„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(ვეტო)

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.06.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2016 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გ. ფოფხაძე, გ. ხატიძე, გ. მაჭარაშვილი, ს. კილაძე, რ. კაკულია, ე. ბესელია, მ. მდინარაძე, ლ. კობერიძე, მ. ქვარაია, ე. მაჭავარიანი, დ. მათიკაშვილი, ვ. ზარდიაშვილი, ნ. გოგუაძე
ნომერი
#07-3/78/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(ვეტო)

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 11
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 6
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 63 ✗ 3
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
ინიციირებული ვარიანტი (2)
ერთი მოსმენა
✓ 13 ✗ 75
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (5)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-26
ბიუროს ნომერი 74

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.11.2015, სარეგისტრაციო კოდი: 450140000.05.001.017944) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-16 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდუქციის არანაკლებ 25%-ისა დაუთმოს დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს, რომელთა შესყიდვაზე არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;“. 2. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შინაარსობრივი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია ჩაატაროს საზოგადოებრივი აზრის/აუდიტორიის კვლევა.“. 3. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოსამაუწყებლო ქსელის განვითარებისათვის ანიჭებს საზოგადოებრივ მაუწყებელს დამატებით სიხშირეებს FM დიაპაზონში, შესაბამის ზონაში არსებული თავისუფალი სიხშირული რესურსიდან.“. 4. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იკრძალება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფა, მათ შორის მითითების, დავალების მიცემა, ასევე შეთანხმების დავალება ან მასზე ზეწოლის სხვაგვარად განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ.“. 5. მე-201 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 201. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ტელერადიოპროდუქციის ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურების, აგრეთვე სატელიტური თანამგზავრის საშუალებით ტელერადიოპროდუქციის გავრცელებასთან ან/და მის მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა 1. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი არ ვრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, სერიალ(-ებ)ის, მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმ(-ებ)ის დამზადების მომსახურების შესყიდვაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი გამონაკლისის გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ განსახორციელებელი ტელერადიოპროდუქციასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გარდა ასევე იმ შემთხვევებისა, როდესაც ხორციელდება არარეზიდენტი პირისაგან ტელერადიოპროდუქციის (პროგრამები, გადაცემები, ფილმები, რეპორტაჟები, კულტურული ღონისძიებები) ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურების, აგრეთვე სატელიტური თანამგზავრის საშუალებით ტელერადიოპროდუქციის (პროგრამები, გადაცემები, ფილმები, რეპორტაჟები, კულტურული ღონისძიებები) გავრცელებასთან ან/და მის მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა.“. 6. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-2 და მე-3 პუნქტები: „2. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ტელერადიო და ვებპორტალის პროდუქციის/პროგრამაში დაგეგმილი ან შეტანილი ნებისმიერი სიახლის/ინოვაციის შესახებ ინფორმაცია ან ამ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი, რომლის გასაჯაროებას შეუძლია ზიანი მიაყენოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას კონკურენტულ გარემოში, მისი ეთერში გასვლამდე, არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და მასზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის განსაჯაროების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი.“. 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) გენერალური დირექტორის წარდგინებით, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებას, ასევე ცვლილებებს დებულებაში, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების რედაქციული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით შეიტანოს დებულებაში ცვლილებები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცვლილება ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურასთან დაკავშირებულ დებულებებს;“. 7. „გ) გენერალური დირექტორის წარდგინებით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს, ასევე ცვლილებებს ბიუჯეტში და ამტკიცებს მისი შესრულების ანგარიშს; ”. 8. კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 9. 33-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტების ამოქმედებამდე საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ოდენობაა საქართველოს სახელმწიფოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ისა. საზოგადოებრივი მაუწყებლის წინა წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი ნაშთი მომდევნო წლის დასაწყისში ემატება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას.“. 10. 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-51 და მე-61 პუნქტები: „51. ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტების ამოქმედებამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ძირითად წყაროდ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის განსაზღვრის პერიოდში ძალაში რჩება ამ კანონის მე-15 და მე-16 მუხლების დებულებები, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ასევე იკრძალება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფა ან მასზე ზეწოლის სხვაგვარად განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან. საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ძირითად წყაროდ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის განსაზღვრის პერიოდში საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ ვრცელდება იმ ნორმატიული ან/და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოქმედება, რომლებიც არეგულირებენ საბიუჯეტო ორგანიზაციების/დაწესებულებების საქმიანობას.“. საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია საქართველოს „61. კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები, მიმართოს დამწყები საწარმოების (სტარტაპების) წახალისების, ტელე-, რადიო- და ონლაინ პროდუქციის ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით.“. 11. 64-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 64. კომერციული რეკლამისა და ტელეშოპინგის განთავსების თავისებურებები 1. საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს – სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს კომერციული რეკლამის განთავსების შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ხოლო ყოველ საათში – 12 წუთს (20 %-ს), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა ყოველ საათში არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს (5 %-ს).“. 12. 64-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვებია მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობი გადაცემის, სერიალ(-ებ)ის სპონსორობის განთავსება.“. 13. 65-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა, რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს საზოგადოებას სოციალური რეკლამის სახით მიაწოდონ ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტებისა და მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცედურების შესახებ. ინფორმაცია ზუსტი უნდა იყოს და უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) საარჩევნო უბნების მისამართები; ბ) არჩევნების თარიღი; გ) საარჩევნო საპროცედურო უფლებები და მოვალეობები.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზია 2016 წლის 19 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მაუწყებლის თანამშრომლების განსახილველად საკანონმდებლო წარმოდგენილი წინადადება საზოგადოებრივი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№2377), რომლის საფუძველზეც შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა, აღნიშნულ სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისა და პარლამენტის წევრების ფართო ჩართულობით მომზადდა წინამდებარე პროექტი. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის ეფექტურობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ხელმძღვანელი ორგანოების - სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის მჭიდრო და ეფექტურ თანამშრომლობაზე, მათი უფლებამოსილებების კანონით განსაზღვრულ გამჭვირვალე რეგულაციებზე. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი განსაზღვრავს სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებას, რომ გენერალური დირექტორის წარდგინების საფუძველზე მიიღოს მაუწყებლის დებულება და ასევე, ამავე წესით დაამტკიცოს ბიუჯეტი. რაც შეეხება აღნიშნულ დოკუმენტებში ცვლილებების შეტანას, კანონი უფლებამოსილებას ანიჭებს სამეურვეო საბჭოს, რომ საკუთარი ინიციატივის საფუძველზე, დირექტორის მონაწილეობის გარეშე, შეიტანოს ცვლილებები დებულებასა და ბიუჯეტში. ცვლილებების შეტანის მსგავსი რეგულაცია მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის საზოგადოებრივ მაუწყებელს გამართულ ფუნქციონირებაში. გარდა ზემოაღნიშნულისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სრულყოფილად ფუნქციონირების შემაფერხებელი არის დღეს მოქმედი კანონმდებლობა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში უშუალოდ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებაში. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 201 მუხლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ განსახორციელებელი ტელერადიო-პროდუქციის ღონისძიებები) ან/და (პროგრამები, მასთან გადაცემები, დაკავშირებული ფილმები, რეპორტაჟები, მომსახურების შესყიდვა კულტურული ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული წესის ნაკლოვანება მდგომარეობს იმაში, რომ უმრავლეს შემთხვევაში, გაუთვალისწინებელი მოვლენების გამო, წინასწარ ვერ ხერხდება სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, ხოლო უმოკლეს ვადებში კი ვერ ხორციელდება კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა. შესაბამისად, მიზანშეწონილია, რომ, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ეტაპზე კვლავ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საგამონაკლისო წესით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი არ გავრცელდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, სერიალ(-ებ)ის, მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმ(-ებ)ის დამზადების მომსახურების შესყიდვაზე. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში უნდა არსებობდეს მექანიზმი რადიომაუწყებლობის განვითარებისათვის ასამაღლებლად და საქართველოს მაუწყებლისადმი რეგიონებში დამატებითი რადიოპროგრამების შეღწევადობის რადიოსამაუწყებლო სიხშირეების გამოყოფისათვის (ისევე, როგორც დადგენილია კერძო/კომერციული რადიომაუწყებლობის განვითარებისათვის სიხშირული რესურსის გამოყოფის და ლიცენზიების გაცემის მექანიზმი). გარდა ამისა, დასაზუსტებელია მთელი რიგი დებულებები, რომელიც ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სპონსორობის და კომერციული რეკლამის განთავსების საკითხებს. გამომდინარე იქედან, რომ სპონსორობისა და კომერციული რეკლამის მარეგულირებელი ნორმები არის ზედმეტად შემზღუდველი, მიზანშეწონილი იქნება, რომ კანონი იძლეოდეს მათი განთავსების ფარგლების გაზრდას. გარდა ამისა, სოციალური რეკლამის განთავსების ვალდებულების ნაწილში უნდა განისაზღვროს მაუწყებლის უფლებამოსილება დაადგინოს საეთერო/ტექნიკური სტანდარტები, რომელსაც წარმოდგენილი სოციალური რეკლამა უნდა შეესაბამებოდეს, რადგან ეთერის ხარისხის გაუმჯობესება საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, და შესაბამისად, აუცილებელია ხარისხის სტანდარტები გავრცელდეს, მათ შორის, ეთერში არსებულ სოციალურ რეკლამაზე. ზუსტდება საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის საჯაროობის საკითხი, რადგან მთელი რიგი ინფორმაცია, რომელიც იქმნება საზოგადოებრივ მაუწყებელში და უკავშირდება მის ინოვაციურ აღმოჩენებს, ინტელექტუალურ-შემოქმედებით ინოვაციებს/სიახლეებს, მათი ეთერში გასვლამდე, არ უნდა წამოადგენდეს საჯარო ინფორმაციას, ვინაიდან ამ ინფორმაციის გასაჯაროებით, კონკურენტულ გარემოში, შესაძლოა ზიანი მიადგეს საზოგადოებრივ მაუწყებელს სხვა კონკურენტი კომპანიებთან/მაუწყებლებთან მიმრთებით, რომლებიც ამ გეგმების რეალიზაციაში ბევრად უფრო მოქნილების არიან ვიდრე საზოგადოებრივი მაუწყებელი, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს რა თქმა უნდა მიმზედველობის ამაღლების პერსპექტივას. ართმევს ყოველივე ეს განახლების, კი განვითარების აისახება და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეფექტურობაზე შინაარსობრივი ვალდებულების შესრულების მიმართულებით. მნიშვნელოვანია კანონით დამატებით განმტკიცდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა, რადგან მიუხედავად თავისი სამართლებრივი ფორმის - საჯარო სამართლის იურიდიული პირი და დაფინანსების წყაროს - სახელმწიფო ბიუჯეტი (რაც კანონის თანახმად დროებითი დაფინანსების წყაროა და მაუწყებლის დაფინანსების ძირითადი წყარო უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადასახდელი, რომლის გადამხდელია ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც საქართველოში აქვს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი), - საზოგადოებრივი მაუწყებელი არ წარმოადგენს სახელმწიფო სტრუქტურას ან/და კლასიკური გაგებით საბიუჯეტო/ბიუჯეტის მხარჯავ ორგანიზაციას. ამიტომ, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის და ამავე ორგანიზაციის თავისებურებები. დროს შემოქმედებითი კონტენტის შემქმნელი/მიმღები ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის ნორმების უფლებამოსილებათა დახვეწა და მისი გამიჯვნა, გამართული მაუწყებლის საქმიანობის საქმიანობისათვის მარეგულირებელი სათანადო საკანონმდებლო საფუძვლების შექმნა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი 1. იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მაუწყებლობას ახორციელებს რამდენიმე განსხვავებული პლატფორმის მეშვეობით (რადიო, ტელევიზია, ვებ), კანონპროექტით წარმოდგენილი მე-16 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის ახალი რედაქციით ზუსტდება, რომ მან პროდუქციის (და არა ეთერის) არანაკლებ 25%-ისა დაუთმოს დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს; 2. მე-16 მუხლს საზოგადოებრივი ემატება მე-2 პუნქტი, მაუწყებლის რომლის თანახმად, დამატებით უფლებამოსილება ჩაატაროს განისაზღვრება საზოგადოებრივი აზრის/აუდიტორიის კვლევა შინაარსობრივი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით; 3. მე-17 მუხლს ემატება პუნქტი, მე-3 რომლის თანახმად, შესაძლებელი ხდება რადიომაუწყებლობის განვითარებისათვის და საქართველოს რეგიონებში რადიოპროგრამების შეღწევადობის ასამაღლებლად მაუწყებლისადმი დამატებითი რადიოსამაუწყებლო სიხშირეების გამოყოფა. 4. იცვლება მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედი რედაქცია, რომელიც ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას და ხელშეუხებლობას დამატებით ზუსტდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფის, მათ შორის, მითითების, დავალების მიცემის, ასევე შეთანხმების დავალების ან მასზე ზეწოლის სხვაგვარად განხორციელების დაუშვებლობა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ; 5. მე-20 მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის თანახმად დგინდება, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი არ გავრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, სერიალ(-ებ)ის, მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმ(-ებ)ის დამზადების მომსახურების შესყიდვაზე; 6. 21-ე მუხლს ემატება მე-2 და მე-3 პუნქტები, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ტელერადიო და ვებპორტალის პროდუქციის/პროგრამაში დაგეგმილი ან შეტანილი ნებისმიერი სიახლის/ინოვაციის შესახებ ინფორმაცია ან ამ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი, რომლის გასაჯაროებას შეუძლია ზიანი მიაყენოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას კონკურენტულ გარემოში, მისი ეთერში გასვლამდე, არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და მასზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი, ხოლო ამგვარი ინფორმაციის განსაჯაროების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი. 7. 30-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის თანახმად, სამეურვეო საბჭო, გენერალური დირექტორის წარდგინებით, შეიტანს ცვლილებებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში. ამასთან, სამეურვეო საბჭო უფლებამოსილი იქნება, საკუთარი ინიციატივითაც შეიტანოს დებულებაში ცვლილებები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცვლილება შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურასთან დაკავშირებულ დებულებებს. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილი იქნება მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტში. 8. უქმდება 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი, შესაბამისად, სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებებიდან ამოდის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითად პირობების დადგენის უფლებამოსილება. 9. 33-ე მუხლის მე-5 პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინა წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი ნაშთი მომდევნო წლის დასაწყისში ემატება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას. 10. 33-ე მუხლს ემატება „51“ და „61“ პუნქტები, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფის აკრძალვასთან ერთად, დამატებით განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით ბიუჯეტიდან მიღებული წახალისების, ტელე-, საზოგადოებრივი განსაზღვრული ასიგნებები, რადიო- და შემოსავლები, მიმართოს ონლაინ მაუწყებლის მათ უფლებამოსილება შორის, სახელმწიფო დამწყები საწარმოების (სტარტაპების) პროდუქციის ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით. 11. 64-ე მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის თანახმად განისაზღვრება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს – სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. ამასთან, სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს კომერციული რეკლამის განთავსების შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს (ნაცვლად 30 წუთისა), ხოლო ყოველ საათში – 12 წუთს (20 %-ს), (ნაცვლად 6 წუთისა (10%-ისა)), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა ყოველ საათში არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს (5%-ს). 12. 64-ე მუხლს ემატება „11“ პუნქტი, რომლის თანახმად, დასაშვები ხდება, აგრეთვე გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა. 13. 65-ე მუხლის მე-2 პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ვალდებული ხდებიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა (ნაცვლად 1 საათში, არანაკლებ 60 წამისა), რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც პარლამენტის წევრები, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილია მაუწყებლობის საერთაშორისო კავშირის (EBU) დასკვნა, რომელიც დადებითად აფასებს მომზადებულ კანონპროექტს და სასარგებლოდ მიიჩნევს აღნიშნული ცვლილებების განხორციელებას. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2016 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები: გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, რომან კაკულია, გიორგი ხატიძე, ნინო გოგუაძე, სოფიო კილაძე, მამუკა მდინარაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, მერაბ ქვარაია, ლევან კობერიძე, ენძელა მაჭავარიანი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 16. შინაარსობრივი ვალდებულებები საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; სახელისუფლებო, პოლიტიკური, რელიგიური და კომერციული გავლენისაგან თავისუფლება; ბ) უზრუნველყოს საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისი თანასწორობა ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, საგანმანათლებლო-შემეცნებით, კულტურულ და სპორტულ პროგრამებს შორის; გ) უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოში, მის რეგიონებსა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ; დ) საუკეთესო დროს გადასცეს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები, ხოლო საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას – აგრეთვე