებლობაში, ისე
– პრაქტიკაში.
აღკვეთის ღონისძიებები
საანგარიშო პერიოდში შეინიშნება წინა წლებთან შედარებით სისხლის სამართლის
საქმეებზე ბრალდებული პირების მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებების620 სახით
პატიმრობის გამოყენების კლების უმნიშვნელო – 1%–ზე ნაკლები – ტენდენცია. კერძოდ, თუ
წინა წელს გამოყენებული პატიმრობა მთლიანობაში შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებათა
29,6%621 იყო, ამჯერად იგი შეადგენს 29,1%–ს.
619
კონსტიტუციის მე–18 მუხლი, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის
ევროპული კონვენციის მე–5 მუხლი.
620
იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული
სტატისტიკური ინფორმაცია http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/2016w-statistic-7arkv.pdf
http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/2016w-statistic-7arkv.pdf
621 უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებული
2015 წლის მონაცემებით, შეფარდებული
აღკვეთის ღონისძიება იყო 11 243,
მათ შორის, პატიმრობა – 3387. ეს სტატისტიკა მოცემულია
საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში, გვ.426.
377
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
#1 გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებათა სტატისტიკა
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ბათუმის, ფოთისა და ქუთაისის
საქალაქო სასამართლოების, ასევე გურჯაანისა და გორის რაიონული სასამართლოების მიერ
ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გამოტანილი
განჩინებები622.
წარმოდგენილი განჩინებების შესწავლით ირკვევა, რომ სასამართლოების მიერ აღკვეთის
ღონისძიების სახედ პატიმრობა ძირითადად გამოიყენება იმ ბრალდებულის მიმართ,
რომელსაც ბრალად ედება მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე, ძალადობრივი ხასიათის
დანაშაულის
ჩადენა623.
ამასთან,
რიგ
შემთხვევებში,
განჩინებებიდან
არ
იკვეთება
კონკრეტული ბრალდებულის მიერ მიმალვის, გამოძიებისათვის ხელის შეშლის, მოწმეებზე
ზემოქმედების ან/და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე რაში გამოიხატება.
შესაბამისად, აღნიშნული განჩინებები შაბლონური და დაუსაბუთებელია. ზოგ შემთხვევაში
განჩინებაში დასაბუთებულია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებისთვის
ერთი ან რამდენიმე საფუძველი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი საფუძვლის
622
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მასალები არ
მიაწოდა.
623
ერთეულ შემთხვევებში ასევე გვხვდება არაძალადობრივ დანაშაულში ბრალდებული პირების
მიმართ პატიმრობის გამოყენების შემთხვევებიც.
378
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
არსებობაც საკმარისია, განჩინებაში, დასაბუთების გარეშე, ზოგადად მითითებულია სხვა
საფუძვლების არსებობის თაობაზეც.
ბრალდებული პირების მიმართ, გირაოს გამოყენების შემთხვევაში, განჩინებებიდან არ
დგინდება თუ რა ქონებას ფლობენ ბრალდებული ან პირები, რომლებმაც შესაძლოა
ბრალდებულის ნაცვლად შეიტანონ გირაოს თანხა ან/და უძრავი ქონება.
გვხვდება პრაქტიკისთვის კარგი მაგალითებიც: 2016 წლის 7 დეკემბერს თბილისის
სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ მიიჩნია დაუშვებლად გირაოს გადახდის
შეუძლებლობის მიზეზით ბრალდებულისთვის პატიმრობის გამოყენება და განმარტა, რომ,
იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული ვერ შეძლებს გირაოს გადახდას, „გირაოს გამოყენება
შესაძლოა გახდეს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების დამძიმების საფუძველი
გირაოს თანხის გადახდის შეუძლებლობის გამო, რასაც საერთაშორისო სამართლებრივ
პრაქტიკაში უწოდებენ ე.წ. „შეფარულ პატიმრობას“, რაც დაუშვებელია.“ წარმოდგენილი
განჩინებების თანახმად, ფიქსირდება სასამართლოს მიერ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის
ღონისძიების რომელიმე სახის გამოყენებაზე უარის თქმის შემთხვევები, რაც დადებითად
შეიძლება შეფასდეს.
აღკვეთის ღონისძიების პროპორციულობის კონტექსტში ხაზგასასმელია გაუსვლელობისა და
სათანადო ქცევის შეთანხმების გამოყენების გაუმართლებლად ვიწრო საკანონმდებლო
საფუძველი624. ამ ღონისძიების გამოყენება შეუძლებელია მაგალითად იმ შემთხვევებში,
როდესაც, ერთი მხრივ, პირის პატიმრობა სრულიად უსაფუძვლოა და, მეორე მხრივ, მას
გირაოს შესაბამისი თანხა არ გააჩნია. ასეთი მოცემულობა კი არაპროპორციული აღკვეთის
ღონისძიების
გამოყენების
საპროცესო კოდექსი
626
საფრთხეს
ქმნის625.
საქართველოს
სისხლის
სამართლის
ითვალისწინებს მხარეების მიერ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის
ღონისძიების გამოყენების სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გასაჩივრების
შესაძლებლობას. თუმცა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს სახალხო
624 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 202-ე მუხლის თანახმად, „შეთანხმება
გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ
დანაშაულის საქმეზე, რომელიც სასჯელის სახით არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1
წელზე მეტი ვადით.“
625
არაპროპორციული აღკვეთის ღონისძიების საფრთხე წარმოიშობა იმდენად, რამდენადაც
მოსამართლეს აქვს უფლება ბრალდებულს
შეუფარდოს გირაო ან პატიმრობა. თუ უქონელ
ბრალდებულს გირაო შეუფარდა მოსამართლემ, მისი გადაუხდელობის გამო, გირაო მას შეეცვლება
პატიმრობით: საპროცესო კანონმდებლობით აღკვეთის ღონისძიების დარღვევის შემთხვევაში
გამოიყენება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. მოცემულ შემთხვევაში თანხის გადაუხდელობა
არის გირაოს პირობების დარღვევა, ხოლო გირაოზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიებაა პატიმრობა.
626 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლი.
379
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დამცველის
აპარატისთვის
წარმოდგენილი
სტატისტიკური
ინფორმაციის
საჩივრების ძირითადი ნაწილი დაუშვებლად იქნა ცნობილი627:
# 2 თბილისის მონაცემები გასაჩივრებული აღკვეთის ღონისძიებების შესახებ
627
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 23 იანვრის N4/50 წერილი.
380
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
თანახმად,
# 3 ქუთაისის მონაცემები გასაჩივრებული აღკვეთის ღონისძიებების შესახებ
დაკავება
საქართველოს სახალხო დამცველის გასული წლების ანგარიშებში აღნიშნული იყო
დაკავებისას საპროცესო გარანტიების დარღვევების შესახებ. 2016 წელს დაკავებისას
ძირითადად ვლინდებოდა არასათანადო მოპყრობის სავარაუდო შემთხვევები, რომლებიც
შესაბამის თავშია განხილული628. რაც შეეხება საპროცესო გარანტიებს, ამ მიმართულებით
ერთი მეტად საყურადღებო შემთხვევა დაფიქსირდა, რომლითაც ინტენსიურად და უხეშად
შეიზღუდა პირის თავისუფლება. მსგავსი შემთხვევების განმეორებით დაფიქსირება
სერიოზული კრიზისის წინაშე დააყენებს მოქალაქეთა ფუნდამენტურ არაერთ უფლებას და
ამიტომ, დასაწყისშივე, ამგვარ ფაქტებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს
შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ.
628
იხ. წინამდებარე ანგარიშის წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა
სასჯელის აკრძალვის თავი.
381
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საინფორმაციო და სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა ფოტო და ვიდეომასალა,
რომლებზეც
ასახულია
მოქალაქე
ე.დ.–ს
დაკავება629:
მოქალაქე
ე.დ.–ს
პოლიციის
თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 255–ე მუხლის საფუძველზე, დაადეს ხელბორკილი, ჩასვეს საპატრულო
პოლიციის ავტომანქანაში და წაიყვანეს.
მოქალაქე ე.დ-ს დაკავების ფაქტი უარყო როგორც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ630,
ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ631 და მათ განაცხადეს, რომ იგი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში იმყოფებოდა
მხოლოდ
მოწმის
სახით
გამოკითხვის
მიზნით.
საქართველოს
კანონმდებლობით,
გამოკითხვის დროს პირისთვის ხელბორკილის დადება, სხვაგან გადაყვანა და დაკავება არ
არის გათვალისწინებული, ე.ი. აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით.
დაფიქსირდა მეორე საყურადღებო შემთხვევაც: სასამართლოში პირველი წარდგენის
სხდომაზე გ.ო.–მ მიუთითა, რომ იგი რეალურად დააკავეს 2014 წლის 5 სექტემბერს და არა 12
სექტემბერს. იგი უთითებდა, რომ
არ უცდია საქართველოს მიერ კონტროლირებადი
ტერიტორიიდან ცხინვალის რეგიონში გადასვლა, ხოლო დაკავების ოქმი და ვიდეოჩანაწერი
ფაბრიკაციას წარმოადგენდა.
საგულისხმოა, რომ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები გ.ო.–ს დაკავების თარიღად 2014
წლის 5 სექტემბერს უთითებენ. გ.ო.–ს მოთხოვნას წარმოადგენდა გამოძიების დაწყება
შესაძლო უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით, რაზეც უარი განეცხადა იმ საფუძვლით,
რომ დაკავების ოქმი წინასასამართლო სხდომაზე კანონიერად იქნა ცნობილი. თუმცა, გ.ო.–ს
მტკიცებით, მის ხელთ არსებული დოკუმენტაცია ადასტურებს 5 ივნისს მის უკანონო
დაკავებას, რაც არ იყო შეფასებული წინასასამართლო სხდომაზე (ინფორმაციის მოგვიანებით
მოპოვების გამო). ამიტომ, აუცილებელი იყო გამოძიების დაწყება შესაძლო უკანონო
დაკავების ფაქტზე.
საქართველოს კონსტიტუცია632, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი633,
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი634 ადგენს, რომ
ნებისმიერი ფორმით დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს მისთვის გასაგებ ენაზე და
629
იხ. https://www.youtube.com/watch?v=YGiQEz5gqYU გამოქვეყნების თარიღი: 2016 წლის 11 მარტი;
ბოლოს ნანახია 2017 წლის 10 მარტს. http://netgazeti.ge/news/100983/ გამოქვეყნების თარიღი: 2016
წლის 12 მარტი. ბოლოს ნანახია 2017 წლის 10 მარტს.
630
საქართველოს მთავარი პროკურატურის 2016 წლის 23 მაისის N13/32233 წერილი.
631 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 21 აპრილის N992255 და 2016 წლის 21
ივნისის N1523122 წერილები.
632 საქართველოს კონსტიტუცია, მუხ. 18, პუნქტი 5.
633
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 38, ნაწ. 2.
634 სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, მუხ. 9.
382
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
გასაგები ფორმით უნდა განემარტოს დაკავების მიზეზი და საფუძველი, რომ აქვს უფლება
თავად აირჩიოს ადვოკატი, დაკავების ფაქტი და ადგილსამყოფელი შეატყობინოს ოჯახის
წევრს და/ან მის მიერ შერჩეულ მესამე პირს.
2016 წლის განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა 14
დაკავებული პირის საქმე,635 სადაც გამოვლინდა აღნიშნული უფლებების დარღვევის
ფაქტები. მიუხედავად იმისა, რომ დაკავების დროს დგება უფლებების განმარტების შესახებ
ოქმი, რომელსაც ხელს აწერს დაკავებული, არ ხდება ამ უფლებების განმარტება მათთვის
გასაგებ ენაზე. ასევე არ ხდება უფლებების განმარტება ადმინისტრაციული წესით
დაკავებისას. მაშინ, როდესაც სამართალდამცავებს, დეტალურად და მათთვის გასაგებ ენაზე,
უფლებების
განმარტებას
პირდაპირ
ავალდებულებს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსი.636
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ორი - გ.თ-ს და მ.ო.-ს საქმე, რადგან
დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებმა არ შეატყობინეს ოჯახის წევრებს პირის
დაკავების შესახებ.
ადვოკატის ყოლის უფლება ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული
პირისათვის
გარანტირებულია
როგორც
საქართველოს
კონსტიტუციით
და
შიდა
კანონმდებლობით, ასევე არაერთი საერთაშორისო კონვენციით და სამართლებრივი
აქტებით.
2016 წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა სამმა
ადვოკატმა - დ.ჯ, გ.თ, ზ.პ.637, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ ირღვეოდა მათი, როგორც
ადვოკატის უფლებები და დაკავებულ თუ დაპატიმრებულ პირს ეზღუდებოდა ადვოკატის
ყოლის უფლება. კერძოდ, ადვოკატს არ უშვებდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორში
მისი დაცვის ქვეშ მყოფთან. ადვოკატის ორდერის შემოწმების საფუძვლით, საათნახევრის
დაგვიანებით შეუშვეს ადვოკატი დაკავებულთან საპატრულო პოლიციის ადმინისტრაციულ
შენობაში. ადვოკატის მონაწილეობის გარეშე ჩაატარეს სხვადასხვა სახის საგამოძიებო
მოქმედებები ქუთაისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, იმის მიუხედავად, რომ
დაკავებული ითხოვდა ადვოკატის დასწრებას.
ექსტრადიციები
635
განცხადება N4138/16, 3253/16, 12055/16, 7575/16, 10903/16, 11863/16, 2507/16, 2509/16, 10911/16,
10240/16, 15004/16.
636
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხ. 245.
637 განცხადება N11863/16, 4138/16, 3253/16.
383
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
2016 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილ საქმეთა შორის
გამოვლინდა ცალკეული შემთხვევები, როდესაც ძებნაში მყოფი ბრალდებულები, გ.დ. და
ზ.კ. დაკავებიდან კანონით დადგენილ 48 საათში კი არ წარუდგინეს სასამართლოს638 ,
არამედ არსებითი განხილვის მორიგ სხდომაზე – დაკავებიდან დაახლოებით 20 დღის
დაგვიანებით. ამასთან, გ.დ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლოს
განმარტებით,639 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ
ვადაზე „საუბარია მხოლოდ გამოძიების ეტაპზე და ეს არ ეხება არსებითი განხილვის
სხდომას.“ ამგვარი ინტერპრეტაცია არსებითად ეწინააღმდეგება დაკავებული პირის
მოსამართლის წინაშე პირადად წარდგენის იდეას, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კანონმდებლობით,
არამედ
საერთაშორისო
ინსტრუმენტებით გამყარებული სტანდარტია640. მოსამართლის წინაშე დაკავებული პირის
პირადად წარდგენა ემსახურება მიზანს, რომ სასამართლომ მისი დაკავების აბსოლუტური
აუცილებლობა და კანონიერება შეამოწმოს დაკავებული პირთან პირადი კომუნიკაციის
შედეგად641.
ნარკოტესტირება
საანგარიშო
ჩატარებული
პერიოდში
გამოვლინდა
ნარკოტესტირების
ქუჩის,
შემთხვევითი
შერჩევის
საფუძველზე,
ცალკეული
შემთხვევები.
კერძოდ,
რამდენჯერმე,
პოლიციელებმა კონკრეტული პირები, მათი ნების საწინააღმდეგოდ, გადაიყვანეს შესაბამის
საექსპერტო
დაწესებულებაში
ნარკოტესტირების
ჩატარების
მიზნით.
საფუძველი
იყო
ეჭვი,
შესაძლოა
მოხმარებული
სუბიექტური
რომ
პირს
გადაყვანის
ჰქონდა
ნარკოტიკული საშუალება ან/და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერება, ამასთან, აღსანიშნავია,
რომ ნარკოტიკული საშუალების ან/და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარებაზე
შესამოწმებლად
წარდგენილი
პირების
უმრავლესობის
ტესტირების
შედეგი
არის
უარყოფითი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს სახალხო
დამცველის
აპარატისთვის
წარმოდგენილი
ინფორმაციის
თანახმად,
შედეგების
უმრავლესობა უარყოფითია642:
638
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-10 ნაწილი.
2016 წლის 6 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი 006, 00:43:10–00:45:00 საათამდე.
640 ბერგმანი ესტონეთის წინააღმდეგ <Bergmann v. Estonia>, გუსტანოვი ბულგარეთის წინააღმდეგ
<Gutsanovi v. Bulgaria>; იფექი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ <Ipek and Others v. Turkey>; ქანჯოვი
ბულგარეთის წინააღმდეგ <Kandzhov v. Bulgaria>; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებები
(Right to Liberty and Security, 2014 წელი, მეორე გამოცემა, პარ, 132–133, პუნქ. 24. სახელმძღვანელო
მუხლი N5.
641
იქვე.
642 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 6 თებერვლის N293477 წერილი.
639
384
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
# 4 ნარკოტესტირებაზე წარდგენილ პირთა მონაცემები
საანგარიშო პერიოდში აღინიშნა არაერთი შემთხვევა643, როდესაც ადმინისტრაციული წესით
დაკავებულმა
პირებმა
ფსიქოტროპული
წერილობით
ნივთიერების
უარი
მოხმარების
განაცხადეს
დადგენის
ნარკოლოგიური
მიზნით
ან/და
გამოკვლევისთვის
ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე, მიუხედავად ამისა, დაკავებულთა გათავისუფლება
მოხდა მხოლოდ მათი დაკავებიდან ადმინისტრაციული დაკავების ვადის, 12 (თორმეტი)
საათის გასვლის შემდეგ.
ერთ შემთხვევაში კი, როდესაც პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ვინაიდან,
პოლიციის
თანამშრომლების
ვარაუდით,
მას
სავარაუდოდ
მოხმარებული
ჰქონდა
ნარკოტიკული საშუალება, უარი განაცხადა ნებაყოფლობით ნარკოლოგიურ შემოწმებაზე,
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
დეპარტამენტის
დასკვნის
თანახმად, ლაბორატორიული
სამინისტროს
საექსპერტო-კრიმინალისტიკური
კვლევა
დასრულდა
პირის
დაკავებიდან დაახლოებით 4 საათის შემდეგ, მაშინ, როდესაც გამოსაკვლევმა პირმა
ბიომასალის ჩაბარებაზე უარი განაცხადა საერთოდ და ვერ/არ ჩააბარა იგი. ცხადია, ვინაიდან
საკვლევი
მასალა
(ბიომასალა)
დაკავებულმა
პირმა
ლაბორატორიული კვლევა, ფაქტობრივად, ვერ ჩატარდებოდა.
643
რვა შემთხვევა.
385
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
არ
ჩააბარა,
რაიმე
სახის
ნიშანდობლივია, რომ საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“ პოლიციის თანამშრომელს
ავალდებულებს
შეუძლებელია.644
სამართლებრივი ქმედება შეწყვიტოს თუ აშკარაა, რომ მიზნის მიღწევა
მიუხედავად
კანონის
იმპერატიული
მოთხოვნისა,
პოლიციის
თანამშრომელთა მხრიდან არ ხდება დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლება
მათ მიერ ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში. აღნიშნული
პრაქტიკა ინტენსიურად და უხეშად აზიანებს პირის თავისუფლებისა და უსაფრთხოების
უფლებას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ისევე როგორც საერთაშორისო
სტანდარტებს.
საქართველოს
სახალხო
დამცველმა,
ამ
პრობლემის
საპასუხოდ,
საკონსტიტუციო სარჩელით645 მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და
მოითხოვა კონკრეტული სამართლებრივი აქტების არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლებიც
ნარკოტიკების მოხმარების შემოწმების მიზნით, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, პირის ნების
საწინააღმდეგოდ, შესაბამისი ექსპერტიზის ჩასატარებლად დაწესებულებაში გადაყვანის
შესაძლებლობას აძლევს სამართალდამცავ პირებს.
საქართველოს
სახალხო
დამცველმა,
ამასთანავე,
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს მიმართა საკონსტიტუციო სარჩელით646
ნარკოტიკული საშუალების ან/და
სხვა
შემთხვევაში,
ფსიქოტროპული
თავისუფლების
არაკონსტიტუციურად
საკონსტიტუციო
ნივთიერების
აღკვეთის
ცნობის
ან
თაობაზე.
სასამართლოს
მოხმარების
ადმინისტრაციული
2016
განჩინებით,
წლის
22
აღნიშნული
პირის
მიმართ
პატიმრობის
გამოყენების
დეკემბრის
საქართველოს
საკონსტიტუციო
სარჩელი
არსებითად განსახილველად იქნა მიღებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
მიერ.
რეკომენდაციები
საქართველოს პარლამენტს
უზრ
უნველყოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა
და
დამატებების
შეტანა,
რომლითაც
აღკვეთის
ღონისძიებათა
ჩამონათვალი
გაფართოვდება, რათა მეტი ალტერნატივა ჰქონდეს მოსამართლეს პროპორციული
აღკვეთის
ღონისძიების
შეფარდებისთვის.
მაგალითად,
გაუსვლელობისა
და
სათანადო ქცევის შესახებ შეთანხმების გამოყენების გავრცელება დანაშაულთა ფართო
წრეზე. კანონმდებლობას უფრო მოქნილს გახდის კანონით უკვე გათვალისწინებული,
644
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი.
2015 წლის 25 ნოემბრის N697 საკონსტიტუციო სარჩელი.
646 2016 წლის 17 ივნისის N770 საკონსტიტუციო სარჩელი.
645
386
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
აღკვეთის
ღონისძიებასთან
ერთად
გამოსაყენებელი
ღონისძიებების
დამოუკიდებლად გამოყენების შესაძლებლობა
საერთო სასამართლოებს
აღკვ
ეთის
ღონისძიების
სახით
პატიმრობის
გამოყენებისას
დეტალურად
იქნეს
შესწავლილი ის საფრთხეები, რომლებსაც შეიცავს პირის თავისუფლებაში დატოვება.
საფრთხეებზე
მსჯელობისას
მიეთითოს
ფაქტობრივ
გარემოებებზე
და
არ
შემოიფარგლონ მხოლოდ კანონის ციტირებით
აღკვ
ეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შემთხვევაში განხილულ იქნეს
ბრალდებულის ან/და სხვა პირის ქონებრივი შესაძლებლობა, რათა ადგილი არ
ჰქონდეს გირაოს გადახდის მიზეზით ბრალდებულისთვის უფრო მკაცრი აღკვეთს
ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას
ძებნ
ილი ბრალდებულის დაკავებისას მის მიმართ დაკავების კანონიერების აღკვეთის
ღონისძიების
შეფარდების
საკითხი
სასამართლომ
განმარტოს
დადგენილი
საერთაშირისო სტანდარტის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, დაკავებული პირი
სასამართლოს უნდა წარედგინოს ბრალდებულის გამოძიების ადგილას მიყვანიდან
48 საათიან ვადაში
გასაჩ
ივრებული აღკვეთის ღონისძიებათა დაუშვებლობის ძალიან მაღალი სტატისტიკა
ეჭვს
აჩენს,
რომ,
შესაძლოა,
სასამართლოები
კანონით
გათვალისწინებულ
დასაშვებობის კრიტერიუმებს სიღრმისეულად არ იკვლევენ. ამიტომ, აუცილებელია,
სასამართლომ
დასაშვებობის
ყველა
ჩამოთვლილ
წინაპირობაზე
ცალ–ცალკე,
დამოუკიდებლად იმსჯელოს და მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტოს საჩივრის
დასაშვებობა
საქართველოს პროკურატურას
ძებნ
ილი ბრალდებულის დაკავებისას მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების,
პატიმრობის ძალაში დატოვების ან სხვა სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების
საკითხის განხილვის მიზნით, ბრალდებული, შესაბამისი სასამართლოს წინაშე,
წარდგენილ იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე
მუხლის
მე-10
ნაწილით
განსაზღვრული
წესით,
გამოძიების
ბრალდებულის მიყვანიდან 48 საათიან ვადაში
დაიწყოს გამოძიება გ.ო.–ს დაკავების გარემოებების შესწავლის მიზნით
387
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ადგილზე
საქართველოს შს სამინისტროს
პირის გამოსაკითხად გადაყვანა მოხდეს მისთვის თავისუფლების რაიმე ფორმით
შეზღუდვის გარეშე. ხელბორკილის დადება და სხვა ტერიტორიაზე გადაყვანა
ნიშნავს პირის დაკავებას და ასეთ დროს სავალდებულოა დაკავებულის ყველა
საპროცესო გარანტიით უზრუნველყოფა
ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარის
თქმის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოხდეს თავისუფლებაშეზღუდულ პირთა
გათავისუფლება, თუ არ არსებობს დაკავების სხვა საფუძველი
უზრუნველყოფილი იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაკავებული პირისათვის
უფლებების გაცნობა მისთვის გასაგებ ენაზე და გასაგები ფორმით;
დაკავების შესახებ ოჯახის წევრებისა და სხვა ახლობლებისათვის შეტყობინების
უფლების გამოყენება ან/და მასზე ნებაყოფლობით უარის თქმა დაფიქსირდეს
შესაბამის ოქმში, რასაც ხელმოწერით დაადასტურებს დაკავებული
უზრუნველყოფილი იყოს ნებისმიერი ფორმით დაკავებულ ან დაპატიმრებულ
პირთან მის მიერ მოწვეული ადვოკატის დაუყოვნებლივ შეხვედრა და დაცვის
სათანადოდ განხორციელების საშუალება.
388
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
6. სამართლიანი სასამართლოს უფლება
სამართლიანი სასამართლო განხილვა პირის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც
გამყარებულია შიდა და საერთაშორისო აქტებით. ამ უფლების დარღვევა გამორიცხავს
სამართლებრივი
სახელმწიფოს
არსებობას.
საანგარიშო
პერიოდში
რამდენიმე
მიმართულებით
გამოვლინდა
სამართლიანი
განხილვის
უფლების
დარღვევა:
საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილებების სწორი იმპლემენტაცია
ვერ უზრუნველყო საერთო სასამართლომ; არაერთხელ გაჭიანურდა საქმის განხილვა
სააპელაციო სასამართლოში; სამართალდამცავი ორგანოების მიერ საჯარო განცხადებები
კვლავ ბრალდებულების უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით ვრცელდებოდა.
სამართალდამცავი ორგანოების მიერ გავრცელებული საჯარო განცხადებები კვლავ
ბრალდებულების უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით ვრცელდებოდა. გამოვლინდა
აგრეთვე ცალკეული დარღვევები ინდივიდუალურ შემთხვევებში, რომლებიც განხილულია
წინამდებარე თავში.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოყენება საერთო სასამართლოების
მიერ
საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა 2015 წლის
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ორი გადაწყვეტილების იმპლემენტაცია
პრაქტიკაში და გამოავლინა, რომ საერთო სასამართლოები ხშირ შემთხვევაში არ იყენებენ
აღნიშნულ
გადაწყვეტილებათა
შინაარსს:
იყენებენ
ფორმალისტურ
მიდგომას
და
ითვალისწინებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ
სარეზოლუციო ნაწილს.
1.
2015 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო
საპროცესო კანონმდებლობის ის ნორმები, რომლებითაც, ირიბი ჩვენების საფუძველზე,
შესაძლებელი იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა647. საერთო სასამართლოების მიერ
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების უგულებელყოფის შედეგად
ძალაში რჩება არაერთი განაჩენი, რომელიც არაკონსტიტუციური ნორმის საფუძველზეა
გამოტანილი.648
2.
2015 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო კანონის
ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების
აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას 70 გრამამდე, ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი
მარიხუანის, პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო649. ამის
647
2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე: „მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ.“
648
იხ. დანართი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს გადაწყვეტილების იმპლემენტაციის პრობლემა.
649
2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე: „მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ“.
389
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საწინააღმდეგოდ, ბათუმისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებმა650 რამდენიმე საქმეში
პირს თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს პირობით651.
აღსანიშნავია,
რომ
ნარკოტიკული
დანაშაულისთვის
ან
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისთვის თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სახალხო დამცველს,
მთელი რიგი არგუმენტებიდან გამომდინარე, მიაჩნია ღირსების შემლახველ და არაჰუმანურ
სასჯელად. სწორედ ამ მოტივაციით, მან, 2016 წელს, საკონსტიტუციო სარჩელით მიმართა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.652
განაჩენის გადასინჯვა
კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის მექანიზმის სრულყოფის
საჭიროებასა
და აუცილებლობაზე
დამცველის
ანგარიშებში653 და გაიცა რეკომენდაცია საქართველოს პარლამენტისა და
ყურადღება
გამახვილდა საქართველოს
სახალხო
მთავრობისადმი შესაბამისი მექანიზმის შემუშავებისთვის.654 2016 წელს საქართველოს
სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს
კონსტიტუციით აღიარებულ უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით საერთო
სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობის
შემოწმებას.655 ინიციატივა არ არის მიღებული.656 გასათვალისწინებელია, რომ განაჩენის
650
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის N27გ/კ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
2017 წლის 16 იანვრის N499–1 და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 იანვრის N20897
წერილები.
651 თავისუფლების აღკვეთა პირობით ნიშნავს იმას, რომ თუ გარკვეული პერიოდი პირი დანაშაულს არ
ჩაიდენს ან არ დაარღვევს კონკრეტულ პირობებს, შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა მას
მოხდილად ჩაეთვლება.
652
იხ. http://www.ombudsman.ge/ge/recommendations-Proposal/sakonstitucio-sarchelebi/saxalxo-damcvelinarkomomxmareblebisatvis-patimrobis-shefardebas-arakonstituciurad-miichnevs.page
653
იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიში, გვ.235–237
http://www.ombudsman.ge/uploads/other/1/1563.pdf
2014 წლის ანგარიში, გვ.283 http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3509.pdf
654„შემუშავდეს
მექანიზმი, რომელის შესაძლებელს გახდის, მართლმსაჯულების ხარვეზების
არსებობის შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვას, მართლმსაჯულების ხარვეზის
მსხვერპლთა სრულ რეაბილიტაციას, მათ შორის, სახელმწიფოს უკანონო ქმედებების შედეგად
მიყენებული ზიანის აღდგენის ჩათვლით.“ იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2013 წლის
საპარლამენტო ანგარიში, გვ. 280, 2014 წლის ანგარიში, გვ. 307.
655
იხ.http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-saxalxo-damcvelis-iniciativa-saqartvelos-sakonstituciosasamartlos-uflebamosilebis-gafartoebastan-dakavshirebit.page ინიციატივა ითვალისწინებს გამონაკლისის
სახით, კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში, 1995 წლის 24 აგვისტოს შემდეგ საერთო
სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საკონსტიტუციო სასამართლოში
გასაჩივრებას, რომელთა გასაჩივრების ვადა გასულია.
656 2016 წლის 29 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, მოცემული კანონპროექტი
განიხილა.
იხ.
http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-parlamentma-saqartvelos-sakonstitucio-
390
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
გადასინჯვის არსებული მექანიზმი საქართველოს კონსტიტუციის არსებითი დარღვევებით
განხორციელებული
მართლმსაჯულების
შესაძლებლობას არ იძლევა –
ხარვეზების
აღმოფხვრის
სრულყოფილ
არაგონივრულად ვიწრო საფუძვლებს განსაზღვრავს
გადასინჯვის წინაპირობად657.
საანგარიშო
პერიოდში,
საქართველოს
კანონმდებლობაში
განხორციელებული
ცვლილების658 შედეგად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის
ახალი საფუძველი ამოქმედდა: პროკურორის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის
წარმოების
პროცესში
მსჯავრდებულის
უფლების
არსებითი
დარღვევის
შესახებ.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით659, აღნიშნული ნორმის ამოქმედების შემდეგ
საქართველოს პროკურატურაში მიღებული იქნა 434 წერილი განაჩენის გადასინჯვის
თაობაზე.
პროკურატურამ აქედან მხოლოდ 20 შემთხვევაში დააკმაყოფილა განაჩენის
გადასინჯვის შესახებ მოთხოვნა660. გადასინჯვის მოთხოვნათა სიმრავლე თავისთავად
მიანიშნებს იმაზე, რომ არაერთ პირს ჰქონდა პრეტენზია განაჩენის გადასინჯვაზე იმ
საფუძვლით, რომელსაც, ერთი მხრივ, არ მოიცავს მოქმედი გადასინჯვის მექანიზმი, მეორე
მხრივ, გათვალისწინებული იყო სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი კანონპროექტით.
კანონიერების პრინციპი
კანონიერების პრინციპი სამართლიანი განხილვის ერთ–ერთი კომპონენტია და გულისხმობს
განჭვრეტადი ნორმის გამოყენებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ნორმის
საფუძველზე პირის თავისუფლების აღკვეთა განიხილება, შესაძლო სამართლებრივ
შედეგად661. საანგარიშო პერიოდში, სახალხო დამცველმა შეისწავლა ერთი შემთხვევა
პირველი ინსტანციის სასამართლოს პრაქტიკაში, რომლითაც, საქართველოს სახალხო
დამცველის მოსაზრებით, არსებითად დაზიანდა კანონიერების პრინციპი – სამართლიანი
სასამართლოს უფლება.
sasamartlos-uflebamosilebis-gafartoebastan-dakavshirebit-saxalxo-damcvelis-iniciativa-ganixila.page;
საქართველოს სახალხო დამცველმა აღნიშნული ინიციატივა ამჟამად, 2016 წლის 15 დეკემბრის
პარლამენტის N65-ის დადგენილებით შექმნილ საკონსტიტუციო კომისიაზე წარადგინა და
განიხილება ადამიანის უფლებათა საკითხებზე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.
657
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310–ე მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტი.
658 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310–ე მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტი (2016
წლის 24 ივნისის რედაქცია, ამოქმედდა 2016 წლის 12 ივლისიდან).
659 2017 წლის 22 თებერვლის N13/12178 წერილი.
660
20 დადგენილება პროკურატურამ გამოიტანა 27 მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის
საქმის წარმოების პროცესში მათი უფლებების არსებითი დარღვევის შესახებ, 16 სისხლის სამართლის
საქმეზე. სასამართლომ 1 შემთხვევაში პროკურატურის შუამდგომლობა დაუშვებლად სცნო, ხოლო 19
შუამდგომლობა განსახილველად დაუშვა.
661
თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებების გზამკვლევი N5, ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლო, პარ.26, პუნქ.8.
391
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების: ნ.კ.–ის, გ.ღ.–ის, ა.ა.–ის, გ.ლ.–ის და დ.წ.–ს
მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეზე (ე.წ. „კაბელების“ საქმე) თბილისის
საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 16 მაისის განაჩენში662 გაფლანგვის ორი კომპონენტი არ
განმარტა იმგვარად, რომელიც ნორმის განჭვრეტადობას უზრუნველყოფს: 1. მოტივი –
ანგარება არის თუ არა აუცილებელი ელემენტი გაფლანგვის ჩასადენად და
2. თანხის
მართლზომიერი ფლობა – პირის გამგებლობაში ითვლება თუ არა ის თანხა, რომლის
განკარგვის უფლებაც მას დამოუკიდებლად არ გააჩნია.
საქართველოს სახალხო დამცველმა, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით, მიმართა663
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, სადაც დაასაბუთა გაფლანგვის, როგორც
დანაშაულის შემადგენლობის ბუნდოვანება არაერთი სამართლებრივი და არაერთგვაროვანი
პრაქტიკის ციტირებით და მიუთითა, რომ აღნიშნული ნორმა არ არის განჭვრეტადი, იძლევა
ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და ამიტომ ეწინააღმდეგება საქართველოს
კონსტიტუციას.
მხარეთა თანასწორობის პრინციპი
სამართლიანი სასამართლოს უფლების უმნიშვნელოვანესი ელემენტია ორივე მხარის
თანასწორობა გამოძიების მიმდინარეობისას. საქართველოს სახალხო დამცველი სწავლობს
სასულიერო
პირის
საქმეს,
რომელშიც
პროკურატურამ
დაცვის
მხარეს
დააკისრა
ვალდებულება, არ გაემჟღავნებინა საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია, მაშინ როდესაც
თავად ასაჯაროვებდა საქმის დეტალებს საკუთარი დისკრეციით. ამგვარი ზომის გამოყენება
შეესაბამება კანონს, როდესაც იგი აუცილებელია გამოძიების ინტერესებისთვის. რამდენადაც
გ.მ.–ს ბრალდებასთან დაკავშირებით შინაარსობრივ მონაცემებს თავად პროკურატურა
ავრცელებდა, დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის ვალდებულება მის არათანასწორ
მდგომარეობაში ჩაყენებაზე მიანიშნებს. საქართველოს სახალხო დამცველმა მოუწოდა
საქართველოს მთავარ პროკურატურას, გაავრცელოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა
მიზნით მოხდა დაცვის მხარისთვის ამგვარი ვალდებულების დაკისრება, ასევე, გააუქმოს
იგი, როდესაც აღარ იარსებებს გაუთქმელობის უკიდურესი აუცილებლობა, რათა არ
დაირღვეს მხარეთა თანასწორობის პრინციპი.664
662
აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 იანვრის განაჩენით, ქმედება
გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლზე.
663
იხ. „საქართველოს სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ე.წ. „კაბელების“
საქმეზე“, საქართველოს სახალხო დამცველი, 31.08.2016 http://www.ombudsman.ge/ge/recommendationsProposal/amicus-curiae2/saqartvelos-saxalxo-damcvelis-sasamartlos-megobris-mosazreba-ew-kabelebissaqmeze.page
664
იხ. „საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან
დაკავშირებით“,
საქართველოს
სახალხო
დამცველი,
16.02.2017:
392
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მოწმეთა გამოკითხვა
მოწმეთა ნებაყოფლობითი გამოკითხვის პრაქტიკით დაინტერესდა სახალხო დამცველი,
რამდენადაც, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოწმეები
პოლიციელების მხრიდან მათ იძულებით გამოკითხვაზე მიუთითებდნენ665.
მოძიებული ინფორმაციით გამოვლინდა, რომ მხოლოდ თბილისის ვაკე-საბურთალოს
სამმართველოს მე-5 განყოფილების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე
2016 წლის განმავლობაში გამოიკითხა 1750 მოწმე666. მეორე მხრივ, 2016 წლის 20
თებერვლიდან 2016 წლის 28 ნოემბრამდე, საქართველოს მთავარი პროკურორის ანგარიშის
თანახმად667, სასამართლოში დაყენებულ მოწმის დაკითხვის შუამდგომლობებს შორის
მხოლოდ 27 ეფუძნებოდა გამოკითხვაზე უარის თქმას668.
წარმოდგენილი ციფრების დიდი კონტრასტი ყოველგვარი მტკიცების გარეშე, მაგრამ მაინც
აჩენს
ეჭვს,
თუ
რამდენად
რეალურია
ნებაყოფლობითი
გამოკითხვა,
რომელსაც
სასამართლოს ჩარევის გარეშე ატარებენ გამოძიების ორგანოები და თანაც ასეთი დიდი
რაოდენობის შემთხვევებში.
სახალხო დამცველმა გამოავლინა ასევე ის შემთხვევები, როდესაც მოწმეთა გამოკითხვას
მათი
დაკავება
მოჰყვება
ავტომატურად.
ამ
ვითარებაში
თავისუფლებისა
და
ხელშეუხებლობის, ისევე როგორც არასათანადო მოპყრობისა და წამების რისკი იზრდება,
რაც დეტალურად განხილულია წინამდებარე ანგარიშის ზემოთ განხილულ თავში669.
სააპელაციო სასამართლოების მიერ საქმის განხილვის გაჭიანურება
სააპელაციო სასამართლო საჩივრისა და საქმის მიღებიდან 10 დღის ვადაში, ზეპირი
მოსმენის გარეშე წყვეტს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს.670 სააპელაციო
http://www.ombudsman.ge/ge/news/saxalxo-damcvelis-gancxadeba-dekanoz-giorgi-mamaladzis-saqmestandakavshirebit.page
665 მთელ რიგ დანაშაულებთან მიმართებით, მოწმის გამოკითხვა მხოლოდ ნებაყოფლობით შეუძლია
გამომძიებელს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2016 წლის 20 თებერვალს შესული
ცვლილებებით.
666
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 6 თებერვლის N293477 წერილი.
667 იხ. http://pog.gov.ge/res/docs/angarishi-2016.pdf გვ.38
668
პროკურატურის ანგარიშის თანახმად 71 მოწმის დაკითხვის შუამდგომლობა წარადგინა
პროკურატურამ სასამართლოში.
669
იხ. წინამდებარე ანგარიშის გვ. 258.
670 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 295–ე მუხლი, მე–2 ნაწ.
393
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სასამართლოს განაჩენი გამოაქვს სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 თვის
ვადაში.671
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში672 2016 წელს
შესული და განხილული 825 სააპელაციო საჩივრიდან 92 საქმის განხილვა გაჭიანურდა 4 – 9
თვემდე ვადით. აღსანიშნავია, რომ აპარატის მიერ შესწავლილი საქმეებიდან ორ საქმეში
დაფიქსირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილვის ხანგრძლივი დროის
განმავლობაში გაჭიანურების ფაქტი. მსჯავრდებულების: მ.ი.–ს და ლ.ა.–ს საქმე 2015 წლის 24
სექტემბრიდან (საჩივრის დასაშვებად ცნობიდან) არ არის განხილული და განაჩენი 1 წლის
და 6 თვეზე მეტი პერიოდის გასვლის შემდეგაც არ არის მიღებული.673 მსჯავრდებულების:
ს.ვ.–ს და ჰ.ჰ.–ს საქმე სააპელაციო სასამართლოში შევიდა 2015 წლის 11 ივნისს. 2017 წლის 31
იანვრის მდგომარეობით საქმე იმყოფებოდა განხილვის სტადიაზე და მასზე საბოლოო
გადაწყვეტილება მიღებული არ იყო.674
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სახალხო
დამცველისთვის წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად675, 2016 წელს, 716 განხილული
საქმიდან 47 შემთხვევაში გაჭიანურდა (4 თვიდან – 1 წლის და 1 თვის პერიოდამდე) საქმის
განხილვა676.
უდანაშაულობის პრეზუმფცია
სამართლიანი
ელემენტს
საქართველოს
კონსტიტუციითა677 და საერთაშორისო აქტებით678 გარანტირებული
სასამართლოს
უფლების
ძირითად
უდანაშაულობის
პრეზუმფცია წარმოადგენს. საანგარიშო პერიოდში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან
საჯარო
განცხადებების
გავრცელებისას,
უდანაშაულობის
პრეზუმფციის
დარღვევის
არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.
671
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 295–ე მუხლი, მე–6 ნაწ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის N33 წერილით წარმოდგენილი იქნა
ინფორმაცია სააპელაციო საჩივრების შესვლის და დასრულების თარიღების მითითებით.
673
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 26 ივლისის N1/ბ–887–15 წერილი.
674 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის N1/1ბ–537–15 წერილი.
675
2017 წლის 13 იანვრის N26–2/10 და 2017 წლის 8 თებერვლის N72–2/10 წერილები. წარმოდგენილი
იქნა ინფორმაცია განხილული სააპელაციო საჩივრების მონაცემები საქმის ნომრის, შესვლის და
განაჩენის გამოტანის თარიღების მითითებით.
676 განსახილველად შევიდა 717 სააპელაციო საჩივარი, რომელთაგან განხილული იქნა 716.
677
საქართველოს კონსტიტუცია, მე–40 მუხლის პირველი პუნქტი: ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება,
ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში
შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.
678 ევროპის საბჭოს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია“ მე–6
მუხლი, მე–2 პუნქტი: „ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა,
ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად.“
672
394
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დადებითად უნდა შეფასდეს საანგარიშო პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მიერ საჯარო განცხადებების გავრცელებისას მონაცემების ბრალდებულების
იდენტიფიკაციის გამორიცხვით მითითება. მიუხედავად ამისა, დაფიქსირდა რამდენიმე
შემთხვევა679, როცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე
გამოქვეყნებული განცხადება შეიცავდა პირის დამნაშავეობის შესახებ მითითებას და ასევე,
ბრალდებულის სახელი და გვარი სრულად იყო მოცემული. საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის680, ასევე, საქართველოს პროკურატურის681 მიერ გავრცელებული
679 იხ. „შსს-მ და სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს,“ საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტრო, 14.09.2016 http://police.ge/ge/shss-m-didi-odenobit-qrtamis-gamodzalvis-faqtze-oripiri-daakava/10003 ; შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, 19.08.20016 http://police.ge/ge/shinagansaqmeta-saministros-gantskhadeba/9945
680 იხ. „სუს–ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა“,
სახელმწიფო უსაფრთხების სამსახური, 29.02.2016 http://ssg.gov.ge/news/135/sus-is-antikorufciulmasaagentom-qrtamis-aghebis-faqtze-erti-piri-daakava; „სუს–ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ და შსს–მ
ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს“, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, 02.03.2016
http://ssg.gov.ge/news/74/sus-is-antikorufciulma-saagentom-da-shss-m-qrtamis-aghebis-faqtze-erti-piridaakaves;
„სახელმწიფო უსაფრთხების სამსახურის განცხადება“, სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახური, 12.04.2016, http://ssg.gov.ge/news/97/saxelmtsifo-usafrtxoebis-samsaxuris-gancxadeba; „სუს–ის
ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ნაძალადევის რაიონის გამგეობის საუბნო
სამსახურის
უფროსი
დააკავა“,
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახური,
13.05.2016
http://ssg.gov.ge/news/105/sus-is-antikorufciulma-saagentom-qrtamis-aghebis-faqtze-nadzaladevis-raionisgamgeobis-saubno-samsaxuris-ufrosi-daakava; „სუს–ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების
ფაქტზე
ერთი
პირი
დააკავა“,
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახური,
13.06.2016
http://ssg.gov.ge/news/61/sus-is-antikorufciulma-saagentom-qrtamis-aghebis-faqtze-erti-piri-daakava-; „შსს–მ
და სუს–მა დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ფაქტზე ორი პირი დააკავა“, სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახური, 14.09.2016 http://ssg.gov.ge/news/173/shss-m-da-sus-ma-didi-odenobit-qrtamisgamodzalvis-faqtze-ori-piri-daakaves ; „სუს–ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე
ერთი პირი დააკავა“, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, 16.11.2016 http://ssg.gov.ge/news/192/susis-antikorufciulma-saagentom-qrtamis-aghebis-faqtze-erti-piri-daakava ; „სუს–ის ანტიკორუფციულმა
სააგენტომ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა“, სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახური, 10.11.2016 http://ssg.gov.ge/news/188/sus-is-antikorufciulma-saagentom-taghlitobis-mcdelobisfaqtze-erti-piri-daakava; „სუს–ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი
დააკავა“, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, 29.0.2016
http://ssg.gov.ge/news/180/sus-isantikorufciulma-saagentom-qrtamis-aghebis-faqtze-erti-piri-daakava-.
681
იხ. „მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნა“,
საქართველოს პროკურატურა, 21.01.2016 http://pog.gov.ge/geo/news?info_id=857
„პროკურატურამ
ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის ფაქტი
გახსნა“, საქართველოს პროკურატურა, 16.02.2016 http://pog.gov.ge/geo/news?info_id=869; „მთავარმა
პროკურატურამ 2004 წელს მომხდარი დავით ოთხმეზურის მკვლელობა გახსნა“, საქართველოს
პროკურატურა, 29.03.2016 http://pog.gov.ge/geo/news?info_id=895
„საქართველოს მთავარმა
პროკურატურამ 11 წლის წინ ჩადენილი მკვლელობის ფაქტი გახსნა“, საქართველოს პროკურატურა,
04.04.2016 http://pog.gov.ge/geo/news?info_id=902; „პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი
ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 5 პირი დააკავა, მთავარ პროკურატურა, 08.04.2016
http://pog.gov.ge/geo/news?info_id=904; „პროკურატურამ გიორგი უდესიანისა და ალექსანდრე მუხაძის
395
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საჯარო
განცხადებები
შეიცავს
მტკიცებითი
ხასიათის
დასკვნებს
ბრალდებულების
დამნაშავეობის თაობაზე, ამასთან, დაკავებული პირების იდენტიფიკაცია მათი სახელის და
გვარის სრულად მითითების გამო შესაძლებელია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ერთ–ერთ განცხადებაში გვხვდება მითითებაც დაკავებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის
აღიარების შესახებ.682 საქართველოს პროკურატურის მიერ სასულიერო პირის საქმესთან
დაკავშირებით გავრცელებული საჯარო განცხადებებით683 დაირღვა უდანაშაულობის
პრეზუმფცია.
ნაფიც მსაჯულთა საქმის განხილვისთვის დამახასიათებელი და სხვა ტიპის ხარვეზები,
რომლებიც გახმაურებულ საქმეთა შესწავლისას გამოვლინდა
საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აკვირდებოდა ნაფიც
მსაჯულთა მონაწილეობით ჩატარებული 2 საქმის განხილვას. ერთ საქმეში გამოვლინდა
ხარვეზები, რომლებიც სამართლიანი განხილვის პრინციპს სხვადასხვა კუთხით აზიანებს.
მეორე საქმეში კი გამოვლინდა უშუალოდ ის ხარვეზები, რომლებიც სპეციფიკურად ნაფიც
მსაჯულთა მიერ საქმის განხილვას ახასიათებს:
მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო“, საქართველოს პროკურატურა, 05.05.2016
http://pog.gov.ge/geo/news?info_id=917; პროკურატურამ თაღლითობის ფაქტზე ლატვიისა და
საქართველოს
მოქალაქეები
დააკავა,
საქართველოს
პროკურატურა,
26.04.2016
http://pog.gov.ge/geo/news?info_id=914;
პროკურატურამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
ყოფილ
თანამშრომლებს
ბრალი
წარუდგინა“
საქართველოს
პროკურატურა,
21.04.2016
http://pog.gov.ge/geo/news?info_id=913; „პროკურატურის განცხადება შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“
საქმესთან
დაკავშირები,
საქართველოს
პროკურატურა,
11.07.2016
http://pog.gov.ge/geo/news?info_id=963;
„პროკურატურამ
კობა
დავითაშვილის
ცემისა
და
თავისუფლების უკანონო აღკვეთის
ფაქტზე ყოფილი მაღალჩინოსნები სისხლის სამართლის
პასუხისგებაში მისცა“, საქართველოს პროკურატურა, 14.07.2016 http://pog.gov.ge/geo/news?info_id=966;
„საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა „თაბუკაშვილი 88–ს“ თავმჯდომარე ზ.
თაბუკაშვილი
დააკავეს“,
საქართველოს
პროკურატურა,
10.08.2016
http://pog.gov.ge/geo/news?info_id=987;
„პროკურატურამ
ე.წ.
26
მაისის
საქმეზე
ყოფილი
მაღალჩინოსნები
ბრალდებულად
სცნო“
საქართველოს
პროკურატურა,
20.09.2016
http://pog.gov.ge/geo/news?info_id=1012; პროკურატურამ კრედიტის უკანონო მიღების, თაღლითობისა
და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა“, საქართველოს პროკურატურა,
06.10.2016 http://pog.gov.ge/geo/news?info_id=1028; „პროკურატურამ პატიმრების დამამცირებელი და
არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ოთხი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა“,
საქართველოს პროკურატურა, 13.12.2016 http://pog.gov.ge/geo/news?info_id=1080
682
იხ. „სუს–ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ერთი პირი დააკავა“, სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახური, 30.07.2016 http://ssg.gov.ge/news/156/sus-is-kontrteroristulma-centrma-erti-piri-daakava
683
იხ. პროკურატურამ მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დეკანოზი გიორგი
მამალაძე დააკავა“, საქართველოს პროკურატურა, 13.02.2017 http://pog.gov.ge/geo/news?info_id=1137 ;
„მთავარი პროკურატურა ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს
ასაჯაროებს“, საქართველოს პროკურატურა, 08.03.2017 http://pog.gov.ge/geo/news?info_id=1154
396
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მ.პ.–ს684 საქმეში სასამართლო სხდომაზე წესრიგის დაცვისთვის სასამართლომ არ გაატარა
საკმარისი ღონისძიებები, რომლებმაც დააზიანა ბრალდებულის პატივი და ღირსება;
პროცესი მთლიანობაში წარიმართა იმგვარად, რომ არც მოსამართლემ და არც პროკურორმა
არ
უზრუნველყო
ბრალდებულის
პირადი
ცხოვრების
შემცველი
ინფორმაციის
კონფიდენციალობის დაცვა, სხდომათა გარკვეული ნაწილის დახურვის მიუხედავად;
ამასთან, ბრალდების მხარემ, პროცესის მიმდინარეობისას ყურადღება გაამახვილა იმგვარ
საკითხებზე, რაც ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის წინააღმდეგ საზოგადოებაში
დამკვიდრებული სტერეოტიპების გამყარებას უწყობს ხელს.
გ.ო–ს საქმეში გამოვლინდა, რომ არ არსებობს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა
შეუთავსებლობის შემოწმების ეფექტიანი მექანიზმი685.
აღნიშნულმა საქმემ დაგვარწმუნა, რომ არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ნაფიც მსაჯულებს
დაიცავს საზოგადოებისა და მედიის ზეწოლისგან და ამით უზრუნველყოფს მხოლოდ
მტკიცებულებათა დაყრდნობით ვერდიქტის გამოტანას. მაგალითად, ნაფიც მსაჯულთა
კლასიკური მოდელის მქონე ქვეყნებში მსაჯულთა დამოუკიდებლობას მედიარეგულაციები
უზრუნველყოფს. შოტლანდიაში მასმედიას ვერდიქტის გამოტანამდე ეკრძალება საქმესთან
დაკავშირებული ყოველგვარი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც არ გამოკვლეულა
სასამართლო პროცესზე686, ხოლო ინგლისსა და უელსში სასამართლოს შეუძლია, უშუალოდ
მხარეებსაც აუკრძალოს განცხადების გაკეთება საქმესთან დაკავშირებით687. აღნიშნული
წესების დარღვევა ორივე სახელმწიფოში სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას
იწვევს.
ამავე საქმემ ცხადყო, რომ კანონმდებლობა ასევე არ ითვალისწინებს ნაფიც მსაჯულთა
ვერდიქტის კანონიერების საკმარის გარანტიებს. ვერდიქტი ვერ იქნება ცხადი, თუკი, ნაფიც
მსაჯულთათვის კითხვის დასმის არარსებობის პირობებში, საკასაციო სასამართლო არ
განიხილავს ბრალდების შესახებ დადგენილებაში არსებული ინფორმაციის ამომწურავობას,
ანდა
სასამართლო
პროცესზე
უშუალოდ
ბრალდებულის
მიმართ
გამოყენებული
მტკიცებულებების ინდივიდუალურობას.
საკასაციო სასამართლოს აბსოლუტური დისტანცირება მტკიცებულებათა ერთობლიობის
შეფასებისგან ასევე არღვევს ეფექტური გასაჩივრების უფლებას. მოქმედი საკანონმდებლო
რეალობა არ აძლევს მსჯავრდებულს ზემდგომ ინსტანციაში დავის უფლებას იმ საფუძვლით,
რომ
ვერდიქტი
აშკარად
ეწინააღმდეგება
684
საქმეში
არსებულ
მტკიცებულებათა
იხ. დანართი N2 – მ.პ.–ს საქმე.
იხ. დანართი N3 – გ.ო.–ს საქმე.
686“Reporting Court Cases in England and Wales: Rory Maclean”, BBC Academy,
http://www.bbc.co.uk/academy/journalism/law/courts/article/art20130702112133645 , ნანახია 23 მარტი, 2017.
687 სასამართლოს უპატივცემულობის შესახებ 1981 წლის კანონი, მუხლი 4.
685
397
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ერთობლიობას. შესაბამისად, ნაფიც მსაჯულთა თვითნებობის რისკი საკმარისად არ არის
შეზღუდული, რაც ტაქსკეს სტანდარტებს პირდაპირ ეწინააღმდეგება.
დამატებით პრობლემას წარმოადგენს რეგულაციის ნაკლებობა ნაფიც მსაჯულთა მიერ
ირიბი ჩვენებების გამოყენებასთან დაკავშირებით. ზოგადი განმარტების მიცემა ირიბი
ჩვენების
მტკიცებულებით
ძალასთან
დაკავშირებით
(ისიც,
მხარის
მოთხოვნის
შემთხვევაში), სათანადოდ არ გამორიცხავს ვერდიქტის ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობას.
საბოლოოდ, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საქმეს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა
სასამართლო, სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია, დაასაბუთოს მის მიერ დანიშნული
სასჯელის სახე და ზომა, რათა განაჩენს არ ჰქონდეს ტრაფარეტული სახე.
მართლმსაჯულების რეფორმა
საანგარიშო პერიოდში, 2016 წლის 29 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მესამე
მოსმენით მიიღო მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში შემუშავებული
საკანონმდებლო პაკეტი688. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება რეფორმის იმ
დადებით
ასპექტებს,
გათვალისწინებულ
სასამართლოში
იქნა
საქმის
რომლებსაც
სახალხო
ცვლილებები
დამცველის
განაწილების
ითვალისწინებს.689
ერთ-ერთი
ელექტრონული
მთავარი
წესის
მათ
შორის,
რეკომენდაცია
შემოღებაზე.
თუმცა,
უარყოფითად უნდა შეფასდეს განსახილველი წესის ამოქმედების თარიღის ერთი წლით,
2017 წლის 31 დეკემბრამდე გადავადება.690
საქართველოს
სახალხო
მოსამართლის
მიმართ
დამცველი
მიესალმება
დისციპლინური
ცვლილებას,
რომლის
სამართალწარმოების
მიხედვითაც,
დაწყების
საბაბი
შესაძლებელია გახდეს საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში ან/და წინადადებაში
688
იხ. „მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის“ სახით ცნობილი საკანონმდებლო პაკეტი,
ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, 2015 წლის 2 ივლისი, III მოსმენა (3), საქართველოს
პარლამენტი, ხელმისაწვდომია :< http://info.parliament.ge/#law-drafting/9716> [ბოლოს ნანახია 2017
წლის 8 თებერვალს].
689
საქართველოს პრეზიდენტმა მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის პაკეტს ხელი 2017
წლის 13 თებერვალს მოაწერა, მას შემდეგ, რაც პარლამენტის წევრებმა პრეზიდენტის მოტივირებული
შენიშვნები მესამე ტალღის პაკეტთან დაკავშირებით არ გაიზიარეს. ხელმისაწვდომია:
http://www.parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/plenaruli-sxdomebi/plenarulisxdomebi_news/saqartvelos-me-9-mowvevis-parlamentis-sagazafxulo-sesiis-plenaruli-sxdoma.page
[ბოლოს
ნანახია 2017 წლის 16 თებერვალს].
690
იხ. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის 32-ე პუნქტი და მე-2 მუხლი, კანონი
(21), ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, ხელმისაწვდომია
:< http://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/142443?> [ბოლოს ნანახია 2017 წლის 14 თებერვალს].
398
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მოცემული ინფორმაცია მოსამართლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც
შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს.691
მართლმსაჯულების მესამე ტალღის რეფორმის რიგი დადებითი ასპექტების მიუხედავად,
მესამე მოსმენით მიღებულ საკანონმდებლო პაკეტში არსებობს ისეთი პრობლემური
საკითხები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ სასამართლოს დამოუკიდებლობას და
რეფორმის სწორად წარმართვას. უარყოფით ცვლილებათა უმრავლესობა რეფორმის მესამე
ტალღის პაკეტში საპარლამენტო განხილვის სხვადასხვა ეტაპზე გაჩნდა, რაც განსაკუთრებით
სამწუხარო ფაქტია.
ამ
მხრივ
აღსანიშნავია
თავმჯდომარის/პალატისა
იუსტიციის
და
კოლეგიის
უმაღლესი
საბჭოს
თავმჯდომარის
მიერ
სასამართლოს
დანიშვნის
საკითხი.692
მართლმსაჯულების მესამე ტალღის რეფორმის ფარგლებში შემუშავებული საკანონმდებლო
პაკეტის თავდაპირველი ვერსია, როგორც რაიონული (საქალაქო) სასამართლოსა და
სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეების, ასევე პალატებისა და კოლეგიების
თავმჯდომარეების
არჩევას,
ითვალისწინებდა
მათივე
შემადგენლობიდან,
ფარული
კენჭისყრით, იმავე სასამართლოს მოსამართლეების მიერ. ვენეციის კომისიის 2014 წლის
დასკვნით დადებითად შეფასდა სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წარმოდგენილი
სისტემა - იმავე სასამართლოს მოსამართლეების მიერ ფარული კენჭისყრით არჩევა - და
აღინიშნა, რომ ეს წესი შეესაბამება მართლმსაჯულების შიდა დამოუკიდებლობის პრინციპის
მოთხოვნებს.693 აღნიშნულის მიუხედავად, მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის
ფარგლებში შემუშავებული ცვლილებებით, თავმჯდომარის დანიშვნის უფლებამოსილება
კვლავ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დარჩა.
691
იხ. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა
და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე კანონის პროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი. ავტორი: საქართველოს იუსტიციის
სამინისტრო,
საქართველოს
პარლამენტი,
ხელმისაწვდომია
:<http://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/142445?> [ბოლოს ნანახია 2017 წლის 14 თებერვალს].
692
იხ. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე
მუხლის მე-14 პუნქტი, კანონი (21), ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს
პარლამენტი, ხელმისაწვდომია :< http://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/142443?> [ბოლოს
ნანახია 2017 წლის 14 თებერვალს].
693
იხ. ვენეციის კომისიისა (ევროპული კომისია დემოკრატიისათვის კანონის გზით) და ევროპის
საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის (DGI)
ადამიანის უფლებათა დირექტორის (DHR) ერთობლივი დასკვნა - „საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების კანონპროექტზე, დამტკიცებული ვენეციის კომისიის
მიერ მე-100 პლენარულ სხდომაზე, რომი, 10-11 ოქტომბერი 2014 წელი, პარ.75, ხელმისაწვდომია
:<http://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-AD(2014)031-geo>
[ბოლოს
ნანახია 2017 წლის 8 თებერვალს].
399
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მართლმსაჯულების მესამე ტალღის რეფორმის შედეგად საქართველოს იუსტიციის
უმაღლეს საბჭოს საერთო სასამართლოების 9 მოსამართლე წევრიდან 5 წევრი შესაძლებელია
პარალელურად იყოს კოლეგიის, პალატის ან სასამართლოს თავმჯდომარე/თავმჯდომარის
პირველი
მოადგილე/მოადგილე.
თავმჯდომარეების
ასეთი
მაღალი
საქართველოს
იუსტიციის
წარმომადგენლობა
მათ
უმაღლეს
ხელში
საბჭოში
ძალაუფლების
კონცენტრაციის რეალურ საფრთხეს წარმოშობს. სასამართლო თანამდებობის პირების მიერ
შეთავსებით რამდენიმე თანამდებობის დაკავება გაზრდის მოსამართლეთა შორის არსებულ
იერარქიას. მსგავსი საფრთხეების გამორიცხვის მიზნით, ვენეციის კომისია 2013 წლის
დასკვნაში
მიუთითებს,
რომ
შესაძლებელია
კანონით
დადგინდეს
მოთხოვნა,
რომ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში, სასამართლოს თავმჯდომარემ
დატოვოს თავმჯდომარის ადმინისტრაციული თანამდებობა.694
კანონმდებლობა
კვლავ
არ
განსაზღვრავს
მოსამართლეთა
დაწინაურების
წესსა
და
პროცედურებს, რაც სახალხო დამცველის მხრიდან ასევე იყო კრიტიკის საგანი 2015 წლის
საპარლამენტო
ანგარიშში.
ცვლილებების
მიხედვით,
მოსამართლის
დაწინაურების
კრიტერიუმების შემუშავების უფლებამოსილება კვლავ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს
საბჭოს დარჩა.695 აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე განისაზღვროს მოსამართლის
დაწინაურების ობიექტური, სამართლიანი და გამჭვირვალე კრიტერიუმები. აღნიშნული
საკანონმდებლო პრობლემა პრაქტიკაში ნათლად გამოავლინა 2015 წელს ჩატარებულმა
მოსამართლეთა დაწინაურების კონკურსმა. კერძოდ, განსაკუთრებით საგანგაშო იყო
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსამართლეთა დაწინაურების და დანიშვნის
გაუმჭვირვალე
და
ფორმალური
პროცესი,
რომელიც
კანდიდატთა
პროფესიული
საქმიანობის სამართლიან და ობიექტურ შეფასებას არ ეფუძნებოდა.696
მართლმსაჯულების
მესამე
ტალღის
რეფორმის
ფარგლებში
განხორციელებული
ცვლილებების მიუხედავად, კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება მოსამართლეთა
დისციპლინური პასუხისმგებლობის საკანონმდებლო რეგულაციები და პრაქტიკა. წინა წლის
694
იხ. ვენეციის კომისიის 2013 წლის დასკვნა, პარ.78., ხელმისაწვდომია:
http://www.venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDL-AD(2013)007-e [ბოლოს ნანახია 2017 წლის 13
თებერვალს].
695
იხ. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის 22-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
696
იხ. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში: საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2015 წელი, საქართველოს სახალხო დამცველი, გვ.
443-444, ხელმისაწვდომია :< http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf> [ბოლოს ნანახია 2017
წლის 13 თებერვალს]. ასევე, იხ. საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება „საქართველოს
სახალხო დამცველი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსამართლეთა დაწინაურების
პროცესს
ეხმიანება“,
2015
წლის
30
ოქტომბერი,
ხელმისაწვდომია
:<
http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-saxalxo-damcveli-iusticiis-umagles-sabchoshi-mimdinaremosamartleta-dawinaurebis-process-exmaureba.page> [ბოლოს ნანახია 2017 წლის 13 თებერვალს].
400
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საპარლამენტო
ანგარიშის
მსგავსად,
საქართველოს
სახალხო
დამცველი
ამჯერადაც
მიუთითებს, რომ აუცილებელ გადახედვას საჭიროებს მოსამართლეთა დისციპლინური
სამართალწარმოების მარეგულირებელი ნორმები, ისევე როგორც საქართველოს იუსტიციის
საბჭოს ამ კუთხით არსებული პრაქტიკა.697
სასამართლო
ხელისუფლების
დამოუკიდებლობის
კუთხით
განხორციელებული
ინსტიტუციური რეფორმის მიუხედავად, სასამართლოსადმი ნდობის გასაზრდელად ჯერ
კიდევ მრავალი გამოწვევაა დასაძლევი. საქართველოს სახალხო დამცველი იმედს იტოვებს,
რომ აქტიური მუშაობა წარიმართება სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმის ირგვლივ
და
ამ
პროცესში
გათვალისწინებული
იქნება
მართლმსაჯულების
სისტემისთვის
კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები.
სასამართლოს თავმჯდომარისა და კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან
გათავისუფლების საკითხი
მართლმსაჯულების სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია, რომ
მოსამართლეებთან დაკავშირებული თითოეული გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს კანონის
ზედმიწევნით
დაცვით.
2016
წელს
საქართველოს
სახალხო
დამცველმა
საკუთარი
ინიციატივით შეისწავლა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისა და სისხლის
სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან
გათავისუფლების კანონიერების საკითხი და შესაბამისი დასკვნა წარუდგინა იუსტიციის
უმაღლეს საბჭოს.
საქმის შესწავლის ეტაპზე სახალხო დამცვცელის აპარატი დეტალურად გაეცნო შესაბამის
მასალებს.
შედეგად
ზემოაღნიშული
გაირკვა,
რომ
გადაწყვეტილება
საქართველოს
„საერთო
იუსტიციის
უმაღლესმა
სასამართლოების
საბჭომ
მოსამართლეთა
დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“
საქართველოს კანონის გვერდის ავლით მიიღო, არ იქნა გამოყენებული აღნიშნული კანონით
განსაზღვრული
დისციპლინური
წარმოების
პროცედურა,
დისციპლინური
საქმე
არ
განუხილავთ და მასზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ
ორგანოებს, არ იქნა დაცული მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები, ვერ
მოხდა აცილების უფლების რეალიზება და სხვა. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს
მხრიდან
„საერთო
სასამართლოების
მოსამართლეთა
დისციპლინური
პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს
კანონის გვერდის ავლით მსგავსი გადაწყვეტილების მიღების პრეცედენტს მანამდე ადგილი
697
იქვე, გვ. 444.
401
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
არ ჰქონია. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს
საერთოდ არ უმსჯელია თუ რა სახის გადაცდომებს ჰქონდა ადგილი მამუკა ახვლედიანის,
როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
თავმჯდომარის მხრიდან.
საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნით, ზემოთ აღნიშული და სხვა გარემოებების
გამო, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონშეუსაბამოა, რაც
მართლმსაჯულების ინტერესებზე მკვეთრად ნეგატიურ გავლენას ახდენს. სახალხო
დამცველი იმედოვნებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მსგავს პრაქტიკას არ გააგრძელებს
და მომავალში სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან
მოადგილის,
სასამართლო
ადმინისტრაციული
კოლეგიის
ფუნქციების
ან
პალატის
შეუსრულებლობის
თავმჯდომარის
ან
არაჯეროვანი
მხრიდან
შესრულების
სავარაუდო შემთხვევებს სადისციპლინო კოლეგია განიხილავს „საერთო სასამართლოების
მოსამართლეთა
დისციპლინური
სამართალწარმოების
შესახებ“
პასუხისმგებლობისა
საქართველოს
კანონით
და
დისციპლინური
დადგენილი
პროცედურების
ფარგლებში, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით.
რეკომენდაციები
საქართველოს პარლამენტს
უზრუნველყოს
ნარკოტიკულ
დანაშაულთან
საკონსტიტუციო
სასამართლოს
გადაწყვეტილების
დაკავშირებით
შესაბამისი
საქართველოს
საკანონმდებლო
ცვლილებების განხორციელება
შეიმუშავოს
მექანიზმი,
რომლითაც
შესაძლებელი
იქნება
ნაფიც
მსაჯულთა
კანდიდატების შეუთავსებლობის დადგენა მათი შერჩევის პროცესში
განსაზღვროს გამოძიების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ფარგლები საჯარო
ინტერესისა და პირის სამართლიანი განხილვის ბალანსის საფუძველზე. ამ
პრინციპით
დაარეგულიროს
მედიასამართალი
და
განსაზღვროს
პროცესის
მწარმოებელ პირთა მიერ გამოძიების შესახებ ინფორმაცის/განცხადების გავრცელების
წესი და მასშტაბი
შეიმუშავოს ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე მიღებული განაჩენის
გასაჩივრების
ეფექტური
მექანიზმი
და
მიანიჭოს
საკასაციო
მტკიცებულებათა ერთობლიობის შემოწმების უფლებამოსილება
საერთო სასამართლოებს
402
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სასამართლოს
გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინონ საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს გადაწყვეტილებებში მოცემული განმარტებები იმ საკანონმდებლო
ნორმებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება განსახილველ საქმეს
უზრუნველყოს საქმეთა გონივრულ ვადაში განხილვა
ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით დადგენილი განაჩენის კანონიერების შეფასების
დროს თითოეულ ჯერზე შეამოწმონ ვერდიქტის სიცხადე, ბრალდების შესახებ
დადგენილების ინფორმაციულობა და ინდივიდუალურობა
დაასაბუთოს მის მიერ გამოყენებული სასჯელის სახე და ზომა
სასამართლო დარბაზში წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, პროცესის
მონაწილის
მიმართ
შეურაცხყოფის
მიყენების
შემთხვევაში,
გამოიყენონ
კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები
უზრუნველყონ პირადი ცხოვრების/პერსონალური მონაცემის დაცვის მიზნით,
საკუთარი
ინიციატივით
სასამართლო
სხდომის
დახურვის
თაობაზე
გადაწყვეტილების მიღება
უზრუნველყონ დახურული სასამართლო სხდომის მონაწილის გაფრთხილება
ინფორმაციის გამჟღავნების დაუშვებლობის თაობაზე
უზრუნველყონ ბრალდებულის უფლების - გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების
შინაარსის
ნებისმიერი
ფორმით
გამჟღავნების
დაუშვებლობა
ბრალდებულის
სურვილის შემთხვევაში
საქართველოს პროკურატურას
გამოძიების მიმდინარეობისას იხელმძღვანელოს მხარეთა თანასწორობის პრინციპით,
რათა დაუსაბუთებლად არ შეიზღუდოს დაცვის მხარის კანონიერი ინტერესი
სასამართლოში, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერისას, უზრუნველყოს პირადი
ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა, თუ ეს ინფორმაცია
დახურულ სხდომაზე იქნა გამოკვლეული
შეიმუშავოს სახელმძღვანელო წინადადებები პროკურორებისთვის სასამართლოში
ბრალდების მხარდაჭერისას ქალთა დისკრიმინაციის თაობაზე საზოგადოებაში
დამკვიდრებული სტერეოტიპების ხელშეწყობის აღმოფხვრის მიზნით
ჩაატაროს ეფექტური გამოძიება ნაფიც მსაჯულთა თათბირის საიდუმლოების
სავარაუდო დარღვევის კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურს/საქართველოს პროკურატურას
უზრუნველყოს საჯარო განცხადებების გავრცელებისას პირთა უდანაშაულობის
პრეზუმფციის დაცვა
დაიცვან მოწმეთა გამოკითხვის ნებაყოფლობითობა საპროცესო კანონმდებლობით
დადგენილი წესების შესაბამისად
403
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სამსახურებრივი
შემოწმების
ფარგლებში,
მუდმივად
განახორციელოს
ზედამხედველობა რამდენად სრულდება მოწმეთა გამოკითხვის სისხლის სამართლის
საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციები და გამოავლინოს
პირთა უკანონო – არანებაყოფლობითი გამოკითხვის შემთხვევები მათზე ეფექტურად
რეაგირების მიზნით.
404
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
7. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა
ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა698 არის ინდივიდის უფლება, ჰქონდეს სხვა
ადამიანებთან
ურთიერთობისა
და
კომუნიკაციის
დამყარების
შესაძლებლობა
არალეგიტიმური კონტროლის გარეშე.699 ამასთან, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა
სახელმწიფოს არამხოლოდ უკრძალავს პირის კერძო სფეროში თვითნებურად ჩარევას,
არამედ ასევე ავალდებულებს მას, უზრუნველყოს აღნიშნული უფლებით ეფექტიანი
სარგებლობა.700
2016 წელს, 2015 წელთან შედარებით701, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება
კიდევ უფრო მეტად იქცა თავდასხმის ობიექტად. მიუხედავად იმისა, რომ გახშირდა ამ
მიმართულებით
ჩადენილი
დანაშაულები,
მათ
გამოსაძიებლად
და
დამნაშავეთა
დასასჯელად სახელმწიფოს ადეკვატური ღონისძიებები არ გაუტარებია. არასაკმარისმა
რეაქციამ კი დაუსჯელობის სინდრომი კიდევ უფრო გაამყარა.
2016 წლის 11 მარტიდან 13 ივნისამდე პერიოდში სხვადასხვა სოციალური ქსელებითა და
ვებ–გვერდების მეშვეობით ინტენსიურად ვრცელდებოდა სხვადასხვა პირთა პირადი
ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რამაც საზოგადოების საყოველთაო აღშფოთება
გამოიწვია.702
აღნიშნულ ფაქტებზე სწრაფი, ეფექტიანი და ამომწურავი გამოძიების
ჩატარების მოთხოვნით საქართველოს სახალხო დამცველმა წამოიწყო კამპანია „წამმზომი
ჩართულია“. კამპანიის ფარგლებში გაკეთებული არაერთი საჯარო განცხადების მიზანი
საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან ადეკვატური რეაგირება იყო.703
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად,
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიების ფარგლებში არაერთი მოქმედება
698
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მუხ. 8, ადამიანის უფლებათა საყოველთაო
დეკლარაცია, მუხ. 12, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ საერთაშორისო
პაქტი, მუხ. 11 და სხვ.
699კოსტელო-რობერტსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 13134/87, 1993.
700 X და Y ნიდერლანდების წინააღმდეგ, 8978/80, 1985; ასევე საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის N1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე, „საქართველოს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
701 საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 471–481
http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf
702
http://rustavi2.com/ka/news/42305 [07.03.2017] – „პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა,
არასამთავრობოთა პროტესტი და პრეზიდენტის მკაცრი გაფრთხილება“.
703
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/370245-sakhalkho-damcveli-piradi-ckhovrebis-amsakhvelikadrebis-gavrcelebis-faqts-gmobs.html?ar=A [07.03.2017].
405
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ჩაატარა704 და პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონო მოპოვებისა და შენახვის
ბრალდებით705 რამდენიმე პირი მისცა პასუხისგებაში. თუმცა, აღნიშნული მასალის
გამავრცელებლის ვინაობა, საბოლოოდ, კვლავ უცნობია.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინარე პერიოდში ასევე გახშირდა პოლიტიკოსთა და
სხვადასხვა
პირთა
შორის
გამართული
სატელეფონო
საუბრების
შემცველი
აუდიოჩანაწერების გავრცელება, მათ შორის:
2016 წლის 14 სექტემბერს გავრცელდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური
დირექტორისა
და
პოლიტიკური
მოძრაობა
„სახელმწიფო
ხალხისათვის“
ლიდერის
სატელეფონო საუბრის ჩანაწერი
2016 წლის 27 სექტემბერს გავრცელდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და
საქართველოს ექსპრეზიდენტის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი
2016 წლის 3 ოქტომბერს გავრცელდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური
დირექტორისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის სატელეფონო
საუბრის ჩანაწერი.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოპოვებული ინფორმაციით706, ერთ–ერთ
ფაქტზე გამოძიება დაიწყო არა პირად ცხოვრებაში ჩარევის მიმართულებით, არამედ
მხოლოდ
სავარაუდო
შეთქმულების
დანაშაულზე,
ხოლო
დანარჩენ
შემთხვევებთან
დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება კონკრეტულ შედეგამდე არ მისულა.707
სახელმწიფოს არაადეკვატური პასუხი პირად ცხოვრებაში ჩარევასთან დაკავშირებით კიდევ
უფრო საგანგაშოა იმ ფონზე, რომ გამოძიება არც 2015 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში
მომხდარ ანალოგიურ დანაშაულებზე დაინტერესებულა იმით, თუ ვინ მოიპოვა და
გაავრცელა
აუდიოჩანაწერები.708
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია
დანაშაულის
ჩამდენ
სახელმწიფო
პირთა
იდენტიფიცირება
ორგანოების
მონაწილეობასთან
დაკავშირებით არსებული ეჭვების გასაქარწყლებლად.
აღსანიშნავია საქართველოს პარლამენტის მცდელობა – საკანონმდებლო დონეზე გაეცა
პასუხი
ქვეყანაში
არსებული
მდგომარეობისთვის
ინდივიდის
პირადი
ცხოვრების
704
მათ შორის, აღსანიშნავია, რომ საკონსულტაციო დახმარების თხოვნით მიმართა აშშ–ის გამოძიების
ფედერალურ ბიუროს.
705
საქართველოს მთავარი პროკურატურის 2016 წლის 4 მაისის N13/28247 წერილი.
706 საქართველოს მთავარი პროკურატურის 2016 წლის 31 ოქტომბრის N13/69049 წერილი.
707
ამასთან, ერთ–ერთი გამოძიების ფარგლებში ტელეკომპანია „რუსთავი 2–ის“ გენერალური
დირექტორი მხოლოდ საუბრის შინაარსთან დაკავშირებით დაიკითხა.
708
2015 წლის 24 და 29 ოქტომბერსა და 2 ნოემბერს გავრცელდა ფარული აუდიოჩანაწერები, რომელიც
შეიცავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის კონფიდენციალურ საუბრებს საზოგადოებისთვის
ცნობად პირებთან. დამატებით იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო
ანგარიში, გვ. 475.
406
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დასაცავად. ერთი მხრივ მისასალმებელია, რომ საკანონმდებლო ხელისუფლებამ გარკვეული
ნაბიჯები გადადგა ვითარების გასაუმჯობესებლად, მეორე მხრივ კი, ვერ ავუვლით გვერდს
იმის აღნიშვნას, რომ ნაბიჯები ხარვეზიანი აღმოჩნდა.
ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით 2017 წლის 1 მარტს განხორციელებული
ცვლილებების
მიხედვით,
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის
მმართველობის
სფეროში და მისი სამსახურეობრივი კონტროლის ქვეშ, ფარული საგამოძიებო მოქმედებების
გატარების მიზნით, შეიქმნა სსიპ „საქართველოს ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტო“.
აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ექნება დამოუკიდებლობის გარკვეული ელემენტები, თუმცა
იგი რჩება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიანი კონტროლის ქვეშ, რაც
ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის
გადაწყვეტილებას.
სააგენტოს რეალურ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს სააგენტოს უფროსის არჩევის წესი.
კანონის მიხედვით, სააგენტოს უფროსის კანდიდატურა სპეციალური კომისიის მიერ
შეირჩევა.
საგულისხმოა,
რომ
კომისიას
განსახილველად
წარედგინება
სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ წინასწარ შერჩეული სამი კანდიდატი, თუმცა
კანონი
არ
განსაზღვრავს
კრიტერიუმებს,
რომლითაც
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის უფროსი იხელმძღვანელებს სამი კანდიდატურის შერჩევისას. შესაბამისად,
კომისია თავიდანვე შეზღუდულია არჩევანის გაკეთებისას, რაც კომისიის მსჯელობას აზრს
უკარგავს.
სააგენტოს არასაკმარის დამოუკიდებლობას ასევე წარმოაჩენს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის
უფროსის
უფლებამოსილება,
სააგენტოს
უფროსის
თანამდებობიდან
გადაყენების თაობაზე პრემიერმინისტრისთვის შუამდგომლობით მიმართვის შესახებ.
ასევე არაეფექტიანია საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებული საპარლამენტო
კონტროლის მექანიზმის – ნდობის ჯგუფის უფლებამოსილება. მხედველობაშია მისაღები,
რომ ამ ჯგუფის მიერ სააგენტოს საქმიანობის შემოწმება შეზღუდულია წელიწადში მხოლოდ
ორჯერ. შემოწმებას ატარებს ნდობის ჯგუფის მიერ შერჩეული ერთი წევრი, რაც
ფაქტობრივად
გამორიცხავს
კონტროლის
მექანიზმში
საპარლამენტო
ოპოზიციის
მონაწილეობას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტროლის ქვეშ მოქცეული უწყების ხელში
თავმოყრილი ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ტექნიკური შესაძლებლობები
მხოლოდ ნაწილობრივ და არასრულყოფილ კონტროლს ექვემდებარება.
მართალია, ცვლილებების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა პერსონალურ მონაცემთა
დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ინსპექტორის
უფლებამოსილება არ ვრცელდება „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
407
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
კანონით განსაზღვრული მიზნებისათვის გატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების
კანონიერების კონტროლსა და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის აუდიტზე.
შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებები არ შეესაბამება საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს გადაწყვეტილებას და არ შეიძლება შეფასდეს ადამიანების პირად ცხოვრებაში
დაუსაბუთებელი ჩარევის მნიშვნელოვანი საფრთხის გამომრიცხავ გარანტიად.
პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების „ეპიდემიის“ შესაზღუდად
საქართველოს პარლამენტმა გაამკაცრა პასუხისმგებლობა პირადი ცხოვრების ამსახველი
ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფისთვის. ამ ცვლილების შედეგად,
სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 1571 მუხლი, რომელიც კრძალავს პირადი ცხოვრების
საიდუმლოს ხელყოფას. აღნიშნული დანაშაულისთვის მინიმალური პასუხისმგებლობის
სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.709
ხსენებული კანონის განმარტებითი ბარათიდან არ იკვეთება პირადი ცხოვრების ამსახველი
ინფორმაციისა710 და პირადი ცხოვრების საიდუმლოს711 გამიჯვნის კრიტერიუმები. ერთი
შეხედვით, შესაძლოა ეს ორი დეფინიცია გაიმიჯნოს იმის მიხედვით, საიდუმლოს შეიცავს
თუ არა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია. თუმცა, ვინაიდან 1571–ე მუხლის
დისპოზიცია არ შეიცავს საიდუმლოს განსაზღვრებას, ამიტომ ნორმა ბუნდოვანია და იძლევა
ფართო განმარტების და თვითნებობის შესაძლებლობას იმის თაობაზე, რა ჩაითვალოს
საიდუმლოდ და რა – არა. მოცემული ნორმებით გათვალისწინებული სანქციის ოდენობა
ერთმანეთისგან
მნიშვნელოვნად
განსხვავდება,
სწორედ
ამიტომ,
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია კანონმდებელმა ნათლად გამიჯნოს ეს ორი დანაშაული.
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის უკანონო გავრცელების სოციალურად საშიში
ბუნება
და
მისგან
გამოწვეული
წარუშლელად
დამაზიანებელი
შედეგები ნათლად
გამოვლინდა ერთ კონკრეტულ ფაქტში. ამ ფაქტის ილუსტრაციის მიზანია, სახელმწიფო
აპარატმა
ნათლად
აღიქვას
ამ
დანაშაულთა
გამოუძიებლობის
საფრთხე,
რომლის
პოტენციური მსხვერპლი არის ნებისმიერი ადამიანი.
2016 წლის 15 აგვისტოს გარკვეულ ვებგვერდებზე გავრცელებული წამებისა და ღირსების
შემლახავი
მოპყრობის
ამსახველი
ვიდეომასალა
კონკრეტული
ადამიანების
იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს
მოგვიანებით მიმართა მოქალაქემ, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული ვიდეომასალის
გავრცელების გამო იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამსახური და შეეზღუდა
709
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 3 ივნისის 5152-რს კანონი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157–ე მუხლის საგანი.
711 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლის საგანი.
710
408
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
კომუნიკაცია ნაცნობ პირებთან, მის მიერ გადატანილი წამებისა და ღირსების შემლახავი
მოპყრობის გასაჯაროების გამო კი მორალურ ტანჯვას განიცდიდა.
ამ ფაქტის კვალდაკვალ ნათლად გამოვლინდა საკანონმდებლო სიცარიელეც, ინტერნეტ
პროვაიდერებთან
სამართალდამცავი
ორგანოების
ურთიერთობის
დარეგულირების
თვალსაზრისით. კერძოდ, არ არსებობს რეგულაცია, რომლის საფუძველზეც გამოძიების
ორგანოს შეეძლებოდა მოეთხოვა ინტერნეტ პროვაიდერისთვის გამოძიების ფარგლებში
კონკრეტული ლინკის დაბლოკვა.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ასევე მოიცავს პირადი კორესპონდენციის
ხელშეუხებლობას,
ხოლო
მასში
ჩარევა
შესაძლებელია
მხოლოდ
კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევებში.712 პირადი მიმოწერის ხელშეუხებლობის დარღვევა
პრობლემაა პენიტენციურ დაწესებულებებში. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა,
შესაძლო დარღვევების შემთხვევაში სათანადო რეაგირების თაობაზე, საანგარიშო პერიოდში
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, აგრეთვე, სამინისტროს
გენერალურ ინსპექციას, არაერთხელ მიმართა.713
დამატებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი შეეცადა, მოეპოვებინა ინფორმაცია
ფარული
საგამოძიებო
მოქმედებების
შესახებ
პროკურატურის
შუამდგომლობებზე
სასამართლო კონტროლის ეფექტიანობის შესაფასებლად, თუმცა საქართველოს მთავარი
პროკურატურის ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სტატისტიკა არ იწარმოება.714
ე.წ. „ოდეერის“ ინსტიტუტის შესახებ
საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში მიმოხილულ იქნა ე.წ. „ოდეერის“
ინსტიტუტთან დაკავშირებით მიღებული ახალი რეგულაციები და მათი პრაქტიკაში
განხორციელების გადამოწმების საჭიროება, რათა საკანონმდებლო ცვლილებები პრაქტიკაში
ზედმიწევნით შესრულდეს და არ იარსებოს მათ მიღმა სხვადასხვა საჯარო თუ კერძო
ინსტიტუტებიდან ინფორმაციის უკანონოდ მოგროვების მახინჯმა პრაქტიკამ.715 აღნიშნული
რისკების თავიდან ასარიდებლად, საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ
უყურადღებოდ არ უნდა დარჩენილიყო არც ერთი ის ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა
ნორმატიული აქტით დადგენილი ჩამონათვალის მიღმა მყოფ უწყებებში ე.წ. „ოდეერის“
ინსტიტუტის არსებობაზე. ამასთან, ომბუდსმენმა მოუწოდა შესაბამის უწყებებს, მათ შორის,
საქართველოს პარლამენტში შექმნილ ნდობის ჯგუფს, სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის საქმიანობის კანონიერებით პერიოდულად დაინტერესებულიყვნენ, ხოლო
712
საქართველოს კონსტიტუცია, მუხ. 20, პუნ. 1.
მაგ. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 22 აგვისტოს N15–11/9641 წინადადება.
714
საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 9 თებერვლის N13/9344 წერილი.
715
საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიში, გვ. 8, 479-481.
713
409
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა თუ სამსახურებრივი უფლებამოსილების
გადამეტების შემთხვევებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე ჰქონოდათ
დროული რეაგირება. სახალხო დამცველმა ასევე მოუწოდა საქართველოს პარლამენტს,
შეექმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, კანონში შესული ცვლილებების შემდეგ ე.წ.
„ოდეერების“ ინსტიტუტის გამოყენების საკითხის შესასწავლად, მათ შორის იმ უწყებებში,
სადაც მათი მუშაობა კანონით გამოირიცხა. სახალხო დამცველმა რეკომენდაციით ასევე
მიმართა საქართველოს პროკურატურას, დაეწყო გამოძიება სხვადასხვა დაწესებულებებში
ე.წ. „ოდეერების“ უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე და
წარემართა ის დროულად, ეფექტურად, ობიექტურად და მიუკერძოებლად. აღსანიშნავია,
რომ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ საზოგადოებისათვის ცნობილი არ
არის. საქართველოს სახალხო დამცველმა ზემოაღნიშნული საკითხის შესწავლის მიზნით
ორჯერ გამოითხოვა ინფორმაცია შსს–დან (რომელმაც მიღებული წერილი სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურს გადაუგზავნა) და სუს–დან716, თუმცა, კანონის მოთხოვნათა
საწინააღმდეგოდ, მოთხოვნილი ინფორმაცია სუს–ს ამ დრომდე არ მოუწოდებია, რის გამოც
აღნიშნული საკითხის სრულყოფილად შესწავლა საქართველოს სახალხო დამცველის
მანდატის ფარგლებში დღემდე ვერ ხერხდება.
ინფორმაცია თსუ–ში „ოდეერების“ არსებობის შესახებ
ე.წ. „ოდეერის“ ინსტიტუტის საკითხის მიმოხილვა დღის წესრიგში დააყენა 2016 წლის
მარტში
ივანე
ჯავახიშვილის
სახელობის
თბილისის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის
სტუდენტების მიერ გამოთქმულმა პროტესტმა უნივერსიტეტში ე.წ. „ოდეერების“ არსებობის
შესახებ.
ზემოაღნიშნულ
საკითხთან
დაკავშირებით,
საქართველოს
სახალხო
დამცველმა
უნივერსიტეტის რექტორს წერილობით მიმართა717 და სთხოვა ი.კ.–სა და ი.ხ.–ს (პირები,
რომლებზეც თსუ–ს სტუდენტები უთითებდნენ, რომ იყვნენ ე.წ. „ოდეერები“718) შესახებ
მოეწოდებინა საკითხის შესწავლისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
მოწოდებული ინფორმაციით719 დადგინდა, რომ ი.ხ. არ წარმოადგენდა ივანე ჯავახიშვილის
სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, მაშინ როდესაც იგი წარმატებით
მონაწილეობდა თსუ–ს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში და იკავებდა
მნიშვნელოვან
თანამდებობებს,
აგრეთვე,
716
მონაწილეობას
იღებდა
სხვადასხვა
საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 8 აპრილისა და 2016 წლის 26 ოქტომბრის წერილები.
2016 წლის 13 აპრილის N04-5/3420 წერილი.
718
აღსანიშნავია, რომ რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გარემოება თსუ–ს
იმჟამინდელმა რექტორმა, ლადო პაპავამ დაადასტურა: <http://liberali.ge/news/view/21358/papavaodeerze-is-aris-kantsleris-tanashemtse> (ბოლოს ნანახია 30.03.2017)
719 მათ შორის, ი.ხ.–ს CV.
717
410
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
უნივერსიტეტების საარჩევნო პროცესებში. კერძოდ, ი.ხ. 2004-2009 წლებში სწავლობდა
ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის ინსტიტუტის იურიდიულ ფაკულტეტზე. თუმცა,
პარალელურად, სხვადასხვა წლებში იყო თსუ–ს სტუდენტური კლუბის თავმჯდომარის
მოადგილე,
თსუ–ს
დეპარტამენტის
სტუდენტური
ხელმძღვანელი
თვითმმართველობის
და
ამავე
წლებში
სპორტისა
ჩართული
და
ტურიზმის
იყო
სხვადასხვა
უნივერსიტეტებში მიმდინარე საუნივერსიტეტო არჩევნებში.
ასევე, საინტერესოა ისიც თუ რა ვითარებაში გახდა ი.ხ. თსუ–ს ადმინისტრაციის
თანამშრომელი. კერძოდ, 2010 წელს ი.ხ.–მ განცხადებით მიმართა თსუ–ს ადმინისტრაციის
უფროსს და მოითხოვა განეხილათ მისი კანდიდატურა ამავე უნივერსიტეტის კულტურისა
და სპორტის ცენტრის უფროსის თანამდებობაზე. სწორედ აღნიშნული პირადი განცხადების
საფუძველზე, მასთან გაფორმდა 9–დღიანი შრომითი ხელშეკრულება და ი.ხ. დაინიშნა თსუ–
ს კულტურისა და სპორტის ცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. 9 დღეში ის
დაინიშნა ამავე ცენტრის
უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, მოგვიანებით ამავე
ცენტრის უფროსად და ამ პოზიციაზე აგრძელებდა მუშაობას ინფორმაციის მოწოდების
დღისათვის.720
რაც შეეხება ი.კ.–ს, მოწოდებული ინფორმაციით721 დადგინდა, რომ 2014 წლის აპრილში მან
პირადი განცხადებით მიმართა თსუ–ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და მოითხოვა
განეხილათ მისი კანდიდატურა უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო უნივერსიტეტის
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის თანამდებობაზე. განცხადების წარდგენის
დღიდანვე ძალაში შევიდა შრომითი ხელშეკრულება მასა და თსუ–ს შორის,722 რომლის
თანახმად, ი.კ. უვადოდ იქნა დანიშნული მისთვის სასურველ ვაკანტურ თანამდებობაზე და
დაევალა
კოორდინაცია
გაეწია
და
გაეკონტროლებინა
უსაფრთხოების
უზრუნველყოფისთვის აუცილებელი სამუშაოები. 2016 წლის 21 აპრილს, საპროტესტო
აქციების
შემდეგ,
ი.კ.–მ
წერილობით
მოითხოვა
დაკავებული
თანამდებობიდან
გათავისუფლება 2016 წლის 1 მაისიდან, რაც დაკმაყოფილდა.
აღწერილი გარემოებები სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს თსუ–ს თვითმმარველობის
საქმიანობის კანონიერების (2005–2009 წლებში), სხვადასხვა უნივერსიტეტში გამართული
არჩევნების პროცესში ი.ხ.–ს მონაწილეობისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში ზემოთ
დასახელებული პირების ყოველგვარი კონკურსის გარეშე დასაქმებასთან დაკავშირებით.
ასევე, სერიოზულ ეჭვებს აჩენს ი.კ.–ს საქმიანობა უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო
720
13.05.2016წ.
მათ შორის, ი.კ.–ს CV.
722
ხელშეკრულება დათარიღებულია 2014 წლის 21 მაისით, თუმცა მისი 1.5. პუნქტის თანახმად,
ხელშეკრულება ძალაშია 2014 წლის 28 აპრილიდან.
721
411
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის თანამდებობაზე, 2014 წლის
აპრილიდან 2016 წლის მაისამდე. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ
აღნიშნული საკითხები სასწრაფოდ უნდა გახდეს შესწავლის საგანი, მათ შორის, საგამოძიებო
ორგანოების მხრიდან და აღნიშნულ გარემოებებს სათანადო სამართლებრივი შეფასება უნდა
მიეცეს.
თსუ–ს სტუდენტების გარდა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმისა და
თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები ასევე მიუთითებდნენ მათ
დაწესებულებაში „ოდეერების“ არსებობის შესახებ. შესაბამისად, სახალხო დამცველის
რეკომენდაცია შესაბამისი სტრუქტურების მიმართ ამ საკითხით დაინტერესებასა და
ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით, კვლავ ძალაშია.
უბნის ინსპექტორების დაინტერესება შეკრებაში მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციით
საქართველოს სახალხო დამცველს სურს ყურადღება გაამახვილოს 2016 წელს გამოკვეთილ
ტენდენციაზე. კერძოდ, რამდენიმე შემთხვევაში უბნის ინსპექტორები დაინტერესდნენ იმ
პირების/მათი ოჯახის წევრების პერსონალური ინფორმაციით, რომლებიც ამა თუ იმ
საკითხზე პროტესტს გამოხატავდნენ და მედია საშუალებების ყურადღების ცენტრში
მოხვდნენ.
ი. კ., რომელიც თსუ–ში სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის ე.წ. „ოდეერის“ ინსტიტუტის
არსებობას აპროტესტებდა, აღნიშნავდა, რომ სწორედ იმ დღეებში, როდესაც იგი მედია
საშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა, მასთან სახლში მივიდნენ პოლიციის
წარმომადგენლები და გამოიკითხეს მის შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული მისი და მისი
ოჯახის წევრების მიერ აღქმულ იქნა ზეწოლად, შეეკავებინა თავი უნივერსიტეტში
მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საჯარო გამოსვლებისა და განცხადებებისაგან.
იმავეს აღნიშნავდა ნ. ჩ.–ც,
რომელიც სამსახურიდან გათავისუფლებას მთავრობის
ადმინისტრაციის შენობასთან აპროტესტებდა. ნ.ჩ. მიუთითებდა, რომ მის მიერ პროტესტის
გამოხატვისას, პოლიციის თანამშრომლები მის ოჯახში მივიდნენ და გამოიკითხეს მისი და
მისი ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, მისი 6 წლის შვილის მობილური
ტელეფონის ნომერი. ორივე ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტრომ დაადასტურა,723
724
რომ ი.კ.–ს და ნ. ჩ.–ს ოჯახში იმყოფებოდნენ უბნის
ინსპექტორ–გამომძიებლები უბნის პასპორტში მონაცემების განსაახლებლად.
723
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2016 წლის 14 მარტის #04–5/2010 წერილის პასუხად
მიღებული შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 19 აპრილის #976009 წერილი.
724
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2016 წლის 20 დეკემბრის #04–4/15110 წერილის
პასუხად მიღებული შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 6 იანვრის #45298 წერილი.
412
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მოქალაქეების მიერ გარკვეულ საკითხებთან
დაკავშირებით პროტესტის გამოხატვის პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროს
წარმომადგენელების მიერ მათ ოჯახებში ვიზიტი და ინფორმაციის გამოკითხვა აჩენს ეჭვს,
რომ აღნიშნული ემსახურება არა უბნის ინსპექტორ–გამომძიებლების ძირითად საქმიანობას,
არამედ ამ პირებზე ან მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლის მოხდენას, რათა თავი შეიკავონ
კრიტიკული მოსაზრებების საჯაროდ გამოხატვისაგან. მით უფრო, რომ აღნიშნული
ინციდენტები დროში ზუსტად ემთხვევა პოლიციელების ვიზიტის დროს.
რეკომენდაციები:
საქართველოს მთავარ პროკურატურას
მაღალი
საზოგადოებრივი
გარემოებები
აბრკოლებს
ინტერესიდან
მსგავს
გამომდინარე,
დანაშაულებზე
გააცნოს
დამნაშავე
საზოგადოებას,
პირთა
გამოვლენას
რა
და
შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას
აწარმოოს სტატისტიკა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ შუამდგომლობების
დაკმაყოფილებისა და ჩატარებული მოქმედებების კანონიერად ცნობის შესახებ
დაიწყოს გამოძიება სხვადასხვა დაწესებულებებში ე.წ. ,,ოდეერების“ უკანონო საქმიანობასთან
დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე და წარმართოს ის დროულად, ეფექტურად და
მიუკერძოებლად
საქართველოს პარლამენტს
განახორციელოს ადეკვატური საკანონმდებლო ცვლილებები უკანონო ფარული საგამოძიებო
მოქმედებების
საფრთხის
აღსაკვეთად,
კერძოდ,
ოპერატიულ–ტექნიკური
სააგენტო
გამოვიდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამსახურებრივი კონტროლიდან, ან
შეიზღუდოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილება სააგენტოს
უფროსის თანამდებობიდან გადაყენების თვალსაზრისით
ასევე შეიზღუდოს სუს–ის ხელმძღვანელის კომპეტენცია, მხოლოდ საკუთარი შეხედულებით
შეარჩიოს სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატები და ამ მხრივ გაიზარდოს შესაბამისი
კომისიის უფლებამოსილება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აუდიტის შესაძლებლობა ასევე გავრცელდეს
„კონტრდაზვერვითი
ელექტრონული
საქმიანობის
თვალთვალისათვის
შესახებ“
საქართველოს
გამოყენებულ
კანონის
ტექნიკურ
მიზნებისათვის
ინფრასტრუქტურაზე;
საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიქმნას სპეციალური სტრუქტურა, რომელიც
ჩაატარებს ამგვარ ტექნიკურ აუდიტს და დახმარებას გაუწევს ზედამხედველ მოსამართლეს
უფრო მეტად გაძლიერდეს საპარლამენტო კონტროლი, რაც ნდობის ჯგუფის საპარლამენტო
უმცირესობის წევრისთვის ეფექტიანი მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობის
მიცემაში გამოიხატება. გარდა ამისა, ნდობის ჯგუფი აღიჭურვოს პერსონალით, რომელსაც
413
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ელექტრონული თვალთვალის ტექნიკური ინფრასტრუქტურის შემოწმების სპეციალური
ცოდნა გააჩნია და რომელიც დახმარებას გაუწევს ნდობის ჯგუფის წევრებს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კანონმდებლობით,
გამოძიების
ფარგლებში,
დარეგულირდეს გამოძიების ორგანოსა და ინტერნეტ პროვაიდერს შორის ურთიერთობა,
რომლის თანახმადაც, საჯარო და პირადი ინტერესების ბალანსით, უზრუნველყოფილი იქნება
გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ისეთი კადრების დაბლოკვა, რომლის
ხილვადობაც უარყოფით გავლენას ახდენს პირის პატივსა და ღირსებაზე და ამით აზიანებს
ინდივიდის კანონიერ ინტერესს
დაინტერესდეს და შეისწავლოს კანონში შესული ცვლილებების შემდეგ როგორ გრძელდება
ე.წ. „ოდეერების“ ინსტიტუტის გამოყენება, მათ შორის იმ უწყებებში, სადაც მათი მუშაობა
კანონით გამოირიცხა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
უბნის ინსპექტორ–გამომძიებლების საქმიანობა არ იქნას გამოყენებული საზოგადოებრივად
აქტიურ პირებზე (ან მათი ოჯახის წევრებზე) პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლის საშუალებად.
414
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
8. აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლება
რელიგიის თავისუფლების დაცვის, ტოლერანტული გარემოსა და თანასწორუფლებიანობის
კუთხით, ქვეყანაში წლების განმავლობაში, რჩება მსგავსი გამოწვევები. შესაბამისად,
საპარლამენტო ანგარიშშიც პრობლემები წლიდან წლამდე მეორდება. უმთავრესი გამოწვევა
რელიგიური
შეუწყნარებლობის
შემცველ
სამართალდარღვევებზე
სახელმწიფოს
ადეკვატური და ეფექტური რეაგირების ნაკლებობაა, რაც, თავის მხრივ, ამ ტიპის
დანაშაულის მაჩვენებლის შენარჩუნების ან ზრდის ტენდენციის უმთავრესი მიზეზია.
ძალადობის თუ სხვა სახის კანონდარღვევის ფაქტები ძირითადად ისევ იეჰოვას მოწმეების
წინააღმდეგაა
მიმართული.
გამოძიების
დაწყებისა
და
სამართალდარღვევებისთვის
ადეკვატური კვალიფიკაციის მინიჭების კუთხით, გასულ წლებთან შედარებით, 2016 წელს
დადებითი ტენდენცია გამოიკვეთა. ამავე დროს, ბოლო წლებში, მუსლიმთა მიმართ
ჩადენილ
შესაძლო
დანაშაულთა
უმეტეს
ნაწილზე
არ
დამდგარა
კონკრეტული
სამართლებრივი შედეგი.
საანგარიშო პერიოდში, საკულტო თუ სხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისას, რელიგიური
გაერთიანებები,
მშენებლობის
გაცემაზე
ნებართვის
პასუხისმგებელი
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან კვლავ აწყდებოდნენ ბარიერებს.
პრობლემად რჩება საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვა და ზოგადი
განათლების შესახებ კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობა. პრობლემის გადასაჭრელად
აუცილებელია
საქართველოს
განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტრომ,
საჯარო
სკოლებში რელიგიური ნიშნით ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნათა
შესრულების მიზნით, განახორციელოს ეფექტური მონიტორინგი და მოახდინოს შესაბამისი
რეაგირება.
პრობლემატურია სასკოლო საჯარო განათლების შინაარსიც. სხვადასხვა კლასისა და საგნის
გრიფირებულ
სახელმძღვანელოებში
გამოვლენილია
რელიგიური
და
სხვა
ნიშნით
შეუწყნარებლობის, ქსენოფობიის, მიკერძოების შემცველი ტექსტებისა და სარედაქციო
კომენტარების კონკრეტული შემთხვევები.
საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფოს მხრიდან, კვლავ არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები
რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნების
მიმართულებით725.
გადაუჭრელი
რჩება
რელიგიური
გაერთიანებების
სახელმწიფო
დაფინანსების უსამართლო პრაქტიკა. სახელმწიფო, საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის
ანაზღაურების მოტივით, ისევ მხოლოდ 4 რელიგიურ გაერთიანებას აფინანსებს და სხვა
725
იხ. სახალხო დამცველის წინა წლების საპარლამენტო ანგარიშები.
415
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
რელიგიური გაერთიანებებისადმი ანალოგიური ნაბიჯის გადადგმისგან თავს იკავებს726.
ამასთანავე, თავს იკავებს უკვე აღიარებული ოთხი რელიგიური გაერთიანების გარდა, სხვა
რელიგიური გაერთიანებებიც სცნოს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლად.
საანგარიშო წლის განმავლობაში არ შეცვლილა უთანასწორო საგადასახადო რეჟიმი,
რომელიც საქართველოს საპატრიარქოს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. კერძოდ,
საპატრიარქო,
სხვა
რელიგიური
გაერთიანებებისგან
განსხვავებით,
სარგებლობს
საგადასახადო შეღავათებით და რიგ შემთხვევაში თავისუფალია ქონების, დამატებული
ღირებულებისა და მოგების გადასახადებისგან.727
საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა მუსლიმი
თემის წარმომადგენლებისთვის სხვადასხვა სახის დაბრკოლებების შექმნის რამდენიმე
შემთხვევის
შესახებ.
მათ
შორის,
მუსლიმი
აღმსარებლობის
პირებისთვის
სარფის
სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე სხვადასხვა მიზეზით დამატებითი ბარიერების შექმნისა და
ჩხრეკის, მოხეს საჯარო სკოლის მუსლიმი მოსწავლისათვის სკოლაში თავსაფრით სიარულის
აკრძალვის და სოფელ ადიგენის მუსლიმი თემის წარმომადგენლების ფიზიკური და
სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ, რაც, რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მათი
მხრიდან
მართლმადიდებლებისაგან ცალკე სასაფლაოს
მოთხოვნას
უკავშირდებოდა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს აღნიშნულ საქმეებში ადამიანის
უფლებათა დარღვევის, მათ შორის, დისკრიმინაციის ნიშნების არსებობას.
საანგარიშო პერიოდში სასჯელაღსრულების დაწესებულებები არათანმიმდევრულ მიდგომას
იჩენდნენ რელიგიურ დღესასწაულებზე სხვადასხვა აღმსარებლობის პატიმრების მიერ
დამატებითი ამანათების მიღებასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველმა მიიღო რამდენიმე
შეტყობინება,
რომლის
მართლმადიდებელი
მიხედვითაც,
პატიმრები
სხვა
სადღესასწაულო
აღმსარებლობის
ამანათების
მიღებისას
პატიმრებთან
შედარებით,
პრეფერენციული პირობებით სარგებლობდნენ.
იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი
კანონდარღვევის ფაქტები
2016 წელს შენარჩუნდა იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული ორგანიზაციის წევრების დევნის,
ძალადობის, მათთვის რელიგიური წესის აღსრულებისათვის ხელშეშლის ტენდენცია.
726 საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის დადგენილება N117 „საქართველოში არსებული
რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის
ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“
დამტკიცების თაობაზე.
727 იხ. სახალხო დამცველის 2010 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 311
416
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატს ეცნობა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ
განხორციელებული არაერთი ძალადობრივი ფაქტის შესახებ. მათ შორის, ფიზიკური
ძალადობის 13 შემთხვევის შესახებ, რასაც თან ახლდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა;
იეჰოვას მოწმეთა რელიგიური გაერთიანების ორი წარმომადგენლისთვის ავტომანქანის
დაჯახების ერთი შემთხვევის შესახებ, რომლის დროსაც ორივე პირმა მიიღო ფიზიკური
დაზიანება. განმცხადებლები აღნიშნავენ, რომ ავტომანქანის დაჯახების მოტივი მათი
რელიგიური კუთვნილება იყო; იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზზე თავდასხმისა და
დაზიანების 4 შემთხვევის თაობაზე; რელიგიური წესის აღსრულებისათვის ხელშეშლის 9
შემთხვევის შესახებ, რომლებსაც ადგილი ჰქონდა იეჰოვას მოწმეების მიერ ქუჩაში
გადასატანი
სტენდის
მეშვეობით რელიგიური ლიტერატურის
გავრცელების
დროს.
აღნიშნული 9 შემთხვევიდან 5-ში ადგილი ჰქონდა გადასატანი სტენდის და რელიგიური
ლიტერატურის დაზიანებას/განადგურებას.
სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა საჯარო მოსამსახურეების, კერძოდ,
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშრომლების მხრიდან იეჰოვას
მოწმეების მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულების ერთი შემთხვევის შესახებ; ასევე,
იეჰოვას
მოწმეების
საუბრის
უკანონოდ
ჩაწერისა
და
ინტერნეტში
უნებართვოდ
გავრცელების ერთი შემთხვევის შესახებ, რაც, იეჰოვას მოწმეთა განცხადებით, რელიგიური
ნიშნით მათ დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.
მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას მოწმეების დევნის შემთხვევების რაოდენობა მაღალი
დარჩა, საანგარიშო პერიოდში გამოძიების დაწყებისა და სამართალდარღვევებისთვის
ადეკვატური კვალიფიკაციის მინიჭების კუთხით, გასულ წლებთან შედარებით, დადებითი
ტენდეცია გამოიკვეთა. ხშირ შემთხვევაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის
იმ მუხლებით, რომლებიც დანაშაულის რელიგიური სიძულვილის მოტივით ჩადენაზე
მიუთითებდა.728 თუმცა, 2015 წლის მსგავსად, კვლავ პრობლემას წარმოადგენდა რელიგიური
სიძულვილის
მოტივით
ჩადენილი
დანაშაულის
შემთხვევაში,
სამართალდამცავი
ორგანოების წარმომადგენლების მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის
(ნივთის დაზიანება ან განადგურება) გამოყენება. აღნიშნული მუხლი დასჯად ქმედებად
728 2016 წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ გამოვლენილ ფაქტებზე გამოძიება
დაიწყო შემდეგი მუხლებით: სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლი (ადამიანის დევნა სიტყვის,
აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო) - 9 შემთხვევაში; სისხლის სამართლის
კოდექსის 155-ე მუხლი (რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა) - გამოძიება
დაიწყო 3 ფაქტზე; სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლი (ცემა) - გამოძიება დაიწყო 3 ფაქტზე;
სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე (1) მუხლი (ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა);
სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი (ნივთის დაზიანება ან განადგურება); სისხლის
სამართლის კოდექსის 158-ე მუხლი (1. კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადება; 2. კერძო
კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი
უზრუნველყოფა); სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით (ტრანსპორტის მოძრაობის
უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) – ერთ შემთხვევაში.
417
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ნივთის ისეთ დაზიანებას ან განადგურებას მიიჩნევს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი
გამოიწვია. აღნიშნული მუხლის მიზნებისთვის კი, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის
ღირებულება 150 ლარს ზევით. საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველისთვის ცნობილი
გახდა იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზზე თავდასხმის ორი შემთხვევის შესახებ, როდესაც
გამოძიება დაიწყო ნივთის დაზიანების ფაქტზე, მაგრამ ზარალის 150 ლარზე ნაკლებად
შეფასების გამო, შეწყდა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ, მაშინ, როდესაც სისხლის
სამართლის კოდექსი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას რელიგიური ნიშნით დევნისთვის
(მუხლი 156), მსგავსი შემთხვევების მხოლოდ 187-ე მუხლით დაკვალიფიცირება არასწორ
პრაქტიკას ამკვიდრებს.
რელიგიური გაერთიანებების საკულტო ნაგებობის მშენებლობის და კუთვნილების
საკითხები
საანგარიშო პერიოდში, გასული წლების მსგავსად, კვლავ პრობლემად
დარჩა საკულტო
ნაგებობების მშენებლობასა და მათ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული წინააღმდეგობები,
რომლებიც,
ძირითადად,
მშენებლობის
ნებართვის
გაცემაზე
პასუხისმგებელი
თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან მომდინარეობდა და, ზოგიერთ შემთხვევაში,
თან ახლდა ადგილობრივი მართლმადიდებელი მრევლისა და სასულიერო პირების
პროტესტი.
კათოლიკე ეკლესიის მშენებლობა რუსთავში
„ლათინ
კათოლიკეთა
კავკასიის
სამოციქულო
ადმინისტრაცია“
მის
საკუთრებაში
რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საკულტო ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემას
2013 წლიდან ითხოვდა. 2015 წლის 13 ნოემბერს „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის
სამოციქულო
ადმინისტრაციამ“
რუსთავის
მუნიციპალიტეტის
მერიის
წინააღმდეგ
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით კიდევ ერთხელ მიმართა და მშენებლობის
მოწმობის გაცემაზე დაუსაბუთებელი უარი გაასაჩივრა.729
2016 წლის 6 ივნისს რუსთავის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა კათოლიკე ეკლესიის
სარჩელი. რუსთავის მერიამ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენელთა განცხადებით, პარალელურად, იმ მოტივით, რომ
მართლმადიდებელი ეკლესია და მოსახლეობა კათოლიკე ეკლესიის კუთვნილ ტერიტორაზე
საკულტო
ნაგებობის
მშენებლობის
წინააღმდეგი
იყვნენ,
სახელმწიფომ,
„ლათინ
კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას“ ეკლესიის ასაშენებლად მათი
729
აღნიშნულ საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს
სასამართლო მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae) წარუდგინა. ხოლო, მშენებლობის
მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე N04-9/5195 რეკომენდაციით რუსთავის
მუნიციპალიტეტის მერს მიმართა.
418
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
კუთვნილი ტერიტორიის სხვა ადგილზე გაცვლა შესთავაზა. ხელისუფლების მხრიდან
სამწლიანი
წინააღდეგობისა
და,
იმის
შიშით,
რომ
პროცესი
კიდევ
დიდ
ხანს
გაჭიანურდებოდა, კათოლიკე ეკლესია დათანხმდა ტერიტორიის გაცვლის შეთავაზებას.
მოხეს სადაო ნაგებობა და კომისიის დასკვნა
საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველი განაგრძობდა ადიგენის მუნიციპალიტეტის
სოფელ
მოხეში
მდებარე
ე.წ.
სადაო
ნაგებობის
და
2014
წელს
გამოვლენილი
შეუწყნარებლობის ფაქტების შესწავლას.730
2014 წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ შექმნილ „ადიგენის
მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე, კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან
დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელ კომისიას“ (შემდგომში კომისია),
რომელსაც
ნაგებობის
ისტორიულ-კონფესიური
წარმომავლობა
უნდა
შეესწავლა731,
ორწლიანი არსებობის შემდეგ, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამს.
პროტესტის
ნიშნად,
2016
წლის
ოქტომბრიდან,
ადგილობრივმა
მუსლიმმა
თემმა
ყოველკვირეული პარასკევის ლოცვის შესრულება ღია ცის ქვეშ, სადაო შენობის წინ დაიწყო.
2016 წლის 3 ნოემბერს და 1 დეკემბერს ახალციხეში გამართულ კომისიის სხდომებზე მიიღეს
გადაწყვეტილება
ე.წ.
„მოხეს
შენობისთვის“
კულტურული
მემკვიდრეობის
ძეგლის
სტატუსის – სავარაუდო სახელწოდებით „სადავო საკულტო ნაგებობა“, მინიჭების შესახებ;
შენობის
ადიგენის
მუნიციპალიტეტის
ბალანსიდან
ამორიცხვისა
და
კულტურული
მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ბალანსზე გადასვლის შესახებ,
რომელსაც უნდა უზრუნველეყო ძეგლის სამომავლო მოვლა-შენახვა. კომისიამ მიიღო
გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მუსლიმ თემს, ნაცვლად მათ მიერ მოთხოვნილი
ნაგებობისა, სოფელ მოხეს ცენტრში ახალი მეჩეთის ასაშენებლად რამდენიმე ადგილს
შესთავაზებენ, რომელიც, შემდგომში, გადაეცემა სრულიად საქართველოს მუსლიმთა
სამმართველოს.
კომისიის გადაწყვეტილებას უკმაყოფილება მოჰყვა ადგილობრივი მუსლიმების მხრიდან,
ვინაიდან, მათი აზრით, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მუსლიმთა მიერ წლების
განმავლობაში არაერთგზის წამოყენებული მოთხოვნის, ნაგებობის თემისთვის გადაცემის
საკითხზე ადეკვატური რეაგირება, რის გამოც ადგილობრივი მუსლიმები კომისიის
არსებულ შემადგენლობას უნდობლობას უცხადებენ.
730
იხ. სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 331
http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3509.pdf
731
იხ. სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 487
http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf
419
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მოხეს სადავო ნაგებობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უნდა
ითქვას, რომ შენობის კონფესიური კუთვნილების კომისიური წესით 2 წლის განმავლობაში
განხილვა შედეგის მომტანი არ აღმოჩნდა, ხოლო არგუმენტი (დიდი ფინანსური რესურსის
საჭიროება), რის გამოც შენობის წარმომავლობის დადგენაზე ითქვა უარი, ამდენ ხნიან
განხილვას არ საჭიროებდა.
ბათუმის მეჩეთი
საანგარიშო პერიოდში კვლავ გადაუჭრელი დარჩა ბათუმში მუსლიმების წინაშე არსებული
მთავარი გამოწვევა - ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი. 2014 წელს რელიგიის საკითხთა
სახელმწიფო
სააგენტოს
ხელმძღვანელობით
გადაწყდა,
რომ
თემს
ახალი
მეჩეთის
ასაშენებლად მიწა არ გამოეყოფოდა, სანაცვლოდ კი სსიპ სრულიად საქართველოს
მუსლიმთა სამმართველოს სახელმწიფოსგან გადაეცა ორი შენობა - სამუფტო რეზიდენცია
და მედრესე. ასევე ითქვა, რომ მოხდებოდა არსებული მეჩეთის რეკონსტრუქცია და
გაფართოება. თუმცა, სახელმწიფოს მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა მთავარი პრობლემა მეჩეთში არსებული გადატვირთულობა და ღია ცის ქვეშ ლოცვის საკითხი - ვერ გადაჭრა.
2016 წლის ივნისში ადგილობრივმა მუსლიმმა თემმა დააფუძნა „ბათუმში ახალი მეჩეთის
მშენებლობის ფონდი“ და დაიწყო თანხის შეგროვება ახალი მეჩეთისთვის მიწის შესაძენად.
2016 წლის 7 სექტემბერს ფონდმა ადგილობრივი მუსლიმების შემოწირულობებით ბათუმში
მიწა შეიძინა. ფონდის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს მეჩეთის
სამშენებლო პროექტზე მუშაობა და შეთანხმება.
ქობულეთის მუსლიმური პანსიონის საკითხი
საქართველოს
სახალხო
მოსწავლეებისათვის
დამცველის
პანსიონის
აპარატმა
2014
გახსნისთვის
ხელის
წელს
ქობულეთში
შეშლის
ფაქტი
მუსლიმი
რელიგიის
თავისუფლების და საკუთრების უფლების უზრუნველყოფის, ასევე სამართალდამცავთა
მხრიდან ამ უფლებების რეალიზებისათვის პოზიტიური ვალდებულებების შესრულების
კუთხით შეისწავლა732.
ბათუმის საქალაქო სასამართლო აღნიშნულ ფაქტზე 2016 წლის 19 სექტემბერს გამოტანილ
გადაწყვეტილებაში,
ფაქტობრივი
გარემოებების
დასადასტურებლად,
საქართველოს
სახალხო დამცველის აპარატის საქმისწარმოების მასალებს დაეყრდნო .
733
732
იხ. სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 329.
http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3509.pdf
733
იხ. თავი „თანასწორობის უფლება“ სადაც საუბარია ამავე პანსიონთან დაკავშირებით სახალხო
დამცველის რეკომენდაციის შესახებ
420
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სასამართლომ
ნაწილობრივ
დააკმაყოფილა
„ქართველ
მუსლიმთა
ურთიერთობის“
თავმჯდომარის რ.კ.-სა და შპს „M&B“-ს დირექტორ მ.ბ.-ს სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხე
ფიზიკურ პირებს დაავალა ქობულეთში მდებარე ქონებით თავისუფალი სარგებლობის, მათ
შორის, აღნიშნულ შენობაში მუსლიმი მოსწავლეებისათვის განკუთვნილი პანსიონის
გახსნისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით განგრძობადი დისკრიმინაციული
ქმედების
აღმოფხვრა,
რაც
გამოიხატებოდა
მოსარჩელეებისა
და
პანსიონატთან
დაკავშირებული პირების მიმართ საკუთრების უფლებით სარგებლობის, პანსიონში
შესვლისა
და
შენობის
მიმდებარე
ტერიტორიაზე
გადაადგილების
თავისუფლების
ხელშეშლის შეწყვეტაში. მოპასუხე ფიზიკურ პირებს ასევე დაეკისრათ მოსარჩელეთა
სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით, რაც მოსარჩელის მიერ
სიმბოლურად იყო მოთხოვნილი.
მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის 10 სექტემბერს პოლიციამ, რომელიც მობილიზებული
იყო პანსიონის შენობასთან, არ უზრუნველყო მუსლიმთა პანსიონში შესვლისთვის
ხელშეშლის
ფაქტების
აღკვეთა
და
მათი
უფლებების
დაცვა,
ბათუმის
საქალაქო
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა შინაგან საქმეთა სამინისტორს
მხრიდან
დისკრიმინაციული
მოპყრობის
დადგენის
ნაწილში.
მოსარჩელე
მხარემ
აღნიშნული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი შეიხის საქმე
საქართველოს სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო სსიპ სრულიად
საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი შეიხის ვაგიფ აქპეროვის სასულიერო
თანამდებობიდან გადაყენების საკითხის შესწავლა.
სრულიად საქართველოს ყოფილი შეიხის განმარტებით, იგი აიძულეს დაეტოვებინა შეიხის
თანამდებობა. კერძოდ, 2013 წლის დეკემბერში დაიბარეს ე.წ. მოდულის შენობაში, სადაც
მოსთხოვეს დაეწერა განცხადება სასულიერო თანამდებობიდან გადადგომის შესახებ,
წინააღმდეგ
შემთხვევაში
დაემუქრნენ
პირადი
ცხოვრების
შესახებ
ინფორმაციის
გავრცელებით და რეპუტაციის შელახვით. გარდა ამისა, საუბარში მას ხშირად უხსნებდნენ
შვილებს, რომ მათივე ინტერესებისთვის ჯობდა გადადგომის შესახებ განცხადების დაწერა,
რაც აქპეროვის მიერ აღქმული იყო როგორც მუქარა. ყოფილი შეიხის განმარტებით, მას
მოსთხოვეს
ამის
შესახებ
არაფერი
ეთქვა
მედიასაშუალებებისათვის.
აქპეროვის
განცხადებით, მისი გადადგომის შესახებ კარნახითა და იძულებით დაწერილი განცხადება
შსს-ს თანამშრომლებმა დაიტოვეს ე.წ. მოდულის შენობაში, ხოლო მოგვიანებით, 2014 წლის 9
იანვარს ეს განცხადება აღმოჩნდა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს
კრებაზე, რომელიც ამ ორგანიზაციის არჩეულმა რელიგიურმა საბჭომ დააკმაყოფილა.
421
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ყოფილი შეიხი მიუთითებს, რომ თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, მას აეკრძალა
მეჩეთში რელიგიური რიტუალების შესრულების უფლება.
სახალხო დამცველის ოფისს საქართველოს მთავარი პროკურატურის 2016 წლის 27 აპრილის
წერილით734 ეცნობა, რომ თბილისის პროკურატურაში 2016 წლის 27 აპრილს დაიწყო
გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო
გადამეტების
ფაქტზე,
სსკ-ის
333-ე
მუხლის
მე-3
ნაწილის
„გ“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. მიუხედავად იმისა, რომ ვაგიფ აქპეროვმა მის
წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის თაობაზე სატელევიზიო საუბრებში735
განაცხადა, აღნიშნულზე საქართველოს მთავარ პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია.
გამოძიება მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის შემდეგ
დაიწყო, ხოლო 2017 წლის 25 მარტს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ
მოწოდებული ინფორმაციით,736 კვლავ გრძელდება.
ადიგენი
ისლამური ტრადიციის თანახმად, დაუშვებელია მუსლიმი პირის სხვა აღმსარებლობის
ადამიანის გვერდით დასაფლავება. შესაბამისად, სოფელ ადიგენის მუსლიმმა თემმა,
რომელსაც
ცალკე
სასაფლაო
არ
აქვს,
ადიგენის
მუნიციპალიტეტის
გამგეობას
სასაფლაოსთვის მიწის გამოყოფის თხოვნით მიმართა. იმავე საკითხზე მუნიციპალიტეტს
რეკომენდაციით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომაც მიმართა.
2016 წლის 29 თებერვალს, საკითხის განხილვის მიზნით, ადიგენის მუნიციპალიტეტის
გამგებელი
ზაქარია
მოსახლეობას
ენდელაძე,
ხვდებოდა,
რა
სხვა
თანამშრომლებთან
დროსაც
მუსლიმებს
ერთად,
სოფელ
ადგილობრივი
ადიგენში
მოსახლეობის
წარმომადგენლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ფიზიკური დაზიანება
მიიღო სამმა მუსლიმმა - ა.ი.-მ, რ.ი.-მ და დ.შ.-მ.
სახალხო დამცველის აპარატის ხელთ
არსებული ინფორმაციით, ადიგენის რაიონულმა სამმართველომ ამ ფაქტზე გამოძიება სსკ–
ის 156–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც დევნას (სიტყვის, აზრის, სინდისის,
აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ,
პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით) გულისხმობს,
თუმცა, გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა. სოფელ ადიგენში მცხოვრები ექვსი
734
საქართველოს მთავარი პროკურატურის N13/27f194 წერილი.
ტელეკომპანია „ტაბულა“, „საუბარი რელიგიაზე“ 2014 წლის 25 თებერვლის გადაცემა, ინფორმაცია
ხელმისაწვდომია https://www.youtube.com/watch?v=uD65KaTCQ7M {ბოლოს ნანახია 27.03.2017},
ტელეკომპანია „რუსთავი 2“, „P. S.“-ის 2015 წლის 4 ოქტომბრის გადაცემა, ინფორმაცია
ხელმისაწვდომია http://rustavi2.com/ka/video/9452?v=2 {ბოლოს ნანახია 27.03.2017}.
736 საქართველოს მთავარი პროკურატურის N13/19751 წერილი.
735
422
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
პირი წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
166–ე მუხლის საფუძველზე (წვრილმანი ხულიგნობა) 100–100 ლარით დააჯარიმეს. ამასთან,
ცნობილია, რომ მხარეები შეთანხმდნენ ცალკე სასაფლაო ტერიტორიის გამოყოფაზე
მუსლიმებისთვის.
2012-2014 წლებში მუსლიმთა უფლებების დარღვევის გამოძიების საკითხი
2012-2014
წლებში
მუსლიმთა
წინააღმდეგ
სავარაუდო
რელიგიური
მოტივით
განხორციელებულ ქმედებებზე პასუხისგებაში არავინ მიცემულა, გამოძიება კი ამ დრომდე
გრძელდება. საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, ზოგიერთ სისხლის სამართლის
საქმეზე, დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძვლით გამოძიების შეწყვეტა ან
არდაწყება, სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო რეაგირებაზე მიუთითებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული 2016 წლის 8 ნოემბერის
წერილით, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში მუსლიმთათვის რელიგიური წესის
აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე 2012 წლის 2 ნოემბერს დაწყებული
გამოძიება კვლავ გრძელდება. თუმცა, წერილში აღნიშნულია, რომ გამოძიებამ ვერ დაადგინა
მუსლიმებისთვის
მართლმადიდებელი
მოსახლეობის
მხრიდან
რელიგიური
წესის
შესრულებისას უკანონო ხელშეშლის, ძალადობის, მუქარის ან შეურაცხყოფის ფაქტი.
ანალოგიურად,
შსს-ს
მიერ
მოწოდებული
ინფორმაციით,
კვლავ
გრძელდება
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მუსლიმთათვის რელიგიური წესის
აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლის და ს.ხ.-ს ოჯახის მიმართ განხორციელებული
მუქარის ფაქტზე 2013 წლის მაისში დაწყებული გამოძიება და ქობულეთში, შპს M&B-ის
წარმომადგენლის მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტზე 2014 წლის 10 სექტემბერს
დაწყებული გამოძიება.
იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებშიც, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა შინაგან საქმეთა
სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მუსლიმთა უფლებების დარღვევას, სახალხო
დამცველის აპარატმა ინფორმაცია მოითხოვა საქართველოს მთავარი პროკურატურიდან.
მთავარი პროკურატურის 2017 წლის 25 მარტის წერილით გვეცნობა, რომ ადიგენის
მუნიციპალიტეტის
სოფელ
მოხეში
2014
წელს
პოლიციის
თანამშრომლების
მიერ
სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიება კვლავ
გრძელდება.
423
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
რაც შეეხება მუსლიმთა მიმართ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში ძალის
სავარაუდო გადამეტების ფაქტს, საზოგადოებისათვის უცნობია გამოძიების მიმდინარეობის
შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის ერთ-ერთი რეკომენდაცია737 სწორედ
აღნიშნული ფაქტის გამოძიება იყო.
საბჭოთა პერიოდში რელიგიური ორგანიზაციებისათვის მიყენებული ზიანის
ნაწილობრივი/სიმბოლური კომპენსაცია
საქართველოს
სახელმწიფო
გაერთიანება
ფინანსდება. მათ
ბიუჯეტიდან
დღესდღეობით
შორის, ყველაზე
დიდ
რამდენიმე
რელიგიური
დაფინანსებას
საქართველოს
საპატრიარქო იღებს. წლებია, რაც სახელმწიფო საქართველოს მართლმადიდებლურ
ეკლესიას მილიონობით ლარით აფინანსებს738. აღნიშნულის საფუძვლებს საქართველოს
სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას
შორის
დადებულ
შეთანხმება)
კონსტიტუციურ
ვხვდებით.
შეთანხმებაში
კონსტიტუციური
(შემდგომში
შეთანხმებით,
–
კონსტიტუციური
სახელმწიფომ
დაადასტურა
ეკლესიისათვის 1921-1990 წლებში მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტი
და აიღო ვალდებულება მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე.739 თუმცა, ამ
დრომდე არ არის დათვლილი ზემოაღნიშნულ პერიოდში რა ოდენობის მატერიალური
ზიანი მიადგა ეკლესიას. შესაბამისად, უცნობია, წლების განმავლობაში სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
გამოყოფილი
სოლიდური
თანხების
მიუხედავად,
ამ
დროისათვის
შესრულებულია კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება და,
ნაწილობრივ ანაზღაურებულია, თუ არა ზიანი ან რა ოდენობა დარჩა ასანაზღაურებელი
ნაწილობრივი კომპენსაციის ფარგლებში.
2014 წლიდან სახელმწიფო რამდენიმე სხვა რელიგიურ გაერთიანებასაც აფინანსებს. კერძოდ,
საქართველოს
მთავრობამ,
2014
წლის
27
737
იანვრის
დადგენილებით,740
მიიღო
საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 642.
მაგალითის სახით, მოვიყვანთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, წლიური საბიუჯეტო
კანონით გათვალისწინებული თანხების ოდენობას: 2009 წელს – 25 659 000 ლარი, 2010 წელს – 25 355
000 ლარი, 2011 წელს – 24 391 700 ლარი, 2012 წელს – 22 800 000 ლარი, 2013 წელს – 25 000 000 ლარი,
2014 წელს – 25 000 000 ლარი, 2015 წელს – 25 000 000 ლარი, 2016 წელს – 25 000 000 ლარი და 2017 წელს
– 25 000 000 ლარი.
739საქართველოს
პარლამენტის დადგენილება „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების
დამტკიცების შესახებ, მუხლი 11.
740
საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის
დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების
განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის
N177 დადგენილება.
738
424
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
გადაწყვეტილება, დამატებით ოთხი რელიგიური გაერთიანებისთვის741 საბჭოთა პერიოდში
მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის სიმბოლური ანაზღაურების შესახებ.
აქტით არ არის განსაზღვრული ის ზიანი, რაც დადგენილებით გათვალისწინებულ
რელიგიურ გაერთიანებებს საბჭოთა პერიოდში მიადგათ. ასევე გაუგებარია რა ნიშნით
შეირჩა
მხოლოდ
ოთხი
რელიგიური
გაერთიანება.
ამასთან,
დადგენილებით
გათვალისწინებული პროცედურები ხელის შემშლელი გახდა ერთ-ერთი მუსლიმური
გაერთიანებისათვის,742 რომელმაც ვერ მოახერხა დაფინანსების მიღება.
მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციურ შეთანხმებასა და საქართველოს მთავრობის 2014
წლის 27 იანვრის დადგენილებაში743 საუბარია რელიგიური ორგანიზაციებისათვის საბჭოთა
პერიოდში მიყენებული ზიანის ნაწილობრივ/სიმბოლურ ანაზღაურებაზე, დღესდღეობით
არსებულ მოდელს არა აქვს ზიანის ანაზღაურების სახე და აღნიშნული რელიგიური
ორგანიზაციების ყოველწლიური პირდაპირი დაფინანსების სახეს იძენს. მითითებული
შეფასების შესაძლებლობას გვაძლევს ის გარემოება, რომ, ერთი მხრივ, არ არის დადგენილი
ზიანი, რომელიც კონკრეტულმა რელიგიურმა კონფესიებმა განიცადეს, მეორე მხრივ, არ არის
დადგენილი,
თუ
ანაზღაურება.
საქართველოს
რა
ფარგლებში
უნდა
სახალხო
მოხდეს
დამცველს
მათი
ნაწილობრივი/სიმბოლური
მიაჩნია,
რომ
პრაქტიკაში
დღეს
გამოყენებული მოდელი აცდენილია ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტებს, რის გამოც დგას
მისი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის საჭიროება.
რეკომენდაციები
საქართველოს მთავარ პროკურატურას
დროულად გამოიძიოს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელასა და მოხეში, ასევე
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მუსლიმთა უფლებების დარღვევის ფაქტები,
ცალკეულ
მხრიდან
შემთხვევებში,
ძალის
სამართალდამცავი
გამოყენების
და/ან
ორგანოების
მოვალეობის
რაც,
წარმომადგენელთა
არაჯეროვან
შესრულებაში
გამოიხატა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავარ პროკურატურას
741
საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებულ ისლამური,
იუდეური, რომაულ–კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიური
გაერთიანებები.
742 მ. ს.-ს საქმე.
743
საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის
დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების
განხორციელენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის
N177 დადგენილება.
425
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
2012-2014
წლებში
მუსლიმი
მოსახლეობის
წინააღმდეგ
სოფელ
ნიგვზიანში,
წინწყაროში, სამთაწყაროსა და ქობულეთში განხორციელებულ იმ ქმედებებზე,
რომლებშიც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის
ნიშნები იკვეთება, წარიმართოს ეფექტური გამოძიება და დროულად მოხდეს
შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება
საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას
საბჭოთა
პერიოდში
კომპენსაციის
რელიგიური
საკითხი
სხვა
გაერთიანებებისთვის
რელიგიური
მიყენებული
გაერთიანებებისთვისაც
ზიანის
გადაიჭრას
სამართლიანი და არადისკრიმინაციული გზით
აღმოიფხვრას
უთანასწორო
საგადასახადო
რელიგიური
გაერთიანებები
მართლმადიდებელი
რეჟიმი,
რომლის
მიხედვით,
ეკლესიისგან
სხვა
განსხვავებული
წესით იბეგრებიან
აღმოიფხვრას უთანსწორობა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ სახელმწიფო კანონში,
რომლის
მიხედვით,
საქართველოს
სამოციქულო
ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესიის მსგავსად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის
სტატუსის მქონე სხვა რელიგიურ გაერთიანებებსაც მიეცემათ მათთვის სახელმწიფოს
საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის წესითა და უსასყიდლოდ
გადაცემის საშუალება
საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავარ პროკურატურას
რელიგიური
სიძულვილით
მოტივირებული
დანაშაულების
შემთხვევაში
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის (ნივთის დაზიანება ან
განადგურება) გამოყენება ავლენს საგამოძიებო ორგანოების პრაქტიკის ცვლილების
ან სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ცვლილებების
შეტანის საჭიროებას.
კერძოდ, სიძულვილის მოტივის არსებობისას ზიანის ოდენობა აღარ უნდა იყოს
განმსაზღვრელი
ფაქტორი
ქმედების
სისხლის
სამართლის
დანაშაულად
მიჩნევისათვის
ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს
რელიგიური გაერთიანებების საკულტო ნაგებობების მშენებლობის ნებართვის
გაცემის პროცესში დაიცვან შესაბამისი კანონმდებლობა, რელიგიური ნეიტრალიტეტი
და აღმოფხვრან ყოველგვარი დისკრიმინაციული პრაქტიკა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
426
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
შეიქმნას სპეციალური მონიტორინგისა და რეაგირების ჯგუფი, რომელიც საჯარო
სკოლებში ზოგადი
განათლების
შესახებ საქართველოს
კანონის მოთხოვნათა
იმპლემენტაციას გაუწევს მონიტორინგს და, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში,
მოახდენს სათანადო რეაგირებას
სახალხო დამცველის, სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს და
რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების
ჩართულობით, შეიმუშაოს საგანგებო სამოქმედო გეგმა სკოლებში რელიგიური
ნეიტრალიტეტის დაცვისა და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებისთვის.
427
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
9. ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვა და სამოქალაქო
ინტეგრაცია
საანგარიშო წლის განმავლობაში ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში არსებული გამოწვევების დიდი ნაწილი კვლავ
აქტუალური დარჩა. სახელმწიფო უწყებები სახელმწიფო ენის სწავლებისთვის, ინტეგრაციის
ხელშესაწყობად და ეროვნული უმცირესობების თვითიდენტიფიკაციის შესანარჩუნებლად
სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებდნენ, მაგრამ ყველა პრობლემური საკითხი მაინც ვერ
გადაიჭრა. საქართველოს სახალხო დამცველმა გასული წლების ანგარიშებშიც არაერთხელ
მიუთითა, რომ ამ სფეროში არსებული პრობლემები ათწლეულების განმავლობაშია
დაგროვილი და მათ გადასაჭრელად უფრო ინტენსიური მუშაობა და მეტი რესურსის
გამოყოფაა საჭირო.
1.
განათლება და სახელმწიფო ენის სწავლება
სახელმწიფო ენის სწავლება
ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, სახელმწიფო ენის
სწავლების ხელშეწყობის მიზნით, უკვე არაერთი წელია ახორციელებენ სხვადასხვა
საგანმანათლებლო პროგრამებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პრეზიდენტის
ადმინისტრაცია და სხვა უწყებები.
ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, წალკაში, გარდაბანსა და
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო
ადმინისტრირების
სკოლის
რეგიონულ
ცენტრებში,
საჯარო
მოხელეებისა
და
სხვა
დაინტერესებული პირებისთვის არის ქართული ენის სწავლების პროგრამა. სახალხო
დამცველისა და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს
რეკომენდაციების შემდეგ, ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის
ფარგლებში
ჩამოყალიბებული
მობილური
ჯგუფები
განაგრძობენ
მუშაობას
და
დაინტერესებულ პირებს (ძირითადად პედაგოგებს) არა მხოლოდ მუნიციპალურ ცენტრებსა
და
ქალაქებში,
არამედ
სოფლებსა
და
მუნიციპალური
ცენტრებიდან
დაშორებულ
დასახელებებშიც ასწავლიან ქართულ ენას.
მიუხედავად
სახელმწიფო
ენის
შესწავლის
ხელშეწყობის
მიზნით
გატარებული
მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით
არსებული სირთულეების დაძლევისთვის კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო. კერძოდ,
სახელმწიფო ენის შესწავლის ხელშესაწყობად საჭიროა მეტი საგანმანათლებლო ღონისძიება
428
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
და ქართული ენის შესწავლის დადებითი შედეგების შესახებ ეროვნული უმცირესობებით
კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მოსახლეობისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება.
ასევე,
შემდგომი
გაუმჯობესებისა
და
სამიზნე
ჯგუფების
საჭიროებებზე
სრულად
მორგებისათვის, აუცილებელია არსებული პროგრამების ეფექტიანობის მონიტორინგი და
ანალიზი.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ქვემო ქართლში, სამცხე–ჯავახეთსა და კახეთის
რამდენიმე
სოფლის
სკოლაში
სასკოლო
განათლების
ფარგლებში,
ეროვნული
უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, ხორციელდებოდა ქართული ენის შემსწავლელი
სხვადასხვა
პროგრამები.
ეროვნული
უმცირესობებით
დასახლებული
რეგიონების
მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დადებითად აფასებს ამ პროგრამებსა და მათში
მონაწილეობას. სახელმწიფო ენის შესწავლის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია სასკოლო
განათლების ფარგლებში ქართული ენის შემსწავლელი პროგრამების გაგრძელება და
განვითარება.
ეროვნული უმცირესობების მიერ ქართული ენის შესწავლის საკითხს გაეროს რასობრივი
დისკრიმინაციის კომიტეტი საქართველოს შესახებ მოხსენებაში შეეხმიანა. კერძოდ,
კომიტეტმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს სახელმწიფოს, გაატაროს კომპლექსური
ღონისძიებები იმ ენობრივი ბარიერების აღმოსაფხვრელად, რასაც ეროვნული უმცირესობები
აწყდებიან, მათ შორის, საგანმანათლებლო სისტემის ყველა დონეზე სათანადო რაოდენობის
ქართული ენის კვალიფიციური პედაგოგის მომზადების უზრუნველყოფით.744
სასკოლო სახელმძღვანელოები
მიღებული
განათლების
როლი
სამოქალაქო
ინტეგრაციის
უმნიშვნელოვანესია.
სკოლაში
სამწუხაროდ,
კვლავ
სისტემურ
პრობლემად
სახელმძღვანელოებში
ეროვნული
სტერეოტიპული
შინაარსის
ხელშეწყობისათვის
მნიშვნელოვანია,
უმცირესობების
ტექსტების
რომ
არსებობა.
სასკოლო
ხელშეწყობაში,
რჩება
სასკოლო
წარმომადგენლების
შესახებ
სამოქალაქო
ინტეგრაციის
სახელმძღვანელოებში
აისახოს
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების საკითხები და უფრო სრულყოფილი ინფორმაცია
იყოს მოწოდებული საქართველოს მოქალაქე სხვადასხვა ეთნოსების წარმომადგენლთა
შესახებ.
744
გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის დასკვნითი მოსაზრებები
საქართველოს მე–6–მე–8 პერიოდულ ანგარიშზე, პუნქტი 13 (ბ), ანგარიში ხელმისაწვდომია
http://tbinternet.ohchr.org/_layouts/treatybodyexternal/Download.aspx?symbolno=CERD%2fC%2fGEO%2fCO
%2f6-8&Lang=en
429
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საანგარიშო
პერიოდში,
სკოლებში,
სადაც
სწავლება
მიმდინარეობს
ეროვნული
უმცირესობების ენებზე, კვლავ იმ ორენოვანი სახელმძღვანელოებით სარგებლობენ,
რომელთა ეფექტიანობასთან დაკავშირებით ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა
მხრიდან არაერთი შენიშვნა გამოითქვა. ორენოვან სახელმძღვანელოებში ტექსტობრივი
მასალის 30% ქართულ ენაზეა, ხოლო 70% – უმცირესობების ენებზე. აღნიშნული
სახელმძღვანელოებით სასწავლო პროცესის წარმართვა უმრავლეს შემთხვევაში, პედაგოგისა
და მოსწავლის მიერ ქართულში შესაბამისი ენობრივი კომპეტენციის უქონლობის გამო,
შეუძლებელია. ორენოვანი სახელმძღვანელოების ქართულენოვან ტექსტს მოსწავლეები და
მასწავლებლები უმეტესწილად არ ეცნობიან. განათლების სამინისტროს წარმომადგენელთა
ინფორმაციით745, საჯარო სკოლებისთვის, სადაც სწავლება მიმდინარეობს ეროვნული
უმცირესობების
ენებზე,
იგეგმება
ახალი
ორენოვანი
სასწავლო
მოდელის,
სახელმძღვანელოებისა და სწავლების მეთოდის შეთავაზება . თუმცა, საანგარიშო პერიოდში
ორენოვანი სწავლების ახალი მოდელი წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, ამ
პროცესის გაჭიანურება ნეგატიურად აისახება ეროვნული უმცირესობების ენებზე სწავლების
მქონე სკოლებში სწავლის ხარისხსა და განათლების ხელმისაწვდომობაზე.
საანგარიშო პერიოდში კვლავ გამოწვევად დარჩა სომხური და აზერბაიჯანულენოვანი
სკოლების
მშობლიური
ენისა
და
ლიტერატურის
სასკოლო
სახელმძღვანელოების
საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის მოთხოვნებთან შეუსაბამობა. აღნიშნული
წიგნები ბოლო ათწლეულების განმავლობაში სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოდის.
საქართველოს
სახალხო
ხელშეწყობისთვის
დამცველის
მნიშვნელოვანია,
აზრით,
რომ
სამოქალაქო
მშობლიური
ინტეგრაციის
ენისა
და
პროცესის
ლიტერატურის
სახელმძღვანელოები სრულად შეესაბამებოდეს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემასა
და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ
ეროვნულ სასწავლო გეგმას და ხელი შეეწყოს მათ საქართველოში გამოცემას.
უმაღლესი განათლება
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმატებით მიმდინარეობდა ე.წ. 1+4 სისტემით
საქართველოს უნივერსიტეტებში ჩარიცხვისა და სწავლების პროცესი. ამ სისტემით
ახალგაზრდები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მშობლიურ ენაზე მხოლოდ ერთი
გამოცდის746 ჩაბარებით ირიცხებიან. აღნიშნული პროგრამით უკვე რამდენიმე ათასი
2. ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შეხვედრა განათლების სამინისტროსთან 2015 წ. 4 მაისი,
ინფორმაცია ხელმისაწვდომია http://www.ombudsman.ge/ge/news/erovnul-umciresobata-sabchosshexvedra-ganatlebisa-da-mecnierebis-ministris-moadgilestan.page
746
გამოცდა ზოგად უნარებში.
430
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ახალგაზრდა ეუფლება სხვადასხვა პროფესიას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში,
რაც მისასალმებელია. საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს აღნიშნულ
სისტემას, თუმცა, მიაჩნია, რომ იგი გარკვეულწილად დასახვეწია. კერძოდ, პროგრამით
მოსარგებლე ახალგაზრდების დიდი ნაწილი ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად
დასახლებული რეგიონებიდანაა და მაღალ დონეზე ვერ ფლობს ქართულ ენას, რაც
თანატოლებთან ურთიერთობისას ბარიერს ქმნის. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად და
ინტეგრაციის ხელშესაწყობად ენის შესასწავლად, აუცილებელია სპეციალური პროგრამების
ჯეროვნად
და
სათანადო
რაოდენობით
განხორციელება.
ამასთან,
მნიშვნელოვანია
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეისწავლოს და გააანალიზოს ის მიზეზები, რის
გამოც 1+4 პროგრამაში ჩართული სტუდენტები ტოვებენ სწავლას ან/და აქვთ დაბალი
სასწავლო მოსწრება. მსგავსი მონიტორინგი ხელს შეუწყობს პროგრამის შემდგომ დახვეწას
და გაუმჯობესებას.
„უმაღლესი
განათლების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილებები,
რომლითაც
ამოქმედდა ე.წ. 1+4 სისტემა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, ძალაში
2009 წლის 17 ნოემბერს შევიდა. აღნიშნული სისტემის ოსურენოვან აბიტურიენტებზე
გავრცელება სახალხო დამცველის რეკომენდაციის საგანი იყო არაერთი წლის განმავლობაში,
თუმცა რეკომენდაცია მხოლოდ საანგარიშო პერიოდში შესრულდა. საქართველოს სახალხო
დამცველი მიესალმება ოსურენოვან აბიტურიენტებზე საშეღავათო პირობების გავრცელებას
და
მიაჩნია, რომ
აღნიშნული სისტემა ოსურენოვან აბიტურიენტებს
საქართველოს
უნივერსიტეტებში ჩარიცხვის დამატებით შესაძლებლობას მისცეს.
უნდა აღინიშნოს, რომ კანონმდებლობაში შესული ცვლილებისა და ამ ცვლილების
გამოყენებით საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის შესაძლებლობის შესახებ
ოსურენოვანი მოსახლეობისთვის არ ჩატარებულა საინფორმაციო კამპანია, რითაც შესაძლოა
აიხსნას პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა დაბალი მაჩვენებელი.
მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიურ ენაზე სწავლება
მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის მშობლიური ენის
შესწავლის
შესაძლებლობის
მიცემის
აუცილებლობის
საკითხი
გასული
წლების
საპარლამენტო მოხსენებებში საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ დასვა. 2015
წელს განათლების სამინისტრომ აღნიშნული რეკომენდაცია გაითვალისწინა. შესაბამისად,
2016 წლიდან სასკოლო განათლების ფარგლებში დაიწყო საქართველოში მცხოვრები
მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენის შესწავლის პროცესი.
დაინერგა ქისტური, ასურული, უდიური, ოსური და ხუნძური ენების სწავლება. პედაგოგის
არარსებობის გამო ვერ დაიწყო ქურთული ენის სწავლება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში
431
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მცხოვრები ხუნძები სამ სოფელში ცხოვრობენ და სამივე სოფელში განსხვავებულ
დიალექტზე საუბრობენ. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხუნძურ ენასთან ერთად
მოსწავლეები
მშობლიურ
დიალექტსაც
სწავლობენ.
მცირერიცხოვანი,
მათ
შორის,
მსოფლიოში გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი ენების (უდიური ენა) სწავლება ამ ენების
გადარჩენისა და განვითარების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერაა და
დადებითად შესაფასებელია.
აფხაზური ენის სწავლება აჭარის ავტონომიურ სკოლებში
საქართველოს სახალხო დამცველმა 2016 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს და შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო
მინისტრს, აჭარის რამდენიმე სკოლაში აფხაზური ენის შემსწავლელი ჯგუფის (კლასების)
გახსნის ხელშეწყობის შესახებ, წინადადებით მიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და შერიგებისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გაითვალისწინეს სახალხო დამცველის
წინადადება და აჭარის ორ სკოლაში 2017 წლის იანვრიდან აფხაზური ენის სწავლება
დაიწყო, რაც ასევე დადებითად უნდა შევაფასოთ.
2.
ეროვნული უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და
განვითარება
ეროვნული უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და განვითარების
თვალსაზრისით არსებული მიღწევების მიუხედავად, მთელი რიგი საკითხები კვლავ
გამოწვევად რჩება.
საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება გიორგი ჩიტაიას სახელობის თბილისის
ეთნოგრაფიულ მუზეუმში არსებული ე.წ. „ოსური სახლის“ რესტავრაციას, რის თაობაზეც
რეკომენდაციით რამდენჯერმე მიმართა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს. 2015
წელს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა
ოსური სახლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები.
კულტურისა
და
ძეგლთა
დაცვის
სამინისტროსა
და
ეროვნული
უმცირესობებით
კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ
ეროვნული უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ინტეგრაციის
ხელშეწყობის მიზნით, 2016 წელს მხარდაჭერილი იყო კონკრეტული აქტივობები. ასევე
აღსანიშნავია, რომ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული
სიმღერისა და ცეკვის რამდენიმე ანსამბლი და ჯგუფი რეგიონებში სახელმწიფო უწყებების
ხელშეწყობით საქმიანობს.
432
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საქართველოს სახალხო დამცველი წლების განმავლობაში მიმართავდა კულტურისა და
ძეგლთა დაცვის სამინისტროს თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური
დრამატული თეატრისა და ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანული დრამატული
თეატრის რეაბილიტაციის რეკომენდაციით. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის
სამინისტროს 2017 წლის 1 თებერვლის წერილით (N04/13–457) გვეცნობა, რომ „[2015 წლის 6
თებერვალს] სსიპ ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული
დრამატული თეატრი და სსიპ თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური
პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი შეიყვანა სარეაბილიტაციო შენობების
პრიორიტეტულ ნუსხაში“. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს აღნიშნული
წერილის თანახმად, „თბილისის სომხური თეატრის რეაბილიტაციის მიზნით 2016 წლის 25
ნოემბერს გამოცხადა ტენდერი, რომლითაც 2016 წ.–ს 16 დეკემბერს გამოვლინდა
გამარჯვებული
და
ამჟამად
მიმდინარეობს
პრეტენდენტთან
ხელშეკრულების
გაფორმებისთვის საჭირო პროცედურები“.
რაც შეეხება თბილისის აზერბაიჯანულ თეატრს, მისი რეაბილიტაციის საკითხი უმოკლეს
ვადაში საჭიროებს გადაწყვეტას.
თბილისის ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
საქართველო მდიდარია მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლებით. მათ შორისაა ეროვნულ უმცირესობებთან მჭიდროდ დაკავშირებული ძეგლები,
რომლებიც საქართველოს ეროვნული და რელიგიური უმცირესობების კულტურულ
მემკვიდრეობას უკავშირდება. ქვეყნის მასშტაბით ასობით კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლი საჭიროებს გადაუდებელ რეაბილიტაციას, გამაგრებით და სხვა სამუშაოებს, რაც
მასშტაბურ ხარჯებს მოითხოვს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის
თვალსაზრისით, დადებითად უნდა შეფასდეს დედაქალაქში არსებული ქრისტიანული
რელიგიის
კულტურული
მემკვიდრეობის
ძეგლების
დაცვის
კუთხით
არსებული
მდგომარება – ეკლესიების დიდი ნაწილი გადახურული და რესტავრირებულია, მათში
ტარდება ღვთისმსახურება. თუმცა დედაქალაქში არსებული ქრისტიანული კულტურის სხვა
ძეგლებისგან განსხვავებით, ეროვნულ უმცირესობებთან (სომხურ თემთან) დაკავშირებული
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნაწილი ავარიულ მდგომარეობაშია.
ამ ძეგლებიდან აღსანიშნავია:
1.
მუღნის „სურბ გევორგი“ (ახოსპირელის ქუჩა №6);
2.
შამხორეცოც „კარმირ ავეტარანი“ ფერისცვალების ქუჩა № 6 (ავლაბარი).
3.
ერევანცოც „სურბ მინასი“ (ბაზილიკა), გელათის ქუჩა №13 (ავლაბარი);
4.
„სურბ ნშანი“ („სურბ ნიკოღაიოსი“) ვერცხლის ქუჩა № 6.
5.
თანდოიან „სურბ ასტვაწაწინი“ (ბაზილიკა), დავით აღმაშენებლის პროსპექტი №40,
(№38).
433
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მართალია, აღნიშნული ძეგლები შეტანილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლთა ნუსხაში, მაგრამ მათი გადარჩენის მიზნით გასატარებელი სამუშაოები –
რესტავრაცია, კონსერვაცია ან სხვა სამუშაოები არ მიმდინარეობს. გამონაკლისია ვერცხლის
ქუჩის № 6–ში მდებარე ეკლესია, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ჩაუტარდა გამაგრებითი
სამუშაოები, თუმცა პროცესი არ გაგრძელებულა და დაუსრულებელია.
აღნიშნული ძეგლების მოვლა–პატრონობასა და რეაბილიტაციას მატერიალური რესურსების
ნაკლებობის გარდა აბრკოლებს ეკლესიების კონფესიური კუთვნილებისა და ისტორიის
შესახებ რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს შორის არსებული განსხვავებული
შეხედულებები. მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა
კონფესიებს შორის ძეგლების კუთვნილებისა და ისტორიის შესახებ აზრთა სხვადასხვაობამ
ხელი არ უნდა შეუშალოს სახელმწიფოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მოვლა–
პატრონობაში. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ძეგლების რეაბილიტაციის დაწყება არ
შეიძლება დაუკავშირდეს საკუთრების საკითხის გადაწყვეტას და დროულად უნდა
გადაიდგას მათი გადარჩენისა და რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ყველა ნაბიჯი.
3.
გადაწყვეტილების
მიღების
პროცესში
ეროვნული
უმცირესობების
ჩართულობა
გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული უმცირესობების ჩართულობა კვლავ გამოწვევად
რჩება. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტში ეროვნული
უმცირესობების წარმომადგენელთა რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მთლიანობაში ამ სფეროში
არსებული გამოწვევები კვლავ გადაუჭრელია. როგორც სახალხო დამცველის გასული წლების
საპარლამენტო
ანგარიშში
აღინიშნა,
ცენტრალურ
ხელისუფლებაში
უკიდურესად
დაბალია
ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა რაოდენობა.
ეროვნული უმცირესობების გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისა და
სახელმწიფო უწყებებში მათი წარმომადგენლობის უზრუნველყოფის საკითხი ასახულია
გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის კომიტეტის მოხსენებაში საქართველოს შესახებ.
კერძოდ, კომიტეტი
საზოგადოებრივ
რეკომენდაციას
და
პოლიტიკურ
აძლევს
საქართველოს
ცხოვრებასა
და
ხელისუფლებას, ქვეყნის
გადაწყვეტილების
მიმღებ
თანამდებობებზე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობის გაზრდისთვის მიიღოს
კონკრეტული ზომები.747
747
გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის დასკვნითი მოსაზრებები
საქართველოს მე–6–მე–8 პერიოდულ ანგარიშზე, პუნქტი 13 (გ)
434
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
4.
მედია და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
საანგარიშო
წლის
განმავლობაში
კვლავ
პრობლემად
დარჩა
ქვეყანაში
მიმდინარე
მოვლენების შესახებ ეროვნული უმცირესობების არასრულფასოვანი ინფორმირებულობა.
საქართველოში არ არსებობს მედიასაშუალება, რომელიც სომხურ და აზერბაიჯანულენოვან
მოსახლეობას საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ სრულყოფილად მიაწვდიდა
ინფორმაციას.
მართალია,
საზოგადოებრივი
გადაცემებს
ეროვნული
მაუწყებელი
უმცირესობების
რეგულარულად ამზადებს
ენებზე
და
ეროვნული
საინფორმაციო
უმცირესობებით
დასახლებულ რეგიონებს აწვდის 18:00 და 20:00 საათიანი „მოამბის“ სინქრონულ თარგმანს
სომხურად და აზერბაიჯანულად, მაგრამ ეს ღონისძიება საკმარისად ვერ ჩაითვლება; ეს
გარკვეულწილად განპირობებულია იმით, რომ აღნიშნული რეგიონების მოსახლეობის
არცთუ დიდი ნაწილი სარგებლობს ციფრული მაუწყებლობის მიღებისთვის აუცილებელი
ე.წ. „სეთ–თოფ ბოქსებით“.
უმცირესობების ინფორმირებას ხელს უწყობენ სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი გაზეთები
„გურჯისტანი“ და „ვრასტანი“, მაგრამ მათი ტირაჟი და მატერიალური რესურსები არ არის
საკმარისი ინფორმაციული ვაკუუმის აღმოსაფხვრელად.
მთლიანობაში უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული უმცირესობების ინფორმირების მიზნით
განხორციელებული აქტივობები მცირე მასშტაბისაა და არსებით გავლენას ვერ ახდენს
ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ამ თვალსაზრისით არსებული
გარემოს გაუმჯობესებაზე.
საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ამბების შესახებ ინფორმაციას სომხური და
აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები ძირითადად სომხეთის, რუსეთის, თურქეთის,
ირანისა და აზერბაიჯანის სატელევიზიო არხებით იღებენ.
სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის წარმატებით წარმართვისთვის მნიშვნელოვანია არა
მხოლოდ
ეროვნული
უმცირესობების
წარმომადგენლებისთვის
ინფორმაციაზე
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, არამედ უმრავლესობის სწორი და სტერეოტიპებისგან
თავისუფალი
ინფორმირებაც
უმცირესობების
შესახებ.
სახალხო
დამცველი
ასევე
მნიშვნელოვანად მიიჩნევს ეროვნული უმცირესობების მედიასივრცეში წარმოდგენას არა
მხოლოდ უშუალოდ მათთან დაკავშირებული საკითხების, არამედ, ზოგადად, ქვეყნისთვის
მნიშვნელოვანი ყველა საკითხის განხილვისას.
ქართულ
მედიასივრცეში
პრობლემურია,
როგორც
უმცირესობებისთვის
ქვეყანაში
მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის, ასევე უმრავლესობისთვის უმცირესობების
შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. საქართველოს კანონმდებლობით აღნიშნული
435
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
თემების
საინფორმაციო
სივრცეში
განთავსების
ვალდებულება
აქვს
საქართველოს
საზოგადოებრივ მაუწყებელს. „მაუწყებლობის შესახებ“748 საქართველოს კანონის მიხედვით,
საზოგადოებრივი
არსებული
მაუწყებელი
ეთნიკური,
ვალდებულია
კულტურული
და
პროგრამებში
ენობრივი
ასახოს
საზოგადოებაში
მრავალფეროვნება,
სათანადო
პროპორციით განათავსოს ინფორმაცია უმცირესობების ენებზე და მოამზადოს პროგრამები
უმცირესობების შესახებ.
ეროვნული
და
ეთნიკური
უმცირესობებისთვის
ქვეყანაში
მიმდინარე
მოვლენებზე
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხი ასახულია საქართველოს შესახებ გაეროს
რასობრივი დისკრიმინაციის კომიტეტის 2016 წლის მოხსენებაში. კომიტეტი რეკომენდაციას
აძლევს საქართველოს ხელისუფლებას მიიღოს ზომები ეროვნული უმცირესობებისთვის
მშობლიურ
ენაზე
ხელმისაწვდომი
ინფორმაციის
ხარისხისა
და
აქტუალობის
გასაზრდელად.749
5. საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები ეროვნულ უმცირესობებთან
დაკავშირებით
1999 წელს, ევროსაბჭოში გაწევრიანების პროცესში, საქართველომ რეგიონული და
უმცირესობების ენების დაცვის შესახებ ევროპული ქარტიის მიღებისა და რატიფიცირების
ვალდებულება აიღო. ქარტია რატიფიცირებულია ევროსაბჭოს 30–ზე მეტი ქვეყნის მიერ.
აღნიშნული დოკუმენტი წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე მცხოვრები ლინგვისტური
და ეროვნული უმცირესობებისთვის ენების დაცვის უფრო მაღალ შესაძლებლობას ქმნის.
ქარტიის მიზანია ევროპაში რეგიონული და უმცირესობების ენების დაცვა. ქარტიის
პრეამბულაში აღნიშნულია, რომ „ევროპის ისტორიული და რეგიონული თუ უმცირესობათა
ენების დაცვა, რომელთაგანაც ზოგიერთს საბოლოო გაქრობა ემუქრება, ხელს უწყობს
ევროპის კულტურული სიმდიდრისა და ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებას“.
ასევე ქარტიის მე–5 მუხლის მიხედვით, ქარტია არ შეიძლება განმარტებულ იქნას იმგვარად,
რომ
გულისხმობდეს
საერთაშორისო
ნებისმიერ
სამართალთან,
საქმიანობას,
სახელმწიფო
რომელიც
წინააღმდეგობაში
სუვერენიტეტისა
და
იქნება
ტერიტორიული
მთლიანობის პრინციპებთან. ამდენად, ქარტია ერთი მხრივ, აწესებს უმცირესობათა ენების
დაცვისა და გამოყენების უფრო მაღალ სტანდარტებს, ხოლო მეორე მხრივ, გამორიცხავს ამ
საკითხის გამოყენებას სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის
წინააღმდეგ. ქარტია საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოს, განსაზღვროს ის ენები და
748
საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“, მუხლი 16.
გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის დასკვნითი მოსაზრებები
საქართველოს მე–6–მე–8 პერიოდულ ანგარიშზე, პუნქტი 13 (ე).
749
436
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ტერიტორიები, რომლებზეც გავრცელდება ქარტიის შესაბამისი დებულებები. ქარტია არ
ითვალისწინებს ენათა დიალექტებისა და მიგრანტების ენების დაცვას.
აღსანიშნავია,
რომ
ქარტიასთან
მიერთების
საკითხზე
მსჯელობისას
დისკუსია
პოლიტიზებულია, ხოლო მსჯელობის დროს ენების დაცვის საკითხსა და ქარტიით
გათვალისწინებული დებულებების შინაარსობრივ მხარეს ნაკლები ყურადღება ექცევა.
არსებობს ჭარბი და ხშირ შემთხვევაში ცრუ მოლოდინები, როგორც უმცირესობების, ასევე
უმრავლესობის
წარმომადგენელთა
მხრიდან
ქარტიის
მიღებითა
თუ
არმიღებით
გამოწვეული რისკებისა და შედეგების პოლიტიკური კონტექსტის შესახებ. ქარტიის
ობიექტური
შეფასებისა
საზოგადოებას
მეტი
და
მოსაზრების
ინფორმაცია
ჩამოყალიბებისთვის
მიეწოდოს
ქარტიის
მნიშვნელოვანია
შინაარსისა
და
ქარტიის
იმპლემენტაციის თაობაზე სხვა ქვეყნებში არსებული გამოცდილების შესახებ.
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას:
ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების, მათ შორის, ეროვნული
უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში განსახორციელებელი
სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაცია ეროვნულ უმცირესობებს (მათ
შორის,
სახალხო
დამცველთან
არსებულ
ეროვნულ
უმცირესობათა
საბჭოს)
აღნიშნული პროგრამების დაწყებამდე მიეწოდოთ
საქართველოში
მიმდინარე
მოვლენებში
ეროვნული
უმცირესობებით
კომპაქტურად
დასახლებული რეგიონების მოსახლეობის მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობისა და
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ამ მოსახლეობის სრულყოფილი ინფორმირების
მიზნით, შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მითითებით შემუშავდეს ეფექტური
სამოქმედო გეგმა
გაგრძელდეს გაზეთების - „გურჯისტანის“, „ვრასტანის“ და ეროვნული უმცირესობების
ენებზე გამომავალი სხვა მედიასაშუალებების ხელშეწყობა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს:
გაგრძელდეს
სახელმწიფო
ენის
შემსწავლელი
პროგრამების
განხორციელება
ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სხვადასხვა
ასაკობრივი ჯგუფებისთვის (სკოლის მოსწავლეები და ზრდასრულები)
სახელმწიფო ენის შესწავლის დადებითი შედეგების წარმოსაჩენად ეროვნული
უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული მოსახლეობისთვის განხორციელდეს
საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობები
437
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სახელმწიფო
ენის
შემსწავლელი
პროგრამების
შედეგების
შესაფასებლად
და
გასაუმჯობესებლად ამ პროგრამებს ჩაუტარდეს მონიტორინგი
ორენოვანი სწავლების არსებული მოდელის ნაკლოვანებების გათვალისწინებით,
შემუშავდეს სწავლების ახალი, უფრო ეფექტიანი მოდელი
ორენოვანი სწავლების არსებული მოდელის ნაკლოვანებების გათვალისწინებით,
შემუშავდეს და სკოლებში დაინერგოს ახალი ორენოვანი სახელმძღვანელოები
ორენოვანი პედაგოგების მოსამზადებლად და გადასამზადებლად განხორციელდეს
შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები
ე.წ.
1+4
სისტემით
მოსარგებლე
სტუდენტებისთვის
შეიქმნას
დამატებითი
საინტეგრაციო და საგანმანათლებლო პროგრამა
ოსურენოვან მოსახლეობაში ჩატარდეს აქტიური საინფორმაციო კამპანია ქართულ
უნივერსიტეტებში ჩარიცხვის ახალ პროგრამაში (ე.წ. 1+4 სისტემა) მონაწილეობის
შესაძლებლობების შესახებ
სახელმძღვანელოების
გრიფირების
წესით
სახელმძღვანელოებში
ეთნიკური
მრავალფეროვნებისა
მკაფიოდ
განისაზღვროს
და
სასკოლო
ტოლერანტული
აზროვნებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბების ხელშემწყობი ინფორმაციის
ასახვის მოთხოვნა და გაეწიოს კონტროლი მის შესრულებას
საქართველოს
ეროვნულ
უმცირესობებისენოვანი
სასწავლო
სკოლების
გეგმას
მიესადაგოს
მშობლიური
ენისა
და
ეროვნული
ლიტერატურის
სახელმძღვანელოები და ხელი შეეწყოს მათ საქართველოში გამოცემას
გაგრძელდეს მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების ენების შესწავლა იმ
სკოლებში, სადაც ეროვნული უმცირესობების მხრიდან არსებობს შესაბამისი
მოთხოვნა
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს:
გაგრძელდეს და დასრულდეს თბილისის სომხური და აზერბაიჯანული თეატრების
შენობების
რეაბილიტაცია
და
ხელი
შეეწყოს
თეატრების
სრულფასოვნად
ამოქმედებას
სამოქალაქო ინტეგრაციის, ეროვნებათშორისი ურთიერთობების ხელშეწყობისა და
ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის მიზნით, უფრო ეფექტიანად
გამოიყენებოდეს კულტურის სფეროს შესაძლებლობები
თბილისში მდებარე ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული რელიგიურ –
საკულტო დანიშნულების შენობების კუთვნილების საკითხის გადაწყვეტამდე
აღნიშნულ ეკლესიების ( მუღნის “სურბ გევორგი” (ახოსპირელის ქუჩა №6);
შამხორეცოც „კარმირ ავეტარანი“ ფერისცვალების ქუჩა № 6 (ავლაბარი); ერევანცოც
„სურბ მინასი“ (ბაზილიკა), გელათის ქუჩა №13 (ავლაბარი); „სურბ ნშანი“ („სურბ
ნიკოღაიოსი“) ვერცხლიქუჩა № 6; თანდოიან “სურბ ასტვაწაწინი“ (ბაზილიკა), დავით
აღმაშენებლის პროსპექტი №40, (№38) ) გადარჩენისა და შემდგომი დაზიანებისგან
438
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დაცვის მიზნით ჩაუტარდეს სარესტავრაციო, სარეაბილიტაციო და სხვა საჭირო
სამუშაოები.
შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს:
ხელი შეეწყოს რეგიონული ან უმცირესობების ენების ევროპული ქარტიის შინაარსისა
და აგრეთვე ამ ქარტიის რატიფიცირების შედეგების შესახებ სრულყოფილი და
ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას
ხელი შეეწყოს ევროსაბჭოს წინაშე რეგიონული ან უმცირესობების ენების ევროპული
ქარტიის რატიფიცირების თაობაზე ნაკისრი ვალდებულების შესრულებისთვის
საჭირო პროცედურების დროულ წარმართვას.
საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს:
საქართველოში
მიმდინარე
მოვლენების
შესახებ
ეროვნული
უმცირესობებით
კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მოსახლეობის ინფორმირების ხარისხის
გასაუმჯობესებლად, შემუშავდეს სამოქმედო გეგმა და კონკრეტული პროგრამები
გაუმჯობესდეს და გაიზარდოს ეროვნული უმცირესობების შესახებ ქართულენოვანი
ტელემაყურებლისთვის ინფორმაციის მიწოდების სისტემა, რათა ქართულენოვან
მოსახლეობას
რეგულარულად
მიეწოდებოდეს
უმცირესობების შესახებ.
439
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ინფორმაცია
ეროვნული
10. გამოხატვის თავისუფლება
დემოკრატიულ საზოგადოებაში, მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით,
საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას
გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციის საკითხები წარმოადგენს.
საქართველოს სახალხო დამცველს კვლავ აუცილებლად მიაჩნია, შუღლის გაღვივების
მიზნით
მოწოდების
კრიმინალიზაციის
ამსახველ
ნორმაში,
საქართველოს
სისხლის
სამართლის კოდექსის 2391 მუხლში, მისი შენიშვნების სრულად ასახვა.750 რაც შეეხება
აღნიშნული
მუხლით
გათვალისწინებულ
დანაშაულთან
დაკავშირებით
გამოძიების
დაწყების საკითხს, ასეთი ფაქტი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.751
საქართველოს სახალხო დამცველის 2014 და 2015 წლების რეკომენდაცია სპეციალურ
სტატისტიკაში არა მხოლოდ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის
დანაშაულების, არამედ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ყველა იმ დანაშაულებრივი
ქმედების ასახვის თაობაზე, რომელიც მათ პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება, კვლავ არ
შესრულებულა.752 ასეთი პრაქტიკა კი ჟურნალისტების წინააღმდეგ მათი პროფესიული
საქმიანობის გამო ჩადენილი ყველა დანაშაულის თაობაზე სრულყოფილი ინფორმაციის
მიღებას უშლის ხელს, შესაბამისად ამ რეკომენდაციის შესრულება კვლავ აქტუალურია.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველი კვლავ აქტიურად ადევნებდა
თვალყურს
ტელეკომპანია
„რუსთავი
2–ის“
ირგვლივ
განვითარებულ
მოვლენებს,
აღნიშნული კომპანიის დირექტორსა და სხვადასხვა პირს შორის გამართული საუბრების
ფარული
ჩანაწერების
რეაგირების
საკითხს.753
მოპოვებისა
და
გავრცელების
თაობაზე
ყურადსაღები
შემთხვევები
იყო
სამართალდამცავთა
თბილისის
სახელმწიფო
უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენების დროს ჟურნალისტების პროფესიული
საქმიანობისათვის ხელის შეშლა, „ტაბულას“ ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფის
ფაქტი, 17 მაისს აქტივისტების ადმინისტრაციული წესით დაკავება; საზოგადოებისა და
სახალხო დამცველის ყურადღება მიიპყრო ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებლის მიმართ
დაწყებულმა სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხმაც.
750
აღნიშნული საკითხის თაობაზე ვრცლად არის საუბარი „საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში, გვ:
508, ხელმისაწვდომია ბმულზე < http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf >.
751 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 30 იანვრის №234311 წერილი.
752
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს 2017 წლის 24 იანვრის №188108 წერილი.
753 იხ. ასევე წინამდებარე ანგარიშის თავი – „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა“.
440
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მედიაგარემო
ისევე როგორც 2015, არც 2016 წელი გამოირჩეოდა მედიასაშუალებების წარმომადგენელთა
მიმართ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების სიმრავლით, თუმცა ასეთ
ერთეულ შემთხვევებს მაინც ჰქონდა ადგილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცალკეულ
შემთხვევებში
სამართალდამცავთა
რეაგირება
იყო
ეფექტიანი,
თუმცა
არის
ასევე
არაეფექტიანი რეაგირების ფაქტებიც.
ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტები
საანგარიში პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს წარმოადგენდა ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები,
რომელსაც საქართველოს სახალხო დამცველი რამდენჯერმე საჯარო განცხადებითაც
გამოეხმაურა.754
საქართველოს
სახალხო
დამცველის
აპარატში
მიმდინარეობს
საქმისწარმოება ამ პროცესების დროს ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში
ხელშეშლის შესაძლო 5 შემთხვევასთან დაკავშირებით.755
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გვეცნობა,756 რომ გამოძიება დაწყებულია
ჟურნალისტ მამუკა მგალობლიშვილის კამერის დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით; მიყენებული მატერიალური
ზარალის ოდენობა (50 ლარი) არ წარმოადგენს ვინმეს პასუხისგებაში მიცემის საფუძველს და
ამ მიზეზით ის არ არის დაზარალებულად ცნობილი; ამასთან, გამოძიებით არ გამოკვეთილა
ვინმეს ბრალეულობა და მართლსაწინააღმდეგო ქმედება. საქართველოს სახალხო დამცველს
მიაჩნია, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, რომლებიც მათი
პროფესიული
საქმიანობის
განხორციელებას
უკავშირდება,
ადეკვატურად
უნდა
დაკვალიფიცირდეს. საქართველოს კანონმდებლობა ამ მხრივ, სისხლის სამართლის
კოდექსის 154-ე მუხლის757 არსებობით საკმაოდ მაღალ სტანდარტს აწესებს. ჟურნალისტური
საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებისათვის სათანადო კვალიფიკაციის მინიჭებას ეფექტიანი
754 საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 15 და 16 მარტის განცხადებები ხელმისაწვდომია
ბმულებზე:
<http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-saxalxo-damcvelis-gancxadeba-tbilisissaxelmwifo-universitetshi-gushin-ganvitarebul-movlenebtan-dakavshirebit.page>;
<http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-saxalxo-damcveli-15-marts-tsushi-ganvitarebul-procesebzedakvirvebis-shedegebs-adjamebs.page> [ბოლოს ნანახია 6.01.2017].
755 აღნიშნული პირები არიან: „ლიბერალის“ ჟურნალისტები –
მამუკა მგალობლიშვილი და სოფო
გოგიშვილი, „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი გიორგი დიასამიძე, გამოცემა „17 მაისის“ ჟურნალისტი
ვახტანგ კვარაცხელია; PALITRATV.GE-ის ჟურნალისტი მარიამ ლორთქიფანიძე.
756 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 20 აპრილის №984839 წერილი, 30
დეკემბრის №3157732 წერილი.
757 ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა.
441
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
პრევენციული როლის შესრულებაც შეუძლია.
რაც შეეხება დანარჩენ ფაქტებს,758 ჟურნალისტების მხრიდან თანამშრომლობის არარსებობის
ან/და პრეტენზიის არქონის საკითხი საგამოძიებო ორგანოების მიერ სათანადო რეაგირების
განხორციელებისა
და
დანაშაულის
ნიშნების
არსებობისას,
გამოძიების
დაწყების
თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობის არ უნდა აღმოჩნდეს.759
საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენების დროს, რიგ შემთხვევებში
პოლიციამ და თსუ-ს დაცვის სამსახურმა ვერ მოახერხეს ერთი მხრივ, ამ შემთხვევების
პრევენცია და მეორე მხრივ, მათზე ეფექტიანი რეაგირება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია
შესაბამისი პირების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულების საკითხის
შესწავლა, რაც ამ დრომდე არ მომხდარა.
ჟურნალისტებისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება
საანგარიშო წლის 12 იანვარს, ერთ-ერთ რესტორანში „ტაბულას“ ჟურნალისტებს და ყოფილ
თანამშრომელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით760, გამოძიება მიმდინარეობდა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით და დანაშაულის ჩადენისათვის
ბრალი
წარედგინა
სამ
პირს,
ხოლო
დაზარალებულად
ინციდენტში
მონაწილე
ჟურნალისტები ცნეს. საქმე ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება.
საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს სამართალდამცავი ორგანოების
მხრიდან მომხდარი ინციდენტის გამოძიების ეფექტიანად წარმართვას.
ფარული ჩანაწერების წარმოება-გავრცელება
საქართველოს სახალხო დამცველი ფარული ჩანაწერების უკანონო წარმოებისა თუ
გავრცელების ფაქტების ეფექტიანად და გონივრულ ვადაში გამოძიებას და აღნიშნულის
თაობაზე საზოგადოების ინფორმირებას უკიდურესად მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
758
სოფო გოგიშვილმა და გიორგი დიასამიძემ, უწყების განმარტებით, არ ითანამშრომლეს და უარი
განაცხადეს გენერალურ ინსპექციაში გამოცხადებაზე. ხოლო მარიამ ლორთქიფანიძემ განმარტა, რომ
მას პრეტენზია არ გააჩნია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიმართ, არამედ პრეტენზიას
გამოთქვამს სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ. აღნიშნული
საპასუხო წერილით ასევე გვეცნობა, რომ ვახტანგ კვარაცხელიას პიროვნების იდენტიფიცირება ვერ
მოხერხდა.
759 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,
გამოძიების დაწყების საფუძველია ინფორმაცია დანაშაულის შესახებ.
760 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 2 დეკემბრის №3006430 წერილი.
442
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საანგარიშო პერიოდში გავრცელდა რამდენიმე ფარული ჩანაწერი, რომლებშიც ერთ
შემთხვევაში
პოლიტიკოს
პაატა
ბურჭულაძესა
და
მეორე
შემთხვევაში
საქალაქო
სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანთან ერთად ფიგურირებდა მედიის
წარმომადგენელი,
ტელეკომპანია
„რუსთავი
2–ის“
გენერალური
დირექტორი
ნიკა
გვარამია.761 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ საკუთარი ინიციატივით
შესწავლის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის762 თანახმად, ზემოთ აღნიშნულ ორივე
ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის პირველი763 და
მეორე ნაწილებით და 284-ე მუხლის პირველი ნაწილით764 გათვალისწინებული დანაშულის
ნიშნებით. ორივე სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებით ჩატარებულია სხვადასხვა
საგამოძიებო მოქმედება, კონკრეტული პირი ბრალდებულად ცნობილი არ არის.765
საქართველოს
სახალხო
ზემოაღნიშნულ
ფაქტს
დამცველი
და
საჯარო
განმარტა,
რომ
განცხადებით766
მსგავსი
გამოეხმაურა
შემთხვევები,
ერთ-ერთ
განსაკუთრებით
წინასაარჩევნო პერიოდში, ჯანსაღი მედიაგარემოს არსებობას უქმნის საფრთხეს და კიდევ
ერთხელ გაუსვა ხაზი სწრაფი გამოძიების მნიშვნელობას.
ჯერჯერობით
გამოძიება
კვლავ
მიმდინარეობს
ტელეკომპანიის
„რუსთავი
2“-ის
გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ 2015 წლის 21 ოქტომბერს გაკეთებული
განცხადებით მის მიმართ განხორციელებული სავარაუდო მუქარის თაობაზე.767
ტელეკომპანია „რუსთავი 2–თან“ დაკავშირებული სასამართლო დავა
2015 წლის მსგავსად, მიმდინარე საანგარიშო პერიოდში მაღალი საჯარო ინტერესის
გათვალისწინებით, სახალხო დამცველის აპარატი რეგულარულად უწევდა მონიტორინგს
ტელეკომპანია
„რუსთავი
2-თან“
დაკავშირებულ
სასამართლო
პროცესს
თბილისის
სააპელაციო სასამართლოში, ასევე სწავლობდა სხვადასხვა დოკუმენტაციას.
761
აღნიშნული ჩანაწერები გავრცელდა 2016 წლის 14 სექტემბერსა და 3 ოქტომბერს.
762
საქართველოს მთავარი პროკურატურის 2016 წლის 31 ოქტომბრის №13/69049 წერილი.
პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების
დარღვევა.
764 კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა.
765
გამოძიების მიმდინარეობისას არსებული ხარვეზების თაობაზე ვრცლად იხ. წინამდებარე
ანგარიშის თავი - „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა“.
766
საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 15 სექტემბრის განცხადება, ხელმისაწვდომია
ბმულზე:
<http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-saxalxo-damcvelis-gancxadeba-farulchanawerebtan-dakavshirebit.page> [ბოლოს ნანახია 6.01.2017].
767 საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 23 მარტის №13/19298 წერილი.
763
443
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
2016 წლის 24 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი გამოეხმაურა768 22 ივნისს თბილისის
სააპელაციო
სასამართლოს
მიერ
ტელეკომპანია
„რუსთავი
2თან“
დაკავშირებული
გადაწყვეტილების მხარეებისათვის ჩასაბარებლად გაგზავნის ფაქტს და განმარტა, რომ
აღნიშნული
ქმედება
არ
შეესაბამებოდა
კანონს.
კერძოდ,
კანონით
დადგენილი
საგამონაკლისო შემთხვევების გარდა, სასამართლო არ უგზავნის მხარეს გადაწყვეტილებას
და მას ეძლევა შესაძლებლობა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან
არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღის შუალედში თავად განსაზღვროს სასამართლოს
გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღი. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს,
რადგან გადაწყვეტილების ჩაბარების ფაქტი თავის მხრივ დაკავშირებულია საკასაციო
საჩივრის წარდგენის ვადებთან და შესაბამისად, მხარის სამართალწარმოების წარმართვის
სტრატეგიასთან. მოცემულ შემთხვევაშიც, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ წარმომადგენელთა
განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადრეულ ეტაპზე ჩაბარება
აზიანებდა მათ ინტერესს.769
საქართველოს სახალხო დამცველი საჯარო განცხადებით770 გამოეხმაურა ასევე საქართველოს
უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ 2017 წლის 2 მარტს ერთხმად მიღებულ
გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიის 60%-იანი წილი მიეკუთვნა ქიბარ
ხალვაშს, ხოლო 40% - მისსავე მფლობელობაში არსებულ შპს „პანორამას“. სახალხო
დამცველის შეფასებით, საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე
განხილვამ უარყოფითი გავლენა იქონია საზოგადოების ნდობაზე სასამართლოში მიმდინარე
პროცესის მიმართ.
თავად ის გარემოება, თუ როგორც გახდა ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2-ის“ მესაკუთრე 2004
წელს, სასამართლოში მიმდინარე დავაში განხილული არ ყოფილა. ამ საკითხს არ მისცემია
სამართლებრივი შეფასება, არც სისხლის სამართლის გზით, მიუხედავად იმისა, რომ
„რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის განცხადებით, მათ
2012 წელსვე მიმართეს პროკურატურას. საქართველოს სახალხო დამცველის 2008 წლის
პირველი ნახევრის წლიურ ანგარიშში771 მოყვანილია თავად ქიბარ ხალვაშის განმარტება,
რომლის მიხედვითაც „პრეზიდენტის თხოვნითვე შეიძინა მან აღნიშნული ტელეკომპანია
768 საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 24 ივნისის განცხადება, ხელმისაწვდომია ბმულზე:
<http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-saxalxo-damcveli-exmaureba-rustavi-2tan-dakavshirebulsaqmes.page> [ბოლოს ნანახია 6.01.2017].
769
საუბარია სამოქალაქო დავის საბოლოო გადაწყვეტამდე საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მიერ მათსავე საკონსტიტუციო სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის სტრატეგიულ
მნიშვნელობაზე.
770
2017 წლის 3 მარტის განცხადება, იხ. ბმული: <http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-saxalxodamcvelis-gancxadeba-rustavi-2is-saqmestan-dakavshirebit.page>
771
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <http://www.ombudsman.ge/uploads/other/0/79.pdf> გვ.85–
86.
444
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
[იგულისხმება ტელეკომპანია „რუსთავი 2“], ისევე როგორც ტელეკომპანია „მზისა“ და
„პირველი სტერეოს“ საწესდებო კაპიტალის წილები...“ ამავე ანგარიშის მიხედვით:
„საინტერესოა ასევე ის სქემა, რითაც ქიბარ ხალვაში გახდა „რუსთავი-2–ის“ მესაკუთრე. [...]
ძველი მფლობელების განცხადებებიდან ისეთი სურათი იქმნება, რომ ტელეკომპანიების
წილებთან დაკავშირებით მუშაობდა სახელმწიფო რეკეტის ისეთივე სქემა, რაც საკუთრების
უფლების ხელყოფის სხვა შემთხვევებში, როდესაც ქონებას სახელმწიფოს ჩუქნიდნენ. ამ
შემთხვევებისგან განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ საწარმოს ან მისი
წილების გაჩუქება ხდებოდა არა სახელმწიფოზე (ეს ვერც მოხდებოდა, ვინაიდან
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი უკრძალავს ადმინისტრაციულ ორგანოსა და
თანამდებობის
პირს
სამაუწყებლო
ლიცენზიის
ფლობას),
არამედ
კერძო
პირებზე.
აღნიშნული პირების მეშვეობით ხელისუფლების წარმომადგენლები აკონტროლებდნენ იმ
სიხშირეებს, რაც მაუწყებლებზე გაცემული იყო 2004 წლამდე“.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გვაცნობა, რომ 2012 წლის 8 დეკემბერს დაიწყო
გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლების ქონებრივი უფლების
იძულებით
გადაცემის
ფაქტზე.
გამოძიება
მიმდინარეობს
საქართველოს
სისხლის
სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. რაიმე
სახის შემაჯამებელი გადაწყვეტილება ამ დროისათვის მიღებული არ არის.772 4 წელზე მეტი
ხნის განმავლობაში გამოძიების მიმდინარეობა, რაიმე ხელშესახები შედეგების არსებობის
გარეშე,
სერიოზულ
კითხვებს
ბადებს
გამოძიების
ეფექტიანად
წარმართვასთან
დაკავშირებით.
აღნიშნული
გარემოებების
გათვალისწინებით,
სასამართლოს
მიერ
მიღებული
გადაწყვეტილების აღსრულებას შეიძლება საფრთხე შეექმნა ქვეყანაში მედიაგარემოს
მრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიასაშუალების
ფუნქციონირებისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ „რუსთავი 2-ის“ კუთვნილებასთან
დაკავშირებული მთელი პროცესი სამართლებრივი გზით სრულყოფილად არ ყოფილა
შეფასებული,
ამასთან,
ხელისუფლებისადმი
არსებობდა
კითხვები,
კრიტიკულად
შესაძლებელი
განწყობილი
იქნებოდა
ტელეარხის
თუ
არა
შენარჩუნება,
სამართლიანობის სრულყოფილად აღდგენის განცდის არარსებობასთან ერთად, შესაძლოა
ზიანი მისდგომოდა მედიის მრავალფეროვნებასა და ქვეყანაში გამოხატვისა და სიტყვის
თავისუფლების მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას. რაც შეეხება საკასაციო სასამართლოს
დასაბუთებული
გადაწყვეტილების
სამართლებრივ
შეფასებას,
აღნიშნული
მხოლოდ
გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
როგორც ცნობილია, „რუსთავი 2-ის“ მოთხოვნის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა
ევროპულმა სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის
772
საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 22 მარტის №13/19020 წერილი.
445
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
გადაწყვეტილების აღსრულება ჯერ 2017 წლის 8 მარტამდე, მოგვიანებით კი აღნიშნულ
საკითხთან დაკავშირებით შემდგომ შეტყობინებამდე შეაჩერა.
კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც აღნიშნული საქმის საქართველოს უზენაეს
სასამართლოში
განხილვას
უკავშირდება,
წარმოადგენს
საჯაროდ
გავრცელებული
ინფორმაცია სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით, საქართველოს
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე
დაწყებული გამოძიების თაობაზე.773 აღნიშნულთან დაკავშირებით 2017 წლის 14 იანვარს
დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2
ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. როგორც საქართველოს მთავარი
პროკურატურისგან გვეცნობა, საქმეზე ჩატარებულია სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება,
სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირების მიმართ არ დაწყებულა და გამოძიება
მიმდინარეობს.774
როგორც აღინიშნა, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ესწრებოდნენ
თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე ყველა სასამართლო სხდომას, ამასთან,
ითხოვდნენ სხვადასხვა დოკუმენტაციას შესაბამისი უწყებებიდან.775 ამ დროისათვის,
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ რამდენიმე საკითხის შესწავლა კვლავ
გრძელდება.
17 მაისს აქტივისტების დაკავებისას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის
გადამეტებისა და ჰომოფობიური ენის გამოყენება
გამოხატვის თავისუფლების ჭრილში მნიშვნელოვანია 2016 წლის 17 მაისს განვითარებული
მოვლენები,
კერძოდ,
საპატრიარქოს
შენობასთან
სტენსილების
დახატვის
გამო სამართალდამცავებმა ლგბტ აქტივისტები დააკავეს.776
დაკავებულთა
მიერ
საქართველოს
სახალხო
დამცველის
რწმუნებულებისთვის
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ისინი უხეში ფორმებით და ჰომოფობიური ენის
გამოყენებით დააკავეს. ამასთან, აქტივისტები უთითებენ, რომ ისინი დააკავეს სამოქალაქო
773
იხ. ბმული: <http://pog.gov.ge/geo/news?info_id=1130> [ბოლოს ნანახია: 22.03.2017].
საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 28 თებერვლის №13/13512 წერილი.
775
საქართველოს სახალხო დამცველის წერილები თბილისის სააპელაციო სასამართლოს: №04-11/5266,
№04-11/6008, №04-11/6007, №04-11/7035; თბილისის საქალაქო სასამართლოს №04-11/5265 წერილი;
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს №04-11/6301 წერილი და სხვა.
776 3 მათგანი დააკავეს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“, ხოლო 7 – საპატრიარქოს
შენობასთან,
სტენსილების
ხატვისა
და
პოლიციელის
კანონიერი
მოთხოვნისადმი
დაუმორჩილებლობის გამო.
774
446
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა და მათი ტრანსპორტირება არ განხორციელებულა
პოლიციის ავტომანქანებით.
აღსანიშნავია, რომ დაკავებულთა ადგილსამყოფელი რამდენიმე საათის განმავლობაში
უცნობი იყო. ხსენებული ინფორმაციის მოძიება გაუჭირდათ სახალხო დამცველის
რწმუნებულებსაც. დაკავებულები განმარტავდნენ, რომ დაკავებისთანავე
მათთვის არ
განუმარტავთ კანონით მინიჭებული უფლებები, ასევე, არ მისცემიათ ახლობლებთან
დაკავშირების შესაძლებლობა. საქართველოს სახალხო დამცველმა საჯარო განცხადებით777
მოუწოდა
შესაბამის
ორგანოებს,
დაკავებისას
სამართალდამცავთა
მხრიდან
ძალის
გადამეტებისა და ჰომოფობიური ენის გამოყენების, დაკავებულებისათვის უფლებების
დაუყოვნებლივ
განმარტების
მოვალეობის
დარღვევის
საკითხის
შესწავლისა
და
ადეკვატური რეაგირების განხორციელებისაკენ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით,778
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში აღნიშნულ ფაქტებთან
დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება მიმდინარეობს, თუმცა შემოწმების შედეგები
ჯერჯერობით უცნობია. დამატებითი779 მიმართვის მიუხედავად, სახალხო დამცველის
აპარატმა ვერ მიიღო უწყებიდან სრულყოფილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ მიერ
განხორციელებული რეაგირებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ780.
მართალია, ნახატების თვითნებურად შესრულება შენობათა ფასადებსა თუ ღობეებზე
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლების
კანონისმიერი შეზღუდვის მაგალითს წარმოადგენს,781 თუმცა ამ სამართალდარღვევისათვის
ადმინისტრაციული წესით დაკავება კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.782
ამრიგად,
მხოლოდ
ხსენებული
სამართალდარღვევის
ჩადენის
საფუძვლით
777 საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 17 მაისის განცხადება, ხელმისაწვდომია ბმულზე:
<http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-saxalxo-damcvelis-gancxadeba-lgbt-aqtivistebis-dakavebisshesaxeb.page> ბოლოს ნანახია [10.01.2017].
778
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 9 დეკემბრის №3072955 წერილი.
779 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2016 წლის 24 ნოემბრის №04-11/4039 წერილი.
780
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 9 დეკემბრის №3072955 წერილით გვეცნობა
მხოლოდ ის, რომ აღნიშნულზე მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება.
781
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლი.
782 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 246-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის
და 244-ე მუხლის პირველი ნაწილი. აღნიშნული საკითხის თაობაზე საქართველოს სახალხო
დამცველს საჯარო განცხადებით თავისი პოზიცია დაფიქსირებული აქვს ერთ-ერთ საქმესთან
მიმართებით,
ხელმისაწვდომია
ბმულზე:
<http://www.ombudsman.ge/ge/aboutus/struqtura/departamentebi/samoqalaqo-politikuri-ekonomikuri-socialuri-da-kulturuli-uflebebis-dacvisdepartamenti/siaxleebi-jus/saxalxo-damcveli-plakatebis-gakvris-gamo-sami-piris-dakavebas-exmianeba.page>
[ბოლოს ნანახია 9.12.2017].
447
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სამართალდამრღვევების დაკავების პროცედურული უფლებამოსილება პოლიციელებს არ
გააჩნდათ783.
რაც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდეგში –
ასკ) 173-ე მუხლით დადგენილ სამართალდარღვევას, ხსენებული მუხლის დისპოზიციიდან
გამომდინარე,
სამართალდარღვევის
სამსახურებრივი
მოვალეობის
აუცილებელ
შესრულების
დროს
შემადგენლობას
წარმოადგენს
სამართალდამცავი
ორგანოს
თანამშრომლის კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნის არსებობა. მოცემულ საქმეში კი
დაკავების განმახორციელებელი პირების პოლიციელებთან იდენტიფიცირების ზემოთ
განმარტებული პრობლემის გამო, ეჭქვეშ დგება ხსენებული მუხლით გათვალისწინებული
დისპოზიციური
შემადგენლობისა
და
შესაბამისად,
დაკავების
სამართლებრივი
საფუძვლების არსებობა. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ ასკ-ის 173-ე მუხლის ფარგლებში
მიმდინარე ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა ყველა პირთან მიმართებაში და
ზოგიერთ პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა მხოლოდ ასკ-ის 150-ე
მუხლის ფარგლებში.
დასაგმობია სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ყოველგვარი ჰომოფობიური და
სიძულვილის ენის გამოყენება და ზემოაღნიშნული ფაქტები შესაბამისი უწყებების მხრიდან
ადეკვატური რეაგირების საჭიროებაზე მეტყველებს. საქართველოს სახალხო დამცველი
მოუწოდებს
სამართალდამცავ
ორგანოებს,
იმოქმედონ
მხოლოდ
კანონით
მათთვის
მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო სამართალდამცავი პირების მხრიდან
ზემოთ აღწერილი ნებისმიერი ქმედების ჩადენის შემთხვევაში, შესაბამისმა ორგანოებმა
გაატარონ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
ს.წ.-ის საქმე
საანგარიშო წელს საზოგადოების ყურადღება მიიპყრო მოქალაქე ს.წ.-ის მიერ თბილისის
ფორუმზე გახსნილმა თემამ, რომლის მიხედვითაც, ის თითქოსდა ამზადებდა თავდასხმას
საქართველოში აშშ-ის ელჩზე. ამ საფუძვლით საქართველოს პროკურატურამ მას ბრალი
წარუდგინა,784 ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით
ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
783
პირთა ადმინისტრაციული დაკავების ოქმების მიხედვით, დაკავების ფაქტობრივ და
სამართლებრივ
საფუძველს
წარმოადგენს
სასკ-ის
150-ე
მუხლით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევის ჩადენა.
784
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 326-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რაც გულისხმობს
საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე თავდასხმის მუქარას.
448
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ინტერნეტმომხმარებლების უფლება, შექმნან, გამოიყენონ და გაავრცელონ კონტენტი
ინტერნეტის
ვალდებულება
მეშვეობით
დაცულია
უზრუნველყოს
გამოხატვის
გამოხატვის
სახელმწიფოს
თავისუფლებით.785
თავისუფლების
დაცვა
ასევე
ინტერნეტმომხმარებლებზეც ვრცელდება786 იმდენად, რამდენადაც ადამიანის უფლებებისა
და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ვალდებულება მიემართება როგორც ონლაინ, ასევე
– ოფლაინ პირობებს.787 მეორე მხრივ, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საკითხი შესაძლოა
ეხებოდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ისეთ ლეგიტიმურ საფუძვლებს,
როგორიცაა დანაშაულის აღკვეთა, დანაშაულის თავიდან აცილება, საზოგადოებრივი
უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აუცილებელია სახელმწიფომ დაადასტუროს კონკრეტული
ღონისძიების გატარების აუცილებლობა, პროპორციულობა და პირდაპირი და მყისიერი
კავშირი გამოხატვასა და საფრთხეს შორის.788 ძალადობის და/ან დანაშაულებივი ქმედების
ჩადენის რეალური საფრთხის არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოც.789
სახალხო დამცველის წარმომადგენლებისათვის ს.წ.-ის მიერ გაკეთებული განმარტების
მიხედვით, მის მიზანს წარმოადგენდა ანტიდასავლური განწყობების მქონე ხალხის
გაშარჟება, რაც სხვადასხვა ფორმით აქამდეც არაერთხელ განუხორციელებია. ს.წ.-ის
საქმესთან მიმართებით კი შესაბამისი უწყების მიერ საფრთხის რეალურობის შეფასებისას,
ყველა
გარემოების
გათვალისწინებისა
და
კონტექსტის
გაანალიზების
შემთხვევაში,
საკითხით დაინტერებისთანავე ცხადი იყო, რომ მოცემულ შემთხვევაში კონკრეტული
შედეგის დადგომის რეალური საფრთხე არ არსებობდა, რაც თავისთავად გამორიცხავდა
ზემოთ ხსენებული რომელიმე ლეგიტიმური მიზნის არსებობასაც.
საკითხის სრულყოფილად აღქმის შესაძლებლობას იძლეოდა ს.წ.-ის მიერ გახსნილი
ხსენებული და სხვა თემების გამოხმაურებებით დაინტერესება. ს.წ. ინტერნეტსივრცეში
ცნობილია, როგორც ისეთი შოკისმომგვრელი მესიჯების გამავრცელებელი, რომელიც
მიზნად ისახავს მხოლოდ სხვა მომხმარებელთა საპასუხო რეაქციის გამოწვევას (ე.წ.
ტროლინგი). ე.წ. ტროლინგში შეგვიძლია მოვიაზროთ გარკვეულწილად არაადეკვატური,
პროვოკაციული ინფორმაციის გამოქვეყნება, ამა თუ იმ თემაზე დისკუსიის წარმართვის,
პირის ან ჯგუფის დისკრედიტაციის, დაცინვის ან სხვა მიზნით. ე.წ. ტროლინგის მიზანია,
შექმნას იმის ილუზია, რომ გავრცელებული ინფორმაცია რეალურია. თბილისის ფორუმის
785
ევროპის საბჭო, ინტერნეტმომხმარებელთა ძირითადი უფლებების სახელმძღვანელო, 2014, 28.
ევროპის
საბჭოს
მინისტრთა
კომიტეტის
რეკომენდაცია
CM/Rec(2014)6
წევრი
სახელმწიფოებისათვის ინტერნეტმომხმარებელთა ძირითადი უფლებების სახელმძღვანელოს
თაობაზე, 2014.
787
ევროპის საბჭო, ინტერნეტმომხმარებელთა ძირითადი უფლებების სახელმძღვანელო, 2014, 6.
788 გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ზოგადი კომენტარი N34, 12 სექტემბერი, 2011, პარ. 35.
789
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის N2/482,483,487,502
გადაწყვეტილება, პარ. 104-105.
786
449
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მომხმარებელთათვის წლების განმავლობაში ს.წ. ცნობილია სწორედ ასეთი ინფორმაციის
გამავრცელებლ გამოცდილ პირად.
ს.წ. 2016 წლის 8 მაისს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ის დაკავებული იყო 2016 წლის
15 აპრილიდან 8 მაისამდე, აღსანიშნავია, რომ ს.წ.-ის ცნობით, მის მიმართ გამოძიება კვლავ
მიმდინარეობს.
ინფორმაციის თავისუფლება
საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლი ყოველ მოქალაქეს ანიჭებს უფლებას, კანონით
დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას,
აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო,
პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ
2006 წლის 14 ივლისის №2/3/364 გადაწყვეტილებით განმარტა, რომ აღნიშნული უფლების
სუბიექტია
ყველა
ფიზიკური
და
იურიდიული
პირი
მათი
რეზიდენტობისა
და
მოქალაქეობის მიუხედავად.
ქვეყნის უზენაესი კანონი სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას – გასცეს მის
ხელთ არსებული ინფორმაცია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3
თავით კი განსაზღვრულია საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციის
გაცემაზე უარის თქმის წესი. ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, იმ შემთხვევაშიც კი,
თუ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია არ არის დაცული საჯარო დაწესებულებაში, ეს
უკანასკნელი ვალდებულია, აღნიშნული ინფორმაცია მოიძიოს თუნდაც სხვა საჯარო
დაწესებულებიდან.790 საჯარო ინფორმაციის გაცემა არ გულისხმობს მხოლოდ ინფორმაციის
კოპირებას, არამედ საჯარო დაწესებულებებს აკისრებს ვალდებულებას, გაწიონ გარკვეული
ძალისხმევა ახალი შინაარსის შემცველი ინფორმაციის შესაქმნელად.
ინფორმაციის თავისუფლების მნიშვნელობა ყოველთვის ხაზგასმულია საქართველოს
სახალხო დამცველის ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებში. „საქართველოში ადამიანის
უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო
დამცველის 2015 წლის ანგარიშში აღინიშნა, რომ ინფორმაციის თავისუფლების მეტი
გარანტიების
შექმნისთვის
აუცილებელია
მოქმედი
კანონმდებლობის
დახვეწა
და
საერთაშორისო სტანდარტებთან მისი ჰარმონიზაცია. კონკრეტული რეკომენდაციები მიეცათ
საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტროს, რათა დროულად იქნეს ინიცირებული ინფორმაციის თავისუფლების შესახებ
790
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 40 ნაწ. 1, ქვეპუნქტი „ა“.
450
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ახალი კანონის პროექტი, ინფორმაციის თავისუფლებასა და პერსონალური მონაცემების
დაცვას
შორის
სამართლიანი
ბალანსის
დასამყარებლად,
შევიდეს
ცვლილებები
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში, განხორციელდეს
სათანადო
ღონისძიებები
დოკუმენტაციასთან
პროცედურების
დაკავშირებით
ევროპის
დაშვების
დასაწყებად.791
საქართველოში
საბჭოს
შესახებ
2009
წლის
კონვენციის“
სამწუხაროდ,
ადამიანის
18
ივნისის
ინფორმაციის
უფლებათა
„ოფიციალურ
რატიფიკაციისთვის
და
საჭირო
თავისუფლებასთან
თავისუფლებათა
დაცვის
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში ასახული
რეკომენდაციები შესაბამის უწყებებს დღემდე არ შეუსრულებიათ.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რეგულაციები
არ იცავს ინფორმაციის თავისუფლებასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვას შორის
სამართლიან ბალანსს და დღემდე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის
შემთხვევაშიც კი, არ არის ხელმისაწვდომი ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირებისა და
თანამდებობაზე
წარდგენილი
განხორციელებასთან
კანდიდატების
დაკავშირებული,
სამსახურებრივი
საჯარო
უფლებამოსილების
დაწესებულებაში
დაცული
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ამ საფუძვლით არ
გაიცემა
სისხლის
სამართლის
საქმეებზე
სასამართლოს
მიერ
მიღებული
ის
გადაწყვეტილებები, რომელიც მაღალი თანამდებობის პირების სამსახურებრივ საქმიანობას
უკავშირდება.
აღნიშნულ
საკითხთან
დაკავშირებით
გასულ
საანგარიშო
პერიოდში
გაცემული რეკომენდაცია საქართველოს პარლამენტს არ შეუსრულებია .
2016 წლის 12 სექტემბრის №1/250 გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა
საბჭომ დაამტკიცა „საერთო სასამართლოების მიერ სასამართლო გადაწყვეტილებათა
გაცემისა და გამოქვეყნების წესი“. წესის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებათა ერთიან
რეესტრში განთავსებულ სასამართლო გადაწყვეტილებებში, გარდა „პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მიჩნეული პერსონალური მონაცემებისა (რომელიც
უკავშირდება ფიზიკური პირის იდენტიფიკაციას), გამოქვეყნებას არ ექვემდებარება
იურიდიული პირის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი და იურიდიული მისამართი.
მსგავსი რეგულირება უფრო მეტად ზღუდავს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის
ფარგლებს და არ ემსახურება დემოკრატიული საზოგადოების ინტერესებს.
გასულ წლებთან შედარებით, 2016 წელს მოიმატა იმ განცხადება/საჩივრების რაოდენობამ,
რომლებშიც
მოქალაქეები
მიუთითებენ
ინფორმაციის
ხელმისაწვდომობის
უფლების
უკანონო შეზღუდვის ფაქტებზე. საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გარკვეულ
791 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში „საქართველოში ადამიანის
უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ (2015 წ.) გვ. 519
<http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf>.
451
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
შემთხვევებში საქმე ეხებოდა ინფორმაციის არასრული სახით გაცემას, რიგ შემთხვევებში კი
საჯარო
დაწესებულებებმა
არასწორად
განმარტეს
მოქმედი
კანონმდებლობა
და
პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით დაუსაბუთებლად შეზღუდეს საჯარო
ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება.
იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არსებობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის
ინსტიტუტი, ხოლო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ინფორმაციის
თავისუფლებაზე მონიტორინგის განმახორციელებელი მექანიზმი დღემდე არ გვაქვს და არ
არსებობს არანაირი სანქცია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უკანონოდ უარის თქმისთვის,
შექმნილი სამართლებრივი გარემო ახალისებს საჯარო დაწესებულებებს, დაამკვიდრონ
მანკიერი პრაქტიკა ან დაუსაბუთებლად თქვან უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე.
ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ საქმე
2016 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა ა(ა)იპ
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ და განაცხადა, რომ 2016 წლის
მარტში არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან და მისი
მმართველობის სფეროში მოქმედი ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან
გამოითხოვა
შესაბამისი უწყებების თანამდებობის პირების, საშტატო და შტატგარეშე
თანამშრომლების შრომის ანაზღაურების, პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაცია,
აგრეთვე, უწყებათა საშტატო ნუსხები და დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა,
ადმინისტრაციული
ორგანოების
მიერ
მივლინებებზე,
შესყიდულ
ქონებასა
და
მომსახურებაზე გაწეული ხარჯები და სხვა საჯარო ინფორმაცია, თუმცა აღნიშნულმა
უწყებებმა უპასუხოდ დატოვეს ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების
ინსტიტუტის“ მოთხოვნა.
საქმის
შესწავლის
შედეგად
დადგინდა,
რომ
ზემოაღნიშნულ
12
უწყებას
განმცხადებლისათვის მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია საერთოდ არ მიუწოდებია.
შესაბამისად,
საქართველოს
სახალხო
დამცველმა
დაადგინა
ა(ა)იპ
„ინფორმაციის
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის
უფლების
დარღვევა
და
რეკომენდაციით792
მიმართა
შესაბამის
უწყებებს,
გაეცათ
არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ 2016 წლის მარტის თვეში მოთხოვნილი საჯარო
ინფორმაცია. საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციაში ხაზი გაესვა ინფორმაციის
თავისუფლების მნიშვნელობას და სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, გასცეს მის
ხელთ არსებული ინფორმაცია. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოებს მიეთითათ, რომ
ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება არ ათავისუფლებს საჯარო დაწესებულებებს
მისი დადგენილი წესით გაცემის ვალდებულებისგან. საქართველოს სახალხო დამცველმა
792
საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 31 იანვრის რეკომენდაცია №04–5/1325.
452
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მნიშვნელოვნად მიიჩნია, საჯარო დაწესებულებებს ყურადღება მიექციათ იმ ფაქტისთვის,
რომ
ა(ა)იპ
ინფორმაციის
არასამთავრობო
თავისუფლების
ორგანიზაციას,
რომლის
განვითარების
საქმიანობის
ინსტიტუტი“
ერთ-ერთი
წარმოადგენს
მთავარი
მიზანი
სახელმწიფო დაწესებულებებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგია.
მისი მუშაობა ხელს უწყობს ცალკეულ საკითხებზე ინფორმირებული საჯარო დებატების
წარმოებასაც. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციაზე
დაყრდნობით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის უფლებათა
სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს დაცვის იმავე სტანდარტს სთავაზობს,
რომელსაც ანიჭებს პრესას და ამგვარი ორგანიზაციებისთვის საჯარო ინფორმაციის
ხელმისაწვდომობაზე რაიმე ბარიერის შექმნას არაპირდაპირი ცენზურის დაწესებასთან
აიგივებს.793 შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ
სახელმწიფო უწყებების მხრიდან ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე არასამთავრობო
ორგანიზაციებისათვის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა
მათი „სოციალური მეთვალყურის“ ფუნქციებში ჩარევასაც წარმოადგენს.
საქართველოს სახალხო დამცველმა ზემოაღნიშნული რეკომენდაცია სულ 12 უწყებას
გაუგზავნა, თუმცა, მხოლოდ 1 უწყებიდან მიიღო ინფორმაცია რეკომენდაციის განხილვის
შედეგებთან დაკავშირებით. კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გვაცნობა,
რომ მათ გაითვალისწინეს აღნიშნული რეკომენდაცია და „ინფორმაციის თავისუფლების
განვითარების ინსტიტუტს“ გამოთხოვილი ინფორმაცია 2017 წლის თებერვალში მიაწოდეს.
დანარჩენმა 11-მა უწყებამ კიდევ ერთხელ დაარღვია კანონი, რადგან რეკომენდაციის
განხილვის შედეგები არ უცნობებიათ, კანონში აღნიშნული ვალდებულების არსებობის
მიუხედავად.794
რეკომენდაციები
საქართველოს პარლამენტს
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2391-ე მუხლში (ძალადობრივი ქმედებისაკენ
საჯარო მოწოდება) განხორციელდეს ცვლილებები საქართველოს სახალხო დამცველის მიერ
წარდგენილი შენიშვნების სრულყოფილად ასახვის მიზნით
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
150-ე
მუხლის
დისპოზიცია ჩამოყალიბდეს უფრო ვიწრო ფორმულირებითა და გამოხატვის თავისუფლების
უპირატესი მნიშვნელობის გათვალისწინებით, რათა თავიდან იქნას აცილებული მისი ფართო
და გამოხატვის თავისუფლების საზიანო გამოყენება პრაქტიკაში
793
794
CASE OF TÁRSASÁG A SZABADSÁGJOGOKÉRT v. HUNGARY, 2009, §38.
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლი.
453
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
პარლამენტის წევრებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა
საქმიანობის ეთიკის ფარგლებში მოქცევისათვის შეიქმნას ეთიკის ნორმები და მის
აღსრულებაზე უფლებამოსილი შესაბამისი მექანიზმი
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონში
განხორციელდეს
ცვლილებები, რომლებიც მოემსახურება ინფორმაციის თავისუფლებასა და პერსონალურ
მონაცემთა დაცვას შორის სამართლიანი ბალანსის დამყარებას, კერძოდ, ხელმისაწვდომი
გახდეს საჯარო დაწესებულებებში დაცული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე,
ყოფილი
და
მოქმედი
თანამდებობის
პირებისა
და
თანამდებობებზე
წარდგენილი
კანდიდატების განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია
აღნიშნული პირების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელებასთან
საქართველოს მთავრობას
დროულად იქნას ინიცირებული ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის
პროექტი, რომლითაც შეიქმნება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და
ინფორმაციის თავისუფლებაზე მონიტორინგის განმახორციელებელი მექანიზმი, დაწესდება
სანქციები საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უკანონოდ უარის შემთხვევებში, განისაზღვრება რა
რეაგირება უნდა მოყვეს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტისა და
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო
ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით 10 დეკემბრის ანგარიშის ამ უწყებებისთვის
წარდგენას ან აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობას
საქართველოს პროკურატურას
ნიკა გვარამიას მიმართ 2015 წელს განხორციელებული სავარაუდო მუქარისა და 2016 წელს
სავარაუდოდ უკანონოდ წარმოებული და გავრცელებული ფარული ჩანაწერების თაობაზე
დაწყებული გამოძიება წარიმართოს დროულად, ეფექტიანად და გამოძიების შედეგები
ეცნობოს საზოგადოებას
დროულად
და
ეფექტიანად
გამოიძიოს
სამაუწყებლო
კომპანია
„რუსთავი
2“-ის
დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის განცხადებაში მითითებული
გარემოებები, მათი ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის ფაქტთან დაკავშირებით
დროულად და ეფექტიანად წარიმართოს სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის
მიზნით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საქმიანობაში უხეში
ჩარევის შესაძლო ფაქტზე დაწყებული გამოძიება და დამნაშავე პირებს დაეკისროთ
ადეკვატური პასუხისმგებლობის ზომა
ადეკვატური
კვალიფიკაცია
ჟურნალისტების
მიმართ
თსუ-ში
მიმდინარე
პროცესების
დროს
განხორციელებულ
მიეცეს
ქმედებებს,
გატარდეს
ყველა
კანონისმიერი ღონისძიება მათთვის პროფესიული საქმიანობის ხელშემშლელ პირთა
იდენტიფიცირებისა და მათ მიმართ შესაბამისი კანონისმიერი ღონისძიებების
გატარების მიზნით
454
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საგამოძიებო
ორგანოებმა
პროფესიული
საქმიანობიდან
აწარმოონ
სტატისტიკა
გამომდინარე,
–
ჟურნალისტების
ჩადენილი
მიმართ,
დანაშაულებრივი
მათი
ქმედებების
თაობაზე
სამართალდამცავ პირებს ჩაუტარდეთ ტრენინგები გამოხატვის თავისუფლებისა და დაკავების
უფლებამოსილების გამოყენების შესახებ, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების
სწავლების მიზნით
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
დროულად და ეფექტიანად იქნას შესწავლილი 17 მაისს აქტივისტების დაკავებისას
სამართალდამცავი პირების მხრიდან ჩადენილი შესაძლო კანონდარღვევის საკითხი, მათ
მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების მიზნით
საგამოძიებო ორგანოებმა აწარმოონ სტატისტიკა ჟურნალისტების შესახებ, მათი პროფესიული
საქმიანობიდან გამომდინარე, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების თაობაზე
სამართალდამცავ პირებს ჩაუტარდეთ ტრენინგები გამოხატვის თავისუფლებისა და დაკავების
უფლებამოსილების გამოყენების შესახებ, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების
სწავლების მიზნით
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს
ცვლილება შევიდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 12 სექტემბრის
№1/250 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „საერთო სასამართლოების მიერ სასამართლო
გადაწყვეტილებების გაცემისა და გამოქვეყნების წესის“ მე-6 მუხლში იმგვარად, რომ
სასამართლო
გადაწყვეტილებების
ერთიან
რეესტრში
სასამართლო
გადაწყვეტილების
გამოქვეყნებისას არ იყოს დაფარული იურიდიული პირის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო
კოდი და იურიდიული მისამართი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
განხორციელდეს
სათანადო
ღონისძიებები
ევროპის საბჭოს
2009 წლის
18 ივნისის
„ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ კონვენციის“ რატიფიკაციისათვის
საჭირო პროცედურების დასაწყებად.
455
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
11. შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება
საქართველოს სახალხო დამცველი ყოველწლიურად აქტიურად ადევნებს თვალს ქვეყანაში
შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების რეალიზაციის პროცესებს. საანგარიშო
პერიოდში კვლავ არ დაფიქსირებულა მშვიდობიანი შეკრების ძალისმიერი მეთოდებით
დაშლის ფაქტები, თუმცა, გამოწვევად რჩებოდა პოლიციის მიერ მშვიდობიანი შეკრების
უფლების უზრუნველყოფისათვის პოზიტიური ვალდებულების შესრულება და მოძალადე
პირების პასუხისგებაში მიცემა.
ჯერჯერობით კვლავ არ განხორციელებულა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ უკვე
არაერთხელ ხაზგასმული საკანონმდებლო ცვლილებები.795 შეკრებისა და მანიფესტაციების
უფლებასთან
დაკავშირებული
კანონმდებლობის
საერთაშორისო
სტანდარტებთან
ჰარმონიზაციის საჭიროებაზე ისაუბრა, ასევე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
სპეციალურმა მომხსენებელმა მაინა კიაიმ 2012 წლის 8 ივნისის ანგარიშში და საქართველოს
სახალხო დამცველის მიერ გამართულ საჯარო დებატებზე 2016 წელს.796
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების მიერ განხორციელებული
მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ ექსცესების გარეშე ჩაიარა 2016 წლის 6 მარტსა და 5
ოქტომბერს პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილმა
საკმაოდ მრავალრიცხოვანმა აქციებმა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი უწყვეტ რეჟიმში აკვირდებოდა საანგარიში
პერიოდში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სტუდენტურ აქციებს, სადაც
რიგ შემთხვევებში გამოიკვეთა თსუ-ს დაცვის სამსახურისა და პოლიციის არაეფექტური
მუშაობის პრობლემა.797 ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება
2016 წლის 14-15 მარტს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან
დაკავშირებით. მნიშვნელოვანია როგორც მსგავსი ძალადობის ფაქტების სრულყოფილად და
795 სახალხო დამცველის 2013 და 2014 წლების საქმიანობის ანგარიშებში ხაზგასმულია სახალხო
დამცველის 2011-2012 წლის საპარლამენტო ანგარიშებში ასახული შენიშვნების გათვალისწინების
მნიშვნელობა.
796
2016 წლის 15 აპრილის საჯარო დებატები, იხ. ბმული: <http://www.ombudsman.ge/ge/sadjarodebatebi/sadjaro-debatebi-shekrebisa-da-gaertianebis-tavisufleba-migwevebi-da-gamowvevebi.page >.
797
ბმულები ხელმისაწვდომია: http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-saxalxo-damcveli-15-martstsushi-ganvitarebul-procesebze-dakvirvebis-shedegebs-adjamebs.page
http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-saxalxo-damcvelis-gancxadeba-tbilisis-saxelmwifouniversitetshi-gushin-ganvitarebul-movlenebtan-dakavshirebit.page
456
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დროულად გამოძიება, ასევე, ასეთ შემთხვევებთან დაკავშირებით, სამართალდამცავთა
მხრიდან
სამსახურებრივი
უფლებამოსილების
ჯეროვნად
შესრულების
საკითხის
გამორკვევა.
აუცილებელია ტრანსფობიისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის
აღნიშვნასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შეფასება. ლგბტ აქტივისტების
განცხადებით798, ძალადობის მოსალოდნელი საფრთხეებისა და ღონისძიების უსაფრთხოდ
ჩატარების გარანტიების არარსებობის გამო საჯარო შეკრებაზე უარის თქმა მოუწიათ.
სამწუხაროა, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული ჰომოფობიური განწყობები დღემდე
საფრთხეს
უქმნის
კონსტიტუციით
გარანტირებული
უფლების
რეალიზაციას.
ამ
მდგომარეობის ცვლილებას ხელს უშლის სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების
დროული და ეფექტიანი გამოძიების არარსებობა, რისი მაგალითიცაა 2013 წლის 17 მაისს
მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებელ პირთა დაუსჯელობა.
შეკრების
თავისუფლების
რეალიზაციისას
სახელმწიფოს
ვალდებულებების
უგულებელყოფის ფაქტები
საქართველოს სახალხო დამცველმა ვრცლად ისაუბრა 2016 წლის 26 დეკემბერს თბილისში,
პარლამენტის შენობის წინ მოშიმშილე გ.გ.-ს შეკრების უფლების ხელყოფის შესახებ799.
პოლიციამ მას არ მისცა დასადგმელი ქოლგით სარგებლობისა და კარვის გაშლის უფლება.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღით ადრე მოშიმშილე ნ.ჩ.-ის განმარტებითაც, მას არ მიეცა
შესაძლებლობა აქციის მიმდინარეობისას მთავრობის ადმინისტრაციის წინ სკამი დაედგა.
ამ საკითხზე საყურადღებოა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს
გადაწყვეტილება, რომლითაც უკანონოდ იქნა მიჩნეული თბილისის მერიის მიერ ამავე
დაწესებულების შენობის წინ, სკვერში, „პარტიზანი მებაღეებისათვის“ კარვის განთავსებაზე
უარის თქმა. ამასთან, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით ეუთოს
სახელმძღვანელო
პრინციპების
თანახმად,
აქციების
დროებითობა
არ
გამორიცხავს
საპროტესტო კარვებისა და სხვა არამუდმივი კონსტრუქციების აღმართვას.800 საქართველოს
სახალხო დამცველმაც უკვე განმარტა, რომ კანონმდებლობის მიხედვით, თითოეულ
შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს აღნიშნული საკითხი და სახელმწიფოს
პოზიტიური ვალდებულებაა ხელი შეუწყოს მოქალაქეებს საკუთარი კონსტიტუციური
უფლებების რეალიზების პროცესში. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული გარემოებებიდან
798
ხელმისაწვდომია ბმულზე: http://liberali.ge/news/view/22568/lgbt-aqtivistta-jgufi-khelisuflebam-armogvtsa-ghonisdziebis-usafrtkhod-chatarebis-garantia [ბოლოს ნანახია: 7.02.2017].
799
ბმული ხელმისაწვდომია: < http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-saxalxo-damcveli-shekrebistavisuflebis-shezgudvas-exmianeba.page> [ბოლოს ნანახია: 6.02.2017].
800
OSCE Giodelines on Freedom of Peaceful Assembly, para.18. ბმული ხელმისაწვდომია: <
http://www.osce.org/odihr/73405?download=true >.
457
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
გამომდინარე, კარვის გაშლა აუცილებელია შეკრების უფლების რეალიზაციისათვის და არ
არსებობს რომელიმე კანონსაწინააღმდეგო წინაპირობა, სახელმწიფომ საშუალება უნდა
მისცეს
მოქალაქეებს,
ისარგებლონ
კონსტიტუციური
უფლებით801.
იგივე
პოზიცია
დააფიქსირა სახალხო დამცველმა ვეტერანთა აქციის კარვის გაშლის საბაბით დაშლისას802.
საქართველოს სახალხო დამცველი ზემოთ ხსენებულ შემთხვევებთან მიმართებითაც
განმარტავს, რომ ვინაიდან, კარვით/სკამით/ქოლგით სარგებლობა არ იწვევდა ტრანსპორტის
სავალი ნაწილის ან შენობის შესასვლელების ბლოკირებასა და დაწესებულების საქმიანობის
შეფერხებას,
სახელმწიფოს
მხრიდან
აღნიშნულისათვის
ხელშეშლა შეკრების
თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევად უნდა მივიჩნიოთ.
2016 წლის 22 ივნისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციული
შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში გონიოს მცხოვრებლებმა მშვიდობიანი
საპროტესტო აქცია გამართეს. პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს ძალის
გამოყენებით წაართვეს ლეიბები და დააკავეს შეკრებაში მონაწილე რამდენიმე პირი. რადგან
აქცია არ იმართებოდა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, არ ფერხდებოდა ტრანსპორტის
მოძრაობა, შეკრება მშვიდობიანი იყო და არ მიუღია კანონსაწინააღმდეგო ხასიათი,
მოქალაქეებს შესაძლებლობა უნდა მისცემოდათ, ესარგებლათ კონსტიტუციური უფლებით.
სახელმწიფოს
აქვს
ვალდებულება
არა
მხოლოდ
არ
ჩაერიოს
შეკრებებისა
და
მანიფესტაციების უფლების რეალიზაციაში, არამედ ხელი შეუწყოს მის სრულფასოვან
განხორციელებას. 803
შეკრების თავისუფლების რეალიზაციის მხრივ სამწუხარო შემთხვევას წარმოადგენდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მომხდარი ფაქტი. 2016 წლის 22 მაისს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში №53 საუბნო საარჩევნო კომისიის
მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ პირებზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა.
ძალადობაში
მონაწილე
პირები
ჯგუფურად
მოქმედებდნენ.
საქართველოს
მთავარი
პროკურატურის ცნობით, 2016 წლის 1 ივნისს 6 პირს წარედგინა ბრალდება სსსკ-ის 239-ე
მუხლით
გათვალისწინებული
დანაშაულისათვის,
რომელთაც,
სასამართლოს
გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ. სისხლის სამართლის
801
საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიში, ხელმისაწვდომია ბმულზე:
<http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf > გვ: 527-528.
802
საქართველოს სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიში, ხელმისაწვდომია ბმულზე: <
http://www.ombudsman.ge/uploads/other/0/84.pdf >, გვ: 281.
803 საქართველოს კონსტიტუცია – მუხლი 25, პუნქტი 2, 3, საქართველოს კანონი „შეკრებების და
მანიფესტაციის შესახებ“ – მუხლი 2 , პუნქტი 3, საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“ – მუხლი 17,
პუნქტი 2.
458
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 10 მოქალაქე, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის“ წევრები. 804
სამართალდამცავთა ვალდებულებაა არა მხოლოდ დანაშაულის გამოძიება, არამედ მსგავსი
ძალადობრივი ქმედებების პრევენცია. თუმცა ცხადია, რომ სოფელ კორცხელში პოლიციამ
ვერ უზრუნველყო შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოება. ადგილზე არ იმყოფებოდა
სამართალდამცავთა საკმარისი რაოდენობა, ძალადობა და სამართალდარღვევა მყისიერად
არ აღუკვეთავთ, ძალადობაში მონაწილე პირები დაუყოვნებლივ არ დაუკავებიათ, რათა
დაცულიყო მოქალაქეთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა. უარყოფითად უნდა შეფასდეს ის
ფაქტიც, რომ მიუხედავად ბრალდებული პირების იდენტიფიცირებისა, ამ დრომდე საქმეზე
არ
არის
მიღებული
შემაჯამებელი
გადაწყვეტილება,
რათა
საქმე
განსახილველად
სასამართლოს გადაეცეს. სამართალდამცავთა მხრიდან ამ და მსგავსი ფაქტებისადმი ამგვარი
ლოიალური დამოკიდებულება აძლიერებს დაუსჯელობის სინდრომს და ახალისებს
ძალადობას.
აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავთა მხრიდან მოქალაქე ს.შ.-ის შეკრების თავისუფლებით
სარგებლობის გაუმართლებლად შეფერხების ფაქტთან805 დაკავშირებით, საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
გენერალური
ინსპექციის
მიერ806
დადგინდა,
რომ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების მიერ, საქმის სრულყოფილად
გამოკვლევის გარეშე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ჩადენილ იქნა დისციპლინური
გადაცდომა.807 აღნიშნული პირების მიმართ სარეკომენდაციო ბარათები გამოიყენეს808.
804 საქართველოს მთავარი პროკურატურის 2016 წლის 24 აგვისტოს პასუხი საქართველოს სახალხო
დამცველს.
805
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2015 წელი. გვ: 526-527, ხელმისაწვდომია ბმულზე:
< http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf >.
806 შსს-ს 2016 წლის 28 ოქტომბრის №91602703212 წერილი.
807 შსს-ს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი –
სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება.
808
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების
დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989
ბრძანების მე-5 მუხლის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის უმნიშვნელო ხარისხის ან სხვა
მოტივის არსებობისას, მოსამსახურის წინა დამსახურების გათვალისწინებით, დისციპლინური
სახდელის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სარეკომენდაციო ბარათი, რომლითაც
ანალოგიური დარღვევების თავიდან აცილების მიზნით, მოსამსახურეს მიეცემა მითითებები
მომავალში არსებული პრობლემების აღმოფხვრისა და მათი დაძლევის გზებისა და საშუალებების
შესახებ. სარეკომენდაციო ბარათი თავსდება მოსამსახურის პირად საქმეში.
459
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ზემოთ აღნიშნული შემთხვევები ცხადყოფს, რომ საჭიროა შეკრების თავისუფლების
სტანდარტებთან დაკავშირებით, სამართალდამცავთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით,
რეგულარული და სისტემური ღონისძიებების დაგეგმვა.
რ.შ.-ს საქმე
2016 წლის 4 აგვისტოს მოქალაქე რ.შ. მართავდა აქციას პოლიტიკური პარტია „ქართული
ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან.809 პოლიტიკური პარტიის
დაცვის
თანამშრომელმა
საპატრულო პოლიციას შეატყობინა, რომ აქციის მონაწილე პერიოდულად არაადეკვატურად,
აგრესიულად იქცეოდა და გარშემომყოფებს საფრთხეს უქმნიდა. სამართალდამცავი ორგანოს
წარმომადგენლებმა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მხოლოდ
„ქართული ოცნების“ ზემოაღნიშნული თანამშრომლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე
დაყრდნობით გამოიძახეს. საყურადღებოა, რომ საპატრულო პოლიციის და სამედიცინო
ბრიგადის
წარმომადგენელები
ცალსახად
ადასტურებდნენ810
გამოკითხვის
დროს
პიროვნების ადეკვატურობასა და გაწონასწორებულობას. საქმის მასალებით ირკვევა, რომ
ერთადერთი საეჭვო გარემოება, რომელიც რ.შ.-ს მხრიდან ექიმს მიეწოდა, ეხება წარსულში
მის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობის ფაქტს, რაც ცალკე აღებული არ
წარმოადგენს გონივრულ საფუძველს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემისდასადგენად,
უფრო მეტიც, მსგავსი მიდგომა პირის სტიგმატიზაციას ახდენს. ამის მიუხედავად,
სამედიცინო ბრიგადის უფროსმა ექიმმა მოქალაქეს
წინასწარი დიაგნოზი მწვავე და
გარდამავალი ფსიქოზური აშლილობა დაუდგინა, რის გამოც ის არანებაყოფლობით
გადაყვანილ იქნა პროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში.811 აღნიშნულ დაწესებულებაში
პაციენტის
ჯანმრთელობის
სტაციონალური
მდგომარეობის
ფსიქიატრიული
შესწავლის
დახმარების
ჩატარების
შედეგად
არ
საჭიროება
გამოვლინდა
და
პიროვნება
გათავისუფლდა.
განსახილველ შემთხვევაში, სამართალდამცავ პირებს ან სამედიცინო ბრიგადის ექიმს
პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ დაცვის თანამშრომლის მიერ მიწოდებული
ინფორმაციის
სისწორე
მოქალაქეების
გამოკითხვა,
შემდგომ,
ობიექტურ
ორგანიზაციის
წყაროზე
შენობასა
და
დაყრდნობით
მიმდებარე
(იქვე
მყოფი
ტერიტორიაზე
განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების გაცნობა და სხვა) არ შეუმოწმებიათ და ისინი
მხოლოდ აქციის მონაწილესთან გასაუბრებით შემოიფარგლნენ, რა დროსაც არ გამოკვეთილა
809
მის: თბილისი, ერეკლე მეორეს მოედანი.
თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორების 2016 წლის 9
სექტემბრის ახსნა-განმარტებები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის უფროსი ექიმის
2016 წლის 14 სექტემბრის ახსნა-განმარტებითი ბარათი.
810
811
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“
ქვეპუნქტზე დაყრდნობით.
460
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
აღნიშნული პირის არაადეკვატური ქცევის ფაქტი და არ
გამოკვლეულა, რამდენად
არსებობდა მოქალაქის ან სხვათა ჯანმრთელობის ან/და სიცოცხლისთვის საფრთხის
არიდების საჭიროება. დასახელებული კანონიერი საფუძვლის არსებობის შეფასების დროს
ხელისუფლების წარმომადგენლებს გააჩნიათ გარკვეული დისკრეცია, თუმცა უფლებაში
ჩარევის ნებისმიერი ქმედება თავისუფალი უნდა იყოს თვითნებობისაგან. აღნიშნული
გულისხმობს,
რომ
შეზღუდვის
დაწესების
საფუძველი
კანონით
უნდა
იყოს
გათვალისწინებული და ხელისუფლების შესაბამისი ორგანოებმა მისი იმპლემენტაციის
დროს უნდა დაიცვან შესაბამისი ნორმის, როგორც პროცედურული, ისე მატერიალური
ნაწილი.812
სახელმწიფო დაწესებულებების მხრიდან მოცემულ საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი
გონივრული
არგუმენტები,
რომლებიც
აქციის
ორგანიზატორის
ფსიქიკურ
ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ეჭვს და პაციენტის ან სხვათა სიცოცხლის ან/და
ჯანმრთელობისთვის
საფრთხის
არიდების
საფუძვლიანობას
დაადასტურებდა.813
შესაბამისად, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ მოქალაქე რ.შ.-ს თვითნებურად შეეზღუდა
თავისუფალი შეკრების უფლება.
ზ.წ.-ს საქმე
საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად ადევნებდა თვალყურს სოფელ ცდოში
ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.
ადგილობრივმა მოსახლეობამ რამდენიმე აქცია გამართა აღნიშნული ელექტროგადამცემი
ხაზის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით. ერთ-ერთი აქციის დროს, 16 აპრილს,
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის
კოდექსის
173-ე
მუხლით
აქციების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური
მონაწილე ზ.წ. დააკავეს. აღნიშნული მუხლის დისპოზიცია გულისხმობს: „სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი
განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან
ამ პირის სიტყვიერი
შეურაცხყოფა, ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება
გამოიწვევს დაჯარიმებას.“
შესაბამისად, აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლით პირის დაკავების შემთხვევაში უნდა
არსებობდეს 4 წინაპირობა: პირი, რომელიც გასცემს განკარგულებას ან მოთხოვნას, უნდა
812
იხ. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 13.09.2016წ. №6 16 02301675 წერილი და ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 16.09.2016წ.
№0801/1385 წერილი.
813
461
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
იყოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ის უნდა ასრულებდეს სამსახურებრივ
მოვალეობას, ამასთან მისი განკარგულება ან მოთხოვნა უნდა იყოს კანონიერი და მოქალაქე
არ უნდა დაემორჩილოს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების დადგენა ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით
შეუძლებელია814.
16 აპრილს მოსახლეობის პროტესტი მიმდინარეობდა მშენებლობის
ადგილიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, ამასთან, ვიდეომასალიდან გამომდინარე
მართალია, ზ.წ. აღელვებული იყო და ემოციურად გამოხატავდა თავის პროტესტს, მაგრამ
მისი მხრიდან სამშენებლო სამუშაოების რაიმე სახის ხელშეშლა ან ხელშეშლის კონკრეტული
მცდელობა არ მტკიცდება. არ დგინდება ასევე, თუ რა მოთხოვნა წაუყენეს უშედეგოდ, მით
უფრო
არაერთგზის,
სამართალდამცავთა
სამართალდამცავი
მხრიდან
ორგანოს
მოწოდებისა
და
წარმომადგენლებმა
ამ
მოწოდების
ზ.წ.-ს,
ასევე
შეუსრულებლობის
შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ გაფრთხილების ფაქტი.
კანონიერი
მოთხოვნის
შეუსრულებლობაზე
მხოლოდ
სამართალდამცავი
პირები
უთითებდნენ სასამართლოს განხილვის დროს. მართალია, უშუალოდ დაკავების ამსახველი
მასალა არ არსებობს, თუმცა არც სხვა მტკიცებულებით დგინდება, რომ ზ.წ. არ დაემორჩილა
პოლიციელების
მხრიდან
გამოხატულ
რაიმე
მოთხოვნას.
საქართველოს
სახალხო
დამცველის შეფასებით, კონსტიტუციური პრინციპის – არავინ ამტკიცოს საკუთარი
უდანაშაულობა, შინაარსობრივი იმპლემენტირება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
საქმის შესახებ გამოტანილ გადაწყვეტილებებშიც უნდა აისახებოდეს. 815
ხსენებული
გარემოებების
მიუხედავად
მცხეთის
რაიონულმა
სასამართლომ
ზ.წ.
სამართალდამრღვევად ცნო.816 ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული
დადგენილება უცვლელად დატოვა.817 საქალაქო სასამართლოს განმარტებით:
„ზ.წ.-ის
მიერ
გამოხატული
პროტესტი
არ
ჯდებოდა
შეკრებებისა
და
მანიფესტაციების შესახებ კანონის მოთხოვნებში, სამართალდამცავი ორგანოს
მუშაკები ვალდებულნი იყვნენ აღეკვეთათ ყოველგვარი უკანონო მოქმედება, რაც
მიმართული იქნებოდა კანონიერად გათვალისწინებული მშენებლობის მიმართ.
კანონიერი მოთხოვნის საფუძველზე არაერთგზის მოუწოდებდნენ ზ.წ.-ს შეეწყვიტა
814
დაკავების
მოტივად
მითითებულია
მხოლოდ
შემდეგი:
„არ
დაემორჩილა
პოლიციის
თანამშრომლების არაერთგზის კანონიერ მოთხოვნას“.
815
საქართველოს
სახალხო
დამცველის
2015
წლის
ანგარიში,
http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf > გვ: 465.
816 მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება საქმეზე №4ა/202-16.
817
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 იანვრის დადგენილება საქმეზე №4ა/-380-16.
462
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
<
უკანონო ქმედება და დამორჩილებოდა მათ კანონიერ მოთხოვნებს, რაც ზ.წ.-ის მიერ
არ იქნა შესრულებული.“818
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების დადგენილებების პრობლემატურობაზე
საქართველოს სახალხო დამცველმა ვრცლად ისაუბრა 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში819
და განმარტა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე სასამართლოთა მიერ
გამოტანილი
დადგენილებების
დასაბუთებულობის
ნაკლებობა
უმთავრეს
ხარვეზს
წარმოადგენს.
აღნიშნულ
გადაწყვეტილებები
დადგენილებათა
უმეტესწილად
გაჯერებულია მხოლოდ სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პირის მიერ მიწოდებული
ინფორმაციით,
დაფიქსირებული
ხოლო
მოსამართლის
შესაძლო
მსჯელობა
სამართალდარღვევის
სამართალდარღვევის
ფაქტის
გამოკვლევის
ოქმში
შესახებ,
ფაქტობრივად, არ გვხვდება. მოსამართლეთა მიერ სამართალდამცავთა მიერ შედგენილ
აქტებზე დაყრდნობა იმდენად შორს მიდის, რომ არაერთი დადგენილებიდან აშკარად
იგრძნობა მოსამართლის წინასწარი განწყობა მოქალაქის მიმართ.820
კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, ადმინისტრაციული წესით დაკავებულისათვის
მისი უფლებების განმარტების ვალდებულების შეუსრულებლობაა. როგორც ზ.წ.-მა
სასამართლო სხდომაზე განმარტა (აღნიშნული დაფიქსირებულია აგრეთვე მცხეთის
რაიონული
სასამართლოს
ხსენებულ
დადგენილებაში),
დაკავებისას
ან
შემდეგ
არ
განუმარტავთ მისი უფლებები და დაკავების საფუძვლები. გარდა ამისა, საქართველოს
სახალხო დამცველის წარმომადგენლისათვის მოწოდებული ინფორმაციით,821 მხოლოდ
მცხეთის პოლიციის სამმართველოში შედგა მისი დაკავების ოქმი და თავისივე მოთხოვნით,
დაგვიანებით მიეცა ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა. ზ.წ., დაახლოებით,
13:00 საათზე დააკავეს, ხოლო მცხეთის განყოფილებაში გადაიყვანეს 21:00 საათზე.
შესაბამისად, დაახლოებით, 8 საათის განმავლობაში მას ახლობლებთან დაკავშირების
შესაძლებლობა არ მისცემია. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 240-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტება
ამ კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც
818
სასამართლოს სხვა დასაბუთება ან საკანონმდებლო ნორმებთან მიმართებით ფაქტების სუბსუმცია
დადგენილებაში არ არის.
819
საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიში, ხელმისაწვდომია ბმულზე:
<http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf >, გვ: 462-469.
820
წინამდებარე შემთხვევაში სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას მოსამართლის მიერ
გამოხატული სხვადასხვა შეფასება სწორედ ასეთ წინასწარ განწყობაზე მიუთითებდა.
821
ზ.წ.-ის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლისათვის 2016 წლის 17 აპრილს
მიცემული ახსნა-განმარტება.
463
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
აღინიშნება ოქმში. ზ.წ.-ის ადმინისტრაციული დაკავების ოქმში რაიმე სახის აღნიშვნა
დაკავებულისათვის მისი უფლება-მოვალეობების გაცნობის თაობაზე არ არსებობს.822
ბათუმის 2017 წლის 11-12 მარტის მოვლენები
2017 წლის 11 მარტს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ერთ პირს მანქანის არასწორი
პარკირებისათვის ჯარიმა გამოუწერეს, რასაც იგი არ დაეთანხმა და საპატრულო პოლიციის
თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას ადგილზე მყოფი
მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. პოლიციამ, წინააღმდეგობის გაწევის გამო, ექვსი პირი
დააკავა, რამაც ვითარება უფრო გაამწვავა. ძალიან სწრაფად მოხდა საპროტესტო აქციის
ორგანიზება. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტის
აჭარის
მთავარი
სამმართველოს
ხელმძღვანელს
მათ
მიმართ
დისკრიმინაციული ტერმინების გამოყენებაშიც ადანაშაულებდნენ და მის გადადგომას,
ჯარიმების შემსუბუქებას და დაკავებული 6 მოქალაქის გათავისუფლებას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტეს.
პარალელურად, დაიწყო საპროტესტო აქცია აჭარის პოლიციის დეპარტამენტთანაც, აქციის
მონაწილეებმა ჭავჭავაძის ქუჩიდან პოლიციის დეპარტამენტისკენ გადაინაცვლეს და იქ მყოფ
პირებს შეუერთდნენ.
აქცია მალევე გახდა აგრესიული, მონაწილეებმა დაიწყეს ქვების სროლა პოლიციელების
მიმართულებით, დაამტვრიეს და დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა, ცეცხლი წაუკიდეს
მანქანებს, დაამტვრიეს შუქნიშნები. ისმოდა შეურაცხმყოფელი შეძახილები.
პოლიცია აქციის მონაწილეების მიმართულებით, დასახლებულ ადგილას, პერიოდულად
ცრემლსადენ გაზს უშვებდა და რეზინის ტყვიებს ისროდა. მთელი ღამის განმავლობაში
დაახლოებით შვიდჯერ იქნა გაშვებული ცრემლსადენი გაზი, რასაც ეფექტური შედეგი არ
მოჰყოლია.
დაახლოებით
დილის
5
საათზე
პოლიციის
შენობასთან
სპეცრაზმი
გამოჩნდა.
ამ
დროისათვის აქციაზე მონაწილეთა რაოდენობა უკვე შემცირებული იყო და პოლიციამ
აქციის დაშლა შეძლო. აქციის შემდგომ ადმინისტრაციული წესით 74 პირი დააკავეს.
მოგვიანებით, სისხლის სამართლის წესით დააკავეს კიდევ 20-მდე პირი, თითქმის ყველას
სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
822
ოქმის ფორმაში მსგავსი გრაფა არ გვხვდება, ასეთი აღნიშვნა არ არის გაკეთებული არც შენიშვნის
სახით ან რომელიმე სხვა გრაფაში რაიმე სახით.
464
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სამწუხაროდ პროტესტი ძალიანს სწრაფად გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების
ფარგლებს
და
გადაიზარდა
დაპირისპირებაში,
რომელსაც
ძალადობა,
ადამიანების
ჯანმრთელობის დაზიანება და ქონების განადგურება მოჰყვა შედეგად.
აღნიშნულ
პროცესში
სამართალდამცავთა
რეაგირება
არ
იყო
დამაკმაყოფილებელი.
დემონსტრაციის მონაწილეები თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ანადგურებდნენ
ქონებას, აზიანებდნენ ქალაქის ინფრასტრუქტურას, ხოლო პოლიცია არავითარ რეაგირებას
არ ახდენდა. სამართალდამცავთა სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების ნაკლოვანებები ბადებს
ვარაუდს, რომ სახელმწიფო არ არის მზად, მსგავს კრიზისს გაუმკლავდეს. შესაბამისად
საჭიროა გაანალიზდეს აღნიშნული ნაკლოვანებები და შეფასდეს რამდენად არის მზად
ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურები და სამართალდამცავი სისტემა, დროულად და
ეფექტიანად გაუმკლავდეს მსგავს კრიზისს; არსებობს თუ არა ეფექტიანი რეაგირების გეგმა,
რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მოვლენების პრევენცია და უკიდურესად დაძაბული
ვითარების განმუხტვა.
რეკომენდაციები
საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას
განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები შეკრებისა და მანიფესტაციების უფლებასთან
დაკავშირებული
ეროვნული
კანონმდებლობის
საერთაშორისო
სტანდარტებთან
ჰარმონიზაციის მიზნით, სახალხო დამცველის და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის
რეკომენდაციების შესაბამისად, მათ შორის გარანტირებულ იქნას სპონტანური აქციების
ჩატარების შესაძლებლობა და შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების ბლანკეტური
აკრძალვების ნაცვლად საკითხის ინდივიდუალური გადაწყვეტა
საქართველოს მთავრობას
შეაფასოს
სამართალდამცავი
სისტემის
და
უსაფრთხოების
სამსახურების
მუშაობის
ეფექტიანობა, 2017 წლის 11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების მსგავსი
კრიზისის პრევენციისა და პროცესების მართვის მიმართულებით
მოახდინოს ბათუმში მოსახლეობის მიერ გამოხატული უკმაყოფილების რეალური მიზეზების
სათანადო შესწავლა და მათზე სისტემური რეაგირება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
465
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
შეკრების თავისუფლების თვითნებური შეზღუდვისა და ძალადობის ფაქტების თავიდან
აცილების და ასეთ შემთხვევებზე ეფექტურად რეაგირების მიზნით, ყველა შესაბამისი
თანამშრომელი ჩართული იყოს უწყვეტი განათლების სასწავლო კურსში შეკრებისა და
მანიფესტაციის
თავისუფლებასთან
დაკავშირებული
ეროვნული
და
საერთაშორისო
სტანდარტების შესასწავლად
შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გაატაროს
ხელი შეუწყოს ლგბტ თემს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლების
ყველა საჭირო ღონისძიება მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
განხორციელებაში
ადმინისტრაციული წესით დაკავებისას პირს სრულყოფილად განემარტოს კანონით მისთვის
მინიჭებული უფლებები და მოვალეობები და აღნიშნული აისახოს ადმინისტრაციული
დაკავების ოქმში. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევებში, შსს-ს
შესაბამის თანამშრომლებს დაეკისროთ პასუხისმგებლობის ადეკვატური ზომები (მათ შორის,
ზ.წ.-ის საქმე)
დროულად დასრულდეს 2016 წლის 14-15 მარტს თსუ-ს ტერიტორიაზე განვითარებულ
მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმება, შსს-ს შესაბამისი
თანამშრომლებისათვის პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების მიზნით
დადგეს შსს-ს შესაბამისი თანამშრომლების პასუხისმგებლობა ყველა იმ შემთხვევაში,
როდესაც მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევას (მათ
შორის, გ.გ.-ს საქმე, ნ.ჩ.-ის საქმე, რ.შ.-ს საქმე, გონიოს მცხოვრებლების საქმე)
შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტზე შემაჯამებელი
გადაწყვეტილების მიღება და საქმის სასამართლოში გადაგზავნა
არსებული ტექნიკური და ადამიანური რესურსების გათვალისწინებით, შეიმუშაოს 2017 წლის
11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების მსგავს კრიზისებთან გამკლავების
კონკრეტული სამოქმედო გეგმა
განახორციელოს
უკიდურესად
მკაცრი
კონტროლი
ცრემლსადენი
გაზის
გაშვების
პრინციპების დაცვაზე. არ გამოიყენოს აღნიშნული ღონისძიება უკიდურესი აუცილებლობის
გარეშე და გამოიყენოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია ეფექტიანი შედეგის
მიღწევა და ამით არ დაზარალდებიან ქალაქის მცხოვრებლები
საერთო სასამართლოებს
უზრუნველყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას მხარეთა მიერ
წარდგენილი მტკიცებულებების სრულად გამოკვლევა და მიღებული დადგენილებების
დასაბუთების ხარისხის ამაღლება.
466
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
12. თანასწორობის უფლება
2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „დისკრიმინაციის ყველა ფორმის
აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგში კანონი), რომლითაც ქვეყანაში
თანასწორობის
უფლების
დაცვის
სამართლებრივ
მექანიზმად
სახალხო
დამცველი
განისაზღვრა. კანონი კრძალავს დისკრიმინაციას ნებისმიერ სფეროში და ვრცელდება
როგორც საჯარო უწყებებზე, ასევე კერძო სამართლის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე.
კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილია დისკრიმინაციისგან დაცული ნიშნები, რომელიც
არ არის ამომწურავი. კანონით აკრძალულია პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაცია, ასევე
დისკრიმინაციის
ხელშეწყობა
და
წაქეზება,823
დისკრიმინაცია
მრავალი
ნიშნით,824
აღქმით/ასოციაციით დისკრიმინაცია825 და ვიქტიმიზაცია.826
მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიღებიდან თითქმის 3 წელი გავიდა, კვლავ არის
პრობლემური საკითხები, რომელიც მის ეფექტურ იმპლემენტაციას დაბრკოლებას უქმნის.
ერთ-ერთ გამოწვევად რჩება კანონში ე. წ. პირველი ტალღის ცვლილებების განხორციელების
აუცილებლობა, რომლის შესახებ სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადების
ინიცირება საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო საკითხთა
კომიტეტმა მოახდინა 2015 წელს.
ცვლილებების პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია კერძო პირებისთვის სახალხო
დამცველის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის წარმოდგენის დავალდებულება. სახალხო
დამცველმა არაერთხელ შეწყვიტა საქმის წარმოება იმის გამო, რომ მოპასუხე კერძო პირისგან
ვერ მიიღო გამოთხოვილი ინფორმაცია, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ფაქტები და
მტკიცებულებები კი დისკრიმინაციის დასადგენად საკმარისი არ აღმოჩნდა. ამასთან,
როდესაც რეკომენდაციის ან ზოგადი წინადადების ადრესატი კერძო პირია, ხშირ
შემთხვევაში, მოპასუხე სახალხო დამცველს არ აცნობებს გადაწყვეტილების განხილვის
შედეგებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იქნება, თუ კერძო სექტორსაც დაეკისრება სახალხო
დამცველისთვის რეკომენდაციის განხილვის შედეგების წარმოდგენის ვალდებულება,
როგორც ეს ცვლილებების პაკეტით არის გათვალისწინებული.
კანონის ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით, ასევე მნიშვნელოვანია საკანონმდებლო
ინიციატივით გათვალისწინებული კანონის დამატებითი მუხლი, რომლის თანახმად,
მტკიცების ტვირთის გადანაწილების სტანდარტს დაემატება მოთხოვნა, რომ თუ საჯარო ან
823
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხ. 2(5).
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხ. 2(4).
825
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხ. 2(6).
826 „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხ. 12(1).
824
467
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
კერძო პირი სახალხო დამცველს არ გადასცემს საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას და
საქმეში არსებული მასალები ქმნის გონივრული ვარაუდის საფუძველს დისკრიმინაციის
ფაქტის არსებობის შესახებ და განცხადებაში არსებული მოთხოვნები იურიდიულად
ამართლებს მოთხოვნას, განცხადება დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარე
უარს მიიღებს მის დაკმაყოფილებაზე.
ცვლილებების
პაკეტით
სასამართლოებისადმი
გათვალისწინებული
მიმართვის
სამთვიანი
სხვა
ვადის
საკითხებია:
1
წლამდე
საერთო
გაზრდა
და
ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის, როგორც სახალხო დამცველის მიერ საქმის
შესწავლის შეჩერების ერთ-ერთი საფუძვლის, კანონიდან ამოღება.
ამასთან, დისკრიმინაციასთან ბრძოლის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა
თანასწორობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და შემწყნარებლური
გარემოს
ფორმირება.
როგორც
სახალხო
დამცველის
პრაქტიკიდან
იკვეთება, ხშირ
შემთხვევებში, დისკრიმინაციის გამომწვევი მიზეზი სწორედ სხვადასხვა ჯგუფების შესახებ
საზოგადოებაში არსებული არასწორი წარმოდგენებია. აღნიშნულის გათვალისწინებით,
მნიშვნელოვანია,
რომ
თანასწორობის
შესახებ
საკითხები
ფორმალური
განათლების
შემადგენელი ნაწილი გახდეს, რათა სწორი ფასეულობების ჩამოყალიბება სასკოლო
ასაკიდანვე მოხდეს.
სამწუხაროდ, საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში
თანასწორობის უფლებასთან დაკავშირებით ასახული რეკომენდაციები არ შესრულებულა.
მდგომარეობა ქვეყანაში თანასწორობის შესახებ და სტატისტიკური მონაცემები
სახალხო დამცველის აპარატში 2014 წლის ნოემბრიდან ფუნქციონირებს თანასწორობის
დეპარტამენტი,
რომელიც,
კანონის
საფუძველზე,
თანასწორობის
უფლების
დაცვის
სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. კანონის ძალაში შესვლიდან 2016 წლის ბოლომდე
სახალხო დამცველმა თანასწორობის უფლებასთან დაკავშირებით 333 განცხადება განიხილა.
აღსანიშნავია, რომ შესწავლილი შემთხვევები არ არის ერთგვაროვანი, საქმეები შეეხება,
როგორც სხვადასხვა დაცული ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს, ასევე უფლებების შეზღუდვის/დარღვევის შემთხვევებს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა
სფეროში.
2016 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის წარმოებაში თანასწორობის საკითხებზე 175
განცხადება იყო, რომელთაგან 7 საქმის შესწავლა სახალხო დამცველმა საკუთარი
ინიციატივით დაიწყო.
468
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
2016 წლის განმავლობაში, საქმეების ყველაზე დიდი ნაწილი პოლიტიკური ან სხვა
შეხედულების (18%), რელიგიის (17%) და ეროვნული/ეთნიკური (14%) საფუძვლით
დისკრიმინაციის
სავარაუდო
ფაქტებს
განცხადებების,
რომელიც
დაკავშირებულია
ეხება.
ასევე
მნიშვნელოვანი
სქესის
(10%),
რაოდენობაა
სექსუალური
ორიენტაციის/გენდერული იდენტობის (8%) და შეზღუდული შესაძლებლობის (7%) ნიშნით
სავარაუდო დისკრიმინაციასთან. სხვა ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ განმცხადებელთა
8% დავობს. აღსანიშნავია, რომ მოცემულ სტატისტიკასა და წინა საანგარიშო პერიოდის
მონაცემებს შორის არის განსხვავება კერძოდ, პოლიტიკური და სხვა შეხედულების ნიშნით
სავარაუდო
დისკრიმინაციის
ფაქტები
3%-ით,
რელიგიის
ნიშნით
6%-ით,
ეროვნული/ეთნიკური წარმომავლობის საფუძვლით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტები
კი 4%-ით გაიზარდა. სექსუალური ორიენტაციის/გენდერული იდენტობის და შეზღუდული
შესაძლებლობის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ მომართვიანობა კი
3%-ით შემცირდა.
2016 წელს თანასწორობის საკითხებზე სახალხო დამცველმა 15 გადაწყვეტილება გამოსცა
ამათგან, 9 იყო რეკომენდაცია და 6 ზოგადი წინადადება. ამასთან, წარმოება შეწყდა 65
საქმეზე, ხოლო 7 განცხადება კი დაუშვებლად სცნეს.
9 რეკომენდაცია გაცემულია შეზღუდული შესაძლებლობის (1), მოქალაქეობის (1),
სექსუალური ორიენტაციის (1), სქესის (1), ორსულობის (2), რელიგიის (1), ქონებრივი
მდგომარეობის (1) და გაერთიანების წევრობის ნიშნით (1) პირდაპირი დისკრიმინაციის
დადგენის
შესახებ.
ამათგან
6
რეკომენდაცია
მიმართულია
ადმინისტრაციული
დაწესებულებებისადმი, 3 რეკომენდაცია კი კერძო პირების მიმართ არის გაცემული.
ასევე გამოიცა 6 ზოგადი წინადადება ჯანმრთელობის მდგომარეობის (1), სქესის (3),
გენდერული იდენტობის, ქონებრივი მდგომარეობის (1) და შეზღუდული შესაძლებლობის
ნიშნით (1) დისკრიმინაციის თავიდან აცილების შესახებ. აქედან, 3-3 ზოგადი წინადადება
გაიცა საჯარო უწყებებისა და კერძო სექტორის მიმართ.
2016 წელს გაცემული რეკომენდაციებიდან და ზოგადი წინადადებებიდან 4 შემთხვევაში
სახალხო დამცველის გადაწყვეტილება მოპასუხემ შეასრულა. 5 შემთხვევაში კი განაცხადა,
რომ სახალხო დამცველის მიმართვას იზიარებს და შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს
გადაწყვეტილების შესრულების მიზნით. დანარჩენ 6 საქმესთან დაკავშირებით სახალხო
დამცველს ეცნობა, რომ მოპასუხე რეკომენდაციას არ იზიარებს ან ის, რომ ადრესატს ამ
დრომდე არ უპასუხია.
ამასთან, სახალხო დამცველმა მიმართა საერთო სასამართლოებს 5 სასამართლოს მეგობრის
მოსაზრებით, რომელიც ეხებოდა პროფესიული კავშირის წევრობის (1), რელიგიის (2), ასაკის
469
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
(1) და სქესის (1) ნიშნით, სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს. ასევე, 7 საჯარო განცხადება
გავრცელდა827 თანასწორობის საკითხებზე.
შეზღუდული შესაძლებლობა
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირთა
თანასწორუფლებიანობის
დარღვევის
შემთხვევაში, როგორც წესი, დისკრიმინაცია/დისკრიმინაციის ხელშეწყობა ერთმანეთისგან
რადიკალურად
მაჩვენებელია,
განსხვავებულ
რომ
ვითარებაში
შეზღუდული
ხდება,
შესაძლებლობის
რაც,
მქონე
გარკვეულწილად,
პირები
იმის
საზოგადოებრივი
ცხოვრების ნებისმიერ სფეროში შეიძლება დაექვემდებარონ გაუმართლებელ, განსხვავებულ
მოპყრობას, რაც, უმეტეს შემთხვევაში, სხვა დაუცველი ჯგუფების მსგავსად, მათ ღირსებას
ლახავს.
შესწავლის შედეგები ცხადყოფს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების
მიმართ უთანასწორო მოპყრობა ხშირად საკითხის არასათანადო გაცნობიერებით და
არასაკმარისი მგრძნობელობით არის განპირობებული. მაგალითად, ააიპ „რუსთავის
სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით და რუსთავის მერიის
მხარდაჭერით გაიმართა სპორტული ღონისძიება, რომელზეც, სავარაუდოდ, შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირებს ეცვათ მაისურები წარწერით „შშმპ“, ამ ფაქტს სახალხო
დამცველი საჯარო განცხადებით გამოეხმაურა და მიუთითა, რომ მსგავსი შემთხვევა
წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ დისკრიმინაციული
სტერეოტიპების გაძლიერებას, რადგან მაისურზე არსებული წარწერა ხაზს უსვამს ამ
827
იხ. <http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-saxalxo-damcvelis-gancxadeba-telekompaniamaestros-mier-saias-socialuri-reklamis-etershi-gantavsebaze-uaris-shesaxeb.page>
<http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-saxalxo-damcvelis-gancxadeba-transgenderi-qalis-mimartdzaladobis-faqttan-dakavshirebit.page>
<http://www.ombudsman.ge/ge/news/saxalxo-damcveli-qedis-sakrebulos-wevrebis-seqsistur-gamonatqvamebsexmianeba.page>
<http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-saxalxo-damcvelis-gancxadeba-girchis-winasaarchevnoreklamastan-dakavshirebit.page;>
<http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-saxalxo-damcveli-zestafonis-municipalitetis-motxovnassqesis-nishnit-diskriminaciad-miichnevs.page;>
<http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-saxalxo-damcvelis-gancxadeba-shshm-adamianebis-mimartdiskriminaciuli-stereotipebis-xelshewyobis-faqttan-dakavshirebit.page;>
<http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-saxalxo-damcveli-miichnevs-rom-gadacema-kacebis-drospromo-genderuli-stereotipebis-gamyarebas-uwyobs-xels.page; >
470
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ადამიანების განსხვავებას სოციუმის დანარჩენი წევრებისგან და ამით მათ მარგინალიზაციას
უწყობს ხელს.828
საზოგადოების
მხრიდან
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირების
მიმართ
არასათანადო დამოკიდებულება განსაკუთრებული სიმწვავით აუტისტური სპექტრის
აშლილობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების მიმართ ვლინდება. ვინაიდან ხშირად ამ
ტიპის დარღვევის მქონე ბავშვების ქცევა რთულად სამართავია, ისინი და მათი მშობლები
ხდებიან აგრესიის მსხვერპლნი გარშემომყოფთა მხრიდან, რაც, საბოლოო ჯამში, შესაძლოა
დისკრიმინაციის წყარო გახდეს. აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვები და მათი
მშობლები
არაკეთილგანწყობილ
დამოკიდებულებას
განსაკუთრებით
ხშირად
საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სკოლაში აწყდებიან.
ამასთან, გამოწვევას წარმოადგენს, ერთი მხრივ, სამართალდამცავების არასათანადო
ინფორმირებულობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციფიური საჭიროებების
შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, კი სახელმწიფო პოლიტიკის ხარვეზი, რომლის თანახმად, ამ
ჯგუფის წარმომადგენელთა საჭიროებებზე აქცენტი ნაკლებად არის გაკეთებული. სწორედ
ამიტომ, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი ვერ უმკლავდება ვითარებას
იმგვარად, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და თავისუფლებები
არ შეილახოს.
ასევე პრობლემურია ის გარემოება, რომ ინკლუზიური განათლების მარეგულირებელი
კანონმდებლობა არ არის მოწესრიგებული, კერძოდ, დეტალურად არ არის განსაზღვრული
მულტი-დისციპლინური გუნდის, სპეციალური მასწავლებლის და მშობლის როლი, ასევე,
არაერთმნიშვნელოვანია, თუ ვინ იღებს გადაწყვეტილებებს ბავშვის მიერ ინკლუზიური
განათლებით სარგებლობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების შესახებ.
სახალხო
დამცველმა
შეზღუდული
შესაძლებლობის
ნიშნით
დისკრიმინაციის/დისკრიმინაციის ხელშეწყობის არაერთი ფაქტი დაადგინა. პირდაპირი
დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაცია კი გამოიცა საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მიმართ. აღნიშნული რეკომენდაცია შეეხებოდა შემთხვევას, როდესაც
სამართალდამცავი
ორგანოს
წარმომადგენლების
კონტროლის
ქვეშ
მყოფი
ეტლით
მოსარგებლე ადამიანი დამოკიდებული აღმოჩნდა პატრულ-ინსპექტორთა კეთილ ნებაზე,
რომ მისთვის საპირფარეშოთი სარგებლობის პირობები შეექმნათ. პატრულ-ინსპექტორებმა
განმცხადებელს არ მისცეს საშუალება, მანქანის საბარგულიდან ეტლი გადმოეტანა და
საპირფარეშოთი
ესარგებლა,
რის
გამოც
განმცხადებელი
იძულებული
გახდა
ფიზიოლოგიური მოთხოვნილება მანქანაში დაეკმაყოფილებინა.829 2016 წლის სექტემბერში
828
<http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-saxalxo-damcvelis-gancxadeba-shshm-adamianebismimart-diskriminaciuli-stereotipebis-xelshewyobis-faqttan-dakavshirebit.page >
829 სრული ვერსია იხილეთ: <http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3868.pdf>
471
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სახალხო დამცველს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ეცნობა, რომ სსიპ საქართველოს შსს
აკადემიას
შემუშავებული
აქვს
სასწავლო
პროგრამა
სახელწოდებით
„შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობის დამყარების სტანდარტები.“ 2016 წლის
ივნის-ივლისში
პროგრამა
გაიარა
31-მა
მსმენელმა
და
ამჟამად
ხდება
პროგრამის
ინტეგრირება პატრულ-ინსპექტორთა და უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალურ
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში.
2016 წლის დეკემბერში სახალხო დამცველმა ასევე ზოგადი წინადადებით მიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,
ინკლუზიური განათლების
განხორციელების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ
დისკრიმინაციის თავიდან აცილების შესაძლებლობის შესახებ. ზოგად წინადადებაში
მითითებულია, რომ ინკლუზიური განათლების შესახებ სრულყოფილი კანონმდებლობის
არარსებობამ, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა გამოიწვიოს შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე ბავშვების უფლებების დარღვევა. განცხადების თანახმად, თბილისის 41-ე საჯარო
სკოლის დირექტორის მითითებით, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი,
დაგვიანების შემთხვევაში, გაკვეთილზე არ უნდა დაშვებულიყო. გარდა იმისა, რომ მსგავსი
სიტუაციები დირექტორის სუბიექტური შეხედულების
საფუძველზე
რეგულირდება,
გადაწყვეტილების მიღების პროცესში სათანადოდ არ არიან ჩართულნი ბავშვის მშობელი და
სპეციალური მასწავლებელი. სახალხო დამცველმა სამინისტროს მოუწოდა, რომ შეისწავლოს
41-ე სკოლის დირექტორის ერთპიროვნული სადავო მითითება, ასევე, მოახდინოს სკოლის
თანამშრომლების უკეთ ინფორმირება ინკლუზიური განათლების პრინციპების შესახებ.
ამასთან, დააჩქაროს ინკლუზიური განათლების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზის
დახვეწა, კერძოდ, საკანონმდებლო დონეზე დეტალურად განისაზღვროს ინკლუზიური
განათლების მულტი-დისციპლინური გუნდის ფუნქციები, სპეციალური მასწავლებლის
როლი და უფრო ეფექტური გახადოს მისი საქმიანობა, ასევე, დეტალურად განისაზღვროს
ინკლუზიური განათლების პროცესში მონაწილე მხარეების უფლებები და მოვალეობები,
განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლეთა მშობლების როლს განათლების პროცესში.
სქესი და ორსულობა
სქესის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევებს, რომელთაც, უმეტეს შემთხვევაში,
ქალთა მიმართ აქვს ადგილი, სახალხო დამცველის პრაქტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი
უჭირავს. ამასთან, სახალხო დამცველმა ორსულობა გამოყო, როგორც დისკრიმინაციისგან
დაცული დამოუკიდებელი ნიშანი.
472
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ერთ-ერთი სფერო, რომელშიც ქალები დისკრიმინაციას განსაკუთრებით ხშირად აწყდებიან,
წინასახელშეკრულებო და შრომითი ურთიერთობებია. როგორც სახალხო დამცველის მიერ
შესწავლილი შემთხვევებიდან იკვეთება, დამსაქმებლები საპასუხისმგებლო, მენეჯერულ
პოზიციებზე დასაქმებისთვის სასურველ კანდიდატად კაცს მოიაზრებენ, იმ სამუშაოს
შესასრულებლად
კი,
რომელიც
მნიშვნელოვან
საკვალიფიკაციო
მოთხოვნებს
არ
ითვალისწინებს, დამსაქმებელი „20-25 წლის სასიამოვნო გარეგნობის გოგონას“ ეძებს.
აღნიშნული პრობლემა კომპლექსური ხასიათისაა - ერთი მხრივ, დამსაქმებლები აწესებენ
დისკრიმინაციულ მოთხოვნებს დასაქმებისთვის, მეორე მხრივ კი, ვებ-გვერდები, რომელზეც
ვაკანსიის შესახებ განცხადებები ქვეყნდება, ხელს უწყობს დისკრიმინაციული ხასიათის
განცხადებების გავრცელებას. სახალხო დამცველი, მომართვის თუ საკუთარი ინიციატივის
საფუძველზე, შეისწავლის ვაკანსიის შესახებ არაერთ განცხადებას, რომელშიც ვლინდება
დისკრიმინაციული კრიტერიუმები. ამგვარი განცხადებების სიმრავლის მიუხედავად, ვერც
ერთმა მოპასუხემ ვერ დაასახელა ლეგიტიმური მიზანი, რომელიც განცხადებებში მსგავსი
კრიტერიუმების ასახვას გაამართლებდა.
2015 წელს სახალხო დამცველმა, მსგავსი პრაქტიკის აღმოფხვრის მოთხოვნით, ზოგადი
წინადადებით მიმართა დასაქმების ვებ-გვერდს www.jobs.ge,830 ასევე, 2016 წელს შპს „ელიტსერვისის“ მიმართ გაიცა სქესის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ
რეკომენდაცია,831
რომელიც
წინასახელშეკრულებო
ურთიერთობებში
გაუმართლებელ,
განსხვავებულ მოპყრობას ეხებოდა, თუმცა, აღნიშნულს მოპასუხეების მხრიდან რეაგირება
არ მოჰყოლია. სახალხო დამცველმა ასევე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
სქესის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტთან დაკავშირებით,832 საქმეზე, რომლის
თანახმად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ქალი არ დაასაქმეს, ვინაიდან
საკონკურსო კომისიის ერთ-ერთ წევრს მიაჩნდა, რომ აღნიშნულ სამუშაოს კაცი უკეთ
შეასრულებდა.
მსგავსი განცხადებები ერთეულ შემთხვევებს არ წარმოადგენს და მათში ხშირად, სქესთან
ერთად, აქცენტი
ასაკსა და ოჯახურ მდგომარეობაზეც კეთდება. ასეთი განცხადებები,
როგორც წესი, არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ქალებს, მსგავსი მიდგომა კი ხელს
უწყობს საზოგადოებაში არსებული ნეგატიური სტერეოტიპული წარმოდგენების გამყარებას,
რომელთა მიხედვითაც ქალებს, კაცებთან შედარებით, ნაკლები უნარი გააჩნიათ, თავი
გაართვან
საპასუხისმგებლო
პრაქტიკას
მიმართავენ
სამუშაოს.
ისეთი
განსაკუთრებით
კომპანიები,
რომელთაგან
საგანგაშოა,
როდესაც
საზოგადოება
ასეთ
სოციალური
პასუხისმგებლობის გამოვლენას ელის და რომლებსაც მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ
ქვეყანაში თანასწორობის პრინციპის დამკვიდრების პროცესში.
830
ზოგადი წინადადების სრული ვერსია იხილეთ:< http://www.ombudsman.ge/uploads/other/2/2501.pdf >
იხილეთ რეკომენდაციის სრული ვერსია: <http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3433.pdf >
832 სრული ვერსია იხილეთ: <http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3595.pdf >
831
473
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ვაკანსიის შესახებ განცხადებების შესწავლისას განსაკუთრებული სიმწვავით ვლინდება ის
საკანონმდებლო ხარვეზი, რომლის თანახმადაც, კერძო სამართლის პირებს სახალხო
დამცველისთვის ინფორმაციის მოწოდების და გაცემულ რეკომენდაციაზე რეაგირების
ვალდებულება არ აქვთ. სწორედ ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, კერძო პირები სახალხო
დამცველის მიერ გამოთხოვილ ინფორმაციას არ გასცემენ, ასევე, არ ცდილობენ ახსნან და
დაასაბუთონ, თუ რა ლეგიტიმურ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს დასაქმებისთვის მათ
მიერ დადგენილი შემზღუდავი კრიტერიუმები, გარდა ამისა ისინი არ რეაგირებენ სახალხო
დამცველის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე.
საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა
სექსისტური რეკლამები და განცხადებები, ამასთან დაკავშირებით გამოიცა ზოგადი
წინადადებები, ასევე გავრცელდა საჯარო განცხადებები. იმის გათვალისწინებით, რომ
საზოგადოებაში მყარად არის ფესვგადგმული გენდერული სტერეოტიპები როგორც, ქალის
გარეგნობის, ისე მისი საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურობის შესახებ, საჯარო სივრცეში
სექსისტური გამონათქვამების თუ ვიდეო რგოლების გავრცელება კიდევ უფრო ამყარებს
მცდარ წარმოდგენებს, რაც, საბოლოო ჯამში, საფრთხეს უქმნის თანასწორუფლებიანობას.
ზოგადი წინადადება გაიცა ტელეკომპანია „ტაბულას“ მიმართ,833 რათა მათ ინტერნეტ
სივრციდან აიღონ პრომო რგოლი, რომელშიც ქალის შიშველ სხეულზე განლაგებულია
საკვები. პრომო რგოლი ახდენს
ქალის სხეულის ობიექტივიზაციას და მას
წარმოაჩენს,
როგორც ღირებულებას მოკლებულ ნივთს. სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით
ასევე
მიმართა
„ვაკის
აუზს“,
რომელსაც
სექსისტური
განცხადების
-
„ძვირფასო
ქალბატონებო, კრიტიკულ დღეებში აუზში ჩასვლა აკრძალულია“ - ჩამოხსნისკენ მოუწოდა,
რადგან მიიჩნია, რომ მსგავსი წარწერა არ არის გენდერულად ნეიტრალური და ხელს უწყობს
სტერეოტიპების გავრცელებას ქალის ბიოლოგიური მახასიათებლების შესახებ.834
ამასთან,
სახალხო
დამცველი
საჯარო
განცხადებებით
გამოეხმაურა
ქედის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების სექსისტურ გამონათქვამებს, რომლებმაც ქალებს
სხდომის დარბაზის დატოვება სთხოვეს, ვინაიდან პირად საკითხებზე სურდათ საუბარი.835
სახალხო დამცველმა ასევე გააკრიტიკა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის, „კაცების
დროს“ პრომო რგოლი, რომლითაც საზოგადოებაში ქალის ფუნქციის დაკნინება და კაცის
ცენტრალური როლის ხაზგასმა ხდება: პრომო რგოლის მიხედვით, მაშინ, როდესაც ქალები
ჯერ კიდევ საკერავ მანქანას უსხედან, მამაკაცები ფიქრობენ კოსმოსის დაპყრობაზე, სადაც
833
სრული ვერსია იხილეთ:< http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4008.pdf >
სრული ვერსია იხილეთ: <http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4051.pdf>
835
< http://www.ombudsman.ge/ge/news/saxalxo-damcveli-qedis-sakrebulos-wevrebis-seqsisturgamonatqvamebs-exmianeba.page>
834
474
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ქალებსაც წაიყვანენ, რომ იქ „არ მოიწყინონ“.836 სახალხო დამცველმა ასევე საკუთარი
ინიციატივით დაიწყო სს „მეტრო ჯორჯიას“, სქესის ნიშნით სეგრეგაციის წამახალისებელი
რეგულაციის შესწავლა, რომლის თანახმად, მგზავრს უფლება აქვს მხოლოდ თავისივე სქესის
ადამიანის გვერდით შეიძინოს სამგზავრო ბილეთი. აღსანიშნავია, რომ სს „მეტრო ჯორჯიამ“
გაითვალისწინა სახალხო დამცველის შეთავაზება
პარამეტრი,
რომელიც
ბილეთის
შეძენის
- კომპანიის ვებ-გვერდზე დაემატოს
პროცესში
მგზავრს
მისცემს
საშუალებას
ელექტრონულად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, თანახმაა თუ არა მის გვერდით
არსებული ადგილის სამგზავრო ბილეთი სხვა სქესის ადამიანმა შეიძინოს. მოპასუხის
ცნობით, აღნიშნულ ცვლილებაზე მუშაობა შესაძლოა რამდენიმე თვის განმავლობაში
გაგრძელდეს.837
სახალხო დამცველის პრაქტიკაში ასევე გამოვლინდა ის ფაქტიც, რომ არასამთავრობო
ორგანიზაციებს და დამოუკიდებელ მკვლევარებს ხელი ეშლებათ ქალთა შევიწროების და
სქესის ნიშნით დისკრიმინაციის სხვა ფორმებთან დაკავშირებული კვლევითი სამუშაოს
შესრულებაში, ვინაიდან სასამართლოების გადაწყვეტილებები არ არის ფორმულირებული
იმგვარად,
რომ
შესაძლებელი
იყოს
მხარეთა,
მოწმეთა
და
მესამე
პირთა
სქესის
იდენტიფიცირება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს
და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა ზოგადი წინადადებით,838 რომ სქესის ნიშნით ან
სხვა სახის დისკრიმინაციის საქმეებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები დაიწეროს
ისეთი ფორმით, რომ დაშტრიხვის შემდეგ შესაძლებელი იყოს საქმესთან დაკავშირებულ
პირთა იმ დისკრიმინაციისგან დაცული ნიშნების (მაგალითად, სქესი, რელიგია, ეთნიკური
წარმომავლობა,
სექსუალური
ორიენტაცია
და
ა.
შ.)
იდენტიფიცირება,
რომელიც
დისკრიმინაციული მოტივის გამოვლენისთვის არის მნიშვნელოვანი.
ზოგად
წინადადებაში
სახალხო
დამცველმა
დისკრიმინაციისგან
დაცული
საფუძვლით
ხელმიუწვდომლობა
მკვლევარს
უზღუდავს
აღნიშნა,
რომ
სქესით
დივერსიფიცირებულ
შესაძლებლობას,
რომ
ანდა
სხვა
ინფორმაციაზე
შეისწავლოს
დისკრიმინაციის საქმეების შესახებ სასამართლოში არსებული პრაქტიკა. დამოუკიდებელ
მკვლევარებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს კი შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი
შეასრულონ ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმების
836
<http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-saxalxo-damcveli-miichnevs-rom-gadacema-kacebis-drospromo-genderuli-stereotipebis-gamyarebas-uwyobs-xels.page >
837 <http://www.ombudsman.ge/ge/news/metro-djordjiam-diskriminaciuli-praqtikis-agmofxvris-miznit-saxalxodamcvelis-rekomendacia-gaitvaliswina.page >
475
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. ვინაიდან მხოლოდ 3 წელია, რაც საქართველოს
კანონმდებლობით დისკრიმინაცია სრულიად აიკრძალა, ქვეყანაში თანასწორობის შესახებ
მდგომარეობის შეფასების და დისკრიმინაციის თავიდან აცილების მიზნით ძალზედ
მნიშვნელოვანია სასამართლოების პრაქტიკის გაანალიზება, რასაც ითვალისწინებს კიდეც
მკვლევარებისა და უფლებადამცველების საქმიანობა.
ზოგადი
წინადადებით
სახალხო
დამცველმა
მოპასუხეებს
ასევე
მოუწოდა,
რომ
დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია
დამუშავდეს დისკრიმინაციისგან დაცული ნიშნისა და ასევე, საქმის განხილვის შედეგად
დამდგარი
შედეგის
მითითებით,
ამასთან
ერთად,
აღირიცხოს
დისკრიმინაციასთან
დაკავშირებული სარჩელები და გადაწყვეტილებები. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ასევე
ეთხოვა რომ აღნიშნული სტანდარტი გაავრცელოს საქართველოს იურისდიქციაში არსებულ
სამივე
ინსტანციის
სასამართლოებზე.
მოპასუხემ
მზადყოფნა
გამოთქვა
ზოგად
წინადადებაში წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე.
როგორც
თანასწორობის
დეპარტამენტის
პრაქტიკიდან
გამოიკვეთა,
სქესის
ნიშნით
დისკრიმინაციის მსხვერპლ ცალკეულ ჯგუფს ორსული ქალები წარმოადგენს. ორსულობის
დროს გაუმართლებელი, განსხვავებული მოპყრობა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის
სპეციფიური ფორმაა, რადგან ქალს, თავისი ბიოლოგიური ფუნქციის განხორციელებისას,
ხელი ეშლება სხვადასხვა უფლებით სარგებლობაში. სახალხო დამცველმა ორსულობა
დამოუკიდებელ, დაცულ საფუძვლად გამოყო და ამ ნიშნის მიხედვით დადგენილი
პირდაპირი დისკრიმინაციის შესახებ გამოსცა ორი რეკომენდაცია,
რომლითაც მიმართა
კომპანიებს: შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედო“839 და შპს „ახალი მზერა“.840
რეკომენდაციები
ეხებოდა:
სამსახურიდან
დისკრიმინაციული
მოტივით
გათავისუფლებული დასაქმებულების სამსახურში აღდგენას და საქმიანობის თანასწორობის
პრინციპის
საფუძველზე
წარმართვას.
აღსანიშნავია,
რომ
ორსულობის
ნიშნით
დისკრიმინაციის ორივე შემთხვევა განხორციელდა დამსაქმებელთა მიერ, რომლებმაც,
განმცხადებლებთან დადებული შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ,
სხვადასხვა ფორმალური მიზეზით, შრომითი ურთიერთობა აღარ გააგრძელეს.
აღსანიშნავია, რომ შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედომ“ სახალხო დამცველის
რეკომენდაცია სრულად გაიზიარა - განმცხადებელი აღადგინეს სამსახურში და გაუფორმეს
უვადო შრომითი ხელშეკრულება, რომლის შესრულებასაც იგი დეკრეტული შვებულების
გასვლის
შემდეგ
შეუდგება.
ასევე,
განმცხადებელს
სრულად
აუნაზღაურდა
მკურნალობისთვის გაწეული ხარჯები და გაცდენილი პერიოდის ხელფასი. ამასთან, შპს
839
იხილეთ სრული ვერსია:<http://www.ombudsman.ge/ge/recommendationsProposal/rekomendaciebi/saxalxo-damcvelma-kerdzo-kompanias-orsulobis-nishnit-shromit-urtiertobebshidiskriminaciis-agmofxvris-shesaxeb-mimarta.page >
840 იხილეთ სრული ვერსია: <http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3877.pdf>
476
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
„კრედოს“ დირექტორის ბრძანების საფუძველზე, გაუქმდა განმცხადებლისთვის წერილობით
გამოცხადებული გაფრთხილება.841 აღნიშნული წარმოადგენს კერძო სექტორის მხრიდან
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
თანასწორობის
უფლების
პატივისცემის
და
სოციალური პასუხისმგებლობის წარმატებულ მაგალითს. ასევე განმცხადებელმა აღნიშნა,
რომ
მის მიერ სახალხო დამცველისთვის მომართვა სწორედ შპს „კრედოს“ მიმართ
გაცემულმა რეკომენდაციამ განაპირობა. რაც შეეხება შპს „ახალ მზერას“, სახალხო დამცველს
ეცნობა, რომ ვინაიდან კლინიკის ადმინისტრაცია არ იყო ინფორმირებული განმცხადებლის
ორსულობის
შესახებ,
მისი
მოთხოვნა
საფუძველს
მოკლებულად
სცნეს
და
არ
დააკმაყოფილეს.
სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა
სხვა დაუცველი ჯგუფების მსგავსად, სექსუალური ორიენტაციის გამო ადამიანების
თანასწორუფლებიანობის დარღვევა, ხშირ შემთხვევაში, დამკვიდრებული სტერეოტიპებით
არის გამოწვეული. ის შემთხვევები, როდესაც ლგბტ თემის წევრების უფლებების დარღვევა
ხდება, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება საზოგადოებაში არსებულმა
სტერეოტიპებმა შექმნას წარმოდგენა, რომ ესა თუ ის ინდივიდი რომელიმე ჯგუფს
განეკუთვნება და ამიტომ ეს შეიძლება იყოს საფუძველი
მისი იზოლაციისა, იმისდა
მიუხედავად, რეალურად მიაკუთვნებს თუ არა იგი საკუთარ თავს ამ კონკრეტულ ჯგუფს.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ ლგბტ
ადამიანების უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის სახელწოდებაში
აღინიშნებოდა შემოკლებული აღნიშვნა - „ლგბტ“, იძულებული გახდა სახელი შეეცვალა,
იმიტომ რომ ვერ შესძლო საოფისე ფართის აღება, რადგან კერძო მესაკუთრეები,
ორგანიზაციის სახელის გაგების შემდეგ, უარს ამბობდნენ მათთვის ფართის მიქირავებაზე.
2015
წლის
საპარლამენტო
ანგარიშში
სოციალური
სამინისტროს
მიმართ
საქართველოს
სახალხო
შრომის,
დამცველის
ჯანმრთელობისა
ერთ-ერთ
და
რეკომენდაციას
წარმოადგენდა ცვლილებების შეტანის აუცილებლობა მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის
N241/ნ ბრძანების N1 დანართში ისეთი სახით, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მსმ (man having
sex with man) ჯგუფისთვის სისხლის დონორობა ფანჯრის პერიოდის მიღმა. აღნიშნულ
საკითხზე სახალხო დამცველის მიერ მომზადებული რეკომენდაცია842 ითვალისწინებდა იმ
გარემოებას, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების არსებობის პირობებში, მსმ ჯგუფისთვის
სისხლის დონორობის
სრული, ბლანკეტური აკრძალვა, რომელიც ინდივიდუალურ
შეფასებას არ ექვემდებარება, წარმოადგენს სექსუალური ორიენტაციისა და სქესის ნიშნით
841
ინფორმაცია იხილეთ: <http://www.ombudsman.ge/ge/news/shps-kredom-orsulobis-nishnit-diskriminaciisagmofxvris-shesaxeb-saxalxo-damcvelis-rekomendacia-sheasrula.page >
842 სრული ვერსია იხილეთ:< http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4015.pdf >
477
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დისკრიმინაციას. როგორც სახალხო დამცველისთვის არის ცნობილი, სამინისტროს ამ
დრომდე აღნიშნულ საკითხზე მუშაობა არ დაუწყია.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტრომ შეასრულა
სახალხო
დამცველის
წარმომადგენელი
რომელიც,
რეკომენდაცია,843
პატიმრების
არასათანადო
სავარაუდოდ,
პირობებში
გბტ
მოთავსებას
თემის
შეეხებოდა.
რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ ტუბერკულოზის სამკურნალო N19 სასჯელაღსრულების
დაწესებულების სამეურნეო ნაწილში844 ცხოვრობენ პატიმრები, რომლებიც ადმინისტრაციის
მხრიდან გბტ თემის წარმომადგენლებად აღიქმებიან. აღნიშნულ სივრცეში, დაწესებულების
სხვა ნაწილებისგან განსხვავებით, არ არის სათანადო საცხოვრებელი პირობები, რაც არათუ
პატიმრების გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს, არამედ, პირიქით, მათი ჯანმრთელობის
მდგომარეობას აუარესებს.
წინამდებარე
საქმეში,
სახალხო დამცველს
არ
გამოუკვლევია,
სამეურნეო
ნაწილში
მოთავსებული პატიმრები ნამდვილად განეკუთვნებოდნენ თუ არა გბტ თემს, რამდენადაც,
ადმინისტრაციის მხრიდან მათი ამ თემის წარმომადგენლებად აღქმა და ამ საფუძვლით
ღირსების შემლახავი პირობებისადმი დაქვემდებარება უკვე თავისთავად წარმოადგენდა
პირდაპირ დისკრიმინაციას სავარაუდო სექსუალური ორიენტაციის ნიშნით.
ზემოაღნიშნულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროდან გვეცნობა, რომ N19 პენიტენციურ დაწესებულებაში სამეურნეო
ნაწილისთვის განკუთვნილ საცხოვრებელ კორპუსს ჩაუტარდა სარემონტო-სარეაბილიტაციო
სამუშაოები,
რაც
სამინისტრომ
წერილში
სახალხო
დამცველის
ასევე
მიუთითა,
წარმომადგენელმაც
რომ
აღნიშნულ
გადაამოწმა
ნაწილში
ადგილზე.
განთავსებული
მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესდა, ხოლო ერთ-ერთმა
მათგანმა კი მთლიანად დაასრულა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსი.
843
სრული ვერსია იხილეთ: <http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4013.pdf >
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებობს პრაქტიკა, რომლის მიხედვით, ზოგიერთ პატიმარს
დალაგება-დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პატიმრების კორპუსში ათავსებენ. როდესაც არსებობს
თუნდაც ეჭვი, რომ პირი შესაძლოა წარსულში ნებით ან ძალდატანებით იყო სექსუალურ კავშირში
მისივე სქესის პირთან, მისი განთავსება ხდება სხვა პატიმრებისგან განცალკევებით - სამეურნეო
ნაწილის განცალკევებულ შენობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სერიოზული საფრთხე დაემუქრება
სხვა პატიმრების მხრიდან. აქვე, ასევე შესაძლოა მოთავსდნენ პირები, რომლებმაც ჩაიდინეს
ძალმომრეობითი სექსუალური ხასიათის დანაშაული და ის პირები რომლებიც სხვადასხვა მიზეზების
გამო პატიმრების მხრიდან გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი. ციხის დაუწერელი წესებიდან
გამომდინარე, განცალკევებით მოთავსებულ, დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პატიმრებს სხვადასხვა
დამაკნინებელი სიტყვებით მოიხსენიებენ და მათი კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან
შეზღუდულია. ამ კორპუსს პატიმრები და ადმინისტრაცია მოიხსენიებს, როგორც „სექსუალური
უმცირესობის საცხოვრებელს“.
844
478
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მიმდინარე საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა ასევე არაერთხელ მოახდინა
რეაგირება,
როდესაც
რეკლამების
მეშვეობით
ადგილი
ჰქონდა
დისკრიმინაციის
წახალისებას, მათ შორის, გენდერული იდენტობის გამო. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას
წარმოადგენს შპს „სისი ლოუნის“ მიერ გავრცელებული სარეკლამო ვიდეო რგოლი, სადაც
გაშარჟებულია ტრანსგენდერი ადამიანი, რომელიც, იმისათვის რომ ფული იშოვოს,
პროსტიტუციას ეწევა.845
რელიგია
2016 წელს სახალხო დამცველის წარმოებაში არსებული, რელიგიის ნიშნით სავარაუდო
დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეები, ძირითადად, რელიგიური გაერთიანებების
მიერ რელიგიის თავისუფლების რეალიზაციისთვის საჭირო შენობებით სარგებლობის
ხელშეშლას ეხებოდა. ამასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა 2015 და 2016 წელს
წარადგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები, რომელიც ეხებოდა საკულტო ნაგებობების
მშენებლობის ნებართვას იეჰოვას მოწმეებისა846 და კათოლიკური ეკლესიისათვის,847 ასევე
მუსლიმი თემის მფლობელობაში არსებულ პანსიონზე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ
ღორის თავის ჩამოკიდების ფაქტს.848
2016 წლის სექტემბერში სახალხო დამცველმა თანასწორობის საკითხებზე რელიგიის ნიშნით
დისკრიმინაციის დადგენის შესახებ გამოსცა პირველი რეკომენდაცია,849 რომლითაც ქ.
თბილისის გამგეობას და შპს „ქობულეთის წყალს“ მიმართა. აღნიშნული საქმის ფაქტობრივი
გარემოებების თანახმად, შენობას, რომელიც მუსლიმ თემს იჯარით აქვს აღებული და
რომელშიც
მუსლიმი
ბავშვებისთვის
პანსიონის
გახსნა
იგეგმება,
არ
აერთებენ
წყალგაყვანილობის სისტემაზე, ვინაიდან ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც თავს
მართლმადიდებლურ მრევლს მიაკუთვნებს, პანსიონის ფუნქციონირების წინააღმდეგია და
ხელს უშლის იქ მიმდინარე წყალარინების სამუშაოებს. საქმის შესწავლის პროცესში
მოპასუხეები მზადყოფნას გამოთქვამდნენ, რომ დაპირისპირების აღმოფხვრის შემთხვევაში,
განახორციელებდნენ სამუშაოებს. სახალხო დამცველს კი მიაჩნია, რომ ადგილობრივი
ხელისუფლების მიერ მოსახლეობას შორის მშვიდობის შენარჩუნების მიზნით არჩეული
საშუალება არ არის მართებული და საკმარისი
პრობლემის მოსაგვარებლად, რადგან
აღნიშნულით ზარალდებიან მხოლოდ მუსლიმი თემის წარმომადგენლები, იმდენად,
845
სრული ვერსია იხილეთ: <http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4000.pdf >
სრული ვერსია იხილეთ: <https://drive.google.com/file/d/0B9BM3M8hbgAUaFRva1h3bFVWa28/view >
847
სრული ვერსია იხილეთ: <http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4016.pdf >
848 სრული ვერსია იხილეთ: <https://drive.google.com/file/d/0B9BM3M8hbgAUWVVXZHhFSWkxRjQ/view
>
849 სრული ვერსია იხილეთ: <http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3908.pdf >
846
479
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
რამდენადაც, დომინანტი რელიგიური ჯგუფის სურვილის საფუძველზე, საკუთრების
უფლების შეზღუდვის გზით, თემი სრულიად მოკლებულია შესაძლებლობას, მოახდინოს
რელიგიის თავისუფლების რეალიზაცია სწავლების საშუალებით. სახალხო დამცველმა
აღნიშნულ საკითხზე ასევე მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა მას
უზრუნველყო
ადგილობრივი
მოსახლეობის
მხრიდან
არსებული
წინააღმდეგობის
აღმოფხვრა. ქობულეთის გამგეობიდან გვეცნობა, რომ შპს „ქობულეთის წყალს“ დაევალა
წყალარინების სამუშაოების შესრულება, თუმცა ჯერჯერობით შესაბამისი ღონისძიებები ამ
ეტაპზე არ გატარებულა.
მოქალაქეობა
სახალხო
დამცველის
წარმოებაში
არსებული
საქმეების
თანახმად,
ძირითადად,
მოქალაქეობის ნიშნით განსხვავებულ მოპყრობას ადგილი აქვს საქართველოს მოქალაქეებსა
და
სხვა
სახელმწიფოს
კომერციული
ბანკების
მოქალაქეებს/მოქალაქეობის
მხრიდან
მომსახურების
არმქონე
მიღების
პირებს
პროცესში
შორის.
ასევე,
გამოვლინდა
შემთხვევები, როდესაც მომსახურების გაწევა არ ხდებოდა კონკრეტული სახელმწიფოების
მოქალაქეებისთვის.
პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით850 სახალხო დამცველმა
მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს. საქმე ეხება
საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პატიმრების მიერ საქართველოს მთავრობის მიერ
უზრუნველყოფილი C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამით სარგებლობას. პატიმრები,
რომლებიც არ ფლობდნენ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი
დოკუმენტის 11-ნიშნა პირად ნომერს, ვერ რეგისტრირდებოდნენ აღნიშნულ პროგრამაში.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მიუთითებდა, რომ
პროგრამის
ბენეფიციარების
საქართველოს
მოქალაქეებით
შეზღუდვა
ემსახურებოდა
მედიკამენტის უსაფრთხოების მიზანს, რათა არ მომხდარიყო მისი გატანა საქართველოს
საზღვრებს გარეთ.
წინამდებარე საქმეში, სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ
პატიმრები სრულიად სახელმწიფოს კონტროლს ქვეშ იმყოფებიან, შესაბამისად, მათი
ჯანმრთელობის
და
სიცოცხლის
დაცვაზე
სახელმწიფოს
განსაკუთრებით
მაღალი
პასუხისმგებლობა ეკისრება. მკურნალობის არარსებობის პირობებში, როდესაც საფრთხე
ექმნება პატიმრის ჯანმრთელობის თუ სიცოცხლის უფლებას, მედიკამენტის უსაფრთხოება,
პროგრამის ტექნიკური ხარვეზი თუ სხვა მიზეზები, ვერ გაამართლებს განსხვავებულ
მოპყრობას. აღსანიშნავია ისიც, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციის შედეგად, C
850
სრული ვერსია იხილეთ: <http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3381.pdf >
480
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამაზე ხელმისაწვდომობა უკვე ყველა პატიმრისთვის არის
უზრუნველყოფილი.
2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ ბათუმის მერიამ და ბათუმის
საკრებულომ შეასრულეს რეკომენდაცია, რომელიც ეხებოდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში
ვიზიტისას საქართველოს და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის განსხვავებული
ტარიფის დადგენას, რაც, თავის მხრივ, მოქალაქეობის ნიშნით დისკრიმინაციას იწვევდა.851
საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა განიხილა კიდევ ერთი მსგავსი განცხადება,
რომლითაც განმცხადებელი, ამჯერად, „ახალციხის ციხის“ განსხვავებული ტარიფების
დისკრიმინაციულ ხასიათზე მიუთითებდა. აღსანიშნავია, რომ მოპასუხისგან უკვე გვეცნობა,
მოქალაქეობის მიხედვით დაწესებული განსხვავებული ტარიფების უახლოეს მომავალში
გათანაბრების ამბავი.
ქონებრივი მდგომარეობა
ქონებრივი მდგომარეობის ნიშნით დისკრიმინაციაზე, როგორც დისკრიმინაციისგან დაცულ
ნიშანზე სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა შპს „სისი ლოუნის“ მიმართ გაცემულ
ზოგად წინადადებაში852 და მიუთითა, რომ კომპანიის სწრაფი სესხების შესახებ რეკლამაში
ფინანსურ სიდუხჭირეში მყოფი ადამიანები წარმოჩენილები არიან, როგორც მორალური
ღირებულებების არმქონე ადამიანები.
სახალხო დამცველმა რეკომენდაციით853ასევე მიმართა ააიპ „ხულოს მუნიციპალიტეტის
საბავშვო ბაღების გაერთიანებას“. აღნიშნული საქმე ეხებოდა განსხვავებულ მოპყრობას
შრომით წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში. როგორც ზემოთ იყო განხილული,
დამსაქმებლების მიერ ვაკანსიის შესახებ განცხადებაში დისკრიმინაციული კრიტერიუმების
დადგენა სქესის, ასაკისა თუ ოჯახური მდგომარეობის მიხედვით, არ წარმოადგენს
იშვიათობას, თუმცა, ერთ-ერთ კრიტერიუმად კანდიდატის ქონებრივი მდგომარეობის
მითითების შემთხვევა სახალხო დამცველის პრაქტიკაში აქამდე არ ყოფილა. კერძოდ,
დასაქმებისას
უპირატესობა
ენიჭებოდა
კანდიდატს,
რომლის
ოჯახიც,
დანარჩენი
კანდიდატების ოჯახებთან შედარებით, ყველაზე ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაში
იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა, დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეში
პირველად
იმსჯელა
პოზიტიური
ღონისძიებების
შესახებ
და
მიუთითა,
ასეთი
ღონისძიებების განხორციელების მნიშვნელობაზე, რაც, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა
852
სრული ვერსია იხილეთ:< http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4000.pdf >
სრული ვერსია იხილეთ:< http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4000.pdf >
853 სრული ვერსია იხილეთ: <http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3672.pdf >
852
481
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
Deleted: ¶
უთანასწორობასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენდეს, თუმცა,
მსგავსი ზომები უნდა გატარდეს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების კონტექსტის
გათვალისწინებით და არ უნდა იწვევდეს სხვათა თანასწორობის უფლების შელახვას.
წინამდებარე საქმეში, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ გამოყენებული პოზიტიური
ღონისძიება არ იყო პროპორციული საშუალება, რამდენადაც არ არსებობდა კანდიდატების
ქონებრივი მდგომარეობის შეფასების ერთიანი კრიტერიუმი და
ეფუძნებოდა მხოლოდ
სოფლის მოსახლეობისგან ზეპირი სახით მიღებულ ინფორმაციას, ასევე, იწვევდა ადამიანთა
ერთი ჯგუფის ავტომატურ გამორიცხვას. საგულისხმოა ისიც,რომ მოპასუხე, კანდიდატებს
განიხილავდა, როგორც მათივე ოჯახების შემადგენელ ნაწილს, და ახორციელებდა მათი
ოჯახის წევრების შემოსავლის შეფასება. შესაბამისად, უგულებელყოფილი იყო დასაქმების,
როგორც ადამიანის ინდივიდუალური არჩევანის ერთ-ერთი გამოხატულების, მნიშვნელობა.
აღსანიშნავია, რომ ააიპ „ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებიდან“
სახალხო დამცველს ეცნობა, რომ ისინი იზიარებენ რეკომენდაციაში ასახულ შენიშვნებს და
მისი აღმოფხვრის მიზნით, დისკრიმინაციის მსხვერპლს საბავშო ბაღში აღმზრდელის
პოზიციაზე დასაქმებას სთავაზობენ.
გაერთიანების წევრობა
გაერთიანების წევრობის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევები სახალხო
დამცველის პრაქტიკაში გამოიკვეთა, როგორც პროფესიული კავშირების, ასევე სხვა სახის
გაერთიანებების მიმართ. პროფესიული კავშირის წევრობის ნიშნით დისკრიმინაციის
სავარაუდო შემთხვევებთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა ორი სასამართლოს
მეგობრის მოსაზრება წარადგინა.854
ამასთან, უმაღლესი განათლების მარეგულირებელ კანონმდებლობაში თანასწორობის
უფლების
დარღვევის
შესწავლის
მიზნით,
სახალხო
დამცველი
რეკომენდაციით
გამოეხმაურა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების
მიერ დაწყებულ საპროტესტო აქციებს და საქართველოს მთავრობას მიმართა, რომ მან
შეიმუშავოს
„უმაღლესი
განათლების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
შესატანი
ცვლილებების პროექტი, რათა საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პროცესში
854
სრული ვერსია იხილეთ: <http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4014.pdf>;
<http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4012.pdf >
482
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მონაწილეობის უფლება მხოლოდ თვითმმართველობის წევრი სტუდენტებისთვის არ იყოს
გარანტირებული.855
სახალხო დამცველმა ასევე განმარტა, რომ კანონში არსებული ჩანაწერი წინააღმდეგობაში
მოდის
გაერთიანების
უნივერსიტეტის
უფლების
მართვაში
ნეგატიურ
მონაწილეობის
ასპექტთან,
რადგან,
მისაღებად
აუცილებელი
ფაკულტეტისა
პირობაა,
და
რომ
სტუდენტი გაერთიანდეს თვითმმართველობაში, ეს კი წარმოადგენს იძულების ირიბ
მექანიზმს
და
ზღუდავს
სტუდენტის
გაერთიანების
უფლების
ნეგატიურ
ასპექტს.
გაერთიანების თავისუფლების ნეგატიური ასპექტის დარღვევის შედეგად, სტუდენტები,
რომლებიც არ ერთიანდებიან თვითმმართველობაში, არახელსაყრელ მდგომარეობაში
იმყოფებიან ამ გაერთიანების წევრებთან შედარებით. ასევე ბუნდოვანია ნორმის მიზანი,
რომელიც სტუდენტს, რიგი უფლებებით სარგებლობისთვის, აიძულებს გაწევრიანდეს
გაერთიანებაში, რომლის წევრობაც, შესაძლოა, მის თავისუფალ არჩევანს არ წარმოადგენდეს.
2016 წლის ივნისში სახალხო დამცველს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან
ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობა ეთანხმება სახალხო დამცველის რეკომენდაციას და ამ
მიმართულებით მუშაობას დაიწყებს.856 2016 წლის ნოემბერში, სახალხო დამცველმა
რეკომენდაციის შესრულების შესახებ
ხელახლა მიმართა საქართველოს მთავრობას,
რომელმაც, თავის მხრივ, წერილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაუგზავნა.
სამინისტროდან
გვეცნობა,
რომ
მომზადებულია
„უმაღლესი
განათლების
შესახებ
საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ“ კანონის პროექტი, რომელშიც
გათვალისწინებულია სტუდენტული თვითმმართველობის რეფორმირების საკითხიც და
რომ ახალი მოწვევის პარლამენტში გაგრძელდება შესაბამის კომიტეტებთან კონსულტაციები
და განხილვები.
ჯანმრთელობის მდგომარეობა
2016 წელს სახალხო დამცველმა ასევე განიხილა ერთი საქმე, რომელიც ჯანმრთელობის
მდგომარეობის გამო დისკრიმინაციის წახალისებას ეხებოდა. ამ ნიშნით დისკრიმინაციის
თავიდან აცილების შესახებ სახალხო დამცველის ზოგადი წინადადება ეხება VIII კლასის
ბიოლოგიის სახელმძღვანელოში ასახულ მცდარ ინფორმაციას შიდსის, აივ ინფექციის მქონე
და
წამალდამოკიდებული
ადამიანების
შესახებ.
სახელმძღვანელოს
მეშვეობით
მოწოდებული ინფორმაცია არ არის საფუძვლიანად გამოკვლეული და, ძირითადად,
855
სრული ვერსია იხილეთ: <http://www.ombudsman.ge/ge/recommendationsProposal/rekomendaciebi/rekomendacia-gaertianebis-wevrobis-nishnit-diskriminaciis-faqtis-dadgenisshesaxeb.page >
856 <http://www.ombudsman.ge/ge/news/saxalxo-damcvelis-rekomendacia-gaitvaliswines.page>
483
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ეფუძნება საზოგადოებაში გავრცელებულ არასწორ ფაქტებს - წამალდამოკიდებული
ადამიანი მოხსენიებულია, როგორც „ნარკომანი“ და აღქმულია, როგორც საზოგადოებისთვის
საშიში პიროვნება. ასევე, ერთმანეთთან არის გაიგივებული აივ ინფექცია და შიდსი და
მცდარი ინფორმაციაა მოწოდებული მათი გავრცელებისა და აღნიშნულ დაავადებებთან
ბრძოლის შესახებ.
გარდა
იმისა,
რომ
ზემოთ
აღნიშნული
დაავადებების
შესახებ
საზოგადოებაში
სტერეოტიპული ინფორმაციის გავრცელება ზოგადად პრობლემურია, განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ინფორმაცია არ იყოს ასახული სასკოლო წიგნებში, რომელსაც
ბავშვები ეცნობიან. აღნიშნული ხელს უწყობს, რომ ბავშვს კონკრეტულ საკითხზე შეექმნას
ისეთ
წარმოდგენა,
რამაც
შემდგომ
შესაძლოა
წაახალისოს
რომელიმე
ჯგუფის
მარგინალიზაცია და ხელი შეუწყოს სტერეოტიპული აზროვნების განვითარებას სკოლის
ასაკიდანვე. თუმცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროდან სახალხო
დამცველს ეცნობა, რომ გრიფირების შემდეგ ეტაპზე სახალხო დამცველის რეკომენდაციებს
გაითვალისწინებენ.
სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიება
სახალხო დამცველის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ თანასწორობის უფლების დაცვის კუთხით
მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საგამოძიებო უწყებების მიერ იმ დანაშაულების
ეფექტიანი გამოძიება, რომელიც სავარაუდოდ სიძულვილის მოტივის ნიადაგზე არის
ჩადენილი.
სახალხო
დამცველის
განმცხადებლების თქმით,
წარმოებაში
არაერთი
შემთხვევაა,
როდესაც,
მათ მიმართ დანაშაულებრივი ქმედება მათი რელიგიის,
ეთნიკური წარმომავლობის თუ სექსუალური ორიენტაციის გამო განხორციელდა. სახალხო
დამცველი აღნიშნავს, რომ საგამოძიებო ორგანოების მხრიდან გამოძიების პროცესში
დისკრიმინაციული მოტივის გაუთვალისწინებლობის შედეგად ხდება ასეთი კატეგორიის
დანაშაულების მნიშვნელობის უგულებელყოფა, ამა თუ იმ პირის მიმართ გამამტყუნებელი
განაჩენის დადგენის შემთხვევაშიც, დამნაშავეს არ აქვს იმის რეალური აღქმა, თუ რისთვის
დაისაჯა და, შესაბამისად, სასჯელს ეკარგება პრევენციული ეფექტი.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო უწყებების მიერ შესაძლო სიძულვილის
მოტივის ყურადღების მიღმა დატოვება ან მასზე არასათანადო აქცენტის გაკეთება, შესაძლოა,
ამ უწყებების მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის საფუძველი გახდეს. ამასთან,
პრობლემურია ის გარემოება, რომ საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი ის რეგულაციები,
რომლითაც პროკურატურა სიძულვილის მოტივის გამოკვეთისას ხელმძღვანელობს.
2016 წლის ოქტომბერში ტრანსგენდერი ქალის მიმართ მომხდარ ძალადობას სახალხო
დამცველი
484
საჯარო
განცხადებით
გამოეხმაურა
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
და
საგამოძიებო
ორგანოებს
ყოვლისმომცველი,
სრული
და
ობიექტური
გამოძიების
ჩატარების
და
სავარაუდო
სიძულვილის მოტივის გამოკვეთის მცდელობისკენ მოუწოდა.857 მსგავსი დანაშაულების
გამოძიების ძირითად პრობლემას დანაშაულის შესაბამისი კვალიფიკაცია და სავარაუდო
სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირებისკენ მიმართული საგამოძიებო მოქმედებების
ნაკლებობა წარმოადგენს.
ერთი მხრივ, არის შემთხვევები, როდესაც დანაშაულის კვალიფიკაცია ნაკლებად ხდება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლების858 საფუძველზე, რომელიც
თანასწორუფლებიანობის დარღვევას და, შესაბამისად, სიძულვილის მოტივის არსებობას
გულისხმობს. ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული გარემოება იწვევს გამოძიების შეწყვეტას
დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, ხოლო, ზოგიერთ შემთხვევაში კი, საქმის წარმოება
საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე გრძელდება. აღსანიშნავია,
რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსი სიძულვილის მოტივს, როგორც
ცალკეული დარღვევის მაკვალიფიცირებელ ნიშანს ან დამამძიმებელ გარემოებას, არ
ითვალისწინებს.
სახალხო დამცველის პრაქტიკაში არსებული რამდენიმე საქმის თანახმად, იმის გამო, რომ
სავარაუდო დანაშაულს თანასწორუფლებიანობის დარღვევის კვალიფიკაცია არ მიეცა,
დანაშაულის ნიშნებიც აღარ გამოიკვეთა და გამოძიება შეწყდა. მაგალითად, ერთ-ერთი
საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განმცხადებელი და მისი ოჯახის წევრები,
რომლებიც იეჰოვას მოწმეები არიან, სისტემურ შეურაცხყოფას და მუქარას განიცდიან
მეზობლის მხრიდან. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება ცემის კვალიფიკაციით დაიწყო, თუმცა,
ვინაიდან ცემის ან სხვაგვარი ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა, გამოძიება შეწყდა. სხვა
საქმეში, რომელიც იეჰოვას მოწმეებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას და
რელიგიური დანიშნულების სტენდის დამტვრევას ეხებოდა, გამოძიება ნივთის დაზიანების
კვალიფიკაციით
დაიწყო,
განმცხადებლის
მიერ
თუმცა,
ვინაიდან
მითითებული
დანაშაულის
პირი
ნიშნები
მხოლოდ
არ
გამოიკვეთა,
ადმინისტრაციულ
სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი. საქმის წარმოება შეწყდა იეჰოვას მოწმეების სამეფო
დარბაზის ფანჯრების რამდენჯერმე ჩამტვრევის ფაქტზე, ვინაიდან გამოძიება ნივთის
დაზიანების
კვალიფიკაციით
მიმდინარეობდა,
მიყენებულმა
ზიანმა
კი
თითოეულ
შემთხვევაში არ შეადგინა 150 ლარი. დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო გამოძიება არ
დაიწყო ფაქტზე, რომლის თანახმად, პირი აკეთებდა იეჰოვას მოწმეების საუბრის ფარულ
ჩანაწერებს, რომელიც შემდგომ ვებ-გვერდზე www.Youtube.com თავსდებოდა. აღნიშნული
857
<http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-saxalxo-damcvelis-gancxadeba-transgenderi-qalis-mimartdzaladobis-faqttan-dakavshirebit.page>
858 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 142 (ადამიანთა თანასწორუფლებიანობის
დარღვევა), მუხ. 1421 (რასობრივი დისკრიმინაცია), მუხ. 1422 (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირის უფლებების შეზღუდვა), მუხ. 156 (დევნა).
485
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
პირი ასევე რეგულარულად მიდიოდა იეჰოვას მოწმეების კონგრესის დარბაზის ეზოში, და
ხელში შეურაცხმყოფელი პლაკატები ეჭირა. პროკურატურიდან სახალხო დამცველს ეცნობა,
რომ გამოკითხვისას განმცხადებელმა და სავარაუდო სამართალდამრღვევმა დაადასტურეს
ფარული ჩანაწერების ინტერნეტში ატვირთვის ფაქტი. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ
ზემოაღნიშნული
ფაქტების
თანასწორუფლებიანობის
კონტექსტში
კვალიფიკაციის
შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა, მათ შორის,
სავარაუდო სიძულვილის მოტივის გამოვლენა.
მეორე მხრივ, ბუნდოვანი რჩება, თუ რა სახის საგამოძიებო მოქმედებები ტარდება იმის
დასადგენად, არის თუ არა დანაშაული სიძულვილის მოტივის ნიადაგზე ჩადენილი.
სახალხო დამცველის წარმოებაში არაერთი განცხადებაა მსგავს პრობლემებზე. მაგალითად,
სიძულვილის მოტივის გამოკვეთა ვერ მოხერხდა საქმეზე, რომელშიც ტრანსგენდერი
ადამიანები მიუთითებდნენ, რომ ქუჩაში ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლნი გახდნენ.
დისკრიმინაციული მოტივი ასევე ვერ გამოიკვეთა იმ საქმეზე, რომელშიც განმცხადებელი
მიუთითებდა, რომ მის მიმართ ხორციელდებოდა მუქარა, ვინაიდან ის ლგბტ თემის
წარმომადგენელთა უფლებებს იცავდა.
საგულისხმოა, რომ ხშირ შემთხვევებში, დისკრიმინაციული მოპყრობა გამოწვეულია არა
დისკრიმინაციის ჩამდენის განზრახი, მოტივირებული ქმედებით, არამედ იმ ნეგატიური
სტერეოტიპების და ძლიერი სტიგმების გავლენით, რომელიც საზოგადოებაში მყარად არის
დამკვიდრებული. ასეთი მიდგომა, როგორც წესი, გამოწვეულია კონკრეტული ჯგუფების
შესახებ ინფორმაციის ნაკლებობით და მცდარი აღქმით, რომ მათგან, შესაძლოა, რაიმე სახის
საფრთხე მომდინარეობდეს. დისკრიმინაციის ხელშეწყობის თუ წახალისების ერთი ფაქტი
შესაძლოა გახდეს დისკრიმინაციული მოპყრობის მრავალი შემთხვევის საფუძველი, ამიტომ
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიეწოდოს
დაუცველი ჯგუფების უფლებების შესახებ და მაქსიმალურად გათავისუფლდეს წინასწარ
ჩამოყალიბებული ნეგატიური შეხედულებებისგან. სამართლებრივი დაცვის საშუალებებთან
შედარებით,
არანაკლები
ეფექტი
ექნება
ქვეყანაში
დისკრიმინაციის
აღმოფხვრაზე
საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი
ხანგრძლივი პროცესია და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან ფუნდამენტურ მუშაობას
საჭიროებს.
რეკომენდაციებისაქართველოს პარლამენტს
თანასწორობის უფლების და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, შეიტანოს
ცვლილებები შესაბამის საკანონმდებლო აქტებში
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და თბილისის საქალაქო სასამართლოს:
486
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სქესის ნიშნით შევიწროებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები დაიწეროს
ისეთი ფორმით, რომ დაშტრიხვის შემდეგ შესაძლებელი იყოს საქმის მხარეთა,
მოწმეთა და მესამე პირთა სქესის იდენტიფიცირება და მოხდეს მსგავს საქმეთა
რეესტრის წარმოება
დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეები დაიწეროს ისეთი ფორმით, რომ
დაშტრიხვის შემდეგ შესაძლებელი იყოს მხარეთა, მოწმეთა და მესამე პირთა სქესის,
რელიგიური კუთვნილების, რასის, ეთნიკური ან ეროვნული წარმომავლობის, ენის,
ასაკისა და სხვა იმ პერსონალური მახასიათებლების იდენტიფიცირება, რომელიც
მნიშვნელოვანია დისკრიმინაციული მოტივის გამოვლენისთვის
დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეების შესახებ ინფორმაცია დამუშავდეს
დისკრიმინაციისგან დაცული ნიშნისა და განხილვის შედეგად დამდგარი შედეგის
მითითებით
საქართველოს მთავრობას
შეიმუშავოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი
ცვლილებების
მოყვანის
პროექტი,
მიზნით
და
კანონის
თანასწორობის
ყველა
სტუდენტისთვის
პრინციპთან
შესაბამისობაში
უზრუნველყოს
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პროცესში მონაწილეობის უფლება მათი
გაერთიანებისადმი კუთვნილების მიუხედავად
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
სამინისტროს მოსამსახურეთათვის უზრუნველყოს ტრენინგები და სხვა შესაბამისი
ღონისძიებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების და
საჭიროებების შესახებ თეორიული ცოდნის მიღების და მისი პრაქტიკაში გამოყენების
მიზნით
სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების
მიზნით, შემუშავდეს სახელმძღვანელო დოკუმენტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს:
დააჩქაროს
ინკლუზიური
განათლების
მომწესრიგებელი
საკანონმდებლო
და
ნორმატიული ბაზის დახვეწა. კერძოდ, საკანონმდებლო დონეზე დეტალურად
განისაზღვროს
ინკლუზიური
განათლების
მულტი-დისციპლინური
გუნდის,
სპეციალური მასწავლებლის და სხვა მონაწილე მხარეების, მათ შორის, მშობლის
როლი და ფუნქციები
487
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ბიოლოგიის VIII კლასის გრიფირებულ სახელმძღვანელოში859 ასახული ინფორმაცია,
წამალდამოკიდებული, შიდსის და აივ ინფექციის მატარებელი ადამიანების შესახებ,
ჩანაცვლდეს სწორი ინფორმაციით
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:
შეიმუშავოს სახელმძღვანელო სამსახურში მიღების დროს თანასწორი მოპყრობის
შესახებ
ცვლილებები შეიტანოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური
დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის N241/ნ ბრძანების N1 დანართში ისეთი
სახით, რომ შესაძლებელი იყოს მსმ ჯგუფისთვის სისხლის დონორობა ფანჯრის
პერიოდის მიღმა
საქართველოს პროკურატურას:
სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებისას ჩატარდეს
შესაბამისი
საგამოძიებო
მოქმედებები
სავარაუდო
სიძულვილის
მოტივის
გამოკვეთის მიზნით
გადაიხედოს
და
სპეციალისტთა
ჩართულობით
დაიხვეწოს
სახელმძღვანელო
დოკუმენტი, რომელსაც საქართველოს პროკურატურა სავარაუდო სიძულვილით
მოტივირებული დანაშაულების გამოძიების პროცესში იყენებს
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას:
ხელი შეუწყოს შპს „ქობულეთის წყალის“ მიერ ქ. ქობულეთში ლერმონტოვის N13-ში
მდებარე ობიექტის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარებას
უზრუნველყოს
ადგილობრივი
მოსახლეობის
ცნობიერების
ამაღლება
და
მუნიციპალიტეტში მცხოვრები რელიგიური ჯგუფების თანასწორობის უფლების
დაცვა.
859 მალხაზ მაყაშვილი, რუსუდან ახვლედიანი, გამომცემლობა „კლიო“, გამომცემლობა „მერიდიანი“,
2012, გრიფი მიენიჭა 2012 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
488
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
13. საარჩევნო უფლება
საარჩევნო უფლების რეალიზაცია პირდაპირ არის დაკავშირებული დემოკრატიული
წესრიგის
არსებობასთან.
საარჩევნო
საკითხები
დარეგულირებულია
საქართველოს
კონსტიტუციითა და საქართველოს საარჩევნო კოდექსით.
2016 წლის 22 ივნისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები,
ხოლო 8 ოქტომბერს, ქვეყანაში საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართა.
2016
წლის
10
ოქტომბრის
არჩევნების
მიმდინარეობისას
სახალხო
დამცველის
წარმომადგენლებმა მონიტორინგი გაუწიეს 1300-ზე მეტ საარჩევნო უბანს, რომლის დროსაც
გამოვლინდა არაერთი პროცედურული დარღვევა, რომლებსაც კენჭისყრის საბოლოო
შედეგზე არსებითი გავლენას არ მოუხდენია. დარღვევების უდიდესი ნაწილი გამოწვეული
იყო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არასაკმარისი კვალიფიკაციით.
წინასაარჩევნო პერიოდი
საქართველოს სახალხო დამცველის წარმოებაში არსებული საქმეების860 ანალიზი ცხადყოფს,
რომ
წინასაარჩევნო
დანაშაულებრივი
პერიოდში
ქმედებების
დაფიქსირებული
უმრავლესობა
სამართალდარღვევებისა
დაკავშირებულია
აქტივისტებისა
თუ
და
საზოგადოების ნაწილის მხრიდან დემოკრატიული ღირებულებებისა და ჯანსაღი საარჩევნო
პროცესებისადმი დაბალ მგრძნობელობასთან. ასეთ ქმედებებად შეგვიძლია მივიჩნიოთ
საარჩევნო სუბიექტთა ბანერების, პლაკატებისა და ბილბორდების დაზიანებისა და
განადგურების
ფაქტები,
სხვადასხვა
კანდიდატების
საარჩევნო
შტაბებში
მომხდარი
ინციდენტები, ძალადობის ფაქტები. საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ
აღნიშნული
რეალობის
გაუმჯობესების
პროცესში
სახლემწიფოსა
და
სამოქალაქო
საზოგადოებასთან ერთად აქტიური როლი ეკისრებათ თავად პოლიტიკურ გაერთიანებებს.
მათი
მხრიდან
სათანადო
ნების
არსებობისა
და
ძალისხმევის
გაწევის
შედეგად
შესაძლებელია ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს ფორმირებისათვის ხელშეწყობა. საარჩევნო
ოლქების საზღვრების ცვლილების შესახებ ამომრჩევლებისათვის მიწოდებული ინფორმაცია
არ იყო საკმარისი, რამაც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში პრობლემები
გამოიწვია.
860
პოლიტიკურმა პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არაერთი განცხადებით მომართა
საქართველოს სახალხო დამცველს, არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის თაობაზე.
489
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
რამდენიმე
შემთხვევაში
სრულყოფილი
ფაქტებთან
განმცხადებლის
მიერ
ინფორმაციის/დოკუმენტაციის
დაკავშირებით
საქართველოს
საქმის
შესწავლისათვის
წარმოუდგენლობის
სახალხო
სამართლებრივი რეაგირება ვერ განხორციელდა.
გამო,
დამცველის
საჭირო
კონკრეტულ
აპარატის
მხრიდან
წინასაარჩევნო პერიოდში სახალხო
დამცველის აპარატი პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტებისგან იღებდა
ინფორმაციას ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ. განმცხადებლების მიერ მოწოდებული
ინფორმაციის დიდი ნაწილი გამყარებული არ იყო შესაბამისი მტკიცებულებებით, ხოლო
ნაწილი უარყვეს იმ პირებმა, ვისი უფლების დარღვევის შესახებაც
განცხადებებში.
სახალხო
დამცველის
აპარატში
მითითებული იყო
წარმოდგენილი
წერილობითი
ინფორმაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ზეპირ განმარტებებში
განმცხადებლებები
სააგიტაციო
ძირითადად
მასალის
პოლიტიკური
მიუთითებდნენ
გავრცელების
კუთვნილებით
დროს
ისეთ
დარღვევებზე,
განხორციელებული
სამსახურიდან
დათხოვნის
როგორიცაა
ფიზიკური
მუქარა
და
ზეწოლა,
შეხვედრებზე
დასწრების მოთხოვნა.
სახალხო დამცველმა ასევე არაერთი შეტყობინება მიიღო
წინასაარჩევნო აგიტაციის და
კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით,
რომლის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ საარჩევნო კამპანიაში მონაწილე
ადმინისტრაციული
ორგანოს,
ადგილობრივი
თუ
ცენტრალური
ხელისუფლების
თანამშრომლები წინასაარჩევნო პერიოდში იმყოფებოდნენ შვებულებაში.
საქართველოს
მთელ
დაზიანებამ,
საარჩევნო
ტერიტორიაზე
პლაკატების
მასიური
სახე
ჩამოხევამ,
მიიღო
სააგიტაციო
პლაკატების
ზემოდან
მასალების
გადაკვრამ,
ბილბორდების დაზიანებამ და სხვა. დაფიქსირდა სააგიტაციო მასალის ადმინისტრაციული
შენობების ფასადზე გაკვრის შემთხვევებიც, რაც „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“
მოთხოვნათა დარღვევაა.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა დაადგინეს სააგიტაციო
მასალის მაქსიმალური ოდენობა და გამოიყო სპეციალური ადგილი მის განსათავსებლად,
საქართველოს მასშტაბით, უმრავლეს შემთხვევაში, ჭარბობდა საარჩევნო სუბიექტის
„ქართული ოცნება“ სააგიტაციო მასალა. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის, თეა
წულუკიანის
სამცხე-ჯავახეთში
ვიზიტის
დროს
ჩამოხიეს
ცენტრალურ
გზაზე
განთავსებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების სააგიტაციო მასალა.
საქართველოს მაშტაბით სხვადასხვა რეგიონში დაფიქსირდა ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის ბანერების დაზიანებისა და განადგურების ფაქტები, რომლებზეც შინაგან საქმეთა
სამინისტროს მიერ ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა და დაიწყო გამოძიება.
490
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტი
არჩევნებამდე 3 დღით ადრე, 4 ოქტომბერს დაფიქსირდა სამწუხარო შემთხვევა, კერძოდ,
ააფეთქეს პოლიტიკური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთ–ერთი წევრის
გიორგი
თარგამაძის
ავტომანქანა,
რომელშიც
გივი
თარგამაძე
და
მისი
მძღოლი
იმყოფებოდნენ. დაზიანებები მიიღეს, როგორც მათ, ასევე გამვლელებმა. საქართველოს
მთავარი პროკურატურის 2016 წლის 31 ოქტომბრის #13/69045 წერილით საქართველოს
სახალხო დამცველის აპარატს ეცნობა, რომ აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობდა გამოძიება
გიორგი თარგამაძისა და სხვათა დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის
მცდელობის ფაქტზე. 2016 წლის 14 ოქტომბერს, ვინმე დ.ხ.-ს წარედგინა ბრალდება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“,
მეორე ნაწილის „ე“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე 236–ე მუხლის მეორე და
მესამე ნაწილებით.
სისხლისსამართლებრივი დევნა ასევე დაწყებული იყო ვინმე ბ.ჩ.-ს
მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236–ე მუხლის მეორე ნაწილით.
არსებული ინფორმაციით, ბ.ჩ.-ს მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი 9
თებერვალს გამოიტანა და მას სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა
მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობით 6 წლის გამოსაცდელი ვადით. ოფიციალური განცხადების
მიხედვით, პროკურატურა არ ეთანხმება სასჯელის პირობითად ჩათვლას და აღნიშნულ
განაჩენს სააპელაციო სასამართლოში აჩივრებს.861
საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, საგანგაშოა, როდესაც ასეთ ფაქტს ადგილი
აქვს არჩევნებამდე 3 დღით ადრე. ამავდროულად, მნიშვნელოვანია დამნაშავეების მიმართ
ადეკვატური კანონისმიერი ღონისძიებების გატარება.
