„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.10.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი „ადვოკატთა შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე
ნომერი
#07-3/96/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 70 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
II მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-24
ბიუროს ნომერი 96

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ,,ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. საქართველოს კანონში ,,ადვოკატთა შესახებ” (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 6.07.2001, მუხ. 78) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-3 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამართლის უზენაესობისა და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორცილების პატივისცემა;“; ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტები: „ა1. პროფესიული კომპეტენტურობა; ა2. ადვოკატის კეთილსინდისიერება, კარგი რეპუტაცია და იურიდიული პროფესიის პატივისცემა;“; 2. მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) შეასრულოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებულ განგრძობადი სავალდებულო იურიდიული განათლების მოთხოვნები;“; 3. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) კლიენტის თანხმობის გარეშე არ გაამჟღავნოს კლიენტის ვინაობა და საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში მისგან მიღებული ან/და მის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია (კონფიდენციულური ინფორმაცია).”; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ადვოკატს შეუძლია გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია მხოლოდ: ა) კლიენტის თანხმობის საფუძველზე; ბ) თუ ინფორმაციის ამგვარი გამოყენება წარმომადგენლობის ან დაცვის პროცესში აუცილებელია კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე იმ პირობით, რომ ასეთი ინფორმაციის გაცემა კლიენტს ადვოკატისთვის წინასწარ არ აუკრძალავს; გ) თუ ეს აუცილებელია ადვოკატის მიერ მის მიმართ წაყენებული ბრალდებისაგან ან მოთხოვნისგან თავის დასაცავად ან მის მიერ მიუღებელი ჰონორარის თაობაზე სასამართლო დავის შემთხვევაში.“. 4. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დაუშვებელია ადვოკატის მიერ პროფესიული ფუნქციების შესრულება იმ საქმეზე, რომელზედაც მან უკვე განახორციელა მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის, მედიატორის, არბიტრის, აღმასრულებლის, მოსამართლის თანაშემწის, სასამართლო სხდომის მდივნის, თარჯიმნის, დამსწრის, მოწმის, ექსპერტის, სპეციალისტის, საჯარო მოსამსახურის ან ნოტარიუსის სტატუსით და საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.“. 5. მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ამ კანონით დადგენილი წესით ან ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა (პროკურატურის მუშაკთა) საკვალიფიკაციო გამოცდა;“; ბ) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) გავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებლი საბჭოს მიერ დამტკიცებული, თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან შემდგარი, სავალდებულო სტაჟირების 1 წლიანი პროგრამა.“. გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ადვოკატი არ შეიძლება იყოს განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, თუ ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო სტაჟირების პროგრამის პრაქტიკული ნაწილის გავლის მოთხოვნა არ ვრცელდება პირებზე, რომელთაც გააჩნიათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის მოსამართლედ და პროკურორად მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება.“. 6. მე-11 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა“ ბ) პირველი - მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ნებისმიერ პირს. 2. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება წელიწადში მინიმუმ ორჯერ. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს, საგამოცდო პროგრამას ამტკიცებს და გამოცდის ჩატარების თარიღსა და ადგილს განსაზღვრავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო. 3. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა არის საერთო ან სპეციალიზაციის განხრით.“. გ) მე-5 - მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს. დ) მე-8 - მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ადვოკატს, რომელსაც ჩაბარებული აქვს ადვოკატთა (მოსამართლის, პროკურორის) საკვალიფიკაციო გამოცდა განხორციელების უფლება სპეციალიზაციის ეძლევა მიხედვით, შესაბამის საადვოკატო დარგში. საქმიანობის საკონსტიტუციო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ადვოკატად მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ადვოკატს. 9. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება სახელმწიფო ენაზე. 10. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში პირი იღებს ადვოკატთა ტესტირების გავლის დამადასტურებელ დოკუმენტს (სერტიფიკატს). 11. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი) ძალას კარგავს, თუ პირი გამოცდის ჩაბარებიდან 7 წლის განმავლობაში არ დაიწყებს საადვოკატო საქმიანობას.“. 7. მე-16 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულმა პირმა, რომელსაც სურს გაიაროს სტაჟირება ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით, განცხადებით უნდა მიმართოს ადვოკატთა ასოციაციას, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს ინფორმაცია სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის შესახებ. სტაჟიორის შერჩევა ხდება ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული სავალდებულო სტაჟირების პროგრამით განსაზღვრული წესით, რა დროსაც, გარანტირებულია ადვოკატობის მსურველის მიერ მენტორი ადვოკატის თავისუფლად არჩევის უფლება.“. ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სტაჟიორი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გათვალისწინებულ შემთხვევებში სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის დავალებით ახორციელებს მის უფლებამოსილებებს.“. 8. მე-18 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საადვოკატო ბიუროს შექმნის შესახებ ინფორმაცია მისი შექმნიდან 10 დღის ვადაში უნდა წარედგინოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს. ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს საადვოკატო ბიუროს მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი,ელექტრონული ფოსტის მისამართი, ბიუროში გაერთიანებული ადვოკატის (ადვოკატების) ვინაობა და სამართლის ის დარგი, რომელშიც ადვოკატი (ადვოკატები) ახორციელებს (ახორციელებენ) საადვოკატო საქმიანობას.“. ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საადვოკატო ბიუროს ორგანიზებისა და მუშაობის წესს და სტრუქტურას განსაზღვრავს ბიურო. (ბიუროს სახელით ხელმძღვანელობით/წარმომადგენლობით ადვოკატი).“. კლიენტთან უფლებამოსილებებს ურთიერთობისას ახორციელებს მხოლოდ 9. 21-ე მუხლის ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სპეციალიზაცია, თუ მას შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდა აქვს სპეციალიზაციის მიხედვით.“. ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მის მიერ ადვოკატის, მოსამართლისა ან/და პროკურორის შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან გასულია 7 წელი და იგი დადგენილი წესით არ გაწევრიანებულა ადვოკატთა ასოციაციაში.”. 10. 26-ე მუხლის მე-7 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) კოორდინაციას უწევს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ამტკიცებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესსა და პროგრამას, განსაზღვრავს გამოცდის ჩატარების თარიღს; 11. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 მუხლი: „მუხლი 271. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი 1. ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი იმავდროულად ხელმძღვანელობს ასოციაციის აპარატს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია ასოციაციის მართვის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებაზე. 2. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ მდივანს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯომარის წარდგინების საფუძველზე, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო; 3. აღმასრულებელ მდივანს უფლება არა აქვს ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა; 4. აღმასრულებელი მდივნის საქმიანობის ფარგლები დგინდება ადვოკატთა ასოციაციის წესდებით და აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით; 5. აღმასრულებელი მდივანი იღებს ანაზღაურებას ადვოკატთა ასოციაციასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.“. 12. 28-ე მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ეთიკის კომისიის წევრის არჩევა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ;“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ეთიკის კომისია თავისი შემადგენლობიდან ფარული კენჭისყრით, 2(ორი) წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც იმავდროულად უნდა იყოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. პირი თავმჯდომარედ შეიძლება არჩეულ ინეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“; გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-61 - მე-64 პუნქტები: „61. ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება, ეთიკის კომისიის წევრებთან ერთად, ირჩევს არანაკლებ 3 სათადარიგო წევრს; 62. ეთიკის კომისიის სათადარიგო წევრებად აირჩევიან საუკეთესო შედეგის მქონე ის კანდიდატები, რომლებმაც ყველზე მეტი ხმა მიიღეს, მაგრამ ვერ მოხვდნენ ეთიკის კომისიის შემადგენლობაში; 63. ეთიკის კომისიის წევრის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილს იკავებს რიგით მომდევნო სათადარიგო წევრი; 64. იმ შემთხვევაში, თუ ყველა სათადარიგო წევრი უარს განაცხადებს კომისიის წევრობაზე, ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება, ამ მუხლით დადგენილი წესით, აირჩევს ეთიკის კომისიის ახალ წევრს.“. დ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-10 და მე-11 პუნქტები: „10. განსახილველ დისციპლინურ საქმეზე ეთიკის კომისია უფლებამოსილია, სახელმწიფო ორგანოებიდან ან/და კერძო პირებისგან, კანონით დადგენილი წესით, გამოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო აუცილებელი ინფორმაცია და სხვა დოკუმენტები, გამოკითხოს შესაბამისი ფიზიკური პირები და განახორციელოს სხვა მოქმედებები, რაც აუცილებელია უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებისათვის. სახელმწიფო ორგანოებმა/კერძო პირებმა ინფორმაციაზე და შესაბამის დოკუმენტების გაცემაზე უარი უნდა დაასაბუთონ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; 11. ეთიკის კომისიას გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სახელით.“; 13. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ადვოკატის მიმართ დისციპლინური წარმოება შეწყდება თუ სადავო მოქმედების ჩადენიდან ეთიკის კომისიისადმი მიმართვამდე გასულია 5 წელი.“; 14. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 33. ადვოკატის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრა ადვოკატის მიმართ დისციპლინურ დევნას აღძრავს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია, რომელიც გადაწყვეტილებას, დისციპლინური დევნის აღძვრის ან დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, იღებს შესაბამისი ინფორმაციის შემოსვლიდან 2 თვის ვადაში.“. 15. 35-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დადების საკითხი ეთიკის კომისიის სხდომაზე განიხილება კოლეგიურად, კომისიის 3 წევრის შემადგენლობით, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ადვოკატისათვის საადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ან ასოციაციის წევრობის შეწყვეტის საკითხს განიხილავს ეთიკის კომისია არანაკლებ 10 წევრის შემადგენლობით. აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ეთიკის კომისიის არანაკლებ 8 წევრის ხმა. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში იგი დაერთვის გადაწყვეტილებას.