„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
18.10.2017
ავტორი
პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
ინიციატორი
ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები"
ნომერი
#07-3/95/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-24
ბიუროს ნომერი 96

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება. 1. შევიდეს ცვლილება მუხლი 289 პირველ ნაწილში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, 1. იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 3111 მუხლით დადგენილი წესით. გარიგებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს აგრეთვე უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა, სხვა პირობები. საბანკო ანგარიში სადაც უნდა მოხდეს, როგორც სესხის გაცემა, ისე თანხების უკან დაბრუნება.“ 2. 300-ე მუხლიდან ამოღებული იქნას მე-3 ნაწილი. 3. შევიდეს ცვლილებები 302-ე მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის გაყიდვა ხდება აუქციონზე ხელშეკრულების მოშლის შემდეგ, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, რომლებიც აუქციონის ჩატარების მიზნით ნიშნავენ სპეციალისტს, მისივე თანხმობით. შეთანხმებით განისაზღვრება სპეციალისტის ანაზღაურება.“ 4. 302-ე მუხლიდან ამოღებული იქნას მე-31პუნქტი: 5. 625-ე მუხლში მე-5 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. სესხის გაცემის შემთხვევაში სარგებლის, ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირი თანხის ორმაგ ოდენობას. „ 6. 172-ე მუხლს დაემატოს შემდეგი სახის მესამე პუნქტი ,3. თუ სასამართლოს მიერ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი ნივთი წარმოადგენს მფლობელის ბოლო საცხოვრისს, გადაწყვეტილება აღსასრულებლად შეიძლება მიიქცეს მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მფლობელს დააკმაყოფილებს მინიმალური ფართით. 7. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლს დაემატოს მე-2 პუნქტი. ,,2. იმ პირის მიერ, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეძენის ან გასხვისების შემთხვევაში, რომელიც იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია შეძენილი ნივთის თანამესაკუთრედ დაარეგისტრიროს მისი მეუღლე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მეუღლე წერილობითი ფორმით უარს იტყვის შეძენილი ნივთის თანამეაკუთრედ რეგისტრაციაზე.“ 8. 625-ე მუხლს დაემატოს შემდეგი სახის 51პუნქტი. ,,51.თუ მოვალის მიერ კრედიტორის სასარგებლოდ გადახდილი ძირი თანხის, სარგებლის, ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად შეადგენს ძირი თანხის ორმაგ დეობას ვალდებულება ჩაითვალოს შესრულებულად. “ მუხლი 2. ეს კანონი გამოქვეყნდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება გამოწვეულია იმ არსებითი ხასიათის სამართლებრივი ხარვეზებით, რაც 2006 წლის შემდეგ წინა ხელისუფლების მიერ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შედეგად კრედიტორისა და მევალეს შორის კრედიტორის სასარგებლოდ ბალანსის დარღვევამ გამოიწვია, რაც ინერციით დღემდე გრძელდება. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ისე იწყება აღსრულება და სრულდება მოვალის მიმართ, რომ სამართლებრივი დავა მხარეებს შორის არც კი წარმოებს. მოქმედი კანომდებლობა კრედიტორს დომინანტურ მდგომარეობას უქმნის. კრედიტორების ინტერესზე მორგებული კანონმდებლობა აძლევს მათ შესაძლბლობას მოვალეს კაბალურ ხელშეკრულებაზე მოაწერინოს ხელი ალტერნატივის არარსებობის გამო. მოუწესრიგებელი მძიმე სოციალური და ეკონომიური პირობებიდან გამომდინარე, რამაც აიძულა მოსახლეობის დიდი ნაწილი ესარგებლათ ქვეყანაში დამკვიდრებული მანკიერი ფულადსაკრედიტო ურთიერთობებით, რომლის პირობებს სახელმწიფო მართველობის რანგში აყვანილი საბანკო და „კერძო სამევახშეო“ სისტემა თავაზობდა. ნაცვლად ქყვეყნის ეკონომიკის განვითარებისა, დღეის მდგომარეობით ფულად საკრედიტო და ე.წ. „კერძო სამევახშეო“ სისტემა ქვეყნისა და ეკონომიკის მთავარ დამაბრკოლებელ ძალად იქცა. მათ მიზანს წარმოადგენს არა ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარება არამედ, მოსახლეობის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დასაკუთრება, რაც ხშირ შემთხვევაში მოსახლეობის უსახლკაროდ დატოვებასა და მათ საზღვარგარეთ გადინების მიზეზი ხდება. დღეის მდგომარეობით საჯარო რეესტრის მონაცემებით რეგისტრირებული იპოთეკების რაოდენობამ 287 052 მიაღწია, აქედან კვალიფიციური საბანკო ორგანიზაციების წილი მხოლოდ 42 000 ერთეულ იპოთეკას აღწევს. თუ გავითვალისწინებთ რეგისტრირებული იპოთეკების ასეთ კოლოსალურ ოდენობას და იმ ფაქტს, რომ მათი ძირითადი ნაწილი პობლემურია, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას, 2016 წლის განმავლობაში 200 000 გაწეულ კონსულტაციას მოქალაქეების მიმართ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი გააუმჯობესებს კრედიტორებსა და მოვალეებს შორის არსებულ ბალანს, რითაც სახლემწიფო დაიცავს თავის მოქალაქეებს შემდგომი გართულებებისა და უკანონო გამოსახლებებისაგან. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია აღმოფხვრას ის კანონმდებლობის ხარვეზები და გამოასწოროს მდგომარეობა ზემოთ ჩამოვლილ პრობლემებთან დაკავშირებით. მხოლოდ ამ ფორმით დადგენილი რეგულირებების შემთვევაშია შესაძლებელი კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ურთიერთობების დაბალანსება და მოქალაქეების დაცვა შემდგომში უსახლკაროდ დარჩენისაგან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ 183-ე მუხლზე მე-2 პუნქტის დამატებას, რაც გულისმობს თანაცხოვრების განმავლობაში მეუღლეთა მიერ შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ მეუღლის დარეგისტრირებას. კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს კანონის 287-ე მუხლის მე2 ნაწილში ცვლილებების შეტანას, რაც გულისმობს კრედიტორსა და მოვალეს შოორის დადებული გარიგებში საბანკო ანგარიშის სავალდებულო მითთებას, სადაც უნდა მოხდეს, როგორც სესხის გაცემა, ისე თანხების უკან დაბრუნება. კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ 172-ე მუხლში მესამე პუნქტის დამატებას, რაც გულისმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, რომ თუ სასამართლოს მიერ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი ნივთი წარმოადგენს ბოლო საცხოვრისს, გადაწყვეტილება აღსასრულებლად შეიძლება მიიქცეს მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მფლობელს დააკმაყოფილებს მინიმალური ფართით. კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ 300-ე მუხლის მე-3 პუნქტის ამოღებას, რაც გულისმობს ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის შეზღუდვას. კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ 302-ე მუხლის პირველ პუნქტში ცვლილებების შეტანას, რაც გულისმობს მხარეების მიერ ხელშეკრულების მოშლის შემდეგ ნებაყოფილობით აუქციონის ჩატარებას. კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ 302-ე მუხლის მე-31 პუნქტის ამოღებას, რაც გულისმობს ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის შეზღუდვას. კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ 625-ე მუხლის მე-5 პუნქტში ცვლილებების შეტანას, რაც გულისმობს საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარის დადგენას. კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ 625-ე მუხლში 51პუნქტის დამატებას. რაც გულისმობს საპროცენტო განაკვეთით განსაზღვრული მაქსიმალური ზღვარის მიღწევის შემთხვევაში ვალდებულების შესრულებულად ჩათვლას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკების რაოდენობა დღეის მდგომარეობით შეადგენს 287 ათასზე მეტ იპოთეკას, რომელთა მხოლოდ მცირე წილი 42 000 -მდე იპოთეკა წარმოადგენს კვალიფიციურ საბანკო დაწესებულებების მიერ დარეგისტრირებულ იპოთეკას. დარჩენილი 245 ათასი იპოთეკის (იურიდიული და ფიზიკური (ე.წ. მევახშეები) პირების მიერ გაფორმებული იპოთეკა) გარკვეული ნაწილის ფულადი ნაკადების მოძრაობა აღურიცხავია, რითაც ბიუჯეტი კარგავს საგადასახადო შემოსავლებს. შემოთავაზებული ცვლილებებით მოხდება კრედიტორების მიერ მიღებული შემოსავლების ზუსტი აღრიცხვა, რაც საგადასახადო ორგანოებს მისცემს საშუალებას ზუსტად განსაზღვრონ კრედიტორებზე საშემოსავლო და მოგების გადასახადების ოდენობა. ასევე, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზეგავლენას მოახდენს სესხის გაცემის შემთხვევაში სარგებლის, ნებისმიერ საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ჯამური ოდენობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირი თანხის 100 %-მდე შემცირებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება მინიმალურ გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტის შესაბამისად გამოსახლების პროცესი ჩერდება მინიმუმ სამი წლით. სახელმწიფოს მიერ მფლობელის მინიმალური ფართით დაკმაყოფილების საკითხი მხოლოდ ამ ვადის შემდეგ შეიძლება წარმოიშვას. ეს შეიძლება იყოს სპეციალურად ასეთი საცხოვრებლის მშენებლობის ან ფართების შეძენის გზით, ან ასეთი ფართების ქირის გადახდით. დღეს