„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ“
- „ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-24
ბიუროს ნომერი 96
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონის პროექტი
„სოციალური დახმარების შესახებ“საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ “
მუხლი
1.„სოციალური
დახმარების
შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 448) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება.
1. შევიდეს ცვლილება მე-4 მუხლის „ჟ“ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, ჟ) უსახლკარო პირი – მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირი, რომელიც
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში რეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო; ასევე ის პირი
ან პირთა წრე, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იძულებითი აღსრულების
შედეგად დაკარგეს ბოლო საცხოვრისი.“
2. შევიდეს ცვლილება მე-4 მუხლის „ს“ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ს) შეფასების სისტემა – სისტემა, რომლის მეშვეობითაც ფასდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობა, დგინდება მისი კეთილდღეობის დონე და განისაზღვრება მინიმალური საცხოვრისის
მიმღებ პირთა წრე.“
3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი სახის „ჟ1“ პუნქტი :
„ჟ1) ბოლო საცხოვრისი“ - უძრავი ნივთი, რომელიც წარმოადგენს პირის და მისი ოჯახის წევრებზე, საჯარო
რეესტრში რეგისტრირებულ ერთადერთ უძრავ ნივთს.“
4. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი სახის „ჟ2“ პუნქტი:
,,ჟ2) მინიმალური საცხოვრისი - სამინისტროს მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით პირის ან/და
ოჯახის წევრებისათვის დადგენილი მინიმალური საცხოვრებელი ფართი.“
5. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი სახის „ზ“ პუნქტი :
„ზ) მინიმალური საცხოვრისით უზრუნველყოფა“
6. კანონს დაემატოს შემდეგი სახის მუხლი 122:
,,მუხლი 122. მინიმალური საცხოვრისი
1. მინიმალური საცხოვრისის მიმღები შეიძლება იყოს, მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის
არმქონე პირი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში რეგისტრირებულია, როგორც
უსახლკარო. მათ შორის ის პირი ან პირთა წრე, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
იძულებითი აღსრულების შედეგად დაკარგეს ბოლო საცხოვრისი.“
2. მინიმალური საცხოვრისის ფართის ოდენობა, გადაცემის ფორმა და ვადები, არსებული მდგომარეობის
შეფასების კრიტერიუმები, რომელთა მეშვეობითაც დგინდება უსახლკაროდ ცნობა, განისაზღვრება
სამინისტროს მიერ, რომელიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.”
8. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი სახის გ1 პუნქტი:
„ გ1) შეიმუშავებს მეთოდოლოგიას უსახლკარო პირის სტატუსის დადგენისა და მინიმალური საცხოვრისის
განსაზღვრის შესახებ, რომელიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; “
9. შევიდეს ცვლილება მე-17 მუხლის „დ“ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ დ) აწარმოებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში რეგისტრირებულ უსახლკარო პირთა
ერთიან რეესტრს და ახორციელებს მათზე მინიმალური საცხოვრისის გადაცემას.“
მუხლი 2. დაევალოს საქართველოს მთავრობას და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს ექვსი თვის ვადაში უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტების გამოცემა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს
კანონის პროექტზე
„სოციალური დახმარების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ-თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადება განაპირობა იმან, რომ დღესდღეობით მწვავედ დგას უსახლკარო
პირთა პრობლემა, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო დაკარგეს საცხოვრისი, მათ რიგს ასევე დაემატა
უსახლკაროდ დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად იძულებითი აღსრულების შედეგად დაკარგეს ბოლო საცხოვრისი. დღეს მოქმედი
კანონმდებლობით
სახელმწიფო
საცხოვრისით
უზრუნველყოფს
დევნილებს,
სტიქიით
დაზარალებულებს და ა. შ. მაგრამ უსახლკარო პირების მიმართ მოქმედი კანონმდებლობით
სახელმწიფოს არა აქვს მათი მინიმალური საცხოვრისით უზრუნველყოფის მკაფიო ვალდებულება და
შემოფარგლულია მხოლოდ ადგილობრივი თვითმართველობების სამსახურების მიერ უსახლკარო
პირების აღრიცხვის, მათი ერთიანი ბაზის შექმნის და დროებითი თავშესაფრის მოწყობის
უფლებამოსილებით. ასევე, არ არის განსაზღვრული მათი კრიტერიუმები თუ ვინ შეიძლება იყოს
უსახლკარო პირი და რა ფორმით ან ვისგან უნდა გადაეცეს მას მინიმალური საცხოვრებელი ფართი.
მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონით ევალება აწარმოოს
ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში რეგისტრირებული უსახლკარო პირთა
ერთიანი რეესტრი, საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მოთხოვნაზე
მოეწოდებინათ ოფიციალური სტატისტიკა, პასუხი იყო, რომ ასეთი ერთიანი ბაზის წარმოება
სცილდება მათ კომპეტენციას, რაც დოკუმენტური დადასტურებაა იმისა, რომ სახელმწიფოს
მიერ უსახლკარო პირები მიტოვებულნი არიან უმწეო მდგომარეობაში, ყოველგვარი
საცხოვრებლის გარეშე. სწორედ აღნიშნულმა მიზეზებმა განაპირობა კანონპროექტის
მომზადების აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია სოციალური დახმარების სახედ
დაადგინოს მინიმალური საცხოვრისით უზრუნველყოფა, მოახდინოს უსახლკარო პირებზე სტატუსის
მინიჭების კრიტერიუმების განსაზღვრა, მათი ერთიან ბაზაში აღრიცხვა და მინიმალური საცხოვრისით
უზრუნველყოფა .
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად ტერმინთა განმარტებაში
განსაზღვრულ „უსახლკარო პირთა“ წრეს ემატება ის პირები, რომელთაც საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად იძულებითი აღსრულების შედეგად დაკარგეს ბოლო საცხოვრისი. ასევე
ემატება ორი ახალი ტერმინი „ბოლო საცხოვრისი“ რაც გულისხმობს უძრავ ნივთს, რომელიც
წარმოადგენს პირის და მისი ოჯახის წევრებზე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ერთადერთ უძრავ
ნივთს. „მინიმალური საცხოვრისი“, რაც გულისხმობს პირის ან/და ოჯახის წევრებისათვის მთავრობის
მიერ დადგენილ მინიმალური საცხოვრებელი ფართს.
სოციალური დახმარებების სახეებს ემატება „მინიმალური საცხოვრისით უზრუნველყოფა, რაც
გულისხმობს უსახლკარო პირებზე მინიმალური ოდენობის ფართის გადაცემას. სააგენტო აწარმოებს
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში რეგისტრირებულ უსახლკარო პირთა ერთიან
რეესტრს და ახორციელებს მათზე მინიმალური საცხოვრისის გადაცემას.
სამინისტროს ევალება შეიმუშაოს უსახლკარო პირის სტატუსის დადგენის და მინიმალური
საცხოვრისის განსაზღვრის მეთოდოლოგია, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა
დადგენილებით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით
დაფინანსების წყარო:
აუცილებელი
ხარჯების
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და
საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების შესაბამისად მოხდება
დაფინანსების წყაროს განსაზღვრა, რომელიც უფლებამოსილების დადგენის შემდეგ იქნება
შესაბამისი დონის ბიუჯეტი. მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის შემთხვევაში საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
რამდენადაც კანონპროექტის მიხედვით საქართველოს მთავრობას და საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კანონპროექტის მიღებიდან ექვსი თვის ვადაში
ევალებათ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა, სახელმწიფოს მიერ ამ
კანონპროექტით აღებული ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული დამატებითი საბიუჯეტო
სახსრების გამოყოფა უნდა მოხდეს 2018 და შემდეგ წლებში.
ბიუჯეტზე გავლენის ოდენობა დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის მიერ
დამტკიცებული დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული მინიმალური საცხოვრისის ფართის
ოდენობაზე, გადაცემის ფორმაზე და შესაბამისი სოციალური დახმარების მიმღებ ბენეფიციართა
რაოდენობაზე, რომელთა სტატუსის დადგენა მოხდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.
შედარებისათვის, უსახლკარო პირთა სოციალური საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის ერთ
ერთი ადგილობრივი თვითმართველობის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 48 ოჯახისათვის გამოიყო
2,5 მლნ. ლარი .
რაც შეეხება უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების დღეს არსებულ სტატისტიკას,
აღსანიშნავია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს #04/51819 წერილის თანახმად ვერ იქნა
შესაბამისი ინფორმაცია მოპოვებული ქვეყნის მასშტაბით, ხოლო მხოლოდ თბილისში აღრიცხულია
1715 უსახლკარო
ამასთან, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 24 ივლისის #61770 და შინაგან საქმეთა
სამინისტროს2017 წლის 15 აგვისტოს #41701763716 წერილების თანახმად სულ 2012-2017 წლებში
განხორციელდა 2758 (საშუალოდ წელიწადში 500 ) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის
გამოთხოვის საქმის აღსრულება.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი
ხელს შეუწყობს
იმ
პირთა საცხოვრებელი
და
ფინანსური
მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომლებსაც არ გააჩნია საცხოვრისი. მათ შორის
უსახლკაროდ დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად იძულებითი აღსრულების შედეგად დაკარგეს ბოლო
საცხოვრისი.
