„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ"
- „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-04-10
ბიუროს ნომერი 48
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2008, მუხ. 298) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ
დაემატოს შემდეგი შინაარსის „21“ პუნქტი:
„21. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების
ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ექსპროპრიაციის
უფლების მაძიებლის განცხადების საფუძველზე, უძრავ ნივთებზე უფლებათა
რეესტრში, ინფორმაციით სახით ასევე შეიტანება საექსპროპრიაციო ქონების
საექსპროპრიაციო რეჟიმში ყოფნის შესახებ ინფორმაცია, რომელიც არ გამორიცხავს
გარიგების საფუძველზე ამ ქონებაზე რაიმე სხვა უფლების/ვალდებულების
რეგისტრაციას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მიღების
მიზეზია
„აუცილებელი
საზოგადოებრივი
საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს ახალი
კანონის პროექტი, რომლის თანახმადაც, დადგა საჭიროება საჯარო რეესტრის
ამონაწერში უფლებრივი შეზღუდვების მსგავსად, გაჩნდეს საექსპროპრიაციო
ქონებაზე ნივთის უფლებრივი ტვირთის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ
საინფორმაციო ხასიათს ატარებს და არ ახდენს შესაბამის საკუთრებაზე რაიმე
უფლებრივ შეზღუდვას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისობაში მოყვანა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის
საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ ახალ კანონის პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად ცვლილება შედის კანონის მე-11 მუხლში, რომელსაც
ემატება 21 პუნქტი, როლის თანახმადაც, ექსპროპრიაციის უფლების მაძიებლის
განცხადების საფუძველზე, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, ასევე
ინფორმაციით სახით შეიტანება „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის
საკუთრების
ჩამორთმევის
წესის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული საექსპროპრიაციო ქონების საექსპროპრიაციო რეჟიმში ყოფნის
შესახებ ინფორმაცია. ამასთან, ქონების საექსპროპრიაციო რეჟიმში ყოფნის თაობაზე
ინფორმაცია არ გამორიცხავს გარიგების საფუძველზე ამ ქონებაზე რაიმე სხვა
უფლების/ვალდებულების რეგისტრაციას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან აუცილებელი ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს არ დაეკისრება ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 11. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციისადმი
დაქვემდებარებული უფლებები და ვალდებულებები
1. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება:
ა) საკუთრება;
ბ) აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა;
გ) უზუფრუქტი;
დ) სერვიტუტი;
ე) იპოთეკა;
ვ) ქირავნობა, ქვექირავნობა;
ზ) იჯარა, ქვეიჯარა;
თ) თხოვება;
ი) ლიზინგი;
კ) საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან
დაკავშირებული უფლებები;
ლ) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
2. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, რეგისტრირებული უფლების შესახებ
მონაცემების გარდა, ასევე შეიტანება უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო
მონაცემები, მათ შორის, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების
რეგისტრაცია შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება
რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებზე
რეგისტრირებული მონაცემები უცვლელად გადადის ახალ მესაკუთრეზე, გარდა
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
41.
უძრავ
ნივთზე
შეზღუდული
უფლება
რეგისტრირდება
შესაბამის
შეზღუდვასთან/ვალდებულებასთან ერთად.
4 2. უფლებადაურეგისტრირებელ უძრავ ნივთზე ან მის ნაწილზე, რომლის საკადასტრო
მონაცემების თაობაზე ინფორმაცია აღრიცხულია მარეგისტრირებელ ორგანოში, საკუთრების
უფლების რეგისტრაციისას უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში შესაბამისი უძრავი
ნივთის საკადასტრო მონაცემები რეგისტრირდება დაინტერესებული პირის მიერ
წარდგენილი, ინსტრუქციით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შესაბამისად.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ა “ – „ ე “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
უფლებების , ხოლო კერძო სამართლის იურიდიული პირის მონაწილეობით 1 წელზე მეტი
ვადით დადებული გარიგებების (მათ შორის, გარიგებებისა, რომელთა საერთო ვადა
აღემატება 1 წელს) საფუძველზე − აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის
„ვ “ – „ ი “ და „ ლ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების
წარმოშობისათვის აუცილებელია მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
6. იპოთეკის მოწმობის რეგისტრაციის წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.