„შრომის უსაფრთხოების შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“
- „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-05
ბიუროს ნომერი 64
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
(პროექტი)
საქართველოს კანონი
შრომის უსაფრთხოების შესახებ
თავი I: ზოგადი დებულებები
მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების საგანი
1. ამ კანონის მიზანია იმ ძირითადი მოთხოვნების და პრევენციული ღონისძიებების
ზოგადი პრინციპების განსაზღვრა, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის
უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური
შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, დასაქმებულთა
სწავლებას, ინფორმირებას, კონსულტირებასა და მათ თანაბარ ჩართულობას შრომის
უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში.
2. ეს კანონი არეგულირებს სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა,
დასაქმებულთა, დასაქმებულთა წარმომადგენლებისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა
პირების უფლებებს, მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც დაკავშირებულია
უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასთან.
მუხლი 2. მოქმედების სფერო
1. ეს კანონი ვრცელდება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე. ამ კანონის
მიზნებისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე და მავნეპირობებიან სამუშაოების
ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
2. ამ კანონით განსაზღვრული უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები ასევე
ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც გადიან საწარმოო/სამუშაო პრაქტიკას ამ მუხლის
პირველი პუნქტით განსაზღვრულ სამუშაოებზე.
3. წინამდებარე კანონი არ ვრცელდება:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვის სამინისტროებზე და სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურზე და მათ დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებზე, თუ ამ კანონით
გათვალისწინებული საკითხები რეგულირდება საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვის
სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში მოქმედი სპეციალური
კანონმდებლობით.
ბ) შრომით საქმიანობაზე საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისთვის, მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დამსაქმებელი – საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის
კოდექსი“ გათვალისწინებული ფიზიკური ან იურიდიული პირი ან/და პირთა გაერთიანება,
რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო;
ბ) დასაქმებული – საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის
კოდექსი“ გათვალისწინებული ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების
საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს და „საჯარო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურე;
გ) სხვა პირ(ებ)ი– პირ(ებ)ი, რომლებიც დამსაქმებლის ნებართვით ან
სხვა
ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებენ სამუშაოს ან საქმიანობას, ასევე მომწოდებლები,
ვიზიტორები და სხვა.
დ) სამუშაო სივრცე - ყველა სამუშაო ადგილისა და იმ ტერიტორიის ერთობლიობა,
სადაც დასაქმებულები და სხვა პირ(ებ)ი იმყოფებიან/გადაადგილდებიან სამსახურეობრივი
დანიშნულებით და რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არიან დამსაქმებლის კონტროლის
ქვეშ;
ე) სამუშაო ადგილი - კონკრეტული ადგილი, სადაც დასაქმებული და სხვა პირ(ებ)ი
უშუალოდ ეწევიან შრომით საქმიანობას;
ვ) შრომის უსაფრთხოება – სამუშაოს ნეგატიური ასპექტებისგან დასაქმებულთა და
სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ფუნქციონალური
შესაძლებლობების დაცვის სისტემა, რომელიც ქმნის პირობებს ჯანსაღი და უსაფრთხო
საქმიანობისთვის და რომელიც მოიცავს სამართლებრივ, სოციალურ -ეკონომიკურ,
საორგანიზაციო-ტექნიკურ, სანიტარიულ - ჰიგიენურ, სამკურნალო - პროფილაქტიკურ,
სარეაბილიტაციო და სხვა ღონისძიებებს;
ზ) პრევენცია – იმ ღონისძიებებისა და პროცედურების სისტემა, რომელიც
ხორციელდება ან დაგეგმილია დამსაქმებლის მიერ საქმიანობის ყველა მიმართულებით
პროფესიული რისკების, საწარმოო უბედური შემთხვევების, პროფესიული დაავადების ან
შრომითი საქმიანობის გამო ჯანმრთელობისათვის სხვა სახის ზიანის მიყენების თავიდან
აცილების ან შემცირების მიზნით;
თ) დასაქმებულთა წარმომადგენელი შრომის უსაფრთოების საკითხებში - პირ(ებ)ი,
რომელიც წარმოადგენს შესაბამის საწარმო დასაქმებულ(ებ)ის ინტერესებს შრომის
უსაფრთხოების საკითხებში;
ი)
შრომის
უსაფრთხოების
სპეციალისტ(ებ)ი
–
დამსაქმებლის
მიერ
დანიშნული/მოწვეული
შესაბამისი
კვალიფიკაციის
მქონე
პირ(ებ)ი,
რომელიც
უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვასა და მართვას;
კ) საფრთხე - საწარმოო გარემოს და შრომითი პროცესის (მანქანა-დანადგარების,
მასალების, ნივთიერებების, სამუშაო მეთოდების, გარემო პირობების ან შრომის ორგანიზების)
თავისებურებები, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს დასაქმებულ(ებ)ის ან სხვა პირ(ებ)ის
ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, დაავადება ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემები;
ლ) რისკი - საწარმოო გარემოს და შრომითი პროცესის ფაქტორების გავლენის
შედეგად დასაქმებულ(ებ)ისთვის ან სხვა პირ(ებ)ისათვის ჯანმრთელობის ან სხვაგვარი
ზიანის მიყენების ალბათობის სიდიდე, შედეგის სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით;
მ) პროფესიული რისკი - პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული საწარმოო
გარემოს და შრომითი პროცესის ფაქტორების არახელსაყრელი გავლენის შედეგად
დასაქმებულ(ებ)ზე ან სხვა პირ(ებ)ისათვის ჯანმრთელობის უშუალო და პირდაპირი
დაზიანების ალბათობის სიდიდე, შედეგის სიმძიმის გათვალისწინებით;
ნ) რისკის შეფასება
- ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მოიცავს სამუშაო
სივრცეში სამუშაო პროცესთან დაკავშირებული საფრთხეების იდენფიცირებას, ანალიზს,
შეფასებასა და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრას და ეფუძნება საერთაშორისოდ
აღიარებულ მეთოდოლოგიას;
ო) საფრთხის შემცველი ფაქტორები - საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის
ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური ან ფიზიოლოგიური ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება,
საფრთხე შეუქმნას დასაქმებულის ან სხვა პირ(ებ)ის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და
გამოიწვიოს პროფესიული დაავადება ან ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება;
პ) უბედური შემთხვევა სამუშაო სივრცეში – შემთხვევა, რომელსაც ადგილი ჰქონდა
სამუშაო პროცესში ან სამუშაო პროცესებთან დაკავშირებით და რომელსაც შედეგად მოჰყვა
დასაქმებულ(ებ)ის ან სხვა პირ(ებ)ის ჯანმრთელობის დაზიანება, შრომისუნარიანობის
შეზღუდვა ან დაკარგვა, გარდაცვალება ან დაკარგულად გამოცხადება და რომელიც
ამასთანავე მოხდა დასაქმებულ(ებ)ის ან სხვა პირ(ებ)ისგან დამოუკიდებლად;
ჟ) საშიში შემთხვევა – იდენტიფიცირებადი მდგომარეობა (ტექნიკური ინციდენტი,
სიმაღლიდან ვარდნა, აფეთქება, ხანძარი, მავნე ნივთიერების გაჟონვა და ა.შ.), რომელიც არაა
გამოწვეული დასაქმებულ(ებ)ის ან სხვა პირ(ებ)ის მიერ და რომელმაც შესაძლებელია
გამოიწვიოს მატერიალური ზიანი და არასასურველი შედეგები და უშუალოდ არ შეუქმნას
საფრთხე დასაქმებულ(ებ)ს ან სხვა პირ(ებ)ს;
რ) პროფესიული დაავადება – დასაქმებულ(ებ)ის მწვავე ან ქრონიკული დაავადება,
რომლის განვითარება გამოწვეულია საწარმოო გარემოსა და შრომითი პროცესის საფრთხის
შემცველი ფაქტორებით, ზღუდავს მათ პროფესიულ საქმიანობას ხანმოკლე ან ხანგრძლივი
პერიოდით და განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;
ს) ინდივიდუალური დაცვის საშუალებები - ტექნიკური და სხვა საშუალებები,
რომლებიც გამოიყენება ინდივიდუალურად, დასაქმებულებზე საფრთხის შემცველი
ფაქტორების ზეგავლენის შესამცირებლად ან თავიდან ასაცილებლად;
ტ) კოლექტიური დაცვის საშუალებები - ტექნიკური და საინჟინრო საშუალებების
ერთობლიობა, რომლებიც კონსტრუქციულად და ფუნქციურად დაკავშირებულია საწარმოო
გარემოსა და შრომის პროცესთან, და განკუთვნილია საფრთხის შემცველი ფაქტორების
თავიდან აცილებისათვის ან შემცირებისათვის;
უ) ზედამხედველი ორგანო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) შრომის პირობების ინსპექტირებაზე
პასუხისმგებელი სამსახური (შემდგომში კომპეტენტური სამსახური).
თავი II: დამსაქმებლის ზოგადი ვალდებულებები
მუხლი 4. მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოების საქმიანობათა რეგისტრაცია
1. ყველა პირი, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად
აწარმოებს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს ვალდებულია საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია
ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და, საქმიანობის დაწყების/წარმოების, შეწყვეტის ან/და
საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების
შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ცვლილების შეტანის მიზნით,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს −
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
2. აკრძალულია მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოების საქმიანობის
განხორციელება შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის
გარეშე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობათა რეგისტრაციის
წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 5. დამსაქმებლის ვალდებულებები
1. დამსაქმებელი, სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის
თავისი კომპეტენციებისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში, ვალდებულია:
ა) დაიცვას შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული სამართლებრივი რეგულაციები და წესები;
ბ) იზრუნოს, რომ საფრთხის არსებობის პირობებში დასაქმებულთა და სამუშაო
სივრცეში მყოფი სხვა პირების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას არ მიადგეს ზიანი.
გ) უზრუნველყოს, რომ დასაქმებულთა, სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების
უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე ქიმიური, ფიზიკური და
ბიოლოგიური საფრთხის შემცველი ფაქტორების გამო;
დ) აწარმოოს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის, შესაძლო პროფესიული
დაავადებების, საშიში შემთხვევების აღრიცხვა და, მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს
ინფორმაცია დასაქმებულ(ებ)ს და/ან დასაქმებულ(ებ)ის წარმომადგენელ(ებ)ს.
ე) საქართველოს კანონმდებლობით
რეგულარულად განახორციელოს:
გათვალისწინებული
პერიოდულობით
ე.ა) ტექნიკური აღჭურვილობის უსაფრთხოების მდგომარეობის შემოწმება;
ე.ბ) განახორციელოს ისეთი საწარმოო გარემო ფაქტორების მდგომარეობის შემოწმება,
გაზომვა
და
შეფასება
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
პერიოდულობით, როგორიცაა:
ე.ბ.ა.
ფიზიკური ფაქტორები (მათ შორის ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერის
მოძრაობის სიჩქარე, სითბური გამოსხივება; არამაიონებელი გამოსხივება; მაიონებელი
გამოსხივება; საწარმოო ხმაური, ულტრაბგერა, ინფრაბგერა; ვიბრაცია; აეროზოლები (მტვერი)
უპირატესად ფიბროგენული მოქმედების; არასათანადო განათება; აეროიონები);
ე.ბ.ბ. ქიმიური ფაქტორები (მათ შორის ქიმიური სინთეზით მიღებული ბიოლოგიური
ბუნების ზოგიერთი ნივთიერება (ანტიბიოტიკები, ვიტამინები, ჰორმონები, ფერმენტები,
ცილოვანი პრეპარატები) და/ან რომელთა კონტროლისათვის გამოიყენება ქიმიური ანალიზის
მეთოდები)
ვ) ინდივიდუალური და სხვა დამცავი საშუალებების მოვლა-გასუფთავება, მათი
სწორად გამოყენების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში დროული შეცვლა;
2. დამსაქმებელი ვალდებულია ჩაუტაროს დასაქმებულებს სწავლება, ინსტრუქტაჟი
და მიაწოდოს ინფორმაცია მათთვის გასაგებ ენაზე:
ა) შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამართლებრივი და სხვა ნორმების,
უსაფრთხო შრომის პრინციპების შესახებ;
ბ) სამუშაო პროცედურების, მანქანა-დანადგარების, ტექნიკისა და სამუშაო
აღჭურვილობების გამოყენებისა და შეკეთების ინსტრუქციებისა და სახელმძღვანელოების
შესახებ;
გ) საგანგებო სიტუაციებისა და საევაკუაციო ღონისძიებების და მათი პრაქტიკული
განხორციელების შესახებ.
3. დამსაქმებელმა მე-2 პუნქტში აღნიშნული სწავლება უნდა უზრუნველყოს:
ა) დაქირავებისას, სამუშაოს დაწყებამდე;
ბ) თანამშრომელთა სხვა სამუშაო ადგილზე გადაყვანისას/სამუშაოს შეცვლისას;
გ) ახალი ტექნოლოგიური პროცესისა და სამუშაო მეთოდების დანერგვის, ახალი
მანქანა-დანადგარების გამოყენების და/ან საწარმოო პროცესის ცვლილების დაწყებამდე;
დ) განმეორებით, დამსაქმებლის მიერ გაწერილი გეგმის შესაბამისად, ან საჭიროების
მიხედვით.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დასახელებული ინსტრუქტაჟი, სწავლება და
ტრენინგები ტარდება სამუშაო საათებში და ტრენინგებისთვის გაცდენილი დღეები
ჩაითვლება საპატიოდ და ანაზღაურდება დამსაქმებლის მიერ სამუშაო საათების
პროპორციულად. ინსტრუქტაჟი, სწავლება და ტრენინგები დასაქმებულებს უტარდებათ
უფასოდ.
5. საწარმოს სიდიდისა და სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით, დამსაქმებული
ვალდებულია, მიაწოდოს დასაქმებულებს და/ან მათ წარმომადგენლებს, შრომის
უსაფრთხოების სპეციალისტს, მომწოდებლებს და/ან სამუშაო სივრცეში სხვა პირობების
საფუძველზე მყოფ პირებს ინფორმაცია, რომელიც შეეხება:
ა) პროფესიულ რისკებსა და მავნე ფაქტორებს, რომლებიც დაკავშირებულია სამუშაო
ადგილთან და მათ შესაძლო ზეგავლენას დასაქმებულის ჯანმრთელობაზე, ასევე მათგან
თავდაცვის მექანიზმებს;
ბ) პოტენციურ რისკებს, რომლის წინაშე შესაძლოა, დადგეს დასაქმებული და
რისკების შედეგების შეფასებას, დამსაქმებლის მიერ გატარებული შრომის უსაფრთხოებისა და
პრევენციული ზომების ჩათვლით;
გ) საგანგებო სიტუაციებს, საევაკუაციო გეგმებსა და ღონისძიებებს, რომლებიც უნდა
გატარდეს მომეტებული და გარდაუვალი საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ასევე იმ
ზომებსა და პროცედურებს, რომლებიც დაცული უნდა იყოს ავარიის, ხანძრის შემთხვევაში.
დ) აკრძალვებს, რომლებიც დაკავშირებულია საწარმოში შესვლასა და იქ ყოფნასთან
და ისეთი სამუშაოს შესრულებასთან, რომელიც წარმოადგენს დასაქმებულის სიცოცხლისა
და/ან ჯანმრთელობისთვის უშუალო პოტენციურ საფრთხეს.
ე) კონკრეტული სამუშაოების შესრულებასთან
კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვების შესახებ.
დაკავშირებით,
საქართველოს
6. დამსაქმებულმა არ უნდა დაასაქმოს 18 წლამდე ასაკის პირები, ასევე ორსული და
მეძუძური ქალები მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა შესასრულებლად. მძიმე, მავნე
და საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
7. თუ რამდენიმე საწარმოს დასაქმებულ(ებ)ი ერთად მუშაობს, პროცესში მონაწილე
ყველა დამსაქმებელი ვალდებულია:
ა) ითანამშრომლონ ერთმანეთთან შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის
ჰიგიენის ნორმების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით;
და
ბ) სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე უზრუნველყონ თავიანთი საქმიანობის
კოორდინაცია დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და პროფესიული რისკების
პრევენციის საკითხებში.