რაც შეეხება უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების დღეს არსებულ სტატისტიკას,
აღსანიშნავია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს #04/51819 წერილის თანახმად ვერ იქნა
შესაბამისი ინფორმაცია მოპოვებული ქვეყნის მასშტაბით, ხოლო მხოლოდ თბილისში აღრიცხულია
1715 უსახლკარო
ამასთან, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 24 ივლისის #61770 და შინაგან საქმეთა
სამინისტროს2017 წლის 15 აგვისტოს #41701763716 წერილების თანახმად სულ 2012-2017 წლებში
განხორციელდა 2758 (საშუალოდ წელიწადში 500) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის
გამოთხოვის საქმის აღსრულება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
ან
სხვა
სახის
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა)
კანონპროექტის
მიმართება
ევროკავშირის
დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის
მიმართება საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ბექა ფერაძე; ბესიკ ცქიფურიშვილი.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია: პოლიტიკური გაერთიანება
,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“.
ვ)კანონპროექტის ინიციატორი:
საპარლამენტო ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტები“
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი
სრული
რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც)
წარმოდგენილი კანონის პროექტით შედის ცვლილება
მუხლი 4. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ
შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ბენეფიციარი – სოციალური დახმარების მიმღები;
ბ) თავშესაფარი – სოციალური მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც უზრუნველყოფს
უსახლკარო პირებს ღამის სათევითა და საკვებით;
გ) რეინტეგრაცია
– სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული პირის
ბიოლოგიურ ოჯახში, მეურვესთან (მზრუნველთან) საცხოვრებლად დაბრუნება;
დ) მინდობით აღმზრდელი − დედობილი/მამობილი, რომელიც სახელმწიფოსთან
დადებული ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სპეციალური მზრუნველობის
საჭიროების მქონე იმ პირის თავისთან ცხოვრებას და მასზე ზრუნვას, რომელიც მისი ოჯახის
წევრი არ არის; (04.05.2017 N747)
ე) მინისტრი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრი;
ვ) ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი – ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი
წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც მიმართავს კომპეტენტურ ორგანოს
სოციალური დახმარების მოთხოვნით და წარმართავს მასთან ურთიერთობებს;
ზ) სააგენტო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
სისტემაში შემავალი სამსახური;
თ) სამინისტრო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრო;
ი) სოციალური დახმარება – ნებისმიერი სახის, ფულადი ან არაფულადი ხასიათის
სარგებელი, რომელიც განკუთვნილია სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე
პირისათვის, ღატაკი ოჯახისათვის ან უსახლკარო პირისათვის;
კ) სოციალური დახმარების სისტემა
– სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული,
ორგანიზებული
ან/და მისი მეთვალყურეობით
განხორციელებულ
ღონისძიებათა
ერთობლიობა, რომელიც მიმართულია სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირის,
ღატაკი
ოჯახის
ან
უსახლკარო
პირის
სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის
გაუმჯობესებისაკენ;
ლ) სოციალური მომსახურება – საქმიანობა, რომლის მიზანია არაფულადი სოციალური
დახმარების მეშვეობით სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირის, ღატაკი ოჯახის
ან უსახლკარო პირის სპეციფიკურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;
მ) სოციალური მომსახურების მიმწოდებელი – ადმინისტრაციული ორგანო, ფიზიკური ან
იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრული წესით უზრუნველყოფს
სოციალური მომსახურების მიწოდებას;
ნ) სოციალური მუშაკი – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალური
უფლებამოსილების მქონე პირი; (18.12.2009. N2386 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.)
ო) სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირები:
ო.ა) ობოლი და მშობელთა მზრუნველობამოკლებული ბავშვები;
ო.ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
ო.გ) ოჯახის მზრუნველობამოკლებული, თვითმომსახურების შეზღუდული უნარის
მქონე სრულწლოვანი;
ო.დ) მარჩენალდაკარგული; (24.04.2012. N6061 ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან)
ო.ე) მიუსაფარი ბავშვი; (22.06.2016. N5447 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
პ) პრევენცია – ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს პირის ოჯახურ
გარემოში
აღზრდის
უპირატესი
უფლების
დაცვას
და
მისი
მშობელთა
მზრუნველობამოკლებულად ცნობისთვის თავის არიდებას;
ჟ) უსახლკარო პირი – მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირი,
რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში რეგისტრირებულია, როგორც
უსახლკარო;
რ) ღატაკი ოჯახი – განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები პირი
ან პირთა წრე, რომელიც ეწევა ერთობლივ შინა სამეურნეო საქმიანობას და რომლის
სოციალურეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ
დადგენილ დონეზე ნაკლებია;
ს) შეფასების სისტემა – სისტემა, რომლის მეშვეობითაც ფასდება ოჯახის სოციალურეკონომიკური მდგომარეობა და დგინდება მისი კეთილდღეობის დონე;
ტ) მინდობით აღზრდა − სახელმწიფო ზრუნვის ფორმა, რომელიც მიახლოებულია
ოჯახურ ზრუნვასთან, მიზნად ისახავს მინდობით აღსაზრდელის მოვლასა და აღზრდას და
ხორციელდება სახელმწიფოსა და მინდობით აღმზრდელს შორის დადებული ხელშეკრულების
საფუძველზე;
(04.05.2017 N747)
უ) მინდობით აღსაზრდელი – სახელმწიფოსა და მინდობით აღმზრდელს შორის
დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მინდობით აღმზრდელისთვის მინდობით
აღსაზრდელად გადაცემული პირი; (04.05.2017 N747)
ფ) შინასამეურნეო საქმიანობა– ოჯახის სასიკეთოდ მიმართული საქმიანობა, რომელიც
ითვალისწინებს საცხოვრებელი ადგილის ერთობლივ გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას,
ოჯახისათვისსაჭიროსაარსებოსაშუალებებისმოპოვებასადაერთობლივგანკარგვა-განაწილებას.