“; ბ) მე-3 - მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ეთიკის კომისიის სხდომა დახურულია, თუმცა კომისია უფლებამოსილია სხდომა ჩაატაროს საჯაროდ ორივე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე. გადაწყვეტილება ცხადდება საჯაროდ. მხარეებს უფლება აქვთ მიიღონ დასაბუთებული გადაწყვეტილება. 4. ეთიკის კომისიის სხდომაზე ადვოკატის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხის განხილვა გადაიდება არანაკლებ 10 და არაუმეტეს 30 დღის ვადით. ადვოკატი ვალდებულია საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მიუთითოს საქმის განხილვის მისთვის მისაღები 3 თარიღი საქმის განხილვისთვის დაწესებული ვადის გათვალისწინებით. ამასთან, ადვოკატის არასაპატიო მიზეზით, ხელმეორედ გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საკითხის განხილვას. 5. ეთიკის კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა მომზადდეს გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში და გაეგზავნოთ მხარეებს.“; გ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს; 16. 351 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 351. დისციპლინური სახდელის გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის წესი 1. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება, ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ ადვოკატს, მისთვის გადაწყვეტილების გადაცემიდან ერთი თვის ვადაში, შეუძლია გაასაჩივროს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში. საჩივარი ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებაზე შეიტანება ეთიკის კომისიაში. საჩივრის მიღებიდან 5 დღის განმავლობაში ეთიკის კომისიის თავმჯდომარე დისციპლინურ საქმეს საჩივართან ერთად გადასცემს სადისციპლინო პალატას და ატყობინებს მხარეებს; 2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა ადვოკატის საჩივარს იხილავს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დიციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 თავით დადგენილი საპროცესო წესითა და ამ მუხლით დადგენილი დებულებების გათვალისწინებით; 3. დისციპლინური საქმისწარმოების მხარეებს წარმოადგენენ: სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“ და სახდელდადებული ადვოკატი; 4. დისციპლინური წარმოების პროცესი კონფიდენციალურია, ხოლო სადისციპლინო პალატის სხდომები დახურული. ორივე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში პალატის სხდომა უნდა ჩატარდეს საჯაროდ; 5. სადისციპლინო პალატის სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს პალატის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი; 6. სადისციპლინო პალატის სხდომის ოქმში აისახება: ა)სადისციპლინო პალატის სხდომის თარიღი; ბ) სადისციპლინო პალატის სხდომის დაწყების საათი; გ) საქამის განმხილველი სადისციპლინო პალატის შემადგენლობა და სხდომის მდივანი; დ) დისციპლინური საქმის დასახელება, რეგისტრაციის ნომერი და ეთიკის კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თარიღი; ე) სხდომაზე არმოდგენილი მხარეებისა და სხვა პირების შესახებ ინფორმაცია; ვ). მხარეების მიერ დაყენებული შუამდგომლობების არსი და განხილვის შედეგები; ზ) მხარეთა პოზიციები, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისი არგუმენტები; თ). სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების შინაარსი; ი)სხდომის დამთავრების დრო. 7. მხარეებს და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ იშუამდგომლონ ოქმში იმ გარემოებათა შეტანის თაობაზე, რომელსაც მათი აზრით საქმისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს; 8. სხდომის მიმდინარეობა შეიძლება ჩაიწეროს ელექტრონული საშუალების გამოყენებითაც; 9. სხდომის ოქმი თან ერთვის დისციპლინურ საქმეს; 10. თუ ამ კანონის შესაბამისად სხდომა საჯაროა, განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, სტენოგრაფირება და აუდიო ჩანაწერის გაკეთება ხორციელდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონით დადგენილი წესით; 11. სადისციპლინო პალატა, დისციპლინური საქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წერილობითი ფორმით, რომელსაც ხელს აწერენ სადისციპლინო პალატის წევრები და კანონით დადგენილი წესით ქვეყნდება საჯაროდ. სადისციპლინო პალატის წევრის განსხვავებული აზრი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, დაერთვება საქმეს; 12. სადისციპლინო პალატის მიერ სახდელის შეცვლის შემთხვევაში, ადვოკატისათვის დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების დაკისრებისას სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილება ეგზავნებათ მხარეებს და ეთიკის კომისიას ევალება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 (ათი)დღის ვადაში კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსი განსაზღვროს და გაუგზავნოს ადვოკატს; 13. სადისციპლინო პლატის გადაწყვეტილების ასლი ეგზავნებათ პროცესის მხარეებს და მათ წარმომადგენლებს.“; 17. 351 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 352 მუხლი: „მუხლი 352. სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნული ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობა სასამართლო უფლებამოსილია სახელმწიფოს ხარჯზე მოწვეული ადვოკატის არასაპატიო მიზეზით სასამართლოში გამოუცხადებლობის ან დაცვის განხორციელებაზე უარის თქმის შემთხვევაში წარდგინებით მიმართოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გატარების მოთხოვნით.“; 18. კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად. დაუშვებელია ადვოკატის საქმიანობაში არასამართლებრივიარამართლზომიერი ჩარევა, მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა, სახელმწიფო ორგანოთა თუ სხვა პირთა არასათანადო ზემოქმედება, დაშინება, შევიწროება, იძულება, დევნა, მასზე ზეწოლა, მორალური ან/და მატერიალური ზიანის მიყენება, მის მიმართ ძალადობის ან ძალადობის მუქარის გამოყენება, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს მისიადვოკატის დამოუკიდებლობა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ,,საქართველოს კანონში ,,ადვოკატთა შესახებ” ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია 2017 წლის 23 მაისს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განსახილველად წარმოდგენილი სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ #10752 საკანონმდებლო წინადადება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“. აღნიშნული წინადადების საფუძველზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრების, ადვოკატთა ასოციაციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩართულობით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და მომზადდა წინამდებარე კანონპროექტი. