„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“
- „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-05
ბიუროს ნომერი 64
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი:
240110000.05.001.016708) 24-ე მუხლს დაემატოს 11 ნაწილი შემდეგი რედაქციით:
„11. თუ ობიექტი იმავდროულად წარმოადგენს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონის რეგულირების სფეროს, ობიექტზე შრომის უსაფრთხოებასთან
დაკავშირებული წესები, ასევე, განისაზღვრება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონით“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ახალი
კანონპროექტის მომზადებით. თავის მხრივ, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს
კანონის მიღება უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში შრომითი ურთიერთობების რეგულირებისა და
დასაქმებულთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის ჭრილში, ვინაიდან, სწორედ ამ კანონის
საფუძველზე უნდა მოხდეს სამუშაო სივრცეში/ადგილებზე დასაქმებულების შრომის
უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მაქსიმალურად დაცვა, პროფესიული და პროფესიით
განპირობებული დაავადებების დროული გამოვლენა, მათი პრევენცია და უბედური
შემთხვევების (მათ შორის ფატალური შედეგი) თავიდან აცილება.
წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადება განპირობებულია პროდუქტის
უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ,,შრომის უსაფრთხოების დაცვის
შესახებ“ კანონპროექტთან შესაბამისობაში მოყვანის საჭიროებით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტთან
,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ შესაბამისობაში
მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითადი არსის მიხედვით, კოდექსის 24-ე მუხლს ემატება 11 ნაწილი
შემდეგი რედაქციით:
„11. თუ ობიექტი წარმოადგენს ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის
რეგულირების სფეროს, ობიექტზე შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესები, ასევე,
რეგულირდება ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონით“.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რაიმე ხარჯების დაფინანსებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ
ვალდებულებების წარმოქმნას.
გამოიწვევს
სახელმწიფოსათვის
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ უკავშირდება ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და მისი განსაზღვრის პრინციპი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს;
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ)კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტი
არ
ხელშეკრულებებს.
ეწინააღმდეგება
და
მრავალმხრივ
საქართველოს
საქართველოს
ორმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება.
მუხლი 24. ობიექტზე შრომის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა
1. ობიექტზე შრომის უსაფრთხოების დაცვის წესები და პროცედურები, აგრეთვე მათი
დაცვისათვის პასუხისმგებელ პირთა ვალდებულებები დგინდება შესაბამისი ტექნიკური
რეგლამენტით, შემდეგ პრინციპებზე დაყრდნობით:
ა) დამსაქმებლის მიერ სამუშაო ადგილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ბ) შრომის უსაფრთხოების დაცვის წესების დაცვისათვის პასუხისმგებელი პირის/ორგანოს
განსაზღვრა;
გ) დასაქმებულის გარდაცვალების, მისი ჯანმრთელობის დაზიანების ან დაავადების
თავიდან აცილების მიზნით პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა;
დ) დასაქმებულთა ინფორმირება ინსტრუქციების გამოკვრის, ობიექტების ნიშანდების,
დასაქმებულთა ტრენინგის, რისკების შეფასებისა და მართვის მეშვეობით.
2. მშენებლობის პროცესში შრომის უსაფრთხოების პირობები განისაზღვრება საქართველოს
კანონმდებლობით.
3. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულებს მიაწოდოს მომეტებულ ტექნიკურ
საფრთხესთან დაკავშირებული ინფორმაცია.
4. დასაქმებულს, რომელიც იმყოფება სამუშაო ადგილზე, უფლება აქვს, იცოდეს:
ა) რა სახის მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ სამუშაოს ასრულებს;
ბ) რა შედეგებს გამოიწვევს შრომის უსაფრთხოების დაცვის წესების დაუცველობა როგორც
პირადად მისთვის, ისე გარშემომყოფთათვის;
გ) რა ღონისძიებებია განსახორციელებელი უსაფრთხო სამუშაო პირობების
უზრუნველსაყოფად.