ქ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი – პირი, რომელსაც ასეთი
სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად; (24.04.2012. N6061 ამოქმედდეს 2012 წლის 1
სექტემბრიდან)
ღ) მარჩენალდაკარგული – ერთ-ერთი ან ორივე გარდაცვლილი მშობლის შვილი
(შვილები)
18 წლის ასაკის მიღწევამდე. (24.04.2012. N6061 ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან)
ყ) მიუსაფარი ბავშვი − ქუჩაში მცხოვრები არასრულწლოვანი ან/და ქუჩაში მომუშავე
არასრულწლოვანი, რომელიც ასეთად იდენტიფიცირებულია შესაბამისი უფლებამოსილების
მქონე სოციალური მუშაკის მიერ, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების)
პროცედურების შესაბამისად. (22.06.2016. N5447 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
მუხლი 6. სოციალური დახმარების სახეები
სოციალური დახმარების სახეებია: ა)
საარსებო შემწეობა;
ბ) რეინტეგრაციის შემწეობა;
გ) მინდობით აღზრდის ანაზღაურება;
დ) სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება;
ე) არაფულადი სოციალური დახმარება;
ვ) სოციალური პაკეტი.
მუხლი 16. სამინისტროს კომპეტენციები და უფლება-მოვალეობანი სამინისტრო:
ა) არეგულირებს და კოორდინაციას უწევს სოციალური დახმარების სისტემის
ფუნქციონირებას;
ბ) ახორციელებს სოციალური დახმარების ეფექტიანობის მონიტორინგს;
გ) შეიმუშავებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების
მეთოდოლოგიას, რომელიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
დ) ამტკიცებს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს;
ე) საჭიროების შემთხვევაში ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს –
სპეციალიზებულ დაწესებულებებს, ამტკიცებს მათ დებულებებს (წესდებებს) და ნიშნავს
წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს;
ვ) აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების მიერ გაწეული სოციალური დახმარების შესახებ;
ზ)
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით
უფლებამოსილებებს.
განსაზღვრულ სხვა
მუხლი 17. სააგენტოს კომპეტენციები და უფლება-მოვალეობანი სააგენტო ამ კანონითა და
დებულებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმოადგენს ცენტრალურ და ადგილობრივ მეურვეობისა და მზრუნველობის
ორგანოს საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) წარმოადგენს სხვა სახელმწიფოში გაშვილების მიზნებისათვის ცენტრალურ
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს საქართველოს ტერიტორიაზე;
გ) აწარმოებს ქვეყანაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა
ერთიან ბაზას და ადამიანის სოციალური უფლებებისა და თავისუფლების დაცვისა და
სოციალური დახმარების ეფექტიანობის მონიტორინგის მიზნით უზრუნველყოფს საარსებო
შემწეობის მიმღებ ოჯახთა შესახებ ინფორმაციის საჯაროობას; (18.12.2009. N2386 ამოქმედდეს
2010 წლის 1 იანვრიდან.)
დ) აწარმოებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში რეგისტრირებულ
უსახლკარო პირთა ერთიან რეესტრს;
ე) უზრუნველყოფს ფულადი სოციალური დახმარების ადმინისტრირებას;
ე1) უფლებამოსილია მიმოწერისას და თავის საქმიანობაში გამოიყენოს შესაბამისი
პროგრამული უზრუნველყოფა, მართვის ავტომატიზებული საშუალებები და ელექტრონული
დოკუმენტბრუნვის სისტემა. ამასთანავე, ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი
შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღებისთანავე;
(21.04.2017 N663)
ვ) ამოღებულია (26.12.2008. N884 ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან)
ზ)
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით
უფლებამოსილებებს.
განსაზღვრულ სხვა