„საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
22.06.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2016 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გ. ფოფხაძე, გ. ხატიძე, გ. მაჭარაშვილი, ს. კილაძე, რ. კაკულია, ე. ბესელია, მ. მდინარაძე, ლ. კობერიძე, მ. ქვარაია, ე. მაჭავარიანი, დ. მათიკაშვილი, ვ. ზარდიაშვილი, ნ. გოგუაძე
ნომერი
#07-3/78/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(ვეტო)

📋 განხილვის ეტაპები

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-26
ბიუროს ნომერი 74

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 32(39), 1999 წელი, მუხ. 166) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი: „6. ამ კოდექსის III თავის მოქმედება, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ გამონაკლის შემთხვევებში, არ ვრცელდება სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელზე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი, 2017 წ. გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზია 2016 წლის 19 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განსახილველად წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების საკანონმდებლო წინადადება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№2377), რომლის საფუძველზეც შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა, აღნიშნულ სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისა და პარლამენტის წევრების ფართო ჩართულობით მომზადდა წინამდებარე პროექტი. უფრო ფართოდ განისაზღვრება საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის საჯაროობის საკითხი, რადგან მთელი რიგი ინფორმაცია, რომელიც იქმნება საზოგადოებრივ მაუწყებელში და უკავშირდება მის სტრატეგიულ გეგმებს, ინოვაციურ აღმოჩენებს, ინტელექტუალურ-შემოქმედებით ინოვაციებს/სიახლეებს, მათი რეალიზაციის დასრულებამდე, არ უნდა წამოადგენდეს საჯარო ინფორმაციას, ვინაიდან ამ ინფორმაციის განსაჯაროება სასარგებლო ინფორმაციას შეიძლება წარმოადგენდეს სხვა კონკურენტი კომპანიებისთვის/მაუწყებლებისთვის, რომლებიც ამ გეგმების რეალიზაციაში ბევრად უფრო მოქნილების არიან ვიდრე საზოგადოებრივი მაუწყებელი, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს რა თქმა უნდა ართმევს განახლების, განვითარების და მიმზედველობის ამაღლების პერსპექტივას. ყოველივე ეს კი აისახება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეფექტურობაზე შინაარსობრივი ვალდებულების შესრულების მიმართულებით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და ამ კოდექსის ნორმების შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლს ემატება მე-6 ნაწილი, რომლის თანახმად, ამ კოდექსის III თავის მოქმედება არ გავრცელდება საზოგადოებრივი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ გამონაკლის შემთხვევებში. მაუწყებელზე ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: ან სხვა სახის კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახდელის შემოღებას. ან სხვა სახის გადასახადის, მოსაკრებლის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: მიმართება საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. საქართველოს ორმხრივ მიერ და დადებულ მრავალმხრივ ორმხრივ და დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც პარლამენტის წევრები, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2016 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები: გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, რომან კაკულია, გიორგი ხატიძე, ნინო გოგუაძე, სოფიო კილაძე, მამუკა მდინარაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, მერაბ ქვარაია, ლევან კობერიძე, ენძელა მაჭავარიანი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 3. კოდექსის მოქმედების სფერო 1. ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად. 2. ამ კოდექსის მოქმედება, გარდა III თავისა, არ ვრცელდება შემდეგი სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე: ა) საქართველოს პარლამენტი; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები; ბ) საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოები; გ) საქართველოს სახალხო დამცველი; დ) საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოები; ე) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო; ვ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ; ზ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ ი წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები . 3. ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ორგანოების და ამ ორგანოთა თანამდებობის პირების იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელებასთან. 4. ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია: ა) დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან; ბ) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან; გ) სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან; გ1) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აქტების აღსრულებასთან; დ) სამხედრო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებასთან, აგრეთვე სამხედრო დისციპლინის საკითხებთან, თუ ეს არ ეხება პირის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებსა და თავისუფლებებს; ე) საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირთა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დანიშვნისა და გათავისუფლების, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ი“ და „პ“ ქვეპუნქტებითა და მე-2−მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებასთან; ვ) საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების შესრულებასა და საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან. 5. ამ კოდექსის III თავის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე , რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო საარბიტრაჟო , უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო სასამართლოებში მათ მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მიმდინარე სამართალწარმოებასა და საქმეთა განხილვაში საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობასთან . სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაცია გაიცემა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების ან /და ამ ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოების წესების შესაბამისად .