„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ“
- „ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-24
ბიუროს ნომერი 96
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონის პროექტი
„სააღსრულებო
წამოებათა
შესახებ“ საქართველოს კანონში
დამატებების შეტანის შესახებ
ცვლილებებისა
და
მუხლი1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის პუნქტი მე-13 პუნქტი
„13. აღმასრულებელი ვალდებულია ყოველი სააღსრულებო მოქმედების შესრულების შესახებ
აცნობოს სააღსრულებო წარმოების მხარეებს.“.
2. 61-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
,,მუხლი 61. უძრავ ქონებაზე აღსრულებას ექვემდებარება მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები და
საჯარო რეესტრში შეტანილ უძრავ ქონებაზე საერთო საკუთრების წილი. გარდა ბოლო საცხოვრისისა,
რომლის მიმართ აღსრულების საკთხი რეგურლირდება „ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი
აღსრულების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს კანონი გამოქვეყნდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს
კანონის პროექტზე
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
1. „სააღსრულები წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს მოვალის
ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის შემეთხვევაში აუქციონის თარიღის შეტყობინებას, მოვალის
გაფრთხილებას. მოვალეზე გადახდის შესახებ წინადადების ჩაბარების შემდეგ აღმასრულებელი
სარეალიზაციოდ მიქცეული ქონების თაობაზე გასხვისებამდე არავითარ ინფორმაციას არ აწვდის
მოვალეს. პრაქტიკიდან და სტატისტიკიდან გამომდინარე, გადახდის შესახებ წინადადების ჩაბარებიდან
აუქციონის ჩატარების ვადა რამოდენიმე თვე ჭიანურდება და ისე გადის ქონება აუქციონზე - ამის
შესახებ მოვალეს არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია აღმოფხვრას ის კანონმდებლობის
ხარვეზები და გამოასწოროს მდგომარეობა ზემოთ ჩამოვლილ პრობლემებთან დაკავშირებით. მხოლოდ
ამ ფორმით დადგენილი რეგულირებების შემთვევაშია შესაძლებელი კრედიტორსა და მოვალეს შორის
არსებული ურთიერთობების დაბალანსება და მოქალაქეების დაცვა უსახლკაროდ დარჩენისაგან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება
ითვალისწინებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში მე-17 მუხლში მე-13
პუნქტი დამატებას, რომელიც ითვალისწინებს აღმასრულებლის ვალდებულებას სააღსრულებო
წარმოების მხარეებს აცნობოს მის მიერ განხორციელებული ყოველი სააღსრულებო მოქმედების
განხორციელებას შესახებ. ამასთან, პროექტის მიხედვით, უძრავ ქონებაზე აღსრულებას
ექვემდებარება მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები და საჯარო რეესტრში შეტანილ უძრავ
ქონებაზე საერთო საკუთრების წილი, გარდა ბოლო საცხოვრისისა, რომლის მიმართ
აღსრულების საკთხი რეგურლირდება „ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების
წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
ბიუჯეტის
ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფო არ იღებს რაიმე ახალ ფინანსურ ვალდებულებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი ხელს შეუწყობს მოაწესრიგოს ფინანსური
ურთიერთობები იმ პირთა შორის,
რომლებსაც ეხებათ ეს კანონპროექტი .
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი
გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა)
კანონპროექტის
მიმართება
ევროკავშირის
დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება საქართველოს
მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
იურისტი: ბექა ფერაძე; არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ,,სახალხო ტრიბუნები“.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში
მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია: პოლიტიკური გაერთიანება ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“.
ვ)
კანონპროექტის ინიციატორი:
საპარლამენტო ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტები“
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც)
წარმოდგენილი კანონის პროექტით შედის ცვლილება, მათ შორის ხდება მათი ამოღება
მუხლი 17. აღმასრულებლის უფლება-მოვალეობანი(15.07.2008. N210 ამოქმედდეს 2008
წლის 1 ოქტომბრიდან)
1.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის
მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის,
მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.
2.
ყველა ადმინისტრაციული ორგანო, საბანკო დაწესებულება, მოვალესთან
სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია
აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია მოვალის
ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ანგარიშებზე არსებული
ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ. (7.12.2010. N3884)
3.
აღმასრულებელი ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალობა და იგი
მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის გამოიყენოს. ამ მოთხოვნის დარღვევა იწვევს
პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4.
აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებისას უფლება აქვს,
შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალის ქონება. დათვალიერება
ფორმდება ოქმით. (7.12.2010. N3884)
5.
იძულებითი
განახორციელოს:
აღსრულების
პირობებში
აღმასრულებელი
უფლებამოსილია
ა) გადახდევინება:
ა.ა) მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით, ხოლო თუ
საკითხი ეხება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებას, აცნობოს
ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს;
ა.ბ) მოვალის ხელფასიდან, პენსიიდან, სტიპენდიიდან და სხვა შემოსავლებიდან;
ა.გ) მოვალის სხვა პირებთან არსებული ფულადი თანხებიდან და ქონებიდან, აგრეთვე
საინკასო დავალებების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან;
ბ) მოვალისათვის იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებით
კრედიტორს უნდა გადაეცეს;
გ) კანონის შესაბამისად აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში მითითებული სხვა
ღონისძიებები.
6.
ამოღებულია (7.12.2010. N3884)
7.
აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების
სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და
მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს
მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.
8.
თუ მოვალე არ დაუშვებს აღმასრულებელს, განახორციელოს მისთვის კანონით
მინიჭებული უფლებამოსილება, აღმასრულებელს შეუძლია დასახმარებლად მიმართოს
აღსრულების პოლიციას ან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს,
რომელიც ვალდებულია აღმოუჩინოს მას საჭირო დახმარება.
9.
აღმასრულებლისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ან თუ მოვალის
ბინაში განსახორციელებელ სააღსრულებო მოქმედებას არც მოვალე ესწრება და არც მისი
ოჯახის სრულწლოვანი წევრი, აღმასრულებელი ადგენს აქტს და აგრძელებს სააღსრულებო
მოქმედებას ადგილობრივი თვითმმართველობის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის თანდასწრებით. (7.12.2010. N3884)
10.
აღსრულების მსვლელობისას აღმასრულებელი უფლებამოსილია გამოიძახოს
სააღსრულებო წარმოების მხარეები სააღსრულებო დოკუმენტების გასაცნობად, სააღსრულებო
მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, მიიღოს ზეპირი და წერილობითი ინფორმაცია, თუ ეს
აუცილებელია აღსრულების მიზნებისათვის. (7.12.2010. N3884)
11.
აღმასრულებელს თავისი ქვემდებარე სააღსრულებო საქმის წარმოებისას მოძრავ
ქონებაზე და საბანკო ანგარიშებზე უფლება აქვს, სააღსრულებო მოქმედება განახორციელოს სხვა
სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზედაც.
12.
აღმასრულებელს უფლება აქვს, სააღსრულებო მოქმედება განახორციელოს
ნებისმიერ დროს, მათ შორის, არასამუშაო დროს და უქმე დღეს, თუ ეს აუცილებელია
კონკრეტული სააღსრულებო წარმოების ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე. (17.06.2011.
N4827 ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან)
მუხლი 61. გამოყენების სფერო უძრავ ქონებაზე აღსრულებას ექვემდებარება მიწის
ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები და საჯარო რეესტრში შეტანილ უძრავ ქონებაზე საერთო საკუთრების წილი.