„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(ვეტო)
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(ვეტო)
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(ვეტო) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(ვეტო) (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 97 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 66 ✗ 3
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
ინიციირებული ვარიანტი (2)
ერთი მოსმენა
✓ 14 ✗ 73
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (5)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-26
ბიუროს ნომერი 74
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) პირველი მუხლის
31 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ
არარეზიდენტი პირისაგან ტელე-/რადიოპროდუქციის (პროგრამის, გადაცემის,
ფილმის,
რეპორტაჟის,
კულტურული
ღონისძიების)
ან/და
მასთან
დაკავშირებული
მომსახურების,
აგრეთვე
სატელიტური
თანამგზავრის
საშუალებით ტელე-/რადიოპროდუქციის (პროგრამის, გადაცემის, ფილმის,
რეპორტაჟის, კულტურული ღონისძიების) გავრცელებასთან ან/და მის
მიღებასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების,
სერიალ(-ებ)ის, მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმ(-ებ)ის დამზადებასთან
დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე;“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ქუთაისი,
2017 წ.
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზია 2016 წლის 19 დეკემბერს საქართველოს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განსახილველად წარმოდგენილი
საზოგადოებრივი
მაუწყებლის
თანამშრომლების
საკანონმდებლო
წინადადება
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№2377),
რომლის საფუძველზეც შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, საზოგადოებრივი
მაუწყებლის თანამშრომელთა, აღნიშნულ სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისა და
პარლამენტის წევრების ფართო ჩართულობით მომზადდა წინამდებარე პროექტი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ნორმალური ფუნქციონირების შემაფერხებელი არის
დღეს მოქმედი კანონმდებლობა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში უშუალოდ
საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებაში. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“
საქართველოს კანონის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების
ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. შესაბამისად, „მაუწყებლობის
შესახებ“ საქართველოს კანონის 201 მუხლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის
მიერ განსახორციელებელი ტელე-რადიო-პროდუქციის (პროგრამები, გადაცემები,
ფილმები, რეპორტაჟები, კულტურული ღონისძიებები) ან/და მასთან დაკავშირებული
მომსახურების შესყიდვა ხორციელდება
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული წესის ნაკლოვანება მდგომარეობს იმაში,
რომ უმრავლეს შემთხვევაში, გაუთვალისწინებელი მოვლენების გამო, წინასწარ ვერ
ხერხდება სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, ხოლო უმოკლეს ვადებში კი ვერ
ხორციელდება კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა.
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ჯერჯერობით კვლავ
ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საგამონაკლისო წესით „სახელმწიფო
შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი არ გავრცელდეს საზოგადოებრივი
მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების,
სერიალ(-ებ)ის,
მხატვრული
ან/და
დოკუმენტური
ფილმ(-ებ)ის
დამზადების
მომსახურების შესყიდვაზე.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31
პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის თანახმად, ამ კანონის
მოქმედება არ გავრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადასაცემი
გადაცემების, სერიალ(ებ)ის, მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმ(ებ)ის დამზადების
მომსახურების შესყიდვაზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ან
სხვა
სახის
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
გადასახდელის შემოღებას.
ან
სხვა
სახის
გადასახადის,
მოსაკრებლის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
საქართველოს
ორმხრივ
მიერ
და
დადებულ
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადების მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შეიქმნა
სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც პარლამენტის წევრები,
ასევე
საზოგადოებრივი
მაუწყებლისა
და
არასამთავრობო
ორგანიზაციების
წარმომადგენლები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2016 წლის 6 იანვრის
გადაწყვეტილებით
„მაუწყებლობის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტთან
დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
პარლამენტის წევრები: გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, რომან კაკულია, გიორგი ხატიძე,
ნინო გოგუაძე, სოფიო კილაძე, მამუკა მდინარაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით
მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, მერაბ ქვარაია, ლევან კობერიძე, ენძელა მაჭავარიანი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო
1. ეს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ,
ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს.
2. ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე,
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ
სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა.
3. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ
სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების
ნუსხას და შესყიდვების განხორციელების წესს შეიმუშავებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა
და კრიზისების მართვის საბჭო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
31. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებზე:
ა) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო
პოლიტიკის
განხორციელებასთან
და
ნაღდი
ფულით
ქვეყნის
ეკონომიკის
უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, აგრეთვე საქართველოს
ეროვნული ბანკის ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული
ფირმის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
მიერ დამტკიცებული ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯების ბიუჯეტიდან
გამომდინარე შესყიდვები, გარდა არამატერიალურ აქტივებთან, ოქროს ზოდებთან,
საკოლექციო ან/და სხვა საჭიროებისათვის განკუთვნილ ლარის ბანკნოტებსა და
მონეტებთან, აგრეთვე ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირებასთან
დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვებისა, რეგულირდება ამ კანონით;
ბ) იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახსრებით განსახორციელებელ
სახელმწიფო შესყიდვებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით ითვლებიან
რელიგიურ ორგანიზაციებად;
გ) ელექტროენერგიის, გარანტირებული სიმძლავრის,
წყალმომარაგების სახელმწიფო შესყიდვებზე;
ბუნებრივი
გაზისა
და
დ) (ამოღებულია );
დ 1) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო
დაწესებულებისათვის, თავდაცვის ატაშესათვის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვისა და
შინაგან საქმეთა სამინისტროების და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის წარმომადგენლებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო
შესყიდვაზე, გარდა ამ კანონის 10 1 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ე) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის,
საქართველოს
პრემიერ-მინისტრის,
საქართველოს
მინისტრის,
საქართველოს
სახელმწიფო მინისტრის ან/და ქ. თბილისის მერის შეხვედრებისა და ვიზიტების,
საქართველოს პარლამენტში დელეგაციების მიღებისა და საქართველოს პარლამენტის
დელეგაციების
საზღვარგარეთ
ვიზიტების
ორგანიზების
უზრუნველსაყოფად,
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დელეგაციების მიღებისა და საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციების საზღვარგარეთ ვიზიტების ორგანიზების
უზრუნველსაყოფად, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა
და ქ. თბილისის მერიის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით
განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებზე;
ვ)
საბიუჯეტო
კლასიფიკაციის
„საქონელი
და
მომსახურების“
მუხლით
გათვალისწინებულ შტატგარეშე მომუშავეთა მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე,
აგრეთვე მივლინების დროს განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვაზე;
[ვ)
საბიუჯეტო
კლასიფიკაციის
„საქონელი
და
მომსახურების“
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციული
ხელშეკრულებითა
და
შრომითი
ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, აგრეთვე
მივლინების დროს განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვაზე; (ამოქმედდეს 2017
წლის 1 ივლისიდან)]
ზ) (ამოღებულია);
თ) საექსპერტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, თუ აღნიშნული მომსახურების
შესყიდვა ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე–
147-ე მუხლების შესაბამისად;
ი) უძრავი ქონების სახელმწიფო შესყიდვასთან, ასევე უძრავი ქონების სარგებლობის
უფლებით მიღებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე.
კ) ვაუჩერის გამოყენებით განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
შესაბამისი მომსახურების/საქონლის დაფინანსებაზე, აგრეთვე ვაუჩერის განაღდებისა და
განაღდებასთან დაკავშირებულ ოპერაციებზე;
ლ) შეხვედრების ჩასატარებლად შესაბამისი ფართობის დაქირავებასთან დაკავშირებულ
სახელმწიფო შესყიდვებზე;
ლ 1) სოციალური რეკლამის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მათ შორის,
ვებგვერდითა და სოციალური ქსელით, გავრცელებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო
შესყიდვებზე (გარდა ტელერადიოეთერის დროის შესყიდვასთან დაკავშირებული
სახელმწიფო შესყიდვისა, რომელიც ხორციელდება ამ კანონის შესაბამისად,
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 66 1 მუხლის მე-2 პუნქტით
განსაზღვრული პირობებით);
მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ
არარეზიდენტი პირისაგან ტელე-/რადიოპროდუქციის (პროგრამის, გადაცემის, ფილმის,
რეპორტაჟის, კულტურული ღონისძიების) ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურების,
აგრეთვე სატელიტური თანამგზავრის საშუალებით ტელე-/რადიოპროდუქციის
(პროგრამის, გადაცემის, ფილმის, რეპორტაჟის, კულტურული ღონისძიების)
გავრცელებასთან ან/და მის მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე;
ნ) სუვერენული საკრედიტო – სარეიტინგო მომსახურებისა და სახელმწიფო ფასიან
ქაღალდებთან დაკავშირებული საკრედიტო – სარეიტინგო მომსახურების შესყიდვებზე,
აგრეთვე აღნიშნული მომსახურების მიმწოდებლისათვის საკრედიტო – სარეიტინგო
მომსახურების თანმდევი ხარჯების ანაზღაურებაზე;
ო) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის ან აგენტის მიერ
ლატარიის ბილეთის შენახვის, სარეალიზაციო ან/და ლატარიის ორგანიზატორის
სარეკლამო საქონლის უსასყიდლო გავრცელებასთან დაკავშირებული მომსახურების
სახელმწიფო შესყიდვაზე;
პ) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის მიერ აღნიშნულ
საწარმოში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის მართვის უფლების მქონე
პირისაგან მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე;
ჟ) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის მიერ ლატარიის
ორგანიზებისათვის ან/და ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაციული და ტექნოლოგიური
მხარდაჭერის სახელმწიფო შესყიდვაზე;
რ) შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ სავაჭრო ობიექტებიდან რეალიზაციის მიზნით
შეძენილი საქონლის სახელმწიფო შესყიდვაზე;
ს) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისაგან“ საფოსტო და
საკურიერო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვაზე;
ტ) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების
სახელმწიფო შესყიდვაზე;
უ) „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის
განსაკუთრებით საშიში პათოგენების აღმოჩენის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის
და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემისა და საქართველოს რიჩარდ
ლუგარის
სახელობის
საზოგადოებრივი
ჯანდაცვის
კვლევითი
ცენტრის
უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯებისა და პასუხისმგებლობების გადაცემის
შესახებ“ შეთანხმების შესაბამისად ერთიანი ლაბორატორიული სისტემისათვის
განკუთვნილ იმ საქონლის სახელმწიფო შესყიდვებზე, რომლის ჩამონათვალიც
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
4. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო
ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და
განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის
საკრედიტო ბანკის (KFW) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ განსაზღვრული
შესყიდვების
პროცედურები,
თუ
ეს
ორგანიზაციები
არიან
შესყიდვების
განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი. იმ
შემთხვევაში,
თუ
აღნიშნული
ორგანიზაციები
არ
არიან
შესყიდვების
განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი,
აგრეთვე სხვა ორგანიზაციების შესყიდვების პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ
იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
5. (ამოღებულია) .