ბანერების/პლაკატების/ბილბორდის დაზიანებისა და განადგურების ფაქტები
პოლიტიკური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიერ საქართველოს სახალხო
დამცველის
აპარატისათვის
მოწოდებული
ინფორმაციის
მიხედვით,
წინასაარჩევნო
პერიოდში ადგილი ჰქონდა ქალაქ თბილისსა და მცხეთაში სხვადასხვა მაჟორიტარი
კანდიდატის ბანერების/პლაკატების/ბილბორდის დაზიანებისა და განადგურების 17 ფაქტს.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით862 დგინდება, რომ აღნიშნული ფაქტებიდან 5
შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიება,
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე
მუხლის (ნივთის დაზიანება ან განადგურება) პირველი ნაწილით. რაც შეეხება დანარჩენ
861
862
ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <http://pog.gov.ge/geo/news?info_id=1136 >[ნანახია: 28.03.2017]
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 22 ნოემბრის #2921064 წერილი.
491
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ფაქტებს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის
საქმიანობის საბოლოო ანგარიშიდან863 ირკვევა, რომ 7 ფაქტთან დაკავშირებით ქალაქ
თბილისის
მერიის
ზედამხედველობის
საქალაქო
სამსახურის
მიერ864
„წერილში
მითითებული ადგილმდებარეობის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, რადგან ობიექტის
მისამართი არ არის მითითებული“, 4 შემთხვევაში ვერ მოხერხდა სამართალდამრღვევის
ვინაობის დადგენა, 1 შემთხვევაში - სამართალდამრღვევს, გატარებული ღონისძიებების
შედეგად, სასამართლოს მიერ დაეკისრა შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმის
სახით).
საქართველოს
სახალხო
დამცველი
გმობს
წინასაარჩევნო
პერიოდში
სხვადასხვა
პოლიტიკური გაერთიანებების აქტივისტებისა თუ კერძო პირების მხრიდან წინასაარჩევნო
მასალების გავრცელებისათვის ხელშეშლის ფაქტებს და იმედოვნებს, რომ საზოგადოებაში
დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებასთან ერთად მომავალში შემცირდება ასეთი
ინციდენტები.
კანდიდატთა ოფისში შეჭრისა და დაზიანების ფაქტები
2016 წლის 2 სექტემბერს პოლიტიკური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვაკის
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ელენე ხოშტარიას საარჩევნო შტაბის ოფისი
დააზიანეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაწყებულია
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის (ნივთის დაზიანება
ან განადგურება) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით და
ჩატარებულია სხვადასხვა საგამოძიებო ღონისძიებები.865
სახალხო
დამცველი
მოუწოდებს
სამართალდამცავ
ორგანოებს
სწრაფად
გამოიძიონ
აღნიშნული ფაქტი და დამნაშავ(ეებ)ის მიმართ გაატარონ ადეკვატური, კანონისმიერი
ღონისძიებები.
863
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის საბოლოო ანგარიში,
ხელმისაწვდომია ბმულზე: < http://justice.gov.ge/Ministry/Index/489 > [ბოლოს ნანახია 13.12.2017].
864
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, უკანონოდ ჩამოხსნილი,
ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატების ამ კანონის მე-80 მუხლით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო
ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
865 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 15 სექტემბრის #2322668 წერილი.
492
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2016 წლის 19 სექტემბერს პოლიტიკური პარტიის
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მაჟორიტარ კანდიდატ
გოგიჩაიშვილის
გამოძიებით
ოფისში
ადგილი
არ დადგინდა
ჰქონდა
სავარაუდო
დანაშაულებრივ
დანაშაულებრივი ქმედებების
ლევან
ქმედებას.866
ნიშნების არსებობა867 და
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის
მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაწყებული გამოძიება
შეწყდა.868
საქართველოს სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია აქტივისტების მხრიდან ისეთი
ქმედებებისაგან თავშეკავება, რომლებიც ხელს უწყობს კონფლიქტური სიტუაციების
წარმოქმნასა და ზიანს აყენებენ მშვიდობიან წინასაარჩევნო გარემოს.
წინაასაარჩევნო აგიტაციის
წესების დარღვევის, ამომრჩევლების მოსყიდვის და
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სავარაუდო ფაქტები
აპარატში
წარმოდგენილ
განცხადებებში
უთითებდნენ
წინაასაარჩევნო
პერიოდში
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. განცხადებები შეეხებოდა საუბნო საარჩევნო
კომისიის869
წევრების
მიერ
თვითმმართველი
ერთეულის
ბალანსზე
რიცხული
ავტომობილით სარგებლობას.
როგორც საქმის მასალებიდან დადგინდა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, რომელიც
ამავდროულად იყო გამგეობის870 თანამშრომელი, წინასაარჩევნო პერიოდში იმყოფებოდა
შვებულებაში
და
აღნიშნულ
პერიოდში
საარჩევნო
უბნამდე
გადაადგილდებოდა
თვითმმართველი ერთეულის ბალანსზე რიცხული ავტომობილით. წარმოდგენილი ახსნაგანმარტების მიხედვით, კომისიის წევრმა ავტომობილით არასამუშაო დღეს ისარგებლა.
მართალია, მოცემულ შემთხვევაში, ვერ დადგინდა კომისიის წევრის მიერ ავტომობილის
რომელიმე პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ გამოყენების ფაქტი, თუმცა არასამუშაო
866კერძოდ, აღნიშნულ ოფისში შევიდნენ პოლიტიკური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
აქტივისტები, გავრცელებული ინფორმაციით მათ გააჩნდათ იარაღი და ცდილობდნენ პროვოკაციის
მოწყობას.
867
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 15 ნოემბრის #2857899 წერილი.
868 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 15 ნოემბრის #2857899 წერილში
მითითებულია, რომ არ მომხდარა ფიზიკური დაპირისპირება, ოფისში მისული პირები
იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში და რაიმე გააზრებული ქმედების მიზანი არ გააჩნდათ; ხოლო
ერთ-ერთს ოფისიდან გასვლისას ამოუვარდა შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული
აირის პისტოლეტი, მის დეონსტრირებას ადგილი არ ჰქონია.
869
თბილისი, კრწანისის საარჩევნო ოლქის N12 საარჩევნო უბანი.
870 თბილისის მუნიციპალიტეტი, კრწანისის რაიონის გამგეობა.
493
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დროს სამსახურებრივი ავტომობილით სარგებლობა ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს
სახელმწიფო სტრუქტურებში.
ენმ-ის განმარტებით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული
ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ჩუღურეთის რაიონის
მაჟორიტარ დეპუტატ რიმა ბერაძის ინიციატივითა და ა(ა)იპ-ის „ქართული ოცნება ჯანმრთელი მომავალი“ ხელმძღვანელ ქეთევან ბარათელის ორგანიზებით, 2016 წლის 29
ივნისს ჩუღურეთის რაიონში მდებარე საჯარო სკოლების პედაგოგებს წმინდა მიქაელის
სახელობის კლინიკაში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. განმცხადებელი
მიიჩნევდა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა ამომრჩეველთა მოსყიდვას.
საქართველოს
სახალხო
დამცველის
აპარატის
მიერ
საქმეზე
მოპოვებული
მტკიცებულებებით დადგინდა, რომ სამედიცინო დაწესებულების ორგანიზებით, 2016 წლის
28 ივნისს ტელეკომპანია კავკასიის ეთერში (გადაცემა „თქვენი დრო“) კლინიკაში ყოველ
ოთხშაბათ დღეს უფასო გამოკვლევები დაანონსდა.871 შესაბამისად, ამ აქციის ფარგლებში
უფასო სამედიცინო მომსახურება პედაგოგებთან ერთად სხვა პაციენტებსაც გაეწიათ. აქვე
საყურადღებოა
პედაგოგებთან
დაკავშირებული
გამოკითხის
შედეგები,
რომლის
თანახმადაც, უფასო სამედიცინო გამოკვლევების შესახებ მათ შეიტყვეს ტელევიზიაში
გავრცელებული ინფორმაციის
მივიდნენ.
872
საფუძველზე
და
კლინიკაში
საკუთარი
სახსრებით
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კლინიკა პერმანენტულად აწყობს ღია კარიის
დღეებს და 2016 წლის 29 ივნისს ჩატარებული ღონისძიება სწორედ სამედიცინოჰუმანიტარული აქციების ფარგლებში განხორციელდა.873 მოცემულ საქმეზე სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის მიერ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი,874 თუმცა
სასამართლომ სამართალდარღვევის ფაქტი არ დაადგინა.875 აღნიშნული გადაწყვეტილება
შევიდა კანონიერ ძალაში. საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ რიმა ბერაძე
არის პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“-
წარმომადგენელი და არჩევითი
თანამდებობის პირი, რომლის საქმიანობა ასოცირდება მის წარმდგენ პოლიტიკურ
პარტიასთან.
გარდა
მონაწილეობდა
ამისა,
ღონისძიებაში,
გავრცელებული
როგორც
ინფორმაცია
პოლიტიკური
ადასტურებს,
პარტიის
რომ
იგი
წარმომადგენელი.876
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების სოციალურკულტურულ ან საგანმანათლებლო აქციებზე მონაწილეობით და ინფორმაციის სოციალურ
ქსელში ან მედიაში გავრცელებით ამომრჩეველი შესაძლოა შეცდომაში იქნეს შეყვანილი,
871
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის 20 სექტემბრის #7849/09 წერილი.
იქვე.
873
შპს „წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური
საავადმყოფოს“2016 წლის 12 ივლისის #455 წერილი.
874
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000376 06.09.2016 წელი.
875 თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.09.2016 წლის დადგენილება, საქმე N4/7202-16.
876
ბმული ხელმისაწვდომია< http://www.tbsakrebulo.gov.ge/index.php?m=255&news_id=2198 >(ბოლოს
ნანახია: 01.02.2016).
872
494
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ვინაიდან
არსებობს
რეალური
საფრთხე,
რომ
აქტივობა
აღქმული
იყოს,
როგორც
პოლიტიკური პარტიის მიერ ჩატარებული ღონისძიება. როგორც შესავალში აღინიშნა,
დემოკრატიული
ღირებულებების
მქონე
წინასაარჩევნო
გარემოს
უზრუნველყოფის
პროცესში, სახელმწიფო ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად,
მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პოლიტიკურ პარტიებს და მათმა წარმომადგენლებმა
მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი ზემოთ განხილული ქმედებებისაგან, რომელიც
აბრკოლებს წინასაარჩევნო კამპანიის ჯანსაღ გარემოში ჩატარებას.
ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პროგრამების რეკლამირება
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისათვის ენმ-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის
საფუძველზე ცნობილი გახდა, წინასაარჩევნო პერიოდში სხვადასხვა მაუწყებლის ეთერში,
სავარაუდოდ,
პარტია
„ქართული
ოცნების“
სასარგებლოდ
მთავრობის
მიერ
განხორციელებული ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პროგრამების რეკლამირების
თაობაზე.877 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიჩნია, რომ „ვიდეო
რგოლი არ შეიცავს წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის მახასიათებელ ნიშნებს, კერძოდ,
რგოლში არ არის ნაჩვენები არც ერთი საარჩევნო სუბიექტი და არც საარჩევნო სუბიექტის
არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი. ვიდეო რგოლში არ განხორციელებულა არც
ერთი საარჩევნო სუბიექტის იდენტიფიცირება, ისევე როგორც, რომელიმე პოლიტიკური
პარტიის სიმბოლიკის წარმოჩენა. ამ გარემოებების გათვალისწინებით ვიდეო რგოლი არ
შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ნიშნებსაც, მათ შორის ამომრჩეველთა
მოწოდებას საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან
საწინააღმდეგოდ.“878
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის879 მიერ საკითხის შესწავლის შედეგად
დადგინდა, რომ ხსენებულ შემთხვევებში აღნიშნული რეკლამები სამაუწყებლო ბადეებში
განთავსებული იყო მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 661-ე მუხლის მე-2
პუნქტის თანახმად, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მაუწყებლობის
მომსახურების შესყიდვას საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების
მიზნით.
ამასთან,
პრაქტიკის
გავრცელების
კომუნიკაციების
გათვალისწინებით,
მიზნით,
ეროვნული
კომისიის
საზოგადოებისათვის
წინასაარჩევნო
პერიოდში
877
განმარტებით,
მნიშვნელოვანი
ვიდეო
რგოლის
არსებული
ინფორმაციის
განთავსება
არ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ N12561/16, N10541/16, N11011/16 და N12976/16 განცხადებები.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 23 სექტემბრის N636/22
გადაწყვეტილება.
879
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 ოქტომბრისა და 29 ნოემბრის
#03/3797-16 და #03/4097-16 წერილები.
878
495
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
გამორიცხავს მის წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის ცალკეული ნიშნების ირიბად
მატარებელ ვიდეო რგოლად აღქმის შესაძლებლობას და კომისია, წინასაარჩევნო პერიოდში,
აღნიშნული მუხლის
მოქმედების საკანონმდებლო გზით შეზღუდვას აუცილებლად
მიიჩნევს.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო რეკლამის მიზანი და
სახელმწიფო ბიუჯეტიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოხსენებული
ნორმის
შესაბამისად
შესყიდული
რეკლამის
მიზანი,
წინასაარჩევნო
პერიოდში
შესაძლებელია, უმეტეს შემთხვევაში, დაემთხვას ერთმანეთს და ირიბად მოემსახუროს
სამთავრობო გუნდის წინასაარჩევნო ინტერესებს, კერძოდ,
პროექტების
რეკლამირება
მათი
მხარდამჭერი
მოხდეს განხორციელებული
აგიტაციის
მიზნით.
აღნიშნული
წინააღმდეგობაში მოდის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის
გამოყენების აკრძალვის კანონით დაცულ პრინციპთან.880 გასათვალისწინებელია ის ფაქტიც,
რომ
კანონით
არ
არის
დადგენილი
„მაუწყებლობის
შესახებ“
კანონში
ნახსენები
საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნის განმსაზღვრელი
კონკრეტული
კრიტერიუმები.
ყოველივეს
გათვალისწინებით,
აუცილებელია
პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან წინამდებარე საკითხთან დაკავშირებით, საჯარო
ინტერესების გათვალისწინებით, გამჭვირვალე და ყოველმხრივი დისკუსიის წამართვა და
პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული გადაწყვეტილების მიღება.
კენჭისყრის დღე (პირველი ტური)
ძალადობის ფაქტებს ადგილი ჰქონდა, როგორც არჩევნების დღეს, ასევე მის შემდგომ
პერიოდში.
არჩევნების
დღეს,881
„ერთიანი
ნაციონალური
მოძრაობის“
წარმომადგენლებისათვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება
საქართველოს
სისხლის
მიმდინარეობს.
882
სამართლის
კოდექსის
ამასთან, არჩევნების შემდგომ,
883
125-ე
მუხლის
(ცემა)
საფუძველზე
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მხარდამჭერებს შორის ფიზიკური
დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე
880
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილი: „წინასაარჩევნო აგიტაციაში
მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეკრძალება
რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის
მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება.“
881
2016 წლის 8 ოქტომბერი.
882 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკესაბურთალოს სამმართველოს N11602890136 წერილი.
883 2016 წლის 11 ოქტომბერი.
496
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მუხლის (ცემა) საფუძველზე მიმდინარეობს. საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, არ
დასტურდება
„ქართული
ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს“
საარჩევნო
შტაბის
წარმომადგენლების ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა.884 აპარატი აგრძელებს
აღნიშნული საქმეების შესწავლას.
საქართველოს
სახალხო
დამცველი
გმობს
პოლიტიკური
გაერთიანებების
წარმომადგენლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს და იმედოვნებს, რომ საგამოძიებო
ორგანოების მხრიდან გატარდება ყველა შესაძლო ღონისძიება, დამნაშავე პირთა სრულად
გამოვლენისა და შემდგომში მათთვის სასჯელის დაკისრების მიზნით.
2016 წლის 8 ოქტომბერს სახალხო დამცველის აპარატის მობილური ჯგუფის წევრები
დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას 900-ზე მეტ საარჩევნო უბანზე, მათ
შორის,
N2 პენიტენციურ დაწესებულებასა885 და ნანეიშვილის სახელობის
ჯანმრთელობის
ეროვნულ
ცენტრში886
განთავსებულ
საარჩევნო
ფსიქიკური
უბნებზე.
სახალხო
დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები
კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესს დააკვირდნენ N8 (თბილისი), N15 (ქსანი) და N17
(რუსთავი) პენიტენციურ დაწესებულებებში.
საარჩევნო დარღვევების შესახებ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ზოგიერთ
საარჩევნო უბანზე ვიზიტი განხორციელდა განმეორებით.
არჩევნების მიმდინარეობის მონიტორინგისას გამოვლინდა პოლიციის მუშაკების უბნებთან
მობილიზების ფაქტები. საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნის ფაქტები დაფიქსირდა
ქუთაისში, ბორჯომში, ახალციხეში, ასპინძაში, ბოლნისში თეთრიწყაროსა და ზუგდიდში.
ადგილი ჰქონდა საკონტროლო ფურცლის არასწორად შევსების ათეულობით შემთხვევას.
პრობლემები
დაფიქსირდა
გადასატანი
საარჩევნო
ყუთის
სიისა
და
ხმის
მიცემის
პროცედურების დროს. გამოვლინდა საარჩევნო უბნებზე აგიტაციისა და კომისიის
საქმიანობაში ჩარევის ფაქტები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების
მიერ.
ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები
884
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს N2906863 წერილი.
აღნიშნულ დაწესებულებაში განთავსებულია ქუთაისის N49 ოლქის N127 საარჩევნო უბანი.
886
ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განთავსებულია N54
ოლქის N30 საარჩევნო უბანი.
885
497
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მაშინ,
როდესაც
კენჭისყრის
პროცესმა
ძირითადად
მშვიდ
გარემოში
ჩაიარა
და
პროცედურულ დარღვევებს, რომლებზეც ზევით გვქონდა საუბარი, კენჭისყრის შედეგებზე
გავლენა არ მოუხდენია, ძალადობრივი იყო ხმის დათვლის პროცესი რამდენიმე საარჩევნო
უბანზე. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის მუშაკები მასობრივად იყვნენ მობილიზებული
საარჩევნო
უბნების
მიმდინარე
მათი
ტერიტორიაზე,887
ჩართულობა
ფიზიკური
დაპირისპირების განსამუხტად, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა, ძირითადად,
არაეფექტურად შეაფასეს. განსაკუთრებული ძალადობით გამოირჩეოდა ინციდენტები
სოფელ ჯიხაშკარსა და ყიზილაჯლოში.
კერძოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის N108 და N79 უბნები
კენჭისყრის ხმის დათვლის პროცესის დროს დაარბიეს. დაზიანდა საარჩევნო ინვენტარი,
განადგურდა საარჩევნო ბიულეტენები. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე
პირები
პოლიციის
თანამშრომელთა
მხრიდან
მიზანმიმართულ
უმოქმედობაზე
მიუთითებენ. მათი განცხადებით, კენჭისყრის შენობაში საერთაშორისო დამკვირვებელს
ტელეფონები წაართვეს და დაუზიანეს. საერთაშორისო დამკვირვებლების განმარტებით,
კომისიის წევრები პირდაპირ მიუთითებდნენ იქვე მყოფ, დარბევაში მონაწილე პირებზე,
თუმცა
პოლიციას
სამართლებრივი
შესაბამისი
დევნა
ზომები
დაიწყო
სამი
არ
მიუღია.
პირის
აღნიშნულ
მიმართ
-
სსკ–ის
საქმეზე
სისხლის
163–ე
მუხლით
გათვალისწინებული დანაშაულისათვის.
ქუთაისის 90-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე,
დაახლოებით ღამის 12 საათზე,
ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ჯერ პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტებსა და
ჟურნალისტებს შორის და შემდგომ იმავე პარტიის აქტივისტებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა
მიაყენეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატ გიგი წერეთელს.
გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით.
ძალადობის ორივე ფაქტი განხორციელდა დაახლოებით 30 წუთის ინტერვალში. შემთხვევის
ადგილზე იმყოფებოდა პოლიციის 10-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებმაც უზრუნველყვეს
სიტუაციის განმუხტვა. თუმცა, პოლიციელთა ქმედებები არ იყო თანმიმდევრული და
ეფექტური.
სახალხო
დამცველის
წარმომადგენელმა
არაერთხელ
მოუწოდა
სამართალდამცავებს, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ემოქმედათ,
თუმცა საარჩევნო პროცესებში ჩაურევლობის მიზეზით, პოლიციის მუშაკები, ფაქტიურად,
სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების დამკვირვებლების როლით დაკმაყოფილდნენ და
ფიზიკურ დაპირისპირებაში მხოლოდ ბოლო წუთებში ჩაერივნენ.
ინციდენტი მოხდა საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ხმის დათვლის პროცესზე
გავლენა არ მოუხდენია.
887
ხშირ შემთხვევაში, სათანადო აუცილებლობის გარეშე.
498
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
განსაკუთრებული ძალადობით მარნეულის N 36 საარჩევნო ოლქის ყიზილაჯლოს N 48
საარჩევნო უბანზე მომხდარი ინციდენტი გამოირჩეოდა. უბანზე დაძაბულობა გამოიწვია
კომისიის წევრების მიერ პარტია „ქართული ოცნების“ სასარგებლო აგიტაციამ, მარკირების
გარეშე ხმის მიცემის ფაქტებმა და დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ შედგენილი
საჩივრის რეგისტრაციაზე უარის თქმამ.
საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავი
ორგანოს
წარმომადგენლები,
რომლებსაც,
სახალხო
დამცველის
წარმომადგენელთა
მოწოდების მიუხედავად, ვითარების განმუხტვა არც უცდიათ. ამის შემდეგ, უბნის
მიმდებარე, წინა და უკანა შესასვლელებთან სიტყვიერი დაპირისპირება
ფიზიკურ
შეურაცხყოფაში გადაიზარდა; ერთმა ჯგუფმა საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში შეღწევა
სცადა. უბანს ამ დროისათვის უკვე იცავდა
პოლიცია. სამართალდამცავი ორგანოების
წინააღმდეგობის შემდეგ, რამდენიმე წუთში, ხმაურით და ქვების სროლით აქტივისტებმა
კვლავ სცადეს შენობაში შეღწევა, რა დროსაც დაშავდნენ პოლიციის თანამშრომლები.
ადგილზე გამოძახებული იქნა სპეცრაზმი, სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიციის
დამატებითი ჯგუფები.
სპეცრაზმის გამოჩენას დაძაბულობა მოჰყვა, თუმცა ინციდენტი არ განმეორებულა.
13 ოქტომბერს, სოფელ ყიზილაჯლოში N48 საუბნო საარჩევნო კომისიასთან მომხდარ
ინციდენტში ეჭვმიტანილი პირები სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 163-ე და 353-ე მუხლებით გათვალისწინებული
დანაშაულისთვის, საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის და პოლიციისთვის
წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე.
სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ დაკავებულ პირებს თბილისის N1
დროებითი
მოთავსების
იზოლატორში
და
პენიტენციური
დეპარტამენტის
N8
დაწესებულებაში.
დაკავებული 6 პირიდან ოთხს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, რაც
მათივე
გამარტებით, მიიღეს დაკავების დროს, ვინაიდან სამართალდამცავთა მხრიდან ადგილი
ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. სს საქმის მიმდინარეობაზე სახალხო
დამცველის აპარატის მხრიდან ზედამხედველობა კვლავ გრძელდება.
პენიტენციური დაწესებულებების და ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის მონიტორინგი არჩევნების დღეს
499
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სახალხო
დამცველის
დაწესებულებებისა
და
წარმომადგენლებმა
ფსიქიკური
მონიტორინგი
ჯანმრთელობის
გაუწიეს
ეროვნულ
პენიტენციური
ცენტრში
გამართულ
არჩევნებს.
კერძოდ, ბ. ნანეიშვილის სახელობის
ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის,
ხონის N54 ოლქის N30 საარჩევნო უბანი გაიხსნა 8 საათზე, პირველმა ამომრჩეველმა
მონაწილეობა მიიღო 10 სთ-ზე.
სიაში იყო 206 ამომრჩეველი, თუმცა კენჭისყრაში
მონაწილეობა მიიღო 139 პაციენტმა.
N8, N17
N15 და N19 დაწესებულებებში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა,
დაფიქსირდა ხარვეზები სათანადო დოკუმენტაციის წარდგენასა და საარჩევნო სიებთან
დაკავშირებით.
კენჭისყრის დღე (მეორე ტური)
2016 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის
მიმდინარეობისას, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მონიტორინგი გაუწიეს 400-მდე
საარჩევნო უბანს. მათ შორის, პენიტენციური დეპარტამენტის
N2 დაწესებულებაში არსებულ
ქუთაისის N49 ოლქის N127 საარჩევნო უბანს, სადაც 12
პატიმრიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ 4-მა, იმ მიზეზით, რომ დანარჩენ
პატიმარებს არ ჰქონდათ მოწესრიგებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
მითითებულ უბანზე შესვლისას პრობლემა შეექმნათ არასამთავრობო ორგანიზაციის
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „ერთიანი
ნაციონალური
მოძრაობის“
დამკვირვებლებს,
რომლებიც
უბანზე
ნახევარი
საათის
დაყოვნებით შეუშვეს, იმ მიზეზით, რომ დაწესებულების გარე პერიმეტრის დაცვა არ იყო
გაფრთხილებული მათი დაშვების შესახებ.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას დარღვევების უმრავლესობის
გამომწვევი
მიზეზი საუბნო საარჩევნო კომისიების არსათანადო მომზადებითა და
კვალიფიკაციის ნაკლებობით იყო გამოწვეული, რომლის შემდგომში აღმოფხვრა სრულად
არის შესაძლებელი საარჩევნო ადმინისტრაციის გადამზადებით.
გასამართია
საარჩევნო
კანონმდებლობა,
რომელიც,
ხშირ
შემთხვევაში,
ორმაგი
ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ამომრჩეველთა უფლების რეალიზების პრობლემების
თავიდან არიდების მიზნით, აუცილებელია კენჭისყრის არსებული მეთოდი შეიცვალოს
თანამედროვე, ელექტორნული მეთოდით, რომელიც არჩევნების პროცესს მნიშვნელოვნად
500
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
გააჯანსაღებს. სახელმწიფომ უნდა გამოყოს ფინანსური რესურსი კენჭისყრის ბიომეტრულ
მეთოდზე გადასასვლელად.
რეკომენდაციები
საქართველოს პარლამენტს:
გადაიხედოს წინასაარჩევნო პერიოდში, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ,
საზოგადოებისათვის
მაუწყებლის
მნიშვნელოვანი
მომსახურების
ინფორმაციის
შესყიდვასთან
გავრცელების
დაკავშირებული
მიზნით,
საკანონმდებლო
რეგულაციებია, სამაუწყებლო ბადეში სამთავრობო გუნდის მიერ განთავსებული
ვიდეოების წინასაარჩევნო რეკლამასთან გაიგივების თავიდან აცილების მიზნით
გაურკვევლობების
თავიდან
აცილების
მიზნით, სათანადოდ
დარეგულირდეს
არჩევნების მეორე ტურში გადასული კანდიდატების მიერ კანდიდატურების მოხსნის
საკითხი
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას:
გადაიხედოს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა მომზადების სტანდარტები, რათა
აღმოიფხვრას პროცედურული დარღვევები, რომლებიც გამოწვეულია კომისიის
წევრების კვალიფიკაციის ნაკლებობით.
კენჭისყრის პროცესის ბიომეტრიულ მეთოდზე გადასვლის მიზნით, შეიმუშაოს
მეთოდოლოგია და რეკომენდაციები, გადაამზადოს საარჩევნო ადმინისტრაციის
მოხელეები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება ამომრჩევლის, პოლიტიკური მოძრაობის ან
საარჩევნო სუბიექტის მხრიდან ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ
გაკეთებულ
განცხადებაზე
და
დეტალურად
შეისწავლოს
შესაძლო
სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი
გააუმჯობესოს კონტროლი სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტებზე; ყოველ ასეთ
ფაქტზე გაატაროს კანონით გათვალისწინებული ზომები, მსგავსი კანონდარღვევის
წახალისების აღმოსაფხვრელად
მოახდინოს დროული, ეფექტური და კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისი
რეაგირება ძალადობის გამოვლინების თითოეულ ფაქტზე
501
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
უზრუნველყოს
საქართველოს
საარჩევნო
კოდექსის
შესაბამისი
დანაწესის
აღსრულება, რომლის მიხედვითაც, კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესში პოლიციის
მუშაკები საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა იმყოფებოდნენ
მხოლოდ მაშინ, როდესაც მათი ყოფნა აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის
დარღვევის აღკვეთის ან მისი დაცვისათვის; პოლიციის მუშაკებმა
შენობის
მიმდებარე
ტერიტორია
უნდა
დატოვონ
ასეთი
კენჭისყრის
აუცილებლობის
აღმოფხვრისთანავე
საქართველოს პროკურატურას:
დროულად, სრულყოფილად და ეფექტურად გამოიძიოს დეპუტატ გივი თარგამაძის
ავტომანქანის აფეთქების საქმე, ყველა დამნაშავე პირის მართლმსაჯულების წინაშე
წარსადგენად და მათთვის ადეკვატური სასჯელის დასაკისრებლად
დროულად გამოიძიოს დეპუტატ ელენე ხოშტარიას ოფისის დაზიანებისა და
არჩევნების დღეს/შემდეგ მომხდარი ცემისა და ფიზიკური დაპირისპირების საქმეები,
დამნაშავ(ეებ)ის მიმართ ადეკვატური და კანონისმიერი ღონისძიებების გატარების
მიზნით
მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ ორგანოებს
სათანადო რეაგირება მოახდინოს სააგიტაციო მასალის დაზიანების თითოეულ
ფაქტზე -მსგავსი პრაქტიკის წახალისების თავიდან ასაცილებლად
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
პენიტენციურ
მიხედვითაც
დაწესებულებებში
პენიტენციურის
დანერგოს
დაწესებულებები
ეფექტური
სისტემა,
რომლის
შესაბამის
საოლქო
საარჩევნო
კომისიებს მიაწვდიან არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე მსჯავრდებულების
სრულყოფილ სიას.
502
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
14. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლება
საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ საგანგებოდ მიუთითებს888 კულტურული
მემკვიდრეობის, როგორც სახელმწიფოს კულტურული ფასეულობის შეუცვლელ როლზე
ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში და მისი დაცვის ეროვნული მექანიზმების,
პრინციპებისა და ხარისხის გადამწყვეტ მნიშვნელობაზე კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის უფლების რეალიზაციის საკითხში.
წინა წლის მსგავსად, საანგარიშო პერიოდი არ გამოირჩეოდა მოქალაქეთა მხრიდან
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებთან დაკავშირებული მომართვიანობით,
რაც კიდევ ერთხელ უთითებს საზოგადოებაში ამ უფლების დაცვის კულტურის გაღრმავების
აუცილებლობაზე.
ამის
ხელშემწყობი
ერთ-ერთი
პირობა
სახელმწიფოს
მხრიდან
კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და განვითარების პროცესში მოქალაქეთა
აქტიური ჩართულობა შეიძლება იყოს. სახელმწიფოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა
ეკისრება ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის განვითარების ხელშემწყობი პირობების,
მათ შორის ადეკვატური საკანონმდებლო გარანტიების შექმნის თვალსაზრისით.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი შეისწავლა
და აღმოჩნდა, რომ ერთი მხრივ, საკანონმდებლო რეგულაციები საჭიროებს დახვეწასა და
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საჯარო ინტერესებთან მისადაგებას, ხოლო მეორე
მხრივ, ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან კვლავ გრძელდება კანონსაწინააღმდეგო
პრაქტიკა. ამასთან, მწვავედ დგას კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფის ფაქტების
დროულად და ეფექტიანად გამოძიების პრობლემა.
საკანონმდებლო
ხარვეზი
ძეგლზე
მუშაობის
ჩატარებისა
და
მისი
მოვლა-
პატრონობის წესებთან დაკავშირებით
საანგარიშო
პერიოდში
არ
შესრულებულა
საქართველოს
სახალხო
დამცველის
რეკომენდაცია889 და უცვლელი რედაქციით მოქმედებს „კულტურული მემკვიდრეობის
888
კულტურული მემკვიდრეობის ღირებულებასა და სახელმწიფოს როლზე საქართველოს სახალხო
დამცველს ფართოდ აქვს ნამსჯელი თავის ანგარიშში, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში
„საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2015, გვ:
564-565. ხელმისაწვდომია ბმულზე: <http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf> .
889
საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პარლამენტს და
მოითხოვა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე
მუშაობის ჩატარებისა და მისი მოვლა–პატრონობის წესების დარღვევაზე ყველა მესაკუთრის მიმართ
თანაბარი მოპყრობის უზრუნველსაყოფად და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს
503
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
შესახებ“ საქართველოს კანონის 30–ე მუხლის მე–8 პუნქტი. აღნიშნული ნორმა საქართველოს
ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური კონფესიების
საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებული კულტურული ძეგლის მოვლა-პატრონობასთან
დაკავშირებული
პასუხისმგებლობისგან
მესაკუთრის/კანონიერი
მოსარგებლის
გათავისუფლების გაუმართლებელ საგამონაკლისო წესს ადგენს.
საქართველოს
კულტურული
მემკვიდრეობის
დაცვის
ეროვნული
სააგენტოს
მიერ
მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2015 წლის 23 ოქტომბრიდან 2016 წლის 29
დეკემბრამდე ძეგლზე სამუშაობის ჩატარებისა და მოვლა–პატრონობის წესები 13 საკულტო
ნაგებობის შემთხვევაში დაირღვა.890
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოთხოვნის მიუხედავად, სააგენტოს არ
უცნობებია რა ნაბიჯები გადაიდგა ზემოაღნიშნული რეკომენდაციის შესასრულებლად და რა
იყო სააგენტოს პოზიცია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30–
ე მუხლის მე–8 პუნქტის ფორმულირებასთან დაკავშირებით.
ასეთი
საგამონაკლისო
წესის
ლეგიტიმური
მიზნის
არარსებობის
პირობებში
გაუმართლებელია სახელმწიფო მხრიდან ნებისმიერი კონფესიის საკუთრებაში არსებულ
ძეგლებთან
დაკავშირებით
პასუხისმგებლობის
მოხსნა.
შესაბამისად,
აუცილებელია
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანა,
კანონისმიერი დანაწესის ყველაზე გავრცელების უზრუნველსაყოფად.
შეუსრულებელი
ვალდებულება
-
გადაწყვეტილების
მიღების
პროცესში
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მონაწილეობის
ვალდებულება
კანონის 30–ე მუხლით დადგენილი ძეგლის მესაკუთრის პასუხისმგებლობა გავრცელება ყველა, მათ
შორის ყველა რელიგიური კონფესიის საკუთრებაში არსებულ ობიექტზე.
890
ეს ძეგლებია: გელათის ღვთისმშობლის ტაძარი, აბისის ციხე-დარბაზი, სოფელ ბარალეთის
მიდამოებში მდებარე ეკლესია, ძამის ციხე-დარბაზი, სოფელ ჟაბეში მდებარე მაცხოვრის ეკლესია,
ლატალის თემის სოფელ მაცხვარიშში მდებარე მაცხოვრის ეკლესია, ლატალის თემის სოფელ
მაცხვარიშში მდებარე მთავარანგელოზის ეკლესია, ლატალის თემის სოფელ იენაშში მდებარე იონა
წინასწარმეტყველის ეკლესია, ლატალის თემის სოფელ ლაჰილის სამხრეთით მდებარე წმ. გიორგი
ეკლესია, ლატალის თემის სოფელ ლახუშდის სასაფლაოზე მდებარე მაცხოვრის ეკლესია, ეცერის
თემის ფხუტრერის მთავარანგელოზის ეკლესია, სოფელ წილკანში მდებარე ღვთისმშობლის სატაძრო
კომპლექსი, სოფელ აკაურთას ღვთისმშობლის ეკლესია.
504
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
2015 წლის მსგავსად, არც 2016 წელს შეცვლილა პრაქტიკა891 - სსიპ გარემოს ეროვნული
სააგენტო, მსხვილმასშტაბიანი მიწის სამუშაოების ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებების
მიღებისას,
შესაბამისი
დასკვნის
მოთხოვნით,
კვლავ
არ
მიმართავს
საქართველოს
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს. საქართველოს სახალხო დამცველმა ერთხელ
უკვე
განმარტა,
რომ
ეს
ეწინააღმდეგება
„კულტურული
მემკვიდრეობის
შესახებ“
საქართველოს კანონის მე–14 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ დანაწესს, რომელიც
მსხვილმასშტაბიანი
მიწის
სამუშაოების
განხორციელებას
უპირობოდ
უკავშირებს
სამინისტროს შესაბამისი დასკვნის არსებობას.892
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტებით893, ადმინისტრაციული ორგანო იზიარებს
საქართველოს სახალხო დამცველის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ „კულტურული
მემკვიდრეობის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
მე–14
მუხლში
მოხსენიებული
„მსხვილმასშტაბიანი სამუშაობი“ მოიაზრებს კარიერის დამუშავებასა და სასარგებლო
წიაღისეულის მოპოვებას. თუმცა, ასევე დასძენენ, რომ კანონით დადგენილი ხსენებული
რეგულაციების პრაქტიკაში ამოქმედება საჭიროებს გარკვეული სახის საკანონმდებლო
ცვლილებებს.894
არსებული პრაქტიკა წლების განმავლობაში სრულად უგულებელყოფდა კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის კანონისმიერ ვალდებულებას; რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება
როგორც თავად მსხვილმასშტაბიან სამუშაოებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღებ
ადმინისტრაციულ ორგანოებს, ასევე ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
უპირველეს გარანტს - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს,
რომელმაც აქტიური როლი უნდა ითამაშოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
ინტერესებიდან გამომდინარე ყველა საჭირო ღონისძიების გატარებაში.
891 სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 დეკემბრის N12/12907 წერილი, 2016 წლის
დეკემბრის მონაცემებით, სსიპ ეროვნულმა სააგენტომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე გასცა
274 ლიცენზია.
892
დეტალურად იხ. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის
უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2015, გვ.565-566. ბმული
ხელმისაწვდომია: <http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf>.
893 დადებითად უნდა შეფასდეს, რომ 2015 წელს მოწოდებული წერილობითი განმარტებისაგან
განსხვავებით, სააგენტო ამჯერად აღარ უთითებს კანონქვემდებარე აქტისა და არასპეციალური
კანონის განსხვავებულ რეგულაციებზე.
894
კერძოდ, ცვლილებების შეტანას „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში;
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში; „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის
წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005
წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილებაში.
505
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
არქეოლოგიური ობიექტების განადგურების ფაქტის გამოძიება
საქართველოს სახალხო დამცველმა 2015 წელს895 დეტალურად ისაუბრა რუისი–რიკოთის
საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესში არქეოლოგიური ობიექტების განადგურების
ფაქტსა და მასთან დაკავშირებით შესაბამისი სახელმწიფო უწყებების პასუხისმგებლობაზე.
სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პროკურატურას და მოითხოვა
რუისი-რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესში არქეოლოგიური ობიექტების
განადგურების საკითხის სწრაფად და ეფექტიანად გამოძიება, პასუხისმგებელი პირების
გამოვლენა და მათ მიმართ კანონისმიერი ღონისძიებების გატარება. საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატი დაინტერესდა აღნიშნული რეკომენდაციის შესრულებით და შესაბამისი
ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა.896
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის897
თანახმად,
გამოძიება
შპს
„ჩაინა
ნუქლეარ
ინდასტრი
23
კონტრაქშენ
კოს“
მიერ
არქეოლოგიური ობიექტების დაზიანების ფაქტზე 2014 წელს საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის
ნიშნებით დაიწყო და გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. ამასთან, პროკურატურის
განმარტებით, გამოძიების პროცესში ჯერჯერობით ვერ მოხერხდა არქეოლოგიური და
ხელოვნებათმცოდნეობითი ექსპერტიზის ჩატარება.
საქართველოს სახალხო დამცველს უკიდურესად მნიშვნელოვნად მიაჩნია ამ სისხლის
სამართლის საქმის სწრაფი გამოძიება და საქართველოს მთავარ პროკურატურას ეფექტიანი
მოქმედებისა და საგამოძიებო მოქმედებების სწრაფად ჩატარებისკენ მოუწოდებს.
საყდრისი–ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს დაზიანებისა და განადგურების
ფაქტების გამოძიება
ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი მწვავე საკითხი იყო საყდრისი-ყაჩაღიანის
უძველესი ოქროს მაღაროს ირგვლივ განვითარებული მოვლენები. საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატის მიერ აღნიშნული საკითხის შესწავლის შედეგები დეტალურად აისახა
895იხ. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2015, გვ: 566-568. ბმული ხელმისაწვდომია:
<http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf>.
896 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2016 წლის პირველი დეკემბრის N04-11/14331
წერილი.
897
საქართველოს მთავარი პროკურატურის 2016 წლის 15 დეკემბრის N13/78626 წერილი.
506
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ანგარიშშიც.898 სახალხო დამცველი დღემდე აქტიურად ადევნებს თვალყურს აღნიშნული
მაღაროს დაზიანებისა და განადგურების თაობაზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის
გამოძიებას.899 სამწუხაროდ, ხსენებულთან დაკავშირებით, საზოგადოებისათვის დღემდე
უცნობია საგამოძიებო ორგანოების მიერ გატარებული ღონისძიებებისა და გამოძიების
შედეგების შესახებ. არც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისათვის საქართველოს
მთავარი პროკურატურის მიერ მოწოდებული წერილი შეიცავდა ინფორმაციას ჩატარებული
საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულად და/ან
დაზარალებულად არავინაა ცნობილი.900 ნიშანდობლივია, რომ სახალხო დამცველის
აპარატის განმეორებითი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს პროკურატურას კვლავ არ
მოუწოდებია ინფორმაცია წინამდებარე საქმესთან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო
ღონისძიებების შესახებ.901 ამასთან, უწყებამ უსაფუძვლოდ მიუთითა „საქართველოს
სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის „ე“
ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს გაეცნოს
სისხლის სამართლის საქმეს, რომლებზე მიღებული გადაწყვეტილებებიც კანონიერ ძალაშია
შესული. მაშინ როცა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გამოითხოვა მხოლოდ
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე კონკრეტული ინფორმაცია და არა
სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა. აპარატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია
კი სახალხო დამცველის მხრიდან გამოძიების მიმდინარეობასა და შესაბამისად, ადამიანის
უფლებათა
და
უფლებამოსილების
თავისუფლებათა
დაცვაზე
განხორციელებისათვის
ზედამხედველობის
აუცილებელ
კონსტიტუციური
წინაპირობას
წარმოადგენს.
აღსანიშნავია ისიც, რომ სხვა საქმეებთან დაკავშირებით, როგორც წესი, საქართველოს
პროკურატურა გასცემს მოთხოვნილ ინფორმაციას და „საქართველოს სახალხო დამცველის
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შეუსაბამო ნორმაზე მითითებით არ ამბობს უარს
ინფორმაციის მოწოდებაზე.
898
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2014, გვ. 404, ბმული ხელმისაწვდომია:
<http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3509.pdf >.
899
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის N074140214801 საქმეზე, ცალკეული სახელმწიფო
პოლიტიკური თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად
გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332–ე მუხლის მე–2 ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
900
საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 6 იანვრის N13/1274 წერილი.
საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 2 მარტის N13/14316 წერილი. საქართველოს
სახალხო დამცველის აპარატი N04-11/2068 წერილით მოითხოვდა ინფორმაციას იმასთან
დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა დღემდე ზემოაღნიშნულ
სისხლის სამართლის საქმეზე (შესაბამისი თარიღების მითითებით).
901
507
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საზოგადოების ლეგიტიმური კითხვებისა და საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს
მაღაროს დაზიანებისა და განადგურების საკითხის სრულყოფილად გამოკვლევისა და
პასუხისმგებელი პირებისადმი კანონისმიერი ღონისძიებების გატარებისადმი მაღალი
საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, მოცემულ
სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობაზე დაინტერესებული საზოგადოების
ინფორმირებულობა უპირობოდ აუცილებელია.
რეკომენდაციები
საქართველოს პარლამენტს:
დახვეწის
მიზნით,
საქართველოს
განხორციელდეს
კანონში
და
მასში
საკანონმდებლო
აისახოს
ცვლილება
„კულტურული
„წიაღის
შესახებ“
მემკვიდრეობის
შესახებ“
საქართველოს კანონის მე-14 მუხლით დადგენილი რეგულაცია
განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე
სამუშაოების
ჩატარებისა
მესაკუთრის
მიმართ
და
მისი
თანაბარი
მოვლა–პატრონობის
მოპყრობის
წესების
უზრუნველსაყოფად
დარღვევაზე
და
ყველა
„კულტურული
მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30–ე მუხლით დადგენილი ძეგლის
მესაკუთრის პასუხისმგებლობა გავრცელდეს ყველა, მათ შორის ყველა რელიგიური
კონფესიის საკუთრებაში არსებულ ობიექტზე
საქართველოს მთავრობას:
დახვეწის მიზნით, განხორციელდეს ცვლილება საქართველოს მთავრობის 2005 წლის
11 აგვისტოს N136 დადგენილებაში და მასში აისახოს „კულტურული მემკვიდრეობის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით დადგენილი რეგულაცია
სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის
სააგენტოს, სსიპ საავტომობილო გზების დეპარტამენტს:
მსხვილმასშტაბიანი მიწის სამუშაოების ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების
მიღებისას იხელმძღვანელონ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე–14 მუხლით დადგენილი რეგულაციით
საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
დროულად ჩაატარონ ყველა ეფექტიანი საგამოძიებო მოქმედება რუისი–რიკოთის
საავტომობილო
508
გზის
მშენებლობის
პროცესში
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
არქეოლოგიური
ობიექტების
განადგურების
საკითხის
გამოძიების,
აღნიშნულზე
პასუხისმგებელი
პირების
გამოვლენისა და მათ მიმართ კანონისმიერი ღონისძიებების გატარების მიზნით
დროულად
ჩაატარონ
ყველა
ეფექტიანი
საგამოძიებო
მოქმედება
საყდრისი-
ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს დაზიანებისა და განადგურების ფაქტების,
აღნიშნულზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენისა და მათ მიმართ კანონისმიერი
ღონისძიებების გატარების მიზნით
უზრუნველყოს
საზოგადოების
დროული
ინფორმირება
საყდრისი-ყაჩაღიანის
უძველესი ოქროს მაღაროს დაზიანებისა და განადგურების ფაქტებთან დაკავშირებით
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ,
ასევე
დაუბრკოლებლად
მიაწოდოს
მოთხოვნილი
სახალხო დამცველის აპარატს.
509
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ინფორმაცია
საქართველოს
15. შრომის უფლება
საანგარიშო პერიოდში კვლავ აქტუალურია შრომითი პირობებისა და შრომის უსაფრთხო
გარემოს
მონიტორინგის
ეფექტიანი
მექანიზმის
არარსებობა.
შრომის
პირობების
მონიტორინგს ერთადერთი ორგანო აწარმოებს - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტი, რომელიც საანგარიშო პერიოდში
საქმიანობას
საქართველოს
მთავრობის
N19
დადგენილების,
„შრომის
პირობების
ინსპექტირების 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“, საფუძველზე
ეწეოდა. 2015 წლის მსგავსად, კვლავ პრობლემად რჩება, რომ დამსაქმებლის ნების
არარსებობის პირობებში, გარდა იძულებითი შრომის და შრომითი ექსპლუატაციის
გამოსავლენად ინსპექტირების შემთხვევებისა, არ არსებობს დარღვევების აღმოჩენისა და
მათზე
რეაგირების
მექანიზმი.
ინსპექტირების
დეპარტამენტს
ასევე
არ
გააჩნია
შესასრულებლად სავალდებულო რეკომენდაციების გაცემის და მათი შეუსრულებლობის
შემთხვევაში, შესაბამისი სანქციების გამოყენების შესაძლებლობა.
2015 წლის ანგარიშში გამოკვეთილი იყო შრომის კოდექსში არსებული არაერთი ხარვეზი,
კერძოდ, ორგანული კანონით, „საქართველოს შრომის კოდექსი“, არ არის განსაზღვრული
დღიური სამუშაო საათების მაქსიმალური რაოდენობა და კვირაში სამუშაო დღეების
რაოდენობა, კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ზეგანაკვეთური სამუშაო საათების
მაქსიმალური დასაშვები ზღვარი, საქართველოს შრომის კოდექსი არ იძლევა პირის
დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს.
მოქმედი კოდექსი, ისე, რომ არ არსებობს საამისო ობიექტური საჭიროება, იძლევა
განსაზღვრული ვადით ხელშეკრულების დადების შესაძლებლობას 1 წლიდან, ასევე, არ
არსებობს შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის
მიყენებული ზიანის ან მისი გარდაცვალების შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების
წესი. აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრელად გაიცა რეკომენდაცია შრომის კოდექსში
შესაბამისი
ცვლილებების
შეტანის
თაობაზე,
თუმცა
არ
გაუთვალისწინებიათ
და
შესაბამისად, აღნიშნული რეკომენდაცია კვლავ აქტუალურია.
ასევე არ გაუთვალისწინებიათ სახალხო დამცველის რეკომენდაცია, საჯარო სამსახურის
შესახებ
ახალ
კანონში
თვითმმართველი
ცვლილების
ორგანოების
მიერ
შეტანის
თაობაზე,
დაფუძნებულ
რომლითაც
არასამეწარმეო
ადგილობრივი
(არაკომერციულ)
იურიდიულ პირებში ვაკანტური თანამდებობა კონკურსის წესით უნდა შევსებულიყო.
მიგვაჩნია, რომ ვინაიდან ხსენებული იურიდიული პირები ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულების ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, დასაქმების პროცესი უნდა იყოს კონკურენტული,
სამართლიანი და გამჭვირვალე; შესაბამისად, ნეპოტიზმის რისკის თავიდან მაქსიმალურად
510
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ასაცილებლად, ვაკანსიებზე თანამშრომლები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით
გათვალისწინებული კონკურსის წესით უნდა შეირჩეოდნენ.
დასაქმებული კაცებისთვის პრობლემად რჩება ბავშვის მოვლის გამო შვებულებით
სარგებლობა.
მიუხედავად
იმისა,
რომ
მოქმედი
კანონმდებლობა902
ორსულობის,
მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს
ორივე მშობელს, მამების მიერ ფაქტობრივად არ ხდება ამ უფლების გამოყენება. სახალხო
დამცველის
აპარატმა
ყველა
სამინისტროდან,
ასევე,
პარლამენტის
აპარატიდან,
პრეზიდენტის და მთავრობის ადმინისტრაციებიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რამდენმა
მოხელე კაცმა მოითხოვა და რამდენმა ისარგებლა შვებულებით ბავშვის მოვლის გამო.
მიღებული პასუხებიდან ირკვევა, რომ მხოლოდ ერთმა კაცმა ისარგებლა აღნიშნული
უფლებით შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო დანარჩენ უწყებებში აღნიშნული
უფლებით სარგებლობა არცერთ მოხელე კაცს არ მოუთხოვია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ
ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება „ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის, ასევე
ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების
თაობაზე, რომელიც მამებისთვის შვებულების ანაზღაურების შესაძლებლობას მხოლოდ
დედის გარდაცვალების შემთხვევაში ითვალისწინებს,903 წინააღმდეგობაში მოდის კანონთან.
აუცილებელია სახელმწიფომ მიიღოს ეფექტიანი ზომები, რათა ბავშვის მოვლის გამო
შვებულებით მამებმაც ისარგებლონ.
წინამდებარე თავში დამატებით განვიხილავთ მინიმალური ხელფასის განსაზღვრის
საკითხს, უსაფრთხო სამუშაო სტანდარტებისა და ინსპექტირების ეფექტიანი მექანიზმის
შექმნის
საჭიროებას,
ინსპექტირების
არსებული
პროგრამის
მუშაობას,
ასევე,
თვითმმართველობებში სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების დანიშვნასა და
გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პრობლემატიკას.
1. მინიმალური ხელფასი
ქვეყანაში მინიმალური ხელფასის ოდენობის საკითხი, რაზეც სახალხო დამცველის 2015
წლის საპარლამენტო ანგარიშშიც არის საუბარი საანგარიშო პერიოდში კვლავ აქტუალურია.
საქართველოს
კონსტიტუციის
30-ე
მუხლის
მე-4
პუნქტის
შესაბამისად,
შრომის
სამართლიანი ანაზღაურება განისაზღვრება ორგანული კანონით. თუმცა, მიუხედავად ამისა,
მოქმედი შრომის კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული შრომის მინიმალური
902
საქართველოს შრომის კოდექსი, მუხ. 27, საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, მუხ. 411 .
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება N 231/ნ,
მუხ. 10, პუნ. 6.
903
511
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ანაზღაურების ოდენობა. მინიმალური ხელფასი საქართველოში დადგენილია საქართველოს
პრეზიდენტის 1999 წლის 4 ივნისის N351 ბრძანებულებით და შეადგენს თვეში 20 ლარს, რაც
დადგენილ საარსებო მინიმუმზე 8-ჯერ904 ნაკლებია და ადეკვატურად ვერანაირად ვერ
ჩაითვლება.
საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით,905 2016 წლის
მარტის მონაცემებით, ზრდასრული მამაკაცის საარსებო მინიმუმზე ნაკლები ოდენობით
შემოსავალი გააჩნია 62 681-ზე მეტ ადამიანს, ოჯახის საარსებო მინიმუმზე ნაკლები - 130 282ს, ხოლო 100 ლარზე ნაკლები - 25 001 ადამიანს. ეს მეტად მძიმე რეალობა, ქვეყნის არსებული
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ მიუთითებს
ადეკვატური მინიმალური ხელფასის დაწესების აუცილებლობაზე.
1970 წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ კონფერენციაზე მიიღო N131 კონვენცია
მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ და N135 რეკომენდაცია, რომელთა მიზანია
უზრუნველყონ მინიმალური ხელფასის დაწესება ისეთ დონეზე, რომელიც შესაძლებლობას
მისცემს მუშაკებს და მათ ოჯახებს დაიკმაყოფილონ მათი მინიმალური მოთხოვნილებები.
აღნიშნული
დოკუმენტები
არ
იძლევა
ზუსტ
მინიშნებებს
მინიმალური
ხელფასის
ოდენობასთან და იმ მოთხოვნილებებთან დაკავშირებით, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს
მინიმალური ხელფასით. ამ საკითხის ღიად დატოვებით კონვენცია ქვეყნებს ანიჭებს
დისკრეციულ უფლებამოსილებას დააწესონ მინიმალური ხელფასი კონკრეტულ ქვეყანაში
არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მუშაკთა და მათი ოჯახის მოთხოვნილებებისა
და ეკონომიკური განვითარების დონის მხედველობაში მიღებით.
მიმდინარე
წელს,
სახალხო
დამცველის
აპარატმა,
ფრიდრიხ
ებერტის
ფონდის
მხარდაჭერით, პროფკავშირების გაერთიანებასთან ერთად ჩაატარა კვლევა მინიმალურ
ხელფასთან
დაკავშირებულ
გამოცდილებასა
და
საკითხებზე,
საერთაშორისო
რომლის
სტანდარტების
ფარგლებშიც,
სხვა
ქვეყნების
გათვალისწინებით
შემუშავდა
კონკრეტული რეკომენდაციები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისთვის.
2. უსაფრთხო შრომის სტანდარტების შემუშავება და შრომის ინსპექციის
საჭიროება
905
შემოსავლების სამსახურის წერილი მომსახურების დეპარტამენტს, წერილი N21-11/47923,
02.06.2016.
512
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე–4 პუნქტით გარანტირებულია ადამიანის
შრომასთან დაკავშირებული, დასაქმებიდან გამომდინარე უფლებები და თავისუფლებები,
როგორც შრომითი ურთიერთობების კანონზომიერი შედეგი. შრომასთან დაკავშირებულ
ერთ-ერთ უფლებას წარმოადგენს დასაქმებული პირის უფლება, იმუშაოს უსაფრთხო და
ჯანსაღ
გარემოში906.
იმისათვის,
რომ
შრომითი
უსაფრთხოება
და
შრომასთან
დაკავშირებული ვალდებულებები შესრულდეს, ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული
ინდივიდუალურად სხვადასხვა დამსაქმებლის კეთილ ნებაზე. მაქსიმალურად უნდა მოხდეს
შრომითი უფლებების დარღვევების პრევენცია, აუცილებლად უნდა შეიქმნას შესაბამისი
ნორმატიული ბაზა და იარსებოს დამსაქმებლის მიერ შრომის უსაფრთხოებისთვის საჭირო
რეგულაციების შესრულებაზე ზედამხედველმა დამოუკიდებელმა სახელმწიფო ორგანომ,
რომელიც დარღვევების შემთხვევაში აღჭურვილი იქნება შესასრულებლად სავალდებულო
მითითებების გაცემისა და შესაბამისი სანქციების გამოყენების უფლებამოსილებით.
აღნიშნული
ღონისძიებების
გაუტარებლად,
სახელმწიფოს
მხრიდან
საკანონმდებლო
დონეზე მხოლოდ აღიარება, რომ დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის
შრომის უსაფრთხოება, არის დეკლარაციული ხასიათის ნორმა და არ ქმნის რეალურ
გარანტიებს შრომის უსაფრთხოების დასაცავად.
საქართველოს შრომის კოდექსის 35–ე მუხლი ადგენს შრომის პირობების სტანდარტს და
დამსაქმებელს უწესებს ვალდებულებას უზრუნველყოს დასაქმებულის სიცოცხლისა და
ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემო, დანერგოს შრომის
უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პრევენციული სისტემა და დროულად მიაწოდოს
დასაქმებულს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებისა და პრევენციის
ზომების შესახებ სათანადო ინფორმაცია.
სახელმწიფოს მიერ ზემოაღნიშნულ სამართლებრივ აქტში გამოხატული ნება დასაქმების
ადგილებში უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს თაობაზე უნდა იყოს აღსრულებადი.
ამისთვის კი, აუცილებელია არსებობდეს შესაბამისი მექანიზმი, რომელიც დასაქმების
ადგილებში
შრომის
პირობებისა
და
უსაფრთხოების
მდგომარეობის
კანონმდებლობასთან/სტანდარტთან შესაბამისობას შეამოწმებს და ნორმათა შესრულების
მიზნით, ეფექტიან ზომებს მიიღებს. ამასთან, მნიშვნელოვანია არსებობდეს შრომის
პირობების
უსაფრთხოების,
რეალობის
ადეკვატური,
სათანადო
სტანდარტები
და
ტექნიკური რეგლამენტები, რომლებიც უპასუხებს წარმოების პროცესის თანამედროვე
ფორმებსა და მიდგომებს.
აღნიშნული პრობლემის აქტუალობას ხაზს უსვამს ქვეყანაში არსებული საგანგაშო
სტატისტიკა.
906
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
საქართველოს შრომის კოდექსი, მუხ. 35.
513
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სამინისტროს
მიერ
მოწოდებული
ინფორმაციით907, 2016 წლის მონაცემებით, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის
შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 ადამიანი. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის
გამოძიება დაიწყო 121 შემთხვევაში (სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლის908
პირველი და მეორე ნაწილებით, 2401 მუხლის909 პირველი და მეორე ნაწილებით, 170–ე
მუხლის910 პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, 275–ე მუხლის911 პირველი ნაწილით, 124-ე
მუხლით912, 116–ე მუხლის პირველი ნაწილით913 და 118 მუხლებით914 გათვალისწინებული
დანაშაულებისათვის).
აქედან,
სისხლის
სამართლის
საქმეზე
გამოძიება
„ჯორჯიან
მანგანეზის“
შეწყდა
21
შემთხვევაში.
აღსანიშნავია,
რომ
2016
წელს
შპს
ჭიათურის
სამთო
გამამდიდრებელი კომპანიისა და ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის დასაქმებულებმა
სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრის დროს ყურადღება გაამახვილეს სწორედ
მძიმე და რთულ სამუშაო პირობებზე. დასაქმებულთა განმარტებით, სამუშაო გარემო
სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია, რადგან შრომითი მოვალეობის
შესრულება უწევთ მოძველებული და გაუმართავი ტექნიკით. ისიც ხშირად გამოდის
მწყობრიდან და ტექნიკის შესასრულებელი სამუშაო მათი ხელით საკეთებელი ხდება, რაც
დამატებითი ძალის გამოყენებასთან არის დაკავშირებული.
უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობების დაცვა იყო ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სხვა
სოციალურ მოთხოვნებთან ერთად, როდესაც საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა
„საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ტყიბულის მეშახტეებისა915 და შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე
ბიუროს“ ხაშური-მოლითის ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის, ზვარექვიშხეთის მონაკვეთზე ასობით დასაქმებულის გაფიცვას. სამწუხაროდ, დღეისათვის
სამუშაო ადგილებზე მომხდარ ფატალურ შემთხვევებზე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების
ერთადერთი საშუალება სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და შესაბამისი გამოძიებაა,
თუმცა, მხოლოდ გამოძიების დაწყება არ აიძულებს დამსაქმებელს მაქსიმალურად მკაცრად
და პასუხისმგებლობით მოეკიდოს უსაფრთხოების წესების დაცვას, რადგან შრომითი
უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, თუ ამას არ მოჰყვება მძიმე შედეგი, დამსაქმებელს
არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, შრომის
907
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 13 თებერვლის წერილი NMIA 017 00352728.
სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.
909ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების
წესების დარღვევა.
910შრომის დაცვის წესის დარღვევა.
911
რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევა.
912
ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ამ მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით.
913სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.
914
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება.
915 სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში.
908
514
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
უსაფრთხოების
წესების
დარღვევისათვის
აუცილებელია
განისაზღვროს
შესაბამისი
სანქციები.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს შრომის უსაფრთხოების მარეგულირებელი
საკანონმდებლო აქტი. 2014-2015 წლებისთვის საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის
სამთავრობო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული იყო „შრომითი უსაფრთხოებისა და
ჰიგიენის შესახებ“ კანონის პროექტის ინიცირების ვალდებულება, რაც არ შესრულებულა.
2016-2017 წლების ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში საუბარია,
შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოს
შექმნაზე, რომლის შესრულების ინდიკატორადაც მითითებულია შრომის უსაფრთხოებისა
და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში.
სახალხო დამცვე;ლი იმედოვნებს, რომ ზემოაღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად,
შრომის უსაფრთხოების კუთხით უახლოეს ხანში გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები
როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციური თვალსაზრისით.
3.
შრომის პირობების ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამის მუშაობა
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის N19 დადგენილებით დამტკიცდა „შრომის
პირობების ინსპექტირების 2016 წლის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მიზნები და
ამოცანებია დამსაქმებლის დახმარება უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნაში,
შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ შესაბამისი სტანდარტების
შემუშავება/გადასინჯვა და შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსტიტუციური რეფორმის
საჭიროების განსაზღვრა. აღნიშნული პროგრამის განხორციელება სამინისტროს ცენტრალურ
აპარატს დაევალა.
ამ პროგრამის მთავარი ხარვეზი, 2015 წელს მოქმედი პროგრამის მსგავსად, ის არის, რომ
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს შრომითი უსაფრთხოების შესასწავლად
საკუთარი ინიციატივით არცერთ დაწესებულებაში შესვლის უფლებამოსილება არ აქვს
(გამონაკლისს წარმოადგენს ტრეფიკინგსა და იძულებით შრომაზე ეჭვის არსებობის
შემთხვევა); ასევე, დეპარტამენტს დარღვევების გამოვლენის დროს დამსაქმებლისთვის
მხოლოდ რეკომენდაციის მიცემა შეუძლია, რომელსაც შესასრულებლად სავალდებულო
ძალა არ გააჩნია; მნიშვნელოვანი ხარვეზია ინსპექტირების შედეგებზე ხელმისაწვდომობის
არარსებობაც. ამის უფლებას დეპარტამენტი მხოლოდ დამსაქმებელს აძლევს. შრომის
უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია არც საზოგადოებისთვის და არც დასაქმებულებისთვის
ღია არ არის.
515
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 21
აპრილის
N01-10/ნ
ბრძანებით
დამტკიცდა
ამავე
სამინისტროს
შრომის
პირობების
ინსპექტირების დეპარტამენტის დებულება, რომლითაც შრომის უსაფრთხოების წესების
დარღვევის შემთხვევაში სანქციების გამოყენების პირობები განსაზღვრული არ არის.
შესაბამისად, დღევანდელი მდგომარეობით, არსებული უფლებამოსილების ფარგლებში, ეს
დეპარტამენტი არ არის ეფექტიანი და აღსრულებადი მექანიზმებით აღჭურვილი ორგანო.
იგი
მხოლოდ
გაცემით
რეკომენდაციების
შემოიფარგლება,
რაც
თავის
მხრივ,
შესასრულებლად სავალდებულო არ არის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,
ინსპექტირების დეპარტამენტი ვერ ჩაითვლება შრომის პირობების, მათ შორის შრომის
უსაფრთხოების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ეფექტიან ორგანოდ.
საქართველოს
შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
სამინისტროს
ინფორმაციით916, 2016 წელს შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამაში
ჩართვაზე თანხმობა განაცხადა 96-მა დამსაქმებელმა, საანგარიშო წლის განმავლობაში
განხორციელდა
98
დამსაქმებლის
ინსპექტირება.
ამავე
ინფორმაციით,
შრომითი
ექსპლუატაციის შესაძლო ნიშნების არსებობის 1 ფაქტზე ინფორმაცია გადაეგზავნა
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს.
სამინისტროს
წერილის
თანახმად,
ინსპექტირებამ გამოავლინა შემდეგი ხარვეზები:
ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის არარსებობა - 155
ელექტრონული უსაფრთხოების გაუმართაობა - 80
ინდ. დაცვის საშუალებების არარსებობა - 63
კოლექტიური დაცვის სისტემის გაუმართაობა - 14
უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის არარსებობა - 17
მიკროკლიმატის დაუცველობა - 70
მომეტებული საწარმოო ხმაური - 18
მომეტებული მტვრიანობა - 11
ერგონიმიკული პრობლემები და სხვა - 173.
სახალხო დამცველის აპარატმა წინა წლის მსგავსად, სამინისტროდან მოითხოვა დეტალური
ინფორმაცია
დამსაქმებლების
რეკომენდაციების
მხრიდან
შესრულების
მონიტორინგის
თაობაზე,
ჯგუფის
კონკრეტული
მიერ
გაცემული
რეკომენდაციისა
და
შემსრულებლის მითითებით. ერთიანი სახით წარმოდგენილი ინფორმაცია მოიცავს 2015
წელს და 2016 წლის ივლისში გაცემული რეკომენდაციების განმეორებითი მონიტორინგის
შესახებ მონაცემებს. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს განმეორებითი
მონიტორინგი ჩაუტარდა მხოლოდ 42 საწარმოს. ასევე, მოწოდებული ინფორმაციით
916
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის 7
თებერვლის წერილი N01/7356.
516
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დგინდება, რომ მნიშვნელოვნად დაბალია გაცემული რეკომენდაციების შესრულების
მაჩვენებელი.
სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაიცა 101 რეკომენდაცია, შესრულდა 42
ელ. უსაფრთხოებაზე გაცემული 86 რეკომენდაციიდან შესრულდა 18
ინდ. დაცვის საშუალებების არარსებობის თაობაზე გაიცა 63 რეკომენდაცია, შესრულდა 24
კოლექტიური დაცვის სისტემის არარსებობაზე გაიცა 53 რეკომენდაცია, შესრულდა 5
პროფ. დაავადებათა მომეტებულ რისკთან დაკავშირებით გაიცა 8 რეკომენდაცია,
მიკროკლიმატის დაუცველობასთან დაკავშირებით გაიცა 48 რეკომენდაცია, შესრულდა 12
უსაფრთხოებაზე
შესრულდა 2
პასუხისმგებელი
პირის
არარსებობაზე
გაიცა
57
რეკომენდაცია,
შესრულდა 17
ნარჩენების გაუტანლობასთან დაკავშირებით გაიცა 15 რეკომენდაცია, შესრულდა 0
სადეზინფექციო საშუალებების არარსებობაზე გაიცა 11 რეკომენდაცია, შესრულდა 0
მომეტებულ საწარმოო ხმაურზე გაიცა 27 რეკომენდაცია, შესრულდა 5
მომეტებულ მტვრიანობაზე გაიცა 20 რეკომენდაცია, შესრულდა 2
არასაკმარის განათებაზე გაიცა 30 რეკომენდაცია, შესრულდა 11
ერგონიმიკულ და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით გაიცა 41 რეკომენდაცია, შესრულდა
14
მოვითხოვეთ ინფორმაცია, იმის შესახებ, თუ რამდენი რეკომენდაცია გაიცა იძულებითი
შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიზნით, ასევე ამ რეკომენდაციების
ასლები. თუმცა, გაცემული რეკომენდაციების რაოდენობაზე ინფორმაცია არ მოგვეწოდა,
ასევე გვეცნობა, რომ ამ საკითხებზე მხოლოდ ზეპირი რეკომენდაციები გაიცემა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ შრომის პირობების
ინსპექტირების
დეპარტამენტს,
შემოწმების
შედეგად
გამოვლენილ
ნაკლოვანებათა
აღმოსაფხვრელად, მიენიჭოს შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილებების მიღების
უფლებამოსილება. გარდა ამისა, უნდა განისაზღვროს შესაბამისი სანქცირების მექანიზმიც,
რომელიც გათვალისწინებული იქნება შრომის უსაფრთხოების წესებისა და დასაქმებულთა
შრომითი უფლებების დარღვევისთვის.
4. თვითმმართველობებში სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების
დანიშვნისა და გათავისუფლების საკანონმდებლო რეგულაციები
საანგარიშო პერიოდში კვლავ პრობლემად რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოებში სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა თანამდებობაზე დანიშვნისა და
517
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
გათავისუფლების მოქმედი წესი. კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში
სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს გამგებელი/მერი,
კონკურსის გარეშე917, მათი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების დროს კი
მიღებული გადაწყვეტილებები სათანადოდ არ არის დასაბუთებული და აპელირება ხდება
გამგებლის/მერის
თანამდებობა
უფლებამოსილებაზე.
არ
გადაწყვეტილებას
არის
სტრუქტურული
ყველასთვის
გამგებელი/მერი
თანაბრად
ერთეულის
ხელმძღვანელის
ხელმისაწვდომი,
ერთპიროვნულად,
კონკურსის
ამ
საკითხზე
ჩატარების
გარეშე
ღებულობს. ასევე თანამშრომლებს, რომლებსაც ჰქონდათ აღნიშნულ თანამდებობაზე
განუსაზღვრელი
ვადით
დასაქმების
ლეგიტიმური
მოლოდინი,
დაუსაბუთებლად
ათავისუფლებენ დაკავებული თანამდებობებიდან, რაც ლახავს მათ კონსტიტუციით
გარანტირებულ
უფლებას.
კერძოდ,
საქართველოს
მოქალაქეს
ანიჭებს
უფლებას
სახელმწიფო
სამსახურში,
თუ
კანონმდებლობის
ის
„საქართველოს
კონსტიტუციის“
დაიკავოს
29–ე
ნებისმიერი
მოთხოვნებს
მუხლი
თანამდებობა
აკმაყოფილებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით საქართველოს კონსტიტუციის 29–ე მუხლის
შინაარსი უფრო გაფართოვდა და მისი დაცვის ქვეშ მოაზრებულ იქნა არამხოლოდ
სახელმწიფოს მხრიდან პირის საჯარო სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნისათვის
გონივრული, არადისკრიმინაციული რეგულაციების დადგენის ვალდებულება, არამედ
საჯარო მოსამსახურეების უფლება, დაცული იყვნენ სამსახურიდან დაუსაბუთებელი
გათავისუფლებისაგან. დადებითად უნდა შეფასდეს საქართველოს ორგანულ კანონში,
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, 2015 წლის ოქტომბრის ბოლოს შესული
ცვლილებები, რომლის საფუძველზეც დგინდება, რომ გამგეობის/მერიის სტრუქტურული
ერთეულის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
გამგებელი/მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით,
თუმცა ვინაიდან ხსენებული ცვლილებები 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება, 2016 წელს
აღნიშნული საკითხი კვლავ პრობლემური იყო.
5. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის თანამდებობის დაკავებისას
გამოვლენილი ხარვეზები
საქართველოს
სახალხო
უნივერსიტეტის
დამცველის
რექტორობის
აპარატმა
კანდიდატის
შეისწავლა
საქართველოს
ტექნიკური
განცხადება
საქართველოს
ტექნიკურ
უნივერსიტეტში რექტორობის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული
917
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხ. 60, პუნ. 1
518
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
არჩევნების კანონიერებასთან დაკავშირებით, და დაადგინა, რომ საქართველოს ტექნიკურ
უნივერსიტეტში 2016 წლის 18 იანვარს არჩევნები კანონის მოთხოვნათა დარღვევით
ჩატარდა. შესაბამისად, სახალხო დამცველმა, კანონდარღვევით ჩატარებული არჩევნების
შედეგების
გასაუქმებლად
და
ახალი
არჩევნების
კანონიერად
ჩატარების
უზრუნველსაყოფად, რეკომენდაციით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს. ასევე, რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
საარჩევნო კომისიას რექტორობის კანდიდატად არჩილ ფრანგიშვილის რეგისტრაციისა და
მისი თანმდევი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
ჩატარებული არჩევნების შედეგად, უნივერსიტეტის რექტორად ზედიზედ მესამედ აირჩა
არჩილ ფრანგიშვილი. მანამდე ის 2009 და 2012 წლებში იყო არჩეული, ხოლო 2008–2009
წლებში რექტორის მოვალეობას ასრულებდა. არჩილ ფრანგიშვილის მესამე ვადით არჩევით
დაირღვა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც
კრძალავს
რექტორის
ზედიზედ
ორზე
მეტი
ვადით
არჩევას
სახელმწიფოს
მიერ
დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა
შეისწავლა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებული არჩევნების კანონიერება,
თუმცა დარღვევა არ დაადგინა. დეპარტამენტმა მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ
კანონის საწინააღმდეგოდ, უნივერსიტეტის წესდებით კანონით დადგენილი შეზღუდვების
ამოქმედება დროში გადავადდა და მისი უფლებამოსილების ვადის ათვლა 2012 წლის
რექტორის არჩევნებიდან დაიწყო. ამგვარად, უგულებელყოფილ იქნა არჩილ ფრანგიშვილის
2008 წელს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისა და 2009 წელს მისი
რექტორად არჩევის ფაქტები.
ამასთან, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის პოზიციით, ა. ფრანგიშვილი
აკმაყოფილებდა რექტორობის კანდიდატისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნას, რაც
ახსნილია
უნივერსიტეტის
იურიდიული
ფორმის
ცვლილებით.
კერძოდ,
საუბარია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფორმის ცვლილებებზე 2011 და
2013 წლებში. თუმცა, კანონით დადგენილი შეზღუდვა რექტორის ორ უფლებამოსილებაზე
მეტი ვადით არჩევის შესახებ, უნივერსიტეტის სამართლებრივი ფორმის ყველა ცვლილების
დროს მოქმედებდა. შესაბამისად, შიდა აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია ვერ იქნება
გაზიარებული.
ამასთან,
უფლებამოსილების
უნივერსიტეტის
ვადის
მნიშვნელოვანია
შეზღუდვის
ავტონომიურობიდან
აღინიშნოს
მიზანი,
და
რაც
კანონის
შესაძლოა
ემსახურებოდეს
ერთი
უნივერსიტეტის განუსაზღვრელი ვადით მართვისაგან თავის არიდებას.
519
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მიერ
რექტორის
გამომდინარეობდეს
პირის
მიერ
სამწუხაროდ, ადრესატ უწყებებს საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები არ
გაუზიარებიათ.
რეკომენდაციები
საქართველოს პარლამენტს
საქართველოს შრომის კოდექსში შევიდეს ცვლილებები და შრომის პირობების
მონიტორინგის მიზნით განისაზღვროს შრომის ინსპექციის შექმნა, რომელსაც ექნება
ეფექტიანი მონიტორინგის ჩატარებისთვის შესაბამისი უფლებამოსილება და რომლის
მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც შესასრულებლად სავალდებულო იქნება
„საჯარო
სამსახურის
თვითმმართველობების
შესახებ“
მიერ
კანონით
განისაზღვროს
ადგილობრივი
დაფუძნებულ
არასამეწარმეო
(არაკომერციულ)
იურიდიულ პირებში ვაკანტური თანამდებობის კონკურსის წესით დაკავების
პროცედურა
შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის დამსაქმებლებს განესაზღვროთ
ადეკვატური სანქციები
საქართველოს შრომის კოდექსით განისაზღვროს:
o დღიური სამუშაო საათების მაქსიმალური რაოდენობა და დასაქმებულისთვის
ყოველკვირეულად მისაცემი უწყვეტი დასვენების დროის მინიმალური
ოდენობა
o ზეგანაკვეთური სამუშაო საათების მაქსიმალური დასაშვები ზღვარი
o დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები იყოს
კონკრეტული და წინასწარ განჭვრეტადი, არ იძლეოდეს სუბიექტური
შეფასების ფართო შესაძლებლობას
o ნებისმიერი განსაზღვრული ვადის ხელშეკრულების დადება დაიშვებოდეს
მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული, ობიექტური გარემოებების არსებობის
შემთხვევაში
o მინიმალური
ხელფასის
დეფინიცია
და
მინიმალური
ხელფასის
ყოველწლიურად გადახედვის მექანიზმი
საქართველოს მთავრობას
დროულად მოხდეს „შრომითი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“
კანონის პროექტის ინიცირება
შემუშავდეს შრომითი საქმიანობის დროს დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის
მიყენებული ზიანის ან მისი გარდაცვალების შედეგად დამდგარი ზიანის
ანაზღაურების რეგულაციები
520
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
შესაბამისი
კვლევის
საფუძველზე
განისაზღვროს
სამართლიანი
მინიმალური
ხელფასის ოდენობა, ასევე მისი ყოველწლიურად გადახედვის მექანიზმი
მინიმალური
ხელფასის
ოდენობა
განისაზღვროს
როგორც
საათობრივი,
ისე
ყოველთვიური სახით, არასრული განაკვეთის სამუშაო ადგილების შემცირების
თავიდან ასაცილებლად.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
დაჩქარდეს ევროპის სოციალური ქარტიის მე-3 მუხლის, შრომის საერთაშორისო
ორგანიზაციის №81 კონვენციის მრეწველობასა და ვაჭრობაში შრომის ინსპექციის
შესახებ; №129 შრომის ინსპექციის (სოფლის მეურნეობაში) შესახებ; №155
კონვენციის
სამუშაო
ადგილებზე
ჯანმრთელობის
უსაფრთხოების
შესახებ;
რატიფიცირების პროცესი
მოხდეს მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ შრომის საერთაშორისო
ორგანიზაციის 1970 წლის N131 კონვენციის რატიფიცირება.
521
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
16.ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება918
ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება ფართო საზოგადოების უფლებების დაცვისკენ
მიმართული ღირებულებაა და მისი რეალიზაციის საკითხი საქართველოს სახალხო
დამცველის საქმიანობის ბოლო წლების ერთ-ერთი პრიორიტეტია.919
კაცობრიობის
განვითარებასთან
ერთად
იცვლება
ევროპული
საზოგადოების
დამოკიდებულება გარემოს დაცვის საკითხების მიმართ და სულ უფრო აქტუალური და
პრიორიტეტული ხდება ეკოლოგიაზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმართვა.
2016 წლის 1 იანვარს ძალაში შევიდა გაეროს მიერ 2015 წლის 25 სექტემბერს დამტკიცებული
ახალი დღის წესრიგი: „ჩვენი სამყაროს ტრანსფორმაცია: მდგრადი განვითარების დღის
წესრიგი 2030 წლისათვის.“ ათასწლეულის განვითარების მიზნების 15-წლიანი ციკლის
დასრულებისა და 2012 წლის რიო-დე-ჟანეიროს კონფერენციის შეთანხმების შემდეგ, გაეროს
ახალი დღის წესრიგი ყველაზე უნივერსალური და გლობალური დოკუმენტია როგორც
განვითარებადი,
განვითარების
ისე
სამი
განვითარებული
მიმართულების:
ქყვეყნებისათვის.
სოციალური,
მისი
მიზანია
ეკონომიკური
და
მდგრადი
ეკოლოგიური
განზომილებების მაქსიმალურად დაბალანსება. საქართველომ 192 ქვეყანასთან ერთად ახალი
დღის
წესრიგით
ვალდებულება
გათვალისწინებული
აიღო.
შესაბამისად,
მიზნებისა
და
პრიორიტეტულად
ამოცანების920
უნდა
იზრუნოს
შესრულების
ბუნებრივი
რესურსების მდგრადი მოხმარების/წარმოების, მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნის,
კლიმატის ცვლილებების საპასუხოდ აქტიურ ქმედებებსა და გარემოსდაცვით სხვა
ღონისძიებებზე.
მსოფლიოს ახალი მიზნების კვალდაკვალ, აუცილებელია საქართველომ ეკონომიკურ,
სოციალურ და გარემოსდაცვით სფეროებში საერთაშორისო სტანდარტები დაამკვიდროს და
სახელმწიფო უწყებებმაც, თავიანთი საქმიანობა აღნიშნული პრინციპების შესაბამისად
წარმართონ. დღეს საქართველო ნამდვილად რთული გამოწვევების წინაშე დგას როგორც
918
გარემოს შესახებ 1972 წლის სტოკჰოლმის დეკლარაციის პირველი პრინციპი; რიო-დე–ჟანეიროს
დეკლარაციის პირველი პრინციპი. გარდა ამისა, მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში არაერთ ევროპულ
კონფერენციასა და სემინარზე განიხილეს გარემოს დაცვა, როგორც ადამიანის უფლება.
ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს
საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლიც.
919
საქართველოს სახალხო დამცველმა გარემოსდაცვით საერთაშორისო გარანტიებსა და მიდგომებზე
დეტალურად ისაუბრა „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში, 2015, გვ: 590-591;
ხელმისაწვდომია ბმულზე: <http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf>.
920
აღნიშნული დოკუმენტი სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური მიმართულებების მდგრადი
განვითარებისათვის 17 მიზანსა და 169 ამოცანას მოიცავს.
522
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სრულიად ხარვეზიანი საკანონმდებლო რეგულაციების, ისე პრაქტიკის თვალსაზრისით.
აუცილებელია ეკონომიკური განვითარებისათვის ხელშეწყობასა და ჯანსაღ გარემოში
ცხოვრების
უფლებას
შორის
გონივრული
ბალანსის
შენარჩუნება.
ლიბერალური
საინვესტიციო გარემოს შექმნა ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების უგულებელყოფით
დაუშვებელია.
მართალია, მოქალაქეთა მხრიდან მაღალი მომართვიანობა გარემოს დაცვის უფლების
რეალიზაციასთან დაკავშირებით არც მიმდინარე წელს ყოფილა, თუმცა საქართველოს
სახალხო დამცველის აპარატი საკუთარი ინიციატივის ფარგლებში ცდილობს როგორც
ინდივიდუალური
შემთხვევების
შესწავლას,
ასევე
სისტემური
საკანონმდებლო
რეგულაციების ხარვეზებისა და პრაქტიკული სირთულეების გამოვლენას. შესწავლის
შედეგების თაობაზე დეტალურად ქვემოთ ვისაუბრებთ.
გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ფუნდამენტური ხარვეზიანობა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში 2013 წლიდან
მიმდინარეობს
გარემოსდაცვითი
საქართველოს
სახალხო
შეფასების
დამცველის
კოდექსის
შეფასებით,
კანონპროექტზე
საკანონმდებლო
მუშაობა.
ცვლილებების
ინიცირება/დამტკიცება გონივრულ ვადებში არ წარმართულა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის
13 თებერვალს საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ
იქნა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პროექტი და თანდართული საკანონმდებლო
პაკეტი. საქართველოს სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია აღნიშნული პროცესის
2017 წელს დასრულება და ამ განხილვების ფარგლებში საერთაშორისო სტანდარტების
შესაბამისი საკანონმდებლო აქტების მიღება.
საქართველოს სახალხო დამცველს, ისევე როგორც 2015 წელს, კვლავ აუცილებლად მიაჩნია
მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების შეცვლა. კერძოდ, გარემოზე ზემოქმედების
შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობების საერთაშორისო სტანდარტისთვის მისადაგება,
მათ შორის, კონკრეტული შემთხვევების ინდივიდუალურად განხილვის გზით გზშ-ს
საჭიროების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის შემოღება; გარემოსდაცვით
საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების საწყის ეტაპზევე საზოგადოების
ჩართულობის უზრუნველსაყოფად სამართლებრივი გარანტიების შექმნა, მათ შორის,
მარტივი
ადმინისტრაციული
წარმოების
საჯარო
ადმინისტრაციული
წარმოებით
ჩანაცვლება.921 ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გზშ-სთან
დაკავშირებული ვალდებულებები არ უნდა იყოს ინტეგრირებული მშენებლობის ნებართვის
921
აღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზები და განსახორციელებელი ცვლილებები დაწვრილებით არის
აღწერილი „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში, 2015, გვ: 591-595; ხელმისაწვდომია ბმულზე:
<http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf>.
523
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
გაცემის პროცედურებთან. გზშ-ს შედგენა წინ უნდა უსწრებდეს ნებისმიერი სახის
სამუშაოების დაგეგმვას და ამ სამუშაოების სამართლებრივი დოკუმენტაციის მოპოვების
პროცედურის დაწყებას. ამასთან, გზშ-სა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შერწყმული
პროცედურა
ვერ
საზოგადოების
უზრუნველყოფს
ჩართულობის
გადაწყვეტილების
ვალდებულებას,
რაც,
მიღების
თავის
ადრეულ
მხრივ,
ეტაპზე
მოსახლეობის
ლეგიტიმური ინტერესების რეალურად გათვალისწინების მექანიზმების არარსებობაზეც
მიუთითებს.
კვლავ უცვლელია რეგულაციები922, რომლის მიხედვითაც ინვესტორი ვალდებულია
გარემოზე ზემოქმედების შესახებ ანგარიში მასსა და სახელმწიფო შორის მემორანდუმის
გაფორმების შემდეგ მოამზადოს, რაც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, ვინაიდან
არცერთი საქმიანობა, რომელიც კანონის თანახმად საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების
ნებართვას, არ უნდა იწყებოდეს გზშ–ს არსებობის გარეშე.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მშენებლობის ნებართვის გაცემის საკანონმდებლო
რეგულაციებს უკავშირდება. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, მოქმედი
ნორმები
ვერ
უზრუნველყოფს
რეალიზაციას.
კერძოდ,
განხორციელების
ჯანსაღ
გარემოში
ცხოვრების
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით,923
სამართლებრივ
საფუძველს
წარმოადგენს
უფლების
სათანადო
მშენებლობის
საინჟინრო-გეოლოგიური
კვლევა, შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული პროექტი, ასევე მომიჯნავე შენობა-ნაგებობებზე
ზემოქმედების შეფასება924 და სხვ. თუმცა აღნიშნული დადგენილება მშენებლობის
ნებართვის ხსენებული ნორმით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლად გაცემის
შესაძლებლობას
იძლევა.
არ
არსებობს
სამართლებრივი
რეგულაციები,
რომელიც
მშენებლობის ნებართვის მაძიებელს დაავალდებულებდა, ადმინისტრაციულ ორგანოში
მშენებლობის
ნებართვის
გაცემის
რომელიმე
სტადიაზე
წარედგინა
მშენებლობის
სამართლებრივ საფუძვლებად მიჩნეული დოკუმენტაცია. აღნიშნული მიდგომა სახალხო
დამცველს გაუმართლებლად მიაჩნია და განმარტავს, რომ
ხსენებული დოკუმენტების
წარდგენის ვალდებულება მშენებლობის ნებართვის გაცემის წარმოების შემადგენელი
ნაწილი უნდა იყოს. ყოველივე ეს პირდაპირ უკავშირდება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების
უფლების
რეალიზაციას,
ვინაიდან
მნიშვნელოვანი
გარემოებების
შეუსწავლელად
დაწყებული მშენებლობა ბევრ ლეგიტიმურ კითხვას ბადებს და ეწინააღმდეგება მდგრადი
განვითარებისა და სივრცითი მოწყობის პრინციპებს.
922
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს „საქართველოში ელექტროსადგურების
მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ
ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ №214 დადგენილება.“
923 „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
924 ხსენებული დადგენილების 35-ე მუხლი.
524
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სამეწარმეო საქმიანობისას გარემოსათვის ზიანის მიყენება - შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ
კანონმდებლობის უგულებელყოფა
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ
ჭიათურაში
წარმოებული
სამუშაოების
შედეგად
გამოწვეული
მძიმე
ეკოლოგიური
პრობლემების თაობაზე სახელმწიფო უწყებების მხრიდან განხორციელებულ რეაგირებებს.
დადგენილია, რომ კომპანია მადნის მოპოვებით სამუშოებს გარემოსდაცვითი ნორმებისა და
სალიცენზიო პირობების დარღვევით აწარმოებს. 2013–2015 წლებში შპს „ჯორჯიან
მანგანეზის“ მიერ გარემოსათვის მიყენებული ზიანი 357 მლნ925 ლარს აღემატება.926 კომპანიის
მიერ მადნის მოპოვების მიზნით უკანონოდ მოთხრილი 220,6 კბ.მ ხე-ტყის შედეგად
მიყენებული ზიანი 158 ათას ლარზე მეტია; მიწის გაუარესების/დაბინძურების შედეგად
გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა 325 მლნ.-მდე აღწევს; ნარჩენებით ნიადაგის
დაბინძურების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანი 53 ათას ლარზე მეტია;
ჩამდინარე წყლებით ზედაპირული წყლის ობიექტების დაბინძურებით მიყენებული ზიანი
კი 30 მლნ ლარს აჭარბებს.
საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტებით,927 აღნიშნულზე მიმდინარეობს
გამოძიება და შპს „ჯორჯიან მანგანეზი“-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა
დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის
„ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (უკანონო სამეწარმეო
საქმიანობა, ჩადენილი ჯგუფურად). აღნიშნულ საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო სისხლის
სამართლის საქმე ბრალდებული იურიდიული პირის, „ჯორჯიან მანგანეზი“-ის მიმართ და
არსებითად განსახილველად გადაიგზავნა სასამართლოში. პროკურატურის განმარტებიდან
არ
იკვეთება,
მიმდინარეობს
გათვალისწინებული
თუ
დანაშაულის
არა
კვლავ
ჩადენის
გამოძიება
თაობაზე,
ხსენებული
ცნობილია
თუ
მუხლით
არა
ვინმე
ბრალდებულად, ან რა კვალიფიკაციით გადაეცა სასამართლოს საქმე.
გარდა ამისა, გამოძიება ასევე მიმდინარეობს კომპანიის მიერ საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 298-ე მუხლით (წიაღისეულის გამოყენების ან დაცვის წესის
დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ნიშნებით. თუმცა, პროკურატურის
განმარტებით, ტექნიკურად შეუძლებელია განისაზღვროს კონკრეტულად ვინ დაარღვია შპს
„ჯორჯიან
მანგანეზის“
მიერ
2007-2013
წლებში
წარმოებული
სამუშაოების
დროს
წიაღისეულის გამოყენების ერთიანი წესები, კომპანიიდან გამოთხოვილია დოკუმენტაცია და
925
357 279 777 ლარი.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2016 წლის 15 აგვისტოს #5 16
00090612 წერილი.
927 საქართველოს პროკურატურის 2017 წლის 10 იანვრის #13/1995 წერილი.
926
525
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
გამოძიება
გრძელდება.
ზემოაღნიშნული
საკითხების
შესწავლისა
და
წინამდებარე
შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურების რეაგირების კანონიერების შესწავლის მიზნით
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში საქმისწარმოება გრძელდება და შესწავლის
შედეგები ეცნობება საზოგადოებას.
საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ზემოთ აღნიშნული ვითარება საგანგაშოა.
კომპანიის მხრიდან საქართველოს კანონმდებლობის ასეთი უხეში და განგრძობითი
უგულებელყოფის შედეგად ეკოლოგიისათვის მსგავსი მასშტაბური და გამოუსწორებელი
ზიანის მიყენებას, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან დაუყოვნებლივ უნდა
მოჰყვეს ადეკვატური და ეფექტიანი რეაგირება.
გარდა ამისა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის
მე-4
პუნქტის
შესაბამისად,
ნებართვის
მფლობელზე
კანონით
გათვალისწინებული
პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, მისი მხრიდან სანებართვო პირობების
შეუსრულებლობა ნებართვის გაუქმების საფუძველია. სწორედ ამ მოთხოვნით მიმართა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნებართვის გამცემს - საქართველოს
გარემოსა და ბუნებრივი რესურების დაცვის სამინისტროს 2016 წლის 4 ივლისს. თუმცა
მინისტრის 2016 წლის 5 ივლისის #ი-334 ბრძანების შესაბამისად, შპს „ჯორჯიან მანგანეზს“
სანებართვო ქმედების განხორციელების უფლება 2017 წლის 31 დეკემბრამდე მიენიჭა.
აღნიშნული ბრძანება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე
მუხლის მე-12 პუნქტზე უთითებს, რომლის თანახმადაც თუ ნებართვის გაუქმებამ უფრო
მეტი ზიანი შეიძლება გამოიწვიოს, ვიდრე ნებართვის მოქმედების გაგრძელებამ, ან თუ
არსობრივად შეუძლებელია მისი
მოქმედების
შეჩერება, ნებართვის
გამცემი იღებს
დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ნებართვის მფლობელისათვის მის მიერ დადგენილი
პირობების დაცვით სანებართვო ქმედების განხორციელების უფლების მინიჭების თაობაზე.
ბრძანების თანახმად, სამინისტროს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს სწორედ
ხსენებული
ნორმით
გათვალისწინებული
პირობა,
რადგან
აღნიშნული
საწარმო
წარმოადგენს ჭიათურისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ძირითად დასაქმების
წყაროს,
ხოლო
მნიშვნელოვან
მისთვის
გარემოზე
ზემოქმედების
სოციალურ
კრიზისს
გამოიწვევს.
ნებართვის
ამასთან,
გაუქმება
ნებართვის
რეგიონში
გაუქმება
და
მფლობელისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევა სამინისტროს განმარტებით, ვერ
უზრუნველყოფს შექმნილი რთული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას, ნებართვის
მფლობელისთვის დამატებითი გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაკისრება და მათი
აღსრულების მონიტორინგი კი არსებული მდომარეობის გამოსწორების მეტ შესაძლებლობას
იძლევა. ბრძანების მიხედვით, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ იღებს ვალდებულებას ააშენოს და
ექსპლუატაციაში გაუშვას ახალი, ევროპული სტანდარტების გამამდიდრებელი ფაბრიკა,
რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ეკოლოგიურ სტანდარტებს და რომლის საფუძველზეც
მოხერხდება
526
არსებული
საწარმოო
პროცესის
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მოდერნიზება
გარემოზე
უარყოფითი
ზემოქმედების შესამცირებლად. კომპანიას 2017 წლის 31 დეკემბრამდე სხვადასხვა
ვალდებულებების შესრულება დაევალა.928
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 5
ივლისის #ი-334 ბრძანებაში ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებით საგამონაკლისო წესის
გამოყენებისათვის ზემოთ დასახელებული საფუძვლები მხედველობაშია მისაღები, თუმცა
საქართველოს
სახალხო
დამცველს
მიაჩნია, რომ
მსგავსი
გარემოებების
არსებობის
შემთხვევაშიც ყველამ პატივი უნდა სცეს კანონის უზენაესობის პრინციპს, მით უფრო, რომ
კომპანიის
მხრიდან
წლების
ვალდებულებები.929
ყოველივე
უმნიშვნელოვანესად
მიაჩნია
შესრულებაზე
ეფექტიანი
შეუსრულებლობის
განმავლობაში
ამის
ხსენებული
ბრძანებით
მონიტორინგის
შემთხვევაში,
არ
შესრულებულა
გათვალისწინებით,
დადგენილი
განხორციელება,
კომპანიის
მიმართ
სახალხო
დამცველს
ვალდებულებების
ხოლო
კანონით
შესაბამისი
მათი
კვლავ
გათვალისწინებული
ღონისძიების გატარება.
განხილული შემთხვევა თვალსაჩინოს ხდის გარემოს ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებული
საკანონმდებლო
რეგულაციების
არაეფექტიანობას.
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა მიმართ კანონით გათვალისწინებული სანქციები არ შეესაბამება
ჩადენილ
ქმედებათა
აღნიშნული
სანქციები
სიმძიმეს.
არ
ამასთან,
შეიძლება
ჯარიმების
სიმცირის
სამართალდამრღვევის
გათვალისწინებით,
მხრიდან
სამომავლოდ,
განმეორებით ჩადენის თავიდან აცილების ქმედით მექანიზმად მივიჩნიოთ.930
სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემასთან დაკავშირებული პრაქტიკა
928 მათ შორის, მოაწყოს გამამდიდრებელი ფაბრიკების საწარმოო ჩამდინარე წყლების გამწმენდი
ნაგებობის სალექარი; სრულად მოაწესრიგოს გამამდიდრებელი ფაბრიკის ყველა შლამშემსქელებლის
გამართულად მუშაობა; დაასრულოს საწარმოს ლაბორატორიის მოწყობის სამუშაოები; ააშენოს და
ექსპლუატაციაში გაუშვას ახალი გამამდიდრებელი ფაბრიკა და სხვ.
929
ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომპანიას შესაბამისი ვალდებულებების შესრულების ვადა
გაუგრძელდა ჯერ 2015 წლის 31 დეკემბრამდე, შემდეგ 2016 წლის 1 ივლისამდე. ხოლო 2016 წლის 17
მაისსა და 30 ივნისს კომპანიას უარი ეთქვა ვადების კვლავ გაგრძელებაზე. 2016 წლის 1 ივლისამდე
კომპანიას არცერთი ვალდებულება არ შეუსრულებია.
930მაგალითად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 573-ე მუხლის
მიხედვით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის
მფლობელის მიერ სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმის დადგენილ ვადაში
წარუდგენლობა ან სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს
დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით
სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
572-ე მუხლის მიხედვით, წიაღით სარგებლობის ნორმების, აგრეთვე წიაღით სარგებლობის
უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან შვიდას
ლარამდე.
527
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
თბილისის
ადმინისტრაციულ
საზღვრებში
სპეციალურ
(ზონალურ)
შეთანხმებაზე,
დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა
საბჭოს დასკვნის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებდა931 და იღებს932 თბილისის
მუნიციპალიტეტის მერი. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ერთ-ერთი საქმის933
შესწავლისას მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემები გამოავლინა. ხსენებული საბჭოს
დასკვნის (რომელიც ფორმდება სხდომის ოქმის სახით) დასაბუთების ვალდებულება
კანონმდებლობით არის განმტკიცებული.934 კერძოდ, საბჭოს სხდომის ოქმში მითითებული
უნდა იყოს განსახილველ საკითხზე საბჭოს თითოეული წევრის მიერ მიღებული
გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების სათანადო დასაბუთება. როგორც
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ საკითხის შესწავლის შედეგად
დგინდება,935 ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის შესახებ საბჭოს წევრების
დადებითი და უარყოფითი გადაწყვეტილებები არის ზოგადი და არ შეიცავს სათანადო
დასაბუთებას, რაც ეწინააღმდეგება ზემოთ აღნიშნულ ნორმატიულ მოთხოვნებს. ამასთან,
აღნიშნული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შემდგომი
გადაწყვეტილების
გადაწყვეტილებაზე
კანონიერების
საკითხსაც,
დაფუძნებული
ვინაიდან
გადაწყვეტილება
საბჭოს
დაუსაბუთებელ
სპეციალური
(ზონალური)
შეთანხმების გაცემის შესახებ, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის
გარეშე მიღებულად უნდა იქნას მიჩნეული.936
2014
წლის
1
იანვრიდან
2016
წლის
1
სექტემბრამდე
არსებული
მონაცემებით,
ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის თაობაზე შესული 3187 განცხადებიდან
დადებითი დასკვნა გაიცა და მოთხოვნა დაკმაყოფილდა 1608 შემთხვევაში.937 2017 წლის 2
თებერვალს,
საქართველოს
სახალხო
დამცველის
931
აპარატის
წარმომადგენლებთან
„თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების
შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N4-13 გადაწყვეტილების 25–ე მუხლის მე–3
პუნქტი.
932
„თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების
წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24
მაისის №14-39 დადგენილების 22-ე მუხლის მე-7 მუხლი.
933 მოქალაქე მ.თ.-ის 2016 წლის 11 მარტის N3219/16 განცხადება.
934
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53–ე მუხლი; ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №16-32 დადგენილებით დამტკიცებული
საბჭოს დებულების მე–8 მუხლის 4პ. „ე“, „ვ“ ქვეპ.
935 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვის
მიზნით, 2016 წლის 2 სექტემბრის N04-11/10192 წერილით მიმართა ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის მერსა და ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების
რეგულირების საკითხთა საბჭოს თავმჯდომარეს.
936 აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ
რეგულაციებს.
937 თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 13 ოქტომბრის N07/9147-13 წერილი.
528
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
შეხვედრაზე საბჭოს წევრების მიერ გაკეთებული განმარტებით, საბჭოს დასკვნების
დასაბუთებულობის პრობლემა სისტემური ხასიათისაა.
სპეციალური (ზონალური) შეთანხმება თავისი არსით არის საკანონმდებლო გამონაკლისი,
რომლის დროსაც კანონმდებელი ნორმატიულად დადგენილი ქალაქთმშენებლობითი
პარამეტრების გაზრდის შესაძლებლობას იძლევა და ეს საგამონაკლისო გადაწყვეტილება
ყველა შემთხვევაში საკითხის ყოველმხრივი შესწავლის შედეგად უნდა მიიღებოდეს.
ადმინისტრაციულმა ორგანომ ინდივიდუალურად უნდა გამოიკვლიოს, თუ რამდენად
თავსებადია განაშენიანების ინტენსიურობის კოეფიციენტის გაზრდა კონკრეტული მიწის
ნაკვეთის თავისებურებებთან და, ზოგადად, ქალაქთმშენებლობის პრინციპებთან, რა
განსაკუთრებული სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა საფუძვლების გათვალისწინებით
არის აუცილებელი განაშენიანების ინტენსიურობის კოეფიციენტების ცვლილება, რა
ალტერნატიული ზომებით კომპენსირდება ჯანსაღ საცხოვრებელ პირობებსა და გარემოზე
უარყოფითი ზემოქმედება, ხომ არ დგება სხვა საჯარო ინტერესები საფრთხის ქვეშ ან ხომ არ
ილახება სხვათა უფლებები.
სწორედ ზემოთ აღნიშნული გარემოებებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ არც
საბჭოს სხდომის ოქმიდან და არც მერის ბრძანებიდან არ იყო ნათელი რა ფაქტობრივი და
სამართლებრივი
საფუძვლით
იქნა
ინტენსიურობის კოეფიციენტის
მიჩნეული
განაშენიანების
გაზრდა, ამასთან, გადაწყვეტილება
მიზანშეწონილად
მიღებული იყო
დაინტერესებული პირების მონაწილეობის გარეშე, საქართველოს სახალხო დამცველმა
მოქალაქე მ.თ.-ის
საქმესთან
დაკავშირებით, რეკომენდაციით938 მიმართა თბილისის
მუნიციპალიტეტის მერსა და დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების
რეგულირების საკითხთა საბჭოს და მოითხოვა საბჭოს სხდომის ოქმისა და მერის ბრძანების
ბათილად ცნობა და საქმის არსებითი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და
შეფასების შედეგად ახალი გადაწყვეტილებების მიღება. როგორც ზეპირი განმარტებებიდან
შევიტყვეთ, საბჭო აპირებს არსებული პრაქტიკის შეცვლას და საბჭოს გადაწყვეტილებების
დასაბუთების
მოთხოვნის
შესრულებას.939
სახალხო
დამცველი
აღნიშნულ
პროცესს
მომავალშიც მიადევნებს თვალს. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 19 აგვისტოს
რეკომენდაციის
საპასუხოდ,
თბილისის
არქიტექტურის
სამსახურის
2017
წლის
20
თებერვლის940 წერილით გვეცნობა, რომ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია
938
საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 19 აგვისტოს N04-11/9611 რეკომენდაცია.
2017 წლის 2 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ესწრებოდნენ
საბჭოს სხდომას, სადაც საბჭოს თავმჯდომარის, ქალაქ თბილისის მერის მოადგილის განმარტებით,
საბჭოს პრაქტიკა შეიცვლება, ხოლო კონკრეტულად მოქალაქე მ.თ.-ის საქმესთან დაკავშირებით
ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად მიიღება გადაწყვეტილება საკითხის ხელახალი
განხილვის შესაძლებლობაზე.
940 თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 20 თებერვლის N07/9172-13 წერილი.
939
529
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
არ
შესრულებულა.
აღსანიშნავია,
რომ
ქალაქ
თბილისის
მუნიციპალიტეტის
მერს
რეკომენდაციის შესრულებაზე ინფორმაცია არ მოუწოდებია.
სახალხო
დამცველს
აუცილებლად
გადაწყვეტილებების
მიღებისას
ქალაქთმშენებლობის
საფუძვლების
მიაჩნია,
რომ
ადმინისტრაციულმა
იხელმძღვანელონ
შესახებ“
„სივრცითი
საქართველოს
ორგანოებმა
მოწყობისა
კანონით
და
დადგენილი
პრინციპებით.941
ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა942
სოფელ ნაკრასა და სოფელ ჭუბერში, მდინარე ნაკრაზე სათაო ნაგებობისა და მდინარე
ნენსკრაზე 280 მვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურზე მშენებლობის ნებართვა სსიპ
ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2015 წლის 5 ოქტომბრის
ბრძანების საფუძველზე გაიცა, ხოლო ეკოლოგიური ექსპერტიზა საქართველოს გარემოსა და
ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 2 ოქტომბრის #ი-768 ბრძანებით
დამტკიცდა. თუმცა 2015 წლის 16 სექტემბერს, მედიით გავრცელებული943 ინფორმაციის
მიხედვით,
იტალიურმა
ნებართვის
გაცემამდე
კომპანიამ
და
წინა
ეკოლოგიური
მოსამზადებელი
ექსპერტიზის
სამუშაოები
მშენებლობის
დამტკიცებამდე
წამოიწყო.944
მშენებლობის დაწყების ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი,
ენერგეტიკის მინისტრი, კორეის რესპუბლიკის და იტალიის ელჩები და კომპანიების
ხელმძღვანელი პირები. აღნიშნული გარემოებები, ხუდონჰესის ჰიდროელექტროსადგურის
შემთხვევის მსგავსად, გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოზე ზეწოლად უნდა შეფასდეს.
შედეგად, საზოგადოებაში ჩნდება გონივრული ვარაუდი, რომ ადმინისტრაციული წარმოება
ფორმალურ ხასიათს ატარებს.
ადგილობრივ მოსახლეობასა და დაინტერესებულ საზოგადოებაში კითხვის ნიშნები ჩნდება
სს „ნენსკრა“-ს მიერ მომზადებულ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშთან დაკავშირებით.
კერძოდ, რამდენად სრულყოფილად და კვალიფიციურად ასახავს გზშ „ნენსკრა ჰესის“
941
რომელთა შორისაა მოსახლეობისათვის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებლისა და სამოღვაწეო
გარემოს შექმნის, დასახლებათა განვითარებისას გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების
მინიმალიზების, განლაგების ტერიტორიებისათვის ინფრასტრუქტურის პოზიტიური ეფექტის
საკითხები.
942
აღნიშნულის თაობაზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მიმდინარეობს
საქმისწარმოება მოსახლეობის 2016 წლის 18 აპრილის N4883/16 კოლექტიური განცხადებისა და
N14682/15 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
943
ხელმისაწვდომია
ბმულზე:
<http://liberali.ge/news/view/18329/nenskra-hesis-msheneblobismosamzadebeli-samushaoebi-daitsyo > [ბოლოს ნანახია 4.02.2017].
944
სამშენებლო მოედანთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია/მშენებლობას და სამშენებლო
ტექნიკის მობილიზაციას.
530
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
პროექტის განხორციელების შემთხვევაში მის გარემოზე ზემოქმედების მასშტაბებსა და
რეალობას;
რამდენად
სრულყოფილად
არის
შეფასებული
საშიში
გეოდინამიკური
პროცესების განვითარების რისკები (განსხვავებულ რეალობაზე უთითებენ ადგილობრივი
მაცხოვრებლები);
ბიოლოგიური
გარემოს
კვლევა;
პროექტის
დანახარჯებისა
და
გრძელვადიანი სარგებლის ანალიზი ქვეყნისთვის, რაც თავის მხრივ უკავშირდება მისი
განხორციელების მიზანშეწონილობასაც. ამასთან, როგორც სპეციალისტები უთითებენ, გზშს მნიშვნელოვანი ნაწილები სხვა ჰესების გზშ-ეების იდენტურია.945 ეს კი, რა თქმა უნდა,
საეჭვოს ხდის შეფასებების სანდოობას.
წინამდებარე შემთხვევაში საგულისხმოა გზშ-ს ის ნაწილიც, რომელიც ადგილობრივი
მოსახლეობის რესურებზე ხელმისაწვდომობის საკითხის შეფასებას ეხება. დოკუმენტის
მიხედვით,
საპროექტო
საზოგადოებრივი
ტერიტორიის
სარგებლობის
სახელმწიფო
მიწებზე
საკუთრებაში
მოსახლეობა
არსებულ,
სამუდამოდ
თუმცა
დაკარგავს
ხელმისაწვდომობას. აღნიშნულ მიწებს (დაიკარგება დაახლოებით 3,7-3,8 კმ2 სახელმწიფო
საკუთრებაში არსებული მიწა) მოსახლეობა იყენებს საძოვრად, შეშის მოსაპოვებლად და სხვ.
გზშ-ში
მოსახლეობის
რესურსებზე
ხელმისაწვდომობაზე
ხსენებული
ზემოქმედება
შეფასებულია მცირე, მაგრამ ნეგატიურ ზემოქმედებად. თუმცა დოკუმენტიდან არ
დგინდება, რომელი ობიექტური კრიტერიუმებით შეფასებამ მიიყვანა ავტორი აღნიშნულ
დასკვნამდე. ადგილობრივი მოსახლეობის შეშფოთების და უკმაყოფილების ერთ-ერთი
მთავარი მიზეზი, სწორედ საზოგადოებრივი დანიშნულების მიწებზე ხელმისაწვდომობის
დაკარგვაა. აღნიშნული გარემობა, თავის მხრივ, შიდა მიგრაციის ხელშემწყობ გარემოებად
უნდა მივიჩნიოთ.
მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს ის გარემობაც, რომ ჰესის მშენებლობის ფარგლებში,
ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას შესაძლოა სოფელ ლახამის მაცხოვრებელთა
განსახლება მოჰყვეს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 2016 წლის ზაფხულში
ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი დაგეგმვის ეტაპზე იყო და ჯერ კიდევ
უცნობი იყო მისი მარშრუტი.946 საქართველოს სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია
ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობამდე ყველა შესაძლო ალტერნატიული მარშუტის
საფუძვლიანად განხილვა და ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის გზით მათი
ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.
ცდოს ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა
945
ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელისა და ასოციაციის „მწვანე
ალტერნატივა“ ერთობლივი შენიშვნები ნენსკრა ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე, იხ. ბმული: <http://greenalt.org/wpcontent/uploads/2015/09/GA_shenishvnebi_Nenskra1.pdf> , [ბოლოს ნანახია: 23.03.2017].
946 საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის 2016 წლის 5 ივლისის N3316/1 წერილი.
531
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საქართველოს
სახალხო
დამცველის
აპარატში
მიმდინარეობს
საქმისწარმოება
სს
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ელექტროგადამცემი ხაზის – „დარიალი
110“-ის რეკონსტრუქციის კანონიერების თაობაზე. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
ბრძანების947 თანახმად, სს „საქართველოს სახელმწიფო
რესურსების დაცვის მინისტრის
ელექტროსისტემის“ ელეტროგადამცემი ხაზის, „დარიალი 110“–ის, რეკონსტრუქციის
პროექტი გათავისუფლდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან. აღნიშნული ბრძანების
საფუძველს
კი
წარმოადგენდა
გარემოზე
ზემოქმედების
სპეციალური
საბჭოს
რეკომენდაცია.948
„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის
პირველი პუნქტის თანახმად, გზშ–სგან საქმიანობის გათავისუფლება შესაძლებელია, თუ
სახეზეა საქმიანობის დაწყებისა და გადაწყვეტილების დროულად მიღების საერთო-
სახელმწიფოებრივი ინტერესები.
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“949 წერილის მიხედვით, 2016 წლის
თებერვლისათვის
დაგეგმილი
ელექტროგადამცემი
ხაზის
იყო „დარიალი
მშენებლობა
ჰესის“ ექსპლუატაციაში
აღნიშნული
ჰესის
მიერ
შესვლა
და
გამომუშავებული
ელექტროენერგიის საქართველოს ენერგოსისტემაში ჩართვას უკავშირდებოდა. როგორც
წერილის ავტორი განმარტავს, გზშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვა დიდ დროს მოითხოვდა.
უნდა განიმარტოს, რომ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დასაბუთდეს
არა მხოლოდ ამა თუ იმ პროექტის განხორციელების მნიშვნელობა სახელმწიფოსათვის (რაც
თავისთავად შეიძლება სახეზე გვქონდეს ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტის
შემთხვევაში), არამედ, თუ რა გარემოებებიდან გამომდინარეობს საქმიანობის გზშ-სგან
გათავისუფლების
საერთო-სახელმწიფოებრივი
გადაუდებელი
საჭიროება.
მოცემული
წერილის მიხედვით ერთადერთი არგუმენტია „დარიალი ჰესის“ ექსპლუატაციაში შესვლის
თარიღი, თუმცა არ არის ნათელი, რატომ არ იყო შესაძლებელი აღნიშნულის წინასწარ
გათვალისწინება და შესაბამისი სამუშაოების დროულად დაწყება. განსხვავებული ან
დამატებითი
მსჯელობა
არც
საქართველოს
ენერგეტიკის
სამინისტროს
პოზიციაში
ასახულა.950
გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს
სხდომის ხსენებული ოქმის თანახმად,
საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით:
947 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 5 იანვრის #ი–11
ბრძანება.
948 გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს 2015 წლის 28 დეკემბრის #64 ოქმი.
949
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის 2015 წლის 4 დეკემბრის #5384/07 წერილი.
950 საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს 2015 წლის 4 დეკემბრის #04/4533 წერილი.
532
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
„სასურველი იყო, რომ აღნიშნულ პროექტს
პროცედურები
სრულად,
რადგან
გაევლო კანონით დადგენილი
პრობლემად
რჩება
მოსახლეობის
ინფორმირებულობის საკითხი. ვინაიდან პროექტი დაკავშირებულია დარიალის
ჰესთან, ამიტომ ითვლება ის რთულ თემად, თუმცა როცა ჰესი უკვე აშენებულია,
ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა გარდაუვალია.“
გარდა აღნიშნული მოსაზრებისა, რაიმე სახის დასაბუთება საერთო-სახელმწიფოებრივი
ინტერესების თაობაზე ოქმში არ იკითხება, რაც გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ
საბჭომ ელექტროგადამცემი ხაზის გზშ-სგან გათავისუფლება მხოლოდ მისი აშენების
გარდაუვალობას დაუკავშირა. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
მინისტრის ზემოთ აღნიშნული ბრძანების დაუსაბუთებლობა საქმიანობის გზშ-საგან
გათავისუფლების
შესახებ,
მიუთითებს,
რომ
აქტი
გამოცემულია
საქმისათვის
მნიშვნელოვანი გარემოებების გამოუკვლევლად.951
ის გარემოება, თუ რატომ იყო მოცემულ შემთხვევაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარება, უშუალოდაა დაკავშირებული თავად გზშ-ს
არსსა და მიზნებთან.952 გარდა ამისა, გზშ-ს განხილვის პროცედურა წარმოადგენს
გადაწყვეტილების მიღების ერთადერთ ეტაპს, რომლის დროსაც საზოგადოებას ეძლევა
საშუალება ჩაერთოს პროცესში სრულყოფილი ინფორმაციის მიღებისა და თავიანი
მოსაზრებების გამოხატვის, ასევე, მათი ასახვის გზით. წინამდებარე შემთხვევაში, ვინაიდან
ელექტროგადამცემი ხაზის 4 ბოძი სოფელ ცდოზე გადიოდა, დიდი იყო ელექტროგადამცემი
ხაზის მშენებლობის მიმართ საზოგადოების დაინტერესება. ადგილობრივი მოსახლეობა კი
უთითებდა გონივრულ ალტერნატიულ სივრცეზე (სოფლის მოშორებით, მდინარე თერგის
მარჯვენა ან მარცხენა სანაპირო), სადაც პროექტის განხორციელება შესაძლებელი იქნებოდა
მაღალმთიანი სოფლის განვითარებისა და დასახლებისთვის ხელის შეუშლელად953. სახალხო
დამცველი
უარყოფითად
აფასებს
მასშტაბურ
პროექტებთან
დაკავშირებით
დაინტერესებული საზოგადოების ჩაურთველად გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკის
გაგრძელებას და სახელმწიფო უწყებებს ყველა ასეთ შემთხვევაში ორჰუსის კონვენციით
განმტკიცებული პრინციპებით ხელმძღვანელობისკენ მოუწოდებს.
მწვანე ნარგავების ჭრა
951 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილები, 96ე მუხლის პირველი ნაწილი.
952 გზშ არის დაგეგმილ საქმიანობაზე დამასაბუთებელი დოკუმენტაციის შექმნისა და ამ საქმიანობაზე
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესებში გარემოზე ყოველგვარი მოსალოდნელი
ზემოქმედების წყაროს ხასიათისა და ხარისხის განსაზღვრა, აგრეთვე დაგეგმილი საქმიანობის
ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური შედეგების შეფასება.
953
სოფელ ცდოში ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას მოსახლეობა აქციის გზით აპროტესტებდა,
იხ. ბმული: <http://netgazeti.ge/news/108753/>.
533
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა 2016 წლის 17 აგვისტოს
თბილისში ყაზბეგის ქუჩაზე, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 45 მწვანე
ნარგავის ჭრის თემა. საკითხის შესწავლის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდა თბილისის
მუნიციპალიტეტის
მერიის
ეკოლოგიისა
და
გამწვანების
საქალაქო
სამსახურის
ხელმძღვანელი. მის მიერ მედიით გაკეთებული განმარტების თანახმად, შესასწავლი იყო
როგორც ხეების ჭრაზე ნებართვის გაცემის კანონიერება, ასევე, მოიჭრა თუ არა ხეები
გაცემული
ნებართვის
შესაბამისად.
საქართველოს
სახალხო
დამცველის
აპარატმა
გადაწყვიტა ეს საკითხი საკუთარი ინიციატივით შეესწავლა და ამ მიზნით გამოითხოვა
ინფორმაცია შესაბამისი უწყებებიდან.954
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული საქმის მასალების მიხედვით,
დაავადებული და ამორტიზებული 44 ნარგავის მოჭრის თაობაზე თანხმობა გასცა თბილისის
მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა,955 „ქალაქ
თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და
სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6
მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა
მწვანე ნარგავების ჭრის შესაძლებლობას უშვებს იმ შემთხვევაში, თუ მწვანე ნარგავები
დაავადებულია, ხოლო ასეთი დაავადების არსებობას და მწვანე ნარგავების განკურნების
შეუძლებლობას შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირები ადასტურებენ.
წინამდებარე შემთხვევაში საქმეში არსებობს ერთ-ერთი კომპანიის ექსპერტის დასკვნა
ხეების სახეობრივი მდგომარეობის შესახებ.956 აღნიშნული დასკვნის თანხმად, 17 ვერხვს
მიღწეული
ჰქონდა
საამორტიზაციო
ხნოვანებისთვის,957
დაწყებული
იყო
მერქნის
გამოფიტვის პროცესი და შესაძლებელი იყო მათი მოჭრა. გამხმარი იყო 1 ტუია,
დაავადებული - 1 კვიპაროსი, დაავადებული იყო და დარღვეული ჰქონდა სასიცოცხლო
ფუნქციები 13 ნაძვს; გამხმარი - 3 ნაძვი, ქარქცეული - 1 ნაძვი, დაავადებული - 4 ძირი კედარი
და აღარ ექვემდებარებოდა მკურნალობას; 7 ძირი იფანი ასევე - დაავადებული. აღსანიშნავია,
რომ ხსენებული კედრის ძირების გარდა, სხვა შემთხვევებში ნარგავების განკურნების
შესაძლებლობასა თუ შეუძლებლობაზე დასკვნაში ცალსახად არ არის მითითებული.
ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა აღნიშნული 47 ძირიდან 44 ხის ჭრაზე
954 საქართველოს სახალხო დამცველის წერილები: #04-11/10811 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, #04-11/9755 თბილისის მერიის ეკოლოგიისა და
გამწვანების საქალაქო სამსახურს, #04-11/10895 საქართველოს მთავარ პროკურატურას.
955
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის 2016
წლის 2 აგვისტოს N25/201354 წერილი.
956 შპს „ფორესთ კომპანის“ 2016 წლის 14 მარტის N1/356 წერილი.
957
ექსპერტის განმარტებით, ვერხვის მაქსიმალური სიცოცხლის ხანგრძლივობა 60-80 წელია,
საამორტიზაციო ხნოვანება - 40-50 წელი, აღნიშნული 17 ძირის ასაკი 50-60 წელს არ აღემატებოდა.
534
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
გასცა თანხმობა. რაც შეეხება იმ გარემოებას, თუ რამდენად შეესაბამებოდა ჭრები გაცემული
ნებართვის პირობებს, შესაბამისი უწყების განმარტებით, ხსენებულ მიწის ნაკვეთზე
დაფიქსირდა ერთი მწვანე ნარგავის თვითნებური გაჩეხვა/დაზიანების ფაქტი, რომლის
აღდგენითი ღირებულება შეადგეს 3700 ლარს. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის
ზედამხედველობის
საქალაქო
სამსახურის
განმარტებით,
საკითხი
რეაგირებისათვის
გადაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.958
სახალხო დამცველის ხელთ არსებული მასალის მიხედვით, ხეების ჭრისთვის გაცემული
ნებართვის კანონიერების საკითხი შეისწავლება საქართველოს მთავარი პროკურატურის
მიერ დაწყებულ სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის
ნიშნებით (ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი).
ჩატარდა
სხვადასხვა
ექსპერტიზები.959
საგამოძიებო
საქართველოს
მოქმედებები,
სახალხო
მათ
დამცველი
დაინიშნა
შესაბამისი
სამართალდამცავ
შორის
ორგანოებს
მოუწოდებს წინამდებარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დროულად გაატარონ
ყველა ეფექტიანი საგამოძიებო მოქმედება.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ
მოწოდებული ინფორმაციით,960 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 1511 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის (თბილისის
ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური გაჩეხვა ან/და გადატანა, მოვლააღდგენის წესების დარღვევა) 2011 წელს შედგენილია 76 ოქმი, 2012 წელს - 52 ოქმი, 2013
წელს - 76 ოქმი, 2014 წელს - 88, 2015 წელს - 35 ოქმი, 2016 წლის პირველი იანვრიდან - 15
სექტემბრამდე - 49 ოქმი.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით,961 საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
303-ე
მუხლით
(ხე-ბუჩქნარის
უკანონოდ
გაჩეხვა)
სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 2011 წელს - 71 პირის მიმართ, 2012 წელს - 25
პირის მიმართ, 2013 წელს - 84 პირის მიმართ, 2014 წელს - 69 პირის მიმართ, 2015 წელს - 98
პირის მიმართ, 2016 წელს (8 თვე) - 30 პირის მიმართ. ხოლო სსკ-ის 304-ე მუხლით (ტყის ან
ნარგავის დაზიანება ან განადგურება) სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 2011
წელს 1 პირის მიმართ, 2015 წელს - 2 პირის მიმართ, 2016 წელს (8 თვე) - 1 პირის მიმართ,
958
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 30
სექტემბრის N16/257214 წერილი.
959
საქართველოს მთავარი პროკურატურის 2016 წლის 29 სექტემბრის N13/62557 წერილი.
960 თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 15
სექტემბრის #16/242236 წერილი.
961 საქართველოს მთავარი პროკურატურის 2016 წლის 7 სექტემბრის N13/58156 წერილი.
535
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
2012, 2013, 2014 წელს აღნიშნული მუხლით არცერთი პირი ბრალდებულად ცნობილი არ
ყოფილა.
გარდა ამისა, საყურადღებოა მწვანე ნარგავების ჭრასთან დაკავშირებული ის საკანონმდებლო
ინიციატივები, რომლებიც საზოგადოების განხილვის საგნად იქცა და წინამდებარე
შემთხვევის გამოც აქტუალობას იძენს. საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტში
გაჩნდა
რამდენიმე
საკანონმდებლო
წინადადება
ხეების
ჭრასთან
დაკავშირებული
რეგულაციების თაობაზე.962 მოქმედი კანონმდებლობით, კერძო მესაკუთრე ვალდებულია
დაავადებული ხეების მოჭრის უფლების მოსაპოვებლად თბილისის მუნიციპალიტეტს
მიმართოს,
ამასთან,
განახორციელოს
ზემოქმედების
შესაბამისი
საკომპენსაციო
ღონისძიებები. დეპუტატ დავით სონღულაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა კერძო
არსებული
დაავადებული
მწვანე
ბიომრავალფეროვნებაზე
საკუთრებაში
ზემოქმედების
შესაბამისი
განუხორციელებლად.
საქართველოს
სახალხო
ნარგავების
ჭრას
ითვალისწინებდა
საკომპენსაციო
დამცველმა
საჯარო
ღონისძიების
განცხადებით963
უარყოფითად შეაფასა ხსენებული საკანონმდებლო ინიციატივა. ამჟამად, საქართველოს
პარლამენტში
შეცვლილი
კანონის
პროექტი
განიხილება.964
სახალხო
დამცველი
მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც დედაქალაქში მწვანე საფარისა და
ზოგადად,
ეკოლოგიის
კუთხით
მძიმე
მდგომარეობაა,
საქართველოს
პარლამენტმა
უპირველესად გარემოს დაცვის ინტერესებისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების
დაცვაზე ორიენტირებული რეგულაციები მიიღოს.
რეკომენდაციები
საქართველოს პარლამენტს:
962
კომპანიის „m2 უძრავი ქონება“ 2016 წლის 15 დეკემბრის N2180 წინადადებით მოთხოვნილი იქნა
საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მესაკუთრეს მისი ტერიტორიის საზღვრებში დაავადებული
მწვანე ნარგავების თანხის გადაუხდელად მოჭრის შესაძლებლობას მისცემდა. იხ. ბმული:
<http://info.parliament.ge/#law-drafting/13134>; ორგანიზაციამ, „მწვანე ალტერნატივა“, 2016 წლის 19
დეკემბრის წინადადებით მოითხოვა ხეების ჭრასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრება,
მათ შორის საჯარო ნებართვის გასაცემად ადმინისტრაციული წარმოების შემოღების, გადაუდებელი
აუცილებლობის დასაბუთებისათვის დამატებითი ვალდებულების შემოღების გზით. იხ. ბმული:
<http://info.parliament.ge/#law-drafting/13272>;
გარდა
ამისა,
დარგობრივი
ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრის, დავით სონღულაშვილის 2016 წლის 22 დეკემბრის
საკანონმდებლო ინიციატივა ასევე ეხება მწვანე ნარგავების ჭრის საკანონმდებლო რეგულაციების
ცვლილებებს. იხ. ბმული: <http://info.parliament.ge/#law-drafting/13240>.
963
საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 7 მარტის განცხადება, იხ. ბმული:
<http://www.ombudsman.ge/ge/news/saxalxo-damcveli-exmaureba-davit-songulashvilis-iniciativas-xeebischrastan-dakavshirebit.page>.
964 იხ. ბმული: <http://info.parliament.ge/#law-drafting/13240> [ბოლოს ნანახია: 23.03.207].
536
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მაქსიმალურად მოკლე ვადაში და იმგვარად განხორციელდეს გარემოსდაცვითი
კანონმდებლობის რეფორმა, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების არსებული
სისტემა,
მათ
შორის,
გადაწყვეტილების
გზშ–ს
მიღების
დაქვემდებარებული
პროცესში
საქმიანობებისა
საზოგადოების
და
ჩართულობასთან
(განსაკუთრებით ჰიდროელექტროსადგურებს, ელექტროგადამცემ ხაზებსა და სხვა
მასშტაბურ
ინფრასტრუქტურულ
პროექტებთან)
დაკავშირებული
ნორმები
შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან და ასევე, გზშ-ს წარდგენის
ვალდებულება აღარ იყოს ინტეგრირებული მშენებლობის ნებართვის გაცემის
პროცედურებთან
შეიტანოს ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში, წიაღით სარგებლობის უსაფრთხოების წესების/ნორმების, წიაღისეულის
მოპოვების/სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევასთან დაკავშირებით
კანონით გათვალისწინებული სანქციების გასამკაცრებლად
შეიტანოს ცვლილებები „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე
არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
მწვანე საფარის შენარჩუნებისა და მისი
მოცულობის გაზრდის მიზნით. საკანონმდებლო ცვლილებებმა უზრუნველყოს
შესაბამისი კომპლექსური გარანტიების არსებობა და ბიომრავალფეროვნებაზე
ზემოქმედების საკომპენსაციო ღონისძიების მექანიზმის გაუმჯობესება
დარგის სპეციალისტების მონაწილეობით შეიქმნას ეფექტიანი საკანონმდებლო
გარანტიები გარემოზე ზემოქმედების შეფასების ხარისხის უზრუნველსაყოფად
საქართველოს მთავრობას:
კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ცვლილებები შეიტანოს საქართველოს
მთავრობის
2013
წლის
ჰიდროელექტროსადგურებთან
21
აგვისტოს
დაკავშირებით
№214
დადგენილებაში
სახელმწიფოსა
და
და
პოტენციურ
ინვესტორს შორის მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობა გაჩნდეს მხოლოდ
გზშ–ს დასრულების შემდეგ
განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები „მშენებლობის ნებართვის გაცემის
წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24
მარტის N57 დადგენილებაში და განისაზღვროს ამავე დადგენილების 33-ე მუხლის
მე-4
პუნქტის
„ა“
ქვეპუნქტში
მითითებული
დოკუმენტების
წარდგენის
ვალდებულება გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში, მშენებლობის ნებართვის
გაცემის პროცესში
საქართველოს მთავარ პროკურატურას:
537
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დაუყოვნებლივ გაატაროს ყველა ეფექტიანი საგამოძიებო მოქმედება შპს „ჯორჯიან
მანგანეზის“ მიერ სამეწარმეო საქმიანობის შესრულებისას საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 298-ე
მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის გამოვლენისა და
მათ მიმართ კანონისმიერი ღონისძიებების გასატარებლად
დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე მწვანე
ნარგავების გაჩეხვის ფაქტი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურების დაცვის სამინისტროს:
მინისტრის
2016
წლის
5
ივლისის
#ი-334
ბრძანებით
გათვალისწინებული
ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს „ლიცენზიებისა
და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტით
გათვალისწინებული ღონისძიების გატარება შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიმართ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოზე
ზემოქმედების სპეციალურ საბჭოს:
საგამონაკლისო
წესით
საქმიანობის
გარემოზე
ზემოქმედების
შეფასებისაგან
გათავისუფლების შემთხვევებში, შესაბამისი საბჭოსა და გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების
დაცვის
მინისტრის
გადაწყვეტილებები
დასაბუთდეს
კანონის
მოთხოვნების სრული დაცვით
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და
განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს:
სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღონ კანონით
დადგენილი დასაბუთების ვალდებულების შესაბამისად და თითოეულ შემთხვევაში
იხელმძღვანელონ „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების
შესახებ“ საქართველოს კანონით განმტკიცებული პრინციპებით.
538
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
17.ჯანმრთელობის უფლება
ჯანმრთელობის დაცვის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა.965 წინამდებარე თავი
მიმოიხილავს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის, რეფერალური მომსახურებისა და
ტუბერკულოზის მართვის პროგრამებს, პაციენტის უფლებებსა და თამბაქოს კონტროლის
სფეროში არსებულ მდგომარეობას.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა
2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, წინა წლის ფაქტიური ხარჯების გათვალისწინებით,
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის გათვალისწინებული იყო 570 მილიონი ლარი,966
თუმცა 2016 წლის მიწურულს ეს ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2016 წლის 9 თვის
მაჩვენებლებით შეადგენდა 494 937 000 ლარს, რაც გეგმის შესრულების 97,2 % შეადგენდა.967
საქართველოს სახალხო დამცველი 2015 წლის ანგარიშში პრობლემად უთითებდა იმ
გარემოებას, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სრულად არ სარგებლობდნენ 2013
წლის 1 ივლისის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული პირები. მათი
რაოდენობა 496 765–ს შეადგენდა968 და
ხელი მიუწვდებოდათ მხოლოდ პროგრამის ე.წ.
„დაზღვევის მინიმალურ პაკეტზე“.969 აღნიშნული, სახალხო დამცველის აზრით, საგანგაშო
მაჩვენებელი იყო. მიმდინარე წელს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება,970 ცვლილება
შევიდეს
„საყოველთაო
ჯანდაცვაზე
გადასვლის
მიზნით
გასატარებელ
ზოგიერთ
ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36
დადგენილებაში, რომლის შედეგად, პროგრამის მოსარგებლეები ვერ იქნებიან 2017 წლის 1
იანვრის (ნაცვლად 2013 წლის 1 ივლისისა) მდგომარეობით კერძო სადაზღვევო სქემებში
ჩართული პირები. შეზღუდვის თარიღების ფორმალური ცვლილებით მთავრობამ ვერ
შეძლო ამ პრობლემის კომპლექსურად გადაწყვეტა, ვინაიდან, 2017 წლის 1 იანვრის შემდგომ,
965 37–ე მუხლი, საქართველოს კონსტიტუცია; მუხლი 1, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 1978
წლის დეკლარაცია.
966
საქართველოს საბიუჯეტო სისტემა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. ინფორმაცია იხილეთ:
http://www.mof.ge/images/File/gzamkvlevi/Citizens_Guide-2016_MOF_GEO.pdf
967 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: http://mof.gov.ge/images/File/biuj2016_9tv/TAVI%20VI.pdf
968
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსტროს 2016 წლის 5
დეკემბრის №01/88602 წერილი.
969
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის
„გ“ ქვეპუნქტი.
970 საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის № 73 დადგენილება.
539
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
კერძო სადაზღვევო სქემებიდან ამოღებული პირები კვლავ წააწყდებიან განსხვავებულ
მოპყრობას სამედიცინო მომსახურეობის მიღების დროს. მათ ისევ მოუწევთ ე.წ. „დაზღვევის
მინიმალური პაკეტით“ სარგებლობა. ხოლო ის მოქალაქეები, რომლებიც 2017 წლის 1
იანვრის შემდგომ ჩაერთვნენ კერძო დაზღვევაში, არ გამოეთიშებიან სახელმწიფო პროგრამას
და ისარგებლებენ ე.წ. ორმაგი დაზღვევით. ორმაგი დაზღვევა გულისხმობს საყოველთაო
ჯანდაცვის პროგრამით და კერძო სადაზღვევო კომპანიების მომსახურებით ერთდროულად
სარგებლობას, როცა კერძო სადაზღვევო კომპანიები ახორციელებენ
მხოლოდ იმ
მომსახურების ანაზღაურებას, რომელსაც არ ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის
პროგრამა. აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვნად ზრდის პროგრამის ბენეფიციართა
რაოდენობას და ხარჯებს.
სახალხო დამცველის მოსაზრებით, აუცილებელია პროგრამაში მაქსიმალურად იყოს
გათვალისწინებული მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების ინტერესები და საჭიროებები.
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთ წინაპირობას
წარმოადგენს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის საკითხის უზრუნველყოფა. მოქმედებს
სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია სოფლის მოსახლეობისათვის
პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის
გაზრდა. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 26
მლნ. ლარით.971 აუცილებელია ამ
პროგრამის ფარგლებში გაიზარდოს როგორც გეოგრაფიული წვდომის არეალი, ასევე
პროგრამის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების მოცულობა.
რეფერალური მომსახურეობის სახელმწიფო პროგრამა
საქართველოს მთავრობამ
„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შექმნა შესაბამისი
სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღები კომისია.972
კომისიის საქმიანობის მიზანს წარმოადგენს ,,რეფერალური მომსახურების, სტიქიური
უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში
დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ სხვა განსაზღვრული
შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტის“ ფარგლებში
სამედიცინო
დახმარების
გაწევის
შესახებ
შესაბამისი
გადაწყვეტილების
მიღების
ხელშეწყობა. 2016 წლისათვის პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 26 034 000 ლარით.
971
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №660 „2016 წლის
ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“.
972 საქართველოს მთავრობის 2010 წლის მე- 3 ნომრის დადგენილება №331.
540
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, 2016 წელს, შეისწავლა გ.ნ.-ს განცხადება.973
მოქალაქე
დაავადებული
იყო
ქრონიკული
ლიმფოიდური
ლეიკემიით
(C91.1)
და
ესაჭიროებოდა გადაუდებელი პროგრამული ქიმიოთერაპია. განმცხადებლის განმარტებით,
მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ოჯახს არ გააჩნდა
მკურნალობის დაფინანსებისათვის საკმარისი თანხა. მან დახმარებისათვის „რეფერალური
მომსახურების“ ფარგლებში შექმნილ კომისიას მიმართა. კომისიამ, 2016 წლის 3 მაისის №21
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გ. ნ.-ს უარი უთხრა მკურნალობის დაფინასებაზე
იმ საფუძვლით, რომ, 2015-2016 წლებში, კომისიამ განიხილა მისი მკურნალობის საკითხი
და, ორივე შემთხვევაში, მიიღო გადაწყვეტილება სამედიცინო მომსახურების დაფინანსების
თაობაზე.
კომისიამ იქვე განმარტა, რომ 2012 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე კომისიის
წევრები
შეთანხმდნენ:
დაფინანსებას....
„...რაც
შეეხება
პაციენტისათვის
ძვირადღირებული
აღნიშნული
ონკოპრეპარატების
მედიკამენტების
დაფინანსება
განხორციელდეს ერთჯერადად, ერთი კალენდარული წლის განმავლობაში“. სამინისტროს
მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნული საფუძვლით უარი ეთქვა
განმავლობაში
სამედიცინო
მომსახურების
განმეორებით
დაფინანსებაზე.974
წლის
სახალხო
დამცველის აპარატმა გამოითხოვა ინფორმაცია: 2015 - 16 წლებში (წლების მიხედვით, ცალ–
ცალკე) კომისიამ რამდენჯერ მიიღო გადაწყვეტილება ერთ მოქალაქეზე სამედიცინო
მომსახურების დაფინანსების შესახებ განცხადების (სრულად ან ნაწილობრივად) ორჯერ ან
მეტჯერ
დაკმაყოფილების
სოციალური დაცვის
თაობაზე.
საქართველოს
შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სამინისტროს პასუხში975 არ არის მოყვანილი სტატისტიკური
მონაცემები, თუმცა აღნიშნულია, რომ „...კომისიის მიერ ერთ მოქალაქეზე ორჯერ (ან მეტად)
დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30
დეკემბრის №660 დადგენილებით „2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო
პროგრამების დამტკიცების შესახებ“ განსაზღვრული მოსარგებლეებზე და მომსახურების
ფარგლებში“.
სახალხო დამცველის მოსაზრებით, „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამით
მოსარგებელთა
განმსაზღვრელი კრიტერიუმები უნდა იყოს უფრო მკაფიო, მოიცავდეს
მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ფენას და იძლეოდეს შესაძლებლობას მაძიებელმა
მიიღოს მაქსიმალურად ეფექტური და დროული სამედიცინო მომსახურება.
პაციენტის უფლებები
973
სახალხო დამცველის აპარატი, განცხადება №6014/16.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის 23
ივნისის №01/48353 წერილი.
975
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის 2
დეკემბრის №01/488209 წერილი.
974
541
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საქართველოს
კანონმდებლობა,
რომელიც
შეიცავს
პაციენტთა
უფლებების
შესახებ
დებულებებს, ეფუძნება საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს, პაციენტის უფლებების
ევროპულ
ქარტიას,
ასევე
ჯანდაცვის
მსოფლიო
ორგანიზაციის
მიერ
მიღებულ
რეკომენდაციებს. ის თავის თავში მოიცავს ისეთ ძირითად უფლებებს, როგორიცაა: უფლება
პრევენციულ ღონისძიებაზე, უფლება ხელმისაწვდომობაზე, უფლება ინფორმაციაზე,
უფლება თანხმობის გაცხადებაზე, უფლება თავისუფალ არჩევანზე, უფლება პირადი
ცხოვრების ხელშეუხებლობასა და კონფიდენციალობაზე, უფლება პაციენტის დროის
პატივისცემაზე, უფლება უსაფრთხოებაზე, უფლება საჩივრის წარდგენაზე, უფლება
კომპენსაციაზე.976 ზემოთ ჩამოთვლილი უფლებების უმეტესობა ინკორპორირებულია
საქართველოს კანონებში.977
საქართველოს კონსტიტუცია ყველა პირს ანიჭებს უფლებას „თავის უფლებათა და
თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.978 ცხადია, რომ ეს უფლება
მოქმედებს ჯანდაცვის კონტექსტშიც. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის 63-ე მუხლის მიხედვით, ყველა სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო
საქმიანობის ხარისხს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აკონტროლებს საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
პროფესიული განვითარების საბჭო,979 რომელიც
საქმიანობასთან
დაკავშირებულ
მასთან შექმნილია
განიხილავს სამედიცინო პერსონალის
განცხადება-საჩივრებს
და,
შესწავლილი
მასალების
საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე. საბჭოს
საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო. ის ასევე ასრულებს საბჭოს სამდივნოს ფუნქციებსაც.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2016 წელს შეისწავლა ნ.თ.-ს განცხადებები,980
რომლებიც შეეხებოდა გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და ჯანმრთელობის
უფლებით სარგებლობის სავარაუდო შეზღუდვის ფაქტს.
განმცხადებელი მოითხოვდა
მკურნალი ექიმების პროფესიული საქმიანობის შესწავლასა და შეფასებას. საკითხი
რამდენჯერმე განიხილა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროსთან არსებულმა პროფესიული განვითარების საბჭომ, თუმცა განმცხადებელს
976
EUROPEAN CHARTER OF PATIENTS’ RIGHTS, რომი, 2002 წლის ნოემბერი. ინფორმაცია
ხელმისაწვდომია
http://ec.europa.eu/health/ph_overview/co_operation/mobility/docs/health_services_co108_en.pdf
977 საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ.
978
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 42.
979 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 16 მაისის
ბრძანება №122/ნ.
980 სახალხო დამცველის აპარატი, განცხადება, 9048/15, 11617/16.
542
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
არ
მიეცა
სხდომაზე
დასწრების
საშუალება.
აღსანიშნავია,
რომ
საბჭოს
მიერ
გადაწყვეტილების მიღებისას მხარეებს აქვთ დასწრების უფლება.981 სახალხო დამცველის
აპარატის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ახალი გარემოებების გამოვლენის გამო,
საბჭოზე განმეორებით განიხილეს ნ.თ.-ს საჩივარი მისი თანდასწრებით. გამოიკვეთა, რომ,
ზოგადი საკანონმდებლო ვალდებულების მიუხედავად, საჩივრის ავტორების სხდომაზე
დაბარება პრობლემას წარმოადგენდა.
სახალხო დამცველმა შეისწავლა იმ გადაწყვეტილების კანონიერებაც, რომლითაც ნ.თ.–ს
უარი ეთქვა საჯარო ინფორმაციის მიღებაზე. დადგინდა, რომ უწყების მიერ დაირღვა
როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე „პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
მოთხოვნები.
აღნიშნულთან
დაკავშირებით მომზადა რეკომენდაცია982, რომელიც უწყებამ შეასრულა.
სახალხო დამცველის აპარატმა ასევე განიხილა მოქალაქე გ.კ.-ს983 განცხადება, რომელიც
ითხოვდა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შეესწავლა მის
მიმართ გაწეული სამედიცნო მომსახურების ხარისხი. ის ასევე მიუთითებდა, რომ
სამედიცინო
დაწესებულებამ
სრულყოფილად არ
მიაწოდა
სამედიცინო ხასიათის
დოკუმენტაცია. განცხადებაში მოყვანილი ფაქტები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტოს არ განუხილავს.
აღსანიშნავია, რომ სააგენტოს კომპეტენციასა და საქმიანობის სფეროს წარმოადგენს
იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო
დახმარების ხარისხის (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების
ფარგლებში) კონტროლი; იურიდიულ და ფიზიკურ პირთა მიერ ლიცენზიით/ნებართვით,
ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვის მდგომარეობის შესწავლა,
კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება და მოქალაქეთა განცხადებების
(საჩივრების) შესწავლის უზრუნველყოფა არსებული კანონმდებლობის ფარგლებში.984
მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის985 საფუძველზე დაიწყო განცხადებაში
მოყვანილი გარემოებების შესწავლა.
981
საექიმო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონი, მუხლი 87.
სახალხო დამცველის 2016 წლის 5 დეკემბრის რეკომენდაცია N 04-5/14464 .
983სახალხო დამცველის აპარატი, განცხადება № 60009/16.
984
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28
დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტები.
985 სახალხო დამცველის აპარატის 2016 წლსი 11 ნოემბრის წერილი N 04-5/13337.
982
543
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
აუცილებელია სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ შეიმუშავოს
როგორც პაციენტთა უფლებების დაცვის სფეროში არსებული კანონმდებლობის პრაქტიკაში
აღსრულების
ერთიანი
სამართლებრივი
რეგულაციები,
ასევე
უზრუნველყოს
განმცხადებლებთან კომუნიკაციის ერთგვაროვანი სტანდარტი.
ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა და მისი სამართლებრივი
რეგულაციები
2015 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი „ტუბერკულოზის
კონტროლის შესახებ“. კანონის ძირითადი მუხლები ამოქმედდა 2017 წლის 1 იანვრიდან,
ხოლო 2016 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა მისი ამოქმედებისათვის
აუცილებელი ნორმატიული აქტების მოსამზადებლად და გამოსაცემად.986
ევროკავშირთან ასოცირების პროცესში განსაკუთრებით აქტუალური ხდება გადამდებ
დაავადებებზე,,
მათ
შორის
ტუბერკულოზზე
კონტროლის
გამკაცრება
და
ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სისტემის გაძლიერება, ასევე ანტიმიკრობული
რეზისტენტობის
პრევენციის
საკითხი,
რაც
გლობალურ
საფრთხეს
მნიშვნელოვანია
ქვეყანაში
ჯანმრთელობის
მსოფლიო
ორგანიზაციის
რეკომენდაციები
დაინერგოს,
რაც
საშუალებას
მისცემს
დააკმაყოფილოს
ტუბერკულოზის
კონტროლთან
ვალდებულებები
ევროკომისიის
ქვეყანას
დაკავშირებული
წარმოადგენს.
უახლესი
დირექტივების შესაბამისად.
თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული მდგომარეობა
უკლებლივ ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება. თავისუფალია არჩევანი
როგორც თამბაქოს მოხმარებაზე, ასევე მოხმარებისგან თავის შეკავებაზე. თუმცა, არჩევანის
თავისუფლება არ გულისხმობს სხვებისთვის ზიანის მიყენების უფლებას. თამბაქოს
986
დამტკიცდა პირის მიერ ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარებაზე უარის თქმის
შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ფაქტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის
შესაბამისი ადგილობრივი ერთეულისათვის შეუტყობინებლობისათვის ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის 2016 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №01-42/ნ) საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავდა
ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის რეჟიმის დაცვისათვის საქართველოს მოქალაქე
პაციენტის ფულადი წახალისების ოდენობისა და გაცემის წესი (საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1
აპრილის დადგენილება №162), 2016 წლის ნოემბრის მდგომარეობით მიმდინარეობდა შემაჯამებელი
განხილვები ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარების შეთავაზების განხორციელების
სპეციალური წერილობითი ფორმის ან/და ამ შეთავაზების განხორციელების წესის დამტკიცების
შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია მოწოდებულ იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის 28 ნოემბრის №01/86969 წერილით.
544
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მოხმარებისაგან კი ზიანი მწეველთან ერთად ადგებათ იმათ, ვინც არ მოიხმარს თამბაქოს,
მაგრამ ხვდება გარემოში, სადაც სხვები ეწევიან.
მსოფლიოში თამბაქოს მოხმარება
ჯანმრთელობის
მსოფლიო
სიკვდილის ერთ–ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს.
ორგანიზაციის
(WHO)
მონაცემებით,
გლობალურად,
ყოველწლიურად 6 მილიონი ადამიანი კვდება თამბაქოს მოხმარების შედეგად. აქედან 600
000 პასიური მწეველობის (თამბაქოს მოწევის პროცესში გამოყოფილი მეორადი კვამლის
ზემოქმედების) მსხვერპლია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საშუალოდ ყოველ 6 წამში 1
ადამიანი კვდება თამბაქოსთან დაკავშირებული მიზეზით.987
სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ 2016 წელს ჩატარებული
კვლევით988 დასტურდება, რომ საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 30.6% მწეველია.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 მარტის №58 დადგენილებით შეიქმნა თამბაქოს
კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების სახელმწიფო კომისია. აღნიშნულმა კომისიამ
შეიმუშავა თამბაქოს კონტროლის ეროვნული სტრატეგია989 და მრავალწლიანი სამოქმედო
გეგმა.990
2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირისა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას“. საქართველოსა და ევროკავშირს
შორის
ასოცირების შეთანხმებით991 მხარეები შეთანხმდნენ, რომ განავითარებენ თანამშრომლობას
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, თანამშრომლობა მოცავს ჯანმრთელობის სფეროში
იმ საერთაშორისო შეთანხმებების ეფექტურ დანერგვას, რომლებიც აღიარებულია მხარეებს
შორის; კერძოდ, ჯანმრთელობის შესახებ საერთაშორისო რეგულაციები და „თამბაქოს
კონტროლის შესახებ“ ჩარჩო კონვენცია.
2016 წელს საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ეროვნული სამოქმედო გეგმა“992, რომელიც
ითვალისწინებს აქტიური
მოხმარების
შეწყვეტის
987
ხელშეწყობას; მოწევის
დაწყების
ინფორმაცია იხილეთ: http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs339/en/
თამბაქოსაგან თავისუფალ გარემოსთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების
შესწავლა (2016)
ინფორმაცია ხელმისაწვდომია: http://www.issa-georgia.com/ka /პროეკთები/472.
989
საქართველოს მთავრობის დადგენილება №196 საქართველოს თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო
სტრატეგიის დამტკიცების შესახებ, 2013 წლის 30 ივლისი.
990
საქართველოს მთავრობის დადგენილება №304 2013 - 2018 წლების თამბაქოს კონტროლის
სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ2013 წლის 29 ნოემბერი.
991
ასოცირების შესახებ შეთანხმება, ერთი მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის
ინფორმაცია ხელმისაწვდომია: http://www.parliament.ge/ge/ajax/downloadFile/34753/AA
992 საქართველოს მთავრობის განკარგულება №382, 2016 წლის 7 მარტი.
988
545
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
პრევენციას;
მეორადი
კვამლის
ზემოქმედების
შემცირებას;
მოსახლეობის
ინფორმირებულობის ამაღლებას; საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას და სხვა.
2016 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარედინა კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ,,თამბაქოს
კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში,
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში,
,,ლატარიების,
აზარტული
და
მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში და ,,მაუწყებლობის
საქართველოს
შესახებ“
კანონში
ცვლილებების
შეტანას.
ცვლილებათა
პაკეტით
მოთხოვნილია 2018 წლიდან მოწევის აკრძალვა ყველა საზოგადოებრივ შენობასა და
ტრანსპორტში (გარდა საცხოვრებლისა, საპატიმროსი და სასტუმროებისა), თამბაქოს
პროდუქციის რეკლამის, სპონსორობის და პოპულარიზაციის ყველა ფორმის აკრძალვა
(კოლოფების გამოფენის აკრძალვა მოთხოვნილია 2019 წლიდან), თამბაქოს პროდუქტის
კოლოფებზე პიქტოგრამების სავალდებულო დატანა და სამედიცინო გაფრთხილების 65%–
მდე გაზრდა, ელექტრონულ სიგარეტზე რეგულაციების დაწესება, თამბაქოს კონტროლის
კანონმდებლობის დარღვევისთვის დღეს მოქმედი ჯარიმების ზრდა და აღნიშნული ჯარიმის
შეფარდება აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი პირის მხრიდან სასამართლო
განსჯადობის გარეშე, აღმასრულებელი ხელისუფლების ერთი უწყებისთვის თამბაქოს
კონტროლის კანონმდებლობის მონიტორინგის უფლებამოსილების გადაცემა და სხვა.
თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების შესახებ 2016 წელს
მომზადებულ კანონპროექტში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2
მუხლს ემატება „ნ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, საქართველოში თამბაქოს კონტროლის
სფეროში
მოქმედი
კრიტერიუმები,
გამომდინარეობდეს
ისეთი
გადაწყვეტილებების
მომზადების,
მოთხოვნები,
პრინციპიდან,
პირობები
რომელიც
მიღებისა
და
და
წესები
გულისხმობს
დანერგვის
უნდა
ჯანდაცვითი
პროცესში
თამბაქოს
ინდუსტრიის მონაწილეობისა და ინტერესების დაუშვებლობას და თამბაქოს ინდუსტიასთან
საჯარო
ორგანიზაციების/პირების
ურთიერთობათა
გამჭვირვალეობას
და
პასუხისმგებლობას.
სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციტივის სახით წარდგენილ
კანონპროექტს,
რომელიც
ითვალისწინებს
თამბაქოს
კონტროლის
კანონმდებლობაში
ცვლილებებს, არ დაეთანხმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საქართველოს
პარლამენტში 2016 წლის 4 ივლისს წარდგენილ მოსაზრებაში მიუთითა:
,,... მიზანშეწონილად მიგვაჩნია, თამბაქოს კონტროლის სფეროს მიკუთვნებულ
546
საკითხებზე
საკანონმდებლო
პაკეტის
შეჯერებულ
იქნეს
საბოლოო
და
მისი
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
შემუშავების
რედაქცია
პროცესში
პოზიციები
ჩამოყალიბდეს
ყველა
დაინტერესებული უწყების ჩართულობით, მათ შორის, უზრუნველყოფილი იქნეს ამ
სფეროში დასაქმებული კერძო მეწარმეების მონაწილეობა.“
საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული მოსაზრება პირდაპირ ეწინააღმდეგება თამბაქოს
კონტროლის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის მე–5 მუხლის
მე–3
პუნქტს,
რომლითაც
გაწერილია
მხარეთა
ზოგადი
ვალდებულება
თამბაქოს
კონტროლთან დაკავშირებული ჯანდაცვის პოლიტიკის განვითარებისა და დანერგვის
პროცესში უზრუნველყონ ამ პროგრამების დაცვა თამბაქოს ინდუსტრიის ან სხვა
ინტერესებისგან.
არ არსებობს თამბაქოზე უარის თქმის მსურველთათვის შესაბამისი კონსულტაციისა თუ
დახმარების გაწევის ეფექტური სერვისი. თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მე–14
მუხლის თანახმად, მხარეებს ეკისრებათ ვალდებულება მიიღონ ეფექტური ზომები თამბაქოს
მოხმარების შეწყვეტისა და თამბაქოზე დამოკიდებულების ადეკვატური მკურნალობის
ხელშეწყობის მიზნით.
,,თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–4 პუნქტის
თანახმად, თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში უნდა განთავსდეს მინისტრის მიერ
დამტკიცებული
სამედიცინო
გაფრთხილება
და,
თამბაქოზე
უარის
თქმის
მსურველთათვის,საკონტაქტო ტელეფონის ნომერი კონსულტაციის მისაღებად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის 13
ივნისის N01/45267 წერილით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მოეწოდა
ინფორმაცია, რომ თამბაქოს ცხელი ხაზის მომსახურებით 2013 წელს ისარგებლა 233–მა
ბენეფიციარმა, 2014 წელს – 839–მა ბენეფიციარმა, 2015 წელს - 440–მა ბენეფიციარმა, ხოლო
2016
წლის
იანვრიდან
მარტის
ჩათვლით
პერიოდში
–
29
ბენეფიციარმა.
თუ
გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ უკანასკნელი კვლევებით მოსახლეობის დაახლოებით
31% თამბაქოს მომხმარებელია და მათი 39.1% ცდილობს თავი დაანებოს მოწევას, დღეს
არსებული სახით მოწევაზე თავის დანებების ცხელი ხაზის მომსახურება ვერ ჩაითვლება
ეფექტურად.
იმ ფონზე, რომ არ არსებობს რეფერალური კლინიკები და/ან სერვისები, სადაც შესაძლებელი
იქნება
თამბაქოზე
დამოკიდებულების
მკურნალობა,
საქართველოს
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან პირველადი ჯანდაცვის
ცენტრის ექიმებისთვის მიზნობრივი ტრენინგების ჩატარება ვერ ჩაითვლება თამბაქოს
მოხმარების შეწყვეტის ეფექტურ ღონისძიებად.
საქართველოს სახალხო დამცველი დაინტერესდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო
გადაწყვეტილებებით
(დადგენილებებით),
რომლებიც
შეეხება
თამბაქოს
მოხმარების,
თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციის, თამბაქოს პროდუქციის რეკლამის, თამბაქოს
547
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
პროდუქციის დიზაინის დარღვევისთვის დადგენილი მოთხოვნების უგულებელყოფის
ფაქტებს. სასამართლო გადაწყვეტილებების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ 2013 წლის
პირველი იანვრიდან 2016 წლის აპრილის ჩათვლით გადაწყვეტილებათა უმრავლესობა 70%
(569 დადგენილება) ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლის
მე–2
ნაწილით
გათვალისწინებულ
გადაცდომას.
ზემოთ
მითითებულ
პერიოდში
სასამართლო დადგენილებათა 17% (137 დადგენილება) გამოტანილია ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
გადაცდომაზე
კოდექსის
წარდგენილ
მუხლის
1553
საჩივართან
მე–4
ნაწილით
დაკავშირებით,
რაც
გათვალისწინებულ
გულისხმობს
თამბაქოს
პროდუქციის რეალიზაციას 18 წლამდე ასაკის პირზე, ხოლო დადგენილებათა 5% (43
დადგენილება) გამოტანილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553
მუხლის მე–1 ნაწილით გათვალისწინებულ გადაცდომათა დაკავშირებით, რაც გულისხმობს
თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციას იმ სავაჭრო ობიექტებში, სადაც წარმოებს ბავშვთა
ტანსაცმლისა და სათამაშოების რეალიზაცია.
სოციოლოგიური გამოკითხვის მონაცემები ნათლად მიუთითებს, რომ თამბაქოს პროდუქცია
იოლად ხელმისაწვდომია არასრულწლოვანთათვის, რამაც შესაძლოა ისინი გახადოს
თამბაქოს
მომხმარებლები
და
მომავალში
მნიშვნელოვანი
ზიანი
მიადგეს
მათ
ჯანმრთელობას.
2013-2016 წლის პერიოდში კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილებების
გაცნობისას
ყურადღებას
წარმომადგენლების
იქცევს
მხრიდან
ის
ფაქტი,
რომ
აღმასრულებელი
ადმინისტრაციულ
ხელისუფლების
სამართალდარღვევის
ოქმების
უმრავლესობა (57%) შედგენილია 2013 წელს, ხოლო თოთხმეტიდან რვა რაიონული
სასამართლოს განსჯად ტერიტორიაზე 2013 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის აპრილის
ჩათვლით
თამბაქოს
მოხმარების,
თამბაქოს
პროდუქციის
რეალიზაციის,
თამბაქოს
პროდუქციის რეკლამის, თამბაქოს პროდუქციის დიზაინის დარღვევისთვის დადგენილი
მოთხოვნების უგულებელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით სამართალდარღვევის ოქმები
შედგენილია
მხოლოდ
სასამართლოებში
2013
თამბაქოს
წლის
მაისი–ივნისის
კონტროლზე
თვეებში.
დანარჩენ
რაიონულ
უფლებამოსილი
უწყებების
მხრიდან
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები ძირითადად წარდგენილია 2013 წლის
მაისის–ივნისისა და 2014 წლის პირველი კვარტლის პერიოდში.
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროდან
მოწოდებული
დოკუმენტაციით
დასტურდება, რომ ამავე უწყების მიერ თამბაქოს მოხმარების და თამბაქოს პროდუქციის
რეალიზაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე
სამართალდარღვევათა უმრავლესობა გამოვლენილია 2013 წლის მაისი–ივნისისა და 2014
წლის პირველ კვარტალში, ხოლო 2015 წელს სამინისტროს წარმომადგენლებს თამბაქოს
რეალიზაციისა
და
მოხმარების
წესების
დარღვევის
მხოლოდ
2
შემთხვევა
აქვთ
გამოვლენილი, რომელთაგან ერთი სამართალდარღვევის ოქმი ეხება არასრულწლოვნისთვის
548
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
თამბაქოს ნაწარმის მიყიდვის ფაქტს, ხოლო მეორე შემთხვევაში დაფიქსირებულია
მეტროსადგურის ვესტიბიულში თამბაქოს მოხმარების ფაქტი.
წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს
მხრიდან
თამბაქოს
კანონმდებლობით
კონტროლის
ნაკისრი
სფეროში
ვალდებულების
საერთაშორისო
შესრულება
არა
და
ადგილობრივი
სისტემურ,
არამედ
ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს. 2015 წელს კი თვალშისაცემია თამბაქოს კონტროლის
სფეროში მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მხრიდან გამოვლენილი უმოქმედობა.
თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა საჭიროებს სრულყოფას, ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციასთან და აღნიშნულ საკითხზე
ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივებთან მაქსიმალურ შესაბამისობაში მოყვანას,
განსაკუთრებით,
მოზარდი
ხელმისაწვდომობასთან
თაობის
წარმომადგენელთათვის
დაკავშირებული
რეგულაციების
თამბაქოს
პროდუქციის
გამკაცრებას.
აგრეთვე,
აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, აუცილებელია თამბაქოს კონტროლის სფეროში
არსებული შემზღუდველი ნორმების არა ფრაგმენტული, არამედ პერმანენტული შესრულება.
ზემოაღნიშნულ საკითხებზე დეტალურად არის საუბარი საქართველოს სახალხო დამცველის
სპეციალურ
ანგარიშში
„თამბაქოს
კონტროლის
სფეროში არსებული
მდგომარეობის
შესახებ“.993
რეკომენდაციები
საქართველოს პარლამენტს
თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა მაქსიმალურად მოკლე
დროში შეუსაბამოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციასა და ჯანმრთელობის
მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, კერძოდ:
სრულად აიკრძალოს მოწევა ყველა საჯარო და კერძო დაწესებულების
დახურულ შენობასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში
აიკრძალოს
თამბაქოს
პირდაპირი
და
არაპირდაპირი
რეკლამის,
პოპულარიზაციის და სპონსორობის ყველა ფორმა
993
საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „თამბაქოს კონტროლის სფეროში
არსებული მდგომარეობის შესახებ“, 2017 წელი.
549
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
თამბაქოს
შეფუთვაზე
სამედიცინო
გაფრთხილებების
ზომა
გაიზარდოს
იმგვარად, რომ იკავებდეს შეფუთვის ზედაპირის არანაკლებ 65%-ს და
სავალდებულო გახდეს პიქტოგრამების დატანება
ელექტრონული სიგარეტები და დამტენი კონტეინერები დაექვემდებაროს
ადეკვატურ საკანონმდებლო რეგულაციას, როგორც თამბაქოს ნაწარმი
იმსჯელოს საკანონმდებლო დონეზე თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის
დარღვევის
ადმინისტრირების
გამარტივებაზე,
კერძოდ,
აღმასრულებელი
ხელისუფლების უფლებამოსილ ორგანოებს (საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტრო და სსიპ შემოსავლების სამსახური) სამართალდამრღვევთათვის
მცირე ზომის ჯარიმების დაკისრების უფლებამოსილება მიენიჭოთ
თამბაქოს
მოწევის
სრულ
აკრძალვასთან
დაკავშირებულ
მოთხოვნათა
დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისროთ შესაბამის საჯარო და
კერძო დაწესებულებებს/ორგანიზაციებს
საქართველოს მთავრობას
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების და
თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის შესაბამისად შეიმუშაოს და დაამტკიცოს
გეგმა თამბაქოზე გადასახადების ზრდის შესახებ და გადასახადები გაზარდოს ამ
გეგმის შესაბამისად
„რეფერალური
მომსახურების“
სახელმწიფო
პროგრამით
განმსაზღვრელი
კრიტერიუმები
უნდა
უფრო
იყოს
მოსარგებელთა
მკაფიო,
მოიცავდეს
მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ფენას და იძლეოდეს შესაძლებლობას
მაძიებელმა მიიღოს მაქსიმალურად ეფექტური და დროული სამედიცინო
მომსახურეობა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
საყოველთაო
დაუკავშირდეს
ჯანდაცვის
პროგრამაზე
მოქალაქეების
კერძო
ხელმისაწვდომობის
სადაზღვევო
შეზღუდვა
სქემებში
არ
ჩართულობას,
კონკრეტული თარიღის მდგომარეობით
სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაიზარდოს როგორც
გეოგრაფიული წვდომის არეალი, ასევე გაწეული სამედიცინო მომსახურების
მოცულობა.
სამედიცინო
საქმიანობის
სახელმწიფო
რეგულირების
სააგენტოს
მიერ
შემუშავებულ იქნას როგორც პაციენტთა უფლებების დაცვის სფეროში არსებული
კანონმდებლობის
პრაქტიკაში
აღსრულების
ერთიანი
სამართლებრივი
რეგულაციები, ასევე უზრუნველყოფილ იქნას განმცხადებლებთან კომუნიკაციის
ერთგვაროვანი სტანდარტები
550
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
აუცილებელია
ქვეყანაში
რეკომენდაციები
დაინერგოს,
ჯანმრთელობის
ტუბერკულოზის
კონტროლთან
რაც
ქვეყანას
მსოფლიო
ორგანიზაციის
საშუალებას
მისცემს
დაკავშირებული
უახლესი
დააკმაყოფილოს
ვალდებულებების
შესრულება
ევროკომისიის დირექტივების შესაბამისად
მეტი
რესურსი
მიმართოს
თამბაქოს
პროდუქციის
მავნებლობის
შესახებ
მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად და თამბაქოს კონტროლის სხვა
ღონისძიებების განსახორციელებლად, რათა გამოიყოს ადეკვატური დაფინანსება
უზრუნველყოს ქვეყანაში თამბაქოზე დამოკიდებულ პირთათვის თამბაქოს
მოხმარების შეწყვეტის კონსულტაციისა და მკურნალობის შესაბამისი სერვისების
განვითარება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურს
ეფექტურად
უზრუნველყონ
თამბაქოს
კონტროლის
კანონმდებლობის
აღსრულება, ეს აქტივობა განხორციელდეს სისტემატურად და არ ატარებდეს
ფრაგმენტულ და კამპანიურ ხასიათს.
551
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
18. ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა
შესავალი
2016 წელს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად,
ბავშვის უფლებების გათვალისწინება, დაცვა და ხელშეწყობა კვლავ პრობლემად რჩება.
ბავშვთა მიმართ ძალადობის, უკიდურესი სიღარიბისა და ბავშვის უფლებათა სხვა
დარღვევების აღმოსაფხვრელად მიღებული ზომები, არასაკმარისია. სახელმწიფო ზრუნვის
მიღმა
დარჩენილ
უხილავ
ბავშვებთან
ერთად,
არსებითად
არც
სახელმწიფო
მზრუნველობაში მყოფი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა შეცვლილა. ოჯახსა და
საზოგადოებაში ბავშვი კვლავ რჩება ყველაზე მოწყვლად წევრად, რომლის ხმა, ხშირ
შემთხვევაში, არ ისმის.
მისასალმებელია სახელმწიფოს მიერ საკანონმდებლო სივრცის დახვეწისკენ მიმართული
ღონისძიებები, რაც დადებითად აისახება ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. ამ მხრივ,
აღსანიშნავია კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“,
რომელიც პარლამენტმა 2016 წლის ივნისში მიიღო. მნიშვნელოვანია, რომ ახლებურად
დარეგულირდა ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურული წესი.
საქართველოს მთავრობის ამ დადგენილებამ994 გააფართოვა ბავშვის მიმართ ძალადობისა და
მიუსაფარ ბავშვთა გამოვლენის, დაცვასა და დახმარებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო
უწყებების
წრე.
განხორციელებულ
საკანონმდებლო
ცვლილებასთან
ერთად,
უმნიშვნელოვანესია ხელი შეეწყოს მათ ეფექტიან აღსრულებას, რაც სამწუხაროდ კვლავ
პრობლემაა.
ამასთან, 2016 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტმა განახორციელა გაერთიანებული
ერების
ორგანიზაციის
ბავშვის
უფლებათა
კონვენციის
მესამე
დამატებითი
ოქმის,
„შეტყობინების პროცედურების შესახებ“, რატიფიცირება. ამ დოკუმენტის მიხედვით, გაეროს
ბავშვის უფლებათა კომიტეტი უფლებამოსილია, მიიღოს შეტყობინება ბავშვის უფლებათა
დარღვევის ინდივიდუალურ შემთხვევათა შესახებ. აღსანიშნავია, რომ დამატებითი ოქმის
რატიფიცირება საქართველოს სახალხო დამცველის მრავალგზისი რეკომენდაცია იყო.
2016 წელი გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტში საქართველოს მე-4 პერიოდული
ანგარიშის
წარდგენითაც
ალტერნატიული
ანგარიში
გამორჩეული
იყო.
წარადგინეს
სახალხო
სახელმწიფო
დამცველმა
ანგარიშთან
და
ერთად,
არასამთავრობო
994
საქართველოს მთავრობის დადგენილება N437 „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების)
პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ . 2016 წლის 12 სექტემბერი.
552
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ორგანიზაციებმა. ანგარიშის განხილვის შედეგად, 2017 წლის 3 თებერვალს, კომიტეტმა
დასკვნითი შენიშვნები გამოსცა995.
საქართველოს სახალხო დამცველი მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად შეისწავლის
ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას. 2016 წელს კვლავ მაღალი იყო მიმართვიანობა სახალხო
დამცველის
აპარატისადმი
ბავშვის
უფლებების
ინდივიდუალურ
დარღვევებთან
დაკავშირებით. შესწავლილი 311 საქმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კვლავ მაღალია
მომართვიანობა ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხებზე (78 შემთხვევა), ასევე აქტუალურია
ბავშვთა
სიღარიბესა
და
ცხოვრების
არასათანადო
დონესთან
დაკავშირებული
პრობლემატიკა (57 შემთხვევა).
სახელმწიფო
გამოწვევების
წინაშეა
ოჯახში,
სამზრუნველო
და
საგანმანათლებლო
დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებლის მხრივაც. პრობლემაა,
ერთი მხრივ, ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენა, ხოლო მეორე მხრივ რეაბილიტაციის და
ძალადობისგან
დაცვის
ეფექტიანი
ღონისძიებების
განხორციელება.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პრობლემურია ბავშვთა ფიზიკური დასჯის,
ასევე, ბავშვებს შორის ბულინგის შემთხვევები.
გადაუჭრელ საკითხთა შორისაა ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე, რაც
თავის მხრივ, განაპირობებს პრობლემებს ბავშვთა საჭირო საკვებით უზრუნველყოფისა და
მძიმე
საცხოვრებელი
პირობების
თვალსაზრისით.
ხშირ
შემთხვევაში
სახელმწიფო
პროგრამებში ჩართვა და განსაზღვრული მომსახურების მიღების პროცესი გაჭიანურებულია,
რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ამ პროგრამების ეფექტიანობას.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კვლავ პრობლემას წარმოადგენდა არასრულწლოვანთა
განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხები; განსაკუთრებით საყურადღებოა ქუჩაში
მცხოვრები
და
მომუშავე
ბავშვების
უფლებრივი
მდგომარეობის
საკითხი,
რადგან
პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებული რეაგირება ხშირად არ არის
ეფექტიანი და დროული.
სახალხო დამცველი სრულად იზიარებს ბავშვის უფლებების კომიტეტის მოწოდებას
საქართველოს მთავრობისადმი, მიიღოს ზოგადი კანონი996 ბავშვის უფლებების შესახებ,
რომელშიც ასახული იქნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა
კონვენციისა და დამატებითი ოქმების დებულებები. კანონის მიღება ხელს შეუწყობს ბავშვის
995
გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი. „საქართველოს მე–4 პერიოდული მოხსენების დასკვნითი
შენიშვნები”, 2017 წლის 16 იანვარი–3 თებერვალი. (Concluding observations on the fourth periodic report
of Georgia).
996 გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი, „საქართველოს მე–4 პერიოდული მოხსენების დასკვნითი
შენიშვნები”, განხორციელების ზოგადი კრიტერიუმები (მუხ. 4, 42, 44 (6)). A, კანონმდებლობა (6).
(Concluding observations on the fourth periodic report of Georgia, General measures of implementation).
553
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
უფლებების სისტემატიზაციას, ეროვნული კანონმდებლობის შემდგომ ჰარმონიზაციას
საერთაშორისო
სტანდარტებთან
და
უზრუნველყოფს
კონვენციით
გარანტირებული
უფლებების პრაქტიკაში წარმატებით დანერგვას. საქართველოს სახალხო დამცველი
შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ამ მიმართულებით ქმედითი ღონისძიებების გატარებისკენ
მოუწოდებს.
ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება
1.
5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა
გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, „მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ
ბავშვის უფლებას, ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ყველაზე სრულყოფილი
მომსახურებით
და
ავადმყოფობათა
მკურნალობისა
და
ჯანმრთელობის
აღდგენის
საშუალებებით. მონაწილე სახელმწიფოები ესწრაფვიან, უზრუნველყონ, რომ არც ერთ ბავშვს
არ
შეელახოს
მომსახურებაზე“.
უფლება,
ამასთან,
ხელი
მიუწვდებოდეს
კონვენცია
ჯანმრთელობის
ავალდებულებს
დაცვის
სახელმწიფოებს,
ამგვარ
შეამცირონ
ახალშობილთა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ხოლო დედებს, ჯანმრთელობის
დასაცავად, გაუწიონ სათანადო მომსახურება მშობიარობამდე და მშობიარობის შემდგომ
პერიოდებში.
გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის, „ტექნიკური სახელმძღვანელო პრინციპები
ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის შესახებ 5 წლამდე ასაკის ბავშვების
სიკვდილიანობისა და ავადმყოფობის შემცირებისა და აღმოფხვრის მიზნით პოლიტიკისა და
პროგრამების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით“, მიხედვით, ბავშვთა სიკვდილიანობის
შესამცირებლად,
აუცილებელია,
შესაბამისი
რისკფაქტორების
გათვალისწინება
და
საქმიანობის რამდენიმე მიმართულებით წარმართვა, რომლის დროსაც მხედველობაში უნდა
იყოს მიღებული საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილი997. 5 წლამდე ბავშვთა
სიკვდილიანობის შესამცირებლად, სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ჯანდაცვის
უმაღლესი შესაძლებელი სტანდარტი998. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ
ფაქტორებს, როგორიცაა სიღარიბე, განათლებისა და სხვადასხვა სოციალური სერვისების
ხელმისაწვდომობის ნაკლებობა.
997
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ანგარიში. 5 წლამდე ასაკის ბავშვთა
სიკვდილიანობისა და ავადობის შემცირებისა და აღმოფხვრის პოლიტიკისა და პროგრამების
დანერგვის ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ტექნიკური გზამკვლევი, 2014 წელი, პარ. 17.
(Technical Guidance on the Application of a Human Rights-Based Approach to the Implementation of Policies
and Programmes to Reduce and Eliminate Preventable Mortality and Morbidity of Children under 5 Years of
Age, Report of the Office of the United Nations High Commissioner for Human Rights).
998 იქვე, პარ. 20.
554
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის ოფიციალური სტატისტიკისა და ფართომასშტაბიანი
კვლევების მონაცემებით, საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ოდნავ
შემცირდა, 2015–16 წლებში 0–5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი
კვლავაც მკვეთრად აღემატებოდა განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელს999; თუ ამ
ქვეყნებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 1000 ცოცხლადშობილზე 6–ს უდრის,
საქართველოს შემთხვევაში, 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 1000 ცოცხლადშობილზე
იყო 121000, ხოლო 2016 წლის პირველადი მონაცემებით – აღნიშნული მაჩვენებელი მცირედით
გაიზარდა (იხ. ცხრილი N1).
2016 წლის მონაცემებით, საქართველოში კვლავ მწვავე და პრობლემურია მდგომარეობა
ჩვილ და 1–დან 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის პრევენციის მიმართულებით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ
მოწოდებული1001 პირველადი მონაცემები შედარდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის
2015 წლის მონაცემთან.1002 ცხრილშიც ჩანს (იხ. ცხრილი N1), რომ 0-6 დღემდე, 0-1 წლამდე და
1-5 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მცირედით, თუმცა მაინც მომატებულია ჩვილთა და 1–დან 5
წლამდე ასაკის ბავშვთა გარდაცვალების მაჩვენებელი. რაც შეეხება მკვდრადშობადობას, ეს
მაჩვენებელი წინა წელთან1003 შედარებით შემცირებულია. ბავშვთა სიკვდილიანობის
მაჩვენებელი შემდეგნაირად გამოიყურება:
ცხრილი N1 – ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი
999
ბავშვთა სიკვდილიანობის სააგენტოთაშორისი ჯგუფის (IGME) მონაცემები. იხილეთ ბმული:
http://www.childmortality.org/files_v20/download/IGME%20Report%202015_9_3%20LR%20Web.pdf
1000 იქვე.
1001
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი N01/3869.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, მოსახლეობა, ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე:
http://www.geostat.ge/?action=page&p_id=151&lang=geo
1003 იქვე.
1002
555
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგებიდან
იკვეთება, რომ ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის გამომწვევ რისკებს შორის ფიგურირებს
ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და დროული სამედიცინო მომსახურების გაწევის პრობლემები,
სამედიცინო დაწესებულებების, განსაკუთრებით კი ანტენატალური კლინიკებისა და
სამშობიაროების სათანადო სამედიცინო ინვენტარითა და ინფრასტრუქტურით აღჭურვის
საჭიროება და სხვა. ამასთან, ბავშვთა ჯანდაცვისა და სიცოცხლის უფლების დაცვის სფეროში
მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა.
საქართველოში პერინატალური სერვისების ხარისხის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების
გატარება 2015 წლიდან დაიწყო, თუმცა, ჯერაც არ დასრულებულა და მცირეა მისი
გეოგრაფიული დაფარვის არეალი. ეს პროცესი სხვა კომპეტენციებთან ერთად მოიცავს
სერვისების რეგიონალიზაციას (დონეებად დაყოფა). აღსანიშნავია, რომ პერინატალური
მოვლის სისტემა სამ დონედ: მოვლის საბაზისო (I), მოვლის სპეციალიზებულ (II) და მოვლის
სუბსპეციალიზებულ დონეებად (III) იყოფა. 2015-2016 წლებში ქვეყნის მასშტაბით
შეფასებული 84 კლინიკიდან დონე განესაზღვრა 34 კლინიკას. განმეორებითი შეფასება
ჩატარებულია 23 კლინიკაში, ამასთან, 2017 წლის დასაწყისში, განმეორებით შეფასდა 17
კლინიკა1004, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი კლინიკების შეფასების პროცესი უფრო
აქტიურად და დროულად განხორციელდეს.
რაც შეეხება 0–დან 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის შემთხვევებზე ექიმთა მიმართ
დისციპლინური წარმოების განხორციელების საკითხს, 2016 წელს სსიპ სამედიცინო
საქმიანობის რეგულირების სააგენტო ბავშვთა სიკვდილიანობის (0–დან 1 წლამდე და 1–დან
5 წლამდე ასაკის) 21 საქმის შესწავლას შეუდგა. მათგან 10 საქმის შესწავლა დასრულდა და
პროფესიული განვითარების საბჭოზე 12 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დაისვა.
პროფესიული განვითარების საბჭომ განიხილა 1 საკითხი და 1 ექიმს დაეკისრა პროფესიული
1004
კორესპონდენცია N01/9217, 15/02/2017.
556
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
პასუხისმგებლობა, კერძოდ, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადა 1 თვით
შეუჩერდა1005. აღსანიშნავია, რომ პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ, საანგარიშო
პერიოდის განმავლობაში ბავშვთა სიკვდილიანობის შესახებ მხოლოდ 1 საკითხზე იქნა
გადაწყვეტილება მიღებული. მნიშვნელოვანია, რომ საბჭომ ბავშვთა გარდაცვალების
შემთხვევებზე ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა გონივრულ
ვადებში დაასრულოს.
2016 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა1006 საქართველოს
მთავრობას 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის პრევენციისა და შემცირებისათვის საჭირო
ღონისძიებების გატარების თაობაზე.
აქვე დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში დედათა და ახალშობილთა
ჯანმრთელობის
გაუმჯობესების
მიზნით,
საქართველოს
მთავრობამ
შეიმუშავა
გრძელვადიანი სტრატეგია (2017–2030) და სამწლიანი სამოქმედო გეგმა (2017–2019).
აღნიშნული
დოკუმენტები
მოიცავს
ისეთ
საკითხებს,
როგორიცაა
სტრატეგიული
ინტერვენციები, დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების, ოჯახის დაგეგმვისა და
მოზარდთა
სქესობრივი
პრიორიტეტული
და
რეპროდუქციული
მიმართულებები.
ჯანმრთელობის
განსაკუთრებით
განვითარების
მნიშვნელოვანია
აღნიშნული
სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრაქტიკაში ეფექტურად განხორციელება.
2.ჯანდაცვის უფლების განხორციელება საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ზოგადსაგანმანათლებლო
მიმართულებით
დაწესებულებებს
უმნიშვნელოვანესი
როლი
ბავშვის
ჯანმრთელობის
აკისრიათ.
მიუხედავად
დაცვის
იმისა,
რომ
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, სკოლებში ჯანდაცვისა და
სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დაცვის კუთხით, გარკვეულ ღონისძიებებს ახორციელებს,
იკვეთება
მნიშვნელოვანი
პრობლემები
წყლის,
კვების
ორგანიზაციული
წესების,
სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვის მიმართულებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლებში ახორციელებს
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (საჯარო სკოლის) ტერიტორიაზე სამედიცინო
კაბინეტის ფუნქციონირებისა და სკოლის ექიმის საქმიანობის ქვეპროგრამას“, რომლის
ფარგლებშიც, სკოლის ექიმის ფუნქციებსა და ვალდებულებებს წარმოადგენს მოსწავლეთა
ჯანმრთელობის
1005
მდგომარეობის
მონიტორინგი
და
მშობლების
იქვე.
1006
იხ.
http://www.ombudsman.ge/ge/recommendations-Proposal/winadadebebi/saxalxo-damcveliswinadadeba-5-wlamde-bavshvta-sikvdilianobis-prevenciisa-da-shemcirebisatvis-sachiro-gonisdziebebisshesaxeb.page
557
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ინფორმირება/რეკომენდაციების
გაცემა,
ინფექციურ
დაავადებათა
პრევენციის
ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა, სკოლაში სანიტარიულჰიგიენური და პროფილაქტიკური ღონისძიების დაგეგმვა და
სანიტარიულ-ჰიგიენური
პირობების დაცვაზე ზედამხედველობა, სასკოლო კვების სტანდარტთან გათვალისწინებული
რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი და ა. შ., თუმცა საკმაოდ მცირეა იმ სკოლათა
რიცხვი, სადაც ფუნქციონირებს სამედიცინო კაბინეტები.
ცხრილი N2 - საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტების ფუნქციონირება1007
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2016 წლის განმავლობაში შეისწავლა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში წყლის, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების
მონიტორინგის სახელმწიფო მექანიზმის ეფექტიანობის საკითხები. შესწავლის პროცესში
განსაკუთრებული
ყურადღება
უსაფრთხოების
საკითხებზე,
გამახვილდა
სასმელი
პასუხისმგებელი
წყლის
სახელმწიფო
უვნებლობისა
და
უწყებების
მიერ
ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისა და მონიტორინგის მექანიზმის ეფექტიანობის
თემებზე.
შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასმელი
წყლის ხელმისაწვდომობის, სანიტარული და ჰიგიენური პირობების დაცვის კუთხით
არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების
მოთხოვნებს და
ეწინააღმდეგება გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის ძირითად
პრინციპებს. აღნიშნული ტენდენცია განსაკუთრებით იჩენს თავს მაღალმთიან რეგიონებსა
და სოფლად მდებარე საჯარო სკოლებში.
უნდა აღინიშნოს, რომ რიგი საჯარო სკოლების შესწავლამ გამოავლინა სკოლებში
წყალმომარაგების სისტემების მოუწესრიგებლობის პრობლემა. მდგომარეობას ართულებს
1007
კორესპონდენცია MES 9 17 00014962.
558
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ისიც, რომ ნორმატიულ დონეზე არ არის განსაზღვრული მონიტორინგის ორგანო, რომელიც
რეგულარულად
შეამოწმებდა
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში
წყლის,
სანიტარული და ჰიგიენური პირობების უვნებლობასა და უსაფრთხოებას. აღსანიშნავია, რომ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) სტანდარტების თანახმად, სასმელი წყლის
მიღებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პოტენციური რისკი ზედამხედველობის
შესაბამისმა ორგანომ უნდა შეაფასოს, რაც გულისხმობს ინსპექტირების სისტემურ
პროგრამას, რომელმაც, შესაძლოა, მოიცვას აუდიტი, ანალიზი, სანიტარიული შემოწმება და
სხვა ასპექტები1008.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და
სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის1009
თანახმად, აღნიშნული ორგანო არ არის ვალდებული აკონტროლოს საჯარო სკოლებში
სასმელი წყლის ხარისხი და სანიტარიის დაცვა.1010 ამავე დროს, საქართველოს სოფლის
მეურნეობის
სამინისტროს
სსიპ
სურსათის
უვნებლობის
სააგენტოსგან
მიღებული
ინფორმაციით,1011 2015-2016 წლებში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგების
მიხედვით, საჯარო სკოლებიდან აღებული სასმელი წყლის 45 სინჯი არ შეესაბამება
საქართველოს
მთავრობის
ეპიდემიოლოგიურ
ტექნიკურ
რეგლამენტს,1012
არაკეთილსაიმედოობაზე
მიუთითებს
რაც
და
სასმელი
წყლის
წყლის
არაეფექტიანი
გაუსნებოვნებით არის გამოწვეული.
აღსანიშნავია ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით სსიპ საგანმანათლებლო და
სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 2013 წელს ჩატარებული
კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, 2010 წლის შემდეგ საჯარო სკოლებში წყლის
ხარისხი სკოლების მხოლოდ 10 %-ში შემოწმდა. ამასთან, წყლის გაუვნებელყოფის
სამუშაოები არასდროს ჩაუტარებია სკოლების 70%-ს. წყალმომარაგების მილსადენი
სისტემით საჯარო სკოლების 70% სარგებლობს. სკოლების 4% ქალაქად და 12% სოფლად,
წყლის
ძირითად
წყაროდ
არაგაუმჯობესებულ
წყალს
იყენებს,
სკოლების
70%-ში
წყალმომარაგების მილსადენი სისტემა არ არის შეყვანილი საჯარო სკოლის შენობაში1013.
საანგარიშო წლის განმავლობაში მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა.
1008
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. სასმელი წყლის ხარისხის გზამკვლევი. 2011, 9. (Guidelines for
Drinking -water Quality).
1009
კორესპონდენცია N MES 6 17 00040438, 18/01/2017.
1010 იქვე.
1011
კორესპონდენცია N09/9552, 06/12/2016.
1012 საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილება „სასმელი წყლის ტექნიკური
რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“.
1013 http://unicef.ge/uploads/Standards_Water_Sanitation_and_Hygiene_in_School.GEO_1.pdf
559
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ბავშვის სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონისგან დაცვის უფლება
ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება ბავშვთა სიღარიბის კუთხით არსებული მდგომარეობა1014.
გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი, 2017 წლის დასკვნით შენიშვნებში1015 აღნიშნულ
საკითხზე ყურადღებას ამახვილებს და კვლავ მიუთითებს სახელმწიფოს 2008 წელს
გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, ბავშვთა სიღარიბის კუთხით გასატარებელი
ქმედებების შესახებ.
სახალხო დამცველის აპარატის შემოწმების შედეგების მიხედვით, არასრულწლოვანთა
ბიოლოგიური ოჯახიდან გამოყვანის ერთ-ერთი არსებითი საფუძველი მათი მძიმე
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. ხშირ შემთხვევაში ამით არის განპირობებული
არასრულწლოვანთა სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსება, რაც კითხვებს ბადებს და
ეჭვქვეშ აყენებს სოციალური პროგრამების ეფექტიანობას. აღსანიშნავია, რომ სახალხო
დამცველის აპარატის მიერ მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის მონიტორინგის ფარგლებში
შესწავლილი ბენეფიციარების 30% სახელმწიფო მზრუნველობაში სიღარიბისა და ცხოვრების
არასათანადო პირობების საფუძველზე განთავსდა.1016
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს სსიპ
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციის თანახმად,1017 2016 წლის დეკემბრის
მონაცემებით,
„სოციალურად
დაუცველი
ოჯახების
მონაცემთა
ერთიან
ბაზაში“
რეგისტრირებულია სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) მიმღები 169 503 ბავშვი
(18 წლამდე პირი), ხოლო 10 ლარიანი დანამატის მიმღები, 62 522 ოჯახი, რომლის წევრიც
არის 16 წლამდე პირი. ეს მონაცემები ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის
განსაკუთრებულ სიმძიმეზე მეტყველებს. ხშირ შემთხვევაში მათ უჭირთ ბავშვების
საჭიროებების დაკმაყოფილება და მათთვის ცხოვრების სათანადო დონის უზრუნველყოფა.
იკვეთება საკვებით, საყოფაცხოვრებო ნივთებით უზრუნველყოფის პრობლემები. გარკვეულ
შემთხვევებში
არასრულწლოვნებს
სიღარიბის
მიზეზით
ეზღუდებათ
განათლების
ხელმისაწვდომობის უფლებაც.
1014 ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობა საქართველოში, საქართველოს მოსახლეობის
კეთილდღეობის კვლევა, მეოთხე ეტაპი, 2015 წელი. იხ: http://unicef.ge/uploads/WMS-2015-GEO.pdf
1015 გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი. „საქართველოს მე–4 პერიოდული მოხსენების დასკვნითი
შენიშვნები”. 2017 წელი.
(Concluding observations on the fourth periodic report of Georgia,
CRC/C/GEO/CO/4).
1016 სპეციალური ანგარიში, მინდობით აღზრდის სახელმწიფო ქვეპროგრამის მონიტორინგის შესახებ.
გვ.24 იხ. http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3823.pdf
560
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
აქვე უნდა ითქვას, რომ აღნიშნული მდგომარეობა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების
რაოდენობის მნიშვნელოვნად განმაპირობებელი ფაქტორია. მიუხედავად ამისა, საკითხის
დეტალურად შესასწავლად, სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს, რაზეც
სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული ინდივიდუალური საქმისწარმოების შედეგებიც
მიუთითებს.
ბავშვიანი
ოჯახების
გაძლიერებისა
და
სიღარიბის
რისკების
შესამცირებლად
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მიზნობრივი სოციალური დახმარების სისტემის
სიძლიერე და ეფექტიანობა. ქვეყანაში მოქმედი სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე
ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი
ბავშვიანი
ოჯახების
სიღატაკეში
მყოფი
გადაუდებელი
ბავშვიანი
დახმარების
ოჯახების
ქვეპროგრამას,
გადაუდებელი
რომლის
პირველადი
ამოცანაც
საჭიროებების
დაკმაყოფილება და ბავშვის მიტოვების რისკის შემცირებაა.
საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით1018, „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი
ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამით 2016 წლის განმავლობაში
მოსარგებლე ოჯახებისა და ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფილი
ბავშვების მაჩვენებელი ასე გამოიყურება:
ცხრილი N3 - პროგრამაში ჩართული ბავშვების/ოჯახების მაჩვენებელი
?? ? ? ? ???? ? ??? ? ? ? ? ? ??? ?? ?? ?/? ? ?? ? ?? ? ??? ?? ??? ?? ?
? ? ? ? ? ? ? ? ? ?? ? ? ? ? ? ? ? ? ? ?? ?? ? ?
? ? ? ? ? ? ?? ?? ? ?
1145
?? ? ? ? ?? ? ? ? ? ? ? ?? ?? ? ?? ? ? ? ? ? ?
? ?? ? ? ? ?? ? ? ? ?? ?? ? ? ? ?? ? ? ? ? ? ? ? ?
? ?? ? ?? ?? ? ? ?? ? ? ? ? ? ? ?? ?
2370
0
1018
500
კორესპონდენცია - 01.02.2017 – N04/5904
561
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
1000
1500
2000
2500
საქართველოს სახალხო დამცველის შესწავლის შედეგებმა გამოავლინა ქვეპროგრამაში
ჩართვასა და სარგებლობასთან დაკავშირებული ხარვეზები. უპირველესად უნდა აღინიშნოს,
რომ ქვეპროგრამით მოსარგებლე ოჯახების რიცხვი მკვეთრად ჩამორჩება საარსებო
შემწეობის
მიმღებ ბავშვთა
გადაწყვეტილების
მიმღები
და
დანამატის
კომისიის
მიმღებ
ოჯახთა
სხდომების
რაოდენობას. ამასთან,
ჩატარების
განრიგი
დროში
განსაზღვრული არ არის, რაც შედეგად გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურებას იწვევს.
ოჯახებს, რიგ შემთხვევებში, წლების განმავლობაში უწევთ ლოდინი ქვეპროგრამით
გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად.
ეს ართულებს, როგორც ქვეპროგრამის ამოცანის, ასევე სახელმწიფო პროგრამის მიზნის
განხორციელებას. გარკვეულ შემთხვევებში, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების
პროცესში ოჯახის საჭიროებები უკვე შეცვლილია – ისინი სხვა რისკისა და საჭიროების
წინაშე დგანან. საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა რამდენიმე ისეთი შემთხვევა
განიხილა, როდესაც ოჯახებს 2014-2015 წლებში ჰქონდათ მიმართული, მაგრამ კომისიას
მათი საკითხი 2016 წლის მდგომარეობით, ჯერ კიდევ არ ჰქონდა განხილული.
აღსანიშნავია, რომ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო
პროგრამა ითვალისწინებს „დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფას“, რომლის
მიზანიც არის ჩვილ ბავშვთა მიტოვების პრევენცია და ბავშვის ბიოლოგიური ოჯახის
გაძლიერება.
მომსახურების
დამოუკიდებელი
დატოვების
ცხოვრებისათვის
შემდეგ
და
დედები
თავშესაფარში
კვლავ
არ
მოხვედრამდე
არიან
მზად
არსებული
პრობლემების წინაშე დგებიან. სახალხო დამცველის აპარატში მიმდინარე საქმისწარმოებამ
გამოავლინა, რომ უმეტეს შემთხვევაში მათ არ აქვთ საცხოვრებელი და უჭირთ შვილების
საჭიროებების დაკმაყოფილება და მათთვის ცხოვრების სათანადო პირობების შექმნა.
ბავშვთა შრომა და შრომის უკიდურესი ფორმები
ბავშვთა
შრომის
სფეროში
საქართველოში
არსებული
მნიშვნელოვანი
გამოწვევები
სახელმწიფოს ეფექტიან რეაგირებას მოითხოვს. მოქმედი კანონმდებლობა, საერთაშორისო
სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით, მნიშვნელოვან დახვეწასა და განვითარებას
საჭიროებს. განსაკუთრებით პრობლემურია „სამუშაოზე მისაღები მინიმალური ასაკის
შესახებ“ და „ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აკრძალვისა და დაუყოვნებლივ
აღმოფხვრის
ღონისძიებების
შესახებ“
შრომის
საერთაშორისო
კონვენციების ეროვნულ დონეზე ეფექტიანი აღსრულება.
562
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ორგანიზაციის
(ILO)
„ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აკრძალვისა და დაუყოვნებლივ აღმოფხვრის
შესახებ“ კონვენციის მიხედვით, არასრულწლოვანთა შრომის უკიდურესი ფორმების
აღმოსაფხვრელად,, ეროვნულ დონეზე უნდა შემუშავდეს პრიორიტეტული სამოქმედო გეგმა
და მისი განხორციელების ეფექტიანი მექანიზმი1019. აღნიშნული მექანიზმი კი დღემდე არ
გვხვდება ეროვნულ კანონმდებლობაში, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს არასრულწლოვანთა
შრომითი ექსპლუატაციის პრევენციასა და შრომითი უფლებების დაცვას.
ეროვნული
კანონმდებლობით
არასრულწლოვანთა
შრომითი
დადგენილია
უფლებების
სფეროში;
მინიმალური
სტანდარტები
კანონმდებლობა
არეგულირებს
ბავშვთა შრომითი უფლებების ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა არასრულწლოვანთა
შრომითი ქმედუნარიანობის წარმოშობა, მინიმალური ასაკი, შრომითი პირობებისადმი
მიმართული
მოთხოვნები
და
სხვა.
მიუხედავად
აღნიშნული
საკანონმდებლო
რეგულაციებისა, პრაქტიკაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა არასრულწლოვანთა შრომითი
უფლებების დაცვისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის კუთხით. არ მოქმედებს
ეფექტიანი მონიტორინგისა და შემთხვევათა გამოვლენის სისტემა. აქვე უნდა აღინიშნოს,
რომ გასული წლების მსგავსად, ქვეყანაში კვლავაც პრობლემურია ქუჩაში მცხოვრებ და
მომუშავე ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხები, მათი დაცვისა და დახმარების
სისტემის ეფექტიანობა.
2015–16 წლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გამოავლინა სახელმწიფო
მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახებში რეინტეგრირებულ ბავშვთა სავარაუდო შრომითი
ექსპლუატაციის შემთხვევები. კერძოდ,
ბავშვებს1020 უხდებოდათ თავიანთ ასაკთან
შეუსაბამო შრომითი სამუშაოების შესრულება სხვადასხვა კერძო სამუშაოებზე, რაც
საფრთხეს უქმნიდა ბავშვების განათლებისა და ჯანდაცვის უფლების ეფექტიან აღსრულებას.
წამყვანი ფაქტორი, რის გამოც ბავშვებს უხდებათ თავიანთ ასაკთან და ფსიქო-ფიზიკური
განვითარების დონესთან შეუსაბამო სამუშაოს შესრულება, სიღარიბე და ცხოვრების
არასათანადო დონეა. აღნიშნული ფაქტორების კვალდაკვალ, უნდა აღინიშნოს სახელმწიფოს
პასუხისმგებელი
უწყებების
პოზიტიური
ვალდებულების
შესრულების
ნაკლებეფექტიანობაც. კერძოდ, ხშირ შემთხვევებში დროულად არ ვლინდება ბავშვთა
შრომისა თუ შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევები. ასევე, განსაკუთრებით აქტუალურია
საკურორტო ადგილებში, ზღვის სანაპიროზე ბავშვთა შრომის საკითხი. არასრულწლოვნებს,
სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, სეზონურად საკმაოდ მძიმე სამუშაოს
1019
„ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აკრძალვისა და დაუყოვნებლივ აღმოფხვრის შესახებ“
კონვენცია N182, მუხლი 5, 6, 7 (2).
1020
იგულისხმება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014
წლის N01–20/ნ ბრძანებით „რეინტეგრაციის შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და
შეწყვეტის წესისა და პირობების, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების
განსაზღვრის შესახებ“ დამტკიცებულ ქვეპროგრამაში ჩართული ბენეფიციარები.
563
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
შესრულება უხდებათ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ ხშირია ბავშვთა შრომის
საფუძველზე სკოლის მიტოვების შემთხვევები და ოჯახებში სეზონური სამუშაოების
შესრულების მიზეზით სკოლის გაცდენის ფაქტები.
ცხრილი N4 – შრომის გამო სკოლის მიტოვების მაჩვენებელი1021
პრობლემურია ბავშვთა შრომითი მიგრაციის საკითხი. ააიპ „ახალგაზრდა პედაგოგთა
კავშირის“ კვლევის1022 შედეგების მიხედვით, არასრულწლოვნებს ქვეყნის გარეთაც უხდებათ
სეზონურად სხვადასხვა სამუშაოს შესრულება არანორმირებულ და ზეგანაკვეთურ სამუშაო
პირობებში. კერძოდ, აჭარისა და გურიის რეგიონებში მცხოვრები არასრულწლოვნები
სეზონურად საშუალოდ 9 საათს მუშაობენ მძიმე და შრომატევად სამუშაოზე თურქეთის
სახელმწიფოს
ტერიტორიაზე1023.
აღნიშნული
კვლევის
მიხედვით, მცირეა
შრომითი
მიგრაციის დროს სექსუალური ძალადობის შემთხვევები, თუმცა 5 რესპონდენტმა მსგავს
ქმედებაზე მიუთითა1024.
სსიპ
სოციალური
მომსახურების
სააგენტოდან
და
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის ანალიზიდან იკვეთება, რომ პრობლემურია
არასრულწლოვანთა
შრომის
უკიდურესი
ფორმების
აღმოფხვრისა
და
დროული
რეფერირების საკითხი, განსაკუთრებით კი, ბავშვთა ტრეფიკინგის, პროსტიტუციაში ჩაბმის,
პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონო დამზადებასა და გასაღების საქმეებზე დაწყებული
გამოძიებისა
და
სამართალდამცავთა
განხორციელებული
ღონისძიებების
კუთხით1025
(იხილეთ ცხრილი N5). ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის
1021
კორესპონდენცია N MES 3 17 00214261, 06/03/2017.
„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“, „აჭარისა და გურიის რეგიონებიდან
არასრულწლოვანთა შრომითი მიგრაციის პრაქტიკის შესწავლა“, 2015–2016.
1023 იქვე.
1024
იქვე.
1025 კორესპონდენცია N2426105, 27.09.2016.
1022
564
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
თურქეთში
თანახმად1026, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მონაცემებით, შსს საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ–ინსპექტორები,
მოქალაქეების შეტყობინების საფუძველზე, არასრულწლოვანთა სავარაუდო შრომითი
ექსპლუატაციის მხოლოდ 2 ფაქტთან დაკავშირებით იყვნენ გამოძახებულნი; თუმცა, შინაგან
საქმეთა
სამინისტროსგან
ორაგნოებიდან
ბავშვთა
მიღებული
ინფორმაციით,
სამინისტროში
ტერიტორიული
სავარაუდო
შრომითი
ექსპლუატაციის
შემთხვევებთან
დაკავშირებით ინფორმაცია არ შესულა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ
განუხორციელებია
რეფერირების
(მიმართვიანობის)
პროცედურა
სსიპ
სოციალური
მომსახურების სააგენტოსთან.1027
ცხრილი N5 – 2015 – 2016 წლებში ბავშვთა შრომითი ექსპლუატაციის სავარაუდო
შემთხვევებზე გამოძიების დაწყების მაჩვენებელი1028
სსიპ სოციალური მომსახურების
სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით, შრომითი
ექსპლუატაციის გამო საერთო ჯამში 150 არასრულწლოვანი იყო განთავსებული სახელმწიფო
მზრუნველობაში.1029 ამასთან, ამავე სააგენტოს ინფორმაციით1030, შრომითი ექსპლუატაციის
მსხვერპლი არასრულწლოვნები ირიცხებიან მინდობით აღზრდის, მცირე საოჯახო ტიპის
1026
კორესპონდენცია N MIA 6 17 00518054, 02/03/2017.
იქვე.
1028
ცხრილში ასახულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული წინასწარი
მონაცემები.
1029
კორესპონდენცია N04/71204, 21/09/2016.
1030 კორესპონდენცია N04/71204, 21/09/2016.
1027
565
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ბავშვთა
სახლების
ქვეპროგრამაში, დღის
და
სადღეღამისო
თავშესაფრებში, სადაც
ჩარიცხული ბენეფიციარები სარგებლობენ ცენტრის და ფსიქოლოგის მომსახურებით.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების
გადაუდებელი სახელმწიფო დახმარების ქვეპროგრამაში ჩაერთო შრომითი ექსპლუატაციის
შედეგად დაზარალებული 12 ბენეფიციარი“.1031
სააგენტოს თანახმად, 2016 წელს შრომითი ექსპლუატაციის ძირითადი ფორმები იყო:
წვრილმანი ნივთებით ვაჭრობა, ჯართის შეგროვება, მოწყალების თხოვნა. ამასთან, 2016
წელს სააგენტოში შეტყობინება ბავშვთა შრომის 7 შემთხვევაზე შევიდა, რომელთა
რეფერირებაც განხორციელდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.1032
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულია
შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა, სახელმწიფოს არ აქვს ქმედითი
მექანიზმი ბავშვთა შრომითი უფლებების მონიტორინგისთვის. პროგრამის განხორციელების
ხარვეზებიდან
სანქცირების
უნდა
აღინიშნოს
დამსაქმებლისგან
ეფექტიანი
კი
მექანიზმის
არარსებობა.
თანხმობის
ამასთან,
საჭიროებისა
პროგრამა
არ
და
ადგენს
არასრულწლოვანთა შრომითი პირობების მონიტორინგის სპეციფიკურ რეგულაციებს.
აღნიშნულ
პრობლემებზე
მიუთითებს
შრომისა
და
დასაქმების
ინსპექტირების
დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 2016 წლის განმავლობაში
განხორციელებული ინსპექტირების შედეგად, არასრულწლოვანთა დასაქმების შემთხვევები
6
ორგანიზაციაში
დაკავშირებულია
დაფიქსირდა.1033
მიკროკლიმატისა
გამოვლენილი
და
დარღვევები
სანიტარულ–ჰიგიენური
უმეტესწილად
ნორმების
დაუცველობასთან, ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის სისტემის არარსებობასთან
და ა. შ.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება
საანგარიშო პერიოდში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი1034, არასრულწლოვანთა
მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეთა შესწავლის მიზნით, გაეცნო საქართველოს
უზენაესი სასამართლოდან მოპოვებულ რვა სისხლის სამართლის საქმეს. გამოვლენილი
1031
იქვე.
იქვე.
1033
კორესპონდენცია N04/71204, 21/09/2016.
1034 არასამთავრობო ორგანიზაციის, „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“,
პროექტის, „არასრულწლოვანი ბრალდებულების უფლებები სისხლის სამართლის პროცესის“,
ფარგლებში.
1032
566
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ხარვეზები
და
შესაბამისი
რეკომენდაციები
აისახა
სპეციალურ
ანგარიშში,
„არასრულწლოვანი ბრალდებულის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში“.1035
ხსენებული
კვლევა
სამართლის
ეხება
პროცესში.
მართლმსაჯულების
არასრულწლოვანი
დოკუმენტში
პროცესში,
კანონთან
ბრალდებულის
განხილულია
კონფლიქტში
უფლებებს
სისხლის
მყოფი
სისხლის
სამართლის
ბავშვების
მიმართ
გამოსაყენებელი პროცედურები და პრაქტიკა, სამართალდამცავ ორგანოებთან ბავშვის
პირველი კონტაქტიდან სასამართლო განხილვის ჩათვლით, ასევე სასჯელის აღსრულების
ნაწილს.
აღსანიშნავია,
რომ
სახალხო
დამცველის
აპარატის
მიერ
გამოთხოვილი
საქმეების
შესწავლისას ყურადღება გამახვილდა მხოლოდ პროცედურული გარანტიების აღსრულების
ხარისხზე.1036 კვლევის შედეგად გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები, კერძოდ, დაკავების
პროცედურების,
საგამოძიებო
მოქმედების
ოქმების
სრულყოფილად
შედგენის,
ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის დროულად მომზადების პრობლემები და სხვა.1037
ბავშვის მიმართ ძალადობა
საქართველოში
კვლავ
პრობლემად
რჩება
ბავშვის
მიმართ
ძალადობის
პრევენცია,
შემთხვევათა დროული გამოვლენა და დაცვისა და დახმარების ღონისძიებების ეფექტიანი
განხორციელება. საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებთან ერთად, პრობლემურია
სერვისების მიწოდებისას არსებული ხარვეზები, რაც ბავშვის ძალადობის ნებისმიერი
ფორმისგან დაცვის მაჩვენებელზე ნეგატიურად აისახება.
2016 წელს ბავშვის მიმართ ძალადობის სფეროში კანონმდებლობის დახვეწის კუთხით,
აღსანიშნავია სოციალური მუშაკების როლის გაძლიერებისკენ მიმართული საკანონმდებლო
ცვლილება. მათ შორის, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა
1035
იხ.
http://www.ombudsman.ge/ge/reports/specialuri-angarishebi/arasrulwlovani-braldebulis-uflebebisisxlis-samartlis-processhi.page
1036 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რვა სისხლის სამართლის საქმის შესწავლა, ბუნებრივია, ვერ წარმოაჩენს
სრულად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით არსებულ პრობლემატიკას,
თუმცა, არსებობს მსგავსი პრაქტიკის ფართო გავრცელების შესაძლებლობის მაღალი ალბათობის
ვარაუდი.
1037
არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“, ასევე
გამოავლინა საყურადღებო საკანონმდებლო და პრაქტიკული ხარვეზები არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში და გასცა კონკრეტული რეკომენდაციები ბავშვის
საუკეთესო ინტერესის დაცვის მიზნით გადასადგმელი ნაბიჯების მიმართულებით; იხ.
http://www.ombudsman.ge/ge/reports/specialuri-angarishebi/arasrulwlovani-braldebulis-uflebebi-sisxlissamartlis-processhi.page
567
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები,
რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობის ნებისმიერი
ფორმის არსებობისას მოძალადისაგან არასრულწლოვნის განცალკევების შემთხვევაში
სოციალური მუშაკის როლის გაძლიერებასა და მისი ჩართულობის გაზრდას. თუმცა,
საკანონმდებლო მოწესრიგებასთან ერთად, მნიშვნელოვანია არსებული რეგულაციების
პრაქტიკაში ეფექტიანი აღსრულება, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო საანგარიშო
პერიოდშიც.
განსაკუთრებული სიმწვავით ხასიათდება ბავშვის მიმართ ოჯახში ძალადობა; სახალხო
დამცველის აპარატის შესწავლის შედეგებიც ცხადყოფს, რომ პრობლემურია ბავშვის მიმართ
უგულებელყოფისა და ძალადობის სხვა ფორმების გამოვლენა და დროული რეაგირება
განმეორებითი ძალადობისგან დასაცავად. გამოვლენის დაბალ მაჩვენებელს საზოგადოებაში
ბავშვზე ძალადობის გავლენასა და კანონსაწინააღმდეგო ხასიათის შესახებ ცნობიერების
დაბალი დონე და ხშირ შემთხვევაში, გულგრილობა განაპირობებს. ამასთან, არსებით
გავლენას ახდენს ბავშვისთვის მეგობრული სერვისების ეფექტიანი მიწოდებისას არსებული
ხარვეზები და პასუხისმგებელ უწყებებს შორის კოორდინაციის დაბალი მაჩვენებელი.
ზემოაღნიშნული პრობლემების კუთხით, საქართველოს სახალხო დამცველის პრაქტიკიდან
აღსანიშნავია შემთხვევა, როდესაც არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტთან
დაკავშირებით, როგორც სოციალური მომსახურების სააგენტომ, ისე საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტრომ რეაგირება მხოლოდ სახალხო დამცველის მიმართვის შემდეგ
განახორციელა. მაშინ როდესაც, არასრულწლოვნის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე
სოციალურ მუშაკს აპარატისადმი მომართვამდე ესაუბრა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისადმი სსიპ სოციალური მომსახურების
სააგენტოს
მიერ
მოწოდებული
ინფორმაციით,
2016
წელს
ბავშვის
მიმართ
განხორციელებული სხვადასხვა ფორმის ძალადობის 755 ფაქტი გამოვლინდა. მათგან
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფერირება განხორციელდა 426 შემთხვევაზე.
ცხრილი N6 – ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევათა 2016 წლის სტატისტიკა1038
1038
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კორესპონდენცია N 04/1731; 12/01/2017.
568
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
2016 წელს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფსიქოლოგებმა საქართველოს
მასშტაბით მომსახურება გაუწიეს 376 არასრულწლოვანს. აქედან ნათლად ჩანს, რომ
პრობლემად
რჩება
ძალადობის
მსხვერპლი
ბავშვების
რეაბილიტაციის
პროცესი
-
ფსიქოლოგების დროული ჩართულობა და ფსიქოლოგიური სერვისის ხელმისაწვდომობა.
აღნიშნული
პრობლემა
გამოწვეულია
სსიპ
სოციალური
მომსახურების
სააგენტოს
ფსიქოლოგთა არასაკმარისი რაოდენობით. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სსიპ
სოციალური მომსახურების სააგენტოში, ქვეყნის
მასშტაბით, მხოლოდ 11 ფსიქოლოგია
დასაქმებული.
რაც შეეხება ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს, მოწოდებული ინფორმაციით,
2016 წელს არასრულწლოვნის ცემის 67 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. მათგან ტერიტორიული
განფენილობის მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია თბილისში (26 შემთხვევა) და
ქვემო ქართლში (13 შემთხვევა). ოჯახში ძალადობის ფაქტზე, 2016 წელს გამოძიება დაიწყო
95 შემთხვევაზე, დაზარალებულის სტატუსი კი მიენიჭა 110 არასრულწლოვანს. ყველაზე
მაღალი მაჩვენებელია თბილისში (36 შემთხვევა), იმერეთში, რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო
სვანეთში (23 შემთხვევა) და ქვემო ქართლში (12 შემთხვევა).
569
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მიღებული
სტატისტიკური
ინფორმაციიდან
ირკვევა,
რომ
მაღალია
მაჩვენებელი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140–ე („სქესობრივი კავშირი ან სექსუალური
ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექვსმეტი წლის
გათვალისწინებულ
დანაშაულებრივ
ქმედებებზე.
ასაკს
2016
მიუღწეველთან“) მუხლით
წელს
აღნიშნული
მუხლით
გათვალისწინებულ 250 სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე დაიწყო გამოძიება, ხოლო
დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა 189 არასრულწლოვანს. რეგიონების მიხედვით ყველაზე
მაღალი მაჩვენებელია კახეთში (55 შემთხვევა), ქვემო ქართლში (50 შემთხვევა), იმერეთში,
რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (46 შემთხვევა), სამეგრელო-ზემო სვანეთში (31
შემთხვევა).
სისხლის სამართლის კოდექსის 150¹ მუხლის მე-2 ნაწილით - ქორწინების იძულება
ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ - გამოძიება დაიწყო მხოლოდ 2 შემთხვევაზე, ხოლო
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,
დაზარალებულის
სტატუსი
(„არასრულწლოვნის
ჩაბმა
მიენიჭა
1
არასრულწლოვანს.
ანტისაზოგადოებრივ
სსკ
ქმედებაში“)
171–ე
მუხლით
გათვალისწინებული
დანაშაულებრივი ქმედებების ფაქტზე 2016 წელს გამოძიება დაიწყო მხოლოდ ერთ
შემთხვევაზე, დაზარალებულის სტატუსი კი მიენიჭა 2 არასრულწლოვანს. აღნიშნული
პრობლემების მასშტაბიდან და აქტუალობიდან გამომდინარე, არსებული სტატისტიკური
მონაცემები მიუთითებს მსგავსი ფაქტების გამოვლენის სირთულესა და პასუხისმგებელ
სახელმწიფო ორგანოებს შორის კოორდინაციის ნაკლებობაზე.
აღსანიშნავია ოჯახში ძალადობისგან ბავშვთა დაცვის ღონისძიებების გამოყენების დაბალი
მაჩვენებელი. ბავშვის დასაცავად გამოცემული შემაკავებელი ორდერების რიცხვი (133) 2016
წელს გამოცემული შემაკავებელი ორდერების მთლიანი რაოდენობის (2877) მხოლოდ 4,6
პროცენტს
შეადგენს.
სამწუხაროდ,
საქართველოს
მთავარი
პროკურატურისგან
ვერ
მოგვეწოდა სტატისტიკური ინფორმაცია იმ მუხლებზე სისხლისსამართლებრივი დევნის
დაწყებასთან დაკავშირებით, რომლებზეც დაზარალებული არასრულწლოვანია, რადგან
როგორც გვეცნობა, ამგვარ სტატისტიკას არ აწარმოებენ.
ცხრილი N7 – ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების 2016 წლის
სტატისტიკა
570
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის მიმართ ოჯახში ძალადობის თითოეულ შემთხვევას მოჰყვეს
შესაბამისი რეაგირება სამართალდამცავი უწყების მხრიდან, დროულად დაიწყოს გამოძიება
და
განხორციელდეს
ყველა
აუცილებელი
საგამოძიებო
მოქმედება.
ამასთან,
არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე დროულად ჩაერთოს სსიპ
სოციალური
მომსახურების
სააგენტო,
ხოლო
პასუხისმგებელ
ორგანოებს
შორის
კოორდინაცია მუდმივ ხასიათს ატარებდეს.
1.
ძალადობა საგანმანათლებლო დაწესებულებებში
2016 წლიდან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, გაეროს ბავშვთა ფონდის
(UNICEF) მხარდაჭერით ატარებს საჯარო სკოლებისა და სკოლა პანსიონების მონიტორინგს
ძალადობის საკითხებზე1039. საანგარიშო პერიოდში, მონიტორინგის ვიზიტი განხორციელდა
30 საჯარო სკოლასა და ოთხ სკოლა-პანსიონში სამეგრელო-ზემო სვანეთის, მაღალმთიანი
აჭარის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში.
მონიტორინგის
პირველადი
შედეგები
დაწესებულებებში
გავრცელებულია
დამამცირებელი
დამოკიდებულება
ცხადყოფს,
მასწავლებლების
მოსწავლეთა
რომ
ზოგადსაგანმანათლებლო
მხრიდან
მიმართ.
ძალადობრივი
ამასთან,
და
თვალსაჩინოა
მოსწავლეთა შორის არსებული ბულინგის ფართო მასშტაბები.
1039
საჯარო სკოლებისა და სკოლა-პანსიონების მონიტორინგის შედეგები სრულად ასახული იქნება
სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში.
571
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მოსწავლეთა მიმართ ძალადობის ფაქტებს ავლენს და ფსიქოლოგიური მომსახურების
ცენტრში
გადაამისამართებს
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მანდატური.1040
რეფერირების პროცედურაზე პასუხისმგებელი სუბიექტი არის სწორედ მანდატური, ხოლო
იმ სკოლებში, სადაც მანდატურის სამსახური არ ფუნქციონირებს - დირექტორი ან
დირექტორის მოადგილე. უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო სკოლების საერთო რაოდენობასთან
შედარებით,
მცირეა
იმ
სკოლების
რიცხვი,
სადაც
მოვალეობას
საგანმანათლებლო
დაწესებულების მანდატური ასრულებს (იხ. ცხრილი N8). მონიტორინგის შედეგების
მიხედვით, საჯარო სკოლებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობისა და დაწესებულების
ტერიტორიის
ფართობიდან
გამომდინარე,
მანდატური
ესაჭიროებათ,
ეს
სამსახური
მოცემულ ეტაპზე არ ფუნქციონირებს.
ცხრილი N8 - სკოლები, სადაც მოვალეობას ასრულებენ საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურები1041
მონიტორინგმა გამოავლინა მოსწავლეთა შორის ბულინგი, რაც არასრულწლოვანთა
ურთიერთობის გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს. ჩატარებული ფოკუს–ჯგუფებისა და
შევსებული კითხვარების მიხედვით ირკვევა, რომ სკოლაში ხშირია მოსწავლის დამცირება,
ზედმეტსახელის
დარქმევა,
დაცინვა,
ჭორების
გავრცელება,
გარიყვა,
ფიზიკური
შეურაცხყოფა, პირადი ნივთების გადამალვა ან დაზიანება, კიბერბულინგი. მონიტორინგის
შედეგებიდან ირკვევა, რომ სკოლის დირექციის, ისევე, როგორც პედაგოგებისთვის და რიგ
შემთხვევაში,
მანდატურებისთვისაც,
გამოწვევად
რჩება
სავარაუდო
ბულინგისა
და
ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება. ისინი მოსწავლეთა შორის ბულინგის შემთხვევებს
ბავშვურ ხუმრობად და ერთჯერად შელაპარაკებად აღიქვამენ. აღნიშნული პრობლემის ერთერთი განმაპირობებელი ფაქტორია „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების)
პროცედურების დამტკიცების შესახებ“ 2016 წლის 12 სექტემბრის მთავრობის დადგენილების
საფუძველზე, საჯარო სკოლების მიერ შემუშავებული და დამტკიცებული, ძალადობასთან
1040
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების
ცენტრი ფუნქციონირებს 7 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა
და ფოთში.
1041 კორესპონდენცია MES 2 16 01107728.
572
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დაკავშირებული რეგულაციის ცოდნისა და ამ მიმართებით პასუხისმგებლობის გააზრების
ხარვეზები.
აღსანიშნავია,
რომ
დაწესებულების
2016
წელს,
მანდატურის
წინა
წელთან
სამსახურის
შედარებით
ფსიქოლოგიური
სსიპ
საგანმანათლებლო
მომსახურების
ცენტრში,
რეგიონების უმრავლესობიდან იმატა რეფერირების მექანიზმის საშუალებით ბენეფიციართა
გადამისამართების მაჩვენებელმა (იხ. ცხრილი N9). მსგავსი ტენდენცია აღინიშნება, ასევე,
ოჯახში ძალადობის შესახებ ეჭვის შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტოში
მოსწავლეთა გადამისამართებასთან დაკავშირებით (იხ. ცხრილი N10). თუმცა, მე–9 და მე–10
ცხრილებში მოცემული სტატისტიკა1042 მაინც არ ასახავს ძალადობის გავრცელების სრულ
სურათს, იდენტიფიცირების ზემოაღნიშნული ხარვეზების გათვალისწინებით.
ცხრილი
N9
–
სსიპ
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მანდატურის
სამსახურის
ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში რეფერირებულ ბენეფიციართა სტატისტიკა
ტერიტორიული განფენილობის მიხედვით
1042
კორესპონდენცია MES 9 17 00014962.
573
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ცხრილი N10 - სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ
სოციალური მომსახურების სააგენტოში რეფერირებულ ბენეფიციართა სტატისტიკური
მონაცემები ტერიტორიული განფენილობის მიხედვით
საჯარო სკოლებში ჩატარებული ფოკუს ჯგუფის შეხვედრების და კითხვარების საშუალებით
გამოკითხული მოსწავლეები მიუთითებენ მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეების მიმართ
ძალადობრივი და დამამცირებელი დამოკიდებულების შესახებ. როგორც ირკვევა, ხშირია
ყვირილი, წამორტყმა/ფიზიკური შეხება, თმის მოქაჩვა, კუთხეში დაყენება, მუქარა,
შეურაცხყოფა/დამამცირებელი
სიტყვებით
მიმართვა,
გაკვეთილის
მანძილზე
ფეხზე
დაყენება, გალანძღვა/ შერცხვენა კლასის, კლასელებისა თუ სკოლელების წინაშე, დამცირება
ჩაცმის სტილის, აქსესუარებისა და ფიზიკური გარეგნობის გამო, მოსწავლის მიერ, მისი
დასჯის მიზნით, სასკოლო ტერიტორიის დალაგება (რიგ შემთხვევებში, შინაგანაწესის
მიხედვით, სკოლის ადმინისტრაცია იყენებს, როგორც დისციპლინურ სახდელს), კლასიდან
გაძევება (შინაგანაწესის მიხედვით, შესაძლოა გამოიყენებოდეს, როგორც დისციპლინური
სახდელი).
მოსწავლეები, კითხვაზე, მიმართავენ თუ არა დახმარებისთვის სკოლას მათი უფლებების
დარღვევის შემთხვევაში, ხშირად პასუხობენ - „აზრი არ აქვს“, „არაფერი შეიცვლება“, „არავის
ვენდობი“,
„უმჯობესია,
თვითონ
მოვაგვარო
პრობლემა“.
მონიტორინგის
შედეგად
ვლინდება, რომ ხშირად, სკოლაში ადმინისტრაციისა და პედაგოგების მხრიდან მოსწავლის
მიმართ სავარაუდო ძალადობრივ ქმედებაზე, როგორც უფლებადარღვევის ფაქტზე,
მოსწავლის რეაგირება აუარესებს არასრულწლოვანის მდგომარეობას სკოლაში.
574
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
კითხვაზე, რა ზომას მიმართავენ სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი
ბავშვის მიმართ მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან უგულებელყოფის,
ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის შემთხვევის აღმოჩენისას, ხშირია პასუხი „ვუკავშირდები მშობელს“. მხოლოდ მცირე ნაწილი მიუთითებს, რომ უკავშირდებიან
შესაბამის სამსახურს.
ცხრილი N11 – „ვუკავშირდები მშობელს“
ცხრილი N12 – „ვუკავშირდები შესაბამის სამსახურს“
შედეგები ამგვარია მიუხედავად იმისა, რომ სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახურმა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა
ცენტრმა
ჩაატარეს
ტრენინგები
დირექტორების,
ნაწილი
პედაგოგებისა
და
მანდატურებისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არასრულწლოვნების
მიმართ სავარაუდო ძალადობის პრევენციის, იდენტიფიცირებისა და რეაგირების თემებზე,
რაც მეტყველებს, რომ არ არის საკმარისი.
2.
ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობის უფლება
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-9 მუხლის მე-3
პუნქტის თანახმად, „მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან
განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და
პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს
575
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება“. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
აწესებს მშობელთა თანაბარუფლებიანობის პრინციპს შვილების მიმართ და განსაზღვრავს,
რომ შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ
სოციალური მომსახურების სააგენტოსგან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად1043, 2016
წლის განმავლობაში ბავშვთან (შვილთან) ურთიერთობის საკითხზე არსებული სასამართლო
დავის 737 ისეთი შემთხვევაა აღნუსხული, რომელთა შესწავლაში მონაწილეობა მიიღეს
სააგენტოს წარმომადგენლებმა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ
ერთეულებში
გადაწყვეტილების
აღსრულების
მიზნით,
შევიდა
140
მიმართვა.
განცხადებებიდან აღსრულებულია ან სხვა მიზეზით დასრულებულია 89 საქმე. ამ ეტაპზე,
სხვადასხვა მიზეზით, არ აღსრულებულა 44 საქმე, მათ შორის, ვალდებული მხარის მიერ
ბავშვზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზემოქმედების, ბავშვის უარის, აღსრულებით
დაინტერესებული მხარის გამოუცხადებლობის, უფლებამოსილი პირის მიერ პროცესის
შეჩერების გამო.
აღსანიშნავია, რომ კვლავ პრობლემად რჩება ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე
მშობლის
ან
სხვა
ოჯახის
წევრის
ურთიერთობის
უფლების
რეალიზაციასთან
დაკავშირებული საქმეების აღსრულება. სახალხო დამცველი მსგავს პრობლემაზე 2012-2015
წლების საპარლამენტო ანგარიშებშიც მიუთითებდა და გამოყოფდა სოციალური მუშაკის
როლს ამ პროცესში. კვლავ პრობლემად რჩება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების
პროცესის მიმდინარეობისას, არასრულწლოვანთა მიმართ ოჯახის წევრების მხრიდან
ფიზიკური/ფსიქოლოგიური
ძალადობის
შემთხვევების
გამოვლენა
და
კანონით
გათვალისწინებული რეაგირება.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა ცენტრის საქმისწარმოების
შედეგებმა ცხადყო, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით
მშობლებს
შორის შეუთანხმებლობის
შემთხვევაში, სასამართლოსადმი
მიმართვამდე,
მშობელი, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი, არ აძლევს მეორე მშობელს შვილთან კონტაქტის
შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი დროში ჭიანურდება და სასამართლოს
გადაწყვეტილების მიღებამდე, უმეტეს შემთხვევაში, არასრულწლოვანს მნიშვნელოვან ზიანს
აყენებს. ხშირ შემთხვევაში, ერთი მხარე განმარტავს, რომ ბავშვი თავად ამბობს უარს მეორე
მშობელთან
კონტაქტზე
და/ან
ეს
საფრთხეს
წარმოადგენს
არასრულწლოვნის
უსაფრთხოებისა და ინტერესებისათვის. მშობლებს შორის ბავშვის საცხოვრებელი ადგილისა
და ნახვის საკითხებთან დაკავშირებული შეუთანხმებლობისა და დავის დროს, რეალურია
საფრთხე, ბავშვი ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი გახდეს.
1043
კორესპონდენცია 13.01.2017 – N10-4/4606.
576
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს არასრულწლოვნის დაცვის უფლებას
მშობელთა/სხვა კანონიერ წარმომადგენელთა მიერ უფლების ბოროტად გამოყენებისგან.
საქმისწარმოების შედეგებმა გამოავლინა, რომ ბავშვის აზრს მისი საცხოვრებელი ადგილის
განსაზღვრის პროცესში, ჯეროვნად არ ითვალისწინებენ. ასევე, პრობლემად რჩება სსიპ
სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დროული და ეფექტიანი რეაგირება მსგავს
შემთხვევებზე. კერძოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ხშირ შემთხვევაში,
საკითხს ერთობლიობაში, კერძოდ, ორივე მშობლის პოზიციის შესწავლისა და შეჯერების
გზით და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, არ შეისწავლის. ხშირად,
მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ფსიქოლოგის ჩართვის საჭიროებაც.
ზემოაღნიშნული პრობლემები მიუთითებს, რომ ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალები
სათანადოდ და ბავშვის არასრულწლოვნების უსაფრთხოების გათვალისწინებით ვერ
უზრუნველყოფენ მშობელთა თანაბარუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებულ ორივე
მშობელთან კონტაქტს, როგორც სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე,
ასევე, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.
განათლების უფლება
1.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდა და განათლება
მნიშვნელოვან მოვლენად უნდა მივიჩნიოთ საქართველოს პარლამენტის მიერ „ადრეული და
სკოლამდელი
აღზრდისა
და
განათლების
შესახებ“
საქართველოს
კანონის
მიღება.
აღსანიშნავია, რომ კანონის მიღებამდე ქვეყანაში არ მოქმედებდა ერთიანი ნორმატიული
აქტი,
რომელიც
დაარეგულირებდა
სკოლამდელ
სააღმზრდელო
დაწესებულებებში
ბენეფიციართა უფლებრივ მდგომარეობას და განსაზღვრავდა ადრეული და სკოლამდელი
აღზრდისა
და
განათლების
საყოველთაო
ხელმისაწვდომობისა
და
განვითარების
სამართლებრივ საფუძვლებს.
ზემოაღნიშნულის მიუხედავად, კვლავ რჩება მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც
სახალხო დამცველის რეკომენდაციების მიუხედავად, კანონში არ ასახულა. კერძოდ, კანონი
არ განსაზღვრავს პასუხისმგებელ უწყებებს პედაგოგების მომზადებასა და პროფესიულ
გადამზადებაზე.
ასევე,
სტანდარტების
მონიტორინგზე,
შესაბამისი
რაც
უწყებების
ვალდებულებას
აუცილებელი
მექანიზმია
თავიანთი
სფეროს
დაწესებულებებში
გამართული სააღმზრდელო პირობების არსებობისთვის. ასევე, უნდა გადაიხედოს კანონის
22–ე მუხლი სკოლამდელი აღზრდის ჯგუფების მოცულობისა და აღმზრდელ–პედაგოგთა
პროპორციული თანაფარდობის რაოდენობრივი მაჩვენებლის შემცირების კუთხით.
577
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ამასთან, საანგარიშო პერიოდში გაჭიანურდა პასუხისმგებელი უწყებების მიერ „ადრეული
და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების“,1044 „აღმზრდელ–
პედაგოგთა პროფესიული სტანდარტის“,1045 კვების, სანიტარულ–ჰიგიენური ნორმებისა და
ინფრასტრუქტურის
სფეროების
მარეგულირებელი
ტექნიკური
რეგლამენტების1046
მომზადებისა და გონივრულ ვადებში დამტკიცების პროცედურა.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გამოიკვეთა კერძო სკოლამდელ დაწესებულებებში
არსებული პრობლემები ბავშვთა უსაფრთხოების დაცვისა და ზედამხედველობის სისტემის
ნაკლებეფექტიანობის კუთხით, მათ შორის, სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი ერთ–
ერთი საქმის თანახმად, აღმოჩნდა, რომ სკოლამდელ დაწესებულებაში არ იყო დაცული
მცირეწლოვანი
ბავშვის
ჯანმრთელობის
დაზიანება.
უსაფრთხოება,
ასევე
რის
გამოც
აღსანიშნავია,
არასრულწლოვანმა
რომ
ვერც
მიიღო
ადგილობრივი
თვითმმართველობის პასუხისმგებელი ორგანოები აკონტროლებენ ეფექტიანად სკოლამდელ
დაწესებულებებში
ბავშვთა
მდგომარეობას,
რაც
ართულებს
ბენეფიციართა
უგულებელყოფისა თუ ძალადობის ფაქტების გამოვლენას.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ცნობილი გახდა რამდენიმე შემთხვევის შესახებ,
როდესაც სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში ადგილი ჰქონდა ბენეფიციართა
უგულებელყოფასა და სავარაუდო ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ძალადობას. გამოვლინდა
დაწესებულებაში
უსაფრთხოების
ნორმების
დარღვევის
ფაქტიც,
რის
შედეგადაც
აღსაზრდელმა დაწესებულება აღმზრდელთა უყურადღებობის გამო დატოვა, რაც ბავშვის
უგულებელყოფისა და აღმზრდელ–პედაგოგთა პასუხისმგებლობის საგანს წარმოადგენს.1047
ზემოაღნიშნული პრობლემების პარალელურად უნდა ითქვას, რომ საბავშვო ბაღებში
დღემდე არ მიმდინარეობს აღმზრდელ–პედაგოგთა სისტემური გადამზადება ბენეფიციართა
რთული ქცევის მართვის, ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის სფეროებში.
ადრეული და სკოლამდელი განათლებისა და აღზრდის სფეროში კვლავ პრობლემური
საკითხია დაწესებულებების სათანადო ინფრასტრუქტურა და ბავშვთა განვითარებისათვის
საჭირო
სასწავლო–სააღმზრდელო
მნიშნელოვანია,
სათანადო
რომ
ინვენტარით
მუნიციპალიტეტების
დაფინანსება
საბავშვო
უზრუნველყოფა.
პასუხისმგებელმა
ბაგა–ბაღების
შესაბამისად,
ორგანოებმა
აღნიშნული
გამოყონ
საჭიროებების
დასაკმაყოფილებლად.
1044
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, 28–ე
მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
1045 იქვე, 28–ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.
1046
იქვე, 28–ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები.
1047 აღსაზრდელი დროებით გაუჩინარდა დაწესებულების ტერიტორიიდან.
578
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
2.
ზოგადი განათლების უფლება
გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის1048 თანახმად, ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა
უნდა უზრუნველყონ საშუალო განათლების ხელმისაწვდომობა თანაბარი შესაძლებლობების
საფუძველზე.
აღნიშნულ
პრინციპს
ითვალისწინებს
საქართველოს
კანონი
ზოგადი
განათლების შესახებ და სახელმწიფოს ვალდებულებად განსაზღვრავს ზოგადი განათლების
ღიაობასა და ხელმისაწვდომობას ყველასათვის.
მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის (CRC) სახელმძღვანელო
პრინციპების საფუძველზე, განათლების უფლების ხელმისაწვდომობა თანაბრად უნდა იყოს
დაცული დამოუკიდებლად იმისა, არასრულწლოვანი კერძო სამართლებრივი ფორმის მქონე
სკოლაში იღებს ზოგად განათლებას თუ საჯარო სკოლაში, პრაქტიკამ წარმოაჩინა კერძო
სკოლებში მოსწავლეთა უფლებების სავარაუდო ხელყოფის ფაქტების რიგი შემთხვევები.
თუმცა,
რადგან
არასრულწლოვნები
კერძო
სკოლაში
ირიცხებოდნენ,
ამ
ფაქტებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან სათანადო რეაგირება არ
მოჰყოლია.
საანგარიშო
პერიოდის
განმავლობაში
ზოგადი
განათლების
უფლების
ეფექტიანი
აღსრულების მიმართულებით არსებული პრობლემებიდან აღსანიშნავია საჯარო სკოლების
ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების საჭიროება (იხ. ცხრილები N13–14),
ზოგადი განათლების უფლების ეფექტიანი იმპლემენტაცია, განათლების მიღების თანაბარი
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა როგორც სოფლად, ასევე – მაღალმთიან რეგიონებში.
ცხრილი N13 – საჯარო სკოლებში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების
რაოდენობრივი მაჩვენებელი
1048
გაეროს ბავშვის უფლებების კონვენცია, მუხლი 28.
579
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ცხრილი N14 – 2016 წელს საჯარო სკოლებში განხორციელებული სარემონტო–
სარეაბილიტაციო ღონისძიებები რეგიონების მიხედვით
წარმოდგენილი ინფორმაციიდან ნათლად ჩანს, რომ მცირეა იმ სკოლათა რიცხვი, რომელთაც
სარემონტო–სარეაბილიტაციო
ღონისძიებები
2016
წელს
ჩაუტარდა.
გეოგრაფიული
დაფარვის არეალის მხრივ კი, ამ კუთხით ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იკვეთება აჭარის,
რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, გურიისა და მცხეთა–მთიანეთის რეგიონებში. სახალხო
დამცველის მიერ განხილულ რამდენიმე საქმეში ასევე გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ესაჭიროებოდათ სარემონტო–სარეაბილიტაციო
სამუშაოების ჩატარება, თუმცა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ამგვარი სამუშაოები არ
ჩატარებულა.
ზემოთქმული პრობლემის პარალელურად უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო სკოლებში
მოსაწესრიგებელია სკოლის ბუფეტების, საპირფარეშოების, კლას–კაბინეტების, სპორტული
დარბაზებისა
და
სასწავლო
ინვენტარის
განახლების
საკითხიც.
ამასთან,
სახალხო
დამცველის მიერ შესწავლილ რიგ საქმეებში გამოიკვეთა, რომ სოფლად და მაღალმთიან
რეგიონებში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (განსაკუთრებით კი
მცირეკონტინგენტიან სკოლებში) მოსაწესრიგებელია გათბობის სისტემაც.
სახალხო დამცველისთვის, ჩატარებული მონიტორინგის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ
სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლას წლების
განმავლობაში
არ
ჰქონია
დამოუკიდებელი
სკოლის
შენობა.
დაწესებულება
ფუნქციონირებდა სსიპ გორელოვკის N1 სკოლის შენობაში. ამგვარი მდგომარეობა
580
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნიდა როგორც მოსწავლეებს, ისე – პედაგოგებს. კერძოდ,
სკოლაში დღის პირველ ნახევარში სწავლობდნენ N1 სკოლის მოსწავლეები, ხოლო დღის
მეორე ნახევარში – N3 სკოლის; სასწავლო პროცესი სრულდებოდა 20:00 საათისთვის; სკოლის
შენობაში
არ
იყო
საკმარისი
ოთახები
კლასების
განსათავსებლად,
მაგალითად,
კომპიუტერების ოთახი, დირექტორის კაბინეტი, ბიბლიოთეკა და მე–2 კლასი ერთ ოთახში
იყო განთავსებული; სკოლის მოსწავლეებს არ ჰქონდათ ბუფეტი, სპორტული დარბაზი,
კლას–კაბინეტები
და
ა.შ.
სკოლაში
არსებული
პრობლემების
აღმოსაფხვრელად
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მიმართა1049. როგორც სამინისტროსგან გვეცნობა1050, ჩვენი მიმართვის შემდეგ
აღნიშნული სკოლისათვის დამოუკიდებელი შენობის გამოსაყოფად ალტერნატიული ფართი
შეირჩა,
თუმცა
აღნიშნულ
ფართს
მნიშვნელოვანი
სარეაბილიტაციო
სამუშაოები
ესაჭიროებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მეტად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჯეროვანი ყურადღება მიაქციოს სკოლებში
მოსწავლეთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვასა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.
3.
განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვები
საგანგაშოა განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების რაოდენობა, რომლებიც სხვა ტიპის
უფლებადარღვევებთან
ერთად
განათლების
უფლების
რეალიზაციის
საშუალებასაც
მოკლებულნი არიან. ადრეულ ასაკში ქორწინება, ოჯახების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობა, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფა და სხვა ფაქტორები
ბავშვების მიერ განათლების შეწყვეტის მიზეზი ყოველდღიურად ხდება.
მდგომარეობას ამწვავებს ისიც, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე
პირებს არ აქვთ სრული ინფორმაცია ბავშვის მიმართ ძალადობის, მისი უფლებების
დარღვევის შემთხვევაში რეფერირების პროცედურებთან დაკავშირებით. რაც, თავის მხრივ,
პასუხისმგებელი ორგანოების დროული და ეფექტიანი ჩართულობის მაჩვენებელზე
უარყოფითად აისახება. ამასთან, ვერ ახდენენ ბავშვის მიერ სკოლის მიტოვების შემთხვევათა
პრევენციას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს,
სხვადასხვა საფუძვლით, საბაზო საფეხურის (9 კლასის) დასრულებამდე სწავლა შეწყვიტა 3
556 არასრულწლოვანმა, ხოლო საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ – 6 449
არასრულწლოვანმა.
1049
1050
კორესპონდენცია N10–2/15481.
კორესპონდენცია N MES 2 17 00023631.
581
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
განათლების მიღების შეწყვეტის მიზეზებს შორის, საკმაოდ მაღალია მუშაობის დაწყება და
ადრეული ქორწინება, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან ინდივიდუალურ შესწავლასა და
რეაგირებას მოითხოვს. სამწუხაროდ, კვლავ პრობლემად რჩება ქუჩაში მცხოვრები და
მომუშავე ბავშვების განათლების უფლების დაცვის საკითხი.
ცხრილი N15 – მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებმაც შეწყვიტეს სწავლა საბაზო განათლების
(მე–9 კლასის) დასრულებამდე და დასრულების შემდეგ
582
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ცხრილი N16 – მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებმაც შეწყვიტეს სწავლა საბაზო განათლების
დასრულებამდე და დასრულების შემდეგ რეგიონების მიხედვით
4.
583
არაფორმალური განათლება (სასკოლო ოლიმპიადები, ბანაკები)
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, ბავშვის
მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის
ინტერესების უკეთ უზრუნველყოფას. ბავშვის უფლებათა კომიტეტის მე-14 კომენტარის
მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესია, ხელი მიუწვდებოდეს განათლების უფლებაზე,
ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე და მსგავს აქტივობებზე უფასოდ.
სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის საქმისწარმოების პროცესში,
2015-2016 წლებში, კერძო სტრუქტურების მიერ ორგანიზებული სასკოლო ოლიმპიადებისა
და ბანაკების განხორციელებისას არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის
კუთხით გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა. კერძოდ, არ კონტროლდება ბანაკებისა თუ
ოლიმპიადების მიმდინარეობა. ასევე, ორგანიზატორებისათვის კანონმდებლობით არ არის
გათვალისწინებული
აკრედიტაციისა
თუ
შეთანხმების
პროცედურები
აქტივობების
დაგეგმვამდე.
საქმე N1
სახალხო დამცველისათვის ცნობილი გახდა, რომ 2015 წლის ზაფხულში, ხონის
მუნიციპალიტეტში,
არასრულწლოვნებისთვის
ფუნქციონირებდა
სასწავლო–
შემეცნებითი ხასიათის საზაფხულო ბანაკი, სადაც არ იყო დაცული სანიტარული
ნორმის მოთხოვნები და გარემო პირობები არ შეესაბამებოდა არასრულწლოვანთა
საჭიროებებს.
საქმის შესწავლის პროცესში, სოციალური მომსახურების სააგენტოდან გვეცნობა1051,
რომ ბანაკებში არსებული მდგომარეობის გარკვეულ მოთხოვნებთან შესაბამისობის
საკითხის
განსაზღვრა სცილდება მათ კომპეტენციას. ისინი მხოლოდ მაშინ
რეაგირებენ, როდესაც აღნიშნულ ბანაკში ძალადობის სავარაუდო შემთხვევის შესახებ
ინფორმაცია
მიეწოდებათ.
განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტრო1052
ზედამხედველობას ასევე მხოლოდ მათი ორგანიზებით მიმდინარე ბანაკებს უწევს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ1053 შეამოწმა ბანაკის მიმდებარე ტერიტორია და
გვაცნობა, რომ წყაროს შემოწმებით გაირკვა, რომ წყალი დადგენილ მოთხოვნებს არ
შეესაბამებოდა.
საქმე N2
სახალხო დამცველის აპარატისათვის ცნობილი გახდა კერძო ორგანიზაციების მიერ
მოწყობილი
სასკოლო
ოლიმპიადების
მიმდინარეობის
1051
პროცესში
კორესპონდენციები: 06.10.2015 – N04/75594; 12.11.2015 – N04/87244.
კორესპონდენცია: 11.12.2015 – N MES 31501295461.
1053 კორესპონდენცია: 01.04.2016 – N09-6/1928.
1052
584
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
არსებული
ხარვეზების შესახებ. გვეცნობა შემთხვევაზე, როდესაც, ორგანიზაციის ფინანსური
პრობლემების
გამო,
ოლიმპიადაში
გამარჯვებული
არასრულწლოვანი
შეთანხმებული ფასიანი საჩუქრით ვერ დაკმაყოფილდა.
საქმის
შესწავლის
პროცესში,
საქართველოს
განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტროს მოწოდებული ინფორმაციით, ისინი მოკლებული არიან სამართლებრივ
შესაძლებლობას, ჩაერიონ მშობელსა და ოლიმპიადის ორგანიზატორ ორგანიზაციას
შორის არსებულ კერძო სამართლებრივი ხასიათის დავაში.
აღნიშნულ შემთხვევათა შესწავლამ გამოავლინა, რომ როდესაც ბანაკები და ოლიმპიადები
ორგანიზებულია
კერძო
სამართლის
იურიდიული
და
ფიზიკური
პირების
მიერ,
სახელმწიფოს მხრიდან მსგავს აქტივობებს მონიტორინგი არ უტარდება. გარდა ამისა, ამ
ტიპის აქტივობის გამართვისათვის ინიციატორებს არ უწევთ რაიმე ტიპის სავალდებულო
პროცედურების გავლა და რომელიმე უწყების აუცილებელი წესით ინფორმირება. ასევე,
სასკოლო ოლიმპიადების გამართვისას, არც ოლიმპიადაზე გამოყენებული მასალების
თემატიკა და შედეგები კონტროლდება. ყოველივე ეს ეჭვქვეშ აყენებს მსგავს შემთხვევებში
არასრულწლოვანთა
საუკეთესო
ინტერესების
გათვალისწინებასა
და
პროცესის
მიმდინარეობის დროს მათი უფლებრივი მდგომარეობის დაცვას.
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
ბავშვების
საუკეთესო
ინტერესების
შესაბამისად,
მნიშვნელოვანია ამ საკითხის კანონმდებლობით დარეგულირება და ყოველ კონკრეტულ
შემთხვევაში ოლიმპიადების და ბანაკების მიმდინარეობაზე პასუხისმგებელი უწყებების
განსაზღვრა, გარდა ამისა, ამ პროცესში უფლებადარღვევის გამოვლენის შემთხვევაში
სოციალური მუშაკების ჩართვა და კონტროლის მექანიზმისა და შესაბამისი სტანდარტების
შემუშავება.
სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვები
1.
რეინტეგრაციის
სახელმწიფო
სერვისში
ჩართულ
ბენეფიციართა
უფლებრივი
მდგომარეობა
გაეროს გენერალური ასამბლეის N64/142 (2010) რეზოლუცია ადგენს, რომ სახელმწიფო
ვალდებულია, დანერგოს და განავითაროს კოორდინირებული პოლიტიკა ალტერნატიული
მზრუნველობის სფეროში.1054 ამ მიზნით, ეროვნულ დონეზე, უნდა შემუშავდეს და
გაძლიერდეს
ბავშვთა
კეთილდღეობისა
და
უსაფრთხოების
სისტემა.
რეზოლუციის
თანახმად, სახელმწიფოებმა უნდა განავითარონ და გააძლიერონ ბიოლოგიური ოჯახების
1054
გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია. „ბავშვთა ალტერნატიული ზრუნვის გზამკვლევი“
2010 წლის 24 თებერვალი. (Guidelines for the Alternative Care of Children).
585
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სააღმზრდელო უნარები და სოციალური სერვისები მშობლებისა და შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის.
საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის N 0120/ნ ბრძანების, „რეინტეგრაციის შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და
შეწყვეტის
წესისა
და
პირობების,
აგრეთვე
მის
გაცემასთან
დაკავშირებული
სხვა
ურთიერთობების განსაზღვრის შესახებ“, მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სოციალური
მუშაკი მუშაობს სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებულ ბავშვთან და მის
ბიოლოგიურ ოჯახთან, შესაძლო მეურვესთან/მზრუნველთან, ოჯახის გაძლიერებისა და
მშობლის უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიმართულებით ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში,
შესაძლო
მეურვესთან/მზრუნველთან
შესაძლოა
მოიცავდეს
დამოუკიდებელი
რეინტეგრაციის
მშობლის/მშობლების,
ფუნქციონირების
მიზნით.
შესაძლო
ხელშეწყობის
აღნიშნული
მუშაობა
მეურვეთა/მზრუნველთა
ღონისძიებებს
და
საჭიროების
შესაბამისად, სათანადო მომსახურებასთან დაკავშირებას.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად,
რეინტეგრაციის სერვისში 2016 წელს (ოქტომბრის თვის მონაცემებით) ჩართული იყო 449
ბენეფიციარი; მათგან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იყო 40 არასრულწლოვანი1055.
ამასთან, 2016 წელს სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნდა 98
არასრულწლოვანი.1056
სახალხო
დამცველის
აპარატის
ბავშვის
უფლებების
ცენტრის
მიერ
ჩატარებულ
თანახმად,1057
სახელმწიფო
მზრუნველობის
სისტემიდან
მონიტორინგის
შედეგების
ბენეფიციართა
რეინტეგრაციის
პროცესი
ვერ
აკმაყოფილებს
ბავშვის
საუკეთესო
ინტერესების დაცვისათვის საჭირო კრიტერიუმებს. მომეტებული ყურადღება უნდა
გამახვილდეს რეინტეგრირებულ ბავშვთა უსაფრთხოების დაცვაზე, ძალადობისა და
ნებისმიერი
ტიპის
არასათანადო
მოპყრობის
ფაქტების
თავიდან
აცილებასა
და
აღმოფხვრაზე.
განსაკუთრებით პრობლემურია ოჯახების სოციალური ფუნქციის ამაღლება და დროულად
ჩართვა სათანადო დამხმარე ქვეპროგრამებში. „სოციალური დახმარების შესახებ“ მთავრობის
დადგენილების1058
მიხედვით,
რეინტეგრაციის
შემწეობის
ოდენობა
განისაზღვრება
თითოეულ ბენეფიციარზე თვეში 90 ლარის, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
1055
აღნიშნული მონაცემები ფიქსირდება 2016 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით:
http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1199
1056 კორესპონდენცია N04/2998.
1057
იხ. http://www.ombudsman.ge/ge/reports/specialuri-angarishebi/specialuri-angarishi-mindobit-agzrdissaxelmwifo-qveprogramis-monitoringis-shesaxeb.page
1058
საქართველოს მთავრობა, 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილება „სოციალური დახმარების
შესახებ“, 103 მუხლი.
586
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ბავშვზე – 130 ლარის ოდენობით. მონიტორინგის პროცესში შემოწმებული ოჯახების
უმრავლესობის განცხადებით, აღნიშნული შემწეობა არ არის საკმარისი ბავშვისათვის
სათანადო სოციალურ–ეკონომიკური პირობებისა და სააღმზრდელო გარემოს შესაქმნელად.
რესპონდენტების ნაწილის თანახმად კი, სოციალურ დახმარებასთან ერთად, რეინტეგრაციის
შემწეობა, მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფს ბავშვების სათანადო სოციალური და
სააღმზრდელო გარემოს შექმნას.
უნდა აღინიშნოს, რომ რეინტეგრაციის შემწეობის რაოდენობის სიმცირესთან დაკავშირებით
განსაკუთრებული
პრობლემები
ექმნებათ
სოფლად
და
მაღალმთიან
რეგიონებში
უკიდურესად ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრებ ბავშვიან ოჯახებს. ამასთან, არ ხდება
ბენეფიციართა
ჯეროვანი
ჩართვა
არაფულადი
ხასიათის
სოციალურ
პროგრამებში.
აღნიშნულ შემთხვევებში არ ხორციელდება კოორდინირებული სახელმწიფო პოლიტიკა
ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის, ფარდობითი
სიღარიბის პირობებში მცხოვრები ბავშვების დროული და ეფექტიანი სოციალური
გაძლიერების უზრუნველსაყოფად.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის N102 დადგენილების, „სოციალური რეაბილიტაციისა
და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გათვალისწინებულია რიგი
ქვეპროგრამები მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
აღნიშნული ქვეპროგრამებიდან განსაკუთრებით აქტუალურია „კრიზისულ მდგომარეობაში
მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი სახელმწიფო დახმარების ქვეპროგრამაში“
რეინტეგრირებულ ოჯახთა ჩართვის საკითხი1059. როგორც გამოიკვეთა, რიგ შემთხვევებში, არ
ხდება ან ჭიანურდება კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი რეინტეგრირებული ოჯახების
აღნიშნულ ქვეპროგრამაში ჩართვა.
რეინტეგრირებული
ოჯახების
სოციალური
ფუნქციის
ამაღლების
თვალსაზრისით,
მნიშვნელოვანია 2016 წლის განმავლობაში „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე
ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამაში ჩართული რეინტეგრირებული ბავშვების შესახებ
სტატისტიკური ინფორმაცია1060:
ცხრილი N17
1
ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა
5
2
დღის ცენტრების ქვეპროგრამა
23
1059
ქვეპროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, სამიზნე
ჯგუფებს შორისაა რეინტეგრაციას დაქვემდებარებული/რეინტეგრაციის სერვისში ჩართული ოჯახი.
1060
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსგან მიღებული ინფორმაცია, კორესპონდენცია
N04/2998, 18/01/2017.
587
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
3
მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე
ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამა
2
4
ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამა
3
5
კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების
გადაუდებელი სახელმწიფო დახმარების ქვეპროგრამა
120
როგორც წინამდებარე ცხრილიდან იკვეთება, მცირეა „სოციალური რეაბილიტაციისა და
ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ სერვისებში რეინტეგრირებულ ბენეფიციართა
ჩართვის მაჩვენებელი; ასევე აღსანიშნავია „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი
ოჯახების გადაუდებელი სახელმწიფო დახმარების“ ქვეპროგრამაში ჩართვის პრობლემები,
კერძოდ,
როგორც
მოქალაქეთა
განცხადებებიდან
და
მონიტორინგის
შედეგებიდან
დგინდება, ეს პროცესი საკმაოდ ჭიანურდება და ხშირად, რეინტეგრირებული ოჯახები ვერც
იღებენ საჭირო დახმარებას.
რეინტეგრაციის
სერვისის
რეინტეგრირებულ
მონიტორინგის
ოჯახებში
კვლავ
ასევე
გამოვლინდა,
მშობელთა
დასჯისა
ფსიქოლოგიური
დამოკიდებულება
ბავშვების
ფიზიკური
მიმართულებით.
ამ
სახელმწიფოს
მხრივ,
შედეგად
ფიქსირდება
და
პასუხისმგებელ
რომ
სტერეოტიპული
ძალადობის
ორგანოებს
ეკისრებათ
პოზიტიური ვალდებულება, დროულად აამაღლონ მშობელთა ინფორმირებულობის დონე
და გააუმჯობესონ ბავშვთა დაცვისა და დახმარების სისტემა.
2.
მინდობით აღზრდის სახელმწიფო ქვეპროგრამაში ჩართულ ბავშვთა უფლებრივი
მდგომარეობა
გაეროს გენერალური ასამბლეის N64/142 (2010) რეზოლუცია ადგენს სახელმწიფოს
ვალდებულებას,
დანერგოს
და
განავითაროს
კოორდინირებული
პოლიტიკა
ალტერნატიული მზრუნველობის სფეროში.1061 ამ მიზნით, ეროვნულ დონეზე უნდა
შემუშავდეს ბავშვთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისები და
პროცედურული მექანიზმები1062. ამასთან, სახელმწიფომ, პოზიტიური თუ ნეგატიური
ვალდებულებების ფარგლებში, უნდა შექმნას ბავშვთა ალტერნატიული მზრუნველობის
1061
გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია. ბავშვთა ალტერნატიული ზრუნვის გზამკვლევი.
2010 წლის 24 თებერვალი. (General Assembly Resolution, Guidelines for the Alternative Care of Children, 24
February 2010, Doc. A/RES/64/142).
1062 იქვე.
588
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ეფექტიანი
სისტემა,
რათა
ხელი
შეუწყოს
მზრუნველობამოკლებულ
მინდობით
აღსაზრდელ ბავშვთა ფუნდამენტური უფლებების ეფექტიან აღსრულებას.1063
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შემუშავდა და საქართველოს
პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის
შესახებ“. აღნიშნულ სფეროში მარეგულირებელი ნორმების ეფექტიანობის ამაღლების
მიზნით, კანონპროექტი მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს. ამასთან, სახალხო
დამცველი გამოთქვამს იმედს, რომ საქართველოს პარლამენტი მხარს დაუჭერს
კანონპროექტთან დაკავშირებით წარდგენილ მოსაზრებებს.1064
საქართველოში მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს ოჯახურ
მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში
აღზრდის ხელშეწყობასა და ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან კონტაქტის გაძლიერებისა და
ხელშეწყობის უზრუნველყოფას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს1065.
მიუხედავად აღნიშნული რეგულაციისა, რიგ შემთხვევებში პრობლემურია ბავშვების
აქტიური და რეგულარული ურთიერთობა ბიოლოგიურ ოჯახებთან, შემდგომში მათი
რეინტეგრაციის ხელშეწყობისა და უგულებელყოფისგან დაცვის მიზნით.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, მინდობით აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართულ
ბენეფიციართა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, პასუხისმგებელი
უწყებების მხრიდან გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ამ სფეროში კვლავ არის
პრობლემები ბავშვთა უგულებელყოფის, ბიოლოგიურ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი
ბავშვების რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის კუთხით.
მინდობით აღზრდის ქვეპროგრამაში განთავსებულია
1390 ბენეფიციარი, მათგან
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 204 ბენეფიციარი1066. ამასთან, 2016 წელს მინდობით
აღზრდაში განთავსდა 376 ბენეფიციარი, მათგან ნათესაურ მინდობით აღზრდაში – 17
ბენეფიციარი1067.
საანგარიშო პერიოდში, საქართველოს სახალხო დამცველმა, გაეროს ბავშვთა ფონდის
მხარდაჭერით, გამოსცა სპეციალური ანგარიში1068 მინდობით აღზრდის ქვეპროგრამაში
ჩართულ
ბავშვთა
უფლებრივი
მდგომარეობის
1063
დაცვის
პრობლემების
შესახებ.
იქვე.
იხ.
http://ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-saxalxo-damcvelis-winadadeba-shvilad-ayvanisa-damindobit-agzrdis-shesaxeb-saqartvelos-kanonis-proeqtshi-cvlilebebis-shetanis-shesaxeb.page
1065 მთავრობის N102 დადგენილების 1.9. დანართის მე–2 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები.
1066
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; კორესპონდენცია N04/17494
1067 კორესპონდენცია N04/2998.
1068
http://www.ombudsman.ge/ge/reports/specialuri-angarishebi/specialuri-angarishi-mindobit-agzrdissaxelmwifo-qveprogramis-monitoringis-shesaxeb.page
1064
589
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მონიტორინგის ფარგლებში შემოწმდა 110 ბენეფიციარის უფლებრივი მდგომარეობა.
შედეგების მიხედვით, მინდობით აღზრდის ქვეპროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის
საფუძვლები კომბინირებული ხასიათისაა. წამყვანი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს
არასრულწლოვანთა ბიოლოგიური ოჯახიდან გამოყვანას, ძალადობა და სხვა სახის
არასათანადო
მოპყრობა,
სიღარიბე,
ცხოვრების
არასათანადო
პირობები
და
უგულებელყოფა გახდა (იხ. ცხრილი N18).
ცხრილი N18 – ბენეფიციართა ბიოლოგიური ოჯახიდან გამოყვანის საფუძვლები
მონიტორინგის შედეგების მიხედვით1069
მონიტორინგის შედეგების მიხედვით, გამოწვევას წარმოადგენს ძალადობის მსხვერპლ
ბავშვთა გამოვლენა და რეაბილიტაცია, მათი ჯანდაცვისა და განათლების უფლების
დაცვა. რიგ შემთხვევებში, სოციალურ მუშაკებს არ აქვთ მდგრადი და რეგულარული
ურთიერთობები ბენეფიციარებთან, მიმღებ ოჯახებს არ მიეწოდებათ სრული ინფორმაცია
სახელმწიფო სერვისების შესახებ.
მონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა სოციალურ მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისა
და გადამზადების საჭიროება, ბავშვთა მიმართ არასათანადო მოპყრობის გამოვლენის
სფეროში,
მეურვეობა–მზრუნველობის
ადგილობრივ
სიმცირე.
1069
იქვე.
590
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ცენტრებში
ფსიქოლოგების
ზემოაღნიშნული მონიტორინგის შედეგებთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატის
მიერ განხორციელებული საქმისწარმოებიდან იკვეთება, რომ დღემდე პრობლემად რჩება
მინდობით
აღზრდის
სერვისში
ჩართულ
ბავშვთა
მდგომარეობის
ეფექტიანი
გადამოწმება. აქ იგულისხმება როგორც გეგმიური, ისე არაგეგმიური ვიზიტები მიმღებ
ოჯახებში, ბავშვთა დაკავშირება მხარდამჭერ სერვისებთან, ძალადობის მსხვერპლ
ბავშვთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობის
ხელშეწყობა. შემოწმების შედეგად ასევე გამოიკვეთა, რომ ნორმატიულ დონეზე არ
ფუნქციონირებს
ბენეფიციართა
დამოუკიდებელი
ცხოვრებისთვის
მომზადების
ეფექტიანი მექანიზმი.
3.
ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა მცირე საოჯახო ტიპის სახლებში
კვლავ პრობლემად რჩება არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის საკითხი
მცირე საოჯახო ტიპის სახლებში. მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველი არაერთ
ანგარიშში მოუწოდებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, უზრუნველყოს
სოციალურ მუშაკთა კვალიფიკაციის სისტემატური ამაღლება, მათ შორის ინდივიდუალური
განვითარების გეგმების სათანადოდ შემუშავების საკითხებზე, ამ ეტაპზე ეს კვლავაც არ არის
უზრუნველყოფილი. პრობლემად რჩება აღმზრდელთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხი
ბავშვთა ქცევის მართვისა და ძალადობისგან დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, რაც
აბრკოლებს ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დროულ გამოვლენას და მათი შესაბამისი
დახმარებით უზრუნველყოფას.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,1070
რეგისტრირებულია
46
მცირე
საოჯახო
ტიპის
სახლი,
სადაც
განთავსებული
322
ბენეფიციარიდან 25 ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა.
2016 წელს სულ 99 ბავშვის რეინტეგრაცია განხორციელდა, და ამათგან 93 ბენეფიციარი
სრულწლოვანების
მიღწევის
გამო
ამოირიცხა.
მნიშვნელოვანი
პრობლემაა
არასრულწლოვნების მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, განსაკუთრებით მას
შემდეგ, რაც ბენეფიციარები სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ტოვებენ სახელმწიფო
ზრუნვას. ის ფაქტი, რომ „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო
პროგრამა არ ითვალისწინებს სახელმწიფო მზრუნველობიდან გასული არასრულწლოვნების
მომსახურებას, განსაკუთრებით დიდ პრობლემას წარმოადგენს.
საქართველოს სახალხო დამცველის არაერთ ანგარიშში ასახულია სახელმწიფო ზრუნვის
ფორმების ხშირი ცვლის პრობლემის შესახებ, რაც ხშირ შემთხვევაში არასრულწლოვნებზე
უარყოფით ზემოქმედებას ახდენს. 2016 წელს მცირე საოჯახო ტიპის სახლიდან მინდობით
აღზრდაში სულ 8 ბავშვი გადავიდა, სხვა საოჯახო ტიპის სახლში – 8, ლტოლვილთა
1070
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, კორესპონდენცია N04/17494, 23.03.2017
591
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
თავშესაფარში – 1, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში – 1. მინდობით აღზრდიდან მცირე
საოჯახო ტიპის სახლში გადავიდა 9 ბავშვი, გადაუდებელი მინდობით აღზრდიდან
რეგულარულ მინდობით აღზრდაში – 198 ბავშვი, ხოლო სხვა მიმღებ ოჯახში კი 142
ბენეფიციარი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ განთავსებული ბავშვების
მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირებისა და ძალადობის
მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის პროცესი. სახელმწიფო ზრუნვაში საანგარიშო
პერიოდის
განმავლობაში
იდენტიფიცირებულია
სსიპ
სოციალური
ძალადობის
10
მომსახურების
შემთხვევა. მათგან
სააგენტოს
მიერ
სულ
ერთი ბულინგის, ხოლო
აღმზრდელების მხრიდან ძალადობის 7 შემთხვევა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის საკითხი
რელიგიურ სკოლა–პანსიონებში. მიუხედავად იმისა, რომ დაიწყო ლიცენზირების პროცესი
მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებულ სკოლა–პანსიონების ნაწილში,
აღნიშნული კვლავ ეწინააღმდეგება დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს და არ არის
დაცული ბავშვის ოჯახთან მიახლოებულ გარემოში აღზრდის პრინციპი.
2015 წლიდან დღემდე სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია მიიღო საპატრიარქოს სამმა
თავშესაფარმა, სადაც ამ ეტაპზე განთავსებულია 241 ბავშვი. მიუხედავად იმისა, რომ ამ
პერიოდში სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შეფასდა თავშესაფარში მცხოვრები
ბენეფიციარები, 2015 წლიდან დღემდე მხოლოდ 3 არასრულწლოვნის რეინტეგრაცია
განხორციელდა.
2016 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების
ცენტრმა და სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა, არაგეგმიური მონიტორინგი ჩაატარეს
საქველმოქმედო ფონდის, „სოციალური პარტნიორობა“, მცირე საოჯახო ტიპის სახლში.
მონიტორინგის მიზანი იყო მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბენეფიციართა უფლებრივი
მდგომარეობის შემოწმება.
მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ მცირე საოჯახო ტიპის სახლში არსებული
გარემო დამაკმაყოფილებელია, თუმცა გამოიკვეთა პრობლემებიც. მათ შორის აღსანიშნავია
ბავშვის
აზრის
გათვალისწინებისა
და
მათი
გადაწყვეტილების
მიღების
პროცესში
მონაწილეობის პრობლემა. გაირკვა, რომ სკოლის მიღმა აქტივობებში ჩართვაც სახლის
ხელმძღვანელთა გადასაწყვეტია და არ არის გათვალისწინებული ცალკეული ბენეფიციარის
არჩევანი, მათი ინდივიდუალური ინტერესები და შესაძლებლობები.
მიუხედავად იმისა, რომ
საქველმოქმედო ფონდ „სოციალური პარტნიორობა“, მცირე
საოჯახო ტიპის სახლში შექმნილი ემოციური და სოციალური გარემო ძირითადად
ორიენტირებულია ბავშვის განვითარებაზე, მკაცრად გაწერილი დღის რეჟიმი, სახლის ასევე
592
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მკაცრი შინაგანაწესი და ბავშვებზე დაწესებული მკაცრი ზედამხედველობა არ აძლევს მათ
თავისუფალი არჩევანის საშუალებას, არ ითვალისწინებს ბენეფიციარის ინდივიდუალურ
მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს. ამავდროულად, სახლში არ ირიცხებიან შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე ბავშვები, რაც ვერ უზრუნველყოფს მომსახურების თანაბარ
ხელმისაწვდომობას.
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ სახლში მიმდინარეობს 24 საათიანი აუდიო–ვიდეო
კონტროლი,
რაც
უარყოფითად
აისახება
ბავშვებისა
და
აღმზრდელების
ემოციურ
მდგომარეობაზე. ეს ხელს არ უწყობს კეთილგანწყობაზე, ნდობასა და პატივისცემაზე
დამყარებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას და ბავშვებისა და აღმზრდელების მხრიდან
უარყოფითი ემოციების საფუძველი ხდება, რაც პირველ რიგში არღვევს ბავშვის ოჯახთან
მიახლოებულ გარემოში აღზრდის პრინციპს. აქვე აღსანიშნავია, რომ სახლში თვალსაჩინო
ადგილზეა დამაგრებული „ანონიმური ყუთი“, მაგრამ ყუთის არეალის მუდმივი აუდიოვიდეო მეთვალყურეობის გამო, ბავშვებს ანონიმურობის დაცვის შესაძლებლობა არ აქვთ.
საქველმოქმედო ფონდ „სოციალური პარტნიორობა“ მცირე საოჯახო ტიპის სახლში
ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ, საქართველოს
სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს.
ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები
განსაკუთრებული სიმწვავით ხასიათდება ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების
უფლებრივი მდგომარეობა. სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად,
კვლავ გამოწვევად რჩება განათლებაზე, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და მათი
საზოგადოებაში ინტეგრაცია.
გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი, ჯერ კიდევ 2008 წელს მიღებულ დასკვნით
შენიშვნებში მოუწოდებდა საქართველოს, ჩაეტარებინა კომპლექსური კვლევა ქუჩაში
მცხოვრები ბავშვების მასშტაბებების და მიზეზების შესაფასებლად, რათა შემუშავებულიყო
პრევენციის სტრატეგია, თუმცა ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები ჯერაც არ
გადადგმულა. სამწუხაროდ, დღემდე არ არსებობს ზუსტი სტატისტიკური მონაცემები
ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე არასრულწლოვნების რაოდენობის შესახებ, რაც ართულებს
საჭიროებებზე დაფუძნებული ღონისძიებების განხორციელებას.
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის - „მიუსაფარ
ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამის ამოცანაა, მიუსაფარ ბავშვთა
ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია და ინტეგრაცია. ქვეპროგრამის ერთ-ერთი მიმართულებაა
ბავშვის ბიოლოგიური ოჯახის მოძიება და სოციალური გარემოს პირველადი შეფასება.
593
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
თუმცა ამ კუთხით არსებული გამოწვევები, ისეთი, როგორიცაა მაგალითად, სოციალური
მუშაკების სიმცირე, პროგრამის ეფექტიან განხორციელებას ხელს უშლის.
უნდა აღინიშნოს, რომ თავშესაფარი მიუსაფარი ბავშვებისათვის მთელი საქართველოს
მასშტაბით არ არის ხელმისაწვდომი; დღის წესრიგში რჩება ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე
ბავშვთა
მიმართ
სტიგმის
დაძლევის
პრობლემა
და
საზოგადოების
სათანადოდ
ინფორმირება ამ საკითხთან დაკავშირებით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ
სოციალური
მომსახურების
სააგენტოსგან
მიღებული
სტატისტიკური
ინფორმაციის
თანახმად1071, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში,
2016 წლის მდგომარეობით,
ქუთაისის მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრში საარსებო
შემწეობას იღებდა 26 ბენეფიციარი. თბილისის დღის ცენტრში – 58 ბენეფიციარი, რუსთავის
დღის ცენტრში – 11. ეს მაჩვენებელი, პრობლემის მასშტაბურობის გათვალისწინებით,
მნიშვნელოვნად დაბალია.
საქართველოს
სახალხო
დამცველის
აპარატის
ბავშვის
უფლებების
ცენტრის
საქმისწარმოების შედეგებმა აჩვენა, რომ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის
გამო, მოზრდილები შვილებთან ერთად ითხოვენ მოწყალებას. მათ მიერ მოწოდებული
ინფორმაციის თანახმად, მათ არ აქვთ შემოსავლის სხვა წყარო და სხვა გზით ვერ ახერხებენ
ოჯახის საჭიროებების დაკმაყოფილებას. ბავშვების უმეტესი ნაწილი, თავშესაფარში
ცხოვრების პარალელურად, განაგრძობს მოწყალების თხოვნას. გაეროს ბავშვის უფლებათა
კომიტეტი
2008
წლის
დასკვნით
შენიშვნებში
ასევე
მოუწოდებდა
სახელმწიფოს,
შესაძლებლობის შემთხვევაში, შეემუშავებინა ოჯახის გამთლიანებისაკენ მიმართული
სტრატეგია ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვების გათვალისწინებით, მათი ჭეშმარიტი
ინტერესების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.
ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილად შესწავლილი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების
საკითხთან მიმართებით ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის როლი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული სტატისტიკური მონაცემების
თანახმად,1072 2016 წლის განმავლობაში სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლით
(არასრულწლოვნის ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში) გამოძიება დაიწყო ერთ სისხლის
სამართლის საქმეზე. ცალსახად ნათელია, რომ მაჩვენებელი შეუსაბამოდ დაბალია
არსებული
რეალობის
გათვალისწინებით
და
პასუხისმგებელი
ორგანოების
მიერ
უფლებადარღვევის ფაქტზე არაეფექტიან რეაგირებაზე მიუთითებს. ქუჩაში მცხოვრები და
მომუშავე ბავშვები განსაკუთრებით დაუცველები არიან ტრეფიკინგისა და ექსპლუატაციის
სხვა ფორმებისაგან. პრობლემას წარმოადგენს გამოძიების დაწყება არასრულწლოვნით
1071
1072
კორესპონდენცია - 01.02.2017 – N04/5904.
კორესპონდენცია 02.03.2017 – MIA 6 17 00518054.
594
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სავარაუდო შემთხვევებზე. მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით
მუშაობის გააქტიურება და სავარაუდო დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში
შესაბამისი ორგანოების სათანადო რეაგირება.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა–მზრუნველობისა და სოციალური
პროგრამების დეპარტამენტის ინფორმაციით1073, 2016 წლის მდგომარეობით, „საქართველოში
მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში სულ არის 6
დღის ცენტრი, 4 სადღეღამისო თავშესაფარი და 4 მობილური ჯგუფი. მათგან, თბილისში
ფუნქციონირებს 3 მობილური ჯგუფი, 4 დღის ცენტრი და 3 სადღეღამისო თავშესაფარი,
რუსთავში – ერთი დღის ცენტრი და ერთი სადღეღამისო თავშესაფარი, ხოლო ქუთაისში
ერთი მობილური ჯგუფი
ისარგებლა/სარგებლობს
162
და ერთი დღის
ბავშვმა,
ხოლო
ცენტრი. 2016 წელს დღის ცენტრით
სადღეღამისო
თავშესაფრებით
–
77
ბენეფიციარმა.
მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა კვლავ არ მოიცავს ქვეყნის
ყველა რეგიონს, სადაც აღნიშნული პრობლემა არსებობს და რაც არის კიდეც ბავშვის
უფლებების კომიტეტის ერთ–ერთი რეკომენდაცია სახელმწიფოს მიმართ.1074 ამ ეტაპზე,
მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში არსებული
თავშესაფრები არ არის ბათუმში, სადაც განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, იკვეთება
ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემა, ხოლო ქუთაისში, როგორც უკვე
აღნიშნულია, არსებობს მხოლოდ დღის ცენტრი და არ ფუნქციონირებს სადღეღამისო
თავშესაფარი.
2016 წლის განმავლობაში ცხელ ხაზზე (15–05) შევიდა 106 შეტყობინება, რომელთაგანაც
რეაგირება მოჰყვა 88 შემთხვევას, 18 ზარი კი გადამისამართდა საგანგებო სიტუაციების
მართვის ცენტრში „112“. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან კვლავ არ არსებობს
ქმედითი მექანიზმი იმ შემთხვევაში, როდესაც სამინისტროს ცხელ ხაზზე (15–05) ქუჩაში
მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შესახებ შეტყობინება სამუშაო საათების დასრულების
შემდეგ შედის. ამას ადასტურებს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების
ცენტრში არსებული საქმისწარმოება, ასევე, სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ
ცხელ ხაზზე არასამუშაო პერიოდში არაერთხელ განხორციელებული შეტყობინება. ხშირია
შემთხვევები, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ოპერატორი საგანგებო
სიტუაციების მართვის ცენტრში გადაგზავნას თავად არ უზრუნველყოფს. ამასთანავე,
მობილური ჯგუფები კვირაში ერთხელ მორიგეობენ ღამის საათებში, რაც არ არის საკმარისი
1073 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური
მომსახურების სააგენტო, კორესპონდენცია N04/2999.
1074 გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი. „საქართველოს მე–3 პერიოდული მოხსენების დასკვნითი
შენიშვნები“, 2008 წლის 23 ივნისი, პარ. 16; 65 (c) (Committee on the Rights of the Child;
CRC/C/GEO/CO/3).
595
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
და ვერ უზრუნველყოფს მათი მხრიდან ყოველდღიურ სათანადო რეაგირებას საღამოს
საათებში.
თავის მხრივ, პრობლემურია საპატრულო პოლიციის დამოკიდებულება და ცნობიერების
დონე ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საკითხებთან დაკავშირებით. ხშირად, მათ
არ აქვთ ინფორმაცია, თუ ვის მიმართონ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვის აღმოჩენის
შემთხვევაში. არ აქვთ სათანადო ინფორმაცია არც მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით
უზრუნველყოფის
ქვეპროგრამის
ფარგლებში
არსებული
მომსახურების
შესახებ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით1075, 2016
წლის განმავლობაში სსიპ საქართველოს შსს აკადემიაში, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე
ბავშვების საკითხებთან დაკავშირებით, გადამზადების კურსებზე ან ტრენინგებზე შსს
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები წარდგენილი არ ყოფილან.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა,
რომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შემთხვევაში 2016 წლის განმავლობაში
განხორციელდა 3 ოჯახში, 2 სექსუალური და 1 ფიზიკური ძალადობა და შინაგან საქმეთა
სამინისტროსთან,
რეფერირების
მექანიზმის
საშუალებით,
მიმართვა
შევიდა
6–ვე
შემთხვევაზე.
მნიშვნელოვანია, რომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის უზრუნველყოფილი
იყოს მათი ოჯახურ ან ოჯახთან მიახლოებულ გარემოში აღზრდის შესაძლებლობა. 2016
წლის განმავლობაში მინდობით აღზრდაში განთავსდა 2 ბენეფიციარი, ხოლო მცირე
საოჯახო ტიპის სახლში – 6. ამ მხრივ, აუცილებელია გაძლიერდეს მუშაობა ქუჩაში
მცხოვრები და მომუშავე
ბავშვების
ბიოლოგიურ
ოჯახებთან, თუ აღნიშნული არ
ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია,
რომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე არასრულწლოვნების ოჯახურ პირობებში აღზრდის
მიზნით, პრიორიტეტული იყოს სადღეღამისო თავშესაფრებიდან, შეძლებისდაგვარად
მოკლე დროში, მათი ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიულ ფორმაში განთავსება.
აუცილებელია გატარდეს საზოგადოებისთვის ცნობიერების ამაღლების კამპანიები ქუჩაში
მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით, მათ დასაცავად სტერეოტიპული
დამოკიდებულებებისგან და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას
1075
შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისგან მიღებული კორესპონდენცია N435869; 22.02.2017.
596
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დაიწყოს მუშაობა ბავშვის უფლებების შესახებ ზოგადი კანონის შემუშავებაზე,
რომელშიც
ასახული
იქნება
გაერთიანებული
ერების
ორგანიზაციის
ბავშვის
უფლებათა კონვენციისა და დამატებითი ოქმების დებულებები
განისაზღვროს საჯარო სკოლებში სასმელი წყლის ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე
ზედამხედველობის მექანიზმი
ხელი შეეწყოს ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციას საინფორმაციო-საგანმანათლებლო
ღონისძიებების განხორციელების გზით
ხელი
შეეწყოს
ბავშვთა
დაცვის
მიმართვიანობის
შესახებ
საქართველოს
მთავრობის
დადგენილების განუხრელ შესრულებას პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან და გატარდეს
ქმედითი ნაბიჯები კოორდინაციის ამაღლებისა და მონიტორინგის მიმართულებით
შემუშავდეს სასკოლო ოლიმპიადებისა და ბანაკების კერძო ორგანიზაციების და
პირების
მიერ
გამართვისთვის
საჭირო
პროცედურული
წესი,
მათ
შორის,
განისაზღვროს სახელმწიფოს მხრიდან მონიტორინგის მიზნით გასატარებელი
ღონისძიებები და მასზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო
გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აკრძალვისა და
დაუყოვნებლივ აღმოფხვრის ღონისძიებების შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის
(ILO) N182 კონვენციის ეროვნულ დონეზე ეფექტიანი აღსრულების მიზნით
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:
ხელი შეეწყოს დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართული
საქართველოს მთავრობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ეფექტიან განხორციელებას
გატარდეს
სამედიცინო
პერსონალის
კვალიფიკაციის
ამაღლებისკენ
მიმართული
ღონისძიებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს რეგიონებში მომუშავე სამედიცინო
პერსონალს, მათ შორის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში პრაქტიკული
სწავლების მიმართულებით
ხელი შეეწყოს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას გეოგრაფიული
ბარიერების
აღმოფხვრისა
და
სამედიცინო
დაწესებულებების
ინფრასტრუქტურის,
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერებით
უზრუნველყოფილ იქნეს ჯანმრთელობის დაცვის სერვისებისა და სახელმწიფო პროგრამების
ეფექტიანი დანერგვის მონიტორინგი, მათ შორის, პერინატალური სერვისების ხარისხის
გასაუმჯობესებლად, გონივრულ ვადებში შეფასდეს კლინიკები და განესაზღვროთ მათ
შესაბამისი დონე
პროფესიული
განვითარების
საბჭომ
გონივრულ
ვადებში
შეისწავლოს
ბავშვთა
გარდაცვალების შემთხვევები
კრიზისულ
მდგომარეობაში
მყოფი
ბავშვიანი
ოჯახების
გადაუდებელი
პირველადი
დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისიის მიერ გაიწეროს გადაწყვეტილების
მიღების პროცედურული წესი და ვადები, ამასთან, გონივრულ ვადებში იქნას მიღებული
გადაწყვეტილება ქვეპროგრამაში ჩართვის საკითხთან დაკავშირებით
597
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სიღრმისეულად შეფასდეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების საჭიროებები და მასზე
დაყრდნობით
გატარდეს
ოჯახების
გაძლიერებისკენ
მიმართული
ღონისძიებები,
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს სოფლად მცხოვრები ბავშვების საჭიროებებს
ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური ფუნქციის ამაღლების გზით, მინიმუმამდე შემცირდეს
სიღარიბის საფუძვლით ბიოლოგიური ოჯახებიდან ბავშვთა გამოყვანის მაჩვენებელი
უზრუნველყოფილ იქნეს დედათა და ბავშვთა თავშესაფრებში დედების გაძლიერება, მათი
პროფესიული განვითარება და მათ დასაქმებაზე ზრუნვა არასრულწლოვანთა საუკეთესო
ინტერესების შესაბამისად
ხელი შეეწყოს ბავშვთა შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევათა დროულ და ეფექტიან
გამოვლენას, ამასთან, გაძლიერდეს მსხვერპლ ბავშვთა რეაბილიტაციის პროცესი
გატარდეს
ადეკვატური
და
დროული
ღონისძიებები
ბავშვთა
შრომითი
მიგრაციის
განმაპირობებელი ფაქტორების შესწავლის, მიგრაციის შემცირებისა და პრევენციის, აგრეთვე,
შრომითი მიგრაციის შედეგად დაზარალებულ ბავშვთა გამოვლენისა და რეაბილიტაციის
კუთხით
გ
აძლიერდეს
სსიპ
სოციალური
მომსახურების
სააგენტოს
ტერიტორიული
ცენტრები
ადამიანური და ტექნიკური რესურსით. მათ შორის, გაიზარდოს სოციალური მუშაკების და
ფსიქოლოგების რაოდენობა
ს
ოციალური
მუშაკები
სისტემატურად
გადამზადდნენ
ბავშვის
მიმართ
ძალადობის
საკითხებზე. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს ძალადობის შემთხვევათა
ეფექტიანი გამოვლენის უნარ-ჩვევების გაძლიერებას
ო
ჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებისას ყოველთვის იქნას გათვალისწინებული და
შეფასდეს ბავშვის სავარაუდო უგულებელყოფის და მის მიმართ ძალადობის არსებობის
რისკები
უ
ზრუნველყოფილ იქნეს ძალადობის პირდაპირი და ირიბი მსხვერპლი ბავშვების დროული და
სათანადო ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. ამასთან, მშობლებთან ერთად ოჯახში ძალადობის
მსხვერპლთა თავშესაფრებში მოთავსებულ ბავშვებს მიეწოდებოდეთ მათ საჭიროებებზე
მორგებული ფსიქოლოგიური დახმარება
ბ
ავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის პროცესში დეტალურად შეისწავლებოდეს
ბავშვის უფლებრივი მდგომარეობა ორივე მშობელთან დაკავშირებით, ხოლო შესაბამისი
ინფორმაცია მიეწოდოს სასამართლოს
ბ
ავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ხელი შეეწყოს არასრულწლოვნის
ურთიერთობას ორივე მშობელთან, როგორც სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების
ეტაპზე, ისე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით
შეისწავლებოდეს ბავშვთა მიერ სკოლის მიტოვების შემთხვევები და გატარდეს შესაბამისი
598
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ღონისძიებები
შესაძლო
უგულებელყოფისა
და
უფლებადარღვევის
სხვა
ფორმების
აღმოსაფხვრელად
გაუმჯობესდეს ზედამხედველობის მექანიზმი მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის
სახელმწიფო სერვისებში ჩართულ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის შემოწმებისა
და საჭიროებების იდენტიფიცირების კუთხით
გატარდეს აქტიური ღონისძიებები მინდობით აღზრდის
ქვეპროგრამის ბენეფიციარების
ბიოლოგიურ ოჯახთან რეგულარული ურთიერთობის ხელშეწყობისა და მათი შემდგომი
რეინტეგრაციისთვის
აქტიურად
მიმდინარეობდეს
მინდობით
აღმზრდელ
ოჯახთა
გადამზადება
ბავშვთა
უფლებებისა და საჭიროებების, ასევე, რთული ქცევის მართვისა და პრევენციის საკითხებში
გაუქმდეს საქველმოქმედო ფონდ „სოციალური პარტნიორობა“ მცირე საოჯახო ტიპის სახლში
ამაღლდეს მცირე საოჯახო ტიპის სახლებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაცია ბავშვის
გადაიდგას
არსებული აუდიო–ვიდეო კონტროლი
მიმართ ძალადობისა და რთული ქცევის მართვის საკითხებზე
ქმედითი
ნაბიჯები
დეინსტიტუციონალიზაციის
პროცესის
დასაწყებად
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში
არსებულ ბავშვთა პანსიონებში
გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ ბავშვთა დამოუკიდებელი
ცხოვრებისთვის მოსამზადებლად
გ
აფართოვდეს
„მიუსაფარ
ბავშვთა
თავშესაფრით
უზრუნველყოფის“
ქვეპროგრამის
გეოგრაფიული არეალი, გაიზარდოს ქვეპროგრამის ფარგლებში მომუშავე მობილური
ჯგუფების რაოდენობა და მორიგეობის სიხშირე
ქ
უჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, მათი განათლების უფლების დაცვის მიზნით,
დროულად ჩაერთონ ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში
ქ
უჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიმართ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებრივი
ქმედების თითოეულ საქმეზე დაუყოვნებლივ განხორციელდეს რეფერირება საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან
განხორციელდეს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ან რისკის ჯგუფში მყოფი
ბავშვების ოჯახებთან მუშაობა და მათი გაძლიერება სოციალური პრობლემების საფუძვლით
მოწყალების თხოვნის პრევენციისა თუ შემცირების მიზნით
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს:
გატარდეს აქტიური ღონისძიებები საჯარო სკოლებში მოსწავლეთა ჯანმრთელობის
უფლების დაცვის, უსაფრთხო და უვნებელი სასმელი წყლისა და სანიტარულ–
ჰიგიენური პირობების უზრუნველსაყოფად
599
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
განხორციელდეს აქტიური კოორდინაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროსთან საჯარო სკოლებში წყლის, სანიტარიისა და
ჰიგიენის დაცვის, ასევე, ამ კუთხით დაავადებათა პრევენციის საკითხებზე.
მასწავლებლები
და
მანდატურები
სისტემატურად
გადამზადდნენ
ბავშვის
მიმართ
ძალადობის პრევენციის, შემთხვევის გამოვლენის და მასზე ადეკვატური რეაგირების მიზნით
გასატარებელ
ღონისძიებებზე,
მათ
შორის,
დამკვიდრებული
სტერეოტიპული
შეხედულებების შესაცვლელად
გაიზარდოს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან არსებული
ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრების რაოდენობა და გაძლიერდეს უკვე არსებულის
შესაძლებლობები
ფუნქციონირება
დაიწყოს
მანდატურის
სამსახურმა
სკოლებში,
სადაც
მოსწავლეთა
რაოდენობის გათვალისწინებით არსებობს შესაბამისი საჭიროება
მიეცეს სისტემური ხასიათი მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას თავიანთ უფლებამოვალეობებთან, ძალადობისგან დაცვის არსებულ მექანიზმებთან და ბულინგის ნეგატიურ
გავლენასთან დაკავშირებით
სკოლის მიტოვების შემთხვევების პრევენციის მიზნით, დროულად მოჰყვეს რეაგირება და
რეფერირება პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებთან გამოვლენილ ყველა შემთხვევას
აქტიურად მიმდინარეობდეს საჯარო და კერძო სკოლებში მოსწავლეთა უფლებრივი
მდგომარეობის
გაუმჯობესებაზე
ორიენტირებული
ღონისძიებები,
განსაკუთრებული
ყურადღება გამახვილდეს განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ამაღლების
საკითხებზე
გაუმჯობესდეს
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებების
ინფრასტრუქტურული
მდგომარეობა და განახლდეს სასწავლო ინვენტარი, ამ მხრივ, მომეტებული ყურადღება
გამახვილდეს სოფლად და მაღალმთიან რეგიონებში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე
გონივრულ ვადებში შემუშავდეს ადრეული და სკოლამდელი განათლების სტანდარტები და
გატარდეს საჭირო ღონისძიებები საბავშვო ბაგა–ბაღებში მათი დროულად დასანერგად
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
გაძლიერდეს ბავშვთა შრომითი ექსპლუატაციის, ტრეფიკინგის, პროსტიტუციაში ჩაბმის,
პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონო დამზადებისა და გასაღების, ანტისაზოგადოებრივ
საქმიანობაში ჩართვის სავარაუდო შემთხვევათა დროული გამოვლენა და გამოძიების
გონივრულ ვადებში წარმართვა
ხელი შეეწყოს ბავშვის ინტერესებზე ორიენტირებული სერსვისების შეთავაზებას ბავშვთა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სისტემატურად გადამზადდნენ
მიმართ ძალადობის გამოვლენის და შემთხვევაზე რეაგირების პროცესში
ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხებზე, მათ შორის, შემთხვევათა გამოვლენის, გამოძიების
წარმართვის ტექნიკებისა და დაცვის ღონისძიებების გამოყენების მნიშვნელობის საკითხებზე
განხორციელდეს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება და მათი
გადამზადება ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საკითხებთან დაკავშირებით, მათ
შორის, ხელი შეეწყოს სტერეოტიპული დამოკიდებულების შეცვლას
600
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ოჯახში ძალადობის ყველა შემთხვევაზე რეაგირებისას გათვალისწინებული იქნეს ბავშვის
სავარაუდო
უგულებელყოფის
ან
ძალადობის
სხვა
ფორმების
რისკი
და
შეფასდეს
მდგომარეობა; ხელი შეეწყოს დამცავი ღონისძიებების, მათ შორის, შემაკავებელი ორდერის
გამოყენებას
განსაკუთრებული
ყურადღება
მიექცეს
ქუჩაში
მცხოვრები
და
მომუშავე
ბავშვების
პროაქტიულ გამოვლენას, იდენტიფიცირებას და რეფერირებას სოციალური მომსახურების
სააგენტოში
საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
საგამოძიებო მოქმედებების შედეგები აღინუსხოს შესაბამის ოქმებში
გადაუდებელი აუცილებლობისას საგამოძიებო მოქმედების ღამის საათებში ჩატარების
დროს, მიეთითოს შესაბამის ოქმში ამის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი
საფუძვლები
პროცესის მწარმოებელი პირების არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზაციის
დამადასტურებელი დოკუმენტი მოთავსდეს თითოეულ სისხლის სამართლის საქმეში
საქართველოს მთავარ პროკურატურას:
მხოლოდ უკიდურესად გადაუდებელ შემთხვევაში დააკავოს არასრულწლოვანი პირი
სასამართლოს განჩინების გარეშე
არასრულწლოვანი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას,
პროკურორმა მაქსიმალურად დროულად მიმართოს შესაბამის უწყებას
ინდივიდუალური
შეფასების ანგარიშის მომზადების მოთხოვნით
ინდივიდუალური შეფასების ანგარიში მომზადდეს დროულად, ყველა იმ გადაწყვეტილების
მიღებამდე, როდესაც პროცესის მწარმოებელი პირი დისკრეციას იყენებს
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს
ინტენსიურად
მიმდინარეობდეს
საბავშვო
ბაგა–ბაღებში
ბავშვთა
უფლებრივი
მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ღონისძიებები, განსაკუთრებული
ყურადღება გამახვილდეს დაწესებულებათა ინფრასტრუქტურული და სანიტარულ–
ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების მიმართულებაზე
ამაღლდეს საბავშვო ბაგა–ბაღების აღმზრდელ–პედაგოგთა კვალიფიკაცია ბავშვთა
უფლებების, ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციის, არასათანადო მოპყრობისგან
მისი დაცვისა და რთული ქცევის მართვის კუთხით
შემუშავდეს შესაბამისი პროგრამები ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე
სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონის დაძლევის მიზნით.
601
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
19. გენდერული თანასწორობა
ქალთა უფლებრივი მდგომარეობა
შესავალი
ქალთა უფლებრივი მდგომარეობის და გენდერული თანასწორობის მიმართულებით
ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობა, მიმდინარე საანგარიშო წელს, არსებითად არ
შეცვლილა. სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ რჩება
გამოწვევები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას და ძალისხმევას საჭიროებს.
პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებში ინტერსექციური
მიდგომების ნაკლებობა, რაც თავის მხრივ, სხვადასხვა გამოცდილების მქონე ქალთა
პრობლემატიკის ასახვას აბრკოლებს და მათი მოწყვლადობის ხარისხს ზრდის.
2016 წელს გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით
საკანონმდებლო სივრცის დახვეწისკენ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. უფრო მეტიც,
პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა კვოტირების, სექსუალური შევიწროებისა და ფემიციდის
დეფინიციების შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებს. სახალხო დამცველის
შეფასებით მათი მხარდაჭერა უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა არსებული
გამოწვევების ფონზე, საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან
ჰარმონიზაციის პროცესში.
მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლის დასაწყისში საქართველოს პარლამენტს წარედგინა „ქალთა
მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის
საბჭოს კონვენციის სარატიფიკაციო პაკეტი, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან გარანტიას
შექმნის
ძალადობის
სამწუხაროდ,
პრევენციის,
კანონპროექტში
მსხვერპლთა
წარმოდგენილი
დაცვისა
და
არ
სექსუალური
არის
დახმარების
სფეროში.
შევიწროების
დეფინიცია, რაც კონვენციით დადგენილი ვალდებულება და საქართველოს წინაშე მდგარი
მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
მისასალმებელია, რომ გაიზარდა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის
აღკვეთის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები, რაც პოზიტიურად აისახა
შემთხვევათა გამოვლენის მაჩვენებელზე. თუმცა გაზრდილი მიმართვიანობის ფონზე უფრო
მეტად გამოიკვეთა სისტემური ხარვეზები, რაც რეაგირების ეფექტიანობისა და პრობლემის
აღმოფხვრის პროცესში მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა.
602
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების
რაოდენობა და ამასთან, გაიხსნა კრიზისული ცენტრი, ძალადობისგან დაცვის სერვისები
ცალსახად საჭიროებს დახვეწას მსხვერპლთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების,
დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისა და დასაქმების მიმართულებით, რაც მხოლოდ
თავშესაფრის სერვისის ფუნქციონირებით ვერ მიიღწევა.
პრობლემად რჩება ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინების შესახებ საზოგადოების დაბალი
ცნობიერება და გულგრილი დამოკიდებულება, რასაც ხშირად არასრუწლოვანთა საუკეთესო
ინტერესების
უგულებელყოფა
განსაკუთრებით
გამოვლენა
იყო,
წარმოადგენდა.
და
შემაშფოთებელი
თანასწორუფლებიანობის
ქალთა
რომელიც
მრავალი
აღნიშნული
საკითხები,
გენიტალიების
წლის
დარღვევა
დასახიჩრების
განმავლობაში
სახელმწიფოს
დაფარულ
მხრიდან
სდევს
თან.
პრაქტიკის
პრობლემას
კოორდინირებულ,
თანმიმდევრულ და საჭიროებებზე დაფუძნებულ რეაგირებას მოითხოვს.
არსებითად არ გაუმჯობესებულა ქალთა რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის
და უფლებების სფეროში არსებული მდგომარეობა. პრობლემად რჩება გენდერის ნიშნით
სქესის სელექცია, ოჯახის დაგეგმვის სერვისების სიმცირე და ცნობიერების დაბალი დონე.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესზე და შედეგებზე დაკვირვებით, შეიძლება
ითქვას,
რომ
კვლავ
კრიტიკულად
დაბალია
ქალთა
მონაწილეობის
მაჩვენებელი
გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მე-9 მოწვევის
პარლამენტში ქალთა მონაწილეობის 4%-იანი ზრდა სპონტანურია და არა გენდერულად
მგრძნობიარე პოლიტიკური დაგეგმვის შედეგი.
ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში
ქალთა
ჩართულობა
პლურალისტული,
პოლიტიკურ
ცხოვრებაში
წარმომადგენლობითი
დემოკრატიული
საკანონმდებლო
სახელმწიფოს
ორგანოს
და
ფორმირების
აუცილებელი წინაპირობაა, თუმცა, ეს საკითხი კვლავ რჩება ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად
ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის დაცვის სფეროში.
2016 წლის გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის1076 მიხედვით, საქართველო
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის
მაჩვენებლით 144 ქვეყანას შორის 114-ე ადგილზეა. პარლამენტთაშორისი კავშირის
1076
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <http://reports.weforum.org/global-gender-gap-report2016/economies/#economy=GEO >[ბოლოს ნანახია 2017 წლის 15 მარტს].
603
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მონაცემების1077 მიხედვით, საქართველო 2017 წლის 1 მარტის მდგომარეობით, 193 ქვეყანას
შორის 124-ე ადგილს იკავებს, 24 ქალით პარლამენტში. ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალთა
მონაწილეობის მაჩვენებლით საქართველო 144 ქვეყანას შორის 51-ე ადგილზეა,1078 ხოლო
მინისტრის პოზიციებზე ქალთა წარმომადგენლობის კუთხით 139 ქვეყანას შორის 80-ე
ადგილს იკავებს. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ,
აღმასრულებელ ხელისუფლებაში 18 მინისტრიდან მხოლოდ ორი ქალია და ამ მხრივ
მდგომარეობა გაუარესდა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ საანგარიშო პერიოდში1079 მოხდა
აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე დასაქმებულთა რაოდენობის შეფასება და
მონაცემთა გენდერული ანალიზი.
მონაცემები ცხადყოფს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა, სადაც დასაქმებულთა
უმრავლესობა კაცია, ქალები მრავლად ან თითქმის თანაბრად არიან წარმოდგენილნი
1077
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:< http://www.ipu.org/wmn-e/classif.htm> [ბოლოს ნანახია
2017 წლის 24 მარტს].
1078
იქვე.
1079 საანგარიშო პერიოდი გულისხმობს 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე მონაცემს.
604
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სხვადასხვა უწყებებში. თუმცა, საგანგაშოა ის მონაცემი, რომელიც მათ რაოდენობას ასახავს
ხელმძღვანელ პოზიციებსა და გადაწყვეტილების მიმღებ დონეებზე.
აღსანიშნავია, რომ სამინისტროებში კვლავ არ არიან გამოყოფილი უშუალოდ გენდერული
თანასწორობის
საკითხებზე
პასუხისმგებელი
პირები.
გამოთხოვილი
ინფორმაციის
ანალიზის საფუძველზე, სამინისტროთა 44%-ში აღნიშნული საქმიანობის შესრულება
შეთავსებით ხდება სხვა პოზიციაზე მყოფი პირების მიერ, ხოლო სამინისტროთა 50%-ში
მსგავსი კადრი საერთოდ არ არსებობს, მხოლოდ ერთ სამინისტროს ჰყავს უშუალოდ
გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი1080.
საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კულტურას მჭიდრო კავშირი აქვს ტრადიციულ
სტერეოტიპულ დამოკიდებულებებთან, რაც, ხშირ შემთხვევაში, გამორიცხავს ქალის როლსა
და მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში. ამასთან პოლიტიკაში ქალთა დაბალი
მონაწილეობის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს კანონმდებლობაში ქალთა პოლიტიკური
მონაწილეობის წახალისების ეფექტიანი მექანიზმების არარსებობაცაა.
ქალთა
პოლიტიკური
მონაწილეობის
ზრდა
არ
არის
პრიორიტეტული
პოლიტიკური პარტიებისთვის, გენდერული ბალანსი, რომლისთვისაც
1080
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წერილი N04/07/893, 18/01/2017.
605
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საკითხი
კანონმდებლობით
დადგენილია ფინანსური წახალისების პროცედურა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში
მონაწილე 25 პარტიიდან/ბლოკიდან, მხოლოდ 4-მა დააკმაყოფილა,1081
რაც შესაბამისად
აისახა კიდეც საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე.
ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე
პოლიტიკური
პარტიების
თანასწორობასთან
პროგრამებში
დაკავშირებული
ქალთა
საკითხების
უფლებებისა
და
გენდერულ
გათვალისწინება
ძირითადად
დეკლამაციურ ხასიათს ატარებდა და პარტიების პოლიტიკური პროგრამების ეკონომიკური,
სოფლის მეურნეობის, განათლების, სოციალური და კულტურული პოლიტიკის ნაწილი
მთლიანად დაცლილი იყო ქალებისათვის სპეციფიური პრობლემატიკისაგან1082, ხოლო რიგი
პარტიების საარჩევნო პროგრამებში საერთოდ არ იყო წარმოდგენილი გენდერული
თანასწორობის მიღწევისკენ სწრაფვა.
აღსანიშნავია,
რომ
ეროვნულ-დემოკრატიული
ინსტიტუტის
კვლევის
შედეგების
მიხედვით,1083 გამოკითხულთა 74% მიიჩნევს, რომ არჩევით თანამდებობებზე ქალები და
კაცები ერთნაირად, ან ქალები კაცებზე უკეთესად მუშაობენ; ხოლო გამოკითხულთა 70%-ს
მიაჩნია, რომ პარლამენტის წევრთა სულ მცირე 30% ქალი უნდა იყოს. მიუხედავად ამისა,
არსებული რეალობა მკვეთრად განსხვავდება კვლევის შედეგებისგან და ქალები კვლავ
აწყდებიან უამრავ დაბრკოლებას პოლიტიკურ პროცესებში ჩაბმისას.
ყოველივე
ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით,
სამწუხაროა,
რომ
საქართველოს
პარლამენტის წევრებმა არ გაიზიარეს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის
კომიტეტის მიერ, საქართველოს მე–4 და მე–5 პერიოდული ანგარიშების განხილვის შემდეგ
მიღებული რეკომენდაცია, რომლითაც, კომიტეტმა სახელმწიფოს ქალთა პოლიტიკური
მონაწილეობის
გაზრდის
უზრუნველსაყოფად,
დროებითი
სპეციალური
ზომების
მიღებისკენ მოუწოდა.
სახალხო დამცველი კვლავ მიიჩნევს, რომ კვოტირების სისტემის შემოღება, განსაკუთრებით,
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, ერთ-ერთი ქმედითი
გამოსავალი იქნება შექმნილი უთანასწორო მდგომარეობის გამოსასწორებლად.
ქალთა მონაწილეობა სოფლის განვითარების პროგრამებსა და საკრებულოების საქმიანობაში
1081
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
<https://www.ndi.org/sites/default/files/NDI_Statement_WomensParticipation_Georgia2016_Final_GE.pdf
>[ბოლოს ნანახია 2017 წლის 15 მარტს].
1082 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <http://www.feminism-boell.org/ka/proekti-ikitxe-politika
>[ბოლოს ნანახია 2017 წლის 15 მარტს].
1083 იქვე.
606
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის1084
მიხედვით, სოფლის მეურნეობაში ჩართული ქალების გაძლიერება, სტრატეგიის ყველა
მიმართულების
საქართველოს
მნიშვნელოვანი
რეგიონული
ღერძი
უნდა
განვითარებისა
და
იყოს.
აღნიშნული
მიმართულებით,
ინფრასტრუქტურის
სამინისტროდან
მიღებული ინფორმაციის თანახმად, გაზრდილია იმ მუნიციპალიტეტების რიცხვი, სადაც
ქალთა
გაძლიერების
პროგრამები
ხორციელდება,
თუმცა
სამწუხაროა,
რომ
მუნიციპალიტეტების ნაწილი საჭიროდ არ მიიჩნევს სპეციალურად ქალთა გაძლიერებისაკენ
მიმართული პროექტების განხორციელებას.1085
აღსანიშნავია, რომ ქალთა
გაძლიერებისკენ მიმართული
პროექტების უმრავლესობა
მუნიციპალურ დონეზე „ქალთა ოთახების“ მოწყობასა და ქალებისთვის რეპროდუქციული
ჯანმრთელობის საკითხებზე სერვისების შეთავაზებას მოიცავს. სოფლად მცხოვრები
ქალების პრობლემატიკის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია მეტად შეეწყოს ხელი ქალთა
ეკონომიკურ
და
პოლიტიკურ
უფლებებზე
ზეგავლენის
მომხდენი
პროექტების
განხორციელებას.
კვლავ დაბალია ქალების ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე
გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 2016 წელს სოფლის კრებებსა და სხვადასხვა ტიპის
შეხვედრებზე კაცთა მონაწილეობა თითქმის ორჯერ აღემატება ქალების ჩართულობას.
1084
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://matsne.gov.ge/ka/document/view/2733545>
[ბოლოს ნანახია 2017 წლის 15 მარტს].
1085
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილი N08/20, 02/02/2017; ამბროლაურის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილი N19, 24/01/2017; ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის
წერილი N02/639, 26/01/2017; სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილი N37/473, 27/01/2017.
607
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ქალთა
დაბალი
მონაწილეობის
მაჩვენებელი
საჯარო
სივრცეებსა
და
შეკრებებში
გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორით, თუმცა, სახალხო დამცველის აპარატის დაკვირვება და
გამოცდილება ცხადყოფს, რომ ხშირია თავად კაცების მხრიდან წინააღმდეგობა მსგავსი
ტიპის აქტივობებში მათი ოჯახის წევრი ქალების ჩართულობის შესახებ, ამასთან, შეხვედრის
ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ ხშირად არ ხდება ქალების ინფორმირება
მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ.
მიღებული
ინფორმაციის
ანალიზი
ცხადყოფს,
რომ
თვითმმართველი
ორგანოების
უმეტესობაში გენდერული თანასწორობისა და ქალთა საკითხების შესახებ საკითხებზე
მუშაობა ხდება შეთავსებით, ხოლო რიგ მუნიციპალიტეტებში საერთოდ არ ჰყავთ
პასუხისმგებელი პირი. მისასალმებელია, რომ წინა წლებთან შედარებით გაზრდილია იმ
გამგეობების რიცხვი, რომელთაც ჰყავთ გენდერის მრჩეველი. კერძოდ, 20 გამგეობაში ჰყავთ
სპეციალურად ამ საკითხზე პასუხისმგებელი პირი, 11-ში შეთავსებით, ხოლო 25 გამგეობაში
გენდერის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი დანიშნული არ არის. ხოლო საკრებულოს
დონეზე მონაცემები ასე გამოიყურება:
608
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციიდან
ნათლად ჩანს, რომ დაბალია გადაწყვეტილების მიღების დონეზე ქალთა ჩართულობა. აქვე,
აღსანიშნავია, რომ არც ერთი თვითმმართველი ქალაქის მერი არ არის ქალი და მხოლოდ
ერთი გამგებელია ქალი1086.
სტერეოტიპული დამოკიდებულებები ქალის გენდერულ როლთან დაკავშირებით ნათლად
წარმოჩინდა ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ სხდომაზე, სადაც
საკრებულოს წევრ ქალებს სხდომათა დარბაზის დატოვება მოსთხოვეს საკრებულოს წევრმა
კაცებმა და მიზეზად პირადი საქმე დაასახელეს.1087 შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ
აღნიშნულ ფაქტს ადგილი ჰქონდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, რომლის
საქმიანობის ეფექტურად წარმართვა მუნიციპალურ დონეზე მოქალაქეთა ცხოვრების დონის
გაუმჯობესებას და ადამიანის უფლებების დაცვას უნდა ემსახურებოდეს. დაუშვებელია,
მამრობითი სქესის წარმომადგენელი დეპუტატების მიერ პოლიტიკური ფორუმი აღქმული
იყოს, როგორც პირადი სივრცე, სადაც შეეძლებათ ქალებს პოლიტიკური დებატების
დატოვება მოსთხოვონ.
1086
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: <http://tianeti.org.ge/?m=3&sm=1> [ბოლოს ნანახია 24
მარტს]
1087
2016 წლის 31 აგვისტოს სახალხო დამცველის განცხადება ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
წევრების სექსისტური გამონათქვამების შესახებ, ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე:
<http://www.ombudsman.ge/ge/news/saxalxo-damcveli-qedis-sakrebulos-wevrebis-seqsistur-gamonatqvamebsexmianeba.page >[ბოლოს ნანახია 2017 წლის 15 მარტს].
609
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ქალთა ეკონომიკური აქტივობა და შრომითი უფლებები
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ, 2015 წლის შემდგომი განვითარების დღის
წესრიგში1088 ცალსახად არის გაწერილი, რომ მდგრადი ეკონომიკური განვითარება და
გენდერული თანასწორობა ის ორი გამოწვევაა, რომელსაც გარდამავალი ეკონომიკის მქონე
სახელმწიფოებმა თანადროულად უნდა უპასუხონ, რადგან ქალთა და გოგონათა უფლებების
სრული
და
საწინდარია
ეფექტიანი
განხორციელება
წარმატებული
ეკონომიკური
განვითარების
. ეს ორი ფაქტორი ერთმანეთს კვეთს ქართულ რეალობაშიც, სადაც,
1089
ეკონომიკურ აქტივობაში ქალების თანაბარი უფლებებით ჩართვა კვლავ გამოწვევად რჩება.
ქვეყნის
ეკონომიკური
მდგომარეობის
განხილვისას
მნიშვნელოვანია
გენდერული
ასპექტების გათვალისწინება, რადგან ტრადიციული ეკონომიკური ინსტრუმენტები ვერ
ასახავს ქალთა ეკონომიკურ მდგომარეობას1090. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ
საქართველოში ქალებს არ აქვთ სრულფასოვანი წვდომა ეკონომიკურ საქმიანობასთან,
მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მეტი ძალისხმევა გასწიოს ქალთა თანაბარი მონაწილეობის
ხელშეწყობისათვის, როგორც საკანონმდებლო გარანტიების, ისე ეკონომიკაში ქალთა როლის
შესახებ ცნობიერების გაზრდის კუთხით.
„გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის“ მიხედვით ქალთა მონაწილეობა
შრომის ბაზარზე კაცებთან შედარებით ნაკლებია,1091 ამ მონაცემის გათვალისწინებით, 2015
წელთან შედარებით, საქართველოს მაჩვენებელი გაუარესდა და საბოლოო ჯამში იგი 144
ქვეყნიდან 90-ე ადგილს იკავებს. ამავე კვლევის მიხედვით, თანაბარი ღირებულების შრომის
თანაბარი ანაზღაურების მაჩვენებლით საქართველო 34-ე ადგილს იკავებს. განსხვავდება
სქესთა
შორის
საშუალო
შემოსავლის
თანაფარდობაც,
რომლის
მიხედვითაც
კაცის
სავარაუდო წლიური შემოსავალი (12,551 აშშ დოლარი) დაახლოებით ორჯერ აღემატება
ქალის წლიურ საშუალო შემოსავალს (6,072 აშშ დოლარი). ამ მაჩვენებელს მრავალი სოციოკულტურული მიზეზი აქვს, მაგრამ, მთავარი არის ის, რომ ქვეყანაში არ არსებობს
საკანონმდებლო გარანტიები, რომლებიც სპეციფიკურად დასაქმებული ქალის გენდერული
ჩაგვრის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული, მაგალითად, სექსუალური შევიწროების
1088
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:< http://www.unwomen.org//media/headquarters/attachments/sections/library/publications/2014/unwomen_surveyreport_advance_16oct.p
df?vs=2710 >[ბოლოს ნანახია 2017 წლის 15 მარტს].
1089
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:< http://www.oecd.org/dac/genderdevelopment/Addis%20flyer%20-%20Gender%20Equality_FINAL.pdf >[ბოლოს ნანახია 2017 წლის 15
მარტს].
1090 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
<https://www.fraserinstitute.org/sites/default/files/economic-freedom-of-the-world-2016.pdf >[ბოლოს
ნანახია 2017 წლის 15 მარტს].
1091
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <http://reports.weforum.org/global-gender-gap-report2016/economies/#economy=GEO >[ბოლოს ნანახია 2017 წლის 15 მარტს].
610
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
აკრძალვა, თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურების საკითხის რეგულირება
და სხვა.
კვლავ პრობლემას წარმოადგენს ე.წ. „შუშის ჭერის“ არსებობა, რაც გულისხმობს კარიერული
ზრდის პროცესში არსებულ უხილავ და ხილულ ბარიერებს. ამავე ტიპის პრობლემას
მიეკუთვნება
დაკავებული
პოზიციების
გენდერული
სეგრეგაციაც.
„გენდერული
უთანასწორობის გლობალური ინდექსის“ 2016 წლის მაჩვენებლით, კანონმდებელთა, მაღალი
რანგის თანამდებობის პირთა და მმართველთა 66% კაცია, მაშინ, როდესაც, ამავე
მონაცემების მიხედვით ქალთა უმეტესობა (62%) ტექნიკურ სამუშაოს ასრულებს.
არათანაბარი ეკონომიკური მონაწილეობა ასევე ზრუნვის არათანაბარი გადანაწილების
შედეგიცაა. ხშირ შემთხვევაში, ქალები ანაზღაურებად შრომასთან ერთად აუნაზღაურებელი
სამუშაოს შესრულებას ითავსებენ, ისეთი, როგორიცაა, სახლის სამუშაოები, ბავშვის მოვლა.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს
გაზომონ ქალთა აუნაზღაურებელი შრომა და მიანიჭონ მას მონეტარული მნიშვნელობა, რაც
მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ქალთა გაძლიერებისა და ქვეყნის ეკონომიკაში მათი
კონტრიბუციის
ინდექსის“
1093
გაზომვისთვის1092.
„გენდერული
უთანასწორობის
გლობალური
მონაცემების მიხედვით, შინამეურნეობაში დასაქმებულთა ორნახევარჯერ მეტი
ქალია (კოეფიციენტი: 2.48). 2014 წლის სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების
შესახებ კვლევის თანახმად, სოფლად მცხოვრებ ქალთა 93.8% უპირატესად, სახლის საქმითა
და ბავშვების მოვლით არის დაკავებული.1094
სახალხო დამცველი მიესალმება სახელმწიფოში უფასო ბაგა-ბაღების სერვისის არსებობას,
თუმცა, კვლავ პრობლემატურია ჩვილ ბავშვთა დედებზე მორგებული ინფრასტრუქტურის
არსებობა, რაც ქალებს, მნიშვნელოვანწილად, უზღუდავს საჯარო სფეროში მონაწილეობას.
ქალთა თანაბარი ეკონომიკური მონაწილეობისათვის აუცილებელია დარეგულირდეს
მშობლის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების საკითხი.
არაერთი
დაპირების
მიუხედავად,
კვლავ
არ
შეცვლილა
საქართველოს
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესი,
რომლის მიხედვითაც ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით
სარგებლობისას სახელმწიფო კომპენსაცია მხოლოდ ქალის მიმართ გაიცემა.
1092
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://www.oecd.org/dev/developmentgender/Unpaid_care_work.pdf >[ბოლოს ნანახია 2017 წლის 15 მარტს].
1093 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:< http://reports.weforum.org/global-gender-gap-report2016/economies/#economy=GEO >[ბოლოს ნანახია 2017 წლის 15 მარტს].
611
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მარტოხელა და მრავალშვილიანი დედები
კვლავ პრობლემას წარმოადგენს მარტოხელა მშობლების და მრავალშვილიანი ოჯახების
უფლებრივი მდგომარეობის საკითხი; სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად,
მარტოხელა დედების მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებები, მათ ორმაგ
მოწყვლადობას იწვევს. ამასთან, ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა მრავალშვილიანი
ოჯახების ხელშეწყობის მიმართულებით.
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ორი წელი გავიდა მარტოხელა მშობლის სტატუსის
განსაზღვრიდან,
შესაბამისი
სოციალური
მხარდაჭერის
მიმართულებით
შედეგი
არ
მიღწეულა. სახალხო დამცველი არაერთხელ გამოეხმაურა სტატუსის მინიჭების და
გაუქმების წესის ცვლილების საჭიროებას, რადგან ამჟამინდელი რედაქცია, სახელწოდების
მიუხედავად, გამორიცხავს მარტოხელა მამის სამართლებრივი არსებობის შესაძლებლობას.
ამასთან, მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭება ხდება მხოლოდ მაშინ, თუ ბავშვის
დაბადების მოწმობაში არ არის ჩანაწერი დედის/მამის შესახებ, აქედან გამომდინარე, ყველა
დანარჩენ შემთხვევაში, მშობელი მოკლებულია შესაძლებლობას, ბავშვზე მარტო ზრუნვის
შემთხვევაში, მიიღოს მარტოხელა მშობლის სტატუსი.1095
პრობლემურია მარტოხელა მშობლის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებში რეგისტრირებულ
ქორწინებაში შესვლის არსებობა, რადგან კანონით დაურეგულირებელი რჩება თუ როგორ
შეიძლება მოხდეს სტატუსის ხელახლა მიღება ან ზრუნვის ტვირთის განაწილება
(მაგალითად, ალიმენტის დაკისრება) მშობლის განქორწინების შემდეგ. ამასთან, მარტოხელა
მშობელს,
ქორწინების
სამართლებრივ
შემთხვევაშიც
ურთიერთობას,
კი,
რომელიც
უწევს
მარტო
ზრუნვის
გაუმკლავდეს
ვალდებულებიდან
ყველა
იმ
პირდაპირ
გამომდინარეობს. მისასალმებელია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის
იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტმა
გაიზიარა
სახალხო
დამცველის
საკანონმდებლო
წინადადებით გათვალისწინებული პრობლემის გადაჭრის იდეა და მიიღო სამუშაო ჯგუფის
შექმნის
გადაწყვეტილება,
რომელიც
იმსჯელებს
საკითხის
ირგვლივ
არსებულ
სამართლებრივ პრობლემებზე.1096
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით,
2015 წლიდან 2017 წლის 14 მარტის მდგომარეობით, 1417 პირს სრულად დაუკმაყოფილდა
განცხადება
მარტოხელა
ნაწილობრივ.1097
მშობლის
მარტოხელა
სტატუსის
მშობელთაგან
14
1095
მინიჭების
პირს
შესახებ,
შეუწყდა
ხოლო
სტატუსი
24
პირს
შემდგომ
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:< https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/2875417
>[ბოლოს ნანახია 2017 წლის 15 მარტს].
1096 საქართველოს პარლამენტის ბიუროს წერილი #2031/4-10, 17/02/2017.
1097
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო განვითარების სააგენტოს წერილის
(N01/69380, 15/03/2017) თანახმად მარტოხელა მშობლის სტატუსის მოთხოვნის შესახებ განცხადების
612
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დაქორწინების საფუძვლით. ამასთან, საგულისხმოა, რომ მოწოდებული ინფორმაციის
თანახმად ყველა მარტოხელა მშობელი ქალია. მარტოხელა მამას მარტოხელა მშობლის
სტატუსი ჯერ არ მიუღია.
იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს 11955 ქალი
გახდა 3 ან მეტი შვილის დედა1098. მიუხედავად ამისა, კანონმდებლობით მთლიანად
დაურეგულირებელია მრავალშვილიანი დედების საკითხიც, რადგან სტატუსის მინიჭების
განსაზღვრული
წესი
არ
არსებობს.
შესაბამისად,
სახელმწიფო
ვერ
აწარმოებს
მრავალშვილიანი დედების სტატისტიკას და ვერ ეხმარება მათ შესაბამისი სოციალური და
ეკონომიკური სერვისების მიწოდებით.
გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახების
სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის
შეფასებისას
4379
მარტოხელა
დედაა
დაფიქსირებული.1099 მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა და სოციალურად
დაუცველ ოჯახებში (შინამეურნეობებში)1100 მარტოხელა დედათა რაოდენობის შედარებაც
კი ნათლად წარმოაჩენს, რომ მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭების წინაპირობები
რეალურად
მარტოხელა
მშობელთა
რაოდენობას
არ
ასახავს.
სახალხო
დამცველს
აუცილებლად მიაჩნია მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების
წესის დახვეწა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება, რისი ანალიზიც საშუალებას მისცემს
სახელმწიფოს ბავშვთა და მშობელთა დახმარების კუთხით გენდერულად მგრძნობიარე
პროგრამა დაგეგმოს.
ქალ უფლებადამცველთა უფლებების შესახებ
ადამიანის
უფლებადამცველთა
დეკლარაცია
აღიარებს
უფლებადამცველების
განსაკუთრებულ როლს.1101 ქალი უფლებადამცველები განსაზღვრულნი არიან სპეციალურ
ნაწილობრივ დაკმაყოფილება გულისხმობს იმ შემთხვევებს, როდესაც პირი მოითხოვს სტატუსის
დადგენას რამდენიმე შვილის მიმართ, ხოლო უფლებამოსილი სამსახურის გადაწყვეტილებით
სტატუსი დგინდება ერთის/რამდენიმეს და არა ყველა მოთხოვნილი შვილის მიმართ.
1098
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წერილი N08-3/1782, 07/02/2017.
1099 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი N01/4055,
24/01/2017.
1100 მარტოხელა მამების რაოდენობა სოციალურად დაუცველ ოჯახებში უცნობია, რადგან მსგავს
ჩანაწერს მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების
წარმოების წესი არ ითვალისწინებს. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე:
<https://matsne.gov.ge/ka/document/view/2667586 >[ბოლოს ნანახია 2017 წლის 26 მარტს].
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
<http://www.ohchr.org/EN/Issues/SRHRDefenders/Pages/Declaration.aspx >[ბოლოს ნანახია 2017 წლის 15
1101
მარტს].
613
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ჯგუფად,1102 ხოლო გაეროს სპეციალური მომხსენებელი, საკუთარ ანგარიშში მიესალმება ქალ
უფლებადამცველთა გააქტიურებასა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, თუმცა,
პარალელურად, შეშფოთებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ უფლებადამცველები ხშირად
ხდებიან
ფიზიკური,
ფსიქოლოგიური,
ეკონომიკური
და
სოციალური
ძალადობის
მსხვერპლნი.1103
ქალი უფლებადამცველების მიმართ განხორციელებული შევიწროების და მუქარის ფაქტები
არც საქართველოს რეალობისთვისაა უცხო. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის
გენდერული
თანასწორობის
დეპარტამენტი
გასულ
წელს
სწავლობდა
რამდენიმე
შემთხვევას, სადაც ქალ უფლებადამცველთა მიმართ, მათი საქმიანობის გამო, მუქარის
ფაქტები გამოვლინდა. შესწავლილ საქმეებში, გამოიკვეთა, რომ სამართალდამცავი უწყების
წარმომადგენლებს გაუჭირდათ ქალ უფლებადამცველებზე განხორციელებული მუქარის
ფაქტების და რისკების სწორად შეფასება.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახალხო დამცველი 2015 წლის საპარლამენტო
ანგარიშში
მიუთითებდა
ქალ
გათვალისწინებული
საკითხების
სამართალდამცავი
უწყების
უფლებადამცველთა
ასახვაზე
მხრიდან
შესახებ
პოლიტიკის
შესაბამისი
რეზოლუციით1104
დოკუმენტებში
მიდგომების
და
ასევე
დამკვიდრების
აუცილებლობაზე, მაინც დღემდე აქტუალურია აღნიშნული საკითხების განხორციელება.
მედია-საშუალებების როლი გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისათვის
გენდერული
უთანასწორობისა
და
დისკრიმინაციის
აღმოფხვრის
პროცესში
მედიასაშუალებებს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭებათ. შესაბამისად, აუცილებელია მათ
მიეწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების
შესახებ, რათა მოხდეს პირველ რიგში ჟურნალისტების, ხოლო შემდგომ საზოგადოების
სწორად ინფორმირება.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი დიდ ყურადღებას უთმობს ჟურნალისტთა
გადამზადებას და აცნობიერებს მათ როლსა და მნიშვნელობას საზოგადოებრივი აზრის
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
<http://www.un.org/en/ga/search/view_doc.asp?symbol=A/HRC/16/44 >[ბოლოს ნანახია 2017 წლის 15
1102
მარტს].
1103 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:< https://phrgeorgia.wordpress.com/2017/03/06/phr-32/
>[ბოლოს ნანახია 2017 წლის 15 მარტს].
1104 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე:
<http://www.un.org/en/ga/search/view_doc.asp?symbol=A/RES/68/181 >[ბოლოს ნანახია 2017 წლის 25
მარტს].
614
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ფორმირების პროცესში. ამ მიზნის მისაღწევად, 2016 წელს საქართველოს სახალხო
დამცველთან არსებული ადამიანის უფლებათა აკადემიის ფარგლებში, გენდერული
თანასწორობისა და ქალთა საკითხების მიმართულებით 3 ტრენინგი გამართა, რომლის
ფარგლებშიც გადამზადდა ცენტრალური და რეგიონული მედიის 50 ჟურნალისტი.
აღსანიშნავია,
რომ
საქართველოს
კანონი
„მაუწყებლობის
შესახებ“
ავალდებულებს
საზოგადოებრივ მაუწყებელს პროგრამებში ასახოს საზოგადოებაში არსებული ეთნიკური,
კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრივი და გენდერული მრავალფეროვნება.1105
ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის1106 მე-15 თავის მე-7 პუნქტი,
მრავალფეროვნების ასახვის შესახებ გარკვევით ამბობს, რომ ქალებზე მსჯელობისას არ უნდა
მოხდეს სექსისტური გამოთქმების გამოყენება, სექსისტური შეფასებებისა თუ შედარებების
გაკეთება.
მიუხედავად ამისა, საქართველოს სახალხო დამცველის მხრიდან არაერთი განცხადება
გაკეთდა მედიაში გაჟღერებულ სექსისტურ გადაცემებსა და სარეკლამო რგოლებზე1107, მათ
შორის საზოგადოებრივ მაუწყებლის გადაცემა „კაცების დროს“ პრომოს შესახებ, რომელიც
ატარებდა სექსისტური და დისკრიმინაციული შინაარსის მესიჯებს. სახალხო დამცველმა
მიიჩნია, რომ რეკლამა გენდერულად მჩაგვრელ პრაქტიკას ამკვიდრებს და ხელს უწყობს
უარყოფითი
გენდერული
სტერეოტიპების
გამყარებას
ქალების
პროფესიული
შესაძლებლობების და მათი განვითარების შესახებ.
ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ სპეციალური
მომხსენებლის ანგარიშში აგრეთვე ასახულია მედიის როლი და მნიშვნელობა. კერძოდ,
სპეციალური
მომხსენებლის
განცხადებებმა
და
მოსაზრებით,
მედიაში
გენდერულმა სტერეოტიპებმა
გავრცელებულმა
ქალისა და
მამაკაცის
სექსისტურმა
გენდერულ
როლებთან დაკავშირებით,
შესაძლოა ზიანი მიაყენოს ქალთა შესაძლებლობებს, მათ
სოციალურ
პროფესიულ
მდგომარეობას,
კარიერას
და
თანასწორი
უფლებებით
მონაწილეობას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.1108
1105
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: <https://matsne.gov.ge/ka/document/view/32866
>[ბოლოს ნანახია 2017 წლის 15 მარტს].
1106 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე:
<http://gpb.ge/files/documents/2006/04/b80766114bede8515fda6dab805e19e5.pdf >[ბოლოს ნანახია 2017
წლის 15 მარტს].
1107
2016 წლის 14 ნოემბრის საქართველოს სახალხო დამცველის ზოგადი წინადადება ტელეკომპანია
„ტაბულას“ სექსისტური ვიდეო-რგოლის თაობაზე.
1108
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3867.pdf
>[ბოლოს ნანახია 2017 წლის 15 მარტს].
615
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის მიხედვით,1109 მედია
საშუალებებმა ხელი უნდა შეუწყონ თვითრეგულირების მექანიზმების, შიდა ქცევის/ეთიკის
კოდექსებისა და შიდა მონიტორინგის, ასევე ისეთი სტანდარტების შემუშავებას, რაც მედია
გაშუქებაში გენდერულ თანასწორობას შეუწყობს ხელს, თანმიმდევრული შიდა პოლიტიკისა
და სამუშაო პირობების შექმნის მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქალთა და
მამაკაცთა თანაბარი ხელმისაწვდომობა მედიაზე და თანაბარი წარმომადგენლობითობა
მედიაში, მათ შორის ისეთ სფეროებში, სადაც ქალები წარმოდგენილები არ არიან.1110
ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება
გაეროს
უშიშროების
განხორციელებას
საბჭოს
„ქალებზე,
რეზოლუციებით
მშვიდობასა
და
განსაზღვრული
უსაფრთხოებაზე“
დღის
წესრიგის
განსაკუთრებული
მნიშვნელობა აქვს საქართველოს რეალობაში. გამოწვევად რჩება, კონფლიქტის შედეგად
დაზარალებულ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქალების უფლებრივი
მდგომარეობა1111, ამასთან, ზოგადად, დაბალია ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების
მიღების პროცესში და ხშირია უფლებადარღვევის ისეთი სახეები, როგორიცაა - ოჯახში
ძალადობა, არსებულ სერვისებზე დაბალი ხელმისაწვდომობა და სხვა.
