„ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
18.10.2017
ავტორი
პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
ინიციატორი
ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები"
ნომერი
#07-3/95/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-24
ბიუროს ნომერი 96

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონის პროექტი „ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ“ ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო 1. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე „ბოლო საცხოვრისის“ მიმართ იძულებითი აღსრულების წესსა და პირობებს. 2. ამ კანონსა და სხვა კანონით დადგენილ ზოგად ნორმებს შორის კოლიზიის დროს გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები, როგორც სპეციალური ნორმები. 3. ამ კანონით დაცული ურთიერთობების მოსაწესრიგებლად კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი ავსებენ ამ კანონის მოთხოვნებს. თუ კანონქვემდებარე აქტები ეწინააღმდეგება კანონს, მოექმედებსეს კანონი. მუხლი 2. ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების მონაწილე მხარეები 1. სააღსრულებო წამოების მხაეებს წარმოადგენენ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მხარეები. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება 1. „ბოლო საცხოვრისი“ - უძრავი ნივთი, რომელიც წარმოადგენს მოვალისა და მისი ოჯახის წევრებზე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ერთადერთ უძრავ ნივთს. 2. „ბოლო საცხოვრისის მესაკუთრე“ - ბოლო საცხოვრისი მესაკუთრე შეიძლება იყოს მხოლოდ ფიზუკური პირი. 3. ,,ოჯახი წევრი” - მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი ან გერი. ბოლო საცხოვრისისი მიმართ იძულებითი აღსრულება მუხლი 4. ბოლო საცხოვრისზე იძლებითი აღსრულების დაუშვებლობა. იძულებითი აღსრულება ბოლო საცხოვრისის მიმართ დასაშვებია მხოლოდ ამ კანონის მე5 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 5. იძულებითი აღსრულების წესი ბოლო საცხოვრისის მიმართ. 1. თუ ფიზიკური პირის მიმართ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად დაწყებულია იძლებითი აღსრულება და ვალდებულების შესასრულებლად სარეალიზაციოდ მიქცეულია საცხოვრებელი სახლი, აღმასრულებელი ვალდებულია დაადგინოს სარეალიზაციოდ მიქცეული საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს თუ არა მოვალისა და მისი ოჯახის წევრების ბოლო საცხოვრებელს. 2. თუ აღმასრულებლის მიერ დადგინდება, რომ საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს მოვალის და მისი ოჯახის წევრების ბოლო საცხოვრებელ სახლს აღმასრულებელი ვალდებულია შეაჩეროს სააღსრულებო საქმის წარმოება 3 წლის ვადით. 3. სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერების პერიოდში მოვალე კრედიტორის სასარგებლოდ ყოველთვიურად იხდის ვალდებულების „საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის ერთი მეთორმეტედი, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან. 4. ერთი წლის განმავლობაში 6 თვის სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში აღმასრულებელი კრედიტორის განცხადების საფუძველზე განაახლებს იძულებითი აღსრულების საქმის წამოებას და „სააღსრულებო წამოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად სარეალიზაციოდ მიაქცევს მოვალის ბოლოს საცხოვრისს. 5. შეჩერების პერიოდის გასვლის შემდეგ თუ მოვალე არ დაფარავს აღსასრულებელ თანხას აღმასრულებელი მოვალის ბოლო საცხოვრისს მიაქცევს სარეალიზაციოდ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 6. იძულებითი აღსრულების წესი გასხვისებული ბოლო საცხოვრისის მიმართ. თუ პირის მიმართ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდა იძულებითი აღსრულება და იძლებითი ან/და ნებაყოფილობითი აუქციონის წესით გასხვიხებული იქნა პირის ბოლო საცხოვრისი, მის მიმართ არ განხორციელებულა იძულებითი წესით ნივთის გამოთხოვა და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის იგი ფლობს გასხვისებულ ქონებას: 1.1 ამ კანონის ამოქმედებიდან 3 წლის განმავლობაში მას შეუძლია გამოისყიდოს გასხვისებული ქონება იმ ოდენობის თანხით, რაც დაფიქსირებული იქნა იძულებითი ან/და ნებაყოფილობით ნებაყოფილობითი აუქციონის შედეგად სააღსრულებო ხარჯების ჩათვლით. 1.2 გამოსყიდვის პერიოდში პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განსაღვრული თანხის ოდენობით ყოველთვიური ქირა. 1.3 თუ პირი ამ კანონის ამოქმდებებიდან 3 წლის განმავლობაში არ გადაიხდის ქონების გამოსყიდვის თანხას ქონება დაექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172ე მუხლის მოთხოვნებს. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი მუხლის 6. კანონის გავრცელება არსებულ ვალდებულებით ურთიერთობებზე და მიმდინარე სააღსრულები საქმეებზე. 1. ეს კანონი ვრცელდება არსებულ ვალდებულებით ურთიერთობებსა და მიმდინარე სააღსრულებო საქმეებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის დროისა. 2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ჩერდება ყველა იმ კანონების მოქმედება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ამ კანონის მოთხოვნებთან. მუხლი 7. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი: გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება გამოწვეულია იმ არსებითი ხასიათის სამართლებრივი ხარვეზებით, რაც 2006 წლის შემდეგ წინა ხელისუფლების მიერ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შედეგად კრედიტორისა და მევალეს შორის კრედიტორის სასარგებლოდ ბალანსის დარღვევამ გამოიწვია, რაც ინერციით დღემდე გრძელდება. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ისე იწყება აღსრულება და სრულდება მოვალის მიმართ, რომ სამართლებრივი დავა მხარეებს შორის არც კი წარმოებს. მოქმედი კანომდებლობა კრედიტორს დომინანტურ მდგომარეობას უქმნის. კრედიტორების ინტერესზე მორგებული კანონმდებლობა აძლევს მათ შესაძლბლობას მოვალეს კაბალურ ხელშეკრულებაზე მოაწერინოს ხელი ალტერნატივის არასებობის გამო. მოუწესრიგებელი მძიმე სოციალური და ეკონომიური პირობებიდან გამომდინარე, რამაც აიძულა მოსახლეობის დიდი ნაწილი ესარგებლათ ქვეყანაში დამკვიდრებული მანკიერი ფულად-საკრედიტო ურთიერთობებით, რომლისპირობებს სახელმწიფო მართველობის რანგში აყვანილი საბანკო და „კერძო სამევახშეო“ სისტემა თავაზობდა. ნაცვლად ქყვეყნის ეკონომიკის განვითარებისა, დღეის მდგომარეობით ფულად საკრედიტო და ე.წ. „კერძო სამევახშეო“ სისტემა ქვეყნისა და ეკონომიკის მთავარ დამაბკოლებელ ძალად იქცა. მათ მიზანს არა ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარება არამედ, მოსახლეობით საკუთრებაში არსებული ურავი ქონები დასაკუთრება წარმოადგენს, რაც ხშირ შემთხვევაში მოსახლეობისუსახლკაროდ დატოვებასა და მათ საზღვარგარეთ გადინების მიზეზი ხდება. დღეის მდგომარეობით საჯარო რეესტრის მონაცემებით რეგისტრირებული იპოთეკების რაოდენობამ 287 052 მიაღწია, აქედან კვალიფიციური საბანკო ორგანიზაციების წილი მხოლოდ 42 000 ერთეულ იპოთეკას აღწევს. თუ გავითვალისწინებთ რეგისტრირებული იპოთეკების ასეთ კოლოსალურ ოდენობას და იმ ფაქტს, რომ მათი ძირითადი ნაწილი პობლემურია, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას, 2016 წელის განმავლობაში 200 000 გაწეულ კონსულტაციას მოქალაქეების მიმართ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი გააუმჯობესებს კრედიტორებსა და მოვალეებს შორის არსებულ დისბალანს და მიცსემს ხელშეკრულების მხარებს თანაბარ პირობებში ჩადგნენ. რითაც სახლემწიფო დაიცავს თავის მოქალაქეებს შემდგომი გართულებებისა და უკანონო გამოსახლებებისაგან. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია აღმოფხვრას ის კანონმდებლობის ხარვეზები და გამოასწოროს მდგომარეობა ზემოთ ჩამოვლილ პრობლემებთან დაკავშირებით. მხოლოდ ამ ფორმით დადგენილი რეგულირებების შემთვევაშია შესაძლებელი კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ურთიერთობების დაბალანსება და მოქალაქეების დაცვა უსახლკაროდ დარჩენისაგან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში: წესრიგდება საქართველოს ტერიტორიაზე „ბოლო საცხოვრისის“ მიმართ იძულებითი აღსრულების წესი და პირობები. პროექტის შესაბამისად განიმარტება რამოდენიმე ტერმინი, კერძოდ „ბოლო საცხოვრისი“ განიმარტება, როგორც - უძრავი ნივთი, რომელიც წარმოადგენს მოვალისა და მისი ოჯახის წევრებზე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ერთადერთ უძრავ ნივთს, ამასთან „ბოლო საცხოვრისის მესაკუთრე“ შეიძლება იყოს მხოლოდ ფიზუკური პირი. „ოჯახი წევრში“ კი მოიაზრება - მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი ან გერი. განისაზღვრება აღსრულების თავისებურებანი და შესაბამისი პროცედურები, მათ შორის, მაგალითად: შესაბამისი გარემოების არსებობისას აღმასრულებელი ვალდებული იქნება დაადგინოს სარეალიზაციოდ მიქცეული საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს თუ არა მოვალისა და მისი ოჯახის წევრების ბოლო საცხოვრებელს, ხოლო თუკი დაადგენს, რომ საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს მოვალის ბოლო საცხოვრებელ სახლს, აღმასრულებელი ვალდებულია შეაჩეროს სააღსრულებო საქმის წარმოება 3 წლის ვადით. განისაზღვრა შესაბამისი რეგულაციები იმ შემთხვევაში, თუ პირის მიმართ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად უკვე განხორციელდა იძულებითი აღსრულება და იძლებითი აუქციონის წესით ან/და ნებაყოფილბით გასხვიხებული იქნა პირის ბოლო საცხოვრისი და მის მიმართ არ განხორციელებულა იძლებითი წესით ნივთს გამოთხოვა და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის იგი ფლობს გასხვიებულ ქონებას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკების რაოდენობა დღეის მდგომარეობით შეადგენს 287 ათასზე მეტ იპოთეკას, რომელთა მხოლოდ მცირე წილი 42 000 -მდე იპოთეკა წარმოადგენს კვალიფიციურ საბანკო დაწესებულებების მიერ დარეგისტრირებულ იპოთეკას. დარჩენილი 245 ათასი იპოთეკის (იურიდიული და ფიზიკური (ე.წ. მევახშეები) პირების მიერ გაფორმებული იპოთეკა) გარკვეული ნაწილის ფულადი ნაკადების მოძრაობა აღურიცხავია, რითაც ბიუჯეტი კარგავს საგადასახადო შემოსავლებს. შემოთავაზებული კანონპროექტით მოხდება კრედიტორების მიერ მიღებული შემოსავლების ზუსტი აღრიცხვა, რაც საგადასახადო ორგანოებს მისცემს საშუალებას ზუსტად განსაზღვრონ კრედიტორებზე საშემოსავლო და მოგების გადასახადების ოდენობა. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფო არ იღებს რაიმე ახალ ფინანსურ ვალდებულებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი ხელს შეუწყობს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომლისთვისაც იპოთეკით დატვირთული ქონება წარმოადგენს ბოლო საცხოვრისს. ამასთანავე, კანონპროექტის მოქმედება ზეგავლენას მოახდენს კრედიტორების ფინანსურ მდგომარეობაზე, რამდენადაც კანონპროქტის შესაბამისად სააღსრულებლო წარმოება შეჩერდება მინიმუმ 6 თვით და მაქსუმუმ 3 წლით. შეჩერების პერიოდში კრედიტორი მიიღებს კანონპროექტით განსაზღვრულ შემოსავლებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ვალდებულებებს. საერთაშორისო ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ორმხრივ და კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: იურისტი: ბექა ფერაძე; არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ,,სახალხო ტრიბუნები“. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია: პოლიტიკური გაერთიანება ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საპარლამენტო ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტები“