საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ინფორმაცია 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის 1 ივნისამდე პერიოდში საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.06.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#10362/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-23
ბიუროს ნომერი 73

📜 ტექსტი

წერილი
N 10362 20/06/2017 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს ბატონო ირაკლი, წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2016 წლის 18 ნოემბრიდან ივნისამდე 2017 წლის 1 პერიოდში საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ. დანართი: 1. საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის 1 ივნისამდე პერიოდში და ჯერ არ შესრულებულა 5 ფურცელი. 2. საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა მიმდინარე მოწვევაში და შესრულდნენ 1.03.2017-20.06-2017 პერიოდში ვადაში, ან შესრულების ვადის გასვლის შემდეგ 8 ფურცელი. პატივისცემით, გიორგი კახიანი თავმჯდომარე
დანართი
დანართი N1 საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის 1 მარტამდე პერიოდში და ჯერ არ შესრულებულა 2017 წლის 20 ივნისის მდგომარეობით განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი საქართველოს კანონი ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ N5366-IIს, 8.06.16 მუხლი 28. 6. 2020 წლის 1 აპრილიდან ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის სრულყოფილად ამოქმედების მიზნით მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 24.12.16-მდე უზრუნველყონ სამოქმედო გეგმების შემუშავება მათ ტერიტორიაზე მოქმედი დაწესებულებების მიერ შესაბამის მოთხოვნებთან თავსებადობის ეტაპობრივად მისაღწევად.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 13.06.2017 მიმდინარეობს მუშაობა და აქტიური კონსულტაციები განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან ერთად, ვარაუდობენ რომ გეგმის შემუშავება დასრულდება ივნისის ბოლომდე). გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ მუხლი 24 41. (ცვლილება N4736-IIს, 17.02.16) 2016 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გამოსცეს ბრძანება „საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 15.06.2017 სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანების პროექტი შემუშავების პროცესშია) 7. 2013 წლის 31 დეკემბრამდე არსებული დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაცია დასრულდეს 2016 წლის 31 დეკემბრამდე (N2307-IIს, 30.04.14).  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 15.06.2017 არსებული დაცული ტერიტორიების დემარკაცია ჩატარდა 2016 წლის 31 დეკემბრამდე. ამჟამად მიმდინარეობს ტერიტორიების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. დემარკაცია არ ჩატარებულა მხოლოდ ყაზბეგის ეროვნულ პარკში, კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე და ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე, ვინაიდან აღნიშნულ ტერიტორიებზე დემარკაციის თანხა გამოყოფილია გერმანიისა რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ (kfw) და ჯერჯერობით ატარებენ კვლევებს, რომელთა დასრულების შემდეგ (დასრულდება 2017 წლის ბოლოს) დაიწყება დემარკაციის განხორიელება. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის 8 ივნისის სხდომაზე 1 განხილულ იქნა და საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა „ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტები. 2. საქართველოს კანონი ,,ნარჩენების მართვის კოდექსი” N2994-რს, 26.12.14 მუხლი 49. 3. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 თებერვლამდე მიიღოს „ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის პირობების შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 15.06.2017 საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი შემუშავების პროცესშია). 6. 2017 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და სამინისტრომ გამოსცენ ერთობლივი კანონქვემდებარე აქტი სამედიცინო ნარჩენების მართვის შესახებ ამ კოდექსის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.  მიმდინარეობს მუშაობა (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინფორმაცია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი გამოეგზავნა 2017 წლის 22 თებერვალს. სამინისტრომ ამავე წლის 14 მარტს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გაუგზავნა შენიშვნები და მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით). დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი საქართველოს კანონი ,,ინოვაციების შესახებ” N5501-IIს, 22.06.16 მუხლი 22. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს: ა) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სააგენტოს მიერ დაფინანსებული ინოვაციური პროექტის განხორციელების შედეგად ინტელექტუალური საკუთრების უფლების კომერციალიზაციიდან გამომგონებლის ან სასარგებლო მოდელის შემქმნელის გარანტირებული წილის დადგენისა და გაცემის წესის დამტკიცება;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 15.06.2017 ინოვაციების სააგენტოს მიერ სამართლებრივი აქტის პროექტი შემუშავებულია და მიმდინარეობს შეთანხმების პროცესი სამინისტროში) ბ) ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული დადგენილების მიღება და სამთავრობო კომისიის შექმნა;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 15.06.2017 დადგენილების პროექტი შემუშავებულია ინოვაციების სააგენტოს მიერ და მიმდინარეობს შეთანხმების პროცესი) გ) ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული დადგენილების მიღება.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 15.06.2017 დადგენილების პროექტი შემუშავებულია და შეთანხმების პროცესშია). 2 იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N5154-რს, 3.06.16 მუხლი 2 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების ამ კანონთან შესაბამისობა (შესრულების ვადა არ არის მითითებული).  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 19.06.2017 სავარაუდოდ 2017 წლის საშემოდგომო სესიისათვის დასრულდება) 2. საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ (ცვლილება N5446-IIს, 22.06.16) მუხლი 21 6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს მოძალადეთა და გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების, აგრეთვე სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში პოლიციელის მიერ მოძალადისთვის იარაღის ჩამორთმევის თაობაზე მონაცემთა ბაზის შექმნა, აღნიშნული ინფორმაციის დაინტერესებული სახელმწიფო ორგანოებისთვის დროულად მიწოდება და ხელმისაწვდომობა (შესრულების ვადა არ არის მითითებული)..  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 19.06.2017 სამუშაო საკმაოდ მოცულობითია, მიმდინარეობს მუშაობა მონაცემთა ბაზის შექმნის მიმართულებით) რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ №1958-IIს, 5.02.14 მუხლი 162. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2017 წლის 1 იანვრამდე შეიმუშავებენ მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემის ვადების ამსახველ შესაბამის გრაფიკსა და წესს და მათ დასამტკიცებლად წარუდგენენ საქართველოს მთავრობას.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 6.03.2017, სამინისტროებიდან მიღებული ინფორმაციების თანახმად, დაგეგმილია ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომლის უმთავრესი მიზანი იქნება დეცენტრალიზაციის პროცესის გაუმჯობესება და ადგილობრივ დონეზე უკეთესი მმართველობის მიღწევა. აღნიშნული პროცესის ფარგლებში მოხდება 162-ე 3 მუხლით გავალისწინებული ვალდებულების საკითხის მოწესრიგება, ზემოაღნიშნულ საკითხებზე შესაბამის უწყებებში მიმდინარეობს მუშაობა). საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ N4346-Iს, 27.10.15 მუხლი 126. 4. 2016 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების მიღება: გ) „პროფესიული საჯარო მოხელის მიერ პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება;  დასრულების პროცესშია ( საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დასრულებულია მუშაობა და უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება საქართველოს მთავრობას). საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საქართველოს კანონი ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ N5386-IIს, 8.06.16 მუხლი 28. 5. სამსახურმა 2017 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ხარისხის კონტროლის სისტემის მიმართ მოთხოვნების და ამ სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის განსაზღვრა.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 14.06.17 შესრულების პროცესშია. 14. იმ პირთან მიმართებით, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე არანაკლებ 7 წლის განმავლობაში ასრულებდა გარიგების პარტნიორის უფლებამოსილებას და ამ კანონის შესაბამისად არ არის სერტიფიცირებული ბუღალტერი, სამსახურმა დაადგინოს პროფესიული სერტიფიცირების გამარტივებული წესი ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 6 თვისა 24.12.16-მდე. ამ პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა გამარტივებული წესით ტესტირება გაიაროს აღნიშნული წესის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 წლისა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირს ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა დაკმაყოფილებულად ჩაეთვლება, თუ იგი გაივლის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგს.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 14.06.17, შესრულების პროცესშია) 4 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი საქართველოს კანონი ,,ნარჩენების მართვის კოდექსი” N2994-რს, 26.12.14 მუხლი 49. 6. 2017 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და სამინისტრომ გამოსცენ ერთობლივი კანონქვემდებარე აქტი სამედიცინო ნარჩენების მართვის შესახებ ამ კოდექსის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 16.06.2017 საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი ,,ტექნიკური რეგლამენტის ,,სამედიცინო ნარჩენების მართვა“ დამტკიცების შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მომზადდა და გადაეგზავნა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში შესათანხმებლად, საიდანაც უკან დაბრუნდა შენიშვნებითა და მოსაზრებებით. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ერთობლივი ბრძანების პროექტის საბოლოო რედაქციაზე). 5