2016 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო
გეგმა, რომლის ძირითადი მიმართულებები არსებულ გამოცდილებასა და გამოკვეთილ
პრობლემებს
დაეყრდნო.
სამოქმედო
გეგმამ
5
ძირითადი
მიმართულება
დაფარა:
მონაწილეობა, პრევენცია, დაცვა, განხორციელება და მონიტორინგი.
მონაწილეობის მიმართულება უსაფრთხოების და მშვიდობის მშენებლობაში
ქალთა
მონაწილეობის ზრდის ხელშეწყობას მოიცავს. აღნიშნული მიმართულებით აღსანიშნავია
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრაქტიკა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას
უთმობს გენდერული მეინსტრიმინგის განხორციელებას დასაქმების, სწავლებისა და
სამშვიდობო მისიების განხორცილების პროცესებში. თვალსაჩინოა, ქალთა მონაწილეობის
1109
მინისტრთა კომიტეტის მიერ, 2013 წლის 10 ივლისს მიღებული რეკომენდაცია მინისტრის
მოადგილეების 1176-ე შეხვედრაზე; (CM/Reco, 2013).
1110
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
<http://www.mdfgeorgia.ge/uploads/library/9/file/GENDERMEDIATORI.pdf >[ბოლოს ნანახია 2017 წლის 15
მარტს].
1111
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია
ვებ-გვერდზე:
<http://ombudsman.ge/ge/reports/specialuriangarishebi/qalta-da-bavshvta-uflebebi-konfliqtebit-dazaralebul-regionebshi-2014-2016-wlebismimoxilva.page > [ბოლოს ნანახია 25 მარტს].
616
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მიმართულებით
არსებული
პროგრესიც,
თუმცა
უფრო
მეტი
ძალისხმევაა
საჭირო
ცნობიერების ამაღლებისა და არსებული სტერეოტიპების დაძლევის მიმართულებით.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გამოითხოვა სტატისტიკური ინფორმაცია
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ქალთა წარმომადგენლობის შესახებ, რომლის
პასუხადაც გვეცნობა1112, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დასაქმებულთა და
სამშვიდობო მისიებში მონაწილეთა რიცხოვნობას მინიჭებული აქვს საიდუმლოობის გრიფი
„შეზღუდული სარგებლობისთვის“. შესაბამისად, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას
გავანალიზოთ სამშვიდობო პროცესებში ქალთა ჩართულობის მაჩვენებელი, მათ შორის
ხელმძღვანელ პოზიციებზე. გარდა შეიარაღებული ძალებისა და სამშვიდობო მისიებისა,
ქალთა მონაწილეობა თავდაცვის სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ერთეულებში ასე
გამოიყურება1113:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დასაქმებულია 455 მოხელე, მათ შორის 224 ქალი
(49.2 %);
ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულია 99 მოხელე, მათ შორის 35 ქალი (35.3%);
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დასაქმებულთა 46% არის ქალი;
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულთა 35% არის
იუნკერთა ბატალიონის 4% არის ქალი.
ქალი;
პრევენციის მიმართულება მოიცავს სექსუალური და გენდერული ნიშნით ჩადენილი
ძალადობისა და ადამიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა რისკების შემცირებას,
ასევე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას უსაფრთხოებისა და სამოქალაქო თავდაცვის
საკითხებში. სახალხო დამცველის აპარატის შესწავლა ცხადყოფს, რომ პასუხისმგებელმა
უწყებებმა განახორციელეს საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები1114 კონფლიქტის
შედეგად
დაზარალებულ
თანასწორობის
მოსახლეობასთან,
საკითხებზე,
თუმცა
ოჯახში
პრობლემის
ძალადობისა
და
მასშტაბების
გათვალისწინებით
გენდერული
მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულების გაძლიერება. ამასთან, კვლავ პრობლემად
რჩება სამოქალაქო თავდაცვის საკითხების ინტეგრირება ფორმალურ საგანმანათლებლო
პროცესში. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან გვეცნობა1115, ამჟამად
მიმდინარეობს
საბაზო
საფეხურის
ეროვნული
1112
სასწავლო
გეგმის
რევიზია,
ხოლო
თავდაცვის სამინისტროს წერილი N MOD 5 17 00082922, 27/01/2017.
თავდაცვის სამინისტროს წერილები N08-3/1491, 02/02/2017 და N08-3/587, 12/01/2017.
1114
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ, 2016 წელს
გაიმართა 8 შეხვედრა (ბათუმში 2, ნიქოზში 2, ზუგდიდში 1, განმუხურში 1, ხურჩაში 1, მერეთში 1);
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა
სამინისტრომ გამართა შეხვედრები გორში, ზუგდიდსა და ქუთაისში მცხოვრებ დევნილ
მოსახლეობასთან.
1115 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილი N MES 417 00165867, 22/02/2017.
1113
617
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
რეზოლუციის
ძირითადი
პრინციპების
ინტეგრირება
სასწავლო
პროგრამაში
ჯერაც
შემუშავების პროცესშია.
დაცვის მიმართულება მოიცავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და
გოგონების
ხელმისაწვდომობას
მართლმსაჯულებაზე
და
მათი
ფსიქო-სოციალური
სერვისებით უზრუნველყოფას. აგრეთვე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა
და
გოგონების
სოციალურ-ეკონომიკურ
გაძლიერებას
და
მათთვის
დასაქმების
შესაძლებლობების შეთავაზებას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად იურიდიული დახმარების
სამსახურის1116 მიერ, 2016 წელს კონსულტაცია გაეწია 1049 დევნილს, მათ შორის 579 ქალს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში იურიდიული კონსულტაცია გაეწია 3549
პირს, მათ შორის 2246 ქალს (63%). საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
წერილით გვეცნობა1117, რომ 2016 წელს, საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა დაიწყო
11,374-მა სტუდენტმა, საიდანაც დევნილის სტატუსის მქონეა 849 სტუდენტი, მათ შორის 383
ქალი და 466 კაცია.
ფსიქო-სოციალური
რეაბილიტაციის
სერვისების
უზრუნველყოფაზე
პასუხისმგებელი
უწყებაა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
აღნიშნული
საკითხი
განსაკუთრებული
მნიშვნელობისაა
კონფლიქტის
შედეგად
დაზარალებული გოგონებისა და ქალებისთვის. სამინისტროს ინფორმაციით,1118 იგეგმება
ფსიქო–სოციალური სერვისების განვითარებასთან დაკავშირებული საჭიროებების კვლევის
ჩატარება. შედეგებიდან გამომდინარე კი მოხდება იძულებით გადაადგილებულთა და
კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთათვის ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის
სერვისებზე კონცეფციის შემუშავება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვალდებულება წინა
სამოქმედო გეგმის ფარგლებში შეუსრულებელი დარჩა.
ადამიანით
ვაჭრობის
(ტრეფიკინგის)
მსხვერპლთა,
დაზარალებულთა
დაცვისა
და
დახმარების სახელმწიფო ფონდს ევალება სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ეფექტიანი
რეაბილიტაციისა და მხარდაჭერისთვის, საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო
პრაქტიკის შესაბამისი, სახელმწიფო მომსახურებების შესახებ კონცეფციის შემუშავება.
აღნიშნული აქტივობის შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყება ტრეფიკინგის მსხვერპლთა
სახელმწიფო ფონდია1119, რომელმაც მოამზადა სახელმძღვანელო, რომელიც დეტალურად
განიხილავს სექსუალური ძალადობის საკითხებს, მის მასშტაბებს, შედეგებს, მსხვერპლთა
1116
იურიდიული დახმარების სამსახურის წერილი N LA 017 00003369, 22/02/2017.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილი N MES 4 17 00165267, 22/02/2017.
1118 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი N01/11677;
27/02/2017.
1119 მთავრობის ადმინისტრაციის წერილი N5860, 23/02/2017.
1117
618
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დახმარებისათვის
აუცილებელ
სერვისებსა
და
არსებულ
გამოწვევებს
სექსუალური
აკისრებს
საქართველოს
ძალადობის მსხვერპლთა დაცვის კუთხით.
ეროვნული
სამოქმედო
გეგმა
გარკვეულ
ვალდებულებებს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და
ლტოლვილთა სამინისტროს. აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ 2016 წელს დაამტკიცა
გენდერული
თანასწორობის
სტრატეგია
სამინისტროს
საქმიანობაში
გენდერული
და
სამოქმედო
თანასწორობის
გეგმა,1120
რომლის
სახელმწიფო
მიზანია
პოლიტიკის
გატარებისა და ინტეგრირების ხელშეწყობა.
ცხრილში ნათლად ჩანს, რომ ქალების ჩართულობა ჭარბობს საგანმანათლებლო ხასიათის
აქტივობებში. რაც შეეხება პროფესიულ დაწესებულებებში ჩარიცხულთა რაოდენობასა და
თანამონაწილეობით გრანტებს, ამ მიმართულებით ქალებისა და კაცების ჩართულობა
თითქმის თანაბარია. შედარებით ნაკლებია ქალთა მონაწილეობა სასოფლო კოოპერატივებსა
და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით. იგივე ტენდენცია გამოიკვეთა
2016 წელს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის
აპარატის მიერ დაფინანსებულ პროექტებში, სადაც 57 პროექტიდან მხოლოდ 9 მოიცავდა
ქალთა საჭიროებებთან დაკავშირებულ საკითხებს.1121
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად
მიიჩნევს, სამოქმედო გეგმის პრაქტიკაში ეფექტიანი განხორციელებისთვის ქმედითი
1120
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წერილი #04/07/3588; 13/02/2017.
1121 მთავრობის ადმინისტრაციის წერილი #5860; 23/02/2017.
619
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
პირთა,
ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას. მათ შორის, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული
ვალდებულებების შიდა ინსტიტუციურ დოკუმენტებში ასახვას. აქვე, აუცილებელია
სპეციფიკური ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება, რადგან წარსული გამოცდილებით,
სამოქმედო გეგმის შესრულების პრაქტიკა საქმიანობების არასპეციფიკურ, ყოველდღიურ
საქმიანობაში გამოიხატებოდა.
რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობა და უფლებები
საქართველოში რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობისა და უფლებების
მიმართულებით
არსებული
გამოწვევები
კვლავ
აქტუალურია.
ინფორმაციასა
და
განათლებაზე დაბალი ხელმისაწვდომობა, ფინანსური, გეოგრაფიული და კულტურული
ბარიერები დაბრკოლებას
ქმნის უფლების ეფექტიანი რეალიზაციის თვალსაზრისით,
განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრები ქალებისთვის.
2016 წელს საქართველოს მთავრობამ ანგარიში წარადგინა უნივერსალური პერიოდული
მიმოხილვის 31-ე სესიის ფარგლებში, სადაც აღნიშნულია, რომ მთავრობისთვის ერთ-ერთი
პრიორიტეტული მნიშვნელობის საკითხია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა.1122
ანგარიშის წარდგენა მოხდა აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის მიერ1123,
სადაც დიდი ყურადღება დაეთმო სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და
უფლებების დაცვის საკითხებს. ამ ეტაპზე განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს
უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების
ინტეგრირება სამოქმედო გეგმებსა და პოლიტიკის დოკუმენტებში.
უპირველესად,
მნიშვნელოვანია
რეპროდუქციული
ჯანმრთელობის
საკითხებზე
ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში, რათა მათ ჰქონდეთ სათანადო ინფორმაცია ოჯახის
დაგეგმვის, კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდების, ადრეულ ასაკში ქორწინებასთან
დაკავშირებული რისკების შესახებ. სამწუხაროდ, აღნიშნული საკითხის სწავლება არ არის
ფორმალური საგანმანათლებლო პროცესის ნაწილი და არაფორმალური განათლების
აქტივობებიც ზოგადი განათლების საფეხურზე ნაკლებად ხორციელდება.
საგანმანათლებლო
პროცესებში
საუბრობს აგრეთვე,
ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების
რეპროდუქციული
ჯანმრთელობის
ინტეგრირებაზე
1122 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე:
<https://documents-dds-ny.un.org/doc/UNDOC/GEN/G15/169/51/PDF/G1516951.pdf?OpenElement >[ბოლოს
ნანახია 2017 წლის 15 მარტს].
1123
არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაში ერთიანდება: თანადგომა, ჰერა XXI, იდენტობა,
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC).
620
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი, დუბრავკა სიმონოვიჩი, რომელიც თავის
ანგარიშში
საქართველოს
შესახებ
აღნიშნავს,
რომ
საქართველოს
მთავრობამ
უნდა
უზრუნველყოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ასაკის
შესაბამისი სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ
განათლების ჩართვა სასწავლო პროგრამაში განათლების ყველა დონეზე.1124
დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა
ადამიანის უფლებების დაცვის დეკლარაციის საფუძველზე, ქალთა და ბავშვთა უპირველესი
უფლებაა - ჰქონდეთ უნივერსალური ხელმისაწვდომობა მაღალი ხარისხის სამედიცინო
სერვისებთან,
მიუხედავად
მათი
რასისა,
სოციალურ-ეკონომიკური
სტატუსისა,
კულტურული და რელიგიური კუთვნილებისა.1125 დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის
შემცირება, ინფექციური დაავადებების მართვასთან ერთად, გაეროს მდგრადი განვითარების
პროგრამის მიზნებიდან ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
გაეროს განვითარების პროგრამის მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად მსოფლიოში
5 წლამდე ასაკის 6 მილიონი ბავშვი იღუპება. ასობით ქალი კი ყოველდღიურად
ორსულობისას ან მშობიარობასთან დაკავშირებული გართულებებისგან კვდება. სოფლად
მცხოვრები ქალების შემთხვევაში, მშობიარობის მხოლოდ 56% ტარდება პროფესიონალი
ექიმის მიერ.1126
ყოველწლიურად, დაახლოებით 16 მილიონი გოგონა მშობიარობს 15-19 წლამდე ასაკში,
ხოლო 1 მილიონი - 15 წლამდე.1127 ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის
მონაცემების მიხედვით, დედათა სიკვდილიანობის უმეტესობა ფიქსირდება მშობიარობისას
ან პოსტ-მშობიარობის პერიოდში.1128 არსებულ ვითარებაში, უმნიშვნელოვანესია მაღალი
ხარისხის სამედიცინო სერვისით სარგებლობის საკითხისთვის პრიორიტეტის მინიჭება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის
დოკუმენტში „დედათა სიკვდილიანობის ტენდენციები საქართველოში“ აღნიშნულია, რომ
1124
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: <http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3867.pdf
>[ბოლოს ნანახია 2017 წლის 15 მარტს].
1125
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე:
<http://www.euro.who.int/__data/assets/pdf_file/0012/98796/E90771.pdf >[ბოლოს ნანახია 2017 წლის 15
მარტს].
1126 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე:<
http://www.undp.org/content/undp/en/home/sustainable-development-goals/goal-3-good-health-and-wellbeing.html >[ბოლოს ნანახია 2017 წლის 15 მარტს].
1127
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:< http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs364/en/
>[ბოლოს ნანახია 2017 წლის 15 მარტს].
1128
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:< http://www.healthdata.org/maternal-health >[ბოლოს
ნანახია 2017 წლის 15 მარტს].
621
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საქართველომ
მნიშვნელოვანი
ნაბიჯები
გადადგა
დედათა
ჯანმრთელობის
გასაუმჯობესებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ
მაღალია ქვეყანაში.1129
ოჯახის დაგეგმვასთან დაკავშირებული გამოწვევები და აბორტები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში თანამედროვე
კონტრაცეფციის მეთოდების გამოყენება მცირედით გაზრდილია, კერძოდ, 1990 წელს მისი
გამოყენების მაჩვენებელი იყო 54%, ხოლო 2015 წელს ეს მაჩვენებელი 57.4%-ს შეადგენს.1130
ცხადია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც დაბალია მოსახლეობის ცნობიერება რეპროდუქციული
ჯანმრთელობისა და სქესობრივი უფლებების შესახებ, უფრო მატულობს დაუგეგმავი
ორსულობის მაჩვენებელი. დღესდღეობით, საქართველოში ქალებს არ მიუწვდებათ ხელი
ოჯახის დაგეგმვისა და კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებზე, რასაც ემატება
სხვადასხვა სერვისზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის
საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების დაბალი დონე.
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სახელმწიფო კონცეფციის1131 მიუხედავად,
ქვეყანაში ინფორმაცია ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდებზე, ხელმისაწვდომი
კონტრაცეფციის გავრცელების შესახებ ბოლოს, 2010 წელს ჩატარდა, თუმცა გამომდინარე
იქიდან, რომ მონაცემები არ განახლებულა და ამ მიმართულებით თანამედროვე კვლევა არ
ჩატარებულა, რთულია შევაფასოთ დღეს არსებული ვითარება. კვლევის მიხედვით,
საქართველოს მოსახლეობის 53%-მდე იყენებს კონტრაცეპტივების თანამედროვე მეთოდებს,
მათგან 1/3 ტრადიციულ მეთოდებს, რომელთაც არაეფექტურობის მაღალი მაჩვენებლები
აქვთ და ხშირად აბორტით მთავრდება. თანამედროვე კონტრაცეპტიული მეთოდების ცოდნა
არათანაბარია და ხშირად მცდარია, განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ
უნდა მოხდეს თითოეული მეთოდის გამოყენება.1132
1129 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, დედათა
სიკვდილიანობის ტენდენციები საქართველოში.
1130 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs351/en/
>[ბოლოს ნანახია 2017 წლის 15 მარტს].
1131 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, დედათა
სიკვდილიანობის ტენდენციები საქართველოში.
1131 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://matsne.gov.ge/ka/document/view/2657250>
[ბოლოს ნანახია 2017 წლის 15 მარტს].
1132 ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევა საქართველოში, 2010.
622
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად მსოფლიოში
დაახლოებით 22 მილიონი აბორტი აღირიცხება და მათი უმეტესობა დაბალი შემოსავლის
მქონე და განვითარებად ქვეყნებში ფიქსირდება.1133
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიღებული
ინფორმაციის თანახმად, საქართველოში 2016 წელს 26,838 აბორტი გაკეთდა.1134 აბორტების
რიცხვი წინა წლებთან შედარებით კლების დინამიკით ხასიათდება, რაც, სავარაუდოდ,
მიუთითებს კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდების გამოყენებაზე.
მნიშვნელოვანია ინფორმაცია ასაკობრივ ჭრილში ჩატარებული აბორტების შესახებ. 2015
წლის მსგავსად, ყველაზე მეტი აბორტი 25-29 წლამდე ასაკის ქალებში ფიქსირდება (7,801).
წინა წელთან შედარებით გაზრდილია 15 წლამდე მოზარდებში აბორტების რაოდენობა.
1133
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: < http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs388/en/
>[ბოლოს ნანახია 2017 წლის 15 მარტს].
1134
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი #01/3869;
24/01/2017.
623
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საქართველოში კვლავ მაღალია გენდერული ნიშნით სქესის სელექციის მაჩვენებელი, რაც
განაპირობებს გენდერულ უთანასწორობას და აღნიშნული დისკრიმინაციული პრაქტიკის
შედეგად ყოველწლიურად უფრო ნაკლები გოგონა იბადება. 2016 წლის გენდერული
უთანასწორობის გლობალური ინდექსის მონაცემების მიხედვით, საქართველო, დაბადებისას
სქესთა თანაფარდობის მაჩვენებლის მიხედვით, 144 ქვეყნიდან 137-ე ადგილზეა და ამ მხრივ
მდგომარეობა 2015 წელთან შედარებით არ შეცვლილა.1135გაეროს ქალთა მიმართ ძალადობის,
ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ სპეციალური მომხსენებელი მოუწოდებს
საქართველოს მთავრობას, მიიღოს ზომები სელექციური აბორტების პრევენციისთვის და
უზრუნველყოს დაბადების რეგისტრაციის მონაცემების რეგულარული გამოცემა სქესისა და
რეგიონების მიხედვით, რათა დადგინდეს ამგვარი აბორტების მიზეზები და გაიზარდოს
მოსახლეობის ცნობიერება ამ პრაქტიკის შესაძლო უარყოფითი გრძელვადიანი შედეგების
შესახებ.1136
ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)
ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) მონობის თანამედროვე ფორმა და ადამიანის უფლებების
უხეში დარღვევაა. შრომითი თუ სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, ადამიანით
1135
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:< http://reports.weforum.org/global-gender-gap-report2016/economies/#economy=GEO > [ბოლოს ნანახია 2017 წლის 15 მარტს].
1136
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე:< http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3867.pdf
>[ბოლოს ნანახია 2017 წლის 15 მარტს].
624
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ვაჭრობის
(ტრეფიკინგის)
მსხვერპლები
ხშირად
ხდებიან
ქალები
და
ბავშვები.
ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, სექსუალური
ექსპლუატაციის მსხვერპლთა 95%-ს ქალები შეადგენენ.1137 ტრეფიკინგის ჩამდენი პირები
ძირითადად იყენებენ მსხვერპლთა მოწყვლადობას, რაც, ხშირ შემთხვევაში, გამოწვეულია
ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა: სიღარიბე, დისკრიმინაცია, გენდერული უთანასწორობა,
ქალთა მიმართ ძალადობა, განათლებაზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა და ა.შ.
მისასალმებელია, რომ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შექმნილია ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის
წინააღმდეგ
ბრძოლის
სამმართველო,
რომელიც
შემთხვევებს.
თუმცა,
პრობლემურია
საქართველოს
ტერიტორიულ
ორგანოებში
შესაძლო
უშუალოდ
იძიებს
ტრეფიკინგის
საქმეთა
სამინისტროს
შემთხვევის
პირველადი
შინაგან
ტრეფიკინგის
იდენტიფიცირება.
2016 წლის განმავლობაში ტრეფიკინგის სავარაუდო 20 ფაქტზე განხორციელდა გამოძიება,
მათ შორის, 15 სექსუალური ექსპლუატაციის, 4 იძულებითი შრომის, 1 შრომითი და
სექსუალური ექსპლუატაციის ფაქტზე. 2016 წელს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა 2
ქალს, ხოლო მსხვერპლის სტატუსი 1 პირს, მის მიმართ განხორციელებული სექსუალური
ექსპლუატაციის საფუძველზე. 2016 წლის განმავლობაში სერვისებში ჩართულ პირთა
მაჩვენებელი შემდეგია:
ცხრილი N1: მონაცემები ადამიანით ვაჭრობის ტრეფიკინგის პირი
მსხვერპლთა მომსახურების შესახებ
მუდმივმოქმედი
ჯგუფის
სტატუსის
საფუძველზე 1
საფუძველზე
თავშესაფრით 3
თავშესაფრით სარგებლობა
დაზარალებულად
ცნობის
სარგებლობა
ცხელი ხაზის კონსულტაციით მოსარგებლე პირთა რაოდენობა
123
პირთა რაოდენობა, რომლებმაც მიიღეს კომპენსაცია
2
1137
ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს ანგარიში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)
წინააღმდეგ პროგრესის შესახებ, 2016 წელი.
625
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მ.პ.- საქმე
საქართველოს
სახალხო
დამცველის
აპარატის
გენდერული
თანასწორობის
დეპარტამენტისთვის ცნობილი გახდა, რომ სავარაუდო ტრეფიკინგის მსხვერპლი, მ.პ.
ცხოვრობდა
ოჯახში,
ინფორმაციით,
რომელთანაც
ოჯახი,
ნათესაური
სავარაუდოდ,
კავშირი
იყენებდა
მის
არ
მძიმე
ჰქონდა.
მოწოდებული
სოციალურ-ეკონომიკურ
მდგომარეობას და შრომით ექსპლუატაციას უწევდა. ამასთან, სავარაუდოდ, მას სქესობრივი
კავშირი ჰქონდა ოჯახში მცხოვრებ მამაკაცებთან.
სამწუხაროდ, თავდაპირველად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოსა და
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში ზედაპირულად შეისწავლეს არსებული
მდგომარეობა და არ განუხორციელებიათ ღონისძიებები სავარაუდო უფლებადარღვევის
გამოსავლენად. სახელმწიფო უწყებების ყურადღების მიღმა დარჩა ინფორმაცია, რომელიც
სავარაუდო ძალადობის და ექსპლუატაციის ფაქტებზე მიანიშნებდა. ხსენებულ საქმეზე
გამოძიების
დაწყება
მხოლოდ
საქართველოს
სახალხო
დამცველის
წინადადების
საფუძველზე გახდა შესაძლებელი და ამ დრომდე მიმდინარეობს.
თავშესაფრების მონიტორინგის შედეგები
2016 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის
დეპარტამენტმა
ადამიანით
დაწესებულებების
თავშესაფარში
ვაჭრობის
(თავშესაფარი)
არცერთი
(ტრეფიკინგის)
მონიტორინგი
ტრეფიკინგის
მსხვერპლთა
განახორციელა.
მსხვერპლი
არ
მომსახურების
მონიტორინგისას
იმყოფებოდა,
შესაბამისად,
მონიტორინგის შედეგები თავშესაფრის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას
და ფიზიკური გარემოს ვიზუალურ დათვალიერებას დაეყრდნო.
მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ თავშესაფრებში არსებული მდგომარეობა
კეთილსაიმედოა.
მოგვარებაც
თუმცა,
გამოიკვეთა
მნიშვნელოვნად
რიგი
გააუმჯობესებს
პრობლემური
სერვისის
საკითხებისა,
მიწოდების
რომელთა
ხარისხს.
უნდა
აღინიშნოს, რომ გადამდები ინფექციური დაავადების მქონე ბენეფიციარების მიღების
საკითხი მოგვარებულია თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა
მომსახურების დაწესებულებაში (თავშესაფარში), თუმცა ბათუმის თავშესაფარში ამგვარი
შესაძლებლობა არ არსებობს.
მონიტორინგისას, პრობლემა გამოვლინდა ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის
შემოწმების
კუთხითაც.
მოპოვებული
ინფორმაციით
თავშესაფარში
ბენეფიციარების
ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება ხდება თავშესაფარში მიღებისას, ბენეფიციართან
გასაუბრების საფუძველზე და დაავადების შესახებ ჩივილების დროს. გამომდინარე იქიდან,
რომ შესაძლოა პირმა არ იცოდეს, რომ გადამდები დაავადების მატარებელია, სხვა
626
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ბენეფიციარების
ინტერესების
დასაცავად
მნიშვნელოვანია
თავშესაფარში
მიღებისას
ბენეფიციარებს აუცილებელი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდეთ. აღნიშნული პრობლემის
წინაშე აღმოჩნდა თბილისის თავშესაფარი, როდესაც თავშესაფარში განთავსებიდან 7 თვის
შემდეგ დადგინდა, რომ ერთ-ერთ ბენეფიციარს ჰქონდა ტუბერკულიოზი, ღია, გადამდები
ფორმით.
მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ კვლავ დგას თავშესაფრების ფიზიკური გარემოს
ხელმისაწვდომობის
პრობლემა
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირებისთვის.
მოუწყობელია თავშესაფრის ეზოები. ამასთან, ბათუმის თავშესაფარი ადგილმდებარეობის
გამო
ვერ
აკმაყოფილებს
სარეაბილიტაციო
და
უსაფრთხოების
საგანმანათლებლო
სტანდარტს.
ასევე,
ღონისძიებები
დახვეწას
ბენეფიციარებისთვის
საჭიროებს,
რაც
მსხვერპლებს მისცემს შესაძლებლობას მეტად ინტეგრირდნენ საზოგადოებაში.
ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა საქართველოში
ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა კვლავ მძიმე პრობლემად რჩება.
შემთხვევათა გამოვლენის მაჩვენებლის ზრდის ფონზე კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა
ენიჭება სახელმწიფოს ძალისხმევას მსხვერპლისთვის ეფექტური სერვისის მიწოდების და
განმეორებითი
ძალადობისგან
დაცვის
კუთხით.
ამასთან,
მნიშვნელოვანია,
რომ
სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები იყოს დროში გაწერილი და თანმიმდევრული,
ხელშესახები ცვლილებების მისაღწევად.1138
სამწუხაროდ, საქართველო კვლავ რჩება სოციალურ სივრცედ, სადაც საზოგადოებაში
ჭარბად არის გამჯდარი გენდერული სტერეოტიპები, აღნიშნული კი ხელს უწყობს ქალთა
მიმართ და ოჯახში ძალადობის მასშტაბების ზრდას.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული საქმეთა შესწავლის
და ანალიზის შედეგად იკვეთება, რომ ოჯახში ძალადობა განსაკუთრებით მძიმედ აისახება
დაბალი შემოსავლის მქონე ან შემოსავლის არმქონე ქალებზე, არასრულწლოვნებზე,
ეთნიკურად არაქართველ ქალებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებზე და ამის
ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ სამართალდამცავ უწყებებს და სოციალურ სამსახურს
განსაკუთრებით უჭირთ ზემოაღნიშნულ შემთხვევებში ძალადობის გამოვლენა და შემდგომი
ნაბიჯების დაგეგმვა.
1138
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://www.un.org/ruleoflaw/blog/document/not-aminute-more-ending-violence-against-women/ >[ბოლოს ნანახია 2017 წლის 15 მარტს].
627
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კვლავ დგას ოჯახში ძალადობის შემთხვევათა შესწავლის
პროცესში სოციალური მუშაკების ეფექტურად ჩართვის პრობლემა. სოციალური მუშაკების
მცირე რაოდენობისა და გადატვირთული სამუშაოს პირობებში რთული წარმოსადგენია
ოჯახში ძალადობის საქმეებზე სათანადო რეაგირების განხორციელება და ეფექტური
სოციალური მომსახურების გაწევა.
საქართველოს სახალხო დამცველის არაერთი მოწოდების მიუხედავად კვლავ არ ხდება
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ერთიანი სტატისტიკის
წარმოება და ანალიზი, რაც სახელმწიფოს საჭიროებებსა და გამოწვევებზე დაფუძნებული
რეაგირების შესაძლებლობას მისცემდა. ამასთან, მნიშვნელოვანად შეუწყობდა ხელს
აღნიშნულ
საკითხებზე
მომუშავე
და
სერვისის
მიმწოდებელ
ორგანიზაციებს
მტკიცებულებებზე დაფუძნებული ღონისძიებების გატარებაში.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლისგან განსხვავებით, ანგარიშის მომზადებისას, სახალხო
დამცველის აპარატს გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაცია მყისიერად არ მოეწოდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კორესპონდენციაში მითითებული იყო, რომ
შესაბამის სამსახურებს დაევალათ მოთხოვნილი სტატისტიკური მონაცემების დამუშავება
და ანალიზი, რაც დროს მოითხოვდა. აღნიშნული ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სტატისტიკა არ
არის სამუშაო პროცესის ნაწილი და აქტივობების წარმართვისას ტენდენციებს ყურადღება არ
ექცევა.
ოჯახში ძალადობის საკითხებზე არსებული სტატისტიკური მონაცემები შემდეგია:
628
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ტენდენციად რჩება ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობის შემთხვევის შეტყობინების
შემდეგ
მსხვერპლის
უარი
საქმისწარმოების
გაგრძელებაზე.
სახალხო
დამცველის
აპარატისადმი მომართვიანობის მიხედვით, მიზეზები უკავშირდება სამართალდამცავი
უწყებებისადმი ნდობის არქონას, ძალადობის გაძლიერების შიშს, დაურწმუნებლობას
არსებული მექანიზმების ეფექტიანობაში, ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და სამომავლო
პერსპექტივების
არქონას,
საცხოვრებელთან
დაკავშირებულ
პრობლემებს.
შედეგად,
აღნიშნული ტენდენცია იწვევს გამოუვლენელი და აღურიცხავი ძალადობის საქმეების
არსებობას, რომელიც სახელმწიფოს რეაგირების მიღმა რჩება.
ამ პრობლემის დასაძლევად ქვეყნები სხვადასხვა ზომებს მიმართავენ, მაგალითად,
გერმანიაში1139 სამართალდამცავ ორგანოსთან შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც
ექსპერტულად აღწერს და დოკუმენტირებას უკეთებს ძალადობის ფაქტს. მსხვერპლი, მას
შემდეგ
რაც
სათანადოდ
გაძლიერდება,
მტკიცებულებას,
ან
მტკიცებულებათა
ერთობლიობას, რომელიც წარსულში მომხდარ ძალადობის ფაქტს ეხება, წარადგენს
შესაბამისი ორგანოს წინაშე. ამგვარი პრაქტიკის შედეგად შეიძლება თავიდან ავიცილოთ
ძალადობის შემთხვევები, რომლებიც სამართალდამცავი უწყებების ყურადღების მიღმა
რჩება.
საქართველოს სახალხო დამცველისადმი მომართვისას, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები
ხშირად მიუთითებენ პოლიციელთა მხრიდან სტერეოტიპულ დამოკიდებულებაზე. მათი
ინფორმაციით,
პოლიციის
წარმომადგენლები,
რიგ
შემთხვევებში,
გამოხატულ
სოლიდარობას მოძალადის მიმართ ამჟღავნებდნენ და მსხვერპლებს თავს უხერხულად
აგრძნობინებდნენ ოჯახის წევრის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის გამო. ზოგიერთ
მსხვერპლს პოლიციის განყოფილებაში განმეორებითი მიმართვის სურვილი დაკარგული
ჰქონდა და თავის დასაცავად ალტერნატიული საშუალებების მოძებნას ცდილობდა.
აღნიშნული მიუთითებს, სამართალდამცავთა ცნობიერების ამაღლების და რეაგირების
განხორციელებისას გენდერულად მგრძნობიარე მეთოდების გამოყენების აუცილებლობაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ სამართალდამცავებისთვის გამოწვევას წარმოადგენს შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირთა
მიმართ
განხორციელებული
ძალადობის
გამოვლენა.
განსაკუთრებით ის შემთხვევები, რომლებიც ფსიქიკურ ჯანმრთელობას ეხება. აღნიშნული
პრობლემა გამოვლინდა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შესწავლილ საქმეში, სადაც
ძალადობის დასადგენად, პოლიციისთვის საკმარისი აღმოჩნდა მოძალადესთან გასაუბრება,
1139 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
<https://www.bmfsfj.de/blob/93938/7da570051cb2af391592774ca0dedcbe/gemeinsam-gegen-haeuslichegewalt-englisch-wibig-data.pdf >[ბოლოს ნანახია 2017 წლის 15 მარტს].
629
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
რომელმაც მსხვერპლის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაზე მიუთითა და ძალადობა
უარყო.
მოძალადის
პასუხისმგებლობის
საკითხი
მხოლოდ
საქართველოს
სახალხო
დამცველის მიერ გაგზავნილი წინადადების შემდგომ დადგა, რომლის მიხედვითაც მთავარ
პროკურატურას ეთხოვა გამოძიების დაწყება.
აღსანიშნავია, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მიმნიჭებელი ჯგუფის
მუშაობა დადებითად აისახება ოჯახში ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების და
მსხვერპლთათვის არსებული სერვისების ხელმისაწვდომობაზე. რიგ შემთხვევებში, ოჯახში
ძალადობის მსხვერპლები სხვადასხვა მიზეზების გამო თავს იკავებენ სამართალდამცავ
უწყებებში მიმართვისგან, მაშინ, როდესაც, მათთვის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანია
თავშესაფრის, სამართლებრივი დახმარების, იურდიული თუ სამედიცინო სერვისით
სარგებლობის შესაძლებლობისთვის.
2016 წელს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა სულ 38
პირის საქმე შეისწავლა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსი მიენიჭა 32 პირს, 5
განმცხადებელს უარი ეთქვა, ხოლო 1 საქმე განუხილველად იქნა დატოვებული, რადგან არ
შეესაბამებოდა ჯგუფის მიერ საქმის განხილვისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს.
ოჯახში ძალადობისგან დამცავი მექანიზმების შეფასება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით 2016 წელს გამოცემული
შემაკავებელი ორდერების ანალიზის თანახმად, ძალადობის ფაქტი გამოვლინდა 3012
ოჯახში, აქედან შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა 2877-ჯერ, სადაც მონაწილეობდა 5667
ადამიანი. მოძალადისა და მსხვერპლის შესახებ სტატისტიკური მონაცემების თანახმად,
მოძალადეთა 92% კაცია, ხოლო მსხვერპლთა 87% ქალი.
მსხვერპლთა ასაკობრივი გადანაწილების მიხედვით ყველაზე დიდ რისკ ჯგუფს (57%) კვლავ
წარმოადგენენ 25-44 წლამდე ასაკის ქალები და 45 წელზე მეტი ასაკის კაცები (59%).
გაცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობის მიხედვით, მსხვერპლთა ასაკობრივი
რაოდენობა 24 წლამდე კვლავ დაბალია.
630
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
კვლავ პრობლემას წარმოადგენს რეგიონებიდან დაბალი მომართვიანობა ოჯახში ძალადობის
საკითხებთან დაკავშირებით. მიმართვიანობის განსაკუთრებით დაბალი მაჩვენებელი კვლავ
რაჭა-ლეჩხუმის, სამცხე-ჯავახეთის, გურიის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებშია. ვინაიდან
აღნიშნულ რეგიონებში, ზედიზედ, რამდენიმე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით
დაბალი მიმართვიანობა ფიქსირდება, აუცილებელია ამ მონაცემის მიზეზების შესწავლა და
ცნობიერების ასამაღლებლად სპეციალური ზომების დანერგვა.
რაც შეეხება ოჯახში ძალადობის ფაქტებზე, როგორც სისხლის სამართლის დანაშაულზე
რეაგირებას, საქართველოს პროკურატურის ცნობით, 2016 წელს სსკ 111 - 1261 მუხლებით
დევნა 1356 პირის მიმართ დაიწყო. მისასალმებელია, რომ გასულ წელთან შედარებით,
631
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
თითქმის გაორმაგებულია ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების მაჩვენებელი,1140 რაც
გულისხმობს იმას, რომ ოჯახში ძალადობა, ნელა, მაგრამ თანმიმდევრულად ინაცვლებს
პირადი სფეროდან საჯარო სივრცეში.
ოჯახში ძალადობის და ქალზე ძალადობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო და
უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური დეპარტამენტი არ ახდენს გაცემული შემაკავებელი
და დამცავი ორდერების კლასიფიკაციას ძალადობის ფორმების მიხედვით.1141 შესაბამისად,
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი უწყებები მოკლებულნი არიან
შესაძლებლობას გააანალიზონ, ერთის მხრივ ძალადობის პრევალენტური ფორმები და
დაგეგმონ შესაბამისი დამცავი ღონისძიებები, და მეორეს მხრივ, მოკლებულნი ვართ
შესაძლებლობას, მოვახდინოთ ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე გატარებული
დაცვის ღონისძიებების ეფექტიანობის შეფასება.
აღსანიშნავია, რომ
შემაკავებელი ორდერის დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ
სასამართლო გადაწყვეტილებებში არ იკვეთება, იმსჯელა თუ არა სასამართლომ, ოჯახში
ძალადობის შემთხვევის განხილვისას, არასრულწლოვანის ინტერესის შელახვის ფაქტზე,
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში რისკი ძალიან მაღალია. ასევე, არ
იკვეთება,
ასეთ
შემთხვევებში
ხდებოდა
თუ
არა
სოციალური
მუშაკის
ჩართვა
არასრულწლოვანთა მდგომარეობის გამოსაკვლევად.
ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის შესაძლო გავლენა ოჯახში ძალადობასთან
2016 წელს სახალხო დამცველი განიხილავდა ოჯახში ძალადობის 20-მდე საქმეს, რომელშიც
განმცხადებლები პირდაპირ უთითებდნენ ეკონომიკურ დამოკიდებულებაზე, როგორც
მთავარ ფაქტორზე, რომლის გამოც მათ უწევდათ განგრძობითი და განმეორებითი
ძალადობის მოთმენა.
ამ პრობლემას ხაზს უსვამს „გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის“ მიერ
გამოქვეყნებული მონაცემიც, რომელიც ეხება საქართველოში ქალების წვდომას ქონებასთან.
კვლევის თანახმად, ქალებს, კაცებთან შედარებით მემკვიდრეობით ქონების მიღების ორჯერ
ნაკლები შანსი აქვთ (კოეფიციენტი: 0.50). ასევე ორჯერ ნაკლებია ალბათობა ქალის მიერ
უძრავი ან მოძრავი ქონების გამოყენების, ფლობის ან განკარგვისა, კაცებთან შედარებით.
1140 2015 წელს სსკ-ის 111 და 1261 მუხლებით დევნა 728 პირის მიმართ დაიწყო; ინფორმაცია
ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:< http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf >[ბოლოს ნანახია
2017 წლის 15 მარტს].
1141
საქართველოს უზენაესი სასამართლოს წერილი #პ-46-17; 08/02/2017 და საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს წერილი # MIA 7 1700314132; 08/02/2017.
632
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
უსახლკარობასთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზის1142 შედეგების
თანახმად, გენდერული უთანასწორობა ოჯახური ურთიერთობების დონეზე ყველაზე დიდ
ასახვას ჰპოვებს ქალებს შორის საცხოვრისის მდგომარეობაზე. ეს უკავშირდება ოჯახში
კერძო საკუთრებაზე არათანაბარ წვდომას, ოჯახში ქალების მიმართ ძალადობას და ქალებსა
და მამაკაცებს შორის საშინაო შრომის უსამართლო განაწილებას.
სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის მიერ შესწავლილი
საქმეები
ადასტურებს,
რომ,
რიგ
შემთხვევებში,
ქალები
მეუღლის
მხრიდან
განხორციელებულ ძალადობას სათანადო, მატერიალური სახსრების არარსებობის ან
ბიოლოგიური ოჯახის წევრების მხრიდან მხარდაჭერის არარსებობის გამო ითმენენ.
ამ
მხრივ ქალებისთვის დროებითი თავშესაფარი საბოლოო გამოსავალს არ წარმოადგენს,
რადგან პრობლემას მხოლოდ დროებით ხსნის, ხოლო საცხოვრებლის თუ დამოუკიდებლად
სახსრების მოპოვების შესაძლებლობა მუდმივ პრობლემად რჩება. საქმეების ანალიზიდან
იკვეთება,
რომ
ხშირია,
როდესაც
ქალებს
აიძულებენ
გაყიდონ
ან
დათმონ
მის
მფლობელობაში არსებული ქონება, კაცი ოჯახის წევრების სასარგებლოდ, ძალადობრივი
გზით ან ძალადობის მუქარით.
სამართალდამცავ ორგანოებს უჭირთ ამგვარ საქმეებში ეკონომიკური ძალადობის გამოყოფა
და მასზე გენდერული სპეციფიკურობის გათვალისწინებით მუშაობა. მსხვერპლისა და
ძალადობის ფორმის იდენტიფიცირება ერთიორად რთულდება, როდესაც საქმე ეხება
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
ქალთა
მიმართ
ეკონომიკურ
ძალადობას.
ამ
შემთხვევაში, სოციალურ სამსახურს უჭირს ადეკვატური სერვისის და დახმარების
შეთავაზება შშმ ქალებისათვის.
თ.კ.-ს საქმე
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა თ.კ.-ს მიმართ
განხორციელებული ოჯახში ძალადობის ფაქტების შესახებ. მოწოდებული ინფორმაციით,
თ.კ სისტემატიურად განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას მეუღლის
მხრიდან. განხორციელებული ძალადობის გამო, თ.კ. ოთხ შვილთან ერთად მეუღლის
სახლიდან წამოვიდა და მშობლების სახლში დაბრუნდა. თუმცა მშობლებმა მას თანადგომა
არ აღმოუჩინეს და დახმარების ნაცვლად შეიფარეს მოძალადე სიძე, რომელიც თ.კ.-სთან
შესარიგებლად მივიდა. აღნიშნულის გამო თ.კ.-ს შვილებთან ერთად მშობლების სახლის
დატოვება მოუწია და თავს საერთო საცხოვრებელს აფარებდა, სადაც ცხოვრებისთვის
შეუსაბამო პირობები იყო.
1142
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://www.scribd.com/document/329069739/>კვლევაუსახლკარობა [ბოლოს ნანახია 2017 წლის 15 მარტს].
633
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ნ. ი.-ს საქმე
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის მოწოდებული ინფორმაციით, ნ. ი.-ს
ოჯახში სისტემატიურად აქვს ადგილი ძალადობას, კერძოდ, მისი ძმა, ოჯახის წევრების
მისამართით ახორციელებს ფსიქოლოგიურ ძალადობას. ძმა ითხოვს ქონების გადაფორმებას,
ამასთან მოითხოვს კრედიტის გამოტანას და მისთვის გადაცემას. ნ.ი.-ს ოჯახში ძალადობის
ფაქტების შესახებ ინფორმირებულია, როგორც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო,
ისე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მიერ გამოცემულია რამდენიმე შემაკავებელი ორდერი, თუმცა ძალადობის პრევენცია ვერ
ხერხდება.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სერვისების შეფასება
2016 წელს საქართველოში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების 5 სახელმწიფო
დაწესებულება (თავშესაფარი) ფუნქციონირებდა, რომლის მომსახურებითაც 91-მა ქალმა და
5–მა კაცმა ისარგებლა.
თავშესაფარში
მოხვედრის
სამართლებრივი
საფუძვლებიდან
ყველაზე
დიდი
წილი
შემაკავებელი ორდერის საფუძველზე განთავსებასა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის
სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის მიერ სტატუსის მინიჭებას უკავშირდება. კვლავ
დაბალია დამცავი ორდერების გამოყენების მაჩვენებელი.
634
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
2016 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის
დეპარტამენტმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობისა და
ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრების მონიტორინგი განახორციელა, რომელიც მიზნად
ისახავდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებებში არსებული
მდგომარეობის შეფასებას.
მონიტორინგის შედეგებმა ცხადყო, რომ
ბენეფიციარები თავშესაფრის პერსონალის
მუშაობას დადებითად აფასებენ და თავშესაფარში თავს დაცულად გრძნობენ. თუმცა
გამოიკვეთა, რომ თავშესაფრებში სათანადოდ არ ხდება ბენეფიციართა შესაძლებლობების
სათანადო რეალიზება, მათი გაძლიერება და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. აქედან
გამომდინარე, თავშესაფრის დატოვების შემდეგ ბენეფიციარებს უჭირთ დამოუკიდებლად
ცხოვრების გაგრძელება და ხშირად კვლავ ძალადობრივ გარემოში უწევთ დაბრუნება.
მოუწესრიგებელია
თავშესაფრებში არსებული
ინფრასტრუქტურა
და
შეთავაზებული
სერვისების მრავალფეროვნება. მნიშვნელოვანია თავშესაფრებმა უფრო მეტი ყურადღება
მიაქციონ დაწესებულებაში განთავსებულ ბენეფიციართა ჯანმრთელობის საკითხებს.
აუცილებელია, მოხდეს ბენეფიციართა რეგულარული გეგმიური შემოწმება და მათ
ანალიზები ჩაუტარდეთ თავშესაფარში შესვლისთანავე, რათა შემცირდეს სხვადასხვა
ინფექციურ დაავადებათა გავრცელების რისკი. ასევე, საჭიროა დაიხვეწოს პროდუქტის
შესყიდვის
პრაქტიკა.
აქედან
გამომდინარე,
დახვეწას
საჭიროებს,
როგორც
შიდა
რეგულაციები, ასევე, მნიშვნელოვანი გამოწვევაა არსებულის პრაქტიკაში ეფექტიანი
განხორციელება და ამ მიმართულებით ზედამხედველობის გაძლიერება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მოქმედი
ყველა სახელმწიფო თავშესაფარი,
ძირითადად, ქალაქებშია განლაგებული, რაც შესაძლოა სოფლად მცხოვრებ ქალებს
635
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
გარკვეულ პრობლემას უქმნიდეს ხელმისაწვდომობასთან და მობილობასთან დაკავშირებით.
ამავე პრობლემას უსვამს ხაზს ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და
შედეგების შესახებ სპეციალური მომხსენებელი, დუბრავკა სიმონოვიჩი თავის 2016 წლის
ანგარიშში1143 „ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ”.
ქალთა მკვლელობები და თვითმკვლელობები (ფემიციდი)
საქართველოს სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად კვლავ არ ხდება
გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობებისა და თვითმკვლელობამდე
მიყვანის
შემთხვევათა
ანალიზი,
მათ
შორის,
ზუსტი
სტატისტიკის
წარმოება
და
ხელმისაწვდომობა.
საქართველოს სახალხო დამცველისადმი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მიწოდებული სტატისტიკური მონაცემები
არასრულია და რიგ შემთხვევებში არ შეესაბამება ერთმანეთს.1144 საქართველოს შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
მონაცემებით,1145
2016
წელს,
ოჯახში
ძალადობის
შედეგად
მკვლელობის 21 ფაქტი მოხდა, თუმცა მონაცემების მიხედვით მოკლულ ქალთა რაოდენობა
არ იკვეთება. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ინფორმაციის მოწოდება მოხდა
არასრულად,1146 იმ მიზეზით, რომ მთავარი პროკურატურის ანალიტიკური დეპარტამენტის
მიერ, შესაბამის ვადაში ვერ მოესწრო მოთხოვნილი სტატისტიკური მონაცემების დამუშავება
და ანალიზი. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატი 2017 წლის თებერვალი მარტის პერიოდში ითხოვდა სტატისტიკურ ინფორმაციას, 2016 წელს მომხდარი ფაქტების
შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოკლებულია შესაძლებლობას
წარმოადგინოს დეტალური ანალიზი და შეფასება. აღსანიშნავია, რომ დღემდე არ სრულდება
ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს
სპეციალური მომხსენებლის მოწოდება, შეიქმნას ფემიციდის შემთხვევების აღრიცხვისა და
ანალიზის ეფექტიანი სისტემა.
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი ქალთა მკვლელობის და მკვლელობის
მცდელობის საქმეები აჩვენებს, რომ პარტნიორებს ან ყოფილ პარტნიორებს შორის ძალადობა
ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. აგრეთვე, მნიშვნელოვან ყურადღებას საჭიროებს
1143
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე:< http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3867.pdf
>[ბოლოს ნანახია 2017 წლის 15 მარტს].
1144 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 18, ხოლო საქართველოს მთავარი პროკურატურის
მონაცემებით 16 შემთხვევაზე.
1145
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: <http://police.ge> [ბოლოს ნანახია: 15/03/2017].
1146 საქართველოს მთავარი პროკურატურის წერილი # 13/16346, 13/03/2017.
636
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ქალთა
თვითმკვლელობის
ის
შემთხვევები,
რომელთა
შესაძლო
მიზეზიც,
ოჯახში
სისტემატიური ხასიათის ძალადობაა. აუცილებელია სამართალდამცავმა ორგანოებმა
გამოიძიონ თვითმკვლელობამდე მიყვანის ყველა ფაქტი და იმსჯელონ
ძალადობის
მოტივზე ამგვარ საქმეებში.
სახალხო
დამცველი
2014
წლიდან
დღემდე
შეისწავლის
ხ.ჯ.-ს
და
მ.დ.-ს
თვითმკვლელობამდე შესაძლო მიყვანის ფაქტებს. დაახლოებით 3 წელია მიმდინარეობს
გამოძიება ხ.ჯ.-ს
თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, თუმცა გამოძიება ამ დრომდე
მიმდინარეობს და კონკრეტული პირის/პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა
დაწყებული არ არის. მსგავსი სურათია მ.დ-ს თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, სამი
წლის
განმავლობაში,
საქმეზე
კონკრეტული
შედეგი
არ
დამდგარა.
სამწუხაროდ,
გაჭიანურებული გამოძიება ცალსახად მიუთითებს ქალთა შესაძლო თვითმკვლელობამდე
მიყვანის საქმეების გამოძიების არაეფექტურობაზე სამართალდამცავი სტრუქტურების
მხრიდან.
სახალხო დამცველი ფემიციდის მაღალ რაოდენობას კვლავ ქალთა მიმართ და ოჯახში
ძალადობის შემთხვევებზე მონიტორინგისა და რისკის შეფასების სისტემის არარსებობას
უკავშირებს. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის
დეპარტამენტი 2016 წელს სწავლობდა ოჯახში ძალადობის შედეგად ქალთა მკვლელობის,
მკვლელობის მცდელობის და ჯანმრთელობის დაზიანების იმ საქმეებს, სადაც, საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის ფაქტამდე ინფორმირებული იყო ოჯახში
არსებული შესაძლო ძალადობის შესახებ.
შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს
უჭირთ
გენდერული
ნიშნით
ძალადობის
იდენტიფიცირება,
განსაკუთრებით,
ფსიქოლოგიური ძალადობისა და მუქარის გამოვლენა, აქცენტი მხოლოდ თვალით ხილულ
ფიზიკურ დაზიანებაზე კეთდება და რეაგირებაც სწორედ მაშინ ხდება თუ მოძალადემ
მსხვერპლი უკვე ფიზიკურად იმსხვერპლა ან დააზიანა. შესწავლილი საქმეებიდან
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ქალის განზრახ მკვლელობის ის შემთხვევა, როდესაც
ოჯახში არსებული ძალადობის შესახებ შეტყობინება პოლიციის ორგანოში მკვლელობამდე
რამდენიმე საათით ადრე დაფიქსირდა, თუმცა დანაშაულის პრევენცია ვერ მოხერხდა.
საქართველოს
შინაგან
შემთხვევებში,
რეაგირების
საქმეთა
სამინისტროდან
გამოთხოვილ
განუხორციელებლობის
მიზეზად
ინფორმაციაში,
რიგ
მსხვერპლის
მიერ
შეტყობინების გაუქმების ფაქტორია მითითებული. ასეთ შემთხვევებში სამართალდამცავი
უწყება არ ინტერესდება, რატომ გაუქმა
მსხვერპლმა შეტყობინება, ხომ არ დგას
შეტყობინების გაუქმების უკან მოძალადის მიმართ შიში ან მუქარა. განსაკუთრებით
ყურადღებას საჭიროებს ის შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავ უწყებაში მსხვერპლს
რამდენიმე შეტყობინება აქვს დაფიქსირებული და ზოგიერთ მათგანზე რეაგირებაც
637
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მომხდარია. ასეთ პირობებში, თუ მსხვერპლი მორიგი ძალადობის შესახებ ატყობინებს
სამართალდამცავებს და მოგვიანებით შეტყობინებას აუქმებს, სამართალდამცავი უწყება
აღარ სწავლობს საქმეს. აღნიშნული ფაქტორი ხაზს უსვამს, რომ მსხვერპლის მიერ
განხორციელებული თითოეული მიმართვა სამართალდამცავთა მიერ განიხილება, როგორც
ცალკე აღებული შემთხვევა და ოჯახში ძალადობის სისტემატური და განგრძობადი
ხასიათის გათვალისწინება არ ხდება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ოჯახში ძალადობის პრევენციის უზრუნველსაყოფად უბნის
ინსპექტორების როლი, რომლებსაც კონფლიქტური ოჯახების პერიოდული კონტროლი
ევალებათ. შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ სამართალდამცავი უწყება მსხვერპლის
მორიგ შეტყობინებას ელოდება და უბნის ინსპექტორების მიერ არ ხდება ოჯახში არსებული
მდგომარეობის გადამოწმება.
ზემოხსენებული პრობლემები საქართველოს სახალხო დამცველის მიერ „საქართველოს
სახალხო
დამცველის
შესახებ“
საქართველოს
ორგანული
კანონის
მე-12
მუხლის
საფუძველზე, საკუთარი ინიციატივით შესწავლილ რამდენიმე საქმეში გამოვლინდა:
კ.ი-ს საქმე
2016 წლის 13 ივლისს, კ.ი.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების
სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
111-108-ე
კოდექსის
მუხლით
გათვალისწინებული
დანაშაულის
ნიშნებით
დაიწყო.
ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გარდაცვლილის მეუღლე.1147
მკვლელობის ფაქტამდე, რამდენიმე საათით (18:59 საათი) ადრე საქართველოს შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
სსიპ
112-ის
სამსახურში
დაფიქსირდა
შეტყობინება:
ზარის
ინიციატორი (გარდაცვლილის ბებია) შვილიშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ
ძალადობაზე უთითებდა და დახმარებას ითხოვდა. მომდევნო ზარის ინიციატორი
ბრალდებულია (23:33 საათი), მისი თქმით მეუღლე მოკლა და სურდა პოლიციას
ჩაბარებოდა.
მ.ფ-ს საქმე
2016 წლის 31 მარტს, მ.ფ.-ს მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის
რაიონული სამმართველოს ურეხის პოლიციის განყოფილებაში დაიწყო. დაზარალებულის
1147
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის წერილი # 2072147; 18/08/2016.
638
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ყოფილ მეუღლეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 19-108
მუხლებით წარედგინა.1148
დანაშაულის ფაქტამდე სამართალდამცავ უწყებაში ოჯახში შესაძლო ძალადობის შესახებ 7
შეტყობინება
ფიქსირდება.
მოწოდებული
ინფორმაციით,
ვინაიდან
აღნიშნული
შეტყობინებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა, სამართალდამცავი
უწყების მხრიდან რეაგირება არ განხორციელებულა.1149
საქმეთა შესწავლისას, ასევე გამოვლინდა სსიპ სოციალური მომსახურების და საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის კოორდინაციის პრობლემა. რიგ შემთხვევებში
ძალადობის
საქმეს
ორივე
უწყება სწავლობდა, თუმცა
მათი შესწავლის
შედეგები
ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის იდენტიფიცირება
რიგ საქმეებში სოციალურმა სამსახურმა შეძლო, პოლიციის ორგანო არ იზიარებდა მათ მიერ
მოპოვებულ ინფორმაციას.
მნიშვნელოვანია, რომ მოძალადის განრიდების მექანიზმის გამოყენება პრაქტიკულად
მსხვერპლის დაცვისთვის აუცილებელ შედეგს ვერ გვაძლევს. ხშირია, როდესაც ოჯახში
ძალადობის დროს, თავად ძალადობის მსხვერპლს უწევს საცხოვრებლის დატოვება და
თავშესაფრისთვის მიმართვა. ძირითადად, მოძალადეთა გამორიდება ხდება შინაგან საქმეთა
სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანამშრომლების მიერ, ძალადობის ფაქტის მყისიერი
განმუხტვის მიზნით, დროის მცირე მონაკვეთით, თუმცა, აღნიშნული თავიდან ვერ
აგვარიდებს განმეორებით ძალადობას.
ამჟამად, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწარმოებს სტატისტიკას, თუ რამდენ შემთხვევაში
იქნა გამოყენებული განრიდება ოჯახში ძალადობის დროს. აუცილებელია, რომ შინაგან
საქმეთა სამინისტრო, ძალადობის შესახებ მონაცემების შეგროვებისას ყურადღებას აქცევდეს
და აგროვებდეს იმ ინფორმაციას, თანაცხოვრობდნენ თუ არა მსხვერპლი და მოძალადე
ერთად ძალადობის ფაქტის დადგომისას და მოხდა თუ არა მოძალადის განრიდება, რაც,
შემდგომში,
ამ
უწყებას
საშუალებას
მისცემს
სწორად
დაგეგმოს
მონიტორინგის
ღონისძიებები.
ქალთა გენიტალიების დასახიჩრება
ქალთა გენიტალიების დასახიჩრება უფლებების უკიდურესი დარღვევაა, რომელიც გავლენას
ახდენს ქალის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, ფიზიკური ხელშეუხებლობის, წამების
აკრძალვის და სხვა უფლებების განხორციელებაზე.
1148 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის
რაიონული სამმართველოს წერილი #MIA 5 16 00959424; 18/04/2016.
1149 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის წერილი # 1859144; 26/07/2016.
639
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
2016 წელს გენიტალიების დასახიჩრების შემთხვევები საქართველოს ერთ რეგიონში
გამოვლინდა.
გენიტალიების
დასახიჩრების
პრაქტიკა
გავრცელებულია,
როგორც
„ნათლობის“ რიტუალის ნაწილი, რომელიც ქალის სასქესო ორგანოს, კლიტორის მცირე
ნაწილის მოკვეთას ან ჩაჭრას გულისხმობს და სახლის პირობებში ტარდება.
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოპოვებული ინფორმაციით დადგინდა, რომ
მოსახლეობა არ ფლობს ინფორმაციას საკითხის სირთულის, რისკებისა და გართულებების
შესახებ. ასევე, არ იციან თუ რა მიზანს ემსახურება აღნიშნული პრაქტიკა და მას,
ძირითადად, ტრადიციებს ან/და რელიგიურ წეს-ჩვეულებებს უკავშირებენ.
სახალხო დამცველმა გამოითხოვა ინფორმაცია შესაბამისი სტრუქტურებიდან ქალთა
გენიტალიების
დასახიჩრებასთან
მართებულობისა
და
დაკავშირებით
მასშტაბების
ანალიზის
ჩატარებულ
მიზნით.
სამუშაოებზე
საქართველოს
მათი
მთავარი
პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული პასუხების
თანახმად1150 ქალთა გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკის წინააღმდეგ გადადგმული
ნაბიჯები ძირითადად ფაქტების შესწავლასა და მოსახლეობასთან შეხვედრებს მოიცავს,
აღნიშნული ქმედების არასამართლებრივ ხასიათთან დაკავშირებით მათი ცნობიერების
ამაღლების მიზნით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,1151 სამინისტრომ ჩაატარა ორი უწყებათაშორისი
შეხვედრა,
რომელთა
შემდეგ
დაიბეჭდა
საინფორმაციო
ბუკლეტი
„საშიში
და
ჯანმრთელობისთვის სახიფათო პროცედურების შესახებ“. ამასთან, სამინისტროს მიერ
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მათ გაითვალისწინეს კონკრეტულ თემში არსებული
რეზისტენტული მდგომარეობა საკითხთან დაკავშირებით და გარკვეული დროის მანძილზე
თემთან შეხვედრებისაგან თავს იკავებენ, თუმცა, 2017 წლის გაზაფხულიდან სამინისტრო
აპირებს ამ საკითხზე მუშაობის გაგრძელებას. ასევე, დაგეგმილია უწყებათაშორისი
სამოქმედო გეგმის შემუშავება.
სახალხო დამცველი მიესალმება იმას, რომ სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებული
ცვლილებათა პაკეტის დამტკიცების შემდეგ, კანონმდებლობაში გაწერილი იქნება ქალთა
გენიტალიების დასახიჩრების დეფინიცია. ამასთან, აუცილებელია გაძლიერდეს მუშაობა
მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
უწყებათაშორისი სამოქმედო გეგმის დროული შემუშავება, რათა განსახორციელებელი
ღონისძიებები
დაიგეგმოს
სიფრთხილით,
საუკეთესო
საერთაშორისო
პრაქტიკაზე
1150
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილი #MIA 2 17 00353071; 13/02/2017 და
საქართველოს მთავარი პროკურატურის წერილი #13/4355; 23/01/2017.
1151
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი #01/4252;
25/01/2017.
640
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დაყრდნობითა და სხვადასხვა უწყების კოორდინირებული ჩართულობით. აუცილებელია
აღნიშნული
საქმიანობა
პრაქტიკის
სიღრმისეულ
კვლევას
ეყრდნობოდეს,
სადაც
გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფაქტორის თანაკვეთა, როგორიცაა
საკითხის
გენდერული
მახასიათებლები,
ძალადობის
მსხვერპლთა
ეთნიკური
წარმომავლობა, საკითხთან დაკავშირებული სტიგმა და ხელახალი ტრავმის მიყენების
საფრთხე.
ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინება
საქართველოში ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინება კვლავ წარმოადგენს გენდერული
უთანასწორობის ერთ-ერთ შემაშფოთებელ გამოვლინებას. 2016 წელს სახალხო დამცველის
მიერ
შესწავლილი
საქმეების
ანალიზიდან
იკვეთება,
რომ
შემცირდა
ფაქტობრივი
თანაცხოვრების შემთხვევები, თუმცა გაიზარდა ნიშნობების მაჩვენებელი, რაც არანაკლებ
ზღუდავს
არასრულწლოვანთა
უფლებებს
და
უარყოფით
ასახვას
ჰპოვებს
არასრულწლოვანთა განვითარების, განათლების მიღების და თავისუფალი არჩევანის
გაკეთების შესაძლებლობაზე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 2015
წელს 611 არასრულწლოვანი პირის ქორწინება დარეგისტრირდა, ხოლო 2016 წელს მხოლოდ
5. აღნიშნული კლება სახალხო დამცველის ინიციატივით სამოქალაქო კოდექსში შესული
ცვლილების შედეგია, რაც პირდაპირი მაგალითია იმისა, რომ არსებობს გენდერული
საკითხები, რომელთა რეგულირებაშიც სახელმწიფომ შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი
შეასრულოს.
2015
წელთან
შედარებით
მცირედ,
მაგრამ
მაინც
ნაკლებია
ბავშვის
რეგისტრაციის მომენტში არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობა, რომელიც ერთი წლის
641
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
განმავლობაში 1449-დან 1278-მდე შემცირდა.1152 სამწუხაროდ, ტენდენცია, რომ ბავშვის
დაბადებისას არასრულწლოვანი მშობლების რიცხვი მკვეთრად აღემატება ადრეულ
ქორწინებასთან დაკავშირებულ მონაცემებს, 2016 წელსაც შენარჩუნებულია.1153
არასრულწლოვანთა ქორწინება მჭიდროდ არის დაკავშირებული განათლების მიღების
უფლებასთან. სამწუხაროა, რომ ხშირად არასრულწლოვნები თავს ანებებენ განათლების
მიღებას, რაც შემდგომში მოქმედებს ქალთა ეკონომიკურ თავისუფლებაზე და რაც მთავარია,
ერთი-ორად ზრდის
ოჯახში ძალადობის
რისკებს. საქართველოს
განათლებისა
და
მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად1154, ადრეული
ქორწინების მიზეზით სწავლა 2016 წელს შეწყვიტა 13-დან 17 წლამდე 115-მა მოსწავლემ
მაშინ, როდესაც 2015 წელს სწავლა 408 მოსწავლემ შეწყვიტა:
1152
იუსტიციის სამინისტროს წერილი #01/19266; 23/01/2017.
ტენდენციის შეფასებისას გასათვალისწინებელია ისიც, რომ საკანონმდებლო ცვლილებებიდან
შეფასებისთვის საკმაოდ ცოტა დროა გასული, რადგან ცვლილება რეალურად 2016 წლის მეორე
ნახევარს შეეხო.
1154
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილი #MES 3 17 00047276;
20/01/2017.
1153
642
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მიუხედავად მკვეთრად შემცირებული რეგისტრირებული ქორწინების რაოდენობისა,
პრობლემურია რეაგირების განხორციელება ფაქტობრივი თანაცხოვრებისას. საქართველოს
სახალხო
დამცველის
სამართალდამცავი
მიერ
საქმეთა
შესწავლისას
ხარვეზები
უწყების,
ისე
სოციალური
მომსახურების
ვლინდება,
როგორც
სააგენტოს
და
საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში. სოციალური
სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,1155 ამ უწყებამ 2016 წელს სულ 79
ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევა შეისწავლა.
კვლავ პრობლემას წარმოადგენს ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევაში უწყებებს შორის
კოორდინაცია. მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევებში ადრეულ ასაკში ქორწინებას თან
ახლავს: სქესობრივი დანაშაული, სწავლის მიტოვება, მშობლების მხრიდან უგულებელყოფა,
აღნიშნულ გარემოებებს, ფაქტობრივი ოჯახური ურთიერთობის არსებობის გამო, ბავშვზე
ზრუნვის სახელმწიფო დაწესებულებები და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები
არ აღიქვამენ დარღვევად, ხშირად უთითებენ ქორწინების ნებაყოფლობითობაზე ან
ტრადიციულ ფაქტორებზე და არ ატარებენ ქმედით ღონისძიებებს არასრულწლოვანის
ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად.
ადრეულ ასაკში ქორწინებისას, არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული ძალადობის
მიუხედავად, სოციალური მომსახურების სააგენტოს უჭირს მიიღოს ბავშვის ოჯახიდან
გამოყვანის გადაწყვეტილება. ასეთ დროს, სოციალური სამსახური ცდილობს დაფაროს
ოჯახში არსებული პრობლემები. სამწუხაროდ, დაფიქსირდა საგანგაშო შემთხვევები,
როდესაც
ადრეულ
ასაკში
ქორწინებისას
არასრულწლოვანის
ოჯახში
ყოფნის
სოციალური
მომსახურების
სააგენტომ,
გამართლებისთვის
ფორმალური
საფუძვლის
1155
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი #01/4054,
24/01/2017 და #01/62049, 12/08/2016.
643
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
შესაქმნელად, სავარაუდო მოძალადის (საქმროს) დედა დანიშნა მზრუნველად.
ასევე,
დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც სოციალურმა სამსახურმა ოჯახში არსებული გარემო
არასრულწლოვანისთვის კეთილსაიმედოდ და არაძალადობრივად შეაფასა მაშინ, როდესაც
არასრულწლოვანის მეუღლე სქესობრივი დანაშაულის ჩადენის გამო დამნაშავედ იქნა
ცნობილი და აღნიშნულის შესახებ სოციალური სამსახური ინფორმირებული იყო.
სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლი სრულწლოვანის 16 წლის ასაკს მიუღწეველთან
სქესობრივი კავშირის დანაშაულის ჩადენისთვის 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს, ყოველგვარი საგამონაკლისო წესის გარეშე. საქართველოს მთავარი
პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,1156 სსკ-ის 140-ე მუხლით დევნა
183 პირის მიმართ დაიწყო, მათ შორის, უმრავლესობა (161) ოჯახური ნიშნით ჩადენილი
დანაშაულია (88%).
სამწუხაროდ, საქმეთა შესწავლისას ვლინდება რომ სრულწლოვანი მამაკაცის და 16 წლის
ასაკს მიუღწეველი გოგონას ფაქტობრივი ქორწინებისას სამართალდამცავი უწყება არ
ინტერესდება შესაძლო სქესობრივი დანაშაულით. ასეთ შემთხვევაში, საკმარისია წყვილმა
განაცხადოს, რომ მათ შორის სქესობრივ კავშირს არ აქვს ადგილი, ან განაცხადონ რომ
სქესობრივ კავშირს გოგონას 16 წლის ასაკის მიღწევამდე ადგილი არ ექნება. სქესობრივი
დანაშაულის ფაქტზე გამოძიება მხოლოდ იმ შემთხვევაში იწყება, თუ გოგონა ორსულად
არის, რაც უტყუარად ადასტურებს მომხდარ დანაშაულს.
ადრეული ქორწინების, როგორც დანაშაულებრივი ქმედების და მოსალოდნელი სასჯელის
შესახებ საქართველოში ცნობიერება დაბალია. ფაქტობრივი ოჯახის შექმნის შემთხვევაში, არ
ხდება სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებული რეალური სასჯელის შეფარდება და
დამნაშავეს უფორმდება საპროცესო შეთანხმება. სამწუხაროდ, მოსახლეობაში საპროცესო
შეთანხმების
პრაქტიკა
აღქმულია,
როგორც
„ჯარიმა“
არასრულწლოვან
გოგონაზე
დაქორწინებისთვის და ზოგიერთ შემთხვევაში, მიუხედავად ქმედების დანაშაულებრიობის
შესახებ ინფორმირებულობისა, მატერიალურად შეძლებული ოჯახებისთვის მისაღებია
ჯარიმით დაკისრებულის გადახდა ასაკით პატარა გოგონაზე ქორწინების სანაცვლოდ.1157
რაც შეეხება სსკ-ის 143-ე მუხლით დასჯად ქმედებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას
(მათ შორის, ქორწინების მიზნით მოტაცებას), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,1158 2016 წელს 143-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით
1156
საქართველოს მთავარი პროკურატურის წერილი N13/16346, 13/03/2017.
სახალხო დამცველის მიერ 2015-2016 წლებში ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრები ადრეულ
ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით.
1158 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილი N 201943,26/01/2017 და N2050756, 16/08/2016.
1157
644
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
გამოძიება დაწყებულ იქნა 27 საქმეზე, ხოლო საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ
მოწოდებული მონაცემების მიხედვით,1159 ამავე მუხლით დევნა 20 შემთხვევაში დაიწყო.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ ადრეულ ქორწინებასთან ბრძოლის
მიზნით გადადგმული ნაბიჯები ეფექტურია, მაგრამ - არასაკმარისი. არ გადადგმულა
ქმედითი ნაბიჯები
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ცნობიერების
ამაღლებისთვის, რაც მნიშვნელოვანია, როგორც სქესობრივი დანაშაულის პრევენციის, ისე
ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევების შემცირებისთვის.
2016 წელს, ასევე გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საგანმანათლებლო
დაწესებულებამ დაარღვია რეფერირების დოკუმენტით გათვალისწინებული მოთხოვნები
და არ შეატყობინა შესაბამის ორგანოებს ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევის შესახებ.
რეფერირების დოკუმენტით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულების დარღვევის
შემთხვევები, ასევე გამოვლინდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან.
აღნიშნული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ადრეულ ასაკში ქორწინებების საკითხებზე
საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
წარმომადგენელების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობას.
მ.ჯ. -ს საქმე
საქართველოს სახალხო დამცველს მომართა მ.ჯ.-მ, რომელიც მიუთითებდა შვილის მიმართ
განხორციელებული ძალადობის შესახებ. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 15 წლის
მ.ჯ. დაქორწინდა 27 წლის მამაკაცზე. ქორწინების განმავლობაში გოგონა მეუღლის მხრიდან
ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. საქმის შესწავლისას
გამოვლინდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე საგანმანათლებლო
დაწესებულება ინფორმირებული იყო ადრეულ ასაკში დაქორწინების ფაქტის შესახებ.
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს,
დაქორწინებისას
რეაგირება
არ
განუხორციელებია. პოლიციის ორგანოსთვის საკმარისი აღმოჩნდა წყვილის განმარტება, რომ
მათ შორის სქესობრივ კავშირს გოგონას 16 წლის ასაკის მიღწევამდე ადგილი არ ექნებოდა.
პოლიციის ორგანომ რეაგირება მას შემდეგ განახორციელა, რაც ქორწინებიდან რამდენიმე
თვეში ხელახალი შეტყობინება დაფიქსირდა ოჯახში მეუღლის მხრიდან განხორციელებული
ძალადობის შესახებ. არც ერთ დაწესებულებას სოციალური სამსახურისთვის მომხდარი
ფაქტის შესახებ არ შეუტყობინებია.
ადრეულ ასაკში ქორწინების პრაქტიკასთან ერთად, ასევე გამოწვევას
წარმოადგენს
არასრულწლოვანი გოგონების ნიშნობა. სამწუხაროდ, ნიშნობის შემთხვევები ბავშვზე
ზრუნვის დაწესებულების და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მხრიდან
1159
საქართველოს მთავარი პროკურატურის წერილი N 08-3/506, 11/01/2017 და N13/53405, 15/082016.
645
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ყურადღებას ნაკლებად იმსახურებს. ამ შემთხვევებში მათთვის განმსაზღვრელია, რომ
დანიშნული ბიოლოგიურ
პროკურატურიდან
ოჯახში რჩება. ამავეს ადასტურებს საქართველოს მთავარი
გამოთხოვილი
ინფორმაციაც,
1501
მუხლით
გათვალისწინებულ
დანაშაულთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების შესახებ.1160 ამ მუხლით გამოძიება
2016 წელს მხოლოდ 2 შემთხვევაში დაიწყო.
ლგბტი პირთა უფლებრივი მდგომარეობა
განსაკუთრებით
მძიმეა
ლგბტი
პირთა
უფლებრივი
მდგომარეობა.
არსებული
ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობების საპასუხოდ, სახელმწიფოს მიერ, ლგბტი
პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები კვლავ
მინიმალურია და ფორმალურ ხასიათს ატარებს.
ერთის მხრივ ლგბტი პირები თავს დაცულად ვერ გრძნობენ, რადგან მაღალია მათ მიმართ
სიძულვილის გამოვლინების მაჩვენებელი, ხოლო მეორეს მხრივ, კვლავ რჩება ხარვეზები
საკანონმდებლო დონეზე, რომლებიც ლგბტი პირებს ართმევს შესაძლებლობას სხვათა
თანასწორად ისარგებლონ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულში ქვეყანაში მიღებულ იქნა რიგი საკანონმდებლო
ცვლილებები,
არასაკმარისი
და
არაეფექტურია
ამ
კანონების
პრაქტიკულად
განხორციელების საკითხი. მოსახლეობაში კვლავ მაღალია ჰომოფობიური განწყობები და
ასევე, პრობლემად რჩება ე.წ. პოლიტიკური ჰომოფობია, ანუ, პოლიტიკური სუბიექტების
მხრიდან ჰომოფობიური, სიძულვილის ენის გამოყენება, რაც უარყოფითად აისახება ლგბტი
თემის უფლებრივ მდგომარეობაზე და კიდევ უფრო აღვივებს საზოგადოების მხრიდან
აგრესიას.
ლგბტი ადამიანები საქართველოში არიან სისტემური ძალადობის, შევიწროების, დევნის,
შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი ცხოვრების ყველა სფეროში. მათ
მიმართ გამოვლენილი ძალადობა და უთანასწორო მოპყრობა ხშირად ვლინდება ოჯახში,
საჯარო სივრცესა თუ სხვადასხვა ინსტიტუციებში ფიზიკური და ფსიქოლოგიური
ძალადობის,
მარგინალიზაციის,
ბულინგის
და
სოციალური
გარიყვის
სახით.1161
სამწუხაროდ, ლგბტი ადამიანები ვერ ქმნიან საკუთარ უფლებრივ და სამართლებრივ
მდგომარეობასთან დაკავშირებულ დღის წესრიგს.
1160
საქართველოს მთავარი პროკურატურის წერილი N 1353405, 15/08/2016 და წერილი N13/6254,
30/01/2017.
1161
დეკლარაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (სოგი) საფუძველზე
დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ლგბტი პირთა უფლებრივი თანასწორობის მიღწევის შესახებ, 2016.
646
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სახელმწიფო კვლავ ვერ უზრუნველყოფს ისეთი საგანმანათლებლო სისტემის შექმნას,
რომელიც დაცლილი იქნება ჰომოფობიური და ტრანსფობიური წარმოდგენებისგან და ხელს
შეუწყობს ადრეული ასაკიდანვე ტოლერანტული ღირებულებების განვითარებას სკოლის
მოსწავლეებში. ასევე ხშირია მასწავლებლებში ჰომოფობიური განწყობები, რაც აღვივებს და
ახალისებს
ძალადობრივი
ფაქტების
მიმართ
უმოქმედობას.
განათლების
უფლების
სარგებლობის კუთხით, საქართველოს საჯარო სკოლებსა და საუნივერსიტეტო სივრცეებში
კვლავ გაბატონებულია ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობა, რაც აძლიერებს
განათლების უფლებით სარგებლობის შეზღუდვას ლგბტი თემის წევრებისთვის, ქმნის
მტრულ გარემოს და აღნიშნული სივრციდან მათ გარიყვას იწვევს.1162
ქვეყანაში შექმნილი რთული უფლებრივი მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმედ აისახება
ლგბტი საზოგადოების შედარებით მოწყვლად ჯგუფებზე, როგორიცაა მაგალითად ლბ
ქალები და ტრანსგენდერი ქალები. მათ მიმართ გამოვლენილ ჰომოფობიურ განწყობებს,
ზოგადად, ქალთა უფლებრივი კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა ერწყმის და შედეგად
ლბტ ჯგუფის წარმომადგენელთა რაოდენობა, ვინც სამჯერ ან მეტჯერ გამხდარა ძალადობის
მსხვერპლი, აღემატება გეი და ბისექსუალ ჯგუფში იგივე გამოცდილების მქონე კაცების
რაოდენობას.1163 მიუხედავად ამისაა, საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატში
არც ერთი საქმე, რომელიც ლბ ქალების მიმართ ფიზიკურ ძალადობას ეხება, არ შემოსულა,
რაც თავისთავად მიუთითებს პრობლემის დაბალ ხილვადობაზე თავად თემში. ამ
შემთხვევაში, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ლბ ქალები სახელმწიფოს მიერ რეგულირებული
ურთიერთობების მიღმა არიან დარჩენილნი და სხვა ჯგუფებთან შედარებით მათი
გამოცდილება მეტად არის უგულვებელყოფილი.
რაც შეეხება ტრანსგენდერ ქალებს, მათ მიმართ ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გამო
გამოვლენილი ძალადობის მასშტაბი იმდენად დიდია, რომ სამართალდამცავ უწყებებს
ხშირად უწევთ ამ ურთიერთობებში ჩარევა, თუმცა, 2016 წელს გაზრდილი შემთხვევების
ფონზე,
შესაძლოა
ცალსახად
ითქვას,
რომ
პოლიციას
არ
გააჩნია
ამ
ძალადობის
რეგულირების სტრატეგია, შემოიფარგლება მხოლოდ ცალკეულ ინციდენტებზე რეაგირებით
და ვერ უმკლავდება პრობლემის სისტემურ ხასიათს.
2016 წლის 17 მაისის საქმე
2016 წელს ლგბტი აქტივისტების დამოუკიდებელი ჯგუფის განცხადებით, ძალადობის
მოსალოდნელი საფრთხეებისა და სახელმწიფოს მხრიდან ღონისძიების უსაფრთხოდ
1162
ლგბტი პირთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში, ადამიანის უფლებების სწავლებისა და
მონიტორინგის ცენტრი, 2016.
1163
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:< https://ge.boell.org/ka/2016/06/17/cinascargancqobidantanascorobamde > [ბოლოს ნანახია 2017 წლის 15 მარტს].
647
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ჩატარების გარანტიების არარსებობის გამო, მათ უარი თქვეს საჯარო გამოსვლაზე, რაც უკან
გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს გამოხატვის თავისუფლების დაცვის კუთხით.
2016 წლის 17 მაისს, გამთენიისას 10 ლგბტი აქტივისტი დააკავეს. 3 მათგანი დააკავეს
მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“, ხოლო 7 – საპატრიარქოს შენობასთან,
სტენსილების ხატვისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის
გამო. დაკავებულებმა საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებს განუცხადეს, რომ
მათი დაკავება განხორციელდა უხეში ფორმებით, ყოველგვარი განმარტების გარეშე და
ჰომოფობიური ენის გამოყენებით. ლგბტი აქტივისტები უთითებდნენ, რომ ისინი დააკავეს
სამოქალაქო
ტანსაცმელში
განხორციელებულა
ჩაცმულმა
პოლიციის
პირებმა,
ავტომანქანებით.
ასევე
მათი
ტრანსპორტირება
დაკავებულების
არ
ადგილსამყოფელი
რამდენიმე საათის განმავლობაში უცნობი იყო. აღნიშნული ინფორმაციის მოძიება
გაუჭირდათ,
მათ
შორის,
სახალხო
დამცველის
რწმუნებულებს.
დაკავებულები
აღნიშნავდნენ, რომ მათთვის დაკავებისთანავე არ განუმარტავთ უფლებები და არ მიუციათ
ახლობლებთან დაკავშირების შესაძლებლობა.
შემაშფოთებელია, რომ მდგომარეობა გაუარესებულია 2015 წელთან შედარებით, როდესაც
ხელისუფლების მხრიდან უსაფრთხოების გარკვეული ზომების მიღების შემდეგ, ლგბტი
აქტივისტებს საშუალება მიეცათ აღენიშნათ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ
საერთაშორისო დღე, მიუხედავად იმისა, რომ აქციები შეზღუდული იყო დროსა და
სივრცეში.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა, მაქსიმალურად
უნდა შეუწყონ ხელი სიძულვილით განპირობებული ძალადობრივი ქმედებების პრევენციასა
და ჰომოფობიური გამოვლინებების აღკვეთას, ასევე ლგბტი ადამიანების კონსტიტუციით
გარანტირებული უფლებების და თავისუფლებების უპირობო განხორციელებას.
ტრანსგენდერი თემის ხელმისაწვდომობა სახელმწიფო სერვისებთან
მთავარ
გამოწვევას
კვლავ
წარმოადგენს
ტრანსგენდერი
პირებისთვის
სქესის
სამართლებრივი აღიარება.1164 იმის გამო, რომ ტრანსგენდერ ადამიანებს არ ეძლევათ
შესაძლებლობა სამოქალაქო დოკუმენტებში სქესის აღმნიშვნელი ჩანაწერი საკუთარი
გენდერული იდენტობის შესაბამისად შეცვალონ, ამ დოკუმენტებით სარგებლობისას
იზრდება მათი დისკრიმინაციის რისკი და არასათანადო მოპყრობის ან ძალადობის
განხორციელების ალბათობა.
1164
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:< http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3720.pdf
>[ბოლოს ნანახია 2017 წლის 15 მარტს].
648
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო დონეზე სქესის შეცვლის პროცედურული წესი
გაწერილი არ არის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი პრაქტიკა,
სქესის შეცვლის საფუძვლად ანატომიური სქესის შეცვლის ოპერაციის ცნობის წარდგენას
განიხილავს. აღნიშნული
რომლის
მიხედვითაც
წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან,
სახელმწიფოებმა
შესაძლებლობა
უნდა
მისცენ
ტრანსგენდერ
ადამიანებს ოფიციალურ დოკუმენტებში სახელისა და სქესის აღმნიშვნელი ჩანაწერი სწრაფი
და ადვილად ხელმისაწვდომი გზით შეცვალონ. ამასთან, ძალიან დიდი მნიშვნელობა
ენიჭება გაუმართლებელი შეზღუდვებისა და უხილავი/ხილული ბარიერების აღმოფხვრას,
რომელიც თან ახლავს სქესის ჩანაწერის შეცვლის პროცედურას.
საქართველოს სახალხო დამცველმა, 2015 წელს წინადადებით მიმართა საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს,
დაკავშირებული
სამოქალაქო
პროცედურული
აქტებში
წესის
სქესის
შემუშავებისა
ჩანაწერის
და
ცვლილებასთან
დამტკიცების
შესახებ.
საქართველოს სახალხო დამცველის წინადადების მიუხედავად არსებული პრაქტიკა არ
შეცვლილა
და
ტრანსგენდერ
პირთა
სამართლებრივი
მდგომარეობა
ამ
მხრივ
არ
გაუმჯობესებულა. გარდა წინადადებისა, საანგარიშო პერიოდში მომზადდა სასამართლოს
მეგობრის მოსაზრება, რომელიც აგრეთვე ეხებოდა სქესის სამართლებრივ აღიარებას.
სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ სხვადასხვა ქვეყნის
კანონმდებლობა თუ სამართლებრივი პრაქტიკა მიმართულია იმისკენ, რომ სახელმწიფოებმა
შესაძლებლობა მისცენ ტრანსგენდერ ადამიანებს ოფიციალურ დოკუმენტებში სახელისა და
სქესის აღმნიშვნელი ჩანაწერი სწრაფი, ადვილად ხელმისაწვდომი გზით შეცვალონ, ამასთან
ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება გაუმართლებელი შეზღუდვების აღმოფხვრას, რომელიც
თან ახლავს სქესის ჩანაწერის შეცვლის პროცედურას. მაგალითად, ევროპის ფუნდამენტურ
უფლებათა სააგენტოს გამოკითხვამ აჩვენა, რომ ტრანსგენდერი ადამიანები უფრო მეტად
ექვემდებარებიან დისკრიმინაციულ მოპყრობას, განსაკუთრებით სამუშაოს ძიებისას, ვიდრე
ლგბ პირები. გამოკითხულ ტრანსგენდერ რესპონდენტთა თითქმის ყოველ მესამე (30%) პირს
გამოუცდია დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე, რაც ფაქტობრივად, 2-ჯერ აღემატება ლგბ
ჯგუფში დისკრიმინაციულ გამოცდილებებს.1165
რაც შეეხება ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობას, 2015 წელს ტრანსგენდერი ადამიანების
მდგომარეობის შესახებ წარმოებულ კვლევაში რესპონდენტების უმეტესობა აცხადებს, რომ,
მათი აზრით, საქართველოში ექიმებს ტრანსგენდერი ადამიანებისადმი უარყოფითი
1165
ლგბტ პირთა კვლევა ევროპაში, 2014, ძირითადი მიგნებები, გვ.29.
649
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დამოკიდებულება აქვთ და ეს ერთ-ერთი ბარიერია იმისათვის, რომ ტრანსგენდერმა
ადამიანებმა ხარისხიანი ჯანდაცვის მომსახურება მიიღონ.1166
სახალხო დამცველი მიიჩნევს რომ აუცილებელია ამ პრობლემის სწრაფი და ეფექტური
გადაწყვეტა, რაც მოიცავს სამედიცინო პროცედურებისა და სქესის სამართლებრივი
აღიარების
ერთმანეთისგან
გამიჯვნას.
სქესის
შესახებ
ჩანაწერის
ცვლილება
დამოუკიდებელი უნდა იყოს ტრანსგენდერი ადამიანის მიერ ჩატარებულ სქესის შეცვლის
ოპერაციისაგან და მის მიერ განვლილ ჰორმონალური/მედიკამენტოზური თერაპიისაგან.
გენდერული ძალადობა ლგბტი თემის მიმართ
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი განცხადებები ნათლად
წარმოაჩენს ჯგუფის მიმართ არსებულ ძალადობრივ რეალობას. რაც ადასტურებს იმ ფაქტს,
რომ ლგბტი ჯგუფის მიმართ დამოკიდებულები არათუ უბრალოდ იცვლება ნეგატიურისკენ,
არამედ აისახება კიდევაც ჯგუფის წევრების მიმართ მასობრივ ძალადობაში.1167
აღიარებულია, რომ ძალადობრივი და ჰომო/ბი/ტრანსფობიური გარემო ლგბტი თემს
უხილავ სოციალურ ჯგუფად აქცევს და პირდაპირ გავლენას ახდენს არა მხოლოდ ამ
ადამიანების
კეთილდღეობასა
და
ჯანმრთელობაზე,
არამედ
ხელს
უშლის
მათ
თვითრეალიზებაში ინდივიდუალურ, ინტერპერსონალურ და პოლიტიკურ დონეზე.1168
ოჯახში
ძალადობის
გამოცდილებების
კვლევა
ევროპის
ფუნდამენტურ
უფლებათა
სააგენტოს (FRA) 2014 წლის გამოკითხვის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენდა.1169
გამოკითხულ რესპონდენტთა 7%-მა მიუთითა, რომ სიძულვილით მოტივირებული
სერიოზული ძალადობრივი ინციდენტები ხდებოდა მათი ოჯახის წევრების მხრიდან.
ამასთან, ქალი რესპონდენტები ოჯახში ძალადობის ბევრად მეტ შემთხვევას მიუთითებენ,
ვიდრე კაცი რესპონდენტები. რესპონდენტთა მხოლოდ 5% იყო გეი ან ბისექსუალი მამაკაცი.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2016 წელს ოჯახში ძალადობის
მსხვერპლთა თავშესაფრებში განხორციელებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ თავშესაფრის
არა
აქვს
შესაბამისი
ურთიერთობისას
და
მათი
პერსონალს
ცოდნა
ცნობიერების
და
გამოცდილება
ამაღლებისკენ
ლგბტი
მსხვერპლთან
მიმართული
ტრენინგები
ძირითადად ტარდება ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მიმართულებით.
1166
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
<http://women.ge/data/docs/publications/WISG_Transgender_survey_2015.pdf >[ბოლოს ნანახია 2017 წლის
15 მარტს].
1167 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://ge.boell.org/ka/2016/06/17/cinascargancqobidantanascorobamde >[ბოლოს ნანახია 2017 წლის 15 მარტს].
1168 დეკლარაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (სოგი) საფუძველზე
დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ლგბტი პირთა უფლებრივი თანასწორობის მიღწევის შესახებ, 2016.
1169 ლგბტ პირთა კვლევა ევროპაში, 2014, ძირითადი მიგნებები, გვ.64
650
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში 2016 წელს შემოსული განცხადებებიდან
მხოლოდ 1 საქმე ეხებოდა ოჯახში ძალადობას, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვანი,
სექსუალური ორიენტაციის გამო, მშობლების მხრიდან ძალადობას განიცდიდა. სოციალური
დაცვის სამსახურმა არასრულწლოვანი ოჯახიდან გამოიყვანა და მინდობით აღზრდაში
განათავსა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილ არაერთ საქმეში ლგბტი
თემის წარმომადგენლები პოლიციელების მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ჩადენის
ფაქტებზე
საუბრობენ.
რიგ
საქმეებში
მითითებულია,
პოლიციელების
მხრიდან
დამამცირებელი მოპყრობის, ჰომოფობიური დამოკიდებულების, სიტყვიერი და ფიზიკური
შეურაცხყოფის, გულგრილობის ფაქტების შესახებ.
განცხადებებში, სადაც პოლიციის
წარმომადგენლების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების
შესახებ იყო მითითებული, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შემდგომი
რეაგირების
განხორციელება
ეთხოვა
საქართველოს
პროკურატურას.
ამ
ეტაპზე,
მიმდინარეობს გამოძიება შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების გამოსავლენად.
ლგბტი
თემის
წარმომადგენლები,
ადმინისტრაციული
დაკავებისას
ზოგიერთ
განცხადებაში
ჩადენილ,
სავარაუდო,
ასევე
უთითებენ
გადაცდომებზე,
მათი
კერძოდ,
განმცხადებლები აღნიშნავენ, რომ რიგ შემთხვევებში, დაკავებისას მათ არ განემარტებოდათ
დაკავების საფუძველი, არ ეძლეოდათ ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა და სხვა.
უნდა
აღინიშნოს,
ის
შემთხვევებიც,
როდესაც
ლგბტი
თუმცა
მათ
ადმინისტრაციული
წესით
დააკავეს,
სამართალწარმოება
შეწყდა
სასამართლოს
თემის
წარმომადგენელები
მიმართ
ადმინისტრაციული
გადაწყვეტილებით,
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის არარსებობის გამო.
სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის არაერთ საქმეზე სასამართლოს
მიერ საქმისწარმოების შეწყვეტა მიანიშნებს, რომ საჭიროა პოლიციელების უნარ-ჩვევების
ამაღლება
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
დაკავშირებით.
სამართალდარღვევის
დასადასტურებლად
ამასთან,
მათ
უნდა
იდენტიფიცირებისა
მტკიცებულებების
ესმოდეთ
რომ
და
მოპოვების
საკითხთან
ადმინისტრაციული
დაკავების
უფლებამოსილება დაუსაბუთებლად და თვითნებურად არ უნდა იყოს გამოყენებული.
საზოგადოებაში არსებული განწყობით წახალისებულია ლგბტი თემის მიმართ ძალადობის
ჩადენა. აღნიშნულის გათვალისწინებით გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ცნობიერების
ამაღლების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას, ამასთანავე დისკრიმინაციის მოტივით
ლგბტი
თემის
მიმართ ჩადენილი
დანაშაულების
დროულ
და
ანგარიშვალდებულ
გამოძიებას და დამნაშავე პირისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი
პასუხისმგებლობის
დანაშაულის
651
დაკისრებას,
პრევენცია.
რამაც
შესაძლოა,
სამართალდამცავი
უწყების
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
გარკვეულწილად,
მოახდინოს
წარმომადგენელების
მხრიდან
განხორციელებულ
დარღვევებზე
რეაგირების
განუხორციელებლობა
ახალისებს
დისკრიმინაციულ საქციელს, ხოლო ლგბტი თემს აკარგვინებს ნდობას სამართალდამცავი
უწყებების მიმართ.
გ.ტ.-ს ჯ.ც.-ს გ.უ. -ს და თ.მ.-ს საქმე
განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ტრანსგენდერ პირებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა
მოქალაქე,
რის
გამოც
გამოიძახეს
საპატრულო
პოლიცია.
საპატრულო
პოლიციამ
ინციდენტის მონაწილე ორივე მხარის წარმომადგენელები დააკავა და მათ წვრილმანი
ხულიგნობის ჩადენაში დებდა ბრალს. განმცხადებელი გ.ტ უთითებდა, რომ დაკავებისას არ
განემარტათ
უფლებები, ამასთან პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და
ფიზიკურ შეურაცხყოფას.
გ.ტ. პოლიციის
მიერ
ხელწერილის
საფუძველზე
იქნა გათავისუფლებული,
ხოლო
სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე წარმოება ტრანსგენდერი
პირების ჯ.ც.-ს
გ.უ.-ს და თ.მ.-ს მიმართ შეწყდა (არ დადასტურდა მათი მხრიდან
სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი).
პოლიციელების მხრიდან შესაძლო სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების
ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
ტრანსგენდერი ქალების დაკავების საქმე
განცხადების თანახმად, 2016 წლის 25 ივნისს, ღამის საათებში გმირთა მოედნის მიმდებარე
ტერიტორიაზე, ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მან სხეულის დაზიანება
მიიღო. კერძოდ, თავდამსხმელმა მას მარჯვენა მკლავზე ჭრილობები ლურსმნიანი ჯოხით
მიაყენა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, თუმცა
სამართალდამცავებს არც დამნაშავის დაკავება უცდიათ და არც სხვა სახის რეაგირება
განუხორციელებიათ. აღნიშნული ფაქტის გასაპროტესტებლად დანაშაულის ადგილას
შეკრებილმა ტრანსგენდერმა ქალებმა ხელახლა გამოიძახეს ეკიპაჟი და მოითხოვდნენ მათგან
დანაშაულზე რეაგირებას. მეორე გამოძახებაზე გამოცხადებულმა ეკიპაჟმა ტრანსგენდერი
ქალების პროტესტი სამართალდარღვევად ჩათვალა, ოთხი მათგანი დააკავა და შესაბამის
განყოფილებაში გადაიყვანა. პოლიცია დაკავებულებს 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173ე (სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი
დაუმორჩილებლობა) მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებოდა.
სასამართლოს
მიერ
სამართალდარღვევის
652
საქმისწარმოება
ჩადენა),
ხოლო
შეწყდა
2
პირის
დანარჩენი
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მიმართ
პირების
(არ
დადასტურდა
მიმართ
სასამართლოს
გადაწყვეტილება უცნობია. (სავარაუდოდ, მათ მიმართაც შეწყდა წარმოება; ინფორმაციის
გამოთხოვისას პოლიციას არ ჰქონდა აღნიშნული ინფორმაცია).
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, როგორც ტრანსგენდერი ქალის ცემის, ისე პოლიციების
მხრიდან განხორციელებულ, შესაძლო სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების
ფაქტზე.
ზ. შ.-ს საქმე
განცხადების თანახმად, 2016 წლის 14 ოქტომბერს ტრანსგენდერ პირს თავს დაესხნენ
ჰომოფობიურ
ნიადაგზე
და
მრავლობითი
დაზიანებები
მიაყენეს.
მოწოდებული
ინფორმაციით, დაზიანებები დაზარალებულს ცივი იარაღით და ბლაგვი საგნით აქვს
მიყენებული. ზ. შ. მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. პროკურატურის მიერ
მოწოდებული
ინფორმაციით
აქტიურად
მიმდინარეობდა
საგამოძიებო
მოქმედებები
სიძულვილის მოტივის გამოსაკვეთად, თუმცა აღნიშნული, გამოძიების მოცემულ ეტაპზე არ
გამოვლინდა და გრძელდება გამოძიების პროცესი.
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას:
ხელი შეეწყოს აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე გენდერული მეინსტრიმინგის
განხორციელებას, სამინისტროებში სპეციალური სტრუქტურული ერთეულების შექმნის ანდა
გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირების განსაზღვრა/დამტკიცებით
სამთავრობო უწყებებში ხელი შეეწყოს გენდერული თანასწორობის საკითხებზე შიდა
ინსტიტუციური პოლიტიკის დოკუმენტების (სტრატეგია, სამოქმედო გეგმა, კონცეფცია)
შექმნასა და განხორციელებას
იწარმოოს
და
სტატისტიკა
გაანალიზდეს
ქალთა
დასაქმებულთა
თანამდებობრივი
გენდერული
დაწინაურების
ნიშნით
სეგრეგირებული
ხელშემშლელი
ბარიერების
გამოსავლენად და აღმოსაფხვრელად
გენდერული თანასწორობის საკითხებზე არსებულ სამოქმედო გეგმებსა და სტრატეგიებში
განისაზღვროს
უფლებადამცველი
ქალების
უფლებრივი
მდგომარეობის
დაცვის
ღონისძიებები, მათ შორის გაეროს გენერალური ასამბლეის A/RES/53/144 რეზოლუციის
განხორციელების საკითხები
განახლდეს ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესებისაკენ მიმართულ ცვლილებებზე
მუშაობა
და
შეიქმნას
საკანონმდებლო
გარანტიები,
რომლებიც
მიმართული
იქნება
სპეციფიკურად ქალი დასაქმებულების გენდერული ჩაგვრის წინააღმდეგ
დაიწყოს შესაბამისი პროცედურები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183-ე დედობის
დაცვის კონვენციის ხელმოწერისა და შემდგომი რატიფიცირების მიზნით
653
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
განისაზღვროს მრავალშვილიანი მშობლის დეფინიცია და
განხორციელდეს შესაბამისი
საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება
პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელდეს ქალთა მიმართ და ოჯახში
ძალადობის შემთხვევების შესახებ სრულყოფილი, დეტალური სტატისტიკის წარმოება და
მისი ანალიზი, მათ შორის, შეგროვდეს ქალთა მკვლელობების და თვითმკვლელობამდე
მიყვანის შემთხვევების სტატისტიკური მონაცემები და გაანალიზდეს ფაქტის ირგვლივ
არსებული საჭირო მონაცემები
ქალის
გენიტალიების
დასახიჩრების
პრაქტიკასთან
დაკავშირებით,
დროულად
განხორციელდეს უწყებათაშორისი სამოქმედო გეგმის შემუშავება
სამთავრობო სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში სრულყოფილად ასახოს შესაბამისი
უწყებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები სექსუალური ორიენტაციისა და
გენდერული იდენტობის საფუძველზე ძალადობის დასაძლევად და ხელი შეეწყოს მის
განხორციელებას
საქართველოს პარლამენტს:
გათვალისწინებულ იქნეს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის და
ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ სპეციალური
მომხსენებლის რეკომენდაციები სავალდებულო კვოტირების მექანიზმის შემოღებასთან
დაკავშირებით
განისაზღვროს
სექსუალური
შევიწროების
დეფინიცია
და
შემუშავდეს
ადეკვატური
სანქციების სისტემა
გაძლიერდეს გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს საქმიანობა, საქართველოს
კანონმდებლობაში გენდერული თანასწორობის საკითხების ასახვისა და საერთაშორისო
სტანდარტების/რეკომენდაციების ეფექტიანი განხორციელების მიმართულებით
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს:
გაძლიერდეს
გენდერული
თანასწორობის
საკითხებზე
პასუხისმგებელი
პირების
უფლებამოსილება, საქმიანობის არეალი და რესურსები; ხელი შეეწყოს საკრებულოს დონეზე
გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნასა და მდგრადობას
იწარმოოს
და
სტატისტიკა
გაანალიზდეს
ქალთა
დასაქმებულთა
თანამდებობრივი
გენდერული
დაწინაურების
ნიშნით
სეგრეგირებული
ხელშემშლელი
ბარიერების
გამოსავლენად და აღმოსაფხვრელად
ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს გენდერული
თანასწორობის
საკითხების
ინტეგრირებას
და
ქალთა
უფლებრივი
მდგომარეობის
გაუმჯობესებისაკენ მიმართული მიზნობრივი პროგრამების განხორციელებას, მათ შორის,
მარტოხელა
მშობლებისთვის,
მრავალშვილიანი
ოჯახებისა
და
ოჯახში
ძალადობის
მსხვერპლთათვის
უზრუნველყოფილ
იქნას
სოფლის
განვითარების
პროგრამებისა
თუ
თემისათვის
პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების ყველა ეტაპზე
ქალთა ჩართულობა და მონაწილეობა
654
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს:
გაძლიერდეს
ქალთა
ინიციატივების
უფლებრივი
ინტეგრირება
მდგომარეობის
ადგილობრივი
გაუმჯობესებისკენ
მუნიციპალიტეტების
მიმართული
განვითარებაზე
ორიენტირებულ პროექტებში
ხელი
შეეწყოს
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოებს
შორის
გენდერული
თანასწორობის საკითხებზე არსებული კარგი პრაქტიკების გაზიარებას და ერთიანი
მიდგომების დამკვიდრებას
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
უფლებადამცველი ქალების მიმართ არსებული შესაძლო უფლებადარღვევის შემთხვევაში
ჩამოყალიბდეს მგრძნობიარე მიდგომა და გათვალისწინებული იქნას მათი საფრთხის
რეალური აღქმა, საქმიანობიდან გამომდინარე, არსებულ მომატებულ რისკთან ერთად
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში უზრუნველყოს
თანამშრომლების
ძალადობასთან,
გადამზადება.
ადრეულ
კერძოდ,
უზრუნველყოს
ქორწინებასთან,
ქალთა
ტრეფიკინგთან,
გენიტალიების
ოჯახში
დასახიჩრებასთან,
სექსუალურ ორიენტაციასთან, გენდერულ იდენტობასთან და სქესობრივ მახასიათებელთან
დაკავშირებული საკითხების ჩართვა პოლიციის თანამშრომელთა სასწავლო გეგმაში
შეიქმნას სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეული, რომელიც უშუალოდ იქნება
პასუხისმგებელი გენდერული ნიშნით ჩადენილ და ოჯახში ძალადობის დანაშაულებთან
დაკავშირებულ საკითხებზე
მონიტორინგი გაეწიოს ოჯახში ძალადობის შემთხვევის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომლების მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განუხრელ
შესრულებას
დაიხვეწოს შემაკავებელი ორდერის ოქმში ინფორმაციის შევსების სტანდარტი
ხელი შეეწყოს დაცვის ღონისძიებების, მათ შორის განრიდების მექანიზმის, ეფექტიან
გამოყენებას, ამასთან განხორციელდეს რეაგირების შემდგომი მონიტორინგი
გაუმჯობესდეს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის სტატისტიკური
მონაცემების ანალიზი, კერძოდ, გაანალიზდეს სსიპ 112–ის სამსახურში შესაძლო ოჯახში
ძალადობის და ოჯახური კონფლიქტის შესახებ მიღებული შეტყობინებები, დამცავი
ღონისძიებები, ძალადობის სხვა შემთხვევები
გაძლიერდეს
კოორდინაცია
სსიპ
სოციალური
მომსახურების
სააგენტოსთან
ოჯახში
ძალადობის და ადრეულ ასაკში ქორწინების საქმეთა შესწავლისას
უზრუნველყოს ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე რეაგირების სახელმძღვანელო
პრინციპების შემუშავება და უბნის ინსპექტორის როლის გაძლიერება ადრეულ ასაკში
ქორწინების და ადრეულ ასაკში ნიშნობის ყველა შემთხვევაზე, მოხდეს მშობლების მხრიდან
განხორციელებული ოჯახში შესაძლო ძალადობის - უგულებელყოფის საქმის შესწავლა
ითანამშრომლოს
ლგბტი
არასამთავრობო
ორგანიზაციებთან
ორგანიზაციებთან
თუ
და
აღნიშნულ
საინიციატივო
თემაზე
ჯგუფებთან,
მომუშავე
სხვა
გამოცდილების
გაზიარების, დანაშაულთა პრევენციისა და სამართალდამცავი სისტემის მიმართ ნდობის
გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით
655
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
დაინერგოს ტრანსგენდერი პირებისთვის სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების
მიერ გაცემულ ყველა ძირითად დოკუმენტში, მათი გენდერული იდენტობის ასახვის სწრაფი,
გამჭვირვალე
და
ხელმისაწვდომი
პროცედურა.
მნიშვნელოვანია,
რომ
მითითებული
პროცედურა მკაფიოდ იყოს გამიჯნული სამედიცინო ტრანზაქციის პროცესისგან
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:
დაჩქარდეს
ორსულობის,
მშობიარობისა
და
ბავშვის
მოვლის
გამო
შვებულებით
სარგებლობისა და თანმდევი გასაცემლის მიღების წესის დამტკიცება, რათა გამოირიცხოს
სქესის ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები
დაინერგოს მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობლების დახმარებისაკენ მიმართული
ღონისძიებები,
მათ
შორის,
მოხდეს
სოციალური
შეღავათების
არსებულ
სისტემაში
გათვალისწინება, განხორციელდეს მარტოხელა და მრავალშვილიანი დედების შესახებ
სრულყოფილი სტატისტიკური ინფორმაციის შექმნა და გაანალიზება
უმოკლეს ვადაში
განხორციელდეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და
გოგონებისთვის ფსიქო-სოციალური სერვისებით უზრუნველყოფა
დაიგეგმოს და განხორციელდეს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები
რეპროდუქციულ
მოსახლეობის
და
სქესობრივ
ცნობიერების
ჯანმრთელობასა
ამაღლებას
და
უფლებებზე,
კონტრაცეპტივების
ხელი
გამოყენებისა
და
შეეწყოს
ოჯახის
დაგეგმვის სერვისებზე, მათ შორის სოფლის ამბულატორიების აქტიური ჩართულობით
დაიგეგმოს და განხორციელდეს გენდერული ნიშნით სქესის სელექციის პრევენციული
ღონისძიებები, მათ შორის საინფორმაციო–საგანმანათლებლო შეხვედრები საქართველოს
რეგიონებში
სრულყოფილად
იქნეს
შესწავლილი
ადრეულ
ასაკში
ქორწინების
ფაქტები
და
განხორციელდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება, მათ შორის, ადრეულ
ასაკში ქორწინების და ნიშნობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში გაიმართოს მსჯელობა
მშობლის პასუხისმგებლობის, ბავშვის საუკეთესო ინტერესების საკითხზე,
ბავშვის დანიშნვნის შემთხვევაში, ოჯახს გაეწიოს კონსულტირება ნიშნობის და ადრეულ
ასაკში ქორწინების უარყოფითი ასპექტების შესახებ, უზრუნველყოფილ იქნეს საქმეში
ფსიქოლოგის ჩართულობა, რათა გამოირიცხოს შემდგომში იძულებითი ქორწინება
დაარეგულიროს სამედიცინო ტრანზაქციის პროცესი ისე, რომ ტრანსგენდერ და ინტერსექს
ადამიანებს
ჰქონდეთ
ეფექტიანი
ხელმისაწვდომობა
საყოველთაოდ
აღიარებული
სტანდარტების შესაბამის სამედიცინო მომსახურებაზე და ამ პროცესთან დაკავშირებული
ხარჯები ანაზღაურდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სადაზღვევო პოლისების ფარგლებში
მიიღოს და დანერგოს საერთაშორისო კლინიკური სახელმძღვანელო პრინციპები, რომელიც
ორიენტირებული იქნება ტრანსგენდერ, ტრანსსექსუალ, ინტერსექს და გენდერულად
არაკონფორმულ
ადამიანთა
საჭიროებებზე,
ხარისხიან ჯანდაცვაზე
656
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
უზრუნველყოს
მათი
ხელმისაწვდომობა
უზრუნველყოფილ იქნეს, საქმეთა რაოდენობის შესაბამისად, სოციალური მუშაკების
რესურსის
გაზრდა,
მათი
გადამზადება
გენდერულ
და
სექსუალურ
ძალადობასთან
დაკავშირებით და მათთვის შესაბამისი სამუშაო პირობების გაუმჯობესება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს:
დროულად
განხორციელდეს
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში
სამოქალაქო
თავდაცვის სწავლება
დაინერგოს სკოლის მოსწავლეთათვის რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობისა და
უფლებების ძირითადი საკითხების სწავლება, მოეწყოს სასემინარო სწავლებები სკოლის
მოსწავლეთათვის
რეპროდუქციული
და
სქესობრივი
ჯანმრთელობის
საკითხებზე
ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობით
უზრუნველყოს მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლება ადრეულ ასაკში ქორწინების და
ადრეულ ასაკში ნიშნობის საკითხებთან დაკავშირებით არსებულ ვალდებულებებზე და
რეაგირების პროცედურის სავალდებულო შესრულებაზე
მონიტორინგი გაეწიოს ბავშვთა მიერ სკოლის მიტოვების მიზეზების აღრიცხვის სისტემის
წარმოებას, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც
იკვეთება მსგავსი შემთხვევების აღრიცხვიანობის ხარვეზები
სოციალურ სამსახურთან თანამშრომლობით გააქტიურდეს მუშაობა იმ არასრულწლოვნების
სასწავლო პროცესში ხელახლა ჩასართავად, რომლებმაც სწავლა ადრეულ ასაკში ქორწინების
ან ნიშნობის გამო შეწყვიტეს
საქართველოს პროკურატურას:
მიღებულ
იქნას
პრევენციული
ზომები
ფემიციდის,
ქორწინების
იძულებისა
და
არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის შემცირების/თავიდან აცილების მიზნით, ამასთან,
განხორციელდეს ეფექტიანი რეაგირება ყველა მომხდარ შემთხვევაზე
შექმნას რეგულარული სამუშაო ფორმატები ლგბტი ორგანიზაციებთან და აღნიშნულ
თემატიკაზე მომუშავე სხვა ჯგუფებთან თუ ორგანიზაციებთან დანაშაულთა ეფექტიანი
პრევენციისა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის გაძლიერების მიზნით
ხელი შეეწყოს სტატისტიკის წარმოებას, ანალიზს და თემატური კვლევების განხორციელებას
ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით
ადამიანით
ვაჭრობის
(ტრეფიკინგის)
მსხვერპლთა,
დაზარალებულთა
დაცვისა
და
დახმარების სახელმწიფო ფონდს:
მოხდეს ბენეფიციართა და მათზე დამოკიდებულ პირთა ჯანმრთელობის სრული შემოწმება
თავშესაფარში მიღებისთანავე, რათა თავიდან იქნას აცილებული დაავადებათა შემდგომი
გავრცელება და ამასთან ,უზრუნველყოფილი იყოს დროული მკურნალობა
დაიხვეწოს თავშესაფრის ფიზიკური გარემო შშმ პირთა მომსახურებისთვის, ადაპტირდეს
შენობები, რათა მაქსიმალურად იყოს მიახლოებული სავალდებულო სტანდარტებს
657
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
უზრუნველყოფილ
იქნას
თავშესაფრის
ადგილმდებარეობის
იმგვარად
შერჩევა,
რომ
შესაძლებელი იყოს თავშესაფრით მოსარგებლე პირთა კონფიდენციალობის, პირადი სივრცისა
და უსაფრთხოების დაცვა
გადაიხედოს თავშესაფრების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და საგანმანათლებლო
პროგრამები, მეტი დრო და რესურსი დაეთმოს სარეაბილიტაციო პროგრამებისა და
აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას, აღნიშნული პროგრამები გახდეს მეტად
ინკლუზიური
უზრუნველყოს
სახელმწიფო
თავშესაფრებში
დასაქმებული
პერსონალის
ადეკვატური
გადამზადება გენდერული და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დახმარებისა და
გაძლიერების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და სქესობრივი
მახასიათებლების შესახებ
საზოგადოებრივ მაუწყებელს
გააზრებულ იქნეს
მნიშვნელობა
ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხების
და გადაცემების დაგეგმვისას თავიდან იქნას აცილებული სექსისტური და
დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი კონტექსტი.
658
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
20. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი
მდგომარეობა
შესავალი
2016 წელს ორი წელი შესრულდა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების კონვენციის (შემდგომში კონვენცია) რატიფიცირებიდან. მიუხედავად ამისა,
დღის წესრიგში კვლავ დგას კონვენციის ეფექტიანი განხორციელების მიმართულებით
არსებული გამოწვევები. სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად არ
მომხდარა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება
არსებითი ცვლილებები არ განხორციელებულა ეროვნული კანონმდებლობის კონვენციის
მოთხოვნებთან შესაბამისობის თვალსაზრისით. საკანონმდებლო აქტების ნაწილი, გარდა
იმისა, რომ არ არის თანხვედრაში კონვენციის მიდგომებთან, ეწინააღმდეგება კიდეც მას.
კვლავ გვხვდება ისეთი ტერმინები, როგორიცაა: უნარშეზღუდული1170, დაინვალიდება1171.
საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს "გონივრული მისადაგებისა" და "უნივერსალური
დიზაინის" ცნებებს.
გამოწვევას წარმოადგენს კონვენციის აღსრულების ქმედითი და ეფექტიანი მექანიზმის
შექმნა,
რომლის
საბოლოო
სახით
ფორმირება
მნიშვნელოვანია
განხორციელებაზე
პასუხისმგებელ უწყებებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფისთვის.
კონვენციის პრაქტიკაში განხორციელების მიმართულებით არსებული ხარვეზებიდან
აღსანიშნავია, სოციალური მოდელის დანერგვის პროცესის შეფერხება. სამწუხაროდ,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭება კვლავ ინდივიდის
სამედიცინო დიაგნოზის საფუძველზე ხდება.
1170
საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსი დანართიN2.
<http://police.ge/files/2016/%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98
%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A
1%20%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98.pdf>
1171
საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ მუხლი 3, „ტ1“
<https://matsne.gov.ge/ka/document/view/29980>
საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ მუხლი 485
<https://matsne.gov.ge/ka/document/view/29248>
საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“ მუხლი 12, მუხლი 25
<https://matsne.gov.ge/ka/document/view/16978>
659
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სახელმწიფოს წინაშე არსებულ ერთ–ერთ მთავარ გამოწვევად რჩება შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა, სათანადო საცხოვრებლის უფლების
რეალიზება და დასაქმება. ამასთან, კვლავ პრობლემას წარმოადგენს ფიზიკური გარემოს,
ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ინფორმაციის მისაწვდომობის უზრუნველყოფა.
საჯარო დაწესებულებების, მათ შორის სამინისტროების უმრავლესობა არ იყენებს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ინფორმაციის/სერვისების ადეკვატური
ფორმით
მიწოდების
საშუალებებს.
არ
ხდება
ვებ–გვერდების
მოდერნიზებასა
და
ადაპტირებაზე ზრუნვა.
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა“, რომელიც
ყოველწლიურად მტკიცდება და მის ერთ-ერთ მიზანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირების, მათ შორის ბავშვების, სოციალური ინტეგრაცია და მათი საზოგადოებრივი
ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ჩართვა წარმოადგენს, სრულად ვერ ფარავს სამიზნე
ჯგუფების საჭიროებებს და გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას.
ხარვეზებით მიმდინარეობს ინკლუზიური საგანმანათლებლო პროცესი. შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე ბავშვების მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით რეგიონებში, არ
არის ჩართული აღნიშნულ პროცესში. ამასთან, გამოწვევაა სწავლების ხარისხი და
უწყვეტობა.
არასაკმარისია დასაქმების კუთხით არსებული სახელმწიფო პროგრამები. გამოწვევას
წარმოადგენს მცირერიცხოვანი პროგრამების ეფექტური იმპლემენტაციაც. სახელმწიფოს
მიერ დასაქმების კუთხით გატარებული სხვადასხვა ღონისძიებების არაეფექტურობაზე
მეტყველებს დასაქმებულ შშმ პირთა დაბალი რაოდენობა. 2016 წლის მონაცემებით საჯარო
სექტორში დასაქმებული იყო 52 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი,1172 ხოლო კერძო
სექტორში დასაქმებულ პირთა რაოდენობა შეადგენდა მხოლოდ 32–ს.
ქვეყანაში
არ
ხდება
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირთა
შესახებ
საჭირო
სტატისტიკის წარმოება და ანალიზი, რაც უზრუნველყოფდა კონვენციის ეფექტური
განხორციელებისათვის აუცილებელი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას,1173
ასევე, პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელებისას, საჭიროებებზე დაფუძნებული
მიდგომების დამკვიდრებას.
საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა შშმ პირთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის
ფაქტებს. რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა
1172
საჯარო სამსახურის ბიუროს წერილი Nგ215–18.01.2017.
<http://www.ombudsman.ge/ge/recommendations-Proposal/winadadebebi/winadadeba-saqartvelosmtavrobas-shshm-pirebtan-dakavshirebuli-statistikis-warmoebisa-da-monacemta-shegrovebis-shesaxeb.page>
1173
660
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სახელმწიფო უწყებებს1174. მათ შორის: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ
განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტზე, რეკომენდაციით საქართველოს შინაგან
საქმეთა
სამინისტროს1175
შესაძლებლობის
ნიშნით
და
ინკლუზიური
დისკრიმინაციის
განათლების
თავიდან
პროცესში
აცილების
შეზღუდული
შესახებ
ზოგადი
წინადადებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.1176
კონვენციის
პოპულარიზაციის,
დაცვისა
და
იმპლემენტაციის
მონიტორინგის
მექანიზმის საქმიანობა
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის
პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის მექანიზმი შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირთა
უფლებების
დეპარტამენტთან
ერთად
მოიცავს
საკონსულტაციო საბჭოს და მონიტორინგის ჯგუფს.
საკონსულტაციო საბჭო წარმოადგენს სახალხო დამცველთან არსებულ სათათბირო ორგანოს,
რომელიც
შედგება:
შესაძლებლობის
საქართველოს
მქონე
პირების,
სახალხო
მათი
დამცველის
აპარატის,
წარმომადგენლობითი
შეზღუდული
ორგანიზაციების
და
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და
ადგილობრივი
ორგანიზაციების
წარმომადგენლებისაგან.1177
საანგარიშო
პერიოდში
განახლდა საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა და 2016 წლის მდგომარეობით საბჭო
შედგება 15 წევრისგან.1178
2016 წლის განმავლობაში, დებულებით გათვალისწინებული წესის დაცვით,
გაიმართა
სათათბირო ორგანოს ხუთი სხდომა. მათ შორის, ერთი გაფართოებული სამუშაო შეხვედრა,
რომელსაც ესწრებოდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სამოქალაქო
საზოგადოების აქტივისტები1179.
1174
დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია თანასწორობის უფლების თავში.
Deleted: ¶
1177
<http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3545.pdf>
<http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3545.pdf>
1178 <http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4005.pdf>
1179 1179
<http://www.ombudsman.ge/ge/news/shshm-pirta-uflebebis-konvenciis-popularizaciis-dacvisa-daimplementaciis-monitoringis-sakonsultacio-sabchos-gafartoebuli-samushao-shexvedra.page>
1177
661
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
Deleted: ¶
კონვენციის პოპულარიზაციის მიზნით, 2016 წელს ჩატარებული ღონისძიებები მოიცავდა:
საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშის მისაწვდომი
ფორმით
გამოცემას;1180
შეზღუდული
საინფორმაციო
შესაძლებლობის
მქონე
ბუკლეტის
პირთა
მომზადებას
უფლებებზე;
საჯარო
და
გავრცელებას
დებატებისა
და
ტრენინგების ორგანიზებას. მათგან აღსანიშნავია, ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე
პირთა
და
ამ
სფეროში
მომუშავე
ორგანიზაციების
წარმომადგენლებისთვის
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციისა და
მონიტორინგის საკითხებზე“.1181 თვითმმართველი ქალაქების მერიისა და საკრებულოს
საფინანსო – საბიუჯეტო და სოციალურ საკითხებზე მომუშავე საჯარო მოხელეებისთვის კი
ტრენინგი თემაზე: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობა და მათი
საჭიროებების გათვალისწინება ბიუჯეტირების პროცესში“.1182
გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის
მონიტორინგის მექანიზმის ფარგლებში, 2016 წელს
დაიგეგმა და განხორციელდა
სამთავრობო
ჩატარდა
სამოქმედო
გეგმების
მონიტორინგი,
ქმედუნარიანობის
სამართლებრივი რეფორმის კვლევა, პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან ერთად ჩატარდა
შშმ პირთა პანსიონატების მონიტორინგი, მომზადდა სპეციალური ანგარიშები.
ქმედუნარიანობის სამართლებრივი რეფორმის მონიტორინგი
2016 წელს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და
იმპლემენტაციის მონიტორინგის მექანიზმის საქმიანობის ფარგლებში ჩატარდა კვლევა –
„ქმედუნარიანობა – საკანონმდებლო რეფორმა იმპლემენტაციის გარეშე“. კვლევის მიზანს
წარმოადგენდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 8 ოქტომბრის
გადაწყვეტილების შემდეგ, ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმის იმ ნაწილის შეფასება,
რომელიც შეეხება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობას და მის ფარგლებს. ანგარიშზე
მუშაობის დროს შესწავლილ და გაანალიზებულ იქნა საერთო სასამართლოების მიერ
მიღებული გადაწყვეტილებები, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.
1180ანგარიშის მოკლე ვერსია გამოიცა აუდიო წიგნის სახით, ხოლო შშმ პირთა უფლებრივი
მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დაიბეჭდა ბრაილის შრიფტით.
1181< http://www.ombudsman.ge/ge/news/treningi-shezguduli-shesadzleblobis-mqone-pirta-sakitxebzemomushave-organizaciebis-warmomadgenlebistvis.page>
662
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ რეფორმის შემდგომი საკანონმდებლო რეალობა
მეტწილად ითვალისწინებს ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა ინდივიდუალურ
საჭიროებებს და მცირე გამონაკლისების გარდა, შეესაბამება საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოსა და კონვენციის მოთხოვნებს.
კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ,
პირდაპირ არის გათვალისწინებული საერთო სასამართლოს შესაძლებლობა – მხარდაჭერა
დანიშნოს
წვრილმანი
ბლანკეტურად
გარიგებების
ითვალისწინებს
დადების
მხარდამჭერის
ნაწილში.
მოქმედი
ვალდებულებას,
რეგულაციები
თვალყური
ადევნოს
მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას მაშინაც კი, როდესაც პირს
სამედიცინო მომსახურებაში მხარდაჭერა არა აქვს დანიშნული. მხარდაჭერის მიმღები
პირისთვის სასამართლოს და ინდივიდუალური შეფასების გარეშე ხდება რიგი უფლების
ბლანკეტური ჩამორთმევა. მათ შორის, მშობლის და ზოგიერთი მასთან დაკავშირებული
უფლების, ასევე საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების.
საერთო სასამართლოებთან მიმართებით გამოვლინდა, რომ მათი ნაწილი არ იცავს
საპროცესო ვადებს, გადაწყვეტილებების დიდ უმრავლესობას საპროცესო კანონმდებლობის
შესაბამისად
მხოლოდ
სარეზოლუციო
ნაწილი
გააჩნია,
რაც
შეუძლებელს
ხდის
გადაწყვეტილების შინაარსიდან გაირკვეს მხარდაჭერის დანიშვნის საჭიროება. საერთო
სასამართლოების ის გადაწყვეტილებები კი, რომლებიც სამოტივაციო ნაწილს შეიცავს,
შაბლონური და დაუსაბუთებელია. ამასთან არ არსებობს სარეზოლუციო ნაწილის ერთიანი
ფორმა.
რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში კვლავ სისტემურად დგას მხარდაჭერის დანიშვნის
ბლანკეტურობის, ქმედუნარიანობის სრულად ჩამორთმევისა და პლენარული მეურვეობის
პრობლემები.
არსებულ
გამოწვევებთან
ანგარიშში.
1183
აღნიშნულთან
დაკავშირებული
დაკავშირებით
რეკომენდაციები
საქართველოს
ასახულია
უზენაესმა
კვლევის
სასამართლომ
მიზანშეწონილად მიიჩნია სახალხო დამცველის, მოსამართლეთა და აღმასრულებელი
ხელისუფლების წარმომადგენელთა ერთობლივი შეხვედრის ჩატარება.1184
1183
< http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3948.pdf>
საქართველოს უზენაესი სასამართლოს წერილი N01/82–30.11.2016.
2017 წლის 26 იანვარს გაიმართა დისკუსია, სადაც განხილულ იქნა სახალხო დამცველის სპეციალურ
ანგარიშში ასახული რეკომენდაციები.
1184
663
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
შშმ პირთა პანსიონატების მონიტორინგი
2016
წელს
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირთა
სახელმწიფო
ზრუნვის
დაწესებულებების მონიტორინგი განხორციელდა საქართველოს სახალხო დამცველისთვის
მინიჭებული ორი მნიშვნელოვანი მანდატის – პრევენციის ეროვნული მექანიზმის და
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის
აღსრულების მონიტორინგის მექანიზმის საქმიანობის ფარგლებში.
სახალხო
დამცველის
წარმომადგენლებმა
სახელმწიფოს
ხუთ
რეზიდენტულ
დაწესებულებაში: თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში, კოჯრის შშმ ბავშვთა სახლში, ძევრის,
დუშეთისა და მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატებში განთავსებული ბენეფიციარების
უფლებათა დაცვის ხარისხი შეამოწმეს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების
კონვენციასთან,
სხვა
საერთაშორისო
დოკუმენტებთან
და
ეროვნული
კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან მისი შესაბამისობის მიხედვით.
მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების ინსტიტუციური მოწყობა, ფსიქოსოციალური
სერვისებისა
პროფესიონალიზმი
და
არსებით
პროფესიული
გამოწვევებს
კადრების
ქმნის
შშმ
ნაკლებობა
პირთათვის
და
დაბალი
ინდივიდუალურ
საჭიროებებზე მორგებული სერვისის შეთავაზების თვალსაზრისით.
გამოწვევას წარმოადგენს არაადაპტირებული ინფრასტრუქტურა, გარესამყაროსთან და
ოჯახებთან (მათ შორის შვილებთან) კონტაქტის სიმწირე, სოციალური პასიურობა და
საზოგადოებისგან იზოლაცია, ასევე დაწესებულების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული
ხარვეზები და სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებული პრობლემები.
მონიტორინგმა აჩვენა, რომ ბენეფიციართა უსაფრთხოებაზე, მათ ემოციურ, ფსიქოლოგიურ
კეთილდღეობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ასევე სერვისის მიმწოდებელთა
მიერ ძალადობის სამართლებრივი რეგულაციებისა და სტანდარტების ცოდნის დონე
უკიდურესად დაბალია. ბენეფიციარები არ არიან ინფორმირებული საკუთარი უფლებების
შესახებ. დაწესებულებების ხელმძღვანელებს აღნიშნული საკითხების გათვალისწინება არ
მიაჩნიათ ზრუნვის მნიშვნელოვან სტანდარტად.
შემაშფოთებელია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული ბენეფიციართა უფლებების უხეში
დარღვევების, მათ
ზოგჯერ
კი
პრობლემებთან
664
შორის, დისკრიმინაციული მოპყრობის მაპროვოცირებელი ხდება,
იწვევს
შშმ
პირთა
დაკავშირებით
სიცოცხლის
სახალხო
უფლების
დამცველმა
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დარღვევას.
შეიმუშავა
გამოვლენილ
რეკომენდაციები
სახელმწიფო
უწყებების, შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა სადღეღამისო
სპეციალიზებული დაწესებულებების და ბავშვთა სახლების ადმინისტრაციის მიმართ.1185
სპეციალურ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების მიუხედავად, საანგარიშო პერიოდში,
პანსიონატების ნაწილში ვითარება არსებითად არ შეცვლილა. მონიტორინგის შემდგომ
პერიოდში სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია მარტყოფის
პანსიონატიდან
შეზღუდული
დაწესებულებაში
სტაციონირების
შესაძლებლობის
გაზრდილი
მქონე
დინამიკის
პირების
ფსიქიატრიულ
ასევე
ამავე
დაწესებულება
არის
თაობაზე.1186
პანსიონატის ბენეფიციარებს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ.1187
მოცემული
საქმეების
შესწავლის
შედეგად
გამოიკვეთა,
რომ
გადატვირთული. მძიმე შეზღუდვის მქონე პირების, ფსიქიკური და ქცევითი პრობლემების
მქონე პირების
ერთდროულად მართვის ბერკეტი კი ადმინისტრაციას არ გააჩნია,
ბენეფიციარებს შორის კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების გავრცელებული ფორმაა
მათი გადაყვანა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ან მუქარა გადაყვანაზე.
მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატში არსებული პრობლემების მოგვარების თაობაზე
შემუშავდა
რეკომენდაცია
სსიპ
ადამიანით
ვაჭრობის
(ტრეფიკინგის)
მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიმართ.1188
შშმ პირთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში
მონაწილოების უფლება გულისხმობს ამ პირთა უფლებას განახორციელონ აქტიური და
პასიური საარჩევნო უფლება, დაიკავონ თანამდებობა სახელმწიფო მმართველობის ყველა
დონეზე, შეასრულონ საჯარო ფუნქციები, საჭიროების შემთხვევაში, დამხმარე და ახალი
ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობით.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში
მონაწილეობის
მიზნით,
მნიშვნელოვანია,
ხელისუფლების
სხვადასხვა
დონზე
გადაწყვეტილების მიღების პროცესში ამ პირებისა და მათი წარმომადგენლობითი
ორგანიზაციების მონაწილეობა. ამ მიზნით საჭირო ღონისძიებებს ქვეყანაში 2010 წლიდან
1185
<http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3958.pdf>
საქმე N11746/16–12.09.2016; N12558/16–28.09.2016; N14619/16–14.11.2016.
1187 საქმე N14098/16–02.11.2016.
1188
<http://www.ombudsman.ge/ge/recommendations-Proposal/rekomendaciebi/rekomendacia-martyofisshezguduli-shesadzleblobis-mqone-pirta-pansionatshi-arsebuli-problemebis-taobaze.page>
1186
665
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მოქმედი არაერთი სამთავრობო სამოქმედო გეგმა მოიცავდა, თუმცა რეალურად ხელშესახები
შედეგი მიღწეული არ ყოფილა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის 2010–2011 წლების
სამოქმედო გეგმის1189 ამოცანას წარმოადგენდა აღნიშნულ პირებთან დაკავშირებული
საკითხების მოგვარებაში ადგილობრივი თვითმმართველობის მონაწილეობის გაზრდა.
,,შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირთა
თანაბარი
შესაძლებლობების
უზრუნველყოფის 2014-2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის’’ მიხედვით კი მთავარი
ამოცანა იყო ამ პირების ჩართულობით რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე საბჭოების
შექმნა/ამოქმედება. სამოქმედო გეგმის ვადის დასრულებამდე მოცემული საკითხი შევიდა
2016-2017 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო გეგმაში.1190
რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების
შექმნა/ამოქმედება
როგორც ზემოთ აღინიშნა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოლიტიკურ და
საზოგადოებრივ
ცხოვრებაში
მონაწილეობის
ერთი–ერთი
ფორმაა
რეგიონულ
და
ადგილობრივ დონეზე ამ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების შექმნა/ამოქმედება.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ დასახელებული ღონისძიების შესწავლის შედეგად
ცნობილი გახდა, რომ 2016 წლის მდგომარეობით საკონსულტაციო საბჭოები შექმნილია 34
თვითმმართველ ერთეულში, რაც არ შეადგენს მუნიციპალიტეტების საერთო რაოდენობის
(75)
ნახევარს.
აღნიშნულის
საფუძველზე
შეიძლება
ითქვას,
რომ
ადგილობრივი
თვითმმართველობების ერთი ნაწილის მხრიდან არ შესრულდა სამოქმედო გეგმით
გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც აფერხებს ადგილობრივ დონეზე ამ პირთა
ჩართულობას მათთვის
მნიშვნელოვანი გეგმების, პროგრამებისა და ღონისძიებების
შემუშავების პროცესში.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილ იქნა არსებულ საკონსულტაციო საბჭოებში
შშმ
პირთა
და
მათ
საკითხებზე
მომუშავე
ორგანიზაციების
წარმომადგენლების
მონაწილეობის ხარისხი. შესწავლის შედეგები ცხადყოფს, რომ, მცირე გამონაკლისის გარდა,
ადგილობრივ საბჭოებში შშმ პირთა და მათი ორგანიზაციების მონაწილეობა ნაკლებად არის
უზრუნველყოფილი, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს თვითმმართველი ერთეულების
დაბალი
ინფორმირებულობით
ამ
პირთა
უფლებებისა
1189
და
მათი
მონაწილეობის
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის N978
განკარგულება შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის 2010-2012 წლების სამთავრობო სამოქმედო
გეგმის დამტკიცების შესახებ.
1190< http://gov.ge/files/56299_56299_960302_1138-113.06.16.pdf>
666
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
აუცილებლობის
თაობაზე,
ასევე
ადგილებზე
საზოგადოებრივი
ორგანიზაციების
არარსებობით და/ან მათი ნაკლები აქტიურობით.
ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხია არსებული საბჭოების ფუნქციონირება, კერძოდ,
საბჭოების
შეკრების
პერიოდულობა
და
მათ
მიერ
ინიცირებული
საკითხების
გათვალისწინება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან. აღსანიშნავია,
რომ ზოგ მუნიციპალურ ერთეულში საბჭოს რამდენიმე სხდომა გაიმართა (გურჯაანი–8
შეხვედრა; ზუგდიდი, ბაღდათი –6 სხდომა, წყალტუბო, ლანჩხუთი–5 სხდომა; ოზურგეთი,
ჩხოროწყუ–4;
ჩოხატაური–3;
ცაგერის
გამგეობა–2;
ადიგენი–1),
თუმცა
ზოგიერთი
მუნიციპალიტეტის მხრიდან შესაბამისი ინფორმაცია არ ასახულა სახალხო დამცველისადმი
მოწოდებულ კორესპონდენციებში, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ სხდომები არ
გამართულა.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სახალხო დამცველის აპარატს აცნობა, რომ 2016 წლის
იანვრიდან დაიწყო შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რეორგანიზაციის პროცესი.
იმისათვის, რომ რეორგანიზაციის პროცესის გამო არ მომხდარიყო საბჭოს ფუნქციონირების
შეფერხება, მუშაობა გაგრძელდა თემატური ჯგუფების ფორმატში. 2016 წლის განმავლობაში
გაიმართა თემატური ჯგუფების 15 შეხვედრა.1191
რაც
შეეხება
საბჭოების
მიერ
განხილულ/ინიცირებულ
საკითხებს,
გამოკვეთილ
დაბრკოლებებს და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ აღნიშნული საკითხების
გათვალისწინებას, მუნიციპალიტეტების უმრავლესობიდან მიღებული კორესპონდენციების
მიხედვით,
ძირითადად, განხილული იყო შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს
შექმნასთან დაკავშირებული თემები. მათივე ინფორმაციით, საბჭოების მიერ წარდგენილი
საკითხების შესრულების პროცესში დაბრკოლებები არ გამოკვეთილა.
აქვე უნდა ითქვას, რომ თვითმმართველი ერთეულების 2017 წლის ბიუჯეტებში, მცირე
გამონაკლისის გარდა, ნაკლებად არის ასახული შშმ პირთა საჭიროებები. სოციალური
პროგრამების ნაწილში ამ პირთათვის წლების მანძილზე, ძირითადად, ერთი და იგივე
შინაარსის
ერთჯერადი
ხასიათის
ღონისძიებები
იგეგმება,
ისეთები,
როგორიცაა:
მატერიალური დახმარება, მედიკამენტების შესაძენი თანხის გამოყოფა, შშმ პირთა
საერთაშორისო დღისადმი ან სხვა სადღესასწაულო დღეებისადმი მიძღვნილი სპორტული
და კულტურული აქტივობები და ა.შ.
მუნიციპალიტეტების
მიერ
მხოლოდ
დასახელებული
ღონისძიებების
დაგეგმვა
და
შესრულება არ არის საკმარისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსხვავებული
1191
წერილი N10/267700–11.10.2016 სახალხო დამცველის აპარატში რეგისტრაციის N13283/16–
12.10.2016.
667
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საჭიროებების უზრუნველყოფისთვის. მნიშვნელოვანია, მათი ფართო ჩართულობა ამ პირთა
უფლებების სათანადოდ რეალიზებისა და გაეროს კონვენციის განხორციელების პროცესში.
შშმ პირთა საარჩევნო უფლება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში
მონაწილეობის უფლების რეალიზების პროცესში მნიშვნელოვანია თანაბარი საარჩევნო
გარემოს შექმნაზე ზრუნვა.
მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული კანონმდებლობით აღიარებულია საქართველოს
მოქალაქეთა აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება, შშმ პირთა მიერ აღნიშნული
უფლებების რეალიზების კუთხით გარკვეული ბარიერები არსებობს, რაც თავის მხრივ,
უკავშირდება გარემოს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის
მისაწვდომობის პრობლემებს.
არსებული გამოწვევები დაბრკოლებებს უქმნის შშმ პირებს, წარმოდგენილი იყვნენ
საარჩევნო კომისიების საქმიანობაში; ასრულებდნენ საარჩევნო პროცესის დამკვირვებლის
ფუნქციებს. მნიშვნელოვანია შშმ პირთა მიერ პასიური საარჩევნო ხმის უფლება, მისი
განხორციელებისთვის აუცილებელია გარკვეული წინაპირობების არსებობა, მათ შორის,
პოლიტიკურ პარტიათა და გაერთიანებათა მზაობა თავიანთ საქმიანობაში ფართოდ ჩართონ
და
წარმოაჩინონ
შშმ
ადამიანები,
აღიარონ
მათი
როლი.
ასევე
მნიშვნელოვანია
საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა შშმ პირთა მიმართ.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მხოლოდ სამი პარტიის1192 წინასაარჩევნო
პროგრამა იყო მისაწვდომი შშმ პირთათვის.
საქართველოს
ცენტრალური
საარჩევნო
კომისიის
ვებ–გვერდი,
რომელიც,
უწყების
ინფორმაციით, სრულადაა ადაპტირებული შშმ პირთა, მათ შორის უსინათლო პირთა
საჭიროებების
შესაბამისად,
ვერ
უზრუნველყოფს
მასზე
წვდომას
სპეციალური
ელექტრონული პროგრამის გამოყენების გარეშე.1193
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის
2014-2016
სამთავრობო
ვალდებულებაა,
შეზღუდვის
სამოქმედო
ადგილობრივი
მქონე
გეგმით“,
ცენტრალური
თვითმმართველობებთან
ამომრჩევლებისათვის
საარჩევნო
საარჩევნო
ერთად:
უბნების
კომისიის
გადაადგილების
ადაპტირება;
1192 პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საქართველოს
რესპუბლიკური პარტია.
1193 „საარჩევნო ხმის უფლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ პოლიტიკის
დოკუმენტი, გიორგი ნონიაშვილი, 2016 წელი. სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის
საერთაშორისო საზოგადოება.
668
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მუდმივი/დროებითი
პანდუსების
მოწყობა;
გადაადგილების
შეზღუდვის
მქონე
ამომრჩევლებისათვის ხმის მიცემის სპეციალური კაბინების დამზადება/შესაბამის უბნებზე
განთავსება; სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისთვის საარჩევნო პროცედურების შესახებ
ვიდეო რგოლის სურდო თარგმანით (ჟესტური ენა) უზრუნველყოფა და საზოგადოებრივი
მაუწყებლის
ეთერში
კომპიუტერების
განთავსება;
გამოყენებით
იდენტიფიცირებულ
ვიდეო
რგოლის
უბნებზე
გავრცელება
და
პორტატული
უსინათლო
ამომრჩევლებისათვის არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
ზემოაღნიშნული ღონისძიებების შესრულების თაობაზე, საქართველოს ცენტრალური
საარჩევნო კომისიიდან მიღებული ინფორმაციით, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო
არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქში შემავალი 3 634 საარჩევნო უბნიდან ადაპტირებული
საარჩევნო უბნების რაოდენობამ შეადგინა მხოლოდ 1115 საარჩევნო უბანი,1194 რაც არსებული
უბნების მხოლოდ მესამედს შეადგენს. შესაბამისად, ქვეყანაში საარჩევნო უბნების 70% არ
არის მისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს,
რომ ადაპტირების ხარისხი სრულად არ შეესაბამება კონვენციით დადგენილ სტანდარტებს.
ზოგადად, საარჩევნო პროცესების მისაწვდომობის უზრუნველყოფის დროს არ მოქმედებს
კონვენციით დადგენილი უნივერსალური დიზაინის პრინციპი.1195
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 2014 წლის 15 ივნისის
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ასევე შემდგომ პერიოდში გამართულ
არჩევნებზე სპეციალური ხმის მიცემის კაბინები განთავსდა 800–ზე მეტ საარჩევნო უბანზე.
რაც შეეხება
იდენტიფიცირებულ უბნებზე პორტატული კომპიუტერების გამოყენებით
ვიდეო რგოლის გავრცელებას, ყრუ ამომრჩევლებისთვის 400 საარჩევნო უბანზე გავრცელდა
პორტატული კომპიუტერები.
მისასალმებელია, რომ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის, 2015
წლის 31 ოქტომბრის და 2016 წლის 22 მაისის შუალედური არჩევნებისთვის ცესკოს მიერ
დამზადებული საინფორმაციო რგოლი უზრუნველყოფილი იყო ყრუ ამომრჩევლებისათვის
და გადიოდა სურდო თარგმანის (ჟესტური ენა) თანხლებით. 2016 წლის 22 მაისის
შუალედური არჩევნებისთვის კენჭისყრის დღეს ცესკოში გამართული საინფორმაციო
ბრიფინგები პირდაპირ ეთერში, პირველად გადაიცემოდა სურდო თარგმანის თანხლებით.
სტატისტიკა და მონაცემთა შეგროვება
1194
ცესკოს საპასუხო კორესპონდენცია N01–07/2394 (21.09.2016).
„საარჩევნო ხმის უფლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ პოლიტიკის
დოკუმენტი, გიორგი ნონიაშვილი, 2016 წელი. სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის
საერთაშორისო საზოგადოება.
1195
669
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
გაეროს შშმ პირთა კონვენციის ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო პოლიტიკის
შემუშავების პროცესში სახელმწიფო ვალდებულია მოიძიოს შესაბამისი ინფორმაცია, მათ
შორის სტატისტიკური და კვლევითი მონაცემები (31–ე მუხლი).
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის
2014-2016
წლების
სამთავრობო
სამოქმედო
გეგმა“
ითვალისწინებდა
შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირების ინდივიდუალურ მონაცემთა ბაზის შექმნას, განვითარებასა
და სრულყოფას. კერძოდ, სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებას, მათ
შორის,
ინფორმაციის
მოძიებისა
და
კვლევის
დარგში,
საერთაშორისო
პრაქტიკის
გათვალისწინებით; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების რეგისტრაციის საკითხის
მოსახლეობის საყოველთაო აღწერის კითხვარებში გათვალისწინებასა და შშმ პირთა
მონაცემთა ბაზის შექმნას.
მოცემულ
საკითხთან
დაკავშირებით
საქართველოს
სახალხო
დამცველის
აპარატმა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან, სსიპ სოციალური მომსახურების
სააგენტოდან
და
დასახელებული
საქართველოს
უწყებების
სამინისტროებიდან,1196
გამოითხოვა
ინფორმაცია
მათი
ფარგლებში
წარმოებული
მიერ,
კომპეტენციის
სტატისტიკის, დამუშავებული ინფორმაციისა და მათი გავრცელების შესახებ.1197
მიღებული
ინფორმაციის
შეზღუდული
ანალიზის
შესაძლებლობის
საფუძველზე
მქონე
პირთა
დადგინდა,
შესახებ
რომ
საქართველოში
სტატისტიკის
წარმოება
შემოიფარგლება მხოლოდ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესში შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა საერთო რაოდენობის აღრიცხვით, მათ მიერვე მოწოდებული
ინფორმაციის, თვითიდენტიფიკაციის საფუძველზე, რაც არ იძლევა სრულ ინფორმაციას ამ
1196
სულ 16 სამინისტროდან
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (წერილი N09–1/7967),
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო (წერილი N09–1/7962), საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტრო (წერილი N09–1/7962), საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის
სამინისტრო (წერილი N09–1/7481), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (წერილი N09–1/7968),
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (წერილი N09–1/7484), საქართველოს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო (წერილი N09–1/7965), საქართველოს რეგიონული განვითარების და
ინფრასტრუქტურის სამინისტრო (წერილი N09–1/7924), საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
(წერილი N09–1/7961), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო (წერილი N09–
1/7923), საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (N09–1/7920),
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (წერილი N09–1/7963), საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
(წერილი N09–1/7966), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (წერილი N09–1/7552),
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო (წერილი N09–1/7555), საქართველოს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (წერილი N09–1/7960), საქართველოს სტატისტიკის
ეროვნული სამსახური (წერილი N09–1/7478) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (წერილი
N09–1/7483).
1197
670
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
პირთა საჭიროებების შესახებ. ანალოგიურად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ
წარმოებული სტატისტიკა მხოლოდ სოციალური პაკეტისა და სხვა სახელმწიფო გასაცემლის
მიმღებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რაოდენობისა და სამუშაოს მაძიებელ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რაოდენობის შესახებ, ვერ უზრუნველყოფს
რელევანტური
ინფორმაციის
შეკრებას
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირთა
ფუნქციური შეზღუდვის თაობაზე, ასევე ვერ იძლევა დასაქმების მაძიებელ, შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა სრულყოფილი იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
შეზღუდული შესაძლებლობის კონცეფციის მრავალწახნაგოვანი ხასიათიდან გამომდინარე,
შეუძლებელია არსებულმა სტატისტიკურმა მონაცემებმა უზრუნველყოს მათი უფლებების
სრულყოფილი მონიტორინგისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება.
სახელმწიფოს მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ წარმოებული
სტატისტიკა და მონაცემები არ ასახავს ამ პირთა უფლებების დაცვის შესახებ ობიექტურ და
ნათელ სურათს. შესაბამისად, რთულია ანალიზის გაკეთება, თუ რამდენად სრულყოფილად
იცავს სახელმწიფო აღნიშნულ პირთა უფლებებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე ,სახალხო დამცველმა წინადადებით1198 მიმართა საქართველოს
მთავრობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული სტატისტიკის
წარმოებისა და მონაცემთა შეგროვების შესახებ. წინადადებაში ასახულია რეკომენდაციები ამ
მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს 2006 წლის
კონვენციის1199 მე–7 მუხლი ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და მათ მიერ
ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა სხვა ბავშვების თანასწორად
რეალიზებისთვის ადგენს სახელმწიფოს მხრიდან ყველა შესაბამისი ზომის მიღების
ვალდებულებას. კონვენციის მიდგომების მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
ბავშვებთან
დაკავშირებულ
ნებისმიერ
ქმედებაში,
უპირველეს
ყოვლისა,
გათვალისწინებული უნდა იქნას მათი საუკეთესო ინტერესები.
სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვები
1198
< http://www.ombudsman.ge/ge/recommendations-Proposal/winadadebebi/winadadeba-saqartvelosmtavrobas-shshm-pirebtan-dakavshirebuli-statistikis-warmoebisa-da-monacemta-shegrovebis-shesaxeb.page>
1199 <https://matsne.gov.ge/ka/document/view/2334289>
671
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
2016 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში ფუნქციონირებდა შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე ბავშვთა სახელმწიფო ზრუნვის ორი დაწესებულება – სსიპ ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო
ფონდის ფილიალები: თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი და კოჯრის შშმ ბავშვთა სახლი,
სადაც 2016 წელს ირიცხებოდა 86 ბენეფიციარი.
მისასალმებელია, რომ
2016 წლის 18 იანვარს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდს
შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებისთვის –
მზრუნველობამოკლებული, მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე
ბავშვებისთვის, ალტერნატიული, მცირე ზომის მომსახურებების შექმნას.
მიმდინარე პროცესზე დაკვირვებით ნათელი ხდება, რომ საჭიროა უფრო აქტიური მუშაობა
და
პროცესის
დაჩქარება,
განახორციელოს
რათა
ბენეფიციარების
სახელმწიფომ
ოჯახურ
შეძლებისდაგვარად
გარემოსთან
მოკლე
მიახლოებული
ვადებში
ხარისხიანი
ალტერნატიული სერვისით უზრუნველყოფა (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის
სახლის სერვისის შეთავაზება და სხვა).
მიზერულია ალტერნატიული ზრუნვის სერვისების რაოდენობა, რაც განაპირობებს შშმ
ბავშვების მიტოვების რისკს და თავის მხრივ აფერხებს დეინსტუციონალიზაციის პროცესს.
2016 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით, მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურების
ქვეპროგრამაში
ჩართულ
ბავშვთა
რაოდენობა
შეადგენდა
10
ბენეფიციარს.
ამის
პარალელურად კი მაღალრიცხოვნებით გამოირჩევა მომლოდინეთა მაჩვენებელი. უნდა
აღინიშნოს ისიც, რომ არაერთი ხარვეზი დაფიქსირდა მინდობით აღზრდისა1200 და
რეინტეგრაციის1201 ქვეპროგრამების მონიტორინგის პროცესში. გამოიკვეთა ზემოაღნიშნულ
სერვისებში განთავსებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მდგომარეობზე
სახელმწიფოს მიერ რეგულარული ზედამხედველობის განხორციელების საჭიროება.
ლ.ბ–ს
შემთხვევა
–
მინდობით
აღზრდაში
განთავსებული
არასრულწლოვნის
ჯანმრთელობისა და სოციალური უფლებების დარღვევა
2016 წელს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობდა საქმეს,1202 რომელიც ეხებოდა 5 წლის
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
ბავშვის
(დაუნის
სინდრომის
მქონე)
ლ.ბ–ს
საჭიროებებს. კერძოდ, მისი მდგომარეობა მინდობით აღზრდაში ყოფნის პერიოდში
1200
,,მინდობით აღზრდის სახელმწიფო ქვეპროგრამის მონიტორინგის შესახებ“ სპეციალური
ანგარიში, 2016 წელი <http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3823.pdf>
1201 რეინტეგრაციის სახელმწიფო ქვეპროგრამის მონიტორინგის შესახებ“ სპეციალური ანგარიში,
2016 წელი <http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3824.pdf>
1202 საქმე N15539/16.
672
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
უკიდურესად დამძიმდა და საჭირო გახდა რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, 2009 წლიდან 2016 წლამდე ლ.ბ–ს მიმღებ ოჯახში
იმყოფებოდა 16 არასრულწლოვანი. მათ შორის 6 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის
მქონე, ხოლო დანარჩენი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებით. ამჟამად,
ოჯახში განთავსებულია 5 არასრულწლოვანი, მათ შორის 3 შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე ბავშვი. ლ.ბ. 2011 წლის 27 ოქტომბრიდან იყო განთავსებული მინდობით აღზრდაში.
სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და
დახმარების სახელმწიფო ფონდიდან და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს
მეურვეობა - მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტიდან მიღებული
ინფორმაციით1203 ცნობილი გახდა, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების
გამო დაიხურა მინდობით აღზრდის საქმე და იგი სტაციონარული მკურნალობის შემდეგ
ჩაირიცხა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში. აღნიშნულ დაწესებულებაში მას გაეწია
სპეციალისტების
მომსახურება.
ამჟამად
იგი
ჩართულია
ადრეული
განვითარების
ქვეპროგრამაში.
ბავშვის უმძიმესი მდგომარეობის გათვალისწინებით, გაუმართლებლად უნდა ჩაითვალოს
თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიერ იმ საკითხზე აპელირება,
რომ ლ.ბ–ს მინდობით აღზრდაში ყოფნის პერიოდში, 2011–2016 წლებში, ხორციელდებოდა
სათანადო მონიტორინგი მის მდგომარეობაზე, მაშინ, როდესაც იგი მინდობით აღზრდისა და
ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის გარდა არ ყოფილა ჩართული არც ერთ სხვა
სერვისში. გარდა ამისა, 2013 წლის დეკემბრის თვის შემდგომ მას აღარ მიუღია ბავშვთა
ადრეული განვითარების ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება.
აღნიშნული შემთხვევა ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ არ ხდება მიმღებ ოჯახში
აღსაზრდელების გონივრულად განთავსება (მათ შორის რაოდენობრივი თვალსაზრისით) და
არ ხორციელდება სათანადო ზედამხედველობა მათ მდგომარეობაზე, რაც საფრთხის წინაშე
აყენებს აღსაზრდელების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, განვითარებას და უსაფრთხოებას.
სოციალური დაცვის უფლება
2016 წლის განმავლობაში, სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეების
ანალიზი ცხადყოფს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები სიღარიბისა და
ცხოვრების არასათანადო დონისგან დაცვის უფლებით ჯეროვნად და ეფექტურად ვერ
სარგებლობენ.
სიმწვავით გამოირჩევა სახელმწიფო სოციალური დახმარების მიღების პრობლემა იმ
ოჯახებისთვის,
1203
რომლებსაც
ჰყავთ
შეზღუდული
№07/1654–28.12.2017; №04/2041–13.01.2017.
673
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
შესაძლებლობის
მქონე
ბავშვები.
,,სოციალურად
დაუცველი
ოჯახების
(შინამეურნეობების)
სოციალურ–ეკონომიკური
მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“1204 დამტკიცების შემდეგ ბევრი მათგანისთვის
არსებითად გართულდა საარსებო შემწეობით სარგებლობის უფლების მოპოვება.1205
2016 წლის პირველი ივლისიდან განხორციელდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთათვის და შშმ ბავშვებისთვის სოციალური პაკეტის ზრდა 180
ლარამდე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გაზრდილი სოციალური პაკეტის ოდენობა კვლავ ვერ
ფარავს შშმ ბავშვების საჭიროებებს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ეფექტურ სოციალურ დაცვას აბრკოლებს ის
გარემოებაც, რომ ქვეყანაში სტატუსის განსაზღვრა არ ეფუძნება სოციალურ მოდელს და ვერ
გამოკვეთს ფუნქციურ საჭიროებებს. როგორც ცნობილია, სტატუსის დადგენა ხდება
,,სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“1206 საქართველოს კანონის მოთხოვნათა
შესაბამისად. კანონს შემოაქვს გარკვეული პროგრესული რეგულაციები, თუმცა სტატუსის
მინიჭება დღემდე ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული დაავადებების, ანატომიური და
გონებრივი დეფექტების ნუსხის საფუძველზე, რაც წარმოადგენს ცალსახად სამედიცინო
მიდგომას და საჭიროებს ცვლილებას.
კვლავ პრობლემურია ადრეულ ასაკში (0-3 წლამდე) შეზღუდული შესაძლებლობის
სტატუსის დადგენის საკითხი. დღეს მოქმედი რეგულაციები არ იძლევა პრობლემათა
ადრეული
იდენტიფიცირების,
ინტერვენციისა
და
მისი
მართვის
ეფექტურ
შესაძლებლობას.1207
ჯანმრთელობის უფლება, ბავშვზე ზრუნვა და სოციალური რეაბილიტაცია
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
ყველა
ბავშვისთვის
დაცვის
უფლება.
უზრუნველყოფილი
ჯანმრთელობის
მდგომარეობისა
სახელმწიფო/ადგილობრივი
და
არ
არის
ოჯახების
თვითმმართველობის
სათანადოდ
მატერიალური
ორგანოების
არასაკმარისი ჩართულობის გამო, არასრულწლოვანთა გარკვეული ნაწილი საჭიროების
შემთხვევაში ვერ იღებს სრულყოფილ სამედიცინო კონსულტაციას, გამოკვლევებს და
მედიკამენტოზურ დახმარებას.
1204
< https://matsne.gov.ge/ka/document/view/2667586>
<http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3727.pdf>
,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები“. სპეციალური ანგარიში, 2015 წელი, გვ
44.
1206
<https://matsne.gov.ge/ka/document/view/15772>
1207 „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
სახალხო დამცველის ანგარიში, 2013 წელი, გვ 545, იხ.
<http://www.ombudsman.ge/uploads/other/1/1934.pdf>
1205
674
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
,,სოციალური
რეაბილიტაციისა
გარკვეულწილად,
მიმართულია
და
ბავშვზე
ზრუნვის“
შეზღუდული
სახელმწიფო
შესაძლებლობის
პროგრამა,1208
მქონე
ბავშვების
ინტერესებისადმი,, თუმცა სრულად ვერ ფარავს მათ საჭიროებებს. ამას, თავის მხრივ,
განაპირობებს ის, რომ წლების განმავლობაში, შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვა ხდება
მიზნობრივი ჯგუფის სტატისტიკის არქონის პირობებში და საჭიროებების კვლევის გარეშე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიღებული
ინფორმაციის1209
ანალიზი
ცხადყოფს,
რომ
ქვეპროგრამები
ვერ
ფარავს
არსებულ
საჭიროებებს (იხ. ცხრილი 1).
პროგრამა მოიცავს „ადრეული განვითარების“ კომპონენტს, რომლის სამიზნე ჯგუფს
განეკუთვნებიან 3 წლამდე ან 3–დან 7–წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან
შესაძლებლობის
შეზღუდვის
რისკის
ქვეშ
მყოფი
ბავშვები,
თუმცა
პრობლემურია
აღნიშნული ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების გეოგრაფიული
არეალი. კერძოდ, სერვისის მიწოდება ხორციელდება მხოლოდ შემდეგ ქალაქებში: თბილისი,
ქუთაისი, ბათუმი, ქობულეთი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, თელავი და ლაგოდეხი. გარდა ამისა,
ქვეპროგრამის ბიუჯეტის ლიმიტი ვერ უზრუნველყოფს სერვისის მიწოდებას შესაბამისი
საჭიროების მქონე ყველა ბავშვისთვის. ანალოგიური ვითარებაა „მძიმე და ღრმა გონებრივი
განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამასთან“ დაკავშირებთ,
რადგან სერვისის მიწოდება ხორციელდება მხოლოდ თბილისში.
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება
ბავშვთა „რეაბილიტაცია/აბილიტაციის“ ქვეპროგრამა. ქვეპროგრამით მომსახურებას იღებენ
3 წლამდე ასაკისა და 3–დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები.
ქვეპროგრამის ლიმიტირებული ბიუჯეტი არც ამ შემთხვევაშია საკმარისი შესაბამისი
საჭიროების მქონე ყველა ბენეფიციარისთვის.
ოჯახების მხარდაჭერასა და შშმ პირების მიტოვების პრევენციას ისახავს მიზნად „დღის
ცენტრების“ ქვეპროგრამა. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებს განეკუთვნებიან 6–დან 18
წლამდე და 18 წლის ზემოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და პირები. დღის
ცენტრების დაფარვის გეოგრაფიული არეალი მოიცავს, როგორც დიდ ქალაქებს, ისე
რეგიონებს, თუმცა ცენტრების რაოდენობა არ არის საკმარისი არსებული მოთხოვნის
სრულად უზრუნველსაყოფად. 2016 წლის განმავლობაში დღის ცენტრების ქვეპროგრამის
ფარგლებში მომსახურებით ისარგებლა 718–მა შშმ ბავშვმა, მათგან მძიმე და ღრმა გონებრივი
განვითარების შეფერხების მქონე
63–მა ბავშვმა. უწყების ცნობით,1210 ფიქსირდება
1208
<https://matsne.gov.ge/ka/document/view/3206217>
კორესპონდენციები: №04/78048, №01/72262, №04/6624.
1210 კორესპონდენცია №04/6624–03.02.2017.
1209
675
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
პროგრამით სარგებლობის მსურველ პირთა, როგორც მომლოდინეთა, რიგი, თუმცა
რაოდენობა დაკონკრეტებული არ არის.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობას ისახავს
მიზნად „აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამა. აღნიშნული
ხორციელდება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტით. გარდა ქვეპროგრამაში
ჩართულ შშმ ბავშვთა მცირე რაოდენობისა, გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ სერვისი
მიეწოდება მხოლოდ 2015 წლის ივლისის თვემდე თბილისში რეგისტრირებულ შშმ ბავშვებს,
რაც არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს რეგიონში მცხოვრებ იმ ბავშვებს, რომელთაც ასევე
ესაჭიროებათ აღნიშნული მომსახურება.
2016 წელს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობდა შემთხვევას, რომელიც აუტისტური
სპექტრის მქონე ბავშვის სამედიცინო საჭიროებას შეეხებოდა,1211 კერძოდ, მას ესაჭიროებოდა
ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის კურსის გავლა. ბავშვის მშობლებს არ ჰქონდათ კურსის
1211
N14530/16 – 10.11.2016.
676
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ღირებულების გადახდის შესაძლებლობა და ითხოვდნენ დახმარებას მკურნალობის
დაფინანსებაში.
საქართველოს
სამინისტროდან
მიღებული
ინფორმაციით1212
შრომის,
ჯანმრთელობისა
ცნობილი
და
მომსახურების
ფარგლებში“
პაციენტისთვის
სამედიცინო
გახდა,
სოციალური
რომ
დაცვის
,,რეფერალური
მომსახურების
გაწევაზე
შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, პირმა ვერ მიიღო მისთვის აუცილებელი
სერვისი. ცალსახაა, რომ ამგვარი პრეცედენტები გამოკვეთს არსებული სერვისების
მოცულობის გაფართოების საჭიროებას.
ინდივიდუალური საქმეების შესწავლა ცხადყოფს, რომ გაჭიანურებულია შეზღუდული
შესაძლებლობის
ბავშვთა
მიერ
ცალკეული
მიზნობრივი
სოციალური
ბენეფიტებით
სარგებლობის საკითხი. მათ შორის აღსანიშნავია „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი
ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი სახელმწიფო დახმარების“ ქვეპროგრამა, რომლის
განხორციელების პროცესშიც არ ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა
მშობლების სათანადოდ ინფორმირება. გასული წლის ანალოგიურად,1213 მოსახლეობას კვლავ
არ აქვს ჯეროვანი ინფორმაცია სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის
ფარგლებში არსებული პროგრამებისა თუ სოციალური დახმარების შესახებ.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის
სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული ქვეპროგრამების მისაწვდომობას აბრკოლებს
მწირი დაფინანსება, არასაკმარისი გეოგრაფიული მოცვა და სხვა ფაქტორები. შშმ ბავშვთა
საჭიროებებზე ორიენტირებული ქვეპროგრამების უმეტესობაში გვხვდება მომლოდინეთა
რიგები. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ შესაბამისი ხარისხისა და მოცულობის
სერვისების არარსებობის გამო, ისინი, 18 წლის მიღწევის შემდგომ, ფაქტობრივად,
მომსახურების გარეშე რჩებიან. შესაბამისად, დარღვეულია სერვისის მიწოდების უწყვეტობა.