გ)
გაცვალონ ინფორმაცია
შრომის უსაფრთხოებისა და პროფესიული
რისკების
შესახებ;
დ) წარუდგინონ დასაქმებულებს ან/და მათ წარმომადგენლებს ინფორმაცია შრომის
უსაფრთხოებისა და პროფესიული რისკების შესახებ.
8. დამსაქმებელი ვალდებულია მუშაობის პერიოდში უზრუნველყოს დასაქმებული
უბედური შემთხვევის დაზღვევით.
9.
დამსაქმებელი
ვალდებულია,
გასწიოს
სამუშაო
სივრცეში
შრომის
უსაფრთხოებასთან ასევე სანიტარიულ-ჰიგიენურ ღონისძიებებთან დაკავშირებული ყველა
ხარჯი.
10. თუ მე-7 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად დამსაქმებელი ნიშნავს
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს ან იწვევს მომსახურების გასაწევად სხვა უფლებამოსილ
პირს (გარე მომსახურება), ეს არ ათავისუფლებს მას ამ კანონით დაკისრებული
პასუხისმგებლობისგან.
11. დასაქმებულის მიერ თავისი მოვალეობების შესრულება სამუშაო ადგილზე
შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით არ ათავისუფლებს დამსაქმებელს ამ
კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან.
მუხლი 6. პრევენცია
1. დამსაქმებელმა მუშაობის ყველა ეტაპზე ჯანმრთელობისთვის საზიანო რისკფაქტორების შემცირების ან აღმოფხვრის მიზნით, უნდა განსაზღვროს და მიიღოს შესაბამისი
ზომები შემდეგი საერთო პრინციპების საფუძველზე:
ა) იზრუნოს არსებული რისკების თავიდან აცილებაზე;
ბ) შეაფასოს
შეუძლებელია;
ის
რისკები
და
საფრთხეები,
რომელთა
თავიდან
აცილებაც
გ) იზრუნოს საფრთხის შემცველი ფაქტორების აღმოფხვრასა და შემცირებაზე;
დ) შესაძლებლობის ფარგლებში, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით
ჩაანაცვლოს საფრთხის შემცველი ფაქტორი უსაფრთხო ან ნაკლებად საშიში ფაქტორით;
ე) შეიმუშაოს, თანმიმდევრული პრევენციის ღონისძიებების პოლიტიკა, რომელიც
უნდა ითვალისწინებდეს საწარმოო გარემოს და შრომის პროცესის თავისებურებებს.
ვ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და რისკის შემცველი ფაქტორების ანალიზის
საფუძველზე, შეიმუშაოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს
დასაქმებულის, სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირ(ებ)ის ჯანმრთელობაზე შესაძლო რისკების
აღმოფხვრის ან შემცირების ღონისძიებებს, რომელიც უნდა განხორციელდეს ყველა სახის
საქმიანობაზე და საწარმოს მმართველობის ყველა დონეზე, მათი განხორციელების ვადებს,
შემსრულებლებს, ასევე მისი განხორციელებისთვის საჭირო სახსრებს.
ზ) მიანიჭოს უპირატესობა კოლექტიური დაცვის საშუალებებს ინდივიდუალური
დაცვის საშუალებებთან შედარებით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის
განსაზღვრული;
თ) ჩაუტაროს დასაქმებულებს შესაბამისი ინსტრუქტაჟი.
2. საწარმოს სპეციფიკიდან გამომდინარე, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობების
უზრუნველსაყოფად და სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევებისა და პროფესიული
დაავადებების თავიდან ასაცილებლად დამსაქმებელი ვალდებულია:
ა) ფუნქციების განაწილების საფუძველზე წერილობითი ფორმით განსაზღვროს
შრომის უსაფრთხოებისსფეროში შესაბამისი დასაქმებულების/ სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა
პირ(ებ)ის ვალდებულებები და პასუხისმგებლობები;
ბ) უზრუნველყოს საშიშ ზონაში და მაღალი რისკის შემცველ სამუშაოზე მხოლოდ იმ
დასაქმებულ(ებ)ის/ სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირ(ებ)ის დაშვება, რომლებმაც გაიარეს
შესაბამისი სპეციალური სწავლება ან ინსტრუქტაჟი.
გ) გამოავლინოს და აღრიცხოს საწარმოში არსებული მაღალი რისკის შემცველი
უბნები;
დ) უზრუნველყოს დაცვის და საკონტროლო სისტემების, ასევე სახიფათო
ნივითიერებების შემგროვებელი და გამანეიტრალებელი აღჭურვილობების უწყვეტი და
გამართული ფუნქციონირება;
ე) მიაწოდოს ზედამხედველ ორგანოს ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია
მოთხოვნის შემთხვევაში და შეასრულოს ზედამხედველი ორგანოს
მიერ გაცემული
მითითებები;
ვ) აღჭურვოს საწარმო შესაბამისი კოლექტიური დამცავი საშუალებებით;
ზ) აღჭურვოს დასაქმებულები/სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირ(ებ)ი აუცილებელი
ეფექტური ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით უფასოდ იქ, სადაც ეს აუცილებელია
მათი სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაცვისთვის, უზრუნველყოს დამცავი საშუალებების
სისუფთავე და ტექნიკური გამართულობა;
თ) უზრუნველყოს დასაქმებულების წინასწარი და პერიოდული სამედიცინო
შემოწმება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ი) არ დაუშვას სამუშაოზე დასაქმებულ(ებ)ი და/ან სხვა პირ(ებ)ი, რომელიც იმყოფება
ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზეგავლენის ქვეშ და ამ
მიზნით შიდა რეგულაციებით განსაზღვროს დასაქმებულების და/ან სხვა პირთა ჯგუფი,
რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან, ზედამხედველობა გაუწიონ აღნიშნულ პროცესს.
მუხლი 7. შრომის უსაფრთხოების ორგანიზება და მართვა
1. შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასახული ამოცანების ორგანიზებისა და
პრევენციის დოკუმენტის შესაბამისად დამსაქმებელი ვალდებულია, დანიშნოს ერთი ან მეტი
დასაქმებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტად ან შექმნას ამ მიზნით სამსახური.
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი და დასაქმებულთა წარმომადგენელი შეიძლება იყოს
ერთიდაიგივე პირი.
2. დამსაქმებელს, რომელსაც ჰყავს 20 და ნაკლები დასაქმებული, შეუძლია პირადად
შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები იმ პირობით,
თუ მას ან მის წარმომადგენელს გავლილი აქვს სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და
პირველადი სამედიცინო დახმარების სასწავლო კურსი. 20-დან 100-მდე დასაქმებულის
შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია დანიშნოს შრომის უსაფრთხოების მინიმუმ ერთი
სპეციალისტი. 100 და მეტი დასაქმებულის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას
შრომის უსაფრთხოების სამსახური.
3. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი/სამსახური უნდა აღიჭურვოს შესაბამისი
ტექნიკური საშუალებებითა და ინსტრუმენტებით; უნდა შეირჩეს შესაფერისი დრო მისი
მოვალეობების შესასრულებლად, იმგვარად, რომ შესაძლებლობის ფარგლებში არ მოხდეს
საწარმოო პროცესის შეფერხება. აღნიშნული ჩაითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება.
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი თავისი საქმიანობიდან გამომდინარე არ უნდა
აღმოჩნდეს სხვა დასაქმებულებთან შედარებით უარეს მდგომარეობაში შრომის
უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით;
4. თუ საწარმოს სიდიდის, დასაქმებულთა რაოდენობის, სამუშაო პირობების,
საფრთხის მოცულობის, ხასიათისა და სტრუქტურის
და შესაბამისი
რისკების
გათვალისწინებით დამსაქმებელს არ ჰყავს შესაბამისი რაოდენობის შრომის უსაფრთხოების
სპეციალისტი,
დამსაქმებელი
ვალდებულია,
მოიწვიოს
აღნიშნული
დარგის
სპეციალისტები/ორგანიზაციები.
5. შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს უნდა გააჩნდეს შესაბამისი
პროფესიული გამოცდილება და კვალიფიკაცია (უნარები და ტექნიკური ჩვევები, რომელიც
დასტურდება სპეციალური მოწმობით).
6. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის გავლილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი
აკრედიტირებული პროგრამა. პროგრამის მოცულობას, განხორციელების წესსა და პირობებს
განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა მინისტრის
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
7. საწარმოს, საქმიანობის სპეციფიკიდან და დასაქმებულთა რაოდენობიდან
გამომდინარე, შეიძლება ჰყავდეს საწარმოო ექიმი. საწარმოო ექიმი უნდა ფლობდეს
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო
სერტიფიკატს სპეციალობაში - „შინაგანი მედიცინა“, „საოჯახო მედიცინა“ ან „პროფესიული
პათოლოგია“.
მუხლი 8. პირველადი სამედიცინო დახმარება, სახანძრო უსაფრთხოება, ევაკუაცია,
მომეტებული და გარდაუვალი საფრთხე
1. დამსაქმებელი ვალდებულია:
ა) მიიღოს აუცილებელი ზომები პირველადი სამედიცინო დახმარების, სახანძრო
უსაფრთხოებისა და ევაკუაციის უზრუნველსაყოფად საწარმოს სიდიდის, საქმიანობის
სფეროსა და სხვა პირობების გათვალისწინებით;
ბ) განახორციელოს აუცილებელი და მყისიერი კომუნიკაცია სასწრაფო, სამაშველო,
სახანძრო და სხვა სპეციალიზებულ სამსახურებთან;
2. დამსაქმებელი ვალდებულია, შრომის უსაფრთხოების დანიშნული ან მოწვეული
სპეციალისტის ან სპეციალური სამსახურის მეშვეობით, დაუყოვნებლივ აცნობოს ყველა
დასაქმებულს, სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირ(ებ)ს რომლებსაც ემუქრებათ ან შესაძლოა
დაემუქროთ მომეტებული ან გარდაუვალი საფრთხე, პრევენციული და საევაკუაციო
ზომებისა და უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ.
3. მომეტებული ან გარდაუვალი საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში, დამსაქმებელი
ვალდებულია მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა და გასცეს სამუშაოს შეწყვეტის ბრძანება, რათა
თანამშრომლებმა შეძლონ სამუშაო ადგილიდან გასვლა და უსაფრთხო ზონაში გადანაწილება.
4. დამსაქმებელს არ აქვს უფლება, მოსთხოვოს დასაქმებულს/სამუშაო სივრცეში მყოფ
სხვა პირ(ებ)ს სამუშაოს გაგრძელება მანამ, სანამ არსებობს მომეტებული ან გარდაუვალი
საფრთხე.
5. დასაქმებულები არ უნდა აღმოჩნდნენ არახელსაყრელ მდგომარეობაში
მომეტებული და გარდაუვალი საფრთხის დროს სამუშაო ადგილის ან/და საფრთხის შემცველი
ტერიტორიის მიტოვებისას მათი ქმედების გამო და დაცულნი უნდა იყვნენ ზიანის მომტანი
და გაუმართლებელი შედეგებისგან.
6. დამსაქმებელმა უნდა იზრუნოს, რომ თითოეულ დასაქმებულს/სამუშაო სივრცეში
მყოფ სხვა პირს, თუ მას არ შეუძლია მიმართოს იერარქიულად უშუალო ხელმძღვანელს,
ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს შესაბამისი ზომები, მათ შორის დატოვოს სამუშაო ადგილი,
მომეტებული და გარდაუვალი საფრთხის შემთხვევაში საკუთარი ან სხვა პირების
უსაფრთხოების დასაცავად, რათა თავიდან იქნას აცილებული ასეთი საფრთხის შედეგები.
7. დამსაქმებელმა არ უნდა ჩააყენოს დასაქმებული არახელსაყრელ მდგომარეობაში ამ
მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული ზომების მიღების გამო, გარდა იმ შემთხვევისა, თუ
დასაქმებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაუდევარ ან/და გაუფრთხილებელ ქმედებებს.
მუხლი 9. კონსულტაციები და დასაქმებულთა მონაწილეობა შრომის
საკითხებთან დაკავშირებით
დაცვის
1.
დამსაქმებელმა
გადაწყვეტილების
მიღებამდე
უნდა
უზრუნველყოს
დასაქმებულ(ებ)ის და/ან მათი წარმომადგენლ(ებ)ის მონაწილეობა შრომის უსაფრთხოების
საკითხებში რაც გულისხმობს:
ა) დასაქმებულებთან კონსულტაციებს;
ბ) დასაქმებულის ან მისი წარმომადგენლის უფლებას შრომის უსაფრთხოების შესახებ
წინადადებ(ებ)ის ინიცირების შესახებ;
გ) დაბალანსებულ მონაწილეობას.
2. დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის შრომის უსაფრთხოების საკითხებზე
კონსულტაციების, ეფექტური თანამშრომლობისა და კომუნიკაციის წარმოების მიზნით,
დასაქმებულები
ირჩევენ
შრომის
უსაფრთხოების
საკითხებში
დასაქმებულთა
წარმომადგენელს. პირი დასაქმებულების წარმომადგენლად შეიძლება აირჩეს და დაინიშნოს
მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში.
3. შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულების წარმომადგენლის არჩევის
წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
4. დასაქმებულთა წარმომადგენელი უფლებამოსილია:
ა)
წარმოადგინოს
დასაქმებულთა
ინტერესები
დამსაქმებელთან,
შრომის
უსაფრთხოების სპეციალისტთან და საზედამხედველო ორგანოსთან შრომის უსაფრთხოების
საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) შეამოწმოს სამუშაო სივრცე და შრომის უსაფრთხოების წესების შესრულება
სამუშაო ადგილებზე, ისე რომ ხელი არ შეუშალოს საწარმოო პროცესს და დარღვევების
აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს დამსაქმებელს;
გ) მოსთხოვოს ინფორმაცია დამსაქმებელს იმ ფაქტების შესახებ, რომლებიც
ზეგავლენას ახდენენ შრომის უსაფრთხოებაზე სამუშაო სივრცეში და განიხილოს ისინი
დამსაქმებელთან და დასაქმებულებთან;
დ) ითანამშრომლოს დამსაქმებელთან და წარუდგინოს მას წინადადებები როგორც
სამუშაო სივრცეში დაცვის ხარისხის ამაღლებასთან, ასევე დასაქმებულის მიმართ არსებული
საშიშროების შეწყვეტის ან/და საფრთხის წყაროს მოხსნასთან დაკავშირებით;
ე) მონაწილეობა მიიღოს დამსაქმებლის მიერ ორგანიზებულ დისკუსიებში,
რომლებიც ეხება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს. გამოკვლევებში,
რომლებიც ადგენს მუშაობის პროცესში მომხდარი საწარმოო ტრავმების, პროფესიული
დაავადებების და სხვა შემთხვევების გამომწვევ მიზეზებს;
ვ) წარუდგინოს კომენტარები და წინადადებები ზედამხედველ ორგანოს და სხვა
კომპეტენტურ ორგანოებს, ამ უკანასკნელების მიერ დამსაქმებლის საწარმოში შრომის
პირობების შემოწმებისას.
ზ) მიმართოს შესაბამის უწყებებს, თუ დამსაქმებლის მიერ გატარებული ზომები და
გამოყოფილი საშუალებები არ არის საკმარისი, სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების
დაცვის უზრუნველსაყოფად.
5. დამსაქმებელი ვალდებულია, განათავსოს თვალსაჩინო ადგილზე დასაქმებულთა
წარმომადგენლების სია შესაბამისი სამუშაო ადგილების მითითებით.
6. დაუშვებელია დასაქმებულთა წარმომადგენლ(ებ)ის სამუშაოდან გათავისუფლება
ან/და მათი არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენება თავისი უფლებამოსილების
განხორციელების გამო.
7. დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულთა წარმომადგენლ(ებ)ს შრომის
უსაფრთხოების საკითხებში მისცეს ანაზღაურებადი, სამუშაოსგან თავისუფალი დრო და
უზრუნველყოს შესაბამისი აღჭურვილობით, რათა მათ შეძლონ თავისი უფლებამოვალეობების განხორციელება.
8. დასაქმებულთა წარმომადგენლ(ებ)ის მიერ უფლება-მოვალეობების შესრულების
დრო საწარმოს სიდიდის, სამუშაო პირობებისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით
განისაზღვრება კოლექტიური ხელშეკრულებით ან სხვა სახის წერილობითი დოკუმენტით.
თავი III: დასაქმებულთა უფლებები და ვალდებულებები
მუხლი 10. დასაქმებულთა უფლებები
1. დასაქმებულს უფლება აქვს:
ა) განიხილოს დამსაქმებელთან შესასრულებელ სამუშაოსთან დაკავშირებული ყველა
საკითხი
შრომის
უსაფრთხოების შესახებ; ასევე მოითხოვოს ასეთ განხილვაზე
ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ამ დარგის ექსპერტების მოწვევა;
ბ) მიიღოს ინფორმაცია რისკის ფაქტორების, რისკის შეფასების შედეგების,
დამსაქმებლის მიერ მიღებული შრომის უსაფრთხოების ზომების, სამედიცინო გამოკვლევის
შედეგების და ზედამხედველი ორგანოს რეკომენდაციებისა და მითითებების შესახებ;
გ) უარი განაცხადოს იმ სამუშაოს, დავალების ან მითითების შესრულებაზე, რომელიც
ეწინააღმდეგება კანონს, ან შრომის უსაფრთხოების პირობების დაუცველობის გამო აშკარა და
არსებით საფრთხეს უქმნის მის ან მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან
ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას. მიატოვოს სამუშაო ადგილი ან სახიფათო ზონა, როდესაც
სახეზეა რეალური საფრთხის რისკი. დასაქმებული ვალდებულია დაუყოვნებლივ
შეატყობინოს დამსაქმებელს იმ გარემოების შესახებ, რომლის გამოც იგი უარს ამბობს
შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე;
დ) სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მოსთხოვოს დამსაქმებელს სხვა მუდმივ ან
დროებით სამუშაო ადგილზე გადაყვანა ან სამუშაო პირობების შემსუბუქება, ასევე დღის
ცვლაში გადაყვანა, თუ ღამის ცვლა საზიანოა დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის და
დამსაქმებელს გააჩნია შესაბამისი ვაკანსია და დასაქმებული აკმაყოფილებს ამ ვაკანსიისადმი
წაყენებულ მოთხოვნებს;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს კომპენსაცია სამუშაო
სივრცეში მიყენებული ზიანის გამო;
ვ) მიმართოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს, ზედამხედველ ორგანოს,
დასაქმებულთა წარმომადგენელს, თუ სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების წესები
სათანადოდ არ არის დაცული.
2. დაუშვებელია დასაქმებულის გათავისუფლება ან სხვა დასაქმებულთან შედარებით
მისი მდგომარეობის გაუარესება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
უფლებამოსილების განხორციელების გამო.
მუხლი 11. დასაქმებულთა ვალდებულებები
დასაქმებული ვალდებულია:
ა) იხელმძღვანელოს ინსტრუქციებით, სამართლებრივი ნორმებითა და სხვა წესებით,
რომლებიც დაკავშირებულია შრომის უსაფრთხოებასთან და დაემორჩილოს დამსაქმებლის
მიერ დადგენილ სამუშაო პროცედურებს;
ბ) ითანამშრომლოს დამსაქმებელთან და დასაქმებულების წარმომადგენლებთან
უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნისა და შენარჩუნებისთვის შრომის უსაფრთხოების წესების
შესაბამისად;
გ) შეასრულოს სამუშაო, მართოს და გამოიყენოს სამუშაო ტექნიკა, მასალები, საშიში
ნივთიერებები და სხვა საშუალებები დამსაქმებლის ინსტრუქციებისა და მუშაობისას
მიღებული ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
დ) მართოს სპეციალური წესების მიხედვით განსაზღვრული, მომეტებულ რისკთან
დაკავშირებული სამუშაო ტექნიკა და აწარმოოს სამუშაო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
ფლობს შესაბამის მოწმობას და მხოლოდ მაშინ, როდესაც ასეთი სამუშაოს შესრულების
შესახებ დავალება გაცემულია დამსაქმებლის მიერ;
ე) არ გამორთოს, არ შეცვალოს ან არ მოხსნას თვითნებურად სამუშაო ტექნიკის,
აპარატის, ინსტრუმენტების, დანადგარებისა და აღჭურვილობების უსაფრთხოებისა და
ჯანმრთელობის დამცავი მოწყობილობები და გამოიყენოს ასეთი დამცავი მოწყობილობები
დანიშნულებისამებრ;
ვ) გამოიყენოს ინდივიდუალური დამცავი აღჭურვილობები ინსტრუქციების
შესაბამისად, შეინახოს ისინი მუშა მდგომარეობაში და დააბრუნოს მისთვის განკუთვნილ
ადგილზე;
ზ) დაუყოვნებლივ წარუდგინოს დამსაქმებელს ან მის წარმომადგენელს ინფორმაცია
ნებისმიერ ხარვეზზე, რომელმაც შესაძლოა სამუშაო სივრცეში საფრთხე შეუქმნას შრომის
უსაფრთხოებას, ან გამოიწვიოს უბედური შემთხვევა, საშიში შემთხვევა ან სხვა საფრთხის
შემცველი სიტუაცია; თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს მათ
აღმოფხვრაში;
თ) დაესწროს დამსაქმებლის მიერ შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანიზებულ
ტრენინგებსა და საინფორმაციო შეხვედრებს;
ი) გაიაროს პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევები იმ სამუშაოსთან
დაკავშირებით, რომლის შესრულებისთვისაც ასეთი გამოკვლევები აუცილებელია
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
კ) დაიცვას დამსაქმებელის, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის, საწარმოო
ექიმისა და ზედამხედველი ორგანოს განკარგულებები, მითითებები და რეკომენდაციები
შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ლ) არ გამოცხადდეს სამუშაოზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული, ტოქსიკური ან
ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ და არ მოიხმაროს ასეთი ნივთიერებები
სამუშაოს შესრულების პროცესში;
მ) დაემორჩილოს სამუშაო სივრცეში თამბაქოს მოხმარების შესახებ აკრძალვებს;
ნ) ითანამშრომლოს დამსაქმებელთან ან/და შრომის უსაფრთხოების სფეროში
დასაქმებულთა წარმომადგენელთან იმ დრომდე, რამდენიც საჭირო იქნება ნებისმიერი
დავალების ან კომპეტენტური ორგანოს მიერ წამოყენებული მოთხოვნების შესასრულებლად
სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით;
ო) ითანამშრომლოს დამსაქმებელთან ან/და შრომის უსაფრთხოების სფეროში
დასაქმებულთა წარმომადგენელთან, იმ დრომდე, ვიდრე დამსაქმებელი დარწმუნდება, რომ
სამუშაო გარემო და სამუშაო პირობები არ წარმოადგენს საფრთხეს დასაქმებულთა
უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის.
პ) იზრუნოს თავისი შესაძლებლობების ფარგლებში საკუთარ უსაფრთხოებისა და
ჯანმრთელობის დაცვაზე, ასევე იმ პირების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვაზე,
რომლებსაც ზიანი მიადგათ მათი ქმედებებით ან უმოქმედობით, მისი მომზადებისა და
დამსაქმებლის ინსტრუქტაჟის შესაბამისად.
ჟ) უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევების
გამოკვლევა და ანგარიშგება ამ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად.
