„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.10.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი „ადვოკატთა შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე
ნომერი
#07-3/96/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 69 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-24
ბიუროს ნომერი 96

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.11.2015, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.05.001.017946) 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდებიან: მთავარი პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები და პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ან გავლილი აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები, თუ მათ არ ჩაუბარებიათ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ან არ გაუვლიათ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა, პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდას აბარებენ თანამდებობაზე დანიშვნიდან 1 წლის ვადაში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია „ადვოკატთა შესახებ“ კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები. კერძოდ, „ადვოკატთა შესახებ“ კანონპროექტით გათვალისწინებული ერთერთი ცვლილება გულისხმობს ტერმინის „ადვოკატთა ტესტირება“ შეცვლას ტერმინით „ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა“. აქედან გამომდინარე, საჭიროა კანონის ნორმების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა და ცვლილების ასახვა „პროკურატურის შესახებ“ კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების გათვალისწინებული მიზეზია ცვლილებებთან „ადვოკატთა შესახებ“ „პროკურატურის კანონის შესახებ“ პროექტით საქართველოს კანონის ცალკეულ ნორმათა შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტში და ტერმინი „ადვოკატთა ტესტირება“ იცვლება ტერმინით „ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა“. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელ ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება შეესაბამება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება შეესაბამება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღეს სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების (“კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში - PROLoG”, “გაეროს განვითარების პროგრამა -UNDP) წარმომადგენლებმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი „ადვოკატთა შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონის „პროკურატურის შესახებ“ იმ მუხლის მოქმედი (სრული) რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 31. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობებზე დასანიშნ პირებს 1. პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ფლობს სამართალწარმოების ენას, გავლილი აქვს 6 თვიდან 1 წლამდე სტაჟირება პროკურატურის ორგანოებში, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიისათვის ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა შემდეგ დისციპლინებში: საკონსტიტუციო სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, სასჯელაღსრულებითი სამართალი და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები, დადებული აქვს პროკურატურის მუშაკის ფიცი, საქმიანი და მორალური თვისებებით, აგრეთვე ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს პროკურორის ან პროკურატურის გამომძიებლის მოვალეობები. 2. პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდებიან: მთავარი პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები და პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ან გავლილი აქვს ადვოკატთა ტესტირება. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები, თუ მათ არ ჩაუბარებიათ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ან არ გაუვლიათ ადვოკატთა ტესტირება, პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდას აბარებენ თანამდებობაზე დანიშვნიდან 1 წლის ვადაში. 3. პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლისაგან თავისუფლდებიან: მთავარი პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები და პირი, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ა) აქვს მოსამართლედ, გამომძიებლად ან ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; ბ) ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა; გ) აქვს იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი. 4. პირმა, რომელიც აკმაყოფილებს სტაჟირების გავლისაგან გათავისუფლებისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, საკუთარი სურვილით შეიძლება გაიაროს სტაჟირება პროკურატურის ორგანოებში. 5. პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება ტესტური მეთოდით. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს საგამოცდო ტესტების წინასწარ გამოქვეყნებას. პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს, პერიოდულობას და გამოცდის პროგრამას, საგამოცდო კომისიის დებულებას და საგამოცდო კომისიის შემადგენლობას იუსტიციის მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია მთავარი პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე საკვალიფიკაციო გამოცდა. დანიშნოს პროკურატურის მუშაკთა დამატებითი 6. ქ. თბილისის პროკურორად და მის მოადგილედ, საოლქო პროკურორებად და მათ მოადგილეებად, რაიონულ პროკურორებად და სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორებად ინიშნებიან პირები, რომლებსაც აქვთ იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. განსაკუთრებულ შემთხვევაში მთავარ პროკურორს დასაბუთებული გადაწყვეტილებით უფლება აქვს, აღნიშნული ვადა ქ. თბილისის პროკურორისა და მისი მოადგილის, საოლქო პროკურორებისა და მათი მოადგილეების მიმართ შეამციროს 18 თვემდე, რაიონული პროკურორებისა და სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორების მიმართ − 12 თვემდე. 7. პროკურატურის მუშაკებმა 3 წელიწადში ერთხელ უნდა გაიარონ ატესტაცია. ატესტაციის წესს მთავარი პროკურორის წარდგინებით განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი. 8. პროკურატურის მრჩეველს და პროკურატურის სპეციალისტს, ამ კანონით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ხოლო პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან შრომით ხელშეკრულებას, ამ კანონით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით, დებს ან წყვეტს მთავარი პროკურორი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ დადგენილი წესებით. 9. პროკურატურის მუშაკის თანამდებობა შეუთავსებელია სხვა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულების ნებისმიერ თანამდებობასთან, ასევე სამეწარმეო ან სხვა ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო, შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობისა. პროკურატურის მუშაკს უფლება აქვს, იმავდროულად ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს ან/და შეთავსებით ეკავოს სხვა თანამდებობა პროკურატურის სისტემაში. 10. პროკურატურის მუშაკი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან ეწეოდეს პოლიტიკურ საქმიანობას. 11. პროკურატურის მუშაკს ეკრძალება გაფიცვის მოწყობა ან გაფიცვაში მონაწილეობა.