ქვეპროგრამების არაეფექტურობას განაპირობებს ისიც, რომ სოციალური სამსახური არ არის
აღჭურვილი საკმარისი ადამიანური და ტექნიკური რესურსით.
განათლების უფლება
ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდა და განათლება
შეიძლება ითქვას, რომ ინკლუზიური განათლების დანერგვის დინამიკა, განათლების
ხელმისაწვდომობის კუთხით, ზოგადი და პროფესიული განათლების დონესთან შედარებით
1212
№01/90040–12.12.2016.
,,ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა“ სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, 2015 წელი,
გვ. 53 <http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3704.pdf>
1213
677
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მზარდია (განსაკუთრებით დედაქალაქში), მაშინ როცა ხელმისაწვდომობის კუთხით
მნიშვნელოვანი ბარიერებია სკოლამდელი განათლების ეტაპზე.1214
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი განათლების
განხორციელების მიზნებისთვის შემუშავებული აქვს „სკოლამდელი განათლების პროგრამა“,
რომელიც ,,ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტებს“1215 ეფუძნება, თუმცა
მას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი და არ იძლევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
ბავშვების სწავლებისა და განვითარების გეგმების მოდიფიცირების შესაძლებლობას, ბავშვზე
ინდივიდუალური მიდგომის გზით.
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“1216 საქართველოს კანონის
დამტკიცება წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა, 2016 წლის განმავლობაში სახალხო
დამცველის აპარატის წარმოებაში არსებული საქმეებით1217 დასტურდება რომ სკოლამდელი
აღზრდის დაწესებულებებში დღესაც ბევრი პრობლემაა და ადრეული აღზრდისა და
განათლების შესაძლებლობა არ არის სრულად მისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე ბავშვებისთვის.
კანონით განსაზღვრული ვალდებულებების ფარგლებში1218 მნიშვნელოვანია მუნიციპალურ
დონეზე
მოხდეს
ერთიანი
მიდგომის
იმპლემენტაცია
ინკლუზიური
სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების პროცესის ხარისხიანად წარმართვისთვის. ამასთან, საჭიროა
მუნიციპალიტეტებმა დროულად დანერგონ და უზრუნველყონ სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამის ბავშვებისთვის მიწოდება. ხოლო,
მუნიციპალიტეტების
საკრებულოებმა
ზემოაღნიშნული
პროგრამის
მიწოდების
მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის შემუშავების მიზნით, მიიღონ
ნორმატიული აქტი. გარდა ამისა, დაწესებულებების ავტორიზაციისა და ზედამხედველობის
პროცესში უნდა მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საჭიროებების
გათვალისწინება და
კვალიფიციური სამსახურის განსაზღვრა, რათა
უზრუნველყოფილ
იქნეს თანაბრად ხელმისაწვდომი ინკლუზიური განათლება.
1214
http://cdi.org.ge/uploads/pages/alternative-report-on-the-implementation-of-crpd-education-cdi-geo91.pdf
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ,,ინკლუზიური განათლების პრაქტიკა საქართველოში“,
ალტერნატიული ანგარიში, 2016 წელი.
1215 <http://unicef.ge/uploads/ELDS_final.pdf>
1216
<https://matsne.gov.ge/ka/document/view/3310237> მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ
2016 წლის 8 ივნისს.
1217
N10401/16.
1218 მუხლები 7, 8, 10, 14.
678
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
პრობლემებს ქმნის ის გარემოება, რომ არ არსებობს საბავშვო ბაღებში ჩართული ბავშვების
ოფიციალურ მონაცემთა ბაზა, ასევე არ არის შემუშავებული დიფერენცირებული მონაცემები
შესაძლებლობის შეზღუდვისა და ამ ბავშვების საჭიროებების გათვალისწინებით.
ერთ–ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ აღმზრდელებს არ აქვთ
საკმარისი მხარდაჭერა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
ბავშვებთან მუშაობის
პროცესში. ისინი არ ფლობენ შესაბამის უნარ–ჩვევებს და სპეციფიკურ ცოდნას, როგორც შშმ
ბავშვების შესაძლებლობებთან, ისე სათანადო მიდგომებთან დაკავშირებით.
საბავშვო
ბაღების ასოციაციები დღესაც თავად იღებენ გადაწყვეტილებას რა სახის ტრენინგებს
გაუკეთონ ორგანიზება, არ ხდება დასახელებული თემატიკის პრიორიტეტიზაცია.1219
ე.მ–ს შემთხვევა – სკოლამდელი ინკლუზიური განათლების უფლების დარღვევა
2016 წელს სახალხო დამცველს განცხადებით1220 მიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის
სოფელ შულავერში მცხოვრებმა მოქალაქე ე.მ–მ. განცხადება ეხებოდა მისი 4 წლის
შეზღუდული
შესაძლებლობის
განათლების
უფლების
მქონე
სავარაუდო
შვილის,
დარღვევის
ე.მ–ს
ინკლუზიური
სკოლამდელი
არსებული
ინფორმაციით,
ფაქტს.
მცირეწლოვანი 2015 წლის ივნისის თვეში ჩაირიცხა სოფელ შულავერის საბავშვო ბაგა–ბაღში
გამოსაცდელი ვადით. ხოლო ბაღის ადმინისტრაციამ ჩარიცხვიდან 5 დღის შემდეგ უარი
განაცხადა
ბავშვის
რეკომენდაცია
რეგისტრაციაზე
მისცა
მშობელს,
მისი
ჯანმრთელობის
გადაეყვანა
შვილი
მდგომარეობის
მარნეულის
გამო
და
მუნიციპალიტეტის
ტერიტორიულ ერთეულში არსებულ, სოფელ ყიზილ–აჯლოს საბავშვო ბაგა–ბაღში, სადაც
გახსნილია შესაბამისი ჯგუფი სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის. ბაღის
პერსონალი კვალიფიციური კადრის არარსებობის გამო ვერ ახერხებდა ბავშვის ქცევის
მართვას, რის გამოც იგი იყო აგრესიული, არ იღებდა საკვებს და სასმელს. შედეგად, ბაღის
ადმინისტრაციის მიერ გამოძახებულ იქნა მშობელი, რომელიც იძულებული გახდა ბავშვი
გაეყვანა ბაღიდან. ბაგა–ბაღის გამგემ მშობელს მოსთხოვა ბავშვისთვის მკურნალობის
კურსის ჩატარება და ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა.
ბაგა–ბაღების
გაერთიანებიდან1221
წარმომადგენელი
მიღებულ
კორესპონდენციაში1222
დაწესებულების
აპელირებს ბავშვის რთულ და აგრესიულ ქცევაზე, რომელიც, მათი
გადმოცემით, ნეგატიურად/დამთრგუნველად მოქმედებდა სხვა ბავშვების ფსიქიკაზე და
საფრთხეს უქმნიდა პერსონალს. როგორც საქმის გარემოებებიდან ირკვევა,
1219
კონვენციაზე
<http://inclusion.ge/res/docs/2016072514094630189....pdf>
N12467/16.
1221
საქმის შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა ოფიციალურად მიმართა ა(ა)იპ
მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბაგა–ბაღების გაერთიანებას (სკოლამდელი
აღზრდის ცენტრი).
1222 N13430/16-18.10.2016.
1220
679
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დაფუძნებული მიდგომების საპირისპიროდ, დაწესებულების ადმინისტრაციამ
აირჩია
მარტივი გამოსავალი და უარი თქვა შესაბამისი სერვისის მიწოდებაზე. ნეგატიურად უნდა
შეფასდეს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე,1223 მისი გამოსაცდელი
ვადით ჩარიცხვის ფაქტი და ამასთან, ის გარემოებაც, რომ სოფელ შულავერის ბაგა–ბაღის
ადმინისტრაცია არ ფლობს სპეციფიურ უნარ–ჩვევებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
ბავშვებთან ადეკვატური კომუნიკაციის დასამყარებლად და რთული ქცევის მართვის
უზრუნველსაყოფად. მსგავსი პრაქტიკა უნდა ჩაითვალოს გაუმართლებლად და მიღებულ
უნდა იქნას სათანადო ზომები შშმ ბავშვთა სოციუმში და სააღმზრდელო/საგანმანათლებლო
სივრცეში ინტეგრაციისთვის.
ზოგადი განათლება
აღსანიშნავია,
რომ
ინკლუზიური
განათლების
დაფინანსება
ზოგადი
განათლების
საფეხურზე ფრაგმენტულია, არ არსებობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე მოსწავლეების (შშმ ბავშვები) დაფინანსების ერთიანი მექანიზმი. არსებული მოდელი
ვერ პასუხობს ყველა ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროებებს.
გაეროს კონვენციის რატიფიცირების შემდგომ, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში1224 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ინკლუზიური განათლების
დანერგვისა და განხორციელების საკითხების ინტეგრირება პოზიტიურ ნაბიჯად შეიძლება
ჩაითვალოს. თუმცა, მიუხედავად ცვლილებებისა, ნორმატიული მოწესრიგება ინკლუზიურ
სწავლებას კვლავ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა უფლებამოსილებად (და არა
ვალდებულებად) მიიჩნევს.1225 ამასთან, კანონი ზოგადი განათლების მისაწვდომობის
უზრუნველყოფასთან მიმართებით აქცენტს აკეთებს გეოგრაფიულ და ენობრივ ბარიერებზე,
ხოლო
შეზღუდულ
შესაძლებლობას
არ
განიხილავს
ანალოგიურ
კონტექსტში1226.
საკანონმდებლო დონეზე კვლავ დაურეგულირებელია სპეციალური პედაგოგის სტატუსთან
და ინტეგრირებულ კლასებთან დაკავშირებული საკითხები. არ არსებობს ინტეგრირებული
კლასების კონცეფცია და მარეგულირებელი სამართლებრივი აქტი.
1224
<https://matsne.gov.ge/ka/document/view/29248>
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 33, მე–2 პუნქტი, „გ“ ქვეპუნქტი
<https://matsne.gov.ge/ka/document/view/29248>
1226 იქვე, მუხლი 7.
1225
680
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
პოზიტიურად უნდა შეფასდეს „ინკლუზიური განათლების დანერგვის მონიტორინგის“1227
პროგრამის დამტკიცება. თუმცა, მნიშვნელოვანია უმოკლეს ვადებში მოხდეს აღნიშნული
მონიტორინგის ინსტრუმენტის ამოქმედება ზოგადი განათლების საფეხურზე.
განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტროს
არ
გააჩნია
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში ჩარიცხული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სტატისტიკა
და
სახალხო დამცველის აპარატისთვის ინფორმაციის მიწოდების დროს, სამინისტრო
ახდენს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების ერთიანი მონაცემების
გენერირებას.1228
საქართველოში
სპეციალიზებული
განათლების
სისტემა
დღესაც
აგრძელებს
ფუნქციონირებას. მოქმედი ინკლუზიური განათლების მოდელის მიუხედავად, არსებული
საკანონდებლო სივრცე და პრაქტიკა უშვებს სპეციალიზებული სკოლების არსებობის
შესაძლებლობას.
ამგვარი
დაწესებულებების
არსებობა
არათავსებადია
კონვენციის
მიზნებთან, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს განათლების სისტემის გარდაქმნას
ინკლუზიასა
და
ინტეგრაციაზე
აქცენტირების
გზით.
ამასთან,
განსხვავებით
დედაქალაქისგან, სპეციალიზებული სკოლები საქართველოს მხოლოდ რამდენიმე რეგიონში
ფუნქციონირებს,
რომლებზე
წვდომაც
არაადაპტირებული
ფიზიკური
გარემოს
და
ტრანსპორტირების მოუწესრიგებლობის გამო პრობლემურია რეგიონებში მცხოვრები
მოსახლეობისთვის. 2015 წელს 3 უსინათლო მოსწავლეს სპეციალური სკოლა–პანსიონის
ნაცვლად, შესაძლებლობა მიეცა სწავლა გაეგრძელებინა საჯარო სკოლაში1229. თუმცა ეს არის
ერთეული შემთხვევა და ამგვარ მიდგომას არ აქვს სისტემური ხასიათი.
კვლავ გამოწვევად რჩება ინკლუზიური განათლების პროცესში სწავლების ხარისხი და
უწყვეტობა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მნიშვნელოვანი ნაწილი,
განსაკუთრებით რეგიონებში, არ არიან ჩართულნი საგანმანათლებლო პროცესში. პრობლემას
წარმოადგენს სპეციალური პედაგოგების რაოდენობა და კვალიფიკაცია, არაადაპტირებული
ფიზიკური გარემო, ტრანსპორტირების მოუწესრიგებლობა, სასწავლო დაწესებულებების,
საკლასო ინვენტარის და სასწავლო მასალების მისაწვდომობა.1230
ინკლუზიური
განათლების
რეალიზების
მიმართულებით
განსაკუთრებით
რთული
მდგომარეობაა რეგიონებში. მაღალმთიანი სოფლების სკოლების 505 სკოლიდან, მხოლოდ
1227
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 იანვრის N31 ბრძანება.
კორესპონდენცია MES 4 16 0050628; 27.05.2016.
1229
კორესპონდენცია MES 4 16 0050628; 27.05.2016.
1230 ,,საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
სახალხო
დამცველის
ანგარიში,
2015
წელი,
გვ.
754
<http://www.ombudsman.ge/uploads/other/1/1934.pdf>
1228
681
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
171 სკოლაში ხორციელდება ინკლუზიური სწავლება.1231 თუმცა, აღნიშნულ შემთხვევებშიც,
ინკლუზიურ განათლებას არ აქვს კომპლექსური, ყოვლისმომცველი ხასიათი. უმთავრესი
პრობლემა არის ის, რომ, როგორც წესი, ინკლუზიური განათლებისთვის გამოყოფილი
თანხის გაცემა, სკოლის მიერ, ძირითადად, ხდება სპეციალური მასწავლებლის ან
ფსიქოლოგის ხელფასებზე.
პარალელურად
თანხების განკარგვა არ ხდება სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინდივიდუალური შეფასების შესაბამისად
- იმის მიხედვით, თუ რა საჭიროებები აქვს კონკრეტულ მოსწავლეს (ეს შეიძლება იყოს
საგანმანათლებლო რესურსი და ადაპტირებული ტექნოლოგიები, სკოლის ფიზიკური
ადაპტირება, სკოლის სხვა დამხმარე სპეციალისტები - სანიტარი, მეტყველების თერაპევტი,
სურდო პედაგოგი, ასისტენტი, ტრანსპორტირება და ა.შ.).
ინკლუზიური განათლების პროცესს აბრკოლებს არაადაპტირებული საგზაო, სატრანსპორტო
ინფრასტრუქტურა, დაწესებულებების ფიზიკური გარემო. განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაციით1232 777 საჯარო სკოლას აქვს პანდუსი ან
მარტივი ადაპტაცია. დასახელებული რაოდენობა ნაკლებია საქართველოში არსებული
სკოლების ერთ მესამედზე. არსებული ადაპტაციის ხარისხი კი მიზერულია, რადგან
მხოლოდ პანდუსი ვერ უზრუნველყოფს კომპლექსურად გააზრებულ მისაწვდომობას. უნდა
აღინიშნოს, რომ პილოტირებას გადის და არ არის სრულყოფილად დანერგილი სმენის
არმქონე
და
უსინათლო
მოსწავლეებისთვის
ალტერნატიული
სასწავლო
გეგმა.
საგანმანათლებლო რესურსებისა და ადაპტირებული ტექნოლოგიების უზრუნველყოფის
კუთხით გარკვეული პროგრესი, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებთან შედარებით, აქვთ
სპეციალიზებულ სკოლებს და პროფესიულ სასწავლებლებს.1233 2016 წლის მარტის
მონაცემებით საჯარო სკოლებში დასაქმებულია 1372 სპეციალური მასწავლებელი, რაც ვერ
უზრუნველყოფს
არსებული
საჭიროებების
დაკმაყოფილებას.
საჯარო
სკოლებში
სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების არასაკმარის რაოდენობასთან დაკავშირებით
სახალხო დამცველი 2016 წელს, საკუთარი ინიციატივით სწავლობდა საქმეს,1234 რომელიც
ეხებოდა ქ. თბილისის 21–ე, 24–ე, 166–ე, 175–ე და 181–ე საჯარო სკოლებში არსებულ
1231
<http://cdi.org.ge/uploads/pages/alternative-report-on-the-implementation-of-crpd-education-cdi-geo91.pdf>
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, ,,ინკლუზიური განათლების პრაქტიკა საქართველოში“
ალტერნატიული ანგარიში, 2016 წელი.
1232
2016 წლის 27 მაისის კორესპონდენცია MES 4 16 00570628.
1233<http://cdi.org.ge/uploads/pages/alternative-report-on-the-implementation-of-crpd-education-cdi-geo91.pdf>
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, ,,ინკლუზიური განათლების პრაქტიკა საქართველოში“
ალტერნატიული ანგარიში,2016 წელი.
1234 N12707/16.
682
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ვითარებას სწორედ ამ კუთხით. საქმის მასალებით1235 ცნობილი გახდა, რომ კადრების
რაოდენობა
გარკვეულ სკოლებში არ იყო გონივრულად შერჩეული და არ მოდიოდა
შესაბამისობაში რეალურად არსებულ საჭიროებებთან. კერძოდ,
21–ე საჯარო სკოლაში
გამოიკვეთა სპეც. პედაგოგის დამატების საჭიროება, 166–ე საჯარო სკოლაში კი საშტატო
განრიგით კიდევ ერთი სპეც. პედაგოგის ან ფსიქოლოგის მომსახურების გათვალისწინების
მიზანშეწონილობა., მაშინ როდესაც, განსხვავებით ზემოთ დასახელებული სკოლებისა, 175–ე
საჯარო სკოლაში 20 სსმ მოსწავლეზე 3 სპეციალური პედაგოგი იყო გამოყოფილი.
უნდა
აღინიშნოს,
რომ
სპეციალური
მასწავლებლები
სათანადოდ
არ
ფლობენ
ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შედგენისთვის საჭირო უნარ–ჩვევებს. აღნიშნულს,
გარკვეულწილად,
განაპირობებს
გადამზადების ხარისხზე.
ის,
რომ
არ
ხორციელდება
მონიტორინგი
მათი
ამასთან, დაბალია ინდივიდუალური სასწავლო გეგმების
შედგენის პროცესში სხვა პედაგოგების ჩართულობის
ხარისხი. ანალოგიური ვითარებაა
სპეციალიზებული პროფილის სკოლებშიც.
გარდა აღნიშნულისა, სპეციალური მასწავლებლების არაადეკვატური ანაზღაურება, ხშირ
შემთხვევებში იწვევს არაპროფესიონალი კადრების მოზიდვას, შემდგომში კი ხშირ ცვლას,
რაც ნეგატიურად აისახება მათ მოტივაციასა და საგანმანათლებლო პროცესის ხარისხზე. არ
არსებობს
წამახალისებელი
მექანიზმი,
რომელიც
სპეც.
პედაგოგებს
კვალიფიკაციის
ამაღლებასთან ერთად,
ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას
მისცემდა,
ეს
ისე
როგორც
ხდება
სხვა
სასწავლო
დისციპლინების
პედაგოგებთან
დაკავშირებით.
აქვე უნდა აღინიშნოს რამდენიმე პრობლემა, რომელიც მულტიდისციპლინური გუნდის
მიმართ გამოიკვეთა.1236 პრობლემურია მათი რაოდენობისა და საგანმანათლებლო პროცესში
სისტემატური
ჩართულობის
საკითხი
–
გუნდის
წევრებს
ვალდებულება
აქვთ,
უზრუნველყონ ბავშვის შეფასება, გადაფასება, მასწავლებლებისთვის კონსულტაციის გაწევა
და მონიტორინგი. პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ შეზღუდული რაოდენობის გამო,
ისინი, ძირითადად, ბავშვის პირველადი შეფასებით შემოიფარგლებიან. კონსულტაციას კი
უზრუნველყოფენ
მხოლოდ
მაშინ,
როცა
სკოლა
სთხოვს
დაუყოვნებლივ
ჩარევას,
1235
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების
დეპარტამენტის ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს კორესპონდენცია
N13457/16-18.10.2016
1236
„ინკლუზიური განათლების პრაქტიკა საქართველოში“ 2016 წელი
<http://cdi.org.ge/uploads/pages/alternative-report-on-the-implementation-of-crpd-education-cdi-geo91.pdf>
683
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სპეციალური
საგანმანათლებლო
საჭიროების
მქონე
მოსწავლესთან
დაკავშირებული
პრობლემის მოგვარებაში.
ამასთან, სათანადოდ არ/ვერ ხდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლეების მეორადი შეფასება/გადაფასება, შემთხვევის მართვა, პროგრესის გაზომვა,
სასწავლო პროცესის მონიტორინგი და ბავშვის სწავლების პროცესზე ბოლომდე თვალყურის
მიდევნება. ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს მულტიდისციპლინურ გუნდში ვიწრო
პროფილის სპეციალისტების ნაკლებობა. დღის წესრიგში დგას სათანადოდ მომზადებული
ადამიანური რესურსისა და ისეთი სპეციალისტების დეფიციტი როგორებიცაა: ოკუპაციური
თერაპევტი, ფსიქოლოგი, ბავშვის ფსიქიატრი.
შეზღუდული
შესაძლებლობის
არათანმიმდევრული
მიდგომა,
მქონე
ბავშვების
განსხვავებული
ასევე
ინკლუზიური
განათლების
საჭიროებებისადმი
მომწესრიგებელი
არასრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა, გარკვეულწილად, ხელს უწყობს დისკრიმინაციას
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ. საჭიროა საკანონმდებლო დონეზე
დეტალურად განისაზღვროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის
ფუნქციები, რომლებიც აამაღლებს მის ეფექტურობას სკოლებში, ინკლუზიური განათლების
ორგანიზებისა და მასზე ზედამხედველობის თვალსაზრისით. ასევე მნიშვნელოვანია
სკოლასა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მშობლებს
შორის ჩამოყალიბდეს პოზიტიური ურთიერთთანამშრომლობითი დამოკიდებულება.
კონვენციის
მიდგომების
პრაქტიკაში
დანერგვას
აფერხებს
სხვა
დამაბრკოლებელი
გარემოებებიც. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებს არ აქვთ საკმარისი
მხარდაჭერა, ხშირ შემთხვევებში ისინი არ არიან ინფორმირებულნი მათი შვილების
საჭიროებების
შესახებ.
ამასთან,
ძლიერია
საზოგადოებაში
დამკვიდრებული
სტერეოტიპული დამოკიდებულებების ზეგავლენა1237. ყოველივე აღნიშნული კი იმის ფონზე,
რომ ბავშვების საგანმანათლებლო პროცესში ჩართვა ხდება კანონიერ წარმომადგენლების
ნება–სურვილის შესაბამისად, ზრდის ბავშვთა განათლების სისტემის მიღმა დარჩენის
რისკებს. ზოგადი განათლების სისტემაში შშმ ბავშვთა სრულყოფილად ჩართვას აბრკოლებს
საზოგადოებრივი მზაობის არარსებობაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების
საზოგადოების სრულფასოვან წევრად აღქმისთვის, სოციუმისგან გაუცხოება კი იწვევს
მათდამი სტიგმატიზებულ დამოკიდებულებას.
2015 წელს „განათლების მიღების შესაძლებლობა სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი
ბავშვებისთვის“ პროგრამის ფარგლებში დაიწყო საპილოტე სერვისის განხორციელება,
რომელიც ითვალისწინებს კრიზისულ და ტრანზიტულ ცენტრებში მყოფი მოზარდებისთვის
განათლების შეთავაზებას. თუმცა, არიან ბავშვები, რომლებსაც სახელმწიფოს სერვისები ვერ
1237
იხ. წინამდებარე ანგარიშის თავი თანასწორობის უფლების ნაწილში.
684
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ფარავს და უხილავია მათი კონტიგენტი. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს ამჟამინდელი
პოლიტიკა არაპროდუქტიულია განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ ბავშვებთან
მიმართებით და ვერ უზრუნველყოფს მათ სისტემაში ინტეგრირებას. ამასთან, ქვეყანაში არ
არსებობს სტატისტიკური მონაცემები, იმასთან დაკავშირებით თუ რამდენი ბავშვია (მათ
შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) ფორმალური განათლების მიღმა.
აუცილებელია დაინერგოს ეფექტური რეფერალური მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს
გახდის ბავშვების პროაქტიულ ჩართვას სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სერვისებში და
უზრუნველყოფს, როგორც მათ
მოძიებას, ისე ტრანზიციის პროცესის ეფექტურად
წარმართვას.
პროფესიული განათლება
„პროფესიული განათლების შესახებ“1238 საქართველოს კანონი, განსხვავებით, „ზოგადი
განათლების შესახებ“1239 საქართველოს კანონისგან, არ არის ორიენტირებული შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებით ინდივიდუალური მიდგომის დანერგვაზე.
ის არ ცნობს ასეთ სამიზნე ჯგუფს და არ ითვალისწინებს მათ მიმართ სპეციფიკური
მეთოდების გამოყენების საჭიროებას. კანონის 31–ე მუხლი, რომელიც ეხება სტუდენტებთან
მოპყრობის პროცესში თანასწორობის პრინციპის დაცვას, არ ხასიათდება კომპლექსური
მიდგომით
და
ერთ–ერთ
გარემოებად
მხოლოდ
„ფიზიკურ
შესაძლებლობას“
განსაზღვრავს.1240
პროფესიული ინკლუზიურ განათლების სისტემაში 2013 წლიდან დაიწყო სტატისტიკური
მონაცემების შეგროვება. თუმცა, ამ ეტაპზე სამინისტრო არ ფლობს დიფერენცირებულ
მონაცემებს
და
რაოდენობრივი
მითითება
კეთდება,
ზოგადად,
სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე.1241
პროფესიული განათლების საფეხურზეც გამოწვევას წარმოადგენს სივრცის ადაპტირება. 21
სახელმწიფო
პროფესიული
სასწავლებლიდან,
2015
წელს
მხოლოდ 5
სახელმწიფო
პროფესიული სასწავლებლის ფიზიკური გარემოს ადაპტაცია დაიწყო „უნივერსალური
დიზაინის“ პრინციპის დაცვით.1242 მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ყველა ავტორიზებულ
პროფესიულ კოლეჯში არსებობს პანდუსი (რაც ავტორიზაციის მოთხოვნაში შედის),
სხვადასხვა საჭიროების მქონე პირებისთვის გარემოს სრული ადაპტირება (სასწავლო
1238
<https://matsne.gov.ge/ka/document/view/23608>
<https://matsne.gov.ge/ka/document/view/29248>
1240 <https://matsne.gov.ge/ka/document/view/23608>მუხლი 31, 1–ლი ნაწილი, ბ პუნქტი.
1241
კორესპონდენცია MES 4 16 00570628.
1242
თბილისი: სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „მერანი“, „სპექტრი.“ ქუთაისი: სსიპ
საზოგადოებრივი კოლეჯი „იბერია“. ახალციხე: სსიპ პროფესიული კოლეჯი „ოპიზარი“. გურჯაანი:
სსიპ პროფესიული კოლეჯი „აისი“.
1239
685
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ოთახები, სველი წერტილები, სახელოსნოები და სხვა), შენობაში გადაადგილება და
სასწავლო მასალებზე ხელმისაწვდომობა კვლავ პრობლემურია.1243
პოზიტიურად უნდა შეფასდეს ინკლუზიური განათლების საკონსულტაციო ჯგუფის
ფუნქციონირება, რომელიც უზრუნველყოფს ინკლუზიური პროფესიული განათლების
ინიციატივების მონიტორინგს, შეფასებას და რეკომენდაციების გაცემას. გუნდი იკრიბება 6
თვეში ერთხელ.
ძალადობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მიმართ
საანგარიშო პერიოდში არსებული საქმეების1244 ანალიზი ცხადყოფს, რომ მთავარ გამოწვევას,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ძალადობისგან დაცვის კუთხით, წარმოადგენს
მათზე
განხორციელებული
ძალადობის
იდენტიფიცირების
საკითხი.
ამასთან,
პრობლემურია: ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების დაცვა, რეაბილიტაციის
ღონისძიებების პრაქტიკაში დანერგვა, სოციალური მომსახურების სფეროში მომუშავე
პროფესიონალის,
ფსიქოლოგების
ნაკლებობა.
აგრეთვე
შესაბამის
უწყებებს
შორის
არასაკმარისი თანამშრომლობა.
საქართველოში
საკანონმდებლო
დონეზე
კვლავ
არ
არსებობს
ოჯახში
ძალადობის
წინააღმდეგ ბრძოლის ცალკე რეგულაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან
(მათ შორის ბავშვებთან) მიმართებით და ის ინტეგრირებულია ოჯახში ძალადობის
წინააღმდეგ
ბრძოლის
ზოგად
პოლიტიკასთან,
რომელსაც
არეგულირებს
„ოჯახში
ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“
საქართველოს
კანონი.1245
განსაკუთრებით
მოწყვლადი
ჯგუფის
ინტერესებისა
და
სპეციფიური მიდგომის გათვალისწინება არ ხდება არც უწყებების შიდა სახელმძღვანელო
ინსტრუქციებსა და მეთოდოლოგიებში.
კვლავ პრობლემურია ოჯახში ძალადობის შემთხვევათა აღრიცხვა და გამოწვევად რჩება
მონაცემების შეგროვება.1246 არ არსებობს დიფერენცირებული სტატისტიკა შშმ ბავშვთა
მიმართ ოჯახში განხორციელებულ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ თუ
სხვა სახის ძალადობასთან დაკავშირებით. უნდა აღნიშნოს, რომ ოჯახში ძალადობის
არსებული მონაცემები ეფუძნება გაცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობას, რაც ვერ
ასახავს
პრობლემის
გამოწვეულია
რეალურ
მასშტაბს.
აღნიშნული,
საზოგადოების
დაბალი
ინფორმირებულობით,
სხვა
ფაქტორებთან
ერთად,
შურისძიებისა
1243 „მოწყვლადი ჯგუფების პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოში“ 2015 –
<http://www.inclusion.ge/res/docs/2015071614133366745.pdf>
1244 N9597/16; N8817/16; N13888/16.
1245
<https://matsne.gov.ge/ka/document/view/26422>
1246 ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობა საქართველოში,op.cit.p.412.
686
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
და
სტიგმატიზაციის შიშით, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის ნაკლებობით და
ასევე ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სფეროში არსებული მექანიზმებისა
და სერვისების გაუმართაობით. განსაკუთრებული საფრთხის შემცველია ის გარემოება, რომ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ ჩადენილი ძალადობა ხშირად
„უხილავია“ და სათანადო რეაგირების გარეშე რჩება, რასაც, გარკვეულწილად, განაპირობებს
საზოგადოებისა
და
სამართალდამცავი
სტრუქტურების
წარმომადგენელთა
დაბალი
ღონისძიებების
აღსრულების
ეფექტური
ცნობიერება, სტერეოტიპული მიდგომა.
კვლავ
გამოწვევად
რჩება
დამცავი
ზედამხედველობა. საჭიროა დაინერგოს მონიტორინგის მექანიზმი, რაც საშუალებას მისცემს
შესაბამის სტრუქტურებს მეთვალყურეობა გაუწიონ ოჯახებს, სადაც შშმ ბავშვებზე
ძალადობის ფაქტი გამოვლინდა და ამასთან, შეიქმნას საინფორმაციო ბაზა, რომელიც
შესაძლებელს გახდის ეფექტური პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვას.
ოჯახში
ძალადობის
შემთხვევებზე
რეაგირების
განმახორციელებელ,
უფლებამოსილ
ორგანოებს შორის კვლავ პრობლემას წარმოადგენს კოორდინაცია და ინფორმაციის
ურთიერთგაცვლა.
საქმეთა
სამართალდამცავი
უწყების,
შესწავლისას
განხორციელებული
ღონისძიებების
ისე
ხშირად
სოციალური
ვლინდება
ხარვეზები,
მომსახურების
როგორც
სააგენტოს
შეფასებისას. რიგ შემთხვევებში
მიერ
დასახელებული
უწყებების მიერ სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაცია წინააღმდეგობრივია.
ამასთან,
მიუხედავად
სოციალური
მუშაკის
მიერ
ძალადობრივი
ინციდენტების
დადასტურებისა, სამართლდამცავებს უჭირთ ძალადობის იდენტიფიცირება და არ ახდენენ
შესაბამის რეაგირებას. საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას ფსიქოლოგიური ძალადობის
შემთხვევებში. მდგომარეობას ამძიმებს ის ფაქტი, რომ სამართალდამცავები არ ფლობენ შშმ
პირებთან/ბავშვებთან ურთიერთობის სპეციფიკურ უნარ–ჩვევებს.
პრაქტიკულ ასპექტში პრობლემურია შშმ ბავშვთა რეზიდენტული დაწესებულებების
პერსონალის
შესაბამისი
კვალიფიკაციის
საკითხი,
ბენეფიციართა
რთული
ქცევის
მართვასთან და სიტუაციის სტაბილიზებასთან მიმართებით.
მ.მ–ს შემთხვევა – შშმ ბავშვზე სავარაუდო ძალადობის ფაქტი
2016 წელს საქართველოს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით სწავლობდა
საქმეს,1247რომელიც ეხებოდა კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლის
ბენეფიციარის, მ.მ–ს სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტს. კერძოდ, 2016 წლის 26 ივლისს,
მ.მ–მ ჩაამსხვრია შუშა, რის გამოც უფროსმა აღმზრდელმა მას მიაყენა სიტყვიერი და
ფიზიკური შეურაცხყოფა (აუწია ყური). მომხდარის გამო, ბენეფიციარს სიტყვიერი
1247
N9597/16.
687
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების ხელმძღვანელმაც და დასჯის მიზნით იგი არ
წაიყვანეს სასეირნოდ სხვა ბენეფიციარებთან ერთად.
ადამიანით
ვაჭრობის
(ტრეფიკინგის)
მსხვერპლთა,
დაზარალებულთა
დაცვისა
და
დახმარების სახელმწიფო ფონდიდან მიღებულ წერილში1248 ცალსახად არის უარყოფილი
შესაძლო ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი. აღნიშნულ შემთხვევასთან
დაკავშირებით არ განხორციელებულა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების
ინფორმირება. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ არასრულწლოვანი ბენეფიციარის დასჯა
განხორციელდა მისი ფსიქო–სომატური მდგომარეობის შეფასებიდან გამომდინარე, თუმცა
არ არის დასაბუთებული რა სახის აღმზრდელობითი ზემოქმედება შეიძლება ჰქონოდა
აღნიშნულ
გადაწყვეტილებას.
გარდა
ამისა,
არ
არის
მოცემული
ბენეფიციარის
მდგომარეობის შეფასების ამსახველი ინფორმაცია. ცალსახაა, რომ ინციდენტი გამოიწვია
კონფლიქტური სიტუაციის ესკალაციამ მ.მ–სა და სხვა ბენეფიციარ მ.კ–ს შორის. ხოლო,
პერსონალმა ვერ შეძლო კონფლიქტური სიტუაციის, ბენეფიციართა რთული ქცევის მართვა
და სიტუაციის დეესკალაცია. აღნიშნული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს ბენეფიციართა
უსაფრთხოებას და მათ დაცვას ძალადობისა თუ შეურაცხყოფისგან,
მაშინ, როდესაც ამ
თვალსაზრისით დაცვას არსებითი მნიშვნელობა აქვს.
ეროვნული
სტანდარტის1249
შესაბამისად,
შშმ
პირთა/ბავშვთა
სადღეღამისო
სპეციალიზებული დაწესებულებების ყველა ბენეფიციარი დაცული უნდა იყოს ნებისმიერი
სახის ძალადობისგან და იძულებისაგან. მომსახურების მიმწოდებელი უნდა იცნობდეს და
ხელმძღვანელობდეს მოქმედი კანონმდებლობით.1250 კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე
ბავშვთა
სახლის
დებულების
თანახმად,
ფილიალმა
უნდა
უზრუნველყოს
დაწესებულების ბენეფიციართათვის ადეკვატური, უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნა
და ხელი შეუწყოს შესაბამისი მომსახურების ხარისხიან განხორციელებას, ხოლო ფილიალის
ბენეფიციარს უფლება აქვს დაცული იყოს ყველა სახის ძალადობისგან. დაწესებულების
ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების გატარება ბენეფიციართა
ფსიქო–სოციალური დახმარების მიზნით.
1248
№07/1018–11.08.2016.
„სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 23
ივლისის
N01–54/ნ
ბრძანება,
დანართი
N1,
მუხლი
10
<https://matsne.gov.ge/ka/document/view/2391345>
1250
მათ შორის ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.
1249
688
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები
სახელმწიფო პოლიტიკა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სფეროში არ არის სენსიტიური
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
ქალებისა
და
გოგონების
ინტერესებისა
და
საჭიროებების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ კონვენციაზე დაფუძნებული მიდგომით
ზემოაღნიშნული პირები წარმოადგენენ განსხვავებული საჭიროებების მქონე ჯგუფს,
ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული პოლიტიკის დოკუმენტები,
ისევე როგორც სახელმწიფო პროგრამები, მათ არ მოიაზრებს დამოუკიდებელ სამიზნე
ჯგუფად. სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისა და ბიუჯეტირებისას არ ხდება მათთვის
რელევანტური საკითხების გათვალისწინება. აღნიშნული ეხება ჯანდაცვის, სოციალური
რეაბილიტაციის, განათლების, დასაქმებისა და სხვა პროგრამებს.
ცნობილია, რომ ქვეყანაში არსებულმა სახელმწიფო სამედიცინო სადაზღვევო სისტემამ
მოიცვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, თუმცა შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე ქალები კვლავ ვერ სარგებლობენ მათ საჭიროებებზე მორგებული სამედიცინო
მომსახურებით.
განსაკუთრებით
აღსანიშნავია
რეპროდუქციულ
და
სქესობრივ
ჯანმრთელობაზე ხელმისაწვდომობის საკითხი. სათანადოდ არ ხდება ჯანმრთელობისთვის
საჭირო
მედიკამენტებით
დამოკიდებულია
უზრუნველყოფა.
მხოლოდ
სახელმწიფო
ბენეფიციართა
სოციალურ
უმეტესობა
პაკეტზე,
რაც
ფინანსურად
არ
იძლევა
ჯანმრთელობისთვის საჭირო მედიკამენტების შეძენის შესაძლებლობას.
ხარვეზებით ხორციელდება მათი მომსახურება სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ 2014 წლის
23
ივლისს
დამტკიცებული
,,სადღეღამისო
სპეციალიზებულ
დაწესებულებებში
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური
სტანდარტები“1251 არ ითვალისწინებს დასახელებული სამიზნე ჯგუფის საჭიროებებს.
ერთ–ერთი
გამოწვევაა,
სამართალდამცავი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა
უწყების
წარმომადგენელების
მხრიდან,
მიმართ არსებული ძალადობის გამოვლენა.
განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში თუ სავარაუდო ძალადობის მსხვერპლს აქვს ფსიქიკური
ჯანმრთელობის პრობლემა.
არასამთავრობო
ორგანიზაციის
„პარტნიორობა
ადამიანის
უფლებებისათვის“
მიერ
განხორციელებული კვლევის „ფსიქო–სოციალური საჭიროების მქონე ქალთა მიმართ
1251
სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 23 ივლისის ბრძანება N01–
54/ნ. < https://matsne.gov.ge/ka/document/view/2391345 > [ბოლოს ნანახია 16.03.2017].
689
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ძალადობა საქართველოში – ძირითადი ტენდენციები“1252 შედეგების მიხედვით გამოიკვეთა,
რომ
ფსიქო–სოციალური
განაპირობებს
საჭიროების
კანონმდებლობაში
მქონე
ქალების
მიმართ
გაწერილი
ზოგადი
რეგულაციები,
ძალადობას
ხშირად
რომლებიც
არ
ითვალისწინებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ქალების ინდივიდუალურ
საჭიროებებს. საკანონმდებლო დონეზე არსებობს აბსოლუტურად ზოგადი ხედვა, ზოგადი
რეგულაციები,
რომლებიც
სრულიად
არასენსიტიურია,
როგორც
გენდერული,
ისე
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსპექტივიდან.1253
ფსიქო–სოციალური საჭიროების მქონე შშმ ქალთა განსაკუთრებულ მოწყვლადობას
ადასტურებს სახალხო დამცველის
აპარატში ფსიქიკური
ჯანმრთელობის
უფლების
რეალიზაციის მიმართულებით შემოსული განცხადებები, რომლებიც, ძირითადად, ეხება
ქალთა ფსიქიკური ჯანმრთელობის უფლების დარღვევებს.
მომმართველთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ისინი პოლიციის ძალით ან/და მუქარით და
დაშინებით წაიყვანეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.1254
ე. ა.–ს საქმე
სახალხო დამცველს მიმართა შშმ ქალმა ე.ა.–მ (საქმე N11467), რომლის ინფორმაციით მას
მოტყუებით მოაწერინეს ხელი ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიღებაზე და
სტაციონარის ადმინისტრაცია არ აძლევდა დაწესებულების დატოვების შესაძლებლობას.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული რეაგირების
შედეგად
ცნობილი გახდა,1255 რომ ე.ა–ს სტაციონარში განთავსება მოხდა სასწრაფო
დახმარებისა და საპატრულო პოლიციის თანხლებით. დაწესებულების ინფორმაციით
პაციენტი იღებდა ნებაყოფლობით ფსიქიატრიულ დახმარებას.
ანალოგიურ სიტუაციას ვხვდებით სხვა საქმეებში.1256 პაციენტის სტაციონარში მიყვანის
დროს მას ძალით მოაწერინეს ხელი დოკუმენტებზე. მოცემულ შემთხვევაშიც დაწესებულება
1252
„ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში - ძირითადი
ტენდენციები“, ნანა გოჩიაშვილი, თბილისი, 2014.
<http://phr.ge/assets/uploads/%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94
%E1%83%91%E1%83%98/3.pdf> [ბოლოს ნანახია 17.03.2017].
1253
„ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში - ძირითადი
ტენდენციები“, კვლევის ავტორი ნანა გოჩიაშვილი, 2015 წელი (ააიპ პარტნიორობა ადამიანის
უფლებებისთვის). გვ.12 .
1254 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმე N8977; საქმე N11746/16; საქმე N12771/16; საქმე
N11467/16; N6827/16.
1255 შპს აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის 2016 წლის 14
სექტემბრის N2552/3 კორესპონდენცია.
1256 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმე N6827/16; N8977/16.
690
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
აცხადებს, რომ პირი მიიყვანეს კატასტროფის სამედიცინო ცენტრის ბრიგადის და სამხარეო
პოლიციის თანხლებით.1257
სტაციონირების დროს ინფორმირებული თანხმობის პრობლემაზე საუბარია ფსიქიატრიული
დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიშში, რომლის მიხედვით პირის ღირსებასა და
პირად
ხელშეუხებლობაზე
დაფუძნებულ
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
სისტემაში,
ფსიქიატრიული დახმარების აღმოჩენის წინაპირობას სწორედ პაციენტის ინფორმირებული
თანხმობა
უნდა
წარმოადგენდეს.
მკურნალობაზე
თანხმობას
შეიძლება
ეწოდოს
თავისუფალი და ინფორმირებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფუძნებულია
პაციენტის მდგომარეობისა და მისთვის შეთავაზებული მკურნალობის შესახებ სრულ, ზუსტ
და დეტალურ ინფორმაციაზე.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისადმი მიმართვების საფუძველზე დგინდება,
რომ
უკიდურესად
დაბალია
როგორც
ნებაყოფლობითი,
ისე
არანებაყოფლობითი
ფსიქიატრიული დახმარების მიმღებ პირთა ინფორმირებულობის დონე, მათი მკურნალობის
ხასიათთან
(ნებაყოფლობითი
თუ
არანებაყოფლობით),
ხანგრძლივობასთან,
მათ
უფლებებთან, მისაღებ მედიკამენტებთან დაკავშირებით.1258 რიგ შემთხვევებში,1259 თუ რა
სახის (ნებაყოფლობითი/არანებაყოფლობითი) ფსიქიატრიული დახმარება გაეწიათ, ამის
შესახებ ინფორმაციას მოქალაქეები ფსიქიატრიული დაწესებულების დატოვების შემდგომ,
სახალხო დამცველის აპარატის საშუალებით იღებენ.
ცალკე ასპექტად უნდა გამოიყოს ფსიქო–სოციალური საჭიროების მქონე პირთა მიმართ
სტაციონარში განხორციელებული სავარაუდო ძალადობის ფაქტები და ამ ფაქტების
გამოძიების არაეფექტურობა.
მ.შ.–ს საქმე
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაში არსებული საქმე (N2296/16) ეხება
ფსიქიატრიული დაწესებულების პერსონალის მხრიდან, 2016 წლის თებერვალში პაციენტზე
განხორციელებულ სავარაუდო ფიზიკური ძალადობის ფაქტს, რაზეც მ.შ–მ 2016 წლის 15
მარტს
განცხადებით
მიმართა
საქართველოს
მთავარ
პროკურატურას.
მთავარი
პროკურატურის ინფორმაციით, მოქალაქის განცხადება ქვემდებარეობით გადაიგზავნა ქ.
თბილისის
პოლიციის
დეპარტამენტის
უბნის
ინსპექტორთა
სამმართველოს
განყოფილებაში.
1257
შპს თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის კორესპონდენცია N154.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმე N12771/16; N9373/16; N11567/16; N6827/16.
1259 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმე N9373; N6827/16.
1258
691
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მე–3
უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხდებოდა გამოძიების პროცესის გაჭიანურება.
საბოლოოდ კი არ დადასტურდა მ. შ. – ს ცემის ფაქტი და 2016 წლის 23 დეკემბერს, საქმეში
სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, სისხლის
სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა.1260
ინსტიტუციაში მყოფ შშმ ქალთა მიმართ ძალადობა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში
მყოფი ქალების უფლებრივი მდგომარეობის კუთხით, ერთ–ერთი გამოწვევაა ამ პირთა
ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სტაციონირების პრობლემა.
2016 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატის მიერ საკითხის შესწავლის
პროცესში
დადასტურდა,
რომ
პანსიონატებში
ბენეფიციარებს
შორის
წარმოქმნილი
კონფლიქტური სიტუაციისაგან გარიდების დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს მათი
გადაყვანა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში.1261
მ.ხ.–ს საქმე1262
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა, რომ დუშეთის
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პანსიონატის ბენეფიციარი, მ. ხ. 2016 წლის 25
სექტემბერს პოლიციის ძალით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, გადაიყვანეს შპს ქალაქ
თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში.
საქმის შესწავლის პროცესში მიღებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი დუშეთის
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის ექიმ–ფსიქიატრის დასკვნის
საფუძველზე
იქნა
მოთავსებული
სტაციონარში,
სადაც
იღებდა
ნებაყოფლობით
ფსიქიატრიულ დახმარებას. სამედიცინო დაწესებულება აღნიშნავდა, რომ პაციენტის
დაბრუნება დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში მოხდებოდა
უახლოეს პერიოდში, მას შემდეგ, რაც მისი აგრესიული ქცევის გამომწვევი, ეტლით
მოსარგებლე
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირის
გადაყვანა
მოხდება
სხვა
დაწესებულებაში.1263
1260
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის
ინსპექტორების სამმართველოს წერილი MIA 8 17 00325203 (09.02.2017).
1261
იხ. საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში“ იხ.
<http://www.ombudsman.ge/ge/reports/specialuri-angarishebi/shezguduli-shesadzleblobis-mqone-pirtauflebrivi-mdgomareoba-saxelmwifo-zrunvis-dawesebulebebshi1.page> [ბოლოს ნანახია 16.03.2017].
1262
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმე N12771/16.
1263 შპს ქ/ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის კორესპონდენცია N281.
692
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საქართველოს
სახალხო
დამცველის
აპარატის
დამატებითი
რეაგირების
შემდეგ,
დაწესებულებამ უარყო მსგავსი მიზნით პაციენტის დაწესებულებაში დაყოვნების ფაქტი და
აღნიშნა, რომ კლინიკაში ბენეფიციარ მ. ხ–ს დაყოვნება იმაზე მეტი ხნით, ვიდრე ეს საჭირო
იყო მისი გამოკვლევისა და მკურნალობისათვის, არ განხორციელებულა.1264
აღნიშნული ფაქტი ასევე უარყო სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა. მათი ინფორმაციით1265
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატების ადმინისტრაცია კონფლიქტური
სიტუაციის მართვას ახორციელებს ფონდის დირექტორის 2014 წლის 3 დეკემბრის N07–201/ო
ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა,
დაზარალებულთა
დაცვისა
და
დახმარების
სახელმწიფო
ფონდის
ტერიტორიული
ერთეულების (ფილიალების) შინაგანაწესის“ შესაბამისად. ამასთან, ფონდის ფილიალების
ხელმძღვანელთა მხრიდან, დაწესებულების ბენეფიციართა შორის არსებული პრობლემის
მოგვარების მიზნით მსგავსი პრაქტიკის გამოყენების ფაქტი ამ დრომდე არ დასტურდება.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის უფლება
საანგარიშო პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის
უფლების
სათანადოდ
განხორციელებულა.
უზრუნველყოფის
ქვეყანაში
მიზნით
არსებული
ხელშესახები
ჯანმრთელობის
ცვლილებები
დაცვის
არ
სახელმწიფო
პროგრამების ნაწილი არ აკმაყოფილებს ამ პირთა განსხვავებულ საჭიროებებს. გამოწვევაა
მათი
ჩართვა
სკრინინგ–პროგრამებში,
ასევე,
რეპროდუქციული
და
სქესობრივი
ჯანმრთელობის კუთხით სერვისების შეთავაზება.
შშმ პირთათვის ჯანდაცვის სისტემაზე სრულფასოვან წვდომას მნიშვნელოვნად აბრკოლებს
სფეროს ინფრასტრუქტურის მისაწვდომობა. სმენისა და მეტყველების, ასევე მხედველობის
არმქონე და მცირემხედველი პირებისთვის სამედიცინო პერსონალთან კომუნიკაცია და
საჭირო ინფორმაციის მიღება.
სისტემური ხასიათი არა აქვს
ექიმების და სხვა სპეციალისტების სწავლებას შშმ პირთა
უფლებებზე. ამ უკანასკნელს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მათთან სწორი და
ეფექტური კომუნიკაციის დამყარებისა და სრულყოფილი სერვისის მიწოდების პროცესში.
ფსიქიკური ჯანმრთელობა და არსებული პრობლემები
1264
შპს ქ/ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის კორესპონდენცია N290.
სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და
დახმარების სახელმწიფო ფონდის წერილი N07/1378 (10.11.2016).
1265
693
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ჯანმრთელობის უფლების რეალიზების
პროცესში
სახელმწიფოს
უმნიშვნელოვანეს
გამოწვევას
წარმოადგენს
ფსიქიკური
ჯანმრთელობა.
2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის დადგენილებით,1266 ფსიქიკური ჯანმრთელობის დაფინანსების
მეთოდოლოგიაში განხორციელებულ ცვლილებებს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა ამ სფეროში
მომუშავე პირებისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან. გავრცელებული ინფორმაციით,
დაფინანსების არსებული მოდელის ფარგლებში სერვისის მიმწოდებელთა ნაწილმა, კერძოდ
მრავალპროფილურმა სამედიცინო დაწესებულებებმა, უარი განაცხადეს სახელმწიფო
პროგრამაში ჩართვასა და შესაბამისი მომსახურების გაწევაზე, რაც, თავის მხრივ, აუარესებს
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა მდგომარეობას.
დასახელებულმა
ცვლილებებმა
შესაძლოა
მნიშვნელოვნად
შეაფერხოს
სფეროს
დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, რაც ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო
კონცეფციის მიხედვით, სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ერთ–ერთი ვალდებულებაა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა განახორციელა
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
განვითარების
2015–2020
წლების
სამოქმედო
გეგმის
შესრულების მონიტორინგი. საკითხის შესწავლის პროცესში გაირკვა, რომ სამოქმედო
დოკუმენტით, მიმდინარე პერიოდისთვის განსაზღვრული ღონისძიებები დასრულებული
არ არის და მათი ნაწილის იმპლემენტაციის სტრატეგიაზე მუშაობა ახალი დაწყებულია.1267
2016 წლისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსების წილი
(72%) კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება ამბულატორიული მომსახურების დაფინანსებას
(23%). შემაშფოთებლად დაბალი რჩება თემზე დაფუძნებული სერვისები (1.5%).
2015–2016 წლებში, ბენეფიციარების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თემზე დაფუძნებული
მობილური გუნდის მომსახურებას, შეადგენდა წელიწადში საშუალოდ 40 პირს.1268
აღნიშნული მაჩვენებელი, მისი გეოგრაფიული დაფარვისა და ბიუჯეტის სიმცირის
გათვალისწინებით
ვერ
ჩაითვლება
საკმარისად
სათემო
მომსახურების
დეფიციტის
1266
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის
№638 დადგენილება 2017 წლის
ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ.
<https://matsne.gov.ge/ka/document/view/3530020>
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი N01/2518
(16.01.2017), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილი MES 9 17 00033835
(17.01.2017), საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წერილი MOC 3 17
00060376.
1268
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი N01/2518
(16.01.2017), გვ.9.
1267
694
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
აღმოფხვრისთვის.1269 ამასთან უნდა ითქვას ისიც, რომ დასახელებული სერვისის მიწოდება
ხდება მხოლოდ თბილისის მასშტაბით.
არსებული
ინფორმაციით,
რეჰოსპიტალიზაციის
ჰოსპიტალიზებული
ფსიქიკური
მაჩვენებელი,
პაციენტების
ჯანდაცვის
ასევე
მაღალია
რაოდენობა.1270
სისტემაში
6
პრობლემას
თვეზე
კვლავ
მაღალია
მეტი
დროით
წარმოადგენს
სერვისის
უწყვეტობის მიზნით სტაციონარის შემდგომი ამბულატორიული მომსახურება.1271
2016 წელს არ მომხდარა ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის ცენტრების რაოდენობის
ზრდა.არ
არის
შემუშავებული
დეინსტიტუციონალიზაციის
ფსიქიკური
სტრატეგიის
ჯანმრთელობის
სფეროს
საქართველოს
შრომის,
დოკუმენტი.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მისი შემუშავება
იგეგმება 2017 წელს.1272
საქართველოს
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
სფერო
მწვავედ
განიცდის
ადამიანური
რესურსების ნაკლებობას. რაც აბსოლუტურ ციფრებში, ქვეყნის მასშტაბით, გამოიხატება
სულ მცირე 250 ფსიქიატრის დეფიციტით. 2016 წელს სამედიცინო პერსონალის რაოდენობის
ზრდის კონკრეტული მაჩვენებელი აღრიცხული არ არის.
გამოწვევად რჩება ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პირების კვალიფიკაციის
ამაღლების საკითხი.
ამბულატორიულ დონეზე ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე
პაციენტების მართვის საკითხებში, 2016 წელს გადამზადდა პირველადი ჯანდაცვის 120
ექიმი. სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებს შორისაა, ევროსაბჭოს დაფინანსებით, ქვეყნის
მასშტაბით ტრენინგების 6 ციკლის ჩატარება ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებების
ექიმების, ექთნების და სოციალური მუშაკებისათვის, ადამიანის უფლებების, ეთიკისა და
პაციენტის მოვლის საკითხებში.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მიმართულებით 2016 წელს შესრულებული
და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ვერ ჩაითვლება ეფექტურად ფსიქიკური
ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.
1269
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის N638 დადგენილება 2017 წლის ჯანმრთელობის
დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ, დანართი 12, მუხ. 8
<https://matsne.gov.ge/ka/document/view/3530020>
1270
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი N01/5664
(31.01.2017).
1271
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი N01/2518
(16.01.2017), გვ.10.
1272
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი N01/2518
(16.01.2017), გვ.13.
695
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
პრობლემად რჩება ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოების დამოკიდებულების
შეცვლის და სტიგმის შემცირების მიზნით ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების, მათი
ოჯახების და ორგანიზაციების გაძლიერება, ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო
პოლიტიკის
საკვანძო
საკითხებში
მასობრივი
ინფორმაციის
საშუალებების
წარმომადგენლების ცოდნის ამაღლება.
მნიშვნელოვანი
გამოწვევაა
გაუმართაობა.
ამ
ფსიქიატრიული
მიმართულებით
დაწესებულებების
გატარებულ
ინფრასტრუქტურის
ღონისძიებებად
დასახელებულია:
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ 95%–იანი წილის შპს „ბ&ნ“–სთვის პირდაპირი
მიყიდვის ფორმით პრივატიზების საკითხი, ასევე საქართველოში ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკის საელჩოს სავაჭრო–ეკონომიკური მრჩევლის ოფისთან გაფორმებული სხდომის
ოქმი, საქართველოში ფსიქიატრიული საავადმყოფოების მშენებლობისათვის ტექნიკურ–
ეკონომიკური ბაზის შესწავლის თაობაზე. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს ქალაქებში,
თელავსა და სენაკში ფსიქიატრიული საავადმყოფოების მშენებლობას და აღჭურვას.1273
უნდა
რომ
სახელმწიფოს
მიერ
რეაბილიტაციის
აღინიშნოს,
მიზნით
გატარებული
ღონისძიებების
ფსიქიატრიული
დასახელებული
შემთხვევები
დაკავშირებულია
სიმცირის
დიდი
ზომის
დაწესებულებების
გარდა,
ზემოთ
რეზიდენტული
დაწესებულებების გაძლიერებასთან, რაც არ არის თანხვედრაში სახელმწიფო სტრატეგიით
განსაზღვრულ დეინსტიტუციონალიზაციის პროცესთან.
2016 წელს არ შემუშავებულა ფსიქო–სოციალური საჭიროების მქონე პირთა სუიციდის
პრევენციის პროგრამა. არსებული ინფორმაციით, სტრატეგიაზე მუშაობა იგეგმება 2017 წელს.
ევროსაბჭოს ტექნიკური დახმარებით შეიქმნა ფსიქიატრიული დაწესებულებების
შიდა
ინსპექტირებისა და მონიტორინგის მექანიზმის პროექტი, თუმცა პროცესი დასრულებული
არ არის. სახალხო დამცველი თვლის, რომ აღნიშნული მექანიზმის დროულ დანერგვას
გადამწყვეტი
მნიშვნელობა
აქვს
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
უფლების
სათანადოდ
დაცვისთვის.
სახელმწიფოს ერთ–ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს პენიტენციურ სისტემაში
ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარება. საქართველოს სასჯელაღსრულებისა
და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით,1274 სისტემაში ხელმისაწვდომია გადაუდებელი
მდგომარეობის მართვა/კრიზისული ინტერვენცია, სუიციდის რისკის მართვა, მსუბუქი
ფსიქიკური
და
ქცევით
აშლილობების
მკურნალობა,
სტაციონალური
მკურნალობა,
1273
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი N01/2518
(16.01.2017), გვ.2.
1274
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წერილი MOC 3 17 00060376
(25.01.2017).
696
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ფსიქოტროპული მედიკამენტებით მკურნალობის გვერდითი ეფექტების მართვა. 2016 წელს
უწყების
მიერ
დამტკიცდა
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
სუიციდის
პრევენციის
მნიშვნელოვანია
უწყვეტად
პროგრამა.1275
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
სფეროს
წარმატებისთვის
გაგრძელდეს სამოქმედო გეგმით დადგენილი ღონისძიებები, რაც შესაძლებელს გახდეს შშმ
ადამიანების მიერ ამ უფლების სათანადო რეალიზებას.
რეკომენდაციები
საქართველოს პარლამენტს:
უზრუნველყოს გაეროს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის ფაკულტატური ოქმის
რატიფიცირება
განახორციელოს
ეროვნული
კანონმდებლობის
სრული
ჰარმონიზაცია
კონვენციის
პრინციპებსა და ხედვასთან
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს:
დროულად იქნას უზრუნველყოფილი რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა
საკითხებზე მომუშავე საბჭოების შექმნა/ ამოქმედება და ამ პროცესებში შშმ პირების ანდა
მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფა
მუნიციპალური ბიუჯეტების ფორმირების პროცესში გათვალისწინებულ იქნას შშმ ბავშვთა
საჭიროებები; გაძლიერდეს არსებული სერვისების მოცულობა და დაფარვა
საქართველოს მთავრობას:
უზრუნველყოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს
კონვენციის იმპლემენტაციის და კოორდინაციის ეფექტიანი მექანიზმის შექმნა
დაწესდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თაობაზე შესაბამისი სტატისტიკის
წარმოების ვალდებულება
მოხდეს სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტით საკმარისი სახსრების გათვალისწინება შშმ
ბავშვთა საჭიროებების სრულად დაკმაყოფილებისა და არსებული პროგრამების ეფექტური
იმპლემენტაციის მიზნით
განხორციელდეს
სახელმწიფო
პოლიტიკის,
სტრატეგიისა
და
სამოქმედო
გეგმების
ორიენტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების და გოგონების უფლებების
დაცვის და გაძლიერების საჭიროებებზე
1275
მოცემულ თემასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცლად იხილეთ პრევენციის ეროვნული
მექანიზმის საქმიანობის ნაწილში.
697
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
უზრუნველყოს პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის
განვითარების 2015–2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების
დროული და ეფექტური იმპლემენტაცია
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:
შემუშავდეს და დაინერგოს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მინიჭების სოციალური
მოდელი
განხორციელდეს სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ–
ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის გადახედვა და მისი ფორმირება
იმგვარი სახით, რაც უზრუნველყოფს შესაბამისი საჭიროებების მქონე, შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ოჯახების სახელმწიფო შემწეობით სარგებლობას
გაძლიერდეს ადრეულ ასაკში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა პრობლემების
იდენტიფიცირება, დროული ინტერვენცია და შესაბამის სერვისებში/პროგრამებში ჩართვა
უზრუნველყოფილ იქნას სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო
პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობის ზრდა და მათი მისაწვდომობა
შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის,
ყურადღება გამახვილდეს რეგიონებში გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ზრდაზე
ხელი
შეეწყოს
დეინსტიტუციონალიზაციის
პროცესს
და
შშმ
ბავშვების
ჭეშმარიტი
ინტერესების შესაბამისად, მათ ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნებას, მათი ოჯახების
გაძლიერებისა და მხარდამჭერი სერვისების დანერგვის გზით
უზრუნველყოფილ
იქნას
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
ბავშვთა
გონივრული
განთავსება მინდობით აღზრდაში, მათი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, ამასთან
განხორციელდეს მინდობით აღმზრდელ ოჯახთა სისტემური და რეგულარული გადამზადება
ბავშვთა უფლებებისა და საჭიროებების სფეროში
მისაწვდომი ფორმით მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების
ინფორმირება არსებული პროგრამებისა და სერვისების შესახებ
უზრუნველყოფილ იქნას სერვისების უწყვეტობა, სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული 18
წელს მიღწეული პირებისთვის, მათ საჭიროებებზე ორიენტირებული მხარდაჭერითი
სერვისების შეთავაზების გზით
განხორციელდეს ძალადობის მსხვერპლ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა
გამოვლენა და მათი ფსიქო–სოციალური რეაბილიტაცია
მოხდეს
ჯანმრთელობის
უზრუნველყოფილ იქნეს
დაზღვევის
სისტემის
იმგვარად
გაუმჯობესება,
რომ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების და გოგონების
საჭიროებებზე მორგებული სამედიცინო მომსახურების, მათ შორის რეპროდუქციული
ჯანმრთელობის სერვისების მიწოდება
უზრუნველყოს სათემო და სარეაბილიტაციო სამსახურების გაძლიერება, მათ შორის,
გაიზარდოს თემზე დაფუძნებული მობილური გუნდების რაოდენობა და გააფართოოს მათი
საქმიანობის გეოგრაფიული არეალი
დროულად
უზრუნველყოს
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
სერვისის
მიმწოდებელ
დაწესებულებათა მონიტორინგისა და კონტროლის სისტემური მექანიზმის დანერგვა
698
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მოახდინოს ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების 2015–2020 წლების ეროვნული
სამოქმედო გეგმით გაწერილი აქტივობების დროული იმპლემენტაცია
სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და
დახმარების სახელმწიფო ფონდს:
აიკრძალოს სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში მყოფი ბენეფიციარების ფსიქიატრიულ
დაწესებულებაში არსებული კონფლიქტური სიტუაციის დეექსკალაციისა და მედიაციის
დაწესებულებაში გადაყვანის ან/და გადაყვანაზე მუქარის, დასჯის მეთოდად გამოყენება
მიზნით გატარდეს ღონისძიებები, მათ შორის მოხდეს სხვა ორგანიზაციების ფსიქოლოგიური
სამსახურების ჩარევა
ბენეფიციარებზე ძალადობის პრევენციის მიზნით, მოხდეს ძალადობის ფაქტების დროული
იდენტიფიცირება/რეგისტრირება და ძალადობის მსხვერპლთა შესაბამისი სამართლებრივი,
სოციალური, სამედიცინო და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციით უზრუნველყოფა
უზრუნველყოფილ იქნას ბავშვთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში რთული
ქცევის მართვის კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინისა და პროტოკოლის შემუშავება, სადაც
ეტაპობრივად
იქნება
პროცედურები,
გაწერილი
საქართველოს
აგრესიის
მართვის
კანონმდებლობისა
არავერბალური
და
და
საერთაშორისო
ვერბალური
სტანდარტების
მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული საკითხები აისახოს შინაგანაწესში
განხორციელდეს ინსტიტუციების პროფესიული და დამხმარე პერსონალის გადამზადება შშმ
ბავშვთა
სპეციფიურ
საჭიროებებთან,
ფსიქიატრიული
შემთხვევის/რთული
ქცევის/ძალადობის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას
განხორციელდეს საარჩევნო უბნების სრული ადაპტირება და ხელი შეეწყოს შშმ პირთა
მონაწილეობასა და ჩართულობას საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს:
განხორციელდეს
სკოლამდელი
დაწესებულებებში
ჩარიცხულ
შშმ
აღზრდის,
ბავშვთა
ზოგადსაგანმანათლებლო,
საჭიროებების
კვლევა
და
პროფესიულ
შემუშავდეს
დიფერენცირებული მონაცემთა ბაზა
უზრუნველყოფილი იქნას საგანმანათლებლო პერსონალის ცნობიერების ამაღლება შშმ
ბავშვთა
საჭიროებების
შესახებ,
მათ
შორის,
მოხდეს
სპეც.
პედაგოგებისთვის
ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შედგენის საკითხებზე სწავლების ორგანიზება
შემჭიდროებულ ვადებში განხორციელდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ფიზიკური
გარემოს, ინფრასტრუქტურის, სასწავლო პროცესის და მასალების ადაპტაცია, შესაბამისი
კომუნიკაციის
მექანიზმების
დანერგვა,
ასევე,
განხორციელდეს
მიზნებისთვის განკუთვნილი ტრანსპორტირების საკითხების მოწესრიგება
699
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საგანმანათლებლო
სპეციალური
მასწავლებლების
და
ფსიქოლოგების
რაოდენობის
განსაზღვრის
სარეკომენდაციო ხასიათი ჩანაცვლდეს ნორმატიულად სავალდებულო მითითებით და
გადაიხედოს სპეც. მასწავლებლისა და ფსიქოლოგების რაოდენობა
დაინერგოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის კონკრეტულ
საჭიროებებზე მორგებული დაფინანსების მოდელი
შშმ ბავშვთა მშობლებს გაეწიოთ შესაბამისი მხარდაჭერა ინფორმირებულობის დონის
განხორციელდეს ეფექტური რეფერალური მექანიზმის დანერგვა, სოციალური მომსახურების
გასაზრდელად, მათი შვილების საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრაციის მიზნებისთვის
სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომელიც უზრუნველყოფს განათლების სისტემის
მიღმა დარჩენილი შშმ ბავშვების მოძიებას და ჩართვას საგანმანათლებლო პროცესში, ამასთან,
ტრანზიციის პროცესის ეფექტურად წარმართვას
ხელი შეეწყოს
პროგრამების
პროფესიული
თემატური
განათლებაში
განფენილობის
შშმ
ზრდას,
პირთა
ჩართულობას და სასწავლო
ამასთან
გადაიხედოს
პროფესიული
განათლების შესახებ კანონში არსებული ხარვეზები შემდგომი დახვეწის მიზნით
სპეციალიზებული სასკოლო განათლება განხილულ იქნას, როგორც უკიდურესი და
დროებითი
შესაძლებლობა
შშმ
პირთა
განათლების
უფლების
უზრუნველსაყოფად,
შემუშავდეს და ამოქმედდეს აღნიშნული სკოლების მოსწავლეთა მეინსტრიმულ განათლების
სისტემაში შეყვანის გეგმა
შინაგან საქმეთა სამინისტროს:
გატარდეს ეფექტური ღონისძიებები შშმ ბავშვების მიმართ განხორციელებული ძალადობის
გამოვლენისა და შემთხვევაზე ეფექტიანი რეაგირების მიმართულებით, მათ შორის ხელი
შეეწყოს სახელმძღვანელო წესების შემუშავებასა და განხორციელებას
უზრუნველყოფილ იქნას სოციალურ სამსახურთან კოორდინირებული მუშაობა შშმ ბავშვების
მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე ადეკვატური რეაგირების
მიზნით
განხორციელდეს
ოჯახში
ძალადობის
მსხვერპლ
შშმ
ბავშვთა
დიფერენცირებული
სტატისტიკის წარმოება
გატარდეს სათანადო პრევენციული და მონიტორინგის ღონისძიებები შშმ ბავშვების მიმართ
უზრუნველყოფილ იქნას სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელების გადამზადება
ძალადობის აღმოფხვრის მიზნით, ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების ჩათვლით
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და სპეციფიკური საჭიროებების
შესახებ, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ოჯახში ძალადობის გამოვლენას და შემდგომ
რეაგირებას
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების 2015–2020 წლების
ეროვნული სამოქმედო გეგმის, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, დროული და
ეფექტური იმპლემენტაციის მიზნით.
700
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
21. ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა
შესავალი
ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება ჯერ კიდევ
ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებსა და საერთაშორისო მიდგომებს. ხანდაზმულ
პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით მდგომარეობა 2016 წელს არსებითად არ
შეცვლილა და ისინი ქვეყანაში კვლავ ერთ–ერთ დაუცველ ჯგუფს წარმოადგენენ.
სახალხო დამცველი 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში1276 საუბრობდა, რომ ასაკოვანი
ადამიანების უმრავლესობას არ მიუწვდება ხელი ადეკვატურ საცხოვრებელზე, სოციალურ
სერვისებსა და დაცვის მექანიზმებზე, რის გამოც, სიღარიბის, უსახლკარობისა და
იზოლაციის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. ხშირია მათ მიმართ ძალადობის ფაქტები.
არსებული სახელმწიფო პროგრამებით არ არის გათვალისწინებული ხანდაზმულთა
ალტერნატიული
ზრუნვის
სერვისები,
არ
მუშავდება
პრობლემურია
ადგილობრივ
დონეზე
ამ
პირთა
მიზნობრივი
სოციალური
პროგრამები,
კეთილდღეობის
უზრუნველყოფის საკითხი. იშვიათ შემთხვევებში ხდება ისეთი სერვისის შეთავაზება,
როგორიცაა შინ მოვლის პროგრამა, თუმცა აღნიშნულ მომსახურებას ახორციელებენ
საზოგადოებრივი
ორგანიზაციები,
დონორების
მიერ
დაფინანსებული
პროექტის
ფარგლებში.1277
2016 წლის პირველი ივლისიდან განხორციელდა სახელმწიფო პენსიის ოდენობის ზრდა და
გახდა 180 ლარი. პირველი სექტემბრიდან კი მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები
ხანდაზმული პირებისთვის პენსიის ოდენობა 20%-ით გაიზარდა და 216 ლარი გახდა, თუმცა
ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, აღნიშნული ღონისძიება
ხანდაზმულ პირთა საჭიროებებისთვის არ არის საკმარისი.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საქართველოში მოსახლეობის
დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია“,1278 რომელიც მოიცავს
ქვეყანაში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის
ძირითად
მიმართულებებს და მიზნებს. აღნიშნული დოკუმენტი ეფუძნება 2002 წლის დაბერების
1276
„საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში, 2015წელი. ხელმისაწვდომია <
http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf >.
1277
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმე N6608/16.
1278 <https://matsne.gov.ge/ka/document/view/3297267>.
701
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
პრობლემების მადრიდის საერთაშორისო სამოქმედო გეგმას და მისი განხორციელების
რეგიონული სტრატეგიით დადგენილ ვალდებულებებს.
კონცეფციის თანახმად, აღმასრულებელ ხელისუფლებას დაევალა 2016 წლის 1 აგვისტომდე
2016–2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება, რომელმაც
უნდა
უზრუნველყოს
მოსახლეობის
დაბერების
საკითხის
სხვადასხვა
სექტორულ
პოლიტიკასა და პროგრამაში ჩართვა.
არსებული ინფორმაციით1279 2016–2018 წლების სამოქმედო გეგმა ამ დრომდე არ არის
დამტკიცებული. დოკუმენტი შემუშავებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. დასახელებულმა უწყებამ საქართველოს მთავრობას
2016 წლის 8 დეკემბერს წარუდგინა დადგენილების პროექტი, რომელიც მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად გადის შეთანხმების პროცედურებს. აღნიშნული პროცესის
წარმატებით დასრულების შემთხვევაში მოხდება გეგმის დამტკიცება.
სახალხო
დამცველი
გათვალისწინებული
მიიჩნევს,
რომ
ვალდებულების
სახელმწიფო
შესრულების
პოლიტიკის
პროცესი
კონცეფციით
შეფერხებულია,
რაც
უარყოფითად აისახება ხანდაზმულ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევად კვლავ რჩება ხანდაზმულთა რეზიდენტულ
დაწესებულებებში
არსებული
მდგომარეობა.
აღნიშნული
დაწესებულებების
ხელმძღვანელებს და პერსონალს არ აქვს გავლილი ხანდაზმულებზე ზრუნვისა და
უფლებების დაცვის საკითხებში პროფესიული მომზადება. არ არის შემუშავებული და
შესაბამისი ნორმატიული აქტით დამტკიცებული კვების მინიმალური სტანდარტი.
სერვისის
მიმწოდებელთათვის
არ
არის
განსაზღვრული
სამედიცინო
პერსონალის
რაოდენობისა და მათი უფლება–მოვალეობების დეტალური აღწერა, რაც უარყოფით
გავლენას ახდენს ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მათთვის სამედიცინო
მომსახურების გაწევის ობიექტური საჭიროებების განსაზღვრაზე.
პრობლემად რჩება მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებში ფსიქოლოგისა და
სოციალური მუშაკის კადრების არსებობა. არ არის განსაზღვრული კრიტერიუმები, რომლის
თანახმადაც მოხდება დაწესებულებაში ამ პირთა დასაქმება.
არ ხდება ძალადობის და არასათანადო მოპყრობის მაპროვოცირებელი რისკ–ფაქტორების,
ასევე ბენეფიციართა მიმართ არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვა სახის
1279
ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს წერილი N44855–19.12.2016.
702
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება, მათზე ადეკვატური რეაგირება და ეფექტიანი
ზედამხედველობის სისტემის შექმნა.
ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვის კუთხით ხელშესახები ცვლილები არ გატარებულა
ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ. სათანადოდ არ ხდება მუნიციპალიტეტების
ტერიტორიაზე მცხოვრებ ხანდაზმულ პირთა საჭიროებების შესწავლა და მათი ინტერესების
გათვალისწინებით მიზნობრივი პროგრამების დაგეგმვა და ამ ყველაფრის თვითმმართველი
ერთეულის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში ასახვა.
ადგილობრივი
თვითმმართველობების
მიერ
ხანდაზმულთათვის
შეთავაზებული
დახმარებები, ძირითადად, ერთჯერად ხასიათს ატარებს და შემოიფარგლება: ჯანდაცვის
სერვისებისა და მედიკამენტების, სათემო სერვისების თანადაფინანსებით/დაფინანსებით;
უფასო სასადილოს მომსახურებით; ვეტერანთათვის დადგენილი ერთჯერადი დახმარებით
და კომუნალური გადასახადების დაფინანსებით.
ხანდაზმულ პირთა სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა
ხანდაზმულთა სოციალურ–ეკონომიკური უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების
მიზნით სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. ამ პირთა დიდი
ნაწილისთვის კვლავ პრობლემას წარმოადგენს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა,
სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზების პროცესში მხარდაჭერა.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არსებული სათემო მომსახურების სერვისი არ არის
ხელმისაწვდომი
შესაბამისი
საჭიროების
მქონე
ყველა
პირისთვის.
ხანდაზმულთა
პანსიონატებში ადგილები შეზღუდულია. ამასთან, დასახელებულ დაწესებულებებში პირის
მოთავსების, მისი დაფინანსების (თანადაფინანსების) წესი და პირობები გარკვეულ
დაბრკოლებებს ქმნის ხანდაზმულთა ნაწილისთვის. გაწეული მომსახურება სრულად
უფინანსდებათ მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში
რეგისტრირებულ, სახელმწიფო შემწეობის მიმღები პირებს. შესაბამისად, ზოგი მათგანი
სათანადო საცხოვრებლისა და თავშესაფრის გარეშე რჩება.
ხანდაზმულ პირთათვის არსებული ბენეფიტებიდან ერთ–ერთია სოციალურად დაუცველი
ოჯახებისათვის განკუთვნილი საარსებო შემწეობა, თუმცა „სოციალურად დაუცველი
ოჯახების
(შინამეურნეობების)
სოციალურ–ეკონომიკური
მდგომარეობის
შეფასების
მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის დადგენილებაში 2014
წელს განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, ხანდაზმულ მოქალაქეთა ოჯახებს,
703
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
რომლებიც აღნიშნულ ცვლილებებამდე იღებდნენ სახელმწიფო შემწეობას, შეუწყდათ
დახმარების გაცემა.
სახალხო დამცველის
აპარატში ხანდაზმულთა
უფლებრივი
მდგომარეობის შესახებ
შემოსული 38 განცხადებიდან, 28 განცხადება1280 სწორედ სოციალურად დაუცველი
ოჯახებისთვის ფულადი დახმარების დანიშვნის პრობლემას უკავშირდება. მოცემულ
შემთხვევებში, მოქალაქეებს შეუწყდათ ფულადი სოციალური დახმარება სოციალური
მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახების სოციალურ–ეკონომიკური
მდგომარეობის
ახალი
მეთოდოლოგიით
გადამოწმების/შეფასების
შედეგად.
განმცხადებლები აღნიშნავენ, რომ მათი სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა არ
გაუმჯობესებულა და მათთვის უცნობია სახელმწიფო შემწეობის შეწყვეტის საფუძველი.
ხანდაზმულ ქალთა მიმართ ძალადობა
ხანდაზმულ ქალთა უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის
პროცესში ირკვევა, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ამ პირთა ძალადობისგან დაცვის ქმედითი
მექანიზმი.
მდგომარეობა
კიდევ
უფრო
რთულდება,
როდესაც
ხანდაზმული
ქალი
იმავდროულად შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა.
2014 წელს, გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის
კომიტეტმა,
თავის
შემაჯამებელი
58-ე
დასკვნა
სესიაზე,
საქართველოსთან
გამოაქვეყნა.
სხვადასხვა
დაკავშირებით
გამოწვევებთან
ორი
ანგარიშის
ერთად
კომიტეტი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების მდგომარეობაზეც ამახვილებს ყურადღებას.
ანგარიშის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები, ისევე როგორც
ეთნიკური
უმცირესობის
წარმომადგენელი
და
ხანდაზმული
ქალები,
მრავალგვარი
დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან.1281
ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს
სპეციალური მომხსენებლის მიერ, 2016 წლის თებერვლის თვეში განხორციელებული
ვიზიტის შედეგების შესახებ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქალების კონკრეტული ჯგუფები,
მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, სოფლად მცხოვრები, იძულებით
1280
საქმე N14230/16, N14023/16, N3307/16 , N3847/16, N4013/16, N5460/16, N5233/16, N5615/16, N6289/16,
N6994/16, N7734/16, N7728/16, N7736/16, N7711/16, N7718/16, N7727/16, N7735/16, N7713/16, N7726/16,
N7714/16, N7719/16, N7709/16, N7717/16, N7716/16, N7720/16, N12520/16, N16355/16, N8105/16.
1281
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მე-6 მუხლის
იმპლემენტაცია: არსებული გამოწვევები და პერსპექტივები“, მცირემასშტაბიანი კვლევის ანგარიში,
გაეროს ერთობლივი პროგრამა „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“
საქართველოს სახალხო დამცველის გაძლიერების კომპონენტი. თბილისი, 2014 წელი. გვ. 23.
704
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
გადაადგილებული, ლტოლვილი, ლგბტ თემის წარმომადგენელი და ხანდაზმული ქალები,
როგორც წესი, განიცდიან სხვადასხვა სახის დისკრიმინაციას, რომელიც მათ უფრო მეტად
დაუცველს ხდის მათ ძალადობისგან. 1282
ძალადობის
ფაქტების
იდენტიფიცირების
ძალადობის
ფაქტის
აღქმა,
პრობლემა,
შემთხვევების
თავად
არასათანადო
მსხვერპლთა
გამოძიება,
მხრიდან
შესაბამისი
უწყებებისადმი ძალადობის მსხვერპლთა დაბალი მიმართვიანობა – ის ძირითადი
ფაქტორებია, რომლებიც
ქალთა, მათ შორის ხანდაზმულ ქალთა, მიმართ ოჯახში
ძალადობის შემთხვევების აღმოფხვრას უშლის ხელს.
აღნიშნულ პროცესს აფერხებს დაუსჯელობის სინდრომის არსებობა, რომლის დროსაც
მინიმუმამდეა
დაკისრება.
დაყვანილი
დამნაშავე
პირთა
გამოვლენა
და
პასუხისმგებლობის
1283
პრაქტიკა ადასტურებს, რომ ძალადობის ფაქტების არსებობის პირობებში მსხვერპლი არ
მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს. ზოგჯერ ისინი, მოძალადის დასჯის სანაცვლოდ,
ოჯახური გარემოდან გასვლას და თავშესაფრით უზრუნველყოფას ითხოვენ.1284
სახალხო დამცველის აპარატმა საანგარიშო პერიოდში შეისწავლა ხანდაზმულ პირებზე
ძალადობასთან დაკავშირებული რამდენიმე საქმე,1285 სადაც ოჯახის წევრთა მხრიდან
სავარაუდო
ძალადობის
მსხვერპლს
წარმოადგენენ
ხანდაზმული
შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე ქალები.
რ.შ–ს საქმე
სახალხო
დამცველის
წარმოებაშია
საქმე
(N9441/16),
რომელიც
ეხება
ახალციხის
მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში მცხოვრები ხანდაზმული ქალის, რ. შ–ს მიმართ ოჯახის
წევრის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიურ ძალადობის სავარაუდო
ფაქტს.
1282
„ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ სპეციალური
მომხსენებლის ანგარიში საქართველოში ვიზიტის შესახებ“, (2016 წლის 15-19 თებერვალი),
A/HRC/32/42/Add.3. < http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3867.pdf > გვ.12
1283
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მე-6 მუხლის
იმპლემენტაცია: ,,არსებული გამოწვევები და პერსპექტივები“, მცირემასშტაბიანი კვლევის ანგარიში,
გაეროს ერთობლივი პროგრამა „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“
საქართველოს სახალხო დამცველის გაძლიერების კომპონენტი. თბილისი, 2014 წელი. გვ.19.
1284
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმე N2762/16.
1285 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმე N13982/1; N9441/16; N14066/16.
705
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საკითხის შემდგომი შესწავლის მიზნით, აპარატის მიერ განხორციელებული რეაგირების
დადასტურდა
შედეგად,1286
ხანდაზმულის
მიმართ
განხორციელებული
ძალადობა.1287შესაბამისი ორგანოების მხრიდან გატარდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები–
მოქალაქე
აყვანილ
იქნა
აღრიცხვაზე
ფსიქონერვოლოგიურ
დისპანსერში,
მიიღო
მედიკამენტები, დაუმზადდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დაიწყო მუშაობა
მისთვის მხარდამჭერის დანიშვნის საკითხზე.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივი სამსახურის მიერ გაწეული
საქმიანობის მიუხედავად, პირის ოჯახიდან გამოყვანა და ალტერნატიული ზრუნვის
სერვისის შეთავაზება ვერ ხერხდება.1288 მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარეობს
მუშაობა
მოქალაქის
სამომავლო
ზრუნვის
განსაზღვრისთვის,
რადგან
ვ.შ.
კვლავ
უგულებელყოფილია ოჯახის წევრების მხრიდან. სოციალური სამსახური მიზანშეწონილად
მიიჩნევს ხანდაზმულის სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსებას, თუმცა იმ მიზეზით,
რომ მის ოჯახს არა აქვს საკმარისი სარეიტინგო ქულა, ხანდაზმული, სპეციალიზებულ
დაწესებულებაში მოთავსების შემთხვევაში, ვერ მიიღებს სრულ დაფინანსებას.
მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, პოლიციის რაიონული სამმართველოს მიერ სახალხო
დამცველის აპარატისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარეობს გამოძიება,
ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა კონკრეტული პირების მიმართ არ დაწყებულა.1289
ლ.თ–ს საქმე
სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა საქმე1290 ხანდაზმული ქალის, ლ.თ.–ს მიმართ
განხორციელებული ოჯახური ძალადობის სავარაუდო ფაქტზე.
არსებული ინფორმაციით პოლიციის შესაბამისი განყოფილების მიერ დაიწყო გამოძიება,
თუმცა მოგვიანებით პროცესი შეწყდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული
1286 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წერილები N09–1/8120; N09–1/8138; N09–1/10982;
N09–1/10983; N09–4/15225 და N09–4/15224.
1287 სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილები N04–11/1731 (29.07.2016); N04–11/2215
(30.09.2016); N04–11/2874 (29.12.2016) და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის პოლიციის
დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს წერილები MIA 2 16 01875639 (27.07.2016); MIA
7 16 02368420 (21.09.2016); MIA 6 16 03242878 (29.12.2016).
1288 წერილი N04–11/2215–30.09.2016.
1289
MIA 6 16 03242878 (29.12.2016).
1290 წერილი N13982/16.
706
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ქმედების არარსებობის გამო.1291 უწყების ცნობით, ლ.თ. – ს მიმართ რაიმე სახის ფიზიკურ,
სიტყვიერ შეურაცხყოფას ან ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
მოცემულ ფაქტს სწავლობდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონული
განყოფილება.
მათი
ინფორმაციით,
სამსახურის
უფლებამოსილმა
პირმა
ვიზიტი
განახორციელა ხანდაზმულის ბინაზე. გასაუბრება მოხდა ხანდაზმულთან და მისი ოჯახის
წევრთან.1292
დასახელებული საქმეების ანალიზის საფუძველზე უნდა ითქვას, რომ სახელმწიფოს ჯერ
კიდევ არა აქვს ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ეფექტური მექანიზმები. ხშირად
სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაჭიანურებულია გამოძიების პროცესი, პრობლემას
წარმოადგენს
ხანდაზმულთა
მიმართ
განხორციელებული
ძალადობის
ფაქტების
იდენტიფიცირება. არ დგება კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი.
ოჯახების მიერ უგულებელყოფილი ხანდაზმული პირების დაცვის მიზნით არ არსებობს
მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა/სერვისი/მომსახურება, რაც საჭიროების შემთხვევაში
ხელმისაწვდომი იქნება ამ პირთათვის.
მაშინ, როცა მსოფლიო იბრძვის ეიჯიზმის გამოვლინების წინააღმდეგ, საქართველოში
არსებული პრობლემები ახალისებს საზოგადოების ერთ–ერთი მოწყვლადი ჯგუფის–
ხანდაზმულების
მიმართ
დამკვიდრებული
სტიგმის
გაძლიერებას
და
იწვევს
მათ
სეგრეგაციას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ხანდაზმულ პირთა
უფლებების სათანადო დაცვის მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების დროული
დაგეგმვა და მათი განხორციელება.
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას:
შემჭიდროებულ
ვადებში
დასრულდეს
დაბერების
საკითხებზე
ეროვნული
სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი
მიღებულ იქნას დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის დაბერების
საკითხის სხვადასხვა სექტორულ პოლიტიკასა და პროგრამაში ჩართვას, ხანდაზმულ
პირთა უფლებების სათანადო დაცვას
1291
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს წერილი MIA 0 17 00296929
(06.02.2017).
1292 წერილი N2696/17–23.02.2017.
707
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დაბერების
საკითხებზე
ეროვნული
სამოქმედო
გეგმით
განისაზღვროს
მისი
შესრულების მკაფიო ინდიკატორები
მოახდინოს სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის გადახედვა და მისი
ფორმირება იმგვარი სახით, რომ
უზრუნველყოს შესაბამისი საჭიროების მქონე
ხანდაზმულ პირთა ოჯახები სახელმწიფო შემწეობით
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს:
უზრუნველყოს ხანდაზმულ პირთა მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტების
სიღრმისეული
შესწავლა
და
შესაბამისი
ღონისძიებების
დროული
გატარება,
სავარაუდო მსხვერპლის დაცვის მიზნით, გამოძიების შედეგების მიუხედავად
უზრუნველყოს ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში
ძალადობის
ფაქტების
იდენტიფიცირება,
მათზე
ადეკვატური
რეაგირება
და
ეფექტიანი ზედამხედველობის სისტემის შექმნა
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს
განხორციელდეს ხანდაზმულ პირთა ინტერესებზე ორიენტირებული მიზნობრივი
პროგრამების შემუშავება ამ პირთა საჭიროებების შესწავლის საფუძველზე და მოხდეს
აღნიშნული პროგრამების მუნიციპალურ ბიუჯეტში ასახვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს
უზრუნველყოს ხანდაზმულ პირთა, მათ შორის ხანდაზმულ ქალთა მიმართ ოჯახში
ძალადობის ფაქტების დროული გამოძიება, დამნაშავე პირთა გამოვლენა და
შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება.
708
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
22. სათანადო საცხოვრებლის უფლება
შესავალი
წლების განმავლობაში თავშესაფრის ან სათანადო საცხოვრებელი პირობების უქონლობის
ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს
ბევრი მოქალაქე
მიმართავს. ტენდენცია არც 2016 წელს შეცვლილა. განცხადებათა შესწავლის შედეგები
აჩვენებს, რომ უცვლელია ამ მიმართულებით არსებული პრობლემები და უფლების
რეალიზაციის შემაფერხებელი გარემოებების თემატიკაც. ბოლო 2 წლის საპარლამენტო
ანგარიშებში საქართველოს სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის
უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე (2014-2020 წლებისთვის), სადაც სათანადო
საცხოვრებლის უფლებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება და უსახლკარობის
პრობლემის აღმოფხვრა ერთ-ერთ სტრატეგიულ პრიორიტეტადაა მიჩნეული.1293 მიუხედავად
ამისა,
ადამიანის
წლებისთვის)1294
არ
უფლებათა
დაცვის
ითვალისწინებდა
სამთავრობო
არცერთ
სამოქმედო
კონკრეტულ
გეგმა
ღონისძიებასა
(2014-2015
და
მათ
შესრულებაზე პასუხისმგებელ უწყებებს, რომლებიც სტრატეგიაში გაწერილი ამოცანების
შესრულებას
უზრუნველყოფდა.1295
ხსენებული
პრობლემის
გადაჭრის
მიზნით,
საქართველოს მთავრობის მიმართ გაიცა რეკომენდაცია.
1296
2016 წლის თებერვალში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ჩართული იყო
ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო გეგმის (2016-2017 წლებისთვის) პროექტის
განხილვაში, რომლის დროსაც კიდევ ერთხელ მოხდა ხელისუფლების ინფორმირება
სათანადო საცხოვრებლის უფლების შესახებ კონკრეტული მოქმედებების დოკუმენტში
ასახვის საჭიროებაზე. სამწუხაროა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო გეგმის
(2016-2017 წლებისთვის) დამტკიცებულ დოკუმენტში1297 ზემოთ განხილული საკითხი კვლავ
1293
„საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის 2014-2020 წლებისთვის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 აპრილის №2315 დადგენილების 21-ე
პუნქტი.
1294 „საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2014-2015
წლებისთვის) დამტკიცებისა და საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო
სამოქმედო გეგმის 2014-2015 წლებისთვის) საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივლისის №445 დადგენილება.
1295 იხ. „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიში, თავი: „სათანადო საცხოვრებლის უფლება“,
გვ. 578-585 და 2015 წლის ანგარიშის იგივე თავი, გვ. 775-786.
1296
იქვე.
1297„საქართველოს
ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017
წლებისთვის) დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის №338
დადგენილება.
709
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
არ იქნა შეტანილი, ამდენად მოცემულ საკითხზე გაცემული რეკომენდაცია უცვლელი
დარჩება.1298
2016 წლის 22 მარტს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა საქართველოს
სახალხო
დამცველის
სპეციალური
ანგარიშის
„უფლება
სათანადო
საცხოვრისზე“
განხილვა.1299 შეხვედრის შედეგად, ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებს და თბილისის
მუნიციპალიტეტის მერიას, სისტემური პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, ეთხოვათ
კონკრეტული
ღონისძიებების
რეალიზაციისათვის.1300
აპარატის
გატარება
მიერ
სათანადო
მოპოვებული
საცხოვრებლის
ინფორმაციით,
უფლების
ცენტრალური
ხელისუფლების მხრიდან რაიმე ზომები მიღებული არ ყოფილა .1301 რაც შეეხება
დედაქალაქის
მერიას,
სახალხო
დამცველის
წინა
წლის
საპარლამენტო
ანგარიშში
მიმოხილულია ის პოზიტიური ნაბიჯები, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების
დონეზე კანონმდებლობისა თუ საცხოვრისების შექმნის კუთხით გადაიდგა.1302 საკითხის
აქტუალობიდან გამომდინარე, თბილისის საკრებულომ 2016 წლის 27 აპრილს და 2017 წლის
13 თებერვალს სათანადო საცხოვრებლის უფლებაზე უწყებათაშორისი კომისიის შექმნის
თაობაზე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, თუმცა ამ საკითხზე გადაწყვეტილება
მიღებული არ არის.1303
საანგარიშო პერიოდში, სახალხო დამცველის აპარატის შესწავლის შედეგების მიხედვით,
სათანადო
საცხოვრისის
უფლების
დასაცავად
განხორციელებული
ღონისძიებები
პრობლემის ადგილობრივ დონეზე მოგვარებას ემსახურება, არ ატარებს თანმიმდევრულ
ხასიათს და ვერ პასუხობს პრობლემის მასშტაბებს. გრძელდება პრაქტიკა, როდესაც
სათანადო საცხოვრებლის უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება
მხოლოდ
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოებზეა
დამოკიდებული
და
ცენტრალური ან საკანონმდებლო ხელისუფლება პრობლემის სისტემურად მოგვარებაში არაა
ჩართული. პრინციპულად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მხოლოდ ადგილობრივი
1298
იხ. „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიში, თავი: „სათანადო საცხოვრებლის უფლება“,
გვ. 578-585 და 2015 წლის ანგარიშშის იგივე თავი, გვ. 775-786.
1299 ხელმისაწვდომია ბმულზე: http://www.tbsakrebulo.gov.ge/index.php?m=255&news_id=1694 (ბოლოს
ნანახია: 22.03.2017წ.).
1300 ქ. თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიისა
და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის №5 სხდომის ოქმი 22.03.2016 წ.
1301 თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის
06/1396 წერილი 12.02.2017 წ.
1302 იხ. „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიში, თავი: „სათანადო საცხოვრებლის უფლება“,
გვ. 775-786.
№1303 თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის
№06/1396 წერილი 12.02.2017 წ.
710
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ხელისუფლების რგოლზე დაყრდნობით შეუძლებელია სათანადო საცხოვრებლის უფლების
სრულფასოვანი რეალიზაცია და ქვეყანაში უსახლკარობის ეტაპობრივი და შეუქცევადი
დაძლევა.
საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, ინდივიდუალური და სისტემური ხასიათის
დარღვევების შესწავლის, მათი სამართლებრივი შეფასებისა და რეაგირების ქმედითი
მექანიზმების იდენტიფიცირების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა სათანადო
საცხოვრებლის უფლების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი მოიწვია.1304
თბილისში უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესი
2015
წლის
დეკემბერში
დამტკიცდა
თბილისში
უსახლკაროდ
რეგისტრაციისა
და
თავშესაფრით უზრუნველყოფის კომისიის დებულება. კომისიის შემადგენლობაში შედიან
როგორც
ცენტრალური,
წარმომადგენლები.1305
ისე
ადგილობრივი
თბილისის
აღმასრულებელი
მუნიციპალიტეტის
მერიის
მიერ
ხელისუფლების
მოწოდებული
ინფორმაციის თანახმად, კომისიამ პირველი შეხვედრა 2016 წლის 20 იანვარს გამართა და
წლის განმავლობაში სულ 10 სხდომა ჩატარდა.1306 2017 წლის 8 თებერვლის მდგომარეობით,
ადმინისტრაციულ ორგანოში შესულია 6100-მდე განაცხადი, საიდანაც უსახლკაროდ
რეგისტრირებულია 335 პირი, უარი ეთქვა 360 პირს და 37 პირის განაცხადის შესახებ
მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიება.1307 სახალხო დამცველის აპარატისთვის
ცნობილი
გახდა,
რომ
თბილისის
მუნიციპალიტეტის
მთავრობის
მიერ
ფართით
უზრუნველყოფის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 47 პირის (17 ოჯახი)
შემთხვევაში.1308
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი დამკვირვებლის სტატუსით ჩართული იყო
კომისიის საქმიანობაში და მოცემულ თავში სწორედ იმ ხარვეზებს განვიხილავთ, რომლებიც
მონიტორინგის შედეგად იქნა იდენტიფიცირებული. როგორც სტატისტიკური მონაცემები
ცხადყოფს, დედაქალაქში თავშესაფრით უზრუნველყოფაზე მოქალაქეთა მოთხოვნა მაღალია
1304
ხელმისაწვდომია ბმულზე: http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-saxalxo-damcvelmasatanado-sacxovreblis-uflebis-shesaxeb-gaeros-specialuri-momxsenebeli-moiwvia.page
(ბოლოს
ნანახია:
18.01.2017წ.).
1305
„უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიის შექმნისა და
დებულების დამტკიცების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 9 დეკემბრის
N49.03.1384 განკარგულება.
1306 თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო
სამსახურის N15-0117039118, 08.02.2017 წ.
1307 იქვე.
1308
თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის
N06/1396 წერილი 12.02.2017 წ.
711
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
და
ამჟამად
5000-ზე
მეტი
განმცხადებელი
მისი
საკითხის
განხილვას
ელოდება.
მონიტორინგის შედეგად არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც შეხვედრა კვორუმის
არქონის გამო ვერ შედგა. კანონმდებლობის თანახმად, კომისიის სხდომა იმართება
საჭიროების მიხედვით, მაგრამ, არანაკლებ, 3 თვეში ერთხელ.1309 სახალხო დამცველი
მიიჩნევს,
რომ
უფლების
ხელმისაწვდომობაზე
მზარდი
მოთხოვნის
შემთხვევაში
წარმოიქმნება კანონმდებლის მიერ ნაგულისხმევი საჭიროება, როდესაც კომისიის სხდომები
უფრო ხშირად უნდა გაიმართოს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ კომისიის მუშაობის
ინტენსივობა ამ უფლებით სარგებლობაზე მოთხოვნის დინამიკას პასუხობდეს.
მორიგი პრობლემური საკითხი უკავშირდება კომისიის მიერ პრიორიტეტულად თბილისის
მთავრობის განკარგულებაში მითითებული პირების განცხადებათა განხილვას (ისნის
ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლისა და ნაძალადევის რაიონის ზღვის უბნის №225, №226, №204
და №205 კორპუსების მოსახლეობა).1310 აქვე საყურადღებოა, რომ 2015 წლის საპარლამენტო
მოხსენებაში უსახლკარო პირად რეგისტრაციისა და თავშესაფარით უზრუნველყოფის
წესის1311 შეფასებისას ერთ-ერთი სამართლებრივი ხარვეზი, რომელიც სახალხო დამცველის
მიერ იქნა გამოვლენილი, ნორმატიული აქტის სწორედ იმ ჩანაწერს უკავშირდებოდა,
რომლის საფუძველზეც თავშესაფრით უზრუნველყოფის პროცესში პრიორიტეტი ზემოთ
ხსენებულ სამართლებრივ აქტში მითითებულ პირებს ენიჭებათ. სახალხო დამცველმა
აღნიშნა, რომ ჩანაწერი იმთავითვე დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებდა და უმჯობესი
იქნებოდა, განკარგულებით განსაზღვრულ პირებს თავშესაფრით დაკმაყოფილების დროს
ზოგადი კრიტერიუმები მისადაგებოდა.1312 იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წელს
ადგილობრივი
ხელისუფლების
მიერ
ჩანაწერის
მოსაწესრიგებლად
ნაბიჯები
არ
გადადგმულადა პრაქტიკაში უსახლკაროდ რეგისტრაციის საკითხის განხილვა უთანასწორო
გარემოში წარიმართა, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად, სახალხო დამცველმა
დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა
ინდივიდუალური რეკომენდაციით მიმართა თბილისის საკანონმდებლო და აღმასრულებელ
ხელისუფლებას და კიდევ ერთხელ მოითხოვა თავშესაფრით დაკმაყოფილების პროცესის
1309 „თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით
უზრუნველყოფის კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ თბილისის
მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 9 დეკემბრის №49.03.1384 განკარგულების მე-5 მუხლის
პირველი პუნქტი.
1310 „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი
ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილების მე-4 მუხლი.
1311
იხ. „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიში, თავი: „სათანადო საცხოვრებლის უფლება“,
გვ. 775-786.
1312 იქვე.
712
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
თანასწორობის უფლებასთან შესაბამისობაში მოყვანა.1313 ადმინისტრაციული ორგანოს
კორესპონდენციით
გვეცნობა,
რომ
დასახელებული
ხარვეზის
გასწორების
მიზნით
ნორმატიულ აქტში ცვლილების განხორციელება იგეგმებოდა.1314 2017 წლის 7 მარტს
სამართლებრივ აქტში
შეტანილი ცვლილებების შედეგად, ზემოთ დასახელებული
დისკრიმინაციული ნორმა ამოღებულ იქნა, რითაც მოცემულ საკითხზე საქართველოს
სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაცია შესრულდა.1315
შემდეგი პრობლემური საკითხი ეხება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და
სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მხრიდან პირებისთვის იმის განმარტებას,
რომ უსახლკაროდ რეგისტრაციის ფაქტი ადგილობრივ ხელისუფლებას არ აკისრებს
ვალდებულებას, პირი რაიმე კონკრეტულ ვადაში დააკმაყოფილოს თავშესაფარი ფართით.1316
აღნიშნულის შესახებ მითითებულია ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილებაში.1317 სახალხო დამცველის მოსაზრებით, პირს, რომელსაც თავშესაფრით
უზრუნველყოფის საჭიროება დაუდგინდება, უნდა გააჩნდეს რეალური და გაზომვადი
მოლოდინი, რომ გარკვეულ ეტაპზე მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდება. აღნიშნულის
საპირისპიროდ, დასახელებული ჩანაწერი და მის საფუძველზე დამკვიდრებული პრაქტიკა
პირს გაურკვეველ მდგომარეობაში აყენებს, რადგან უცნობია, ხელისუფლება როდის შექმნის
ინფრასტრუქტურულ რესურსს მისი თავშესაფრით დასაკმაყოფილებლად, რითაც უკარგავს
მას უფლების რეალიზაციაზე რეალურ მოლოდინს და უჩენს დაუცველობის განცდას. გარდა
ამისა, აღნიშნულ ნორმაზე მითითება თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან სათანადოდ
დასაბუთებული არ არის და შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც პასუხისმგებლობისაგან
თავის არიდების მცდელობა.1318 ამდენად, საჭიროა გაუქმდეს დასახელებული ნორმა და
უსახლკაროდ
თავშესაფარი
რეგისტრირებულ
ფართით
პირს
ყოველ
უზრუნველყოფასთან
კონკრეტულ
შემთხვევაში
დაკავშირებით
ეცნობოს
ადგილობრივი
მუნიციპალიტეტის შესაძლებლობების, რესურსებისა ან/და დაგეგმილი ღონისძიებების
შესახებ.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც 2015 წლის მოხსენებაშია განხილული და აქტუალურობა
არც 2016 წელს დაუკარგავს, უკავშირდება უსახლკარო პირების ბინის ქირის კომპენსაციით
1313
საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 18 იანვრის №13-1/809 რეკომენდაცია.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 თებერვლის №06/979 წერილი.
1315 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 მარტის №4-18 დადგენილება.
1316
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო
სამსახურის 2016 წლის 6 დეკემბრის №10/317366 წერილი.
1317
„თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი
ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი.
1318 იხ. „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიში, თავი: „სათანადო საცხოვრებლის უფლება“,
გვ. 775-786.
1314
713
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დაკმაყოფილებას, რა დროსაც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს გააჩნიათ ფართო
დისკრეცია, თვითონ შეაფასონ დახმარების გაცემის საკითხი.1319 საყურადღებოა, რომ 2015
წლის ბოლოს დამტკიცდა ბინის ქირის კომპენსაციის ახალი წესი, თუმცა წინამორბედის
მსგავსად, დოკუმენტი არასრულყოფილია. კერძოდ, საგამონაკლისო/განსაკუთრებული
წესით (სოციალურად დაუცველი ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ან საცხოვრებელ
პირობებში მყოფი, აგრეთვე სტიქიით დაზარალებული პირები) დახმარების საკითხის
განხილვისას ბუნდოვანია, რა კრიტერიუმებით შეირჩევა დახმარების მიმღებ პირთა წრე.
მნიშვნელოვანია, რომ ბინის ქირის კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების
მიღების პროცესი იყოს განჭვრეტადი და შეზღუდული ფინანსური რესურსების ფონზე,
დახმარების მიმღები პირები ობიექტური კრიტერიუმებით შეირჩნენ. რადგან 2016 წელს
ვითერბა არ შეცვლილა, 2015 წლის მოხსენებაში გაცემული რეკომენდაციები ძალაში
რჩება.1320
ბოლოს
კი,
ყურადსაღებია
თბილისის
მუნიციპალიტეტის
მერიის
ჯანდაცვისა
და
სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ პირის უსახლკაროდ რეგისტრაციის
შესახებ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების დასაბუთებულობის პრობლემურობაზე.
კერძოდ,
გამოვლინდა
შემთხვევები,
როდესაც
ადმინისტრაციული
ორგანოს
მიერ
უსახლკარო პირად რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებაში არ მიეთითება
კონკრეტული
ფაქტობრივი
და
სამართლებრივი
ინფორმაცია,
რაც
მოთხოვნის
არდაკმაყოფილების საფუძველი გახდა.1321 ბრძანებაში ზოგადი განმარტებაა, რომლის
თანახმადაც, ნორმატიული აქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო,
პირს უარი ეთქვა უსახლკაროდ რეგისტრაციაზე. ამგვარი მიდგომა გაუმართლებელია,
რადგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს
მის
მიერ
გამოცემული
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
შეიცავდეს
წერილობით
დასაბუთებას.1322
ამდენად,
აუცილებელია,
რომ
აქტი
ყოველ
ინდივიდუალურ საქმეზე პირს ნათლად და გონივრულად განემარტოს ის წინაპირობები,
რომლებიც
მოთხოვნის
დაკმაყოფილებაზე
უარის
თქმის
საფუძველი
გახდა.
დასაბუთებულობის საკითხი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ასეთ დროს პირს
აქვს შესაძლებლობა, სადავო საკითხთან
დაკავშირებით ადმინისტრაციულ ორგანოში
წარადგინოს ახალი მტკიცებულებები, მოითხოვოს საქმის ხელახალი განხილვა და თავიდან
აირიდოს სამართალწარმოების პროცედურა სასამართლოში.
1319
იქვე.
იქვე.
1321 თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო
სამსახურის 2016 წლის 25 ნოემბრის №569/9 ბრძანება.
1322 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტი.
1320
714
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
რეგიონებში არსებული მდგომარეობა
წინა წლების მსგავსად, პრობლემად რჩება უსახლკარო პირთა როგორც მუნიციპალური, ისე
ცენტრალიზებული
მონაცემთა
ბაზის
წარმოების
საკითხი
და
მისი
გამართული
ფუნქციონირებისათვის საჭირო მეთოდოლოგიის უქონლობა. პრობლემას წარმოადგენს
უსახლკარო
პირებისთვის
განკუთვნილი
ფინანსური
სახსრების
ნაკლებობა
და
ამ
მიმართულებით საჭირო ინფრასტრუქტურული რესურსის არარსებობა. ადგილობრივ
თვითმმართველობებში ამ საკითხზე არსებული პრაქტიკა არაერთგვაროვანია. რიგი
მუნიციპალიტეტების
ბიუჯეტში
უსახლკარობის
პრობლემის
გადაჭრის
საშუალებად
გათვალისწინებულია ბინის ქირის საფასურით უზრუნველყოფა, ხოლო ზოგან ერთჯერადი
ფულადი დახმარება და საცხოვრებლის შესყიდვა. ამასთან, მუნიციპალიტეტების ნაწილს
უსახსრობის ან საჭიროების არარსებობის მიზეზით, საერთოდ არ აქვს გათვალისწინებული
საბიუჯეტი რესურსი.
რეგიონების მუნიციპალიტეტებში მნიშვნელოვან ხარვეზად რჩება სათანადო საცხოვრებლის
უზრუნველყოფისთვის შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობა, ასევე თავშესაფრით ან
ბინის ქირით დაკმაყოფილებისთვის ნორმატიული შინაარსის ინსტრუქციის უქონლობა.
დამატებით პრობლემას წარმოადგენს სხვადასხვა ობიექტში შეჭრილი პირების უსაფრთხო
საცხოვრებელი
პირობებითა
და
სოციალურად
დაუცველი
ოჯახების
სახელმწიფო
პროგრამით სარგებლობის საკითხი. ზემოთ აღნიშნული პრობლემები დეტალურადაა
განხილული
საქართველოს
სახალხო
დამცველის
სპეციალურ
ანგარიშში,
ამასთან,
უცვლელად რჩება მოცემულ საკითხებზე გაცემული რეკომენდაციები.1323
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ამ დრომდე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ზუსტად არ
განუსაზღვრავს იმ ობიექტების ჩამონათვალი, სადაც ფაქტობრივად ცხოვრობენ თვითნებურად
შესახლებული პირები. შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ არ
მომხდარა თვითნებური შესახლების ადგილებში მცხოვრები მოსახლეობის სრული აღწერა,
თვითნებური შესახლების ობიექტებში მცხოვრები ოჯახების სრულყოფილი მონაცემთა ბაზის
შედგენა და ოჯახების კატეგორიზაცია მათი გადაადგილების წარმოშობის მიზეზების მიხედვით.
აჭარის ა/რ მთავრობას არ გაუტარებია არც ერთი ქმედითი ღონისძიება, რომელიც გადაჭრიდა ამ
კუთხით არსებულ რომელიმე პრობლემას.
იხილეთ ზემოთ ხსენებულ პრობლემურ საკითხებზე საქართველოს სახალხო დამცველის
აპარატის მიერ მოპოვებული სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც 63 ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოდან მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.
1323
იქვე.
715
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ბათუმში ყოფილი 25-ე და 53-ე ბატალიონების ტერიტორიებზე მცხოვრები
მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობა
უკვე მეხუთე წელია მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, კერძოდ ქ.
ბათუმში, ყოფილი 25-ე და 53-ე ბატალიონების ტერიტორიებზე თვითნებურად მცხოვრები პირების
სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის
შესწავლა
და
მათ
საჭიროებებზე
მორგებული
დახმარებების შეთავაზების საკითხი.
პრობლემის შესწავლისა და გადაჭრის გზების მოძიების მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლების
მიერ ჩამოყალიბდა კომისია1324, თუმცა, მას არ შეუმუშავებია სტრატეგია და რეკომენდაცია, რომელიც
თავშესაფრის არმქონე პირების მდგომარეობას გააუმჯობესებდა. ამ კომისიის მუშაობის ხარვეზად
უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ არ მომხდარა თვითნებური შესახლების ობიექტებში მცხოვრები
ოჯახების „კარდაკარის“ მეთოდით შესწავლა და კომისიამ მუნიციპალიტეტების გამგებლებს დაავალა
მათ ტერიტორიაზე მცხოვრები იმ ოჯახების მონაცემების შეგროვება, რომელთა გადაადგილების და
თვითნებური შესახლების ობიექტებზე ცხოვრების შესახებ მათ აქვთ ინფორმაცია.
1324
სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში
არსებული უძრავი ქონების მოქალაქეთა მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტების შემსწავლელი
შერეული სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის 2014 წლის 5 დეკემბრის N407 ბრძანება.
716
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
რეკომენდაციები
საქართველოს პარლამენტს:
„სოციალური
დახმარების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
განხორციელდეს
უსახლკარო პირის არსებული დეფინიციის კორექტირება და სრულყოფა, რათა მან
მოიცვას
უსახლკარობის
სტანდარტების
სხვადასხვა
ფორმა,
სათანადო
საცხოვრებლის
მიხედვით,
რომლებიც
საერთაშორისო
უფლების
სუბიექტებს
წარმოადგენენ
სათანადო
საცხოვრებლის
უფლებით
ნაკისრი
ვალდებულებების
განსახორციელებლად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კანონმდებლობის
მიღება
საქართველოს მთავრობას:
გაუქმდეს ჩანაწერი, რომელიც სახელმწიფო ობიექტებში შეჭრილ პირს ბლანკეტურად
უკრძალავს
სოციალურად
დაუცველი
ოჯახების
მონაცემთა
ერთიან
ბაზაში
რეგისტრაციის უფლებას1325
ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში (2014-2020 წლებისთვის)
სათანადო საცხოვრებლის უფლებიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად,
ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო გეგმაში (2016-2017 წლებისთვის და
შემდეგ სამოქმედო გეგმაში) გაიწეროს კონკრეტული ღონისძიებები
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების
სამინისტროს,
აგრეთვე
აჭარის
ა/რ
მთავრობასა
და
ადგილობრივი
ხელისუფლების ორგანოებს
სახელმწიფო და მუნიციპალურ ობიექტებში შეჭრილი, სოციალურად დაუცველი,
უსახლკარო
ოჯახების
საცხოვრებელთან
დაკავშირებული
პრობლემის
ინდივიდუალური შესწავლისა და პრობლემის ზუსტი მასშტაბის გამოვლენის
შედეგად, მის გადასაჭრელად შეიქმნას აუცილებელი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა
1325 „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის
ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების მე-5
მუხლის მე-5 პუნქტი.
717
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს
იმ სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ობიექტებში, სადაც
უსახლკარო/სოციალურად დაუცველი ადამიანები ცხოვრობენ და უკიდურესად მძიმე
საცხოვრებელი პირობებია, კერძოდ, არ არსებობს საბაზისო ინფრასტრუქტურა, მათ
შორის ხელმისაწვდომობა ელექტროენერგიაზე, სასმელ წყალზე, წყალარინების
სისტემაზე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში გაუმჯობესდეს მდგომარეობა და არ
დაბრკოლდეს აღნიშნული პროცესი, რათა შეესაბამებოდეს სათანადო საცხოვრებლის
უფლების მინიმალურ/ძირითად სტანდარტებს
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს:
ჩატარდეს სათანადო კვლევა ქვეყანაში უსახლკარობის მასშტაბის, უსახლკარობის
გამომწვევი მიზეზებისა და ფორმების გამოსავლენად
შეიქმნას და რეგულარულად ამუშავდეს უსახლკარო პირების ერთიანი მონაცემთა
ბაზა
შეიქმნას საჭირო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უსახლკარობის დასაძლევად
ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს:
იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც არსებობს უსახლკარო პირების თავშესაფრით
უზრუნველყოფის
განხორციელდეს
საჭიროება,
უსახლკარო
დედაქალაქის
პირების
ხელისუფლების
მონაცემთა
ბაზაში
მსგავსად,
რეგისტრაციის
და
თავშესაფრით დაკმაყოფილების პროცედურის რეგლამენტირება
უსახლკარობის მონიტორინგის მიზნით, რეგულარულად შეივსოს მონაცემთა ბაზები
და აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს
„სოციალური
დახმარების
შესახებ“
საქართველოს
კანონის
მე-18
მუხლით
დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, იმ რეგიონებში, სადაც
პრობლემას წარმოადგენს უსახლკარო პირების თავშესაფრით დაკმაყოფილება,
ადგილობრივმა
ხელისუფლებამ
მიმართოს
ძალისხმევა
ფინანსური
და
ინფრასტრუქტურული რესურსის შესაქმნელად, რომელიც შესაძლებელს გახდის
პირის უსახლკარობისგან დაცვას
დაიწყოს თავშესაფრებში განთავსებული ბენეფიციარების სოციალურ-ეკონომიკური
რეაბილიტაციის პროგრამების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს მიუსაფარ
პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას
718
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
იმ რაიონულ გამგეობებში, სადაც უსახლკარო პირებისთვის არსებობს სოციალური
პროგრამები,
ჯგუფის
სათანადო
ცნობიერების
საშუალებების
შესახებ
საცხოვრებლის
უფლებასთან
ამაღლების
უსახლკარობისგან
დაცვის
არსებული
ხელმისაწვდომობის
მიზნით,
ჩატარდეს
და
ინფორმაციის
დაკავშირებით,
სამიზნე
საინფორმაციო კამპანიები
თბილისის
თავშესაფარი
მუნიციპალიტეტის
ფართით
მერიის
უზრუნველყოფის
„უსახლკაროდ
კომისიამ“
რეგისტრაციისა
წარმოებაში
და
მიღებული
განაცხადების დროულად და ეფექტიანად განხილვის მიზნით სათანადო სიხშირით
გამართოს სხდომები
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თბილისში უსახლკაროდ რეგისტრაციის და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესში,
მისი სრულყოფის მიზნით, შევიდეს სათანადო ცვლილებები
აჭარის ა/რ მთავრობასა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს
კოორდინირებულად და სრულყოფილად იქნას შესწავლილი ბათუმში, ყოფილი 25-ე
და 53-ე სამხედრო ბატალიონების ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების სოციალურეკონომიკური მდგომარეობა და გონივრულ ვადებში გატარდეს ადეკვატური
ღონისძიებები მათთვის სათანადო დახმარების აღმოსაჩენად.
719
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
23. სოციალური უზრუნველყოფის უფლება
შესავალი
საანგარიშო
პერიოდში
საქართველოს
სახალხო
დამცველის
აპარატი
სოციალური
უზრუნველყოფის უფლების საკითხებზე არაერთი მიმართულებით მუშაობდა. მოცემულ
თავში
საუბარია
სათანადო
შიდასახელმწიფოებრივი
კვების
უფლებაზე,
სტანდარტის
ფარგლებში.
როგორც
ასევე,
საერთაშორისო,
მიმოვიხილავთ
ისე
ოჯახების
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მარეგულირებელ კანონქვემდებარე
აქტებში განხორციელებულ ცვლილებებს და ამ სფეროში საქართველოს სახალხო დამცველის
აპარატის
მიერ
პრაქტიკაში
გამოვლენილ
ხარვეზებს.
ამავე
თავში
განხილულია
მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონის ფარგლებში
მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით არსებული საკითხი.
საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში მიმოხილული იყო
სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების
ახალი მეთოდოლოგიის პრაქტიკაში განხორციელებისას გამოვლენილი პრობლემები.1326
რადგან ანგარიშში განხილული საკითხები ე.წ. „ახალი მეთოდოლოგიის“ ხარვეზების შესახებ
ისევ აქტუალურია, მოცემულ თავში საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები
უცვლელად რჩება .
სათანადო კვების უფლება
სათანადო კვების უფლება განხილულია ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ
უფლებათა საერთაშორისო პაქტში. აღნიშნული პაქტის მე-11(1) მუხლის შესაბამისად,
მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ „თითოეული ადამიანის უფლებას, მას და მის ოჯახს
ჰქონდეს ცხოვრების სათანადო დონე, შესაფერისი კვების, ტანისამოსის და საცხოვრებლის
ჩათვლით; აგრეთვე უფლებას, განუწყვეტლივ იუმჯობესებდეს ცხოვრების პირობებს“, ხოლო
მე-11(2) მუხლის საფუძველზე, იმისათვის, რომ შესრულდეს „ადამიანის ძირითადი უფლება
– არ განიცდიდეს შიმშილს“, შესაძლებელია საჭირო გახდეს უფრო კონკრეტული და
გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელება. ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ
უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარის მიხედვით1327, ადამიანის ყველა უფლების
განხორციელებისათვის სათანადო საკვების უფლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
1326
იხ. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში – „საქართველოს ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, (2015), გვ. 786
<http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf >.
1327 ზოგადი კომეტარი N12 (მეოცე სესია, 1999წ.), გაეროს დოკუმენტი E/2000/22, გვ. 102-110.
720
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
იგი ყველა ადამიანზე ვრცელდება. სათანადო კვების უფლება სხვა უფლებებთან მჭიდრო
კავშირშია, მაგალითად იგი განუხრელადაა დაკავშირებული პიროვნების ღირსებასთან და
მას არსებითი მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით
აღიარებული ადამიანის სხვა უფლებების განხორციელებისათვის. იგი ასევე განუყოფელია
სოციალური
სამართლიანობისაგან,
რომლის
უზრუნველსაყოფადაც
აუცილებელია
სიღარიბის აღმოფხვრისა და ადამიანის ყველა უფლების განხორციელებისაკენ მიმართული
ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური პოლიტიკის გატარება, როგორც ეროვნულ, ისე
საერთაშორისო დონეზე.
სახელმწიფო ვალდებულია ადამიანების შიმშილისაგან თავისუფლების უზრუნველყოფის
მიზნით, უზრუნველყოს კვების პროდუქტების მინიმალურ პაკეტზე ხელმისაწვდომობა,
რომელიც უნდა
იყოს
სათანადო, უსაფრთხო
და შეესაბამებოდეს
კალორიულობის
მოთხოვნებს. სათანადო კვების უფლება სახელმწიფოს სამი სახის ვალდებულებას აკისრებს:
პატივისცემის ვალდებულება, დაცვის ვალდებულება და განხორციელების ვალდებულება.
თავის მხრივ, განხორციელების ვალდებულება გულისხმობს როგორც აღნიშნული უფლების
რეალიზაციის ხელშეწყობას, ასევე უზრუნველყოფას.
საქართველოს
კონსტიტუციაში
არ
გვხვდება
პირდაპირი
ჩანაწერი
სოციალური
უზრუნველყოფის დაცვის და მით უმეტეს სათანადო კვების უფლებასთან დაკავშირებით,
თუმცა აღნიშნული უფლება აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის
ფარგლებში. კერძოდ, „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის
სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ
არ
არის
მოხსენიებული,
მაგრამ
თავისთავად
გამომდინარეობენ
კონსტიტუციის
პრინციპებიდან“. ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლით
განსაზღვრულია მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები, რომლის ფარგლებში
საკვებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სხვადასხვა თვითმმართველობის
მიერ შემუშავებულია „უფასო სასადილოებით მომსახურების“ პროგრამები.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 26 ნოემბრის N1879 ბრძანებით1328
განსაზღვრულია ბენეფიციართა აღრიცხვის საქმის წარმოების ინსტრუქცია1329, რომლის
მიზანია თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონების გამგეობებში ჩამოყალიბდეს „უფასო
სასადილოებით მომსახურების“ პროგრამის განხორციელების მართვის ერთიანი პრაქტიკა
და უზრუნველყოფილი იყოს პროგრამის ეფექტიანობის გაზრდა, ეკონომიურობა და
ადმინისტრირების პროცესის გამარტივება და გაუმჯობესება. აღნიშნული ინსტრუქციის
1328
„თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ტერიტორიული ორგანოების (თბილისის რაიონების
მუნიციპალიტეტის გამგეობების) მიერ „უფასო სასადილოებით მომსახურების“ პროგრამის
ფარგლებში გამოსაცხადებელი სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო პირობებისა და ბენეფიციართა
აღრიცხვის საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“.
1329 იგივე, დანართი N2.
721
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მიხედვით, უფასო სასადილოს მომსახურებით სარგებლობის უფლება აქვთ გამგებლის
ბრძანებით დამტკიცებულ იმ ბენეფიციარებს, რომლებიც სოციალურად დაუცველი პირები
არიან და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს. შესაბამისად, ბენეფიციარების სია
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა
ერთიან ბაზაზე დაყრდნობით იქმნება. ინსტრუქციის მიხედვით არსებობს საკვების მიმღებ
ბენეფიციართა ორი სია – ძირითადი და დამატებითი. ძირითადი სიის ბენეფიციარები
უფასო საკვებს ღებულობენ შეუზღუდავად, ყოველდღიურად. ხოლო, როდესაც კონკრეტულ
დღეს ძირითადი სიის ცალკეული ბენეფიციარი რაიმე მიზეზით არ გამოცხადდება, მის
ნაცვლად საკვების მიღება შეუძლიათ დამატებითი სიის ბენეფიციარებს, რომელთა
რაოდენობა ძირითადი სიის 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს 1330. ამავე წესის მიხედვით
ირკვევა, რომ განმცხადებელთა სიაში შეყვანის საკითხის განხილვის რიგითობა მათი
განცხადების რეგისტრაციის თარიღის მიხედვით განისაზღვრება. აღნიშნული წესიდან
გამომდინარე, უპირატესობა ენიჭება იმ ბენეფიციარს, რომლის განცხადებაც გამგეობაში
რეგისტრირებულია უფრო ადრე. აღნიშნული წესი ასევე ითვალისწინებს სასადილოს
ბენეფიციარების სიაში შეყვანის გამონაკლის წესს, როდესაც განსაკუთრებულ შემთხვევაში
გამგებელს შეუძლია მიიღოს მოტივირებული გადაწყვეტილება კონკრეტული პირის სიაში
შეყვანის თაობაზე1331. ასეთ დროს გამგებელს გააჩნია დისკრეცია, თვითონ განსაზღვროს
კონკრეტულ საქმეზე რა შეიძლება ჩაითვალოს განსაკუთრებულ გარემოებად.
აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს „უფასო სასადილოებით მომსახურების“ პროგრამის
განსახორციელებლად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ბიუჯეტი.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N30-87 დადგენილებით, უფასო სასადილოებით
მომსახურებისათვის გამოყოფილია 16 203 000 ლარი. უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლებთან
შედარებით,
უფასო
სასადილოებით
მომსახურებისათვის
გამოყოფილი
დაფინანსება
გაზრდილია, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია აღნიშნულ სერვისზე მაღალი მოთხოვნით.
საქართველოს
სახალხო დამცველის
აპარატმა თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა
გამგეობიდან გამოითხოვა ინფორმაცია ბენეფიციართა აღრიცხვისა და საქმის წარმოების
წესებისა და ინსტრუქციის შესახებ. მიღებული ინფორმაციის შეფასების შედეგად ირკვევა,
რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ყველა რაიონში
შედგენილია უფასო სასადილოს მომლოდინეთა დამატებითი სიები, რომლებიც ძირითადი
სიის 10%-ს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ სიების კორექტირება, ძირითადად, არ ხდება და
გარკვეულწილად მუდმივი სახით არსებობს, რაც იწვევს მოსახლეობის მომლოდინეთა სიაში
მუდმივად ყოფნას. თბილისის ტერიტორიაზე არსებული უფასო სასადილოები დღიურად
38 500-მდე მოქალაქეს ემსახურებიან და მათ გარდა, მოქალაქეთა აღნიშნული რაოდენობის
1330
1331
დანართი №2, ბენეფიციართა აღრიცხვის საქმისწარმოების ინსტრუქცია, მუხლი 2.
იქვე, მეორე მუხლის მე-14 პუნქტი.
722
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
10% თითქმის მუდმივად არის უფასო სასადილოთი სარგებლობის მოლოდინში. როგორც
ზემოთ აღინიშნა, ბენეფიციარების ძირითად სიაში შეყვანის რიგითობა მათი განცხადების
რეგისტრაციის თარიღის მიხედვით განისაზღვრება. შესაბამისად, არსებობს იმის დიდი
რისკი, რომ უფრო მეტი საჭიროების მქონე ოჯახები მომლოდინეთა სიაში იყვნენ, რადგან
სხვა მასზე ადრე დარეგისტრირდა. მაგალითად, ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 1 000
ქულით განისაზღვრა, შესაძლოა იყოს მომლოდინეთა სიაში, ხოლო პირობითად 190 000
სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახი სარგებლობდეს უფასო სასადილოთი. შესაბამისად,
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროგრამის დაგეგმვისას ფინანსური რესურსი იმგვარად
იქნას გათვალისწინებული, რომ სრულად უპასუხოს ამ კუთხით არსებულ მაღალ
მოთხოვნას.
სტატუს
კვოს
შენარჩუნების
შემთხვევაში,
უმჯობესი
იქნება
სიების
ფორმირებისას მნიშვნელობა მიენიჭოს არა სიაში რეგისტრაციის თარიღს, არამედ ოჯახის
საჭიროებებს სათანადო კვებაზე ხელმისაწვდომობასთან მიმართებაში.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, თბილისის მუნიციპალიტეტის გარდა, ექვსი
სხვადასხვა
მუნიციპალიტეტიდან
მომსახურების“
პროგრამის
გამოითხოვა
ინფორმაცია
ფუნქციონირებისა
და
„უფასო
ბენეფიციართა
სასადილოებით
უფასო
საკვებზე
ხელმისაწვდომობის შესახებ (თელავი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი, ქუთაისი, ბათუმი). იმ
მუნიციპალიტეტების ნაწილს, საიდანაც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა
გამოითხოვა
ინფორმაცია,
შემუშავებული
აქვთ
ბენეფიციართა
აღრიცხვისა
და
საქმისწარმოების წესები. ძირითადი კრიტერიუმი არის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
რეგისტრაცია
და
სოციალურად
დაუცველი
ოჯახების
მონაცემთა
ერთიან
ბაზაში
რეგისტრაცია. თუმცა რეგიონები ქულათა ზედა ზღვარს ინდივიდუალურად განსაზღვრავენ.
კერძოდ, რუსთავის მერიის მიერ დადგენილი კრიტერიუმების თანახმად, პროგრამის
ბენეფიციარები არიან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში
რეგისტრირებული
მოქალაქეები,
რომლებიც,
ასევე,
რეგისტრირებულები
არიან
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა
არ აღემატება 100 000-ს1332. ხოლო ქუთაისის მერიიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა,
რომ ბენეფიციართა შერჩევისათვის სავალდებულო მოთხოვნაა ოჯახის სოციალურად
დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია და სარეიტინგო ქულა არ უნდა აღემატებოდეს
65 000-ს.1333 ქალაქ ბათუმის თვითმმართველობიდან მიღებული ინფორმაციით, ოჯახის
სარეიტინგო ქულა არ უნდა აღემატებოდეს 57 000-ს 1334 .
მიღებული
ინფორმაციის
ხორციელდება
მიხედვით
ირკვევა,
რომ
უფასო
სასადილოს
პროგრამა
მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებში, ხოლო თვითმმართველი თემების
1332
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წერილი N02/2741, 13.02.2017».
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის წერილი N01/3767,
17/02/2017.
1334 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის წერილი N25/1892, 10/02/2017 წ.
1333
723
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ტერიტორიაზე უფასო სასადილოთი მომსახურების პროგრამა არ მოქმედებს. თუმცა,
აღნიშნული არ გულისხმობს, რომ თემებში მცხოვრებ მოსახლეობას არ აქვს საკვებზე
ხელმისაწვდომობის საჭიროება, არამედ შესაბამის თვითმმართველობებს სათანადოდ არ
შეუსწავლიათ მათ მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები.
ოჯახების
სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის
შეფასების
მარეგულირებელი
კანონმდებლობის ანალიზი
საანგარიშო პერიოდში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების
მარეგულირებელ
კანონქვემდებარე
აქტებში
რამდენიმე
ცვლილება
განხორციელდა.
აღსანიშნავია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებები სააგენტოს
უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების
შეწყვეტის შესახებ ოქმის შევსების წესის კუთხით. ძველი რედაქციის მიხედვით, ერთ
პუნქტად იყო ჩამოყალიბებული ოქმის შევსების ისეთი საფუძვლები, როგორიცაა „ოჯახი
მითითებულ მისამართზე მუდმივად არ ცხოვრობს, ან ვერ ხერხდება უფლებამოსილ
წარმომადგენელთან შეხვედრა“. ამასთან, აღნიშნული საფუძვლით შეწყვეტის ოქმი ივსებოდა
იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს უფლებამოსილი პირი სამი ვიზიტის განხორციელების
შემდეგ ვერ შეძლებდა ოჯახთან ან ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან შეხვედრას.
ამ შემთხვევაში სააგენტოს წარმომადგენელს უნდა გაეთვალისწინებინა პირველ და მესამე
ვიზიტებს შორის დროის მონაკვეთი და შეწყვეტის ოქმის შევსების თარიღად უთითებდა
აგენტის მიერ განხორციელებულ მესამე ვიზიტის თარიღს.1335 ახალი რედაქციით,1336 ცალკე
პუნქტად არის აღნიშნული1337 სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოქმის შევსების
ვალდებულება
იმ
შემთხვევაში,
როდესაც
„ვერ
ხერხდება
ოჯახის
წევრებთან
ან
უფლებამოსილ წარმომადგენელთან შეხვედრა“. მხოლოდ აღნიშნული საფუძვლით ოქმის
შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია განახორციელოს სამი ვიზიტი და
დაიცვას პირველ და მესამე ვიზიტებს შორის დროის მონაკვეთი. შესაბამისად, სააგენტოს
უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეწყვეტის
შესახებ ოქმის შევსებისას, საფუძვლით – ოჯახი მითითებულ მისამართზე მუდმივად არ
ცხოვრობს, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ავსებს იმ შემთხვევაში, როდესაც დაადგენს,
რომ ოჯახი ნამდვილად არ ცხოვრობს განაცხადში მითითებულ მისამართზე; ასეთ
1335
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის
N141/ნ ბრძანება „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის
შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“, 22 მაისი 2015 წლის ვერსია, მე-14 მუხლი, პირველი პუნქტის
„გ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-4 პუნქტი.
1336
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის
N141/ნ ბრძანებაში განხორციელებული 09.08.2016 N01-36/ნ ცვლილება.
1337
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის
N141/ნ ბრძანება მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-7 პუნქტი
724
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
შემთხვევაში, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ სამი ვიზიტის განხორციელება
სავალდებულო არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, უცნობია რა ფაქტობრივ ან
სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით დაადგენს სააგენტოს უფლებამოსილი პირი
ოჯახის მისამართზე არცხოვრების ფაქტის ნამდვილობას, თუ არ განახორციელებს
ვიზიტებს. მოცემულ შემთხვევაში, კანონმდებლობა შესაძლოა იმგვარად განიმარტოს, რომ
პირველივე
ვიზიტის
განხორციელებისას
ოჯახის
წევრების
მისამართზე
არყოფნის
შემთხვევაში, ოჯახს ერთი წლის განმავლობაში გაუუქმდეს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია.
შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ აღნიშნული ცვლილებით ზოგი ოჯახი უსაფუძვლოდ
დაზარალდება.
მექანიზმები
მნიშვნელოვანია,
იქნას
შემოღებული,
რომ
აღნიშნულ
მაგალითად,
პროცესში
ვიზიტის
გარკვეული
მიღმა
საპირწონე
ინფორმაციის
სხვა
წყაროებიდან მოპოვების სახით.
სსიპ
სოციალური
მომსახურების
სააგენტოს
მიერ
მოწოდებული
ინფორმაციით,1338
განხორციელებული ცვლილებების მიზანი იყო არსებული პრაქტიკის გაანალიზების
შედეგად
გამოვლენილი
საჭიროებების
საფუძველზე
სოციალური
დახმარების
ადმინისტრირების პროცესის გაუმჯობესება. ზემოაღნიშნული ცვლილების პროექტის
განმარტებითი ბარათის მიხედვით, ზუსტდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ
ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის ოქმი (ფორმა N3) და
ცალსახად განიმარტება რა შემთხვევებში ავსებს მას სააგენტოს უფლებამოსილი პირი და რა
შემთხვევაში უუქმდება ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. თუმცა, განმარტებით
ბარათში საუბარი არ არის ოჯახის მიერ მისამართზე მუდმივად არცხოვრების ფაქტის
დადგენის საფუძვლებზე და ამ კუთხით განხორციელებული ცვლილების მიზანზე.
ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას გამოვლენილი
ხარვეზები
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხილული საქმეებიდან გამოიკვეთა
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმებისა
და რეგისტრაციის აკრძალვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების
შესწავლის საკითხი. განცხადებისა და დოკუმენტაციების შესწავლის შედეგად საქართველოს
სახალხო
დამცველმა
დაადგინა
ადმინისტრაციული
ორგანოს
მიერ
მიღებული
კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების საფუძველზე რ.ჯ.-ს ოჯახის მიმართ სოციალური
უზრუნველყოფის უფლების მართლსაწინააღმდეგოდ შეზღუდვის ფაქტი. კერძოდ, საქმის
ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, რ.ჯ.-ს ოჯახში არ განხორციელდა სარეიტინგო
ქულის დათვლა, რადგან ოჯახის ახალ წევრს ა.ყ.-ს (რ.ჯ.-ს მეუღლე) სააგენტოსათვის ყალბი
1338
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 12 სექტემბრის წერილი N01/69343.
725
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ინფორმაციის მიწოდების გამო1339 3 წლის ვადით აკრძალული ჰქონდა სოციალურად
დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში განმეორებითი რეგისტრაცია იმ ოჯახში,
სადაც
რ.ჯ.-სთან
დაოჯახებამდე
ცხოვრობდა.
რ.ჯ.-სთან
დაოჯახების
შემდეგ,
ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო, შეზღუდვა გაევრცელებინა მხოლოდ ა.ყ.ზე და არა ახალი ოჯახის დანარჩენ წევრებზე.1340
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით, საქართველოს
სახალხო
დამცველის
ზემოაღნიშნული
რეკომენდაცია
ცვლილებების ინიცირების საფუძველი გამხდარიყო.
შესაძლოა
კანონმდებლობაში
თუმცა, მოცემულ შემთხვევაში,
აღსანიშნავია, რომ რ.ჯ-ს ოჯახს, რეგისტრაციის გაუქმებამდე მინიჭებული ჰქონდა ძალიან
დაბალი სარეიტინგო ქულა – 22 620. შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების
სააგენტოს არსებული კანონმდებლობის ფარგლებში შეეძლო გაეთვალისწინებინა ოჯახის
ინტერესები,
ემოქმედა
დისკრეციული
უფლებამოსილების
ფარგლებში1341
და
რ.ჯ-ს
ოჯახისათვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში განმეორებითი
რეგისტრაციის შეზღუდვა გაეუქმებინა.
სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების
დროს გამოვლენილ ნაკლოვანებებზე საუბრისას, უნდა აღინიშნოს სააგენტოს ცალკეული
უფლებამოსილი პირების (აგენტების) მიერ დაშვებული პროცედურული ხარვეზები, რაც
გამოიხატება სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის
შეფასებისას
დეკლარაციაში
დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციისა
ინფორმაციის
არასწორად
მითითებაში,
და საარსებო შემწეობის მოხსნის კანონით
გათვალისწინებული საფუძვლების შესახებ მოქალაქეთათვის არასრული ინფორმაციის
მიწოდებაში.
სტატისტიკური ინფორმაცია:
1339
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 126 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი: „სააგენტო
უფლებამოსილია, ოჯახის წევრის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სოციალურეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას ყალბი ინფორმაციის მიწოდების დადგენის შემთხვევაში,
შეუწყვიტოს ოჯახს რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში. ასეთ შემთხვევაში ავტომატურ რეჟიმში ძალას
კარგავს ოჯახის განაცხადი მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში ოჯახი კარგავს უფლებას, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში მოითხოვოს
მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია“.
1340 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში 2015 წლის მაისში
განხორციელებული ცვლილებები
1341 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილების მე-10 მუხლის მე-5
პუნქტის თანახმად, „სააგენტო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით უზრუნველყოს
რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება“.
726
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მოცემული დიაგრამა ასახავს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდიდან
მოპოვებულ 2014, 2015 და 2016 წლების სტატისტიკურ ინფორმაციას საარსებო შემწეობის
მიმღები წრის რაოდენობის შესახებ. კერძოდ, 2014 წლის დეკემბრის მონაცემებით1342,
საარსებო შემწეობას იღებდა 141 776 ოჯახი და 421 387 პირი. 2015 წლის მონაცემებით,
საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების და ზოგადად, მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა
125 301 ოჯახსა და 389 650 პირამდე. 2016 წელს შეიძლება ითქვას, რომ საგრძნობლად
გაიზარდა საარსებო შემწეობის მიმღებთა წრე და 2014 წლის ბენეფიციარების რაოდენობასაც
გადააჭარბა. მოცემული სტატისტიკით რთულია ვიმსჯელოთ ოჯახების გაღარიბებასა თუ
მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ის უფრო გვაჩვენებს, არსებული სახელმწიფო
რესურსების ფარგლებში დაახლოებით რა რაოდენობის მოსახლეობის უზრუნველყოფაა
შესაძლებელი საარსებო შემწეობით.
მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების პრობლემა
2016 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი „მაღალმთიანი რეგიონების
განვითარების შესახებ“. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლით განისაზღვრა ის კრიტერიუმები,
რომლითაც დასახლებას მიენიჭება შესაბამისი სტატუსი.
სახალხო დამცველის აპარატი 2016 წელს სწავლობდა ილტოს ხეობის სოფელ შახვეტილას
მოსახლეობის განცხადებას, რომლის თანახმად, ილტოს ხეობის სოფლებში მიგრაციის დონე
უკიდურესად მაღალია. სოფლებში დარჩენილი მოსახლეობის 70%-ს მოხუცები და
1342
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:<http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=&sec_id=769>[ბოლოს
ნანახია 2017 წლის 23 იანვარს].
727
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
პენსიონერები შეადგენენ. სოფლები არის საზღვრისპირა, ქვეყნისთვის სტრატეგიული
მნიშვნელობის მქონე და მიგრაციის დონის შემცირება მნიშვნელოვანია.
„მაღალმთიანი
რეგიონების
განვითარების
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული კრიტერიუმების თანახმად, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია
დემოგრაფიული მდგომარეობის, მათ შორის, გამწვავებული მიგრაციული პროცესების
გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭოს დასახლებას, რომელიც
ზღვის დონიდან 800 მეტრის ქვევით მდებარეობს. ამავე კანონის მიზანია საქართველოს
მთიანეთის
მოსახლეობისგან
მაღალმთიანი
დაცლის
დასახლებების
პროცესის
შეჩერება,
იდენტიფიცირებას,
იგი
ემსახურება
რომლებშიც
ისეთი
დემოგრაფიული
მდგომარეობა კრიტიკულია და აუცილებელია სახელმწიფოს მიზანმიმართული ჩარევა.
დემოგრაფიული მდგომარეობის კრიტიკულობის შესაფასებლად ერთ-ერთი კრიტერიუმია
სოფლის მოსახლეობის საშუალო ასაკი. კერძოდ, თუ მოსახლეობის საშუალო ასაკი 40 წელზე
მეტს შეადგენს, ეს ნიშნავს, რომ ხდება მოსახლეობის დაბერება, რაც ამცირებს შობადობას და
ბუნებრივ ნამატს, საბოლოოდ კი იწვევს დეპოპულაციას. დასახლების დემოგრაფიული
მდგომარეობა კრიტიკულად შეფასდება, თუ მოსახლეობის საშუალო ასაკი მაღალია, ანუ 40
წელზე მეტია. ილტოს ხეობის სოფლებში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობა სწორედ
ამ კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს (ცხრილი 1: ილტოს ხეობის შეფასება).
სოფელი
სიმაღლე
კომლი
მცხოვრები
ზღვის
40 წელს
მიტოვებული
ზევით
სახლი
დონიდან
შახვეტილა
700 მეტრი
33
69
50
22
ჭართალა
720 მეტრი
11
15
14
10
ნადუქნარი
680 მეტრი
6
13
11
6
საბუე
560 მეტრი
6
12
12
9
2016 წლის 24 მაისს გამართულ სხდომაზე, საგამონაკლისო კრიტერიუმების საფუძველზე,
მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ იმსჯელა მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში
დამატებით 99 დასახლების (38 000 მცხოვრების) შეტანაზე და შუამდგომლობით მიმართა
საქართველოს მთავრობას აღნიშნული დასახლებების მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში
დამატების შესახებ:
728
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
99 დასახლებიდან 90 აკმაყოფილებს საბჭოს მიერ დადგენილ დემოგრაფიულ კრიტერიუმს
6 დასახლება კანონით განსაზღვრულ ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეში შედის
1 დასახლებაში1343 დაზუსტდა ჰიფსომეტრიული სიმაღლე
1 დასახლებაში1344 – საჯარო რეესტრმა დააზუსტა სოფლის არსებობა
1 დასახლება1345 – აკმაყოფილებს სოფლის მეურნეობის კრიტერიუმს1346
მიუხედავად იმისა, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიმართა ყველა სამთავრობო
უწყებას, ვის კომპეტენციაშიც შედიოდა საკითხის გადაწყვეტა, 2016 წელს საგამონაკლისო
წესით დამატებულ 99 სოფელს შორის მაინც არ მოხვდა ილტოს ხეობის სოფლები.
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას
საქართველოს სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში ასახული ხარვეზების
გათვალისწინებით,
დამტკიცებული
გადაიხედოს საქართველოს მთავრობის N758 დადგენილებით
სოციალურად
დაუცველი
ოჯახების
(შინამეურნეობების)
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგია
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
სააგენტოს უფლებამოსილი პირების კვალიფიკაციის ამაღლებისა და საქმიანობის
უკეთ განხორციელების მიზნით გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები
მთის განვითარების ეროვნულ საბჭოს
ილტოს ხეობის სოფლებს – შახვეტილას, ჭართალას, ნაბუქნარსა და საბუეს –
გამონაკლისის წესით მიენიჭოს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი
ადგილობრივ თვითმმართველობებს:
თვითმმართველობებმა უზრუნველყონ სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის
სოციალური პროგრამების იმ სახით შეთავაზება, რომ ბენეფიტები არ იყოს
1343
ჭერემი.
ღორღა.
1345 კოტორაანთკარი.
1346
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
<http://www.newposts.ge/?l=G&id=112007%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%9B%E1%83
%97%E1%83%90> [ბოლოს ნანახია 2017 წლის 23 მარტს]
1344
729
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მორგებული
მხოლოდ
დაბალი
სარეიტინგო
ქულის
მქონე
ოჯახებზე
და
გაითვალისწინოს შედარებით მაღალი ქულის მქონე ოჯახების საჭიროებებიც
იმ თვითმმართველობებმა, რომელთა მუნიციპალიტეტებში არ მოქმედებს უფასო
სასადილოთი მომსახურების პროგრამა, შეისწავლონ თავიანთ მუნიციპალიტეტებში
მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები და მიიღონ შესაბამისი ზომები უფასო
სასადილოს პროგრამის უზრუნველსაყოფად
იმ თვითმმართველობებმა, სადაც მაღალია უფასო სასადილოთი სარგებლობის
მოთხოვნა
და
სრულად
ვერ
ხერხდება
მოსახლეობის
სათანადო
კვებაზე
ხელმისაწვდომობა, უზრუნველყონ ბიუჯეტის გაზრდა და დამატებითი სახსრების
მოძიება, ან სიების ფორმირებისას უზრუნველყონ ოჯახის საჭიროებების უპირატესი
გათვალისწინება, ნაცვლად მათი სიაში რეგისტრაციის თარიღისა.
730
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
24. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა უფლებრივი
მდგომარეობა
2016
წლის
მონაცემებით,
საქართველოში
რეგისტრირებულია
273
765
იძულებით
გადაადგილებული პირი. დევნილთა საერთო რაოდენობიდან ე.წ. კერძო სექტორში 144 014
დევნილი პირი ცხოვრობს, ხოლო ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტებში 129 751
დევნილი პირია დარეგისტრირებული. 1347
საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები აქტიურად
ახორციელებდნენ იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის მონიტორინგს
მთელი ქვეყნის მასშტაბით. განხორციელდა 250-ზე მეტი ვიზიტი დევნილთა ყოფილ
კომპაქტურად განსახლების ობიექტებში და სამართლებრივი კონსულტაცია გაეწია 700-ზე
მეტ დევნილს. მოცემული ანგარიში მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ფაქტებს და
შესწავლილი შემთხვევების ანალიზს ეყრდნობა.
2015 წლის მსგავსად, 2016 წელსაც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად
იყო
ჩართული
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
იძულებით
გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა
საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობაში. სახალხო დამცველი ასევე არის დევნილთა
მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო
საბჭოს წევრი.
2016 წელი ყველაზე მასშტაბური დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესით
გამოირჩეოდა. მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშო პერიოდში ნგრევად და სიცოცხლისთვის
ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ განსახლების ობიექტებში
მცხოვრები 179 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით,
ავარიულ
შენობებში იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების საკითხი კვლავ მწვავე
პრობლემად რჩება.
დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის ზოგადი ანალიზის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ,
რომ საზოგადოების აღნიშნული ჯგუფის ძირითადი პრობლემები წლების განმავლობაში
უცვლელია.
ესენია:
დევნილთა
ინფორმირებულობის
დაბალი
ხარისხი
იძულებით
გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის სფეროში მიმდინარე მოვლენების
შესახებ.
აუცილებელია,
გადაწყვეტილების
მიღების
უზრუნველყოფილ
პროცესებში,
რაც
1347
იქნას
დევნილთა
მნიშვნელოვნად
ჩართულობა
გააუმჯობესებს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 3 იანვრის N01-01/07/6 წერილი.
731
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მათ
პირთა,
ინფორმირებულობას. კვლავ პრობლემას წარმოადგენს გარკვეულ ობიექტებში იძულებით
გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მძიმე საცხოვრებელი პირობები, ასევე,
ყოფილი
კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის პროცესი და სარემონტო სამუშაოების დაბალი
ხარისხი.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2016 წელს სამინისტრომ, გრძელვადიანი განსახლების
პროცესის მიმდინარეობასთან ერთად, დაიწყო მუშაობა დევნილთა საჭიროებაზე მორგებულ
მიდგომაზე
გადასასვლელად.
იძულებით
გადაადგილებულ
პირთა
პრობლემების
გრძელვადიანი გადაწყვეტის მიზნით, აუცილებელია საჭიროებებზე მორგებულ მიდგომაზე
გადასვლა.
ამ
პროცესში
კი
მნიშვნელოვანია
დევნილთა
სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის შესწავლა და საჭიროებებზე მორგებული დახმარება.
დევნილთა გრძელვადიანი განსახლება
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა კონკრეტული საჭიროებები და ადამიანის
უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები კონფლიქტის ან სტიქიური უბედურებების
დასრულებასთან ერთად ავტომატურად არ ქრება. არც მაშინ მთავრდება, როდესაც ეს
ადამიანები, საწყის ეტაპზე, მიმდინარე კონფლიქტისგან დაცულ ადგილას აფარებენ თავს.
მათ სჭირდებათ მხარდაჭერა მანამ, სანამ ამ პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტა არ
მოიძებნება.1348
გრძელვადიანი
გადაწყვეტა
მიღწეულად
მიიჩნევა
მაშინ,
როდესაც
იძულებით
გადაადგილებულ პირებს აღარ სჭირდებათ იძულებით გადაადგილებასთან დაკავშირებული
რაიმე კონკრეტული დახმარება და დაცვა, შეუძლიათ ისარგებლონ ადამიანის უფლებებით
მათი დევნილობის ნიშნით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. აღნიშნული მიიღწევა
შემდეგი გზებით: მუდმივ საცხოვრებელ ადგილას მდგრადი რეინტეგრაციით (დაბრუნების
უფლება), თავშესაფარ ადგილებში რეინტეგრაციით (ადგილობრივი ინტეგრაცია) ან ქვეყნის
სხვა ნაწილში განსახლებით.1349
იძულებით
გადაადგილებულ
პირთა
პრობლემების
გრძელვადიანი
გადაწყვეტა
ჩამოყალიბებულია გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებში იძულებით გადაადგილების
შესახებ, რომელიც დევნილთა უფლებების განსაზღვრისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან
დოკუმენტს წარმოადგენს.1350 საერთაშორისო პრინციპებს საქართველოს კანონმდებლობაც
ითვალისწინებს. იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე
1348
უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომიტეტის სქემა იძულებით გადაადგილებულ პირთა
პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტის შესახებ.
1349
იქვე.
1350 28-ე და 30-ე პრინციპი.
732
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დაბრუნებამდე, სახელმწიფოს პრიორიტეტებად კვლავ მათი გრძელვადიანი საცხოვრებლით
უზრუნველყოფა და სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა რჩება.
მოქმედი კანონმდებლობით1351, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების 4 ძირითადი
პროგრამა არსებობს:
რეაბილიტირებულ და ახალაშენებულ შენობებში დევნილთა განსახლება
დევნილი ოჯახებისთვის ინდივიდუალური სახლებისა და ბინების შეძენა („სოფლად სახლის“
პროექტის ფარგლებში)
კერძო საკუთრებაში არსებული დევნილთა ჩასახლებების
დევნილთათვის საკუთრებაში
გადაცემა (პრივატიზების პროცესის გზით)
იპოთეკური სესხის დაფარვის პროგრამა.
საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები მთელი წლის განმავლობაში
აქტიურად აკვირდებოდნენ, როგორც დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის
(შემდგომში კომისია) მიერ ბინების განაწილების, ასევე კენჭისყრის პროცესს. 2016 წელს
გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილია 1 552
დევნილი ოჯახი.1352 აქედან,
საცხოვრებელი სახლის შესყიდვა („სოფლად სახლი“) განხორციელდა 608 ოჯახისათვის,
იპოთეკური
სესხის
დაფარვის
პროგრამის
ფარგლებში
დაკმაყოფილდა
44
ოჯახი,
რეაბილიტირებულ და ახალაშენებულ შენობებში განსახლდა 900 ოჯახი. 52 886 დევნილი
ოჯახი კვლავ საჭიროებს თავშესაფრით უზრუნველყოფას.1353
1351
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლების და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანება „დევნილთა
გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა
საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულება“.
1352
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 28 დეკემბრის N01-02/08/32576 წერილი.
1353
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 3 იანვრის N01-01/07/6 წერილი.
733
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
734
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დადებით შეფასებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ განსახლების პროცესში პრიორიტეტი
ენიჭებოდათ იმ დევნილ ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ნგრევად და სიცოცხლის ან
ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ, მართლზომიერ მფლობელობაში
გადაცემულ საცხოვრებელ ფართებში. ობიექტის მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს
„ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით.
მნიშვნელოვანია სამინისტრომ, გარკვეული პერიოდულობით, საჭიროების შემთხვევაში,
უზრუნველყოს დევნილთა კომპაქტური საცხოვრებელი შენობების მდგრადობის შესწავლა
ან/და არსებული დასკვნების განახლება.
2015 წლის მსგავსად, 2016 წელს დევნილთა განსახლების პროცესი ყველაზე მასშტაბურად
თბილისში წარიმართა.
735
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სამინისტრომ 2016 წლის დეკემბერში თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში 400 დევნილ
ოჯახს გადასცა საცხოვრებელი ფართი. აქედან 200 ბინა თბილისის ზღვაზე, ე.წ. ოლიმპიურ
სოფელში მდებარეობს, 200 კი – მენაშენეებისგან გამოსყიდულ თანამედროვე სტანდარტებით
აშენებულ კორპუსებში.1354
14 დევნილი ოჯახი თბილისში, გახოკიძის ქ. №62-ში მდებარე ახალაშენებულ კორპუსში
გრძელვადიანი
საცხოვრებლით
დაკმაყოფილდა.
აღნიშნული
ოჯახები
წლების
განმავლობაში ყაზბეგის ქ. №34-ში მდებარე შენობაში ცხოვრობდნენ. ამ ობიექტის
განსაკუთრებით
მძიმე
მდგომარეობაზე
სახალხო
დამცველი
თავის
ყოველწლიურ
ანგარიშებში საუბრობდა.
დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ წინა წლის მსგავსად, კომისიამ ბინების
განაწილების
პროცესში
სამი
ძირითადი
მიმართულებით
იხელმძღვანელა1355
და
პრიორიტეტი იმ დევნილი ოჯახების განსახლებას მიანიჭა, რომლებიც განსაკუთრებით მძიმე
მდგომარეობაში მყოფ ობიექტებში ცხოვრობენ. კომისიის წევრები ინდივიდუალურად
განიხილავდნენ
თითოეული
დევნილი
ოჯახის
მონაცემებსა
და
მონიტორინგის
შედეგებს. გადასაცემი ბინის ოთახების რაოდენობა სულადობის მიხედვით განისაზღვრა.1356
რაც შეეხება კენჭისყრის პროცესს, ის მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში მიმდინარეობდა.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ
პროცესის მიმდინარეობისას გათვალისწინებული იყო
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ
სართულზე კენჭისყრის გარეშე გადაეცათ.
დღევანდელი მონაცემებით, 52 886 დევნილი ოჯახი კვლავ თავშესაფრის მიღების
მოლოდინშია.
1354
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადება თბილისის ბინების განაწილებასთან
დაკავშირებით
http://mra.gov.ge/geo/news/show/189/10390;
1355 1. ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი
ობიექტებიდან დევნილი ოჯახების გაყვანა; 2. სასამართლოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული
ორგანოს გადაწყვეტილებისა და სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების
საფუძველზე დევნილი ოჯახების უზრუნველყოფა საცხოვრებელი ფართით; 3. კრიტერიუმების
შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი განსახლება;
1356
სულ განაწილდა 248 ერთოთახიანი, 79 ოროთახიანი და 73 სამოთახიანი ბინა.
736
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საცხოვრებელი ფართების პრივატიზაცია დევნილებისთვის
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის
განხორციელების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, გრძელვადიანი განსახლების ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს ეტაპს კომპაქტურად განსახლების ობიექტებში დევნილთა სარგებლობაში
არსებული საცხოვრებელი ფართების მათთვის საკუთრებაში გადაცემა წარმოადგენს.
ზემოაღნიშნული პროცესი 2009 წელს დაიწყო (საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის №62
განკარგულების საფუძველზე) და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კოლექტიური
ცენტრების დევნილი ოჯახებისათვის საკუთრებაში გადაცემას გულისხმობს.
ქვეყნის მასშტაბით, ყოფილ კომპაქტური განსახლების ობიექტებში 129 751 დევნილია
რეგისტრირებული.
2016
წელს
დევნილთათვის
საცხოვრებელი
ფართების
კერძო
საკუთრებაში გადაცემის პროცესი, მთელ საქართველოში, 125 ობიექტზე დასრულდა.1357
მონიტორინგის
შედეგად
გამოიკვეთა,
რომ
წინა
წლების
მსგავსად,
კომპაქტურად
განსახლებულ ობიექტებში მცხოვრები დევნილების პრობლემები უცვლელია. კვლავ
აქტუალურია ყოფილი კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის პროცესი და სარემონტო
სამუშაოების დაბალი ხარისხი. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა. „ბინათმესაკუთრეთა
ამხანაგობების
შესახებ“
ამხანაგობებს
საშუალება
საქართველოს
მისცა,
კანონის
ისარგებლონ
ამოქმედებამ
ბინათმესაკუთრეთა
მუნიციპალიტეტების
ფინანსური
მხარდაჭერით შენობების მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
1357
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 3 იანვრის N01-01/07/6 წერილი.
737
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
პირთა,
იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც თავიანთი საცხოვრებელი ფართის
მეპატრონენი ხდებიან, ავტომატურად ჩაითვლებიან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის
წევრად. შესაბამისად, თუ აქამდე დევნილების საბინაო პრობლემების გადაჭრა სამინისტროს
ნებაზე იყო დამოკიდებული, ამ შემთხვევაში დევნილებს შეუძლიათ მსგავსი პრობლემების
მოსაგვარებლად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მიმართონ.
დევნილებს
არ
აქვთ
საკმარისი
ინფორმაცია
ამხანაგობების
სისტემის
შესახებ.
იმ
კომპაქტურად განსახლების ობიექტებშიც კი, სადაც უკვე დააარსეს ამხანაგობები, მხოლოდ
ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ, თუ როგორ ფუნქციონირებს ეს სისტემა, ან რა სარგებლის
მიღება შეუძლიათ. გვხვდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც კომპაქტურად განსახლების
ობიექტებში დევნილები არ თვლიან თავს ამხანაგობებში გადაწყვეტილების მიღების
პროცესის
მონაწილედ.
საზოგადოების
ამხანაგობების
ყველაზე
ავტომატურად
აქტიური
ხდებიან
დაარსების
ლიდერები
ამხანაგობის
პროცესს
წარმართავენ,
ხშირად
დევნილთა
რომლებიც
თითქმის
თავმჯდომარეები.
მნიშვნელოვანია,
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა დევნილებს მიაწოდონ სათანადო ინფორმაცია,
რათა თავიდან იქნას აცილებული
ერთი ან რამდენიმე პირის მიერ, სხვა მესაკუთრეთა
თანხმობის გარეშე, გადაწყვეტილებების მიღება
სახალხო
დამცველი
საცხოვრებლის1358
წლებია
მინიმალურ
საუბრობს
იმ
სტანდარტებსაც
ობიექტებზე,
ვერ
რომლებიც
აკმაყოფილებს.
სათანადო
რეაბილიტაციის
საჭიროებები ძირითადად საკანალიზაციო და წყალგაყვანილობის სისტემებს, სახურავის და
მზიდი კედლების შეკეთების პრობლემებს მოიცავს. ეს ის მინიმალური საყოფაცხოვრებო
პირობებია, რომლებიც შენობის დაკანონებამდე უნდა უზრუნველყოფილიყო სამინისტროს
მიერ. მონიტორინგმა აჩვენა, რომ საქართველოს მასშტაბით პრივატიზებულ ობიექტებთან
დაკავშირებით, დევნილთა საყოფაცხოვრებო პრობლემებზე მუშაობისას მუნიციპალიტეტები
აქტიურობის
დონით
განსხვავდებიან.
ობიექტის
დაკანონების
მიუხედავად,
მუნიციპალიტეტებს არ აქვთ საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ დევნილთა პრობლემები
აღმოფხვრან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია დევნილთა სამინისტროს და ადგილობრივი
მუნიციპალიტეტების
კოორდინირებული
მუშაობა,
რათა
მსგავსი
პრობლემები
აღმოიფხვრას.
კვლავ
პრობლემას
წარმოადგენს
ე.წ.
ნახევრად
დაკანონებული
ობიექტები,
სადაც
არაერთხელ განხორციელდა აზომვითი სამუშაოები, თუმცა ამ დრომდე არ მომხდარა
1358
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა –
დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სათანადო
საცხოვრებელი გულისხმობს დევნილისათვის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში
გადაცემულ საცხოვრებელს, სადაც უზრუნველყოფილია ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი
პირობები, მათ შორის უსაფრთხოებისა და სანიტარული თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელი
პირობები.
738
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სრული პრივატიზაცია. ამ პრობლემის გამო, დევნილები ვერ ახერხებენ ბინათმესაკუთრეთა
ამხანაგობის შექმნას, ქონების საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვას და სხვა სამოქალაქო
უფლებების რეალიზაციას. ეს საკითხები 2015 წლის ანგარიშშიც იყო განხილული.
ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს შენობა-ნაგებობებზე მიკუთვნებული
მიწის ნაკვეთის წითელი ხაზების დადგენა, რომელიც საერთო სარგებლობის ფართებთან
ერთად (სხვენი, სარდაფი, კიბის უჯრედი, დერეფანი და ა.შ.) დღემდე სახელმწიფოს
საკუთრებაა. ამ გარემოების გამო, დევნილები ვერ სარგებლობენ ისეთი მუნიციპალური
სერვისებით, როგორიცაა ეზოებისა და მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა და სხვა.
პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია საერთო სარგებლობის ფართების ბინათმესაკუთრეთა
ამხანაგობებისათვის საერთო საკუთრებაში გადაცემის გზით.
1.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ობიექტები
დადებით შეფასებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ 2016 წელს 1 552 დევნილი ოჯახი
დაკმაყოფილდა გრძელვადიანი საცხოვრებლით. აქედან, ნგრევად და სიცოცხლისთვის ან
ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებში მცხოვრებ 179 დევნილ
ოჯახს გადაეცა სხვა საცხოვრებელი ფართი. თუმცა, კვლავ ერთ-ერთ მწვავე პრობლემად
რჩება ავარიულ შენობებში იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრება.
მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ გარკვეულ ობიექტებში საცხოვრებელი პირობები
ძალიან მძიმეა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს რამდენიმე ობიექტი, მათ შორის
თბილისში მდებარე სასტუმრო „უშბა“, სოფელ დიღომში მდებარე „ჰიდროგეოლოგიის
ბიურო“, ნავთლუღის დასახლებაში მდებარე ყოფილი 78-ე ბ/ბაღი, ქიზიყის ქ. №26-ში
მდებარე „საქწიგნის“ შენობა, მეველის ქ. №5-ში მდებარე საწარმო „კიკიჩა“ და იუმაშევის ქ.
№21-ში მდებარე ს/ს „დუზანის“ შენობა.
ამ და სხვა მსგავს ობიექტებში, როგორც წესი, დაზიანებულია სახურავი, წყალგაყვანილობის
სისტემა, მოუწესრიგებელია საკანალიზაციო მილები. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის
სასამართლო
ექსპერტიზის
ეროვნული
ბიუროს“
დასკვნების
მიხედვით,
შენობების
არსებული სახით ექსპლუატაცია საფრთხის შემცვლელია იქ მცხოვრებთათვის.
მონიტორინგის
შედეგად,
მძიმე
საცხოვრებელი
პირობები
გამოიკვეთა
ოქროყანის
დასახლებაში მდებარე კოტეჯებში. შენობების უმეტესობა ამორტიზებულია, დაბზარულია
კედლები, სახურავიდან ჩამოდის წყალი, არ არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური
პირობები.
739
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სოფელი დიღომი, „ჰიდროგეოლოგიის“ ბიურო, 2016 წელი
ფოტო: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
740
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სოფელი დიღომი, „ჰიდროგეოლოგიის“ ბიურო, 2016 წელი
ფოტო: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
741
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
თბილისი, სასტუმრო „უშბა“, 2016 წელი
ფოტო: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
742
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
თბილისი, იუმაშევის ქუჩა, ს/ს „დუზანის“ შენობა, 2016 წელი
ფოტო: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
ოქროყანა, „ოქროყანის კოტეჯი“, 2016 წელი
ფოტო: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
743
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
უმძიმეს მდგომარეობაშია დასავლეთ საქართველოში მდებარე შემდეგი ობიექტები:
ქუთაისში – ახალგაზრდობის გამზ. მე-5 შეს. – ბაზა „მუხნარი“, სულხან-საბას დასახლება,
მშენებლის №5
– შპს „ქუთაისი 99“,
მესხის ქ. №27, ყოფილი დისპანსერი, „შშმ პირთა
სასწავლო საწარმო“, „კულინარიული სასწავლებელი“, სასტუმრო „თბილისი“, ბაღდათში –
ყოფილი
„პროფესიულ-ტექნიკური
სასწავლებელი,
ჭიათურის
მუნიციპალიტეტში
–
„ჯარბელის“, სანატორიუმი „ჭიათურის“ შენობები.
ბაღდათი, ყოფილი პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობა, 2016 წელი
ფოტო: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
მონიტორინგმა ცხადყო, რომ 2017 წლის ერთ-ერთი პრიორიტეტი სამინისტროსთვის ასეთი
შენობებიდან დევნილთა განსახლება ან შენობების სრული რეაბილიტაცია უნდა იყოს.
დანგრევის პირას მყოფი ობიექტების პრობლემის გადაჭრის გადავადებამ შეიძლება უმძიმეს
შედეგებამდე მიგვიყვანოს. იქ მცხოვრები დევნილების ჯანმრთელობა და სიცოცხლე
ყოველდღიურად საფრთხის ქვეშ არის.
744
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დღეს
დევნილთა
„ხურავს“
მაშინ,
სამინისტრო
როდესაც
იქ
კომპაქტურ
მცხოვრები
ჩასახლებებს
ყველა
ადმინისტრაციულად
დევნილი
დაკმაყოფილებულია
გრძელვადიანი საცხოვრებლით. ეს პროცესი სამი ძირითადი ფორმით ხორციელდება: 1359
1.
პრივატიზება: კომპაქტური ჩასახლება, რომელიც სრულად არის პრივატიზებული და მისი
მოვლა-პატრონობა უკვე იქ მცხოვრები მესაკუთრეების და ბინათამხანაგობის პასუხისმგებლობას
წარმოადგენს
2.
დაცლა: დევნილები განასახლეს ან დროებით გაიყვანეს სხვაგან, კომპაქტური ჩასახლების
შენობის პოტენციური ან ფაქტობრივი ნგრევის გამო. შენობაზე პასუხისმგებელია საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ან მუნიციპალიტეტი1360
3.
დაცლა: დევნილები საკუთარი სურვილით ან დევნილთა სამინისტროს პროგრამის ნაწილის
ფარგლებში გადაიყვანეს სხვაგან, მაგრამ კომპაქტური ჩასახლება არ ინგრევა. შენობაზე
პასუხისმგებელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ან
მუნიციპალიტეტი.
მას შემდეგ, რაც კომპაქტური ჩასახლების ობიექტი ადმინისტრაციულად დაიხურება,
შენობას იღებენ დევნილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან, ხოლო პასუხისმგებლობა
შენობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან
მუნიციპალიტეტს უბრუნდება.
დევნილთა
სამინისტროს
ადმინისტრაციულად
მიერ
დახურვის
შენობის
შემთხვევაშიც,
ზემოაღნიშნული
ხშირად
სამი
დევნილები
ფორმით
თუ
სხვა
უსახლკარო/სოციალურად დაუცველი ადამიანები იკავებენ და აგრძელებენ შენობაში
ცხოვრებას, იმისდა მიუხედავად, რომ მათ (დევნილების შემთხვევაში) შესთავაზეს/ისინი
დაკმაყოფილდნენ დროებითი ან გრძელვადიანი საცხოვრებლით. ამგვარი სიტუაციის
აღსაწერად დევნილთა სამინისტრო იყენებს ტერმინს „ნაწილობრივ დახურვა“. დღევანდელი
მონაცემებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ თბილისში თვითნებურად
დაკავებულია 23 ობიექტი.1361 ამიტომ რეკომენდებულია, რომ
ტერმინი „დახურვა“
ნიშნავდეს, როგორც ადმინისტრაციულად, ასევე ფიზიკურად შენობის დახურვას. შენობაზე
პასუხისმგებელმა უწყებამ უნდა უზრუნველყოს მისი დაცვა სხვადასხვა პირის მიერ
თვითნებურად დაკავებისაგან, რადგან ამ შენობებში ისევ არსებობს მომეტებული საფრთხე
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.
1359
კომპაქტური ჩასახლებების სოციალ-ეკონომიკური პროფაილინგი, ოჯახების განსახლება და
პრიორიტეტული ნგრევადი საცხოვრებელი ობიექტების დახურვა.
1360
კომპაქტური ჩასახლების ობიექტები დევნილთა სამინისტროს საკუთრება არ არის; სამინისტროს
მათზე პასუხისმგებლობა ეკისრება მანამ, სანამ დევნილები არ არიან დაკმაყოფილებული
გრძელვადიანი საცხოვრებლით, რის შემდეგაც პასუხისმგებლობა, უმეტეს შემთხვევაში, უბრუნდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან მუნიციპალიტეტს.
1361
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 28 დეკემბრის N01-02/08/32583 წერილი.
745
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დასკვნა
2016
წელი,
დევნილთა
უფლებრივი
მდგომარეობის
მხრივ,
მნიშვნელოვნად
არ
განსხვავდებოდა 2015 წლისგან. მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშო წელი დევნილთა
გრძელვადიანი განსახლების პროცესით გამოირჩეოდა, 52 886 ოჯახი კვლავ საჭიროებს
თავშესაფრით უზრუნველყოფას. მწვავე პრობლემად რჩება ავარიულ შენობებში იძულებით
გადაადგილებულ პირთა ცხოვრების საკითხი. სამინისტროსთვის 2017 წლის ერთ-ერთი
პრიორიტეტი ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული
საფრთხის შემცველ ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში მცხოვრები დევნილთა
ოჯახების განსახლება ან შენობების რეაბილიტაცია უნდა იყოს. დანგრევის პირას მყოფი
ობიექტების
პრობლემის
გადაჭრის
გადავადებამ
შეიძლება
უმძიმეს
შედეგებამდე
მიგვიყვანოს.
დევნილთა გრძელვადიანი განსახლების გარდა, სამინისტრომ აქტიური მუშაობა უნდა
განაგრძოს საჭიროებაზე მორგებულ
დახმარებაზე გადასასვლელად. მნიშვნელოვანია
დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა და შესაბამის საჭიროებებზე
მორგებული
დახმარება.
უნდა
გაძლიერდეს
დევნილთათვის
წყაროებზე
საარსებო
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სექტორის ეფექტიანი მართვა, შესაბამისი კვლევების
განხორციელება,
რათა
საარსებო
წყაროების
პროგრამები
რეალურად
გამოვლენილ
საჭიროებებს დაეფუძნოს.
რეკომენდაციები
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს:
2017 წელს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესში პრიორიტეტი მიანიჭოს ნგრევად და
სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი კომპაქტური
განსახლების ობიექტებიდან დევნილთა განსახლებას
უზრუნველყოს კომპაქტური განსახლების ობიექტების მდგრადობის შემოწმება სსიპ „ლევან
სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ ან არსებული დასკვნების
განახლება
დევნილების
განსახლებაზე
მიღებული
უარყოფითი
შეფასებისას,
დევნილთა
საკითხების
შემსწავლელი კომისიის სხდომის ოქმში გაიწეროს გადაწყვეტილების როგორც ფაქტობრივი, ასევე
სამართლებრივი საფუძვლები
მუნიციპალიტეტებს მიაწოდოს ინფორმაცია მათ ტერიტორიაზე განთავსებული კოლექტიური
ცენტრების სარეაბილიტაციო საჭიროებების შესახებ, რათა მუნიციპალიტეტებმა გაითვალისწინონ
შესაბამისი ფინანსური ხარჯი ბიუჯეტში
746
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დევნილთა სამინისტრომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად ჩამოაყალიბოს ერთიანი მიდგომა ნაწილობრივ
პრივატიზებული კოლექტიური ცენტრების სტატუსთან და ამ შენობებში ბინათმესაკუთრეთა
ამხანაგობის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით
სამოქალაქო
საზოგადოების,
ორგანიზაციებისა
სრულყოფილი
და
სხვა
პროგრამის
მათ
შორის
დევნილთა
დაინტერესებული
შემუშავება
ორგანიზაციების,
მხარეების
დევნილთა
ჩართულობით
საჭიროებაზე
საერთაშორისო
უზრუნველყოს
მორგებულ
მიდგომაზე
გადასვლისათვის
მიიღოს ზომები დევნილთა ინფორმირებულობის გაზრდისათვის ყველა იმ საკითხზე, რომელიც
მათ უფლებრივ მდგომარეობას შეეხება.
747
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
25. კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა
შესავალი
2016 წელი კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობისათვის, როგორც საქართველოს
კონტროლირებად, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სტაბილურად მძიმე იყო. თუმცა, წინა
წლისგან განსხვავებით, გამოვლინდა მკვლელობების, დაკავებების და გაუჩინარების
ფაქტები, ამავდროულად, ამ შემთხვევების ირგვლივ გამართული ამაო მოლაპარაკებები
ნათლად წარმოაჩენს მხარეთა შორის რეალური თანამშრომლობის არარსებობას, რაც
აჭიანურებს გამოძიებას და აფერხებს სიმართლის დადგენას.
მოუგვარებელი
კონფლიქტი
განსაკუთრებულად
მძიმე
და
გავლენას
ჰუმანიტარული
ახდენს
საკითხების
ბავშვებზე
და
პოლიტიზება
არასრულწლოვნებზე.
შემაშფოთებელია აფხაზეთის გამყოფ ხაზზე ბავშვების, მათ შორის ჩვილების და მათი
მშობლების დაკავების ფაქტები. 2016 წელს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა
არაერთი შემთხვევა, რომლის დროსაც რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებზე ადგილი
ჰქონდა დაკავებულების მიმართ არასათანადო და ღირსების შემლახავ მოპყრობას, მათ
შორის, სიტყვიერ შეურაცხყოფას, საკვებისა და სასმელი წყლის შეზღუდვის ფაქტებს.
სიტუაციას ართულებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო
სადამკვირვებლო
დაბრკოლებებიც.
ორგანიზაციების
ასევე
მცირეა
იმ
შესვლასთან
დაკავშირებით
საერთაშორისო
დონორი
თუ
წარმოქმნილი
არასამთავრობო
ორგანიზაციების რიცხვი, რომლებიც გააძლიერებდნენ აფხაზურ და ოსურ სამოქალაქო
საზოგადოებას. ყოველივე ეს უარყოფითად აისახება კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები
მოსახლეობის უფლებებზე.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ეფექტიანად ვერ აკონტროლებს
აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს, მას აკისრია პოზიტიური ვალდებულება, პოლიტიკური,
სამართლებრივი თუ დიპლომატიური გზით, ზემოქმედება მოახდინოს იქ მაცხოვრებელი
მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი
მიიჩნევს, რომ მთავრობის პოლიტიკა მაქსიმალურად უნდა უწყობდეს ხელს ოკუპირებულ
ტერიტორიებსა და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის
უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის
გაუმჯობესებას, ჯანდაცვისა და განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას და
ოკუპირებული
რეგიონების
ჩართვას
საქართველოს
ეკონომიკურ
ურთიერთობებში.
ამისათვის საჭიროა მთავრობამ შეიმუშაოს კოორდინირებული, მოქნილი და კონფლიქტით
748
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დაზარალებულ პირთა საჭიროებებზე მორგებული მექანიზმები როგორც საკანონმდებლო,
ისე პრაქტიკულ დონეზე. ამ საკითხებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ 2016
წელს გაცემული რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ასახულია შემდგომ თავებში.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა
1. სოციალურ-ეკონომიკური საკითხები
სახალხო დამცველის აპარატი რეგულარულად აკვირდება როგორც სამეგრელოს, ისე შიდა
ქართლის რეგიონების გამყოფი ხაზის სოფლებში ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას.
ზოგადი შეფასებით, შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა წლიდან წლამდე სტაბილურად
მძიმეა
და
მიუხედავად
ინფრასტრუქტურული
მთავრობის
მიერ
განხორციელებული
პროექტებისა, ადგილობრივი
მოსახლეობა
სოციალური
და
ჯერ ისევ მძიმედ
განიცდის ომისგან მიყენებულ ზიანს. ეს განსაკუთრებით ეხება შიდა ქართლის გამყოფი
ხაზის სოფლებს, რომელთაც პირდაპირ შეეხოთ 2008 წლის შეირაღებული მოქმედებები,
ხოლო ომის შემდგომ მავთულხლართების გავლების შედეგად თანდათანობით შეეზღუდათ
წვდომა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე და სარწყავ წყალზე, რაც ადგილობრივთა შემოსავლის
ძირითადი
წყაროა. მაგალითისათვის, ქარელის
მუნიციპალიტეტის გამგეობის
მიერ
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქარელის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის 15
სოფლიდან სარწყავი წყლის პრობლემა არ აქვს მხოლოდ ერთს, ხოლო 2014-2016 წლებში 4
სოფელში ნაწილობრივ გადაიჭრა ეს პრობლემა.1362
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენში 2016 წლის მარტში, სავარაუდოდ რუსმა
სამხედროებმა, გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები
წამოიწყეს. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, გზა, რომელიც მათ ნაკვეთებზე
გადის, დაახლოებით 32 ოჯახს 30-40 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე უზღუდავს წვდომას. მათივე
თქმით, გზის გაყვანის შემდეგ კიდევ 70 მეტრით გადმოიწია გამყოფმა ხაზმა. ოკუპაციის
გამო, მართალია, ადგილობრივი მოსახლეობა ამ ნაკვეთებზე ვეღარ შედიოდა, თუმცა მას
საძოვრებად მაინც იყენებდა. გზის გაყვანის სამუშაოებმა კი მათ ეს შესაძლებლობაც
შეუზღუდა.1363 2008 წლის ომის შემდეგ 138 კომლიან სოფელში, მიწებზე წვდომა 60-მდე
ოჯახმა დაკარგა.
1362
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 22 თებერვლის N 2646/17 წერილი.
სახალხო დამცველის აპარატის ვიზიტი სოფელ ჯარიაშენში, 2016 წლის მარტი, 2017 წლის
თებერვალი. „სოფელ ჯარიაშენთან ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულებს ადგილობრივების
ბაღებში
გზა
გაჰყავთ“,
2016
წლის
12
მარტი,
ინტერპრესნიუსი,
http://www.interpressnews.ge/ge/konfliqtebi/370316-sofel-jariashenthan-okupirebuli-teritoriidangadmosulebs-adgilobrivebis-baghebshi-gza-gahyavth.html?ar=A [ბოლოს ნანახია 15.02.2017].
1363
749
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
იქ, სადაც მიწის და სარწყავი წყლის პრობლემა არ დგას, მოსახლეობა პროდუქტის მოყვანის
სიძვირესა და რეალიზების პრობლემაზე ჩივის. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ
ჯარიაშენის მოსახლეობამ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან საუბრის
დროსაც აღნიშნა, რომ ხილი მათი შემოსავლის მთავარი წყაროა, მაგრამ მოსავლის
რეალიზება უჭირთ. მოსახლეობა ასევე წუხს სასუქისა და შხამ-ქიმიკატების დაბალ
ხარისხზე, რის გამოც იძულებულები არიან ხეხილი მრავალჯერ შეწამლონ. გარდა იმისა,
რომ ძვირია, ეს ცუდადაც აისახება მოსავლის ხარისხზე. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის
გაზიფიცირება დასრულდა, გასათბობად ადგილობრივი მაცხოვრებლები მაინც შეშას
იყენებენ და ამბობენ, რომ ამისთვის ხეხილის ბაღების გაჩეხვაც კი უწევთ.1364
ყოველივე ზემოთქმული ნათლად მიუთითებს, რომ მოსახლეობის მთავარი პრობლემა
შემოსავლის წყაროს მოძიებაა. ამასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი 2015 წლის
საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნავდა, რომ სამთავრობო კომისიას უნდა ემსჯელა ისეთი
აგრარული და სამეწარმეო პროექტების შესახებ, რომლებიც მორგებული იქნებოდა
კონფლიქტებით
დაზარალებული
თემების
სპეციფიკურ
საჭიროებებსა
და
შესაძლებლობებზე.1365 თუმცა, ამგვარი სპეციფიკური პროგრამის ინიცირების შესახებ
სამთავრობო კომისიას ამ დრომდე არ უმსჯელია. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „მეწარმეობის განვითარების
სააგენტომ“ 2016 წელს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის
ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 147 ბენეფიციარი დააფინანსა. ჯამურმა თანხამ 655,649
ლარი შეადგინა.1366 თუმცა, გარდა იმისა, რომ ეს ძალიან მცირე თანხაა რეალური სამეწარმეო
საქმიანობის განსახორციელებლად (საშუალოდ ბენეფიციარზე დაახლოებით 4460 ლარი), ეს
პროგრამა
არ
არის
გათვლილი
კონკრეტულად
კონფლიქტით
დაზარალებული
თემებისათვის.
მისასალმებელია, რომ შიდა ქართლის გამყოფი ხაზის 57 სოფლიდან 23-მა მიიღო
მაღალმთიანი
სოციალურ
სოფლის
და
სტატუსი,
ეკონომიკურ
რაც
სამომავლოდ
მდგომარეობას.1367
1364
გააუმჯობესებს
2014-2016
წლებში
მოსახლეობის
გაზიფიცირებულ
სახალხო დამცველის აპარატის ვიზიტი სოფელ ჯარიაშენში, 2017 წლის 16 თებერვალი.
„კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში“,
საქართველოს სახალხო დამცველი, 2015, გვ. 6.
1366
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების
დროებითი სამთავრობო კომისიის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშის პროექტი.
1367
ეს სოფლებია გორის მუნიციპალიტეტის სოფლები: ერგნეთი, დიცი, ქორდი, არბო, მერეთი,
ზარდიაანთკარი, გუგუტიაანთკარი, კირბალი, ზემო ნიქოზი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლები:
საციხური, კოდა, ატოცი, აბანო, კასპის მუნიციპალიტეტის სოფლები: ვაკე, საკორინთლო, პანტიანი,
გორაკა, ბოჟამი, თვაურები, კოდისწყარო, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლები: ჩორჩანა, წაღვლი,
ყობი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2017
წლის 6 მარტის N515 წერილი.
1365
750
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
აბონენტებს გათბობის უზრუნველსაყოფად 200 ლარი გამოეყოთ, ხოლო იმ სოფლებში, სადაც
ჯერ არ დასრულებულა გაზიფიცირება, თანხა გამოიყო ოჯახებზე.1368
მნიშვნელოვანია ზოგადი და უმაღლესი განათლების გაუმჯობესების კუთხით გამყოფი
ხაზის მიმდებარე სოფლებში განხორციელებული აქტივობები. 2016 წელს პროფესიული
განვითარების პროგრამაში ჩაერთნენ როგორც სამეგრელოს, ისე შიდა ქართლის გამყოფი
ხაზის მიმდებარე სკოლების მასწავლებლები. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების 25
სკოლაში ასევე დაინერგა ინკლუზიური განათლება. უმაღლესი განათლების კუთხით, 20162017 სასწავლო წელს სოციალური პროგრამის ფარგლებში გრანტი მოიპოვა გამყოფი ხაზის
პირას მცხოვრებმა 166-მა სტუდენტმა. 2016-2017 სასწავლო წლის პირველ სემესტრში
სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით საერთო ჯამში დაფინანსდა 846 სტუდენტი. 1369
ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო შიდა ქართლში სასმელი წყლის
ჭაბურღილების,
სარწყავი
სისტემის,
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
და
საზოგადოებრივი ცენტრების აშენება და რეაბილიტაცია, რაც ადგილობრივი მოსახლეობის
უფლებების დაცვის კუთხით, ასევე აუცილებელი ღონისძიებებია. აქტიურად მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების
კლინიკისა
და
ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის
სოფელ
რუხში
მრავალპროფილიანი
საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობის პროცესი.
რაც
შეეხება
სამეგრელო-ზემო
მუნიციპალიტეტის
სოფელ
სვანეთის
ხურჩის
გამყოფი
ხაზის
სოფლებს,1370
ზუგდიდის
მოსახლეობისთვის,
გარკვეულ
სერვისებზე
ხელმისაწვდომობა ბოლო სამი წლის განმავლობაში გაუმჯობესდა. 2015 წელს დასრულდა
სოფლის ბუნებრივი აირით მომარაგება. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლამდე მისასვლელ 4
კმ-იან მონაკვეთსაც. სოფელში 2015 წლიდან ფუნქციონირებს საბავშვო ბაღიც, რომელიც
იაპონიის
საელჩოსა
და
ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის
ერთობლივი
ძალისხმევით
გარემონტდა. 29 აღსაზრდელს შორის არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებიც.
2008 წლის ომის შემდგომ პერიოდში სოფელში სასწრაფო დახმარების მანქანა უსაფრთხოების
მიზნით არ შედიოდა. ამჟამად ეს პრობლემა აღმოფხვრილია, თუმცა, მოსახლეობა მაინც
1368
გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, საჩხერის და ონის მუნიციპალიტეტების გამყოფი ხაზის
მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის გათბობით უზრუნველყოფის მიზნით დახმარების
მიმღებ პირთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 11891. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში
დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის 2016
წლის საქმიანობის ანგარიშის პროექტი. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული
მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის 2016 წლის საქმიანობის
ანგარიშის პროექტი.
1369
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 14 მარტის 3614/17 წერილი.
1370 ამ სოფლებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახალხო დამცველის სპეციალურ
ანგარიშში, „ადამიანის უფლებების მდგომარეობა სამეგრელო-ზემო სვანეთის გამყოფი ხაზის
სოფლებში“, 2016, http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3902.pdf.
751
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
უჩივის სასწრაფო დახმარების მანქანების დაგვიანებას. მართალია, სოფელს ორი ექიმი
ემსახურება, მაგრამ არ აქვს შესაბამისად აღჭურვილი ამბულატორია.
ამბულატორიის პრობლემა დგას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანშიც. ამავე
სოფლის
მოსახლეობის
სოციალურ-ეკონომიკურ
მდგომარეობას
ამძიმებს
სოფლის
რამდენიმე უბნის (ლეკუკეს უბანი, ქალაღალის უბანი) დამაკავშირებელი ხიდის არარსებობა
მდინარე
ოლორზე,
გადაადგილების
რომელიც
საშუალებას.
ადიდების
ასევე
დროს
გასამაგრებელია
ათეულობით
ოჯახს
ართმევს
მდინარის
ნაპირები,
რადგან
ადიდებისას წყალს მიაქვს მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწები და მოსავალი. ხიდის და
ჯებირების
მშენებლობა
ხელმისაწვდომს
ხელს
გახდიდა
შეუწყობდა სოფლის
აუთვისებელი
მიწების
ეკონომიკურ განვითარებას
ნაწილს.
როგორც
და
ადგილობრივი
მუნიციპალიტეტიდან აცნობეს სახალხო დამცველს, ბიუჯეტში თანხის სიმცირის გამო
პრობლემის აღმოფხვრა დროულად ვერ ხერხდება.1371
2015 წელს, სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა და დაადგინა, რომ სოფელ ფახულანში
დაზიანებული იყო წყალმომარაგების სისტემა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ამის
გამო
მოსახლეობის
ნახევარზე
მეტს
სუფთა
სასმელი
წყალი
არ
მიეწოდებოდა.
მისასალმებელია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2016 წლის აპრილიდან
სოფელ
ფახულანში
ქსელების რეაბილიტაცია
სასმელი
წყლის
წამოიწყო.1372
გარდა
მაგისტრალისა
ამისა,
2015
და
წელს
წყალსადენი
მუნიციპალური
განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, დაასრულა ფახულანის
ცენტრიდან გამყოფ ხაზამდე მიმავალი 4 კმ-იანი გზის მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია
გარე განათებითურთ, რაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს სოფლის მაცხოვრებელთა ყოფას.
სოფელ ხურჩაში პრობლემას წარმოადგენდა ელექტროენერგიის შეუფერხებელი მიწოდება
და
შესაბამისი
ინფრასტრუქტურის
გაუმართაობაც,
რომელზეც
სახალხო
დამცველი
სპეციალურ ანგარიშშიც წერდა.1373 ენერგეტიკის სამინისტროს მიმართ სახალხო დამცველის
შესაბამისი რეკომენდაციის საპასუხოდ გვეცნობა, რომ „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ
განხორციელებული სამუშაოების შედეგად ელექტროენერგია შეუზღუდავად მიეწოდებათ
იმ აბონენტებს, რომლებიც დათანხმდნენ ამ კომპანიის კუთვნილ გამანაწილებელ ქსელზე
გადმოსვლას.1374
ბუნებრივი
აირის
შეუფერხებელი
მიწოდების
პრობლემა
დგას
ასევე
ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში, სადაც გაზსადენის გაყვანა, მოსახლეობის თქმით,
1371
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 12 იანვრის N43 წერილი.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 12 იანვრის N43 წერილი.
1373 საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „ადამიანის უფლებების მდგომარეობა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გამყოფი ხაზის სოფლებში“ გვ.9.
1374 საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს 2017 წლის 9 იანვრის N03/95 წერილი.
1372
752
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ოთხი წლის წინ შეჩერდა.1375 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინფორმაციით,
გაზიფიცირების სამუშაოები სოფელ განმუხურში 2017 წლის განმავლობაში იგეგმება.1376
სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ზამთრის
პერიოდში გათბობის მიზნით, მინიჭებული ქულების შესაბამისად, 3მ3 შეშა, ან 100 ლარი
გამოუყო.1377
სახალხო დამცველი კიდევ ერთ პრობლემაზე მიუთითებს - სამთავრობო კომისიის მხრიდან
სამეგრელოს რეგიონის გამყოფი ხაზის სოფლებს, განსაკუთრებით კი მათ, რომლებიც
მავთულხლართების გავლების შედეგად დაზარალდნენ, ნაკლები ყურადღება ექცევა.
კონკრეტულად
კი,
არ
მომხდარა
სამეგრელოს
სოფლების
სრული
გაზიფიცირება
(განმუხური, ფახულანი), არც 200-ლარიანი დახმარება მიუღიათ ზამთრის პერიოდში
გათბობის საშუალებების შესაძენად, კომისიის სხდომებს ამ რეგიონის მუნიციპალიტეტების
გამგებლები ასევე არ ესწრებიან. ამასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატმა
კომისიის თანათავმჯდომარე სამინისტროებს სამეგრელოს რეგიონის გამყოფი ხაზის
სოფლების, კონკრეტულად კი ხურჩას, განმუხურისა და ფახულანის მოსახლეობისათვის
ზამთარში გათბობის მიზნით გამოყოფილი 200-ლარიანი ვაუჩერის გაცემის საკითხის
განხილვის რეკომენდაციით მიმართა. პასუხად, სახალხო დამცველს ეცნობა, რომ ეს საკითხი
სამთავრობო კომისიის მორიგ სხდომაზე განიხილება.1378
კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირთა საკუთრების უფლება
საქართველოს სახალხო დამცველს წლების განმავლობაში მიმართავდნენ მოქალაქეები,
რომლებიც
მთავრობისაგან
დღემდე
ითხოვენ
ომის
დროს
დაზიანებული
სახლის
აღდგენა/რეაბილიტაციას ან მიყენებული ზიანის კომპენსაციას. 2008 წლის ომის შემდეგ უკვე
თითქმის
9
წელია
გასული.
ომის
დროს
დაზიანებული
სახლების
მდგომარეობა
ყოველწლიურად უარესდება და შესაბამისად, იზრდება მათი რეაბილიტაციისათვის საჭირო
თანხების ოდენობა. ამასთან, ის მოსახლეობა, რომელიც დაზიანებულ სახლში ცხოვრობს,
საცხოვრებლის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშეა. სახალხო დამცველის აპარატის მიერ
შესწავლილი
ასეთი
შემთხვევებიდან
განსაკუთრებით
პრობლემატურია
გორის
მუნიციპალიტეტის სოფელი ზარდიაანთკარი, რომლიც შესახებაც სახალხო დამცველი 2014
და 2015 წლების საპარლამენტო ანგარიშებშიც წერდა.1379
1375
მოქალაქე თ.შ.-ს 2016 წლის 26 სექტემბრის N12459/16 განცხადება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 14 თებერვლის N02/743 წერილი.
1377 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 14 თებერვლის N02/743 წერილი.
1378
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2017
წლის 6 მარტის N515 წერილი.
1379
დეტალურად იხილეთ სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „ზარდიაანთკარი: ომის
შედეგები და არსებობის სიმძიმე”, 2014, http://www.ombudsman.ge/uploads/other/2/2242.pdf .
1376
753
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
2016 წლის 11 თებერვალს, სახალხო დამცველს N1837/16 განცხადებით მიმართა ქარელის
მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისში მცხოვრებმა გ. ხ.-მ, რომლის სახლიც 2008 წლის
საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანდა. მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელი 2009
წლიდან მოყოლებული ყოველ წელს მიმართავდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის
გამგეობას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ამ წლების განმავლობაში არცერთხელ არ მოიძებნა
თანხა
განმცხადებლის
სამუშაოებისათვის.
2016
საცხოვრებელი
წლის
7
სახლის
ივლისს
აღდგენითი
სახალხო
და
დამცველმა
გამაგრებითი
კვლავ
მიმართა
რეკომენდაციით (N01-7/7424) გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული
მოსახლეობის
საჭიროებებზე
რეაგირების
დროებითი
სამთავრობო
კომისიის
თანათავმჯდომარეებს, განეხილათ და შემჭიდროებულ ვადებში მიეღოთ გადაწყვეტილება
გ.ხ.-სთვის საცხოვრებელი სახლის აღდგენა/გამაგრებითი
სამუშაოებისათვის თანხის
გამოყოფის საკითხზე.
პრობლემაა არა მხოლოდ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად მიყენებული
ზიანის
კომპენსაცია,
არამედ
1990-იანი
წლებში
აფხაზეთში
მიმდინარე
საომარი
მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ზარალის ანაზღაურების
საკითხიც. სახალხო დამცველმა შეისწავლა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის
მდგომარეობა, სადაც მოსახლეობა სამჯერ დაზარალდა საომარი მოქმედების გამო (19921993, 1998, 2008 წლებში) და მიყენებული ზარალის კომპენსაციას ითხოვს. ადგილობრივი
მოსახლეობის მიერ სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2007
წელს მოსახლეობის ნაწილს არასრულად აუნაზღაურდა ზარალი, ნაწილს კი არანაირი
დახმარება არ მიუღია. 1380
სახალხო დამცველის აპარატისათვის ცნობილია, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს
უკვე შესწავლილი აქვთ ომის დროს დაზიანებული სახლების მდგომარეობა, გაკეთებულია
ხარჯთაღრიცხვაც, თუმცა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ამ ხარჯებს ვერ
ფარავს.
რეკომენდაციებზე
პასუხად,
სახალხო
დამცველის
აპარატს
რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე, შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის
საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან ეცნობა, რომ უწყებები მუშაობენ დონორთა
რესურსების მოძიებაზე. 1381
გამომდინარე იქიდან, რომ 2008 წლის ომის დროს დაზიანებული სახლების მდგომარეობა
უკვე
9
წელია
ყოველწლიურად
უარესდება
და
შესაბამისად,
იზრდება
მათი
რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხების ოდენობა; ამასთან, მოსახლეობა, რომელიც
1380
იხილეთ სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „ადამიანის უფლებების მდგომარეობა
სამეგრელო-ზემო
სვანეთის
გამყოფი
ხაზის
სოფლებში“,
2016,
http://ombudsman.ge/uploads/other/3/3902.pdf.
1381
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2016 წლის 20 დეკემბრის
N01/3895 წერილი.
754
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დაზიანებულ სახლში ცხოვრობს, საცხოვრებლის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშეა,
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამთავრობო კომისიამ უნდა მიიღოს საბოლოო
გადაწყვეტილება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კონფლიქტების შედეგად დაზიანებული
სახლების კომპენსაცია-რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.
საკუთრების უფლება აღიარებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლით,
ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი
მუხლით. სათანადო საცხოვრებლის უფლება აღიარებული და გარანტირებულია რიგი
საერთაშორისო კონვენციებით, მათ შორის სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ
უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლით. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ
შესაბამისი
რესურსების
სიმწირე
არ
ათავისუფლებს
სახელმწიფოს
„ეკონომიკური,
სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტით აღიარებული
უფლებების, მათ შორის სათანადო საცხოვრებლის უფლების ძირითადი ვალდებულებების
შესრულებისგან.
მიწის რეგისტრაცია
საქართველოს სახალხო დამცველი როგორც 2014, ისე 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშებში
აღწერდა მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პრობლემას, განსაკუთრებით გამყოფი
ხაზის მიმდებარე სოფლებში. საქართველოს სახალხო დამცველი ჯერ კიდევ 2014 წლის
საპარლამენტო
ანგარიშში
მიმართავდა
რეკომენდაციით
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს, დაეჩქარებინა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მიწების რეგისტრაციის
პროცესი.1382 2015 წლის ანგარიშში აისახა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ
გამყოფი ხაზის სოფელ დიცის ერთ-ერთ უბანზე განხორციელებული საპილოტე პროექტის
შედეგები. ჩატარებული კვლევის რეკომენდაციები ითვალისწინებდა კანონმდებლობის
მოთხოვნათა დარღვევით გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაციის აუცილებლობას,
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე მოსახლეობის გათავისუფლებას მიწის რეგისტრაციის
საფასურისგან და სხვა. 2016 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა იუსტიციის სამინისტროს
მიერ
შემუშავებული
კანონპროექტის
შესახებ,
რომელიც
მიზნად
ისახავდა
მიწის
რეგისტრაციის პროცესის გამარტივებას.1383
საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის
თანახმად,1384 2016 წლის 31 ივლისს ძალაში შევიდა კანონი „სახელმწიფო პროექტის
1382
„კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში“,
საქართველოს სახალხო დამცველი, 2014, გვ. 6.
1383
„კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში“,
საქართველოს სახალხო დამცველი, 2015, გვ.14-15.
1384
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20
თებერვლის N58143 წერილი.
755
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის
სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“, რომელიც
ამარტივებს და უფასოს ხდის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის
პროცესს. კანონის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკუთარი რესურსით
მოიძიებს
უფლების
დამადასტურებელ
დოკუმენტებს
სხვადასხვა
ადმინისტრაციულ
ორგანოებში. ასევე, შესაძლებელი ხდება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე
საკუთრების უფლების აღიარება შესაბამისი კომისიის მეშვეობით. რიგი უფლებამოსილებები
განესაზღვრებათ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. დავის წარმოშობის შემთხვევაში კანონი
ითვალისწინებს მედიაციას. კანონი ასევე განსაზღვრავს სასოფლო-სამეურნეო მიწის
ნაკვეთების სარეგისტრაციო დოკუმენტების ლეგალიზების სამართლებრივ საფუძვლებს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რეგისტრაციის
პროცესის დაწყებიდან (2016 წლის 1 აგვისტო) 2016 წლის ბოლომდე გამყოფი ხაზის
მიმდებარე ტერიტორიიდან (საოკუპაციო ზოლიდან 500მ-იანი მონაკვეთი) წარდგენილ იქნა
287 განცხადება, რომლიდანაც 204 შემთხვევაში პროცესი წარმატებით დასრულდა, ხოლო 83
განცხადებასთან
დაკავშირებით
კვლავ
გრძელდება
წარმოება.
თუმცა,
არსებული
კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიებისათვის
სპეციალურ სამართლებრივ რეჟიმს და რეგისტრაციის დადგენილი წესი საქართველოს
მთელ ტერიტორიაზე თანაბრად ვრცელდება.
სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებულ
ღონისძიებებს პრობლემის სიღრმისეულად შესწავლისა და კანონმდებლობის დახვეწის
კუთხით, თუმცა, მიიჩნევს, რომ ოკუპაციის სიმწვავიდან გამომდინარე, გამყოფი ხაზის
სოფლები განსაკუთრებულ ყურადღებას და დახმარებას საჭიროებენ, მავთულხლართების
გავლების შედეგად დაზარალებულთა მიწების უმოკლეს ხანებში რეგისტრაციისათვის.
შესაბამისად, სახალხო დამცველი რეკომენდაციას ნაწილობრივ შესრულებულად მიიჩნევს.
2. უსაფრთხოების პრობლემები
კონფლიქტით
დაზარალებულ
სოფლებში
რეგულარულად
ირღვევა
ადგილობრივი
მოსახლეობის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის, ჯანმრთელობის,
განათლების,
საცხოვრებლისა
და
საკუთრების
უფლებები,
გამყოფ
რასაც
ხაზზე
გადაადგილების შეზღუდვა უდევს საფუძვლად. გამომდინარე იქიდან, რომ 2009 წლიდან,
აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზს მთლიანად რუსეთის ფედერალური
უსაფრთხოების
სამსახურის
აკონტროლებენ,
ზემოთ
(ФСБ)
საზღვრის
ჩამოთვლილი
რუსეთის ფედერაციას ეკისრება.
756
დაცვის
უფლებების
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სამსახურის
დარღვევებზე
მესაზღვრეები
პასუხისმგებლობა
უკანონო დაკავებები კვლავ უსაფრთხოების მთავარ პრობლემად რჩება ადგილობრივი
მოსახლეობისათვის. თუმცა, 2015 წლისგან
განსხვავებით, 2016
წელს დაფიქსირდა
გაუჩინარებისა და მკვლელობის ფაქტები, რაც გამყოფ ხაზზე უსაფრთხოების კუთხით
ვითარებას ამძიმებს.
2016 წლის 19 მაისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის გამშვებ პუნქტზე
მოქალაქე გ. ო.-ს მკვლელობის ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო გამყოფი ხაზის მიმდებარედ
მცხოვრები
მოსახლეობის
დაუცველობა.
სახალხო
დამცველის
ხელთ
არსებული
ინფორმაციით, გ. ო. ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტზე პროდუქტის გადატანას ცდილობდა,
როდესაც აფხაზ ე.წ. მესაზღვრესთან შელაპარაკება მოუვიდა. შეიარაღებული მესაზღვრე
უკან მობრუნებულ გ. ო.-ს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაეწია და მისი
მისამართით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. შემთხვევიდან
მალევე გავრცელდა სათვალთვალო კამერით გადაღებული მკვლელობის ამსახველი
ვიდეოკადრები. 2016 წლის 28 მაისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდიდან 26 წლის
ნ.ს. გაუჩინარდა. ოჯახის ცნობით, იგი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს სარწყავი წყლის
სათავის ჩასაკეტად იყო ასული. ამის შემდეგ მისი კვალი გაქრა.1385
აღნიშნული საკითხების განხილვას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების
მექანიზმის არაერთი შეხვედრა მიეძღვნა. თუმცა, თანამშრომლობის დაბალი დონე
აბრკოლებს გამოძიების ეფექტიანად წარმართვასა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას.
რაც შეეხება დაკავებებს, ოფიციალური სტატისტიკა ასე გამოიყურება:
დაკავებულთა
საერთო
2011
2012
2013
2014
2015
2016
224
300
532
517
504
327
7
8
16
14
22
21
15
62
111
98
57
32
რაოდენობა
მათ შორის
არასრულწლოვნები
მათ შორის ქალები
წყარო: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
იმის გათვალისწინებით, რომ ცენტრალური ხელისუფლება ვერ ახერხებს ოკუპირებულ
ტერიტორიაზე თითოეული დაკავების დოკუმენტირებას, ეს სტატისტიკა არასრულია.
1385
სახალხო დამცველის აპარატისთვის მიწოდებული ინფორმაცია. 2017 წლის 16 თებერვალი; „სუს-ის
ინფორმაციით ნიკა საღირაშვილი ცხინვალის იზოლატორში არ არის დაკავებული“ თრიალეთი,
https://www.youtube.com/watch?v=NwFSKT0sTQo [ბოლოს ნანახია 15.02.2017].
757
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
აფხაზეთის გამყოფი ხაზის მიმართულებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელთ
არსებული ინფორმაცია დაკავებების მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 5-10%-ს შეადგენს.
2014 წლიდან საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად აყენებდა ქართველი, აფხაზი და
ოსი პატიმრების საკითხს და მას სპეციალური საინფორმაციო ანგარიშიც მიუძღვნა.1386
ანგარიშში სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა მოლაპარაკებებში ჩართულ
მხარეებს, „გამონახონ გზები დაკავებულთა და პატიმართა გასათავისუფლებლად, რომელიც
შესაძლოა იყოს გათავისუფლება - „ყველა ყველაზე“, ვადაზე ადრე გათავისუფლების,
ამნისტიის ან შეწყალების გზით.“
2016 წლის 10 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და აფხაზეთისა და
სამხრეთ
ოსეთის
გათავისუფლების
დე
ფაქტო
თაობაზე
ხელისუფლებებმა
პრინციპით
-
მიაღწიეს
„ყველა
შეთანხმებას
პატიმართა
სულ
პატიმარი
ყველაზე“.
18
გათავისუფლდა, მათ შორის 4 გაათავისუფლა ქართულმა მხარემ, 10 სოხუმის და 4
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებებმა. სახალხო დამცველი ამ ფაქტს განცხადებით
გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიესალმება საქართველოს და დე ფაქტო ხელისუფლებებს
შორის დაწყებულ დიალოგს ამ საკითხზე და მოუწოდა მხარეებს შეთანხმდნენ ისეთ
მექანიზმზე, რომელიც უზრუნველყოფს გამყოფ ხაზზე დაკავებების მანკიერი პრაქტიკის
აღმოფხვრას და ამით, დაიცავს მოსახლეობის უფლებებსა და უსაფრთხოებას.1387
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პატიმართა გაცვლის შედეგად არ გათავისუფლებულა
აფხაზეთის ციხეში მყოფი პატიმარი გ. ლ., რომელსაც 20 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
2016 წლის ივნისში გამყოფ ხაზზე დაკავებულ საქართველოს მოქალაქე გ. გ.-ს ცხინვალის დე
ფაქტო სასამართლომ ასევე 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.1388 ორივე პირის
გათავისუფლების საკითხს ნახევარ წელზე მეტია უშედეგოდ აყენებს ქართული მხარე.
უკანონო პატიმრობაში მათი დატოვება ჩრდილს აყენებს მხარეთა შორის მიღწეული
შეთანხმების წარმატებას. მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების
თავისუფლების უზრუნველყოფა ორივე მხარეს, რისთვისაც უნდა შეწყდეს დაკავებები
გამყოფ ხაზზე.
1386 „სახალხო დამცველის სპეციალური საინფორმაციო ნარკვევი გამყოფ ხაზზე დაკავებებისა და
პატიმართა მდგომარეობის შესახებ“, 2014, ხელმისაწვდომია:
http://www.ombudsman.ge/uploads/other/1/1771.pdf [24.02.17].
1387
„სახალხო დამცველი კონფლიქტის ზონაში პატიმართა გათავისუფლებას მიესალმება“, 2016 წლის
10 მარტი, ხელმისაწვდომია: http://www.ombudsman.ge/ge/news/saxalxo-damcveli-konfliqtis-zonashipatimarta-gatavisuflebas-miesalmeba.page [24.02.17].
1388 სახალხო დამცველმა ასევე გაავრცელა განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით და მოუწოდა
როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ისე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ორგანოებს, მიიღონ ქმედითი
ზომები გ.გ.-ს გასათავისუფლებლად. „სახალხო დამცველის განცხადება გამყოფ ხაზზე
დაკავებულებთან დაკავშირებით“, 2017 წლის 7 თებერვალი, http://www.ombudsman.ge/ge/news/saxalxodamcvelis-gancxadeba-gamyof-xazze-dakavebulebtan-dakavshirebit.page [ბოლოს ნანახია 15.02.2017].
758
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მართალია, დაკავებას ექვემდებარება ყველა პირი განურჩევლად სქესისა და ასაკისა, მაგრამ
ეს შემთხვევები უფრო მძიმედ აისახება ქალთა და ბავშვთა უფლებებზე, განსაკუთრებით
გალის რაიონში, სადაც დაკავებულებს ხშირად ღამის საათებში ათავისუფლებენ, მაშინ,
როდესაც მათ საცხოვრებელ ადგილამდე ტრანსპორტი უკვე აღარ დადის. ეს სერიოზულ
პრობლემას უქმნის ქალების და ბავშვების უსაფრთხოებას. გაეროს უშიშროების საბჭოს 2000
წლის N1325 რეზოლუცია „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ საგანგებოდ მიუთითებს
ქალთა
სპეციალური
საჭიროებების
გათვალისწინების
მნიშვნელობაზე
კონფლიქტის
მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესში. თუმცა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე
ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ქალების თანაბარი მონაწილეობა კონფლიქტის მოგვარების
მექანიზმებში
და
ქალთა
საჭიროებების
სრული
გათვალისწინება
მოლაპარაკებების
პროცესში.
ოფიციალური მოლაპარაკებების ორ ფორმატში - ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში (IPRM) - ქალთა
მონაწილეობა
საკმაოდ
დაბალია.
ჟენევის
საერთაშორისო
დისკუსიებში
ქართულ
დელეგაციაში 10 მონაწილიდან 3 ან 4 ქალია, ხოლო აფხაზი და ოსი 5-5 წარმომადგენლიდან
მხოლოდ ერთია ქალი. IPRM-ის შეხვედრებში საქართველოს დელეგაციის 6 მონაწილიდან 1
ან 2 ქალია, ხოლო აფხაზ და ოს მონაწილეებს შორის, როგორც წესი, არც ერთი ქალი არ არის.
მედია საშუალებებით გავრცელებული ვიდეო და ფოტო მასალიდან კარგად ჩანს, რომ იმ
შემთხვევაშიც კი, როდესაც ქალები მონაწილეობენ IPRM-ში, ისინი არა მოლაპარაკების
მაგიდასთან, არამედ ძირითადად უკანა რიგებში სხედან, ამასთან, მოლაპარაკებების
პროცესში არ განიხილება ის საკითხები, რომლებიც ქალთა სპეციფიკურ საჭიროებებს ეხება.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა უფლებრივი მდგომარეობა
1. ჯანმრთელობის დაცვის უფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე
ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუმართავი სამედიცინო სერვისები და ინფრასტრუქტურა,
მედპერსონალის კვალიფიკაციის არასახარბიელო დონე და მომსახურების მაღალი ფასები,
ასევე, პაციენტთა გართულებული გადაადგილება გამყოფ ხაზზე, ნეგატიურ გავლენას
ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ჯანმრთელობის დაცვის უმაღლეს სტანდარტზე
ხელმისაწვდომობის უფლებაზე.
აფხაზეთში სამედიცინო დაწესებულებები უჩივიან შესაბამისი სპეციალისტების ნაკლებობას,
მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას და არასაკმარის აღჭურვილობას. მაგალითისათვის,
2016 წელს აფხაზური მედია სამშობიარო სახლის მოუწესრიგებლობასა და ახალშობილებისა
759
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
და ბავშვების გარდაცვალების შესახებ წერდა.1389 სამშობიაროში ჩატარებული შემოწმებისას
სინჯების ნაწილმა ბაქტერიებზე და ინფექციებზე დადებითი შედეგი აჩვენა.1390
განსაკუთრებით მძიმეა გალის რაიონში სამედიცინო დაწესებულებების მდგომარეობა.
რაიონში არ ფუნქციონირებს ნეონატოლოგიური სამსახური, შესაბამისად რაიონს არ ჰყავს
მაოპერირებელი გინეკოლოგები, რის გამოც საფრთხე შეიძლება შეექმნას ახალშობილის
სიცოცხლეს. ვითარებას ართულებს ისიც, რომ ზუგდიდში არ არის ბავშვთა რეანიმაცია და
სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად საჭირო ხდება პაციენტის ქუთაისში გადაყვანა. იმის
გათვალისწინებით, რომ ზუგდიდში არც ბავშვთა სამედიცინო დახმარების მანქანაა,
შესაძლოა სათანადო სამედიცინო დახმარების მიწოდება მნიშვნელოვნად დაგვიანდეს,
რადგან ბავშვთა რეანიმობილი ქუთაისიდან ან თბილისიდან არის გამოსაძახებელი.
აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გალის რაიონში სანიტარული და
ეპიდსაწინააღმდეგო კონტროლის ნაკლებობა ინფექციური დაავადებების საფრთხეს აჩენს.
რაიონში გავრცელებულია ტუბერკულოზი და ონკოლოგიური დაავადებები, თუმცა გალში
შესაბამისი პროფილური დაწესებულებების არარსებობა აფერხებს მათ დროულ და ეფექტიან
მკურნალობას. ახალგაზრდებში მაღალია ნარკომანიის, ტოქსიკომანიის და სუიციდის
მაჩვენებელი.1391
ამის გარდა, სახალხო დამცველის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი პრობლემაა არსებული
სამედიცინო
პერსონალისათვის
გადამზადების
და
კვალიფიკაციის
ასამაღლებელი
პროგრამების ნაკლებობა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ გალის რაიონის სოფელ
საბერიოში მომუშავე სამედიცინო პერსონალს 2014 წლის შემდეგ არ მიუღია მონაწილეობა
რაიმე სახის გადამზადების კურსში.1392 მაგალითისთვის, გალის რაიონის გადაუდებელი
სასწრაფო დახმარების ექიმები არ ყოფილან ჩართული გადამზადების პროგრამაში, რომელიც
1389
„რა ხდება სოხუმის სამშობიარო სახლში?“ ვიტალი შარია, 26 ოქტომბერი, 2016, რადიო „ეხო
კავკაზა“,
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია
რუსულ
ენაზე,
ვებგვერდზე:
http://www.ekhokavkaza.com/a/28076804.html [ბოლოს ნანახია 16.11.2016]; „სოხუმის სამშობიარო
ფოტოებში“, 15.11.2016, „ნუჟნაია გაზეტა“, https://abh-n.ru/suxumskij-roddom-v-kartinkax-slabonervnymne-smotret/ [ბოლოს ნანახია24.02.2017].
1390
ვრცლად იხილეთ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „ქალთა და ბავშვთა
უფლებები კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში”, 2016, გვ.19,
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4201.pdf.
1391 აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის გამოსვლა საქართველოს
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წინაშე, 2017 წლის 6
თებერვალი.
1392
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის 9
თებერვლის 1955/17 წერილი.
760
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
2016
წელს
დაიწყო
საქართველოს
სასწრაფო
სამედიცინო
დახმარების
მედპერსონალისათვის.1393
სახალხო დამცველისათვის უაღრესად სერიოზული პრობლემაა, რომ გალის რაიონის ე.წ.
ზედა ზონის დაახლოებით 10 000 ბენეფიციარს სამი თვის განმავლობაში (2016 წლის
დეკემბრიდან 2017 წლის 10 მარტის მდგომარეობით) არ მომსახურებია სასწრაფო
დახმარების მანქანა. 2002 წელს გადაცემული უაზ-ის მარკის სასწრაფო დახმარების მანქანა
2016
წლის
დეკემბერში
საბოლოოდ
ექვემდებარება.1394 საქართველოს
გამოვიდა
შრომის,
მწყობრიდან
ჯანმრთელობისა
და
და
შეკეთებას
სოციალური
აღარ
დაცვის
სამინისტროს წერილის თანახმად, თანხის მობილიზება 2017 წლის ბიუჯეტში იგეგმება.1395
სახალხო
დამცველი
უკვე
მრავალი
წელია
აყენებს
საქართველოს
ოკუპირებულ
ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებისათვის „რეფერალური
მომსახურების
სახელმწიფო
პროგრამაში
ჩართვის
საკითხს.
2014
და
2015
წლის
საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავდა საქართველოს
პრემიერმინისტრს,
რათა
შემუშავებულიყო
შესაბამისი
მექანიზმი,
რომელიც
უზრუნველყოფდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს
მოქალაქეების რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას. სამწუხაროდ,
ეს რეკომენდაცია არ შესრულებულა და პრობლემის მოუგვარებლობა მძიმე ტვირთად აწევს
კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას.
მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ აფხაზეთში, განსაკუთრებით ბავშვთა ჯანმრთელობის
მდგომარეობის გაუმჯობესებაში, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის გაეროს
ბავშვთა ფონდს და World Vision-ს. გასული წლების განმავლობაში ეს ორგანიზაციები
სამედიცინო დაწესებულებებს ეხმარებოდნენ სამედიცინო დანადგარებით და მასალით,
ახორციელებდნენ ბავშვთა ვაქცინაციას, ატარებდნენ ექიმების, ექთნების, ფსიქოლოგების
კვალიფიკაციის ასამაღლებელ სწავლებებს.1396
ყურადღებას
საჭიროებს
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირთა
მდგომარეობა
ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს
გარკვეული სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები შშმ პირთათვის, ხშირ შემთხვევაში,
შესაბამისი საბუთების უქონლობის გამო, ისინი ვერ ახერხებენ გამყოფი ხაზი გადმოკვეთას
1393
საკონტაქტო პირის მიერ სახალხო დამცველის აპარატისათვის მიწოდებული ინფორმაცია, 2017
წლის იანვარი.
1394
საკონტაქტო პირის მიერ სახალხო დამცველის აპარატისათვის მიწოდებული ინფორმაცია, 2017
წლის იანვარი.
1395
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის 9
თებერვლის 1955/17 წერილი.
1396
საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „ქალთა და ბავშვთა უფლებები
კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში“, 2016, გვ.18-19.
761
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
და ამ სერვისების მიღებას. საერთაშორისო ორგანიზაციების (UNICEF-ისა და World Visionის)
მხარდაჭერით
აფხაზეთში
შშმ
ბავშვებისათვის
რეაბილიტაციის
სამი
ცენტრი
ფუნქციონირებს (ოჩამჩირეში, ტყვარჩელსა და გალში), რომლებიც ბავშვებს ფიზიოთერაპიას,
ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, ლოგოპედის მომსახურებას და სხვა სერვისებს სთავაზობს.
სოხუმში ასევე არის სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც 2015 წელს რუსეთის ფედერაციის
ფინანსური დახმარებით გაიხსნა.1397 თუმცა, პრობლემები რჩება როგორც სამედიცინოჰიგიენური საშუალებების და შესაბამისი აღჭურვილობის, ისე სარეაბილიტაციო სერვისების
ხარისხის და ასეთი სერვისების ნაკლებობის თვალსაზრისითაც.
გასული წლის განმავლობაში უაღრესად პრობლემური იყო გამყოფ ხაზზე პაციენტების
გადაადგილება. მას შემდეგ, რაც 2011 წელს აფხაზეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის
გადაწყვეტილებით აიკრძალა სასწრაფო დახმარების მანქანების ენგურის ხიდზე გადასვლა,
პაციენტებს ხშირად შემოვლითი გზებით უწევთ გამყოფი ხაზის გადაკვეთა. პრობლემა იმაში
მდგომარეობს, რომ საღამოს 8 საათიდან დილის 7 საათამდე გამშვები პუნქტი დაკეტილია და
საჭირო ხდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მხარდაჭერით მოქმედი
ცხელი ხაზის გამოყენება ან გალის უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმება გამყოფი ხაზის
გადაკვეთის თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება შესაბამის პირებთან დაკავშირება,
ერთადერთი გამოსავალი შემოვლითი გზის გამოყენება ან ქრთამის გადახდაა.1398
გამყოფი ხაზის გადაკვეთის პრობლემა ექმნებათ გალის რაიონის მკვიდრ იმ პაციენტებს,
რომლებსაც
არ
აქვთ
შესაბამისი
საბუთები,
აფხაზეთის
დანარჩენი
მოსახლეობის
შემთხვევაში კი - სპეციალური საშვი. ასეთი პაციენტები იძულებულები არიან შემოვლითი
გზით გადაკვეთონ გამყოფი ხაზი. ეს ხშირ შემთხვევაში გულისხმობს რამდენიმე დღე
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში დაყოვნებას, რათა ხელსაყრელ მომენტში შეძლონ
საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა. შესაბამისად, თავისუფალი
გადაადგილების შეზღუდვის გამო ხშირად გვიანდება პაციენტებისათვის შესაბამისი
სამედიცინო დახმარების გაწევა, მათ შორის ბავშვებისათვის.
რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ბოლო წლებში რამდენიმე საავადმყოფო გარემონტდა და
მოეწყო, თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობა, კადრების არაკვალიფიციურობის გამო, მათ
ძირითადად
მხოლოდ
პირველადი
დახმარებისათვის
აკითხავს.
მაგალითისთვის,
არაოფიციალური მონაცემებით, ქალთა 99% ვლადიკავკაზში მიდის სამშობიაროდ.1399
უკეთესი
პირობებისა
და
აღჭურვილობის
გარდა,
რუსეთის
ფედერაცია
ყოველ
ახალშობილზე ფულად დახმარებასაც გასცემს. გამომდინარე იქიდან, რომ გამყოფი ხაზი ამ
1397
საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „ქალთა და ბავშვთა უფლებები
კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში“, 2016, გვ.31-32.
1398 საკონტაქტო პირების მიერ სახალხო დამცველის აპარატისათვის მიწოდებული ინფორმაცია, 2016
წლის ნოემბერი-დეკემბერი.
1399 სახალხო დამცველის აპარატისათვის მიწოდებული ინფორმაცია, ნოემბერი 2016.
762
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მიმართულებით სრულად ჩაკეტილია (გარდა ახალგორის რაიონისა1400), გადაუდებელი
პაციენტები
წითელი
საქართველოს
ჯვრის
კლინიკებში.
საერთაშორისო
თუმცა,
სახალხო
კომიტეტის
დახმარებით
გადმოდიან
დამცველის
აპარატისთვის
ცნობილია
რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ცხინვალის საავადმყოფოს ხელმძღვანელობისა და დე
ფაქტო ხელისუფლების დაგვიანებული ნებართვის გამო პაციენტის გადარჩენა ვერ
მოხერხდა.1401 გეგმიური გამოკვლევა-მკურნალობისათვის სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა
ხშირ შემთხვევებში ზემო ლარსის საბაჟო პუნქტის გავლით შემოდის საქართველოში, რაც
მათ 8-10 საათით უგრძელებს გზას.
გასული წლის განმავლობაში აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში კვლავ პრობლემას
წარმოადგენდა ოჯახში ძალადობის შემთხვევების სიხშირე. არ არსებობს ოჯახში ძალადობის
დანაშაულის ზუსტი სტატისტიკა, თუმცა გალის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო
ორგანიზაციის ინფორმაციით, ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონებში 2016 წლის
განმავლობაში
ოჯახში
ძალადობის
107
შემთხვევა
გამოვლინდა.1402
დე
ფაქტო
სამართალდამცავი ორგანოების არაეფექტიანი რეაგირების გარდა, პრობლემას ქმნის ოჯახში
ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის და კრიზისული ცენტრების არარსებობა, სადაც მათ
დროებით უსაფრთხო ადგილას თავის შეფარება შეეძლებოდათ. ოჯახში ძალადობის
მსხვერპლთა თავშესაფარი არ არის არც ზუგდიდში, რომელიც აფხაზეთიდან გადმოსული
პირებისათვის გეოგრაფიულად ყველაზე ახლომდებარე თავშესაფარი იქნებოდა. ოჯახში
ძალადობა
ასევე
აქტუალური
პრობლემაა
ე.წ.
სამხრეთ
ოსეთში,
სადაც
მილიცია
არაეფექტიანია მსხვერპლთა დაცვის მხრივ. აღნიშნულის თაობაზე სახალხო დამცველი 2015
წლის საპარლამენტო ანგარიშშიც წერდა.1403
ამის
გარდა, 2016 წლის
დასაწყისში სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა
საქართველოს პრემიერმინისტრს, რათა ცვლილება შესულიყო 2015 წლის 20 აპრილს
საქართველოს მთავრობის №169 დადგენილების „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის
ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის“ მეორე მუხლში,
რომლითაც
პროგრამის
მოსარგებლეებად
მხოლოდ
საქართველოს
მოქალაქეობის
დამადასტურებელი მოწმობის მქონე პირები განისაზღვრებოდნენ. სახალხო დამცველის
1400
ახალგორის რაიონის ახმაჯი-მოსაბრუნის გამშვები პუნქტით სარგებლობის და გადაადგილების
უფლება აქვთ მხოლოდ ახალგორის რაიონის მკვიდრთ. ზნაურის, ჯავის და ცხინვალის რაიონის
მოსახლეობა ამ პუნქტზე ვერ გადაადგილდება.
1401 სახალხო დამცველის აპარატისათვის პაციენტების ნათესავების მიერ მიწოდებული ინფორმაცია,
2016.
1402 სახალხო დამცველის აპარატისათვის მიწოდებული ინფორმაცია, 2017 წლის მარტი.
1403
საქართველოს სახალხო დამცველი, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი
მდგომარეობა საქართველოში, 2015, გვ.30-31. ვრცლად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოჯახში
ძალადობის შესახებ იხილეთ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „ქალთა და
ბავშვთა უფლებები კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში“, 2017 გვ.5-8.
763
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მიერ შეთავაზებული ცვლილებებით პროგრამით სარგებლობა შეეძლებოდათ ნეიტრალური
პირადობის მოწმობის მქონე პირებსაც.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან თავდაპირველი წერილის
თანახმად, ასეთი ცვლილება შეუძლებელი იყო პროგრამის უსაფრთხოების მოთხოვნებიდან
გამომდინარე, რადგან პროგრამის ფარგლებში საქართველოს მედიკამენტები სრულიად
მწარმოებელი კომპანიისაგან.1404 თუმცა, მოგვიანებით,
უფასოდ გადაეცემა
დამცველის
აპარატმა
საქართველოს
მთავრობისაგან
ასლის
სახით
მიიღო
სახალხო
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო,
რომ სამინისტროსა და ფარმაცევტულ კომპანია „გილადს“ შორის შედგა შეთანხმება იმის
თაობაზე, რომ პროგრამაში ჩართულიყვნენ ნეიტრალური დოკუმენტების მქონე პირებიც. ამ
ეტაპზე კი მიმდინარეობდა შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება.1405
2017 წლის დასაწყისში სახალხო დამცველმა ხელახლა გამოითხოვა ინფორმაცია პროცესის
მიმდინარეობის შესახებ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროსგან
ეცნობა,
რომ
მოლაპარაკებები
ამჟამად
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროსთან წარმოებდა, ნეიტრალური მოწმობის მქონე პირების C ჰეპატიტის
ელიმინაციის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.1406 საქართველოს სახალხო დამცველი
მიესალმება საქართველოს მთავრობის მხრიდან აღნიშნული რეკომენდაციის გაზიარებას.
2. დოკუმენტაციისა და გადაადგილების თავისუფლების საკითხი
აფხაზეთში გალის რაიონის მკვიდრთათვის დოკუმენტების საკითხი წლების განმავლობაში
მოუგვარებელ საკითხად რჩება, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის გადაადგილების,
საკუთრების
და
სოციალურ
უფლებებზე.
მიუხედავად
აფხაზეთის
დე
ფაქტო
ხელისუფლების მიერ 2016 წელს მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ გალის რაიონში
მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოსახლეობას აფხაზეთში ბინადრობის
მოწმობების აღება შეეძლებოდათ,1407 2017 წლის 1 მარტისათვის ბინადრობის მოწმობების
გაცემა ჯერ ისევ არ იყო დაწყებული. 2014 და 2015 წლების საპარლამენტო ანგარიშებში
სახალხო დამცველი ბინადრობის მოწმობის მისაღებად აუცილებელ კრიტერიუმებს, მათი
1404
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის 18
თებერვლის N01/13196 წერილი.
1405 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის 17
მაისის N01/38169 წერილი.
1406 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის 14
თებერვლის N01/8698 წერილი.
1407„აღმოსავლეთ
აფხაზეთის
რაიონების
მცხოვრებთა
სამართლებრივი
მდგომარეობა
დარეგულირდება“, 29.12.2006, „ნუჟნაია გაზეტა“.
https://abh-n.ru/pravovoe-polozhenie-zhitelejvostochnyx-rajonov-abxazii-budet-uregulirovano/ [ბოლოს ნანახია 26.02.2017]. იხ. „კონფლიქტით
დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში“, საქართველოს სახალხო
დამცველი, 2015, გვ.25-26.
764
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ბუნდოვანებიდან
და
თვითნებური
ინტერპრეტაციებისათვის
დატოვებული
შესაძლებლობიდან გამომდინარე, რასაც შესაძლოა დაბრკოლება შეექმნა გალის რაიონის
მოსახლეობისათვის, პრობლემურად მიიჩნევდა.1408
2016 წლის ივნისიდან გამყოფი ხაზის გადასაკვეთად გალის რაიონის მკვიდრთათვის ფორმა
N9-ის გაცემა დაიწყო, რაც დიდი შეღავათია იმ პირებისათვის, ვინც რეგულარულად
გადაადგილდება გამყოფ ხაზზე. საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, აფხაზეთის
აღმოსავლეთ რეგიონებსა და ქალაქ სოხუმში 12 000-მდე ასეთი დოკუმენტი გაიცა.1409
სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციით, ფორმა N9-ის ასაღებად კიდევ 5-6
სხვადასხვა საბუთი იყო საჭირო,1410 ხოლო თითოეული ამ საბუთის მოპოვება შესაბამისი დე
ფაქტო ორგანოებიდან თანხის ან ქრთამის გადახდას საჭიროებდა. სახალხო დამცველის
აპარატისთვის ცნობილია შემთხვევა, როდესაც გალის რაიონის მაცხოვრებელს ფორმა N9-ის
აღება 8000 რუბლი (დაახლოებით 300 ლარი) დაუჯდა.1411 შესაბამისად, ადგილობრივთა
უმრავლესობა
ვერ
იღებდა
დოკუმენტს
და
კვლავ
შემოვლითი
გზებით
უწევდა
გადაადგილება.
სწორედ ამით აიხსნება დაკავებების მაღალი მაჩვენებელიც, რომელიც უკვე წლებია,
პრობლემაა.
რუსეთის
ფედერაციის
საზღვრის
დაცვის
სამსახურის
მონაცემებით,
დაკავებულთა რაოდენობა 2009-2016 წლებში 14 000-ს შეადგენდა.1412
კიდევ უფრო გართულდება სიტუაცია მას შემდეგ, რაც აფხაზეთის გამყოფ ხაზზე დაიხურება
2013 წელს გახსნილი გამშვები პუნქტები. 2016 წლის განმავლობაში აფხაზეთის დე ფაქტო
ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ აპირებდა გაეუქმებინა აფხაზეთის გამყოფ
1408
იქვე, გვ. 25-26.
სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონული
წარმომადგენლობის მიერ სახალხო დამცველის აპარატისათვის მიწოდებული ინფორმაცია, 28
თებერვალი 2017.
1410 საბუთები, რომლებიც საჭიროა ფორმა N 9-ის მისაღებად: 1) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან,
ოჯახის შემადგენლობა, ამონაწერი საბინაო წიგნიდან; 2)ფორმა A - ანუ ცნობა იმის შესახებ, თუ
როდის და რა პერიოდში ცხოვრობდი ამ ტერიტორიაზე, რომელსაც სოფლის ადმინისტრაცია გასცემს;
3) ცნობა სამსახურიდან ან საგანმანათლებლო დაწესებულებიდან; 4) დაბადების მოწმობა, იმ
შემთხვევაში, თუ დოკუმენტი ქართულია, ნოტარიულად ნათარგმნი და დამოწმებული. ასევე, დედის
ან მამის პასპორტის ასლი. მათი გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვალების მოწმობა; 5)
ქორწინების მოწმობა, თუ დოკუმენტი ქართულია, ნოტარიულად ნათარგმნი და დამოწმებული. ასევე,
მეუღლის პასპორტის ასლი; 6) ნებართვა უშიშროების სამსახურიდან; 7) მამაკაცების შემთხვევაში,
ცნობა კომისარიატიდან; 7) გადახდის ქვითარი.
1411
გალის რაიონის მკვიდრის მიერ სახალხო დამცველისათვის მიწოდებული ინფორმაცია, 2017 წლის
10 თებერვალი.
1412
„რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საზღვრის დაცვა აფხაზეთში შექმნიდან
მეშვიდე
წელს
აღნიშნავს“,
2016
წლის
29
აპრილი,
„აპსნიპრესი“
http://www.apsnypress.info/news/pogranupravlenie-fsb-rossii-v-abkhazii-prazdnuet-sedmuyu-godovshchinuso-dnya-obrazovaniya/ [ბოლოს ნანახია 24.02.2017].
1409
765
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ხაზზე არსებული გამშვები პუნქტები, მდინარე ენგურის პუნქტის გარდა. 5 გამშვები
პუნქტიდან, ერთი - შამგონა-თაგილონი - 2016 წლის აპრილში გაუქმდა. 2016 წლის ბოლოს
დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით კი, 2017 წლის 4 მარტს ასევე შეწყვიტა
ფუნქციონირება
ხურჩა-ნაბაკევისა
და
ორსანტია-ოტობაიას
გამშვებმა
პუნქტებმა.
სანაცვლოდ, დე ფაქტო ხელისუფლება გალის რაიონის მკვიდრთ ენგურის ხიდამდე
ავტობუსით მომსახურებას სთავაზობს.1413 ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად, გალის
რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსახლეობამ 2017 წლის 25 იანვარს აქცია გამართა. მათ
ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების და უშიშროების წარმომადგენლები შეხვდნენ,
რის შემდეგაც აქცია მალე დაიშალა, თუმცა, გადაწყვეტილება არ შეცვლილა.1414
გარდა იმისა, რომ გალის ე.წ. ქვედა და ზედა ზონის სოფლები ენგურის ხიდიდან საკმაოდ
მოშორებით მდებარეობს, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა დამატებით პრობლემას
შექმნის ხიდამდე მისასვლელად. გამშვები პუნქტის მხოლოდ ენგურის ხიდზე დატოვება
ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი ფინანსური ტვირთი იქნება. ეს ასევე
გაართულებს გამყოფ ხაზზე გადაადგილებას დროის მხრივაც და გაზრდის გალის
მოსახლეობის
იზოლაციას.
სავარაუდოდ,
ასევე
გაიზრდება
უკანონო
დაკავებებიც,
გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები განაგრძობენ ახლომდებარე
პუნქტებით თუ შემოვლითი გზებით სარგებლობას.1415
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ
თუ აქამდე „საზღვრის
უკანონო გადაკვეთის“
ბრალდებით დაკავებულებს 1200 რუბლის (დაახლოებით 60 ლარი) ჯარიმის გადახდის
შემდეგ ათავისუფლებდნენ, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ 2017 წლის 18 იანვრის
საკანონმდებლო ცვლილებებით, „საზღვრის დარღვევისათვის“ ჯარიმის ოდენობა 4800-6000
რუბლამდე (დაახლოებით 215-270 ლარი) გაიზრდება, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი
განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15
1413
„იხურება კიდევ ორი გამშვები პუნქტი მდინარე ენგურის საზღვარზე“, 2016 წლის 28 დეკემბერი,
„აპსნიპრესი“. http://apsnypress.info/news/zakryvayutsya-eshche-dva-punkta-propuska-na-granitse-po-rekeingur [24.02.2017]; „აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტმა გამოაქვეყნა დადგენილება“, 2017 წლის 24
იანვარი, “აპსნიპრესი“, ხელმისაწვდომია: http://www.apsnypress.info/documents/vneseny-izmeneniya-vpostanovlenie-kabmina-abkhazii-ob-ustanovlenii-punktov-propuska-cherez-gosudars/
[ბოლოს
ნანახია
24.02.2017].
1414
„გალის მაცხოვრებლებმა გამშვები პუნქტების დაგეგმილი დახურვა გააპროტესტეს“, 2017 წლის 27
იანვარი, „სივილ ჯორჯია“ http://www.civil.ge/geo/article.php?id=30982 [ბოლოს ნანახია 24.02.2017].
1415
სახალხო დამცველი განცხადებით გამოეხმაურა დე ფაქტო ხელისუფლების ამ ინიციატივას და
აღნიშნა, რომ „ეს არის კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი ადგილობრივი მოსახლეობის
უფლებების პატივისცემისა და დაცვის კუთხით. გამშვები პუნქტების დახურვა ზღუდავს გალის
რაიონის მკვიდრთა გადაადგილების თავისუფლებას, უქმნის მათ გაუმართლებელ დაბრკოლებებს
ჯანდაცვის, განათლების, ვაჭრობის, ოჯახური კავშირების შენარჩუნებისა თუ სხვა მიმართულებით.“
სახალხო დამცველი აფხაზეთის გამყოფ ხაზზე გამშვები პუნქტების შესაძლო გაუქმებას ეხმაურება,
2017 წლის 6 იანვარი,
http://www.ombudsman.ge/ge/news/saxalxo-damcveli-afxazetis-gamyof-xazzegamshvebi-punqtebis-shesadzlo-gauqmebas-exmaureba.page.
766
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დღე-ღამით.1416 ეს რეგულაცია უარყოფითად აისახება იმ ადამიანთა უფლებებზე, რომლებიც
რეგულარულად გადაადგილდებიან საოკუპაციო ხაზზე.
გამყოფ ხაზზე გადაადგილების პრობლემას ემატება რაიონის შიგნით გადაადგილების
თავისუფლების შეზღუდვაც. გალის რაიონის სოფლებში, 2016 წლის დეკემბრიდან ახლად
დამატებულ პოსტებზე, რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეები დეტალურად
ამოწმებენ ადგილობრივთა საბუთებს (ფორმა N9 ან აფხაზური პასპორტი), რომლებიც ერთი
სოფლიდან მეორე სოფელში გადაადგილდებიან. მაგალითისათვის, გალის რაიონის ე.წ.
ზედა ზონის სოფლის მაცხოვრებელი სპეციალური საშვის გარეშე ვერ გადაადგილდება
გალის ე.წ. ქვედა ზონაში. იგივე წესი ვრცელდება ქვედა ზონის მაცხოვრებლებზეც. რაც
შეეხება აფხაზეთის დანარჩენ მოსახლეობას, სპეციალური საშვის გარეშე ისინი ე.წ.
სასაზღვრო ზონაში ანუ გალის რაიონის სოფლებში ვეღარ შევლენ. კონტროლის ასეთი
რეჟიმი განსაკუთრებულ პრობლემებს შეუქმნის იმ მოსახლეობას, რომელსაც საბუთები
მოწესრიგებული არ აქვს.
რაც შეეხება დაკავებებს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის გამყოფი ხაზის მიმართულებით, 2016 წელს
მნიშვნელოვან ცვლილებას ადგილი არ ჰქონია. ადგილობრივი მოსახლეობისათვის კვლავ
ჩაკეტილი რჩება გამყოფი ხაზი, ახალგორის რაიონის მონაკვეთის გარდა. საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამყოფ ხაზზე 2016 წელს 134
ადამიანი იყო დაკავებული, მათ შორის 14 ქალი და 8 არასრულწლოვანი (ეს რიცხვი 2015
წელს 163-ს შეადგენდა, ამათგან 18 ქალი, ხოლო 7 არასრულწლოვანი იყო.).1417 დაკავებულები
ძირითადად არიან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი, გამყოფი ხაზის
მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის მონაცემებით კი, 2016 წელს „საზღვრის რეჟიმის
დარღვევისთვის“ დაკავებულთა რაოდენობა 549 იყო.1418 დაკავებულთა განსხვავებული
მაჩვენებელი მიუთითებს ე.წ. სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ იმ პირთა რაოდენობაზე,
რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცდილობდა გადმოსვლას.
რაც შეეხება ახალგორის მიმართულებას, აქ ახალგორის მკვიდრი მოსახლეობა კვლავ
საშვების მეშვეობით გადაადგილდება, თუმცა საშვების გაცემა ხშირად ასევე პრობლემებთან
არის დაკავშირებული. ადგილობრივ მოსახლეობას დაბრკოლებებს უქმნის ის ფაქტიც, რომ
გამშვები პუნქტი 07:00 საათიდან 21:00 საათამდე მუშაობს და როგორც წესი, სრულად
1416
„გაიზარდა ჯარიმა აფხაზეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის“ 2017 წლის 19 იანვარი,
„კავკაზსკი უზელ“ http://www.kavkaz-uzel.eu/articles/296198/ [ბოლოს ნანახია 24.02.2017].
1417 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის 2 თებერვლის წერილი
N1494/17.
1418 „სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ გააძევა საზღვრის დამრღვევი საქართველოდან“, 2016 წლის 28
დეკემბერი, „სპუტნიკ ოსეტია“, http://sputnik-ossetia.ru/South_Ossetia/20161228/3522804.html , [ბოლოს
ნანახია 24.02.2017].
767
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
იკეტება დღესასწაულის ან პოლიტიკურად აქტიურ (მაგ., არჩევნები) დღეებში. სახალხო
დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციით, 2016 წლის 30 დეკემბერს, საახალწლოდ
ჩაიკეტა გამშვები პუნქტი, რამაც
ფატალური შედეგი გამოიწვია. 73 წლის მამაკაცს,
რომელსაც ადგილობრივმა ექიმებმა ინსულტი დაუდგინეს, სასწრაფო დახმარების მანქანაში
სამი საათი მოუწია ლოდინი საშვის ასაღებად. იგი უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს
თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა.1419
მოსახლეობისათვის კვლავ პრობლემატურია ის, რომ თითქმის შეუძლებელია ახლობლების
მიწვევა ახალგორში. მაგალითად, თუკი 2015 წლის ბოლომდე ახალგორის რაიონში
ქორწილსა თუ დაკრძალვაზე ქართული მხარის კონტროლირებადი ნაწილიდან სპეციალური
სიით გათვალისწინებული 10 ადამიანის შესვლა იყო შესაძლებელი, 2016 წლის იანვრიდან
ესეც აიკრძალა.1420
3. ბავშვთა უფლებები
როგორც ქართულ, ისე აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებში ბავშვი აღიქმება, როგორც
არათანასწორი სუბიექტი, ვის მიმართაც ძალადობა და მისი აზრის უგულებელყოფა
საზოგადოების მხრიდან გამართლებულია. შესაბამისად, არ ხდება ბავშვის უფლებათა
დარღვევების იდენტიფიცირება და აღიარებაც კი. მათი უფლებები საზოგადოებებისთვის
აქტუალური არ არის, მიუხედავად იმისა, რომ უფლებების დარღვევის მძიმე მაგალითები
არსებობს.
კონფლიქტურ რეგიონებში ბავშვთა უფლებების დაცვა ძირითადად ადგილობრივი და
საერთაშორისო
ორგანიზაციების
ინიციატივების
დონეზე.
საქველმოქმედო,
იმედადაა
ადგილობრივი
კულტურული
და
დარჩენილი,
სამოქალაქო
სპორტული
მცირე
მოცულობის
საზოგადოების
ისიც
მცდელობები
ღონისძიებებით
შემოიფარგლება.
საერთაშორისო ორგანიზაციები კი, როგორიცაა გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და World
Vision,
ძირითადად
ჯანდაცვის
ხელმისაწვდომობის,
ცნობიერების
ამაღლებისა
და
კვალიფიკაციის გაძლიერების პროექტებს ახორციელებენ.
ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ზოგადი შეფასებით, ბავშვთა უფლებების
მხრივ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მდგომარეობა ისეთივეა, როგორც დანარჩენ
საქართველოში. ზოგადი პრობლემები მოიცავს ბავშვთა სიღარიბეს, ბავშვთა მიმართ
ძალადობას,
სკოლამდელი
განათლების
და
შშმ
ბავშვთა
სპეციალური
მოვლის
დაწესებულებების არასაკმარის რაოდენობას, ფინანსური სახსრების არარსებობას და ა.შ.
1419
საკონტაქტო პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, 20 იანვარი 2016.
„არც სიკვდილი, არც ქორწინება“, მურატ გუკემუხოვი, რადიო „ეხო კავკაზა“ 05.02.2016,
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია
რუსულ
ენაზე,
ვებგვერდზე:
<http://www.ekhokavkaza.com/content/article/27534878.html> [ბოლოს ნანახია 02.03.2016].
1420
768
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
თუმცა,
კონფლიქტურ
უფლებების
რეგიონებში
დაცვისა
და
სერიოზულ
განვითარებისკენ
პრობლემას
წარმოადგენს
მიმართული
საჯარო
ბავშვთა
პოლიტიკის
არათანმიმდევრულობა, ან, სულაც, მისი არარსებობა.
სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქალთა და
ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, კარგადაა წარმოჩენილი, რომ საომარი
დაპირისპირების,
პოლიტიზების
მოუგვარებელი
გავლენა
ბავშვებზე
კონფლიქტისა
და
და
ჰუმანიტარული
არასრულწლოვნებზე
უაღრესად
საკითხების
მძიმეა.1421
სისტემატური სახე აქვს ბავშვთა ჯანმრთელობის გაუარესებას გადაადგილების შეზღუდვის
გამო. ისინი შემოვლითი გზებით კვეთენ გამყოფ ხაზს და ამისთვის 2-3 დღეს გამყოფი ხაზის
სოფლებში ყოვნდებიან, რათა შესაფერისი დრო მოძებნონ გამყოფ ხაზზე გადასასვლელად
(როდესაც რუსი მესაზღვრეები ადგილზე არ იმყოფებიან). გალის მკვიდრთა განცხადებით,
ასეთი ასეულობით შემთხვევაა.1422
დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემები მძიმედ აისახება ბავშვებზე, რადგან მათზე,
რომელთაც თუნდაც ერთ მშობელსაც არ აქვს აფხაზური პასპორტი, არ გაიცემა დაბადების
მოწმობა და, შესაბამისად, არც პირადობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.
დოკუმენტების უქონლობის გამო კი არასრულწლოვნები ვერ ახერხებენ გამყოფ ხაზზე
გადმოსვლას და საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიღებას.
ამ მიზეზით, გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონებში ცხოვრობენ ბავშვები,
რომელთაც არ აქვთ არც აფხაზური და არც ქართული საბუთები. შედეგად, გარკვეულ
შემთხვევებში,
ბავშვები
ვერ
რეგისტრირდებიან
სკოლამდელ
თუ
სასკოლო
დაწესებულებებში, რაც განათლების უფლების დარღვევად უნდა შეფასდეს. ასევე, ვერ
იღებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ დადგენილ იმ მცირე სოციალურ დახმარებებს
თუ ჯანდაცვის სერვისებს, რომლებიც განკუთვნილია საქართველოს მოქალაქეებისთვის ან
იძულებით გადაადგილებული პირებისთვის.
სახალხო დამცველისთვის უკიდურესად შემაშფოთებელია ბავშვების, მათ შორის ჩვილების
და მათი მშობლების, დაკავების ფაქტები. ამასთან, რუსეთის ფედერაციის სამხედრო
ბაზებზე ბავშვების დაკავების დროს ადგილი აქვს არასათანადო და ღირსების შემლახავი
მოპყრობის, მათ შორის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, საკვებისა და სასმელი წყლის
შეზღუდვის ფაქტებს. 1423
1421
საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „ქალთა და ბავშვთა უფლებები
კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში”, 2016.
1422 საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელთა მიერ ჩატარებული ინტერვიუები, 2016
წლის ნოემბერი.
1423 კონკრეტული ფაქტები იხილეთ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში,
„ქალთა და ბავშვთა უფლებები კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში“, 2016, გვ. 25-28,
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4201.pdf.
769
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სახალხო დამცველის აპარატის მიერ, დაკავებულ მოქალაქეთა ახსნა-განმარტებებიდან
მოპოვებული ინფორმაციით, ირკვევა, რომ გალის რაიონში განლაგებული რუსეთის
ფედერაციის სამხედრო ბაზის სარდაფებში არ არის სათანადო პირობები; დაკავებულებს არ
მიეწოდებათ წყალი და საჭმელი; ათეულობით ადამიანს, განურჩევლად სქესისა და ასაკისა,
ერთ ოთახში ათავსებენ.
გამყოფ ხაზზე გადაადგილების შეზღუდვით ასევე ირღვევა ბავშვების სიცოცხლის,
ჯანმრთელობისა და განათლების ხელმისაწვდომობის უფლება, რადგან არასრულწლოვნები
სწორედ ამ მიზნებისათვის კვეთენ გამყოფ ხაზს. ამასთან,
გაეროს ბავშვთა უფლებების
შესახებ კონვენციის 37-ე მუხლის თანახმად, არცერთმა ბავშვმა არ უნდა განიცადოს წამება ან
სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა ან დასჯა. ამავე მუხლით,
არასრულწლოვანთა თავისუფლების აღკვეთა დაშვებულია როგორც უკიდურესი ზომა,
თუმცა, გალის მკვიდრ ბავშვთა შემთხვევებში აშკარაა, რომ რუსი მესაზღვრეების მიერ მათი
დაკავება ჯარიმის გადახდის უზრუნველყოფის საშუალებად გამოიყენება.
კვლავ
გადაუჭრელ
პრობლემად
რჩება
გალის
რაიონში
ხარისხიანი
განათლების
ხელმისაწვდომობისა და მშობლიურ ენაზე განათლების უფლება. ამ საკითხს სახალხო
დამცველი 2014 და 2015 წლებშიც მწვავედ აყენებდა,1424 სახალხო დამცველმა 2015 წლის
საპარლამენტო ანგარიშში რეკომენდაციით მიმართა ჟენევის დისკუსიების დელეგაციის
წევრებს, გამოეყენებინათ სამართლებრივი, პოლიტიკური და დიპლომატიური მექანიზმები
გალის მოსახლეობის განათლების უფლების დასაცავად და მოეხდინათ საერთაშორისო
თანამეგობრობის სათანადო ინფორმირება.
საქართველოს
საგარეო
საქმეთა
სამინისტროს
ინფორმაციით,1425
გალის
რაიონის
მაცხოვრებელთა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საკითხი მუდმივად განიხილება
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მეორე სამუშაო ჯგუფში, რომელიც ჰუმანიტარულ
საკითხებს შეეხება. მშობლიურ ენაზე განათლების შეზღუდვის პრობლემა ასევე აისახა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოველკვარტალურ ანგარიშებში ოკუპირებულ
ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. სამწუხაროდ, საგარეო
საქმეთა სამინისტროს სისტემატური მცდელობის მიუხედავად, ადგილზე მდგომარეობა არ
შეცვლილა და ვერ მოხერხდა შეთანხმება ისეთი პროგრამისა და მექანიზმის შემუშავებაზე,
რომელიც მისაღები იქნებოდა გალის რაიონის მკვიდრთათვის.
1424
დეტალურად ამ საკითხზე იხ. საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში
„განათლების უფლება გალის რაიონში: 2015-2016 სასწავლო წლის სიახლეები და თანმდევი
პრობლემები“, 2015,
http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3363.pdf.
1425 საგარეო საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 23 იანვრის N01/2223 წერილი.
770
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ასევე ხელს უწყობს და ეხმარება
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე სასწავლო პროცესს, თუმცა, საშუალო განათლების
სფეროში
არსებული
დანაკლისის
ასანაზღაურებლად
მნიშვნელოვანია
გაიზარდოს
არაფორმალური განათლების პროგრამების რიცხვი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები
მოსწავლეებისათვის და გაფართოვდეს მასწავლებელთა მატერიალური მხარდაჭერა.
ოკუპირებულ რეგიონებში ასევე პრობლემატურია გოგონების ადრეულ ასაკში ქორწინება.
ასეთ ფაქტებზე სამართალდამცავები არ რეაგირებენ და ფაქტობრივად, მართლმსაჯულების
აღსრულება ოჯახების ხელთაა. ძირითად შემთხვევებში კი, ადრეულ ასაკში ქორწინება
ოჯახების სურვილითაც ხდება. ძალადობის შემთხვევაში კი, ოჯახები ეწინააღმდეგებიან
გოგონების უკან დაბრუნებას, რადგან მიიჩნევა, რომ ამით ოჯახის ღირსება ილახება.
სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციით, გალის სკოლების მოსწავლეებს შორის
(სულ 4363 მოსწავლე 2016 წელს), ბოლო 3 წლის განმავლობაში გოგონათა ადრეული
ქორწინების 11 შემთხვევაა, ერთ შემთხვევაში კი, არასრულწლოვნები ერთმანეთზე
დაქორწინდნენ.1426
აფხაზეთში
მომუშავე
არასამთავრობო
ორგანიზაცია
2016
წელს
ოჩამჩირის, ტყვარჩელის და გალის რაიონებში არასრულწლოვანთა ქორწინების 23
შემთხვევაზე იუწყება.1427 შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების
შემთხვევები ასევე არის აფხაზეთის დანარჩენ ტერიტორიაზე და სამხრეთ ოსეთში, ისევე,
როგორც მთლიანად საქართველოში,1428 თუმცა, სამწუხაროდ, სრულყოფილი ინფორმაცია
სახალხო დამცველისთვის უცნობია.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მიმოხილვა და რეკომენდაციები
2016 წლის შემოდგომაზე IX მოწვევის პარლამენტმა განაახლა მსჯელობა კანონპროექტზე,
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის
თაობაზე“, რომელიც 2013 წლის მაისში VIII მოწვევის პარლამენტმა პირველი მოსმენით
მიიღო. ამ დისკუსიას სპეციალური ანგარიშით გამოეხმაურა სახალხო დამცველი და თავისი
მოსაზრებები წარადგინა კანონში არსებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომლებიც
პრობლემებს ქმნის ადამიანის უფლებების რეალიზების კუთხით.1429
ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული მიმართულებებიდან შესვლა
1426
გალის რესურსცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. 13.12.2016.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისათვის მიწოდებული ინფორმაცია. 2016.
1428 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „ადრეულ ასაკში ქორწინება:
გამოწვევები და გადაჭრის გზები” 2016, https://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3486.pdf
1429 ვრცლად იხილეთ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „ოკუპირებული
ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის ანალიზი და რეკომენდაციები“, 2017,
ხელმისაწვდომია: http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4196.pdf [24.02.17].
1427
771
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მთავრობის
მიერ
წარდგენილი
კანონპროექტის
მიხედვით,
კანონის
მე-4
მუხლი,
(ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესი) იმგვარად უნდა შეიცვალოს, რომ ამ
ტერიტორიებზე
შესვლის
სისხლისსამართლებრივ
წესის
დარღვევა
პასუხისმგებლობას,
პირველ
არამედ
ჯერზე
გახდება
აღარ
გამოიწვევს
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება შეფასდება სისხლის
სამართლის დანაშაულად, რაც ნაცვლად თავისუფლების აღკვეთისა, ისჯება 400 ლარის
ჯარიმის ოდენობით. კანონის მოქმედება და შეზღუდვები ასევე ვრცელდება საერთაშორისო
ჰუმანიტარულ და სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე და მათ თანამშრომლებზე, რომლებიც
ყოველდღიურ საქმიანობას ეწევიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა მხოლოდ
ადმინისტრაციული წესით უნდა ისჯებოდეს; იზიარებს მთავრობის კანონპროექტს,
რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შემდეგ სპეციალური ნებართვების
გაცემას
ითვალისწინებს
და
საერთაშორისო
ორგანიზაციებისა
და
მათი
წარმომადგენლებისთვის შეზღუდვების გამარტივების ინიციატივით გამოდის.
ეკონომიკური საქმიანობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე
საქართველო, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით ასევე ზღუდავს და სისხლის
სამართლის დანაშაულად განიხილავს პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ საქმიანობას
ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც კი საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლით
ხორციელდება (მე-6 მუხლი). ეს ეხება არა მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და უცხო
ქვეყნის ინვესტიციებს, არამედ ქართული კომპანიებისა თუ საქართველოს მოქალაქეების
საქმიანობასაც.
იმისათვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა მეტად ჩაერთოს
დანარჩენ საქართველოსთან ეკონომიკურ საქმიანობაში და საქართველოს ევროკავშირთან
პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციით მიღებული სარგებელი მათზეც გავრცელდეს,
სახალხო
დამცველი
წამახალისებელი
მიიჩნევს,
რომ
სამართლებრივი
მთავრობამ
და
უნდა
შეიმუშაოს
მოქნილი
ლოჯისტიკური
მექანიზმი,
მათ
და
შორის
განსხვავებული საგადასახადო რეჟიმი და გამოყოს ფინანსური რესურსი, რომელიც
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე ადგილობრივ ინდივიდუალურ მეწარმეებს,
მიკრო და მცირე ბიზნესებს საშუალებას მისცემს, ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის
მიზნით, განავითარონ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გამყოფი ხაზის მეორე
მხარეს მოქმედ ბიზნესებთან და მეწარმეებთან. გარდა ამისა, უნდა შემსუბუქდეს
შეზღუდვები ამ ოკუპირებულ რეგიონებში მოქმედი სამედიცინო და საგანმანათლებლო
ორგანიზაციებისთვის.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული დოკუმენტები
772
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სახალხო დამცველი ასევე მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა პირებმა
შედარებით მარტივად უნდა შეძლონ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი
მოწმობისა და იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტების მიღება. ამისათვის, კი მთავრობამ
უნდა იმსჯელოს არალეგიტიმური ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების ცნობად
მიღებაზე.
ეს
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე
მცხოვრებ
პირთათვის
სახელმწიფო
სერვისების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფდა.
პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დაცვაზე
საქართველოს
კანონში
ოკუპირებული
ტერიტორიების
შესახებ,
არაფერია
ნათქვამი
საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებაზე, შესაძლებლობის ფარგლებში, დაიცვას
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებები. სახალხო დამცველი
მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები
მოსახლეობის უფლებების დაცვის ვალდებულების გამოკვეთა კანონში დადებითად
აისახებოდა ამ ადამიანთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას:
დაავალოს შესაბამის სტრუქტურებს (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს
სახელმწიფო მინისტრის აპარატს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს)
შეიმუშაონ მექანიზმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის
მქონე პირებისათვის, რეფერალურ პროგრამაში ჩართვის თაობაზე. მომზადდეს ცვლილებები
„რეფერალური მომსახურების ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის
შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის
განსაზღვრის შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე
მცხოვრები ყველა პირის მიმართ, მიუხედავად მოქალაქეობისა, სავალდებულო ხასიათი
ჰქონდეს ერთგვაროვან პრაქტიკას.
საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას:
შემუშავდეს იმგვარი ცვლილებები „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს
კანონში,
რომელიც
ასახავდა
სახალხო
დამცველის
რეკომენდაციებს
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე შესვლის წესისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობის
განხორციელების
თაობაზე;
ასევე,
არალეგიტიმური
ორგანოების
მიერ
გაცემული
იურიდიული ფაქტის მქონე დოკუმენტებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის
უფლებების დაცვის ვალდებულების შესახებ (რომელიც ჩამოყალიბებულია საქართველოს
773
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“
საქართველოს კანონის ანალიზი და რეკომენდაციები“).
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების
მექანიზმის შეხვედრებში მონაწილე დელეგაციის წევრებს (შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის
საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს, საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურს)
უზრუნველყოს როგორც ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში, ისე ინციდენტების პრევენციისა
და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში, ქალთა მონაწილეობის გაზრდა და ქალთა და
ბავშვთა სპეციფიკური საჭიროებების, მათ შორის ოჯახში ძალადობის საკითხების დღის
წესრიგში შეტანა.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების
დროებით სამთავრობო კომისიას და მის ინდივიდუალურ წევრებს:
მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება 1990-იან და 2008 წლის შეიარაღებული მოქმედებების
დროს დაზიანებული სახლების რეაბილიტაციის ან მიყენებული ზიანის კომპენსაციის
თაობაზე საბიუჯეტო სახსრებით
იმსჯელოს და დაავალოს შესაბამის წევრ სტრუქტურებს (საქართველოს სოფლის მეურნეობის
სამინისტრო,
საქართველოს
შეისწავლონ
გამყოფი
ეკონომიკისა
ხაზის
სოფლების
და
მდგრადი
სპეციფიკა
განვითარების
სამინისტრო)
შეიმუშაონ
კონფლიქტით
და
დაზარალებული თემების სპეციფიკურ საჭიროებებზე და შესაძლებლობებზე მორგებული
სამეწარმეო და სოფლის მეურნეობის წახალისების პროგრამები
გამოყოს შესაბამისი სახსრები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში მდინარე
ოლორზე ხიდის რეაბილიტაციისა და მდინარის ნაპირების გასამაგრებლად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:
უზრუნველყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მშენებარე საავადმყოფოში
ბავშვთა რეანიმაციული განყოფილების მოწყობა და რეგიონს გადაეცეს ბავშვთა სასწრაფო
დახმარების მანქანა, რომელიც აფხაზეთიდან გადმოსულ ბავშვებსაც მოემსახურება
უზრუნველყოს
ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის
სოფელ
ხურჩასა
და
წალენჯიხის
მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში ამბულატორიის მოწყობა, რეაბილიტაცია და საჭირო
ინვენტარით აღჭურვა
გამოყოს დამატებითი რესურსები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომუშავე სამედიცინო
პერსონალის
ფინანსური
და
მატერიალური
დახმარებისა
და
მათი
პროფესიული
გადამზადების მიზნით. უზრუნველყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი სამედიცინო
დაწესებულებების შესაბამისი აღჭურვა
უმოკლეს ვადაში გადასცეს სასწრაფო დახმარების მანქანა საბერიოს სასწრაფო დახმარების
ცენტრს
774
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მიიღოს ყველა ზომა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დასახმარებლად,
რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სერვისებს სთავაზობენ ქალებს, ბავშვებს, შშმ
პირებს, ძალადობის მსხვერპლებს და ა.შ.
უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის გახსნა ზუგდიდში, რომელიც
აფხაზეთში მცხოვრებ პირებსაც მოემსახურება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს:
გააფართოოს გალის რაიონის სკოლების და იქ მომუშავე პერსონალის მხარდაჭერა, მათ შორის
მატერიალური დახმარება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს აკადემიური პერსონალისათვის
გაუმჯობესებული
სადაზღვევო
პაკეტის
შეთავაზებას,
პერსონალური
კომპიუტერების
გადაცემას და ა.შ.
გააფართოოს საგანმანათლებლო და არაფორმალური განათლების პროგრამები ოკუპირებულ
ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის, მათი საჭიროებების
მიხედვით.
775
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
26.ეკომიგრანტების უფლებრივი მდგომარეობა
საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებში, 2010
წლიდან, ეკომიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობის მიმოხილვას ცალკე თავი ეთმობა.
მართალია, ეკომიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, თუმცა
ძირითადი პრობლემები კვლავაც გადაუჭრელი რჩება.
წინა წლების მსგავსად, 2016 წელსაც მთავარი პრობლემა სტიქიური მოვლენების შედეგად
დაზარალებულთა სფეროში ერთიანი სამართლებრივი ბაზის არარსებობაა. სამწუხაროა, რომ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ბრძანებით1430
შექმნილი კომისიის მიერ შემუშავებული „ეკომიგრანტთა შესახებ“ კანონის პროექტი
მთავრობამ არ მოიწონა. შესაბამისად, მისი ინიცირება საქართველოს პარლამენტში არ
მომხდარა.1431
ეკომიგრანტთა
სფეროში
ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი
მიმართულება
საცხოვრებლით
უზრუნველყოფაა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ეკომიგრანტებისათვის 93 სახლი
იქნა შესყიდული, ხოლო 2017 წლის განმავლობაში კიდევ დაგეგმილია 90 სახლის
შესყიდვა.1432 რაც შეეხება წინა წლებს, 2013-2014 წლებში სამინისტრომ ეკომიგრანტებისათვის
- 69 სახლი, ხოლო 2015 წელს 91 სახლი შეიძინა.1433 სამწუხაროა, რომ განსახლებული
ოჯახების ზრდის ტენდენცია საანგარიშო და მიმდინარე წლებში არ შენარჩუნებულა.
ეკომიგრანტთა კუთხით, მნიშვნელოვანი სიახლეა მონაცემთა ბაზის შექმნა,1434
რომლის
ჩამოსაყალიბებლად გარკვეული ღონისძიებების გატარება 2015 წელს დაიწყო.1435 2016 წლის
ბოლოს მონაცემებით, ბაზაში 3 909 ეკომიგრანტი ოჯახია რეგისტრირებული.1436 საანგარიშო
1430„საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 6 ივნისის N123 ბრძანება.
1431 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის N5273 წერილის თანახმად, მთავრობის მიერ
მიზანშეწონილად ჩაითვალა „ეკომიგრანტთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით
გათვალისწინებული საკითხების კანონქვემდებარე აქტით დარეგულირება.
1432
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს N03-01/03/3044 წერილი.
1433
სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ 848.
1434საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს N03-01/03/3044 წერილი.
1435 სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ 848.
1436
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს N03-01/03/3044 წერილი.
776
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
პერიოდში
გაგრძელდა
2004-2012
წლებში
განსახლებული
ეკომიგრანტებისათვის
საცხოვრებელი სახლების კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცესი. 2016 წელს 311
ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა დაკავებული საცხოვრებელი სახლი კერძო საკუთრებაში.1437
გარდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები ეკომიგრანტებისა, წინამდებარე
თავში 2015 წლის 13-14 ივნისს, თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარ სტიქიასთან
დაკავშირებით არსებულ სამართლებრივ რეგულაციებზე, სახელმწიფოს მიერ გატარებულ
ღონისძიებებსა და გამოვლენილ ხარვეზებზეც ვისაუბრებთ.
1. ეკომიგრანტთა
სფეროში
არსებული
კანონმდებლობა,
ხარვეზები
და
სოციალური გარანტიების სიმწირე
საქართველოს სახალხო დამცველი წლებია, დეტალურად საუბრობს ეკომიგრანტთა სფეროში
არსებულ
საკანონმდებლო
განმარტებები1439
საკმარის
ხარვეზებზე.1438
მიუხედავად
საფუძველს
იძლევა
იმისა,
რომ
ეკომიგრანტების
საერთაშორისო
იძულებით
გადაადგილებული პირებად ჩასათვლელად, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა,
სტიქიური მოვლენების შედეგად გადაადგილებულ პირებს, როგორც დევნილებს, არ
განიხილავს.1440
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ეკომიგრანტებზე არ ვრცელდება ის
სოციალური გარანტიები, რომლითაც დევნილები სარგებლობენ.1441 ეკომიგრანტები, გარდა
იმისა, რომ არ იღებენ სტატუსიდან გამომდინარე დახმარებას, ასევე ვერ სარგებლობენ ქირის
1437
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს N03-01/03/3044 წერილი.
1438სახალხო დამცველის 2010 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 450-451, 2011 წლის საპარლამენტო
ანგარიში, გვ. 215, 2012 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 660-661, 2013 წლის საპარლამენტო
ანგარიში, გვ. 613-614, 2014 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 661-662 და 2015 წლის საპარლამენტო
ანგარიში, გვ. 849-850.
1439გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები იძულებით გადაადგილების შესახებ, პრეამბულა, მე-2
პუნქტი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის 2010 წლის მოხსენება მსოფლიო მიგრაციის
შესახებ, გვ. 73-74.
1440
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით იძულებით გადაადგილებულ პირად
აღიარებულები არიან პირები, რომლებმაც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უცხო ქვეყნის მიერ
ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის
უფლებების მასობრივი დარღვევის გამო დატოვეს.
1441„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი ამომწურავად ჩამოთვლის დევნილთა სოციალური
დაცვის გარანტიებს.
777
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფითა1442 და ერთჯერადი ფულადი დახმარებით.1443
აღნიშნული დახმარებებით აქტიურად სარგებლობენ დევნილი ოჯახები.1444
სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ გააჩნია ერთიანი ხედვა ეკომიგრანტების
მიმართ. ეს გამოიხატება როგორც ერთიანი კანონის, ასევე სპეციალური სტრატეგიისა და
სამოქმედო გეგმის არარსებობაში. მართალია, ადამიანის უფლებათა 2016-2017 წლებისათვის
სამოქმედო გეგმის1445 ერთ-ერთი თავი1446 სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს შეეხება,
თუმცა, მოცემული სამოქმედო გეგმა, 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმისაგან განსხვავებით,
აღარ ითვალისწინებს სპეციალური კანონის მიღებას.აღნიშნული გარემოება უარყოფითად
უნდა შეფასდეს, ვინაიდან, ჩანს, რომ ხელისუფლება უახლოესი პერიოდის განმავლობაში
აღარ გეგმავს კანონმდებლობის სრულყოფას. საკითხის მნიშვნელობა კიდევ უფრო ნათელი
გახადა თბილისში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარმა სტიქიამ. სახალხო დამცველი
ხაზგასმით აღნიშნავდა,1447 რომ ერთიანი საკანონმდებლო ბაზის არარსებობა დაედო
საფუძვლად
ვერეს
ხეობაში
დაზარალებული
ოჯახების
მიმართ
გასატარებელი
განსახლების
მიზნებისათვის
ღონისძიებებისთვის, სპეციალური რეგულაციების შემოღებას.1448
დღესდღეობით
გამოიყენება.
ეკომიგრანტი
კერძოდ,
ოჯახის
სტიქიის
ცნება
შედეგად
მხოლოდ
დაზარალებული
ოჯახების
განსახლების
მიზნებისათვის, მიღებულია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი (შემდგომში მინისტრის
N779 ბრძანება).1449 მითითებული აქტის საფუძველზე შექმნილია კომისია,1450 რომელიც
განიხილავს
სტიქიური
დაქვემდებარებული
მოვლენების
ოჯახების
შედეგად
განსახლებისა
დაზარალებული
და
საცხოვრებელი
და
გადაადგილებას
ფართების
კერძო
საკუთრებაში გადაცემის საკითხებს.
1442
საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა
განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების მე-6 მუხლი, მე-6
პუნქტი.
1443
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის N127 განკარგულება, მუხლი 2.2.4.
1444 სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 813.
1445
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის N338 დადგენილება „საქართველოს ადამიანის
უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისთვის) დამტკიცების შესახებ“.
1446
მე-16 თავი.
1447 სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 850.
1448
„თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად
დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და
სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის №17-66 დადგენილება.
1449
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანება.
1450
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული
ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია.
778
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
N779 ბრძანებით გათვალისწინებული რეგულაციები მიმოხილულია საქართველოს სახალხო
დამცველის 2014-2015 წლების საპარლამენტო ანგარიშებში.1451 მოცემულ შემთხვევაში,
საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებზე ვისაუბრებთ.
განხორციელებული ცვლილებების მიხედვით,1452 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ტერიტორიაზე
რეგისტრირებული
ავტონომიური
რესპუბლიკის
ეკომიგრანტების
მთავრობის
აქტით
განსახლების
შექმნილი
საკითხს
კომისია
აჭარის
განიხილავს,
ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ფარგლებში. საანგარიშო პერიოდში დამტკიცდა
ეკომიგრანტი ოჯახების ერთიანი ელექტრონული ბაზის წარმოების წესი.1453 მიგვაჩნია, რომ
ზემოაღნიშნული
ცვლილება,
გაზრდის
საცხოვრებელი
ფართით
უზრუნველყოფილი
ეკომიგრანტების რაოდენობას, ხოლო, ბაზის წარმოება ხელს შეუწყობს ეკომიგრანტთა
მიმართ სამომავლო პოლიტიკის დაგეგმვას.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა ეკომიგრანტი ოჯახის ცნებამ. კერძოდ,
მოქმედი რედაქციის მიხედვით, ეკომიგრანტად ითვლება ოჯახი, რომელიც ცხოვრობს ან
ცხოვრობდა
სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან
ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში.1454
ცვლილებამდე, ეკომიგრანტად ითვლებოდა ოჯახი, რომელიც ზემოაღნიშნულ პირობებში
ცხოვრობდა. აღნიშნული ცვლილების შედეგად, ეკომიგრანტი ოჯახის ცნება1455 უფრო
ამომწურავი გახდა და მოიცვა ის პირები, ვინც სტიქიის შედეგად გადაადგილდნენ.
საანგარიშო
პერიოდში
ცვლილებების
მიხედვით,
ეკომიგრანტთა
დეპარტამენტს
საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე განაცხადის დამუშავებისას მიენიჭა უფლება,
ეკომიგრანტის მიერ მცდარი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, დაზარალებულს
გაუუქმოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია.1456 მითითებული ცვლილებით, დეპარტამენტს
1451
საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 660-661, 2015 წლის
საპარლამენტო ანგარიში, გვ. 850.
1452
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანება, 1-ლი მუხლი, მე-5
პუნქტი.
1453საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანება, დანართი N6.
1454საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანება, დანართი N1, 1ლი მუხლი, მე-3 პუნქტი.
1455
მხოლოდ განსახლების მიზნებისთვის.
1456საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანება, დანართი N1, მე-2
მუხლი, მე-12 პუნქტი.
779
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ფართო უფლებამოსილება აქვს მინიჭებული და მიგვაჩნია, რომ მონაცემთა ბაზაში
რეგისტრაციის გაუქმებაზე გადაწყვეტილება უმჯობესი იქნება კომისიამ მიიღოს.
საბოლოოდ, კანონმდებლობასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ეკომიგრანტები და
დევნილები მიეკუთვნებიან მოწყვლად კატეგორიას. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ორივე
კატეგორიის იძულებით გადაადგილებული პირები თანაბარი სოციალური გარანტიებითა
და მიდგომებით იყვნენ უზრუნველყოფილები.
2. ეკომიგრანტთა სფეროში არსებული პრაქტიკა და ხარვეზები
როგორც არაერთხელ აღინიშნა, ეკომიგრანტები დღესდღეობით მხოლოდ განსახლების
უფლებით სარგებლობენ. შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატი წლების განმავლობაში
აკვირდებოდა 2004-2012 წლებში განსახლებული ეკომიგრანტი ოჯახებისათვის დაკავებული
საცხოვრებელი ფართების კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცესს, რომელიც სწორედ 2016
წელს დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით,1457 საანგარიშო პერიოდში 2004-2012 წლებში
განსახლებულ
311 ოჯახს საცხოვრებელი სახლი კერძო საკუთრებაში გადაეცა. როგორც
ცნობილია, ზემოაღნიშნულ პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსახლდა 1062
ოჯახი.1458 ცხადია, პროცესი დასრულებული არ არის და სახალხო დამცველი იმედს
გამოთქვამს, რომ საცხოვრებელი სახლების კერძო საკუთრებაში გადაცემა აქტიურად
გაგრძელდება.
სამინისტროს ინფორმაციით,1459 2004-2012 წლებში განსახლებული ეკომიგრანტებისათვის
საცხოვრებელი
სახლების
გადასაცემად
არ
შემუშავებულა
სპეციალური
პროცედურა/კრიტერიუმები და შესაბამისად, მინისტრის N779 ბრძანებით რეგულირდება.
ეკომიგრანტთა უფლებების რეალიზაციისათვის, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მხრიდან
შესაბამისი
ფინანსური
მხარდაჭერა.
სამინისტროს
ინფორმაციით,1460
2016
წელს
ეკომიგრანტების განსახლებაზე დაიხარჯა 2 230 465,6 ლარი. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში
საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით შეივსო 648 განაცხადი, ხოლო მათგან
განსახლდა (საცხოვრებლით დაკმაყოფილდა) 93 ეკომიგრანტი ოჯახი. რაც შეეხება 2017
წლის ბიუჯეტს, ეკომიგრანტთა განსახლების მიზნით გამოყოფილია 2 250 000 ლარი.
1457
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს N03-01/03/3044 წერილი.
1458 სახალხო დამცველის 2013 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 620.
1459
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს N03-01/03/3044 წერილი.
1460
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს N03-01/03/3044 წერილი.
780
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
პირთა,
პირთა,
პირთა,
ეკომიგრანტთა განსახლება, როგორც აღინიშნა, დღესდღეობით მინისტრის N779 ბრძანებით
ხორციელდება. არსებობს განსახლების რამდენიმე შესაძლებლობა. ესენია, დაკავებული
საცხოვრებელი ფართის კერძო საკუთრებაში გადაცემა, სამინისტროს მიერ შესყიდულ
საცხოვრებელ სახლში განსახლება და მოძიებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვა.
საცხოვრებლის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილება დამოკიდებულია ქულათა
რაოდენობაზე.
მაღალი
ქულის
მქონე
განმცხადებლებს
რიგითობისას
ენიჭებათ
პრიორიტეტი. თუმცა, არსებობს გამონაკლისი, როდესაც ქულათა რაოდენობას ყურადღება
არ ექცევა და განსახლება კრიტერიუმების გაუთვალისწინებლად ხდება. ამის საფუძველი
შეიძლება იყოს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება,
უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლის მომეტებული
საფრთხის ქვეშ არსებობის შესახებ და დონორი ორგანიზაციის მიზნობრივი გრანტი
კონკრეტული ოჯახების დაკმაყოფილების თაობაზე.1461 სამინისტროს ინფორმაციით,1462
მომეტებული საფრთხის არსებობის საფუძვლით, საცხოვრებლით დაკმაყოფილდა 27 ოჯახი.
ხოლო, განსახლებაზე პასუხისმგებელი ორგანო არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, სულ
რამდენ ეკომიგრანტ ოჯახზეა გაცემული დასკვნა, საცხოვრებლის მომეტებული საფრთხის
ქვეშ
არსებობის
თაობაზე.
არაკოორდინირებულ
აღნიშნული,
საქმიანობას
ხაზს
სახელმწიფო
უსვამს
ეკომიგრანტთა
უწყებების
მხრიდან.
მიმართ
იმის
გათვალისწინებით, რომ სამინისტროსათვის უცნობია რამდენი ეკომიგრანტია განსახლების
გადაუდებელი აუცილებლობის წინაშე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ამგვარ ოჯახებს
სათანადო ყურადღება არ ექცევათ. მსგავსი ოჯახების დასაცავად, სამწუხაროდ, არ
მოქმედებს ქირის პროგრამა, რომელიც დროებითი განსახლების შესაძლებლობას მისცემდა
მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს.
3. 13-14 ივნისის სტიქიური მოვლენა
საქართველოს სახალხო დამცველი 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში შეეხო 13-14 ივნისის
სტიქიურ
მოვლენას.1463
მიმოხილულია
სტიქიის
შედეგად
მიყენებული
ზიანის
ანაზღაურების მარეგულირებელი კანონმდებლობა და გამოვლენილი ხარვეზები.
სახალხო დამცველი საგანგებოდ მიუთითებდა, რომ სწორედ ერთიანი საკანონმდებლო
ჩარჩოს არარსებობა გახდა კონკრეტული სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული
1461
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანება, დანართი N1, მე-3
მუხლი, მე-3 პუნქტი.
1462
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს N03-01/03/3044 წერილი.
1463 სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 853.
781
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ზიანის აღმოსაფხვრელად სპეციალური კანონქვემდებარე აქტის მიღების ერთ-ერთი
საფუძველი.
სამწუხაროა,
რომ
ხელისუფლებას
კვლავაც
არ
გამოუვლენია
ნება
კანონმდებლობის დასახვეწად. ზოგადი წესის არსებობა შესაძლებელს გახდიდა თანაბარ
მიდგომებს
საქართველოს
სხვადასხვა
რეგიონში
მცხოვრები
სტიქიის
შედეგად
დაზარალებული ოჯახების მიმართ.
3.1. მიყენებული ზიანის ანაზღაურების მარეგულირებელი კანონმდებლობა და არსებული
ხარვეზები
მოსახლეობისათვის
მიყენებული
ზიანის
ანაზღაურების
მუნიციპალიტეტის
საკრებულომ,
როგორც
ცნობილია,
მიზნით,
შეიმუშავა
თბილისის
საცხოვრისით
უზრუნველყოფისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესები.1464 მითითებული
დადგენილებით გათვალისწინებულია სტიქიური მოვლენის შედეგად დაზარალებული
ოჯახების საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის
ფულადი დახმარების გაცემის წესები.
სამწუხაროა, რომ საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში
დასმული პრობლემური საკითხები, კვლავაც გადაუჭრელი რჩება. კერძოდ, 13-14 ივნისის
სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მარეგულირებელი
კანონქვემდებარე აქტი კვლავაც არ ითვალისწინებს იმ პირთათვის ზიანის ანაზღაურებას,
რომლებსაც მიწის ნაკვეთები და ავტოფარეხები დაუზიანდათ/გაუნადგურდათ. გამოვლინდა
შემთხვევა,
როდესაც
ამგვარ
ვითარებაში
გამოყენებულ
იქნა
„საზოგადოებრივი
საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის
შესახებ“
საქართველოს
ორგანული
კანონი,
რაც,
სამართლებრივი
მართებულობის
თვალსაზრისით, კითხვის ნიშნებს აჩენს. კერძოდ, მესაკუთრეს ანაზღაურების სანაცვლოდ
ჩამოერთვა სტიქიის ზონაში მოხვედრილი მიწის ნაკვეთი. საქართველოს სახალხო
დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო აღნიშნული შემთხვევის შესწავლა. ამ
დროისათვის შესაბამისი უწყებებიდან გარკვეული ინფორმაცია უკვე მიღებულია. შესწავლის
შედეგებს საზოგადოებას მოგვიანებით ვაცნობებთ.
საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, რაიონის გამგეობამ,
ერთჯერადი ფულადი დახმარება საოჯახო ნივთების შესაძენად შესაძლოა გასცეს სტიქიის
არეალში მცხოვრები დამქირავებლებისთვისაც.1465
საანგარიშო პერიოდში, სახალხო დამცველის აპარატში გაგრძელდა იმ განცხადებების
შესწავლა,
რომელთა
მიხედვითაც,
სტიქიის
1464
შედეგად
მიყენებული
ზიანის
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის №17-66 დადგენილება.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის №17-66 დადგენილება, N1
დანართი, მე-5 მუხლი, მე-4 პუნქტი.
1465
782
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
აუნაზღაურებლობა სადავოდ იყო გამხდარი. განმცხადებლებზე კომპენსაცია სხვადასხვა
მიზეზით არ გაიცა. თუმცა, უმეტესობას,1466 უარი კომპენსაციის გაცემაზე კომისიის მიერ
განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ცხოვრების გამო ეთქვა. აღნიშნულ
საკითხზე საუბარი იყო სახალხო დამცველის წინა საპარლამენტო ანგარიშშიც. როგორც
ცნობილია, „დაზარალებული ოჯახის“1467 განმარტება ებმის უფლებამოსილი ორგანოს1468
მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე უძრავი ქონების ფლობისა და დაზიანება/განადგურების
ფაქტს. სწორედ, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები ის პირები, რომლებსაც დაუზიანდათ
საცხოვრებელი სახლები, ჩაითვალნენ დაზარალებულებად, ხოლო იმ პირებს, რომლებსაც
განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ დაუზიანდათ უძრავი ქონება, დახმარებას
ადგილობრივი
გამგეობები1469
უწევენ.
აღნიშნული
მიმართულებით,
თბილისის
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გამოყოფილია შესაბამისი თანხები.1470 ამასთან, პრაქტიკა
აჩვენებს, რომ მოცემული კატეგორიის პირთა დასახმარებლად თანხა თბილისის მერის
სარეზერვო ფონდიდანაც გამოიყოფა.
სახალხო დამცველის აპარატმა განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მცხოვრები
ოჯახების მიმართ გატარებული დახმარების ღონისძიებების შესახებ საბურთალოსა და ვაკის
რაიონების
გამგეობებიდან
გამოითხოვა
ინფორმაცია.1471
ვაკის
რაიონის
გამგეობას
გამოთხოვილი ინფორმაცია აპარატისთვის არ მოუწოდებია.1472 საბურთალოს რაიონის
გამგეობიდან მოწოდებული ინფორმაციიდან1473 კი ირკვევა, რომ გამგეობას განსაზღვრული
ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მცხოვრებმა 172-მა ოჯახმა მიმართა. მათგან მხოლოდ 61
ოჯახის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.1474 მოცემული ოჯახების ნაწილს, კერძოდ, 16 ოჯახს,
დახმარება
თბილისის
მუნიციპალიტეტის
მერის
სარეზერვო
ფონდიდან
გაეწია.1475
სამწუხაროდ, გამგეობას არ შეუმუშავებია ის კონკრეტული კრიტერიუმები, რომელთა
არსებობის შემთხვევაშიც, შესაძლებელია მსგავსი ტიპის ოჯახებისათვის დახმარების გაწევა.
კრიტერიუმებისა
და
სათანადო
რეგულაციების
არარსებობის
პირობებში,
მაღალია
დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების რისკი. საბურთალოს რაიონის გამგეობას არ
1466
განმცხადებლები მ. მ. და თ. მ.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის №17-66 დადგენილება, N1
დანართი, მუხლი 2, „ა“ ქვეპუნქტი.
1468„2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობის და
მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლის შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების
მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ: საქართველოს
მთავრობის 2015 წლის 18 ივნისის N274 დადგენილებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია.
1469 ვაკისა და საბურთალოს რაიონის გამგეობები.
1470
პროგრამული კოდი 02 11.
1471 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის N04-9/1193 და N04-9/1191 წერილები.
1472
თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის N30-0117041421 წერილი.
1473 თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის N31-011703854 წერილი.
1474
ამ მიზნით ბიუჯეტიდან 570 147,9 ლარი დაიხარჯა.
1475 ამ მიზნით თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან 245 000 ლარი დაიხარჯა, სულ 16 ოჯახი.
1467
783
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მოუწოდებია ინფორმაცია, თუ რა ნიშნით შეირჩა დახმარების მიმღები 61 ოჯახი, დანარჩენ
ოჯახებს კი რის საფუძველზე ეთქვათ უარი.
რამდენიმე შემთხვევაში, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ დაზარალებულ ოჯახებს
კომპენსაციის გაცემაზე უარი იმის გამო ეთქვათ, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება
ვერ დაადასტურეს (ლეგალიზაციის გზით). მოცემულ საქმეზე აპარატში საქმისწარმოება
გრძელდება.
აპარატში არსებული საქმეების ანალიზი ცხადყოფს, რომ ერთჯერადი დადგენილებით
სტიქიური
მოვლენის
ფორსმაჟორულ
ამომწურავად
შედეგების
სიტუაციაში
უპასუხო
ეკომიგრანტების
შესახებ
აღმოფხვრა
მიღებული
ეფექტიანი
სამართლებრივი
არსებულ
გამოწვევებს.
ამდენად,
კანონის
შემუშავებისა
და
არ
არის.
აქტით
იმიტომ
ხელისუფლების
ამოქმედების
რომ
შეუძლებელია
ნების
მხრიდან
გამოხატვა
მნიშვნელოვანია.
რეკომენდაციები
საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას
შეიმუშაონ და მიიღონ კანონი ეკომიგრანტების შესახებ, რომელიც მისადაგებული იქნება
საერთაშორისო სტანდარტებთან
საკანონმდებლო დონეზე განისაზღვროს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების
ვალდებულება,
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
იძულებით
გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის იმ სტიქიური
მოვლენის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, რომელმაც შესაძლოა მოსახლეობის
მიგრაცია გამოიწვიოს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა
და დევნილთა სამინისტროს
შემუშავდეს სტრატეგია და დეტალური სამოქმედო გეგმა, რომელიც დასახავს კონკრეტულ
ღონისძიებებს ეკომიგრანტთა განსახლებისა და მათთვის სხვა სოციალური გარანტიების
უზრუნველსაყოფად
თბილისის მთავრობას
784
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
შემუშავდეს
იმ
დაზარალებულთათვის
დახმარების
გაწევის
წესი
და
კონკრეტული
კრიტერიუმები, რომელთა საცხოვრებელი სახლები ვერ ხვდება განსაზღვრულ ტერიტორიაზე,
თუმცა 13-14 ივნისს სტიქიის შედეგად ზიანი მიადგათ
შემუშავდეს იმ დაზარალებულთათვის ზიანის ანაზღაურების ან/და ქონების დათმობის წესი,
რომლებსაც განსაზღვრულ ტერიტორიაზე ჰქონდათ მიწის ნაკვეთი ან არასაცხოვრებელი
შენობა–ნაგებობა (მაგალითად, ავტოფარეხი).
785
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
27. ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს
სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ
1999 წელს საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებასთან ერთად, საქართველომ აიღო
ვალდებულება1476 ყოფილი სსრკ-ს მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან
იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ. დოკუმენტი, მისი მიღებიდან
ორი წლის განმავლობაში ავალდებულებდა საქართველოს ხელისუფლებას რეპატრიაციისა
და ინტეგრაციის სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავებას, ხოლო თორმეტი წლის განმავლობაში
– რეპატრიაციის პროცესის დასრულებას. აღებული ვალდებულების შესრულება და
შესაბამისი
პროცედურები,
მართალია
დროში
გაჭიანურდა,
თუმცა
დღესდღეობით
მიღებულია „ყოფილი სსრკ–ის მიერ XX საუკუნის 40–იან წლებში საქართველოს სსრ–დან
იძულებით
გადასახლებულ
პირთა
რეპატრიაციის
შესახებ“
(შემდგომში
კანონი
რეპატრიაციის შესახებ) საქართველოს კანონი, რომლის მიზანია გადასახლებულ პირთა
ღირსეული დაბრუნებისა და რეპატრიაციის პროცესის სამართლებრივი რეგულირება;
ჩამოყალიბდა და დამტკიცდა სტრატეგია, რაც წინგადადგმული ნაბიჯია და შემუშავებულია
სამოქმედო გეგმა, რომლის მიღებაც იგეგმება.
რეპატრიაციის შესახებ კანონის შესაბამისად, რეპატრიაციის სტატუსის მქონე პირთათვის
საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების მიზნით, 2010 წელს
მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის დადგენილება N87 „რეპატრიანტის სტატუსის
მქონე პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ“.
დღეისათვის
აღნიშნული
რეგულირდება
„საქართველოს
მოქალაქეობის
შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის
N237
ბრძანებულებით,
„საქართველოს
მოქალაქეობის
საკითხთა
განხილვისა
და
გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ბაზა არსებობს და სახელმწიფო მზადყოფნას
გამოხატავს
რეპატრიაციის
პროცესის
განსახორციელებლად,
კვლავ
მთელი
რიგი
გამოწვევებია, რომელთა დაძლევა საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას.
2016 წლის დეკემბრის მონაცემებით1477, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში
1476
PACE Opinion, January 27, 1999 - http://assembly.coe.int/nw/xml/XRef/Xref-XML2HTMLen.asp?fileid=16669&lang=en
1477
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაცია: წერილი N02–02/03/505 (11.01.2017).
786
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
(შემდგომში ლტოლვილთა სამინისტრო) რეპატრიაციის შესახებ საქართველოს კანონის
ფარგლებში რეპატრიანტის სტატუსის მაძიებლად დარეგისტრირებულია 5841 პირი. მათგან,
სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ 1533 პირს. მონაცემები არ შეცვლილა გასული ორი
წლის განმავლობაში, რადგან 2014–2016 წლებში რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ არცერთ
პირს არ მინიჭებია რეპატრიანტის სტატუსი.
რაც შეეხება რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის
მინიჭებას, როგორც ლტოლვილთა სამინისტროს ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციით
ირკვევა, საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირთა რაოდენობა 494 – ს შეადგენს. ხოლო
იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ
მოწოდებული ინფორმაციით1478 ირკვევა, რომ 2016 წელს მხოლოდ 15 რეპატრიანტის
სტატუსის მქონე პირს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის 2017 წლის 1 თებერვლის
მონაცემებით, არცერთ მათგანს არ წარმოუდგენია სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის
დამადასტურებელი
დოკუმენტი,
რაც
ე.წ.
პირობადებული
მოქალაქეებისთვის
სავალდებულოა, რადგან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ბრძანება ძალაში
შესულად მას შემდეგ ითვლება, რაც რეპატრირებული პირი კომპეტენტურ ორგანოებში სხვა
ქვეყნის
მოქალაქეობაზე
უარის
თქმის
დამადასტურებელ
დოკუმენტს
წარადგენს.
აღნიშნულზე ვრცლად საუბარია სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში, „ადამიანის
უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ“1479.
ინტეგრაცია
რეპატრიაციის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას გადამწყვეტი როლი აკისრია მესხეთიდან
გადასახლებულ პირთა ღირსეული დაბრუნებისა და ინტეგრაციის პროცესის ეფექტიანად
წარმართვის
საქმეში.
შესაბამისად,
რეპატრიაციის
პროცესის
ხელშეწყობისათვის
აუცილებლად მიგვაჩნია რეპატრიაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის დამტკიცების
დაჩქარება.
საჭიროა კომპლექსური მიდგომა რეპატრიაციისა და ინტეგრაციის პროცესის წარმართვის
ხელშესაწყობად,
რაც
ხელისუფლებისათვის.
ერთ–ერთი
არსებული
მნიშვნელოვანი
სამართლებრივი
ჩარჩო
გამოწვევაა
გარკვეული
საქართველოს
წინაპირობაა
გადასახლებულ პირთა დაბრუნების ხელშესაწყობად, თუმცა რეალური დაბრუნებისთვის
უფრო კონკრეტული ღონისძიებებია გასატარებელი, ისეთი, როგორიცაა რეპატრიაციის
1478
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
ინფორმაცია–წერილი N 01/31755, 03.02.2017.
1479
http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf სახალხო დამცველის ანგარიში ,,ადამიანის
უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ შესახებ, 2015 წ. გვ. 859–859.
787
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სტრატეგიის
სამოქმედო
გეგმით
გაწერილი
აქტივობების
განხორციელება
და
ურთიერთსაწინააღმდეგო საზოგადოებრივი აზრის შეცვლა.
გადასახლებულ პირთა ინტეგრაციისთვის, საჭიროა იმ პრობლემების აღმოფხვრა, რამაც
შესაძლოა თავი იჩინოს დაბრუნების შემთხვევაში, მათ შორის, განათლების, დასაქმებისა და
ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულის.
რეპატრიაციის
შესახებ
კანონი
და
მის
საფუძველზე
მიღებული
კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტები არ ითვალისწინებენ რეპატრიანტებისთვის რაიმე სახის სოციალურ
დახმარებას, რაც უარყოფითად მოქმედებს მათ დაბრუნებასა და საქართველოში ღირსეული
ცხოვრების უზრუნველყოფაზე.
ინტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვანია ყოფილი სსრკ–ს მიერ XX საუკუნის 40–იან წლებში
საქართველოს სსრ–დან იძულებით გადაადგილებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ
სახელმწიფო სტრატეგიაც, რომელიც მიზნად ისახავს რეპატრიანტთა ღირსეული და
ნებაყოფლობითი დაბრუნების ხელშეწყობას და რეპატრირებული მოსახლეობის სამოქალაქო
ინტეგრაციას. თუმცა დოკუმენტი მხოლოდ ზოგადი ინფორმაციის შემცველია. ამიტომ,
რეპატრიაციის შემდგომ პერიოდში ინტეგრაციის ღონისძიებების ხელშესაწყობად, საჭიროა
დაჩქარდეს სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მიღება.
ე.წ. „თვითრეპატრირებული“ მესხები
სახალხო დამცველის აპარატში გასულ წლებში შემოსული განცხადებების ანალიზი აჩვენებს,
რომ არსებობს იმ პირთა გარკვეული ჯგუფი, რომლებმაც ვერ მოასწრეს საბუთების კანონით
დადგენილ ვადებში შეგროვება და რეპატრიანტის სტატუსის მიღება, შესაბამისად, მათზე არ
გავრცელდა საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება და დღემდე
დაუდგენელია მათი სამართლებრივი სტატუსი საქართველოში.
ე.წ. „თვითრეპატრირებული“ მესხების მდგომარეობაზე ვრცლად საუბრობს სახალხო
დამცველი
თავის
ანგარიშში,
„ადამიანის
უფლებათა
და
თავისუფლებათა
დაცვის
მდგომარეობის შესახებ“1480. საანგარიშო პერიოდში არ განხორციელებულა აღნიშნულ პირთა
ინფორმირება
და
მათი
საქართველოში
ყოფნის
სამართლებრივი
საფუძვლების
დარეგულირება სახელმწიფოს მხრიდან, რის შედეგადაც მათი უფლებრივი მდგომარეობა
კვლავ გაუმჯობესებას საჭიროებს.
იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ აღნიშნულ პირთა საიმიგრაციო ნორმების დარღვევით
ცხოვრება საქართველოში, საჭიროა, ლტოლვილთა სამინისტრომ საერთაშორისო და
1480
სახალხო დამცველის ანგარიში „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის
შესახებ“ http://www.ombudsman.ge/uploads/other/2/2439.pdf, გვ. 870.
788
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, მოიძიოს აღნიშნული პირები და მისცეს მათ
საშუალება კანონის ფარგლებში მოაქციონ საქართველოში ყოფნის საფუძველი.
მნიშვნელოვანია რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირთა სათანადო ინფორმირებულობა
საქართველოსა და რეპატრიაციის პროცესზე. ასევე საჭიროა საგანმანათლებლო და
სოციალურ–ეკონომიკური განვითარების კუთხით ინფორმირებულობა და ხელშეწყობა. ამ
პირთა უმრავლესობამ არ იცის ქართული ენა, რაც პრობლემას წარმოადგენს ინტეგრაციის
კუთხით.
ამ
დროის
ვალდებულების
განმავლობაში
შესასრულებლად,
ხელისუფლებამ,
როგორც
ევროსაბჭოს
საკანონმდებლო,
წინაშე
ისე
აღებული
პრაქტიკული
თვალსაზრისით, პოზიტიური და მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა, თუმცა, მეტი
ძალისხმევაა საჭირო რეპატრიანტთა ეფექტიანი ინტეგრაციისათვის.
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს
დაჩქარდეს „ყოფილი სსრკ–დან XX საუკუნის 40–იან წლებში საქართველოს სსრ–დან
იძულებით გადაადგილებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგიაზე“
დაფუძნებული
სამოქმედო
გეგმის
დამტკიცება,
როგორც
რეპატრიაციის
პროცესის
ხელშეწყობისა და რეპატრირებული მესხების ინტეგრაციის აუცილებელი ინსტრუმენტი
დაიწყოს ინფორმაციის მოპოვება ე.წ. თვითრეპატრირებული პირების შესახებ, მათი
სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს,
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
იძულებით
გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს
მიიღონ ყველა საჭირო ზომა რეპატრიანტის სტატუსის მქონე და ე.წ. „თვითრეპატრირებულ“
პირთა მოქალაქეობის მინიჭების პროცესის ხელშესაწყობად.
789
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
28. მიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობა
შესავალი
2016 წელს უცვლელი იყო სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მიერ ეროვნული ან/და
საზოგადოებრივი
უსაფრთხოების
არგუმენტით
საქართველოში
ბინადრობის
ან
მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების
დასაბუთებულობის პრობლემა. კერძოდ, ადმინისტრაციულ აქტებში კვლავ არ მიეთითება
კანონდებლობით განსაზღვრული ამომწურავი ჩამონათვალიდან, რომელი გარემოების
არსებობამ
განაპირობა
ზემოდასახელებული
ლეგიტიმური
მიზნის
დაცვის
აუცილებლობა.1481 საქართველოს სახალხო დამცველმა დასახელებული პრობლემა 2015 წლის
საპარლამენტო მოხსენებაში განიხილა და გასცა რეკომენდაცია, რომელიც საკითხის
აქტუალურობიდან გამომდინარე უცვლელად დარჩება ძალაში.1482
გასული წლის საპარლამენტო ანგარიშში საქართველოს სახალხო დამცველმა ასევე ვრცლად
ისაუბრა მიგრაციის პოლიტიკის ეფექტური მართვის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და
ხელისუფლების
მხრიდან
ამ
მიმართულებით
გადადგმულ
ნაბიჯებზე.1483
აქედან
გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნება მოცემულ თავში ყურადღება იმ აქტუალურ საკითხებს
დავუთმოთ, რაც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში 2016 წლის განმავლობაში
გამოვლინდა.
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაცია
სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძლებით
გადაადგილებულ
პირთა,
განსახლებისა
და
ლტოლვილთა
სამინისტროს
მიერ
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო
1481 1) „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2
პუნქტი; 2) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი.
1482
იხ. „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიში, თავი: „უცხოელთა სამართლებრივი
მდგომარეობა“ გვ. 862-865.
1483 იქვე.
790
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
პროგრამის განხორციელებას, რომელიც 2016 წლის 31 მაისიდან ამოქმედდა. ეს კონკრეტული
პროგრამა
დამტკიცებულია
1
წლის
ვადით.
სამინისტროდან
მიღებული
წერილის
შესაბამისად, ირკვევა, რომ 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მიმდინარე პროგრამის
ფარგლებში ბენეფიციარად დარეგისტრირდა 303 დაბრუნებული მიგრანტი, საიდანაც
სოციალური
პროექტები
დაუფინანსდა
77
დაბრუნებულ
მიგრანტს,
სამედიცინო
მომსახურება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, მათ შორის ფსიქო-სოციალური
რეაბილიტაცია დაუფინანსდა 24 ბენეფიციარს, იურიდიული დახმარება გაეწია 14 მათგანს,
სამუშაოს
მაძიებელთა
პროფესიული
მომზადება/გადამზადებისა
და
კვალიფიკაციის
ამაღლების პროგრამაში დარეგისტრირებულ იქნა 15 დაბრუნებული მიგრანტი.1484
სამინისტროს წერილიდან აგრეთვე ირკვევა, რომ პროგრამის ბუჯეტი, რომელიც 600 000
ლარს შეადგენს ჯერ არ ამოწურულა და არსებობს თანხები ბენეფიციარებისათვის
დამატებითი მომსახურების გასაწევად. ამასთან, მიგრანტთა რეინტეგრაციის პროცესის
მხარდაჭერის
მიზნით,
2017
წლის
სახელმწიფო
ბიუჯეტში
590
000
ლარია
გათვალისწინებული. სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ სამინისტროს მიერ
დაგეგმილი
და
დაფუძნებული.
განხორციელებული
სახალხო
დამცველის
პროგრამები
მიგრანტთა
აპარატის
თანამშრომლების
საჭიროებებზე
მიერ
იყოს
მიგრანტთა
დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ შეთავაზებულ
პროგრამებში სრულად არ არის გათვალისწინებული მიგრანტთა საჭიროებები.
კონკრეტულად კი, დაბრუნებული მიგრანტებისათვის საჭიროებებიდან გამომდინარე არ
არის
უზრუნველყოფილი
გადაადგილების
დაბრუნების
შემდეგ
საქართველოს
ტერიტორიაზე
შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ დაბრუნებული მიგრანტების
გარკვეული ნაწილს დეპორტაციის განმახორციელებელი ზოგიერთი სახელმწიფო გადასცემს
მცირე ოდენობის ფინანსურ დახმარებას (50-100 ევრო), რათა თავის ქვეყანაში დაბრუნების
შემდგომ დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯების ანაზღაურება
შეძლოს, დაბრუნებულებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც არავითარი თანხა არ
გაჩნიათ.
ფინანსების არქონა განსაკუთრებით მწვავედ დგას რეგიონში მცხოვრები
მიგრანტებისთვის,რომლებიც საჭიროებენ დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებას.
მხედველობაში მისაღებია ის ფაქტიც, რომ მიგრანტთა უმრავლესობას დეპორტაციის
განმავლობაში არ ეძლევა საშუალება დაუკავშირდეს ოჯახის წევრებს და შეატყობინოს
ქვეყანაში დაბრუნების შესახებ. ამ გარემოებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ
საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისმა უწყებებმა განიხილონ ასეთი საჭიროების მქონე
პირების საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში დანიშნულების ადგილამდე ერთჯერადი
ტრანსპორტირებით უზრუნველყოფის საკითხი.
1484
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 24.01.2017 წლის N02-02/03/1263 წერილი.
791
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
პირთა
დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგისას ასევე გამოიკვეთა დაბრუნებული
პირების დროებითი საცხოვრისამდე ტრანსპორტირების, დროებით საცხოვრისში კვების
ორგანიზებისა
და
საჭიროების
შემთხვევაში,
გარკვეული
პერიოდით,
სადღეღამისო
თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხი. დაბრუნებულ მიგრანტებს შორის არიან ისეთები,
რომლებსაც ფინანსური რესურსების გარდა არ აქვთ საცხოვრისი. მიუხედავად იმისა, რომ
სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, განსაკუთრებული
საჭიროების
შემთხვევაში,
ასეთი
პირები
უზრუნველყოფილნი
არიან
დროებითი
საცხოვრისით, ბენეფიციარს ამ მომსახურებით შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ 4 ღამით. არ
არის ნათელი რა ხდება 4 დღიანი დროებითი განთავსების ვადის ამოწურვის შემდგომ საჭიროებიდან გამომდინარე, ხდება თუ არა ასეთი პირის გრძელვადიანი თავშესაფრით
უზრუნველყოფა ან რა ზომები ტარდება იმისათვის, რომ 4 დღის შემდეგ საცხოვრისის
არმქონე პირმა თავისი რესურსით შეძლოს თავშესაფრის მოძიება. მნიშვნელოვანია, რომ ამ
განხილვა
საკითხის
კოორდინირებულად
მოხდეს
შესაბამის
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებთან.
„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო
პროგრამის ფარგლებში საქართველოში დეპორტირებულ პირებს აეროპორტში ხვდება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძლებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც ადგილზე
ესაუბრება მათ და სამინისტროში არსებულ სხვადასხვა სოციალურ პროგრამას სთავაზობს.
გამომდინარე იქედან, რომ დეპორტირებულებს საქართველოში ჩამოფრენამდე არანაირი
ინფორმაცია არ აქვთ ამ პროგრამების შესახებ, ხოლო ჩამოსვლის პირველივე წუთებში
სტრესსა და შესაძლოა რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან, შეთავაზებული
პროგრამების
მნიშვნელობისა
და
ქმედითობის
ადეკვატური
გააზრება
დიდწილად
შეუძლებელია. ამდენად, მნიშნელოვანია, დეპორტირებულებს სახელმწიფო პროგრამების
შესახებ
თვითმფრინავის
ბორტზე
საინფორმაციო
ბუკლეტები
დაურიგდეს.
ასეთ
შემთხვევაში მიგრანტებს ექნებათ უფრო მეტი დრო გაეცნონ შემოთავაზებულ პროგრამებს
და გააცნობიერონ მათი მნიშვნელობა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს საქართველოში დაბრუნებული
მიგრანტების სარეინტეგრაციო პროგრამების მონიტორინგს და იმედს გადმოთქვამს, რომ ამ
მიმართულებით სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები ეფექტურად უზრუნველყოფს
პროგრამით დასაზული მიზნის მიღწევას.
რეკომენდაციები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
792
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ეროვნული ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების არგუმენტით ბინადრობის ნებართვის
თაობაზე უარყოფითი გადაწყვეტილებისა და მოქალაქეობის მინიჭების შესახებ უარყოფითი
დასკვნის გაცემისას, უზრუნველყოფილ იქნეს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი
დასაბუთება, კერძოდ, კონკრეტული საფუძვლის (ქვეპუნქტის)1485 მითითება და იმ პირთა
სათანადო ინფორმირება, რომელსაც უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა
და ლტოლვილთა სამინისტროს
განიხილოს შესაბამისი საჭიროების მქონე დაბრუნებული მიგრანტების საქართველოს
ტერიტორიის
ფარგლებში,
ტრანსპორტირებით
მათივე
უზრუნველყოფისა
საცხოვრებელ
და
დროებით
ადგილამდე,
საცხოვრისში
ერთჯერადი
მათი
კვებით
უზრუნველყოფის საკითხი.
1485
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი ქვეპუნქტები და „საქართველოს
მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი
ქვეპუნქტები.
793
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
29. ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა და
თავშესაფრის მაძიებელთა უფლებრივი მდგომარეობა
შესავალი
აღნიშნულ
თავში
მიმოხილულია
თავშესაფრის
მაძიებელთა,
ლტოლვილთა
და
ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა – ზოგადი ტენდენციები,
საკანონმდებლო რეგულაციებისა და თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის
კუთხით არსებული მდგომარეობა. ასევე განხილულია საანგარიშო პერიოდის განმავლობაში
მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დადებითი და უარყოფითი ტენდენციები.
მსოფლიოში უპრეცედენტო მასშტაბის მოსახლეობის გადაადგილების ფონზე, ბოლო
რამდენიმე წლის განმავლობაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის მატება საქართველოშიც
აღინიშნება. თუმცა წინა წლებთან შედარებით, 2016 წელს თავშესაფრის მაძიებელთა
რაოდენობა
შემცირებულია.
საანგარიშო
პერიოდში,
კონფლიქტებისა
და
ადამიანის
უფლებათა დარღვევების შედეგად, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა ისეთი
რეგიონებიდან, როგორიცაა აფრიკა, დასავლეთ და სამხრეთ აზია (დეტალები იხ. ქვემოთ
სტატისტიკაში).
2016 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა,
განსახლებისა
და
ლტოლვილთა
სამინისტროს
(შემდგომში
ლტოლვილთა
სამინისტრო) ინიციატივით, მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „საერთაშორისო დაცვის
შესახებ“ და შემუშავდა კანონქვემდებარე აქტების პაკეტი. საკანონმდებლო აქტების
განხილვებში,
სხვა
სახელმწიფო
უწყებებთან,
საერთაშორისო
და
არასამთავრობო
ორგანიზაციებთან ერთად, სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც აქტიურად იყვნენ
ჩართულები.
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კანონქვემდებარე
აქტების მიმოხილვა
2016 წლის 1 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“. კანონში გათვალისწინებულია საერთაშორისო დაცვის
სტანდარტებთან დაკავშირებით მიღებული ევროკავშირის 2011 წლის (ევროპარლამენტისა
და
ევროსაბჭოს
2011
(ევროპარლამენტისა
794
და
წლის
13
დეკემბრის
ევროსაბჭოს
2013
დირექტივა
წლის
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
26
2011/95)
ივნისის
და
2013
დირექტივა
წლის
2013/32)
საკვალიფიკაციო დირექტივების დებულებები. მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავებით,
ახალი კანონი დაუახლოვდა „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციას და,
მის მსგავსად, დარეგულირდა საერთაშორისო დაცვის დამშვები, გამომრიცხავი და
სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები, ასევე ლტოლვილის, ჰუმანიტარული
სტატუსის ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან
ჩამორთმევის საფუძვლები.1486
კანონში, ლტოლვილისა და ჰუმანიტარულ სტატუსთან ერთად შევიდა დაცვის ახალი ფორმა
–
„დროებითი
დაცვა“,
რაც
გულისხმობს
ქვეყანაში მასობრივად
შემოსულ
პირთა
რეგისტრაციას და მათთვის დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭებას.
კანონში განისაზღვრა „წარმოშობის ქვეყნისა“ და „შიდა გადაადგილების ალტერნატივის“
ცნებები; გაჩნდა ახალი ტერმინი „ადგილზე ლტოლვილი (sur place)“ და ა.შ. განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია კანონპროექტში განსაზღვრული „ოჯახის წევრებისა“ და „წარმოებული
სტატუსის“ დეფინიცია საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრებისათვის, ოჯახის
ერთიანობის პრინციპის გათვალისწინებით; „ბავშვის უფლებათა შესახებ“ გაერთიანებული
ერების 1989 წლის კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, კანონში ყურადღება გამახვილდა
არასრულწლოვნის
საუკეთესო
ინტერესებზე
და
სხვა.
აღსანიშნავია
სპეციფიკური
საჭიროების მქონე პირის ცნების განმარტებისა და შესაბამისი პროცედურების შემოღება,
რომელიც
აღნიშნული
გულისხმობს.
დაიხვეწა
კატეგორიის
თავშესაფრის
პირთა
საქმეების
პროცედურებში
პრიორიტეტულ
მოქმედი
განხილვას
სტანდარტები
და
პროცედურული გარანტიები, რაც მისასალმებელია.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ კანონში გათვალისწინებულია საერთაშორისო დაცვის
სტანდარტებთან დაკავშირებული დირექტივები და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“
გაეროს კონვენციის დებულებები, მაინც რჩება ხარვეზები, რომლებიც საჭიროებს განხილვას
და გამოსწორებას. კერძოდ, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისათვის საჭირო
ვადა (მუხლი 29.), ექვსი ან გაგრძელების შემთხვევაში, ცხრა თვე, ამას დამატებული
სასამართლოში გასაჩივრებული საქმის განხილვის ვადები, სახალხო დამცველის შეფასებით,
საკმაოდ ხანგრძლივი დროა და განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს იმ თავშესაფრის
მაძიებელზე, რომლებსაც არ აქვთ საარსებო წყარო (იმ გამონაკლისების გარდა, რომლებიც
ცხოვრობენ თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში და ყოველთვიურ შემწეობასთან
ერთად სხვა შეღავათებითაც სარგებლობენ) უცხო ქვეყანაში საცხოვრებლად. კანონის
ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც საქმის განხილვის ვადა შესაძლოა გაგრძელდეს იმ
შემთხვევაში, თუ „ვლინდება რთული ფაქტობრივი და იურიდიული საკითხები“, ძალიან
ზოგადი ხასიათისაა და საჭიროებს მეტ კონკრეტიკას. შესაბამისად, კანონის ჩანაწერი, რომ
განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქმის განხილვა არ უნდა აღემატებოდეს 21 თვეს, სახალხო
1486
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონპროექტის განმარტებითი ბარათი.
795
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დამცველის შეფასებით, არაგონივრულია და შეიძლება ნეგატიურად აისახოს თავშესაფრის
მაძიებელზე, რომელსაც ხანგრძლივი დროით მოუწევს გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფნა.
„ფუნდამენტური უფლებების შესახებ“ ევროკავშირის ქარტიის1487 (მუხლი 41) თანახმად,
ყველა ადამიანს აქვს უფლება მისი საქმე განიხილებოდეს/დამუშავდეს გონივრულ ვადაში.
ასეთ
ვადაში
მიღებული
გადაწყვეტილება
ორივესთვის
ხელსაყრელია,
როგორც
სახელმწიფოსთვის, რომელიც თავიდან აიცილებს ადმინისტრაციული რესურსის ხარჯვას,
ისე მაძიებელი პირისთვის, რომელიც გაურკვეველ მდგომარეობაში არ იქნება 21 თვის
განმავლობაში.
გაერთიანებული
ერების
ორგანიზაციის
ლტოლვილთა
უმაღლესი
კომისრის
მიერ
წარმოდგენილ დოკუმენტში, რომლებიც მომზადდა ევროპის კავშირის საერთაშორისო
დაცვის მინიჭების და ჩამორთმევის ზოგადი პროცედურებისთვის1488, ასევე ხაზგასმულია
ვადის
ხანგრძლივობა.
მოკლე
ვადაში
მიღებული
ხარისხიანი
გადაწყვეტილებები
კონვენციის წევრი სახელმწიფოების ინტერესებშია, რადგან ეს ამცირებს პროცედურების და
მიღების პირობების ხარჯებს. ეს არის ერთ–ერთი არგუმენტი, რომელიც აღნიშნულ ამოსავალ
პრინციპს უდევს საფუძვლად. გონივრულ ვადებში მიღებული გადაწყვეტილება ასევე
ხელსაყრელია განმცხადებლისთვისაც, რომელიც გაურკვეველ მდგომარეობაში არ რჩება
ხანგრძლივი დროის განმავლობაში1489.
კანონის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელთან პირველი გასაუბრება განსაზღვრულია
განცხადების რეგისტრაციიდან 4 თვის ვადაში, რაც ასევე არაგონივრულად ხანგრძლივი
ვადაა.
ბავშვის
უფლებების
განხორციელებისას,
კონვენციის
სახელმწიფო
თანახმად, ბავშვის
თუ
კერძო
მიმართ
ნებისმიერი
სოციალური
ქმედების
უზრუნველყოფის
დაწესებულების, სასამართლოს, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოების მიერ,
უპირველესი
ყურადღება
უნდა
დაეთმოს
ბავშვის
საუკეთესო
ინტერესების
უზრუნველყოფას.
1487
ევროპის კავშირი, ევროპის კავშირის ფუნდამენტური უფლებების შესახებ ქარტია, 26 ოქტომბერი
2012, 2012/C 326/02, ხელმისაწვდომია: http://www.refworld.org/docid/3ae6b3b70.html [ნანახია 30 იანვარს
2017].
1488ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 26 ივნისის დირექტივა 2013/32/Directive 2013/32/EU
საერთაშორის დაცვის მინიჭებისა და ჩამორთმევის ერთიანი პროცედურების შესახებ, 29 ივნისი,
2013, OJ L. 180/60 -180/95; 29.6.2013, 2013/32/EU, ხელმისაწვდომია:
http://www.refworld.org/docid/51d29b224.html [ნანახია: 30 იანვარი 2017].
1489 გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR), კომენტარები ევროპის
კომისიის ცვლილებებზე, წინადადება, რომელიც მომზადდა ევროპარლამენტისა და საბჭოს
დირექტივაზე საერთაშორისო დაცვის მინიჭებასა და ჩამორთმის პროცედურებზე (Recast) COM (2011)
319 final, იანვარი 2012, ხელმისაწვდომია: http://www.refworld.org/docid/4f3281762.html [ნანახია: 9
თებერვალი, 2017].
796
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
შესაბამისად,
როგორც
მნიშვნელოვანია
კანონში,
ჩაიწეროს
ასევე
თავშესაფრის
„არასრულწლოვნის
მინიჭების
საუკეთესო
პროცედურაში
ინტერესის
დადგენა“,
რომლისთვისაც, მართალია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურა არ
არსებობს, თუმცა, სახალხო დამცველის შეფასებით, საჭიროა მისი შემუშავება. ამასთან
ერთად,
აუცილებელია
ლტოლვილთა
სამინისტრომ
არასრულწლოვნის
საუკეთესო
ინტერესის გათვალისწინებით, ყველა ზომა მიიღოს კანონიერი წარმომადგენლის გარეშე
დარჩენილი არასრულწლოვნის ოჯახის წევრების უმოკლეს ვადებში მოსაძიებლად.
აუცილებელია,
კანონით
გათვალისწინებულ
ჰუმანიტარული
სტატუსის
მინიჭების
საფუძვლებს, მე–19 მუხლში, დაემატოს კიდევ ერთი საფუძველი - „რომელსაც ესაჭიროება
სხვა სარწმუნო ჰუმანიტარული დახმარება“. ამ საფუძვლის გარეშე კანონში არსებული
„ჰუმანიტარული სტატუსის“ განმარტება ვიწროვდება და გათვალისწინებული აღარ არის
ისეთი ჰუმანიტარული შემთხვევა, როგორიცაა სამედიცინო დახმარება, სტიქია და ა.შ.
საგულისხმოა, რომ ამგვარ საფუძველს ითვალისწინებდა „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული
სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონი, რაც მსგავსი სტატუსის საჭიროების მმქონე
პირებისათვის შესაბამის დაცვის მექანიზმს წარმოადგენდა.
კანონის 43–ე მუხლის, მესამე პუნქტის თანახმად, რომელიც ეხება თავშესაფრის მაძიებლის
მიზეზით, გადაწყვეტილების ჩაუბარებლობას, აუცილებელია ინფორმაციის მისაწოდებლად
განიხილებოდეს ისეთი დამატებითი საშუალებები, როგორიცაა სატელეფონო ზარი და
მოკლე ტექსტური შეტყობინება შესაბამისი დაოქმებით, რადგან, როგორც იცით, ხშირია
თავშესაფრის მაძიებელთა მხრიდან მისამართების ცვლა და შესაბამისად, რთული იქნება
იმის დადგენა, თუ ვისი მიზეზით არ ჩაბარდა გადაწყვეტილება.
საჭიროა ყურადღების გამახვილება კანონის მე–7 მუხლის მე–4 პუნქტზე, რომელიც
კანონპროექტს მეორე მოსმენის შემდეგ დაემატა. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტით,
უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან
თავისუფლდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, ან ყალბი
პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, შეძენის ან
გამოყენების მიზნით შენახვის ან გამოყენების შემთხვევაში, თუ იგი საქართველოს
ხელისუფლებას საერთაშორისო დაცვას სთხოვს. თუმცა, აღნიშნული მუხლის მეოთხე
პუნქტით, თუ პასუხისმგებელი ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილებით გადაწყდება, რომ
უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ საჭიროებს ამგვარ დაცვას, მას მოუწევს
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
მსგავსი ჩანაწერი წინააღმდეგობაში მოდის „ლტოლვილთა შესახებ“ ჟენევის 1951 წლის
კონვენციასთან. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კონვენციის ხელმოწერით მისი
აღსრულების
ვალდებულება
აქვს
აღებული,
აუცილებელია.
797
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ზემოაღნიშნული
ჩანაწერის
გაუქმება
აღნიშნული მუხლი ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
344-ე
მუხლის
შენიშვნას,
რომლის
თანახმადაც,
ამ
მუხლით
გათვალისწინებული
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ვრცელდება საქართველოში შემოსულ უცხო
ქვეყნის
მოქალაქეზე
ან
მოქალაქეობის
არმქონე
პირზე,
რომელიც
საქართველოს
კონსტიტუციის შესაბამისად ხელისუფლებას თავშესაფარს სთხოვს.
საანგარიშო პერიოდში შემუშავებულ „,თავშესაფრის პროცედურაში“ იმ საკითხების გარდა,
რომლებზეც უკვე მივუთითეთ კანონის კომენტირებისას, დამატებით მნიშვნელოვანია
თარჯიმნის საკითხის განსაზღვრა. აუცილებელია არსებობდეს უფლებამოსილი პირი,
რომელიც
შეამოწმებს
თარჯიმნის
ცოდნასა
და
უნარებს.
თავშესაფრის
განხილვის
პროცედურებზე, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, არ უნდა დაიშვებოდეს თარჯიმანი,
რომელიც თავშესაფრის მაძიებელი პირის მიერ არის წარმოდგენილი. გარდა ამისა, საჭიროა,
საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობასა და განმეორებით მიმართვის ოქმის
ხელმოწერებს დაემატოს თარჯიმნის ხელმოწერა.
ლტოლვილთა,
ჰუმანიტარული
სტატუსის
მქონე
პირთა
და
თავშესაფრის
მაძიებელთა შესახებ სტატისტიკური მონაცემები
2016
წლის
31
დეკემბრის
მონაცემებით,1490
საქართველოში
1513
ლტოლვილი
და
ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი ცხოვრობს (აქედან, 238 პირს ლტოლვილის სტატუსი
მინიჭებული აქვს prima facie1491 პრინციპით, 176 პირს ინდივიდუალური პრინციპით
მინიჭებული აქვს ლტოლვილის, ხოლო 1099 - ჰუმანიტარული სტატუსი).
1490
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაცია: წერილი N02-01/05/862, 18.01.2017.
1491 ლათ. პირველი შეხედვით.
798
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
გასულ წელთან შედარებით1492, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების
მაჩვენებელი შემცირებულია. თუ 2015 წელს, განხილული საქმეების დადებითი მაჩვენებელი
იყო 75პროცენტი (ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა 69, ხოლო ჰუმანიტარული – 878 პირს),
2016 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 43 პროცენტი შეადგინა - ლტოლვილის სტატუსი
მიენიჭა 48, ჰუმანიტარული სტატუსი 203, ხოლო სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა 332
თავშესაფრის მაძიებელ პირს. აქვე აღსანიშნავია იმ საქმეების საკმაოდ დიდი რაოდენობა,
რომლებიც
შეწყდა
საბოლოო
გადაწყვეტილების
მიღებამდე,
რადგან
თავშესაფრის
მაძიებლებმა საქმის დასრულებამდე დატოვეს ქვეყანა. ლტოლვილთა სამინისტროს მიერ
მოწოდებული ინფორმაციით, 2016 წელს 256 თავშესაფრის მაძიებლის საქმე დაიხურა პირის
გამოუცხადებლობის გამო, ხოლო 403 პირის საქმე შეწყდა პირადი განცხადების საფუძველზე
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
1492
იხ. http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ
2015 წლის ანგარიში ,,ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, გვ.
867.
799
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
რაც შეეხება თავშესაფრის მაძიებელთა შემოსვლას ქვეყანაში, 2014 წლის შემდეგ კლების
დინამიკა აღინიშნება. 2015 წელთან შედარებით საკმაოდ შემცირებულია თავშესაფრის
მაძიებელ პირთა რაოდენობა. 2016 წლის განმავლობაში რეგისტრირებულია სულ 947 პირი,
მაშინ როცა 2015 წლის განმავლობაში მათი რაოდენობა 1449 პირს შეადგენდა.
800
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
როგორც ზემოთ აღნიშნა, 2016 წელს განსაკუთრებით გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა
რიცხვი აფრიკის ქვეყნებიდან, თუმცა ყველაზე მეტი - 259 თავშესაფრის მაძიებელი ერაყის
რესპუბლიკიდან იყო.
თავშესაფრის
პროცედურა
საქართველოში
ტენდენციები
801
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
–
დადებითი
და
უარყოფითი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და
ლტოლვილთა სამინისტროს დებულებაში შესული ცვლილების თანახმად, მიგრაციის,
რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტში 2016 წლის იანვრიდან
ფუნქციონირებს
სტატუსის
დადგენის,
ხარისხის
კონტროლისა
და
ტრენინგების
განყოფილებები, რაც დადებითად შეიძლება შეფასდეს. ლტოლვილთა სამინისტროდან
მიღებული ინფორმაციით, სტატუსის დადგენის განყოფილება შედგება ხუთი და ხარისხის
კონტროლისა
და
ტრენინგების
განყოფილება
3
საშტატო
თუმცა,
ერთეულისგან.
მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სტატუსის დადგენის საკითხებზე ძირითადად
სამი პირი მუშაობს. მიგვაჩნია, რომ არსებული ადამიანური რესურსი არ არის საკმარისი იმ
რაოდენობის თავშესაფრის მაძიებელთა საქმეების შესასწავლად, რაც ყოველდღიურად შედის
სამინისტროში. განსაკუთრებით შემაფერხებელი იქნება ადამიანური რესურსის ნაკლებობა
ახალი კანონისა და პროცედურების ამოქმედების შემდეგ, რადგან თავშესაფრის ახალი
პროცედურები დეტალურად არის გაწერილი, რაც დამატებით დროსა და სათანადოდ
გადამზადებულ ადამიანურ რესურსს მოითხოვს.
ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის დადგენის პროცედურები, რომელსაც
ლტოლვილთა სამინისტრო მიმართავს, საგრძნობლად გაუმჯობესდა ბოლო წლების
განმავლობაში.
თუმცა,
2016
საყურადღებოა
ერაყის
რესპუბლიკის
წლის
სტატისტიკურ
მოქალაქეთათვის
მონაცემებში,
უარის
განსაკუთრებით
თქმის
მაჩვენებელი.
მოწოდებული ინფორმაციით, ასეთი 103 ადამიანია. მათ შორის 61 - მიზეზების არქონის, 15 სახელმწიფო
უსაფრთხოებისათვის
მიზანშეუწონლობის,
ხოლო
27
პირს
-
შიდა
გადაადგილების ალტერნატივის ქონის გამო ეთქვათ უარი, რაც დამაფიქრებელია. ერაყი
სწორედ ის ქვეყანაა, რომლის უმრავლეს რაიონში დღესაც საომარი მოქმედებები
მიმდინარეობს. ერაყში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით გაეროს ლტოლვილთა
უმაღლესი კომისარიატის პოზიციის თანახმად, ქვეყანაში განახლებული კონფლიქტისა და
ძალადობის შედეგად ათი ათასობით სამოქალაქო პირი იქნა მოკლული და დაჭრილი, 3,18
მილიონამდე ადამიანი ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული გახდა, ხოლო 10
მილიონამდე ადამიანს ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება. როდესაც გადაწყვეტილების
მიმღებ
პირებს
შესაძლებლად
მიაჩნიათ
შიდა
გადაადგილების
ან
განსახლების
ალტერნატივა, მტკიცების ტვირთი გადაწყვეტილების მიმღებზეა. შიდა გადაადგილების
ალტერნატივა სათანადოდ მხოლოდ ისეთ გამონაკლის შემთხვევებში მიიჩნევა, როდესაც
ადამიანს შეუძლია კანონიერად გადავიდეს და დასახლდეს შეთავაზებულ რაიონში, თუ იგი
ამ რაიონში ხელმეორედ არ აღმოჩნდება სერიოზული ზიანის რისკის ქვეშ, და თუ მას აქვს
მტკიცე ნათესაური კავშირები შესაბამის რაიონში, ხოლო მის ნათესავებს სურთ და
შეუძლიათ მისთვის დახმარების გაწევა.1493 2014-2015 წლებში ISIS-ის წინსვლამ, რასაც მის
1493
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) პოზიცია ერაყში დაბრუნებასთან
დაკავშირებით. პარ.48, გვ.23 http://www.refworld.org/docid/58299e694.html [ნანახია 25 იანვარს, 2017წ)].
802
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
წინააღმდეგ შესაბამისი სამხედრო ოპერაციები მოჰყვა, ფართო მასშტაბური იძულებით
გადაადგილება გამოიწვია, ხოლო მოსულზე მიმდინარე შეტევების გამო, იძულებით
გადაადგილების რისკი კიდევ ათასობით ერაყელს ემუქრება1494. ერაყის ცენტრალურ და
ჩრდილოეთ ნაწილში უსაფრთხოების სიტუაცია კვლავ უკიდურესად არასტაბილური და
არაპროგნოზირებადია,
რაც
გამოწვეულია
მიმდინარე
სამხედრო
შეტევებითა
და
კონტრშეტევებით1495. შესაბამისად, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს იმ პირთა
საქმეების განხილვა, რომელთა წარმოშობის, ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ის
ქვეყნებია, რომლებშიც ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვევა.
საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, საფრთხის ქვეშ მყოფი
პირები
ვალდებულები არ არიან, თავშესაფრის მოთხოვნამდე სამართლებრივი დაცვის ყველა
საშუალება ამოწურონ თავიანთ ქვეყანაში. მაშასადამე, ქვეყნის შიგნით გადაადგილების ან
განსახლების ალტერნატივა იმგვარად უნდა გამოიყენებოდეს, რომ ზიანი არ მიაყენოს
ადამიანის
უფლებათა
იმ
ძირითად
ასპექტებს,
რომლებიც
საერთაშორისო
დაცვის
საფუძველს ქმნის; კერძოდ, ადამიანის უფლებას, დატოვოს თავისი ქვეყანა, თავშესაფრის
უფლებას და იძულებითი გასახლებისაგან დაცვის უფლებას. გარდა ამისა, ვინაიდან ეს
კონცეფცია შეიძლება წარმოიშვას მხოლოდ თავშესაფრის კონტექსტში, ლტოლვილთა
განცხადების განხილვისას, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ლტოლვილის სტატუსის
განსაზღვრის პროცედურაზე უარის თქმას. ქვეყნის შიგნით გადაადგილების ალტერნატივის
განხილვისას გასათვალისწინებელია კონკრეტული განმცხადებლის პირადი გარემოებები და
იმ
ქვეყნის
პირობები,
რომლის
მიმართაც
განიხილება
შიდა
გადაადგილების
ალტერნატივა.1496
რაც შეეხება თავშესაფრის პროცედურას, მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა გარკვეული
ხარვეზები არასრულწლოვანი პირის განაცხადის განხილვასთან დაკავშირებით. არ იყო
გათვალისწინებული საქმის სპეციფიკურობა, გასაუბრების ხანგრძლივობა აღემატებოდა
სტანდარტულს, არ იყო განსაკუთრებულად დამუშავებული და შერჩეული კითხვები, რაც
არასრულწლოვნის
ფსიქოემოციურ
მდგომარეობაზე
ნეგატიურად
მოქმედებდა,
განსაკუთრებით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნის შემთხვევაში.
1494
იქვე, პარ.4 გვ.2 [ნანახია 25 იანვარს, 2017 წ)].
http://www.refworld.org/docid/5821ca0f4.html გაეროს უშიშროების საბჭო, გენერალური მდივნის
მოხსენება წარმოდგენილი 2299 (2016) რეზოლუციის შესაბამისად, 2016 წლის 25 ოქტომბერი, გვ.4,
პარ.15 [ნანახია 25 იანვარს, 2017].
1496
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR), სახელმძღვანელო ლტოლვილის
სტატუსის დადგენის პროცედურისა და კრიტერიუმების შესახებ, ლტოლვილის სტატუსის შესახებ
1951 წლის კონვენციისა და 1967 წლის ოქმის თანახმად, http://www.refworld.org/docid/4f33c8d92.html
(ნანახია: 2017 წლის 25 იანვარს).
1495
803
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საკითხი,
თუ
რამდენად
შეიძლება
აკმაყოფილებდეს
თანმხლების
გარეშე
მყოფი
არასრულწლოვანი პირი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისათვის დადგენილ მოთხოვნებს,
უნდა განისაზღვროს პირველ ყოვლისა მისი გონებრივი განვითარების და მომწიფების
ხარისხის მიხედვით1497. შესაბამისად, არასრულწლოვანი განმცხადებლის ინტერესების
სრულად დასაცავად, გასაუბრების დროს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს
შეკითხვებსა და არასრულწლოვნის ქცევაზე გადაწყვეტილების მიმღები პირის მხრიდან.
თანმხლები პირის გარეშე მყოფი არასრულწლოვნის საქმის განხილვისას, მხედველობაში
უნდა მივიღოთ მათი მოწყვლადობა და სპეციფიური საჭიროებები. განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია პრიორიტეტი მიენიჭოს არასრულწლოვანი პირის განაცხადს თავშესაფრის
მინიჭების შესახებ და საქმე განხილულ იქნეს რაც შეიძლება სწრაფად და სამართლიანად.1498
საანგარიშო
პერიოდში
ლტოლვილის
სტატუსის
განსაზღვრის
პროცედურების
მონიტორინგთან ერთად კონკრეტული, შემთხვევითობის პრინციპით არჩეული საქმეებიც
შევისწავლეთ,
წარმოშობის
რომელთა
ქვეყნის
რეპატრიაციისა
და
განხილვისას
შესახებ
იმ
ლტოლვილთა
განსაკუთრებული
ინფორმაციაზე,
საკითხების
ყურადღება
რომელიც
გამახვილდა
ასახულია
დეპარტამენტის
მიერ
მიგრაციის,
მომზადებულ
დასკვნებში. სასამართლოს მონიტორინგის დროსაც, რამდენიმე კონკრეტულ საქმეზე,
მოსამართლეების
მხრიდან,
გამოიკვეთა
ინტერესი
წარმოშობის
ქვეყნის
შესახებ
ინფორმაციაზე.
შესწავლილმა საქმეებმა გამოავლინა რამდენიმე სახის ხარვეზი, როგორიცაა ზოგადი
უზუსტობები, მოძველებული
მასალის
გამოყენება, ისეთი
დეტალების გამოტოვება,
რომლებიც შეიცავდა არსებით ინფორმაციას თავშესაფრის საქმეზე, ანალიზის ნაკლებობა,
წყაროების არასათანადოდ გამოყენება და ა.შ.
წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია (COI), რომელიც მოიცავს კონკრეტული ქვეყნის
სოციალურ, პოლიტიკურ, სამართლებრივ და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე
დეტალურ
ინფორმაციას,
ლტოლვილის
წარმოშობის
სტატუსის
ქვეყნის
ინდივიდუალური
განუყოფელი
განსაზღვრის
და
ერთ–ერთი
პროცედურაში.
შესახებ
ინფორმაცია
გამოიყენება
განაცხადის
სანდოობა
და
მნიშვნელოვანი
ნაწილია
თავშესაფრის
პროცედურაში
იმისათვის,
რომ
წარმოშობის
ქვეყანაში
შეფასდეს
დაბრუნების
შემთხვევაში, რისკი. წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია გადაწყვეტილების მიმღებ
პირს ასევე აძლევს საშუალებას შეაფასოს, თავშესაფრის მაძიებლის სუბიექტური შიში
1497
სახელმძღვანელო ლტოლვილის სტატუსის დადგენის პროცედურისა და კრიტერიუმების შესახებ
(ლტოლვილის სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენციისა და 1967 წლის ოქმის თანახმად), გვ.52.
1498 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, სახელმძღვანელო
თანმხლები პირის გარეშე მყოფ ბავშვებთან მოპყრობის წესებისა და პროცედურების შესახებ
http://www.refworld.org/docid/3ae6b3360.html [ნანახია: 1 მარტი 2017].
804
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ეფუძნება თუ არა ობიექტურად უარყოფით გარემოებებს და ამასთან, არის თუ არა
თავშესაფრის განაცხადი კარგად დასაბუთებული.1499
მონიტორინგის
შედეგები
–
თავშესაფრის
ხელმისაწვდომობა
სახელმწიფო
საზღვარზე
საანგარიშო
პერიოდში
სამინისტროს
მონიტორინგი
საპატრულო
პოლიციის
ჩაუტარდა
შემდეგ
საქართველოს
შინაგან
სასაზღვრო–სამიგრაციო
საქმეთა
კონტროლის
განყოფილებებს: „სარფი“, „ბათუმის აეროპორტი“, „ქუთაისის აეროპორტი“, „ცოდნა“
(ლაგოდეხი), „დარიალი“ (ყაზბეგი), „ფოთის პორტი“, „ვალე“ „სამება“ (ნინოწმინდა),
„წითელი ხიდი“, „გეგუთი“, „სადახლო“, ასევე, სასაზღვრო–სამიგრაციო კონტროლის
სამმართველოს, „თბილისის აეროპორტი“. ვიზიტები შედგა საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების
–
საქართველოს
სასაზღვრო
პოლიციის
სტრუქტურულ
ერთეულებში,
სექტორების
ჩათვლით.
მონიტორინგმა აჩვენა, რომ მესაზღვრეები სრულყოფილად არ ფლობენ ინფორმაციას
საზღვარზე თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევებში გასატარებელი ღონისძიებებისა და
ლტოლვილთა სამინისტროსთან თანამშრომლობის შესახებ.
სახელმწიფო საზღვარზე და პენიტენციურ დაწესებულებაში მონიტორინგის შედეგად
გამოვლინდა კონკრეტული შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საზღვარზე
მოითხოვეს თავშესაფარი, თუმცა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან
კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები არ შესრულებულა. კერძოდ,
ერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პირდაპირ და აშკარა თავშესაფრის მოთხოვნას
სახელმწიფო საზღვარზე, რაც სიტყვიერად დაადასტურა, როგორც თავშესაფრის მაძიებელმა,
ასევე სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელმა. უცხო ქვეყნის მოქალაქემ საზღვარზე
დაასახელა
საკუთარი
ეთნიკური
წარმომავლობა,
გამოთქვა
თავისი
პოლიტიკური
შეხედულებები და განმარტა, რომ იდევნებოდა საკუთარი მოქალაქეობის ქვეყანაში. იგივე
განცხადება გააკეთა მან სასამართლოში, თუმცა მიუხედავად ამისა, უცხო ქვეყნის მოქალაქის
წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 344–ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც
გულისხმობს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას.
მიუხედავად
დაბრკოლებებისა,
მაძიებლად,
თუმცა
კონკრეტული
სისხლისსამართლებრივი
1499
პირი
დარეგისტრირდა
პასუხისმგებლობისგან
თავშესაფრის
მაინც
არ
მიგრაციის მრჩეველთა სამსახური (IAS), the Refugee Roulette: წარმოშობის ქვეყნის შესახებ
ინფორმაციის როლი ლტოლვილის სტატუსის დადგენაში, იანვარი 2010, ხელმისაწვდომია:
http://www.refworld.org/docid/4b62a6182.html [ნანახია 17 იანვარს, 2017].
805
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
გათავისუფლებულა, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 344–ე
მუხლის შენიშვნით.
რაც შეეხება კიდევ ორ შემთხვევას, ორი პირი ასევე უკანონოდ კვეთდა საზღვარს, როდესაც
ისინი სასაზღვრო პოლიციამ დააკავა. ორივე პირის შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა
არაპირდაპირ განაცხადს, რომ იდევნებოდნენ საკუთარ ქვეყანაში, რადგან მოიაზრებოდნენ
ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში, ვინაიდან გარკვეული დროის განმავლობაში
ცხოვრობდნენ თურქეთში. სასაზღვრო პოლიციამ უგულებელყო აღნიშნული განაცხადი,
განმცხადებლები კი პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსდნენ.
აღნიშნული შემთხვევები იმის დასტურია, რომ საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელთა
დაკავების სხვა უფრო მეტ ფაქტს შესაძლოა ჰქონდეს ადგილი. შესაბამისად, აუცილებელია
ინტენსიურად გადამზადდნენ, როგორც შსს–ს საპატრულო, ასევე სასაზღვრო პოლიციის
წარმომადგენლები ლტოლვილთა სამართლის საკითხებში, მათ შორის, თავშესაფრის
მაძიებელთა
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისგან
გათავისუფლების
საფუძვლების შესასწავლად.
რეკომენდაციები
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა
და ლტოლვილთა სამინისტროს
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალ კანონში შევიდეს ცვლილებები: კერძოდ,
შემცირდეს სამინისტროს მიერ თავშესაფრის მაძიებელი პირის განცხადების განხილვისა და
გადაწყვეტილების მიღების ვადები, რომლებიც დადგენილია აღნიშნული კანონის 29–ე მუხლით;
კანონის მეორე თავის მესამე მუხლის „მ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩაიწეროს
„არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დადგენა“. ამ მიმართულებით, საჭირო პროცედურა
გათვალისწინებულ იქნას საქართველოს შესაბამის საკანონმდებლო აქტებში; კანონის მე–19
მუხლში, ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძვლებს დაემატოს საფუძველი - „რომელსაც
ესაჭიროება სხვა სარწმუნო ჰუმანიტარული დახმარება“; ამოღებულ იქნას კანონის მე–7 მუხლის
მეოთხე პუნქტი, რომელიც შეუსაბამობაშია „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის
კონვენციასა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსთან
ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის
განყოფილებაში გაიზარდოს იმ საშტატო ერთეულის რაოდენობა, რომლებიც უშუალოდ
იმუშავებენ სტატუსის დადგენის პროცედურებზე
ლტოლვილთა
სამინისტროს
შესაბამისმა
სტრუქტურულმა
ერთეულმა
გააუმჯობესოს
წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების კვლევების ხარისხი, რათა საქმეებში
წარმოდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებდეს დადგენილ სტანდარტებს, რაც თავის მხრივ
დაეხმარება გადაწყვეტილების მიმღებ პირს დასკვნის უკეთ დასაბუთებაში
806
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და სასაზღვრო პოლიციას
უზრუნველყოს საპატრულო პოლიციის, სასაზღვრო პოლიციისა და შსს–ს სხვა შესაბამისი
ერთეულების (ოპერატიულ – საგამოძიებო განყოფილების) თანამშრომელთა გადამზადება
თავშესაფრის საკითხებზე.
807
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
30.საკუთრების უფლება
საქართველოს
კონსტიტუციის
21–ე
მუხლით
გარანტირებულია
საკუთრების
და
მემკვიდრეობის უფლება.1500 საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის
საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან და ნორმებიდან გამომდინარე, საკუთრების
უფლება
წარუვალი
და
უზენაესი
ადამიანური
ღირებულებაა,
სოციალური
და
სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია.1501
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მუდმივად თვალს ადევნებს ქვეყანაში
საკუთრებისა და მასთან დაკავშირებული უფლებების საკანონმდებლო გარანტიების შექმნის
პროცესს
და
მწვავედ
რეაგირებს
სახელმწიფოს
მხრიდან
საკუთრების
უფლებაში
გაუმართლებელი ჩარევის ფაქტებთან დაკავშირებით. გასულ წელს ამოქმედდა არაერთი
ახალი რეგულაცია, რომელიც დაკავშირებულია საკუთრების უფლების რეალიზებასთან,
კერძოდ, მიღებულ იქნა კანონი მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული
რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ,
გაუქმდა ე.წ. საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტი. მოცემულ თავში სხვა საკითხებთან
ერთად მიმოხილული იქნება განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და მათი
იმპლემენტაციის პროცესი.
სამწუხაროდ, დღემდე სამართლებრივად კვლავ დაურეგულირებელია მიწის ნაკვეთების ე.წ.
ტრადიციული მფლობელობის საკითხი, რაც ქმნის საფრთხეს, რომ პირებმა, რომლებიც
ათეულობით წელია ფლობენ და ამუშავებენ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთებს, შეიძლება დაკარგონ არსებობის ძირითადი წყარო.
ამასთან, კვლავ აქტუალური რჩება დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის
მაცხოვრებელთა მიერ მიწის რეფორმის პერიოდში განაწილებულ სასოფლო–სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით
არსებული პრობლემა. როგორც 2015 წლის ანგარიშში აღინიშნა1502 დაბა ბაკურიანის და
სოფელ დიდი მიტარბის მცხოვრებთა განცხადებების სრულყოფილად განხილვას აფერხებს
ის გარემოება, რომ ამ ტერიტორიებზე მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი მიწის
1500
საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და
მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის,
გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
1501
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/28384 გადაწყვეტილება
საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვენეტაძე და ნელი
დალაქიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,“ II. პარ. 5,6.
1502
„საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიში , გვ. 555-556
808
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ნაკვეთების განაწილების სიები, აგრეთვე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს
მიერ დამტკიცებული, სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობისთვის
მოქმედი
საგადასახადო
სიები
და
ამ
სიების
დამტკიცების
შესახებ
გამოცემული
ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტები სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურის
საგამოძიებო ნაწილის მიერაა ამოღებულია 2006 წლის 19 ოქტომბერსა და 2007 წლის 13
აგვისტოს ხოლო გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის #01606907 საქმეზე, ბორჯომის
რაიონის გამგეობის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად
გამოყენების შესაძლო ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის
სამართლის
კოდექსის
დაკავშირებით
332–ე
მუხლის
პირველი
საქართველოს
მთავარმა
პროკურატურამ
ნაწილით.
მოცემულ
განმარტა,
რომ
საკითხთან
გამოძიების
ფარგლებში, 2016 წელს 7 პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, რომელთა
მიმართ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენები და ძირითად სასჯელთან ერთად
დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვათ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული მიწის
ნაკვეთები. პროკურატურის განცხადებით სხვა მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით კვლავ
გრძელდება გამოძიება.1503 საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია
დროულად დაასრულოს პროკურატურამ გამოძიება აღნიშნულ სისხლის სამართლის
საქმეზე.
1.სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაცია
ადამიანის უფლებათა სფეროში უწყებათაშორისი, მრავალსექტორული, ერთიანი და
თანმიმდევრული
პოლიტიკის
ჩამოსაყალიბებლად,
„კარგი
მმართველობის“
განსახორციელებლად და ადამიანის უფლებათა დაცვის გასაძლიერებლად, საქართველოს
პარლამენტის მიერ 2014 წლის 30 აპრილის დადგენილებით დამტკიცდა ,,საქართველოს
ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია (2014-2020 წლებისთვის)“, რომლის
ერთ–ერთი სტრატეგიული მიმართულებაა საკუთრების უფლების დასაცავად მაღალი
სტანდარტის
დანერგვა.
აღნიშნული
მიმართულებით
შესასრულებელ
ამოცანებს
წარმოადგენს: საკუთრების უფლების დაცვის საკანონმდებლო ბაზისა და ინსტიტუციური
მექანიზმების
დახვეწა;
საკუთრების
ჩამორთმევისას,
აუცილებელი
საზოგადოებრივი
კონსტიტუციური
და
საჭიროების
საერთაშორისო
შემთხვევაში
სტანდარტებით
დადგენილი წესების დაცვა და მფლობელობაში/სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე
საკუთრების უფლების აღიარების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის
შესახებ გადაწყვეტილების, ყოველი კონკრეტული საქმის საფუძვლიანი გამოკვლევის
შედეგად, კანონის შესაბამისად მიღება.
2016 წლის 1 აგვისტოდან სრულად ამოქმედდა ახალი კანონი ,,სახელმწიფო პროექტის
ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის
1503
საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 1 თებერვლის #13/6997 წერილი.
809
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სპეციალური
წესისა
და
საკადასტრო
მონაცემების
სრულყოფის
შესახებ.“
კანონის
მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 1 აგვისტომდე და მის მიზანს წარმოადგენს
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და
საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა.
ამ კანონის საფუძველზე,
მთავრობის დადგენილების შესაბამისად, გეოგრაფიული
მრავალფეროვნების ნიშნით შერჩეულ, ქვეყნის 12 დასახლებაში უნდა განხორციელდეს
მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია, რაც გულისხმობს - პროაქტიულ
საფუძველზე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში
ცვლილების რეგისტრაციას, ამავე კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის
შესაბამისად. ანუ, საჯარო რეესტრის სააგენტომ საპილოტო პროექტის ფარგლებში,
სისტემურად მოპოვებული დოკუმენტაციისა და მის მიერვე პროაქტიულად და სისტემურად
შედგენილი მიწის ნაკვეთის აგეგმარებითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე უნდა აწარმოოს
მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების სისტემური რეგისტრაცია; საკუთარი ინიციატივით
მოახდინოს
დაუზუსტებელი
საკადასტრო
მონაცემების
მონაცემებით
დაზუსტება
და
რეგისტრირებული
საჭიროების
მიწის
შემთხვევაში
ნაკვეთების
უზრუნველყოს
ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.
სსიპ საჯარო რეესტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით1504 დგინდება, რომ 2017 წლის 13
თებერვლის
მდგომარეობით
საპილოტო
პროექტის
ფარგლებში
მიწის
ნაკვეთებზე
უფლებათა სისტემური რეგისტრაციის პროცესი ჯერ არ დაწყებულა.
რაც შეეხება სპორადულ რეგისტრაციას, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის
ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და
საკადასტრო
მონაცემების
სრულყოფის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
თანახმად,
სპორადული რეგისტრაცია არის სახელმწიფო პროექტის1505 ფარგლებში, ქვეყნის მთელ
ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი
სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისა და
რეგისტრირებულ
მონაცემებში
ცვლილების
რეგისტრაცია,
ამავე
კანონით
გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად. დაინტერესებული პირის განცხადების
საფუძველზე დაწყებულ სარეგისტრაციო წარმოებისას, საჭიროების შემთხვევაში, საჯარო
1504
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 თებერვლის N4948/1 წერილი.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული
რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე–2 მუხლის 1 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტი არის ამ კანონით
გათვალისწინებული
სისტემურ
და
სპორადულ
რეგისტრაციასთან
დაკავშირებით
განსახორციელებელი საჯარო მმართველობითი სპეციალური ღონისძიებების ერთობლიობა,
რომელიც ხორციელდება ამავე კანონით დადგენილი შეღავათიანი წესებით მიწის ნაკვეთების კერძო
საკუთრებად რეგისტრაციის წასახალისებლად.
1505
810
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
რეესტრის
ეროვნული
ინიციატივით
სააგენტო,
გამოითხოვს
სარეგისტრაციო
საქმისათვის
წარმოების
არსებითი
ვადაში,
საკუთარი
მნიშვნელობის
მქონე
დოკუმენტაციას/ინფორმაციას სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან: სსიპ საქართველოს
ეროვნული არქივიდან, სსიპ შემოსავლების სამსახურიდან, მუნიციპალიტეტებიდან და ა.შ.
თუ აღმოჩნდება, რომ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, დაინტერესებული პირი
მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან ერთად
ითხოვს
თვითნებურად
რეგისტრაციას,
დაკავებულ
საჯარო
რეესტრის
უფლების
მიწის
ნაკვეთებზე
საკუთრების
ეროვნული
სააგენტო,
დაინტერესებული
პირის
თანხმობის შემთხვევაში, მიმართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი
ორგანოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რათა კომპეტენციის ფარგლებში
განიხილოს საკითხი. ასეთ შემთხვევაში, კომისია გადაწყვეტილებას იღებს განცხადებისა და
დოკუმენტაციის მიღებიდან 10 დღის ვადაში.
საკუთრების უფლების რეგისტრაციის ზოგადი წესისგან განსხვავებით, სახელმწიფო
პროექტის ფარგლებში, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე
პირსა და მოსარგებლეს შორის ფორმის დაუცველად (ზეპირად ან წერილობით) დადებული
გარიგების არსებობის ფაქტი დგინდება მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი
შეთანხმებით, რომელზედაც ხელმოწერის ნამდვილობას ადასტურებს ნოტარიუსი და ეს
მოქმედება განიხილება, როგორც გარიგების ხელახლა დადება საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის
შესაბამისად.
აღნიშნული
წერილობითი
შეთანხმება
და
მიწის
ნაკვეთის
საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის არსებობა, საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის
მოსარგებლის
საკუთრების
უფლების
რეგისტრაციის
საფუძველს
წარმოადგენს.
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და
სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის
შესახებ“
საქართველოს
უფლებამოსილებას,
კანონი
საპილოტო
მუნიციპალიტეტის
პროექტის
ფარგლებში,
წარმომადგენელს
საჭიროების
ანიჭებს
შემთხვევაში,
საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოების შეფასებისა და შეჯერების საფუძველზე,
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით დაადგინოს მიწის ნაკვეთის
ფაქტობრივი მდებარეობა ან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაუზუსტებელი
მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული
მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ასევე, სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო პროექტის
ფარგლებში, საკუთარი ინიციატივით შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით
რეგისტრირებული
მიწის
ნაკვეთის
საკადასტრო
მონაცემები,
თუ
სარეგისტრაციო
დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული
საკადასტრო მონაცემების შეუსაბამობა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან
უზრუნველყოს
ამ
მიზნით
დაწყებულ
ადმინისტრაციულ
დაინტერესებული პირის ჩართვა.
811
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
წარმოებაში
და
ყველა
ზემოაღნიშნული
კანონით
განსაზღვრული
მიზნების
მიღწევის
ხელშესაწყობად,
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 3 აგვისტოს
#1-1/410 ბრძანებით დამტკიცდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული
საკადასტრო აგეგვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესი, რომლის
თანახმად ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობით
დადგენილი წესით უფლებამოსილია მოითხოვოს მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად
პირველადი რეგისტრაცია, ან/და რომელსაც მოპოვებული აქვს საკუთრების ობიექტზე
საკუთრების უფლება დაუზუსტებელი სახით და მოითხოვს აღნიშნული მიწის ნაკვეთის
საკადასტრო მონაცემების დაზუსტებისთვის აზომვითი ნახაზის შედგენას, ამზომველსა და
აღნიშნულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული და დადგენილი
წესით რეგისტრირებული მიწის აზომვაზე გაწეული ხარჯები ექვემდებარება ანაზღაურებას,
თითოეულ მესაკუთრეზე არაუმეტეს 5 ჰექტრის ფარგლებში. აღნიშნული წესით სარგებლობა
შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს, თუკი საჯარო რეესტრში შესაბამის განცხადებას
წარადგენენ 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
ამ ეტაპზე დადებითად უნდა შეფასდეს საკუთრების უფლების რეგისტრაციის სისტემური
პრობლემის მოგვარების მიზნით კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები.
საქართველოს სახალხო დამცველი თვალს მიადევნებს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა
სისტემური
და
სპორადული
რეგისტრაციის
სპეციალური
წესისა
და
საკადასტრო
მონაცემების სრულყოფის შესახებ არსებული ნორმების იმპლემენტაციის პროცესს.
მედიაცია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში დავის გადაწყვეტის ალტერნატიული
საშუალება
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და
სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის
შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრა სახელმწიფო პროექტის განხორციელების
პროცესში მხარეთა შორის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება – მედიაცია.
მედიაციის
განხორციელების
ძირითადი
პრინციპებია:
ნებაყოფლობითობა,
კეთილსინდისიერება, თანასწორობა, თანამშრომლობა, მედიატორის მიუკერძოებლობა და
დამოუკიდებლობა,
კონფიდენციალურობა.
მედიაციის
პროცესს
წარმართავ(ენ)ს
პროექტის
განხორციელების
სპეციალური ცოდნის მქონე პირ(ებ)ი – მედიატორ(ებ)ი.
საჯარო
რეესტრის
ეროვნული
სააგენტო,
სახელმწიფო
პროცესში, მხარეთა შორის წარმოშობილი დავის გადასაწყვეტად, სავალდებულო წესით
მიმართავს სანოტარო მედიაციას ან საქმეში რთავს მედიატორს (მედიატორებს), რომელიც
(რომლებიც) მხარეებს აცნობს (აცნობენ) მედიაციის პირობებს და მათი თანხმობით ნიშნავს
(ნიშნავენ) შეხვედრის დროსა და ადგილს. მედიაციის პროცესი კონფიდენციალურია.
812
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მხარეთა შორის მოლაპარაკების ხელშეწყობისა და საერთო ინტერესების გამოკვეთის მიზნით
მედიატორ(ებ)ი
მართავენ
მხარეებთან,
როგორც
ინდივიდუალურ,
ისე
ერთობლივ
შეხვედრებს. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მხარეთა შორის ფორმდება მედიაციის
შეთანხმება, რომელიც მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციის საფუძველია. სანოტარო
მედიაციის
შედეგად
გაფორმებული
მორიგების
აქტი
მიწის
ნაკვეთზე
უფლების
დამცველის
აპარატში
რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს.
გასული
წლების
განმავლობაში,
საქართველოს
სახალხო
წარმოდგენილი განცხადება/საჩივრების ანალიზი ცხადყოფს, რომ მიწის ნაკვეთებზე
საკუთრების
უფლების
რეგისტრაციასთან
დაკავშირებულ
ძირითად
პრობლემას
წარმოადგენდა ე.წ. ზედდების პრობლემა/დუბლირებული რეგისტრაციები, რის შესახებაც
არაერთხელ აღინიშნა საქართველოს სახალხო დამცველის გასული წლების საპარლამენტო
ანგარიშებში.1506
საქართველოს
სახალხო
დამცველის
აპარატი
დაინტერესდა,
მიწის
ნაკვეთების
რეგისტრაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის
აღმოფხვრაში რა როლს თამაშობს ზემოაღნიშნული მედიაციის ინსტიტუტი და რამდენად
ეფექტურია ეს მექანიზმი. ამ შეკითხვებზე პასუხის მისაღებად სსიპ საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია 2016 წელს სისტემური და
სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში გამოვლენილი ე.წ. ზედდების შემთხვევების
რაოდენობის და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მედიატორი ნოტარიუსის მიერ დავის
წარმატებულად დასრულების შესახებ.
მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის
ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და
საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“
საქართველოს კანონის ამოქმედებიდან
(2016 წლის 31 ივლისი) 2016 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში, სპორადული რეგისტრაციის
ფარგლებში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სულ დარეგისტრირდა 133 025
განცხადება,
საიდანაც
სარეგისტრაციო
წარმოება
წარმატებით
დასრულდა
57
662
განცხადებაზე, ხოლო ზედდების საფუძვლით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა 16 092
1506
იხ. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში – „საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა
დაცვის
მდგომარეობის
შესახებ“
(2015
წ.)
გვ.
553-554
<http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf> , საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში –
„საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ (2014 წ.)
გვ. 388-391 <http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3509.pdf>, საქართველოს სახალხო დამცველის
ანგარიში – „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის
შესახებ“ (2013 წ.) გვ. 379-385 <http://www.ombudsman.ge/uploads/other/1/1563.pdf>, საქართველოს
სახალხო დამცველის ანგარიში – „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის
მდგომარეობის შესახებ“ (2012 წ.) გვ.558-560 <http://www.ombudsman.ge/uploads/other/0/86.pdf>.
813
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
განცხადებაზე. სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში გამოვლენილი ქონებრივი დავის
გამო 348 სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით დაინიშნა სანოტარო მედიაცია,
საიდანაც საქმე მხარეთა მორიგებით დასრულდა 80 შემთხვევაში.1507
სსიპ საჯარო რეესტრის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ კვლავ
აქტუალურია ე.წ. ზედდების პრობლემა, სადაც თავს იჩენს იმ სახის დარღვევები, რომელთა
აღმოფხვრა სანოტარო მედიაციის გზით არ არის მიღწევადი.
2.უძრავი ქონებიდან საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმების შედეგები
2015 წლის ბოლოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში განხორციელდა არსებითი ხასიათის
ცვლილება,
ძალადაკარგულად
გამოცხადდა
172–ე
მუხლის
მე–3
ნაწილით
გათვალისწინებული წესი, რომელიც საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის
დროს,
მართლზომიერი
მფლობელის/მოსარგებლის
მოთხოვნის
შემთხვევებში,
ითვალისწინებდა სამართალდამცავების მხრიდან, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე,
ხელშეშლის აღკვეთის შესაძლებლობას. 2016 წლის 1 მარტიდან აღნიშნული ტიპის დავები
გახდა სასამართლოს გადასაწყვეტი. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შევიდა
ცვლილებები,
რომლითაც
განისაზღვრა
ამ
კატეგორიის
საქმეთა
განხილვის
შემჭიდროვებული ვადები, კერძოდ, სასამართლო უკანონო მფლობელობიდან ნივთის
გამოთხოვის შესახებ საქმეებს განიხილავს განცხადების/სარჩელის მიღებიდან არაუგვიანეს 1
თვისა,1508 ხოლო საკასაციო საჩივრის მიღებისა და გადაწყვეტილების გამოტანის საერთო
ვადაა 2 თვე.1509 სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, უკვე
შესაძლებელია
უკანონო
მფლობელობიდან
უძრავი
ნივთის
გამოთხოვის
შესახებ
სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაც.1510 სახელმწიფო
ბაჟის გადაუხდელობაც, როგორც მოსარჩელისთვის, ისე მოპასუხისთვის (შეგებებული
სარჩელის წარდგენის შემთხვევაში) საქმის განხილვის დამაბრკოლებელ გარემოებას აღარ
წარმოადგენს.1511
2016 წლის 1 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის #75 ბრძანებით დამტკიცდა
საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელის
გამოსახლების/გამოყვანის
წესი,
რომლის
თანახმად,
განისაზღვრა
მართლზომიერი
მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის 160–ე მუხლით
1507
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 თებერვლის #4948/1 წერილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 59, ნაწილი 3.
1509
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 391, ნაწილი 6.
1510
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 268, ქპ. ე1.
1511
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 48. ნაწილი 2.
1508
814
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
გათვალისწინებული
დანაშაულის
ჩადენის
შესახებ
დასაბუთებული
ვარაუდის1512
არსებობისას, საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო
მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესი და
პროცედურები.
საქართველოს სახალხო დამცველმა 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნა, რომ
განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებოდა საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის
გაუქმებასთან
დაკავშირებით
მიღებული
საკანონმდებლო
ცვლილებების
პრაქტიკაში
დანერგვის პროცესს. წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე ომბუდსმენმა მიიჩნია, რომ
სასამართლოებში ამ ტიპის საქმეების განხილვა დროში ძალიან გაჭიანურდებოდა და
უშედეგოც იქნებოდა შეჭრილი პირის ცვლილების შემთხვევაში. აღნიშნული გარემოებები კი
საკუთრების უფლების დარღვევის წინაპირობებს შექმნიდა.
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე
საქართველოს
სახალხო
დამცველის
აპარატმა
საქართველოში მოქმედი ყველა სასამართლოდან გამოითხოვა ინფორმაცია:
2016 წლის 1 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის
გამოთხოვის შესახებ სულ რამდენი სარჩელი დარეგისტრირდა თითოეულ სასამართლოში
და ამათგან, სსსკ–ს 186-ე მუხლის საფუძველზე რამდენი მათგანის მიღებაზე თქვა უარი
სასამართლომ;
მითითებულ პერიოდში უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ
სასამართლოში წარდგენილი სარჩელებიდან რამდენ მათგანზე შეწყდა საქმის წარმოება,
რამდენი დარჩა განუხილველი და რამდენია განხილვის პროცესში დღეის მდგომარეობით;
გარდა ზემოაღნიშნულისა, გამოთხოვილ იქნა 2016 წლის 1 მარტიდან 31 დეკემბრის
ჩათვლით უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელების
წარდგენის
თარიღები
გადაწყვეტილებების,
და
საქმის
მათთან
წარმოების
დაკავშირებით
შეწყვეტისა
და
გამოტანილი
სარჩელის
საბოლოო
განუხილველად
დატოვების შესახებ განჩინებების თარიღები.
სამწუხაროდ,
თბილისის
საქალაქო
სასამართლომ
მიიჩნია,
რომ
ზემოაღნიშნული
ინფორმაციის საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის მოწოდება მოითხოვდა
მართლმსაჯულების განხორციელების მიზნებთან შეუსაბამო და არათანაზომიერ დროსა და
ადამიანურ რესურსს, შესაბამისად არ წარმოგვიდგინა აღნიშნული ინფორმაცია, რაც
კანონდარღვევად უნდა იქნეს მიჩნეული.1513 დანარჩენი სასამართლოებიდან მოწოდებული
1512
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 3, ნაწილი 11.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის აღნიშნული ინფორმაციის დამუშავება
მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც თბილისის საქალაქო სასამართლოში უკანონო
1513
815
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ინფორმაციით ირკვევა, რომ უმეტეს შემთხვევებში უკანონო მფლობელობიდან ნივთის
გამოთხოვის შესახებ წარდგენილი სარჩელების განხილვა არ ხდება სამოქალაქო საპროცესო
კოდექსით დადგენილ ვადებში. მაგალითად: 2017 წლის 2 თებერვლის მდგომარეობით,
ბათუმის საქალაქო სასამართლოში
და გორის რაიონულ სასამართლოებში ჯერ კიდევ
განხილვაში იყო უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვასთან დაკავშირებით
2016
წლის
მარტის
თვეში
წარდგენილი
სარჩელები;
2017
წლის
6
თებერვლის
მდგომარეობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მცხეთის რაიონულ სასამართლოს
არ ჰქონდა დასრულებული – 2016 წლის აპრილის თვეში წარდგენილი სააპელაციო საჩივრის
განხილვა; 2017 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით თელავისა და გურჯაანის რაიონულ
სასამართლოებს არ ჰქონდათ დასრულებული – 2016 წლის ივნისის თვეში წარდგენილი
სარჩელების განხილვა და ა.შ. არსებული მდგომარეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს
საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციას, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის
გამოთხოვის შესახებ სასამართლოში წარდგენილი სარჩელების განხილვა გაცილებით დიდ
დროს მოითხოვს, ვიდრე ეს საპროცესო კანონმდებლობით გაიწერა და საბოლოოდ ქმნის
საკუთრების უფლების დარღვევის დროში გახანგრძლივების წინაპირობებს.
საქართველოს სახალხო დამცველმა 2015 წელს უარყოფითად შეაფასა ზემოაღნიშნულ
საკანონმდებლო ცვლილებათა შესახებ ჯერ კიდევ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი
კანონპროექტი, ვინაიდან მიიჩნია, რომ საპოლიციო გამოსახლების მექანიზმის გაუქმებას
შეიძლება წაეხალისებინა ამგვარი სამართალურთიერთობის სსსკ-ის 160-ე მუხლით (ბინის ან
სხვა
მფლობელობის
ხელშეუხებლობის
დარღვევა)
დარეგულირება
და
სისხლისსამართლებრივი დევნა, რაც მნიშვნელოვნად გააუარესებდა იმ ადამიანების
(დევნილები, სოციალურად დაუცველები და სხვა პირები) უფლებრივ მდგომარეობას,
რომლებიც უსახლკარობისა და უკიდურესად მძიმე სოციალურ–ეკონომიკური პირობების
გამო, კერძო ობიექტებში არიან შეჭრილები და დღემდე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე
აგრძელებენ იქ ცხოვრებას.1514 იმის გასარკვევად თუ როგორ აისახა პრაქტიკაზე აღნიშნული
საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა საკითხის შესწავლისთვის მნიშვნელოვანი
ინფორმაცია, თუმცა აღმასრულებელმა ორგანომ განგვიმარტა,1515 რომ არ აწარმოებენ იმ
მფლობელობიდან ნივთის (არ ხდება იდენტიფიცერება უძრავ ნივთს რამდენი მათგანი შეეხება)
გამოთხოვის შესახებ 2016 წლის 1 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 835 სარჩელია
დარეგისტირებული, რაც საქართველოში მოქმედ ყველა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში ამავე
პერიოდში, ამავე საკითხზე რეგისტრირებულ სარჩელთა 46%–ს წარმოადგენს.
1514
საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის 22 ივლისის წინადადება. ინფორმაცია
ხელმისაწვდომია ვებ–გვერდზე: < http://www.ombudsman.ge/ge/recommendationsProposal/winadadebebi/saxalxo-damcveli-sapolicio-gamosaxlebis-meqanizmis-gauqmebis-iniciativas-uaryofitadafasebs.page > [ ბოლოს ნანახია 18.01.2016 წ.]
1515
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 15 თებერვლის # MIA 21700376166
წერილი.
816
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მონაცემების ერთიან დამუშავებას, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა დაგვედგინა
2016 წლის 1 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
2016 წლის 1 მარტის #75 ბრძანებით დამტკიცებული ,,საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან
ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების
გამოსახლება/გამოყვანის გათვალისწინებული წესის“ შესაბამისად, რამდენი მოთხოვნა
წარედგინა
სამინისტროს,
რომლითაც
მართლზომიერი
მფლობელები
ითხოვდნენ
საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელის და
მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლება/გამოყვანას; ამ განცხადებებიდან რამდენი
მათგანი აკმაყოფილებდა აღნიშნული წესით დადგენილ მოთხოვნებს; რამდენ მათგანთან
დაკავშირებით არსებობდა დასაბუთებული ვარაუდის დამადასტურებელი დოკუმენტი და
რამდენ მათგანთან დაკავშირებით განხორციელდა საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და
სხვა
მფლობელობიდან
უკანონო
მფლობელისა
და
მასთან
მყოფი
პირის/პირების
გამოსახლება/გამოყვანა და რამდენი შემთხვევაში დაუბრუნდა მართლზომიერ მფლობელს
საცხოვრებელი სახლი/ბინა ან სხვა მფლობელობის ობიექტი.
ინფორმაცია, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროდან 2017 წლის 15 თებერვლის # MIA 21700376166 წერილით მოეწოდა,
საშუალებას იძლევა დავადგინოთ, რომ 2015 წლის 1 მარტიდან - 2015 წლის 31 დეკემბრის
ჩათვლით პერიოდთან შედარებით, 2016 წლის 1 მარტიდან - 2016 წლის 31 დეკემბრის
პერიოდში 40%–ით გაზრდილია იმ საქმეთა რაოდენობა, რომლებზეც საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მიერ გამოძიება დაწყებულ იქნა სსსკ–ს 160–ე მუხლით
(ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე იკვეთება, რომ უკანონო მფლობელობიდან უძრავი
ნივთის გამოთხოვის არსებული მექანიზმის ფარგლებში ხშირია კანონით დადგენილი
ვადების დარღვევა, შედეგად კი ჭიანურდება საკუთრების უფლების სასამართლო წესით
დაცვა.
3.
კოოპერატიული
ბინათმშენებლობის
დაუსრულებლობით
დაზარალებული
მოსახლეობის საკუთრების უფლება
„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 1998 წლიდან სახელმწიფოს
საშინაო ვალად არის აღიარებული კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით
სახელმწიფოს მიერ აღიარებული ვალდებულება. აღნიშნული პრობლემა, რომლის თაობაზეც
817
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საუბარი იყო 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში1516, 2016 წლის საანგარიშო პერიოდშიც
აქტუალურია.
2004 წლის 15 ნოემბერს ,,სახელმწიფო ვალის შესახებ’’ კანონით აღიარებული საშინაო ვალის
პრობლემების განხილვის, გადაჭრისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, შეიქმნა
საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო
კომისია, რომელსაც უფლებამოსილების ვადად განესაზღვრა 2018 წლის პირველი იანვარი.
წლების
განმავლობაში აღნიშნული კომისიის
მიერ არ მომხდარა
ზემოაღნიშნული
პრობლემის მოგვარების მიზნით რაიმე სახის რეკომენდაციის შემუშავება. 2015 წლის 28
აპრილის სხდომაზე კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც ეთხოვა ქ.
თბილისის მერიას და ფინანსთა სამინისტროს 2016 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველეყოთ
კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრებისთვის, მათ მიმართ არსებულ სახელმწიფო
საშინაო ვალზე უარის თქმის სანაცვლოდ, მუნიციპალურ საკუთრებად უძრავი ქონების
საკუთრებაში გადაცემის შესახებ წესის შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის
დასამტკიცებლად წარდგენა. ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა 2016
წლის ბიუჯეტის მომზადებისას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
არსებული, ყოფილი კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრებისათვის განკუთვნილი,
დაუმთავრებელი
ნაგებობების
მშენებლობის
გაგრძელებისათვის
საჭირო
თანხების
გამოყოფის საკითხის განხილვა.
2016 წლის 9 მარტს საქართველოს მთავრობამ მიიღო N419 განკარგულება, რომლის
საფუძველზე თბილისის მუნიციპალიტეტს ეთხოვა კოოპერატიული ბინათმშენებლობის
წევრებისათვის განსაზღვრული უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემის
და მათთან სათანადო ხელშეკრულებების გაფორმების უზრუნველყოფა.
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების
მართვის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით,1517 თბილისის მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლები და საინიციატივო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც წარმოდგენილნი
არიან, როგორც ყოფილი კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრები, ასევე საქართველოს
საბინაო - სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის წევრები,
განაგრძობენ
მუშაობას
გათვალისწინებული
საქართველოს
ღონისძიებების
მთავრობის
ზემოაღნიშნული
შესასრულებლად.
ამავე
განკარგულებით
უწყების
განმარტებით,
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 21 სექტემბრის და ამავე წლის
ოქტომბრის განკარგულებებით მიღებულია გადაწყვეტილება, ცალკეული კოოპერატიული
1516
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში – „საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა
დაცვის
მდგომარეობის
შესახებ“
(2015
წ.)
გვ.
557
<http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf>.
1517
ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 17 ნოემბრის N01-8/7834 წერილი.
818
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ბინათმშენებლობით დაზარალებულ პირთათვის უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის
ფორმით,
სიმბოლურ
ფასად
საკუთრებაში
გადაცემის
საკითხის
ქ.
თბილისის
მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის შესათანხმებლად წარდგენის შესახებ. სახალხო
დამცველის აპარატისთვის ინფორმაციის მოწოდების დროისთვის, აღნიშნული პირებისთვის
ქონების საკუთრებაში გადაცემა არ მომხდარა. ასევე, ერთიანი წესის არარსებობის
პირობებში,
ბუნდოვანია,
რა
პრინციპის
დაცვით
არჩევენ
იმ
პირებს,
ფინანსთა
სამინისტროდან
რომელთა
დაკმაყოფილება ხდება პირველ ეტაპზე.
გარდა
ზემოაღნიშნულისა,
საქართველოს
გამოვითხოვეთ
ინფორმაცია, 2016 წლის ბიუჯეტის მომზადებისას განხორციელდა თუ არა თბილისის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, ყოფილი კოოპერატიული ბინათმშენებლობის
წევრებისათვის
განკუთვნილი,
გაგრძელებისათვის
საჭირო
დაუმთავრებელი
თანხების
გამოყოფის
ნაგებობების
საკითხის
მშენებლობის
განხილვა
და
რა
გადაწყვეტილება იქნა მიღებული. თუმცა ფინანსთა სამინისტროდან მიღებული პასუხი1518 არ
შეიცავდა ზემოაღნიშნულ ინფორმაციას.
მიგვაჩნია,
რომ
სახელმწიფოს
მხრიდან
ამ
დრომდე
აღნიშნული
მიმართულებით
განხორციელებული აქტივობა ვერ ჩაითვლება ეფექტურად. აუცილებელია, შემუშავდეს
კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებული მოქალაქეების
წინაშე არსებული ვალდებულების შესრულების ერთიანი წესი, რომელშიც დეტალურად
იქნება გაწერილი თუ რა ფორმით და რა ვადაში უნდა მოხდეს ზემოაღნიშნული პირების
წინაშე
არსებული
გათვალისწინებით,
ვალდებულების
ცხადია,
რომ
შესრულება.
მხოლოდ
დაზარალებულთა
თბილისის
რაოდენობის
მუნიციპალიტეტში
მიწების
საკუთრებაში გადაცემის გზით ვერ მოხდება ყველა დაზარალებულის წინაშე არსებული
ვალდებულების შესრულება. ზემოაღნიშნულ პირთა უფლებების აღდგენის მიზნით,
აუცილებელია მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გატარდეს კოოპერატიული
ბინათმშენებლობის წევრებისათვის განსაზღვრული უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად
საკუთრებაში გადაცემასთან და მათთან სათანადო ხელშეკრულებების გაფორმებასთან
დაკავშირებული ღონისძიებები, ასევე, დროულად მოხდეს შესაბამისი ზომების მიღება
დაუსრულებელი კოოპერატიული ბინათმშენებლობის დასრულების კუთხით.
1518
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2017 წლის 2 თებერვლის N08-01/14190.
819
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
რეკომენდაციები
საქართველოს პარლამენტს
კანონმდებლობით დარეგულირდეს სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე
ტრადიციულ მფლობელთათვის საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა და
გაიწეროს უფლების აღიარების წესი და პროცედურები
საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და
ბორჯომის მუნიციპალიტეტს
არ გასხვისდეს სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები დაბა ბაკურიანსა და
სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიაზე, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების
დასრულებამდე
საქართველოს მთავრობას
დროულად იქნეს შემუშავებული კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით
აღიარებული საშინაო ვალის ანაზღაურების ერთიანი წესი და შეიქმნას დაზარალებული
მოსახლეობის წინაშე აღებული ვალდებულების შესრულების ეფექტური მექანიზმი
საქართველოს პროკურატურას
დროულად დასრულდეს დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ტერიტორიაზე
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გაცემასთან დაკავშირებულ საქმეზე
მიმდინარე გამოძიება
თბილისის მუნიციპალიტეტს
დროულად მოხდეს კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრებისათვის განსაზღვრული
უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემასთან და მათთან სათანადო
ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა და შესაბამისი
გადაწყვეტილებების მიღება.
820
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დანართი: ინდივიდუალური საქმეების ანალიზი
გ.ო.–ს საქმე
(სავარაუდო არასათანადო მოპყრობის არაეფექტიანი გამოძიება)
N6
პენიტენციურ
დაწესებულებაში
მოთავსებული
ბრალდებულის,
გ.ო.–ს
მიმართ,
სავარაუდოდ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, გამოძიება 2015 წლის 8 ივნისს
სსკ 1443 მუხლის1519 პირველი ნაწილის კვალიფიკაციით დაიწყო. 2016 წლის 13 აგვისტოს,
პროკურორის დადგენილებით, გამოძიება შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.
როგორც გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, ისე მისი დასრულების შემდგომ,
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს კომუნიკაცია ჰქონდა სხვადასხვა შესაბამის
სახელმწიფო
ორგანოსთან;
გაეცნო
დასრულებული
საქმის
მასალებს
და
იდენტიფიცირებული ხარვეზების შესახებ გამართა შეხვედრა საქართველოს მთავარი
პროკურატურის წარმომადგენლებთან.1520 საქმის ანალიზმა გამოავლინა, რომ გამოძიება არ
იყო ეფექტიანი.
1.
საქმის ფაბულა
N6 პენიტენციური დაწესებულების N63 საკანში მოთავსებული ბრალდებულის, გ.ო.–ს
განცხადებით, 2015 წლის 7 ივნისს მის საკანში შესულმა N6 პენიტენციური დაწესებულების
უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა ს.მ.-მ სამსახურებრივი ტანსაცმელი შემოიხია და
თვითდაზიანება
მიიყენა.
გ.ო.
განმარტავს,
რომ
დაწესებულების
თანამშრომელზე
თავდასხმის ინსცენირება მიზნად ისახავდა მისთვის ახალი ბრალდების წაყენებას.
გ.ო.–ს ცნობით, მისთვის შეფარდებული პატიმრობის ცხრათვიანი ვადა 2015 წლის 12 ივნისს
იწურებოდა, ახალი ბრალდების წარდგენა კი შესაძლებელს ხდიდა მის პატიმრობაში
დატოვებას. უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლის 8 ივნისს გ.ო.–ს მართლაც წარედგინა ბრალი
სსკ 373-ე მუხლით1521 გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რომელიც სხვა ფაქტს
უკავშირდება და სასამართლოს განჩინების საფუძველზე მართლაც დარჩა პატიმრობაში.
1519 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 1443 – დამამცირებელი ან არაადამიანური
მოპყრობა.
1520 შეხვედრას, სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდნენ სახალხო დამცველის პირველი
მოადგილე და მთავარი პროკურორის მოადგილე. შეხვედრისას, რამდენადაც პროკურატურამ ვერ
წარმოადგინა ხარვეზების გამაბათილებელი არგუმენტები, გამოძიებაში არსებული ხარვეზების
შესახებ კითხვები უპასუხოდ დარჩა.
1521 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 373 – ცრუ დასმენა.
821
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი ანალიზი ეხება მხოლოდ გამოძიების
ეფექტიანობას და არ მოიცავს ბრალდებულის ზემოხსენებული მოტივაციის ანალიზს და მის
დამაჯერებლობას.
2.
გამოძიების შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან
საქართველოს
კონსტიტუციის
თანახმად,
გამოძიება
სახელმწიფოს
ექსკლუზიურ
უფლებამოსილებას განეკუთვნება.1522 სახელმწიფოს მოეთხოვება დარღვევების შესახებ
განცხადებები გამოიძიონ სწრაფად, ზედმიწევნით და ეფექტიანად, დამოუკიდებელი და
მიუკერძოებელი
ორგანოების
მეშვეობით.
გამოძიების
ჩატარებასთან
დაკავშირებით
სახელმწიფოს უმოქმედობა თავისთავად არის დარღვევა.1523
აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეში გ.ო.–ს არ მიუთითებია მის მიმართ წამების ან
არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, თუმცა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 1443 მუხლით წარიმართა. შესაბამისად, გამოძიება უნდა დაქვემდებარებოდა
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის პოზიტიური ვალდებულების
შინაარსიდან მომდინარე სტანდარტებს.
სასამართლოს
პრეცედენტული
აუცილებელი
პირობაა,
რომ
პრაქტიკის
„მისი
თანახმად,
დასკვნები
გამოძიების
ეფუძნებოდეს
ყველა
ეფექტიანობის
რელევანტური
ელემენტის ზედმიწევნით, ობიექტურ და მიუკერძოებელ ანალიზს“.1524 გამოძიება უნდა იყოს
ზედმიწევნითი,
სწრაფი
და
მასში
მსხვერპლი
უნდა
მონაწილეობდეს
გამოძიების
ინტერესების პროპორციულად.1525
ა) გამოძიება ზედმიწევნით არ ჩატარებულა
საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსი
ადგენს
გამომძიებლის
მოვალეობას, ჩაატაროს ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიება.1526 ეფექტიანი
გამოძიების ზედმიწევნითობის კრიტერიუმი გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ყველა
შესაძლო
ზომის
მიღებას,
რათა
მოპოვებულ
1522
იქნას
საქმისთვის
რელევანტური
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 3, პუნქტი 1, „რ“ ქვეპუნქტი.
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი N31[80].
1524 ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ, 35403/06, პარ. 85.
1525
შდრ. იხ: გაეროს „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის
ან დასჯის ფაქტების ეფექტიანი გამოძიებისა და დოკუმენტირების პრინციპები“ (გენერალური
ასამბლეის რეზოლუცია N55/89), „კანონგარეშე, თვითნებური და სასამართლოს გარეშე სიკვდილით
დასჯის ეფექტიანი აღკვეთისა და გამოძიების პრინციპები“ (ეკონომიკურ და სოციალურ უფლებათა
კომისიის რეზოლუცია N1989/65) და სხვ.
1526 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 37, ნაწილი 2.
1523
822
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მტკიცებულებები,
რომელიც
იძლევა
შემაჯამებელი
გადაწყვეტილების
მიღების
შესაძლებლობას.1527
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის მიხედვით,
ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც ხელს უშლის დარღვევის მიზეზის დადგენას, ქმნის იმის
საფრთხეს,
რომ
გამოძიება
შეუსაბამო
იქნება
ამ
სტანდარტთან.1528
გამოძიების
ზედმიწევნითობის მოთხოვნა ასევე გულისხმობს, რომ საქმის რელევანტური გარემოებები
შეფასდეს
ზედმიწევნით,
თანმიმდევრულად
და
დაუშვებელია
ობიექტურად.1529
ფორმალური და ზედაპირული გამოძიების ჩატარება, რომელიც მიზნად არ ისახავს
ჭეშმარიტების დადგენას.1530
საქართველოს
მთავარი
განხორციელების
პროკურატურის
მიუხედავად,
აშკარაა,
მიერ
რომ
რიგ
საგამოძიებო
ზედმიწევნითობის
მოქმედებათა
კრიტერიუმი
არ
დაკმაყოფილებულა.
გ.ო.–სა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის არაერთი მოთხოვნისა და რეალური
აუცილებლობის
მიუხედავად,
პროკურატურამ
არ
უზრუნველყო
N63
საკნის
გარე
პერიმეტრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის მოპოვება და გამოკვლევა. საქმეში არსებული
მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება, რომ მხოლოდ საკანში არსებული ვიდეოკამერის
ჩანაწერიდან შეუძლებელი იყო დანაშაულის ნიშნების არსებობის დადგენა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურას, გ.ო.–ს და საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატის მსგავსად, თავიდანვე შეეძლო პენიტენციური დეპარტამენტიდან
გამოეთხოვა არა მხოლოდ N63 საკნის ამსახველი, არამედ გარე პერიმეტრისა და გ.ო.–ს
გადაადგილების ამსახველი ჩანაწერის სრულად დაარქივების მოთხოვნა.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროკურატურა თავიდან მხოლოდ N63 საკნის ვიდეოკამერის
ჩანაწერით იყო დაინტერესებული, მისთვის ჯერ კიდევ 8 ივნისს უკვე ცნობილი იყო როგორც
გ.ო.–ს, ისე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოთხოვნის შესახებ. ცნობილი იყო
აღნიშნული ჩანაწერების აპარატის მოთხოვნის შესაბამისად დაარქივების შესახებაც, რადგან
საქმეში დევს როგორც აპარატის აღნიშნული წერილი, ისე – პენიტენციური დეპარტამენტის
პასუხი.
მიუხედავად ამისა, გაურკვეველი მიზეზის გამო, პროკურატურას აღნიშნული ჩანაწერი არ
გამოუთხოვია.
საქმის
გამოძიების
ფარგლებში,
პროკურატურა
საერთოდ
არ
დაინტერესებულა იმით, შეასრულა თუ არა პენიტენციურმა დეპარტამენტმა მისთვის
1527
ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ, 25091/07, პარ. 242.
ბათი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, 33097/96 და 57834/00.
1529
ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ, 25091/07.
1530 პოლტორაცკი უკრაინის წინააღმდეგ, 38812/97.
1528
823
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
კანონით დაკისრებული ვალდებულება.1531 მან არ უზრუნველყო ჩანაწერის მოპოვება და
ამისთვის რაიმე საპატიო მიზეზი არ წარმოუდგენია. საქმის მთავარი მტკიცებულების
მიმართ გამოჩენილი მსგავსი გულგრილობა, გ.ო.–ს მიერ ჩანაწერის ამოღების არაერთგზის
მოთხოვნის გათვალისწინებით, გამაოგნებელია.
შესაბამისად, N63 საკნის გარე პერიმეტრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და
გამოკვლევის
უგულებელყოფა
განსაკუთრებული
მნიშვნელობის
დარღვევაა,
რადგან
მოვლენათა აღდგენა მხოლოდ აღნიშნული გზით იქნებოდა შესაძლებელი.
ამ
მხრივ
ასევე
საქართველოს
მნიშვნელოვანია
გაირკვეს,
სასჯელაღსრულებისა
და
თუ
რატომ
პრობაციის
არსებობს
წინააღმდეგობა
სამინისტროს
პენიტენციური
დეპარტამენტის წერილებში;1532 რეალურად დაარქივდა თუ არა ვიდეოჩანაწერები და რა
ბედი ეწია მას; აგრეთვე, თუკი არ იქნა გათვალისწინებული პატიმრისა და საქართველოს
სახალხო დამცველის აპარატის მოთხოვნა, დამარწმუნებელი განმარტება აღნიშნული
უმოქმედობისთვის.
ასევე განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ის ფაქტი, რომ მთავარი მოწმეები მხოლოდ
ერთხელ გამოიკითხნენ და ისიც – შემთხვევიდან 80 დღის გასვლის შემდეგ. N6
დაწესებულების თანამშრომელთა ჩვენებები ერთმანეთისგან განსხვავდება რამდენიმე
მნიშვნელოვან დეტალთან დაკავშირებით, რომლის შევსებაც აუცილებელი იყო მოწმეთა
დამატებითი გამოკითხვით, თუმცა ისინი დამატებით არ გამოუკითხავთ. მნიშვნელოვანია
ის ფაქტი, რომ გ.ო.-მ საკუთარ განცხადებებსა და საჩივრებში არაერთხელ ითხოვა აღნიშნულ
თანამშრომელთა დამატებითი გამოკითხვა.
ბ) გამოძიება სწრაფი არ ყოფილა
საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსის
მიხედვით,
გამოძიება
მიმდინარეობს გონივრულ ვადაში.1533 საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების სისწრაფე,
განსაკუთრებით,
მატარებელია
არასათანადო
სამართლის
მოპყრობის
უზენაესობის
საქმეებზე,
დაცვის
კრიტიკული
მიმართ
მნიშვნელობის
საზოგადოების
ნდობის
შენარჩუნებისთვის.1534
გამოძიების სისწრაფის შეფასებისას მნიშვნელოვანია, თუ რა დრო დასჭირდა გამოძიების
დაწყებასა და მტკიცებულების შეგროვებას. თავისთავად გამოძიების მიმდინარეობის
ხანგრძლივობა
არ
წარმოადგენს
დარღვევის
1531
უპირობო
საფუძველს.
ამ
მხრივ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 16 მაისის N35 ბრძანება.
პენიტენციური დეპარტამენტის 2015 წლის 8 ივნისისა და 2016 წლის 22 ნოემბრის წერილები.
1533 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 103.
1534
იეჰოვას მოწმეთა გლდანის კონგრეგაციის 97 წევრი და 4 სხვა პირი საქართველოს წინააღმდეგ,
71156/01, პარ. 96.
1532
824
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მნიშვნელოვანია, რომ პროკურორებმა არ დააყოვნონ მტკიცებულებათა და ჩვენებათა
მოპოვება.1535
მოცემულ შემთხვევაში, N6 დაწესებულებაში მომსახურე პერსონალი და იქ განთავსებული
ბრალდებული დ.ს. შემთხვევიდან 80 დღის გასვლის შემდეგ გამოიკითხნენ. მოწმეთა
გამოკითხვის დაყოვნებამ მათ მიერ რიგი ფაქტობრივი გარემოებების გახსენება შეუძლებელი
გახადა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქმის მასალებიდან არ იკვეთება აღნიშნულ
პირთა გამოკითხვის 26–27 აგვისტომდე დაყოვნების რაიმე მიზეზი.
გაუგებარია, რატომ გამოიკითხნენ მთავარი მოწმეები ასეთი აშკარა დაგვიანებით. მოწმეთა
გამოკითხვის დაყოვნების გამო არა მხოლოდ დამახინჯდა და დაიკარგა მათ მიერ აღქმული
მნიშვნელოვანი ცნობები და მონაცემები, არამედ შეიქმნა მოწმეთა რაიმე სახით იძულების
მნიშვნელოვანი საფრთხეც.
გამოკითხვის
სამი
თვით
გადადების
გამართლება
შემთხვევის
კომპლექსურობაზე
მითითებითაც შეუძლებელია. გამოკითხვა ერთ–ერთი ყველაზე მარტივი საგამოძიებო
მოქმედებაა,
რომელიც
შესაძლებელს
ხდის
საქმისთვის
მნიშვნელოვანი
სხვადასხვა
გარემოებების დროის უმოკლეს მონაკვეთში დადგენას. ანალოგიური შეიძლება ითქვას
გასაოცარი დაგვიანებებით ჩატარებულ სხვა საგამოძიებო მოქმედებებზეც.1536
გ) მსხვერპლს არ მიეცა გამოძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობა
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ავალდებულებს სახელმწიფოებს, გადადგან
პოზიტიური ნაბიჯები მსხვერპლთა დაცვის უზრუნველსაყოფად.1537 დაზარალებულს ხელი
უნდა მიუწვდებოდეს გამოძიების მიმდინარეობაზე და შესაძლებლობა მიეცეს, ჩაერთოს
მასში.1538
მოცემულ საქმეში, საქართველოს მთავარ პროკურატურას, გარდა ერთი შემთხვევისა,1539
საერთოდ არ განუხორციელებია რეაგირება მსხვერპლის მიერ მითითებული გარემოებების
გადასამოწმებლად.
გ.ო.-მ
არაერთხელ
მიუთითა
მოწმეთა
ჩვენებებს
შორის
წინააღმდეგობებზე, მოითხოვა ამოღებული ვიდეოჩანაწერის გაცნობა, მოწმეთა ხელახალი
გამოკითხვა, თუმცა ზემოხსენებულ მოთხოვნებს ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია.
შესაბამისად,
გამოძიების
პროცესში
გ.ო.–ს
მონაწილეობა
სრულად
არ
ყოფილა
უზრუნველყოფილი.
1535 აიდინი თურქეთის წინააღმდეგ, 28293/95, 29494/95 და 30219/96, პარ. 106; აკსოი თურქეთის
წინააღმდეგ, 21987/93, პარ. 189; ჩაკიჩი თურქეთის წინააღმდეგ, 23657/94, პარ. 284.
1536 მაგ. N63 საკნის ვიდეოჩანაწერი დათვალიერდა 2015 წლის 24 სექტემბერს, შემთხვევიდან 4 თვის
გასვლის შემდგომ.
1537 ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 5310/78, პარ. 239.
1538
ევროკავშირის 2012 წლის 25 ოქტომბრის დირექტივა.
1539 ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნა.
825
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
3. დასკვნა
სისხლის
სამართლის
N074080615802
საქმეზე
წარმოებული
გამოძიების
ფარგლებში
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოიპოვა რიგი მტკიცებულებები, გამოკითხა
არაერთი
მოწმე
და
ჩაატარა
სხვადასხვა
საგამოძიებო
მოქმედება. მიუხედავად
ამ
საგამოძიებო მოქმედებებისა, გამოძიება ვერ მიიჩნევა ეფექტიანი გამოძიების საერთაშორისო
სტანდარტების შესაბამისად, განსაკუთრებით, გამოძიების ზედმიწევნითობის, სისწრაფისა
და მსხვერპლის მონაწილეობის კუთხით.
საქართველოს მთავარ პროკურატურას არ მოუპოვებია მთავარი მტკიცებულება, რომლის
მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა. N63
საკნის
გარე პერიმეტრის
აღნიშნულს
მოითხოვდნენ
ჩანაწერის მოპოვების
გ.ო.–
და
უგულებელყოფა გაუმართლებელია.
საქართველოს
სახალხო
დამცველის
აპარატი.
პროკურატურისთვის ცნობილი იყო პენიტენციური დეპარტამენტის 2015 წლის 8 ივნისის
წერილი, რომლის მიხედვითაც გარე პერიმეტრის ჩანაწერი დაარქივდა. პროკურატურას
უნდა მიეღო ზომები ამ ჩანაწერის მოსაპოვებლად, თუმცა 14 თვის განმავლობაში საქმის
მთავარი მტკიცებულების მოსაპოვებლად არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ არ სწრაფად არ იმოქმედა გ.ო.–ს მიერ მითითებულ
ფაქტთან დაკავშირებით. გაუგებარია მოწმეთა დაკითხვა შემთხვევიდან მხოლოდ 80 დღის
გასვლის შემდეგ, რაც გაუმართლებლად დიდი პერიოდია. მოწმეთა გამოკითხვის თითქმის
სამი თვით დაყოვნებამ გამოიწვია მათ მიერ აღქმული ინფორმაციის დამახინჯება/დავიწყება.
ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ამგვარ დაყოვნებას შესაძლოა მოჰყვეს
ზეწოლა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელზე.
საქართველოს
მთავარი
პროკურატურის
მოქმედებები
დამატებით
წარმოაჩენს,
რომ
გამოძიების ეტაპზე საკმარისად არ ყოფილა უზრუნველყოფილი გ.ო.–ს მონაწილეობა
გამოძიებაში. მას არ შეეძლო გავლენის მოხდენა გამოძიების მიმართულებაზე, რადგან
არაერთი განცხადებისა თუ საჩივრის მიუხედავად, მისი ყველა მოთხოვნა (გარდა
ექსპერტიზის დანიშვნისა) უპასუხოდ დარჩა.
მ.პ.–ს საქმე
(სავარაუდო არასათანადო მოპყრობის არაეფექტიანი გამოძიება)
826
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საქართველოს სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით შეისწავლა მ.პ.–ს1540 მიმართ
ჩადენილი სავარაუდო არასათანადო მოპყრობის სისხლის სამართლის საქმე.
საქმის
გამოძიება
2015
წლის
22
დეკემბერს
სამსახურებრივი
უფლებამოსილების
გადამეტების მუხლით დაიწყო1541 და 2016 წლის 2 ივნისს შეწყდა. მიუხედავად იმისა, რომ
ჩატარდა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები, საქმის შესწავლამ ცხადყო, რომ გამოძიება
არ ყოფილა ეფექტიანი.
I.ზედმიწევნითობა
მტკიცებულებების
მოპოვების
მიზნით
საგამოძიებო
მოქმედებების
ჩაუტარებლობა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეფექტიანი გამოძიების ზედმიწევნითი
სტანდარტის დარღვევად მიიჩნია, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ
გადაწყვეტილებებში.
ა)გამოძიებისთვის საინტერესო პირთა იდენტიფიცირებისთვის საგამოძიებო მოქმედებები არ
ჩატარებულა
მოწმის სახით დაკითხვისას მ. პ.–მ მიუთითა პოლიციის განყოფილების კონკრეტულ
ოთახზე, სადაც მის მიმართ პოლიციელები დანაშაულებრივად მოქმედებდნენ, ასევე,
დეტალურად აღწერა 4 პირი (თითოეულის სავარაუდო ასაკი, სიმაღლე, აღნაგობა, სახის
ფორმა, თმის და თვალის ფერი, ტანსაცმელი), თუმცა აღნიშნული პირების ვინაობის
დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტული ინფორმაციის
(თარიღი, ადგილი და არასათანადო მოპყრობის ხასიათი, დამნაშავეთა ვინაობა, კავშირი მის
მიერ დასახელებულ ცემის ფაქტებსა და ჯანმრთელობის პრობლემებს შორის და ა.შ.)
1540 მ.პ.–ს ჩვენებით, 2015 წლის 20 დეკემბერს, დაახლოებით ღამის 03:00–04:00 საათზე ის სახლიდან
ორმა პოლიციელმა წაიყვანა პოლიციის განყოფილების ერთ–ერთ ოთახში. რამდენიმე წუთში ოთახში
შესულმა 4–5 პოლიციელმა მას დანაშაულის აღიარება მოსთხოვა და უარის მიღების შემდეგ მასზე
ფიზიკურად იძალადა. შემდეგ ტანსაცმელი გახადეს და დივანზე დააგდეს, თან ემუქრებოდნენ, რომ
თუ დანაშაულს არ აღიარებდა, გააუპატიურებდნენ. ერთ–ერთმა პოლიციელმა მართლაც სცადა
სექსუალური ხასიათის ძალადობა, მაგრამ ოთახში შესულმა „ნ.“-მპოლიციელებს გაჩერება უბრძანა,
რასაც დაემორჩილნენ. ბრალდებული კვლავ განყოფილებაში იმყოფებოდა და აღნიშნული 4 პირი
ხელებს ტანისა და თავის სხვადასხვა არეში ურტყამდა, რათა დანაშაული ეღიარებინა.
1541 2015 წლის 21 დეკემბერს, თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორიდან საქართველოს
პროკურატურაში გაიგზავნა წერილი და გარეგნული დათვალიერების ოქმის ასლი მ.პ.–ს სხეულზე
დაზიანებების აღწერით: „მარჯვენა ბეჭზე და მარცხენა ბარძაყზე მცირე ციანოზური უბნები, ორივე
ხელის მტევანზე ექსკორიაციები ფუფხით დაფარული, სისხლნაჟღენთები აღენიშნება მარჯვენა მხარსა
და მუცელზე ჭიპთან, ორივე მაჯის სახსარზე და მარცხენა მუხლზე სხვადასხვა ზომის ჰიპერემიული
უბნები. ბრალდებულის გადმოცემით, დაკავებისას პოლიციელებმა მას მიაყენეს ფიზიკური და
სიტყვიერი შეურაცხყოფა.“
827
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
შემცველი მომჩივნის ბრალდებები უნდა ჩათვლილიყო სათანადო საჩივრად, მათზე
რეაგირება და ეფექტიანი გამოძიება კი იყო აღნიშნული ორგანოების ვალდებულება.1542
ბ) შემთხვევის ადგილი არ დაუთვალიერებიათ და ნიმუშები არ აუღიათ
მ.პ. 2015 წლის 20 დეკემბერს მომხდარი ფაქტების გამო იმავე წლის 23 დეკემბერს დაიკითხა.
შესაბამისად, სავარაუდო ქმედების ჩადენიდან დიდი დრო არ იყო გასული, რომ
აზრსმოკლებული ყოფილიყო შემთხვევის ადგილის დათვალიერება. პირიქით, აუცილებელი
და შესაძლებელიც იყო პოლიციის განყოფილებაში დათვალიერების ჩატარება, ასევე, ოთახში
არსებული ნივთებიდან ნიმუშ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღება ან/და
საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთების ამოღება და მასზე არსებული თითის ანაბეჭდების
ან/და
ბრალდებულის
ჩვენებებში
მითითებული
გარემოებების
შესწავლის/დადგენის
მიზნით, ნიმუშის აღება. ამასთან, არ ამოუღიათ მ.პ.–ს ტანსაცმელი1543 და მასზე არსებული
ნიმუშ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მითუმეტეს, მ.პ. პოლიციელების მიერ
ტანსაცმლის
ძალით
გახდის
შესახებ
მიუთითებდა
და
შესაძლოა,
მასზე
კვალი
დარჩენილიყო.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოძიების ეფექტიანობის შეფასებისას
ყურადღებას
ამახვილებს
შემთხვევის
ადგილის
დაუთვალიერებლობაზე1544;
ასევე,
გამომძიებლების მიერ თითების ანაბეჭდების აუღებლობაზე.1545 სავარაუდო წამების
ადგილის გულმოდგინე გამოკვლევასა და ნივთიერი მტკიცებულებების მოპოვების, თითის
ანაბეჭდების
აღმოჩენა/ამოღების,
ბიოლოგიური
კვალის
და
სხვა
მტკიცებულებების
აღმოჩენის მიზნით ტანსაცმლის კვლევის აუცილებლობაზე მიუთითებს სტამბოლის
პროტოკოლიც.1546
გ) არ იქნა მოპოვებული ყველა შესაძლო დოკუმენტი/ინფორმაცია
გამოძიების ფარგლებში არ არის მოპოვებული ინფორმაცია 2015 წლის 20 დეკემბერს
ბრალდებულის მიერ მითითებული დროის მონაკვეთში ვინ (პოლიციელების ვინაობა,
სამუშაო ადგილი, თანამდებობა1547) იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც მისი
1542
„ღარიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ პარ. 64.
2015 წლის 21 დეკემბერს, 16:20–16:50 საათამდე პერიოდში, თბილისის N1 დროებითი მოთავსების
იზოლატორში მ.პ.–ს ბრალდების სისხლის სამართლის N010201215001 საქმეზე ჩატარდა საგამოძიებო
მოქმედება - მ.პ.–ს ტანსაცმლის და ფეხსაცმლის (რომელიც მას ეცვა 2015 წლის 19–20 დეკემბერს)
ამოღება.
1544
„დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ პარ. 49.
1545 „ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ“ პარ. 80. „ამგვარი მარტივი, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში
აუცილებელი საგამოძიებო ზომა, მნიშვნელოვნად შეცვლიდა ფაქტებს.“
1546 სტამბოლის პროტოკოლი, პარ. 101.
1547
გასათვალისწინებელია, რომ დაკითხული/გამოკითხული პოლიციელების ჩვენებების მიხედვით,
მ.პ.–ს ბრალდების საქმეს იძიებდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების
1543
828
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მტკიცებით, მასზე იძალადეს. აღნიშნული გარემოების დასადგენად არ მოუპოვებიათ
განყოფილებაში პირთა/თანამშრომელთა შესვლა–გამოსვლის ამსახველ ელექტრონულ ან
მატერიალურ ჟურნალში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შენახული ინფორმაცია.
სტამბოლის პროტოკოლის მიხედვით, აუცილებელია წამების სავარაუდო ადგილზე ყველა
დამსწრე პირის (სრული სახელების და გვარების, მისამართების და ტელეფონის ნომრების ან
სხვა საკონტაქტო მონაცემების მითითებით) სახელობითი სიის შედგენა.1548
დ) არ დაიკითხა საგამოძიებო მოქმედებებში ჩართული და განყოფილებაში მყოფი ყველა
პირი
გამოძიების
პროცესში
თანამშრომელი,
ასევე,
დაიკითხა/გამოიკითხა
დეტექტივების
მე–4
განყოფილების
სამმართველოს
უფროსის
უფროსი
და
2
მოადგილე
და
2
თანამშრომელი. სრულყოფილი გამოძიებისთვის საჭირო და აუცილებელი იყო ინფორმაციის
მოპოვება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მ.პ.–ს ბრალდების სისხლის
სამართლის
საქმის
საგამოძიებო
მოქმედებების
ჩამტარებელი/მონაწილე,
ასევე,
განყოფილებაში მყოფი თანამშრომლების შესახებ და ყველა ზემოაღნიშნული პირის
დაკითხვა/გამოკითხვა, დეტალური და ამომწურავი შეკითხვების დასმით.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, საქმის გულმოდგინე და
ობიექტური
გამოძიება
ქმედებასთან
დაკავშირებული
ყველა
პირის
დადგენაზეა
დამოკიდებული1549 და არაეფექტიანად ფასდება ფაქტის შესახებ ინფორმაციის მატარებელ
პირთა
დაუდგენლობა
და
დაუკითხაობა.1550
სტამბოლის
პროტოკოლის
თანახმად,
სავარაუდო წამების შესაძლო მოწმეების გამოსავლენად საჭიროა გამოსაკვლევ სათავსოებში
ან ტერიტორიებზე მყოფი ყველა პირის,1551 ასევე, სავარაუდო დამნაშავეთა1552 გამოკითხვა.
ე) ამოცნობა არ ჩატარებულა
მიუხედავად იმისა, რომ მ.პ.–მ დეტალურად აღწერა მასზე მოძალადე პოლიციელები,
აღნიშნული პირების გამოსავლენად არც რაიმე საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, არც
ამოცნობა არ ჩატარებულა. საყურადღებოა, რომ მ.პ.–ს აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების
სამმართველო. გამოძიების პროცესში ასევე იყვნენ ჩართულნი ვაკე–საბურთალოს სამმართველოს მე–
4 განყოფილების თანამშრომლები.
1548 სტამბოლის პროტოკოლი, პარ. 102.
1549
„გირგვლიანი, ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ“ პარ. 255.
1550 „დანელია საქართველოს წინააღმდეგ“ პარ. 64. „ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ“ პარ. 80.
1551
სტამბოლის პროტოკოლი, პარ. 102.
1552 სტამბოლის პროტოკოლი, პარ. 100.
829
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ჩატარებისთვის კონკრეტული პირების სახელების და გვარების მითითება მოეთხოვა.1553
ამოცნობის
ჩატარებისთვის
ამოსაცნობი
პირის
სახელის
და
გვარის
მითითების
სავალდებულოობას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამოსაცნობად წარდგენამდე
ამომცნობი
უნდა
იყოს
გამოკითხული/დაკითხული
ამოსაცნობი
ობიექტის
ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების თაობაზე.1554
ვ) არ ჩატარებულა ექსპერტიზა კონკრეტული ძალადობის ფაქტის დასადგენად
მიუხედავად იმისა, რომ მ.პ.–ს ჩაუტარდა სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზა1555,
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ გამოძიების პროცესში არ ჩატარებულა ექსპერტიზა
ორსულობის შეწყვეტის მიზეზის დადგენის მიზნით. 2016 წლის 12 იანვარს საგამოძიებო
ორგანოს
ო.
ღუდუშაურის
სამედიცინო
ცენტრიდან
გაეგზავნა
მ.პ.–ს
სამედიცინო
დოკუმენტაცია, რომელიც ბრალდებულის დაკავებიდან რამდენიმე დღეში ორსულობის
შეწყვეტას ადასტურებდა1556. საქმის შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტები საგამოძიებო
ორგანოს არც ექსპერტიზის ბიუროსთვის გაუგზავნია და არც სასამართლო-სამედიცინო
ექსპერტიზა დანიშნულა ორსულობის შეწყვეტის მიზეზის დასადგენად (შესაძლებელი იყო
თუ არა ორსულობის შეწყვეტა გამოეწვია ბრალდებულის მიერ მითითებულ ფიზიკურ
ძალადობას. გარდა ამისა, არ დანიშნულა/ჩატარებულა ექსპერტიზა მ.პ.–ს ჩვენების იმ
ნაწილის შესამოწმებლად, სადაც ბრალდებული მის მიმართ სექსუალური ხასიათის
ძალადობის მცდელობის თაობაზე აცხადებდა. საგამოძიებო ორგანო დაეყრდნო 2015 წლის
25 დეკემბერს დამატებითი დაკითხვისას მ.პ.–ს მიცემულ ჩვენებას, რომ აღნიშნული
ქმედებით დაზიანება არ მიუღია და ექსპერტიზა არ ესაჭიროება.
დაზიანებების სამედიცინო შემოწმების/დოკუმენტირების და ექსპერტიზის ჩატარების
მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და
1553
2016 წლის 20 მაისს, თბილისის პროკურატურის N13/01–31863 წერილის თანახმად, მ.პ.–ს ეცნობა:
„რაც შეეხება ამოცნობას, გთხოვთ, მიგვითითოთ იმ პირთა სახელები და გვარები, ვინც თქვენს მიმართ
განახორციელა რაიმე უკანონო ქმედება (რომელთა ამოცნობასაც თქვენ ითხოვთ).
1554 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 131-ე მუხ. მე-2 ნაწ.
1555
სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის
13 იანვრის N000071416 დასკვნის თანახმად, მ.პ.–ს 2015 წლის 24 დეკემბერს პირადი შემოწმებისას
აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით, რომლებიც მიყენებულია
რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც ერთობლიობაში აღებული, ისე ცალ–ცალკე
მიეკუთვნებიან მსუბუქი ხარისხის დაზიანებას, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ
ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
1556
სამედიცინო ცნობა (ფორმა N100) პაციენტი კლინიკაში იმყოფებოდა 2015 წლის 23 დეკემბრის 21:30
საათიდან – 26 დეკემბრის 22:30 საათამდე. 2015 წლის 23 დეკემბერს, 23:30 საათზე ჩატარებული
გამოკვლევა და კონსულტაცია სავარაუდო ორსულობაზე (ექოსკოპიისას დადასტურდა სანაყოფე
პარკი), ხოლო 2015 წლის 26 დეკემბერს, 17:00 საათზე ჩატარებული გამოკვლევა, „სავარაუდო“
ორსულობის დასრულების და არარსებობის შესახებ მიუთითებდა (აღარ დასტურდება სანაყოფე
პარკი).
830
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ეფექტიანი გამოძიების პრინციპის დარღვევად აფასებს სათანადო სამედიცინო შემოწმების
და ექსპერტიზის ჩაუტარებლობას.1557 სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მნიშვნელობაზე
მიუთითებს სტამბოლის პროტოკოლიც.1558
ზ) მოწმე სრულყოფილად არ დაკითხულა
გარდა ამისა, ერთ-ერთი მოწმის დაკითხვისას გამოიკვეთა სრულყოფილი ინფორმაციის
მისაღებად აუცილებელი შეკითხვების დაუსმელობის პრობლემა. მ.პ.-ს ჩვენების მიხედვით,
მასზე ძალადობისას ოთახში შესულმა პირმა „ნ.“–მ (სავარაუდოდ ხელმძღვანელმა)
პოლიციელებს უბრძანა, შეეწყვიტათ უკანონო ქმედება. აღსანიშნავია, რომ დეტექტივების
სამმართველოს
პირველი
განყოფილების
უფროსის
მოადგილისთვის,
ნ.ო.–სთვის
დაკითხვისას არ უკითხავთ, რა ვითარებაში ნახა ბრალდებული, რომელ ოთახში, ვინ
(პოლიციელი/პოლიციელები) იყო მასთან ერთად და შეესწრო თუ არა მ.პ.–ს ჩვენებაში
მითითებულ ფაქტს.
ადამიანის
უფლებათა
სასამართლო
არაეფექტიანი
გამოძიების
კონტექსტში
პოლიციელებისთვის მიზანმიმართული კითხვების დასმის მცდელობის უქონლობასა და
დაკითხვის ზედაპირულ ხასიათზეც მიუთითებს.1559
თ) საპირისპირო სქესის პირის მონაწილეობა ისეთ მოქმედებაში, რომელსაც თან ახლავს
პირის გაშიშვლება, არ შესწავლილა
თბილისის
N1
დროებითი
მოთავსების
იზოლატორში
შედგენილი
გარეგნული
დათვალიერების ოქმი შეადგინა უფროსმა ინსპექტორმა გ.ა.–მ, ექიმ მ.მ.–ს მონაწილეობით.
ბრალდებულის გარეგნულ დათვალიერებაში მისივე სქესის ექიმის გარდა მონაწილეობდა
საპირისპირო სქესის წარმომადგენელიც – იზოლატორის ინსპექტორი. გამოძიებას არ
შეუსწავლია, ბრალდებულის გარეგნული დათვალიერება მამრობითი სქესის ინსპექტორმა
ჩაატარა თუ ექიმმა და ინსპექტორმა ოქმი შეადგინა, ასევე, იწვევდა თუ არა ინსპექტორის
მიერ ბრალდებულის დათვალიერება დამამცირებელ მოპყრობას, ხოლო დანაშაულის
ნიშნების
არარსებობის შემთხვევაში – შინაგან
საქმეთა სამინისტროს
გენერალური
ინსპექციისთვის რეაგირებისთვის არ მიუმართავთ.
პირის გარეგნული დათვალიერება მისივე სქესის პირის მიერ, ემსახურება პირის ღირსების
დაცვას
და
არის
როგორც
შიდა,
ისე
საერთაშორისო
1557
სტანდარტი.
შესაბამისად,
„დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ პარ. 42, 46, „გირგვლიანი, ენუქიძე საქართველოს
წინააღმდეგ“ პარ. 256.
1558
სტამბოლის პროტოკოლი პარ. 103.
1559 „დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ პარ.49.
831
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დოკუმენტებით გამოვლენილი საწინააღმდეგო გარემოება აუცილებლად უნდა შეესწავლა
შესაბამის ორგანოს1560.
II. სისწრაფე
მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების პროცესში, საგამოძიებო მოქმედებები გამოძიების
დაწყებიდან
მოკლე
დროში
ჩატარდა,
ვიდეოჩანაწერების
მოპოვებისთვის
გაწეული
საქმიანობა ეფექტიანი გამოძიების სისწრაფის კრიტერიუმის დარღვევად უნდა შეფასდეს.
საგამოძიებო ორგანომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პოლიციის
განყოფილების შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოჩანაწერების (2015 წლის 20 დეკემბერს
02:00-22:00
საათამდე)
წარდგენის
მოთხოვნით
2016
წლის
18
იანვარს
მიმართა.
ვიდეოჩანაწერები საქმის გარემოებების დასადგენად მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა, თუმცა
საგამოძიებო ორგანომ მისი მოპოვების მიზნით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურს მოთხოვნა გამოძიების დაწყებიდან 27-ე დღეს გაუგზავნა.1561
მნიშვნელოვანია, რომ სისწრაფის მოთხოვნის დაკმაყოფილების შეფასებისას სასამართლო
ითვალისწინებს დროს, რომელიც დასჭირდა პირველადი მტკიცებულებების შეგროვებას და
გამოძიებას მთლიანად.1562
III. დაზარალებულის მონაწილეობა გამოძიების პროცესში
მ.პ. არ ფლობდა ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის/შეწყვეტის შესახებ, გარდა მისი
მონაწილეობით ჩატარებული მოქმედებისა (მოწმის სახით დაიკითხა 2–ჯერ, შეამოწმა
სასამართლო–სამედიცინო ექსპერტმა). მ.პ.–ს პროკურატურისთვის 2 მიმართვის1563 პასუხად
ეცნობა, რომ მხარე არ იყო და საქმის მასალებს ვერ გაეცნობოდა.1564 მ.პ.–ს მხოლოდ მოწმის
სტატუსი ჰქონდა და დაზარალებულად ცნობილი არ ყოფილა, რის გამოც არ მიეცა
შესაძლებლობა
ესარგებლა
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული
დაზარალებულის უფლებებით1565. პირის დაზარალებულად1566 ცნობა მნიშვნელოვანია
1560 გაეროს სტამბოლის პროტოკოლი, პარ.173; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111–ე, 121–ე,
მუხლი.
1561 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის 21 იანვრის წერილის
მიხედვით, ჩანაწერი ვერ მოიძებნა. წერილი არ შეიცავს ინფორმაციას ჩანაწერის მოუძიებლობის
მიზეზის თაობაზე (მათ შორის, იმ საკითხზე, საერთოდ არ ინახება თუ დროის გარკვეული პერიოდის
შემდეგ იშლება).
1562ერიკ
სვანიძე, არასათანადო მოპყრობის ეფექტიანი გამოძიება: ევროპული სტანდარტების
სახელმძღვანელო პრინციპები, გვ. 66.
1563 2016 წლის 1 მარტს, საქართველოს მთავარი პროკურატურიდან თბილისის პროკურატურაში
გადაიგზავნა მ.პ.–ს განცხადება. 2016 წლის 3 მაისს მიმართა საჩივრით.
1564 თბილისის პროკურატურის 2016 წლის 20 მაისის N13/01–31863 წერილი.
1565
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხ. პირველი ნაწ.
დაზარალებულს უფლება აქვს: „დ“ ქ/პ. „მიიღოს გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების ასლი;
832
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
გამოძიების დასაწყისი ეტაპიდან, რათა დაზარალებულს შესაძლებლობა მიეცეს ჩაერთოს
გამოძიების
პროცესში
დაზარალებულის
და
სტატუსის
ხელი
არ
შეეშალოს
მინიჭებისთვის
საკუთარი
შესაბამისი
უფლების
დაცვაში.
დადგენილების
მიღების
მომენტისთვის დანაშაულის ჩადენის ფაქტის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენა
და დადასტურება არ არის საჭირო.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში გამახვილდა
ყურადღება
გამოძიების
პროცესში
მსხვერპლის
ჩართულობის
აუცილებლობაზე
და
ეფექტიანი გამოძიების ვალდებულების დარღვევად შეფასდა საგამოძიებო მოქმედებების და
მათი შედეგების შესახებ დაზარალებულისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობა1567, საქმის
მასალებზე ხელმიუწვდომლობა,1568 დაზარალებულის სტატუსის მიუნიჭებლობა,1569 საქმის
შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის შეუტყობინებლობა1570 და გამოძიების დასრულების შემდეგ
კანონიერი საპროცესო უფლებების დაცვის შეუძლებლობა.1571
IV. გამოძიების შეწყვეტის დადგენილება
გამოძიების შეწყვეტის დადგენილების მიხედვით, მ.პ.–ს სხეულზე დაზიანებების არსებობა
უდავოა, თუმცა არ დადასტურდა პოლიციის თანამშრომელთა მიერ მ.პ.–ს ჯანმრთელობის
დაზიანება ან სხვა რაიმე უკანონო ქმედების ჩადენა; განყოფილებაში მ.პ.–სთან ჩატარებული
საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების დროს მას არ მიუთითებია უფლებების დარღვევის
შესახებ. ამასთან, გამოძიების შეწყვეტის გადაწყვეტილება ეყრდნობა პოლიციელების
ჩვენებებს, რომელთა მტკიცებით, მ.პ.–ს მიმართ უკანონო ქმედების ჩადენას ადგილი არ
ჰქონია.
მ.პ.–ს და პოლიციელების ჩვენებების მიხედვით, ის 2015 წლის 20 დეკემბერს, ღამით,
დაახლოებით, 02–03 საათამდე პერიოდში წაიყვანეს სახლიდან პოლიციის განყოფილებაში.
„თ“ – ქ/პ. მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის
საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს.“ საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსი, 106–ე მუხ. 11 ნაწ. „დაზარალებულს უფლება აქვს, გამოძიების ან/და
სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილება ერთჯერადად
გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან.“
1566 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 3, ნაწ. 22. „დაზარალებული –
სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი
ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად.“
1567
„გირგვლიანი, ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ“ პარ. 250.
1568 „გირგვლიანი, ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ“ პარ. 250.
1569
„გლდანის კონგრეგაციის 97 წევრი საქართველოს წინააღმდეგ“ პარ. 113.
1570 „მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ პარ. 91. „გლდანის კონგრეგაციის 97 წევრი საქართველოს
წინააღმდეგ“ პარ. 122–123.
1571 „გირგვლიანი, ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ“ პარ. 251.
833
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საქმის მასალების მიხედვით, მ. პ. მოწმის სახით დაიკითხა1572 2015 წლის 20 დეკემბერს,
11:01–15:00 საათამდე და იმავე დღეს, 15:37 საათზე, დააკავეს. დაკავებისას აღენიშნებოდა
დაზიანებები: ექსკორიაციები ხელის მტევანზე, სისხლნაჟღენთები, უჩიოდა მხრის ტკივილს
და აღნიშნა, რომ დაზიანებები სტრესის დროს მიიღო.1573 მ.პ., ფაქტობრივად, სახლიდან
წაყვანისთანავე დაკავებული იყო, ამასთან, დაკითხვის დაწყებამდე 8 საათზე მეტი ხნის
განმავლობაში, ისე, რომ რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედება მისი მონაწილეობით არ
ჩატარებულა.
დაკავების
განმავლობაში,
იგი
ზედამხედველობის
ოქმის
შედგენის
დროისთვის
განყოფილებაში
ქვეშ
იმყოფებოდა
–
12
პოლიციელების
და
სწორედ
მეტის
ხნის
მეთვალყურეობის
და
მოცემულ
საათზე
პერიოდში
ჩადენილ
ძალადობაზე მიუთითებდა. გასათვალისწინებელია, რომ მოცემულ პერიოდში მ.პ.–ს
ადვოკატი არ ჰყოლია.1574 ამით შეიძლება აიხსნას საგამოძიებო მოქმედებების ოქმებში
შესაბამისი შენიშვნების/განცხადებების არარსებობა. მოგვიანებით, მ.პ.–მ
შეყვანისას,
პენიტენციურ
დაწესებულებაში
შესახლებისას
და
იზოლატორში
პროკურატურის
გამომძიებელთან, განმარტა, რომ დაზიანებები პოლიციელების ძალადობის შედეგი იყო.
თუმცა,
ბრალდებულის
დაზიანებების
დაკავებამდე
მიღების
დამადასტურებელი
მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.1575
ადამიანის უფლებათა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა შესაბამისი
ორგანოების
მხრიდან
მტკიცებულებათა
შეფასებისადმი
არასწორ
მიდგომაზე
იმ
შემთხვევებში, როცა პოლიციელთა ჩვენებებს დამაჯერებელი არგუმენტების გარეშე
ითვალისწინებდნენ;1576 გადაწყვეტილება დაეყრდნო ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა
ჩვენებებს;1577 გამომძიებელი ფაქტის უარმყოფი პოლიციელების ჩვენებებითა და წამების
სადავო
ფაქტთან
დაკავშირებით
პასუხისმგებელ
პირთა
პასუხების
მიღებით
დაკმაყოფილდა.1578 ასეთ შემთხვევებში, პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა სათუო უნდა
ყოფილიყო, პოლიციელთა ჩვენებები, შესაძლოა, სუბიექტური ყოფილიყო და მიზნად
დაესახა მათი მხრიდან მომჩივნის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამო
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდება.1579 სასამართლოს განმარტებით,
შესაბამისი ორგანოები ყოველთვის უნდა შეეცადონ, გაარკვიონ თუ რა მოხდა სინამდვილეში
1572
მ.პ.–ს ბრალდების სისხლის სამართლის N010201215001 საქმე, დაკითხვის ოქმი.
ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი.
1574
ადვოკატი ესწრებოდა 2015 წლის 20 დეკემბერს, 16:05–16:15 საათამდე პერიოდში ჩატარებულ მ.პ.–ს
ბრალდებულის სახით დაკითხვას.
1575
დადგენილების მიხედვით, მტკიცებულებებით არ დადასტურდა პოლიციელების მიერ მ.პ.–ს
ჯანმრთელობის დაზიანება, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ხსენებული დაზიანებები მ.პ.–მ მიიღო
პოლიციის განყოფილებაში გადაყვანამდე. აღსანიშნავია, რომ მ.პ.–ს ჩვენების მიხედვით, მხოლოდ
მარჯვენა ხელის ზედაპირზე არსებული დაზიანება (ფუფხის სახით) მიიღო დაკავებამდე.
1576
„დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ პარ. 50.
1577 „მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ პარ. 82.
1578
„დავითიანი საქართველოს წინააღმდეგ“ პარ. 46.
1579 „მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ პარ. 82.
1573
834
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
და არ უნდა დაეყრდნონ ნაჩქარევ ან უსაფუძვლო დასკვნებს იმისათვის, რომ დახურონ
გამოძიება ან სხვაგვარად გამოიტანონ დასკვნები. 1580
V. დასკვნა
ამდენად, მოცემული გამოძიების პროცესში არ ჩატარებულა შემთხვევის ადგილის
დათვალიერება, ნიმუშ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღება და ნივთების ამოღება;
არ
ჩატარდა
საგამოძიებო
იდენტიფიცირების
მიზნით,
მოქმედებები
სავარაუდო
დაკითხულა
შემთხვევის
არ
სამართალდამრღვევების
ადგილზე
მყოფი
ყველა
პოლიციელი, არ ჩატარებულა ამოცნობა, არ მომხდარა მ. პ.–ს ტანსაცმლის ამოღება ან/და
ამოღებული ტანსაცმლიდან ნიმუშების/ანაბეჭდების აღება, არ დანიშნულა/ჩატარებულა
სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზა ორსულობის შეწყვეტის მიზეზის, ასევე, სავარაუდო
სექსუალური ძალადობის მცდელობის საკითხის დასადგენად. პოლიციის განყოფილების
ვიდეოკამერების ჩანაწერების მოპოვებისთვის ნაბიჯები გადაიდგა გამოძიების დაწყებიდან
27 დღის შემდეგ. ამასთან, გამოძიების დაწყებიდან მის შეწყვეტამდე, მ.პ.–ს არ ჰქონია
დაზარალებულის სტატუსი, რის გამოც არ მიეცა შესაძლებლობა ჩართულიყო გამოძიების
პროცესში
და
მიეღო
ინფორმაცია
გამოძიების
მიმდინარეობის
შესახებ. მოცემული
გარემოების გათვალისწინებით, მ.პ.–ს სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე
წარმოებული გამოძიება ვერ ჩაითვლება სრულყოფილად და ეფექტიანად.
გ.ო.–ს საქმე
(ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის კანონიერება და სხვა სამართლებრივი საკითხები)
საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა გ.ო.–ს ბრალდების საქმე, რომელზეც ნაფიცმა
მსაჯულებმა ნაწილობრივ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს.
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წინამდებარე საქმის შესწავლისას გამოვლენილი
საკანონმდებლო
სასამართლოს
ან
პრაქტიკული
გადაწყვეტილების
ხასიათის
ხარვეზები
კანონიერების
შეეხება
სტანდარტსა
და
ნაფიც
მსაჯულთა
ნაფიც
მსაჯულთა
მონაწილეობით წარმართული სასამართლო პროცესის არაერთ სხვა თავისებურებას.
სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობა
2014 წლის 12 სექტემბერს მოქალაქე გ.ო.–ს ბრალი წაუყენეს სსკ 109–ე მუხლის მე–3 ნაწილის
„ე“ ქვეპუნქტითა (განზრახ მკვლელობა არაერთგზის) და 236–ე მუხლის 1–ლი და მე–2
ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება)
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. 2015 წლის 5 ივნისს ვერდიქტის გამოტანა ვერ
1580
„ღარიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ პარ. 62.
835
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
მოხერხდა,
რის
გამოც
საქმე
განსახილველად
გადაეცა
ნაფიც
მსაჯულთა
ახალ
შემადგენლობას.
2015 წლის 25 დეკემბერს ნაფიც მსაჯულთა მეორე შემადგენლობამ გ.ო. გაამართლა
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვასა და ტარებაში, ხოლო
დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობის ჩადენაში. შედეგად, მას სასჯელის სახით
განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გასაჩივრდა როგორც ბრალდების, ისე – დაცვის
მხარის მიერ და ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შედეგად უცვლელი დარჩა. საკასაციო
საჩივარში დაცვის მხარემ განაჩენის გაუქმების ხუთ სხვადასხვა სამართლებრივ საფუძველზე
მიუთითა.1581 საქმის შესწავლის ფარგლებში1582 მსჯავრდებულმა საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატს აცნობა სხვა, შესაძლო კანონდარღვევების შესახებაც. წინამდებარე
თავებში განვიხილავთ სასამართლო პროცესის მიმდინარეობასა და საკასაციო განაჩენთან
დაკავშირებულ, საქმის შესწავლის შედეგად გამოკვეთილ ხარვეზებს.
ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი
ნაფიც მსაჯულთა კანონიერი შემადგენლობა ვერდიქტის კანონიერების საწყისი გარანტიაა.
თუნდაც ერთი უკანონო მსაჯულის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში ავტომატურად
იწვევს სასამართლო პროცესის ანულირებას.1583 აპარატმა შეისწავლა გ.ო.–ს განცხადება,
რომლის თანახმად, სასამართლო პროცესის მონაწილე ერთ–ერთი ნაფიცი მსაჯული შინაგან
საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, რაც ნაფიც მსაჯულად მონაწილეობას გამორიცხავს.1584
1581
კერძოდ, სსსკ 266–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტები, რომელიც
გულისხმობს:
ა) სხდომის თავმჯდომარემ მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ უკანონო გადაწყვეტილება
მიიღო;
ბ) სხდომის თავმჯდომარემ მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობის განხილვისას უკანონო
გადაწყვეტილება მიიღო, რითაც არსებითად დაირღვა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი;
გ) სხდომის თავმჯდომარემ ნაფიც მსაჯულთა სათათბირო ოთახში გასვლის წინ განმარტებების
მიცემისას არსებითი შეცდომა დაუშვა;
ე) სხდომის თავმჯდომარე განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო კოდექსის მოთხოვნების დარღვევით
გამოტანილ ვერდიქტს;
ვ) სასჯელი უკანონოა ან/და აშკარად დაუსაბუთებელია.
1582 აღსანიშნავია, რომ აპარატი სასამართლო პროცესების მიმდინარეობას სრულად აკვირდებოდა.
ვრცელი მიმოწერა განხორციელდა სხვადასხვა უწყებებთან. რწმუნებულები გაეცნენ სისხლის
სამართლის საქმის მასალებსაც. აპარატმა განიხილა მსჯავრდებულისა და მისი წარმომადგენლების
დაახლოებით 530 განცხადება. მსჯავრდებულის მდგომარეობის შესასწავლად პერმანენტულად
ხორციელდება ვიზიტები პენიტენციურ დაწესებულებაში.
1583
სსსკ 310–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი.
1584 სსსკ 30–ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, 2016 წლის 24 ივნისამდე მოქმედი რედაქცია.
836
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გამოავლინა, რომ ნაფიც მსაჯულთა სამუშაო
ადგილის გადამოწმება მხოლოდ ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატების მიერ შევსებული
სპეციალური კითხვარის გაცნობის გზით ხდება.1585
ცალსახაა, რომ კანონმდებელს „გამორჩა“ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს კანონიერების
ერთ–ერთი მთავარი ასპექტის დარეგულირება. კანონმდებლობა არ ადგენს მექანიზმს,
რომელიც
გამორიცხავს
მონაწილეობას.
სასამართლო
გასათვალისწინებელია
პროცესში
შეუთავსებელი
ისიც,
ნაფიც
რომ
ნაფიცი
მსაჯულის
მსაჯულთა
კითხვარში
სავალდებულოდ მისათითებელ საკითხებს არ ადგენს რომელიმე ნორმატიული აქტი.
ამრიგად, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს არც კი დაესვას
რელევანტური შეკითხვა მისი შეუთავსებლობის საფუძვლების გამოსავლენად.
მართალია, კანონმდებლობა ითვალისწინებს პასუხისმგებლობას კითხვარის არასწორად
შევსებისთვის,1586 მაგრამ არ შეიძლება, სახელმწიფო მთლიანად მიენდოს კანდიდატთა
კეთილსინდისიერებას.
სახელმწიფომ,
ნაფიც
მსაჯულთა
სასამართლოს
კანონიერი
შემადგენლობისა და მათი ვერდიქტის კანონიერების უზრუნველსაყოფად, უნდა შეიმუშაოს
ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების შეუთავსებლობის საკითხის გადამოწმების მექანიზმი. სხვა
შემთხვევაში, სახელმწიფოსა და პროცესის მონაწილეთა ადმინისტრაციული და დროითი
რესურსი შესაძლოა ფუჭად დახარჯული აღმოჩნდეს.
კონკრეტულად გ.ო.–ს საქმესთან დაკავშირებით, ამ ასპექტში საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატი განაგრძობს ინფორმაციის მოპოვებას.
ნაფიც მსაჯულთა დაცვა გარე ზეგავლენისგან და დამოუკიდებლობა
როგორც პროცესის დაწყებამდე, ისე მიმდინარეობისას, პოტენციური და მოქმედი ნაფიცი
მსაჯულები არ იყვნენ დაცული გარეშე ზეგავლენისგან. კერძოდ, შექმნილი მედიაგარემო და
ხელისუფლების
წარმომადგენელთა
უდანაშაულობის
პრეზუმპციის
დამრღვევი
განცხადებები1587 პირის დამნაშავეობის შესახებ საზოგადოებრივ აზრს ამყარებდა.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება ეფექტიანად ვერ განხორციელდება ნაფიც
მსაჯულთა
ზეგავლენისგან
დაუცველად.
ამის
საწინააღმდეგოდ
კი,
მოქმედი
კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ნაფიც მსაჯულთა დამოუკიდებლობის საკმარის
1585
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2016 წლის 7 ნოემბრის N15–1/13195 წერილი და
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 ნოემბრის N20456 პასუხი იმის შესახებ, თუ რა
მექანიზმის მეშვეობით ხდება ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების შეუთავსებლობის საფუძვლების
გადამოწმება.
1586
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3672 მუხლი.
1587 ხელისუფლების წევრთა მხრიდან მტკიცებით ფორმაში გაკეთდა განცხადებები ბრალდებულის
დამნაშავეობასთან დაკავშირებით. იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო
ანგარიში, გვ. 458–459.
837
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
გარანტიებს. ნაფიც მსაჯულთა კლასიკური სისტემის მქონე სხვა სახელმწიფოებისგან
განსხვავებით,1588 საქართველოში არ არსებობს სატელევიზიო თუ ბეჭდვითი მედიის
საქმიანობის მარეგულირებელი წესი, რომელიც უდანაშაულობის პრეზუმფციის ეფექტიან
დაცვას უზრუნველყოფდა. იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული მედიასაშუალებები ქვეყნის
მთელ ტერიტორიას მოიცავენ, მსაჯულთა დაცვა გარე ზეგავლენისგან ვერც სასამართლოს
სხვა ტერიტორიულ ერთეულში გადატანით მოხერხდება.1589 ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს
დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია, რაიმე მექანიზმის მეშვეობით
შეიზღუდოს სასამართლო განხილვამდე საქმის გასაჯაროება.1590
ნაფიც მსაჯულთა დამოუკიდებლობის არსებითი პრობლემა გამოვლინდა ნაფიც მსაჯულთა
თათბირის საიდუმლოების დარღვევის კუთხით. ნაფიცმა მსაჯულებმა, იმისათვის, რათა
მონაწილეობა მიიღონ კამათში, უნდა იცოდნენ, რომ მათ მიერ გაცხადებული პოზიციები
საიდუმლოდ დარჩება.1591
მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის ნათესავმა გააკეთა საჯარო სატელევიზიო
განცხადება, საიდანაც ირკვეოდა, რომ ნაფიც მსაჯულთა პირველი შემადგენლობის ორმა
წევრმა მას აცნობა მსაჯულთა თათბირის მიმდინარეობის დეტალები. აღნიშნულ ფაქტთან
დაკავშირებით
დაწყებული
გამოძიება
ამ
დრომდე
უშედეგოდ
მიმდინარეობს.1592
აუცილებელია ნაფიც მსაჯულთა თათბირის საიდუმლოების დარღვევის თითოეული
ფაქტის ეფექტიანი გამოძიება, რათა აღნიშნულმა პრევენციულად იმოქმედოს სამომავლო
პროცესებზე.
ირიბი ჩვენებების გამოყენება
დაცვის
მხარის
მოსაზრებით,
მოსამართლემ
არ
გაითვალისწინა
საკონსტიტუციო
სასამართლოს გადაწყვეტილება და დაუშვებლად არ ცნო ბრალდების მოწმეთა ირიბი
ჩვენებები.1593 საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს
გადაწყვეტილება არ გულისხმობს ირიბი ჩვენების დაუშვებლად ცნობას, ხოლო ჩვენების
ირიბი სახის დადგენა შეუძლებელი იქნება, თუ მოწმეს არ მიეცა სასამართლო პროცესში
მონაწილეობის შესაძლებლობა.
1588
მაგალითად, ინგლისისა და უელსის „სასამართლოს უპატივცემულობის შესახებ“ კანონით, მედიას
ეკრძალება საქმის განხილვაზე ზეგავლენის მომხდენი მასალების გამოქვეყნება. მსგავსი რეგულირება
არსებობს შოტლანდიაშიც.
1589
„Guarantees
of
impartiality
for
Georgian
Juries“,
Eka
Khutsishvili,
21.11. 2011,
http://dfwatch.net/guarantees-of-impartiality-for-georgian-juries-40627-1588
1590 უინტერი, დალი, „არაპროფესიონალ მოსამართლეთა მიერ საქმეთა განხილვის სისტემები ევროპის
საბჭოს წევრ სახელმწიფოებში“, 2013, გვ. 32.
1591 იქვე.
1592
საქართველოს მთავარი პროკურატურის 2016 წლის 13 ოქტომბრის N13/65683 წერილი.
1593 2015 წლის 22 იანვრის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N1/1/548 გადაწყვეტილება.
838
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საგულისხმოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამორიცხავს ირიბი
ჩვენების დასაშვებად ცნობას. შესაძლებელია ირიბი ჩვენების არა მხოლოდ დასაშვებად
ცნობა, არამედ მისი გაზიარება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის, თუკი იგი მთავარ
მტკიცებულებას
არ
წარმოადგენს.
როდესაც
საქმეს
პროფესიონალი
მოსამართლე
განიხილავს, ამის გადამოწმება განაჩენის სამოტივაციო ნაწილის მეშვეობითაა შესაძლებელი,
თუმცა ვერდიქტის დაუსაბუთებელი ბუნება გამორიცხავს იმის ცოდნას, თუ რომელ
მტკიცებულებას დაეყრდნენ ნაფიცი მსაჯულები.
საკონსტიტუციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება ეხება როგორც ჩვეულებრივ,
ისე – ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს. შესაბამისად, კანონმდებლობა უნდა ზღუდავდეს
ნაფიც მსაჯულთა მიერ მხოლოდ ირიბი ჩვენებების საფუძველზე გამამტყუნებელი
ვერდიქტის მიღებას. მართალია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ
გამორიცხავს
ნაფიც
მსაჯულთა
სასამართლოს
მიერ
ირიბი
ჩვენების
საფუძველზე
გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას,1594 თუმცა შიდა კანონმდებლობა კანონიერების უფრო
მაღალ სტანდარტს აწესებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ერთადერთი გარანტია, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობა
ითვალისწინებს, ნაფიც მსაჯულთათვის მისაცემი განმარტებებია. მოცემულ საქმეში, დაცვის
მხარის მოთხოვნით, ნაფიც მსაჯულთათვის გადასაცემ განმარტებებს დაემატა ინფორმაცია
საკონსტიტუციო
სასამართლოს
გადაწყვეტილების
შესახებ.
დაცვის
მხარეს
ჰქონდა
შესაძლებლობა ირიბ ჩვენებათა გაზიარების დაუშვებლობაზე ესაუბრა დასკვნით სიტყვაშიც.
თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ნაფიც მსაჯულებს არ აქვთ იურიდიული განათლება.
ზოგადი განმარტების მიღების მიუხედავად, მათთვის შესაძლოა რთული აღმოჩნდეს ირიბი
ჩვენების, ან ჩვენების ირიბი ნაწილის იდენტიფიცირება. ნაფიცი მსაჯულებისთვის
გადაცემული ზოგადი განმარტება არ გამორიცხავს მათ მიერ ირიბ ჩვენებებზე დაყრდნობით
გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოტანის შესაძლებლობას. შესაბამისად, აუცილებელია, რომ
კანონმდებლობაში
დაინერგოს
რაიმე
დამატებითი
მექანიზმი,
რომლის
მეშვეობით
შესაძლებელი გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.1595
ვერდიქტის კანონიერების საფუძვლები
გ.ო.–ს საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ განაჩენი დაეყრდნო კანონის არსებითი
დარღვევით
მიღებულ
მსჯავრდებულმა
ვერდიქტს.
მოიშველია
ვერდიქტის
ადამიანის
უკანონობის
უფლებათა
1594
დასასაბუთებლად
ევროპული
სასამართლოს
ალ–ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 26766/05; 22228/06.
მაგალითად, ირიბი ჩვენების გამოყენების მაკომპენსირებლად მიიჩნევა მექანიზმი, როდესაც
სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულებს უთითებს კონკრეტულ ირიბ ჩვენებებზე და განუმარტავს,
რომ ამ მტკიცებულებას ნაკლები მტკიცებითი ძალა აქვს. იხ. ალ–ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული
სამეფოს წინააღმდეგ, 26766/05; 22228/06.
1595
839
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
პრეცედენტული გადაწყვეტილება საქმეზე ტაქსკე ბელგიის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ
როგორც ვერდიქტი, ისე – მასზე დაყრდნობით გამოტანილი განაჩენი არ აკმაყოფილებდა
აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილ კრიტერიუმებს.
კერძოდ, კასატორმა მიუთითა, რომ იგი ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს იარაღის
შენახვასა და ტარებაში, ხოლო ეს გარემოება გამორიცხავდა მის მიერ განზრახ მკვლელობის
ჩადენას. მსჯავრდებულის მოსაზრებით, ვერდიქტი დაუსაბუთებელი და ბუნდოვანი იყო და
ლახავდა მის უფლებას, სცოდნოდა, თუ რატომ ცნეს ის დამნაშავედ.1596 კასატორი მიიჩნევდა,
რომ იგი არ უზრუნველყვეს საკმარისი გარანტიებით, რათა გაეგო მის წინააღმდეგ
გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს
უნდა განეხილა, დაცული იყო თუ არა მოცემულ შემთხვევაში ვერდიქტის კანონიერების
გარანტიები.
ვერდიქტის კანონიერების გარანტიები ტაქსკეს მიხედვით
ადამიანის
უფლებათა
სამართლებრივი
ევროპული
სისტემების
სასამართლოს
ჰარმონიზაცია,
ან
მიზანი
არ
არის
კანონმდებლობათა
სხვადასხვა
აბსტრაქტულად
გადასინჯვა.1597 ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების კანონმდებლობა ერთმანეთისგან ფართოდ
განსხვავდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დაკომპლექტების, ვერდიქტის დადგენისა და
სხვა ასპექტებით. თუმცა, ტაქსკე ითვალისწინებს სახელმძღვანელო პრინციპებს, რომელთა
უგულებელყოფამ შეიძლება სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა გამოიწვიოს.
სასამართლო უშვებს, რომ კონვენციის წევრმა ქვეყნებმა შეიძლება გაათავისუფლონ ნაფიცი
მსაჯულები მიღებული გადაწყვეტილების არგუმენტაციის ვალდებულებისგან.1598 ნაფიც
მსაჯულთა სისტემა კანონის ფარგლებში იქნება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კონვენციის
პრინციპებს. განაჩენის დაუსაბუთებელ ვერდიქტზე დაყრდნობა,1599 რაც ნაფიც მსაჯულთა
კლასიკური სისტემის ერთ–ერთი მახასიათებელი თვისებაა, ზოგადად, დასაშვებია.1600
ეს არ ნიშნავს, რომ ნაფიც მსაჯულთა მიერ გამტყუნებულ პირს, პროფესიონალი
მოსამართლის მიერ გასამართლებულისგან განსხვავებით, არ აქვს უფლება, გაიგოს მისი
მსჯავრდების
საფუძველი.
უბრალოდ,
ვერდიქტის
კანონიერების
შეფასებისთვის
სასამართლო განიხილავს არა გადაწყვეტილების დასაბუთების ხარისხს, არამედ ვერდიქტის
1596
ტაქსკე ბელგიის წინააღმდეგ, 926/05.
ტაქსკე, პარ. 83.
1598
ტაქსკე, პარ. 90.
1599 იხ: რ. ბელგიის წინააღმდეგ, 15957/90; პაპონი საფრანგეთის წინააღმდეგ, 54210/00; ბელერინი
ესპანეთის წინააღმდეგ, 31548/02 და სხვ.
1600 ტაქსკე, პარ. 43–60.
1597
840
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სიცხადეს.1601 სასამართლო გამოყოფს რამდენიმე კრიტერიუმს (safeguards), რომელსაც
ვერდიქტი უნდა აკმაყოფილებდეს:
პროკურატურის საბრალდებო დასკვნის ინდივიდუალურობა და ინფორმაციულობა
მოსამართლის მიერ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე დასმული კითხვების რაოდენობა,
ინდივიდუალურობა, ინფორმაციულობა და კონკრეტულობა
თავმჯდომარე მოსამართლის მიერ მსაჯულთათვის მიცემული მითითებები
განაჩენის ეფექტიანი გასაჩივრების შესაძლებლობა.1602
ამათგან პირველი ორი ერთმანეთთან ერთობლიობაში განიხილება და მიზნად ისახავს, რომ
ბრალდებულისთვის გასაგები იყოს მის მიმართ გამოტანილი განაჩენი, ხოლო შემდეგი ორი
გარანტია ზღუდავს ნაფიც მსაჯულთა თვითნებობის შესაძლებლობას.
ტაქსკეში სამართლიანი სასამართლოს დარღვევა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ არც
საბრალდებო დასკვნა და არც ნაფიც მსაჯულთა წინაშე დასმული კითხვები არ ეხებოდა
ბრალდებულს ინდივიდუალურად და უცნობი იყო, თუ რა მტკიცებულებები მიემართებოდა
კონკრეტულად მას. გარდა ამისა, ბრალდებულს არ ჰქონდა გასაჩივრების ეფექტიანი
შესაძლებლობა, რადგან იგი შეზღუდული იყო მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტებით.1603
საკასაციო სასამართლოს მიერ ვერდიქტის კანონიერების შემოწმება
საკასაციო სასამართლოს ზემოხსენებული კრიტერიუმების მიხედვით უნდა შეეფასებინა, თუ
რამდენად იყო გამორიცხული ნაფიც მსაჯულთა თვითნებობა და იყო თუ არა ვერდიქტი
საკმარისად ცხადი. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, სასამართლოს უნდა გაეუქმებინა
ნაფიც მსაჯულთა განაჩენი, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
სტანდარტებს პირდაპირი მოქმედების ძალა გააჩნია. ნაფიც მსაჯულთა სისტემის მქონე
არაერთმა
სახელმწიფომ,
ტაქსკეს
შემდგომ,
თავისი
ინიციატივით
შეამოწმა
შიდა
კანონმდებლობის შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან.1604
საკასაციო სასამართლომ განაჩენის მხოლოდ ფორმალური კანონიერება1605 შეამოწმა.
საკასაციო განაჩენში შეფასებულია ტაქსკეს მხოლოდ ერთი გარანტია. კერძოდ, სასამართლომ
მიიჩნია, რომ ნაფიც მსაჯულთათვის მიცემული განმარტებები კანონს შეესაბამებოდა.
ტაქსკე, პარ. 91–92.
ტაქსკე, პარ.92, 94; 95, 96.
1603
ტაქსკე, პარ. 97–99.
1601
1602
1604 მაგ., ცვლილებები შევიდა ბელგიისა და საფრანგეთის კანონმდებლობაში, ხოლო შოტლანდიასა
(Beggs v. HM Advocate [2010] HCJAC 27, 2010 SCCR 681) და ნორვეგიაში (უზენაესი სასამართლოს
გადაწყვეტილება საქმეზე A. v. The Public Prosecution) სასამართლოებმა შეამოწმეს კანონმდებლობის
კონვენციასთან შესაბამისობა.
1605 სსსკ 261–263–ე მუხლებისა და სხვა ზოგადი ნორმების მიმოხილვა.
841
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საკასაციო სასამართლომ ზოგადად განაცხადა, რომ რაკი ბრალდებულმა აირჩია ნაფიც
მსაჯულთა
სასამართლო,
მისთვის
ცნობილი
უნდა
ყოფილიყო
ვერდიქტის
დაუსაბუთებლობა. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დაუსაბუთებელი ვერდიქტი არ
იწვევს
სამართლიანი
სასამართლოს
უფლების
დარღვევას.
სასამართლომ
გაიზიარა
ინფორმაცია ქართველი ნაფიცი მსაჯულების მიერ სამართლებრივ ლოგიკას მოკლებული
გადაწყვეტილებების მიღების შესახებ1606 და განაცხადა, რომ მსჯავრდებულს ეს რისკი
გაცნობიერებული უნდა ჰქონოდა.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია საკითხზე, აკმაყოფილებდა
თუ არა კონკრეტულ მოცემულობაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამამტყუნებელი
ვერდიქტი ტაქსკეთი დადგენილ სტანდარტებს, ან რა მოცულობით გააჩნია ბრალდებულს
უფლება, იცოდეს, თუ რის გამო დაედო მსჯავრი კონკრეტულ დანაშაულში.
ტაქსკეს სტანდარტების ასახვა ქართულ კანონმდებლობაში
ა) ვერდიქტის სიცხადე
როგორც უკვე აღინიშნა, ვერდიქტის სიცხადეს შესაძლოა განაპირობებდეს ნაფიც მსაჯულთა
მიერ მათთვის დასმულ კითხვებზე პასუხი, ხოლო ნაფიც მსაჯულთა კლასიკურ სისტემაში –
ბრალდების შესახებ დადგენილებაში არსებული ინფორმაციის ამომწურაობა.
საკასაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ საკითხს, რომ ქართული კანონმდებლობა
არ ითვალისწინებს ნაფიც მსაჯულთათვის კითხვების დასმის შესაძლებლობას. ტაქსკეს
მიხედვით, ამის კომპენსირება შესაძლებელია, თუკი ბრალდების შესახებ დადგენილება
საკმარისად ამომწურავი, კონკრეტული და ინდივიდუალურია.1607 თუმცა, საკასაციო
სასამართლომ
არც
ბრალდების
შესახებ
დადგენილების
ინფორმაციულობასა
და
კონკრეტულობაზე იმსჯელა.
მოცემულ შემთხვევაში, ვერდიქტის სიცხადეს ეჭვქვეშ აყენებს ის გარემოება, რომ გ.ო.
უდანაშაულოდ იქნა ცნობილი ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც მთავარი ბრალდების
(განზრახ მკვლელობის) აუცილებელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა.
რასაკვირველია, ნაფიცი მსაჯულების მიერ ნაწილობრივ გამამართლებელი ვერდიქტის
მიღება თავისთავად არ გულისხმობს, რომ ბრალდებული ბრალდების დანარჩენ ნაწილშიც
უნდა
გამართლდეს.1608
ნაფიც
მსაჯულთა
თავისუფლება
იწვევს
ნულიფიკაციის
1606
მაგალითად, პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი იარაღის შეძენისა და შენახვისთვის, თუმცა
გამართლდა იმავე იარაღის ტარებისთვის და პირიქით.
1607
ტაქსკე, პარ. 94–97.
1608 სარიჩი დანიის წინააღმდეგ, 31913/96.
842
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
შემთხვევებს.1609
მსაჯულებს,
რიგი
მტკიცებულებათა
ერთობლიობის
მიზეზების
გამო,1610
საწინააღმდეგო
შეუძლიათ,
გამამართლებელი
ან
გამოიტანონ
ნაწილობრივ
გამამართლებელი ვერდიქტი.
რაკი
ნაფიც
მსაჯულთა
კანონმდებლობა
არ
თათბირი
ითვალისწინებს
და
კენჭისყრა
მათთვის
საიდუმლოა,
კითხვების
ხოლო
დასმას,
ქართული
მსჯავრდებული
ვერასოდეს გაიგებს, კონკრეტულად რა არგუმენტების საფუძველზე იქნა იგი ცნობილი
დამნაშავედ.
მსგავს
დამატებითი
გარანტიის
შემთხვევებში,
ფუნქცია
ვერდიქტის
საკასაციო
სიცხადის
სასამართლომ
უზრუნველყოფისთვის
უნდა
შეასრულოს.1611
სასამართლომ უნდა შეამოწმოს ბრალდების შესახებ დადგენილების სიცხადე და მიუთითოს
მსჯავრდებულს კონკრეტულ მტკიცებულებებზე, რომელიც უტყუარად, ამომწურავად და
ინდივიდუალურად მიემართებოდა მას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ არ შეამოწმა ბრალდების შესახებ დადგენილების
სიცხადე, რაც გამოტანილი ვერდიქტის გაგების კანონმდებლობით გათვალისწინებულ
ერთადერთი საშუალებაა. აღნიშნული მიდგომა შესაცვლელია, რათა ნაფიც მსაჯულთა
ვერდიქტის საფუძველზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი აღქმადი და გასაგები იყოს
მსჯავრდებულისთვის.
ბ) ნაფიც მსაჯულთა თვითნებობის შეზღუდვა
როგორც უკვე აღინიშნა, მოსამართლის მიერ მიცემული მითითებებით მსაჯულებს
ეცნობებათ კანონი, რომლის ფარგლებშიც უნდა იმოქმედონ, გასაჩივრების მექანიზმი კი,
საჭიროების
შემთხვევაში,
გამოასწორებს
მათ
მიერ
მიღებულ
აშკარად
უკანონო
გადაწყვეტილებას.
მოცემულ შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარის მიერ ნაფიც მსაჯულთათვის მიცემული
განმარტებები შეესაბამებოდა კანონს. მათ შედგენაში ასევე მონაწილეობდა დაცვის მხარე. ამ
კონკრეტულ შემთხვევაში, პრობლემას წარმოადგენს ირიბ ჩვენებებთან დაკავშირებით
გაცემული განმარტების არასაკმარისობა, რაც ზემოთ განვიხილეთ.
რაც შეეხება განაჩენის გასაჩივრების ეფექტიან მექანიზმს, სასამართლომ არ განიხილა,
ითვალისწინებს
თუ
არა
ქართული
კანონმდებლობა
ნაფიც
მსაჯულთა
განაჩენის
გასაჩივრების საკმარის შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იგი არ არის
1609
1610
http://www.library.court.ge/upload/nafic_msajulTa_sasamarTlo.pdf
საკითხის სოციალური ან პოლიტიკური მნიშვნელობა, არჩევანი მორალსა და სამართალს შორის და
ა.შ.
1611
ტაქსკე, პარ. 99.
843
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
უფლებამოსილი შეამოწმოს, არსებობდა თუ არა საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა
გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“.1612
საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებაში მართლაც არ შედის დადგენილი ფაქტობრივი
გარემოებების ხელახლა შეფასება,1613 მით უფრო მაშინ, როდესაც განაჩენი ვერდიქტის
საფუძველზეა
გამოტანილი.1614
თუკი
პროფესიონალ
მოსამართლეებს
მიეცემათ
შესაძლებლობა, ხელახლა განიხილონ ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოკვლეული ფაქტობრივი
გარემოებები, ამით აზრი დაეკარგება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის არსს.
ნაფიცი
მსაჯულები არიან „ფაქტის დამდგენი ოსტატები“1615 და მათ მიერ მიღებულ ვერდიქტზე
სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მიუხედავად ამისა, ნაფიც მსაჯულთა მიერ ვერდიქტის თვითნებურად მიღების რისკი
განეიტრალებას საჭიროებს. სასამართლოს უნდა შეეძლოს, გადაამოწმოს, მტკიცებულებათა
ერთობლიობა ხომ არ გამორიცხავს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.1616 ქართული
კანონმდებლობა ვერდიქტის გასაჩივრების საფუძვლად მხოლოდ სამართლის საკითხებს
ითვალისწინებს,1617 რაც ტაქსკეს მიხედვით, ერთ–ერთი დარღვევაა.1618
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ საერთოდ არ გადახედა საქმეში არსებულ
მტკიცებულებათა ერთობლიობას, რადგან ამას ქართული საპროცესო კანონმდებლობა არ
ითვალისწინებს.
შესაბამისად,
სტანდარტებთან,
რომელიც
კანონმდებლობა
მოითხოვს
ფაქტობრივ
აშკარად
შეუსაბამოა
გარემოებებთან
ტაქსკეს
დაკავშირებით
გასაჩივრების უფლებას.
ნაფიც მსაჯულთა მიერ შეფასებული მტკიცებულებების რევიზია მხოლოდ სხდომის
თავმჯდომარეს შეუძლია. მას შეუძლია ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის გაუქმება, თუკი
ვერდიქტი აშკარად ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობას, უსაფუძვლოა და მისი
გაუქმება სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულების ერთადერთი შესაძლებლობაა.1619
1612
იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საკასაციო განაჩენი, გვ. 16.
ავტორთა კოლექტივი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კომენტარი, 2015, გვ. 783–
785.
1614 საქართველოს ადამიანის უფლებათა ქსელი, ნაფიცი მსაჯულები სისხლის სამართლის პროცესში,
2016, გვ. 21.
1615 „Masters of facts“ - Simpson v. HM Advocate (1952) SLT 85.
1616
ჯაჯი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, პარ. 36.
1617 სსსკ 266–ე მუხლი.
1618
გასაჩივრების შესაძლებლობა არ იქნება ეფექტიანი, თუკი იგი შეეხება მხოლოდ სამართლის
საკითხებს და „არ უზრუნველყოფს ბრალდებულს მის მიმართ გამოტანილი განაჩენის დასაბუთებით“.
ტაქსკე, პარ. 99.
1619 სსსკ 261–ე მუხლის მე–7 ნაწილი.
1613
844
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
სხდომის თავმჯდომარის აღნიშნული უფლება ასევე ვერ ჩაითვლება საკმარის გარანტიად.
იგი საერთოდ არ არის გასაჩივრების მექანიზმი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაცვის მხარემ
დააყენა მსგავსი ტიპის შუამდგომლობა, მოსამართლეს მასში მითითებული გარემოებების
უარყოფა დაუსაბუთებლადაც შეუძლია. კონკრეტულად ამ საქმეში, ვერდიქტის გამოტანის
შემდგომ,
გ.ო.–მ
სხდომის
თავმჯდომარეს
აღნიშნული
უფლების
გამოყენების
შუამდგომლობით მიმართა, თუმცა მისი ვრცელი საჩივარი საერთოდ პასუხგაუცემელი
დარჩა.
გარდა ამისა, კანონმდებლობა ნაფიც მსაჯულთა სხდომის თავმჯდომარეს ამ კუთხით,
ფაქტობრივად, აბსოლუტურ დისკრეციას ანიჭებს. შესაბამისად, ისევე, როგორც მოცემულ
შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ მიიჩნევს, რომ აღნიშნული უფლების გამოყენებაზე
უარის თქმით სხდომის თავმჯდომარემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და ფაქტობრივ
გარემოებებს სსსკ 266–ე მუხლის სხვა გარემოების მოშველიებით არ შეაფასებს.
ამრიგად, ნაფიცი მსაჯულების მიერ მტკიცებულებების შეფასება შემდგომ რევიზიას არ
ექვემდებარება, რაც მათი თვითნებობის რისკს წარმოშობს. მტკიცებულებათა ერთობლიობის
ვერდიქტთან შესაბამისობის შემოწმების უფლება ამჟამად მხოლოდ ნაფიც მსაჯულთა
სხდომის თავმჯდომარეს გააჩნია. მტკიცებულებათა ერთობლიობის შემოწმების უფლება
უნდა ჰქონდეს საკასაციო სასამართლოსაც. ეფექტიანი გასაჩივრების ფუნქცია ვერ იარსებებს,
თუკი სასამართლო მხოლოდ
შემოიფარგლება.
ამასთან,
ვერდიქტის ფორმალური კანონიერების1620 შემოწმებით
საკასაციო
სასამართლომ
ხელახლა
არ
უნდა
ამტკიცოს
კონკრეტულ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის არსებობა, არამედ, იგი უნდა
დარწმუნდეს,
რომ
საქმეში
არ
არსებობს
გამამტყუნებელი
ვერდიქტის
აშკარად
საწინააღმდეგო მტკიცებულება.
სასჯელის დასაბუთებულობა
გ.ო.–ს მოსაზრებით, მის მხარეს არსებობდა არაერთი შემამსუბუქებელი გარემოება,1621
რომელიც სხდომის თავმჯდომარეს არ გაუთვალისწინებია. მისთვის გაუგებარი აღმოჩნდა,
თუ რა კრიტერიუმით იხელმძღვანელა სასამართლომ
მისი პიროვნების შესაფასებლად.
თავის მხრივ, ბრალდების მხარე მიიჩნევდა, რომ სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა
მსჯავრდებულის მიერ მძიმე ძალადობრივი დანაშაულის ხელმეორედ ჩადენა.
ნაფიც მსაჯულთა სხდომის თავმჯდომარის მიერ გამოტანილ განაჩენში საერთოდ არ არის
ასახული მსჯელობა სასჯელის ოდენობასთან დაკავშირებით. მოსამართლემ არ განიხილა,
1620
მაგ., ვერდიქტის ფორმების შევსება, ნაფიც მსაჯულთა თათბირის წარმართვა, კენჭისყრის სწორად
ჩატარება, მისი გამოცხადება და ა.შ.
1621
მაგ., მისი დადებითი დახასიათებები, სპორტული და საგანმანათლებლო მოღვაწეობა, 2008 წლის
აგვისტოს ომში მონაწილეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა.შ.
845
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
თუ რა საფუძვლით შეარჩია სასჯელის კონკრეტული ზომა. აღნიშნულის იმ გარემოებით
გამართლება, რომ სხდომის თავმჯდომარეს არ ევალება ვერდიქტის დასაბუთება, არ
შეიძლება.
ვერდიქტი
ბრალდებულის
მიემართება
ინდივიდუალურ
საქმეში
არსებულ
მტკიცებულებებს
მონაცემებს.
სასჯელის
დანიშვნისას
და
არა
მოსამართლე
დამოუკიდებელია, რაც მას ავალდებულებს, დაასაბუთოს მის მიერ დანიშნული სასჯელის
სახე და ზომა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის დანიშვნის ნაწილში განაჩენი
ტრაფარეტული
და
შაბლონურია,
რაც
სასამართლო
გადაწყვეტილებათათვის
დამახასიათებელი ნაცნობი პრობლემაა.
დასკვნა
გ.ო.–ს საკასაციო განაჩენის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ ნაფიც მსაჯულთა
სასამართლოსთან დაკავშირებით არსებული კანონმდებლობა მრავალი ხარვეზის შემცველია.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ნაფიც მსაჯულთა შერჩევისა და გამოტანილი ვერდიქტის
გასაჩივრების პროცესისთვის დამახასიათებელი პრობლემები.
უგულებელყოფილია ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის კანონიერების უპირველესი საფუძველი
– ნაფიც მსაჯულთა კანონიერი შემადგენლობა. არ არსებობს ნაფიცი მსაჯულობის
კანდიდატთა შეუთავსებლობის შემოწმების ეფექტიანი მექანიზმი. ნაფიც მსაჯულთა
დამოუკიდებლობა
საფრთხის
ქვეშაა,
რადგან
არ
არსებობს
მექანიზმი,
რომელიც
გამორიცხავდა მათ მიმართ საზოგადოებისა და მედიის ზეწოლას, ხოლო ნაფიც მსაჯულთა
თათბირის
საიდუმლოების
დარღვევის
ფაქტზე
დაწყებული
გამოძიება
უშედეგოდ
მიმდინარეობს.
კანონმდებლობა ასევე არ ითვალისწინებს ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის კანონიერების
საკმარის გარანტიებს. ვერდიქტი ვერ იქნება ცხადი, თუკი, ნაფიც მსაჯულთათვის კითხვის
დასმის არარსებობის პირობებში, საკასაციო სასამართლო არ განიხილავს ბრალდების შესახებ
დადგენილებაში არსებული ინფორმაციის ამომწურაობას, ანდა სასამართლო პროცესზე
უშუალოდ
ბრალდებულის
მიმართ
გამოყენებული
მტკიცებულებების
ინდივიდუალურობას.
საკასაციო სასამართლოს აბსოლუტური დისტანცირება მტკიცებულებათა ერთობლიობის
შეფასებისგან ასევე არღვევს ეფექტიანი გასაჩივრების უფლებას. მოქმედი საკანონმდებლო
რეალობა არ აძლევს მსჯავრდებულს ზემდგომ ინსტანციაში დავის უფლებას იმ საფუძვლით,
რომ
ვერდიქტი
აშკარად
ეწინააღმდეგება
საქმეში
არსებულ
მტკიცებულებათა
ერთობლიობას. შესაბამისად, ნაფიც მსაჯულთა თვითნებობის რისკი საკმარისად არ არის
შეზღუდული, რაც ტაქსკეს სტანდარტებს პირდაპირ ეწინააღმდეგება.
846
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
დამატებით პრობლემას წარმოადგენს რეგულაციის ნაკლებობა ნაფიც მსაჯულთა მიერ
ირიბი ჩვენებების გამოყენებასთან დაკავშირებით. ზოგადი განმარტების მიცემა ირიბი
ჩვენების
მტკიცებულებით
ძალასთან
დაკავშირებით
(ისიც,
მხარის
მოთხოვნის
შემთხვევაში), სათანადოდ არ გამორიცხავს ვერდიქტის ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობას.
საბოლოოდ, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საქმეს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა
სასამართლო, სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია, დაასაბუთოს მის მიერ დანიშნული
სასჯელის სახე და ზომა, რათა განაჩენს არ ჰქონდეს ტრაფარეტული სახე.
მ.პ.–ს საქმე
(სამართლიანი განხილვის უფლება)
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ მ.პ.–ს მიმართ წარმოებული სისხლის
სამართლის საქმის არსებითი სხდომის ოქმის (აუდიოჩანაწერი) დეტალური შესწავლის
შედეგად ადამიანის უფლების დაცვის თვალსაზრისით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი
გამოიკვეთა: სასამართლომ ვერ უზრუნველყო წესრიგის დაცვა სასამართლო სხდომაზე, რის
შედეგადაც ბრალდებულის ღირსება შეიბღალა მის მიმართ წარმოთქმული არაერთი
შეურაცხყოფით. პირადი ცხოვრების ამსახველი და პერსონალური მონაცემების შემცველი
ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა არ უზრუნველყო არც პროკურატურამ და არც –
სასამართლომ. ბრალდების მხარის მხრიდან პროცესის მიმდინარეობისას ყურადღება
გამახვილდა იმგვარ საკითხებზე, რაც ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის წინააღმდეგ
საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გამყარებას უწყობს ხელს.
სასამართლო პროცესზე წესრიგის დარღვევა
დაზარალებულის უფლებამონაცვლემ და დარბაზში მყოფმა სხვა პირებმა ბრალდებულს
არაერთ სხდომაზე მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა მოსამართლეს აღნიშნულ
ქმედებათა აღსაკვეთად რაიმე ადეკვატური სამართლებრივი ღონისძიება არ გამოუყენებია.
შესაბამისად, მოსამართლის პასიურობამ ხელი შეუწყო მსგავს ქმედებათა პერიოდულ
განმეორებას სხვა და სხვა სხდომებზე.
ბრალდებულს შეურაცხყოფას არა მხოლოდ სიტყვიერად აყენებდნენ, არამედ მის მიმართ
ზოგჯერ ყვირილითაც გამოხატავდნენ აგრესიას. მოსამართლე სხდომაზე დამსწრე პირებს
მხოლოდ სიმშვიდისკენ მოუწოდებდა.
საქართველოს კანონმდებლობით სასამართლო სხდომაზე დამსწრე და სასამართლოში მყოფ
სხვა პირთა ისეთი ქმედება, რომელიც სასამართლოსადმი უპატივცემულობას გამოხატავს,
847
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. მოსამართლემ სხდომის დარბაზში
მყოფ პირებს უნდა მოსთხოვოს ერთმანეთის მიმართ პატივისცემა.
საქართველოს კანონმდებლობით სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვის
უზრუნველსაყოფად
გათვალისწინებულია
კონკრეტული
ღონისძიებები,
როგორიცაა
მაგალითად, ზეპირი შენიშვნა არასათანადო ქცევის შეწყვეტის მოწოდებით, დაჯარიმება
ან/და სხდომის დარბაზიდან გაძევება, პატიმრობა. მოსამართლეს არა მხოლოდ უფლება აქვს
სასამართლოში
წესრიგის
დარღვევისას
გამოიყენოს
შესაბამისი
ღონისძიება
და
პასუხისმგებლობა დააკისროს კონკრეტულ პირს, არამედ, ვალდებულია დაიცვას წესრიგი
სხდომის მიმდინარეობისას და დარღვევის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი
სამართლებრივი რეაგირება.
იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულს შეკითხვა
დაუსვა დაზარალებულის უფლებამონაცვლემ. მოსამართლემ მხოლოდ ერთხელ შეაჩერა და
განუმარტა მოწმეს, რომ უფლება არ აქვს კითხვები დაუსვას ბრალდებულს, თუმცა, სხვა
მომდევნო შეკითხვები არ აღუკვეთავს და შედეგად, ბრალდებულმა უპასუხა მოწმის
რამდენიმე შეკითხვას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 115-ე მუხლით, დასაკითხი
პირისთვის შეკითხვის დასმის უფლება აქვს მხოლოდ მხარეს და გამონაკლის შემთხვევაში მოსამართლეს. მოწმეს დასაკითხი პირისთვის შეკითხვის დასმის უფლება არ აქვს.
შესაბამისად, მოსამართლე ვალდებული იყო მოწმის მიერ ბრალდებულისთვის კითხვის
დასმის ყველა შემთხვევაში განემარტა კანონის აღნიშნული დანაწესი და არ მიეცა
შეკითხვის დასმის შესაძლებლობა. მოსამართლემ სასამართლო სხდომის დარბაზში
წესრიგის დაცვა ვერც ამ მიმართულებით უზრუნველყო.
დუმილის უფლება
სასამართლო სხდომაზე დაირღვა ბრალდებულის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საპროცესო
გარანტია, არ გამოქვეყნდეს ჩვენება, რომლის გამოქვეყნებაც ბრალდებულს არ სურს.
პროკურორმა შესავალ სიტყვაში, ნაფიცი მსაჯულებისთვის, ბრალდებულ მ.პ.–ს მიერ
გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების ის ნაწილი გაასაჯაროვა, რომლის გამოქვეყნებაც
ბრალდებულს არ სურდა. აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის
მხარის პროტესტი. მოსამართლემ მხოლოდ განუმარტა ნაფიც მსაჯულებს, რომ აღნიშნული
არ უნდა მიეღოთ როგორც მტკიცებულება, თუმცა, ბრალდების მხარე არ შეუჩერებია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის
თანახმად, თუ ბრალდებული წინააღმდეგია, სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე
მის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ
848
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
წაკითხვა, აგრეთვე ამ ინფორმაციის აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება)
და ზემოაღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება, დაუშვებელია.
ამდენად, ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ბრალდებული არ არის თანახმა, მისი ჩვენების
შინაარსი არ უნდა გამჟღავნდეს. აღნიშნული ვრცელდება შესავალ სიტყვაში ბრალდებულის
გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების შინაარსის გამოქვეყნება-გამჟღავნებაზე.
პირადი ცხოვრების უფლება
სასამართლო სხდომათა მიმდინარეობისას არ იქნა უზრუნველყოფილი
ბრალდებულის
პირადი
ცხოვრებასთან
ცხოვრების
ხელშეუხებლობა.
მისი
მოთხოვნა,
რომ
პირად
დაკავშირებული ინფორმაცია დახურულ სხდომაზე გამოკვლეულიყო, პრაქტიკულად არ
დაკმაყოფილდა. საქმე ის არის, რომ მიუხედავად რამდენიმე სხდომის დახურვისა,
მომდევნო ღია სასამართლო სხდომებზე მოწმეთა დაკითხვისას პროკურორი არაერთხელ
შეეხო პირადი ცხოვრების დეტალებს და ამასთან, მედიასაშუალებებისთვის გაკეთებულ
კომენტარებშიც საჯარო გადმოსცა ამის შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის თანახმად,
შესაბამისი საფუძვლების არსებობისას სხდომის ნაწილობრივი ან სრული დახურვა
შესაძლებელია როგორც მხარის შუამდგომლობით, ისე სასამართლოს ინიციატივით.
აღსანიშნავია, რომ სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს დახურულ სხდომაზე
დამსწრე პირი, არ გაახმაუროს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ამ სხდომაზე გახდა
ცნობილი.
ამდენად, მ.პ.–ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი სასამართლო სხდომის
ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის პერსონალურ ინფორმაციას მიკუთვნებული
ინფორმაცია დახურულ სასამართლო სხდომაზე უნდა გაჟღერებულიყო. ამასთან, სხდომის
მოცემული საფუძვლით დახურვისთვის არ იყო სავალდებულო მხარის შუამდგომლობა,
მოსამართლე საკუთარი ინიციატივითაც უფლებამოსილი იყო მიეღო სხდომის დახურვის
გადაწყვეტილება. ასევე, სასამართლოს შეეძლო სხდომაზე დამსწრე პირები და მათ შორის
პროკურორი დაევალდებულებინა პერსონალური მონაცემების გაუხმაურებლობის შესახებ.
ბრალდებულის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვა, სწორედ, ამგვარი
ღონისძიებების გატარებას ავალდებულებდა სასამართლოს.
ქალთა დისკრიმინაციის შემცველი განცხადებები
სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ არაერთხელ გააკეთა ქალთა
დისკრიმინაციის
გარემოებებზე,
შემცველი
განცხადებები,
რომლებიც
სტერეოტიპულ
კერძოდ,
ყურადღება
დამოკიდებულებებს
გაამახვილა
ამძაფრებს.
იმ
უფრო
კონკრეტულად, ჩაცმულობა, სრულწლოვანი პირის მიერ საკუთარი ფოტოს გასაჯაროება,
849
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
შრომა მეუღლის სურვილის საწინააღმდეგოდ, სქესობრივი ურთიერთობები, საქართველოს
კანონმდებლობით აკრძალულ ქმედებებს არ წარმოადგენს და დაუშვებელია მასზე
მითითება, ერთი მხრივ როგორც დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე, და
მეორე მხრივ, როგორც პიროვნების, და უფრო კონკრეტულად, ქალის დაბალ მორალზე.
სასამართლოში
სისხლის
სამართლის
საქმის
განხილვა
მხოლოდ
კონკრეტული
მიმართულებით უნდა წარიმართოს: ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა სისხლის სამართლის
კანონით
გათვალისწინებული
ქმედება;
არის
თუ
არა
ბრალდებულის
ქმედება
მართლსაწინააღმდეგო; შეერაცხება თუ არა ბრალდებულს ბრალად ჩადენილი ქმედება;
უნდა დაისაჯოს თუ არა ბრალდებული მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის; რა და რა
ზომის სასჯელი უნდა დაენიშნოს ბრალდებულს.
მორალის ან ზნეობის საკითხის შეფასება არ არის არც პროკურატურის და არც სასამართლოს
მიერ გადასაწყვეტ/შესაფასებელი საკითხი. პროკურორმა ყურადღება გაამახვილა იმ
გარემოებებზე, რომლებიც მიეკუთვნება ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული
უფლების დაცვის სფეროს და დაუშვებელია მათზე მითითება, როგორც დანაშაულის
დამადასტურებელ მტკიცებულებებზე. გასათვალისწინებელია, რომ მოცემულ საკითხებზე
ყურადღება გამახვილდა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით გამართულ სასამართლო
სხდომაზე, რაც ქალთა დისკრიმინაციის საკითხზე საზოგადოებაში დამკვიდრებული
სტერეოტიპების გამყარების ხელშეწყობად შეიძლება აღვიქვათ.
გაეროს კონვენციის თანახმად, სახელმწიფოები
ყველა საჭირო ზომას იღებენ, რათა
შეცვალონ მამაკაცთა და ქალთა ქცევის სოციალური და კულტურული მოდელები იმ
ცრურწმენების აღმოფხვრისა და იმ ადათ-წესების და სხვა პრაქტიკის გაუქმების მიზნით,
რომლებსაც საფუძვლად უძევს ერთ-ერთი სქესის არასრულფასოვნების ან უპირატესობის, ან
მამაკაცთა და ქალთა სტერეოტიპულობის იდეა.
პროკურორთა საქმიანობაზე კი საერთაშორისო დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ თავიანთ
მოვალეობებს ასრულებენ მიუკერძოებლად და ყველა სახის პოლიტიკური, სოციალური, რელიგიური,
რასობრივი, კულტურული, სქესობრივი ან ნებისმიერი სხვა ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ შესავალ სიტყვაში ხაზგასმა მეუღლის წინააღმდეგობის
მიუხედავად ბრალდებულის მუშაობაზე, გამომწვევ ჩაცმულობასა და პირადი ფოტოების
საჯარო განთავსებაზე, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით
გარანტირებულ თანასწორობის უფლებას, სახელმწიფოს მიერ „ქალთა დისკრიმინაციის
ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციით“ აღებულ ვალდებულებებს.
850
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
გადაწყვეტილების იმპლემენტაციის პრობლემა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განჩინებებისადმი
საერთო
სასამართლოების
ფორმალისტური
მიდგომა
სიახლეს
არ
წარმოადგენს.
საქართველოს სახალხო დამცველის გასული წლის ანგარიშში საუბარია რამდენიმე
შემთხვევაზე, როდესაც არაერთგვაროვანი განმარტებისა და გადაწყვეტილების სამოტივაციო
ნაწილის უგულებელყოფის გამო არაერთი პირის უფლება დაირღვა.1622
სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის ანგარიშში მითითებული არასწორი
პრაქტიკა 2016 წელსაც გაგრძელდა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და
საქართველოს
უზენაეს
სასამართლოს
შორის
არსებულ
შეუთანხმებლობას
ნათლად
წარმოაჩენს წინამდებარე საქმის ანალიზი.
პროცესუალური ისტორია
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით1623
არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის იმ ნორმათა ნორმატიული შინაარსი, რომელიც ირიბი ჩვენების საფუძველზე
გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისა და პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას
ითვალისწინებდა.1624
აღნიშნული
გადაწყვეტილების
საფუძველზე
არაერთმა
პირმა
მოითხოვა
ირიბ
მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა
სააპელაციო სასამართლოში1625. სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო იმ პირთა
საჩივრები, რომლებიც 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით
იყვნენ გასამართლებული. დაუშვებლად ცნობილი საჩივრები უზენაეს სასამართლოში
გასაჩივრდა.1626
1622
იხ.: საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 432–433; აგრეთვე
იქვე, გვ. 456–458.
1623 2015 წლის 22 იანვრის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N1/1/548 გადაწყვეტილება.
1624
2009 წლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი და 169-ე მუხლის პირველი ნაწილი.
1625 2015 წლის 22 იანვრიდან 2016 წლის 29 სექტემბრამდე პერიოდში თბილისისა და ქუთაისის
სააპელაციო სასამართლოებს ამ მოთხოვნით 11 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე
მსჯავრდებულმა პირებმა მიმართეს. სააპელაციო საჩივრებში მსჯავრდებულები უთითებდნენ, რომ
განაჩენები ირიბი და და ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების საფუძველზე იყო გამოტანილი და
ხელახალ სასამართლო განხილვას ითხოვდნენ.
1626
იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინება საქმეზე N53აგ–16,
27 ოქტომბრის განჩინება საქმეზე N14აგ–16 და სხვ.
851
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საქართველოს
უზენაესმა
სასამართლომ
კასატორთა
არგუმენტები1627
საყურადღებოდ
მიიჩნია, რის გამოც ყველა გასაჩივრებულ საქმეზე შეაჩერა სამართალწარმოება და
კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს.1628
შეფასება
კონსტიტუციური წარდგინების საფუძველს, უზენაესი სასამართლოს აზრით, წარმოადგენდა
ის გარემოება, რომ შესაბამისი მსჯავრდებულები გასამართლებულნი იყვნენ 1960 და 1998
წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების საფუძველზე. უზენაესი სასამართლოს ეს
მიდგომა
ეფუძნებოდა
„საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის შინაარსის ფორმალურ
განმარტებას, რომლის თანახმად, „თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის
განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ის კანონი
ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის
გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი
შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს“.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უზენაესმა სასამართლომ საკონსტიტუციო
სასამართლოს
მიმართა
წარდგინებით,
ამ
კატეგორიის
მსჯავრდებულების
საქმის
თავდაპირველი განხილვის დროს გამოყენებული, 1960 და 1998 წლების საპროცესო
კოდექსების შესაბამისი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით.
მოცემულ
საქმეში
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
პლენუმი
დადგა
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტით
გათვალისწინებული კომპეტენციის განმარტებისა და დაზუსტების საჭიროების წინაშე.
კერძოდ,
საკონსტიტუციო
სასამართლოს
განმარტებით,
„აღნიშნული
დანაწესიდან
გამომდინარე, საერთო სასამართლო უფლებამოსილია, მოითხოვოს მხოლოდ იმ კანონის
არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლის გამოყენებაც მას სჭირდება საქმის გადაწყვეტისას.“1629
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის აზრით, „ახლად გამოვლენილ
გარემოებათა გამო, განაჩენის გადახედვის წესებს არეგულირებს 2009 წლის 9 ნოემბრის
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კერძოდ კი მისი XXVII თავი. საქართველოს 2009
1627
კასატორები უთითებდნენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ირიბი მტკიცებულებები
დაუშვებლად ცნო ყველა იმ განაჩენისთვის, რომლებშიც ის გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად
იყო გამოყენებული. კასატორები ასევე ამტკიცებდნენ, რომ მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი
კოდექსი ადგენს მტკიცებულებათა გამოყენების წესს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლო ვერ
შეძლებდა, გაეუქმებინა ისედაც ძალადაკარგული ნორმების შინაარსი.
1628 იხ. №3/3/685, 686, 687, 688, 689, 736, 737, 758, 793, 794 და 820 კონსტიტუციური წარდგინებები.
1629
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის №3/3/685, 686, 687, 688,
689, 736, 737, 758, 793, 794,820 განჩინება; II. პ.: 1.
852
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
წლის 9 ნოემბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი
ნაწილის თანახმად, „სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა,
რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს“, შესაბამისად, ამ
კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ სწორედ მისი ნორმები გამოიყენება საპროცესო
მოქმედებების განსახორციელებლად, მათ შორის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო
განაჩენის გადასინჯვისას. ამ წესიდან გამონაკლისი დადგენილია საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმად, „ამ
კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის
სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით“. თუმცა მოცემულ შემთხვევაში,
საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, „...საქმე გვაქვს არა 2009 წლის 9 ნოემბრის კოდექსის
ამოქმედებამდე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელებასთან, არამედ
კანონიერი განაჩენის გადახედვასთან, რომელიც ახალი საპროცესო კოდექსის ფარგლებში
ხორციელდება.“1630
უფრო მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, „..რომ №685, №686, №687, №688,
№689, №736, №737, №758, №793, №794 კონსტიტუციურ წარდგინებებზე უზენაესი
სასამართლო იხილავს სააპელაციო სასამართლოს განჩინებებზე წარდგენილ საჩივრებს. რაც
თავისთავად მოწმობს 2009 წლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე საქმის გადაწყვეტას,
ვინაიდან 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 594-ე
მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და 597-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად,
საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ
განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებების ახლად აღმოჩენილ და ახლად
გამოვლენილ
გარემოებათა
გამო
გადახედვის
მოთხოვნით,
საჩივარი
შეიტანებოდა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ხოლო
სააპელაციო სასამართლოსათვის მიმართვა 2009 წლის 9 ნოემბრის სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსით დამკვიდრდა.“1631
ამრიგად, 2016 წლის 29 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა
წარდგინებები განჩინებით არსებითად განსახილველად არ მიიღო, და თავად უზენაესი
სასამართლოს პრაქტიკის მოშველიებით,1632 მიუთითა, რომ გამოსაყენებელ კანონს 2009 წლის
საპროცესო კოდექსი წარმოადგენდა.1633
1630
იხ.: იქვე; II. პ.: 4.
იხ.: იქვე; II. პ.: 5.
1632
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის განაჩენი N83აგ–14 საქმეზე.
1633 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინება საქართველოს
უზენაესი სასამართლოს №3/3/685, 686, 687, 688, 689, 736, 737, 758, 793, 794 და 820 კონსტიტუციურ
წარდგინებებზე, II-9.
1631
853
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „..2009 წლის საპროცესო
კოდექსის დადგენილი წესით სააპელაციო სასამართლო ატარებს განხილვას, მათ შორის
ახლად აღმოჩენილი გარემოების კონტექსტში იკვლევს ახალ მტკიცებულებებს, და შედეგად,
აფასებს, თუ რა სახის გავლენა მოახდინა ახლად აღმოჩენილმა გარემოებამ მიღებულ
განაჩენზე, ახლად აღმოჩენილი გარემოების გათვალისწინებით (მოცემულ შემთხვევაში
საქმეში
არსებული
ირიბი
ჩვენებების
ამორიცხვით)
იქნებოდა
თუ
არა
იგივე
გადაწყვეტილება მიღებული, კვლავ იარსებებდა თუ არა გამამტყუნებელი განაჩენის მიღების
საფუძველი. შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის
წარმოების ფარგლებში სასამართლო საერთოდ არ იყენებს 1998 წლის საპროცესო კოდექსის
ნორმებს. აშკარაა, რომ შეჩერებულ საქმეებზე უზენაესი სასამართლო არ დგას 1998 წლის
კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მტკიცებულების დასაშვებობის
საკითხის გადაწყვეტის, ან გამამტყუნებელი განაჩენის მიღების, ან სხვა საპროცესო
მოქმედების განხორციელების საჭიროების წინაშე.“1634
ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარდგინებებში სადავოდ გამხდარი
ნორმა წარმოადგენდა „...არა გამოსაყენებელ კანონს, არამედ მათი არაკონსტიტუციურად
ცნობა წარმოადგენს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც ახლად გამოვლენილ გარემოებათა
გამო, ხდება განაჩენის გადახედვის წარმოების დაწყების საფუძველი. ხოლო ამ წარმოების
ფარგლებში გამოსაყენებელ სამართლებრივ წესრიგს სრულად ქმნის 2009 წლის სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსი.“1635
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ
2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიუთითა იმ
სამართლებრივ
გზაზე,
რომელიც
ახალი
საპროცესო
კოდექსის
ფარგლებში
უზრუნველყოფდა შესაბამისი განაჩენების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში
მოყვანას.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ „იმ შემთხვევაში, თუ უზენაესი
სასამართლო მიიჩნევს, რომ განაჩენი, რომლის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო
გადახედვაც მოთხოვნილია მხარის მიერ, შეიძლება იყოს კონსტიტუციის მოთხოვნების
დარღვევით მიღებული და მისი გადახედვის საშუალებას მას კანონი არ აძლევს, მაშინ მან იმ
ნორმების კონსტიტუციურობა უნდა დააყენოს ეჭვქვეშ, რომელიც ასეთ შესაძლებლობას
ზღუდავს, რომელიც კონსტიტუციის დარღვევით მიღებული განაჩენების საბოლოობას
განაპირობებს მათი გადახედვის საკმარისი მექანიზმების დადგენის გარეშე“.1636
1634
იხ.: იქვე; II. პ.: 8.
იხ.: იქვე; II. პ.: 9.
1636 იხ. იქვე; II. პ.: 11.
1635
854
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
საპროცესო წესის კონსტიტუციურობას მისი შინაარსი განაპირობებს და არა ის გარემოება,
თუ რომელ აქტში არის იგი მოცემული1637. ამიტომ სსსკ-ის 310–ე მუხლი „დ“ ქვეპუნქტის
ფორმულირებამ არ უნდა გადაწონოს არაკონსტიტუციური ნორმის გამოყენებით პირის
მსჯავრდების გადახედვის საჭიროება.
შესაბამისად, საქართველოს უზენაეს სასამართლოს თავად, იმგვარად უნდა განემარტა
მოქმედი საპროცესო კოდექსის 310–ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, რომ ირიბ ჩვენებასთან
დაკავშირებული
საკონსტიტუციო
სასამართლოს
გადაწყვეტილების
შინაარსი
გაევრცელებინა 1998 წლის არაკონსტიტუციური ნორმების საფუძველზე გამოტანილ
განაჩენებზე; ან თუკი მიიჩნევდა, რომ სსსკ-ის 310–ე მუხლი „დ“ ქვეპუნქტი არის იმდენად
ვიწრო, რომ არაკონსტიტუციური შინაარსის ნორმებზე (1998 წლის სსს კოდექსში)
დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვას გამორიცხავს1638, მაშინ ამ ნორმის
ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობის წარდგინებით შეეძლო მიემართა
საკონსტიტუციო სასამართლოსთვის.
თუმცა, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ გაითვალისწინა და არ იმსჯელა
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განჩინების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულ
გარემოებებზე და უარი უთხრა მსჯავრდებულებს კონსტიტუციის დარღვევით გამოტანილი
განაჩენების გადასინჯვაზე.
დასკვნა
დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს შემდეგი:
საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29
სექტემბრის განჩინების (მისი სამოტივაციო ნაწილის) საფუძველზე, ახლად გამოვლენილი
გარემოების (2015 წლის 22 იანვრის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N1/1/548
გადაწყვეტილებით
შექმნილი
პროცესუალური
რეალობის)
გათვალისწინებით,
უნდა
გადაესინჯა შესაბამისი განაჩენები და გამოერკვია, მოცემულ შემთხვევებში საქმეში არსებული
ირიბი ჩვენებების ამორიცხვით, იქნებოდა თუ არა მიღებული იგივე გადაწყვეტილება და
კვლავ იარსებებდა თუ არა გამამტყუნებელი განაჩენის მიღების საფუძველი;
საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინების შედეგად, უზენაეს სასამართლოს შეეძლო ან
თავად განემარტა მოქმედი საპროცესო კოდექსის 310–ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შინაარსი, ან
ხელახალი წარდგინებით მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის იმ საკანონმდებლო
1637
„საკონსტიტუციო სასამართლო თავისი გადაწყვეტილებებით არაკონსტიტუციურად ცნობს არა
მხოლოდ კონკრეტულ სიტყვებს, ფრაზებსა და წინადადებებს, არამედ ნორმაში ასახულ პრინციპს და
მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელ ნორმატიულ აქტში არსებობს პრინციპით ნაგულისხმევი
რეგულაცია“, იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის განჩინება
საქართველოს უზენაესი სასამართლოს N3/1/708,709,710 კონსტიტუციურ წარდგინებებზე, II-5.
1638
ამ ნორმის საფუძველზე მხოლოდ გადასასინჯი განაჩენისთვის გამოყენებული კანონი უნდა იყოს
არაკონსტიტუციურად ცნობილი. კასატორები კი სხვა – 1998 წლის კანონით გასამართლდნენ.
855
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016
ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომელიც მისი აზრით, ხელს უშლიდა
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისი პრაქტიკის დანერგვაში.
უზენაესი სასამართლოს მიერ არჩეული მიდგომის გამო, 1998 წლის საპროცესო კოდექსის
მიხედვით გასამართლებულ პირებს წაერთვათ არაკონსტიტუციურ ნორმებზე დაყრდნობით
გამოტანილი
განაჩენების
გადასინჯვის
უფლება
და
არათანასწორ
მდგომარეობაში
აღმოჩნდნენ მოქმედი კოდექსით გასამართლებულ პირებთან შედარებით.
ამრიგად, ძალაში რჩება არაკონსტიტუციური ნორმის საფუძველზე გამოტანილი არაერთი
განაჩენი. საჭიროა უზენაესმა სასამართლომ შეცვალოს საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს განჩინებასთან შეუსაბამო პრაქტიკა.
856
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2016