„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ"
- „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-04-10
ბიუროს ნომერი 48
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და
სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების
სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა
სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო
მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.06.2016, სარეგისტრაციო კოდი:
040150000.05.001.018150) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. თუ განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი
მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში სამუშაოების შესრულების შედეგად დადგინდა,
რომ მართლზომიერი მფლობელის ადგილსამყოფელი უცნობია, გარდაცვლილია და
მისი უფლებამონაცვლე ვერ დგინდება ან მართლზომიერი მფლობელი ან მისი
უფლებამონაცვლე უარს აცხადებს საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე,
განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის
პროექტის განმახორციელებლის განცხადების, მართლზომიერი მფლობელობის
დამადასტურებელი დოკუმენტისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის
მონაცემების საფუძველზე იდენტიფიცირებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირდება
სახელმწიფოს საკუთრების უფლება, ხოლო მართლზომიერი მფლობელი ან მისი
უფლებამონაცვლე უფლებამოსილია მოითხოვოს სრული და სამართლიანი
ანაზღაურება.“.
მუხლი 2.
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და
სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების
სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მიღების
მიზეზია
„აუცილებელი
საზოგადოებრივი
საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს ახალი
კანონის პროექტი, რომელიც ახლებურად არეგულირებს ქონების ჩამორთმევის
საკითხებს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის
საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით
გათვალისწინებული საკითხების შესაბამის საკანონმდებლო აქტებში იმპლემენტაცია.
კერძოდ, იმისათვის, რომ ხელი არ შეეშალოს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი
და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას იმ შემთხვევაში,
თუ მართლზომიერი მფლობელის ადგილსამყოფელი უცნობია, გარდაცვლილია და
მისი უფლებამონაცვლე ვერ დგინდება ან მართლზომიერი მფლობელი ან მისი
უფლებამონაცვლე უარს აცხადებს საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე,
მიზანშეწონილია კანონით დადგენილი შესაბამისი პროცედურების განხორციელების
შემდეგ, იდენტიფიცირებულ უძრავ ნივთზე დარეგისტრირდეს სახელმწიფოს
საკუთრების უფლება. ამასთან, რომ არ დაირღვეს მართლზომიერი მფლობელის ან
მისი უფლებამონაცვლის უფლებები (მათი გამოჩენის შემთხვევაში), მათ უნდა მიეცეთ
შესაძლებლობა უძრავ ნივთზე მოითხოვონ სრული და სამართლიანი ანაზღაურება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად ცვლილება შედის კანონის მე-7 მუხლში, კერძოდ
მოქმედი რედაქციას ემატება მე-5 პუნქტი, რომლის თანახმადაც, თუ
განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის
პროექტის ფარგლებში სამუშაოების შესრულების შედეგად დადგინდა, რომ
მართლზომიერი მფლობელის ადგილსამყოფელი უცნობია, გარდაცვლილია და მისი
უფლებამონაცვლე ვერ დგინდება ან მართლზომიერი მფლობელი ან მისი
უფლებამონაცვლე უარს აცხადებს საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე,
განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის
პროექტის განმახორციელებლის განცხადების, მართლზომიერი მფლობელობის
დამადასტურებელი დოკუმენტისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის
მონაცემების საფუძველზე იდენტიფიცირებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირდება
სახელმწიფოს საკუთრების უფლება, ხოლო მართლზომიერი მფლობელი ან მისი
უფლებამონაცვლე
ანაზღაურება.
უფლებამოსილია
მოითხოვოს
სრული
და
სამართლიანი
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული აუცილებელი ხარჯების (საჭიროების
შემთხვევაში) დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, იმ შემთხვევაში თუ დადგება კანონპროექტით
გათვალისწინებული შემთხვევა. ამასთან, მართლზომიერი მფლობელის ან მისი
უფლებამონაცვლის მიერ მოთხოვნილი სრული და სამართლიანი ანაზღაურების
წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, ისევე როგორც შეუძლებელია იმ უძრავ
ნივთების წინასწარ განსაზღვრა, რომლებზეც შესაძლოა კანონპროექტით დადგენილი
წესით დარეგისტრირდეს სახელმწიფოს საკუთრების უფლება.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს არ დაეკისრება ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს დადებით ფინანსურ შედეგებს იმ
პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ,
მართლზომიერი მფლობელი ან მისი უფლებამონაცვლე უფლებამოსილია
მოითხოვოს სრული და სამართლიანი ანაზღაურება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და
სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების
სრულყოფის შესახებ“ იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც
(რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება
მისი (მათი) ამოღება
მუხლი 7. მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების
უფლების რეგისტრაციის წესი
1. სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში მართლზომიერ მფლობელობაში
არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება დაინტერესებული
პირის განცხადების, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის)
დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის
ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე.
2. თუ საპილოტო პროექტის ფარგლებში სამუშაოების შესრულების შედეგად
დადგინდა, რომ მართლზომიერი მფლობელის ადგილსამყოფელი უცნობია, საჯარო
რეესტრში აისახება ინფორმაცია ამ პირის მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნის
უფლების შესახებ, ხოლო თუ მართლზომიერი მფლობელი გარდაცვლილია და მისი
უფლებამონაცვლე ვერ დგინდება, საჯარო რეესტრში აისახება ინფორმაცია
გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლის მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნის
უფლების შესახებ. მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნის უფლების შესახებ ჩანაწერი
ძალაშია, სანამ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების
მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების
აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შესაძლებელი იქნება
საკუთრების უფლების აღიარება.
3. თუ საპილოტო პროექტის ფარგლებში მართლზომიერი მფლობელი ან მისი
უფლებამონაცვლე უარს აცხადებს საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, საჯარო
რეესტრში აისახება ინფორმაცია ამ პირის მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნის
უფლების შესახებ. მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნის უფლების შესახებ ჩანაწერი
ძალაშია 3 წლის განმავლობაში. თუ ამ ვადაში მართლზომიერი მფლობელი ან მისი
უფლებამონაცვლე მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ არ დარეგისტრირდება, ეს ჩანაწერი
გაუქმდება.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ ვადებში მართლზომიერი
მფლობელი ან მისი უფლებამონაცვლე მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ რეგისტრირდება
და მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნის უფლების შესახებ ჩანაწერი უქმდება
განცხადებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე, სახელმწიფო
ქონების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს თანხმობის გარეშე