რეგისტრაცია,
თავი IV. სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირ(ებ)ის უფლებები და ვალდებულებები
მუხლი 12. სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირ(ებ)ის უფლებები
სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირ(ებ)ი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს ინფორმაცია დამსაქმებლისაგან
უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
სამუშაო
სივრცეში
შრომის
ბ) უარი განაცხადოს იმ სამუშაოს, დავალების ან მითითების შესრულებაზე, რომელიც
ეწინააღმდეგება კანონს, ან შრომის უსაფრთხოების პირობების დაუცველობის გამო აშკარა და
არსებით საფრთხეს უქმნის მის ან მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან
ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას. მიატოვოს სამუშაო ადგილი ან სახიფათო ზონა, როდესაც
სახეზეა რეალური საფრთხის რისკი და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ დამსაქმებელს
ან მის წარმომადგენელს;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს კომპენსაცია სამუშაო
სივრცეში უბედური შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის გამო;
დ) დაიცვას დამსაქმებელის, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის, საწარმოს
ექიმისა და ზედამხედველი ორგანოს მითითებები და რეკომენდაციები შრომის
უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მუხლი 13. სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირ(ებ)ის ვალდებულებები
სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირ(ებ)ი ვალდებულია:
ა) იხელმძღვანელოს ინსტრუქციებით, სამართლებრივი ნორმებითა და სხვა წესებით,
რომლებიც დაკავშირებულია შრომის უსაფრთხოების დაცვასთან და დაემორჩილოს
დამსაქმებლის მიერ დადგენილ სამუშაო პროცედურებს;
ბ) დაიცვას დამსაქმებელის, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის, საწარმოო
ექიმისა და ზედამხედველი ორგანოს განკარგულებები იმ საკითხებზე, რომლებიც ეხება
შრომის უსაფრთხოების წესების დაცვას საწარმოო და არასაწარმოო გარემოში;
გ) არ გამოცხადდეს სამუშაოზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული, ტოქსიკური ან
ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ და არ მოიხმაროს ასეთი ნივთიერებები
სამუშაოს შესრულების პროცესში;
დ) გონივრული ეჭვის არსებობისას, დამსაქმებლის მოთხოვნის შემთხვევაში, გაიაროს
შემოწმება, რათა დადგინდეს იმყოფება თუ არა ის ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან
ფსიქოტროპული ნივთიერებების გავლენის ქვეშ;
ე) დაემორჩილოს სამუშაო სივრცეში თამბაქოს მოხმარების შესახებ აკრძალვებს.
თავი V. უბედური შემთხვევები და პროფესიული დაავადებები
მუხლი 14. უბედური შემთხვევა სამუშაო სივრცეში
1. სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევა კლასიფიცირდება მისი შედეგების და ერთ
ჯერზე დაშავებული ადამიანების რაოდენობის მიხედვით, შემდეგნაირად:
ა) მსუბუქი უბედური შემთხვევა - უბედური შემთხვევის გამო მსუბუქი დაზიანება
შრომისუნარიანობის დაკარგვის გარეშე, ან შრომისუნარიანობის დაკარგვით არაუმეტეს 3
დღის ხანგრძლივობით;
ბ) საშუალო სიმძიმის უბედური შემთხვევა - უბედური შემთხვევის გამო დაზიანება
შრომისუნარიანობის დაკარგვით 3-დან 40 დღემდე ხანგრძლივობით;
გ) მძიმე უბედური შემთხვევა – უბედური შემთხვევის გამო მუდმივი
შრომისუუნარობის განვითარება ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან/და დროებითი
შრომისუუნარობის განვითარება 40 კალენდარულ დღეზე მეტი ხანგრძლივობით;
დ) ფატალური უბედური შემთხვევა– უბედური შემთხვევის გამო დასაქმებულის ან
სხვა პირის გარდაცვალება სამუშაო ადგილზე ან შემდგომი ერთი წლის განმავლობაში;
ე) მასიური უბედური შემთხვევა – უბედური შემთხვევის გამო 3 ან მეტი პირის
დაშავება, მათ შორის ერთი მძიმე უბედური შემთხვევა ან ერთი ფატალური უბედური
შემთხვევა.
2. სამუშაო სივრცეში მიღებული ჯანმრთელობის ზიანის ხარისხები განსაზღვრულია
საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 15. სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევების რეგისტრაცია, გამოკვლევა და
ანგარიშგება
1. დასაქმებული ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს დამსაქმებელს სამუშაო
სივრცეში ნებისმიერი უბედური შემთხვევის ან იმ შემთხვევების შესახებ, რომელიც მას
შეემთხვა, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა, ან თუ ის შეესწრო
ასეთ შემთხვევას. დამსაქმებელს ასევე უნდა ეცნობოს ნებისმიერი საშიში შემთხვევის და
რაიმე სერიოზული საფრთხის შემცველი საწარმოო ავარიის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დამსაქმებელი ვალდებულია:
ა) დაუყოვნებლივ მიიღოს აუცილებელი ზომები, რათა თავიდან იქნას აცილებული
სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შემდგომი საფრთხე;
ბ)
მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ-ე“ ქვეპუნქტებში
მითითებული
შემთხვევებისას დაიცვას უბედური შემთხვევის ადგილი და შეინარჩუნოს უცვლელად
კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოების გამოცხადებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა,
როდესაც აუცილებელია ზომების მიღება პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად
ან სერიოზული ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად. თუ სამუშაო სივრცეში
უბედური შემთხვევის ადგილზე იცვლება სიტუაცია პირ(ებ)ის სიცოცხლისა და
ჯანმრთელობისთვის შემდგომი პოტენციური საფრთხის პრევენციის ან სერიოზული
ეკონომიკური ზიანის თავიდან აცილების მიზნით, დამსაქმებელმა უნდა შეადგინოს სამუშაო
ადგილის სიტუაციის შესაბამისი აღწერილობა ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზების
გამოკვლევის ხელშეწყობისთვის;
გ) სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის შესახებ შეტყობინება დაუყოვნებლივ
უნდა წარედგინოს:
გ.ა) შესაბამის დასაქმებულთა გაერთიანებასა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და
დასაქმებულების წარმომადგენელს;
გ.ბ) სამართალდამცავ ორგანოებს მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევებში და თუ ფაქტები მიანიშნებს უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით
დანაშაულის ნიშნებზე;
გ.გ) ზედამხედველ ორგანოს მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ-ე“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებულ შემთხვევებში;
დ) აღრიცხოს უბედური შემთხვევები სამუშაო სივრცეში, რაც გულისხმობს:
დ.ა) კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების, შრომის უსაფრთხოების
სპეციალისტისა და დაშავებული დასაქმებულ(ებ)ის, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა
ამის საშუალებას იძლევა, მონაწილეობით მისი გამომწვევი მიზეზისა და ყველა სხვა
გარემოების განსაზღვრას;
დ.ბ) სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების დადგენილი ფორმის შესაბამისად
რეგისტრაციას საქართველოს შრომის, ჯანრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით;
3. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულმა
უბედური შემთხვევა განიცადა სხვა
დამსაქმებლის სამუშაო სივრცეში, ეს დამსაქმებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს
დაზარალებული დასაქმებულის დამსაქმებელს უბედური შემთხვევის შესახებ.
4. დამსაქმებელი ვალდებულია შეინახოს მსუბუქი უბედური შემთხვევების შესახებ
მტკიცებულებები, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომლებიც საჭიროა უბედური
შემთხვევების აღწერისთვის იმ შემთხვევაში, თუ მოგვიანებით სამუშაო სივრცეში უბედური
შემთხვევების შედეგები გამოვლინდება და მიიღოს შესაბამისი ზომები, მსგავსი შემთხვევების
თავიდან ასაცილებლად.
5. მტკიცებულებების შეგროვებისა და შენახვის შესახებ დეტალური პროცედურები,
ასევე უბედური შემთხვევის აღრიცხვის წესი, ფორმა, გამოკვლევის პროცედურები,
ანგარიშგების წესი და ვადები განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
თავი VI: შრომის უსაფრთხოების შესახებ სახელმწიფო პოლიტიკა და სახელმწიფო
საზედამხედველო უწყებები
მუხლი 16. შრომის
კომპეტენტური უწყებები
უსაფრთხოების
1. შრომის უსაფრთხოების
საქართველოს მთავრობა.
