„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
22.06.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2016 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გ. ფოფხაძე, გ. ხატიძე, გ. მაჭარაშვილი, ს. კილაძე, რ. კაკულია, ე. ბესელია, მ. მდინარაძე, ლ. კობერიძე, მ. ქვარაია, ე. მაჭავარიანი, დ. მათიკაშვილი, ვ. ზარდიაშვილი, ნ. გოგუაძე
ნომერი
#07-3/78/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(ვეტო)

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-26
ბიუროს ნომერი 74

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) 11 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნულ ბანკზე, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებსა, სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელზე და სამეწარმეო იურიდიულ პირებზე, ასევე – წევრობაზე დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი არიან ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი ბიუჯეტებით განსაზღვრული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში თანხის განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი, 2017 წ. გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
„განმარტებითი ბარათი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზია 2016 წლის 19 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განსახილველად წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების საკანონმდებლო წინადადება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№2377), რომლის საფუძველზეც შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა, აღნიშნულ სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისა და პარლამენტის წევრების ფართო ჩართულობით მომზადდა წინამდებარე პროექტი. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ კოდექსში ცვლილებით დამატებით განმტკიცდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა, რადგან, მიუხედავად თავისი სამართლებრივი ფორმის - საჯარო სამართლის იურიდიული პირი და დაფინანსების წყაროს - სახელმწიფო ბიუჯეტი (რაც კანონის თანახმად დროებითი დაფინანსების წყაროა და მაუწყებლის დაფინანსების ძირითადი წყარო უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადასახდელი, რომლის გადამხდელია ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც საქართველოში აქვს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი), საზოგადოებრივი მაუწყებელი არ წარმოადგენს სახელმწიფო სტრუქტურას ან/და კლასიკური გაგებით საბიუჯეტო/ბიუჯეტის მხარჯავ ორგანიზაციას. ამიტომ, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის და ამავე დროს შემოქმედებითი კონტენტის შემქმნელი/მიმღები ორგანიზაციის თავისებურებები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან ამ კოდექსის ნორმების შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 11 მუხლის მე-2 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით და ჩამონათვალს, ვისზეც არ ვრცელდება საბიუჯეტო კოდექსის მოქმედება, ემატება სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: ან სხვა სახის კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახდელის შემოღებას. ან სხვა სახის გადასახადის, მოსაკრებლის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: მიმართება საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. საქართველოს ორმხრივ მიერ და დადებულ მრავალმხრივ ორმხრივ და დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც პარლამენტის წევრები, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2016 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები: გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, რომან კაკულია, გიორგი ხატიძე, ნინო გოგუაძე, სოფიო კილაძე, მამუკა მდინარაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, მერაბ ქვარაია, ლევან კობერიძე, ენძელა მაჭავარიანი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 11. კოდექსის მოქმედების სფერო 1. ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების ორგანოებზე, აგრეთვე მათ მიერ შექმნილ/დაფუძნებულ იურიდიულ პირებსა და ორგანიზაციებზე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. 2. ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნულ ბანკზე, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებსა და სამეწარმეო იურიდიულ პირებზე, ასევე – წევრობაზე დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი არიან ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი ბიუჯეტებით განსაზღვრული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში თანხის განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციები.