„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“
- „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 93 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-05
ბიუროს ნომერი 64
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსს (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) დაემატოს VII15. თავი შემდეგი
რედაქციით:
,,თავი VII15. ადმინისტრაციული სამართალწარმოება შრომის უსაფრთხოების
პირობების დარღვევისათვის საქმიანობის შეჩერებასთან დაკავშირებით.
მუხლი 2161 სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობის
განხილვა
1. სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური სამსახურის მიერ
წარდგენილ შუამდგომლობას სასამართლო იხილავს 48 საათის განმავლობაში. სასამართლო
შუამდგომლობას იხილავს მხარეთა შეუტყობინებლად. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს
ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი
განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ
მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და
გადაწყვეტას
2. სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან
დამტკიცებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განჩინების ფორმით.
მუხლი 2162 სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების
ან დამტკიცებაზე უარის შესახებ განჩინების გასაჩივრება
1. სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან
დამტკიცებაზე უარის შესახებ განჩინებაზე შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო
სასამართლოში.
2. სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან
დამტკიცებაზე უარის შესახებ განჩინებაზე საჩივარი შეიტანება ამ განჩინების მიმღებ
სასამართლოში მხარისთვის განჩინების ასლის გადაცემიდან 48 საათში.
3. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის
სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული საქმის მასალების ასლები მეორე
მხარესაც ეგზავნება.
4. საჩივარს სააპელაციო სასამართლო განიხილავს ერთპიროვნულად, მისი შეტანიდან
48 საათში, ამ კოდექსის 2161 მუხლით დადგენილი წესით
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის
გამოცემიდან 6 თვის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ახალი
კანონპროექტის მომზადებით. თვის მხრივ, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს
კანონის მიღება უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში შრომითი ურთიერთობების რეგულირებისა და
დასაქმებულთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის ჭრილში, ვინაიდან, სწორედ ამ კანონის
საფუძველზე უნდა მოხდეს სამუშაო სივრცეში/ადგილებზე დასაქმებულების შრომის
უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მაქსიმალურად დაცვა, პროფესიული და პროფესიით
განპირობებული დაავადებების დროული გამოვლენა, მათი პრევენცია და უბედური
შემთხვევების (მათ შორის ფატალური შედეგით) თავიდან აცილება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტთან
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის“ შესაბამისობა. კერძოდ, ,,შრომის
უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტით გათვალისწინებული კრიტიკული შეუსაბამობის
შემთხვევაში, საწარმოს საქმიანობის შეჩერების შემთხვევების სასამართლო წესით განხილვის
პროცედურები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითადი არსის მიხედვით, კოდექსს ემატება ახალი თავი „VII15.
ადმინისტრაციული
სამართალწარმოება
შრომის
უსაფრთხოების
პირობების
დარღვევისათვის საქმიანობის შეჩერებასთან დაკავშირებით“.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რაიმე ხარჯების დაფინანსებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის
ვალდებულებების წარმოქმნას.
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ უკავშირდება ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და მისი განსაზღვრის პრინციპი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს;
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტი
არ
ხელშეკრულებებს.
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.