დანართი
დანართი N2 საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა მიმდინარე მოწვევაში და შესრულდნენ 1.03.2017-20.06-2017 პერიოდში ვადაში, ან შესრულების ვადის გასვლის შემდეგ. აგრარულ საკითხთა კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N192-რს, 22.12.16 მუხლი 3. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში (28.01.17-მდე) საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 16.06.2017 გამოცემულია: საქართველოს მთავრობის დადგენილება N194, 13.04.2017. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება N229, 7.03.2017) 2. საქართველოს კანონი ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი ( ცვლილება N2285-IIს, 17.04.14) მუხლი 76 2. დაევალოს საქართველოს მთავრობას, ძალადაკარგულად გამოაცხადოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული ის ნორმატიული აქტები, რომელთა ამ კოდექსთან შესაბამისობა არ იქნება უზრუნველყოფილი ამ კოდექსის ამოქმედებიდან 3 წლის ვადაში 16.05.17-მდე.  შესრულებულია ( კომიტეტის ინფორმაცია 15.06.2017, ნორმატიული აქტები შესაბამისობაში იქნა მოყვანილი ამ კოდექსთან, კერძოდ, გარკვეული ნაწილში შეტანილ იქნა შესაბამისი ცვლილებები, ხოლო ნაწილი გამოცხადდა ძალადაკარგულად ახალი ნორმატიული აქტების მიღების გამო). ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი საქართველოს კანონი ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ IIს; 1.05.15 N3524- მუხლი 42. 1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოს ის მოსამსახურეები, რომლებიც სამინისტროს სისტემაში შემავალი 1 სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაციის შემდეგ მუშაობას სამსახურში განაგრძობენ, ვალდებული არიან, 2017 წლის 1 აპრილამდე, მინისტრის მიერ დადგენილი წესით გაიარონ სერტიფიცირება სასწავლო ცენტრში, თუ, ამ კანონის მე-8 მუხლის თანახმად, მათი თანამდებობებისათვის სერტიფიკატი მოითხოვება(ცვლილება N188-რს, 22. 12.16)  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 28.03.2017 მინისტრის მიერ დამტკიცებული წესით (N 148, 13.10.2015) გაიარეს სერთიფიცირება) 2. სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი პირობების შექმნა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირთა დადგენილ ვადაში სერტიფიცირებისათვის მოსამზადებლად.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 28.03.2017) 3. მინისტრმა შეიმუშაოს და დაამტკიცოს მოსამსახურეთა გადამზადებისა და სერტიფიცირების გრაფიკი.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 28.03.2017) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 1. საქართველოს კანონი ,,რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ N4487-Iს, 11.11.15 მუხლი 15. საქართველოს მთავრობამ: ბ) 2017 წლის 1 იანვრამდე მიიღოს დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – რადიოაქტიური ნარჩენების საცავის უსაფრთხოების შეფასებისადმი ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“;  საქართველოს მთავრობის დადგენილება N123, 10.03.2017 გ) 2017 წლის 1 იანვრამდე მიიღოს დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოების შეფასებისადმი ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“.  საქართველოს მთავრობის დადგენილება N124, 10.03.2017 2. საქართველოს კანონი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N4486-Iს, 11.11.15 მუხლი 2 4. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის გარდაქმნის პროცესში აღრიცხული ქონების საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის 2 იურიდიული პირისთვის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსთვის გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.  შესრულებულია. სსიპ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ქონება გადაეცა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 24 დეკემბრის Nი-1013, 2016 წლის 13 იანვრის Nი-28, 9 ივნისის Nი-2779 და 2017 წლის 7 ივნისის Nი-288 ბრძანებებით. 3. საქართველოს კანონი ,,თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N 3740-11ს, 24.06.15 მუხლი 7 1. 2016 წლის 31 დეკემბრამდე მიღებულ იქნეს საქართველოს მთავრობის დადგენილება „თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“.  საქართველოს მთავრობის დადგენილება N216, 28.04.17 4. საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N796-11ს, 4.05.2017 მუხლი 2. 2017 წლის 1 ივნისამდე საქართველოს მთავრობამ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარდგინებით უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.  