„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ"
- „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 95 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-04-10
ბიუროს ნომერი 48
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
ადმინისტრაციულ
საპროცესო
კოდექსს
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) VII14 თავის
შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის VII15 თავი:
„თავი VII15. ადმინისტრაციული სამართალწარმოება „აუცილებელი
საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსპროპრიაციის უფლების
მოპოვებასთან დაკავშირებით
მუხლი 2161. სასამართლოსთვის მიმართვა
1.
„აუცილებელი
საზოგადოებრივი
ჩამორთმევის
წესის
ექსპროპრიაციის
შესახებ“
უფლების
საქართველოს
მაძიებელი
საჭიროებისათვის
კანონით
ექსპროპრიაციის
საკუთრების
გათვალისწინებული
უფლების
მინიჭების
თაობაზე განცხადებით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, მიმართავს რაიონულ
(საქალაქო)
სასამართლოს
საექსპროპრიაციო
ქონების
ადგილმდებარეობის
მიხედვით.
2. განცხადებაში უნდა აღინიშნოს:
ა) სასამართლოს დასახელება, რომელშიც შეიტანება განცხადება;
ბ) განმცხადებლის სახელწოდება და იურიდიული მისამართი;
გ) განმცხადებლის წარმომადგენლის სახელწოდება, სახელი, გვარი და
მისამართი, თუ განცხადება შეაქვს წარმომადგენელს;
დ) განმცხადებლის მოთხოვნა;
ე) გარემოებები, რომლებზედაც განმცხადებელი აგებს თავის მოთხოვნას;
ვ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს ამ გარემოებებს, მათ შორის
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული
პროცედურების განხორციელების ამსახველი დოკუმენტები;
ზ) განცხადებისათვის დართული საბუთების ნუსხა.
2. განცხადებას ასევე სავალდებულოა დაერთოს:
ა) იმ სამუშაოების ან/და პროექტის დეტალური აღწერა, რომლის
განსახორციელებლადაც მოითხოვება ექსპროპრიაციის უფლება;
ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება უცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის
გარდაუვალობისა
და
ექსპროპრიაციის
განმახორციელებელი
სუბიექტის
განსაზღვრის თაობაზე;
გ) საექსპროპრიაციო ქონების დეტალური აღწერა-ინვენტარიზაცია, მათ
შორის, ფოტო ან ვიდეომასალის სახით;
დ)
„აუცილებელი
საზოგადოებრივი
საჭიროებისათვის
საკუთრების
ჩამორთმევის
წესის შესახებ“
საქართველოს კანონის
მე-9 მუხლით
გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. კომპენსაციის ანაზღაურების პირობის დაცვის მიზნით, ექსპროპრიაციის
უფლების მაძიებელი ვალდებულია განცხადების განმხილველი სასამართლოს
წინაშე იშუამდგომლოს, რათა მესაკუთრემ/დაინტერესებულმა პირმა სასამართლოს
დავალებით წარმოადგინოს შესაბამისი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
მუხლი 2162. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე განცხადების
სასამართლო განხილვა და გადაწყვეტის წესი.
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების
თაობაზე განცხადებას განიხილავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით
განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი წესით.
2. იმ შემთხვევაში, თუ საექსპროპრიაციო ქონება უფლებრივად არის
დატვირთული მესამე პირის სასარგებლოდ (ნებისმიერი სანივთო უფლებით, საჯარო
რეესტრში რეგისტრირებული სახელშეკრულებო ვალდებულებით, საგადასახადო
გირავნობა/იპოთეკის უფლებით, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვით და ა.შ),
სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია
აღნიშნულ პირს აცნობოს ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და
ჩართოს იგი საქმეში მესამე პირად.
3. სასამართლოში მესაკუთრის ან მესამე პირის არასაპატიო მიზეზით
გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს განცხადების განხილვას.
4.
სასამართლოს
დავალების
მიუხედავად,
მესაკუთრის
მიერ
საბანკო
ანგარიშის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სასამართლო მესაკუთრეს დააკისრებს
ჯარიმას 50 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით წარმოუდგენლობისას - 100
ლარის ოდენობით.
5.
სასამართლო
ექსპროპრიაციის
უფლების
მაძიებელს
განუსაზღვრავს
გონივრულ ვადას მესაკუთრის პირად საბანკო ანგარიშზე კომპენსაციის თანხის
გადასარიცხად.
6.
იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე სასამართლოს დავალების მიუხედავად
თავს არიდებს საბანკო ანგარიშის წარმოდგენას დადგენილ ვადებში, მათ შორის, იმ
შემთხვევაში, თუ საექსპროპრიაციო ქონებაზე მიმდინარეობს სასამართლო ან/და
საარბიტრაჟო დავა და არ არის გამოტანილი კანონმდებლობით დადგენილი
კანონიერ ძალაში შესული სასამართლო/საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, ან/და
საექსპროპრიაციო ქონება სრულად ან ნაწილობრივ მიეკუთვნება სამკვიდრო ქონებას,
რომელზეც კანონმდებლობის შესაბამისად არ არის დადგენილი მემკვიდრე ან/და
ქონება
წარმოადგენს
უმკვიდრო
ქონებას,
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
საკუთრებაში,
საექსპროპრიაციო
დადგენა
ან
შეუძლებელია
ან
თუ
რომელიც
შესაბამისი
არ
არის
გადაცემული
პირის
ან
სახელმწიფოს
მესაკუთრის
ქონების
მესაკუთრე
ადგილსამყოფელის
აღიარებულია
უგზო-უკვლოდ
დაკარგულად და მისი ქონება მინდობილი საკუთრების სახით სამართავად არ
გადასცემია
მის
კანონით
მემკვიდრეებს,
უფლებრივად არის დატვირთული
ან/და
საექსპროპრიაციო
ქონება
მესამე პირის სასარგებლოდ (ნებისმიერი
სანივთო უფლებით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სახელშეკრულებო
ვალდებულებით,
საგადასახადო
გირავნობა/იპოთეკის
უფლებით,
საჯარო-
სამართლებრივი შეზღუდვით და ა.შ) ან/და საკომპენსაციო თანხა ვერ ფარავს მესამე
პირის წინაშე ვალდებულებას (რომელიც უზრუნველყოფილია ნებისმიერი სანივთო
უფლებით,
საჯარო
ვალდებულებით,
რეესტრში
საგადასახადო
რეგისტრირებული
გირავნობა/იპოთეკის
სახელშეკრულებო
უფლებით,
საჯარო-
სამართლებრივი შეზღუდვით და ა.შ.), ხოლო მესაკუთრე და მესამე პირი ვერ
თანხმდებიან ვალდებულების სხვაგვარად უზრუნველყოფასთან დაკავშირებით,
კომპენსაციის თანხა განთავსდება ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. თუ
საექსპროპრიაციო ქონების მესაკუთრე აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად
და მისი ქონება მინდობილი საკუთრების სახით სამართავად გადაეცა მის კანონით
მემკვიდრეებს, საკომპენსაციო თანხა გადაეცემა მინდობილი საკუთრების სახით
უგზო-უკვლოდ
დაკარგულად
აღიარებული
ექსპროპრიაციის უფლების მაძიებელი,
პირის
კანონით
მემკვიდრეებს.
ექსპროპრიაციის საკომპენსაციო თანხის
ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე დეპონირებით, თავისუფლდება ზემოთ
აღნიშნული
სუბიექტების
წინაშე
ვალდებულებისაგან,
რის
საფუძველზეც
სასამართლოს მიერ მოხდება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება.
7. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე რაიონული (საქალაქო)
სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
8. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ
აფერხებს მისი აღსრულების პროცედურებს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის
მიღების
მიზეზია
„აუცილებელი
საზოგადოებრივი
საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს ახალი
კანონის პროექტი, რაც იწვევს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში შესაბამისი
თავის დამატების აუცილებლობას, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული
სამართალწარმოებას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების
ჩამორთმევის საკითხებზე.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის
მიზანია
ადმინისტრაციულ
საპროცესო
კოდექსის
შესაბამისობაში მოყვანა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის
საკუთრების
ჩამორთმევის
წესის
შესახებ“
ახალ
კანონპროექტთან
და
ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული
სამართალწარმოების პროცედურების გათვალისწინება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
ადმინისტრაციულ
საპროცესო
კოდექსს
ემატება
VII15
თავი
„ადმინისტრაციული
სამართალწარმოება
„აუცილებელი
საზოგადოებრივი
საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით“.
აღნიშნული
თავით
რეგულირდება:
„აუცილებელი
საზოგადოებრივი
საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული ექსპროპრიაციის უფლების მაძიებლის მიერ ექსპროპრიაციის
უფლების მინიჭების თაობაზე სასამართლოსათვის განცხადებით მიმართვის
საკითხები, ასევე ზუსტად გაიწერა იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც უნდა
დაერთოს განცხადებას. ასევე, კომპენსაციის ანაზღაურების პირობის დაცვის
მიზნით, ექსპროპრიაციის უფლების მაძიებელი ვალდებულია განცხადების
განმხილველი
სასამართლოს
წინაშე
იშუამდგომლოს,
რათა
მესაკუთრემ/დაინტერესებულმა პირმა სასამართლოს დავალებით წარმოადგინოს
შესაბამისი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. სასამართლოს დავალების მიუხედავად,
მესაკუთრის მიერ საბანკო ანგარიშის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სასამართლო
მესაკუთრეს დააკისრებს ჯარიმას 50 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით
წარმოუდგენლობისას - 100 ლარის ოდენობით. გარდა აღნიშნულისა, აღნიშნული
თავი არეგულირებს ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე განცხადების
სასამართლო განხილვისა და გადაწყვეტის წესის საკითხებს. რაიონული (საქალაქო)
სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება დაუყოვნებლივ აღსასრულებელი
გადაწყვეტილების აღსრულების წესით. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს
გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით საქართველოს
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი
წესით. ამასთან, განისაზღვრა, რომ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს
გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აფერხებს მისი აღსრულების პროცედურებს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
ვინაიდან კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმებს. კერძოდ, სასამართლოს
დავალების მიუხედავად, მესაკუთრის მიერ საბანკო ანგარიშის წარმოუდგენლობის
შემთხვევაში, სასამართლო მესაკუთრეს დააკისრებს ჯარიმას 50 ლარის ოდენობით,
ხოლო განმეორებით წარმოუდგენლობისას - 100 ლარის ოდენობით. აღნიშნული
ჯარიმები მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. ამასთან თანხების მოცულობის
წინასწარ გათვლა შეუძლებელია.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს
ვალდებულებებს.
ახალ
ფინანსურ
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება, ვინაიდან კანონპროექტი
ითვალისწინებს შესაბამისი ჯარიმების დაკისრებას 50 და 100 ლარის ოდენობით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის ან მოსაკრებლის შემოღებას,
თუმცა სხვა გადასახდელის სახით შემოდის 50 ლარიანი და 100 ლარიანი ჯარიმები.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.