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“ წარმოადგენს ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის მარეგულირებელ ერთადერთ გაერთიანებას, რომელშიც, დღეის მდგომარეობით, გაერთიანებულია 4 500-ზე მეტი ლიცენზირებული ადვოკატი. ადვოკატის საქმიანობის და ადვოკატთა ასოციაციის ფუნქციონირების მარეგულირებელი ძირითადი სამართლებრივი აქტია „ადვოკატთა შესახებ“ კანონი, რომელიც მიღებულია 2001 წელს. აღნიშნული პერიოდიდან დღემდე მასში განხორციელდა რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, თუმცა, არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, იგი მაინც ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, საჭიროებს რიგი ნორმების დახვეწასა და ადვოკატთა საქმიანობის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ უკვე მიღებულია სამი მოსმენით, ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელებისა და ადვოკატთა თვითორგანიზების მაღალ სტანდარტებს ადგენს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია ადვოკატთა ინსტიტუციური გაძლიერება და მათი პროფესიული გარანტიების გაზრდა. აქედან გამომდინარე, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების დახვეწა იმგვარად, რომ ადვოკატს მიეცეს სრული შესაძლებლობა ეფექტურად და შეუფერხებლად განახორციელოს საქმიანობა, უფრო მაღალი სტანდარტით იქნეს დაცული მისი უფლებები, შეიქმნას ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატის გაწევრიანებისა და ორგანიზაციული მართვის ერთიანი ეფექტური მექანიზმი, დაზუსტდეს ეთიკის კომისიის მუშაობის ორგანიზაციული საკითხები. ამასთან, დეტალურად გაიწეროს დისციპლინური სახდელის გასაჩივრებისა საჩივრის განხილვის წესი და პროცედურა. ამავდროულად, დადგინდეს ის სამართლებრივი გარანტიები, რაც კლიენტსა და ადვოკატს შორის არსებული ურთიერთობისა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის საკითხებს დაარეგულირებს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად: 1. ცვლილება შედის „ადვოკატთა შესახებ“ კანონის (შემდგომში - „კანონის“) მე-3 მუხლში და საადვოკატო საქმიანობის უფრო მაღალი სტანდარტით რეგულირების მიზნით, არსებულ ჩამონათვალს ემატება შემდეგი პრინციპები:  სამართლის უზენაესობისა და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორცილების პატივისცემა;  პროფესიული კომპეტენტურობა;  ადვოკატის კეთილსინდისიერება, კარგი რეპუტაცია და იურიდიული პროფესიის პატივისცემა; 2. ზუსტდება კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ადვოკატი ვალდებული იქნება შეასრულოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებულ განგრძობადი სავალდებულო იურიდიული განათლების მოთხოვნები. 3. კანონის მთლიან რედაქციაში ტერმინი „ადვოკატთა ტესტირება“ იცვლება ტერმინით „ადვოკატთა საკვალიფიკაციო დამადასტურებელი მოწმობა“ გამოცდა“, ხოლო „ადვოკატთა ტერმინით „ადვოკატთა ტესტირების საკვალიფიკაციო გავლის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი“. 4. ცვლილება შედის კანონის მე-7 მუხლის პირველ პუნქტში, რომლის თანახმად, ადვოკატი ვალდებული იქნება არ გაამჟღავნოს კლიენტის ვინაობა და საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში მისგან მიღებული ან/და მის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია (კონფიდენციულური ინფორმაცია). ამასთან, მოცემულ მუხლს ემატება მე-3 პუნქტი, რომელიც კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების განსაკუთრებულ შემთხვევებზე მიუთითებს. 5. ცვლილება შედის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტში და ზუსტდება იმ პირების ჩამონათვალი, რომლებსაც კონკრეტულ საქმესთან მიმართებით არ ექნებათ ადვოკატის ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება. 6. ცვლილება შედის კანონის მე-10 მუხლში (მოთხოვნები ადვოკატებისადმი), კერძოდ:  პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მიეთითება, რომ ადვოკატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც გავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებლი საბჭოს მიერ დამტკიცებული, თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან შემდგარი, სავალდებულო სტაჟირების 1 წლიანი პროგრამა.  იცვლება კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის რედაქცია, რომლის თანახმად ადვოკატი ვერ გახდება პირი, რომელიც არის ნასამართლევი, როგორც განზრახ მძიმე, ისე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აქვს ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული.  იცვლება კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის რედაქცია იმგვარად, რომ ადვოკოტობის მსურველთათვის გათვალისწინებული სავალდებულო სტაჟირების პროგრამის პრაქტიკული ნაწილის გავლის მოთხოვნა არ გავრცელდება პირებზე, რომელთაც გააჩნიათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის მოსამართლედ და პროკურორად მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება. 7. კანონის მე-11 მუხლში გათვალისწინებული ცვლილების თანახმად, განისაზღვრება ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლების მქონე პირთა წრე და პროცედურა. ამასთან, გათვალისწინებულია კანონიდან მე-11 მუხლის მე-5 - მე-7 პუნქტების ამოღება, რომლებიც ითვალისწინებენ საერთო, სამოქალაქო და სისხლის სამართლის სპეციალიზაციის გამოცდისათვის დადგენილი საგნების ჩამონათვალს. აღნიშნული საკითხი დარეგულირდება შესაბამისი კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე, რათა საგამოცდო თემატიკაში ცვლილების შეტანის ყოველ ჯერზე, საჭირო არ გახდეს საკანონმდებლო ცვლილება და ეს სიტემა უფრო მოქნილი/ეფექტური გახდეს. 8. ცვლილება შედის კანონის მე-16 მუხლში (ადვოკატის სტაჟიორი), რომლის თანახმად, განისაზღვრება სტაჟირების გავლის წესი და სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის არჩევის პროცედურა. 9. ცვლილება შედის კანონის მე-18 მუხლში, რომლის თანახმად, საადვოკატო ბიუროს შექმნის შესახებ ინფორმაცის ჩამონათვალს ემატება „ელექტრონული ფოსტის მისამართი“. ამასთან, საადვოკატო ბიუროს ხელმძღვანელობით/წარმომადგენლობითი სახელით კლიენტთან უფლებამოსილებით ურთიერთობისას აღიჭურვება მხოლოდ ადვოკატი. 10. ცვლილება შედის კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე პირისთვის უარის თქმის საფუძველი იქნება ასევე შემთხვევა, როდესაც ადვოკატის, მოსამართლის ან/და პროკურორის შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან გასულია 7 წელი და იგი დადგენილი წესით არ გაწევრიანებულა ადვოკატთა ასოციაციაში. 11. კანონს ემატება 271 მუხლი (ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი), რომლის თანახმად, განისაზღვრება გათავისუფლების წესი. მისი ფუნქცია, უფლება-მოვალეობები, დანიშვნისა და 12. ცვლილება შედის კანონის 28-ე მუხლში (ეთიკის კომისია), რომლის თანახმად:  მიეთითება, რომ ეთიკის კომისიის წევრისა და თავჯდომარის არჩევა შესაძლებელი იქნება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ;  ეთიკის კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება განისაზღვრება 2 (ორი) წლით;  ეთიკის კომისიის წევრებთან ერთად, ასოციაციის კრება ასევე აირჩევს კომისიის სათადარიგო წევრებს;  მიეთითება, რომ ეთიკის კომისიის წევრის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილს დაიკავებს რიგით მომდევნო სათადარიგო წევრი;  განსახილველ დისციპლინურ საქმეზე ეთიკის კომისია უფლებამოსილი იქნება, სახელმწიფო ორგანოებიდან ან/და კერძო პირებისგან კანონით დადგენილი წესით გამოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო აუცილებელი ინფორმაცია. ხოლო, სახელმწიფო ორგანოებმა/კერძო პირებმა ინფორმაციაზე და შესაბამის დოკუმენტების გაცემაზე უარი უნდა დაასაბუთონ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;  ზუსტდება ჩანაწერი, რომლის თანახმად, ეთიკის კომისია გადაწყვეტილებას გამოიტანს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სახელით. 13. ცვლილება შედის კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტში, რომლის თანახმად, ადვოკატის მიმართ დისციპლინური წარმოება შეწყდება თუ სადაო მოქმედების ჩადენიდან ეთიკის კომისიისადმი მიმართვამდე გასულია 5 წელი. 14. ცვლილება შედის კანონის 35-ე მუხლში (ადვოკატისთვის დისციპლინური სახდელის დადების წესი), რომლის თანახმად:  ადვოკატისათვის საადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ან ასოციაციის წევრობის შეწყვეტის საკითხს განიხილავს ეთიკის კომისია არანაკლებ 10 წევრის შემადგენლობით (ნაცვლად 12 წევრისა), ხოლო გადაწყვეტილება მიიღება 8 წევრის მიერ (ნაცვლად 10 წევრისა);  შესაძლებელი იქნება ეთიკის კომისიის სხდომა ჩატარდეს საჯაროდ, თუ სახეზე იქნება ორივე მხარის შუამდგომლობა;  ეთიკის კომისიის სხდომაზე ადვოკატის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხის განხილვა გადაიდება არანაკლებ 10 და არაუმეტეს 30 დღის ვადით. ადვოკატი ვალდებული იქნება, საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მიუთითოს საქმის განხილვის მისთვის მისაღები 3 თარიღი საქმის განხილვისთვის დაწესებული ვადის გათვალისწინებით;  ეთიკის კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა მომზადდეს გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში და გაეგზავნოთ მხარეებს. 15. კანონს ემატება 351 მუხლი, რომლითაც დგინდება დისციპლინური სახდელის გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის ერთიანი წესი და პროცედურა. 16. ცვლილება შედის კანონის 38-ე მუხლის პირველ პუნქტში, რომლის თანახმად, მაღალი სტანდარტით დგინდება ადვოკატთა სამართლებრივი დაცვის გარანტიები. კერძოდ, დაუშვებელი იქნება ადვოკატის საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა, მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა, სახელმწიფო ორგანოთა თუ სხვა პირთა არასათანადო ზემოქმედება, დაშინება, შევიწროება, იძულება, დევნა, მასზე ზეწოლა, მორალური ან/და მატერიალური ზიანის მიყენება, მის მიმართ ძალადობის ან ძალადობის მუქარის გამოყენება, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს ადვოკატის დამოუკიდებლობა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელ ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება შეესაბამება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ შეესაბამება საქართველოს მიერ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძირითად პრინციპებს ადვოკატთა როლის შესახებ (მიღებულია გაეროს მე-8 კონგრესის მიერ 1990 წლის 7 სექტემბერს ჰავანაში). დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღეს სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების (“კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში - PROLoG”, “გაეროს განვითარების პროგრამა UNDP) წარმომადგენლებმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი „ადვოკატთა შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონის „ადვოკატთა შესახებ“ იმ მუხლების მოქმედი (სრული) რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილებები მუხლი 3. საადვოკატო საქმიანობის პრინციპები საადვოკატო საქმიანობის პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) საადვოკატო საქმიანობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა; გ) ადვოკატთა თანასწორობა და მათი დისკრიმინაციის დაუშვებლობა; დ) საადვოკატო საქმიანობაში ჩაურევლობა; ე) ადვოკატის მიერ კლიენტის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა და დაცვა; ვ) ადვოკატის მიერ დაცვის უფლების განხორციელებაზე უარის თქმის დაუშვებლობა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ზ) ადვოკატის მიერ პროფესიული საიდუმლოების დაცვა; თ) ადვოკატის მიერ პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა. მუხლი 5. ადვოკატის მოვალეობები ადვოკატი