„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-24
ბიუროს ნომერი 96
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) მე-19 მუხლის მე-6
ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6.
სადისციპლინო
პალატა
„საქართველოს
საერთო
სასამართლოების
მოსამართლეთა
დისციპლინური
პასუხისმგებლობისა
და
დისციპლინური
სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით განიხილავს
საჩივრებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო
კოლეგიის, ხოლო „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებებზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ორგანული კანონის პროექტში ცვლილების შეტანის მიზეზია „ადვოკატთა შესახებ“
კანონის
პროექტით
გათვალისწინებული
ცვლილებების
ორგანული
კანონის
ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა. იმის გათვალისწინებით, რომ „ადვოკატთა
შესახებ“ კანონის მოქმედ რედაქციას ემატება 351 მუხლი, რომელიც ადვოკატისათვის
დაკისრებული დისციპლინური სახდელის გასაჩივრებისა და უზენაესი სასამართლოს
სადისციპლინო პალატის მიერ საჩივრის განხილვის წესს ითვალისწინებს, საჭიროა,
რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს დაემატოს
შესაბამისი ნორმა და დაზუსტდეს სადისციპლინო პალატის უფლებამოსილება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია დაზუსტდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სადისციპლინო პალატის უფლებამოსილება და „საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონთან შესაბამისობაში მოვიდეს „ადვოკატთა შესახებ“
კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტის თანახმად, ცვლილება შედის „საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის მე-19 მუხლის მე-6
ნაწილში და ყალიბდება ახალი რედაქციით.
აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, ზუსტდება უზენაესი სასამართლოს
სადისციპლინო პალატის უფლებამოსილება, რომლის თანახმად, იგი „საქართველოს
საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და
დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
წესით განიხილავს საჩივრებს როგორც საქართველოს საერთო სასამართლოების
მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის, ისე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის
ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელ ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება შეესაბამება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
შეესაბამება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება შეესაბამება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღეს
სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების
(“კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში - PROLoG”, “გაეროს განვითარების
პროგრამა -UNDP) წარმომადგენლებმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი:
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი „ადვოკატთა შესახებ“ კანონში შესატან
ცვლილებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ორგანული კანონის „საერთო სასამართლოების შესახებ“ იმ მუხლის
მოქმედი (სრული) რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება
მუხლი 19. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა
1. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას 3 წევრის შემადგენლობით, 3 წლის
ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო
პალატის წევრთა ასარჩევად მათ კანდიდატურებს, მათ შორის, სადისციპლინო პალატის
თავმჯდომარის
კანდიდატურას,
უზენაესი
სასამართლოს
წევრთაგან
უზენაესი
სასამართლოს პლენუმს წარუდგენს პლენუმის წევრი.
2. (ამოღებულია - 08.02.2017, №255).
3. თუ უზენაესი სასამართლოს პლენუმმა უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო
პალატის წევრად ზედიზედ ორჯერ ვერ აირჩია უზენაესი სასამართლოს პლენუმის წევრის
მიერ
წარდგენილი
სადისციპლინო
პალატის
წევრის
კანდიდატურა,
უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, მის არჩევამდე, არაუმეტეს 6 თვის ვადით,
უზენაესი
სასამართლოს
წევრთაგან
დანიშნოს
სადისციპლინო
პალატის
წევრის
მოვალეობის შემსრულებელი.
4.
უზენაესი
სასამართლოს
თავმჯდომარე
უფლებამოსილია
საქმის
განხილვას
სადისციპლინო პალატაში კონკრეტული საჩივრის განხილვის დროით ჩამოაშოროს
პალატის ის წევრი, რომელსაც ამ საჩივართან დაკავშირებით აქვს საქართველოს საპროცესო
კანონმდებლობით გათვალისწინებული აცილების საფუძველი. ასეთ შემთხვევაში
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს წევრთაგან ნიშნავს
სადისციპლინო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელს.
5. სადისციპლინო პალატის წევრი სრულყოფილად ახორციელებს უზენაესი სასამართლოს
მოსამართლის უფლებამოსილებას.
6. სადისციპლინო პალატა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა
დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი წესით განიხილავს საჩივრებს საქართველოს საერთო
სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებებზე.