„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ"
- „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 93 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-04-10
ბიუროს ნომერი 48
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„სააღსრულებო
წარმოებათა
შესახებ“
საქართველოს
კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) 19 მუხლს
4
დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4.
მესაკუთრე
უფლებამოსილია
„აუცილებელი
საზოგადოებრივი
საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული მორიგებითი განსახლების შემთხვევაში გაასხვისოს მოვალეთა
რეესტრში რეგისტრაციით შეზღუდული ქონება. ქონების ამ საფუძვლით გასხვისების
შემთხვევაში, მესაკუთრისათვის გადასაცემი საკომპენსაციო თანხის აღსრულების
ეროვნული ბიუროს ან კერძო აღმასრულებლის ანგარიშზე განთავსების მომენტიდან
აღსრულების ეროვნული ბიუროს ან კერძო აღმასრულებლის მიერ საექსპროპრიაციო
ქონებაზე დადებული ყადაღა და მესაკუთრის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციით ამ
ქონებაზე წარმოშობილი შეზღუდვა არ აბრკოლებს საჯარო რეესტრში მორიგებითი
განსახლების საფუძველზე დადებული ხელშეკრულებით საექსპროპრიაციო ქონების
მესაკუთრედ
სახელმწიფოს
რეგისტრაციას.
ამ
პუნქტით
დადგენილი
წესით
სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ, ქონებაზე აღსრულების
ეროვნული ბიუროს ან კერძო აღმასრულებლის მიერ დადებული ყადაღები უქმდება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის
თაობაზე”
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადება განაპირობა „აუცილებელი საზოგადოებრივი
საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტის შინაარსმა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს
კანონის ნორმების შესაბამისობაში მოყვანა „აუცილებელი საზოგადოებრივი
საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის
19
4
მუხლს
ემატება
მე-4
პუნქტი,
რომელიც
განსაზღვრავს
„აუცილებელი
საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული მორიგებითი განსახლების შემთხვევაში
მესაკუთრის უფლებამოსილებას, გაასხვისოს მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციით
შეზღუდული
ქონება.
ქონების
ამ
საფუძვლით
გასხვისების
შემთხვევაში,
მესაკუთრისათვის გადასაცემი საკომპენსაციო თანხის აღსრულების ეროვნული
ბიუროს
ან
აღსრულების
კერძო
აღმასრულებლის
ეროვნული
ბიუროს
ანგარიშზე
ან
კერძო
განთავსების
მომენტიდან
აღმასრულებლის
მიერ
საექსპროპრიაციო ქონებაზე დადებული ყადაღა და მესაკუთრის მოვალეთა
რეესტრში რეგისტრაციით ამ ქონებაზე წარმოშობილი შეზღუდვა არ დააბრკოლებს
მორიგებითი
განსახლების
საფუძველზე
დადებული
ხელშეკრულებით
საექსპროპრიაციო
შემთხვევაში,
ქონების
მესაკუთრედ
სახელმწიფოს
სახელმწიფოს
საკუთრების
უფლების
რეგისტრაციას.
რეგისტრაციის
ასეთ
შემდეგ,
ქონებაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს ან კერძო აღმასრულებლის მიერ
დადებული ყადაღები გაუქმდება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფოს ეძლევა შესაძლებლობა მოვალეთა
რეესტრში
რეგისტრაციის
შედეგად
ქონებაზე
არსებული
შეზღუდვების
მიუხედავად, მესაკუთრესთან მორიგების საფუძველზე, მოახდინოს კანონის
მიზნებიდან გამომდინარე ქონების საკუთრებაში რეგისტრაცია.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი
სრული
რედაქცია,
რომელშიც
(რომლებშიც)
წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი
194.
რეესტრში
რეგისტრირებული
პირის
მიმართ
დაწესებული
შეზღუდვების მოხსნა და რეესტრიდან ამორიცხვა
1. რეესტრში რეგისტრირებულ პირზე დაწესებული შეზღუდვები მთლიანად
იხსნება რეესტრიდან მისი ამორიცხვისთანავე.
2. პირის რეესტრიდან ამორიცხვის საფუძველია:
ა) ფულადი გადახდევინების სრულად აღსრულება;
ბ) დაკისრებული ჯარიმის სხვა სახდელით შეცვლა;
გ) ამ კანონის 34-ე და 35-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევები;
დ) სასამართლოს გადაწყვეტილება;
ე) (ამოღებულია – 17.06.2011, №4827).
3. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების სასარგებლოდ აღსასრულებელ საქმეებზე
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანხმობის, ხოლო სხვა საქმეებზე − აგრეთვე
კრედიტორის თანხმობის არსებობის შემთხვევაში რეესტრში რეგისტრირებულ პირს
უფლება აქვს, მოახდინოს რეესტრში რეგისტრაციის შედეგად შეზღუდული ქონების
განკარგვა.