ვალდებულია: ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები; ბ) ზუსტად და განუხრელად დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები; გ) არ შელახოს სასამართლოს და პროცესის სხვა მონაწილეთა უფლებები; დ) დაიცვას პროფესიული საიდუმლოება; ე) შეასრულოს საპროცესო კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობები და ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში კლიენტს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ; ვ) მონაწილეობა მიიღოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებულ განგრძობადი სავალდებულო იურიდიული განათლების პროგრამაში; ზ) „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარიგების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, რომელიც ფინანსური მონიტორინგის უზრუნველყოფს სამსახურისთვის შესაბამისი აღნიშნული ცნობის კანონითა და საქართველოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმითა და წესით წარდგენას. მუხლი 7. პროფესიული საიდუმლოება 1. ადვოკატი ვალდებულია: ა) დაიცვას პროფესიული საიდუმლოება, გასული დროის მიუხედავად; ბ) კლიენტის თანხმობის გარეშე არ გაავრცელოს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში მისგან მიღებული ინფორმაცია. 1 1. ადვოკატი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ანგარიშგების ფორმას აგზავნის იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშგების ფორმის გაგზავნა არ ეწინააღმდეგება მისი საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული საიდუმლოების დაცვის პრინციპს. 2. ადვოკატის მიერ პროფესიული საიდუმლოების დარღვევა იწვევს ამ კანონით და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. მუხლი 8. ინტერესთა შეუთავსებლობა 1. ადვოკატი ვალდებულია არ განახორციელოს ისეთი ქმედება და არ დაამყაროს ისეთი ურთიერთობა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის კლიენტის ინტერესებს, ადვოკატის პროფესიულ საქმიანობას ან დამოუკიდებლობას. 2. ადვოკატს უფლება არა აქვს შეასრულოს პროფესიული ფუნქციები, თუ იმავე საქმეზე უკვე განახორციელა საადვოკატო საქმიანობა მეორე მხარის სასარგებლოდ. 3. დაუშვებელია ადვოკატის მიერ საქმეზე, რომელზედაც პროფესიული მან ფუნქციების შესრულება უკვე იმ განახორციელა მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის, მომკვლევის, სასამართლო სხდომის მდივნის, თარჯიმნის, დამსწრის, მოწმის, ექსპერტის, სპეციალისტის, საჯარო მოსამსახურის ან ნოტარიუსის სტატუსით და საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი. მუხლი 10. მოთხოვნები ადვოკატისადმი 1. ადვოკატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც: ა) აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება; ბ) გავლილი აქვს ადვოკატთა ტესტირება ამ კანონით დადგენილი წესით ან ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა ( პროკურატურის მუშაკთა) საკვალიფიკაციო გამოცდა; გ) აქვს იურისტად ან ადვოკატის სტაჟიორად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი. 2. ადვოკატი არ შეიძლება იყოს განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, თუ ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ადვოკატი არ შეიძლება იმავდროულად იყოს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი ან სხვა პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ეკრძალება საადვოკატო საქმიანობის განხორციელება. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება პირზე, რომელსაც ეკავა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობა. მუხლი 11. ადვოკატთა ტესტირება 1. ტესტირების გავლის უფლება აქვს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ნებისმიერ პირს. 2. ტესტირება ტარდება წელიწადში ორჯერ. ტესტირების ჩატარების წესს, პროგრამას ამტკიცებს და თარიღს განსაზღვრავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო, ხოლო ადვოკატთა საკვალიფიკაციო კომისიის დებულებას – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება. 3. ტესტირება არის საერთო ან სპეციალიზაციის მიხედვით. 4. ადვოკატების სპეციალიზაცია ხდება სამოქალაქო სამართლისა და სისხლის სამართლის დარგებში. 5. საერთო ტესტირება ტარდება შემდეგ საგნებში: ა) საკონსტიტუციო სამართალი; ბ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი; გ) ადმინისტრაციული სამართალი; დ) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი; ე) სისხლის სამართალი; ვ) სისხლის სამართლის პროცესი; ზ) სამოქალაქო სამართალი; თ) სამოქალაქო სამართლის პროცესი. 6. სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატთა ტესტირება ტარდება შემდეგ საგნებში: ა) საკონსტიტუციო სამართალი; ბ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი; გ) ადმინისტრაციული სამართალი; დ) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი; ე) სამოქალაქო სამართალი; ვ) სამოქალაქო სამართლის პროცესი. 7. სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატთა ტესტირება ტარდება შემდეგ საგნებში: ა) საკონსტიტუციო სამართალი; ბ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი; გ) ადმინისტრაციული სამართალი; დ) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი; ე) სისხლის სამართალი; ვ) სისხლის სამართლის პროცესი. 8. ადვოკატს, რომელსაც ტესტირება გავლილი აქვს სპეციალიზაციის მიხედვით, საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლება ეძლევა შესაბამის დარგში. საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში ადვოკატად მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ადვოკატს. 9. ტესტირება ტარდება სახელმწიფო ენაზე. 10. ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში პირი იღებს ადვოკატთა ტესტირების გავლის დამადასტურებელ მოწმობას. 11. ადვოკატთა ტესტირების გავლის დამადასტურებელი მოწმობა ძალას კარგავს, თუ პირი ტესტირების გავლიდან 7 წლის განმავლობაში არ დაიწყებს საადვოკატო საქმიანობას. მუხლი 16. ადვოკატის სტაჟიორი 1. ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულმა პირმა, რომელსაც სურს გაიაროს სტაჟირება ადვოკატთან ან საადვოკატო ბიუროში, განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის ადვოკატს ან საადვოკატო ბიუროს. ადვოკატი ან საადვოკატო ბიურო იღებს გადაწყვეტილებას პირის სტაჟიორად გამწესების შესახებ და ამ გადაწყვეტილებას არა უგვიანეს 5 დღისა აცნობებს შესაბამის ადვოკატთა ასოციაციას. 2. საადვოკატო სტაჟირების პერიოდი შედის შრომის საერთო და პროფესიული საქმიანობის სტაჟში. 3. სტაჟიორი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი ადვოკატის დავალებით ახორციელებს მის უფლებამოსილებებს. 4. სტაჟიორი არ შეიძლება დაიკითხოს მოწმედ იმ საკითხზე, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში. მასზე ვრცელდება ამ კანონის მე7 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები. მუხლი 18. საადვოკატო საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა 1. ადვოკატს უფლება აქვს, საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად ინდივიდუალურად, სხვა ადვოკატებთან ან სხვა პირებთან ერთად შექმნას საადვოკატო ბიურო ამხანაგობის ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამეწარმეო იურიდიული პირის სახით. 2. საადვოკატო ბიუროს შექმნის შესახებ ინფორმაცია მისი შექმნიდან 10 დღის ვადაში უნდა წარედგინოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს. ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს საადვოკატო ბიუროს მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ბიუროში გაერთიანებული ადვოკატის (ადვოკატების) ვინაობა და სამართლის ის დარგი, რომელშიც ადვოკატი (ადვოკატები) ახორციელებს (ახორციელებენ) საადვოკატო საქმიანობას. 3. საადვოკატო ბიუროს ორგანიზებისა და მუშაობის წესს და სტრუქტურას განსაზღვრავს ბიურო. მუხლი 21. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანება 1. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებისათვის პირი განცხადებით მიმართავს ადვოკატთა ასოციაციას. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო განცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას პირის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების ან გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ. 2. პირმა ასოციაციას უნდა წარუდგინოს შემდეგი მონაცემები: ა) სახელი, გვარი, დაბადების თარიღი; ბ) საცხოვრებელი ადგილის და საადვოკატო ბიუროს მისამართები, საკონტაქტო ტელეფონი; გ) სპეციალიზაცია, თუ მას ტესტირება გავლილი აქვს სპეციალიზაციის მიხედვით. 21 . ადვოკატთა ასოციაციას უნდა წარედგინოს ინფორმაცია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შესახებ მისი წარმოშობიდან 2 კვირის ვადაში. 22 . ადვოკატთა ასოციაციის წევრების საერთო სიის ორგანიზების ინტერესიდან გამომდინარე, დამატებითი მონაცემების (მათ შორის, მონაცემების ცვლილებების) წარდგენის წესი და პირობები განისაზღვრება ასოციაციის წესდებით. 3. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე პირისთვის უარის თქმის საფუძვლებია: ა) იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ბ) მის მიერ ტესტირების გავლიდან გასულია 7 წელი; გ) მას შეწყვეტილი აქვს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა ამ კანონის 213 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე და წევრობის შეწყვეტიდან არ გასულა 3 წელი. 31 . ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებისათვის ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება პირზე, რომელსაც ეკავა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობა. 4. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს უარი ასოციაციაში გაწევრიანებაზე შეიძლება უარის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში გასაჩივრდეს სასამართლოში. 5. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო ადვოკატთა ასოციაციის წევრების საერთო სიას აქვეყნებს ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები საჯაროა ყველა დაინტერესებული პირისათვის. მუხლი 26. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო 1. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი ორგანოა აღმასრულებელი საბჭო, რომლის სხდომა იმართება სულ მცირე თვეში ერთხელ. 2. აღმასრულებელი საბჭოს წევრისთვის საბჭოს სხდომაზე დასწრება სავალდებულოა. 3. აღმასრულებელი საბჭო შედგება 12 წევრისაგან, რომელთაგან 11 წევრს 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სიითი შემადგენლობიდან, ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით. 4. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე თანამდებობრივად შედის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში. 5. აღმასრულებელი საბჭოს წევრებად არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას. 6. აღმასრულებელი საბჭო უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. 7. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო: ა) კოლეგიურად ახორციელებს ასოციაციის ხელმძღვანელობას; ბ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს ასოციაციის ბიუჯეტს; გ) ამტკიცებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო კომისიის დებულებას; დ) ამტკიცებს ადვოკატთა სასწავლო ცენტრის საქმიანობის წესს; ე) განსაზღვრავს ადვოკატთა განგრძობადი პროგრამას და მისი შესრულების წესს; სავალდებულო იურიდიული განათლების ვ) ამტკიცებს ასოციაციის მომდევნო წლის ხარჯთაღრიცხვას; ზ) გამოყოფს სახსრებს ასოციაციის საჭიროებისათვის, ადგენს სამივლინებო და სხვა ადმინისტრაციული ხარჯების ოდენობებს; თ) წელიწადში ერთხელ საჯაროდ აქვეყნებს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ; ი) არსებული მონაცემების საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესით ორგანიზებას უწევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრების საერთო სიის შედგენას, მასში ცვლილებების შეტანას და მის გამოქვეყნებას; კ) კოორდინაციას ტერიტორიაზე, უწევს ადვოკატთა ტესტირების ჩატარებას საქართველოს ამტკიცებს ადვოკატთა ტესტირების ჩატარების წესსა და მთელ პროგრამას, განსაზღვრავს ტესტირების ჩატარების თარიღს; ლ) ორგანიზებას უწევს ადვოკატთა მიერ ფიცის დადებას; მ) აღასრულებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის გადაწყვეტილებებს; ნ) ამტკიცებს ასოციაციის საშტატო განრიგს, ასოციაციის თავმჯდომარისა და სხვა დაქირავებულ პირთა შრომის ანაზღაურების ოდენობებს; ო) ამტკიცებს საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობისა და ადვოკატის ორდერის ნიმუშს; პ) ამყარებს საერთაშორისო კავშირებს და ამ ურთიერთობებში არის ასოციაციის წარმომადგენელი; ჟ) აწარმოებს ადვოკატთა და მათ სტაჟიორთა პირად საქმეებს; რ) ორმხრივი თხოვნის საფუძველზე არის ასოციაციის მოდავე წევრების ან წევრებისა და მათი კლიენტების მომრიგებელი; ს) გამოსცემს ადვოკატთა საინფორმაციო ბიულეტენს ან სხვა პერიოდულ გამოცემას; ტ) ასოციაციის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილებების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს თავმჯდომარის უფლებამოსილებების დროებით განსახორციელებლად; ტ 1) „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად ირჩევს იურიდიული დახმარების საბჭოს 3 წევრს; უ) ახორციელებს ამ კანონითა და ასოციაციის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, რომლებიც არ განეკუთვნება ასოციაციის სხვა ორგანოების კომპეტენციას. მუხლი 28. ეთიკის კომისია 1. ეთიკის კომისია შედგება 15 წევრისაგან, რომელთაგან არანაკლებ 12 ადვოკატია. ეთიკის კომისიის წევრებს 4 წლის ვადით ირჩევს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით. 2. ეთიკის კომისიის წევრებად არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას. 3. ეთიკის კომისიის ადვოკატი წევრი უნდა იყოს 30 წელს მიღწეული პირი არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილებით. 4. ეთიკის კომისია დამოუკიდებელია და თავის საქმიანობას ახორციელებს ამ კანონის შესაბამისად და პროფესიული ეთიკის ნორმების საფუძველზე. 5. ეთიკის კომისიის წევრის ხელახლა არჩევა შეიძლება მხოლოდ ერთხელ. 6. ეთიკის კომისია თავისი შემადგენლობიდან ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც იმავდროულად უნდა იყოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 7. ეთიკის კომისია ამოწმებს ადვოკატზე შემოსულ ინფორმაციას, სწავლობს მის საფუძვლიანობას და წყვეტს ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს. 8. ანონიმური წერილები და შეტყობინებები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას. 9. ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ დამტკიცებული დებულებით. მუხლი 32. ადვოკატისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები 1. ადვოკატს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრება: ა) ამ კანონის მე-5–მე-9 მუხლებით გათვალისწინებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის; ბ) ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევისათვის. 2. ადვოკატს არ დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 5 წელი. მუხლი 33. ადვოკატის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრა ადვოკატის მიმართ დისციპლინურ დევნას აღძრავს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია. ეთიკის კომისია ინფორმაციის შემოსვლიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას დევნის აღძვრის ან დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. მუხლი 35. ადვოკატისთვის დისციპლინური სახდელის დადების წესი 1. ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დადების საკითხი ეთიკის კომისიის სხდომაზე განიხილება კოლეგიურად, კომისიის 3 წევრის შემადგენლობით, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ადვოკატისათვის საადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ან ასოციაციის წევრობის შეწყვეტის საკითხს განიხილავს ეთიკის კომისია არანაკლებ 12 წევრის შემადგენლობით. აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ეთიკის კომისიის არანაკლებ 10 წევრის ხმა. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში იგი დაერთვის გადაწყვეტილებას. 2. ეთიკის კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ადვოკატს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გამოთქვას აზრი ზეპირად ან წერილობით, გამოითხოვოს და წარმოადგინოს მტკიცებულებები და სრულად ისარგებლოს დაცვის უფლებით. 3. ეთიკის კომისიის სხდომა დახურულია, ხოლო გადაწყვეტილება ცხადდება საჯაროდ. 4. ეთიკის კომისიის სხდომაზე ადვოკატის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხის განხილვა გადაიდება 10 დღით. ამასთან, ადვოკატის არასაპატიო მიზეზით, ხელმეორედ გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საკითხის განხილვას. 5. ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში უნდა ჩაბარდეს ადვოკატს პირადად, ხოლო მისი გამოუცხადებლობის შემთხვევაში იმავე ვადაში უნდა გაეგზავნოს მას. მუხლი 351. სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნული ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობა სასამართლო უფლებამოსილია სახელმწიფოს ხარჯზე მოწვეული ადვოკატის არასაპატიო მიზეზით სასამართლოში გამოუცხადებლობის ან დაცვის განხორციელებაზე უარის თქმის შემთხვევაში წარდგინებით მიმართოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გატარების მოთხოვნით. მუხლი 38. ადვოკატის სამართლებრივი დაცვა 1. ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად და მასში ჩარევა დაუშვებელია. 2. ადვოკატები თანასწორნი არიან კანონის წინაშე. 3. არ შეიძლება ადვოკატი დაიკითხოს მოწმედ იმ საქმეზე, რომელშიც იგი მონაწილეობდა, როგორც ადვოკატი (დამცველი ან წარმომადგენელი). 4. ადვოკატს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ განცხადებისათვის, რომელიც მან ზეპირად ან წერილობით წარუდგინა სასამართლოს ან ადმინისტრაციულ ორგანოს კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე. 5. (ამოღებულია). 6. კონფიდენციალურია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ადვოკატმა მიიღო კლიენტისაგან ან იურიდიული რჩევის მიღების სხვა მსურველისაგან. 7. ადვოკატსა და კლიენტს შორის წარმოებული საუბრის მიყურადება და ჩაწერა დაუშვებელია, ხოლო მათ შორის მიმოწერა –ხელშეუხებელი. 8. ადვოკატის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე განხილულ უნდა იქნეს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ განსჯადობის მიხედვით.