შესრულებულია („სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ცვლილება განხორციელდა „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში. მიღებულია 2017 წლის 8 ივნისის №284 დადგენილება და 2017 წლის 8 ივნისის №285 დადგენილებები. სხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში კანონიდან გამომდინარე ცვლილების განხორციელება საჭირო არ არის). თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N481-IIს, 22.03.2017 მუხლი 2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა: ა) 2017 წლის 30 მარტამდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – საქართველოს სააგენტოსთვის საბალანსო მონაცემების მიხედვით გადასაცემი ქონების (მათ შორის, უძრავი ქონების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და სხვა ქონების) განსაზღვრა და მისი სააგენტოსთვის გადაცემა; 3  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია N9886, 13.06.2017 უკვე განხორციელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე რიცხული ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ბუღალტრული ნაშთების(მათ შორის უძრავი ქონება, მატერიალურტექნიკური ბაზა და სხვა ქონება) სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსათვის გადაცემა). 2. საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ” N475-IIს, 22.03.2017 მუხლი 33. 1. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 30 მარტამდე: ა) დაამტკიცოს სააგენტოს დებულება;  საქართველოს მთავრობის დადგენილება N157, 29.03.17 ბ) უზრუნველყოს სამსახურის დებულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა.  საქართველოს მთავრობის დადგენილება N155, 29.03.17 მუხლი 33. 3. სააგენტომ: ა) 2017 წლის 30 მარტამდე უზრუნველყოს იმ მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება, რომლებიც ეხება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას, ამ მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გაცნობას, დამუშავებას, შენახვას, გაცემასა და განადგურებას, კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურისა და შესაბამისი ინტერფეისების განსაზღვრას;  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია N9886, 13.06.2017, მიღებულია აქტები). ნორმატიული ბ) 2017 წლის 30 მარტამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-2 მუხლის „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სისტემების ამოქმედება ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიმართ;  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია N9886, 13.06.2017) გ) 2017 წლის 30 მარტამდე უზრუნველყოს სამსახურიდან ქონების (მათ შორის, უძრავი ქონების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და სხვა ქონების) მიღება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია N9886, 13.06.2017) დ) 2017 წლის 30 მარტამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღება;  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია N9886, 13.06.2017 მიღებულია შესაბამისი ნორმატიული აქტები) იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 4 1. საქართველოს კანონი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N5600-IIს, 24.06.16 მუხლი 2 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 13.01.17-მდე უზრუნველყოს მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის სისტემაში არსებულ იმ ხელმძღვანელ თანამდებობებზე, რომლებიც კონკურსის წესით არ არის შევსებული, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსის გამოცხადება და ჩატარება.  შესრულებულია(იურიდიულ საკითხთა და წესების კომიტეტის ინფორმაცია N4806, 29.03.2017 იუსტიციის სამინისტროს წერილით დღეისათვის ყველა ხელმძღვანელ თანამდებობაზე უზრუნველყოფილია კონკურსების გამოცხადება და ჩატარება) 2. საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N51-1ს, 1.12.16 მუხლი 2. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 90 დღის ვადაში 15.03.17-მდე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე სამგზავრო პასპორტის გაცემისათვის აუცილებელი საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელება.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაციით 16.06.2017 აუცილებელი საორგანიზაციო ღონისძიებები განხორციელებულია, ამასთან გამოცემულია საქართველოს მთავრობის დადგენილება N46, 27.01.2017; საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებები N217,N 218, N219,N220, 18.01.2017) 3. საქართველოს კანონი ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” N476-IIს, 22.03.2017 მუხლი 2 1. 2017 წლის 30 მარტამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული კონტროლის ელექტრონული სისტემის, კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემის ამოქმედება ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიმართ.  შესრულებულია (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილი N1395469, 09.06.2017 სააგენტომ უზრუნველყო ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სისტემის ამოქმედება) 5 4. საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N255-IIს, 8.02.17 მუხლი 2 3. ამ მუხლის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში 14.05.2017-მდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს სათანადო სამართლებრივი აქტების (გარდა ამ კანონის პირველი მუხლის 32-ე პუნქტით გათვალისწინებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 581 მუხლით განსაზღვრული წესისა) ამ კანონთან შესაბამისობა.