არსებული მონაცემებით წლის განმავლობაში ხდება 1000-მდე გამოსახლება და ეს კანონი ფაქტიურად გამოსახლების შემთხვევების შემცირებას და მინიმუმამდე დაყვანას ემსახურება, ხოლო ბუჯეტიდან ხარჯების გაწევის ვალდებულება 3 წლის შემდეგ შეიძლება წარმოიშვას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის ვალდებულებას. მიხედვით სახელმწიფო არ იღებს რაიმე ახალ ფინანსურ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი ხელს შეუწყობს ,,მოვალეების“ ფინანსურ მდგომარეობის გაუმჯობესებას, ამასთანავე, კანონპროექტის მოქმედება ზეგავლენას მოახდენს კრედიტორების ფინანსურ მდგომარეობაზე, რამდენადაც კანონპროქტის შესაბამისად სესხის გაცემის შემთხვევაში სარგებლის, ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ჯამური ოდენობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირი თანხის 100%- მდე მცირდება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): სხვა კანონპროექტი გადასახდელს. არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. მიერ გ.გ) კანონპროექტის მიმართება მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: ორმხრივ საქართველოს საერთაშორისო და კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: იურისტი: ტრიბუნები“. ბექა ფერაძე; არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ,,სახალხო დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია: პოლიტიკური გაერთიანება ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საპარლამენტო ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტები“
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონის პროექტით შედის ცვლილება, მათ შორის ხდება მათი ამოღება მუხლი 289. იპოთეკის რეგისტრაცია 1. იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 3111 მუხლით დადგენილი წესით. გარიგებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს აგრეთვე უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები. 1 1. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დადებული იპოთეკის ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. იპოთეკის ხელშეკრულების დამოწმებისას ნოტარიუსი ვალდებულია განუმარტოს ხელშეკრულების მხარეებს ის სამართლებრივი შედეგები, რომლებიც მოჰყვება მათ მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას. 12. იპოთეკის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით ნოტარიუსი უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას. იპოთეკის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 13. ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული პირობა არ ვრცელდება კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების და კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მოთხოვნების უზრუნველსაყოფად დადებულ იპოთეკის ხელშეკრულებებზე. 2. მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნით საჯარო რეესტრი გასცემს იპოთეკის მოწმობას. იპოთეკის მოწმობის გაცემა რეგისტრირდება საჯარო რეესტრში. 3. იპოთეკის ხელშეკრულება, რომელზედაც მხარეთა შეთანხმებით გაიცემა იპოთეკის მოწმობა, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი სამართლებრივი ქმედება, რომელიც მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებას, უნდა დაამოწმოს იმავე ნოტარიუსმა, რომელმაც დაამოწმა აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულება. 4. საერთო იპოთეკაზე გაიცემა მხოლოდ ერთი იპოთეკის მოწმობა. მუხლი 300. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის გადასვლა კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში (25.12.2013. N1864 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს) 1. თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე გააჭიანურებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში, თუკი კრედიტორი (იპოთეკარი) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე ამის თაობაზე ერთობლივი განცხადებით მიმართავენ მარეგისტრირებელ ორგანოს. 2. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 3. თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე გააჭიანურებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი არ გადავა კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს, თუ ამის თაობაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსმა სანოტარო აქტში წერილობით განმარტა სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებითი აღსრულება განხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 302. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია (29.06.2007 N5127) 1. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის გაყიდვა ხდება აუქციონზე კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, რომლებიც აუქციონის ჩატარების მიზნით ნიშნავენ სპეციალისტს, მისივე თანხმობით. შეთანხმებით განისაზღვრება სპეციალისტის ანაზღაურება. 11. სპეციალისტის მიერ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ნივთის აუქციონზე რეალიზაცია არ ითვლება იძულებით აღსრულებად. (6.07.2010. N3368 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.) 2. ყოველი დათქმა, რომელიც მესამე პირებს მათი თანხმობის გარეშე აკისრებს ვალდებულებებს, ბათილია, რაც არ იწვევს აუქციონის შესახებ შეთანხმების ბათილობას. 3. კრედიტორისა და მესაკუთრის შეთანხმებით შეიძლება დადგინდეს აუქციონისაგან განსხვავებული რეალიზაციის ფორმა. 31. კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით. (4.12.2009. N2284 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.) მუხლი 625. გამსესხებლის ვალდებულება და პროცენტი სესხისათვის (29.12.2016. N 239 ამოქმედდეს 2017 წლის 15 იანვრიდან) (ამ მუხლის მოქმედება არ გავრცელდეს მის ამოქმედებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე) 1. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. 2. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. ამ ნაწილის მიზნებისათვის სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა არსებული სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე 5 სამუშაო დღე არ გასულა. ამ ნაწილით დადგენილი წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილზე, გარდა იმავე ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა. 3. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის (გარდა 1000 ლარამდე სესხისა) ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების (გარდა სანოტარო წესით იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან. ამ ნაწილის შესაბამისად, 1000 ლარამდე უზრუნველყოფილ სესხზე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა. 4. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული პირობები არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებებზე. 5. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს. 6. ამ მუხლის მიზნებისათვის „ეფექტური საპროცენტო განაკვეთი“ განიმარტება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით. 7. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ფიზიკურ პირზე 100 000 (ასი ათას) ლარამდე სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლარით გაცემულ სესხად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი. (625-ე მუხლის მე-7 ნაწილის მოთხოვნები არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის/საბანკო კრედიტის გადავადების, რესტრუქტურიზაციისა და რეფინანსირების შემთხვევებზე, თუ ეს ხდება თავდაპირველ გამსესხებელთან/საბანკო კრედიტის თავდაპირველ გამცემთან ხელშეკრულების დადებით) 8. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში გამსესხებელს ეკრძალება, მის მიერ გაცემული სესხის რეფინანსირების შემთხვევაში ან სესხის მომხმარებლის საკუთარი სახსრებით ან/და მესამე პირის მიერ, ამ კოდექსით დადგენილი წესით დაფარვის შემთხვევაში მომხმარებელს დააკისროს წინსწრებით დაფარვის საკომისიო ან/და პირგასამტეხლო ან ნებისმიერი საჯარიმო სანქცია, რომელიც შინაარსობრივად არის წინსწრებით დაფარვის საკომისიო ან/და პირგასამტეხლო, რომელიც სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 2 პროცენტს აღემატება. (625-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების მოთხოვნები არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემულ სესხზე/საბანკო კრედიტზე, გარდა ამ კანონის ამოქმედების შემდეგ სესხის/საბანკო კრედიტის ნებისმიერი ფორმით გადავადების, რესტრუქტურიზაციისა და რეფინანსირების შემთხვევებისა) მუხლი 172. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა 1. მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. 2. თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. 3. ამოღებულია (11.12.2015. N4625) მუხლი 183. უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა გარიგების საფუძველზე (8.12.2006. N3879 ამოქმედდეს 2007 წლის 15 მარტიდან.) უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.