შესახებ
შესახებ
სახელმწიფო
სახელმწიფო
პოლიტიკას
პოლიტიკა
და
განსაზღვრავს
2. ამ კანონის მიზნებისთვის სამინისტრო უზრუნველყოფს:
ა) შრომის უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებას სხვა
სამინისტროებთან, ინსტიტუტებთან და სოციალურ პარტნიორებთან თანამშრომლობით;
ბ) შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებების გამოცემას;
გ) შრომის უსაფრთხოების საკითხებში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას,
კვლევების განხორციელებას, საჭიროებისამებრ სხვადასხვა ტრენინგების ჩატარების
ორგანიზებას/ხელშეწყობას;
დ) სხვა ინსტიტუტებთან თანამშრომლობას, რომელთა საქმიანობაც უკავშირდება
შრომის უსაფრთხოების საკითხებს;
ე) საზედამხედველო ორგანოების მიერ შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული
კანონმდებლობის დაცვის კონტროლსა და მონიტორინგს;
ვ) შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშების
მომზადებას.
3. სოციალური
გაუმჯობესების მიზნით:
პარტნიორობის
სამმხრივი
კომისია
შრომის
უსაფრთხოების
ა) შეიმუშავებს
წინადადებებს და რეკომენდაციებს შრომის უსაფრთხოების
საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკისა და პროგრამების შესახებ ;
ბ) განიხილავს სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებთან
დაკავშირებულ დოკუმენტების პროექტებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;
გ) ახორციელებს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულებით
განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. შრომის პირობების დაცვაზე ზედამხედველი ორგანო:
ა)
აკონტროლებს შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის აღსრულებასა და
გამოყენებას, აწარმოებს სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევების გამოკვლევასა
და აღრიცხვას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
ბ) ზედამხედველი ორგანოს ფუნქციები, უფლება–მოვალეობები და სტრუქტურა
განისაზღვრება ზედამხედველი ორგანოს დებულებით, საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად.
5. შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის
განმახორციელებელ ორგანოს მიერ შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის შესრულების
შემოწმებაზე არ ვრცელდება „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, თუ ის ხორციელდება შერჩევითი
კონტროლით, კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ.
6. შერჩევითი კონტროლის წესი და პირობები, ასევე შერჩევითი კონტროლის
შედეგების გამოქვეყნების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
თავი VII: პასუხისმგებლობა
მუხლი 17. პასუხისმგებლობის ზოგადი საფუძვლები
1. პასუხისმგებლობა
შრომის
უსაფრთხოების
წესების
დარღვევისთვის
განისაზღვრება
ამ
კანონითა
და
საქართველოს
კანონმდებლობით,
ხოლო
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები
რეგულირდება, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსით, თუ ამ კანონონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. ამ თავით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების
თაობაზე, შრომის პირობების დაცვაზე ზედამხედველი ორგანოს მიერ გამოტანილი
გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში.
3.
ამ თავით გათვალისწინებული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა, მისი
შევსებისა და წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 18. ადმინისტრაციული სახდელის სახეობანი ამ კანონის დარღვევისათვის
1. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენისას
შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები:
ა) გაფრთხილება;
ბ) ჯარიმა;
გ) საქმიანობის შეჩერება.
2. ამ კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე,
რომელთათვისაც სახდელის ფორმად გათვალისწინებულია „გაფრთხილება“ ან ჯარიმა ოქმს
ადგენს და საქმეს განიხლავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს კომპეტენტური სამსახური.
3. ამ კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე,
რომელთათვისაც სახდელის ფორმად გათვალისწინებულია საქმიანობის უფლების შეჩერება
ოქმს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
უფლებამოსილი პირი, ხოლო საქმიანობის უფლების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას
ამტკიცებს სასამართლო.
4. სამუშაო პროცესის შეჩერების წესი
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
კომპეტენტურ სამსახურს უკიდურესი აუცილებლობისას უფლება აქვს შეაჩეროს მიმდინარე
კონკრეტული სამუშაო პროცესი ან სამუშაო პროცესი შესაბამის უბანზე/სამუშაო ადგილზე
თუ შრომის უსაფრთხოების პირობების დაუცველობის გამო აშკარა და არსებითი საფრთხე
ექმნება სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დასაქმებულის ან მესამე პირის სიცოცხლეს
ან/და ჯანმრთელობას და რომლის დაუყონებლივ გამოსწორება სავალდებულოა. ამ კანონის
მიზნებისთვის აშკარა და არსებითი საფრთხის (კრიტიკული შეუსაბამობა) შეფასების
დამატებითი კრიტერიუმები შეიძლება განსაზღვრავოს საქართველოს მთავრობამ.
ბ) სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ კომპეტენტური სამსახურის უფლებამოსილი
პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც
დაუყონებლივ უნდა გაეგზავნოს/გადაეცეს დაინტერესებულ მხარეს.
გ) სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ კომპეტენტური სამსახური ვალდებულია ამ
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის
გამოცემიდან 24 საათში სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა სამუშაო პროცესის
შეჩერების დამტკიცების შესახებ. აღნიშნულ ვადაში შუამდგომლობის წარუდგენლობის
შემთხვევაში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციული - სამართალდარღვევათა
აქტი ჩაითვლება გაუქმებულად, ხოლო სამუშაო პროცესი - აღდგენილად.
5. სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოქმედებს შესაბამისი
დარღვევის აღმოფხვრამდე. დარღვევის აღმოფხვრის შემდეგ კომპეტენტური სამსახურის
უფლებამოსილი პირი ვალდებულია თავისი ინიციატივით ან დაინტერებული პირის
მიმართვის საფუძველზე 24 საათში გააუქმოს სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ მიღებულ
გადაწყვეტილება.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობის
შემთხვევაში სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილება ჩაითვლება
გაუქმებულად.
7. იმ შემთხვევაში თუ კომპეტენტური სამსახურის უფლებამოსილი პირი მიიღებს
უარყოფით გადაწყვეტილიებას სამუშაო პროცესის განახლებაზე მისი დასაბუთებული
გადაწყვეტილება დაუყონებლივ უნდა ჩაბარდეს/გაეგზავნოს დაინტერესებულ მხარეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში.
8. სასამართლო ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების
გასაჩივრების შემთხვევაში საქმეს განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო
კოდექსის 2161 და 2162 მუხლებით დადგენილი წესით.
მუხლი 19. მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოების განხორციელება ამ
საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე
1. მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოების განხორციელება ამ საქმიანობის
რეგისტრაციის გარეშე ან საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული
მონაცემის ცვლილების ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში არასახვა გამოიწვევს
დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
მუხლი 20. შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვაზე ზედამხედველი ორგანოს
საქმიანობისათვის ხელის შეშლა
1. შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვაზე ზედამხედველი ორგანოს
საქმიანობისათვის ხელის შეშლა
- გამოიწვევს გაფრთხილებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
მუხლი 21. შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა
1. შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, თუკი სახეზე არაა საწარმოში შრომის
უსაფრთხოების ნორმების კრიტიკული შეუსაბამობა გამოიწვევს გართხილებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით შესაბამისი საქართველოს მთავრობის
მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ყოველი პირობის
შეუსრულებლობაზე, მაგრამ არაუმეტეს 2 000 ლარისა.
3. შრომის უსაფრთხოების ნორმების კრიტიკული შეუსაბამობა
გამოიწვევს დაჯარიმებას - დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, საქმიანობის
უფლების შეჩერებით ან მის გარეშე.
თავი VIII: გარდამავალი დებულებები
მუხლი 22. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები
1.
საქართველოს მთავრობამ, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში,
უზრუნველყოს ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული აქტების მიღება.
2.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ,
ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ კანონის მე-7 მუხლის მე-6
პუნქტით, მე-15 მუხლის მე-5 პუნქტით და მე-17 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.
3.
ყველა პირი, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად,
აწარმოებს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია
ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, საქართველოს მთავრობის მიერ ამ კანონის მე-2
მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 6
თვის ვადაში.
თავი IX. დასკვნითი დებულებები
მუხლი 23. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის, მე-7 მუხლის, მე-17
მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, მე-18, მე-19, მე-20 და 21-ე მუხლებისა, ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
3. ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები, მე-18, მე-19, მე-20 და 21-ე
მუხლები, ამოქმედდეს საქართველოს მთავრობის მიერ ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 6 თვის შემდეგ.
4. ამ კანონის მე-7 მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
დასაქმებულების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება, წარმოადგენს ერთ-ერთ
ფუნდამენტურ
უფლებას,
რომელიც
ამავდროულად,
გარანტირებულია
როგორც
საქართველოს უზენაესი კანონით, საქართველოს კონსტიტუციით, ასევე სხვა არაერთი
საერთაშორისო დოკუმენტით. შრომის უფლება თავის თავში მოიაზრებს დასაქმებულთა
უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს შრომის მაქსიმალურად უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო
გარემოთი. საქართველო, დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საჭიროებს
საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას. შესაბამისად, დასაქმებულებისა და სამუშაო სივრცეში
მყოფი სხვა პირ(ებ)ის ჯამრთელობისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფისა
და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებისა და შემცირების მიზნიდან გამომდინარე,
დღის წესრიგში დადგა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შემუშავების
აუცილებლობა.
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება უმნიშვნელოვანესია
ქვეყანაში შრომითი ურთიერთობების რეგულირებისა და დასაქმებულთა ფუნდამენტური
უფლებების დაცვის ჭრილში, ვინაიდან, სწორედ ამ კანონის საფუძველზე უნდა მოხდეს
სამუშაო სივრცეში/ადგილებზე დასაქმებულების შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის
მაქსიმალურად დაცვა, პროფესიული
და პროფესიით განპირობებული დაავადებების
დროული გამოვლენა, მათი პრევენცია და უბედური შემთხვევების (მათ შორის ფატალური
შედეგი) თავიდან აცილება.
უკანასკნელ პერიოდში მწვავედ განიხილება საქართველოში დასაქმებულთა
შრომითი უფლებებისა და შრომის პირობების გაუმჯობესების საკითხი, რაც შესაბამისად
აისახა საქართველოს სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშში, სადაც განხილულია
საქართველოში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემები. სახალხო
დამცველი განმარტავს, რომ საქართველოში სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების
მიმართულებით არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია, მიუხედავად იმისა, რომ
უმუშევრობის დონე ქვეყანაში საკმაოდ მაღალია და დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი შრომის
ბაზარზე არცთუ ისე დიდია. ამასთან, ბოლო პერიოდში გაზრდილია საწარმოებსა და
ორგანიზაციებში უბედური შემთხვევების რაოდენობა. სახალხო დამცველის ანგარიშის
მიხედვით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბოლო წლების სტატისტიკა, როდესაც
საწარმოო ტრავმატიზმისა და უბედური შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა.
სახალხო დამცველის რეკომენდაციები ითვალისწინებს
სახელმწიფო დონეზე
შრომის, ჯანმრთელობისა და სამუშაო გარემოს შესახებ თანმიმდევრული ეროვნული
პოლიტიკის შემუშავებასა და ზედამხედველობის მექანიზმების ფორმირებას.
გარდა ამისა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2015 წლის ანგარიშის შესაბამისი
ნაწილი აღწერს საქართველოში შრომითი უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას.
დეპარტამენტი, შრომით უფლებების დარღვევის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შორის,
შრომის ინსპექტირების საკითხებსაც ეხება და აღნიშნავს, რომ შრომის უსაფრთხოების
კუთხით არსებული პრობლემები გადაუჭრელი რჩება დასაქმების ყველა სფეროში.
დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ წლის მიმდინარეობისას, დასაქმებულებს კვლავ უწევთ
საფრთხის შემცველ გარემოში საქმიანობა, თუმცა, დასაქმებულთა უმრავლესობა მოკლებული
იყო შესაძლებლობას, გამოეთქვა პრეტენზია ამის შესახებ სამუშაოს დაკარგვის შიშით.
დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ კვლავ საგანგაშოა სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და
გარდაცვალების სტატისტიკა, განსაკუთრებით მძიმეა მაღაროებში დასაქმებულ პირთა
მდგომარეობა.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ შრომის უფლებების მატერიალური და ინსტიტუციური
მექანიზმებით უზრუნველყოფის საკითხები შეადგენს „ერთის მხრივ, ევროკავშირს და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ,
საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ მნიშვნელოვან ნაწილს. აღნიშნული
შეთანხმებით
საქართველომ
აიღო
ვალდებულება
დაუახლოვოს
საქართველოს
კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას. ასოცირების შეთანხმების XXX-ე დანართი,
მოიცავს 26
დირექტივას შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელთა ტრანსპოზიციაც
საქართველოს კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ოთხიდან ცხრა
წლამდე პერიოდში.
ზემოაღნიშნული ვალდებულება აისახა „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების
სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო
სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმაში“ (საქართველოს მთავრობის
2013 წლის 2 აგვისტოს N199 დადგენილება, ცვლილება შეტანილია საქართველოს მთავრობის
2014 წლის 26 დეკემბრის N732 დადგენილებით), რომელიც ითვალისწინებს საქართველოში
შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობას, როგორც
საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია, სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და
ჯანმრთელობის დაცვა, კერძოდ:
უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შესაქმნელად სახელმწიფო
ორგანოების, დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, დასაქმებულთა წარმომადგენლებისა
და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირების უფლებების,
მოვალეობებისა და
პასუხისმგებლობების განსაზღვრა;
სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის
გაუმჯობესება;
პრევენცია.
უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემცირება და
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის არსს წარმოადგენს, განისაზღვროს შრომის ბაზარზე არსებული
საწარმოებისთვის
შრომის უსაფრთხოების კუთხით ოპერირების ერთიანი სტანდარტი.
გაიმიჯნოს და დაკონკრეტდეს დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლება-მოვალეობები,
ვალდებულებები და პასუხისმგებლობის ფარგლები, რაც გახდება შრომითი ურთიერთობის
სუბიექტების
ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების, შრომის ნაყოფიერებისა და
ცნობიერების ამაღლების, სამუშაო ადგილებზე ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნის
გარანტი.
კანონპროექტი მოიცავს „სამუშაო ადგილზე მუშაკთა უსაფრთხოებისა და
ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით ზომების შემოღების შესახებ“ 1989
წლის 12 ივნისის 89/391/EEC ევროსაბჭოს დირექტივის ზოგიერთ მოთხოვნებს, რომლის
ქართულ კანონმდებლობაში ტრანსპოზიციის ვადად განსაზღვრულია 2019 წელი.
კანონპროექტის მოქმედება ვრცელდება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან
სამუშაოებზე, რომელთა ჩამონათვალს კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში განსაზღვრავს
საქართველოს მთავრობა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა)
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რაიმე ხარჯების დაფინანსებას. შესაძლო
დამატებითი ხარჯები დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს შრომის,
ჯანრმთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების
ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება ზეგავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ამ
კანონის შესაბამისად გამოვლენილ დარღვევებზე სანქცირების მექანიზმების ამოქმედების
შედეგად.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე,
ვინაიდან,
კანონპროექტით
გათვალისწინებული
შესაძლო
დამატებითი
ხარჯები
დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს შრომის, ჯანრმთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტმა შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული ფინანსური შედეგები
დამსაქმებლების მიმართ, რადგან სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა
და მართვის გაუმჯობესება დაკავშირებულია ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან, შრომის
იარაღების, ინდივიდუალი და კოლექტიური დაცვის საშუალებების შეძენასთან, ასევე
შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადებასა და დასაქმებულთა უბედური
შემთხვევისგან დაზღვევასთან დაკავშირებით. კანონპროექტით ასევე განისაზღვრება შრომის
უსაფრთხოების ნორმების დარღვევასა და სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე
საქმიანობაზე დაჯარიმება, რაც შესაძლოა ფინანსური გავლენა აღმოჩნდეს შესაბამისი
პირებისთვის.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი ან მოასაკრებელი. კანონპროექტით
განისაზღვრება შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევასა და სავალდებულო
რეგისტრაციის გარეშე საქმიანობაზე დაჯარიმების შესაბამისი ოდენობები.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია; ევროკავშირის დასაქმებისა და პროფესიული
განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარების პროექტი.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.