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 19.06.2017, მოყვანილია შესაბამისობაში) 4. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში 14.04.2017-მდე საქართველოს მთავრობამ შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც 2017 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოფს საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად განაწილების ელექტრონული სისტემის შექმნას და კოორდინაციას გაუწევს საქართველოს საერთო სასამართლოებში მის დანერგვას.  საქართველოს მთავრობის დადგენილება N145, 23.03.2017 5. 2017 წლის 1 ივნისამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის 32-ე პუნქტით გათვალისწინებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 581 მუხლით განსაზღვრული საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის შემუშავება და დამტკიცება.  შესრულებულია(იუსტიციის საბჭოს 2017 წლის 1 მაისის სხდომის გადაწყვეტილება N „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“) 6. ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში 12.04.2017-მდე საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში შემავალმა სასამართლოებმა უზრუნველყონ საკუთარი ვებ გვერდის შექმნა და ადმინისტრირება.  შესრულებულია(საქართველოს იუსტიციის საბჭოს ვებ გვერდი http:// hcoj. gov.ge /ge/ commoncourts/organization-charter/raionuli-saqalaqo-sasamartlo 5. საქართველოს კანონი „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N261-IIს, 8.02.17 მუხლი 2 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში 14.05.17-მდე იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელმა საბჭომ უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების ამ კანონთან შესაბამისობა.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 19.06.2017 მოყვანილია შესაბამისობაში) რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 6 საქართველოს კანონი „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N619-IIს, 6.04.17 მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში 21.05.2017 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 61 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება. (მუხლი 61 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო განსაზღვრავს ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გამცემ ორგანოს/სამსახურს, აგრეთვე ადგენს მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გაცემისა და საკომპენსაციო რგვის განხორციელების წესსა და პირობებს. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს იმ პირობებსა და კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირი).  შესრულებულია (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება N10-40, 19.05.2017 ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის N7-55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე). საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ N4346-Iს, 27.10.15 მუხლი 126. 4. 2016 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების მიღება: ა) „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება;  საქართველოს მთავრობის დადგენილება N204, 21.04.2017 ბ) „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება;  საქართველოს მთავრობის დადგენილება N220, 28.04.2017 დ) „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება;  საქართველოს მთავრობის დადგენილება N211, 25.04.2017 ე) „საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენების და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება;  საქართველოს მთავრობის დადგენილება N201, 21.04.2017 7 ვ) „ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება;  ფორმების საქართველოს მთავრობის დადგენილება N205, 25.04.2017 ზ) „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება;  საქართველოს მთავრობის დადგენილება N199, 20.04.2017 თ) „პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება;  საქართველოს მთავრობის დადგენილება N219, 28.04.2017 ი) „პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება;  საქართველოს მთავრობის დადგენილება N218, 28.04.2017 კ) „პროფესიული საჯარო მოხელის წახალისების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება.  საქართველოს მთავრობის დადგენილება N203, 21.04.2017 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საქართველოს კანონი საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ N64-Iს, 14.12.16 მუხლი 21. 1. დაევალოთ საქართველოს მინისტრებსა და სახელმწიფო მინისტრებს, მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხები და თანამდებობრივი სარგოები განსაზღვრონ საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით, არაუგვიანეს 2017 წლის 1 მარტისა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.  შესრულებულია(კომიტეტის ინფორმაცია 14.06.2017) 8