წინასაარჩევნო დებატები; ე) პროგრამებში არ გამოხატოს თავისი აზრი; ვ) ასახოს საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებათა პლურალიზმი; ზ) ეთერის არანაკლებ 25%-ისა დაუთმოს დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს, რომელთა შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი წესით; თ) პროგრამებში ასახოს საზოგადოებაში არსებული ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრივი და გენდერული მრავალფეროვნება; ი) ბავშვთა და მოზარდთა ინტერესების შესაბამისი პროპორციით განათავსოს საბავშვო პროგრამები; კ) გაითვალისწინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესები, საარჩევნო კამპანიის პერიოდში და რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვის დროს ეთერში გაშვებულ არჩევნებთან/რეფერენდუმთან/პლებისციტთან დაკავშირებულ თავის გადაცემებში უზრუნველყოს სურდოთარგმანი; ლ) ხელი შეუწყოს ქვეყნის თვითმყოფადობის, სულიერი ფასეულობებისა და კულტურული მრავალფეროვნების განვითარებას; მ) სათანადო პროპორციით განათავსოს უმცირესობების ენაზე, უმცირესობების შესახებ და უმცირესობების მიერ მომზადებული პროგრამები. ნ) უზრუნველყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (შემდგომ − ნატო) და ევროკავშირში ინტეგრაციის, პოპულარიზაცია; ო) უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ. მუხლი 17. საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელემაუწყებლობა და რადიოსიხშირეები 1. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ასაგებად კომისიის მიერ შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ მაუწყებლის მიზნებისა მინიჭებული და ამოცანების რადიოსიხშირეები გამოიყენება საზოგადოებრივი შესასრულებლად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამების გადასაცემად. 2. საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია საკუთარი სატელევიზიო არხების გავრცელებისთვის სრულად გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი. 3. საზოგადოებრივი მაუწყებელი რადიომაუწყებლობას რადიოსიხშირეების გამოყენებით ახორციელებს 3 რადიოარხზე. მუხლი 18. დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა 1. საზოგადოებრივი მაუწყებელი, მისი თანამდებობის პირი და თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელნი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს. მათ საქმიანობაზე უკანონო ზემოქმედება და ამ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია, ხოლო ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება – ბათილი. 2. იკრძალება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფა ან მასზე ზეწოლის სხვაგვარად განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ. 3. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს უკანონო ზემოქმედებისა და ჩარევის თავიდან აცილების ან აღკვეთის, აგრეთვე ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. 4. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამდებობის პირის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 30 დღის განმავლობაში სამეურვეო საბჭოში ან სასამართლოში. სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში 30 დღის განმავლობაში ან სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. მუხლი 201. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ტელერადიოპროდუქციის ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურების, აგრეთვე სატელიტური თანამგზავრის საშუალებით ტელერადიოპროდუქციის გავრცელებასთან ან/და მის მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ განსახორციელებელი ტელერადიოპროდუქციის (პროგრამები, გადაცემები, ფილმები, რეპორტაჟები, კულტურული ღონისძიებები) ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხორციელდება არარეზიდენტი პირისაგან ტელერადიოპროდუქციის (პროგრამები, გადაცემები, ფილმები, რეპორტაჟები, კულტურული ღონისძიებები) ან/და მასთან დაკავ-შირებული მომსახურების, აგრეთვე სატელიტური თანამგზავრის საშუალებით ტელერადიოპროდუქციის (პროგრამები, გადაცემები, ფილმები, რეპორტაჟები, კულტურული ღონისძიებები) გავრცელებასთან ან/და მის მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა. მუხლი 21. საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის საჯაროობა საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს საკუთარი საქმიანობის საჯაროობას, აწყობს რეგულარულ შეხვედრებს საზოგადოებასთან და ითვალისწინებს მოქალაქეთა წინადადებებს საზოგადოებრივი ინტერესების უკეთ გამოხატვის მიზნით. მუხლი 30. სამეურვეო საბჭოს ფუნქციები და მეურვის უფლება-მოვალეობები 1. სამეურვეო საბჭო: ა) განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს; ბ) გენერალური დირექტორის წარდგინებით, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებას, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილია, საკუთარი რედაქციული ინიციატივით ან დამოუკიდებლობის გენერალური უზრუნველყოფას; დირექტორის წინადადებით, ცვლილებები შეიტანოს დებულებაში; გ) გენერალური დირექტორის წარდგინებით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს და ამტკიცებს მისი შესრულების ანგარიშს; უფლებამოსილია, საკუთარი გენერალური დირექტორის წინადადებით, ცვლილებები შეიტანოს ბიუჯეტში; ინიციატივით ან დ) ისმენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის ყოველკვარტალურ ანგარიშს, მათ შორის, ფინანსურ ანგარიშს (ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად), კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში; ე) თანხმობას აძლევს გენერალურ დირექტორს ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 1%-ს; ვ) განსაზღვრავს გენერალური დირექტორის შრომის ანაზღაურების პირობებსა და ოდენობას; ზ) გენერალური დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საშტატო განრიგს და თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოებს, სახელფასო ფონდს, მათ შორის, საპრემიო ფონდს და პრემიების ზღვრულ ოდენობებს; თ) ადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითად პირობებს, მათ შორის, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის პირობებს, იმის გათვალისწინებით, რომ შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 1 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს, გარდა საინჟინრო-ტექნიკური მუშაკებისა, რომელთა შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 5 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს (გამონაკლისია ისეთი პროგრამების შესრულებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები, რომელთა მოქმედების ვადაც 1 წელზე ნაკლებია); ი) მიმართავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს უნდობლობის საკითხის დასმის შესახებ. 2. მეურვე: ა) ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს მეურვის მოვალეობა; ბ) უფლებამოსილია მოითხოვოს სამეურვეო საბჭოს დღის წესრიგში კონკრეტული საკითხის შეტანა; გ) უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას. მუხლი 33. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი. საზოგადოებრივი მაუწყებლობის გადასახდელი 1. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტების პროექტების შეჯერების საფუძველზე ამტკიცებს მომდევნო წლის ბიუჯეტს. ბიუჯეტში ცალ-ცალკე უნდა იყოს მოცემული ტელემაუწყებლობის, სამაუწყებლო არხების, რადიომაუწყებლობისა და მმართველობითი ხარჯები. 11 . საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია ყოველწლიურად შექმნას ერთი ან ერთზე მეტი რეგულარული პროგრამული პროდუქტი არანაკლებ 4 ენაზე, მათ შორის, აფხაზურ და ოსურ ენებზე. 2. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს ქმნის საზოგადოებრივი მაუწყებლობის გადასახდელი და კანონმდებლობით განსაზღვრული ან/და ნებადართული სხვა შემოსავლები. 3. საზოგადოებრივი მაუწყებლობის გადასახდელის გადამხდელია ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც საქართველოში აქვს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი. 4. საზოგადოებრივი მაუწყებლის გადასახდელი ყოველთვიურად ირიცხება საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშზე. 5. ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტების ამოქმედებამდე საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ოდენობაა საქართველოს სახელმწიფოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ისა. 6. საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები, მიმართოს საკრედიტო დავალიანებების და წლის ბოლოს წარმოქმნილი გარდამავალი გადასახდელების დასაფარავად. მუხლი 64. კომერციული რეკლამისა და ტელეშოპინგის განთავსების თავისებურებები 1. საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე სპონსორობა და კომერციული რეკლამის განთავსება დასაშვებია მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. ამ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს, ხოლო ყოველ საათში – 6 წუთს (10%-ს). 2. მაუწყებლის არხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან/და ტელეშოპინგის არხისა, კომერციული რეკლამა ან/და ტელეშოპინგი (Teleshopping Spot) სარეკლამო წყვეტებში ისე უნდა განთავსდეს, რომ მისი მოცულობა სამაუწყებლო საათში არ აღემატებოდეს 20%-ს. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მაუწყებლის მიერ საკუთარ ან/და დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე, ამ პროგრამიდან გამომდინარე და მასთან პირდაპირ დაკავშირებულ პროდუქციაზე, სასპონსორო განცხადებასა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებაზე. 3. მაუწყებლის არხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან/და ტელეშოპინგის არხისა, სამაუწყებლო პროგრამის სახით გადაცემულ ტელეშოპინგს (Teleshopping Window) ეთმობა უწყვეტად არანაკლებ 15 წუთისა. ტელეშოპინგი (Teleshopping Window) იდენტიფიცირებული და სხვა პროგრამისაგან მკაფიოდ გამიჯნული უნდა იყოს. მუხლი 65. სოციალური რეკლამა 1. მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა. 2. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 1 საათში ჯამში არანაკლებ 60 წამისა, რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს საზოგადოებას სოციალური რეკლამის სახით მიაწოდონ ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტებისა და მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცედურების შესახებ. ინფორმაცია ზუსტი უნდა იყოს და უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) საარჩევნო უბნების მისამართები; ბ) არჩევნების თარიღი; გ) საარჩევნო საპროცედურო უფლებები და მოვალეობები.