„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“
- „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-05
ბიუროს ნომერი 64
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 58) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს
დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:
„ო) შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის
განმახორციელებელ ორგანოს მიერ შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის შესრულების
შემოწმებაზე, თუ ის ხორციელდება შერჩევითი კონტროლით, კალენდარული წლის
განმავლობაში ერთხელ.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 6 თვის
შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ახალი
კანონპროექტის მომზადებით. თავის მხრივ, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს
კანონის მიღება უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში შრომითი ურთიერთობების რეგულირებისა და
დასაქმებულთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის ჭრილში, ვინაიდან, სწორედ ამ კანონის
საფუძველზე უნდა მოხდეს სამუშაო სივრცეში/ადგილებზე დასაქმებულების შრომის
უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მაქსიმალურად დაცვა, პროფესიული და პროფესიით
განპირობებული დაავადებების დროული გამოვლენა, მათი პრევენცია და უბედური
შემთხვევების (მათ შორის ფატალური შედეგი) თავიდან აცილება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანი შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის სახელმწიფო
ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს მიერ შრომის უსაფრთხოების
კანონმდებლობის შესრულების შემოწმებაზე არ გავრცელდეს ,,სამეწარმეო საქმიანობის
კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა
(მოსამართლის ბრძანება), თუ კონტროლი ხორციელდება შერჩევითი კონტროლის სახით,
კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითადი არსის მიხედვით კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის
საგამონაკლისო ჩამონათვალს, სადაც ჩამოთვლილი საქმიანობათა სახეები, რომლებზეც არ
ვრცელდება კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, ემატება შრომის უსაფრთხოების
კანონმდებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს მიერ
განხორციელებული საქმიანობა - შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის შესრულების
შემოწმება, თუ ის ხორციელდება შერჩევითი კონტროლით, კალენდარული წლის
განმავლობაში ერთხელ.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რაიმე ხარჯების დაფინანსებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ
ვალდებულებების წარმოქმნას.
გამოიწვევს
სახელმწიფოსათვის
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ უკავშირდება ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და მისი განსაზღვრის პრინციპი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს;
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის
(მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება.
მუხლი 5
1. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება:
ა) საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის
საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებულ
საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებზე;
ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
გ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ
საქმიანობაზე;
დ) (ამოღებულია) ;
ე) (ამოღებულია) ;
ე 1) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და მის
სისტემაში
შემავალი
დაწესებულებების
მიერ
სახელმწიფო
კონტროლის
განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე;
ე 2) ( ამოღებულია – 25.03.2013, №489);
ვ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ განხორციელებულ საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
ზ) (ამოღებულია);
ზ1 ) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
თ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და საზღვაო
ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საავიაციო და
საზღვაო ტრანსპორტის დარგებში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების შესრულებაზე
ზედამხედველობის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე;
ი ) მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის
შესრულების შემოწმებაზე , თუ ის ხორციელდება შერჩევითი კონტროლით , კალენდარული
წლის განმავლობაში ერთხელ;
ი 1) სააღმზრდელო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში განხორციელებულ
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
კ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის სამსახურის კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
მ ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და მისი
ტერიტორიული დანაყოფების მიერ სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისთვის
მიკუთვნებული
ობიექტისა
და
სამოქალაქო
უსაფრთხოების
კატეგორიისთვის
მიკუთვნებული ობიექტის ზედამხედველობის სფეროში განხორციელებულ საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ;
ნ) მუნიციპალიტეტის ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ
საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური
პროცედურების განხორციელებისას:
ნ.ა) ტექნიკური რეგლამენტის − საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში
ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და
კონტროლის სანიტარიული ნორმების შესრულების შემოწმებაზე, თუ შემოწმება შერჩევითი
კონტროლით, კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ ხორციელდება;
ნ.ბ) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებული პირობების
შესრულების შემოწმებაზე, თუ შემოწმება შერჩევითი კონტროლით, კალენდარული წლის
განმავლობაში ერთხელ ხორციელდება.
2. ყველა მაკონტროლებელ ორგანოს ეკრძალება, მოსთხოვოს მეწარმეს ისეთი ინფორმაციის
წარდგენა, რომელიც სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს. სახელმწიფო აუდიტის
სამსახური საფინანსო-სამეურნეო კონტროლის სხვა სახელმწიფო ორგანოთა შემოწმებისას
უფლებამოსილია შესაბამის ორგანოს მოსთხოვოს ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ამსახველი
დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარდგენა მათი კამერალური წესით შემოწმების მიზნით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
ცალკეული იურიდიული პირის სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი შეიძლება
განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.
4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით
გათვალისწინებულ მოქმედებაზე. ის მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც სამეწარმეო
საქმიანობის
კონტროლს
ახორციელებს
ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობის
განმახორციელებელი ორგანოს თხოვნით, შემოწმების უფლებას მოიპოვებს მოსამართლის
ბრძანებით. სასამართლოში შემოწმების შესახებ შუამდგომლობით შედის მოკვლევისა და
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანო, რომელიც მოსამართლეს
წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას მეწარმის მიერ კანონმდებლობის დარღვევების შესახებ.
მოსამართლე საკითხს იხილავს ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე,
მხარეთა მონაწილეობის გარეშე. განსახორციელებულ შემოწმებაზე არ მოქმედებს ამ კანონის
მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები.