„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 12 ✗ 16
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-24
ბიუროს ნომერი 96
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური
პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური
პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 2000 წელი, მუხ. 12) შეტანილ იქნეს
ცვლილება და მე-60 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 601 მუხლი:
„მუხლი 601. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების
გასაჩივრება
1.
საქართველოს
ადვოკატთა
ასოციაციის
ეთიკის
კომისიის
გადაწყვეტილება,
ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ, ადვოკატის მიერ,
მისთვის გადაწყვეტილების გადაცემიდან ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს
უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა ადვოკატის საჩივარს
იხილავს ამ კანონის მე-4 თავით დადგენილი და „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს
კანონის 351 მუხლით გათვალისწინებული წესით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური
პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „ადვოკატთა შესახებ“ კანონის პროექტის
ნორმებთან „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური
პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით.
იქიდან გამომდინარე, რომ „ადვოკატთა შესახებ“ კანონის პროექტით, კანონის მოქმედ
რედაქციას
ემატება
351
მუხლი,
რომელიც
ადვოკატისათვის
დაკისრებული
დისციპლინური სახდელის გასაჩივრებისა და უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო
პალატის
მიერ
„საქართველოს
საჩივრის
განხილვის
წესს
საერთო
სასამართლოების
ითვალისწინებს,
საჭიროა,
რომ
მოსამართლეთა
დისციპლინური
პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს
კანონს დაემატოს შესაბამისი ნორმა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიღების
მიზანია
მოსამართლეთა
დისციპლინური
„საქართველოს
საერთო
პასუხისმგებლობისა
სასამართლოების
და
დისციპლინური
სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში აისახოს ადვოკატისათვის
დაკისრებული დისციპლინური სახდელის გასაჩივრებისა და უზენაესი სასამართლოს
სადისციპლინო პალატის მიერ საჩივრის განხილვის წესი და პროცედურები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, „საქართველოს საერთო სასამართლოების
მოსამართლეთა
დისციპლინური
პასუხისმგებლობისა
და
დისციპლინური
სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება 60 მუხლი, რომელიც
1
განსაზღვრავს,
უზენაესი
სასამართლოს
სადისციპლინო
პალატის
მიერ
ადვოკატისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელის გასაჩივრებისა და
საჩივრის განხილვის წესსა და სამართლებრივ საფუძვლებს.
აღნიშნული
ცვლილების
თანახმად,
საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს
სადისციპლინო პალატა ადვოკატის საჩივარს იხილავს ამ კანონის მე-4 თავით
დადგენილი საპროცესო წესით, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 351
მუხლისა და „ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური
წარმოების შესახებ“ დებულებების გათვალისწინებით
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელ ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება შეესაბამება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
შეესაბამება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება შეესაბამება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღეს
სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების
(“კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში - PROLoG”, “გაეროს განვითარების
პროგრამა -UNDP) წარმომადგენლებმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი:
იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტში
შექმნილი
„ადვოკატთა
ცვლილებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე.
შესახებ“
კანონში